დღეს ამბების აკიდო...

8
ამბების აკიდო კონკურსების შედეგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტ- რის იურისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ზაზა არევაძემ გაიმარჯვა. ამ ინფორ- მაციას რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. სამი კონკურსანტიდან ზაზა არევაძემ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ. 29-30 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა სკო- ლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი - ტეს- ტირება. დავით კიკნაძის ინფორ- მაციით, დაბალი შედეგები დაფიქ- სირდა და კონკურსანტების დიდმა ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა. დირექტორობის მსურველთა ტესტირება ხარაგაულის #2 სა- ჯარო სკოლაში ჩატარდა. გავრ- ცელებული ინფორმაციით, მონა- წილე კონკურსანტებიდან ტესტი- რება წარმატებით გაიარეს მარინე სახვაძემ, ქეთევან ბარბაქაძემ და მარინა ხვედელიძემ. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაეხმარებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენ- ტებისთვის სწავლის საფასურის დასაფარად. ამ მიზნით ადგი - ლობრივ ბიუჯეტში 50 ათასი ლა- რია გათვალისწინებული. „ჩვენ ვმუშაობთ ფორმულაზე, როგორ გავანაწილოთ ეს თანხა, - ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენ- ტრის უფროსი დავით კიკნაძე. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარებიან სოციალურად დაუც- ველ პირველი-მეოთხე კურსის იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკ- ლებია. დავით კიკნაძის თქმით, ასეთი სულ 109 სტუდენტია. „სა- ვარაუდოდ, ეს ციფრი შემცირ- დება, რადგან ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ 14 სოციალურად დაუცველ სტუდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს. სოციალურად დაუც- ველთა შორის არიან ისეთები, ვინც სასწავლო წლის ბოლომდე გადაიხადა სწავლის საფასური,“ - ამბობს დავით კიკნაძე. სტუდენტებმა, რომლებიც ზე- მოთ ნახსენებ კრიტერიუმებს აკმა- ყოფილებენ, ამ კვირის ბოლომდე რესურსცენტრში უნდა წარადგი- ნონ ცნობა სასწავლებლიდან, ოჯა- ხის სარეიტინგო ქულების შესახებ მოწმობის ასლი და პირადობის მოწმობის ასლი. გამოცდებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ხარაგაულის საგანმანათლებ- ლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინათინ ბოჭორიშვილის ინ - ფორმაციით, საატესტატო გამო- ცდებისთვის მეთორმეტე კლასე- ლების რეგისტრაცია 15 აპრილამ- დე გრძელდება. ამჟამად, საჭირო- ების შემთხვევაში, შესაძლებელია განაცხადში რედაქტირება. ცოტა მოგვიანებით პროგრამას ექნება ამობეჭდვის რეჟიმი და სკოლების დირექტორებმა მოსწავლეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რესურსცენტრში უნდა წარადგი- ნონ. მათ, ვინც სასწავლო წლის დასაწყისში ჩაიჭრა გამოცდებზე, ან სხვა რაიმე მიზეზით ვერ ჩააბარა, სისტემაში შესვლისას შეიტყობს დაწვრილებით ინფორმაციას. რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას, იმ პედაგოგებისთ- ვის, რომელთაც რეგისტრაცია ელექტრონულად გაიარეს, მაგ- რამ დოკუმენტურად განაცხადი არ შეუვსიათ, ვადა 4 აპრილამდე გაგრძელდა. დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება ერთი თვეა, რაც სკოლები ახალ სამუშაო პროგრამაში Ephlou ჩაერთვენ. რესურსცენტრის უფ- როსის, დავით კიკნაძის ინფორმა- ციით, ახალ პროგრამაში მუშაობის გასაუმჯობესებლად საქმის მწარ- მოებლებისა და დირექტორებისთ- ვის ტრენინგი ჩატარდება. სკოლების თანამშრომლები ჯეოსელის მომსახურებით სარგებლობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან ჯეოსელის მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ლაშის საჯარო სკოლის თანამშ- რომლები. სკოლის დირექტორის წერილის თანახმად, ჯეოსელის სიგნალის მიღება ლაშეში გა - მართულად ვერ ხორციელდება. რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, სკოლების თანამშრომელთა უმრავლესობის ნომრები პორტირებულია მაგთი- დან ჯეოსელზე. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბაზების დახვეწა, გაორებებისა და სხვა ხარვეზების გასასწორებლად. სიგელებით დაჯილდოვდნენ მეოთხე წელია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათ- ლების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსის მეორე ტურში წარ- მატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ ანა ორჯონიკიძე (ღორეშის საჯარო სკოლა), სოფიკო ლომიძე (ვერ- ტყვიჭალის საჯარო სკოლა) და გიორგი ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა). სიგელით დაჯილდოვდა ასევე ვერტყვიჭალის საჯარო სკო- ლის მოსწავლე ვახტანგ აბაშიძე ნახევარფინალში წარმატებული მონაწილეობისთვის. პროექტი წიგნიერების ასამაღლებლად კიცხის, ბაზალეთისა და ბორის საჯარო სკოლები 122 საჯარო სკოლასთან ერთად მეორე წე- ლია ჩართულები არიან USAID-ის პროექტში, რომელიც ხელს უწ- ყობს პირველ-მეექვსე კლასელებ- ში წიგნიერების დონის ამაღლებას ქართულსა და მათემატიკაში. კიცხის საჯარო სკოლის დირექ- ტორის, თამარ წიწილაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სკოლებმა პროექტის ფარგლებ- ში მიიღესმასალები და წიგნები, გადამზადდნენ მასწავლებლები. პროექტის მიმდინარეობისას დამკ- ვირვებლები სკოლებში დაესწრენ გაკვეთილებს და აღნიშნეს, რომ პროექტი შედეგიანია. თამარ წიწილაშვილის ინფორ- მაციით, 24-25 მარტს კიცხის, ბა- ზალეთისა და ბორის სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. „ძალიან პროდუქტიული და საქმიანი შეხვედრა იყო, - ამ- ბობს თამარ წიწილაშვილი, - შე- ვისწავლეთ, თუ როგორ მივეხმა- როთ მასწავლებელს წიგნიერების დონის ამაღლებაში. ორი დღის მანძილზე ჩვენთან მუშაობდნენ განათლების სფეროს ექსპერტები ქეთი ჩაჩხიანი, პაატა პაპავა, გია ნოზაძე და პროექტის ხელმძღ- ვანელი ნენსი პარკი.“ პროექტის დასრულების შემდეგ ჩატარდება კვლევა. სკოლების საშტატო განრიგი დამტკიცდა რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ დაამტ- კიცა სკოლების საშტატო განრიგი. სკოლებს უფლება აქვთ ადმინის- ტრაციის თანამშრომლებსა და ტექნიკურ პერსონალზე გასცენ მომატებული ხელფასი 2013 წლის სექტემბრიდან. გამოცდა 4 მაისს ჩატარდება პროფესიულ სასწავლებლებში მიღების მსურველთა რეგისტრაცია 11 აპრილამდე გრძელდება. კონ- კურსში მონაწილეობა შეუძლია მესამე საფეხურის ყველა მოსწავ- ლეს, კურსდამთავრებულებს და სკოლიდან გასულ პირებს, ეროვ- ნულ გამოცდებზე დარეგისტრი- რებულებს. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის სპეციალისტის, მარიკა ბააკაშვი- ლის ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში მიღების მსურ- ველთა გამოცდა 4 მაისს ჩატარდე- ბა. ის, ვინც მაღალქულას მიიღებს გამოცდაზე, სახელმწიფო დაფი- ნანსების პროგრამაში მოხვდება. ელექტრონულად რეგისტრაცია შესაძლებელია რესურსცენტრში ან თავად სასწავლებლებში. ხარაგაულში ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით უნიკალური პროექტი „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით.” პროექტის ფარგლებში ხარაგაულში პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისთვის ალტერნატიული ურნები განთავსდა. ვრცლად იხილეთ მესამე გვერდზე. თქვენი განცხადების პირ- ველივე ნომერში გამო - საქვეყნებლად გთხოვთ გა- ზეთის რედაქციაში დაგვი - კავშირდეთ ყოველი კვირის ოთხშაბათამდე. სასურველია, განცხადება მოგვაწოდოთ ოთხშაბათს 15 საათამდე. ხუთშაბათს მოწოდებული განცხადება გამოქვეყნდება შემდეგი პარასკევის ნომერში. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია ძვირფასო მკითხველებო! 4 აპრილი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 13 (584) www.chkh.org გარემო რომ პლასტმასის ბოთლებით არ დაბინძურდეს „შიშზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალა” მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის” მოსწავლეთა შემოქმედება ისტორიის პარალელები განცხადებები ამინდი 3 გვ. 3 გვ. 4-5 გვ. 5 გვ. 5 გვ. 6-8 გვ. 6 გვ. ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგი ცვლილება განხორციელდა 2 გვ. დღეს ნომერშია

Transcript of დღეს ამბების აკიდო...

Page 1: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

ამბების აკიდოკონკურსების შედეგები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტ-რის იურისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ზაზა არევაძემ გაიმარჯვა. ამ ინფორ-მაციას რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. სამი კონკურსანტიდან ზაზა არევაძემ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ.

29-30 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა სკო-ლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი - ტეს-ტირება. დავით კიკნაძის ინფორ-მაციით, დაბალი შედეგები დაფიქ-სირდა და კონკურსანტების დიდმა ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა.

დირექტორობის მსურველთა ტესტირება ხარაგაულის #2 სა-ჯარო სკოლაში ჩატარდა. გავრ-ცელებული ინფორმაციით, მონა-წილე კონკურსანტებიდან ტესტი-რება წარმატებით გაიარეს მარინე სახვაძემ, ქეთევან ბარბაქაძემ და მარინა ხვედელიძემ.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაეხმარებიანხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობა ახორციელებს პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენ-ტებისთვის სწავლის საფასურის დასაფარად. ამ მიზნით ადგი-ლობრივ ბიუჯეტში 50 ათასი ლა-რია გათვალისწინებული. „ჩვენ ვმუშაობთ ფორმულაზე, როგორ გავანაწილოთ ეს თანხა, - ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენ-ტრის უფროსი დავით კიკნაძე. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარებიან სოციალურად დაუც-ველ პირველი-მეოთხე კურსის იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკ-ლებია. დავით კიკნაძის თქმით, ასეთი სულ 109 სტუდენტია. „სა-ვარაუდოდ, ეს ციფრი შემცირ-დება, რადგან ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ 14 სოციალურად დაუცველ სტუდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს. სოციალურად დაუც-ველთა შორის არიან ისეთები, ვინც სასწავლო წლის ბოლომდე გადაიხადა სწავლის საფასური,“ - ამბობს დავით კიკნაძე.

სტუდენტებმა, რომლებიც ზე-მოთ ნახსენებ კრიტერიუმებს აკმა-ყოფილებენ, ამ კვირის ბოლომდე რესურსცენტრში უნდა წარადგი-ნონ ცნობა სასწავლებლიდან, ოჯა-ხის სარეიტინგო ქულების შესახებ მოწმობის ასლი და პირადობის მოწმობის ასლი.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობსხარაგაულის საგანმანათლებ-

ლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინათინ ბოჭორიშვილის ინ-

ფორმაციით, საატესტატო გამო-ცდებისთვის მეთორმეტე კლასე-ლების რეგისტრაცია 15 აპრილამ-დე გრძელდება. ამჟამად, საჭირო-ების შემთხვევაში, შესაძლებელია განაცხადში რედაქტირება. ცოტა მოგვიანებით პროგრამას ექნება ამობეჭდვის რეჟიმი და სკოლების დირექტორებმა მოსწავლეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რესურსცენტრში უნდა წარადგი-ნონ. მათ, ვინც სასწავლო წლის დასაწყისში ჩაიჭრა გამოცდებზე, ან სხვა რაიმე მიზეზით ვერ ჩააბარა, სისტემაში შესვლისას შეიტყობს დაწვრილებით ინფორმაციას.

რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას, იმ პედაგოგებისთ-ვის, რომელთაც რეგისტრაცია ელექტრონულად გაიარეს, მაგ-რამ დოკუმენტურად განაცხადი არ შეუვსიათ, ვადა 4 აპრილამდე გაგრძელდა.

დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგი

ჩატარდებაერთი თვეა, რაც სკოლები

ახალ სამუშაო პროგრამაში Ephlou ჩაერთვენ. რესურსცენტრის უფ-როსის, დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, ახალ პროგრამაში მუშაობის გასაუმჯობესებლად საქმის მწარ-მოებლებისა და დირექტორებისთ-ვის ტრენინგი ჩატარდება.

სკოლების თანამშრომლები ჯეოსელის მომსახურებით

სარგებლობენხარაგაულის მუნიციპალიტეტის

25 საჯარო სკოლიდან ჯეოსელის მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ლაშის საჯარო სკოლის თანამშ-რომლები. სკოლის დირექტორის წერილის თანახმად, ჯეოსელის სიგნალის მიღება ლაშეში გა-მართულად ვერ ხორციელდება. რესურსცენტრის უფროსის, დავით

კიკნაძის ინფორმაციით, სკოლების თანამშრომელთა უმრავლესობის ნომრები პორტირებულია მაგთი-დან ჯეოსელზე. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბაზების დახვეწა, გაორებებისა და სხვა ხარვეზების გასასწორებლად.

სიგელებით დაჯილდოვდნენმეოთხე წელია, ხელნაწერთა

ეროვნული ცენტრისა და განათ-ლების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსის მეორე ტურში წარ-მატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ ანა ორჯონიკიძე (ღორეშის საჯარო სკოლა), სოფიკო ლომიძე (ვერ-ტყვიჭალის საჯარო სკოლა) და გიორგი ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა). სიგელით დაჯილდოვდა ასევე ვერტყვიჭალის საჯარო სკო-ლის მოსწავლე ვახტანგ აბაშიძე ნახევარფინალში წარმატებული მონაწილეობისთვის.

პროექტი წიგნიერების ასამაღლებლად

კიცხის, ბაზალეთისა და ბორის საჯარო სკოლები 122 საჯარო სკოლასთან ერთად მეორე წე-ლია ჩართულები არიან USAID-ის პროექტში, რომელიც ხელს უწ-ყობს პირველ-მეექვსე კლასელებ-ში წიგნიერების დონის ამაღლებას ქართულსა და მათემატიკაში. კიცხის საჯარო სკოლის დირექ-ტორის, თამარ წიწილაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სკოლებმა პროექტის ფარგლებ-ში მიიღესმასალები და წიგნები, გადამზადდნენ მასწავლებლები. პროექტის მიმდინარეობისას დამკ-ვირვებლები სკოლებში დაესწრენ გაკვეთილებს და აღნიშნეს, რომ პროექტი შედეგიანია.

თამარ წიწილაშვილის ინფორ-მაციით, 24-25 მარტს კიცხის, ბა-ზალეთისა და ბორის სკოლების

დირექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. „ძალიან პროდუქტიული და საქმიანი შეხვედრა იყო, - ამ-ბობს თამარ წიწილაშვილი, - შე-ვისწავლეთ, თუ როგორ მივეხმა-როთ მასწავლებელს წიგნიერების დონის ამაღლებაში. ორი დღის მანძილზე ჩვენთან მუშაობდნენ განათლების სფეროს ექსპერტები ქეთი ჩაჩხიანი, პაატა პაპავა, გია ნოზაძე და პროექტის ხელმძღ-ვანელი ნენსი პარკი.“ პროექტის დასრულების შემდეგ ჩატარდება კვლევა.

სკოლების საშტატო განრიგი დამტკიცდა

რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ დაამტ-კიცა სკოლების საშტატო განრიგი. სკოლებს უფლება აქვთ ადმინის-ტრაციის თანამშრომლებსა და ტექნიკურ პერსონალზე გასცენ მომატებული ხელფასი 2013 წლის სექტემბრიდან.

