დღეს ბორითში მერაბ...

8
ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს საკონკურსო-საატესტაციო კომისია მომავალი კვირიდან დაკომპლექტდება საჯარო მოხელეთა შესარჩე - ვი კონკურსი პარლამენტის გადა- წყვეტილებით 31 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის საკრებულომ საკონკურსო-სა- ატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაამტკიცა. გამ- გებლის ინფორმაციით, კომისია მო- მავალი კვირიდან დაკომპლექტდება. დღეს ხარაგაულის კინოთეატრის შენობა გაიხსნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, ხარაგაულში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. „სავარაუდოდ, დილის ათი საათისთვის გაიხსნება საბავშვო ბაღი ვარძიაში, - ამბობს გამგებელი, - 12 საათზე გამგეობის სააქტო დარბაზ- ში საზოგადოება მოისმენს გამგეობის საქმიანობის ცხრა თვის შედეგებს; 14 საათზე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია ოჯახური ღვინის დეგუსტაცია - ფესტივალში მონაწილეთა დაჯილდოება; ხოლო 16 საათზე გაიხსნება კინოთეატრის ახალგარემონტებული შენობა და გაიმართება კონცერტი ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივების მო- ნაწილეობით. ამავე ღონისძიებაზე დასახელდებიან საპატიო ხარაგა- ულელები.“ მორიგი ცვლილება გამგეობის საშტატო ნუსხაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში მორიგი ცვლილება შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თქმით, მთავრობის განკარგულებას- თან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ საშტატო ნუსხა. გამგეობის ადმინისტრაციის სამსა- ხურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, 38 შტატიდან მთავარ სპეციალისტად დარჩა ოცდაერთი, ცხრა გახდა წამყვანი სპეციალისტი, ხუთი - უფროსი სპეციალისტი და სამი სპეციალისტი. ადმინისტრაციულ სამსახურში დარ- ჩა ექვსი მთავარი, ორი წამყვანი და ერთი უფროსი სპეციალისტი; საფი- ნანსო-საბიუჯეტო სამსახურში - 2-2 მთავარი და წამყვანი და ერთი უფ- როსი სპეციალისტი; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს - ერთი მთავარი და ორი სპეციალისტი; ინფ- რასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს - თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები; ზედამ- ხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს - თითო-თითო მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი; კულტურის, განათ- ლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში - ოთხი მთავარი სპეციალისტი; ჯანდაცვისა და სოცი- ალური დაცვის სამსახურს - 3 მთავარი და თითო-თითო წამყვანი და უფროსი სპეციალისტები; სამხედრო აღრიცხვი- სა და გაწვევის სამსახურს - ოთხი მთა- ვარი სპეციალისტი და თითო-თითო წამყვანი და უფროსი სპეციალისტები; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს - თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები; მათი თანამდებობრივი სარგოები ასეთია: მთავარი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურებაა - 560 ლარი, წამყვანი სპეციალისტის - 540 ლარი, უფროსი სპეციალისტის - 520 ლარი, სპეციალისტის - 500 ლარი. სახანძრო-სამაშველო სამსახურ- ში - 3 წამყვანი, 11 უფროსი და 13 სპეციალისტია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ყოველთ- ვიური ანაზღაურებაა - 460 ლარი, უფროსი სპეციალისტის - 450 ლარი, სპეციალისტის - 380 ლარი. ტრენინგი დეპუტატებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარს, ინგა მაღრაძის ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს ზესტაფონში, საკრებუ- ლოს შენობაში, ჩატარდება ტრენინ- გები კომისიების თავმჯდომარეების, აპარტის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთვის. საკრებულოში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოცი- ალურ საკითხთა კომისიას (თავმ- ჯდომარე გივი თხელიძე) ა(ა)იპ „ნაბიჯი ხარაგაული“ ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ ხარაგაულში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის შესახებ პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, 2015 წლისთ- ვის ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათას ლარს ითხოვს. ამ თანხაში შედის ბავშვთა ტრანს- პორტირების, კვების, პერსონალის ხელფასებისა და სხვა საოფისე ხარ- ჯები. რუსუდან გურგენიძის თქმით, ხელფასებზე პროექტის ღირებულე- ბის 40% დაიხარჯება. 2016 წლიდან კი ის დაფინანსებას მოიპოვებს ჯანდაცვის სამინისტროდან და არა- სამთავრობო ორგანიზაციებიდან, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს, გაანახევრებს დაფინანსებას ადგი- ლობრივი ბიუჯეტიდან. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირ- დებათ შშმ ბავშვების სოფლებიდან ტრანსპორტირების საკითხზე. მათივე წინადადებით, უმჯობესია ეს საკითხი ბიუროსა და კომისიის მორიგ სხდო- მებზე კიდევ ერთხელ განიხილონ. თია ჯანიაშვილი - „სულიკო - 2014”-ის გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ზესტაფონში ჩატარდა ტრადიციული ფესტივალი „სულიკო - 2014,“ რომელიც ზესტაფონის დაარ- სების 140 წლისთავს მიეძღვნა. მისივე თქმით, ხარაგაულის სახელით კონ- კურსში მონაწილეობდა მომღერალი და კულტურის ცენტრის თანამშრომე- ლი თია ჯანიაშვილი. მან შეასრულა ორი სიმღერა - „ირემო, მთასა მყვი- რალო“ და „საქართველო.“ თია ჯა- ნიაშვილმა, კონკურსის ჟიურის გადა- წყვეტილებით, მეორე საპრიზო ადგი- ლი და ფულადი პრემია დაიმსახურა. კულტურის ცენტრის სპეციალისტის, დავით ჭყოიძის ინფორმაციით, ჟი- ურის წევრებმა ვაჟა აზარაშვილმა, მაცაცო სებისკვერაძემ და ნუკრი კა- პანაძემ თია ჯანიაშვილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. თიას შესრუ- ლება იმდენად მოეწონა, რომ ნუკრი კაპანაძემ სცენაზე მასთან ერთად იმღერა. თია ჯანიაშვილი ზესტაფონ- თან დამეგობრებულ ლიტვის ქალაქ ტაურაგეში მიიწვიეს. ქართველთა მოდგმის შესახებ ლექციათა ციკლი გრძელდება პროექტი „დიდი წინაპრები“ გრძელდება. მისი ავტორი, ისტო- რიკოსი ნიკოლოზ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ლექცია უნდა მიეძღვნას ქართველთა უძვე- ლეს ცივილიზაციას. „ინფორმაცია ჩვენი მოდგმის სათავეების შესახებ წლების მანძილზე ტაბუირებული იყო, - ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, - ხმელთაშუა ზღვის აუზში ინდოევრო- პელების შემოსვლამდე არსებობდა დიდი ცივილიზაცია, რომელიც იყო სწორედ იბერების შთამომავლების ანუ პელასგების მიერ შექმნილი. ამ თემებზე ვისაუბრებთ მომდევნო შეხვედრებისას. ცალკე ლექციას და- ვუთმობთ მითებსა და მითოლოგიებს. ვისაუბრებთ არა მხოლოდ წარსულ- ზე, არამედ აწმყოსა და მომავალზე.“ 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში ტრაგიკუ- ლად დაიღუპა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელიც მთელი ცხოვრება სა- ქართველოს ერთიანობისა და და- მოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ბორითში მერაბ კოსტავას და- ღუპვის ადგილას აღმართულია მონუმენტი, სადაც ყოველწლი- ურად, 13 ოქტომბერს, იკრიბებიან მისი მეგობრები და თანამებრძო- ლები და კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს მის ხსოვნას. „დიდია მერაბ კოსტავასა და მთლიანად ეროვნულ-განმათავი- სუფლებელი მოძრაობის როლი საქართველოს ისტორიაში, - აღ- ნიშნა კეთილმსახური მეფე თამა- რის სახელობის თბილისის სკოლა- პანსიონის დირექტორმა, მერაბ კოსტავას თანამებრძოლმა, დეკა- ნოზმა მირიან სამხარაძემ მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბორითში, - ძალიან დააკლდა მერაბი საქართველოს და შემდგომ განვითარებულ მოვ- ლენებს საქართველოში. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის ერთიანობა, ის სიყვარული, რაც მაშინდელ საქარ- თველოში სუფევდა. პარლამენტარმა, მერაბ კოს- ტავას თანამებრძოლმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღი- ზარდონ მერაბ კოსტავას გმირულ მაგალითებზე. მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს ხარაგაულის ადგილობ- რივი ხელისუფლების წარმო- მადგენლებმა. ღონისძიებაზე მრავალხმიანი პატრიოტული სიმ- ღერები შეასრულეს ხარაგაულის ფოლკლორის სახლთან არსე- ბულმა ვაჟთა ანსამბლმა „კახორი“ და კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის თბილისის სკოლა- პანსიონის მომღერალთა გუნდმა. თამთა გოგოლაძე ამბების აკიდო 17 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 39 (610) www.chkh.org ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს აშენებას სამგლიის სერზე აპირებენ 4 გვ. „მოდი, ვიმსჯელოთ!” კულტურის ცენტრში „ეტალონში” არჩილ მაისურაძემ გაიმარჯვა 2 გვ. 5 გვ. დღეს ნომერშია რუბრიკა „ჩემი მამული” ხარაგაულელი მოსწავლეები „პიონერფილმში” 3 გვ. 5 გვ.

Transcript of დღეს ბორითში მერაბ...

Page 1: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

საკონკურსო-საატესტაციო კომისია მომავალი კვირიდან

დაკომპლექტდებასაჯარო მოხელეთა შესარჩე-

ვი კონკურსი პარლამენტის გადა-წყვეტილებით 31 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულომ საკონკურსო-სა-ატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაამტკიცა. გამ-გებლის ინფორმაციით, კომისია მო-მავალი კვირიდან დაკომპლექტდება.

დღეს ხარაგაულის კინოთეატრის შენობა

გაიხსნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, ხარაგაულში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. „სავარაუდოდ, დილის ათი საათისთვის გაიხსნება საბავშვო ბაღი ვარძიაში, - ამბობს გამგებელი, - 12 საათზე გამგეობის სააქტო დარბაზ-ში საზოგადოება მოისმენს გამგეობის საქმიანობის ცხრა თვის შედეგებს; 14 საათზე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია ოჯახური ღვინის დეგუსტაცია - ფესტივალში მონაწილეთა დაჯილდოება; ხოლო 16 საათზე გაიხსნება კინოთეატრის ახალგარემონტებული შენობა და გაიმართება კონცერტი ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივების მო-

ნაწილეობით. ამავე ღონისძიებაზე დასახელდებიან საპატიო ხარაგა-ულელები.“

მორიგი ცვლილება გამგეობის საშტატო

ნუსხაშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის საშტატო ნუსხაში მორიგი ცვლილება შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თქმით, მთავრობის განკარგულებას-თან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ საშტატო ნუსხა.

გამგეობის ადმინისტრაციის სამსა-ხურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, 38 შტატიდან მთავარ სპეციალისტად დარჩა ოცდაერთი, ცხრა გახდა წამყვანი სპეციალისტი, ხუთი - უფროსი სპეციალისტი და სამი სპეციალისტი.

ადმინისტრაციულ სამსახურში დარ-ჩა ექვსი მთავარი, ორი წამყვანი და ერთი უფროსი სპეციალისტი; საფი-ნანსო-საბიუჯეტო სამსახურში - 2-2 მთავარი და წამყვანი და ერთი უფ-როსი სპეციალისტი; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს - ერთი მთავარი და ორი სპეციალისტი; ინფ-რასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს - თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები; ზედამ-ხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს - თითო-თითო მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი; კულტურის, განათ-ლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში - ოთხი მთავარი სპეციალისტი; ჯანდაცვისა და სოცი-ალური დაცვის სამსახურს - 3 მთავარი

და თითო-თითო წამყვანი და უფროსი სპეციალისტები; სამხედრო აღრიცხვი-სა და გაწვევის სამსახურს - ოთხი მთა-ვარი სპეციალისტი და თითო-თითო წამყვანი და უფროსი სპეციალისტები; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს - თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები;

მათი თანამდებობრივი სარგოები ასეთია: მთავარი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურებაა - 560 ლარი, წამყვანი სპეციალისტის - 540 ლარი, უფროსი სპეციალისტის - 520 ლარი, სპეციალისტის - 500 ლარი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურ-ში - 3 წამყვანი, 11 უფროსი და 13 სპეციალისტია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ყოველთ-ვიური ანაზღაურებაა - 460 ლარი, უფროსი სპეციალისტის - 450 ლარი, სპეციალისტის - 380 ლარი.

ტრენინგი დეპუტატებისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარს, ინგა მაღრაძის ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს ზესტაფონში, საკრებუ-ლოს შენობაში, ჩატარდება ტრენინ-გები კომისიების თავმჯდომარეების, აპარტის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთვის.

საკრებულოში შშმ ბავშვებისთვის დღის

ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოცი-

ალურ საკითხთა კომისიას (თავმ-ჯდომარე გივი თხელიძე) ა(ა)იპ „ნაბიჯი ხარაგაული“ ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ ხარაგაულში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის შესახებ პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, 2015 წლისთ-ვის ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათას ლარს ითხოვს. ამ თანხაში შედის ბავშვთა ტრანს-პორტირების, კვების, პერსონალის ხელფასებისა და სხვა საოფისე ხარ-ჯები. რუსუდან გურგენიძის თქმით, ხელფასებზე პროექტის ღირებულე-ბის 40% დაიხარჯება. 2016 წლიდან კი ის დაფინანსებას მოიპოვებს ჯანდაცვის სამინისტროდან და არა-სამთავრობო ორგანიზაციებიდან, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს, გაანახევრებს დაფინანსებას ადგი-ლობრივი ბიუჯეტიდან.

კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირ-დებათ შშმ ბავშვების სოფლებიდან ტრანსპორტირების საკითხზე. მათივე წინადადებით, უმჯობესია ეს საკითხი ბიუროსა და კომისიის მორიგ სხდო-მებზე კიდევ ერთხელ განიხილონ.

თია ჯანიაშვილი - „სულიკო - 2014”-ის გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ზესტაფონში ჩატარდა ტრადიციული ფესტივალი „სულიკო - 2014,“ რომელიც ზესტაფონის დაარ-სების 140 წლისთავს მიეძღვნა. მისივე თქმით, ხარაგაულის სახელით კონ-კურსში მონაწილეობდა მომღერალი და კულტურის ცენტრის თანამშრომე-

ლი თია ჯანიაშვილი. მან შეასრულა ორი სიმღერა - „ირემო, მთასა მყვი-რალო“ და „საქართველო.“ თია ჯა-ნიაშვილმა, კონკურსის ჟიურის გადა-წყვეტილებით, მეორე საპრიზო ადგი-ლი და ფულადი პრემია დაიმსახურა. კულტურის ცენტრის სპეციალისტის, დავით ჭყოიძის ინფორმაციით, ჟი-ურის წევრებმა ვაჟა აზარაშვილმა, მაცაცო სებისკვერაძემ და ნუკრი კა-პანაძემ თია ჯანიაშვილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. თიას შესრუ-ლება იმდენად მოეწონა, რომ ნუკრი კაპანაძემ სცენაზე მასთან ერთად იმღერა. თია ჯანიაშვილი ზესტაფონ-თან დამეგობრებულ ლიტვის ქალაქ ტაურაგეში მიიწვიეს.

