5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის...

56
5 oqtomberi _ maswavleblis saerTaSoriso dRe ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენი როლი ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საქმეში განუსაზღვრელია. პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით, 2015-2016 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე გაყენებთ, თუმცა ჩვენი ერთობლივი მუშაობა აუცილებლად სასიკეთო შედეგს გამოიღებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მასწავლებელი პრიორიტეტია და ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენს წარმატებასა და პროფესიულ განვითარებაზე, რაც ჩვენს ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პატივისცემით, თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

Transcript of 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის...

Page 1: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

5 oqtomberi _ maswavleblis saerTaSoriso dRe

ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

თქვენი როლი ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საქმეში განუსაზღვრელია. პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით, 2015-2016 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე გაყენებთ, თუმცა ჩვენი ერთობლივი მუშაობა აუცილებლად სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მასწავლებელი პრიორიტეტია და ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენს წარმატებასა და პროფესიულ განვითარებაზე, რაც ჩვენს ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

პატივისცემით,

თამარ სანიკიძესაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

Page 2: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

„როგორ გავხდეთ წარმატებული მასწავლებელი“ – ამ სათაურით ცოტა ხნის წინ პუბლიკაციას გადავაწყდი ინტერნეტ- სივრცეში. პროფესიაში წარმატებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მე მაინც გამოვარჩევდი საქმის უანგარო სიყვარულს და მოტივაციას. თუ სიყვარული არსებობს, თავისთავად არსებობს მოტივაციაც, სწრაფვა განვითარებისკენ და უკეთესი მომავლის შექმნისკენ. მოტივაციის შენარჩუნებას აუცილებლად სჭირდება ხელშეწყობა. განსაკუთრებულ ხელშეწყობას კი მასწავლებლები იმსახურებენ, რადგან მათ ხელში, მათ თვალწინ იზრდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. სახელმწიფოს მართებს ზრუნვა ამ მომავლის განვითარების უკეთესი პირობებისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ზოგადი განათლება, სკოლა და მასწავლებელი.

წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლისთვის. მიმდინარეობს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც მასწავლებლის პროფესიის განვითარებასა და ამ გზით მოსწავლის წარმატებაზეა

ორიენტირებული. სწორედ ამ სისტემამ უნდა შეძლოს, ამ შესანიშნავ პროფესიას მეტი პრესტიჟი შემატოს და გააძლიეროს. მხოლოდ ძლიერი სკოლა და მოტივირებული, დაფასებული, სიყვარულით გამსჭვალული მასწავლებელი შეძლებენ ძლიერი და წარმატებული მომავლის შექმნას.

მინდა, ყველა მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და მომავლის იმედით აღსავსე მასწავლებელს მივულოცო პროფესიული დღე, ვუსურვო წარმატება პროფესიულ განვითარებაში და ღვაწლის დაფასება.

გიორგი მაჩაბელიმასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ეროვნული ცენტრის დირექტორი

5 oqtomberi _ maswavleblis saerTaSoriso dRe

Page 3: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

ქალბატონო ეკა, თქვენ იმ თაობის მასწავ-

ლებლებს მიეკუთვნებით, რომლებსაც მუდმი-

ვი რეფორმებისა და სიახლეების პირობებში

მოუწიათ მუშაობა.

– ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, რადგან

მასწავლებლობის პირველივე დღიდან განათლე-

ბის სისტემის რეფორმის რეჟიმში ვარ. ამ წლების

განმავლობაში უამრავი ტრენინგი გავიარე და,

შეიძლება ითქვას, ახალი ტიპის მასწავლებლად

ჩამოვყალიბდი. ჩემმა მოწაფეობამ საბჭოთა პე-

რიოდში განვლო, თუმცა ამ სფეროში რეფორმა მეც

შემეხო. ალბათ გახსოვთ, 80-იანი წლების ბოლოს

რამდენიმე სკოლა დიფერენცირებული სწავლების

ექსპერიმენტში ჩაერთო. ამ ნაკადში ჩემი სკოლაც

მოხვდა. რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამ-

ჭერი ჩემი ქართულის მასწავლებელი ლია თუშური

გახლდათ, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და ჩემს

განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მართებულად მიგაჩნიათ, მოსწავლემ ისწავ-

ლოს კონკრეტული მიმართულებით და არ

მიიღოს ზოგადი განათლება?

– ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლება ბოლო

კლასებში გამართლებულია, მანამდე კი ზოგადი

განათლების მიღება აუცილებელია. მე-11-12

კლასების მოსწავლემ უკვე იცის, რა მიმართულე-

ბით სურს სწავლის გაგრძელება, ამიტომ კარგი

იქნება, თუ სკოლაშიც შესაბამის საგნებზე დასვამს

აქცენტს. გარდა ამისა, მე-12 კლასის მოსწავლე-

ები ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებიან

და ყველა საგნის თანაბრად კარგად სწავლას

ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ, ძალით სწავლობენ

უინტერესო საგანს, რის გამოც სტრესული მდგომა-

რეობა უვითარდებათ – ისინი ხომ იმ ასაკში არიან,

როდესაც ყველაფერს განსაკუთრებით განიცდიან.

თქვენი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ?

ეს ხომ არ გიქმნით უხერხულობას? ახერხებთ,

დაიცვათ ზღვარი?

– უმცროს შვილს მხოლოდ ერთი წლის განმავ-

ლობაში ვასწავლიდი და მივხვდი, რომ ეს ძალიან

რთული იყო. გამიჭირდა და თავად ვთქვი მის

სწავლებაზე უარი. როდესაც კლასში შვილი გიზის,

ზღვარის დაცვა ძნელია. გარდა ამისა, გიჩნდება

კომპლექსი, რომ სხვები მიკერძოებაში დაგადა-

ნაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც და

ყველა დანარჩენი მოსწავლეც თანაბარ პირობებ-

ში გყავს ჩაყენებული. მაგალითად, შარშან გაც-

დენების გამო ჩემმა შვილმა ორ საგანში ექსტერ-

17 წელი 71-ეში

3specialuri nomeri2014

მასწავლებელი 17 წლის წინ გახდა. პირველი გაკვეთილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა და მას შემდეგ ყოველდღე აქ არის. ეკა დონაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს (და ძნელია, არ დაეთანხმო), შესაძლოა, ყველაზე საჭირო საგნის მასწავლებელიც, რადგან ადამიანი მშობლიურ ენაზე ფიქრობს, აზროვნებს, მეტყველებს და ასე ვითარდება. 17 წლის განმავლობაში რამდენიმე საფეხური გაიარა, იყო დირექტორის მოადგილეც, თუმცა უბრალო მასწავლებლის როლი ყველაზე მეტად მოსწონს და ამბობს: „ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა“.

eka donaZe

Page 4: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

4 specialuri nomeri 2015

ნის გამოცდები ჩააბარა – სწორედ ისე, როგორც

ამას ნებისმიერი სხვა მოსწავლე გააკეთებდა და

ერთი წამითაც არ მიფიქრია ჩემი მდგომარეობის

გამოყენება.

მთავრდება გაკვეთილები და მასწავლებ-

ლებიც და მოსწავლეებიც სკოლის შენობას

ტოვებთ. გრძელდება თუ არა ურთიერთობა

ამ კედლების მიღმა?

– ცხადია, ურთიერთობას სკოლის გარეთაც

ვინარჩუნებთ, რადგან უამრავი აქტივობის

საშუალება არსებობს. არაერთი პროექტიც

განგვიხორციელებია. მაგალითად, შემოდგომაზე

დავეხმარეთ ბავშვთა სახლ „კარიტასს“. მოვიძიეთ

სპონსორები, შევადგინეთ პროგრამა, მოვამზა-

დეთ საჩუქრები, დავგეგმეთ კინოთეატრში სტუმ-

რობა და შევუკვეთეთ ტორტი. ეს იყო საოცარი

დღე, რომელიც ჩემი მოსწავლეების გარეშე ვერ

შედგებოდა. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ სკოლის-

გარე აქტივობები ბავშვების გაცნობის საუკეთე-

სო საშუალებაა. მოსწავლე, რომელიც გაკვე-

თილზე არც ისე აქტიურია, ასეთ ღონისძიებებზე

უფრო იხსნება და უცნობ თვისებებს ამჟღავნებს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლებმა ხშირად

უნდა დავგეგმოთ სკოლისგარე აქტივობები,

რათა მოსწავლეებთან კონტაქტი არ დავკარგოთ.

მოგყვებიან მოსწავლეები ამგვარ აქტივო-

ბებში?

– ბავშვებთან ურთიერთობა გაცილებით ადვილი

და სასიამოვნოა, ვიდრე უფროსებთან, ამიტომ

ყველანაირად ვცდილობ, დავაინტერესო და

მიზანს ვაღწევ კიდეც. მასწავლებლობის მთელი

ხიბლი ისაა, რომ სულ ახალგაზრდა ხარ. მათგან

ბევრ რამეს ვსწავლობ: მეუბნებიან, რომელი

ახალი წიგნი გამოვიდა, რომელ ფილმს ვუყურო.

მინდა, ისინი უკეთ გავიცნო და თავადაც საინ-

ტერესო ვიყო. მთავარია, ამ პროცესში გულწრ-

ფელობა შეინარჩუნო, რათა ნდობა არ დაკარგო.

არ მინდა, პროფესია მემჩნეოდეს და ვიყო ტიპური

მასწავლებელი, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ.

სწორედ ამგვარი სიახლოვე მაძლევს იმის საშუალე-

ბას, რომ ისინი სკოლისგარე აქტივობებით დავაინ-

ტერესო. თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე ძალიან

აქტიურია, ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტ-

ში, მონაწილეობენ კონკურსებში, აქვთ იდეები და

მათი განხორციელება სურთ. ხშირად ვსაუბრობთ

აქტუალურ თემებზე, ერთად ვუყურებთ და განვი-

ხილავთ ფილმებს, ვუკავშირებთ ლიტერატურულ

ნაწარმოებებს და ა.შ. მაგალითად, ერთად ვნახეთ

„მანდარინები“ და გავავლეთ პარალელი „სტუმარ-

მასპინძელთან“. შარშანდელი ამბავი კი არასდროს

დამავიწყდება: მე-11 კლასს შევთავაზე, „მკვდარი

პოეტების საზოგადოება“ ენახათ. ამ პროცესს სოცი-

ალური ქსელით ვადევნებდი თვალს, ვკითხულობ-

დი მათ სტატუსებს, კომენტარებს და ასე ვიგებდი,

რას განიცდიდნენ. ყველაზე დიდი საოცრება კი ის

იყო, რომ მეორე დღეს კლასში შესულს მერხებზე

დამიდგნენ და „კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“ შესძახეს!

ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი რამ, სწორედ

ამისთვის ხარ სკოლაში!

ხართ იმისთვისაც, რომ ბავშვებს ასწავლოთ.

მშობლიური ენა – ეს არის საგანი, რომლითაც

ადამიანის აზროვნება ყალიბდება...

– ...და საძირკველი ეყრება მის პიროვნულ ზრდას.

ეს ყველაზე საჭირო საგანია, ურომლისოდაც ვე-

რაფერს მიაღწევ. სამწუხაროდ, მშობლიური ენის

ცოდნის აუცილებლობას არათუ მოსწავლეები,

უფროსებიც ვერ ხვდებიან, რომლებიც შვილებს

ბაღის ასაკიდანვე ატარებენ უცხო ენებზე. ერთმ-

ნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მშობლიური ენა

ზედმიწევნით უნდა იცოდეს, რადგან სწორედ ამ

ენაზე ვაზროვნებთ, ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ.

რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქართულის

ცოდნის აუცილებლობას მიხვდნენ?

– დაბალი კლასების მოსწავლეებს ამას ვერ აუხს-

ნი, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში უფრო-

სების დაინტერესება შესაძლებელია. გაკვეთილი

უნდა იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ

ინტერაქტიულიც. მოსწავლეს ყველა ნაწარ-

მოებში ის უნდა დაანახო, რაც მისი ასაკისთვისაა

საინტერესო, ეს კი საკმაოდ რთულია. ხელს გვიშ-

ლის პროგრამა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ

მაძლევს მოსწავლეებისთვის ადეკვატური განათ-

ლების მიცემის საშუალებას. ვფიქრობ, ქართუ-

Page 5: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

5specialuri nomeri2014

ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია,

მით უფრო – დამამთავრებელ კლასებში. ფაქტია,

რომ მოცემული პროგრამა მთლიანად უნდა

ვასწავლო, რადგან ეს საკითხები მოდის გამოც-

დებზე, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მაქვს მხოლოდ

მასალის ახსნის დრო და არა მოსწავლეებთან მისი

განხილვის, ანალიზისა და ინტერაქტივისა, თანაც,

გათვალისწინეთ, კლასში 30 მოსწავლე მიზის.

ვფიქრობ, უნდა იყოს ნაკლები მასალა, რათა მისი

განხილვისთვის მეტი დრო დაგვრჩეს. სიმრავლის

გარდა, პროგრამის ნაწილი ასაკობრივადაც

შეუსაბამოა, ტექსტების უმეტესობა ტრაგიკული,

დეპრესიული და დრამატულია. სკოლის მოსწავ-

ლეების უმეტესობა გარდატეხის ასაკშია, მათი

ფსიქოლოგიური მდგომარეობა მყიფეა და უფრო

მეტად განიცდიან. ნაწარმოებების უმეტესობის

შინაარსი ბავშვებს ძალიან თრგუნავს, ერთმა

მეთერთმეტეკლასელმა შუა გაკვეთილზე მითხრა,

რას გვერჩით, მასწავლებელო, რა დაგიშავეთო.

მართალიც იყო: „ოთარაანთ ქვრივი“, „ხევისბერი

გოჩა“, „გამზრდელი“, „ჯაყოს ხიზნები“ – ეს ნაწარ-

მოებები მოზარდებისთვის ძალიან მძიმე საკითხა-

ვია. ცხადია, არ ვამბობ, რომ ისინი პროგრამიდან

უნდა ამოვიღოთ, მაგრამ შედარებით მსუბუქი

ნაწარმოებებიც აუცილებელია. ბავშვებს მეტი

პოზიტივი სჭირდებათ.

გაქვთ ამ მხრივ რეკომენდაცია?

– პროგრამაში მეტ თანამედროვე ავტორს

შევიყვანდი. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი

საინტერესო ნაწარმოები გამოვიდა, სადაც

ამ ბავშვების ენაზე საუბრობენ, მათ გარემოს

აღწერენ და მათთვის საინტერესო საკითხებს

განიხილავენ. დავამატებდი უცხოელ ავტო-

რებსაც. ვფიქრობ, უცხოური ლიტერატურა

არანაკლები განათლების მიმცემია, ვიდრე

ქართული კლასიკა.

მასწავლებლობის პირველივე დღიდან განათლების სისტემის რეფორმის რეჟიმში ვარ. ამ წლების განმავლობაში უამრავი ტრენინგი გავიარე და, შეიძლება ითქვას, ახალი ტიპის მასწავლებლად ჩამოვყალიბდი.

Page 6: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

6 specialuri nomeri 2015

პრობლემა აშკარაა, მაგრამ პროგრამას ვერ

შეცვლით. რა გამოსავალს პოულობთ?

– ვირჩევთ ოპტიმალური პროგრამის მქონე

სახელმძღვანელოს. ამჟამად ერთადერთი გამო-

სავალი ესაა. საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა კი

პროგრამის დახვეწა იქნება.

პროგრამის ხარვეზების პირობებში ალბათ

გამოსავლად მიიჩნევა კლასგარეშე კითხვაც.

– ნამდვილად ასეა და ამ მხრივ ძალიან კარგი ტენ-

დენცია შეინიშნება – ბოლო წლებში მკითხველი

მოზარდების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა,

რაც წიგნის ბაზრის განვითარების დამსახურე-

ბაცაა: ბევრი ახალი და ხარისხიანი თარგმანი გა-

მოდის, მრავალფეროვანია ჟანრული პალიტრაც

და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი

კონკურსი, რომლებიც მოსწავლეების ამ მხრივ

განვითარებას უწყობს ხელს. ახალი თაობა უკეთ

აცნობიერებს, რომ ზოგადი განათლება აუცილე-

ბელია, რომ უამისოდ ვერ განვითარდებიან, ვერ

მიაღწევენ სასურველ შედეგს.

– კარგია, რომ კითხულობენ, მაგრამ აქვთ კი

წაკითხულის გაანალიზებისა და დასკვნების

გამოტანის უნარი?

– ამ მხრივ ცოტა უჭირთ, წერითი უნარები ნაკ-

ლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე სასაუბრო,

თუმცა მასწავლებლის მოვალეობა მოსწავლის

ამ მხრივ გახსნაცაა, რაზეც გამუდმებით ვმუ-

შაობ. ფაქტია ისიც, რომ ვინც მეტს კითხულობს,

წერითი და მეტყველების უნარებიც გაცილებით

უკეთესი აქვს.

ალბათ გყავთ რთული ბავშვები, რომლებსაც

განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება

სჭირდებათ...

– ჩვენს სკოლაში ბავშვთა სახლის რამდენიმე

ყოფილი აღსაზრდელი სწავლობს, რომლებიც

ახლა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მეშ-

ვიდე კლასში ერთი განსაკუთრებული, ძალიან

საინტერესო, მაგრამ, იმავდროულად, რთული

გოგონა მყავს. საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს

გავლილი, ამიტომ მისი კარგად მესმის. მაგალი-

თად, როდესაც ნუგზარ შატაიძის მოთხრობას

„მოგზაურობა აფრიკაში“ ვკითხულობდით და

წებოს შესუნთქვის სცენებზე ვიყავით, თქვა, რომ

სინამდვილეში წებოს ყნოსვა სულაც არ კლავს,

გამოუცდია. დავიბენი, მაგრამ ვეცადე, ყურად-

ღება სხვა რამეზე გადამეტანა, რათა თავად

არ ეგრძნო უხერხულობა. ის ვერ ახერხებს

საკუთარი საქციელის გაკონტროლებას, სულ

მოძრაობს, ხმაურიანი და აქტიურია, გამუდმე-

ბით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს; უნდა

აგრძნობინო, რომ კარგია, თბილია, საჭიროა.

ვერ იტანს უხეშობას, მაგრამ რაც უნდა დაგჭირ-

დეს, მაშინვე შენ გვერდითაა. სიის კითხვისას

პირველი ამბობს, თუ ვინმე გვაკლია. ამას თვი-

თონაც ხვდება. ერთხელ თქვა კიდეც – ვიცი, რომ

გაკვეთილზე გაჩერება მიჭირს და ვერ ვიტან,

როდესაც მასწავლებელი მეჩხუბებაო. მასთან

მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.

ვიცი, რომ კარგ ოჯახში ცხოვრობს, სკოლის

ფსიქოლოგი მასთან აქტიურად მუშაობს და

ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ექნება.

გაქვთ დირექტორის მოადგილის თანამდე-

ბობაზე მუშაობის გამოცდილება. ეს ნიშნავს,

რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არ გჩვე-

ვიათ. როგორ ფიქრობთ, მოვა დრო, როდესაც

სკოლაში მუშაობას თავს დაანებებთ და

უფრო დიდ ასპარეზზე გადაინაცვლებთ?

– ალბათ მოვა ამის დროც. ვფიქრობ, განათლე-

ბის სისტემაში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ

ახლა სკოლის პერიოდი მაქვს, ამაზე საინტერესო

ადგილი ჯერ ვერ წარმომიდგენია. ბავშვებთან

ურთიერთობა ჰაერივითაა, რაც ახლა ძალიან

მჭირდება.

ვფიქრობ, განათლების სისტემაში გა-ვაგრძელებ მუ-შაობას, მაგრამ ახლა სკოლის პერიოდი მაქვს, ამაზე საინტე-რესო ადგილი ჯერ ვერ წარ-მომიდგენია. ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა, რაც ახლა ძალიან მჭირ-დება.

Page 7: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

7specialuri nomeri2015

სწავლა ჟესტებით,მოძრაობით, ემოციებით

ia CikvaiZe

ამ კლასში ლექსებს მოძრაობითაც ამბობენ, სიმღერისას სიტყვებს ხელებით ხატავენ. აქ ემოციებს არ მალავენ, მასწავლე-ბელსა და მოსწავლეებს შორის კი უხილავი კედელიც არ არსებობს. ეს ია ჩიკვაიძის დაწყებითი კლასია, კლასი კი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მდებარეობს. შტუტგარტის პედაგოგიური უნივერსიტეტის მაგისტრ ია ჩიკვაიძის მიერ შემუშავე-ბული სწავლების სრულიად განსხვავებული და ორიგინალური მეთოდი სკოლამ ჰარმონიულად მიიღო. რაც მთავარია, მას ბავშვებიც იღებენ, იღებენ სწორად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდოლოგიის წესების სრული დაცვით. აქ ახალ მასალას გრძნობის ყველა ორგანოს გამოყენებით ითავისებენ, რადგან ერთს სმენითი მახსოვრობა უფრო უკეთესი აქვს, მეორე ბგერას უკეთ აღიქვამს, მესამისთვის კი მხედველობითი აღქმაა ყველაზე ოპტიმალური. მთლიანობაში კი ერთიან კომპლექსურ მეთოდს ვიღებთ, რაც ჩვენი რეალობისთვის ცოტა უჩვეულო, თუმცა პრაქტიკაში სავსებით გამართლებული აღმოჩნდა.

პროფესიით ელექტროქიმიკოსმა ია ჩიკვაიძემ მასწავლებლობა 4 წლის წინ დაიწყო. ვალდორფის სკოლიდან ნიუტონში გადმოინაცვლა, მანამდე კი პედაგოგობისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზა გამოიარა.

დღეს რომ პედაგოგი ხართ,

ამას საფუძველი დიდი ხნის

წინ, გერმანიაში ჩაეყარა.

გვიამბეთ თქვენი ბიოგრა-

ფიის გერმანული ნაწილის

შესახებ.

– თავიდან გერმანიაში ოჯახუ-

რი პირობების გამო აღმოვჩნდი.

ახალ ქვეყანაში ჩასვლიდან

ცოტა ხანში ბონის ხელოვნების

ინსტიტუტის შესახებ შევიტყ-

ვე და, ვინაიდან ყოველთვის

მიყვარდა ცეკვა, ხატვა, პოეზია,

თეატრი, ხელოვნების თერა-

პიის შესწავლა გადავწყვიტე.

გერმანული, ფაქტობრივად, არ

ვიცოდი, მაგრამ ინსტიტუტში

მაინც მივედი და ხელოვნების

თერაპიის კათედრის გამგეს

ჩემი შვილების დახმარებით

დაველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ

პრაქტიკული სახის გამოცდები

უნდა ჩამებარებინა. ასევე

რამდენიმე გერმანული ლექსი

მოძრაობით უნდა ამეხსნა.

ლექსიკონს ჩავუჯექი და ლექ-

სები სიტყვასიტყვით ვთარგმნე

და გავარჩიე. თურმე მხოლოდ

ორი ლექსი უნდა წარმედგინა,

მე კი ექვსი მოვამზადე, რამაც

გამომცდელები იმდენად აღაფ-

რთოვანა და გააკვირვა, რომ

პირდაპირ მესამე კურსზე მიმი-

ღეს. ამის წინააღმდეგი ვიყავი,

არ მინდოდა, ერთბაშად ამხელა

დატვირთვა ამეღო საკუთარ

თავზე, მაგრამ პროფესორმა

დამიყოლია და დავთანხმდი.

ეს იყო საოცარი პერიოდი.

სტუდენტებს ყველზე გიჟური

იდეების განსახორციელებლად

საუკეთესო პირობები გვქონდა

შექმნილი. ვმუშაობდით თეატ-

რალურ დადგმებზე, მხატვ-

რებთან, ფოტოპროექტებზე და

ა.შ. ასევე გვქონდა პრაქტიკები

სკოლებში, ვმუშაობდი სპეცი-

ალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე ბავშვებთა-

ნაც, რამაც მომცა იმის რწმენა,

რომ ბავშვებთან ურთიერთობა

შემიძლია და, რაც მთავარია,

მაქვს ამის სურვილი.

არც ისე დიდი პედაგოგი-

ური გამოცდილება გაქვთ.

Page 8: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

8 specialuri nomeri 2015

მასწავლებელი ოთხიოდე

წლის წინ გახდით.

– ამდენი სწავლისა და პრაქტი-

კის შემდეგ დადგა დრო, რო-

დესაც მივხვდი, რომ პედაგოგი

უნდა გავმხდარიყავი და ამ სფე-

როს მეტად ჩავღრმავებოდი.

მიმაჩნია, რომ მასწავლებელი

უნდა იცნობდეს რაც შეიძლება

მეტ პედაგოგიურ მეთოდოლო-

გიას, ერკვეოდეს ფსიქოლო-

გიაში, გააჩნდეს ბავშვებთან

ურთიერთობის უნარები,

რადგან, როდესაც კლასში შე-

დის, მათი აღზრდის პროცესში

ერთვება და არ აქვს ზედაპი-

რულად მუშაობის უფლება.

ეს დიდი პასუხისმგებლობაა,

ამიტომ ვიდრე არ დავრწმუნდი,

რომ ამას შევძლებდი, მანამდე

სკოლაში მუშაობაზე უარს

ვაცხადებდი. გერმანიიდან

დაბრუნების შემდეგ მოვხვდი

გერმანელი სპეციალისტების

მიერ ვალდორფის სკოლაში ჩა-

ტარებულ კურსებზე, რომლის

გავლის შემდეგაც გერმანულმა

მხარემ სრული დაფინანსებით

პედაგოგის კვალიფიკაციის

ასამაღლებლად გერმანიაში

გამიშვა. ჩემი შვილები ჯერ

კიდევ იქ სწავლობდნენ, ამიტომ

გადაწყვეტილება შედარებით

მარტივად, ერთ კვირაში მივიღე

და შტუტგარტის უნივერსი-

ტეტში სამაგისტრო კურსზე

სასწავლებლად გავემგზავრე.

ეს ჩემთვის უდიდეს გამოწვევას

წარმოადგენდა. სასწავლო

პროცესი რთული და შრო-

მატევადი იყო, რაც ბონის

უნივერსიტეტის სწავლებისგან

ძირეულად განსხვავდებოდა.

ყველაზე დიდი გამოწვევა ის

გახლდათ, რომ სამაგისტროს

დაწერა გერმანულ ენაზე მომიხ-

და. მასში ჩემი ახალი მეთოდიკა

უნდა აღმეწერა. ეს მეთოდიკა

უცხო ენის მოძრაობითა და

მუსიკით შესწავლას ეფუძნება.

ეს იყო გრძელი და რთული,

თუმცა სწორედ ის გზა,

რომელიც პედაგოგად ჩამო-

ყალიბებისთვის აუცილებ-

ლად უნდა გაგევლოთ?

– ბონსა და შტუტგარტში

მიღებულმა განათლებამ,

შემდეგ კი ვალდორფის სკო-

ლაში გავლილმა პრაქტიკამ,

სადაც დაწყებითი კლასების

მასწავლებელი ვიყავი, ასევე

ვასწავლიდი ხატვას, ფორმების

ხატვასა და რუსულს, მართლაც

დიდი გამოცდილება მომცა

და საკუთარი მეთოდის შექმნა

შევძელი. ამ მიმართულებით

მართლაც სერიოზული ცოდნა

მაქვს, რაც პედაგოგიკაში

ძალიან მეხმარება. ჩემთვის თი-

თოეული გაკვეთილი პერფორ-

მანსია, რომელსაც წინასწარ

კი ვგეგმავ, მაგრამ ყველაფერი

უფრო იმპროვიზაციაზეა

დაფუძნებული. ხშირად ბავშ-

ვები თავად მაწვდიან იდეებს,

მათგან უამრავი რამის სწავლა

შეიძლება. მათი სიცელქეც კი

იმპულსის მომცემია. ბავშვები

პატარა ანგელოზები, ცარიელი

და სუფთა ჭურჭლები არიან,

რომლებიც შეგიძლია საუკე-

თესო ენერგიითა და ცოდნით

შეავსო. თანაც ისე ივსებიან,

რომ ზოგჯერ ახალი მასალის

მიწოდებასაც ვერ ასწრებ. მათ

არ აღვიქვამ მხოლოდ ბავშ-

ვებად, ჩემთვის ისინი ჩვეულებ-

რივი სულის მქონე ადამიანები

არიან, რომლებსაც უბრალოდ

პატარა სხეული აქვთ, ამიტომ

მათ ისეთივე პატივისცემით

ვეპყრობი, როგორც ზრდასრუ-

ლებს. ამას ბავშვები საუკეთე-

სოდ აფასებენ და საპასუხოდ

უზარმაზარი სიყვარულითა და

სითბოთი მავსებენ.

პედაგოგობის პირველი

პრაქტიკა გერმანელ ბავშ-

ვებთან გაიარეთ. როგორი

იყო მათთან ურთიერთო-

ბა?

– ზოგადად ყველა ეროვნების

ბავშვი ერთნაირია, თუმცა

გერმანელებთან ურთიერთობა

ცოტა რთულია, რადგან იციან

საკუთარი უფლებები, რაც

მათ ქცევასაც განაპირობებს.

ამის გამო მასწავლებლები

გამუდმებით ფრთხილად არიან:

აკრძალულია ხელით კონტაქ-

ტი, ჩახუტება, ზედმეტად ხმის

აწევა, ეს ცოტათი გძაბავს და

რთულად განგაწყობს.

და როგორები არიან ჩვენი

ბავშვები?

– საოცრად თბილები, გახს-

ნილები და ბუნებრივები.

ძალიან გიფასებენ სიყვარულს,

სითბოს გაცემაზე ადეკვატურად

გპასუხობენ. თანამედროვე

ბავშვებმა გაცილებით უკეთ

იციან, რა უნდათ, საით მიდიან,

მეტი პრაგმატიზმი და პასუხისმ-

გებლობის გრძნობა აქვთ. არ

უყვართ, როდესაც არ არიან

დაკავებულები და მეცადი-

ნეობა უცდებათ. სწავლა და

აქტივობა არ ბეზრდებათ, რაც

ნიშნავს, რომ საუკეთესო თაობა

იზრდება. ეს ცოტა მაოცებს და

იმავდროულად მომწონს კიდეც,

მასწავლებელი უნდა იცნობ-დეს რაც შეიძ-ლება მეტ პედა-გოგიურ მეთო-დოლოგიას, ერკვეოდეს ფსიქოლოგი-აში, გააჩნდეს ბავშვებთან ურთიერთობის უნარები, რად-გან, როდესაც კლასში შედის, მათი აღზრ-დის პროცესში ერთვება და არ აქვს ზედაპი-რულად მუშა-ობის უფლება.

Page 9: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

9specialuri nomeri2015

რადგან წინა თაობები ასეთები

არ იყვნენ.

კარგია, როდესაც მასწავ-

ლებელს სწავლების ინდი-

ვიდუალური და ორიგინა-

ლური მეთოდი აქვს, მაგრამ

არსებობს ეროვნული

სასწავლო გეგმაც, რომე-

ლიც აუცილებლად უნდა

გაითვალისწინოთ.

– ეროვნული სასწავლო გეგმა

მეტ-ნაკლებად ისეა შედგენი-

ლი, რომ ბავშვმა შესაბამისი

განათლება მიიღოს. სწორედ

ამიტომაა მასწავლებლის როლი

მნიშვნელოვანი, რათა ნებისმი-

ერი მასალა მისთვის მისაღები

და საინტერესო ფორმით

მიაწოდოს.

არსებობენ მშობლებიც,

რომლებიც შვილებისთვის

განათლების ტრადიციული

გზით მიცემას ამჯობინებენ.

როგორია თქვენი მათთან

ურთიერთობა?

– ბავშვის განათლების პროცეს-

ში მშობლები აუცილებელი და

მნიშვნელოვანი რგოლია, რად-

გან სწორედ ისინი აკონტრო-

ლებენ მათ ზოგად განწყობას,

სკოლაში სიარულის სურვილს

და ა.შ. ამიტომ, მშობელთა

კრების გარდა, მათ ინდივიდუ-

ალურადაც ვხვდები. თითოეულ

მშობელთან საუბარი, სულ

მცირე, ერთ საათს გრძელდება,

რათა ყველა კითხვაზე მოვა-

ხერხო პასუხის გაცემა. მათთან

ბოლომდე გულწრფელი ვარ და

შენიშვნებსაც ადეკვატურად

ვიღებ. თუ რამე არ მოსწონთ,

ამის შესახებ ვსაუბრობთ და

ოპტიმალურ შედეგამდე ერთად

მივდივართ.

