დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი...

8
ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ხარაგაულის გამგეობაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსა- ხურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით რეორგანიზაციის პროცესში გამგეობაში მოქმედი რამ- დენიმე განყოფილება გაუქმდება. განყოფილებები უქმდება ადმინისტ- რაციულ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურებში. კახა გოლუბიანის თქმით, გაუქ- მებული განყოფილების უფროსები თავიანთ საქმიანობას მთავარი სპეცი- ალისტების სტატუსით გააგრძელებენ. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტის განყოფილება გადაკეთდა სამსახურად. გამგეობის სამსახურების დებუ- ლებებში ცვლილებების პროექტები დეპუტატებმა 2 სექტემბერს გა - მართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. რაც შეეხება რეორგანიზაციის ვა- დებს, 3 სექტემბერს გააფრთხილეს საჯარო მოხელეები მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. 20 სექტემბრამდე მომზადდება რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის სამსა- ხურების დებულებები, ასევე გამგე- ობის საშტატო ნუსხასა და თანამდე- ბობრივ სარგოებში ცვლილებების პროექტები. გამგეობის სტრუქტურული ერთე- ულებისა და გამგეობის სამსახურების სალიკვიდაციო ღონისძიებები 2 ოქტომბრამდე განხორციელდება. გამგეობის რეორგანიზაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. საფეხბურთო კლუბს გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 სექტემბრის სხდო- მაზე დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს პროექტი, რომლის მი- ხედვითაც ა(ა)აიპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“-ს უსასყიდლო უზურფრუქტის წესით გადაეცა დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა 54-ში მდებარე სპორტული დარბა- ზის შენობა ფართით 534 კვმ. მასზე დამაგრებული 865 კვმ. მიწის ფართ- თან ერთად, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 24 102 ლარს. საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს 48 ხარაგაულის საოლქო-საარ- ჩევნო კომისიაში, გამოკლებული წევრის - კახაბერ გოლუბიანის ნაცვლად, კონკურსის წესით შეირჩა კახაბერ კალანდაძე. საოლქო-საარ- ჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდო- მარე კახაბერ გოლუბიანი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფ- როსად დაინიშნა. ამჟამად საოლქო საარჩევნო-კო- მისიის თავმჯდომარეა გია ცისკაძე. ბორის საჯარო სკოლა მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული კონ- კურსის გამარჯვებულია. ორი წლის მანძილზე სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი ელიზაბეთ ბირჩლერი მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლის. „მშვიდობის კორპუ- სის კონკურსში გამარჯვებული მოხა- ლისეები ამერიკაში გადამზადდნენ. აუცილებელია, რომ ჰქონდეთ უმაღ- ლესი განათლება და პედაგოგიური გამოცდილება, - ამბობს ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერა- ძე, - ჩვენ ინგლისური ენის მასწავლე- ბელ მოხალისესთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება გვაქვს. იმედია, წარმატებული იქნება ელიზაბეთთან ურთიერთობის ორი წელი.“ ჰამლეტ ბერაძის თქმით, მშვიდო- ბის კორპუსში ტრენინგებზე ერთ-ერთ სასურველ აქტივობად საზაფხულო ბანაკების მოწყობა დასახელდა. „ტრე- ნინგებზე გავიცანი ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფან- ჩულიძე, რომელმაც გამიზიარა თა- ვისი გამოცდილება და მითხრა, რომ დღის ინგლისურენოვანი ბანაკი მათ სკოლაში დიდი ხნის ტრადიციაა, - გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, -ელიზაბეთ ბირჩლერმა და ჩვენი სკოლის სამმა მოსწავლემ გაიზიარა ძევრის სკოლის გამოცდილება. პირველ სექტემბერს სკოლაში ხუთდღიანი ინგლისურე- ნოვანი დღის ბანაკი გაიხსნა. ბანაკის პროგრამა ელიზაბეთ ბირჩლერმა შეადგინა. ბანაკის ფუნქციონირება- ში მას ძევრის სკოლის მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი ელისონ სვენსონი დაეხმარა. პროგ- რამაში აქტიურად ჩაერთვნენ ბორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ბერიძე და ჟანა ნიშნიანიძე. ჰამლეტ ბერაძის ინიციატივით გამგეობის კულტურის სამსახური ბანაკში ყოველდღე ატარებდა ინ- ტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის?“ ოთხ ჯგუფად დაყოფილი 46 მოს- წავლე დღის განმავლობაში სხვადასხ- ვა აქტივობითაა დაკავებული: მასწავ- ლებლები მათ ეზოსა და საკლასო ოთახში შესასრულებელ დავალებებს აძლევენ, გუნდები პარალელურად სპორტულ დარბაზში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს კურსდამთავრებულები ეხმარებიან. ჰამლეტ ბერაძის თქმით, ბორის სკოლის პარტნიორი ამერიკუ- ლი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საქმიანობას მნიშვნელოვან ნაბიჯად უთვლის კურსდამთავრებულებს. ბო- რის სკოლის მოსწავლეებთან ერთად საზაფხულო ინგლისურენოვანი დღის ბანაკის მონაწილეები არინ კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხარა- გაულის 2, თბილისის, ქუთაისისა და ზესტაფონის საჯარო სკოლების მეექვსე-მეთორმეტე კლასების მოს- წავლეები. „ინფორმაცია დღის ბანა- კის შესახებ მხოლოდ სოციალური ქსელით გავავრცელეთ, - ამბობს ჰამლეტ ბერაძე, - კვებასა და სახლში ტრანსპორტირებაზე მოსწავლეები თავად ზრუნავენ. ვფიქრობ, მომავალ ზაფხულს ბორის სკოლაში სადღეღა- მისო ბანაკი შევქმნათ და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავრ- თოთ ამ საქმეში. ჩვენ პანსიონური მომსახურების დიდი გამოცდილება გვაქვს და არ გაგვიჭირდება სად- ღეღამისო ბანაკის შექმნა. იმედია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხე- ლისუფლება და ტურიზმის სამსახური გვერდით დაგვიდგებიან.“ მშვიდობის კორპუსის მოხალისე ელიზაბეთ ბირჩლერი ამბობს, რომ ბანაკის მონაწილე მოსწავლეები დიდი მონდომებით ეუფლებიან ინგლისურ ენას. „ბანაკი საშუალებას აძლევს სხვადასხვა სოფლის მოს- წავლეებს გაიცნონ ერთმანეთი, ის- წავლონ ჯგუფებში მუშაობა, გახდნენ ლიდერები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ თუ სპორ- ტულ აქტივობებში.“ ბორის საჯარო სკოლის ინგ- ლისური ენის მასწავლებელი ჟანა ნიშნიანიძე მოხარულია, რომ მოს- წავლეები იუმჯობესებენ ინგლისურ ენაში ცოდნას. ელისონ სვენსონს მიაჩნია, რომ ბორის სკოლის ინგლისურენოვან ბანაკში დროს მხიარულად და ნაყოფიერად ატარებენ. ის გაკვირ- ვებულია მოსწავლეთა ცოდნის დო- ნით. „ბანაკის არსებობის ერთ-ერთი მიზანია, რომ სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებმა ერთად იმუშაონ. მე- ორეა, რომ მოსწავლეებს არა მხო- ლოდ საკლასო ოთახში ვასწავლოთ ინგლისური,“ - ამბობს მშვიდობის კორპუსის მოხალისე. ბორის სკოლის ინგლისურენოვან ბანაკში ჩაერთო ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლე- ბელი მზია ბერაძე. მზია მასწავლებე- ლი ამბობს, რომ დიდი სიხარულით ეხმარება მოსწავლეებს მოხალისეებ- თან კომუნიკაციაში და სხვადასხვა დავალების შესრულებისას. ბორის სკოლის მოსწავლე იური აბულაძე ბანაკს საგანმანათლებლო პროექტს უწოდებს და ამბობს, რომ ინგლისური ენის სწავლებასთან შერ- წყმული გართობა ენის შესწავლას უადვილებს. ნია ბერაძემ ბანაკის შექმნის შე- სახებ ინფორმაცია სოციალური ქსე- ლიდან შეიტყო. მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპეციალური გაკვეთილებით იღრმავებენ ცოდნას და ხვეწენ მეტყველებას. ქუთაისე- ლი ლაშა ჟორჟოლიანი ბორში ისვენებდა და სიხარულით ჩაერთო ბანაკში. ლაშა ამბობს, რომ ბანაკში იუმჯობესებს ინგლისურ ენაზე მეტყ- ველებას. ზესტაფონის #7 სკოლის მოსწავლე ლინა ოდიკაძე მიიჩნევს, რომ ბანაკის აქტივობები მრავალფე- როვანია. ხარაგაულის 2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარი მაღლაფე- რიძე თვლის, რომ ბანაკში, შესაძ- ლოა, ხუთ დღეში ვერ შეისწავლო ინგლისური, მაგრამ გარკვეულ ცოდნას მიიღებ. მარი ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად წავა ასე- თი ტიპის ბანაკში. კიცხის სკოლის მოსწავლე ანი მდინარაძესთვის ბანაკში გატარებული დღეები განსა- კუთრებული და საინტერეოსოა რო- გორც ინგლისური ენის შესწავლის, ისე სხვა სკოლების მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით. ნინო კაპანაძე ამბების აკიდო მშობლების საყურადღებოდ! ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 8 სექტემბერს დაიწყება. 5 სექტემბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 33 (604) www.chkh.org რუბრიკა - ჯანმრთელობა თამარ გველესიანი - ექიმთან მომართვიანობა იზრდება ბორითის კლინიკის ახალი პერსპექტივები 10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა ამინდი 3-4 გვ. 3 გვ. 4 გვ. 4 გვ. 8 გვ. „ძირულა- ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება” 2 გვ. დღეს ნომერშია ბუნების დაბინძურება თუ ჯანმრთელობა - არჩევანი ჩვენზეა 2 გვ. მოსწავლეთა საყურადღებოდ! ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სა- ხელობის სამუსიკო სკოლა აც- ხადებს მოსწავლეთა მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისთვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს განყოფილებებზე. მსურველებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ მუსიკალურ ათწლედში. დაწვრილებითი ცნობებისთ- ვის მიმართეთ სამუსიკო სკოლის დირექციას.

Transcript of დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი...

Page 1: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

ინგლისურენოვანი ბანაკი ბორშიხარაგაულის გამგეობაში

რეორგანიზაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსა-ხურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით რეორგანიზაციის პროცესში გამგეობაში მოქმედი რამ-დენიმე განყოფილება გაუქმდება. განყოფილებები უქმდება ადმინისტ-რაციულ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურებში.

კახა გოლუბიანის თქმით, გაუქ-მებული განყოფილების უფროსები თავიანთ საქმიანობას მთავარი სპეცი-ალისტების სტატუსით გააგრძელებენ.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტის განყოფილება გადაკეთდა სამსახურად.

გამგეობის სამსახურების დებუ-ლებებში ცვლილებების პროექტები დეპუტატებმა 2 სექტემბერს გა-მართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

რაც შეეხება რეორგანიზაციის ვა-დებს, 3 სექტემბერს გააფრთხილეს საჯარო მოხელეები მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ.

20 სექტემბრამდე მომზადდება რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის სამსა-ხურების დებულებები, ასევე გამგე-ობის საშტატო ნუსხასა და თანამდე-ბობრივ სარგოებში ცვლილებების პროექტები.

გამგეობის სტრუქტურული ერთე-ულებისა და გამგეობის სამსახურების სალიკვიდაციო ღონისძიებები 2 ოქტომბრამდე განხორციელდება.

გამგეობის რეორგანიზაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.

საფეხბურთო კლუბს გადაეცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 სექტემბრის სხდო-მაზე დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს პროექტი, რომლის მი-ხედვითაც ა(ა)აიპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“-ს უსასყიდლო უზურფრუქტის წესით გადაეცა დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა №54-ში მდებარე სპორტული დარბა-ზის შენობა ფართით 534 კვმ. მასზე დამაგრებული 865 კვმ. მიწის ფართ-თან ერთად, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 24 102 ლარს.

საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი

თავმჯდომარე ჰყავს№48 ხარაგაულის საოლქო-საარ-

ჩევნო კომისიაში, გამოკლებული წევრის - კახაბერ გოლუბიანის ნაცვლად, კონკურსის წესით შეირჩა კახაბერ კალანდაძე. საოლქო-საარ-ჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდო-მარე კახაბერ გოლუბიანი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფ-როსად დაინიშნა.

ამჟამად საოლქო საარჩევნო-კო-მისიის თავმჯდომარეა გია ცისკაძე.

ბორის საჯარო სკოლა მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული კონ-კურსის გამარჯვებულია. ორი წლის მანძილზე სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი ელიზაბეთ ბირჩლერი მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლის. „მშვიდობის კორპუ-სის კონკურსში გამარჯვებული მოხა-ლისეები ამერიკაში გადამზადდნენ. აუცილებელია, რომ ჰქონდეთ უმაღ-ლესი განათლება და პედაგოგიური გამოცდილება, - ამბობს ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერა-ძე, - ჩვენ ინგლისური ენის მასწავლე-ბელ მოხალისესთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება გვაქვს. იმედია, წარმატებული იქნება ელიზაბეთთან ურთიერთობის ორი წელი.“

ჰამლეტ ბერაძის თქმით, მშვიდო-ბის კორპუსში ტრენინგებზე ერთ-ერთ სასურველ აქტივობად საზაფხულო ბანაკების მოწყობა დასახელდა. „ტრე-ნინგებზე გავიცანი ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფან-ჩულიძე, რომელმაც გამიზიარა თა-ვისი გამოცდილება და მითხრა, რომ დღის ინგლისურენოვანი ბანაკი მათ სკოლაში დიდი ხნის ტრადიციაა, - გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, -ელიზაბეთ ბირჩლერმა და ჩვენი სკოლის სამმა მოსწავლემ გაიზიარა ძევრის სკოლის გამოცდილება. პირველ სექტემბერს სკოლაში ხუთდღიანი ინგლისურე-ნოვანი დღის ბანაკი გაიხსნა. ბანაკის პროგრამა ელიზაბეთ ბირჩლერმა შეადგინა. ბანაკის ფუნქციონირება-ში მას ძევრის სკოლის მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი ელისონ სვენსონი დაეხმარა. პროგ-რამაში აქტიურად ჩაერთვნენ ბორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ბერიძე და ჟანა ნიშნიანიძე.“

ჰამლეტ ბერაძის ინიციატივით გამგეობის კულტურის სამსახური ბანაკში ყოველდღე ატარებდა ინ-ტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის?“

ოთხ ჯგუფად დაყოფილი 46 მოს-წავლე დღის განმავლობაში სხვადასხ-ვა აქტივობითაა დაკავებული: მასწავ-ლებლები მათ ეზოსა და საკლასო

ოთახში შესასრულებელ დავალებებს აძლევენ, გუნდები პარალელურად სპორტულ დარბაზში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს კურსდამთავრებულები ეხმარებიან. ჰამლეტ ბერაძის თქმით, ბორის სკოლის პარტნიორი ამერიკუ-ლი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საქმიანობას მნიშვნელოვან ნაბიჯად უთვლის კურსდამთავრებულებს. ბო-რის სკოლის მოსწავლეებთან ერთად საზაფხულო ინგლისურენოვანი დღის ბანაკის მონაწილეები არინ კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხარა-გაულის №2, თბილისის, ქუთაისისა და ზესტაფონის საჯარო სკოლების მეექვსე-მეთორმეტე კლასების მოს-წავლეები. „ინფორმაცია დღის ბანა-კის შესახებ მხოლოდ სოციალური ქსელით გავავრცელეთ, - ამბობს ჰამლეტ ბერაძე, - კვებასა და სახლში ტრანსპორტირებაზე მოსწავლეები თავად ზრუნავენ. ვფიქრობ, მომავალ ზაფხულს ბორის სკოლაში სადღეღა-მისო ბანაკი შევქმნათ და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავრ-თოთ ამ საქმეში. ჩვენ პანსიონური მომსახურების დიდი გამოცდილება გვაქვს და არ გაგვიჭირდება სად-ღეღამისო ბანაკის შექმნა. იმედია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხე-ლისუფლება და ტურიზმის სამსახური გვერდით დაგვიდგებიან.“

მშვიდობის კორპუსის მოხალისე ელიზაბეთ ბირჩლერი ამბობს, რომ ბანაკის მონაწილე მოსწავლეები დიდი მონდომებით ეუფლებიან ინგლისურ ენას. „ბანაკი საშუალებას აძლევს სხვადასხვა სოფლის მოს-წავლეებს გაიცნონ ერთმანეთი, ის-წავლონ ჯგუფებში მუშაობა, გახდნენ ლიდერები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ თუ სპორ-ტულ აქტივობებში.“

ბორის საჯარო სკოლის ინგ-ლისური ენის მასწავლებელი ჟანა ნიშნიანიძე მოხარულია, რომ მოს-წავლეები იუმჯობესებენ ინგლისურ ენაში ცოდნას.

