2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა...

16
1 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016

Transcript of 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა...

Page 1: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

1

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

საქართველოსცენტრალური

საარჩევნო კომისია

2016

Page 2: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი
Page 3: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

სარჩევი

შესავალი

ტრენინგის პოლიტიკის მიზნები და პრინციპები

ტრენინგის საჭიროების იდენტიფიცირება, კვლევა და ანალიზი

მოხელეთა განვითარების/ტრენინგების გეგმის შემუშავება

მოხელეთა განვითარების/ტრენინგების ბიუჯეტის შედგენა

ტრენინგების იმპლემენტაცია

შიდა ტრენინგი და ტრენერები/მენტორები

დისტანციური სწავლება (E-LEARNING)

ტრენინგების დაფინანსება

ტრენინგების მიმდინარეობის და ეფექტურობის შეფასება

4

6

8

9

10

11

13

14

15

15

Page 4: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

4

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

შესავალი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა განსაზ ღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის საჭი რო ღონისძიებათა განხორციელების მიზნებსა და პრინციპებს და აწეს რი გებს ამ სფეროში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ან/და შესრულებულ სხვადასხვა საქმიანობას.

ტრენინგების პოლიტიკა ვრცელდება საარჩევნო ადმი ნი­სტრაციის ყველა მოხე ლეზე. შესაძლებელია აღნიშნული პოლიტიკის გავრცელება აჭარის ავტო ნო მიური რესპუ ბლ­იკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული განვითარება, ადა მი ანური რესურსების მართვაში, ერთ­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფე როა, რადგან კომპე­ტე ნტური თანამშრომელი ადმინისტრაციის ეფექტური და ეფექტიანი ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი შემად გე­ნელი ნაწილია.

მოხელეთა პროფესიული განვითარება არის მათ პროფე­სიასთან, სამუშაო დავალებათა შესრულებასთან და სამუ­შაო გარემოსთან დაკავშირებული ცოდ ნისა და მრავა­ლმ ხრივი უნარის შეძენის უწყვეტი პროცესი. ეს პრო ცესი საშუ ალებას აძლევს საარჩევნო ადმინისტრაციას ყავდეს კარ გად გადამ ზა დებუ ლი და მოტივირებული მოხელეები, რომ ელთაც ექნებათ სამსა ხუ რე ბრ ივი მოვალეობის წარმა­ტებით შესასრულებლად საჭირო ცოდნა და ინფო რმაცია.

4

Page 5: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

5

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

• თვითგანვითარება ‒ რომელიც მოიცავს, თვითდასწავლას, ექსპერტებთან დისკუსიას და ა.შ;

• ტრენინგები ‒ რომლებიც მოიცავს ერთჯერად ან ციკლურ (მრავალჯერად) მონაწილეობას, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის შიგ­ნით ან/და გარეთ ორგანიზებულ (ღია ან დახურულ) ჯგუფურ ტრენინგებს;

• მენტორინგი;• საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტი მიმართულია ინდივიდუალური კომ­პეტენციების ამაღლებისა და მოხელის პროფესიული ქცევის ფორმირე ბისკენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა განსაზღვრავს მოხე­ლეთა პროფესიული განვითარების პროცესს, რომელიც შედგება შემდეგი საფეხურებისაგან:

• ტრენინგების საჭიროების იდენტიფიცირება, კვლევა და ანალიზი;• მოხელეთა განვითარების/ტრენინგების გეგმის შემუშავება;• მოხელეთა განვითარების/ტრენინგების ბიუჯეტის შედგენა;• ტრენინგების განხორციელება;• ტრენინგების ხარისხისა და ეფექტიანობის შეფასება.

