ხარაგაულში მოსწავლეთა...

8
ხარაგაულში მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება ენერგეტიკის სამინისტრო ხა- რაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ბჟო- ლისხევზე, „მარელისი ჰესი“-ს მშენებლობას გეგმავს. სამინისტ- რომ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „მარელისი ჰესი“-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლე- ვის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ქართული კომპანია „არჯოლის“ განაცხა- დის საფუძველზე გამოაცხადა. „მარელისი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე, როგორც ენერგე- ტიკის მინისტრ კახა კალაძის 2014 წლის 15 სექტემბრის 97 ბრძანების დანართშია აღნიშ - ნული, 4,6 მვტ იქნება, წლი - ური გამომუშავება - 19,7 მლნ კვტსთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 7 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკუ- რი განხორციელებადობის კვლე- ვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების დასრულების ვადაა არაუმეტეს 12 თვისა ურთიერთგაგების მემორან- დუმის ხელმოწერის დღიდან. მშენებლობის ნებართვის სა- ფუძველზე ჰიდროელექტროსად- გურის მშენებლობის დაწყების ვადა, ამავე ბრძანების მიხედვით, განისაზღვრება არაუმეტეს 12 თვისა ჰიდროელექტროსადგუ- რის მშენებლობის შესახებ გადა- წყვეტილების მიღების დღიდან; ხოლო ჰიდროელექტროსად- გურის ექსპლუატაციაში მიღების ვადა - არაუმეტეს 18 თვისა მშენებ- ლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების დღიდან. სს„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორ- ზე“ გასაყიდი ელექტროენერგიის სარეალიზაციო მაქსიმალური ფასი, მინისტრის ბრძანების შესა- ბამისად, უნდა იყოს 5.5 აშშ ცენტი 1 კვტ/სთ. ლაურა გოგოლაძე მცირეკონტინგენტიანი სკოლები ხარაგაულში გვ. 5 მარელისში ჰესის აგება იგეგმება ციფრულ მაუწყებლობაზე გადა- სვლის გამო, 2015 წლის 17 ივნისიდან ქართული საეთერო ტელევიზიების მომხმარებლებს ახალი სტანდარტის ტელევიზორის, ან ძველი ტელევიზო- რებისთვის ციფრული სიგნალის მიმ- ღები მოწყობილობის შეძენა მოუწევთ. საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა ამ- ბობენ, რომ მათ ქსელში ახალი სტან- დარტის ციფრული სიგნალის მიმღები ტელევიზორები ძველი სტანდარტის ტელევიზორებთან ერთად იყიდება, ხოლო მიმღები მოწყობილობები ბა- ზარზე შემოსული ჯერ არ არის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მაყურებელს მისცემს შესაძლებლო- ბას, რომ მაღალი ხარისხის აუდიო და ვიზუალური ხარისხის მასალას უყუროს, ხოლო მედიაბაზარს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ვის დასჭირდება ახალი ტელევიზორი? ციფრულ მაუწყებლობაზე გადა- სვლის შემდეგ სატელევიზიო არხების ყურებას ვერ შეძლებენ ის მოქალაქე- ები, რომლებსაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი ექნებათ, რომელიც საოჯახო ტიპის ანტენით მუშაობს. ციფრულ მაუწყებლობაზე წვდომა ექნებათ მათ, ვისაც ციფრული ტელე- ვიზორი აქვს, ან ვინც იმ საკაბელო ტე- ლევიზიით სარგებლობენ, რომლებიც მომხმარებელს ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას უდგამს. რა უნდა ქნან მათ, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი აქვთ, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ციფრული სიხშირის გარეშე არ დარჩნენ? ამისთვის ან ციფრული ტელევიზორი უნდა შეიძინოთ, ან ე.წ. Set Top Box- სპეციალური მიმღე- ბი მოწყობილობა, რომელიც ძველი სტანდარტის ტელევიზორს უერთდება. მიმღები მოწყობლობა ციფრულ სიგ- ნალს არაციფრულ სიგნალად გარდა- ქმნის, რისი საშუალებითაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი სიგნალის წაკითხვას შეძლებს. „არაი თუმოროუს“ მაღაზიის კონ- სულტანტ პაატა წერეთლის თქმით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა უყუროს ნაციონალურ მაუწყებლებს (იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ა.შ), ტელევიზორს უნდა გააჩნდეს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა. წერეთლის თქმით, DVB-T2 მხარ- დაჭერის მქონე ციფრული ტელევი- ზორის გარეგნული ნიშანი ისაა, რომ მას გააჩნია ანტენისთვის განკუთვნილი ორი შტეკერი. ერთი ჩვეულებრივი, რაც ძველი სტანდარტის ტელევი- ზორებს აქვთ და მეორე - ხრახნიანი შტეკერი, რომელიც ციფრული სიგნა- ლისთვისაა განკუთვნილი. პაატა წერეთლის თქმით, DVB-T2-ის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები 2013 წლიდან გამოდის, ხოლო 2014 წელს გამოსული ტელევიზორების დიდ უმრავლესობას DVB-T2-ის მხარდაჭე- რა გააჩნია. „აუცილებლად უნდა იკითხონ DVB-T2 (მხარდაჭერის მქონე ტელე- ვიზორი) იმიტომ, რომ DVB-T ფუნქცია აქვს აბსოლუტურად ყველა ტელევი- ზორს,“ - ამბობს წერეთელი. ტექნიკის მაღა - ზიების „ოქეისა“ და „მეგატექნიკის“ კონ- როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი, რომ 2015 წელს ტელევიზიების გარეშე არ დავრჩეთ გვ. 5 31 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 41 (612) www.chkh.org „მხიარული სტარტები” ხარაგაულში 3 გვ. ოჯახური ძალადობა არ უნდა იყოს ტაბუირებული როგორ მოვამზადოთ ფუტკარი ზამთრისთვის 2 გვ. 6 გვ. დღეს ნომერშია უბისის მონასტრის მიმდებარე ზონა მილიონ ლარად კეთილმოეწყობა ხუმრობენ ხარაგა- ულელები განცხადებები 2 გვ. 8 გვ. 7-8 გვ.

Transcript of ხარაგაულში მოსწავლეთა...

Page 1: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

ხარაგაულში მოსწავლეთა რაოდენობა

წლიდან წლამდე მცირდება

ენერგეტიკის სამინისტრო ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ბჟო-ლისხევზე, „მარელისი ჰესი“-ს მშენებლობას გეგმავს. სამინისტ-რომ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „მარელისი ჰესი“-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლე-ვის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ქართული კომპანია „არჯოლის“ განაცხა-დის საფუძველზე გამოაცხადა. „მარელისი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე, როგორც ენერგე-ტიკის მინისტრ კახა კალაძის 2014 წლის 15 სექტემბრის №97 ბრძანების დანართშია აღნიშ-ნული, 4,6 მვტ იქნება, წლი-ური გამომუშავება - 19,7 მლნ კვტსთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 7 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკუ-რი განხორციელებადობის კვლე-

ვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების დასრულების ვადაა არაუმეტეს 12 თვისა ურთიერთგაგების მემორან-დუმის ხელმოწერის დღიდან.

მშენებლობის ნებართვის სა-ფუძველზე ჰიდროელექტროსად-გურის მშენებლობის დაწყების ვადა, ამავე ბრძანების მიხედვით, განისაზღვრება არაუმეტეს 12 თვისა ჰიდროელექტროსადგუ-რის მშენებლობის შესახებ გადა-წყვეტილების მიღების დღიდან; ხოლო ჰიდროელექტროსად-გურის ექსპლუატაციაში მიღების ვადა - არაუმეტეს 18 თვისა მშენებ-ლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების დღიდან.

სს„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორ-ზე“ გასაყიდი ელექტროენერგიის სარეალიზაციო მაქსიმალური ფასი, მინისტრის ბრძანების შესა-ბამისად, უნდა იყოს 5.5 აშშ ცენტი 1 კვტ/სთ.

ლაურა გოგოლაძე

მცირეკონტინგენტიანი სკოლები ხარაგაულში გვ. 5

მარელისში ჰესის აგება იგეგმება

ციფრულ მაუწყებლობაზე გადა-სვლის გამო, 2015 წლის 17 ივნისიდან ქართული საეთერო ტელევიზიების მომხმარებლებს ახალი სტანდარტის ტელევიზორის, ან ძველი ტელევიზო-რებისთვის ციფრული სიგნალის მიმ-ღები მოწყობილობის შეძენა მოუწევთ.

საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა ამ-ბობენ, რომ მათ ქსელში ახალი სტან-დარტის ციფრული სიგნალის მიმღები ტელევიზორები ძველი სტანდარტის ტელევიზორებთან ერთად იყიდება, ხოლო მიმღები მოწყობილობები ბა-ზარზე შემოსული ჯერ არ არის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მაყურებელს მისცემს შესაძლებლო-ბას, რომ მაღალი ხარისხის აუდიო და ვიზუალური ხარისხის მასალას უყუროს, ხოლო მედიაბაზარს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ვის დასჭირდება ახალი ტელევიზორი?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადა-

სვლის შემდეგ სატელევიზიო არხების ყურებას ვერ შეძლებენ ის მოქალაქე-ები, რომლებსაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი ექნებათ, რომელიც საოჯახო ტიპის ანტენით მუშაობს.

ციფრულ მაუწყებლობაზე წვდომა ექნებათ მათ, ვისაც ციფრული ტელე-ვიზორი აქვს, ან ვინც იმ საკაბელო ტე-ლევიზიით სარგებლობენ, რომლებიც მომხმარებელს ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას უდგამს.

რა უნდა ქნან მათ, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი აქვთ, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ციფრული სიხშირის გარეშე არ დარჩნენ? ამისთვის ან ციფრული ტელევიზორი უნდა შეიძინოთ, ან ე.წ. Set Top Box- სპეციალური მიმღე-ბი მოწყობილობა, რომელიც ძველი სტანდარტის ტელევიზორს უერთდება. მიმღები მოწყობლობა ციფრულ სიგ-ნალს არაციფრულ სიგნალად გარდა-ქმნის, რისი საშუალებითაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი სიგნალის წაკითხვას შეძლებს.

„არაი თუმოროუს“ მაღაზიის კონ-სულტანტ პაატა წერეთლის თქმით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა

უყუროს ნაციონალურ მაუწყებლებს (იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ა.შ), ტელევიზორს უნდა გააჩნდეს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა.

წერეთლის თქმით, DVB-T2 მხარ-დაჭერის მქონე ციფრული ტელევი-ზორის გარეგნული ნიშანი ისაა, რომ მას გააჩნია ანტენისთვის განკუთვნილი ორი შტეკერი. ერთი ჩვეულებრივი, რაც ძველი სტანდარტის ტელევი-ზორებს აქვთ და მეორე - ხრახნიანი შტეკერი, რომელიც ციფრული სიგნა-ლისთვისაა განკუთვნილი.

პაატა წერეთლის თქმით, DVB-T2-ის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები 2013 წლიდან გამოდის, ხოლო 2014 წელს გამოსული ტელევიზორების დიდ უმრავლესობას DVB-T2-ის მხარდაჭე-რა გააჩნია.

„აუცილებლად უნდა იკითხონ DVB-T2 (მხარდაჭერის მქონე ტელე-ვიზორი) იმიტომ, რომ DVB-T ფუნქცია აქვს აბსოლუტურად ყველა ტელევი-ზორს,“ - ამბობს წერეთელი.

ტექნიკის მაღა -ზიების „ოქეისა“ და „მეგატექნიკის“ კონ-

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი, რომ 2015 წელს ტელევიზიების

გარეშე არ დავრჩეთ

გვ. 5

31 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№41 (612)

www.chkh.org

„მხიარული სტარტები” ხარაგაულში 3 გვ.

ოჯახური ძალადობა არ უნდა იყოს ტაბუირებული

როგორ მოვამზადოთ ფუტკარი ზამთრისთვის

2 გვ.

6 გვ.

დღეს ნომერშია

უბისის მონასტრის მიმდებარე ზონა მილიონ ლარად კეთილმოეწყობა

ხუმრობენ ხარაგა-ულელები

განცხადებები

2 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

Page 2: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ.

ოჯახური ძალადობა არ უნდა იყოს ტაბუირებული

უბისის მონასტერთან კულტურუ-ლი მემკვიდრეობის ზონის კეთილ-მოწყობის პროექტი უახლოეს ხანში დაიწყება. პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონ-დის (მგფ) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამშე-ნებლო სამუშაოებს შეასრულებს შპს „ინჟმშენი - 96“.

მუნიციპალური განვითარების ფონ-დის წარმომადგენლებმა პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა უბისაში საჯაროდ განიხილეს ხარაგაულის ადგილობრივი ხელი-სუფლების წარმომადგენლებთან და სოფელ უბისის მაცხოვრებელთან ერთად. გარემოსდაცვითი უსაფრთ-ხოების სპეციალისტის, ანა რუხაძის განმარტებით, პროექტი 2014 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყება და 2015 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება. პროექ-ტით გათვალისწინებულია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, მანქანების სადგომი ადგილის მოწყობა, მისასვ-ლელი გზის რეაბილიტაცია, უბისის მონასტერისა და ვიზიტორთა ცენტ-რისთვის წყალმომარაგების სისტემის, ვიზიტორთა ცენტრში შიდა კანალი-ზაციის სისტემისა და კანალიზაციის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა.

ანა რუხაძის ინფორმაციით, ვი-ზიტორთა ცენტრი მოეწყობა უბისის მონასტრის მოპირდაპირე მხარეს. შენობა მოპირკეთდება ადგილობრი-ვი ქვით. აქვე იქნება მანქანებისა და ავტობუსების სადგომი. შენობაში იქნება ვიზიტორთა ცენტრი, განთავსდება ტუ-ალეტები, ღია და დახურული ტერასა, გათვალისწინებულია პატარა წყაროს მოწყობა. პროექტის ფარგლებში გზის 580 მ მონაკვეთზე - ცენტრალური გზის გადმოსახვევიდან ხიდამდე, დაიგება ასფალტი, გზის ორივე მხარეს მოეწ-ყობა სანიაღვრე წყლების მიმღები, საიდანაც წყალი მდინარე ძირულაში

ჩაედინება. გზის ცალ მხარეს მოეწყობა ტროტუარი. წყლის მიწოდების სისტემა გათვალისწინებულია მონასტრისთ-ვისაც. მდინარე ძირულას ნაპირზე მოეწყობა წყალმიმღები, სატუმბი სად-გური და საქლორატორო. აქვე აიგება საკანალიზაციო წყლების გამწმენდი სრულიად ახალი მაღალტექნოლო-გიური სისტემა.

