დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე,...

8
( ST,THDFKB7 GFHFCRTDB @_!# O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #5 (528) www.chemikharagauli.com რამდენად კანონიერია საკრებულოს გადაწყვეტილება 2 გვ. დღეს ნომერშია კობა ლურსმანაშვილი: „კომისიურად გამოვლენილი წარმატება არ უნდა ხდებოდეს საეჭვო” რუბრიკა „ჩემი მამული” ა/ო „სხივის” ჩანართი „როცა ერთმანეთს ვჭირდებით” ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი სიახლე პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2 გვ. 3-4 გვ. 5-6 გვ. 8 გვ. 8 გვ. იანვარში ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირი გაიღეს: -ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბ- სიდია - 10 000 ლარი; -ხარაგაულის სასულიერო გიმ- ნაზიის შრომითი კოლექტივი - 135 ლარი; -ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყო- ბის” თანამშრომლები - 20 ლარი; -ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების” თანამშრომლები - 22 ლარი; -თ. გიორგაძის სახელობის სპორტ- სკოლის თანამშრომლები - 26 ლარი; -ხარაგაულის მოსწავლე-ახალ- გაზრდობის სახლის თანამშრომლები - 8 ლარი; -სს „იმერის” თანამშრომლები - 14 ლარი; -მაყვალა სამხარაძე - 50 ლარი; -საიდუმლო შემოწირულობა - 100 ლარი. ტაძრის მშენებლობის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვინც შე- საწირი გაიღო და მშენებლობაში გვეხმარება. ტაძრის მშენებლობის დირექცია აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას” გრძელდება პირველ თებერვალს სოფელ ხევში, ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში, საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი 30 ბავშ- ვზეა გათვალისწინებული. ხეველები, განსაკუთრებით კი სკოლამდელთა მშობლები, კმაყოფილებას ვერ მალავენ. სამი წლის დავით ბარბაქაძე გასული წლის სექტემბრიდან ყოველ- დღიურად ხევიდან ხუნევის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ მშობლებს. დავითის დედა, თამუნა ნოზაძე, ამბობს, რომ ფაქტობრივად, მთელ დღეს მგზავრო- ბაში ატარებდა და ახლა გახარებულია ხევში საბავშვო ბაღის გახსნით. სამი წლის ნინო გრიგალაშვი- ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ- შვთა კოლექტივში აღზრდისა და სას- კოლოდ კვალიფიციურად მომზადების მნიშვნელობაზე საუბრობს. „საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ყველასთვის ძალიან კარგია, - ამბობს ია, - ჩვენთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც.” ტყუპი ქალიშვილი - 3-3 წლის თა- თია და თეკლა გრიგალაშვილები მოიყვანა ნინო დვალიშვილმა ხევის საბავშვო ბაღში. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა, კარგი კოლექტივი. საიმედოდ ვტოვებთ ჩვენს შვილებს და მადლობა ამისთვის ყველას,” - ამბობს ტყუპების დედა. საბავშვო ბაღის კოლექტივი მართ- ლაც რომ კვალიფიციური სპეციალის- ტებით დაკომპლექტდა. ბაღს გამო- ცდილი სპეციალისტი ნინო ბუხნიკაშ- ვილი უხელმძღვანელებს. აღმზრდელ ლია კარჭაულს იმავდროულად მუსიკალური განათლებაც აქვს. ძიძა, ეკა კვირიკაშვილი, სპეციალობით ექთანია. მზარეული, მარეხი ბუზა- ლაძე, - ბავშვთა ფსიქოლოგი. აღსაზრ- დელებს მუსიკას ასევე კვალიფიციური სპეციალისტი გულნაზი აბარამაშ- ვილი შეასწავლის. უდიდესია ამ საქმეში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ- თიანების დირექტორის, ქეთევან ზუმბაძის, აქტიურობა და წვლილი. მისი ინიციატივით, გამგეობისა და სოფ- ლების რწმუნებულების დახმარებით, მოკვლეულია ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის სოფლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შესახებ ინფორმაცია. ხევში სკოლამდელი ასაკის 42 ბავშ- ვია. ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმო- მადგენლებთან ერთად, უახლოეს მომა- ვალში იზრუნებენ საბავშვო ბაღების გახსნაზე ვარძიაში, ვახანსა და ზვარე- ში. ბორითის საბავშვო ბაღში კი ერთი ჯგუფი დაემატება. „ხევის საბავშვო ბაღი ჩვენი გაერ- თიანების ყველაზე საუკეთესო საბავშ- ვო ბაღია იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ახალია, რემონტიდან დაწყებული, სა- თამაშოებით დამთავრებული, - ამბობს ქეთევან ზუმბაძე, - ხევიდან ხუნევის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ ბავშვე- ბი და ძალიან უჭირდათ მშობლებს. თან ხუნევშიც რთული მდგომარეობა იყო - 35 ბავშვი იყო ჯგუფში და უკვე ფიზიკურად არ შეიძლებოდა ამდენი აღსაზრდელის ერთად ყოფნა. ხევის საბავშვო ბაღის გახსნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია. ხუნევის საბავშ- ვო ბაღიდან ცხრა აღსაზრდელი ხევში გადმოვიდა. ამით ხუნევის ბაღს მიეცა იმ ხუნეველი ბავშვების მიღების შესაძ- ლებლობა, რომლებიც ბაღში იმის გამო ვერ დადიოდნენ, რომ ყველა ადგილი შევსებული იყო.” ერთადერთი პრობლემა, რომელიც ახლადგახსნილი ხევის საბავშვო ბა- ღის წინაშე დგას, ეზოს მოწესრიგებაა. ნინო ბუხნიკაშვილის თქმით, მშობლებს ეზოს მაღალი მესერით შემოღობვას დაჰპირდნენ. ბავშვების დაცულობის სა- კითხზე საუბრობენ ხევის რწმუნებული ბადრი ხაჩიძე და ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ბაჩუკი გორგაძე. „საბავშ- ვო ბაღი ავტომაგისტრალის მიმდებარე- დაა და აუცილებელია, რომ უზრუნველ- ყოფილი იყოს ბავშვთა უსაფრთხოება,” - ამბობს ბადრი ხაჩიძე და სოფლის პირველ რიგში მოსაგვარებელ საქმედ ამ საკითხის გადაჭრა მიაჩნია. „ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენ- თვის, - ამბობს ბაჩუკი გორგაძე, - ხევში, დაახლოებით 20 წლის შემდეგ, კვლავ აღდგა საბავშვო ბაღი. ცოტა სივიწროვეა, მაგრამ მომავალში იგეგმება გაფართოება. ამ შენობას დიდი ფართი აქვს და ვეცდე- ბით, რომ ბაღს მოვახმაროთ მთლიანად. ეზოც შესაკეთებელია. გარედან დამცავი კედელია აუცილებლად გასაკეთებელი. ამ გაზაფხულზე დავიწყებთ გაკეთებას. ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ბავშვებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და აღიზარდონ ჯანსაღად.” ხევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი მადლიერია ხევე- ლების, სოფლის მხარდაჭერის პროგ- რამით საბავშვო ბაღის აღდგენა რომ გადაწყვიტეს და მადლობას უხდის ქალბატონ ქეთევან ზუმბაძეს, ხარაგა- ულის ადგილობრივ ხელისუფლებას და ქუცუმას სამების წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარს მამა პახუმს, რო- მელმაც საბავშვო ბაღი გახსნის დღეს აკურთხა და დალოცა აღსაზრდელები, აღმზრდელები და მათი მშობლები. ხევის საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ და ხეველებს ეს დღე მიულოცეს ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ნიქაცაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა. ლაურა გოგოლაძე ხევში საბავშვო ბაღი გაიხსნა

Transcript of დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე,...

Page 1: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

( st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#5 (528)

www.chemikharagauli.com

რამდენად კანონიერია

საკრებულოს

გადაწყვეტილება2 გვ.

დღეს ნომერშია

კობა ლურსმანაშვილი: „კომისიურად გამოვლენილი წარმატება არ უნდა ხდებოდეს საეჭვო”

რუბრიკა „ჩემი მამული”

ა/ო „სხივის” ჩანართი „როცა ერთმანეთს ვჭირდებით”

ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

სიახლე პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში

2 გვ.

3-4 გვ.

5-6 გვ.

8 გვ.

8 გვ.

იანვარში ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირი გაიღეს:

-ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბ-სიდია - 10 000 ლარი;

-ხარაგაულის სასულიერო გიმ-ნაზიის შრომითი კოლექტივი - 135 ლარი;

-ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყო-ბის” თანამშრომლები - 20 ლარი;

-ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების” თანამშრომლები - 22 ლარი;

-თ. გიორგაძის სახელობის სპორტ-სკოლის თანამშრომლები - 26 ლარი;

-ხარაგაულის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლის თანამშრომლები - 8 ლარი;

-სს „იმერის” თანამშრომლები - 14 ლარი;

-მაყვალა სამხარაძე - 50 ლარი;-საიდუმლო შემოწირულობა - 100

ლარი.ტაძრის მშენებლობის დირექცია

მადლობას უხდის ყველას, ვინც შე-საწირი გაიღო და მშენებლობაში გვეხმარება.

ტაძრის მშენებლობის დირექცია

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას”

გრძელდება

პირველ თებერვალს სოფელ ხევში, ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში, საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი 30 ბავშ-ვზეა გათვალისწინებული. ხეველები, განსაკუთრებით კი სკოლამდელთა მშობლები, კმაყოფილებას ვერ მალავენ.

სამი წლის დავით ბარბაქაძე გასული წლის სექტემბრიდან ყოველ-დღიურად ხევიდან ხუნევის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ მშობლებს. დავითის დედა, თამუნა ნოზაძე, ამბობს, რომ ფაქტობრივად, მთელ დღეს მგზავრო-ბაში ატარებდა და ახლა გახარებულია ხევში საბავშვო ბაღის გახსნით.

სამი წლის ნინო გრიგალაშვი-ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ-შვთა კოლექტივში აღზრდისა და სას-კოლოდ კვალიფიციურად მომზადების მნიშვნელობაზე საუბრობს. „საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ყველასთვის ძალიან კარგია, - ამბობს ია, - ჩვენთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც.”

ტყუპი ქალიშვილი - 3-3 წლის თა-თია და თეკლა გრიგალაშვილები მოიყვანა ნინო დვალიშვილმა ხევის საბავშვო ბაღში. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა, კარგი კოლექტივი. საიმედოდ ვტოვებთ ჩვენს შვილებს და მადლობა ამისთვის ყველას,” - ამბობს ტყუპების დედა.

საბავშვო ბაღის კოლექტივი მართ-ლაც რომ კვალიფიციური სპეციალის-

ტებით დაკომპლექტდა. ბაღს გამო-ცდილი სპეციალისტი ნინო ბუხნიკაშ-ვილი უხელმძღვანელებს. აღმზრდელ ლია კარჭაულს იმავდროულად მუსიკალური განათლებაც აქვს. ძიძა, ეკა კვირიკაშვილი, სპეციალობით ექთანია. მზარეული, მარეხი ბუზა-ლაძე, - ბავშვთა ფსიქოლოგი. აღსაზრ-დელებს მუსიკას ასევე კვალიფიციური სპეციალისტი გულნაზი აბარამაშ-ვილი შეასწავლის.

უდიდესია ამ საქმეში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანების დირექტორის, ქეთევან ზუმბაძის, აქტიურობა და წვლილი. მისი ინიციატივით, გამგეობისა და სოფ-ლების რწმუნებულების დახმარებით, მოკვლეულია ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის სოფლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შესახებ ინფორმაცია. ხევში სკოლამდელი ასაკის 42 ბავშ-ვია. ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმო-მადგენლებთან ერთად, უახლოეს მომა-ვალში იზრუნებენ საბავშვო ბაღების გახსნაზე ვარძიაში, ვახანსა და ზვარე-ში. ბორითის საბავშვო ბაღში კი ერთი ჯგუფი დაემატება.

„ხევის საბავშვო ბაღი ჩვენი გაერ-თიანების ყველაზე საუკეთესო საბავშ-ვო ბაღია იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ახალია, რემონტიდან დაწყებული, სა-

თამაშოებით დამთავრებული, - ამბობს ქეთევან ზუმბაძე, - ხევიდან ხუნევის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ ბავშვე-ბი და ძალიან უჭირდათ მშობლებს. თან ხუნევშიც რთული მდგომარეობა იყო - 35 ბავშვი იყო ჯგუფში და უკვე ფიზიკურად არ შეიძლებოდა ამდენი აღსაზრდელის ერთად ყოფნა. ხევის საბავშვო ბაღის გახსნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია. ხუნევის საბავშ-ვო ბაღიდან ცხრა აღსაზრდელი ხევში გადმოვიდა. ამით ხუნევის ბაღს მიეცა იმ ხუნეველი ბავშვების მიღების შესაძ-ლებლობა, რომლებიც ბაღში იმის გამო ვერ დადიოდნენ, რომ ყველა ადგილი შევსებული იყო.”

ერთადერთი პრობლემა, რომელიც ახლადგახსნილი ხევის საბავშვო ბა-ღის წინაშე დგას, ეზოს მოწესრიგებაა. ნინო ბუხნიკაშვილის თქმით, მშობლებს ეზოს მაღალი მესერით შემოღობვას დაჰპირდნენ. ბავშვების დაცულობის სა-კითხზე საუბრობენ ხევის რწმუნებული ბადრი ხაჩიძე და ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ბაჩუკი გორგაძე. „საბავშ-ვო ბაღი ავტომაგისტრალის მიმდებარე-დაა და აუცილებელია, რომ უზრუნველ-ყოფილი იყოს ბავშვთა უსაფრთხოება,” - ამბობს ბადრი ხაჩიძე და სოფლის პირველ რიგში მოსაგვარებელ საქმედ ამ საკითხის გადაჭრა მიაჩნია.

„ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენ-

თვის, - ამბობს ბაჩუკი გორგაძე, - ხევში, დაახლოებით 20 წლის შემდეგ, კვლავ აღდგა საბავშვო ბაღი. ცოტა სივიწროვეა, მაგრამ მომავალში იგეგმება გაფართოება. ამ შენობას დიდი ფართი აქვს და ვეცდე-ბით, რომ ბაღს მოვახმაროთ მთლიანად. ეზოც შესაკეთებელია. გარედან დამცავი კედელია აუცილებლად გასაკეთებელი. ამ გაზაფხულზე დავიწყებთ გაკეთებას. ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ბავშვებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და აღიზარდონ ჯანსაღად.”

ხევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი მადლიერია ხევე-ლების, სოფლის მხარდაჭერის პროგ-რამით საბავშვო ბაღის აღდგენა რომ გადაწყვიტეს და მადლობას უხდის ქალბატონ ქეთევან ზუმბაძეს, ხარაგა-ულის ადგილობრივ ხელისუფლებას და ქუცუმას სამების წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარს მამა პახუმს, რო-მელმაც საბავშვო ბაღი გახსნის დღეს აკურთხა და დალოცა აღსაზრდელები, აღმზრდელები და მათი მშობლები.

ხევის საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ და ხეველებს ეს დღე მიულოცეს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ნიქაცაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა.

ლაურა გოგოლაძე

ხევში საბავშვო ბაღი გაიხსნა

Page 2: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

2 xtvb [fhfufekb ( st,thdfkb7 @_!# o.

18-21 თებერვალს საატესტატო გამოცდები ჩატარდება

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მიღებული ინფორ-მაციით, 18 თებერვლიდან 21 თებერვ-ლის ჩათვლით სკოლებში საატესტატო გამოცდები ჩატარდება.

18 თებერვალს საატესტატო გამოცდა ბიოლოგიაში, 19 თებერვალს - გეოგ-რაფიაში, 20 თებერვალს - ქიმიაში, 21 თებერვალს კი ფიზიკაში გაიმართება. გამოცდები 15 საათზე დაიწყება და 2 საათი გაგრძელდება.

გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია სკოლებში 6 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვლამდე გაგრ-ძელდება.

გამგებელი უახლოეს დღეებში

დაინიშნებახარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის, ინფორმაციით, სავა-რაუდოდ 11 ან 12 თებერვალს, საკრე-ბულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება დეპუტატებისგან გამგებლად შერჩეული კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირე-ბული თანხმობის მისაღებად.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებლობის კანდიდატად საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კობა ლურსმანაშვილი შეარჩია. კანო-ნის მიხედვით, გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს, მხოლოდ მას ამისთვის საკრებულოს წევრთა თანხ-მობა სჭირდება.

საკითხისადმი საკრებულოს წევრთა დამოკიდებულება

საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში,

ჯერჯერობით, ვერ აისახა2013 წლის 4 თებერვალს გამარ-

თულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე საკრე-ბულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდებაში ცვლილების აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთ-ხელ დაისვა. დეპუტატი რუსუდან გურგენიძე დაინტერესდა, რატომ ვერ მოგვარდა ეს საკითხი დღემდე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ბი-უჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთ „ახალი ხარაგაულის” ბიულეტენად გარდაქმნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს 28 წევრიდან 13 დეპუტატი უჭერს მხარს; საბიუჯეტო თანხით ბიულეტენის გამოცემას ან ტენდერის გამოცხადებას ემხრობა საკრებულოს ექვსი წევრი. შვიდი დეპუტატის აზრით კი ბიუჯეტში საინფორმაციო მომსახუ-რებისთვის განკუთვნილი თანხის - 15 ათასი ლარის - ტენდერით განკარგვაა უფრო ეფექტური და მიზანშეწონილი.

„ახალი ხარაგაულის” მოსახლეობა-ში უფასოდ დასარიგებელ ბიულეტენად გარდაქმნის საკითხი საკრებულოს თავმ-ჯდომარე აკაკი მაჭავარიანის წინაშე, უკვე ორი თვეა, გადაუწყვეტელად დგას. მისი განცხადება, ამ საკითხის იანვრის პირველივე სხდომაზე მოგვარებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ განცხადებად რჩება.

გაზეთის მომზადების პროცესში საკ-რებულოს თავმჯდომარისგან მიღებული ინფორმაციით, შესაბამისი დავალება საკრებულოს აპარატს მიცემული აქვს.

სახანძროს ყოფილი შენობა საპატრიარქოს გადაეცა

ხარაგაულში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრება-ში მყოფი, ყოფილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძველი შენობის 158,2 კვმ ფართი, რომლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 749,89 ლარს, მასზე დამაგრებული 158 კვმ მიწის ფართთან ერთად, რომლის ღირებულება შეადგენს 1123,22 ლარს, საქართველოს საპატრიარქოს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უვადო უზურფრუქტით სარ-გებლობის უფლებით გადაეცა.

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორ-მების თანხმობა საკრებულოს თავმჯ-დომარეს დეპუტატებმა 4 თებერვალს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდო-მაზე მისცეს.

ამბების აკიდო მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებ-ლის თანამდებობაზე დასანიშნად კონ-კურსის ჩატარების თაობაზე. როგორც ცნობილია, თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანე-ლის - გამგებლის თანამდებობა დანიშვნი-თია: გამგებელს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართ-ველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს (იხ. ორგანული კა-ნონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მუხ. 39.1).

ვინაიდან გამგებლის თანამდებობა და-ნიშვნითია, მასთან მიმართებაში „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის სავალდებულო მოთ-ხოვნა მოქმედებს, რომლის თანახმადაც, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. შესაბამი-სად, გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს, ახალი გამგებლის კანდი-დატურის შერჩევისა და დანიშვნის მიზნით, კონკურსის გამოცხადება-ჩატარების კანო-ნისმიერი ვალდებულება ეკისრება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა ხდება. როგორც წესი, გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ახალი გამგებლის და-

ნიშვნამდე ასრულებს მის მოვალეობას. ამასთან, 2013 წლის პირველი იანვრიდან (შემმდგომში ეს ვადა გადაიწია 01 ივლი-სამდე) მოყოლებული გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობა, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს) დრო-ებით მოვალეობის შემსრულებლის ყოფნის მაქსიმალური ვადა შეიძლება არა უმეტეს ერთი წელი იყოს; საგულისხმოა ისიც, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად მანამდე დანიშნული პირის მიმართაც ამ ვადის ათვლა ასევე 2013 წლის პირველი იანვრიდან იწყება.

გასული წლის ოქტომბრის საპარლა-მენტო არჩევნების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელთა ცვლის ზოგადი ტენდენ-ციის ფონზე, აქტუალური გახდა ხარაგა-ულის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავების საკითხი.

2012 წლის 3 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება შექმნა საკონკურსო–სა-ატესტაციო კომისია.

საკრებულოს №47 განკარგულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართ-ველოს კანონის 84–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და 85–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით” შეიქმნა საკონკურსო–საატესტაციო კომისია. კომისიის თავმჯ-დომარედ დაინიშნა საკრებულოს თავმჯ-დომარის მოადგილე კობა გოგსაძე. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და მოუწოდეთ საკრებულოს მეტი პასუხისმ-გებლობით მოკიდებოდა აღნიშნული გადა-წყვეტილების მიღებას. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე არგუმენტირებულად დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა აერჩიათ კობა გოგსაძე კომისიის თავმჯდომარედ, რომელმაც როგორ „გამოიჩინა თავი” წინასაარჩევნო პერიოდში და როგორი „სამართლიანი და კანონმორჩილი” იყო, სხვა თუ არავინ, მისმა ამომრჩევლებმა ანუ ვარძიელებმა მაინც იციან. (ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად ისმის საკრებულოს წევრების მხრიდან სპე-კულანტობა იმ თემით, რომ ისინი ხალხის რჩეულები არიან).

მაჟორიტარმა საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირა თავისი პოზიცია და მოუწოდა საკრებულოს „დაენიშნათ კომისიის თავმჯ-დომარედ საზოგადოების მაღალი ნდობით მოსარგებლე ნეიტრალური ადამიანი, რომ კობა გოგსაძე წარმოადგენდა ნაციონა-ლურ მოძრაობას და მას გაუჭირდებოდა ყოფილიყო პოლიტიკური გავლენებიდან თავისუფალი ადამიანი”.

დავიწყოთ იმით, რომ მუხლები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა კომისია „საჯარო

სამსახურის შესახებ” საქართველოს კა-ნონში ამოღებულია 2012 წლის 29 ივლისს. ხოლო მუხლი, რომლის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო აღნიშნული კომისია, არის მუხლი 36’.

1. მუხლი 36 !– მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველ-საყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონ-კურსო კომისია.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო კომისიას ქმნის ადგილობრივი თვითმმართველობა.

მუხლი 36 2 - კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.

ჩვენ გავეცანით სხადასხვა მუნიციპალი-ტეტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს 2012 წლის 26 ნოემბრის მიღებულ №62 განკარგულებას „ლაგოდეხის მუნი-ციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შექმნის და მისი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ”, სადაც ვკითხულობთ „ადგილობრივი თვითმმართ-ველობის შესახებ” საქართველოს ორგანუ-ლი კანონის 43–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, “საჯარო სამსა-ხურის შესახებ” საქართველოს კანონის 361მუხლის და 362 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს განკარგულებით:

მუხლი 1. შეიქმნას ლაგოდეხის მუნი-ციპლიტეტის მოხელეთა საკონკურსო–სა-ატესტაციო კომისია.

მუხლი 2. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს დავით ბაკაშვილი(საკრებულოს თავმჯდომარე).

ანუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა შეექმნა ხარაგაულის მუნიციპლიტეტის მოხელეთა საკონკურ-სო–საატესტაციო კომისია, რომელიც უნდა ყოფილიყო მუდმივმოქმედი.

ჩნდება კითხვა, რამდენად კანონიერად მოხდა ამ კომისიის შექმნა? იყო თუ არა კომისიის საქმიანობა კანონთან შესაბამი-სობაში, ობიექტური, კომპეტენტური და შე-საბამისი გადაწყვეტილების უნარის მქონე.

გთავაზობთ მოიკვლიოთ, კომისიის შემმადგენლობაში რამდენი პირია, რომ-ლებსაც არ გააჩნია უმაღლესი განათლება. აქ იმის თქმა მინდა, რამდენად უნარიანი იყო ზოგადად კომისია, მიეღო ადეკვატური გადაწყვეტილება. ამის შესახებ კარგად აღნიშნა ერთ-ერთმა კანდიდატმა ბატონმა გოგი ლაცაბიძემ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, სადაც მან თქვა, „რომ ეს არ არის ის კომისია, რო-მელიც ხარაგაულის გამგებელს აირჩევს”. ასეთივე შეფასება გააკეთეს იმ არასამ-თავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც მონიტორინგი გაუწიეს კომისიის მუშაობას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტ-თა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, თამარ ფაჩულიამ, თავის ანგარიშში აღნიშნა რომ „კომისია არ იყო დაკომპლექტებული კომპეტენტური ადა-მიანებისგან, რომლებსაც ეცოდინებოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, სტრუქტურა, მუშაობის წესი და ა.შ. აღარა-ფერს ვამბობ სამართლებლივ შეკითხვებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ახლოს არ იყო გამგებლის ფუნქცია–მოვალეობის შესრულებასთან, მის კომპეტენციასთან და ა. შ.”

ასევე საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რაოდენ დამოუკიდებელი და ობიექტური იყო კომისიის გადაწყვეტილება. ამის ნათელო დასტურია კომისიის თავმჯდო-მარის გადაწყვეტილება (№2) კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ. „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის №363 მუხ-ლის შესაბამისად, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული“ საკონკურსო კომიისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევ-რებისა და დამოუკიდებელი სპეციალისტე-ბის მონაწილეობა”. როგორც ჩანს, საკუთარ კვალიფიციურობაში თავდაჯერებულმა კომისიის თავმჯდომარემ საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული კანონისმიერი მოთ-ხოვნების გათვალისწინება და ბრძანებაში მეტი სიცხადისათვის თამამად მიუთითა თითოეული კომისიის პოლიტიკური კუთ-ვნილება, რაც არღვევს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ (რომლის საფუძ-

ველზეც წარიმართა კომისიის საქმიანობა) მე–3 მუხლის „გ” პუნქტში განმარტებულ ერთ–ერთ ძირითად პრინციპს, „არადისკ-რიმინაციულობას” ანუ რომ კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად პოლიტიკური და სხვა შეხედულებისაგან.

მაშინ, როცა ყველამ კარგად იცით, რომ კომისიის „ნაციონალი” წევრები სისტემა-ტურად, მათ შორის საბოლოო სხდომის წინა დღეს საკითხს გუბერნატორთან ათანხმებდნენ. დაახლოებით ორი კვირის წინ კარგად ვიცოდით, ვინ იმარჯვებდა და გამარჯვებულზე ხმის მიმცემნი ვინ იქნებოდნენ.

აუცილებლად ხაზგასასმელი და საყუ-რადღებოა, რომ კანონით გასამართია კონ-კურსები ყველა საჯარო თანამდებობაზე. მაინტერესებს, ასეთივე „დამოუკიდებელ და კომპეტენტურ“კომისიას დაავალებთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას? ამასთან მინდა პატივისცემა გამოვხატო კომისიის იმ წევრების მიმართ, რომლებ-მაც გადაწყვეტილება საკუთარი გულის კარნახით მიიღეს.

ინგა მაღრაძესაქართველოს პარლამენტის

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი

რამდენად კანონიერია

საკრებულოს გადაწყვეტილება(წაკითხულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 4 თებერვლის სხდომაზე)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 თებერვლის სხდომაზე პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის განცხადების გამო ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა კომენტარი გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა:

-საკრებულოს სხდომაზე კვლავ დაისვა საკონკურსო კომისიის მუშაობის კანონიერებისა და შემდგომი პროცედუ-რების საკითხი. ეს ყველაფერი დღემდე ვიღაცებისთვის არის საეჭვო. ის, რომ გამგებლობის პრეტენდენტს გააჩნია სხვა პრეტენდენტებთან შედარებით კო-მისიურად გამოვლენილი წარმატება, არ უნდა ხდებოდეს საეჭვო. მე არაერთხელ ვთქვი და კვლავ ვიმეორებ - საკონკურსო კომისიის მუშაობა თავიდან ბოლომდე იყო აბსოლუტურად კანონიერი და მი-ღებული შედეგიც არის საბოლოო. არც ერთი სასამართლო არ გააუქმებს მიღე-ბულ შედეგს. თუ ვინმეს ამისი სურვილი გააჩნია, უნდა მიემართა საპრეტენზიო კომისიისთვის დადგენილ ვადებში. ეს ვადა უკვე გასულია.

ასევე გარკვეული ვადები არსებობს სასამართლოში გაპროტესტებისთვის.

თუ ვინმე ამას აპირებს, - მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, - არ უნდა დააგვიანონ, თორემ მერე სასამართლოშიდაც ვეღარ გაასაჩივრებენ. თუმცა კვლავ ვიმეორებ, არ ვარ კონფრონტაციული და არ მსურს, რომ პროცესი გადაიზარდოს ურთიერთ-შორის კინკლაობაში და ჩვენ არ მოგვე-ცეს საქმის კეთების საშუალება.

ყველანაირი თვალსაზრისით - სა-მართლებრივი, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, მე მაქვს სრული თანხ-მობა მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ არჩეულ ვიქნე იმ თანამდებობაზე, რომელზეც საკონკურსო კომისიამ წარმომადგინა.

გამგებლის თანამდებობაზე უფლება-მოსილების ცნობასთან დაკავშირებით ახლა მხოლოდ საკრებულოსგან თანხ-მობის მიღებაა საჭირო. სხვა შემთხვევა გამორიცხულია და ვერ განიხილება. სხვებს თუ სხვა აზრი გააჩნიათ, შეუძ-ლიათ ამაზე ისაუბრონ, მაგრამ ნუ საუბ-რობენ მცდარი ფორმებით და ნუ ცდილო-ბენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

პოლიტიკური თვალსაზრისით ვაკეთებ განცხადებას - ჩემთან დაკავშირებით ყველა საკითხი არის შეთანხმებული და არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. თუნდაც დღევანდელ სხდომაზე რომ დამდგარიყო დღის წესრიგში თანხმობის მოცემის საკითხი, არავინ აბსოლუტურად წინააღმ-დეგობას არ გაწევდა ზემოდან. ეს საკითხი დასრულებულია და წერტილი დასმულია.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ შევიდა, რადგან ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ მოვასწარი რამდენიმე ცნობის - ნარკო-ლოგიური, ნასამართლეობის შესახებ და ჯანმრთელობის შესახებ - მოტანა. ოფი-ციალურად 14 თებერვლამდე მაქვს ამ სა-ბუთების შემოტანის ვადა. როგორც კი მე ამ ცნობებს წარმოვადგენ, საკრებულოს თავმჯდომარე დამნიშნავს გამგებლად, საკრებულოს წევრებთან შეთანხმებით.

კობა ლურსმანაშვილი: „კომისიურად გამოვლენილი

წარმატება არ უნდა ხდებოდეს საეჭვო”

ბორითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მუშაობას ახორციელებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კა-ნონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბორითის ტერიტორიული ორგანოს დებულების მოთხოვნათა შესა-ბამისად. რწმუნებული უზრუნველყოფდა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობი-სა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანე-ლობის შეხვედრებს.

2012 წლის განმავლობაში ბორითის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებუ-ლის მიერ მოქალაქეებზე გაცემული იქნა 208 ცნობა და 74 მიმართვა მუნი-ციპალიტეტის სხვადასხვა სამსახუ-რის ხელმძღვანელებთან; მათ შორის: 40 გამგებლის სახელზე, აქედან 24 შეეხებოდა სამასალე ხე-ტყეზე შუამდ-გომლობას, 14 - სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, 16 - სოციალური მომსახურების სააგენტოში; 4 - სხვა-დასხვა სამსახურში.

ტერიტორიულ ორგანოში საანგარი-შო პერიოდში მოქალაქეთა მიერ შემო-ტანილი იქნა 24 განცხადება სამასალე ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით და შუამდგომლობა გაეწია ყველა მათგანს.

ჩვენს მიერ მიღებული იქნა 792 ცალი სასოფლო-სამეურნეო ხვნა-თეს-ვის ვაუჩერი, აქედან გაიცა 732 ცალი, 4 ცალი იყო შეუვსებელი, 56 ვაუჩერი დაბრუნდა უკან.

მივიღეთ და გავეცით მოქალაქეებზე

719 ცალი ელექტრო-ენერგიის ვაუჩერი.სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის

სამსახურთან ერთად ჩვენი აქტიური მუ-შაობის შედეგად სამხედრო სამსახურში გაწეული იქნა 21 წვევამდელი. აქედან 15 ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში, ხოლო 6 - შსს ნაწილებში.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმ-ნილი სოციალური დახმარების კომისიის მიერ ჩვენი შუამდგომლობით 2012 წელს დახმარება გაეწია ბორითის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში მცხოვრებ 73 მოქალაქეს. მათ შორის:

- გამოკვლევა ჩაუტარდა 5 მოქალაქეს;-სმენის აპარატი შევუძინეთ 1 მო-

ქალაქეს;-მედიკამენტების შეძენაზე დავეხმარეთ

26 მოქალაქეს;- მშობიარობაზე 5 მოქალაქეს;-ოპერაციები დაუფინანსდა 26 მო-

ქალაქეს;-ერთჯერადი დახმარება გაეწია 10

ოჯახს.მოხდა მოსახლეობის საკუთრებაში

არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულების მიწის ფართობების აღწერა. დადგინდა 850 ოჯახის მიწის ფართო-ბის რაოდენობა.

2012 წელს ბორითის ტერიტორიულ ორგანოს ძირითადი სამუშაო გადა-ტანილი იქნა ,,სოფლის განვითარების პროგრამის“ სწორად და ხარისხიანად განხორციელებაზე.

ბორითის ტერიტორიული ორგანოს

რწმუნებულის 2012 წელს გაწეული

მუშაობის ანგარიში

მე-4 გვ.

Page 3: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

3xtvb [fhfufekb( st,thdfkb7 @_!# o.

პირWველი. სასოფლო-სამეურ-ნეო ბარათების გაცემა, რომლითაც ფერმერებს მიწის დამუშავება შეეძ-ლებათ, 11 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 6 თე-ბერვალს გამართულ პრესკონფერე-ციაზე განაცხადა, რომელზეც თავისი უწყების ასდღიანი მუშაობა შეაჯამა. მინისტრის განმარტებით, მცირე-მიწიანი ფერმერებისთვის შემუშავ-და ორი ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, რომელსაც 0-დან 5 ჰექტრის ჩათვ-ლით სასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულების მიწის ნაკვეთი აქვს. მათ შორის, 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები ასი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ, რომლითაც მათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა შეეძლებათ. 0,25-დან 1,25 ჰექტრის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები მიიღებენ კომ-

ბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, 510 ლარის ღირებულებით. 1 ჰექტარზე გაადანგარიშებით კომ-ბინირებული ბარათი შედგება ორი კომპონენტისგან, ესაა ნიადაგის ხვნა, გაფხვიერება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენ-ტარის შეძენა 300 ლარის ოდენობით. ამავე 510 ლარის ღირებულების ბარათს მიიღებენ ის ფერმერებიც, რომელთაც ანალოგიური ზომის მრა-ვალწლიანი ნარგაობა აქვთ და ისინი აღნიშნული თანხით, სასოფლო-სა-მეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ. 1,25-დან 5 ჰექტრამდე ფართობის მქონე ფერმერები 640 ლარის ღირებუ-ლების ნომინალურ ბარათს მიიღებენ, რომლითაც ისინი მხოლოდ საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ. საქონლისა და ინვენტარის შესაძენად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბა-რათების დარიგება მარტიდან დაიწყება. სულ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწ-ყობის პროექტის ღირებულება, 180 მილიონ ლარს აღემატება.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების

გაცემა 11 თებერვლიდან დაიწყება

მარტიდან ფერმერებისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტის

პროექტი ამოქმედდებაპირWველი. მარტიდან ფერმე-

რებისთვის შეღავათიანი აგროკრედი-ტის პროექტი ამოქმედდება. მინისტ-რის თქმით, შემუშავებული იქნება სამი სახის საკრედიტო პროდუქტი. "პირველი, ეს იქნება სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, 5 000 ლარამდე, უზრუნველყოფის გარეშე. მისი აღება მცირე ფერმერებს საწარმოო სეზონის დასაწყისში შეეძ-ლებათ, სეზონის შემდეგ კი გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, და-მატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე. მეორე არის საშუალო და დიდი ფერმერებისთვის – 5000-დან 100 000 ლარამდე, წლიური არაუმეტეს 7-8%-სა. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუ-ალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ხოლო მესამე პროდუქტი იქნება სასოფლო-

სამეურნეო საწარმოების დაფინანსება გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედი-ტით, არაუმეტეს 1 000 000 ლარისა, საშუალო წლიური 3 პროცენტიანი განაკვეთით. დაფინანსდება სასოფ-ლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდ-გომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შექმნელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, როგორიცაა სასაწყობე, დამფასო-ებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები. 2013 წლამდე ამ სქემით მხადაჭერილი იქნება მინიმუმ, 60 საწარმო. ამ ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 3% იქნება",- განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ბანკები და მიკროსაფი-ნანსო ორგანიზაციები, რომლებიც აღ-ნიშნულ სესხებს გასცემენ, უახლოეს ხანებში შეირჩევა.

გასული წლის 20 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომართვის საფუძველზე,

მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, სახნავ-სათესი მიწისა და მრავალწლიანი ნარგავების აღწერა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამ-სახურის უფროსის, ვაჟა მაჭავარიანის, ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დად-გენილი ინფორმაცია სოფლის მეურნე-ობის სამინისტრომ უკან გადმოაგზავნა მუნიციპალიტეტებში დასაზუსტებლად. „სამინისტროდან მიღებული სიები და-ვურიგეთ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს. მათ ეს სიები უნდა გამოეკრათ თვალსაჩინო ადგილზე, რათა მოსახლეობას მისცემოდა შე-საძლებლობა, უშუალოდ თვითონ ჩარ-თულიყო პროცესში და დაეზუსტებინა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ოდენობა. ამის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ მოსახლეობა მოერიდა ზუს-ტი ინფორმაციის გამჟღავნებას მიწის

გადასახადის დაწესებისა და სოცი-ალური დახმარების მოხსნის შიშით” - განმარტავს ვაჟა მაჭავარანი და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, უფრო დახვეწილი და დაზუსტებული სიით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 11 232 მიწის მესა-კუთრე გვყავს.

ვაჟა მაჭავარიანის თქმით, მიწის მესაკუთრეთა შესახებ ზუსტი ინფორმა-ციის ანუ იმის დადგენას, თუ რა ოდენო-ბის მიწას ამუშავებს მისი მფლობელი, იმანაც შეუშალა ხელი, რომ მიწის მესა-კუთრეები სხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მათთან კომუნიკაცია ვერ დამყარდა. მისივე თქმით, მოსახლეობასაც უნდა გამოეჩინა ინიციატივა და დაეზუსტე-ბინა საკუთარი სახნავ-სათესი მიწის ოდენობა.

„გასულ წელს დაახლოებით 3 450 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა მოიხნა, - ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, - შპს „მექა-

ნიზატორისა” და „იმედის” მონაცემების თანახმად ზუსტად შეგვიძლია რაოდენო-ბის დადგენა, მაგრამ მოსახლეობა მიწას კერძო ტრაქტორებით ან ცოცხალი ძალი-თაც ამუშავებდა. ამ პროცესმა დაგვანახა ერთი პრობლმა - აუცილებლად უნდა გაირკვეს, რომელ მუნიციპალიტეტს მიწის რა რესურსი აქვს.”

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 300 ლარიანი ვაუჩერების დარიგების შესახებ, ამ ეტაპზე გამგე-ობის სოფლის მეურნეობის სამსახური მწირ ინფორმაციას ფლობს. „გასულ წელს ვაუჩერი დანიშნულებისამებრ ანუ მიწის დასამუშავებლად და შხამ-ქიმიკატების შესაძენად ხარაგაულის მუნიციალიტეტში დაახლოებით ხუ-თასმა მფლობელმა გამოიყენა. შპს „მექანიზატორის” მომსახურებით ისარგებლა ასორმოცდაათმა ბენე-

ფიციარმა, გაერთიანება „იმედის” მომსახურებით - ორასმა. დახლოებით ასამდე ვაუჩერი გამოიყენეს ზესტა-ფონის შხამ-ქიმიკატების მაღაზიაში. მოსახლეობამ ვაუჩერი, ძირითადად, ფულზე გაანაღდა. როგორ მოხდება 300 ლარიანი ვაუჩერის გამოყენება, ჯერჯე-რობით არ ვიცი. სოფლის მეურეობის სამინისტრო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოიხნას.”

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ტექნიკის შემოყვა-ნას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, 20 ერთეული მუხლუხებიანი ტრაქტორი მოითხოვა. სავარაუდოდ, არ გაიზრდება შპს „მექანიზატორის” მომსახურების ფასი - 0,01 ჰა მიწის დახვნა 1 ლარი და 40 თეთრი.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 11 232 მიწის მესაკუთრეა

ქართული ფუტკრის შესწავლა პირ-ველად 1773 წელს დაიწყეს, ხოლო ასი წლის შემდეგ, 1877 წელს, კვლავ გააგრ-ძელეს მისი გამოკვლევა რუსმა ბუნების-მეტყველებმა და იგი აღიარეს საუკეთე-სო ჯიშად მსოფლიოში. დავინტერესდი მეფუტკრეობის დღევანდელობით და ამ თემაზე სასაუბროდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ჩვენი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, გამოცდილ მეფუტკრეს ბატონ ბაჩუკი გორგაძეს ვესტუმრე.

-ბატონო ბაჩუკი, გაგვეცანით, როგორც მეფუტკრე.

-15 წელია, მეფუტკრეობას ვეწევი. ვთვლი, რომ ეს მეტად სახალისო, საინ-ტერესო და ამავე დროს შრომატევადი დარგია. თუ სოფელში მცხოვრებს შე-საფერისი პირობები აქვს, მან აუცილებ-ლად უნდა მოჰკიდოს ხელი ამ დარგს. სოფელში მცხოვრები ოჯახისთვის ეს შემოსავლის წყაროა. ყოველ შემთ-ხვევაში, თავისი ოჯახისთვის მაინც დააგროვებს თაფლის მარაგს. ამასთან, ფუტკარი ამტვერიანებს სოფლის მეურ-ნეობის კულტურებს და ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

-ამბობენ, მეფუტკრეობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმ-ტკიცებასო. თქვენ როგორ ფიქ-რობთ?

-გეთანხმებით. მეფუტკრეობით გა-ტაცებული ადამიანი სუფთა ჰაერზეა. ფიზიკურად მუშაობს, ინესტრება, მისი ნერვული სისტემა მშვიდდება.

-რომელი ჯიშის ფუტკარი გყავთ?

-მხოლოდ ერთი სახის - ქართული რუხი ჯიშის. ქართული ფუტკარი საერთოდ ცნობილია მსოფლიოში. იგი არის თვინიერი, უფრო პროდუქ-ტიული, ანტიბაქტერიული, ანტისო-კოვანი.

-ფუტკართან მუშაობისას რა გგვრით განსაკუთრებულ სიხა-რულს?

-როცა ვხედავ, რომ რამდენიმე დღე-ში ფიჭა თაფლით ივსება, ხელოვნური ფიჭა შენდება და დედა ფუტკრის მიერ მთლიანად რომ ჩაიკვერცხება.

-რამდენნაირი სახის სარგე-ბელს იღებთ ფუტკრისგან?

-ძირითადად თაფლს, სანთელს, დინდგელს.

-როგორც ვიცი, თქვენ თაფლს ჰყიდით. თუ ყიდით ფუტკარსაც?

-რა თქმა უნდა, თუ კლიენტი იქნება, ვყიდი თაფლს, პაკეტსაც და ძირე-ულადაც. ბევრსაც საჩუქრად გავცემ ხოლმე.

-მე ვიცი, რომ სოფლის ეკლე-სიას აჩუქეთ ფუტკარი, ასევე რა-იონში მშენებარე ეკლესიას. მე-ფუტკრეობით დაინტერესებულ რამდენიმე ადამიანს დაეხმარეთ დარგის შესწავლაში. მსმენია ისიც, რომ თავად გიყვართ და დამწყებ მეფუტკრეებსაც მო-უწოდებთ, რომ დარგონ აკაცი-ისა და წაბლის ნერგები.

-რა თქმა უნდა. მეც ხომ თავიდან ასე დავიწყე - გამოცდილი მეფუტკრე-ების რჩევა-დარიგებებით და გვერდში დგომით.

-როდის უნდა დაიწყოს მე-ფუტკრემ ფუტკარზე ზრუნვა?

-ყველა მეფუტკრე შემოდგომიდან-ვე იწყებს ზრუნვას, თუ უნდა, რომ საფუტკრეში გაზაფხულზე ძლიერი ოჯახები ჰყავდეს და მიიღოს მაღალი პროდუქცია. ზამთრისთვის ფუტკრის ოჯახებს სჭირდებათ კარგად მომზადე-ბა, კარგი კვება, დათბუნება, მოვლილი ფიჭიანი ჩარჩო. ბევრი სამუშაოა კარგი ამინდების დადგომისთანავე. დროულად უნდა ჩატარდეს ფუტკრის საგაზაფხულო პროფილაქტიკა და ა. შ.

-თუ შორეულ წარსულში ფუტკარი ბუნებრივ პირობებში - ხის ფუღუროსა და კლდის ნაპრა-ლებში ცხოვრობდა, დღეისათვის

ის სკაშია. თქვენ რომელი ხის ჯიშისგან დამზადებულ სკას იყენებთ?

-სკებს მე თვითონ ვამზადებ და უმეტესად ცაცხვის ხისგან.

-საშიშია თუ არა ფუტკრის დანესტვრა ადამიანისთვის?

-გამიგია, რომ ცხენი ძალიან მგრძნობიარეა ფუტკრის შხამის მი-მართ. იშვიათია, ადამიანი ფუტკრის დანესტვრით დაიღუპოს. სიცოცხ-ლისთვის საშიშად მიჩნეულია 500 ფუტკრის ერთდროული დანესტვრა, რის გამოც ადამიანი იგუდება. საერ-

თოდ სახიფათოა თვალის გუგაში დანესტვრა.

-თაფლი ის სასარგებლო პრო-დუქტია, რომელიც, ალბათ, უმ-რავლესობას უყვარს...

-მართალია, თაფლი უწყინარი პროდუქტია, მაგრამ დიდი რაოდე-ნობით მისი მიღება არასასურველია და შეიძლება ჯანმრთელობის მდგო-მარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ამიტომ თვლიან, რომ ბავშვებისთვის ყოველდღიურად მისაღები მაქსიმალუ-რი დოზაა 100 გრამი, მოზრდილებისთ-ვის - 250 გრამი.

-გმადლობთ და წარმატებებს გისურვებთ.

-მეც მადლობას მოგახსენებთ და ვისურვებდი, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს ადამიანის ცხოვრების ამ კეთილი თანამგზავრით.

ჟანა ლომიძე

ვისურვებდი, ბევრი ახალგაზრდა

დაინტერესდეს მეფუტკრეობით

Page 4: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

4 xtvb [fhfufekb ( st,thdfkb7 @_!# o.

გაგაცნობთ 2012 წელს ,,სოფ-ლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებულ სამუშაოებს:

● სოფელი ბორითი: - 17 638 ლარი,

აქედან: გრეიდერის შეძენა - 4 110 ლარი; დარჩენილი თანხა (13 528 ლ.) მიემართა სარიტუალო დარბაზის ინ-ვეტარის შეძენაზე, რომელსაც თანადა-ფინანსებით დაემატა: სოფელ ერეთიდან 1 051 ლარი; სოფელ ამაშუკეთიდან 1 100 ლარი; სოფელ კვესრევიდან 1 000 ლარი; ე.ი. სულ გახდა 16679 ლარი. რომლითაც შეძენილი იქნა: 300 ცალი სკამი, 30 ცალი მაგიდა, მაგიდის ინვენ-ტარი 420 კაცზე და სამზარეულოს ინვენტარი.

●სოფელი მაქათუბანი: - 13 830 ლარი; აქედან

1) გრეიდერის შეძენა - 3222ლარი; 2) წყლის სისტემის შეკეთება - 2000

ლარი; 3) შიგა საუბნო გზების შეკეთება -

8608 ლარი.ა) წყლის სისტემების 2000

ლარიდან შეძენილი იქნა 4 700 მ წყლის მილი და 0,5 ტონა ცემენტი, რომელიც აუთვისებელია. წყლის მილები გადაეცა მოსახლეობას.

ბ) შიგა საუბნო გზების შეკე-თება - 8 608 ლარი; აქედან ხარჯ-თაღრიცხვაზე - 125 ლარი.

ზუმბაძეებისა და გამცემლი-ძეების მიმართულებით - 3 247 ლარით მოინგრა, მოგროვდა, მიიზიდა და გაიშალა 220 კუბ. მ. ქვა-ღორღი; მოეწყო სანიაღვრე არხი 50 გრძ. მეტრი.

გაიწმინდა გზა 500 მეტრზე.

ახალი დასახლების მიმართუ-ლებით - 2 557 ლარით მოინგრა, მოგ-როვდა, მიიზიდა და გაიშალა 140 კუბ. მ. ქვა-ღორღი; მოეწყო ბეტონის ფენა გზის 15 მეტრიან მონაკვეთზე. გაიწ-მინდა გზა 100 მეტრიანი მონაკვეთი.

ყოფილი სკოლის მიმართულე-ბით - 2 679 ლარით მოინგრა, მოგ-როვდა, მიიზიდა და გაიშალა 120 კუბ.მ. ქვა-ღორღი; გაიწმინდა გზა 1 კმ-ზე.

● სოფელი უბისა - 13 064 ლარი. აქედან 1) გრეიდერის შეძენა 3 044

ლარი;2) წყლის სისტემის შეკეთება -

450 ლარი;3) სარიტუალო შენობის სახურავის

შეკეთება - 9570 ლარი.ა) წყლის მილების შეძენაზე

გამოყოფილი 450 ლარით შეძენილი იქნა 1125 გრძ.მ. 20 მმ-იანი წყლის მილი, რომელიც გადაეცა მოსახლე-ობას.

ბ) სარიტუალო შენობის სა-ხურავის მთლიანი შეკეთება - 9570 ლარი. აქედან 144 ლარი გაიხარჯა ხარჯთაღრიცხვაზე.

● სოფელი საქასრია - 14 182 ლარი.

აქედან 1) სარიტუალო შენობაზე - 5000 ლარი (გარდამავალი)

2) გზების შეკეთება - 9182 ლარი.ა) სარიტუალო შენობა - 5000

ლარი.ბ) შიგა საუბნო გზების შეკეთება

- 9 182 ლარი. აქედან ხარჯთაღრიცხ-ვაზე გაიხარჯა 135 ლარი.

-საქასრიის ვაშლევი - 4000 ლარით მოინგრა, მოგროვდა, მოიზიდა

და გაიშალა 320 კუბ. მ. ქვა-ღორღი. გაიწმინდა გზის 50 მეტრიანი მონაკვეთი.

-სეხნიაშვილები (ნაფარცხევი) _1 500 ლარით ადგილობრივი ქვა-ღორღი 140 კუბ. მეტრი.

-გაღმა ამაშუკეთი _ 1000 ლარით მოინგრა, მოგროვდა, მოიზიდა დაგაიშა-ლა 60 კუბ.მ. ქვა-ღორღი.

-,,კურტანიძეების” დასახლება - 2 682 ლარით მოიჭრა და მოიზიდა 300 კუბმ გრუნტი.

● სოფელი ამაშუკეთი - 5 370 ლარი.

აქედან 1) გრეიდერის შეძენა - 1 251 ლარი;

2) ბორითის სარიტუალო - 1 100 ლარი (თანადაფინანსება);

3) გზის შეკეთება - 2 000 ლარი.4) წყლის სისტემის შეკეთება - 1

019 ლარი.ა) წყლის სისტემები - მილი 20 მმ-

იანი 2 547 გრძ. მეტრი. 2 547 X 0,40 = 1 019 ლარი. წყლის მილები დაურიგდა მოსახლეობას.

ბ) გზის შეკეთება - 2 000 ლარი. ამას დაემატა კვესრევის გზის თანხა 2 400 ლარი. ე.ი. სულ გახდა 4 400 ლარი, რომელსაც დაემატა 2011 წლის ნარჩენი თანხა 600 ლარი და გახდა 5 000 ლარი - მოინგრა, მოგროვდა, მიიზიდა 1 კმ. მანძილზე 260 კუბ მეტრი ქვა-ღორღი და გაიშალა.

-ტრაქტორით მოეწყო 100 მ სანიაღვ-რე არხი.

● სოფელი კვესრევი - 4 993 ლარი.

აქედან 1) გრეიდერის შეძენა - 1163 ლარი;

2) ბორითის სარიტუალო - 1 000 ლარი (თანადაფინანსება);

3) კვესრევ-ამაშუკეთის გზის შეკეთე-ბა - 2 400 ლარი;

4) წყლის მილების შეკეთება - 430 ლარი.

● სოფელი ვაშლევი - 5 608 ლარი.

აქედან 1) გრეიდერის შეძენა - 1 307 ლარი;

2) წყლის სისტემის შეკეთება - 801 ლარი - შეძენილი იქნა 20 მმ-იანი 2 000 მეტრი მილი, რომელიც დაურიგდა მოსახლეობას;

3) ბოგირის მოწყობა - 1 000 ლარი - გურგენ პაქსაშვილის მხარეზე მოეწყო ბოგირი. ამოშენდა ორი ბურჯი, რომელ-ზეც გაიდო რკინის ,,რამა;”

4) სარიტუალო ინვენტარის შესანახი ოთახის შეკეთება - 800 ლარი;

5) გზის შეკეთება - 1 700 ლარი - და-ნიანი ტრაქტორით გაიწმინდა გზის 1,4 კმ-იანი მონაკვეთი. აგრეთვე მოინგრა ბოგირის გასასვლელი.

●სოფელი ერეთა - 5 282 ლარი.აქედან 1) გრეიდერის შეძენა - 1231

ლარი;2) ბორითის სარიტუალო - 1 051

ლარი (თანადაფინანსება);3) წყლის სისტემის შეკეთება - 1

000 ლარი - შეძენილ იქნა 20 მმ-იანი 2 500 მეტრი მილი, რომელიც დაურიგდა მოსახლეობას;

4) გზის შეკეთება - 2 000 ლარი - დანი-ანი ტრაქტორით გაიწმინდა გზის 1,5 კმ.

●ბორითის ტერიტორიულ ერთეულში დღეისათვის აქტუ-ალური პრობლემებია:

-სამანქანო ხიდების მოწყობა მდ. ძირულაზე საქასრიაში „ნაფარცხევის” უბანში და მაქათუბანში ახალ დასახ-ლებაში;

-სარიტუალო დარბაზებზე დარჩენი-ლი სამუშაოების დამთავრება უბისაში, ბორითსა და საქასრიაში;

-ბორითის საბავშვო ბაღის გარე-მონტება;

-ბორითში ადმინისტრაციული შენობის ფოიესა და ღობის მოწყობა, კლუბის დარბაზში სკამების შეცვლა;

-„ბონდების” შეკეთება: ერთი უბისა-ში, ორი - ბორითში, ორი - საქასრიაში; ორი - ერეთა-დინარში;

-მაქათუბანში სპორტული მოედნის შემოღობვა და მის გასწვრივ ნაპირსა-მაგრი სამუშაოების ჩატარება;

-გზის ჩავარდნილი მონაკვეთების აღდგენა ერეთა-დინარსა და უბისაში;

-ორი „ბოგირის” მოწყობა საქას-რიაში;

-ნაპირდამცავი სამუშაოების ჩატა-რება საქასრიაში (წიქარიშვილების უბანში), ბორითში (მდ. დუმალას კალა-პოტში), უბისაში (ახალ დასახლებაში), მაქათუბანში სპორტული მოედნის გასწვრივ;

-შიგა გზების სარემონტო სამუშაო-ები (ვაშლევი, ერეთა, ზედა მაქათუბანი, უბისა);

-წყლის მილების შეძენა მოსახ-ლეობისთვის (საქასრია, ბორითი, მაქათუბანი).

ჯონი ხაჩიძე ბორითის ტ/ერთეულის

რწმუნებულიიბეჭდება მცირედი შემოკლებით

ბორითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2012 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშიმეორე გვერდიდან

გიორგი ალავიძეს 1922 წელს ჩაუბარებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფა-კულტეტზე და სწავლული მებაღე-აგრონომის პროფესიას დაუფლებია. იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1949 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად, შემდეგ ტექნიკური კულტურების მინისტრად, საბჭოთა მეურნეობის მინისტრად და ბოლოს ისევ სოფლის მეურნეობის მინისტრად. 1959 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით

ინსტიტუტს. 1934 წელს გიორგი ალა-ვიძე გაგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ციტრუსების აგროტექნიკი-სა და წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საკითხების შესასწავ-ლად. მან ამერიკაში შეძენილი ცოდნა წარმატებით დანერგა საქართველოში. გიორგი ალავიძის შვილი ქალბატონი ლალი ალავიძე დღემდე სათუთად ინა-ხავს მამამისის მიერ ფლორიდას შტა-ტიდან მშობლებისთვის გამოგზავნილ ღია ბარათს, რომლის წინა მხარეს ციტრუსის ბაღებია აღბეჭდილი:

„სალამი და კარგად ყოფნა საყვარელ მშობლებს! იყავით კარგად. მე კარგად ვარ. ეს აქაური ბაღებია. ჩემი ჯავრი ნუ გაქვთ. გაკოცეთ ყველას. თქვენი გოგია.”

-მამაჩემი არაჩვეულებრივი პიროვ-ნება გახლდათ, - იხსენებს ქალბატონი ლალი ალავიძე, - მუდამ საქმიანი. ოჯა-ხური საქმეებისთვის თითქმის არასდ-როს ეცალა, მაგრამ მის ყურადღებას, თბილ დამოკიდებულებას და სიყვა-რულს მუდამ ვგრძნობდი. საღამოს ექვს საათზე მოდიოდა სახლში, ვივახ-შმებდით ერთად, ცოტას დაისვენებდა და შემდეგ ისევ სამსახურის საქმეებზე გარბოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა. მამას ძალიან ენდობოდნენ მაშინდელი მთავრობის წევრები. ის მაღალი დო-ნის სპეციალისტი იყო და ამიტომაც ხშირად გზავნიდნენ უცხოეთში გამო-ცდილების გაზიარებისა და სიახლე-ების დანერგვის მიზნით. პირველად საქართველოში მამამ ჩამოიტანა ფორთოხლის ნერგი. 1958 წელს მამა

იტალიაში გაგზავნეს ლიმონისა და ფორთოხლის პერსპექტიული ჯიშების შესასწავლად, რომელიც წარმატებით დანერგა საქართველოში. ნერგებით დატვირთული ორი გემიდან ერთ-ერ-თზე დაავადებული ნერგი აღმოჩნდა. მაშინ ძლივს გადაურჩა დაჭერას.

-მქონდა თუ არა რაიმე პრივილეგია მამას მაღალი თანამდებობის გამო? - არა, რაიმე განსაკუთრებული პრი-ვილეგიით არასდროს მისარგებლია. დავდიოდი ჩვეულებრივად სკოლის ფორმით, როგორც სხვა მოსწავლეები. იმ დროს კინოში ბილეთების შოვნა ჭირდა. ამაში კი ნამდვილად ვთხოვდი მამას დახმარებას და ბილეთი სალარო-ში ყოველთვის მხვდებოდა.

მამას ძალიან უყვარდა ხარაგაული, სოფელი იგორეთი და როცა კი მოიც-ლიდა, უქმე დღეებს მუდამ იგორეთში ატარებდა. აქ იყო ყველაზე ბედნიერი და ლაღი. მამა მეგობრობდა სოსო ბუ-აჩიძესთან. გადაწყვიტა, რომ სოფელ იგორეთში წყალმომარაგებისა და გზის პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ვიღაცამ უჩივლა, გზა და წყალი თავის სახლთან მიჰყავსო და საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა.

სოფელში ყველას ეხმარებოდა, რი-თაც შეეძლო. გაჭირვებული წლები იყო და ხალხს პურის დანახვა ენატრებოდა. მამა სოფელში რომ ჩამოდიოდა, მანქა-

ნის საბარგული თეთრი პურით ჰქონდა სავსე და თანასოფლელებს ურიგებდა.

მამის გავლენით მეც ძალიან მიყ-ვარდა სოფელი იგორეთი. თქვენი დიდი ბებიის, აგრაფინას, დახმარებით ვაკეთებდი ლობიოს, ვთესავდი ქინძს. ძალიან მიყვარდა კერვა და ამაშიც ის მეხმარებოდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა მამა ცუდად გახდა და ექიმებმაც ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, სულ გვეხვეწე-ბოდა, ოღონდ იგორეთში ჩამიყვანეთ, მაშინვე კარგად გავხდები, იქ ვიყოთ ყველა ერთადო. სამწუხაროდ, ვერ შევუსრულეთ სურვილი. მამა აქ, თბილისში გარდაიცვალა და დაკრძა-ლულია დიდუბის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გიორგი ალავიძის შვილის მიერ მონათხრობი ამ ერთი ეპიზო-

დიდანაც ცხადად ჩანს, თუ როგორ განიცდიდა იგი საკუთარი ფესვებიდან სიშორეს, როგორ უყვარდა და ეძახდა მშობლიური მიწა. მისი ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდით, რომ მან ფასდაუდებე-ლი წვლილი შეიტანა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება-ში, უძვირფასესი სუბტროპიკული კულტურების დანერგვის საქმეში. უახლოეს ხანში ხარაგაულის ისტო-რიულ მუზეუმს გიორგი ალავიძის პირად ნივთებს, ბიოგრაფიულ ცნობებს და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს გადავცემთ, რომელიც ქალბატონმა ლალიმ გამოგვატანა.

გვეამაყება სახელოვანი და ღვაწლ-მოსილი წინაპარი.

სოფო და სალომე ალავიძეები

ფესვები

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის” სტუდენტები გასული წლის 17 ნოემბერს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს

ვეწვიეთ. იმის მიუხედავად, რომ მუზეუმში პირველად არ ვიყავით და გასულ წელს „მოხალისე გიდების” როლიც

მოვირგეთ, მაინც ბევრი სიახლე შევიტყვეთ ხარაგაულის გამოჩენილ, ცნობილ პიროვნებათა შესახებ. ძალიან გაგვახარა იმან, რომ ჩვენი თანამემამულე, გიორგი ალავიძე, გარკვეული

პერიოდი სოფლის მეურნეობის მინისტრი ყოფილა. დავინტერესდით ჩვენი დიდი და სახელოვანი წინაპრით.

ბებიასგან შევიტყვეთ, რომ გიორგი ალავიძე ჩვენი ბაბუას, ნოდარ ალავიძის ბიძაშვილი ყოფილა. ბებიას დახმარებით

სასწრაფოდ დავიწყეთ მის შესახებ ინფორმაციების შეგროვება. და აი, გასულ კვირაში გიორგი ალავიძის

80 წლის შვილს - ლალი ალავიძეს ოჯახში ვესტუმრეთ. ქალბატონ ლალის მამის საქმიანობისა და ხარაგაულთან მისი

ურთიერთობის ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.

გვეამაყება სახელოვანი და ღვაწლმოსილი წინაპარი

გიორგი ალავიძე დედასთან, ელისაბედ გუნცაძესთან, ერთად

გიორგი ალავიძის ქალიშვილი ლალი ალავიძე

ახალგაზრდობაში

Page 5: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

5xtvb [fhfufekb( st,thdfkb7 @_!# o.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის” ჩანართი მომზადებულია პროექტის „მოქალაქეობრივი მორალის და კანონის სამსახურში” ფარგლებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივ-მა” გამოსცა ბუკლეტი „ჩვენი ძახილი”, რომლის ანოტაციაშიც ვკითხულობთ: არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივი”, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართ-ველოს” მხარდაჭერით, ხარაგაულის რაიონში, ახორციელებს პროექტს „მო-ქალაქეობრივი მორალის და კანონის სამსახურში”, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვას და სხვა-დასხვა კულტურული ღონისძიებებით მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში მოხდა შეზღუ-დული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობების მაქსიმალური გამო-ვლენა ხელოვნების სფეროში. ორგანიზე-ბულ იქნა მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა , რომელზეც წარმოდგენილ იქნა 7 საჯარო სკოლის 13 მოსწავლის 40-მდე ნამუშევარი.

შემოსული თანხით ბავშვებმა შე-იძინეს ხატი ხარაგაულის ტაძრისთვის, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხეს ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძრის ფონდში.

ეს ალბომიც, სწორედ, ბავშვების

ნამუშევრებს და გამოფენა-გაყიდვის მომენტებს ასახავს.

პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების გამოსავლენად, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პრობლემატიკა უნდა აესახა. გამოფენის დღეს მოხდა გამარჯვებული კონკურსანტის - მერაბ მესხიშვილის მოთხრობის გაცნობა ფართო საზოგა-დოებისათვის.

ეს ალბომიც - „ჩვენი ძახილი”, სწო-რედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემოქმედების ასახვის მცდელობაა, ასევე, ალბომში ასახულია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებ-ში შეხვედრები და პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგები, რომელსაც ატარებდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები სოფიკო ვერძე-ული და ვახუშტი მენაბდე, ხოლო მსმენე-ლები კი გახლდნენ სკოლის პედაგოგები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები.

წიგნი, რომელმაც ბავშვებს დიდი სიხარული მიანიჭა

არასამთავრობო ორგანიაცია „სხი-ვი” (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, კოორდინატორი ჟუჟუნა კალანდაძე) ფონდ „ღია საზოგადოება საქართ-ველოს” მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მოქალაქეობრივი მორალისა და კანონის სამსახურში.” პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ხელშეწყობა. პროექტის ერთ-ერთი აქტივობა გახლდათ ინკ-ლუზიურ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ბაზალეთის საჯარო სკოლის მესამე კლა-სის მოსწავლე თემურ შველიძე. თემურმა გამოფენაზე სამი ნახატი წარადგინა. „თემურს სურს, მხატვარი გამოვიდეს. ის ძალიან ბედნიერი და გახარებულია წიგნით,” - ამბობს თემურის დედა ირინე შველიძე. მასწავლებელი ნინო გურეშიძე

თემურის ძალიან მეგობრულ, გულთბილ და კეთილ პიროვნებად ახასიათებს. „თე-მურის ძალიან ახალისებს მეგობრებთან ურთიერთობა. სამი წელია, მასთან ინ-დივიდუალური პროგრამით ვმუშაობ და შედეგიც თვალსაჩინოა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თემურის ცოდნა და უნარ-ჩვევები. აღნიშნული პროექტის ფარგ-ლებში კი თემურს მიეცა შესაძლებლობა, გამოევლინა ხატვის ნიჭი.

თემური გახარებულია იმ ყურად-ღების გამო, რასაც მის მიმართ იჩენენ პროექტის ორგანიზატორები. ეს მას უმაღლებს მოტივაციას და აძლევს სტიმულს მომავალი წარმატებისათვის. ბავშვები და მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ თემურის საზოგადოებაში ინ-ტეგრაციისათვის.”

ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ თემურს!

თამარ ჩხიკვაძე

“თემურს სურს, მხატვარი გამოვიდეს”

ერთი ბედნიერი დღე ზვარეს საჯარო

სკოლაში

25 იანვარს ზვარეს საჯარო სკოლაში გაიმართა წიგნის „ჩვენი ძახილი” პრეზენ-ტაცია. წიგნი შეზღუდული შესაძლებლო-ბის მქონე ბავშვებს ეძღვნება. სკოლაში თავად წიგნის ავტორი იზა ვეფხვაძე გვესტუმრა.

ჩვენს რეალობაში ოჯახის უდიდეს ტრაგედიად აღიქმება, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჩნდება. თუმცა, როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.

ზვარეს საჯარო სკოლაში სამი შეზღუ-დული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეა. სამივე მათგანი ძალიან უყვართ თანაკლასე-ლებს, მეგობრებს. ისინი ძალიან უშუალო, სიკეთით სავსე და ჩვენსავით სრულფასოვა-ნი პიროვნებები არიან. ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია მათი უფლებების შელახ-ვა. საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მათ ხელს უშლის არასათანადო პირობები.

მარიამ გოგნაძეს ძალიან გაეხარდა, როცა სკოლაში ქალბატონი იზა მოვიდა და ტკბილეულთან ერთად ის წიგნი გადასცა, რომელშიც მარიამის ფოტო და ნახატებია დაბეჭდილი.

სალომე ტალახაძე მადლიერია წიგნის გამოცემისა და იმ თანადგომისათვის, რაც მისი და მეგობრების მიმართ გამოიჩინეს. „გამეხარდა, რომ გავახსენდით,” - ამბობს სალომე.

გაგა ჩიტაძე სიხარულს ვერ მალავს წიგნში საკუთარი ნახატების გამოქვეყნების გამო.

25 იანვრის ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინკლუზიურ მოსწავ-ლეებზე ზრუნავს არა მარტო სახელმწიფო, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები. კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალტეტში ა/ო „სხივი.” როგორც წიგნის პრეზენტა-ციაზე იზა ვეფხვაძემ აღნიშნა, მისთვის ყოველთვის სიხარულის მომგვრელია ნიჭიერ პატარა მხატვრებთან ურთიერთობა და მათთან შეხვედრა.

მარიამ ფანქველაშვილიასმათ ჯოგლიძე

დედის სამადლობელი იზა ვეფხვაძეს

არც ერთმა ექიმმა არ იცის ისეთი წამალი ილაჯგაწყვეტილი სხეულისა და ტანჯული სულისათვის, როგორიც არის იმედი (ცვაიგი).

თქვენ, ქალბატონო იზა, სწორედ თქვენ ჩაგვისახეთ იმედი, მომავლის სიხარული და რწმენა, ის რწმენა, რომელიც მთებს ძრავს და ახალ გზებს კაფავს.

დღეს სული და გული მინათდება, განუ-ზომელი სიხარულის გრძნობით ვივსები, ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ გიცნობთ თქვენ. თქვენ ჭეშმარიტად შეუდარებელი ადამიანი ბრძანდებით. ადამიანი, რომელიც არ ეპუება არანაირი სიძნელეების გადა-ლახვას. ძალ-ღონეს არ იშურებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშ-ვებს მიანიჭოთ სიხარული, მათ მშობლებს აგრძნობინოთ, რომ მათი შვილები ახსოვთ და არ არიან მარტოსულები.

ჩვენი შვილები თავისებურად ხატავენ, წერენ, თავიანთ აზრებს თავისებურად გვი-ზიარებენ. თქვენ, ქალბატონო იზა, შეძელით და სამზეოზე გამოიტანეთ ჩვენი შვილების ჩანაფიქრი და შესაძლებლობა. თქვენ მი-ანიჭეთ ჩვენს შვილებს დიდი სიხარული და ბედნიერება.

როდესაც წიგნში „ჩვენი ძახილი” ჩემმა გიორგიმ საკუთარი თავი იხილა, წიგნი გულში ჩაიხუტა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამაყობდა თავისი სურათით და ნახატებით. მე კი ვუყურებდი ჩემს შვილს და თვალები სიხარულის ცრემლით მევსე-ბოდა. ალბათ ის დღე ყველაზე ლამაზი და საუკეთესო იყო გიორგისთვის.

დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო იზა!მარინა ნავაძე

სარგვეშის საჯარო სკოლის მასწავლებელი

Page 6: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

6 xtvb [fhfufekb ( st,thdfkb7 @_!# o.

ჩანართი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარ-დაჭერით. ჩანართის შინაარსზე პასუხისმგებელია არასამთავრო ორგანიზაცია „სხივი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” შეხედულებებს.

წიგნში „ჩვენი ძახილი” ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სასუ-ლიერო გიმნაზიის ოთხი მოსწავლის ნამუშევარი შევიდა. „მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს საჩუქრებით და წიგნში საკუთარი ნახატების ნახვით, - ამბობს გიმნაზიის მასწავლებელი მარიკა ტაბატაძე, - ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პროექ-ტისა და წიგნის ავტორს ქალბატონ იზა ვეფხვაძეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის.”

ინკლუზიური განათლება გულისხ-მობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა მოსწავ-ლეებთან ერთად. სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხების კოორდინირებაზე (ეს პიროვ-ნება შეიძლება იყოს დირექციის წევრი, მომსახურე პერსონალი, მასწავლებელი ან მშობელი). ამ პიროვნებასთან უნდა იყოს დანიშნული შეხვედრების დრო, როდესაც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლები შეძლე-ბენ გასაუბრებას შესაძლო პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

თუ სკოლას ჰყავს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, აუცილებლად უნდა გან-საზღვროს, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ მოსწავლის განათლებისთვის ადეკვატური პირობები შეიქმნას (მაგ. მას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული საგაკვეთილო განრიგი, ან სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას და სხვ.).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები

( ინკლუზიური სწავლება) სპეციალური საჭიროების მქონე

მოსწავლეების სწავლების ინკლუზიური მიდგომის საფუძველში ისეთი ფუნდა-მენტური პრინციპები დგას, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი სპეციალური ადაპტაციის უზრუნველყოფა, ასევე, გან-სხვავებულის აღიარება და პატივისცემა.

ინკლუზიური განათლება ზოგადად გულისხმობს განსხვავებული საგანმა-ნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავ-ლეების ერთად სწავლებას ინდივიდუ-ალური შესაძლებლობების გათვალის-წინებით.

განსაკუთრებული საჭიროება შესაძ-ლოა ჰქონდეს როგორც განვითარებაში შეფერხებისა და კონკრეტული უნარების დაქვეითების მქონე მოსწავლეს, ასევე იმასაც, ვინც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული.

ინკლუზიური განათლების ძირითად იარაღს წარმოადგენს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

ინკლუზიური განათლების მოწინააღმდეგეებს აქვთ შემდეგი არგუმენტები:

-სპეციალურ სკოლებში, მცირე კლა-სებში სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლების ყურადღება გადა-მწყვეტია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

-სპეციალურ სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლებში.

-ჩვეულებრივ სკოლას არ აქვს ადეკ-ვატური რესურსები, მიიღოს სპეციალუ-რი საჭიროების მქონე მოსწავლეები.

-ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელს არ აქვს ამგვარი ტიპის მოსწავლეებთან ურთიერთობის გამო-ცდილება.

ინკლუზიური განათლების მომხრეებს აქვთ შემდეგი

არგუმენტები:-სპეციალურ სკოლებში მოსწავლე-

თა მიმართ დაბალი მოლოდინებია, რაც იწვევს მათ სწავლის მიმართ დემოტი-ვაციას.

-სპეციალურ სკოლებში დაბალი აკა-დემიური მოთხოვნებია, იშვიათად ხდება მაღალი ინტელექტუალური უნარების გავარჯიშება, დაბალია სწავლების ტემპი, მცირე დრო ეთმობა აკადემიურ საქმიანობას.

-ინკლუზიური სწავლების შემთხ-ვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, რადგან ისინიც ჩვეულებრივ სკოლაში დადიან.

-ინკლუზიური სწავლებისას ჩვე-ულებრივი ბავშვები სპეციალური საგან-მანათლებლო საჭიროების მქონე თანა-ტოლებთან ურთიერთობას ისწავლიან და მომავალში შეზღუდული შესაძლებლო-ბების მქონე ადამიანების დისკრიმინაცია ნაკლებად მოხდება.

მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ სპეცი-

ალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავთ კოორდინატორი, რომელიც მასწავლე-ბელთან ერთად მოქმედებს.

უნარის/უნარების დეფიციტი მოსწავლეებში

1. უნარშეზღუდულობას ორ დიდ ჯგუფად ყოფენ:

თვალსაჩინო უნარშეზღუდულობა (როდესაც მოსწავლეს თვალშისაცემი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი აქვს) და არათვალსაჩინო უნარშეზღუდულობა (როდესაც მოსწავლეს თვალსაჩინოდ არ ეტყობა უნარშეზღუდულობა)

2. არათვალსაჩინო უნარების დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს

-კითხვის ათვისებასთან დაკავში-რებით (დისლექსია) – მოსწავლე ვერ არჩევს ბგერებს, ვერ აერთიანებს ბგე-

რებს სიტყვებში, მაღალ კლასებში – ვერ იაზრებს წაკითხულ ტექსტს.

-წერის ათვისებასთან დაკავშირებით – ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია მო-ტორული კოორდინაციის დარღვევასთან.

მოტორული კოორდინაციის დარღ-ვევა ანუ დისპრაქსია, მოტორული განვითარების შეფერხებაა. ძირითადი გამოვლინებაა მოძრაობათა კოორდინა-ციის სირთულეები. ამ მდგომარეობას „მოუქნელი ბავშვის სინდრომსაც“ უწოდებენ.

-ანგარიშის ათვისებასთან დაკავში-რებით – მოსწავლე ვერ ცნობს ციფრებს, უჭირს მრავალნიშნა რიცხვების წაკითხ-ვა, რაოდენობის გაგება და არითმეტიკუ-ლი ოპერაციების შესრულება.

3. აუტიზმი განვითარების ნეირო-ბიოლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს სხვებთან კომუნიკაცია და სოციალური ურთიერ-თობების დამყარება.

4. აუტისტ ბავშვებს არ უყვართ სიახლეები, ურჩევნიათ ჩვეულ გარემოში ყოფნა. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა-ში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალის-წინებული სოციალური და კომუნიკაციის

ჩვევების ათვისების ჩართვა.5. გონებრივი ჩამორჩენა ფსიქიკური

განვითარების დაღვევაა, რაც ვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობე-ბის მნიშვნელოვნად ჩამორჩენასა და ადაპტაციური ქცევების მნიშვნელოვან სირთულეებში.

6. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების სწავლებისას სასურველია:

-ხელშესახები და თვალსაჩინო მასა-ლის გამოყენება.

-დავალებების მცირე ნაწილებად დაყოფა.

-სწავლების ნელი ტემპი.-დასწავლილი ჩვევის სხვადასხვა

სიტუაციაში გამოყენება.ყურადღების დეფიციტისა და ჰიპე-

რაქტივობის სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობა.

7. სასარგებლო რჩევები-ეფექტურია გაკვეთილის დაწყებისას

საინტერესო შესავლის გაკეთება.-მასალა მიაწოდეთ ნაბიჯ–ნაბიჯ და ამ

პროცესში განმარტეთ ყოველი ნაბიჯის მნიშვნელობა.

-დასახეთ მოკლევადიანი მიზნები, რომელთა შესრულება მოსწავლეთათვის არაა რთული.

-გამოიყენეთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი.

-აქტივობები ხშირად შეცვალეთ.-სწავლების დროს მნიშვნელოვანი

ფაქტორია თანმიმდევრულობა.-ასეთი ბავშვები დასვით წინა რიგებ-

ში, რომ ყურადღება კიდევ უფრო მეტად არ გაეფანტოთ.

8. კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ნორმისგან განსხვავდება და განსაკუთ-რებული გარემოს შექმნას საჭიროებს

სკოლაში, არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ჯგუფი.

9. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილ-დოებული ბავშვების სწავლებამ ჩვე-ულებრივ საკლასო გარემოში შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.

პრობლემა 1. ასეთი ბავშვისთვის გაკვეთილის თემატიკა უინტერესო და მარტივია.

პრობლემა 2. ისინი თავიანთი შე-საძლებლობების მაქსიმუმს საკლასო ოთახის ფარგლებში ვერ გამოავლენენ.

პრობლემა 3. სწყინდებათ სასწავლო პროგრამით სწავლა და გული უცრუვდე-ბათ სკოლაზე.

პრობლემა 4. კვლევებმა აჩვენა, ნიჭიერი მოსწავლეები სკოლაში დროს კარგავენ, რადგან მათ უკვე იციან ის, რაზეც მასწავლებელი საუბრობს.

10. განსაკუთრებული ნიჭით და-ჯილდოებულ მოსწავლეებთან ძალიან ეფექტურია ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა – თანამშრომლობითი სწავლა.

11. თანამშრომლობითი სწავლის არსი არის ის, რომ ნიჭიერი მოსწავლეები რჩევას აძლევენ თანატოლებს და ეხმარე-ბიან მათ. შედეგად, მათ აღარ სწყინდებათ გაკვეთილზე ჯდომა.

12. კიდევ ერთი საშუალებაა – დაჩ-ქარებული სწავლება. ამ მეთოდის თა-ნახმად, ნიჭიერ ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, თანაკლასელებთან შედარებით უფრო სწრაფად აითვისონ სასწავლო პროგრამა.

13. თუმცა დაჩქარებული სწავლის არჩევამდე ძალიან ბევრი რამაა გასათვა-ლისწინებელი. მოსწავლე კი არის ნიჭი-ერი, მაგრამ მას, შესაძლოა, არ ჰქონდეს განვითარებული სოციალური უნარ–ჩვე-ვები, რაც მომავალში ხელს შეუშლის. ამდენად, დაფიქრება ღირს, ვიდრე სკოლა და მშობელი ამ არჩევანს გააკეთებენ.

ინკლუზიური განათლება

გასული წლის 15 სექტემბერს, ჩვე-ულებრივ ადრე მივედი სკოლაში. პირველი ზარი დარეკილი არ იყო. ორშაბათი დღე იყო. მორიგე ვიყავი. მერხები გადავწმინდე, დაფა გავასუფთავე. წყლის ონკანზე ვრეცხ-დი დაფის საწმენდ ჩვრებს. დავინახე, რომ გაიღო ეზოში შემოსასვლელი ჭიშკარი და შემოვიდა ვიღაც ქალი. ალბათ მშობელია, გავიფიქრე გულში და ამ დროს მამაკაცმა შემოაგორა ეტლი, რომელშიც იჯდა 5-6 წლის თაფლისფერთვალებიანი ულამაზესი ბიჭუნა. ეტლი კიბეზე ააგორეს და ბავშვი პირველი სართულის ვესტიბიულში შეიყვა-ნეს. ქალი მომიბრუნდა და მკითხა, "შვილო, პირველი კლასის ოთახი რომელია?". ანგა-რიშმიუცემლად გავყევი პირველი კლასის საკლასო ოთახისკენ. ბავშვი ოთახში შეიყვანეს. მშობლები შევიცანი, მათი მეორე ვაჟი, მეექვსე კლასში სწავლობდა ჩვენს სკოლაში. ეტლში მყოფ ბიჭუნას დავაკვირ-დი. ნეტავ რა მოუვიდა, - გავიფიქრე გულში.

დაფიქრებული ავედი ჩემს კლასში. მალე პირველი ზარიც დაირეკა. მოსწავლეები სკოლის კიბეებთან შევიკრიბეთ, პირველი კლასელები თაიგულებით მოვიდნენ. გამახ-სენდა, რომ იმ ბიჭსაც ეტლში ყვავილების თაიგული ჰქონდა. ზეიმი ახალი სასწავლო წლის მილოცვით დირექტორმა გახსნა, მეც გამოვედი მოკლე სიტყვით, მივესალმე პედაგოგებს, მშობლებს და მოსწავლეებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცე ყველას.

მეორე ზარმა გვამცნო პირველი გაკ-ვეთილის დაწყება. თითქოს დამავიწყდა დილის შემთხვევა და ეტლიანი ბიჭი. სულგანაბული ვუსმენდით თინიკო მას-წავლებელს. უცებ გონებაში ამოტივტივდა ის ბიჭი, ეტლით და თაიგულით. რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, თვალები გამიშტერდა, გონება თითქოს დამებინდა.

მასწავლებელმა რაღაც მკითხა, ფეხზე ავდექი, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე. ვერ გავიგე რა მკითხა.

მასწავლებელიც და თანაკლასელებიც გაოცებული მიყურებდნენ.

-ცუდად ხომ არ ხარ, გარეთ ხომ არ

გინდა გასვლა? - მკითხა მასწავლებელმა. კლასიდან გავედი, კიბეები ჩავიარე,

უნებურად პირველი კლასის საკლასო ოთახთან აღმოვჩნდი. ეტლი აღარ იდგა. აღარც ის კაცი და ქალი იყო სადმე. კლასში აღარ შევბრუნებულვარ, კიბის ბოლო სა-ფეხურზე ჩამოვჯექი. პირველი გაკვეთილი დამთავრდა. მოსწავლეები კლასიდან გამო-დიოდნენ. მე წამოვდექი და ანგარიშმიუცემ-ლად პირველი კლასისკენ წავედი. დავინახე, პატარა ბიჭუნა პირველ მერხზე იჯდა, წინ წიგნი ედო და შიგ იცქირებოდა. ბავშვები კლასში დარბოდნენ. არაფერი მითქვამს, გამოვედი, მათ მასწავლებელს წამოვეწიე და ვკითხე - ვინ არის ის ბიჭი, ამ დილით ეტლით რომ მოიყვანეს სკოლაში?

მასწავლებელმა გამიღიმა, სწავლის დაწყების პირველი დღე მომილოცა და სევდიანდ მითხრა: "ის ლამაზი ბიჭუნა ინვალიდია".

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, „ასეთი ლამაზი და ასეთი პატარა...“ - დანანებით ვთქვი.

-ვერ მოძრაობს თავისით, - კიდევ უფრო სინანულით დამიკონკრეტა მისმა მასწავლე-ბელმა. ბოდიში მომიხადა, სამასწავლებ-ლოში შევიდა და ვინაიდან შემატყო, რომ დაინტერესებული ვიყავი, დამპირდა, რომ დიდ დასვენებაზე კიდევ გამესაუბრებოდა ამ თემაზე.

ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა დიდი დასვენება. დასვენებაზე ეკა მასწავ-ლებელმა მართლაც გამიხმო და პატარა ბიჭუნას შესახებ მიამბო.

გაგა დაბადებულა ექვსთვენახევრის, წონით ერთი კილოგრამი. ექიმები გაოცე-ბულან, ბავშვი მოდუნებული არ ყოფილა, დედაქალაქში გაუგზავნიათ სამკურნალოდ. 9 თვის რომ გამხდარა, ერთი კილოგრამი მომატებული ჰქონია და ბავშვი შინ გაუტა-ნებიათ მშობლებისთვის. ბავშვი იმატებდა, იზრდებოდა, მაგრამ თანდათან ვლინდებოდა პრობლემებიც. სამი წლისას სიარული არ შეძლებია. მშობლების ყოველგვარი ცდა ამაო გამოდგა. ზემო და ქვემო კიდურე-ბიც უმოძრაო აღმოჩნდა. დღემდე ხელით

აჭმევენ, თუმც ნაწილობრივ ხელების ამოძრავება შეძლო, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ ძალიან დიდი სით-ბო და სიყვარული აქვს თვალებში.

ამჯერად გაგა 7 წლისაა, წიგნის მიმართ დიდი ინტერესი აქვს. რომ გაუგია, სკოლაში უნდა წაეყვანათ, ძალიან დადებითი ემოცია გამოუხატავს თავისებურად. მშობლებს იმედი მისცემიათ, ეტლში ჩაუსვამთ და სკოლაში წაუყვანიათო, - დაასრულა ეკა მასწავლებელმა თხრობა, ძალიან აღელ-ვებული იყო. მე თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, გული ყელში მომებჯინა. ეკა მასწავლებელმა ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.

იმ დღიდან განსაკუთრებით დავინ-ტერესდი იმ ბიჭუნათი. მშობლებს რომ სახლში მიჰყავდათ, ხშირად მეც უკან გავ-ყოლივარ. ბავშვი რაღაცნაირად შემეჩვია, ჩემი სახელიც გაუგია თურმე და სახლში ხშირად მეძახის - ნანა, ნანაო.

ოჯახში და სოფელშიც ყველამ გაიგო ამ პატარა ბიჭუნასადმი ჩემი დამოკიდებუ-ლება. მე სულით ხორცამდე განვიცდი მის მდგომარეობას. ძალიან ხშირად ვაკითხავ კლასში და ტკბილეული მიმაქვს მისთვის. მინდა რაღაცით გავახარო, ვასიამოვნო.

ზოგჯერ ღამეც ამეკვიატება ხოლმე მას-ზე ფიქრი და ვერ ვიძინებ. ბებიაჩემი ძალიან ნერვიულობს, - რა დაემართა ამ ბავშვს, ხომ არ გაგიჟდაო?!

რაღაც ღვთის განგებით, უცნაური ფაქ-ტი მოხდა ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში, ერთ დღესაც კარზე მოგვაყენეს სამი უპატრონო ბავშვი აღსაზრდელად. იქნებ ეს უფლის წყალობა იყო? და მეც ერთგვარად ახალი საფიქრალი გამიჩნდა.

ხშირად ვფიქრობ და უფალს ვთხოვ, ყველა ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი დაბადოს და ისეთი რწმენა მაქვს, რომ, თუ მთელ მსოფლიოში ყველა კეთილი ადამი-ანი იგივეს ილოცებს, უფალი შეისმენს ამ ვედრებას!

ნანა ალხაზიშვილი,ზვარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

ცხოვრება სასტიკია, მაგრამ არასოდეს მიგატოვებთ(ნამდვილი ამბავი )

მადლობა თანადგომისათვის

Page 7: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

7xtvb [fhfufekb( st,thdfkb7 @_!# o.

მეუღლე ვასო დუგლაძე, შვილები: ნიკოლოზი, მზია და ლია დუგლაძეები, სი-ძეები: მერაბ კაკაბაძე, ზაზა კვირიკაშვილი, შვილიშვილები: ნანა, ნაზი დუგლაძეები, ლაშა, შორენა კაკაბაძეები, ელენე, მაია კვი-რიკაშვილები იუწყებინ, რომ გარდაიცვალა

ნაზი მაყიშვილი-დუგლაძე.დაიკრძალა 3 თებერვალს ხარაგაულში

მეუღლე ნათელა, შვილები ზვიადი და ირინა, შვილიშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ჯუმბერ პლატონის ძე ღონღაძე.დაიკრძალა 5 თებერვალს სოფელ ვახანში.

მაზლიშვილი ოლეგი კიკნაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალაციალა (ციცო) ჭიპაშვილი-კიკნაძე.დაიკრძალა 5 თებერვალს ხარაგაულში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნანა წერეთელი-შერგელაშვილის

გარდაცვალების გამო და თანაგრძ-ნობას ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

თანაკლასელების სახელით მაყვალა წასიძე.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ად-მინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტი-ვი თანავუგრძნობთ ნაზი ჭიპაშვილს დედის

მარო ბოჟაძე-ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექ-ტივი თანავუგრძნობთ ლედი ბოგვერაძეს ბებიის

შურა ბოგვერაძისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

ეთერ და ტარიელ ნიქაბაძეები სამძი-მარს უცხადებენ მძახლებს - მანანა და ამი-რან თაბუკაშვილებს მამისა და სიმამრის

გიორგი ბერიაშვილისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის VIII და IX კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელები იამზე სამხარაძე და თამაზ კვირიკაშვილი თანაუგრძნობენ თინათინ და თამარ ხიჯაკაძეებს საყვარელი ბებიის

თინა კვანტრიშვილი-ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვარძიის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ლამზირა ბააკაშ-ვილი თანაუგრძნობენ ციცინო ჩიჩილიძეს დედამთილის

თინა კვანტრიშვილი-ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი და ტე-რიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია თანაგრძნობას უცხადებენ ამავე სკოლის პედაგოგ ციცინო ჩიჩილიძეს და მის მეუღლე ჯონდო ხიჯაკაძეს დედამთილისა და დედის

თინა კვანტრიშვილი-ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო.