ტერმინთა განმარტება ტრენინგების პოლიტიკის მიზნებისათვის:

• საარჩევნო ადმინისტრაცია ‒ ცესკო, ცესკოს აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

• საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე (შემდგომში „მოხელე“) ‒ საარჩევნო კომისიის წევრი და ცესკოს აპარატის თანამშრომელი;

• სტრუქტურული ერთეული ‒ ცესკოს აპარატის დეპარტამენტი/სამსახური;• ხელმძღვანელი პირები ‒ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდო­

მარე, ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი;

• სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ‒ ცესკოს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი;

• არმს ­ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;• სწავლების ცენტრი ‒ სსიპ ‒ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფო­

რ მებისა და სწავლების ცენტრი.

Page 6: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

6

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

I. ტრენინგების პოლიტიკის მიზნები და პრინციპები

ყველა მოხელეს აქვს ტრენინგებზე დასწრებისა და კვალიფიკაციის ამაღ ლე­ბის თანაბარი უფლება.

ტრენინგების პოლიტიკის უმთავრესი მიზანია მოხელეთა პროფესიონალიზმისა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის ამაღლება.

ტრენინგების პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

• მოხელეების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება;• მოხელეთა ცოდნის, უნარ­ჩვევების და კომპეტენციების ამაღლება და

საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურ­სე ბით მომარაგება;

• მუდმივი ტექნოლოგიური, ორგანიზაციული და საკანონმდებლო ცვლი­ლებების ფონზე, მოხელეების შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაუმჯო­ბესების პროცესის ხელშეწყობა;

• მოხელეთა კომპეტენციის მრავალმხრივი განვითარება;• მოხელეთა მოტივაციის ამაღლება;• მოხელეთა პროფესიონალიზმის ამაღლებით საარჩევნო ადმინისტრაციის

ზოგადი პრესტიჟის ამაღლება;• ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებაზე და სამუშაოს

ეფექტიან შესრულებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამო ყა ლიბება;

• არსებული რესურსების გათვალისწინებით მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ტრენინგების ჩატარება;

• მოხელეთა გადამზადების/ტრენინგების საჭიროების თანმიმდევრული კვლევა და ანალიზი და შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება;

• ტრენინგების მართვის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა მეთოდის ჰარმონიზაცია.

პროფესიული განვითარების პროცესი თანხვედრაში უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ მიზნებთან. შესაბამისად, მოხელის გადამ­ზადების მიმართულებები უნდა გამომდინარეობდეს საარჩევნო ადმინი­სტრა ციის სტრატეგიული მიზნებიდან, ყოველწლიური სამოქმედო გეგმიდან, პრიორიტეტებიდან, საჭიროებიდან და შეთანხმებული უნდა იყოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელთან და ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან. პროფე­სიული განვითარების პროცესის ეფექტურად ადმინისტრირების მიზნით არმსი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სწავლების ცენტრთან, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან.

Page 7: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

7

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის პრინციპები:

• ტრენინგების პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს ტრენინგების დაგეგმვ­ისა და ორგანიზების პროცესის მოქნილობას;

• ტრენინგები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საარჩევნო ადმინი სტ­რაციის ყველა მოხელისათვის;

• ტრენინგი უნდა იყოს მოხელეთა კომპეტენციის ამაღლების საშუალება, რომელიც პირდაპირ კავშირშია შესრულებულ სამუშაოსთან და მიზნად ისახავს მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების ხელშეწყობას;

• ტრენინგები უნდა ხასიათდებოდეს მაღალი ფინანსური რაციონალობით და აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მოხელეთა გადამზადების საჭიროებებს;

• ტრენინგის სისტემა უნდა მოიცავდეს, როგორც ადმინისტრაციის შიგნით (შიდა ტრენერების მიერ) ორგანიზებულ, ასევე ადმინისტრაციის გარეთ (დაქირავებული ტრენერების მიერ) ორგანიზებულ ტრენინგებს;

• ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უნდა იყოს ტრენინგების პოლი­ტიკის ერთ­ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტი;

• თითოეული ტრენინგი უნდა იყოს განხილვისა და შეფასების ობიექტი.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა ემყარება ქვემოთ მოცემულ დაშვებებს:

