დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში...

8
კულტურის მინისტრი ხარაგაულში ხარაგაულში საპრეტენზიო კომისია შეიქმნა კონკურსისა და ატესტაციის პრო- ცედურებთან, ასევე შედეგებთან დაკავშირებით შესაძლო პრეტენ- ზიები შესასწავლად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის, გადაწყვეტილებით ხა- რაგაულის საკრებულოში შეიქმნა საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის თავმ- ჯდომარეა ინგა მაღრაძე. კომი- სიის წევრები არიან ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე; საკრებულოს იურიდიული, სამან- დატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილი, საკრებუ- ლოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონა- ლური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე და თვითმმართველობის ექსპერტი ლიზა სოფრომაძე. „შევეცადე საპრეტენზიო კომი- სიაში შემეჯერებინა საკრებულოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტე- რესი. ამისთვის კოალიციის გარეთ დარჩენილ სუბიექტებს შევთავაზე, რომ წარმოედგინათ ერთი კანდი- დატი. განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს წევრებმა „არასაპარლამენტო ოპოზიცი - იდან,“ - ამბობს ინგა მაღრაძე. საპრეტენზიო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა. „დისციპლინა განსაზღვრავს სკოლის იმიჯს” ხარაგაულის საგანმანათლებ- ლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ საჯარო სკოლე- ბის დირექტორებს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქ- ციონ სკოლებში შრომით დისციპ- ლინას. მისი თქმით, სკოლის იმიჯს განსაზღვრავს დისციპლინის დაცვა. „ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სკოლაში მოსწავ- ლეები და მასწავლებლები სისტე- მატურად აცდენენ გაკვეთილებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიფიქროთ და ვისაუბროთ არა მხოლოდ უფლებებზე, არამედ მოვალეობებზე,“ - აღნიშნა დავით კიკნაძემ დირექტორებთან თათ- ბირზე 10 დეკემბერს. დავით კიკნაძემ სკოლებში ახა- ლარჩეულ დირექტორებს განუმარტა, რომ მათ არჩევიდან ორი კვირის ვადაში აქვთ უფლება, შეცვალონ მოადგილე. მისივე განმარტებით, სკო- ლას აქვს ავტონომია და დირექტორს - შესაბამისი ბერკეტები სკოლებში სიტუაციის დასარეგულირებლად. სააგენტო დაფინანსებისას შეთანხმებას ითხოვს მიმდინარე წლის თებერვალ- ში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი რელიგიის სა- კითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც დებულების თანახმად პრემიერ-მინისტრისთვის ახორცი- ელებს საინფორმაციო კვლევით და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. კერძოდ, რეკომენდაციებს გასცემს რელი- გიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულე- ბის შენობად გარდაქმნის თაობაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის წერილი, სადაც ნათქვამია: „რელიგიური გაერთიანებების შუამდგომლობები ადგილობ - რივი ან ცენტრალური ბიუჯე - ტიდან ფინანსური დახმარების თაობაზე და ან სხვა შუამდგომ- ლობები, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო- ების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, უნდა შეთანხმდეს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.“ წარმოგიდგენთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ანგარიშებს 2, 4 გვ. დღეს ნომერშია იუზა კელენჯერიძე - ვაზის 4 500 ნერგი სოციალურად დაუცველებზე გაიცემა განცხადებები 3 გვ. 7-8 გვ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხარა- გაულის კინოთეატრში ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ბაღდათის, ხონი- სა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ შემოქმედებით კოლექტივებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა. ხარაგაულის კინოთეატრის განახ- ლებული შენობა კულტურის სამინისტ- როს მხარდაჭერით უკვე აღჭურვილია კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით. ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტს გადმოეცა ვოკალური ანსამბლისთ- ვის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები, სამუსიკო სკოლისთვის კი - ვიოლინო. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა კულტურის სამინისტროსგან რეგიონებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. მინისტრის თქმით, გაათმაგებული ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება რეგიონებს, რადგან „რეგონებშია ჩვენი სიძლიერე და უზარმაზარი კულტურული პოტენცი- ალი. ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყობა, რომ მომავალში შეიძლება თავი მოგაბეზროთ კიდეც აქტიური თა- ნამშრომლობით. იმე- დია, ბევრ საინტერესო გვ. 2 ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის მედლებით 13 ხარაგა- ულელი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება. ოქროს მედლებს მიიღებენ: მამუკა შარიქაძე (ხარაგაულის 2 საჯარო სკოლა); ნოდარ აბულაძე (ხარაგაულის 2 საჯარო სკოლა); ქეთევან სხილაძე (ხარაგაულის 3 საჯარო სკოლა); ქეთინო ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); ნოდარ ჭანკოტაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია); ირაკლი ტაბატაძე (კიცხის საჯარო სკოლა). ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან: ლანა ლომიძე (ხევის საჯარო სკოლა); მარიამ აბულაძე (ბორის საჯარო სკოლა); ნინო ბლიაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); გვანცა ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); იოანე რამიშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია). ეკა ავალიშვილი (კიცხის საჯარო სკოლა); ნია გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა). მედლებით დაჯილდოვდებიან ამბების აკიდო 9 დეკემბერს გამოცდების ეროვ- ნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სამოქალაქო გა- ნათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულ მოსწავლეებს ქუთაისის 1 საჯარო სკოლაში შეხვდა. კიცხის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშ- ვილის თქმით, შეხვედრა ძალიან თბილად წარიმართა. გამარჯ - ვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ 50 ლარიანი ვაუჩერი და სხვა ფასიანი საჩუქრები. „ეს ერთგვარი სტიმულია მოსწავლე- ებისთვის და იმედია, მორიგ ტურ- საც თავს წარმატებით გაართმევენ“, - ამბობს თამარ წიწილაშვილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურში ცამეტი მოსწავლე გადავიდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 29 დეკემბერს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, 15 იანვრამდე საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები ცხადდება, - ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლების დირექტორებს 10 დეკემბერს გააცნო. ზამთრის არდადეგები შემცირდა 12 დეკემბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 47 (618) www.chkh.org

Transcript of დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში...

Page 1: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

კულტურის მინისტრი ხარაგაულში

ხარაგაულში საპრეტენზიო კომისია შეიქმნა

კონკურსისა და ატესტაციის პრო-ცედურებთან, ასევე შედეგებთან დაკავშირებით შესაძლო პრეტენ-ზიები შესასწავლად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის, გადაწყვეტილებით ხა-რაგაულის საკრებულოში შეიქმნა საპრეტენზიო კომისია.

საპრეტენზიო კომისიის თავმ-ჯდომარეა ინგა მაღრაძე. კომი-სიის წევრები არიან ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე; საკრებულოს იურიდიული, სამან-დატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილი, საკრებუ-ლოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე და თვითმმართველობის ექსპერტი ლიზა სოფრომაძე.

„შევეცადე საპრეტენზიო კომი-სიაში შემეჯერებინა საკრებულოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტე-რესი. ამისთვის კოალიციის გარეთ დარჩენილ სუბიექტებს შევთავაზე,

რომ წარმოედგინათ ერთი კანდი-დატი. განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს წევრებმა „არასაპარლამენტო ოპოზიცი-იდან,“ - ამბობს ინგა მაღრაძე.

საპრეტენზიო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა.

„დისციპლინა განსაზღვრავს სკოლის იმიჯს”

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ საჯარო სკოლე-ბის დირექტორებს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქ-ციონ სკოლებში შრომით დისციპ-ლინას. მისი თქმით, სკოლის იმიჯს განსაზღვრავს დისციპლინის დაცვა.

„ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სკოლაში მოსწავ-ლეები და მასწავლებლები სისტე-მატურად აცდენენ გაკვეთილებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიფიქროთ და ვისაუბროთ არა მხოლოდ უფლებებზე, არამედ მოვალეობებზე,“ - აღნიშნა დავით კიკნაძემ დირექტორებთან თათ-ბირზე 10 დეკემბერს.

დავით კიკნაძემ სკოლებში ახა-ლარჩეულ დირექტორებს განუმარტა, რომ მათ არჩევიდან ორი კვირის ვადაში აქვთ უფლება, შეცვალონ მოადგილე. მისივე განმარტებით, სკო-ლას აქვს ავტონომია და დირექტორს - შესაბამისი ბერკეტები სკოლებში სიტუაციის დასარეგულირებლად.

სააგენტო დაფინანსებისას შეთანხმებას ითხოვს

მიმდინარე წლის თებერვალ-ში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი რელიგიის სა-კითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც დებულების თანახმად პრემიერ-მინისტრისთვის ახორცი-ელებს საინფორმაციო კვლევით და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. კერძოდ, რეკომენდაციებს გასცემს რელი-გიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულე-ბის შენობად გარდაქმნის თაობაზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის წერილი, სადაც ნათქვამია:

„რელიგიური გაერთიანებების შუამდგომლობები ადგილობ-რივი ან ცენტრალური ბიუჯე-ტიდან ფინანსური დახმარების თაობაზე და ან სხვა შუამდგომ-ლობები, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო-ების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, უნდა შეთანხმდეს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.“

წარმოგიდგენთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ანგარიშებს 2, 4 გვ.

დღეს ნომერშია

იუზა კელენჯერიძე - ვაზის 4 500 ნერგი სოციალურად დაუცველებზე გაიცემა

განცხადებები

3 გვ.

7-8 გვ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხარა-გაულის კინოთეატრში ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ბაღდათის, ხონი-სა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ შემოქმედებით კოლექტივებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა.

ხარაგაულის კინოთეატრის განახ-ლებული შენობა კულტურის სამინისტ-როს მხარდაჭერით უკვე აღჭურვილია კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით.

ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტს გადმოეცა ვოკალური ანსამბლისთ-ვის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები, სამუსიკო სკოლისთვის კი - ვიოლინო.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა კულტურის სამინისტროსგან რეგიონებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. მინისტრის თქმით, გაათმაგებული ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება რეგიონებს, რადგან „რეგონებშია ჩვენი სიძლიერე და უზარმაზარი კულტურული პოტენცი-ალი. ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყობა, რომ მომავალში შეიძლება თავი მოგაბეზროთ კიდეც აქტიური თა-ნამშრომლობით. იმე-დია, ბევრ საინტერესო გვ. 2

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის მედლებით 13 ხარაგა-ულელი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება.

ოქროს მედლებს მიიღებენ:მამუკა შარიქაძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა);ნოდარ აბულაძე (ხარაგაულის № 2 საჯარო სკოლა);ქეთევან სხილაძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა);ქეთინო ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა);ნოდარ ჭანკოტაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია);ირაკლი ტაბატაძე (კიცხის საჯარო სკოლა). ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან: ლანა ლომიძე (ხევის საჯარო სკოლა);მარიამ აბულაძე (ბორის საჯარო სკოლა);ნინო ბლიაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);გვანცა ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);იოანე რამიშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).ეკა ავალიშვილი (კიცხის საჯარო სკოლა);ნია გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა).

მედლებით დაჯილდოვდებიან

ამბების აკიდო

9 დეკემბერს გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სამოქალაქო გა-ნათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულ მოსწავლეებს ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში შეხვდა. კიცხის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშ-ვილის თქმით, შეხვედრა ძალიან თბილად წარიმართა. გამარჯ-ვებულ მოსწავლეებს გადაეცათ

სერტიფიკატები, წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ 50 ლარიანი ვაუჩერი და სხვა ფასიანი საჩუქრები. „ეს ერთგვარი სტიმულია მოსწავლე-ებისთვის და იმედია, მორიგ ტურ-საც თავს წარმატებით გაართმევენ“, - ამბობს თამარ წიწილაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურში ცამეტი მოსწავლე გადავიდა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

29 დეკემბერს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, 15 იანვრამდე საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები ცხადდება, - ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლების დირექტორებს 10 დეკემბერს გააცნო.

ზამთრის არდადეგები შემცირდა

12 დეკემბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№47 (618)

www.chkh.org

Page 2: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

2 xtvb [fhfufekb 12 დეკემბერი, 2014 წ.

პროექტს განვახორციელებთ,“ - აღნიშნა მინისტრმა ხარაგაულში შეხვედრაზე.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო რამდენიმე საინტერესო პროექტზე მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვ-ნელოვანია, რომ რეგიონები იცნობდნენ ერთმანეთის კულტურულ ცხოვრებას. ამ მიზნით კულტურის სამინისტრო ამზადებს პროგრამას თეატრებისთვის, რომ რეგი-ონულმა თეატრებმა ერთმანეთს აჩვენონ საკუთარი შემოქმედება.

კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელებს პროექტს, რომლის მიხედვითაც რე-გიონებში ამოქმედდება ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილავენ შე-საძლებლობას, რათა მუნიციპალიტეტებს გაეზარდოს დაფინანსება კულტურულ სფეროში. „ეს იქნება მიზნობრივად გამო-ყოფილი ფინანსები ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმა-ლურად ცდილობს, რომ ხარაგაულის კულტურის სფეროს ღირსეულ მოღვა-წეებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები.