ელისონ სვენსონს მიაჩნია, რომ ბორის სკოლის ინგლისურენოვან

ბანაკში დროს მხიარულად და ნაყოფიერად ატარებენ. ის გაკვირ-ვებულია მოსწავლეთა ცოდნის დო-ნით. „ბანაკის არსებობის ერთ-ერთი მიზანია, რომ სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებმა ერთად იმუშაონ. მე-ორეა, რომ მოსწავლეებს არა მხო-ლოდ საკლასო ოთახში ვასწავლოთ ინგლისური,“ - ამბობს მშვიდობის კორპუსის მოხალისე.

ბორის სკოლის ინგლისურენოვან ბანაკში ჩაერთო ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლე-ბელი მზია ბერაძე. მზია მასწავლებე-ლი ამბობს, რომ დიდი სიხარულით ეხმარება მოსწავლეებს მოხალისეებ-თან კომუნიკაციაში და სხვადასხვა დავალების შესრულებისას.

ბორის სკოლის მოსწავლე იური აბულაძე ბანაკს საგანმანათლებლო პროექტს უწოდებს და ამბობს, რომ ინგლისური ენის სწავლებასთან შერ-წყმული გართობა ენის შესწავლას უადვილებს.

ნია ბერაძემ ბანაკის შექმნის შე-სახებ ინფორმაცია სოციალური ქსე-ლიდან შეიტყო. მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპეციალური გაკვეთილებით იღრმავებენ ცოდნას და ხვეწენ მეტყველებას. ქუთაისე-ლი ლაშა ჟორჟოლიანი ბორში ისვენებდა და სიხარულით ჩაერთო ბანაკში. ლაშა ამბობს, რომ ბანაკში იუმჯობესებს ინგლისურ ენაზე მეტყ-ველებას. ზესტაფონის #7 სკოლის მოსწავლე ლინა ოდიკაძე მიიჩნევს, რომ ბანაკის აქტივობები მრავალფე-როვანია. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარი მაღლაფე-რიძე თვლის, რომ ბანაკში, შესაძ-ლოა, ხუთ დღეში ვერ შეისწავლო ინგლისური, მაგრამ გარკვეულ ცოდნას მიიღებ. მარი ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად წავა ასე-თი ტიპის ბანაკში. კიცხის სკოლის მოსწავლე ანი მდინარაძესთვის ბანაკში გატარებული დღეები განსა-კუთრებული და საინტერეოსოა რო-გორც ინგლისური ენის შესწავლის, ისე სხვა სკოლების მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით.

ნინო კაპანაძე

ამბების აკიდო

მშობლების საყურადღებოდ!ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 8 სექტემბერს დაიწყება.

5 სექტემბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№33 (604)

www.chkh.org

რუბრიკა - ჯანმრთელობა

თამარ გველესიანი - ექიმთან მომართვიანობა იზრდება

ბორითის კლინიკის ახალი პერსპექტივები

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა

ამინდი

3-4 გვ.

3 გვ.

4 გვ.

4 გვ.

8 გვ.

„ძირულა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება”

2 გვ.

დღეს ნომერშია

ბუნების დაბინძურება თუ ჯანმრთელობა - არჩევანი ჩვენზეა

2 გვ.

მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სა-ხელობის სამუსიკო სკოლა აც-ხადებს მოსწავლეთა მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისთვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს განყოფილებებზე. მსურველებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ მუსიკალურ ათწლედში.

დაწვრილებითი ცნობებისთ-ვის მიმართეთ სამუსიკო სკოლის დირექციას.

Page 2: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

2 xtvb [fhfufekb 5 სექტემბერი, 2014 წ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინს-ტიტუტმა (NDI) ადგილობრივი თვითმ-მართველობის არჩევნების შემდეგ პირველი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. NDI-მ კვლევა 23 ივლისი - 7 აგვისტოს პერიოდში საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩაატარა და 3 338 ადამიანი გამო-კითხა. დასაქმება და უმუშევრობა, სიღარიბისა და კრიმინალის დონე ქვეყანაში, დემოკრატია და რეფორ-მები, უმცირესობათა უფლებები, საგა-რეო პოლიტიკა, მედია, დემოგრაფია, არჩევნები, ეკლესია და პოლიტიკა და ა.შ. - კვლევის პროცესში მოსახლეობას სწორედ ამ საკითხებზე უწევდა პასუხის გაცემა. NDI-ის დირექტორ კრისტინა უილფორის განცხადებით, ხალხს სა-ქართველოში ყველაზე მეტად სწორედ სიღარიბისა და სამუშაო ადგილების საკითხი აწუხებს. მისივე თქმით, გამო-კითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრა-ციას, ევრაზიის კავშირში საქართველოს გაერთიანების ნაცვლად, და ასეთი არის გამოკითხულთა 60 პროცენტი. 78 % კი მხარს უჭერს საქართველოს მთავ-რობის მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

უცვლელია საქართველოს მო-სახლეობის პრიორიტეტული

საკითხები: გამოკითხული მოსახლე-ობის 63% მიიჩნევს, რომ სამუშაო ად-გილები რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, 32% სიღარიბეს ასახელებს, 25% - პენსიების ოდენობას. სამუშაო ადგილების თვალსაზრისით,

გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში ვითარება არ შეცვ-ლილა, 22% ფიქრობს, რომ ვითარება გაუარესდა და მხოლოდ 5% ამბობს, რომ გაუმჯობესდა. ყველაზე მაღალი დადებითი პროცენტი აქვს სიტყვის თა-ვისუფლებას - ხალხის 35% ფიქრობს, რომ ამ მხრივ საქართველოში წინსვ-ლა შეინიშნება.

კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, 68% პასუხობს, რომ არა და 32%-ის პასუხია დადებითი. გამოკითხული მოსახლეობის 29% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევ-ნების შემდეგ კრიმინალის დონე გა-იზარდა, 51%-ის აზრით კი, შემცირდა.

აგვისტოს გამოკვლევის თანახმად, მასში მონაწილეთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოში არის დემოკრა-ტია, 39%-ის პასუხია - არა.

საინტერესოა პასუხები კითხვაზე: რომელი რეფორმები იქნებოდა ახლა საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნე-ლოვანი? - 55% ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 41% - სოფლის მეურნე-ობის რეფორმას.

კრისტინა უილფორის განცხა-დებით, გამოკითხულთა უმრავ-

ლესობა ამბობს, რომ ადგილობრი-ვი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ძალიან კარგად ან მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა: „74% მიიჩნევს, რომ არჩევნები კარგად ჩა-ტარდა. აქედან 31% დარწმუნებულია, რომ არჩევნებმა ძალიან კარგად ჩაი-არა და მხოლოდ 1%-ია ისეთი, ვინც

ფიქრობს, რომ არჩევნები სრულიად გაყალბდა. რაც შეეხება ბარიერებს, რაც თავისუფალ და სამართლიან არ-ჩევნებს უშლის ხელს, ხალხის აზრით, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა, სიებთან დაკავშირებული პრობლემები და ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ - სამსახურის შესანარჩუნებლად.“

გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, რასაც არ ამართლებს 53% და ამართ-ლებს გამოკითხულთა 36%.

რაც შეხება რუსეთ-საქართვე-ლოს ურთიერთობებს: „73%

აცხადებს, რომ არ მოსწონს. ეს მაჩვე-ნებელი არ შეცვლილა წინა ეროვნული მასშტაბის არჩევნების შემდეგ. ხოლო კითხვაზე, თუ რომელ მოსაზრებას უფრო ემხრობიან - საქართველო უნდა გაერთიანდეს ევრაზიის კავშირში თუ ევროკავშირში, 59%-მა თქვა, რომ ქვეყანა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ შექმნილ ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს და არა ევრაზიის კავ-შირში, რომელიც რუსეთმა დააფუძნა“.

გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ უმცირესობათა უფლებების დაცვა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, 16% ფიქრობს, რომ - ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო კითხვაზე, თუ ვინ ახსენდებათ, პირველ რიგში, როდესაც უმცირესობებზე ვლა-პარაკობთ, ასახელებენ: 22% - ეთნი-

კურ უმცირესობებს, 22% - შშმ პირებს, 21% - რელიგიურ უმცირესობებს, 16% - სექსუალურ უმცირესობებს.

მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA)

უფროსი კონსულტანტი სოსო გა-ლუმაშვილი ფიქრობს, რომ ამ გამოკვლევამ აჩვენა მოსახლეობის მკვეთრად გამოხატული დადებითი მოლოდინები, რაც ხელისუფლე-ბისათვის შეიძლება გამოცდად და გამოწვევადაც კი ჩაითვალოს - ეს განწყობები მას ახსენებს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ განწყობას, რაც, სოსო გალუმაშვილის თქმით, მაშინ-დელმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა. რაც შეეხება გამოკვლევის რამდენიმე საყურადღებო ტენდენციას, სოსო გალუმაშვილი ამბობს: „საზოგადოება ნელ-ნელა მიეჩვია იმ აზრს, რომ ბი-ძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადის და მას ისეთი ბერკეტები აღარ აქვს ხელისუფლებაზე, როგორიც ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამაზე მიუთითებს დაახლოებით 20%-იანი ცვლილება გამოკითხვაში - ადრე, აპრილში, 64% იყო ისეთი, ვინც თვლიდა, რომ მისი გავლენა დიდი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 50%-მდეა ჩამოსული. ასევე ამ გამოკვლევიდან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადო-ებამ გარკვეული შანსი მისცა ხელი-სუფლებას, რათა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები“.

ეკა ქევანიშვილირადიო თავისუფლება

„ძირულა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში 20 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა ძირულა-ხარა-გაული-ჩუმათელეთის საავტომობი-ლო გზის რეაბილიტაციის თემაზე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. შეხ-ვედრას ადგილობრივი ხელისუფ-ლების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ საავტომობი-ლო გზების დეპარტამენტის თავმჯ-დომარე ვაჟა ფანჩულიძე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მენეჯერი აკაკი საღირაშვილი, საპროექტო-სა-კონსულტაციო ორგანიზაცია „კოქს-კონსალტის“ ხელმძღვანელი კარლ-სტენ გრინზე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი გიორგი კიზირია, იმერეთის ვიცეგუბერნა-ტორი ალექსანდრე იოსებაშვილი.

შეხვედრა გახსნა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ. საპროექტო-საკონსულ-ტაციო ორგანიზაცია „კოქს-კონსალ-ტის“ ხელმძღვანელი კარლსტენ გრინზემ ისაუბრა ძირულა-ჩუმათე-ლეთის საავტომობილო გზის ამჟა-მინდელ მდგომარეობაზე. მან აღნიშ-ნა, რომ ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტებამდე უნდა ჩატარდეს ტექნიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კვლევები. საკონსულტაციო მომ-სახურების პროექტი დაიწყო 2014 წლის აპრილში და დასრულდება დეკემბერში. გზა ემსახურება დაახ-ლოებით 37 000 მოსახლეს და მოიცავს 52 კილომეტრს.

კარლსტენ გრიზემ აღნიშნა, რომ მოსახლეობისათვის განსაკუთრებით საინტერესოა განსახლების პრობ-ლემა: „ჩვენ შევეცდებით განსახლება დავიყვანოთ მინიმუმამდე, მაგრამ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამას გვერდს ვერ ავუვლით. განსახლება მოხდება ევროპის განსახლების სისტემის ყველა წესის დაცვით, – აღნიშნა კარლსტენ გრიზემ, – ძირუ-ლა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს ასფალტის საფარის დაგებას, ხიდების გარემონ-ტება-რეკონსტრუქციას, გზის სად-რენაჟე ნაგებობების მშენებლობას,

ფერდის საყრდენი კედლებისა და მდინარის ნაპირის დამცავი ნაგე-ბობების მშენებლობას (სადაც ამის საჭიროება არსებობს), გზის მონიშვ-ნასა და აღჭურვას სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერე-ბის მოწყობას. გზის საერთო სიგანე 9 მეტრი იქნება. იმ ადგილებში, სადაც გზის გაგანიერება ტექნიკურად გართულებულია, გზა შედარებით ვიწრო იქნება.“

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მენეჯერმა აკაკი საღი-ნაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერო-ბით მოდერნიზებული რკინიგზის სამუშაოები ამ ხეობაში შეჩერებულია: „ჩვენ ვფიქრობთ არსებული პროექ-ტის უკეთესით შეცვლაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე არასასურველ ზემოქმედებასა და განსახლებას. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაწყებულია ქვიშხეთში, სადაც აშენდება 8 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბი. ეს გვირაბი დააკავ-შირებს ხაშურსა და მილითს. ასევე ამ მოდერნიზაციის ფარგლებში იგეგმე-ბა ძირულაში ორი გვირაბის მშენებ-ლობა. სოფელ საღანძილეში, ვახან-სა და მარელისში ამ ეტაპზე განსახ-ლების სამუშაოები შეჩერებულია და ვმუშაობთ პროექტზე, რომ როგორმე თავიდან ავიცილოთ განსახლება. მოდერნიზებული რკინიგზის სამუ-შაოები, სავარაუდოდ, 2018 წელს დასრულება. ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზას რკინიგზა კვეთს ბეჟათუბანში, სადაც ჩვენ ვგეგმავთ

ორი გვირაბის მშენებლობას შუაში ხიდით. სარკინიგზო სამუშაოები ხელს არ შეუშლის საავტომობილო გზის მშენებლობას, რადგან ვიდრე ძირულა-ჩუმათელეთის საპროექტო სამუშაოები დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებას.“

საავტომობილო გზების დეპარ-ტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფან-ჩულიძემ აღნიშნა, რომ „არსებული ცენტრალური საავტომობილო გზი-სათვის აუცილებელია ალტერნატი-ული გზა, რათა რაიმე პრობლების არსებობის შემთხვევაში არ დაიკე-ტოს საქართველოს მთავარი საგზაო არტერია. ეს იქნება ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელო-ვანი მაგისტრალი. თუმცა ეს პირ-ველ რიგში იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეკონომიკური წინსვლის გარანტია. საავტომობი-ლო გზის სამუშაოებზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ გზის სრულყოფილი პროექტირება დას-რულდება 2015 წელს, ხოლო 2016 წლიდან გამოიყოფა მშენებლობის-თვის თანხა და დაიწყება პრაქტიკუ-ლი სამშენებლო სამუშაოები.“

ვაჟა ფანჩულიძის განმარტებით, რისკები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროექტის განხორციელებას, თითქმის არ არ-სებობს. აზიის განვითარების ბანკი უკვე მზადაა ჩადოს რამდენიმე ათე-ული მილიონის ინვესტიცია ამ გზის რეაბილიტაციაში.

