დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-585-2014w.pdf ·...

8
1989 წლის 9 აპრილი... ამ დღეს ადამიანებს, რომლებსაც სურდათ სამშობლოს ბედნიერება და თავისუფლება, სასტიკად გაუსწორდნენ. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. იმ ღამით დაღუპული, გმირებად ქცეული მშვიდობიანი მომიტინგეების სახელები კი თაობიდან თაობას გადაეცემა: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ნათია, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულაშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; მელქაძე მანანა, 23 წლის; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინე, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის. 9 აპრილს ხარაგაულელებმა 9 აპრილის სახელობის სკვერში პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გაიხსენეს სამშობლოს დამოუკი- დებლობისთვის ბრძოლის დღეები. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გახსნა. „ამ დღეს ჩვენ დავიბრუნეთ სამშობლო. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს თავისუფლებას, - აღნიშნა 9 აპრილის მონაწი- ლემ, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ. „ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სა- ქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ დღეს მოხდა ქართველთა ცნობიერებაში გარდატეხა. სწორედ ამ დღის დამსახურებაა ის, რომ ახლა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასევე 9 აპრილს გამოცხადდა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, - აღნიშნა 9 აპრილის მონაწილე პაატა გოგოლაძემ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ- მა კობა ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დღე ჩვენი მომავალი თაობებისთვის სტიმულის მომცემი იქნება: „მაშინ ქართვე- ლები ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. ვისურვებ, საქართველოს მომავალიც ასეთი წარმატებული ყოფილიყოს.“ ღონისძიების დასასრულს რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამ- ძღვარმა მამა პახუმმა 9 აპრილს დაღუპულთა სულებისათვის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის ის - ტორიულ მუზეუმში ნიკოლოზ მაჭავარიანმა ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და გაიმართა ფილმის „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ ჩვენება. თამთა გოგოლაძე 25 წელი გასულა... ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით სოციალურ პაკეტში, ახალ- შობილთა პუნქტში ცვლილებაა. კერძოდ, ორი შვილის შემდეგ, ყოველ შემდეგ ახალშობილზე, მიეცემათ ფულადი თანხა სამ შვილზე - სამასი ლარის, ოთხ შვილზე - ოთხასი ლარის ოდენობით და ა.შ. ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილებს. პირველი და მეორე შვილი შეძენისას მშობლები მიიღებენ 100-100 ლარს. 7 აპრილს ხარაგაულში კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის პრეზენტაცია გაიმართა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის საოლქო შტაბის უფროსად პაატა გოგოლაძე წარადგინეს. დამტკიცდა კოალიციური საოლქო შტაბის სტრუქტურა. აქტივის კოორდინა- ტორია ვარლამ თავზარაშვილი, შეხვედრების კოორდინატორი - მიხეილ ჭი- პაშვილი, საარჩევნო სპეციალისტი - მარეხ გორგაძე, იურისტი - ინგა თურქაძე, მდივანი - თამარ შავიძე, ლოჯისტიკის კოორდინატორი - პაატა ფცქიალაძე, ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი - გიორგი ბარბაქაძე. საოლქო შტაბის პრეზენტაციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება-დემოკ- რატიული საქართველოს“ ზემო იმერეთის კოორდინატორი თემურ ჯაფარიძე. „ქართული ოცნების” შტაბის უფროსად პაატა გოგოლაძე წარადგინეს სოციალურ პაკეტში ცვლილებაა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგი ნომერი გამოვა ხუთშაბათს, 17 აპრილს. ამიტომ გთხოვთ გამოსაქვეყნებელი მასალები და განცხადებები რედაქციაში მოგვაწოდეთ სამშაბათს, 15 აპრილს, 17 საათამდე. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია მკითხველთა საყურადღებოდ! 11 აპრილი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 14 (585) www.chkh.org ჩხერიმელას ხეობის მთავარი პრობლემა უგზოობაა ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზეწოლაზე საუბრობს რუბრიკა „ჩემი მამული” საგაზაფხულო სამუშაოები ამინდმა შეაფერხა აგრობარათით მოსარგებლეთა საყურადღებოდ როგორ გავაშენოთ თხილი საქართველოს პარლამენტის ხარჯები - 2013 14 აპრილი დედაენის დღეა განცხადებები 2 გვ. 2 გვ. 3-4 გვ. 4 გვ. 4 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 7-8 გვ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა მუშაობის ანგარიში წარმოადგინა 2 გვ. დღეს ნომერშია

Transcript of დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-585-2014w.pdf ·...

  • 1989 წლის 9 აპრილი... ამ დღეს ადამიანებს, რომლებსაც სურდათ სამშობლოს ბედნიერება და თავისუფლება, სასტიკად გაუსწორდნენ. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. იმ ღამით დაღუპული, გმირებად ქცეული მშვიდობიანი მომიტინგეების სახელები კი თაობიდან თაობას გადაეცემა:

    ადამია აზა, 22 წლის;

    ბაშალეიშვილი ნათია, 16 წლის;

    ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის;

    გიორგაძე ნატო, 23 წლის;

    დოლიძე თამუნა, 28 წლის;

    ენუქიძე თინა, 70 წლის;

    თოიძე ნინო, 25 წლის;

    კიკვიძე ზაირა, 61 წლის;

    ლოლაძე მანანა, 33 წლის;

    მამულაშვილი თამარი, 50 წლის;

    მეტრეველი ვენერა;

    მელქაძე მანანა, 23 წლის;

    ნოზაძე მამუკა, 22 წლის;

    სამარგულიანი ნანა, 41 წლის;

    ქვასროლიაშვილი შალვა;

    ჭყონია-სამარგულიანი მარინე, 31 წლის;

    ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის;

    ჭოველიძე თამარი, 16 წლის;

    ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის;

    ჯინჭარაძე მზია, 43 წლის;

    ქარსელაძე გია, 25 წლის. 9 აპრილს ხარაგაულელებმა 9 აპრილის

    სახელობის სკვერში პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გაიხსენეს სამშობლოს დამოუკი-დებლობისთვის ბრძოლის დღეები.

    9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გახსნა. „ამ დღეს ჩვენ დავიბრუნეთ სამშობლო. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს თავისუფლებას, - აღნიშნა 9 აპრილის მონაწი-ლემ, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ.

    „ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სა-ქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ დღეს

    მოხდა ქართველთა ცნობიერებაში გარდატეხა. სწორედ ამ დღის დამსახურებაა ის, რომ ახლა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასევე 9 აპრილს გამოცხადდა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, - აღნიშნა 9 აპრილის მონაწილე პაატა გოგოლაძემ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ-მა კობა ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დღე ჩვენი მომავალი თაობებისთვის სტიმულის მომცემი იქნება: „მაშინ ქართვე-ლები ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. ვისურვებ, საქართველოს მომავალიც ასეთი წარმატებული ყოფილიყოს.“

    ღონისძიების დასასრულს რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამ-ძღვარმა მამა პახუმმა 9 აპრილს დაღუპულთა სულებისათვის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.

    ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის ის-ტორიულ მუზეუმში ნიკოლოზ მაჭავარიანმა ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და გაიმართა ფილმის „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ ჩვენება.