• პროფესიული განვითარება ადმინისტრაციის თითოეული მოხელის მოვა­ლეობაა;

• თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/საარჩევნო კომი­სიის ხელმძღვანელი პირის მოვალეობაა მის დაქვემდებარებაში მყოფი მოხელის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

• ხელმძღვანელები გადამწყვეტ როლს თამაშობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების განვითარების პროცესში. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და კონსტრუქციული უკუგება საშუალებას აძლევს მოხელეებს გააანალიზონ და გაიაზრონ საკუთარი სუსტი და ძლიე რი მხარეები;

• ხელმძღვანელი და დაქვემდებარებული მოხელეები ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა განვიათარების სისტემაში მიღწეულ შედეგებზე;

• არმსი სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით პასუხისმგებელია საარ­ჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის ტრენინგების ხელმისა წვდ­ომობის უზრუნველყოფასა და განვითარების თანასწორი შესაძლე ბლო­ბების შექმნაზე.

Page 8: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

8

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

II. ტრენინგების საჭიროების იდენტიფიცირება, კვლევა და ანალიზი

ტრენინგის პროცესის დაგეგმვის წინაპირობაა მოხელეთა გადამზადების საჭი როების ადეკვატური იდენტიფიცირება, კვლევა და ანალიზი.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგების საჭიროების სიღ რ მი­სეული ანალიზი მოიცავს, როგორც მოცემული მოხელის განვითარების საჭი­რო ებებს, ასევე სრულიად ადმინისტრაციის მიზნებსა და პრიორიტეტებს.

ტრენინგის საჭიროების სწორი იდენტიფიცირება ამცირებს არაეფექტური ტრენინგის დაგეგმვა/ჩატარების და მოხელეთა არაშესაბამის სასწავლო კურ სებზე გაგზავნის რისკს. გარდა ამისა, სწორად ჩატარებული ანალიზი ხელს უწყობს ტრენინგის ბიუჯეტის რაციონალურ გამოყენებას, ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა ხდება შემდეგი საფეხურების მიხედვით:

1. ტრენინგის საჭიროების იდენტიფიცირება ცესკოს აპარატის სტრუ ქტუ­რული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელისა და აპარატის თანამ­შრომლის შეფასების (ახალი პროფესიული მიზნებისა და პერსონალური განვითარების გეგმის) საფუძველზე და საარჩევნო ადმინისტრაციის წლი­ური სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე.

2. მოხელეთა ტრენინგის საჭიროების კვლევა საარჩევნო ადმინისტრა­ციის ტრეინინგების საჭიროებათა ანალიზის კითხვარების (დანართი №1) მეშვეობით, რომელიც წელიწადში ერთხელ ივსება სტრუქტურული ერთეულის/საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება არმსს ელექტრონული და მატერიალური ფორმით.

3. ტრენინგ საჭიროებათა ანალიზი არმსის მიერ ხორციელდება შესა­ბამისი კვლევის შედეგების ანალიზის გზით. ანალიზის პროცესში არმსი ითვალისწინებს, როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტარტეგიულ მიზნებს და სამოქმედო გეგმას, ასევე სტრუქტურული ერთე­ულების/საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა მოსაზრებებს, სურვილებსა და საჭიროებებს. არმსი შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს მათ ცესკოს თავმჯდომარეს.

Page 9: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

9

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

III. თანამშრომელთა განვითარების/ტრენინგების გეგმის შემუშავება

ყოველწლიურად არმსი ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და სწავლების ცენტრთან თანამშრმლობით, კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთათვის განკუთვნილი თანამშრომელთა განვი თა­რების/ტრენინგების გეგმას, რომელიც გამომდინარეობს ადმინის ტრაციის საქმიანობიდან და მოხელეთა ტრეინინგ საჭიროებებიდან.