გარემოზე ზემოქმედების მართ-ვის გეგმაში აღნიშნულია, რომ უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქ-მედების შემარბილებელი მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა მო-ნიტორინგს მგფ-ის თანამშრომლები საერთაშორისო კომპანია „ეპტისას“ წარმომადგენლებთან ერთად განა-ხორციელებენ. საყურადღებოა, რომ მშენებლობის დროს არ უნდა დაბინ-ძურდეს გარემო და დაცული იყოს

ტურისტებისა და ადგილობრივების უსაფრთხოება. ხმაურის შესამცირებ-ლად შეირჩევა მძიმე ტექნიკის მარშ-რუტი. აუცილებელი პირობაა, რომ სამშენებლო სამუშაოები წარმოებდეს მხოლოდ დღის მანძილზე. აკრძალუ-ლია ტექნიკის დაუტვირთავი მუშაობა, მანქანების გარეცხვა მდინარეში და სხვ. სამშენებლო მასალები უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომლებიც შემდეგ დასაწყობდება და სპეციალური დახურული მანქანით გაიტანენ ტერიტორიიდან.

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლ-ლობის ახლოს გაშენებული კაკლისა და მუხის ხეები აუცილებლად უნდა შემოიღობოს მშენებლობის პერიოდში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოად-

გილის, ბორითის მაჟორიტარი დე-პუტატის, მანანა ბარბაქაძის თქმით, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც დიდი ხანია ელოდება უბისის მოსახლეობა. ქალბა-ტონმა მანანამ პროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტ-ში ჩაერთოს გზის გარე განათება. მანვე დააყენა სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქ-მების საკითხი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, მგფ-მა და მუნიციპალიტეტმა იზრუნეს, რომ უბისაში ასეთი შესა-ნიშნავი პროექტი განხორციელდეს. „მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის დაგეგმვაში მონაწილობდა. ქალ-ბატონი მანანა ბარბაქაძე, გამგე-ობის ინფრასტრუქტურის სამსახურის

წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ პროექტის მიმ-დინარეობას, - აღნიშნა გამგებელმა შეხვედრაზე, - რაც მთავარია, უნიკა-ლური რამ ხდება - წყლის მიწოდების ასეთი დონის სისტემა მუნიციპალი-ტეტში არ არსებობს. ამავე დროს უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყო-ბის პროექტი პირველია ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და იმედია ასეთი პროექტები გაგრ-ძელდება.“

უბისის მონასტრის მოძღვარმა მამა მაკარიმ პროექტის განხორციელების-თვის უბისელთა სახელით მადლობა გადაუხადა ყველას. მან აღნიშნა, რომ უბისელები აქტიურად ჩაერთვებიან და ხელს შეუწყობენ უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობას, რადგან ეს დიდი სიკეთეა უბისისთვის.

შპს „ინჟმშენის“ პროექტის მენეჯე-რის ლაშა ჟორჟოლიანის ინფორ-მაციით, პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია. მისივე თქმით, ის დაასაქმებს ადგილობრივ მოსახ-ლეობას.

რაც შეეხება გზის გარე განათების მოწყობას, მგფ-ის წარმომადგენელთა თქმით, პროექტში განსაზღვრულია თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯების-თვის. მშენებლობის მიმდინარეობისას, შესაძლოა, დაიზოგოს თანხა, რომე-ლიც შეიძლება მოხმარდეს გზის გარე განათების მოწყობას.

ანა რუხაძის განმარტებით, უბისის მონასტრის რესტავრაციის პროექტს მსოფლიო ბანკი ცალკე განიხილავს. რაც შეეხება გზის გარე განათების მოწყობას, ეს წინადადება ეცნობება დონორს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: უბისის მონასტრის მიმდე-ბარე ზონის დათვალიერებისას

საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ოჯახური ძალადობა რამდენჯერმე ფატალური შედეგით დასრულდა. ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საკრებულოს თავმჯდომა-რის მოადგილის მანანა ბარბაქაძის ინიციატივით საკრებულოს ბიუროს წევრებმა და სხდომაზე მიწვეულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა ოჯახურ ძალადობაზე იმსჯელეს.

მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ხარაგაულის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში შვიდი ქა-ლია დეპუტატი. ხარაგაულში 20 180 ამომრჩევლიდან 9 670 ამომრჩევე-ლი ქალია. „ადგილობრივ ძალოვან ორგანოებს მივმართე, - აღნიშნა შეხ-ვედრაზე მანანა ბარბაქაძემ, - მათთან არც ერთი განცხადება არ შესულა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან. თუმცა, ოჯახური ძალადობის შემთხვევები ხარაგაულშიცაა, მაგრამ ქალბატონები ამას მალავენ - უფრ-თხილდებიან ოჯახის ავტორიტეტს.“ ქალბატონი მანანა მიიჩნევს, რომ ოჯა-ხურ ძალადობაში ხელისუფლება არაა დამნაშავე. მისივე თქმით, არასწორი ფორმაა, როდესაც ამ თემაზე მთავ-რობის სახლის წინ აწყობენ აქციებს.

საკრებულოს წევრის, ექიმ აზა ფურცელაძის აზრით, მოძალადე მამა-კაცების უმრავლესობა ალკოჰოლური

სასმელის აქტიური მომხმარებელია. მისივე თქმით, ცოლი ვეღარ იტანს ყოველდღიურად მთვრალ მეუღლეს და ამით წარმოიშობა კონფლიქტი, რაც ცუდი შედეგით მთავრდება.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ოცდა-ხუთწლიანმა მძიმე სოციალურმა ფონმა დიდი გავლენა მოახდინა მამაკაცებზე და მათ აღარ აქვთ თვითრეალიზების საშუ-ალება. ეს კი წარმოშობს მათში აგრესიას.

საკრებულოს ბიუროს წევრმა გივი თხელიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა მამაკაცების დაუსაქმებლო-ბაა. „ქართველმა კაცმა ცოლი საზღ-ვარგარეთ გაუშვა საშოვარზე. ეს ჩვენი მენტალიტეტისთვის მიუღებელია. ამან გამოიწვია ფსიქიკური ცვლილებები მამაკაცში. მთვარობამ შეიძლება ერთი რამ გააკეთოს, - შექმნას სამუშაო ადგი-ლები და დაასაქმოს მოსახლეობა. ეს გააუმჯობესებს სოციალურ გარემოს, - აღნიშნა გივი თხელიძემ.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქ-ტორმა, ფსიქოლოგმა ლაურა გოგოლა-ძემ აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობა ფართო ცნებაა და მხოლოდ ცოლის ცემას ან მოკვლას არ გულისხმობს. თუნდაც, - სელექციური აბორტები მდედრობით სქესზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. „იყო დრო, ქალებს საარჩევნო ხმის უფლებაც კი არ ჰქონ-

დათ. საბედნიეროდ, დღეს ეს უკვე წარ-სულია. ჩვენმა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, განვითარების გზა უნდა გაიაროს ოჯახური ძალადობისადმი ადექვატური რეაქციისა და დამოკიდებულების ჩამო-საყალიბებლად. სკოლაში გაცილებით მეტი გოგონა სწავლობს კარგად. მერე კი გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალა-ნაზღაურებად თანამდებობებზე უმეტესად მამაკაცები ინიშნებიან. ყინულის ლღობა დაიწყო და საზოგადოებამ ამ საკითხებს განსხვავებულად შეხედა, - აღნიშნა ლაურა გოგოლაძემ, - ქართული ტადი-ციული ოჯახი მთელ ქონებას მხოლოდ ვაჟს გადასცემს. ითვლება, რომ გოგონამ თავისით უნდა გაიკვალოს გზა. ამას-თან დაკავშირებით უმეტესწილად არც გოგონებს აქვთ პროტესტის გრძნობა. აუცილებლად უნდა შეიცვალოს მენ-ტალიტეტი, საზოგადოების მიდგომა. პოლიციას რომ არ მიმართავენ ოჯახური ძალადობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ხარა-გაულში ოჯახური ძალადობის ფაქტები არ არის. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, მაგრამ არ ახმაურებენ, სირცხ-ვილად მიაჩნიათ. თუ ბავშვის მიმართ ძალადობა ხდება ევროპის განვითა-რებულ ქვეყნებში, ამაზე საზოგადოება რეაგირებს. ჩვენთან შეიძლება იცოდე, რომ შენს გვერდით ოჯახში ქალზე და ოჯახის სხვა წევრზე ძალადობენ, მაგრამ ამაზე რეაქცია თითქმის არავის აქვს. ასეთ ფაქტებზე ყველამ ერთად უნდა ამოიღოს ხმა. ოჯახური ძალადობა არ უნდა იყოს ტაბუირებული.“

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესე-ბულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, რომელიც ოჯახში მეოთხე ქალიშვილია, ამბობს, რომ ის ამქვეყანას კარგი ფეხით მოევლინა, რადგან მის შემდეგ ოჯახში ვაჟი დაიბა-და. ირმა სებისკვერაძის აზრით, ადრე ხშირად ძალადობდნენ ოჯახში ბავშვზე, მაგრამ კანონი ბავშვთა უფლებებზე რეალურად ამოქმედდა და ნელ-ნელა ბავშვის მიმართ ძალადობა შემცირდა. მისივე თქმით, ქალებს ოჯახური ძალა-დობისგან უნდა იცავდეს კანონი.

ბიუროს წევრმა შალვა ლურს-მანაშვილმა აღნიშნა, რომ ერთხელ,

როცა ხმა აიმაღლა ოჯახური ძალადო-ბის წინააღმდეგ, ამის გამო მსხვერპლ-მაც კი გაამტყუნა.

ბიუროს წევრ მიხეილ გელაშვილის თქმით, ქართველი მამაკაცები ყოველთ-ვის გამოირჩეოდნენ ქალისადმი პატი-ვისცემით. „ვინც ქალზე ძალადობს, მას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ზოგიერთ მამაკაცს ჰგონია, რომ ცოლს სტუმრების, ან უცხოს თანდასწრებით თუ დაუყვირებს, ან შეურაცხყოფს, „კაი ვაჟკაცია“. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მეგობრებისა და ახლობლების მხრიდან ამას მოჰყვება უარყოფითი რეაქცია, რაც თანდათან აღმოფხვრის ძალადობრივ საქციელს.“

ბიუროს წევრი ვარლამ თავზარაშ-ვილი მიიჩნევს, რომ ძალადობა საზო-გადოებამ უნდა აღმოფხვრას, თვალი არ უნდა დახუჭოს და ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს ოჯახური ძალადობის ფაქტები.

ბიუროს წევრმა იუზა კელენჯერი-ძემ აღნიშნა, რომ ძალადობა ხდება იქ, სადაც განათლება და კულტურა ნაკლებია, საჭიროა მასმედიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ თემაზე ფართო მსჯელობა.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტის თამარ ავალიშვილის თქმით, აუცილებელია გამკაცრდეს კანონი და საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ოჯახური ძალადო-

ბის საწინააღმდეგო კამპანიაში. „ბოლო წლებში საბავშვო ბაღში რამდენიმე ოჯახი გამოიკვეთა, სადაც არ იყო ნორმალური მდგომარეობა და ეს, პირველ რიგში, აისახა ბავშვებზე. აღსაზრდელებს შევთა-ვაზეთ შეესრულებინათ ნახატები თემაზე „მე და ჩემი ოჯახი“. მათ თავისებურად, ფერებით გადმოსცეს ემოციები ნახა-ტებში. ფაქტობრივად, ყველამ ასახა ის ვითარება, რაც მათ ოჯახშია. თუ ბავშვები თავიანთ ოჯახის წევრებს ხელჩაკიდე-ბულებს ხატავენ, ამ ოჯახში სიმშვიდეა,“ - ამბობს თამარ ავალიშვილი.

ბიუროს წევრ გელა გოლუბიანის თქმით, გახშირებული ძალადობა ოჯახის კულტის მოშლას უკავშირდება. „ჩვენი წინაპრები ისეთ ოჯახში არ მივიდოდნენ სტუმრად, სადაც უთანხმოება იყო. ახლა ტრადიციებს ვივიწყებთ და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნა გელა გოლუბიანმა.

შეხვედრის დასასრულს საკრებუ-ლოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოების მიდგომაა შესაცვლელი. მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების გააქტი-ურება, შესაცვლელია კანონმდებ-ლობა, განათლების სისტემა და ამაზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.

თამთა გოგოლაძეფოტოებზე: ოჯახური ძალადობის

თემაზე მსჯელობისას

უბისის მონასტრის მიმდებარე ზონის კეთილმოწყობაზე მილიონი ლარის გახარჯვა იგეგმება

Page 3: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

3xtvb [fhfufekb31 ოქტომბერი, 2014 წ.

რას ფიქრობენ წარჩინებულებიხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №56

ხარაგაულის გამგეობის კულტუ-რის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირი-ნე ჩხეიძე) ინიციატივით ხარაგაულ-ში 27 ოქტომბერს სპორტული შეჯიბრება „მხიარული სტარტები“ დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებელმა კობა ლურს-მანაშვილმა მონაწილე გუნდებს თამაშის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან პირობა დადო, რომ მომავალ წელს სპორ-ტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები მაქსიმალურად იქნება დაფინანსებული.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, „ხარაგაული არის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დამოუკიდებლად ტარდება ასეთი ტიპის შეჯიბრება. „მხიარული სტარ-

ტების“ ტურნირს მთელი საქართ-ველოს მასშტაბით ატარებს „მხი-არული სტარტების“ ფედერაცია. ხარაგაულის სპორტსკოლას აქვს ამ თამაშისთვის საჭირო ინვენ-ტარი. ეს თამაშები ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესო გახდება,“ - ამბობს ირინე ჩხეიძე.