    თამთა გოგოლაძე

    25 წელი გასულა...

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით სოციალურ პაკეტში, ახალ-შობილთა პუნქტში ცვლილებაა. კერძოდ, ორი შვილის შემდეგ, ყოველ შემდეგ ახალშობილზე, მიეცემათ ფულადი თანხა სამ შვილზე - სამასი ლარის, ოთხ შვილზე - ოთხასი ლარის ოდენობით და ა.შ. ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილებს.

    პირველი და მეორე შვილი შეძენისას მშობლები მიიღებენ 100-100 ლარს.

    7 აპრილს ხარაგაულში კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის პრეზენტაცია გაიმართა.

    პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის საოლქო შტაბის უფროსად პაატა გოგოლაძე წარადგინეს.

    დამტკიცდა კოალიციური საოლქო შტაბის სტრუქტურა. აქტივის კოორდინა-ტორია ვარლამ თავზარაშვილი, შეხვედრების კოორდინატორი - მიხეილ ჭი-პაშვილი, საარჩევნო სპეციალისტი - მარეხ გორგაძე, იურისტი - ინგა თურქაძე, მდივანი - თამარ შავიძე, ლოჯისტიკის კოორდინატორი - პაატა ფცქიალაძე, ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი - გიორგი ბარბაქაძე.

    საოლქო შტაბის პრეზენტაციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება-დემოკ-რატიული საქართველოს“ ზემო იმერეთის კოორდინატორი თემურ ჯაფარიძე.

    „ქართული ოცნების” შტაბის უფროსად პაატა გოგოლაძე წარადგინეს

    სოციალურ პაკეტში ცვლილებაა

    გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგი ნომერი გამოვა ხუთშაბათს, 17 აპრილს. ამიტომ გთხოვთ გამოსაქვეყნებელი მასალები და განცხადებები რედაქციაში მოგვაწოდეთ სამშაბათს, 15 აპრილს, 17 საათამდე.

    „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

    მკითხველთა საყურადღებოდ!

    11 აპრილი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№14 (585)

    www.chkh.org

    ჩხერიმელას ხეობის მთავარი პრობლემა უგზოობაა

    ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზეწოლაზე საუბრობს

    რუბრიკა „ჩემი მამული”

    საგაზაფხულო სამუშაოები ამინდმა შეაფერხა

    აგრობარათით მოსარგებლეთა საყურადღებოდ

    როგორ გავაშენოთ თხილი

    საქართველოს პარლამენტის ხარჯები - 2013

    14 აპრილი დედაენის დღეა

    განცხადებები

    2 გვ.

    2 გვ.

    3-4 გვ.

    4 გვ.

    4 გვ.

    4 გვ.

    5 გვ.

    5 გვ.

    7-8 გვ.

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

    2 გვ.

    დღეს ნომერშია

  • 2 xtvb [fhfufekb 11 აპრილი, 2014 წ.

    მინდა მივმართო ხარაგაულის გამგებელს ბატონ კობა ლურსმანაშ-ვილს, გამგებლის მოადგილეს პაატა გოგოლაძეს და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ხა-რაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს, რომ თავი დაანებონ ზეწოლას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გადა-წყვიტა მონაწილეობა მიიღოს თვითმ-მართველობის არჩევნებში.

    რამდენიმე დღის წინ მუნიცი-პალიტეტის გამგებელმა დაიბარა ზვარის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტი ირმა ალხაზიშვილი. მას გამგებლის კაბინეტში დახვდნენ ზემოთ აღნიშნული პირები და კატეგო-რიულად მოსთხოვეს, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და არ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ის დაკარგავს სამსახურს, არამედ მისი ყველა ახლო ნათესავი იქნება სამსახურიდან დათ-ხოვნილი. ასეთი რამ ხარაგაულში არცერთი ხელისუფლების პერიოდში არ მომხდარა. ეს არის ბინძური მე-თოდებით განხორციელებული ზე-წოლა და შანტაჟი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საჯარო მოხელეზე, რაც დასჯადია ქვეყნის კანონმდებლობით. ქალბა-ტონი ირმას განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებით ქალბატონი მანანა ბარბაქაძე აქტიურობდა. მას კი არათუ მუქარისა და შანტაჟის, არამედ მუნი-ციპალიტეტის თვითმმართველობის მუშაობაში ჩარევის არანაირი უფლება არ გააჩნია. მინდა მივმართო მანანა ბარბაქაძეს, რომ გამგეობაში თქვენ არ ნიშნავთ და არ ათავისუფლებთ საჯარო მოხელეებს. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანე-ბის სამსახურში დარჩენა - არ დარჩე-ნის საკითხი თქვენი გადასაწყვეტი არ არის. მას ვურჩევ, კარგად გაეცნოს ხარაგაულს და ხარაგულელებს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე მდგომ პრობლებემებს და ამ პრობლემების გადაჭრაზე იფიქროს. იფიქროს იმ დაპირებების შესრუ-ლებაზე, რასაც წინასაარჩევნოდ ასე გულუხვად არიგებდა. იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა მოუხადოს ბოდიში ხარაგაულელ ამომრჩეველს იმ დაპი-რებულ ტყუილ ოცნებებზე, რომელსაც ყოველდღიურად ეხდება ფარდა.

    ბატონებო! თუ მუქარას შეასრუ-ლებთ და ქალბატონ ირმას სამ-სახურიდან გაათავისუფლებთ, ეს მხოლოდ მისი განსხვავებული პოლი-ტიკური შეხედულების გამო მოხდება და არა მისი უფლებამოვალეობის შეუსრულებლობის გამო, რასაც,

    ალბათ, თქვენ სარჩულად დაუდებთ მის მოხსნას. ამას რამდენიმე თვის მერეც შეგახსენებთ, არა მარტო ირმა ალხაზიშვილზე, არამედ სხვა პიროვნებებზეც.

    რაც შეეხება გამგებლის მოადგი-ლე თემურ ჩხეიძეს, რომელიც ჩემი მამიდაშვილია და თურმე თქვენ გიჭერთ მხარს და არა თორნიკე ავა-ლიშვილს, რითაც თქვენ აპელირებთ, ბატონო კობა, - ყველას თავისი შეხე-დულება, თავისი აზრი და მოქმედების თავისუფლება გააჩნია. მე არც მასზე და არც საკუთარ დედმამიშვილზე ჩემი შეხედულებების თავზე მოხვევას არ ვაპირებ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ნოდარ ებანოიძე, ალბათ არ იყო ინფორმირებული საჯარო მოხელეზე ბინძური მეთოდებით განხორცი-ელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე, როდესაც გაზეთ „ჩემ ხარაგაულ“-თან წინასაარჩევნოდ ჯანსაღი პროცესების წარმართვასა და სახელისუფლებო ბერკეტების არგამოყენებაზე საუბ-რობდა. თუ ეს განცხადება სიმართ-ლეს შეესაბამება, მაშინ ველოდებით მის რეაგირებას ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება თქვენს მიერ გამო-გზავნილ წერილს პარტიის ოფისის დაცლასთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნოდ ასევე ზეწოლაა მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე, გიპა-სუხებთ, რომ ჩვენ პარტიის ოფისის დატოვებას არ ვაპირებთ, ვინაიდან ხელშეკრულება, რომელიც ნაცი-ონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისსა და მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს თავმჯდომარეს შორისაა დადებული, კანონიერია. თქვენ ოფისი პოლიციის ძალით კი არ უნდა დაგვატოვებინოთ, როგორც თქვენს წერილში აღნიშნავთ, არამედ ამი-სათვის არსებობს სასამართლო და მისი საშუალებით უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერია თქვენი მოთ-ხოვნა. თუ სასამართლო თქვენს სა-სარგებლოდ გამოიტანს განჩინებას, ჩვენ დავემორჩილებით მოსამართ-ლის გადაწყვეტილებას.