თანამშრომელთა განვითარების/ტრენინგების გეგმა მოიცავს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ტრენინგების ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტრენინგებს, სასწავლო პროგრამებს, სასწავლო შვებულებებს, კონფერენციებს, სემინარებს და სასწავლო ვიზიტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ/დაფინანსებულ (სრულად ან ნაწილობრივ) ტრენინგებს, კონფერენციებს, სემინარებს და სასწავლო ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიულ განვითარებას.

თანამშრომელთა განვითარების/ტრენინგების გეგმა ტრენინგებისთვის გამო­ყოფილ ბიუჯეტთან ერთად წარმოადგენს იმ ძირითად საშუალებას, რომ­ლითაც ხდება საარჩევნო ადმინისტრაციაში ტრენინგების პოლიტიკის განხო­რციელება. ტრენინგის გეგმის დამტკიცება ხდება ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ტრენინგების დამტკიცებული გეგმა წარედგინება ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მათ დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთათვის გასაცნობად.

არმსი აწარმოებს ტრენინგების სტატისტიკას, რომელიც მოიცავს:

• ჩატარებული ტრენინგების/სასწავლო პროგრამების დასახელებას;• ტრენინგების/სასწავლო პროგრამების ჩატარების თარიღს;• ტრენინგების ორგანიზატორთა შესახებ ინფორმაციას; • ტრენერების შესახებ ინორმაციას (სახელი, გვარი, ორგანიზაცია, გამოც­

დილება (რეზიუმეების დაარქივება ან/და რაიმე ბაზის ქონა)) და მათ საკო ნ ტ აქტო ინფორმაციას (მობილურის №, ელ­ფოსტა);

• ტრენინ გების მონაწილეთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, სტრუქ­ტუ რული ერთეული/საარჩევნო კომისია, თანამდებობა, სქესი, ასაკი, პრო­ფესია);

Page 10: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

10

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

• ტრენინგების მონაწილეთა საერთო რაოდენობას და გენდერულ ბალანსს.

არმსი დამატებით ინახავს ტრენინგებთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას (ტრენინგების დასწრების ფურცლებს, ტრენინ­გების ორგანიზატორების მონაცემთა ბაზას, სატრენინგო მასალებსა და სახელმ ძღვანელოებს, ტრენინგების შეფასების ფორმებს, ტრენერის მიერ მონაწილის შეფასების ფორმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუ მენ ტაციას).

ფასიანი ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება ხდება არმსის მიერ ცესკოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და ფინანსდება ტრენინგებისათვის გამო ყო ფილი წლიური ბიუჯეტიდან.

IV. მოხელეთა განვითარების/ტრენინგების ბიუჯეტის შედგენა

დადგენილი წესის შესაბამისად, არმსი კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგა­რი შგების დეპარტამენტს წარუდგენს წლიური ტრენინგების გეგმის განხო რ­ციელებისათვის საჭირო ბიუჯეტის მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

მოხელეთა განვითარების/ტრენინგების გეგმის განხორციელებისათვის საჭი­რო ფინანსური რესურსები დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო ადმი ნის­ტრაციის წლიურ ბიუჯეტში.

ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ფინანსურ რეზერვებს იმ ტრენინგების/სასწა ვ­ლო პროგრამების განსახორციელებლად, რომელებიც არ იყო გათვალისწი­ნე ბული ტრენინგების გეგმაში, მაგრამ რომელთა განხორციელებაც გახდა აუცილებელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შეუფერხებელი მუშაობისათვის.

ფინანსური რეზერვების მოცულობა განისაზღვრება არმსის მიერ ცესკოს საფინანსო დეპარტამენტთან კონსულტაციის გზით.

არმსი თავის მხრივ პასუხისმგებელია ტრენინგების ბიუჯეტის რაციონალურ მართვასა და ხარჯვის პროცესის მონიტორინგზე.

Page 11: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

11

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

V. ტრენინგების განხორციელება

ტრენინგების განხორციელება ხდება მოხელეთა განვითარების/ტრენინგების გეგმის მიხედვით. არმსი უზრუნველყოფს სამიზნე აუდიტორიისათვის ტრე ნი­ნგების/ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ელ­ფოსტის მეშვეობით.

