დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა...

8
ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ტესტირება ჩატარდა საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის” 2-3 გვ. 4-6 გვ. დღეს ნომერშია ნოდარ ებანოიძე - ტრანსფერზე საკუთარი შემოსავლების გავლენა უნდა შევასუსტოთ გამოვიდა დონარი ბერიძის წიგნი „ბორი” შეჯიბრი მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში განცხადებები ამინდი 3 გვ. 6 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. ხარაგაულში 13 და 14 დეკემბერს საჯარო მოხელეთა კონკურსის მონა- წილეთა ტესტირება გაიმართა. კონკურსის მეორე ეტაპი, ტეს- ტირება, ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკვეთით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების (დირექ- ტორები: თეა სხირტლაძე, ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე) კომპი- უტერულ ცენტრებში ჩაატარა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ელექტ- როენერგია უწყვეტად მიეწოდებოდა კომპიუტერულ ცენტრებს, კომპიუტე- რული სისტემა იყო მწყობრში. დავით კიკნაძემ ორშაბათს, 14 დეკემბერს, რესურსცენტრში დირექ- ტორებთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ტესტირების მასპინძე- ლი სკოლების დირექციებსა და IT მენეჯერებს: არჩილ ბლიაძეს, ვანო ჭიპაშვილს, ჯაბა ფცქიალაძესა და ირაკლი ცქიტიშვილს ტესტირების- თვის სათანადო პირობების შექმ- ნისათვის. ტესტირებაზე თითოეულ კონ- კურსანტს 2 საათის განმავლობაში 60 ტესტი ეძლეოდა. მინიმალური ბარიერია 36 ქულა (60 %). შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 74 ვაკანსიაზე 219 პიროვნებაა დარეგისტრირებული. თითოეულ კონკურსანტს შეეძლო, განაცხადი შეეტანა ერთდროულად 5 ვაკანსიაზე. 219 კონკურსანტიდან სულ შეტანილია 700-მდე განაცხადი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის საკონკურსო-საატესტა- ციო კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 219 აპლიკანტიდან ტესტირებაზე ბარიერი გადალახა 107 აპლიკანტმა. ის აპლიკანტები, რომლებიც სა- პატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ 13 და 14 დეკემბერს ტესტირებაზე და ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენენ, ტესტირების გავლა შეეძლებათ 26 და 27 დეკემბერს. საკონკურსო-საატესტაციო კო- მისია კონკურსის შემდგომი ეტაპის - გასაუბრების თარიღს მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც ერთიანი ეროვ- ნული გამოცდების ცენტრიდან მო- წოდებულ შედეგებს გააანალიზებს. წინასწარი ინფორმაციით, გამო- ცხადებული 74 ვაკანსიიდან ყველა ვაკანსია ამ ეტაპზე ვერ შეივსება. ღიად დარჩენილ ვაკანსიებზე, რამ- დენიმე თვეში, ხელახლა გამო- ცხადდება კონკურსი. უკვე ტესტირე- ბაგავლილი და ბარიერგადალახუ- ლი ის კონკურსანტები, რომლებიც ამჯერად ვერ მოხვდებიან სასურველ თანამდებობებზე, ღიად დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსში, რამდენიმე თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩაერთ- ვებიან გასაუბრების ეტაპიდან. ეს კომისიის გადასაწყვეტია. საპრეტენზიო კომისიის თავმჯ- დომარის, ინგა მაღრაძის ინფორ- მაციით, საპრეტენზიო კომისიისთვის, ჯერჯერობით, არცერთ კონკურსანტს არ მიუმართავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, გამარჯ- ვებული კონკურსანტები თანამდე- ბობებზე. სავარაუდოდ. 2015 წლის 1-ლ იანვრამდე დაინიშნებიან. თუმცა ეს გამგებლის პრეროგატივაა. ჩვენ შეკითხვაზე, - გასაუბრებისას ყველა აპლიკანტი იქნება თანაბარუფლები- ანი თუ უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც უკვე მუ- შაობდნენ კონკრეტულ ვაკანსიებზე, დავით კიკნაძე ამბობს, რომ პირა- დად ის მხარს დაუჭერს კონკრეტულ თანამდებობაზე იმ პირის დანიშვნას, რომელიც დღემდე მუშაობდა ამავე ვაკანსიაზე. შეგახსენებთ, რომ საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომა- რეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, კომისიის წევრები არიან: დავით კიკ- ნაძე, ავთანდილ კვინიკაძე, ლალი სებისკვერაძე და დავით დევდა- რიანი. ცნობილია, რომ ტესტირება - ზე კონკურსანტთაგან უმაღლესი (60-დან 58) ქულა ქეთევან ლურს- მანაშვილმა მიიღო. რამდენიმე კონკურსანტს ტესტირების შემდეგ გავესაუბრეთ: გიზო მიქიაშვილი: -კმაყოფი- ლი ვარ ტესტირებით, რამდენადაც ველოდი, სწორედ იმ სირთულის ტესტები იყო და შედეგიც დამაკმა- ყოფილებელი მივიღე. მაია გელაშვილი: -ძალიან კმა- ყოფილი ვარ გამოცდის, ნორმა- ლურ პირობებში ჩატარდა. ზვიად არევაძე: -ტესტირება კარგია და სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის. საშუალო სირთუ- ლის ტესტები იყო. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგითაც და ჩატარებული ტესტირებითაც. ძალიან კარგია კონ- კურსი, - პროცესი, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს საჯარო მოსამსახურეთა ცოდნა და კვალიფიკაცია. რუსუდან გურგენიძე: -კმაყო- ფილი ვარ საკუთარი შედეგით, - 55 ქულა მივიღე. ვფიქრობ, რომ საჯა- რო მოხელეს, რომელიც აპირებს საჯარო სამსახურში მუშაობას, ის ელემენტარული ცოდნა ნამდვი- ლად უნდა ჰქონდეს, რომელსაც ეს ტესტები მოითხოვს. ნამდვილად მნიშვნელოვანია კონკურსის ჩატა- რება იმიტომ, რომ აქედან ჩნდება თუნდაც ის ახალი კადრები, რომლე- ბიც შეძლებენ საჯარო სამსახურში ადგილების დაკავებას, თუ, რა თქმა უნდა, შემდგომი ეტაპი - გასაუბრებაც ნორმალურად ჩატარდება. ზვიად ორჯონიკიძე: -ტესტი - რება ისეთი სირთულის იყო, რომ თუ საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველი საშუალოდ მაინც იყო მომზადებული, არ უნდა ჰქონოდა ბარიერის გადალახვის პრობლემა. კარგია, რომ ამიერიდან ჩამო- ყალიბდება აზრი, - კონკურსგავლი- ლი საჯარო მოსამსახურე იმსახურებს იმ ადგილს, სადაც არის დანიშნული. ლაურა გოგოლაძე ხარაგაულის მუნიციპალი - ტეტის განვითარების 2015-20 წლების სტრატეგიული მიმართუ- ლებების დამუშავების პროექტის ფარგლებში, გამგეობასთან არ- სებული საკონსულტაციო ცენტ- რის ინიციატივით, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, შაბათს, დღის 12 საათზე ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში გაიმარ- თება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „მეცნიერება სოფელს“ თემაზე: თანამედროვე მეცნიერული მიღწევები და მათი პრაქტიკული დანერგვა მცირე და ნაკლებნაყოფიერ ნიადაგებზე სოფლის მეურნეობის პროდუქ- ციის მოსავლიანობის გაზრდისა და ეკოლოგიურ-ხარისხობრივი თვისებების გაუმჯობესებისათვის. მომხსენებლები: 1. რამაზ გახოკიძე - თბილი- სის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი, სახელ- მწიფო პრემიის ლაურეატი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; 2. პაატა კოღუაშვილი - ეკო- ნომიკურ მეცნიერებათა დოქტო- რი, პროფესორი; 3. ედნარ მიქანაძე - სწავ- ლული აგრონომი, ექსპერტი ნიადაგმცოდნეობაში; 4. ნოდარ ჭითანავა - პროფე- სორი, საქართველოს მეცნიერე- ბათა აკადემიის წევრი. კონფერენციის დაწყებამდე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმების „კოლაჟი“ - ბიოპრე- პარატების გამოყენება - სარგებ- ლიანობის შესახებ. დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ! ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის საყურადღებოდ! დღეს, 19 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზ- ში, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები დასახელდე- ბიან. ეს პრიზი მიზნად ისახავს ქარ- თულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. პრიზი გამო- ავლენს ქართულ პრესაში, ტელევიზი- აში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთ ჟურნალისტურ ნაშრომებს, რომ- ლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას. წლევანდელ პრიზზე ნომინანტად წარდგენილ ჟურნალისტურ ნაშრო- მებს შორის არის „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის, ნინო კაპანაძის, ჟურ- ნალისტური ნამუშევარი. ევროკავშირის პრიზის დაჯილდოებაზე 19 დეკემბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 48 (619) www.chkh.org

Transcript of დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა...

Page 1: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ტესტირება ჩატარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ

მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის”

2-3 გვ.

4-6 გვ.

დღეს ნომერშია

ნოდარ ებანოიძე - ტრანსფერზე საკუთარი შემოსავლების გავლენა უნდა შევასუსტოთ

გამოვიდა დონარი ბერიძის წიგნი „ბორი”

შეჯიბრი მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში

განცხადებები

ამინდი

3 გვ.

6 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

ხარაგაულში 13 და 14 დეკემბერს საჯარო მოხელეთა კონკურსის მონა-წილეთა ტესტირება გაიმართა.

კონკურსის მეორე ეტაპი, ტეს-ტირება, ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკვეთით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების (დირექ-ტორები: თეა სხირტლაძე, ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე) კომპი-უტერულ ცენტრებში ჩაატარა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ელექტ-როენერგია უწყვეტად მიეწოდებოდა კომპიუტერულ ცენტრებს, კომპიუტე-რული სისტემა იყო მწყობრში.

დავით კიკნაძემ ორშაბათს, 14 დეკემბერს, რესურსცენტრში დირექ-ტორებთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ტესტირების მასპინძე-ლი სკოლების დირექციებსა და IT მენეჯერებს: არჩილ ბლიაძეს, ვანო ჭიპაშვილს, ჯაბა ფცქიალაძესა და ირაკლი ცქიტიშვილს ტესტირების-თვის სათანადო პირობების შექმ-ნისათვის.

ტესტირებაზე თითოეულ კონ-კურსანტს 2 საათის განმავლობაში 60 ტესტი ეძლეოდა. მინიმალური ბარიერია 36 ქულა (60 %).

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 74 ვაკანსიაზე 219 პიროვნებაა დარეგისტრირებული. თითოეულ კონკურსანტს შეეძლო, განაცხადი შეეტანა ერთდროულად 5 ვაკანსიაზე. 219 კონკურსანტიდან სულ შეტანილია 700-მდე განაცხადი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების

ცენტრიდან ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საკონკურსო-საატესტა-ციო კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 219 აპლიკანტიდან ტესტირებაზე ბარიერი გადალახა 107 აპლიკანტმა.

ის აპლიკანტები, რომლებიც სა-პატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ 13 და 14 დეკემბერს ტესტირებაზე და ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენენ, ტესტირების გავლა შეეძლებათ 26 და 27 დეკემბერს.

საკონკურსო-საატესტაციო კო-მისია კონკურსის შემდგომი ეტაპის - გასაუბრების თარიღს მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც ერთიანი ეროვ-

ნული გამოცდების ცენტრიდან მო-წოდებულ შედეგებს გააანალიზებს.

წინასწარი ინფორმაციით, გამო-ცხადებული 74 ვაკანსიიდან ყველა ვაკანსია ამ ეტაპზე ვერ შეივსება. ღიად დარჩენილ ვაკანსიებზე, რამ-დენიმე თვეში, ხელახლა გამო-ცხადდება კონკურსი. უკვე ტესტირე-ბაგავლილი და ბარიერგადალახუ-ლი ის კონკურსანტები, რომლებიც ამჯერად ვერ მოხვდებიან სასურველ თანამდებობებზე, ღიად დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსში, რამდენიმე თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩაერთ-ვებიან გასაუბრების ეტაპიდან. ეს კომისიის გადასაწყვეტია.

საპრეტენზიო კომისიის თავმჯ-დომარის, ინგა მაღრაძის ინფორ-მაციით, საპრეტენზიო კომისიისთვის, ჯერჯერობით, არცერთ კონკურსანტს არ მიუმართავს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, გამარჯ-ვებული კონკურსანტები თანამდე-ბობებზე. სავარაუდოდ. 2015 წლის 1-ლ იანვრამდე დაინიშნებიან. თუმცა ეს გამგებლის პრეროგატივაა. ჩვენ შეკითხვაზე, - გასაუბრებისას ყველა აპლიკანტი იქნება თანაბარუფლები-ანი თუ უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც უკვე მუ-შაობდნენ კონკრეტულ ვაკანსიებზე, დავით კიკნაძე ამბობს, რომ პირა-დად ის მხარს დაუჭერს კონკრეტულ თანამდებობაზე იმ პირის დანიშვნას, რომელიც დღემდე მუშაობდა ამავე ვაკანსიაზე.

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომა-რეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, კომისიის წევრები არიან: დავით კიკ-ნაძე, ავთანდილ კვინიკაძე, ლალი სებისკვერაძე და დავით დევდა-რიანი.

ცნობილია, რომ ტესტირება-

ზე კონკურსანტთაგან უმაღლესი (60-დან 58) ქულა ქეთევან ლურს-მანაშვილმა მიიღო. რამდენიმე კონკურსანტს ტესტირების შემდეგ გავესაუბრეთ:

გიზო მიქიაშვილი: -კმაყოფი-ლი ვარ ტესტირებით, რამდენადაც ველოდი, სწორედ იმ სირთულის ტესტები იყო და შედეგიც დამაკმა-ყოფილებელი მივიღე.

მაია გელაშვილი: -ძალიან კმა-ყოფილი ვარ გამოცდის, ნორმა-ლურ პირობებში ჩატარდა.

ზვიად არევაძე: -ტესტირება კარგია და სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის. საშუალო სირთუ-ლის ტესტები იყო. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგითაც და ჩატარებული ტესტირებითაც. ძალიან კარგია კონ-კურსი, - პროცესი, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს საჯარო მოსამსახურეთა ცოდნა და კვალიფიკაცია.