    დასასრულს კი მინდა გითხრათ, რომ მე გავლილი მაქვს ეს თანამ-დებობები საქმის კეთებით, ცოტა შეცდომებით, მაგრამ ხარაგაულისა და ხარაგაულელების უსაზღვრო სიყვარულით. ჩემი რჩევაა, ასეთი უმს-გავსო საქციელით ხარაგაულელების ნდობას და პატივისცემას ნამდვილად ვერ დაიმსახურებთ.

    თორნიკე ავალიშვილიერთიანი ნაციონალური მოძრა-

    ობის ხარაგაულის პარტიის თავმჯ-დომარე

    მინისტრის ინფორმაციით, სამი-ნისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები „ცოცხალი გენ-მოდიფიცირებული ორგანიზმების,“ „ნარჩენების მართვისა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ.“ მან ყურადღება გაამახვილა დაცული ტერიტორიების განვითარებაზე. ამ მიზნით გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის ბანკთან გაფორმ-და ხელშეკრულება. ოთხი დაცული ტერიტორიის განვითარებასა და ერთის შექმნაზე 8,2 მილიონი ევრო დაიხარჯება.

    მინისტრმა ისაუბრა გარემოს-დაცვითი ზედამხედველობის დე-პარტამენტის მიერ კანონმდებლო-ბის დარღვევის ფაქტების შესახებ. იანვარ-მარტში დაფიქსირდა 1641 ფაქტი. აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - 1609, სისხ-ლის სამართლის ნიშნის მქონე - 31. ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენო-ბამ 427 286 ლარი შეადგინა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა - 2 714 893 ლარი. აქედან სისხლის სამართლის ფაქტზე ჯარიმის ოდენო-ბა დაახლოებით 2 591 499 ლარია, ხოლო ადმინისტრაციულ ფაქტებზე სახდელის რაოდენობა - 124 ათასი ლარი.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სერიოზული პრობლემები იქმნება ცალკეულ უბნებში საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში განთავსე-ბული ავტოპროფილაქტიკის გამო. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, მოქალაქეთა თქმით, ირგვლივ ხმაურია. ხშირად პროფილაქტიკის მუშები ავტომანქანის ზეთს ხის ძი-რებში ასხამენ.

    ხათუნა გოგალაძის თქმით, შენო-

    ბა-ნაგებობებში არსებული ატმოსფე-რული ჰაერის გამოკვლევის უფლება სამინისტროს კომპეტენციას სცილ-დება. მისივე თქმით, „აუცილებელია გარკვეული რეგულაციები განხორ-ციელდეს. დაგეგმარების პროცესს ვერ განვსაზღვრავთ, უნდა იყოს თუ არა საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ავტოპროფილაქტიკა, მაგრამ ხმა-ურისგან და ვიბრაციისგან დამცავი მექანიზმები უნდა დავუდგინოთ, რათა მოსახლეობას არ შეექმნას დისკომ-ფორტი და არ დაზიანდეს გარემო.“

    გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს ნადირობას-თან დაკავშირებულ პრობლემაზე. აღინიშნა, რომ ნადირობის მსურვე-ლი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ უფლების მოპოვებისთვის არ უნდა იყოს საკ-მარისი მხოლოდ იარაღის ტარების უფლება და ნადირობისთვის დად-გენილი თანხის გადახდა. ხათუნა გოგალაძის ინფორმაციით, სამინისტ-როში მუშაობენ ამ საკითხზე. იგეგმება ასევე სამონადირეო მეურნეობების რაოდენობის გაზრდა.

    მინისტრმა ყურადღება სატყეო სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. მისი ინფორ-მაციით, უახლოეს ხანში დაიწყება ხარაგაულის სატყეო უბანზე 48 000 ჰა ტყის ფართობის ინვენტარიზაცია. განისაზღვრება პრიორიტეტული ად-გილები, შემუშავდება სტანდარტები და მოეწყობა 17 კმ სატყეო-სამეურ-ნეო გზა.

    ჩვენს შეკითხვაზე, რა ეტაპზეა ამ-ჟამად სატყეო რეფორმა, სსიპ ეროვ-ნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბი-ძინა გიორგობიანი განმარტავს, რომ ინტენსიურად მუშაობენ, რათა არ

    დაუშვან მინიმალური შეცდომაც კი.„10-11 ივნისს ჩავატარებთ საერ-

    თაშორისო კონფერენციას ლატვიის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის სატყეო სამსახურების წარმო-მადგენლების მონაწილეობით. ამ ქვეყნებში სატყეო რეფორმა უკვე გან-ხორციელდა. გვინდა გავეცნოთ მათ გამოცდილებას, - რატომ დაიწყეს რეფორმა, რა პრობლემების წინაშე იდგნენ ან უკეთესი რა დანერგეს, რო-გორი საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდა რეფორმას, რა სიძნელეები შეხვდათ, რას მიაღწიეს და დღეს რა მდგომარეობაში არიან,“ - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოების მხარდაჭერით და-ფინანსდა კვლევა, თუ სად როგორ ჩაიარა ამ რეფორმამ და რა შედეგები მოიტანა.

    „ყველაფერს შევაფასებთ, - ამ-ბობს ბიძინა გიორგობიანი, - გვინდა ვიჩქაროთ, მაგრამ ნელა და საფუძვ-ლიანად.“

    „ჩემი ხარაგაული“ დაინტერესდა, გაიცა თუ არა დადებითი ეკოლოგი-ური ექსპერტიზა რკინიგზის მოდერ-ნიზაციის პროექტის ფარგლებში ზვა-რეში ასაშენებელ მეცხრე გვირაბთან დაკავშირებით.