როგორია თქვენი ერთი

გაკვეთილი?

– ზემოთ აღვნიშნე, რომ

იმპროვიზაციასა და თავისუფ-

ლებას დიდ მნიშვნელობას

ვანიჭებ, თუმცა იმავდროულად

ჩემს გაკვეთილებს მკაცრად

გაწერილი გეგმა აქვს. ვიწყებთ

მისალმებით, შემდეგ განვლილ

გაკვეთილს ვაფასებთ, რასაც

ერთ-ერთი უმნიშვნელოვა-

ნესი, რითმის სეგმენტი, ანუ

რითმული აქტივობა მოჰყ-

ვება. ამ პროცესში ჩართულია

სმენა, მხედველობა, შეხება და

სხვა შეგრძნებები. ლექსებს

ვამბობთ ჟესტების თანხლებით,

ვმღერით და სხვა, ანუ ვაკე-

თებთ ყველაფერს, რაც ბავშვს

აფხიზლებს და გაკვეთილისთ-

ვის განაწყობს. ამას მოჰყვება

საშინაო დავალების გამოკითხ-

ვა, განვლილი მასალის მოკლედ

მიმოხილვა, ვინტერესდები,

როგორ გაიაზრეს და გაიგეს

ახალი თემა, გაკვეთილს კი სა-

შინაო დავალების ნაწილობრივ

Page 10: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

10 specialuri nomeri 2015

გაკეთებით ვამთავრებთ. დამშ-

ვიდობებამდე აუცილებლად

ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ

როგორ ჩაიარა გაკვეთილმა, რა

გაიგეს ახალი, რა იყო გაუგე-

ბარი, რა დავგეგმოთ შემდეგი

გაკვეთილისთვის და ა.შ. ეს

არის ძალიან საინტერესო და

სახალისო პროცესი, რის გამოც

ბავშვები ყოველ შემდგომ გაკ-

ვეთილს სპექტაკლივით ელიან.

ისინი მუდამ ჩართული არიან

პროცესში, ერთად ვგეგმავთ

რაფვიან და ამ ნაკლოვანების

შევსებას მასწავლებლებთან

ურთიერთობით ცდილობენ.

კარგია, თუ მასწავლებელი

ამას ახერხებს და სიყვარულს

ყველას თანაბრად უნაწილებს,

მაგრამ ხშირად ასე ვერ ხდება,

რაც იწვევს ბავშვის ჩაკეტვას,

კონფლიქტებს, გარიყვას და

ა.შ. სწორედ ამიტომ ვთხოვ

გამუდმებით მშობლებს, რომ

მეტი დრო დაუთმონ შვილებ-

თან ურთიერთობას. ხშირად

აღქმაც უადვილდება. გამონაკ-

ლისების გარდა, მშობლები არ

ფლობენ პედაგოგიკის საფუძვ-

ლებს, ამრიგად, შვილებს წერა-

კითხვასა და ანგარიშს მეთო-

დოლოგიის გვერდის ავლით

ასწავლიან, რაც არასწორია.

ამის გამო ბავშვს შეიძლება

სწავლის მიმართ ანტიპათია

და აგრესია გაუჩნდეს, რაც

მომავალში ხელის შემშლელ

ფაქტორად იქცევა. გარდა

ამისა, ზოგი მშობელი ფიქრობს,

რომ თუ 5 წლის ბავშვმა 10-მდე

ანგარიში და ანბანის ყველა ასო

იცის, სკოლისთვის მზადაა, რაც

სრულიად გაუმართლებელია.

პატარა შეიძლება ინტელექტუ-

ალურად მზად იყოს სკოლისთ-

ვის, მაგრამ აკლდეს ემოციური

მზაობა. ამრიგად, ასეთ ასაკში

ბავშვის სკოლაში შეყვანა

მავნებლობაა. არსებობს სპე-

ციალური ტესტები, რომლებიც

განსაზღვრავს, არის თუ არა

ბავშვი მზად სკოლისთვის, მაგა-

ლითად, მისი ფსიქოემოციური

მზაობის დამადასტურებელი

სავარჯიშოები, რომლებიც

ზუსტ პასუხებს იძლევა. ამრი-

გად ბავშვის ინტერესებიდან გა-

მომდინარე, უმჯობესია, ყველა

ნიუანსი გავითვალისწინოთ და

მხოლოდ მისთვის სასარგებლო

გადაწყვეტილება მივიღოთ.

ეროვნული სასწავლო გეგმა მეტ-ნაკლებად ისეა შედგენილი,

რომ ბავშვმა შესაბამისი განათლება მიიღოს. სწორედ ამიტომაა

მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანი, რათა ნებისმიერი მასალა

მისთვის მისაღები და საინტერესო ფორმით მიაწოდოს.

როგორც გაკვეთილებს, ისე ღო-

ნისძიებებსაც. ყველა სპექტაკლ-

ზე ერთად ვმუშაობთ, ერთობ-

ლივად ვქმნით კოსტიუმების

ესკიზებსა და სხვა დეტალებს.

როგორც წესი, ისინი საოცარ

იდეებს მკარნახობენ, წარ-

მოუდგენელი ფანტაზია აქვთ,

ხოლო იმის შეგრძნება, რომ ამ

პროცესში თანაბარ პირობებში

ვართ, პიროვნულად ძალიან

ავითარებს და თავდაჯერებას

მატებს ბავშვს.

საუბრისას აღნიშნეთ, რომ

ძალიან კარგი თაობა იზრ-

დება, მაგრამ არის ალბათ

რაღაც, რაც აკლიათ...

– ეს, პირველ რიგში, მშობლების

ყურადღებაა, რაც უკვე იქცა

უდიდეს პრობლემად. თანამედ-

როვე ბავშვები გამუდმებით

სითბოსა და ყურადღებას ესწ-

მშობლებმა არ იციან, როგორ

უნდა მოაგვარონ ესა თუ ის

პრობლემა და მათგან გაქცე-

ვას ამჯობინებენ, რაც ბავშვს

აზარალებს. ვფიქრობ, ჩვენს

საზოგადოებას აუცილებლად

სჭირდება ამ კუთხით მეტი

განათლება და ბავშვებთან

ურთიერთობის კულტურის

ამაღლება.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა

იცოდეს ან რა შეიძლება არ

იცოდეს ბავშვმა, რომელიც

პირველ კლასში შესასვლე-

ლად ემზადება?

– სულაც არაა აუცილებელი,

სკოლამდელი ასაკის ბავშვმა

კითხვა ან თვლა იცოდეს, რად-

გან სკოლაში, თანატოლების

გარემოცვაში ამ პროცესში გა-

ცილებით დიდი ხალისით ერთ-

ვება და მიწოდებული მასალის

Page 11: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

11specialuri nomeri2015

– როდესაც სვანეთში ეს ტრაგედია დატ-რიალდა, პედაგოგიური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, მასწავლებლობაზე ვოცნებობდი და ძალიან მინდოდა, უშგულის სკოლაში გამეგრძელებინა მუშაობა. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ნახევარი სოფელი იძულებული გავხდით ავყრილიყავით, ოჯახის წევრების საფლავები დაგვეტოვებინა და სულ სხვა სამყაროში გაგვეგრძელებინა ცხოვრება. წარმოიდგინეთ, როგორი განცდაა, როდესაც 2200 მეტრზე მდებარე ულამაზეს ადგილს ტოვებ და ხრიოკ უდაბნოში სახლდები. აქ სულ სხვანაირი ჰაერი, მიწა და წყალი დაგვხვდა, რასაც სტიქიის დროს დაღუპულ ოჯახის წევრებზე დარდთან ერთად ახალ დასახლებაში არსებული ყოფითი პრობლემებიც ემატებოდა. მალე ომიც დაიწყო, რასაც მთელ ქვეყანაში არეულობა მოჰყვა და წლების განმავლობაში უპატრონოდ ვიყავით მიტოვებული.

ცხოვრება ნებისმიერი ტრაგედიის მიუხედა-ვად გრძელდება. ასე მოხდა თქვენს შემთხ-

ვევაშიც და მასწავლებლობაზე ოცნება მაინც აიხდინეთ.

– მასწავლებლობაზე იმ წუთიდან ვოცნებობდი, როდესაც პირველად ჩამიტარეს ფიზიკის გაკვეთი-ლი. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა, შეიძლება ითქვას, სწორედ მისი გავლენით მოვინდომე მასწავლებლობა და ამდენი წლის შემდეგაც კი მისი სწავლების მეთოდებს ვიყენებ. მან ფიზიკა არა მხო-ლოდ მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ფიზიკა ისეთი საგანია, გაკვეთილის განმავლობაში ერთ-ხელ მაინც თუ არ გაიღიმე, არ იხუმრე ან წამიერად არ დაივიწყე, რომ მასწავლებელი ხარ, არაფერი გამოვა – ასეთი გახლდათ ჩემი მასწავლებელი და ვცდილობ, თავადაც ასეთივე მიდგომა მქონდეს.

ალბათ განსაკუთრებული იყო ისიც, რომ მას-წავლებლობის პირველი თვეები მშობლიური სოფლის სკოლაში გაატარეთ.

– საბჭოთა კავშირის დროს მაღალმთიანი სოფ-ლების სკოლებში მასწავლებლები ძირითადად

უშგულელი მასწავლებლის ლემშვენიერაგარდაბნის რაიონის სოფელი ლემშვენიერა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯანდარის ტბის სიახლოვეს მდებარე ერთადერთი ქართული სოფელია. ოდესღაც მძლავრი მეცხოველეობის ფერმებით ცნობილი პატარა დასახლება დიდ სოფლად 30-იოდე წლის წინ იქცა, მის მოსახლეობას კი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს რაჭიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ოჯახები შეადგენს – ლემშვენიერა ეკომიგრანტების სოფელია. ეკომიგრანტია ჩვენი სტუმარი გულნაზ ჭელიძეც, რომელიც მესამე ათეული წელია სოფლის საჯარო სკოლაში მუშაობს, 14 წლის წინ კი მისი დირექტორიც გახდა.

ამ სოფელში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს ტრაგიკული წარსული აქვს. ასეა ქალბატონი გულნაზიც. 1987 წლის მეწყერს გადარჩენილ თანასოფლელებთან ერთად სწორედ ლემშვენიერას შეაფარა თავი, უშგულში კი ოჯახის შვიდი წევრის საფლავი დატოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ რამდენიმე თვით მაინც დაბრუნდა და თავისი პირველი გაკვეთილებიც იქაურ სკოლაში ჩაატარა.

gulnaz WeliZe

სოფლის სკოლაა, თუმცა განათლების სამინისტროს ან სხვა ორგანიზაცი-ების მიერ შემოთა-ვაზებულ რეფორ-მებს, პროექტებსა და კონკურსებს ყოველთვის აქტი-ურად ვეხმიანებით. ეს აუცილებელია სკოლისთვის და, რაც მთავარია, ბავშვებისთვის.

Page 12: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

12 specialuri nomeri 2015

განაწილებით ხვდებოდნენ. ზოგს საერთოდ არ უნდოდა ასეთ მოწყვეტილ ადგილას მუშაობა, მე კი მხოლოდ ეს მსურდა. ლემშვენიერაში გადასვ-ლიდან ერთი წლის შემდეგ, ოჯახის წევრების პროტესტის მიუხედავად, ერთი წლის განმავ-ლობაში მაინც ვასწავლე უშგულელ ბავშვებს, 1989 წლიდან კი ამ სკოლაში გადმოვედი და მას შემდეგ სულ აქ ვარ. თავდაპირველად დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ ფიზიკის მასწავლებლად გადამიყვანეს, ვიყავი სასწავლო ნაწილის გამგეც, ხოლო უკანასკნელი 14 წელია, დირექტორის მოვალეობას ვასრულებ. პარალე-ლურად პრაქტიკოსი მასწავლებელიც ვარ, თუმცა თანამდებობა არ მაძლევს საშუალებას, ბევრი საათი ავიღო და მინიმალურს ვჯერდები.

სოფლის სკოლაა, თუმცა საკმაოდ დიდი შენობაა. რამდენ მოსწავლეზეა გათვლილი? როგორია მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ან კლების დინამიკა?

– სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი. პირველ წლებში 450-მდე მოსწავლე გვყავდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათმა რაოდენობამ მკვეთ-რად დაიკლო და ამჟამად მხოლოდ 250 გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ სვანები და რაჭველები

მრავალშვილიანობით გამოირჩევიან, შობადობა მაინც იკლებს, ასევე დიდია სოფლიდან გადინების მასშტაბიც. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თუ შარშან 24 პირველკლასელი გვყავდა, მომავალი სასწავლო წლიდან 26 ახალ მოსწავლეს ველოდე-ბით – ეს უკვე იმედის მომცემია.

რეფორმები სასკოლო ცხოვრების განუყო-ფელი ნაწილია. როგორ იღებთ და ატარებთ პრაქტიკაში სიახლეებს?

– სოფლის სკოლაა, თუმცა განათლების სამინისტ-როს ან სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავა-ზებულ რეფორმებს, პროექტებსა და კონკურ-სებს ყოველთვის აქტიურად ვეხმიანებით. ეს აუცილებელია სკოლისთვის და, რაც მთავარია, ბავშვებისთვის. აი, ახლაც დაწყებითი კლასების ყველა პედაგოგი სამინისტროს მიერ ორგანიზე-ბულ ტრენინგზეა წასული – ეს საერთო პროცესია, რომელშიც ყველაზე პატარა სკოლებიც უნდა ჩაებან. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. მაგალითად, სიახლეების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან ძველი თაობის მას-წავლებლები, უჭირთ თანამედროვე ტექნოლო-გიებთან ურთიერთობა და სწავლების საკუთარ მეთოდიკაში მათი დანერგვა.

მასწავლებლობაზე

იმ წუთიდან ვოც-

ნებობდი, როდესაც

პირველად ჩამიტა-

რეს ფიზიკის გაკვე-

თილი. საუკეთესო

მასწავლებელი

მყავდა, შეიძლება

ითქვას, სწორედ

მისი გავლენით

მოვინდომე მასწავ-

ლებლობა და ამდე-

ნი წლის შემდეგაც

კი მისი სწავლების

მეთოდებს ვიყენებ.

მან ფიზიკა არა

მხოლოდ მასწავლა,

არამედ შემაყვარა

კიდეც.

Page 13: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

13specialuri nomeri2015

სოფლის სკოლებში ახალგაზრდა მასწავ-ლებლები თუ მოდიან? ეს საკითხი რამდენად პრობლემურია?

– ახალგაზრდები, ფაქტობრივად, არ არიან და თუ გამოჩნდებიან, მათი სკოლაში დაკავება მიჭირს. მა-გალითად, შარშან მყავდა ძალიან კარგი ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ უკეთესი ანაზღაურების გამო გამგეობაში გადავიდა სამუშაოდ. მისიც კარ-გად მესმის - ზოგჯერ ფინანსური საკითხი ყველა-ფერს წყვეტს. საზოგადოდ, ახალგაზრდა თაობა ამ პროფესიით ნაკლებად ინტერესდება. მაგალითად, შარშან ჩვენი სკოლის 16 მოსწავლე გახდა სტუდენ-ტი, მაგრამ პედაგოგიურზე არავის ჩაუბარებია.

საინტერესოა, რომელ პროფესიებზე აჩერე-ბენ არჩევანს თქვენი სკოლის მოსწავლეები.

– იმ პროფესიებზე, რომლებიც ახლა აქტუალურია – ფსიქოლოგია, ბიზნესადმინისტრირება, საზო-გადოებასთან ურთიერთობის მიმართულება და სხვა. სწორედ ისე, როგორც ქალაქების სკოლების მოსწავლეები.

თქვენ ფიზიკის მასწავლებელი ბრძანდებით. ამ საგნის შესასწავლად კი მასწავლებლისა და სახელმძღვანელოს გარდა აუცილებელია სპე-ციალური ტექნიკა, თვალსაჩინოება და სხვა. ამ მხრივ რამდენად ხართ უზრუნველყოფილი?

– მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმდენად ღარიბი გვაქვს, რომ რამდენიმე წელია, ჩვენს სკოლაში ცდები არ ჩატარებულა. ბოლო დროს ორიოდე მიკროსკოპი შევიძინეთ და სულ ესაა. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები იძულე-ბული ვართ, თვალსაჩინო მასალა მხოლოდ კომ-პიუტერით ვაჩვენოთ, მაგრამ ლაბორატორიული ანუ პრაქტიკული მუშაობის გარეშე ახსნილის გაგება და გათავისება ძალიან ძნელია. ვიცი, რომ ასეთივე პრობლემა დიდი ქალაქების სკოლებსაც აქვთ, მაგრამ ჩვენ ამ მხრივ მართლაც ძალიან ცუდ დღეში ვართ. შესაძლოა, სწორედ ამის ბრალია, რომ ბავშვები ტექნიკური და საბუნების-მეტყველო საგნებით ნაკლებად ინტერესდებიან. ასეთ დროს იძულებული ვხდებით, ალტერნა-ტივა გამოვნახოთ: ჩვენი სკოლა შიდასასკოლო კონფერენციების მხრივ საკმაოდ აქტიურია, მათში ბავშვებიც სიამოვნებით მონაწილეობენ. კონფერენციებზე ვმართავთ კონკურსებსაც, საუკეთესო ნამუშევრებს კი მოსწავლე ახალგაზ-რდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ ან სხვა კონკურსებზე ვაგზავნით.

ბევრი მასწავლებელი ასახელებს სახელმ-ძღვანელოების, პროგრამის ხარვეზებსაც. იზიარებთ ამ აზრს?

– პროგრამა იმდენად პრობლემური არაა, როგორც ის, რომ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს ცოტა დრო ეთმობა. ვფიქრობ, საათების რაოდე-ნობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. შეუძლე-ბელია, კვირაში ჩატარებული ორი გაკვეთილის განმავლობაში ბავშვი ურთულესი, მაგრამ, იმავდ-როულად, ყველაზე საინტერესო საგნით – ფიზიკით დააინტერესო. ასეთ საგნებთან მოსწავლეს ხშირი და ინტერაქტიული შეხება უნდა ჰქონდეს.

ჩვენი ინტერვიუ „ინტელექტის დღეს“ ჩავწე-რეთ. რამდენიმე წუთის წინ გარდაბნის რაი-ონის სკოლების „რა? სად? როდის“ გუნდების შეჯიბრება დასრულდა. ხშირად ერთვება თქვენი სკოლა ამგვარ აქტივობებში?

– ეს სკოლის ცხოვრების ორგანული ნაწილია, რაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისთვისაც აუცილებე-ლია. მუზეუმებში და ღია ცის ქვეშ გასვლითი გაკ-ვეთილები ხშირად გვაქვს, რამდენიმე დღეში მეც მიმყავს მოსწავლეები ჰიდროელექტროსადგურ-ში, რათა მისი დანადგარების მუშაობა ავუხსნა. თუ დღეს რამდენიმე ბავშვი „რა? სად? როდის?“ კონკურსში მონაწილეობდა, მეორე ჯგუფი სიღ-ნაღში ცეკვის კონკურსზე იმყოფება. საზოგადოდ, ძალიან აქტიური ბავშვები გვყავს, აინტერესებთ ყველა სიახლე და სურთ, ამ სიახლეთა მონაწილე-ები თავადაც გახდნენ. მთავარია, ერთხელ აჩვენო გზა, დანარჩენს უკვე თავად აკეთებენ.

სკოლა გადახურულია, შემინულია, ზამთარში თბება. რა აკლია თქვენს სკოლას, რა არის მისთვის აუცილებელი?

– ძალიან მინდა ტექნიკურად გამართული სპორტდარბაზი. გვაქვს გარე სტადიონი, მაგრამ არ გაგვაჩნია კარგად აღჭურვილი დარბაზი, რომელიც ბავშვებს ხელს შეუწყობს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჩვენი სოფელი ძიუდო-ში საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებით ამაყობს, მაგრამ ახალი თაობისთვისაც აუცი-ლებელია შესაბამისი პირობები, ამიტომ ჩემი უახლოესი დიდი პროექტი ამ სკოლაში სპორტუ-ლი დარბაზის გამართვაა.

Page 14: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

14 specialuri nomeri 2015

გულწრფელად

რომ გითხრათ,

ადვილი ნამდვი-

ლად არ ყოფილა.

უნდა მეცხოვრა

უცხო გარემოში,

განსხვავებული

კულტურის, რე-

ლიგიის, ტრადიცი-

ების მქონე უცნობ

ადამიანებთან

ერთად. თავიდან

თითქმის დარწმუ-

ნებული ვიყავი, რომ

განსხვავებული გა-

რემო ჩემზე უარყო-

ფითად იმოქმედებ-

და, მაგრამ მაინც

არ შევშინდი და

შევეცადე საკუთა-

რი თავის დარწმუ-

ნებას იმაში, რომ მე

ამას შევძლებდი.

ამბავი ერთი მასწავლებლისა, არაქართულენოვან სოფელში საქართველოსთვის რომ ასწავლის

nino lomiZe

კვალიფიციური და მოტივირებული კადრების დაინტერესება და მოზიდვა ნებისმიერი დარგის განვი-თარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა – ყველგან და ყოველთვის...

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა საგანმანათლებლო სფეროში. შეკითხვაზე – რა გინდა გამოხ-ვიდე, რომ გაიზრდები ან რას აპირებ, როცა დაამთავრებ უნივერსიტეტს – ერთმნიშვნელოვანი პასუხი – მასწავლებელი/მასწავლებლობას – სულ უფრო იშვიათი ხდება. ასეთ პირობებში დიდი მნიშვნე-ლობა ენიჭება ინიციატივებს, რომლებიც სწორედ ზემოხსენებულ მიზანს (კარგი კადრების მოზიდვას) ემსახურება.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს შორეული და მაღალმთიანი რაიონების სკოლებ-ში, სადაც სწავლების ხარისხი, სამწუხაროდ, ჩამორჩება დადგენილ სტანდარტებს.

ვითარების გასაუმჯობესებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეიქმნა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“. პროგრამის დეტალური, ოფიციალური მხარე, მიზნები, შედეგები და სამომავლო გეგმები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დაწვრილებითაა აღწერილი, მაგრამ ერთია ოფიციალური მონაცემები და მეორე – ცოცხალი, რეალუ-რი ამბებისა და ისტორიების გაცნობა, სირთულეებზე და ამ სირთულეების გადალახვით მონიჭებულ სიხარულსა და ბედნიერებაზე უშუალო საუბარი.

სტატიაში ხედვის ამ კუთხეს წარმოგიდგენთ სწორედ. ჩვენი რესპონდენტი ივანე დიდებელია. პროფე-სიით პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამა-გისტრო პროგრამაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით. ერთი წელია, რაც ივანე ბოლნისში, მაღალმთიან სოფელ ბერთაკარში ინგლისურ ენას ასწავლის. სოფელი აზერბაიჯანული წარმოშობის არაქართულენოვანი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული და ახალბედა მასწავლებლისთვის ეს დამა-ტებითი გამოწვევა აღმოჩნდა: „ახლა სასაცილოდ არ მყოფნის ამის გახსენება, თუმცა მაშინ ნამდვილად მქონდა საბაბი, რომ დაძაბული ვყოფილიყავი.. კომუნიკაცია ასე თუ ისე პრიმიტიული დიალოგებით წამოვიწყე და მოქმედებაში მოვიყვანე „სხეულის ენა“ და თითქმის ყველა კუნთი; არ ვზოგავდი თავს და ყველანაირი მიმიკით ვცდილობდი გამომეხატა სათქმელი, რათა პირველივე გაკვეთილზე არ დავთრ-გუნულიყავი... ის 45 წუთი 45 დღედ გადაიქცა. თუმცა პირველი გაკვეთილის შემდეგ, უკვე „გამოცდი-ლებით“ შეიარაღებულმა, გავიცანი სხვა კლასის მოსწავლეებიც და გაკვეთილების ბოლოს ბედნიერი და კმაყოფილი სახით დავბრუნდი სახლში...“

Page 15: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

15specialuri nomeri2015

როგორ დაიწყო ყველაფერი?

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებამდე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, გავმხდარიყავი საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შესანიშნავი ოჯახის წევრი; გა-მოცდების ჩაბარებისა და შემ-დგომი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად უცხო მხარე-ში. გადაწყდა, რომ უახლოესი ერთი წელი ჩემი სამუშაო ბოლ-ნისის რაიონში უნდა შემესრუ-ლებინა. ტრენინგის დასრულე-ბიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავადექი ბოლნისის გზას. გზას, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო, თუმცა ვცდილობდი, ეს სიუცხოვე საკუთარი თავისთ-ვისაც არ მეგრძნობინებინა...

რთული იყო სრულიად ახალ, უცხო გარემოში ადაპტირება?

გულწრფელად რომ გითხ-რათ, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. უნდა მეცხოვრა უცხო გარემოში, განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ტრადი-ციების მქონე უცნობ ადამიანებ-თან ერთად. თავიდან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ განსხვავებული გარემო ჩემზე უარყოფითად იმოქმედებდა, მაგრამ მაინც არ შევშინდი და შევეცადე საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ ამას შევძლებდი. მახსოვს თითო-ეული წუთი და წამი, როდე-საც ვიდექი გაჩერებაზე და უცხო მხარეში, უცხო სკოლის უცხო დირექტორს ველოდი... თუმცა ბატონ ნოფალანთან პირველივე შეხვედრისას სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ერთდრო-ულად გამიკვირდა და გამიხარ-და მისი გამართული ქართული, გულწრფელობა და პოზიტიური დამოკიდებულება. ამ ყველა-

ფერმა კი სითამამე შემმატა და საკმაო მიზეზი მომცა, რომ გავხ-სნილიყავი მასთან საუბარში. საინტერესო დიალოგი გამოგ-ვივიდა. იმდენად საინტერესო, რომ სკოლისკენ მიმავალი გზის დამახსოვრება ვერც კი შევძელი ლაპარაკში გართულმა. თუმცა კარგად მახსოვს ის შემაღლებუ-ლი ადგილები, რომელთა დაძ-ლევა მანქანასაც კი გაუჭირდა.

როგორ მოხდა სკოლისა და მოსწავლეების გაცნობა?

კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია პირველ ნაცნობობას... დი-რექტორის მანქანა პატარა, ერთსართულიანი ავარიული შენობის გვერდით გაჩერდა. რო-დესაც მანქანიდან ჩამოვედით, ვიკითხე, სკოლა სადაა-მეთქი,

„აი, ესაა სკოლა“, – მიპასუხა დირექტორმა და პატარა სახლზე მიმითითა. არ ვიცი, უკმაყო-ფილება სახეზე ასე აშკარად გამომეხატა თუ არა, მაგრამ დირექტორმა მყისვე მიმითითა მეორე „კოტეჯზე“, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყუ-რებოდა და დამამშვიდა, რომ იმ „კოტეჯის“ ორი ოთახიდან ერთში კაბინეტის მოწყობის უფლებას მომცემდა... მუშა-ობას მეორე დღიდანვე უნდა შევდგომოდი, ამიტომ იქიდან მალევე გამოვბრუნდით, მეორე დღეს კი დილაადრიან დავიძარი თბილისიდან და სკოლამდე დამოუკიდებლად მისვლას შევეცადე, თუმცა ამაოდ, – დავი-კარგე! დიდი ხნის ხეტიალისა და

Page 16: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

16 specialuri nomeri 2015

კითხვა-კითხვით გზის გაგნების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი ნაცნობ ადგილს და გზააბნეულს, იმდენად გამიხარდა ამ „კოტე-ჯის“ დანახვა, რომ ამჯერად უბედნიერესი სახით შევედი ერთსართულიან შენობაში.

ბავშვები როგორ შეხვდნენ ახალ მასწავლებელს?

ბავშვები თავადაც გულწრ-ფელები არიან და ყველაფერს გრძნობენ. ცხადია, ვნერვი-ულობდი, რომ არ შეემჩნიათ ჩემი დაძაბულობა, გამოუცდე-ლობა, ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა – ბავშვებმა მალევე ამიღეს ალღო და „გამიშინაურ-დნენ“. რაც დრო გადის, უფრო მეტად ლაღები ხდებიან ჩემ მი-მართ. ვხედავ, როგორ შემორ-ბიან ინგლისურის კაბინეტში, მაშინაც კი, როცა გაკვეთილი უცდებათ. ვხედავ და მიხარია, როდესაც აკაკუნებენ კარზე და მთხოვენ გაკვეთილზე დასწ-რებას. რასაკვირველია, უარს არ ვეუბნები, თუ ოთახში არის საკმარისი ადგილი.

ამჟამად როგორია თქვენი სამუშაო გარემო?

პატარა, კომპაქტური ოთახი მაქვს, რომელიც ჩემებურად მოვაწყვე. თავიდანვე შევეცადე გამელამაზებინა და მიმზიდვე-ლი გამეხადა მოსწავლეებისთ-ვის. აბსოლუტურად ყველა სასწავლო მასალა, რომელსაც საჭიროდ ვთვლიდი, შევქ-მენი, ამოვბეჭდე და კედლებზე გავაკარი. საკუთარი რესურსე-ბითაც შევიძინე საკანცელარიო ნივთები და კედლები სხვა-დასხვა თემატიკის ლექსიკური მარაგის შემცველი სურათებით მოვრთე. მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ეს კაბინეტი სასურველი და საინტერესო სივრცეა ყვე-ლასთვის, თუმცა, ვისურვებდი,

რომ მეტი საშუალება და რე-სურსი მქონოდა, რათა გაცილე-ბით საინტერესოდ წარმემართა ჩემი საქმიანობა.

თავიდან სირთულეები ახსე-ნეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს ბერთეკარში?

შეიძლება, გასაკვირად მოგეჩ-ვენოთ, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ... ვცდილობ, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, დავეუფლო აზერ-ბაიჯანულ ენას. უფრო მეტად ვცდილობ, საგაკვეთილო პრო-ცესი საინტერესოდ, სამ ენაზე საუბრის თანხლებით წარვ-მართო – ვასწავლო ინგლისური და ამასთანავე ვეცადო, რომ მათთვის გაუგებარი სიტყვები გასაგებ (მშობლიურ) ენაზე მივაწოდო და თან ქართული შესატყვისებიც დავურთო. კომუნიკაციას გაცილებით მი-მარტივებს ონლაინლექსიკონი, რომელიც ჩემი განუყრელი და დამხმარე მეგობარია სკოლაში ყოფნისას. გასაკვირია ისიც, რომ მიყვარს ის გზა, რომელსაც კვირაში სამჯერ ფეხით გავდი-ვარ სკოლამდე და პირიქით. გზა საკმაოდ ვრცელია და მინიმუმ ნახევარი საათი მჭირდება. ის ხან წვიმიანი, ხან ნისლიანი და ხანაც თოვლიანია. მზეც ხშირად არის, თუმცა ამ გზას მო-ღუშული ამინდი უფრო უხდება, ჩემებური ამინდი.

როგორია თქვენი სამომავ-ლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები, ცხადია, განათლების სფეროში მოღვაწეობას უკავშირდება. პროექტის გაგრძელებას აუცი-ლებლად ვაპირებ, თუმცა სკო-ლის შეცვლა არ მინდა. ჩემთ-ვის ძალიან რთულია, ასე, ერთი ხელის მოსმით მივატოვო ის საქმე, რასაც აქ ვაკეთებ და

სხვაგან ახალი წამოვიწყო. აუცილებლად დავრჩები ჩემს ბავშვებთან და მივაწვდი იმას, რისი გადაცემაც ვერ მოვახერ-ხე ამ ერთი წლის განმავლობა-ში. მოუთმენლად ველოდები ახალი სასწავლო წლის დაწყე-ბას, ახალი შემართებით, ახალი გეგმებითა და განახლებული რესურსებით, რომელიც, სამწუ-ხაროდ, სკოლას არ გააჩნია და ასე ძალიან სჭირდება სასწავ-ლო პროცესს.

ვასრულებ მასალაზე მუშა-ობას და ვხვდები, რომ ეს ამბა-ვი, ერთი სოფლის ქალაქელი მასწავლებლის და იქაური ლაღი და მოწადინებული მოწაფეების ისტორია, კიდევ დიდხანს გამყვება. სტატიას კი რესპონდენტის ჩანახატი მინდა დავურთო ეპილოგად:

„ბევრ რამეზე მწყდება გული და ბევრი რამეც მიხარია...

ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება ირგვლივ, რა ხდე-ბოდა ადრე, რა მოხდება მომავალში... როგორ შეიცვლებიან ჩემი მოსწავ-ლეები, რა გზას დაადგებიან ცხოვრებაში, რამდენად დასამახსოვრებელი იქნება მათთვის ჩვენი ერთად გატარებული წუთები, საათები, დღეები...

თქვენ ნამდვილად შეც-ვალეთ ჩემი ცხოვრება, გახადეთ უფრო საინტერე-სო და სასიამოვნო, უამრავი მოგონებით აღსავსე. ბედ-ნიერი ვიქნები, თუ მეც მომეცემა საშუალება, რომ სულ მცირედით მაინც გავხადო თქვენი სასკოლო ყოფა მხიარული და თქვენი მომავალი – წარმატებული!“

თქვენ ნამდ-

ვილად შეც-

ვალეთ ჩემი

ცხოვრება, გახა-

დეთ უფრო საინ-

ტერესო და სა-

სიამოვნო, უამ-

რავი მოგონებით

აღსავსე. ბედნიერი

ვიქნები, თუ მეც მო-

მეცემა საშუალება,

რომ სულ მცირე-

დით მაინც გავხადო

თქვენი სასკოლო

ყოფა მხიარული და

თქვენი მომავალი –

წარმატებული!

Page 17: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

17specialuri nomeri2015

ამერიკის სკოლაში დამამთავრებელ კლასში სწავლისას მოხვდით ანუ საბაზისო განათლე-ბა აქ გაქვთ მიღებული.

– დიახ, განათლება აქ მაქვს მიღებული, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პერიოდის სკოლებ-ში განათლების მიღების ხარისხი მხოლოდ მას-წავლებელზე იყო დამოკიდებული – მთავარი იყო, ამ მხრივ გაგმართლებოდა. მე იღბლიანთა შორის აღმოვჩნდი. მყავდა რამდენიმე ძალიან კარგი მასწავლებელი, რომლებსაც თავადვე ჰქონდათ სურვილი ესწავლებინათ. ჩემი დამრიგებელი იყო ლამარა სანიკიძე, საოცარი ადამიანი, ბავშვებზე გადაყოლილი და მათ ცხოვრებაში ბოლომდე ჩართული. ასევე გავიხსენებდი კიდევ ერთ დამრიგებელს, ნელი ჯინჭველიშვილს, ვისთვისაც მასწავლებლობა არასდროს ყოფილა მხოლოდ მოვალეობა. თუმცა მხოლოდ მასწავლებლის კეთილსინდისიერებასა და ინიციატივებზე განათლების სისტემას ვერ ააწყობ, სახელმწიფო თავად უნდა იყოს მოტივირებული, რომ სკოლა ძლიერ ინსტიტუტად იქცეს და მოსწავლეებს ადეკვატური განათლება მისცეს.

გაიხსენეთ ამერიკის სკოლაში გატარებული ერთი წელი.

– მთელი ერთი წლის განამვლობაში, ფაქტობრივად, მარტო, დამოუკიდებლად ვცხოვრობდი იქაურ ოჯახში, რომელიც რადიკალურად განსხვავდებო-და ჩემი ქართული ოჯახისგან. 16 წლისას თავად მიწევდა გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობოდი და არ გამაჩნდა ოჯახის მხარდაჭერის მთელი ის სისტემა, რასაც აქ ვიყავი შეჩვეული. თავიდან გამიჭირდა, რადგან სოციალურად გახსნილი არ ვიყავი და დიდად არც ვინმესთან დამეგობრება შემეძლო, რამდენიმე თვეში კი შევიცვალე, უფრო თავდაჯერებული და თამამი გავხდი და ეს ნამდვილად ამერიკული ცხოვ-რების წესის დამსახურებაა. არ ვიცი, გარდასახვა რამდენად კარგად გამომივიდა, მაგრამ ეს პროცესი გავლილი მაინც რომ მაქვს, უკვე კარგია.

სკოლის მხრივ რამდენად განსხვავებულ გარემოში მოხვდით?

– საჯარო სკოლა იყო, მაგრამ განათლების კუთ-

ერთი წელი და დანარჩენი90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც სკოლა მოზარდების ერთადერთი გასართობი იყო, ხოლო სკოლამდე მისასვლელი გზა მთელი – თავგადასავალი, მე-11-კლასელი ნიკო სულ სხვა კონტინენტზე, სხვა კულტურულ და ყოფით გარემოში აღმოჩნდა. თბილისის 55-დან აშშ-ს ვირჯინიის შტატის კემპსვილის სკოლაში გაცვლითი პროგრამის წყალობით მოხვდა და მალე მიხვდა, რომ აქ მხოლოდ სასწავლო პროგრამას არ ისწავლიდა. რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე იმ წელიწადს ერთ დიდ გაკვეთილად მიიჩნევს: „სრულიად უდისციპლინო 90-იანი წლების თბილისური სკოლიდან ყოველმხრივ გამართულ, ჩამოყალიბებული სისტემის მქონე გარემოში აღმოვჩნდი. ერთი წლის განმავლობაში ერთი გაკვეთილიც არ გამიცდენია, მაშინ როდესაც ჩემი თბილისელი თანატოლებისთვის სკოლაში, სიარული ფაქტობრივად მთლიანად იყო მოკლებული პირველად დანიშნულებას“.

niko nergaZis

მასწავლებელი ყვე-

ლა ბავშვს თანაბ-

რად უნდა უნაწი-

ლებდეს დროს და,

იმავდროულად,

ინდივიდუალური

მიდგომაც ჰქონდეს.

მან უნდა იცოდეს,

რომელ მოსწავლეს

რისი ნიჭი აქვს ან

რომელ ასპექტ-

ში მოიკოჭლებს,

როგორ შეიძლება

მისი პროგრესირე-

ბა, სწორად განვი-

თარება და ზუსტი

პრიორიტეტების

განსაზღვრა.

Page 18: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

18 specialuri nomeri 2015

ხით საკმაოდ კარგი გარემო იყო, რაც მასწავლებ-ლებისა და სასკოლო პროგრამის დამსახურება გახლდათ. მახსოვს, საკმაოდ რთულ ტექსტებს გვაძლევდნენ, რომელთა აღწერაც, სულ მცირე, სამი წყაროს გამოყენებით უნდა დაგვეწერა. ანუ თემაზე მთელი სერიოზულობით უნდა გვემუშავა, მოგვეძებნა ლიტერატურა ბიბლიოთეკაში, გავც-ნობოდით ნაშრომებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო მეთოდია, რათა ტექსტთან მუშაობის პრინციპები, საკითხის უფრო ფართოდ გაცნობის მეთოდები შეისწავლო. ჩემი აზრით, რთული ტექსტები სწორედ ასე უნდა ისწავლებოდეს. პროგრამაში შექსპირიც უნდა იყოს და რუსთავე-ლიც, მაგრამ არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ სა-ზეპიროების დამახსოვრების ხარჯზე, ეს არაფრის მომცემია და ნაწარმოების მიმართაც აგრესიას

იწვევს. ვისაც „ვეფხისტყაოსანი“ ასეთი მეთოდით აქვს ნასწავლი, ამ ნაწარმოებს წესიერად არ იცნობს და ამის სურვილიც არ გააჩნია. არადა გონივრული ახსნისა და გარჩევის პირობებში ნახავდნენ, რომ რუსთაველის ტექსტი უამრავ ისეთ ასპექტს შეიცავს, რის გამოც ეს ნაწარმოები შეიძლება საინტერესო იყოს.

ფიქრობთ, რომ სკოლა განათლების მისაღე-ბად უალტერნატივო ინსტიტუტია?

– ამის ალტერნატივაა შინ სწავლების მეთოდი, თუმცა არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ასეთი ტიპის განათლების მიღების შემდეგ ბავშვებს ურ-თიერთობის პრობლემები აქვთ. შესაძლოა ეს არც არის სტერეოტიპი, რადგან ფაქტია, რომ სკოლას განათლების მიცემაზე დიდი ფუნქცია აკისრია – სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების გადაცემა. შეიძლება სკოლაში ისწავლო ქიმია და ცხოვრებაში ეს საგანი არასდროს გამოგადგეს, მაგრამ მისი შესწავლისას მიღებული უნარები, ჯგუფური მუშაობის გამოცდილება და ამოცანის ამოხსნისკენ მიმავალი გზების გავლა ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცევა. არც ის გახლავთ აუცილებელი, რომ სკოლის მეგობრე-ბი ცხოვრების ბოლომდე გაგყვნენ, მაგრამ მათ წრეში ყოფნით თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს იძენ. ამრიგად, სკოლას, გარკვეულწი-ლად, ნამდვილად არ გააჩნია ალტერნატივა.

ზოგი მშობელი შვილის განათლებაზე ზრუნ-ვად იმას მიიჩნევს, რამდენად ბევრ დამატე-ბით წრეზე დაჰყავს.

– თავად ამ მხრივ ნაკლებად აქტიური ვიყავი და არც ის მახსოვს, მინდოდა თუ არა რამე წრეზე სიარული. სამაგიეროდ ჩემი გოგონაა აქტიური. ამ მხრივ სრული თავისუფლება მივეცით და ბალეტ-ზე სიარული არჩია, მაგრამ ვცდილობთ, ძალიან არ გადაიტვირთოს და სხვა რამის კეთების სურ-ვილიც ჰქონდეს. ერთგან სტივენ კინგი იგონებს: შვილი საქსოფონზე დამყავდა, კარგად ვარჯი-შობდა, მეცადინეობას არ აცდენდა, მაგრამ მაინც გამოვიყვანე, რადგან ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ იღებდა ხელში, როცა ვარჯიში ევალებოდა, თავისუფალ დროს კი მისკენ არც იხედებოდა; ეს ნიშნავს, რომ მუსიკა მთელი გულით არ აინტერე-სებდაო. ჩემს შვილს კი ცეკვა ძალიან მოსწონს, რეპეტიციის შემდეგაც გამუდმებით ბალეტზე

Page 19: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

19specialuri nomeri2015

ლაპარაკობს, სულ ცეკვავს – ესე იგი, მოსწონს, რასაც აკეთებს, რაც ძალიან მახარებს.

ახალი თაობის მოსწავლეებისთვის ინფორმა-ციის ძირითადი წყარო კომპიუტერია.

– რაც სულაც არ გახლავთ ცუდი. მთავარია, იქ მოძიებული ინფორმაცია სწორად გამოიყენონ. დადასტურებულია, რომ ინტერნეტში დამო-უკიდებელი მუშაობით ბავშვები საკმოდ ბევრს სწავლობენ. ეს პროცესი მათ ანალიზისა და საკითხის კვლევის უნარებს უვითარებს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კარგი ხარისხის ონლაინ სასწავლო პროგრამა, თუმცა ამ მხრივ ჩვენთან საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ხელოვნება (კინო, მუსიკა) უნდა ისწავლებოდეს საგნის დონეზე?

– ამ საკითხის მიმართ ორმხრივი დამოკიდე-ბულება მაქვს: ერთი მხრივ, მსგავსი საგანი, რომლის სწავლაც ვალდებულებას წარმოადგენს, შეიძლება სულაც არ შეგიყვარდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გასწავლის, ვინაა მედიუმი შენსა და ხელოვნებას შორის ანუ რეალურად ვინ გეხმარება გემოვნების ჩამოყალიბებაში. მეორე მხრივ კი რატომაც არ უნდა ისწავლებო-დეს, თუნდაც ინფორმაციის მიღების დონეზე. მხოლოდ თანამედროვე კი არა, კარგი იქნება, თუ კლასიკურ მუსიკის მოსმენის ან ნანახი ფილმის გარჩევის კულტურასაც ვასწავლით. ბავშვებს უყვართ საკუთარი აზრის გამოხატვა და ზოგჯერ ამას უფროსებზე უფრო თამამად აკეთებენ.

საკუთარი ოჯახის მაგალითზე ალბათ დაგ-ვეთანხმებით, რომ მშობლების წიგნიერებას შვილების განათლებაზე დიდი გავლენა აქვს.

– ლაშა ბაქრაძე იხსენებდა: მეგობრის შვილი ხშირად მოდიოდა ჩვენთან და წიგნებს კითხუ-ლობდა. ერთხელ მამამისიც მოჰყვა და მამაჩემს, აკაკი ბაქრაძეს ეკითხება – ასეთს რას ეუბნებით, რაზე ელაპარაკებით, რომ თქვენთან მოსულს სულ წიგნების კითხვა უნდება, სახლში კი არაო. აკაკი ბაქრაძეს უპასუხია: თქვენთან წიგნები არაა და რას წაიკითხავს, სადაც წიგნს პოულობს, იქვე კითხულობსო. ზუსტად ასეა – ბავშვი მშობლე-ბისგან იღებს მაგალითს. როდესაც ხედავს, რომ

ოჯახში კითხულობენ, ნელ-ნელა, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც, ამავეს გაკეთების სურვი-ლი უყალიბდება და ისიც მშობლების მსგავსად კითხულობს, უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას და სხვა. თუ მშობლებს ასეთი ჩვევა არ აქვთ, მაშინ საუკეთესო შემთხვევაა, თუ ბავშვი წიგნიერ წრეში მოხვდება, თუმცა ეს ნამდვილი გამართლე-ბაა. ჩვენს ოჯახში კითხვის კულტურა ყოველთვის იყო, რაც მე და ჩემ ძმაზეც საუკეთესოდ აისახა.

ალბათ წარმოგიდგენიათ იდეალური სკოლის მოდელი. თქვენი შვილისთვის როგორ სასწავ-ლო გარემოს ისურვებდით?

– ჩემი შვილის სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის ფაქტორი. ვფიქრობ, მასწავლებელი ყველა ბავშვს თანაბრად უნდა უნაწილებდეს დროს და, იმავდროულად, ინდივიდუალური მიდგომაც ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, რომელ მოსწავლეს რისი ნიჭი აქვს ან რომელ ასპექტში მოიკოჭ-ლებს, როგორ შეიძლება მისი პროგრესირება, სწორად განვითარება და ზუსტი პრიორიტეტე-ბის განსაზღვრა. ეს მით უფრო აუცილებელია დაწყებით კლასებში, რადგან ამ ასაკში ცოდნის შეძენაზე მნიშვნელოვანი შემდგომში გამოსა-დეგი უნარების შეძენაა. ბავშვი ადრეულ ასაკში უნდა შეეჩვიოს სწავლას, გაუჩნდეს ამ პროცესის მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება, მეტი ისწავლოს. უფროს კლასებში სულ სხვა ეტაპი იწყება. აქ განათლების მიღების ხარისხი ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლეს დამატებითი მომზა-დება არ დასჭირდეს. საჯარო სკოლების ნაკლი ამ მხრივ უფრო ნათლად იკვეთება – კლასში ბევრი მოსწავლეა და მასწავლებელს ინდივიდუალური მიდგომა უჭირს. ჩემი შვილი კერძო სკოლაში და-დის, კლასში მხოლოდ 12 მოსწავლეა და, ცხადია, მათთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება უფრო ადვილია. ამრიგად, მიმაჩნია, რომ კერძო სკოლის მოდელი უფრო მოსახერხებელია არა მხოლოდ ამ, არამედ ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და სხვა სეგმენტების მხრივაც. ასეთ სერვისს სა-ჯარო სკოლა რომ მთავაზობდეს, ცხადია, შვილს კერძოში აღარ შევიყვანდი.

განათლება აქ მაქვს მიღებული, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პერიოდის სკო-ლებში განათლების მიღების ხარისხი მხოლოდ მასწავლე-ბელზე იყო დამოკი-დებული - მთავარი იყო, ამ მხრივ გაგ-მართლებოდა. მე იღბლიანთა შორის აღმოვჩნდი. მყავდა რამდენიმე ძალიან კარგი მასწავლე-ბელი, რომლებსაც თავადვე ჰქონდათ სურვილი ესწავლე-ბინათ.

Page 20: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

20 specialuri nomeri 2015

ჩვენ განსაზღვრული მოლოდი-ნი გვაქვს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ. ხან-დახან ეს მოლოდინი იმდენად დიდია, მთელ ძალისხმევას იმის-კენ მივმართავთ, რომ ის შედეგი მივიღოთ, რასაც ველით. ფსი-ქოლოგები ამას თვითაღსრუ-ლებად წინასწარმეტყველებას (self-fulfilling prophecy) უწო-დებენ. სოციალურ-კოგნიტური თეორიის წარმომადგენლის ალბერტ ბანდურას თეორიაში განხილულია თვითეფექტურო-ბის ცნება – „ინდივიდის რწმენა, რომ მას შეუძლია მოცემული მიმართულების მქონე ისეთი ქმედების დაგეგმვა და განხორ-ციელება, რომელიც საჭიროა მომავალ სიტუაციებთან გასამკლავებლად“ (სოციალური დასწავლა და კულტურა, ლილი ხეჩუაშვილი). მნიშვნელოვანია, დაგეგმვის დროს თავს იმდენად კომპეტენტურად ვგრძნობდეთ, რომ შეგვეძლოს, ბოლომდე მივიყვანოთ დაგეგმილი საქმე.

ამაში შესაძლოა დაგვეხმაროს სხვა ადამიანების ჩვენთან და-კავშირებული მოლოდინებიც. „ფენომენს, რომლის დროსაც ერთი ადამიანის მოლოდინი მე-ორის ქცევის მიმართ მოქმედებს როგორც თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება“, რო-ბერტ როზენტალმა პიგმალი-ონის ეფექტი უწოდა.

როზენტალის კვლევის შედე-გებმა აჩვენა, რომ მასწავლებ-ლის მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ თუ სხვა უნარებზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი პროგნოზირებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მაღალ ქულას მიიღებს მათე-მატიკის ტესტში, ამ მოსწავლეს უმაღლდება თვითეფექტურო-ბის განცდა და ის უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს, რათა მაღალი ქულა მიიღოს. კვლე-ვების მიხედვით, დამამთავრე-ბელი კლასის ის მოსწავლეები, რომელთა მომავლის თაობაზეც

მასწავლებლები პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ, მეტი წარმატებით დაამთავრებენ კოლეჯს, ვიდრე ისინი, რომელ-თა მიმართ უფრო ნეგატიური მოლოდინები აქვთ.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლის ქცევაში ცვლილებები შეინიშნება, მაგ-რამ არ იცვლება მასწავლებლის მოლოდინი. მაგალითად, მან შესაძლოა ვერ შეამჩნიოს, რომ ფრიადოსანმა ბავშვმა მოუკ-ლო სწავლას ან ბოლო მერხზე მჯდომმა ბიჭმა, რომელსაც „მთელი წელი ხმა არ ამოუღია“, სწორად უპასუხა დასმულ კით-ხვას. ეს იმიტომ, რომ მასწავლე-ბელი ყურადღებას ამახვილებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც შეესაბამება მის საწყის მოლო-დინს და მოულოდნელ შედეგს მიაწერს ისეთ მიზეზს, რომელ-საც მოსწავლე ვერ აკონტრო-ლებს. მაგალითად, პირველ შემ-თხვევაში შესაძლოა იფიქროს,

მასწავლებლისმოლოდინები

malina sajaia„შენ იმას ხედავ, რის დანახვასაც ელი, სევერუს!“ – ასე უპასუხა ჰოგვორთსის სკოლის დირექტორმა ალბუს დამბლდორმა მავანი მასწავლებლის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოსწავლე „არაფრით გამორჩეული, მამასავით ქედმაღალი, წესების დამრღვევი, პოპულარობით გაყოყლოჩინებული, ყურადღების მოყვარული, თავხე-დი“ ბიჭი იყო. თან დაამატა: „მასწავლებლები კი ამბობენ, მორიდებული, მომხიბლავი და საკმაოდ ნიჭიერიაო. მე თუ მკითხავ, საყვარელი ბავშვია“.

„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, ჯოან როულინგი, ციცო ხოცუაშვილის თარგმანი

დაბალი მიღწევის მოსწავლეებსაც ისეთივე სიხშირით დაუსვით კითხ-ვები, როგორითაც იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მაღა-ლი აკადემიური მოსწრება აქვთ. შეფასების სისტემა და კომენტარები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, რათა ბავშვმა იცოდეს, რაში მიიღო ესა თუ ის ქულა.

Page 21: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

21specialuri nomeri2015

რომ ბავშვს უბრალოდ რთული პერიოდი უდგას, მეორე შემთ-ხვევაში კი მოსწავლემ ითაღ-ლითა. კვლევების მიხედვით, პიგმალიონის ეფექტი უფრო აშკარაა უმცროსკლასელებსა და იმ უფროსკლასელებთან, რომლებსაც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ.

მასწავლებლის მოლოდინს სხვადასხვა საფუძველი აქვს, მაგალითად, მოსწავლის პირა-

მასალას სთავაზობს. ერთი და იმავე სწორი პასუხისთვის დაბალი მიღწევების მქონე მოს-წავლეებმა შესაძლოა უფრო ნაკლები ქება დაიმსახურონ, ვიდრე მაღალი მოსწრებისამ. შეფასების გაუგებარი სისტემა აქვეითებს მათ მოტივაციას.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც

მასწავლებლებს მოლო-დინის ნეგატიური ეფექ-ტის თავიდან აცილებაში დაეხმარება:

გაითვალისწინეთ, რომ „ასჯერ გაგონილს ერთ-ხელ ნანახი სჯობია” და დაუჯერეთ „აქ და ამჟამად” მყოფი მოსწავლის შესაძ-ლებლობებს, უნარებს და არა პირად საქმეს ან მისი ყოფილი მასწავლებლის მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

მოსწავლეებთან შეთანხ-მებით შემოიღეთ კლასის საერთო წესები და ეცადეთ, წახალისებაც და სასჯე-ლიც ყველას დამსახურე-ბისამებრ შეეხოს, რათა რომელიმეს არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა.

დაბალი მიღწევის მოსწავ-ლეებსაც ისეთივე სიხში-რით დაუსვით კითხვები, როგორითაც იმ მოსწავ-ლეებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. შეფასების სისტემა და კომენტარები უნდა

თუ მასწავლებელმა გადაწყვი-ტა, რომ ზოგიერთი მოსწავლე უუნაროა და მათთან მუშაობი-სას ნაკლებად ეფექტური სტრა-ტეგია გამოიყენა, ეს მოსწავლე-ები ორმაგი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან: ერთი მხრივ – დაბალი მოლოდინის, მეორე მხრივ კი არაადეკვატური სწავ-

დი საქმე, მისი სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ფსი-ქოლოგის დასკვნა, სამედიცინო დიაგნოზი, მის და-ძმებთან ურთიერთობის გამოცდილება, კოლეგების შეხედულება ამ მოსწავლეზე... დიდი მნიშვნე-ლობა აქვს მასწავლებლის გენ-დერულ წამოდგენებს. კერძოდ, კვლევები ადასტურებს, რომ გოგონებისგან მოელიან მაღალ აკადემიურ მიღწევებს, ოღონდ უფრო ჰუმანიტარულ საგნებ-ში და არა მათემატიკაში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერე-ბებში. ამავე დროს, ბიჭებისგან ელიან დისციპლინის პრობ-ლემებს. „განტევების ვაცად“ ხშირად იქცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭირო-ების მქონე მოსწავლე.

იყოს მკაფიო და გასაგები, რათა ბავშვმა იცოდეს, რაში მიიღო ესა თუ ის ქულა.

გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც წარმოგვიდგენს მრავალ ეთნიკურ ჯგუფს.

ლებისა (Good & Brophy, 2003). სწავლება უეფექტო ხდება მაშინ, როცა ბავშვს მეტი შეუძ-ლია, მაგრამ მასწავლებელს მის მიმართ დაბალი მოლოდინი აქვს და ამის გამო უფრო ადვილ

Page 22: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

22 specialuri nomeri 2015

„თანამედროვე მსოფლიოში მასწავლებლობა, ისევე რო-გორც დანარჩენი პროფესიები რადიკალურად შეიცვალა. ჩემი გამოცდილებით, ადამიანთა უმეტესობაში არსებობს საერ-თო აზრი ცვლილების შემდეგ ასპექტთან დაკავშირებით: ოც-დამეერთე საუკუნეში მასწავ-ლებლები თავს აღარ მიიჩნევენ „მარტოხელა რეინჯერებად“ და სასწავლო პროცესიც აღარ არის ერთი ადამიანის შოუ. დღესდღეობით მასწავლებ-ლებმა უნდა აიღონ გუნდის ლიდერის ფუნქციები და იმუშაონ ბევრ სხვა პროფესი-ონალთან ერთად, მაგალითად, ასისტენტებთან, მენტორებთან, მომავალ კოლეგებთან ერთად, რათა ეფექტურად უხელმძ-ღ ვანელონ ბავშვებისა და მოზარდების სწავლის პროცესს. რა თქმა უნდა, მასწავლებლები ყოველთვის ლიდერები იყვნენ, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ საკლასო სივრცეში მათი ლი-

დერობის ფუნქცია შეიცვალა. დღეს უფრო კარგად გვესმის, როგორ ფუნქციონირებს სას-წავლო პროცესი და ამის გამო ნაკლებ ვართ დამოკიდებული სწავლების „დიდაქტიკურ მე-თოდზე“, როდესაც მასწავლებე-ლი „სცენაზე მდგომი ბრძენის“ როლს ასრულებდა“, – წერს ჯეკი თერნბული თავის ცნობილ წიგნში „მასწავლებლის 9 მახასიათებელი“, რომელშიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ხაზს უსვამს იმას, რომ მასწავლებელს კოლეგებთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. მისი აზრით, რთული ადამიანე-ბი, უბრალოდ, არ არსებობენ და თუ მაინც ვინმეს ამგვარად მივიჩნევთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ და ჩვენში ვეძე-ბოთ ამ „სირთულის“ გამომწ-ვევი მიზეზი: „რიგ შემთხვევაში, ადამიანები აუცილებლად მოიქცევიან გამაღიზიანებლად, დამაბრკოლებლად ან შემაშ-

ფოთებლად“. ამიტომაც იგი განიხილავს თავის კლასიფიკა-ციაში მასწავლებლის მეშვიდე მახასიათებლის (გავლენიანი მოქმედება) იმ სტრატეგიებს, რომლებსაც მასწავლებელი ადამიანებთან ურთიერთო-ბისთვის უნდა ფლობდეს. მისი რჩევით, როცა შეხვდებით ადამიანს, რომელთან ურთიერ-თობის დამყარებაც რთულია, ამ დროს საჭიროა დაფიქრება: იქნებ თქვენ არ გამოგიჩენიათ საკმარისი გულღიაობა და მოქნილობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ჰარმონიული და ეფექტური ყოფილიყო?

რა თქმა უნდა, თვითკონტ-როლი, თავდაჯერება, სხვების მოსმენის, მოთმენის უნარი და კეთილგანწყობა აუცილებელია გუნდური მუშაობისათვის.

ამ თვალსაზრისით, საინტერე-სოა უცხოელ პედაგოგთა გა-მოცდილებაც. კალიფორნიელი

ეფექტურისასკოლო გუნდი

maia jaliaSviliმასწავლებელი მნიშვნელოვანი ნაწილია სკოლის ერთიანი სიტემისა, რომელშიც ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სკოლა უნდა იყოს ერთი გუნდივით, რომელიც გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობას გულისხმობს.

Page 23: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

23specialuri nomeri2015

მასწავლებელი მნიშ-ვნელოვანი ნაწილია სკოლის ერთიანი სიტემისა, რომელ-შიც ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სკოლა უნდა იყოს ერთი გუნდივით, რომელიც გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივის-ცემასა და ნდობას გულისხმობს.

ლენა აგილარი თავის ბლოგში „ეფექტური სკოლის გუნდის 5 მახასიათებელი“ სწორედ ამ საკითხს განიხილავს. როგორც თვითონ წერს, ამ თემაზე ბევრი ფიქრის შემდეგ დაწერა წერილი, რათა თავისი ნააზრევი კოლეგებისთვის გაენდო და მათი შეხედულებებიც გაეგო. მან ამ თემას ყურადღება მაშინ მიაქცია, როცა თავდაჯერება იგრძნო გუნდური მუშაობისას, თუმცა ადრე სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფერთან. მას არ ერიდება იმის აღნიშვნისა, რომ ადრე დამოუკიდებელ მუშაობას არჩევდა, არ მოსწონდა რაიმე საკითხის ჯგუფურად განხილვა, რადგან მიაჩნდა, რომ კამათს დრო მიჰქონდა და, კაცმა რომ თქვას, სხვათა გარეშეც იოლად წყვეტდა სასკოლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს. გუნდ-ში მუშაობისას მიღებულმა იმედგაცრუებამ მას არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბა ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ ყვე-ლაფერი შეიცვალა. მან „ხედვის რაკურსი“ შეცვალა.

ლენა აგილარმა ბოლოდროინ-დელი გამოცდილების მიხედ-

ვით დაასკვნა, რომ კარგ გუნდს სკოლის გარემოს შეცვლა შეუძლია. თანაც, ეს მნიშვ-ნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერისა და განვითარე-ბისთვის. სკოლებში, რომლებიც არ განიცდიან კადრების ხშირ ცვლილებას, განსაკუთრებით საგრძნობია გუნდურობის მაღალი ხარისხი. ასეთი სკოლის მასწავლებელს აქვს მეტი დაცულობის შეგრძნება და გან-ცდა იმისა, რომ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან მისიას ასრულებს სკოლის საგანმანათ-ლებლო სივრცეში. თუ გუნდი ეფექტურია, მისი წევრები ერთმანეთისგან სწავლობენ, უფრო მეტს აღწევენ, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი დამო-უკიდებელი მუშაობისას. ისინი ერთმანეთს გადასცემენ იდეებს და გამოწვევებსაც იღებენ. ინდივიდუალური, პიროვნული სიძლიერე გუნდმა შეიძლება სრულყოფილად გამოიყენოს. ამგვარად, შეიძლება განხორ-ციელდეს ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიც სკოლის გარდაქმნაა. თანაც ისე, რომ

გუნდის ყველა წევრმა კარგად იგრძნოს თავი და თავისი ადგი-ლი და მნიშვნელოვნება ცხადად განსაზღვროს.

რა ქმნის კარგ გუნდს? ამ კითხვას ლენა აგილარი ასე უპასუხებს: ის გამოკვეთს კარგი გუნდის ხუთ მახასიათებელს და თითოეულზე ზედმიწევნით მსჯელობს.

1. კარგ გუნდს გაცნობი-ერებული აქვს თავისი არსებობის აზრი.

არ არის საკმარისი, როცა მავანნი ჯგუფდებიან იმის მიხედვით, თუ რომელ კლა-სებს ასწავლიან. გუნდად ყოფნის მიზანი შეიძლება იყოს ამგვარი: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რათა ერთ-მანეთს დავუჭიროთ მხარი, ერთმანეთისგან ვისწავ-ლოთ, ერთად მოვძებნოთ გზები, რათა ამა თუ იმ კლასს უკეთესად ვასწავ-ლოთ“. სულერთია, ამას

Page 24: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

24 specialuri nomeri 2015

მიზანს ვუწოდებთ თუ მი-სიას. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის შეხვედრაზე დასწ-რება ყველას უხაროდეს, აუცილებლად და საჭიროდ მიაჩნდეს და არა მომაბეზ-რებელ ვალდებულებად, როცა ერთი სული გაქვს, თავი დააღწიო შეხვედრას ან რაიმე მიზეზი გამოძებნო მისგან თავის არიდებისა.

2. კარგი გუნდი ქმნის სასწავლო სივრცეს.

ბევრი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაერთიანდნენ მასწავლებლები გუნდში. მთავარია, შეიქმნას ისეთი სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ერთმანეთისგან სწავლას. ძალიან ცოტაა ისეთი პედაგოგი, რომელიც მიიჩნევს, რომ სწავლა აღარ სჭირდება. გუნდი ქმნის შესაძლებლობას, გაიგო ახალი, წახვიდე რისკზე, დასვა შეკითხვები ისე, რომ არ მოგერიდოს, რადგან ყველა კარგად იცნობს და პატივს სცემს ერთმანეთს, სხვებისგან სწავლასაც „უსაფრთხო კონტექსტი“ ექმნება.

3. კარგ გუნდში ჯანსაღი კონფლიქტია.