გამოცდა 4 მაისს ჩატარდებაპროფესიულ სასწავლებლებში

მიღების მსურველთა რეგისტრაცია 11 აპრილამდე გრძელდება. კონ-კურსში მონაწილეობა შეუძლია მესამე საფეხურის ყველა მოსწავ-ლეს, კურსდამთავრებულებს და სკოლიდან გასულ პირებს, ეროვ-ნულ გამოცდებზე დარეგისტრი-რებულებს. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის სპეციალისტის, მარიკა ბააკაშვი-ლის ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში მიღების მსურ-ველთა გამოცდა 4 მაისს ჩატარდე-ბა. ის, ვინც მაღალქულას მიიღებს გამოცდაზე, სახელმწიფო დაფი-ნანსების პროგრამაში მოხვდება. ელექტრონულად რეგისტრაცია შესაძლებელია რესურსცენტრში ან თავად სასწავლებლებში.

ხარაგაულში ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით უნიკალური პროექტი „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით.” პროექტის ფარგლებში ხარაგაულში

პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისთვის ალტერნატიული ურნები განთავსდა. ვრცლად იხილეთ მესამე გვერდზე.

თქვენი განცხადების პირ-ველივე ნომერში გამო -საქვეყნებლად გთხოვთ გა-ზეთის რედაქციაში დაგვი-კავშირდეთ ყოველი კვირის ოთხშაბათამდე. სასურველია, განცხადება მოგვაწოდოთ ოთხშაბათს 15 საათამდე.

ხუთშაბათს მოწოდებული განცხადება გამოქვეყნდება შემდეგი პარასკევის ნომერში.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ძვირფასო მკითხველებო!

4 აპრილი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№13 (584)

www.chkh.org

გარემო რომ პლასტმასის ბოთლებით არ დაბინძურდეს

„შიშზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალა”

მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის”

მოსწავლეთა შემოქმედება

ისტორიის პარალელები

განცხადებები

ამინდი

3 გვ.

3 გვ.

4-5 გვ.

5 გვ.

5 გვ.

6-8 გვ.

6 გვ.

ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგი ცვლილება განხორციელდა

2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ.

31 მარტს ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის #470 გან-კარგულების საფუძველზე ცვლი-ლება შევიდა საქართველოს მთავ-რობის 2014 წლის 13 იანვრის #34 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგი-ლობრივი თვითმმართველი ერ-თეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ და ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტს გამოეყო სულ 1 955 347 ლარი. აქედან 84 744 ლარი უკვე შეტანილია ხარაგაულის 2014 წლის ბიუჯეტში, საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერ-ტო მომსახურების შესასყიდად, ხოლო დამატებით გამოყოფილი 1 870 603 ლარიდან მიმართული იქნას 1 542 003 ლარი გზების მოასფალტებაზე (მოასფალტდება კიცხი-ხიდარი; ვარძია-წყალაფო-რეთი; ხარაგაული-ფარცხნალის მონაკვეთები); 248 600 ლარი ბაღების მშენებლობაზე (ბაღები აშენდება სოფელ ხიდარსა და წყალაფორეთში) და 80 000 ლარი ნაგავმზიდის შესაძენად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის #471

განკარგულებით სოფლის მხარ-დამჭერი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბი-უჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტს გამოეყო 770 163 ლარი, მათ შორის:

1. გზების რეაბილიტაცია - 238,6 ათასი ლარი;

2. ხიდ-ბოგირები, ბონდები - 4,1 ათასი ლარი;

3. ტრაქტორების შეძენა - 21,0 ათასი ლარი;

4. ავტობუსების შეძენა - 11,6 ათასი ლარი;

5. სანიაღვრე არხების მოწყობა - 11,4 ათასი ლარი;

6. წყლის სისტემის მოწყობა (მილებისა და ავზების შეძენა) - 98,5 ათასი ლარი;

7. სარიტუალო დარბაზების მშენებლობა, მოწყობა და ინვენ-ტარით აღჭურვა - 276,1 ათასი ლარი;

8. გარე განათების მოწყობა - 5,5 ათასი ლარი;

9. წისქვილების მოწყობა და აღჭურვა - 11,3 ათასი ლარი;

10. სპორტული მოედნების მოწყობა - 1,5 ათასი ლარი;

11. კანალიზაციის მოწყობა და მილების შეძენა - 12,4 ათასი ლარი;

12. ომში დაღუპულთა მემორი-ალის გალავნის მოწყობა - 10,0 ათასი ლარი;

13. კლუბების შეკეთება და ინვენტარით აღჭურვა - 9,2 ათასი ლარი;

14. სასაფლაოების შეღობვა და თავშესაფარი ადგილების აგება - 15,4 ათასი ლარი;

15. სოფლის სახლის მოწყობა - 4,8 ათასი ლარი;

16. სოფლის გაზიფიცირება - 17,4 ათასი ლარი;

17. მოსაცდელების მოწყობა - 17,8 ათასი ლარი;

18. სხვა დანარჩენი - 3,5 ათასი ლარი.

სულ ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტს სახელმწიფო ბიუჯე-ტის ფონდებიდან დამატებით გამოეყო 2 640 766 ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულომ 31 მარტს

რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭი-რა ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგ ცვლილებას. მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების დირექტორების მოთხოვნის

საფუძველზე მათ დამატებით გამო-ეყოთ სუბსიდია 39.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

- ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრ-დობის სახლი - 2,0 ათასი ლარი (სტუდია ,,ჰარმონიის“ ფინანსური მხარდაჭერისათვის, სიმფონიური ორკესტრის მოსაწვევად);

- ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმი - 5,0 ათასი ლარი ( სხავადასხვა ღონისძიების მოსაწყობად);

- სსიპ ბორის სკოლა-პანსიონი - 5,0 ათასი ლარი (ხელფასების მოსაწესრიგებლად);

- ა(ა)იპ სათნოების სახლი - 2,0 ათასი ლარი (დამატებითი ვალ-დებულებების ასაღებად);

- ა(ა)იპ ხალხური შემოქმე-დების სახლი - 5,8 ათასი ლარი (საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად);

- ა(ა)იპ სამუსიკო სკოლა - 20.0 ათასი ლარი (პროექტი ,,დედაქა-ლაქი–რეგიონებისათვის“ ).

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს გადა-

წყვეტილებით, მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია-მონასტრების სუბსიდირებისათვის გამოიყო 35,0 ათასი ლარი;

წმ. ანდრია პირველწოდებუ-ლის სახ. სკოლა-გიმნაზიის სუბსი-დირებისთვის - 3,0 ათასი ლარი;

მიკროავტობუსის ხარჯის სუბ-სიდირება - 3,3 ათასი ლარი (შპს „ხარაგაული -2011“);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

2014 წლის საყოველთაო აღწე-რის მოსამზადებელი სამუშაოები-სათვის საწვავის ხარჯისთვის - 1,0 ათასი ლარი;

საკრებულოს კომისიებისთვის საწვავის ხარჯისთვის - 3,0 ათასი ლარი;

ახალშობილების სოციალური დაცვის ხარჯებისთვის - 8,0 ათასი ლარი;

ვეტერანთა სოციალური დაცვის ხარჯებისთვის - 7,0 ათასი ლარი (კომუნალურები);

უბისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მიწის შესაძენად - 8,0 ათასი ლარი;

კინოთეატრის შენობაში წყლი-სა და ელექტროენერგიის და-საერთებლად - 9,9 ათასი ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 20 ტერიტორიულ

ერთეულში სხვადასხვა ინფრასტ-რუქტურული პროექტების გან-სახორციელებლად დამატებით გამოიყო 182,0 ათასი ლარი.

მათ შორის:გზების რეაბილიტაცია - 114.1

ათასი ლარი;წყლის სისტემის მოწყობა - 26,

5 ათასი ლარი;ზვარის საბავშვო ბაღის რეაბი-

ლიტაცია - 33,4 ათასი ლარი;ზვარის ამბულატორიის შენობის

რეაბილიტაცია - 2,0 ათასი ლარი;სკვერის მოწყობა მოლითში -

6,0 ათასი ლარი;

საკრებულოსთვის გამგეობის საფინანსო სამსახურისგან

წარდგენილი მოხსენებითი ბარა-თის თანახმად, სულ დამატებითი ვალდებულებებისთვის საჭირო 300,0 ათასი ლარის დასაფარა-ვად გამოიყენებენ 2014 წლის პირ-ველი იანვრისათვის არსებული ნაშთიდან 270,0 ათას ლარს და

შემოსულობების გეგმების ზრდი-დან 30,0 ათას ლარს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამო-მდინარე, ხარაგაულის მუ-

ნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსუ-ლობების ნაწილში 6 001,9 ათასი ლარი გაიზარდა 2 670,8 ათასი ლარით და განისაზღვრა 8 672,7 ათასი ლარით.

- ხარჯების ნაწილში 7 767,0 ათასი ლარი გაიზარდა 2 940,8 ათასი ლარით და განისაზღვრა 10 707,8 ათასი ლარით.

საკრებულოს სხდომაზე სა-ბიუჯეტო ცვლილებების გან-

ხილვისას საკრებულოს თავმჯ-დომარე აკაკი მაჭავარიანი იმით დაინტერესდა, დაკმაყოფილდა თუ არა ყველა ა(ა)იპ-ის მიმარ-თა სრულყოფილად. გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორ-მაციით, ამ ეტაპზე ყველა ა(ა)იპ-ის მოთხოვა ვერ დაკმაყოფილდა:

-არიან ა(ა)იპ-ები, მაგალითად, კეთილმოწყობა, კულტურის ცენტ-რი, რომლებსაც თანხა ვერ მივე-ცით. მათი მოთხოვნები ამ ეტაპზე დაუფინანსებლობას იტანდა.

აკაკი მაჭავარიანი: -როგორც ჩემთვის ცნობილია, კეთილმოწ-ყობას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ხელფასები გასცეს.

კობა გოგსაძე: -ხელფასების გაცემის რესურსი რატომ არ აქვს, ჯერ ხომ სამი თვის შედგენილია ბიუჯეტი?

აკაკი მაჭავარიანი - როცა ხალხს ვუნიშნავთ იქ...

დეპუტატ რუსუდან გურგენი-ძის თქმით, თუ ა(ა)იპ-ების სუბსი-დირება გაიზრდება, ყველა მათ-განის მოთხოვნა უნდა დაკმაყო-ფილდეს. თუმცა, ორგანიზაციებმა ბიუჯეტის დამტკიცებისას ზუსტად უნდა განსაზღვრონ მომავალ წელს საჭირო ხარჯები.

სხდომაზე ფართო მსჯელობა მოჰყვა მოლითში მოსახ-

ლეობისგან სკვერის მოწყობის მოთხოვნას. საკრებულოს თავმჯ-დომარე აკაკი მაჭავარიანი იცავდა პოზიციას, რომ სოფელში სკვერის მოწყობაზე პრიორიტეტული არის გზა. თუმცა, დეპუტატთა უმრავ-ლესობამ და გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დაასაბუთეს, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს სწორედ ის, რასაც ხალხი მოით-ხოვს. საკრებულომ, საბოლოოდ,

მხარი დაუჭირა მოლითში სკვერის მოწყობას.

ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა უახლოეს თვეებში

განსახორციელებელი ღონისძი-ებებისთვის, მოთხოვნილი 18 ათა-სი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 5 ათასი ლარი მიიღო. მუზეუმის დირექტორმა, დეპუტატმა ნინო დიდიძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ 5 ათასი ლარი მაინც გამოინახა, თუმცა, მისივე თქმით, „აუცილებელია მუ-ზეუმისთვის სუბსიდიის გაზრდა. ამ ეტაპზე იმის საშუალება თუ მაინც არის, რომ 10 ათასი ლარი მოგვ-

ცეთ, არ ვიტყვი არაფერს და თუ თანხას ვერ მივიღებთ, როგორც ვწვალობთ და ვართ, ისე უნდა ვიწვალოთ და ბევრ რაღაცას ვერ გავაკეთებთ.“

დეპუტატ გია არევაძის აზრით, ა(ა)იპ-ების სუბსიდირება სოფლე-ბის შევიწროების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს: -ვფიქრობ, თავად მუზეუმის დირექტორისთვის იქ-ნება მიუღებელი, რომ მოლითში სკვერისა და ზვარეში ამბულატო-რიის დაუფინანსებლობის ხარჯზე გაიზარდოს მუზეუმის ბიუჯეტი.

სხდომაზე მოლითის მაჟო-რიტარმა დეპუტატმა, ზვარის ამბულატორიის ექმიმმა გოჩა ჩხაბერიძემ ისაუბრა იმ გაუსაძლის პირობებზე, რაც ზვარის საექიმო ამბულატორიაშია და ვინაიდან 2012 წლიდან სამინისტრო სოფ-ლის ამბულატორიებს აღარ ეხ-მარება, კოლეგებს დახმარება სთხოვა ავადმყოფის მისაღებად პირობების ელემენტარულად მოწესრიგებისთვის.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის,

ინგა მაღრაძის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ არის სოფლის პრობ-ლემებზე მორგებული: -ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი არ არის მი-მართული მნიშვნელოვანი პრობ-ლემების აღმოფხვრაზე. გუშინ ლეღვანში შევხვდი მოსახლეობას. ადამიანებს, რომლებთანაც უგზო-ობის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად ვერ მიდის, თუ 14 წლის შვილს სასწრაფომდე ძლივს უნდა მოასწრებინო, აღარ აინტერესებთ არც საბავშვო ბაღი მის სოფელში, არც ხარაგაულის კინოთეატრი და არც სხვა სასი-კეთო ცვლილებები. გეუბნებიან, -

ტალახში ვიხრჩობით და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გზა. როცა ა(ა)იპ-პების დიდი ნა-წილის 80 პროცენტი სახელფასო ხარჯია და ღონისძიებებისთვის აღარ რჩებათ თანხები, ეს საკრე-ბულოს მხრიდან ბიუჯეტის გან-ხილვისას და თვითონ ა(ა)იპ-ების შიდა მენეჯმენტის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია. ინგა მაღრაძის თქმით, უკეთესი მენეჯ-მენტის პირობებში და ეფექტური დაგეგმვისას უფრო მეტი პრობ-ლემის მოგვარება და ღონისძი-ების დაფინანსებაა შესაძლებელი.

გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა ინგა მაღრაძის განცხადე-ბასთან დაკავშირებით აღნიშნა:

-ვერ გავიზიარებ თქვენს აზრს. ჩვენ უმნიშვნელო პროექტებს კი არა, სოფლის მოსახლეობის შეკრებებზე გამოკვეთილ პრი-ორიტეტებს ვაფინანსებთ.

გია არევაძე: -ბატონო კობა, ინგა მაღრაძე ამბობს, რომ უკეთე-სი მენეჯმენტის შემთხვევაში თუნ-დაც ის კონკრეტული პრობლემე-ბი, რომლებიც დგას რომელიმე ათკაციან უბანში, გადაწყდებოდა.

თუ უფრო მომჭირნედ მოვე-კიდებით საბიუჯეტო და ხალხის ფულს, მოსახლეობისთვის უფრო მეტი გაკეთდება. ეს არის ელემენ-ტარული ფორმულა.

კობა ლურსმანაშვილი: -ძა-ლიან მოკრძალებულად ვეკი-დებით ბიუჯეტს. წინა სხდომაზეც განვაცხადე, - 2012 და 2013 წლების ბიუჯეტების შედარებისას აღმოჩნდა, რომ შარშან გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი 160 ათასი ლარით ნაკლებია 2012 წელს გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯზე იმის მიუხედავად, რომ ახლა გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული.

გია არევაძე: -დაახლოებით ასი ერთეულით გაიზარდა შტატე-ბის რაოდენობა და ამ პირობებში როგორ შემცირდა ხარჯები? გვითხარით, რომელი ფორ-მულით? იქნებ, ეკონომიკაში საფინანსო კუთხით მართლაც გადატრიალება მოახდინეთ. გამგეობის საფინანსო სამსახუ-რის უფროს ვლადიმერ გელაშ-ვილის განმარტებით, შტატების ზრდით სახელფასო ფონდი გა-იზარდა, მაგრამ საერთო ხარჯი შემცირდა.