ქართველთა მოდგმის შესახებ ლექციათა ციკლი

გრძელდებაპროექტი „დიდი წინაპრები“

გრძელდება. მისი ავტორი, ისტო-რიკოსი ნიკოლოზ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ლექცია უნდა მიეძღვნას ქართველთა უძვე-ლეს ცივილიზაციას. „ინფორმაცია ჩვენი მოდგმის სათავეების შესახებ წლების მანძილზე ტაბუირებული იყო, - ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, - ხმელთაშუა ზღვის აუზში ინდოევრო-პელების შემოსვლამდე არსებობდა დიდი ცივილიზაცია, რომელიც იყო სწორედ იბერების შთამომავლების ანუ პელასგების მიერ შექმნილი. ამ თემებზე ვისაუბრებთ მომდევნო შეხვედრებისას. ცალკე ლექციას და-ვუთმობთ მითებსა და მითოლოგიებს. ვისაუბრებთ არა მხოლოდ წარსულ-ზე, არამედ აწმყოსა და მომავალზე.“

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში ტრაგიკუ-ლად დაიღუპა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელიც მთელი ცხოვრება სა-ქართველოს ერთიანობისა და და-მოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

ბორითში მერაბ კოსტავას და-ღუპვის ადგილას აღმართულია მონუმენტი, სადაც ყოველწლი-ურად, 13 ოქტომბერს, იკრიბებიან მისი მეგობრები და თანამებრძო-ლები და კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს მის ხსოვნას.

„დიდია მერაბ კოსტავასა და მთლიანად ეროვნულ-განმათავი-სუფლებელი მოძრაობის როლი საქართველოს ისტორიაში, - აღ-ნიშნა კეთილმსახური მეფე თამა-რის სახელობის თბილისის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, მერაბ კოსტავას თანამებრძოლმა, დეკა-ნოზმა მირიან სამხარაძემ მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბორითში, - ძალიან დააკლდა მერაბი საქართველოს და შემდგომ განვითარებულ მოვ-ლენებს საქართველოში. ჩვენ უნდა

დავიბრუნოთ ის ერთიანობა, ის სიყვარული, რაც მაშინდელ საქარ-თველოში სუფევდა.

პარლამენტარმა, მერაბ კოს-ტავას თანამებრძოლმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღი-

ზარდონ მერაბ კოსტავას გმირულ მაგალითებზე.

მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს ხარაგაულის ადგილობ-რივი ხელისუფლების წარმო-მადგენლებმა. ღონისძიებაზე მრავალხმიანი პატრიოტული სიმ-

ღერები შეასრულეს ხარაგაულის ფოლკლორის სახლთან არსე-ბულმა ვაჟთა ანსამბლმა „კახორი“ და კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის თბილისის სკოლა-პანსიონის მომღერალთა გუნდმა.

თამთა გოგოლაძე

ამბების აკიდო

17 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№39 (610)

www.chkh.org

ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს აშენებას სამგლიის სერზე აპირებენ 4 გვ.

„მოდი, ვიმსჯელოთ!” კულტურის ცენტრში

„ეტალონში” არჩილ მაისურაძემ გაიმარჯვა

2 გვ.

5 გვ.

დღეს ნომერშია

რუბრიკა „ჩემი მამული”

ხარაგაულელი მოსწავლეები „პიონერფილმში”

3 გვ.

5 გვ.

Page 2: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

2 xtvb [fhfufekb 17 ოქტომბერი, 2014 წ.

ცოტა ჯამაგირი თუ ბევრი თანამშრომელი ჯამაგირისთვის„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან

არსებული სამოქალაქო დარბაზის „მოდი, ვიმსჯელოთ!“ მორიგი შეხვედ-რა ხარაგაულის კულტურის ცენტრში გაიმართა.

კულტურის ცენტრის დირექტო-რის, ვასილ კიკნაძის ინფორ-

მაციით, ამ ორგანიზაციის 2014 წლის ბიუჯეტი 189 ათასი ლარია. აქედან სახელფასო ფონდი შეადგენს 148 300 ლარს, ხარჯი 40 700 ლარია. ხარჯები-დან 32 ათასი ლარი გათვალისწინებუ-ლია ანსამბლების, თეატრისა და შიდა ღონისძიებების დასაფინანსებლად. კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ხალხური სიმღერის, ვაჟთა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ფოლკლორული ჯგუფი „ოდილა,“ ხალხური საკრავების (ფანდურის), ასევე გიტარის შემსწავლელი, მხატვ-რული კითხვისა და ხალხური რეწვის შემსწავლელი წრეები.

ამ წრეებში გაერთიანებულია 60 ბავშვი, ძირითადად სკოლის მოსწავ-ლეები. კულტურის ცენტრთან მოქმედ წრეებში სწავლა უფასოა. 2014 წელს ანსამბლებმა და თეატრმა მონაწი-ლეობა მიიღო როგორც კულტურის ცენტრისგან დაგეგმილ შიდა ღონის-ძიებებში, ასევე საზღვარგარეთ.

სახალხო თეატრი, კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და ქართული სათვისტომოს მიწვევით, ბრიუსელში საქართველოს დამო-უკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო სპექტაკლით „თანამდევი სული“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სახალხო თეატრი ასევე მო-ნაწილეობდა ქუთაისში გამართულ იმერეთის თეატრალურ ფესტივალში, სადაც ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ირინე ჩხეიძემ დაიმ-სახურა პრიზი.

ხალხური სიმღერის ანსამბლი ბულგარეთში გამართული საერთა-შორისო ფესტივალიდან გრანპრით დაჯილდოებული დაბრუნდა და ეს დიდი წარმატებაა.

ყოველწლიურად ვატარებთ ქო-რეოგრაფიულ ფესტივალს „კიდევაც დაიზრდებიან,“ რომელშიც ერთვე-ბიან ქორეოგრაფიული ანსამბლები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. წლიდან წლამდე იზრდება ამ ფესტი-ვალის დონე და მონაწილე ანსამბ-ლების რაოდენობა. წლევანდელ ქორეოგრაფიულ ფესტივალში ასევე ჩაერთვნენ სიმღერის ანსამბლი ლეღ-ვნის საჯარო სკოლიდან და ფოლკ-ლორული ჯგუფი „ოდილა.“ სამომავ-ლოდ ვფიქრობთ ქორეოგრაფიული ანსამბლების მოწვევას მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.

კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა (ხელმ-ძღვანელები ზაზა და ელისო ლურსმა-ნაშვილები) მონაწილეობა მიიღო ბევრ რესპუბლიკურ ფესტივალში. შარშან ანსამბლმა დაიმსახურა „სანიმუშო სა-ბავშვო სახალხო ანსამბლის“ წოდება. ზაზა ლურსმანაშვილი ხელოვნების მოღვაწეთა კავშირისგან წარდგენილია ამაგდარი ქორეოგრაფის წოდებაზე.

კულტურის ცენტრთან მოქმედი თო-ჯინების თეატრი სპექტაკლებს მართავს დაბა ხარაგაულში და ასევე ტერიტო-რიულ ერთეულებში ყველგან, სადაც კი შესაძლებელია სპექტაკლის ჩვენება.

ჩვენი მოვალეობაა, რომ სოფლებ-ში გავიდეთ და ჩვენი შემოქმედება ვაჩ-ვენოთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა, არის გარკვეული ხელისშემშ-ლელი პირობები, - ეს სიტყვები თავის მართლებად არ ჩამითვალოთ. სამი

წლის განმავლობაში ვატარებდით კონცერტებს სოფლის სკოლების ვიწრო დერეფნებში, სადაც არა თუ ჩვენ, მიკროფონებიც ძლივს ეტეოდა. სოფლის კლუბში კონცერტის მიმდი-ნარეობისას ორჯერ ჩავარდა იატაკი. ბევრი სოფლის კლუბი სარიტუალო დარბაზადაა გადაქცეული და ეს ძა-ლიან ცუდია.

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფოლკლორული ანსამბლი „ოდი-ლა“ სისტემატურად მონაწილეობს როგორც შიდა ღონისძიებებში, ასევე ფესტივალებზე, საიდანაც ყოველთვის წარმატებით ბრუნდება.

კულტურის ცენტრის შენობა მო-წესრიგდა, თუმცა კვლავ გვრჩება გასარემონტერებელი ოთახი, სადაც გვინდა გარდერობის მოწყობა. კარგი იქნება, თუ კულტურის ცენტრის დარბა-ზი თოჯინების თეატრის დარბაზად და სალონური საღამოების გასამართად მოეწყობა.

გვინდა, რომ თეატრის გარდერობი შევქმნათ. ჩვენი ძალიან მწირი რეკვი-ზიტებითა და აქსექსუარებით გვიწევს ფონს გასვლა. სიმღერის ანსამბლისთ-ვის შესაძენია ჩოხები.

კულტურის ცენტრის დირექტო-რის მოადგილე ნიკო დეკანოსი-

ძემ აღნიშნა, რომ რეაბილიტირებული კინოთეატრი კულტურის ცენტრის ბალანზე უნდა გადავიდეს და მას უნდა უხელმძღვანელოს კულტურის ცენტ-რის დირექტორმა.

გამგებლის პირველი მოადგილის პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, კი-ნოთეატრის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ამჟამად არსებული მოსაზრებით, დაექვემდებარება ა(ა)იპ „კულტურის ცენტრს.“

-მთელი ზაფხულის განმავლობაში სოფლებში ღია ცის ქვეშ ვმართავდით თოჯინების თეატრს, - არ ჰქონდა მნიშვნელობა, თორმეტი ბავშვი ესწ-რებოდა თუ ორმოცდაათი, - ამბობს ნიკო დეკანოსიძე, - რაც შეეხება თეატრს, ბაზა როცა გაქვს ძლიერი, სპექტაკლიც გამოდის ძლიერი. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ პრო-ფესიონალი რეჟისორი. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ათეული წლების წინ ხარაგაულში მოვიწვიეთ იური კაკულია, დევი აბაშიძე, - ჩამოვიდნენ და დადგეს სპექტაკლები. პროფესიულ დონეზე უნდა მივიყვანოთ ჩვენი საქმე. სხვაგვარად არ გამოვა. მე იმას კი არ ვამბობ, რაც გაკეთდა, არ ვარგოდა, პირიქით - საუკეთესო იყო, მაგრამ ახალი ადამიანი რომ შემოდის, ახალი ხედვა აქვს, იდგმება ახალი სპექტაკ-ლი, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენზე უნდა იყოს მორგებული.

-რეჟისორი შეიძლება მოვიწვიოთ ერთჯერადად, - ამბობს ვასილ კიკნა-ძე, - ძალიან კარგად ართმევს თავს რეჟისორი, - ვინც გვყავს.

შეხვედრაზე კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ბიჭიკო მაისურაძემ მოსწავლეთა მხატვრული კოლექტივე-ბისა და ინდივიდუალური შემსრულებ-ლების ოლიმპიადის აღდგენისა და ამისთვის საჯარო სკოლებთან თანამშ-რომლობის სურვილი გამოთქვა.

რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ხარაგაულის კულტურის ცენტრში, - ამ შეკითხვაზე ნიკო დეკანოსიძემ უპასუხა, - ჯამაგირი გვაქვს ნაკლები.

-ჯამაგირი გაქვთ ნაკლები თუ ძა-ლიან ბევრი ხართ ჯამაგირისთვის?! - იკითხა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ნოდარ ებანოიძემ, - 2014 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 189 ათასი ლარი ნამდ-ვილად არ არის ცოტა მუნიციპალი-

ტეტის მთავარი კულტურული ცენტ-რის განვითარებისთვის. მაგრამ რა ამოცანები გვაქვს დასახული? ბოლო ორ თვეში ხუთი თანამშრომელი და-გემატათ, - რა დამატებით სამუშაოს ასრულებთ, ხუთი კაცის დამატება რომ დაგჭირდათ?

კულტურის ცენტრის მთლიანი ბი-უჯეტის მხოლოდ ათი პროცენტია გან-კუთვნილი ხარჯისთვის, რაც ძალიან მცირეა. საიდან იქნება ხარჯისთვის თანხა, ფული ჰაერიდან არ ჩამოვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ კარგი ბიუჯეტი. სექტემბერში ჯარიმებიდან, დამატებით, შემოვიდა 220 ათასი ლარი. ეს სისტემა, რაც ჩვენ გვაქვს, ნებისმიერ ფულს შეჭამს.

ხარაგაულის კულტურის ცენტრის ბიუჯეტს რომ ექსპერტმა გადახედოს, იტყვის, რომ თანხების ასეთი განაწი-ლებით საქმე ვერ გაკეთდება. სოფ-ლებში გადაადგილება გჭირდებათ, დეკორაციები, შენობის მოვლა, მივლი-ნება, კომუნალური ხარჯები...

ჩვენ გვაქვს უდიდესი კულტურული ტრადიციები. თქვენს შორის ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანია. მე ვიცი თქვენი შესაძლებლობები და ნამდვილად ნებისმიერი დიდი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებთ. მეც სიამოვნებით ვუცქერი ჩვენს შემოქმე-დებით კოლექტივებს და ყოველთვის ვამაყობ ხარაგაულელი ხელოვანების ინტელექტუალური პოტენციალით, თუმცა ვერ გაგრძელდება ასე, სახელმ-წიფო უძირო ორმო არ არის.

ჩვენ ყველა იმ ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ვინც შემოქმედია, თუმცა, უნდა შევქმნათ პროდუქტი, რომლითაც საზოგადოება ისარგებ-ლებს. რა სარგებლობა მოაქვს 189 ათას ლარს, რომელსაც კულტურის ცენტრში ვხარჯავთ?

მომავალი წლის ბიუჯეტი უკეთე-სად, სწორად, პროგრამულად უნდა დავგეგმოთ.

ყოველ წელს უნდა შევქმნათ პროგ-რამები და ეს პროგრამები დავაფინან-სოთ. დაგვანახეთ, რომ ამაში ფულის ჩადება ღირს. ამაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავხარჯოთ ენერგია. თქვენც კმაყო-ფილი იქნებით და ჩვენც.

პარლამენტარმა შეხვედრაზე ისაუბ-რა სოფლებში კულტურული ცხოვრე-ბისა და ღონისძიებების წარმართვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილმა ხარაგაულში კინოს ჩვე-ნების აღდგენის სურვილი გამოთქვა. გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის, ინფორმაციით, მოტანილია აპარატურა და რეაბი-ლიტირებული კინოთეატრის გახსნის შემდეგ ხარაგაულში კინოჩვენება აღდგება.

მანანა ტაბაშიძემ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის უპირატესობასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეაბი-ლიტირებული კინოთეატრის შენობაში წვიმის დროს სცენაზე სახურავიდან საშინელი ხმაურია. გამგებლის პირ-ველი მოადგილის, პაატა გოგოლა-ძის, თქმით, ტექნიკური პრობლემები გასწორდება.

