კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა...

45

Transcript of კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა...

Page 1: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში
Page 2: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

1

საგნობრივი კომპეტენცია

1-27 - არჩევითპასუხიანი დავალება

დავალების ინსტრუქცია - 4 სავარაუდო პასუხიდან სწორია მხოლოდ 1. სწორი პასუხის შესაბამისი უჯრა,

პასუხების ფურცელზე, მონიშნეთ X ნიშნით.

Page 3: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

2

1. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს კუნთებში გროვდება ნახშირწყლების დაშლის

შუალედური პროდუქტი რძემჟავა, ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერილობა შეესაბამება რძემჟავას

მოქმედებას?

ა) ზრდის კუნთის გამძლეობას;

ბ) ზრდის ენერგიის გამოყოფას;

გ) იწვევს კუნთის დაღლას;

დ) იწვევს კუნთის მოდუნებას.

Page 4: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

3

2. ჩამოთვლილთაგან რომელ მეთოდს გამოიყენებთ პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით, თუ

ვარჯიშის დროს, მოსწავლეს უეცრად განუვითარდა ბარძაყის უკანა კუნთების დაჭიმვა?

ა) დააწვინეთ მოსწავლე, დაზიანებულ ადგილზე დაადეთ თბილი საფენი, დაუჭიმეთ კუნთი;

ბ) დააწვინეთ მოსწავლე, დაზიანებულ ადგილზე დაადეთ თბილი საფენი, აუწიეთ ფეხი;

გ) დააწვინეთ მოსწავლე, დაზიანებულ ადგილზე დაადეთ ცივი საფენი, მოუხარეთ მუხლი;

დ) დააწვინეთ მოსწავლე, დაზიანებულ ადგილზე დაადეთ ცივი საფენი, გაუშალეთ მუხლი.

Page 5: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

4

3. ჩამოთვლილთაგან საკვები ნივთიერებების რომელი ჯგუფი უწყობს ხელს ორგანიზმის ენერგიით

უზრუნველყოფას?

ა) ცხიმები, ცილები, მინერალები;

ბ) მინერალები, ცილები, ვიტამინები;

გ) ვიტამინები, ნახშირწყლები, ცილები;

დ) ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები.

Page 6: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

5

4. სპორტული ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ყოველი ვარჯიშის შემდეგ, რას იწვევს ჭუჭყიანი ტანსაცმლის

გამოყენება?

ა) თბოიზოლაციის დაქვეითებას;

ბ) ხელს უწყობს მიკრობების გავრცელებას;

გ) ვერ იწოვს შესაბამისი რაოდენობით ოფლს;

დ) ხელს უწყობს დეჰიტრატაციის გაძლიერებას.

Page 7: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

6

5. მე-8 კლასის მოსწავლე კვირაში 3 დღე დარბის 30-45 წთ, კვირაში 3 დღე ვარჯიშობს დამატებითი

წონებით. რას უწყობს ხელს აღნიშნული ვარჯიშთა კომპლექსი?

ა) სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ძალის განვითარებას;

ბ) სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და კოორდინაციის განვითარებას;

გ) სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და მოქნილობის განვითარებას;

დ) სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და წონასწორობის განვითარებას.

Page 8: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

7

6. ჩამოთვლილთაგან რომელი მახასიათებლები განსაზღვრავენ მოძრაობითი მოქმედების სტრუქტურას?

ა) დინამიკური, სივრცობრივი, რიტმული;

ბ) კინემატიკური, დინამიკური, რიტმული;

გ) კინემატიკური, რიტმული, ძალისმიერი;

დ) რიტმული, ძალისმიერი, დროითი.

Page 9: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

8

7. ბირთვის ტყორცნის დროს მოსწავლე ვერ ინარჩუნებს წონასწორობას. ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ

ისეთი პოზიცია, რომელიც აღნიშნული ვარჯიშის დროს ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნებას.