რუსუდან გურგენიძე: -კმაყო-ფილი ვარ საკუთარი შედეგით, - 55 ქულა მივიღე. ვფიქრობ, რომ საჯა-რო მოხელეს, რომელიც აპირებს საჯარო სამსახურში მუშაობას, ის ელემენტარული ცოდნა ნამდვი-ლად უნდა ჰქონდეს, რომელსაც ეს ტესტები მოითხოვს. ნამდვილად მნიშვნელოვანია კონკურსის ჩატა-რება იმიტომ, რომ აქედან ჩნდება თუნდაც ის ახალი კადრები, რომლე-ბიც შეძლებენ საჯარო სამსახურში ადგილების დაკავებას, თუ, რა თქმა უნდა, შემდგომი ეტაპი - გასაუბრებაც ნორმალურად ჩატარდება.

ზვიად ორჯონიკიძე: -ტესტი-რება ისეთი სირთულის იყო, რომ თუ საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველი საშუალოდ მაინც იყო მომზადებული, არ უნდა ჰქონოდა ბარიერის გადალახვის პრობლემა. კარგია, რომ ამიერიდან ჩამო-ყალიბდება აზრი, - კონკურსგავლი-ლი საჯარო მოსამსახურე იმსახურებს იმ ადგილს, სადაც არის დანიშნული.

ლაურა გოგოლაძე

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის განვითარების 2015-20 წლების სტრატეგიული მიმართუ-ლებების დამუშავების პროექტის ფარგლებში, გამგეობასთან არ-სებული საკონსულტაციო ცენტ-რის ინიციატივით, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, შაბათს, დღის 12 საათზე ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში გაიმარ-თება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „მეცნიერება სოფელს“ თემაზე: თანამედროვე მეცნიერული მიღწევები და მათი პრაქტიკული დანერგვა მცირე და ნაკლებნაყოფიერ ნიადაგებზე სოფლის მეურნეობის პროდუქ-ციის მოსავლიანობის გაზრდისა და ეკოლოგიურ-ხარისხობრივი თვისებების გაუმჯობესებისათვის.

მომხსენებლები:1. რამაზ გახოკიძე - თბილი-

სის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი, სახელ-მწიფო პრემიის ლაურეატი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;

2. პაატა კოღუაშვილი - ეკო-ნომიკურ მეცნიერებათა დოქტო-რი, პროფესორი;

3. ედნარ მიქანაძე - სწავ-ლული აგრონომი, ექსპერტი ნიადაგმცოდნეობაში;

4. ნოდარ ჭითანავა - პროფე-სორი, საქართველოს მეცნიერე-ბათა აკადემიის წევრი.

კონფერენციის დაწყებამდე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმების „კოლაჟი“ - ბიოპრე-პარატების გამოყენება - სარგებ-ლიანობის შესახებ.

დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოსახლეობის საყურადღებოდ!

დღეს, 19 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზ-ში, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები დასახელდე-ბიან. ეს პრიზი მიზნად ისახავს ქარ-თულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. პრიზი გამო-ავლენს ქართულ პრესაში, ტელევიზი-აში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთ ჟურნალისტურ ნაშრომებს, რომ-ლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას.

წლევანდელ პრიზზე ნომინანტად წარდგენილ ჟურნალისტურ ნაშრო-მებს შორის არის „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის, ნინო კაპანაძის, ჟურ-ნალისტური ნამუშევარი.

ევროკავშირის პრიზის

დაჯილდოებაზე

19 დეკემბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№48 (619)

www.chkh.org

Page 2: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

2 xtvb [fhfufekb 19 დეკემბერი, 2014 წ.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და

რეკომენდაციები

2015 წლის სახელმწიფო ბი-უჯეტის წინამდებარე მიმოხილვაში ვაანალიზებთ პარლამენტში წარ-დგენილი პროექტის პრიორიტე-ტებს, დაგეგმილ შემოსავლებსა და ხარჯებს. წინამდებარე ანალიზში წამოწეულია ყურადსაღები პრობ-ლემები, მათ შორის ის, თუ რა გაკ-ვეთილს სთავაზობს მთავრობას 10 თვის მდგომარეობით 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულე-ბისას გამოვლენილი სერიოზული პრობლემები როგორც შემოსავ-ლების, ისე ხარჯების ნაწილში.

1. ძირითადი შეფასებები● 2015 წელს სახელმწიფო

ბიუჯეტის შემოსავლების 771 მილი-ონი ლარით ზრდაა დაგეგმილი, რაც 10.5%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს, ხოლო ხარჯები 465.8 მილიონი ლარით იზრდება, რაც 6.17%-ით მეტია 2014 წლის ხარჯებზე.

● 2015 წელს სახელმწიფოს პრიორიტეტებია: (1) ჯანმრთე-ლობა და სოციალური დაცვა, (2) რეგიონული განვითარება და ინფ-რასტრუქტურა და (3) განათლება და მეცნიერება.

● 127 მილიონი ლარით იზრ-დება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, 125 მილიონი ლა-რით იზრდება რეგიონული განვითა-რებისა და ინფრასტრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება – 99.6 მილიონი ლარით.

● 2015 წელს, 2012 წელთან შე-დარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარა-ტის შრომის ანაზღაურება 358.5 მილიონი ლარით გაიზარდა, 2015 წელს 2014 წელთან შედა-რებით ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 89.6 მილიონი ლა-რით გაიზარდა.

● სოციალური დაცვის ხარ-ჯები, რაც ძირითადად საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის, 63.93 მილიონი ლარით იზრდება.

● 2015 წლის სახელმწიფო ბი-უჯეტის პროექტის მიხედვით, 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვ-ნად იზრდება არაერთი საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციული ხარჯები: ენერგეტიკის სამინისტრო – 18.9 მილიონი ლარი, მთავრობის ადმინისტრაცია – 12.5 მილიონი ლარი, განათლებისა და მეცნი-ერების სამინისტრო – 5 მილიონი ლარი.

● შინაგან საქმეთა და თავდაც-ვის სამინისტროები, ტრადიცი-ულად, იმ უწყებებს წარმოადგენენ, რომელთა ადმინისტრაციული ხარჯების დათვლის საშუალებას არც 2015 წლის და არც წინა წლე-ბის კანონები იძლევა.

2015 წელს სახელმწიფო ბიუჯე-ტი დააფინანსებს საქართველოს სოლიდარობის ფონდს, რომლის ბიუჯეტად განისაზღვრა 260 ათასი ლარი.

● 2015 წელს საგადასახადო შე-მოსავლების 780 მილიონი ლარით (11.44%) ზრდაა დაგეგმილი მიუხე-დავად იმისა, რომ გადასახადების ამოღებაში ბოლო 3 წლის განმავ-ლობაში სერიოზული პრობლემე-ბია. გადასახადების დამალვა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის-თვის ყველაზე სერიოზულ გამო-წვევად რჩება.

● იზრდება ზოგიერთი პროგ-რამის დაფინანსება ისე, რომ ბიუჯეტის გაზრდის დასაბუთება არ არის მოცემული შესაბამის დოკუ-მენტაციაში.

● 2013 წელს დაწყებული სხვა შემოსავლების კლების ტენდენცია 2015 წელსაც გრძელდება, რაც

2014 წელთან შედარებით სხვა შე-მოსავლების 80 მილიონი ლარით კლებაში (29%) გამოიხატა.

● სახელმწიფო ვალს ზრდის აშკარა ტენდენცია აქვს და მისი შეფარდება მშპ-თან ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

2. პრიორიტეტები და სიახლეები2015 წელს საქართველოს

მთავრობის სამი გამოკვეთილი პრიორიტეტია: (1) ჯანმრთელო-ბა და სოციალური დაცვა, (2) რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა და (3) გა-ნათლება და მეცნიერება. 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 127 მილიონი ლარით იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, 125 მილიონი ლა-რით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრასტრუქტურის სა-მინისტროს დაფინანსება, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება – 99.6 მილიონი ლარით.

სოციალური დაცვის გაზრდილი ხარჯები, ძირითადად, საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის, ხოლო ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები კი (1) სოფლის ექიმის (236.49% ზრდა 2014 წელთან შედარებით), (2) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის (19.28% ზრდა 2014 წელთან შედარებით), (3) სასწრაფო გადაუდებელი დახ-მარების და სამედიცინო ტრანს-პორტირების (203% ზრდა 2014 წელთან შედარებით) პროგრამებ-ზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, უმნიშვ-ნელოდ (1.73%-ით) მცირდება საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები.

განათლებისა და მეცნიერების გაზრდილი ხარჯები, ძირითადად, (1) ზოგადი განათლების ხელ-შეწყობის პროგრამებზე (13.34% ზრდა 2014 წელთან შედარებით) და (2) მეცნიერებისა და სამეც-ნიერო კვლევების ხელშეწყობის დაფინანსებაზე მოდის (21.71% ზრდა 2014 წელთან შედარებით).

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაზრდილი ხარ-ჯები ძირითადად (1) გზების მშენებ-ლობა და მოვლა-შენახვის (26.53% ზრდა 2014 წელთან შედარებით); (2) ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის (30.55% ზრდა 2014 წელთან შედარებით), (3) რეგიონუ-ლი და მუნიციპალური ინფრასტ-რუქტურის რეაბილიტაციის (20.64% ზრდა 2014 წელთან შედარებით) პროგრამებზე მოდის.

სოფლის მეურნეობის გაზრ-დილი ხარჯები, ძირითადად, აგროსექტორის ხელშეწყობა/განვითარების (164% ზრდა 2014 წელთან შედარებით) პროგრამაზე მოდის. 2015 წლიდან იწყება (1) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებუ-ლებების დაფარვის (21 მილიონი ლარი) და (2) აგროდაზღვევის პროგრამები (10 მილიონი ლარი).

განსახლებისა და ლტოლვილთა დაფინანსება იზრდება 22 მილიონი ლარით, თუმცა რეალურად ამ სფე-

როს დაფინანსება დაახლოებით 25 მილიონი ლარით მცირდება, რად-გან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პი-რების მხარდაჭერის ქვეპროგრამა 50.12 მილიონიდან 3.5 მილიონამ-დე მცირდება.

2015 წელს სახელმწიფო ბიუჯე-ტი დააფინანსებს არაკომერციულ იურიდიულ პირს – საქართველოს სოლიდარობის ფონდს, რომლის ბიუჯეტად განისაზღვრა 260 ათასი ლარი.

2015 წლის სახელმწიფო ბი-უჯეტის პროექტში წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მოხდა უფრო მეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ხარჯების მიხედვით უფრო მეტი დეტალიზება, ვიდრე 2014 წელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2015 წელს დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება 3%-მდე, ხოლო 2016 წელს – 2.5%-მდე.

3. პრობლემები3.1. ბიუჯეტის სოციალური

ორიენტაცია2014 წელთან შედარებით,

2015 წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ხარჯები 127 მილიონი ლარით (4.77%) იზრ-დება, ხოლო 2015 წლის ბი-უჯეტის თავდაპირველ ვერსიას-თან შედარებით – 35 მილიონი

ლარით. 2015 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ხარჯები მთლიანი ხარჯების დაახლოებით 35% იქნება. 2015 წლის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებზე ამგვარი ორიენტაცია გაუმართლებელია შემდეგი არგუმენტების გამო:

● ბიუჯეტის ამგვარი სოციალუ-რი ორიენტაცია ამცირებს მთავ-რობის კაპიტალურ დანახარჯებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

● სოციალური პროექტების და-ფინანსებისას იგნორირებულია ის, რომ საშუალოშემოსავლიან მო-სახლეობაში საკუთარი ჯანდაცვის დაფინანსების მზაობა არსებობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა სახემწიფოს დანახარჯს.

● საშუალოშემოსავლიანი მო-სახლეობის მიერ საკუთარი ჯან-დაცვის დაფინანსების მზაობა არის ის რესურსი, რისი გამო-უყენებლობაც სრულიად არარა-ციონალური მიდგომაა, ვინაიდან გამოთავისუფლებული რესურსი შეიძლება მიმართულ იქნას იმ სოციალურად დაუცველი მოსახ-ლეობისკენ, რომელსაც ჯანდაცვის მეტი სერვისები სჭირდება.

● სოციალური პროგრამების დაფინანსების არარაციონალური მიდგომის გამო სახელმწიფო კარგავს შესაძლებლობას, და-აფინანსოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტა-ცია.

3.2. სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურების ზრდა

2015 წელს 2012 წელთან შე-დარებით მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარა-ტის შრომის ანაზღაურება 358.5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც 34.16%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 6.79%-ით. აღსა-ნიშნავია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ცენტრალური

მთავრობის სახელმწიფო აპარა-ტის შრომის ანაზღაურება 89.6 მილიონი ლარით გაიზარდა, მი-უხედავად იმისა, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უკვე 130.74 მილიონი ლარით (11%) იყო გაზრდილი.

როგორც 2014 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულე-ბის ანალიზში აღვნიშნეთ, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სექტორში ხელფასებს არ მიუღ-წევია იმ ზღვრისთვის, რომლის ზემოთაც ხელფასების ზრდა არა-გონივრული იქნებოდა, შრომის ანაზღაურების ზრდა სრულიად გამართლებულია, თუ ეს ნაკარ-ნახევია უკეთესი ანაზღაურების მქონე პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის სურვილით. მართალია, ხელფასების ეს ზრდა ასტიმულირებს სამომხმარებლო ხარჯვას, მაგრამ ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ 358.5 მილიონი ლარის ღირებულება, ანუ რა საზოგა-დოებრივი სიკეთე შექმნა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების

აღნიშნულმა ზრდამ.მართალია, წინამდებარე ანა-

ლიზი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზს წარმოადგენს და არა – ნაერთი ბიუჯეტისას, მაგრამ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით აუცი-ლებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა მუნიციპალიტეტებში, სადაც მასობრივადაა შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირები (აიპ) და მუნიციპალიტე-ტის 100%-იან მფლობელობაში არსებული შპს-ები, რომელთაც აქვთ წარმოუდგენლად გაბერილი შტატები. ადმინისტრაციული და-ნახარჯები კიდევ უფრო გაზარდა მუნიციპალიტეტების გაყოფამ, სა-დაც დამატებით შეიქმნა აიპები და შპს-ები. 2014 წლის 28 ნოემბერს თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა რიცხვი კი-დევ 20%-ზე მეტით გაიზრდება.

3.3. გადასახადების ამოღება2015 წელს საგადასახადო

შემოსავლების 780 მილიონი ლა-რით (11.44%) ზრდაა დაგეგმილი მიუხედავად იმისა, რომ გადა-სახადების ამოღებაში ბოლო 3 წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემებია (2014 წლის 10 თვის მდგომარეობით ამოღებუ-ლია გადასახადების გეგმის 81.9%. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სა-ხელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ სა-გადასახადო შემოსავლების სახით 632.3 მილიონი ლარი დააკლდა).