თამაშს აფასებს ექვსკაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, გამგეობის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთ. სპეცი-ალისტი განათლების საკითხებში ლელა შარიქაძე, მთ. სპეციალისტი სპორტის საკითხებში ნუგზარ კიკ-ნაძე, მთ. სპეციალისტი ახალგაზრ-დულ საკითხებში ხათუნა ტაბატა-

ძე, მთ. სპეციალისტი კულტურის საკითხებში დავით ჩადუნელი, ხარაგაულის სპორტის განვითარე-ბისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის მოადგილე ზაალ მესხი. თამაშს უძღვება მსაჯი ბეჟან ჩხეიძე.

ჟიურის თავმჯდომარე ხათუნა ტაბატაძე ამბობს, რომ „შეჯიბ-რებაში უკვე ჩაერთო 16 გუნდი, რითაც თამაშის პირველი ეტაპი დასრულდა. დებულების მიხედვით თითოეულ გუნდში მონაწილეობს 8-დან 16 წლამდე ასაკის 18 ბავშვი. ზოგიერთმა სკოლამ, მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირის გამო, თა-მაშში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამიტომ კენჭისყრის შედეგად მე-ტოქის გარეშე დარჩენილი გუნდები ავტომატურად გადავიდნენ მომდევ-

ნო ტურში. მოსწავლეები საკმაოდ მოემზადნენ ამ ტურნირისათვის. ყველა გუნდს ეძლევა საშუალება, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ისარგებლოს ინვენტარით და მოემზადოს შეჯიბრებისათვის,“ - ამბობს ხათუნა ტაბატაძე.

ჟიურის წევრი დავით კიკნაძე ამბობს, რომ ასეთი თამაშები ძალიან კარგია, რადგან ასეთ შე-ჯიბრებებში თავს იყრის სპორტის სხვადასხვა სახეობა. ტურნირში ერთვებიან არა მხოლოდ მოსწავ-ლეები, არამედ მასწავლებლები, მშობლები და სკოლის დირექ-ტორიც კი. მოზარდის სპორტული განვითარება სწორედ სკოლის ასაკიდან იწყება. ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. დავით კიკნაძის აზრით, ხარაგაულში უამ-რავი ტალანტია სპორტის სხვადას-ხვა სახეობებში. სწორედ ასეთების აღმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს ასეთი თამაშები.

„მიუხედავად იმისა, რომ ხარა-გაულის ბევრ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი და ინვენ-ტარი, მოსწავლეები მაინც კარგ სპორტულ ფორმაში არიან,“ - ამ-ბობს ჟიურის წევრი ზაალ მესხი.

ხარაგაულის სპორტის განვითა-რებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი დავით გე-

ლაშვილის თქმით, ამ შეჯიბრით სკოლები სპორტული მიმართუ-ლებით გამოცოცხლდნენ, ბავშვებს მიეცათ მოტივაცია, მეტი ივარჯიშონ და სპორტით დაკავდნენ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი გურამ გოგო-ლაძე ამბობს, რომ პირველად მონაწილეობს ასეთ სპორტულ შე-ჯიბრებაში და ძალიან უხარია. ვერ-ტყვიჭალის სკოლას აქვს სპორტუ-ლი ინვენტარი და დაუღალავად ვარჯიშობენ „მხიარული სტარტე-ბის“ შემდეგი ტურის წარმატებით გადასალახავად.

ხარაგაულის №3 მესამე საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი სალომე კვირიკაშვილი ასეთ თამაშებს ტე-ლევიზორში ხშირად ნახულობდა და გული წყდებოდა, რომ მასში მხოლოდ თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ. სალომე ამ-ბობს, რომ „მხიარული სტარტები“ ძალიან სახალისო და მრავალ-ფეროვანი ღონისძიებაა. „პირველ ტურში გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა და ახლა აქტიურად ვვარ-ჯიშობთ, რათა უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ,“ - ამბობს სალომე.

ტურნირის ორგანიზატორები ამ-ბობენ, რომ „მხიარული სტარტები“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ზურაბ აბაშიძე გიმნაზიის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. ზურაბი პირველივე კლა-სიდან ცდილობს კარგად ისწავლოს და წარმატებებს მიაღწიოს. ის თავის სკოლის გუნდთან ერთად ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სასკო-ლო შეჯიბრებებში და წარმატებასაც აღწევს. ზურას ჰობი კომპიუტერული თამაშებია, მაგრამ ბოლო დროს ამისათვის დრო ნაკლებად რჩება,

რადგან სტუდენტობისთვის ემზადება. ძალიან უყვარს მხატვრული ლიტე-რატურის კითხვა, განსაკუთრებით დეტექტივების. სწორედ ამან უბიძგა, რომ მომავალ პროფესიად იურის-ტობა აერჩია. ზურაბისთვის მისი სკოლა შეუფასებლად ძვირფასია, - მიუხედავად მძიმე ინფრასტრუქტუ-რისა, იქ მისთვის მაინც შესანიშნავი გარემოა, თითოეული მასწავლებე-ლი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეებს. „ვფიქრობ, ჩემს სკოლაში უძლიერესი მასწავ-ლებლები გვასწავლიან,“ - ამბობს ზურა. ის აქტიურად თამაშობს ფეხ-ბურთს, თუმცა გამორჩეულად არ-ცერთ გუნდს არ გულშემატკივრობს.

ზურას აზრით სკოლას დღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართო-ბი ღონისძიებები და პროექტები აკლია, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და დატვირ-თულს გახდიდა. შეჯიბრებები აქტი-ურად უნდა ტარდებიდეს კლასებს შორის, - ფიქრობს ზურა.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის მეთერთმეტე კლასის

წარჩინებული მოსწავლე მარიამ მაღლაფერიძე აქტიურად მონაწი-ლეობს სასკოლო ოლიმპიადებსა თუ შეჯიბრებებში და წარმატებებსაც

აღწევს. მარიამი თავისუფალ დროს წიგნის კითხვაში ატარებს. მას ძალიან მოსწონს სათავგადასავლო ჟანრი. „წიგნი, რომელიც დამაინტერესებს, შემიძლია ძალიან დიდი ხნის მან-ძილზე ვიკითხო,“ - ამბობს მარიამი. მისი გატაცება ხატვაა, თუმცა საკუ-თარი ნახატებით კმაყოფილი არაა. მარიამს ძალიან მოსწონს კალათ-ბურთი და ფრენბურთი და სპორტის გაკვეთილზე აქტიურად თამაშობს. მარიამისთვის მისი სკოლა ერთ-ერ-თი საუკეთესოა მუნიციპალიტეტში. ძალიან უყვარს ამხანაგები და პედა-

გოგები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დიდი ცოდნა შესძინონ თავიანთ მოსწავლეებს. „ბავშვების უკეთ სწავლისათვის კარგი იქნებოდა, თუ სკოლაში იქნებოდა სხვადასხვა საგნობრივი წრეები, სადაც მოსწავ-ლეები აქტიურად მოემზადებოდნენ, - ამობს მარიამი, - ასევე კარგი იქნება სკოლას ჰქონდეს უკეთესი სპორტუ-ლი მოედანი და სასადილო.

მარიამს სურს, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბაროს და ამისათვის აქტიურად ემზადება.

მეთორმეტე კლასელი მარიამ თხელიძე ხარაგაულის №3

საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მისი ჰობი წიგნების კითხვაა. ძალიან უყვარს უცხო სიტყვების დამახსოვრება. მუსი-კაში როკ მიმდინარეობას უსმენს და ყოველთვის ეძებს ახალ როკ ჯგუფებს.

კომპიუტერს ძირითადად კომუ-ნიკაციისთვის იყენებს, სოციალური ქსელების მეშვეობით უკავშირდება იმ მეგობრებს, რომლებიც ხარა-გაულში არ ცხოვრობენ.

მარიამს იტაცებს ძველი ნივთებისა და ლიტერატურის მოძებნა, რომელ-საც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ.

მარიამის აზრით მისი სკოლა საკ-მაოდ კარგადაა ორგანიზებული იმი-სათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს ცოდნა. არის კარგი გარემო, საჭირო ინვენტარი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები. „თუმცა, ჩემს სკოლაში უკეთ მოვაწყობდი სპორტულ დარბაზს, ბიბლიოთეკას გავაფართოვებდი და უფრო საინტერესოს გავხდიდი მოსწავ-ლეებისთვის, - ამბობს მარიამი, - ასევე მოვაწყობდი გასართობ-შემეცნებით ცენტრს, სადაც მოსწავლეები სწავლას-თან ერთად გაერთობობდნენ.“

თამთა გოგოლაძე

„მხიარული სტარტები“ ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის

Page 4: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

4 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებელთა თაოსნობითა და ისტორიკოს ზეინაბ ბუაჩიძის ხელმძღვანელობით ხარაგაულში შეიქმნა ისტორიკოსთა ასოცი-აცია, რომლის მიზანია შეიქმნას სასკოლო სახელმძღვანელო ფაკულტატური კურსისათვის „ხა-რაგაულის ისტორია“ რაიონის სკოლის მოსწავლეებისათვის. მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ასოციაციის ხელშეწყობით ჩატარ-და ღონისძიება „არა ომს.“ იდეის ავტორი იყო ბორის საჯარო სკო-ლის მასწავლებელი თამარ კა-ლანდაძე. ბორის, ვარძიის, ხარა-გაულის სასულიერო გიმნაზიისა და ღორეშის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ წარმართულ დებატებში გამოიკვეთა ომის მომხრე და მოწინააღმდეგე პოზიციები. მოსწავლეებმა და-აფიქსირეს საკუთარი აზრი ომის შესახებ. ასევე ისაუბრეს საქართ-ველოს პოლიტიკურ მდგომა-რეობაზე, მის ურთიერთობაზე სხვა ქვეყნებთან, ომის დადე-ბით და უარყოფით მხარეებზე. კამათში განსაკუთრებულად აქ-

ტიურობდნენ გიმნაზიის მოსწავ-ლეები: სატელევიზიო პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული არ-ჩილ მაისურაძე, თამარ თხე-ლიძე, ნოდარ შავიძე და ზურა აბაშიძე; ვარძიის საჯარო სკო-ლის მოსწავლე გიორგი ღონ-ღაძე, ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები გვანცა ბერაძე, იური აბულაძე, ფერიდე ბერაძე და ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების დასას-რულს მოსწავლეებმა გაცვალეს როლები, თუმცა დისკუსიის ყველა მონაწილე ერთ აზრამდე მივიდა - „არა ომს!“ ჩვენი ქვეყნის დევიზია დიდი ილია მართლის ლოზუნ-გი „მამული, ენა, სარწმუნოება.“ ამ დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავ იგეგმება ამ ასოციაციის მიერ სხვა ღონისძიებები. შემდეგი ღონის-ძიების თემაა „გიორგი სააკაძე.“ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ დის-კუსიაში სხვა სკოლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. დისკუსიის ბოლოს მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.

გვანცა ბერაძეგვანცა ღამბაშიძე

მოსწავლეთა შემოქმედებაშემოდგომაა... გრილა...ნისლი დაცურავს ცაში,წყნარად ჭიკჭიკებს წრიპა,სევდა ჩაღვრია ხმაში.

შაშვი ჭახჭახებს, დახტის,კვლავ საკვებს ეძებს, ალბათ,დაფრენილ შვილებს უხმობს:სად დაიკარგეთ? სად ხართ?

ბეღურა არის თბილად,მერცხლის ბუდეში, ფიქრობს:ზამთარს აქ გავატარებ,ზაფხულზე კვლავ დაგითმობთ.

ელოდებიან ზამთარს,ტურა, კვერნა და მაჩვი,ბუნაგს გარს უვლის ზრუნვით,კავკასიური დათვი.

მაგრამ არ ვიცი, შველიროგორ შეხვდება ზამთარს, ან როგორ გადურჩება,ფოცხვერს, მგელსა თუ

აფთარს.

ლუკა გურგენიძე ხარაგაულის №2 საჯარო

სკოლის მე-7 კლ.

შემოდგომის სურათი

***ცხოვრება მარტივი თამაში

როდია,გვამძიმებს, გვაქცევს და კვლავ

წამოვდგებით,მერე ჩვენს გულზე დიდი

ლოდია,ბოლოს კი „ვიღაცად“ კვლავ

წარმოვდგებით.ზოგჯერ მარტივი როდია

ადგომა,არავინ გვაყენებს, პირიქით -

გვაქცევს,იცით, მადლობასაც კი უხდიანხალხის ულმობლად წამქცევს.

ლიზი ბარბაქაძეხარაგაულის №2 საჯარო

სკოლის მე-7 კლ.

...მე საქართველოს გმირად მოვკვდები,

ცად გავფრინდები მე, როგორც მტრედი,

ჩვენ ნიჩაბებით თავი მოგვჭერითდა გაახარეთ ამ ქვეყნის მტრები.მე საქართველოს გმირად

მოვკვდებიდა ზამთარივით მე მოვალ სუსხად,ახლა ვეცემი, ო, ვეღარ ვუძლებ,ვინმემ მიშველეთ, მე ვეღარ

ვსუნთქავ...ლიზი ბარბაქაძე

სიცოცხლის ბოლო წამები (9 აპრილის ტრაგედია)

მიყვარს შემოდგომის სიუხვე და ბარაქა, მაგრამ არ მიყვარს ბუნების გაძარცვა ლამაზი ფოთლებისგან. არ მიყვარს ფოთოლცვენა, ქარი რომ ფოთლებს ჰაერში ატრიალებს და მწვანით შემოსილ ბუნებას ძარც-ვავს. ამის შემდეგ ჩემთვის გარემო გულსაკლავია. აღარ მესმის ჩიტების ჭიკჭიკი და გალობა. არ მიყვარს დღე რომ იკლებს და მზე ადრე ჩადის. ვერ ვეგუები შემოდგომის ნაღვლიან და ღონემიხდილ დღეებს.

თამუნა ზვიადაძეკიცხის საჯარო სკოლის მე-7 კლ.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც ანასტასია ერქვა. მას ერთი ავადმყოფი ძმის გარდა არავინ ჰყავდა. ძმას ანდ-რია ერქვა. მათ არც სახლ-კარი გააჩნდათ. ანასტასიას ძმა ძალიან ავად იყო. ამ სენისაგან განთავი-სუფლების ერთადერთი საშუალე-ბა არსებობდა. ცხრა მთას იქით ბროლის კოშკის ეზოში, იზრდე-ბოდა სამოთხის ვაშლი. ამ ვაშლის ჩაკბეჩაც კი საკმარისი იყო, რომ ანდრია მაშინვე განიკურნებოდა, მაგრამ ამ კოშკამდე მიღწევა შეუძლებელი იყო. ყოველივე ეს ანასტასიას ძალებს აღემატებოდა. გოგონამ გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, ამ საქმეს შესჭიდე-ბოდა.