    გარემოსდაცვითი ნებართვების სამსახურის უფროსის, თამუნა შა-რაშიძის ინფორმაციით, მეცხრე გვირაბის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტმა წინასწარი განხილვა გაიარა: „გარე-მოს დაცვის სამინისტროს შენიშვნების თანახმად, საქართველოს რკინიგზას ბევრი კვლევა და ღონისძიება აქვს გასატარებელი. ამ ეტაპზე ეკოლო-გიური ექსპერტიზის დასკვნა მეცხრე გვირაბთან დაკავშირებით არ არის გაცემული.“

    P.S. შეხვედრის დასასრულს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფ-როსმა ბიძინა გიორგობიანმა „ჩემ ხარაგაულთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მათ უწყებაში შესულია ხუთი პარლამენტარის, მათ შორის ხა-რაგაულის მაჟორიტარი დეპუტა-ტის, ნოდარ ებანოიძის წერილი ინდმეწარმეებისთვის 20-20 მ3 სამა-სალე მერქნის გამოყოფის თაობაზე. „სამართლებრივად ვსწავლობთ, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ მაინცდამაინც საიმედო პროგნოზები ვერ გვაქვს. ასე რომ დავიწყოთ 20-20 მ3 სამასალე მერქნის გაცემა, მუნიციპალიტეტებს ვერ განვასხვავებთ. მაგალითად, თუ გავცემთ ხარაგაულში, რატომ არ უნდა გავცეთ ადიგენში ან ხულოში?!“ ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამ სა-კითხთან დაკავშირებით მთავრობამ რაიმე სოციალური პროგრამა უნდა შეიმუშაოს.

    ნინო კაპანაძე

    „ხარაგაულიდან საღანძილის-კენ მიმავალი გზა უმძიმეს მდგო-მარეობაშია. წვიმის შემდეგ გზაზე გაჩენილი უზარმაზარი ორმოები წყლით ივსება და, ფაქტობრივად, გზა ავტომანქანებისთვის გაუვა-ლია. ჩხერიმელას ხეობის სოფ-ლებში მცხოვრები მოსახლეობა სერიოზულად არის შეწუხებული იმით, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა, უგზოობის გამო, მათთან დროულად ვერ მიდის. სასოფ-ლო ავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ აღარ ივლიან ამ გზაზე,“ - აღნიშნა საგზაო დეპარ-ტამენტისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ.

    მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მეტი მოცუ-ლობის სამუშაო შესრულდეს ხარა-გაული-ჩუმათელეთის გზის მონაკ-ვეთის მოსაწესრიგებლად. „საგზაო დეპარტამენტს უნდა ვესაუბროთ, რომ ცოტა მეტი თანხა დაიხარჯოს გზის სერიოზული შეკეთებისთვის მანამ, სანამ აზიის განვითარების ბანკი მის სრულ რეკონსტრუქციას დაიწყებს,“ - ამბობს გამგებელი.

    მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძირულა-ხარაგაულის და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმარ-თულებით გზა აღდგომის დღესასწა-ულამდე შეკეთდეს. „მინდა სწორად გამიგოთ, სააღდგომოდ ხარაგაულ-ში ბრუნდებიან ის ადამიანები, ვინც წლების მანძილზე წასულია აქედან.

    ჩვენ გვინდა, რომ დავანახოთ მათ ზრუნვა და შედარებით მოწესრიგე-ბული გზით მივიდნენ სახლებამდე სოფლებში,“ - ამბობს გამგებელი.

    საგზაო დეპარტამენტის ტექ-ნიკური ზედამხედველის თამაზ კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღდგომამდე ძირულა-ხარაგა-ულის მოასფალტებულ მონაკ-ვეთზე ორმოები ამოივსება და დაიკერება. ამ თვეში შეკეთდება ძირულა-ხარაგაულის ალტერნა-ტიული ორკილომეტრნახევრიანი გზა ისე, რომ გავლადი გახდეს. ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მიმართულებით გზაზე გაატარებენ გრეიდერს და დახრეშავენ გზას, სავარაუდოდ, მარელისამდე.

    მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ ის იმერეთის მხარის

    გუბერნატორთან დასვამს საკითხს, რათა გუბერნატორი ესაუბროს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღ-ვანელობას და რეგიონული განვი-თარების მინისტრს ამ პრობლემის

    მოსაგვარებლად.თავის მხრივ მაჟორიტარი დე-

    პუტატის ბიურო წერილობით მიმართავს საგზაო დეპარტამენტს.

    ნინო კაპანაძე

    ჩხერიმელას ხეობის სოფლების მთავარი პრობლემა უგზოობაა

    სატყეო რეფორმაზე ინტენსიურად მუშაობენ

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს 8 აპრილს იანვარ-მარტში სამინისტროს

    საქმიანობის ანაგარიში და სამომავლო გეგმები გაგვაცნო.

    პოლიტიკური ზეწოლა წინასაარჩევნოდ

    (ღია წერილი ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას)

  • 3xtvb [fhfufekb11 აპრილი, 2014 წ.

    „შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სათბურით მებოსტნეობის განვითარება ჩვენთან არ არის ტრადიციული, მაგრამ, ჩემი აზ-რით, პერსპექტიულია. თუ სა-სათბურე მეურნეობას ბევრი განავითარებს, მუნიციპალიტეტში დამამზადებელი საწარმოს შექმ-ნაც შეიძლება, - ამბობს ბატონი თამაზი. მისი თქმით, სათბურის გაკეთება, გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ საკმაოდ მომგებიანია. „შარშან ტონა ნა-ხევარი მწვანილი მოვიყვანე. კი-ლოგრამი ლარნახევარი ღირდა. წელს კილოგრამი ათი ლარი ღირს. წაგებაში არ ვარ არანა-ირად. გასულ წელს ორი ტონა პომიდორი მივიღე. არც ერთი ცალი არ დამრჩენია გაუყიდავი. ხარაგაულში იციან უკვე, რომ ეკოლოგიურად სუფთა პომიდო-რი მომყავს, არანაირ წამალს არ ვუკეთებ და დიდი მოთხოვნაა. ზაფხულზე სოფელში ჩამოსული დამსვენებლებიც ჩემგან იძენენ პომიდორს.

    ბატონი თამაზი პომიდვრის ჩითილებსა და მწვანილის თესლს ქუთაისში იძენს. სათბურში მიწას ნაკელით ანოყიერებს და ამბობს, რომ ამაზე კარგი სასუქი არ არ-სებობს.

    სათბურში საქმიანობისას მას მეუღლე და მშობლები ეხმარებან.

    „ჯერჯერობით დამხმარე მუ-შახელი არ მჭირდება, მაგრამ სათბურის გაფართოება მინდა. სამწუხაროდ, ხალხი ცოტა გა-ზარმაცდა. ჩამოვაგდე ხოლმე ლაპარაკი, დაგასაქმებთ სათ-ბურში-მეთქი. ირგვლივ ყველა უმუშევარია, მაგრამ არ უნდათ. სოციალურმა დახმარებამ სულ გააზარმაცა ადამიანები. კაცები რომ ოჯახში იქნებიან, იმათ რად უნდათ სოცდახმარება? სა-ხელმწიფო ისეთ ოჯახებს უნდა დაეხმაროს, სადაც მოხუცები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან,“ - ამბობს ბატონი თამაზი და მიიჩნევს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრა-მით სოფლის მეურნეობით დაინ-

    ტერესებულ ინიციატივიან და ნო-ვატორ მეურნეებს უნდა შეუწყონ ხელი. მისი აზრით, მებოსტნეობის განვითარებისთვის აუცილებე-ლია გლეხებს მინიტრაქტორების შეძენაში დაეხმარონ.