პაატა გოგოლაძე, გამგებლის პირ-ველი მოადგილე: -თუკი ხარაგაულში რაიმე ნორმალური კეთდება, მათ შო-რის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურის სფეროა. ხარაგაულში კულტურას კარგი ტრადიციებიც აქვს, აწმყოც და მომავალიც. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც. უფრო ეფექტუ-რად უნდა გამოვიყენოთ არსებული

რესურსები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ხედვა აქვთ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს. ბუნებრივია, ფინანსების უფრო ეფექტუ-რად გამოყენება შეიძლება, რომ არა ერთი პრობლემა, - მძიმე სოციალუ-რი ფონი. ხუთი კაცი რომ მუშაობს, შეიძლება ის საქმე სრული დატვირ-თვით ერთმა კაცმაც გააკეთოს და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუ-ხაროდ, გასათვალისწინებელია ჩვენი სოციალური ფონი. ამის შედეგია იმის მცდელობა, რომ გარკვეულწილად რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ოჯახის რჩენის შესაძლებლობა.

რამდენიმე მსახიობი უანგაროდ მუშაობს თეატრალურ დასში. მეც მიმუშავია ამ დასში ანაზღაურების გარეშე, როცა მქონდა შემოთავაზება. თუკი მათ ანაზღაურება ექნებათ, დასიც უფრო ეფექტურად იმუშავებს და წელი-წადში ერთს კი არა, 4-5 სპექტაკლს დადგამენ.

ძალიან მიხარია, რომ ზაზა და ელი-სო ლურსმანაშვილები წარმატებულად უძღვებიან ხარაგაულში ქორეოგრა-ფიას და სხვებსაც აძლევენ სტიმულს ამ მიმართულებით სამუშაოდ. თოჯინების თეატრი ბევრ მუნიციპალიტეტს არ აქვს. მიმაჩნია, რომ ხარაგაულის კულტურის ცენტრში დასაქმებული ადამიანები არა-ვისზე ნაკლებად არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

რაც შეეხება კულტურული ცხოვ-რების სოფლებში გაშლას, ძალიან გვინდა, რომ ეს ასე იყოს და მხოლოდ ხარაგაულში არ იყოს თავკომბალა-სავით კულტურული შემოქმედებითი წვა. მოლითში ცეკვის წრე გავხსენით. მოლითელი ბავშვები ცეკვის სწავლაში ფულს აღარ გადაიხდიან.

ვერტყვიჭალაშიც ფუნქციონირებს კლუბი. როგორ შეიძლება, რომ არ გვინდოდეს ყველა სოფელში კულ-ტურული ცხოვრების გამოცოცხლება, მაგრამ დასადგენია, რამდენადაა საამისო რესურსი სოფლებში.

პაატა გოგოლაძემ კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მოუწოდა, - რომ არ იყოს მუდმივად სალაპარაკო გაზრდილი შტატების თემა, ყველამ მოვძებნოთ ჩვენი საქმე და გავაკეთოთ მაქსიმალურად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინა ვეფხვაძის თქმით, „მათი კომისია მუშაობს იმაზე, რომ სოფლებში ფუნქციონირებდეს კულტურის ცენტრები, სადაც შემოიკ-რებენ სოფლად მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს. „რაც შეეხება ხარაგაულის კულტურის ცენტრში შტატების „გაბერ-ვას,“ ეს ადამიანები არც სხვაგან მუშა-ობაზე იტყოდნენ უარს, მაგრამ არ არის არაფერი სამსახური. მართლაც პურის ფული და ელემენტარული საშუალება

გამოუჩინა მათ გამგეობამ. სხვა რა სა-შუალება არის ხარაგაულში?“ - ამბობს საკრებულოს წევრი მარინა ვეფხვაძე.

უჩა ბერაძე, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმ-ჯდომარე: -წელიწადნახევარი მებარა კულტურის სფერო გამგებლის მოადგი-ლედ მუშაობისას. ერთ-ერთი სამსახური, რომელიც ხარაგაულში მუშაობს, არის კულტურის ცენტრი. ხელი უნდა შევუწ-ყოთ სოფლებში კულტურული ცხოვ-რების გაშლას. შარშან მოახერხეს, რომ ვერტყვიჭალაში შექმნილიყო კულტურის სახლთან არსებული ორგანიზაცია, ასევე მოლითში გახსნილა ცეკვის წრე და მივე-სალები. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კიცხს, არიან პედაგოგები, რომელთაც იდეალურად შეუძლიათ ფოლკლორუ-ლი სიმღერების სწავლება ბავშვებისთვის.

შეიძლება უმრავლესობას ეწყინოს ჩემი მომავალი გამოსვლები საკრე-ბულოში. ნამდვილად აღარ ვაპირებ იმაზე გაჩუმებას, რაც ჩემთვის ადრე იყო მიუღებელი.

გივი თხელიძე, ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: -ნიჭიერება და პო-ტენციალი ხარაგაულში ყოველთვის იყო და არის. საკრებულოში ვიმსჯე-ლებთ და იმედია, ოპტიმალურ გადა-წყვეტილებას მივიღებთ. ეს სფერო უნდა აღორძინდეს და მეტი საშუალება უნდა მიეცეს.

ინგა მაღრაძე, ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდო-მარე: -არ შემიძლია ჩემი საუბარი არ დავიწყო თქვენს მიმართ პატივისცემის გამოხატვით. ნამდვილად ბევრი ნიჭი-ერი შემოქმედია კულტურის ცენტრში. დიდი სიამოვნება მიმიღია თქვენს მიერ გამართული ღონისძიებებით. დღევან-დელ შეხვედრაზე ნაკლებად ისაუბრეს თანამშრომლებმა, თუმცა ამოვიკითხე, რომ პრობლემაა სახელფასო სარ-გოებთან დაკავშირებით. რაღაცები გაუმჯობესდა, - მახსოვს წინა წელს ამ დარბაზში უფრო ცუდი პირობები იყო და მადლობა ღმერთს, დღეს ბევრად უკეთესი პირობებია.

აქ ითქვა, რომ მძიმე სოციალური ფონია და ადამიანთა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებით იძებნება გამოსავალი. ხუთი ადამიანი რომ საქმე აკეთებს, როცა ამდენი ამ საქმეს რეალურად არ სჭირდება და მერე ხუთივე ერთნაირად იღებს შრომის ანაზღაურებას, მათი შესაძლებლო-ბებისა და გაწეული საქმიანობის გაუთვალისწინებლად, საქმის კეთების მოტივაცია იკარგება.

ის, რომ სოციალური ფონი მძიმეა, გასაგებია. თუმცა გარკვეული ინდი-ვიდების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით ჩვენ ამ სოციალურ ფონს ვერ გამოვასწორებთ. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, უკეთ წავიყ-ვანოთ საქმე.

კულტურა ხარაგაულისთვის ერთ-გვარი სავიზიტო ბარათია. თუ რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, პირველ რიგში, ეს კულტურაა. გვყავს კარგი მომღერ-ლები, კარგი მოცეკვავეები, არაჩვე-ულებრივად დგამს ქალბატონი ირინე ჩხეიძე სპექტაკლებს.

მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროში რაღაცები დასალა-გებელია. მიდგომები უნდა შევცვალოთ და ორიენტირი უნდა ავიღოთ რეალურ საჭიროებებზე.

ლაურა გოგოლაძე ფოტოებზე: სამოქალაქო დარბა-

ზის „მოდი, ვიმსჯელოთ!“ შეხვედრაზე კულტურის ცენტრში

სამოქალაქო დარბაზი „მოდი, ვიმსჯელოთ!”

Page 3: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

3xtvb [fhfufekb17 ოქტომბერი, 2014 წ.

გულს ახარებს საკუთარი ხელით მოწეული მოსავალი

დღევანდელ ქართულ სო-ფელში აქა-იქ არის შემორჩენილი თითო-ოროლა ადამიანი - ისიც უმეტესწილად ხნიერი. ახალგაზ-რდები წასულები არიან - ზოგი საზღვარგარეთ, ზოგიც - ქალა-ქებში. მიზეზი ცნობილია - მიდიან საშოვარზე. უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები ბედის უკუღმარ-თობის გამო, ვერც ემიგრაციაში და ვერც საკუთარ სამშობლოში, საკუთარ კერას მოწყვეტილები, ვერ აღწევენ წარმატებას. სოფე-ლი სულს ღაფავს. ამის უტყუარი ინდიკატორი სოფლის სკოლე-ბია. ფარცხნალის სკოლაში ერთ დროს ორასი ბავშვი სწავლობდა, დღეს კი მხოლოდ ორი ბავშვია.

სოფელს საჩქაროდ ესაჭიროება რეანიმაცია და ორგანიზმის გა-ცოცხლება.

მინდა შევეხო თემას, რომე-ლიც ძალიან მაწუხებს. ახალს არაფერს ვიტყვი, - ყველამ კარგად იცით, რომ ტყე მიკროკ-ლიმატის მარეგულირებელია, ჟანგბადის წყაროა, წყლის მა-რაგის ბუნებრივი რეზერვუარი, ბუნების შედევრი და გასაოცარი მშვენება. ტყე გვაძლევს შეშას, სამშენებლო მერქანს. სამწუხა-როდ, ჩვენს სოფლებში გათბო-ბის მთავარი საშუალება შეშაა. ტყის მიმართ დამოკიდებულება შესაცვლელია. ბოლო უნდა მოეღოს ტყის ბარბაროსულ

ჭრას. გონივრულად და ცივი-ლიზებულად უნდა მოხდეს ტყის რესურსების ექსპლუატაცია.

მაინც რაში მდგომარეობს ეს გონივრული ექსპლუატაცია? პირ-ველ რიგში იმაში, რომ შერჩევი-თი ჭრა კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მთელი მასივის, სადაც ხეების უმრავლესობამ მიაღწია სასაქონლო სიმწიფის ასაკს. უნდა მოხდეს მისი მთლიანი რეკულ-ტივაცია შემდგომი განახლებით. ეს ფოთლოვან ტყეს ეხება. რაც შეეხება წიწვოვან ტყეს, მას სკურ-პულოზულად უნდა მივუდგეთ. აუცილებელია ნერგების გამოყვანა სანერგეში. შემდგომში დარგვა, პირველ წელიწადს დაჩრდილვა და მორწყვა.

ტყეთმოწყობა მოიცავს კომპ-ლექსურ სამუშაოებს. კერძოდ: ტყის ფონდის აღწერა-შესწავლას; ტყის რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით მისი კვლავ-წარმოების მეთოდებისა და წე-სების შესწავლას და პრაქტიკაში დანერგვას; ტყის ჭრის ოდენობის წლიურ განსაზღვრას მერქნის ხნოვანებისა და სიმწიფის გათვა-ლისწინებით; ტყის მოვლით ჭრას, რაც გამოიხატება ტყის აღდგენასა და მისი პროდუქტიულობის ამაღ-ლებაში.

ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთ-ხვევაში, თუ ტყის მიმართ შეიცვ-ლება ადამიანების დამოკიდებუ-

ლება. ტყეს სჭირდება მზრუნველი პატრონი და შვილივით მოვლა.

ყველა მუნუციპალიტეტში უნდა იყოს ტყეთმცოდნეობის ერთი კვა-ლიფიციური და ტყეზე შეყვარებუ-ლი ადამიანი. არ ვიცი, არსებობენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში ასეთები. რამდენიმეს ვიცნობ. მაგალითად, ბატონი ტრისტან ჩერქეზიშვილი, რომელიც უსაზღვროდ არის შეყ-ვარებული ტყესა და ბუნებაზე. ის რამდენიმე წიგნის ავტორი და მდიდარი პარქტიკული გამო-ცდილების მქონეა. სამწუხაროდ, უკვე ხანდაზმულია, თუმცა შენარ-ჩუნებული აქვს სწორი აზროვნება. ჩემი აზრით, მსგავსი ადამიანების ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.

ვიცნობ ახალგაზრდა „მეტყევე სპეციალისტებსაც.“ მათ აგრარუ-ლი უნივერსიტეტის მეტყვეობის ფაკულტეტი დაამთავრეს. სამწუ-ხაროდ, არც ერთი მათგანი არ მუ-შაობს თავისი სპეციალობით; პირ-ველ რიგში იმის გამო, რომ მათ პროფესიაზე მოთხოვნა არ არის. მეორე ის, რომ არც ტყე უყვართ და არც სოფელი. სასწავლებელში კი იმიტომ მოეწყვნენ, რომ ჯერ კიდევ ბატონობს სტერეოტიპული აზროვნება, რასაც დიპლომანია ჰქვია და ყველაფერთან ერთად ქალაქში ცხოვრება ურჩევნიათ. ჩვენი ქვეყნის ქალაქებში კი ტყე არ არის.

განვითარებულ ქვეყნებში საქ-

მე სხვაგვარადაა. მაგალითად, ბერლინის მახლობლად, 40 კილომეტრში, არის ხელოვნუ-რად გაშენებული ტყე, სადაც იმ ფიზიკო-გეოგრაფიული ზონისთ-ვის დამახასიათებელი ყველა გა-რეული ცხოველი და ფრინველი ბინადრობს. ტყე უბნებად არის დაყოფილი და ყველა უბანს უვ-ლის კვალიფიციური სპეციალის-ტი, რა თქმა უნდა, გერმანული ანაზღაურებით. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს სახელმწიფო ტყე თვითდაფინანსებაზეა. ტყის მცველს ევალება დროზე გამო-ავლინოს მავნებლები, ავადმყო-ფობა ან ვირუსი და აცნობოს ამის შესახებ ენტომოლოგებსა და ვი-რუსოლოგებს. საინტერესოა, რა შემოსავალი გააჩნია ამ ტყეს და როგორ ახერხებენ საკუთარი სახ-სრებით ამ მშვენიერი წალკოტის შენარჩუნებას დოტაციის გარეშე. წარმატების საფუძველი, პირველ რიგში ადამიანთა პროფესიონა-ლიზმია, რომლებიც თავის საქმეს სიყვარულით და მაღალი პასუხის-მგებლობით ასრულებენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი დონის მენეჯმენტი.

ლეო ბუაჩიძე

ფოტოზე: ლეო ბუაჩიძემ წე-რილში მოყვანილ საკითხებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებთან ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ათი წელია, რაც დედაქალაქი-დან სოფელ ქროლში დამკვიდრ-და და მამაპაპისეულ მეურნეობაში აქტიურ საქმიანობას შეუდგა. „სხვა საქმე აღარ მქონდა, პენსიაში გავედი. სამსახურები ქალაქში ახალგაზრდებისთვის აღარ არის და ჩემთვის - მითუმეტეს. ამიტომ ჩამოვედი ქროლში და დავიწყე შრომა,“ - ამბობს 78 წლის გიორგი (ჟორა) შერგელაშვილი.

საკუთარ მეურნეობაში მას საკ-მაო რაოდენობით მოჰყავს სიმინ-დი, ლობიო, ყურძენი, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და სხვადასხ-ვა სახის მწვანილი.

„წელს ვაზი გაზაფხულზე მო-იყინა, - გვიამბობს გიორგი შერგე-ლაშვილი, - მეორადი ყლორტი ამოიღო, მაგრამ მტევანი არ მოის-ხა. რაც მოისხა, ისიც უამინდობამ გააფუჭა.“

კარგი ამინდების პირობებში 500 მ2-ზე გაშენებული ციცქასა და ცოლიკაურისგან 800 კგ ყურძენი მოჰყავს. ამბობს, რომ ვაზს გან-საკუთრებული მოვლა სჭირდება. საჭირო რჩევებს როგორც ვაზის, ისე ხილისა და ბოსტნეულის მოვ-ლის შესახებ საზოგადოება „ჩემი მამულის“ აგრონომისგან იღებს.