ა) ტორსი უნდა იყოს უძრავ მდგომარეობაში, ხელმა იმოძრაოს ბერკეტისებურად;

ბ) ფეხები უნდა იყოს უძრავ მდგომარეობაში, იმოძრაოს ტორსმა და ხელმა;

გ) ტყორცნის პროცესში, სხეულმა უნდა იმოძრაოს ტყორცნის მიმართულებით;

დ) ფეხებით უნდა გაკეთდეს მაქსიმალური ზეწოლა საყრდენ ზედაპირზე.

Page 10: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

9

8. რომელი ვარჯიშის გამოყენება მიგაჩნიათ მიზანშეწონილად ძალის განვითარებისათვის?

ა) კიდი შვედურ კედელზე;

ბ) ადგილზე ხტომა და წახტომები;

გ) თითის წვერებზე სიარული;

დ) ბურთის ტარება ფეხით.

Page 11: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

10

9. ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს სისწრაფის განვითარებას?

ა) გამორბენით სიგრძეზე ხტომა;

ბ) ტერფის ბრუნვითი მოძრაობა;

გ) რბენა ტემპის მონაცვლეობით;

დ) ერთი ხელით ბურთის ტარება.

Page 12: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

11

10. დადევნება, გაქცევა და თავის არიდების ჩვევა წარმოადგენს ინდივიდუალურ თავდაცვით და

თავდასხმით სტრატეგიებს.

ჩამოთვლილთაგან უპირატესად რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული სტრატეგიების

შემცველი თამაშების გამოყენება?

ა) ყურადღების კონცენტრირებას, საყრდენ ზედაპირზე სხეულის ბალანსირების უნარის განვითარებას;

ბ) ყურადღების კონცენტრირებას, სიმძიმის გადატანას ხელიდან ფეხზე და მანიპულაციური უნარების

გამომუშავებას;

გ) ყურადღების კონცენტრირებას, მანიპულაციური უნარებისა და სხეულის მოქნილობის თვისების

განვითარებას;

დ) ყურადღების კონცენტრირებას, მოძრაობის მიმართულების ცვლილებისა და სხვადასხვა სიჩქარის

განვითარების უნარის გამომუშავებას.

Page 13: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

12

11. ჩამოთვლილითაგან რომელი ვარჯიში მიეკუთვნება აერობულ ვარჯიშებს?

ა) რბენა გრძელ დისტანციაზე;

ბ) ვარჯიში დამძიმებული ბურთით;

გ) მხრის სახსრის გაწელვა;

დ) მუცლის პრესის ვარჯიში.

Page 14: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

13

12. ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდი გამოიყენება სიმაღლეზე ხტომის ტექნიკის შეფასებისთვის?

ა) ნაბიჯის სიგრძის შეფასება;

ბ) ნახტომის სიგრძის შეფასება;

გ) მოსწავლის ძალისხმევის შეფასება;

დ) ნახტომის სიმაღლის შეფასება.

Page 15: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

14

13. მასწავლებელი გეგმავს მოძრავი თამაშის ჩატარებას 6 -7 წლის მოსწავლეებთან.

ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ აღნიშნული ასაკისთვის დამახასიათებელი უნარები, რომელთა

გათვალისწინებაც აუცილებელია თამაშის სწორად დაგეგმვისთვის?

ა) შეუძლია წესების დაცვა, თამაშობს მცირე ჯგუფებში;

ბ) უჭირს წესების დაცვა, თამაშობს გაშლილ სივრცეში;

გ) უჭირს წესების დაცვა, თამაშობს შემოსაზღვრულ სივრცეში;

დ) შეუძლია წესების დაცვა, კარგად თამაშობს წყვილებში.

Page 16: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

15

14. ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება ოლიმპიურ დევიზს?

ა) უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო კარგად;

ბ) უფრო მაღლა, უფრო მხნედ, უფრო ძლიერად;

გ) უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად;

დ) უფრო მძლავრად, უფრო მხნედ, უფრო სწრაფად.

Page 17: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

16

15. განსაზღვრეთ ფიზიკური აღზრდის და სპორტის საგნობრივი პროგრამის რომელ მიმართულებას

ეკუთვნის მოცემული შედეგი: მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში. ა) ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;

ბ) მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები;

გ) მოძრაობა და აქტიური მონაწილეობა;

დ) აქტიური მონაწილეობა.