შეხვედრაზე იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე

იოსებაშვილმა გაიხსენა რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამო-წოლით შექმნილი პრობლემა და აღნიშნა, რომ საჩხერე-ჭიათურის ალტერნატიული გზა არ იძლევა ტრანსპორტის დიდი ნაკადის გატა-რების შესაძლებლობას. „კიდევ ერთი ალტერნატიული საავტომობილო გზის ფუნქციონირება დამატებითი უსაფრთხოებაა ქვეყნისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარე-ბასა და ინვესტიციების შემოსვლას.“

შეხვედრაზე ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის რეაბილიტირებულმა საავტომო-ბილო გზამ დაბა ხარაგაული არ უნდა გადატვირთოს: „ხარაგაულში სულ რამდენიმე ქუჩაა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა გადაიქცეს მა-გისტრალად. ვეცდებით, რომ ძირუ-ლა-ჩუმათელეთის საავტომობილო მაგისტრალმა დაბა ხარაგაულის მიმდებარედ გაიაროს.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის აზრით, ასეთი შეხვედ-რები მეტად მნიშვნელოვანია. მო-სახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული. მათ უნდა დაინახონ, რამდენად საჭიროა ამ გზის რეაბილიტაცია. ეს გზა მნიშვ-ნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი მუ-ნიციპალიტეტის იმ სოფლებისთვის, რომელიც ამ მონაკვეთშია განთავსე-ბული, არამედ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა.

შეხვედრაზე სტუმრებმა უპასუხეს მოსახლეობისათვის საინტერესო შეკითხვებს მოდერნიზებული რკი-ნიგზისა და ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილი-ტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.

საპროექტო-საკონსულტაციო ორგანიზაცია „კოქს-კონსალტის“ ხელმძღვანელმა კარლსტენ გრინ-ზემ მოსახლეობას მეტი აქტიურო-ბისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება საჯაროდ.

თამთა გოგოლაძე

საქართველოში უამრავი არა-კონტროლირებადი ნაგავსაყრელი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ 63 მუნიციპალური ნაგავსაყრელია აღ-რიცხული. რთულია ნარჩენების გა-ტანა სოფლებიდან. სოფლის მოსახ-ლეობა იძულებულია ხევებში ჩაყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ნარჩენების მართვის საკითხებზე ხარაგაულში 22 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის ექს-პერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ ისაუბრა. შეხვედრაში მასთან ერთად მონაწი-ლეობდნენ ა/ო საქართველოს ბუნე-ბის მკვლევართა კავშირ „ორქისის“ წარმომადგენლები - პროექტის „და-ვასუფთავოთ საქართველო - საზოგა-დოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ კოორდინატორი მადონა პირველაშვილი და გარემოს მონი-ტორინგის ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე.

აღნიშნული პროექტი 2010 წლი-დან ხორციელდება შვედეთის მთავ-რობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით.

ხათუნა ჩიკვილაძის ინფორმაციით, 63 მუნიციპალური ნაგავსაყრელი და-იხურება ეტაპობრივად. ამის შემდეგ გადავალთ რეგიონალურ ნაგავსაყ-რელებზე.

ქუთაისთან მშენებარე ნაგავსაყ-რელი მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. ასევე შეიქმნება გადა-მტვირთავი სადგურები.

არალეგალური ნაგავსაყრელები აბინძურებენ წყალს, ჰაერს, ნიადაგს და ადამიანის ორგანიზმს.

პარლამენტი იხილავს ნარჩენების მართვის კოდექსს, რომელიც და-არეგულირებს ნარჩენების მართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში ჰაერის, ნიადაგი-სა თუ წყლის დაბინძურება კანონით დასჯადი ქმედებაა, თუმცა დასჯის პრეცენდენტი ძალიან დაბალია.

გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრა გარემოს და-ბინძურებასთან დაკავშირებულ პრობ-ლემებზე. მან აღნიშნა, რომ ბუნებრივ დამაბინძურებლებს - ვულკანები, ტყის დიდი მასივების წვა, მტვრიანი ქა-რიშხლები, ზედაპირული წყლების მექანიკური აორთქლება - ემატება ნაგავსაყრელებზე საშიში ნივთების გადაყრა. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული სხვადასხვა ქიმიური ხსნარის ნარჩენების მოხვედრა ნაგავსაყ-რელებზე აბინძურებს ნიადაგს, საიდანაც ბინძურდება საკვები პროდუქტები.

ადამიანის ჯანმრთელობაზე საშიშ გავლენას ახდენს ასევე ტრანსპორ-ტისა და სხვადასხვა სამრეწველო გამონაბოლქვები. პოლიეთილენისა და სხვა მსგავსი ნაერთების წვით ბუნებაში გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რაც წვის შედეგად ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს დაავადებებს. გარემოს აბინძუ-რებს და ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს სოფლის მეურ-ნეობაში გამოყენებული სხვადასხვა პესტიციდები. ისინი ორთქლდებიან ჰაერში ან რჩებიან ნიადაგში და იწვე-ვენ მოწამვლას.

შეხვედრის ორგანიზატორებმა ისაუბრეს ევროპაში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე, - ევროპის ბევრ ქვეყანაში საერთოდ აღარ არსებობს ნაგავსაყრელები. იქ სპეციალურ კონ-ტეინერებში გროვდება ერთი სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მუ-შავდება სპეციალური დანადგარებით.

საქართველოში აუცილებელია ადამიანთა ცნობიერების ამაღლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან მი-მართებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვისწავლოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და მათი განთავსება შესაბამის კონტეინერებში.

თამთა გოგოლაძე

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალი გამოკვლევა გამოაქვეყნა

ბუნების დაბინძურება თუ ჯანმრთელობა?!

Page 3: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

3xtvb [fhfufekb5 სექტემბერი, 2014 წ.

პირველი სექტემბრიდან ამოქ-მედდა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედ-ვითაც 4 000-ზე მეტი დასახელების პირველი და მეორე ჯგუფის მედი-კამენტი რეცეპტით გაიცემა. მესამე ჯგუფის 3 600-ზე მეტი მედიკამენტის შეძენა კი ურეცეპტოდ იქნება შესაძ-ლებელი.

რეცეპტზე მედიკამენტის გამო-საწერად ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმს ან საჭირო სპეციალობის ექიმ-სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ჯანდაცვის სამინისტროსგან გავრცე-ლებული ინფორმაციით, რეცეპტის გამოწერა არ იწვევს დამატებით ფინანსურ ხარჯებს პაციენტის მხრი-დან, რადგან ოჯახის ექიმთან და ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტების რაოდენობა შეზღუდული არ არის და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგ-ლებში.

ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ნუსხაში გაერთიანებულია ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაკლე-

ბად მძიმე გვერდითი (არასასურვე-ლი) მოქმედებით ხასიათდებიან და ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ პაციენტისთვის.

ურეცეპტოდ გასაცემ მედი-კამენტებს მიეკუთვნებიან: კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ალმაგელი, დე-ნოლი, ალოხოლი, სენადექსინი, ენტეროლი, მეზიმ-ფორტე და სხვ.);

ვიტამინები და მინერალები (გარდა საინექციო ხსნარებისა); ანტიაგ-რეგანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო) პრეპარატები (მაგ.: ასპირინი კარდიო, კარდიომაგნი-ლი და სხვ.); პერიფერიული სისხ-ლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები (მაგ.: ტრენტალი, დილასიდომი და სხვ.); ანგიოპ-როტექტორები (მაგ.: ვენოდიოლი, ფლებოდია, დეტრალექსი და სხვ.); მთელი რიგი ტკივილგამაყუჩებე-ლი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ.: ანალგინი, ტემ-პალგინი, კეტონალი, იბუპროფენი, ნუროფენი და სხვ.); ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები (მაგ.: ეუფილინი, ტეოტარდი და სხვ.); ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები (მაგ.: ლაზოლვანი, ბრომჰექსინი, სინეკოდი და სხვ.); ალერგიის სა-წინააღმდეგო პრეპარატები (მაგ.: ერიუსი, ალერფასტი, კლარიტინი, სუპრასტინი და სხვ.); ღებინების სა-წინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: დრამინა) ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ.: ფეროფოლ-გამა, ფეროვიტი, ფეროპლექსი, ფოლის მჟავა და სხვ.); გამხსნელის სახით გამოყენებული საშუალებები (საინექციო წყალი, ფიზიოლო-

გიური ხსნარი); ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვ.

რომელი მედიკამენტები გამოიწერება რეცეპტის

ბლანკზე და რატომ?რეცეპტზე გამოიწერება II ჯგუ-

ფის მედიკამენტები, რომლებიც სერიოზული პოტენციური გვერდი-თი (არასასურველი) ეფექტებით ხასიათდებიან, რაც მოითხოვს დო-ზირების უფრო მკაცრ კონტროლს,

ექიმის სპეციალურ მითითებებს, ზოგჯერ კი პერიოდულ ლაბორა-ტორიულ კონტროლს. მათი ჭარბი დოზირების და არასწორი გამო-ყენების შემთხვევაში მოსალოდნე-ლია მძიმე გვერდითი მოვლენები და გართულებები. ამიტომ, ასეთი საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებისას სავარაუდო არასასურველი ეფექტი შეიძლება სჭარბობდეს მათ სარგებლიანობას.

საინექციო (ნემსით ან სისტე-მით შესაყვანი) ყველა პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი), ვი-ნაიდან: საჭიროებს დოზირების უფრო ზუსტ რეჟიმს და შეყვანის ადგილის განსაზღვრას ექიმის მი-თითების შესაბამისად (მაგ.: ერთი და იგივე სამკურნალო საშუალება, სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება კეთდებოდეს კუნთებში, ვენაში ან კანქვეშ. თითოეულ შემთხვევაში, უნდა შეირჩეს მედიკამენტის განს-ხვავებული დოზა, რასაც მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს.

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მითითება ინექციის გაკეთების ტექ-ნიკის თაობაზე (მაგ.: ზოგიერთი ინტრავენურად შესაყვანი პრეპა-რატი შეიძლება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული განზავებული სახით გაკეთდეს, ან მისი შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა; სხვადასხვა

პრეპარატი სხვადასხვა ჯგუფის კუნ-თში კეთდება, - ზოგიერთი დუნდუ-ლა კუნთებში, ზოგიერთი ბარძაყის კუნთებში, ზოგიერთი წინამხარზე. არ შეიძლება ზოგიერთი კანქვეშ შესაყვანი პრეპარატის კუნთებში ან ინტრავენურად გაკეთება, ან პირიქით (მაგ.: კალციუმის ქლო-რიდის კანქვეშ ან კუნთში შეყვანამ შეიძლება ქსოვილების გაღიზიანება და ნეკროზი გამოიწვიოს).

ინექციურ პრეპარატებს ახასი-ათებთ მოქმედების უფრო სწრაფი დასაწყისი, ისევე როგორც გვერ-დითი (არასასურველი) ეფექტე-ბის განვითარების უფრო სწრაფი გამოვლენა, მათ მიერ გამოწვეული გართულებების მართვა არასწორი დოზირების ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვე-ვაში უფრო ძნელია!

საინექციო საშუალებების გამხ-სნელის გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. (მაგ.: ლიდოკაინის არასწორად გამოყენებისას მოსა-ლოდნელია წნევის დაქვეითება, კრუნჩხვები, ალერგიული რეაქცია).

ერთი შპრიცით რამდენიმე ნივ-თიერების შეყვანა, ექიმთან შეუთან-ხმებლად, არ შეიძლება. შეიძლება შპრიცში არსებული ნივთიერებების შეუთავსებლობის ან ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს. საინექციო პრეპარატების გამოყენებისას საჭი-როა მათ შეყვანას შორის ექიმის მიერ განსაზღვრული დროის ინ-ტერვალის მკაცრი დაცვა, რომლის გარეშეც პრეპარატმა შესაძლოა სწრაფი კუმულაცია (დაგროვება) განიცადოს და მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს. საინექციო პრეპარატე-ბი საჭიროებენ სისუფთავის მაღალ ხარისხს და შესაბამის შესაყვან მოწყობილობას.

რეცეპტი ერთი წლითქრონიკული ან ხანგრძლივად

მიმდინარე დაავადებების შემ-თხვევაში, ექიმს უფლება აქვს, გამოწეროს რეცეპტი ერთი წლის ვადით. ამასთან, რეცეპტის გამო-ყენება შესაძლებელია მრავალ-ჯერადად, ვიდრე არ ამოიწურება გამოწერილი მედიკამენტების რა-ოდენობა. ასევე, კონკრეტული მედიკამენტის საჭირო რაოდენობა ერთი ვიზიტის დროს შეიძლება, გამოიწეროს (გადანაწილდეს) არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე რეცეპტის ბლანკზე, რათა ხანგ-რძლივი დროის განმავლობაში პაციენტს არ დაჭირდეს ექიმთან დამატებითი ვიზიტი, მხოლოდ რე-ცეპტის გამოწერის მიზნით.

რეცეპტი შესაძლოა გამო -ყენებული იქნეს მრავალჯერა-დად, რეცეპტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. პაციენტს შეუძლია ყოველ ვიზიტზე შეიძინოს წამლის სასურველი რაოდენობა.

გაითვალისწინეთ, რომ რეცეპტს არ გამოწერს სასწრაფო სამედიცი-ნო დახმარების ბრიგადის ექიმი, რადგან მისი მოვალეობაა პაციენტს ადგილზე გაუწიოს სამედიცინო დახ-მარება, მათ შორის მედიკამენტო-ზური და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზაცია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარე-ბის ბრიგადის გამოძახების გარდა, ზოგიერთი გადაუდებელი შემთხ-ვევის დროს (მაგ.: ტკივილი გულის არეში, მაღალი წნევა, ალერგიული რეაქცია, ბრონქული ასთმის შეტევა და სხვ.) შეგიძლიათ მიმართოთ უახლოეს აფთიაქს. ყველა აფთიაქს აქვს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები, რომელთა გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ, გადა-უდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით (კაპტოპრილი, სალბუტამო-ლი, დექსამეტაზონი, ნიფედიპინი, გლუკოზა, ინსულინი, ადრენალინი, დიმედროლი, პრედნიზოლონი, მეტოპროლოლი, ფუროსემიდი, ატროპინი, ნიტროგლიცერინი, კე-ტოროლაკი).

შემოდგომაზე პროფე-სორი საშა ალექსიძე გეგ-მავს ოპერაციების ჩატარე-ბას ბორითის კლინიკაში. გაკეთდება ოპერაციები კატარაქტის, სიელმეების, ხალაზიონების, საცრემლე ჯირკვლის პათოლოგი-ებით დაავადებულთათვის.

ოპერაციის გაკეთების მსურველებმა, დიაგნოზის დასადგენად და საჭირო დოკუმენტაციის მოსაწეს-რიგებლად უნდა მომმარ-თონ თვალის ექიმს ხარა-გაულის საავადმყოფოში.