გიორგი ბიძიას ყოველწლი-ურად იმდენი ლობიო, კიტრი, პომიდორი და კარტოფილი მოჰ-ყავს, რომ თბილისში მცხოვრებ სამივე შვილს და ახლო ნათესავებს უნაწილებს. მათაც კარტოფილი დაახლოებით ექვსი თვე, ხანდახან წელიწადი ჰყოფნითო, - ამბობს.

უხვად ნახავთ გიორგი ბიძიას სარდაფში ზამთრისთვის მისივე ხელით დამზადებულ პომიდორის საწებელსა თუ ტომატს, კიტრისა და პომიდორის მწნილს. „პომიდორი ყოველ შვიდ-რვა დღეში უნდა შე-წამლო, ძირები კი უნდა დაუმუშავო პრევიკურის ერთპროცენტიანი სუსტი ხსნარით, - გამოცდილებას გვიზიარებს გიორგი ბიძია, - სპეცი-ალური შეწამვლა უნდა კიტრსაც ჭრაქისგან დასაცავად. უმჯობესია პატარა ზომის კიტრი მოკრიფო, მერე უფრო მეტს მოისხამს. კარ-ტოფილს ყოველ ორ წელიწადში

ადგილი უნდა შეუცვალო და უკე-თეს მოსავალს მიიღებ.“

ყოველწლიურად სიმინდის უხვი მოსავალი მოჰყავს. საკუ-თარი ხელით ამუშავებს 400 მ2 მიწის ფართობს. წელს 120 კგ დაფშვნილი და გამხმარი სიმინდი მიიღო. „ჩემი და ჩემი ძმის, ილია შერგელაშვილის სიმინდის ნაკვე-თი ორჯერ გავთოხნე და სასუქი მივაყარე. თუ ასე იშრომებ, შედეგი აუცილებლად გექნება,“ - ამბობს გიორგი ბიძია და გული წყდება, რომ ასაკის გამო მამამისის და-ნატოვარ ფართობს მთლიანად

ვეღარ ამუშავებს. „ახალგარზრდა რომ ვიყო, მეურნეობას განვავითა-რებდი, ბანკიდან ავიღებდი კრე-დიტს და დაუმუშავებელ ადგილს არ დავტოვებდი.“

გიორგი ბიძიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწ-ყობაზე მთვარი სოფლად მცხოვ-რები და მშრომელი ადამიანისთ-ვის ამინდისგან გამართლებაა მთავარი.

„ძნელია, ახალგაზრდა ოჯახმა თავი მხოლოდ საკუთარი მეურ-ნეობით ირჩინო, მაგრამ, რაც შეგიძლია უნდა გააკეთო, - ამბობს

გიორგი ბიძია, - წლიდან წლამდე სამყოფ მწვანილს როგორ ვერ მოვიყვან სოფელში. გასულ წლებ-ში საკმაო რაოდენობის ჭარხალი, ნიორი და ხახვი მოვიყვანე. შენი მოწეული გირჩევნია სხვისას და სხვა ქვეყნიდან შემოტანილს. გულს ახარებს შენი მოწეული მოსავალი, ეფერები, ზრუნავ. გაზაფხულზე ვაშლისა და მსხლის ნამყენები გავაკეთე. გაიზარდა. ახლა შევფუთე, სარი დავუსვე, რომ პირუტყვმა არ შეჭამოს.“

ქროლში, შერგელაშვილების უბანში თითქმის ყველა სახლი და-კეტილია. გიორგი ბიძიაც ზამთარ-ში ორი თვე ტოვებს მამა-პაპისეულ სახლს. ოთხი წელია, ის აქ მეუღ-ლის გარეშე ცხოვრობს. ის რომ მყავდეს ცოცხალი, რა მიჭირს, ერთმანეთს ვპატრონობდითო.

78 წლის მეურნე დარწმუნე-ბულია, რომ ნებისმიერ ასაკში შეგიძლია ისეთი საქმე გამოძებნო სოფელში, რაც ჯანმრთელობისთ-ვისაც სასარგებლო იქნება. მწვანი-ლის მოყვანა მაინც არაა რთული და ეს ყველას შეუძლიაო, - ამბობს გიორგი ბიძია.

მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ სოფლის მოიმედე და მშობლიურ მიწა-წყალზე შეყვარებულ მეურ-ნეს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: გიორგი შერგელაშ-ვილს სიმინდის დაბინავებაში დის-შვილიშვილები ეხმარებიან

მოვუაროთ და დავიცვათ ტყე

Page 4: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

4 xtvb [fhfufekb 17 ოქტომბერი, 2014 წ.

მორიგი საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც დეპუტატებმა 15 ოქტომ-ბერს საკრებულოს რიგარეშე სხდო-მაზე დაამტკიცეს, 13 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდო-მაზე განიხილეს. სხდომას ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ დეტალურად განმარტეს თანხების მოთხოვნის საჭიროებები. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ა(ა)იპ-ებს მოთხოვნილი ჰქონ-დათ 400 ათას ლარზე მეტი წლის ბო-ლომდე ნაკისრი ვალდებულებების შე-სასრულებლად. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, განაწილდება 250 ათასი ლარი, რომ მხოლოდ ოქტომბერში ყველა ა(ა)იპ-ი დაკმაყოფილდეს.

„სკოლამდელ დაწესებულება-თა გაერთიანებამ 44 ათასი ლარი მოითხოვა. ვაძლევთ 10 ათას ლარს ახალგახსნილ ბაღებში დასაქმებულ-თა ხელფასებისა და აღსაზრდელთა კვებისთვის, - აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა კომისიის სხდომაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს საბავშვო ბაღე-ბის გათბობისთვის შეშის ღუმელების ალტერნატიულ საშუალებაზე. ვლა-დიმერ გელაშვილის ინფორმაცით, გამგეობაში მსჯელობენ ამ საკითხზე და დაითვლიან, რა დაჯდება სისტე-მის დამონტაჟება. „ყველამ იცოდეთ, რომ დაფინანსების კუთხით თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, ყველა სხვა ხარჯი გაჩერდება, გარდა საბავშ-ვო ბაღების დაფინანსებისა. ეს არის პრიორიტეტი,“ - აღნიშნა საფინან-სო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა

ვლადიმერ გელაშვილმა. „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახ-

ლში საქართველოში კარგად ცნობი-ლი მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვი-ლი ახორციელებს ახალ პროგრამას „ქალაქი რეგიონებისთვის“. მას ოქ-ტომბერში ამ პროექტისთვის 2 ათას ლარს გამოვუყოფთ,“ - განმარტა ვლადიმერ გელაშვილმა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორ-მა მაია ბლუაშვილმა აღნიშნა, რომ მაია დათუნაშვილი ატარებს ხელოვ-ნების გაკვეთილებს როგორც დაბა ხარაგაულში, ასევე ზვარეში. მისივე თქმით, პროექტის ღირებულებაში შედის გზის თანხა და ხელფასი.

საკრებულოს წევრები რომან შერ-გელაშვილი, ქეთევან ზუმბაძე და კობა გოგსაძე არ დაეთანხმნენ თანხის გამოყოფას აღნიშნული პროექტისთ-ვის. რომან შერგელაშვილის თქმით, ის არ იცნობს პროექტს. ქეთევან ზუმბაძის განმარტებით კი მისთვის ბუნდოვანია პროექტის შედეგი. კობა გოგსაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტს მაია დათუნაშვილი სამუსიკო სკოლაში ახორციელებდა. „საინტერესოა, რა მწვერვალები დავიპყარით იმ ოთხ თვეში,“ - იკითხა დეპუტატმა.

ბორის პანსიონში ხელფასების გაზრდისა და კომუნალური

ხარჯებისთვის 5 ათასი ლარის გამო-ყოფას კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ბორის საჯარო სკოლის დირექტორის ჰამლეტ ბერა-ძის განმარტებით, ეს თახა საკმარისია პანსიონის 28 თანამშრომლის ხელფა-სებისთვის წლის ბოლომდე. მისივე თქმით, თანამშრომელთა ხელფასების

ათი პროცენტით მატება წლის დასაწ-ყისშივე დაგეგმეს ბიუჯეტში, თუმცა მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.

დეპუტატმა ომარ გაგოშიძემ ამ ცვლილებას მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი სახის სიურპრი-ზებს მომავალში აღარ დაეთანხმება. ვლადიმერ გელაშვილის განმარტე-ბით, შარშან ბიუჯეტის დაგეგმვისას მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 70% დაუკმაყოფილეს ორგანიზაციებს. „მაშინაც ვერ მივეცით საკმარისი თანხა და ვერც ახლა ვაძლევთ საკმარისს, - აღნიშნა მან, - ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ იგივე მდგომარეობაში ვიქნებით წელსაც. მოთხოვნილება ბევრია, დაფინანსების შესაძლებლობა ნაკლები.“

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კიცხის საჯარო სკოლისთვის

სამი ათასი ლარის გამოყოფას ელექ-ტროგაყვანილობის, კიბის უჯრედისა და საკვამურების მოსაწესრიგებლად. სკოლის დირექტორის, თამარ წიწი-ლაშვილის განმარტებით, დაფინან-სების მხრივ კიცხის საჯარო სკოლას შეექმნა პრობლემები. მისივე თქმით, უპირველესია სკოლაში ბავშვის უსაფ-რთხოება და ამ პრობლემის მოსაგ-ვარებლად შეაწუხა ადგილობრივი ხელისუფლება.

ცხარე დებატები და დისკუსია გაიმართა კომისიებისა და საკ-

რებულოს სხდომებზე საფეხბურთო კლუბისთვის „ჩხერიმელა 2009“ ხუთი ათასი ლარის გამოყოფის საკითხზე.

ვარლამ თავზარაშვილი, დეპუტა-ტი: -ეს არის ძალიან პერსპექტიული საქმე და მადლობა ვუთხარი წინა

ხელისუფლებას ამ გუნდის შექმნისთ-ვის. ხარაგაულში სპორტის ეს სახეობა შეიძლება წინ წავიდეს. დღეს ძალიან კრიზისული მდგომარეობაა. აგვის-ტოში დაიწყო გუნდმა მუშაობა. სამი თვეა ფეხბურთის გუნდის არც ერთ თანამშრომელს არ აუღია ხელფასი. იყო დიდი მოლოდინი ფედერაციიდან გუნდის ასი ათასი ლარით დაფინანსე-ბის, მაგრამ ეს თანხა განახევრდა და 50 ათას ლარს მივიღებთ უახლოეს დღეებში. გუნდმა რომ იარსებოს, 120 ათასი ლარი სჭირდება დეკემბრის ბო-ლომდე. ჩვენ თამამად უნდა ვთქვათ, გვინდა ეს გუნდი თუ არა. კლუბის დი-რექტორმა ზურაბ გიორგიძემ თავისი პირადი ფული 6 ათასი ლარი დახარჯა უკვე. მე სახელფასო სესხი ავიღე და გზის და ბინის ქირას თანხას ვუხდი ფეხბურთელებს. იანვრამდე უნდა მივიყვანოთ როგორმე გუნდი. ახლა არ ვიცით, 5 ათასი ლარი ვის მივცეთ - პურის მომწოდებელს თუ გაზის მომ-წოდებელს. 2 200 ლარი თბილისის მაღაზიიდან ბურთების შეძენის თანხაა გადასახდელი. გპირდებით, რომ ეს იქნება უკანასკნელი მოთხოვნა და ამ წელიწადში დაგვჭირდება 40 ათასი ლარი. მომავალი წლიდან ბიუჯეტს გუნდის თანადაფინანსება მოუწევს მხოლოდ კომუნალური ხარჯებისთვის.

ვარლამ თავზარაშვილის ინფორ-მაციით, გუნდში ამჟამად თამაშობს ათი ხარაგაულელი ფეხბურთელი.

დეპუტატ ქეთევან ზუმბაძის თქმით, ყველაფერი უნდა დაიგეგმოს წლის დასაწყისში და შედგეს შესყიდ-ვების გეგმა.

ვარლამ თავზარაშვილის თქმით,

„ფეხბურთის შემთხვევაში რთულია დაგეგმვა, რადგან არ ვიცი წლის დასაწყისში რომელ ფეხბურთელს მო-ვიყვან და რა რაოდენობის ხელფასს მოითხოვს, რამდენი წრე და რამდენი ტური მექნება, რამდენი დაგვჭირდება პრემია.“

დეპუტატებმა თემურ კალანდაძემ და ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადეს, რომ სირცხვილი იქნება შექმნილი გუნდის გაუქმება. ომარ გაგოშიძესთ-ვის კი გუნდის დაფინანსების საქმეში რაღაცები ბუნდოვანია და ვერ და-ასაბუთებს თავის ამომრჩეველთან, რატომ დაუჭირა მხარი საფეხბურთო გუნდისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას.

კომისიისა და საკრებულოს სხდო-მებზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, რაც სამომავლოდ უფრო მეტად პერსპექტიულია.

მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის

ცენტრის დაფინანსება 5 ათასი ლარით გაიზარდა. ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის განმარტებით, ეს თანხა საკმარისია წლის ბოლომდე ხელფასების მოსაწესრიგებლად. მისი-ვე ინფორმაციით, მათ დაემატათ ორი ახალი თანამშრომელი. სხვადასხვა პროგრამების განსახორციელებლად კი თანხა აუცილებლად დასჭირდებათ. რომან შერგელაშვილი დაინტერეს-და, რა საქმის განსახორციელებლად დასჭირდათ ორი ახალი თანამშრო-მელი. „ამ ორი თანამშრომლიდან ერთი დამლაგებელია, რომელსაც დღემდე

სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფო, - ამ თემაზე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საკრებულოს 15 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომებზე. კომისიის თავმჯდომარის, გივი თხე-ლიძის ინფორმაციით, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომისიის წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სა-ავადმყოფოს ახალი შენობა სამგლიის სერზე, ყოფილი გაზკანტორის შენობის მოპირდაპირე მხარეს აშენდეს. მისივე თქმით, იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და მოგვარდება ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა წყლის, გაზის, ელენერგიის, კანალიზაციის და სხვ.

საკრებულოს წევრის, ექიმ აზა ფურცელაძის თქმით, კომისიამ დიდ-ხანს იმსჯელა იმაზე, თუ სად აშენდეს ხარაგაულში ახალი საავადმყოფო. „განვიხილეთ ორი ადგილი - ერთი გაზკანტორის მოპირდაპირე მხარეს არსებული ტერიტორია, მეორე ს/ს „ავტოტრანსსა“ და პარკს შორის მდე-ბარე ადგილი. ბევრი არგუმენტი იყო ორივე ადგილთან დაკავშირებით. თუ დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე ადგილიდან საკანალიზაციო სისტე-მის სეპტიკის გადატანას დიდი დრო სჭირდება და ჩვენ ამასობაში საავადმ-ყოფოს აშენების შანსს დავკარგავთ, მაშინ რა ვქნათ? ჩემი პირადი აზრი იყო, რომ აშენდეს დაბა ხარაგაულში, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ,“ - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე აზა ფურცელაძემ.

დეპუტატ გელა გოლუბიანის აზ-რით, საუკეთესო გამოსავალია, რომ ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა. მისივე თქმით, დაუძლეველი არ იქნება სეპტიკების გაუქმებისა და იქ საავადმ-ყოფოს ასაშენებელი ტერიტორიის მოწყობის საკითხი.