გადასახადების დამალვის მაჩ-ვენებლის შემცირების გარეშე, ეკონომიკის ზრდის ტემპის მატე-ბის პირობებშიც კი, მთავრობას ძალიან გაუჭირდება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულე-ბა, ვინაიდან 2013 წელთან შედა-რებით 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები თითქმის 1.5 მი-ლიარდი ლარით იზრდება. გადა-სახადების დამალვა და ჩრდილო-

ვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. საგადასახადო ადმინისტ-რირების გაუმჯობესების გარეშე წარმოუდგენელია 780 მილიონი ლარით მეტის ამოღება, ვიდრე 2014 წელს, როცა გადასახადების, განსაკუთრებით კი მომსახურების სფეროში საშემოსავლო გადა-სახადის დამალვა საკმაოდ გავრ-ცელებული პრაქტიკაა.

3.4. სამინისტროების ადმინის-ტრაციული ხარჯების ზრდა

2015 წლის სახელმწიფო ბი-უჯეტის პროექტის მიხედვით, იზ-რდება არაერთი სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები. აქვე შევნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ად-მინისტრაციული ხარჯების დათვლა ბიუჯეტის კანონის მიხედვით შეუძ-ლებელია, მაშინ როცა ყველა და-ნარჩენი სამინისტროს შემთხვევაში ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

3.5. დაუსაბუთებელი ხარჯე-

ბი: კორუფციული რისკებიროგორც გენერალური აუდი-

ტორის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, გაუგე-ბარია, რატომ იზრდება ამა თუ იმ ამ პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსება მაშინ, როდესაც უცვ-ლელია პროგრამულ დანართში მოცემული ის აქტივობები, რისი განხორციელებაც ამ პროგრამების ფარგლებში იგეგმება.

მაგალითად, 2015 წლის ზო-გადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება იზრდება 50 მილიონი ლარით, მაგრამ პროგრამის აქტი-ვობები ზუსტად იგივეა, რაც 2014 წელს. ანალოგიურად, სოფლის ექიმის ქვეპროგრამის დაფინანსება 17.8 მილიონი ლარით იზრდე-ბა, მაგრამ 2015 წლის სოფლის ექიმის ქვეპროგრამის აქტივობები ზუსტად იგივეა, რაც 2014 წელს. შესაბამისად, გაუგებარია, რას უნდა მოხმარდეს ერთ შემთხვევაში 50 მილიონი ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 17.8 მილიონი ლარი.

3.6. სხვა შემოსავლები2013 წელს დაწყებული სხვა

შემოსავლების კლების ტენდენცია 2015 წელსაც გრძელდება. სხვა შემოსავლები 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 22%-ით (80 მილიონი ლარი) იკლებს. სხვა შე-მოსავლები, ძირითადად, მოიცავს არასაგადასახადო შემოსავლებს, შემოსავლებს საკუთრებიდან და საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან, სანქციებიდან და სხვა. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის სხვა შემოსავ-ლები 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 180 მილიონი ლა-რით უკვე შემცირდა, მთავრობამ კარგად უნდა გაანალიზოს სხვა შემოსავლების შემცირების ტენ-დენციის გაგრძელების მიზეზები.

3.7. სახელმწიფო ვალისახელმწიფო ვალის ზღვრული

მოცულობა 2015 წლის სახელმ-წიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით 11.315 მილიარდი ლარით განისაზ-ღვრა, რაც 2014 წლის მოცულობას 941.5 მილიონი ლარით აღემა-ტება. სახელმწიფო ვალი, 2014 წლის მსგავსად, მშპ-ის 35.7%-ს შეადგენს, რაც, მარ-თალია, ნაკლებია გვ. 3

Page 3: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

3xtvb [fhfufekb19 დეკემბერი, 2014 წ.

ეკონომიკური თავისუფლების შე-სახებ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებულ ზღვარზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ვალს ზრდის აშკარა ტენდენცია აქვს და მისი შეფარდება ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა, როგორც სწორად არის აღნიშნული გენერალური აუდიტორის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფა-სების ანგარიშში, ეს დაფიქრების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

4. რა უნდა გავითვალისწინოთ 2014 წლის ბიუჯეტის

შესრულების გამოცდილებიდან 2015 წელს

4.1. საბიუჯეტო სახსრების ათვისების პრობლემა

2014 წლის 10 თვის მდგომარე-ობით საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის უმთავრეს პრობლემად კვლავ სახსრების ათ-ვისება რჩება. 10 თვის შედეგებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასა-ხადო შემოსავლები 81.9%-ით შეს-რულდა. 2014 წლის პირველ 10 თვეში მთავრობამ დაგეგმილთან

შედარებით დაახლოებით 2 მი-ლიარდ ლარზე ნაკლები აითვისა, რაც გეგმის 29.72%-ია.

საბიუჯეტო სახსრების აუთვი-სებლობა ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული:

● მხარჯავი დაწესებულებების არასათანადო მუშაობა: 2014 წლის 10 თვეში შრომის, ჯანმრ-თელობისა და სოციალური დაც-ვის სამინისტრომ ვერ მოახერხა 502.69 მილიონი ლარის დახარჯ-ვა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ – 285.62 მილიონი ლარის, განათ-ლების და მეცნიერების სამინისტ-რომ – 208.14 მილიონი ლარის, ხოლო სოფლის მეურნეობის სა-მინისტრომ – 36.78 მილიონი ლა-რის, რაც ჯამში მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, ანუ მთლიანი დაუხარჯავი რესურსის (2.08 მი-ლიარდი ლარი) თითქმის 50%-ს.

● ბიუჯეტის არასწორი დაგეგმ-ვა: დარჩენილი 1 მილიარდი ლა-რის დაუხარჯავი რესურსი მოდის უამრავ სხვადასხვა საბიუჯეტო მხარჯავ დაწესებულებაზე: ეს და-წესებულებები ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ დახარჯონ,

შემდეგ ვეღარ ხარჯავენ და ამ დაუხარჯავ რესურსს წლის დას-რულებამდე ვერც სხვები იყენებენ. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის პრობლემა, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ თანხების ათვისება ვერ ხდება, 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა დარ-წმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თანხების ათვისებაში ისეთი მძიმე მდგომარეობა როგორც დღესაა, არასდროს არ ყოფილა.

ამგვარად, რისკი იმისა, რომ დაგეგმილი სახსრების ათვი-სება, რაც 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო, 2015 წელსაც გაგრძელდება, საკმაოდ მაღალია თუ მთავრობამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო პრობლემის გამოსასწორებლად. მთავრობის მიერ დაგეგმილზე ნაკლები სახსრების ათვისება კი უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო III-IV კვარტლებში გამალებული ხარჯვა იმის საკომპენსაციოდ, რომ ხარჯები I-II კვარტლებში არ იქნა გაწეული, ინფლაციის სრულიად აშკარა რისკებთან არის დაკავში-

რებული. ამასთანავე, მთავრობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლის ბიუჯეტები, არა მხო-ლოდ დეფიციტურია, არამედ ამ დეფიციტის დიდი ნაწილი ვალით ფინანსდება. ამასთან, 2015 წელს მისაღები კრედიტების უდიდესი ნაწილის აღება საინვესტიციო მიზნებისთვის ხდება.

5. რეკომენდაციებიყოვლივე ზემოაღნიშნულიდან

გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია:

1. მთავრობამ გაითვალისწინოს 2013-2014 წლების გამოცდილება და ხარჯების ათვისებაში შეფერ-ხებებზე მოახდინოს დროული რეაგირება და პოლიტიკის ადეკვა-ტური ცვლილებები: აღმოფხვრას ის მიზეზები, რის გამოც ინფრასტ-რუქტურის სამუშაოებზე 2013-2014 წლებში ვერ დაიხარჯა ასეულო-ბით მილიონი ლარი.

2. მთავრობამ უნდა გაითვა-ლისწინოს, რომ გადასახადების ამოღება კომპლექსური პრობლე-მაა და მოითხოვს კომპლექსურ გადაწყვეტას, პირველ რიგში კი

ეკონომიკური ზრდის უფრო მა-ღალ ტემპს, რაც სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად სხვა ფაქ-ტორებზეც არის დამოკიდებული (პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, საკანონმდებლო ინიციატივები და ა.შ.). გარდა ამისა, საჭიროა საგადასახადო ადმინისტ-რირების მნიშვნელოვანი გაუმჯობე-სება, რაც მთლიანად მთავრობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

3. მთავრობამ კარგად უნდა გაანალიზოს სხვა შემოსავლების შემცირების ტენდენციის გაგრძე-ლების მიზეზები.

4. მთავრობამ უნდა დაასაბუ-თოს სახელმწიფო აპარატის შრო-მის ანაზღაურების 358.5 მილიონი ლარით ზრდის აუცილებლობა.

5. ფინანსთა სამინისტრომ შესა-ბამის სამინისტროებთან კონსულ-ტაციით პროგრამულ დანართში უნდა ასახოს წინამდებარე მიმო-ხილვაში (თავი 3.5) მოცემული იმ პროგრამების აქტივობები, რო-მელთა დაფინანსებაც 2015 წელს გაიზარდა.

მიხეილ კუკავა10 დეკემბერი, 2014

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს პარლამენტმა მომავალი, 2015 წლის სახელმ-წიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამავე დროს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში შევი-და დოკუმენტი, რომლის თანამხ-მადაც, მოქალაქეებს 2015 წელს მიღებული შემოსავლებიდან და-უბეგრავი მინიმუმი უკან აღარ დაუბრუნდება. რა არის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, რატომ ფიქრობს მთავრობა დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის შეცვლას,- ამ საკითხებზე პარლამენტის სა-ფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გვესაუბრება:

-2015 წლის ბიუჯეტი შედარებით უკეთესი და მაღალი პარამეტრებით დაიგეგმა, ვიდრე იყო ნებისმიერი გასული წლების ბიუჯეტი. საგადა-სახადო შემოსავლები 771 მილიონი ლარით იზრდება. ეს ძალიან თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა წლევან-დელმა შედეგებმა, საგადასახადო შემოსავლების ჭარბი რაოდენობით შემოსვლამ, მოგვცა ასეთი ოპტიმიზ-მის საშუალება.

შემოსავლებში საკმაო სეგმენტი უჭირავს საგარეო და საშინაო ვალს. შიგა ვალი, გასული წლის მსგავსად, 600 მილიონი ლარია. ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიან-ტში საშინაო ვალი 400 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, მაგ-რამ შემდგომ, როდესაც პენსიებისა და სოციალური პაკეტების ზრდა დაიგეგმა, შიგა ვალის რაოდენობაც 200 მილიონი ლარით გაიზარდა.

ზოგადად ვალების რაოდენობა არ არის საშიშ ნიშნულზე. შიგა ვალს აქვს კიდევ ერთი კარგი პლუსი, - ის სავალუტო კურსზე ახდენს დადებით გავლენას. თანაც ეს ვალი არ არის მაღალპროცენტიანი. რა თქმა უნდა, უფრო მაღალპროცენტიანია, ვიდრე საგარეო ვალი, თუმცა ამ 600 მილი-ონი ლარიდან 200 მილიონი ლარი მიიმართება ნაშთში, ანუ რეზერვში.

ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში შესრულებადია და აქ ყველაზე ნაკ-ლებ საფრთხეს ველოდები.

რაც შეეხება ხარჯებს, ყველაზე უფრო მეტად ვშიშობ ხარჯების გაწევის მიმართულებით იმიტომ, რომ წელს ცუდი შედეგები გვაქვს. მაგალითად, 9 თვის მონაცემებით, მთელ რიგ უწყებებში თანხების დაბალი ათვისებაა: ინფრასტრუქ-ტურის სამინისტრომ მისთვის გან-

საზღვრული თანხის 50% აითვისა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 40%, ძალიან და-ბალია ამ კუთხით განათლების სამინისტროს მაჩვენებელი.

-ბატონო ნოდარ, რა არის მი-ზეზი?

-პროექტების შესრულებისას, თუ არ დამთავრდა ერთი ეტაპი, ვერ მიიღებ მეორე ეტაპის თანხას. მაგალითად, ავიღოთ მაქათუბნის ხიდი. მაქათუბნის ხიდის მშენებლო-ბისთვის ვერ გაიცემა საბოლოო თანხა, თუკი არ დასრულდა მისი მშენებლობა. გეგმა-ხარჯი ვთქვათ 120 ათასი ლარია, ამ დროს ათვი-სებულია 40 ათასი ლარი.

ვფიქრობ, რომ ცუდი პრაქტიკაა, როდესაც ბოლო თვეებში - ნოემ-ბერ-დეკემბერში იყო უფრო დიდი ხარჯი, ვიდრე სხვა თვეებში.

სხვა მხრივ უკეთესი ბიუჯეტია, სოციალური მიმართულებით გაზრ-დილია თანხები, სხვადასხვა კომ-პონენტი დაემატა საყოველთაო დაზღვევას და ა. შ.

სექტემბრიდან იზრდება პედაგოგ-თა ხელფასები და პენსიები. კარგი იყო, რომ ეს იანვრიდან მომხდარი-

ყო. ერთადერთი, რაზეც შეიძლება შემოგვედავონ ბიუჯეტის შემომტან-საც და დამმტკიცებელსაც ისაა, რომ უფრო გონივრულად შეიძლებოდა ხარჯების გადანაწილება.

ბიუჯეტს რომ გადაავლებთ თვალს, გარკვეული ადმინისტ-რაციული ხარჯების ზრდა ჩანს, მაგრამ ამას აქვს ახსნა. აქამდე ბევრი ხარჯი ბიუჯეტში ერთ მუხლ-ში იყო მოცემული და ხელფასები არ იშიფრებოდა. მაგალითად, კულტურის სამინისტროს სსიპ-ების სუბსიდიებში არ ჩანდა ხელფასები. ამჟამად ეს ჩაშლილი ფორმითაა. დაახლოებით 50 მილიონი ლარი მხოლოდ კულტურის სამინისტროში ჩაიშალა ხელფასებსა და შტატებში, რაც ადრე იყო დამალულ მუხლად.