ანასტასია გზას დაადგა. მას პატარა ჯუჯა შეხვდა. გოგონა ძალიან კეთილი იყო და ჯუჯას

მეგობრობა შესთავაზა. ჯუჯა და-თახმდა. ანასტასია რას წარმო-იდგენდა, თუ ეს პატარა კაცუნა ძმის გადარჩენაში დაეხმარებოდა. ანასტასიას გაგონილი ჰქონდა, ცისარტყელას ბოლოში რაღაც საოცრება იმალებაო. ჯუჯამ ამ საიდუმლოებებით მოცული საოც-რებების შესახებ ყველაფერი იცოდა. გოგონას წინ ახალი საინ-ტერესო თავგადასავალი ელოდა. ჯუჯამ გოგონას ხელი ჩასჭიდა და ცისარტყელასთან მიიყვანა. ცისარტყელას ბოლოში იპოვეს სკივრი, რომელშიც ბოთლი იდო. მოულოდნელად ამ ბოთლიდან ანგელოზი ამოფრინდა. გოგონას მოეფერა და შეეკითხა, ყველაზე ძალიან რას ინატრებო? გოგონამ უპასუხა, ცხრა მთს იქით ბრო-ლის კოშკის ეზოში სამოთხის ვაშლი იზრდება, რომელიც ჩემი

ძმის განკურნების ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ იქ მისვლა ჩემთვის შეუძლებელია. ანგე-ლოზი შეჰპირდა გოგონას, რომ დაეხმარებოდა. იგი თვალის და-ხამხამებაში გაუჩინარდა. გოგონამ გონზე მოსვლაც ვერ მოაწრო, რომ ანგელოზმა ანასტასიას უბე სამოთხის ვაშლებით აუვსო. ანასტასიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საბრალო ანდრიას სასწრაფოდ მიუტანეს სამოთხის ვაშლი და ბიჭუნა მძიმე სენისაგან განიკურნა. და-ძმა ერთმანეთს გადაეხვია და ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მათ სიხარულს ჯუჯა და ანგელოზიც შეუერთდნენ.

კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება.

თამარ ჭიპაშვილი ხარაგაულის №2 საჯარო

სკოლის მე-7 კლ.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-ათეკლასელებს გვსურს ვისაუბ-როთ ოცდამეერთე საუკუნის ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე. ეს გახლავთ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა, რაც ხშირად ოჯახის დანგ-რევით მთავრდება. ადრეულ ასაკ-ში ქორწინების ერთ-ერთი მიზეზია ინტერნეტის საშუალებით გაცნობის შემდეგ ქორწინება.

არასრულწლოვნებს არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა არის ოჯახი. ისინი ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერ ფერებში აღიქვამენ და არაფერი იციან ცხოვრების სირ-თულეების შესახებ. ამიტომ უჭირთ თავი გაართვან ოჯახში წარმო-ქმნილ პირველივე სირთულეს.

ყველა ჩვენ თანატოლს და არასრულწლოვანს მოვუწოდებთ,

არ შექმნან ოჯახი ადრეულ ასაკში. ნაადრევად არ აიღონ თავზე ოჯა-ხის დიდი ტვირთი. ჩვენი სურვი-ლია, ყოველდღე არ გვესმოდეს, როგორ ინგრევა არასრულწლო-ვანთა ოჯახები. ამიტომ ყველა დავფიქრდეთ, სანამ ამ მნიშვნე-ლოვან ნაბიჯს გადავდგამთ.

ხიდრის საჯარო სკოლის მეათეკლასელები

ზაფხული მიილია და შემობ-რძანდა მადლიანი შემოდგომა წითელ-ყვითელი ფერებით, ნაზი სურნელით, თურაშაულის წითელი ვაშლებით, ქარვისფერი ყურძნის მტევნებით, დიდი წითელი ბრო-წეულებით, რომლებიც „გაღიმე-ბული“ შესცქერიან მზეს. ქვაბში თუხთუხებს ტკბილი თათარა,

ძაფზე აცმულ თხილს და ნიგოზს თავისთან იხმობს.

შემოდგომის სუსხმა დაჰკრა და ბუნება ყვითელ სამოსში გაახვია. თოვს და თოვს ფოთლები ხეები-დან. ხეები შრიალებენ. თითქოს ცეკვავენო, ტანს ისე არხევენ. მხრე-ბიდან ტვირთი ჩამოიბერტყეს. ტყე და მინდვრები ცისარტყელას ფე-

რებში მორთეს. მარადმწვანე ხეები კი თავმომწონედ დგანან და სხვა ხეებს მედიდურად გადასცქერიან.

შემოდგომამ თავისი უსაზღვ-რო ფერებით ბუნების ულამაზესი სურათი ფუნჯის ერთი მოსმით დაგვიხატა.

მარიამ გამრეკელაშვილიკიცხის საჯარო სკოლის მე-7 კლ.

ოცდამეერთე საუკუნის პრობლემა

შემოდგომა (ჩანახატი)

ჯუჯა, ანგელოზი და სამოთხის ვაშლები

ქუჩაში ვიდექი,ფიფქები ცვიოდა, ფრთხილად მეხებოდნენ,მე გული მტკიოდა.რადგან ეს ფიფქები,შენს თავს მახსენებდა,გრძნობა იზრდებოდა, ცრემლები მცვიოდა.ამ ცრემლის საფასურს,არასდროს მოვითხოვ,რადგან ეს ცრემლები, მხოლოდ ჩემია.მაგრამ სიყვარული,რომელსაც ვატარებ,იცოდე, შენ გეკუთვნის,იცოდე შენია.

ლევან ჩერქეზიშვილიხარაგაულის №2 საჯარო სკოლა

სიყვარული

შემოდგომა

სამშობლო ის ადგილია, სა-დაც დავიბადეთ და გავიზარდეთ; სადაც პირველად წარმოვთქვით სიტყვა „დედა,“ იაკობ გოგებაშ-ვილის „დედაენაა,“ პირველი კლასი, პირველი მასწავლებელი, თრთოლვით ამოკითხული აი-ია.

სამშობლო დედის ტკბილი იავ-ნანაა, დამცველებს და მომავალ დედებს რომ უზრდის ქვეყანას. კიდევ... ჩვენი სკოლაა, ბავშვების ჟრიამული, ლაშქრობები და ექს-კურსიები მშობლიურ კუთხეებში. ჩვენი პედაგოგების პირადი მა-გალითია, პატრიოტებად რომ ზრდიან მომავალ თაობას.

სამშობლო ჩვენი სკოლის აღზ-

რდილები, საქართველოს ერთი-ანობისთვის დაღუპული მებრძო-ლი გმირები იოსებ პაქსაშვილი და გოჩა ჩადუნელია, მირზა გელოვა-ნის ეს უკვდავი სიტყვებია:

„თუ ოდესმე, როგორც ძველად,ამ ცას ვინმე შეგვეცილოს.წმინდა ვალის მოსახდელადუყოყმანოდ შევეწიროთ“.სამშობლო შეუცვლელი, განუ-

მეორებელი, ულამაზესი და უსაყ-ვარლესია. სწორედ ამიტომ „არა-ვითარი სხვა სამშობლო, ამაზე მეტი, არ გამაჩნია“ (მ. ლებანიძე).

სალომე გოგოლაძე ვერტყვიჭალის საჯარო

სკოლის მე-7 კლ.

სამშობლო

„არა ომს!“

საქართველო რომ ძალიან ლამაზია, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდით, როცა რაჭისა და ქუთაისის ხედები ვნახეთ. რაჭის ბერმუხა მთებში აგებული ულა-მაზესი ნიკორწმინდის ტაძარი, ულამაზეს ხეობებში ჩაფლული ტბები, გამოქვაბული - საყინულე. ტყიბულის ცენტრში ბაღში მოცუ-რავე გედები ძალიან მოგვეწონა. მთები ისე ლამაზად მოჩანდა, რო-მელსაც კარგი მხატვარიც კი ვერ დახატავდა, - ოცნებაში ნანატრს ჰგავდა. გზა ქუთაისისკენ განვაგრ-ძეთ. ვინახულეთ გელათის მონას-

ტერი, მეფე დავით აღმაშენებლის საფლავი, გავეცანით გელათის ისტორიას. ვნახეთ მოწამეთას მონასტერი, სურვილების ასრუ-ლების გვირაბში გავიარეთ. შთა-ბეჭდილებებით დატვირთულებმა საღამო ქუთაისის გართობისა და დასვენების პარკში გავატარეთ.

მადლობა ჩვენს მშობლებს, ჩვენს ლამზირა მასწავლებელს და ყველას, ვინც ჩვენზე ზრუნავს, რათა გახარებულები და ბედნი-ერები ვიყოთ.

ვარძიის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები

ექსკურსიაზე რაჭასა და ქუთაისში

Page 5: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

5xtvb [fhfufekb31 ოქტომბერი, 2014 წ.

„ჩემს სკოლაში სიხალისე არ არის“

ვანის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნათელა ბლუაშვილი იხსენებს, რომ 1972 წელს, როცა ამ სკოლაში სამუშაოდ მივიდა, 112 მოს-წავლე დახვდა. „თანდათან იცლება სოფელი და ბავშვების რაოდენობამაც იკლო. ეს საერთო სენია, - ამბობს ნათელა მასწავლებელი, - კლასკომპ-ლექტში მუშაობა რთულია, მაგრამ თუ სწავლა უნდა, მოსწავლე აქ უკეთესად ისწავლის. გული მწყდება, რომ ასეთ გარემონტებულ და ლამაზ სკოლაში ვერ ვატარებთ სასკოლო ღონის-ძიებებს, თუმცა ახალ წელს და რვა მარტს მაინც აღვნიშნავთ ხოლმე.“

ოცი წელია, რაც ნინო ჩერქეზიშ-ვილი ვანის სკოლის მასწავლებელია. ის ხელოვნებას, ბუნებას და რუ-სულს ასწავლის. ნინო მასწავლებელს მიაჩნია, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სწავლის დონე მაღალია, რადგან მასწავლებელს მეტი დრო აქვს ბავშვთან სამუშაოდ. „თუმცა, ვერ ვატარებთ ჯგუფურ მუშაობას, - ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი, - მოსწავლის მოტივაცია იზრდება მაშინ, როცა თა-ნატოლს ხედავს, მის პასუხს ისმენს. ამ დროს საგაკვეთილო პროცესი უფრო ხალისიანია.“

„პედაგოგიური ინსტიტუტის დამ-თავრების შემდეგ ჩემ მშობლიურ სკოლაში დავიწყე მუშაობა, - გვიამ-ბობს მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებელი ნინო გურგენიძე, - 20 წელი შემისრულდა, რაც აქ ვარ. მაშინ ქალაქიდან გადმოვიდნენ ოჯახები სოფელში ეკონომიკური პრობლემების გამო. ზოგმა ოჯახმა გარდატეხის ასაკში გამოარიდა შვილები ქალაქს. შემდეგ თანდათან შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა. სოფლიდან ბევრი ოჯახი წავიდა. მცირეკონტინგენტიან სკოლას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყო-ფითი მხარეები. უფრო მეტ ყურადღებას აქცევ მოსწავლეს. გამორიცხულია, რომ ყოველდღე გაკვეთილი არ გამოკითხო, დავალება არ შეუმოწმო. ფაქტობრივად, ინდივიდუალურად ამე-ცადინებ მოსწავლეს. ამ მხრივ კარგია, მაგრამ ბავშვს გვერდით თანატოლი უნდა. საჭიროა, რომ ნახოს თავისზე უკეთესი მოსწავლე, მისგან ისწავლოს, ურთიერთობები დაამყაროს. სკოლის ოთხი მოსწავლიდან სამი ჩემი შვილია.“

ნინო გურგენიძესთვის სასიხარულო და მისასალმებელია, რომ სკოლა ოთხ მოსწავლეზე შენარჩუნებულია და ბავშვები სახლთან ახლოსმდებარე სკოლაში იღებენ განათლებს.

„მომავალში რა გითხრათ, ისევ კლება ფიქსირდება. სოფლიდან მოსახლეობა მასიურად მიდის. დაუ-ოჯახებელიც ბევრია. დაუსაქმებელია ხალხი,“ - წუხს ნინო მასწავლებელი და ამბობს, რომ საღანძილის საჯარო სკო-ლის დირექცია ყოველთვის ამარაგებს ყველა საჭირო ინვენტარით, შეშით. არ აქვთ ხელფასის მიღების პრობ-ლემა. ახალ სასწავლო წელს ახალი კომპიუტერით შეხვდნენ. „განათლების სამინისტროსგან და დირექციისგან დიდი მხარდაჭერაა, რომ სოფელში სკოლა ნარჩუნდება, - ამბობს ნინო გურგენიძე, - მაგრამ მიგრაცია ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ეს პროცესი შეუქცევადია. ჩვენს სოფელში თუ ადამიანი ხელს გაანძრევ, მშიერი არ მოკვდები, - სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი მოდის, მაგრამ ახალგაზრდები მაინც მიდიან. სოფელ-ში ძირითადად მოხუცები დარჩნენ.“

ვანის სკოლის მეექვსე კლასელმა დავით კამკამიძემ გვითხრა, რომ გაკვეთილებს, რა თქმა უნდა ყოველდ-ღე სწავლობს, მაგრამ მისივე თქმით, სკოლაში სიხალისე არ არის.

საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი აღ-ნიშნავს, მისი მთავარი მიზანი სკოლის დირექტორად დანიშვნის დღიდან, ვანში სკოლის შენარჩუნებაზე ზრუნვაა. „გასულ წლებში ძალიან გვიჭირდა,

არ იყო საკმარისი ფინანსები, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი ვანის კორპუსს, - ამბობს ქალბატონი ვარდო, - როგორც იქნა სკოლა მო-ვიყვანეთ აქამდე. სანამ ერთი ბავშვიც კი იქნება იმ სკოლაში, ყველანაირად ხელს შევუწყობ. არაჩვეულებრივი კო-ლექტივია. გარემონტებულია სკოლის შენობა. ამის მიუხედავად მოსწავლეს სხვანაირი გარემო სჭირდება, სო-ციუმში დამკვიდრება, ადაპტირება და ურთიერთობები თანატოლებთან. თუ სასწავლო პროცესში რამე ხელშეწ-ყობა სჭირდებათ, ვანის კორპუსს არ ვტოვებთ უყურადღებოდ.“

ვარდო ჭიპაშვილის თქმით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ სოფელში როგორმე დამაგრდეს ახალგაზრდობა. მისი მოსაზრებით, აქედან ერთადერთი გამოსავალი დასაქმებაა. „იმედია, ჩუმათელეთი-ძირულას საავტომობილო გზა რომ გაკეთდება, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება და ელემენტარული შემო-სავალი გაუჩნდება ჩხერიმელას ხეობა-ში მცხოვრებ მოსახლეობას,“ - ამბობს ვარდო ჭიპაშვილი.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლასთან ოპტიმიზირებული ფარ-

ცხნალის კორპუსში ამჟამად ორი მოს-წავლეა - მეორე და მეექვსე კლასში. სკოლის სერტიფიცირებული მასწავ-ლებელი ნინო ბუაჩიძე ამ სკოლაში 1985 წლიდან მუშაობს და ახსოვს, რომ წლების წინ ფარცხნალში 90 მოსწავლე სწავლობდა. ნინო მასწავლებელი ამ-ბობს, რომ ოჯახები მასიურად ტოვებენ სოფელს. მომავალ სასწავლო წელს კი, მისი თქმით, სავარაუდოდ პირველ კლასში ელოდებიან ერთ მოსწავლეს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნა-

ძის ინფორმაციით, მათ სკოლასთან ოპტიმიზირებული თეთრაწყაროს კორ-პუსში ოთხი მოსწავლეა - სამი პირ-ველკლასელი და ერთი - მეოთხეკლა-სელი. ბატონი ვალერი მიიჩნევს, რომ მოსწავლე ცოდოა თანაკლასელის გარეშე. „რადგან სოფელში სკოლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სახელმწიფო გვინარჩუნებს მცირეკონტინგენტიან სკოლებს,“ - ამ-ბობს ვალერი გოგნაძე.

მარელისის საჯარო სკოლის დაწყებით კორპუსში ხუთი მოს-

წავლეა. სკოლის დირექტორ ვერა ოდიკაძის თქმით სასწავლო წლის დასაწისში ექვსი მოსწავლე ჰყავდათ, მაგრამ ოჯახი საცხოვრებლად ზუგ-დიდში გადავიდა. მომავალი სასწავ-ლო წლისთვის დაწყებით სკოლაში ხუთ მოსწავლეს ელოდებოდნენ, მაგრამ ყველა ოჯახი საცხოვრებლად ზესტაფონში წავიდა. „იცლება სოფ-ლები, მიგრაცია დიდი პრობლემაა.

ვერ ხედავენ ვერანაირ პერსპექტივას და ახალგაზრდა ოჯახები სოფლებს ტოვებენ,“ - ამბობს ვერა ოდიკაძე.

ბაზალეთის სკოლასთან ოპტი-მიზირებულია ღარიხევის კორ-

პუსი. იქ ამჟამად სამი მოსწავლე სწავ-ლობს. სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ადრე ღარიხევის სკოლაში 60 მოსწავლეც ჰყოლიათ. „სოფელ ქროლიდან ბა-ზალეთის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე დადის. თანდათან იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა,“ - წუხს იზოლდა მასწავლებელი.

მანანა ტაბატაძე, ხევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვა-

ლეობის შემსრულებელი: -ამჟამად ხევის სკოლის ციცქიურის კორპუსში ორი მოსწავლეა მეორე და მეოთხე კლასში. ამ სასწავლო წელს ყველაზე ცოტა მოსწავლე გვყავს. ახალგაზრ-დები აღარ ჩერდებიან სოფელში ან ერთ შვილზე მეტს აღარ აჩენენ. საგ-რძნობლად მოიკლო კონტინგენტმა.

სამი მოსწავლეა ამჟამად ნებოძი-რის დაწყებით სკოლაში. მოლი-

თის სკოლის დირექტორი ნანა ლომიძე ამბობს, რომ ნებოძირის სკოლის კარგ მასწავლებლებს მაქსიმალურად უწ-ყობს ხელს სკოლის დირექცია. „ერთი მოსწავლეც რომ დარჩეს, სკოლამ ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს - აღნიშნავს ქალბატონი ნანა, ნებო-ძირში და ზოგადად სოფელში სკოლის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. უმუშევრობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სოფელს ტოვებს მოსახლეობა.“

ხუნევის სკოლასთანაა ოპტიმი-ზირებული გედსამანიის სკოლა.

სკოლის დირექტორის, ვეფხვია ლომი-ძის ინფორმაციით, გედსამანიის კორ-პუსში 25 მოსწავლე სწავლობს. მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა. „2 053 ლარის დამატება მჭირდება ხელფასისთვის გედსამანიაში. მეძლევა ხარჯის თანხაც. ბიუჯეტი გედსამანიაში კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად არ მყოფნის, ინტერნეტი არ გვაქვს. საუბრობენ ხუნევისა და გედსამანიის სკოლების ისევ გაყოფაზე, იმედებია და ვნახოთ“ - ამბობს ვეფხვია ლომიძე და დასძენს, რომ თუ პატარა სამუშაო გამოუჩნდათ, ოჯახები ქალაქში მიდიან.

ხიდრის საჯარო სკოლის დაწყე-ბით კორპუსში 12 მოსწავლეა.

სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა ამბობს, რომ ბოლო წლებია, მოს-წავლეთა რაოდენობა სტაბილურია. მისივე თქმით, შარშან დაწყებითი სკოლის შენობაში შეიცვალა იატაკი და ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. მომავალი სასწავლო წლისთვის კი იგეგმება შენობის სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.

ლეღვნის საჯარო სკოლის დირექტორის მანანა კიკვა-

ძის ინფორმაციით, ოპტიმიზირებულ დაწყებით კორპუსში 15 მოსწავლე სწავლობს, ხოლო დიდვაკის კორპუსში - 5. ქალბატონი მანანას თქმით, ბოლო ორი წელია, მოსწავლეთა კონტინგენ-ტის მხრივ სტაბილური მდგომარეობაა.

ოთხი მოსწავლეა ზვარის საჯა-რო სკოლის ჩრდილის კორ-

პუსში. მასწავლებელი ნაზი ფერაძე ამბობს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა

წლიდან წლამდე იკლებს. ამის მიზეზი კი უმუშევრობაა. მისივე თქმით, ახალ-გაზრდა ოჯახები სამუშაოს ქალაქში უფრო შოულობენ. ნაზი მასწავლე-ბელი ამბობს, რომ შენობაში წყალი ჩამოდის. ზვარის სკოლის მასწავლე-ბელი ფატი ბოჟაძე განმარტავს, რომ ზვარის სკოლის შენობა სავარაუდოდ მოხვდება რკინიგზის ახალი სარკი-ნიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში. ამიტომ ინფრასტრუქტურუ-ლი პროექტები სკოლაში წელს ვერ განხორციელდა.

„ოცამდე მოსწავლე სწავ-ლობდა წლების წინ წიფის

დაწყებით სკოლაში, - გვიამბობს წიფის საჯარო სკოლის დირექტორის მოად-გილე ნინო ჩხეიძე, - ახლა ექვსი მოს-წავლეა. ჩემ სადამრიგებლო კლასში შარშან ათი მოსწავლე იყო. სამი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქში. წიფაში მაცხოვრებელები ძირითადად სამასალე ხე-ტყის მოპოვებით არჩენდ-ნენ ოჯახებს. რაც ხის მასალის მოპოვე-ბა აიკრძალა, სოფელი ბევრმა ოჯახმა დატოვა. მუშაობენ მუშად, ან ბაზარში ყიდიან პროდუქტებს. ქალაქში მათი საცხოვრებელი პირობები არ არის საუკეთესო, მაგრამ ელემენტარული შემოსავალი აქვთ. მაღალმთიან სოფლებს მეტი ყურადღება სჭირდე-ბა. კიდევ ცხრა წელი მოსახლეობა ამდენ სიდუხჭირეს ვეღარ გაუძლებს. უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის საერთო გა-ჭირვებაა. ძალიან გამიხარდა და იმედი მომეცა, რომ მთავრობამ შეღავათები დააწესა მაღალმთიან სოფლებში სამი და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში.“

ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსი და-

ვით კიკნაძე მიიჩნევს, რომ სოფლის სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირება სხვადასხვა პრობლემები-თაა განპირობებული. მისივე თქმით, სახელწიფოში რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომები. „დასაქმება, შესაბამისი პირობებისა და ინფრასტ-რუქტურის შექმნა, ხე-ტყეზე ხელმისაწვ-დომობა და სხვა უამრავი საკითხია, რომელთა ეფექტურად გადაჭრაზეა დამოკიდებული სოფლებში მოსახ-ლეობის დამაგრება, - ამბობს დავით კიკნაძე, - ათეულობით ოჯახი წავიდა ჩემი სოფლიდან, საღანძილედან, რადგან მცირე ოდენობით ხის მასალის მოპოვება აეკრძალათ და ავეჯი ვეღარ აწარმოეს. იქნება მოსწავლე - იქნება სკოლა, არ იქნება მოსწავლე, რისი სამწუხარო ტენდენციაცაა დღეს - სკო-ლა გაუქმდება. ქვების სკოლაში არც ერთი მოსწავლე აღარ სწავლობს. ასეთი ბედი ელის ბევრ სკოლას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა სიტუაცია ქვეყანაში. რამდენიმე წინგადადგ-მულმა ნაბიჯმა, მათ შორის სასკოლო ავტობუსების დანიშვნამ, მიგრაცია შეაჩერა. ერთი ბავშვიც რომ დარჩეს სკოლაში, სახელმწიფო დააფინანსებს შესაბამისი ვაუჩერით და მოსწავლე მიიღებს ყველა მომსახურებას, რასაც დიდკონტინგენტიან სკოლაში. ასეთია განათლების სამინისტროს პოზიცია.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ვანის სკოლაში ოთხი მოსწავლე სწავლობს.

მეორეკლასელი მარიამ ტყემალაძე ვანის სკოლაში დაახლოებით ორ კილომეტრ მანძილზე დედას დაჰყავს.

დედასთან ერთად დადიან ამავე სკოლაში დავით, გიორგი და მარიამ კამკამიძეები. მათი დედა - ნინო გურგენიძე ამავე სკოლის

მათემატიკის მასწავლებელია. საღანძილის საჯარო სკოლის ვანის კორპუსში ამ ოთხი მოსწავლის სწავლა-განათლებაზე

ექვსი მასწავლებელი ზრუნავს. აქ, ისევე როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა

ოპტიმიზირებულ სკოლებში, უმთავრესი პრობლემა მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირეა.

სულტანტებმა გვითხრეს, რომ მათ მაღაზიებში ციფრული სიგნალის მიმღები მოწობილობები არ იყიდება. „არაი თუმოროუსა“ და „მეტრომარ-ტის“ კონსულტანტების თქმით, Set Top Box-ები საქართველოში ჯერ არ იყიდება.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ტელეკომუ-ნიკაციებისა და მედიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ Set Top Box-ების ფასი უცხოეთში 40 დოლარამდე ადის. უჩა სეთურის თქმით, მათ ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი აქვს ოპტიმალური გამო-სავალი არის მიმღები მოწყობილობის შეძენა, რადგან უფრო იაფია. მისი აზ-რით, 2015 წლიდან უნდა აიკრძალოს ისეთი ტელევიზორების შემოტანა, რომელსაც DVB-T2-ის მხარდაჭერა არ აქვს.

რაც შეეხება ფასებს შორის სხვა-ობას, ციფრული ტელევიზორის ფასი, იმავე კლასის არაციფრულ ტელე-ვიზორებთან შედარებით, დაახლო-ებით 100 ლარით ძვირია, - ამბობს „მეტრომარტის“ კონსულტანტი ჯანო ჯინჭარაძე.

პაატა წერეთელმა გვითხრა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ციფ-რულ ტელევიზორებს ყიდულობენ, თუმცა არის მცირე ნაწილი, რომელიც კონსულტანტების რჩევის მიუხედავად, უპირატესობას იაფ ფასს ანიჭებენ.

„რეგიონულ მაუწყებელთა ასოცი-აციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი კი მიიჩნევს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა ისინი მომზადებული შეხვდნენ სიახლეებს.

ვის შეუძენს მიმღებს სახელმწიფო?

სოციალურად დაუცველი მო-სახლეობის იმ ნაწილს, რომელთა რეიტინგული ქულა 70 ათასი ან ნაკლებია, სახელმწიფო ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას უყიდის. საქართველოს ჯანმრთელო-ბის დაცვისა და სოციალური მომსა-ხურების სამინისტროს მონაცემებით, 70 ათასი და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლე-ობის რაოდენობა საქართველოში 212 266 ადამიანია.

სპეციალური მიმღებები ახლად შექ-მნილ ციფრული მაუწყებლობის გან-ვითარების სააგენტომ უნდა შეიძინოს. ნათია კუპრაშვილის თქმით, სააგენტო ეძებს მწარმოებელს და ევროპაში ტეს-ტავს იმ Set Top Box-ებს, რომლებიც საქართველოში იქნება გამოსადეგი.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, აპი-რებს თუ არა სააგენტო, რომ დაიწყოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების კამპანია, რა რაოდენობის თანხაა მიმღები მოწყობილობების შეძენისთვის გამოყოფილი და რა რაოდენობის set top box-ები უნდა შეიძინოს, თუმცა სააგენტომ კომენტა-რისგან თავი შეიკავა.

რას შეცვლის ციფრული მაუწყებლობა?

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ქართული ტელევიზიები, როგორც საკაბელო, ასევე საეთერო ტელევიზიები, მაღალი გარჩევადობის ე.წ. HD ხარისხზე გადავა. „მედიაბა-ზარსაც უფრო დივერსიფიცირებულს გახდის. კარგი საშუალებაა ახალი კომპანიების ბაზარზე შემოსვლისათვის და კონკურენციის პირობებში მომხმა-რებელი მიიღებს უკეთეს მომსახურე-ბას,“ - განმარტავს ხატია ყურაშვილი.

ნათია კუპრაშვილი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მედია გახდება უფრო მრავალფეროვანი და პლუ-რალისტური. მისი თქმით, როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ მაუწყებ-ლებს, მოქმედების მეტ თავისუფლებას მისცემს.

მიშა მეფარიშვილიnetgazeti.ge

როგორ შევარჩიოთ

ტელევიზორიპირველი გვერდიდან

Page 6: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

6 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ.

წინასწარი ინფორმაციით, მო-სახლეობა დაუბეგრავი მინიმუმით 2015 წელსაც ისარგებლებს. თან-ხის დაბრუნება უკვე არსებული წე-სით მოხდება. კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ხელფასი ან მი-ღებული შემოსავალი ერთი წლის მანძილზე 1800-6000 ლარს არ აჭარბებს, სახელმწიფოსგან უკან დაიბრუნებს 360 ლარს, ხოლო თუ მოქალაქეს 1800 ლარზე ნაკ-ლები აქვს მიღებული შემოსავლის სახით, მაშინ იგი დაიბრუნებს წლის განმავლობაში მიღებული თანხის 20 პროცენტს.

2013 წელს დაუბეგრავი მინიმუ-მის შემოღებამ ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი იყო საშემო-სავლო გადასახადის შემცირება - კერძოდ 2013 წლის იანვრიდან 18, ხოლო 2014 წლიდან 15 პროცენ-ტამდე. არჩევნების შემდეგ მოხდა გადასახადის განაკვეთების ლიბე-რალიზაციის პროცესის შეჩერება, რაც დაკავშირებული იყო დამა-ტებითი საბიუჯეტო შემოსავლების მიღების უკიდურეს აუცილებლო-ბასთან. კერძოდ, ძირითადი მო-ნაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, სახელმწიფოს დას-ჭირდა დამატებითი საბიუჯეტო სახ-სრები. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდე-ბოდა 200 მლნ ლარზე მეტი, რაც კიდევ უფრო გაართულებდა სო-ციალური ხარჯების დაფინანსების წყაროების მოძიებას.

დაუბეგრავი მინიმუმის შემო-ღებასთან დაკავშირებით ნათელი გახდა სახელმწიფოს პოლიტი-

კა, რომელიც ცდილობს გადა-ანაწილოს შემოსავლები და შეამ-ციროს სოციალური უთანასწორო-ბა. 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუ-მით 470 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ბიუჯეტიდან მათთვის ჯამში 131 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თუ შეღავათის ოდე-ნობას დღეებზე გადავითვლით, გამოვა რომ 470 ათასზე მეტმა ადამიანმა, საშემოსავლო გადა-სახადის სახით ბიუჯეტში დღეში 98 თეთრზე ნაკლები გადაიხადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ და-უბეგრავი ბიუჯეტით მოსარგებლე პირები არა მხოლოდ დასაქმებუ-ლები არიან, არამედ ისინიც ვინც ერთჯერადი შემოსავლის სახით მიიღო 6000 ლარზე ნაკლები თანხა წელიწადში.

აღნიშნული ღონისძიება სო-ციალურ ხასიათს ატარებს. 2015 წლის ბიუჯეტის მესამედი, 2014 წლის მსგავსად, სწორედ სოცი-ალური ტიპის ვალდებულებებს მოხმარდება. იმასაც თუ გავით-ვალისწინებთ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვალ-დებულებების სახით ბიუჯეტში 3 მილიარდ ლარზე მეტი საგარეო თუ საშინაო ვალის აღება მოხდე-ბა, ხოლო საბიუჯეტო რესურსის 10 პროცენტი ვალდებულებების ზრდით მიღებული სახსრებია, დამატებით სოციალური ხასიათის ინიციატივების განხორციელება ფისკალური მდგრადობის პო-ლიტიკის პერსპექტივიდან გამო-მდინარე გამართლებული არ არის. ერთჯერადი სოციალური დანახარჯები ვერ გახდება სოცი-ალური უთანასწორობის აღმო-ფხვრის და ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი.

ნინო ევგენიძერადიო თავისუფლება

ბორის საჯარო სკოლამ (დირექ-ტორი ჰალმეტ ბერაძე) განახორ-ციელა პროექტი „ერთი დღე დღის ცენტრში.“ სკოლის მოსწავლეები ესტუმრენ ზესტაფონში შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ორიონს“ და კონცერტი გამართეს.

„სამი თვის წინ ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს მიენიჭა სპეციალური სა-ჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, - გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, - ამიტომ დაინიშნა სპეცპედაგოგი. პედაგოგ-მა მელანო ნათენაძემ და სკოლის სამოქალაქო კლუბ „სმარტკლუბის“ წევრებმა შეიმუშავეს პროგრამა და გადაწყვიტეს კონცერტის ჩატარება. დავწერეთ პროექტი და წარვუდგინეთ ა/ო „თბილისის მოზარდთა სახლს“ (წარმომადგენელი თამუნა გრიგო-ლია და ვასო ნატროშივილი). მათ პროექტი მოიწონეს და დაგვიფინან-სეს 200 ლარით. 50 ლარი ხმარდება ტრანსპორტირებას, 150 ლარით

კი „ბიბლუსში“ „ორიონის“ წარმო-მადგენლების სურვილისამებრ შევი-ძინეთ საჭირო სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ინვენტარი და საჩუქრად გადავცემთ დღის ცენტრს.“

არაჩვეულებრივი ღონისძიება გა-მართეს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. დიდი მოწონება დაიმ-სახურა ხალხური საკრავების გუნდმა „მთიებმა,“ ვოკალურმა სიმღერებმა, კლასიკურმა მუსიკამ, ლექსებმა და ინს-ცენირებამ ზღაპრიდან „წითელქუდა.“

ბორის სკოლის მოსწავლეებს არც „ორიონელები“ ჩამორჩნენ, - მათაც იმ-ღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები. ბოლოს კი სტუმრებმა და მასპინძლებ-მა ერთად შეასრულეს საკონცერტო ნომრები.

„ათი წელია, რაც „ორიონი“ და-ვაფუძნეთ, - აღნიშნა ღონისძიების შემდეგ ა/ო „ორიონის“ თავმჯდომარემ და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დირექ-ტორმა ჟანა ფერაძემ, - პირველები

ვიყავით იმერეთის რეგიონში ქუთაისის შემდეგ, ვინც დავიწყეთ შშმ ბავშვების პრობლემებზე ზრუნვა. დიდი სიამაყით ვამბობ, რომ დღეს ჩვენი ბავშვები სკო-ლებში სწავლობენ. „ორიონი“ ერთი დიდი ოჯახია.“

ქალბატონმა ჟანამ დიდი მადლობა გადაუხადა ბორის სკოლას ღონისძი-ებისთვის და აღნიშნა, რომ „ორიონის“ ბავშვებს ასეთი კონცერტების შემდეგ უფრო მეტად დადებითი ემოცია ეუფლებათ. „ვფიქრობ, ეს დღე არის დასაწყისი ჩვენი დიდი მეგობრობისა. ახლო მომავალში ჩვენ ვესტუმრებით ბორის სკოლას და წარმოგიდგენთ „ორიონის“ მოსწავლეების შემოქმედე-ბას,“ - აღნიშნა ჟანა ფერაძემ.

ბორის სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის თქმით, მათი სკოლა გეგმავს ანალოგიური პროექტი განა-ხორციელოს ქუთაისისა და ჭიათურის შშმ ბავშვთა დღის ცენტრებში.

ნინო კაპანაძე

ბორის სკოლა „ორიონში“

გასულ კვირას ბაზალეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება „გა-ვიცნოთ ბაზალეთი.“ პროექტის იდეის ავტორი გახლავთ ბაზალეთის მაჟორი-ტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-ები და კურსდამთავრებულები: გულო მაქაძე, გიორგი ნანიტაშვილი, ლიკა სიხარულიძე, თამარ ჩხიკვაძე, ანა ნიქაბაძე, ნანა გლუნჩაძე და პედაგოგი თეა ტალახაძე, რომელიც ამჟამად პროექტის „ასწავლე საქართველოსთ-ვის“ ფარგლებში სვანეთში იმყოფება.

სცენა ბარაქიანი შემოდგომის ნობა-თით იყო სავსე. ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა რამაზ და ანა კალანდაძეებმა, ირაკ-ლი კამკამიძემ, ილია კაპანაძემ, მა-რიამ თაბაგარმა და ნინო ყანჩაველმა ჩურჩხელები ამოავლეს.

„გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ადმინის-ტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრები ღირსეული პიროვნებები, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდ-ნენ ბაზალეთს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სოფლის განვითარებაში, - აღნიშნეს პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა, - პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო.

მოვიარეთ ოჯახები, გადავიღეთ და ჩავწერეთ საინტერესო ადამიანები.“

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამ-სწრეთ წარუდგინეს ბიოგრაფია და საქმიანობა სხვადასხვა სფეროში წარმატებული პიროვნებების - ანა ნანი-ტაშვილის, ქეთო თხელიძის, ვარვარა მაქაძის, იური კამკამიძის, ელდარ ფერაძის, პავლე დევდარიანის, პრო-ფესორ გიორგი ჭიპაშვილის, ელისო ჭიპაშვილის, ნინო ლოლაძის, იზოლ-და ოკრიბელაშვილის, იზო ჩიკვაიძის, პაატა თაბაგარის, უჩა მაქაძის, გია გლუნჩაძის, გურამ გოგიას, რამაზ კა-ლანდაძის, ნოშრევან ნანიტაშვილის, ურიზა შერგელაშვილის, ჯემალ კვი-რიკაშვილის, ნინო კაპანაძის, ზაური ჭუმბურიძის, ტატიანა ბერაძის, იზა ვეფხვაძის შესახებ.

საზოგადოებამ სხვა კუთხით დაინახა პროექტის ფარგლებში მომზადებული ინტერვიუებით, ფოტოებით, სლაიდე-ბითა და ვიდეოკადრებით ბაზალე-თელი სტუდენტები ბექა ჭიპაშვილი, გვანცა ტალახაძე, მარიამ გლუნჩაძე, ქეთი ლოლაძე, ზურა გლუნჩაძე, ნიკა ჭიპაშვილი, დავით ნიქაბაძე, ნინო ჭიპაშვილი, მარიამ მაქაძე.

ღონისძიებაზე აჩვენეს მოკლემეტ-რაჟანი ფილმი ბაზალეთის ეკლესი-ების შესახებ. ლექსი წაიკითხა კესო

ჩხიკვაძემ. ღონისძიება მუსიკალურად გაალამაზეს ლელა ბარბაქაძემ, ნო-დარ ღამბაშიძემ და ტატო პაკელიან-მა. ტექნიკურ მხარეს უხელმძღვანელა ინგა ბუხნიკაშვილმა. დასასრულს ისაუბრეს ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა და ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექ-ტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა. პროექტის პრეზენტაციამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.

მაია ჭიპაშვილი, ბაზალეთის სა-ჯარო სკოლის მასწავლებელი: -მოს-წავლეების შრომა მაქსიმალურად წარმოჩინდა. ნაწილობრივ ვიცნობდი წარმატებულ ბაზალეთელებს, მაგრამ ახლა მათ სხვა კუთხით შევხედე. ყვე-ლაფერი ძალიან საინტერესო იყო.

ვარლამ ჭიპაშვილი, ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი: -ჩვენი სო-ფელი გამორჩეულია თავისი წარსუ-ლით, იმ ადამიანებითა და გმირებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს სოფლის ცხოვრებაში. ადა-მიანმა უნდა იცოდეს წარსული, რომ უკეთ იცხოვროს მომავალში, უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის, სოფლის ისტორია. მომავალმა თაობამ სიცოცხ-ლეშივე უნდა დააფასოს ადამიანები, რომლებსაც წვლილი მიუძღვით სოფლის წინაშე. მადლობა პროექ-ტის თითოეულ მონაწილეს. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს ბაზალეთში. მეამაყება, რომ ვარ ბაზალეთელი, რომ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა და საუკეთესო უფროსი თაობა. ვისურვებ-დი, რომ ჩვენი სახელებიც ასე სიამაყით გაეხსენებინოთ წლების შემდეგ, თუმცა მანამდე ბევრი შრომაა საჭირო.

ბაზალეთში მაჟორიტარი დეპუტა-ტის ინიციატივით შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები ბაზალეთის სხვადასხვა უბნის წარმომადგენლები არიან. საბჭო პერიოდულად შეიკრი-ბება და იმსჯელებს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისთვის მნიშვნე-ლოვან საკითხებზე.

თამარ ჩხიკვაძე

უნდა ვიცოდეთ წარსული

რა სამუშაოები უნდა ჩავატა-როთ საფუტკრეში დაზამთრებამ-დე - ამ საკითხზე მეფუტკრე ლაშა გურგენიძე საუბრობს:

-თითქმის დამთავრდა ფუტკ-რის მკურნალობისა და კვების პერიოდი. თუმცა, ფუტკარს დოგ-მატურად არ უნდა მივუდგეთ. მშვენიერი ამინდები დაიჭირა ოქტომბერში. ფუტკარმა იმუშავა სუროს, ქონდრის ყვავილზე და საკმაოდ ჭარბი თაფლი მოიტანა. ამან გამოიწვია დედა ფუტკა-რის გაღიზიანება და მანაც დიდი რაოდენობით კვერცხი დადო. გამოცდილი მეფუტკრე ამას აუცი-ლებლად შეამჩნევდა. ახლა გამო-ჩეკილი ბარტყით გაზაფხულზე ძლიერ ოჯახებს მივიღებთ.

ბოლო მკურნალობისას შევნიშ-ნე, რომ ფუტკარმა საკმაო რაოდე-ნობის ტკიპა დაყარა. ვარვატოზი ისევ აწუხებს ფუტკარს. ზოგმა მეფუტკრემ მითხრა, რომ შენიშნა ფრთებმოჭმული ფუტკრები საფ-რენის წინ. კარგმა ამინდებმა ფუტ-კრისა და პარაზიტის ერთნაირი გააქტიურება გამოიწვია. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ფუტკარს ნოზემატოზი დაემართოს. ამიტომ მეფუტკრეებს ვურჩევ, რომ მკურ-ნალობის ერთი კურსი ჩაუტარონ ფუტკარს ტკიპაზე ბიპინით, ვარო-კომითა და მავრიკით. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი კარგი გამოზამთრებისათვის.

თუ ფუტკარს ჭარბი რაოდე-ნობის თაფლი აქვს, ზამთარში მისი გათბობა გაუჭირდება. უნდა

გადააკონტროლოს მეფუტკრემ, ამოაცალოს და შეუნახოს გა-ზაფხულისთვის. ეს იქნება ოქ-როს მარაგი. რამდენ ჩარჩოზეც ზის ფუტკარი, იმდენჯერ ორი კგ თაფლი უნდა დარჩეს სკაში ზამ-თარში. 20 იანვრიდან ფუტკარს კანდს ვაძლევთ, - ვააქტიურებთ დედას, შემდეგ მივცემთ სიროფს და გაზაფხულზე შენახულ თაფლს. ბარტყიანობის პერიოდში ფუტ-კარს დიდი რაოდენობთ თაფლი სჭირდება.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სკაში ბალიშების ჩადე-ბა. სკაში ჰაერმა უნდა იმოძრაოს. ჩვენთან ნესტიანი ჰავაა და ჩა-დებული ბალიშები ნესტს იღებს. ეს კი სოკოვანი დაავადებების წინაპირობაა. თუ სკა შესავსებია, ჩარჩოებს შორის მუყაოს ჩაფენაც შეიძლება.

მეფუტკრეებს არ დაავიწყდეთ საფრენების დავიწროება. მთავა-რია, ფუტკარს სკაში წყალი არ ჩაუვიდეს. ის, ვინც ჩვენს სტატიებს თვალყურს ადევნებდა, თავისუფ-ლად ისწავლიდა მეფუტკრეობას. მეფუტკრეებს ნუ შეაშინებთ დიდ-თოვლობა. ერთი თვეც რომ იყოს ჩაკეტილი ფუტკარი, არაფერი მოუვა. 20 იანვრამდე, კანდის მიცემამდე, ფუტკარს აღარაფერი სჭირდება, გარდა ტკიპაზე მკურ-ნალობისა. ახლა უფრო აქტიურია ტკიპა და მეტ ზიანს მიაყენებს ფუტ-კარს, ვიდრე გაზაფხულზე.

ყველას მშვიდობიან ზამთარს ვუსურვებ.

როგორ მოვამზადოთ ფუტკარი ზამთრისთვის

დაუბეგრავი მინიმუმი 2015

Page 7: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

7xtvb [fhfufekb31 ოქტომბერი, 2014 წ.

თამაზ მაღრაძის ხსოვნას

კიდევ ერთი ლამაზი სულის ადამი-ანის სიცოცხლე დამთავრდა სოფელ ვარძიაში. წავიდა ამქვეყნიდან ოჯახზე, სოფელზე უზომოდ შეყვარებული ჯუმ-ბერ ხიჯაკაძე. იგი იყო უაღრესად პატი-ოსანი, მშრომელი, კეთილი, ყველას დამხმარე და სტუმართმოყვარე, თვით-ნასწავლი ზეინკალი, დურგალი, თითქ-მის ყველაფრის მცოდნე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. არ არსებობს სოფელში ოჯახი, რომლისთვისაც ხელი არ გაუმართავს. ყველას პატივს ცემდა და მათგან კი არაფერს ითხოვდა. მისი შვილები და შვილიშვილები დიდხანს იამაყებენ მამის კეთილშობილებით.

ბატონი ჯუმბერი წლების მანძილზე მუშაობდა ვარძიის საშუალო სკოლაში ცეცხლფარეშად და სამეურნეო საქ-მეების მმართველად. კოლექტივში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ახასიათებენ. გამოირჩეოდა სიდინჯით, საქმისადმი ერთგულებით და კეთილ-გონიერებით. არ ყოფილა სოფელში არცერთი სასიკეთო საქმე, ჯუმბერი ხელმძღვანელი თუ არა, თანამონაწი-ლე რომ არ ყოფილიყო. კაცური კაცო-ბით იცხოვრა ამქვეყნად და სამუდამო საცხოვრებელშიც სანთლებით განა-თებული იქნება. მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი მშობლიური ვარძიის მიწა. ია-ვარდით მოფენილი ყოფილი-ყოს თქვენს მიერ განვლილი გზა.

სოფელ ვარძიაში მცხოვრები უახლოესი მეზობლები

შვილი თამარ სულიაური, სიძეები გონერი გიორგიძე, ნუგზარ მახარაძე, რძლები ანა ასანიძე, ნაზი გახოკიძე, ნანუშა რობაქიძე, შვილიშვილები ქეთევან, გოჩა გიორგიძეები, შვილ-თაშვილები გვანცა, თამარ, შალვა გიორგიძეები, ბაქარ, საბა მახარაძე-ები, მულისშვილი, ძმისშვილები, დის-შვილები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ჯულიეტა ჯაში-სულიაურისადაიკრძალა 30 ოქტომბერს დაბა

ხარაგაულში.

ნუნუ ბლიაძე ოჯახით თანაგრ-ძნობას უცხადებს ხუნევის საექიმო ამბულატორიის ექიმს თემურ შუბი-თიძეს ძმის

იური შუბითიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი თანაუგრძნობენ თამარ სულიაურს დედის

ჯულიეტა ჯაში-სულიაურისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი თანაუგრძნობენ ტატუ-ლი ცუხიშვილს ძმისშვილის

მურადი ცუხიშვილისგარდაცვალების გამო.

ბიძაშვილები მანანა, ლენა, თენ-გიზ, ავთანდილ, თამრიკო ტოროშე-ლიძეები ოჯახებით ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალანემო ვარლამის ძე ტოროშელიძე

დაიკრძალა 28 ოქტომბერს თბი-ლისში.

ელზა, ელვარდი, მამუკა გიორგი-ძეები ოჯახებით თანაუგრძნობენ მაყ-ვალა (თამარ) სულიაურს და გონერი გიორგიძეს დედისა და სიდედრის

ჯულიეტა ჯაშისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ქალბატონ თამარ სულიაურს და მის ოჯახს საყ-ვარელი დედის

ჯულიეტა ჯაში-სულიაურისგარდაცვალების გამო.

თემური, ნაზი, მანანა გიორგიძე-ები თანაუგრძნობენ რძალს თამარ სულიაურს, გონერი, გოჩა, ქეთინო გიორგიძეებს დედის, სიდედრისა და საყვარელი ბებიის

ჯულიეტა ჯაშისგარდაცვალების გამო.

ნინო ბარბაქაძე, ვალერი გოგნაძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ღირ-სეული ქალბატონი

ჯულიეტა ჯაში-სულიაურიდა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახსა და ახლობლებს.

ვარძიის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ყოფილი თანამშრომელი

ჯუმბერ დავითის ძე ხიჯაკაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახსა და ახლობლებს.

ვყიდიიყიდება წისქვილი ყოველგვვარი

მოწყობილობით (ხვიმირა, ონჯარო და ა.შ.) ქვა - 60-იანი, ძრავი - 7,5 კვ-იანი. ფასი შეთანხმებით. ტელ. 595 395 364 (თამაზი).

ვყიდი ხანდების ქვის ბლოკს ზომა 16X40X40-ზე, 180 ცალი. ფასი შეთან-ხმებით. ტელ: 595 78 19 84 (გოჩა).

იყიდება სამოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა ცხრასართული-ანი სახლის წინა მხარეს მეხუთე სართულზე ლოჯით, ორი აინვით, ბუნებრივი აირით (აქვს სარდაფი, სათავსო, საბოსტნე ნაკვეთი).

მისამართი: ზესტაფონი, კვალი-თის დასახლება, ჩიკაშუას ქ. №10.

დაგვიკავშირდით ტელ: 595 39 53 64 (თამაზი)

იყიდება საძინებელი ოთახის გარნიტური (საბავშვო ოთახი) - 2 საწოლი, ორი სკამი, საწერი მაგიდა თავისი ტუმბოთი. კედელი 3 მეტრი სიგანის, სტაფილოსფერი ფასადით. ფასი შეთანხმებით.

ტელ: 593 24 26 13; 577 55 01 15

სოფელ კიცხში სკოლასთან ახ-ლოს იყიდება საცხოვრებელი სახლი ეზოთი (თხილის პლანტაციებით) ფასი 8 000 აშშ დოლარი. ტელ: 593 24 26 13; 577 55 01 15

შევიძენშევიძენ ერთოთახიან იზოლირე-

ბულ ბინას კორპუსში, რეალურ ფა-სად. მნიშვნელობა არ აქვს რემონტს. დამიკავშირდით ტელეფონზე 593 783 747

ვაქირავებქირავდება ბინა საოფისედ ან

მაღაზიის ფართად. მისამართი ხა-რაგაული, სოლომონ მეფის ქ. №8, უნივერმაღის შენობაში, ყოფილი ავეჯის მაღაზია. ტელ: 577 67 16 90, 555 76 22 65:

ვამზადებვამზადებ მაღალი ხარისხის ხისა

და ლამინატის ყველა სახის ავეჯს. ვიღებ შეკვეთებს და დავამზადებ ავეჯს თქვენი გემოვნებისა და სურ-ვილის მიხედვით. ასევე შემიძლია კონდახების დამზადება.

დამიკავშირდით შემდეგ მისამარ-თზე: პატარა ხარაგაული, ჭავჭავაძის ქ.№10.

ტელ: 22 19 03; 555 30 49 93 (ლაშა ტაბატაძე).

უფასო განცხადების ქვითარი #41

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სხვა განზომილებაში გადახვედი, მამა. ძნელია შეეგუო შენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანის გარეშე

ცხოვრებას. გვენატრება შენი დარი-გება. ყველაფერზე ჭკვიანური შეხე-დულება გქონდა. უამრავ საკითხში იყავი განსწავლული და ბევრ ადამიანს უწევდი დახმარებას. რთული ცხოვრე-ბა გერგო, მამა. ბავშვობიდან ობლობა და ოჯახური ტვირთის ნაადრევად ტარება, მაგრამ ყველაფერს გაართ-ვი თავი. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყავი და ჩვენგანაც კარგ სწავლას და წესიერ ცხოვრებას ითხოვდი. სწორად ცხოვრება გვასწავლე შვილებს და შვილიშვილებსაც ამას უნერგავდი. სადაც იმუშავე, ყველგან კარგი, საქმის მცოდნე კაცის სახელი დატოვე.

77-ე წელი შენთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ერთ წელიწადში ერთად თანაცხოვრების 50-ე წლისთავი გისრულდებოდათ შენ და დედას.

აღნიშვნას აპირებდით, მაგრამ არ დაგცალდა. ძნელია დედასთვის უშენოდ ცხოვრება. ყველაზე მეტად ხომ მას დააკლდი. განიცდიან შენი შვილიშვილები, რომლებზეც დიდი ამაგი გაიღე.

დიდი მადლობა, მამა, ყველაფ-რისათვის, - სიკეთისთვის, სიყვარუ-ლისთვის, გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ იყავი ამ ქვეყანაზე, იცხოვრე კარგი ქართველის ცხოვრე-ბით, დატოვე კარგი შთამომავლობა და ვალმოხდილი წახვედი იმქვეყნად, სადაც ბევრი შენთვის ძვირფასი ადა-მიანი იმყოფება. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს სასუფევველში იქ, სადაც მართალნი და სიყვარულით სავსენი განისვენებენ.

ოჯახი

არიან ადამიანები, რომელთაც ისეთი ადგილი უკავიათ ჩვენს ცხოვ-რებაში, რომ ვხედავთ თუ ვერ ვხე-დავთ, სულ მუდამ ჩვენი თვალთა-ხედვის არეში იმყოფებიან, მუდამ ვგრძნობთ მათი ყოფნის სიახლოვეს, ასეა და სხვაგვარად ვერც წარმო-გვიდგენია. ქვეცნობიერად ვფიქ-რობთ, რომ მათი არსებობა სულ იქნება, ვიდრე ჩვენც ვიარსებებთ. მისი უეცარი წასვლით კი თითქოს რაღაც მთავრდება ჩვენს ირგვლივ, რაც გარკვეულწილად ცვლის ჩვენს ყოფიერებას. ასეთი ადამიანები თა-ვიანთი ბუნებით, თავიანთი ყოველდ-ღიურობით, თავიანთი არსით იმსახუ-რებენ ასეთ ამპლუას. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენთვის - უახლოესი მეგობრებისა და მეზობლებისთვის თამაზ მაღრაძე. ის სულ ახლახან, ადრიანად წავიდა ჩვენგან და გადა-სახლდა სამარადისო სამყოფელში.

თამაზი მართლაც უნიკალური ბუნების პიროვნება გახლდათ, ძალზე ფაქიზი და სპეტაკი სულის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა მეგობრობის და მეზობლობის ფასი. იყო ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, გვერდში მდგომი, საიმედო და მუდამ ერთგული, თავისი გასაჭირის ჩუმად ამტანი და შენი სი-

ხარულის ხმამაღლა გამზიარებელი, ოჯახის მოამაგე და მოყვარული, შვი-ლებზე თანგადაყოლილი მამა, კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ასეთი დაამახსოვრდებათ იგი ხარა-გაულელებს და არა მარტო ხარაგა-ულელებს, უამრავ ნაცნობ-მეგობარს, სტუმარს და ჩვენს კეთილმოსურნეს.

წლების განმავლობაში იგი რაიონ-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოს, თბილისის გამთიშველების ქარხნის ხარაგაულის ფილიალს დირექტო-რობდა. აქ სრულად გამოვლინდა მისი ორგანიზატორული ნიჭი, ხელმძ-ღვანელის ყველა საჭირო თვისება და კაცურკაცობა. რამდენს დახმარებია და გზაზე დაუყენებია, რამდენისათვის ხელი გაუწვდია, გვერდში დასდგო-მია, მორალურად თუ მატერიალუ-რად, ყველა ამის გახსენება, რა თქმა უნდა, ძნელია.

ძალიან დააკლდა იგი ჩვენს სამე-ზობლოს. არ არის დიდი ხანი, რაც თბილისში წავიდა ოჯახთან და თავის შვილებთან. ძალზე გვტკიოდა გული ყველას, როცა ჩვენს ეზოში დილაად-რიან და გვიან საღამომდე მოფუსფუ-სე თამაზს ვეღარ ვხედავდით, მისი ომახიანი ლაპარაკი არ გვესმოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ოჯახს, საქმეს, მის ანდრუშას ასე სჭირდებოდა. მისი მძიმე ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგეთ, თავზარი დაგვეცა, მაგრამ ულმობელია სიკვდილი, - დანდობა და გარჩევა არავისი იცის. ბედისწერა ხომ გარდაუვალია.

ამ კვირაში 67 წლის გახდა და ორმოცი დღეც გავიდა მისი გარდა-ცვალებიდან. ჩვენო თამაზ ანდრევიჩ, უხმოდ გილოცავთ დაბადების დღეს. შენი სული უკვე ზეცაშია და ნათელ მა-რადისობაში დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი.

ხარაგაულის უახლოესი მეზობლების სახელით

ვალერი გოგნაძე

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც განიცდის ოჯახი საყვარელი ადა-მიანის დაკარგვით. თითქოს გუშინ იყო შენი გარდაცვალება. იყავი უპატიოსნესი, სიკეთით სავსე, მუდამ სხვისი ჭირ-ვარამის გამზიარებელი. იცხოვრე პატიოსანი ცხოვრებით, შრომაში გალიე მთელი ცხოვრება. ამიტომაც გაგაცილეს გულწრფელი ცრემლით სამეზობლომ და სანათე-საომ. შენი სამი ვაჟკაცი აგრძელებს უპატიოსნეს ცხოვრებას. მოშენდნენ და მომრავლდნენ შენი შვილიშ-ვილები. მათ თავს დატრიალებს შენი მეუღლე ელიკო, რომელიც ხშირად მოდის შენ საფლავზე და

გესაუბრება. დაბადების დღეს, 1 ნოემბერს, გილოცავთ რომანი, რომელიც უშენოდ გულის ტკივი-ლია ჩვენთვის. შენ ისევ ცოცხლობ შენ დანატოვარ სამი ვაჟკაცის ოჯა-ხებში, რომლებიც სამაგალითოები არიან ერთ ეზოში. შენი მოსახელე რომანი კი აგრძელებს სასახელოდ შენს სახელს. ის ახლახან დაქორ-წინდა. გვენანება, რომ ვერ მოეს-წარი. ილოცე შენი შვილებისა და შვილიშვილების საკეთილდღეოდ. ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ. ჩვენმა დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა და ნათელში ამყო-ფოს ღმერთმა შენი ლამაზი სული.

ოჯახი

რომან ბუაჩიძის მონატრება

ანზორ შათირიშვილის გახსენება

ჯუმბერ ხიჯაკაძის გამოსათხოვარი

დ. ხარაგაული31.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +19ºC, ღამე +13ºC;01.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +15ºC, ღამე +12ºC;02.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +5ºC;03.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +5ºC, ღამე +2ºC;04.11 - მზიანი დარი, დღე +7ºC, ღამე

-2ºC;05.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +6ºC, ღამე -1ºC.

ბორითი31.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +9ºC;01.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +9ºC;02.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +9ºC, ღამე +2ºC;03.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +4ºC, ღამე -1ºC;04.11 - მზიანი დარი, დღე +7ºC, ღამე

-1ºC;05.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +5ºC, ღამე 0ºC.

კიცხი31.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +18ºC, ღამე +11ºC;01.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +10ºC;02.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +3ºC;03.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +3ºC, ღამე +1ºC;04.11 - მზიანი დარი, დღე +5ºC, ღამე

-4ºC;05.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +6ºC, ღამე -1ºC.

მოლითი31.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +7ºC;01.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +7ºC;02.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +1ºC;03.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +2ºC, ღამე -3ºC;04.11 - მზიანი დარი, დღე +5ºC, ღამე

-3ºC;05.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +5ºC, ღამე -2ºC.

amindi

***

***

***

Page 8: ხარაგაულში მოსწავლეთა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/41-612-2014w.pdf2 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ. ოჯახური

8 xtvb [fhfufekb 31 ოქტომბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

მადლობას ვუხდი მუნიციპალი-ტეტის გამგებელს კობა ლურსმა-ნაშვილს, მის მოადგილეს პაატა გოგოლაძეს, ავთო კამკამიძეს და მის თანამშრომლებს გულისხმი-ერი დამოკიდებულებისთვის. მათ ჩვენს ქუჩაზე არსებული პრობლემა

გულთან მიიტანეს და მოაგვარეს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის ცენტრის დირექტორს ვასილ კიკნაძეს ჩემს მიმართ გამო-ჩენილი თანადგომისთვის. ღმერთ-მა დალოცოს მათი ოჯახები.

გიორგი მაქაძე

ჩემ რძალს, ფაცას, ძალიან უნდოდა ჩემთვის პატივი ეცა და ხუთჯერ მაინც მითხრა, „ხმა შენ უნდა მოგცე, აპა ვისა, მეტი არ ოუდგეთ გვერდები მაგათო.“ კენჭს ვიყრიდი სო-ფელ ლეღვანში ადგილობრივ არჩევნებში. მეც თავაზიანად მადლობას ვუხდიდი.

მოვიდა არჩევნების დღე. ჩემი რძალიც გამოცხადდა საარ-ჩევნო უბანზე. გაიარა ყველა პროცედურა, გაკეცა ბიულეტინი, მივიდა ურნასთან და კონვერტის ჩაშვებისას ხმამაღლა იყვირა „ჯამბულის, ჯამბულის!“ და გაუშვა კონვერტს ხელი.

რომ დაინახა, იქ მყოფნი იცინოდნენ, - უნდა შემოგეხაზაო, - ფაცამ უპასუხა, - შემოხაზვა რაღად უნდა, ამხელა დავიყვირეო და დატოვა საარჩევნო უბანი.

ფოტო განწყობისთვის ფოტორეპორტაჟიდან „ვახანის დედათა მონასტერი“

ვულოცავ დათო, ირმა და საშა ბარბაქაძეების ოჯახებს შვილისა და შვილიშვილის ნინო ბარბაქაძის ბედ-ნიერებას. ვუსურვებთ ულევ სიხარულს, შვილთა სიმრავლეს და დიდხანს სი-ცოცხლეს. ღმერთი იყოს ახლადშექმ-ნილი ოჯახის მფარველი.

გვიალა გოგოლაძე ოჯახით

ჩემს საყვარელ შვილიშვილს ნი-ნიკო ბარბაქაძეს ვულოცავ ორმაგ სიხარულს - სწავლაში წარმატებას და გაბედნიერებას. ვუსურვებ ჯანმ-რთელობას, შვილთა სიმრავლეს, უბედნიერესი ყოფილიყოს მთელი ცხოვრების მანძილზე მეუღლესთან, შმაგი მესხიშვილთან, ერთად.

ლამარა ბებო

ვულოცავთ დაბადების დღეს თიკო ჯანიაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, ბედნიერებას, წინსვლას, უფლის მფარველობას, წარმატებებს ცხოვრების გზაზე დედიკოსთან, დედ-მამიშვილებთან და ყველა კეთილის მსურველ ადამიანთან ერთად.

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ირმა წასიძეს და დავით ბარბა-ქაძეს ვულოცავთ შვილების ნინო ბარბაქაძისა და შმაგი მესხიშვილის ქორწინებას. ვუსურვებთ ახალშეუღლე-ბულებს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ მათ ლამაზ ოჯახს.

აგრარული ბაზრის თანამშრომლები

ვულოცავთ ირმა წასიძეს და დათო ბარბაქაძეს შვილების - ნინო ბარბაქაძისა და შმაგი მესხიშვილის ქორწინებას. ვუსურვებთ სიყვარულით შექმნილ ოჯახს ულევ სიხარულს, შვილთა სიმრავლეს, უფლის მფარ-ველობას.

გონერი ლომიძე ოჯახით

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდებას ვულოცავთ ყველასათვის საყვარელ, კეთილშობილ და კოლო-რიტ პიროვნებას ბატონ იუზა კელენ-ჯერიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას თავის დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად.

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის კოლექტივი

ვულოცავთ დაბადების დღეს გა-იოზ შუბითიძეს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, გახარებას თავის შვი-ლებთან ერთად, წინსვლასა და წარმატებებს.

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

დაბადების დღეს ვულოცავთ ქალ-ბატონ ლალი ალექსიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უშურველ ძალას თა-ვისი ოჯახის საკეთილდღეოდ. უფალი იყოს მისი ოჯახის მფარველი.

ცირა მდინარაძე

ვულოცავთ დარეჯან გლუნჩაძეს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებ პატარა ნიკოლოზს გაზრდილიყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. უფალი ფარავდეს.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით

ვულოცავთ დაბადების დღეს მანანა კალანდაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს თავის დიდ ოჯახთან ერთად. უფალი იყოს მისი მფარველი.

აგრარული ბაზრის თანამშრომლები

ვულოცავთ დაბადების დღეს სამუ-სიკო სკოლის დირექტორს, ბრწყინ-ვალე პიროვნებას, პატივცემულ ქალ-ბატონ ლალი ალექსიძეს, ხოლო მის მეუღლეს, ასევე ბრწყინვალე პიროვ-ნებას, ბატონ იუზა კელენჯერიძეს - ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას. ორივეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხ-ლეს, ულევ სიხარულს და ბედნიერებას თავის ლამაზ ოჯახთან ერთად. უფალი ფარავდეთ მრავალჟამს.

გურამი და მერი კვირიკაშვილები ოჯახით

კიცხის საჯარო სკოლის პედაგო-გიური კოლექტივი ულოცავს თავის კოლეგებს - „ოქტომბრელებს“ - დაბა-დების დღეს: მედეა ღონღაძეს, თამარ წიწილაშვილს, მარინა არჯევანიძეს, მაია ჩხიკვაძეს, მაია გიორგაძეს, ვალი-და კილაძეს, შმაგი გამრეკელაშვილს. ჯანმრთელობას, ოჯახურ კეთილდღე-ობას, სიმშვიდეს და უფლის წყალობას გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო.

კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავთ ზვარეს საჯარო სკოლის პედაგოგს ეკატერინე ტალახაძეს და მის მეუღლეს მარსელ ფანქ-ველაშვილს შვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ თინათინსა და მიხეილს მარადიულ სიყვარულს, შვილთა სიმ-რავლეს და უფლის მფარველობას.

ზვარეს საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ზვარეს საჯარო სკოლის პედაგოგს ნაზი ფანქველაშვილს შვი-ლიშვილის შეძენას.

ვუსურვებთ პატარა რეზიკოს ჯანმ-რთელობას, ბედნიერ ბავშვობას და საუკეთესო მომავალს. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

ზვარეს საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავ-ლეებს არჩილ მაისურაძეს და მიშიკო ჭიპაშვილს „ეტალონში“ მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას. ვუსურვებთ მათ წარმატებას ყოველგვარ საქმიანობაში და უფლის მფარველობის ქვეშ ყოფნას.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი

ნუგზარ ჭიპაშვილსა და ირინა გოგო-ლაძეს ვულოცავთ შვილების ინგასა და მიხეილის ბედნიერებას. ვუსურვებთ სიყვა-რულს, დიდ ოჯახურ სითბოს, შვილთა სიმ-რავლეს. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს უსაყვარლეს ძამიკოს, გოჩა კურტა-ნიძეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდ წარმატებებს, სიხარულს მეუღლესთან და დედმამიშვილებთან ერთად. გფა-რავდეს წმინდა გიორგის ძალა.

პატივისცემით ინგა კურტანიძე

ვულოცავთ ტყუპი შვილების შეძენას ნინო ბუხნიკაშვილსა და დათო ჩადუ-ნელს. ვუსურვებთ პატარებს - მარიამსა და დავითს ჯანმრთელობას, სიყვა-რულს, სიხარულს, ლამაზ ბავშვობას და უღრუბლო ზეცას. უფლის მფარ-ველობა არ მოჰკლებოდეთ თავიან დედმამიშვილებთან ერთად.

მოლითის საექიმო ამბულატორია

ხუმრობენ ხარაგაულელებიმორბენალი „ბაბუ“

(გვიამბობს დავით კიკნაძე)საქართველოს პროფკავშირები რამდენიმე წლის წინ ატა-

რებდა მასწავლებელთა სპარტაკიადას, - შეჯიბრებას სპორტის რამდენიმე სახეობაში, - ჭადრაკში, შაშში, ნარდში, სირბილში და ა. შ. მონაწილეობა უნდა მიეღოთ 25-30 წლის მასწავ-ლებლებს. თითქმის ყველა სახეობაში გამოჩნდა მსურველი, გარდა სირბილისა. ვერ ვიპოვეთ მორბენალი ახალგაზრდა მასწავლებელი. იძულებული გახდა პროფკავშირების მაშინ-დელი თავმჯდომარის მოადგილე ელვარდი გიორგიძე, თავის თავზე აეღო ეს გარბენი და როცა ქუთაისის მაყურებლებით სავსე სტადიონზე ახალგაზრდა მორბენალებს შორის 50 წლის ელვარდი გამოჩნდა, ქუთაისელებმა ჩვეული იუმორით იყვირეს, - ეგი ბაბუ ვინ გამეიყვანა აქანაო...

ცოტა ხანში მთელი სტადიონი „ბაბუს“ სკანდირებდა და ხარაგაულის წარმომადგენელს გულშემატკივრობდა.

ხმა... ჯამბულის!(გვიამბობს ჯამბულ

გამცემლიძე)

მადლობა თანადგომისთვის

თუ თქვენ ჯერ არ ხართ „ჩემი ხარაგაულის“ ხელმომწერი და გსურთ ყოველ პარასკევს მი-იღოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ობიექტური ინფორმაცია, გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“.

გაზეთზე ხელმოწერა 3 თვით ღირს 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.გაზეთის გამოწერა შეგიძლიათ „ჩემი ხარაგა-

ულის“ დისტრიბუტორებთან ან რედაქციაში მისა-მართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

დაგვიკავშირდით ტელეფონებით - 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80.

გაზეთი „ჩემი ხარაგაული” - ყველა ხარაგაულელის ოჯახში

გამოიწერეთ „ჩემი ხარაგაული“

***

***

***

***

***

***

***

***

***

******

***

***

***

***