    „ვგეგმავ მეურნეობის გაფარ-თოებას. საჯარო სამსახური დროებითია და საკუთარი თა-ვის იმედად ყოფნა ყველაფერს

    ჯობია, - ამბობს თამაზ სახვაძე, - მაქვს ნაკვეთები და მინდა ჟო-ლოს, თხილის გაშენება, ფუტკა-რის მოშენება. ახლა დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ვაპირებ დაფნა გავაშენო. კილოგრამი დაფნის ფოთოლი ორლარნახევარი ღირს. ირგვლივ თავისუფალი მიწებია. დაფნა ადვილად იხა-რებს. დავრგავ და მერე ზამთარ-

    ში გავკრეფ ფოთლებს, - ფული და შემოსავალია ოჯახში. თუ შრომა არ გეზარება, როგორ უნდა თქვა, რომ გშია ან გწყუ-რია?! მილიონებს ვერ იშოვი, მაგრამ საკუთარი მეურნეობით თავს ირჩენ.“

    ნინო კაპანაძეფოტოზე: თამაზ სახვაძე მეუღ-

    ლესთან ერთად სათბურში

    „საკუთარი თავის იმედად ყოფნა ყველაფერს ჯობია“„სრულიად შესაძლებელია, რომ ხარაგაულის ნებისმიერ

    სოფელში ადამიანმა, ვისაც შრომა და გარჯა არ ეზარება, არჩინოს ოჯახი,” - ამბობს სოფელ ფარცხნალში მცხოვრები

    თამაზ სახვაძე. მესამე წელია, რაც მან საკუთარ მეურნეობაში სათბური გააკეთა და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. გასულ წელს

    სათბურში ქინძი, ოხრახუში და ცერეცო გააშენა.

    ჩეხური ა/ო „ადამიანი გაჭირვე-ბაში“ წარმომადგენლებმა დავით ჭელიშვილმა, ქეთი გოცირიძემ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოცი-აცია „ელკანას“ წარმომადგენელმა ალეკო ბაღდაძემ 3 აპრილს ხარაგაულელ გლეხებს სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივე-ბისთვის განკუთვნილი ემპარდის (ENPARD) საგრანტო პროგრამა გააცვნეს.

    ემპარდის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია თა-ნამონაწილეობა, ანუ ეს პროგ-რამა ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ძალებით შეეცდებიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებას. დავით ჭელიშვილის განცხადებით, ეს ორგანიზაცია არის არა ჰუმანი-ტარული ორგანიზაცია, არამედ მხოლოდ განვითარებაზე ორიენ-

    ტირებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას უწყობს ხელს. ამ პროგრამამ სარგებელი უნდა მოუტანოს არა მხოლოდ კონკრე-ტულ მეურნეობას, არამედ მთელს თემს. ასევე მნიშვნელოვანია აქტი-ური თემებისა და ბენეფიციარების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. ორგანიზაცია ცდილობს დაიცვას გენდერული ბალანსი და შექმნას გამჭვირვალე, არაკორუფციული გარემო. ემპარდის განვითარების პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივში დასაქმებულთა ინფორმა-ციულ მხარდაჭერას. ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, სა-დაც დაინტერესებულთ შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ბიზნესის და-გეგმარების საკითხებში. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურ-ნეო კოოპერატივების განსავითა-რებლად. ამ ორგანიზაციის მხარ-დაჭერით მაღლაკსა და ტყიბულში უკვე შეიქმნა სასოფლო-სამეურ-ნეო კოოპერატივები, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ.

    ემპარდის პროგრამა ითვალის-წინეს მცირე ფერმერთა კოოპე-რაციას და პროდუქტიულობის ზრდას. ასევე მნიშვნელოვანია მათი გაერთიანება და მსხვილი ს\ს კოოპერატივების შექმნა. ეს პროგრამა დაეხმარება მცირე და მსხვილ კოოპერატივებს. მცი-რე კოოპერატივში მინიმუმ ხუთი წევრი უნდა იყოს გაერთიანებუ-ლი. პროგრამა ითვალისწინებს ოთხწლიან თანამშრომლობას. პროგრამის დასრულებისას მცი-

    რე კოოპერატივში უნდა იყოს მინიმუმ 10 წევრი. ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც დარეგისტ-რირდებიან აპრილის ბოლომდე, გაივლიან შესაბამის ტრენინგებს, თუ როგორ უნდა მოიპოვონ გრანტი. კონკურსი გამოცხადდება აგვისტო-სექტემბერში. ძირითადი საკონკურსო პირობები შემდეგია - სავალდებულო თანადაფი-ნანსება კონკურსანტთა მხრიდან ემპარდისათვის მოთხოვნილი გრანტის ღირებულების მინიმუმ 25% ნატურალური ან ფულადი სახით. ასევე აუცილებელი პირო-ბაა ბიზნესის საინვესტიციო ფონდი, ანუ საწარმოს განვითარების შემდ-გომ დაახლოებით 2 წელიწადში მოთხოვნილი გრანტის 25 %-ის ექვივალენტი უნდა დაბრუნდეს თვითონ წარმოებაში, ანუ უნდა მოხდეს რეინვესტიცია. ამ 25%-ის 30% უნდა მოხმარდეს იმ თემის განვითარებას, სადაც არის ეს კო-ოპერატივი. საგრანტო კონკურსში მონაწილებისთვის აუცილებელია, რომ შეთავაზებ ტრენინგებში ჩაერთოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მინიმუმ სამი წევრი.

    წელს კონკურსში მონაწილე-ობას მიიღებენ მსხვილი და მცირე სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივები, ხოლო გაისად კონკურსი ჩატარდება მხოლოდ მსხვილი კოოპერატივებისათვის.

    კოოპერატივებს, რომლებ-საც სურთ საგრანტო კონკურსში ჩართვა, საჭიროა დარეგისტ-რირდნენ აპრილის ბოლომდე, მონაწილეობა მიიღონ საინფორ-მაციო შეხვედრებში, რომელსაც

    გამართავენ ა/ო „ადამიანი გა-ჭირვებაში,“ ასოციაცია „ელკანა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 35 000 ევრო. კოოპერატივისგან თანა-მონაწილეობა აუცილებელია, - კოოპერატივი უნდა ფლობდეს გარკვეული ღირებულების ქონე-ბას და აქტიურად აწარმოებდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. დავით ჭელიშვილის თქმით „შიშ-ველ ხელებში არავინ არაფერს მოგცემს,“ - არავინ დაგეხმარება თანამონაწილეობის გარეშე. ეს პროგრამა ეხმარება კოოპერა-ტივებს განვითარებაში და არა შექმნაში.

    კონკურსში ჩართვა შეუძლია არაფორმალურ ჯგუფს, რომე-ლიც, გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდება კოოპერატი-ვად.

    ტექნიკური გრანტებით შესაძ-ლებელია პროექტის განხორცი-ელებისთვის აუცილებელი მოწ-ყობილობების მიღება, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე მოსავლის აღების შემდ-გომ, მისი გადასამუშავებელი და შესანახი მოწყობილობების შეძენა. ეს იქნება მხოლოდ წარმოების საშუალებები და არა გახარჯვადი მასალები.