დაახლოებით 6-6 მილიონი ლარი განათლებისა და სპორტის სამინისტროებში შეტანილი იყო საერთო მუხლში, ახლა უკვე გა-

იშიფრა ხელფასებსა და შტატებში.ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვა-

დასხვა კანონები მივიღეთ. მაგა-ლითად, გავზარდეთ აქციზის გადა-

სახადი სპირტიან სასმელებსა და თამბაქოზე. აქედან დაახლოებით 160 მილიონ ლარს მიიღებს ბიუჯეტი. ასევე შევცვალეთ ზოგიერთი წესი. განსაკუთრებით განსჯადი აღმო-ჩნდა უმაღლესი სასწავლებლების ხაზინის სისტემაში მოქცევის თემა. ხაზინა ჩვეულებრივი საბანკო დაწე-

სებულებაა. თვითმმართველობების სახაზინო მომსახურებაზე გადასვლა გადაუდებლად აუცილებელია იმი-ტომ, რომ ძალიან ბევრი ხარჯი, მათ შორის ხარაგაულში, ვერ ეტევა კანონში. საბანკო დაწესებულება არ არის ვალდებული, რომ შენი ოპერა-ციების კანონიერება განსაზღვროს, ხაზინას კი აქვს ამის ვალდებულება.

დავამუშავე უმაღლესი სასწავ-ლებლების ხაზინაზე გადასვლის თემა. მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს 2 800 უცხოელი სტუდენტი, რომელთაც ბაკალავრიატში სწავლისას, ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით 360 მილიონი დოლარი შემოაქვთ საქართველოში სწავლის ღირებუ-ლების სახით. უცხოელი სტუდენტი საქართველოს სამედიცინო უნივერ-სიტეტში იმიტომ მოდის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკე-თესო 150 უნივერსიტეტს შორისაა.

ეს უნივერსიტეტი ბიუჯეტიდან იღებს მილიონნახევარი ლარის სუბსიდიას. ხაზინა აკვირდება, როდესაც უნივერ-სიტეტის შემოსავალი წელიწადში

დაახლოებით 90 მილიონია, რატომ უნდა მისცეს სახელმწიფომ სუბსიდია.

მუნიციპალიტეტების გამო -თანაბრებითი ტრანსფერები მცირ-დებოდა საკუთარი შემოსავლების ზრდასთან ერთად. ამ ფორმულით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკ-ლდებოდა 4,5 მილიონი ლარი.

ახლა მივიღეთ ასეთი ნორმა, რომ გამოთანაბრებითი ტრანსფერი 2015 წელს არ იყოს 2014 წელზე ნაკლები. მომავალში უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ტრანსფერზე საკუთარი შემო-სავლების გავლენა შევასუსტოთ.

საბიუჯეტო კოდექსში შედიოდა ცვლილება და ერთი დონის ბი-უჯეტიდან შეიძლებოდა თანხის გადარიცხვა მეორე დონის ბიუჯეტში. გამოვედი და ვთქვი, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ არ დაუჭერდნენ მხარს ამ ცვლილებას, რადგან აქ არაფორმალური მმართველობის რისკს ვხედავდი განსაკუთრებით გუბერნიებთან მიმართებაში. ამის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ შეცვალა ფორმულირება და ჩაიწე-რა, რომ ერთი დონის ბიუჯეტიდან შეიძლება თანხის გადარიცხვა მეორე დონის ბიუჯეტში, თუ ეს შედის თვითმ-მართველობის საკუთარ უფლებამო-სილებაში და ეხება ორივე მუნიციპა-

ლიტეტს. მაგალითად, ზესტაფონმა და ხარაგაულმა რომ გააკეთონ წყლის საერთო სისტემა და სხვ.

2015 წელს თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრ-დება. ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით, თავდაცვისა და შს სამინისტროების - 15-15 მილიონი ლარით იმატებს. ვფიქრობ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი კარგი პარამეტრების ბიუჯეტია ბოლო წლების განმავ-ლობაში.

რაც შეეხება დაუბეგრავ მინი-მუმს, ორი წლის წინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომ დაუბეგრავი მინიმუმი უნდა დაუბრუნდეს უკან იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 6 ათას ლარს არ აღემატება.

ფინანსთა სამინისტროს ინიცი-ატივაა, რომ 2015 წელს მიღებუ-ლი შემოსავლებიდან დაუბეგრავი მინიმუმი უკან აღარ დაუბრუნდეს დასაქმებულს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეს ინიციატივა განვიხი-ლეთ. კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ განვიხილოთ სესიაზე. დავსვი კითხ-ვები საზოგადოების სახელითაც, რადგან დაუბეგრავი მინიმუმის თემა ჩვენი საარჩევნო დაპირების ნაწილია. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ თანხებს მომავალში სოციალური მიზნით გამოიყენებს. ვფიქრობ, რომ დაუბეგრავი მინიმუმიც სოციალური პროექტია, რადგან ეხება ყველაზე მე-ტად დაბალშემოსავლიან ადამიანებს. ამ მიზნით დაახლოებით 140 მილი-ონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან.

მე არ ვარ დაბალშემოსავლიანი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც იღებს დაბალ ანაზღაურებას, უკან იბრუნებს დაუბეგრავ მინიმუმს. თუ ეს სოციალური პროექტია, მაშინ ჩვენ ოჯახს სოციალური დახმარება არ სჭირდება. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ვიღაც დაზარალდება, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ ისეთ პაკეტს, რომლითაც უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი მიიღებს თანხას და უკეთესი სქემა იქ-ნება, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ. უნდა დავრწმუნდე, რომ დაუბეგრავ მინიმუმზე უკეთესი სოციალური პროგრამა განხორციელდება. ასე რომ, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ბიუროკრატიული აპარატის დაფი-ნანსებაზე რომ მიიმართოს ეს თანხა და ამის საშიშროება დავინახო, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ.

ნინო კაპანაძე

ნოდარ ებანოიძე - ტრანსფერზე საკუთარი შემოსავლების

გავლენა უნდა შევასუსტოთ

მეორე გვერდიდან

Page 4: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

4 xtvb [fhfufekb 19 დეკემბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელ-შეწყობის ცენტრის (უფროსი მამუ-კა ჭიპაშვილი) ინიციატივითა და მხარდაჭერით 14 დეკემბერს ხარა-გაულში გაიმართა ტრენინგი თე-მაზე „ახალი თაობა მშვიდობიანი ცვილებებისთვის.“ ტრენინგი, კავ-

კასიის ახალგაზრდული ცენტრის პრეზიდენტ გიორგი აზარიაშვი-ლის ხელმძღვანელობით, ამავე ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობდნენ ხარაგაულის სკოლების დამამთავ-რებელი კლასების მოსწავლეები.

კავკასიის ახალგაზრდული

ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი აზარიაშვილის თქმით, ეს ორგა-ნიზაცია უკვე ორი წელია ფუნქ-ციონირებს საქართველოში და ბევრი პროექტი განახორციელეს. ორგანიზაციის მთავარი მისიაა ახალგაზრდობის ჩართვა მიმდი-ნარე პროცესებში, მათში სამოქა-ლაქო კულტურის განვითარება და თვითცნობიერების ამაღლება.

„ჩვენი ერთ-ერთი პროექტის „მასტერფის საქართველო,“ მთავა-რი მიზანია მშვიდობიანი გზებითა და მშვიდობიანი პროცესებით სახელმწიფოებსა და მსოფლიოში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა,“ - ამ-ბობს გიორგი აზარიაშვილი.

ტრენინგის „ახალი თაობა მშვი-დობიანი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში მონაწილეები გაეც-ნენ სამოქალაქო საზოგადოების როლს, ძალადობის გავლენას მოქალაქის ცნობიერების ფორმი-

რებაზე. ახალგაზრდებმა შრილან-კის მოქალაქისგან მოისმინეს შრი-ლანკის ისტორია და კულტურა. გაეცნენ მსოფლიო ლიდერების როლს მსოფლიო ქვეყნების განვი-თარებაში. განიხილეს მსოფლიო ლიდერების ცხოვრება და მოღ-ვაწეობა. ისაუბრეს განათლების როლზე მშვიდობიანი, უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ჩამო-ყალიბებაში.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის მოსწავლე სალომე კვირი-კაშვილი ამბობს, რომ ამ ტრენინ-გის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენრტიდან შეატყობინეს. „ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი რამ გავიგეთ. უცხოელმა სტუმარმა საინტერეოდ ისაუბრა თავისი ქვეყნის, შრილანკის, შესა-ხებ. ღონისძება ძალიან მომეწონა. იმედია, კიდევ გვესტუმრებიან და გვესაუბრებიან მსგავს თემებზე,“ - ამბობს სალომე.

საინტერესო აღმოჩნდა ტრე-ნინგი ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ღონღაძისთვი-საც: „გავიღრმავე ცოდნა უამრავ საკითხზე. მინდა ამ ჯგუფთან ერთად მომავალშიც გავაგრ-ძელო მუშაობა. ვფიქრობ, ასეთი პროექტები ხარაგაულში ხელს შეუწყობს ბავშვების ცნობიერების ამაღლებას“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ბერიკა თურმანიძე ამბობს, - როდესაც ამ ორგანიზა-ციის შესახებ გავიგეთ, დავუკავ-შირდით მის ხელმძღვანელს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ტრე-ნინგი ჩატარდა, მონაწილეებიც კმაყოფილები არიან. იმედი მაქვს აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ ორგანიზა-ციასთან.

თამთა გოგოლაძე

ასოციაცია „ბალავარის“ პროექ-ტში „ვუერთდებით ევროპას“ ხარა-გაულიდან სამი საჯარო სკოლა ჩაერთო. ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინათინ ბოჭორიშვი-ლის ინფორმაციით, პროექტის მი-ზანია მოსწავლეების მათემატიკით დაინტერესება.

ბორისა და ვერტყვიჭალის სა-ჯარო სკოლები (დირექტორები ჰამლეტ ბერაძე, ლენა აბაში-ძე) ჩაერთვენ კონკურსში „მათე-მატიკური წარმოდგენა,“ ხოლო ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კვინიკაძე მათე-მატიკური პოსტერების კონკურსის მონაწილეა.

ვერტყვიჭალის საჯარო სკო-ლის მათემატიკის მასწავლებ-ლის, დოდო ლილუაშვილისთქმით, მათემატიკა საკმაოდ რთული მეც-ნიერებაა. „თეატრალური წარმო-დგენისთვის შევარჩიე ის მოსწავლე-ები, რომლებიც უფრო ძლიერები არიან ჰუმანიტარულ საგნებში. მიზნად დავისახე, რომ მოსწავ-ლეებს გაკვეთილებზე შესწავლილი თეორიული მასალა - ფართობი, პერიმეტრი, მოცულობა, სამკუთ-ხედი, პრაქტიკაში გამოეყენებინათ. ეს დავაკავშირეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან,“ – ამბობს დოდო მასწავლებელი.

ბორის საჯარო სკოლის მა-თემატიკის მასწავლებელმა ლია

ჩადუნელმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია მათემატიკა უფრო საინტე-რესო და სახალისო გახდეს მოს-წავლეებისთვის. „გადავწყვიტეთ, თეატრალური წარმოდგენით უფრო გასაგები ყოფილიყო მოს-წავლეებისთვის გეომეტრიის ორი სამყარო: მრგვალი ფიგურები და მრავალკუთხედები,“ – ამბობს ლია ჩადუნელი.

კონკურსის ჟიურის გადა -წყვეტილებით, „მათემატიკური წარმოდგენის“ ორივე მონაწილე გადავიდა შემდეგ ტურში, პირ-ველი ტურის გამარჯვებულია გიორგი კვინიკაძე, რომელმაც გეომეტრიული ფიგურებით შთამ-ბეჭდავი პოსტერი შექმნა.

ჟიურის თავმჯდომარის, რე-სურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის თქმით, გამარჯვებული სკოლების წარმოდგენები ელექ-ტრონულად გაიგზავნება რესპუბ-ლიკური ტურისთვის. „მოსწავლე-ები ამ წარმოდგენებს თბილისშიც გამართავენ. ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული სკოლის გუნდი ევროპაში გაემგზავრება,“ - აღნიშ-ნა დავით კიკნაძემ.

ნინო კაპანაძეფოტოზე: „მათემატიკური წარმო-

დგენა“ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწი-ლეობით

მათემატიკური კონკურსი - „ვუერთდებით ევროპას“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №58

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის უფროსი სპეციალისტი ბერიკა თურმანიძე ახლახან იმერეთის სკაუტური ორგანიზაციის უფროს ლიდე-რად აირჩიეს. ბერიკამ ბაქოში გაიარა ტრენერთა ტრენინგი, რისთვისაც მას გადაეცა შესაბა-მისი სერთიფიკატი და მიენიჭა უფლება, რომ ახალგაზრდებს გარკვეულ თემებზე ჩაუტაროს ტრენინგები.

საქართველოში სკაუტური ორ-განიზაცია 1994 წლიდან არსე-ბობს. ერთი წელია, რაც ამ ორგა-ნიზაციას ხარაგაულიც შეუერთდა. ბერიკა თურმანიძე აქტიურად მო-ნაწილეობს სკაუტურ ღონისძიებებ-ში. გასულ ზაფხულს ის მიწვეული იყო ვარციხის სკაუტურ ბანაკში ლიდერად. სკაუტურმა ორგანი-ზაციამ რომ ბერიკას აქტიურობა შეაფასა, ის უფროს ლიდერად დაასახელეს.

ბერიკას თქმით, წელს იაპო-ნიაში იმართება საერთაშორისო სკაუტური ბანაკი, სადაც მონაწი-ლეობას მიიღებენ მსოფლიოს სკაუტური ქვეყნები. ასეთივე ღონისძიებები და ტრენინგები იგეგმება რუსეთსა და პოლო-

ნეთში. ბერიკას თქმით, თუ ექნე-ბა ფინანსური შესაძლებლობა, აუცილებლად გაემგზავრება ამ ქვეყნებში. ბერიკა აქტიურად თანამშრომლობს იმერეთის სხვა სკაუტებთანაც და მათთან ერთად გეგმავს სხვადასხვა სკაუტურ ღონისძიებებს. „მინდა, რომ სკა-უტურ აქტივობებში ხარაგაულელი ახალგაზრდები უფრო აქტიურად ჩაერთნონ და შეიძინონ გამო-ცდილება ამ მხრივ,“- ამბობს ბერიკა თურმანიძე.