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ რეგი-ონების მიმართ ყურადღების გამახ-ვილება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, რეგიონული განვი-თარებისთვის აუცილებელია სწორი

ხედვა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ხარაგაული ყოველთვის თვალსაჩინოა კულტურული ცხოვრების კუთხით და კულტურის სამსახური ხარაგაულში ნამდვილად ბრწყინვალედ მუშაობს.

ზაზა მეფარიშვილმა იმედი გამო-თქვა, რომ კულტურის სამინისტროს-თან ურთიერთთანამშრომლობა ინფ-რასტრუქტურული მიმართულებითაც ამოქმედდება.

გამგეობის კულტურის სამსახურის უფ-როსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ გასუ-ლი საუკუნის 80-იან წლებში ხარაგაულში მოქმედებდა საბავშვო-ვოკალური ინსტ-რუმენტული ანსამბლი. „გვყავს ძალიან წარმატებული ახალგაზრდა მომღერლე-ბი, მაგრამ ცოცხალი მუსიკის თანხლებით მათ არ უმღერიათ და დიდი ხანია არც ჩვენ მოგვისმენია ცოცხალი მუსიკა. ეს დიდი სიამოვნება იქნება ხარაგაულელი მუსიკის მოყვარულებისთვის,“ - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ და დიდი მადლიერება გამოხატა კულტურის სამინისტროს მი-მართ ხარაგაულის სახალხო თეატრების მხარდაჭერის გამო; ასევე - სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსის, ლალი თარიმანიშვილისა და თანამშ-რომლის ელინა გედენიძის მიმართ.“

ლიტერატურული თეატრის ხელმძ-ღვანელმა იზა ვეფხვაძემ ისაუბრა მისი თეატრისადმი კულტურის სამინისტროს-გან მხარდაჭერაზე. მისი თქმით, საქარ-თველოს რეგიონებში გამართული 70 სპექტაკლიდან 30 კულტურის სამინისტ-რომ დააფინანსა. იზა ვეფხვაძემ კულ-ტურის მინისტრს საჩუქრად გადასცა საკუთარი ავტორობით გამოცემული ოთხტომეული „ხარაგაული.“

ნინო კაპანაძე

პროექტის - „საქართველოს მთავრობა - ღია მმმართველო-ბისთვის“ ფარგლებში იმერეთის გუბერნატორმა საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. სხვადასხვა სამინისტრო-ების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში ანგარიშით წარდგა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე.

ზაზა სოფრომაძის თქმით, ყვე-ლაზე მნიშვნელოვანი, მასშტაბური და წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. მინისტ-რის მოადგილის ინფორმაციით, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაზრდილია პაციენტების მომარ-თიანობა. გადაუდებელი ამბულა-ტორიული მომსახურებისთვის იმერეთში წელს 59 141 ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულე-ბებს, გადაუდებელი სტაციონარუ-ლი დახმარებისთვის - 21 171-მა. იმერეთის რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 38 მი-ლიონ ლარზე მეტია დახარჯული. პროგრამაში ჩართულია ყველა სამედიცინო დაწესებულება, საკუთ-რების ფორმის მიუხედავად.

ზაზა სოფრომაძის თქმით, წარ-მატებულია სოფლის ექიმის პროგ-რამა. „სამედიცინო პერსონალის რამდენიმეთვიანი სახელფასო და-ვალიანება გავისტუმრეთ და მოვა-ხერხეთ, რომ 50%-ით გაგვეზარდა ექიმებისა და ექთნების ხელფასი, - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ, - იმე-რეთში 214 სოფლის ექიმი და 245 სოფლის ექთანია. ეს არ გახლავთ საბოლოო ციფრები. მომავალში ყველა ადგილიდან წამოსულ და-საბუთებულ და არგუმენტირებულ მოთხოვნას გავითვალისწინებთ და, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგი-ლის თქმით, C ჰეპატიტის პროგ-რამა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე-ებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახელმწიფომ საქართველოში არსებული მედიკამენტების შეძე-

ნაზე პაციენტებისთვის შეღავათი დააწესა. იმერეთში ამ შეღავათით 125 ბენეფიციარმა ისარგებლა. 250 დოლარიდან 92 დოლარამ-დეა სამედიცინო ფასდაკლება წა-მალზე. თებერვლიდან უკვე ამოქ-მედდება უახლესი მედიკამენტით მკურნალობის ახალი პროგრამა და პაციენტის გამოჯანმრთელება გარანტირებულია 90-100%-ით. „მიღწეულია შეთანხმება, რომ განხორციელდება არა საცდელი მოდელი, არამედ მთლიანად აღმოიფხვრება ეს დაავადება საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ვფიქ-რობ, უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება ჩვენი ქვეყნისთ-ვის,“ - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახ-მარების პროგრამაზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფაქტობრივად განულებული სისტემა მიიღეს - 100%-ით მწყობ-რიდან გამოსული ავტოპარკი,

დისკვალიფიცირებული ექიმები და ექთნები, რომელთაც არც ერთი ტრენინგი და არც ერთი გადამზადება არ გაუვლიათ წლე-ბის განმავლობაში. „პროგრამას სადაზღვევო კომპანიები ახორცი-ელებდნენ და ფაქტობრივად არ-სად არ არის ნორმალური სამუშაო გარემო. ეტაპობრივად, ნელ-ნელა მდგომარეობა სწორდება. ვერავი-თარ კრიტიკას ვერ უძლებს სასწ-რაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების სახელფასო ანაზღა-ურების საკითხი. ჩვენ შევეცდებით და გადაწყვეტილია უკვე, რომ მეცამეტე ხელფასი გადავცეთ ბრიგადებს - მძღოლებს, ექთნებსა და ექიმებს, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილებზე გადიან,“ - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ. მი-სივე ინფორმაციით, განიხილება მომავალი წლიდან სასწრაფო

დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მომატების საკითხი. რაც შეეხება ავტოპარკს, მინისტ-რის მოადგილის თქმით დეკემბერ-იანვარში ყველგან განახლდება ავტოპარკი.

„იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა თითო ახალი ამბულატორია. ხარაგაულ-ში ახლა მიმდინარეობს ახალი

გადაუდებელი სამედიცინო დახ-მარების ცენტრის მშენებლობა. პროექტირება დამთავრებულია. დეკემბერ-იანვარში დამთავრდება მთლიანად ამ ცენტრის მშენებლო-ბა. მეორე ეტაპზე მოხდება იმ შენო-ბის რეაბილიტაცია, რომელიც მიმ-დებარე ტერიტორიაზეა,“ - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ და ყურადღება გაამახვილა ჭიათურისა და ვანის საავადმყოფოების პრობლემებზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დე-მოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამა. პროგრამის თანახმად ახალდაბადებულ ბავშვზე ერთჯე-რადი დახმარება გაიცემა. ზაფხუ-ლიდან ამ დახმარებით იმერეთში უკვე ისარგებლა 570 ოჯახმა: 124 ბავშვზე მაღალმთიან რეგიონებში გაიცა 200-200 ლარი, ხოლო სხვა

მუნიციპალიტეტებში 446 ბავშვ-ზე 150-150 ლარი. იმერეთში ამ პროგრამაზე 92 ათასი ლარია დახარჯული.

სოცდახმარების პროგრამაში ჩართვა, ზაზა სოფრომაძის თქმით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის 30-40-%-ს სურს. 2013 წლის პირველი ივლისიდან დახმარების ოდენობა გაორმაგდა

და ოჯახის პირველი წევრი 30 ლარის ნაცვლად 60 ლარს იღებს, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები - 24 ლარის ნაცვლად 48 ლარს. იმერეთში სოცდახმარებას 26 705 ოჯახი იღებს და ამ მიმართულე-ბით 296 მილიონი ლარია დახარ-ჯული. „ვფიქრობთ ამ პროგრამის მოდერნიზაციას. ძალიან ბევრი დასაქმებას ამ დახმარების იმედად ყოფნას არჩევს. ბევრია შემთხ-ვევა, როდესაც ოჯახი ღებულობს 150 ლარს. ვთავაზობთ 300-400 ლარიან სამუშაო ადგილს და არ უნდა იქ წასვლა. ახლა მუშავდება ახალი პროგრამა. ხარვეზები იყო პროგრამის მეთოდოლოგიაშიც. სუბიექტური ფაქტორები მაქსიმა-ლურად გამოირიცხა,“ - აღნიშნა ზაზა სოფორმაძემ.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახ-

მარების პროგრამის ფარგლებში შერჩეულია ოჯახები, სადაც ბავშვე-ბი არიან გაშვილების რისკის ქვეშ. ესენი არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები. სოცაგენ-ტი მიდის ოჯახში და სწავლობს ოჯახის საჭიროებებს. ათასი ლა-რის ფარგლებში ეს საჭიროებები ოჯახს უკმაყოფილდება. ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ეს პროგრამა ორი თვის წინ დაიწყო და იმერეთში 13 ოჯახმა მიიღო დახმარება. წლის ბოლომდე 99 ოჯახს დაეხმარებიან.

მინისტრის მოდგილის ინფორ-მაციით, იმერეთში 729-ით გაიზარ-და პენსიონერთა რაოდენობა.

2013-2014 წლებში დამხმა-რე საშუალებების პროგრამის ფარგლებში 1036 დამხმარე სა-შუალება გაიცა (მექანიკური ეტლი, ელექტრო ეტლი, საპროტეზო, სმენის აპარატი, კოხლეარული იმ-პლანტი, უსინათლოთა ყავარჯენი და ხელჯოხი)

ბავშვთა გაშვილების პროგ-რამის ფარგლებში იმერეთში 53 ბავშვი გაშვილდა 2013 წელს, 26 ბავშვი - 2014 წელს.

ჯანდაცვის სამინისტრომ წელს პირველად დაიწყო დიპლომის შემდგომი განათლების პროგრა-მა. იმერეთში ეს პროგრამა ეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს. „ხარაგაულის ხელმძღვანელობას ვთხოვ, რომ გააკეთოს იმ სტუდენ-ტების სია, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო პროფილით. მათთან სახელმწიფო აფორმებს ხელშეკ-რულებას, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფს უფასო რეზიდენ-ტურას იმ პირობით, რომ რამდე-ნიმე წლის განმავლობაში ისინი დაუბრუნდებიან მშობლიურ მუნი-ციპალიტეტს და იქ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას,“ - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

წელს ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ვებგვერდი Worknet.gov.ge სამუშაოს მაძიებელთა რეგისტ-რაციისთვის. ბოლო ორ თვეში ამ პროგრამით იმერეთის რეგიონში 19 ადამიანი დასაქმდა.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს მორიგ სხდო-მაზე დეპუტატმა ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა დეპუტატებს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას ნასამართლობა მოეხსნა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მოხდა ძა-ლიან სასიხარულო ამბავი. „ხელ-ში მიჭირავს დოკუმენტი, რომე-ლიც უმეტესობისთვის ჩვეულებ-რივი ცნობაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ცნობისათვის დამჭირდა ძალიან ბევრი ახსნა-განმარტებისა და ჩვენების მიცემა, ბევრი ბრძოლა იმისათვის, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებია.

მინდა მივმართო ჩემს პოლი-ტიკურ ოპონენტებს, პოლიტი-კურ პარტნიორებს, რომლებსაც ძალიან ხშირად უყვარდათ ჩემს მიმართ ამ თემით აპელირება, - აი ამ ცნობაში წერია, რომ ვარლამ თავზარაშვილი ნასამარ-თლევი არ არის და მე მთლიანად ვარ რეაბილიტირებული. მინდა ვთხოვო ყველას, - ეს გნებავთ გაფრთხილებად ჩათვალეთ და გნებავთ - თხოვნად, - ნუღარა-ვინ შეეცდება კიდევ შემახსენოს ჩემთვის ტრაგიკული ხუთი წელი, რომელიც გავატარე ახალაიას

და სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში, სადაც მივიღე უამრავი ფიზიკური თუ მორა-ლური შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის გამოა, რომ მე დღეს სათვალის გარეშე მხედ-ველობა მიჭირს. ჩემმა ოჯახმა გადაიტანა უდიდესი ტრაგედია და მიუხედავად იმისა, რომ კა-ნონი მაძლევდა საშუალებას, არ მომცეს ოჯახის წევრის უკანასკ-ნელ გზაზე გაცილების უფლება. ყველას ვაფრთხილებ, თუ კიდევ ვინმე შეეცდება ეს თემა შემახსე-ნოს, შევხვდები სასამართლოში და მოვითხოვ მორალურ კომპენ-

საციას,“ - აღნიშნა ვარლამ თავ-ზარაშვილმა პირველ დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.

თამთა გოგოლაძე

P.S. სისხლის სამართლის კო-დექსის (მუხლი 79, პუნქტი 6) თანახმად, მოხსნილი ნასამართ-ლობა მხედველობაში არ მი-იღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადა-წყვეტისას.

დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამა იმერეთიდან მხოლოდ

ხარაგაულში განხორციელდება

დეპუტატი ამბობს, რომ ნასამართლობა მოეხსნა

კულტურის მინისტრი ხარაგაულში

პირველი გვერდიდან

Page 3: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

3xtvb [fhfufekb12 დეკემბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით წელს კიცხში ვაზის სანერგე მეურნე-ობის შესაქმნელად ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. ეს სოციალუ-რი პროგრამა მომავალ წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფი-ნანსდება. პროგრამის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვაზის ნერგებს უფასოდ მიიღებენ.