დეპუტატ იური ლურსმანაშვილის თქმით, კი სამგლიის სერზე ზამთარში ტრანსპორტს მოძრაობა გაუჭირდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხა-რაგაულში საავადმყოფოს პრობლემის მოგვარება ორ ეტაპად განხორციელ-დება. „პირველ ეტაპზე, დეკემბრის

ბოლომდე, უნდა მოეწყოს შენობა ისე, რომ დღეს არსებული სერვისები - გადა-უდებელი და გეგმიური ამბულატორი-ული მომსახურება პაციენტებს გაეწიოთ გაუმჯობესებულ პირობებში, - აღნიშნა გამგებელმა საკრებულოს სხდომაზე, - 2015 წელს კი ხარაგაულში აშენდება ათსაწოლიანი საავადმყოფო. პირველ ეტაპზე აგებულ შენობაში განთავსდება დიაგნოსტიკური ცენტრი. იქვე უნდა განთავსდეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. მუნიციპალიტე-ტის აღმასრულებელი ხელისუფლება ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს და შევარჩიეთ ადგილი სამგლიის სერზე. თუ ჯანდაცვის სამინისტროს დღეს არ მივაწოდებთ წინადადებას, საქმე შე-ფერხდება. ინფრასტრუქტურას - წყლის, ბუნებრივი გაზისა და ელენერგიის მიწო-დებას ჩვენ მოვაწესრიგებთ.“

რაც შეეხება ს/ს „ავტოტრანსსა“ და კულტურისა და დასვენების პარკს შორის მდებარ ტერიტორიას, გამგებ-ლის თქმით, იქ მოქმედი სეპტიკები და ისეთი კომუნიკაციებია, რომ დიდი დრო დასჭირდება ადგილის მოწესრიგებას. გამგებელმა აღნიშნა, რომ პატარა ხა-

რაგაულის მოსახლეობას სურს საავადმ-ყოფო სამგლიის სერზე აშენდეს.

საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს ს/ს „ავტოტრანსის“ მიერ საავადმყო-ფოს ასაშენებლად გარკვეული ტერი-ტორიის დათმობაზეც. დეპუტატ აკაკი მაჭავარიანის განმარტებით, ეს საკით-ხი უნდა გადაწყვიტონ აქციონერებმა.

დეპუტატ დავით კიკნაძის თქმით, იურიდიულად დროში გაიწელება ს/ს „ავტოტრანსის“ აქციონერებთან მოლა-პარაკების, ადგილის გამოსყიდვისა და გაფორმების საკითხები.

რომან შერგელაშვილი: -თუ სა-კითხი არ მაქვს შესწავლილი, ვერც თანხმობას ვიტყვი და ვერც წინააღმ-დეგი წავალ. ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლება ავირჩიეთ იმიტომ, რომ წარმოადგინონ ყოველმხრივ დასაბუთებული ინფორმაცია სად, რა, რატომ და როგორ აშენდეს. ჩვენ ვიმს-ჯელებთ, საავადმყოფოსთვის რომელი ტერიტორიის გამოყოფას დავუჭიროთ მხარი. საკითხი ასე უნდა განხილულიყო კომისიის სხდომაზე და კენჭისყრისთვის შემოეტანათ.

საკრებულოს აპარატის უფროსის,

ლენა კალანდაძის თქმით, საკრებუ-ლოს სხდომის დღის წესრიგში საკითხი კენჭისყრისთვის იმიტომ არ შეიტანეს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, თუ ვის საკუთრებაშია სამგლიის სერზე არსე-ბული მიწის ნაკვეთი.

15 ოქტომბერს საკრებულოს სხდო-მაზე იმყოფებოდნენ ხარაგაულის სა-ავადმყოფოს ექიმები. ქირურგ ზაური ჭუმბურიძის თქმით, ყველაზე მნიშვ-ნელოვანი პაციენტებისთვისაა, თუ სად აშენდება საავადმყოფო. „მეც მივალ და თქვენც სამგლიის სერზე, მაგრამ მწირია ჩვენი მოსახლეობის შემოსა-ვალი და რომ ავიდეს იმ სიშორეზე, არ ექნება საშუალება. ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან მატარებლით მომავალი ადამიანი არ ჩამოვა ხა-რაგაულში, ამხელა მანძილი რომ ექნება საავადმყოფომდე გასავლელი, და წავა ზესტაფონში. ფეხით მოდიან გასაცოდავებული მოქალაქეები ჩვე-ნამდე და ახლა იმ სიშორეზე როგორ შეძლებენ ასვლას? ზამთარში იქ დიდი თოვლი იქნება. აქამდე არ ყოფილა სა-ავადმყოფო და ახლა რატომ არის ასე სასწრაფოდ გადასაწყვეტი ეს საკითხი,

არ მესმის,“ - აღნიშნა ზაური ექიმმა.საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა

მაღრაძის თქმით, საავადმყოფო რომ უნდა აშენდეს, ამაზე ვთანხმდებით ყველა. „აღმასრულებელმა ხელისუფ-ლებამ ეს საკითხი დაამუშავა ისე, რომ არ შეეკითხა ექიმებს. მედპერსონალ-თან შეხვედრისას სხვა მოსაზრებები მოვისმინეთ, - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ინგა მაღრაძემ, - ვეთანხ-მები მოსაზრებას, რომ ყველაფერი დაბა ხარაგაულის ცენტრში არ უნდა იყოს თავმოყრილი. კარგია, თუ ჩვენ შევძლებთ შესაბამისი ინფრასტრუქტუ-რის მოწესრიგებას სამგლიის სერზე, მაგრამ წყალმომარაგების პრობლემა ჩვენ პატარა ხარაგაულში დღემდე ვერ მოვაგვარეთ. ერთია, როცა იმედით ვუყურებთ მომავალს, მაგრამ ვხედავ რისკებს. ჩემთვის ბუნდოვანია, რა უფრო იაფი დაჯდება - ს/ს „ავტოტ-რანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სეპტიკების მოშლა თუ სამგლიის სერზე კომუნიკაციების მიყვანა. რამ-დენად შევძლებთ დაზამთრებამდე ამ ინფრასტრუქტურის სრულყოფას. იმის მიუხედავად, რომ არ ვეთანხ-მები ყოფილი გაზკანტორის შენობის მოპირდაპირე ტერიტორიაზე საავადმ-ყოფოს მშენებლობას, იმედს ვიტოვებ, რომ მივიღებთ შესაბამისად აღჭურვილ და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულ სამედიცინო დაწესებულებას.“

საბოლოოდ, ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ „მოწონებულ იქნეს ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობისათვის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერ-ჩეული მიწის ნაკვეთი (დევდარიანის ქუჩა #8 –ს მიმდებარე ტეიტორია ) და მიეცეს თანხმობა განხორციელდეს აღ-ნიშნულ მიწის ნაკვეთზე საავადმყოფოს მშენებლობა.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ჯანდაცვის სამინისტ-როსა და ხელისუფლების წარმო-მადგენლებმა ახალი საავადმყოფოს-თვის ადგილის შესარჩევად სამგლიის სერზე არსებული დაუმთავრებელი შენობა და ტერიტორია 2 ოქტომბერს დაათვალიერეს

ახალი საავადმყოფოს აშენებას სამგლიის სერზე აპირებენ

„მოთხოვნილება ბევრია, დაფინანსების შესაძლებლობა - ნაკლები“

გვ. 6

Page 5: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

5xtvb [fhfufekb17 ოქტომბერი, 2014 წ.

„ეტალონში“ არჩილ მაისურაძემ გაიმარჯვა

ვახანში 10 ოქტომბერს საბავშვო ბაღი გაიხსნა. ეს ეთერ კიკნაძის სა-ხელობის ხარაგაულის სკოლამდელ გაერთიანებაში შემავალი რიგით მეთერთმეტე საბავშვო ბაღია.

გაერთიანების დირექტორ ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, სა-ბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული და მათ 8 თანამ-შრომელი მოემსახურება. თუმცა, რო-

გორც ვახანის საბავშვო ბაღის გამგე თამარ შარიქაძე ამბობს, საბავშვო ბაღში შვილის მიყვანის მსურველი გაცილებით მეტია. ამიტომ ბაღში მიღებისას უპირატესობას მოზრდი-ლი ასაკის ბავშვებს ანიჭებენ, რათა სკოლამდელები საფუძვლიანად მოემზადონ სასკოლოდ.

გახარებულები არიან ვახანელები, რადგან დღემდე ვახანში საბავშვო

ბაღი არასდროს ყოფილა.ამ დიდმა სიხარულმა მოიყვანა

საბავშვო ბაღის გახსნის ცერემო-ნილზე ღვაწლმოსილი პედაგოგი, წლების მანძილზე ვახანის სკოლის დირექტორი გიორგი ლაცაბიძე და თანასოფლელებს ეს ისტორიული დღე მიულოცა.

გამგებლის წარმომადგენელმა ვახანის ტერიტორიულ ერთეულში ზვიად არევაძემ აღნიშნა, რომ სა-ბავშვო ბაღი ისტორიულ ადგილას აშენდა, - იქ, სადაც 114 წლის წინ პირველი დაწყებითი სკოლა აშენდა ვახანში.

ვახანელებს საბავშვო ბაღის გახ-სნა მიულოცეს პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, გამ-გებელმა კობა ლურსმანაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, ვახანის დედათა მონასტრის წინამძღვარმა დედა მარიამმა.

-ორი წლის წინ, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ფიქრს რომ შევუდექით, ცოტა უხერხულობის

შეგრძნება მქონდა, ჩემი საკუთარი სოფლიდან რომ დავიწყეთ. ძალიან კარგია, რომ ამას ლეღვანში, კიცხში, ვარძიაში, ხიდარსა და წყალაფო-რეთში ბაღების მშენებლობა მოჰყვა, - აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.

-საბავშვო ბაღების გახსნა სოფ-ლებში ახალგაზრდა ოჯახების ყოფ-ნაზე მიუთითებს. ყველგან, სადაც ბავშვთა კონტინგენტია, იხსნება საბავშვო ბაღი. ბავშვთა კონტინგენტი არ მოაკლოს ჩვენს სოფლებს. გამ-რავლებულიყოს ჩვენი ერი, - ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ინგა მაღრაძე: -ვულოცავ ვახანე-ლებს სკოლამდელი დაწესებულების გახსნას. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრ სოფელს ექნება ასეთი სიხარულის განცდის საშუალება. საინტერესო ტენდენციაა, - სოფლებში, სადაც სა-ბავშვო ბაღები გაიხსნა, არ აღმოჩნდა ყველა მსურველისთვის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტზე უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ.

-როგორი დიდი საქმეც უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორი დიდი მშენებლობებიც უნდა

დაგეგმოს, ყველაზე დიდი საქმე ამ ბავშვებისთვის შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნაა, - აღნიშნა დავით კიკნაძემ, - ის, რომ ვახანში დაბადებულ პატარას სკოლამდელი ასაკიდან ექნება საზოგადოებაში ინ-ტეგრაციის შესაძლებლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვულოცავ ვახანის მოსახლეობას, ამ ბავშვებს. წარმატებებს და ღმერ-თის მფარველობას ვუსურვებ.

დედა მარიამი: -ერთი თვეც არ არის, რაც ჩვენ ვახანში მოვედით. ყველა კეთილი საქმე, რაც ამ სო-ფელში კეთდება, ძალიან მიხარია. ეს ბავშვები არა მხოლოდ მშობლებისა და ოჯახის სიხარულია, ისინი არიან საქართველოს მომავალი. დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღე-სასწაულია. ივერიის ღვთისმშობელმა დალოცოს ეს სოფელი, ეს ბავშვები და სრულიად საქართველო.

დასარულს ვახანელ პატარებს ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა თოჯინების თეატრის სპექტაკლი წარმოუდგინეს.

ლაურა გოგოლაძე

საგანმანათლებლო მედიაპროექ-ტმა „ეტალონი“ წელს მეორედ უმას-პინძლა ხარაგაულელ მოსწავლეებს. ხარაგაულის საჯარო სკოლების მიერ შერჩეულმა მოსწავლეებმა ტესტირება ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრში გაიარეს. „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ათი საუკეთესო შედეგის მქონე მოს-წავლე გამოვლინდა: ანა კვინიკაძე (წიფის საჯარო სკოლა); ნოდარ

ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა); ქრისტინე გიორგაძე (ბორითის საჯარო სკოლა); მერი ღონღაძე (ვახანის საჯარო სკოლა); გიორგი კურტანიძე (ხევის საჯარო სკოლა); მარიამ ხიჯაკაძე (ბორის საჯარო სკოლა); მიხეილ ლურსმანაშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნა-ზია); ქეთევან ცხადაძე (მოლითის საჯარო სკოლა); მარიამ თხელიძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა);

არჩილ მაისურაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).

12 ოქტომბერს გადაცემა „ეტა-ლონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ჩაწერეს. პროექტის წლე-ვანდელი გამარჯვებულია არჩილ მა-ისურაძე - ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტეკლასელი.

არჩილთან ერთად ფინალში ასპარეზობდნენ ხარაგაულის №3 სა-ჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მარიამ თხელიძე და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტეკ-ლასელი მიხეილ ლურსმანაშვილი. ფინალისტებს და გამარჯვებულს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხო-ვეთ.

„ეტალონი არის პროექტი, რო-მელიც ემსახურება მამულიშვილურ საქმეს - ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის გაზრდას, - ამბობს მა-რიამ თხელიძე, - ჩვენ, ახალ თაობას, შესაძლებლობა გვეძლევა წარმო-ვაჩინოთ საკუთარი ცოდნა. უკვე მეორედ ვმონაწილეობ ამ პროექტში. ვთვლი, რომ ამჯერად ჩემი მონაწი-ლეობა შედეგიანი აღმოჩნდა.“

სასულიერო გიმნაზიის მთეორ-მეტე კლასელი მიხეილ ლურსმა-

ნაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკა-მერების წინ კითხვებზე პასუხების გაცემას მაინც ახლავს დაძაბულო-ბა. „თავიდან ცოტა ვნერვიულობდი. შემდეგ ჩემი თავი დავარწმუნე, რომ მხოლოდ კითხვებზე უნდა მეფიქრა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფინალში გასვლა, - ამბობს მიხეილი და ფიქრობს, რომ „ეტა-ლონში“ მონაწილეობამ საკუთარი თავის რწმენა და გამბედაობა შე-მატა. მიხეილის თქმით, პროექტი სიცოცხლისუნარიანია, რადგან ის პატრიარქის კურთხევით ხორ-ციელდება.