ირინა ბიბიჩაძეოფთალმოლოგი

წამლები რეცეპტით

ყურადღება!

შვიდი წელია, ხუნევის ადმინის-ტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის ჯანმრ-თელობაზე ოჯახის ექიმი თამარ გველესიანი ზრუნავს. ქალბატონი თამარი ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა ხარაგა-ულის #2 საშუალო სკოლა, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. თავიდან სამედიცინო საქმიანობა კიცხის საექიმო ამბულატორიაში დაიწყო. შემდეგ ზესტაფონში მუ-შაობდა სხვადასხვა უბანზე. 2007 წლიდან დღემდე ხუნევის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმია და ხუნევის, ვერტყვიჭალის, ვერტყვი-ლას, ბჟინევის, გედსამანიის სოფ-ლების მოსახლეობას ემსახურება.

თამარ ექიმი ამბობს, რომ რე-ლიეფის გამო რთულია სოფლებში გადაადგილება და მოსახლეობასაც უჭირს ამბულატორიაში მისვლა. „ამის მიუხედავად პაციენტთა მხრი-დან მომართვიანობა არის, - ამბობს თამარ ექიმი, - მეთვალყურეობას ვუწევთ და ვმართავთ ქრონიკულ

დაავადებებს. საჭიროების შემთ-ვევაში ვაგზავნით ნევროლოგთან, კარდიოლოგთან და ენდოკრი-ნოლოგთან, მწვავე დაავადებების დროს - სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ ვაწარმოებთ იმუნიზაციას - გეგმიურ აცრებს ეროვნული კალენდრის მიხედ-ვით. ამჟამად ტარდება მასობრივი იმუნიზაცია წითელა-წითურა-ყბაყუ-რაზე. ამბულატორიის ექთანი მზია ლურსმანაშვილი ყოველდღე ამბუ-ლატორიაშია, აწარმოებს აცრების კონტროლს და ქრონიკული და-ავადებების მართვაშიც მეხმარება.“

თამარ ექიმის განმარტებით, ძირითადად პაციენტები გულის იშემიურ და ჰიპერტონულ დაავადე-ბებს უჩივიან. „სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად აქტივობს ფიზიკურად, სულ დატვირთულები არიან, - ამბობს თამარ გველესიანი, - საკვებსაც უფრო ჯანსაღს მიირთმე-ვენ. სოფლის მოსახლეობას, ქალაქ-ში მაცხოვრებლებთან შედარებით, ზედმეტი სიმსუქნე და ნახშირწყლო-ვანი ცვლის დარღვევა შედარებით

ნაკლებად ახასიათებთ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მედიკამენ-ტური მკურნალობა, როცა რაიმე დაავადება აქვთ ჩამოყალიბებული, სისტემატურად წამლის მიღება, უჭირთ. ჰიპერტონიით დაავადებუ-ლებს წნევის კონტროლისთვის წამა-ლი მუდმივად სჭირდებათ. ჰგონიათ, რომ ერთხელ წამლის დალევა საკმარისია. ამ შემთხვევაში ოჯახის ახალგაზრდა წევრებს ვრთავთ მათ დასათანხმებლად.“

თამარ გველესიანის თქმით, მაისიდან შედარებით გაუმჯობეს-და ოჯახის ექიმის მდგომარეობა - დაუმატეს თანხა ხარჯებისთვის და გადასცეს ექიმის ჩანთა უსას-ყიდლოდ, რომელშიც პირველადი დახმარების მედიკამენტები და სამედიცინო საგნებია.

„ერთ-ერთი პრობლემაა, რომ სანიტარი არ გვყავს, - ამბობს თა-მარ ექიმი, - ხუნევში ორდონიანი ამბულატორიაა და აუცილებლად

გვჭირდება სანიტარი. ექიმებმა და ექთნებმა საკუთარი ხელფასით ავიყვანეთ სანიტარი. პრობლემა აისიც, რომ ანგარიშს ვაბარებთ ქუთაისში და იქ 2-3-ჯერ ჩავდი-ვართ.“

თამარ გველესიანი მიესალმე-ბა წამლების რეცეპტით გაცემას, რადგან მისივე თქმით, მოსახ-ლეობის დიდი ნაწილი არარაცი-ონალურად იღებს წამალს ექიმის გარეშე მეზობლის ან ახლობლის რჩევით, რაც არ არის სასურველი პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

„ოჯახის ექიმებს უფლება გვაქვს გამოვწეროთ მეორე ჯგუფის მედი-კამენტები. ქრონიკული დავადე-ბების მართვა ძირითადად მეორე ჯგუფის პრეპარატებით ხდება. ამიტომ ასეთი ავადმყოფების ვი-ზიტი ისედაც აუცილებელია ექიმ-თან. ექიმებთან მომართვიანობაც გაიზრდება. ჩვენც და პაციენტებიც მივეჩვევით ამ პროცესს და თანდა-თან ყველაფერი დალაგდება,“ - დასძენს ექიმი თამარ გველესიანი.

ნინო კაპანაძე

თამარ გველესიანი - ექიმთან მომართვიანობა იზრდება

Page 4: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

4 xtvb [fhfufekb 5 სექტემბერი, 2014 წ.

სუიციდი (ლათინური sui caedere - თავის მოკვლა, საკუთარი სიცოცხ-ლის მოსპობა) ადამიანური ცივი-ლიზაციის თანამდევი უძველესი და უდავოდ მასშტაბური პრობლემაა. დღეისათვის მსოფლიოში ყოველწ-ლიურად ერთ მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. წარუმატებელი მცდელო-ბების რაოდენობა კი ბევრად მეტია. ამ მოვლენას განსაკუთრებულ ტრა-გიზმს ის გარემოება სძენს, რომ მსოფლიოში თვითმკვლელთა დიდი უმრავლესობა 15-24 წლისაა, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ სუიციდის უმთავრესი მიზეზები - დეპრესია, სასიყვარულო მარცხი, სწავლასთან თუ თანატოლებთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ახალგაზრ-დებში აღიქმება ყველაზე მწვავედ. სუიციდის პრევენციის საერთაშო-რისო დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს უმძიმესი პრობლემის კიდევ ერთხელ გააზრებას და მისი გამომწვევი მიზეზებისგან საზოგა-დოების გათავისუფლების გზების დასახვას. ამისთვის კი პირველ რიგში უნდა გაირკვეს - ვინ იკლავს თავს? - ფსიქიკურად დაავადებული პირები ხშირად ხდებიან თვითმკვლელობის მსხვერპლნი. თუმცა ის შეხედულება, რომ მხოლოდ ფსიქიურად არაჯანსა-ღი ადამიანი იკლავს თავს, მცდარია. შესაბამისი ემოციური ფონი, შესაძ-ლოა, გაძლიერდეს ან/და შეიქმნას

სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ასევე სხვადასხვაა ამ ფონის გამო-ვლენის გზები. ყველაზე ჯანმრთელმა და ფსიქოლოგიურად ძლიერმა ადამიანმაც კი, შესაძლოა, მიმართოს სუიციდს გარკვეულ შემთხვევაში. - ალკოჰოლზე დამოკიდებული ან მისი ხშირი მომხმარებლები შესაძ-ლოა გახდნენ თვითმკვლელობის მსხვერპლნი. იგივე შეიძლება ითქ-ვას სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუ-ალებებზე დამოკიდებულ პირებზეც. - ისინი, ვინც დიდი დანაკარგის წინაშე აღმოჩდნენ - დაკარგეს საყვარელი ადამიანი, განქორწინდნენ, დაკარგეს სამსახური და ა.შ.;

- ადამიანები, რომლებიც განიც-დიან ან გადაიტანეს ფიზიკური ან სულიერი ტრავმა - დაკარგეს მხედ-ველობა, პარალიზებულნი არიან ან განიცდიან მუდმივ ტკივილს;

- ადამიანები , რომლებმაც დიდი სულიერი ტრავმა მიიღეს რაღაც კონკრეტული შემთხვევის ნიადაგზე. ამ დროს შემთხვევას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც მის შედეგს. - მარტოსული ადამიანები, რომ-ლებსაც არავინ ჰყავთ ან თავს გრძნობენ ყველასგან გარი -ყ ულად და მ იტოვ ე ბ ულად . - წარსულში სუიციდის მცდელობის მქონე პირები ან ისინი, ვისაც ოჯახ-ში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. თვითმკვლელობის მსურველთა და

განმახორციელებელთა რიცხვი წლი-დან წლამდე იზრდება.

თვითმკვლელობის პრევენცია: მეთოდები და საჭირო რჩევები

თვითმკვლელობაზე მოფიქრალი ადამიანი არ ითხოვს დახმარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ის არ სჭირდება. თვითმკვლელთა უმრავ-ლესობას სულაც არ სურს სიკვდილი. მათ უბრალოდ იმ ტკივილის შეჩერე-ბა სურთ, რომელსაც განიცდიან. სუიციდის პრევენცია იწყება მისი ნიშნების ამოცნობით. თუ გაგიჩნ-დათ ეჭვი, რომ რომელიმე თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი აპი-რებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას. თქვენ შეგიძლიათ წინ აღუდ-გეთ ამ ფაქტს. ადამიანების გადა-სარჩენად ხშირ შემთხვევაში სწო-რედ ახლობელი ადამიანი წარმო-ადგენს მთავარ მაშველ რგოლს. თუ გაგიჩნდათ ეჭვი იმის თაობაზე, რომ პირს სიცოცხლის თვითმკვ-ლელობით დასრულება სურს, არა-ვითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მარტო. დარჩით მასთან. გაითვა-ლისწინეთ, რომ ამ დროს ადამიანი ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარეა. შესაბამისად, ყოველი ფრაზა, რო-მელიც მის კრიტიკას ან გადა-რწმუნებას შეეხება, უბრალოდ უნდა ამოიღოთ; შეეცადეთ პრობლემა მათი მხრიდან დაინახოთ. გახსოვ-დეთ, რომ რაც ერთი ადამიანისთ-

ვის უბრალო შემთხვევაა, მეორი-სათვის გადაულახავი ბარიერია. ებრძოლეთ მიზეზს და არა შედეგს. შეეცადეთ დაელაპარაკოთ და არ მიაქციოთ ყურადღება, რომ თავიდან დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდება ამ ფაქტს. შესაძლოა, აგრესიითაც კი გიპასუხოთ; ფაქიზად შეარჩიეთ სიტყვები და ის აუცილებლად გაიხ-სნება. პრობლემის გარკვევის შემ-დეგ კი გამოსავლის პოვნა უფრო გაგიადვილდებათ. მთავარია ადა-მიანმა იგრძნოს, რომ მარტო არაა. რაც არ უნდა შეპყრობილი იყოს პირი სუიციდის იდეით, თუ დარწ-მუნებულია, რომ ის უყვართ, მნიშ-ვნელოვანია და მისი სიკვდილი უდიდესი დარტყმა იქნება თუნდაც ერთი ადამიანისთვის, ის უარს იტყ-ვის ამ ქმედების განხორციელებაზე. გაიყვანეთ გარეთ, გაისეირ -ნეთ სუფთა ჰაერზე. ეს მარტი-ვად შესასრულებელი ქმედებები იმაზე უფრო შედეგიანია, ვიდ-რე შეიძლება ვარაუდობდეთ. მიიღეთ მისგან თანხმობა და პირო-ბა, რომ 24 საათი არაფერს გააკე-თებს. სთხოვეთ ერთი კვირა დასა-ფიქრებლად, სანამ ის საბოლოოდ მიიღებდეს გადაწყვეტილებას. ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვე-ბელია ალკოჰოლისა და სხვა ფსი-ქოტროპული წამლების ან ნარკოტი-კების მიღება, რადგან ისინი უფრო ბინდავენ გონებას და ასტიმული-

რებენ სუიციდის გადაწყვეტილებას. სახლიდან ან იმ ადგილიდან, სა-დაც აღნიშნული პირი იმყოფება, მოაშორეთ სიცოცხლისთვის საშიში ყველა საგანი, როგორებიცაა მა-გალითად - დანები, სანთებელე-ბი, ბასრი საგნები, თოკი და სხვ. გააღეთ ფანჯრები, რომ ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს სახლ-ში. აავსეთ გარემო სინათლით. შესაძლოა ეს უსიამოვნო იყოს მისთვის, მაგრამ აუცილებელია. ჩაბნელებული და დეპრესიული გარემო სუიციდის იდეის ხორც-შესხმას მხოლოდ ხელს შეუწყობს. შეძლებისდაგვარად მიეხმარეთ, შეცვალოს გარემო ან სიტუაცია, რო-მელიც სტრესში აგდებს პიროვნებას, იქნება ეს სამუშაო თუ საცხოვრებელი. თუმცა, შესაძლოა სტრესის მიზეზი კონკრეტული პიროვნებაც კი იყოს. წაიყვანეთ მშვენიერ ადგილას. გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. შეეცადეთ თავი ბედნიერად, მოქ-მედად და მნიშნელოვნად აგრძნო-ბინოთ. დაანახეთ პერსპექტივა და ისიც აუცილებლად გამოგყვებათ. ნებისმიერი წინაღობა შეიძლება გადაილახოს, თუ დამაჯერებე-ლი იქნებით. ეჭვი არ შეიტანოთ იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს ხომ მართლაც ასეა! თვითმკვლელობის გადავადება ხშირ შემთხვევაში მის გამეორებას სამუდამოდ გვაცილებს.

იმერეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტო-რის ნუგზარ ბოლქვაძის ინიცი-ატივით 21 აგვისტოს ბორითის კლინიკაში გაიმართა შეხვედრა

ხარაგაულის ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. ნუგზარ ბოლქ-ვაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება, ბორითის

კლინიკა გარდაიქმნას სტაციონა-ლურ დაწესებულებად, სადაც პაციენტებს გაუწევენ ქირურგიულ, თერაპიულ და რეანიმაციულ მომ-სახურებას.

ამჟამად ბორითის კლინიკაში შესაძლებელია ამბულატორიული მომსახურების მიღება. ასევე იგეგ-მება კვირის გარკვეულ დღეებში სპეციალისტების მოწვევა. რო-გორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბორითის კლინიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფ-ლის მოსახლეობას შეეძლება სამედიცინო მომსახურების მიღება. ნუგზარ ბოლქვაძის თქმით, მოსახ-ლეობის უმთავრესი პრობლემაა ტრანსპორტირება. მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა უტრანს-პორტობის გამო ვერ მოდის ბო-რითის კლინიკაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, „მთავარი და პრიორიტეტულია დავეხმაროთ ხარაგაულის მოსახლეობას, რათა მიიღოს სრულყოფილი სამედი-ცინო მომსახურება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ უნდა მიიღოს სა-ყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა. თქვენგან ველოდებით ინფორ-მაციას, თუ რომელ დღეს იქნება ამა თუ იმ ექიმის მომსახურების მიღება შესაძლებელი ბორითის კლინიკაში. ამ დროისათვის ჩვენ შევეცდებით მოვაგვაროთ ტრანს-პორტირების პრობლემა,“ - აღნიშ-ნა ინგა მაღრაძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებლის მოადგილე თე-მურ ჩხეიძის თქმით, ეს არ იქნე-

ბა ჰუმანიტარული მომსახურება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ეცო-დინება, თუ რომელ დღეს გავა ტრანსპორტი ბორითის კლი-ნიკის მიმართულებით მათი სოფლიდან და სურვილის შემთ-ხვევაში შეუძლია ყველამ ისარ-გებლოს საყოველთაო ჯანდაც-ვის მომსახურებით ბორითის კლინიკაში.