კონფლიქტი არა მხოლოდ გარდაუვალი, აუცილებე-ლიც კია, როდესაც გუნდში ყველა ერთად სწავლობს და მნიშვნელოვან პროექტსაც ახორციელებს. წევრები ერთმანეთის ყველა იდეას ვერ გაიზიარებენ, მაგრამ იქნება კონსტრუქციული

დიალოგი და შეთანხმებაც დათმობისა და აღიარების გზით მიიღწევა.

4. კარგი გუნდის წევრები ერთმანეთს ენდობიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც გარადუვალი კონფლიქტი წარმოიქმ-ნება, მისი მოგვარება ხერხდება. წევრები ერთ-მანეთს იცნობენ, უსმენენ, ერთმანეთის თვალსაზ-რისებს უბრალოდ კი არ უკუაგდებენ, არამედ განიხილავენ, საერთო აზრამდე მიდიან. შეიძ-ლება, გუნდის რომელიმე წევრმა მართოს პროცესი, ფასილიტატორის როლი შეასრულოს. მთავარია, რომ არავინ დაიჩაგრება, შეურაცხყოფილად არავინ იგრძნობს თავს და ყველას სურვილისამებრ ექნება სა-კუთარი აზრისა თუ იდეის გამოთქმის საშუალება.

5. კარგ გუნდს ჰყავს ფასი-ლიტატორი, ლიდერი ან ლიდერები, რომლებიც იცვლებიან.

როგორც გემს სჭირდება კაპიტანი, ასევე – გუნდ-საც. ოღონდ, ეს კაპიტანი იმის მიხედვით ჩნდება და იცვლება, რა საჭიროებაც გუნდს აქვს. ერთი პროექ-ტის დროს შეიძლება ერთი პედაგოგი იყოს ლიდერი, მეორის დროს – სხვა, იმის მიხედვით, ვის რა ცოდნა და გამოცდილება აქვს შესა-ბამის პროექტზე მუშაობი-სას. შეიძლება რომელიმე

ადამიანი გამოკვეთილ ლიდერადაც იქცეს.

„გუნდური მუშაობა, განსხ-ვავებული ადამიანებისაგან სწავლა, ინფორმაციის ღიად გაცვლა – ცოდნის საზოგადოების ყველა ეს მნიშვნელოვანი შემადგე-ნელი ელემენტი საფრთხეს, რისკსა და იმის რწმენას მოიცავს, რომ, საბოლოოდ, გუნდური მუშაობა და პარტნიორობა კარგ შედეგს მოიტანს“, – წერს ენდი ჰარგრივსი თავის ძალიან საინტერესო სტატიაში „სწავლება ცოდნის საზო-გადოებაში: განათლება გონიერებისათვის“. მისი აზრით, გუნდური მუშა-ობა ავითარებს ემოციურ ინტელექტს, რომელიც ხუთ ძირითად უნარს მოიცავს. ესენია:

იცოდე და შეგეძლოს საკუ-თარი ემოციების გამოხატ-ვა;

სხვისი ემოციების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა;

ემოციების გაკონტროლება და რეგულირება;

საკუთარი თავისა და სხვე-ბის მოტივირების უნარი;

სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა, რომელთა მეშვე-ობითაც პირველი ოთხი უნარის მართვას შეძლებ“.

თანამედროვე მსოფლიოში მას-წავლებლობა, ისევე როგორც დანარჩენი პროფესიები, რადი-კალურად შეიცვა-ლა. ჩემი გამოცდი-ლებით, ადამიანთა უმეტესობაში არსებობს საერთო აზრი ცვლილების შემდეგ ასპექტთან დაკავშირებით: ოც-დამეერთე საუკუნე-ში მასწავლებლები თავს აღარ მიიჩნე-ვენ „მარტოხელა რეინჯერებად“ და სასწავლო პროცე-სიც აღარ არის ერთი ადამიანის შოუ.

Page 25: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

25specialuri nomeri2015

დაძლიე სტერეოტიპები

გავიხსენოთ სტერეოტიპები, რომლებიც სასკო-ლო განათლებაში ფილტრებივით მუშაობს და ცოდნის მიმღებს თითქოს ართმევს სიხარულის უფლებას... მთავარი რამ, რაც ამ დროს მახსენ-დება, არის დავით გურამიშვილის: „ნუ გენაღვ-ლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი, მალ გამრთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი“, და კიდევ – „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“. გიფიქრიათ, იმ „კენ-წეროს“ როდის მივაღწევთ? – ვერც ვერასოდეს, რადგან გვაქვს სხვა სტერეოტიპიც: „სწავლა სიბე-რემდეო“... აი, ასეთ გაუგებრობაში ვცხოვრობთ.

მოკლედ, „სწავლის ტკბილი კენწერო“ სიბერის შემდეგ, სავარაუდოდ, სამოთხეში უნდა ვეძებოთ. როცა მხატვრულ ნაწარმოებს ანალიტიკურად განსჯი, ამგვარი აზრები არ არის „საშიში“, მაგრამ როცა ისინი კულტურაში აღზრდა-განათლების ქვაკუთხედად იქცევა, დამაფიქრებელია.

მე მხიბლავს იმგვარი განათლების სისტემა, რომელშიც სწავლება პროცესზე იქნება ორიენტი-რებული და არა შედეგზე (და რომელსაც, სავა-რაუდოდ, ვერ მოვესწრები). ჩვენი მოსწავლეები იმაზე უფრო მეტს ფიქრობენ, რამდენ ქულას მოაგ-როვებენ სემესტრის ბოლოს, ვიდრე იმაზე, რომ მთელი არსებით ჩაერთონ სწავლის პროცესში.

cira barbaqaZe

გზავნილიმასწავლებელს„იპოვე შენი ელემენტი“ – ამ მეტაფორით გამოხატავს შემოქმედებითი აზროვნების ცნობილი მკვლევარი სერ კენ რობინსონი საკუთარ თავში იმ ნიჭის აღმოჩენას, რომლის რეალიზება გვაბედნიერებს და ცხოვრებას რუტინის ნაცვლად აღმაფრენად გვიქცევს.

არავინ იცის, ეს ნიჭი რომელ სიღრმეში აქვს გადამალული ადამიანს. სასკოლო განათლების მიზანი ბავშვებში სწორედ ამ ტალანტის აღმოჩენა უნდა იყოს. არადა ხშირად პირიქით ხდება: სკოლა ახშობს ნიჭს... 2006 წელს კენ რობინსონმა თამამი და ხმამაღალი განცხადება გააკეთა: „სკოლა კლავს შემოქმედებითობას“.

„იპოვე შენი ელემენტი“ – რობინსონის ეს ფრაზა დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც „იპოვე შენი სიყვარული“. ადამიანს ხომ ერთი, განსაკუთრებული უყვარდება. ნიჭიც ასეა: ყოველ ჩვენგანს სხვადასხვა აქვს; მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს და ეს განსაკუთრებული „ელემენტი“ აპოვნინოს მოსწავლეს.

ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ასოცირდება სწავლა-განათლება ტანჯვა-წამებასთან, ძალადობასთან, როცა ცოდნასთან ზიარება ზეიმი უნდა იყოს... იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი, ჩემო მკითხველო – სკოლა ხომ თქვენც დაამთავრეთ...

Page 26: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

26 specialuri nomeri 2015

ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს და ის დადგება კიდეც; მთავარია, მოსწავლე ამ დამოკიდებულებისგან გაათავისუფლო – ამ დროს ის სრულიად განსხ-ვავებული ხდება, უფრო შემოქმედებითი, მეტს ფიქრობს, მეტს კითხულობს და სწავლებისას მასთან ურთიერთობა ორმხრივად საინტერესოა.

სტერეოტიპები ცნობიერებას მორგებული ის ფილტრებია, რომლებიც თვალთახედვას ზღუდავს და სამყაროს შეზღუდულ რეალობად წარმოაჩენს. საჭიროა ამ სტერეოტიპების დაძ-ლევა, განსხვავებული ხედვა. ჩვენ ხომ რაღაცის დაჟინებით მტკიცება გვჩვევია; გვგონია, ეს რაღაც მხოლოდ ასეა ან ისე და სხვაგვარად წარმოუდგენელია... სინამდვილეში (იმ სინამდ-

მხიბლავს იმგვარი განათლების

სისტემა, რომელშიც სწავლება

პროცესზე იქნება ორიენტირებული

და არა შედეგზე (და რომელსაც,

სავარაუდოდ, ვერ მოვესწრები).

ჩვენი მოსწავლეები იმაზე უფრო

მეტს ფიქრობენ, რამდენ ქულას

მოაგროვებენ სემესტრის ბოლოს,

ვიდრე იმაზე, რომ მთელი არსებით

ჩაერთონ სწავლის პროცესში.

ვილეშიც კი, რომელიც ყველასთვის განსხვავებუ-ლია) ყველაფერი შეიძლება იყოს სხვაგვარადაც; უბრალოდ, ჩვენი აღზრდა, განათლება, რელიგია, ჩვევები და ტრადიცია გვიქმნის ყალიბს, რომელ-ში არსებობაც სიკვდილის ტოლფასია. ჰოდა, ან იცხოვრებ ცოცხალ-მკვდარი, ან გადაწყვეტ, რომ ჯობია, ცოცხალი იყო და დაძლიო სტერეოტიპები და ის ცრუ შიშები, რომლებიც ბუდობს ჩვენში სტერეოტიპების წყალობით.

Page 27: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

ნინო

რბილად რომ ვთქვა, რთულად დასამორჩილებელი კლასი ვიყავით, სკოლაში თუ რაიმე ახალი ონავრობა და მაიმუნობა გამოჩნდებოდა, პირველ ეჭვს ჩემ კლასზე იღებდნენ და ასე იწყებოდა ხოლმე გამოძიება.და თუ ნინოს სადამრიგებლო არა, მაშინ რთულად იყო საქმე, მაშინ მთელ სკოლაში უნდა გეძებნათ დამნაშავე, თუმცა პრობლემის ეპიცენტრს, ძირითადად, ჩვენ-თანვე პოულობდნენ. არაფერი გამანადგურებელი, უბრალო ბავ-შვური სიცელქეები, რომლებმაც ერთხელ ნინო მასწს ათქმევინა, 7 წელი უნდა გავატარო თქვენთან და დარწმუნებული ვარ, 5 წელი-წადში გავჭაღარავდებიო. შეცდა, გაჭაღარავებას 4 წელი დასჭირ-და, ჩვენც საკმაოდ მოვინდომეთ. ნინო მასწავლებელი დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ ჩემი ცხოვრება და მისწრაფება დიდი აფეთქების თეორიასავითაა, ნინო ტყეშელაშვილისგან მოცემული ბიძგით ჩემი შინაგანი სამყაროც ნელ-ნელა ფართოვდება. არ ვიცი, რატომაა ქართულის მასწავლე-ბელი ასეთი გამორჩეული ყველა ბავშვისთვის.ალბათ იმიტომ,რომ სალაპარაკო ენას გასწავლის, ან იმიტომ, რომ ლიტერატურა, რო-

მელზეც ის გესაუბრება, ყველაზე ახლობელია შენთვის, ყველაზე ნაცნობი, იმიტომაც, რომ მეტი სიყვარულია შენი ქვეყნისადმი, შენი ხალხისადმი და ა.შ. თუმცა კიდევ სხვანაირი შეგრძნებები მახსოვს. განსაკუთრებით – ისეთ დღეებში, როცა გაკვეთილების შემდეგ ცოტა ხნით დარჩენას

კარგი მოჭიდავე იყო აღნიშნული მთიელი, როგორ გაუძლო გა-ლაკტიონმა 1937 წელს, როგორ ძმაკაცობდნენ გურამ რჩეულიშ-ვილი და გურამ თიკანაძე და ა.შ. ეს უფრო ჯადოსნური ამბები იყო, უფრო განსხვავებული იმ საზეპირო მშრალი ტექსტებისგან, რომლებიც ხშირად ეწერა ხოლმე სახელმძღვანელოებში. არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო სიმართლე და რა – დროის ქარტეხილებში გამონაგონი ლეგენდა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ქართული ენა და ლიტერატურა

გვიყვარდებოდა, მთელი ეს ლეგენდარული ლაბირინთები მოგვწონდა და თავბრუს გვახ-ვევდა. სკოლა 9 კლასის დასრუ-ლების შემდეგ დავტოვე და მას შემდეგ ერთხელღა ვნახე ნინო მასწავლებელი, უკვე გაჭაღარა-ვებული, მაგრამ მაინც შეუცვ-ლელი. ყოველთვის ვამსგავსებდი დედაჩემს, ერთხელ შემეშალა კიდეც და „ნინო მასწის“ ნაცვლად „დეე“ დავუძახე. მთელმა კლასმა დამცინა, მე ყურებამდე გავწით-ლდი, თვითონ კი სასიამოვნოდ ჩაეღიმა, ალბათ, იგრძნო ჩემი დამოკიდებულება.

სულ ვამბობ, რომ სკოლაში უნდა შევიარო და ვინახულო, მაგრამ წლები გადის და ვერ. იქნებ ამ ბლოგმა მაინც გადამალახვინოს რაღაც უცნაური მორიდება ჩემი წარსულის, ლეგენდების და ნინო მასწავლებლის მიმართ.

ჯემალი

როგორც უკვე ვთქვი, 9 კლასის დასრულების შემდეგ კოლეჯს მივაშურე და 14 წლის ღლაპმა უკვე ხელოვნების ქურუმად გამოვაცხადე თავი. პირველი-ვე დღეს აუდიტორიაში ერთი გამხდარი, მკაცრი იერის მქონე კაცი შემოვიდა, ღრმად ჩამსხ-დარი ცისფერი თვალებით და რუხი გაცრეცილი პიჯაკით. მოგვესალმა, გადმოგვხედა, აიღო ხელში კალამი და გვეკითხება, აბა, მითხარით, კალამი პირველად ვინ შექმნაო. აუჰ, ატყდა ამბავი, ზოგი რას ამბობდა, ზოგი – რას. ჩამოითვალა, რაც კი მეცნიერები ვიცოდით, გუტენბერგიდან დაწ-ყებული – ედისონით დამთავრე-ბული. მთელი ჩემი ცოდნა მოვიხმე

ჩემი ქართულის მასწავლებლები

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ვთხოვდით ნინო მასწს და ისიც კლასგარეშე თემებზე გვესაუბრე-ბოდა ხოლმე, იმაზე, რაც პროგრა-მით არ იყო გათვალისწინებული, რაც წიგნში არ თუ ვერ შევიდა და რაც ჩვენ უფრო გვაინტერესებ-და, ლეგენდები და სინამდვილე. ნინოც დაუზარლად გვიყვებოდა, როგორ იბრძოდა გრიგოლ ორ-ბელიანი შამილის წინააღმდეგ და როგორ არ მიაქცია ყურადღება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექ-სებს, როგორ მიიღო ილიამ ვაჟა, როცა ეს უკანასკნელი პირველად ჩამოვიდა მთიდან და როგორი

ეს ის ხალხია, ხან მშობლიური ლიტერატურის მასწავ-ლებლები რომ ერქვათ, ხან – ენისა და ლიტერატურის, ხან – ქართული ენისა და ლიტერატურის და ა.შ. ჩვენთვის, ბავშვებისთვის, უბრალოდ ქართულის მასწავლებლები რომ იყვნენ, უფრო კი ასე რომ მოვიხსენიებდით: „ქართუ-ლის მასწი“. ეს ბლოგიც ჩემს სამ მასწავლებელს ეძღვნება, ჩემს სამ ცხოვრებისეულ ეტაპს, სამ შთაგონებას და სამ სტიმულს: სკოლას, კოლეჯს და უნივერსიტეტს, ანუ:

Page 28: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

და მაინც ვერაფერს გავხდი. ბოლოს, კარგად რომ მოგვქანცა, გაიღიმა და გამარჯვებულის ტონით გამოგვიცხადა, ეს კალამი პირველად ადამიანმა შექმნაო. დავრჩით პირდაფჩენილები. მე გავიბრძოლე, ეგ ხომ ისედაც ვიცოდით-მეთქი, მაგრამ მასაც ეს უნდოდა, როგორც აღმოჩნდა, რადგან სიტყვა გამაწყვეტინა და მომახალა, ჰოდა, მაგაშია საქმე, რაღაცების მკითხაობას, ჯობს ფაქტებს დაეყრდნო და იმდენი თქვა, რამდენიც ზუსტად იციო. იმ გაკვეთილზევე მივხვდი რომ ერთ ძალიან თავისებურ, ახირებულ და საინტერესო კაცთან მქონდა საქმე. მკაცრი კაცი იყო ჯემალ ჩომახიძე, ისიც კი არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ აღარ.იმ ხანებში კოლეჯის ბიჭბუჭობაში ხმა დადი-ოდა, ეგ ისეთი ავი ვინმეა, ნიშნებს არ წერს, ტექნიკურ უნივერსიტეტ-ში სტუდენტები აივნიდან აგდებდ-ნენო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს უბრალოდ განაწყენებული ბავშვების გამონაგონი ლეგენ-და იყო, თორემ აივნიდან იქით გადაყრიდა ბარე ორს. მოკლედ, ისე მოხდა, რომ მე და ჯემალი მასწი დავმეგობრდით. რაღაც უცნაური მეგობრობა იყო, ინტე-რესებით თვალებგაფართოებული ბიჭუნასი და პირქუში მოხუცის, აი, დაახლოებით ისეთი, სტივენ კინგს რომ აქვს აღწერილი მოთხრობაში „Apt Pupil”.მერე აღმოვაჩინეთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი გვიყვარდა ორივეს, მთხოვა, მის წერილებს გავცნობოდი და თემა მომემზადებინა. ამ წერილებზე მუშაობა ერთ დიდ ატრაქციონად იქცა, რომელშიც ორივე თანაბ-რად ვიყავით ჩართულები. როცა ატყობდა, რომ ჩვენ შორის რაღაც დისტანცია ირღვეოდა და ლამის მისთვისაც, ნინო მასწავლებელი-ვით, „ბაბუ“ ან „მამა“ დამეძახა, უმალვე იბრუნებდა პირქუშობას და სიმკაცრეს, თითქოს განზრახ არ ლახავდა რაღაც ზღვარს, თუმცა ეს ზღვარი მისდა უნებუ-რად ილახებოდა, რადგან იმავე კოლეჯში ჯემალის მეუღლეც მუშაობდა მასწავლებლად და მე მისგან უჩუმრად ვაკვირდებოდი ხოლმე, როგორ ნელ-ნელა მისეირ-ნობდა მოხუცი წყვილი სახლში გაკვეთილების შემდეგ. კაცი წელ-ში გამართული მიაბიჯებდა, მაგ-

რამ ის მკაცრი იერი დაეკარგა და უფრო ახალგაზრდა, გულგახსნილ ბიჭს ჰგავდა, რომლისთვისაც ხელ-კავი გვერდით მომავალ მეუღლეს გამოედო და, აქედან გამომდინა-რე, მთელი დანარჩენი დედამიწა ახლა მხოლოდ მათ ორის გარშემო ტრიალებდა. ასეთი იყო ჯემალი, ბევრი ფიქრის მატარებელი, ერთ-დროულად მკაცრი და მოსიყვა-რულე, კაცი, რომელმაც კოლეჯის დასრულებისას განზე გამიხმო და მითხრა, საკუთარ თავს თუ არ უღალატებ, ყველაფერს მიაღწევ, რისკენაც ისწრაფვიო. გხედავ და ვგრძნობ შენს გულისთქმას, ჰოდა მთავარია, საკუთარ თავს არ უღალატოო.

იმის შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი ქმედება თუ ფიქრი შეიძლება ბოლომდე არ ეთანხმებოდეს ჩემს შინაგან ხმას, ჯემალ ჩომახიძის სიტყვები ჩამესმის და როგორღაც ვახერხებ ბეწვის ხიდზე გავლას, ბოლოს და ბოლოს, ბეწვის ხიდიც ხომ ადამიანმა შექმნა.

ვატა

ყველა აღმართი საბოლოოდ მწვერვალისკენ მიდის. ჩემი მწვერვალი თეატრალურ უნივერსიტეტში ვიპოვე, მაგისტ-რატურაში სწავლისას, პირველივე დღეს, როცა აუდიტორიაში ჩვენი ლიტერატურის მასწავლებელი, ერთი ახმახი და ბრგე კაცი შემო-ვიდა, კაცი, რომლის ღიმილიც და წარბების შეჭმუხვნაც უფრო ძვი-რად ფასობდა, ვიდრე ჩვეულებ-რივ. კაცი, რომელსაც შეეძლო ისე ესაუბრა ლიტერატურულ შედევრებზე, რომ მისი ანალიზი მნიშვნელობით იმ შედევრს გატოლებოდა. კაცი, სახელად ვახტანგ როდონაია, ან უბრალოდ ვატა, როგორც მას მეგობრები და შემდეგ უკვე ჩვენც ვუწოდებდით, როცა მარტონი დავრჩებოდით

ხოლმე. ვატაზე წერა ყველაზე მეტად მიჭირს, რთულია, ერთ გვერდში ჩაატიო მოგონება ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება სიტყვა „ბუმბერა-ზი“. დაჯდებოდა ხოლმე ჩვენ წინ, ერთ დიდ აზრიან პაუზას აიღებდა, შემდეგ სახე მოეღუშებოდა და გადაეშვებოდა ამა თუ იმ ეპოქის ორომტრიალში. ვატას შეეძლო ერთნაირი ინტერესით ელაპარაკა გურამ რჩეულიშვილსა და ჟან ჟენეზე, მიხაილ ბულგაკოვსა და უილიამ შექსპირზე. შეეძლო ისე-თი ქარიზმით წაეკითხა რომელიმე ლექსი, რომ თავად ავტორიც გაოცდებოდა, რომ მოესმინა. უეცრად ჩაურთავდა საუბარს, რომ „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხ-ლებრ შემწუელი და მPურვალებაY მზისაY, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკKდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყKთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერე-ბულნი, ჩარადოვანნი, პირმსი-ვანნი და დღემოკლედ ცხოვრე-ბულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა“, იტყოდა და ჩვენი აღტაცება რა მოსატანია, თვითონვე ეძლეოდა ხოლმე აღფრთოვანებას. არ შემიძლია ვატაზე კონკრეტული საუბარი, უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ზო-გადად შემიძლია აღვწერო ჩემი მისდამი დამოკიდებულებაც. არ შემიძლია, მიწიერ დიალოგებამდე და ადამიანურ მოგონებებამდე დავიყვანო ჩემი ქართულის მესამე მასწავლებელი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ჩემს ცხოვრე-ბაში გასცდა ქართულს, გასცდა ლიტერატურას, გასცდა ხელოვ-ნებას და რაღაც უფრო მნიშვნე-ლოვანი როლი მიიღო, მფარველი ანგელოზივით. მე ვატას ლექსი მივუძღვენი, ალუდა ქეთელაურის ინტერპრეტაცია, თანამედროვე გადმოსახედიდან. მან წაიკითხა და მითხრა, შესანიშნავი მცდელო-

ბაა ერთ დიდ პოეტურ შედევრ-ზე მეორე მშვენიერი პოეტური ნაწარმოების შექმნისაო. იქნებ იცოდა კიდეც ვატამ, რომ ეს ნათქ-ვამი შესანიშნავი მცდელობა იყო ჩემთვის ფრთების შესასხმელად, მცდელობა, რომელიც შედგა. გამოცდის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი, ამირან დოლიძე, დაგ-ვიბარა და გვითხრა თითოეულს, ერთ დიდ და ბევრის შემძლე კაცს უნდა მიგაბაროთო.მე მიგაგზავ-ნით, თქვენ მიდით ჩემი სახელით და ყველაფერი დაუჯერეთო, ყველაფერს სწორად გეტყვით და არ აურიოთო. დავიძაბე, ნეტავ ვისთან მგზავნის-მეთქი, ვიფიქრე, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ამირანს ამირან დოლიძეს-თან გზავნიდა, მე კი, შესაბამისად – ალექსანდრე ლორთქიფანიძეს-თან. ასე იცოდა ვატამ სტუდენტში თვითრწმენის გაჩენა, ასე შეეძლო ვატას მოეცა ერთდროულად ცოდნაც, აღმაფრენაც, რწმენაც და მოტივაციაც. დღემდე ხშირად ვიხსენებ,რა კოსმიური სიმშ-ვიდე ისადგურებდა ხოლმე მის თვალებში, როცა პოეტურად წაუმღერებდა ანტონიო მაჩადოს ლექსს დავით წერედიანისეულ თარგმანში:

„მოედანზე – თეთრი კოშკი,კოშკი, თეთრი აივნითა,აივანზე – თეთრი ქალი,ქალი თეთრი ყვავილითა.ჩაიარა კაბალიერომ –გზა იყო და ჩაივლიდა,თან წაიღო თეთრი კოშკი,კოშკი, თეთრი აივნითა,წაიყვანა თეთრი ქალიც,ქალი, თეთრი ყვავილითა....

ვატა რომ ავად იყო, ვერ მივედი. არა იმიტომ, რომ არ მეცალა. არა, უბრალოდ ვერ მივედი, არ შემეძლო, ჩემს მოგონებებში სხვანაირად შემომეშვა ეს კაცი, პანაშვიდებზეც ვიყავი, გასვე-ნებაშიც, მაგრამ ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის.არ შეიძ-ლება, მფარველი ანგელოზები იღუპებოდნენ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვგრძნობდეთ მათ სუნთ-ქვას ჩვენი გულის სიღრმეში, ისევე, როგორც მე ვგრძნობ ვატას მზერას ყოველთვის, როცა ცარიელ ფურცელს ვშლი და წერას ვიწყებ.

„სულ ვამბობ, რომ სკოლაში უნდა შევიარო და ვინახულო, მაგრამ წლები გადის და ვერ.

იქნებ ამ ბლოგმა მაინც გადამალახვინოს რაღაც უცნაური მორიდება ჩემი წარსულის, ლეგენდების

და ნინო მასწავლებლის მიმართ“.

Page 29: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

შეუძლებელია, სკოლის პირველი დღე დაგავიწყდეს. ასევე სამუდამოდ გამახსოვ-რდება სკოლაში გავლილი მნიშვნელოვანი ეტაპები. თქვენ რას გაიხსენებდით?

– ჩემი პირველი 1-ლი სექტემბერი მართლაც გუშინდელ დღესავით მახსოვს. მეცვა თეთრი პერანგი და მოკლე შარვალი, მგონი, ბრიჯი. ამის გამო ძალიან მრცხვე-ნოდა, რადგან ყველას გრძელი შარვალი ეცვა. ამის შემდეგ სკოლაში გატარებული თითქ-მის ყველა დღე მახსოვს: როგორ გავხდი ოქტომბრელი, როგორ მიმიღეს პიონერთა რიგებში. სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე კლასელი ცუდად სწავლის გამო არ მიიღეს და ვფიქრობდი, რა უბედურები არიან, კიდევ კარგი, მეც ეგრე არ გავიწირე-მეთქი.

დღეს წარმატებული ადა-მიანი ხართ. საინტერესოა, როგორი მოსწავლე იყავით?

– საკმაოდ ცუდი, სასკოლო პროგრამას არ ვსწავლობდი, სხვა ინტერესები მქონდა. მიყვარდა ცხოველები და მცენარეები, კლასში ჯდომას ტყეში სეირნობა მერჩივნა, რის გამოც სწავლისთ-ვის ნაკლებად ვიცლიდი. ამის მიუხედავად, მაინც კარგი ნიშნები მქონდა, რადგან მასწავლებლებს ვუყვარდი. ცხადია, მეც ამავეთი

ვპასუხობდი, რადგან ზოგადად ადამიანები მიყვარს. უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი, ბიჭებს ნაკლებად ვეკარებოდი, არასდროს მითამაშია ფეხბურთი ან კალათბურთი. სპორტული ცხოვრება არც მაშინ მიზიდავდა და არც ახლა. ჩემი ინტერესები ესთეტიკისა და სილამაზისკენ იხრებოდა. მიყვარდა ხელოვნება, ბუნება, კითხვა.

რამ ან ვინ ჩამოგიყალიბათ ასეთი ინტერესები?

– ძალიან მშრომელ და მოყვა-რულ ოჯახში, განათლებული და თბილი ადამიანების გარემოცვა-ში ვიზრდებოდი. მყავდა საოცარი ბებია და ბაბუა, სამაგალითო ადამიანები, თავდაუზოგავად მშრომელები, სწორი და საღი დამოკიდებულებით. განსხვავე-ბული აზროვნება და გემოვნება სწორედ მათგან ჩამომიყალიბდა. დიდი ოჯახი გვქონდა, სადილსა და ვახშამზე ყველა ერთად ვიკრი-ბებოდით, საღამოობით ჩაის სმის რიტუალს ვატარებდით. ამ დროს ვაჯამებდით განვლილ დღეს და ვგეგმავდით მომდევნოს. ბევრს

ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუს-მენდით. ოჯახში ამგვარ დამოკი-დებულებას ბავშვის ფსიქიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება.

ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს მასწავლებელიც. გაიხსენეთ ისინი.

– საუკეთესო მასწავლებლები მყავდა, საოცარი ადამიანები, საკუთარი საქმის მცოდნენი, თავგადადებულები, თბილები, ბავშვების მოყვარულები და სამაგალითონი. იმდენად სწორი ადამიანები იყვნენ, რომ ცუდად მოქცევასა და სწავლას ვერც გაუბედავდი. ზოგი მათგანი დღემდე იქ ასწავლის, რაც მაიმე-დებს, რომ ჩემს სკოლაში კიდევ დაიზრდებიან კარგი ადამიანები.

თქვენთვის ალბათ გამორ-ჩეული იყო ბოტანიკის მასწავლებელი...

– ბოტანიკას რამდენიმე მასწავ-ლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის პედაგოგი დამამახსოვრდა,

ვინც მისაღები გამოცდებისთვის მომამზადა - ნანა ხომერიკი. მან საგანი არა მხოლოდ ზედმიწევ-ნით მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ამ სიყვარულის გარეშე ვერც ვისწავლიდი და ვერც ვერა-ფერს მივაღწევდი.

საკლასო ოთახის რაფაზე ჩამომწკრივებული ქოთნის ყვავილები ერთგვარი სტან-დარტია. იყო დრო, როდესაც სკოლები ლამაზი ბაღებითაც ამაყობდნენ. თქვენი სკოლა ამ მხრივ გამოირჩეოდა?

– დღემდე მახსოვს ჩემი სკოლის მებაღე შოთა კაცაძე, რომელიც შეთავსებით შრომის მასწავლე-ბელიც იყო. მისი დამსახურებით ჩვენს სკოლას არაჩვეულებრი-ვი ბაღი და პატარა ბოსტანი ჰქონდა. ბაღში მხოლოდ იმ დროს ცნობილი დეკორატიული მცენარეები იყო გაშენებული, მაგრამ ისე იყო მოვლილი, რომ თანამედროვე სტანდარტისა გეგონებოდა. სკოლის მოსწავლე-ები ბაღის მოვლაში აქტიურად ვიყავით ჩართული. ეს პერიოდი დღეს ძალიან თბილად მახსენ-

საუკეთესო მებაღე: „საუკეთესო მასწავლებლები მყავდა“

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხრიოკ, ქარიან და უსახურ ადგი-ლას პატარა წალკოტია გაშენე-

ბული. აქაურობას „გარდენია” ჰქვია, მისი მთავარი მებაღე კი ზურაბ შევარდნაძე გახლავთ.

გურიის სოფელ ასკანაში დაიბადა და ამავე სოფლის საშუალო სკო-ლა დაამთავრა. სკოლას წლების

შემდეგაც დიდი სიყვარულით იხსენებს, განსაკუთრებული

სითბოთი კი მასწავლებლებზე საუბრობს. იხსენებს სკოლის

ეზოში გაშენებულ სკვერსა და ბოსტანს, სახლის ეზოს ბამბუკის ტყესა და ხეხილის რიგებს. სწო-

რედ აქ ყოფნისას ოცნებობდა, რომ ოდესმე საკუთარ სამოთხის ბაღს გააშენებდა და ასეც მოხდა

– ზურაბ შევარდნაძის „გარდე-ნია“ დღეს თბილისის ყველაზე

ლამაზი, ფერადი და სურნელოვა-ნი ადგილია.