    დავით ჭელიშვილის თქმით, საქართველოში სასოფლო-სა-მეურნეო კოოპერატივებისათვის შექმნილია სასათბურე პირობები, საჭიროა მხოლოდ საქმიანობის წამოწყება და სურვილი, განა-ვითარო სოფლის მეურნეობის

    რომელიმე დარგი. კოოპერატივე-ბი განთავისუფლებულები არიან ყველა სახის გადასახადისაგან. ასევე შეუძლიათ მიიღონ სესხები და გრანტები შეღავათიანი პირო-ბებით. ემპარდის მცირეგრანტიანი პროგრამა ითვალისწინებს ასეთი კოოპერატივების დახმარებას განვითარებისათვის. საჭიროა მხოლოდ შრომა და მონდონება საქმიანობის დასაწყებად.

    დაწვრილებითი ინფორმაცია ემპარდის პროგრამის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საინ-ფორმაციო-საკონსულტაციო ცენ-ტრში მისამართზე - ხარაგაული, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული დარეკეთ ა/ო-ში „ადა-მიანი გაჭირვებაში“ ტელეფონით 0431 25 25 65.

    თამთა გოგოლაძე

    თანამონაწილეობის გარეშე არავინ დაგეხმარება

  • 4 xtvb [fhfufekb 11 აპრილი, 2014 წ.

    თხილი ცხიმების, ცილების ნახ-შირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების მაღალი შემცველობის გამო, ფართოდ გამოიყენება ადამიანის ბალანსი-რებულ კვებაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში. თხილი ივითარებს ცალსქესიან ყვავილებს. მდედრო-ბითი და მამრობითი ყვავილები არაერთდროულად ფორმირდება.

    პლანტაცია ისე უნდა გაშენდეს, რომ ნაკვეთზე დაირგოს არანაკლე-ბი 4-5 ჯიშისა ისე, რომ დასამტვერი-ანებელი და დამამტვერიანებელი ჯიშები მორიგეობით იცვლებოდნენ ყოველ 3-4 რიგის შემდეგ.

    თხილი კარგად ხარობს და კარგად იტანს ნიადაგისა და ჰაერის ჭარბტენიანობას, მაგრამ სუსტად იზ-რდება და მცირე მოსავალს იძლევა ზედმეტად ჭარბტენიან ნიადაგზე.

    გასაშენებლად შესაძლოა გამო-იყენოთ ვაკე ან 10-15 გრადუსი დაქანების ფერდობები. მცენარე ხასიათდება ზედაპირული, ჰორი-ზონტალურად განლაგებული ფესვ-თა სისტემით, რომელიც ამაგრებს

    და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან.ნაკვეთი უნდა მოიხნას 45-50 სმ

    სიღრმეზე საპლანტაჟო გუთნით, ფერდობ ადგილებზე, სადაც ნიადა-გის ჩამორეცხვის საშიშროებაა 20-25 სმ სიღრმეზე. ხვნა უნდა ჩატარ-დეს შემოდგომაზე გასაშენებლად ზაფხულის დასაწყისიდან, ხოლო გაზაფხულზე გასაშენებლად - წინა წლის შემოდგომით. უპირატესია შემოდგომაზე გაშენებული ბაღები.

    თხილის გამრავლება ხდება ვე-გეტატიური გამრავლებით, ფესვის ამონაყრებით ტოტების გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით. თხილის ნერგი წლოვანებისა და ხარისხის მიხედ-ვით იყოფა პირველ და მეორე ხარისხად. პირველი ხარისხისაა სა-ნერგეში დაფესვიანებული 2-3 წლის ნერგი, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, 3-4 ნაზარდი ტოტი.

    მე-2 ხარისხის ნერგს უნდა ჰქონ-დეს 30 სმ ფესვთა სისტემა და 2-3 ნაზარდი ტოტი.

    თხილის ბაღებში ნიადაგის ზედა-პირიდან თხილის ძველი ნაყოფების მოსაცილებლად და მცენარეული საფარის მოსაჭრელად გამოიყენება სათიბელა, რომელიც ამავე დროს ხელს უწყობს ფოთლებისა და ჩამოცვენილი ნაყოფებით ნიადაგის მულჩირებას.

    ბაღის თოხნა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე. რეკომენდირებულია თოხნა მოსავლის აღების შემდეგ და სე-ზონზე 4-6-ჯერ.

    ახალგაზრდა თხილის პლანტა-ციებში (1-4 წლამდე) ნაკელი და მისი შემცველი ორგანული სასუქი ყოველწლიურად უნდა შეიტანოთ, ერთ ბუჩქზე 10-15 კგ.; 4-5 წლამდე - 15-20 კგ.; სრულ მსხმოიარობაში (6-8 წელი) - 20-30 კგ.

    სარეველა მცენარეების წინააღმ-დეგ საჭიროა ჰერბიციდების გამო-ყენება, რაც ქიმიური მეთოდით თიბვას ნიშნავს. იმისათვის, რომ ნაკლები რაოდენობით ჰერბიცი-

    დები გამოიყენებოდეს, საჭიროა თოხნისა და ჰერბიციდების ღონის-ძიებათა გამოყენების კომბინირება. თოხნამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ზოგიერთი სარეველის გამრავლე-ბას. ამიტომ გამოიყენეთ ჰერბიციდი 2,4–D, თუმცა ძლიერი ჰერბიციდი უნდა მოარიდოთ მცენარის ღეროსა და ფოთოლს.

    სარეველებთან ჰერბიციდების გამოყენების ალტერნატიული ღო-ნისძიებაა მულჩირება (მცენარეთა ვედეტაციის პერიოდში მწკრივთა-შორისებისდაფარვა ორგანული ნივთიერებების შემცველი მასა-ლით). მულჩირებისთვის შესაძლოა გამოიყენოთ ნახერხი, თივა, ნამჯა, ნაკელი და სხვ.

    რეკომენდირებულია ხის ქერქის შეთეთრება სპეციალური საღება-ვით. სასუქის საჭირო რაოდენობის დასადგენად აგვისტოში შეამოწმეთ ფოთლის შუა ზოლის ნაზარდი.

    ახალგაზრდა ბაღებში N-აზოტის შეტანა რეკომენდირებულია მეორე წლიდან.

    K - გამოიყენება იშვიათად საჭი-როების მიხედვით.

    B - ბორი, 5 წელზე ახალგაზ-

    რდა ხეებში დაუშვებელია. კირი გამოიყენება ნიადაგის მჟავიანობის PH-ის გაზრდის მიზნით, ხეებისთვის N, K, Mg-ის შეთვისების ასამაღ-ლებდად.

    დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს თხილის ახალგაზრდა მცენარის ფესვის ყელიდან ამონაყარი უნდა გაისხლას და ბუჩქში დარჩეს 3-5 ყლორტი. სრულ მოსავლიან ბაღებ-ში თხილის ბუჩქი უნდა შედგებოდეს 6-12 ღეროსაგან.

