გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ...

8
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! საახალწლოდ დაგეგმილია ხარაგაულში საახალწლოდ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. გასულ კვირა- ში გაიმართა კულტურის ცენტრთან არ- სებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ „უბისის“ კონცერტი, საახალწ- ლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, გაიმარ- თა სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონ- ცერტი, მაია დათუნაშვილის პროექტის „დედაქალაქი რეგიონს“ პრეზენტაცია, საახალწლო ღონისძიება საბავშვო ბიბ- ლიოთეკაში, საბავშვო ფილმის ჩვენება. დღეს, 26 დეკემბერს, კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატ- რი ხიდარში გამართავს სპექტაკლს, დღესვე გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი მოსწავლეებისთვის. 29 დეკემბერს, 12 საათზე, ხარაგა- ულის 1 საბავშვო ბაღში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მაშა და დათვი.“ ამავე დღეს, 15 საათზე, მოეწყობა საახალწლო კარნავალი მოსწავლეთა მო- ნაწილეობით ხარაგაულის კინოთეატრში. 30 დეკემბერს, 15 საათზე, დაგეგ- მილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი. 30 დეკემბერს, 19 საათზე, ნაძვის ხესთან გაიმართება კონცერტი ახალ- გაზრდების მონაწილეობით, „კარაოკე“ და მურაბების ფესტივალი. 7 იანვარს ხარაგაულში ტრადიცი- ული „ალილო“ გა - იმართება. გულითადად გილოცავთ დამდეგი შობა-ახალი წლის შემობ- რძანებას თქვენს ოჯახებში. ეს წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის პროფესიული წარმატების, სიჯანსაღის, სიკე- თის, ბარაქისა და დოვლათის მომტანი წელი. თქვენი ცხოვ- რების მეგზური ყოფილიყოს სიყვარული, რწმენა და უფლის წყალობა. პატივისცემით განათლების პროფკავშირი საქართველოს სოფლის მეურ- ნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმა- ციო–საკონსულტაციო სამსახური მუშაობს 2015 წლის „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუ- შაოების ხელშეწყობის პროექტის“ მონაცემთა ბაზის კორექტირებაზე. ფერმერებმა, რომლებმაც 2013-2014 წლებში სასოფლო- სამეურნეო ბარათი მიიღეს მცირე ფართობზე, ვიდრე რეალურად არის მათ მფლობელობაში, ტე- რიტორიული ერთეულის რწმუნე- ბულთან უნდა წარადგინონ მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). მხოლოდ აღნიშ- ნულ შემთხვევაში მოხდება ფარ- თობის მომატება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ფერმერებმა, რომლებიც არ მო- ნაწილეობდნენ 2013-2014 წლის პროექტში, სიებში მოსახვედრად უნდა წარმოადგინონ იგივე დოკუ- მენტი (ამონაწერი საჯარო რეესტ- რიდან). სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო– საკონსულტაციო სამსახური მოსახლეობის საყურადღებოდ! გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგი ნომერი გამოვა 2015 წლის 16 იანვარს. მკითხველთა საყურადღებოდ! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი მრავალი ცვლილებებით აღსავსე წელი იყო და ვისურვებდი, მომავალ წელთან დაკავშირებული ყველა მოლოდინები გაგმართლე- ბოდეთ. მწამს, რომ 2015 წელი ყოველი თქვენგანისათვის და სრულიად საქართველოსთვის იქნება მშვიდობისა და წინსვ- ლის წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას. ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ძვირფასო ხარაგაულელებო! ძვირფასო პედაგოგებო, განათლების სფეროს წარმომადგენლებო! ამბების აკიდო გვ. 2 26 დეკემბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 49 (620) www.chkh.org

Transcript of გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ...

Page 1: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

საახალწლოდ დაგეგმილიახარაგაულში საახალწლოდ არაერთი

ღონისძიებაა დაგეგმილი. გასულ კვირა-ში გაიმართა კულტურის ცენტრთან არ-სებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ „უბისის“ კონცერტი, საახალწ-ლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, გაიმარ-თა სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონ-ცერტი, მაია დათუნაშვილის პროექტის „დედაქალაქი რეგიონს“ პრეზენტაცია, საახალწლო ღონისძიება საბავშვო ბიბ-ლიოთეკაში, საბავშვო ფილმის ჩვენება.

დღეს, 26 დეკემბერს, კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატ-რი ხიდარში გამართავს სპექტაკლს, დღესვე გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი მოსწავლეებისთვის.

29 დეკემბერს, 12 საათზე, ხარაგა-ულის №1 საბავშვო ბაღში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მაშა და დათვი.“ ამავე დღეს, 15 საათზე, მოეწყობა საახალწლო კარნავალი მოსწავლეთა მო-ნაწილეობით ხარაგაულის კინოთეატრში.

30 დეკემბერს, 15 საათზე, დაგეგ-მილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი.

30 დეკემბერს, 19 საათზე, ნაძვის ხესთან გაიმართება კონცერტი ახალ-გაზრდების მონაწილეობით, „კარაოკე“ და მურაბების ფესტივალი.

7 იანვარს ხარაგაულში ტრადიცი-ული „ალილო“ გა-იმართება.

გულითადად გილოცავთ დამდეგი შობა-ახალი წლის შემობ-რძანებას თქვენს ოჯახებში. ეს წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის პროფესიული წარმატების, სიჯანსაღის, სიკე-თის, ბარაქისა და დოვლათის მომტანი წელი. თქვენი ცხოვ-რების მეგზური ყოფილიყოს სიყვარული, რწმენა და უფლის წყალობა.

პატივისცემით განათლების პროფკავშირი

საქართველოს სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმა-ციო–საკონსულტაციო სამსახური მუშაობს 2015 წლის „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუ-შაოების ხელშეწყობის პროექტის“ მონაცემთა ბაზის კორექტირებაზე.

ფერმერებმა, რომლებმაც 2013-2014 წლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათი მიიღეს მცირე ფართობზე, ვიდრე რეალურად არის მათ მფლობელობაში, ტე-რიტორიული ერთეულის რწმუნე-ბულთან უნდა წარადგინონ მიწის საკუთრების დამადასტურებელი

დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). მხოლოდ აღნიშ-ნულ შემთხვევაში მოხდება ფარ-თობის მომატება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ფერმერებმა, რომლებიც არ მო-ნაწილეობდნენ 2013-2014 წლის პროექტში, სიებში მოსახვედრად უნდა წარმოადგინონ იგივე დოკუ-მენტი (ამონაწერი საჯარო რეესტ-რიდან).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–

საკონსულტაციო სამსახური

მოსახლეობის საყურადღებოდ!

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგი ნომერი გამოვა 2015 წლის 16 იანვარს.

მკითხველთა საყურადღებოდ!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი მრავალი ცვლილებებით აღსავსე წელი იყო და ვისურვებდი, მომავალ წელთან დაკავშირებული ყველა მოლოდინები გაგმართლე-ბოდეთ. მწამს, რომ 2015 წელი ყოველი თქვენგანისათვის და სრულიად საქართველოსთვის იქნება მშვიდობისა და წინსვ-ლის წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას.

ინგა მაღრაძეხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ძვირფასო ხარაგაულელებო!

ძვირფასო პედაგოგებო, განათლების სფეროს წარმომადგენლებო!

ამბების აკიდო

გვ. 2

26 დეკემბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№49 (620)

www.chkh.org

Page 2: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

2 xtvb [fhfufekb 26 დეკემბერი, 2014 წ.

საქვეყნოდ ცნობილი, ყველასათ-ვის საყვარელი, ულამაზესი და უკვდა-ვი სიმღერების ავტორი კომპოზიტორი რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე ჩვენი საახალწლო ნომრის სტუმარია. ქალბატონი მაცაცო უბისელია. მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე უბისის ეკლესიის მგალობლები ყო-ფილან. ერთხელ, ეკლესიის მონა-ხულებისას, თამარ მეფეს უბოძებია მათთვის გვარი სეფისკვერაძე.

ქალბატონი მაცაცო საუბრის დროს, როცა სიმღერების შექმნის ისტორიას მიამბობდა, როიალთან მღეროდა. რა დასანანია, რომ გაზე-თის ფურცლებიდან მკითხველამდე ვერ მიმაქვს ის ემოცია, რაც ამ დი-დებული კომპოზიტორის სიმღერების მოსმენისას განვიცადე...

„ბაბუაჩემი უბისიდან ზესტაფონში გადავიდა საცხოვრებლად, - გვიამ-ბობს ქალბატონი მაცაცო, - მამაჩემი ზესტაფონშია დაბადებული. დედაჩემი კვალითელია. ჩემი დიდი წინაპრები-დან ყველა იმერელი ყოფილა. ასე რომ, მე სუფთა სისხლის იმერელი ვარ. დასავლეთ საქართველოში მგზავრობისას ყოველთვის შევდივარ უბისის ეკლესიაში. ვგიჟდები იმერეთ-სა და იმერლებზე. იმერულად რომ მოუქცევს ვინმე, ისე სასიამოვნოდ ესმის ყურს, გავჩერდები ხოლმე, ცოტა ხანს მინდა, რომ ვუსმინო...“

ქალბატონო მაცაცო იხსენებს, რომ სიმღერა ლაპარაკთან ერთად დაიწ-ყო. მშობლებმა მუსიკალურ ათწლედ-ში მიიყვანეს. კარგად ახსოვს მისაღები გამოცდები. აბა, მაცაცო, რას იმღერებ ახლა შენო, - უკითხავს სკოლის დი-რექტორს. „დაისის“ შესავალსო - იყო პასუხი. „არასოდეს დამავიწყდება გამომცდელების გაკვირვებული მზე-რა. ამას არავინ ელოდა, - გვიამბობს ქალბატონი მაცაცო, - რა თქმა უნდა, კარგად ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში. ძალიან ბეჯითი და მონ-დომებული ვიყავი. ისე ვერ ისწავლი

მუსიკას. ერთ დღესაც მუსიკალურ სკოლაში კულტურის სამინისტროდან არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ნიჭიერ-თა ათწლედის პედაგოგი ნათელა კენჭიაშვილი ჩამოვიდა შემოწმებაზე. მე რომ მომისმინა, სკოლის დირექ-ტორს უთხრა, ძალიან კარგი ბავშვია, პატრონს დაელაპარაკეთ და თუ აქვთ შესაძლებლობა, თბილისის ნიჭიერთა ათწლედში ისწავლოსო. ჩემმა მშობ-ლებმა აიტაცეს ეს იდეა და მეექვსე კლასიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. ნიჭიერთა ათწლე-დის დამთავრებისთანავე კონსერვა-ტორიაში ჩავაბარე. ქალბატონი ნათე-ლას ხელმძღვანელობით გავაგრძე-ლე საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლა. ათწლედში ძალიან კარგად ვსწავლობდი თეორიულ საგნებს. ამან განაპირობა ის, რომ მე კომპოზიციას იოლად დავეუფლე. როცა ვისმენ ახალ სიმღერას, მაშინვე ვხვდები, თუ არაპროფესიონალის დაწერილია.

ყველა სიმღერაში შენი სურნელი უნდა მიიტანო. კომპოზიტორი რომ გერქვას, რაღაც შენეული უნდა გქონ-დეს, შენი აკორდი და ხელწერა.

-ქალბატონო მაცაცო, როდის დაწერეთ პირველი სიმღერა?

-კონსერვატორიაში პირველი კურსიდან დავიწყე სიმღერების წერა. სიმღერა სულ ჩემთან იყო, სულ ვმღეროდი, ყველა ხმის შესრულება შემეძლო. სერიოზული და პირვე-ლი სიმღერა მედეა კახიძის ლექს-ზე შევქმენი. ლექსი, რა თქმა უნდა სიყვარულზეა. აბა, 19 წლის გოგოს სხვა რა თემა მომეწონებოდა. ლექს-ში საოცარი სიტყვებია - „მე ვარ ახ-ლადგამომწვარი დედამიწა და შენს ირგვლივ დღე და ღამე ვბრუნავ.“ მალე აიტაცეს ეს სიმღერა და მაშინვე პოპულარობა მომიტანა. მედეა ძი-ძიგური და მანანა შარაშიძე დუეტში მღეროდნენ. ეს 1965 წელს იყო. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ... 50 წელია სიმღერას ვწერ.

-როგორ იქმნება სიმღერა - ჯერ ლექსი მოგწონთ თუ ჯერ მუსიკას ქმნით?

-ვერ წარმომიდგენია, რომ ჯერ მუსიკა დავწერო და მერე ვეძებო ლექსი. სიმღერას ყოველთვის სიტყ-

ვების გულისთვის ვწერ. მეორე სიმღე-რაც მედეა კახიძის ლექსზე დავწერე. საოცარი სიტყვებია - ვარსკვლავების ჩიხტიკოპით დახურული საქართ-ველოს მადლიანი მიწა. ამაზე უკე-თესი რა უნდა თქვა. პოეზია ძალიან მიყვარს. მას შემდეგ, რაც სიმღერის წერა დავიწყე, ძირითადად ლექსებს ვკითხულობ. კრებულში ყველა ლექსი უნდა წავიკითხო, რომ სასიმღერო აღმოვაჩინო. ერთ ლექსში ვიპოვი ორ სტროფს, შემდეგ კიდევ სხვაგან ორ კუპლეტს. მერე ამოვწერ, რაც მომეწონა, ერთმანეთთან ვაჯერებ შინაარსობრივად და რითმით. დავა-ლაგებ და 15 წუთში ვწერ სიმღერას.

-სიმღერას რომელიმე კონკრეტუ-ლი მომღერლისთვის წერთ?

-აუცილებლად. სიმღერა მაშინ გამოდის კარგი, როცა მას ასრულებს

სწორედ ის მომღერალი, ვისაც ეს სიმღერა უხდება. ეთერ კაკულიასა-ვით ვერავინ იმღერებდა „და მე არ მინდა სხვა ნეტარება.“ კონკრეტულად მისთვის დავწერე. სხვა მომღერალი იმხელა მასშტაბს ვერ მისცემდა ამ სიმღერას, რაც გააკეთა ეთერიმ. არაჩვეულებრივი იყო ეკა მამალაძისა და გოგი დოლიძის დუეტი. ყველა სიმღერა, რაც მათ შეასრულეს, ჩემი დაწერილია. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და მე გავაცანი სიმღერით „მინდვრად დაგიჭერ პეპელას.“ ეკა სულ ამბობს, მაცაცომ გამხადა პოპუ-ლარულიო.

თინა მღვდლიაშვილმა ტელეფონ-ზე მიკარნახა ლექსი „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო.“ იმ წუთას ვიფიქრე, რომ ამ ლექსზე დაწერილი სიმღერა მოუხდებოდა ლეგენდარულ მომღერალ ზაურ ბოლქვაძეს, მის ხმას საზღვარი არ ჰქონდა.

ნუკრი კაპანაძეზე უკეთ იმერეთზე სიმღერას ვერავინ მღერის. ყველა მომღერალი ერთნაირად მიყვარს. 350 სიმღერა მაქვს დაწერილი. ჩა-ნიშნული მაქვს ყველა მათგანის შექმ-ნის დრო, რიცხვი, პოეტი, სიმღერის სათაური.

ამ ბოლოს თინა მღვდლიაშვილ-მა დამირეკა, - 23 წლის წინ შენთან სატელეფონო საუბარი კარგად დავ-ცადე და ახალ ლექსს ჩაგაწერინებო. მიკარნახა ლექსი, სადაც კაცი ქალს უმღერის, ღმერთმა ჭრელ კაბაში და-გაბეროსო. საქართველოზე დავწერე კიდევ ერთი სიმღერა. მომავალ წელს ვამეცადინებ ანსამბლ „შვიდკაცას“ და შეიძლება ჩემი ახალი სიმღერები ანსამბლ „ქართული ხმებსაც“ შევთა-ვაზო.

-ქალბატონო მაცაცო, ოჯახი როგორ შექმენით?

-სუფრაზე ვიყავი დაპატიჟებული და ვიმღერე, - „დელი დელი დელასა, მირჩევნიხარ ყველასა. ჩემი მომავა-ლი მეუღლეც ყოფილა თურმე ამ სუფ-რაზე თავის დირექტორთან ერთად. შენზე მღერის ის გოგონაო, უთქვამს. ამ სიმღერამ „დამღუპა,“ - გადამეკიდა მეგრელი კაცი და შეაწრიალა მთე-ლი თბილისი, რომ მოვეყვანე. ჩემი მეუღლე ტექნიკურ მეცნიერებათა

დოქტორი და აკადემიკოსია. -გყავთ ორი არაჩვეულებრივი

შვილი დათო და მარიამ გერსამიები.-მადლობა უფალს, რომ მართ-

ლაც წესიერი, პატიოსანი, მშრომელი, მოსიყვარულე შვილები მყავს. ორი-ვემ კარგი ოჯახი შექმნა, 2-2 შვილი ჰყავთ. მაგიჟებენ შვილიშვილები. ჩემ შვილებს არაჩვეულებრივი სმენა აქვთ და კარგი მუსიკოსები დადგებოდნენ, მაგრამ მე ვერ გავიმეტე ამ მძიმე ტვირთისთვის.

დათოს უნდოდა სადირიჟოროზე ჩაბარება. მღეროდა ძალიან კარგად. ზურიკო ანჯაფარიძემ მოუსმინა და ურჩია, ვოკალზე ჩააბარეო. მე ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი. ეს გზა რომ აირჩიო, უნდა მოწყდე ყველაფერს. წარმატებას დიდი შრომა უნდა. და-თომ უნივერსიტეტში ჯერ უცხო ენების

ფაკულტეტი, შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ტელესარეჟისორო დაამ-თავრა. ინგლისში ისწავლა კინო და ტელერეჟისურა. ახლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მთავარი რეჟისორია.

მარიკა არის თბილისის სახლმ-წიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

ერთი რამ არის საყურადღებო - როცა მშობელი კომპოზიტორია და შვილიც მის გზას აირჩევს, ვერ გამოდის მშობლის ჩრდილიდან. დავუშვათ, დათუნა სადირიჟოროზე წასულიყო, მე ვერაფერს გავუკეთებ-დი, დიდი სიძნელეები შეხვდებოდა, არავინ მიუშვებდა ორკესტრთან. ჩვენ ქვეყანაში ხელოვნებას ნაკლები ყურადღება ექცევა. თვეები გადის და ფილარმონიაში კონცერტი არ ჩატარ-დება. ადრე ოთხი თვით ადრე უნდა დაგეჯავშნა კონცერტის დღე. ახლა ეს ძალიან ძვირი ჯდება. ბილეთი რომ სრულად გაყიდო, კონცერტისთვის სა-ჭირო მეოთხედ ხარჯს ვერ აგინაზღა-ურებს. არ არის ხელშეწყობა. ამიტომ ძნელია მუსიკოსობა და ხელოვანის ცხოვრება.

-სამაგიეროდ არის ხალხის უსაზ-ღვრო სიყვარული.

-ეს ერთადერთია, რაც გვაძლე-ბინებს. ყველგან სიყვარულითა და პატივისცემით მხვდებიან.

-თქვენ ბრძანეთ, რომ ძნელია ხელოვანის ცხოვრება. ჩემი ბავშვო-ბისდროინდელი გადაცემა მახსოვს თქვენი მონაწილეობით, სადაც არაჩვეულებრივი კომპოზიტორი გამოჩნდით როგორც შესანიშნავი დიასახლისი. როგორ ახერხებდით ყოფილიყავით წარმატებული შინ და გარეთ?

-მეც მიჭირდა. რაღაც საქმეს, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას ვუთ-მობდი და ამას განვიცდიდი. მერე მივხვდი, - რაც უნდა ღმერთს, რომ შენ გააკეთო და დატოვო, ამას ყვე-ლანაირ პირობებში დაგატოვებინებს და დაგაწერინებს. ერთხელ მარიკა და დათუნა მიმყავს კონცერტზე. წინა დღეებში დავამუშავე დათო მაღრაძის ლექსების კრებული და მის პოემაში მივაგენი არაჩვეულებრივ სიტყვებს - „მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,

ამაღამ არც ეგ გამიკვირდება.“ უკვე გავდივართ სახლიდან და მოვიდა მუსიკის რითმი. მაშინვე დავჯექი როიალთან. ბავშვები მიყვირიან, კონცერტზე გვაგვიანდებაო. ვეუბნები, დამაცადეთ ათი წუთი-მეთქი. მართ-ლაც ათ წუთში დავწერე სიმღერა.

-საახალწლოდ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია?

-ბავშვობაში რასაც ბებია და შემ-დეგ დედა აკეთებდა ბედობა დღეს, მეც იმავეს ვაკეთებ. მაქვს ჩემი რი-ტუალები საახალწლოდ - ხუთი წუთი რომ დააკლდება 12 საათს, ვჯდები მაგიდასთან და ვწერ იმ სურვილებს, რომლებიც მინდა რომ ახალ წელში ამიხდეს. ამას ვაკეთებ უკვე 50 წელია. წინასწარ არ ვფიქრობ, რა უნდა დავ-წერო, რაც იმ დროს მომივა თავში, იმას ჩამოვწერ. შემდეგ სურვილების

ფურცელს მთელი წელი ვინახავ. 12 საათზე ვჯდები როიალთან და ვუკ-რავ. მერე დავილოცები, სანთელს ავანთებ. ძალიან მახარებს, რომ რამდენიმე ათეული წელია, ახალ წელს პატრიარქი გვილოცავს და გვლოცავს.

-თქვენი ფესვები უბისაშია. რა გრძნობა გაქვთ ხარაგაულის მი-მართ?

-არასდროს ვყოფილვარ სოფელ უბისაში. მეუბნებიან, რომ საოცრად ლამაზია ჩემი სოფელი. დასავლეთ საქართველოსკენ როცა მოვხვდები, ჩემი წინაპრების ეკლესიაში ყოველთ-ვის შევდივარ.

განსაკუთრებული დამოკიდებუ-ლება მაქვს იმერლების მიმართ. იმერეთში ჰაერს სხვანაირი სუნი აქვს. იმერეთის ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ ჩემს შეგნებაში ყველაზე პატი-ოსანი, კეთილსინდისიერი, სპეტაკი და წესიერი ხალხი ცხოვრობს ხარაგაულ-ში. ის თვისებები, რისთვისაც ნამდ-ვილი იმერელი გიყვარს, მხოლოდ ხარაგაულელებს აქვთ. ბავშვობიდან მაქვს ეს განცდა. ხარაგოულიდან თუა, კაი იქნება, აბა რაო, - ასე მახსოვს ხარაგაულელების ქება. ამიტომ განსა-კუთრებული პატივისცემა და მოწიწება მაქვს ხარაგაულის მიმართ.

-ქალბატონო მაცაცო, თქვენ ჩვე-ნი გაზეთის საახალწლო ნომრის სტუმარი ბრძანდებით. რას უსურ-ვებთ ხარაგაულელებს?

-ხარაგაულსა და ხარაგაულელებს სჭირდება დიდი ყურადღება. მიყვარ-ხართ ძალიან და მინდა, ისე იცხოვ-როთ, როგორც გეკუთვნით - ლაღად და ბედნიერად. ღმერთმა ბარაქა და სიხარული მოგცეთ. თუ რამე კარგ ლექსებს მომაწოდებ ხარაგაულზე, დავწერ სიმღერას. ამით მომეცემა საშუალება, რომ ჩემი სიყვარული და განწყობა გადმოგცეთ. შემახვედრეთ ხარაგაულელებთან...

ნინო კაპანაძეფოტოზე: კომპოზიტორი მაცაცო

სებისკვერაძე ქალიშვილ მარიამ გერსამიასთან და შვილიშვილ გიორ-გისთან ერთად

მაცაცო სებისკვერაძე - თვისებები, რისთვისაც ნამდვილი იმერელი გიყვარს, მხოლოდ ხარაგაულელებს აქვთ

12 იანვარს ხარაგაულის ისტო-რიულ მუზეუმში მოსწავლეები საახალ-წლო აქსესუარებს დაამზადებენ.

19 იანვარს ხარაგაულელებს ახალ წელს კონცერტით მიულოცავს ხალხუ-რი შემოქმედების სახლი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმა-ციის თანახმად, ამ ღონისძიებებისთვის 1 200 ლარი დაიხარჯება.

საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან 50-50 ლარს მიიღებენ სოციალუ-რად დაუცველი შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები: შშმ პირები, საქართვე-ლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახები, მრავალშვი-ლიანი ოჯახები (ოთხი და მეტი შვილი), ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეები, სოციალურად დაუცველი დევნილები, მარჩენალგარდაცვლილი ბავშვების მეურვეები, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებული სოციალურად დაუცვე-ლები, სათნოების სახლის ბენეფიციარე-ბი, მარტოხელა დავრდომილი მოხუცები, უსახლკარო ოჯახები, უკიდურესად ღატა-კი ოჯახები, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულები. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი დაიხარჯება.

ხარაგაულის ორი სკოლა კონკურსის ფინალში

თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტმა და თსუ ეკოკლუბმა გამოაცხადა კონკურსი „შექმენი საახალწლო ნაძ-ვის ხე“. კონკურსის მიზანია, რომ შეჩერდეს ტყეების განადგურება და საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხის საკუთარი ხელით შექმნა წახალისდეს. კონკურსის პირობის თანახმად, მოს-წავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა ნარჩენებისგან უნდა დაემზადებინათ.

კონკურსში მონაწილე 761 ნამუ-შევრიდან ფინალისთვის 53 ნაძვის ხე შეირჩა. ფინალისტთა შორისაა ხარაგაულის №2 და წიფის საჯარო სკოლების (დირექტორები ვალერი გოგნაძე, გოჩა კვინიკაძე) ხელოვნების მასწავლებლებისა (მარინე ვეფხვაძე, მერი ღამბაშიძე) და მათი მოსწავლე-ების მიერ შექმნილი ნაძვის ხეები.

ფინალი თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებუ-ლი ნამუშევრები.

ბორის სკოლის მორიგი წარმატება

განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ნაბიჯი თა-ნადგომისკენ“ ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებულმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა. სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორ-მაციით, მათ მიერ მომზადებული ვიდეო ათ საუკეთესოთა შორის მოხვდა. 27 დე-კემბერს განათლების სამინისტრო გამარ-ჯვებულებს თბილისში დააჯილდოვებს.

ხარაგაულელ სპორტსმენთა წარმატებები

ხარაგაულელი სპორტსმენები წარმა-ტებით ასპარეზობენ საქალაქთაშორისო ტურნირებზე. ტყიბულში გელა გიორგა-ძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა კუნგფუ-სანდაში. ხარაგაულის სპორტის მართვისა და განვითარების ცენ-ტრის სპორტსმენებმა: ნინო ცხოვრებაძემ, სოსო ნიქაბაძემ და გაგა გელაშვილმა პირველი ადგილები დაიკავეს, მესამე ადგილი წილად ხვდა სერგი გელაშვილს (მწვრთნელი ზვიად კურტანიძე).

ზესტაფონში ჩატარდა ჯონდო ჯანიაშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში. ბორითელმა სპორტსმენებმა საბა სებისკვერაძემ და გიორგი პაქსაშ-ვილმა (მწვრთნელი ლევან დონაძე) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს;

მესამე ადგილი ხვდათ წილად ხეველ ლევან და ზურა ხაჩიძეებს (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე);

მესამე ადგილის მფლობელი გახ-და ზვარელი მიშიკო მანჩხაშვილი (მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე).

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთში 1999-2000 და 2002-2003 წლებში დაბადებულ ხარაგაულელ (მწვრთნელები გოჩა გელაშვილი და ავთო ლომსაძე) და ხაშურელ ვაჟთა გუნდებს შორის. ხარაგაულის სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის 1999-2000 წლებში დაბადებულ ვაჟთა გუნდმა ხაშურელი თანატოლები დაამარ-ცხეს. 2002-2003 წლებში დაბადებულ ხაშურელ ვაჟთა გუნდმა კი ხარაგაულელ თანატოლებს სძლიეს.

პირველი გვერდიდან

ამბების აკიდო

Page 3: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

3xtvb [fhfufekb26 დეკემბერი, 2014 წ.

-მივესალმები გაზეთის მკითხვე-ლებს, მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებს და ვულოცავ ახალი, 2015 წლის, შემობრძანებას. ფეხბედ-ნიერი ყოფილიყოს იგი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.

ვფიქრობ, მიმავალი წელი არც-თუ ურიგო იყო ჩვენი სკოლისათვის. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 10 დეკემბერს, ვრცელი ანგარიში ჩავაბარე სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმდინარე წელს სასწავლო-სააღმზ-რდელო და საფინანსო-სამეურნეო კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ. გაგაცნობთ ზოგიერთ მონაცემს ამ ანგარიშიდან.

სკოლა სტაბილური კონტინგენ-ტით განაგრძობს მუშაობას. მოსწავ-ლეთა რაოდენობის საერთო კლების ფონზე ბოლო წლებში მატებაც კი შე-ნიშნება და ესეც, ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ კლასში შე-მომსვლელთა რაოდენობაც ბოლო წლებში მუდმივად ოცის ფარგლებშია. ვთვლი, რომ ჩვენი დაწყებითი კლა-სების პედაგოგები საუკეთესონი არიან და პირველკლასელთა სტაბილურ მიღებას ეს ფაქტორიც განაპირობებს. სკოლა ყველა საპილოტე პროგრა-მაშია ჩართული და ბევრი სიახლე ინერგება, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზეც. ამჟამად სკოლაში 203 მოსწავლეს 32 პედა-გოგი ასწავლის. ყველა პედაგოგი უმაღლესი განათლებითაა, 15 წელზე ნაკლები სტაჟითაა ოთხი მასწავლე-ბელი. სერთიფიცირებულია შვიდი, ერთი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი კიდევ რვა პედაგოგს. უმეტესობა მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

გასულ სასწავლო წელს სკოლა დაამთავრა 17-მა მოსწავლემ. ერთ-მა, მე-11 კლასელმა ლაშა მაღრაძემ, ექსტერნად ჩააბარა როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის ყველა საგანი, წარმატებით ჩააბარა საატესტატო

და ეროვნული გამოცდები და დღეს იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუ-დენტია. ორმა მოსწავლემ - მამუკა შარიქაძემ და ნოდარ აბულაძემ - ოქროს მედლებზე დაამთავრეს სკოლა. სულ 12 მოსწავლე ჩაირიცხა ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში, აქედან ერთი - 70-იანი გრანტით. ორი, მათ შორის ლაშა მაღრაძე 50%-იანი გრანტით. თავისუფალი უნივერ-სიტეტის წარჩინებული სტუდენტია ნინო დავაძე, რომელიც 70%-იანი

გრანტითაა ჩარიცხული და ამას წინ სკოლამ უნივერსიტეტიდან მადლო-ბის წერილი მიიღო მისი საუკეთესოდ აღზრდისათვის.

სკოლას აქვს მოწესრიგებული სასწავლო გარემო, რომელიც ყოველ სასწავლო წელს კიდევ უფრო სრულ-ყოფილი ხდება. წელს მთლიანად შეიცვალა კარ-ფანჯრები მეტალო-პლასტმასით. დამთავრდა სკოლის გაზიფიცირება და გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე გადავიდა, რაც უდიდესი შეღავათია სკოლისათვის. საპოლოტე პროგრამით მოეწყო ექიმის კაბინეტი და შევიძინეთ ავეჯი, საჭირო ინვენტარი და სამედიცინო აპარატურა. ჯანდაცვის სამინისტროს-გან ველოდებით ექიმის დანიშვნას. ექიმის კაბინეტის მოწყობა, საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენა 10 ათას ლარამდე დაჯდა. სულ სკოლაში მიმდინარე წელს განათ-ლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსგან განხორციელდა ასი ათასამდე ლარის სამუშაოები. დაგეგმილია, მომდევ-ნო წელსაც გაგრძელდეს სკოლის რეაბილიტაცია, კერძოდ, აშენდეს თანამედროვე ტუალეტი, შემდეგ შეიცვლება სახურავიც და ა.შ. სკოლა ახლო მომავალში უნდა გარდაიქმნას

თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებად - მოწესრიგებული მატერიალურ ტექნიკური ბაზითა და გამართული სასწავლო სააღმზრ-დელო პროცესით. სკოლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, ბევრი საჭირო რამ ჩვენ თვითონ შევიძინოთ და და-ვაფინანსოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც.

-რა მიღწევებია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მხრივ?

-მოწესრიგებული და უსაფრთხო სასწავლო გარემო ბევრად განაპირო-ბებს წარმატებულ სასწავლო-სააღმზ-რდელო პროცესს. სწორედ ამისთვი-საა მოწოდებული სკოლის დირექცია და პედკოლექტივი. სასწავლო წლის დასაწყისში ვამტკიცებთ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ სასკოლო გეგმას. გასული სასწავლო წლის ბოლოს, საატესტატო გამოცდების გარდა, გამოცდების ეროვნულ ცენტ-რთან ხელშეკრულების საფუძველზე ე.წ. „კატის“ სისტემით ჩავატარეთ გამოცდები მე-6 კლასში ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურში და მეცხრე კლასში - ქართულ ენაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრა-ფიასა და უცხო ენაში. ტესტირებაზე მიღებული ქულები მოქმედებდნენ წლიურ შეფასებაზე. უნდა ითქვას, რომ

მაღალი შედეგები დაფიქსირდა.გასულ სასწავლო წელს ეროვ-

ნული საგნობრივი ოლიმპიადის პირველ ტურში დარეგისტრირდა 148 მოსწავლე. მეორე ტურში გადა-ვიდა 34 მოსწავლე. მესამე ტურში ქართულ ენასა და ლიტერატურაში მონაწილეობდა მე-12 კლასელი ნინო დავაძე, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დიპლომი დაიმ-სახურა. ცალკე მინდა აღვნიშნო სხვა-დასხვა ორგანიზაციებისგან ორგანი-ზებული ოლიმპიადები, მათ შორის ფასიანიც, სადაც მონაწილეობდნენ მე-2 - მე-12 კლასების მოსწავლეები. მათ შორის აქტიურობდნენ დაწყები-თი კლასების მოსწავლეები, რომ-ლებიც მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. განსაკუთრებით შთამბეჭ-დავია მე-4 კლასელთა წარმატებები (მასწავლებელი დოდო გელაშვი-ლი), რის შესახებაც ამავე გაზეთში ცალკე წერილით მოგითხრობთ.

გასული სასწავლო წლის ბოლოს განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან კავშირში „აფხაზეთი - ჩვენი საერ-თო ტკივილი.“ ამ პროექტმა და-ამეგობრა ჩვენი და აფხაზეთის №1

საჯარო სკოლა, რომელიც ქალაქ ზუგდიდშია განთავსებული. ჩატარ-და ღონისძიებები ხარაგაულსა და ზუგდიდში. გაფორმდა მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მე-მორანდუმი ჩვენს სკოლებს შორის. ერთობლივი ღონისძიებები მომა-ვალშიც გაგრძელდება.

საგნობრივი კათედრები ცდილო-ბენ განათლების რეფორმებს აუწყონ ფეხი და სიახლეების შემოტანით საინტერესო და შინაარსიანი გახა-დონ ცალკეული საგნების სწავლება. მათი საქმიანობა წარმატებულია.

სკოლაში მოქმედებს სკოლის განვითარების ჯგუფი ე.წ. „შვიდკაცა“, რომელშიც ყოველი კათედრიდან ერთი წარმომადგენელია გაერთი-ანებული. ჯგუფს წვრთნის მასწავლე-ბელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. ათვისებული სიახლეები ინერგება კათედრებზე.

-როგორ დაიწყეთ ახალი სას-წავლო წელი და რას გეგმავთ ამ წლის მანძილზე?

-ახალი სასწავლო წელი ორგა-ნიზებულად დავიწყეთ. ტრადიციისა-მებრ, სასკოლო კომისიამ, პედაგო-გების, მშობლებისა და მოსწავლე-ების შემადგენლობით, გამოავლინა წინა სასწავლო წლის შედეგებით საუკეთესო მოსწავლეები საფეხურე-ბის მიხედვით, საუკეთესო დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგები და კლასის საუკეთესო დამრიგებელი. საუკეთესოები სას-წავლო წლის დაწყებისადმი მიძღვ-ნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და წიგნებით.

ახალი სასწავლო წლის დაწ-ყებისთანავე მოსწავლეები აქტი-ურად ჩაებნენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. პირველ ტურში დარეგისტრირდა 93 მოსწავლე, მეორე ტურში გადავიდა 28 მოსწავ-ლე: - ქართულში - 8, გეოგრაფიაში - 14, ბიოლოგიაში - 4, ფიზიკაში - 2 და ქიმიაში 1 (პედაგოგები ნინო ბარბაქაძე, მაყვალა ნანიტაშვილი, ლია რამინიშვილი, მაყვალა ფერაძე, მაყვალა სულიაური). სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე დარე-გისტრირდა 13 მოსწავლე (პედაგოგი თამარ მაღლაფერიძე). მე-2 ტურში გადავიდა მე-10 კლასელი ნათია ტაბატაძე, რომელმაც ოლიმპიადის ორგანიზატორებისაგან სიგელი და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურა. კვლავ აქტიურობენ ჩვენი მოსწავლე-ები სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ორგანიზებულ ოლიმპიადებში და წარმატებებსაც აღწევენ.

სკოლა ცხოვრობს საინტერესო სპორტული ცხოვრებით, ტარდება სასკოლო პირველობები ფრენბურ-თში, კალათბურთში, ფეხბურთში, მძლეოსნობაში. გამგეობის კულ-ტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსა-ხურისგან (უფროსი ირინე ჩხეიძე) ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებაში „მხიარული სტარტები“ ჩვენმა სკო-ლამ დაიკავა საპატიო მე-2 ადგილი.

-რა პრობლემებია სკოლის მუშა-ობაში და როგორ ფიქრობთ მათს გადაჭრას?

-ნაკლოვანებე -ბი და პრობლემები

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გაზეთი №9დეკემბერი, 2014 წ.

მომავლის რწმენითა და იმედითგთავაზობთ ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გაზეთის

„მნათობიერი” მეცხრე ნომერს. ცხრა წელია, ხარაგაულის №2 საჯარო სკოლას ვალერი გოგნაძე ხელმძღვანელობს. ბატონმა ვალერიმ დირექტორობის პირველივე წელს გადაწყვიტა, რომ

შეექმნა სკოლის გაზეთი, რომელიც წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას გააცნობდა საზოგადოებას. გაზეთი

ამისათვის საუკეთესო საშუალებაა, - მიაჩნია ბატონ ვალერის და მადლობას უხდის „ჩემი ხარაგაულის” რედაქციას წლების

მანძილზე თანამშრომლობისთვის.როგორი იყო 2014 წელი ხარაგაულის №2 საჯარო

სკოლისთვის, რა შემატა და კონკრეტულად, რა კვალი დატოვა სკოლის ცხოვრებაში, - ამ და სასკოლო ცხოვრების სხვა

საკითხებზე ბატონი ვალერი გოგნაძე გვესაუბრება:

გილოცავთ ახალ წელს!ფიფქებს ღამის ციდან სიხარული მოაქვთ,სიყმაწვილის დროა, სიყვარულის დროა.მერე მთვარის შუქზე ათასფერად ბრწყინავს,თეთრზე თეთრი თოვლი, ლურჯზე ლურჯი ყინვა.სარკმელს, ეზოსმიმდგარს, მტრედის ფრთების დარი,ფიცხად ეურჩება ონავარი ქარი.ნაძვის ხეზე ცრემლი უკრთით სურპანტინებსდა ამბობენ უხმოდ სიყვარულის ნინევს.ახალი წლის დგება უმრწემესი წუთი,სახლი ბრწყინავს, როგორც საჰაერო ბურთი.გარეთ ისევ თოვს და თოვს და ისევ ყინავს,ახალი წლის ღამეს, ო, რა თეთრად სძინავს.ნაძვის ხე კი დგას და ათასფერად ელავს,მოგილოცავთ ყველას, მოგილოცავთ ყველას!

ვალერი გოგნაძე

გვ. 2

Page 4: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

26 დეკემბერი, 2014 წ.2 მნათობიერი

წელიწადნახევარია, მასწავლე-ბელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა საქართველოს ორას სკოლაში, მათ შორის ხარაგა-ულის №2 საჯარო სკოლაში, შექმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფები. ამ ჯგუფე-ბის მიზანია, იზრუნონ პედაგოგების პროფესიულ სრულყოფაზე.

ჯგუფში გაერთიანდა შვიდი პე-დაგოგი: ციური სულამანიძე, თამარ სულიაური, ნინო ბარბაქაძე, ნანა სახვაძე, მარიკა გოლუბიანი, მარინა მაღრაძე და ლამარა ამაშუკელი. ტრენერ ნინო თუმანიშვილის ხელ-მძღვანელობით შევისწავლეთ ის სტრატეგიები, რომელთა საბოლოო მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება და პედაგოგთა პრო-ფესიული წინსვლაა.

ჯგუფში დამყარდა მეგობრული და კოლეგიალური ატმოსფერო, რაც ხელს გვიწყობდა მუშაობის სწო-

რად წარმართვაში. შევიმუშავეთ გეგ-მა, რომელიც სკოლის საჭიროებებს მოვარგეთ და შევუდექით მუშაობას.

ჯგუფის წევრები მონაწილეობდ-ნენ ბაზალეთის ტბაზე გამართულ კონფერენციებში. პროგრამის მო-ნაწილე სკოლების პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ჯგუფის ყველა წევრმა ჩაატარა სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები, გა-ნახორციელა სხვადასხვა სასწავლო პროექტი. ამ აქტივობების ჩატარე-ბის პროცესს აკვირდებოდნენ სხვა პედაგოგებიც, რომლებსაც მიეცათ საშუალება, თავიანთ პრაქტიკაში დაენერგათ ახალი სტრატეგიები. ტრენინგებსა და კონსულტაციებზე მიღებულ ინფორმაციებს კათედ-რებზე განვიხილავდით. ჩავატარეთ კვლევა, რომელიც სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულო-ბას მიეძღვნა. სასწავლო პროექტის

განხორციელებაში გვეხმარებოდა სკოლის დირექტორი. ვფიქრობ, აღნიშნულმა პროგრამამ მოლო-დინი გაამართლა. იგი სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი სკოლის პედა-გოგებისათვის. ახალი წლიდან ეს

პროგრამა უკვე სხვა ფორმატით გაგრძელდება.

ლამარა ამაშუკელი სკოლის განვითარების ჯგუფის

წევრი, დაწყებითი კლასების პედაგოგი

გვაქვს და ვიბრძვით მათს აღმო-საფხვრელად.

საჭიროა შრომის ორგანიზაციის შემდგომი სრულყოფა, დისციპლინის გაუმჯობესება როგორც პედაგო-გებში, ისე მოსწავლეებში, სკოლის შინაგანაწესის განუხრელად დაცვა, ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე დროული და ადეკვატური რეაგირე-ბა. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე განუხრელი ზრუნვა სკოლის უპირველესი ამოცანაა. ყველა პედაგოგი ერთნაირად უნდა ცდილობდეს პროფესიულ განვი-თარებას ტრენინგების, სასერთიფი-კაციო გამოცდების, პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისა და საკუთარ თავზე მეტი მუშაობის გზით. მიღწეულით დაკმაყოფილება ნიშნავს პროფესიული წინსვლის შეჩერებას.

კლასის დამრიგებლებმა უნდა დახვეწონ მოსწავლეებთან ინდი-ვიდულური მუშაობის ფორმები, სისტემატური კავშირი იქონიონ მშობლებთან. სკოლის განვითარების ჯგუფმა „შვიდკაცამ“ მშობლებში დამ-რიგებელთა დახმარებით და ჯგუფის წევრის მაყვალა სულიაურის ხელმძ-ღვანელობით ჩაატარა კვლევა თემა-ზე „მშობლების როლი მოსწავლეთა წარმატებასა და წარუმატებლობაში.“ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ასა-მაღლებულია მშობელთა პედაგოგი-ზაციის დონე, საჭიროა განათლების რეფორმით გათვალისწინებული საკითხებისა და პრობლემების მეტად დაყვანა მშობლებამდე. კვლევამ აჩვენა, რომ სასურველია სკოლაში იყოს ფსიქოლოგი.

უნდა გავაუმჯობესოთ სკოლის თვითმმართველი ორგანოების, განსაკუთრებით მოსწავლეთა თვით-მმართველობის როლი და ავტო-რიტეტი.

სკოლის დირექციამ სისტემატუ-რად უნდა აკონტროლოს ყოველი გამოვლენილი დარღვევა, ნაკლი თუ პრობლემა, ნიადაგ იბრძოლოს არსებული მდგომარეობის გაუმჯო-ბესებაზე.

-ბატონო ვალერი, ახლახან სა-ქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გახდით. როგორია თქვენი უახლოესი შემოქმედებითი გეგ-მები?

-მწერალთა კავშირში მიღება გარკვეულ წლებში შეზღუდული იყო. წარდგენილი მქონდა განცხა-დება, გამოცეული წიგნები, საჭირო დოკუმენტები, რეკომენდაციები. 11 დეკემბერს დამირეკეს, რომ კომი-სიის გადაწყვეტილებით მიმიღეს საქართველოს მწერალთა კავშირში. სიმართლე გითხრათ, ჩემი ჭაბუკობის დროინდელი ოცნება იყო იმ კავ-შირის წევრად ყოფნა, სადაც ჩვენი ეროვნული ლიტერატურის კორიფე-ები მოღვაწეობდნენ. ვმუშაობ ერთ-ტომეულზე, რომელიც, ვფიქრობ, გაისად გამოიცემა. ვთანამშრომლობ ჟურნალ „განთიადთან“ და სხვა ლი-ტერატურულ გამოცემებთან. მაქვს სხვა გეგმებიც, რომლებსაც ჯერ ვერ ვაკონკრეტებ.

-რას უსურვებთ წინასაახალწ-ლოდ მოსწავლე-ახალგაზრდობას?

-არა მარტო მოსწავლე-ახალგაზ-რდობას, მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვებ, ფეხბედნიერი ყოფილიყოს მომავალი შობა-ახალი წელი. მოსწავლეებს ვუსურვებ, მეტ ბეჯითობას, მიზანდასახულობას, ენერგიას, მომავლის რწმენას და იმედს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ხვა-ლინდელ დღეს.

ესაუბრა ლაურა გოგოლაძე

მომავლის რწმენითა და იმედითპირველი გვერდიდან

სასიამოვნო სასწავლო გარემო, მაწავლებლებისა და მოსწავლეების ჰარმონიული, კეთილგანწყობილი, პატივისცემით, ნდობითა და სიყვა-რულით გამსჭვალული ურთიერთო-ბა, მოწესრიგებული საკლასო და

საგაკვეთილო პროცესი, წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილები, მოსწავ-ლის შეუსაბამო ქცევაზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, სწავლების პროცესში სხვადასხვა მეთოდები-სა და სტრატეგიების გამოყენება,

მშობლებთან დროული და კარგი თანამშრომლობითი კულტურა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის წარმატების საფუძ-ველია. კლასის დამრიგებელი და ძირითადი მასაწვლებელია დოდო

გელაშვილი, ინგლისური ენის მაწავ-ლებელი ლელა სხილაძე, მუსიკის მასწავლებელი - ირინა გიორგაძე.

მე-4 კლასი აქტიურადაა ჩართუ-ლი სკოლისა და მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში. სისტე-მატურად ტარდება მოსწავლეთა ხელნაკეთების, ნაწერებისა და ნახატების გამოფენა, საახალწლო და სხვა ტრადიციული დღესასწა-ულებისადმი მიძღვნილი მხატვრუ-ლი ღონიძიებები. კვირაში ერთხელ რეგულარულად ეწყობა კითხვის საათი, რომელიც წიგნიერების კომ-პეტენციის გაძლიერებაზეა ორიენ-ტირებული.

კლასი აქტიურადაა ჩართული კომაროვის სკოლის, LSL-ის, მა-თემატიკის დღის, კინგსის, london school-ის ოლიმპიადებში - მათემა-ტიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში. 16 მოსწავლე გახდა საქარ-თველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრი. ექვსი ფინალისტი ელოდება დიპლომს. გიორგი კვი-ნიკაძე ჩაერთო ევროკავშირის ინო-ვაციურ პროექტში „ვუერთდებით ევ-როპას“ და გადავიდა მეორე ტურში.

კლასის წარმატება მნიშვნელო-ვანწილად განპირობებულია მშო-ბელთა მაღალი მოტივაციით. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი შვილე-ბის აღზრდის საქმეში და შედეგიც სახეზეა.

ციური სულამანიძე დირექტორის მოადგილე

სასწავლო-სააღმზრდელო დარგში

ნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა

2013 წლის ნოემბრიდან საქართ-ველოს განათლების სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებუ-ლების მანდატურის სამსახურთან ერთად შექმნა ახალი სამმართველო „პროფესიული ორიენტაცია და კარი-ერის დაგეგმვა.“ ამ სამსახურის მიზა-ნია მოზარდების დახმარება პროფე-სიის არჩევაში, მათი დაფიქრება - რა უნდათ, რა შეუძლიათ და რა უნდა გააკეთონ მიზნის მისაღწევად.

ზოგადად, პროფესიული ორიენ-ტაცია პიროვნებისგან პროფესიის სწორად არჩევას, დახმარებას გულისხმობს. პროფესია შრომითი საქმიანობის დაწყებამდე უნდა შეირჩეს. პროფორიენტაციული მუ-შაობა სასწავლო დაწესებულებაში ხელს უწყობს პიროვნების თვით-რეალიზაციასა და საზოგადოებაში დამკვიდრებას. თვითრეალიზაცია კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, გააჩნია მის შესასრუ-ლებლად საჭირო უნარი.

აღნიშნული პროგრამა სკოლებ-ში დაიწყო მე-9 კლასში, რადგან 9 კლასის დამთავრების შემდეგ მოს-

წავლეებს აქვთ უფლება, უნარებისა და ინტერესის შესაბამისად, სწავლა გააგრძელონ პროფესიულ სასწავ-ლებელში და დაეუფლონ პროფე-სიას. სახელმწიფო მათ სთავაზობს პროფესიათა დიდ არჩევანს, აფინან-სებს, აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინით, ადგილზე გადიან საწარმოო პრაქტიკას, ეძლევათ სერთიფიკატი, რაც საშუალებას აძლევს მათ, დასაქ-მდნენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საწარმოებში.

ამ პროექტში, უკვე მეორე წელია, ჩართულია ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მე-9 კლასი. მოსწავლეებს პროფორიენტაციის კუთხით გაკვე-თილებს უტარებს გადამზადებული კლასის დამრიგებელი.

მოსწავლეები ეცნობიან პროფე-სიებს, ხვდებიან პროფესიონალებ-თან. ახლახან მათთვის ექსკურსია მოეწყო ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმსა და პოლიციაში. შეხვდნენ და მოუსმინეს კულტურის სამსახუ-რის უფროსს, მსახიობსა და რეჟი-სორს ირინე ჩხეიძეს, რომელმაც საინტერესო ვიდეოკოლაჟი აჩვენა ბავშვებს თავისი სპექტაკლებიდან.

საინტერესო იყო ბავშვებისთვის ჟურნალისტ ნინო კაპანაძის პრო-ფესიული გზა. შესანიშნავი მეგზუ-რობა გაგვიწია ისტორიკოსმა ეკა შველიძემ.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება ელოდება მეცხრეკ-ლასელებს. იმედია, თითოეული მათგანი სწორად დაგეგმავს საკუ-

თარ მომავალს და მათი შრომითი საქმიანობა საინტერესო და წარმა-ტებული იქნება.

მარიკა ბააკაშვილისსიპ საგანმანათლებლო

დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა

და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი

საკუთარი არჩევანის სწორად განსაზღვრისათვის

ვზრუნავთ პროფესიულ განვითარებაზე

ფოტოზე: პროფორიენტაციის გაკვეთილზე პროექტის პრეზენტაციას აკეთებს ბერიკა ებანოიძე

Page 5: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

26 დეკემბერი, 2014 წ. 3მნათობიერი

ბევრი მსმენია საქართველოს ულა-მაზეს და უმშვენიერეს კუთხეზე - ხა-რაგაულზე. მსმენია სახელგანთქმულ პიროვნებებზე, რომლებმაც მშობლი-ური ხარაგაულის სახელი გაიტანეს საზღვარგარეთ და საქართველოს საპატიო მოქალაქეების გვერდით დაიკავეს ღირსეული ადგილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვ-ნულმა ცენტრმა საატესტატო გამოცდებზე მიმავლინა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში. რაიონული ცენტრის დათვა-ლიერებისას თვალში მომხვდა სკოლის წინ მდებარე სკვერში აღმართული მემო-რიალი - სადიდებელი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპული ხარაგაულელი მეომრებისა. რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, გრძნობა სინანულისა და უდიდესი ტკივილისა... თითქოს მე ვიყავი დამნაშავე ამ ბიჭებისა და მათი მშობლე-ბის წინაშე.

სკოლის დირექტორთან, ხარა-გაულის ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელთან, პოეტ ვალერი გოგნაძესთან საუბარში მივხვდი, რომ მოვხვდი უდიდესი ისტორიის მქონე რეგიონში, რომელიც ცხოვრობს აფ-ხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვით გამოწვეული ტკივილითა და პატრი-ოტული სულისკეთებით - ცხოვრობდეს

ერთიან, ძლიერ საქართველოში.დაიბადა იდეა, რომლითაც ხარა-

გაულელი და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები აფხაზეთის ისტორიული და კულტურულ-შემოქმედებითი მემკვიდ-რეობის პოპულარიზაციის მიზნით მო-უწოდებდნენ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას, ახსოვდეთ აფხაზეთი და არასოდეს შეეგუონ მის დაკარგვას.

იდეას ყურადღებითა და პასუხისმ-გებლობით მოეკიდნენ ხარაგაულის №2 და აფხაზეთის №1 საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტის განსახორცი-ელებლად აფხაზეთის ა/რ განათლები-სა და კულტურის სამინისტროს თანამშ-რომლებმა, ერთობლივი პროექტის თანაავტორებმა, ლეილა თორიამ და ლეილა ბაღბაიამ, ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ და პედაგოგებმა მარინა მაღრაძემ, რუსუდან თაბაგარმა, მარინა ვეფხვაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთ-ვის, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ აფხაზეთი, - დღეს მისგან მოგლეჯილი.

ხარაგაულში ჩამოსულებს უდიდესი პატივისცემით შეგვხვდნენ მასპინძლე-ბი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

აფხაზეთი ვიხილეთ ხარაგაულში, - სურვილი გაერთიანებისა და აფხა-ზეთის დაბრუნებისა.

პროექტმა ზუგდიდში, აფხაზეთის №1 სკოლაში, გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის მთავრობა, უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ინტელიგენცია და ზუგდიდ-ში მცხოვრები დევნილები მასპინძლობდ-ნენ ხარაგაულის №2 საჯარო სკოლასა და ხარაგაულელებს. ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, ამ-ჟამად ნდობის, აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, რომელიც დაინტერესებულია დადებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი შემდ-გომი თანამშრომლობისა.

დიდი იმედით ველოდებით შემდ-გომ ერთობლივ პროექტს, რომელშიც ხარაგაულში უნდა განხორციელდეს. დაგეგმილია აფხაზეთის კულტურის დღეები გაიმართოს ხარაგაულში. დარ-წმუნებული ვართ, რომ თანამშრომლო-ბა, შინ, აფხაზეთშიც გაგრძელდება.

მედეა ზუხბაია, ლეილა თორია, ლეილა ბაღბაია

აფხაზეთის განათლებისა და კულ-ტურის სამინისტროს წარმომადგენლები

„აფხაზეთი ვიხილეთ ხარაგაულში...“

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის ლია რამინიშ-ვილის ხელშეწყობით 17 დეკემბერს გამართეს ღონისძიება „ნობელის პრემიის ლაურეატები“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ალფრედ ბერჰარდ ნობელის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, მისი ანდერძი, - დაფუძნე-ბულიყო ნობელის პრემია, სლაიდშოუ ნობელის პრემიის ლაურეატების შე-სახებ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ნობელის პრემია მსოფლიოში 500-ზე მეტმა მეცნიერმა და საზოგადო მოღ-ვაწემ დაიმსახურა მსოფლიოში, მაგ-რამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა

მათემატიკოსი. გადმოცემის თანახმად, ალფრედ ნობელს ჰყოლია საცოლე, რომელმაც ის მათემატიკოსის გამო მი-ატოვა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება ნობელის პრემიის მფლო-ბელ ნილს ბორის ცხოვრებიდან.

ღონისძიებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებით მოსწავლეებმა გაიღრ-მავეს ცოდნა. გამოითქვა სურვილი, რომ მომავალში ნობელის პრემია ქართველსაც დაემსახურებინოს.

მასწავლებელმა ლია რამინიშვილმა აღნიშნა, რომ „ღონისძიების მოწყობაში უდიდესი წვლილი მეათეკლასელებს

მიუძღვით. ქიმიის, ბიოლოგიისა და ფი-ზიკის გაკვეთილებზე, დიდი აღმოჩენების შესწავლისას, მათ ხშირად ვამცნობთ, რომ ესა თუ ის მეცნიერი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ამიტომ გაჩნ-და იდეა, მოსწავლეები გასცნობოდნენ ნობელის პრემიის ლაურეატებს უფრო ფართოდ, სხვადასხვა დარგში. ასეთ ღონისძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისათვის. მათ მოიძიეს უამრავი მასალა, თითქმის დამოუკიდებ-ლად მოამზადეს ეს პროექტი.“

მოსწავლეებმა ნობელის პრემიის ლაურეატებზე კედლის გაზეთი მოამ-ზადეს.

თამთა გოგოლაძე

ნობელიანტებს მიეძღვნა

ლამარა ამაშუკელი: -წლის საუკეთესო დამრიგებლის ტიტული ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ეს ბევრს მავალებს. ვფიქრობ, ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის პედკოლექტივსი ბევრი პედაგოგი იმსახურებდა ამას თავდადებული მუშაობის გამო. გაძლიერებულად ვიშრომებ იმისთვის, რომ გავა-მართლო დირექციის ნდობა და იმედები.

დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას საუკეთესო

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლამ გასული სასწავლო წლის შედეგების მიხედვით „საუკეთესო მოსწავლეები“ და „საუკეთესო მასწავლებლები“ გამოავლინა.

პირველი საფეხურის „საუკეთესო მოსწავლედ“ დასახელდა თამარ ჭიპაშვილი, საბაზო საფეხურის - გიგა აბაშიძე, საშუალო საფეხურის - ნინო მაღრაძე.

დაწყებითი კლასების „საუკეთესო მასწავლებლის“ ტიტული წილად ხვდა დოდო გელაშვილს, საბაზო-საშუალო საფეხურის - მარინე მაღ-რაძეს, „წლის საუკეთესო დამრიგებელია“ ლამარა ამაშუკელი.

რას ნიშნავს მათთვის ეს აღიარება, ამაზე თავად გამარჯვებულები გვიამბობენ.

თამარ ჭიპაშვილი: -ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საუკეთესო მოსწავლედ დასახელება. ვცდი-ლობ, ეს ტიტული მომავალშიც შევინარჩუნო.

გიგა აბაშიძე: - ეს ჩემთვის მნიშ-ვნელოვანი მოვლენა და დიდი წარმატებაა, რადგან ასეთ კარგს სკოლაში დამასახელეს საუკეთესო მოსწავლედ.

ნინო მაღრაძე: -ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას სა-უკეთესო მოსწავლე. ეს სტიმულიც არის ჩემთვის, რომ უფრო უკეთ ვისწავლო. იმედი მაქვს, მშობ-ლიურ სკოლას ვასახელებ.

დოდო გელაშვილი: -პირველ რიგში, საუკეთესო მასწავლებლად დასახელება დიდი პასუხისმგებ-ლობა და სტიმულია მეტი მუშა-ობისთვის.

მარინე მაღრაძე: -ტიტულზე უფრო ძვირფასი ჩემთვის არის ის წარმატება, რასაც ჩემი მოსწავ-ლეები მიაღწევენ. ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ჩემს მოსწავლეს უხარია ჩემთან შეხვედ-რა და უყვარს ჩემი მოსმენა. დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას სკო-ლის საუკეთესო მასწავლებელი.

Page 6: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

26 დეკემბერი, 2014 წ.4 მნათობიერი

შემოდგომის მზიანი დღეა. მეათეკლასელები უბისაში მივ-დივართ, წმინდა გრიგოლ ხანძ-თელის ნაკვალევზე. საგანგებოდ მოვემზადეთ ქართული ლიტე-რატურისა და ისტორიის ინტეგ-რირებული გაკვეთილისათვის (პედაგოგები: ნინო ბარბაქაძე, მარინა მაღრაძე). უამრავ მასალას გავეცანით ლიტერატურიდან, ის-ტორიიდან, ხელოვნებიდან.

მრავალჯერ ნანახს ახლა თითქოს სხვაგვარად აღვიქვამთ. თითქოს უხილავი ძაფები გაიბა ეპოქებს შორის. წმინდა მამის თვალით ვუცქერით შემოგარენს და ვასკვნით: დიახ, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინება შეიძლე-ბოდა.

ჩვენი გაკვეთილი ტაძრის მოხა-

ტულობის გაცნობით გრძელდება. ტაძარში შემოსული მლოცველები ყურადღებით უსმენენ ჩვენს სა-უბარს, გალობას. ბოლოს, ეზოში ვკითხულობთ პატრიოტულ ლექ-სებს.

საოცრად ამაღლებული განწ-ყობილებით ვბრუნდებით უკან. თითოეული ჩვენგანი იმ რწმენი-თაა აღსავსე, რომ ჩვენ შევძლებთ „ღვთის ბოძებული ტალანტის გამრავლებას“.

ანი აბაშიძე მე-10 კლასის მოსწავლე

ზოგჯერ სასკოლო და მასშტაბური ღონისძიებების მიმდინარეობისას ემოციის გამოხატვას ვერიდები. ეს ორი მიზეზითაა განპირობებული - ან არ მომწონს, ან ისე ძალიან მხიბლავს, რომ ტაშით ღონისძიების ჰარმო-ნიულობის დარღვევას ვერიდები. ამასწინათ ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში ქართ-ველი რომანტიკოსებისადმი მიძღვ-ნილ არაჩვეულებრივ ღონისძიებას დავესწარი. იქ მყოფმა მაყურებელმაც იგივე გამოხატა, რასაც მე განვიცდი-დი - დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალყურს ყველაფერს და ტაშის დაკვრა გვერიდებოდაო.

„ქართული რომანტიზმი უმნიშვ-ნელოვანესი მოვლენაა ქართული

ლიტერატურის ისტორიაში. ეს არის მეცხრამეტე საუკუნის სავიზიტო ბარა-თი, - აღნიშნა ღონისძიების დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ბარბაქაძემ, - ტრადიციულად რომანტიზმს 16-17 წლის ახალგაზრდები სწავლობენ და ამ ასაკში მათთვის ყველაზე უფრო ახლობელია რომანტიკოსთა შემოქ-მედება. ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების შესწავ-ლის შემდეგ შემაჯამებელ ღონისძიებას გთავაზობთ, რომლისთვისაც მოსწავ-ლეები დიდი ინტერესითა და დიდი ენთუზიაზმით მოემზადნენ.“

ნინო მასწავლებელმა მოსწავლეებ-თან ერთად ალექსანდრე ჭავჭავაძის

სალონში „მიგვიწვია“ და მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდა რომატიკოსთა ეპოქა, მათი შემოქმედება, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალური ხელ-წერით, რეალობისადმი საკუთარი ორიგინალური დამოკიდებულებებით, პატრიოტიზმით, ეპოქისადმი შეური-გებლობით, ზოგჯერ პესიმიზმითა და წარსულზე დარდით.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიების ფინალი, რადგან იმ დროს აღწერილი საქართველოს მდგომარეობა დღევანდელს ძალიან ჰგავს.

ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ღონისძი-ება უნდა გასცდეს სკოლის კედლებს და ფართო საზოგადობამ იხილოს.

ნინო კაპანაძე

სტუმრად ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული დევს, - ამ პრინციპით ტარდება სკოლა-ში ფიზიკური კულტურისა და სპორტის გაკვეთილები. გაკვეთილზე დიდი ყუ-რადღება ექცევა ჯანსაღი, ფიზიკურად მომზადებული მომავალი თაობის აღზ-რდას. სკოლაში ეწყობა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

2014 წლის გაზაფხულზე სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში, ჭად-რაკსა და შაშში. თბილისის ჭადრაკის სასახლის ინიციატივით ხარაგაულში ჩატარებულ რაიონულ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი აიღო გიორგი ჯღარკავამ. შემოდგომაზე გამართულ სკოლის პირველობაზე ფრენბურთში გაიმარჯვეს მე-12 კლასელებმა, მინი ფეხბურში - მე-11 კლასელებმა.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად მო-ნაწილეობენ რაიონულ შეჯიბრებებშიც.

2000 მეტრზე რბენაში რაიონის

პირველობაზე ლელა ხარატიშვილმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხევში კი 1000 მეტრზე რბენაში ასევე მე-2 ადგილი ხვდა წილად.

მკლავჭიდში პირველი ადგილი აიღეს დავით კაკოიშვილმა და უჩა ხარაძემ, მე-2 ადგილი დაიმსახურეს ნიკოლოზ ბუხნიკაშვილმა, ბესო შავი-ძემ და დათო აბაშიძემ.

კარგად ასპარეზობენ სკოლის მო-ჭიდავეები ჭიდაობის სხვადასხვა სახე-ობებში. ანზორ მაღრაძის სახელობის რაიონთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი აიღეს: დავით კაკოიშვილმა, ბესო შავიძემ, ევსემი შველიძემ. უჩა ხა-რაძემ და გიორგი ბუხნიკაშვილმა კი მე-2 ადგილი დაიკავეს. ევსემი შველიძეს მე-3 ადგილი ხვდა წილად ლ. ხაბელოვის სახელობის მე-8 რესპუბლიკურ ტურ-ნირზე ჭიდაობა კუნგფუ-სანდაში. სოსო ნიქაცაძემ 48 კგ. წონით კატეგორიაში მოსწავლეებს შორის ორჯერ დაიკავა

მეორე ადგილი საქართველოს პირვე-ლობაზე, საერთაშორისო ტურნირსა და იმერეთის რეგიონის პირველობაზე კი პირველი ადგილი ხვდა წილად.

მაგიდის ჩოგბურთში რაიონის პირველობაზე მადონა შველიძე მე-3 ადგილზე გავიდა. გამგეობის კულ-ტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის-გან ორგანიზებულ რაიონულ შეჯიბრ-ში „მხიარული სტარტები“ სკოლის გუნდმა წარმატებით განვლო მთელი შეჯიბრება, მხოლოდ ფინალში დათმო ასპარეზობა და საპატიო მე-2 ადგილს დაეუფლა. მონაწილეები დაჯილდოვ-დნენ დიპლომებითა და მედლებით.

სასწავლო წლის ბოლომდე ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება, რომლისთვისაც სათანადოდ ემზადე-ბიან ჩვენი მოსწავლეები.

გიორგი ბუხნიკაშვილიმე-11 კლ.

ფიზიკური კულტურა და სპორტი სკოლაში

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის მე-5 და მე-7 კლასის მოსწავ-ლეებმა 22 დეკემბერს გამართეს ღონისძიება, სადაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. ღო-ნისძიების წამყვანმა თამარ ჭი-პაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად ეცნობიან მხატვრულ, ისტორიულ ნაწარმოებებს და თვითონაც ცდილობენ შექმნან მხატვრული ნაწარმოებები.

თავიანთი შემოქმედება წარმო-ადგინეს მე-7 კლასელებმა: ლიზი ბარბაქაძემ, გუგა ბერაძემ, ლუკა

გურგენიძემ, თამარ ჭიპაშვილმა, ლევან ჩერქეზიშვილმა, შალვა ბუაჩიძემ, ანი გაჩეჩილაძემ, ნიკა გუმბერიძემ. თავიანთი ლექსები-თა და მოთხრობებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე მე-5 კლასე-ლები: ელენე ჭყოიძე, ელენე ტა-ლახაძე, საბა მესხი, ქეთი დავაძე, ნანა ლურსმანაშვილი, ვაჟიკო შარიქაძე.

მოსწავლეებმა ღონისძიება სიმღერითა და ცეკვებით გაალა-მაზეს.

თამთა გოგოლაძე

საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს

გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე

XI კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა მაყვალა ნანიტაშვილმა განახორციელა პროექტი „ხარაგაული,“ რომელიც ეხებოდა მუნიციპა-ლიტეტის ბუნებრივ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ჰავას, შიდა წყლებს, სასარგებლო წიაღისეულს, ეკონომიკას, ისტორიასა და კულტურას.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ხარაგაულისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამს-წრე საზოგადოებაში.

რედკოლეგია: ნინო ბარბაქაძე, ციური სულამანიძე, თიკო მეტრეველი, ნინო კაპანაძე, ანი აბაშიძე

Page 7: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

26 დეკემბერი, 2014 წ. 3xtvb [fhfufekb

ლაშის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრ-ძნობენ ამავე სკოლის მასწავლებელს მარინე შიუკაშვილს დედამთილის

ჟენია შველიძისგარდაცვალების გამო.

ლაშის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრ-ძნობენ ამავე სკოლის მასწავლებელს ოთარ გიორგიძეს დეიდაშვილის

ეთერ დავლაძისგარდაცვალების გამო.

არიან ადამიანები, რომელთაც ისეთი ადგილი უკავიათ ჩვენს ცხოვრე-ბაში, რომ თუ ვერ ვხედავთ, სულ მუდამ ჩვენს გულთან ახლოს არიან. ასეთი

ადამიანი იყო ჩემთვის ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნათელა ქათამაძე.

ნათელა მასწავლებელო, მახსოვს თქვენი თბილი და ტკბილი საუბა-რი, რომელიც დღესაც მენატრება. თქვენ მოწოდებით პედაგოგი იყავით და ძალიან გიყვარდათ ბავშვებთან ურთიერთობა. თქვენი აღზრდილი დათოს შვილი, პატარა ნინიკო რო-დესაც ალბომს ათვალიერებს, თქვენი სურათის ნახვისას ამბობს: „ბებო, აი, მამიკოს ნათელა მასწავლებელიო“.

იყავით უაღრესად კეთილი და ალალმართალი ადამიანი. 21 დეკემ-ბერს 74 წელი შეგისრულდებოდათ. ბედისწერამ ნაადრევად დაგაშორათ თქვენს საყვარელ ოჯახს. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. მჯერა, თქვენი აღზრდილი თაობები თქვენს სახელს არ დაივიწყებენ.

ცისანა კაციტაძე

ორმოცი დღე გადის, რაც ამ წუთი-სოფლიდან წავიდა კეთილი, მშრო-მელი, მოყვასის მოყვარული, ოჯახზე მზრუნველი და შვილებისათვის თავდა-დებული მამა ვასილ ლომიძე (ლიპია). ვერაფერი შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც მისი წასვლის შემდეგ მის ერთ-გულ და მასზე მზუნველ მეუღლეს თინა ნოზაძეს დაუტოვა. ძალიან ძნელია მისთვის ამდენი ხნის თანაცხოვრების შემდეგ მის გარეშე ცხოვრება.

ვასილ ლომიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. არც სიჭაბუკით ტკბობა დას-ცალდა. დაიწყო დიდი სამამულო ომი

და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. მიუხედავად დიდი განსაცდე-ლისა, ტყვეობისა და ტრავმებისა, დაბ-რუნდა ვალმოხდილი და მედლებით დამშვენებული. დაოჯახდა. აღზარდა 4 ღირსეული შვილი და 35 წელი მუხჩაუხრელად იმუშავა კავშირგაბ-მულობის სამსახურში. ტოლს არავის უდებდა შრომაში. ამიტომაც დაიმსა-ხურა მრავალი მადლობა და ჯილდო.

მისი სახლი ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით. გვერდით ედგა ახ-ლობლებს, მეგობრებს. იყო კარგი მოსაუბრე. გვანცვიფრებდა ამ ასაკში მისი მეხსიერება, ნიჭი და იუმორის გრძნობა. გულით მიგიღებდა, გაგიღი-მებდა, შრომისაგან დაღლილ ხელს გამოგიწოდებდა, ქვეყნისა და სოფლის სიყვარულზე გაგიბამდა საუბარს. ამ გრძნობით იარა ვასილ ლომიძემ 89 წელი.

მუდამ კეთილად და სიყვარულით მოგიგონებს შენი დიდი ოჯახი. ღვთი-ური მადლი ჰფარავდეს შენს მარა-დიულ სამყოფელს.

მეუღლე თინა ნოზაძე, შვილები: ჯუმბერი, მარინა, მურმანი და

ნუგზარი, რძლები: ნადეჟდა კორიტკიხ, ნანა ხაჩიძე, სიძე დავით

ბარბაქაძე, შვილიშვილები: გიორგი, დავითი, სოფო, ირაკლი, ნიკა,

ვასილი და შალვა

დაბადების დღეს გილოცავ, ნათელა მასწავლებელო

ვასილ ლომიძის ხსოვნას

ტარიელ და ბესო ფოცხვერაშ-ვილები ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დავით უშანგის ძე ჭიპაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ნორა, ჟორა, ილო შერგელაშვი-ლები დიდ სინანულსა და მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ტრა-გიკულად დაიღუპა ჩვენი ახალგაზრ-დობის დროინდელი მეგობრის უშანგი ჭიპაშვილის შვილი

დათუნა ჭიპაშვილიდა ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევ-

რებსა და ახლობლებს.

ხარაგაულის ბაზრის თანამშრომ-ლები სამძიმარს უცხადებენ ეთერი ღამბაშიძეს დის

ნელი შავიძე-მეცხოვრიშვილისგარდაცვალების გამო.

ვალერი კაპანაძე ოჯახით დიდი მწუ-ხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

დავით უშანგის ძე ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

ლაშის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ ამავე სკოლის დირექტორს ნანა აბესაძეს დედამთილის

ანიკო მაჭავარიანისგარდაცვალების გამო.

მალვინა ჩერქეზიშვილი და ბესო ცხოვრებაძე ოჯახით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დავით ჭიპაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

გურამ სახვაძე, ელვარდი გიორგი-ძე, გოგი და დათო თხელიძეები, დათო ლომსაძე, გოჩა მახარაძე, ირაკლი კიკნაძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ამირან ჯონდოს ძე წაქაძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს მეზობელსა და მეგო-ბარს, ბრწყინვალე და კეთილშობილ ქალბატონს თინა ებანოიძე-ყიფშიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრ-ძლივ სიცოცხლეს და ბედნიერებას თავის დიდ, ლამაზ ოჯახთან ერთად. უფალი იყოს მისი და მისი ოჯახის შემწე და მფარველი. შეეწიოთ ქრისტეშობის მადლი.

გურამ და მერი კვირიკაშვილები ოჯახით

ვულოცავ ქალბატონ ინგა მაღრაძეს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას - ოჯახის შექმნას თავის რჩეულ მიხეილ ჭიპაშვილთან ერთად. ჩემო უკეთილშობილესო ქალბატონო, გისურვებთ ყოველგვარ სიკეთეს პირად ცხოვრებასა და სამსა-ხურებრივ საქმიანობაში. ყოველთვის მიგეღწიოთ დასახული მიზნისათვის. გისურვებთ ბედნიერ დედობას, ქალურ ბედნიერებასა და სიხარულს.

ლაურა (ლამარა) მაღრაძე ოჯახით სოფ. ლეღვანი

ჩვენ საყვარელ დაიკოს და სიძეს მარი რობაქიძეს და გოგა ჭანკვეტა-ძეს კეთილი სურვილებით ვულოცავთ ბედნიერებას. ვუსურვებთ შვილთა სიმ-რავლეს, უფალი იყოს მათი მფარველი.

დედმამიშვილები ოჯახებით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ძმისშ-ვილს ფოთოლა სხილაძესა და ზურა ხვედელიძეს ბედნიერებას. იყავით მუ-დამ ჯანმრთელები და ბედნიერები. აყ-ვავებულ საქართველოში გეცხოვროთ.

მაგული, კობა და კახა კალანდაძეები ოჯახებით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ შვილ-თაშვილს მამუკა გიორგაძეს ორი წლის იუბილეს - 2 იანვარს ოქროს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ლაღ და ბედნიერ ბავშვობას, ჯანმრთელობასა და საუკეთესო მომავალს.

ბებია და ბაბუა მაყვალა და ზურაბ გიორგაძეები

ხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ გრიგალაშვილს ვულოცავთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვე-ბას. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ხევის საჯარო სკოლა

ხევის საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ხათუნა მაჭარაშვილს ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და მადლობას ვუხდით ჩვენი პატარე-ბის იმ გახარებული თვალებისა და ღიმილისათვის, რომელიც თან ახლ-და მათ ყოველ გამოსვლას, კლასში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს „შენ გიმღერით, ჩემო მამულო“ ჩატა-რებისას. ვუსურვებთ დღეგრძელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ხევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლები

ვარძიის საბავშვო ბაღის გამგეს, ქალბატონ იზო ხიჯაკაძეს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და ყველა თა-ნამშრომელს ვულოცავთ ახალ 2015 წელს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს. მადლობა მათ ჩვენი შვილის, პატარა რუსო დეკანოსიძის, მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ლადო დეკანოსიძის ოჯახი

ვულოცავთ მარინე ხვედელიძეს ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დი-რექტორად დანიშვნას. ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს, სიხარულსა და უფლის მფარველობას.

სასულიერო გიმნაზიის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

დაბადების დღეს ვულოცავთ ღირ-სეულ ხარაგაულელს, საყვარელ პი-როვნებას, თავისი საქმის უბადლო სპეცი-ალისტს, ძვირფასი ოჯახის მამას, მეუღ-ლეს ნიკოლოზ დეკანოსიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებებს, ულევ სიყვარულსა და სიხა-რულს თავის საყვარელ ოჯახთან ერთად. ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს ცხოვრებაში. მუდამ ფარავდეს უფლის მადლი მასა და მის ოჯახს.

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ თანაკ-ლასელს, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლეს, ზურაბ ტოროშელიძეს ხარაგაულში, ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირში მიღწეულ დიდ წარმატებებს: წონითი კატეგორიების მიხედვით პირველ ად-გილსა და ჩემპიონობას, მწვრთნელის მიერ დაწესებული „ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის“ პრიზის მოპოვებას. ჩვენო ზურაბ! ვილოცებთ, რომ კვლავ უფლის მადლმა გაგიკვლიოს გზა მომავალი დიდი გამარჯვებებისაკენ.ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის

მესამე კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი ლემა ბერაძე

ვულოცავთ მოლითის საჯარო სკო-ლის დირექტორად არჩევას ბატონ როლანდი ცუცქირიძეს. ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

მოლითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

ყველაზე ხარისხიან და გემოვნებიან კოსმეტიკაზე. ახალი წლის კატალოგში თქვენ გელით 25 პროდუქ-

ტი მხოლოდ 3,5 ლარად. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას მაღაზიებში სიარულით.

FABERLIC-ში ყველაფერი გვაქვს.დამიკავშირდით 557 75 25 68 ან 599 38 64 04 -

სოფო.ამავე დროს თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრე-

ბა და გქონდეთ საკუთარი შემოსავალი, იჩქარეთ და მომმართეთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.

საახალწლო ფასთაცვენა

კოსმეტიკური პროცედურები სპეციალურად მოწიფუ-ლი კანის მოსავლელად (30 წელს ზემოთ) - მომენ-ტალური და გრძელვადიანი გამაახალგაზრდავებელი ეფექტებით.

მკურნალობა წარმოებს სპეციალური აპარატითა და ბიოლოგიური კოქტეილით, რომელიც შეიცავს მცენა-რეულ ღეროვან უჯრედებს, ალმასის მიკროპუდრს, ჰიალურონის მჟავას, ზღვის კოლაგენს, ელასტინს, ვიტამინებს და სხვა სპეციალურ კომპონენტებს.

მსურველები დაგვიკავშირდით მობ: 555 38 17 90; სახლის - 22 11 69 - ქეთი გიორგაძე.

სიახლე ქალბატონებისათვის

ა(ა)იპ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ვაცხადებთ ვაკანსიას სოფელ წიფას სასოფლო ბიბ-ლიოთეკაში სპეციალისტის თანამდებობაზე. დაინტერე-სებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №8. ტელ.: 591 81 20 16.

განცხადებები მიიღება 2014 წლის 30 დეკემბრამდე.

ვაკანსია წიფას ბიბლიოთეკაში

სათნოების სახლის დირექტორს მაკა შველიძესა და მის კოლექტივს მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო იმ სიკეთისა და სითბოსათვის, რასაც ისინი ამჟღავნებენ ჩემს მიმართ. ქალბატონი მაკას გაღიმებულ სახეს რომ ვხედავ, მიხარია იქ მისვლა. ვულოცავთ მთელ კოლექტივს დამდეგ შობა-ახალ წელს. ღმერთმა დაგლოცოთ.

ნათელა ოსანაძე ლტოლვილი

მადლობა სიკეთისთვის

ყველამ კარგად ვიცით, ნოემბრის ბოლოს როგორი ცუდი ამინდები დაიჭირა. წვიმას თოვლი მოჰყვა, საშინელი გრი-გალი. ელექტროენერგია გაგ-ვეთიშა რამოდენიმე სოფელს. დავრეკე ელექსელებში ზაზა ლომიძესთან. ჩვენი გაჭირვება რომ ვუთხარი, ელქსელების ბიჭები უკვე წამოსულები იყვნენ სამუშაოდ. ორი დღე იმუშავეს საშინელ ამინდში და კვლავ გაგვინათეს სოფლები. მად-ლობა მათ გულთბილი დამო-კიდებულებისა და დაკისრებუ-ლი მოვალეობის ერთგულად შესრულებისათვის თოვლსა თუ წვიმაში, ქარსა თუ ყინვაში. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები.

რობიზონ ცხოვრებაძენებოძირელი მოსახლეობის

სახელით

მადლობა თავდადებისათვის

მინდა მადლობა გადავუხადო ხევის საჯარო სკოლის დირექცი-ასა და პედკოლექტივს, მოსწავ-ლეებს, ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჩემი შვილის მი-მართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგა-ნის ოჯახი.

გოგა ხახალაშვილის დედა

მადლობა თანადგომისათვის

მეუღლე მყავდა ძალიან ცუ-დად. მოვიყვანე ექიმი ბესო ფოც-ხვერაშვილი. მან დიდი გულ-მოდგინებით გასინჯა ავადმყოფი და მალე გამოაჯანმრთელა. ბესო ექიმს ვუმადლით, დღეს რომ ის ცოცხალია. დიდი მად-ლობა მას ამისათვის. მადლობა მის დედას ასეთი კარგი შვილის გაზრდისათვის. ღმერთმა გვიმ-რავლოს ასეთი მამულიშვილები.

ლილი ვეფხვაძე დიდვაკე

მადლობა ყურადღებისათვის

Page 8: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/49-620-2014w.pdf · გულითადად გილოცავთ

26 დეკემბერი, 2014 წ.4 xtvb [fhfufekb

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ძვირფასო ხარაგაულელებო, ძვირფასო სტუმრებო! დათო არევაძის მაღაზია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ სიმრავლეს,

ბედნიერებას, სიუხვეს ოჯახებში. გთავაზობთ ხარისხიან და მრავალფეროვან კვების პროდუქტებს, ოჯახებში დამზადებულ

ეკოლოგიურად სუფთა საკვებს, ხილის ფართო ასორტიმენტს.ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი სახის საოჯახო ტექნიკა. ვიღებთ იდივიდუალურ შეკვეთებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახის საქონელზე ად-

გილზე მიტანით. დაგვიკავშირდით ტელეფონით 599 62 90 80.ჩვენი მაღაზია გამორჩეულია საუკეთესო მომსახურე პერსონალით.

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. №29-ში მდებარე „ბოგვერაძეების მაღაზია“ ხარა-გაულელთა თხოვნით გაიხსნა.

გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასებს ყველა სახის პროდუქტზე. დოლარის კურსის ცვლილებამ ჩვენს მაღაზიაში საახალწლოდ ფასებზე ვერ იმოქმედა, რადგან წინასწარ მოვიმარაგეთ ხარისხიანი, ვადიანი და შემოწმებული პროდუქცია.

კლიენტებს ვემსახურებით პატიოსნად და ერთგულად.ძვირფასო ხარაგაულელებო! 2015 წელს დაგბედებოდეთ სიხარული, ბევრი ფული და

აგხდენოდეთ ყველა ოცნება!

„იას აფთიაქი” გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას, 10%-იან საყოველთაო ფასდაკლებას, რითაც, ექვსი წელია, ეს აფთიაქი გამორჩეულია ხარაგაულში.

აქვე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ „ორიფლეიმის“ კოსმეტიკას.აფთიაქის თანამშრომლები ზუსტი ანგარიშსწორებითა და მაქსიმალური კეთილსინდი-

სიერებით ემსახურებიან მოსახლეობას.აფთიაქში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩარიცხვის აპარატითა და ქსეროქსით.მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით, ჩვენო ხარაგაულელებო!მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №47.

მარკეტი „ნუგო” (მუხურაძეების მაღაზია) გთავაზობთ მრავალფეროვან, სანდო და ახალ პროდუქტებს.

საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!ხვავი, დოვლათი და ბარაქა არ მოშლოდეს თქვენს ოჯახებს.საახალწლოდ ჩვენთან შეძენილი პროდუქტების ხარისხითა და მომსახურებით კმაყო-

ფილნი დარჩებით.მობრძანდით მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №7.

დამდეგ შობა ახალ-წელს ვულოცავთ ყველა ხარგაულელს, ჩვენს ერთგულ კლიენტებს. ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოეტანოს ახალ, 2015 წელს, თქვენი ოჯახებისთვის.ღმერთმა არ მოგაკლოთ ჩვენთან სტუმრობის ხალისი და შესაძლებლობა.პატივისცემით, მარინე გოგია და რესტორან „ქართული სამზარეულოს” პერსონალი

ძვირფასო ხარაგაულელებო და ხარაგაულის სტუმრებო!სასტუმრო „უღელტეხილის” კოლექტივი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავა-

ზობთ ორ, სამ და ოთხადგილიან კომფორტულ ნომრებს ხელმისაწვდომ ფასებში ინდი-ვიდუალური გათბობით, ინტერნეტით, ცხელი წყლითა და კვებით.

სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი.მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №17. ტელ.: 593 13 86 16.