თამთა გოგოლაძე

ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის

ბერიკა თურმანიძე სკაუტების უფროსი

ლიდერია

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე სალომე გოგოლაძე (მასწავლებელი მანანა ლომიძე) და XI კლასის მოსწავლე თამარ ლომიძე (მასწავლებელი ლელა სამხარაძე) საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისგან გამოცხადებულ სასკო-ლო-სამეცნიერო კონფერენციაში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ ჩაერთ-ვენ. კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა კვლევითი და შემოქ-

მედებითი უნარის წარმოჩენას. თამარ ლომიძე ნაშრომით

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ კონფერენციის II ტურში გადავიდა. თამარის ნაშრომი ასახავს ჩვენი სოფლის მკვიდრის, საქართვე-ლოს კათოლიკოს-პატრიარქის, ქრისტეფორე II ციცქიშვილის (1927-1932 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

11 დეკემბერს თამარ ლომიძე მიიწვიეს სამების ახალგაზრდობის ცენტრში მეორე ტურში მონაწილე-ობის მისაღებად. მოსწავლეებს

უნდა დაეწერათ თავისუფალი თემა. თამარ ლომიძემ აირჩია თემა: „პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა.“ იმედია, თამარის ნამუშევარს მოიწონებენ და კვლავ გაგვახარებს თავისი წარმატებით.

ლელა სამხარაძევერტყვიჭალის საჯარო

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ფოტოზე: თამარ ლომიძე პე-დაგოგთან და დამკვირვებელთან ერთად

წარმატებით გევლოს, თამარ!

Page 5: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

5xtvb [fhfufekb19 დეკემბერი, 2014 წ.

გალაკტიონის იუბილე ზვარის საჯარო სკოლაში

ქართველი კლასიკოსის, გენი-ოსი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 123 წლისთავი შეს-რულდა. მისი საოცარი შემოქმე-დების განსხვავებულობა, ლექსის საოცარი რითმის შეგრძნება მას გამორჩეულ ადგილს უმკვიდრებს მსოფლიო ლიტერატურაში.

დიდი მგოსნებისადმი მოწიწე-ბის, სიყვარულის გამოხატულება იყო ერთი არაჩვეულებრივი ღო-ნისძიება ზვარის საჯარო სკოლაში.

უფროსკლასელებმა საინტე-რესოდ გაიხსენეს გალაკტიონის ბიოგრაფია, მისი მასწავლებ-ლობის პერიოდი ხარაგაულში,

კერძოდ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში, მისი ცხოვრების საინ-ტერესო დეტალები. ერთმანეთს მოსდევდა მხატვრულად წაკითხუ-ლი ლექსები, წერილები პირადი ურთიერთობებიდან, სხვადასხვა მწერლების ნააზრევი გალაკტიონ-ზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავად წარმოადგინეს მოსწავლეებმა ლექსი „მესაფლავე“ მინი სპექ-ტაკლით.

ვისურვებდი, რომ ასეთი საინტე-რესო შემეცნებითი ღონისძიებები მრავლად იყოს ჩვენი სკოლის ცხოვრებაში. გალაკტიონის იუბი-ლე მასწავლებლების - ციცინო აბულაძისა და სოფიკო ჩიტაძის ინიციატივით მოეწყო. მადლობა მათ და VIII-XI კლასის მოსწავ-ლეებს ერთი სასკოლო დღის გალამაზებისათვის.

ნატო შათირიშვილიზვარის საჯარო სკოლის

დირექტორი

ამ დევიზით წარიმართა 11 დეკემბერს სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში ღონისძიება, რომელიც სკოლის წარმატებულ შემოქმედ მოსწავლეებს მიეძღვნა. ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხატვის შესწავ-ლას (პედაგოგი იზო გველესიანი).

ხელოვნების ნიმუშის შექმნას, ნიჭთან ერთად, დიდი შრომისმოყ-ვარეობა და რუდუნება სჭირდება. სწორედ ამის ხარჯზე აღწევენ ჩვენი მეგობრები სათანადო წარ-მატებებს. ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის-გან ჩატარებულ ხატვის კონკურსში გაიმარჯვეს და 1-2 ადგილები და-იკავეს ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა თეონა ჭყოიძემ და მარიამ ფცქიალაძემ. თეონა ჭყო-იძის ნახატები მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იყო გამოფენილი, რაც დიდი პატივია თითოეული ადამი-ანისათვის. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატი-ვით სკოლის დირექციამ ნორჩ ხელოვანებს სკოლაშიც მოუწყო გამოფენა და ღონისძიებაც მივუძ-ღვენით მათ. სკოლის თანამშრო-

მელმა თამუნა ჭყოიძემ მოამზადა საინტერესო ვიდეორგოლი, რო-მელმაც ღონისძიება გაალამაზა. მასწავლებლებმა ისაუბრეს ხატვით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ ნამუშევრებზე. თეონა ჭყოიძემ და მარიამ ფცქიალაძემ თავიანთი ნახატების შექმნის პროცესზე საინ-ტერესო ეპიზოდები გაიხსენეს. მათ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ იზო გველესიანს, - მასწავლებელს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს მოსწავლეების ხატვით დაინტერე-სებისთვის; სკოლის დირექციას - გამოჩენილი ყურადღებისათვის.

სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ წარმატებულ მოსწავ-ლეებსა და მათ პედაგოგს დიპ-ლომები, წიგნები და სახატავი საშუალებები გადასცა საჩუქრად. ეს დღე თითოეული ჩვენთაგა-ნისათვის იყო კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ შენი შრომა ყოველთვის მოგიტანს სიხარულს. ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება.

ნანა ჭყოიძემოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარე

ხელოვნება სულის საზრდოა

ბორის საჯარო სკოლაში ამ სასწავლო წლის დასაწყისიდან მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ერთ-ერთი მათგანია 10 დეკემბერს განხორციელებული სასწავლო ექსკურსია თბილისში კოკა კოლას, საგურამოში ლუდ-სახარშ „ზედაზენის“ და მცხეთაში მინის ქარხნებში.

მოსწავლეთა ინტერესი ტექნიკუ-რი და საბუნებისმეტყველო საგნების

მიმართ ნაკლებია. შესაბამისად, მოტივაციის ამაღლებისა და დაინ-ტერესების მიზნით, მოვამზადეთ პროექტი „ქიმია ჩვენს ცხოვრებაში,“ რომელიც დააფინანსა არასამთავ-რობო ორგანიზაციამ „ფონდი თბი-ლისის მოზარდთა სახლი.“ საექს-კურსიო ჯგუფში შედიოდნენ მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეები. ექსკურსია აღმოჩნდა ძალიან საინტერესო

და ნაყოფიერი. მოსწავლეებმა დაათვალერეს თანამედროვე ტექ-ნოლოგიებით აღჭურვილი საწარ-მოები, მიიღეს ინფორმაცია სამივე საწარმოში მიმდინარე ტექნოლო-გიური პროცესების, წარმოებული პროდუქციის, წარმოებისთვის სა-ჭირო პირობების შესახებ. იმედია, ეს ინფორმაცია მათ დაეხმარება შესწავლილი თეორიული მასალის უკეთ გაგება-გააზრებაში, სამომავ-ლოდ პროფესიის არჩევასა და თვალსაწიერის გაფართოებაში.

ექსკურსია დავასრულეთ უფ-ლისციხის მონახულებით.

მადლობა მხარდაჭერისათვის „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ ხელმძღვანელს და ჩვენი სკოლის ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც მოგვცეს ამ ექსკურსიის მოწყობის საშუალება, საწარმოთა ხელმძღვანელებს - მასპინძლობის-თვის, ჩვენი სკოლის დირექციასა და პედაგოგებს თანადგომისთვის.

ქეთევან პავლაძებორის საჯარო

სკოლის პედაგოგი

მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით

მოსწავლეთა შემოქმედება

უკვე ერთი თვეა, აცივდა. მზე ხანდახან გამოიხედავს ღრუბლე-ბიდან. უნდა, რომ თავისი მცხუნვა-რე სხივებით გაათბოს დედამიწა, მაგრამ ეტყობა ძალა აღარ ჰყოფ-ნის და დარდიანი ისევ ღრუბლებს მიეფარება ხოლმე. ზამთრის პირი ნელ-ნელა ეპარება ჩემს სოფელს. თოვლი ჯერ დედაბერას დაფა-რავს, მერე საქუმრისა და თაისის მთებს გადაევლება თეთრად. მართალია, მზე ისე ლაღად ვეღარ ანათებს, მაგრამ დათოვლილი ნაძვები თეთრჩოხიანი მხედრები-ვით, მაინც ამაყად გადმოჰყურებენ მოწყენილ სოფელს.

სოფელი კი მართლაც მოწ-ყენილია, სულ რაღაც ათიოდე სახლიდან ამოდის კვამლი. არ ისმის ბავშვების ჟრიამული. თითქ-მის დაცლილია ჩემი სოფელი. ყა-

ვისფერი ფოთლებით დაფარულ მიწას მალე დაფარავს თოვლი. შიმშილით შეწუხებული შაშვები ხშირად ესტუმრებიან ჩემს ეზოში დახუნძლულ ხურმას. ისინი არ-სად მიდიან, - აქ, ჩემთან ერთად გამოიზამთრებენ... ფანჯრის რა-ფაზე ჩამწკრივებული ბეღურები ისე გამოიყურებიან, თითქოს შინ შემოშვება უნდოდეთ. რა ქნან, ცივათ...

მალე საშობაო არდადეგები დაიწყება. ქალაქიდან ჩემი მე-გობრები ჩამოვლენ. ისევ შეივსება და გამხიარულდება ჩემი ნუნისი... თუმცა ეს მხიარული დღეები დიდ-ხანს არ გრძელდება. მეგობრები მალე ბრუნდებიან უკან ქალაქში და მე ისევ მარტო ვრჩები.

თემიკო მაღლაკელიძეზვარეს საჯარო სკოლა, მე-5 კლ.

მოწყენილია დაცლილი სოფელი...

ჯერ კიდევ ადრეა დილამდე,როგორ გაგრძელდა ღამე,ცას შევყურებ და ვხედავ,როგორ დაგორავს მთვარე.ხეებს რა უნდათ ნეტავ,რას ჩურჩულებენ ამდენს,მეც დამიგროვდა სათქმელი,

მოდი, რომ გითხრა რამე.ცა რომ ცრემლებად იღვრება,მიწას დანამავს ცრემლი,სევდა დანამავს ჩემ თვალებს,ნუგეშს შენიდან ველი.

შალვა თიკანაშვილიზვარეს საჯარო სკოლა, მე-11 კლ.

...

ზამთრის ცივი, სუსხიანი დღის მიუხედავად, სოფელ ხევის სასოფ-ლო კლუბი ხალხს ვერ იტევდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, როცა მასწავლე-ბელმა ნატო ბლიაძემ X კლასე-ლებს პროექტების არსი გააცნო, მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, განეხორციელებინათ რომელიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ფიქ-რისა და კამათის შემდეგ კლასმა გადაწყვიტა, პროექტი მიეძღვნათ ხარაგაულელი ტრავმირებული მოსწავლის გოგა ხახალაშვილის თანადგომისათვის.

მოსწავლეებმა ყველაფერი თვითონ, უფროსების დაუხმა-რებლად, გააკეთეს, - მოამზადეს საკონცერტო ნომრები, მოიარეს სოფლის უბნები, შეხვდნენ მოსახ-ლეობას, მოიწვიეს სტუმრები და დადგა ყველაზე ამაღელვებელი წუთები, როცა სკოლას, ღონის-ძიების დღეს, თვითონ გოგა ხა-ხალაშვილი და დედამისი ეწვია.

ცეკვა, სიმღერა, ლექსი თუ იუმორისტული სცენები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მოსწავლეთა უმ-რავლესობა, რომელთაც სცენაზე პირველად შედგეს ფეხი, ყველა-ფერს აკეთებდა თავდაუზოგავად, პატარა გოგასთვის თანადგომის

გამოსახატად.სასიხარულოა ის ფაქტი, რომ

როცა მეათეკლასელებმა საქველ-მოქმედო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მეზობელ სკოლებს მი-მართეს, მათაც დიდი ჩართულო-ბით გაუწიეს თანადგომა პატარა გოგას. ბორითის საჯარო სკოლის გოგონათა ანსამბლმა ცეკვებიც კი შესთავაზა მაყურებელს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ვერტყ-ვიჭალის საჯარო სკოლის დირექ-ტორი ქალბატონი ლენა აბაშიძე თვითონ ჩაერთო აქციაში თავის მოსწავლეებთან ერთად. ნადაბუ-რის საჯარო სკოლის (დირექტორი დოდო ხაჩიძე) მოსწავლე-ახალ-გაზრდობამაც თავისი წვლილი შეიტანა ამ აქციაში. განსაკუთ-რებული მოწონება დაიმსახურეს ხევის საბავშვო ბაღის (გამგე ნინო ბუხნიკაშვილი) აღსაზრდელებმა სცენაზე მხატვრული ნომრების შეს-რულებისათვის. აქციაში ჩაერთვენ მასწავლებლები და მშობლები. კონცერტზე შემოსული სოლიდური თანხა სრულად გადაეცა გოგას. კონცერტის დასასრულს გოგამ და მისმა დედამ მადლობა გადა-უხადეს აქციის ყველა მონაწილეს თანადგომისათვის.

მანანა ტაბატაძეხევის საჯარო სკოლა

პროექტი - გოგას დასახმარებლად

Page 6: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

6 xtvb [fhfufekb 19 დეკემბერი, 2014 წ.

მრავალფეროვანი დეკემბერი ბორის სკოლაში

გამოიცა დონარი ბერიძისა და გოჩა პავლაძის წიგნი „ბორი.“

„წიგნში „ბორი“ ახლებურადაა წარმოდგენილი სოფელ ბორში ჩატარებული მეტად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრების ისტო-რია, მოძიებული უნიკალური საგან-ძურის აღწერა, მისი შემდგომი ბედი. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია იმერეთის ზნე-ჩვეულებები, ყოველდ-ღიური ყოფის ამსახველი მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა, მოთხ-რობილია ცნობილი და კოლორიტი ბორელების შესახებ...

მხოლოდ საკუთარ მხარეზე შეყ-ვარებულ, განათლებულ ადამიანებს ძალუძთ ასეთი ღირსეული საქმის კეთება. ეჭვი არ მეპარება, ეს წიგნი არა მარტო იმერეთში, საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებთა კარს შეაღებს და მათ სამაგიდო წიგნად იქცევა,“ - აღნიშნავს წიგნის „ბორი“ შესახებ მწერალი, აჭარის დამსახუ-რებული მოღვაწე მეცნიერებისა და განათლების დარგში ოთარ გაბუნია.