თითოეულ მოხელეს ეძლევა პროფესიული განვითარების ისეთი შესაძ ლე­ბლობა როგორიცაა:

1) ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ ორგანიზებული ტრენინგები;2) დისტანციური (ელექტრონული) სასწავლო ტრენინგები;3) ადგილობრივად და საზღვარგარეთ დაგეგმილი პროფესიული გადამ­

ზადების კურსები, სემინარები, კონფერენციები;4) მენტორინგი;5) სასწავლო ვიზიტები;6) სასწავლო შვებულება და ა.შ.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები მონაწილეობენ შემდეგი ტიპის ტრენინგებში:

1) პროფილური ტრენინგები ‒ გამიზნულია სამუშაოს პროფესიონალურად და ეფექტურად შესრულებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების სისტემატიურ განვითარებაზე.

2) კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები (advanced training) ‒ მიმართულია დაკისრებული სამუშაოს უფრო მაღალ დონეზე შესას რუ­ლებლად საჭირო ცოდნისა და უნარების ათვისებისაკენ.

3) სპეციალიზებული ტრენინგები ‒ ხელს უწყობს კონკრეტული საქმის შესრუ ლებისათვის აუცილებელი სპეციფიკური უნარების ათვისებას.

4) ფსიქოსოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ‒ გამიზნულია ინფორმაციის ნაკადის ზრდის, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებისაკენ.

5) პროფესიული განვითარების ტრენინგი ‒ მიმართულია დაკავებული პოზიციისათვის აუცილებელი და სასურველი პერსონალური უნარ­ჩვე­ვების ჩამოყალიბება/განვითარებისაკენ.

Page 12: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

12

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

6) მენეჯერული უნარების განვითარების ტრენინგები ‒ ასეთი ტრენინგების შედეგად უმჯობესდება ორგანიზაციული მართვის მეთოდები და უფრო ეფექტიანად ხდება საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული ადამიანური რესუ რსების გადანაწილება.

7) სპეციალური ტრენინგები ‒ მსგავსი ტრენინგების ჩატარების საჭი როება შეიძლება გამოწვეული იყოს ადმინისტრაციის შიგნით ან მის გარეთ მიმდი­ნარე ცვლილებებიდან, მაგალითად, ორგანიზაციული ცვლი ლებები, ახა­ლი მართვის მეთოდების დანერგვა, ქვეყნის შიგნით მიმდი ნარე პოლი­ტიკური თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მნიშვ ნე ლო ვან გავლენას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე ა.შ.

Page 13: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

13

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

VI. შიდა ტრენინგი, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ტრენერები/მენტორები

შიდა ტრენინგები გულისხმობს ადმინისტრაციის გარეთ ჩატარებულ ტრენი­ნგში მონაწილე მოხელის მიერ მიღებული ცოდნის გაზიარებას ადმინისტ რა­ცი ის სხვა მოხელეებისათვის.

არმსი საწავლების ცენტრთან თანამშრმლობით ვალდებულია პერიოდულად ორგანიზება გაუწიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მიერ საერ­თაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესს, რომელიც მოიცავს მოხე­ლეების მიერ კოლეგებისათვის სადამკვირვებლო მისიებიდან, საერთა­შორისო სწავლებებიდან და ვიზიტებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობას, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციების გამოცდილების, ინოვაციებისა და მიღწევების შესახებ.

გარე ტრენინგის გავლის შემდეგ მოხელეს შესაძლოა მოეთხოვოს:

• ტრენინგში მიღებული ცოდნის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ფართო ჯგუფისათვის გაზიარება;

• შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება;• ტრენინგის მასალების მოხელეთათვის გადაცემა.

მსგავს ტრენინგებში უმეტესწილად მონაწილეობას იღებენ ადმინისტრაციის შიდა ტრენერები/მენტორები, რომლებიც გარე ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ ახდენენ ადმინისტრაციის მოხელეთა სისტემატიურ გადამზადებას/მენტორინგს.