სხდომაზე საკრებულოს თავმ-ჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაჩუკი გორგაძეს დაავალა, რომ შეისწავლოს ბიუჯე-ტიდან 2012 და 2013 წელს გაწე-ული ადმინისტრაციული ხარჯები.

ლაურა გოგოლაძე

საკრებულოს სხდომაზე

ა(ა)იპ-ებს ღონისძიებების დაფინანსება უჭირთ

Page 3: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

3xtvb [fhfufekb4 აპრილი, 2014 წ.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარე-ობის შესახებ ინფორმაცია და საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟო-რიტარი დეპუტატის ბიუროს დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოებას პარ-ლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ 27 მარტს წარუდგინა. დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ კი თვითმმართველობის შესახებ ორ-განულ კანონში განხორციელებული ცვლილებები მიმოიხილა.

„ვთვლი, რომ თქვენთვის საინტე-რესო იქნება, თუ რა ტენდენციებია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების კუთხით,“ - მიმართა შეკრებილთ დე-პუტატმა. ნოდარ ებანოიძემ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკის სხვადასხვა დარგ-ში შარშან და წელს მიმდინარე პრო-ცესებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე. მან ყურადღება მთლიანი შიდა პროდუქ-ტის (მშპ) მაჩვენებელზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2004-2012 წლებში მშპ-ის მოცულობა იზრდებოდა, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მდგომარეობა არ იცვლებოდა. ამ მაჩ-ვენებლით საქართველო 2004 წელს 196-ე ადგილზე იყო, 2012 წლისთვის კი მხოლოდ ერთი პუნქტით წაიწია წინ.

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ „გა-სულ წლებში განხორციელებული უაზ-რო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის შენობა, ბათუმის თაუერი და სხვ.) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევდა, მაგრამ ეკონომიკის ნა-წილი ეფექტური არ იყო. ხელისუფლე-ბის მიზანია, რომ ქვეყანამ ყოვლისმომ-ცველ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, „რეალობაში ბევრი ადამიანისთვის ჯერ არაფერი გაუმ-ჯობესებულა, მაგრამ შეიცვალა შიშზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტი-კა, აღმოიფხვრა სახელმწიფოსთვის ქონების იძულებით ჩუქების პრაქტიკა.“

2013 წლის ძირითადი ეკონომი-კური მიღწევა, დეპუტატის ინფორმა-ციით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების პარაფირება და ადგილობრივი წარმოებისთვის საკანონმდებლო დონეზე დაცვის მე-ქანიზმების შექმნაა.

დეპუტატმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 2013 წელს შემცირდა. დაგეგმილი 6%-ანი

ზრდის ნაცვლად 3,2%-იანი ზრდა მივიღეთ. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა - 4,8% ოქტომბერში, 7% - ნოემბერში. ჩავარდა სამშენებლო სექტორი, რაც აისახა საერთო პარამეტრში.

ნოდარ ებანოძის თქმით, უმუშევ-რობის მკვეთრი გაუმჯობესება გასულ წელს არ დაფიქსირებულა. შრომისუ-ნარიანი მოსახლეობის 70% ან უმუშე-ვარია, ან თვითდასაქმებული. შარშან 17 600 ადამიანით გაიზარდა დასაქმე-ბულთა რაოდენობა. „ეს ეფემერული ციფრია და ხარაგაულის მაგალითზე რომ განვიხილოთ, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯ-ზე. ასეთი ზრდა არსებითად არ არის დაკავშირებული ეკონომიკის ზრდას-თან,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყ-ნებში ექსპორტი 65%-ით გაიზარდა. გაორმაგდა ღვინის ექსპორტი, რაც რუ-სეთის ბაზრის გახსნამაც განაპირობა.

საქართველოში განხორციელდა 700 მილიონის ინვესტიცია, თუმცა, დეპუტატის თქმით, ეს არ არის საკმა-რისი. „სახელწიფოს ქონების სრული რეგისტრაცია 2014 წელს იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

პარლამენტარის ინფორმაციით, ტარიფების შემცირებით მოსახლეობამ 60 მილიონი ლარი დაზოგა. თუმცა, მისივე თქმით, საარჩევნო დაპირება ტარიფებთან დაკავშირებით სრულად ვერ შესრულდა. გრძელდება გაზიფი-ცირებისა და ინდივიდუალური გამ-რიცხველიანების პროცესი. დეპუტატის ინფორმაციით, სოფელ პატარა სახვ-ლარში შეიყვანენ ელექტროენერგიას.

ენერკომპანიის საქმიანობაზე საუბ-რისას საკრებულოს წევრმა მალხაზ ყრუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, ფარცხნალში ინდივიდუალური გამრიცხველიანება იდეალურად გაკეთ-და და ცუდი ამინდის დროს ელექტრო-ენერგიის მიწოდება არ ფერხდება, რასაც ვერ ვიტყვით სხვა სოფლებზე. „ვთვლი, რომ ადგილებიდან უნდა გავაჟღეროთ ეს პრობლემები, - აღნიშნა ნოდარ ება-ნოიძემ, - იმის თქმა, რომ ენერგოკომპა-ნიის ადგილობრივი სამსახური ცუდად

მუშაობს, სისულელეა. ეს არის სისტემური პრობლემა და ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ - ინფორმაცია მივაწოდოთ ენერგეტიკის სამინისტროს. მეტი მუშაობა გვჭირდება ადამიანების ინფორმირებულობისთვის, რასაც ბიძგი უნდა მისცეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.“

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეცვალა სასოფლო-სამეურნეო ბარა-თების გაცემის ფორმულა. ხარაგაულში შარშან 10 553 ბარათი დარიგდა, წელს - 11 699. შეღავათიანი აგროკრედიტით ორმა ხარაგაულელმა ფერმერმა ისარ-გებლა. ერთი კრედიტი გაცემულია მეც-ხოველეობის, მეორე კი მეფუტკრეობის განვითარებისთვის. დეპუტატის თქმით, ამ კუთხით ხარაგაულში მნიშვნელოვ-ნად არაფერი შეცვლილა.

ნოდარ ებანოიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებული რეფორმები.

ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის რეფორმა

2015 წელს განხორციელდება. კონ-ცეფცია მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს. საჯარო მოხელეები იქნებიან სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ების ადმინისტრა-ციებში დასაქმებულები.

შეხვედრაზე დეპუტატმა ვრცლად

ისაუბრა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში განხორცი-ელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა ტერიტორიული მოწყობის იმ ვარიანტს, რომელიც პარ-ლამენტის უმრავლესობამ არ გაიზიარა. პროექტის თანახმად, მუნიციპალური ცენტრები უნდა შექმნილიყო მსხვილ დასახლებებში. „მერჩია არჩევნებზე სხვა წესი ყოფილიყო, შეცვლილიყო ტერიტორიული მოწყობა, - განაცხადა დეპუტატმა, - რადიკალურად განსხ-ვავებული პოზიციები მქონდა, ამას ვადასტურებ. სამჯერ ვიყავით პარლამენ-ტარები უცხოეთში თვითმმართველობის რეფორმის გასაზიარებლად. გამოდის, რომ სულ ტყუილად. რაც ვნახეთ, არა-ფერი არ გავითვალისწინეთ კოდექსში.“

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმ-მართველობის არჩევნებზე:

-ახლოვდება ადგილობრივი თვითმ-მართველობის არჩევნები და მაქვს იმე-დი, რომ რაც იყო წინა პერიოდებში, არ განმეორდება. ჩვენი ერთადერთი მიღწევა იქნება ის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, არც ისე მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არჩევნების დროს მუდმივად რჩებიან ხელისუფლების მხარდამჭერებად. ეს არ

არის ჯანსაღი მოვლენა. თუ ჩვენ მივიღეთ ერთფეროვანი საკრებულო, ნამდვილად არ ვიქნები ბედნიერი. თუ განსხვავებული აზრი არ იქნება წარმოდგენილი. ეს, პირველ რიგში, ცუდი იქნება უმრავლე-სობისთვის. კვალიფიციური ოპონენტები პროცესის ჯანსაღად წარმართვას სჭირდე-ბა. როგორც პარლამენტარი, სხვა პოლი-ტიკური ჯგუფების წარმომადგენლებსაც შევხვდები. რა თქმა უნდა, კოალიციის წევრი და მისი გულშემატკვარი ვარ. ამიტომ მინდა, რომ კარგი სიით წარდგეს კოალიცია ამომრჩევლის წინაშე. სიით გამოჩნდება, რამდენად სცემს პატივს საზოგადოებას ესა თუ ის პარტია. თუ რაღაცები არ მომეწონება, თუ პროცესი იქნება ოდნავ მსგავსი წინა წლების, არა-ვის მოვერიდები, არ ვიქნები პროცესების პასიური დამკვირვებელი.

მაქვს მედი, რომ ეს არ მოხდება. ჯერჯერობით რაიმე ნიშანი იმისა, რომ ვინმე აპირებდეს რაიმე უსინდისო ბერკეტების გამოყენებას, ვერ ვხედავ. მაქვს იმედი, რომ უკეთეს საკრებულოს მივიღებთ.

შეხვედრის ბოლოს ნოდარ ება-ნოიძემ აღნიშნა, რომ საკითხებსა და პრობლემებზე ხელისუფლება და საზო-გადოება ხშირად უნდა მსჯელობდნენ.

ნინო კაპანაძე

„ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ხარაგაულში ყველაზე განათლებული, ინტელექტუალური და კულტურული საზოგადოება ცხოვრობს. ამ პროექ-ტით ხარაგაულელებმა მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორი ჯანსაღი დამოკიდებულება გვაქვს გარემოს მი-მართ,“ - ამბობს ევროპული პროექტის „მოვუაროთ პლანეტას“ კოორდინატო-რი საქართველოში ცისანა ჭიპაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ ახორციელებს პროექტს „პოლიეთი-ლენი დიოქსინ-ფურანების წარმო-შობის წყარო და მასთან ბრძოლა სა-ზოგადოების მხრდაჭერით.“ პროექტის

პრეზენტაცია 28 მარტს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზში შედგა.

პროექტის ხელმძღვანელის, ხა-თუნა მანჯავიძის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა ალტერატიული ურნები პოლიეთილენის ბოთლებისა და ცე-ლოფნის პარკებისთვის.

„პროექტის წარმატება საზოგა-დოების თანადგომის გარეშე წარმო-უდგნელია. ეს უნდა გახდეს საყოველ-თაო სახალხო საქმე,“ - ამბობს ხათუნა მანჯავიძე. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ალტერნატიული ურნები გან-თავსებულია რკინიგზის სადგურთან, აგრარულ ბაზართან, ე. წ. ტაქსების

გაჩერებასთან, საბაგიროს შენობასთან, ავტოტრანსის წინ, საჯარო რეესტრთან, საავადმყოფოსთან და სოფელ ლაშე-ში. ურნები დაიდგმება მუნიციპალიტე-ტის ოცივე ტერიტორიულ ორგანოში. პროექტის ავტორებს მიჩნიათ, რომ საავტომობილო გზის მიმდებარე სოფ-ლებში უმჯობესია ურნები გზის პირებზე დაიდგას. სოფლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები.

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსდა, მოითხოვდა თანამონაწი-ლეობას. „ხარაგაულდასუფთავების“ სამსახური (დირექტორი ომარ მაჭა-

ვარიანი) უზრუნველყოფს სოფლებში ურნების დაცლას და მის ტრანსპორ-ტირებას ხარაგაულში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიზნით დასუფთა-ვების სამსახურის სუბსიდია 5 ათასი ლარით გაზარდა. პოლიეთილენის ბოთლების დასაპრესიად ტერიტორია ს/ს „ავტოტრანსმა“ (დირექტორი დათო ხარაძე) შეღავათიან ფასად მიაქირავა ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“. ეროვნულ პარკი, საჭიროების შემთხ-ვევაში დარბაზს უსასყიდლოდ დაუთ-მობს. პროექტის თანახმად, იგეგმება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებლების ერთდღიანი ტრენინგი. ისინი იმსჯელებენ დიოქ-სინის მავნებლობაზე და სკოლებში ჩაატარებენ გაკვეთილს ამ თემაზე.

„ადამიანები მიკავშირდებიან სოფ-ლებიდან და ითხოვენ, რომ რაც შეიძ-ლება მალე დაიდგას ალტერნატიული ურნა. ასეთი დამოკიდებულება ხაზს უსვამს საზოგადოების დამოკიდებუ-ლებას ბუნებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ,“ - ამბობს ხათუნა მანჯავიძე.

ცისანა ჭიპაშვილის თქმით, ბოთ-ლებისა და პარკების შეგროვება არის საშუალება, რომ ის არ მოხვდეს ბუნებაში და არ დაიწვას. პლასტმასის ბოთლების დაწვის შედეგად წარმო-იშობა დიოქსინი, რომელიც უმძიმეს შედეგებს იწვევს - დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

პროექტის თანახმად, ოთხი ტონა პოლიეთილენის შეგროვება იგეგმება. გამოკითხვებით დადგინდა, რომ თი-თოეულ ოჯახში ყოველკვირეულად პოლიეთილენის ორი ბოთლი მაინც გროვდება. ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში დაახლოებით 11 ათასი ოჯახია და, სავარაუდოდ,ოთხი ტონა პოლი-ეთილენი შეგროვდება. თუ ასე მოხდა,

პროექტის დასრულების შემდეგ ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ და-აფინანსებს მცირე პროექტებს.“

„არ უნდა დავიზაროთ პოლიეთი-ლენის მოგროვება და მისი მიტანა ურნასთან; სხვებისთვის თქმა, რომ ჩაერთონ პროექტში, - ამბობს ხათუ-ნა მანჯავიძე, - მე მაგალითად, ვერ ვგრძნობ თავს ღირსეულ ადამიანად, როცა ირგვლიც ვხედავ დაყრილ ნარ-ჩენებს, პოლიეთილენის ბოთლებსა და პარკებს და იმას, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ეგუება. ამ დროს ვსვამთ სამშობლოს სადღეგრძელოს და თავი ამქვეყნად ყველაზე მაგრები გვგონია.“

პროექტს სოციალური დატვირთ-ვაც აქვს. ხათუნა მანჯავიძის თქმით, ჩაიბარებენ პოლიეთილენის ბოთ-ლებს, თუმცა ამ საკითხზე დეტალები ზუსტდება.

პროექტის დაწყებისთანავე მასში აქტიურად ჩაერთო ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომელი მანანა ტა-ბაშიძე. მისი ინიციტივით ხარაგაულსა და ბაზალეთში დასუფთავების აქციები მოეწყო. „რაღაც უნდა მოვიფიქროთ - ერთხელ საფუძვლიანად დასავუფ-თაოთ გარემო და მერე, ვისაც და-აფიქსირებენ გარემოში ნარჩენების გადაყრისას, დააჯარიმონ, - ამბობს მანანა ტაბაშიძე, - ხარაგაულში ტუ-რიზმის განვითარება გვინდა, საამისოდ კი არაფერს ვაკეთებთ. ტურისტი რომ ნახავს ჩვენს მდგომარეობას, ძალიან ცუდი წარმოდგენა შეექმნება.“

„გადამდებია ყველა ქმედება - კარ-გიც და ცუდიც, - ამბობს ხათუნა მანჯა-ვიძე, - საზოგადოების განწყობას აქვს უდიდესი მიშვნელობა. ორიენტაცია ავიღოთ კეთილ საქმეზე.“

ნინო კაპანაძეფოტოზე: პროექტის პრეზენტა-

ციაზე

გარემო რომ პლასტმასის ბოთლებით არ დაბინძურდეს

„შიშზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალა“

Page 4: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

4 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №54

ბაზალეთის საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში „ისუნთ-ქე ჟანგბადი“. სკოლაში ყოველ კვირაში ტარდება გაკვეთილები ეკოლოგიის თემაზე. ხორციელ-დება სხვადასხვა აქტივობები. 13 მარტს მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგეს ნერგები. 21 მარტს ერთობლივი გაკვეთი-ლი ჩაატარეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეა ტალახაძემ და ბორჯომ-ხა-რაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა.

