მაია მიმინოშვილი ერთიანი ... · 2014-02-17 · 2 xtvb...

12
!( BFYDFHB7 GFHFCRTDB @_!# O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #2 (525) www.chemikharagauli.com დღეს ნომერშია სამოქალაქო დარბაზის „მოდი, ვიმსჯელოთ!” მორიგი შეხვედრა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საკონკურსო კომისია 25 იანვარს გამგებლობის კანდიდატს შეარჩევს გთავაზობთ გამგებლობის კანდიდატების ბიოგრაფიებსა და სამუშაო პროგრამებს 2 გვ. 2 გვ. 3-11 გვ. ხარაგაულში, ისევე, როგორც მთელ ქვეანაში, სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს -ქალბატონო მაია, 2013 წელს გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ თუ სამაგისტრო გამოცდებზე არაერთი სიახლეა გათვალისწინებული. გამო- საშვები გამოცდებით დავიწყოთ, რომლის შესახებაც ინფორმაცია უკვე აქვთ მოსწავლეებს, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რატომ ატარებენ წელს სკოლები გამოცდებს? -ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ტესტური დავალებების ბანკის გამოყენება რისკებთან იყო დაკავშირებული და სრულყოფილი ბანკის შექმნას კი საკმაოდ დიდი დრო, უამრავი აპრობაცია და ანალიზი სჭირდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვ- ნელოვანია, რომ მოსწავლეები, მიუხედავად იმისა, დამამთავრებელ კლასში სწავლობენ თუ არა, მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა. აგიხსნით, რას ვგულისხ- მობ. როდესაც გამოსაშვები გამოცდები დაინერგა, მიჩნეული იყო, რომ ეს მოდელი ყველა მოსწავლეს შეეხებოდა დამამთავ- რებელ კლასში. მას შემდეგ, რაც მოდელი შევცვალეთ, არასამართლიანი იქნებოდა წლევანდელი მეთორმეტეკლასელებისათ- ვის ხანგრძლივი საგამოცდო პერიოდის შენარჩუნება, ახალ მოდელზე მე-12 კლასის მორგება კი არ იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ წელს მათ საკუთარ სკოლებში ჩაებარებინათ გამოცდები იმ ფორმით, როგორსაც სკოლა აირჩევდა. ვფიქრობ, მოსწავლეებისა და მშობლების უმეტესობამ სწორად გაიგო ჩვენი გადა- წყვეტილების მიზეზი. იგივე შემიძლია ვთქვა სკოლებზეც, თუმცა თავდაპირველად იყო ერთგვარი შიში იმისა, თუ როგორ გაუძღვებოდნენ საგამოცდო პროცესს ისინი, მაგრამ მას შემდეგ, რაც არაერთხელ განვუმარტეთ, რომ გამოცდის ფორმატი თავად უნდა შეერჩიათ და მხოლოდ მათზე იქნებოდა დამოკიდებული ტესტირებას ჩაუტარებენ მოსწავლეებს თუ ზეპირ გამოცდას ან გასაუბრებას, თავდაპირველ- მა ღელვამ გაიარა. რამდენიმე რეგიონში ვიყავით პედაგოგებთან შეხვედრებზე და სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც დირექ- ტორები და პედაგოგები მიყვებოდნენ, თუ როგორ აპირებენ გამოცდების ჩატარებას - პრაქტიკულად მათ ყველაფერი გააზრე- ბული აქვთ და საკმაოდ ეფექტურადაც. -ერთიანი ეროვნული გამოცდები... იყო მოლოდინი, რომ შეიძლებო- და ამ გამოცდებს მნიშვნელოვ- ნად შეეცვალა სახე 2013 წელს... -მოლოდინი ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ე.წ. 8+1 მოდელზე იყო საუბარი. ამ მოდე- ლის ნაკლზე არაერთხელ განვაცხადე საჯა- როდ და ამაზე აღარ ვისაუბრებ. ზოგადად საგამოცდო მოდელს განათლების სისტემა- ში არსებული პრინციპები განსაზღვრავს. ეს გამოცდებიც სახელმწიფოს მიერ იმ ეტაპზე აღიარებულ პრიორიტეტებს მოერ- გო. ცხადია, გამოცდების სისტემა უნდა მოერგოს იმ კონცეპტუალურ ცვლილებებს, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაგეგმავს და განახორცი- ელებს. ასე რომ, მისაღები გამოცდების სისტემის პრინციპულ ცვლილებებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც სამინისტრო საბოლოო კონცეფციას შემოგვთავაზებს. რაც შეეხება ცვლილებებს უშუალოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თავად ტესტების ფორმატში და ა.შ. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და სამართლიანი, გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შევთავაზოთ. ამიტომ წლევანდელ გამო- ცდებზე ტესტური დავალებები ძირითადად იმავე სახის იქნება, როგორიც წინა წლებში. რაც შეეხება რეგისტრაციის პრო- ცესს, ვეცდებით ეს პროცესი წელს კი- დევ უფრო მოსახერხებელი გავხადოთ აბიტურიენტებისათვის და მაქსიმალუ- რად მოვარგოთ მათ მოთხოვნებს. ამ ყველაფერზე დაწვრილებით იანვრის ბოლოს ვისაუბრებთ აბიტურიენტებთან. -სასერტიფიკაციო გამოცდებზე რას იტყვით? ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა ამ გამოცდების შესახებ უშუალოდ პედაგოგთა მხრიდან... -პირველი, რაც თანამდებობაზე დაბრუნე- ბის შემდეგ გავაკეთე, ჩემს კოლეგებთან ერთად განვაახლე პედაგოგებთან შეხვედ- რები. რამდენიმე რეგიონში ვიყავით, კიდევ ვაპირებთ რაიონებში ჩასვლას. დაწვრი- ლებით შევისწავლეთ მასწავლებლების მოსაზრებები, მათ შორის სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით. მათ მიერ გამოთქმულ ბევრ პრეტენზიას ვიზიარებ, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ინგლისურისა და კომპიუტერის კი არა, უცხო ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას უნდა აბარებდნენ ისინი და ენის შეზღუდვა უნდა მოიხსნას. ეს ცვლილება, სავარა- უდოდ, წელსვე განხორციელდება. მეც, ჩვენი პედაგოგების არ იყოს, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოვლინება პედაგოგი- ური უნარებისა თუ იმ ცოდნისა, რომელიც მასწავლებელს აქვს, სწორედ გაკვეთილზე ხდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილის შემოწმება შევძლოთ. ამისათვის კი საკმაოდ ბევრი სამუშაო უნდა ჩავატროთ. ბევრი ისეთი გულისტკივილიც გაგვიზიარეს, რაც უშუალოდ ჩვენს ცენტრს არ ეხებოდა - ეს საკითხები სამინისტროს უკვე მივაწოდეთ. სხვათა შორის, პირადად მინისტრის თხოვნა იყო, პედაგოგების შენიშვნები და მოსაზრებები შეგვეტყობი- ნებინა მისთვის ამ შეხვედრების შემდეგ. -სიახლეები სამაგისტრო გამოცდაშიც იგეგმება. კონკრეტულად რას უნდა ელოდონ მაგისტრობის მსურველები? -სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს დეტალურად რეგისტრაციის დაწყებამდე მივაწვდით მაგისტრობის მსურველებს. ზოგადად კი შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია მიმართულებების მი- ხედვით განსხვავებული სპეციფიკის ტესტი შევთავაზოთ მათ. ამგვარი პრაქტიკა უკვე არსებობს მსოფლიოში. naec.ge დაბა ხარაგაულში მიმდინარეობს გალაკტიონის, 9 აპრილის და დეკა- ნოსიძის ქუჩების მოასფალტება. აღ- ნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ტენდერში გამარჯ- ვებულ ფირმას „ლაგოდეხგზა” სამუ- შაოები დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა. მოსახლეობის მიერ უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების შედეგად გამოთქმული უკმაყოფილების საფუძ- ველზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ნოდარ ებანოიძემ საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა „ინფ- რასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს.” პრობლემას ადგილზე გაეცვნენ მონიტორინგის სამსახურის უფრო- სი სპეციალისტები. როგორც მათ დეპუტატისა და ადგილობრივი ხე- ლისუფლების წარმომადგენლებთან განაცხადეს, სამუშაოების წარმოება ნამდვილად მიმდინარეობს სერიოზუ- ლი დარღვევით. ამის დასასაბუთებ- ლად ისიც საკმარისია, რომ არ ხდება კლიმატური პირობების გათვალისწი- ნება. როგორც მონიტორინგის დეპარ- ტამენტის უფროსმა სპეციალისტმა გურამ კობახიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, მათ მიერ ყველა ქუჩაზე გაკეთდება ამონაჭრები, შემოწმდება ლაბორატორიაში და თუ არ დააკმა- ყოფილებს სტანდარტებს, მშენებელ კომპანიას დაეკისრება ვალდებულება, შეასრულოს ხელშეკრულებით გათ- ვალისწინებული სამუშაო შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის ბიურო ინფორმაცია დეპუტატის ბიუროდან მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იანვრის ბოლოს მოგვაწვდის

Transcript of მაია მიმინოშვილი ერთიანი ... · 2014-02-17 · 2 xtvb...

!( bfydfhb7 gfhfcrtdb @_!# o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#2 (525)

www.chemikharagauli.com

დღეს ნომერშია

სამოქალაქო დარბაზის

„მოდი, ვიმსჯელოთ!”

მორიგი შეხვედრა

ხარაგაულის

ცენტრალურ

ბიბლიოთეკაში

გაიმართა

საკონკურსო კომისია

25 იანვარს

გამგებლობის

კანდიდატს

შეარჩევს

გთავაზობთ გამგებლობის კანდიდატების ბიოგრაფიებსა და სამუშაო პროგრამებს

2 გვ.

2 გვ.

3-11 გვ.

ხარაგაულში, ისევე, როგორც მთელ ქვეანაში, სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს

-ქალბატონო მაია, 2013 წელს გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ თუ სამაგისტრო გამოცდებზე არაერთი სიახლეა გათვალისწინებული. გამო-საშვები გამოცდებით დავიწყოთ, რომლის შესახებაც ინფორმაცია უკვე აქვთ მოსწავლეებს, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რატომ ატარებენ წელს სკოლები გამოცდებს? -ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ტესტური დავალებების ბანკის გამოყენება რისკებთან იყო დაკავშირებული და სრულყოფილი ბანკის შექმნას კი საკმაოდ დიდი დრო, უამრავი აპრობაცია და ანალიზი სჭირდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვ-ნელოვანია, რომ მოსწავლეები, მიუხედავად იმისა, დამამთავრებელ კლასში სწავლობენ თუ არა, მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა. აგიხსნით, რას ვგულისხ-მობ. როდესაც გამოსაშვები გამოცდები დაინერგა, მიჩნეული იყო, რომ ეს მოდელი ყველა მოსწავლეს შეეხებოდა დამამთავ-რებელ კლასში. მას შემდეგ, რაც მოდელი შევცვალეთ, არასამართლიანი იქნებოდა წლევანდელი მეთორმეტეკლასელებისათ-ვის ხანგრძლივი საგამოცდო პერიოდის შენარჩუნება, ახალ მოდელზე მე-12 კლასის მორგება კი არ იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ წელს მათ საკუთარ სკოლებში ჩაებარებინათ გამოცდები იმ ფორმით, როგორსაც სკოლა აირჩევდა. ვფიქრობ, მოსწავლეებისა და მშობლების

უმეტესობამ სწორად გაიგო ჩვენი გადა-წყვეტილების მიზეზი. იგივე შემიძლია ვთქვა სკოლებზეც, თუმცა თავდაპირველად იყო ერთგვარი შიში იმისა, თუ როგორ გაუძღვებოდნენ საგამოცდო პროცესს ისინი, მაგრამ მას შემდეგ, რაც არაერთხელ განვუმარტეთ, რომ გამოცდის ფორმატი თავად უნდა შეერჩიათ და მხოლოდ მათზე იქნებოდა დამოკიდებული ტესტირებას ჩაუტარებენ მოსწავლეებს თუ ზეპირ გამოცდას ან გასაუბრებას, თავდაპირველ-მა ღელვამ გაიარა. რამდენიმე რეგიონში ვიყავით პედაგოგებთან შეხვედრებზე და სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც დირექ-ტორები და პედაგოგები მიყვებოდნენ, თუ როგორ აპირებენ გამოცდების ჩატარებას - პრაქტიკულად მათ ყველაფერი გააზრე-ბული აქვთ და საკმაოდ ეფექტურადაც. -ერთიანი ეროვნული გამოცდები... იყო მოლოდინი, რომ შეიძლებო-და ამ გამოცდებს მნიშვნელოვ-ნად შეეცვალა სახე 2013 წელს... -მოლოდინი ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ე.წ. 8+1 მოდელზე იყო საუბარი. ამ მოდე-ლის ნაკლზე არაერთხელ განვაცხადე საჯა-როდ და ამაზე აღარ ვისაუბრებ. ზოგადად საგამოცდო მოდელს განათლების სისტემა-ში არსებული პრინციპები განსაზღვრავს. ეს გამოცდებიც სახელმწიფოს მიერ იმ ეტაპზე აღიარებულ პრიორიტეტებს მოერ-გო. ცხადია, გამოცდების სისტემა უნდა მოერგოს იმ კონცეპტუალურ ცვლილებებს, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების

სამინისტრო დაგეგმავს და განახორცი-ელებს. ასე რომ, მისაღები გამოცდების სისტემის პრინციპულ ცვლილებებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც სამინისტრო საბოლოო კონცეფციას შემოგვთავაზებს. რაც შეეხება ცვლილებებს უშუალოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თავად ტესტების ფორმატში და ა.შ. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და სამართლიანი, გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შევთავაზოთ. ამიტომ წლევანდელ გამო-ცდებზე ტესტური დავალებები ძირითადად იმავე სახის იქნება, როგორიც წინა წლებში. რაც შეეხება რეგისტრაციის პრო-ცესს, ვეცდებით ეს პროცესი წელს კი-დევ უფრო მოსახერხებელი გავხადოთ აბიტურიენტებისათვის და მაქსიმალუ-რად მოვარგოთ მათ მოთხოვნებს. ამ ყველაფერზე დაწვრილებით იანვრის ბოლოს ვისაუბრებთ აბიტურიენტებთან. -სასერტიფიკაციო გამოცდებზე რას იტყვით? ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა ამ გამოცდების შესახებ უშუალოდ პედაგოგთა მხრიდან... -პირველი, რაც თანამდებობაზე დაბრუნე-ბის შემდეგ გავაკეთე, ჩემს კოლეგებთან ერთად განვაახლე პედაგოგებთან შეხვედ-რები. რამდენიმე რეგიონში ვიყავით, კიდევ ვაპირებთ რაიონებში ჩასვლას. დაწვრი-ლებით შევისწავლეთ მასწავლებლების მოსაზრებები, მათ შორის სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით. მათ მიერ

გამოთქმულ ბევრ პრეტენზიას ვიზიარებ, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ინგლისურისა და კომპიუტერის კი არა, უცხო ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას უნდა აბარებდნენ ისინი და ენის შეზღუდვა უნდა მოიხსნას. ეს ცვლილება, სავარა-უდოდ, წელსვე განხორციელდება. მეც, ჩვენი პედაგოგების არ იყოს, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოვლინება პედაგოგი-ური უნარებისა თუ იმ ცოდნისა, რომელიც მასწავლებელს აქვს, სწორედ გაკვეთილზე ხდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილის შემოწმება შევძლოთ. ამისათვის კი საკმაოდ ბევრი სამუშაო უნდა ჩავატროთ. ბევრი ისეთი გულისტკივილიც გაგვიზიარეს, რაც უშუალოდ ჩვენს ცენტრს არ ეხებოდა - ეს საკითხები სამინისტროს უკვე მივაწოდეთ. სხვათა შორის, პირადად მინისტრის თხოვნა იყო, პედაგოგების შენიშვნები და მოსაზრებები შეგვეტყობი-ნებინა მისთვის ამ შეხვედრების შემდეგ. -სიახლეები სამაგისტრო გამოცდაშიც იგეგმება. კონკრეტულად რას უნდა ელოდონ მაგისტრობის მსურველები? -სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს დეტალურად რეგისტრაციის დაწყებამდე მივაწვდით მაგისტრობის მსურველებს. ზოგადად კი შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია მიმართულებების მი-ხედვით განსხვავებული სპეციფიკის ტესტი შევთავაზოთ მათ. ამგვარი პრაქტიკა უკვე არსებობს მსოფლიოში.

naec.ge

დაბა ხარაგაულში მიმდინარეობს გალაკტიონის, 9 აპრილის და დეკა-ნოსიძის ქუჩების მოასფალტება. აღ-ნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ტენდერში გამარჯ-ვებულ ფირმას „ლაგოდეხგზა” სამუ-შაოები დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა.

მოსახლეობის მიერ უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების შედეგად გამოთქმული უკმაყოფილების საფუძ-ველზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ნოდარ ებანოიძემ საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა „ინფ-რასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს.”

პრობლემას ადგილზე გაეცვნენ მონიტორინგის სამსახურის უფრო-სი სპეციალისტები. როგორც მათ დეპუტატისა და ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენლებთან განაცხადეს, სამუშაოების წარმოება ნამდვილად მიმდინარეობს სერიოზუ-ლი დარღვევით. ამის დასასაბუთებ-ლად ისიც საკმარისია, რომ არ ხდება კლიმატური პირობების გათვალისწი-ნება. როგორც მონიტორინგის დეპარ-ტამენტის უფროსმა სპეციალისტმა გურამ კობახიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, მათ მიერ ყველა ქუჩაზე გაკეთდება ამონაჭრები, შემოწმდება ლაბორატორიაში და თუ არ დააკმა-ყოფილებს სტანდარტებს, მშენებელ კომპანიას დაეკისრება ვალდებულება, შეასრულოს ხელშეკრულებით გათ-ვალისწინებული სამუშაო შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქართველოს პარლამენტის წევრის

ნოდარ ებანოიძის ბიურო

ინფორმაცია დეპუტატის ბიუროდან

მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იანვრის ბოლოს მოგვაწვდის

2 xtvb [fhfufekb !( bfydfhb7 @_!# o

14 იანვარს ადგილობრივი ხელი-სუფლების, აქტიური მკითხველებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მონა-წილეობით გაიმართა მსჯელობა ა(ა)იპ „ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანე-ბაში” არსებულ პრობლემებსა და სამომავ-ლო გეგმებზე.

გაერთიანების დირექტორმა ნანა ლურსმანაშვილმა ისაუბრა გასულ და მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან მიღებული სუბსიდიის ოდენობასა და ბიბლიოთეკის პრიორიტეტებზე. ნანა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, გასული წლის დასაწყისში საბიბლიოთეკო გაერ-თიანება 60 ათასი ლარით ფინანსდებოდა. გაუქმებული სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის მოსავლელად ცენტ-რალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თვეში ერთხელ უწევდათ სოფლებში წასვ-ლა. ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებუ-ლი. ამიტომ გაერთიანების დაფინანსება 7 ათასი ლარით გაიზარდა, რითაც 12 სა-სოფლო ბიბლიოთეკა აღდგა.

2013 წლიდან კი ფუნქციონირებას შეუდგა 20 სასოფლო ბიბლიოთეკა. ნანა ლურმანაშვილის თქმით, საღანძილეში ბიბლიოთეკარად მუშაობის რამდენიმე მსურველია. ამიტომ თებერვალში კო-მისიურად შეარჩევენ ბიბლიოთეკარს. სასოფლო ბიბლიოთეკები კვირაში ერთ დღეს მუშაობენ. სოფლის ბიბლიოთეკარის დარიცხული ხელფასი თვეში 60 ლარია. ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრო-მელთა კი - 280 ლარი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ა(ა)იპ „ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანება” 100 ათასი ლარით დაფინანსდება. აქედან 81 ათასი ლარი ხელფასებში გაიხარჯება. გაერთი-ანებაში სულ 38 თანამშრომელია დასაქმე-ბული. ათასი ლარით გაზრდილია წიგნადი ფონდის გასაახლებელი თანხა. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგება ელექტრონული კატალოგი.

ორი სოფლის ბიბლიოთეკის - საბისა და მარელისის წიგნადი ფონდი ადგილებზე ინახება და მას ყოველგვარი ანაზღაურე-ბის გარეშე უვლიან ყოფილი ბიბლიოთე-კარები. როგორც ნანა ლურსმანაშვილმა გვითხრა, ამჟამად მათ არ აქვთ ამ სოფ-ლებში ბიბლიოთეკის გახსნის შესაძლებ-ლობა, თუმცა ყოფილი ბიბლიოთეკარები სპონსორის მოძიებაზე ზრუნავენ.

წყალაფორეთში ბიბლიოთეკა ავა-რიულ შენობაში იყო განთავსებული. ამჟა-მად ბიბლიოთეკარმა გამოძებნა ფართი და ბიბლიოთეკა შედარებით უკეთესი პირობე-ბით მოემსახურება მკითხველებს.

ცენტრალური ბიბლიოთეკის მთავარი პრობლემა ფართის სიმცირეა. წლის და-

საწყისში იგეგმება ღონისძიებები, მკითხ-ველებთან შეხვედრები, მაგრამ ფართო მასშტაბის - ვერა. თანამედროვე ბიბლი-ოთეკა დგას ასეთი გამოწვევის წინაშე: მკითხველი უშუალოდ უნდა მივიდეს და ხელით შეეხოს წიგნს. ამის შესაძლებლო-ბა კი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წარმო-უდგენელია. ბიბლიოთეკარ მარინე ჩუბი-ნიძის თქმით, შეუძლებლია, მკითხველმა სამი მეტრი სიმაღლის თაროებზე წიგნის ძებნა დაიწყოს. მისივე თქმით, ახალი წიგ-ნების ადგილი თითქმის აღარ მოეძებნებათ. ამიტომ იგი აპირებს, ჩამოწეროს გაზეთები და მათი ადგილი წიგნებს დაუთმოს.

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არ არის სველი წერტილი. გასულ წელს დაწყებუ-ლი რემონტი წელს დასრულდება. დარ-ბაზში არ არის ინტერნეტი. მკითხველები ზამთარში დარბაზში სიცივის გამო ვერ მიდიან. ამიტომ, ბიბლიოთეკარ რუსუდან ფცქიალაძის თქმით, იძულებულნი არიან მკითხველს გაზეთები და დარბაზში გამო-საყენებელი სხვა ლიტერატურა სახლში გაატანონ. რუსუდან ფცქიალაძემ ისაუბრა დაბალ ხელფასებზე და აღნიშნა, რომ წელს მდგომარეობა შედარებით შეიცვალა. მი-სივე თქმით, ადექვატური მათი შრომა და ხელფასები ნამდვილად არ არის. „როცა ჩვენთან დირექტორად ნიკოლოზ მაჭავარი-ანი დაინიშნა, მაშინ შევიტყვეთ, რამდენი ვი-ყავით შტატში. ნანა ლურსმანაშვილის მოს-ვლის შემდეგ კიდევ უფრო წინსვლაა ჩვენს გაერთიანებაში. გაუგებარია, 2-3-ჯერ მეტი რატომ უნდა იყოს დირექტორის ხელფასი რიგით თანამშრომელზე. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ხარისხი-ანი მაშინ იქნება ჩვენი მუშაობა, როცა შე-საბამისი ანაზღაურება გვექნება. სახელფა-სო ანაზღაურების ზედა და ქვედა ზღვარი, ჩვენი აზრით, უნდა იყოს დადგენილი,” - აღ-ნიშნა რუსუდან ფცქიალაძემ. მან ყურადღე-ბა გაამახვილა ცეტრალური ბიბლიოთეკის ფართის სიმცირეზე და გაიხსენა, რომ წლე-ბის წინ, გამგებლად მუშაობისას, რომან შერგელაშვილს ჰქონდა გეგმა არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენების.

სახელფასო სარგოების დადგენის შე-სახებ ისაუბრა ბიბლიოთეკარმა მარინა ჩუბინიძემ.

ბიბლიოთეკარ ლიანა ვეფხვაძის თქმით, სოფლის მაცხოვრებლებს ძალიან სურთ გაზეთების წაკითხვა. სასოფლო ბიბლიოთეკებში კი ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ერთი ეგზემპლარი კვირის პა-ლიტრა რომ გამოიწერონ ერთი წლით ოცი სასოფლო ბიბლიოთეკისთვის 2 ათასი ლა-რია საჭირო.

რაც შეეხება ცენტრალურ ბიბლი-ოთეკასთან არსებულ ერთი მსახიობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს, ნანა ლურსმანაშვილის თქმით, აუცილებელია

თეატრმა გაყიდოს ბილეთები და ამ შემო-სავლით დააფინანსოს სპექტაკლები სხვა-დასხვა ქალაქებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბიბლიოთეკის წინაშე არსებულ პრობლემებზე. ბიბლიოთეკის სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის, შე-საცვლელია იატაკი. ინგრევა ბიბლიოთე-კის ერთი კედელი, შესაცვლელია კარები. ბიბლიოთეკას აუცილებად ესაჭიროება ტელეფონი და ინტერნეტი. საბავშვო ბიბ-ლიოთეკის შენობაში რამდენიმე ფართი კერძო პირების მფლობელობაშია. ბიბლი-ოთეკარები მადლობას უხდიან მაღაზიის მეპატრონე თემურ კურტანიძეს დახმარე-ბისა და გვერდში დგომისათვის. ნანა ლურ-სმანაშვილის თქმით, მისი სურვილია, კი-ნოთეატრის ძველი სახურავი გამოიყენონ საბავშვო ბიბლიოთეკის გადასახურად.

შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ-მა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ ა(ა)იპ-მა თავად უნდა განკარგოს ბიუჯე-ტიდან მიღებული სუბსიდია. ხელმძღვანე-ლის გადასაწყვეტია როგორც სახელფასო სარგოების, ისე ხარჯების დაგეგმვა-განა-წილება. მისივე თქმით, აუცილებელია ბიბ-ლიოთეკამ იზრუნოს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მოპოვებაზე.

ბიბლიოთეკარ ინგა ბერაძის თქმით, ის იმყოფებოდა ტრენინგზე ქუთაისში, სადაც გაიზიარა გამოცდილება, თუ როგორ განვი-თარდა საბავშვო ბიბლიოთეკები პოლონეთში. „იქ არის არაჩვეულებრივი გარემო. ბავშვები თამაშ-თამაშით მიდიან წიგნამდე. ჩვენს მკითხ-ველებს არ სჭირდებათ ძალით ბიბლიოთეკაში მოყვანა, მაგრამ პირობები რომ გასაუმჯობე-სებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. სხვა მუ-ნიციპალიტეტებთან შედარებით ხარაგაულში საბიბლიოთეკო სისტემა გამართულია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი,” - აღნიშნა ინგა ბერაძემ. მისივე თქმით, დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა, კონკურსებში ჩართვა აუცილებელია და კარგი იქნება, თუ ინ-გლისური ლიტერატურის კუთხის მოწყობაზე ამერიკის საელჩოსთან ითანამშრომლებენ.

სამოქალაქო დარბაზი „მოდი, ვიმსჯელოთ!“

„საბიბლიოთეკო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა გახდეს ადგილობრივი

ხელისუფლების პრიორიტეტი“„მე ვიკვებები ბიბლიოთეკიდან, წიგნები ჩემი სულიერი საზრდოა. აქ

მოსულს ნათელი სახეებით მხვდებიან ბიბლიოთეკარები, მაქსიმალურად ცდილობენ მომიძებნონ ის ინფორმაცია, რაც მჭირდება. ეს ჩემთვის ბევრს

ნიშნავს. ბიბლიოთეკა სამი-ოთხი დასახელების გაზეთის თითო ეგზეპ-ლარს იღებს. ამ მხრივ თუ გამოსწორდება მდგომარეობა, კარგი ქნება,”

- აღნიშნა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქციასთან არსებული სამოქა-ლაქო დარბაზის „მოდი, ვიმსჯელოთ” მორიგ შეხვედრაზე ბიბლიოთეკის

აქტიურმა მკითხველმა თემურ დეკანოსიძემ.

14 იანვარს 18 საათზე დასრულდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებ-ლის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველ კონკურსანტთა საბუთების მი-ღება. კონკურსში მონაწილეობის მსურ-ველებს საკონკურსო კომისიისთვის უნდა წარედგინათ:

1. განცხადება კომისიის სახელზე;2. ავტობიოგრაფია ან ცვ; 3. განათლებისა და შესაბამისი კვალი-

ფიკაციის მოწმობა ან სხვა დოკუმენტები;4. პირადობის დამადასტურებელი დო-

კუმენტის ასლი;5. შრომის წიგნაკის ასლი;6. სამუშაო პროგრამა;7. ფოტოსურათი ზომით 3X4.15 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალი-

ტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდე-ბობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას კო-მისიის თერთმეტი წევრიდან რვა მათგანი ესწრებოდა. სხდომაზე კომისიის თავმ-ჯდომარე კობა გოგსაძემ აღნიშნა, რომ მათი შეკრების მიზეზი გამგებლობის კანდიდატების მიერ საკონკურსო კომი-სიისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება გახლდათ. თუ რომელიმე კანდიდატს წარდგენილ დოკუმენტაციაში დაუდგინდებოდა ხარვეზი, მათ ამ ხარვე-ზის გასწორების უფლება 18 ნოემბრის 17 საათამდე ექნებოდათ.

კომისიის წევრებმა კონკურსში მონა-წილეთა დოკუმენტაცია მათ მიერ კომი-სიაში წარდგენის რიგითობის მიხედვით განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით ამავე რიგითობის მიხედვით გაესაუბ-რებიან 25 იანვარს გამგებლობის კან-დიდატებს. აღსანიშნავია, რომ გაზეთის დღევანდელ ნომერში კანდიდატთა ბიოგ-რაფიები და სამუშაო პროგრამები საკონ-კურსო კომისიაში წარდგენის რიგითობის მიხედვით ქვეყნდება. კონკურსში მონაწი-ლეობის მსურველთა რიგითობა კი ასეთია:

1. ზურაბ მაჭავარიანი;2. გიორგი გლუნჩაძე;3. კობა ლურსმანაშვილი;4. პაატა გოგოლაძე;5. ეკა კაპანაძე;6. ალექსანდრე გაბუნია;7. თამაზ წიქარიშვილი;8. გიორგი ლაცაბიძე;9. რამაზ დევდარიანი;10. ლაშა ნიქაცაძე;11. თემურ ჩხეიძე.როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშ-

ნა, გამგებლობის კონკურსში მონაწილე-თაგან საკონკურსო კომისიას ეკა კაპანა-ძემ ელექტრონული სახით მხოლოდ ცვ გამოუგზავნა. კომისიამ მას ტელეფონით აცნობა, რომ დოკუმენტაცია არ ჰქონდა სრულყოფილად წარდგენილი.

კომისიის გადაწყვეტილებით გამ-გებლობის კონკურსში მონაწილე თამაზ წიქარიშვილმა 18 იანვრის 17 საათამდე კომისიას უნდა წარუდგინოს იმ დოკუმენ-ტის დედანი, რომლითაც მისი უმაღლესი განათლება დასტურდება. საქმე იმაშია, რომ თამაზ წიქარიშვილმა კომისიას სა-ბუთების შეტანისას აცნობა, რომ დაკარ-გული აქვს უმაღლესი განათლების დამა-დასტურებელი დოკუმენტი. ამიტომ მან კომისიას წარუდგინა ცნობის ასლი, რომ დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკა-ვებელ კონკურსში მონაწილე სხვა პირებს დოკუმენტაცია კომისიაში სრულყოფი-ლად ჰქონდათ წარდგენილი.

21 იანვარს კომისია ოფიციალურად გამოაქვეყნებს გამგებლობის კანდიდატთა სიას. კანდიდატებთან გასაუბრება კი 25 იანვარს შედგება.

კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ გამგებ-ლობის კონკურსში მონაწილეთა პროგრა-მები და ბიოგრაფიები გამოქვეყნებულიყო გაზეთში `ჩემი ხარაგაული.~ კომისიის თავმჯდომარემ კონკურსში მონაწილე-ობის მსურველ კანდიდატებს ტელეფონით აცნობა ამის შესახებ და მათგან თანხმობა ითხოვა. გაზეთში სამუშაო პროგრამისა და საკუთარი ბიოგრაფიის გამოქვეყნებაზე კომისიის თავმჯდომარეს უარი განუცხა-დეს გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ლაშა ნიქაცაძემ და თემურ ჩხეიძემ. აღსანიშნავია, რომ ლაშა ნიქა-ცაძე ამჟამად ასრულებს გამგებლის მოვა-ლეობას, ხოლო თემურ ჩხეიძე გამგებლის მოადგილეა.

რაც შეეხება გასაუბრების დღეს, კო-მისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრებაზე დასწრების უფლება არავის აქვს. კომისია მუშაობას შეუდგება დილის 10 საათიდან. კონკურსანტებთან გასაუბრების დაწყე-ბამდე ჟურნალისტებს ექნებათ კადრების გადაღების და სასურველი ინფორმაციის მიღების უფლება. ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ გამგებლობის კანდიდატს კომისია დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს.

ნინო კაპანაძეP.S. გაზეთი უკვე დასაბეჭდად მზად

იყო, როცა საკონკურსო კომისიის მდივანი დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ გამგებ-ლობის კანდიდატებს ლაშა ნიქაცაძეს და თემურ ჩხეიძეს სურთ გაზეთში ბიოგრა-ფიებისა და პროგრამების გამოქვეყნება. ამ ინფორმაციებს, კომისიისგან მოწოდების შემთხვევაში, გაზეთის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

საკონკურსო კომისია გამგებლობის კონკურსში მონაწილე

კონკურსატთა სიას 21 იანვარს გამოაქვეყნებს

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარაგა-ულის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში 15 ტონაზე მეტი მაკულატურა გროვდება. ნანა ლურსმანაშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუდიტმა შესაბამისი დასკვნა მოამზადოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლე-ბა ბიბლიოთეკას მაკულატურის ჩაბარება. გასათვალისწინებელია, რომ მაკულატუ-რის ჩამოწერაზე დასახარჯმა თანხამ არ უნდა გადაჭარბოს მაკულატურაში ასა-ღებს. მაკულატურაში აღებული თანხით კი ბიბლიოთეკა ახალ წიგნებს შეიძენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს წევრმა ბაჩუკი გორგაძემ აღნიშნა, რომ 60 ლარად ნამდვილად ცო-დოა სოფლის ბიბლიოთეკარი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და განათლებულია. თუმცა, მისივე თქმით, საბიბლიოთეკო სისტემის მეტი თანხით დაფინანსება მუნი-ციპალიტეტის ბიუჯეტიდან ვერ შეძლეს.

ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი ნინო კასრაძე კმაყოფილია ბიბლიოთე-კარების მომსახურებით. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი, მისთვის საჭირო ინფორმა-

ციის მოძიებას ბიბლიოთეკარები დიდი გულისყურით ეკიდებიან. ბიბლიოთეკარ რუსუდან ფცქიალაძისთვის მადლიერე-ბის გამოხატვა ყველაფერს ნიშნავს. მანვე გაიხსენა მკითხველ თემურ დეკანოსიძის გულისხმიერება ბიბლიოთეკის დარბაზში არსებული პრობლემის მოგვარებისათვის.

„ზოგს ადვილი ჰგონია ბიბლიოთეკაში მუშაობა. ამ დროს ეს ძალიან რთული და სა-პასუხისმგებლო საქმეა. ერთი ინფორმაცია, რომელიც მკითხველს აინტერესებს, სხვა-დასხვა წიგნშია გამოქვეყნებული. ვალდე-ბული ვართ, ყველგან მოვუძებნოთ, მივეხმა-როთ. ამიტომ იმის მოტივი და ხალისი უნდა გვქონდეს, რომ უკმაყოფილო არ დაგვრჩეს მკითხველი,” - აღნიშნა შეხვედრის ბოლოს ბიბლიოთეკარმა გულიკო ჭარბაძემ.

„საბიბლიოთეკო სისტემაში მდგომა-რეობის გაუმჯობესება უნდა გახდეს ადგი-ლობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი,” - დას-ძინა საბიბლიოთეკო სისტემის გაერთიანე-ბის დირექტორმა ნანა ლურსმანაშვილმა.

ნინო კაპანაძე

3xtvb [fhfufekb!( bfydfhb7 @_!# o

ხარაგაულში პირველ ეტაპზე მოხდა კოჰაბიტაცია - ნაციონალურ მოძრაობასა და კოალიცია „ქართულ ოცნებას” შორის. კოჰაბიტაცია - ეს უცხოური სიტყვა ხშირად გვესმის და მინდა ზუსტი განმარტება მოგაწოდოთ. იგი ფრანგული სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით ქალისა და მამაკაცის სექსს ნიშნავს არარეგისტრირებული ქორწინების დროს. ჩვენებურად ამას საყვარლებს ეძახიან. აზრობრივად ეს ნიშნავს შეთანხმებას (სექსი-ურთიერ-თშეთანხმების შედეგია, სხვაგვარად - ძალადობაა).

ხარაგაულის საკრებულო, რომ-ლის უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, წამოვიდნენ თა-ნამშრომლობაზე. რაიონის გამგებლის ასარჩევი საარჩევნო-საატესტაციო კომისია დაკომპლექტდა საკრებულოს, საზოგადოებისა და კოალიცია „ქარ-თულ ოცნებაში” შემავალი პარტიების წარმომადგენლებისაგან. მრავალ სა-პატივცემულო ადამიანს შორის საკ-მარისია დავასახელოთ ქალბატონი იზა ვეფხვაძე, რომლის პატიოსნებაში, პრინციპულობასა და პროფესიონა-ლიზმში, დამერწმუნებით, ხარაგა-ულელებს ეჭვი არ ეპარებათ. ასეთი პი-როვნებების ყოფნა კომისიაში მაძლევს საბაბს, რომ საარჩევნო-საატესტაციო კომისია მიუკერძოებლად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და გამგებლის თანამდებობაზე საკრებუ-ლოს წარუდგენს პიროვნებას, რომლის წარსულის მიმართ მოსახლეობაში არ იქნება პასუხგაუცემელი კითხვე-ბი, გამორჩეული იქნება ინტელექტით,

შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით, პრინციპულობით და მისაღები იქნება ხარაგაულის საზოგადოებისათვის.

ოქტომბრის თვეში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა თავისუფ-ლების, სამართლიანობისა და იმედის გრძნობა გაუჩინა ადამიანებს. ჩვენი ვა-ლია იმედი არ გავუცრუოთ მათ. ხარა-გაულელები ელიან ცვლილებებს.