„ვაზის სანერგე მეურნეობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამბობს იდეის ავტორი და გან-მახორციელებელი, ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე, - სასი-ხარულოა, რომ წლების მანძილზე

ხელისუფლებისგან უყურადღებოდ დარჩენილი სოფლის მეურნეობის სუბსიდირება დაიწყო. მოსახლე-ობას არავითარ რეკომენდაციას არ აწვდიდნენ აგროტექნიკურ ღო-ნისძიებებზე და სავალალო მდგო-მარეობაში აღმოვჩნდით. სოფ-ლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მევენახეობა და ყურძნის სანედლეულე ბაზა განადგურდა.“

იუზა კელენჯერიძე ამბობს, რომ ხარაგაული განსაკუთრებული და უნიკალური რეგიონია საუკეთესო საშამპანურე ღვინო-მასალების წარმოებისთვის. მისივე თქმით, გა-სულ საუკუნეში ხარაგაულში ძირი-თადად მევენახეობა და მეღვინება იყო წამყვანი დარგები. ხარაგაულ-ში თითქმის ყველა ოჯახში უვლიდ-ნენ ვაზს, მოჰყავდათ ყურძენი და ეს შემოსავლის წყარო იყო.

„2006 წლიდან ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმთან ერთად ოჯა-ხური წესით წარმოებული ღვინის დეგუსტაცია-ფესტივალს ვატარებთ, - გვიამბობს იუზა კელენჯერიძე, - ამით ხელს ვუწყობთ, რომ უნიკა-ლური დარგისადმი ინტერესი და სიყვარული არ გაქრეს. ფესტივალ-მა გვიჩვენა, რომ მოსახლეობაში მევენახეობის მიმართ ინტერესი არ ჩამკვდარა, თუმცა წინსვლა მაინც არ შეინიშნებოდა.“

იუზა კელენჯერიძე ამბობს, რომ 2012 წელს ახალმა ხელისუფლე-ბამ სოფლის მეურნეობის განვითა-რებას დიდი ყურადღება მიაქცია. უცხოეთში გამართულ ღვინის კონკურსებსა და დეგუსტაციებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქართულმა ღვინომ. ეკოლოგიურად სუფთა, მაღალ-ხარისხიანი პროდუქცია თანდათან იკიდებს ფეხს ევროპის ბაზარზე.

„2013 წელს დავაყენეთ საკითხი საკრებულოს წინაშე და ხარაგაულ-ში ვაზის სანერგე მეურნეობის შექმ-ნაზე ზრუნვა დავიწყეთ, - იხსენებს იუზა კელენჯერიძე, - კიცხში მოვძებ-ნეთ ადგილი, 3 ათას მ2 ფართობზე ავკაფეთ ბურდები, შემოვღობეთ, დავფარცხეთ და გავამზადეთ ნერ-გისთვის. მარტში კახეთიდან შემო-ვიტანეთ მწარე ლერწი, - სადედე, რომელზეც დავამყენით კულტუ-რული ვაზის კვირტები. 9 300 ძირი ვაზი ზესტაფონელმა გამოცდილმა მყნობელებმა დაამყნეს კიცხის ღვინის ქარხანაში. შეხორცების პროცესი კარგად წავიდა და ოცი დღის შემდეგ გადავიტანეთ გამზა-დებულ მიწის ფართობზე. თუ ახლა ყინვები დაიწყო, იძულებული ვიქნე-ბით, რომ ვაზის ნერგები დახურულ შენობაში გადავიტანოთ, სადაც

დაცული იქნება ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმი.“

იუზა კელენჯერიძის თქმით, მარტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვაზის ნერგები გაიცემა. „უნდა ამოვარჩიოთ ისეთი ოჯახე-ბი, რომლებიც სამაგალითო ვაზის მეურნეობას შექმნიან, ვინც გულით და სულით მიუდგება ამ საქმეს. უნდა შეირჩეს ისეთი ზონები, სადაც ვაზი კარგად ხარობს - კიცხი, ბორი, ვარ-ძია, ბაზალეთი, ლაშე, ხიდარისა და ძირულას ხეობის ზოგიერთი ტერი-ტორია,“ - ამბობს იუზა კელენჯერიძე და სოფლების მიხედვით სწავლობს სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც ვაზის ნერგის მიღების შემთხვევაში მის მოვლასა და მეურ-ნეობის განვითარებას შეძლებენ.

კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობის შექმნა საქარის საცდელი სადგურის კიცხის პუნქტის 22 ჰა მიწაზე იგეგ-მებოდა. „წერილობით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ამ მიწის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სა-კუთრებაში გადმოცემას ვთხოვდით. გვიპასუხეს, რომ ეს მიწა, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს. მო-მავალში, თუ შევძელით და ეს ტერი-ტორია კიცხის სანერგე მეურნეობას გადმოეცა, ვგეგმავთ გაფართოებას - შევქმნით ხეხილის სანერგე მეურნე-ობას. ვფიქრობთ, მოსახლეობისთვის დიდი საქმე გაკეთდება,“ - ამბობს იუზა კელენჯერიძე.

მომავალ წელს ვაზის სანერგე მეურნეობა 30 ათასი ლარით და-ფინანსდება. ბატონი იუზა ამბობს, რომ ეს თანხა არასაკმარისია, რადგან 15-18 თეთრი ჯდება ერთი სანამყენე. 50 ათასი ლარი მარტო მის შეძენას დასჭირდება. თანხა სჭირდება ტრანსპორტირებას, მყნობის პროცესს. „ამ საქმეში ფუ-ლის ჩადება არ არის დასანანი. თუ ვერ შევძელით საქარის საცდელი სადგურის კიცხის პუნქტის 22 ჰა მიწის დაკანონება, სანერგე მეურ-ნეობის უფროს სპეციალისტ ამირან ოქრომჭედლიძეს საკუთარი 1, 5 ჰა მიწის ფართობი მზად აქვს და იქ გავაგრძელებთ მუშაობას. აუცილე-ბელია, რომ მომავალში საკუთარი სადედე გვქონდეს, - ამბობს იუზა კელენჯერიძე, - პირველ სამ წე-ლიწადს ბიუჯეტიდან სუბსიდირება საჭიროა იმიტომ, რომ მომავალში ეს პროცესები ბიუჯეტისგან დამო-უკიდებლად გაგრძელდეს.

მადლობა გაზეთ „ჩემი ხარაგა-ულის“ რედაქციას, რომ დაინტე-რესებული ხართ სოფლის მეურ-ნეობის საკითხების გაშუქებით და თქვენი მკითხველი ამ თემებზე მუდმივად ინფორმირებულია.“

კიცხის ვაზის სანერგე მეურ-ნეობის უფროსი სპეციალისტის, ამირან ოქრომჭედლიძის თქმით, 2015 წლის ადრე გაზაფხულზე 4 500 ძირ ვაზის ნერგს გადაცემენ სოციალურად დაუცველ მოსახლე-ობას. მისივე ინფორმაციით, მომა-ვალ წელს 30-35 ათასი ძირი ვაზის ნამყენის გამოყვანას გეგმავენ. ამის-თვის მიწის ნაკვეთი გამზადებულია. „ამ ზაფხულს გვალვამ დაგვიზიანა ნერგების ნახევარი. სამომავლოდ ვაკეთებთ წყალსაცავს და ნერგებს მოვრწყავთ,“ - ამბობს ამირან ოქ-რომჭედლიძე.

ნინო კაპანაძე

2014 წელს, საქართველოს მთავ-რობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორ-ციელდა. აღნიშნული პროექტებით ისარგებლა ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის მოსახლეობამაც.

„მცირემიწიან ფერმერთა საგა-ზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში ისარგებლა 11 707 ბენეფიციარ-მა. აქედან 8144 ბენეფიციარმა მიიღო ხვნის ბარათი, ხოლო 11 707-ვე ბენე-ფიციარმა მიიღო 50-ლარიანი აგრო-ბარათი სასუქების, შხამქიმიკატებისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად. პროექტის ჯამურმა ღირე-ბულებამ შეადგინა 1 172 181 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს აგროდაზღვევის საპი-ლოტე პროგრამას და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს. შეღავა-თიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ იმ ფერმერებს, ვისაც უკვე აქვს არსებული მეურნეობა და ყოველთვიური სტაბილური შემოსა-ვალი. ამ პროექტით ხარაგაულში ისარგებლა სოფ. ბორითში მცხოვ-რებმა ამირან სხილაძემ, რომელიც მიღებული თანხით აპირებს მცირე სა-სათბურე მეურნეობის გაფართოებას.

რაც შეეხება აგროდაზღვევის პროგ-რამას, პირველ ეტაპზე პროექტი მიმდი-ნარეობს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორ-ში დასაქმებულ ფერმერებს მიეცათ საშუალება დააზღვიონ მოსავალი და სტიქიისგან მიყენებული ზარალის შემთხ-ვევაში მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება.

ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტში ახორციელებს არა-სამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, „ელკანა“ და „საქართ-ველოს ახალგაზრდა ეკონომისტე-ბის ასოციაცია“. პროექტის მიზანია მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში. პროექტის ფარგლებში დაინტერესებულმა ჯგუფმა მოიპოვა დაფინანსება რძის გადამამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად. აღნიშნულმა ჯგუფმა უკვე დაარეგისტრირა კო-ოპერატივი სოფ. კიცხში, რომლის სახელწოდებაა „სარგო“.

აღნიშნული პროექტებით დაინ-ტერესების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია და გაგიწიოთ კონსულტაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო

სამსახური

სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად

ვახანში მცხოვრებმა დავით ინასა-რიძემ, ბოლო სამი წელია, დაიწყო ზრუნვა ვახანისწყალზე საქონლის სასაკლაოს მოსაწყობად. როგორც თავად გვიამბობს, ის ამ საქმის პრო-ფესიონალია და ხელისუფლებისგან შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევა-ში, სასაკლაოს მოწყობის შემდეგ, გეგმავს სამაცივრე მეურნეობის, ხორცის გადამამუშავებელი მცირე საწარმოსა და ფერმის შექმნას.

დავით ინასარიძემ 1982 წელს, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ცხოვრება რუსეთში გააგრძელა. მისი ბიძები კვების მრეწველობაში საქმიანობდნენ. მანაც გადაწყვიტა, შეესწავლა ეს დარგი. სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაშოვში დაამ-თავრა ტექნიკუმი, შემდეგ უმაღლესი განათლება კიევში მიიღო. პარალე-ლურად საქმიანობდა ძეხვეულის დამამზადებელ ქარხანაში.

„მე, როგორც აქ დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს, გული მტკივა, რომ ხარაგაულში არ არსებობს საქონლის სასაკლაო. შევადგინე პროექტი შესაბამისი ხარჯთაღრიცხ-ვით, ვიხელმძღვანელე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასაკ-ლაოს მოწყობის მოთხოვნებით. ხარაგაულს სჭირდება საქონლის სასაკლაო. მოსახლეობას უსაფრთხო პროდუქცია უნდა მიეწოდოს. ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელო-ვანია. მაქვს შესაბამისი გამოცდილება და უნარი, რომ ამ საქმეს ჩავუდგე სათავეში,“ - ამბობს დავით ინასარიძე.

დავით ინასარიძემ პროექტი წა-რუდგინა ადგილობრივ ხელისუფ-ლებას - საკრებულოსა და გამგე-ობას; გასული წლის ზაფხულზე - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა

აგულაშვილს. „გადავეცი ყველა დო-კუმენტაცია, მაგრამ არავინ დაინტე-რესდა, დღემდე არავითარი პასუხი არ მიმიღია,“ - ამბობს დავით ინასა-რიძე და გვიამბობს, რომ მისი საკუთ-რებაა ტერიტორია, სადაც საქონლის სასაკლაო უნდა აშენდეს, აქვს ტრან-სფორმატორი. ხელისუფლებისგან შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის 60%-ის ინვესტირებას თავად გეგმავს. პროექტის საერთო ღირებულება 125 ათასი ლარია.

„მარტო ჩემი კაპიტალით ვერ შევძ-ლებ. გრძელვადიანი, კომპლექსური საქმეა გასაკეთებელი - საქონლის სასაკლაო, სამაცივრე (არა მხოლოდ ხორცის შესანახად), გადამამუშავებელი ქარხანა და მინი ფერმა. ამით ხალხიც დასაქმდება და მუნიციპალიტეტსაც შემოსავალი ექნება. კარგად ვიცი ტექნოლოგიური პროცესი, როგორ და-ვიცვა ვეტერინარული და სანიტარული ნორმები. მოსახლეობას ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდება და გლეხს შემოსავალი გაუჩნდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხშირად აყენებენ სა-კითხს საქონლის სასაკლაოს შექმნა-ზე. ამ დროს იქ დევს ჩემი პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, ბიზნესგეგმა შესა-ბამისი დასაბუთებით. ველოდები, როდის მიპასუხებენ, სჭირდება თუ რა მუნიციპალიტეტს მსგავსი პროექტის განხორციელება,“ - ამბობს დავით ინასარიძე.