ნუგზარ ბოლქვაძის თქმით, უახლოეს მომავალში სოფლის ექიმებსა და ადგილობრივ ხე-ლისუფლებას მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას. მისივე თქმით, სასურველია ბორითის კლინიკაში დასაქმდნენ ადგილობრივი კვა-ლიფიციური სპეციალისტები.

თამთა გოგოლაძე

ბორითის კლინიკის ახალი პერსპექტივები

ყოველი წლის სექტემბერში ათა-სობით ბავშვი უბრუნდება სწავლის პროცესს, ზოგი პირველად შედის სკოლაში, ბაღში. თუ როგორ აეწ-ყობა მათი სასკოლო ცხოვრება, ბევრადაა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობაზე.

სკოლაში წასვლამდე მშობლები უნდა დაინტერესდნენ, თუ რამდენად მძიმეა ბავშვის ზურგჩანთა. ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს ბავშ-ვის წონის 10-20%-ს. ჩანთას უნდა ჰქონდეს განიერი სამხრეები, რაც წონის შემსუბუქების საშუალებაა. გასათვალისწინებელია ის სავალ-დებულო გარემოებაც, რომ სკო-ლაში წასვლამდე ბავშვს ყველა სავალდებულო აცრა უნდა ჰქონდეს ჩატარებული, რათა დავიცვათ ყვე-ლაზე გავრცელებული მართვადი ინფექციებისაგან.

თავს იჩენს აგრეთვე სხვა პრობ-ლემებიც, - დაუპატიჟებელი სტუმრები (ტილები) კარგად მოვლილ ბავშვსაც შეიძლება გაუჩნდეს. ეს პარაზიტი არც ხტუნავს, არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, მაგრამ ერთი თავიდან მეორეზე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ, თვითონ კბენა უმტკივნეულოა, მაგრამ პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქა-

ვილს იწვევს. ქავილის დროს, გამო-რიცხული არ არის, ნაკბენში ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს. პედიკულოზი არც ისე ძნელი დასამარცხებელია. მისი საწინააღმდეგო პრეპარატები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. უბ-რალოდ, სიფრთხილე გმართებთ, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია კვების რეჟი-მის დაცვა. დიეტოლოგთა ოქროს წესია დღეში სამჯერადი კვება და საკმარისი რაოდენობით სასმელი წყლის მიღება. უნდა მიირთვან რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნე-ული, მოერიდონ ზედმეტად ცხიმიან და შემწვარ საკვებს. ბავშვმა არ უნდა გამოტოვოს საუზმე. ასევე სავალდე-ბულოა ზომიერი ფიზიკური დატვირ-თვა და ძილი მინიმუმ 8 საათი.

სხეულის არასწორი აღნაგობა ხშირად ადრეული ასაკიდან იწყება და სასკოლო პერიოდში გრძელდე-ბა. სქოლიოზი (ხერხემლის ფრონ-ტალური გამრუდება), რომელიც ვლინდება სასკოლო ასაკში, სას-კოლო სქოლიოზს ეძახიან. ის ხა-სიათდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის გამრუდებით. მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხედან ისეთ პოზაში, როდესაც მარჯ-ვენა ბეჭი მარცხენასთან შედარებით

უფრო წინ და მაღლა არის აწეული, ხოლო ტანი შემოტრიალებულია მარცხნივ. ეს ასიმეტრიული პოზა და ხერხემლის კუნთების სისუსტე იწვევენ სქოლიოზს. სქოლიოზი პირველი ხარისხის შემთხვევაში პრაქტიკულად არ ჩანს, ხოლო მესა-მე და მეოთხე ხარისხის შემთხვევაში ძვალ-კუნთოვანი სისტემა ძლიერად არის დეფორმირებული. იმისათ-ვის, რომ ბავშვს არ განუვითარდეს სქოლიოზი, საჭიროა, რომ ის რაც შეიძლება აქტიურად მოძრაობდეს. ამის გარდა მერხი უნდა პასუხობდეს ბავშვის სიმაღლეს. მერხთან ჯდო-მისას ბავშვის ზურგი აუცილებლად სკამის საზურგეს უნდა ეხებოდეს, მისი ზედაპირი 2-3 სმ-ით მაღალი უნდა იყოს ბავშვის იდაყვზე. კითხ-ვისას წიგნი 30-40 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული და სინათლე მარცხ-ნიდან უნდა ეცემოდეს. ბავშვმა ასევე უნდა დაიცას კომპიუტერთან ჯდომის ჰიგიენა. მონიტორთან ჯდომისას ყოველ 30 წუთში ერთხელ საჭი-როა 2-3 წუთიანი შესვენება, მცირე ხნით მხედველობის კონცენტრაცია შორეულ საგნებზე, თვალებიდან მონიტორამდე უნდა დაიცვათ 50-60 სმ-იანი დისტანცია. დაუშვებე-ლია ცუდი განათების პირობებში კომპიუტერთან მუშაობა, საჭიროა

მოზარდმა კომპიუტერთან მუშაობის დრო შეზღუდოს. მხედველობის გაფრთხილების მიზნით ასევე არ შეიძლება დაწოლილი კითხვა და ტელევიზორის ყურება.

ჯანმრთელობის წინაპირობა სისუფთავის დაცვაა: აუცილებელია კბილების მოვლა, ხელების დაბანა, რომელიც მრავალ დაავადებას აგ-ვაცილებს თავიდან.

პირის ღრუს მოვლა ჩვენი ცხოვ-რების გადაუდებელი და აუცილე-ბელი ნაწილია. კბილების ჰიგიენა განაპირობებს პირის ღრუს, კბი-ლებისა და ღრძილების ჯანმრთე-ლობას, რაც მომავალში თავიდან აგაცილებთ კარიესს, უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, სხვადასხვა სახის ანთებებს და სიმსივნეების განვი-თარების რისკებს. აუცილებელია კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ, დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ. ჯაგრისი უნდა იყოს ასა-კის შესაბამისი, რბილი, ნეილონის მრგვალი ბოლოებით, უნდა შეირჩეს ბავშვისთვის განკუთვნილი პასტა. გახეხვა უნდა მოხდეს წინ და უკანა ბრუნვითი მოძრაობით გაიხეხოს კბილის ყველა ზედაპირი; ჯაგრისი დაახლოებით 450-იანი კუთხით უნდა იყოს დახრილი. სასურველია ჯაგ-რისის შეცვლა 1-2 თვეში ერთხელ.

ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ხელები. ხელები უნდა დაიბანოთ:

• სახლში შესვლისთანავე, სა-იდანაც არ უნდა ვიყოთ მოსულები (სკოლა, ბაღი, ეზო);

• ჭამის წინ და მის შემდეგ,• ტუალეტით სარგებლობის შემდეგ,• ცხვირის მოწმენდის, დაცემინე-

ბის ან დახველების შემდეგ,• ნაგავთან შეხების შემდეგ,• ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.ხელების დაბანა ინფექციური და-

ავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.

წარმატებული და ჯანსაღი სას-წავლო წლისათვის ბავშვებმა უნდა შეძლონ სიჯანსაღის შენარჩუნება.

თათია ბლუაშვილისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის

დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

სიჯანსაღე - წარმატებული სწავლისთვის

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა

Page 5: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

5xtvb [fhfufekb5 სექტემბერი, 2014 წ.

ცხრა წლის წინ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურულმა თეატრმა და მისმა ხელმძღვანელ-მა იზა ვეფხვაძემ ლიტერატურუ-ლი კონკურსი „ოდეონი“ დააფუძ-ნა. წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა თუნდაც ერთი წიგნის ავტორს და რომელიმე ლიტერატურული კონ-კურსის გამარჯვებულს.

„ოდეონი“ ღორეშის მემორიალუ-რი მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა.

„კონკურსი საქართველოს მასშ-ტაბით ტარდება, – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ, - კონკურსის თემაა „ნა-პირი.“ 37 კონკურსანტი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. დავაწესეთ ფუ-ლადი პრემიები პირველი, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტებისთვის. ღორეშის მუ-ზეუმის დირექტორმა პავლე ჯიბუტმა პრემია 200-200 ლარით გაზარდა. ამიტომ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს 700 ლარს, მეორე ადგილზე გასული - 500 ლარს, მესამე ადგილის მფლობე-ლი - 400 ლარს. „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგო-გიძემ დააწესა პრემია 50 ლარი კონკურსის ყველაზე პატარა მონა-წილესთვის.“

„ოდეონის“ ორგანიზატორები მადლობას უხდიან „ოდეონის“ მხარდამჭერებს: ღორეშის მუზეუმს, რომელმაც კონკურსანტებს სა-კუთარი ეზო დაუთმო, საპრიზო ფონდი გაზარდა და კონკურსანტ-თა კვებაშიც გარკვეული მონა-წილეობა მიიღო; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას; ღორეშაში გამგებლის წარმომადგენელს, მაჟორიტარ დეპუტატს და სოფლის მოსახლე-ობას; კონკურსის ლოგოს ავტორს დავით სულაქველიძეს; საინფორ-მაციო მხარდაჭერისთვის გაზე-თებს „ჩემი ხარაგაული“ და „ჩვენი მწერლობა,“ გადაცემა „საგანძურს“; სასაუზმეს „მალხაზი“ და რესტორანს „ედემის ბაღს,“ რომლებმაც უზრუნ-ველყვეს კონკურსანტების კვება.

ჟიურის წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ივა-ნე ჯაფარიძე მოხარულია, რომ

ლიტერატურული კონკურსი „ოდე-ონი“ იმერეთის ულამაზეს კუთხეში ტარდება. „ამ კონკურსით ჩანს მისი ორგანიზატორის, იზა ვეფხვაძის სიყვარული სამშობლოსადმი. წინა კონკურსები მცირე მასშტაბის იყო და მასში მხოლოდ ხარაგაულელები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვა-ნია, რომ როსტომ ჩხეიძე დათანხ-მდა ჟიურის თავმჯდომარეობას. ჟიურის ყველა წევრი ლიტერატორი და მეცნიერია და ამით კონკურსის თამასა, შემოქმედებთი თვალსაზრი-სით, გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, კონკურსი შედეგიანი იქნება მთელი საქართველოსთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ, ამ დალოცვილ მიწაზე, სიყ-ვარულის ცეცხლი ტრიალებს. ასეთ სამყაროში ყოფნისას იმედი გაქვს, რომ გადარჩება საქართველო,“ - ამბობს ივანე ჯაფარიძე..

კონკურსანტი ვალერი გოგნა-ძე, რომელიც წინა წლებში „ოდე-ონის“ ჟიურის წევრი გახლდათ, აღნიშნავს, რომ კონკურსის თემა

„ნაპირი“ მიმზიდველი, ფილოსო-ფიური და საინტერესოა, ზოგადად კონკურსი კი რომანტიული და შინაარსიანი.

„მადლობა უფალს, რომ ამ დი-დებულ საზოგადოებაში მოვხვდი. მადლობა კონკურსის ორგანიზა-ტორებს გაწეული შრომისთვის,“ - აღნიშნა კონკურსანტმა ფრიდონ მაღრაძემ.

„ყველა თემა შესანიშნავია, თუ წერას ყავხარ ატანილი, - ამბობს კონკურსის მონაწილე მამუკა ჭი-პაშვილი, - პროზა ავირჩიე და ვნახოთ, რა გამომივა.“

ჟურნალისტი ირმა მარდალეიშ-ვილი დიდი ხანია „ოდეონის“ გულ-შემატკივარი და მხარდამჭერია. მან შარშან გაზეთში „იმერეთის მოამბე“ კონკურსი ფართოდ გააშუქა. ირმა მიიჩნევს, რომ არაჩვეულებრივად ორგანიზებულ კონკურსზე საინტე-რესო ნაწარმოებები შეიქმნება.

მწერალ გიზო თავაძის აზრით კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია

და ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების წარმოჩენას.

კონკურსანტი მაია მიქაია ამ-ბობს, რომ კონკურსი ორიგინალური და განსხვავებულია. „ცოტა არ იყოს მეშინოდა, რადგან ძნელია ასე შეკვეთით დაწერა. კარგი თემაა, სიტუაცია და გარემო უთბილესი და არაჩვეულებრივი,“ - აღნიშნავს იგი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თქმით, ღორეშის მუზე-უმის ეზოში ბევრი განსაკუთრებული საღამო გამართულა და „ოდეონი“ გამორჩეულია მათ შორის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვი-ლი მოხარული, რომ კონკურსი გაფართოვდა და მასში ჩაერთვენ საქართველოს სხვადასხვა რეგი-ონების წარმომადგენლები.

„ხარაგაული დიდი კულტურული ტრადიციების მქონეა და ამიტომ ამ სფეროს მეტი მხარდაჭერა სჭირ-

დება. მადლობა კონკურსის ორ-განიზატორებს ხარაგაულში ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართ-ვისთვის,“ - აღნიშნა გამგებელმა.

კონკურსის ფარგლებში გაიმარ-თა ლიტერატურული თეატრის სპექ-ტაკლი „მთამ დაგილოცა სავალი გზები,“ რომელიც დეკანოზ თავმასი ჩოხელის შემოქმედებას მიეძღვნა. შესანიშნავი ლექსების ავტორი განს-ხვავებული კუთხით წარმოაჩინა იზა ვეფხვაძემ დამსწრეთა წინაშე.

სპექტაკლის შემდეგ ბენილუქსის ქვეყნების ეპარქიის არქიმანდ-რიტმა მეუფე დოსითემ (ბოგვე-რაძე) აღნიშნა, რომ საოცრად ააღელვა დეკანოზ თავმასი ჩოხე-ლის შემოქმედებამ და მისი ლექსები ყველა ჩვენგანის გულსა და სულ მისწვდა. „არაჩვეულებრივია, რომ ამ საინტერესო კონკურსის ფარგ-ლებში გაიმართა ეს სპექტაკლი. მადლობელი ვართ თქვენი, ქალ-ბატონო იზა, თქვენი კოლექტივის და გუნდის წევრების, გასაკუთრებით მამა თავმასის, ასეთი ულამაზესი, გულში ჩამწვდომი, რაღაც შინაგანი სიღრმით სავსე საღამოსთვის,“ - აღნიშნა მეუფემ.

უბისის მამათა მონასტრის მოძღ-ვარმა მამა მათემ (ბუაჩიძე) დიდი ხნის მეგობარ მამა თავმასიზე საუბ-რისას აღნიშნა, რომ მასში აფასებს უდიდეს თავმდაბლობას. მანვე დეკანოზ თავმასი ჩოხელს შემოქ-მედებითი წარმატებები, რწმენაში გაძლიერება, ფიზიკური დ სულიერი ჯანმრთელობა უსურვა.

თავის მხრივ დეკანოზმა თავ-მასი ჩოხელმა დიდი მადლიერება გამოხატა ღონისძიების ორგანიზა-ტორებისადმი. „ოდეონის“ მონაწი-ლეები სხვა სამახსოვრო საჩუქრებ-თან ერთად დეკანოზ თავმასი ჩო-ხელის წიგნებითა და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების დისკებით დაჯილდოვდნენ.

8 სექტემბერს, მედიაკავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, სამის ნახევარზე, დასახელდებიან „ოდეონის“ გამარჯვებულები. მათ 13 სექტემბერს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „ჩვენი საგანძური“ უმასპინძლებს.

ნინო კაპანაძეფოტოზე: ლიტერატურულ

კონკურსზე „ოდეონი 2014“

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სამი ხარა-გაულელი პირველკურსელი ასპ-როცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა. ნოდარ ჭანკოტაძე, ქეთევან სხილაძე და მარიამ აბულაძე სა-სურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხენ. წარმატების უმთავრეს მიზეზად სამივე თავდაუზოგავ შრომას და მონდომებას მიიჩნევს.