Page 18: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

17

16. ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება მოძრაობის ტრაექტორიის განმარტებას?

ა) გზა, რომელსაც გაივლის სხეული ან მისი ცალკეული ნაწილები სივრცეში;

ბ) გზა, რომელსაც გაივლის სხეულის ცალკეული ნაწილები დროის ერთეულში;

გ) გზა, რომელსაც გაივლის სხეული სივრცეში მაქსიმალური სიჩქარით;

დ) გზა, რომელსაც გაივლის სხეული ოპტიმალური ტემპის შენარჩუნებით.

Page 19: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

18

17. კლასში არის ხელჯოხით მოსარგებლე მოსწავლე.

ჩამოთვლილთაგან რომელ საშუალებას გამოიყენებთ მოსწავლის ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის მიზნით?

ა) მიუჩენთ უსაფრთხო ადგილს განცალკევებით და ურჩევთ იქიდან ადევნოს თვალი თანაკლასელების

ფიზიკურ აქტივობას;

ბ) ასწავლით თამაშის წესებს, შეურჩევთ უსაფრთხო ადგილს და მისცემთ მსაჯობის შესაძლებლობას;

გ) გაათავისუფლებთ გაკვეთილიდან და ურჩევთ მშობელს ატაროს ინდივიდუალურ ფიზიკურ აქტივობებზე;

დ) მიუჩენთ ადგილს გულშემატკივრებს შორის და ურჩევთ იქიდან ადევნოს თვალი თანაკლასელების

ფიზიკურ აქტივობას.

Page 20: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

19

18. ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის ძირითადი ამოცანები:

ა) აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი;

ბ) აღმზრდელობითი, შემოქმედებითი, შემეცნებითი;

გ) საშეჯიბრო, აღმზრდელობითი, სამწვრთნელო;

დ) შემოქმედებითი, საშეჯიბრო, გამაჯანსაღებელი.

Page 21: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

20

19. ჩამოთვლილთაგან რომელ მეთოდებს იყენებენ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე დადებითი

ემოციური განწყობის შესაქმნელად?

ა) ვერბალური და თვალსაჩინოების მეთოდი;

ბ) დატვირთვისა და დასვენების მონაცვლეობა;

გ) თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდი;

დ) სისტემატურობისა და ინტერაქტიული მეთოდი.

Page 22: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

21

20. რა მიზანი აქვს გაკვეთილის დასკვნით ნაწილს?

ა) ორგანიზმის შესაძლებლობების ამაღლება;

ბ) ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის შემცირება;

გ) ვარჯიშების თანმიმდევრობის ვარირება;

დ) დატვირთვის მოცულობის გაზრდა.

Page 23: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

22

21. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში წყდება შედარებით რთული ამოცანები?

ა) მოსამზადებელ ნაწილში;

ბ) მოთელვით ნაწილში;

გ) ძირითად ნაწილში;

დ) დასკვნით ნაწილში.

Page 24: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

23

22. ნატიფი მოტორიკა ადამიანის უნარია აკონტროლოს:

ა) წონასწორობა საყრდენზე;

ბ) წვრილი კუნთები;

გ) მსხვილი კუნთები;

დ) ორიენტაცია სივრცეში.

Page 25: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

24

23. ჩამოთვლილთაგან რომელი მოძრაობა ავითარებს საყრდენ - მამოძრავებელ უნარებს?

ა) ზიგზაგისებური სიარული ბილიკზე;

ბ) ბალანსირება სხეულის 3 წერტილზე;

გ) საგნის დაჭერა მოხრილ მდგომარეობაში;

დ) შვეული წონასწორობა ცალ ფეხზე.

Page 26: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

25

24. როგორი თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს სპორტული ფეხსაცმელი?

ა) მსუბუქი, რბილი, მაგარი ლანჩით, კარგი მოჭიდებით;

ბ) მსუბუქი, რბილი, დრეკადი ლანჩით, კარგი მოჭიდებით;

გ) მსუბუქი, მაგარი, დრეკადი ლანჩით, კარგი მოჭიდებით;

დ) მსუბუქი, რბილი, ნაკლებად დრეკადი ლანჩით, კარგი მოჭიდებით.