    გასხვლისას უნდა მოსცილდეს ყველა გამხმარი და დაავადებული, ასევე გადაჯვარედინებული ტოტები, რომლებიც აზიანებენ ქერქს და დაავადების განვითარებისთვის სა-სურველი გარემოა. გასხვლისთვის საუკეთესო პერიოდია მოსვენების - ნოემბერი-მარტი. თუმცა შესაძლე-ბელია სხვა დროსაც, საჭიროების მიხედვით. გასხვლა უმჯობესია ადრე, ვიდრე გვიან, როცა მცენარეს ნაწილებს აჭრით რჩება ჭრილობა, რომელიც მგრძნობიარეა მავნებ-ლების და დაავადებების მიმართ. ხე ყოველთის გასხალით ისე, რომ დარჩეს მინიმალური ჭრილობები.

    აუცილებელია მოაშოროთ ღიღ-ველა - ხის ძირიდან ამოზრდილი ტოტები, რომლებიც ხშირად თრგუ-ნავენ მცენარეს.

    მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა

    თხილის ნარგავებზე 300-მდე მავნებელ დაავადებაა აღნიშნული. მათ წინააღმდეგ საჭიროა ჩატარ-დეს აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ქიმიური ღონისძი-ებები, რომლებიც ითვალისწინებს ადრე გაზაფხულიდან ინსექტიციდე-ბისა და ფუნგიციდების გამოყენებას (დაკვირტვამდე და შემდეგ 10-14 დღეში ერთხელ).

    მოსავლის აღება ხდება საად-რო ჯიშების ივლისის ბოლოდან, საგვიანო ჯიშების - სექტემბრის დასაწყისიდან.

    ნინო სახვაძე

    კიცხის ზონაში საგაზაფხულო სა-მუშაოები უკვე დაიწყო. როგორ მიმ-დინარეობს ხვნა-თესვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, - ამის გასარკვევად „შპს ხარაგაული 2011“-ის დირექტორ გოჩა მანჯავიძეს, შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის ხარაგაულის ფილი-ალის მენეჯერ ოლეგი კაციტაძეს, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა მაჭავარიანს, ფარცხნალისა და ბაზალეთის ტე-რიტორიული ორგანოების რწმუნე-ბულებს ნიკოლოზ ბირკაძესა და ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

    გოჩა მანჯავიძის ინფორმაციით, სახნავი ტექნიკისთვის, ჯერჯერობით, აქტიურად არ მიმართავენ: „შარშან ამ დროს სამუშაოს ვერ ავუდიოდით. ამ მომენტისათვის კი ტექნიკაზე ნაკლები მოთხოვნა, სავარაუდოდ, არამდგრა-დი ამინდის ბრალია. „შპს ხარაგაული 2011“-ის დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია“.

    რწმუნებული ნიკოლოზ ბირკაძე ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუ-შაოების დასაწყებად მზადაა მათ სოფელში, - ფარცხნალში - არსებუ-ლი ტექნიკაც. ხვა-თესვის აქტიურად დასაწყებად გლეხები ამინდის დას-ტაბილურებას ელოდებიან.

    „შარშან ხვნის ბარათთან ერთად გლეხებს ეძლეოდათ მიწის დადის-კვის ბარათი, - ამბობს საინფორ-მაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულე-ბელი ვაჟა მაჭავარიანი, - წლევან-დელი სახნავი ბარათებით შესაძ-

    ლებელია მხოლოდ მიწის დახვნა, ხოლო დადისკვა, დაფარცხვა და დათესვა ამ ბარათით მომსახურებაში არ შედის. მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით უნდა შეძლოს დათესვა. მოსახლეობა, უმეტესად, ხნავს საკუ-თარი ძალებით, - მოტობლოკებითა და კერძო ტექნიკით. იმ შემთხვევა-ში, თუ ბარათით მოსარგებლე არ იყენებს სახნავ ბარათს, შპს „მექანი-ზატორი“ დახვნის საფასურად 0,01 ჰა-ზე იღებს 1,40 ლარს, ხოლო ამხანაგობა „იმედი“ - 2,10 ლარს.

    შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის ხარაგაულის ფილი-ალის მენეჯერი ოლეგი კაციტაძე აღნიშნავს, რომ კიცხის ზონის სოფ-ლებში უკვე დაამუშავეს 60 ჰა მიწის ფართობი: „წელს დაახლოებით 500 ჰა მიწა უნდა დავხნათ სასოფლო-სა-მეურნეო ბარათებით. წელს დაგვე-მატა სახნავი ტრაქტორები და გვაქვს

    9 ერთეული ტექნიკა. ვფიქრობთ, ჩვენი ძალებით შევძლებთ ხარაგა-ულის მოსახლეობის მომსახურებას მიწის დამუშავების მხრივ.“

    რწმუნებულ ვარლამ ჭიპაშვილის, ინფორმაციით ბაზალეთის ტერიტო-რიული ორგანოს სოფლებში სახნავი ბარათი დაიტოვა ცხრა ბენეფიციარმა. შპს „მექანიზატორის“ ტრაქტორი უკვე ბაზალეთშია. საგაზაფხულო სამუშაო-ების დასაწყებად ველოდებით გამო-ამინდებას. შევეცდებით ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები, თუმცა რთუ-ლი რელიეფის პირობებში ეს ტექ-ნიკა მაინცდამაინც ვერ ამართლებს. შარშანდელთან შედარებით დახვნის მსურველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ის გლეხები, რომლებიც უარს ამბობენ დახვნის ბარათებზე, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას, მეორე - ნო-მინალური ბარათით.

    თამთა გოგოლაძე

    საგაზაფხულო სამუშაოებს ამინდი აფერხებს

    წელს აგრობარათებით მოსახლე-ობას სპეციალურ მაღაზიებში შეუძლია შეიძინოს სასუქი, შხამ-ქიმიკატები, სათესლე მასალა, მცენარეთა დაცვისა და მოვლის საშუალებები. გთავაზობთ იმ მაღაზიათა ჩამონათვალს, რომე-ლიც განთავსებულია ხარაგაულში, ზესტაფონსა და ხაშურში.

    ხარაგაულიი/მ „გიორგი ტაბატაძე“ - სოლო-

    მონ მეფის ქ. #31, გიორგი ტაბატაძე (ტელ.: 579704170);

    ზესტაფონიშპს „ზადენი“ - სტაროსელსკის ქ.