„ძალიან სასიხარულო იყო, რომ „ეტალონის“ ჩაწერისას აჟღერდა ხარაგაულზე დაწერილი სიმღერა, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტო-რი ქალბატონი დალი მერაბიშვილია. სიმღერა თინათინ ლურსმანაშვილმა, სალომე კვირიკაშვილმა და ანსამბლ-მა „უბისმა“ შეასრულეს, - გვიამბობს მიხეილ ლურსმანაშვილი, - ფი-ნალისტები სხვადასხვა პრიზებით დაგვაჯილდოვა „ახალმა ნათებამ“, ტაოპრივატბანკმა, ხარაგაულის რე-სურსცენტრმა და მუნიციპალიტეტის გამგეობამ.“

„ეტალონის“ გამარჯვებული არჩილ მაისურაძე აღნიშნავს : „გონებაში სულ ვფიქრობდი, არ დავბნეულიყავი. პირველ სამ-ოთხ კითხვას რომ სწორად ვუპასუხე, გულზე მომეშვა. „ეტალონში“ მე-ორედ ვმონაწილეობდი. დაცდილი მაქვს - მეორე მცდელობაზე უფრო მიმართლებს,“ - ამბობს არჩილი და მიიჩნევს, რომ ოლიმპიადებისა თუ სხვა წერითი კონკურსებისას ფიქ-რისთვის მეტი დროა, „ეტალონში“ კი სწრაფად აზროვნებაა აუცილე-ბელი. მისთვის ფსიქოლოგიურ სტრესთან ერთად სატელევიოზიო კონკურსში მონაწილეობა გარკ-ვეული გამოცდილებაა. „საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ თუ ვერ მოვიგებდი, არ იქნებოდა ტრაგე-დია. მთავარია, უკმაყოფილების გრძნობა არ დამრჩენოდა საკუთარი თავის მიმართ,“ - ამბობს არჩილი და წარმატებებს უსურვებს ყველას, ვინც მომავალში „ეტალონში“ მიიღებს მონაწილეობას.

ნინო კაპანაძეფოტოზე: „ეტალონის“ ფინალის-

ტები მიხეილ ლურსმანაშვილი, არ-ჩილ მაისურაძე და მარიამ თხელიძე

„არ ველოდით, ასეთ სიურპ-რიზს თუ მოგვიწყობდა ჩვენი გრიშა მასწავლებელი, ნანახმა და განც-დილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,“ - ამბობს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი. ქალბატონი მაია, მოსწავლეთა სახ-ლის პედაგოგები დარეჯან გვაძაბია, მაია ბლუაშვილი, ქეთევან ხარაძე, მაკა გიორგიძე, ანა გაჩეჩილაძე და 15 მოსწავლე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 10-12 ოქტომბერს სტუდია „პიონერფილმის“ მიწვევით იმყოფებოდნენ

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრ-დობის სასახლისა და ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ერთობლივი პროექტი „კინოქალაქი სინემა - ხა-რაგაული“, უკვე რამდენიმე თვეა, ხორციელდება.

ამ პროექტის ფარგლებში ხარა-გაულში 27 ივლისიდან 5 აგვისტომდე იმყოფებოდნენ სტუდია „პიონერ-ფილმის“ დირექტორი გრიგოლ ჩი-გოგიძე და სტუდია „პიონერფილმის“ 15 მოსწავლე. მათ ხარაგაულელ თანატოლებთან ერთად, გრიშა მას-წავლებლის დახმარებით, შექმნეს ფილმების სცენარები, გადაიღეს ფილმები, რომლებშიც თავად მონა-წილეობდნენ, დაამონტაჟეს კიდეც და ათდღიანი მუშაობის შემდეგ პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმების სა-

ჯარო ჩვენებაც მოაწყვეს ხარაგაულში.გასულ კვირაში კი „პიონერფილმ-

მა“ და თბილისის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სასახლემ უმასპინძლა ხარაგაულელ კინომოყვარულებს ლანა ღონღაძეს, ფერიდე და დიანა ბერაძეებს (ბორის საჯარო სკოლა), ანა ბლუაშვილს, ზურაბ აბაშიძეს, გიორგი თავზარაშვილს, მარიამ ტალახაძეს, თამაზ მესხს, ნანა სვანიძეს, თამარ ლურსმანაშვილს (ხარაგაულის გიმნაზია), ნინო ტა-ლახაძეს, ანა მაჭავარიანს, სალომე კვირიკაშვილს, ნინო ლაცაბიძესა და ვაჟა მაღრაძეს (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა).

10 ოქტომბერს სასახლის დათ-ვალიერების შემდეგ მასპინძლებმა ხარაგაულელი მოსწავლეები კომ-პოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს შეახ-ვედრეს. საღამოს კი ტ/კ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბრავო“ ჩაწერაზე მონაწილეობისთვის მიიწვიეს.

მეორე დღეს ხარაგაულელმა მოსწავლეებმა მასპინძლებთან ერ-თად თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზე-უმი დაათვალიერეს. რუსთაველის გამზირზე კი ჩოხოსანთა ღონისძი-ებაში ჩაერთვნენ. საღამოს სასახლის სარკეებიან დარბაზში ხარაგაულელი და თბილისელი მოსწავლეების მო-ნაწილეობით გაიმართა მეგობრობის საღამო, რომელიც ორიგინალური

ტორტით დაგვირგვინდა. განსაკუთრებული სიურპრიზი

ელოდათ ხარაგაულელ მოსწავ-ლეებს შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, რობერტ სტურუას სპექტაკ-ლის „თორმეტი განრისხებული მამა-კაცი“ შემდეგ. გრიშა მასწავლებელმა სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან შეახვედრა ხარაგაულელი სტუმრები.

„სპექტაკლის შემდეგ გრიშა მას-წავლებელმა შეგვიყვანა ერთ დიდ დარბაზში, სადაც დაგვხდა ყველა მსახიობი - გვიამბობს მაია ბლუაშ-ვილი, - არაჩვეულებრივი შეხვედრა მოგვიწყვეს. გულში ჩაიხუტეს ჩვენი ბავშვები, უთხრეს, რომ ძალიან უხარიათ, თეატრში რომ მივედით. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.“

მესამე დღეს ვარსკვლავოსანმა სტუდიამ „პიონერფილმი“ ხარაგა-ულელი მოსწავლეები რეტრო მანქა-ნების მუზეუმის დასათვალიერებლად მიიწვია. ამ მუზეუმმაც საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე.

-ამ პროექტის საბოლოო მიზანია ის, რომ ჩვენც გავხსნათ საბავშვო კინოსტუდია ხარაგაულის მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის სახლში, - ამ-ბობს მაია ბლუაშვილი, - ფინანსურ დახმარებას დაგვპირდა გამგებელი. აპარატურა გვექნება შესაძენი.

უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი, ვისაც შეეძლება სცენარის შექმნაც, ტექნიკასთან ურთიერთობაც და ეყ-

ვარება ბავშვებთან მუშაობა. გრიშა მასწავლებელი ყველანაირად დაგ-ვეხმარება და გვერდით დაგვიდგება.

ანა მაჭავარიანი, პროექტის მო-ნაწილე: -ზაფხულში „პიონერფილ-მელებთან“ ძალიან დავახლოვდით. ხარაგაულში ნაყოფიერად გატარებუ-ლი ათი დღის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრ-ძელდებოდა. ზაფხულში გადაღებულ ფილმში მსახიობი ვიყავი. ზაფხულის დღეებმა მომცა გამოცდილება ამ სფეროში. გავიგე, თუ როგორ უნდა გადავიღოთ ფილმები, როგორ შევქმნათ სცენარი, როგორ დავა-მონტაჟოთ.

თბილისში ყველაზე დიდი შთა-

ბეჭდიება ჩემში დატოვა რუსთავე-ლის თეატრში ნანახმა სპექტაკლმა „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“. ძალიან დიდი ემოციებით დატვირ-თული გამოვედით თბილისელი ბავშვებიც და აქაურებიც. რამდენიმე ცნობილი მსახიობიც მონაწილეობდა.

სასახლე ძალიან ლამაზადაა გაფორმებული. ყველაზე მეტად მო-მეწონა სარკეებიანი დარბაზი, სადაც ვაჩვენეთ ხარაგაულში გადაღებული ფილმები და გავმართეთ მეგობრო-ბის საღამო.

ხარაგაულში მოსწავლეთა კინოს-ტუდიის შექმნა იგეგმება. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები.

ლაურა გოგოლაძე

ხარაგაულელი მოსწავლეები „პიონერფილმში“

ვახანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

Page 6: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

6 xtvb [fhfufekb 17 ოქტომბერი, 2014 წ.

მორიგი საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 13 ოქტომ-ბერს ბიუროს, საფინანსო-საბიუჯე-ტო კომისიისა და 15 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომებზე განიხილეს და დაამტკიცეს. ცვლილებები დეპუტატებს გამგეობის საფი-ნანსო-საბიუჯეტო სამსახური უფ-როსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

მოხსენებითი ბარათის თანახ-მად, ცვლილება შევიდა „საქართ-ველოს რეგიონებში განსახორცი-ელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამო-ყოფის შესახებ“ მთავრობის გან-კარგულებაში. ტენდერებით მიღე-ბული ეკონომიით შესაძლებელია ახლად აშენებული ბაღებისათვის ინვენტარის შესაძენად 64 823 ლარის გამოყოფა.

საბოლოოდ, აღნიშნული განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამო-ყოფილი 1 960,9 ათ. ლარიდან 69,0 ათ. ლარი მიმართულია საპროექტო დოკუმენტაციისა და საპროექტო მომსახურეობის შესასყიდად, 1177,7 ათ. ლარი გზების მოასფალტებაზე (მოას-ფალტდა კიცხი-ხიდარი, ვარძია-წყალაფორეთი, ხარაგაული-ფარცხნალის გზების მონაკვე-თები); 421. 5 ათ. ლარი ბაღების მშენებლობაზე და რეაბილიტა-ციაზე (ბაღები შენდება სოფელ ხიდარსა და წყალაფორეთში, რეაბილიტაცია გაუკეთდა ბორი-თის საბავშვო ბაღს); 64,8 ათასი ლარი საბავშვო ბაღებისათვის ინვენტარის შეძენაზე; 57,8 ათ. ლარი ხარაგაული-საქარიქედის 4 კილომეტრიანი გზის მონაკ-ვეთის, ისლარი-ფარცხნალის 1 კილომეტრიანი გზისა და ბორითი-მაქათუბნის გზაზე გარე განათების მოსაწყობად; 140.0 ათ. ლარი 10 კბმ ტევადობის ჰიდრავლიკური წნეხით ნაგავმ-ზიდის შესაძენად.

30.0 ათ. ლარი ხუთასი ლიტრი ტევადობის 50 ცალი ნაგვის კონ-ტეინერის შესაძენად;

გარდა ამისა, „სოფლის მხარ-დამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათ-ვის გამოყოფილი 770 163 ლა-რის გადანაწილებაში ობიექტური მიზეზების გამო კვლავ მოხდა ცვლილებები და საბოლოოდ 770,2 ათ. ლარი გადანაწილდება შემდეგნაირად:

1. გზების რეაბილიტაცია - 253,3 ათ. ლარი;

2. ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბო-

გირები, გადასასვლელები - 13,0 ათ. ლარი;

3. ტრაქტორები, სატრანსპორ-ტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები, სპეც. ტექნიკა - 20,8 ათ. ლარი;

4. სანიაღვრე არხის მოწყობა - 19,9 ათ. ლარი;

5. საკანალიზაციო სისტემები - 21,4 ათ. ლარი;

6. წყლის სისტემის მოწყობა (მი-ლებისა და ავზების შეძენა) - 93,7 ათ. ლარი;

7. სარიტუალო დარბაზების მშენებლობა, მოწყობა და ინვენტა-რით აღჭურვა - 269,8 ათ. ლარი;

8. გარე განათების მოწყობა - 5,5 ათ. ლარი;

9. წისქვილების მოწყობა და აღჭურვა - 13,2 ათ. ლარი;

10. სპორტული მოედნების მოწყობა - 1,5 ათ. ლარი;

11. კულტურის და ადმინისტრა-ციული შენობების რეაბილიტაცია - 21,7 ათ. ლარი;

12. თავშეყრის ადგილების, გაჩერებების, მოსაცდელების მოწ-ყობა - 23,1 ათ. ლარი;

13. სასაფლაოების შეღობვა - 4,9 ათ. ლარი;

14. სავარგულების, სათიბების და სხვა ობიექტების შემოღობვა - 0,2 ათ. ლარი;

15 . სხვა სამუშაოები - 8,2 ათ. ლარი.

ვლადიმერ გელაშვილის ინ-ფორმაციით, შექმნილი აუცი-ლებლობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში არსებული სა-ბიუჯეტო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ -ების მომარ-თვების თანხმად, 2014 წლის ნორმალური დასრულებისათვის

საჭიროა დამატებითი თანხების გამოყოფა. მისივე თქმით, მიმდი-ნარე საფინანსო წლის გასული ცხრა თვის გეგმა-შესრულებიდან გამომდინარე შესაძლებელია ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტმა აიღოს დამატებით ახალი ვალდებულებე-ბი დაახლოებით 250,0 ათ. ლარის ფარგლებში.

ამ თანხის განაწილების შესახებ გაზეთის ამავე ნომერში გთავა-ზობთ სტატიას „მოთხოვნილება ბევრია, დაფინანსების შესაძლებ-ლობა - ნაკლები.“ ამ წერილში კი გაგაცნობთ მხოლოდ იმ თანხების განაწილების შესახებ, რაც ზემოთ-ხსენებულ სტატიაში ვერ აისახა.

კულტურა, რელიგია, ახალ-გაზრდული და სპორტული ღო-ნისძიებებისთვის გამოყოფილი - 48,2 ათ. ლარიდან სპორ-ტის განვითარებაზე განისაზღ-ვრა 34,9 ათ. ლარი. აქედან ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრზე - 15,0 ათ. ლარი; სპორ-ტული მოედნის მოწყობა სოფ. ღარიხევში - 9,9 ათ. ლარი. კულტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 12,8 ათ. ლარი-დან ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმი - 2,0 ათ. ლარს მიიღებს; კინო-თეატრის შენობაში ბუნებრივი გაზის შესაყვანად გაიხარჯება 5,3 ათ. ლარი.

ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგა-ულისთვის“ დეპუტატებმა დამატე-ბით გამოყვეს 0,5 ათ. ლარი.

ინფრასტრუქტურის რეაბილი-ტაციისა და ექსპლუატაციისთვის განსაზღვრული 15,0 ათ. ლარი-დან გამოეყოთ:

- ს ა ხ ა ნ ძრო - ს ა მ ა შ ვ ელო

სამსახურს - 10,0 ათ. ლარი; - სამხედრო აღრიცხვისა და გაწ-ვევის სამსახურს - 3,0 ათ. ლარი; -მუნიციპალიტეტის გამგეობას - 12,4 ათ. ლარი, მათ შორის 5.0 ათ. ლარი კონკურსის მო-საწყობი ხარჯების გასაწევად და 7,4 ათ. ლარი ინტერნე-ტის ახალი ხაზის მოსაწყობად; -სოციალური პროგრამებისთვის - 117,7 ათ. ლარი, მათ შორის: - ს ა თ ნ ო ე ბ ი ს ს ა ხ ლ ი ს -თ ვ ი ს - 5 , 0 ა თ . ლ ა რ ი ; - სტიქიით დაზარალებული მო-სახლეობის საცხოვრებლით უზ-რუნველყოფა - 35,0 ათ. ლარი; - სოციალურად დაუცველი მო-სახლეობის მკურნალობა და დახმარება - 74,0 ათ. ლარი; - ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება - 3,7 ათ. ლარი.