ნოდარ ჭანკოტაძე ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავ-რებულია. ის თბილისის ივ. ჯავახიშ-ვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეც-ნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის 100%-იანი გრანტი, რადგან ყველა გამოცდის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მაღალ ქულას ვერ მივიღებ-

დი, - გვიამბობს ნოდარი, - გამო-ცდები ჩემთვის ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. ხუთი გამოცდა ჩავაბარე, სამ აუცილებელ საგანთან ერთად - გეოგრაფია და მათემატი-კა. მათემატიკა ძალიან მიყვარს და ამ გამოცდის შედეგზე გული მწყდე-ბა. მეტს მოველოდი. როგორც ჩანს ვღელავდი და ვერ ვიმარჯვე.“

ნოდარი ამბობს, რომ ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში მიუძ-ღვით მასწავლებლებსა და დედას, რომელიც სულ ეჩიჩინებოდა, - ისწავ-ლე, ისწავლეო. „ბეჯითი მოსწავლე ნამდვილად არ ვყოფილვარ. უფრო მეტ დროს ჩემს ჰობს - თევზაობასა და მუსიკას ვუთმობდი და დედა ყოველ-თვის საფუძვლიანად მეჩხუბებოდა. მიხარია, რომ გავამართლე მასწავ-ლებლებისა და დედის იმედები,“ - ამბობს ნოდარი და ყველა მეგობარს სტუდენტობას ულოცავს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის კურსდამთავრებული ქეთევან სხილაძე გამოცდების დროს გან-საკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა საკუთარი თავისა და მასწავლებლების წინაშე. მისთვის საგამოცდო გარემო კომფორ-ტული აღმოჩნდა. „მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად აზროვნება და მომავალზე ფიქრი დავიწყე, გადავწყვიტე, სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, - გვიამბობს ქეთევანი, - კარგად ვიცნობდი უნივერსიტეტის გარემოს,

საწვრთნელ ბაზას, მომწონდა იქა-ური სწავლების სტილი და ლექტო-რები. თავისუფალ უნივერსიტეტში ტრადიციულად მაღალი კონკურსია. ამიტომ განვიცდიდი, რამდენად მოვხვდებოდი ამ უმაღლეს სასწავ-ლებელში. ბედნიერი ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ ჩემთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში საერთა-შორისო ურთიერთობების ფაკულ-ტეტზე ჩავირიცხე.“

პირველად შედეგები დას მიახა-რა, შემდეგ - მშობლებს, აღფრ-თოვანებულმა აცნობა მეგობრებს. ქეთევანის თქმით, მშობლები ყო-ველთვის ცდილობდნენ, რომ მას საკუთარი დრო მხოლოდ სწავ-ლისთვის გამოეყენებინა და ხელს უწყობდნენ ხარისხიანი განათლების მიღებაში. ის უზომოდ მადლიერია

თავისი მასწავლებლების. „სკო-ლაში დიდი ცოდნა მივიღე. ამ ადა-მიანების გარეშე ასეთი წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა,“ - ამბობს ქეთევანი და სტუდენტური წლების მიმართ იმედიანადაა განწყობილი. „სტუდენტობა არ იქნება ადვილი. ცხოვრებაში თუ რაიმეს მიღწევა გინ-და, შრომა და მონდომება აუცილე-ბელია. იმედია, ყველაფერი კარგად გამოვა,“ - ფიქრობს ქეთევანი.

მარიამ აბულაძე, ბორის საჯა-რო სკოლის კურსდამთავრებული, თბილისის სამედიცინო უნივერ-სიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „გამოცდებისთვის მზადება დამღლელი იყო და სულ ძილი მენატრებოდა, - იხსენებს მარიამი, - გამოცდების შედეგები რომ გავიგე, ყველაფერი ერთიანად დამავიწყდა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ მთავა-რია მონდომება და შეუძლებელიც არაფერია.“ მარიამმა სამ სავალდე-ბულო საგანთან ერთად ფიზიკა და მათემატიკა ჩააბარა. გამოცდების წინ ნერვიულობდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საგამოცდო ტესტის გადახედვისთანავე მშვიდად იწყებდა მუშაობას. მარიამის შედეგები დედა-მისმა და ძმამ შეიტყვეს. „ჩემზე მეტად, მგონი, მათ უფრო გაეხარდათ. მე ვერ გამოვხატე ემოცია. მთავარია, მიზანს მივაღწიე და მერე ვნახოთ, რა იქნება. ალბათ სპეციალობად ნევრო-ლოგიას ავირჩევ,“ - ამბობს მარიამი და აღნიშნავს, რომ მის წარმატებაში

ყველაზე დიდი წვლილი ოჯახს და მასწავლებლებს მიუძღვით. მარიამი ეროვნული გამოცდებისთვის, ინგლი-სურის გარდა, არც ერთ საგანში არ ემზადებოდა. „სკოლაში მიღებული ცოდნით ჩავაბარე. ყველაზე მეტად მამხნევებდნენ მასწავლებლები და სკოლის დირექტორი. ჰამლეტი მას-წავლებელი მეუბნებოდა, რომ 100%-იან გრანტს მივიღებდი და სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხებოდი. ეს ერთგვარი სტიმული იყო და მაძლი-ერებდა იმ გათენებულ ღამეებში და გამოცდების დროს,“ - ამბობს მარიამი და ფიქრობს, რომ სტუდენტური წლე-ბი შრომატევადი იქნება.

წარმატებებს და ბედნიერ სტუ-დენტობას ვუსურვებთ ყველა პირ-ველკურსელს.

ნინო კაპანაძე

ნოდარი, ქეთევანი და მარიამი - „ასპროცენტიანი“ პირველკურსელები

„ოდეონი - 2014“ ღორეშაში

Page 6: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

6 xtvb [fhfufekb 5 სექტემბერი, 2014 წ.

სახლის, მიწის ნაკვეთის ან რაიმე ნივთის გაყიდვა, შეძენა, გაქირავება გსურთ?

სამუშაოს ეძებთ ან ახალი თანამშრომლის დაქირავება გსურთ?

ოჯახში დამხმარე ან ძიძა გჭირდებათ?

შენება, შეკეთება ან სხვა სახის მომსახურების შეთავაზება შეგიძ-ლიათ?

ამოჭერით გაზეთიდან „ჩემი ხარაგაული“ უფასო განცხადების ტალონი, ჩაწერეთ განცხადების ტექსტი და მოგვაწოდეთ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში.

თქვენს განცხადებას უფასოდ გამოვაქვეყნებთ მხოლოდ გაზე-თის ბოლო ნომრიდან ამოჭრილი უფასო განცხადების ტალონით.

დაგვიკავშირდით, გელით!

სასწრაფოდ იყიდებაკერძო სახლი დაბა ხარაგაულ-

ში მისამართზე - კიკნაძის ქუჩა ქ. №4, ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ფასი შეთანხმებით. მსურველებ-მა დაგვირეკეთ: 0 433 22 18 58; 593 57 53 10 (გია, ქეთინო)

იყიდება სახლი დაბა ხარაგაულში მისამართზე - სოლომონ მეფის ქუჩა ქ. №60. ტელეფონი 22 14 56, (ამირანი).

ქირავდება ბინა საოფისედ, საც-ხოვრებლად ან კომერციული საქ-მიანობისათვის, მთლიანად ან ნაწი-ლობრივ, საერთო ფართით 100 მ2 ოთხი ოთახი დამხმარე სათავსოებით და ეზოთი. ინტერნეტით და სატელე-ფონო კავშირის მომსახურებით. მის.: ხარაგაული, კიკნაძის ქ. №13, რკი-ნიგზის სადგურზე, ყოფილი აფთიაქის შენობაში.

ტელ.: 555 65 70 06; 0433 22 12 62 (იკითხეთ ციცო).

უფასო განცხადების ქვითარი #33

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

პატარა ხარაგაულში ორ-სართულიანი სახლი ეზოთი და ხეხილით. ფასი შეთანხებით. მისამართი - გრიშაშვილის მე-2 შესახვევი, ტელ.: 593 00 79 77.

იყიდება ორსართულიანი თეთრი ქვით აშენებული და-უხურავი სახლი ხარაგაულის ცენტრში. ფასი 9 000 აშშ დო-ლარი. ტელ.: 577419191 ან 577555001

რას ნიშნავს უძრავი ნივთის გაერთიანება

უძრავი ნივთი არის მიწის ნაკ-ვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, ასევე შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშე-ნებული ან დანგრეული) ან შენო-ბა-ნაგებობის ერთეული (მშენება-რე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

მესაკუთრეს შესაძლებელია საკუთრებაში ჰქონდეს რამდენიმე უძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთები (ორი ან/და მეტი) ერთმანეთის მომიჯნავედ მდება-რეობენ, მესაკუთრეს შეუძლია მათი გაერთიანება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაერთი-ანების შედეგად მიღებულ ერთ უძრავ ნივთზე.

უძრავი ნივთის გაერთიანებისას უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე გაერთიანებამდე რეგისტრირებუ-ლი ნებისმიერი უფლება ან ვალ-დებულება უცვლელად გადადის გაერთიანების შედეგად წარმო-შობილ უძრავ ნივთზე ან მის ნა-წილზე (ნაწილებზე) (თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამო-მდინარეობს).

უძრავი ნივთის გაერთიანებისას აუცილებელია დამზადდეს გაერ-თიანების შედეგად წარმოშობილი უძრავი ნივთის საკადასტრო აზომ-ვითი ან/და შიდა აზომვითი ნახა-ზები.

საკადასტრო აზომვითი ნახაზი მზადდება იმ შემთხვევაში, თუ ხდება მიწის ნაკვეთის (მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე) გაერთიანება. საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს რო-

გორც ქაღალდის, ასევე ციფრუ-ლი ვერსიის სახით, შესრულე-ბული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერ-ძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქ-ნეს (shp) ფაილის სახით.

შიდა აზომვითი ნახაზი მზად-დება იმ შემთხვევაში, თუ ხდება შენობა-ნაგებობების ან მისი/მათი ერთეულების გაერთიანება. შიდა აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქაღალდის ვერსიის სახით.

რეგისტრაციის წესი და პირობები

უძრავი ნივთის გაერთიანე-ბის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის რეგისტ-რაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტი-ციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუ-მენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. უძრავი ნივთის გაერთიანე-ბის თაობაზე მესაკუთრის ნების გამოვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადება, თანხმობა და ა.შ.);

აღნიშნული დოკუმენტი მოწმ-დება ან სანოტარო წესით ან საჯა-რო რეესტრის/იუსტიციის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ;

4. უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ან/და შიდა აზომვითი ნახაზი;

5. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩ-ქარებული მომსახურების გან-ხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვა-დები შემდეგნაირია: განცხადების შეტანის დღეს - 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში - 150 ლარი.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რე-გისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია- თუ დაინტერესებულ პირს

რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმო-მადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

- ზემოჩამოთვლილი დოკუმენ-ტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძ-ლებელია დამატებით მოთხოვ-ნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტ-რაციისათვის.

- იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე არის სახელმწი-ფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბან-კი, უძრავი ნივთის გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლე-ბის რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების საფასურის გადა-ხდის გარეშე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ხარაგაულში დაფუძნებულ ისტორიკოსთა საზოგადოებაში „კლიო“ გაერთიანდნენ ხარაგა-ულელი ისტორიკოსები, ისტორიის პედაგოგები, ისტორიით დაინტე-რესებული პირები.

ისტორიკოსთა საზოგადოების მიზანია ახალგაზრდა თაობას უკეთ შეასწავლოს საქართველოს ისტორია, გააძლიეროს ქრისტი-ანული, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება, უკეთ შეასწავლოს მსოფლიო ისტორია და დააინტე-რესოს სამხარეო ისტორიით.

საზოგადოებამ შეიმუშავა წეს-დება და უახლოეს ხანში მოხდება საზოგადოების ოფიციალური დარეგისტრირება. ისტორიკოსთა საზოგადოება გეგმავს სამეცნიერო კონფერენციებს, დისპუტებს, დება-ტებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის ისტორიით დაინტერესე-ბული მოსწავლე. საზოგადოება „კლიოს“ სურვილი აქვს დააფუძ-ნოს საზაფხულო სკოლა და ამ სკოლაში გაძლიერებულად ასწავ-ლოს სამხარეო ისტორია. ამ მიზ-ნით ისტორიკოსთა საზოგადოება „კლიომ“ გადაწყვიტა გამოსცეს

ხარაგაულის ისტორიის სახელმძ-ღვანელო, რომელშიც მოცემული იქნება ზოგადი ისტორია უძველესი დროიდან 21-ე საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით და ცალკე-ული სოფლის ისტორია. წიგნს გამოსცემს ავტორთა კოლექ-ტივი. ყველა პედაგოგს ეძლევა შესაძლებლობა მოიკვლიოს და წარმოაჩინოს თავისი სოფლის, კუთხის ისტორია. წიგნში დაცული იქნება ყველას საავტორო უფ-ლება. შექმნილია რედკოლეგია. შემუშავებულია მომავალი წიგნის პროექტი.

საზოგადოება „კლიოს“ მორიგი სამუშაო სხდომა დაგეგმილია 10 სექტემბერს ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრში.

ჩვენ დახმარებას გვიწევს ხა-რაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. უახლოეს ხანში წიგნის პროექტი წარსდგება ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე. იმედი გვაქვს გამგეობის თანადგომისა და მხარ-დაჭერისა.

ისტორიკოსთა საზოგადოების სახელით

ზეინაბ ბუაჩიძე

ხარაგაულში ისტორიკოსთა საზოგადოება

დაფუძნდა

აგვისტოში აქციის „ჩემი შესაწი-რი ტაძრის მშენებლობას“ ფარგ-ლებში ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის შესაწირი შემოიტანეს:

1. ადგილობრივი ბიუჯეტის სუბ-სიდია - 20 ათასი ლარი;

2. ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფ-თავების“ თანამშრომლები - 26 ლარი;

3. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილ-მოწყობის“ თანამშრომლები - 25 ლარი;

4. ლაშა და ელენე კიკნაძეები - 50 ლარი;

5. ზაური თაბუკაშვილი - 20 ლარი;

6. ილო სხილაძე - 100 ლარი;7. ნინი ნარიმანიძე - 20 ლარი;8. საბა შარიქაძე - 10 ლარი;9. ქეთინო შარიქაძე, ღუდუმექე-

თი - 20 ლარი;10. ელისო შარიქაძემ (ხარაგა-

ული) ოჯახის სახელით შეუკვეთა ჩუქურთმა და შემოიტანა 100 დოლარი.

ტაძრის მშენებლობაზე ფიზიკუ-რად იმუშავეს დაბა ხარაგაული-დან, საღანძილიდან და ხიდრიდან - 6-6-მა კაცმა, ფარცხნალიდან,

ლაშედან, მარელისიდან, ზვარე-დან - 5-5-მა კაცმა, ბორითიდან და მოლითიდან - 11-11-მა კაცმა, ვახანიდან - 12-მა კაცმა.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შესაწირი გაიღო, ფიზიკურად იშრომა. განსაკუთრებით მადლო-ბას იმსახურებენ ვახანის, მოლი-თის, ნადაბურის, ხუნევის, ხიდრის, ბორითის სოფლებიდან მოსული შრომითი ბრიგადის წევრები და ამ სოფლის ხელმძღვანელები ზ. არევაძე, ს. ლაცაბიძე, ზ. შუბითიძე, კ. ლომიძე, ბ. ბერაძე, ჯ. მაღლა-კელიძე. ეს მაგალითი უნდა იყოს სხვა სოფლებისათვის.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხ-დით ყველას და ღვთის ლოცვა-კურთხევას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს.