ის უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში არაერთ საწარმოში ხელმ-ძღვანელობდა ტექნოლოგიურ პრო-ცესს. ახლახან გეგუთში, საწარმო „ნობათში“ მიიწვიეს.

„როგორც ვახანელს და ხარაგა-ულელს, მაინტერესებს, რომ ეს საქმე აქ განვავითარო, თორემ ბიზნესის კეთება სხვაგანაც შეიძლება. ხარა-გაულში მოსახლეობას ძირითადად მესაქონლეობით გააქვს თავი. თუ გლეხს ეცოდინება, რომ პირუტყვი მეტ სარგებელს მოუტანს, განავითა-რებს საკუთარ მეურნეობას,“ - ამბობს დავით ინასარიძე.

ნინო კაპანაძე

დავით ინასარიძე - მინდა, ბიზნესი ხარაგაულში განვავითარო

„გაზაფხულზე ვაზის 4 500 ნერგი სოციალურად დაუცველებზე გაიცემა“

Page 4: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

4 xtvb [fhfufekb 12 დეკემბერი, 2014 წ.

„განათლება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. შეუძლებელია სხვა რომელიმე სეგმენტის განვითარე-ბა განათლებისა და მეცნიერების განვითარების გარეშე. მეცნიერება ბმაში უნდა იყოს კვლევასთან და განათლების განვითარება უნდა დაეფუძნოს ბაზრის მოთხოვნებს, - აღნიშნა მეცნიერებისა და განათ-ლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა მუშაობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას ქალაქ ქუთაისში. შეხვედრა გაიმართა სას-ტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატო-რისა და სამინისტროების ანგარი-შებს გაეცნო დამსწრე საზოგადოება.

„დღეს ჩვენ ახალი სტრატეგიის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდი-ლობთ, რომ განათლების ახალი მოდელი იყოს ოპტიმიზირებული და ორიენტირებული განვითარე-ბაზე, უწყვეტობაზე, კონკურენტუნა-რიან და სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქეების აღზრდაზე, რაც მთავარია, პროფესიონალიზ-მზე, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში. სისტემა, მთლიანობაში, იცვლება. დაგეგმილია ყველა დონეზე გან-ვითარება,“ - აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას განათლების მინისტ-რის მოადგილემ ლია გიგაურმა.

მისი თქმით, პირველ რიგში საჭი-რო იყო განათლების სისტემის დიაგ-ნოსტიკა - სად იყო სუსტი წერტილები, - და შემდგომ - მიზნების დასახვა განვითარებისთვის. „განათლების სისტემა, სადაც დასაქმებული იყო 70 ათასამდე ადამიანი და სკოლებში სწავლობდა 600 ათასამდე მოსწავ-ლე, იყო ყველაზე უფრო პოლიტიზი-რებული და ნაკლებად ორიენტირებუ-ლი ძირითად მიზანზე, - განათლებასა და განათლების ხარისხზე, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, - თითქმის ერთი წლის მანძილზე ტარდებოდა კომპლექსური კვლევები სხვადასხვა ჭრილში. საერთაშორისო ორგა-ნიზაციების დახმარებით შევქმენით განათლების სისტემის სტრატეგიული განვითარების კონსოლიდირებული ათწლიანი გეგმა, - მანამდე არასო-დეს ასეთი დოკუმენტი განათლების სისტემას არ ჰქონია.

რატომ კონსოლიდირებული? იმიტომ, რომ ამ სტრატეგიაში გაერ-თიანდა სკოლამდელი განათლება (მანამდე საქართველოში „სკოლამ-დელი განათლების დაწესებულება“ - ასეთი ტერმინიც არ არსებობდა), ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ამ სტრატეგიის ფარგლებში აღმოიფხვრება ის ჩიხები, ის წყვეტები, რომელიც არსებობდა ზოგადი განათლები-დან პროფესიულზე გადასვლაში, პროფესიულიდან - უმაღლესში და უმაღლესიდან მეცნიერებასთან დაკავშირებით.

ამ გეგმით ჩვენ ზუსტად ვხედავთ, საით უნდა წავიდეს განათლების სისტემა, როგორ უნდა განვითარ-დეს და რა არის ყველაზე პრიორი-ტეტული.“

განათლების მინისტრის მოად-

გილე ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტაცია განათლე-ბის ყველა დონეზე. მისი თქმით, მომავლის მოქალაქეები, - დღე-ვანდელი მოსწავლეები და საბავ-შვო ბაღის აღსაზრდელები 10-12 წლის შემდეგ თუ უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანი მოქალაქეები შრომის ბაზარსა თუ საერთაშო-რისო საგანმანათლებლო ბაზარ-ზე, ამ ჭრილში თუ შევხედავთ საკითხს, ჩვენს აღსაზრდელებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, რომ შეძლონ სრულად რეალი-ზება. თუმცა, მინისტრის მოად-გილე ვერც იმ საერთაშორისო კვლევების შედეგებს ეთანხმება მთლიანად, რომლის მიხედვი-თაც საქართველოში წიგნიერების თვალსაზრისით დაბალი დონეა. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ბევრი წარმატებუ-ლი, მოტივირებული მოსწავლე და მონდომებული მასწავლებელია.

„ვცდილობთ სრულფასოვანი ინტეგრაცია მოვახდინოთ ევრო-პული განათლების სისტემაში. განათლებასთან დაკავშირებით ხა-რისხი და მოთხოვნები შეცვლილია. ინფორმაციულ ცოდნასთან ერთად მოზარდებს ჩვენ უნდა მივცეთ უნარ-ჩვევები, რომელიც გამოადგებათ საკუთარი თავის რეალიზებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირებულებების სისტემა ისევ გავაცოცხლოთ,“ - ამბობს ლია გიგაური.

განათლების ხარისხზე საუბრი-სას მინისტრის მოადგილე შეეხო სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, გა-ნათლების მართვის პროგრამას, სასწავლო გარემოს, უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის ფორმირების სა-კითხებს. ასევე ისაუბრა ცნობიერე-ბის ამაღლებაზე ორიენტირებულ პროგრამებისა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მნიშვ-ნელობაზე.

მინისტრის მოადგილე ლია გი-გაურმა აღნიშნა, რომ რევიზირე-ბული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე არსებობს პირველი-მეექვსე კლასებისთვის. აქცენტი გაკეთებულია წიგნიერებაზე, უცხო ენების სწავლებაზე, ცნობიერების, მათ შორის, სამოქალაქო ცნობი-ერების განვითარებაზე. შეცვლილია საათობრივი ბადე, როგორც უცხო ენებთან, ასევე სხვადასხვა საგნებ-თან დაკავშირებით. ახალ სასწავ-ლო გეგმაში გაჩნდა ახალი საგნები, მათ შორის - ეკოლოგიასთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული.

ლია გიგაურის თქმით, ამჟამად მუშაობენ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე შემდეგი ორი დონისთვის, -საბაზო და საშუალო განათლების დონეებისთვის.

იგეგმება საგამოცდო სისტემის ცვლილება - დამამთავრებელი გამოცდები უმაღლეს სასწავლებ-ლებში მისაღებ გამოცდებად ჩაითვ-ლება. შეიცვლება საბაზო საფეხუ-რის ხანგრძლივობა.

საბაზო განათლება, რომელიც ცხრა კლასით სრულდება, დაგეგ-მილია, რომ რამდენიმე წელში გახდეს ათწლიანი.

მინისტრის მოადგილის თქმით, მასწავლებლების პროფესიული განვითარება, ახალი ოთხდონიანი სქემის ფარგლებში, წარიმართე-ბა თითოეული მასწავლებლის საჭიროებებიდან გამომდინარე. შეფასების სისტემა მოემსახურება მათ განვითარებას, წინსვლას და არა იმას, რომ თითოეულ მასწავ-

ლებელს ეშინოდეს და მისთვის ეს შეფასება იყოს სადამსჯელო სანქ-ცია. იცვლება ტრენინგების ციკლი და მათი შინაარსი, მიზნებიდან გამომდინარე.

სასწავლო გარემოზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა სკოლა და რესურსცენტრი ინტერნეტიზი-რებულია. ელექტრონული საქმის წარმოებაა ყველა სკოლაში. პირ-ველკლასელთა ბუკები, ფაქტობ-რივად, ტექნიკურად და შინაარსობ-რივად გაუმჯობესებული, ფართო მოხმარების კომპიუტერებია.

მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ მალე გადავალთ ელექტრონული ფორ-მის სახელმძღვანელოებზე. ამით მოსწავლეებისთვის მოიხსნება მყა-რი სახელმძღვანელოების ტარების

პრობლემა. სახელმძღვანელოები იარსებებს ორივე ფორმით, - მყარი და ელექტრონული. თუ მოსწავლეს სჭირდება გაკვეთილზე სახელმძღ-ვანელოდან რომელი სავარჯიშო, მას უნდა ჰქონდეს ასევე ელექტ-რონული ფორმატი.

უსაფრთხო და ჯანსაღი სკო-ლის ფორმირებისთვის, მინისტ-რის მოადგილის თქმით, არაერთი პროექტი ხორციელდება და ფინან-სდება, მათ შორის სკოლების მოთ-ხოვნითაც. სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სკოლას შეუძლია წარადგინოს საკუთარი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო, განხილვის შემდეგ, აფინანსებს.

მანდატურების სისტემა გარდა-იქმნა დასჯაზე ორიენტირებული სისტემიდან მოსწავლის უსაფრთხო დაცვის სისტემაზე. ადრე მანდატუ-რებად საქმდებოდნენ საშუალო განათლების ადამიანები ყოველგ-ვარი წინასწარი მომზადების გარე-შე. ზოგჯერ 18 წლის მანდატური შედიოდა 18 წლის მოსწავლესთან. მათ არ ჰქონდათ არც კონფლიქტე-ბის რეგულირების გამოცდილება, არც ფსიქოლოგიური ცოდნა, არც კომუნიკაციების, - ამბობს ლია გიგა-ური, - ეს ძალიან ხშირად სკოლაში ქმნიდა კონფლიქტებს მანდატურსა და მოსწავლეებს, მანდატურსა და მასწავლებლებს შორის. მთლიანად გადახალისდა ეს სისტემა. შეიცვა-ლა მათი პროგრამები, დავალებე-ბი. სპეციალურად გადამზადდნენ ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები.

მინისტრის მოადგილის ინფორ-მაციით, სკოლებს შესთავაზეს ფსი-ქოლოგიური სერვისები, რომე-ლიც ამ ეტაპზე არის მობილური, - ნებისმიერ სკოლას შეუძლია გამოიძახოს ჯგუფი და ეს სერვისი მიიღოს. ფსიქოლოგიურ სამსახურს შესაძლებელია მიმართოს როგორც მშობელმა, ასევე მასწავლებელმა, მოსწავლემ, მანდატურმა, სკოლის

ადმინისტრაციამ. სარეაბილიტაციო კურსს აბსოლუტურად აფინანსებს სახელმწიფო.

ქუთაისში ფუნქციონირებს ასევე რეგიონული ფსიქოლოგიური ცენ-ტრი, რომელიც მთელ რეგიონს ემსახურება.

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი არის ახალი მიმართულება საიმი-სოდ, თუ როგორ გავხადოთ კონკუ-რენტუნარიანი თითოეული მოსწავ-ლე. ამ კურსით კი არ კარნახობენ მოზარდებს, რომელი პროფესია რითაა კარგი, არამედ ასწავლიან, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიასთან დაკავშირებით, რო-გორი შეაფასონ საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რა მიმართულე-ბით გააჩნიათ მათ მონაცემები. თუ ისეთი პროფესიის არჩევა უნდათ,

რომლის მონაცემებიც მათ არ გააჩ-ნიათ, როგორ უნდა განვითარდნენ, რომ მოემზადონ სასურველი პრო-ფესიის შესათვისებლად. იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე ამ პროგრამაში ასამდე სკოლაა ჩართული.

მინისტრის მოადგილე ლია გი-გაურის ინფორმაციით, განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა მეთოდური დოკუმენტაცია, სტრატეგიული განვითარების გეგმე-ბი, თუ როგორ უნდა განვითარდნენ სკოლამდელი დაწესებულებები. დასრულდა მუშაობა სკოლამდელი განათლების კანონზე. შემუშავებუ-ლია სკოლამდელი განათლების კურუკულუმი. წინასასკოლო მომ-ზადების პროგრამის გავლა ორ წელიწადში სავალდებულო გახ-დება ყველა სკოლამდელი (5-6 წ.) ასაკის ბავშვისთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამის მიწოდება ყველა სკოლამდელის-თვის, რათა შემდგომში თითოე-ული მათგანი მზად იყოს ზოგადი განათლების მისაღებად; ასევე გამომუშავებული ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას დაეხმარება სასკოლო სივრცეში ადვილად ადაპტირებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის მას-წავლებლები სკოლამდელი განათ-ლების დაწესებულებებში. მოქმედი მასწავლებლებისთვის მომზადებუ-ლია გადამზადების პროგრამა.

