სად აშენდება ხარაგაულის ახალი...

8
მერვე წელია, რაც გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ჩართულია პოლო- ნური ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთისა“ და კავკასიის ჟურ- ნალისტთა საერთაშორისო ცენტ- რისგან საქართველოს რეგიონული მედიის განვითარებისთვის განხორცი- ელებულ პროექტებში. პოლონელმა და ქართველმა მედიაექსპერტებმა 2007-2014 წლებში არაერთხელ ჩა- ატარეს სასწავლო ტრენინგები საქარ- თველოში. ქართველი გამომცემლები და ჟურნალისტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ პოლონეთში პო- ლონური რეგიონული გამოცემების გამოცდილების გასაზიარებლად. რვა წლის განმავლობაში მიმდინა- რე პროექტებს აფინანსებდა პოლო- ნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა „დემოკრატიის მხარდა- ჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“-RITA, რო- მელსაც ახორციელებს ფონდი „გა- ნათლება დემოკრატიისთვის.“ მიმდინარე წლის ივლისსა და აგ- ვისტოში პოლონელმა ექსპერტებმა ქუ- თაისში ქართული რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართეს ტრენინგები თემაზე: „საინფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე - საქართველოს ადგილობრივი გაზე- თები ინტერნეტში.“ ტრენინგების შემდეგ გამოცხადდა კონკურსი შემდეგ კატეგო- რიებში: 1. საუკეთესო ვებგვერდი; 2. სა- უკეთესო ვიდეო მასალა ვებგვერდზე; 3. საუკეთესო ფოტომასალა ვებგვერდზე; 4. საუკეთესო ტექსტური მასალა ვებგ- ვერდზე. კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული მედიის 10 გამოცემა და 40 ჟურნალისტი. სამშაბათს, 7 ოქტომბერს, თბი- ლისში, სასტუმრო „კოპეში“ გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება და წარმა- ტებული მედიაორგანიზაციების და- ჯილდოება. ჯილდოებად დაწესებული იყო ლეპტოპები, პლანშეტები, ფოტო- ვიდეოაპარატები, ერთწლიანი ინტერ- ნეტპაკეტი ერთი გამომცემლობისთვის და ოთხი გამომცემლისთვის - სასწავ- ლო ვიზიტი პოლონეთში. გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ სა - უკეთესო ფოტოსურათისთვის „მონაზვნები ტელეფონით“ დაჯილდოვდა ფოტოვი- დეო აპარატით. დაჯილდოებულ ფოტოს გთავაზობთ ამავე ნომრის მერვე გვერდზე. გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე, გამომცემლობის დინამიკური განვი- თარებისათვის 2007-2014 წლებში, დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით პოლონეთში. 9 ნოემბერს „ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელ ლაურა გოგოლაძესთან ერთად პოლონეთში გაემგზავრე- ბიან „მთავარი თემა სამეგრელოში“ (ფოთი), „სპექტრის“ (გურჯაანი) და „ოკრიბა ნიუსის“ (ტყიბული) გამო- მცემლები ინგა გვასალია, მაია ყა- ლაბეგაშვილი და გიორგი სულაძე. სად შეიძლება აშენდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო - ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფ- ლების, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, იმერეთის სამხარეო ადმი- ნისტრაციისა და შპს „რეგიონული ჯან- დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები მსჯელობენ. ამ მიზნით მათ ხარაგაულ- ში რამდენი ადგილი დაათვალიერეს. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტ- რის“ დირექტორის, ნუგზარ ბოლქ- ვაძის ინფორმაციით, ხარაგაულში საავადმყოფოს პრობლემის მოგვა- რება ორ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ეტაპზე, დეკემბრის ბო- ლომდე, უნდა მოეწყოს შენობა ისე, რომ დღეს არსებული სერვისები - გადაუდებელი და გეგმიური ამბულა- ტორიული მომსახურება პაციენტებს გაეწიოთ გაუმჯობესებულ პირობებში. მომავალ წელს კი ხარაგაულში აშენ- დება ათსაწოლიანი საავადმყოფო. პირველ ეტაპზე აგებულ შენობაში განთავსდება დიაგნოსტიკური ცენტ- რი,“ - ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე. მისი- ვე თქმით, ახალი საავადმყოფოსთვის აუცილებელია 1, 5 ჰა ტერიტორია. „ასეთი მოცემულობა გვაქვს, - შე- ნობა, სადაც ამჟამად საავადმყოფო ფუნქციონირებს, იპოთეკითაა დატ- ვირთული, - ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, - ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობა კერძო მფლობელობაშია.“ საავადმყოფოსთვის მოინახულეს ჯანდაცვის ცენტრის, სურსათის უვნებ- ლობის, ვეტერინარიისა და მცენარე- თა დაცვის, გამთიშველების ქარხნის ყოფილი შენობები. სტუმრებმა ყუ- რადღება გაამახვილეს გაზკანტორის ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს დაუმთავრებელ კორპუსზე. ხარაგაულის საავადმყოფოს ექი- მების თქმით, უმჯობესია ისეთი ად- გილი შეირჩეს, სადაც მოსახლეობა ადვილად მივა. ზაურ ჭუმბურიძე, ქირურგი: -ჩემი აზრით, შორია გაზკანტორის შენობამდე მანძილი. ხალხს ფული არ აქვს და იქ ასვლა გაუჭირდება. საავადმყოფო ცენტრში უნდა გან- თავსდეს. კოლეგებიც ასე ფიქრობენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, საავადმყოფოს მიმდებარე ტე- რიტორიის კეთილმოწყობას, შენობაში წყლის, გაზისა და ელენერგიის შეყვა- ნას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. გამგებლის ინფორმაციით, საავადმ- ყოფომდე გადაადგილებისთვის და- ინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტი. „ხარაგაულისთვის უმთავრესი პრობ- ლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ და რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, - ამბობს კობა ლურსმანაშვილი, - ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. უკვე რე- ალობად იქცევა ჯანდაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს ნათქვამი. ხარაგაულის მედიცინის მუშაკებს და მოსახლეობას შევუსრულებთ დანაპი- რებს დეკემბრის ბოლომდე.“ ნინო კაპანაძე სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფო „ჩემი ხარაგაულის“ მორიგი წარმატება 10 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 38 (609) www.chkh.org დეპუტატების ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრა 3 გვ. წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ ნოდარ ებანოიძე - პრობლემები, რომელთაც ვერ ვხედავ, უნდა დამანახონ ამომრჩევლებმა 2 გვ. 4 გვ. დღეს ნომერშია ლეღვანში ბაღის გახსნა შეანელებს მიგრაციას საკონკურსო- საატესტაციო კომისიას გამგებელი უხელმძღვანელებს განცხადებები „2015 წლის გაზაფხულზე ხარაგაულში სამასალე ხე-ტყის დამზადება დაიწყება” 3 გვ. 5 გვ. 6-8 გვ. 5 გვ. 30 ოქტომბერს 48/09 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართე- ბა. ცვლილებაა საუბნო საარჩევნო კომისიაში. პირველ ოქტომბერს გამარ- თულ სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ აირ- ჩიეს ლევან გოგოლაძე, მდივნად - მარიამ ფერაძე. ცვლილება საუბნო კომისიაში

Transcript of სად აშენდება ხარაგაულის ახალი...

Page 1: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

მერვე წელია, რაც გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ჩართულია პოლო-ნური ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთისა“ და კავკასიის ჟურ-ნალისტთა საერთაშორისო ცენტ-რისგან საქართველოს რეგიონული მედიის განვითარებისთვის განხორცი-ელებულ პროექტებში. პოლონელმა და ქართველმა მედიაექსპერტებმა 2007-2014 წლებში არაერთხელ ჩა-ატარეს სასწავლო ტრენინგები საქარ-თველოში. ქართველი გამომცემლები და ჟურნალისტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ პოლონეთში პო-ლონური რეგიონული გამოცემების გამოცდილების გასაზიარებლად.

რვა წლის განმავლობაში მიმდინა-რე პროექტებს აფინანსებდა პოლო-ნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა „დემოკრატიის მხარდა-ჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“-RITA, რო-მელსაც ახორციელებს ფონდი „გა-ნათლება დემოკრატიისთვის.“

მიმდინარე წლის ივლისსა და აგ-ვისტოში პოლონელმა ექსპერტებმა ქუ-თაისში ქართული რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართეს ტრენინგები თემაზე: „საინფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე - საქართველოს ადგილობრივი გაზე-თები ინტერნეტში.“ ტრენინგების შემდეგ გამოცხადდა კონკურსი შემდეგ კატეგო-რიებში: 1. საუკეთესო ვებგვერდი; 2. სა-

უკეთესო ვიდეო მასალა ვებგვერდზე; 3. საუკეთესო ფოტომასალა ვებგვერდზე; 4. საუკეთესო ტექსტური მასალა ვებგ-ვერდზე. კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული მედიის 10 გამოცემა და 40 ჟურნალისტი.

სამშაბათს, 7 ოქტომბერს, თბი-ლისში, სასტუმრო „კოპეში“ გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება და წარმა-ტებული მედიაორგანიზაციების და-ჯილდოება. ჯილდოებად დაწესებული იყო ლეპტოპები, პლანშეტები, ფოტო-ვიდეოაპარატები, ერთწლიანი ინტერ-ნეტპაკეტი ერთი გამომცემლობისთვის და ოთხი გამომცემლისთვის - სასწავ-ლო ვიზიტი პოლონეთში.

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ სა-უკეთესო ფოტოსურათისთვის „მონაზვნები ტელეფონით“ დაჯილდოვდა ფოტოვი-დეო აპარატით. დაჯილდოებულ ფოტოს გთავაზობთ ამავე ნომრის მერვე გვერდზე.

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე, გამომცემლობის დინამიკური განვი-თარებისათვის 2007-2014 წლებში, დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით პოლონეთში.

9 ნოემბერს „ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელ ლაურა გოგოლაძესთან ერთად პოლონეთში გაემგზავრე-ბიან „მთავარი თემა სამეგრელოში“ (ფოთი), „სპექტრის“ (გურჯაანი) და „ოკრიბა ნიუსის“ (ტყიბული) გამო-მცემლები ინგა გვასალია, მაია ყა-ლაბეგაშვილი და გიორგი სულაძე.

სად შეიძლება აშენდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო - ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფ-ლების, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, იმერეთის სამხარეო ადმი-ნისტრაციისა და შპს „რეგიონული ჯან-დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები მსჯელობენ. ამ მიზნით მათ ხარაგაულ-ში რამდენი ადგილი დაათვალიერეს.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტ-რის“ დირექტორის, ნუგზარ ბოლქ-ვაძის ინფორმაციით, ხარაგაულში

საავადმყოფოს პრობლემის მოგვა-რება ორ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ეტაპზე, დეკემბრის ბო-ლომდე, უნდა მოეწყოს შენობა ისე, რომ დღეს არსებული სერვისები - გადაუდებელი და გეგმიური ამბულა-ტორიული მომსახურება პაციენტებს გაეწიოთ გაუმჯობესებულ პირობებში. მომავალ წელს კი ხარაგაულში აშენ-დება ათსაწოლიანი საავადმყოფო. პირველ ეტაპზე აგებულ შენობაში განთავსდება დიაგნოსტიკური ცენტ-

რი,“ - ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე. მისი-ვე თქმით, ახალი საავადმყოფოსთვის აუცილებელია 1, 5 ჰა ტერიტორია.

„ასეთი მოცემულობა გვაქვს, - შე-ნობა, სადაც ამჟამად საავადმყოფო ფუნქციონირებს, იპოთეკითაა დატ-ვირთული, - ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, - ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობა კერძო მფლობელობაშია.“

საავადმყოფოსთვის მოინახულეს ჯანდაცვის ცენტრის, სურსათის უვნებ-ლობის, ვეტერინარიისა და მცენარე-

თა დაცვის, გამთიშველების ქარხნის ყოფილი შენობები. სტუმრებმა ყუ-რადღება გაამახვილეს გაზკანტორის ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს დაუმთავრებელ კორპუსზე.

ხარაგაულის საავადმყოფოს ექი-მების თქმით, უმჯობესია ისეთი ად-გილი შეირჩეს, სადაც მოსახლეობა ადვილად მივა.

ზაურ ჭუმბურიძე, ქირურგი: -ჩემი აზრით, შორია გაზკანტორის შენობამდე მანძილი. ხალხს ფული არ აქვს და იქ ასვლა გაუჭირდება. საავადმყოფო ცენტრში უნდა გან-თავსდეს. კოლეგებიც ასე ფიქრობენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, საავადმყოფოს მიმდებარე ტე-რიტორიის კეთილმოწყობას, შენობაში წყლის, გაზისა და ელენერგიის შეყვა-ნას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. გამგებლის ინფორმაციით, საავადმ-ყოფომდე გადაადგილებისთვის და-ინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტი. „ხარაგაულისთვის უმთავრესი პრობ-ლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ და რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, - ამბობს კობა ლურსმანაშვილი, - ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. უკვე რე-ალობად იქცევა ჯანდაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს ნათქვამი. ხარაგაულის მედიცინის მუშაკებს და მოსახლეობას შევუსრულებთ დანაპი-რებს დეკემბრის ბოლომდე.“

ნინო კაპანაძე

სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფო

„ჩემი ხარაგაულის“ მორიგი წარმატება

10 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№38 (609)

www.chkh.org

დეპუტატების ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრა 3 გვ.

წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

ნოდარ ებანოიძე - პრობლემები, რომელთაც ვერ ვხედავ, უნდა დამანახონ ამომრჩევლებმა

2 გვ.

4 გვ.

დღეს ნომერშია

ლეღვანში ბაღის გახსნა შეანელებს მიგრაციას

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამგებელი უხელმძღვანელებს

განცხადებები

„2015 წლის გაზაფხულზე ხარაგაულში სამასალე ხე-ტყის დამზადება დაიწყება”

3 გვ.

5 გვ.

6-8 გვ.

5 გვ.

30 ოქტომბერს №48/09 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართე-ბა. ცვლილებაა საუბნო საარჩევნო კომისიაში.