თქვენს გაზეთში იყო გამო-ქვეყნებული „ქართული ოცნებისა” და თავისუფალი დემოკრატების ერთობ-ლივი განცხადება, რომელშიც დაგმო-ბილი იყო რესპუბლიკური პარტიის აქ-ტივისტების მიერ კომისიაზე ზეწოლის მოხდენა. საარჩევნო-საატესტაციო კომისიის სხდომაზე და საკრებულოს თავმჯომარის, ბატონი აკაკი მაჭავა-რიანის, კაბინეტში შევარდნა მუქარით და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით - ეს ძალადობაა, რასაც ხალხმა ოქტომბ-რის საპარლამენტო არჩევნებზე ღიად უთხრა უარი. მსგავსი მეთოდებით პრო-ცესების მართვა არ შედის კოალიცია „ქართული ოცნების” პოლიტიკურ გეგ-მებში. რესპუბლიკური პარტია დღემდე ამ კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტია და მათაც მოუწევთ აღნიშნული კურსის გაზიარება. რაიონის დეპუტატი ბატონი ნოდარ ებანოიძე გახლავთ რესპუბლი-კური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. ის, როგორც მაჟორიტარი დე-პუტატი, ვალდებულია ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების დემოკრატი-ულად და სამართლებრივად წარმართ-ვას. პროცესები თუ გახდა უმართავი, როგორც ეს, სამწუხაროდ, მოხდა საქართველოს ზოგიერთ რაიონებში, მას მთლიანად დაეკისრება პასუხის-

მგებლობა რაიონის მოსახლეობის წინაშე. დეპუტატობა მარტო მაღალ ხელფასსა და კომფორტულ სავარძელ-ში ჯდომას არ ნიშნავს. დღესაც არის მცდელობა, გავლენიანი მეგობრების, ზემოდან დირექტივების საშუალე-ბით ზეგავლენა მოახდინონ კომისიის მუშაობაზე. ამ ბატონებს შევახსენებ ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის გამოთქმას: „სოკრატე ჩემი მეგობარია, მაგრამ მე ჭეშმარიტებას უფრო ვაფა-სებ!” სახელმწიფოებრივი აზროვნება გულისხმობს ქვეყნის ინტერესების პი-რად და მეგობრულ ინტერესებზე მაღ-ლა დაყენებას. მთავარია, კმაყოფილი იყოს საზოგადოება და არა ცალკეული ინდივიდები. დღეს ცდილობენ ხარაგა-ულის გამგებლად გაიყვანონ ადამიანი, რომელსაც ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტში ღიად არ დაუფიქსირებია თა-ვისი მიდგომა პროცესებისადმი. დღეს კი გააქტიურებულია გამგებლის სავარ-ძლისათვის ბრძოლაში.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში” შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იხილავს გამგებლის თანამ-დებობაზე წარსადგენ კანდიდატებს. მე ვერ შევძელი ამ საბჭოზე ჩემი კანდიდა-ტურის დაყენება. გაურკვეველია შერ-ჩევის კრიტერიუმები. თუმცა მეეჭვება ჩემი წარსული ცხოვრებით, ინტელექ-ტით ასე ძლიერ ჩამოვრჩებოდე ჩემს კონკურენტებს (იმედია, შესახედაობი-თაც არ მიწუნებენ). მაქვს ეჭვი, რომ რაიონში არსებული სიტუაცია არაჯე-როვნად არის მიწოდებული საბჭოსთ-ვის რაც, პირველ რიგში, ადგილობრი-ვი საპარლამენტო დეპუტატის ბატონ ნოდარ ებანოიძის მოვალეობაა.

მე ვარ უპარტიო. ასევე ვიყავი მაში-ნაც, როდესაც გაერთიანებულმა ქარ-თულმა ოპოზიციამ 2008 წლის საპარ-ლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა ხარაგაულში. როგორც გავარკვიე, არც ერთი ჩემი კონკურენტი არ არის „ქართული ოცნე-ბის” პარტიის წევრი. ვარ ბატონ ბიძი-ნა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, რასაც ბატონი ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ღიად ვაფიქსირებდი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობით, აგრეთვე საგაზეთო სტატიებით, რომელიც გამოქვეყნდა როგორც თქვენს გაზეთში, ასევე სხვა პერიოდულ გამოცემებში. მორალუ-რად არ მიმაჩნია არჩევნების წინ გამო-მეთქვა სურვილი შევსულიყავი „ქარ-თული ოცნების” პარტიაში და ამით პოზიციები გამემყარებინა. ჩემი აზრით, აუცილებლობას არ წარმოადგენს, გამგებელი იყოს რომელიმე პარტიის წევრი. იგი პირველ რიგში უნდა იყოს კარგი სამეურნეო მუშაკი, რათა შეძ-ლოს იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ასე მრავლად არის რაიონის მოსახ-ლეობის წინაშე. გლეხის, მშრომელი კაცის ინტერესების დაცვა უნდა იყოს მისი უპირველესი საზრუნავი და არა მუდმივი სამზადისი მომავალი არჩევ-ნებისათვის, რომელიც პარტიული უჯ-რედების გაძლიერებაში გამოიხატება. დღეს საქმეა მთავარი და არა პარტიულ კინკლაობაში მოპოვებული წარმატება.

მაპატიეთ შედარებისათვის, მაგრამ თვით ბატონი ბიძინაც კი დღემდე თავს არ თვლის პოლიტიკოსად, მაგრამ მისი სიყვარული ქვეყნისადმი, რაც დღევან-დელ და წარსულ საქმიანობაში გამო-

იხატება, ჩემი აზრით, ბევრად წონადს ხდის მის პიროვნებას ერთად აღებულ სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. რომ არა ბატონი ბიძინას ჩართვა პო-ლიტიკაში, დღეს ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებული რეალობა იქნებოდა.

ხარაგაულში უნდა მოხდეს დიდი შერიგება. გახლეჩილი საზოგადოება უნდა გამთლიანდეს. აუცილებელია გამგეობისა და სხვა საჯარო სამსახუ-რების დეპოლიტიზაცია, რითაც თა-ვიდან ავიცილებთ იმ შეცდომებს, რაც პატარა რაიონისათვის პარტიულ მმარ-თველობას მოაქვს. თანამდებობებზე დანიშვნისას გადამწყვეტი უნდა იყოს არა პარტიული კუთვნილება, არამედ პროფესიონალიზმი.

საპარლამენტო არჩევნების წინ თქვენი გაზეთის საშუალებით მივმარ-თე ხარაგაულელებს წერილით, რომ-ლის სათაური იყო „ეი, ბიჭო, სამშობ-ლოსთან არაფერი შეგეშალოს!” მაშინ დადებითი შედეგი მივიღეთ. მათ საყუ-რადღებოდ, რომლებიც ხარაგაულის ინტერესებს ვიწრო პარტიულ ინტერე-სებს ამჯობინებს, იმავე წერილის სა-თაურის პერიფრაზირებით მივმართავ - „ეი, ბიჭო, ხარაგაულთან არაფერი შეგეშალოს!”

P.S. ქრისტეს შობისა და ახალი წლის დადგომას ვულოცავ მთელს საქართველოს და თითოეულ ხარაგა-ულელს - ბეღელში ხვავი, მკლავში ჯანი, ჯიბეში ფული და გულში იმედი ნუ მოგეშალოთ. ქვეყნის გამთლიანე-ბის, ოცნებების ახდენის და მიზნების მიღწევის წელი ყოფილიყოს ყოველი ჩვენგანისათვის 2013 წელი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატ

ზურაბ მაჭავარიანის განცხადება

დაფინანსებული ფართი

ზურაბ მაჭავარიანი დაიბადა 1965 წლის 12 აპრილს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 1983-1988 წლებში სწავლობდა თბილისის სახელწიფო სამედიცინო ინს-ტიტუტში ფარცევტულ ფაკულტეტზე, 1985-1988 წლებში თბილისის სახელმწი-ფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნე-ობის ფაკულტეტზე.

ზურაბ მაჭავარიანი სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას, ინგლისურს - საშუ-ალოდ.

კარგად ფლობს კომპიუტერის საოფისე პროგრამებს. 1981-83 წლებში მუშაობდა ხარაგაულის ქართული ფუტკრის მოშე-ნების სახ. საჯიშე მეურნეობაში მეფუტ-კრედ, 1988-1990 წლებში ხარაგაულის ცენტრალურ აფთიაქში პროვიზორ-ტექ-ნოლოგად, 1990-1993 წლებში ხარაგა-ულის რაისავაადმყოფოს აფთიაქის მმართ-ველად, 1994-2003 წლებში შპს „MM”-ის დირექტორად, 2003-2008 წლებში ი/მ „ზურაბ მაჭავარიანის” დირექტორად, 2008 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საქართ-ველოს გაერთიანებული ოპოზიციიდან, 2011 წლიდან დღემდე არის კოალიცია „ქართული ოცნების” კოორდინატორი ჩუ-ღურეთის საარჩევნო ოლქში.

არსებული მდგომარეობახარაგაულის რაიონი საქართველოს

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაიონია. რაიონის ტერიტორიაზე გადის ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო არტერიები. გარდა ამისა, რაიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.

მიუხედავად ამისა, ხარაგაულის რაი-ონი ერთერთი უღარიბესია. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს სოციალური დახმარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან აღებული მონაცემები შედეგები.

როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ხა-რაგაულის რაიონის მოსახლეობის 63 პროცენტი თავს იმდენად ღარიბად მიიჩ-ნევს, რომ შეიტანა განაცხადი საარსებო შემწეობის მიღებაზე. საარსებო შემწეობა თავისი შინაარსით უღარიბესი ადამიანე-ბისათვის შიმშილისაგან თავის დაღწევის საშუალებაა. საარსებო შემწეობა ნამდ-ვილად არ არის იმ მოცულობის რესურსი, რომელიც ღირსეული ცხოვრების შესაძ-ლებლობას გააჩენს. აი, ასეთი დახმარების მიღებაზე შეიტანა განაცხადი ხარაგა-ულის რაიონის მოსახლეობის 63 პროცენ-ტმა. იგივე მაჩვენებელი საქართველოსათ-ვის 31 პროცენტია. ამ პროპორციებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხა-რაგაულის რაიონი, მისი მოსახლეობის თვითშეფასებით, ორჯერ უფრო ღარიბია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით.

როგორც იმავე სააგენტოს მონაცემები-დან ირკვევა, ხარაგაულის მოსახლეობის

ასეთი დაბალი თვითშეფასება სულაც არაა საფუძველს მოკლებული და გამოთქმა ,,ხალხი ბრძენია” ზუსტად ესადაგება ამ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ხარაგა-ულის მოსახლეობის 38 პროცენტი იღებს საარსებო შემწეობას, ხოლო იგივე მაჩვენე-ბელი მთლიანად საქართველოში მხოლოდ 11 პროცენტია.

ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ: საშუალო ეროვნულთან შედარებით ხარაგაულის მო-სახლეობა თავს ორჯერ უფრო ღარიბად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ის საშუალოდ

საქართველოზე 3.5-ჯერ უფრო ღარიბია.1990 წელთან შედარებით ხარაგაულში

დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა. მოსახლეობის დასაქმების ძირითადი სფე-რო სასოფლო თვითდასაქმებაა, რომელიც უკიდურესად დაბალრენტაბელურია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამო-მდინარე, ხარაგაული დოტაციური რაი-ონია და ადგილობრივი ბიუჯეტის ძირი-თადი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერების ხარჯზე მოდის.

როგორც არსებული სტატისტიკა გვიჩვენებს, 2012 წელს - 2011 წელთან შედარებით, ადგილობრივი ბიუჯეტი რამ-დენადმე გაიზარდა, თუმცა მასში ადგი-ლობრივი წარმომავლობის რესურსების წილი შემცირდა. დიდი საიდუმლოს გამ-ხელა არ იქნება თუ ვიტყვით - 2012 წლის ბიუჯეტის ზრდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა.

ანალოგიურად გაიზარდა ადგილობ-რივი ბიუჯეტის ხარჯებიც, თუმცა ეს ზრდაც, დიდი ალბათობით, წინასაარჩევნო პერიოდით არის განპირობებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა ინფ-რასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საინვესტიციო პროექტების ასიგნებების ზრდა. თუმცა აუცილებლად აღსანიშნა-ვია, რომ საკმაოდ დიდია ამ ეგრეთ წოდე-ბული ინვესტიციების მიმართ არსებული ეჭვები. მაგალითისათვის განვიხილოთ ხარაგაულში აშენებული სპორტული კომ-პლექსის ისტორია. აღნიშნული სპორტუ-ლი კომპლექსის მშენებლობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 677 309 ლარია. ბუნებრივია ისმის კითხვა: რამდენად გამართლებული იყო ასეთი მასშტაბის სპორტული დარბაზის მშენებლობა ხა-რაგაულის რაიონში? განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ზესტაფონში ანალოგიურ ღონისძიებაზე დაახლოებთ 800 000 ლარი დაიხარჯა. ბუნებრივია ისმის კითხვა: ხარაგაულ-ზე მოსახლეობის რაოდენობით 2.7-ჯერ მრავალრიცხოვან (დაახლოებით 75.7 ათასი მცხოვრები) ზესტაფონის რაიონს თუ 800 000 ლარი ეყო, ასეთი რა სპორტუ-ლი აღტკინება შეინიშნებოდა 28 ათასიან ხარაგაულის რაიონში, რომ 1.7 მილიონი ღირებულების სპორტული კომპლექსი აშენებულიყო? ძალზედ არასერიოზული იქნება საუბარი იმაზე, რომ ეს კომპლექ-სი სხვადასხვა რაიონებიდან სპორტული შეკრებებისათვის გამოდგება, ვინაიდან

ასეთი შეკრებებისათვის მხოლოდ სპორ-ტული კომპლექსი საკმარისი არ არის და ამას გარდა მთელი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რაც რამდენიმე მილიონი დაჯ-დება. ამას გარდა, საქართველოში არ არსებობს სპორტული შეკრებებისათვის ხარაგაულის გამოყენების ტრადიცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხარაგაულის სპორტულმა კომპლექსმა კონკურენცია გაუწიოს ისეთ ტრადიციულ ცენტრებს, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური, დუშე-თი და ა. შ. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტული კომ-პლექსი მხოლოდ ხარაგაულის რაიონის მცხოვრებლებისთვის აშენდა.

ახლა ეს საკითხი წმინდა ეკონომიკური კუთხით განვიხილოთ. ინვესტიციის მთა-ვარი შინაარსის ამ კაპიტალდაბანდები-დან მიღებული შემოსავლები და მოგებაა. რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ეს ინვესტიცია? როგორც აღვნიშნეთ, სპორ-ტული კომპლექსის მშენებლობა სამი წელი გრძელდებოდა და 1.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. სპორტული კომპლექ-სის პერსონალის ხელფასები წელიწადში დაახლოებით 75 ათასი ლარია, კომუნა-ლური ხარჯები 20 ათას ლარზე მეტი, ხოლო დარბაზის ექსპლოატაცია - 12 ათასი ლარი. ამ მონაცემების გათვალის-წინებით და უკიდურესად კონსერვატიული გათვლებით აღმოჩნდა, რომ ხარაგაულის რაიონის მთელმა მოსახლეობამ დაახლო-ებით 28000 ადამიანმა (თავი დავანებოთ იმას, თუ რამდენად რეალურია ეს მონაცე-მი. დავუშვათ რეალურია) პენსიონერების,

ინვალიდების, მოშორებული სოფლების, რაიონული ცენტრის და საერთოდ მთე-ლი რაიონის უკლებლივ ყველა მოსახ-ლემ წელიწადში სპორტული დარბაზით სარგებლობისათვის უნდა დახარჯოს 20 ლარი, რომ სპორტული დარბაზი 2016 წლისათვის გახდეს მომგებიანი. 10 ლარი დანახარჯის შემთხვევაში ფონდუკუგების პერიოდი 2022 წლამდე გადაიწევს.

ხარაგაულის რაიონის განვითარების პერსპექტივებიზურაბ მაჭავარიანის ძირითადი კონცეფცია

მე-4 გვ.

4 xtvb [fhfufekb !( bfydfhb7 @_!# o

ახლა ისიც ვთქვათ, რას ნიშნავს ერთ სულზე 10 და 20 ლარის დანახარჯი წელიწადში. ეს ნიშნავს დაახლოებით 3.7X10=37 ლარი წელიწადში საშუალოდ ერთ ოჯახზე ანუ თვეში დაახლოებით 3 ლარი. და ანალოგიურად საშუალოდ 70 ლარი წელიწადში ერთ ოჯახზე ანუ თვეში საშუალოდ 6 ლარი.

და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ხარაგა-ულის რაიონის მთელი მოსახლეობა გადა-წყვეტს, რომ ივარჯიშოს (ტრანსპორტი, კვება და ა. შ, ცალკე საუბრის თემაა). ეს კი ისეთი უტოპიაა, რომ ამაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია. და არ დაგვავიწ-ყდეს, რომ ხარჯების ეს დონე უნდა იყოს ყველა ოჯახზე გადაანგარიშებით. ანუ თუ დარბაზის მომხმარებელი იქნება ოჯახე-ბის 5 პროცენტი (რაც რეალურია), მაშინ ერთ მომხმარებელ ოჯახს წელიწადში 70X20=1400 ლარის გადახდა მოუწევს, რაც წარმოუდგენელია.

ამ დაშვებებით გაანგარიშებული ეკო-ნომიკური უკუგების კოეფიციენტები (IRR) ასეთი იქნება:

ზემოთ განხილული ნიმუში შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც თანხების არა-

ეფექტური ხარჯვის ქრესტომათიული მა-გალითი. რასაკვირველია, არავინ არ არის და არც შეიძლება იყოს სპორტული დარბა-ზის მშენებლობის წინააღმდეგი. სპორტუ-ლი დარბაზები და ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდა იქნება ერთ-ერთი ძირი-თადი პრიორიტეტი, მაგრამ მსგავსი სო-ციალური და ეკონომიკური პრობლემებით დახუნძლულ რაიონში ასეთი ,,პოტიომკი-ნის” ძალიან ძვირად ღირებული სოფლის აშენებას ნამდვილად ვერ გავამართლებთ.

დავუშვათ - რომ აშენებულიყო 4-ჯერ პატარა ზომის დარბაზი, ანუ რბილად რომ ვთქვათ, ამ საქმეზე 4-ჯერ ნაკლები თანხა დახარჯულიყო და დარჩენილი თანხით, ანუ დაახლოებით 1250 ათასი ლარით შე-საძლებელი იქნებოდა:25 ფერმერული მეურნეობის შეღა-

ვათიანი დაკრედიტება 50 000 ლარით, რაც სრულიად საკმარისია საოჯახო მეურნე-ობის ნატურალურიდან სასაქონლო წარმო-ებად ტრანსფორმაციისათვის; ან (თუ რაი-ონის გამგეობას ამის უფლება არ აქვს)შესაძლებელი იქნებოდა 1000-მდე

სოციალურად დაუცველი ოჯახის სტუ-დენტი წევრებისათვის სწავლის საფასუ-რის სრულად დაფარვა ან კიდევ უფრო მეტისათვის არსებითი დახმარების გაწევა სწავლის საფასურის გადახდაში. ეს რა-ოდენობა ალბათ მთელი ხარაგაულის რა-იონში მცხოვრებ სტუდენტობას ეყოფოდა. ამავე დროს: თავისი შინაარსით განათლე-ბაში დაბანდებული ფული ყველაზე უფრო ეფექტური გრძელვადიანი ინვესტიციაა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ გავ-ლილი გზა ამის კლასიკური მაგალიათია.გამოთავისუფლებული თანხით

შეიძლებოდა დაფინანსებულიყო მთე-ლი რიგი სოციალური პროგრამები, რაც ძალიან აქტუალურია ხარაგაულის რა-იონის მოსახლეობისათვის, ხოლო გამო-თავისუფლებული თანხა ხარაგაულის პი-რობაზე ძალიან დიდია;

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის ხარჯების ზრდაც და რა-იონის კეთილდღეობაც ნაკლებად არის და-მოკიდებული ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე.

უმძიმეს დღეშია რაიონის შიდა ინფ-რასტრუქტურა. რაიონის პრობლემების უფრო ახლოს შესწავლის მიზნით ჩავატა-რე შეხვედრები ცალკეულ ექსპერტებთან და რაიონის მცხოვრებლებთან. განსაკუთ-რებით ყურადღება გავამახვილეთ სოფლე-ბის პრობლემებზე და თითოეული სოფლის შესახებ გამოვიკითხე სოფლების წინაშე მდგარი პრობლემები. სოფლების საჭირო-ებების კომპილაციის შემდეგ ასეთი სურა-თი გამოიკვეთა:

რასაკვირველია მუშაობის დაწყებისთა-ნავე პირველი რიგის ამოცანა ამ პრიორიტე-ტების დაზუსტება იქნება, მაგრამ პირველი რიგის აუცილებლობების შესახებ წარმო-

დგენას ზემომდებარე ცხრილი იძლევა. რო-გორც მოტანილი მონაცემები აჩვენებს:რაიონის სოფლების უმთავრესი

პრიორიტეტი რაიონის შიდა გზების ხა-რისხია. საყურადღებოა ის, რომ ეს პრობ-ლემა სოფლების 80 პროცენტს აწუხებს და ამ სოფლებში მოსახლეობის 70 პრო-ცენტი ცხოვრობს. ეს ცალსახად მიუთი-თებს მოშორებული სოფლების დეპოპუ-ლაციის მაღალ ხარისხზე.ასეთივე თანრიგის მნიშვნელობისაა

დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ასევე სოფლების 70 პროცენტს აწუხებს;ასევე მნიშვნელოვანი პრიორიოტეტია

სოფლების გაზიფიკაცია, რაც სოფლების მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს. გაზიფიკაციის პრობლემა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც;ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი პრი-

ორიტეტია ჯანმრთელობის დაცვის მი-საწვდომობის ზრდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემა მოშორებული სოფლებისთვისაა;ასევე საყურადღებო პრობლემაა

სასუქების, შხამქიმიკატებისა და სხვა აგრარული საშუალებებზე და ტექნიკაზე მისაწვდომობაც.

ძირითადი მიზნებიჩემი ძირითადი მიზანია მოსახლეობის

კეთილდღეობის ზრდა ხარაგაულის რა-იონში. კეთილდღეობის ზრდა ძალიან ფართო ცნებაა და ხარაგაულის რაიონის შემთხვევაში კეთილდღეობის ზრდის შე-მადგენელი ნაწილები ასეთი სახის იქნება:ადგილობრივი გზების შეკეთება და

სოფლებსა და რაიონულ ცენტრთან და მაგისტრალურ გზებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება;სამედიცინო მომსახურებაზე მოსახ-

ლეობის მისაწვდომობის გაუმჯობესება.განათლებაზე მოსახლეობის მისაწ-

ვდომობის გაუმჯობესება და განათლების ხარისხის ზრდა;დამატებით სამუშაო ადგილების

შექმნა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, რაც გამოიხატება:ადგილობრივ რესურსებზე ორიენ-

ტირებული სამეწარმეო საქმიანობის წა-ხალისებასა; დაადგილობრივი მოსახლეობის დასაქ-

მების რენტაბელურობის და აქედან მიღე-ბული შემოსავლების ზრდაში;ადგილობრივ ბიუჯეტში ადგილობ-

რივი წარმომავლობის რესურსების მოცუ-ლობის ზრდა;

ძირითადი რესურსებიწიაღისეული რესურსები - ხარაგა-

ულის რაიონი წიაღისეული რესურსებით მდიდარი არაა. არის მოლითის, საქასრიას, მარელისისა და ხორითის მარმარილოს

საბადოები, მაგრამ 2001 წლის მდგომა-რეობით ამ საბადოების პროგნოზული რესურსები 4000 ათას კუბურ მეტრზე ოდნავ მეტია. ეს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ სრულიად არაა საკმარისი იმისათ-ვის, რომ მთელი რაიონის კეთილდღეობის ზრდისათვის საკმარისი იყოს. იგივე შეიძ-ლება ითქვა ამაშუკეთის და ხანდების კირ-ქვის საბადოებზეც.

წყლის რესურსები - ხარაგაულის რა-იონში არის ცნობილი მინერალური წყალი ზვარე, რომლის ჩამოსხმაც ხდებოდა წარ-სულში, მაგრამ არსებული მდგომარეობით ზვარეს მინერალური წყლის საბადო ნაწი-ლობრივ დაზიანებული ხოლო ნაწილობ-რივ საფრთხის ქვეშ იმყოფება, ქვიშხეთი-მოლითის რკინიგზის ხაზის მშენებლობის გამო, რაზეც არსებობს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების შესაბამისი დასკვნა.

კლიმატური რესურსები - ამ მხრივ ხა-რაგაულის რაიონი მართლაც მდიდარია და განსაკუთრებული ბიოლოგიური მრავალ-ფეროვნებით გამოირჩევა. მსოფლიო მცე-ნარეულობის ფიზიონომიურ-ეკოლოგიურ კლასიფიკაციაში შეტანილი ერთეულების 25 პროცენტია დაფიქსირებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზეა. მცენარეული საფარის ასეთმა მრავალფეროვნებამ განაპირობა ამ ტერიტორიების ტყეპარკად გამოცხადება. გარდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი-სა, აღსანიშნავია ნუნისის რეკრეაციული კურორტიც, რომელიც ასევე უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამდენად კლიმა-ტური რესურსები არის ერთ-ერთი ძირითა-დი რესურსები, რასაც ხარაგაულის რაი-ონის განვითარება უნდა დაეფუძნოს;

სოფლის მეურნეობა - ხარაგაული მთა-გორიანი რაიონია, რომელიც არც ისე მდი-დარია სავარგული მიწით. სახნავ-სათესი ფართობის სულ 7000 ჰექტარზე ნაკლებია. ხარაგაულის რაიონი უფრო პერსპექტი-ულია მეცხოველეობის თვალსაზრისით, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რაიონი

არაა საძოვრებით და სათიბებით იმდენად მდიდარი, რომ შესაძლებელი იყოს მეც-ხოველეობის ისეთი განვითარება, რომ მან სასაქონლო წარმოების სახე მიიღოს და რაიონის სტრატეგიულ რესურსად იქნას წარმოჩენილი. რაც შეეხება მეფუტკრე-ობას, ეს შესაძლოა გახდეს ხარაგაულის რაიონისათვის ერთ-ერთი ძირითადი რე-სურსი, რომელსაც გააჩნია საექსპორტო პოტენციალი და გარდა ამისა ხარაგაულის თაფლი გამოირჩევა განსაკუთრებული თვი-სებებით, რომელიც ამ პროდუქციაზე უწყ-ვეტ მოთხოვნას უზრუნველყოფს.

მდებარეობა - ეს ერთ-ერთი მნიშვ-ნელოვანი რესურსია ხარაგაულის რაი-ონისათვის, რომელზეც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის უმთავრესი სატრან-სპორტო არტერია გადის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ხა-რაგაულის რაიონის ლოგისტიკურ შესაძ-ლებლობებს არსებითად აძლიერებს.

ამ მოკლე მიმოხილვიდან გამო-მდინარე, ხარაგაულის რაიონში არსებუ-ლი რესურსების შემდეგ პრიორიტეტულ ჯგუფებად შეიძლება დაჯგუფდეს: ძირითადი რესურსები: კლიმატური რესურსები, რაც რაი-

ონის ბიოლოგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია; სასოფლო სამეურნეო რესურსები,

რომელთაგან გამოვყოფდი ორ ქვეჯგუფს:მეცხოველეობა და მიწის რესურ-

სები, რომელიც მნიშვნელოვანია არა იმ-დენად მათი სამეწარმეო პერსპექტივიდან

გამომდინარე, არამედ მათი მასობრიობი-დან გამომდინარე. ამდენად ამ რესურსის განვითარებას უფრო სოციალური დანიშ-ნულება აქვს, ვიდრე ეკონომიკური;მეფუტკრეობა, რომელიც ძალიან მნიშ-

ვნელოვანია მისი ფართო შესაძლებლობიდან, პროდუქციის უნიკალურობიდან და საექს-პორტო პოტენციალიდან გამომდინარე. მდებარეობა, რაც მნიშვნელოვანი

დამხმარე გარემოებაა რაიონის სოციალუ-რი და ეკონომიკური განვითარებისათვის. მეორადი რესურსები წიაღისეული რესურსები, რომელ-

თა მარაგი არაა ძალიან დიდი, თუმცა მათი ოპტიმალური გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მათ რაიონისათვის გარკვეული სარგებელი მოიტანონ; წყლის რესურსები, რომელიც არაა

ისეთი მასშტაბური, როგორც საქართ-ველოში არსებული სხვა მინერალური წყლები, მაგრამ ოპტიმალური გამო-ყენების შემთხვევაში ესეც შეიძლება გახ-დეს რაიონის სავიზიტო ბარათი.

ძირითადი ღონისძიებებიარსებული რესურსების ოპტიმალური

გამოყენებისა და მოსახლეობის კეთილდ-ღეობის ზრდისათვის საჭიროდ მიმაჩნია შემდგი ღონისძიებების გატარება, რომ-ლებსაც შემდეგი სახით დავაჯგუფებდი: პირველი რიგის ღონისძიებები, რო-

მელთა შედეგებიც 1-3 წლის პერსპექტივა-ში უკვე საგრძნობი იქნება: არსებული მდგომარეობის შესწავ-

ლა და რაიონის საერთო სოციალურ-ეკო-ნომიკური განვითარების პროგრამის შე-მუშავება, რომელზე მუშაობაც დაიწყება დაუყოვნებლივ და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები იქნება: ხარაგაულის რაიონისათვის საინ-

ვესტიციო პაკეტების მომზადება, სადაც შევა რაიონში არსებული რესურსების ასათვისებელი პოტენცური საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი და პოტენცი-ური ინვესტორებისათვის შეთავაზება;

მეფუტკრეობის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება; დამუშავდება თაფლის წარმოების

შესაძლებლობების მიხედვით რაიონის ტე-რიტორიის დარაიონება; განისაზღვრება თაფლის წარმო-

ების მასშტაბები და პროდუქციის მოსა-ლოდნელი მოცულობა; განისაზღვრება პროდუქციის რე-

ალიზაციის სქემა და მიწოდების ლოგის-ტიკის გეგმა; განისაზღვრება მოსალოდნელი და-

მატებითი დასაქმების მასშტაბები. ეკოტურიზმის განვითარების

გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება; განისაზღვრება ეკოლოგიური და

რეკრეაციული ტურიზმის ზონები; მომზადდება ეკოლოგიური უსაფრ-

თხოების დაცვის წესების ჩარჩო; მომზადდება საოჯახო სასტუმრო-

ების ქსელის განვითარების გეგმა; მოხდება ტურისტების მოსალოდნე-

ლი ნაკადების გაანალიზება და დამუშავ-დება ტურისტული ნაკადების მიღებისა და მომსახურების ლოგისტიკის საკითხები; რაიონში არსებული წიაღისეული

რესურსების საბადოების ინვენტარიზაცია და მათი შემდგომი განვითარების გეგმების შემუშავება. თავდაპირველად მოხდება საბადო-

ების ინვენტარიზაცია და მომზადდება გე-ოლოგიური დასკვნა; გაანალიზებული იქნება საბადოების

დამუშავების ეკოლოგიური ასპექტები; გაანალიზებული იქნება პროდუქ-

ციის სავარაუდო გასაღების ბაზრები. შემუშავებული იქნება მცირე და

საშუალო მეწარმეობის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა; შემუშავებული იქნება სოფლის

მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა; სოციალური ინფრასტრუქ-

ტურის გაუმჯობესება: ჯანმრთელობის დაცვის და-

წესებულებებზე მისაწვდომობის ზრდა; განათლების დაწესებულე-

ბების რეაბილიტაცია და მისაწვ-დომობის გაუმჯობესება; რაიონის გაზიფიკაციის გეგ-

მის შემუშავება და განხორციელება მოსახლეობის მძიმე სოციალურ

ეკონომიკური მდგომარეობის მაქსიმალური გათვალისწინებით. პარალელურად გაგრძელდება რაი-

ონის შიდა გზების შეკეთება და სოფლებსა და რაიონულ ცენტრებს შორის კომუნიკა-ციის გაუმჯობესება;

ეკონომიკური ღონისძიებები: სოფლის მეურნეობისათვის მიზ-

ნობრივი შეღავათიანი კრედიტების მობი-ლიზება - რაც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც არსებული მდგომარეობით სოფლების მოსახლეობის შემოსავლის ძი-რითად წყაროს წარმოადგენს; სოფლის მეურნეობის პროდუქციის

გადამამუშავებელის საწარმოების გახსნი-სათვის ხელშეწყობა, რომელიც ორიენტი-რებული იქნება ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურ-ნეო პროდუქციის გადამუშავებაზე; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის

ცენტრების შექმნის ხელშეწყობა, სადაც მოსახლეობას შეეძლება სასოფლო-სა-მეურნეო ტექნიკის დაქირავება და გამო-ყენება; ლოგისტიკური ჯგუფის შექმნის

ინიცირება, რომელიც იმუშავებს რაიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციის გასაღების ხელშეწყო-ბაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემა პროდუქციის გასაღების ბაზრის მოძიებაა, რის შესაძლებლობასაც სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლებულია; გრძელვადიან შედეგებზე ორიენტი-

რებული ღონისძიებები: შემუშავებული საინვესტიციო პა-

კეტების საფუძველზე ინვესტიციების მო-ზიდვა და მისი განხორციელება რაიონის მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ამავე პროგრამის ფარ-გლებში მოხდება რაიონის მოსახლეობაში არსებული სამეწარმეო ინიციატივების წახალისება, მათთვის საკონსულტაციო დახმარების გაწევა და ინიციატივების რე-ალიზაციაში დახმარება;მეფუტკრეობის განვითარების

გრძელვადიანი პროგრამის რეალიზაცია და ხარაგაულის რაიონის თაფლის წარმო-ების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბება - მით უმეტეს, რომ რაიონში ამის საკმაოდ მდიდარი გამოცდილებაა; ეკოლოგიური და რეკრეაციული

ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის რეალიზაცია, რაც გულისხმობს რაიონში საოჯახო სასტუმროების ქსელის ჩამოყალიბებას და ამ საქმიანობაში ადგი-ლობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართვას, რაც უზრუნველყოფს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილზევე უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის გაზ-რდილი პროდუქციის რეალიზაციას.

მოსალოდნელი შედეგები პროგრამის განხორციელების პირ-

ველ შედეგებს მოსახლეობა გაზაფხული-დანვე იგრძნობს, როდესაც არსებითად გაუმჯობესდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მისაწვდომობა და დაიწყება რა-იონის შიდა გზების რეაბილიტაცია.უახლოეს პერიოდში მოსახლეობის-

თვის უკვე საგრძნობი იქნება, უფრო მი-საწვდომი განათლება და უფრო მაღალი ხარისხის და უფრო იოლად მისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. უკვე წლის ბოლოსთვის მოსახლე-

ობა უკვე იგრძნობს შემოსავლების არსე-ბით ზრდას. რაიონის მოსახლეობისთვის უახ-

ლოეს მომავალში ცნობილი იქნება რაი-ონის სოციალურ-ეკონომიკური განვითა-რების გრძელვადიანი ორიენტირები და უფრო მეტიც - ისინი ამ ორიენტირების განსაზღვრისა და მიღწევის ძირითადი მო-ნაწილე და შემოქმედი იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში შე-

ჩერებული იქნება რაიონის დეპოპულაცია და თვითმმართველობის ბიუჯეტის მნიშვ-ნელოვანი წყარო ადგილობრივი შემოსავ-ლები იქნება.

ჩემი პროგრამის სრულად რეალიზა-ციის შემთხვევაში მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოსახლეობის მთლიანი შემო-სავლების მოსალოდნელი ცვლილება ასე-თი იქნება:

ხარაგაულის რაიონის განვითარების

პერსპექტივებიზურაბ მაჭავარიანის ძირითადი კონცეფცია

მესამე გვერდიდან

5xtvb [fhfufekb!( bfydfhb7 @_!# o

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად საჯარო დაწე-სებულება (საკრებულო, გამგეობა) ვალ-დებულია, ყოველი წლის 10 დეკემბერს წარუდგინოს ანგარიში პარლამენტსა და პრეზიდენტს საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემის რაოდენობის შესახებ. გასულ წელს ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულომ 5 დეკემბერს, ხოლო გამგეობამ 6 დეკემბერს გაგზავნა შესაბა-მის უწყებებში.

საკრებულოს მიერ პარლამენტისა და პრეზიდენტის კანცელარიებში გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საანგარიშო პერიოდში საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოსათხოვად 32 მოთხოვნა შევიდა, 12-ით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. როგორც წერილებშია აღნიშნული, „საჯა-რო ინფორმაციის მოთხოვნის შემცირება ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გაიზარდა საკრებულოს კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე საზოგადოების წარმომადგენელთა დასწ-რების შემთხვევები, სადაც მოქალაქეები უშუალოდ იღებენ მონაწილეობას მათთ-ვის საინტერესო საკითხების განხილვაში, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული საინ-ფორმაციო საშუალებების მიერ მოსახ-ლეობას ინტენსიურად ეწოდებათ ინფორ-მაცია საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტებისა და საკრებუ-ლოს საქმიანობის შესახებ.”

წერილებიდან ირკვევა, რომ „საკრე-ბულოში შემოსული განცხადებებიდან დადებითად გადაწყვეტილია 26 თხოვნა საჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან და-კავშირებით, ხოლო 6 მთხოვნელს მიეცა განმარტება. ძირითადად ეს ეხებოდა ისე-თი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას, რომელიც არ ინახებოდა მუნიციპალიტე-ტის საკრებულოში. საჯარო ინფორმა-ციის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევა აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებუ-ლა,” - ვკითხულობთ ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარლა-მენტისა და პრეზიდენტის კანცელარიებში გაგზავნილ წერილებში.