ამჟამად ძალიან გვჭირდება სოფლების დახმარება. ბეტონის სამუშაოები გვაქვს და ვთხოვთ ყველას, პასუხისმგებლობით მი-ვუდგეთ მშენებლობაზე დამხმარე-ების მოყვანას.

პატივისცემით ცეზარი ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის დირექტორი

აქცია გრძელდება

უკრაინის სახელმწიფო ავ-ტორიზებული უნივერსიტეტი და კოლეჯი (MAYP) აცხადებს აბი-ტურიენტთა მიღებას ეროვნული გამოცდების გარეშე ქ. ზესტაფონსა და ქუთაისში - 9,10,11 და 12 კლას-დამთავრებულთათვის ეკონომი-კის, იურიდიული, ტურიზმისა და ფარმაციის სპეციალობებზე 2,3 და 4 წელნახევრიანი სწავლების ხანგ-რძლივობით, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი პირობებით და სახელმწიფო დიპლომის გა-ცემით.

მის.: ქ. ზესტაფონი, ზაპორო-ჟიეს ქ. N10, ტელ.: 593211964, 551567256

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. N76, ტელ.: 591152162.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

საკონსულტაციო ბარათები

საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების

გაერთიანების საფუძველზე

იყიდება გრიშაშვილის ქ #9-ში საცხოვრებელი სახლი საერ-თო ფართო 120 მ2, ვერანდით ბელეტაჟზე. ეზო 600 მ2 ხეხი-ლით, ვენახის ტალავერით.

ფასი შეთანხმებით. ტელ.: 599 140 640; 2 37 66 32; 593 640 642.

Page 7: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

7xtvb [fhfufekb5 სექტემბერი, 2014 წ.

რეზო ლომიძის ხსოვნას

3 სექტემბერი შენი ტრაგიკულად დაღუპვის დღეა, ძმაო შალვა. 1993 წლის იმ დღის დილას გნახეთ ბოლოს - მხიარული და ბედნიერღიმილიანი.

ვაჟკაცური შემართებით შემოგვხედე სანადიროდ წასულებს, პატარა საქმე მაქვს, მალე დავბრუნდებიო, გვითხა-რი და წახვედი. ექვსი დღის შემდეგ ბორჯომის ტყეში გიპოვეთ ტყვიით გარდაცვლილი. დღემდე არ ვიცით, რა მოხდა. ვინ აღმართა შენზე ხელი და რატომ. 25 წლის ღირსეული ვაჟ-კაცი დავკარგეთ. იმ უმძიმესი დღეების გახსენება ახლაც გვიჭირს. მამაშენმა ამ ტრაგედიას დიდხანს ვერ გაუძლო. დედა კი თითქოს ისევ გელოდება ტყეში სანადიროდ წასულს... შალვა, მას შემდეგ ყოველ წელს 3 სექტემბერს მოვდივართ და სახვლარში ვსვამთ შენს შესანდობარს. არასოდეს დაგი-ვიწყებთ. ღმერთმა ნათელი დაუმკ-ვიდროს შენს ლამაზ სულს.

მეგობრები

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ რეზო მაისურაძეს საყვარელი ბიძის

დუტუ მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმრს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თეიმურაზ (თემიკო) დევდარიანიდა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

მალხაზ ხარატიშვილის ოჯახი თა-ნაუგრძნობს ნანა მენაბდე-დევდარიანს მეუღლისთეიმურაზ (თემიკო) დევდარიანის

გარდაცვალების გამო.

საღანძილის ტერიტორიული ერთე-ულის ადმინისტრაციის, ამბულატორი-ისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ხვიჩა გურგენიძეს ბიცოლას

დარეჯან თურმანიძე-გურგენიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ვეტერანთა კავშირის გამგეობა დიდ სინანულს გამოთქვამს ღირსეული პიროვნების ბატონ

თემიკო დევდარიანისგარდაცვალების გამო და გულწრ-

ფელ სამძიმარს უცხადებს განსვენებუ-ლის ოჯახს მწუხარებაში.

ვარძიის საჯარო სკოლის პედაგო-გიური კოლექტივი და ტექნიკური პერ-სონალი თანაუგრძნობენ მაყვალა და ლიანა ხიჯაკაძეებს, ალეკო ხიჯაკაძეს საყვარელი მულისა და მამიდის

ეთერი შალვას ასული ხიჯაკაძე-პაპაშვილის

გარდაცვალების გამო და ღრმა მწუხარებას გამოხატავენ მისი უდ-როოდ დაღუპვის გამო.

მალვინა ჩერქეზიშვილი და ბესიკ ცხოვრებაძე თანაუგრძნობენ ნანა მენაბდეს, ხათუნა და ბაქარ დევდარი-ანებს მეუღლისა და მამის

თემიკო დევდარიანისგარდაცვალების გამო.

გულიკო, კობა, პაატა ჩერქეზიშვი-ლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა კარგი ქართველი და ხარაგაულელი, საუკეთესო მეგობარი, გულისხმიერი მამა, ბაბუა და მეუღლე

თემიკო დევდარიანიდა სამძიმარს უცხადებენ მეუღლეს

ნანა მენაბდეს და შვილებს - ხათუნა და ბაქარ დევდარიანებს.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ადმინისტრაციულ-ტექნი-კური პერსონალი სამძიმარს უცხადებენ ამავე სკოლის თანამშრომლებს ზაალ და დარეჯან წიქარიშვილებს დედის და ნინო წიქარიშვილს დედამთილის

ელენე წიქარიშვილის გარდაცვალების გამო.

შეჰერა, დინარა, მირზა და ზაირა ხაჩი-ძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებას გამო-ვთქვამთ დარეჯან წიქარიშვილის დედისა და კახაბერ გოგოლაძის სიდედრის

ელენე ცაგარეიშვილისგარდაცვალების გამო და თანავუგ-

რძნობთ განსვენებულის ოჯახს.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი სამძიმარს უცხადებენ ამავე სკოლის პედაგოგს თეა ბლიაძეს ბებიის

ფანუშა ლომიძე-ბლიაძის გარდაცვალების გამო.

გიორგი, ჯემალ კიკნაძეები, ნელი, ნაზი იაშვილები დიდი მწუხარებით თა-ნაუგრძნობენ ნანა მენაბდეს მეუღლის, ბაქარ, ხათუნა დევდარიანებს მამის, თაკო კობერიძეს მამამთილის, ნინო და ნიკოლოზ დევდარიანებს ბაბუის

თემიკო დევდარიანისგარდაცვალების გამო.

იუზა, გიგა, მაკა კელენჯერიძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან ღირსეული პიროვნების

თემიკო დევდარიანისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

თამაზ გოგოლაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

თემიკო დევდარიანიდა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

ხუთი მტანჯველი, გაუსაძლისი წელიწადი გავიდა, რაც მოულოდნე-ლად წახვედი ჩვენგან. რომ იცოდე, რა ძნელია უშენობა. დღესაც ვერ გავრკვეულვართ, რა მოხდა. სიზმარი

გვეგონა შენი ოჯახის წევრებსა და შენს ახლობლებს. ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენთან აღარ ხარ. რა თავზარდამ-ცემი იყო შენი გასვლა ამ ქვეყნიდან. როგორ გვიჭირს უშენობა.

რეზო, უშენოდ გრძელდება ცხოვ-რება. ხალისი დაკარგა ყველაფერმა. ძალიან უჭირს შენს საყვარელ შვი-ლებს, მეუღლეს, მოხუც დედას, ძმებს, ნათესავებს, მეგობრებს. დღე არ გავა, არ გაგიხსენოთ. ვიგონებთ შენგან ვაჟკაცურად განვლილ გზას და იმით ვიმშვიდებთ თავს, რომ ბევრი კეთილი საქმის გაკეთება მოასწარი. ამიტომ ყველას უყვარდი.

„მიწა გრილიაო“ - ამბობენ. ჩვენთ-ვის ასე არ არის. რაც მეტი დრო გადის, უფრო გვაკლიხარ, გვენატრები და გვიყვარხარ.

შენი ოჯახი

რატომ ხდება ბაბუა ისე, რომ საყ-ვარელი ადამიანები მიდიან და გვტო-ვებენ. ამ მოგონების წერისას ხელი არ გვემორჩილება. ბაბუ, ჩვენო ტკივი-ლიანო და უზომო მონატრებავ. მალე ერთი წელი მიილევა უშენოდ, რაც ჩვენგან წახვედი. არ არსებობს არც ერთი წუთი, შენზე რომ არ ვიფიქროთ. სულ ვეფერებით შენს სურათებს, ტან-საცმელს. რა ბედნიერი ოჯახი გვქონდა, სავსე სიყვარულითა და სიკეთით. ახლა ჩვენი ერთადერთი შვება შენს საფლავ-ზე თავმოყრაა. დაგცქერით მდუღარე ცრემლებით, ვეფერებით საფლავის ქვაზე დახატულ შენს სახეს, მაგრამ ეს განა საკმარისია? რაც დრო გადის, შენი მონატრება უფრო ძლიერდება. მონატ-რებაზე ძნელი და სიკვდილზე შემზარა-ვი არაფერი ყოფილა ამქვეყნად.

ბაბუ, ღირსეულად გავივლით შენს გაკვალულ გზაზე, გასახელებთ. სამა-გალითო მეუღლე, მამა და ბაბუა იყა-

ვი. ჩვენ ისღა დაგრჩენია, ვილოცოთ შენზე. ჩვენმა დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა სამუდამო სასუფეველ-ში და ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი ლამაზი სული.

შვილიშვილები: გიგლა, მეგი, ნიკა

გიგლა წასიძის ხსოვნას

დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვე-ნო საყვარელო, კეთილშობილო მეუღლევ, მამავ და ბაბუა! შენს ახ-ლობლებსა და მეგობრებს ძალიან

გვიყვარხარ და გვენატრები. შენი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიხადო ამქვეყნიურ ცხოვრებაში საწუთროს ვალი, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ წუთისოფელ-თან შენს განშორებას დაარქვან „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“!

შენ იყავი ჩვენი საყრდენი, ფესვ-მაგარი მუხა. იმედიანად მივაბიჯებდით შენს გაკვალულ გზებზე და გვჯეროდა, რომ ყველგან შენი ღვთიური ნათელი გაგვინათებდა გზას. ასეც იყო...

ვილოცებთ შენთვის. ღმერთმა შენი სული სინათლეში, სიკეთესა და სიყვარულში ამყოფოს. მარადჟამს ღვთიური მადლი ეფინოს შენს მარა-დიულ სამყოფელს.

ოჯახი

ბუხუტი ლაცაბიძის მონატრება

ტკივილით და სევდით სავსე 40 დღე გავიდა შენი გარდაცვალებიდან, ჩვენო საყვარელო დაო. შენი ნათელი სული ზეცად ამაღლდა, მარადისობას შეუერ-თდა და დაიწყო უსაშველო მონატრება. ჩვენო მომღიმარო, ლამაზო დაიკო, უშიშარი იყავი. ქმარ-შვილს რუსეთში გაჰყევი, სამსახური დატოვე, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მაინც შენს საყვარელ ხარაგაულს დაუბრუნდი.

ორი ვაჟკაცის მშობელი დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია მათ უსაზღვრო მონატრებაში ატარებდი ცხოვრების ბოლო წლებს. ავადმყო-ფობამ ხელი დაგრია. მეუღლისა და უმცროსი ძმის გივის ხელში დალიე სული უეცრად. იძინე მშვიდად, ჩვენო საყვარელო დაიკო. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. უფალმა დაგიმკ-ვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

შენს სახელს არასოდეს უწერია დავიწყება, ჩვენი საყვარელო „ნაზიბ-როლა“

შენი გულდამწვარი დები და ძმები

ნაზი ქავთარიას მონატრება

26 აგვისტოს ცხელი საღამო შემზარა-ვი ამბის მაცნე გახდა ახალსოფლელები-სათვის. მეხის გავარდნასავით გადაუარა სოფელს შენი დაღუპვის ამბავმა. და-უჯერებელია, - შენ ხომ ასეთი ძლიერი ქალბატონი იყავი. ვაი რომ, სიკვდილი შენზე ძლიერი აღმოჩნდა. ძნელია შენზე წარსულ დროში საუბარი. შენ ხომ მარტო შენი ოჯახის კი არა, სოფლის ბურჯი იყა-ვი, საიმედო საყრდენი, სხვებისთვის მად-ლიანი ქალი, ყველას გულშემატკივარი.

უშენოდ მოვიდა მარიამობის ბრწყინ-ვალე დღესასწაული ახალსოფელში. შენი მეზობლები თვალცრემლიანი შევხვ-დით ამ დღეს. უშენოდ ყველაფერმა ხიბ-ლი დაკარგა. შენს გარეშე ხომ არაფერი ხდებოდა ჩვენს სოფელში, - არც კარგი, არც ცუდი. მაინც რა დაუნდობელია ეს წუთისოფელი, როგორ ჩუმად გვაცლის გვერდიდან საყვარელ ადამიანებს. ასე ჩუმად და უხმაუროდ გადახვედი მარადისობაში. მსუბუქი იყოს შენთვის ახალსოფლის მიწა. იძინე მშვიდად, ჩვენო საყვარელო ნათელა. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. უფალმა და-გიმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

შენი საყვარელი მეზობლები

ნათელა ბარბაქაძე-

თაბუკაშვილი

წავიდა ჩვენგან ღვაწლმოსილი მეცნიერი, ბრწყინვალე პიროვნება, ახალგაზრდა თაობის აღმზრდელი და გვერდით მდგომი დიმიტრი ალექსან-დრეს ძე კიკნაძე. დიმიტრი კიკნაძემ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილო-სოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით, 1966 წელს - მოსკო-ვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. დიმიტრი კიკნაძე გახლდათ ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდი-დატი, დოცენტი, საქართველოს ეროვ-ნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

დიმიტრი კიკნაძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ზესტაფონში, წყალტუბოში, თბილისსა და მოსკოვში. მუშაობა დაიწ-ყო ზესტაფონში ლოგიკის, ფსიქოლოგი-ისა და ისტორიის მასწავლებლად. შემ-დეგ გახლდათ რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, მეორე მდივანი, აკადემიის ასპირანტი, ქალაქკომის პირ-ველი მდივანი. ბოლოს დიმიტრი კიკნაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადე-მიის უფროს მეცნიერ-თანაშრომლად მუშაობდა. 1975 წელს დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით, ხოლო 1999 წელს - ღირსების ორდენით. ეს მისი შრომითი ბიოგრაფიაა. ყველაზე

მნიშვნელოვანი კი მისი პიროვნული თვისებებია. ის გამოირჩეოდა კეთილშო-ბილებით, ადამიანებისადმი გულისხმი-ერებითა და თანადგომით. სწორედ ამის გამო დიდი ავტორიტეტი და უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა.

დიმიტრი კიკნაძის ოჯახში სიცოცხ-ლე გრძელდება - მის სამ ვაჟსა და შვილიშვილებში, რომლებიც არასო-დეს დაივიწყებენ ღირსეული მამისა და ბაბუის სახელს. მსუბუქი იყოს დიმიტრი კიკნაძის გულზე დაყრილი მშობლიური დეისის მიწა. ღმერთმა ნათელი დაუმკ-ვიდროს მის უკვდავ სულს.