თეა ტალახაძის თქმით, ეროვ-ნული პარკის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ეკო-ლოგიურ საკითხებში მოსწავლეთა ცოდნით.

ხარაგაულის სასულიერო გიმ-ნაზიის მეხუთე კლასის წარჩინე-ბული მოსწავლე ანა კვინიკაძე მაქსიმალურად მობილიზებული და გამორჩეული გოგონაა. 10 წლის ანა აქტიური მოსწავლეა და

საუკეთესოდ სწავლასთან ერთად ჩართულია სხვადასხვა წრეებში. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილ-დოებული ანა დარწმუნებულია, რომ სწავლით და შრომისმოყვა-რეობით ყველაფერს მიაღწევს. ის გამორჩეულია ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ ლაღი, თბილი დამოკიდებულებით. ანას ოცნებაა, გახდეს ადვოკატი და ყოველთვის დაიცვას სამართ-ლიანობა.

„მოვუწოდებ ყველა მოსწავ-ლეს, რომ ისწავლონ და გამო-ავლინონ საკუთარი შესაძლებ-ლობები. ეს მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს გახდის,“ - ამბობს ანა.

სოფო ფერაძე

ანას ოცნება ადვოკატობაა

გვსურს, ხარაგაულელებს გა-ვაცნოთ ჩვენი მეგობარი ლევან წიქარიშვილი. ის სოფელ საქას-რიიდანაა. დაამთავრა თბილისში „მაესტროს სატელევიზიო სკოლა“. ამჟამად ლევანი ორთვიან პრაქტი-კაზეა ტელეკომპანია „მაესტროსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მისი მომზადებული სიუჟეტები ეთერში ხშირად გადის. ის უკვე რამდენიმე ფილმის ოპერატორია.

განსაკუთრებით საინტერესოა

ლევან წიქარიშვილისგან გადა-ღებული მოკლემეტრაჟიანი ფილ-მი სურამის ციხის წარსულსა და ახლანდელ მდგომარეობაზე. ფილმის პრეზენტაცია თბილისის კინოს სახლში შედგა და გაშუქდება ტელეკომპანია „ერთსულოვნე-ბის“ ეთერში. ლევანი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობა რთულ პირობებში უხდებოდა, მაგრამ გადაღებების ხუთი დღე მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ლევანის სამომავლო გეგმა ტე-ლეოპერატორობაა. ამბობს, რომ ფილმების გადაღებასაც გააგრ-ძელებს. გვეამაყება, რომ გვყავს ისეთი მეგობარი, როგორიცაა ლე-ვანი. ვუსურვებთ მას წარმატებას ქართულ ტელესივრცეში და ბევრი საინტერესო ფილმის გადაღებას.

თამარ ლომიძე, მარიამ ბლიაძევერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები

ჯანსაღი ცხოვრების წესი ძა-ლიან მნიშვნელოვანია ჯანმრ-თელობისა და სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ, დღეს ჩემს გარშე-მომყოფთა უმრავლესობა ამ წესს არ თუ ვერ იცავს. დავინტერესდი, რა არის ჩემი თანატოლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და რამ-დენად იცავენ მას.

ლევან გოგოლაძისთვის ჯანსა-ღი ცხოვრების წესი გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას, რაც,

მისივე თქმით, მეტნაკლებად ხელ-მისაწვდომია. „ყოველთვის ვცდი-ლობ, კვებით რაციონში შევიტანო ხილი და სხვადასხვა ვიტამინებით გამდიდრებული საკვები. რაც შე-ეხება ვარჯიშს, აბიტურიენტი ვარ და ამისთვის დრო აღარ მრჩება. უმეტესად მაინც ვცდილობ, ფეხით გადავადგილდე,“-ამბობს ლევანი.

მამუკა შარიქაძისთვის ჯანსა-ღი ცხოვრების წესი ასოცირდება ვარჯიშთან და სპორტთან. ეს კი,

მისი თქმით, მოითხოვს დის-ციპლინას და კატეგორიულად გამორიცხავს ალკოჰოლსა და სიგარეტს. „შეიძლება ითქვას, რომ ვიცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რადგან ვვარჯიშობ და სწო-რად ვიკვებები,“ - ამბობს მამუკა.

სოფო ფერაძის აზრით, იშ-ვიათია ადამიანი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მისივე თქმით, გარე-მოს დაბინძურების ზრდა ცუდად აისახება ადამიანთა ჯანმრთე-ლობაზე. „ძირითადად ისინი ვარჯიშობენ, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვ-ნელობა,“ - ამბობს სოფო.

სალომე ბუხნიკაშვილი

საამაყო მეგობარი

აუცილებელია სწორი კვება და ვარჯიში

21 მარტს ბაზალეთის საჯარო სკოლაში (დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი) გადაღებული ეს ფოტოები საერთაშორისო კატა-ლოგში შევიდა. „დაუნის სინდრო-მით დაავადებულთა მხარდასაჭე-რად სკოლაში აქცია გავმართეთ, - ამბობს აქციის ორგანიზატორი,

მასწავლებელი თეა ტალახაძე, - ბავშვებს გავაცანი ამ დღის მნიშვ-ნელობა. ვასწავლე, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, რომელიც გენეტიკურად ან სხვა გზით გადაეცემა. დაუნის სინდრო-მით დაავადებული ბავშვები ჩვენ-ნაირები არიან, მათ სურთ სწავლა,

მოფერება და საზოგადოების თანადგომა. დაუნის სინდრომით დაავადებულთა მხარდასაჭერად ჩვენც ჩავიცვით ჭრელი წინდები.“

საერთაშორისო კატალოგში სა-ქართველოდან 16 ფოტო დაიბეჭ-და. მათ შორის ორი - ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების.

ბაზალეთელთა ფოტოები საერთაშორისო კატალოგში

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფში (აღმზრ-დელი ნანა რევაზიშვილი) ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილ-ზე აღსაზრდელებმა მწერების შესახებ ისაუბრეს. მათ სხვადასხვა აქტივობებით გვიამბეს მწერების აგებულება, მათი მნიშვნელობა, სასარგებლო და საზიანო თვი-სებები, წაიკითხეს ლექსები და მოთხრობები, შეასრულეს სიმ-ღერები. აღსაზრდელები სასკო-ლოდ ემზადებიან. მათ უკვე იციან თვლა ოცის ფაგლებში, ციფრების ცნობა. ღია გაკვეთილისთვის აღ-საზრდელთა მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით მასწავლებელ თამარ ლურსმანაშვილს და აღმ-ზრდელის თანაშემწე თინათინ კვინიკაძეს.

„ეს იყო არაჩვეულებრივი აქტი-ვობებით მიღწეული შედეგი. მო-საწონია ახალი სასწავლო-სააღმ-ზრდელო პროგრამა, რომელიც ხარაგაულის საბავშვო ბაღებში დაინერგა. აღსაზრდელებმა უკვე ბევრი რამ იციან მწერების შესახებ. ეს უდავოდ მათი აღმზრდელების

დამსახურება,“ - აღნიშნა სკოლამ-დელ დაწესებულებათა გაერ-თიანების ლოგოპედმა თადული გაჩეჩილაძემ.

ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის დაწყე-ბითი კლასების მასწავლებლები, გიმნაზიის ხელმძღვანელი, მშობ-ლები, საბავშვო ბაღის ადმინისტ-რაციის წარმომადგენლები, აღმზ-რდელები.

დამსწრე საზოგადოებამ საინ-ტერესო და მრავალფეროვანი ღია გაკვეთილი მაღალ დონეზე შეაფასა. მათ აღნიშნეს, რომ სხვადასხვა საკითხზე ცოდნის შეძენასთან ერთად საბავშვო ბა-ღის აღსაზრდელები სულიერად მდიდრდებიან. „აქ ისეთი თბილი და სასიამოვნო გარემოა, რომ შა-ბათ-კვირას ელენეს ბაღი ენატრე-ბა,“ - თითქმის ყველას სათქმელი თქვა ელენე ხიჯაკაძის ბებიამ ნელი მდივნიშვილმა.

ნინო კაპანაძე ფოტოზე: ღია მეცადინეობა 5-6

წლიანთა ჯგუფში

შაბათ-კვირას ელენეს ბაღი ენატრება

საქართველოში 5 მარტს გა-მართული აქციის „სიკეთის ეპიდე-მია“ მიზანი იყო სიკეთის გავრცე-ლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. 4 ათასი სკოლის 70 ათასამდე მოსწავლე ერთსა და იმავე დროს გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგებით.

ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიკეთე საქმით გაავრცელეს - შეაგროვეს პრო-დუქტები და ტანსაცმელი სოცი-ალურად დაუცველი და მრავალ-შვილიანი ოჯახების დასახმარებ-ლად. იმავე დღეს დარგეს მუხისა და ბზის ნერგები.

აქციის ორგანიზატორებმა ბაზა-ლეთის საჯარო სკოლა კრეატი-ულობისთვის ზეთისხილისა და კივის ნერგებით დააჯილდოვეს.

ნერგებით დაჯილდოვდნენ

„ისუნთქე ჟანგბადი”

Page 5: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

5xtvb [fhfufekb4 აპრილი, 2014 წ.

1270-1289 წლებში საქართველოს დემეტრე მეორე თავდადებული მარ-თავდა. მისი მეფობის მთავარი მიზანი დავით ულუს და დავით ნარინის აჯანყებების შედეგად გაჩანაგებული ქვეყნის აღდგენა იყო. მან აჯანყებას მტერთან მშვიდობიანი ურთიერთობა, დამოყვრება-დანათესავება არჩია. მონღოლთა პირველ ემირს თავისი ასული რუსუდანი მისცა რძლად, თვი-თონაც იძულებული გახდა, თათრის ასული სოლოღარი ერთ-ერთ ცოლად მოეყვანა. ასეთი ურთიერთობებით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ ემირი ბუღა მალე შეთქმულებაში ამხილეს და მოკლეს. მონღოლური წესით, შეთქმულის ყველა ნათესავი ისჯებოდა, ამიტომაც მოუვიდა მეფეს ყაენის სიგელი, იგი მას საყაენოში ეპატიჟებოდა. სამეფო დარბაზმა მეფეს მთებში გახიზვნა ურჩია. მეფემ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მტერი საქართველოს ააოხრებდა და ყაენთან წასვლა გადაწყვიტა: „მე

დავდებ სულსა ერისა ჩემისათვის და არა დავიშლი ურდოს წასვლასა,“ - ეს არის დემეტრე მეორეს სიტყვები ჩვენამდე „ქართლის ცხოვრების“ მეშ-ვეობით მოღწეული. საყაენოში ჩასულს დაუხვდა დაუძინებელი მტერი ხუტლუ ბუღა, სადუნ მანკაბერდელის ვაჟი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მეფის დასჯაში. 1289 წლის 12 მაისს დემეტრე მეორეს თავი მოჰკვეთეს, ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა, ხალხმა კი დემეტრე თავ-დადებული უწოდა. წმინდანად არის შერაცხული მისი ვაჟიც, მეფე ვახტანგ მესამე (1302-1308 წწ.), რომელმაც ასევე მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო.

სულ სხვა ვითარება იყო ამავე ეპოქის ევროპაში. მე-14 საუკუ-

ნიდან საფუძველი ეყრება იტალიურ რენესანსს. ეს არის ტრეჩენტოს ხე-ლოვნება, რომელიც აყვავებას იწყებს ფლორენციაში, სადაც ამ პერიოდში მოღვაწეობენ დანტე ალიგიერი (1265-1321 წწ.), ჯოტო დი ბონდონე (1266-1337 წწ.) და სხვა ცნობილი პიროვნე-ბები. ამ დროსვე რომში მოღვაწეობს ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374 წწ.).

ამ ეპოქის ევროპის მეფეები კვლავ იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ხში-რად უპირისპირდებიან პაპებს. რელი-გიურ უთანხმოებას მოსდევდა სქიზმა, პაპებისა და ანტიპაპების დაპირისპი-რება. სამწუხაროდ, ამ წინააღმდეგო-ბათა გამო ისჯებოდნენ გენიალური ადამიანებიც - მწერლები, პოეტები, მხატვრები. 1301 წელს პოეტი დანტე იძულებულია დატოვოს მშობლიური ფლორენცია. გიბელინთა და გველფთა საგვარეულოს შორის კვლავ მიმდინა-რეობს ბრძოლა. პირველი ჰაბსბურგი იმპერატორი რუდოლფ პირველი ავს-ტრიას იპყრობს, შოტლანდიელი რო-ბერტ ბრიუსი ინგლისის მეფე ედუარდ მეორეს ამარცხებს. იწყება პაპების ავინიონის ტყვეობა და ა.შ.

ამავე პერიოდში საქართველოში მრავალმეფიანობაა. დასავლეთ

საქართველოს ნარინის შტო განაგებს, აღმოსავლეთში კი დემეტრე თავდა-დებულის სამი ვაჟი ერთდროულად მეფობს. დავით მერვე ისევ აჯანყების გზას დაადგა და ილხანთა მოწინააღმ-დეგე „ოქროს ურდოს“ დაუკავშირდა. ილხანებმა დასჯის მიზნით მას ძმები გაუმეფეს.

დავით მერვის (1293-1311 წწ.), ვახტანგ მესამის (1302-1308 წწ.) და გიორგი მეხუთე ბრწყინვალის (1299-1318-1346 წწ.) თანამედროვე მე-ფეები არიან საფრანგეთში ფილიპე მესამე (1270-1285 წწ.) და ფილიპე მეოთხე (1285-1314 წწ.), გერმანიაში რუდოლფ ჰაბსბურგი (1273-1308 წწ.), ჰაინრიხ მეშვიდე (1308-1313 წწ.), ინგ-ლისში ედუარდ პირველი (1272-1309 წწ.) ედუარდ მეორე (1309-1327 წწ.). ჰაბსბურგები შტაუფენების მსგავსად ხშირად ლაშქრობენ იტალიაში. ასეთ ლაშქრობებს შეეწირა ჰაინრიხ მეშვიდე, რომლის პოლიტიკის მხარდამჭერი გახლდათ იტალიერი მწერალი ჯოვანი ბოკაჩო.

პაპთან დაპირისპირებული იყო საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზი. ეს დაპირისპირება დასრულდა 1309 წელს პაპის ავინიონის ტყვეობით, რო-მელიც 1377 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში პაპის რეზიდენცია რომიდან საფრანგეთის ქალაქ ავი-ნიონში გადაიტანეს.

ფილიპე მეოთხე ლამაზს უთანხ-მოება ჰქონდა პაპ ბონიფაციუს მერვეს-თან, რომელიც 1294 წელს 66 წლის ასაკში გახდა რომის პაპი. მისი საერო სახელი ყოფილა ბენედიტო გაეტანი, ეკუთვნოდა რომაელი ბარონების მორსინის გვარს. ამ დროს დაპირის-პირება არსებობდა მორსინისა და კო-ლინას საგვარეულოებს შორის. გახდა რა პაპი, ბონიფაციუს მერვემ გააძევა კოლინას საგვარეულო რომიდან. ეს

პაპი გრიგოლ მეშვიდე ჰილდელბრან-დის და ინოკენტი მესამის პოლიტიკას აგრძელებდა, რაც პაპობის გაძლიერე-ბას გულისხმობდა.

1300 წლის დამლევს პაპმა ბონიფა-ციუს მერვემ რომში იუბილე მოაწყო. ასეთი იუბილე ყოველი საუკუნის და-საწყისში იმართებოდა. ორ მილიონამ-დე ადამიანმა ინახულა ამ დროს რომი, მათ შორის იყვნენ დანტე და ჯოტო.

როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, იუბილე იყო ფულის გამოძალვის საუკეთესო საშუალება. მეფე ფილიპე ლამაზს და შესაძლოა სხვა ევრო-პელ მეფეებსაც აღიზიანებდათ პაპის პოლიტიკა, განსაკუთრებით - 1296 წლის ბულა, სადაც ნათქვამი იყო, რომ არცერთ ევროპელ მეფეს არ ჰქონდა უფლება, საკუთარ ქვეყანაში რამე გადასახადი მოეთხოვათ ეკლესიის-გან. საეკლესიო შემოსავლის საკმაო რაოდენობა ევროპის ქვეყნებიდან პაპთან მიემართებოდა. ეს იწვევდა პაპობის გაძლიერებას და ევროპელი მონარქების მასზე დაქვემდებარებას. ორი გზა ჰქონდა ფილიპე ლამაზს - ან მორჩილება ან ბრძოლა და პაპის მხრიდან მოსალოდნელი შეჩვენება. მეფემ მეორე გზა აირჩია და აკრძალა საფრანგეთიდან იტალიაში ოქროს გატანა. 1301 წელს პაპმა მას გაუგზავ-ნა ბულა: „ყური მომაპყარ, შვილო.“ ის მეფეს ბოროტმოქმედებას და ცუდ მმართველობას აყვედრიდა და მორ-ჩილებისკენ მოუწოდებდა. ფილიპე მეოთხემ ეს საფრანგეთის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნია. მეფეს სჭირდებოდა საფრანგეთის საზოგა-დოების მხარდაჭერა, იმის შემდეგ რაც მათ დაარწმუნებდა, რომ პაპი უსამართლოდ იქცეოდა. სწორედა ამ მიზნით 1302 წლის 11 აპრილს ფილიპე მეოთხე ლამაზმა პირველად საფრან-გეთის ისტორიაში წოდებათა წარმო-მადგენლობითი კრება - გენერალური შტატები მოიწვია, რომლის წევრები სამღვდელოების წარმომადგენლებიც

იყვნენ. გენერალურმა შტატებმა მე-ფეს უფლება მისცა ქვეყანაში ახალი გადასახადები დაეწესებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პაპი საფრანგეთიდან ვეღარაფერს მიიღებდა. მეტიც, - მე-ფემ პაპის წინააღმდეგ პამფლეტების (გამასხარავება, გაშარჟება) დაწერა უბრძანა თავის მარჯვენა ხელს, აზ-ნაურთა ქვედა ფენიდან გამოსულ ლეგისტს გიიომ ნოგარეს, რომელიც იმჟამად სამეფო კანცლერი იყო. დაიწყო „პამფლეტებით ბრძოლა.“ საფრანგეთში მოიწვიეს კრება და პაპი გადაყენებულად გამოაცხადეს. 1302 წელს, როცა ფილიპე მეოთხე ფლანდრიელებთან იბრძოდა და დამარცხდა (კურტრეს ანუ ოქროს დეზების ომი), პაპმაც იგი თავის მხრივ ტახტიდან გადააყენა. პაპის მიერ საფ-რანგეთში გაგზავნილი ლეგატი მაშინვე დააპატიმრეს. ფილიპემაც გააგზავნა იტალიაში თავისი ხალხი და მათ შო-რის გიიომ ნოგარე. ეს უკანასკნელი შენიღბულად მოქმედებდა, თავისი

ვინაობა დამალა და პაპის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა.

1303 წლის 6 სექტემბერს 86 წლის პაპმა მოინდომა საფრანგეთის მეფის შეჩვენება, მაგრამ მეფის აგენტები შეცვივდნენ მასთან ყვირილით „გა-უმარჯოს საფრანფგეთის მეფეს“ და პაპი დააპატიმრეს. ერთი დღის შემ-დეგ ბონიფაციუს მერვეს მომხრეებმა ტყვეობიდან გამოიხსნეს, მაგრამ ამ პატიმრობის შემდეგ პაპი ფსიქიურად შეირყა. ეს მოხდა იმ მძიმე შეურაცხ-ყოფის შედეგად, რაც მას მიაყენეს. სიცოცხლის ბოლომდე პაპი იმყოფე-ბოდა განმარტოებულად, სიბნელეში. იმავე წელს 11 ოქტომბერს კი სული განუტევა. სიკვდილის წინ მან დაწყევ-ლა საფრანგეთის მეფე და მთელი მისი შთამომავლობა.

თავისი ფისკალური პოლიტიკით მეფე ფილიპე ებრძოდა მევახშე ებრა-ელებს და ქრისტიანებს. ამას ის ხალხის დასანახად აკეთებდა, სინამდვილეში კი მევახშეებისგან დიდ შემოსავალს ღებულობდა. მეფესთან ურთიერთობა გაურთულდა ტამპლიერთა ორდენსაც, რომელთა წევრები წმინდა მიწის და-კარგვის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნ-დნენ და მევახშეობით ირჩენდნენ თავს. მათ ძალიან ბევრი მოვალე ჰყავდათ და ეს ზრდიდა ამ ორდენის გავლენას. 1308 წელს ფილიპე მეოთხის მოჩი-ლებაში მყოფმა ახალმა პაპმა კლი-მენტი მესამემ, რომლის რეზიდენცია ავინიონში იყო, გააუქმა ტამპლიერთა ორდენი. ტამპლიერები მწვალებ-ლებად გამოაცხადეს და 1309 წელს 150 ადამიანი, მაგისტრ ჟაკ მოლეს მეთაურობით, კოცონზე დაწვეს. მათი ქონება მეფემ მიითვისა. სიკვდილის წინ ჟაკ მოლემაც წყევლა აღავლინა ფილიპე მეოთხეს მიმართ. პაპის და ტამპლიერების წყევლა ზედმიწევნით აღსრულდა. 1314 წელს ფილიპე ლამაზი გარდაიცვალა. მისი სამი ვაჟი მოკლე დროის მანძილზე სათითაოდ

ავიდა ტახტზე. მალე სამივე დაიხოცა და არცერთს შთამომავალი არ დარ-ჩენიათ. ასე გადაშენდა კაპეტინგების დინასტია და ტახტი გვერდითმა შტომ ვალუებმა დაიკავეს. კაპეტინგების წყევლა საფრანგეთსაც გადასწვდა. დინასტიის გადაშენება გახდა საბაბი ასწლიანი ომისა (1337-1453 წწ.), რო-მელიც ინგლისსა და საფრანგეთს შო-რის მიმდინარეობდა. ამ ომმა საფრან-გეთი სრული განადგურების ზღვარზე მიიყვანა. მანამ, სანამ არ გამოჩნდა ნამდვილი ეროვნული გმირი, ქრისტეს და სამშობლოს სიყვარულით გულან-თებული გოგონა ჟანა დ’არკი.

ფილიპე ლამაზის შვილები იყვნენ ლუი მეათე ჭირვეული (1314-1316 წწ.), ფილიპე მეხუთე გრძელი (1316-1322 წწ.), შარლ მეოთხე ლამაზი (1322-1328 წწ.). ფილიპე ლამაზს ჰყავდა კიდევ ერთი ასული იზაბელა, რომელიც ცოლად მიათხოვა ინგლი-სის უფლისწულს ედუარდს (ედუარდ მეორე). მათმა ვაჟმა ედუარდ მესამემ (1327-1377 წწ.) პრეტენზია გამოაცხადა საფრანგეთის ტახტზე, რადგან ფულიპე ლამაზის ერთადერთი შვილიშვილი იყო. სწორედ ამის გამო დაიწყო ასწ-ლიანი ომი.

როგორც ვხედავთ, მე-13 მე-14 საუკუნის მიჯნაზე, როგორც

საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებ-ში, საკმაოდ რთული ვითარება არსე-ბობდა. სრულიად განსხვავებულია ამ სირთულეთა მიზეზები, გარემოებანი, მიზნები და შედეგები. სულ სხვაა მარ-თლმადიდებელი საქართველოს და კათოლიკური ევროპის სულიერება და მენტალიტეტი.

საქართველო იბრძვის მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ და ამ ბრძო-ლას იგებს კიდეც გიორგი მეხუთე ბრწყინვალეს (1318-1346 წწ.) ეპოქაში. ბრძოლა მიმდინარეობს ქრისტიანო-ბისა და სამშობლოს გადასარჩენად. ამ ბრძოლისას ზეციურ საქართველოს წმინდანებად ემატებიან წმ. ცოტნე დადიანი, წმ. დემეტრე მეორე, წმ. ვახტანგ მესამე და ცოტათი ადრე - ჯა-ლალ ედ-დინთან მებრძოლი წმ. შალვა ახალციხელი.

მთელს საქართველოს ისტორიაში ვერ იპოვით სასულიერო და საერო პირთა ისეთ დაპირისპირების მაგალი-თებს, როგორც ეს კათოლიკურ ევრო-პაში გვხვდება. ფილიპე ლამაზისა და ბონიფაციუს მერვეს ბრძოლა - ეს მხო-ლოდ ერთი უმნიშვნელო ეპიზოდია ამ მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებაში (პროტესტანტიზმი, ბართლომეს ღამე, მრავალი რელიგიური ომი და უამრავი მსხვერპლი). განსხვავება ისაა, რომ ქართველობა ურიცხვ უცხოელ დამპ-ყრობელს, მაზდეანს, მუსლიმს, წარ-მართს ებრძოდა და იცავდა მამულს.

ქართველ მეფეებს, სასულიერო პირთა მიმართ უდიდესი მოწიწება ჰქონდათ. გაიხსენეთ წმ. გრიგოლ ხანძთელი, წმ. გიორგი მთაწმინდელი, არსენ იყალთოელი, ნიკოლოზ გულბე-რეს ძე და მრავალი სხვ. სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან მართლ-მადიდებელი და კათოლიკური სმყარო.

ზეინაბ ბუაჩიძესხვა ლიტერატურასთან ერთად

წერილში გამოყენებულია პროფესორ გივი ჟორდანიას ლექციის ჩანაწერები.

ძირძველო მიწავ, ქართულო,წმინდა ტაძარო იკორთის,სავანევ, სულის სადგურო,კახეთის მხსნელი გმირების.როგორ მინდა, რომ ვეწვიოსულის საოხად შენს კედლებსდა თაყვანი ვცე ტარიგადშეწირულ შენს შვილთ საფლავებს.თამარის, დავით სოსლანისჩვენ სისხლი გვიდუღს ძარღვებშიდა გვწამს, რომ ოსიც, ქართველიცერთ უღელს გასწევს აწმყოშიც.მე მწამს, ვეწვევი იკორთასალანელ თანატოლებთან,და შევავედრებთ მაღალ ღმერთს, ჩვენს ძმობას და მეგობრობას!

ამანდა ხვედელიძე

ისტორიის პარალელები მე-13 - მე-14

საუკუნეების მიჯნა

გთავაზობთ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ღონისძიებაზე - „მოსწავლე შემოქმედები ანუ გაუბედავი ნაბიჯები” - წარდგენილ ლექსებს.

მოსწავლეთა შემოქმედება

ზამთარი ხარაგაულშიღამით დაიწყო დაბაში თოვა,მიწას ეწვივნენ თეთრი პეპლები,ასეა, ჩვენთან თოვლი თუ მოვა,ზამთარს კარგა ხანს ვერ გაეყრები.დილით გაბრწყინდა მზის სხივზე ფიფქი,თოვლი სპეტაკი და ხელუხლები,და გორაკები მოჩანდნენ ირგვლივ,როგორც დათოვლილ დევთა მუხლები.ფეხით მოვივლი დათოვლილ დაბას,და მეც ჩავუკრავ ზამთარის მზეს თვალებს,ამ სილამაზეს სად ნახავ აბა,ზამთარი ასე სად გაგახარებს?!

ნინო ჭყოიძე

და ყვითლად მოდის ჟანგიანი ფილაქნის მტვერიდა მტვერზე მეტად ხალხი თელავს დასერილ ქუჩებს...ალუბლებიდან კურკებს ყრიან დაკვირტებამდედა ელანდებათ - ზეცა უშვებს მანანას უწყვეტს...სიამაყისგან გაბადრული შევყურებთ ეზოს,მექანიკური გვირილები რომ აყვითლებენ,მერე ცრემლების უჟანგბადო საშრობი ქშუის,ავტომატურად რომ გვამშვიდებს ატირებისას...ყურძნის წიპწებში რა გრძნობაა დაღვინებისას?ალბათ, ხრწნისა და დამუნჯების, გადაშენების,სანამ მჩხანავა ჩანჩქერისკენ გადავეშვებითამ წვიმიანზე ერთი კიდევ გამოვიტიროთ...

თამარ სხილაძე

...

მე მწამს, ვეწვევი იკორთას

Page 6: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

6 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ.

რად გაამწარე შენი ოჯახი,ბედშავო დიტო.ვის შეგადარო, დღემდე ვფიქრობ,სამოთხის გვრიტო.

რატომ გარგუნა ღმერთმაასე არდაცალება.გული მოგვიკლა შენმაუდროოდ გარდაცვალებამ.ზეცას ესმოდა დედაშენის მწარე ტირილი,შენა ხარ ჩვენი უდიდესიგულისტკივილი.როგორ ჩავხედო შენს სალომეს ახლა თვალებში,მას ხომ მოაკლდა ხუთი წლისასმამის ალერსი.რად მოუკალი შენი წასვლით ნათიას გული?ღმერთმა ნათელში გვიმყოფოსშენი სპეტაკი სული.

ზურაბ მაღრაძეშურა მასწავლებელო, - ასე მოგ-

მართავდათ დიდი თუ პატარა, რად-გან თქვენ ყველასთვის მართლაც მასწავლებელი იყავით. უშურველად უნაწილებდით გულის სითბოსა და სიყვარულს. თანადგომაც გიყვარდათ და სიკეთის გაცემაც. თქვენი ცხოვრე-ბის ლამაზი წლები ხომ პატარების აღზრდაში გაატარეთ. ვინ მოსთვლის, რამდენი თაობა დააფრინეთ, რამდენ მოსწავლეს ჩაუტარეთ სიბრძნე-სიკე-თის პირველი გაკვეთილები, გაუადვი-ლეთ ცოდნის ტაძრისკენ სავალი გზა. ყველას ხელს უმართავდით, ასწავ-ლიდით, ეხმარებოდით. მათ კარგად იცოდნენ, რომ თქვენი სიტყვა და საქმე ერთი იყო. ამიტომაც მოიპოვეთ პატა-რების დიდი ნდობა და სიყვარული.

„კლასში რამდენი მოსწავლეცაა, იმდენი თავისებური ხასიათია. ამიტომ ყოველ მათგანს თავისებური მიდგომა

უნდაო,“ - ხშირად იმეორებდით ამას და მართლაც მათი გულისკენ მისასვ-ლელ გზას ადვილად აგნებდით. მომთ-ხოვნი იყავით საკუთარი თავისადმი და მასწავლებლის ავტორიტეტი მიგაჩნ-დათ უპირველესად. კარგად იცოდით რა უხაროდათ და სწყინდათ თქვენს პატარებს. ამიტომაც გვჯერა, რომ თქვენი სახე და სახელი სხივნათელად დარჩება მათ გონებაში.

ხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ქალბატონ შურა ასანიძეს, წლების მანძილზე არ გაკლ-დათ თქვენი აღსაზრდელების, მათი მშობლების, თანამშრომლებისა თუ საზოგადოების პატივისცემა. დაგიფას-დათ კიდეც მიღებული მადლობებით, ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით. იყავით პირველი კატეგორიის, ღირ-სების ორდენოსანი მასწავლებელი.

კარგი პედაგოგი, ღირსეული მეუღ-ლე და შესანიშნავი შვილების აღმზ-რდელი დედა და შვილთაშვილების საყვარელი ბებია იყავით. როგორ გიხაროდათ, როცა თქვენი ვაჟი, ბონდო ტაბატაძე მამა-პაპურ კერიას დაუბრუნდა ქალაქიდან. ხშირად უზიარებდით გამო-ცდილებას ერთმანეთს თქვენ და თქვენი ქალიშვილი ნელი, რომელიც სურამში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

სიცოცხლე გრძელდება და თქვენი შთამომავლები ყოველთვის ღირსეულად გააგრძელებენ თქვენი ოჯახის მდიდარ ტრადიციებს. უფლის მადლი და თქვენთ-ვის დანთებული სანთლები მარად გინა-თებდეს გზას ცათა სასუფეველში.