ცესკოს ტრენინგების პოლიტიკის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ადმინისტრაციის შიდა ტრენერების ჩართულობა ტრენინგების იმპლემენტაციის პროცესში.

შიდა ტრენერი/მენტორი არის მოხელე, რომელიც ფლობს სპეციალურ პროფესიულ ცოდნას და უნარებს და აქვს ამ ცოდნის პროფესიონალურ დონეზე გადმოცემის უნარი. შიდა ტრენერის/მენტორის საქმიანობაში შედის ადმინისტრაციის შიგნით დაგეგმილი ტრენინგების პროგრამის და მასალების მომზადება.

ამ მეთოდის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციის მიერ ტრენინგებზე დახარჯულ ფინანსურ რესურსებს.

Page 14: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

14

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

VII. დისტანციური სწავლება (E-LEARNING)

საარჩევნო ადმინისტრაციაში იგეგმება ელექტრონული სწავლების მეთოდის განვითარება, რათა მოხელეებს მიეცეთ შესაძლებლობა სამსახურიდან გაუსვ­ლელად მოახდინონ საკუთარი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, და ამავე დროს, მოხდეს ტრენინგებზე დახარჯული დროისა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია.

ელექტრონული ტრენინგი არის კონკრეტული სასწავლო მიზნისათვის შექ­მნილი ელექტრონული მასალები, რომლებიც საჭიროებისამებრ ინდივი­დუალურად ეგზავნება მოხელეს დასწავლის მიზნით.

დისტანციური სწავლების სისტემა განათლების მიღების პროცესის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტრადიციული ტრენინგების შემავსებელი ნაწილი.

ელექტრონული ტრენინგები განთავსებული იქნება ცესკოსა და წავლების ცენტრი ვებ­გვერდებზე და ადმინისტრაციის შიდა ქსელში (ინტრანეტში), რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოხელეს სამუშაო ადგილზევე გაიაროს აღნი შ ნული ტრენინგი და შესაბამისი ტესტირების წარმატებით გავლის შემთ­ხვევაში, მიიღოს სერტიფიკატი.

Page 15: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

15

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკა

VIII. ტრენინგების დაფინანსება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგებისა და სასწავლო პრო­გრამების/სემინარების ხარჯების ანაზღაურება მოხდება სხვადასხვა ფინა­ნსური წყაროს მოზიდვითა და გამოყენებით. ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესში არმსი ვალდებულია მჭიდროდ ითანამშრომლოს სწავლების ცენტ­რთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

ტრენინგების/სწავლებების/სემინარების დაფინანსება მოხდება:

1. საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების ბიუჯეტიდან;2. საარჩევნო ადმინისტრაციის და მოხელის თანადაფინანსების გზით;3. საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ან/და დონორი ორგა­

ნიზაციის თანადაფინანსების გზით;4. საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი ფინან­

სური რესურსების გამოყენებით.

ტრენინგების დაფინანსებისა და ფინანსური წყაროების გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე.

IX. ტრენინგების მიმდინარეობის და ეფექტურობის შეფასება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთათვის ჩატარებული ტრენინგების შეფა­სება ხდება არმსისა და სწავლების ცენტრის მიერ, კომპეტენციის ფარ გლე­ბში, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ტრენინგების შეფასების მეთოდების შერჩევაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ ცესკოს ხელმძ ღვანელი პირები. არმსი და სწავლების ცენტრი, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი კალენ და­რული წლის ბოლოს (არაუგვიანეს 25 დეკემბრისა) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენენ ანგარიშს ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებით.

ტრენინგების შეფასების საბოლოო ანგარიში გამოიყენება მომავალი ტრე­ნინგების პროგრამის სწორად შესარჩევად და შერჩეული ტრენინგების ეფე ქ­ტურად დასანერგად.

Page 16: 2016electionreforms.ge/res/docs/Trainings.pdf5 მოხელეთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია