კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების...

28
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge 1 სამოსამართლო სწავლების ცენტრი კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამსახურეთა (მოხელეთა) ეთიკისა და ქცევის კოდექსზე წარმოდგენილი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია შექმნილია სამართალის ელექტრონული ბიბლიოთეკის (სების) გაციფრების პროექტის ფარგლებში თბილისი 2003

Transcript of კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების...

Page 1: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

1

სამოსამართლო სწავლების ცენტრი

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამსახურეთა (მოხელეთა) ეთიკისა და ქცევის კოდექსზე

წარმოდგენილი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია შექმნილია

სამართალის ელექტრონული ბიბლიოთეკის (სების)

გაციფრების პროექტის ფარგლებში

თბილისი

2003

Page 2: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

2

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამსახურეთა (მოხელეთა)

ეთიკისა და ქცევის კოდექსი

მიღებულია საქართველოს მოსამართლეთა

კონფერენციის მიერ 2003 წლის 28 ივნისს

წინამდებარე კომენტარები

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამსახურეთა (მოხელეთა)

ეთიკისა და ქცევის კოდექსზე

მომზადდა და გამოიცა

სამოსამართლო სწავლების ცენტრში,

ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“

ფინანსური მხარდაჭერით

Page 3: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

3

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეზე

(შემდგომში „მოსამსახურე“), რომელიც კანონით დადგენილი წესით და დაკავებული

თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას საერთო სასამართლოების

აპარატებში.

ეს მუხლი ადგენს (საჯარო მოსამსახურეთაგან გამოყოფს) პირთა წრეს, ვისზეც ვრცელდება

წინამდებარე კოდექსის მოქმედება;

კერძოდ, ამ კოდექსით დადგენილი ეთიკური პრინციპების, ქცევის წესებისა და სტანდარტების

შესრულება მოეთხოვება საერთო სასამართლოების1 აპარატების თანამშრომლებს, რომლებიც

არიან სახელმწიფო მოსამსახურეები (,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს

ორგანული კანონი, მუხლი 72, პუნქტი 3), ანუ ყველა იმ საჯარო (სახელმწიფო) მოსამსახურეს

(შემდგომში ,,მოსამსახურე’’), რომლებიც კანონით დადგენილი წესით და დაკავებული

თანამდებობების შესაბამისად საქმიანობას ეწევიან საერთო სასამართლოების (შემდგომში

,,სასამართლოები’’) აპარატებში.2

მოსამსახურეების თანამდებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება სასამართლოების აპარატების

შესაბამისი სტრუქტურებით და საშტატო ნუსხებით. თანამდებობათა დასახელებებს უზენაესი

სასამართლოს აპარატისათვის ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო დანარჩენი

სასამართლოებისათვის - საქართველოს იუსტიციის საბჭო (,,საჯარო სამსახურის შესახებ’’

საქართველოს კანონი, მუხლი 9, პუნქტი 6).

სასამართლოების აპარატებში, დაკავებული თანამდებობების შესაბამისად, საჯარო სამსახურს

ეწევიან მოსამართლის თანაშემწეები3, სხდომის მდივნები4, აპარატების სტრუქტურული 1 საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო, სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო (,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 2, პუნქტი 1) 2 აპარატების საერთო სასამართლოებში იქმნება და მოქმედებს მართლმსაჯულების (სამოსამართლო საქმიანობის) დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლოს პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე, სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით (,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი მუხლი 72, პუნქტი 1; ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი მუხლი 14, პუნქტი 1 ). 3 სასამართლოს აპარატში მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის თანამდებობებს ითვალისწინებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 73, მუხლი 75) და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 15, პუნქტი 1). საპროცესო კანონმდებლობით სხდომის მდივანი არის პროცესუალური პირი. 4 სასამართლოს აპარატში მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის თანამდებობებს ითვალისწინებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 73, მუხლი 75) და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 15, პუნქტი 1). საპროცესო კანონმდებლობით სხდომის მდივანი არის პროცესუალური პირი.

Page 4: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

4

ქვედანაყოფის უფროსები (განყოფილებათა უფროსები, კანცელარიათა და სექტორთა გამგეები

და სხვა), კონსულტანტები, სპეციალისტები და ა. შ.; სწორედ ისინი განეკუთვნებიან საჯარო

მოსამსახურეთა იმ კატეგორიას, რომლებზეც ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ

ყოფაქცევათა ნორმების ერთობლიობა.

მუხლი 2

კოდექსი ადგენს ეთიკისა და ქცევის წესების დამატებით ნორმებს, რომელთა დაცვა მოეთხოვება

საერთო სასამართლოების აპარატებში დასაქმებულ სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეებს და

არ არის დადგენილი საქართველოს ყველა საჯარო მოსამსახურეთა ქცევის ერთიანი კოდექსით.

სასამართლოებში დასაქმებული მოსამსახურეების კომპეტენციები, უფლებამოსილებები და

სამსახურებრივი ვალდებულებები, მათი საქმიანი ურთიერთობა მოსამართლეებთან და

სასამართლოებში თავიანთ უფლებების დასაცავად მისულ მოქალაქეებთან, დაკავშირებულია

სამოსამართლო საქმიანობასთან, მართლმსაჯულების განხორციელების ორგანიზაციულ

უზრუნველყოფასთან და, შესაბამისად, მათი მუშაობის სპეციფიკაც განსხვავდება სხვა საჯარო

სამსახურების (საჯარო ხელისუფლების ორგანოების) მოსამსახურეთა მუშაობის

სპეციფიკისაგან.

ამდენად, ქცევის წესები და სტანდარტები, რომლებსაც სასამართლოს მოსამსახურეები უნდა

ასრულებდნენ (იცავდნენ), გამომდინარეობს, საზოგადოდ, არა მხოლოდ საჯარო სამსახურის,

არამდე - მართლმსაჯულების ინტერესებიდანაც. სწორედ ეს განაპირობებს სასამართლოებში

დასაქმებულ მოსამსახურეთათვის ეთიკისა და ქცევის იმ დამატებითი ნორმების შემოტანის

აუცილებლობას, რომლებიც საქართველოს ყველა საჯარო მოსამსახურისათვის არ არის

დადგენილი.

მუხლი 3

კოდექსი ადგენს მოსამსახურეთა ეთიკის ძირითად პრინციპებს, ქცევის წესებსა და

სტანდარტებს, რომლებიც მოსამსახურემ უნდა დაიცვას როგორც სამსახურეობრივი

მოვალეობის შესრულებისას, ისე სხვა საქმიანობის დროს და პირად ცხოვრებაში.

კოდექსი განსაზღვრავს მოსამსახურეთა ეთიკისა და ქცევის წესებს როგორც სასამართლოში -

სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას და მოსამართლეებთან, კოლეგებთან,

მოქალაქეებთან, მხარეებთან ურთიერთობისას, ისე მის გარეთ.

კოდექსით ნაკარნახევი ზნეობრივი ნორმები მოსამსახურეებს შეახსენებს, რომ (როგორც

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე სხვა საქმიანობის განხორციელებისას და

პირად ცხოვრებაში), ნებსით თუ უნებლიეთ, ჩადენილი საქციელი, ზნეობრივი ნორმებიდან

მცირეოდენი გადახვევაც კი, შეიძლება საზოგადოების განსჯის საგანი გახდეს და ამით ზიანი

მიადგეს სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟსა და ავტორიტეტს, საჯარო მოსამსახურის

სტატუსის შესატყვის ღირსებას.

Page 5: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

5

მუხლი 4

კოდექსის მიზანი და ძირითადი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების

დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, სასამართლო ხელისუფლების შეუვალობის

განმტკიცებას, სასამართლოებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლებას, საჯარო

სამსახურის ინტერესებისა და საჯარო მოსამსახურის რეპუტაციის დაცვას.

მოსამსახურეები დადგენილ ეთიკურ პრინციპებსა და ქცევის წესებს, გარკვეულ შეზღუდვებს

უნდა იცავდნენ იმ შეგნებით, რომ მათზე დაკისრებული ზნეობრივი და მორალური

ვალდებულებების შესრულება ხელს შეუწყობს სასამართლოს ხელისუფლებისადმი

საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლებას, დაიცავს და განამტკიცებს სასამართლო

ხელისუფლების ნდობისა და რწმენის ამაღლებას, დაიცავს და განამტკიცებს სასამართლო

პრესტიჟს, ავტორიტეტს, საჯარო სამსახურის ინტერესებსა და საჯარო მოსამსახურის

რეპუტაციას. ეს არის კოდექსის მიზანიც და ძირითადი დანიშნულებაც.

მუხლი 5

მოსამსახურეთა კომპეტენციის გავრცობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით

მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიების მიმართ (თანამდებობათა შესაბამისად) შეიძლება

შემოღებულ იქნეს ქცევის წესების მომწესრიგებელი დამატებითი ნორმები.

სასამართლოების აპარატებში საჯარო მოსამსახურეთა სახეები განისაზღვრება ,,საჯარო

სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. სასამართლოების აპარატებში საჯარო

სამსახურს ეწევიან: მოხელეები, დამხმარე მოსამსახურეები (ტექნიკური მუშაკები), შტატგარეშე

მოსამსახურეები. გარდა ამისა, კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის

მიხედვით სასამართლოების აპარატების მოხელეთა თანამდებობები, საჯარო სამსარხურში

კანონმდებლობით დადგენილი თანამდებობრივი რანგების შესაბამისად, იყოფა წამყვან ,უფროს,

უმცროს საჯარო თანამდებობებად (,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის,

მუხლი 69, პუნქტი 1.) ამიტომ კოდექსი მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიის მიმართ უშვებს

ქცევის წესების დამატებითი ნორმების შემოღების შესაძლებლობას.

მუხლი 6

ამ კოდექსის ძალაში შესვლის მომენტიდან კოდექსის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გამოიწვევს მოსამსახურის დისციპლინურ

პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.

კოდექსით განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის ნორმების დაცვა მოსამსახურეების ზნეობრივი

ვალდებულებაა. მოსამსახურეები კოდექსით დადგენილი ეთიკისა და ქცევის სტანდარტებს

ნებაყოფლობით უნდა იცავდნენ.

მაგრამ, რიგ შემთხვევებში, ეთიკური ნორმები და ქცევის წესები იმეორებენ კანონის მოთხოვნებს

ან გამომდინარეობენ მისგან. ამიტომ კანონთან მიმართების თვალსაზრისით, იძენენ

სავალდებულო იურდიულ ძალასაც.

Page 6: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

6

ამგვარად, ამა თუ იმ ეთიკური ნორმის ქცევის წესის დარღვევა შესაძლოა წარმოადგენდეს

კანონით გათვალისწინებულ დისციპლინარულ სამართალდარღვევას და იწვევდეს შესაბამის

იურდიულ პასუხისმგებლობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე

მუხლით, მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება,

დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან

მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი,

განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, წარმოადგენს დისციპლინარულ

გადაცდომას და ამავე კანონის 79-ე მუხლით იწვევს დისციპლინარულ პასუხიმგებლობას.

ეთიკისა და ქცევის კოდექსში კანონით განსაზღვრული ზოგიერთი სამსახურეობრივი

მოვალეობის და ქცევის შეზღუდვის გათვალისწინება განპირობებულია შესაბამისი ნორმის

ზნეობრივ-მორალური არსით და მნიშვნელობით.

Page 7: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

7

თავი II მოსამსახურის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები

მუხლი 7

მოსამსახურე უნდა იყოს კანონის, საჯარო მოსამსახურის ფიცისა და მოვალეობის ერთგული.

კანონის, საჯარო მოსამსახურის ფიცისა და მოვალეობის ერთგულება საჯარო სამსახურის

განხორციელების ძირეული პრინციპებია.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, პირი,

რომელიც პირველად იქნა მიღებული საჯარო სამსახურში (მათ შორის, სასამართლოში), დებს

ფიცს.

ფიცის დადებით მოსამსახურე იღებს ვალდებულებას, ერთგულად ემსახუროს საქართველოს

სახელმწიფოს და მის ხალხს, დაიცვას კონსტიტუცია და კანონები, პატივი სცეს სახელმწიფოს

ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს,

კეთილსინდისიერად აღასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

ფიცის დადებისას მოსამსახურეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში

მოსვლის უდიდესი პასუხისმგებლობა; ფიცი მისი შინაგანი მრწამსის გამომხატველი უნდა იყოს.

მუხლი 8

მოსამსახურე მოვალეა, დაიცვას საჯარო სამსახურის ინტერესები, საჯარო მოსამსახურეთა

საერთაშორისოდ აღიარებული ქცევის პრინციპები და ეთიკური ნორმები, საჯარო

მოსამსახურეთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქცევის ერთიანი წესები.

საერთო სასამართლოების მოსამსახურეს მოეთხოვება როგორც ამ კოდექსით დადგენილი

ეთიკისა და ქცევის წესების, ასევე საჯარო მოსამსახურეთა საერთაშორისოდ აღიარებული

ქცევის პრინციპებისა და ეთიკური ნორმების, საჯარო მოსამსახურეთათვის საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი ქცევის წესების დაცვა, რაც თავისთავად უზრუნველყოფს მის

მიერ საჯარო სამსახურის ინტერესების დაცვას.

მუხლი 9

მოსამსახურემ სამსახურეობრივი ვალდებულებანი, თავისი უფლება-მოვალეობები უნდა

განახორციელოს კეთილსინდისიერად, გულმოდგინედ და უანგაროდ.

მოსამსახურემ სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობები უნდა შეასრულოს

კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ, მას უნდა ამოძრავებდეს არა მარტო და არა იმდენად

იურდიული მოვალეობების პირნათლად შესრულება, არამედ, პირველყოვლისა, სწორედ ის

კეთილი ნება, რომელსაც ზნეობრივი მოვალეობა ეწოდება. მოსამსახურემ გამორჩენის,

ანაზღაურების ან მატერიალური ჯილდოს იმედით არ უნდა განახორციელოს სამსახურეობრივი

უფლება-მოვალეობები. მაგალითად, შესრულებული სამუშაოსათვის მოსამსახურე იღებს

გასამრჯელოს და მას უფლება არ აქვს, მასში მონაწილე მხარეების ან სხვა პირებისაგან

მოითხოვოს დამატებითი ანაზღაურება.

Page 8: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

8

მუხლი 10

მოსამსახურე, თავისი მოქმედებითა და ქცევით, სამსახურეობრივი ვალდებულებების

პირნათლად შესრულებით ხელს უნდა უწყობდეს სასამართლო ხელისუფლებისადმი

საზოგადოების ნდობის ამაღლებას, სასამართლოების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა

და შეუვალობის განმტკიცებას.

მუხლი 11

მოსამსახურე, უნდა უფრთხილდებოდეს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და,

საზოგადოდ, საჯარო სამსახურის პრესტიჟს. არ უნდა იქცეოდეს საჯარო მოსამსახურის

წოდებისათვის შეუფერებლად.

მოსამსახურემ სამსახურეობრივი მოვალეობები უნდა განახორციელოს ღირსეულად და

პირნათლად; იგი უნდა უფრთხილდებოდეს სასამართლოს ავტორიტეტს, მოსამართლის და

საჯარო მოსამსახურის პრესტიჟს. არ უნდა მოიქცეს უზნეოდ და თავიდან უნდა აიცილოს

სახელმწიფო მოხელისათვის შეუფერებელი, ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც

გამოიწვევს მართლმსაჯულების ან საჯარო სამსახურის ინტერესების დისკრედიტაციას.

ყოველივე ეს აამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლებისადმი,

განამტკიცებს სასამართლოების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და შეუვალობას.

მუხლი 12

მოსამსახურე პატივს უნდა სცემდეს მოსამართლეებსა და კოლეგებს. საჯაროდ ან პირად

საუბრებში არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრებს ან შეხედულებებს სხვა მოსამსახურეების

(კოლეგების), აგრეთვე, მოსამართლეების პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე.

მუხლი 13

მოსამსახურე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს მოსამართლის (სასამართლოს) მიერ

საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მოსამსახურეს შეიძლება უარყოფითი აზრი ჰქონდეს სხვა მოსამსახურის თუ მოსამართლის

პიროვნულ თვისებებზე, პროფესიონალიზმზე, ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებაზე,

უშუალო მოწმე იყო იმისა, რომ რომელიმე მათგანმა დაარღვია ეთიკის ნორმები, მაგრამ იგი

ვალდებულია, საჯაროდ ან პირად საუბარში საკუთარი აზრის გამოთქმისაგან თავი შეიკავოს.

მოსამსახურე, რომელიც პატივს არ სცემს მოსამართლეს ან სხვა მოსამსახურეს, საჯაროდ ხაზს

უსვამს მათ ნაკლოვან მხარეებს, ამით საზოგადოების თვალში შეურაცხყოფს მთელ სასამართლო

ხელისუფლებას.

Page 9: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

9

მუხლი 14

მოსამსახურემ აზრის გამოთქმის, რწმენისა და გაერთიანების უფლებით სარგებლობისას არ

უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, საჯარო

სამსახურის საყოველთაოდ აღიარებული ინტერესები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 26-ე მუხლები ყველა მოქალაქეს ანიჭებს სიტყვის,

აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას, საზოგადოებრივი

გაერთიანების, მათ შორის - პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების

უფლებას. ამ უფლებით სარგებლობისას მოსამსახურემ არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების

ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. მაგალითად, ერთ-ერთ სასამართლოში

განსახილველ გახმაურებულ საქმეზე ტელეჟურნალისტებმა სასამართლო მოსამსახურეს,

როგორც რიგით მოქალაქეს, კომენტარი სთხოვა. მისმა მოსაზრებამ კი შელახა

მართლმსაჯულების ღირსება. სასამართლო მოსამსახურე ვალდებული იყო, თავი შეეკავებინა

აზრის გამოთქმისაგან, რადგან ამით დაარღვია პროფესიული ეთიკის ნორმები.

მუხლი 15

მოსამსახურე, რომელიც არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესს,

მოვალეა, იზრუნოს მისი ქმედებით გამოწვეული შესაბამისი ზიანის გამოსასწორებლად.

ეს მუხლი ადგენს მოსამსახურის მიერ ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების დარღვევით

გამოწვეული ზიანის გამოსწორების მოვალეობას. მაგალითად, კანცელარიის მოხელე

უპატივცემულოდ მოექცა სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რითაც შელახა სასამართლოს

ავტორიტეტი. მოხელე ვალდებულია, მოიხადოს ბოდიში.

Page 10: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

10

თავი III მოსამსახურეთა ქცევის წესები

სამსახურეობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას

მუხლი 16

მოსამსახურე ვალდებულია, სამსახურეობრივი მოვალეობანი შეასრულოს მისთვის მინიჭებული

უფლებამოსილების ფარგლებში.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოების შესახებ’’

საქართველოს ორგანული კანონები, საპროცესო კანონმდებლობა5, ,,რაიონული (საქალაქო),

საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში

ორგანიზაციული მუშაობისა და საქმის წარმოების წესის შესახებ’’ დებულება და სხვა შესაბამისი

ნორმატიული აქტები განსაზღვრავს სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა უფლება-

მოვალეობებს.

ამ მუხლის მიხედვით, მოსამსახურე ვალდებულია, თავისი სამსახურეობრივი მოვალეობანი

შეასრულოს მხოლოდ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მაგალითად,

მოქალაქეთა მისაღები ახორციელებს მოქალაქეთა, მათი საჩივრებისა და განცხადებების

მიღებას; განუმარტავს მოქალაქეებს საკითხის ქვემდებარეობას და ახდენს კანონმდებლობით

გათვალისწინებულ რეაგირებას. მას არა აქვს უფლება, ჩაერიოს სხვა მოხელის საქმიანობაში.

მუხლი 17

მოსამსახურემ დაკისრებული უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელოს და

სამსახურეობრივი დავალებები უნდა შეასრულოს მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე და

მის შესაბამისად (კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული მოთხოვნების დაცვით).

ეს მუხლი იმეორებს და მოსამსახურეს ზნეობრივად და მორალურად ავალდებულებს საჯარო

სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის შესრულებას6 - მის მიერ თანამდებობრივი

უფლება-მოვალეობების განხორციელებისას საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების

უზენაესობის დაცვას. მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს თავისი სამსახურებრივი

მოვალეობანი, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე

ნორმატიული აქტებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

მუხლი 18

მოსამსახურე მოვალეა, უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული ჩვევების, ცოდნისა და

გამოცდილების ჯეროვანი და სრული გამოყენებით.

5 ამ კანონების განისაზღვრება მოსამართლეების თანაშემწეების, სხდომის მდივნების ძირითადი უფლება-მოვალეობანი. 6 საქართველოში საჯარო ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლში.

Page 11: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

11

მოსამსახურემ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და არ დაიშუროს

ძალისხმევა თავისი მოვალეობის მაღალკვალიფიციურ დონეზე შესასრულებლად. ამისათვის

მას თეორიულ ცოდნასთან ერთად სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა პროფესიული უნარ-

ჩვევების დასაუფლებლად, რაც სხვა მოსამსახურეების, მოსამართლეების გამოცდილების

გაზიარებით, მათთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა.

მუხლი 19

მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შეუძლია უარი

განაცხადოს დავალების შესრულებაზე.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს

შეუძლია უარი განაცხადოს იმ განკარგულებათა შესრულებაზე, რაც არ უკავშირდება

სამსახურის ადგილს, ასევე იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შედის სამსახურებრივ

მოვალეობათა რიცხვში და მიმართული იქნება მისი მეუღლის, მშობლის, ძმის, დის, შვილის ან

სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის;

არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის უფლებას;

მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.

მუხლი 20

თუ მოსამსახურე მიიჩნევს, რომ მიცემული დავალება უკანონოა, არაეთიკურია, ეწინააღმდეგება

ქცევის საზოგადოდ აღიარებულ წესებს ან ამ კოდექსს, იგი მოვალეა, დადგენილი წესით

აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ზემდგომი თანამდებობის პირს,

საქართველოს იუსტიციის საბჭოს ან საჯარო სამსახურის სპეციალურ კომპეტენტურ ორგანოს.

ეს მუხლი მოსამსახურეს ანიჭებს უფლებას, უარი განაცხადოს სამსახურეობრივ, ასევე სხვა

დავალებათა შესრულებაზე, რომელსაც მიიჩნევს უკანონოდ, არაეთიკურად, საზოგადოდ

აღიარებული ქცევის წესების საწინააღმდეგოდ. იგი მოვალეა, ამის შესახებ წერილობით აცნობოს

ზემდგომ თანამდებობის პირს ან საჯარო სამსახურის კომპეტენტურ ორგანოს. მაგალითად,

მოსამართლემ სხდომის მდივანს დაავალა სხდომის ოქმში იმ ფრაზის ჩამატება, რაც პროცესზე

არ თქმულა, ეს მუხლი სხდომის მდივანს უფლებას ანიჭებს, უარი განაცხადოს ამგვარი

დავალების შესრულებაზე.

მუხლი 21

მოსამსახურემ უნდა შეასრულოს დავალება, რომელიც არ შედის სამსახურეობრივ მოვალეობათა

რიცხვში, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია სამსახურის ადგილას სტიქიური უბედურებისა

და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისგან

გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი დავალების შესრულება საზიანოა

მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობას.

Page 12: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

12

ეს მუხლი იდენტურია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა,

რომლის მიხედვით, მოსამსახურემ უნდა შეასრულოს დაწესებულების ხელმძღვანელის

დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, მაგრამ ამის გაკეთება

აუცილებელია ამ დაწესებულებაში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის

დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ

შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალებების შესრულება საზიანოა მოსამსახურის ჯანმრთელობის

მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.

მუხლი 22

სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებისას მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს

მიუკერძოებლად და უანგაროდ.

ეს მუხლი ავალებს მოსამსახურეს, უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებდეს

მიუკერძოებლად და უანგაროდ.

მოსამსახურე საქმეში მონაწილე მხარეების, მათი წარმომადგენლების მიმართ უნდა იყოს

მიუკერძოებელი, ყველას მიმართ იჩენდეს თანაბარ ყურადღებას, გულისხმიერებას და

უფლებამოსილებას არ იყენებდეს პირადი ან ახლობლების ინტერესებისათვის. თავისი

ფუნქციების შესრულებისას ან საზოგადოებასთან (მოქალაქეებთან) ურთიერთობისას

მოსამსახურემ არ უნდა დაუშვას, პირდაპირ თუ შეფარვით, რაიმე არაკანონიერი პრივილეგიის

მინიჭება ცალკეულ პირთა მიმართ.

მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს პირადი ანდა მესამე პირების ეკონომიკური, პოლიტიკური,

სოციალური თუ სხვა ინტერესების ზეგავლენის გარეშე. დაუშვებელია, აგრეთვე, მოსამსახურის

მოვალეობის განხორციელებაზე გავლენას ახდენდეს რასობრივ, ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ,

ქონებრივ, წოდებრივ-თანამდებობრივ სტატუსებთან ან სხვა გარემოებასთან დაკავშირებული

მისი შეხედულებანი.

მუხლი 23

მოსამსახურეს შეუძლია ინფორმაცია გასცეს მხოლოდ დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების

დაცვით.

ამ მუხლის თანახმად, მოსამსახურეს შეუძლია, ინფორმაცია გასცეს მხოლოდ დადგენილი

ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით. ინფორმაციის გაცემის სავალდებულობას, მისი გაცემის

წესსა და ვადებს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა.

გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო,

კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამ კოდექსის 37-ე

მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირმა უნდა წარადგინოს

წერილობითი განცხადება.

ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს

საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, დაწესდეს რაიმე სახის

საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი

Page 13: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

13

თანხის ანაზღაურებისა. მაგალითად, მოქალაქემ მიმართა სასამართლოს განცხადებით და

მოითხოვა ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი.

კანცელარიის გამგე ვალდებულია, მისცეს ასლი დაუყოვნებლივ.

მუხლი 24

მოსამსახურე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები იმ ინფორმაციის უსაფრთხოებისა და

კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არ არის საჯარო და რომლის

კონფიდენციალურობაზეც იგი არის პასუხისმგებელი.

ეს მუხლი მოსამსახურეს აკისრებს ვალდებულებას, მიიღოს ზომები იმ ინფორმაციის

უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არ არის საჯარო და

რომლის კონფიდენციალურობაზეც არ არის პასუხისმგებელი. მაგალითად, სამოქალაქო საქმის

განმხილველმა მოსამართლემ პროცესში მონაწილე მხარის პირადი საიდუმლოების დაცვის

ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულად გამოაცხადა. სხდომის მდივანმა უნდა

მიიღოს ზომები, რომ ოქმის შინაარსი ცნობილი არ გახდეს სხვა პირებისათვის.

მუხლი 25

მოსამსახურე არ უნდა ეცადოს, გაეცნოს ინფორმაციას, თუ კანონმდებლობის შესაბამისად მას

ამის უფლება არ გააჩნია.

მაგალითისათვის განვიხილოთ შემთხვევა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს

გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან

ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს უფლება აქვს,

ეს განხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.

მოსამსახურე არ უნდა შეეცადოს, მისი კოლეგის - სხდომის მდივნის მეშვეობით შეიტყოს ის

საიდუმლო ინფორმაცია, რაც დახურულ სხდომაზე გახდა მდივნისათვის ცნობილი.

მუხლი 26

მოსამსახურე ვალდებულია, უზრუნველყოს იმ ინფორმაციის თავისუფალი გაცნობა, რომლის

საჯაროობა კანონით არ არის შეზღუდული. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მოსამსახურე

ვალდებულია, შესაბამის (ინფორმაციის მომთხოვნ) პირს მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია

კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ყველა მოქალაქეს, იურდიულ პირს, აქვს

უფლება მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, თუ ის არ განეკუთვნება

სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას.

მაგალითად, მოქალაქე, რომელსაც კანონით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღება სურს,

წერილობითი განცხადებით მიმართავს სასამართლოს; მოხელე ვალდებულია ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გასცეს საჯარო ინფორმაცია.

Page 14: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

14

მუხლი 27

თუ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა მოსამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას

განეკუთვნება, მოსამსახურემ ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს კანონით განსაზღვრული

კრიტერიუმებით. ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, მოსამსახურემ კანონით დადგენილი წესით

დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი. ამ

შემთხვევაში ინფორმაციის თავისუფალი გაცემის ვალდებულება წყდება დადგენილი საკითხის

მოგვარებამდე.

მოსამსახურეს, რომელსაც ენიჭება უფლება თავისი შეხედულებისამებრ გასცეს ან შეზღუდოს

ინფორმაციის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელმძღვანელობს კანონით განსაზღვრული

კრიტერიუმებით, თუ გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო,

კომერციულ ან პირად საიდუმლოებას, მან დაუყოვნებლივ უნდა დააყენოს ამ ინფორმაციის

საჯაროობის შეზღუდვის საკითხი; ვიდრე იგი დადგენილი წესით არ გადაწყდება, ინფორმაციის

თავისუფალი გაცემის ვალდებულება წყდება.

მუხლი 28

მოსამსახურემ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა

გამოიყენოს არადანიშნულებისამებრ, პირადი ან სხვათა მიზნებისთვის.

ეს მუხლი მოსამსახურეს უკრძალავს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მისთვის

ცნობილი ინფორმაცია გამოიყენოს პირადი ან სხვა მიზნებისათვის.

მუხლი 29

მოსამსახურე საჯაროდ არ უნდა გამოთქვამდეს აზრს ან აძლევდეს განმარტებებს

განსახილველი, განხილვის პროცესში არსებული ან დამთავრებული საქმის შესახებ, თუ ეს არ

შეეხება საქმის განხილვის ან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების

ორგანიზაციულ ან ტექნიკურ მხარეს.

მუხლი 30

მოსამსახურე საჯაროდ ან პირად საუბარში უნდა მოერიდოს ისეთ განცხადებას, რომელსაც

შეუძლია წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა, რომ ეს ხელს შეუშლის საქმეზე კანონიერი

გადაწყვეტილების მიღებას ან აღიქმება საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით შექმნილ

წინასწარ შეხედულებად.

29-ე და 30-ე მუხლების მიხედვით, მოსამსახურე უნდა მოერიდოს, როგორც კოლეგებთან, ასევე

ახლობლებთან განსახილველი ან განხილვის პროცესში არსებულ საქმესთან დაკავშირებულ

საკითხებზე საუბარს, რადგან ამ დიალოგის დროს გამოთქმული მისი აზრი შეიძლება აღქმულ

იქნეს მოსამართლის შეხედულებად.

Page 15: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

15

მაგალითად, მოსამართლის თანაშემწეს არა აქვს უფლება გააკეთოს კომენტარი მოსამართლის

წარმოებაში არსებული ან დამთავრებული საქმის თაობაზე, როგორც კოლეგებთან, ასევე

ახლობლებთან. თუმცა ამ მუხლის თანახმად, მოსამართლის თანაშემწეს არ ეკრძალება თავისი

მოსაზრება გამოთქვას საქმის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით.

მუხლი 31

მოსამსახურე საჯაროდ ან პირად საუბრებში არ უნდა გამოხატავდეს თავის დადებით ან

უარყოფით განწყობას განსახილველ, განხილვის პროცესში არსებულ ან უკვე განხილულ

საქმეში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ.

მოსამსახურემ არ უნდა გამოამჟღავნოს თავისი დამოკიდებულება განსახილველად, განხილვის

პროცესში არსებული ან უკვე განხილულ საქმეში მონაწილე მხარის მიმართ. მაგალითად,

არაეთიკურია, თუ სხდომის მდივანმა კოლეგებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ადვოკატის

არაკომპეტენტურობას.

მუხლი 32

მოსამსახურე უნდა იყოს კოლეგიალური, კორექტული მოსამართლეებთან და კოლეგებთან

ურთიერთობაში.

მოსამსახურე პატივს უნდა სცემდეს როგორც მოსამართლეებს, ასევე კოლეგებს

(მოსამართლეების თანაშემწეებს, სხდომის მდივნებს და ა. შ.). მათ მიმართ უნდა იჩენდეს

მოკრძალებას, აფასებდეს მათ შრომას. მან არ უნდა იმსჯელოს მოსამართლის

პროფესიონალიზმზე და პატივს უნდა სცემდეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მუხლი 33

მოსამსახურე ღირსებით, თავაზიანად და კორექტულად უნდა ეპყრობოდეს პროცესის

მონაწილეებს, სასამართლოში მისულ მოქალაქეებს; უნდა ითვალისწინებდეს მათ კანონიერ

უფლებებს.

მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მოსმენის კულტურა, უნდა იჩენდეს გულისხმიერებასა და

თავაზიანობას. ასეთი დამოკიდებულება, როგორც სასამართლოში თავისი უფლებების

დასაცავად მისულ მოქალაქეებს, ასევე მათ წარმომადგენლებს სასამართლოსადმი განაწყობს

ნდობითა და პატივისცემით.

მუხლი 34

მოსამსახურე არ უნდა იყენებდეს შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სიტყვებსა და

გამონათქვამებს ან რასისტულ თუ შოვინისტურ ტერმინოლოგიას.

Page 16: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

16

სასამართლოში თავიანთი უფლებების დასაცავად ხშირად გაღიზიანებული მოქალაქეებიც

მიდიან. მათ მოსამსახურეს შეიძლება დაუმსახურებლადაც მიაყენონ შეურაცხყოფა.

მიუხედავად ამისა, მოსამსახურემ უნდა დაიცვას ეთიკის ნორმები და მოთმინებით შეძლოს

დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და პროცესში მონაწილე, მაგალითად, სხვა ეროვნების

წარმომადგენელი, არ მოიხსენიოს უპატივცემულოდ, არ გამოიყენოს მის მიმართ

დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

მუხლი 35

მოსამსახურე უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას (მიმიკას, გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას და

სხვა), რომელსაც მხარე და პროცესის სხვა მონაწილე ანდა სასამართლოში მისული მოქალაქე

აღიქვამს მის უპატივცემლობად ანდა ჩათვლის განსახილველ საქმეზე წინასწარ შექმნილ

შეხედულებად (მოსაზრებად).

მოსამსახურემ თავშეკავებული ქცევით, მიმიკით, ჟესტიკულაციით არ უნდა დააეჭვოს

პროცესში მონაწილე მხარე სასამართლოს არაობიექტურობასა და მის უპატივცემულობაში.

მაგალითად, სხდომის მდივანმა, როდესაც ერთ-ერთი მხარე თავის გასაჭირზე საუბრობდა,

გაიცინა და დარბაზში ვიღაცას თვალი ჩაუკრა, ეს ქცევა მხარემ უპატივცემულობად მიიჩნია.

მუხლი 36

მოსამსახურე, სასამართლოს პრესტიჟისა და პროფესიული ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე,

მოვალეა, ყურადღება მიაქციოს პიროვნულ იერ-სახეს, ჩაცმულობასა და სხვა აქსესუარებს;

უპირატესობა მიანიჭოს ჩაცმის კლასიკურ სტილს, რათა არ შეიქმნას დისონანსი მოსამართლის

განსაკუთრებულ ჩაცმულობასთან.

მანტია მოსამართლის, ზოგადად სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემით განაწყობს

პროცესში მონაწილე მხარეებს. მოსამსახურეებს განსაკუთრებული ფორმა არა აქვთ, მაგრამ ეს

მუხლი მათ ავალებს ჩაცმის მკაცრი, კლასიკური სტილის გამოყენებას, რადგან მანტიით

შემოსული მოსამართლის გვერდით, მაგალითად, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი

სხდომის მდივანი, ცხადია, შექმნის დისონანსს.

მუხლი 37

მოსამსახურემ მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, ოფიციალური

შეხვედრებისას, აგრეთვე, სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, ჯერ თავი უნდა წარადგინოს.

როგორც წესი, საქმესთან დაკავშირებით რომელიმე ორგანიზაციაში ინფორმაციის მისაღებად

გაგზავნილ წერილში მოსამსახურემ აუცილებლად უნდა მიუთითოს გვარი, სახელი,

თანამდებობა. ასევე მოქალაქეებთან, პროცესის მონაწილე მხარეებთან და მათ

წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრისას ჯერ თავი უნდა წარადგინოს.

Page 17: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

17

მუხლი 38

მოსამსახურემ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და სამსახურეობრივი

იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები უნდა გამოიყენოს მხოლოდ მისი უფლებამოსილებების

განხორციელებასთან დაკავშირებული ოფიციალური მიზნებისათვის.

მოსამსახურემ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და სამსახურებრივი

იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები უნდა გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის

შესრულების დროს. მაგალითად, მოძრაობის წესების დარღვევის დროს, ავტოინსპექციასთან

ურთიერთობისას, არ გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მუხლი 39

მოსამსახურე ვალდებულია, გაუფრთხილდეს პირადობის მოწმობას, სიმბოლიკას,

სამსახურეობრივი იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებს და საქმიანობის შეწყვეტისას ჩააბაროს

სასამართლოს, მათი დაკარგვის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას და

შინაგან საქმეთა ორგანოებს.

მოსამსახურის პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება მპოვნელმა იგი ისეთი

მიზნებისათვის გამოიყენოს, რაც შელახავს სასამართლოს ავტორიტეტს. მოსამსახურე უნდა

გაუფრთხილდეს ამ დოკუმენტს, ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს

ხელმძღვანელობას და შესაბამის ორგანოებს.

მუხლი 40

მოსამსახურე სისტემატურად უნდა იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს, ეცნობოდეს

თავის სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებულ შესაბამის ნორმატიულ

აქტებს, საკანონმდებლო სიახლეებსა და საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილ ქცევის

წესებსა და ნორმებს.

ეს მუხლი მოსამსახურის ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნევს, რომ სისტემატურად იმაღლებდეს

პროფესიული ცოდნის დონეს, ეცნობოდეს ახალ კანონმდებლობას, ცვლილებებსა და

დამატებებს ნორმატიულ აქტებში, რაც ყოველდღიურად სჭირდება სამსახურებრივი

მოვალეობების შესრულებისას. მაგალითად, მოსამართლის თანაშემწე თუ სისტემატურად არ

გაეცნო ცვლილებებს საპროცესო კანონმდებლობაში, განჩინების პროექტის მომზადებას

პროფესიულ დონეზე ვერ შეძლებს. მოსამსახურე ასევე უნდა მონაწილეობდეს სემინარებში,

სასწავლო პროგრამებში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის

მიხედვით, მოსამსახურეს უფლება აქვს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ისარგებლოს

სასწავლო შვებულებით.

Page 18: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

18

მუხლი 41

მოსამსახურე ხელს უნდა უწყობდეს მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და

კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.

სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები ვალდებულნი არიან,

თვალყური ადევნონ მოსამსახურეთა ქცევას და რეაგირება მოახდინონ მათ მიერ ეთიკის

ნორმების დარღვევაზე, ასევე უნდა იზრუნონ მოსამსახურეთა პროფესიული დონის

ამაღლებისათვის, მისცენ მათ რჩევა-დარიგებები, მიაწოდონ იურდიული ლიტერატურა,

მიუთითონ, გაეცნონ ცვლილებებს კანონმდებლობაში.

მუხლი 42

მოსამსახურე პასუხს აგებს მასზე მინდობილი სახელმწიფო ქონების შენახვაზე და ეკრძალება

პირადი მიზნებისათვის მისი გამოყენება ან სხვა პირებისათვის გადაცემა.

ეს მუხლი მოსამსახურეს აკისრებს პასუხისმგებლობას იმ ქონების (ინვენტარის, ტექნიკის და ა.

შ.) მიზნობრივ გამოყენებაზე, რომელიც მას გადაცემული აქვს სამსახურებრივი მოვალეობების

განსახორციელებლად.

მოსამსახურე მოვალეა, შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან

გათავისუფლებამდე სამსახურთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონების

დასაბრუნებლად (ჩასაბარებლად) მიმართოს პირს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს

საქმისწარმოება და ქონება.

Page 19: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

19

თავი IV მოსამსახურის მოქმედებათა შეზღუდვა, მოსამსახურის მიერ ინტერესთა

კონფლიქტისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის აცილება

მუხლი 43

მოსამსახურეს უფლება არა აქვს, საჯარო სამსახურეობრივი უფლებამოსილებები ან მასთან

დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის, სასამართლო

ხელისუფლებისა და, საზოგადოდ, საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ

საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.

,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ’’

დებულების თანახმად, მოსამსახურე მთელ რიგ უფლებამოსილებას ახორციელებს. ეთიკის

კოდექსის ეს მუხლი მოსამსახურეს უკრძალავს პირადი მიზნებისათვის ამ უფლებამოსილებათა

და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენებას.

მაგალითისათვის განვიხილოთ შემთხვევა: კანცელარიის თანამშრომლებმა, სააპელაციო

საჩივარი, რომელიც გასაჩივრების ვადის ბოლო დღეს მიიღო, რეგისტრატურაში გაატარა, ერთი

კვირის შემდეგ, რადგან მოპასუხე მისი ოჯახის წევრი იყო. საოლქო სასამართლომ სააპელაციო

საჩივარი განუხილველად დატოვა გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის

გამო.

კანცელარიის თანამშრომლებმა პირადი ინტერესებისათვის, სასამართლო ხელისუფლების

ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენა სამსახურებრივ უფლებამოსილებასთან

დაკავშირებული შესაძლებლობა. კოდექსის ეს მუხლი სწორედ ამგვარ ქმედებას კრძალავს.

მუხლი 44

მოსამსახურე ვალდებულია, როგორც სამსახურეობრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან

გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა

პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის

საჯაროობაც შეზღუდულია კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა

სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 45

მოსამსახურეს უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის

გამოიყენოს სამსახურეობრივი საიდუმლოს შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური

ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია კანონმდებლობით და რომელიც მისთვის

ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას. ეს წესი ეხება ყველა

დოკუმენტს, ჩანაწერს და ელექტრონულ ინფორმაციას.

მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის ხელმისაწვდომი ხდება როგორც სხვა პირთა

ოჯახური ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე სახელმწიფო და

Page 20: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

20

კომერციული საიდუმლოება, რომელის გახმაურებას კრძალავს საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის 271, 272, 273, და 274 მუხლები. ეს მუხლი მოსამსახურეს

ავალდებულებს, დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა არა მარტო დაკავებულ

თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, არამედ სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც.

მუხლი 46

მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია, უფასოდ გასწიოს მომსახურება ან შეასრულოს ესა თუ

ის მოქმედება, უფლება არა აქვს, ამისთვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან

სხვა სიკეთის სახით.

საჯარო მოსამსახურე შესრულებული სამუშაოსათვის იღებს შესაბამის გასამრჯელოს(ხელფასს).

იგი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არა აქვს

უფლება, ამისათვის მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს პატივისცემა ან

სხვა სიკეთის სახით.

მუხლი 47

მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია, ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის

საფასურად გასწიოს მომსახურება ან შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, უფლება არა აქვს

ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.

მოსამსახურეთა იმ კატეგორიას, რომელიც ვალდებულია, შესრულებული სამუშაოსთვის

მოითხოვოს ოფიციალური წესით დადგენილი საფასური, ეს მუხლი უკრძალავს უფრო დიდი

ოდენობით ანაზღაურების მიღებას ან მოთხოვნას.

მუხლი 48

მოსამსახურეს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება სასამართლოს მიერ შექმნილი ან

მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის,

მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაცია

საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მოსამსახურეს უფლება არა აქვს, სასამართლოს მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის,

ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის

გამოქვეყნებისათვის მიიღოს ანაზღაურება (საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში

ინტერესთან შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’, მუხლი 9, პუნქტი 3).

მუხლი 49

მოსამსახურემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მის სამსახურეობრივ სტატუსსა და

მოვალეობასთან შეუთავსებელ გარიგებაში. მოსამსახურეს ეკრძალება გარიგებათა დადება,

როგორც ეს შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა

Page 21: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

21

შესაბამისი ნორმატიული აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ საჯარო მოსამსახურის მიერ

გარიგებათა დადების წესსა და შეზღუდვის ფარგლებს.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესებს გარიგებათა დადების შეზღუდვის

ფარგებს. მოსამსახურეს, კანონით დაშვებული გამონაკლისების გარდა, ქონებრივი გარიგების

დადების უფლება არა აქვს. მაგალითად, მოსამსახურეს ეკრძალება, როგორც საჯარო

მოსამსახურემ, დადოს გარიგება თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პარტიასთან ან

სხვა დაწესებულებასთან.

მუხლი 50

მოსამსახურისათვის დაუშვებელია საჩუქრის მიღება, რამდენადაც იგი შეიძლება განხილულ ან

აღქმულ იქნეს მცდელობას (ქრთამის მიცემად) მიერ მიერ შესასრულებელ მოქმედებაზე ან

სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმის განხილვაზე შესაძლო გავლენის მოსახდენად.

საჩუქარი, მცირეოდენიც კი, რომელსაც მოსამსახურე იღებს თავისი მოვალეობის

შესრულებისათვის მხარის ან მისი წარმომადგენლისაგან, ზრდის მოსამსახურის ინტერესს

სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმისადმი და ცვლის მის დამოკიდებულებას

მხარეებისადმი. ამიტომ ეს მუხლი, საქმის განხილვაზე შესაძლო გავლენის აღკვეთის მიზნით,

დაუშვებლად მიიჩნევს საჩუქრის მიღებას.

მუხლი 51

მოსამსახურის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურეობრივ მოვალეობას,

დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ

უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს მოსამსახურის

საქმიანობის განხორციელებისას მის მოუსყიდველობაში, არ ეწინააღმდეგება საქართველოს

კანონმდებლობასა და ამ კოდექსს.

ეს მუხლი ზოგადია, აზრი დაკონკრეტებულია 52-ე, 54-ე, 55-ე, 58-ე, 59-ე, მე-60 და 65-ე

მუხლებში.

მუხლი 52

მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს შეთავსებით,

გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, ან შემეცნებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა

რომელიმე სხვა საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში ან საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე

ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან

დაწესებულებაში.

მოსამსახურეს, რომელსაც სასამართლოში თავისი უფლებამოსილების ჯეროვნად

შესრულებისათვის სჭირდება ორგანიზებულობა და ოპერატიულობა, არა აქვს სხვა

ანაზღაურებადი სამუშაოს შეთავსების უფლება, როგორც საჯარო, ასევე კერძო

Page 22: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

22

დაწესებულებაში. ეს მუხლი აწესებს გამონაკლის შემთხვევებს - მოსამსახურეს მხოლოდ

სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის უფლება ენიჭება, თუ მისი

შესრულება არასამუშაო საათებშია შესაძლებელი.

მუხლი 53

მოსამსახურისთვის მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობანი უპირველესია.

მისთვის დასაშვები სხვა საქმიანობა ხელს არ უნდა უშლიდეს მოსამსახურის უფლება-

მოვალეობათა სათანადო განხორციელებას. მოსამსახურის დამატებითი დასაქმების საათები არ

უნდა დაემთხვეს სასამართლოში განსაზღვრულ სამუშაო დროს.

მართალია, ეთიკის კოდექსი მოსამსახურეს დამატებითი საქმიანობის უფლებას ანიჭებს, მაგრამ

მკაცრად უწესებს პირობებსაც. ძირითადი საქმიანობის დროის ხარჯზე დამატებითი სამუშაოს

შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებას, ამიტომ ეს მუხლი

პრიორიტეტულად, მიიჩნევს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

მუხლი 54

მოსამსახურე არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს

აქციებსა და წილს.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობის

შეზღუდვას, რომლის თანახმად მოსამსახურე არ შეიძლება იყოს სამეწარმეო საქმიანობის

სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო

ორგანოს წევრი. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობის უფლება ენიჭება.

მუხლი 55

მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის

წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა, იმ

შემთხვევის გარდა, როცა იგი არის ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი.

სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია, მოსამსახურემ

განახორციელოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენლობა ან დაცვა. ეს

მუხლი აწესებს გამონაკლისებს, როდესაც მოსამსახურე ფიზიკური პირის მეურვე ან

მზრუნველია, მას ზემოთაღნიშნული უფლება ენიჭება.

მუხლი 56

მოსამსახურემ, რომელზეც ვრცელდება ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის

დეკლარირების ვალდებულება და დეკლარირების წესი, კანონით დადგენილი ფორმით და

წესით უნდა უზრუნველყოს თავისი ქონებრივი მდგომარეობისა და ინტერესების

გამჭვირვალობა და საჯაროობა.

Page 23: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

23

მოსამსახურის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა, მოსამსახურის შემოსავლების ფონზე

მისი ზრდისა თუ კლების ტენდენცია გარკვეულ წარმოდგენას ქმნის მოსამსახურის

საქმიანობაზე. ამიტომ, მისი გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით,

კანონი მოსამსახურეს ავალდებულებს დეკლარირების წესების დაცვას.

მუხლი 57

მოსამსახურემ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ უნდა

დაუშვას, რომ მის სამსახურეობრივ ზედამხედველობაში არსებულ თანამდებობაზე დაინიშნოს

(მიღებულ იქნეს) ან მუშაობდეს მისი ახლო ნათესავი („ ახლო ნათესავში“ იგულისხმება ყველა

ის პირი, რომელიც აღნიშნულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და

კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონში).

ერთ დაწესებულებაში ნათესავების მუშაობას ეს მუხლი (გარდა კანონმდებლობით

გათვალისწინებული შემთხვევებისა, მაგალითად, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა)

კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი მეორეზე ახორციელებს თანამდებობრივ

ზედამხედველობას. ნათესაური კავშირი შეიძლება ადმინისტრაციისათვის არ იყოს ცნობილი.

ამიტომ მოსამსახურე ვალდებულია, თავიდან აიცილოს კანონდარღვევა. მაგალითად,

ადმინისტრაციამ კანცელარიის სპეციალისტად მიიღო თანამშრომელი, რომელიც კანცელარიის

გამგის ახლო ნათესავი აღმოჩნდა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს

თავმჯდომარეს, რომელიც უფლებამოსილია, დანიშნოს ან გაათავისუფლოს აპარატის მუშაკები.

Page 24: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

24

თავი IV მოსამსახურის საზოგადოებრივი, პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური

აქტიურობის შეზღუდვა

მუხლი 58

მოსამსახურე არ შეიძლება გახდეს წევრი ისეთი გაერთიანებისა, რომელიც ერთგულების ფიცის

დადებას მოითხოვს, ანდა ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს რეპუტაციას, ზიანს აყენებს

სასამართლოსა და საჯარო სამსახურის ინტერესებს.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საზოგადოებრივი

გაერთიანების, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნის და მათში გაერთიანების უფლება.

ეს მუხლი მოსამსახურეს უკრძალავს, გახდეს ისეთი გაერთიანების წევრი, რომელიც მოითხოვს

ერთგულების ფიცის დადებას. მას უფლება არა აქვს, გაერთიანდეს ისეთ საზოგადოებრივ

გაერთიანებაში, რომელიც შელახავს სასამართლოსა და, საზოგადოდ, საჯარო სამსახურის

პრესტიჟს.

მუხლი 59

მოსამსახურეს უფლება აქვს გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირებსა და ასოციაციებში,

მონაწილეობდეს მათ საქმიანობაში.

პროფესიულ კავშირებსა და ასოციაციებში მოსამსახურის გაწევრიანება ან მის საქმიანობაში

(სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები) აქტიური მონაწილეობა ამაღლებს მის პროფესიულ

დონეს. ეს მუხლი პროფესიულ კავშირებსა და ასოციაციებში გაწევრიანების, მის საქმიანობაში

მონაწილეობის უფლების მინიჭებით ხელს უწყობს ამ მიზნის მიღწევას.

მუხლი 60

მოსამსახურე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური

ორგანიზაციის (პარტიის) წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებას, ან პოლიტიკური

ორგანიზაციის სახელით სიტყვით გამოდიოდეს.

სასამართლო სისტემა დეპოლიტიზებულია. ამიტომ მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი

უფლება-მოვალეობის შესრულების პარალელურად პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს,

გამოხატავდეს რომელიმე პარტიის პოზიციას, გამოდიოდეს მათ ყრილობებზე, მონაწილეობდეს

პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში. ეს მუხლი მოსამსახურეს უკრძალავს

რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობასა და პარტიული დავალებების შესრულებას.

Page 25: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

25

მუხლი 61

მოსამსახურემ საჯაროდ ან პირად საუბარში თავი უნდა შეიკავოს თავის პოლიტიკურ

შეხედულებათა გამჟღავნებისაგან. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური

პროპაგანდა როგორც სასამართლოში, ისე მის გარეთ.

ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ გამოხატოს

სიმპათია-ანტიპათია ან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ეთიკის კოდექსი

საჯაროდ ან პირად საუბარში, სასამართლოშიც და მის გარეთაც, მოსამსახურეს უკრძალავს

ნებისმიერ პოლიტიკურ პროპაგანდას.

მუხლი 62

მოსამსახურემ საჯაროდ ან სხვა ფორმით მხარი არ უნდა დაუჭიროს კანდიდატურას

სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ან გამოვიდეს მის წინააღმდეგ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ორგანული

კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და

მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად

კოდექსი საერთო სასამართლოს მოსამსახურეს უწესებს პარტიული საქმიანობის შეზღუდავს.

იგი უნდა იყოს დეპოლიტიზებული: მოსამსახურეს ეკრძალება იყოს პოლიტიკური პარტიის

წევრი, ასრულებდეს პარტიულ დავალებებს, სიტყვით გამოდიოდეს პოლიტიკური პარტიის

შეკრებაზე, მას ეკრძალება პოლიტიკურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის

სასარგებლოდ საჯარო ინფორმაციის გავრცელება ან სხვა ფორმით მხარდაჭერა. ამასთან,

მოსამსახურეს შეუძლია, ქონდეს თავისი აზრი პოლიტიკური პარტიისა და მისი საქმიანობის

შესახებ, მაგრამ თავის შეხედულებას საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს.

მუხლი 63

მოსამსახურეს არ აქვს უფლება რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი

თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურეობრივი და პროფესიული მოვალეობის

შეუსრულებლობისაკენ.

ამ მუხლით მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა რაიმე მოტივით (მაგალითად, სამუშაო

პირობების უქონლობის გამო), კოლეგიურად თუ ინდივიდუალურად, თავისი

სამსახურეობრივი და პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა ან ასეთი

ქმედებებისაკენ მოწოდება. მოსამსახურეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი და

კოლეგების ასეთი მოქმედება, გამოიწვევს მართლმსაჯულების შეფერხებას, ანუ მოსამსახურე,

უწინარესად, მართლმსაჯულების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.

ეს მუხლი არ უკრძალავს მოსამსახურეს გადადგეს თანამდებობიდან პროტესტის მიღმა თავისი

მსოფლმხედველობის ანდა პოლიტიკური ორიენტაციის გამო.

Page 26: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

26

მუხლი 64

მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია საკუთარ ან სხვა ქვეყანაში პროფესიული

მოვალეობის შესრულებისათვის საჯარო მოსამსახურეთა შევიწროების, დევნის, დაუცველობის,

ზეწოლის ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევის გამო.

მოსამსახურეს, თუ მის მიმართ ადგილი აქვს ზეწოლას, შევიწროვებას, დევნას, მის საქმიანობაში

უკანონო ჩარევას, უფლება აქვს, საჯაროდ გამოთქვას მოსაზრება თავისი პროფესიული

უფლებების ხელყოფის შესახებ. ამ მუხლის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამსახურეს

ასევე უფლება აქვს, საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია პროფესიული მოვალეობის

შესრულებასთან დაკავშირებით სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებების დასაცავად.

მუხლი 65

მოსამსახურეს უფლება აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საზოგადოებრივ საწყისებზე ან

მონაწილეობდეს ისეთ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ კომისიაში, რომელიც დაკავშირებულია

საკანონმდებლო საქმიანობასთან, მართლმსაჯულების განხორციელების სრულყოფასთან, სხვა

სამართლებრივ ან ისეთ არასამართლებრივ საკითხებთან, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნებს

არ ეწინააღმდეგება.

ეს მუხლი არ უკრძალავს მოსამსახურეს ანაზღაურების გარეშე იმუშაოს რაიმე თანამდებობაზე,

სახელმწიფო ან საზოგადოებრივ კომისიაში, თუკი მისი საქმიანობის მიზანი იქნება,

მაგალითად, კანონშემოქმედება, მართლმსაჯულების განხორციელების ან სასამართლოების

სისტემის ადმინისტრირების სრულყოფა, ანდა ისეთ არასამართლებრივ საკითხებზე მუშაობა,

რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება.

მუხლი 66

მოსამსახურეს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში,

წარმოადგენდეს ქვეყანას ან მის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ოფიციალურ

ცერემონიალზე, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ან სხვა ღირსსახსოვარ

თარიღთან დაკავშირებით.

მოსამსახურეს უფლება აქვს, ოფიციალურ ცერემონიალზე მონაწილეობის მისაღებად იყოს

საქართველოდან საზღვარგარეთ წარგზავნილი დელეგაციის წევრი; წარმოადგენდეს თავის

ქვეყანას ისტორიულ, საგანმანათლებლო ან კულტურულ ღონისძიებებზე. ასეთ შემთხვევაში

ვიზიტი ან გამოსვლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმსაჯულებისა და საჯარო

სამსახურის ინტერესებსა და პრინციპებს.

მუხლი 67

მოსამსახურეს უფლება აქვს, იყოს თავისი ან უცხო ქვეყნის (ქალაქის ან სხვა ადმინისტრაციული

ერთეულის) საპატიო მოქალაქე.

Page 27: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

27

მოსამსახურეს არ ეკრძალება აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება - საქველმოქმედო,

სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ოღონდ ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასა და ამ

კოდექსის მოთხოვნებს (მაგალითად, მოსამართლის თანაშემწე არ უნდა აძლევდეს ფასიან

იურდიულ კონსულტაციებს, ან არ უნდა მუშაობდეს იურისტის პროფესიით რომელიმე

საქველმოქმედო ორგანიზაციაში).

საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში აქტიური მონაწილეობისა და შეტანილი პირადი

წვლილისათვის მოსამსახურე შესაძლოა არჩეულ იქნეს თავისი ამ ან უცხო ქვეყნის საპატიო

მოქალაქედ.

Page 28: კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი სასამართლოების მოხელეთა ქცევის კოდექსზე · სამართლის

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

28

თავი VI კოდექსის ამოქმედება

მუხლი 68

კოდექსი ძალაში შედის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებისთანავე.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამსახურეთა (მოხელეთა) ეთიკისა და ქცევის კოდექსი მიიღო 2003 წლის 28 ივნისს

(საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2003 წლის 28 ივნისის № 6 დადგენილებით).