დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი...

8
კიცხში რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი შეიქმნა მთავრობა მიწის დამუშავების წახალისების მოდელზე მუშაობს C ჰეპატიტი, - საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება ნინო გურეშიძე - უზომოდ მიყვარს ჩემი მოსწავლეები 2 გვ. 5 გვ. 6 გვ. დღეს ნომერშია რატომ არის მნიშვნელოვანი კოოპერატივის შექმნა განცხადებები ხუმრობენ ხარაგაულელები ამინდი 3 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 8 გვ. რძის გადამამუშავებელი კოოპე- რატივი „სარგო“ სოფელ კიცხში ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფ- ლის განვითარებისათვის (ENPARD) შეიქმნა. ENPARD-ის საგრანტო კონკურსში 700-ზე მეტი მცირე ფერ- მერული ჯგუფი მონაწილეობდა. კონკურსი წარმატებით გაიარა 35-მა კოოპერატივმა. „სარგოს“ კოოპერატივის დირექ- ტორ გიორგი გველესიანს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმ- წიფო უნივერსიტეტში ორგანიზებულ შეხვედრაზე სიგელი გადაეცა. საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართუ- ლებით ხუან ეჩანოვე, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვი- თარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ. „პირველად ერთად მოიყარეს თავი ფერმერებმა, აგროექსპერტებმა, მთავრობამ, სტუდენტებმა, ევროკავში- რის ხელმძღვანელობამ და მედიამ, - აღნიშნა ქუთაისში გამართულ შეხ- ვედრაზე პროექტის მოდერატორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, - ეს არის შეხვედრების ახალი ფორმატი, რო- მელსაც შეუძლია ერთიანი ძალისხ- მევით გაარღვიოს შეკრული წრე და ამოიყვანოს სოფელი გაჭირვებიდან. ეს ახალი სისტემა ქუთაისში, განათ- ლებისა და პროგრესის უძველეს კერაში, იღებს სათავეს. მეცნიერები შეისწავლიან სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს, დასახავენ გზებს, მთავრობა შეიმუშავებს სტრა- ტეგიას, რომელსაც განახორციელებს ევროკაშვირის მეშვეობით, ხოლო მედია აუხსნის ამ სტრატეგიის მნიშვ- ნელობას საზოგადოებას, მოუპოვებს მას მხარდაჭერას. ეს კი საბოლოო ჯამში ფერმერს მისცემს კონკრეტული წარმატების მიღწევის საშუალებას.“ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერე- სელიძის თქმით, კოოპერატივი არის მთავარი წამყვანი ძალა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. „კოოპერატივის მეშვეობით გაიზრდება წარმოების მოცულობა, ხარისხი და შე- მოსავლები. სამინისტრო აგრძელებს კოოპერატივების მხარდაჭერას,“ - აღ- ნიშნა ნოდარ კერესელიძემ. შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანე- ლის მოადილე ბორის იაროშევიჩმა ისაუბრა ევროკავში- რისგან სოფლის მეურნეობის განვითა- რების მხარდაჭერაზე. მან განაცხადა, რომ კოოპერატივების განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ელემენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარები- სათვის. მისივე თქმით, გამარჯვებული კოოპერატივები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის პილოტები არიან. „დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი მსხვილი ექსპორ- ტიორი ქვეყანა ევროპაში. საქართ- ველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე აქვს დიდი მომავა- ლი,“ - აღნიშნა ბორის იაროშევიჩმა. ევროკავშირის ატაშემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ეჩანოვემ ისაუბრა ENPARD-ის საგრანტო კონკურსის შედეგებზე და აღნიშნა, რომ გამარჯვებულებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში, სოფლის მეურნე- ობის დარგის ექსპერტებისგან მი- იღეს ტექნიკური რჩევები და შექმნეს მაღალი ხარისხის ბიზნესგეგმა. ENPARD-ის ფარგლებში კოოპე- რატივებს მატერიალური აქტივების სახით სხვადასხვა საჭირო აღჭურვი- ლობა გადაეცათ. გიორგი გველესიანი, კოოპერა- ტივ „სარგოს“ დირექტორი: -გამო- ვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა შემოიტანოს და დაამონტაჟოს ჩვენი კოოპერატივის აღჭურვილობა. ამჟამად მიმდინა- რეობს შენობის რემონტი. როგორც კი შიდა სამუშაოები და ტექნიკური აღჭურვა დასრულდება, მაის-ივნისში პირველ პროდუქციას გამოვუშვებთ. უთაისში ორგანიზებული ღო- ნისძიების მონაწილეების - თვის მოეწყო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს მოვინახულეთ მცირე ფერმერული კოოპერატივი სოფელ ქვიტირში. ნინო კაპანაძე ფოტოზე: ჯილდოვდება კიცხის რძის გადამამუშავებელი კოოპერა- ტივის „სარგო“ დირექტორი გიორგი გველესიანი „ადგილობრივი თვითმმართ- ველობების მიერ ხშირ შემთხ - ვევაში ა(ა)იპ-ების სუბსიდირება ხორციელდება ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც თავისი არსით არ არის სუბსიდია და წარმოადგენს მომსახურებას ან სამუშაოს, რომლის შესყიდვა უნდა განხორციელდეს შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად,“ - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში (იხ. სახელმწიფო აუდი- ტის ანგარიში 2012-2013 წლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვისა და შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული აუდიტების შესახებ ვებგვერდზე www.sao.ge). სახელმწიფო აუდიტის სამსახუ- რის რეკომენდაცია, - რომ საინ- ფორმაციო მომსახურება შეისყი- დოს ტენდერით, კონკრეტული ა(ა)იპ-ის სუბსიდიით დაფინანსების ნაცვლად, - არც ხარაგაულის დღევანდელმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა, წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად. 2015 წლის 28 იანვარს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წინადადების საფუძველზე, ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ- ლომ „ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთვის“ განსაზღვრული თანხა, 40 ათასი ლარი, სუბსიდიის სახით მთლიანად გადასცა მუნიციპალიტეტის გაზეთს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული.“ ტენდერის გამოცხადებით ხარა- გაულის ადგილობრივ ხელისუფ- ლებას შეეძლო უკეთესი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება შეეს- ყიდა გაცილებით ნაკლებ (შესაძ- ლოა, მეოთხედ) ფასად; დაზო- გილი საბიუჯეტო თანხა, 30 ათასი ლარი, კი მიემართა მოქალაქეების საჭიროებების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს „ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთ- ვის“ ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში 25 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება რომ მნიშვნელოვან საბიუჯეტო სახსრებს გამოყოფს მთავრობისგან კონტროლირება- დი გაზეთისთვის, ეს ფაქტი ასევე აისახა აშშ სახელმწიფო დეპარ- ტამენტის 2013 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ფინანსთა სამინისტრომ საქართ- ველოს რეგიონებში განსახორცი- ელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 837 500 ლარი გამოუყო. მათ შორის: კიცხი-ხიდარი გზის რეაბი- ლიტაციისათვის 800 ათ. ლარი და მუნიციპალიტეტში მიმდინარე 2015 წელს განსახორციელებელ სამუშა- ოებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 37,5 ათ. ლარი, მათ შორის: ზვარის ახალგაზრ- დული ბანაკის მოსაწყობად 9,0 ათ. ლარი; ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციისათვის 18,0 ათ. ლარი; დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გურამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალ- მომარაგების სისტემის მოსაწყობად - 6,0 ათ. ლარი; დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმდე- ბარე ტერიტორიის ინფრასტრუქ- ტურის მოსაწესრიგებლად - 1,5 ათ. ლარი; დაბა ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის არსებული შენობის რეაბილიტაცი- ისათვის - 3,0 ათ. ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი შემოსულო- ბების ნაწილში 6547,1 ათ. ლარი გაიზარდა 837,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 7384,6 ათ. ლარით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 56547,1 ათ. ლარი გა- იზარდა 837,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 7384,6 ათ. ლარით. აღნიშნული საბიუჯეტო ცვლი- ლება ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის საკრებულომ 28 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილება ბიუჯეტში ხარაგაულში ხელისუფლებისგან კონტროლირებადი გაზეთის სუბსიდირება გრძელდება 30 იანვარი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 3 (623) www.chkh.org

Transcript of დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი...

Page 1: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

კიცხში რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი შეიქმნა

მთავრობა მიწის დამუშავების წახალისების მოდელზე მუშაობს

C ჰეპატიტი, - საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

ნინო გურეშიძე - უზომოდ მიყვარს ჩემი მოსწავლეები

2 გვ.

5 გვ.

6 გვ.

დღეს ნომერშია

რატომ არის მნიშვნელოვანი კოოპერატივის შექმნა

განცხადებები

ხუმრობენ ხარაგაულელები

ამინდი

3 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

8 გვ.

რძის გადამამუშავებელი კოოპე-რატივი „სარგო“ სოფელ კიცხში ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფ-ლის განვითარებისათვის (ENPARD) შეიქმნა. ENPARD-ის საგრანტო კონკურსში 700-ზე მეტი მცირე ფერ-მერული ჯგუფი მონაწილეობდა. კონკურსი წარმატებით გაიარა 35-მა კოოპერატივმა.

„სარგოს“ კოოპერატივის დირექ-ტორ გიორგი გველესიანს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმ-წიფო უნივერსიტეტში ორგანიზებულ შეხვედრაზე სიგელი გადაეცა.

საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართუ-ლებით ხუან ეჩანოვე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვი-თარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

„პირველად ერთად მოიყარეს თავი ფერმერებმა, აგროექსპერტებმა, მთავრობამ, სტუდენტებმა, ევროკავში-რის ხელმძღვანელობამ და მედიამ, - აღნიშნა ქუთაისში გამართულ შეხ-ვედრაზე პროექტის მოდერატორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, - ეს არის შეხვედრების ახალი ფორმატი, რო-მელსაც შეუძლია ერთიანი ძალისხ-მევით გაარღვიოს შეკრული წრე და ამოიყვანოს სოფელი გაჭირვებიდან. ეს ახალი სისტემა ქუთაისში, განათ-ლებისა და პროგრესის უძველეს კერაში, იღებს სათავეს. მეცნიერები შეისწავლიან სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს, დასახავენ გზებს, მთავრობა შეიმუშავებს სტრა-ტეგიას, რომელსაც განახორციელებს ევროკაშვირის მეშვეობით, ხოლო მედია აუხსნის ამ სტრატეგიის მნიშვ-ნელობას საზოგადოებას, მოუპოვებს მას მხარდაჭერას. ეს კი საბოლოო

ჯამში ფერმერს მისცემს კონკრეტული წარმატების მიღწევის საშუალებას.“

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერე-სელიძის თქმით, კოოპერატივი არის მთავარი წამყვანი ძალა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. „კოოპერატივის მეშვეობით გაიზრდება წარმოების მოცულობა, ხარისხი და შე-მოსავლები. სამინისტრო აგრძელებს კოოპერატივების მხარდაჭერას,“ - აღ-ნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანე-ლის მოადილე ბორის

იაროშევიჩმა ისაუბრა ევროკავში-რისგან სოფლის მეურნეობის განვითა-რების მხარდაჭერაზე. მან განაცხადა, რომ კოოპერატივების განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ელემენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარები-სათვის. მისივე თქმით, გამარჯვებული

კოოპერატივები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის პილოტები არიან. „დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი მსხვილი ექსპორ-ტიორი ქვეყანა ევროპაში. საქართ-ველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე აქვს დიდი მომავა-ლი,“ - აღნიშნა ბორის იაროშევიჩმა.

ევროკავშირის ატაშემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ეჩანოვემ ისაუბრა ENPARD-ის საგრანტო კონკურსის შედეგებზე და აღნიშნა, რომ გამარჯვებულებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში, სოფლის მეურნე-ობის დარგის ექსპერტებისგან მი-იღეს ტექნიკური რჩევები და შექმნეს მაღალი ხარისხის ბიზნესგეგმა.

ENPARD-ის ფარგლებში კოოპე-რატივებს მატერიალური აქტივების სახით სხვადასხვა საჭირო აღჭურვი-ლობა გადაეცათ.

გიორგი გველესიანი, კოოპერა-ტივ „სარგოს“ დირექტორი: -გამო-ვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა შემოიტანოს და დაამონტაჟოს ჩვენი კოოპერატივის აღჭურვილობა. ამჟამად მიმდინა-რეობს შენობის რემონტი. როგორც კი შიდა სამუშაოები და ტექნიკური აღჭურვა დასრულდება, მაის-ივნისში პირველ პროდუქციას გამოვუშვებთ.

ქუთაისში ორგანიზებული ღო-ნისძიების მონაწილეების-

თვის მოეწყო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს მოვინახულეთ მცირე ფერმერული კოოპერატივი სოფელ ქვიტირში.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ჯილდოვდება კიცხის რძის გადამამუშავებელი კოოპერა-ტივის „სარგო“ დირექტორი გიორგი გველესიანი

„ადგილობრივი თვითმმართ-ველობების მიერ ხშირ შემთხ-ვევაში ა(ა)იპ-ების სუბსიდირება ხორციელდება ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც თავისი არსით არ არის სუბსიდია და წარმოადგენს მომსახურებას ან სამუშაოს, რომლის შესყიდვა უნდა განხორციელდეს შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად,“ - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში (იხ. სახელმწიფო აუდი-ტის ანგარიში 2012-2013 წლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვისა და შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული აუდიტების შესახებ ვებგვერდზე www.sao.ge).

სახელმწიფო აუდიტის სამსახუ-რის რეკომენდაცია, - რომ საინ-

ფორმაციო მომსახურება შეისყი-დოს ტენდერით, კონკრეტული ა(ა)იპ-ის სუბსიდიით დაფინანსების ნაცვლად, - არც ხარაგაულის დღევანდელმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა, წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად.

2015 წლის 28 იანვარს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წინადადების საფუძველზე, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლომ „ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთვის“ განსაზღვრული თანხა, 40 ათასი ლარი, სუბსიდიის სახით მთლიანად გადასცა მუნიციპალიტეტის გაზეთს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული.“

ტენდერის გამოცხადებით ხარა-გაულის ადგილობრივ ხელისუფ-ლებას შეეძლო უკეთესი ხარისხის

საინფორმაციო მომსახურება შეეს-ყიდა გაცილებით ნაკლებ (შესაძ-ლოა, მეოთხედ) ფასად; დაზო-გილი საბიუჯეტო თანხა, 30 ათასი ლარი, კი მიემართა მოქალაქეების საჭიროებების დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს „ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთ-ვის“ ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში 25 ათასი ლარი იყო განსაზღვრული.

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება რომ მნიშვნელოვან საბიუჯეტო სახსრებს გამოყოფს მთავრობისგან კონტროლირება-დი გაზეთისთვის, ეს ფაქტი ასევე აისახა აშშ სახელმწიფო დეპარ-ტამენტის 2013 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტრომ საქართ-ველოს რეგიონებში განსახორცი-ელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 837 500 ლარი გამოუყო. მათ შორის: კიცხი-ხიდარი გზის რეაბი-ლიტაციისათვის 800 ათ. ლარი და მუნიციპალიტეტში მიმდინარე 2015 წელს განსახორციელებელ სამუშა-ოებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 37,5 ათ. ლარი, მათ შორის: ზვარის ახალგაზრ-დული ბანაკის მოსაწყობად 9,0 ათ. ლარი; ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციისათვის 18,0 ათ. ლარი; დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გურამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალ-მომარაგების სისტემის მოსაწყობად - 6,0 ათ. ლარი; დაბა ხარაგაულში

მშენებარე საავადმყოფოს მიმდე-ბარე ტერიტორიის ინფრასტრუქ-ტურის მოსაწესრიგებლად - 1,5 ათ. ლარი; დაბა ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის არსებული შენობის რეაბილიტაცი-ისათვის - 3,0 ათ. ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი შემოსულო-ბების ნაწილში 6547,1 ათ. ლარი გაიზარდა 837,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 7384,6 ათ. ლარით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 56547,1 ათ. ლარი გა-იზარდა 837,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 7384,6 ათ. ლარით.

აღნიშნული საბიუჯეტო ცვლი-ლება ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულომ 28 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ცვლილება ბიუჯეტშიხარაგაულში ხელისუფლებისგან კონტროლირებადი გაზეთის სუბსიდირება გრძელდება

30 იანვარი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№3 (623)

www.chkh.org

Page 2: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

2 xtvb [fhfufekb 30 იანვარი, 2015 წ.

ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო

ტერიტორიების კრიტერიუმები განისაზღვრება

სახალხო დამცველის რეკო-მენდაციებისა და წინადადებების 49% არ შესრულებულა. ეს შედეგი აჩვენა ომბუდსმენის მიერ 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩატარებულ-მა გამოკვლევამ, რომელიც მან ხე-ლისუფლებისა და არასამთავრო-ბო სექტორის წარმომადგენლებს 23 იანვარს გააცნო. მთლიანობაში, სახალხო დამცველმა 154 რეკო-მენდაცია გასცა, მათგან ყველაზე მეტი - მთავარი პროკურატურის სახელზე.

მიუხედავად იმისა, რომ სახალ-ხო დამცველის მიერ წარდგენილ რეკომენდაცია/წინადადებას არ აქვს შესასრულებლად სავალდე-ბულო ხასიათი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო-ნის 24-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ხელისუფლების, ად-გილობრივი თვითმმართველობის ორგანო თუ თანამდებობის პირი,

რომელიც მიიღებს ომბუდსმენის რეკომენდაციას, ვალდებულია განიხილოს ის და 20 დღის გან-მავლობაში წერილობით აცნობოს მას მათი განხილვის შედეგები. სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვი-ლის თქმით, გასულ წელთან შე-დარებით, გაზრდილია გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა. მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს იმ რეკომენდაციებსაც, რომლებიც გარკვეულწილად შეს-რულდა, თუმცა მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.

„მაგალითად, გაიცა არაერთი რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომელიც ეხებო-და გამოძიების დაწყებას. რიგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია რეკომენდაცი-ების შესრულებაზე, ჩვენ ვეცადეთ ერთგვარი ტენდენციები გამო-გვეკვეთა. გამოიკვეთა უწყებები, სადაც გაზრდილია საჩივრების და რეკომენდაციების რაოდენობა. ეს უწყებებია: შსს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, სასჯე-ლაღსრულების სამინისტრო“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

თუკი სახალხო დამცველის ანგარიშს რიცხვებში გადავიტანთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი, 40 რეკომენ-დაცია/წინადადება, საქართველოს მთავარი პროკურატურას გაეგზავ-ნა. ამათგან რვა არ შესრულდა, ცხრა რეკომენდაციაზე კი სახალ-ხო დამცველს პასუხი საერთოდ არ მიუღია. პროკურატურის მიმართ გაცემული რეკომენდაციების აბ-სოლუტური უმრავლესობა, რაზეც ომბუდსმენს პასუხი არ მიუღია, ეხება გამოძიების დაწყებას სხვა-დასხვა დარღვევის გამო, მათ შორის: არასათანადო მოპყრობას,

თავისუფლების უკანონო აღკვე-თას, სამართალდამცავი პირების ქმედებას და სხვა.

მაია კვირიკაშვილის, საქართ-ველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართვე-ლოს უფროსის, აზრით, რეკომენ-დაციების გაზრდილი რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ მთავარ პროკურატურაში პრობლემები დაგროვდა. მისი თქმით, რეკო-მენდაციების ზრდა გამოწვეულია სახალხო დამცველის აქტიურობის გაზრდით - ის ადამიანის უფლებე-ბის მაქსიმალურად დაცვას მოით-ხოვს. მაია კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან პროკურა-ტურის მიერ შეუსრულებელი თუ გაუზიარებელი რეკომენდაციების მიზეზებზე ამბობს:

„გარკვეულ რეკომენდაციებზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული პოზიცია და განსხვავებული პო-ზიცია, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველისგან იქნა აღქმული,

როგორც შეუსრულებლობა, თუმ-ცა ჩვენ ვთვლით, რომ დავასა-ბუთეთ, თუ რატომ არ მოხდა რეკომენდაციების შესრულება. ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა გამოძიების მიმდინარე-ობისას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების შესრულებას ან გამოძიების შეწყვეტას, ასე ვთქვათ, პროცესუალურ საკითხებს“ . კიდევ ერთი უწყება, რომელმაც გასულ წელს სახალხო დამცვე-ლისგან ყველაზე მეტი რეკომენ-დაცია მიიღო, სასჯელაღსრულე-ბისა და პრობაციის სამინისტროა. სახალხო დამცველმა გასულ წელს უწყებას 15 რეკომენდა-ციით მიმართა. მათგან ოთხი არ შესრულდა. რეკომენდაციები ძი-რითადად პატიმართა პირობებს და მათი ჯანდაცვის საკითხებს ეხებოდა. სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებ-ზე სახალხო დამცველი ვრცლად მიუთითებს 2014 წლის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, უწყებაში ადგილი აქვს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ უფლე-ბამოსილების გადამეტების, ასევე პატიმრების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღ-სრულების დაწესებულებებში გა-სული წლის განმავლობაში 23 პატიმარი გარდაიცვალა, საიდა-ნაც 5, სავარაუდოდ, სუიციდის შედეგად. ომბუდსმენმა დაწერა 18 საჩივარი, საიდანაც სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზე აღიძრა. მიუხედავად ამ მონაცემებისა, სასჯელაღსრულე-ბის მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი რადიო თავისუფ-ლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უწყება აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველის ოფისთან

და მაქსიმალურად ცდილობს ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებას:

„არის ერთი პრობლემა და ვიცით, რომ ეს უკავშირდება ინფ-რასტრუქტურულ პრობლემებს, რომელზეც ძალიან ხშირად არის საუბარი სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. ეს შეძლებისდაგ-ვარად იქნება შესრულებული. რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობის საკითხს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პენიტენციარულ სისტემაში ძალიან მაღალ დონეზე დგას - იგივე C ჰეპატითან დაკავშირებით იქნება ეს თუ ტუბერკულოზთან დაკავშირე-ბით. აქედან გამომდინარე, ამ კუთ-ხით მე სიღრმისეულ პრობლემებს ვერ ვხედავ, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი ისეთი გამონაკლისი შემთხვევა იყოს, სადაც საჭიროა ყურადღების გამახვილება უფრო მეტად. რა თქმა უნდა, კოლონიური ტიპის დაწესებულებაში, სადაც 1000-მდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რაღაცა ტიპის პრობლემებს ექნება ადგილი. შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, ეს პრობლემებიც გამო-სწორდება“.

10 რეკომენდაცია გასცა სახალ-ხო დამცველმა შსს-ს სახელზე. მათგან არც ერთი არ შესრულე-ბულა. ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც ლიდერობს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების თვალსაზრისით, ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სო-ციალური დაცვის სამინისტროა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სახალხო დამცველმა გასულ წელს ცხრა რეკომენდა-

ციით მიმართა. რეკომენდაციები ბავშვთა და განათლების უფლე-ბებს ეხებოდა, მათ შორის, ეთნი-კური უმცირესობების განათლების უფლებასა და გოგონათა სწავლის უფლებას, რომელსაც ისინი ად-რეული ქორწინების შედეგად კარგავენ. სახალხო დამცველმა გასულ წელს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრ-ცელა და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდა რეაგირებისაკენ. რე-კომენდაციების თაობაზე რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგი-ლე ლია გიგაური ესაუბრა:

„წელს უკვე ჩვენთვისაც პრი-ორიტეტული გახდა მულტიკულ-ტურული განათლება. თუმცა ეს განათლების სამინისტროსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სა-კითხი იყო და ჩვენ ამ მიმართუ-ლებით ოთხ პროგრამას ვახორ-ციელებთ. რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებში ადამიანის უფლებების შელახვას, მაგალითად, ადრეული ქორწინება გოგონებში, რაც განათ-ლების უფლებას უკარგავს მათ, ამ მიმართულებითაც თუ არ იქნება ერთობლივი მუშაობა და თუ არ იქნება ეს პრობლემა სახალხო დამცველისგან დაფიქსირებული, როგორც ძალიან დიდი პრობლე-მა, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა და მხოლოდ სკოლის ფარგლებში ჩა-კეტვა ამ საკითხს ვერ გადაჭრის“.

სახალხო დამცველის მიერ 2014 წელს გაცემული რეკომენ-დაციების შესრულების ანგარიში ომბუდსმენმა უკვე მეორედ გამო-აქვეყნა. მისი განმარტებით, ეს პრაქტიკა სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ანგარიშს სახალხო დამცველი ყოველწლიურად იან-ვარში გამოაქვეყნებს ხოლმე.

ნინო თარხნიშვილირადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს, ავსტრიის განვითარების სააგენ-ტოს (ADA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, გაიმართა შეხ-ვედრა თემაზე „ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორი-ების კრიტერიუმების განსაზღვრა“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტო-რიების - მაღალმთიანი რეგიონების, საზღვრისპირა ტერიტორიების და ეკონომიკურად დაბალაქტიური რაი-ონების კრიტერიუმების განსაზღვრას, დადგენას და შემდგომში აღნიშნული რეგიონებისთვის სპეციალური პროექ-ტების შემუშავებას.

სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურ-ნეობის მინისტრის მოადგილემ, ნო-დარ კერესელიძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ საქართველოში მაღალ-მთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავეცანით ევროკავშირის გამოცდილებას შედარებით დაბალი ეკონომიკური აქტივობის რეგიონების, მაღალმთიანი რაიონების, ასევე მოწყ-ვლადი ჯგუფების განვითარების მიმარ-თულებით. განვიხილეთ, თუ რა პრაქ-ტიკა არსებობს ევროპაში ამ ჯგუფების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობის-თვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველო გამოირჩევა მაღალმ-თიანი ზონებით და სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფებით. ჩვენ ევროპის გამოცდილების გაზიარებით, შევძლებთ შევიმუშაოთ სპეციალური პროგრამები, რათა მოხდეს საქართველოში ნაკ-ლებად სახარბიელო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიგრაციის პროცესის შეჩერება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდე-ბარებული კვლევითი ინსტიტუტის ექს-პერტმა, კლაუს ვაგნერმა პრეზენტაცია

გამართა ევროკავშირში ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების მხარდა-ჭერის კრიტერიუმებზე, პოლიტიკასა და გამოცდილებაზე.

„ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარ-ბიელო რაიონების საკითხს ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ასეთ რაიონებში მრავალი მეურნეობაა განლაგებული, რომელთათვისაც ევროკავშირისგან დაფინანსებაა გამო-ყოფილი. გვინდა განვიხილოთ ის ნაბი-ჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქარ-თველომ, რათა სასოფლო-სამეურნეო რაიონებში გაიზარდოს ცხოვრების დონე. ჩვენ გაგიზიარებთ ევროპის გამოცდილებას ამ მიმართულებით, ასევე განვიხილოთ, თუ რა სიტუაციაა საქართველოში ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კლაუს ვაგნერმა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დის-კუსია, სადაც საქართველოში მაღალ-მთიანი რეგიონების, საზღვრისპირა ტერიტორიების და ეკონომიკურად დაბალაქტიური რაიონების კრიტე-რიუმების განსაზღვრისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება, ხელმისაწვ-დომობა და კრიტერიუმების დადგენის მნიშვნელობა განიხილეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქარ-თველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ევროკავში-რის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი მამუკა მესხი, სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, „საქსტატის“ და აგრარული უნივერსიტეტის წარმო-მადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ევროპის სა-მეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა.

ეს ინფორმაცია სოფლის მეურნე-ობის სამინისტროს საზოგადოებას-თან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

დღეს საქართველოში დაახლო-ებით 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება.

შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწე-ბის უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არა-მედ, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლე-ბია ხელუხლებელია.

ხელისუფლებისთვის მნიშვნე-ლოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სა-მეურნეო მიწას ამუშავებს და ადგი-ლობრივი, ხარისხიანი პროდუქცია

მოჰყავს. ამ მიმართულებით მთავ-რობაში კონსულტაციები მიმდინა-რეობს. ხელისუფლების მიდგომა ასეთია - ერთი მხრივ, პირობითად, შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრე-ბაში არსებული სასოფლო-სამეურ-ნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს.

მნიშვნელოვანია გაჩნდეს სტი-მული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ/ გასცენ იჯარით ან იქონიონ ისეთ მდგომარე-ობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მედიასთან

ურთიერთობის დეპარტამენტი

მთავრობა მიწის დამუშავების წახალისების

მოდელზე მუშაობს

ომბუდსმენის რეკომენდაციების ნახევარი არ შესრულებულა

Page 3: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

3xtvb [fhfufekb30 იანვარი, 2015 წ.

გასულ კვირას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ფერმერებს, აგრობიზნესის წარმო-მადგენლებსა და დაინტერესებულ მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირ-ვებაში“ (PIN) წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრებში მონაწი-ლეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საინფორმაციო-სა-კონსულტაციო სამსახურის წარმო-მადგენლები.

PIN-ის საველე კოორდინატორ-მა ქეთი გოცირიძემ მოლითში,

საღანძილეში, კიცხში, ხარაგაულში, ხევსა და ბორითში შეხვედრებზე მისულ მოქალაქეებს განუმარტა კოოპერატივების შექმნის მნიშვ-ნელობა და უპირატესობები. კო-ოპერატივების შექმნა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შრომის გაიოლებისა და სოფლის მეურნეობის განვი-თარებისაკენ. არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესებულ პი-რებს ინფორმაციულ და ტექნიკურ დახმარებას უწევს.

„მთავარია კოოპერატივის შექმ-ნის მსურველები ჩამოყალიბდნენ,

რა მიმართულებით სურთ განვითა-რება, რა პროდუქციას აწარმოებენ. ჩვენ დავეხმარებით წარმოების გაზრდაში. ბიოლოგიურ მეურნე-ობათა ასოციაცია „ელკანას“ ექს-პერტები ჩაუტარებენ ტრენინგებს, ხოლო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია დაეხმარება სამწლიანი ბიზნესგეგმის მომზადებაში. მთა-ვარია, იყოს იდეა,“ - ამბობს ქეთი გოცირიძე.

გრანტი გაიცემა ძირითადი სა-შუალებების, - წარმოებაში აუცი-ლებელი ტექნიკის - პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და მოსავლის დაბინავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ცივი ან მშრალი შენახვის მოდუ-ლების, ტრაქტორების, კულტი-ვატორების, მოსავლის ასაღები, გადამამუშავებელი და შესაფუთი მოწყობილობების, სპეციალური ტრანსპორტის შესაძენად.

ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს დაუჭერს 12 მცირე და 6 მსხვილ კოოპერატივს. მცირე კოოპერატივი ათწევრიანია, მსხვილი - 25 წევრიანი. ათწევრიან კოოპერატივს შეეძლება მოითხოვს 35 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა, 25 წევრიანს - 60 ათასი ევროს ფარგლებში. სავალდებუ-ლოა, რომ კოოპერატივის წევ-რებმა მოთხოვნილი თანხის 25% თავად ჩადონ მოთხოვნილი მან-ქანა-დანადგარების შესაძენად. თუ კოოპერატივს ესაჭიროება მიწის ან შენობის შეძენა, თანადაფინანსების სახით უნდა გაიღონ მოთხოვნილი თანხის 15%.

ხელშეკრულების დადების შემ-დეგ კოოპერატივმა უნდა შექმნას საინვესტიციო ფონდი. თანხის 70%-ს კოოპერატივის რეინვესტირებას მოახმარს, ხოლო 30% უნდა გა-იღოს იმ პრობლემის მოსაგვარებ-ლად, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მათ დასახლებას.

საგრანტო კონკურსში გამარჯ-ვების შემდეგ, განაცხადის განხილ-ვისას ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტუ-ლია ამა თუ იმ სახის კოოპერატივის ჩამოყალიბება კონკრეტული რეგი-ონისათვის, რამდენად კომპეტენტუ-რი ადამიანები უდგანან სათავეში ამ საქმეს და რამდენად შეუძლიათ განვითარება.

გამარჯვებულ ჯგუფთან გაფორ-მდება ხელშეკრულება 18-დან 24 თვემდე ვადით. ამ პერიოდში გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებები არასამთავრობო ორგანიზაციის ბალანსზე ირიც-ხება. ამ ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკა კოოპერატივს საკუთრე-ბაში გადაეცემა.

„ჩვენი ორგანიზაციის მხარ-დაჭერით კიცხში შეიქმნა რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „სარგო“. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური აღჭურვა. კოოპერატივს 35 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა შევუძინეთ. კოოპერატივი უახლოეს ხანში დაიწყებს ფუნქ-ციონირებას,“ - ამბობს ქეთი გო-ცირიძე.

„ყველა ჩვენგანი შრომობს, მოჰ-ყავს მოსავალი, ჰყავს პირუტყვი, მაგრამ შედეგი არ ჩანს. წარმო-

ებულ პროდუქციას, ძირითადად, ოჯახის საჭიროებისამებრ მოვიხ-მართ. ჭარბი თუ რამე დაგვრჩა, გავიტანთ ბაზარზე, სადაც ფასს გადამყიდველები ადგენენ. კო-ოპერატივი არის საწყისი პირობა იმისა, რომ დაიზოგოს შრომითი რესურსი და დანახარჯი, პარა-ლელურად ვისწავლით ბაზარ-თან ურთიერთობას,“ - ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ვაჟა მაჭავარიანი. მისი ინფორმაციით, კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივს დაეხმა-რება წარმოებული პროდუქციის გაყიდვაში, ბიზნესოპერატორებთან ურთიერთობაში.

„რატომ არის აუცილებელია კოოპერატივის შექმნა? თაფლს, ყველს, ქათამს ახლა სადაც გვინდა, იქ ვყიდით, ამბობს ვაჟა მაჭავარი-ანი, - ევროპაში ხარისხის დამადას-ტურებელი ნიშანი აუცილებელია. 2020 წლიდან აიკრძალება საოჯახო პირობებში წარმოებული პროდუქ-ციის გაყიდვა ბაზარზე. კოოპერა-ტივის პირობებში ხარისხის ნიშნის მიღება უფრო ადვილია. ბაზარი ითხოვს დიდი რაოდენობით ეკო-ლოგიურად სუფთა პროდუქტებს.“

კოოპერატივების შექმნით დაინ-ტერესებული ჯგუფები 20 თებერვ-ლამდე უნდა დარეგისტრირდნენ ტელეფონით შემდეგ ნომერზე - 0431 252565 ან ელექტრო-ნულ მისამართზე: [email protected]

ნინო კაპანაძე

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს პროექტების მართვის სააგენ-ტომ მცირე სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის შეღავათიანი აგროკრედიტი გამოუყო სოფელ ერეთაში მცხოვრებ ამირან სხილა-ძეს. სააგენტოდან კრედიტს იღებს ის, ვისაც უკვე აქვს საკუთარი მეურნე-ობა და ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.

ამირან სხილაძის ეზო-კარმიდა-მოს ეტყობა, რომ მისი მეპატრონე მშრომელი და მოწესრიგებულია. ბატონ ამირანთან და მის მეუღლეს-თან საუბრისას კი რწმუნდები, რომ ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდო-მებ, მიზანს სწორად დასახავ და მუდმივად იზრუნებ განვითარებაზე.

„გაჭირვებულები არასდროს ვყოფილვართ, - გვიამბობს ამირან სხილაძის მეუღლე ირმა გელაშ-ვილი, - ჩვენს პატარა უბანში სოც-დახმარება ყველა ოჯახს აქვს. სულ ვფიქრობდი, საკუთარი შრომით ამდენს როგორ ვერ ვიშოვი-მეთქი. მეუღლეს მიკროავტობუსი ჰყავდა. ოჯახური მდგომარეობის გამო გავ-ყიდეთ. ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა. მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ სათბუ-რი. სათბურისთვის მიწა ნაკელით მოვამზადეთ. თავიდან პატარა ტერიტორიაზე 200 ძირი კიტრის ჩითილი დავრგეთ. ჩითილები თბი-ლისში შევიძინეთ. პირველივე წელს ერთ ტონაზე მეტი კიტრის მოსავალი მივიღეთ.“

ქალბატონი ირმა მარტში 700-800 ძირი კიტრის ჩითილს დარგავს. ძი-რითადად სათბურში ის საქმიანობს. კიტრი რომ მოილევა, სხვადასვა ბოსტნეულსა და მწვანილს თესავს. ამიტომ მათ სათბურში ოქტომბრი-დან თებერვლის ბოლომდე გამო-ულევლადაა საუკეთესო ხარისხის ქინძი, სალათა, ოხრახუში, ცერეცო, ბოლოკი, წიწმატი და სხვა მწვანილი.

„ძირულას ხეობაში მაისიდან ოქ-ტომბრამდე ყველა რესტორანს მე ვამარაგებ კიტრით, შემოდგომასა და ზამთარში - მწვანილით, - გვიამ-ბობს ამირან სხილაძე, - დამირე-კავენ, საკუთარი მანქანა მყავს და მიმაქვს. ბაზარში ყიდვას ურჩევნიათ, ჩემგან ჩაიბარონ. იციან, ეკოლოგი-ურად სუფთა და ახალი პროდუქტი რომ მაქვს.“

ამირან სხილაძე და მისი მეუღლე სოფლის მეურნეობის სხვა დარ-გების განვითარებასაც ახერხებენ. ქალბატონი ირმა ყოველწლიურად 700-800 წიწილს ზრდის. ამჟამად 50 დედალი ჰყავს. ინკუბატორიდან ორ კვირაში 200 წიწილას გამოიყვანს.

„შარშან ზაფხულზე ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვესტუმრენ, - გვიამბობს ქალბატონი ირმა, - დაინ-ტერესდნენ და შეისწავლეს ჩვენი ოჯახის მეურნეობა. სამინისტროს წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ წელს 40 დედალს და 1 000

წიწილას გავზრდი, დამეხმარება 5 ათასი ლარის გრანტის მოპოვებაში.“

წიწილებსაც, კიტრისა და მწვანი-ლის მსგავსად, ძირულას ხეობაში მდებარე რესტორნები ყიდულობენ.

ამირან სხილაძე სათბურის გან-ვითარებით დაინტერესდა და ხარა-გაულის საინფორმაციო-საკონსულ-ტაციო სამსახურს მიაკითხა. „ვაჟა მაჭავარიანი დამეხმარა და კონსულ-ტაცია გამიწია მცირე აგროსესხებზე, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ გასცემს,“ - ამბობს ბატონი ამირანი. მიღებული კრედიტით გეგმავს, რომ სათბურის ხის კონსტრუქცია რკინით შეცვალოს, გამოსაცვლელია სათბუ-რის ცელოფანი.

„სამი წლის წინ ჩემი ხელით გავაკეთე სათბური. ბოსტნეულის მოვლის შესახებ თავიდან კონსულ-ტაციებს ზესტაფონში, სოფლქიმიის მაღაზიაში ვიღებდი. ახლა, პრაქტი-კიდან გამომდინარე ვხვდები, რა დროს რისი გაკეთებაა საჭირო სათ-ბურში,“ - ამბობს ამირან სხილაძე.

ამჟამად ქალბატონი ირმა ოთხ ძროხას უვლის და ყოველდღიურად 4-5 კილოგრამი ყველი ამოჰყავს. „ბანკის წარმომადგენელმა გამო-მკითხა, რა მიმართულებით გვსურდა მეურნეობის განვითარება. ვუთხარი, რომ მესაქონლეობაზე ხელშეწყობა მსურს. ექვსი თვის შემდეგ შეიძლება სესხი კიდევ მიიღოთო. ვფიქრობ,

შევიძინო სამი-ოთხი ძროხა. ჩემი აზრით, ეს უფრო სარფიანი იქნება,“ - ამბობს ირმა გელაშვილი.

ამირან სხილაძის ეზოში ყო-ველწლიურად ორი ტონა ყურძენი იკრიფება. დაინტერსებულია მეფუტ-კრეობის განვითარებით და 13 ძირ ფუტკარს უვლის.

„ბევრ რამეს ვაწარმოებთ. გასა-ღებაზე არ გვაქვს პრობლემა - დიდი მოთხოვნაა ჩვენი ოჯახის პროდუქცი-აზე. ოჯახს ვარჩენთ ჩვენი შრომით და არ ვართ სოციალური დახმარების შემყურე. კოოპერტივზეც მიფიქრია, მაგრამ თანამოაზრეების მოძებნა ჭირს,“ - ამბობს ამირან სხილაძე.

ნინო კაპანაძე

რატომ არის მნიშვნელოვანი კოოპერატივის შექმნა

ოჯახს ჩვენს მამულში შრომით ვარჩენთ

საღანძილეში მცხოვრები ფერმერი მალხაზ ყრუაშვილი კოოპერატივის შექმნითაა დაინტერესებული. ბატონი

მალხაზი ამბობს, რომ ამ პროცესში მისთვის ხელისშემშლელი თანამოაზრების მოძებნაა. „მინდა გავაფართოვო მეურნეობა

და რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი შევქმნა. დღეს სრულად ვერ ვაკმაყოფილებ ბაზრის მოთხოვნას. კოოპერატივის

შექმნის შემთხვევაში დამატებითი მუშახელი მეყოლება და მეტი პროდუქცია შეიქმნება,” - ამბობს მალხაზ ყრუაშვილი.

Page 4: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

4 xtvb [fhfufekb 30 იანვარი, 2015 წ.

სოფლის მეურნეობის განვითარების საპილოტე პროგრამა ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიული მიმართულებების დამუშავების პროექტის ფარგლებ-ში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იწყებს საპი-ლოტე პროგრამას სოფლის მეურ-ნეობაში მეცნიერული მიღწევების მაქსიმალური გამოყენებით, შრომის ნაყოფიერების ამაღლების, ეკოლო-გიურად სუფთა პროდუქციისა და მისი რაოდენობის გაზრდის მიზნით.

ხარაგაულში სოფლის მეურნე-ობის განვითარების გეგმის კოორ-დინატორის მურმან არჯევანიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტმა უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს ბიოორგანული ტექ-ნოლოგიების ინსტიტუტთან. ამ მემორანდუმის თანახმად, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტი წარადგენს საპილოტე პროექტებს და მონი-ტორინგს გაუწევს მათ მიმდინარე-ობას, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი უზრუნ-ველყოფს ცალკეული პროექტების გადამუშავებას, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, საჭიროების შემთ-ხვევაში ადგილზე გაუწევს პრაქტი-კულ ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობას, მაქსიმალური შედეგის მიღებისათვის.

მურმან არჯევანიძის ინფორმა-ციით, „ამ პროექტის ფარგლებ-ში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან შეირჩევა საკუთარ მეურნეობაში ახალი ტექნოლოგი-ების დანერგვით დაინტერესებული 2-2 ფერმერი. ლაბორატორიულად შემოწმდება დაახლოებით 150 შერ-ჩეული მიწის ნაკვეთი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გააფორმებს ხელ-შეკრულებას შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის ნიადაგის შემსწავლელ ლაბორატორიასთან. ამ ლაბორა-ტორიის დასკვნის მიხედვით დად-გინდება, რომელ ნიადაგს რომელი პრეპარატით უნდა მოვუაროთ, რო-გორ უნდა დავამუშაოთ, რა კულ-ტურა ივარგებს ამა თუ იმ ნიადაგზე. ბიოორგანული ტექნოლოგიების ინს-ტიტუტი ლაბორატორიული დასკვნის შესაბამისად მოგვაწვდის ამა თუ იმ ნიადაგისათვის საჭირო პრეპარატს. შერჩეული მიწის ნაკვეთებიდან ნაწი-ლი დაეთმობა სიმინდის კულტურას, ნაწილზე გაშენდება ვაზის პლანტაცია, ნაწილზე - თუთის, კაკლის, ვერცხ-ლისფერი ნაძვის უნიკალური ჯიშები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება თუთის სანერგე მეურნეობის შექმ-ნა და მის ბაზაზე მეაბრეშუმეობის განვითარება, აბრეშუმის მურის მოყვანა. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები უკვე ადგენენ იმ ოჯახების სიებს, რომლებიც მოუვ-ლიან აბრეშუმის მურს.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ ხარაგაულში აბრეშუმის პარკსაშრო-ბის გაკეთებას. ამით ხელს შევუწ-ყობთ მეაბრეშუმეობის აღორძინე-ბასა და განვითარებას. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ კუთხით დავასაქმოთ 500-მდე ოჯახი,“ - ამბობს მურმან არჯევანიძე.

მისივე ინფორმაციით, პროექტე-ბის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებას ნაწილობრივ გაიღებს მუნიციპალიტეტი, ნაწილობრივ - სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ასევე ბიოორგანული ტექნო-ლოგიების ინსტიტუტი. პროგრამა დაიწყება თებერვალში და გაგრ-ძელდება მოსავლის აღებამდე. ეს იქნება საპილოტე პროგრამის დაკვირვების პერიოდი.

„პროგრამის ფარგლებში ხა-რაგაულში ვაპირებთ გავაკეთოთ სიმინდის გადამამუშავებელი ქარ-ხანა, -ამბობს მურმან არჯევანიძე, - ბიოპრეპარატების გამოყენებით გლეხს გაეზრდება სიმინდის მოსა-ვალი. მათგან შევიძენთ სიმინდის ჭარბ რაოდენობას. სიმინდის გადა-მუშავებით შეგვიძლია მივიღოთ სი-მინდის ზეთი, რომელსაც ანალოგი არ აქვს თავისი სასარგებლო თვი-სებებით. ასევე შეგვიძლია გამო-ვხადოთ სპირტი. განხორციელე-ბული პროექტებით დასაქმდებიან ხარაგაულელები.

პროექტის განხორციელები-სათვის მოვამზადეთ წერილები, რომლებსაც წარვუდგენთ საქართ-ველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ კორპუსსა და საელ-

ჩოს, - ამბობს პროექტის კოორდი-ნატორი.

ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტთან ფორმდება ხელ-შეკრულებები შემდეგ საკითხებზე: მხარდაჭერა და კონსულტაციები ფერმერთა სწავლებისა და პრაქ-ტიკული საქმიანობის მართვის სფეროში; ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ჩამოყალიბების პროცესისა და მისი კოორდინაცი-ისათვის საჭირო კონსულტაციები და საქმიანობის ხელშეწყობა; ბიორაგი-სა და ლაბორატორიული დასკვნის შედეგად რეკომენდირებული სხვა პრეპარატების, ენერგოაქტივა-ტორების მოწოდებისა და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების წესების სრულფორმატიანი ინს-ტრუქცია-მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულება; ასევე ამერიკული კაკლის, თხილის, თუთის, ვაზის, ვერცხლისფერი ნაძვისა და სხვა რე-ალობაში წარმოშობილი ნერგებისა და სანერგე მასალების, თესლების მოწოდების შესახებ.

მურმან არჯევანიძის თქმით, თე-ბერვლის ბოლოდან ხარაგაულში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეცი-ალური მაღაზია, სადაც მსურველებს შეეძლებათ ხელმისაწვდომ ფასებში შეიძინონ ბიორაგი და სხვადასხ-ვა ბიოორგანული პრეპარატები. მაღაზიაში სპეციალისტი რჩევა-დარიგებას მისცემს გლეხებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის ნივთიერება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ადასტურებს სოფლის მეურნეობის განვითარე-ბის მიმართულებით ხარაგაულში დაგეგმილ ახალ ინიციატივას. მისი ინფორმაციით, ამ პროექტისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს თანხას. „თუ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, გაისად ვგეგმავთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავა-ფართოვოთ სამუშაოები. ამისათვის 2016 წლის ბიუჯეტში გავითვა-ლისწინებთ თანხას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იგეგმება პრო-ფესიული სასწავლებლის გახსნა, რომლის ბაზაზეც მოვამზადებთ პროფესიონალ კადრებს, რომლე-ბიც დასაქმდებიან ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ დიდ პროექტებში,“ - ამბობს გამგებლის პირველი მოადგილე.

თამთა გოგოლაძე

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს ინიციატივით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში „აწარ-მოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, გაცემული ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორად უზრუნველყოფას სახელმწიფო განახორციელებს. მე-ორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახ-დენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თან-ხის 100%-ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თან-ხის 50%-ის ოდენობით.

სახელმწიფო პროგრამა „აწარ-მოე საქართველოში“ შესული ცვლილებების შედეგად, პროგ-რამას დაემატა ლიზინგი; პროგ-რამის ფარგლებში სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგი გაიცემა: პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არა-ნაკლებ 600,000.0 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალუ-რი ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

გაფართოვდა პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარ-გლებში დასაფინანსებელი მიზ-ნობრიობების სპექტრი და გარდა არსებული 5 დარგისა (მეცხოველე-ობა, მეხორცული მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა, ხილ-ბოსტ-ნეულის გადამუშავება და სასოფ-

ლო- სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა საკვების წარმოება), შესაძლებელი ხდება სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულების დაფინანსება. ცვლილებები შეეხო სახელმწიფოს მხრიდან მეორადი უზრუნველყოფის ოდენობას და არსებული 30 %-ის ნაცვლად, კო-მერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მეორადი უზრუნველყოფა ძირითადი თანხის 50%-ის ოდენო-ბით მოხდება.

ცვლილების შეტანა აღნიშნული პროექტების მიმდინარეობისას პრაქტიკაში გამოვლენილმა საჭი-როებებმა განაპირობა.

ცვლილებების შედეგად გაიზრ-დება პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ მეწარმე სუბიექ-ტთა რიცხვი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მედიასთან

ურთიერთობის სამმართველო

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტებში ცვლილებები შეიტანა

მეექვსე თვეა, რაც ლაშეში, ამავე სოფლის მკვიდრმა, აკაკი მაჭავარიანმა, საკალმახე გააკე-თა. წლების მანძილზე, ადგილზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ბიძიდან ერგო, ყანა ჰქონდა. საცხოვრებელ სახლთან სიშო-რის გამო ბატონ აკაკის ყანის დამუშავება უჭირდა. ერთხელაც, ყანაში სამუშაოდ ჩასულმა, ღე-ლეში ღორჯოები ნახა და მაშინ იფიქრა, რომ ღელის მეორე მხარეს საკალმახეს მოწყობა შეიძლებოდა.

„ჯერ „ავტოტრანსში“ ვმუშაობდი და არ მეცალა, ბოლო ოთხი წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვი-ყავი და სამეწარმეო საქმიანობა მეკრძალებოდა. როგორც კი საკ-რებულოს თავმჯდომარეობიდან გავთავისუფლდი, ჩემ სიძესთან ერთად დაგეგმე საკალმახეს მოწ-ყობა,“ - გვიამბობს აკაკი მაჭავა-რიანი. მისივე თქმით, საკალმა-ხეს მოწყობაზე დიდი თანხა არ დაუხარჯავს. გაკეთდა საგუბარი წყაროების სათავეებში და თევზის გასაშვები აუზები. 1 300 ლიფსიტა

გორის თევზსაშენში შეიძინა. იქ ყიდულობს თევზის საკვებსაც.

„კალმახები კარგად იზრდე-ბიან, ადვილად შეეგუენ გარემო პირობებს, - ამბობს ბატონი აკაკი, - ვფიქრობ, სააღდგომოდ, აპ-რილში უკვე გავყიდით კალმახს. რესტორნები და კერძო პირები უკვე დაინტერესდნენ. ღმერთმა ქორწილები და ლხინის სუფრები ამრავლოს და კალმახზე მოთხოვ-ნა ყოველთვის იქნება.“

აკაკი მაჭავარიანი მომავალში მეურნეობის გაფართოებას გეგ-მავს. იქვე აუზების მოსაწყობად ტერიტორია საკმაოდაა.

„კალმახს სუფთა და გამდინარე წყალი სჭირდება. ვფიქრობ, მოვა-შენო თევზის ჯიში სქელშუბლა, - მის აუზში საკალმახედან გადასულ წყალს გამოვიყენებ, რომელიც ახლა მდინარეში ჩადის. ამჟამად სამი კაცი მყავს დასაქმებული, მეურნეობის გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრ-დება,“ - ამბობს აკაკი მაჭავარიანი.

ფოტოზე: აკაკი მაჭავარიანი საკუთარ საკალმახეში თემურ ნიქაცაძესთან ერთად

აკაკი მაჭავარიანი: „სააღდგომოდ კალმახის

გაყიდვას შევძლებთ“

სკებში ამ დროისთვის ჩასატა-რებელ სამუშაოებზე გვესაუბრება მეფუტკრე ლაშა გურგენიძე:

-წელს, შარშანდელთან შე-დარებით, ადრიანი გაზაფხული გვექნება. ორი კვირით ადრე აყვავდა თხილი და ამიტომ მეფუტკრემაც ადრიანად უნდა შეამზადოს ფუტკარი გაზაფხუ-ლისთვის.

ჯერჯერობით კარგი ამინდე-ბია. თებერვალში სიცივეებს თუ დაიჭერს და მოთოვს, ნუ შეგე-შინდებათ. უკვე უნდა დავიწ-ყოთ ფუტკრის კანდით კვება. აუცილებელია, რომ კანდთან ერთად პროფილაქტიკის მიზნით

ფუტკარს მივცეთ ანტიბიოტიკი და ნიორი.

კანდის მომზადების წესი: 2კგ შაქრის პუდრი უნდა შეურიოთ ერთ კილომდე გამთბარ თაფლს, თან უნდა შეიზილოს ერთი თავი ნიორი, ერთი გრამი ნატრი ან ორი გრამი ოქსი. კანდთან ერთად დაუშვებელია დედის სტიმულატო-რის მიცემა.

ჩემი რჩევაა, რომ ჯერჯერობით ვაჟინი (სიროფი) არ მისცეთ ფუტ-კარს. სიცივეში სიროფი ამჟავდება. კანდი, მთელი წელიც რომ ედოს ფუტკარს სკაში, თუ ის ნატურალურ თაფლში მოზელილია, არ გაფუჭ-დება. კანდს ფუტკარი მაშინ იღებს, როცა სჭირდება.

ამ პერიოდში, ვისაც მოუწესრი-გებელი სკები აქვს, სკაში აუცილებ-ლად შევიდოდა მღრღნელები, - განსაკუთრებით კავკასიური ბიგა, რომელიც ფუტკრით იკვებება. მღრღნელები უნდა გაანადგუ-როთ. სკების ზედაპირული დათ-ვალიერებით მიხვდება მეფუტკრე, ფუტკარი თუ გაქრა სკაში. ასეთ სკებში ჩარჩოები უნდა გადა-ვარჩინოთ.

ჩემი დაკვირვებით, რადგან ადრეული გაზაფხული გვექნება, მეფუტkრემაც ადრიანად უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ შედეგი-ანი და ეფექტური იყოს მისთვის გაზაფხულისა და ზაფხულის პე-რიოდები.

მეფუტკრის რჩევები

უნდა დავიწყოთ ფუტკრის კვება კანდით

Page 5: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

5xtvb [fhfufekb30 იანვარი, 2015 წ.

კეთილი საქმე, გაღებული მომავალი თაობისათვის

C ჰეპატიტი სისხლის გზით გადა-მდები (სისხლ-კონტაქტები) ვირუსია, რომლითაც ძირითადად ინფიცირდება ღვიძლის უჯრედები. მას შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ანთება და მისი მნიშვნელოვანი დაზიანება. ამას კი შე-დეგად მოჰყვება ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტი ყოველთვის ღვიძლის დაავადებად ითვლებოდა („ჰეპატიტი“ ნიშნავს ღვიძლის-ანთებას), ბოლო დროინ-დელმა კვლევებმა აჩვენა, რომ C ვირუსი ადამიანის სხვა ორგანოებზეც მოქმედებს. C ჰეპატიტის ღვიძლგარე-შე გამოვლინებები მოიცავს: საჭმლის მომნელებელი, ლიმფური და იმუნური სისტემების ფუნქციის დარღვევას, ასევე თავის ტვინის დაზიანებას. C ჰეპატი-ტის ვირუსი 1980 წელს აღმოაჩინეს. ცხადი გახდა, რომ ეს იყო ახალი ვირუსი, რომელიც იწვევდა ღვიძლის დაზიანებას. C ჰეპატიტის ვირუსის დეტექცია (აღმოჩენა) და პაციენტთა სკრინინგული კვლევა შესაძლებელი გახდა 1991 წლიდან. ამიტომ, C ჰეპა-ტიტთან, როგორც შედარებით ახალ დაავადებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე გარკ-ვეული არ არის.

მთელ მსოფლიოში C ვირუსით 130-დან 170 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. C ჰეპატიტის გამო-მწვევი რნმ-ის შემცველი ვირუსია. ასეთი ვირუსები დნმ-ის ვირუსებისაგან განსხვავებით მაღალი მუტაგენობით (სახეცვლილების უნარით) ხასიათ-დებიან. ამის გამო გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.

ექსპერტთა გათვლით, საქართვე-ლოში დაახლოებით 200 000 ადამი-ანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირე-ბული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 6,7%-ს შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. რაც შეეხება დაავადებათა ჯგუფს, საქართ-

ველოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი 68% ინექციურ ნარკომანიაზე მოდის, 23,3% - სხვადასხვა ავადმყოფებზე, მ/შ-ის სქესობრივი გზით დაავადებუ-ლებზე, 7,6% - სისხლის დონორებზე. მსოფლიოში ყოველწლიურად ინფი-ცირდება 3-4 მილიონი კაცი. დაავადება გავრცელებულია ყველა ქვეყანაში, მაგრამ არათანაბრად.

ვირუსის გენეტიკური ცვალებადო-ბის მიმართ C ჰეპატიტის 6 გენოტიპი არსებობს. საქართველოში პირველი სამია გავრცელებული.

C ჰეპატიტი ძირითადად გადაეცემა სისხლით, ასევე სქესობრივი გზით. სისხლით დაავადება ვრცელდება დაინფიცირებული სისხლისა და სისხ-ლის პროდუქტების გადასხმისას, ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური მანი-პულაციების დროს, არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებისას.

C ჰეპატიტის ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ასევე სქესობრივი გზით, მაგრამ ასეთი რამ რეალურად იშვი-ათად ხდება; C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს.

C ჰეპატიტის ვირუსი შეიძლება გადაეცეს დედისაგან შვილს. დედი-დან ნაყოფზე ინფექციის შემთხვევები იშვიათია. დაინფიცირება ხდება სამ-შობიარო გზებში გავლისას.

C ჰეპატიტი არ გადადის ჩვეულებ-რივი საყოფაცხოვრებო კონტაქტების გზით - ლაპარაკი, ცემინება, ნერწყ-ვი, ასევე საკვები პროდუქტებით ან წყლით. არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის წყაროს ზუსტი მითითება ჭირს.

დაავადების რისკის ქვეშ არიან: ინექციური ნარკოტიკების მომხ-

მარებლები; პირები, ვისაც უტარდება ინფიცი-

რებული სისხლის პროდუქტების გადა-სხმა ან ინვაზიური პროდუქტები ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასაკმარისადაა განხორციელებული;

ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ C ჰეპატიტით ინფიცირებული დედი-საგან; პირები, რომელთა სქესობრივი

პარტინიორები არიან C ჰეპატიტით ინფიცირებულნი; პირები, რომლებსაც გაკეთებუ-

ლი აქვთ ტატუ ან პირსინგი.დადგენილია, რომ C ჰეპატიტის

ვირუსი გარემოში, გამშრალ სისხლში ოთახის ტემპერატურაზე 16 საათიდან 4 დღე-ღამემდე ცოცხლობს, შპრიცის შიგნით კი ძლებს 63 დღე. სისხ-ლით დაბინძურებული ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვისას 600-იან წყალში ვირუსის ინაქტივაცია ხდება 30 წუთში, დუღილისას 2 წუთში. ის ადგი-ლი, სადაც შემთხვევით მოხდა ინფი-ცირებული სისხლი, უნდა დამუშავდეს ქლორის შემცველი სადენზინფექციო ხსნარით.

C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 20-დან 140 დღემდეა, საშუალოდ 50 დღეა. C ჰეპატიტის სიპტომები, შესაძ-ლოა, არც კი გამოვლინდეს და და-ავადება მხოლოდ მაშინ აღმოაჩინონ, როდესაც საქმე ციროზამდე მივა.

C ჰეპატიტი, როგორც ითქვა, უსიმპ-ტომო დაავადებაა და უმეტესად დიაგ-ნოსტირდება მაშინ, როდესაც ადამიანი ექიმს მიმართავს სხვა დაავადების გამო, ამიტომ დროული დიაგნოსტირე-ბისათვის მნნიშვნელოვანია ანალიზე-ბი. რაც შეეხება სიმპტომებს, უმეტესად აღინიშნება ასთენია, სისუსტე, დაღლი-ლობა. მაგრამ ეს ნიშნები ძალზე არას-პეციფიურია, მხოლოდ მათი არსებობა C ჰეპატიტის არ ადასტურებს.

C ჰეპატიტის მიმდინარეობაში არჩევენ ორ სტადიას. ორგანიზმის ინ-ფიცირების შემდეგ იწყება C ჰეპატიტის პირველი სტადია - ინფექციის მწვავე ფაზა. მეორე სტადია ქრონიკული ინფექციაა. ინფექციის მწვავე სტადია ვირუსით ინფიცირებიდან პირველი 6 თვე გრძელდება ხშირად უსიმპტომოდ (კლინიკური ნიშნების გამომჟღავნების

გარეშე). C ვირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 20%-ში ორგანიზმი თავად ახერხებს ვირუსისგან განთავი-სუფლებას, დანარჩენ 80%-ში ვირუსი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ორგანიზმში - ვითარდება ქრონიკული ინფექცია.

ქრონიკული C ჰეპატიტის მიმ-დინარეობა სხვადასხვა პაციენტში სრულიად განსხვავებული და არა პროგნოზირებადია. ინფიცირებულთა ნაწილში ათწლეულების განმავლო-ბაში უმნიშვნელო კლინიკური ნიშნებია გამოხატული, სხვა შემთხვევაში და-ავადების დასაწყისიდანვე იჩენს თავს სიმპტომები. რიგ შემთხვევაში ვითარ-დება ღვიძლის ფიბროზი და ციროზი (ღვიძლში ნაწიბურების განვითარება), ღვიძლის კიბო. ზოგ პაციენტს ინფი-ცირებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ღვიძლის უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში C ჰეპატიტის დიაგნოზის დადგენა, არის ის, რომ მისი სიმპტომები ხშირად სხვა დაავადებებს მიეწერება. მაგ.: დეპრე-სია, დაღლილობა, კანის დაზიანება, უძილობა, ტკივილი და კუჭნაწლავის პრობლემები, რომლებიც შეიძლე-ბა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო C ჰეპატიტს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ჩუმ შემპარავ ეპიდემიას“.

თუკი ადამიანი HCV ინფიცირდე-ბა მან აუცილებლად უნდა მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით.

ხშირად გაიგონებთ ტერმინებს სტიგმა, დისკრიმინაცია დასტიგმვა. სტიგმა ძველ რომში მონებისთვის ან დამნაშავეებისათვის დასმულ დაღს ნიშნავდა. დღეს ეს ტერმინი ავადმ-ყოფობით დაღდასმულებს აღნიშნავს და სამწუხაროდ ავადმყოფის დისკ-რიმინაციაზეა საუბარი. დისკრიმინა-

ცია სხვადასხვა სტრუქტურებიდანაც შეიძლება მოდიოდეს. რაც შეეხება მოსახლეობიდან დასტიგვას, იგი ში-შიდან მოდის და თუ ავადმყოფთან თანაარსებობის წესებს გავეცნობით, რომელთა დაცვა არც ისე რთულია, შიში უმეტესწილად მოიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატი-ტის დროს აუცილებელია გარკვეული კორექტივების შეტანა ცხოვრების წეს-ში, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს აქტიური ცხორება - იმუშაოს, იყოლიოს შვილები და ა.შ. აუცილებელია უარის თქმა ალკოჰოლზე, რეკომენდებულია დიეტის დაცვა.

თანამედროვე მედიცინის მიღწევე-ბის წყალობით, C ჰეპატიტი ექვემდება-რება მედიკამენტოზურ მკურნალობას. საჭიროა მხოლოდ დაავადების დრო-ული დიაგნოსტირება.

2014 წლის დეკემბერში დასრულდა C ჰეპატიტის მედიკამენტებზე საერთა-შორისო კონკურენტული ტენდერი - საქართველომ მიაღწია მკურნალობის კურსზე 60%-იან ფასდაკლებას და მოიპოვა მსოფლიოში მეორე ყველაზე დაბალი ფასი ეგვიპტის შემდეგ, რომე-ლიც სამოქალაქო სექტორშიც 10 000 ადამიანზე გავრცელდა.

2014 წლის იანვარში პენიტენცი-ალურ სისტემებში დაიწყო მასობრივი სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე. მარტში პროგრამაში პირველი პაციენ-ტები ჩაერთნენ; აგვისტო-სექტემბერში ათეულობის პაციენტი სრულიად განიკურნა ვირუსისაგან; ნოემბერში უკვე ასეული პაციენტი მკურნალობდა. სამოქალაქო სექტორში კი ათასამდე პაციენტი ჩაერთო მკურნალობაში. მიმდინარეობს ელიმინაციის კომპანია -„საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ C ჰეპატიტი იკურნება, თუმცა სჯობს აირჩიოთ პრევენცია!

გულნაზი ვეფხვაძესაზოგადოებრივი ჯანმრთელობის

დაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუდამ იყო, არის და იქნება სავიზიტო ბარათი, რაც სტუმრების აღფრთოვა-ნებითა და მათ მიერ წიგნში დატოვე-ბული ჩანაწერებითაც დასტურდება. სწორედ მუზეუმშია თავმოყრილი მუ-ნიციპალიტეტის წარსულის ამსახველი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფოტო და დოკუმენტური, სახვითი ხე-ლოვნების და სხვა მრავლისმეტყველი უნიკალური მასალა.

მუზეუმის ფონდი მოიცავს ექსპო-ზიციაში არსებულ და ფონდსაცავში დაცულ ექსპონატთა ერთობლიობას, რომელთა რიცხვი 10 000-ს აღემატე-ბა. ყოველწლიურად მიმდინარეობს ფონდის აღწერა, დალაგება, მოწეს-რიგება. მის გამდიდრებაზე კი ზრუნავს, როგორც მუზეუმის თითოეული თანამშ-რომელი, ასევე აქტიურობს საზოგადო-ებაც - შემოწირულობის სახით მოაქვთ სხვადასხვა არტეფაქტები. ამ კუთხით გასული წელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მუზეუმისათვის.

მუზეუმის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზს ამშვენებს სტენდი - ხარა-გაულის პირველი პედაგოგები, რო-მელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საგანმანათლებლო სისტემაში. მათ რიცხვს მიეკუთვნება ზაქარია არჯევანი-ძეც. ალბათ ყველამ არ იცის, რომ ამ პიროვნებას თავისი ხარჯებით ობოლ ბავშვთათვის სკოლა ჰქონდა გახს-ნილი წაღვერში და წლების მანძილზე ამოქმედებდა, ძალზედ განათლებული და ქველმოქმედი გახლდათ. სწორედ მისმა შთამომავალმა ხარაგაულელი ნათესავის, მაია ავთანდილის ასულ ფოფხაძის მეშვეობით, რადგან თვი-თონ მოსკოვში მოღვაწეობს, მუზეუმს საჩუქრად გამოუგზავნა საოჯახო ალ-ბომიდან ბატონ ზაქარიას საინტერესო ძველი ფოტოები.

ასევე მნიშვნელოვანია დამსახურე-ბული მასწავლებლის, თომა ბარამის ძე ტაბატაძის ოჯახის მიერ შეტანილი წვლილი ფონდის გამდიდრებაში. მისმა ქალიშვილმა, მედიცინის ღვაწ-ლმოსილმა მუშაკმა, ექიმ/პედიატრმა, ქალბატონმა მანანა ტაბატაძემ შემოწი-რა მუზეუმს საოჯახო ალბომიდან მათი

წინაპრებისა და ახლობლების საინტე-რესო ძველი ფოტოები და რუსული წარმოების XX ს-ით დათარიღებული ფოტოაპარატი.

მადლობა ბატონ მამია გრიგოლის ძე აბაშიძეს, რომელიც ხარაგაულში ბანკის მმართველი გახლდათ გასული საუკუნის 70- 80-იან წლებში. მან კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ძმის, ფი-

ზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქ-ტორ, პროფესორ, აკადემიკოს ვახტანგ გრიგოლის ძე აბაშიძის პირადი ფონდი სამეცნიერო სახის ჟურნალებით, წიგ-ნებითა და ნაშრომით.

საპატიო ხარაგაულელი, პროექტ „ღვინის ფესტივალი“-ს აქტიური მხარ-დამჭერი, სს „იმერის“ დირექტორი, ბა-ტონი იუზა გრიგოლის ძე კელენჯერიძე მუდამ მუზეუმის გულშემატკივარი და თანამდგომია. მან ძალზედ ძვირფასი საოჯახო რელიქვიური ნივთი, XIX საუკუნის საკერავი მანქანა შემოგვწირა საინტერესო ლეგენდით, რომ ბაბუას ევროპაში მოგზაურობისას შეუძენია და ქალიშვილისათვის მზითვად გადაუცია. ამ ნივთს ქალბატონი ნატალია დეკა-ნოსიძე წლების მანძილზე სათუთად ინახავდა სოფელ ღარიხევში, ხოლო დღეს კი ადგილი მუზეუმში დაიმკვიდ-რა. ასევე ბატონმა იუზამ, 2006 წელს ხარაგაულში გამართულ აუქციონზე შეძენილი ახმედ გოგოლაძის მიერ ხისგან გამოკვეთილი ირმის ფიგურაც

გვისაჩუქრა, რომელიც ბუნების გან-ყოფილების საგამოფენო დარბაზს ამშვენებს.

განსაკუთრებულია თითოეული ხარაგაულელის ღვაწლი ფონდის სხვადასხვა კოლექციების გამდიდრე-ბაში. თეიმურაზ თავრიზის ძე ოსანაძემ და მაია გრიგოლის ასულმა ფერაძემ ნუმიზმატიკური ნიმუშები: ამერიკული

და შვედური მონეტები შემოწირეს, ეკატერინე მამუკის ასულმა შველიძემ საოჯახო ალბომიდან ძველი ფოტო, ხოლო ხარაგაულის „ფოლკლორის სახლი“-ს ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ მამის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, გიორგი ილიას ძე მაღრაძის მედლები გვისაჩუქრა.

წარმოშობით ხარაგაულელმა, თბილისში მცხოვრებმა ხათუნა თე-მიკოს ასულმა დევდარიანმა მუზეუმს შემოწირა რელიქვიური საოჯახო ნივ-თი, სამაგიდო მოძრავი კალენდარი, რომელიც ეკუთვნოდა მის ბაბუას, ვლადიმერ მიხეილის ძე დევდარიანს. იგი გახლდათ მარელისის გრეხილი ავეჯის ქარხნის მომარაგების უფროსი. მადლობა მის შთამომავლობას ასეთი გულისხმიერებისათვის.

გამოჩენილი და წარმატებული ხა-რაგაულელები არ ივიწყებენ მუზეუმს და ყოველთვის მზად არიან თანად-გომისათვის. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ქალბატონი დარეჯან

ოთარის ასული ბუაჩიძე, თბილისის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირე-ბული პროფესორი (მიმართულება - განათლება), რადგან გასულ წელს პირველად გაიხსნა მისი პირადი ფონდი მუზეუმში და შეივსო საინტე-რესო მასალით: სამეცნიერო სახის ჟურნალები, გაზეთები, თეზისები, 1982 წელს ლატვიელების გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ვიენოულისი საქართველოში“ კინოფირი, საკერა-ვი მანქანა „პოდოლსკი“ 1967 წელს მექანიკური ქარხნის გამოშვება, ასევე ლიტველი მთარგმნელის იონას გრა-იჩუნასის მიერ ლიტვურ ენაზე 1984 წელს გამოცემული უნიკალური წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ სამახსოვრო წარ-წერით, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ქალბა-ტონი დარეჯან ბუაჩიძე სამომავლოდ გეგმავს მუზეუმთან თემატურ თანამშ-რომლობას.

ცნობილმა ქართველმა კინორე-ჟისორმა, საპატიო ხარაგაულელმა ბატონმა გივი ვეფხვაძემ ხარაგა-ულის ისტორიულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა უნიკალური ფერწერული ნამუშევრები: „ხარაგაულის კარიბჭე“, რომელზეც ასახულია მუნიციპალიტე-ტის შემოსასვლელის მის მიერ ინტერპ-რეტირებული ყველაზე თვალისმომჭ-რელი და შთამბეჭდავი ხედი. ასევე ხარაგაულელთათვის საყვარელი, უნიჭიერესი რეჟისორის, არტისტის, ლოტბარის, წლების მანძილზე კულ-ტურის ცენტრის დირექტორის ბატონ თამაზ სერგოს ძე კიკნაძის პორტრეტი, სათაურით „გრძელი ღიღინი“. მასზე ბატონი თამაზ კიკნაძე გამოსახულია სიმღერის დროს. უღრმესი მადლობა ბატონ გივი ვეფხვაძეს, რომელიც სამომავლოდ კვლავაც გეგმავს ასევე საინტერესო ექსპონატებით ფონდის გამდიდრებას.

გასული წლის ოქტომბერში მუ-ზეუმს სტუმრად ეწვია პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ იროდიონის ძე ბურჯანაძის ოჯახი, რომელთაც სურვილი გამო-თქვეს და მუზეუმს გადმოსცეს შემდეგი

მასალა: აუდიო/ვიდეო დისკი საპატ-რიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვ-ნება“, გადაცემა „კარაბადინი“-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმისა, რომელშიც მეგობრები, ახლობლები და თანამშრომლები საუბრობენ რო-გორ დაუღალავად, წარბშეუხრელად იღვწოდა ბატონი ოთარ ბურჯანაძე პაციენტთა სიცოცხლის შესანარჩუ-ნებლად და მათი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მან 1962 წელს პირველად საქართველოში აწარმოა ოპერაცია მშრალ გულზე სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატის გამოყენებით (ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოტანილი). მას გარდაცვალების შემდგომ მიენიჭა საქართველოს პრე-მიის ლაურეატის წოდება. ოჯახმა ასე-ვე გვისაჩუქრა ბიოგრაფიული ცნობები დაწერილი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის გიორგი ციცქიშვილის მიერ, რომელიც წაკითხულია 1983 წელს საქართველოს ქირურგიული საზოგადოების მიერ პროფესორ ოთარ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძ-ღვნილ საღამოზე. ცნობისათვის, ბატონი გიორგი ციცქიშვილი გახლავთ წარმოშობით ხარაგაულელი, საქარ-თველოს კათოლიკოს - პატრიარქ ქრისტეფორე III-ის (1927 – 1932 წ.წ.), შვილიშვილი.

მუზეუმისადმი გამოჩენილი კეთილ-განწყობისათვის მადლობას ვუხდით ბატონ ოთარ ბურჯანაძის ოჯახს.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფუნქციონირებაში ძალზედ მნიშვნე-ლოვანია საზოგადოების აქტიურობა, კერძოდ შემოწირულობებით ფონდის გამდიდრებაში მათი წვლილის შეტანა.

2015 წლიდან მუზეუმი ნერგავს სიახლეს - თითოეულ შემომწირველს გადასცემს არა მარტო იურიდიულ დოკუმენტს (მიღება/ჩაბარების აქტი), არამედ სამახსოვრო/საპატიო სიგელს.

ეთერ ვეფხვაძეხარაგაულის ისტორიული მუზეუმის

ფონდის მცველი

ფოტოზე: ხარაგაულის ისტორი-ული მუზეუმი.

C ჰეპატიტი, - საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

Page 6: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

6 xtvb [fhfufekb 30 იანვარი, 2015 წ.

ნინო გურეშიძე - უზომოდ მიყვარს ჩემი მოსწავლეები

ცოდნა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეიძინო, აღიქვა, გაუკეთო ანალიზი და გამო-იყენო. იანვარში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტმა და თსუ საბავშვო უნივერ-სიტეტმა მოსწავლეები მიიწვია ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლაში „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისკენ.“ ჩემი სკოლის დირექ-ტორის, ქეთინო ლურსმანაშვილის და მათემატიკის პედაგოგის ნატო მუმლაძის დახმარებით გავეცანი პროგრამის არსს, მიზანს და დავინტერესდი.

პროექტი ითვალისწინებდა ინტენ-სიური პროგრამის საფუძველზე დაგეგ-მილ პერიოდში საინტერესო გაეხადა მათემატიკური და მასთან მომიჯნავე

დისციპლინები. ნატო მასწავლებელიც მარწმუნებდა, რომ ეს იყო საუკეთესო შემოთავაზება, რომ უფრო აქტიური ვყოფილიყავი, მემუშავა უცხო და დიდი აუდიტორიის წინაშე.

5 იანვარს თსუ მეორე კორპუსში გავიარე გასაუბრება პროფესორებთან. ჩემს ასაკობრივ ჯგუფში გასაუბრება-ზე 80 მოსწავლიდან შეგვარჩიეს 26 მოსწავლე.

8 იანვარს ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა საზეიმო გაიხსნა. მოგვილოცეს წარმატებები და მოგვიწ-ყვეს ექსკურსია თბილისში. 9 იანვრი-დან გვიტარდებოდა ლექციები. ლექ-ციას გვიკითხავდნენ პროფესორები: ანზორ გველესიანი, თამაზ ვაშაყმაძე და გია სოხაძე.

პროგრამა ითვალისწინებდა შემ-დეგ კომპონენტებს: 1) გავეცანი, 2) მოისმინე, 3) გაიმეორე-იმსჯელე, 4) შეისვენე, 5) ცოდნა გაუზიარე, 6) ითა-მაშე-გამოიყენე.

8-დან 13 იანვრის ჩათვლით ამ პროგრამით მიმდინარეობდა ლექ-ციები, ხოლო ფინალურ დღეს, 14 იანვარს კვლავ გაიმართა კონკურსი. ჩატარებული ლექციების საფუძველზე ჩაგვიტარდა წერილობითი გამო-კითხვა, რომელიც იყო გადამწყვეტი, თუ ვინ გადავიდოდა მეორე ტურში. ამავე დღეს ვიყავით კონსერვატო-რიაში, სადაც კონცერტით დაგვემშ-ვიდობნენ.

გულისფანცქალით ველოდი მე-ორე ტურში გადასვლის შედეგებს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საკუთარი თავი მეორე ტურში გადასულ 12 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის ამოვიკითხე.

დიდი მადლობა ვაშლევის საჯარო სკოლას, მათემატიკის მასწავლებელ ნატო მუმლაძეს იმ შრომისათვის, რაც ჩემს მიმართ გაწია და ნაბიჯ-ნაბიჯ მიმიყვანა ცოდნის კარამდე.

მარტიდან ჩავებმებით სასწავლო-სამეცნიერო სკოლის მეორე ტურში, რაც ჩემი ცოდნის არეალს გააფარ-თოვებს. ეს ხომ მეორე ნაბიჯი იქნება ცოდნისკენ ამ პროექტში.

ეკა წიქარიშვილივაშლევის საჯარო სკოლის

IX კლასის მოსწავლე

მიზანდასახული, მუდამ სიახ-ლეების მაძიებელი, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული - ასეთი გახლავთ ბაზალეთის საჯა-რო სკოლის დაწყებითი კლასების სერტიფიცირებული მასწავლებელი ნინო გურეშიძე.

ნინო მასწავლებელი გასული წლის ბოლოს მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში წარმატე-ბული მონაწილეობისთვის საუკეთესო სამეულში დაასახელეს. ნინო გურე-შიძის წერილი „დიფერენცირებული სწავლება“ დაიბეჭდა სამენოვან სა-მეცნიერო ჟურნალში „ენა და კულ-ტურა,“ რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.

„მასწავლებელთა ეროვნულ კონ-ფერენციას საფუძველი შარშანწინ ჩა-ეყარა, - გვიამბობს ნინო მასწავლებე-ლი, - კონფერენცია მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით ტარდება და წარმოაჩენს საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას. თავს ვიკავებდი კონფე-რენციაში მონაწილეობისგან, მაგრამ სკოლის დირექტორმა ქალბატონმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა დამარწ-მუნა, რომ მქონდა საკმარისი გამო-ცდილება, რომელსაც კოლეგებს გავუზიარებდი.

პირველ კონფერენციაზე გავაგზავნე გაკვეთილის გეგმა, რომელიც ხმა-მაღლა ფიქრის მეთოდით დავგეგმე. გეგმაში აღვწერე, თუ როგორ უნდა მივიღოთ გაგება-გააზრებაზე ორიენტი-რებული სწავლება - როგორ შეიძლება ბავშვმა არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ ღრმად გაიაზროს ნასწავლი, საკუთარი დამოკიდებულება გამო-ხატოს და ცოდნის პრაქტიკაში გამო-ყენება მოახერხოს. ჩემი თემა გამარჯ-ვებულთა შორის დასახელდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და მოტივაცია, რომ უკეთესი შედეგი მიმეღო მორიგ კონფერენციაზე.

შარშან დაამატეს ახალი ნომი-ნაცია და საუკეთესო სამეული უნდა დასახელებულიყო. ჩემი გაკვეთილის თემა გახლდათ „ძველად და ახლა ანუ როცა ბებო ჩემი ტოლი იყო.“ მოს-წავლეებისგან ხშირად მესმოდა - რო-გორ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, როცა არ იყო მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, რა სათამაშოებით თამა-შობდნენ, რა ტრადიციები იყო, რას კითხულობდნენ, რით ერთობოდნენ. მათ ვუთხარი, რომ ყველაზე უკეთ ამ შეკითხვებზე პასუხებს თავიანთი ბებიებისგან მიიღებდნენ. გავაკეთე ორმხრივი ბარათები, რაც ძალიან მოეწონათ კონფერენციის მონაწი-

ლეებს და მითხრეს, ეთნოგრაფიული კვლევა გაგიკეთებიაო.

ბებიების მონათხრობის საფუძ-ველზე მოსწავლეები პრეზენტაციებს თავად მართავდნენ. გამოიკვეთა, რომ მათ ბებიებს ჩალის ღეროების-გან გაკეთებული თოჯინები, წისქ-ვილები და ურმები ჰქონდათ. მოს-წავლეებმა თავადაც დაამზადეს სათამაშოები. ერთმა მითხრა, თოჯინა

ყველა მაღაზიაში შეიძლება იყიდო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ჩემი ხელით გაკეთებული ყველას მირ-ჩევნიაო. ერთი მოსწავლის ბებია წერდა, გაკვეთილად „შვლის ნუკრის ნაამბობი“ რომ აგვიხსნა მასწავლე-ბელმა, მთელი ღამე ვდარდობდი ნუკრზე, მონადირე არ გადაეყაროს და არ მოკლასო. თემაზე მუშაობისას მოსწავლეებმა გაითავისეს ის ღირე-ბულებები და ტრადიციები, რასაც პატივს სცემდნენ მათი ბებიები.

კონფერენციაზე ერთმანეთის თემები თავად მონაწილეებმა შე-ვაფასეთ. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა კომისია. დამასახელეს საუკეთესო სამეულში.

ეს იყო უდიდესი სიხარული და სტიმული. დავბრუნდი თუ არა სკო-ლაში, ახალი კონფერენციისთვის მზადება დავიწყე.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი მოსწავლეეების შედეგებია. როდესაც ისინი გულს მიხარებენ თავიანთი

პასუხებით და კარგად იაზრებენ ნას-წავლ მასალას. ამაში ძალიან გვეხ-მარება ჯიპრაიდული გაკვეთილები.

-ნინო მასწავლებელო, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ ჯიპრა-იდულ გაკვეთილებზე.

-ეს პროექტი სამი წელია ხორციელ-დება და მასში ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტიდან ჩართულია ბაზალეთის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლები. ეს

არის საქართველოს დაწყებითი განათ-ლების პროექტი, რომელიც ნერგავს ინოვაციურ სწავლებას გაგება-გააზრე-ბის კუთხით ქართულსა და მათემატი-კაში. ქუთაისის უნივერსიტეტის პრო-ფესორები გვიტარებენ ტრენინგებს. ორ-სამ თვეში მოდიან სკოლაში და ამოწმებენ, როგორ განვახორციელეთ ნასწავლი. მე ფასილიტატორიც ვარ - მასწავლებელთა ჯგუფს ვხელმძღ-ვანელობ. საქართველოს მასშტაბით პროექტში 122 სკოლაა ჩართული. ყო-ველთვის აღნიშნავენ, რომ საუკეთესო და ყველაზე წარმატებული შედეგი აქვს ქუთაისის №32 და ბაზალეთის საჯარო სკოლებს. ჯიპრაიდული მეთოდით სწავლება შედეგზეა ორიენტირებული. ეს არის აბსოლუტურად ინოვაციური სწავლება. მოსწავლეებს არ ვაყოლებ გაკვეთილს. ვეკითხები, აბა, გმირის რა საქციელია შენთვის მნიშვნელოვანი, რა არის მისი სულიერი ღირებულებე-ბი, რაშია მისი სიძლიერე. მოსწავლე ლოგიკურად გადმოგვცემს თავის

დამოკიდებულებას, შეხედულებებსა და მოსაზრებებს. როცა ყველას ექნება თავისი აზრი, აი, მერე აღარ იქნება ბრბო და ადვილად სამართავი ხალხი. ამიტომ არის ასეთი მეთოდით სწავლე-ბა ძალიან მნიშვნელოვანი.

აპრილში ჩატარდება კვლევა და თუ პროგრამამ სასურველი შედეგი გამოიღო, მთელ საქართველოში დაინერეგება.

-ნინო მასწავლებელო, რამდენი წელია, რაც ბაზალეთის საჯარო სკოლაში მუშაობთ?

-29-ე წელია, რაც ვასწავლი. უნი-ვერსიტეტში რომ ჩავირიცხე დაუსწ-რებელ ფაკულტეტზე, იმავე წელს დავიწყე მუშაობა. გამოცდილებაც საკმაო მაქვს, მაგრამ ბოლო სამი წელია, რაც ფასილიტატორი ვარ და ჯიპრაიდის პროექტში ჩავერთე, ცოდნა უფრო გავიღრმავე. კოლეგე-ბის გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გზრდის, როგორ პროფესიონალს. კონფერენ-ციებსა და შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია არ რჩება ერთ ოთახში და ვნერგავთ ჩვენს სკოლებში.

გულახდილად გეტყვით, რომ მასწავლებლობა არ მინდოდა. მინ-დოდა პედიატრი გავმხდარიყავი. სკოლის დამთავრებისთანავე მო-ვეწყვე იაროსლავის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ ოჯახი შევქმენი და იქ სწავლა ვეღარ

გავაგრძელე. ბაზალეთში გავიცანი მწერალი ბატონი სერგო ჭეიშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრისას მითხრა, უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტი ხარო, დამარწმუნა ჩემს ძა-ლებში, მომცა ორიენტირი და მეორე წელს ჩავირიცხე.

ახლა რომ იგივე არჩევანის წინაშე დავდგე, დარწმუნებული ვარ, მასწავ-ლებლობას ავირჩევ, იმდენად დიდ ენერგიას მაძლევენ მოსწავლეები, მათ თვალებში ვკითხულობ, რომ ელიან ჩემგან სიახლეს. მასწავლებე-ლი მოსწავლის სულს აყალიბებს. მე მგონი, რომ სხეულის მკურნალობაზე მეტი სულის სწორად ჩამოყალიბებაა. შვილზე ძვირფასი ადამიანს არავინ ჰყავს და მშობელი მას შენ განდობს, რომ ჩამოაყალიბო და აქციო ადა-მიანად. რა უფლება გაქვს, რომ ეს იმედი გაუცრუო. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათგან რომ ვიღებ სიყვარულს, ძალიან ბედნიერი ვარ.

მიყვარს ჩემი კოლექტივი. ყველა დაინტერესებულია, რომ ვიყოთ წარ-მატებული. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის მხარდაჭერა, რომელიც გულწრფელად იზიარებს ჩვენს წარმატებას და მხარს გვიჭერს. ეს მეტი მუშაობის სურვილს გვიჩენს.

-რას უსურვებთ თქვენს მოსწავ-ლეებს?

-მთავაზობენ პროექტ ჯიპრაიდის ტრენერობას და ძალიან უკვირთ, უარს რომ ვამბობ. თბილისში მას-წავლებელთა სახლიდან მაქვს შე-მოთავაზება. ჩემი ადგილი აქ არის, ბაზალეთის საჯარო სკოლაში. ვერ-სად ვერ წავალ. ჩემს ბაზალეთში უნდა ვიშრომო და გავზარდო მოს-წავლეები. იმედი მაქვს, სოფლის სიყვარულს რომ ვასწავლით, დაბ-რუნდებიან ბაზალეთში და მოხედავენ სოფელს. ჩემი დიდი გამარჯვება იქნება, თუ ისინი, პირველ რიგში, იზრუნებენ სოფელზე და ამ ლამაზ მიწა-წყალს არ მიატოვებენ.

ბავშვებს ვეტყვი, რომ უზომოდ მიყვარს თითოეული მათგანი. ყვე-ლას წარმატებას და ღირსეულ მოქა-ლაქეებად ჩამოყალიბებას ვუსურვებ.

ნინო კაპანაძეფოტოზე: ნინო გურეშიძე პირველ

და მესამე კლასელებთან - ილია კაპანაძესთან, მარიამ თაბაგართან, ტარიელ პაკელიანთან, ბექა ჩხიკვა-ძესთან და ლუკა კვირიკაშვილთან ერთად

გვესაუბრებიან ვარძიის საჯა-რო სკოლის მეორეკლასელები:

ნიკოლოზ ივანიაძე: -საშობაო არდადეგები ჩემს სოფელ ზოვ-რეთში გავატარე. კარგად გავერთე ჩემს ტოლ მეგობრებთან. ვთამა-შობდი დამალობანას, დაჭერობა-ნას, ვსეირნობდი ველოსიპედით. საახალწლოდ მოვრთეთ ნაძვის ხე. ვიყავი ეკლესიაში, დავანთე სანთლები. ახლა, მალე, ჩემი დაბა-დების დღე მოდის და საგანგებოდ ვემზადები.

საბა ხიჯაკაძე: -არდადეგები სახლში გავატარე. მართალია, თოვლი არ ყოფილა, მაგრამ მაინც კარგად გავერთე მეგობრებთან და ბიძაშვილებთან ერთად. ვთამაშობ-დით სხვადასხვა თამაშს. ვიზეიმეთ ახალი წელი და შობა. ეკლესიაში დავანთე სანთლები. ღმერთს კარგად სწავლაში დახმარება, დედმამიშვილებისა და მშობლების კარგად ყოფნა შევთხოვე.

დიმა ხიჯაკაძე: -საშობაო არდა-დეგებზე ვკითხულობდი და ვწერ-დი. მოვინახულე მამიდაშვილები. საახალწლოდ მივიღე საჩუქრები. ახალწელს ფეიერვეკით შევხვ-დით. თოვლი რომ არ იყო, გული

დამწყდა, მაგრამ მაინც მხიარულად გავატარე არდადეგები. ძალიან მომენატრა ჩემი კლასელები. ამა-სობაში არდადეგებიც დამთავრდა.

ანი ნიქაბაძე: -არდადეგები მართლაც მხიარულად გავატარე. ვიყავი დეიდასთან და ბებოსთან. არდადეგებზე მქონდა დაბადების დღე. დედამ დიდი ტორტი გამი-კეთა, სუფრა გამიშალა და მეგობ-რებიც დამიპატიჟა. ჩემთვის არდა-დეგების ყველა დღე სასიამოვნოდ გასახსენებელია.

ჯაბა ხიჯაკაძე: -არდადეგები ჩემს სახლში გავატარე. ჩემს და-ძმებთან და მამიდაშვილებთან ერთად. ვთამაშობდი. შობას ეკ-ლესიაში დავანთეთ სანთლები. ღმერთს მშვიდობა და კეთილდ-ღეობა შევთხოვე.

მარიამ ოკრიბელაშვილი: -ზამთრის არდადეგებზე ძალიან მინდოდა, თოვლი მოსულიყო და ციგით მესრიალა, მაგრამ არ მოთოვა. ყოველდღე ვკითხულობ-დი ზღაპრებსა და ლექსებს. სხვა წიგნებიც წავიკითხე. ამხანაგები მომენატრენ, მაგრამ, მალე დაიწყო სწავლა. მხიარული დავბრუნდი სკოლაში.

ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისკენ ზამთრის მხიარული არდადეგები

Page 7: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

7xtvb [fhfufekb30 იანვარი, 2015 წ.

იქ ნათელი დაადგესა(დიმიტრი ბუაჩიძის ხსოვნას)

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყო-ფილებამ დაიწყო პროექტი ის-ტორიულ თემაზე: „წარსულის ქრონიკები“ (პროექტის ხელმძღ-ვანელი: ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი, ისტორიკოსი ინგა ვეფხვაძე). პროექტის ფარგლებში აღინიშნება მნიშვნელოვანი ისტო-რიული თარიღები და ცნობილი პიროვნებების ხსენების დღეები, გამოიფინება შესაბამისი ლიტე-რატურა. პროექტი გათვლილია ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხ-ველებზე და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების სკოლების მოსწავლეებზე. პროექტის ფარგ-ლებში გაიმართება კონკურსები. მოსწავლეებს გადაეცემათ სიგე-ლები. პროექტის მომზადებაში აქტიურადაა ჩართული ბიბლი-

ოთეკის ყველა თანამშრომელი.პროექტი 27 იანვარს წმინდა

ნინოს ხსენების დღის აღნიშვნით დაიწყო. ღონისძიებაში მონაწი-ლეობდნენ დაბა ხარაგაულის სკოლებიდან ბიბლიოთეკის აქ-ტიური მკითხველები და ლეღვნის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებ-მაც წაიკითხეს წმინდანისადმი მიძღვნილი ლექსები. პროექტის ხელმძღვანელმა ინგა ვეფხვაძემ ისაუბრა წმინდანის ცხოვრებაზე. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.

პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიება გაიმართება 8 თე-ბერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილება

საბავშვო ბიბლიოთეკამ ახალი პროექტი დაიწყო

და დალი პერანიძე, სიძე ნოდარ ტალახაძე, დისშვილები ნათელა და ხვიჩა ტალახაძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან შრომისმოყვარეობით, სი-კეთითა და ადამიანთა სიყვარულით გამორჩეული, შესანიშნავი ქალბა-ტონის

ნინო პერანიძე-ლაცაბიძის გარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობენ გონერი, ლელა, ლევანი და ნანული ლაცაბიძეებს მეუღლისა და დედის გარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექ-ტივი, ადმინისტრაცია და ტექპერსო-ნალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს დალი პერანიძეს დის

ნინო პერანიძე-ლაცაბიძისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექ-ტივი, ადმინისტრაცია და ტექპერსო-ნალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ლენა გაჩეჩილაძეს სიძის

ემზარ თაბუკაშვილისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №1 საშუალო სკოლის 1983 წელს კურსდამთავრებულები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკულად დაიღუპა თანაკლასელი

ემზარ თაბუკაშვილიდა თანაუგრძნობენ ოჯახის წევრებ-

სა და ახლობლებს.

უახლოესი მეგობრები ღრმა მწუ-ხარებით სამძიმარს უცხადებენ ომარ გაგოშიძეს ძმის

მამუკა გაგოშიძისგარდაცვალების გამო.

კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი-ური კოლექტივი და ტექნიკური პერსო-ნალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს მაია გიორგაძეს მაზლის

მამუკა გაგოშიძის გარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ნუგზარი გოგოლიძის ოჯახი იუწ-ყება, რომ გარდაიცვალა ნათლული

მამუკა გაგოშიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენე-

ბულის ოჯახს. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“

თანამშრომლები თანაუგრძნობენ ლა-ურა ბლუაშვილს დეიდისა და ბიძის

ლეილა ბარბაქაძისა და ბუდუნა გველესიანის

გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკუ-რი პერსონალი მწუხარებით თანაუგრ-ძნობენ ამავე სკოლის პედაგოგ მარინე ლურსმანაშვილსა და მის მეუღლეს ბატონ ანზორ მაღრაძეს, საყვარელი დედისა და სიდედრის, უკეთილშობი-ლესი ქალბატონის, მრავალი თაობის გულისხმიერი აღმზრდელის

ეთერი თუთბერიძე-ლურსმანაშვილის

გარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგ მზია გიგაურს მამის

არჩილ გიგაურისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკუ-რი პერსონალი სამძიმარს უცხადებენ ამავე სკოლის ჩრდილის კორპუსის პედაგოგს, მარეხი ღონღაძეს, და მის ოჯახს მამის

გელა ღონღაძისგარდაცვალების გამო.

წიფის საექიმო ამბულატორიისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები თანაუგრძნობენ გამგებლის წარმო-მადგენელს წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია გაჩეჩილაძეს ბი-ცოლას

ნინო პერანიძე-ლაცაბიძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

მზია და ბონდო ბანცაძეების ოჯახი სამძიმარს უცხადებს ქეთინო ქველაძეს სიძის

ემზარი თაბუკაშვილისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის მე-10 კლა-სის მოსწავლეები და მათი მშობლები ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ამავე კლასის დამრიგებელს ლენა გაჩეჩილაძეს სიძის

ემზარ თაბუკაშვილისგარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მამუკა გაგოშიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

გასული საუკუნის ცხოვრებისეულმა ყველა სირთულემ თქვენს მხრებზე გადაიარა. ტკივილებს მუხლჩაუხრელი შრომით იქარვებდით. დედმამიშვილე-ბის დაკარგვის სიმწარეს ზედ დაერთო საერთო სახალხო საქმის შესრულების მომენტში მინდორში მამის უეცარი გარდაცვალება. ახალგაზრდობაში ცხოვრების თანამგზავრის დაღუპვაც გამოცადეთ, თუმცა მის გადასარჩენად თავი არ დაგიზოგავთ, მაგრამ ალბათ ღვთის ნება იყო. მისი პატივისცემი-სათვის მარტომ ზიდეთ მძიმე უღელი. მოსვენებულად არასოდეს გიცხოვ-რიათ, მაგრამ არ დაგიკარგავთ სი-კეთე და მართალკაცობა, ეს თქვენი

პროფესია იყო. თქვენ დაიხარჯეთ და გამოილიეთ.

მშობლიური ველითი, ქვასხალა და ნანიკოური იყო თქვენი საფიცარი, თქვენი ელდორადო, რომელიც ბოლო ამოსუნქვამდე არ გეთმობოდათ.

მეფუტკრე იყავით და ისე მოსავალს როგორ მოიწევდით, რომ მეზობლე-ბისათვის თითო ქილა თაფლი არ მოგეწოდებინათ. „იმაზე დიდი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი სანთელი“, - სწორედ თქვენზე უთქვამს პოეტს. ყველა შეჭირვებულს გვერდით ედექით და იქით სთავაზობდით თა-ნადგომას.

ფარცხნალში რომ ამობრძანდე-

ბოდით, მეზობლის ბავშვებისათვის ტკბილეულის ამოტანა არ დაგავიწყ-დებოდათ. სოფელიც კაცის ამაგს როდი ივიწყებს. ყველაფრისათვის დიდი მადლობა. თქვენი დანახვა, თქვენთან საუბარი გამოუთქმელ მოკრ-ძალებას იწვევდა. 93 წელი ცოტა არ არის მშრომელი კაცისათვის. თქვენ დაგკარგათ არა მარტო ოჯახმა და სანათესაომ, არამედ მთელმა უბანმა.

სანიმუშოდ განვლეთ გზა ტაძრი-საკენ და ვალმოხდილი ამაღლდით ზეციურ სამყაროში. აქ კი ღირსეული შთამომავლობა აჩუქეთ ქვეყანას. თქვენი ყოველი ნაბიჯი კურთხეულია.

უახლოესი მეზობლები

9 თებერვალი შენი დაბადების დღეა, ჩვენო სიცოცხლით გაუხა-რელო შვილო, ლალი. 40 წლის გახდებოდი, შენ კი მხოლოდ 30 გაკ-მარა ბედისწერამ. სექტემბერში ათი წელი შეგისრულდება, რაც დატოვე შენი საყვარელი ოჯახი, ერთგული მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, გამწარებული დედ-მამა, ფრთა-

შეკვეცილი დები. მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილმა იცოდი ოჯახისა და ახლობლების ფასი. ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე უშურველად თესდი სიკეთესა და სიყვარულს მშობლების, დედმამიშვილების, საყ-ვარელი მეუღლისა და ახლობლების მიმართ. ამიტომაც გულით შეგიყვარა სოფელ თუზის მეზობლობამ. ისინი შენს სანაცვლო პატივს შენს შვილებს ალალად უნაწილებენ.

ოჯახი სიყვარულით შექმენი და ამიტომაცაა, რომ შენი სიყვარულის ერთგული დარჩა შენი მეუღლე იგორი. შენი ადგილი სხვას არ შეაცვლევინა, ვაჟკაცურად გაუძღვა ოჯახს, დაზარდა შვილები. შენი სერგო უკვე 20 წლისაა, მარინა - 18-ის, ხოლო პატარა გია, რომელიც სულ პატარა დაგრჩა, მეცხ-რეკლასელია. მას დედა კარგად არც კი ახსოვს, მამასთან ერთად მზრუნვე-ლობას დაიკო მარინა უწევს.

რა ბედნიერი და სასიხარულო დღეები იყო ჩვენთვის, მშობლებისათ-ვის, როცა ექვსივე ქალიშვილი თქვენი ოჯახებით გვესტუმრებოდით ხოლმე ვარძიაში. შენი დაკარგვის შემდეგ ეს სიხარული გაქრა და არც აღარასოდეს დაგვიბრუნდება.

ჩვენთვის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს, მაგრამ იმისათვის ვარსებობთ, რომ იქნებ შენი შვილების დაოჯახებას მოვესწროთ. რისი გაკეთებაც შენ ვერ მოასწარი, იქნებ ჩვენ შეგვაძლებინოს უფალმა. შემდეგ კი ვალმოხდილნი და პირნათელნი შენთან გადმოვსახლდეთ ზეციურ სამყაროში.

შეუსრულებელ 40 წლისთავს გი-ლოცავთ იმქვეყნიურ მარადიულ ცათა სასუფეველში, ჩვენო მონატრებულო შვილო. მარადიული ნათელი დაუმკ-ვიდროს ღმერთმა შენს სულს!

მშობლები ჟუჟუნა და თენგიზ ხიჯაკაძეები

„იმქვეყნიური გწამდეს ცხოვრება, ამქვეყნიური წარმავალია”

(ლალი ხიჯაკაძე-გოცაძის გახსენება)

მოულოდნელი იყო შენი გარდა-ცვალება, ჩვენო ძვირფასო და საყ-ვარელო ნინო. ნაადრევად დატოვე მეუღლე, სამი შვილი, ახლობლები და მარადიულ სასუფეველში გადა-სახლდი. მშვიდი, გაწონასწორებული, გარშემომყოფების სიხარულისა და ტკივილის გულწრფელად გამზიარე-ბელი, ყველას გვერდით მდგომი ჩვენც გამოჩეულად გვიყვარდი. ჩვენი უბნის საამაყო და საყვარელი ადამი-ანი რომ იყავი, ამიტომაც გვენანები

ყველას ძალიან. ნინოობას მიგაცი-ლეთ სამუდამო განსასვენებელთან. ზღვა ცრემლი გაგყვა, ჩვენ კი უდი-დესი ტკივილი, სევდა და მონატრება დაგვიტოვე.

იძინე მშვიდად. ნათელში გამყო-ფოს უფალმა. გწამდეს, მუდამ გვეხსო-მება დიდებული მეზობლის, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე ადამიანის - ნინო ლაცაბიძის სახელი.

გოლათუბნის სხევრის უბნის მცხოვრებლები

ნინო ლაცაბიძის ხსოვნას

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის სპორტულ დარბაზში 24 იანვარს გაიამართა პირველობა კალათ-ბურთში საჯარო სკოლების გუნ-დებს შორის.

შეჯიბრებაში 11 საჯარო სკო-ლის გუდი მონაწილეობდა. პირ-ველი ადგილი დაიკავა ნადაბურის საჯარო სკოლის კალათბურთელ-თა გუნდმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ხევის საჯარო სკო-ლის გუნდი. მესამე ადგილისთ-ვის ბრძოლაში ვახანის საჯარო სკოლის გუნდმა ბორის საჯარო სკოლის კალათბურთელები და-ამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სკოლები. კარგად მომზადებული გუნდები გამოიყვანეს ნადაბურის, ხევის, ბორის, ვახანის, ბორითის საჯარო სკოლებმა.

მისაბაძია ნადაბურის სპორტის მასწავლებლის, გიორგი შუბითი-

ძის, მუშაობა, რომელიც ყველა სახეობის შეჯიბრს დიდი პასუხისმ-გებლობით ეკიდება.

მუნიციპალიტეტის პირველობის შემდეგ დაკომპლექტდა ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს იმერეთის პირველობაზე.

28 იანვარს ხარაგაულის სპორ-ტის განვითარებისა და მართვის ცენტრის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა ხაშურისა და ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტების ნაკრებ გუნდებს შორის კალათბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის.

ვაჟთა გუნდებს შორის შეჯიბრე-ბაში გაიმარჯვა ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის კალათბურთელთა გუნდმა ანგარიშით 56:48; გოგო-ნათა გუნდებს შორის პირველობა არ დათმო ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გუნდმა და ანგარიშით 36:29 დაამარცხეს ხაშურელი კალათბურთელები.

ვეფხვია ღონღაძეპროგრამების მენეჯერი

შეჯიბრებები კალათბურთში

Page 8: დღეს კიცხში რძის გადამამუშავებელი ნომერშია კოოპერატივი …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-623-2015w.pdf ·

8 xtvb [fhfufekb 30 იანვარი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული30.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +7ºC;31.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +8ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +9ºC;02.02 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +20ºC, ღამე +12ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +19ºC, ღამე +11ºC;04.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +11ºC.

ბორითი30.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +4ºC;31.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +5ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +6ºC;02.02 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +17ºC, ღამე +8ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +17ºC, ღამე +9ºC;04.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +16ºC, ღამე +8ºC.

კიცხი30.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +6ºC;31.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +7ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +8ºC;02.02 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +18ºC, ღამე +10ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +10ºC;04.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +17ºC, ღამე +10ºC.

მოლითი30.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +2ºC;31.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +3ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +4ºC;02.02 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +15ºC, ღამე +6ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +15ºC, ღამე +7ºC;04.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +15ºC, ღამე +6ºC.

amindi

ხარაგაულელთა კურიოზები

იყიდება ერთოთახიანი ბინა ლოჯით. მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მე-ფის ქუჩა №56, მე-4 სართუ-ლი. ტელ: 593 76 86 78, ქეთინო

იყიდება სახლი პატარა ხარაგაულში, ჭავჭავაძის შესახვევი №3, მიწის ნაკვე-თით, ფასი შეთანხმებით. ტელეფონი 593 48 96 14 მამუკა.

იყიდება იყიდება

სტუდენტობისას, წლების მანძილზე, ვცხოვრობდი ჩემიმაესტროს - თენგიზ მუშკუდიანის ოჯახში. მაშინ მობილური ტელეფონები მასიურად არ იყო და ხშირად მაესტრო თენგიზის ბინის ტე-ლეფონით ვსარგებლობდი. სოფელში დედას ჩვენი მეზობლის მობილურზე ვუკავშირდებოდი. ამ მობილურის პატ-რონი ცნობდა ჩემს ნომერს და პირდა-პირ მპასუხობდა, რომ რამდენიმე წუთში მასაუბრებდა დედასთან. ვცდილობდი, იმ დროს დამერეკა, როცა თენგიზ მუშკუდიანი სახლში არ იყო. ასე უფრო თამამად ვსაუბრობდი დედასთან.

ერთ დღესაც, ლექციიდან რომ დავბრუნდი სახლში, მივუჯექი ტე-ლეფონს და ვრეკავ სოფელში. სიჩქარეში შემშლია და მეზობლის მობილურის ნომრის ნაცვლად თენგიზ მუშკუდიანის მობილურის ნომერი ამიკრეფია. გავიდა ზარი... თენგო-მაც, - იცნო საკუთარი ბინის ნომერი და იფიქრა, რომ საქმეზე ვურეკავდი. მიპასუხა, - გისმენ, მამუკა, რა ხდებაო.

ხმა ვერ განვასხვავე, მეგონა, სო-ფელში ჩემმა მეზობელმა მიპასუხა და ვთხოვე, - დედასთან მინდა ცოტა ხნით საუბარი, თუ შეიძლება-თქო.

-კი, რა თქმა უნდა, მამუკა, ტელე-ფონი იმისთვისაა, რომ დარეკო და ილაპარაკო. ილაპარაკე, რამდენი ხნითაც გინდაო, - დამემშვიდობა და გათიშა ზარი.

ვიფიქრე, ხაზი აღარაა და ტელე-ფონი გაითიშა-თქო და ხელახლა დავრეკე. განმეორების ღილაკს და-ვაჭირე, თავიდან რომ არ ამეკრიფა ნომერი. ისევ დავრეკე თენგოსთან. ისევ მპასუხობს, - გისმენ, მამუკაო. ვეუბნები, - ტელეფონი ითიშება, ალ-ბათ ხაზია დაზიანებული და დედასთან მინდა გასაუბრება რამდენიმე წუთით-თქო. ისიც ისევ მპასუხობს, - არაა

პრობლემა, აგერ, ბატონო, ტელეფონი და ილაპარაკე, რამდენი ხნითაც გინდაო და ისევ გამითიშა...

გავნერვიულდი. ვერ გა-ვიგე, რა ხდებოდა. ათასი რამ ვიფიქრე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე, - ჩემი მეზობელი ასე კულტურუ-ლად რატომ მიცილებდა თავიდან და ტელეფონი არ მიჰქონდადედაჩემთან, რომ მესაუბრა.

...ამასობაში დრო გადის. მალე თენგიზი დაბრუნდე-ბა და შინაურულად ვეღარ ვესაუბრები დედას... ბევრი ვიფიქრე და ისევ დავაჭირე თითი განმეორების ღილაკს და უკვე ხმამაღალი ტონით მივმართავ, - მპირდები, - დე-დასთან ილაპარაკე და მერე მითიშავ ტელეფონს. ბოლო-ბოლო ამიხსენი, შემიძლია თუ არა დედასთან ლაპარაკი ან - თუ არა, მითხარი, რა მიზეზის გამო-მეთქი.

კაცი გამოვიდა მდგომარეობიდან და იქედან უკვე აწეული ხმით, თითქ-მის ყვირილით მიპასუხა, - ხომ გეუბ-ნები, ელაპარაკე და მეტი რა ვქნა, აქ სად მყავს დედაშენი, რომ დაგალა-პარაკოო... და გამითიშა ტელეფონი ისევ... თენგიზ მუშკუდიანი იმ დროს თბილისის №1 სამუსიკო სასწავლებ-ლის დირექტორი იყო.

ასეთმა უხეშმა და გაურკვეველმა პასუხმა სულ გადამრია, ვერაფერში გავერკვიე, - რატომ არ მალაპარაკეს დედა. ვზივარ სახლში გათიშული და ვფიქრობ, რა გზას დავადგე, დედა-ჩემს რომ ვესაუბრო...

ამასობაში კიბეებზე თენგიზის ნაბიჯე-ბის ხმა ისმის, - სამსახურიდან დაბრუნ-

და. გააღო თენგომ კარი, მომვარდა გაფითრებული სახით და მეკითხება, - რა ქენი, დედას ელაპარაკეო?

ისე ვიყავი დაბნეული და შეწუხებუ-ლი, მაინც ვერ მივხვდი, რომ თენგოს ვურეკავდი, მეზობლის ნაცვლად და გაოცებულმა ვკითხე, - თქვენ რა იცით, რომ დედასთან მინდოდა სა-უბარი-თქო.

უარესად გაოგნდა კაცი, აიღო ტელეფონი და თავის ნათესავს, - მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს დაურეკა, სასწრაფოდ მოდი ჩემთან, ბიჭი ცუდადაა, ტვინზე აურია და ფსი-ქიატრთან წამაყვანინეო.

სანამ ბატონი მერაბი მოვიდა, ნელ-ნელა გავერკვიეთ ვითარება. თუმცა, ისე შევაშინე თენგიზი, ერთი კვირა მაინც მაკვირდებოდა, - კარგად ვიყავი თუ ტვინში ამერია...

გვიამბობს მამუკა ლომიძე

ერთ დღესაც, სახლში ვბრუნდები. მე, რა თქმა უნდა, ჩემი გასაღები მქონ-და. ძალიან მშიოდა და ერთი სული მქონდა, სახლში შევვარდნილიყავი და მევახშმა. ბინის გასაღები შებმული მქონდა ვერცხლის ჯაჭვზე, რომელსაც თითზე ვატრიალებდი.

გამძვრა თითიდან გასაღებიანი ჯაჭვი და ჩავარდა ნაგვის დიდ ურ-ნაში. მივვარდი ურნას. ჩავიჭყიტე და ვხედავ, რომ იმ დონეზე ჩავარდილა, რომ ხელით მიწვდომა შეუძლებელია.

პრობლემა ის იყო, რომ ძალიან მშიოდა და ამიტომ მეჩქარებოდა სახ-ლში, თორემ შეიძლებოდა დავლო-დებოდი თენგოს და გააღებდა კარს, როცა მოვიდოდა სამსახურიდან.

...ნაგვის ურნას მივუახლოვდი, მაგრამ ძალიან მერიდებოდა ურნის ქექვა. მთელი უბანი იცნობდა თენგიზ მუშკუდიანს. მეც ყველამ გამიცნო, რომ მისი მოსწავლე ვცხოვრობდი მის ოჯახში. ყველა მიღიმოდა, მესალმე-ბოდა და როგორია, ამ მეზობლებმა მნახონ ურნის ქექვის პროცესში. ზუსტად ვიცი, რომ იფიქრებდნენ, - საწყალს გაჭირვებია და საჭმელს ეძებს ურნაშიო. ამით, რა თქმა უნდა, თენგოსაც შევარცხვენდი.

გადავწყვიტე, რომ რაიმე ჯოხი მომეტანა, რომ ეგება ჯოხით ამომეღო გასაღები. მოვძებნე ჯოხი, ნელ-ნელა მივუახლოვდი, შევეხე ჯაჭვს და უფრო დაბლა ჩავაგდე, თითქმის ფსკერზე. თან შიმშილმა მიმატა, გაძლებაზე ვარ...

მეზობლის ბიჭი მოვიხმე, მოვა-ტანინე დიდი ჯოხი. ვთხოვე, - შემო-მეშველე, ურნაში უნდა გადავიდე და გასაღები ამოვიღო-თქო. თან ვერცხ-ლის ჯაჭვი ჩემი რძლის ნაჩუქარი იყო და დამენანა დასაკარგად. მეზობელი შემომეშველა და, როგორც იქნა, გადავძვერი ურნაში. ჩავწვდი ამ ჯაჭვს.

ამოვედი. უნდა გადმოვხტე ურნიდან და სწორედ ამ დროს გამოიარა თენ-გომ მანქანით.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სახით გადმომხედა, - ჯერ იყო და, სახეზე გადათეთრდა, კანკალით და გაკვირვებულმა ჩაწია მანქანის ფანჯა-რა... კაი ხანს მიყურა... მე გავშეშდი, დაბლა ჩამოხტომაც ვეღარ მოვახერ-ხე და მეც ვუყურებ... უცებ წყნარად გადმომძახა, - შენა და, არაფერი არაა ხო, სახეირო, მაგ ურნაში?! აწია ფანჯარა და გზა განაგრძო.

გადმოვხტი სანაგვედან. ავარდი უცებ სახლში და დავიწყე ახსნა-გან-მარტება. ჩემი არცერთი სიტყვა არ გაუგონია, - ზუსტად ვიცი. მხოლოდ თავისას გაიძახოდა, - უთავმოყვარეო და შემარცხვენელი ხარ, ურნაში ჩასვ-ლა როგორ გაბედე, არა გრცხვენია, ტოო... რას იტყვის მეზობლობა, - თენგიზი თავის მოსწავლეს ისე აშიმ-შილებს, სანაგვეში ეძებს საჭმელსო...

მისთვის სამკაულებს და ოქრო-ვერცხლს საერთოდ ფასი არ აქვს და რომ გაიგო, ვერცხლის ჯაჭვის დაკარგა არ მინდოდა, მითხრა - თავმოყვარეობა და ნამუსი დაკარგე, ნაგვის ურნაში ჩახვედი და „ტოჟე მნე“ - ახლა მომინდომა ვერცხლის ჯაჭვიო.

მთელი საღამო ისე ინერვიულა, საღამოს სამასი ჰქონდა წნევა...

რატომ არ მალაპარაკეს დედა

სანაგვეში

ვულოცავთ ნინო მაღლაკელიძეს ქალიშვილის ბედნიერებას. ვუსურ-ვებთ ახალდაქორწინებულებს ქეთი ჭანკოტაძესა და მიშა მორგოშიას საუკეთესო ოჯახის შექმნას, ულევ ბედნიერებას, შვილთა სიმრავლესა და უფლის მფარველობას.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

წიფის საჯარო სკოლის პედაგოგს ლელა ზუბაშვილს ვულოცავთ ვა-ჟიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ნიკოლოზ მანჩხაშვილს ჯანმრთე-ლობას, დღეგრძელობასა და ღვთის მფარველობას. სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი, ადმინისტრაცია და

ტექნიკური პერსონალი

ვულოცავთ წიფის საჯარო სკოლის თანამშრომელს ქეთინო კაკოიშვილ-გუდაძეს შვილების ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალშეუღლებულ წყვი-ლებს თამარ გუდაძესა და შმაგი ჩიტაძეს, ნინო გუდაძესა და სოსო გოგნიაშვილს ბედნიერებას, შვილ-თა სიმრავლეს, ჯანმრთელობას, მარადიულ სიყვარულსა და ღვთის მფარველობას.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი, ადმინისტრაცია და

ტექნიკური პერსონალი

წიფის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს, ჩვენს საყვარელ, ნიჭიერ და ჭკვიან გიორგი ღონღაძეს ვულოცავთ საერთაშორისო მათემა-ტიკური ოლიმპიადის მესამე ტურში წარმატებით მონაწილეობას და დიპ-ლომის მიღებას. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

მასწავლებლები ჯილდა მახაროპულო, ნინო ჩხეიძე

ვულოცავთ იზა ვეფხვაძეს ქარ-თველ ხელოვანთა გაერთიანების, კულტურის ფონდისა და ქართული ერთობის დარბაზის მიერ „პატივგების სიგელით“ დაჯილდოებას. ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს.ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის

სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის

თანამშრომლები

გულითადად ვულოცავთ საღან-ძილის საჯარო სკოლის პედაგოგს, ირმა ყურაშვილს, ძმისშვილის ელენე ყრუაშვილის ამქვეყნად მოვლინე-ბას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს უღრუბლო ზეცას, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას.

საღანძილის საჯარო სკოლის პედგკოლექტივი და ტექპერსონალი

გულითადად ვულოცავთ საღანძი-ლის საჯარო სკოლის ტექნიკურ მუშაკს რუსუდან კიკნაძეს

შვილიშვილის - გიორგის დაბადე-ბას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს ღვთის წყალობას და უღრუბლო ზეცას.

საღანძილის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ხარაგაულის №3 საჯა-რო სკოლის პედაგოგს თამარ მაქა-ძესა და მის მეუღლეს, ბატონ ბადრი ტყეშელაშვილს დიდ სიხარულს - პირველი შვილიშვილის, თეკლა ბლიაძის, სამზეოში შემოფრენას.

ვუსურვებთ პატარა ანგელოზს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას, ერისა და ქვეყნის სასახელო ქალად აღზრ-დას. ღვთისმშობელი მფარველობდეს მის სიცოცხლეს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ტექნიკური პერსონალი

ვულოცავთ გულნაზ აბრამაშ-ვილს და თემურ ბლუაშვილს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ნიას ჯანმრთელობას და ნა-თელ მომავალს. მზის სითბო, ღვთის წყალობა და მშობლების სიყვარული არ მოკლებოდეს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ თეა ჭიპაშვილსა და გიორგი მჭედლიშვილს გაბედნი-ერებას. ვუსურვებთ მტკიცე ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს და უფლის წყალობას.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით

დაბადების დღეს ვულოცავთ იან-ვარში დაბადებულ პედაგოგებს: ნინო ფანქველაშვილს, ფატი ბოჟაძეს, სოფიკო ჩიტაძეს, მარეხი დალალიშ-ვილს, ნათელა გუდაძეს და ნიკოლოზ მჭედლიშვილს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, ულევ სიხარულს, წარმა-ტებებს პირად და სამსახურეობრივ საქმიანობაში.

ზვარის საჯარო სკოლა

ვულოცავთ დაბადების დღეს მედუ-ლი მჭედლიძე-ხარაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხ-ლეს. სულ ასეთი ლამაზი და ენერგი-ული ყოფილიყავი, ბებო.

ანი და გიორგი ხარაძეები

ვულოცავთ ლუკა კვინიკაძეს სამი წლის იუბილეს. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს ჯანმრთელობას, სიხარულსა და უღრუბლო ზეცას. ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს მასა და მის ოჯახს.

მარინა და ავთანდილ კვირიკაშვილები

იმ მძღოლებს, რომლებსაც ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ 2015 წლის 1 იანვრამდე, შეუწყდათ ხელშეკრულება.

ს\ს „ავტოტრანსის” ადმინისტრაცია

მძღოლების საყურადღებოდ!

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***