ნიკოლოზ წიქარიშვილი

დიმიტრი კიკნაძე

მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ, ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს, რომლებიც ჩვენ მივატოვეთ. ნეტა მაშინდელი სიხარული შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. ახლაც ისევ ისე მენატრები და არც მიეცემი დავიწყებას, მარტო ეს ლექსები წაიკითხე და არ დამჭირდება დაფიცება. ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები, არც მე დამკლებია სიყვარული, მაგრამ არასოდეს მომასვენებს, შენთან განშორების სინანული.

შენი მონატრება ტკივილია, თურმე ასე არვინ მყვარებია, ჩემი ნაღველიც და სიხარულიც შენი გახსენების წამებია.

დედი მენატრები! (ხათუნა კვაშილავას ხსოვნას)

დიდი ხანია, რაც ჩვენს გვერდში აღარ ხარ. მეუღლე ადრე გარდაგეცვალა. სამ დაობლებულ ვაჟს კარგ დედობას უწევდი, ვაჟკაცურად ედექი გვერდით. მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილი საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდი. სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ გიმტყუნა და უდროოდ გადასახლდი იმქვეყნად. ყველა შენს ნათესავებს გვენატრება შენი წკრიალა ხმა. ბევრი სიმწარე განიცადე შენი ცხოვრების მანძილზე. შენთან ერ-თად მინდა მოვიგონო შენი ძმისშვილე-ბი, დისშვილი - გმირულად დაღუპული გელა კაპანაძე, ნინო თავისი მეუღლე მალხაზით, მაყვალა, მიშიკო.

მშვიდად განისვენეთ სასუფეველში.ნათელა კაპანაძე-ცხვედაძე

შალვა შარიქაძის ხსოვნასგულნაზი კაპანაძე-

ბუცხრიკიძის მოგონება

Page 8: დღეს ამბების ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/33-604-2014w.pdf ·

8 xtvb [fhfufekb 5 სექტემბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ხუმრობენ ხარაგაულელებიგვიამბობს ალეკო გიორგიძე

მინდა უღრმესი მადლობა გადა-ვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ოჯახის მდგო-მარეობა. მოგეხსენებათ, უბედური შემთხვევით სერიოზული დაზიანებები მივიღე და ზედა კიდურები დავკარ-გე. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ხარაგაულის საჯარო სკოლების კოლექტივებისადმი ფი-

ნანსური დახმარების გამო. მადლო-ბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას და ა(ა)იპ „სათნოების სახლს.“ ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

დიდი მადლიერებითა და პატივისცემით

გოგა ხახალაშვილი სოფ. ჩხერი

ვულოცავთ ლევან გოგოლაძეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბი-ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა-კულტეტზე ჩარიცხვას. ვუსურვებთ წარმატებებს, ნაყოფიერ სტუდენტო-ბასა და ბედნიერ მომავალს.

დეიდები, მამიდები, ბიძები, დეიდაშვილები და

მამიდაშვილები

ვულოცავთ ელიკო ჭიპაშვილს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას და გახარებას თავის მონაგართან ერთად.

ძმა ალეკო, ძმისშვილები და დისშვილები ოჯახებით

ვულოცავთ ბედნიერ მშობლებს - მაია გაგოშიძეს და ემზარ აბუ-ლაძეს სიყრის შვილის, მარიამ აბულაძის დიდ წარმატებას - ბორის სკოლა-პანსიონის ოქროს მედლით დამთავრებას, ეროვნული გამო-ცდების ბრწყინვალედ ჩაბარებას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩარიცხვას.

მარიამს ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას, არჩეული პროფესიის წარმატებით დაუფლებას და ყველა იმ საიმედო გზებით სვლას, რაც მის სულში კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანისადმი სიყვარულს - მკურ-ნალის გამარჯვების უპირველეს ძალას. ღვთისმშობელმა დაიფაროს მისი ლამაზი ცხოვრების ყოველი დღე.

ლემა, ლიანა, ციალა ბერაძეები ოჯახებით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ, საიმედო მეზობლებს ზაური და გულო გველესიანებს ქალიშვილის, ლიკას, ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ლიკა გველესიანს და ბექა ბერეკაშვილს ულევ სიყვარულს, სიხარულს, ლა-მაზი ოჯახის შექმნას და ღვთის წყალობას.

თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩის მცხოვრები უახლოესი მეზობლები

ვულოცავთ როზა შავიძეს და ჯემალი მუმლაძეს შვილიშვილის შეძენას. პატარა მარიამ გელაშ-ვილს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას. სიკეთე ყოფილიყოს მისი თანამგზავრი. ფარავდეს მარიამობის მადლი და ძალა.

ზაირა და ნინო შავიძეები

ჩვენი სკოლის საამაყო ახალგაზ-რდებს - მარიამ აბულაძეს, მარი ბერაძეს, ლევან კურტანიძეს, აჩიკო პავლაძეს და გიორგი ნიქაბაძეს ვულოცავ სტუდენტობას. ვუსურვებ მათ წარმატებებს, წინსვლას, საინტე-რესო სტუდენტობას და საუკეთესო მომავალს.

ნათელა ჩიტორელიძებორის სკოლის ქართული ენისა

და ლიტერატურის მასწავლებელი, კლასის ხელმძღვანელი

ვულოცავთ მაყვალა ფერაძეს შვილიშვილის, პაატა გოგოლაძეს და ირმა დეკანოსიძეს შვილის, ლევან გოგოლაძის უმაღლესი სასწავლებლის უფასო ფაკულტეტ-ზე ჩარიცხვას. ვუსურვებთ ლევანს შემდგომ წინსვლას და წარმატებებს.

მეზობლები: ანზორ არევაძე, ნიკუშა მაჭავარიანი, დათო კურტანიძე, ანზორ ცაბაძე,

მერაბ თხელიძე, ნელი შარიქაძე, მალვინა ჩერქეზიშვილი, გულო

ტალახაძე, ნანა ჯანიაშვილი, ჟუჟუნა მაქაძე, მაია დევდარიანი,

როზა ლაბაძე, მერი ბერაძე, შორენა ბუაჩიძე, ირაკლი ჭუმბაძე

ვულოცავთ დაბადების დღეს ღირსეული ოჯახის შვილს, კულტუ-რის ცენტრის დირექტორს ვასილ კიკნაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, სიხარულს, წინსვლას და წარ-მატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ნაყოფიერ საქმიანო-ბას, გახარებას ოჯახის წევრებთან და კეთილისმსურველებთან ერთად.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ივ. აბაშიძის

სახელობის კულტურის ცენტრის თანამშრომლები

ჩემს საყვარელ მასწავლებელს ნანა დევდარიანს ვულოცავ დაბა-დების დღესა და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის წარმა-ტებით ჩაბარებას. ვუსურვებ წარმა-ტებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. დიდი მადლობა, ნანა მასწავლებელო, გაწეული ამაგისათვის.

ვარლამ ჭიპაშვილი

ვულოცავთ ნელი და რუბენ შარიქაძეებს ქალიშვილის ნინო შარიქაძის ბედნიერებას. ახალ-შეუღლებულებს ვუსურვებ ლამაზ მომავალსა და შვილთა სიმრავლეს. უფალი ფარავდეთ მათ.

ნათლია ხათუნა ლაცაბიძე

გულწრფელად ვულოცავთ მსოფლიო ომის მონაწილეს, მფრი-ნავ მსროლელ ბატონ ჟაკი ციცქიშ-ვილს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანსაღ, ხანგრძლივ სიცოცხლეს შვილებთან და შილიშვილებთან ერთად. ღმერთი იყოს მისი მფარ-ველი.

დიდი პატივისცემით ვეტერანთა კავშირი

ნათელა კაპანაძე-ცხვედაძეს სულითა და გულით ვულოცავთ დაბადების 77 წლის იუბილეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ოჯახის წევრებთან და დედმამიშვილებთან ერთად. არა-ვითარი სიმწარე არ ენახოს სიცოცხ-ლის მანძილზე. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

დედმამიშვილები ოჯახებით

დაბადების 80 წლის იუბილეს ვულოცავთ შესანიშნავ დედას, დე-დამთილს და ბებიას ელიკო ჭიპაშ-ვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს თავის საყვა-რელ ოჯახთან და ყველა კეთილისმ-სურველ ადამიანთან ერთად.

გვიალა გოგოლაძე ოჯახით

ვულოცავთ დათო მაჭავარიანს და პაატა კალანდაძეს ვაჟკაცების შეძენას. ვუსურვებთ პატარა ზურაბ მაჭავარიანს და ივანე კალანდა-ძეს ჯანმრთელობასა და ღვთის წყალობას.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის

ზვიად ხუტაშვილის ათეული

ვულოცავთ წიფის საჯარო სკო-ლის პედაგოგებს ნინო და ლედი ლომსაძეებს შვილიშვილისა და შვილის შეძენას. ვუსურვებთ პატა-რა ნინოს ჯანმრთელობას, სიკე-თეს, სიხარულს, ლაღ ბავშვობას, ღვთის წყალობასა და ბედნიერ მომავალს.

წიფის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი

და ტექპერსონალი

ვულოცავთ ემზარ კაპანაძეს და დალი თხელიძეს შვილების სოფოსა და გოგას ბედნიერებას. ახლად-შეუღლებულებს ვუსურვებთ ჯანმრ-თელობასა და მრავალ სიხარულს ცხოვრებაში, უფალი ფარავდეს მათ ოჯახს.

ბებო რუსუდან თხელიძე

ბიჭიკო აბაშიძემ მძღოლად მიიღო კარგი პიროვნება ნოდარ შავიძე. ნათელი დაადგეს, სწორედ იმ პერიოდში აშენებდა ნოდარი სახლს. რამდენჯერმე, ბიჭიკო ბიძიამ რომ მოიკითხა, უთხრეს, ხანდებშია სამშენებლო ქვაზე წასულიო. ხან სახლის მშენებლობაზე იყო.

ბაზალეთში კონცერტი ჩავატარეთ. მერე ღარიხევში ავედით ნიკო დეკანო-სიძის ბებია თამარ დეკანოსიძესთან. გაიშალა სუფრა. ბიჭიკო ბიძია თამადაა. ადღეგრძელებს მშობლებს.

-ნოდარი, კუტა, რავა არის შენი მშობლების საქმე, - ეკითხება.-აღარ მყავს, ბიჭიკო ბიძია, აღარც ერთი, - უპასუხა.-ბიჯო, რაღა გეყოლება, რააა... ორ კვირაში მე მამკალი და...ორი კვირის მიღებული იყო ნოდარი სამსახურში.

ხარაგაულის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მიიწვიეს ბალტიისპირეთში, ქალაქ ვენტსპილსში ყვავილების დღესასწაულზე. ღია ცის ქვეშ, ხუთი ათასი მაყურებლის წინაშე გამოვდივართ კონცერტზე. ვცეკვავთ. მე ვასრულებ ქართველი მამის, პაშა გიორგაძე - ქართველი დედის როლს. პაშას რვა თვლაში უნდა მოეტანა და გადმოეცა ჩემთვის ხმალი, რომელიც უნდა ვაჩ-ვენო მოცეკვავე-მოფარიკავეებს. მოცეკვავეები შემოვარდებიან სცენაზე და იწყება ცეცხლოვანი ცეკვა ფარიკაობა. დაიბნა ცხონებული პაშა და აერია სათვალავი... ნელა მოდის...

-პაშა, მოუმატე ნაბიჯს, - ვანიშნებ, - მოუმატე...ამ დროს როლანდი ხიჯაკაძემ სცენაზე ხმამაღლა დაიძახა - ეიღეს მცხეთა,

შამევიდნენ თბილისში, მიაშავე მაგ ხმალი და მეიტეხეთ კისერი, ბოშო...მაყურებელში ატყდა სიცილ-ხარხარი...

ეიღეს მცხეთა, შამევიდნენ თბილისში

მეხანძრე გიაკულტურის სახლში მეხანძ-

რედ დაინიშნა გია. გავიდა რამ-დენიმე ხანი. ხუმრობის ხასიათზე ვართ. თამაზი კიკნაძე გიას ეუბნე-ბა, განცხადება უნდა დაწეროო, კარნახობს და გიაც წერს:

-მეხანძრედ ვმუშაობ კულ-ტურის სახლში. ვინაიდან ჩემი მეხანძრეობის პერიოდში არ გაჩენილა ხანძარი და ხელფასს ვღებულობ მუქთად, გთხოვთ, ან გააჩინოთ ხანძარი ან გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან.

კულტურის სახლის ეზოში ვსხედვართ. მოდის თენგიზ აბაშიძე. ჯონდოს რომ მიუახ-ლოვდა, ამოიღო ასანთი და... ეცა თამაზი ხელში, - თენგიზ, არ გაკრა!

-რატო, რატო, თამაზი ბიძიააა?

-ჯონდო აფეთქდება! - დასპირტული იყო არყით.

ჯონდო აფეთქდება

ორ კვირაში

გვასახელეთ, გაგვახარეთ,ბარაქალა თქვენს ჰანგებს, სულ გრან-პრიები ეხვავოს ყველგან, მუდამ თქვენს ნამღერს.

დაგელოცოთ გზა-სავალი, კვლავაც ეგრე განაგრძეთ, უტკბეს ბგერებად ეჟღეროს, თქვენს ენებსა და თქვენს ბაგეთ.

ნიკო წიკლაური

გრანპრის მფლობელ

ანსამბლ „უბისს“

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

ცხოვრება მეტად რთული და მოულოდნელობით სავსე ყოფილა. ფიქრობ, შრომობ, წვალობ...

ასე შრომით და წვალებით დაღ-ლილი წავიდა ამ ქვეყნიდან ყველა-სათვის საყვარელი, გულთბილი და სათნო ადამინი - აზა ბარბაქაძე. ვინც კი გაიგო მისი გარდაცვალების ამბავი, ყველას ერთი კითხვა გვაწუხებდა. თბილისიდან ჩამოსვენების შემდეგ სად დაასვენებდნენ და საიდან გასვენ-დებოდა ქალი, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი გაატარა იმ სახლ-ში, რომლის გაყიდვაც საჭიროებამ მოითხოვა. თბილისში წასვლამდე აზას მეზობლებისთვის დაუბარებია „რომ მოვკვდები, ჭიშკართან და-

მასვენეთ ერთი საათი, ჩემს სახლს გამოვემშვიდობებიო.“ ჭიშკართან კი არა, ამ კეთილმა ოჯახმა, რომელ-საც თამაზ და როზა ხომასურიძეების ოჯახი ჰქვია, სახლის კარები ფართოდ გააღო და როგორც წესია, ისეთი პატივი მიაგეს ქალბატონ აზას სულს.

ამ ოჯახმა მხოლოდ იმ დღეს იმდე-ნი ლოცვა მიიღო ამ მოქმედებისათვის, რომ მის შვილებსა და შვილიშვილებს წაადგება ეს დიდი მადლი.

ღმერთმა დალოცოს და ამრავ-ლოს ასეთი ოჯახები ხარაგაულში. დიდი მადლიერება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ.

ნუნუ კამკამიძე

ღვთისნიერი ოჯახი

მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის გამგეობის კულტუ-რის, სპორტისა და ახალგაზრ-დულ საქმეთა სამსახურის ყველა თანამშრომელს. ისინი არ იშურე-ბენ ძალ-ღონეს, რომ დაეხმარონ ადამიანებს. ღმერთმა დალოცოს ყველა ყურადღებიანი და კეთილი ადამიანი.

ნათია შავიძე

ღმერთმა დალოცოს

მადლობა თანადგომისთვის