Page 30: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

დება. შემდეგ დაიწყო 90-იანები: უშუქობა, სიცივე, გაჭირვება, – და ბაღისთვისაც არავის ეცალა. ბოლო წლებში ეს კულტურა ისვე ბრუნდება, მით უფრო – დასავ-ლეთ საქართველოში, სადაც მოვლილი ეზო ოჯახის პრესტიჟის საკითხია. გურიაში კი იმდენად თავმომწონე ხალხი ცხოვრობს, მათთვის პრესტიჟი ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამიტომ ყველანაირად ცდილო-ბენ, მოვლილი ბაღები ჰქონდეთ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ასეთი ბაღის გაშენებაზე ბავშვობიდან ოცნებობდით. აგიხდათ ოცნება?

– როდესაც „გარდენიას“ ვუყურებ, მის ბილიკებზე დავდივარ და მცე-ნარეებს ვეხები, ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება ზუსტად ისე ამიხდა, როგორც წარ-მომედგინა. ოცნების ახდენა დიდი საჩუქარია, რომელიც მერგო და რომელსაც სანუკვარ ჯილდო-სავით ვუფრთხილდები. ყოველი დღის გათენება და საღამოს მოახლოება მახარებს, ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ იფურჩქნება ყვავილები, როგორ ხარობს ნერგი. ამასთან, ამხელა ბაღის გაძღოლა დიდი შრომაცაა, მთელი დღის განმავლობაში

ძონ მოსწავლეებს?

– ჯერ ბუნება თავად უნდა შეიყ-ვარონ – მცენარეების სიყვარუ-ლი მხოლოდ ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ქოთნის ყავილების მორწყვა არაა. ეცადონ, ბავშ-ვები ხშირად ატარონ ბუნებაში, სკვერში, თუნდაც ჩემს ბაღში. ადამიანები დავშორდით ბუნებას და სულ უფრო ვშორდებით, ეს დაგვღუპავს. შვილები მაინც უნდა გადავარჩინოთ. სხვა მხრივ რეკომენდაციას ვერ მივცემ – მე მხოლოდ ადამიანებსა და ბუნე-ბას შორის შუამავლის როლის შესრულება შემიძლია. თუ მოინ-დომებთ, გასწავლით, როგორ გაიფერადოთ ცხოვრება, როგორ შემატოთ მას ახალი სურნელი და შეგრძნებები.

თბილისის ძველ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ქალა-ქი მწვანეშია ჩაფლული. თანამედროვე თბილისი კი ამ მხრივ პოსტაპოკალიფსურ ნანგრევებს უფრო წააგავს.

– სწორედ ამიტომ ამ ეზოდან იშვიათად გავდივარ. თუ საქმეზე მომიწია გასვლა, ვცდილობ, მალე დავბრუნდე. ძალიან მიჭირს მწვანე ფერისგან განძარცვული ქალაქის, უშნო შენობებისა და

ესთეტიკას მოკლებული პეიზაჟე-ბის ყურება. ეს არ არის ის ქალაქი, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ. სამწუხაროა ისიც, რომ თითქმის მსგავსი რამ ხდება სოფლადაც. ადამიანებს მატერი-ალურად იმდენად უჭირთ, რომ საკუთარ გარემოს ყურადღებას აღარ აქცევენ.

გყავთ შეგირდები? არიან მებაღეობით დაინტერესებუ-ლი ახალგაზრდები?

– მე საქართველოს საპატრიარ-ქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს ვხელმ-ძღვანელობ. ეს სასწავლებელი უკვე მერვე წელია არსებობს და წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მსმენელი გვყავს. საოცარი მოს-წავლეები მყავს, ძალიან მონდო-მებულები და საქმის მოყვარუ-ლები. ზოგი ჩემი თანამშრომელი სწორედ ამ კოლეჯის კურსდამ-თავრებულია. მათ შემხედვარეს, მაქვს იმედი, რომ ჩემი პროფესია მომავალშიც გაგრძელდება და ამ დარგის უკეთესი სპეციალისტები გვეყოლება.

„გარდენიას“ შესახებ ყველას სმენია. ხშირად აქაურობას სამოთხესაც ადარებენ, რაშიც, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. როგორ წარმო-გიდგენიათ მისი მომავალი? რა მიმართულებით აპირებთ ბაღის განვითარებას?

– ამჟამად ბაღი საკმაოდ დიდ ტე-რიტორიას იკავებს, რაც ჩემთვის სავსებით საკმარისია, ამრიგად, საზღვრების გაზრდაზე არ ვფიქ-რობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის განვითარებასაც შევწყვეტ. პირიქით, „გარდენია“ ყოველდ-ღიურად იზრდება, უახლოეს გეგმებში კი მის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელოსნოს გახსნა შედის. მალე გავხსნით თიხისა და ხის ნაკეთობების, ასევე კალა-თების დაწვნის სახელოსნოებს, სამკერვალოსა და სხვა ასეთი ტი-პის პატარა საამქროებს. ვაპირებ სამებაღეო ჟურნალის გამოცემა-საც. მინდა, „გარდენია“ მეურნე-ობიდან ერთგვარ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, სადაც ბევრი ადამიანი იტრიალებს, რადგან როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბუნება, ისევე სჭირდებათ ამ მცენარეებს ადამიანები.

თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ ამას დიდი სიხარულით ვაკეთებ, რადგან ეს საქმე მიყვარს. გარდა ამისა, მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, ადამიანები, რომლებმაც საუკეთესოდ იციან საკუთარი საქ-მე, მათ თვალდახუჭული ვენდობი.

ინტერვიუს განმავლობაში ბაღში რამდენიმე ბავშვი შევნიშნე. საინტერესოა, როგორია მათი დამოკიდებუ-ლება ამ ბაღისა და ზოგადად ბუნების მიმართ?

– ბუნება ბავშვებს უფროსებზე მეტად უყვართ, მაგრამ მათი სიყვარული გაუცნობიერებელია. ბევრი ზრდასრულის მსგავსად, ისინიც ვერ ხვდებიან ბუნების გაფრთხილების აუცილებლო-ბას. ეს გაკვეთილები მათ ჩვენ, უფროსებმა უნდა ჩავუტაროთ, მაგრამ მანამდე თავადვე უნდა შევიგნოთ, რომ ბუნების მოვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გაგება თანამედროვე ბავშ-ვებს არ გაუჭირდებათ, მიუხე-დავად იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ბუმის პირობებ-ში იზრდებიან.

როგორია თქვენი რეკო-მენდაცია მასწავლებლების მიმართ? როგორ შეიძლება ბუნების სიყვარული გაუღვი-

„ბოტანიკას რამდენიმე მასწავლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის პედაგოგი დამამახსოვრდა, ვინც მისაღები გამოცდებისთვის მომამზადა – ნანა ხომერიკი. მან საგანი არა მხოლოდ ზედმიწევნით მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ამ სიყვარულის გარეშე ვერც ვისწავლიდი და ვერც ვერაფერს მივაღწევდი“.

Page 31: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

31specialuri nomeri2015

ასე რომ, ჯერ მასწავლებლები უნდა გათავისუფ-ლდნენ კულტურისგან თავს მოხვეული ტრაფარე-ტული აზრებისგან, რათა შეძლონ მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარება და ტალანტების აღმოჩენა.

ამრიგად, მე შემოქმედებითი განათლების მხარეს ვარ. ეს რთული გზაა, მაგრამ ამ გზაზე ცოცხალი ხარ და არა სტანდარტული, მოსაწყენი მასწავლე-ბელი. განსაკუთრებით ეხება ეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.

რატომ ყვირიან მასწავლებლები?

არცთუ იშვიათად მინახავს მასწავლებელი, რომე-ლიც მოსწავლეს უყვირის (პირიქითაც მინახავს)

რო, რადგან მათი გულები ერთად არიან და მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.

რატომღა ყვირიან მასწავლებლები? და რა მანძილია მასწავლებლისა და მოსწავლის გულებს შორის?

პასუხის პოვნა თქვენთვის მომინდვია.

როგორ გამოიყურება ღმერთი

საერთოდ, რისთვის სწავლობს ადამიანი, რისთ-ვის „იტანჯავს“ თავს, რა აქვს მიზნად? ცოდნა უნდა იქცეს ერთგვარ ნავიგატორად, რომელიც თქვენს სულს დაუბრკოლებელ გზაზე ატარებს, შეაცნობინებს საკუთარ თავს და საკუთარ როლს ამ სამყაროში. ეს მიზანი ფონად მუდამ უნდა არსებობდეს, მუდამ უნდა ახსოვდეთ აღმზრდელ-საც და აღსაზრდელსაც. სხვაგვარად ის დარჩება ინფორმაციად, რომელიც არ იქცა ქმედებად, არ განხორციელდა.

ხომ გახსოვთ: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“. მხოლოდ ადამიანის შემოქმედებით რეალიზებას მოაქვს ბედნიერება და აღმაფრენა.

ისევ სერ კენ რობინსონის ერთ საინტერესო მონათხრობს გავიხსენებ იმის თაობაზე, რომ ბავშვები უფრო მეტად არიან სავსენი რწმენით, თავდაჯერებით, ოცნებით, ვიდრე მოზარდები და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დიდები:

დაწყებით კლასში ხატვის გაკვეთილია. ბოლო მერხზე ზის გოგონა, რომელიც გაკვეთილებზე აქ-ტიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არა ხატვის გაკვეთილზე. გოგონა ოცი წუთის განმავლობაში თავდავიწყებით ხატავდა.

დაინტერესებულმა მასწავლებელმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა, რას ხატავო. გოგონას თავი არ აუწევია, ისე უპასუხა: „ღმერთს“. განცვიფრე-ბულმა მასწავლებელმა უთხრა: „კი მაგრამ, განა ვინმემ იცის, როგორ გამოიყურება ღმერთი?“ გოგონამ კი უპასუხა: „მალე გაიგებენ“.

თუ არ შემატებთ ამ გოგონას რწმენას რაიმეს, იქნებ არ მოუკლათ მაინც ღმერთი, რომელსაც ხატავს...

ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ასოცირდება

სწავლა-განათლება ტანჯვა-წამებასთან,

ძალადობასთან, როცა ცოდნასთან ზიარება ზეიმი

უნდა იყოს... იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი, ჩემო

მკითხველო – სკოლა ხომ თქვენც დაამთავრეთ...

იმიტომ, რომ მან არ შეასრულა დავალება, არ ისწავლა გაკვეთილი, დაარღვია წესრიგი...

– რატომ ყვირიან ადამიანები? – ჰკითხა ერთხელ ოსტატმა შეგირდებს.

– იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ, – მიუგეს მათ.

– კი მაგრამ, რა აყვირებთ, როცა მეორე ადა-მიანი მათ გვერდითაა? არ შეიძლება, მშვიდად ესაუბრონ?

შეგირდებმა ხან რა უთხრეს ოსტატს, ხან – რა... ბოლოს ოსტატმა აუხსნა: როცა ადამიანები უკმა-ყოფილოები არიან ერთმანეთით და კამათობენ, მათი გულები შორეულდება. რაც მეტად ცხარო-ბენ, გულებიც უფრო მეტად შორდება ერთმა-ნეთს. სწორედ ამ სივრცის ამოსავსებად ყვირიან... მათ აღარ ესმით ერთმანეთის...

და რა ხდება, როცა ადამიანებს უყვართ ერთ-მანეთი? – ისინი ჩურჩულებენ... ხოლო თუ უფრო მეტად უყვართ, ჩურჩულიც კი აღარ არის საჭი-

Page 32: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

32 specialuri nomeri 2015

„National Geographic საქართველო“-მდე ლევან ბუთ-ხუზმა მსოფლიოს გარშემო ვე-ლური ბუნების შესწავლის დიდი გზა გაიარა. უდაბნო, ტროპიკული ტყეები, სტეპები, ტუნდრა, ტაიგა – თითქმის 40 ქვეყანა შემოიარა, სადაც მგლების, აფთრების, ლეოპარდების, სპილოების, მაიმუნების და ველური ბუნების თითქმის ყველა ბინადრის ცხოვ-რებას სწავლობდა.

თუმცა ყველაფერი საქართ-ველოდან დაიწყო. ბავშვობი-

დან ცხოველების უსაზღვრო სიყვარულმა ბიოლოგობა გადააწყვეტინა, ველური ბუ-ნების შესწავლა კი ლაგოდეხის ნაკრძალიდან დაიწყო.

„მას შემდეგ უამრავი ქვეყანა მოვიარე და დავრწმუნდი - არსად ისე ახლოს არ არიან ვარსკვლავები, როგორც ლაგო-დეხის ნაკრძალში. საოცრებაა. ლაგოდეხის ნაკრძალიდან და-ნახული ცის მსგავსი სამყარო არ არსებობს. იმ დღეებიდან კიდევ ერთი კადრი ჩამრჩა მეხსიერე-

ბაში. ერთ დღეს გარიჟრაჟზე ავდექით და დასაკვირვებლად გავედით. ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე ვიყავით. ერთ ადგილზე შესას-ვენებლად ჩამოვსხედით. მზე ამოსვლას იწყებდა. დავინახე, მოპირდაპირე კლდის ქიმზე მგელი იდგა. ასწია თავი და ყმუ-ილი დაიწყო, მაგრამ საზარელ ხმას კი არ გამოსცემდა, მისი ყმუილი ბეთჰოვენის მუსიკას ჰგავდა. გავირინდეთ, თითქოს სიცოცხლეს ესალმებოდა. მგლის ყმუილი ამომავალი მზის

მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზეც დგას სახელმწიფო და საზოგადოება"National Geographic" – ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემაა, რომელიც პირველად 1888 წლის ოქტომბერში გამოიცა და 126 წლის შემდეგ უკვე მსოფლიოს 37 ქვეყანაში გამოდის. მის მკითხველთა რაოდენობა კი დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს. ისტორია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, არქიტექტურა, კულტურა, მეცნიერება, ფოტოგ-რაფია – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ჟურნალი აშუქებს და რომლებსაც მის მსოფლიო პოპულარობას განსაზღვრავს. მისი საავტორო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია და იგი განათლებასა და მეცნიერებაზე მიუთითებს.

2012 წლიდან საქართველოში ქართულ ენაზე გამოდის „National Geographic საქართველო“, რომე-ლიც ქართველ მკითხველში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მთავარი რედაქტორი ლე-ვან ბუთხუზი mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.

Page 33: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

33specialuri nomeri2015

ჰიმნი იყო. ვარსკვლავებიანი ცა და ეს კადრი ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მერე ცხოვრებაში ბევრი ლამაზი რამ ვნახე“.

„სამი რამ ამდიდრებს ადამიანს სულიერად – კითხვა, მუსიკა და მოგზაურობა. რომელიმე კომ-პონენტი თუ ამოვარდნილია, ამით ადამიანი არ მდაბლდება, მაგრამ უკეთესია, ასე იყოს. როდესაც შენს თავთან რჩები და გაქვს ემოციის გადაცემის მოთხოვნილება, ამ ყველაფერს ერთად კრავს მოგზაურობა. მოგზაურობა ამდიდრებს ადამიანს, რადგან ხვდები სხვა კულტურებს. სხვანაირად მოწყობილი ტვინის ადამიანებს. ეს უფრო ღიას, ტოლერანტულს გხდის და უკეთესი გადაწყვეტი-ლებების საშუალებას გაძლევს. ამით შენს ქვეყანასაც მეტად გამოადგები. ეს არის ჩემი მოტი-ვაცია და პრაქტიკული შედეგი, რაც შეიძლება მოგზაურობამ მოიტანოს. არსებობენ ადამი-ანები, რომლებსაც, არ უყვართ მოგზაურობა, მაგრამ ჩემთვის ეს არის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ახლის მიღება და ჩემი სულიერი სამყაროს გამდიდრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კმაყოფილე-ბის გრძნობაა.

საქართველოში ბევრს რატომ-ღაც ჰგონია, რომ აუცილებელია სამოგზაუროდ საზღვარგარეთ წასვლა. ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას დავიწყებდი, მანამდე შესწავლილი მქონდა მთელი საქართველო. მე თუ მკითხავთ, დანაშაულია, როდე-საც შენი სამშობლო არ გაქვს ნანახი. არადა, დღეს არცთუ ისე ძვირი ჯდება საქართვე-ლოში მოგზაურობა. საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს

შეუძლია, ძალიან მარტივად ზურგჩანთა მოიკიდოს და თუ ფიზიკურად მზად არის, საქართ-ველო დალაშქროს. საქართ-ველო არის მთელი მსოფლიო, კონცენტრირებული პატარა ადგილას. იმდენი ეთნიკური, სუბეთნიკური, ბუნებრივი სიმდიდრე გვაქვს პატარა ქვეყა-ნაში, რომელიც მაქსიმუმ 70 ათასი კვ. კილომეტრია, ისეთი უზარმაზარი ეკოსისტემებია კონცენტრირებული – სუბტ-როპიკებიდან დაწყებული, უდაბნოთი დამთავრებული, მთა, ზღვა, ყველაფერი რაც ბუნებაში არსებობს, ამას ბევრ ქვეყანაში ვერ შეხვდე-ბით. ეს – რაც შეეხება ველურ ბუნებას, მაგრამ თვითონ ადამიანური თვალსაზრისით, ერთი შეხედვით გვგონია, რომ საქართველოს სუბეთნიკური და მიკროეთნიკური გარემო – იმერელი, მეგრელი, კახელი და ა.შ. – ვიცით, მაგრამ გამოდის, რომ ძირითადად ყველას ვიც-ნობთ ანეკდოტებიდან და გარკ-ვეული სტერეოტიპები გვაქვს ჩამოყალიბებული, რომლებიც რეალობასთან ნაკლებად არის ახლოს და ზედაპირულია. ის სიღრმეები, რაც ადამიანებს აქვთ ადგილზე, რუკის იმ წერ-ტილში უნდა ნახო, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს ცალკე მთელი სამყაროა. როდესაც ტურისტად კი არ ჩაიქროლებ სადმე, ვთქვათ, რაჭაში, არამედ რომელიმე ოჯახში შეხვალ დასველებუ-ლი და ითხოვ თავშესაფარს, ოჯახის წევრები სიამოვნებით დაგელაპარაკებიან ჩაისთან და არ არის საჭირო ღრეობა, ამ დროს სრულიად სხვა გან-ზომილებაში გადადიხარ და ადამიანური კომუნიკაციები გაჩვენებს, ადგილზე რამდენად

განსხვავებული და საინტერე-სოა ამა თუ იმ კუთხის მაცხოვ-რებელი, ვიდრე თბილისში ნახულობ. ამ თვალსაზრისით ეს მრავალფეროვნება საქარ-თველოსთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ამას რომ სწავლობ, ამისთვის სულ არ არის საჭირო, სადღაც აფრიკაში ირბინო, ამის დრო მოვა. შენს ქვეყანას კარ-გად რომ იცნობ, უკვე მზად ხარ ისეთი კულტურების სანახავად, რომლებიც რადიკალურად გან-სხვავებულია შენგან. როდესაც არ იცნობ და სხვა ქვეყნის სანა-ხავად გარბიხარ, ეს სიბრიყვეა, აროგანტობას ნიშნავს. ეს, ჩემი აზრით, დანაშაულია, რადგან „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანა-დიროდ გარბოდას“ პრინციპია. ადამიანს თუ მოგზაურობა უყვარს, მისთვის არ აქვს მნიშვ-ნელობა, სხვა ქვეყანაში წავა თუ არა, მისთვის საკმარისია, საკუთარი სახლის მოშორებით ნახოს განსხვავებული ადგილი.

მოგზაურობის ინტერესი ადამიანს ალბათ ბავშვო-ბიდან უნდა გაუღრმავდეს. გარკვეულწილად ეს ფუნქ-ცია აქვს ექსკურსიებსაც. რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ექსკურსიები და როგორია თქვენი დამოკი-დებულება მათ მიმართ?

– მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, ბავშვი სადაც არ უნდა წავიყვა-ნოთ, ეს ძალიან კარგია მისთ-ვის. არაფერი რომ არ აჩვენო და არ ასწავლო, მაინც დადე-ბითად აისახება მის გონებაზე. თუმცა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მიზანს და ამოცანას, რისთვის მიგყავს ბავშვი და როგორ აჩვენებ იმას, რაც უნდა ანახო. რა თქმა უნდა, ეს მას-წავლებლის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. ექსკურსია

Page 34: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

34 specialuri nomeri 2015

ისეთივე რთულად დასაგეგმი და მეთოდოლოგიურად გასა-მართია, როგორც გაკვეთილი. ეს ფაქტობრივად გაკვეთილია, მხოლოდ გარეთ. უბრალოდ მცხეთაში წაყვანა და ჯვრის ან სვეტიცხოვლის ჩვენება არაფერს ნიშნავს. თბილისე-ლი ბავშვი, რომელიც მიდის მშობლებთან ერთად დასავლე-თისკენ, ყოველთვის ხედავს ამ ძეგლებს, მშობლებიც უყვებიან მოკლე ისტორიას. ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს, ხიბლი იმაშია, როდესაც ბავშვი მიგყავს, ვთქვათ, სვეტიცხოველთან, ხელს ადებინებ მის კედელზე და რაღაც ისტორიას უყვები. არ არის საჭირო მაინცდამაინც „დიდოსტატის მარჯვენიდან“ მოუყვე. უფრო მნიშვნელოვანია რეალური ისტორიის მოსმენა, ვთქვათ, რა ხდებოდა სვეტიც-ხოვლის მშენებლობის პერიოდ-ში გიორგი პირველის ეპოქაში. ანუ მთავარია მიზანი, ამოცანა და მეთოდოლოგია. თუ ამ თვალსაზრისით ექსკურსია გა-მართულია, ბავშვს ყოველთვის დააინტერესებს იგი. მე ვთვლი, რომ სასკოლო ცხოვრებაში ექს-კურსია არსებითად მნიშვნე-ლოვანია და ის რეგულარულად უნდა ეწყობოდეს. სკოლები აუცილებლად უნდა ხარჯავდ-ნენ თანხებს ამ მიმართულებით. ყველაფერს რომ თავი დავა-ნებოთ, ეროვნულ მუზეუმში ისეთი სიმდიდრეა დაცული და ისეთი გამოცდილი თანამშ-რომლები არიან, რომლებიც ჩვეულებრივი გიდებივით კი არ ესაუბრებიან ბავშვებს, არამედ რეალური ისტორიებით შეახე-ბენ მოსწავლეებს ცალკეულ ნივთს. ამიტომ ყოველდღე თითო სკოლამ რომ მიიყვანოს ბავშვები და ოქროს ფონდში ჩაიყვანონ, მოზარდი იქიდან

მნიშვნელოვნად გამდიდრებუ-ლი წამოვა. ამასთან, მიმაჩნია, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა მიეცეს თამაშის საშუალება. ამ გზით უნდა მიიღოს ინფორმა-ცია, სხვა შემთხვევაში ექს-კურსიაც მოსაწყენი იქნება და დაემსგავსება ზუსტად იმ გზას, როდესაც მამას მიჰყავს დასავ-ლეთში და უბრალოდ აჩვენებს ისტორიულ ძეგლებს.

მოგზაურობის შემადგე-ნელი ნაწილია ლაშქრობა, რომელიც ასევე დანერგი-ლია სკოლებში

– ლაშქრობაც ისეთივე მნიშვ-ნელოვანია მოზარდისთვის, როგორც ექსკურსია. ყვე-ლაფერს რომ თავი დავანე-ბოთ, ფიზიკური დატვირთვა მოზარდისთვის აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან კავშირი და ამ ყველაფრის აღქმა. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ლაშქრობაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვა-ნია საღამოს კოცონთან ჯდომა, აზრების გაცვლა, ლაპარაკი. თუ პატარა ბავშვებზეა საუბარი, ზღაპრების და „შავი ხელის“ ისტორიების მოყოლა. შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავა-რია კომუნიკაცია და პატივის-ცემა ერთმანეთისა, რომელიც ბავშვისგან ამ დროს გაუცნო-ბიერებლად იბადება. თბილისს როგორც კი გასცდება, ადამიანი იცვლება, რადგან მისთვის განს-ხვავებულ გარემოში ხვდება. იმისათვის, რომ გარემოსთან ნებისმიერ შემთხვევაში ადეკ-ვატურად იგრძნო თავი, შენში ბავშვობიდან უნდა იყოს ჩადე-ბული ბუნებასთან კონტაქტი. ერთი სიტყვით, ლაშქრობები მნიშვნელოვანია ჯანმრთელო-ბისთვის, ბუნებასთან სიახლო-

ვის თვალსაზრისით, მაგრამ სოციალური კომუნიკაციების ჩამოყალიბების კუთხით განსა-კუთრებით საჭიროა. ბუნებაში, ღია გარემოში, მოზარდებს შორის სულ სხვა დამოკიდებუ-ლება ყალიბდება.

რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის ცხოველებ-თან სიახლოვე?

– წარმოუდგენლად მნიშვნე-ლოვანი და ამის ილუსტრირება ერთი მარტივი წინადადებით შეიძლება: ბავშვს, რომელსაც თავიდანვე ვუნერგავთ ცხოვე-ლის სიყვარულს, ბუნებრივად უყალიბდება თანაგრძნობის განცდაც, ხოლო ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობა შეუძ-ლია, ტრადიციულად, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისაა.

„National Geographic” მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და პრეს-ტიჟული გამოცემაა. რას

„სამი რამ ამდიდრებს ადამიანს სუ-

ლიერად – კითხვა, მუსიკა და მოგზა-

ურობა. რომელიმე კომპონენტი თუ

ამოვარდნილია, ამით ადამიანი არ

მდაბლდება, მაგრამ უკეთესია, ეს ასე

იყოს. როდესაც შენს თავთან რჩები

და გაქვს ემოციის გადაცემის მოთხოვ-

ნილება, ამ ყველაფერს ერთად კრავს

მოგზაურობა.

Page 35: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

35specialuri nomeri2015

ნიშნავს საქართველოსთ-ვის „National Geographic საქართველოს“ გამოცემა?

– პირველ რიგში, „National Geographic“ – ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც დასავლურ კულტურაშია, განსაკუთრებით – მეცნიერებასა და განათლებასთან მიმართე-ბით. სწორედ ამის ნაწილი გახდა საქართველო. „National Geographic“-ის მიზანია ცოდნის გავრცელება. რა ტიპის ცოდნაზეა საუბარი – ნებისმიერი მიმართულების – მეცნიერება იქნება, ხელოვ-ნება, ჰუმანიტარული დარგები, გეოპოლიტიკა თუ სხვა. კვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ისეთი სახით ხდება, რომ ეს ვიზუალურად მარტივი აღსაქმელი, მაგრამ წასაკითხად არც ისე მარტივი იყოს. აქ გამოქვეყნებული სტატიები არ არის პოპულა-

რული მეცნიერება, ეს ისეთი სტატიებია, რომლებიც დაწე-რილია ზღურბლზე, რომელიც ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდს, დამატებით კითხვებს უჩენს, რომ იქექოს ენციკლო-პედიაში, ინტერნეტში, რაღაც ტერმინი ან მოსაზრება ეძებოს. სწორედ ეს ნაწილი აქვს დაჭე-რილი „National Geographic”-ს. საქართველოს შესვლა ამ დიდ ოჯახში იმითაც არის მნიშვ-ნელოვანი, რომ ამ ღირებულე-ბითი სისტემის ნაწილი ხდები. პატარა ბავშვებზე არ არის აქ საუბარი, რადგან მათთვის სხვა ჟურნალები გამოიცემა და სხვა პროდუქტები არსებობს, საუბარია 14-15 წლიდან და შემდგომ, უკვე სტუდენტური ასაკის ახალგაზრდებზე. ჩვენი მკითხველის ასაკი შეუზღუდა-ვია და შეიძლება 80 წლის და ზევითაც იყოს. თუმცა ჩვენ ძა-ლიან ვზრუნავთ ახალგაზრდებ-ზე და განათლების კომპონენტი არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ ღირებულებებში

საქართველოს ჩართვა და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება ამ ჟურნალის და წარმომადგენლობის იმ ოფისის მისიაა, რომელიც საქართვე-ლოშია.

„National Geographic საქართ-ველო” უპირველესად ნიშნავს იმას, რომ გამოცემა ქართულ ენაზე გამოდის, სადაც ჩვენი კონტრაქტის საფუძველზე 70 პროცენტი იმისა იდენტურად იბეჭდება, რაც 40 ქვეყანაში გამოდის, 30 პროცენტი კი უნდა იყოს ადგილზე წარმოებული სტატიების ან ფოტოგრაფიის კრებული. ეს არ არის იმპერა-ტიული მოთხოვნა. თავიდან მეგონა, რომ 30 პროცენტი ძალიან ცოტაა, მაგრამ აღ-მოჩნდა, რომ ბევრია. National Geographic–ის სტანდარტები ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი ჟურნალისტი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ამ მოთხოვ-ნების სრულად დაკმაყოფილე-ბას, მაგრამ მე ოპტიმისტურად

Page 36: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

36 specialuri nomeri 2015

ვარ განწყობილი. განსაკუთ-რებული ტრენინგები არ არის საჭირო, პროცესში ჩართვა საკმარისია. ჟურნალმა უკვე მოიკიდა ფეხი საქართველოში, მჯერა, იქნება კიდევ მრავალი წელი და ნელ-ნელა შეივსება ეს 30 პროცენტიც. ჩემი აზრით, არ უნდა გვეშინოდეს, როდესაც პროფესიონალი მიგვითითებს, ფრთები არ უნდა მოგვეკვეცოს, ქართველებს ესეც სასწავლი გვაქვს. „National Geographic საქართველო“ ძალიან პოპულა-რულია გარკვეულ წრეში. ჩვენ გვინდა, რომ ეს წრე გავარღ-ვიოთ და ყველა ცნობისმოყ-

– გამოწერებით თუ ვიმსჯე-ლებთ (გაყიდვებზე ჯერ კვლევა არ ჩაგვიტარებია), ჩვენი მკითხ-ველი ძირითადად 25 წლის ზევითაა, შედარებით დაბალი პროცენტია სტუდენტები და მოზარდები – კიდევ უფრო პატარა. ის, რომ ეს ჟურნალი დიდების საკითხავია, სწორია. თუმცა 14-15 წლის მოზარდის ინტერესები უკვე გადადის ზრდასრული ადამიანის ინტერესებისაკენ და უფრო მეტად კითხულობენ დიდების ლიტერატურას. ვაშინგტონი ამბობს, კარგია, 25 წლის

კარგი გაგებით აგრესიულად ვგეგმავთ სკოლებში შესვლას და მოზარდებთან მუშაობას. უნდა ითქვას, რომ ეს ამ ჟურნალის და მისი წარმომად-გენლობის პირდაპირი საქმე არ არის, მაგრამ მინდა, რომ ჩვენი პროდუქტი პირველ რიგში იყოს მასწავლებლების-თვის და მოზარდებისთვის, რომ „მოიწამლონ“ „National Geographic საქართველო“-თი. მე მჯერა, თუ ისინი ერთხელ მაინც მოიხიბლებიან რომელი-მე სტატიით, – აქ არის 6 სფერო – საბუნებისმეტყველო, ჰუმა-ნიტარული და ექსტრემალური მეცნიერებები, გეოპოლიტიკა, ველური ბუნება, ფიზიკა-ქიმია და სხვა ბევრი მიმართულება, – მერწმუნეთ, ვეღარ დაანე-ბებენ თავს, რადგან „National Geographic საქართველო” ცოდნის დაულეველი წყაროა.

რამდენად მნიშვნელოვა-ნია „National Geographic საქართველო” მასწავლებ-ლებისთვის?

– „National Geographic საქართველო“-ს ორი მხარე აქვს – პირველია მასწავლებ-ლის კვალიფიკაციის ამაღლე-ბა. იგი იძლევა ზღვა მასალას გაკვეთილის გამრავალფე-როვნების, უკეთ ჩატარე-ბისა და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით. ყველა-ნაირი ინფორმაცია გეძლევა, რომელიც წელგამართულმა შეიძლება მიაწოდო ბავშვს და არ შეგეშინდება, რომ მოს-წავლე გამოგიჭერს ფაქტის არასწორად დასახელებაში. მსოფლიო გადატვირთულია ე.წ. „ჯანყი“ ინფორმაციით და

მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზეც დგას

სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც ჩვენი მომავალია.

სახელმწიფოს შეიძლება ვურჩიო, რომ მასწავლებელს ჰქონდეს

დაინტერესება, თვითონ განვითარდეს და მეთოდოლოგიები

განავითაროს.

ვარე და დაინტერესებული ადამიანისათვის პოპულარული გავხადოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ნელ-ნელა, კარგი გაგებით „მეტასტაზივით“, მოვედოთ მთელ საქართ-ველოს, რადგან ამაზე უკეთეს საკითხავს ამ სფეროში ადამიანი ვერ იპოვის, ეს დაამტკიცა 126 წელმა და 100 მილიონმა მკითხ-ველმა მთელ მსოფლიოში.

თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ინტერესდებიან ქართველი მოზარდები „National Geographic საქართველო“-თი, რადგან ჩვენთან არსებობს მოსაზ-რება, რომ ეს ჟურნალი უფრო დიდების საკითხა-ვია.

ზევით რომ არის მკითხველიო, მაგრამ ჩემი პერსონალური ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთო. ამისათვის დამატებით სამუშა-ოებს ვასრულებთ, დავდივართ სკოლიდან სკოლაში, ვაკეთებთ პრეზენტაციებს, გვინდა, მაღალკლასელი მოსწავლეები დავაინტერესოთ. საჯარო სკო-ლებთან განსაკუთრებული ურ-თიერთობა დავამყაროთ. ახლა, მაგალითად, 2000 სკოლის დირექტორს დავუკავშირდით, გვინდა ჟურნალი გამოიწერონ თვითღირებულების ფასად. ამასთან, მთელი პაკეტი იქმნება მასალებისა, რომელიც გვინდა განათლების სამინისტროსთან ერთად 2015 წლიდან შევ-თავაზოთ. მომავალი წლიდან

Page 37: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

37specialuri nomeri2015

მასწავლებელს, ისევე როგორც მე, უჭირს გაარკვიოს, სად არის რეალობა და სად – ვიღაცის გამოგონილი ჭორი. ეს ის ჟურნალია, რომელიც გარან-ტიას გაძლევთ, რომ მოყვანილი ფაქტი, იქნება ეს მეცნიერების თუ ნებისმიერი სხვა მიმარ-თულებით, შეგიძლია ბავშვს თამამად გადასცე. მეორე მხარე პრაგმატული და პრაქტიკულია. მასწავლებელს მოეთხოვება გარკვეული ატესტაციების და კრედიტების დაგროვება, რომ უფრო მაღალ იერარქიულ დო-ნეზე ავიდეს და, ელემენტარუ-ლად, მისი ხელფასი გაიზარდოს. რამდენადაც ვიცი ყოველთვის ჭირს კვალიფიციური ინფორ-მაციის მიწოდება, რომელიც უფრო გააადვილებს ტესტი-რების პროცესს. „National Geographic საქართველო“ არა მარტო ჟურნალი, რამედ მთელი მასალაა, რომელიც მას მოჰყვება, შიდა დახურულ პორტალზე, რომელზეც მაქვს წვდომა და შემიძლია მასწავ-ლებლებს შევთავაზო, ეს არის ძალიან სასარგებლო მისთვის, ვინც დაინტერესებულია წინსვ-ლით (მატერიალურ წინსვლას ვგულისხმობ). ჯერჯერობით არ მინდა ვინმემ ჩემი ნათქვამი დაპირებად ჩათვალოს, მაგრამ ახლა ვმუშაობთ და გვინდა, 2015-2016 წლიდან მასწავ-ლებლებისთვის სტიპენდიების და გრანტების მთელი კასკადი შევიმუშაოთ (ცხადია, ბავშ-ვებისთვის ეს ყოველთვის იქნება), ვფიქრობთ ფორმაზე, საინტერესო მასწავლებლების გამოვლენასა და სტიპენდიების დანიშვნაზე, რომ მათ გაუჩნდეთ დამატებითი მოტივაცია, უფრო მეტად ჩაიხედონ იმ ლიტერატუ-რაში, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და ვთავაზობთ წასაკითხად.

თუ იცნობთ ქართულ გა-ნათლების სისტემას და თუ გაქვთ რჩევები მისთვის?

– ვერ გავთავხედდები და დღევანდელ განათლების სისტემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღრმად არ ვარ ჩახე-დული. თუმცა გვერდიდან ვადევნებ თვალს. მე როგორც ბიოლოგი უფრო ბიოლოგიის გაკვეთილებით ვინტერესდები, ახლობლების შვილებს სულ ვეკითხები, რას და როგორ ას-წავლიან და ისეთი სტატისტიკა დამიგროვდა, რომ მთლად სახარბიელოდ არ არის საქმე. როგორც ირკვევა, ბავშვების-თვის გაკვეთილი ტვირთია, რომელიც უნდა გადააგორონ. ტვირთის განცდა ხშირ შემთ-ხვევაში მოდის მასწავლებ-ლებისგან და სისტემისგან. ნებისმიერი უმნიშვნელო რამ შეიძლება ისე საინტერესოდ მიაწოდო მოსწავლეს, რომ მან რაღაც მაინც დაიმახსოვროს. მე პირადად არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ მგო-ნია, რომ განათლების სისტემა მუდმივად უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ სწავლის მეთოდები უფრო და უფრო დაიხვეწოს. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგო-რიას სხვადასხვანაირი მეთოდი სჭირდება. არ შეიძლება ერთი და იმავე ტერმინოლოგიით ესაუბრო მეხუთე კლასელს და მეთორმეტეკლასელს და ერთი და იგივე ვიზუალი შესთავაზო. მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზეც დგას სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც ჩვენი მომავალია. სახელმ-წიფოს შეიძლება ვურჩიო, რომ მასწავლებელს ჰქონდეს დაინტერესება, თვითონ განვითარდეს და მეთოდოლო-

გიები განავითაროს. მაგრამ მასწავლებელს თუ ცხოვრე-ბის ბოლომდე, ვთქვათ, 100 ლარი ექნება ხელფასი, ძალიან ძნელი იქნება მისი ენთუზიაზმის შენარჩუნება. სამწუხაროდ, ვერც ერთ-მა მთავრობამ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც საქართველოში გვაქვს – ეს არის ინტელექტი, ისევე რო-გორც სამხრეთ კორეაში. იქ 20 წლის წინ ისევე გატყავებული იყო სახელმწიფო, როგორც ჩვენ ვართ ამჟამად, მაგრამ ბოლო კაპიკები ჩადეს განათლებაში და არ დაელოდნენ ხვალინ-დელ ეფექტს, გრძელვადიან შედეგზე გათვალეს და დღეს რა მიღწევაც აქვთ, ყველამ კარგად ვიცით. როგორც კი ამ კეთილ ნებას სა-ხელმწიფო თავის თავზე აიღებს, არ იქნება საჭირო წარმატების მისაღწევად 5 და 10 თაობის ლოდინი. არსებობენ სახელმ-წიფოები, რომლებმაც ერთ თაობაში მიაღწიეს უმაღლეს შედეგს, სამხრეთ კორეა ამის შესანიშნავი მაგალითია. უნდა შეიქმნას 10-წლიანი პროგრამა და სახელმწიფო ბოლომდე უნდა მიჰყვეს მას, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილები-სა. ეს ჩემი როგორც მოქალაქის რჩევაა.

Page 38: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

38 specialuri nomeri 2015

1988 წლიდან ერთსა და იმავე სკოლაში ასწავლით, თუმცა პროფესიით პედაგოგი არ ბრძანდებით. როგორ დაიწყეთ მასწავლებ-ლობა?

– ვიდრე ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში მოვხვ-დებოდი, აფხაზეთში, კერძოდ, დრანდას რუსულ სკოლაში ვასწავლიდი ქიმიას და გახანგრძლივე-ბულის მასწავლებელიც ვიყავი. იქ ორიოდე თვე ვიმუშავე, შემდეგ კი ზუგდიდის იმ დროს ქართულ-რუსული მე-5 სკოლის რუსულ სექტორზე მოვხვდი. ეს იყო უძლიერესი სექტორი და ასეთივე კლასი შემხვდა. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი კლასი – არა იმიტომ, რომ პირველი იყო, არამედ იმიტომაც, რომ საოცარი მოსწავლეები მყავდა: მონდომებულები, ინტერესიანები, მუდამ ახლის ძიებაში. უსმენდნენ სატელევიზიო ლექციებს, ატარებდნენ ცდებს, თავად ამზადებდნენ ხელ-საწყოებს, ბიბლიოთეკაში ათენებდნენ. თავად 22

წლის ვიყავი, მასწავლებლობის გამოცდილება არ მქონდა, ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მათთან ერთად ვსწავლობდი და ვიზრდებოდი. ჩემთვის ეს დიდი პრაქტიკა იყო. ვფიქრობ, თუ კლასი სანიმუ-შოა, მასწავლებელიც ძლიერია, დონის ამაღლების მოტივაცია უჩნდება და საკუთარ თავზე მეტს მუშაობს. სუსტ კლასთან კი მასწავლებელიც მოშვებულია. სამწუხაროდ, იმის მერე არ მყოლია კლასი, რომელიც ჩემგან მაქსიმუმს მოითხოვდა.

ტექნიკური საგნების მსგავსად, რთულია, ქი-მია უბრალოდ გიყვარდეს. როგორ შეიძლება მოსწავლე ამ საგნით დააინტერესო?

– ზემოთ ჩემი პირველი კლასი გავიხსენე, თანა-მედროვე ბავშვებს კი განათლების მიმართ მსგავ-სი ინტერესი არ აქვთ. გამუდმებით ვეუბნები, რომ მომავალი საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნებისაა, მომყავს ფილმების მაგალითები, ვა-

თანამედროვე

ცოდნა ჩვენც

უნდა მივიღოთ,

მასწავლებლებ-

მაც უნდა ვის-

წავლოთ, რათა

მოსწავლეებთან

ურთიერთობისთ-

ვის გამოყოფილი

ერთი საათი

მაქსიმალურად

შედეგიანად გამო-

ვიყენოთ.

მასწავლებლად ყოფნის სიყვარული

jenet qvarcxava

სპეციალობით ქიმიკოს-ტექნოლოგი ჯენეტ ქვარცხავა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი და ზუგდიდის მოსწავლეთა სასახლის ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ხელმძღვანელი და კითხვების ავტორია. 27 წელია, მე-5 სკოლაში ასწავლის, დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს, მაგრამ, საკმაოდ მომხიბლავი შემოთავაზებების მიუხედავად, დაწინაურებაზე არასდროს უფიქრია. ამბობს, რომ „მასწავლებლობაზე უკეთესი პროფესია არ არსებობს, ბავშვებთან ურთიერთობა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა დიდი ბედნიერებაა. თანაც მუდამ მოზარდი ხარ, მათსავით აზროვნებ, მსგავსი გემოვნება გიყალიბდება, იცი, რა არის მოდური, რომელი მომღერა-ლი ან მსახიობია აქტუალური, რომელი ფირმის ყურსასმენები ჯობს და ასე შემდეგ. ზუსტად ვიცი, რომ მუდამ სკოლის მასწავლებელი ვიქნები, ცხოვრება მშვენიერია, როდესაც ბავშვების წრეში ტრიალებ“.

„მიყვარს ვიყო მასწავლებელი“ – ინტერვიუს განმავლობაში ამას რამდენჯერმე მეტყვის, ხაზგასმით გამიმე-ორებს, თითქოს ყველანაირად შეეცდება დამაჯეროს, რომ მასწავლებლად ყოფნის სიყვარული ნამდვილად არსებობს. ვიჯერებ – წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ცხოვრების სამ ათეულ წელიწადს ამ პროფესიას არ მიუძღვნიდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდს სკოლის კედლებში არ გაატარებდა და 25 წლის წინ გაკვეთილზე ავტომატით ხელში ჩაძინებული მოსწავლე არ ემახსოვრებოდა.

Page 39: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

39specialuri nomeri2015

კითხებ წიგნებს, ვაცნობ ყველაზე დაფასებულ და დიდი ანაზღაურების მქონე მეცნიერებს, მაგრამ არაფერი ჭრის. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მეცნი-ერება აღარაა პრესტიჟული, ჩვენი ტელევიზია და პრესა მეცნიერებზე არ საუბრობენ, შესაბამი-სად, ბავშვებისთვისაც არამომხიბლავი სფეროა. ცდების ჩატარება ყველას აინტერესებს, თუ რამეს ვაფეთქებ, კლასში სრული ანშლაგი მაქვს, მაგრამ ქიმია ფოკუსი და ფოიერვერკი არაა - ქიმია უნდა გაიგო, გააანალიზო და გამოიყენო. ეროვნული გამოცდების სტატისტიკა რომ ნახოთ, ქიმიასა და ფიზიკას საშინელი შედეგები აქვს. ამ საგნების მიმართ მიდგომა ძირეულადაა შესაცვლელი - სახელმძღვანელოებით, დაწყებული, მასწავლებ-ლების გადამზადებით დამთავრებული.

ამის მიუხედავად, ალბათ მაინც გყავთ გამორ-ჩეული მოსწავლეები.

– ცხადია, ამის გარეშე წარმოუდგენელია! ყველა კლასში არიან გამორჩეული და განსაკუთრებუ-ლი ნიჭის მქონე მოსწავლეები. პირველ რიგში, გავიხსენებ ნიკო თორდიას სოფლად მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახიდან. კლუბში „რა? სად? როდის?” დადიოდა და იქ გავიცანი. მხედველობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, შემდეგ სახელმ-წიფო პროგრამაში მოხვდა, ოპერაცია გაუკეთეს და მხედველობა აღუდგა. იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინან-სება მიიღო და დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ახლა მყავს მე-9- კლასელი ნიკო გვალია, რომელიც ჩემს სამას-წავლებლო კარიერაში ალბათ ყველაზე ნათელი წერტილია. ასეთი მოსწავლე არასდროს მყოლია – განსაკუთრებული მონაცემები აქვს, ჩემთვის იდეალური მოსწავლეა. მყავს მესამე ნიკოც – ნიკო გუგუშვილი, რომელიც აუცილებლად მეცნიერი გამოვა, ქიმია მისი სამყაროა, ამ საგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

როგორია მასწავლებლობის თქვენეული რეცეპტი? მიეცით რჩევა ახალბედა მასწავ-ლებლებს.

– მთავარი ბავშვების სიყვარულია. ამის გარეშე არა-ფერი გამოვა. თუ ბავშვები არ გიყვარს, კლასში არ უნდა შეხვიდე, მასწავლებლობა არ უნდა დაიბრა-ლო. ასევე უმნიშვნელოვანესია დაწყებითი კლასე-ბის მასწავლებლის როლი, რადგან ბავშვს სწორედ ამ პერიოდიდან უნდა შეაყვარო სწავლა, ესა თუ ის საგანი. ზოგჯერ დაწყებითის მასწავლებელი ფიქ-რობს, რომ ლექსებისა და წერა-კითხვის სწავლება

საკმარისია, რაც მცდარი აზრია. მათემატიკა მარტო მარტივი არითმეტიკა არ არის, ესაა ლოგიკური აზროვნების მთელი ჯაჭვი, ამ სამყაროს გასაღები კი სწორედ დაწყებითების მასწავლებლებს აქვთ. გაკვეთილები მუდმივი დიალოგის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, მოსწავლეები კითხვებს უნდა სვამდნენ, ინტერესი არ უნდა უნელდებოდეთ, მასწავლებლის ვალია, კლასში მუდამ ჰქონდეს ინტერაქტივი. სამწუხაროდ, ჩვენთან სწავლის პროცესზე მეტად ნიშანი აინტერესებთ, მოსწავლე-ებიც და მშობლებიც საბოლოო შეფასებაზე არიან ორიენტირებული, მასწავლებელი კი ამ პროცესში იძულებით ერთვება.

ახალბედა მასწავლებლებს ვურჩევ, იქონიონ დიდი მოთმინების უნარი და მუდმივად ძიების პროცესში იყვნენ, ეცადონ, თავადაც გაიზარდონ, შეადგი-ნონ ოპტიმალური სამუშაო გეგმა, გაიზიარონ უცხოელთა გამოცდილება - დღეს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, მათთვის საზღვრები აღარ არსე-ბობს. ბოლოს კი ახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული ჭკვიანი ბავშვების მართვაა, მათთან სულ სხვა მიდგომა და გამომგონებლობა დასჭირდებათ...

უკვე 27 წელია, საჯარო სკოლაში ასწავლით, მაგრამ ალბათ მაინც შეგიძლიათ კერძო სკო-ლასთან პარალელი გაავლოთ. რამდენად აქვს დღეს საჯარო სკოლას მოსწავლისთვის კარგი განათლების მიცემის რესურსი და პირობები?

– ზუგდიდის კერძო სკოლების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მათი მოსწავლეები და მშობლები მოტყუებული არიან. წლის განმავ-ლობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან იმისთვის, რომ კარგი განათლება მიიღონ, ამიტომ მათ რეპეტიტორები არ უნდა სჭირდებოდეთ. ეს ნიშნავს, რომ კერძო სკოლებს არ უვარგათ სისტემა, მთლიანი სტრუქტურა. მათ აქვთ კარგი ტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ მთავარი ისაა, ამ ტექნიკას როგორ იყენებენ. საჯარო სკოლებში კი მინიმალური შესაძლებლობებია, მხოლოდ ელემენტარული ცდების ჩატარება შეგვიძლია, ისიც იშვიათად. ხშირად პარალელურ კლასებს ვაერთიანებ და ცდებს ისე ვატარებ, რომ ნაკლები რესურსი დავხარჯო. ზოგჯერ ბავშვებს ხელსაწ-ყოებსაც ვამზადებინებ, მაგალითად, ელექტ-როგამტარობის შესამოწმებელ ხელსაწყოს, და ასე გავდივარ ფონს. სხვათა შორის, ამ მხრივ ჩემი მეუღლეც მეხმარებოდა ხოლმე, თვალსაჩინო-ებებს ის მიმზადებდა – მოლეკულების კრისტა-ლურ მესერს და სხვას. ბევრი მოსწავლე სწორედ მის მიერ დამზადებულ თვალსაჩინო მასალაზე

Page 40: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

40 specialuri nomeri 2015

გაიზარდა. ეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავ-ლებისას აუცილებელია, მარტო წიგნებით ქიმიას ვერ შეაყვარებ, ზოგჯერ რაღაც უნდა აუფეთქო, მიკროსკოპში ჩაახედო, თვალნათლივ დაანახო, რომ ჩვეულებრივი წყალი უფრო ელექტროგამ-ტარია, ვიდრე წვიმის და ა.შ.

ალბათ გაქვთ ინფორმაცია, როგორი ვითარე-ბაა ზუგდიდის რაიონის სოფლების სკოლებში. ზოგადად, რამდენად პასუხობს საერთო საგანმანათლებლო პროგრამას რეგიონების სკოლები? არის თუ არა ამ მხრივ პრობლემები?

– სოფლების კი არა, თბილისის სკოლების მასწავ-ლებლებსაც სჭირდებათ სისტემატური გადამ-ზადება და პროფესიული ხარისხის ამაღლება. თუ სწავლების პროცესს აკადემიურ დონეზე არ ავიყვანთ, რამდენიმე წელიწადში ცუდ შედეგს მი-ვიღებთ. ამჟამად განათლების მსოფლიო ხარისხს ძალიან ჩამოვრჩებით, ამ ნაკლის აღმოსაფხვ-რელად კი აუცილებელია ლექციები, ტრენინგები, ზოგადი სამეცნიერო დონის ამაღლება. თანამედ-როვე ცოდნა ჩვენც უნდა მივიღოთ, მასწავლებ-ლებმაც უნდა ვისწავლოთ, რათა მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი ერთი საათი მაქსიმალურად შედეგიანად გამოვიყენოთ.

განათლების დაბალი ხარისხი, პირველ რიგში, ალბათ, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ვნებს...

– ცხადია, ვნებს. კარგი მოსწავლეები არ უნდა და-იჩაგრონ იმის გამო, რომ ან მასწავლებლის დონეა დაბალი, ან ცუდი მოსწრების მქონე თანაკლასელე-ბის გამო სასწავლო პროგრამა შემსუბუქებულია. ამიტომ ნიჭიერ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა მიწევს. ყველანაირად ვეხმარები, ხელს ვუწყობ და საგანს ვაყვარებ. ვცდილობ, მივცე ისეთი განათლება, როგორსაც იმსახურებენ.

ზუგდიდი დე ფაქტო საზღვრისპირა ქალაქია, რომელმაც უკანასკნელი 25 წლის განმავ-ლობაში რამდენიმე ომსა და გაჭირვებას გაუძლო. ყველაზე რთული პერიოდი ალბათ 90-იან წლებში გქონდათ. როგორ მიმდინა-რეობდა სასკოლო ცხოვრება ამ დროს?

– ზუგდიდმა მართლაც უამრავი საშინელება გა-მოიარა, თბილისს ამდენი ნამდვილად არ უნახავს. ამ წლების განმავლობაში ზუგდიდის სკოლებში სწავლა მხოლოდ ერთხელ, ისიც ერთი თვით შეწყდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთიდან დევნილთა პირველი ნაკადი დაიძრა. როგორც კი ყველა ოჯახი დააბინავეს და სიტუაციაც მეტ-ნაკლებად დაწყნარდა, სწავლა მაშინვე აღდგა. თავად სწავლების პროცესი კი ცალკე ისტორია იყო: გაყინული კლასები, მშიერი მასწავლებლები და ბავშვები, კლასში ავტომატიანი მოსწავლე-ებიც მყოლია, ე.წ. პოლკის შვილები, რომლებიც ღამით ბატალიონებში მორიგეობდნენ, დღისით

...რომ მასწავ-ლებლად ყოფნის სიყვარული ნამდ-ვილად არსებობს. ვიჯერებ – წი-ნააღმდეგ შემთხ-ვევაში, საკუთარი ცხოვრების სამ ათეულ წელიწადს ამ პროფესიას არ მიუძღვნიდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდს სკო-ლის კედლებში არ გაატარებდა და 25 წლის წინ გაკვეთილზე ავტომატით ხელში ჩაძინებუ-ლი მოსწავლე არ ემახსოვრე-ბოდა.

Page 41: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

41specialuri nomeri2015

კი გაკვეთილებზე მოდიოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც სკოლის მიმართულებით მთვრალმა ჯარისკაცებმა სროლა ატეხეს. მასწავლებლები ბავშვებს ვეფარებოდით... საშინელება იყო...

...მაგრამ არასდროს დამავიწყდება იმ პერიოდის მოსწავლეების ანთებული თვალები, სკოლაში სულ სხვანაირები ხდებოდნენ, უფრო მეტი მონდომებით გისმენდნენ და თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდნენ. შეიძლება იმიტომაც, რომ სკოლა მათთვის სასტიკი რეალობისგან მოწყვეტის საშუალება იყო, გაკვე-თილზე სულ სხვა სამყაროში ინაცვლებდნენ...

თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კომუნი-კაციის ხარისხი მასწავლებელსა და მშობ-ლებს შორის?

– ფინეთის სკოლებში მასწავლებლებმა საერთოდ არ იციან, ვის შვილებს ასწავლიან, რაც თანასწო-რობის საუკეთესო გარანტი მგონია. ამ წესს მეც ვიცავ, მაქსიმალურად ვცდილობ მშობლებისგან დისტანცირებას და მოსწავლესთან ურთიერთო-ბას ვამჯობინებ. თუმცა აქ საკითხი სხვანაირად დგას – მშობლებს საკუთარ შვილებთან აქვთ კომუნიკაციის პრობლემა. ისინი არ ინტერესდე-ბიან შვილების ყოველდღიურობით, არ ელაპა-რაკებიან მათ, არ იციან, რა ხდება სკოლაში, რა პრობლემები აქვთ, როგორ სწავლობენ. ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი აქვთ. მშობელთა კრებაზე მიკითხავს, რას აკეთებენ შვილებთან ერთად და გაუოცებიათ – რა უნდა გავაკეთოთო. არადა, უამრავი ერთობლივი საქმე არსებობს, რომლის დროსაც მშობლებსა და შვილებს გარკვეული დროის ერთად გატარება და ერთმანეთზე მეტის გაგება შეუძლიათ.

ამის შესახებ ბავშვები თავად ლაპარაკობენ?

– უთქმელადაც ეტყობათ. ეს მათ ყოველ საქციელსა და სიტყვაში იგრძნობა. სულ აქვთ სურვილი, მელაპარაკონ იმაზე, რაზეც, წესით, მშობელს უნდა ელაპარაკებოდნენ, მაგალითად ინტიმურ, ყოფით, მათი ასაკისთვის დამახასიათე-ბელ საკითხებზე. ჩემთან უფრო იოლად იხსნებიან და ყველაფერს მიყვებიან. მეც ვუსმენ და რჩევებს ვაძლევ – ეს მათ ძალიან სჭირდებათ.

თავად როგორი დედა ხართ? შვილების მასწავლებელი ყოფილხართ?

– ჩვეულებრივი დედა ვარ, სწორედ ისეთი, როგო-რიც ყველა დედა უნდა იყოს. სამი ერთმანეთისგან

სრულიად განსხვავებული გოგონა მყავს და სამივესთან სხვადასხვა მიდგომა მჭირდებოდა. ჩემს სკოლაში არასდროს უსწავლიათ, რადგან ამ საკითხის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება მაქვს. მშობელთა კრებაზეც კი არ დავდიოდი, რათა მათ მასწავლებლებს კოლეგიალობის ხათ-რით უსაფუძვლო ლმობიერება არ გამოეჩინათ.

უკვე წლებია, ზუგდიდის მოსწავლეთა სასახლის ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ხელმძღვანელი და კითხვების ავტორი ხართ...

– კლუბი 2002 წლიდან ფუნქციონირებს. ამ წლე-ბის განმავლობაში კლუბის წევრი უამრავი ბავშვი იყო. ისინი არა მხოლოდ ზუგდიდიდან, არამედ სამეგრელოს სხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლებიდანაც დადიოდნენ. კლუბი მოსწავლეთა სასახლის დირექტორ ნინელი ჭითანავას ინიცი-ატივით დაარსდა. მან მასწავლებელთა დათვა-ლიერებაზე გამიცნო, საუკეთესო მასწავლებლებს შორის ჩატარებულ კონკურსს დაესწრო, მოვეწო-ნე და ფაქტობრივად მაშინვე შემომთავაზა „რა? სად? როდის?“ კლუბის ჩამოყალიბება და ხელმ-ძღვანელობა. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე-თა სასახლის ყველა კლუბი თუ სექცია ნინელი ჭითანავასა და დოდო კეიდიას დამსახურებით არსებობს, რომლებიც საინტერესო და ნიჭიერ მასწავლებლებს ფაქტობრივად ქუჩაში ეძებენ. ცხადია, ყველა ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა მნიშვ-ნელობა აქვს ამას მომავალი თაობისთვის, ჩვენთ-ვის კი ეს სასიამოვნო პროცესი, გართობა, ბავშ-ვებთან ურთიერთობის დამატებითი საშუალებაა. კლუბში თავიდანვე ბევრი მოსწავლე შეიკრიბა. წარმოიდგინეთ ერთ ოთახში შეკრებილი 70 ბავშ-ვი და თან ყველა ჭკვიანი! ეს საოცრებაა, უდიდესი სიხარულია.

კლუბი მთელი დატვირთვით მუშაობს. რეგულა-რული ჩემპიონატებიც ტარდება. ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ბავშვები გალის რაიონი-დანაც კი ჩამოგვიყვანია. მახსოვს, ერთხელ ადგილობრივი ტელევიზია სიუჟეტს ამზადებდა, გალელი ბავშვები კი სახეზე იფარებდნენ ხელებს, ეშინოდათ, ვინმეს არ ამოეცნო და ოჯახებს პრობლემები არ შექმნოდა. ამჟამად კლუბში 38 გუნდი გვყავს, მათთვის კითხვებსაც მე ვამზადებ და ვცდილობ, ძირითადად, სასწავლო პროგრამა მოვიცვა, რათა თამაშმა გართობის გარდა საგან-მანათლებლო დატვირთვაც შეიძინოს.

Page 42: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

42 specialuri nomeri 2015

ამერიკელების მიერ შეგროვილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ იმ კლასებში, სადაც კარგი პედა-გოგი ასწავლის, ბავშვების სწავ-ლების დონე მაღალია როგორც სკოლის, ისე უნივერსიტეტის კედლებშიც. გერი ჩემბერლენი გვარწმუნებს, რომ ბევრ შემთ-ხვევაში მოსწავლის მომავალს სწორედ სკოლის მასწავლებელი წყვეტს. კარგი მასწავლებლები თავის მოწაფეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ იმ ცხოვრები-სეულ უნარ-ჩვევებსაც გადას-ცემს, რომელიც წარმატებული მომავლის საწინდარი ხდება.

„ადამიანმა წარმატებას რომ მიაღწიოს, 9-დან 13 წლამდე ასაკში ერთი კარგი პედაგოგი მაინც უნდა ჰყავდეს. ასეთ მოს-წავლეს უმაღლესი განათლების მიღების მეტი შანსი აქვს. ის

უნივერსიტეტშიც ხალისით სწავ-ლობს და გაცილებით უკეთეს სამსახურში საქმდება, ვიდრე მოსწავლე, რომელსაც სკოლის მასწავლებლებთან მიმართებით არ გაუმართლა. ჩვენი ნაშრომი კიდევ ერთხელ ადასტურებს – სწავლება გრძელვადიანი პროცესია და მასში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ენიჭება“, – ასეთია ჰარვარდის უნივერ-სიტეტის ეკონომისტ რაჯ ჩეტის მოსაზრება.

ახალ კვლევაში აშშ-ის ერთ-ერთი რაიონის 800 სკოლა იყო ჩართული. მონაცემთა ბაზამ 1988- 2009 წლები მოიცვა. კვლევა დაეფუძნა სატესტო დავალებების შედეგებს, დასწ-რების სტატისტიკასა და 28 წლის კურსდამთავრებულთა ფინანსურ შემოსავლებს. სამ-

წუხაროდ, კვლევამ ვერ გაგვცა პასუხი კითხვაზე, მასწავლებლის რომელი თვისებები იქცევს მოსწავლის ყურადღებას, რა ხიბლავთ მათ მასწავლებელში. „ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ერთ მასწავ-ლებელს რთულ კლასში უწევდეს მუშაობა, მეორეს კი პირიქით. თუ მშობლები შვილების სკოლის ცხოვრებასა და მათ განათლება-ში აქტიურად მონაწილეობენ, ეს ძალიან ეხმარება მასწავლებელს. ამ შემთხვევაში ყველაფერი მასწავლებელზე დამოკიდებული აღარ არის“, – მიიჩნევს რაჯ ჩეტი.

წარმატების ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიოში არაერთი კვლევა ჩატარებულა. წარმატებული მოსწავლისა და მასწავლებლის ყველაზე თვალ-საჩინო თვისებად მკვლევრები

მოსწავლის მომავლის ვექტორს მასწავლებელი განსაზღვრავს

irma kaxuraSviliამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც შუა კლასებში კარგი მასწავ-ლებლები ჰყავდათ, უპრობლემოდ აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში, აღწევენ კარიერულ ზრდას და მატერიალურ კეთილდღეობას.

მკვლევრებმა მილიონამდე სკოლის მოსწავლის, სტუდენტისა და მათი პედაგოგების საქმიანობა შეისწავლეს (კვლევის შედეგები გამოქვეყნდა გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში). ეკონომისტ გერი ჩემბერლენის აზრით, პედაგოგი მოზარდზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. ჩემბერლენმა შექმნა სპეციალური ალგორითმი, რომლის დახ-მარებით შესაძლებელია ერთ სასკოლო სივრცეში სხვადასხვა კლასთან მომუშავე მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების გამოკვლევა.

Page 43: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

43specialuri nomeri2015

ხასიათის სიმტკიცეს ასახელე-ბენ. მაგალითად, ფსიქოლოგ-მა ანჯელა ლი დაკვორტიმ დაადგინა, რომ მოსწავლეების წარმატების მთავარი კრიტერი-უმი სულაც არ არის თანდაყო-ლილი ნიჭი, მაღალი IQ, კარგი ჯანმრთელობა და სხვა.

ანჯელა ლი დაკვორტი ჰარვარ-დის უნივერსიტეტის ნეირო-ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ფსიქო-ლოგიაში. 2013 წელს ანჯელა მაკარტურების ფონდის სტიპენ-დიანტი გახდა. 27 წლის ასაკში მან გადაწყვიტა მიეტოვებინა საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური მართვის კონსალ-ტინგის სფეროში და პედაგოგი-კაში გადაინაცვლა. დაკვორტი ნიუ-იორკის სახელმწიფო სკო-ლებში მეშვიდეკლასელებთან მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. აწყობდა საკონტრო-ლოებს, ტესტირებას, ამოწმებდა

„საშინაო დავალებებს“, წერდა ნიშნებს... დაკვირვებულმა მასწავლებელმა შეამჩნია, რომ წარმატებული მოსწავლეები რიგითებისგან არამხოლოდ ინტელექტის კოეფიციენტით განსხვავდებოდნენ. სკოლებში რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად ანჯელა მიხვდა, რომ ამოცანების სწრაფად და იოლად ამოხსნის უნარის გარდა, მოსწავლის წარმატებას სხვა თვისებებიც განაპირობებდა.