მასწავლებლები, რომლებიც დღემდე სკოლამდელ დაწესებუ-ლებებში ატარებდნენ სააღმზრ-დელოსთან ერთად საგანმანათ-ლებლო საქმიანობას, მოქმედებდ-ნენ საბჭოთა კავშირის დროიდან გადმოყოლილი სტერეოტიპებით. მათ 2005 წლის შემდეგ აქვთ აღმზრდელების და არა მასწავ-ლებლების სტატუსი. მათ არ მოეთ-ხოვებოდათ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება, თუ ეს არ იყო კონკრეტული საბავშვო ბაღის გადაწყვეტილება ან არ იყო იმ ადა-მიანის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურებოდა ამ საქმეს.

ამ მიმართულებით მასწავლებ-ლების გადამზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ილიას უნივერსი-ტეტსა და ივ. ჯავახიშვილის უნივერ-სიტეტში დაიწყება მასწავლებლების მომზადება სკოლამდელი განათ-ლების დაწესებულებებში სამუშაოდ. პროფესიული განათლების სასწავ-ლებლებში მომზადდებიან საბავშვო ბაღის აღმზრდელები.

მინისტრის მოადგილემ ანგარი-შის ვრცლად წარმოდგენისას გან-საკუთრებული ყურადღება დაუთმო

ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აფინანსებს სკო-ლებში სპეცმასწავლებლებს და მათი მომზადების პროგრამას. ჩვენ განათლების მიღმა დარჩენილი

ბევრი მოსწავლე გვყავს. იუნისე-ფის სტატისტიკით საქართველოში 7 800-მდე უნარშეზღუდული ბავშვი მშობლებმა არ მიიყვანეს სკოლაში ან მათ მიატოვეს სწავლა. შესაძ-ლოა, მათი რაოდენობა იყოს გაცი-ლებით დიდი. ამიტომ თუკი ვიცით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი არ იღებს ზოგად განათლე-ბას, ნებისმიერ რესურსცენტრს, სკოლას, ნებისმიერ ადამიანს და-მოუკიდებლად შეუძლია შეავსოს ფორმა, მიმართოს განათლები-სა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს. ასეთ ბავშვს დაენიშნება სპეციალური მასწავლებელი და ინდივიდუალუ-რი ინტეგრირებული პროგრამით ისწავლის სკოლაში. მის სწავლას მთლიანად დააფინანსებს სახელმ-წიფო.

მუდმივად ისმის შეკითხვა, - თუ სახელმწიფოს პრიორიტეტია, რა-ტომ არ ფინანსდება განათლება უკეთესად, - აღნიშნა ლია გიგაურ-მა, - დაფინანსება ნამდვილად გაიზარდა. 2012 წელს განათლება დაფინანსდა 633 მილიონი ლარით, 2015 წლის განათლების ბიუჯეტი გახლავთ 853 მილიონი ლარი. აქე-დან დიდი ნაწილი გაიხარჯება პედა-გოგების ხელფასზე. სექტემბრიდან განსხვავებულ და ძალიან ბევრად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს 3 000-მდე სერტიფიცირებული მასწავლებელი. ასევე ანაზღაურება მოემატებათ არასერტიფიცირებულ პედაგოგებს.

ასევე გაიზარდა სკოლების და-ფინანსება გეოგრაფიული მდებარე-ობის, სპეციალური საგანმანათლებ-ლო საჭიროების მქონე მოსწავლე-ებისა და სკოლის განვითარებისთ-ვის აუცილებელი კომპონენტების მიხედვით. როგორც მაღალმთიანი, ასევე დაბის სკოლებთან მიმარ-თებაში განისაზღვრა შესაბამისი კოეფიციენტები.

რესურსცენტრებს უჭირთ სკო-ლებში მონიტორინგის განხორ-ციელება იმის გამო, რომ მათ არ აქვთ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. ამ მიმართულებითაც რესურსცენტრების ბიუჯეტები გადა-იხედება მომავალში.

მთლიანობაში, სისტემა ორიენ-ტირებულია განვითარებაზე. ყველა ჩვენთაგანის ინტერესშია, რომ გა-ნათლება იყოს მაღალი ხარისხის.

ლაურა გოგოლაძე

ლია გიგაური - განათლების სისტემა ორიენტირებულია

განვითარებაზე

იგეგმება საგამოცდო სისტე-მის ცვლილება. 2018 წლიდან დამამთავრებელი გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში მი-საღებ გამოცდებად ჩაითვლება.

შეიცვლება საბაზო საფეხუ-რის ხანგრძლივობა. საბაზო განათლება, რომელიც ცხრა კლასით სრულდება, დაგეგმი-ლია, რომ რამდენიმე წელში გახდეს ათწლიანი.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის თქმით, მალე გადავალთ ელექტრონული ფორმის სა-ხელმძღვანელოებზე.

ფსიქოლოგიურ სამსახურს შესაძლებელია მიმართოს როგორც მშობელმა, ასევე მასწავლებელმა, მოსწავლემ, მანდატურმა, სკოლის ადმი-ნისტრაციამ.

Page 5: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

5xtvb [fhfufekb12 დეკემბერი, 2014 წ.

კონკურსი ძლიერი სახელმწიფოს გარანტია

2014 წლის 8 დეკემბერს ხარა-გაულის ისტორიულ მუზეუმში გაიხ-სნა ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის კოლექციების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ძველი და თა-ნამედროვე, როგორც ქართული, ისე რუსული, არაბული, თურქული, გერმანული, აზერბაიჯანური, პო-ლონური და სხვადასხვა ქვეყნის ფულის ნიშნები.

მუზეუმის ფონდსაცავში ინახე-ბა 780 ერთეული ნუმიზმატიკი-სა და ბონისტიკის ის ნიმუშები, რომლებიც მუდმივ ექსპოზიციაში განთავსებული არ არის. ამიტომ პერიოდული გამოფენებით ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ იხი-ლოს ყოველწლიურად განახლე-ბული კოლექციები.

მინდა განვმარტო, რომ ტერმი-ნი - ნუმიზმატიკა შუა საუკუნეებში გაჩნდა, მას საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა numisma - მო-ნეტა, რომელიც რომაულ წერი-ლობით წყაროებში იყო დაფიქ-

სირებული. მონეტა ლითონისაგან მოჭრილი ფულია განსაზღვრული ფორმით, წონით, სინჯით და ღირებულებით. მის სამშობლოდ აღიარებენ ლიდიასა და ბერძნულ კუნძულ ეგინას, სადაც ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნეში ერთმანე-თისაგან დამოუკიდებლად მოიჭრა მონეტები.

ძველი, უპირატესად ანტიკური მონეტებით დაინტერესება თავდა-პირველად იტალიაში და შემდეგ მთელს ევროპაში აღორძინების ეპოქას უკავშირდება, მას აგრო-ვებდნენ კერძო პირები, მეფეები, მთავრები, ვაჭრები და საერთოდ განათლებული ადამიანები.

მე-17-მე-18 საუკუნეებში აუცი-ლებლად მიაჩნდათ სამეფო სა-სახლეებთან მიუნცკაბინეტების - დიდი კოლექციების სპეციალური საცავების დაარსება. სწორედ კო-ლექციონერობა დაედო საფუძვ-ლად ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დარგის - ნუმიზმატიკის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანს წარმოადგენს მონეტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალების ყოველმხრივი გამო-კვლევა.

ქართული ნუმიზმატიკის, რო-გორც მეცნიერების, ფუძემდებლად

მიჩნეულია მიხეილ ბარათაშვილი, რომელმაც 1844 წელს პეტერბურ-გში რუსულ და ფრანგულ ენებზე გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „საქართველოს სამეფოს ნუმიზმა-ტიკური ფაქტები“.

ძველ ქართულ წყაროებში ტერმინი „მონეტა“ არ იხსენიება. ფულის მნიშვნელობით მე-5 საუკუ-ნის წყაროებში ჩნდება კერმა და დანგი, მე-6 საუკუნეში რვალი და ასარი, დრამა, „საფასე“, ვერცხლი, ოქრო და „თეთრი“, ხოლო მე-18 საუკუნეში კი შემოდის „ფული“.

მონეტა ერთდროულად არის როგორც წერილობითი, ასევე ნივთიერი ძეგლი, რომელიც მიგ-ვანიშნებს ფულის რეფორმაზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებზე, კულტურულ განვი-თარებაზე, სამხედრო ძლიერებაზე და ა.შ.

ყველა მონეტას აუცილებლად ორი მხარე აქვს: შუბლი ანუ ავერ-სი, ზურგი ანუ რევერსი, არე და

წიბო. ემიტენტი ერქვა მონეტის მოჭრის უფლების მფლობელს, რომელიც მონეტას თავისი სახე-ლით ჭრიდა. ქართულ ნუმიზმა-ტიკაში მრავლადაა ორენოვანი მონეტები, რომლებზეც ქართული წარწერის გარდა, მოცემულია წარწერა სხვა ენაზე - უმთავრესად არაბულზე ან სპარსულზე. არის აგრეთვე ანონიმური ქართული მონეტები, რომელთა წარწერებში საკუთარი სახელები არ მოიხსე-ნიება.

უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს შობის მე-8 საუკუნიდან მოყოლე-ბული, ქართულ მონეტათა უმრავ-ლესობა მაჰმადიანური წელთაღ-რიცხვით - ჰიჯრით თარიღდება, ხოლო მე-18 საუკუნის ნაწილი და მე-19 საუკუნის ყველა ქართული მონეტა თანამედროვე წელთაღ-რიცხვითაა დათარიღებული.

გამოფენაში წარმოდგენილია ქართული მონეტების ძალზე მნიშ-ვნელობანი ნიმუშები. მაგალითად, „კოლხური თეთრი“ - ყველაზე ძველი ფულის ნიშანი, რომელიც იჭრებოდა ქ. ფაზისში (ფოთი), თა-რიღდება ძველი წელთაღრიცხვით მე-4-მე-3 საუკუნეებით.

იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უძვე-ლეს მონეტად არის მიჩნეული, რი-თაც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, ძველმა კოლხებმა, იმ კულტურულ ხალხთა რიგებში ჩაგვაყენეს, რომ-ლებმაც პირველყოფილი ფული მონეტებზე შეცვალეს.

მოგახსენებთ, რომ მონეტას მიმოქცევაში წინ უსწრებდა ლი-თონის ფორმის ზოდები. ფრანგმა მეცნიერმა დე-მორგანმა დაასკ-ვნა, რომ არქეოლოგიური ნივ-თი, რომელიც სამაჯურის მსგავ-სი რგოლია, ფულის ერთეული უნდა ყოფილიყო, რომელსაც მან „კავკასიური სიკილა“უწოდა. გამოდის, რომ საგარეო ვაჭრობა იმ დროსაც ყოფილა (ხეთებთან, ფინიკიელებთან, ასურელებთან). მსგავსი არქეოლოგიური ნივთია ვიტრინაში „ლეღვნის განძის“ არტე-ფაქტებიდან, რომელიც ფულის მონეტამდელ პრიმიტიულ სახეობად მიიჩნევა.

გამოფენაში წარმოდგენილი ქართული მონეტებიდან აღსანიშ-ნავია მე-19 საუკუნის ვერცხლის „ქართული თეთრი“, რომლის ავერსზე სამეფო გვირგვინია გამო-სახული. ასევე მნიშვნელოვანია „თბილისური უსახელო აბაზი“, მოჭრილი თბილისში ჰიჯრით 1213 წელს ანუ 1798-99 წლებში.

უცხოური მონეტებიდან ძვირ-

ფასია თურქული წარმომავლობის ოქროს მონეტა „ალთუნი“, მოჭ-რილი ქ. მირსში, სულთან მურად მე-3-ის მეფობის დროს მე-16 საუკუნეში. ასევე საინტერესოა არაბული მონეტები - დირჰემები, დათარიღეულია მე-8 საუკუნის მეორე ნახევრით და მე-9 საუკუ-ნის პირველი ათეული წლებით. მათი რაოდენობა 15 ერთეულს შეადგენს, - 1979 წელს სოფელ წაქვაში, ნებიერას უბანში სკოლის მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ქილა-ში ჩაყრილი და ახლადგახსნილ მუზეუმს შემოწირეს.

ზოგადად დირჰემები თბილისის ზარაფხანაშიც იჭრებოდა, მაგრამ „წაქვის განძის“თითოეული ნიმუში არაბთა სახალიფოს ოთხ ქალაქ-შია მოჭრილი: 1 - სამარყანდი; 2 - არმინია; 3 - მუჰამადია; 4 - მადინათ-ას-სალამი (განძი გამო-ქვეყნებულია ეროვნული მუზეუმის მოამბეში მერი ანთაძე - ჩადუნე-ლისა და მარიამ ქორიძის მიერ).

ორიოდე სიტყვით მოგახსე-ნებთ ბონისტიკის შესახებაც. ეს არის დამხმარე ისტორიული დის-ციპლინა, რომელიც სწავლობს ქაღალდის ფულად ნიშნებს, ბო-ნებს და ფულადი სუროგატების ელემენტებს.