ამ წიგნიდან გთავაზობთ ნაწყვეტს - „ბორის განძი.“ ერმანოზ პავლაძის მონათხრობი ჩაწერილია აწ გარდა-ცვლილი ახმედ გოგოლაძის მიერ.

● „ერთ მშვენიერ დღეს ტაქსით სოფელ ვანში გავემგზავრე იქაური ეკლესიის კედელზე შემორჩენილი მოხატულობის ფერად ფირზე გადა-საღებად. მძღოლმა, ნოდარ პავლა-ძემ, ჩემი მგზავრობის ამბავი რომ შეიტყო, ბორის განძზე ჩამომიგდო სიტყვა. საქართველოს ისტორიის ნარკვევებში წაკითხული მქონდა, რომ ბორში ნაპოვნია დიდძალი განძი, რომელიც ბორის განძის სა-ხელითა ცნობილი - მეტი არაფერი ვიცი-მეთქი, გამოვუტყდი, - ასე იწყებს ბორის ისტორიული განძის შესახებ ამბის თხრობას აწ გარდაცვლილი ახმედ გოგოლაძე, ხარაგაულის მხა-რეთმცოდნეობის მუზეუმის ყოფილი „მსახური,“ - როგორც იგი თავის თავს უწოდებს - კინორეჟისორ გივი ვეფხ-ვაძესთან საუბარში, რომელმაც თავი მოუყარა ახმედ გოგოლაძის შემოქ-მედებას და მისი სულის უკვდავებას ძეგლი დაუდგა პატარა წიგნის სახით, რომელსაც „მახსოვს ხარაგაული“ უწოდა. წიგნში მოთხრობილია ბო-რის განძთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც თვითონ განძის მპოვნელმა ერმანოზ პავლაძემ უამბო დაინტერე-სებულ ახმედ გოგოლაძეს.

-იმ განძისათვის პირველად ბაბუ-აჩემს, ერმინეს, მიუგნია, შემდეგ მის ძმას - ივანეს და მის შვილებსაც ბევრი რამ უპოვიათ, - მითხრა ნოდარმა, იმათგან მხოლოდ ერმანოზია ცოც-ხალი, ივანეს შვილი.

ძალზე გამახარა იმან, რომ შესაძ-

ლებლობა მეძლეოდა თვითმხილვე-ლისაგან გამეგო განძის ამბავი. მე და ნოდარი შევთანხმდით, რომ მეორე დღესვე ჩავიდოდი ბორში და იგი ერმანოზ ბაბუასთან შემახვედრებდა. მართლაც, მეორე დღეს უკვე ბორში ვიყავი, რა გამაჩერებდა შინ. ნოდარი ვენახს მარგლიდა. მე რომ დამინახა, მარგვლას თავი ანება და ერმანოზის მოსაყვანად წავიდა.

ერმანოზ პავლაძე 82 წლის ჭარ-მაგი მოხუცია, შესანიშნავი მეხსიერება აქვს და ყველაფერი ახსოვს. ამასთა-ნავე, იგი იუმორით დაჯილდოვებული ენაწყლიანი მოსაუბრეა და სიამოვნე-ბით ყვება გარდასულ დღეთა ამბებს: „მამაჩემი ივანე და ბიძაჩემი ერმინე, სამსონ მაჭავარიანის ყმები იყვნენ. ისინი ადრევე გაეყვნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე დასახლდნენ, თითო-ეულს ქცევანახევარი მიწა ერგო, რა-შიც ბატონს ქირას უხდიდნენ. ძალზე გაჭირვებულად ვცხოვრობდით.

1905 წელი იყო. ერთ ღამეს ერმინე ბიძიას წვეროსანი მო-ხუცი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს, შენს ყანაში ატმის ძირას, ოქროებია ჩაფლული, ამოთხარე და გამდიდრდე-ბიო. ბიძაჩემმა მეორე დღესვე დაიწყო თხრა. სულ გადათხარა იქაურობა, რაღაც იპოვა მაგრამ ჩვენ-თვის არ გაუმხელია.

მახსოვს იმ წელს რევოლუცია იყო, ალიხანოვმა გადაწვა ყვირილა, ცეცხლის ალის ნათება აქედან ჩანდა, სტრაჟნიკებს ბორში არ შემოუვლიათ, კიცხზე გადაიარეს. მერე ხარაგაულიც გადაეწვათ, შეშინებული ვიყავით, მარა გადავრჩით. ცხრაას ექვსში, როცა მიწყნარდა ყველაფერი, მამამ თქვა, - კაი ამინდები დაიჭირა ამ ზამთარში და სავენახედ მიწა გადავაბრუნოთო, დავიწყეთ მიწის თხრა მამამ, ჩემმა ძმამ არჩილმა და მე. ორი კვალი რომ გავიტანეთ, მესამე კვალში ნაცარა მიწა გამოჩნდა. მეორე ბარის პირზე ჩავჭე-რით თხრილი ხუთ ჩარექზე და ადამი-ანის თავის ქალას წავაწყდით. თავთან 12 ვერცხლის სინი ეწყო, სასწორის თეფშისხელა. ჩვენს სიხარულს საზღ-ვარი არ ჰქონდა. თხრის დროს ხუთი ჩონჩხი ამოვთხარეთ. სინების მეტი არაფერი ქონდათ ჩატანებული, ალბათ ღარიბები იყვნენ, მარტო სამს ჰქონდა თითზე ოქროს ბეჭედი. სინები იმდენი ამოვიღეთ, აღარც ვითვლიდით.

-ახლა რა ვქნათ?- ჩავარდით ჯავრში, გაყიდვა გვინდა, რა ვუყოთ ამ სინებს? გაგვიჩნდა ღვთისნიერი კაცი თომა მაჭავარიანი, ქუთაისში იყო ადვოკატად. გაგვირიგდა ვერცხლში, მისხალში ორ-ორ შაურს მოგვცემდა; ოქროს თუ ვიპოვიდით, - მისხალში თორმეტ აბაზს, - რა ვქნათ? რით

მივუწონოთ? სასწორი არ გვაქვს. ისევ თომა დაგვეხმარა, ყვირილაში ოქრომჭედელ დათა დუგლაძისაგან უნათხოვრებია. ის პირველი ნაპოვნი თორმეტი თუმნის გამოვიდა, გავიხა-რეთ ძალიან...

თომამ გვითხრა, კიდევ თხარეთ, იქნებ კიდე იპოვოთ რამეო. ჩვენც ვთხრიდით. ზამთარი იყო, მეტი რა საქ-მე გვქონდა. მესამე დღეს, აგერ ახლა მსხალი რომ დგას, იმის პირდაპირ წავაწყდით მდიდრის ჩონჩხს, ყურებზე საყურეები ჰქონდა. ხელებისკენ რომ გავყევით, ოქროს ბეჭდებიც აღმოჩნდა. მთელი ორი წელიწადი ვთხრიდით და ვპოულობდით ვერცხლსაც და ოქროულობასაც. ორი სამაჯური ვიპოვეთ. რა იყო, თუ იცით? თითოს თექვსმეტ-თექვსმეტი თვალი ჰქონდათ ჩასმული. ვპოულობდით ვერცხლის სინებს, ოქროს გულსაკიდებს, ბეჭდებს, საყურეებს და ვინ იცის, კიდევ რას. ოქ-როს ფულიც ვიპოვეთ, ახლა რომ ორ-კაპიკიანია, იმხელა იქნებოდა, ოღონდ

უფრო სქელი. თომამაც ვერ წაიკითხა, იმ ფულზე რა ეწერა. მერე გვითხრა, რუსეთში წაიკითხეს და თქვეს, ათას-სამასი წლის არისო. ვიპოვეთ რკინის აღვირი, ახლანდელ აღვირზე უფრო მსხვილი. ცხენი ყბის ძვლები იმხელა იყო, მეტი რო არ იქნება. ახლა სად ნახავ იმხელა თავიან ცხენს?! ვიპოვეთ კიდევ ცხენის ვერცხლის საყურეები, ვერცხლის სამკერდე ლეკური (იგუ-ლისხმება ხანჯალი), სამი ჩარექაც ვიპოვეთ თავთან ედგათ მკვდრებს. ერთი ლამაზი ვერცხლის ფიალაც ვიპოვეთ, ოქროთი მოჭედილი. ჩვენი სოფლის მღვდელს მივყიდეთ, ილ-მელ ბასილ გიორგაძეს. ოცდაცამეტი მანეთი მოგვცა, ისე ძვირფასი იყო. ასევე ოქროთი მოჭედილი ვერცხლის გვირგვინიც, - ვიპოვეთ მეფისა თუ იყო. თიხის ჯამებსაც ვპოულობდით. ო, რამდენი მძივი ეყარა, მარა არ აგვიბოჭია. ოქროს ჯვრები კისერზე ძეწკვებით, ხატებსაც ვპოულობდით, - ზოგი ოქროს იყო, ზოგიც ვერცხლის.

ერთი მოსირმული მოსასხამიც ვიპოვეთ, - თომამ ის ისე წაიღო, ფული არ გამოგვირთმევია. შემდეგ ამბობდნენ, თომამ ყველაფერი, ჩვენ-გან რაც იყიდა, მუზეუმებს ჩააბარაო. მართალია თუ არა, არ ვიცი. მამაჩემმა იმ ფულით ეს სახლი იყიდა. რა და-მავიწყებს იმ ამბებს. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი. სხვებმაც იპოვეს, მეზობ-

ლებმა რაღაც-რაღაცები, მაგრამ არ ვიცი, არ ამხელდნენ“.

ასეთი ისტორიული დოკუმენტი დაგვიტოვა ბატონ ახმედ გოგოლაძემ, ერმანოზ პავლაძის შთამომავლებსა და ბორელებს, რომელმაც აღძრა ინტერესი ბორის განძთან დაკავში-რებით მომეძია კიდევ მასალა, რაც მეტად საინტერესო გამოდგა, მომეყა-რა თავი ყველაფრისათვის და წიგნად აგვეკინძა, რათა მომავალ თაობებს დარჩეს მისი სოფლის ისტორიის ზოგიერთი ფურცელი.

სხვადასხვა დროს ხარაგაულის რაიონული გაზეთის ფურცლებზე ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე აქვეყნებს წერილებს ხარაგაულის ისტორიული მნიშვნელობის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ, სადაც ბორის განძის უდიდეს ისტორიულ მნიშვნე-ლობაზე მოგვითხრობს.

„ხარაგაულის რაიონში აღმოჩენილ განძთაგან, ბორის საგანძური ბევრი რამით გამოირჩევა. მას უდიდესი

მნიშვნელობა აქვს საქართვე-ლოს ისტორიისა და ქართული ხელოვნების ისტორიის კვლე-ვისათვის. განძი შემთხვევით აღმოჩნდა პავლაძეების სავენა-ხე ადგილში 1901-1902 წლებში.

სოფელ ბორის მცხოვრე-ბი სერგო ერმანოზის ძე პავლაძე იგონებს: ჩვენი ბატონები ძველად მაჭავარიანები ყოფილან. თომა მა-ჭავარიანის მამამ ჩემს ბაბუას, ივანეს, მიჰყიდა საკარმიდამო და სავენახე ადგილი. მამაჩემს ერმანოზს და მის ძმას არჩილს (მაშინ ისინი 17-18 წლი-სანი ყოფილან) მიწის დამუშავებისას უამრავი ძვირფასეულობა უპოვიათ. შეშინებულები მაჭავარიანთან გაქცე-ულან“, სავენახე ადგილიდან აურაცხე-ლი სიმდიდრე ამოუღიათ, - ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ნაკეთო-ბები, ჭურჭლები და ფუფუნების მრა-ვალი საგანი. აზნაურმა მაჭავარიანმა გაითვალისწინა რა თბილისში არსე-ბული კავკასიის მუზეუმების სიღარიბე, ბორის განძი პეტერბურგში ჩაიტანა. ასე აღმოჩნდა ჩვენი სიმდიდრე ერ-მიტაჟში, აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებაში.

მოგვიანებით სოფელ ბორში არ-ქეოლოგიური გათხრები გ. ცქიტიშ-ვილმა ჩაატარა. გამოირკვა, რომ აქ გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. აღ. პირველი საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნემდე) ჩანს ადამიანთა ცხოვრების უწყვეტი კვალი. გაითხარა მე-2- მე-3 საუკუნით დათარიღებული ორი მდიდრული ნეკროპოლი. აქ აღმოჩენილ ძვირ-ფას სამკაულებს თუ ყოფით ნივთებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მკვლე-ვარებმა გამოარჩიეს ბორის ვერხ-

ლის პინაკი (თასი) არამეული (იგივე არმაზული) წარწერით. „ბუზმიჰრ კეთილი პიტიახში, სული მარადი“ პინაკზე მოთავსებული იყო, პიტიახშის დამწვარი ძვლები, პინაკის ცენტრში გამოსახულია სამსხვერპლოსთან მდგომი ცხენი. ასეთივე ფორმისა და დანიშნულების ორი პინაკი აღმოჩნდა მცხეთაში, არმაზის ხევის პიტიახშთა უბანში. ერთ-ერთი პინაკი ბორში აღმოჩენილის იდენტურია. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძ-ღვანელი აკადემიკოსი ანდრია აფაქა-იძე წერს: „ქართველ ტომებში ცხენის კულტი მზის კულტს უკავშირდებოდა და ცხენის მსხვერპლშეწირვა ფრიად გავრცელებული მოვლენა ჩანს... ბორში დამოწმებულია ცხენის ცალკე დასაფლავების შემთხვევები“.

გარდა პინაკისა, ბორში აღმო-ჩენილ მრავალ მასალას მოეპოვება პარალელი არმაზისხევის არქეოლო-გიურ მონაპოვართან. მათ შორის არის მიცვალებულის დასასვენებელი სარეცელის ორნამენტებიანი ვერც-ხლის ფეხები, ძვირფასი თვლებით შემკული სამკაულები და სხვ.

როგორც ირკვევა, ბორი მარგვე-თის საერისთავოს, მოგვიანებით საპი-ტიახშოს, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ბორელ პიტიახშთა საცხოვრებელი ნაგებობები შემორჩენილი არ არის, მაგრამ სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა მეტყველებს ბორელი პიტიახ-შისა და მისი ოჯახის სიმდიდრეზე, მათ არისტოკრატულ გემოვნებაზე.

აკადემიკოსმა ა. აფაქიძემ პარა-ლელი გაავლო ბორისა და მცხეთის არქეოლოგიურ მონაპოვართან და დაასკვნა, რომ აღმოჩენილი საგან-ძური ძირითადად ადგილობრივი ქართული ნაწარმია.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ეროვნული კულტუ-რის სიძველესა და სიდიადეს“.