    #23, ნიკა პელანგია (595990509);შპს „აგროლიდერი“- სოფე-

    ლი არგვეთი, ავთანდილ ბიგვავა (599531306);

    შპს „ამური+“ - ჭყონდიდელის ქ. #26, ზაზა კუპატაძე (577428256);

    შპს „აგროზესტაფონი“ - აღმაშე-ნებლის ქ. #57, ემირი თურმანიძე (595560919);

    შპს „გიკა 2012“ - რუსთაველის ქ. #120, - სტაროსელსკის ქ. #15, ბაზ-რის მიმდებარე ტერიტორია, გელა ჩაფიძე (599361808);

    შპს „იმერი“ - რუსთაველის ქ. #69, ჭანტურიას ქ. #42 , გიორგი ნებიერი-ძე (599537466);

    შპს „ზოოაგრო განვითარების ჯგუფი ზოოაგრა" - ჭანტურიას ქ. # 42, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ზურაბი წულუკიძე (595760710);

    შპს „ბაჩო 2013" - ჭანტურიას ქ. # 42, ელგუჯა მშვენიერაძე (599367306);

    ი/მ „ლიანა გიორგაძე“ - რუს-თაველის ქ. #92, თენგიზ ჯავახიანი (599367988; 577743074);

    სპს „ლურსმანაშვილი“ - აღმა-შენებლის ქ. #57; რუსთაველის ქ. #69; სოფ. არგვეთა; რუსთაველის ქ. #86(ა) პავლე ლურსმანაშვილი (599257936);

    შპს „გიგი-2011“ - რუსთაველის ქ. #32, ჭანტურიას ქ. #42, გელა მაღ-რაძე (599570572);

    შპს „გიო“ - ჭანტურიას ქ. #42, მერი სამხარაძე (599226130);

    ი/მ „ნაზიკო სამხარაძე“ - რუს-თაველის ქ. #140, მერი სამხარაძე (599226130);

    შპს „GEO-TRADE“ - ქვედა საქა-რა, სტაროსელსკის ქ. #38 დიანოსი ნოდია (592036008);

    ი/მ „გივი მუმლაძე“ - რუსთა-ველის ქ. #162(ბ), გაიოზ ნასრაძე (593257658);

    ი/მ „კახა შავიძე“ - ჭანტურიას ქ. #42, პეტრე ბოხოჩაძე (599263508);

    ი/მ „გიორგი მდინარაძე“ - რუს-თაველის ქ. #65, პეტრე ბოხოჩაძე (593218151);

    შპს „სოფქიმია“ - ჭანტურიას ქ. #2, მურთაზ ჯაშიაშვილი (597692259);

    შპს „აისი 777“ - სტაროსელსკის ქ. გელა ცერცვაძე (555090999);

    ი/მ „გიორგი ბუცხრიკიძე“ - რუს-თაველის ქ. #116, რუსთაველის ქ. # 98, გრიგოლ ბუცხრიკიძე (599942472);

    შპს „ზოვრეთი“ - სოფელი ზოვრეთი, ზეინაბ ვარდოსანიძე (598233420);

    სპს „ბესთსერვისი“ - რუსთავე-ლის ქ. #88 ავთანდილ ღლონტი (598380013);

    შპს „ნოდო-2007“ - რუსთაველის ქ. #80 ჭანტურიას ქ. #42, თამაზ ჭანკ-ვეტაძე (599186183);

    ი/მ „რომანოზი რიჟამაძე“ - რუს-თაველის ქ. #108, ლევანი რიჟამაძე (558491645; 593153945);

    ი/მ „ზაზა პერანიძე“ - სატრანს-პორტო საშუალება DFD 529, ზაზა პერანიძე (595467850);

    ი/მ „მაგული ჯიშკარიანი“ - რუს-თაველის ქ. #112 მაგული ჯიშკარი-ანი (593324448);

    ი/მ „რატი მაღლაკელიძე“ - რუს-თაველის ქ. #92, რატი მაღლაკელი-ძე (596116051);

    ი/მ „გიორგი გურგენიძე“ - რუსთა-ველის ქ. #94, გიორგი გურგენიძე (598156073);

    ი/მ „ნინო ლევიძე“ - ჭანტუ-რიას ქ. N42, ელიაზარ ნიკაჭაძე (599512188);

    ი/მ „ზოია შველიძე“ - ჭანტუ-რიას ქ. N114, ელიაზარ ნიკაჭაძე (599512188);

    ი/მ „პავლე ტაბატაძე“ - რუსთავე-ლის ქ. #82, ჭანტურიას ქ. #42, აგრა-რული ბაზრის მიმდებარე ტერიტო-რია, პავლე ტაბატაძე (599548924);

    ი/მ „რამაზი შეყრილაძე“ - ჭანტუ-რიას ქ. #42, მაღაზია #12, სატრანს-პორტო საშუალება ASI-479, რამაზი შეყრილაძე (571591138);

    ი/მ „მაყვალა კამლაძე“ - სოფელი მეორე სვირი, გრიგოლ ღვანიძე (599247236);

    ი/მ „იური მემანიშვილი“ - სოფ. როდინოული, ვალოდი კამლაძე (551704411);

    ი/მ „გიორგი კაკაურიძე“ - სოფ. მეორე სვირი, გიორგი კაკაურიძე (598106974);

    ი/მ „მარიამ მელიქიძე“ - რუსთა-ველის ქ. #138, მარიამ მელიქიძე (598858580);

    შპს „ია“ - რუსთაველის ქ. #132, ლაშა ედიბერიძე (551229000);

    ი/მ „რეზო ფარცხალაძე“ - ქვედა საქარა, სტაროშევსკის #38, რეზო ფარცხალაძე (579173737);

    ი/მ „იმედა მაღლაკელიძე“ - ზაზა ფერაძის #19(ა), იმედა მაღლაკელი-ძე (598306510);

    ხაშურიშპს „საქართველო 2012+“ - ბორ-

    ჯომის ქ. #203, ლევან ღონღაძე (598444400);

    შპს „სამშენებლო“ - კოსტა-ვას ქ. #10(8), გიორგი ბიბილური (551527292);

    ი/მ „მამუკა მამულაშვილი“ - სოფ. ვაყა, მამუკა მამულაშვილი (599492436);

    შპს „ერთი ჯგუფი“ - ბორჯომის ქ. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ირაკლი გოგინავა (591014024);

    ი/მ „თეიმურაზ ქუჩიშვილი“ - ბორ-ჯომის ქ. #5 თეიმურაზ ქუჩიშვილი (593915716);

    ი/მ „ნუგზარი კილაძე“ - ბორ-ჯომის ქ. #188, ნუგზარ კილაძე (555130913);

    შპს „ალმა-აბს“ - იმერეთის ქ. #1, ალექსანდრე გიგიტაშვილი (599207900).

    აგრობარათით მოსარგებლეთა საყურადღებოდ!

    1. სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური პერი-ოდია ადრე გაზაფხული, როცა სარეველა მცენარე 10-15 სმ-ია. გამოიყენეთ ჰერბიციდები (სარეველების საწინააღმდეგო პრეპარატები) შეიძინეთ სპეც. მაღაზიაში ვადიანი, ორიგინალური შეფუთვით. დაიცავით პრეპარატთან მუშაობის წესები.

    2. საბოსტნე ადგილებს რომ დაამუშავებთ და დაგეგმავთ, რომ არ შე-გაწუხოთ ნიადაგის მავნებლებმა, გააკეთეთ სატყუარი: 0,10 ფართობისათ-ვის - 300 გრ. ქატო, 1ჩ/ჭ ზეთი, 30 გრ. ინსექტიციდი - დურსბანი, ბი-58 ან სხვა, გააკეთეთ გუფთები და ჩაალაგეთ ნიადაგში 20-30 სმ-ის დაშორებით. მოსატყუარი შხამია და მოარიდეთ ბავშვები, ცხოველები და ფრინველები.

    ნინო სახვაძე

    სპეციალისტის რჩევები

    როგორ გავაშენოთ თხილი

  • 5xtvb [fhfufekb11 აპრილი, 2014 წ.

    2013 წლის 20 დეკემბერს ინფორ-მაციის თავისუფლ