როდესაც შეიქმნა მსხვილი კუ-პიურების დახურდავების კრიზისი, ბრუნვიდან გამქრალი წვრილი მონეტების ნაცვლად დაიწყეს ქა-ღალდის ფულების ბეჭდვა.

პირველად ევროპაში შვედეთში მე-17 საუკუნეში გაჩნდა ქაღალდის ფულები, რამაც ხელი შეუწყო მიმოქცევაში მის წარმატებას.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარ-სა და მე-19 საუკუნეში საკმაოდ ფართო მასშტაბებში წარმოებდა ქაღალდის ფულის გამოშვება რუსეთში. გამოფენაში თქვენ ნა-ხავთ რუსული ფულის საინტერესო კუპიურებს იმპერატორთა - პეტრე პირველი, ეკატერინე მე-2 და ალექსანდრე მე-3-ის პორტრე-ტებით, დათარიღებულს მე-19 საუკუნის ათიანი წლებით.

ქაღალდის ფულადი ნიშნის ბუნება იმით გამოიხატება, რომ იგი განუწყვეტლივ დაკავშირებულია სახელმწიფოს ფუნქციონირებას-თან. ამიტომ ძირითადი ნიშნის ნებისმიერი ცვლილება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ცვლილებებზე მეტყვე-ლებს. ბონი ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსაც აღნიშნავს.

გამოფენაშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფუ-ლის ნიშანი ბონი - 1000 მანეთიანი, - დათარიღებული 1918-20 წლე-ბით. კოლექციაში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ფულის კუპიურა, რომელზეც წარმოშობით ხარაგა-ულელის, სოფელ ფარცხნალის მკვიდრის, ცნობილი რევოლუცი-ონერის სამოელ (ნოე) გიგოს ძე ბუაჩიძის ხელმოწერაა, რადგან იგი გახლდათ თერგის სს რესპუბლიკის სახლკომსაბჭოს თავმჯდომარე, დათარიღებულია 1918 წლით.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ქაღალდის ფულის ნიშნები, ისევე როგორც მონეტები, სახელმწიფო დოკუმენტებია. მათი ანალიზით დგინდება ისტორიული პროცესის ისეთი დეტალები, რომლებიც სხვა წყაროებში არ იძებნება.

მადლობა თითოეულ შემომწირ-ველს ამ კოლექციების გამდიდრე-ბაში შეტანილი წვლილისათვის.

ეთერ ვეფხვაძეხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფონდის მცველი

13-14 დეკემბერს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა კონკურსის პირვე-ლი ეტაპი - ტესტირება ჩატარდება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ტესტირება ხარაგაულის №2, №3 საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის კომპიუტერულ ცენტრებში გაიმართება. მისივე თქმით, კონკურსში 219 პიროვნება მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე-ობაში 72, ხოლო საკრებულოში 2 თანამდებობაზეა გამოცხადებული.

რა მოლოდინები აქვთ კონკურსანტებს, - ამ შეკითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

სალომე გამცემლიძე: -კონკურ-სისთვის ინტენსიურად ვემზადები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სა-ჯარო მოხელეთა კონკურსი. სამ ვაკანსიაზე შევიტანე განაცხადი. კარგი იქნება, თუ არ მიენიჭება უპირატესობა კონკურენტებს მხო-ლოდ იმის გამო, რომ დღემდე იქ მუშაობენ.

ხათუნა მანჯავიძე: -საერთოდ მომხრე ვარ ნებისმიერი კონკურ-სის, რადგან კონკურსის წესით სამ-სახურში ადამიანების მიღება არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტე-ბის გარანტი. ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი ჩემთვის აუცილებელია. რასაც ვკითხულობ, ეს ადრეც უნდა მცოდნოდა მეც და ყველა საჯარო მოხელეს. ველოდები, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტ-დება გამგეობა და საკრებულო.

გია ჭიპაშვილი: -საჯარო მო-ხელეთა კონკურსში ჩავერთე და ამითაც გამოვხატავ კონკურსის მნიშვნელობას. ალბათ უფრო მეტად პროფესიონალი ხალხი და-საქმდება ამ კონკურსის შედეგად. მივესალმები, თუ ობიექტურად ჩა-ტარდება ყველაფერი. წინასწარი მონაცემებით ვიცი, რომ ობიექტუ-რობა უმაღლეს დონეზეა დაცული.

გივი კურტანიძე: -ამ კონკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეთა წინსვლისთვის. ხელმ-ძღვანელობას ექნება საშუალება უკეთესი კადრები აარჩიოს გამო-ცდების შედეგების შესაბამისად.

2015 წლიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთო-დოლოგია ამოქმედდება. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა სოციალური მომ-სახურების სააგენტომ, „უნისეფთან" ერთად, 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. ამჟამად მოქმედი მეთოდო-ლოგია მოძველებულია და საჭირო გახდა სარეიტინგო ქულების დათვ-ლის ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც სტატუსის განსაზღვრისას ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე (ან შემოსავლის მომ-ტან ქონებაზე) და არა ხარჯებზე, ანუ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება; მაგალითად, დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი, პირველადი საყო-ფაცხოვრებო ტექნიკა, საყოფაცხოვ-რებო საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობე-ლი, კონდიციონერი, ტელევიზორი)

სარეიტინგო ქულებზე გავლენას არ მოახდენს. სარეიტინგო ქულების განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური მოსაზრება, რაც მინი-მუმამდე დაიყვანს არაობიექტური ქულათა რაოდენობის მინიჭების შე-საძლებლობას. გათვალისწინებული იქნება თავად ოჯახის საჭიროებები (თუ ოჯახში არის შეზღუდული შე-საძლებლობის მქონე პირი, ქრონი-კული ავადმყოფი და ა.შ.).

მოხდება სოციალურად დაუცვე-ლების დიფერენცირება ანუ რამ-დენიმე ჯგუფად დაყოფა. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები მეტ დახ-მარებას მიიღებენ. 30 000 ქულის ქვემოთ ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 60 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000 ქულამდე - 30 ლარს. ოჯახის ყველა წევრი, ყველა დო-ნეზე თანაბარი დახმარების მიმღები იქნება, ნაცვლად ამჟამინდელი მე-თოდისა, როცა ოჯახის უფლებამო-სილი პირის დახმარება 60 ლარით, ხოლო ყველა დანარჩენის კი - 48

ლარით განისაზღვრება.სიახლეა ყოველ ბავშვზე 10

ლარიანი დანამატი, რომელიც მეთოდოლოგიაში „იუნისეფის“ რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ბავშვზე ყველა ოჯახს დაენიშნება, მათ შორის, იმათ, ვისი სარეიტინ-გო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორია იქნება თუ არა ბენეფიტის მიმღები.

სოციალურად დაუცველთა შეფა-სების ახალი მეთოდოლოგიის პრე-ზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 10 დეკემბერს გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექ-ტორმა გაიოზ თალაკვაძემ საზოგა-დოებას გააცნეს აღნიშნული მეთო-დოლოგიის ძირითადი პრინციპები. აქვე მოისმინეს საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენლ საშა გრაუმანის შეფასებაც.

სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალურად დაუცველები ახალი მეთოდოლოგიით შეფასდებიან

ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის ნიმუშების გამოფენა

Page 6: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

6 xtvb [fhfufekb 12 დეკემბერი, 2014 წ.

ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირი ხარაგაულში

გიორგი ვეფხვაძე - მაგარი ბიჭი

„მაგარი ბიჭი“ - ამ სათაურით დაიბეჭდა ფრანგულ ინტერნეტგამო-ცემა „პროგრესში“ სტატია გიორგი ვეფხვაძის შესახებ. გიორგი ვეფხვაძე ხარაგაულელია. ამჟამად საფრანგე-თის ქალაქ ოიონაქსის მორაგბეთა გუნდში წარმატებული რაგბისტია.

გიორგიმ წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის ხა-რაგაულის გიმნაზია დაამთავრა. შემდეგ კი თბილისში გადავიდა სასწავლებლად და ჭიდაობაში ვარ-ჯიშის გასაგრძელებლად. მალე სა-ქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ლოკომოტივში“ მოხვდა. რამ-დენიმე წელში გუნდი საქართველოს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. სეზონის ბოლოს გიორგი ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა თავის პოზიციაზე. ასე მიიპყრო ფრანგების ყურადღება და საბოლოოდ ორწლიანი კონტრაქ-ტით ოიონაქსის გუნდში აღმოჩნდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ფრანგულ ინტერნეტგამოცემა „პროგრესში“ გამოქვეყნებული სტატიიდან:

გიორგი წარმატებულად თამა-შობს ფრანგულ გუნდში. „მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს საფრანგეთ-ში, ამ ქალაქში. ვმუშაობ ბევრს, გუნ-დში საუკეთესო დამოკიდებულება და ურთიერთობებია. განვიცადე ძალიან დიდი პროგრესი, რაც ამ გუნდში ვარ, ტექნიკის გაზრდის, დახ-ვეწისა და ტემპის მომატების მხრივ. როცა თამაში არაა და თავისუფალი დრო მაქვს, ვხვდები ქართველ მორაგბეებს, რომლებიც ფრანგულ კლუბებში თამაშობენ. ბევრს ვვარჯი-შობ ფიტნესკლუბში. LOLI გუნდთან თამაშისას არაჩვეულებრივები ვიყა-ვით და ძალიან კარგად ვითამაშეთ, ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო.“

მაია მაღრაძე, გიორგი ვეფხვაძის დედა: -თავიდან ყურადრებას არ ვაქცევდით გიორგის დაინტერესებას სპორტით, თუმცა ხელი არასოდეს შეგვიშლია. თვითონ იყო ძალიან მოწადინებული. ფიქრობდა სპორ-

ტით სასურველ შედეგს მიაღწევდა. ჯერ ჭიდაობაზე დადიოდა. შემდეგ, თბილისში იურიდიულზე სწავლისას, ახლობელმა ურჩია რაგბზე სიარული და აღმოჩნდა ძალიან წარმატებუ-ლი. გიორგი ორწელიწადნახევარია საფრანგეთში ცხოვრობს. კიდევ ორი წლით გაუგრძელეს კონტრაქტი. ცხოვრობს და თამაშობს შვეიცარიის საზღვართან მდებარე პატარა ლამაზ ქალაქ ოიონაქსში. განვიცდი, რომ მოშორებითაა, თუმცა მიხარია და ვა-მაყობ, რომ წარმატებულია. ძალიან ჭკვიანი, მოწესრიგებული და თავმ-დაბალი ადამიანია. ყველაფერს თავისით მიაღწია. საფრანგეთში რომ წავიდა, უცხო ენა არ იცოდა, ახლა კი ორ უცხო ენას ფლობს. მინ-და ჩამოვიდეს და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და მუნიციპალი-ტეტის განვითარებაში.“

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის.

თამარ ჩხიკვაძე

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში 6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორ-ტის დამსახურებული ოსტატის ანზორ მაღრაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შე-ჯიბრებაში მონაწილეობდნენ გორის, ხაშურის, ხონის, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის 1999-2000 და 2000-2001 წლებში დაბადებული მოჭიდავე-ები, სულ 132 მოჭიდავე.

სპორტის განვითარების მუნიციპა-ლურ ცენტრთან (დირექტორი დავით გელაშვილი) ერთად ტურნირის ორგა-ნიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ანზორ მაღრაძის მოსწავლემ მამუკა არევაძემ, რომელიც თვითონაც იყო წარმატებული მოჭიდავე. მამუკა არევაძემ შეძლო და ამ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მოიწვია საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები: გენადი პეტრიაშვილი, დავით ბედინაძე, თედო ებანოიძე, დავით ოთიაშვილი, იაკობ მაქარაშვილი, ალეკო პატარქა-ლიშვილი, გელა საღირაშვილი, ნოდარ ებანოიძე, დავით ხუციშვილი, კობა კაკალაძე, დათო კვინიკაძე. საქვეყნოდ ცნობილი, ტიტულოვანი მოჭიდავეების ჩამოსვლამ დამატებითი სტიმული მისცა მოზარდ მოჭიდავეებს. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ხარაგაულის სპორტის განვი-თარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდმა, რომელიც შეჯიბრისთ-ვის მოამზადა მწვრთნელმა რევაზ შერ-გელაშვილმა. ტურნირზე დაწესებული პრიზი ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის-თვის გადაეცა ზურაბ ტოროშელიძეს. გამარჯვებულები და პრიზიორები და-ჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დიდი მადლობა მამუკა არევაძეს ხარაგაულის სპორტული საზოგადო-ების მიმართ გამოჩენილი გულისხმი-

ერებისა და სიკეთისთვის, იმ სითბოსა და ყურადღებისათვის, რაც მან თავისი მწვრთნელისა და მასწავლებლის მიმართ გამოიჩინა. დიდი მადლობა სპორტის განვითარებისა და მართ-ვის მუნიციპალური ცენტრის თითო-ეულ თანამშრომელს. მათ გარეშე ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა.