2014 წლის 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორის საჯარო სკო-ლაში მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა ბიოლოგიის მასწავლებელმა ნესტან შავიძემ. პრეზენტაციაზე სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შო-რის გაიმართა საუბარი ამ დაავადების შესახებ და მასთან ბრძოლის ხერხებზე. დამსწრე საზოგადოებამ ბევრი რამ შეიტყო შიდსთან დაკავშირებით. მათ დაურიგდათ ამ დაავადებასთან ბრძო-ლის სიმბოლო - წითელი ლენტი. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

2014 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდუ-ლი შესაძლებლობების პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბორის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მელანო ნათენაძემ მოსწავლეებ-სა და მასწავლებლებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებობები არ არსებობს!“. ასევე მათ იხილეს ფილმი ამ თემაზე. ღო-ნისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდათ სტიკერები, სადაც მათ თავიანთი შთაბეჭდილებები აღწერეს.

კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძი-ება ბორის საჯარო სკოლში 11 დეკემ-ბერს გაიმართა. სკოლის სამოქალაქო კლუბი „Smart Club“ (კლუბის ლიდერი ლანა ღონღაძე) ესტუმრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯა-რო სკოლას. კლუბის 18-მა მოსწავლემ ეწერის სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგი სხვადასხვა თემაზე. ტრენინ-

გების შემდეგ გაიმართა სპორტული შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურ-თსა და მაგიდის ჩოგბურთში. დღის ბოლოს კი ბორის საჯარო სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „მთიები“ და ეწერის სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად შეასრულეს რამდენიმე სიმღერა და ცეკვა. დღემ წარმატებუ-ლად და ნაყოფიერად ჩაიარა. ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები შინ შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ. დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ტრანსპორტირებაში და ტრენინგისათვის საჭირო სხვადასხვა რესურსების მოძიებაში.

12 დეკემბერს ბორის საჯარო სკო-ლის კურსდამთავრებულმა, ექიმმა-გინე-კოლოგმა ლანა პავლაძემ მშობლიურ სკოლაში წარმოადგინა სარეზიდენტო ნაშრომი თემაზე: „რეპროდუქციული ჯანმრთელობა.“ ლანა პავლაძე დამსწ-რე საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავ-შირებით ფართოდ ესაუბრა.

ამავე დღეს ბორის საჯარო სკო-ლის მეშვიდეკლასელები (ხელმძღ-ვანელი ლია ჩადუნელი) ჩაერთვენ მათემატიკის კონკურსში „ვუერთდე-ბით ევროპას!" და შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ.

მინდა დიდი სიამოვნებით გაცნო-ბოთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავ-ლეებმა 12 დეკემბერს თავი გამო-იჩინეს სპორტულ ღონისძიებებში, - ხარაგაულის სასპორტო სკოლაში

ჩატარებულ რაიონულ შეჯიბრებაში (მაგიდის ჩოგბურთი) გოგონებს შო-რის პირველი ადგილი დაიკავა ლანა ღონღაძემ, ვაჟებს შორის პირველი ადგილი სკოლის მე- 11 კლასის მოსწავლე თომა ბერაძემ, მეორე ადგილი ასევე ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი გიორ-გაძემ. მკლავჭიდში, 80 კგ წონაში

და ყველა წონის გამარჯვებულებს შორის, გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვანო ხიჯაკაძემ.

ბორის სკოლა ჩაერთო სამო-ქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა,“ რომელიც მო-მავალი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ასეთი მრავალფეროვანი ღონის-

ძიებები გაიმართა ჩვენს სკოლაში დეკემბერში. ბორის საჯარო სკოლაში მომავალშიც იგეგმება სხვადასხვა საინტერესო აქტივობები.

გვანცა ბერაძე

ფოტოზე: ბორის საჯარო სკოლა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სო-ფელ ეწერში

ბორის განძი

Page 7: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

7xtvb [fhfufekb19 დეკემბერი, 2014 წ.

რომან ჭუბაბრიას გახსენება

ჩვენო ძვირფასო, ჩვენო საყვარელო გრიგოლი ბიძია, უკვე ექვსი ტკივილიანი თვე მიიწურა, რაც დაგვტოვე და წახვედი მარადისობაში. ძალიან გვტკივა უშენობა შენს ძმისშვილებსა და დისშვილებს, ვიხსენებთ შენს ვაჟკაცურ, ლამაზ სახეს, შენს თბილ ღიმილს, უნაკლო, ძლიერ აღნაგობას და ცრემლები გვახრჩობს. მართალია, შენი საკუთარი ოჯახი არ გაგაჩნდა, მაგრამ ექვსი ვაჟკაცის ბიძა, მეგობარი და ძმაკაცი იყავი. ჩვენო უნიჭი-ერესო ბიძია, დღესაც გელიან შენი საკუ-თარი ლექსების კრებული და საყვარელი წიგნები, შენი საწოლის თავთან დალა-გებული. ულმობელმა სენმა წაგვართვა შენი თავი. ყველას გული დაგვწყვიტეთ, ბიძია, - შენს ძმას, რომელიც მხარჩამოგ-დებული დადის; შენს დებს, რომლებიც უცრემლოდ ვერ გიხსენებენ; შენს რძალს, რომელსაც თითქოს ისევ ჩაესმის ყურში შენი კვნესა და მეზობლებს, რომლებიც თბილად გიხსენებენ. კიდევ კარგი, სიკვ-დილამდე ექვსი დღით ადრე გნახეთ და მოგისიყვარულეთ. თითქმის მთელი დღე ელაპარაკე შენს საყვარელ კოკას და დაუტოვე შენებური რჩევა-დარიგება.

მოვიდა 16 დეკემბერი, შენი დაბადე-ბის დღე ბიძია, რომელსაც პირველად შევხვდით უშენოდ. ამ დღეს ხომ შენ 59 წლისა გახდებოდი. პირველად ალბათ ჟუჟუნა ბებომ და ვახტანგი ბაბუამ მოგი-ლოცეს ეს დღე. შენ ხომ მათი პირველი სიხარული და სიყრმის შვილი იყავი. ბიძია, ცოტა მოგვიანებით მოგილოცავთ დაბადების დღეს, რომელიც ძალიან გიყ-ვარდა და ბარბარობის დღესასწაულს.

ვულოცავთ დაბადების დღეს - 25 დეკემბერს საყვარელ ბებოს და ბაბუას. ღმერთს ვთხოვთ, ნათელში ამყოფოს თქვენი სულები. მსუბუქი იყოს თქვენს გულებზე დაყრილი მარელისის მიწა.

გვიყვარხართ, გვენატრებით, ვლო-ცულობთ თქვენი სულებისათვის.

ძმისშვილები ვახტანგი, თემური, დავითი, კოკა ტაბატაძეებიდისშვილები: გიგა და ოთო

კობეშავიძეები

მამა უშანგი, მეუღლე მანანა, შვილები თამარი, თორნიკე, ძმა დევი ჭიპაშვილები, რძალი ლელა ბარბაქაძე, ძმისშვილები სოფიკო, სალომე, ბექა ჭიპაშვილები, სიძე გიორგი, შვილიშვილები ლუკა, ზუკა მუმლაძეები, ბიძები, მამიდა, დეიდა, ბიცოლები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, რძლები, სიდედრი თინა, ცოლისძ-მები ზაზა, პაატა ჩიტაძეები ოჯახე-ბით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დავით უშანგის ძე ჭიპაშვილიდაიკრძალა 18 დეკემბერს

ბაზალეთში.

რძალი ნანა აბესაძე, შვილიშვი-ლები ნატო, ანა, ნუგზარ მაჭავარი-ანები, თამთა გელაშვილი, ძმა ნუგ-ზარ ლაზარაშვილი, შვილთაშვი-ლები გიორგი, ლევან ბუაჩიძეები, მარიამ, ბარბარე ჩიკვილაძეები, ელენე გოდერძიშვილი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ანიკო ლაზარაშვილი - მაჭავარიანი

დაიკრძალა 13 დეკემბერს ხემაღალში.

თამაზი ბუაჩიძე და ფრიდონ თაბუკაშვილი ოჯახებით ღრმა მწუ-ხარებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა უახლოესი ნათესავი

დავით უშანგის ძე ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახსა და ახლობლებს.

ზაზა ლომიძე ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდა-იცვალა

დავით ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობს გარდა-

ცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მალხაზი, გოჩა, ჯუმბერი კამკა-მიძეები ოჯახებით ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დათო ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

იური, ირაკლი, მამუკა ნანიტაშ-ვილები ოჯახებით ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა უახლოესი მეზობელი

დათო ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის კოლექტივი სამძიმარს ვუცხა-დებთ მანანა ჭიპაშვილს მეუღლის, ლელა ბარბაქაძეს და დევი ჭიპაშ-ვილს მაზლისა და ძმის

დავით ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

ბაზალეთის საჯარო სკოლის კოლექტივი სამძიმარს ვუცხადებთ ამავე სკოლის დირექტორს იზოლ-და ოკრიბელაშვილს მამიდის

ნათელა ოკრიბელაშვილისგარდაცვალების გამო.

სოფელ ბაზალეთის ჭიპაშ-ვილების უბნის მცხოვრებლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დათო ჭიპაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

ბაზალეთის მაჟორიტარი დე-პუტატი ვარლამ ჭიპაშვილი იუწ-ყება, რომ გარდაიცვალა სოფელ ბაზალეთის მკვიდრი, ღირსეული პიროვნება

დათო ჭიპაშვილიდა სამძიმარს უცხადებს განს-

ვენებულის ოჯახს.

ბიჭიკო ბაზღაძე, სიძე ბადრი ფოცხვერაშვილი ოჯახებით თა-ნაუგრძნობენ თამრიკო და სოფო წაქაძეებს შვილისა და მეუღლის

ამირან წაქაძისგარდაცვალების გამო.

გიორგი და გურამ მასხარაშვი-ლების ოჯახები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ამირან ჯონდოს ძე წაქაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები: ლევანი კაციტაძე, ჯემალი კვინიკაძე, გელა გოლუბიანი, ივანე გოლუბიანი, ტარიელ კიკნაძე, ჯუმბერი ჩიკ-ვაიძე, ნუგზარ ქაჯაია, ზაურ გვე-ლესიანი, დათო ჩერქეზიშვილი, იუზა ჭყოიძე, ნიკო მღვდელაძე ოჯახებით მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ამირან ჯონდოს ძე წაქაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ალა ქურდოვანიძე, ელვარდი ყრუაშვილი, ზურაბი თაბუკაშვილი, დათო მაღრაძე, რევაზი კვინიკაძე, როინი თაბაგარი, მერაბი ბერაძე, თემური ბუაჩიძე, ვალოდია თაბა-გარი, გოჩა კვინიკაძე, გია მასხა-რაშვილი ოჯახებით მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ამირან ჯონდოს ძე წაქაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ზაური გველესიანის და ვარდო სხილაძის ოჯახები თანაუგრძნობენ თამრიკო წაქაძეს შვილის

ამირან წაქაძისგარდაცვალების გამო.

ტარიელ კიკნაძე ოჯახით თა-ნაუგრძნობს თამრიკო წაქაძეს შვილის

ამირან წაქაძისგარდაცვალების გამო.

მძახლები ენვერი და ეთერი, შორენა და შერმადინ კაკოიშვი-ლები ოჯახებით, ზაზა და კობა ყრუაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ზიზი გუდაძე-გოგოლაძეშესანიშნავი ქალბატონი, რო-

მელიც ქმარ-შვილის გარდა-ცვალებას შეეწირა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის თანამშრომლები იუწ-ყებიან, რომ გარდაიცვალა

მარგალიტა ენუქიძე-ხარაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

უშენოდ... რვა წელი გასულა უშენოდ... თითქოს რა მარტივია სათქმელად „უშენოდ“, მაგრამ რა-ოდენ მძიმე და აუტანელია გასაცნო-ბიერებლად. შენ ხომ ჩვენი ოჯახის იმედი და ნავსაყუდელი იყავი. ახლა კი უშენოდ დარჩენილები ფრთამო-ტეხილ ჩიტებს დავემსგავსეთ.

8 წლის წინ, 13 დეკემბერს, - იმ ცივ, სუსხიან საღამოს დამთავრდა შენი სიცოცხლე ამქვეყნად და შენი სული მარადიულობაში გადასახლდა.

დეკემბრის დღეებივით ცივი და უსი-ხარულოა შენი ოჯახისთვის ყოველი დღე, ყოველი წუთი უშენოდ. ძნელი ყოფილა უშენობა. ადამიანი ყველა-ფერს ეჩვევაო, - ამბობენ, მაგრამ შენს არყოფნას ვერ ვეგუებით. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ჩაგვესმის შენი სიმღერის ხმა შენი ნალოლიავები ეზო-კარიდან, ისევ გეძებთ თვალებით, მაგრამ, ვაი რომ, აღარა ხარ ჩვენს გვერდით. მხოლოდ მოგონებები და სურათები დაგვრჩა ნუგეშად. მოსაგონარი კი მართლაც ბევრი გვაქვს.

ისევ მოვალთ 13 დეკემბერს შენს სამარესთან. ავანთებთ სანთლებს და კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას, რომელმაც იმერსაუფლოში გადაგასახლა შენს თვალხატულა შვილთან, ლიასთან ერთად.

ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს, რომან, შენი ლამაზი და კეთილი სული.

მეუღლე ნინელი სხილაძე, შვილები: ქეთევან, კახა, ნინო

ჭუბაბრიები ოჯახებით

ძალიან ძნელია, როცა ახალ-გაზრდა ადამიანის მოგონება გიწევს. კარგი იქნებოდა, ბარბა-რობის დღესასწაული ამქვეყნად მოგველოცა ერთმანეთისთვის. მეხის გავარდნა იყო საღანძილე-ში ყველასათვის შენი დაღუპვის გაგონება ბარბარობა დღეს. მაგრამ ასეთი ყოფილა შენი ბედისწერა. ყველას სიკეთით

და სიყვარულით მოგვაგონდები ყოველთვის. შენი სითბო და სიყ-ვარული, შენი კარგი თვისებები იმზირება შენი შვილების თვა-ლებიდან. გვჯერა, რომ ისინიც შენსავით კარგები დაიზრდებიან. ძალიან გვაკლიხარ, გოჩა. ღმერ-თმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.