ხევის საჯარო სკოლა

მშვიდობით, შურა მასწავლებელო

გულ-მართალი, ალალი, დინჯი, სან-დო, უღალატო კაცი, - ასეთად გიცნობდ-ნენ სოფელშიც და ქალაქშიც. სიჭაბუკის ლაღი წლები რუსთავში გაატარეთ; იმ ქალაქში, სადაც 40 ეროვნების ადამიანი ერთი სულისკვეთებით აშენებდა ცხოვ-რებას. ტრადიციულ, მრავალრიცხოვან ოჯახში გაზრდილს არ გაგჭირვებიათ სხვადასხვა კუთხის ადამიანებთან შეხ-მატკბილებულად ცხოვრება.

თქვენს კერაზე ღრმად იყო და არის ფესვგადგმული ქართული ადათი, დაცუ-ლი იყო და არის პიროვნების პატივისცე-მა, დედის კულტი და სუფევდა სრული ჰარმონია. ამ დაუწერელ კოდექსს კი ქმნიდნენ ოჯახის უფროსი ძმა კაპიტონ ბუაჩიძე და მისი მეუღლე გალინა ჩხეიძე. ისინი იყვნენ მეგზურნი უმცროსი ძმებისა და რძლების, შვილებისა და შვილიშვი-ლების, რომელთა რაოდენობა ასამდე აღწევს. იგრძნობა ვაჟების სიმრავლე. ამ ოჯახმა თავისი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში.

თქვენს კერაზე სამი ვაჟი და ერთი ქალი იზრდებოდა. 2004 წელს, როცა უფროსი ვაჟი ცოლ-შვილით ავტოავა-რიაში მოჰყვა და სიცოცხლე ყოფნა-არ-ყოფნის ზღვარზე იყო, მაშინ დაირღვა თქვენი გულის რიტმი და მიუხედავად ექიმების დროული ჩარევისა, იმძლავრა დაავადებამ. 2011 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, 67 წლის ასაკში გადასახლდით ზეციურ საუფლოში. ძალიან დასანანია, რომ ენვერი ბუაჩი-ძის მგრძნობიარე გულმა ვერ გაუძლო მძიმე დატვირთვას. სამი წელი გავი-და... დღეს უკვე შვიდ ათეულ წელს მიღწეული, ვალმოხდილი განისვენებ წინაპართა გვერდით. შვილები და შვილიშვილები, ძმისშვილები და ბიძაშ-ვილები იღვწიან, რომ თქვენი სახელის უკვდავება დაამკვიდრონ.

ცხოვრება გრძელდება ზურიკოსა და ზაზას, სანდროსა და თამუნას, კობასა და ლელას, გეთლისა და ვა-ლერის, გოჩასა და რამაზის, გონერისა და დათოს, კახასა და ანის, მაიასა და მარეხის, ნიკასა და ლევანის, ალექ-სანდრესა და თენგოს საქმიანობაში. იხარონ და იმრავლონ, ამინ!

ელდარ ბუაჩიძე, თამარ კახიძე

ენვერი ბუაჩიძის ხსოვნას

შენი უეცარი თავზარდამცე -მი გარდაცვალებით გამოწვეული მტკივნეული სიცარიელე დღემდე უსაშველოდ მტანჯველია. 9 აპრილს 48 წელი შეგისრულდება. შენ კი მხოლოდ 47 წელი იკმარე და სამუ-დამო ბინა მამის, ამირან ღონღაძის, გვერდით დაიდე. ვიცი და მჯერა, ამ დღეს მრავალი სანთელი დაინთება შენს სახელზე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შვილი მარტო დედას უკვდება და ამ უბედურებით გამოწვეული მტკივნეული სიცარიელე სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ მისი თანმდევია. გვიყვარხარ, გვენატრები.

დედა

მალხაზ ღონღაძის მონატრება

40 მტკივნეული დღე იწურება, რაც ნაადრევად წავიდა უღალატო მამუ-ლიშვილი, მშობლიურ სოფელზე უზო-მოდ შეყვარებული, მთისა და ბარის მოტრფიალე და მისი ლამაზი ბუნების ერთგული ქომაგი. მას არასოდეს მი-უტოვებია თავისი სათაყვანო სოფელი, ცხოვრობდა მისი ავითა და კარგით.

უშენოდ გამოწვეულ დარდსა და მწუხარებას მიმსუბუქებენ ჩვენი 2 შვილი, 4 შვილიშვილი და პატარა შვილთაშვი-ლი, რომლის შენეული მოფერება ვერც მოასწარი. შენი გიორგი და ლაშა, რომ-ლებიც შრომისმოყვარეობას, სითბოს და სიყვარულს აზიარე, თავისუფალ დროს მუდამ შენთან ატარებდნენ და გვერდში გედგნენ. ისინი არასოდეს უღალატებენ ბაბუის ალალი შრომით შექმნილ ოჯახს, რისი იმედი თავად სიცოცხლეშივე გქონდა. ძალიან მებ-რალები, რომ ვეღარასოდეს დატკბები მათი ხილვით. მწამს ლოცვა-კურთხევას არასოდეს მოაკლებ შენს ნაშიერს.

ჭირსა თუ ლხინში ერთგულად ედე-ქი შენს მეზობლებს. რითაც შეგეძლო ყველას ხელს უმართავდი. ამიტომაც გაგაცილეს გულწრფელი ცრემლით, შენმა დიდმა სანათესაომ, სამეზობლომ და სამეგობრომ.

ვერასოდეს ეგუებოდი უსამართ-ლობას და ღალატს. თუ საჭიროდ ჩათვ-ლიდი, როგორც ვაჟკაცს შეეფერება, სამართლიანად განსჯიდი, სათქმელს პირში ეტყოდი და იქ მთავრდებოდა ყოველივე. კრინტს არავისთან დაძ-რავდი, ოჯახის წევრებთანაც კი. სხვის

გულისტკენას ერიდებოდი. მხოლოდ მე ვიცოდი შენი გულისტკივილი. ხში-რად ამბობდი, უგულო კაცს გულს რა ატკენსო. მართალი იყავი. როცა ჯანმრთელობა დაგიმძიმდა, ღმერთს შესთხოვდი ტანჯულ სიცოცხლეს სიკვ-დილი მირჩევნიაო. ურთულესი ოპერა-ცია გადაიტანე, მაგრამ ბოლოს მაინც გულმა გიმტყუნა. ალბათ უფალმა ვერ გაგიმეტა სატანჯველად და იქ თბილის-ში, მამა გაბრიელის ჩამობრძანების პირველივე ღამეს, ყველასთვის მო-ულოდნელად მიიბარა შენი სული. ჩვენ კი უდიდესი სევდა და მწუხარება დაგვი-ტოვე. ილოცე ჩვენთვის, ყველასთვის...

ღმერთს შევთხოვთ, სასუფეველი დაგიმკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური ვახანის მიწა.

მეუღლე ნათელა

ოლეგი არევაძის ტკივილიანი გახსენება

სიცოცხლის გაგრძელება ნეტავ რას ჰქვია ამქვეყნად, დიტო? ალბათ ეს კითხვა სამუდამოდ დარჩება პასუხგა-უცემელი თითოეული ჩვენგანის გულში. ანგელოსთა დასიდან მოფრენილო, 29 წლის სიცოცხლით გაუმაძღარო, მოულოდნელად ჩაქრა შენი მოციმციმე ვარსკვლავი დედაშენისთვის, უსაყ-

ვარლესი მეუღლე ნათიასათვის და 5 წლის ცისფერთვალა სალომესთვის. 16 მარტი საბედისწერო აღმოჩნდა შენთვის. დენმა იმსხვერპლა შენი სიცოცხლე. ყველა დაგვადუმე და გაგვაოცე. იყავი ზედმეტად ალალმართალი, პატიოსანი, მშრომელი, მოსიყვარულე და პატივისმ-ცემელი. ძნელია ვუცქიროთ შენს ფრთა-მოტეხილ ძმას - ლაშას, უსიტყვოდ რომ იტანჯება. ჩუმად ქვითინებს და კვნესის შენზე უზომოდ მოსიყვარულე დაიკო ნათია. უფლის ნებას წინ ვერ აღვუდე-ქით. ვერავინ შეძლო შენი გადარჩენა. ჩვენ მხოლოდ ისღა შეგვიძლია, რომ როგორმე ვანუგეშოთ შენი გამწარებუ-ლი დედ-მამა. შენ კი მშვიდად განისვენე მშობლიური მაქათუბნის მიწაში. უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს სასუფეველში.

შენი უახლოესი სამეზობლო

დიმიტრი (დიტო) სებისკვერაძის ხსოვნას

გაზაფხულის მშვენიერ დღეს, ადა-მიანიც და ბუნებაც სიცოცხლეს რომ ზეიმობდა, მაშინ შევიტყვეთ შენი უბე-დურება, შვილო დიტო. თავს მეხი დაგ-ვეცა. გაზაფხული ხომ ახალი სიცოცხ-ლის, სინათლის, სითბოს, სიხარულისა და ბედნიერების დასაწყისია. სწორედ მაშინ დაუზამთრდა შენს ოჯახს, შენს ახლობლებს. ენა ვერ გამოთქვამს იმ ტკივილს, რაც ჩვენს გულშია.

შვილად და ძმად მიგიღეთ. შენც ასე თვლიდი. გიყვარდა ცოლ-შვი-ლი. შრომობდი, იღვწოდი, ახალ ოჯახს აშენებდი, ცხოვრების კიბეზე მაღლა ადიოდი, მაგრამ ბედისწერამ გიმტყუნა და ოცდამეათე საფეხური ჩაგიტყდა. უბედურმა შემთხვევამ ძირს დაგანარცხა. ბავშვობაში და ყრმობაში ორჯერ შეგემთხვა ფათერაკი, მაგრამ გადარჩი; მესამედ კი - ვეღარ. დღე-დაღამ შრომობდი, რომ ოჯახისთვის არაფერი მოგეკლო. ყველას უფრთ-ხილდებოდი, შენს სიცოცხლეს კი ვერ გაუფრთხილდი. უბრალო თევზაობამ გიმსხვერპლა. მდინარე ხელმოსმულა-ზე გაზრდილს წყლის არ გეშინოდა, მაგრამ სწორედ მან შეგიწირა.

ეზოში რომ შემოაბიჯებდი, ხალისი და სიხარული მოგქონდა, თითქოს კუთხე-კუნჭული ნათდებოდა. ბუნებით კეთილს ბედნიერება მოგქონდა. ხარობდა ჭერი, მომავლის იმედი ისახებოდა. ბედნიერების აგურს აგუ-რი ემატებოდა და შენდებოდა კარგი ქართული ოჯახი. შენმა ტრაგედიამ კი ყველაფერი ჩაკლა. ფრთამოტეხილი დატოვე მეუღლე ნათია. თქვენ ხომ უსაზღვრო სიყვარული გაკავშირებ-დათ. შენ იყავი ნათიას საყრდენი, ძალა და ნუგეში. ახლა ფრთამოტე-ხილმა უნდა იაროს. რა ვუთხრათ შენს შვილს, 5 წლის სალომეს. მამა რომ მოენატრება, როგორ ავუხსნათ შენი არყოფნა, როგორ ვასწავლოთ უმამოდ ცხოვრება. ის ჯერ ვერ აცნო-ბიერებს მომხდარს. შვილისთვის ხომ ძნელია, მამას მხოლოდ სურათში ხე-დავდეს. შვილს ძლიერი წინამძღოლი და მამის მეგობრობა სჭირდება. წელს

ხომ სკოლაში უნდა შეგეყვანათ. რო-გორ გეჩქარებოდა და შეჰხაროდი ამ დღეს. რით შეიძლება კაცმა ანუგეშოს შენი გამწარებული მშობლები, გულდა-თუთქული დედმამიშვილები. ძნელია ამის შეგუება, დიტო.

სულ მოფუსფუსე, მოუსვენარი, სი-ცოცხლით სავსე, საიმედო და ერთგუ-ლი, პატიოსანი, ლაღი და ალალი, სი-კეთით სავსე - ასეთს გიცნობდა ყველა. ასეთი დარჩები ყველას გულში. ეზოში გამოსულს თვალი ჭიშკრისკენ გაგვირ-ბის. გვგონია, ისევ შემოცქრიალდები და კეთილი ღიმილით მოგვესალმები. რა უძლურნი ვართ ყველაფრის წინაშე. მხოლოდ შენს საფლავთან მოსვლა და სანთლების ანთება შეგვიძლია. დაგვრჩა მხოლოდ სურათი, კარგი მოგონებები, დიდი სიყვარული და ტკივილი. რა ვქნათ, დიტო, გვიჭირს უშენოდ. ძნელია ყველაფრის შეგუება, მაგრამ წუთისოფელი ასე ყოფილა. სიცოცხლე გრძელდება. შენი შვილი უნდა გავზარდოთ, ნათია ვანუგეშოთ, შენთვის ვილოცოთ.

ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო, ჩვენო ექვსი წლის სიძევ, დიდო სიყ-ვარულო და შეუშრობელო ცრემლო, იძინე მშვიდად იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ცათა სასუფეველში დაიდე ბინა.

სიდედრი ზოია გველესიანი, სიმამრი ოთარ მაღრაძე,

ცოლისძმა ლაშა

დიტო სებისკვერაძის გამოსათხოვარი

უკანასკნელი სახსოვარი დიტოს ზურასგან

დ. ხარაგაული04.04 - მზიანი დარი, დღე +11ºC, ღამე

+1ºC;05.04 - მზიანი დარი, დღე +15ºC, ღამე

+5ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +8ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +21ºC, ღამე +10ºC;08.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +18ºC, ღამე +10ºC;09.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +11ºC, ღამე +7ºC.

ბორითი04.04 - მზიანი დარი, დღე +11ºC, ღამე

+1ºC;05.04 - მზიანი დარი, დღე +14ºC, ღამე

+3ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +6ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +20ºC, ღამე +7ºC;08.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +18ºC, ღამე +10ºC;09.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +11ºC, ღამე +6ºC.

კიცხი04.04 - მზიანი დარი, დღე +12ºC,

ღამე +2ºC;05.04 - მზიანი დარი, დღე +15ºC, ღამე

+6ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +18ºC, ღამე +9ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +21ºC, ღამე +10ºC;08.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +18ºC, ღამე +11ºC;09.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +11ºC, ღამე +8ºC.

მოლითი04.04 - მზიანი დარი, დღე +10ºC,

ღამე -1ºC;05.04 - მზიანი დარი, დღე +13ºC, ღამე

+1ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +16ºC, ღამე +4ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +18ºC, ღამე +5ºC;08.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +16ºC, ღამე +8ºC;09.04 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +4ºC.

amindi

Page 7: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

7xtvb [fhfufekb4 აპრილი, 2014 წ.

მეუღლე ბუღუტი გოგოლაძე, შვი-ლები: სეითი, ზოია, რაისა, შვილიშვი-ლები: ნინო, თამარა, სოსო გოგოლა-ძეები, მაკა, მამუკა, ეკა, გიორგი, ლაშა, ლუკა ბარბაქაძეები, შვილთაშვილები: მარი და ნინო ჭიქავები, სიძეები ბესიკ ბარბაქაძე, გელა ჭიქავა, რძალი ლელა ბარბაქაძე, და მარგალიტა ჭიქავა, ძმა რამაზი კალანდაძე, დისშვილები, ძმისშვილები, დეიდაშვილები, მამი-დაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თამარ კალანდაძე-გოგოლაძისადაიკრძალა 1 აპრილს, ვერტყ-

ვიჭალაში

შვილები: ღუტო, ამირან, თენგიზ კიკნაძეები; რძლები: დალი ხარატიშ-ვილი, იამზე კიკნაძე, ნინო ჩაბოშვილი, ნათელა კიკნაძე, ირინა გიორგაძე; შვილიშვილები: ნატო, ლია, ლელა, გელა, ეკა, ვასილ კიკნაძეები; სიძეები გია გაბუნია, ბესიკ ზირაქაშვილი, ზაზა ცერცვაძე, ილია თარაშვილი, შვილ-თაშვილები, ძმისშვილები, ძმისშვილიშ-ვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ვასილ მელიტონის ძე კიკნაძედაკრძალვა შაბათს, 5 აპრილს,

ხარაგაულში, 2 საათზე

ძმა ელგუჯა, რძლები ნატო სიჭი-ნავა, მარიკა ჭანტურია, ძმისშვილები ფილიპე, დიმიტრი და კეკე ხარაძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გიზო ფილიპეს ძე ხარაძე.დაიკრძალა რუსთავში.

საღანძილის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ მირანდა და მერაბი ტარასო-ვებს დედისა და მეუღლის

მანანა ბუაჩიძე-ტარასოვისგარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები ნიკოლოზ მაჩანოვი, ნოდარ კვირიკაშვილი, ჯაბა ლურსმანაშვილი, ჩიტოლია კიკნაძე, ოთარ ბანცაძე, როზა ჭყოიძე, ლენა ცხოვრებაძე, ზაალ ლურსმანაშვილი ოჯახებით მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ვასილ მელიტონის ძე კიკნაძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ფარცხნალის ტერიტორიული ერ-თეულის თანამშრომლები ნიკოლოზ ბირკაძე, ავთანდილ თაბუკაშვილი, თინა შარიქაძე, მანანა ტაბატაძე, მარინა ბუაჩიძე, ზოია გველესიანი თანავუგრძ-ნობთ ელგუჯა, ნატო, ფილიპე, დიმიტ-რი და კეკე ხარაძეებს საყვარელი ძმის, მაზლისა და ბიძის

გიზო ხარაძის გარდაცვალების გამო.

ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამ-შრომლები სამძიმარს უცხადებენ ზოია გველესიანს სიძის

დიტო სებისკვერაძისგარდაცვალების გამო.

თინა ამანათოვი, სულიკო შარიქაძე, ვახტანგი მაღრაძე, ჯემალი, ნიკა მაღ-ლაკელიძეები სამძიმარს ვუცხადებთ ნაზი კაპანაძეს და დემური არევაძეს ძმისა და ცოლისძმის

ოთარი კაპანაძისგარდაცვალების გამო.

და მარგალიტა, ძმა რამაზი, რძლე-ბი მაგული, ნანი, სიძე რამაზი ჭიქავა, დისშვილები ლალი, როინი ჭიქავები, ძმისშვილები კობა, კახა, შორენა, ჯუბო კალანდაძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თამრიკო პარმენის ასული კალანდაძე-გოგოლაძე

უახლოესი მეზობლები თანაუგრძ-ნობენ ზაალ და მალხაზ ლომიძეებს მამის, ნანა ცუცქირიძესა და მადონა სებისკვერაძეს მამამთილის

შოთა ლომიძისგარდაცვალების გამო.

იური ბლუაშვილი ოჯახით თანაუგ-რძნობს გიზო ბლუაშვილს და ლამარა ტაბატაძეს შვილის, სოსო და კოტე ბლუაშვილებს დის, რამაზ ლეგაშვილს მეუღლის

ნანა ბლუაშვილისგარდაცვალების გამო.

ხევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი რაიბულ კურ-ტანიძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეებს ბექა ხაჩიძეს და გვანცა ტაბატაძეს ბაბუის

ჯუმბერ ხაჩიძისგარდაცვალების გამო.

ხევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი რაიბულ კურ-ტანიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ღვაწლმოსილი პედაგოგის, მათი დაწ-ყებითი კლასის მასწავლებლის

შურა ასანიძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-4 კლა-სის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა მაჭარაშვილი მწუხარებას გამოთქვამენ ღვაწლმოსილი პედაგოგის

შურა ასანიძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხევის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ნანა გაბუნია იუწყებიან მათი საყვარელი პედაგოგის

შურა ასანიძისგარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ზვარის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ ციური თიკანაშვილს მულის

მანანა ბუაჩიძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ნუგზარ, ვლადიმერ, ილო, ბესო ჭიპაშვილები ოჯახებით ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

რეზო ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ხარაგაულის აგრარული ბაზრის კოლექტივი: ზოია ხარებაძე, ხათუნა ლურსმანაშვილი, ეთერი ღამბაშიძე, ნაილი მაღლაფერიძე, მერი ტაბატაძე, ირმა წასიძე, თინიკო ლომსაძე, მარინა ვეფხვაძე, თანავუგრძნობთ მაგული და რამაზი კალანდაძეებს მულისა და დის

თამრიკო კალანდაძე-გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

თემიკო ოსანაძე ოჯახით თანაუგრძ-ნობს მერაბი და მირანდა ტარასოვებს საყვარელი მეუღლის და დედის

მანანა ბუაჩიძისგარდაცვალების გამო.

ნოდარი ვეფხვაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

რეზო დიანოზის ძე ჭიპაშვილიდა სამძიმარს უცხადებს განსვენე-

ბულის ოჯახს.

სოფელ ისლარში მცხოვრები უახ-ლოესი მეზობლები: თემური, მამუკა, პაატა, გიორგი, კობა, სოსო, გოჩა, აჩიკო, ლაშა ჭიპაშვილები, პაატა პაქსაშვილი, მირიან ჭოლაძე, აჩიკო მეიფარიანი, ულინა კაციტაძე, ბადრი ჩხიკვაძე, ციცო ტაბატაძე, ნოდარი ბუ-აჩიძე, დათო კიკნაველიძე და ხათუნა ციცქიშვილი ოჯახებით მწუხარებით იუწყებიან უძვირფასესი პიროვნების

რეზო ჭიპაშვილისგარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობენ განსვენებულის ოჯახს დიდ მწუხარებაში.

უსუპი ხაჩიძე ოჯახით თანაუგრძნობს ზაალ და მალხაზ ლომიძეებს მამის

შოთა ლომიძის გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის აგრარული ბაზრის კოლექტივი: ზოია ხარებაძე, ხათუნა ლურსმანაშვილი, ნაილი მაღლა-ფერიძე, მერიკო ტაბატაძე, მაგული კალანდაძე, ირმა წასიძე, თინიკო ლომსაძე, მანანა კალანდაძე, მარინა ვეფხვაძე თანავუგრძნობთ ეთერი და ჟორა ღამბაშიძეებს მძახლის

გუგულა თხელიძე-დევდარიანის გარდაცვალების გამო.

გაზკანტორის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ღირსეული პიროვნება ბატონი

რეზო ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობენ გარდაცვლილის

ოჯახს.

ლამზირა ბაკურაძე, ლილი მესხი, ლუიზა კიკნაძე, მორთულა ნადირაძე, ლამარა გურგენიძე, ანა ქავთარაძე, ზოია გველესიანი ოჯახებით ღრმა მწუხარებას გამოხატავენ საყვარელი თანამშრომლისა და მეგობრის

მანანა ბუაჩიძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ მერაბი და მირანდა ტარასოვებს მეუღლისა და დედის გარდაცვალების გამო.

სადგურ მარელისის საჯარო სკო-ლის დირექცია და პედკოლექტივი თა-ნაუგრძნობენ პედაგოგ თეა მაღრაძეს საყვარელი დის

ლია მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედა-გოგები, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებით უსამძიმრებენ სას-კოლო ავტობუსის მძღოლს ტარიელ კუპრაძეს დის

ელენა კუპრაძის გარდაცვალების გამო.

ტკივილი... ტკივილი... ცეცხლ-წაკიდებული გულის უსაშველო ტკივილი გვტანჯავს ორი წელია, შვილო, მერაბ! 8 აპრილი შენი და-ბადების დღეა. 52 წლის გახდები და შენს ცოლ-შვილს, მშობლებს, ძმას, დებს, რძალს, ძმისშვილებს, დისშ-ვილებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს უსაშველო მონატრება გვტანჯავს. გვენატრები, ძალიან გვენატრები. რა ძნელი ორი წელი გავატარეთ უშენოდ.

არ გვინდა, ვინმე შევაწუხოთ ჩვენს უბედურებაზე ტირილით, ყველანაირად თავს ვიკავებთ, უცრემლოდ გტირით. განა აქვს ცრემლი ცეცხლწაკიდებულ გულს, შვილო, მერა?..

ოთხი შვილი გავზარდე, 53 წელი ახალგაზრდების აღზრდას ვემსახუ-რებოდი სკოლაში. მეწყერის გამო კარგად გაწყობილი სახლი დასანგ-რევი გაგვიხდა, მაგრამ ერთი არ დაგვიკვნესია. ახალი სახლი ავაშე-ნეთ. არ არსებობს ცხოვრებისეული სიძნელე, ადამიანმა მოინდომოს და ვერ დაძლიოს. არსებობს მხოლოდ საყვარელი ადამიანის სიკვდილი, რომელიც უსაშველოა. მას ვერავი-თარი ძალა ვერ შეაჩერებს.

2012 წლის 16 მაისს უბედნიერე-სი ცხოვრება და ოჯახი ჩამოგვენგრა თავზე - მოგვიკლეს მარტო ჩვენი კი

არა, ყველას საყვარელი მერაბი, დააობლეს ლაშა და მინდია, დააქვ-რივეს შენი მეუღლე ნონა.

ხალხო! - გესმით? შვილი მოგ-ვიკლეს მე და მამაშენს, შვილი. 45 წელი მამაშენი მეტყევე ინჟინერი ვლადიმერ არევაძე ბუნების დაცვას ემსახურებოდა. მამამ შეგაყვარა ეგ პროფესია და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მარელისის სამცველოს უფროსი რეინჯერი იყავი. ბუნების ერთგულ დამცველს გეძახდნენ და სამსახურებრივი მო-ვალეობის შესრულების დროს არ დაგინდეს ნაძირალებმა. როგორ გაგიმეტეს იმ მართლაც ფაშისტებმა უდანაშაულო და უიარაღო კაცი.

რაიონში ყველამ იცის, როგო-რიც იყავი. თუკი არსებობს ადამი-ანის შეფასების უმაღლესი ეტიკეტი - ეს ყველაფერი იყო შენში.

განადგურებულნი ვართ შენი ახლობლები, რადგან სამართალი ვერ გვიპოვია. სამი დღე და ღამე ტყეში გეძებდნენ ოთხი სოფლის ახალგაზრდები. 19 მაისს გიპოვეს. 24 საათი ქუთაისში ჰყავდით ექს-პერტიზის ჩასატარებლად. თურმე ყველაფერი უკუღმა უნდოდათ შეეტრიალებიათ.

ერთ-ერთი ექსპერტი გარეთ გამო-ვიდა სიგარეტის მოსაწევად და ჩვენს სიძეს და ახლობლებს უთხრა, ერთი ტყვია ამოიღეს, ერთი ტყვია ხერხე-მალშია გაჭედილი და იმას ეწვალე-ბიანო; მრავლობითი დაზიანება ჰქონ-და, მაგრამ სასიკვდილო არცერთი არ იყო; ტყვიამ გაგლიჯა არტერია და შინაგანი სისხლდენით დაიღუპაო.

ახლა კი გვეუბენებიან, უბედური შემთხვევა იყო და გაჭენებული ცხე-ნის დატაკებით დაიღუპაო.

ადამიანებო! - ღმერთი არ გწამთ? უფლის განაჩენის არ გეშინიათ? მე-რაბის ყოველი წვეთი სისხლი მუდამ შეგახსენებთ თავს და სიცოცხლეს მოგიწამლავთ. ყველას გეხვეწე-

ბოდით და ახლაც გემუდარებით, სიმართლე ვინც იცით ამ უბედურების შესახებ, აღიარეთ. სიმართლე კი ბევრმა იცის, ხმას არ იღებენ. ნურა-ვიი გეშინიათ, გეშინოდეთ ღმერთის. ნუ დაუტოვებთ თქვენს შვილსა და მომავალს მოუნანიებელ ცოდვას. ძალიან მძიმედ მოგეკითხებათ, იცოდეთ, უფლისგან.

მერაბ, ვიცით, შენ ისეთი ადამი-ანი იყავი, რომ ახლა სასუფეველში ხარ ნეტარ განსვენებაში. უფალს კი იმას ვეხვეწებით, რომ გაპატიოს ცოდვები და გამყოფოს ნათელში.

შვილო, მერაბ! შენი სიყვარული და პატივისცემა ერთხელ კიდევ გვიჩვენეს მშვიდობიან აქციაზე წასულმა ადამიანებმა. აქცია გა-იმართა თბილისში 26 მარტს პრო-კურატურის წინ საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, ვინც შენი სიყვარული და პატივისცემა დაგვანახა.

უფალო, გთხოვთ და გევედ-რებით! ღვთისმშობელო მარიამ, წმინდა გიორგი შავშეთისა და 365 წმინდა გიორგი, ყოველო წმინ-დანო, წმინდა სამება, გთხოვთ და გემუდარებით, სამართალი გაგვი-ჩინეთ და სიმართლე დაადგენინეთ მერაბ არევაძის მკვლელობის შესახებ!..

ხალხური ლექსით გემშვიდობე-ბით, მერაბ:

„სამარევ, პირი დაიბანემწუხარე დედის ცრემლებითა,მიწაო, შვილი შემინახე,შენ შემოგჩივი ვედრებითა.“

დედა ნელი ფერაძე, მამა ვლადიმერი,

შვილები ლაშა და მინდია, მეუღლე ნონა, ძმა თემური,

დები ქეთევანი და მარინე, რძალი ია,

ძმისშვილები, დისშვილები, ნათესავები, ახლობლები

8 აპრილი შენი დაბადების დღეა, მერაბ!

გაზაფხულდა, აყვავდა მინდვრები, გაიფურჩქნა ყვავილები, მოდის 7 აპ-რილი, ხარების დღესასწაული და შენი დაბადების დღე. უკვე მეორედ ვხვდე-ბით უშენოდ ამ დღეს. ვფიქრობდი გა-ხარებული და გაღიმებული ცხოვრება გექნებოდა, მაგრამ სულ ახალგაზრდამ დაგვტოვე და მარადისობაში გადა-სახლდი. ყველა ადამიანის ცხოვრება მეტ-ნაკლებად ტკივილით სავსეა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება კოშმარია შენი სიკვდილის მერე. გვენატრები და გვტკივა უშენობა. შენს საფლავზე მოსვ-ლა მეტად მტკივნეულია ჩემთვის. ჩვენი შვილების მომავალი მაიმედებს და მათთვის ვცოცხლობ, რათა დავზარდო ღირსეული და საამაყო შვილები.

სათქმელი ბევრი მაქვს. შენი დაღუპ-ვიდან ერთი წლის შემდეგ კეთილმა ადამიანებმა, მამა ანდრიას თანად-გომით, ჩვენს შვილებს ბინა აჩუქეს. ლუკა კარგად სწავლობს. შენი საამაყო სალომე წარმატებული სტუდენტია. არ იდარდო, ჩემო ტკივილო. მშვიდად იძინე. არაფერი შემიძლია ლოცვის გარდა. ვილოცებ შენთვის და დაგინ-თებ სანთლებს.

დაბადების 43-ე წლისთავს გილო-ცავთ, მამა. შენი ტრაგიკული სიკვდი-ლი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო ჩვენთვის. ვერ გაგვიცნობიერებია,

რომ აღარ ხარ. ჩვენთვის შრომობდი, რომ არაფერი მოგვკლებოდა. „ყველა-ფერი კარგად იქნებაო,“ - ასე გვითხა-რი დაღუპვამდე ერთი დღით ადრე. კარგად როგორ ვიქნებით უშენოდ. გვენატრები, მამა, გვაკლიხარ. გპირ-დებით, რომ არ შევარცხვენთ ტარიელ ამილახვარის სახელს. დავიზრდებით სასახელო ვაჟკაცები, რომ ჩვენით იამაყო მარადიულ სასუფეველში.