სკოლაში გამოცდილების დაგ-როვების შემდეგ მკვლევარმა ასპირანტურაში ფსიქოლოგიის განხრით ჩააბარა. ამ პერიოდში ის გატაცებით იკვლევდა მოზრ-დილებსა და ბავშვებს. დეტალუ-რად არჩევდა ყველა შემთხ-ვევას და ადგენდა მიზეზს, თუ როგორ, რა გზით მიაღწიეს მათ წარმატებას. თავის ჯგუფთან ერთად ანჯელა აშშ-ის ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიას ესტუმრა და შეეცადა წინასწარ ევარაუდა, რომელი კადეტები

მიაღწევდნენ წარმატებას. შემდეგ მკვლევრის ჯგუფი ორთოგრაფიის ტიტანების შერ-კინების კონკურსს – „National Spelling Bee”-ს დაესწრო და იქაც ეცადა გამოეთვალა, ვინ დაიკავებდა საპრიზო ადგილს. ასევე, დაკვორტი კარგა ხანს ადევნებდა თვალს მასწავლე-ბელ პრაქტიკანტებს, რომლებიც კრიმინალურ უბნებში მცხოვრებ ბავშვებს ასწავლიდნენ. ანჯე-ლას აინტერესებდა, რომელი მოსწავლე არ გაირიცხებოდა სასწავლო წლის ბოლომდე და რომელი მასწავლებელი იქნებოდა საუკეთესო. ანჯელა და მისი ჯგუფი დაუზარლად აკვირდებოდნენ კერძო კომპა-ნიების გაყიდვების მენეჯერებს, რათა დაედგინათ, ვინ და რატომ იყო კონკურენტუნარიანი. დაკვორტი წლების განმავლო-ბაში იკვლევდა ჩიკაგოს სკოლის უფროსკლასელებს, ურიგებდა ანკეტებს, აწარმოებდა გამოკით-ხვას მათი ხასიათის დასადგე-ნად. სკოლაში მტკიცე ხასიათის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი წარმატებით აბარებდა უნი-ვერსიტეტში. მათი წარმატება დამოკიდებული არ იყო ოჯახის შემოსავლებზე, ტესტების შე-დეგებზე და არც იმ კომფორტის დონეზე, რომელიც მოსწავ-ლეებს სკოლაში ჰქონდათ.

დღეს ფსიქოლოგ დაკვორტის ლექციებს ათასობით ადამიანი ესწრება. აუდიტორიას უამრავი კითხვა აქვს მკვლევართან, მათ

ამერიკელმა

მკვლევრებმა

დაადგინეს, რომ

ის მოსწავლეები,

რომლებსაც შუა

კლასებში კარგი

მასწავლებლები

ჰყავდათ, უპრობ-

ლემოდ აბარებენ

უმაღლეს სასწავ-

ლებელში, აღწევენ

კარიერულ ზრდას

და მატერიალურ

კეთილდღეობას.

Page 44: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

44 specialuri nomeri 2015

შორის ყველაზე მთავარი – როგორ მოვიპოვოთ წარმატების საიდუმლოს გასაღები? ანჯელა ღიად აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ხასი-ათის სიმტკიცეზე, თანამედროვე მეცნიერებამ კი პრაქტიკულად არაფერი იცის იმის შესახებ, როგორ უნდა განავითაროს ბავშ-ვში ეს თვისება, სწორად როგორ მიაჩვიოს შრომას. ხასიათის სიმტკიცის განვითარებისთვის საკმარისი არ არის რამდენიმე დღე, კვირა ან თვე. ამისათვის წლებია საჭირო. ეს ხანგრძლივი და მძიმე შრომაა.

გთავაზობთ ამონარიდს დაკვორ-ტის ერთ-ერთი გამოსვლიდან: „ხასიათის სიმტკიცე – ეს არის ჟინი და შეუპოვრობა გრძელ-ვადიანი მიზნის მიღწევაში. ხასიათის სიმტკიცე თქვენი მომავლის განუყოფელ ნაწილი უნდა გახდეს. ამისათვის დღედა-ღამ შრომა მოგიწევთ. მხოლოდ ამ შრომის შედეგად იქცევა მომავალი რეალობად. მტკიცე ხასიათით ცხოვრებას სპრინტს კი არა, არამედ მუდმივ მარათონს შევადარებდი. ხასიათის სიმტკი-ცე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვესტ-პოინტის აკადემიაში ან ორ-თოგრაფიის კონკურსზე, არამედ სკოლებშიც, სადაც დიდი რისკია, ბავშვი გაირიცხოს და განათლე-ბის გარეშე დარჩეს.

მშობლები და მასწავლებლები ყოველდღე მეკითხებიან: „რო-გორ აღვზარდოთ ეს თვისება ბავშვში? როგორ ვასწავლოთ შრომა? როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია?“ მე გულწრფელად ვპასუხობ, რომ არაფერი ვიცი. რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ ნიჭი არანაირ კავშირში არ არის ხასიათის სიმტკიცესთან. ჩვენი კვლევების შედეგებით, უამრავი ნიჭიერი ადამიანი უპასუხისმგებლო და გულგრი-ლია საკუთარი მოვალეობების მიმართ. ჩვენი მონაცემებით,

ხასიათის სიმტკიცე ტალანტის ხარისხის არაპროპორციულია.

ჯერჯერობით ბავშვებში ხასი-ათის სიმტკიცის განსავითარებ-ლად ყველაზე კარგ იდეად ე.წ. „განვითარებაზე ორიენტაცია“ მიმაჩნია. ეს იდეა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, კეროლ დვეკს ეკუთვნის, რო-მელიც ამბობს: სწავლის უნარი არაფიქსირებულია და ჩვენი ძა-ლისხმევიდან და მონდომებიდან გამომდინარე იცვლება. ეს იდეა საუკეთესოა ხასიათის განსამტ-კიცებლად. ჩვენ თვითონ უნდა დავტესტოთ ახალი იდეები და ვა-რაუდები, უნდა განვსაზღვროთ – ვართ თუ არა წარმატებულები, ვართ თუ არა მზად შეცდომების-თვის, რათა მიღებული ცოდნა ხელახლა გამოვიყენოთ“.

ცნობილია, რომ პიროვნების ხასიათის ფორმირება ადრეული ბავშვობიდან იწყება. სკოლამ-დელ ასაკში ნელ-ნელა იკვეთება ადამიანის ხასიათის პირველი კონტურები, ყალიბდება ქცევის მანერა. სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვანი საქმიანობა თამაშია. ბავშვის ხასიათი, მისი სიმტკიცე, სითამამე, მოთმინება, სამართლიანობა, მეგობრობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი, კოლექტივიზმის აღქმა განსა-კუთრებით სწრაფად ვითარდე-ბა კოლექტიურ და „წესებიან“ თამაშებში. თუმცა თამაში არ წარმოადგენს ხასიათის ერთა-დერთ „საშენ მასალას“.

ბავშვისთვის აუცილებელია ასაკის შესაბამისი შრომითი საქმიანობა. მშობელმა უნდა მიაჩვიოს თვითმომსახურებას, ელემენტარული დავალებების შესრულებას, სხვის პატივის-ცემას. ბავშვს უნდა გაუჩნდეს პასუხისმგებლობის და მოკრ-ძალების გრძნობა, იმის განცდა, რომ ის თავისი ოჯახისა და საზოგადოების წევრია. ბავშვის ხასიათი იკვეთება მორალური

ნორმების, წესების უფრო ახ-ლოს გაცნობის პარალელურად. ბავშვთა უმრავლესობისთ-ვის მაგალითს მოზრდილები, უფროსი თაობა წარმოადგენს. მისი ქცევის ფორმა სწორედ მიმბაძველობის პერიოდში ყალიბდება. 6-7 წლის ასაკში პატარამ უკვე მეტ-ნაკლებად იცის, რომ აუცილებელია „მუხ-რუჭების კონტროლი“.

სკოლაში შესვლისას ბავშვის ხასიათის ფორმირების ახალი ეტაპი იწყება. მას უწევს შეგუ-ება სკოლის მკაცრ გარემოსთან, წესებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლის მოვალეობასთან, რომელიც მის ქცევას სკოლის გარეთაც განსაზღვრავს. სისტემურობა, დისციპლინა, მიზანდასახულობა, აკურატუ-ლობა, შრომისმოყვარეობა – ამ ყველაფერს მცირე დოზებით მის ხასიათზე სკოლის სივრ-ცე ტოვებს. ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე განსაკუთ-რებით სკოლის კოლექტივი მოქმედებს. მასწავლებლის შეფასების საფუძველზე მოსწავლე თავადაც აფასებს თავის ქცევას. რასაკვირველია, აქ ბევრი რამ დამოკიდებულია მასწავლებლის სამართლიანო-ბაზე, სასწავლო-აღმზრდელო-ბით მეთოდებზე. რივესისა და სხვა პრაქტიკოსების კვლევით, ბავშვის ხასიათის ფორმირების პროცესში მასწავლებლის სიტყ-ვას უდიდესი ძალა ენიჭება. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეთიკური საუბრები უმნიშვნელოვანესია, მთავარია მათ არ ჰქონდეთ მოსაწყენი ნოტაციების ფორმა.

რასაკვირველია, ხასიათის ჩამოყალიბება არ შემოიფარგ-ლება ბავშვობისა და ყრმობის პერიოდით. ეს ხანგრძლივი და ინდივიდუალური პროცესია, რომელიც შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს.

მშობლები და

მასწავლებლები

ყოველდღე მეკით-

ხებიან: „როგორ

აღვზარდოთ ეს

თვისება ბავშვში?

როგორ ვასწავლოთ

შრომა? როგორ

შევინარჩუნოთ

მოტივაცია?“ მე

გულწრფელად

ვპასუხობ, რომ

არაფერი ვიცი. რაც

ნამდვილად ვიცი

ის არის, რომ ნიჭი

არანაირ კავშირში

არ არის ხასიათის

სიმტკიცესთან.

Page 45: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

45specialuri nomeri2015

ისიდორე რამიშვილი 1859 წელს გურიაში, სურე-ბის ხეობაში დაიბადა. გურიის მთების ამ შორეულ ხეობაში მოხვედრა დღესაც კი განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყველა მისი თანამედროვის მსგავსად, ისიდორემაც განათლება სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სემინარიაში მიიღო. სემინარიაში სწავლის დროს იწყება რამიშვილის გმირული თავგადასავლებიც.

სემინარიელი ჯერ 25 წლისაც არ იყო, როდე-საც თბილისში თვითგანათლების ერთ-ერთი პირველი კერა დააარსა. ქალაქის ბაზარში მდებარე ერთ-ერთი დუქნის უკანა ოთახში ისიდორე რამიშვილი და გოლა ჩიტაძე ყველა ხელმოკლე ადამიანს ეპატიჟებოდნენ. მუშები და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლებლებიდან გამოგდებული მოსწავლეები უფროსკურსელებთან წერა-კითხვის, არითმეტი-კისა და ისტორიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. ბუნებრივია, წრის წევრებს უწევდათ საუბარი

პირდაპირი არჩევნების, დამფუძნებელი კრების მოწვევის, სიტყვის თავისუფლების, ქართული ენის მნიშვნელობის, უფასო საყოველთაო განათ-ლებისა და გაჭირვებული მოქალაქეების სახელმ-წიფოს მხრიდან დახმარების აუცილებლობაზეც. „ქარგალთა კავშირის“ წევრები ისიდორესა და გოლას ხელშეწყობით თბილისის ყველაზე აქტიურ და მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდნენ. კავშირის წევრების მთავარი სამიზნე სემინარიის რუსიფიკატორი მმართველი, სასტიკი მეთოდების გამოყენების გამო ბევრ არალეგალურ გაზეთში დესპოტად მოხსენიებული რექტორი ჩუდეცკი და მისი პოლიტიკა გახლდათ.

არაფორმალური განათლების სფეროდან გუ-რულმა მალე სასკოლო სისტემაში გადაინაცვლა. რევოლუციური მოღვაწეობის მიუხედავად, სემი-ნარიელი მაინც ახერხებდა სკოლების დაარსების პროცესში მონაწილეობას. პირველი სასწავლე-ბელი, რომელსაც სხვებთან ერთად რამიშვილმაც ჩაუყარა საფუძველი, წინამძღვრიანთკარის

levan lorTqifaniZe

გმირი მასწავლებლებიისიდორე რამიშვილიამას წინათ ტელევიზიით ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემას შევავლე თვალი. გადაცემაში გურულებზე საუბრობდნენ. ცხადია, შოუს სტუმრებმა ვერ მოასწრეს ერთი საუკუნის წინ მოღვაწე გენიალური ადამიანების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმძღვანელოებსა და უახლესი ისტორიის თანამედროვე კვლევებშიც ძალიან ცოტა ადგილი ეთმობათ საქართველოს დემოკრატიული მოძრაობისა და სამოქალაქო საზოგადოების უძველეს ლიდერებს, რომელთა უმრავლესობის მშობლიური მხარე სწორედ გურია გახლდათ. ისინი მეტ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ. სულ მცირე, ჩვენს მოსწავლეებს მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი მათი გვარები. ერთ-ერთ ასეთ დავიწყებულ მოღვაწედ ისიდორე რამიშვილი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, ძირითადი პროფესიით მასწავლებელი იყო და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

ერთი წლის განმავ-

ლობაში მასწავლებ-

ლობით ნაშოვნი

ფულით პედაგოგი

ხელს უმართავდა

„ქარგალთა კავში-

რის” წევრებს და

მაინც ახერხებდა

თბილისში მის

მიერვე დაარსებული

თვითგანათლების

წრის მატერიალურ

მხარდაჭერას.

Page 46: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

46 specialuri nomeri 2015

სკოლა გახლდათ. ერთი წლის განმავლობაში მასწავლებლობით ნაშოვნი ფულით პედაგოგი ხელს უმართავდა „ქარგალთა კავშირის“ წევრებს და მაინც ახერხებდა თბილისში მის მიერვე დაარ-სებული თვითგანათლების წრის მატერიალურ მხარდაჭერას.

1887 წელს რამიშვილი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. ბუნებრივია, მიყრუებულ ხეობაში ორკლასიანი სასწავლებელიც არ არსებობდა და არც არავინ აპირებდა მის გახსნას. ისიდორე იყო ადამიანი, რომელმაც მთელი სოფელი დარაზმა სკოლის ასაშენებლად. მომავალი რევოლუციონე-რის მეთაურობითა და სოფლის ყველა მოსახლის მონაწილეობით აშენდა ხეობის პირველი სკოლა. დილაობით ხის დიდ სახლში წინამძღვრიანთ-კარში მიღებული მეთოდებით მიმდინარეობდა ბავშვების სწავლება, საღამოობით კი უკვე „ქარ-გალთა კავშირის“ გურული ანალოგი იწყებდა მუშაობას. მაშასადამე, სოფლის სკოლა ყველა თაობის წარმომადგენელთა განათლების საერ-თო სივრცედ ჩამოყალიბდა.

გგონიათ, რამიშვილი მხოლოდ ორი სკოლის დაარსებით შემოიფარგლა? სურებელმა იმდენი მოახერხა, რომ ანტირუსული პოლიტიკის გამო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ წერა-კით-ხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალი სკო-ლის დამაარსებელი გახდა ბათუმში. სწორედ ეს სკოლა იყო მთავარი შეკრების ადგილი, საიდანაც როტშილდის ცნობილ ქარხანაში გაუსაძლისი პირობების გამო პირველი ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. ადამიანის უფლებებისათვის წარმოებული ამ ბრძოლის მეთაურიც ჩვენთ-ვის ნაცნობი მასწავლებელი იყო. გასაკვირია, მაგრამ სკოლაში და გაფიცვაში მონაწილეობის გარდა, ისიდორემ ისიც მოახერხა, რომ ბათუმის ბაზრის ცენტრში პირველი სახალხო ბიბლიოთეკა გაეხსნა. ხის ჯიხურში მოწყობილი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ღარიბი ფენის ყველა წარ-მომადგენელს ჰქონდა.

1906 წელს ისიდორე რამიშვილი რუსეთის იმპერიის დუმაში აირჩიეს. ის აღმოჩნდა პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც სათათბი-როს ტრიბუნაზე ავიდა. აღნიშნული გამოსვლა განსაკუთრებული სიმამაცისა და გამბედაობის მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უსასტიკეს და ძლევამოსილ პოლიციის მინისტრ სტოლიპინს მან პირში მიახალა ყველაფერი, დაადანაშაულა

საქართველოში მიმდინარე დარბევებში და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ბუნებრი-ვია, ეს გაბედული გამოსვლა ისიდორე რამიშვილს მოგვიანებით ასტრახანსა და სამარაში გადასახ-ლებად დაუჯდა.

დუმის დეპუტატი დამოუკიდებელი საქართვე-ლოს პარლამენტის წევრადაც აირჩიეს. გენერალი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში გამორჩეული გულისწყრომით საუბრობს ყველა ქართველ სოციალისტზე. მხოლოდ ისიდორე იმსახურებს მისგან შესანიშნავ დახასიათებას. ჩვენი ნაცნო-ბი მასწავლებელი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც მაზნიაშვილს რაზმების შეკრებაში ეხმარებოდა. მათი მიზანი გურიიდან და აჭარი-დან თურქული ჯარების განდევნა გახლდათ. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ეს წყვილი აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის გასავრცელებლადაც წარმატებით იბრძოდა.

ისიდორეს ცხოვრებაში ყველაზე გმირული ამბავი 1922 წელს მოხდა. ნაძალადევის კლუბში შეკრებილი ადგილობრივების წინაშე პირველ-მა სწორედ ისიდორემ გაბედა სცენაზე მდგომი ძლევამოსილი ლიდერის, სტალინის გაკრიტიკება და ქვეყნის ღალატში მისი დადანაშაულება. ბოღმიანმა დიქტატორმა მასწავლებელს თავხე-დობა არ დაუვიწყა. ისიდორე მომავალი 15 წლის განმავლობაში შვიდგზის გადაასახლეს საბჭოთა იმპერიის მიყრუებულ რეგიონებში. არადა, მას ნამდვილად შეეძლო გადასახლების წლების პარიზში, ემიგრაციაში გატარება. სტალინმა ეს ტანჯვაც არ აკმარა გაუტეხელ, საკუთარი პრინ-ციპების ერთგულ პედაგოგს და 1937 წელს, 78 წლისა, დახვრიტა.

ბევრი ქვეყანა სანთლით ეძებს ამგვარ ისტო-რიულ მაგალითებს, ჩვენ კი გახსენებაც გვიჭირს. ალბათ დამეთანხმებით, რომ სტალინისა და სტოლიპინის წინააღმდეგ მებრძოლი, ოთხი სასწავლებლის დამფუძნებელი, დემოკრატიული ღირებულებების საყოველთაოდ გავრცელებაზე მზრუნველი გმირი მასწავლებლის მოღვაწეობის დავიწყება კარგი და კეთილი საქმე არ უნდა იყოს.

ბევრი ქვეყანა სანთ-

ლით ეძებს ამგვარ

ისტორიულ მაგალი-

თებს, ჩვენ კი გახსენე-

ბაც გვიჭირს. ალბათ

დამეთანხმებით,

რომ სტალინისა და

სტოლიპინის წინააღ-

მდეგ მებრძოლი,

ოთხი სასწავლებლის

დამფუძნებელი,

დემოკრატიული

ღირებულებების

საყოველთაოდ გავრ-

ცელებაზე მზრუნვე-

ლი გმირი მასწავლებ-

ლის მოღვაწეობის

დავიწყება კარგი და

კეთილი საქმე არ უნდა

იყოს.

Page 47: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

47specialuri nomeri2015

„დიდებული ადამიანი“, „კეთილშობილი კაცი“, „მა-მასავით მზრუნველი“, – ასე შეთანხმებულივით იწყებენ მასზე საუბარს ყოფილი მოსწავლეები – უკვე ოთხმოცს მიტანებულები.

ნიკო გოგიტაური ამ სოფლის სკოლის დირექტორი იყო, სკო-ლაშივე ცხოვრობდა, ოჯახი არ ჰყავდა, მხოლოდ და აკითხავდა იშვიათად.

– 30-იან წლებში უკვე აქ იყო. ოღონდ სკოლას მაშინ ერთი პატარა, ძველი შენობა ჰქონდა, ახალი მის ხელში აშენდა, – 82 წლის ანზორ საძაგლიშვილი ჭოპორტში გოგიტაურის მოსვლის თარიღის გამოთვლას ცდილობს.

უკვე ჭარმაგი „მოსწავლეები“ დირექტორის ამბებს კარგად ნასწავლი გაკვეთილებივით იხსენებენ:

– ეს იყო დიდებული ადამიანი, სკოლასა და ბავშვებზე შეყვა-რებული კაცი. ჩვენს სოფელს დიდი ამაგი დასდო. სკოლას და მის შემოგარენს თავს დასტრი-ალებდა. წესრიგს ითხოვდა ყვე-ლასგან და თავადაც იცავდა ამ წესებს. გამცდენი არც მოწაფე მოსწონდა და არც მასწავლე-ბელი. სწავლის გარდა, შრომაც გვასწავლა. სკოლას დიდი ეზო ჰქონდა და ყველა კუნჭულს ვა-მუშავებდით, შრომის გაკვეთი-ლებს ვიღებდით. გამწვანებულ-დანარნარებული გვქონდა იქა-ურობა, ყველაფერი მოგვყავდა. ამბობდა, დრო მოვა და შრომას საგნად შემოიღებენო, ასეც მოხდა, – გვიამბობს გოდერძი გელიაშვილი, – ისტორიას და გერმანულს გვასწავლიდა, კონ-სტიტუციასაც. თავაზიანიც იყო და მკაცრიც. ამ სიმკაცრის უკან მზრუნველი ხასიათი იმალებო-და. რამდენი სიკეთე გვახსოვს მისგან. გაჭირვებული წლები იყო, ხალხი შიმშილობდა. ნიკო

მასწავლებელმა სკოლის დაბლა სართულზე უფასო სასადილო მოაწყო. ჩვენს ეზოში მოწეული მოსავლით დიდ დასვენებაზე ბავშვების დაპურებას ახერ-ხებდა. რამდენჯერ ფულითაც დახმარებია ბავშვებს.

– სკოლაში ორცვლიანი სწავლა იყო. მეორე ცვლაში მივედი. დერეფანში ჩემი ძმა და მისი კლასელები ტორფის ქოთნებს ამზადებდნენ ჩითილებისათვის. თავად ნიკო მასწავლებელმა მოიტანა „სტანოკი“, ასეთ საქმეებსაც გვასწავლიდა. ბავშ-ვების ამბავი ხომ იცით, ხელნა-კეთი „ასანთის თოფი“ მქონდა. ჩემმა ძმამ ეს თოფი გამომართ-ვა და გაისროლა თუ გაუვარდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა დირექტორი (პალტომოსხმული დადიოდა ხოლმე). ეტყობა, აფეთქების ხმაზე შეკრთა და პალტოც დაბლა ჩამოუვარ-და. წაიყვანა ეს დიდი ბიჭები კაბინეტში და კარგი დღე არ

ზეპირი ისტორიები სკოლაზე გოგიტაური სკოლაში დარჩა

ნიკო გოგიტაური...სოფელს შემორჩა საფლავი და ხსოვნაში ჩაბეჭდილი ამბები...

ჭოპორტი არაგვის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ძველი სოფელია. სკოლა ფერდობზე მდებარეობს. ზემოთ, ეზოს ბოლოში, ნაძვები დგას. ამ ნაძვებთან საფლავია, ნიკო გოგიტაურის საფლავი... აქედან სკოლის შენობაც, ეზოც და სოფელიც ხელისგულივით ჩანს.

Page 48: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

48 specialuri nomeri 2015

დაადგებოდათ. მე პატარა ვიყავი და უფრო გაპატიებსო, მითხრეს... მეც დავიბრალე... გამიბრაზდა, მაგრამ სხვა პედაგოგები გამომესარჩლ-ნენ, პატარაა, გაუვარდაო და... მასაც გული მოუბრუნდა, მაინც დამემუქრა, ჯარში რომ წახვალ,

– დაბალი კაცი იყო. სულ გაპიწკინებული დადიოდა. კარგი სანაცნობო ჰყავდა. დამეგობრებული ვიყავით თბილისის სკოლებთან. ერთად ვატარებდით კონცერტებს. თბილისში სოფლის მეურნე-ობის გამოფენა ეწყობოდა და

შეშფოთებულმა: „მაქა, როგორ გადარჩენილხართო“. ყველა-ფერი გამოგვკითხა. უფროსკ-ლასელს დამავალა შრომის „მასწავლებლობა“, ნიშნებსაც ვუწერდი ბავშვებს... ამ დროს მოხდა სტალინის ამბები, ჩვენც მიტინგი მოვაწყვეთ. გაიგეს და მოხსნას ძლივს გადარჩა. მგონი თავისმა სამეგობრომ უშველა, – ამბობს ბატონი გოდერძი.

– უი, გოგიტაურის ამბავი გაიხ-სენეთ? გაგახარათ ღმერთმა... რომელი ერთი მოვყვე? მისმა სულმა იხაროს, მაშინ მანქანები სად იყო? „ლინეიკით“ ადიოდა დუშეთში და იქიდან ჩამოჰქონ-და „ბულკები“ და „სიროფი“, რომ გაჭირვებულ ბავშვებს ჩაი დაგველია. შვიდ ნოემბერს მოსწავლეებისათვის საჩუქრები უნდა დაერიგებინათ. მე ვინ მომცემდა? ტროცკისტის შვილი ვიყავი. მაინც შემიტანა სიაში. იცოდა, ძალიან გვიჭირდა და მაინც კარგად ვსწავლობდი. ნაც-რისფერი ტილოს „ჩუსტიკები“ მოგვცეს. ჩემს სიხარულს საზღ-ვარი არ ჰქონდა. ახლაც მახსოვს, საშვიდნოემბრო კონცერტზე ლექსი უნდა მეთქვა, თოვლჭყაპი იყო, ვერ გავიმეტე დასასველებ-ლად – სკოლამდე ფეხშიშველი მივედი, იქ წყაროზე დავიბანე და ისე ჩავიცვი... ერთხელ კლუბთან ლამაზი, დიდი ფანქარი ვიპოვე. ვიფიქრე, ასეთი ფანქარი მხო-ლოდ გოგიტაურის იქნება-მეთქი და მივედი სკოლაში. იქ ერთ ოთახში ცხოვრობდა. იმ კარს იქით ჩვენ არასდროს შეგვიხე-დავს. დავუკაკუნე, გაუკვირდა „მაქა, რა გინდაო?“ ვუთხარი, ოდნავ გამიღიმა, წაიღე, შენი იყოსო... – გვიამბობს ელიკო საძაგლიშვილი-ბეკურაშვილი და ცოტა ხნით ფიქრებში მიდის, მერე კი ისევ აშლის მოგონებებს:

ისეთ დახასიათებას მოგცემ, შავ საქმეს გაგაკეთებინებენო... მერე, ჯარიდან შვებულებით რომ ჩამოვედი, მივედი სკოლაში ჯარისკაცის ფორმით. უჰ, შენა ხარო? გამომკითხა ყველაფერი, როგორ მსახურობო? როგორი პირობები გაქვთო? ვუამბე ჯარისკაცულ ცხოვრებაზე. წამიყვანა და კლასებში ჩამო-მატარა – აი, წარმატებული ჯარისკაციო...

იქ გამაგზავნა ამ ჩვენი მოწეული პროდუქტებით... გაცდენა არ უყვარდა. თუ გააცდენდი, მშობელი უნდა მიგეყვანა. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი წისქვილში გაგვიშვეს. ძველი წისქვილი იყო და ჩაინგრა და ჩავცვივდით წყალში. გადავრ-ჩით, მაგრამ სკოლა გაგვიცდა. გაცდენისთვის გაგვიბრაზდა, გაგვიშვა სახლში. მერე გაეგო, რაც დაგვემართა და დაგვიძახა

ეს იყო დიდებული ადამიანი, სკოლასა და ბავშვებზე შეყვა-რებული კაცი. ჩვენს სოფელს დიდი ამაგი დასდო. სკოლას და მის შემოგარენს თავს დასტრიალებდა. წეს-რიგს ითხოვდა ყვე-ლასგან და თავადაც იცავდა ამ წესებს.

Page 49: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

49specialuri nomeri2015

– მარტო სკოლის კი არა, სოფლის გულშემატკივარი იყო. დედაჩემს ძალიან უჭირდა. ჩემი ძმა ჯარში წაიყვანეს და სანახავად წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ნიკო მასწავლებელ-თან მივიდა სათხოვნელად. რომ გაიგო, რისთვისაც უნდოდა, უთხრა – ვალად არ გაძლევ, წადი, მოიხმარეო. ასე ეხმარე-ბოდა სხვებსაც. ჩვენთვის რომ ასეთი იყო, ჩვენც გვინდოდა ყურადღების გამოხატვა, ერთხელ ხილი მივართვით. მადლობა გვითხრა და ისევ ბავ-შვებს უმასპინძლა. ყველაფერს აკვირდებოდა, ბავშვებს ყურს უგდებდა. ერთხელ სიმინდს ვთოხნიდით. გაწვიმდა. კარგია, წვიმა მოუხდებაო, – თქვა ნიკო მასწავლებელმა, ჩემმა ბიძაშვილმა კი უთხრა: არა, მასწავლებელო, წვიმა ბალახს ისევ გააცოცხლებს, ამიტომ გათოხნის შემდეგ, სჯობს, მზემ დააჭიროსო. დაფიქრდა და იქვე უთხრა: მართალს ამბობ, ჭკვიანი, დაკვირვებული ბიჭი ხარო.

გოდერძი გელიაშვილი: ამ ადამიანმა ჩვენი სოფლისა და სკოლისთვის იცხოვრა და ისე მოხდა, სკოლის საქმეს შეეწირა ტრაგიკულად. გითხარით, დიდი სანაცნობო ჰყავდა და ძალიან ცდილობდა ჩვენი სკოლის ბაზაზე სასოფლო ტექნიკუმი დაეარსებინა. საჭირო იყო ფართის მომატება. სამშენებლო მასალების მოსატანად იყო წასული. ხის მასალა მოჰქონ-დათ სატვირთოთი, თავად კი მსუბუქი მანქანით მოჰყვებოდა. რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ სატვირთოს შეეჯახნენ და ნიკო გოგიტაური გარდაიცვალა. მგონი, 1960 წელი იყო. მეხივით დაატყდა ეს ამბავი სოფელს.

დაბეჭდილი ნიკოლოზ გოგი-ტაურის ნეკროლოგი გამოგ-ვიგზავნეს, ესეც მის მოწაფეებს შემოუნახავთ: ნიკოლოზ პავლეს ძე გოგიტაური დაბადებულა 1902 წელს ჩოხატაურის რაი-ონის სოფელ ბასილეთში. საშუ-ალო სასწავლებელი ოზურ-გეთში დაუმთავრებია. 1921 წელს დაინიშნა ხიდისთავის საბაზო სკოლის გამგედ. შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწი-ფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა და 1933 წელს –

ვედროებით აგვქონდა, რომ არ გამხმარიყო. მერე საწყალს იქ მიუჩინეს საბოლოო ბინა. აღდგომას, მიცვალებულე-ბის საფლავებზე გასვლისას, ცალკე ვამზადებდი კვერცხებს, ნაზუქსა და ღვინოს და აუცი-ლებლად მივდიოდი გოგიტა-ურის საფლავზე. ახლა ჩვენც დავბერდით, სოფლის მოამაგე კაცი იყო, სანამ ჩვენ ვიქნებით, გვემახსოვრება მისი სახელი. კარგია, რომ დაინტერესდით, ამ წერილით მაინც გაიხსენებს ვინმე...

წერილი მზად იყო, როცა სოფლიდან რაიონულ გაზეთში

ფასანაურის საშუალო სკოლის დირექტორად, 1935 წლიდან კი უკვე სოფელ ჭოპორტის საშუალო სკოლის დირექტო-რად დაინიშნა, სადაც სიცოცხ-ლის ბოლომდე მუშაობდა. ნიკოლოზ გოგიტაურს მინიჭე-ბული ჰქონდა დამსახურებული მასწავლებლის წოდება. იყო ლენინის, ორი შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენოსანი.

ამ ადამიანმა ჩვენი სოფლისთვის და სკოლისთვის იცხოვრა და ისე მოხდა, სკოლის საქმეს შეეწირა ტრაგიკულად.

ყველა თავზარდაცემული იყო. ვეღარ წარმოგვედგინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვ-რება, როგორ უნდა ესწავლათ ჩვენს შვილებს... გოგიტაური და სკოლა უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგინა. არც დაანება თავი. სკოლაში დარჩა სამუდა-მოდ. სოფელმა აქვე დაკრძალა, თავისი ნაამაგარი სკოლის ეზოში...

ელიკო გელიაშვილი: სკოლის ეზოში, მაღლა, ბექობზე, ნაძვე-ბი დგას. ჩვენ დაგვარგვევინა ეს ნაძვები გოგიტაურმა. წყალი

Page 50: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

50 specialuri nomeri 2015

რას ნიშნავს პროფესიული ორიენტაცია?

პროფესიული ორიენტაცია ფართო ცნებაა და ის არ მო-იაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის სწორად არჩევას. სწორედ ამიტომ მოძველებული ტერმინი „პროფორიენტაცია” (რომელიც რიგ ქვეყნებში, მათ შორის – რუსეთში, გერმანიაში და ა.შ., ჯერ კიდევ გამოიყე-ნება) იცვლება თანამედროვე ტერმინით – პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა, რომელიც ბევრად კომპლექსურია, თუნდაც ტერ-მინიდან გამომდინარე, ვიდრე პროფესიული ორიენტაცია.

რამდენად მნიშვნელოვანია პრო-ფესიული კონსულტაცია და კარი-ერის დაგეგმვა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის?

ზოგადად, პროფკონსულტა-ციას და კარიერის დაგეგმვას სწორედ ამ პერიოდში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა, თუმცა უნდა აღი-ნიშნოს, რომ კარიერული და პროფესიული კონსულტაცია შეიძლება დასჭირდეს ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. უნდა ითქვას ისიც, რომ პროფ-კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისი ხელმი-საწვდომი უნდა იყოს ადამი-ანისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ის იწ-ყება სკოლამდელი განათლების საფეხურიდან. კონსულტანტები ბავშვებს ეხმარებიან, განივი-თარონ ისეთი საბაზო უნარები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებენ და მარტივი გზით აცნობენ სხვადასხვა პროფესიას. თუმცა

ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონ-სულტანტი უბიძგებს ბავშვებს, ჩარჩოებში მოექცნენ და რომე-ლიმე კონკრეტულ პროფესიაზე კონცენტრირდნენ, რადგანაც ადამიანი ცხოვრების განმავ-ლობაში ძალიან ბევრჯერ შეიცვლის ინტერესს. ინფორ-მაციის მიწოდება სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობის შესახებ განათლების ამ საფე-ხურზე მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ხასიათისა შეიძლე-ბა იყოს და უნდა გრძელდებო-დეს სასკოლო განათლების სხვა საფეხურებზეც. მაგალითად, საშუალო განათლების საფე-ხურზე, რომლის დასრულების დროსაც მოსწავლეებს, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, უწევთ პროფესიული გადაწყვე-ტილების მიღება. კონსულტაცია ამ ეტაპზე მეტად აქტუალური ხდება.

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მან უნდა აირჩიოს საქ-მიანობის სფერო. რა ფაქტორები განაპირობებს პროფესიულ ორიენტაციას? რა ვითარებაა ჩვენში? როგორ განიმარტება პროფესიული ორიენტაცია? რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებ-ლობების გათვლა პროფესიის არჩევისას და როგორ შეიძლება ამის განსაზღვრა? ეს კითხვები განსა-კუთრებით აქტუალური მათთვის იქნება, ვინც ახლა დგას არჩევანის წინაშე, რადგან პროფესიული სფეროს, პროფესიის ან უნივერსიტეტში მთავარი კურსის არჩევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მომავალი წარმატებისთვის. კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად შრომისა და ორგანიზა-ციის ფსიქოლოგს, ადამიანური რესურსის მართვის ცენტრ PMC-ის წარმომადგენელს გელა ლომიაშ-ვილს მივმართეთ. ის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე მუშაობს და საკუთარ გამოცდილებას ინტერვიუში გვიზიარებს:

კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტაცია

Page 51: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

51specialuri nomeri2015

კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს პროფკონსულ-ტაციის პროცესი?

სასკოლო განათლების საფე-ხურზე პროფკონსულტაცია უნდა მოიცავდეს საკუთარი უნარების, ინტერესების, ღი-რებულებების და პიროვნული მახასიათებლების შეფასებას, დაინტერესებულ პირს უნდა მიეწოდებოდეს დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა პრო-ფესიის, საგანმანათლებლო თუ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. უმნიშვნელოვანესია კვლევების და ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე და რა მოთხოვ-ნაა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებზე. თუმცა აუცილებლად უნდა დავამატო ისიც, რომ პროფკონსულტაცია არ მთავრდება ფორმალური განათლების საფეხურებზე. ის ეხმარება სამუშაოს მაძიებლებ-საც სამუშაოს მოძიებაში და ამზადებს მათ, რათა განივითა-რონ შესაბამისი უნარები, მი-იღონ ცოდნა, შეესაბამებოდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და წარმატებით შეძლონ შრომის ბაზარზე დაბრუნება. ის ასევე ეხმარება დასაქმებულებსაც კარიერის სწორად დაგეგმვაში.

თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორები განაპირო-ბებს ჩვენში პროფესიულ არჩევანს? რას ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ახალგაზრდები?

მიღებული თვალსაზრისით, საქართველოში პროფესიას ძირითადად ირჩევენ ოჯახის წევრების, ახლობლების რჩევით ან პროფესიის მოდურობიდან გამომდინარე, მოტივით, რომ

ეს პროფესია „რომანტიკული“ ან „ინტელექტუალურია“. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და კონკრე-ტულ რისკებთანაცაა დაკავში-რებული, რადგან ასეთ დროს ახალგაზრდები არ ან ვერ აც-ნობიერებენ, რომ ასე არჩეულ პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებით რეალიზაციისათ-ვის მათ მოუწევთ რუტინული, სრულიად „არარომანტიკული“ და „არაინტელექტუალური“ სამუშაოს შესრულება. ამასთა-ნავე, არსებობს იმის რისკიც, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ესა თუ ის პროფესია აღარ იქნება „მოდური“ ან „პრესტი-ჟული“ ან თუნდაც „მოდური“ და „პრესტიჟული“ პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკ-რეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს.

რა შესაძლებლობები არსე-ბობს ვითარების შესაცვ-ლელად და რას სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ორგანიზაცი-ები?

საქართველოში კარიერული კონსულტაცია ახლა იდგამს ფეხს. შექმნილია პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების გან-ვითარების ეროვნული კონცეფ-ცია, რომლის განვითარებასაც სამი სამინისტრო (განათლებისა და მეცნიერების, შრომის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა) ახორციელებს. უფრო დეტალურად შემიძლია ვისაუბ-რო სპორტისა და ახალგაზრდო-ბის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტზე, რადგანაც მე და ჩვენი ორ-განიზაცია სწორედ მასთან ვთანამშრომლობთ. სამინისტ-როს ინიციატივით, გასულ წელს

შეიქმნა პროფკონსულტაციის ონლაინმომსახურების ვებგ-ვერდი www.myprofession.ge, რომელიც მომხმარებლებს უფასო ონლაინმომსახურებას სთავაზობს. ვებზე განთავ-სებულია აპრობირებული ფსიქოლოგიური ინსტრუმენ-ტები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, საკუთარი უნარე-ბის, ინტერესების შეფასების საფუძველზე ნახონ, რომელი პროფესია შეესაბამებათ ყველაზე მეტად. იმავდროულად ვებზე განთავსებულია პროექ-ტის ფარგლებში შექმნილი პროფორიენტაციის პირველი სახელმძღვანელო საქართ-ველოში – „აირჩიე პროფესია“, ასევე ვიდეოები პროფესიების შესახებ, საკითხავი მასალა, რეკომენდაციები, სავარჯიშო-ები და მრავალი სხვა რესურსი, რაც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიის არჩევა განსა-კუთრებით საპასუხისმ-გებლო გადაწყვეტილებაა. რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი ამ არჩევანის წინაშე დღესდღეობით?

გეთანხმებით, ეს იყო და არის კიდეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტი-ლება, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ცხოვრებაში, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ პროფესიის არჩევა არ არის ერთჯერადი აქტი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში შეიძლება განახორციელო და მთელი ცხოვრება მიჰყვე. ეს არის პროცესი, რომელიც ხშირად წლებსაც მოიცავს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალის-

სასკოლო განათ-

ლების საფეხურზე

პროფკონსულტაცია

უნდა მოიცავდეს

საკუთარი უნარე-

ბის, ინტერესების,

ღირებულებების და

პიროვნული მახასი-

ათებლების შეფასე-

ბას, დაინტერესებულ

პირს უნდა მიეწოდე-

ბოდეს დეტალური

ინფორმაცია სხვა-

დასხვა პროფესიის,

საგანმანათლებლო

თუ დასაქმების

შესაძლებლობების

შესახებ.

Page 52: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

52 specialuri nomeri 2015

წინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე, რომელიც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმა-ტების მიღწევის ყველაზე დიდი შანსი გვაქვს. კვლევების მიხედ-ვით, 21-ე საუკუნეში ადამი-ანები საშუალოდ 3-ჯერ მაინც იცვლიან პროფესიას. ეს, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანებისთვის, რომლებიც ცვალებად, განვითარებად სამყაროში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ და, მეორე მხრივ, პროფესიის ხელახლა არჩევა, თუკი წინა პროფესია არას-წორად აირჩიეთ, ნამდვილად დროის და ენერგიის ხარჯვაა.

უფრო კონკრეტულად – რისი ცოდნაა აუცილებელი არჩევანის გაკეთებამდე?

მეცნიერულ კვლევებზე დაყრ-დნობით გამოყოფენ კარგი გადაწყვეტილების მიღების ოთხ მთავარ საფეხურს:

არსებული ალტერნატივე-ბის განხილვა – როდესაც მნიშვნელოვანი პროფესი-ული გადაწყვეტილების მი-ღება მოგიწევთ, განიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი

– ყველა ის პროფესია, რომელიც გაინტერესებთ ან თქვენთვის შესაბამი-სი გგონიათ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, მაგალითად: „პრობლემის გადასაჭრელად ხომ არ არ-სებობს სხვა გზები?“ „ხომ არ არსებობს გზები, რომლებ-ზეც აქამდე არ მიფიქრია?“

შედეგების განხილვა: რო-დესაც არჩევანს რამდენიმე ალტერნატივაზე (პროფე-სიაზე) გააკეთებთ, განიხი-ლეთ თითოეული მათგანის უარყოფითი და დადებითი მხარეები.

ინფორმაციის მოპოვება: მოიძიეთ საფუძვლიანი ინფორმაცია თითოეული შესაძლო ალტერნატივის (პროფესიის) შესახებ.

დაგეგმვა: როდესაც განხილული ალტერნატი-ვებიდან (პროფესიებიდან) შეარჩევთ მხოლოდ ერთს, დაგეგმეთ: ა) როგორ გა-ნახორციელებთ მიღებულ გადაწყვეტილებას და ბ) რას მოიმოქმედებთ, თუ განხორციელების პროცეს-ში ნეგატიური შედეგები გამოვლინდება, რომლებიც თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს.

რა ხელის შემშლელი ფაქტორები შეიძლება გა-მოიყოს ამ მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე? რამ შეიძლება განაპირობოს ის რისკი, რა-ზეც ზევით საუბრობდით? – დროისა და ენერგიის დანაკარგს ვგულისხმობ...

არასწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქ-ტორი შეიძლება დავასახელოთ:

1. ახლობლების რჩევა – ახალგაზრდები ხშირად პროფესიას ახლობლების რჩევით იღებენ. ეს – უკე-თეს შემთხვევაში, თორემ ხშირად საერთოდ მშობლე-ბი წყვეტენ, რა პროფესიისა უნდა გამოვიდეს შვილი.

2. მოდური პროფესიები – აბიტურიენტები ინტენსი-ურად აბარებენ რომელიმე ფაკულტეტზე, რომელიც მოდურად ითვლება მათ თაობაში, რეალურად კი შრომის ბაზარს არ სჭირდე-ბა ამდენი პროფესიონალი იმ მიმართულებით.

3. საინტერესო პროფესია – ხშირად პროფესიას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ მათთვის საინტერესოა. შეიძლება ინტერესი მართ-ლაც მნიშვნელოვანი რამ იყოს, თუმცა მხოლოდ მასზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. ის, რომ მოგწონს რაიმე საქმე, არ ნიშნავს, რომ მის შესრუ-ლებას შეძლებ.

Page 53: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

53specialuri nomeri2015

4. პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა – მეტწილად ადამიანები კარგად არ იცნობენ იმ პრო-ფესიებს, სადაც აბარებენ ან არ აქვთ ინფორმაცია ბევრი სხვა პროფესიის შესახებ, რომლებიც შეიძლება სწო-რედ რომ მათი შესაბამისი იყოს.

როგორაა შესაძლებელი ამ რისკების შემცირება?

მოკლედ შევეცდები ამომწურა-ვი პასუხის გაცემას. დავიწყოთ ინტერესებით – შესაძლებელია, რომელიმე პროფესია გვაინ-ტერესებდეს და ამ მოტივით მივიღოთ გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად გასაანალი-ზებელია, რამდენად კარგად გვაქვს განვითარებული ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვა-ნი უნარები და შესაძლებლო-ბები. მაგალითად, შეიძლება მოგვწონდეს არქიტექტურა, თუმცა არ გვქონდეს კარგად განვითარებული სივრცითი უნარები, რაც გადამწყვეტია ამ პროფესიისთვის. შესაბამისად, უნდა შევარჩიოთ ის სფერო, რომელიც ჩვენი უნარებისა და შესაძლებლობების შესაფერი-სია. ამიტომაა მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება.

პროფესიის არჩევისას მნიშვ-ნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის ღირებული, ანუ შევაფასოთ საკუთარი შრომი-თი ღირებულებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ღირებულია მატერიალური ანაზღაურება, ზოგისთვის – საზოგადოებისთ-ვის დახმარების გაწევა და ა.შ. უნდა განვსაზღვროთ, რა არის

ჩვენთვის პრიორიტეტული, ყველაზე ღირებული და შემდეგ მოვძებნოთ ის პროფესია, სადაც საკუთარი ღირებულებების დაკმაყოფილებას ყველაზე უკეთ შევძლებთ. მაგალითად, თუ ჩვენთვის ღირებულია ადამიანების მართვა და ხელმ-ძღვანელ პოზიციაზე მუშაობა, აუცილებელი არ არის შევარ-ჩიოთ შემოქმედებითი სფეროს რომელიმე პროფესია, რომე-ლიც ძირითადად დამოუკი-დებელ მუშაობას მოითხოვს, თუკი მატერიალური ინტერესი გვამოძრავებს, აუცილებელი არ არის ჩავაბაროთ, მაგალითად, ფილოლოგიაზე, რომელიც საქართველოში სულაც არ არის შემოსავლიანი.

პროფესიის არჩევამდე აუცი-ლებლად უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა პროფესია, რათა ზუსტად ვიცოდეთ – თუ ამ პრო-ფესიას ავირჩევთ, რა სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, როგორ გარემოში მოგვიწევს მუშაობა, როგორ სოციალურ წრეში ვიტრიალებთ და ა.შ. საქართვე-ლოში ეს ძალიან ხშირად ხდება პრობლემური პოსტ ფაქტუმ, რადგან ადამიანები ირჩევენ პროფესიას და სწავლის ან მუშაობის დაწყების შემდეგ აღ-მოაჩენენ, რომ ამ პროფესიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონიათ. შედეგად ვიღებთ არაპროდუქტიულო-ბას, კარიერულ წარუმატებლო-ბას, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების კლებას და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი მიატოვებს ამ პროფესიას და სხვაგან შეეცდება რეალიზებას.

უმნიშვნელოვანესია ასევე შრომის ბაზრის შესწავლა. პროფესიული არჩევანის წინაშე მდგომი კარგად უნდა იცნობ-

დეს შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს: იცოდეს, როგორ ვითარდება ესა თუ ის პროფესია, დასაქმე-ბის რა შესაძლებლობები აქვს, იზრდება თუ მცირდება კონკ-რეტული პროფესიით დასაქმე-ბულთა რაოდენობა, როგორია ამ პროფესიით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება... მსგავს ინფორმაციას ადამი-ანებს უნდა აწვდიდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა და, მინიმუმ, ჩატარებული უნდა იყოს შრომის ბაზრის კვლევა, სამწუხაროდ, დღეს საქართ-ველოში არც ერთი მიმართუ-ლებით არ არის ჩატარებული შესაბამისი სამუშაოები, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია.

სწორედ ეს გახლავთ პროფე-სიის არჩევისას გასათვალის-წინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორების არასრული ჩამონათვალი.

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტი-ლებას და ირჩევს პროფე-სიას ან ინტერესის სფეროს?

გამოიყენეთ თქვენს ხელთ არ-სებული ნებისმიერი რესურსი იმის გასაცნობიერებლად, რას გთავაზობთ გარემო. აუცილებ-ლად შეაფასეთ საკუთარი შე-საძლებლობები ობიექტურად, გამოიყენეთ სპეციალისტების დახმარება, გაესაუბრეთ თქვენ-თვის საინტერესო სფეროებში მოღვაწე ადამიანებს. გაიგეთ მეტი თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ და მიიღეთ გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილება.

გამოიყენეთ თქვენს

ხელთ არსებული

ნებისმიერი რესურ-

სი იმის გასაცნო-

ბიერებლად, რას

გთავაზობთ გარემო.

აუცილებლად შეაფა-

სეთ საკუთარი შესაძ-

ლებლობები ობიექ-

ტურად, გამოიყენეთ

სპეციალისტების

დახმარება, გაესაუბ-

რეთ თქვენთვის საინ-

ტერესო სფეროებში

მოღვაწე ადამიანებს.

გაიგეთ მეტი თქვენ-

თვის საინტერესო

პროფესიის შესახებ

და მიიღეთ გააზრე-

ბული პროფესიული

გადაწყვეტილება.

Page 54: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

54 specialuri nomeri 2015

ეჯკომბის სკოლაში ყველა საკლასო ოთახს თავისი ბიბლიოთეკა აქვს, სტადარტიზებული ტესტები აკრძალულია, კლასები მცირეა, სკოლა-ში ზეიმობენ ყველა რელიგიურ თუ კულტურულ დღესასწაულს, მოსწავლეები თვითონ ირჩევენ თემებს, რომელთა შესახებაც წერენ და წიგნებს, რომელთა წაკითხვაც სურთ. მისის ატველის ყოვე-ლი მოსწავლე წელიწადში დაახლოებით 40 წიგნს „შთანთქავს“ – ეს აშშ-ის საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე გაცილებით მეტია!

წლეულს, მარტში, ვარკეის ფონდის მიერ გამოც-ხადებულ კონკურსზე ნენსი ატველი წლის საუკე-თესო მასწავლებლად დაასახელეს და გადასცეს Global Teacher Prize (მასწავლებლის მსოფლიო პრიზი) – ნობელის პრემიის ანალოგი მასწავლებ-ლებისთვის.

ქალბატონმა ატველმა გადაწყვიტა, ჯილდო, ერთი მილიონი დოლარი, მთლიანად სწავლებისა და შესწავლის ცენტრს, არამომგებიანი სტატუსის მქონე სადემონსტრაციო სკოლა CTL-ს გადასცეს. ეს სკოლა ნენსი ატველმა 25 წლის წინ დააარსა. როგორც თავად ამბობს, სკოლას განახლება სჭირდება - გამოსაცვლელია სახურავი, ღუმელი, შესაძენია ახალი წიგნები. „ჩვენ განვაახლებთ

ბიბლიოთეკას – ეს ის საჭიროებაა, რომელიც არასდროს დაკმაყოფილდება“, – უთხრა მისის ატველმა გაზეთ „გარდიანს“.

ნენსი ატველის მდიდარი სამასწავლებლო გამოც-დილება სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში 40 წელიწადზე მეტს ითვლის. ის მასწავლებლე-ბისთვის დაწერილი 9 წიგნის ავტორიცააა. მათ შორის გამორჩეულია „შუაში“ (In the Middle), რო-მელიც ნახევარმილიონიანი ტირაჟით დაისტამბა და მთლიანად გაიყიდა. მისი მიზანი იყო, საკლასო ოთახი არა სტრესისა და ფრუსტრაციის, არამედ „სიბრძნისა და სიხარულის ადგილად ექცია“.

საინტერესოა, რომ მისის ატველი, მასწავლე-ბელთა მსოფლიოში ყველაზე საპატიო პრიზის მფლობელი, ოდესღაც სულაც არ აპირებდა მას-წავლებლობას. უნივერსიტეტის დამთავრებისა და ინგლისურ ენაში ხარისხის მიღების შემდეგ ის ცდილობდა მოეფიქრებინა, რაში გამოეყენებინა მიღებული ცოდნა და მასწავლებლობას მხოლოდ „სათადარიგო გეგმად“ განიხილავდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას მასწავლებლის ადგილი შესთავა-ზეს. ნენსი ატველი დათანხმდა და მალე ეს საქმე შეუყვარდა. „ერთბაშად თავი შინ ვიგრძენი. მე მიყვარდა ლიტერატურა და მალევე მივხვდი, რომ

მასწავლებელმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო

კითხვისა და წერის უნარების განვითარების ახალი მეთოდის შექმნისთვის ამერიკელმა მასწავლე-ბელმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო. მისის ატველის სკოლა, რომელიც მეინის შტატის (აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთი) პატარა ქალაქ ეჯკომბში მდებარეობს, არაჩვეულებრივი ადგილია. არაჩვე-ულებრივი მასწავლებელი გახლავთ თავად ქალბატონი ატველიც.

დუბაიში მდებარე ვარკეის ფონდმა (Varkey Foundation) მოსწავლეთა წიგნიერების ხელშემწყობი მეთოდიკის შექმნისთვის ქალბატონი ატველი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

Page 55: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

მიყვარდა მოზარდებთან მუშაობაც. მომწონდა მათთან წიგნებზე საუბარი; ყოველი გაკვეთილი რაღაცით სცენაზე გამოსვლას ჰგავდა“.

მისის ატველმა ბავშვების სწავლება 1973 წელს დასავლეთ ნიუ-იორკში დაიწყო მის საყვარელ ასაკობრივ ჯგუფთან, მეშვიდე- და მერვეკლასე-ლებთან. „თუ მეშვიდე-მერვეკლასელები რამით დააინტერესე, შესაძლოა, ეს მათი ცხოვრების ინტერესად იქცეს, – მიაჩნია მას. – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია. ამ დროს ბავშვებს უყა-ლიბდებათ საკუთარი ხედვა მოზრდილთა ცხოვ-რების და, საზოგადოდ, მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ“.

ნენსი ატველმა დაინახა, რომ მოზარდებს დი-დად არ აინტერესებდათ ის მასალა, წიგნები თუ დავალებები, რომლებიც მეშვიდე-მერვე კლასების პროგრამით იყო გათვალისწინებული. მან დაიწყო ალტერნატიული სასწავლო მეთოდების ძიება, შესწავლა და ერთ მშვენიერ დღეს ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის პროფესორის, დონალდ გრეივზის ნაშრომებს წააწყდა, რომლებიც ბავშვთა ადრეულ განათლებას ეხებოდა. მას შემდეგ მთელი თავისი კარიერა ნენსი ატველმა გრეივზის „წერითი ლაბო-რატორიის“ (writing workshop) იდეების განხორცი-ელებასა და მათ განვითარებას დაუკავშირა.

„წერითი ლაბორატორია“ წარმოადგენს სას-წავლო ჩარჩო-სქემას, რომელიც მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობას ქადაგებს. ნენსი ატველის საკლასო ოთახში ბავშვები თავად ირჩევენ იმ წიგნებსა და წერით თემებს, რომლებიც აინტერესებთ, თავად მიიწევენ წინ მათთვის მოხერხებული ტემპით და გამუდმებით ხვდებიან მასწავლებელს „ერთი-ერ-თზე“ ფორმატში, სამუშაოზე სასაუბროდ.

ნენსი ატველის თქმით, პროფესორ გრეივზის მიდ-გომამ საკლასო ოთახში რევოლუცია მოახდინა – უმალვე შეამჩნია, რომ ბავშვები გააქტიურდნენ, გახალისდნენ, მათთვის მიმზიდველი აღმოჩნდა წიგნებისა თუ საწერი თემების დამოუკიდებელი არჩევა. „როდესაც კლასის მართვის სადავეს „ხელიდან ვუშვებ“ და მოსწავლეებს ვთავაზობ, თავად აირჩიონ საკითხავი თუ საწერი თემები, ისინი ძალიან ჭკვიანურად ირჩევენ“.

საჯარო სასკოლო სისტემაში მუშაობის გამო მი-სის ატველს ხშირად უწევს სიახლეების დანერგვა

სისტემის დაუკითხავად. „საკლასო ოთახის კარს ვხურავ და ბავშვებს ვესაუბრები. აღმოჩნდა, რომ მათ ზუსტად იციან, რა არის მათთვის საინტერე-სო და ფასეული. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, როცა მათ აზრს ვეკითხებით და ვუსმენთ“.

ნიუ-იორკის შტატიდან მისის ატველი მეინში (შტატი ნიუ-იორკის ჩრდილო-აღმოსავლეთით) გადადის, სადაც 1990 წელს თავის სკოლას, სწავლებისა და შესწავლის ცენტრს (CTL), აარ-სებს. მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ოთხმოცს. ისინი სკოლამდელი ასაკიდან მერვე კლასამდე ასაკობრივ ჯგუფებში არიან განაწი-ლებულნი.

ამ სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად არიან ჩართულნი „მკითხველებისა“ და „მწერლების“ ერთობლივ საქმიანობაში. ტრა-დიციული „ინსტრუქტორი-მოსწავლის“ სქემა აქ თითქმის არ გამოიყენება. მოსწავლეები ყოველდ-ღიურად განსაზღვრულ დროს უთმობენ თავისივე შერჩეული წიგნების კითხვას. გარდა ამისა, ისინი მართავენ ვებსაიტს, სადაც რეკომენდაციას უწევენ, ახალგაზრდა მკითხველებს სთავაზობენ სხვადასხვა წიგნს.

ჩვენ უმთავრესად

ბავშვების ცხოვრე-

ბაში მნიშვნელო-

ვანი ცვლილებების

შეტანაზე ვსაუბრობ-

დით. ვამაყობ, რომ

იმ ადამიანთა ჯგუფს

წარმოვადგენ, რომ-

ლებიც, ამ სიტყვის

სრული მნიშვნელო-

ბით, პროფესიონა-

ლები არიან.

რას აპირებს მსოფ-

ლიოს საუკეთესო

მასწავლებელი

მომავალში? – რა

თქმა უნდა, სკოლაში

დაბრუნებას.

Page 56: 5 oqtomberi maswavleblis saerTaSoriso dRe · 2014 specialuri nomeri 5 ლის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით

სასწავლო წლის განმავლობაში მისის ატვე-ლი ცდილობს, მოსწავლეებს ახლოს გააცნოს სხვადასხვა ხალხების კულტურა და ტრადიციები. „ჩვენ ვზეიმობთ ჩინურ ახალ წელს, გარდაცვ-ლილთა დღეს (მექსიკური ტრადიცია), აღდგომის დიდმარხვის დაწყებას, რამადანის დასასრულს (მუსლიმანური ტრადიცია), – ამბობს ის, – „მსურს ჩემს მოსწავლეებს მათ გარშემო მცხოვრები ადამიანების შესახებ უფრო ღრმა ცოდნა მივცე და მათდამი თანაგრძნობა გავუღვივო. არ მინდა, ისინი მეინის შტატის ტრადიციებით იყვნენ შემო-საზღვრულნი“.

ყოველ წელს ეჯკომბში, სწავლებისა და შეს-წავლის ცენტრში, მთელი აშშ-იდან უამრავი მასწავლებელი ჩადის ატველის წერითი გაკვე-თილების სანახავად. მისის ატველს იმედი აქვს, რომ დაინტერესებული პედაგოგები ამ გამოც-დილებას თავიანთ სკოლებშიც გამოიყენებენ. მეთოდმა დაამტკიცა, რომ მეტად ეფექტურია მრავალფეროვან კლასებში, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და სოციალური წარმომავლობის ბავშვები სწავლობენ.

CTL-ის მოსწავლეთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს სწავლას სკოლის დამამთავრებელ კლასებში (ე.წ. ჰაი-სქულში), ხოლო შემდგომ მათი 97% წარმატებით ირიცხება უნივერსიტე-ტებში. აშშ-ის საჯარო განათლების სისტემაზე

საუბრისას მისის ატველი ამბობს, რომ სისტე-მის მოუქნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სტანდარტიზებულ ტესტებზეა ორიენტირებული, დამაზიანებელია და საკლასო ოთახის უნიფორ-მიზაციისკენ არის მიმართული. „ფაქტობრივად, მასწავლებლებს იძულებულს ხდიან, იქცნენ ტექნიკურ პერსონალად, რომელიც მოსწავლეებს საეჭვო ღირებულების ტექსტებს უკითხავს. დღეს სატესტო ნიშნები შეფასების უმთავრეს საშუალებად იქცა. ეს მონაცემების ანალიზი, ანგარიშგება და გაზომვაა. ეს ბიზნესმოდელია, რომელიც სწავლების ხელოვნებას, მეცნიერებასა და განათლებას მოარგეს“.

ნენსი ატველი არ ეთანხმება პოლიტიკურად საკამათო საგანმანათლებლო სტანდარტების არსებულ სისტემას, რომელიც, მისი თქმით, მეტისმეტად ძლიერ აქცენტს სვამს საგამოცდო ნიშნებზე და, როგორც ცოდნის მაჩვენებლებს, თითქმის არაფრად აგდებს ნასწავლი მასალის აღქმას თუ წაკითხულ წიგნებს. მოსწავლეები სხვადასხვა სიჩქარით და სხვადასხვა დონეზე სწავლობენ, სტანდარტიზებული ტესტები კი სატკეპნ მანქანასავით აბრტყელებს და „ათანაბ-რებს“ ინდივიდუალობას და ყველას აიძულებს, ერთნაირები გახდნენ.

ნენსი ატველმა თქვა, რომ ჯილდომ გააოცა. მისთვის ეს იმის დასტურად იქცა, რომ სწავლების არატრადიციული მეთოდები, რომლებსაც ის 40 წელიწადზე მეტია იყენებს, ნელ-ნელა ძალას იკ-რებს და მათ არა მხოლოდ აფასებენ და აღიარე-ბენ, არამედ წარმატებითაც მუშაობს.

„ვფიქრობ, ჩვენ ერთი რამ გვაქვს საერთო – და ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე: არც ერთ ჩვენგანს არაფერი უთქვამს სტანდარ-ტიზებულ ტესტებზე, – ღიმილით განაცხადა მისის ატველმა, – ჩვენ უმთავრესად ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტა-ნაზე ვსაუბრობდით. ვამაყობ, რომ იმ ადამიანთა ჯგუფს წარმოვადგენ, რომლებიც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პროფესიონალები არიან“.

რას აპირებს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლე-ბელი მომავალში? – რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნებას.

ერთბაშად თავი შინ

ვიგრძენი. მე მიყვარ-

და ლიტერატურა და

მალევე მივხვდი, რომ

მიყვარდა მოზარ-

დებთან მუშაობაც.

მომწონდა მათთან

წიგნებზე საუბარი;

ყოველი გაკვეთილი

რაღაცით სცენაზე

გამოსვლას ჰგავდა.

სურათზე: ნენსი ატველი აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერმინისტრთან, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმთან ერთად ვარკეის ფონდის პრიზის გადაცემის ცერემონიაზე

ფოტო: ქამრან ჯებრელი/ასოშიეითიდ პრესი