წონითი კატეგორიების მიხედვით ხარაგაულიდან ჩემპიონები გახდნენ:

ზურაბ ტოროშელიძე (23 კგ.) - პირველი ადგილი, ხარგაულის სასუ-ლიერო გიმნაზია, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

თამაზ ტოროშელიძე (26 კგ.) - მეორე ადგილი, ხარაგაულის სასუ-ლიერო გიმნაზია, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

დათო კვინიკაძე (26 კგ.) - მესამე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგე-ლაშვილი;

ნოდარ ბააკაშვილი (29 კგ.) - მესამე ადგილი, ვარძიის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ვეფხია გამრე-კელაშვილი;

ნიკა კოჩაძე (42 კგ.) - მეორე ადგილი, ვარძიის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ვეფხია გამრეკელაშ-ვილი;

დავით გელაშვილი (46 კგ.) - პირ-ველი ადგილი, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

გიორგი ხიჯაკაძე (46 კგ.) - მესამე ადგილი, ვარძიის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ვეფხია გამრეკელაშ-ვილი;

სანდრო დალალიშვილი (50 კგ.) - მესამე ადგილი, ზვარის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე;

დიმიტრი გელაშვილი (54 კგ.) - პირველი ადგილი, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

შოთა თაბაგარი (58 კგ.) - მესამე ადგილი, ბაზალეთის საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

ბესო შავიძე (63 კგ.) - პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგე-ლაშვილი;

უჩა ხარაძე (63 კგ.) - მეორე ადგი-ლი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

ევსემ შველიძე (69 კგ.) - პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგე-ლაშვილი;

მამუკა დალალიშვილი (69 კგ.) - მეორე ადგილი, ზვარის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე;

გიორგი ბუხნიკაშვილი (76 კგ.) - მეორე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;

დავით კაკოიშვილი (100 კგ.) - პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი.

7 დეკემბერს ქალაქ ხაშურში ჩა-ტარდა გამოჩენილი ძიუდოისტის თამაზ ხარშილაძის სახელობის ღია ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდი (მწვრთნელები ლევან დონაძე, სოსო ხაჩიძე, ივანე ჩაჩანიძე).

პრიზიორთა შორისაა ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის სამი წარმო-მადგენელი: თედო თხელიძე (მე-3 ადგილი, ბორითი), ლევან ხაჩიძე და ზურა ხაჩიძე (მე-3 ადგილი, ხევი).

ვეფხვია ღონღაძეხარაგაულის სპორტის მართვის

ცენტრის პროგრამების მენეჯერი

ფოტოზე: ხარაგაულელი მოჭიდა-ვეები მწვრთნელებთან ერთად

ზვარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თეონა ხიხაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა სეიბუკაი კიოკუშინ კარატისტთა შორის. ზვარის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები

ულოცავენ თეონას ამ დიდ წარ-მატებას და უსურვებენ მსოფლიოს ჩემპიონობას.

ჩვენ ვუერთდებით მილოცვას და მომავალ წარმატებებს ვუსურ-ვებთ თეონას.

თეონა ხიხაძე საქართველოს ჩემპიონია

1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, პირადობის ახალი მოწმობა, 34 ლარის ნაცვლად მხოლოდ 15 ლარი ღირს. აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც. დაჩ-ქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერ-თად, მხოლოდ დაჩქარების ღი-რებულების გადახდა მოუხდებათ. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატე-გორიის, როგორც სრულწლო-ვან ისე და არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ. აქციაში

ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამარ-თის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მსაღე-ბად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვი-სების განვითარების სააგენტოს ფილი-ალებს ან საზოგა-დოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დო-კუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერ-ვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს,

რომლის სამოქმედო ტერიტორი-ასაც განეკუთვნება მისი ამჟამინ-დელი საცხოვრებელი მისამართი. დღეის მონაცემებით, ელექტრო-ნული პირადობის მოწმობას უკვე 1 500 000-მდე ადამინი ფლობს.

პირადობის მოწმობა 34 ლარის ნაცვლად - 15 ლარად

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წარმომადგენელმა მარიამ ქავ-თარაძემ ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორებს გამო-მცემლობისგან დაგეგმილი ახა-ლი პროექტი გააცნო. სპეციალურ კატალოგებში მოცემული წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება. „ყველას შეუძლია შეგვიკვეთოს წიგნები და ინფორმაცია გამოგვიგზავნოს მეილ-ზე, - ამბობს მარიამ ქავთარაძე, - შე-გიძლიათ ერთი ადამიანი შეარჩიოთ

სკოლიდან, რომელიც ორგანიზებას გაუწევს წიგნების ყიდვას. ის მიიღებს -15 %-იან ფასდაკლებას, რაც არის რეალურად მისი ფინანსური სარგე-ბელი. თუ კატალოგიდან შეკვეთა არის, ვთქვათ, ასი ლარის, ჩვენ გვიხ-დით 15%-ით ნაკლებს, დანარჩენი თანხა რჩება შემკვეთთან. წიგნების შერჩევის, ხელშეკრულების გაფორ-მებისა და თანხის ჩარიცხვის შემდეგ შემკვეთს წიგნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამოვუგზავნით.“

გამომცემლობა „პალიტრა L” ახალ პროექტს ახორციელებს

Page 7: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

7xtvb [fhfufekb12 დეკემბერი, 2014 წ.

დაბადების დღეს გილოცავ, ლუკა

დ. ხარაგაული12.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +11ºC;13.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +16ºC, ღამე +11ºC;14.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +9ºC;15.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +8ºC;16.12 - მზიანი დარი, დღე +13ºC, ღამე

+8ºC;17.12 - მზიანი დარი, დღე +12ºC, ღამე

+8ºC.

ბორითი12.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +7ºC;13.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +14ºC, ღამე +9ºC;14.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +5ºC;15.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC;16.12 - მზიანი დარი, დღე +10ºC, ღამე

+5ºC;17.12 - მზიანი დარი, დღე +10ºC, ღამე

+5ºC.

კიცხი12.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +9ºC;13.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +15ºC, ღამე +10ºC;14.12 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +13ºC, ღამე +7ºC;15.12 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +10ºC, ღამე +6ºC;16.12 - მზიანი დარი, დღე +11ºC, ღამე

+6ºC;17.12 - მზიანი დარი, დღე +10ºC, ღამე

+5ºC.

მოლითი12.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC;13.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +7ºC;14.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +3ºC;15.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +3ºC;16.12 - მზიანი დარი, დღე +9ºC, ღამე

+3ºC;17.12 - მზიანი დარი, დღე +8ºC, ღამე

+3ºC.

amindi

შვილები: ნიკოლოზი, მზია, ლია, სიძეები მერაბი კაკაბაძე, ზაზა კვირიკაშვილი, გიორგი ბი-განიშვილი, რძალი ნათია ბანცაძე, შვილიშვილები: ნანა, ნაზი დუგლა-ძეები, ლაშა, შორენა კაკაბაძეები, ელენე, მაია კვირიკაშვილები, შვილთაშვილები დავითი, ლიზი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ვასილ ანდროს ძე დუგლაძედაკრძალვა კვირას, 14 დეკემ-

ბერს, ხარაგაულში მის. დევდარი-ანის ქ. №5

ხიდრის ოპტიმიზირებული სკო-ლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრ-ძნობენ ჩვენი სკოლის პედაგოგ ლენა ციცვიძესა და ამავე სკოლის მძღოლ ტარიელ ბერაძეს საყვა-რელი ბაბუის

გოგი ბუხნიკაშვილისგარდაცვალების გამო და თა-

ნაგრძნობას უცხადებენ განსვენე-ბულის ოჯახს.

ბორითის საბავშვო ბაღის თა-ნამშრომლები თანავუგრძნობთ მზარეულს

ირენა პრეკშაიტენეს დედისბრონისლავა გაიუსიაგენესგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის 1998 წლის კურსდამ-თავრებულები დიდი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მათი თანაკლასელი

ამირან წაქაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

გურამი გურგენიძე, მარინა და ლია გურგენიძეები, გური აბესაძე, ლამარა მაჭავარიანი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა დამსახურე-ბული ექიმი

ნაზი სიმონის ასული გურგენიძე-ჩიტაძე.

ზვარეში ექიმობის შემდეგ სა-მედიცინო საქმიანობა გააგრძელა თბილისში. დაიკრძალა 6 დეკემ-ბერს თბილისში.

ხიდრის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი თანაუგრძ-ნობს ტარიელ ბერაძესა და ლენა ციცვიძეს ბაბუის

გოგილა ბუხნიკაშვილისგარდაცვალების გამო.

გია ჩაჩანიძე ოჯახით თანაუგრძ-ნობს ტარიელ ბერაძესა და ლენა ციცვიძეს ბაბუის

გოგილა ბუხნიკაშვილისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერ-სონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის თანამშრომელს ქეთინო კაკოიშვილ-გუდაძეს დედამთილის

ზიზი გოგოლაძე-გუდაძისგარდაცვალების გამო.

საღანძილის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის მასწავლებელს მაია მესხიშვილს ბიძის

თეიმურაზ ბაქრაძისგარდაცვალების გამო.

გოჩა ჩაჩანიძე, დათო კაციტაძე, თორნიკე კახაია ოჯახებით ღრმა მწუხარებას გამოხატავენ

ამირან წაქაძისუდროოდ გარდაცვალების

გამო და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვლადიმერ კაპანაძე ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

გოგილო ბუხნიკაშვილიდა თანაუგრძნობს განსვენებუ-

ლის ოჯახს.

უახლოესი ნათესავები ვეფხ-ვია ვეფხვაძე, ლეო ცუცქირიძე, თემური გაჩეჩილაძე ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გოგილო ლევანის ძე ბუხნიკაშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახს.

ნანული ტაბატაძე, მადონა, მარიკა, ივანე გოლუბიანები იუწ-ყებიან, რომ გარდაიცვალა

ამირან ჯონდოს ძე წაქაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

ვაშლევის საჯარო სკოლა თა-ნაუგრძნობს შორენა კაკაბაძეს ბაბუის

ვასილ დუგლაძისგარდაცვალების გამო.

ირმა წასიძე ოჯახით ღრმა მწუ-ხარებას გამოთქვამს და თანაუგრ-ძნობს ზურიკო ნიქაბაძეს მამის

ბონდო ნიქაბაძისგარდაცვალების გამო. მსუბუქი

ყოფილიყოს მისთვის სოფელ კიც-ხის მიწა. ღმერთმა ნათელი დაუმკ-ვიდროს სამუდამო სასუფეველში.

ვენერა, ლამარა კიკნაძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა უკეთილშობილესი პიროვნება, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცი, მოყვასის სიყვარულით გამორჩეული ნაღდი ქართველი

ვაჟა ვარლამის ძე კიკნაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახსა და ახლობლებს.

ხარაგაულის საზოგადოებრი-ვი ჯანდაცვის ცენტრის თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ნინო ჩიტაძეს დედის

ნაზი გურგენიძე-ჩიტაძისგარდაცვალების გამო.

ზურაბ თაბუკაშვილი ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ამირან წაქაძედა თანაუგრძნობს განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ჩემო პატარა მოჭიკჭიკე მერც-ხალო, ჩემო 6 წლის ანგელოზო, დაბადების დღეს გილოცავ შენგან გულდამწვარი და თვალცრემლი-ანი. რამდენი სითბო და სიყვარუ-ლი დაგვიტოვე ამ პატარა ბავშვმა, ჩემო ლამაზო ლუკა. ეს პირველი დაბადების დღეა, რომელსაც უშე-ნოდ ვხვდებით.

შენთვის ცხოვრება მხოლოდ ერთი ლამაზი წამი ყოფილა; წამი, რომელმაც ჩვენთან დაგაშორა. უზომოდ ტკივილსა და მონატრე-ბას განვიცდით ყველა. ძალიან

მალე მიილია შენთვის ნაბოძები წუთისოფელი. სიყვარულითა და სითბოთი გამორჩეულს, ყველა-ფერში პირველს, უფალმა მარა-დიული ბავშვობა გარგუნა, ხოლო შენს მშობლებს - მოურჩენელი ტკივილი და იარა, რომელიც არასოდეს გაუყუჩდებათ. ძალიან, ძალიან მტკივა ლუკა, ბებო, გული, რომ ვუყურებ შენს დედიკოს და მამიკოს. არ ვიცი, რით ვანუგეშო. პირველ დეკემბერს შენს დაბა-დების დღეზე ალბათ ზეციდან დაგვყურებდი და გახარებული იყავი ამდენი სტუმარი რომ გყავ-და. შენმა მეგობრებმა ლექსიც კი წაიკითხეს, - ლუკას ესმისო. შენ ყველაფერი გესმის და ხედავ, მაგრამ ჩვენ, ჩვენ რა ვქნათ უშე-ნოდ, ჩემო ერთადერთო, გვარის გამგრძელებელო ლუკა შავიძევ.

დაე, ჩვენგან დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა დიდ მარადისობაში. მსუბუქი იყოს შენს პაწაწინა გულზე დაყრილი მშობ-ლიური საქარიქედის მიწა. იძინე მშვიდად, ჩემო პატარა ანგელო-ზო, ლუკა.