პირველ ოქტომბერს გამარ-თულ სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ აირ-ჩიეს ლევან გოგოლაძე, მდივნად - მარიამ ფერაძე.

ცვლილება საუბნო

კომისიაში

Page 2: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

2 xtvb [fhfufekb 10 ოქტომბერი, 2014 წ.

წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშე-საწყობად ხარაგაულში გაიმართა სპორტული შეჯიბრი სირბილში 1,7 კმ მანძილზე. მარათონში მონაწი-ლეობდნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. სპორტული შეჯიბრი ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (უფროსი მამუკა ჭიპაშვილი), გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამ-სახურისა (უფროსი ირინე ჩხეიძე) და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის (უფროსი დავით კიკნაძე) ორგანიზებით.

ხარაგაულის რესურსცენტის უფროს დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, ტურნირში მონაწილეობდა 180 ახალგაზრდა. პირველი ად-გილის მფლობელები როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში, მონა-წილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში. ღო-ნისძიების ორგანიზატორმა მამუკა ჭიპაშვილმა ყველა მონაწილეს

მიულოცა მარათონში მონაწილე-ობა და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს სკო-ლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

18 წელს ზემოთ მონაწილე ვა-ჟებში გაიმარჯვა ლაშა ღონღაძემ ვახანიდან. ლაშა ასეთ ტურნირებ-ში ადრეც მონაწილეობდა. მისი აზ-რით, შეჯიბრში საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა.

სკოლის მოსწავლე ვაჟებს შო-რის პირველი ადგილი დაიკავა ბორითის საჯარო სკოლის მოს-წავლემ მამუკა წიქარიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომა-ვალშიც აუცილებლად ჩაერთვება ასეთ ტურნირებში და მოხარული იქნება, თუ უფრო ხშირად გაიმარ-თება სპორტული შეჯიბრებები ხარაგაულში.

გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა ასევე ბორითის სკოლის მოსწავლემ ფიქრია ბარბაქაძემ, რომელიც ძალიან გახარებულია გა-მარჯვებით, - „უფრო დიდი მანძილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად

გავირბენდი და გავიმარჯვებდი.“ვაჟებში მეორე ადგილი დაიკავა

გოჩა ჭუბაბრიამ კიცხის საჯარო სკოლიდან, ხოლო მესამე ადგილი თორნიკე წიქარიშვილმა ბორი-

თის საჯარო სკოლიდან. გოგონებ-ში მეორე ადგილი დაიკავა ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ცი-ური ღონღაძემ და ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ

ლელა ხარატიშვილმა. გამარჯვებული მონაწილეები

თასებით, მედლებითა და სიგელე-ბით დაჯილდოვდნენ.

თამთა გოგოლაძე

მასწავლებელთა საერთაშო-რისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან ერთი პედაგოგი დაჯილდოვდა. დაჯილდოება 8 ოქტომბერს საგანმანათლებლო რესურცენტრში გაიმართა.

შეკრებილ პედაგოგებს სიტყ-ვით მიმართა ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გაგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, მან ხევის საჯარო სკოლის დირექტორის ზურაბ გოგოლაძის დაღუპვის გამო განსვენებულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. შეკრებილმა საზოგა-დოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილის ხსოვნას.

გამგებელმა მადლობა გადა-უხადა თითოეულ პედაგოგს იმ ღვაწლისა და დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ხარაგაულის წინაშე.

„ხარაგაული რომ გამორჩეულია ინტელექტუალური დონით, ეს თქვენი დამსახურებაა, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. მან პედაგოგებს წინსვლა, ჯანმრთელო-ბა და ყოველივე საუკეთესო უსურვა.

ხარაგაულის საგანმანათლებ-

ლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ამ ორი წლის მანძილზე საქართ-ველოში განათლების კუთხით განხორციელდა. დავით კიკნაძის ინფორმაციით ხარაგაულში 607 მასწავლებელია, მათგან 121 სერ-თიფიცირებული პედაგოგია და ეს რიცხვი იზრდება.

მასწავლებელებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რა-იონული ორგანიზაციის ხელმძღ-ვანელმა ლალი სებისკვერაძემ.

ვგეგმავდით, ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური ყოფილიყო, - აღნიშნა ხარაგაულის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალ-გაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, - მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა და ამას შემ-დეგ წელს აუცილებლად გამო-ვასწორებთ.

მასწავლებელთა დაფასების-თვის ღონისძიების ორგანიზა-ტორებს მადლობა გადაუხადა მარელისის საჯარო სკოლის დიორექტორმა ვერა ოდიკაძემ.

საგანმანათლებლო რესურცენ-ტრის, განათლების პროფკავშირე-ბისა და ადგილობრივი ხელისუფ-

ლების წარმომადგენლებმა სიგე-ლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს ნინო ბარბაქაძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა), ქეთევან ჩაჩანიძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა), ირმა ყრუაშ-ვილი (საღანძილე), ლენა ორჯო-ნიკიძე (მარელისი), ინგა ვეფხვაძე (ლეღვანი), ლია არევაძე (ვახანი), ინგა კაკიაშვილი (მოლითი),

გულნაზი თიკანაშვილი (ზვარე), ვალენტინა ბანცაძე (წიფა), მა-რინე არჯევანიძე (კიცხი), თამარ თაბუკაშვილი (ხიდარი), მელანო გაბეხაძე (ვარძია), ლეილა არე-ვაძე (წყალაფორეთი), ქეთევან პავლაძე (ბორი), კონსტანტინე სახვაძე (ლაშე), ხათუნა გელაშ-ვილი (ნადაბური), დინარა ხაჩიძე (ღორეშა), ნაზიბროლა ლაცაბიძე

(ბორითი), მარლენ გრიგალაშ-ვილი (ხევი), ლელა სამხარაძე (ვერტყვიჭალა), თეა ტალახაძე (ბაზალეთი), მარეხი კაპანაძე (სარგვეში), მაია გელაშვილი (უბი-სა), ნანული ჩადუნელი (ხუნევი), ქეთევან გოგოლაძე (ვაშლევი), ზეინაბ ბუაჩიძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები წელს მეორედ მი-იღებენ მონაწილეობას სატელევი-ზიო გადაცემაში „ეტალონი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტ-რის უფროსის დავით კიკნაძის ინ-

ფორმაციით, წელს ხარაგაულელ მოსწავლეებს აღარ უწევდათ კონ-კურსში მონაწილეობა. „გადაცემის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ხარაგაულში სტუმრობისა და მოსწავლეებთან შეხვედრის შემ-დეგ გადაწყვიტა, რომ წელს ისევ

დაუთმოს სატელევიზიო ეთერი ხარაგაულელებს.“

კონკურსში მონაწილეები სკო-ლებმა შეარჩიეს. ხარაგაულის საჯარო საშუალო სკოლის 45 მოსწავლეს ტესტირება ჩაუტარდა რესურსცენტრში. „გვინდა, რაც შეიძ-ლება გამჭვირვალედ ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი და არავინ დარჩეს უკმაყოფილო. მთავარია, ნამდვილად წარმატებულმა მოსწავ-ლეებმა იასპარეზონ ხარაგაულის სახელით,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან ერთად შესარჩევი ტუ-რის ორგანიზებაში მონაწილეობდ-ნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის უფროსი-მამუკა ჭიპაშვილი და გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით ჩადუნელი.

„ათი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლის შესარჩევად ვატარებთ ტესტირებას. 45 წუთის განმავ-ლობაში მათ 45 შეკითხვას უნდა უპასუხონ. წელსაც, ისევე როგორც შარშან, შეკითხვები მე შევადგინე, – ამბობს დავით ჩადუნელი, – მოს-წავლეთა შერჩევის ეს კრიტერიუმი ჩვენი შემუშავებულია. ვფიქრობ, პროცესი გამჭვირვალედ და მაქ-სიმალურად ობიექტურად მიმდი-ნარეობს.“

მამუკა ჭიპაშვილი: -ხარაგა-ულელი მოსწავლეების მონაწილე-ობა „ეტალონში“ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. კომისიის წევრი ვარ და მიხარია, რომ კარგი საქმე კეთდება. დიდი კონკურენცია იყო. ახლა გაცილებით მაღალი შედე-გები აჩვენეს მოსწავლეებმა.

გადაცემა „ეტალონში“ მონა-

წილეობას მიიღებენ: ანა კვი-ნიკაძე (წიფის საჯარო სკოლა); ნოდარ ხიჯაკაძე (ვარძიის საჯა-რო სკოლა); ქრისტინე გიორგა-ძე (ბორითის საჯარო სკოლა); მერი ღონღაძე (ვახანის საჯარო სკოლა); გიორგი კურტანიძე (ხე-ვის საჯარო სკოლა); მარიამ ხიჯაკაძე (ბორის საჯარო სკოლა); მიხეილ ლურსმანაშვილი (ხარა-გაულის სასულიერო გიმნაზია); ქეთევან ცხადაძე (მოლითის საჯა-რო სკოლა); მარიამ თხელიძე (ხა-რაგაულის №3 საჯარო სკოლა); არჩილ მაისურაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).

გადაცემა „ეტალონში“ ხარაგა-ულელ მოსწავლეებს 12 ოქტომ-ბერს ჩაწერენ.

ნინო კაპანაძეფოტოზე: „ეტალონის“ შესარჩე-

ვი კონკურსის მონაწილეები.

გამოვლინდნენ „ეტალონის“ მონაწილეები

მარათონი ხარაგაულში

Page 3: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

3xtvb [fhfufekb10 ოქტომბერი, 2014 წ.

ლეღვანში ბაღის გახსნა შეანელებს მიგრაციას

საკრებულოს 6 ოქტომბრის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებო-ბის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავში-რებული ხარჯების ანაზღაურების წესში ცვლილებების შეტანამ. საკ-რებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ამ თემაზე კომისიის სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა კომისიის წევრებს ჰქონდათ სამუშაო შეხვედრა. „ზეპირი განც-ხადებების საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ კომისიის შე-მადგენლობიდან უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს მხარი არ დაუჭირა. ისინი არ ეთანხმებიან არათანაბარ მიდგომებს, ხარჯების ანაზღაურების კლასიფიკაციას. ჩემი აზრით, სანამ არ იქნება რეალური პროექტი წარმოდგენილი, უმჯო-ბესია, ანაზღაურების ძველი წესი დარჩეს ძალაში.“

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განმარტებით, სექტემბერში იყო გარკვეული შე-ფერხებები საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით. მან დეპუტატებს გააცნო საკრებულოს არათანამ-დებობის პირებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესის განმარტება და წარმოადგინა პროექტი აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

პროექტის მიხედვით საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თა-ნამდებობის პირებისა) მიერ საკრებუ-ლოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შეს-რულების, ამომრჩევლებთან შეხვედ-რისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელე-ბასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტე-ტის ადმინისტრაციული ცენტრიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დაშორების გათვალისწინებით. საკ-რებულოს წევრების კლასიფიცირე-ბა, ადმინისტრაციული ცენტრიდან სამოქმედო ტერიტორიის მანძილის მიხედვით, მოხდა სამ ჯგუფად.

პირველი ჯგუფი - დაბა ხარა-გაული, ბაზალეთი, ფარცხნალი, საღანძილე - ამ ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი დეპუტატე-ბის ხარჯების ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 280 ლარით.

მეორე კატეგორიაში შევლენ - სარგვეშის, ღორეშის, ლეღვანის, მოლითის, ვახანის, კიცხის, ხიდარის, ვარძიისა და წყალაფორეთის ტერი-ტორიული ერთეულების დეპუტატები და მათი ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება 350 ლარით.

მესამე კატეგორიაში შევლენ ბო-რითის, ხუნევის, ხევის, ნადაბურის, წიფისა და ზვარეს ტერიტორიული

ერთეულის დეპუტატები და მათ მი-ეცემათ 400 ლარი დეპუტატის საქმი-ანობის ხარჯების ასანაზრაურებლად.

„არ შეიძლება ტრანსპორტირე-ბის ხარჯები ყველა სოფლიდან იყოს ერთნაირი, ეს თანხა არ დაიბეგრება და ამას აიღებს დე-პუტატი ხელზე. ამ თანხაში შედის საკომუნიკაციო ხარჯების თანხა და ასევე სხვა თანხები,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს წევრ რომან შერ-გელაშვილის თქმით, „კარგი იქ-ნებოდა ამ პროექტში ცალსახად ჩანდეს, რომ დეპუტატს ეს თანხა აუნაზღაურდება ყოველგვარი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.“ მისივე თქმით, ეს კანონი თავის დროზე მიღებული იყო ვენეციის კონვენციის მიხედვით და აპრიორად ითვლებოდა, რომ საკრებულოს ყველა წევრი უნდა ყოფილიყო დასაქმებული სხვა სამ-სახურში, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არაა.

საკრებულოს წევრმა ჯამბულ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ „უხერ-ხულია საკრებულოს დეპუტატები დაიყონ კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მიუღებელია ასეთი ფორმუ-ლირება „საკრებულოს თავმჯდომა-რის დავალებების შესრულების ...“

ინგა მაღრაძის თქმით, „საკრე-ბულოს თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები და ის წარ-მართავს საკრებულოს მუშაობას,

უწევს კოორდინაციას და ა.შ. ჩემ-თვის გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი დეპუტატებისთვის ასეთი ფორმულირება - საკრებუ-ლოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება. თუმცა, ეს თქვენ შეგიძ-ლიათ ამოიღოთ.“

მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის თქმით, „ეს რეგულაციები, რაზეც დღეს მსჯელობს საკრებულო, შესაძლე-ბელია შეიცვალოს ცენტრალური ხელისუფლებისგან. თუ არ დაწეს-და რაიმე რეგულაციები, შეგვიძ-ლია განვიხილოთ დეპუტატების ხარჯების ანაზღაურების ზრდის თემაც. ამ ეტაპზე ეს ფორმატი სრუ-ლიად მისაღებია. სხვა შემთხვევაში, - თუკი გადაწყვეტთ, რომ ხარჯები არ იყოს დიფერენცირებული, მაშინ დარჩება ხარჯების ანაზღაურების აპრობირებული წესი ანუ სახარჯ-თაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდ-გენის საფუძველზე თანხის გაცემა.“

დეპუტატ ვარლამ თავზარაშვი-ლის თქმით, „უხერხულია ამდენი საუბარი საკუთარ ანაზღაურებაზე. ძალიან გთხოვთ დავამტკიცოთ.“

საკრებულოს წევრმა გელა გოლუბიანმა აღნიშნა, რომ გარკ-ვეული კანონები გადმოღებულია ევროპიდან და ჩვენს რეალობას არ ერგება. „ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო და შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ პარ-ლამენტს გარკვეულ ხარვეზებზე

კანონში. შეუძლებელია საკრებუ-ლოში დაუსაქმებელმა დეპუტატებ-მა აქ იარონ ანაზღაურების გარეშე და ჩვენ ავიღოთ ანაზღაურება 1200 ლარი. ეს სირცხვილი და მიუღებელია. თვითმმრთველობის კანონში რაღაც ცვლილებები აუცი-ლებლად არის შესატანი და ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. თუმცა ჩემთვის მისაღებია ამ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტი.“

ბევრი მსჯელობისა და განხილ-ვის შედეგად დეპუტატები შეთანხ-მდნენ, რომ შეეტანათ ცვლილება აღნიშნულ პროექტში. კერძოდ, პირველ კატეგორიაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების დეპუ-ტატების ანაზღაურება განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით. სარგვეშისა და ღორეშის ტერიტორიული ერთე-ულები გადაიტანეს მესამე კატეგო-რიაში და პროექტში მითითებული ფორმულირება - „საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შეს-რულების და ა.შ.“ ამოიღეს.

საბოლოოდ, დეპუტატების ხარ-ჯების ანაზღაურება კატეგორიის მიხედვით შემდეგნაირად განისაზ-ღვრა: პირველ კატეგორიის ად-მინისტრაციული ერთეულების დეპუტატებს აუნაზღაურდებათ 300 ლარი, მეორე კატეგორიის ტერი-ტორიული ერთეულების დეპუტა-ტებს - 350 ლარი, ხოლო მესამე კატეგორიისას - 400 ლარი.

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში 2 ოქტომბერს საბავშვო ბაღი გაიხსნა. ეთერ კიკ-ნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ირმა სებისკვერაძის, ინფორმაციით, ამ გაერთიანების რიგით მეათე ბაღში ორიდან ექვს წლამდე ასაკის 28 აღსაზრდელი მიიღეს. ლეღვნის საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული და პატარებს რვა თანამშრომელი მოემსახურება. ირმა სებისკვერაძის განმარტებით, უარი არ უთხრეს მშობლებს და სამი აღსაზრდელი იმ პირობით მიიღეს, რომ მათი შვილები საგანმანათლებ-ლო პროცესის, აქტივობებისა და სადილის შემდეგ დასაძინებლად სახლში დაბრუნდებიან. „უარს არა-ვის ვეუბნებით, ყველას ვრიცხავთ ბაღში, - ამბობს ირმა სებისკვერაძე, - მაგრამ დასაწოლი რომ არ აქვთ, შევთანხმდით, რომ დასაძინებ-ლად სამ აღსაზრდელს წაიყვანენ

სახლში. საბავშვო ბაღში შვილის მოყვანის მსურველი კიდევ ბევრია. ლეღვნის ახალგახსნილ ბაღში შევარჩიეთ სათანადო განათლების სპეციალისტები. ისეთი კოლექტივი შეიქმნა, რომ ვიმედოვნებ, ამ ბაღში სკოლამდელები სრულყოფილად მოემზადებიან სკოლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლეღვანში საბავშვო ბაღი დღემდე არასდ-როს ყოფილა. საბავშვო ბაღის გახსნით გახარებულები არიან ლეღვნელები.

პაატა ბურჯანაძე, აღსაზრ-დელის მშობელი: -დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია სოფლისთვის. გაიხსნა დაწესებუ-ლება ჩვენი ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის. საბავშვო ბაღის გახსნა გაამაგრებს სო-ფელსაც. მიგრაციაც შეჩერდება ალბათ. ბავშვებიც მომზადებულები, ჩამოყალიბებულები, წესრიგს მიჩ-ვეულები გაიზრდებიან სკოლაში მისასვლელად.

ჯამბულ გამცემლიძე, საკრებუ-ლოს წევრი: - დღეს ჩვენს სოფელ-ში ისტორიული დღეა, - სოფელში, სადაც ასი წლის წინ გაიხსნა ორწ-ლიანი სასწავლებელი და 70 წლის წინ გაიხსნა საშუალო სკოლა. იმის გამო, რომ ლეღვანში არ იყო და ჩვენი პატარა ბავშვები ვერ და-დიოდნენ საბავშვო ბაღში, ძალიან დიდი მიგრაცია იყო ლეღვნიდან. მე, როგორც ამ სოფლის მკვიდრი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ლეღვანში სა-ბავშვო ბაღის ამოქმედებისთვის. ასე მადლობა ყველას, ვინც ჩვენი დღევანდელი ზეიმი გაიზიარა.

ლეღვნის საბავშვო ბაღის გამ-გე თამარ მაღრაძე ამბობს, რომ ლეღვნელების დიდი ხნის ნანატრი ოცნება ახდა, - „ჩვენს მომავალ თაობას ჭირდებოდა სკოლამდელი აღზრდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნატვრა აგვისრულდა. დიდ პასუხის-მგებლობას ვგრძნობ ჩემს მიმართ

დაკისრებულ მოვალეობაზე. მთე-ლი კოლექტივი მზად ვართ ვემ-სახუროთ ჩვენს აღსაზრდელებს.“

ლეღვნის საბავშვო ბაღის გახს-ნას დაესწრენ ხარაგაულის მაჟო-რიტარი დეპუტატი პარლამენტში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტ-რაციის წარმომადგენლები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა აღნიშნა, რომ მომავალ თაობას სჭირდება კეთილმოწ-ყობილი ბაღი, რათა ბავშვებმა განივითარონ გონება. „წარსულში ლეღვანში მრავალი ღირსეული შვილი აღზრდილა. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასეთივე წარმა-ტებული ადამიანები და მამულიშ-ვილები აღიზრდებიან.“

იმერეთის ვიცეგუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი საბავშ-ვო ბაღის გახსნისას ლეღვნელებს, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის დაგეგმილი მშენებლობის პარალელურად, ლეღვანში შემომა-

ვალი საავტომობილო გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციას დაჰპირ-და. „ეს არ იქნება ახლო მომავალში, მაგრამ არც ისე შორს,“ - ამბობს იმერეთის ვიცეგუბერნატორი.

ნოდარ ებანოიძე, პარლამენტა-რი: -სოფლისთვის საბავშვო ბაღის გახსნა არის იმედი. საბავშვო ბაღი რომ იყოს, ბავშვები უნდა იბადებოდ-ნენ; ბავშვები რომ იზრდებოდნენ, ახალგაზრდა ოჯახები უნდა ცხოვ-რობდნენ სოფელში. ლეღვანი დიდი სოფელი იყო ყოველთვის. დღეს ლეღვანი დალხინებული არ არის, მაგრამ როცა გზა გავა, სამუშაო ადგილები გაჩნდება, ერთ-ერთი სტიმული იმისა, რომ ახალგაზრდა ოჯახები დაბრუნდნენ ამ სოფელში, უკვე არის - საბავშვო ბაღი.

ინგა მაღრაძე, ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის საკრებულოს თავმ-ჯდომარე: -ძალიან მახარებს, რომ ლეღვნელ ბავშვებს მიეცათ სკოლამ-დელი აღზრდის შესაძლებლობა. დიდი მადლობა გაერთიანების ხელმძღვანელებს იმ აქტივობისათ-ვის, რაც მათ ლეღვნის საბავშვო ბაღის გახსნისთვის გასწიეს. აღსაზ-რდელებს საუკეთესო მომავალს ვუსურვებ. ძალიან ბევრი ბავშვი აღზრდილიყოს ამ ბაღის კედლებში.

საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ლეღვნელ პატა-რებს წარუდგინეს თოჯინების თეატ-რის სპექტაკლი, ლეღვნის საჯარო სკოლის მომღერალთა ჯგუფმა შეასრულა სიმღერები. საბავშ-ვო ბაღის ეზოში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლეღვნელებ-თან ერთად დარგეს ნერგები.

ლაურა გოგოლაძე

დეპუტატების ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრა

Page 4: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

4 xtvb [fhfufekb 10 ოქტომბერი, 2014 წ.

-ბატონო ნოდარ, არჩევნებამდე თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტა-რი უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი და თუ პოლიტიკურ პარტიასა და საკუთარ პოზიციას შორის სხვაობას დაინახავს, გადაწყვეტილება უნდა მი-იღოს ამომრჩევლებთან კონსულტა-ციის შემდეგ. რამდენად იყო თქვენი საპარლამენტო საქმიანობის დროს ასეთი შემთხვევები?

-ამ პრინციპს ახლაც ვიზიარებ და ვცდილობ, მეტწილად დავიცვა. კომპ-რომისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ ორი წლის მანძილზე ხმა მივეცი ისეთ საკითხებს, რომლებზეც შინაგა-ნად სხვა პოზიცია მქონდა. თუმცა, ეს თემები უშუალოდ არ ეხებოდა ჩემს ამომრჩეველს.

კოალიციაში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულების პარტიები. ზოგიერთ საკითხებზე თანხმობას სჭირ-დება კონსენსუსი. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ღიად ვაცხადებთ, როცა რომელიმე საკითხს მხარს არ ვუჭერთ. მაგალითად, ხმა არ მივეცი განათლების სამინისტროს კანონპ-როექტს, პედაგოგისთვის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე; მხარი დავუ-ჭირე პრეზიდენტისგან პარლამენტში წარმოდგენილი მოსამართლეების კანდიდატურებს, რომელთაც ხმა არ მისცა უმრავლესობამ. მხარი დავუ-ჭირე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ კანდიდატებს, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ დაასახე-ლა და ა. შ.

-პარლამენტში თვითმმართვე-ლობის კოდექსის განხილვისას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამო-იღეს. თქვენი შეფასებით, როგორი თვითმმართველობა მივიღეთ ახალი კოდექსით?

-თავიდანვე აქტიურად ჩავერთე თვითმმართველობის კოდექსის გან-ხილვაში. მიხარია, რომ ამ მხრივ სერი-ოზული ნაბიჯი გადავდგით წინ. გვყავს ხალხის მიერ არჩეული თვითმმართ-ველობის პირველი პირი გამგებლის სახით. თუმცა, მთელი რიგი საკითხები კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში იყო ბევრად უკეთესი. კანონმდებლო-ბით შეიძლებოდა დროზე გადაგვედგა ნაბიჯი დეცენტრალიზაციისკენ და ხარაგაულში ტერიტორიული მოწყობა შეგვეცვალა. ბორითში მუნიციპალური ცენტრის შექმნით აშკარად გაუმჯო-ბესდებოდა მდგომარეობა. საერთო ჯამში მივიღეთ თვითმმართველობა, რომელსაც აქვს კარგი ელემენტები და ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება მისი სრულყოფისკენ.

ვფიქრობ, ინერციით გადმოგვყვა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ბოლომდე ვერ გათავისუფლდა პო-ლიტიკური გავლენებისგან. ხარაგაულ-ში ნამდვილად არ ხდება ოპონენტების მიმართ ის, რაც იყო წინა წლებში. ამას არც გააკეთებენ და ვერც გააკეთებენ, მაგრამ ის, რომ გარკვეულწილად ორიენტაცია არ არის აღებული პრო-ფესიონალიზმისკენ, კვალიფიკაციის-კენ - ფაქტია. პარლამენტს არ უნდა დასჭირვებოდა, რომ ოპტიმიზაციით განესაზღვრა შტატები თვითმმართ-ველობისთვის. დაგვჭირდა იმიტომ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში.

დღეს ჩემთან იყო ქალბატონი, რომელმაც მთხოვა შვილის დასაქმება. ვკითხე, რა შეეძლო მის შვილს. მიპა-სუხა, - ყველგან შეუძლია მუშაობაო. ვეთანხმები იმ ქალბატონს, რადგან დღეს ხარაგაულის რეალობაა, რომ ნებისმიერი კვალიფიკაციის ადამიანი იმუშავებს ყველგან. კვალიფიკაციას აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს. კვალიფიციურ ადამიანებზე მოთხოვნა არ აქვს იმას, ვინც არჩევს ამ კადრებს.

-რამდენად გააჯანსაღებს ამ სი-ტუაციას კონკურსი საჯარო მოხე-ლეებისთვის, რომლის ჩატარების ვადამაც არერთხელ გადაიწია.

-31 ოქტომბრის ნაცვლად კონკურ-სი უნდა ჩატარდეს 31 დეკემბრამდე. საკომიტეტო მოსმენაზე თვითმმართ-ველობის კომიტეტში განვაცხადე, რომ თუ კიდევ გადაიწევს ეს ვადა,

ნამდვილად აღარ დავუჭერ მხარს. კარგია, რომ კონკურსი ჩატარდება. ტესტირების ჩასატარებლად შერჩე-ულია მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია და აქ ვერავინ შეძლებს, რომ „გაძვრეს.“ თვითმმართველობა აპირებს, რომ 50-60 ქულა იყოს გამს-ვლელი. ვფიქრობ, კონკურსის შემდეგ ხარაგაულის საჯარო სექტორში იქნება კვალიფიციური ადამიანების ადგილი და ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვლება.

თუმცა, ცალკე პრობლემაა ა(ა)იპ-ებში გაზრდილი შტატები. მომა-ვალი წლიდან ა(ა)იპ-ები გადავლენ სახაზინო მომსახურებაზე. ამ ეტაპზე ეს არის აუცილებელი. ხაზინა მიადევნებს თვალს, რამდენად სწორად განაწილ-და ხარჯები. ა(ა)იპ-ების დაფუძნებისა და მართვის ფუნქცია რჩება თვითმ-მართველობას.

-საკრებულოს წევრებისგან და სხვა მაღალი თანამდებობის პირების-გან გვესმის, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებულია, ადამი-ანები საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაასაქმოს.

-სოციალური ფონი ყოველთვის იქნება მძიმე, თუ ჩვენ არ შევცვალეთ დამოკიდებულებები. ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს ამ მიმართულე-ბით. სწორად უნდა გადანაწილდეს საბიუჯეტო თანხები. დღემდე არავინ მსჯელობს მუნიციპალიტეტში დასაქ-მების პროგრამაზე. ნებისმიერ ა(ა)იპ-ში ჩავატაროთ კვლევა, - რამდენი ადამიანია საჭირო რეალურად საქმის საკეთებლად. გამოთავისუფლებული თანხა დასაქმების პროგრამაზე მივ-მართოთ. კიცხი ამხელა ზონაა და გავაკეთოთ იქაც ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა.

ძალიან ცუდად დაკომპლექტდა შიდა აუდიტის სამსახური. ყველაზე კვალიფიციური ადამიანები აქ უნდა ყოფილიყვნენ. აუდიტი ფინანსუ-რი მრჩეველია. მან უნდა გირჩიოს, სად არის რისკები. მომავალი წლის პროგრამული ბიუჯეტი უნდა იყოს 15 ნოემბრისთვის. რომელი პირები და რომელი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები შევიდნენ პროგრამებით ადგილობრივ ხელისუფლებაში? თქვენ გგონიათ პროგრამაა, ყველას რომ ასი ლარის წამალს ვაძლევთ?! პროგრამა უნდა იყოს გათვლილი სპეციალისტების მიერ და მას უნდა ჰქონდეს ალტერნა-ტივები. სამწუხაროა, რომ საგნობრივი

მსჯელობა არ მიმდინარეობს საკრე-ბულოში პროგრამების შემუშავებაზე.

ამჟამად ფული გამოყოფილია ადამიანების დასასაქმებლად და არა საქმის საკეთებლად. კულტურის ცენტ-რში, მაგალითად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ხუთი კაცი მიიღეს. რატომ, საქმე მოემატათ? არაფერი, ვიღაცას სცეს პატივი. თუ ამით არ-ჩევნების მოგებაა იოლი, რომ შენგან დანიშნული ხალხი მხარს დაგიჭერს, ეს გზა გავიარეთ და ასე დანიშნული ხალხით არჩევნები წააგეს.

-„ქართული ოცნების“ წინასაარ-ჩევნო დაპირების თანახმად, ქვეყა-ნაში გაუმჯობესდებოდა პირობები მეწარმეობის განვითარებისთვის და ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმ-ნებოდა საწარმოები. ხარაგაული არ აღმოჩნდა ამ მუნიციპალიტეტებს შორის.

-ამ მიმართულებით ხელისუფლე-ბამ რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგა: თუ წარადგენ დამაჯერე-ბელ პროექტს, სახელმწიფო გჩუქნის მის განსახორციელებლად თანხის გარკვეულ პროცენტს. ბანკი უნდა დაარწმუნო, რომ შენი პროექტი და იდეა სიცოცხლისუნარიანია. ასი ათას

ლარიანი პროექტის შემთხვევაში, თუ თანხის 10% გაქვთ, 40%-ს გჩუქნით სახელმწიფო, ხოლო 50%-ის მოსა-პოვებლად მოგიწევთ ბანკის დარწ-მუნება. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანი აღმოჩნდა, ვინც საკუთარი კვალიფიკაციითა და რისკით ბიზნესს განავითარებს.

სტატისტიკური მონაცემებით გაზრ-დილია დასაქმებული ადამიანების რიცხვი. იზრდება ეკონომიკა, მაგრამ ასეთი ზრდა ნიშნავს, რომ ოცი წლის შემდეგ დავეწევით განვითარებულ ქვეყნებს. ხარაგაულში ხელისუფ-ლება ვერავის აჩუქებს წარმოებას. ბიუჯეტის ფული უნდა იხარჯებოდეს სწორედ იმაში, რომ მაგალითად, გადავამზადოთ ადამიანები და ვასწავ-ლოთ ბიზნესგეგმების წერა. ინვესტორი რომ შემოვიდეს, უნდა გვქონდეს სპეცი-ალისტების მიერ შემუშავებული ხარა-გაულის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ დასკვნა. ნოდარ ებანოძე და კობა ლურსმანაშვილი ვერ დაწერენ ამას. ფული აქ უნდა დაიხარჯოს და არა იმაზე, რომ სამსახურები გადა-ივსოს თანამშრომლებით.

-ბატონო ნოდარ, ივნისში ვახანის მოსახლეობამ პროტესტი გამო-უცხადა არჩევნებს. ისინი სამსახუ-რებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის მკვლელობის ობიექტურად გამოიძიებას მოითხოვდნენ. მაშინ იმერეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომ თქვენთან და მერაბ არევაძის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა პროკურატურის წარმომადგენლებს.

რა სიახლეებია ამ საქმეში? -გამოძიება არის პროკურატურის

საქმე. პროკურატურა დღესაც ამბობს, რომ მერაბ არევაძის მკვლელობა წინასწარგანზრახვით მოხდა. ორი ინსტანციის სასამართლომ ეს დაადას-ტურა და 20 წლიანი სასჯელი მისცა მკვლელს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მბკვლელობა არ იყო წინასწარგანზრახვით. ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა ამ საქმეში. მერაბი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო, მაგრამ არჩევნებთან ამ თემის მიბმა არ იყო სწორი. ის, რომ ვა-ხანს არ ჰყავს თავის წარმომადგენელი საკრებულოში, აზიანებს ვახანს და არ ეხმარება გამოძიებას.

გამოძიება დათანხმდა და ალტერ-ნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე არსებულ მასალებს. ექსჰუმაციის სა-კითხი ჯერჯერობით არ დამდგარა და რაც იქნება საჭირო, გავიღებ საამისო სახსრებს.

-დიდვაკეში მოსახლეობასთან შეხვედრისას, ივლისში, თქვენ ბრძა-ნეთ, რომ ლეღვნისა და ვახანის ამბულატორიაში ექთნის შტატის დასამატებლად მიმართავდით შესა-ბამის უწყებებს.

-მასალები გადავაგზავნე ჯანდაცვის სამინისტროში. საკრებულოს თავმ-ჯდომარემ მომაწოდა დამატებით ინფორმაცია ნადაბურთან დაკავშირე-ბით. ეს თემა გადაწყვეტადია. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ ამ საკითხებს. თქვე-ნი შეკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვიკითხავ, რა ეტაპზეა ამ პრობლე-მების მოგვარება.

-მიმდინარე წლის აპრილში ბრძა-ნეთ, რომ წლის ბოლომდე გაირკ-ვეოდა ნადაბურში ხიდისა და ნებო-ძირში ამბულატორიის მშენებლობის საკითხები.

-ნადაბურში ხიდის მშენებლობაზე ვმუშაობდი მუნიციპალური განვითარე-ბის ფონდთან. ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან ორი მუნიციპალი-ტეტის შემაერთებელი ხიდი კეთდებო-და. ფონდში მითხრეს, რომ იყო ამის სახსრები. უნდა მომზადებულიყო ხიდის პროექტი. ჩვენმა არაკვალიფიციურო-ბამ დააზიანა ეს პროექტი. შესყიდვაზე გავუშვით პროექტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტს. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის აღმასრულე-ბელ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ამ პროექტით - გეოლოგიური დასკვნისა და ექსპერტიზის გარეშე - ხიდი არ აშენდებოდა. არც მეორედ გაგზავნილი პროექტი აღმოჩნდა სრულყოფილი და ამჟამად ნადაბურის ხიდის პროექტი ისევ დაუსრულებელია. ჩვენ სხვანაირი მუშაობა გვჭირდება. დაბალკვალიფი-ციურობა კარგად ჩნდება ხოლმე ასეთ საკითხებში.

რაც შეეხება ნებოძირის ამბულა-ტორიას, ჯანდაცვის სამინისტრომ რეზერვების ხარჯზე შვიდი დამატებითი ამბულატორიის გაკეთება გადაწყვიტა. მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ამბულა-ტორია ნებოძირში აეგოთ. სამწუხა-როდ, რეზერვი სხვა მიმართულებით მიმართეს და ეს პროექტიც მომავალი წლის ბიუჯეტში გადავიდა.

-რა ინფორმაციას ფლობთ ბაზა-ლეთი-ღორეშა-უბისის საავტომო-ბილო გზის მშენებლობის საკითხზე?

-ეს პროექტი ძალიან გლობალური და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ 22 კილომეტრიანი გზის კეთილ-მოწყობისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა, რამდენიმე ათეული მილიონია საჭირო. პირადად ჩემი იდეა იყო, რომ ამ გზის გასაკეთებლად აზიის განვითარების ბანკისთვის მიგვემართა. ამაზე საავტომობილო გზების დეპარ-ტამენტში დათანხმდნენ და თქვეს, რომ შეიძლება ამ საკითხზე მუშაობა. წერილობით მივმართეთ აზიის განვი-თარების ბანკს და ველოდებით პასუხს.

-რაზეა ორიენტირებული 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილ-ველად შემოიტანა?

-ბიუჯეტში ისევ სოციალური მიმარ-თულელებებია გამოკვეთილი. საყო-ველთაო ჯანდაცვის მიმართულებით წელსაც იზრდება დაფინანსება. იზრდე-ბა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებელი თანხა. მომავალი წლის ბიუჯეტი სკეპტიკურად არის დაგეგმილი და ეს კარგია. ვფიქრობ, რომ ეს არის არც თუ ისე მდიდარი და ბედნიერად მცხოვრები ქვეყნის ბიუჯეტი.

იზრდება ტრანსფერი. თხუთმატმა დეპუტატმა მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს და მოვითხოვეთ, თვით-მმართველობის კოდექსის თანახმად, წარმოედგინა თვითმმართველობე-ბისთვის საშემოსავლო გადასახდის გადანაწილების წესი. ჩვენ უფულო თვითმმართველობა მივიღეთ. მუნი-ციპალიტეტის ძირითადი შემოსავა-ლია ჯარიმები. დამოკიდებული ვართ არაკეთილსინდისიერი მძღოლებისგან ჯარიმების გადახდაზე. ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი მოთხოვნის პასუ-ხად გვითხრა, რომ 2018 წლისთვის ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც ძალიან ცოტაა - მთელი ქვეყნის მასშტაბით 226 მილიონი.

-შეაჯამეთ თქვენი ორწლიანი საქმიანობა პარლამენტში.

-ხარაგაულის მოსახლეობამ სა-ქართველოს პარლამეტში - ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგა-ნოში სამუშაოდ ამირჩია. შეიძლება უკეთესად მუშაობა, მაგრამ ცუდად არ ვმუშაობ. აქტიური ადამიანი ვარ. ვმუ-შაობ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ორი წლის მანძილზე ერთადერთ სე-სიაზე არ ვიყავი, როცა გულზე სტენტი-რება გავიკეთე. ვარ 15 კანონპროექტის ავტორი და თანაავტორი. 2012 წელსვე ერთი კანონპროექტის ავტორი ვიყავი, 2013 წელს - საგაზაფხულო და რიგგა-რეშე სესიებზე - ერთი კანონის ავტორი და ოთხი კანონის ავტორი და თანაავ-ტორი, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიებზე - შვიდი კანონის ავტორი, 2014 წელს გაზაფხულზე - სამი კანო-ნის ინიციატორი. ვმუშაობ საბიუჯეტო და საგადასახადო მიმართულებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. გამოცდილების გაზიარების მიზნით რამდენჯერმე ვიყავი უცხოეთში.

ხშირად მიმაქვს ხარაგაულელი ამომრჩევლის აზრი პარლამენტში. ხარაგაულს მაღალი თანამდებობის პირების საქმიანი ვიზიტები არ აკლია. სამინისტროების წარმომადგენლებს ვიწვევ, რომ ადგილზე შეხვდნენ ხა-რაგაულის მოსახლეობას. რა პრობ-ლემასაც ვერ ვხედავ, უნდა დამანახონ ამომრჩევლებმა.

ამ ორი წლის მანძილზე ალბათ შე-მეძლო ბევრად უკეთ მემუშავა, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატის გარკვეული სახე და სტანდარტი შექმენი. ალბათ ჩემს შემდეგ არჩეული დეპუტატი უფრო მაღლა აწევს ამ სტანდარტს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ნოდარ ებანოიძე ად-გილობრივი ხელისუფლების წარმო-მადგენლებთან ერთად „ჩემი ხარაგა-ულის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრა-ზე კულტურის ცენტრში

ნოდარ ებანოიძე - პრობლემები, რომელთაც ვერ ვხედავ, უნდა დამანახონ ამომრჩევლებმა

ორი წლის წინ ხარაგაულელებმა საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად ნოდარ ებანოიძე აირჩიეს.

პარლამენტში ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თვითმმართველობის

კომიტეტის წევრია. როგორ აფასებს ორწლიან საქმიანობას პარლამენტში, რამდენად შესრულდა წინასაარჩევნო

დაპირებები, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნოდარ ებანოიძეს ვესაუბრეთ.

Page 5: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

5xtvb [fhfufekb10 ოქტომბერი, 2014 წ.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამგებელი უხელმძღვანელებს

სამასალე ხე-ტყისა და საშეშე მერქანის მოპოვება, ავეჯის დამამზა-დებელი ინდმეწარმეების პრობლემები და სატყეო სექტორში მიმდინარე რე-ფორმა ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულელებ-თან ერთად განიხილეს. ეროვნუ-ლი სატყეო სააგენტოს, რეგიონული სამსახურისა და ხარაგაულის სატყეო მეურნეობის უფროსებმა - ლევან ტაბუცაძემ, ნიკოლოზ ნოზაძემ და ვლადიმერ მანჯავიძემ მოსახლე-ობის შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის ინიციატივით შედგა და მასში მოსახლეობასთან ერთად მაჟო-რიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, - აღნიშნა ლევან ტაბუცაძემ შეხვედრა-ზე, - სერიოზული პრობლემები გვაქვს. კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ძალიან ცოტა რამ გაკეთდა სატყეო სექტორის შენარჩუნებისთვის. საქმე სულ უკან-უკან მიდიოდა. 2013 წელს შემუშავდა ერთიანი სატყეო პოლიტიკა, ეროვნუ-ლი სატყეო კონცეფცია და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებთ მის განხორციელებას. მარტო სატყეო სააგენტო ამას ვერ შეძლებს და ამ პროცესში აუცილებელია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ადგი-ლობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ჩართულობა. ყველამ თუ არ გაითავისა, რომ ხის მოჭრასთან ერთად აუცილებელია ეკოსისტემის შენაჩუნება, დიდ კატასტროფებს ვერ ავცდებით.“

ლევან ტაბუცაძის ინფორმაციით, ხარაგაულში ამჟამად 104 ტყეკაფიდან 58-ია მოქმედი. მისივე თქმით, ყველა ტყეკაფი არ არის გახსნილი იქედან გამომდინარე, რომ ახლა ყველგან თანაბრად მიმდინარეობს ათვისება. 50 ტყეკაფის მარაგის ამოწურვისთანავე ახალი გაიხსნება.

სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, 10 წელიწადში ერთხელ ტარდება ტყის ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ იგეგმება ტყეში გასატარებელი ღონისძიებები - სანიტარულ ჭრები, ტყის მოვლისა და დარგვითი სამუშაოები და სხვ. ხარაგაულში ტყის ინვენტარიზაცია დასრულებულია და წლის ბოლოსთ-ვის შემუშავდება გეგმა, თუ მომდევნო

ათი წლის მანძილზე რა უნდა გაკეთ-დეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ტყეში.

რაც შეეხება სატყეო სექტორში მიმ-დინარე რეფორმას, ლევან ტაბუცაძის ინფორმაციით,

საპილოტე პროექტი ხორციელდება ამბროლაურში.

„ავიღეთ წინასწარ შესწავლილი ტყის პატარა მონაკვეთი, სადაც აუცი-ლებელია ხეების მოჭრა - განმარტა ლევან ტაბუცაძემ, - ხელშეკრულება გა-ვაფორმეთ რამდენიმე ფირმასთან, ვი-საც აქვს ტყეში მუშაობის გამოცდილება და ფლობს ტექნიკას. ისინი ამზადებენ სამასალე მორებს, რომელიც იყიდება ელექტრონულ აუქციონზე. ერთი მ3 სო-ჭის ჯიშის ხის მორის ღირებულებაა 150 ლარი. გვაქვს სხვადასხვა დიამეტრის ხეები. მორის ყიდვა შეუძლია ნების-მიერ ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას. ჩვენ ვუტვირთავთ მორს და მიაქვთ, სადაც სურთ. გაზაფხულიდან გვინდა ამ პროექტის განხორციელება ყველ-გან დავიწყოთ. პროექტის ფარგლებში უამრავი ადამიანი დასაქმდება, ბევრ ინდმეწარმესთან და ფიზიკურ პირთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას ტყეში გასატარებელი ღონისძიებების შესას-რულებლად. რეფორმის მთავარი მიზანია, ტყე დავიცვათ და ამავე დროს კომერციული მოგება მიიღოს სახელმ-წიფომ, რაც ისევ სატყეო სექტორის გან-ვითარებას მოხმარდება. მოსახლეობა შეძლებს ლეგალური გზებით მოიპოვოს სამასალე მორი. სატყეო სექტორის საქ-მიანობის ეს მეთოდი აპრობირებულია მთელ მსოფლიოში.“

ავეჯის დამამზადებელმა ინდმეწარმე მალხაზ ყრუაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხე-ტყის მოპოვების კუთხით სპეციფიკურია. ის ოცი წელია ავეჯს ამზადებს და საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. „ხარა-გაულში მცხოვრები დაახლოებით 300 ოჯახი სკამს ამზადებს, - ამბობს მალხაზ ყრუაშვილი, - ზოგს ეზოში აქვს პატარა საამქრო, ზოგს - სახლში. ეს ხალხი ფინანსურად არ არის ისე გამართული, რომ აუქციონზე მორის შეძენა შეძლონ.“ მალხაზ ყრუაშვილის თქმით, მათთ-ვის დიდი შეღავათი იყო სოციალური ჭრების შედეგად შეძენილი მასალა, რაც ერთი წლის წინ გაუქმდა. როგორც ცნობილია, გუბერნატორის ნებართვით, დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,

ოჯახებზე, რომელთაც ოჯახში სჭირ-დებოდათ სამასალე ფიცარი, იცემოდა წიფელა და მურყანი.

„ხის მასალა იცემოდა დანიშნუ-ლებით, მაგრამ ძირითადად ჩვენ, ინდმეწარმეები ვსარგებლობდით. ოჯახები, რომლებმაც სოციალური ჭრის ფარგლებში სამასალე ხე-ტყე მოიპოვეს, მას ყიდდნენ. სიმართლე ეს არის, - ამბობს მალხაზ ყრუაშვილი, - რაც სოციალური ჭრა შეჩერდა, ათი ოჯახი წავიდა სოფელ საღანძილიდან ქალაქში საცხოვრებლად. ინდმეწარმე-ები ითხოვენ, რომ წელიწადში მაქსიმუმ ოცი მ3 მასალა მოიპოვონ. თუ მათ ამის უფლება მიეცემათ, ეს იქნება დიდი შე-ღავათი და ხარაგაული ამოისუნთქავს. ინდმეწარმეები რეგისტრირებულები არიან, გადასახადს იხდიან და ამაზე კარგი რა უნდა გაკეთდეს.“

პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის თქმით, მან თავის ოთხ კოლეგასთან ერთად მიმართა ეროვნულ სატყეო სააგენტოს, რომ სოციალური ჭრების ნებართვა მიეცათ მეწარმე სუბიექტე-ბისთვის. „თქვენი რეგულაციებიდან გამომდინარე, ეს არ იყო სწორად დასმული საკითხი, - აღნიშნა დეპუტატ-მა, - მაგრამ ადამიანთა ნაწილი ტოვებს ისედაც მიტოვებულ მუნიციპალიტეტს. გაზაფხულამდე რა ვქნათ, რით შევა-ჩეროთ ეს პროცესი.“

ლევან ტაბუცაძის განმარტებით, კანონმდებლობით სოციალურად მოპოვებული შეშისა და მასალის გასხ-ვისება იკრძალება. „სოციალური ჭრა დარეგულირებულია შემდეგნაირად: გუბერნიაში იგზავნება განცხადებები. გუბერნია გვიგზავნის რეგიონალურ სამსახურში. ჩვენ ვადგენთ, გვაქვს თუ არა იმ სოფლებში მარაგი და ამ ინფორმაციას ვუბრუნებთ გუბერნიას. ამჟამად ხარაგაულისთვის სოციალუ-რი დანიშნულებით დაშვებულია 250 მ3 ფოთლოვანი მასალის მოჭრა. ეს რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ კიდეც. გუბერნიიდან ჯერ სიები არ მიგვიღია. გასაგებია, რომ ქარხნები და საწარმოები არ მუშაობს, მაგრამ ყველა საჭიროებისთვის ტყეში რომ წავიდეთ, ასეც არ შეიძლება. არ არის ამდენი რესურსი. თუ ასე გაგრძელდა, მალე ტყე საერთოდ აღარ გვექნება.

ტყეში სახელმწიფოს გარდა არავინ უნდა შედიოდეს. შეშაც ჩვენ გვინდოდა დაგვემზდებინა, მაგრამ ვეღარ გავწვ-

დით და მომავალი წლიდან გვინდა ამაზეც ვიზრუნოთ. შეშის ბაზრებს გავაკეთებთ ისე, რომ არ გაუძვირდეს მოსახლეობას შეშის შეძენა,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ლევან ტაბუცაძემ.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკ-ნაძის თქმით, საკრებულოს წევრებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა კარ-გად იციან, რომელ ოჯახს ესაჭიროება ნამდვილად სოციალური დანიშნულე-ბით მასალა. მისივე თქმით, გუბერნიის კომისიის საქმიანობა ამ მიმართულე-ბით არ იქნება ეფექტური. დავით კიკ-ნაძის ინფორმაციით, რადგან ყველგან არ რის გახსნილი ტყეკაფები, საჯარო სკოლების უმრავლესობა შეშით ჯერ-ჯერობით ვერ მომარაგდა.

სატყეო სააგენტოს რეგიონული უფროსის ნიკოლოზ ნოზაძის ინფორ-მაციით, ტყეკაფები ყველგან გახსნი-ლია, მაგრამ დამამზადებლები ყველა ტყეკაფში არ შედიან. „რატომღაც კონკრეტულ ტყეკაფს კონკრეტული მომპოვებლის სახელი ჰქვია. დაყოფი-ლი აქვთ ასე და სხვას იქ არ უშვებენ.“

საკრებულოს წევრის, ჯამბულ გამცემლიძის თქმით, რეგულაციები ხალხის საკეთილდღეოდ უნდა შევი-მუშაოთ. „კუბოს ფიცრისთვის წავიდე გუბერნიაში? ტუალეტის გაკეთება მინდა, ზღუდე გამიტეხა თოვლმა და გუბერნიაში წავიდე? ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. მოსახლეობა ჩუმად მაინც შედის ტყეში და ჭრის ხეს. სა-ხელმწიფო კარგავს შემოსავლებს და ზარალშია. ზოგმა ხელი მოიჭრა, ზოგს ხარი მოუკვდა და არის ერთი ვაი უშველებელი. რაღაც რეგულაცია შიდა განაწესით შევიმუშაოთ, რომ ამ ადამიანებს რამე ეშველოთ,“ - აღნიშნა ჯამბულ გამცემლიძემ.

ლევანი ტაბუცაძე: -ძალიან კარგად მესმის ყველა სოფლის პრობლემა. 5 მ3 მასალის გაცემა ვერ შეაჩერებს მიგ-რაციას, აქ ცოტა გლობალურად უნდა მივუდგეთ საკითხს. ბევრი ვიფიქრეთ, რა რეგულაციებით გაგვეხადა ხე-ტყის მო-პოვება ლეგალური. ამ საკითხზე ბევრმა პროფესიონალმა იმუშავა. ერთადერთი გამოსავალია, რომ სამასალე მერქანი სახელმწიფომ მოიპოვოს, გამოიტანოს და გაყიდოს. 2015 წლის გაზაფხულზე ხარაგაულში აუცილებლად უნდა და-ვიწყოთ ხე-ტყის დამზადება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, სატყეო სექტორში დაწყებული რეფორმა მასალაზე ხელმისაწვდომობას გაზრ-დის. მისივე თქმით, ეს ყველაზე სწორი ფორმაა, სადაც არავინ დაისჯება. „განცხადება, რომელიც სამასალე მერქანზე სოციალური ჭრის მოპოვების მოთხოვნით შემოვა და ვიცით, რომ არ არის სოციალური დანიშნულებით, ვერ გავწევთ რეკომენდაციას. მზად ვართ გამგეობის სტრუქტურებით დავად-გინოთ და რეკომენდაცია გავუწიოთ იმ პირებს, ვისაც მასალა მართლაც სოციალური დანიშნულებით სჭირდე-ბათ და არა გასაყიდად. ტყის დაცვის საქმეში გვერდით დაგიდგებით. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და მინდა რეფორმას რეალისტურად მივუდგეთ, “ - აღნიშნა გამგებელმა. მისივე თქმით, მეტი აზრის გაცვლა-გამოცვლა და კომუნიკაცია იქნება საჭირო ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან.

ზვარის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ტალახაძის თქმით, ზვა-რეში ათი დღის წინ გაიხსნა ტყეკაფი. „ადრიანად აცივდა. გლეხები შევიდნენ ტყეში ურმით და ერთი უღელი შეშის მოჭრისთვის ორი ათასი ლარით და-ჯარიმდნენ. მოუწესრიგებელია ტყეკა-ფებამდე მისასვლელი გზები,“ -აღნიშნა დეპუტატმა.

ლევანი ტაბუცაძის განმარტებით წელს სატყეო სააგენტომ დაიწყო 35 კმ ახალი გზების შეყვანა ტყეკაფებში და 48 კმ არსებული გზების რეაბი-ლიტაცია. „რეგიონები გვაწვდიან ინფორმაციას და დავიწყეთ ეს პრო-ცესი. არ ვცხოვრობთ წელგამართულ ქვეყანაში, ნოლიდან იწყებს სატყეო სექტორი რეფორმას. ტყეკაფი არსად არ გვაქვს გახსნილი იქ, სადაც გზა არ შედის, სამხიდიანი მანქანის მისვლა თითქმის ყველგან შესაძლებელია. მომავალი წლისთვის გაცილებით მეტ გზას გავაკეთებთ,“ - განაცხადა ლევან ტაბუცაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თქმით, რეალურად რე-ფორმა დაწყებულია და მის სწორად განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ გაზახფულიდან სატყეო რეფორმა ხარაგაულში წარმატებით განხორ-ციელდება.

ნინო კაპანაძე

საკრებულოს 6 ოქტომბრის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხარაგაულში საკონკურ-სო-საატესტაციო კომისიის შექმნას. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განმარტებით, ამ კომი-სიას უხელმძღვანელებს მუნიციპა-ლიტეტის გამგებელი კობა ლურს-მანაშვილი. მას დაევალა კომისიის წევრებისა და მოადგილის შერჩევა.

მანამდე, საკრებულოს ბიუროს 15 სექტემბრის სხდომაზე, დეპუ-ტატებმა მხარი არ დაუჭირეს სა-კონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ინგა მაღრაძის დანიშვნას იმ არგუმენტით, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა უნდა დასაქმდეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. „გამგებელმა თავად უნდა შეარჩიოს კადრები,“ - აღნიშ-ნეს ბიუროს წევრებმა სხდომაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განცხადებით, შეიქმნება საპრეტენზიო კომისია, რომელშიც დაკომპლექტდება საკრებულოს წევრი თანამდებობის პირებით.

საკრებულოს ფრაქციის „ერთი-ანი ნაციონალური მოძრაობა“ თავ-მჯდომარე თორნიკე ავალიშვი-ლის თქმით, - საჯარო მოხელეების უმეტესობა რომ გამგეობაში უნდა დაინიშნოს, ეს არ წარმოადგენს უპირობო საფუძველს საიმისოდ,

რომ საკონკურსო კომისიას თავად გამგებელმა უხელმძღვანელოს.

დეპუტატმა გოგი ლაცაბიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ კანონით აუცილებელია ამ კომისიაში მოიწვიონ სპეციალის-ტები - ფსიქოლოგები, ეკონომის-ტები და ა.შ.

დეპუტატ ჯამბულ გამცემლიძის აზრით, იმისთვის, რომ კომისიის

საქმიანობა იყოს გამჭირვალე და ობიექტური, მის შემადგენლობაში უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.

გამგებელმა კობა ლურსმა-ნაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო კომისიის სამუშაო გეგმა და აღნიშნა, რომ კომისია და-კომპლექტდება ხუთი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, საჯარო მოხელეთა პროფკავშირების

წარმომადგენელი, დამოუკიდებე-ლი ექსპერტი და კომისიის ორი წევრი. კომისიის ერთი წევრი იქნეა საკრებულოდან, ერთი კი - სხვა რომელიმე უწყებიდან.

თორნიკე ავალიშვილმა იკით-ხა, ხომ არ იქნება პრობლემა, რომ კომისიის წევრების რაოდენობა გაიზარდოს და მასში იყოს ოპოზი-ციური პარტიის წარმომადგენელი.

კ ო ბ ა ლ უ რ ს მ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს განმარტებით, შეიქმნება საპრე-ტენზიო კომისია; გარდა ამისა, გადაწყვეტილება, რომელიც არ დააკმაყოფილებს კონკურსანტს, შეუძლია გაასაჩივროს სასამარ-თლოში. მისივე განცხადებით, „კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. აქედან ორი ეტაპი გაიმართება სა-კონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკვეთით, თუმცა მისგან დამოუკი-დებლად. პირველი ეტაპი იქნება განაცხადის შეტანა დასაქმების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მეორე ეტაპი - ტეს-ტირება, სავარაუდოდ ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. სავარაუდოდ იქნება 60 შე-კითხვა და აქედან კონკურსანტმა, ბარიერის დასაძლევად, 37-ს მაინც უნდა გასცეს სწორი პასუხი. კონ-კურსანტი ტესტირების შედეგებს გაიგებს ჩაბარებისთანავე.

კონკურსი ჩატარდება გამჭირვა-ლედ, ობიექტურად და თანაბრო-ბის პრინციპის განსაკუთრებული დაცვით.“

ინგა მაღრაძის განმარტებით კონკურსის საკვალიფიკაციო მოთ-ხოვნები წარმოდგენილი იქნება საკონკურსო-საატესტაციო კო-მისიის მიერ და მას განიხილავს საკრებულო.

თამთა გოგოლაძე

„2015 წლის გაზაფხულზე ხარაგაულში სამასალე ხე-ტყის დამზადება დაიწყება“

Page 6: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

6 xtvb [fhfufekb 10 ოქტომბერი, 2014 წ.

ზურაბ გოგოლაძის ხსოვნას

მაინც რა მოულოდნელი, შემ-ზარავი და გამაოგნებელი იყო თქვენი გარდაცვალება. რატომ მოხდა, რომ განგებამ ასე ტრა-გიკულად დაასრულა თქვენი სიცოცხლე. ამიტომაც უდგას მძიმე დღეები ხევის საჯარო სკოლას; იმ სკოლას, სადაც 32 წელი ხელმძღ-ვანელობდი მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს.

თქვენი სამუშაო დღე ხომ ყო-ველთვის ადრიანად იწყებოდა. სკოლა თქვენთვის ყველაფერი იყო, ამიტომაც თქვენი მუშაობის პერიოდში არაერთი წარმატება ჰქონდა სკოლას. როგორ გიხა-როდათ თქვენი მოსწავლისა თუ მასწავლებლის წარმატება. მიღ-წეულით არასოდეს კმაყოფილ-დებოდით და სულ ახლის ძიებას მოითხოვდით ყველასგან. თუკი სადმე გიმუშავიათ - ვარძიაში, ბო-რითში, ვერტყვიჭალასა თუ თვით იმ ინსტიტუტში ლაბორანტად, რომელიც დაამთავრეთ, ყველგან

დიდ სიყვარულსა და სიკეთეს თესავდით. მუდამ სხვისი გაჭირ-ვების გამზიარებელი, პატიოსანი, თავმდაბალი, იუმორით მოსაუბ-რე, უაღრესად განათლებული, ყველას გვერდში მდგომი და ვინ მოთვლის ყველა იმ ადამიანურ თვისებას, რომლის მატარებელიც იყავით.

ძალიან გიყვარდათ თქვენი საქ-მე და განსაკუთრებით თქვენი სა-განი მათემატიკა. სიკეთის არაერ-თი გაკვეთილი ჩაგიტარებიათ და თქვენს აღსაზრდელებსაც მუდამ კეთილი საქმის კეთებისკენ მოუწო-დებდით. რა სამწუხაროა, რომ აწი თქვენზე წარსულის მოგონებებით უნდა ვისაუბროთ. ვერ ვეჩვევით უთქვენობას. თქვენ ხომ ჩვენი ოჯა-ხის თავკაცი იყავით. დაბნეულები ვართ და გვიმძიმს იმის დაჯერება, რომ სკოლის კარს აღარ შემო-აღებთ, თქვენი ჩვეული, ომახიანი ხმით ვეღარ მოგვესალმებით. გვი-ჭირს, თვალი გავუსწოროთ თქვენს ლამაზ ოჯახს, შვილებს - გიორგისა და მარიამს, მეუღლეს ქალბატონ ნარგიზს, თქვენ ხომ მათთვის ყვე-ლაფერი იყავით.

წახვედით ჩვენგან და ზღვა ცრემლი გაგყვათ, უამრავი ყვა-ვილი დაგეფინათ და თქვენი მოსწავლეების მიერ დანთებულმა სანთლებმა გზა გაგინათათ. ღმერ-თმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი, ჩვენო ზურაბ. გვჯერა, რომ თქვენი სახელი მუდამ გადაეცემა ხევის სა-ჯარო სკოლის მომავალ თაობებს.

ხევის საჯარო სკოლა

გილოცავ დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს, საყვარელო მამავ. 50 წლის გახდებოდი. უკვე 13 წელი გავიდა, რაც ოჯახს გამოაკლდი და მარადისობაში გადაინაცვლე შენს პატარა შვილთან. ღმერთ-მა გაანათლოს თქვენი სულები. ყველას ძალიან უყვარხართ და ენატრებით. აქედან გილოცავენ დაბადების დღეს მეუღლე, შვილე-ბი, შვილიშვილები და სიძე.

არასოდეს შევარცხვენ შენს სა-ხელსა და ოჯახს. ძალიან მაკლია შენი სიყვარული და გვერდში დგომა არა მარტო მე, არამედ მთელს ოჯახს.

მამუკა ბარბაქაძე

ანტონ ბარბაქაძის ტკივილიანი გახსენება

იყიდება საძინებელი ოთახის გარნიტური (საბავშვო ოთახი) – 2 საწოლი, ორი სკამი, საწერი მაგი-და თავისი ტუმბოთი, კედელი 3 მეტრი სიგანის, სტაფილოსფერი ფასადით. ფასი შეთანხმებით. ტელ.: 593 24 26 13; 577 55 01 15.

უფასო განცხადების ქვითარი #38

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6 ოქტომბერი საშინელი დღე გათენდა წყალაფორეთის საჯა-რო სკოლისთვის. მეხის გავარ-დნასავით გაისმა, რომ ნუგზარ ჭუმბაძე გარდაიცვალა. მან მრა-ვალი წელი შეალია მოსწავლეთა აღზრდის კეთილშობილურ საქ-მეს. ნუგზარ ჭუმბაძე იყო კარგი მეგობარი, აღმზრდელი, ოჯახის ერეთგული და მოსიყვარულე მამა.

ნუგზარ ჭუმბაძე 1952 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა სოფელ წყალაფორეთში. დაწ-ყებითი განათლება წყალაფო-რეთში, ხოლო საშუალო სკოლა კიცხში დაამთავრა. 1972 წელს ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მუშაობა განაწილებით დაიწყო ხიდრის სკოლაში მათე-მატიკის მასწავლებლად. 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუ-თამდე მუშაობდა წყალაფორეთის სკოლაში.

ნუგზარი მასწავლებელო, თქვენ

უპატიოსნესი, სიკეთით სავსე ადა-მიანი იყავით. შრომაში გალიეთ თქვენი ცხოვრება. ყოველთვის მოგიგონებთ დიდი სიყვარულით. მოულოდნელი გარდაცვალებით თავზარდაცემულები დაგვტოვე. დაგვიტოვე დიდი სევდა და გუ-ლისტკივილი. ნათელში იყოს თქვენი კეთილი სული.

წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ნუგზარ ჭუმბაძის ხსოვნას

უფასო განცხადებები

ვამზადებთ მიწის საკადასტრო და შიდა აზომვით ნახაზებს. ტელ.: 593 36 14 57; 22 17 36 (ამირან ხარატიშვილი).

6 ოქტომბერი ძალიან მტკივნეული და ავდრიანი აღმოჩნდა წყალაფო-რეთის საჯარო სკოლისა და მთლი-ანად წყალაფორეთელებისთვის. ამ დღეს შეწყდა გულისცემა ღირსეული ადამიანისა, რომელსაც ნუგზარ ჭუმ-ბაძე ერქვა. ძნელია მოიძებნოს სიტყ-ვები, რომელიც ბატონი ნუგზარის კა-ცურკაცობის, კეთილშობილებისა და ღირსების საკადრისი იქნება. ძნელია ილაპარაკო წარსულში კაცზე, რომე-ლიც თავისი ყოფით ასე ამშვენებდა სოფელს. ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ნუგზარის ადგილას სიცარიელე დარჩება. თუმცა გულს გვიმაგრებს ნუგზარისგან განვლილი ცხოვრების სიდიადე და გვჯერა, რომ მისგან ნაკეთები სიკეთე, კეთილშობილება და სიყვარული არასოდეს დაავიწყ-

დებათ მის თანასოფლელებს, კო-ლეგებსა და აღზრდილებს. ნუგზარი მასწავლებელო, ძნელია გაუძლო სევდას, რომელიც შენი წასვლითაა გამოწვეული, ძნელია უყურო ოჯახის მწუხარებას, მაგრამ ვხედავთ, რომ მიგყვება უსაზღვრო სიყვარული, სინანული და ვიცით, რომ არასოდეს დაგვავიწყდები.

დიდი მადლობა მეგობრობის-თის, სიყვარულისთვის, პატიოს-ნებისთვის, ერთგულებისთვის, კაცურკაცობისთვის. დიდი მად-ლობა ყველაფრისთვის. უფალმა უწინამძღვროს შენს სულს იმქვეყ-ნად, ნუგზარ.

გიორგი გველესიანი წყალაფორეთის საჯარო

სკოლის სახელით

ქირავდება ფართი ხარაგაულის ცენტრში, სოლომონ მეფის ქ. №21 (ა)-ში, სატყეო მეურნეობის გვერ-დით. ტელ.: 595 44 51 11

ნუგზარ ჭუმბაძის გამოსათხოვარი

ჩვენო ძვირფასო და მონატრებუ-ლო მამიკო, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დატოვე შენი ტკბილი ოჯახი, შენი სანათესო წრე, შენი მეგობ-რები და თანამშრომლები აგრარულ უნივერსიტეტში. ძნელი ყოფილა უშე-ნობა. ერთი დღეც არ ყოფილა შენი მოგონების გარეშე. მუდამ გიხსენებთ ხალისიანს, კეთილს, ენერგიულს. არასოდეს არავინ გავიწყდებოდა, მუ-დამ გვერდში ედექი ჭირსა და ლხინში. ახლა თითოეულ ჩვენგანს დააკლდი, - მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, შენს საყვარელ დაიკოს, დისშვილებს, ძმისშვილებს, შენს მეგობრებს, მეზობლებსა და ახლობლებს, შენს თბილისსა და სოფელ ბორითს.

შვიდი შვილის აღმზრდელო მამავ, სიყვარულისა და კეთილი ადამიანის მაგალითი დაუტოვე შენს ოჯახს. ძა-ლიან ძნელია ჩვენთვის ის ტკივილი, რომელიც მოგვაყენე შენი წასვლით. ახლა ვცდილობთ დიდი პასუხისმ-გებლობით გავყვეთ იმ ბილიკებს, რომელსაც შენი ცხოვრების გაგრძე-ლება ჰქვია. გამორჩეული იყავი შენი გარეგნობით, ხასიათით და კეთილ-შობილებით. შენი საუკეთესო თვისება ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი იყო, შენი გული ყველას სიყვარულს იტევდა და უფალს რასაც შესთხოვდი, ყველაფერს გისრულებდა. ალბათ

დღეგრძელობა არ გითხოვია... კა-ცურად იცხოვრე და მერე ზეცაში გაფრინდა შენი ლამაზი სული და უფალთან დაიმკვიდრა სასუფეველი. გვეამაყება შენი კაცურკაცობა, შენი დატოვებული სახელი. გპირდებით, ჩვენო უღალატო, მოსიყვარულე და ძვირფასო მამიკო, არასოდეს დაგი-ვიწყებთ. შენ ჩვენთან იქნები ყველგან და ყოველთვის. პატიოსნად, კაცუ-რად იცხოვრე, სხვისი თანადგომაც იცოდი და დახმარებაც. იყავი შენი საქმის პროფესიონალი, პრინციპული, კეთილშობილი და სიკეთის მთესვე-ლი. ყველგან, სადაც კი გიმუშავია, დიდი სიყვარულითა და ავტორიტე-ტით სარგებლობდი. გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ვეღარ მოვისმენთ შენს ტკბილ, ღიმილიან საუბარს, რჩევას და დარიგებას, შენს ლამაზ სიმღე-რებს, რომელსაც მღეროდი საყვა-რელ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შვიდივე შვილს მიაღებინეთ უმაღლესი განათლება. 45 წელი მუშაობდი აგრარულ უნივერსიტეტში დურგლად. ააშენე უნივერსიტეტი და შტატში დაგიტოვა მაშინდელმა რექტორმა ივანე სარიშვილმა. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდი პრო-ფესორ-მასწავლებლებში, სტუდენტებ-სა და მოსამსახურე პერსონალს შო-რის. დაიმსახურე მრავალი მედალი, ჯილდო, პრეზიდენტის მადლობა და ფულადი პრემიები.

ვლოცულობთ შენი სულისთ-ვის, გვიყვარხარ, გვაკლიხარ და გვენატრები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი კეთილი სული. არასოდეს მიეცემა დავიწყებას გრიგოლ სხილაძის სახელი.

მეუღლე პაშა, შვილები, ნინო, გურამი, ზურაბი, ნათელა,

ამირანი, ნაზი, შვილიშვილები, შვილთაშვილები, რძლები,

სიძეები, დაიკო ლუბა, ტკბილი მეზობლები და სანათესაო

გრიგოლ სხილაძის ტკივილიანი გახსენება

ერთი წელი გავიდა მას შემ-დეგ, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ჩემო საყვარელო მეუღ-ლევ. გვიჭირს შენზე საუბარი, ვწუხვართ და გვენანები. შენ ხომ სიცოცხლე გინდოდა, რათა შენი საყვარელი შვილების ზრდილო-ბიანობითა და წესრიგიანობით გამორჩეულთათვის გეყურებინა.

იყავი ალალმართალი, მე-გობრული და ყველა საქმეში უღალატო. სიყვარულით, სიკე-თით სავსე გული გქონდა. იყავი სუფრის სამაგალითო თამადა, უსაყვარლესი ბაბუა, სოფელში სამაგალითო ადამიანი, ზრდი-ლობიანი, ვაჟკაცური, რაინდული სულის მატარებელი.

შენს ოჯახს ჭირდებოდა შენი სი-ცოცხლე. შვილებს დააკლდა მამა, რომლის სიდინჯეს და დარიგებას ვეღარ იხილავს, მაგრამ ჩვენ ყო-ველთვის მოვიგონებთ, რათა შენს საფლავს არ მოაკლდეს ჩვენი ერ-თგულება. შენს სახელზე ყოველთ-ვის ავანთებთ წმინდა სანთლებს. უფალმა ნათელში გვიმყოფოს შენი ალალმართელი სული.

მეუღლე ნარგიზი ბუაჩიძე, შვილები როლანდი და

ჯაბა იჩქიტიძეები

მურთაზ იჩქიტიძის გახსენება

ტკივილითა და სევდით სავსე 40 დღე მიილია უშენოდ, მამა. ჩვენი სახლი და ეზო მოწყენილია, შენი მზრუნველი ხელი ახლავე გვაკლია. შენი მეძებარი ძაღლები უიმედოდ მისჩერებიან ჭიშკარს, გე-ლოდებიან სამსახურიდან მოსულს, მერე გაყუჩდებიან და გდარდო-ბენ... ვინ იცის, რამდენჯერ მოირ-ბენენ ხარაგაულს, გეძებენ...

ყველაფერმა დაკარგა ხალისი. სასტიკი და დაუნდობელია სიკვ-დილი. ნეტავი იმ დროს, ჩვენი დანახვით რომ ხარობდი. რა ბედ-ნიერი იყავი, როცა თავს მოვიყრი-დით. სამივეს პატარა ბავშვივით გვეფერებოდი შენგან შერქმეული ზედმეტსახელებით.

არ გვეგონა, მამა, თუ რამე დაგამარცხებდა. ვხედავდით შენს გასაჭირს, მაგრამ გულს არ სჯე-როდა, თუ ჩვენს მაგარ და ვაჟკაც მამას რამე მოერეოდა. ჩვენო უშიშარო მამიკო, გვეგონა ტყვიაც ვერაფერს დაგაკლებდა, მაგრამ არ დაგვინდო სასტიკმა სენმა, ვერ ვაჯობეთ. იტყვიან ხოლმე, მშობელი უნდა წავიდეს და შვილი დარჩესო. თუმცა ძალიან ძნელია გამზრდელ და მოამაგე მშობელ-თან განშორება.

არ იდარდო, მამა, შენი სიცოცხ-ლე ჩვენში გაგრძელდება. უფალს მადლობა, რომ კეთილი ადამი-ანები დგანან ჩვენს გვერდით, შენი სიძეები და მათი ხელშეწყობით შენი სახელის უკვდავსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ. ძმობას და მასპინძლობას ჯაბა გაგვიწევს. ის ხომ გაჭრილი ვაშლივით გგავს, ზუსტად შენნაირი ხასიათი აქვს და შენს სიყვარულსაც მისით მო-ვიკლავთ. უთქმელად გავუგებთ ერთმანეთს. მშვიდად იძინე, ჩვენო მშომელო, კეთილო, ალალ-მარ-თალო, მოამაგე მამიკო. ჩვენი დანთებული წმინდა სანთლები გა-გინათებს გზას ცათა სასუფეველში. უფალს მადლობა, რომ სიკეთითა და კაცური კაცის სახელით იარე ამქვეყნად. მუდამ ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში.

შვილები ეკა, ქეთინო და თაფლო

ძნელია უშენობა, მამა

Page 7: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

7xtvb [fhfufekb10 ოქტომბერი, 2014 წ.

ხუნევის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ხევის საჯარო სკოლის დირექტორი

ზურაბ გოგოლაძე და სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

დეიდები ლალი, ლეილა ტაბატა-ძეები, დეიდაშვილის მეუღლე ნინო ქუთათელაძე შვილებით ნიკა, ლიკა, სხილაძეები, ბიძა ელდარი სხილაძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ქსენია ცეზარის ასული ბერაძე-შაქარაშვილი

და სამძიმარს უცხადებენ განს-ვენებულის ოჯახს.

ივანე აბაშიძის სახელობის ხარა-გაულის კულტურის ცენტრის თანამშ-რომლები მწუხარებას გამოთქვამენ

მედიკო ვეფხვაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ გოგი კვირიკაშვილ-სა და განსვენებულის ოჯახს.

მძახალი მერგუზი გურგენიძე მწუ-ხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

სულიკო გრიგალაშვილიდა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

განათლების პროფკავშირის ხა-რაგაულის რაიონული ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს უაღ-რესად კეთილშობილი პიროვნების, განათლების სფეროში ღვაწლმოსი-ლი ადამიანის, რომელმაც რაიონის საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც კეთილსინდისიერმა, მო-რიდებულმა, თავდაბალმა პიროვ-ნებამ, ხევის საჯარო სკოლის დი-რექტორის

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობს ოჯახს, პედაგოგიურ კოლექ-ტივსა და უახლოეს ნათესავებს.

განათლების პროფკავშირის ხა-რაგაულის რაიონული ორგანიზა-ცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წყალაფორეთის საჯარო სკოლის პედაგოგის

ნუგზარ ჭუმბაძისგარდაცვალების გამო და თანა-

ვუგრძნობს ოჯახსა და პედაგოგიურ კოლექტივს.

განათლების პროფკავშირის ხა-რაგაულის რაიონული ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწ-ლმოსილი პედაგოგის

გერონტი (კოტე) ბააკაშვილისგარდაცვალების გამო და თანაგ-

რძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

გვიალა გოგოლაძე, ალეკო, მარ-გალიტა, ვალოდია და ილო ჭიპაშ-ვილები ოჯახებით ვუთანავუგრძნობთ მარინა და მერგუზი გურგენიძეებს მძახლის

სულიკო გრიგალაშვილისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის სკოლების ყოფილი დირექტორები ღრმა მწუხარებით იუყებიან, რომ გარდაიცვალა ხევის საჯარო სკოლის დირექტორი

ზურაბ გოგოლაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

უბისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სამძი-მარს უცხადებენ ამავე სკოლის პედა-გოგს იზოლდა სარალიძეს მეუღლის

ავთანდილ სებისკვერაძისგარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის დი-რექცია, პედკოლექტივი და ტექპერ-სონალი ღრმა მწუხარებით იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა შესანიშნავი პიროვნება, ღირსეული მოქალაქე, ხევის საჯარო სკოლის დირექტორი

ზურაბ გოგოლაძედა თანაუგრძნობენ მეუღლეს

ნარგიზა ხაჩიძეს, ოჯახსა და ახლობ-ლებს.

ლევან, ირინა და ანა გელაშ-ვილები ოჯახებით თანაგრძნობას უცხადებენ გიორგი და მარიამ გო-გოლაძეებს საყვარელი მამის

ზურაბ გოგოლაძის გარდაცვალების გამო.

მარელისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი თანაგრძნობას ვუც-ხადებთ თანაკლასელ ია ჭყოიძეს და მის ოჯახს დეიდის

ქრისტინა ბერაძისგარდაცვალების გამო.

გოჩა გურგენიძე, ჯემალ კაციტაძე ოჯახებით თანაუგრძნობენ ნათია და რობიზონ გრიგალაშვილებს მამამ-თილისა და მამის

სულიკო გრიგალაშვილისგარდაცვალების გამო

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექ-ნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ნარგიზა ხაჩიძეს მეუღლის

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებლები ეკა ახალკაცი და მანანა ლომიძე თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ნარგიზა ხაჩიძეს მეუღლის

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და მოს-წავლეთა მშობლები თანაუგრძნობენ ამავე კლასის დამრიგებელს ნარგიზა ხაჩიძეს მეუღლის

ზურაბ გოგოლაძისგარდაცველების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებლები დოდო ლილუაშვი-ლი და ლელა სამხარაძე თანაუგრ-ძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ნარგიზა ხაჩიძეს მეუღლის

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

ხევის საჯარო სკოლის მე-9 კლა-სის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღ-ვანელი ლალი ხაჩიძე მწუხარებით იუწყებიან სკოლის დირექტორის, შესანიშნავი ადამიანის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ მის მეუღლესა და შვილებს.

წყალაფორეთის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებით იუწყებიან ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის

ნუგზარ ჭუმბაძისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ ამავე სკოლის მასწავლებელს მანანა სახვაძეს და შვილებს ალექსან-დრე და ზურაბ ჭუმბაძეებს მეუღლისა და მამის გარდაცვალების გამო.

წყალაფორეთის საჯარო სკო-ლის მე-10 კლასის მოსწავლეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა ამავე სკოლის მათემატიკის მას-წავლებელი

ნუგზარ ჭუმბაძედა თანაგრძნობას უცხადებენ

კლასის ხელმძღვანელს მანანა სახ-ვაძეს საყვარელი მეუღლის გარდა-ცვალების გამო.

ხევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა მაჭარაშვილი ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან სკოლის დირექტორის, საუკეთესო პიროვნების ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალებას და სამძიმარს

უცხადებენ მის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-2 კლა-სის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი ეკა ხარაიშვილი მწუხარებით იუწ-ყებიან სკოლის დირექტორის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-3 კლა-სის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი უსუპ ხაჩიძე მწუხარებით იუწყე-ბიან სკოლის დირექტორის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალებას და თანაგრძნო-

ბას უცხადებენ მის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-4 კლა-სის მნოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვა-ნელი მახარა ხაჩიძე თანაგრძნობას გამოთქვამენ სკოლის დირექტორის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო მისი ოჯა-

ხის მიმართ.

ხევის საჯარო სკოლის მე-5 კლა-სის მოსწავლეები, მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა სახ-ვაძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სკოლის დირექტორი, ბატონი

ზურაბ გოგოლაძედა სამძიმარს უცხადებენ მეუღლეს

ნარგიზა ხაჩიძეს, შვილებს - მარიამსა და გიორგის.

ხევის საჯარო სკოლის მე-6 კლა-სის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ნანა გაბუნია თანაუგრძნობენ ნარგიზა ხაჩიძესა და მის შვილებს საყვარელი მეუღლისა და მამის ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

იზოლდა გამეზარდაშვილი და თამუნა ჭელიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ღირსეული პიროვნების

ნუგზარი ჭუმბაძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-7 კლა-სის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი მადონა ხაჩიძე მწუხარებით იუწ-ყებიან სკოლის დირექტორის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ მის მეუღლეს ქალბატონ ნარგიზა ხაჩიძესა და შვილებს.

ხევის საჯარო სკოლის მე-8 კლა-სის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ციური ტაბატაძე მწუხარებას გამოთქვამენ სკოლის დირექტორის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ მის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-10 კლა-სის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი რაიბულ კურტანიძე ღრმა მწუხარებით იუწ-ყებიან საყვარელი პედაგოგისა და სკოლის დირექტორის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ მის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი ნუნუ ლომიძე სამძიმარს უცხადე-ბენ ქალბატონ ნარგიზა ხაჩიძესა და შვილებს - მარიამსა დსა გიორგის მეუღლისა და მამის, უაღრესად კე-თილშობილი ადამიანის, ბატონ

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

ხევის საჯარო სკოლის მე-12 კლა-სის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ლიზა ხვე-დელიძე იუწყებიან სკოლის დირექ-ტორის, სიკეთით სავსე პიროვნების

ზურაბ გოგოლაძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ მის ოჯახს.

თორმეტი წელია, რაც საშინელმა ტკივილმა დაისადგურა ჩემს გულში, მაგრამ მაინც მედგრად ვიდექი. ამაყი ვიყავი, სანამ ჩემს გერდით მყავდი. ორივეს სიყვარული - მამისა და ბიძისა შენზე გადმომქონდა, ჩემო უთქმელო, საყვარელო ბიძია. ჩვენ ხომ ორივეს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა, ტკივილიც და სიხარულიც ერთად გადავიტანეთ ამ ხნის მანძილზე. მი-უხედავად შენი მძიმე სენისა ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაინც დიდი იმედი მქონდა, გვერდით რომ მყავდი. ჩემი შვილებიც მერაბუკა და ბარბარე სიხარულით გამორბოდნენ ზურიკო ბაბუას სანახავად. მათ მერაბი ბაბუას სიყვარულიც ხომ შენზე გადმოიტანეს.

უკვე ორმოცი დღე გადის, რაც სა-მუდამო სასუფეველში გადასახლდი და ბინა შენი ძმის გვერდით დაიდე. მე კი ადრეულ ასაკში ორივემ დამ-ტოვეთ. იმედი გქონდეთ, რომ ზურაბ და მერაბ კურტანიძეების ოჯახი ისე გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც მათ უყვარდათ. მე კი ჩემი ბიძაშვილე-ბის და სიძეების გვერდით ვიქნები და

შევეცდებით, ვანუგეშოთ ორი შვილის დამკარგავი დედა. ისე მივხედავთ, როგორც საკუთარი შვილები. ყველა ჩვენ ახლობელთან ერთად ხშირად ვივლით თქვენს საფლავებზე. აგინ-თებთ უამრავ სანთელს და უფალს შევსთხოვ, ნათელი დაუმკვიდროს თქვენს ლამაზ სულებს. მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი საყვარელი ჯაფაროულის მიწა. იძინეთ მშვიდად, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო.

ჯაბა კურტანიძე

საოცარია ბედისწერა და არავინ იცის, რას გვიმზადებს იგი. 7 ოქტომ-ბერს 50 წლის გახდებოდი. წლები ვე-რასდროს შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რაც შენ დაგვიტოვე, ჩემო კეთილო, ალალო და მოსიყვარულე შვილო. რატომ, რატომ? გყოლოდა შენც მეუღლე, შვილები და საიუბილეო თარიღი ერთად აღგვენიშნა, მაგრამ არ ისურვა განგებამ და 14 წლის ვაჟ-კაცი ხელიდან გამოგვაცალა.

შენმა პატარა ძმისშვილებმა, მარი-კომ და ლუკამ იციან, ვინ არის ილო ბიძია და შენს სურათებს ხშირად კოც-

ნიან. ყოველ შენს დაბადების დღეზე ყვავილებით ამკობენ საფლავს. მათ დიდხანს სიცოცხლე ჰქონდეთ შენს მოსაგონრად. შენ კი იძინე მშვიდად. შენს სახელს არავინ დაივიწყებს. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუ-ფეველი. ჩვენ კი შენი სულის ცხონე-ბისათვის ყოველთვის დაგინთებთ წმინდა სანთელს, უდროოდ გამქ-რალო ჩვენო ბუთხუზა ილო.

დედა-მამა: ზაური და დარეჯან თაბუკაშვილები,

დედმამიშვილები: გია, ნინო, ნონა და ნატო ოჯახებით

ილო თაბუკაშვილის გახსენება

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც გა-ნიცდის ოჯახი საყვარელი ადამიანის დაკარგვით. შენს ოჯახში ყველა-ფერი გადასხვაფერდა, სიჩუმემ და სიცარიელემ დაისადგურა. სიცოცხ-ლით სავსე იყო ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე, როცა წუთისოფელს ერთად ვეჭიდებოდით. იყო უამრავი სიხარული, სიძნელეები, ტკივილიც, მაგრამ ერთად ვუმკლავდებოდით... ახლა მარტოდ დარჩენილს, უშენოდ ძალიან მიჭირს. როგორ ახერხებდი ყველანაირი საქმის შემოკეთებას, შვილებს თავს ვეევლებოდით. და-იზარდნენ, ისწავლეს, დაოჯახდნენ, თავიანთი კერა მოიწყვეს და ახლა, როცა მათი ცქერით უნდა დავმტკ-ბარიყავით, მაშინ გამოგვკრა ხელი დაუნდობელმა ავადმყოფობამ, ულმობელმა და უკურნებელმა სენმა გვძლია. არადა, როგორ გინდოდა სიცოცხლე. რამდენი ვიწვალეთ და ვიომეთ, ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. გულმა ვეღარ გაუძლო, დაღლილმა და ნაომარმა გულმა გიღალატა...

23 წლის მშობლებს ერთი წლის ვაჟი გამოგვეცალა ხელიდან, მერე კი 42 წლის ძმამ დაგტოვა მარტო. ან როგორ გაუძელი ამდენ ტკივილს უხ-მოდ. შენ ხომ ლაპარაკი არ გიყვარდა.

თავი იმით შემიძლია ვინუგე-შო, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შენი სული ადგილს მართალთა შორის დაიმკვიდრებს, მარადიულ ნეტარებასა და სიმშვიდეში იქნება. იყავი უბოროტო. ალალ-მართალი ადამიანი, ერთგული და უღალატო მეუღლე, მზრუნველი და მოსიყვა-რულე მამა და უსაყვარლესი ბაბუა.

ძნელია გავუმკლავდე ტკივილს, მარტოობას. მხოლოდ ჩვენი შვი-ლებისა და კეთილი ადამიანების იმედითღა ვცხოვრობ. იმედია, მარტო არ დამტოვებ. მომეხმარე და ილოცე მათი ბედნიერებისათვის. გადაეფარე მათ და იხსენი ყველა განსაცდელისაგან. ევედრე უფალს, რომ გაძლიერდნენ ისინი, რათა შენი სახელი დავიწყებას არ მიეცეს. იმედი გქონდეს, რომ შენი ცხოვრება შენს შვილებსა და შვილიშვილებში გაგრძელდება. ყოველთვის მოიგო-ნებენ ახალგაზრდა, მართალ და მოსიყვარულე მამას. მათ ძმობას შენი „ჩაფულა“ (მერაბის ვაჟი ჯაბა) გაუწევს. ნეტავ გადმოგახედა, ერთ მუშტად შეკრული ოთხი ვაჟკაცი თავს როგორ დაგტრიალებს, თავს არ იზოგავენ, ოღონდ არაფერზე დაგწყვიტონ გული, მათი ერთობით იმაყებდი.

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყ-რილი მშობლიური ჯაფაროულის მიწა. იძინე მშვიდად ჩვენი ოჯახის იმედიანო მესაჭევ, მზრუნველო, მოსიყვარულე და ერთგულო ადამი-ანო. უშენოდ რამდენსაც ვიცხოვრებ, ვივლი შენეული გზით, ჩემი შვილები-სათვის და შენი სულის სადიდებლად ვიარსებებ.

მადლობა ყველაფრისათვის, რაც ჩვენი კეთილდღეობისთვის გიკეთე-ბია, იმ ნათელი მოგონებებისთვის, რამაც დღემდე მოგვიყვანა. უფალს ვთხოვ, მშვიდად განისვენო ცათა სასუფეველში.

გულდამწვარი მეუღლე რუსუდან ჩიტაძე

ამ ტკივილს სახელი რა ვუწოდო

(ზურაბ კურტანიძის მოსაგონარი)

ტკივილი, ისევ ტკივილი

Page 8: სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფოchemikharagauli.com/uploads/secbanners/38-609-2014w.pdf · ლებში

8 xtvb [fhfufekb 10 ოქტომბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

თამარ ავალიშვილსა და ალექსანდრე ბარბაქაძეს ვუ-ლოცავთ შვილების ქეთისა და დავითის ქორწინებას. ღვთი-საგან იყოს დალოცვილი მათი სიყვარული. უამრავი ბედნიერი წუთი ჰქონოდეთ ცხოვრებაში. ქეთისა და დავითის ერთგულე-ბით ნათქვამი ფიცი იყოს მათი ცხოვრების მეგზური.

ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა

გაერთიანება

ჩვენი სოფლის ოჯახის ექიმს, სათნო, ერთგულ, ნიჭიერ და დაუზარელ ქალბატონს ნინო ბუხნიკაშვილს და დავით ჩა-დუნელს ვულოცავთ ტყუპი ქალ-ვაჟის დაბადებას.

ვუსურვებთ დავით და მა-რიამ ჩადუნელებს ჯანმრთე-ლობას, სიხარულს, ბედნიერ და ლაღ ბავშვობას თავის უფროს და-ძმასთან ანისთან და აჩი-კოსთან ერთად. უფალი იყოს მათი მფარველი.

მზია ბანცაძე ოჯახით

ვუერთდები სოფელ ხემა-ღალში მცხოვრებ ციცინო კამ-კამიძისა და ოთარ კვინიკაძის სიხარულს და ვულოცავ შვი-ლიშვილის, ლილი კამკამი-ძეს შვილთაშვილის ამქვეყნად მოვლინებას. ვუსურვებ პატარა ანდრიას გაზრდილიყოს ჯანმრ-თელი და ჩამოყალიბებულიყოს სახელოვან ვაჟკაცად. ფარავ-დეს ანდრია პირველწოდებუ-ლის ძალა და მადლი.

პატივისცემით ნორა შერგელაშვილი

ჩვენს უსაყვარლეს პატარა ძმას ბერიკა ოკრიბელაშვილს ვულოცავთ ა. წერეთლის სახე-ლობის სახელმწიფო უნივერსი-ტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩარიცხვას.

ჩვენო ბერიკა, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ. გაგემართლებინოს მშობლებისა და ჩვენი იმედები. უფალი გფარავდეს.

თამთა და მანანა ოკრიბელაშვილები

ოჯახებით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ მასწავლებელს რომან ბუაჩი-ძეს გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ჯანმრ-თელობას, შვილთა სიმრავლე-სა და უფლის წყალობას.

ანსამბლ „საუნჯეს” წევრები

ვულოცავთ საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ თავის რჩეულთან მიხეილ ჭიპაშ-ვილთან ერთად ლამაზი და თბილი ოჯახის შექმნას, შვილ-თა სიმრავლეს, ღვთის ულევ წყალობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულო

ვულოცავთ ნუგზარ ჭიპაშ-ვილსა და ირინა გოგოლაძეს შვილების მიხეილისა და ინგას ბედნიერებას. ვუსურვებთ ინგასა დამიხეილს ულევ სიხარულს, მარადიულ სიყვარულს, შვილ-თა სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

ნაზი ჭიპაშვილი და ჯუმბერ ჩიკვაიძე ოჯახით

ვულოცავ ჩემს საყვარელ მეგობარს და საუკეთესო ექიმს ნინო ბუხნიკაშვილს და დავით ჩადუნელს ტყუპი ქალ-ვაჟის - დავითისა და მარიამის და-ბადებას.

ვუსურვებთ ახლშობილებს ჯანმრთელობას, ბედნიერება-სა და საუკეთესო მომავალს. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ნინო ჩხეიძე და ბესიკი ბირკაძე ოჯახით

დ. ხარაგაული10.10 - მზიანი დარი, დღე +24ºC, ღამე

+14ºC;11.10 - მზიანი დარი, დღე +25ºC, ღამე

+15ºC;12.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +17ºC;13.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +18ºC;14.10 - მზიანი დარი, დღე +27ºC, ღამე

+18ºC;15.10 - მზიანი დარი, დღე +27ºC, ღამე

+17ºC.

ბორითი10.10 - მზიანი დარი, დღე +21ºC, ღამე

+11ºC;11.10 - მზიანი დარი, დღე +21ºC, ღამე

+11ºC;12.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +13ºC;13.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +15ºC;14.10 - მზიანი დარი, დღე +25ºC, ღამე

+15ºC;15.10 - მზიანი დარი, დღე +25ºC, ღამე

+15ºC.

კიცხი10.10 - მზიანი დარი, დღე +22ºC, ღამე

+13ºC;11.10 - მზიანი დარი, დღე +24ºC, ღამე

+13ºC;12.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +15ºC;13.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +17ºC;14.10 - მზიანი დარი, დღე +25ºC, ღამე

+16ºC;15.10 - მზიანი დარი, დღე +26ºC, ღამე

+16ºC.

მოლითი10.10 - მზიანი დარი, დღე +19ºC,

ღამე +9ºC;11.10 - მზიანი დარი, დღე +20ºC, ღამე

+9ºC;12.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +11ºC;13.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +13ºC;14.10 - მზიანი დარი, დღე +23ºC, ღამე

+13ºC;15.10 - მზიანი დარი, დღე +22ºC, ღამე

+13ºC.

amindi

„ჩემი ხარაგაულის“ ამ ფოტომ „მონაზვნები ტელეფონით“ გაიმარჯვა ასოციაცია „დემოკრატიული აღმო-სავლეთის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

ფოტოს ავტორმა ლაურა გოგოლაძემ დაიმსახურა ჯილდო და სერტიფიკატი.

მონაზვნები ტელეფონით

შემოდგომაზე პროფესორი საშა ალექსიძე გეგმავს ოპერაცი-ების ჩატარებას ბორითის კლი-ნიკაში. გაკეთდება ოპერაციები კატარაქტის, სიელმეების, ხალა-ზიონების, საცრემლე ჯირკვლის პათოლოგიებით დაავადებულ-თათვის.

ოპერაციის გაკეთების მსურვე-ლებმა დიაგნოზის დასადგენად და საჭირო დოკუმენტაციის მოსა-წესრიგებლად უნდა მომმართონ თვალის ექიმს ხარაგაულის სა-ავადმყოფოში.

ირინა ბიბიჩაძეოფთალმოლოგი

ყურადღება!

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური. თუ თქვენ ჯერ არ ხართ „ჩემი ხარაგაულის“ ხელმომწერი და გსურთ ყოველ პარასკევს მიიღოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ობიექტური ინ-ფორმაცია, გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“.

გაზეთზე ხელმოწერა 3 თვით ღირს 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.გაზეთის გამოწერა შეგიძლიათ „ჩემი ხარაგაულის“ დისტრიბუტორებთან ან რე-

დაქციაში მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

დაგვიკავშირდით ტელეფონებით - 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80.გაზეთი „ჩემი ხარაგაული” - ყველა ხარაგაულელის ოჯახში

გამოიწერეთ „ჩემი ხარაგაული“

ჩვენო ტკბილი და საყვარელო დედიკო, სულითა და გულით გილოცავთ დაბადების 90-ე წლის

იუბილეს. ჩვენს ზრუნვასა და შრომაში დაღლილს, ღვაწლ-მოსილ, სამაგალითო დედას, ამაგდარს, შვიდი შვილის აღმ-ზრდელს, ძვირფას ბებიას, დიდ ბებიას, ღირსეულ ქალბატონს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ულევ სიყვარულს, ბედნიერებას; შვილთა, შვილიშ-ვილთა და შვილთაშვილთა სიმრავლეს, დღეგრძელობას. უფლის მფარველობა არ მოგკ-ლებოდეს. უფალი იყოს შენი მრავალრიცხოვანი ოჯახის შემწე და მფარველი.

დიდი სიყვარულით შვილები, შვილიშვილები,

შვილთაშვილები, რძლები, სიძეები და

ახლო ნათესავები

ძვირფას დედიკოს პაშა სხილაძეს

***

***

***

***

***

***