ზაზა, კობა, გოჩა მაჩაიძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

შალვა მაჩაიძე და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებელი ნათია კაციტაძე მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებლის ნაზი ჭიპაშვილის დედის

მარო ბოჟაძისგარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ

განსვენებულის ოჯახს.

ნუგზარ ცხადაძის ოჯახი იუწყება, რომ გარდაიცვალა

ჯუმბერ პლატონის ძე ღონღაძედა თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

ახლო მეზობლები: დათო დევდარიანი, ოლეგ თხელიძე, იუზა ჭყოიძე, ნათელა ჩერქეზიშვილი, ნინო და ჯემალ კვინიკა-ძეები, გელა და ვანო გოლუბიანები, ლევან კაციტაძე, ვალოდია თაბაგარი, გია მასხა-რაშვილი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ციალა ჭიპაშვილი-კიკნაძე.და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექ-ტივი და ტექპერსონალი თანაგრძნობას ვუცხადებთ ამალია, მანანა და შამილ გუდაძეებს დედის

მარიამ გაჩეჩილაძე-გუდაძისგარდაცვალების გამო.

შვილები: როინი და მედული ბოგვე-რაძეები, შვილიშვილები: ნინო და რეზო თუთბერიძეები, რეზო, გიორგი, რუსუდან, თომა, მარეხი ბოგვერაძეები, შვილთაშ-ვილიშვილები: ანი გორგასლიძე, ლიზი თეონა, რუსუდან, ქეთევან ბოგვერაძეები, რძლები: დარეჯან მაღლაკელიძე, ქეთევან კვინიკაძე, რადა და ლედი ბოგვერაძეები, მული ნინო ფერაძე, ძმისშვილები: ეთერი და ლიანა ხომასურიძეები, მულისშვილები, ბიძაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

შურა ხომასურიძე-ბოგვერაძე.დაიკრძალა 29 იანვარს ხარაგაულში.

ორმოცი ტკივილიანი დღე გავიდა, რაც ჩვენგან წახვედი, ჩვენო საყვარელო ნინო. წახვედი და გულში დიდი, მოუშუშებელი ტკივილი დაგვიტოვე. მოულოდნელი და ნაადრევი იყო შენი გარდაცვალება. გაუნე-ლებელი სევდა დაუტოვე შენ საყვარელ მეუღლეს, პატარა შვილებს ნათიას და ლუ-კას, რომელთაც შენი ალერსი ენატრებათ.

სიტყვები არ არსებობს, ნინო, შენი ახლობლების სანუგეშებლად. ძნელია იმის დაჯერება, რომ დღეს შენი ღიმილიანი სახე ჩვენთან არ არის. გვგონია, ისევ მოხვალ და შენი ლამაზი ღიმილით გაგვამხნევებ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი, სპეტაკი სული.

ოჯახი

გავიდა სევდით სავსე 40 დღე. ყველა სიტყვა უფერულად გვეჩვენება, რომელიც გვინდა რომ გითხრათ. გვიმძიმს შენზე წარსულში საუბარი, რადგან შენი წასვლა ძალიან ნაადრევი იყო.

შენი მეზობლები ვიხსენებთ შენთან გატარებულ დღეებს და ვხვდებით, რომ გამორჩეული, მოსიყვარულე და განსაკუთ-რებით კეთილი იყავი.

„არ დაგივიწყებთ!” - ეს ხომ ჩვეულებ-რივი გამონათქვამია, მაგრამ მართლაც ვერ დაგივიწყებთ. შენი ლამაზი შვილები ჩვენს თვალწინ დაცქრიალებენ, სითბოს და სიყვარულს ითხოვენ. მათ თვალებში სევდას და მონატრებას ვხედავთ, რომელსაც დედის გარდა ვერავინ შეუვსებს.

როგორ ვეხვეწებოდით უფალს, რომ შვილების, ოჯახის და შენი მეგობრების სიყვარულს გადაერჩინე. მშობლებისა და ახლობლების უზომო თავდადებამ ვერ გა-გიხანგრძლივა სიცოცხლე და ვერ მოერია უკურნებელ სენს.

ახალგაზრდა, მაგრამ დაღლილი წახ-ვედი ჩვენგან. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. იძინე მშვიდად, ჩვენო ნინო, რადგან შენ შვილებს არაფერი მოაკლდება მამისა და ერთგული მამიდის გვერდით. ისი-ნი თავს დასტრიალებენ ლუკას და ნათიას და ყველანაირად ცდილობენ, უშენობა არ აგრძნობინონ. ჩვენგან დანთებულმა სანთ-ლებმა გაგინათოს გზა სასუფევლისკენ.

სერის უბნის მეზობლები

„სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი.”მართლაც ასეთი იყო შენი ცხოვრება,

ჩვენო ძვირფასო მეგობარო, თანაკლასელო და სიკვდილიც მეხივით დაგატყდა თავს.

ნინო, შენი გარდაცვალებიდან 40 დღე გადის. განსაკუთრებული სინაზით გიგო-ნებთ და ვემშვიდობებით შენს სულს. გულში ბოლომდე დაგვრჩება ის ღრმა იარა, რაც ჭეშმარიტად ძვირფასი ადამიანის დაკარგ-ვას მოაქვს. შენ ის ტკივილი ხარ, დროსთან ერთად რომ გაიზრდება შენს ოჯახში. ჩვენთვის კი დარჩები ლამაზი მეგობარი და თანაზიარი ჩვენი ბავშვობისა, რადგან შენ-თან წრფელი მეგობრობა გვაკავშირებდა.

ბუნებამ სილამაზით და სიყვარულის

ნიჭით დაგაჯილდოვა. მხოლოდ დღეგრძე-ლობა ვერ გაიმეტა. როცა საშინელმა სენმა დაგრია ხელი, არ ჩამქრალხარ, არ დაცე-მულხარ. დადიოდი ამაყი, მოწესრიგებული, მშვენიერი და ღირსეული. შენს ოცნებებს უკურნებელმა სენმა ფრთები მოაკვეცა. გვაოცებდა შენი შეუდრეკელობა. უახლოეს მეგობრებსაც არ გვაგრძნობინებდი, რომ გიჭირდა. ლამაზად დაასრულე სიცოცხლე. ორი მშვენიერი შვილი დატოვე და ბევრი აუხდენელი ოცნება თან გაიყოლე.

ძვირფასო მეგობარო ნინო, ნათელი იყოს შენი გზა მარადიული სასუფევლისკენ.

შენი უახლოესი მეგობრები და თანაკლასელები

ნინო მუმლაძის მონატრება

ნინო მუმლაძის ხსოვნა

ნინო მუმლაძის მონატრება

ჩემო სიყვარულო, ორმოცი ცრემლიანი და ტკივილით სავსე დღე გავიდა, რაც ჩემს გვერდით აღარ ხარ. ავბედითი ახალი წელი გაუთენდა შენს ოჯახს. ავადმოსაგონარი 2 იანვარი, როცა შენმა კეთილმა გულმა და სპეტაკმა სულმა დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ცათა სასუფეველში გადა-ინაცვლა.

მენატრები, საზღვროდ მენატრები. ენატრები შენს შვილებს, შენს ვაჟკაცებს, რომლებითაც ამაყობდი. ლუკა ხომ ჯერ 6 წლისაა, მაგრამ მაინც ეხსომები.

ყოველდღე გელოდებით. გვგონია, ისევ მოხვალ და შემოაღებ სახლის კარებს დატ-ვირთული. ჩემს შვილებს არაფერი მოაკლ-

დეთო, მაგრამ, ვაი რომ, აღარ მოხვალ...მაკლიხარ, ძალიან მაკლიხარ და მე-

ნატრები, მაგრამ არ ვიცი, რა ვუყო ამ მონატრებას.

42 წლისთავზე შემოგაღამდა. შენ ხომ სიცოცხლე ახლა გინდოდა, შენი ვაჟკაცე-ბის მომავლით რომ გაგეხარა. გპირდები, გავზრდი ისეთებს, როგორებიც შენ გინდო-და. ვფიცავ, არ შევარცხვენ შენს სახელს არც მე და არც შენი შვილები.

ღმერთს ვთხოვ, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს და ნათელში მიმყოფოს შენი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური მოლითის მიწა.

მეუღლე ნარგიზი ამილახვარი

ტარიელ ამილახვარის მოსაგონარი

კიდევ ერთი ღირსეული ქალბატონი გამო-აკლდა რაიონის სკოლამდელი აღზრდის და-წესებულებების მუშაკთა რიგებს. სამუდამოდ წავიდა ჩვენგან ქალბატონი ნაზი დუგლაძე. ოთხ ათეულ წელზე მეტი იგი პირნათლად ემსახურა ხარაგაულის №2 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვთა ჯანმრთელ კვებას. ნაზი დუგლაძე იყო თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. იგი გემრიელ კერძებს უმზადებდა პატარებს და საბავშვო ბაღში აღზრდილებს დღესაც ახსოვთ ნაზი დეიდას „სუპები.” სიამოვნებით იხსენებენ მის მიერ გამომცხვარ ბლინებს, ღვეზელებს და ა. შ. მშობლები ნაზის ბაღში ხშირად აკითხავდნენ: „გვასწავლე, როგორ ამზადებ, სახლში გაკეთე-ბულს არ ჭამენ და გაიძახიან, ნაზი დეიდას სუპი გვინდაო.” მართლაც გემრიელი ხელი ჰქონდა ნაზის. მის სამზარეულოში ყოველთვის მადის აღმძვრელი სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, რომელსაც საბავშვო ბაღის ჭიშკარში შემოსვ-ლისთანავე შეიგრძნობდი. სამზარეულოში კი ყოველთვის სისუფთავე და წესრიგი იყო. თვალს გტაცებდა მიკრიალებულ ჭურჭელზე გადაფარებული ქათქათა მარლა და პრიალა ქვაბები. წლების მანძილზე სანიტარული სამ-სახური შემოწმების დროს ყოველთვის შექებას და მოწონებას იმსახურედა. მან რამდენჯერმე აიმაღლა თბილისში კურსებზე კვალიფიკაცია და ყოველთვის მაღალი კატეგორიის დიპლომით დაბრუნდა. იმდენად დახელოვნებული იყო თა-ვის საქმეში, რომ თვალზომით ხვდებოდა პრო-დუქტების წონას. კარგად იცოდა თავის საქმე და უყვარდა კიდეც. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ძალიან უჭირდა საბავშვო ბაღთან განშორება. ებრძოდა ავადმყოფობას და თავის თავსაც, მაგრამ ბედისწერამ სიცოცხლე-მოწყურებული გაუშვა ამქვეყნიდან. ენანებოდა ოჯახის დატოვება. ძალიან ნერვიულობდა მეუღლის ავადმყოფობაზე, რომელიც ფრთა-მოტეხილი დადის და ტირის. ძნელია, უყურო მის ცრემლებს. მისთვის რთულია იმუშაოს იმ დაწესებულებაში, სადაც გვერდით ჰყავდა ასეთი შრომისმოყვარე მეუღლე, რომელსაც თვითონაც ძალიან ეხმარებოდა. ავადმყოფობის დროს დიდი ამაგი დასდეს შვილებმა. განსაკუთ-რებით მზიამ, რომელიც საავადმყოფოში თავს დასტრიალებდა, მაგრამ არ გაუმართლათ. შენი ნათელი სული, ჩვენო ნაზი, ზეცად ამაღლდა და მარადისობას შეუერთდა.

ძნელია მეგობართან განშორება. გაგვი-ჭირდება შენს სამზარეულოში შესვლა, სადაც ყველაფერს ჯერ ისევ შენი ხელი ატყვია, მაგრამ რა ვქნათ... თითქოს სიმბოლურია, რომ შენი საფლავი აქვე, ბაღის წინ გადმოგვყურებს. მეგობრებს მეტი რა დაგვრჩენია, ხშირად მოვიდეთ, სანთლები აგინთოთ და უფალს შევევედროთ, რომ მშვიდად იძინო სამუდამო განსასვენებელში... მშვიდობით, ჩვენო ნაზი...

თამარ გაჩეჩილაძე№2 საბავშვო ბაგა-ბაღის კოლექტივის

სახელით

მშვიდობით, ჩვენო ნაზი...

ორმოცი ცრემლიანი და ტკივილიანი დღე გავიდა, რაც შენი სპეტაკი სული მარა-დისობას შეუერთდა. ძნელია იმაზე ფიქრი, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარ ხარ. შენ ხომ თითოეული ჩვენგანის მიმართ იჩენდი უსაზღვრო სითბოს.

იყავი ღირსეული პედაგოგი, უსაყვარ-ლესი მეუღლე, მამა, სიმამრი და მამამთილი, ტკბილი ბაბუა. შენი შვილიშვილები - მარი, ბექა, ზურაბი და საბა არასოდეს დაივიწ-

ყებენ შენს სახელს. ყოველდღე გინთებენ სანთელს შენი სპეტაკი სულის მოსახსე-ნიებლად. შენი მოსახელე შვილიშვილი ყოველდღე გაიძახის შენს სახელს, მაგრამ გულდაწყვეტილი რჩება, რომ აღარ პასუ-ხობ. სწორედ აწი სჭირდებოდათ შენი დახ-მარება შვილიშვილებს. უამრავი თაობის აღმზრდელმა და მცოდნე პედაგოგმა ვეღარ შეძელი მათი გვერდში დგომა.

ხუთი ათეული წელი ემსახურებოდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზ-რდის საქმეს. გულს იმით ვიმშვიდებთ, რომ ამქვეყნად დატოვე განათლებული, შრომის-მოყვარე, ღირსეული კაცის სახელი...

ამბობენ, უფალსაც რჩეულები მიჰყავს თავისთანო. ჩვენც ამ იმედით ვართ, სანთ-ლებს ვანთებთ და ვლოცულობთ, რათა ზურაბ მაქაძის სული ცათა სასუფეველში დაამკვიდროს.

ნათელი და საკმეველი არ მოაკლდება შენს ლამაზ სულს. შენი სახელი ჩვენს გულებში მუდამ დარჩება და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. მსუბუქი ყოფილიყოს შენს გულზე დაყრილი ქროლის მიწა.

მეუღლე ლუიზა, შვილები: ნანა და მალხაზი, სიძე ბესო, რძალი თეა, შვილიშვილები:

მარი და ბექა ღონღაძეები, ზურაბ და საბა მაქაძეები

ზურაბ მაქაძის ტკივილიანი მონატრება

15 იანვარს გახდა ერთი წელი იმ ავად-მოსაგონარი დღიდან, როდესაც შენ წახვედი ამქვეყნიდან. მოგიკვდეს შენი გამწარებული დედა. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი სიკვდილი, შვილო. ერთი „ვაის” დაძახებაც ვერ მოასწარი, ისე დალიე სული. დატოვე შენი საყვარელი ცოლ-შვილი, დედ-მამა, დედმამიშვილები და ყველა შენი ახლობელი დიდ ტკივილთან ერთად.

უშენოდ ვხვდებით 4 თებერვალს, - შენი დაბადების დღეს. 50 წელი გისრულდება, შვილო. შენ ყველას ჭირის და ლხინის გამ-ზიარებელი იყავი. 18 წლის იყავი, როდესაც ოჯახის მძიმე ტვირთი იკისრე შენს საყვა-რელ მეუღლესთან, ლია მჭედლიძესთან, ერ-თად. მეუღლე ვაჟკაცურად გედგა გვერდით. შექმენით ბედნიერი და საყვარელი ოჯახი. გაზარდეთ ორი ვაჟკაცი. მათთვის არაფერს იშურებდით. ასწავლეთ, დააოჯახეთ. ახლა შუა გზაზე მიატოვე მეუღლე და ოჯახი.

უშენოდ მძიმეა მათი ცხოვრება.ყველა შვილმკვდარი დედა მეცოდება.

ამაყი და ბედნიერი ვიყავი და უცბად გავუ-ბედურდი. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული.

მშობლები ჯანიკო და ვაჟა ჭყოიძეები

სოსო (ვასილ) ჭყოიძის გახსენება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტით, იმ სკოლების მოსწავლეებს, რომლებ-საც სკოლამდე მისაღწევად საკმაო გზა ფეხით უნდა გაევლოთ, დაენიშ-ნათ ტრანსპორტი. ამ მომსახურებას შპს "ვი-ქომ"-ი და შპს "თაიმსერვი-სი" უზრუნველყოფს. კოორდინაცის კი სკოლის ადმინისტრაცია უწევს. ხარაგაულის 7 სკოლა მოხვდა ამ პროგრამაში და მათ შორის ვერტყ-ვიჭალის საჯარო სკოლაც. ჩვენ საკ-მაო მანძილი უნდა გაგვევლო ფეხით

სკოლამდე და პირიქით. ვიღლებო-დით, ცუდ ამინდში ვსველდებოდით და ამის გამო ხანდახან გაკვეთილზე გვაგვიანდებოდა კიდეც. ახლა კი ეს პრობლემა მოგვეხსნა.

გვინდა დახმარებისთვის მად-ლობა გადავუხადოთ ხარაგაულის რესურსცენტრს, ჩვენი სკოლის დირექტორს ლენა აბაშიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იზრუნა ჩვენთვის, ასევე მძღოლს - თენგიზ გელაშვილს.

გიორგი ლომიძე

მადლობა ზრუნვისთვის

Page 8: დღეს ნომერშია · ლის დედა, ია მახათაძე, შვილის ბავ - შვთა კოლექტივში აღზრდისა

8 xtvb [fhfufekb ( st,thdfkb7 @_!# o.

დ. ხარაგაული08.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +8ºC;09.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +8ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +8ºC;11.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +14ºC, ღამე +7ºC;12.02 - მოღრუბლულობა ნა-

ლექით, დღე +11ºC, ღამე +6ºC. 13.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა ნალექით, დღე +6ºC, ღამე +5ºC;

ბორითი08.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +8ºC;09.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +7ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +8ºC.11.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +12ºC, ღამე +6ºC.12.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +12ºC, ღამე +6ºC13.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +4ºC;

კიცხი08.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +9ºC;09.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +9ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +9ºC.11.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +14ºC, ღამე +8ºC.12.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +7ºC.13.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +7ºC, ღამე +5ºC;

მოლითი08.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +6ºC;09.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +5ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +5ºC.11.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +4ºC.12.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +4ºC.13.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +5ºC, ღამე +3ºC;

amindi

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

„ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღ-ვართმოძღვარო, მოგვიტევე, ბატონო ექვთიმე, გადარჩენილ საუნჯესთან ერთად შენც დაუბრუნდი ამდენი ხნის შემდეგ სა-ქართველოს კურთხეულ მიწას. მოგვიტევე, რომ იმ დროს ყველას არ მიეცა საშუალება, შენთვის ხმამაღალი მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვისაც ძალა ეყო უსახსროსა და მიუსაფარს, წაღმართი გზით გაევლო ცდუნებით სავსე ცხოვრების ხეივანი,” - ამბობს კინორეჟისორი რეზო თაბუკაშვილი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, წმინდანად შერაცხული ექვთმე თაყაიშ-ვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში.

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საუბრით გააგრძელა პროექტი „დიდი წინაპრები” პროექტის ავტორმა ნიკოლოზ მაჭავარიან-მა 31 იანვარს ხარაგაულის ისტორიულ მუ-ზეუმში. ის ძალიან საინტერესოდ და შთამ-ბეჭდავად გვესაუბრა ექვთიმე თაყაიშვილის მძიმე, ტრაგიკულ და ამავე დროს წმინდა ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ გვიჭირს და გვიკვირს იმის გაგება, თუ როგორ შეძლო ამ ერთმა კაცმა მოევლო საქართველოს სა-განძურისთვის და გაეძლო გაჭირვებისთვის. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრება ნი-კოლოზ მაჭავარიანმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეადარა.

2013 წლის 16 იანვარს ექვთიმე თაყაიშ-ვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ეს წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2002 წლის 17 ოქტომბერს ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა, რის შემდეგაც მას ექვთიმე ღვთისკაცი ეწოდება. პატრიარქის შეფასებით, ექვთიმე თაყაიშვილმა მომავალ თაობებს ისეთი სულიერი და მატერიალური განძი შეუნახა, რომელიც თავად ღმერთმა მიანდო მას.

ექვთიმე თაყაიშვილი 1863 წელს ოზურ-გეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სამი წლის ექვთიმე ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. მან ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში სწავლისას გაიცნო ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. საზაფხულო არდადეგების დროს ექვ-თიმე თაყაიშვილი არქეოლოგიურ გათხრებსა და გამოკვლევებს აწარმოებდა. პროფესორი მიხაკო წერეთელი ამბობდა: „ექვთიმე სპეცი-ალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელო-ვანი, არც მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგის სწავლული, მაგრამ იგი ამავე დროს იყო ერთიც, მეორეც, მესამეც, მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.”

„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფე-ბამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მაგრამ

ბევრი რამ მაინც ვერ მოვასწარი,” - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე იყო ივანე პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო. მათ საკუთარი შვილი არ ჰყავდათ და იშვილეს ახლო ნათესავი ლიდია თაყაიშვილი.

ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეგობარი ნიკო მარი ერთად სწავლობდნენ პეტერბურ-გში. ექვთიმემ ერთი წლით ადრე დაამთავრა სასწავლებელი და საქართველოში დაბ-რუნდა. ნიკო მარიც აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილმა მისწერა: „ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან. შენი ადგილი მანდაა. აქ მე დამიპირეს გაფუჭება და შენს სიფიცხეს უფრო არ აიტანენო.”

1921 წელს, დამოუკიდებელი საქართ-ველოს რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში გაჰყვა საქართველოს მთავრობას. მათ თან წაიღეს ქვეყნის ისტორიული საგანძური - თბილი-სის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარ-ტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სა-სახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. განძის მეურვეობა წილად ხვდა ექვთიმე თაყაიშვილს. განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. განძი, სულ 39 ყუთი ექვ-თიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

1945 წელს საგანძური ექვთიმე თა-ყაიშვილის ძალისხმევით საქართველოს გადმოეცა. იმავე წელს იგი საქართველოში დაბრუნდა.

1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თა-ყაიშვილი გარდაიცვალა. იგი უკანასკნელ გზაზე მხოლოდ 48 კაცმა გააცილა. რეზო თაბუკაშვილმა მის ცხედართან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „მოგვიტევე, ბატონო ექვთიმე, შენ ხომ დიდ სიხარულთან და ერის მადლიერებასთან ერთად სულის ჭრილო-ბებიც გაგატანეთ იმქვეყნად. მხოლოდ 48 კაცმა შებედა უკანასკნელ გზაზე გაჰყო-ლოდა შენს წმინდა კუბოს. მაგრამ იცოდე, ყველა ისინი, ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ და მართლმ-საჯულებამ. გადმოხედე შენს დღევანდელ საქართველოს, სადაც ხატად ასვენია შენი სხეული. ნათელში იყავ, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო.”

„დიდი წინაპრების” შეხვედრა ემოციურად დასრულდა. ხა-

რაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გასაცნობად, სასურველი და საჭიროა ასეთი შეხვედრა მუნიციპალიტე-ტის სკოლებში გაიმართოს.

სოფო ფერაძე

დიდი წინაპრები

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

საქართველოს ჯანდაცვის სამინის-ტროს მიერ, სავარაუდოდ მარტიდან, როტავირუსული ინფექციის საწი-ნააღმდეგო ვაქცინაცია დაინერგება. ეს აცრა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევა და ორ-დოზიანი სქემით ჩატარდება. სიახლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სა-ზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაავადებათა კონტროლის და საზოგა-დოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის ფუნქციური ჯგუფის სპეციალისტმა თეონა ქა-შიბაძემ მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმებს გააცნო.

„როტავირუსული ვაქცინაცია მი-მართულია როტავირუსით გამოწვეული დიარეის საწინააღდეგოდ, - განმარტავს თეონა ქაშიბაძე, - ეს დაავადება საკმაოდ მძიმედ გადააქვთ ბავშვებს. დიარეას თან ერთვის ღებინება, რამაც შეიძლება მიგ-ვიყვანოს ორგანიზმის გაუწყლოებამდე, დეჰიდრადაციამდე. ვაქცინაცია ძალიან ეფექტურია ამ დააავადების საწინააღმ-დეგოდ.”

სამედიცინო პერსონალის გადა-მზადება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ხარაგაულში 18 ექიმი დატრენინგდა. თითოეულ მათგანს მიეწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია.”

რაც შეეხება აცრის შემდგომ გართულებებს, თეონა ქაშიბაძის ინ-ფორმაციით, შეიძლება განვითარდეს ჭირვეულობა და მადის დაკარგვა, რაც ზოგადად ახლავს ვაქციაციას. ეს ვაქცინაცია ბავშვებს იოლად გადა-აქვთ, რადგან ორალურად ანუ პირში ჩაწვეთების გზით კეთდება. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ორჯერ - ორი და სამი თვის ასაკში.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის ეპიდემიოლოგი

ნინო ბუხნკაშვილი მიესალმება ამ სიახლეს და ამბობს, რომ როტავი-რუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე განმარტებით, ჩვილ ბავშ-ვებში დიარეის ანუ კუჭის აშლის 30-35% მოდის როტავისურსზე. „რადგან

ეს მნიშვნელოვან პრობლემად ითვლე-ბოდა, ამიტომაც ინერგება მისი საწი-ნააღმდეგო აცრა. სავარაუდოდ, ვაქცი-ნა მარტიდან მოგვეწოდება,” - ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი და ხარაგაულში ოჯახის ექიმებისათვის ჩატარებულ ტრენინგს დადებითად აფასებს.

„ცნობილია, რომ ზოგი მშობელი ძალიან სკეპტიკურად და ზერელედ უყურებს ვაქცინაციის პროცესს. ყველა მშობელს მინდა ვუთხრა, რომ აუცი-ლებლად აცრან თავიანთი შვილები. ყველა აცრას ახლავს უკუჩვენება, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. იმუნიზაციის შემდგომი არასასურ-ველი გართულება ჩემი მუშაობის პერიოდში ხარაგაულში არ დაფიქსი-რებულა. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გლაფმოსმი-ლაინის წარმოებისაა. მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ვაქცინა პირში ჩასაწ-ვეთებელია და პატარასთვის უფრო მარტივად გადასატანი,” - დასძენს ნინო ბუხნიკაშვილი.

ნინო კაპანაძე

სიახლე პროფილაქტიკური აცრების

ეროვნულ კალენდარში

სულითა და გულით ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მეგობარს მერაბ თხელიძეს ბედნიერებას. ვუსურ-ვებთ მერაბს ახლადშერთულ მეუღლე ქეთინო მოდებაძესთან ერთად ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს, ულევ სიხარულ-სა და სიყვარულს, ყველა სურვილისა და ოცნების ასრულებას. მუდამ ფარავ-დეს უფლის კალთა მათ ახალშექმნილ ოჯახს.

ბაზალეთის საჯარო სკოლა

დღეს დავითობაა და ამ დღეს ვუ-ლოცავ ყველა დავითს, განსაკუთრე-ბით ჩემს ძმას, რომელიც არის ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე. ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს: ცხოვრებაში წინსვლას, წარმატებებს, სიხარულს, ბედნიერებას და ღვთის წყალობას თა-ვის ოჯახთან ერთად. ასევე ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ დღეს.

ჟანა ლომიძე

ვულოცავთ გია ბუხნიკაშვილსა და ლია ვეფხვაძეს შვილების თე-მური ბუხნიკაშვილისა და სოფო ბუაჩიძის ქორწინებას. ვუსურვებთ შვილთა სიმრავლეს, სიყვარულს და ღმერთის მფარველობას.

ხარაგაულის ფოსტის ყოფილი თანამშრომლები

ვულოცავთ ირინა გიორგაძეს და ბორის კიკნაძეს შვილიშვილის, თორნიკე კიკნაძის, დაბადებას. ვუსურვებთ პატარას, გაიზარდოს სასახელო მამულიშვილი. უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა

ვულოცავთ მირზა ბარბაქაძეს და თეა კაპანაძეს ვაჟიშვილის შე-ძენას. პატარა ვაჟკაცს ვუსურვებთ ჯანრთელობას, ნათელ მომავალს და ღვთის წყალობას.

ბებია რუსუდანი

ვულოცავთ ვარდო ჭიპაშვილს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა სესილი მესხს ჯანმრთელო-ბას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, ლამაზ მომავალს. მუდამ ფარავდეს უფლის კალთა.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით

მერაბ ყანჩაველს და ანა გე-ლაშვილს ვულოცავთ ვაჟიშვილის - დავითის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერ და ლაღ ბავშვობას, საუკეთესო მომავალს. მუდამ ფარავ-დეს უფლის კალთა.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ტექნიკური პერსონალი

დაიწყო განცხადებების მიღება ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში სექტემბრიდან ახალ ჯგუფში მისაღებად. დაინტერესებული პირები მობრძანდით შემდეგ მისამართზე: დ. ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №14 (კულტურისა და დასვენების პარკში),

ან დარეკეთ: 22 18 60.ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის

ადმინისტრაცია

ვიბარებ ჯართს მაღალ ფასად. იკითხეთ დემური. დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: 555 29 56 08.მადლობა - ეს სიტყვა ვერ გადმო-

სცემს იმ მადლიერებას, რომელიც მინდა ჩემი მკურნალი ექიმის, ბესო ფოცხვერაშვილის, მიმართ გამო-ვხატო. იშვიათია ასეთი მცოდნე, უანგარო, დაუღალავი და პროფესიის ერთგული ექიმი. 80 წელს გადავცდი და ჩემი ყოველი დღის გათენება ბესო ექი-მის დამსახურებაა. საუკუნე არ მეყოფა მისთვის მადლობის გადასახდელად. უზომოდ მადლიერი ვარ ბესო ექიმის, ჩვენი სოფლის მედდის, ნინო მაღრაძის, იმ სიკეთისათვის, რასაც ჩემი ოჯახის მიმართ იჩენენ. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენს ლამაზ ოჯა-ხებთან ერთად.

პატივისცემით, თენგიზ არევაძე ოჯახით

მადლობა ექიმს

სარეცხი მანქანების შე-კეთება, ელექტროძრავების გადახვევა. ყოველ ორშა-ბათს იკითხეთ ამირან ჭუმ-ბურიძე ხარაგაულში შემდეგ მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №97 (კოპიტნარის დასახლება), ან დაუკავშირდით ტელეფონით: 790 702 902; 555 386 179.

ყურადღება!

მშობლების საყურადღებოდ!

***

***

***

***