7 აპრილს მოვალთ შენს საფლავ-ზე, მოგიტანთ ყვავილებს, აგინთებთ სანთლებს, რომ უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და იმქვეყნად იხაროს შენმა თბილმა და სპეტაკმა სულმა.

მეუღლე და შვილები

ტარიელ ამილახვარის ცრემლიანი დაბადების დღე

29 მარტს ერთი წელი სრულდება შენი გარდაცვალებიდან. ეს დრო საუკუნედ გვექცა. ვერ შევეგუეთ უთქვე-ნობას. თქვენ ხომ ჩვენი ოჯახის ბურჯი იყავით. უჩუმრად, მუხლჩაუხრელად შრომობდით, შეჰხაროდით მეუღ-ლეს, შვილებს, შვილიშვილებს. გული გვტკივა, რომ ვერ მოესწარი პატარა ბარბარეს დაბადებას... უფლის ნებაა ყველაფერი. ხშირად გიხსენებთ. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გვენატ-რები და თვალცრემლიანი შევცქერით შენს სურათებს. ისღა დაგვრჩენია, შენი სულისთვის ვილოცოთ. ჩვენგან დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა სამუდამო სასუფევლისაკენ.

ოჯახი

იური ოკრიბელაშვილის გახსენება

Page 8: დღეს ამბების აკიდო ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/13-584-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ. 31

8 xtvb [fhfufekb 4 აპრილი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

მეხის გავარდნას ჰგავდა ჩვენთ-ვის შენი უეცარი დაღუპვის ამბავი. წინა დღეს ტელეფონით ესაუბრე პატარა ტყუპ გოგოებს - შენს ბი-ძაშვილისშვილებს, რა წამოგიღოთ თბილისიდანო. წამოღების მაგიერ მესამე დღეს შენი ცხედარი ჩამო-ასვენეს. უაღრესად კეთილშობილი, უბოროტო, სულითა და ხორცით ერთგული ადამიანი იყავი, ისეთი, - ვისი დავიწყებაც შეუძლებელია. ძალიან დიდი დანაკლისი ხარ ჩვენთვის და ყველასთვის; განსა-

კუთრებით შენი დის, დისშვილისა და სიძისთვის. ორმოცი დღე უცებ გაილია. ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ აღარ ხარ ჩვენს გვერდით. კეთილი და სტუმართმოყვარე იყავი. შენს სახელს დავიწყება არ უწერია. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ქუთაისის მიწა. ყოველ-თვის ტკბილად მოგოგონებთ. უფალმა დაგლოცოს იმქვეყნიურ სასუფეველში.

ტიტიკო და შაქრო ბერაძეები ოჯახებით

მალხაზი ბერაძის მოსაგონარი

ჩავიბარებ ცოცხალ ჯონჯო-ლის ყვავილს განუსაზღვრელი რაოდენობით, საბაზრო ფასით, ნაღდი ანგარიშსწორებით, ტელ .: 558 58 98 76 ; 555 36 13 30

სამშობლოს მოტრფიალე ხარ,ომგადახდილი ვაჟკაცი,სიკეთე, კაცურკაცობა, -ეს გახლავთ თქვენთვის მთავარი.უსალმოდ არვის ჩაუვლი,სახე მღიმარი ვაჟკაცი,გულს გვეფინება მალამოდთქვენი ღვთიური სალამი.გულით სპეტაკი კაცი ხარ,პირდაპირი და მართალი, სამშობლოს სიყვარულისა გულში გინთია ლამპარი.სულ ახალგაზრდა იყავი,სამშობლოს მტრისგან იცავდი,იბრძოდი მამაცურადა,არ დაგიგდია ფარ-ხმალი.თაობებს გადაეცემაშენი გმირული ამბავი.

ოთხმოცდაათი წლის გახდი,თქვენ არ გეტყობათ ასაკი.დაბადების დღეს გილოცავ,გფარავდეს ღმერთი მაღალი.იხარე და იდღეგრძელე,დალაშქრე წლები მრავალი.

გიორგი ბლუაშვილს

გიორგი ჯღამაძე

90 წლის იუბილეს ვულო-ცავთ გამორჩეულ ხარაგა-ულელს, კოლორიტ პიროვნე-ბას გიორგი (ჟორა) ბლუაშ-ვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, კეთილდღეობას და ღვთის მფარველობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და

ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

გულწრფელი სიყვარულით ვულოცავთ ბატონ გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს 90 წლის იუბილეს. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს თავის საყვარელ ოჯახთან ერთად.

პატივისცემით ლალი და ანგელი

გრიგალაშვილები ხევიდან

ჩემს ულამაზეს და ძალიან საყვარელ ინგლისური ენის მასწავლებელს მზია ბერა-ძეს ვულოცავ მაგისტრატურის წარმატებით დამთავრებას. ვუსურვებ ბედნიერ მომავალს, დიდხანს სიცოცხლეს ახლობ-ლებთან ერთად.

მზია მასწავლებელო, თქვენი სიკეთე და სიყვარული გვათ-ბობს, გვაკეთილშობილებს და სწავლის სურვილს გვიღვიძებს. მინდა მეც თქვენსავით ვიცოდე ინგლისური ენა. მჯერა, რომ ამაში დამეხმარებით. მიყვარ-ხართ უსაზღვროდ. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

თქვენი მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძე

დაბადების 90-ე წლისთავს ვულოცავთ მარად ახალგაზრ-დული სულის მქონე ადამიანს ბატონ გიორგი (ჟორა) ბლუაშ-ვილს. ვუსურვებთ ჯანმრთე-ლობასა და დიდხანს სიცოცხ-ლეს. უფალი გფარავდეს, ჩემო ჟორა.

პატივისცემით გურამ თაბუკაშვილი ოჯახით

დაბადების 90 წლის იუბი-ლეს ვულოცავთ ღირსეულ ხარაგაულელს გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, სიხარულს, წარმა-ტებებს, პირად და საზოგადოებ-რივ საქმიანობაში. ღმერთი გფარავდეთ თქვენი საყვარელი ოჯახით და ადამიანებით.

დიდი სიყვარულით ნოდარ, იური, დავით ბლუაშვილები

ოჯახებით

ჩვენი ოჯახის უსაყვარლესი მეზობელი, ჩვენი ჭირისა და ლხინის ერთგული გამზიარე-ბელი, კეთილშობილი, ბრძენი, ახალგაზრდებისათვის სამაგა-ლითო და თავდაბალი პიროვ-ნება იუბილარია. ვულოცავთ ბატონ გიორგი (ჟორა) ბლუაშ-ვილს 90 წლის იუბილეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, ხან-გრძლივ სიცოცხლეს, უფლის წყალობას თავის საყვარელ ოჯახთან და ახლობლებთან ერთად.

ნოდარი და დათო მღებრიშვილები ოჯახებით

მრავალი წლის განმავლობაში ხარაგაულის სახეს და კოლო-რიტს, უაღრესად კეთილშობილ, ღვაწლმოსილ და მრავალჭირ-გადანახად, ყველასათვის საყვა-რელ პიროვნებას ბატონ გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს ვულოცავთ დაბადებიდან 90-ე წლისთავს. ვუსურვებთ კიდევ მრავალ წელს ევლოს ქართული, მარილიანი ღიმილით ხარაგაულის ქუჩებში და ასე წელგამართული შეხვედ-როდეს საუკუნოვან იუბილეს.

პატივისცემით ვალერი გოგნაძე ოჯახით

ვულოცავ 90 წლის იუბილეს ბატონ გიორგი ბლუაშვილს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდ-ხანს სიცოცხლეს, მხნეობას. ღმერთი გფარავდეს თქვენ და თქვენს ოჯახს ყველგან და ყოველთვის.

შაქრო სახვაძე

ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენი კლასის ხელმძღვანელს ფატი მასხარაშვილს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს თავის საყვარელ ოჯახთან ერთად, სიმხნევეს და სილაღეს თავის აღსაზრდელებ-თან ერთად. უფალი იყოს მისი შემწე და მფარველი!

ბორითის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები

რაიონის კოლორიტ, ღირ-სეულ მამულიშვილებს, ყველა-სათვის საყვარელ პიროვნებებს ჟორა ბლუაშვილს და ვალოდა კელენჯერიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს და ღვთის მფარველობას. ღმერთ-მა გვიმრავლოს თქვენი მსგავსი ღირსეული ადამიანები.

ლამარა და მედეა ციცქიშვილები

***

***

***

*** ***

***

***

***

ჩემო საყვარელო საღანძილელებო, ბიძაშვილებო, მაზლებო, მაზ-ლისშვილებო, ნათლიებო, კარგები რომ იყავით, ვიცოდით, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოვცადეთ, ნამდვილად ვამაყობთ თქვენით. რაც შეგეძლოთ, თავდაუზოგავად იშრომეთ, რომ ჩვენი საცოდავი დედა წესიერად გაგემგზავრებინათ სამარადისო სასუფეველში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

ასევე მადლობა საღანძილის საკრებულოს მთლიანი შემადგენლო-ბით. მადლობა დათო არევაძეს მომხმარე პერსონალით. სულ სიკეთე და ბედნიერება თქვენს ოჯახებს. გფარავდეთ ღმერთი.

შვილები შორენა, შერმადინი, ქეთინო ოჯახებით, ენვერი და ეთერი კაკოიშვილები

დიდ მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის, გულისხმიერი და თბილი მოპყრობისთვის კიაზო გამრეკელაშვილს და ციური ჩუბინიძეს. ვუ-სურვებ მათ და მათ ოჯახებს ყოველივე საუკეთესოს.

თამაზი ორჯონიკიძე

მადლობა ყურადღებისთვის

მადლობა თანადგომისთვის

ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტ-რისა“ და გამგეობის კულტუ-რის სამსახურის ინიციატივით 8 აპრილს, ხარაგაულის მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართება სამოყ-ვარულო ფილმების კონკურსის „ჩვენი თაობა“ ათი საუკეთესო ფილმის ჩვენება-დაჯილდოება. დასაწყისი 13.00 საათზე.

გაიმართება სამოყვარულო

ფილმების კონკურსის

დაჯილდოება

გვესაჭიროება სამზარეულოში დამხმარე ახალგაზრდა ქალბა-ტონი. დასაქმების მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე 593 32 78 03 ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №17 - „ქართული სამზარეულო“, სასტუმრო უღელტეხილის“ პირ-ველ სართულზე.

დავასაქმებთ

ხარაგაულში, გალაკტიონის ქუჩა-ზე, იყიდება ორსართულიანი, დაუხუ-რავი სახლი. აშენებულია „ხანდების“ ქვით. ფასი 10 000 აშშ დოლარი.

ტელეფონი 577 41 91 91; 577 77 77 11.

იყიდება

ვიბარებთ ჯონჯოლს

მარტში ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირი გაიღეს:

ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდია - 7 ათასი ლარი;

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები - 26 ლარი;

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები - 21 ლარი;

თ. გიორგაძის სახელობის სპორტ-სკოლის თანამშრომლები - 28 ლარი;

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახ-ლის თანამშრომლები - 8 ლარი;

რესურსცენტრის თანამშრომლები - 60 ლარი;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტ-რის თანამშრომლები - 22 ლარი;

ს/ს „იმერის“ თანამშრომლები - 8 ლარი;

მიმოზა ტოროშელიძე (ხარაგაული) - 5 ლარი;

კობა ტაბატაძე - 20 ლარი;სახანძრო-სამაშველო სამსახურის

ზ. ხუტაშვილის ათეული - 22 ლარი.სახელობითი ჩუქურთმების შესა-

წირი შემოიტანეს: ისტორიული მუზე-უმის თანამშრომლებმა - 100 ლარი; გულიკო ჭარბაძემ და რომან შავიძემ (ხარაგაული) - 50 ლარი; ქეთევან შა-რიქაძემ (ღუდუმექეთი) - 40 ლარი; საბა შარიქაძემ (ხარაგაული) - 10 ლარი.

სახელობითი ჩუქურთმის გაკეთების და შემოწირვის სურვილი გამოთქვეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯაბა იჩიქიტიძემ და გია ხახალაშვილმა.

ამჟამად მუშავდება ესკიზები პროექტის მიხედვით, საეკლესიო კანონიკის დაცვით და უახლოეს ხანში მზად იქნება ყველა

სახელობითი ჩუქურთმა, რომლებიც დაამ-შვენებს გუმბათის თაღოვანი კედლების გარეთა მხარეს. აქცია სახელობით ჩუქურ-თმებზე კვლავ გაგრძელდება და ყველას ეძლევა შანსი, მასში ჩაერთოს.

მარტში ხელსაყრელი ამინდების გამო მშენებლობაზე მუშაობა კარ-გად წარიმართა, რაც განაპირობა გამგეობის ინიციატივით შაბათობების ორგანიზებამ:

ტაძრის მშენებლობაზე იმუშავეს ა(ა)იპ „ხარგაულკეთილმოწყობის“ ცამეტმა თანამშრომელმა,

ტურიზმისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა თორმეტმა თანამშ-რომელმა, სახანძრო-სამაშველო სამ-სახურის ოცდაექვსმა თანამშრომელმა, ფარცხნალიდან რვა კაცმა, ზვარედან და ხევიდან შვიდ-შვიდმა კაცმა; მოლი-თიდან - ერთმა, ხუნევიდან, ვარძიიდან, ხიდარიდან, ნადაბურიდან, კიცხიდან, სარგვეშიდან - ხუთ-ხუთმა კაცმა, ბო-რითიდან ცხრა კაცმა, ღორეშიდან და ლაშედან - ოთხ-ოთხმა კაცმა.

ტაძრის მშენებლობაზე ასევე იმუშავეს სასულიერო გიმნაზიის შვიდმა მეთორმე-ტეკლასელმა, სატყეო სამსახურის თორ-მეტმა თანამშრომელმა, ხარაგაულის 50-ბინიანი კორპუსის ხუთმა მცხოვრებმა. სახელობითი სია ინახება ფონდში.

ტაძრის მშენებლობის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვინც შესაწი-რი გაიღო, მონაწილეობდა მშენებლო-ბაში და უხარიათ ამ ტაძრის აშენება. უფალი იყო მათი მფარველი!

მშენებლობის აღებული ტემპი რომ შენარჩუნდეს და წლის ბოლომდე დასრულდეს გუმბათის გადაბეტონებით,

ამისთვის აუცილებელია შაბათობების გაგრძელება. რაც შეიძლება მეტი ორ-განიზებაა საჭირო ამისთვის სოფლის რწმუნებულების მხრიდან. ხარაგაულის შრომითი კოლექტივების, სამსახურების თანამშრომლებიც უნდა ჩაერთონ შაბა-თობის აქციაში. მშენებლობის დასრულე-ბა ასევე დამოკიდებულია ადგილობრივი გამგეობიდან დანაპირები 100 ათასი ლა-რის სუბსიდიის დროულად მოწოდებაზე.

უნდა გაიზარდოს ერთლარიან აქციაში მონაწილეთა რაოდენობა. ყველა უნდა ეცადოს, საკუთარი წვლილი ჩადოს ტაძრის აშენებაში თავიანთი შთამომავ-ლობის სასიკეთოდ. მშენებლობა რომ დასასრულს უახლოვდება, მავანთ ახლა გაუჩნდათ სურვილი უსაგნო პრეტენ-ზიებით და ფონდის რეორგანიზაციას ითხოვენ. საქმის კურსშია საპატრიარქო და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმარ-თველიც. იმედია, მათი ბრძნული ქმდება ტაძრის მშენებლობის ხელისშემშლელთ არ მისცემს ბოროტი ზრახვების განხორცი-ელების საშუალებას. ვისაც უხარია ტაძრის აშენება, ყველას აქვს შესაძლებლობა, სა-სიკეთოდ ჩაერთოს. ყველა მიღებს თავისი წვლილისა და დამსახურების მიხედვით. უფალი ყველას თავისას მიუზღავს.

პატივისცემით,ცეზარ ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის დირექტორი

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“ გრძელდება