განათების ხარჯებისთვის გან-საზღვრული - 4,7 ათ. ლარიდან გამოიყო

- ელექტრო დაერთების ხარჯე-ბისთვის ტ/ერთეულების ადმინისტ-რაციულ შენობებში - 1,8 ათ. ლარი; - ელექტრო დაერთების ხარ-ჯებისთვის სარიტუალო დარ-ბ აზებშ ი - 1 , 0 ათ . ლარი ; - ელექტროენერგიის ღირებულე-ბის დასაფარად - 1,9 ათ. ლარი.

სხვა დანარჩენი პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო 19,0 ათ. ლარი. მათ შორის, სარიტუ-ალო შენობის მოწყობის დასას-რულებლად სოფელ მარელისში 5,0 ათ. ლარი; სოფელ ვახანში წისქვილის მოსაწყობად 4,0 ათ. ლარი; შპს „ხარაგაული -2011“-ის-თვის 10,0 ათ. ლარი.

ნინო კაპანაძე

თანხას ჩვენი ხელფასიდან ვუხდიდით, - აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა. მეორე ახალი თანამშრომელი დეპუტატია.

ქეთევან ზუმბაძის თქმით, ყველამ კარგად ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს თანხა ორგანიზაციებს. „მიაღებინეთ ხალხი სამსახურებში და ახლა იძულე-ბულები ვართ, მივცეთ მათ თანხა.“

ცენტრალურ ბიბლიოთეკას წლის ბოლომდე მოთხოვნილი

7 500 ლარის ნაცვლად 1 500 ლარი გამოუყვეს. ბიბლიოთეკის დირექ-ტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის განმარტებით, თანხა ესაჭიროებათ ხელფასებისთვის და სარემონტო სამუშაოებისთვის. მისივე თქმით, მო-მავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას

ის დააყენებს საბესა და მარელისში სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენის საკითხს.

ლიტერატურულმა თეატრმა 1000 ლარი მიიღო ახალ-

დანიშნული ყარაულის ხელფასისთ-ვის. „რემონტი ჩავატარეთ და ტრანს-პორტირების ხარჯიდან გადავიტანეთ თანხა. 5 ათასი ლარი გვჭირდება წლის ბოლომდე და მერე ნოემბერში მოვითხოვთ კიდევ,“ - აღნიშნა ლიტე-რატურული თეატრის ბუღალტერმა აკაკი ლურსმანაშვილმა.

კულტურის ცენტრი მოთხოვ-ნილი 12 ათასი ლარის ნაცვ-

ლად 3 ათასი ლარით დაფინანს-და. ცენტრის დირექტორმა ვასილ

კიკნაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს თანხა საკმარისია. მისივე თქმით, აუცილებელია ერთი თანამშრომლის, მომღერლის აყვანა გუნდში. წლის ბო-ლომდე კი მოითხოვენ, რომ შეუვსონ ნოემბრიდან გადმოტანილი სუბსიდია, რაც ბულგარეთში ფოლკლორული ანსამბლის გამგზავრებისთვის უკვე გაიხარჯა.

ა(ა)იპ „კეთილმოწყობას“ 8 ათასი, ხოლო „ხარაგაულდასუფთავებას“ - 7 ათასი ლარით გაეზარდათ დაფინან-სება. „როგორც ყველა შემთხვევაში, აქაც მხოლოდ ამ ერთი თვის ხარჯით შემოვიფარგლეთ“, - აღნიშნა ვლადი-მერ გელაშვილმა. ა(ა)იპ „კეთილმოწ-ყობის“ დირექტორის, მიხეილ ჭიპაშ-

ვილის ინფორმაციით, 3 ათასი ლარია საჭირო ბორითში გარე განათების აღსადგენად, 1 100 ლარი - საწვავის ხარჯისთვის, 600 ლარი დაბა ხარა-გაულში ოთხი ფანტანის აღსადგენად, 1 000 ლარი პარკში საქანელებისა და სკამების აღსადგენი 2 მ3 ხის მასალის შესაძენად, 2 ათასი ლარი ვარძიის საბავშვო ბაღისთვის წყლის მილებისა და წყლის ცისტერნის შესაძენად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრმა, სარგვეშის მაჟორი-

ტარმა დეპუტატმა დავით ლურს-მანაშვილმა სხდომის დასასრულს აღნიშნა, რომ მას გულწრფელად ახარებს რაიონის წარმატებები, მაგ-რამ პერიფერიებსაც უნდა მივაქციოთ

ყურადღება. „სამი თვეა ვითხოვ სარგ-ვეშის საჯარო სკოლისა და სოფლისთ-ვის წყალმომარაგების მოწესრიგებას. გაკეთდა სათავე ნაგებობა და ახლა შვიდი კილომეტრიდან არის წყალი გამოსაყვანი. წარმოდგენილია ხარჯ-თაღრიცხვა 10 ათას ლარზე. დღეს ველოდი, რომ ამ საკითხზე რამე საიმედოს მეტყოდით. ბოთლებით დააქვთ მოსწავლეებს სკოლაში წყა-ლი,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ყველანაირად ეცდებიან და დაეხმარებიან მომავალში სოფელ სარგვეშს ამ პრობლემის მოგვარებაში.

ნინო კაპანაძე

„მოთხოვნილება ბევრია, დაფინანსების შესაძლებლობა - ნაკლები“

მეოთხე გვერდიდან

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუ-ტატის, ნოდარ ებანოიძის, შეფასებით, ადგილობრივ ორგანოებში შტატების დამატების კუთხით „უცნაური მდგო-მარეობა“ და „ვაკხანალია“ შეიქმნა. შესაბამისი განცხადება ნოდარ ებანო-იძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 13 ოქტომბერს გააკეთა. „ადგილზე არსებობს უცნაური მდგო-მარეობა. ყოველ კვირა, ჩემს მა-ჟორიტარულ ოლქში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში 20-30 ადამიანი ემატება. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მივუშვით ა(ა)იპ-ები, ჩემს მაჟო-რიტარულ ოლქში ყოველ კვირას ახალი ა(ა)იპ-ი იქმნება. დასუფთა-ვების სამსახურში 50 ადამიანი მხო-ლოდ ორი კვირის განმავლობაში დაამატეს,“ - განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. დეპუტატის ეს განცხადება „ადგი-ლობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებე-ბის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნოდარ ებანოიძის თქმით, პარლამენტში ინიცირებული საკითხი სერიოზულ განხილვას ითხოვს, რაც დაჩქა-რებული წესით არ უნდა მოხდეს. ადგილობრივ თვითმმართველო-ბებს აპარატებში შტატების დამა-ტებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობა ეძლევა. ამ შესაძლებლობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იძლევა, რომელიც პარლამენტის ბიუროს 13 ოქტომბერს წარედგინა. იცვლება პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი.

ახალი თვითმმართველობის კო-დექსით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშ-რომელთა რაოდენობის ერთგვარი ლიმიტირება განხორციელდა. პარ-ლამენტის მიერ მიღებული კანონით, ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალუ-რი საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტა-ტო მოსამსახურით განისაზღვრა. ცვლილებები კოდექსის ამ ნაწილში შედის და პროექტის ავტორის, გია ჟორჟოლიანის, თქმით, ინიციატივა გულისხმობს შტატების გაზრდის შესაძლებლობას შემდეგნაირად: - რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, საშტატო რიცხოვნობას იმდენი საშტატო ერ-თეული შეიძლება დაემატოს - თუ 15-ია, მაშინ 15 კაცი, თუ 20-ია - 20 კაცი და ა. შ.

შტატების დამატების

კუთხით ვაკხანალიაა

დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს

Page 7: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

7xtvb [fhfufekb17 ოქტომბერი, 2014 წ.

საქართველოს საავტომო-ბილო სპორტის ფედერაცია, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და რუს-თავის საერთაშორისო ავტოდ-რომი განათლების სამინისტ-როსა და ბიზნეს-სექტორთან პარტნიორობით იწყებს ერთ-წლიან სოციალურ კამპანიას: ქართული ავტოსპორტი საგზაო უსაფრთხოებისთვის - კამპანია შეანელე!

ქართული ავტოსპორტი მრა-ვალი წელია თანამშრომლობს ფონდთან „პარტნიორობა საგ-ზაო უსაფრთხოებისთვის“, რომ-ლის ძალისხმევის შედეგად მიღებულ იქნა კანონი წინა სავარძლებზე ღვედების გამო-ყენებაზე.

ჩვენ ქვეყანაში ფატალუ -რი ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი სისწრაფის გადაჭარბებაა, რასაც თან ერთ-ვის ზებრა გადასასვლელებზე ქვეითად მოსიარულეებისთვის გზის არ დათმობის პრობლემა, მაღალი სიჩქარე სკოლისა და ურბანულ ზონებში, ავტომო-ბილის გაუმართაობა და სხვა ფაქტორები. მრბოლელები, რომლებიც ყველაზე მეტად იცავენ მოძრაობის წესებს, აუხ-სნიან სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს იმ საფრ-თხეებს, რომელიც გზებზე ყო-ველდღიურად ხვდებათ და რო-მელთა თავიდან ასაცილებლად საჭიროა ის ელემენტარული ცოდნა, რომელიც მოსწავლეებს

ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ. კამპანიის მიმდინარეობისას ბავშვები გაეცნობიან უსაფრ-თხოების საბაზისო საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებე-ლია მათი მშვიდი და დაცული ყოველდღიურობისთვის . ეს განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ავტო და მოტო მრბოლელების-გან, ადამიანებისგან, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდებიან სისწრაფესთან.

გაკვეთილები დატვირთული იქნება ფონდის მიერ მომზადე-ბული ვიზუალური და აუდიო მასალით, უსაფრთხოების თე-მაზე მოეწყობა სახალისო ვიქ-ტორინები და გამოკითხვები, დაწესდება საჩუქრები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საგან-მანათლებლო ხასიათის ბრო-შურების, რეფლექტორებისა და სხვა მასალების დამზადება, რომელიც შემდეგ დაურიგდება მძღოლებს, ბავშვებს, საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა პი-რებს. სასწავლო წლის ბოლოს ყველაზე აქტიური სკოლები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

კომპანიებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ სოციალურ კამპანიაში შეუძლიათ დაგვიკავ-შირდნენ:

სალომე გველესიანი 577482855 e-mail: [email protected] ,

ქეთი მურუსიძე 598680345, [email protected]

ჩვენო საყვარელო ლენა, 20 ოქ-ტომბერს შენი დაბადების დღეა. პირ-ველად ვხვდებით უშენოდ ამ დღეს, რაც გამოაკლდი შენს ოჯახს. დიდი ტკივილი დაგვიტოვე, დაამწუხრე ყველა, ვინც გიცნობდა. ყველასთან კეთილი ადამიანის სახელი დატოვე და ასე განვლე შენი ცხოვრება სიკეთით.

ჩვენს ოჯახში რომ შემოხვედი, მე-ათე იყავი. ოჯახში დაგხვდნენ პატარა მაზლი ვალერი, ოთხი მული და ორი დედამთილი, „დუნიაშა.“ ასე სანთე-ლივით როგორ იყავი, რომ ერთი ცუდი სიტყვაც ვერ დაამახსოვრე ამდენ ადამიანს. ყველას უშენობა სტკივა; განსაკუთრებით კი მე, ვინც უშენობით მარტოობას განვიცდი. მხოლოდ იმით ვინუგეშებ თავს, რომ მარადისობაში ერთად ვიქნებით. 20 ოქტომბერს მო-ვალთ შენს საფლავზე, მოგილოცავთ დაბადების დღეს. ჩვენი ანთებული სანთლები გინათებდეს გზას. 55 წელი გავატარეთ შრომასა და სიხარულში,

შვილებსა და შვილთაშვილებში. შენ ნივთებს რომ ვხედავ, ასე მგონია, მოვა-მეთქი. თურმე ყველაფერს უნდა გაუძლო, სანამ პირში გაქვს სული.

მეუღლე საშა ბარბაქაძე, შვილები და შვილთაშვილები

მაია და ლევან ცუცქირიძეები თა-ნავუგრძნობთ ინგა ბერაძესა და ხვიჩა გობიანს დისა და ცოლისდის

ქსენია ცეზარის ასული ბერაძე - შაქარაშვილის

გარდაცვალების გამო და სამძი-მარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-2-მე-4 კლასების მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი მაგული ღამბაშიძე თანაუგრძნობენ მარიამ ბერაძეს საყვარელი ბაბუის

ენვერი ნინიკაშვილისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ციცო ციცქიშვილი-მდინარაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაკლასე-ლის, ახლობლის, კოლეგის, შესა-ნიშნავი პიროვნების, ხევის საჯარო სკოლის დირექტორის

ზურაბ გოგოლაძისტრაგიკულად დაღუპვის გამო და

დიდ თანაგრძნობას უცხადებს მის მეუღლეს ნარგიზ ხაჩიძეს და ოჯახს.

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგო-გიური კოლექტივი იუწყება ყოფილი მასწავლებლის

ნუგზარ ჭუმბაძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს

განსვენებულის ოჯახს.

ეთერი და გიული პაპავები, თემურ ნებიერიძე თანაუგრძნობენ ლატავრა ნინიკაშვილს, გოგი და მარიამ ბერა-ძეებს მამის, სიმამრისა და ბაბუის

ენვერი ნინიკაშვილისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.

სოფელ მარელისის ტაბატაძეების უბნის უახლოესი მეზობლები თანაუგ-რძნობენ მელანო და ბეჟანი, ირმა და ვახტანგი ტაბატაძეებს, ეთერი და დათო შველიძეებს, ნათია, ირაკლი, მარი, ანა და დათო ტაბატაძეებს, ლაშა, თამილა და გიორგი შველიძეებს დედის, დედამთილის, სიდედრისა და საყვარელი ბებიის

მერი ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

ნარგიზ და შაქრო კიკნაძეები ოჯა-ხით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

კუკური (ვლადიმერ) მესირიძე და სამძიმარს უცხადებენ მახარე,

მალხაზ და მარეხ მესირიძეებს მამის, მალხაზ მიქაბერიძეს სიმამრის და მარიამ, მეგი და მაგდა მიქაბერიძეებს ბაბუის გარდაცვალების გამო.

კოტე ბოგვერაძე, ნინო მიშველაძე, ნათია გაბუნია, მაია ყრუაშვილი, ნაზი გიორგიძე თანაუგრძნობენ ელისო კუტალაძეს საყვარელი ძმისშვილის, პატარა

ნატალი ბოგვერაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

დალი გობიანი, ლელა ბაბლიძე, ლიანა ყიფიანი, მარინა ფანცულაია, ლამარა ჩიკვაიძე ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან და თანაუგრძ-ნობენ ინგა და ხვიჩა გობიანებს დისა და ცოლისდის

ქსენია ბერაძე - შაქარაშვილის გარდაცვალების გამო.

სოფელ წიფაში ოლეგი ტალახაძის ტრაგიკული შემთხვევის გამო ხალხი ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული, რომ

თავზარდამცემი, ტკივილიანი დღე - 11 ოქტომბერი გათენდა. ყველასათვის საყვარელი, მუდამ ღიმილიანი და ერთგული ადამიანის გარდაცვალება გავიგეთ.

გული გაწუხებდა და ამჯერად ვე-ღარ გაუძელი. ახალგაზრდამ დატოვე ამქვეყნიური ცხოვრება და გადახვედი ნათელ სასუფეველში. თვალცრემლი-ანი დატოვე დედა და მეუღლე, და-ძმა და ნათესავები. შენი შვილები პაატა და თამარი გააგრძელებენ შენ სიცოცხ-ლეს, სიკეთით და სითბოთი სავსეს. დიდი ტკივილი და სევდა დაგვიტოვე ყველას.

უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი, ალალმართალი სული.

შენი მეზობლები

სიმონი (სურაჯი) ჩიტაძის ხსოვნას

დაბადების დღეს გილოცავთ, ლენა

უფასო განცხადების ქვითარი #39

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შევიძენ ერთოთახიან იზოლირე-ბულ ბინას კორპუსში, რეალურ ფასად. მნიშვნელობა არ აქვს რემონტს. დამი-კავშირდით ტელეფონზე 593 783 747

სოფელ საღანძილეში იყიდება მანსარდული ტიპის ორსართულიანი სახლი, გარედან წითელი აგურით მო-პირკეთებული, ცენტრალურ გზასთან ახლოს, 1500 მ2 ეზოთი, ლამაზი ხედით. სახლი შესანიშნავია როგორც სააგარა-კედ, ასევე მუდმივად საცხოვრებლად. ტელ: 598 29 71 80; 555 11 92 32.

ქირავდება ბინა საოფისედ, საცხოვ-რებლად ან კომერციული საქმიანო-ბისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ, საერთო ფართით 100 მ2, ოთხი ოთახი დამხმარე სათავსოებით და ეზოთი, ინ-ტერნეტით და სატელეფონო კავშირის მომსახურებით. მის.: ხარაგაული, კიკნა-ძის ქ. №13, რკინიგზის სადგურზე, ყოფი-ლი აფთიაქის შენობაში. ტელ.: 555 65 70 06; 0 (433) 22 12 62, იკითხეთ ციცო.

ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშ-ვო განყოფილებაში დაიწყო პროექტის „ვინ წამიკითხავს ზღაპარს“ განხორცი-ელება. პროექტი ეტაპობრივად წარი-მართება და მასში ჩაერთვებიან 6-დან 10 წლამდე ბავშვები. მათი სურვილის მიხედვით „ზღაპრის დღეს'“ ზღაპრებს წაიკითხავენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და თანამდებობის პირები.

7 ოქტომბერს, „ზღაპრის დღეს“ გიმ-

ნაზიის, II და III საჯარო სკოლების III-IV კლასის მოსწავლე აქტიურ მკითხველებს ვაჟა-ფშაველას ზღაპარი „ჩხიკვთაქორ-წილი“ წაუკითხა ცენტრალური ბიბლი-ოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭა-ვარიანმა. პატარებმა ნახეს მულტფილმი და შეავსეს შესაბამისი კროსვორდი. შემ-დეგ ეტაპზე მოწვეულ ბავშვებს უმასპინძ-ლებს გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

უფროსი ირინე ჩხეიძე. მომავალში კი პატარების სურვილია ზღაპრის კითხვა ექიმმა განაგრძოს.

პროექტის მიზანია, ბავშვებს გაუად-ვილდეთ ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, ეზიარონ ხალხურ სიბრძნეს. ზღაპარი ხომ იდეური აღზრდის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. იგი მსმენელს უნერგავს სიკეთის კეთების სურვილს, იმედს, სულიერ სიმტკიცეს, ხალისსა და ენერგიას. პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვებში ზღაპრების, ზოგადად ლიტერატურის კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას, ჩამოუყალიბდებათ კეთილი-სა და ბოროტის გარჩევის უნარი.

ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს მუშა-ობა ელექტრონულ კატალოგზე, რაც საშუალებას მოგვცემს დავნერგოთ მართ-ვის თანამედროვე მეთოდები, ფონდების ელექტრონული აღრიცხვა და ცირკულა-ცია. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის ეფექტურ ფუნქციონირებას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო სივ-რცეში არსებული მოთხოვნების დაკმაყო-ფილებას. ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში დაცულია 21 000-მდე ბეჭდური გამოცემა.

სოფო ლაცაბიძე

ვინ წამიკითხავს ზღაპარს

ცუდად დამთავრდა 2013 წელი ჩემი ოჯახისათვის. 12 დეკემბერს ვაჟიშვი-ლის ავტოკატასტროფაში მოყოლით გამამწარა, შემდეგ შვილის მდგომარე-ობით გამოწვეულმა მძიმე სტრესულმა მოვლენებმა მეუღლე დამიბრმავა. სამი თვე სიკვდილს ებრძოდა ჩემთვის უძვირფასესი ორი ადამიანი. მადლობა უფალს და ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგომ ადამიანებს, რომელთა ძალისხ-მევით ჩემს ქმარ-შვილს სიკვდილი ვერ მოერია. ვიფიქრე, ამოვისუნთქე-მეთქი და, რომ იტყვიან გაჭირვებულს ქვა აღ-მართში დამეწია. გახშირებულმა წვიმებმა სტიქიური უბედურება დამატეხა თავს. 9 აპრილს საცხოვრებელი სახლის დამცავი კედელი ჩამოინგრა. საშიშროება შეიქნა სახლის დანგრევის. ეს ყველაფერი ენით ადვილად სათქმელია, მაგრამ ადამი-ანისთვის ძნელი განსაცდელი. რა უნდა მექნა მარტოს, უსახსროს. სასოწარკ-ვეთილმა დახმარებისათვის მივმართე მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ოჯახის გაჭირვება და დამპირდა დახმარებას. შეასრულა კიდეც. გამოიყო თანხა და სასწრაფოდ შეიქმნა მუშა ჯგუფი.

შეუძლებელი შეძლეს რევაზ თუთ-ბერიძემ, თამაზ ტაბატაძემ, რამაზ, ლევან ჩერქეზიშვილებმა, გია სახვაძემ. სახლთან ტრანსპორტი ვერ მოდიოდა, 400 მეტრზე ტოვებდა სამშენებლო მასალებს. მუშებმა საკუთარი მხრებით ზიდეს აღმართში ცემენტი, ხრეში, ქვა, საჭირო ქვის მასალა. ძალიან მძიმე სა-მუშაოები შეასრულეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს ჩემს საცხოვრებელ სახლს. მადლობის მეტი რა მეთქმის მათ მიმართ. ღმერთი ფარავდეთ მათ ოჯა-ხებს. გმადლობთ, კეთილო ადამიანებო.

დიდი პატივისცემით გულიკო ნიქაბაძე-ხომასურიძე

გმადლობთ, კეთილო

ადამიანებორამდენიმე ხნის წინ ნოტარი-

უსის მომსახურება დაგვჭირდა. ხარაგაულის ნოტარიუსმა ქეთევან დეკანოსიძემ და მისმა თანამშ-რომელმა მაია სულაქველიძემ ჩვენი მისვლისთანავე დახმარება აღგვითქვეს და დაგვაიმედეს, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა კანონის ფარგლებში. ჩვენი საბუ-თები დაათვალიერეს და ქეთევა-

ნი მუშაობას შეუდგა. სათანადო რჩევები მივიღეთ და ჩვენთვის სასურველი მომსახურება საქმიან და თბილ გარემოში გაგვიწიეს. მადლობა ქალბატონებს გუ-ლისხმიერებისათვის. ვუსურვებ მათ წარმატებებს და ყოველივე სიკეთეს.

ეთერ ბიძინაშვილი, ნათელა და ნანა ღამბაშიძეები

მადლობა გულისხმიერებისთვის

კამპანია - შეანელე!

Page 8: დღეს ბორითში მერაბ კოსტავასchemikharagauli.com/uploads/secbanners/39-610-2014w.pdf · ხუთი კაცი რომ მუშაობს,

8 xtvb [fhfufekb 17 ოქტომბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ვინ მინდა ვიყო?

ანი ღონღაძე: -მინდა, რომ სკოლის მასწავლე-ბელი გავხდე და ბავშვებს ვასწავლო.

ნოდარ გავაშელიძე: -მე ფეხბურთი მიყვარს და ფეხბურთელი უნდა გამოვიდე.

გიორგი ჩადუნელი: -მანქანები მიყვარს და მინდა, მსრბოლელი გამოვიდე.

შოთა ღამბაშიძე: -ექიმი უნდა გავხდე და ავადმყოფები მოვარჩინო.

გიორგი მაღლაფერიძე: -მინდა ბიზნესმენი გავხდე და ბევრი მაღაზია მქონდეს.

თინათინ კიკალიშვილი: -ჩემი მასწავლებელი ძალიან მომწონს და ამიტომ მასწავლებელი მინდა რომ გამოვიდე.

მარიამ მეხუზლა: -არქიტექტორობა მომწონს. ლამაზი სახლები უნდა ავაშენო ხალხისთვის.

ვახტანგი მესხი: -მე ჯარისკაცი უნდა გავხდე. ვერავინ მომერევა და ადამიანებსაც დავიცავ.

2014 წელს საბავშვო ლიტე-რატურულ-შემეცნებით ჟურნალ „დილას“ არსებობის 110 წელი უსრულდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საიუბილეო თარიღი მან, შე-საძლოა, ვერც კი აღნიშნოს. ეს უძველესი ქართული საბავშვო გამოცემა უყურადღებობისა და უსახსრობის გამო შეიძლება და-იხუროს. ზედმეტია იმის ახსნა, რომ

21-ე საუკუნეში არ უნდა იხურებოდეს ესოდენ ტრა-დიციული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ჟურნა-ლი, რომელსაც დაარსე-ბიდან დღემდე უამრავი თაობა აღუზრდია.

„დილას“ სხვა დროსაც არაერთხელ მოსდგომის კარს გაჭირვება, მაგრამ

ქართველი ხალხის თანადგომით დღემდე მოაღწია. ამჯერადაც იმე-დი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის თქვენს რეგიონშიც, აღმოჩნდებიან „დილის“ კეთილის-მსურველები, ვინც არ დაინანებს სახსრებს ჟურნალის გამოსაწერად - იქნება ეს სკოლებში, ბიბლიოთე-კებში თუ კერძო პირების სახით.

გარდა იმისა, რომ ჩვენი ჟურნალი დიდ სამსახურს გაუწევს პირველი-მეოთხე კლასების მოსწავლეთა აღზრდის საქმეს, „დილა“ მზად არის, ითანამშრომლოს თავის მკითხველებთან და გვერდები დაუთმოს თქვენი რეგიონის მოს-წავლეთა შემოქმედებას.

ვიტოვებთ თქვენი თანადგომის იმედს და გაწვდით ჩვენს კოორდი-ნატებს, სადაც შეძლებთ ჟურნალ „დილას“ გამოწერას.

პრესის გავრცელების სააგენტო elva.ge

ტელ.: 2 38 26 73; 2 38 26 74გამოწერის ფასია ერთი წლით

24 ლარი; ექვსი თვით - 12 ლარი.პატივისცემით, ჟურნალ „დილას” რედაქცია

ვულოცავთ ლია კაპანაძეს და გია ხეცაძეს შვილიშვილის შეძე-ნას. ვუსურვებთ პატარა გიორგი ბერაძეს გაზრდილიყოს ოჯახის, სოფლის, ერისა და ქვეყნის სა-სახელო ვაჟკაცი.

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეს, არჩილ მაისურა-ძეს „ეტალონში“ გამარჯვებას, ხოლო მის ამაგდარ მშობელს ნანა ნებიერიძეს - შვილის წარ-მატებით განცდილ სიხარულსა და ბედნიერებას.

„ყველაზე ჭკვიანი,“ არაერ-თი ბანაკი... დიდი ბრიტანე-თი... „ეტალონში“ გამარჯვება... რამდენ სიხარულს მიითვლი, არჩილ!

ნიჭს ვერ დამალავ, იგი ყველ-გან იპოვის ღრიჭოს.

ყოჩაღ, გილოცავ, გულით გილოცავ ამ გამარჯვებას. კიდევ მრავალი წარმატებით გაგეხა-რებინოს ყველა შენი გულშე-მატკივარი.

სიყვარულით ნანა დევდარიანი

ვულოცავთ გაზეთ „ჩემი ხა-რაგაულის“ რედაქციას და მის მთავარ რედაქტორს ლაურა გოგოლაძეს ასოციაცია „დე-მოკრატიული აღმოსავლეთის“ კონკურსში გამარჯვებას.

ვუსურვებთ შემდგომ წარმატე-ბებს. უფალი გფარავდეთ.

გურამ და მერი კვირიკაშვილები ოჯახით

ვულოცავთ დოდო ხაჩიძეს 50 წლის იუბილეს. ვუსურვებთ წინს-ვლასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანო-ბაში. უფალი ფარავდეს მუდამ.

გაზეთ „ჩემი ხარაგაული” რედაქცია

ვულოცავთ ქალიშვილის ბედნიერებსა ამირან გლუნჩა-ძეს და ზაირა მაჭავარიანს, ახალდაქორწინებულებს ნეს-ტან გლუნჩაძეს და ლევან ბაინდურაშვილს ვუსურვებთ დიდ სიყვარულს და ულევ სიხარულს, შვილთა სიმრავ-ლეს, მშვიდობიან და ლამაზ საქართველოში ცხოვრებას. ფარავდეს მათ ახალშექმნილ ოჯახს უფალი.

ვლადიმერ კაპანაძე ოჯახით

ვულოცავთ ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ დოდო ხაჩიძეს 50 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ყოველივე საუკეთესოს. უფლის მფარვე-ლობა არ მოკლებოდეს მას და მის ოჯახს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ თიკო ჯანიაშ-ვილს ქალაქ ზესტაფონში გა-მართულ ფესტივალზე „სულიკო 2014“ მიღწეულ წარმატებას. ვუ-სურვებთ მომავალში წინსვლასა და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში.

ივანე აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ ზაზა ლურს-მანაშვილსა და ქეთინო დეკა-ნოსიძეს შვილის მიშიკო ლურ-სმანაშვილის სატელევიზიო პროექტ „ეტალონში“ მიღწეულ წარმატებებს. ვუსურვებთ მომა-ვალში უფლის მფარველობასა და შემდგომ წარმატებებს ცხოვ-რების გზაზე.

ივანე აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

***

***

***

***

***

***

გადავარჩინოთ ჟურნალი „დილა“

დ. ხარაგაული17.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +15ºC;18.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+18ºC, ღამე +15ºC;19.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+15ºC, ღამე +10ºC;20.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +10ºC;21.10 - მზიანი დარი, დღე +22ºC, ღამე

+12ºC;22.10 - მზიანი დარი, დღე +21ºC, ღამე

+12ºC.

ბორითი17.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +21ºC, ღამე +12ºC;18.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+17ºC, ღამე +11ºC;19.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+15ºC, ღამე +7ºC;20.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +7ºC;21.10 - მზიანი დარი, დღე +20ºC, ღამე

+9ºC;22.10 - მზიანი დარი, დღე +20ºC, ღამე

+10ºC.

კიცხი17.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +14ºC;18.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+17ºC, ღამე +13ºC;19.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+14ºC, ღამე +9ºC;20.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +8ºC;

21.10 - მზიანი დარი, დღე +20ºC, ღამე +11ºC;

22.10 - მზიანი დარი, დღე +21ºC, ღამე +11ºC.

მოლითი17.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +20ºC, ღამე +9ºC;18.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +15ºC, ღამე +9ºC;19.10 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+13ºC, ღამე +6ºC;20.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +5ºC;21.10 - მზიანი დარი, დღე +18ºC, ღამე

+7ºC;22.10 - მზიანი დარი, დღე +17ºC, ღამე

+7ºC.

amindi