შენგან გულმკვდარი მელანო ბებო, ბეჟანი,

ირაკლი მარი ტაბატაძეები

ჩვენო საყვარელო და ძვირფასო, შე-უდარებელო მეუღლევ, ტკბილო მამავ, შვილიშვილებზე უზომოდ შეყვარებულო ბაბუავ. 11 დეკემბერი შენი დაბადების დღეა. 70 წელი შეგისრულდებოდა. მიიწურა 11 ტკივილიანი წელი, მაგრამ დრო მაინც ვერ შველის უშენობით გამო-წვეულ სევდას. ძნელია შენ გარეშე. ისე წახვედი ამქვეყნიდან, რომ ბოლომდე ვერ გაიხარე შენს შვილიშვილებთან და ოჯახის სიმრავლით ვერ დატკბი.

მოსაგონარი ბევრი დაგვიტოვე. ყველას ძალიან გვენატრები. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვგრძნობთ უშენო-ბას; განსაკუთრებით მე, - შენს ერთა-დერთ შვილს, უფრო მჭირდება შენი გვერდით დგომა. მშვიდად განისვენე და მადედან ილოცე შენი ოჯახისათვის. გწამდეს, შენს სახელს დავიწყება არ უწერია. ღმერთმა ნათელში გვიმყო-ფოს შენი სიკეთით სავსე სული.

ოჯახი

ანდრო ხუტაშვილის ხსოვნას

სოსო, ჩემო დიდო ტკივილო, ჩემო ცხოვრებავ და ჩემო დიდო იმედო. ვაი რომ, უშენოდ ისევ ვაგრძელებ სიცოცხ-ლეს და უშენოდ ვხვდები შენს დაბადე-ბის დღეს - 13 დეკემბერს, რომელიც უკვე მეორედ მოვიდა. დღეს შენ 38 წლის გახდი, სოსო! მერედა, როგორ გიხაროდა შენი იუბილეს მოახლოება, როგორ ელოდი, თითქოს არ იმჩნევ-დი, მაგრამ განსაკუთრებულ ხასიათსა და იუმორს გამოხატავდი ამ დღეს, რომელიც ყველა შენი ახლობლისა თუ მეგობრებისათვის დაუვიწყარი იყო.

...არ ვიცი, სოსო, ასე რა მაძლები-ნებს ან უშენოდ ყოფნას როგორ ვახარ-ხებ, მაგრამ ერთი ვიცი, მხოლოდ ერთი, რომ მე ჩვენი ერთადერთი შვილისთ-ვის, ჩვენი სპარტაკოსთვის, ვარსებობ. მხოლოდ მისთვის მიღირს სიცოცხლე, თორემ მეც შენთან ერთად მოვკვდი, მეც შენთან ერთად დავამთავრე ამქ-ვეყნიური ცხოვრება. ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით!!! ძნელია ვისაუბრო გრძნობებზე, იმ განცდებსა და უსაზღვრო ტკივილზე, რასაც გული განიცდის... გული თუ მაქვს კიდევ, - ჩემი გული ხომ შენთან ერთად გაჩერდა. მე შენი მოგონებებითა და ლამაზი სიზმრე-ბით ვიხანგრძლივებ წუთისოფელს. ისევ შენი იმედით ვათენებ და ვაღამებ, სოსო!

დრო გადის, სოსო, მაგრამ დღე არ გადის ისე, შენს საფლავთან შენი საყვა-რელი ადამიანები რომ არ მოვიდნენ და შენს ლამაზ სულს პატივი არ მიაგონ. შენი სამუდამო საცხოვრებელი თითქოს ჩვე-ულებრივ საძმო-სამეგობრო ადამიანების თავშეყრის ადგილად იქცა. ასეთი რამ სხვებისგან არსად არც მინახავს, სოსო,

და არც გამიგონია. თითქოს იქ მართლა შენ ელოდები და შენთან გასართობად და სახალისოდ მოდიან. აქ მართლა დიდი გული და დიდი სიყვარულია, რო-მელსაც ზომა-წონა არ გააჩნია. მაგრამ, სოსო, მიუხედავად ამისა, შენი ყველა ახლობელი და მეგობარი ელოდება 13 დეკემბრის მოსვლას. ყველას უნდა, ამ დღეს მოვიდეს შენს საფლავთან და როგორც შენ გიყვარდა, ისე მოგილოცონ იუბილე. ვერავინ იჯერებს, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარ ხარ, სოსო. ყველა ცოცხ-ლად გიხსენებს და ცოცხლად გლოცავენ - „სოსოს გაუმარჯოსო!“ - თითქოს აქვე, მეორე ოთახში, იყო და იქიდან უსმენდე... შენ ყველასთვის ცოცხალი ხარ და მუდამ იცოცხლებ, სოსო!!!

ჩვენ კი, - შენი ტანჯული ოჯახი, მუდამ შენი ლამაზი სულისთვის ვილოცებთ და უფალს შევთხოვთ, ისე გვაცხოვროს ამქვეყნად, რომ შენამდე მოსვლა შევძ-ლოთ მარადიულ სასუფეველში.

შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათე-ლი წერტილი იყავი, სოსო!!!

შენი მაია და შენი ოჯახი

დაბადების დღეს გილოცავთ, სოსო

უფასო განცხადების ქვითარი #47

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

სოფელ კიცხში, სკოლასთან ახლოს, იყიდება საცხოვრებელი სახლი ეზოთი (ხილის პლანტაცი-ებით). ფასი 6 000 აშშ დოლარი. ტელ.: 593 24 26 13; 577 55 01 15.

FABERLIC-ი არის უმსხვილესი რუსული კოსმეტიკური კომპანია და თქვენ გაქვთ შანსი, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქ-ცია.

შეკვეთისთვის დამიკავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 557 75 25 68.

გადავზიდავ ნებისმიერი სა-ხის ტვირთს ფორდ-ტრანზიტით. დამიკავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 577 32 97 96 (გაგა).

Page 8: დღეს კულტურის მინისტრი ხარაგაულში ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/47-618-2014w.pdf · ალი.

8 xtvb [fhfufekb 12 დეკემბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ხარაგაულელთა იუმორისტუ-ლი ჯგუფი, - ბათუ კიკნაძის, დათო კვირიკაშვილის, გიორგი მაქაძის, დათო ჭიპაშვილის, ბექა ხიჯაკაძისა და გიორგი ჭიპაშვილის შემად-გენლობით, - ვანში გამართულ იუმორის ფესტივალში წარმატე-

ბით გამოვიდა და მაყურებლის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა. იუმორისტულ ჯგუფს მამუკა ჭი-პაშვილი ხელმძღვანელობდა. ფესტივალში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ათი იუმო-რისტული ჯგუფი მონაწილეობდა.

იუმორის ფესტივალი იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის ორგანიზე-ბით გაიმართა.

ვულოცავთ ხარაგაულელთა იუმორისტულ ჯგუფს ფესტივალში წარმატებით მონაწილეობას.

ვულოცავთ პირველი კლა-სის მოსწავლეს ნოდარ გავა-შელიძეს ძმის დამიანე გავაშე-ლიძის ამქვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა დამიანეს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღვთის წყალობას.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის

სახელობის გიმნაზიის პირველი კლასის

მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის

ხელმძღვანელი მედეა უჩიძე

ვულოცავთ ვარდო ჭიპაშ-ვილს საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორად არჩე-ვას. ვუსურვებთ მას შემდგომ წინსვლას საღანძილის სკოლის პედკოლექტივისა და მოს-წავლეების საკეთილდღეოდ. ფარავდეს უფალი.

საღანძილის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია,

პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ნინო ფცქილა-ძეს ვაჟიშვილის შეძენას. ვუ-სურვებთ პატარა გიორგის გაიზარდოს ჯანმრთელი და სასახელო. უფლის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია,

პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი

ვულოცავთ გრიგოლ გე-ლაშვილს და ირმა ჩაჩანიძეს ვაჟიშვილის თევდორე გელაშ-ვილის შეძენას.

ვუსურვებთ პატარა თევდო-რეს ჯანმრთელობას, ულევ სი-ხარულს, ღვთის მფარველობას და ლამაზ მომავალს. უფალი იყოს მისი მფარველი.

მანანა ბებო, ემზარი ბაბუა, დეიდები რუსუდანი და

თამარი, დისშვილი თეკლა

ჯემალი კაციტაძეს და თამ-რიკო სარალიძეს ვულოცავთ შვილების გაბედნიერებას. ვუ-სურვებთ ახალდაქორწინებუ-ლებს დათო კაციტაძესა და რუსუდან ლომსაძეს ბედ-ნიერებას, სიხარულს, ღვთის ულევს წყალობას.მერგუზი გურგენიძე ოჯახით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბებოს, მარინა დეკანოსიძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გახარებას თავის ოჯახთან ერთად.

შვილიშვილები: ალეკო და ლიკა ავალიშვილები,

მარიამ დეკანოსიძე

ვულოცავთ მე-9კლასის მოს-წავლეს თეკლა თხელიძეს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა „მოქალაქე“ მე-2 ტურში გადასვლას. ვუსურ-ვებთ თეკლა თხელიძესა და მასწავლებელ თეა ბლიაძეს, ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს მათი გზა.

ვაშლევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ მე-9 კლასის მოსწავლეებს ანა და თინი-კო პაქსაშვილებს კონკურსში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მე-2 ტურში გადასვლას. ვუსურვებთ ანასა და თინიკოს მასწავლე-ბელ თეა ბლიაძეს წარმატებებ-სა და წინსვლას.

ვაშლევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ მე-8 კლასის მოსწავლეს თენგიზ თხელი-ძეს მე-3 ადგილის მოპოვებას რამაზ ხარშილაძის სახელობის ძიუდოს ტურნირში. ვუსურვებთ თენგიზ თხელიძეს და მას-წავლებელ ლევან დონაძეს ბედნიერ და წარმატებულ გზას.

ვაშლევის საჯარო სკოლა

სეფო მაჭავარიანი ქალის სანახავად წაიყვანეს. ოჯახმა პატივისცემის ნიშნად თხილი და არაყი მიართვა სტუმრებს. იმის შიშით, არ შევრცხვე და რაიმე ცუდად არ გამომივიდესო, სეფომ, თხილის გასატეხი კბი-ლები რომ არ ჰქონდა, სულ მთელ-მთელი ყლაპა და არაყი აყოლა ზედ.

ხუმრობენ ხარაგაულელები

(დონარი ბერიძისა და გოჩა პავლაძის წიგნიდან „ბორი”)

ვალოდია წიწილაშვილი ომის ინვალიდი იყო და პროთეზირებუ-ლი ფეხები ჰქონდა. პროთეზები რომ შესაცვლელი შეიქნებოდა, თბილისში უნდა ჩასულიყო ახალი პროთეზების მისაღებად. ხშირად ამის საშუალება არ იყო და თუ გაიგებდა, რომ ვინმე თბილისში მიდიოდა, დააბარებდა ხოლმე.

ერთხელ კოლა კელენჯერიძეს დააბარა და, რაიმე დაბრკოლება რომ არ შეხვედროდა, მინდობი-ლობაც დაუწერა, - „მე, ვალოდია წიწილაშვილი, ვენდობი კოლა კელენჯერიძეს ჩემ ფეხებს...“

მინდობილობა

თაგვიც... გასაყიდად?!-რა ღირს შენი სიმინდი, დეიდა?

- ჰკითხა კლიენტმა შუშანას და ხელი ამოურია ტომარაში.

სანამ შუშანა უპასუხებდა, ტომ-რიდან თაგვი ამოხტა.

-ვაიმე! - შეჰკივლა კლიენტმა.-უი, ჩემი სიკვდილი, გეიქცა? -

შეიცხადა ყასიდად შუშანამ.-მაგეც გასაყიდად გყავდა წამო-

ყვანილი თუ?!...

ლუკა ჭყოიძე: -თოვლის ბაბუას პულტიან თვითმფრინავს ვთხოვ.

გაგა გოგოლაძე: -თოვლის ბაბუას ვთხოვ, რომ მომიტანოს კამფეტები, შოკოლადები, ჩურჩ-ხელები და „პეჩენიები.“

ანი მამაცაშვილი: -ძალიან მინდა თოჯინა.

ლაშა ხარაძე: -მინდა, თოვ-ლის ბაბუამ მომიტანოს სათამაშო მანქანა მერსედესი და სათამაშო კომპიუტერი.

ელენე ხიჯაკაძე: -მე ჰელოუკი-თის ტელეფონი მინდა.

ნიკოლოზ ჭიპაშვილი: -თოვ-ლის ბაბუას ვთხოვ სათამაშო თოფს და ნამდვილ აიპადს.

რას ვთხოვ თოვლის ბაბუას

ხარაგაულელები იუმორის ფესტივალზე

თხილი და არაყიბაბუა არჩილს გურიიდან მძახა-

ლი ვასო შეწირული ესტუმრა. ვა-სომ მეტად ჩქარი საუბარი იცოდა და არჩილი ხანდახან თუ გაიგებდა რამეს მისი საუბრიდან.

უსმინა, უსმინა არჩილმა და რომ ვერაფერი გაიგო, შეეკითხა:

-დღეს მიბრძანდებით, ვასო ბატონო?

-არა, ბატონო, ერთ სამ დღეს

დავრჩები კიდე...-შე კაცო, მერე ნელა ვერ ილა-

პარაკებ?!

მძახლები

***

***

***

***

***

***

***