Page 27: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

26

25. რა ინტენსივობით უნდა მიიღოს ცილის შემცველი საკვები ბავშვმა?

ა) ყოველდღიურად;

ბ) დღეგამოშვებით;

გ) კვირაში ორჯერ;

დ) კვირაში ერთხელ.

Page 28: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

27

26. ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ ფიზიკური აქტივობები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის

ხელშეწყობისთვის?

ა) ინტენსიური და საშუალო დატვირთვის ფიზიკური აქტივობა პერიოდულად;

ბ) ტრანსპორტის გამოყენება სისტემატიურად, ფეხით სიარული დღეში 15 წთ;

გ) ფეხით სიარული და მსუბუქი დატვირთვის ფიზიკური აქტივობა პერიოდულად;

დ) ფეხით სიარული და საშუალო დატვირთვის ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურად.

Page 29: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

28

27. ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ მეთოდი, რომელსაც გამოიყენებთ ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების

მიზნით:

ა) დაზარალებულის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავის უკან გადაწევა, ცხვირზე ცივი

საფენის დადება, ცხვირით სუნთქვა;

ბ) დაზარალებულის მოთავსება მჯდომარე პოზიციაში, თავის უკან გადაწევა, ცხვირზე ცივი საფენის დადება,

ნესტოების დახშობა;

გ) დაზარალებულის მოთავსება მჯდომარე პოზიციაში, კისრის მოხრა, თავის ქვემოთ დაწევა, ცხვირზე ცივი

საფენის დადება, ცხვირით სუნთქვა;

დ) დაზარალებულის მოთავსება მჯდომარე პოზიციაში, კისრის მოხრა, თავის ქვემოთ დაწევა, ცხვირზე ცივი

საფენის დადება, ნესტოების დახშობა.

Page 30: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

29

28 - 32 - ღია დავალება

დავალების ინსტრუქცია - დავალება თქვენგან მოითხოვს არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის

შესახებ. ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა და შეკითხვა. გაითვალისწინეთ თქვენი პასუხი უნდა

იყოს კონკრეტული და შეკითხვის ადეკვატური. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე, შესაბამისი

დავალებისათვის განკუთვნილ ცხრილში ან საგანგებოდ გამოყოფილ არეში.

Page 31: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

30

28. მე-10 კლასის მოსწავლემ საგნებით ვარჯიშის დროს მიიღო ქვედა კიდურის ტრავმა ღია ჭრილობით,

რის შედეგადაც დაიწყო სისხლდენა. სისხლს ღია წითელი ფერი აქვს და ბიძგისებური ნაკადით

მოედინება ჭრილობიდან.

განსაზღვრეთ

1. რომელი სისხლძარღვი დაზიანდა?

2. ჩაწერეთ ცხრილში 2 აუცილებელი ქმედება, რომელსაც განახორციელებთ პირველადი დახმარების

აღმოჩენის მიზნით.

Page 32: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

31

29. ხერხემალს 4 ფიზიოლოგიური ნადრეკი აქვს, რომელიც მას მოქნილობას და სიმტკიცეს ანიჭებს.

ჩაწერეთ ცხრილში ხერხემლის 4 ანატომიური ნაწილის დასახელება, რომელშიც ვითარდება

ფიზიოლოგიური ნადრეკები.

Page 33: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

32

30. ჩაწერეთ რომელია მოქნილობის თვისების განვითარების საუკეთესო პერიოდი სასკოლო ასაკში და

2 ვარჯიში, რომლსაც გამოიყენებთ აღნიშნული თვისების განვითარების ხელშეწყობისთვის.

Page 34: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

33

31. ჩამოთვალეთ სპორტსმენის მომზადების მხარეები:

Page 35: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

34

32. ჩამოთვალეთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საწყისი ცნებები:

Page 36: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

35

33- 36 დავალება - ,,ჭეშმარიტია - მცდარია’’

დავალების ინსტრუქცია – ყურადღებით გაეცანით მოცემულ დებულებებს. თუ მიიჩნევთ, რომ დებულება

ჭეშმარიტია, მონიშნეთ შესაბამისი უჯრა. ასეთ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არ მოგეთხოვებათ. თუ

მიიჩნევთ, რომ დებულება მცდარია, მონიშნეთ შესაბამისი უჯრა და პასუხების ფურცელში, საგანგებოდ

გამოყოფილ არეში, ჩაწერეთ სწორი ფორმულირება.