გულო და ზურიკო კიკნაძეები

გოჩა აბულაძის მოსაგონარი

ჩვენო ლამაზო შვილო, ყოველთ-ვის საფიქრალო და სანატრელო. მო-ვიდა 13 დეკემბერი, - შენი დაბადების დღე. დავდივართ და დაგეძებთ სახლ-ში თუ გარეთ. თვალცრემლიანი სულ შენს ფიქრში და მოლოდინში ვართ. დაიბადე 1955 წლის 13 დეკემბერს. 2005 წლის 13 ოქტომბერს შენმა უკუღ-მართმა ბედისწერამ წაგვართვა შენი თავი. დაგვტოვე უშენოდ დედა, მამა, მეუღლე და ოთხი შვილი. შენს ნანატრ გიორგის ძალიან დააკლდა შენს გვერ-დით ყოფნა და პატრონობა. 9 წლის იყო, რომ დატოვე ობლად. ახლა უკვე სამხედრო სამსახურს ამთავრებს.

უკვე ოთხი შვილიშვილი გყავს, შვილო, - სურათებიდან გიცნობენ მხოლოდ. როგორ გინდოდა გაგე-ხარა შენს ანგელოზივით შვილიშვი-ლებში. ჩვენ ღმერთს არ ვემდურით. ბევრი განსაცდელი და ხიფათი

აგარიდა, მაგრამ შენმა უკუღმართმა ბედისწერამ არ დაგინდო არც შენ და არც ჩვენ. უკვე ცხრა წელი გავი-და, თვალზე ცრემლი არ გვიშრება. შენნაირი შვილის სიკვდილი ბევრად დიდი ტკივილია, შვილო.

უშენობით გამწარებული დედა და მამა

ჯემალი ტაბატაძის მონატრება

სამუდამოდ წავიდა ჩვენგან. აღა-რასოდეს შემოაღებს ხმაურით ხარა-გაულის №2 საბავშვო ბაღის ჭიშკარს ერთი ალალმართალი, კეთილი და უბოროტო კაცი ვასო დუგლაძე, რო-მელიც ოთხ ათეულ წელზე მეტი ერთ-გულ ჯარისკაცად იდგა №2 ბაგა-ბაღის სადარაჯოზე და არასოდეს უღალატია თავის საქმისათვის. და თუ დღეს ასე ამაყად გადასცქერის მთელ პატარა ხარაგაულს ბაგა-ბაღის შენობა და მისი ეზო-გარემო, ეს ბაღის კოლექტივთან ერთად ვასოს დამსახურებაცაა.

წავიდა ჩვენი მხიარული ვასო თავის მეუღლე ნაზისთან. ორივე ათეული წლების მანძილზე ერთ-გულად და უღალატოდ ემსახურენ საბავშვო ბაღს.

მეუღლის გარდაცვალების შემ-დეგ ვასო ფრთამოტეხილი ჩიტივით დარჩა და ყოველ დილა-საღამოს

ნაზის საფლავთან მდუღარე ცრემ-ლებს აფრქვევდა.

რა ულმობელი და მკაცრია წუ-თისოფელი. ხშირად ვერ ვამჩნევთ და სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ ადამიანის ღირსებებს და მერე, როცა უკან მოვიხედავთ, მკაფიოდ ვხედავთ, თუ რა დაგვკლებია. დიახ, უკვე გვაკლიხარ, ჩვენო ვასო, - შენი ფუსფუსი, ყველას რომ ხელს წააშველებდი, ზოგს შეშას და ზოგს წყალს მიაწოდებდი. საბავშვო ბაღი ხომ შენთვის მეორე ოჯახი იყო და თავს ამდენი ქალების გარემოცვაში ლაღად გრძნობდი. ყველას ეხუმრე-ბოდი და ყველას გარკვეულ პატივს მიაგებდი. სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, როდესაც ჯანმრთელობა შეგერ-ყა, შენს ერთგულ ქალიშვილს მზიას მიაშურე და მანაც თავი არ დაზოგა, რომ შენთვის სიცოცხლე გაეხანგრძ-ლივებია, მაგრამ შენმა ბედისწერამ ნაადრევად გაგამგზავრა საყვარელ მეუღლესთან.

იძინე მშვიდად, ჩვენო ვასო. თქვენი საფლავები საბავშვო ბაღს გადმოჰყურებს და გვჯერა, რომ კვლავ გააგრძელებ შენი მშობლი-ური ბაღის დაცვას მანდედან.

ჩვენ კი, შენი მეგობრები, ხში-რად მოვალთ თქვენს საფლავზე, სანთლებს დაგინთებთ და ღმერთს შევავედრებთ, რომ თქვენი სულები ზეცად ამაღლდნენ და უფალმა და-გიმკვიდროთ სასუფეველი.

№2 ბაგა-ბაღის კოლექტივი

ვასილ დუგლაძის ხსოვნას

არაფერია ამქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი და მონატრებაზე ძნელი. 16 დეკემბერი შენი დაბადების დღეა. ცრემლიანი, სევდიანი უშენობის წელი... სახელოვანი მამისა და ბაბუის გარდა-ცვალების შემდეგ ოჯახის მთელმა სიმძი-მემ შენს მხრებზე გადაიარა. ეს ტვირთი დედასთან ერთად ღირსეულად ატარე. შემდეგ იყო სტუდენტობის წლები, - შენი წარმატებული სწავლით ვამაყობდით; სამსახური, რომელიც ასე ძალიან გიყ-ვარდა, - რთული, მაგრამ საინტერესო. ბედისწერამ უღვთო განაჩენი გამოგიტანა, - სევდით და ტკივილით სავსე დაგვტოვე ყველა. რით ვანუგეშოთ გამწარებული დედაშენი, რომელსაც ცხოვრებამ ასეთი მწარე ხვედრი არგუნა. უკან მოსახედ გზაზე ლამაზი მოგონებები დაგვიტოვე.

აჩიკო, ჩვენო ძვირფასო, შენ სულ ჩვენთან ხარ, ძალიან გვაკლიხარ. ჩვენმა მონატრებამ, სიყვარულმა და დანთებულ-მა სანთლებმა გაგინათოს გზა მარადისო-ბისაკენ, რადგან სიცოცხლესა და მარადი-სობას შორის ხიდია გადებული. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

დეიდა, ბიძა, დეიდაშვილები

არჩილ ჭელიძის ტკივილიანი მონატრება

გრიგოლ ტაბატაძე

Page 8: დღეს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა ნომერშია ტესტირება …chemikharagauli.com/uploads/secbanners/48-619-2014w.pdf ·

8 xtvb [fhfufekb 19 დეკემბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

შეჯიბრი მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში

ვულოცავთ ვალერი გოგნა-ძეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრობას. ვუსურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ და ბედ-ნიერ მოღვაწეობას, როგორც სამწერლო ასპარეზზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. უფლის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავ ჩემს ნიჭიერ და ჭკვიან მოსწავლეს გიორგი ლურსმანაშვილს მათემატი-კის ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლას. ვუსურვებ მას შემდ-გომ წარმატებებს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის

პედაგოგი ვენერა კიკნაძე

ვულოცავთ დაბადების დღეს მაია დეკანოსიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელო-ბასა და ღვთის მფარველობას. მრავალს დაესწროს თავის ოჯახ-თან ერთად.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით

ზვარის საჯარო სკოლის ინგ-ლისურის პედაგოგს რუსუდან ჩაჩანიძეს ვულოცავთ დისშვილის შეძენას და შავი ზღვის უნივერსი-ტეტის მაგისტრატურის 100%-იანი გრანტის მოპოვებას. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ცხოვრებაში.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ზვარის საჯარო სკოლის ღირ-სეულ პედაგოგს, შესანიშნავ ქალბატონს მზია თიკანაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ულევ სი-ხარულს თავის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ქალბატონ ნატო შათირიშვილს დირექტორად არჩევას. ვუსურვებთ წარმატე-ბებს პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ბარბარობას და მოახლოებულ შობა-ახალ წელს ვულოცავთ ბორითის საბავშვო ბაღის გამგეს ქალბატონ თამარ ტაბატაძეს; ჩვენი შვილის, გიორგი ბარბაქა-ძის აღმზრდელებსა და საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს. მადლობა მათ ჩვენი შვილების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ღმერ-თი იყოს მათი შემწე და მფარველი.

შორენა ლომიძე და ზვიადი ბარბაქაძე

ვულოცავთ ქალბატონ გვანცა ხადილაშვილს ხევის საჯარო სკოლის დირექტორად არჩევას. ვუსურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ხევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ნინო ფცქიალაძე-სა და ლაშა ტალახაძეს ვაჟიშ-ვილის შეძენას.

ვუსურვებთ პატარა გიორგის ჯანმრთელობას, სიხარულს, ღვთის წყალობას. გაიზარდოს სასახელო ვაჟკაცი.

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის თანამშრომლები

დ. ხარაგაული19.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +7ºC;20.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +7ºC;21.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +8ºC;22.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +3ºC;23.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

+3ºC, ღამე -2ºC;24.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

+2ºC, ღამე -1ºC.

ბორითი19.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC;20.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +5ºC;21.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +4ºC;22.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე 0ºC;23.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

0ºC, ღამე -1ºC;24.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

+1ºC, ღამე 0ºC.

კიცხი19.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC;20.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC;21.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC;22.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +1ºC;23.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

+1ºC, ღამე -4ºC;24.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

0ºC, ღამე -5ºC.

მოლითი19.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +3ºC;20.12 - მზიანი დარი, დღე +7ºC, ღამე

+2ºC;21.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +2ºC;22.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +4ºC, ღამე -2ºC;23.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

-1ºC, ღამე -3ºC;24.12 - ნალექი თოვლის სახით, დღე

-2ºC, ღამე -4ºC.

amindi

ავად ვიყავი სხვადასხვა დაავადებებით. მიმკურნალა ექიმმა-თერაპევტ-მა რომან შავიძემ. მისგან მკურნალობის შედეგად თავს კარგად ვგრძნობ. მადლობის ღირსია ჩამი საყვარელი ექიმი რომან შავიძე. ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება არ მოკლებოდეს მის ოჯახს. ღმერთმა დალოცოს გულისხმიერებისა და ჩემზე დახმარებისათვის.

რუსუდან თხელიძემედიცინის მუშაკი, შრომის ვეტერანი

მადლობის ღირსია

12 დეკემბერს ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მარ-თვის მუნიციპალურ ცენტრში (დი-რექტორი დავით გელაშვილი) ჩატარდა რაიონის პირველობა

მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთ-ში მოსწავლეთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობდა ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის 14 საჯარო სკოლა.

მკლავჭიდში წონითი კატეგორი-

ების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ:გიორგი გელაშვილი (40 კგ.) -

პირველი ადგილი, ნადაბური;შმაგი ცუცქირიძე (40 კგ.) - მე-

ორე ადგილი, ვახანი;

მიშიკო დალალიშვილი (45 კგ.) - პირველი ადგილი, ზვარე;

ანზორი ორთოიძე (45 კგ.) - მე-ორე ადგილი, ზვარე;

ლაშა გოგოლაძე (45 კგ.) - მესა-მე ადგილი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;

გიორგი გოგოლაძე (50 კგ.) - პირველი ადგილი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;

სანდრო დალალიშვილი (50კგ.) - მეორე ადგილი, ზვარე;

ჰამლეტი სახვაძე (50კგ.) - მესა-მე ადგილი, ვერტყვიჭალა;

უჩა ღონღაძე (55კგ.) - პირველი ადგილი, მოლითი;

ნიკა ბუხნიკაშვილი (55კგ.) - მეორე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;

ცოტნე ტაბატაძე (55კგ.) - მესამე ადგილი, საღანძილე;

უჩა ხარაძე (60 კგ.) - პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;

ნიკა ტაგანაშვილი (60 კგ.) - მე-ორე ადგილი, წიფა;

ზაზა ტაბატაძე (60 კგ.) - მესამე ადგილი, ზვარე;

ლევანი გორგაძე (65კგ.) - პირ-ველი ადგილი, ხევი;

ბესო შავიძე (65კგ.) - მეორე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;

ომარი ცხოვრებაძე (65 კგ.) - მესამე ადგილი, მოლითი;

შალვა თიკანაშვილი (70 კგ.) - პირველი ადგილი, ზვარე;

დათო შველიძე (70კგ.) - მეორე ადგილი, ღორეშა;

ცისკარა შათირიშვილი (70 კგ.) - მესამე ადგილი, ზვარე;

თამაზი თიკანაშვილი (75 კგ.) - პირველი ადგილი, ზვარე;

ბექა მაჭარაშვილი (75კგ.) - მე-ორე ადგილი, მოლითი;

მიშიკო ჩადუნელი (75კგ.) - მესა-მე ადგილი, ვერტყვიჭალა;

ვანო ხიჯაკაძე (80კგ.) - პირვე-ლი ადგილი, ბორი;

შაკო ლომიძე (80 კგ.) - მეორე ადგილი, ვერტყვიჭალა;

ნიკა ღამბაშიძე (80 კგ.) - მესამე

ადგილი, წიფა;რომანი გელაშვილი (85კგ.) -

პირველი ადგილი, ნადაბური;ლაშა კაპანაძე (85კგ.) - მეორე

ადგილი, ბორითი;გიორგი გელაშვილი (90კგ.) -

პირველი ადგილი, ნადაბური;ზურა ჩაჩანიძე (90კგ.) - მეორე

ადგილი, კიცხი;გიორგი კალანდაძე (90კგ.) -

მესამე ადგილი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;

დავით კაკოიშვილი (100კგ.) - პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;

დავით აბაშიძე (100კგ.) - მეორე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;

გიორგი მანჯავიძე (100კგ.) - მესამე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;

აბსოლუტური ჩემპიონები გახდნენ:

ვანო ხიჯაკაძე - პირველი ად-გილი, ბორი;

თამაზი თიკანაშვილი - მეორე ადგილი, ზვარე;

გიორგი გელაშვილი - მესამე ადგილი, ნადაბური;

შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლ-დათ მ. იჩქიტიძე.

მაგიდის ჩოგბურთში გოგონებსა და ვაჟებში პრიზიორები გახდნენ:

თომა ბერაძე - პირველი ადგი-ლი, ბორი;

გიორგი გიორგაძე - მეორე ად-გილი, ბორი;

გულადი გელაშვილი - მესამე ადგილი, სპორტის მართვის ცენტ-რი;

ლანა ღონღაძე - პირველი ად-გილი, ბორი;

ქეთი ცხადაძე - მეორე ადგილი, მოლითი;

მადონა შველიძე - მესამე ად-გილი, სპორტის მართვის ცენტრი.

ვეფხვია ღონღაძეხარაგაულის სპორტის მართვის

ცენტრის პროგრამების მენეჯერი

***

******

***

***

***