ნიმუში:

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის წინკოტრიალის ტექნიკას და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას:

ბუქნბჯენი, ხელფეხდაკრეფით კოტრიალი, ხელების დაბჯენით წინ გადაგორება, ბუქნბჯენი.

ჭეშმარიტია მცდარია

სწორია შემდეგი ინსტრუქცია: ბუქნბჯენი, ხელების დაბჯენით წინ გადაგორება, ხელფეხდაკრეფით

კოტრიალი, ბუქნბჯენი.

Page 37: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

36

33. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ბჯენითი ხტომის ,,მუხლშეხტომით’’ შესრულების ინსტრუქციას

ხარიხაზე ან ტაიჭზე. ვარჯიში სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: გამორბენით შეხტომი მუხლებზე

ხელების ზეაქნევით, ტანის გამართვით ჩამოხტომი, მწვრთნელის დახმარებისა და დაზღვევის გარეშე.

Page 38: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

37

34. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ბურთის ფეხით ტარების ილეთის შესრულების ინსტრუქციას:

ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ

პარტნიორებს შორის.

Page 39: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

38

35. მოსწავლეს აქვს შაქრიანი დიაბეტი, სპორტის გაკვეთილზე განუვითარდა ჰიპოგლიკემია (სისხლში

შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითება), დახმარების მიზნით მასწავლებელი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

სთავაზობს მას შეჭამოს პური და აძლევს ვარჯიშის გაგრძელების შესაძლებლობას.

Page 40: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

39

36. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ხიდის შესრულების ინსტრუქციას: ხიდი სრულდება საწყისი

მდგომარეობიდან: განფეხშლით დგომი, ზემკლავი უკუზნექით, მენჯის წინ წაწევით ხელების იატაკამდე

შეხებით; სხეულის სიმძიმე გადატანილია ზედა კიდურებზე.

Page 41: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

40

37-40 დავალება - შესაბამისობის დადგენა დავალების ინსტრუქცია - შეუსაბამეთ A სვეტში მოცემული პირობა B სვეტში მოცემულ სავარაუდო

პასუხებს. გაითვალისწინეთ, ერთ პირობას მხოლოდ ერთი პასუხი შეესაბამება. სწორი პასუხი მონიშნეთ

პასუხების ფურცლის შესაბამის უჯრაში.

Page 42: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

41

37. დაადაგინეთ შესაბამისობა A სვეტში მოცემულ განმარტებასა და B სვეტში მოცემულ ფიზიკურ

ვარჯიშებს შორის

განმარტება (A) ფიზიკური ვარჯიში (B)

37.1 ვარჯიში, რომლის დროსაც რიტმულად მოძრაობს სხეულის

უმეტესი კუნთები, იწვევს გულისცემის აჩქარებას, ოფლიანობას,

სუნთქვის გახშირებას, უზრუნველყოფს ორგანოების უკეთ

მომარაგებას ჟანგბადით.

ა) მოძრაობის

კოორდინაციის ვარჯიში

ბ) აერობული ვარჯიში

გ) ანაერობული ვარჯიში

დ) მოქნილობის ვარჯიში

ე) მოთელვითი ვარჯიში

ვ) წონასწორობის ვარჯიში

37.2 ვარჯიში, რომელიც ამზადებს სხეულს დატვირთვისთვის, როგორც

ფიზიოლოგიურად ისე ფსიქოლოგიურად, ხელს უწყობს სისხლის

ნაკადის ზრდას კუნთებისა და სახსრებისკენ, გულისცემის

სიხშირის თანდათან გაზრდას.

37.3 დროის მცირე მონაკვეთში მიმდინარე მაღალი ინტენსივობის

ფიზიკური ვარჯიში, რომლის დროსაც ნივთიერებათა ცვლის

პროცესები მიმდინარეობს უჟანგბადო გარემოში.

37.4

ვარჯიში, რომლის დროსაც სხვადასხვა ჯგუფის კუნთები

ასრულებენ შეთანხმებულ და მიზანმიმართულ მოძრაობას.

Page 43: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

42

38. დაადგინეთ შესაბამისობა ცხრილის A სვეტში წარმოდგენილ ვარჯიშებსა და ცხრილის B სვეტში

მოცემულ ტერმინებს შორის

N ვარჯიშის სახეობა (A) ვარჯიშის დასახელება (B)

38.1 ა) ხელებზე აძალვა

ბ) ხერხემლის გაჭიმვა

გ) მხრის სახსრის გაწელვა

დ) ზურგის პრესი

ე) მუცლის პრესი

ვ) ბეჭების მიზიდვა

38.2

38.3

38.4

Page 44: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

43

39. დაადგინეთ შესაბამისობა ცხრილის A სვეტში წარმოდგენილ ვარჯიშებსა და ცხრილის B სვეტში

მოცემულ ტერმინებს შორის

ვარჯიშის შესრულების ტექნიკის აღწერილობა (A)

ვარჯიშები (B)

39.1 ზურგზე წოლითი მდგომარეობიდან მოღუნული მუხლები აგვაქვს ზემოთ,

ვერტიკალურ მდგომარეობამდე, ვეყრდნობით იდაყვებით იატაკს,

ვმართავთ მუხლებს და ტანს მაქსიმალურად.

ა) იდაყვყირა

ბ) ბეჭყირა

გ) თავყირა

დ) ღუნა

ე) რონდატი

ვ) წონასწორობა

ზ) ნახევრადბუქნი

39.2 სრულდება მარცხენა მუხლზე დგომბჯენიდან, მარჯვენა ფეხი უკან ცერზე,

იდაყვებით იატაკზე დაყრდნობით (მხრების სიგანეზე), ცალი ფეხის

არეკვნითა და მეორის აქნევით.

39.3 სრულდება „ხარიხაზე“ ან „ტაიჭზე“, შეხტომი და ხელების აკვრით

მოღუნული ფეხებით ხტომი.

39.4 სრულდება დვირზე, ცერებზე სიარული, გარბენები ცერებზე წინ და

უკან, წახტომები ცალ ფეხზე.

39. 5 თავითა და მკლავებით იატაკზე ვქმნით ტოლგვერდა სამკუთხედს, აგვაქვს

ტანი ვერტიკალურ მდგომარეობაში სამ წერტილზე (თავი, ხელი, ხელი),

სხეული დაჭიმულია.

Page 45: კომპეტენცია - aris.ge · ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის რომელ ნაწილში

44

40. დაადგინეთ შესაბამისობა A სვეტში წარმოდგენილ პირობასა B სვეტში მოცემულ უსაფრთხოების

დაცვის პრინციპებს შორის

პირობა (A) უსაფრთხოების დაცვის პრინციპი (B)

40.1 ვარჯიშის დროს მოსწავლემ უნდა მოიხსნას ყველანაირი

სამკაული: სამაჯური, საათი, ყელსაბამი, საყურე და სხვ.

ა) უსაფრთხო გარემოს

უზრუნველყოფა შენობაში

ბ) ინდივიდუალური უსაფრთხოების

წესების დაცვა

გ) დოზირებული ფიზიკური

დატვირთვის შერჩევა

დ) უსაფრთხო გარემოს

უზრუნველყოფა ღია ცის ქვეშ

ე) დეჰიტრაციის პრევენცია

ვ) სითბური დაკვრის პრევენცია

40.2 სათამაშო მოედანზე არ უნდა გადიოდეს წყლისა და გაზის

მილი, ელექტრო სადენი

40.3 დენის წყარო უნდა იყოს დაცული, სპორტული ინვენტარი

უნდა განლაგდეს ფანჯრების და მინის კარებისგან

მოშორებით

40.4 სითხის დანაკარგი უნდა შეივსოს ნახშირწყლების შემცველი

სითხის, მინერალური ან სასმელი წყლის გამოყენებით