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგეობას, გამგებ-

ლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ნიქაცაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სა-აკაშვილს აცნობა, რომ 2012 წელს გამ-გეობაში შევიდა 58 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. აქედან ინფორ-მაცია გაიცა 50-ზე. „საჯარო ინფორმა-ციის გაცემის დროს, როდესაც მოთხოვ-ნილი ინფორმაცია მოითხოვდა ცალკეული დოკუმენტების მოძიებას და დამუშავებას, ხშირად ვიყენებდით შუალედურ პასუხებს, საჯარო ინფორმაციებს ვცემდით როგორც წერილობით, ასევე ზეპირად და ხშირად ელექტრონული სახით,” - აღნიშნულია გამგეობიდან გაგზავნილ წერილებში.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამგე-

ობიდან ძალიან ძნელია საჯარო ინფორ-მაციის მოპოვება. ამ მხრივ 2012 წელი განსაკუთრებული იყო. მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა თორნიკე ავალიშ-ვილმა დამოუკიდებელ გაზეთთან სათა-ნამშრომლოდ ასეთი გზა აირჩია: საჯა-რო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხებს ფოსტის საშუალებით გვიგზავნიდა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ინფორმა-ციებში აღნიშნულ ფაქტს, რომ „იცემოდა შუალედური პასუხები, საჯარო ინფორმა-ციები იცემოდა წერილობით, ზეპირად და ხშირად ელექტრონული სახით,” სიმართ-ლეს არ შეესაბამება. მაგალითად, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” მიერ მაისში გამგე-ობისთვის გაგზავნილ წერილზე, რომ-ლითაც გვაინტერსებდა დაგვედგინა შპს „ხარაგაულწყალი” რომელ წლებში ირიც-ხებოდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე, პასუხი ერთი თვის შემდეგ მივიღეთ. დაგ-ვიანებით ანუ ათი დღის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ არც ერთ შემთხვევაში რედაქციისთვის შუალედური პასუხები არ მოუწოდებიათ.

რაც შეეხება ზეპირ პასუხებს, მას შემ-დეგ, რაც მუნიციპალიტეტის ყოფილი გამ-გებელი ჩვენგან

რამდენად ხელმისაწვდომი

იყო 2012 წელს საჯარო ინფორმაცია

მე-11 გვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის

ვაკანტურ თანამდებობაზე

კანდიდატ გიორგი გლუნჩაძის

სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები

გიორგი გლუნჩაძე დაიბადა 1984 წლის 2 მარტს ხარაგაულში. 2001 წელს დაამთავრა ხარაგაულის №2 საშუალო სკოლა, 2001-2004 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავა-ხიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომერციისა და მარ-კეტინგის ფაკულტეტზე სამრეწველო საქონლის ექსპერტიზა და სერტიფი-კაცია საერთაშორისო ვაჭრობაში. ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერ-მანულ ენებს. გიგა გლუნჩაძე დასა-ოჯახებელია.

2001-2002 წლებში გიგა გლუნჩა-ძე მუშაობდა მულტიფრანჩაიზინგუ-ლი კომპანია „ვლადიმერ დუგანის” კონსულტანტად, 2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის რეგი-ონული კომიტეტის აპარატში სტაჟი-ორად, 2004-2005 წლებში არასამთავ-რობო ორგანიზაცია „III პლანეტას” თავმჯდომარედ, 2005-2006 წლებში ხარაგაულის ახალგაზრდული ორგა-ნიზაციის თავმჯდომარედ, 2006-2007 წლებში - ხარაგაულის სპორტული სკოლის დირექტორად, 2007 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს მიწის მართვის კომისიის თავმჯდომარედ, 2007 წელს ხარა-გაულის მუნციპალიტეტის საკრებუ-ლოს გარემოს დაცვის კომისიის თავმ-ჯდომარედ, 2008 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, 2008-2010 წლებში ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის საკრებულოს თავმჯდო-მარედ, 2010 წელს გურიის რეგიონში ახალგაზრდულ საქმეთა კურატო-რად, 2010-2012 წლებში თბილისის მერიაში მთავარ სპეციალისტად, 2012 წელს მონაწილეობდა საპარ-ლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად. კანდიდატურა მოიხსნა კოალიცია „ქართული ოცნების” კან-დიდატის სასარგებლოდ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის სამუშაო პროგრა-მა და პრიორიტეტები განსაზღვრულია კონკრეტული სფეროებისა და მიმარ-თულებების მიხედვით:

ეკონომიკა და ფინანსები• ადგილობრივი მნიშვნელობის მო-

საკრებლების და გადასახადების სწო-რი ადმინისტრირება (ძალიან დიდი პო-ტენციალი აქვს ამ მხრივ ჩვენს რაიონს)

• ბევრ განხორციელებულ პროექ-ტზე (როგორც მუნიციპალური, ასევე სახელმწიფო) არსებობს პრეტენზია მოსახლეობაში მათი შესრულების ხა-რისხზე და საჭიროა ეკონომიკის და საფინანსო სამსახურების როლის გაზ-რდა ამ მიმართულებით.

• მუნიციპალიტეტის საკრებულოს-თან თანამშრომლობით უნდა მოხდეს მისახლეობის კიდევ უფრო მეტი ჩართ-ვა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირე-ბის პროცესში.

• სასურველია შეიქმნას პირობები საფინანსო-საბუღალტრო საქმიანო-ბის ეტაპობრივი მოდერნიზაციისათვის ჩვენს რაიონში, რაც კიდევ უფრო მო-ბილურს გახდის ჩვენი მუნიციპალიტე-ტის საფინანსო სისტემას.

სოფლის მეურნეობა• 2013 წელი ნამდვილად პრიორი-

ტეტულია ჩვენი ქვეყნის აგრარული განვითარების თვალსაზრისით. დიდი რეფორმებია დაგეგმილი ამ მიმართუ-ლებით (მაგ.: მილიარდიანი ფონდის არსებობა სოფლის მეურნეობის გან-ვითარებისათვის) და ჩვენი სოფლის მეურნეობის მუნიციპალური ორგანოს კოორდინირებით ძალზედ მნიშვნელო-

ვანი პროექტების სწორად განხორცი-ელება უნდა მოხდეს.

• საჭიროა განახლდეს კონსულ-ტაციები სპეციალისტებთან და მე-წარმეებთან ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვაზის სანერგე მეურნე-ობის შექმნისათვის.

• მუნიციპალიტეტთან არსებული ე. წ. „ტრაქტორების გაერთიანების” ამხანაგობის ტექნიკური მხარდაჭერის გაძლიერება, რათა ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მუნიციპალური ძალები-თაც შეგვეძლოს ნებისმიერი სეზონური გამოწვევის დაძლევა.

ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

• ჯანდაცვის სფეროს სრულყოფი-ლი რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია სპე-ციალური სახელმწიფო ორგანოებთან კონსულტაციით და მათი დახმარებით. დღეისათვის თუ ნაკლებ პრობლემა-ტურია სასწრაფო გადაუდებელი დახ-მარების მიღება ჩვენი მუნიციპალი-ტეტის ტერიტორიაზე (ამ პრობლემას სრულყოფილად მოაგვარებს ბორითის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის ე. წ. „ემერგენცე”-ის ამუშა-ვება) გაცილებით რთულადაა საქმე სა-ავადმყოფოსთან და ამბულატორიებთან მიმართებაში.

• სოციალურად დაუცველ მოსახ-ლეობასთან სოფლის დეპუტატებისა და რწმუნებულების მეშვეობით კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია, რათა არ შეფერხდეს მათი როგორც სახელმწი-ფო, ასევე მუნიციპალურ პროგრამებში ჩართვა.

• ხარაგაულში არსებულ ბენეფი-ციართა სასადილოს ფინანსური დახ-მარების გაზრდით (იქნება ეს უცხოური გარანტებიდან შემოსავალი თუ მუნიცი-პალური სუბსიდია) კიდევ უფრო მეტ გაჭირვებულს შეუძლია სახელმწიფომ გაუწოდოს დახმარების ხელი.

• უნდა მოხდეს ომის ვეტერანებთან კავშირის გაძლიერება-გაღრმავება, რათა მათ წინაშე არსებულ პრობლე-

მებს, როგორც სახელმწიფომ, ასევე მუნიციპალიტეტმა ჯეროვანი ყურად-ღება დაუთმოს.

• დამეწყრილი ოჯახებიდან უკი-დურესად გამორჩეული ერთეულების ფორსირებულად დახმარება და კონ-სულტაციები მათი განსახლების თა-ობაზე.

დაცული ტერიტორიები და დასუფთავება

• ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ-სებული ყველა პარკისა და მოედნის კეთლმოწყობა, მაგრამ ვფიქრობ გამო-რჩეული ყურადღება უნდა მიექცეს ხა-რაგაულის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკს და მის აღდგენა-რეაბილიტაციას, რაც ჩვენი რაიონის ტერიტორიული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

• უნდა მოხდეს დასუფთავების სამ-სახურის ტექნიკური გადაიარაღება და დაფარვის არეალის გაზრდა, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ჩვენი რაიონის როგორც საკუთარი შემოსავლების ზრდაზე, ასევე გარე-მოსდაცვითი ღონისძიებების ეფექტი-ანობაზე.

• საჭიროა კონსულტაციები ცენტ-რალურ მთავრობასთან ბორჯომ-ხა-რაგაულის პარკის იურიდიულ სტა-ტუსთან დაკავშირებით, რათა მისი ეკონომიკური სარგებლობა ჩვენი მუ-ნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კიდევ უფრო გაიზარდოს, როგორც მინიმუმ უნდა მოხერხდეს ისეთი მარშ-რუტის დამატება (მაგ.: დევის ხვრელი-ხარაგაულის მუზეუმი-სოფელი ფარ-

ცხნალი), რომელიც უზრუნველყოფს ტურისტების უშუალოდ ჩვენი მუნიცი-პალიტეტის მნიშვნელოვან წერტილში გადაადგილებას.

კომუნიკაციები• სატელევიზიო ანძების მოწესრი-

გება, რათა მოსახლეობის ინფორმაცი-ული შეზღუდვა არ მოხდეს.

• შესაბამის კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსი-მალური ხელმისაწვდომობა რაიონის მთლიანი მოსახლეობისათვის.

კულტურა, განათლება, სპორტი, რელიგია

• მნიშვნელოვანია პედაგოგებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის კიდევ უფრო გაზრდა, ისეთი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით, რომლებიც ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართუ-ლებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

• ბაღების გაერთიანების ერთეულე-ბის გაზრდა სოფლებში, ასევე ამ სის-ტემის მოდერნიზებისათვის თანმიმდევ-რული ნაბიჯების გადადგმა.

• ჩვენი სამუზეუმო გაერთიანების მოდერნიზაცია.

• რესურს-ცენტრთან თანამშრომ-ლობით განახლება პროექტისა, რო-მელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩვენს მუზეუმთან დამეგობრებას გუ-ლისხმობს.

• კინო-სახლის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს და ბიძგს მისცემს ჩვენი რაიონის კულტუ-რული ცხოვრების განვითარებას.

• სოფლებში ადგილობრივი კულ-ტურული რგოლების ეტაპობრივი აღდ-გენა.

• კულტურის ცენტრის შემადგენ-ლობაში არსებული ანსამბლების „ოდი-ლა” და „უბისი” მატერიალურ-ტექნი-კური მხარდაჭერა.

• მუსიკალური სკოლის გაძლიერე-ბა, როგორც ტექნიკური-ინსტრუმენ-

ტალური, ასევე ფინანსური თვალსაზ-რისით.

• მოსწავლეთა სახლის მხარდაჭე-რის გაძლიერება.

• ფოლკლორის სახელმწიფო ცენ-ტრთან ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა ჩვენს რაიონში ამ მიმართულების კიდევ უფრო მხარდა-საჭერად.

• დიდი ყურადღება დაეთმობა ხა-რაგაულში თეატრალური ცხოვრების განვითარებას.

• ადგილობრივი საფეხბურთო ინფ-რასტრუქტურის მოწესრიგება, ჭიდა-ობის, კალათბურთის და მძლეოსნობის განვითარება, რაგბის დანერგვა (შესაძ-ლოა ვიფიქროთ კრივზეც, თუ სპეცი-ალისტების მოწვევა მოხერხდება).

• სპორტული სექციების დანერგვა სოფლებში.

ტერიტორიული ერთეულები• განსაკუთრებული ყურადღება

მიექცევა სოფლებს.• მოხდება სოფლის პროგრამების

დახვეწა, მოსახლეობასთან კოორდინა-ციის გაუმჯობესებით.

• სხვადასხვა სპორტული, კულტუ-რული, საგანმანათლებლო-სააღმზრ-დელო წრეების დანერგვა გარკვეული მუხტი იქნება სოფლის ცხოვრების გამოცოცხლებისათვის.

• მოხდება ახალგაზრდების სოცი-ალური წახალისება სოფლებში.

• მოხერხდება მათი ჩართვა სოფ-ლის პროექტების დაგეგმვაში.

• ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა.

პროექტები• განახლდება კონკრეტული შეჩე-

რებული პროექტების მხარდაჭერა და მოხდება მათი აღდგენა.

-სოფელი ფარცხნალის სოფელ-მუ-ზეუმად ქცევისათვის კონსულტაცი-ების განახლება.

• ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის დაფუძნება ადგი-ლობრივი რესურსების ბიზნესმენები-სათვის გაცნობის მიზნით. პირველი ფორუმი რამოდენიმე წლის წინ უნდა გამართულიყო ღორეშაში და მოლა-პარაკების იმ დროისათვის არსებული თემები დღესაც აქტუალურია:

-ებრაული ტექნოლოგიური ხილკენ-კროვანი ბაზის შემოტანა და დანერგვა სოფლებში. უშუალოდ ხაზზე საქმდება 19 ადამიანი, ხოლო ადგილობრივი რე-სურსების ბაზაზე შესაძლებელია საკ-მაოდ კონკურენტუნარიანი პროდუქ-ციის შექმნა-გატანა უცხოურ ბაზარზე.

-სოფ. ვარძიაში ტურისტულ-აგ-რარული პროექტის განხორციელება, რომლის მონიტორინგის ფარგლებშიც ვარძიაში კვიპროსიდან სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც მამა ზაქარია ხელმძღვანელობდა.

-სოფელ ზვარეში ახალგაზრდული ბანაკის აღდგენის კონსულტაციების განახლება, ასევე ზვარის მინერალურ წყლებთან დაკავშირებით სიტუაციური ანალიზი.

-„საერთაშორისო სოლიდარობის ფესტივალის” დაფუძნება კურორტ ნუნისის ბაზაზე, რაც მთელი ამ მხა-რის საერთაშორისო პოპულარიზაციის გარანტი იქნება. პროექტის კოორდინა-ტორებად რჩებიან რესპუბლიკის დამ-სახურებული არტისტი ნუგზარ კვაშა-ლი და კომპანია „დიოს” გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი.

• ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სხვა ისეთი არაკომერციული პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს ნი-ჭიერი ახალგაზრდების მოძიებას ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათ გარკვეულ მხარდაჭერას (ამ ნიჭი-

ერი ახალგაზრდების შერჩევა შეიძლება მოხდეს პირველ რიგში პედკოლექტივე-ბის და შემდეგ სპეციალური კომისიის მეშვეობით). შესაძლოა დაფუძნდეს ნიჭიერ ახალგაზრდათა მხარდაჭერის ფონდი, რომლის ფინანსური მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

• გაიზრდება სახელმწიფო (მუნიცი-პალური) მხარდაჭერა ხარაგაულში სა-კათედრო ტაძრის ასაშენებლად, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლოა მოხდეს „ხარაგაულის სა-კათედრო ტაძრის მშენებლობის ფონ-დის” გარდაქმნა (ან ახალი ფონდის შექმნა) ჩვენი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული „ეკლესია-მონასტრების განვითარების ფონდად”, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის სახელმწიფო, სამოქალაქო და კერ-ძო სექტორის კოორდინაციას, რათა მოხდეს ხარაგაულში, როგორც უკვე არსებული ეკლესია-მონასტრების რე-აბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, ასევე ახალი მშენებლობების დაწყება.

• ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტე-ბი არასრული ჩამონათვალია იმ გეგ-მებისა, რომელთა სრულყოფილად და სწორად განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში, მაჟორიტარი დეპუტატის, ადგილობრი-ვი ადმინისტრაციისა და მოსახლეობის ყოველდღიური კოორდინაცია ყველაზე სასურველი რეალობა იქნება ჩვენი რა-იონის განვითარებისათვის.

6 xtvb [fhfufekb !( bfydfhb7 @_!# o

I ნაწილი(შესავალი)

საქართველოში ადგილობრივი თვითმ-მართველობის მნიშვნელობა სისტემატუ-რად იზრდება. საგრძნობლად გაიზარდა ადგილობრივ მთავრობათა წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებში, რაც თავის მხრივ ასახავს ცენტრალურიდან ადგილობრივი დონეებისთვის ხარჯების დაფინანსების პა-სუხისმგებლობის დელეგირებას. საქართ-ველოში ადგილობრივი ხელისუფლებისათ-ვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა წილი ბევრად განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის უფრო წინ წასულ გარდამავალ ქვეყნებში. (მაგ: ჩეხეთსა და პოლონეთში) არსებული მდგომარეობიდან.

ჩვენთან არსებული იურიდიული ბაზა მნიშვნელოვანწილად შეესაბამება ადგი-ლობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას. საქართველოში შექმ-ნილი ვითარება აბსოლუტურად გაემიჯნა ძველ საბჭოთა მოუქნელ ვერტიკალურ და იერარქიულ სახელმწიფო ადმინისტრირე-ბას. ბიუჯეტის შედგენისა და კონტროლის მექანიზმები დელეგირებული იქნა ადგი-ლობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში.

საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინ-დელი კანონმდებლობის მიხედვით ქვეყანა-ში დეცენტრალიზებული ადმინისტრირე-ბის მოდელი მოქმედებს. კონსტიტუციის მე-2 მუხლში ნათქვამია, რომ ადგილობრი-ვი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებას მოქალაქეები შესაბამისი თვითმმართველო-ბის ორგანოების საშუალებით ახორციელე-ბენ, რომელთა უფლებამოსილებანი საქარ-თველოს კანონმდებლობით რეგულირდება.

მთავრობის მე-2 დონეს მუნიციპალიტე-ტი წარმოადგენს, რომელსაც მისთვის მინი-ჭებული იურიდიული სტატუსის შესაბამი-სად მართავს პირდაპირი წესით არჩეული საკრებულო, გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, ფისკალური ავტონომია და ანგარიშვალდე-ბულება, რაც მუნიციპალიტეტის დონეზე ფისკალური ავტონომიის თვალსაზრისით დეცენტრალიზაციის კარგი მაგალითია. საკრებულო ავტონომიურად იღებს გადა-წყვეტილებას და ნიშნავს გამგებელს.

მუნიციპალური ადმინისტრაციები თა-ვიანთ ტერიტორიებზე ფაქტიურად ცენ-ტრალური მთავრობის დეცენტრალიზი-რებული ფუნქციების კოორდინატორებს წარმოადგენენ. ისინი პასუხისმგებელნი არიან, როგორც სახელმწიფოს მიერ მათზე დელეგირებული ფუნქციების შეს-რულებაზე, ასევე ამ მოქმედებათა თვითმ-მართველობის შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებაზე.

თვითმმართველობის ორგანოების როლი საკმაოდ გაზრდილია, მათ აქვთ უფ-ლება დამოუკიდებლად და პასუხისმგებ-ლობის საკუთარ თავზე აღებით გადაჭრან კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობ-რივი მნიშვნელობის საკითხები.

ექსკლუზიური პასუხისმგებლობანი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოებს ეკისრება, მოიცავს ად-გილობრივ პოლიტიკასთან, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასთან, ადგილობრივი გზების, ქუჩების, ხიდების, პარკების, ქუ-ჩის განათების ტექნიკურ მომსახურებას-თან და გაფართოებასთან დაკავშირებულ მომსახურეობებს, ადგილობრივ ტყეებსა და სასაფლაოებს, ადგილობრივ ტრანს-პორტს, ჯანდაცვის პირველად მომსა-ხურებას, ადგილობრივი საინფორმაციო მომსახურებანი, კომუნალური მომსახუ-რებანი, ადგილობრივი ტურიზმი, საბინაო მომსახურება. ადგილობრივი თვითმმართ-ველობის ორგანოებმა უნდა დააფინანსონ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები, რომლებიც მათი საკუთარი შემოსავლების წყაროებით დასაფინანსებელ ექსკლუ-ზიურ პასუხისმგებლობასთან არის და-კავშირებული და ავტონომიურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მათი ადგილობ-რივი საჭიროებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ სხვა ფუნქციების შეს-რულებაზეც, როგორებიცაა ადგილობ-რივი ბიუჯეტის მომზადება და მათ შეს-რულებაზე და ხარჯვაზე კონტროლი, გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შე-სახებ, სკოლამდელი და საშუალო განათ-ლება, ბაგა, საბავშვო ბაღი, დაწყებითი, საშუალო განათლება, ინტერნატები და ტექნიკური სკოლები, ჯანდაცვა, ამბუ-ლატორიული მომსახურება, პირველადი დახმარება, მიწის გამოყენების საკითხები, რაიონის პოლიცია, სახანძრო სამსახუ-რი, კულტურული საქმიანობა, მუზეუმე-ბი, გამოფენები, მუსიკალური სკოლები, ბიბლიოთეკები, კინოთეატრები, სპორტი, ბუნებრივი რესურსების გამოყენება, გა-რემო და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა, რომლებიც მის იურის-

დიქციაში შედის.საქართველოს მთავრობა იყენებს აგი-

ლობრივი ხელისუფლებისათვის ტრანს-ფერების სისტემას, რომლის მიზანია შეავ-სოს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის დელეგირებული ფუნქციების შესასრუ-ლებლად საჭირო ხარჯები. მთავარი მი-ზანი ტრანსფერებისათვის არის შეავსოს განსხვავება ხარჯებსა და ადგილობრივ შემოსავლებს შორის.

ახალი სისტემა უნდა დაგვეხმაროს პროგნოზირებულობის ავტონომიისა და ანგარიშვალდებულებების შექმნაში. ამა-ვე დროს ის შექმნის შესაძლებლობებს, უფრო ნათლად განსაზღვროს სტრატე-გიული მიმართულება ახლო მომავალში. ასეთი სტრატეგიული ორიენტაცია, ტრან-სფერებზე შეთანხმებათა მინიმიზაციით და ზიარი გადასახადებით, საშუალებას მისცემს ცენტრალურ მთავრობას გათავი-სუფლდეს პირდაპირი ლოკალური ინტე-რესებისაგან და აქცენტი მართვის მაკრო პრობლემებზე გააკეთოს. სტრატეგიული ორიენტაცია ასევე წაახალისებს ადგი-ლობრივ ხელისუფლებას, რომ მან თავისი ძალისხმევა მოახმაროს საკუთარი გადა-სახადებისა და მოსაკრებლების რეგული-რებას და ადგილობრივ მომსახურებათა რენტაბელობას.

ნაწილი IIსტრატეგიული გეგმა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, საქართ-ველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების ,,ადგილობრივი თვით-მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ,,ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგეობის დებულების”, კანონებისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანო-ებისა და გამგეობის თანამდებობის პი-რების - საკრებულოსთან, იმერეთის მხა-რის ადმინისტრაციასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან კოორდინირებული, გააზრებული და მი-ზანმიმართული ქმედებები უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სტრატე-გიული გეგმის შემუშავების საფუძველი.

სტრატეგიული გეგმა დაფუძნებული უნდა იქნეს საჯაროობის პრინციპზე. სტრატეგიული გეგმის ორიენტირი უნდა გახდეს ახალი ხედვის, თანამედროვე მოთ-ხოვნების შესაბამისი მიწოდების უზრუნ-ველყოფა, ადექვატური ღონისძიებების კასკადი, რომელიც მაქსიმალურად მო-იძიებს მუნიციპალიტეტის შიდა რესურ-სებს საკადრო, საფინანსო თუ სხვა თვალ-საზრისით. კანონიერების, საჯაროობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო და ადგი-ლობრივი ინტერესების ერთიანობა, საზო-გადოების აზრის გათვალისწინება, თვითმ-მართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვა - აი რა უნდა გახდეს სტრატეგიული გეგმის ქვაკუთხედი.

გამგეობა - თვითმმართველი ერთე-ულის აღმასრულებელი ორგანო - აუცი-ლებლად უნდა იყოს მოქნილი და ადაპტი-რებული, თანამედროვე მოთხოვნებისადმი პასუხისმგებლობით და ქმედითუნარიანო-ბით გამორჩეული; ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებული.

სტრატეგიული გეგმის ნაწილი უნდა გახდეს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოების სამუშაო გეგმები. ზედამხედველობა და კონტროლი უნდა განხორციელდეს კანო-ნიერების დაცვისა და ინიციატივების წა-ხალისების ფონზე.

თვითმმართველი ერთეულის სოცი-ალურ-ეკონომიკური განვითარების პროგ-რამის შედგენა, ბიუჯეტის პროექტის მომზადება, თავისუფალი რესურსების და-მატებითი მოძიება - გამგეობის საქმიანო-ბის ძირითად მიმართულებებში უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტურთაგანი.

ასევე - გამგეობის ოპერატიული მოქ-მედება საკრებულოს დავალებათა შეს-რულებაზე, დროულად წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების განსაზ-ღვრულ საკითხებზე წარდგენა, დადგენი-ლებებისა და განკარგულებების პროექტე-ბის მომზადების კოორდინაცია;

გაწეული საქმიანობის შესახებ ანგა-რიშების მომზადება და საკრებულოში

წარდგენა; მნიშვნელოვანი პროექტების საჯარო განხილვის ორგანიზება; საინ-ფორმაციო - ტელეკომუნიკაციური სის-ტემების ორგანიზება და განვითარება, მასობრივი ინფორმაციის ორგანოსთან მუშაობის ორგანიზება.

თვითმმართველი ერთეულის შემოსუ-ლობების ზრდის ტენდენციების დამკვიდ-რება, შემოსულობებისა და გადასახადების დაბალანსება, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება, მზარდი და ეკონომიურად ხარჯვაზე მიზ-ნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნა – აი, რა უნდა გახდეს გამგეობის მუშაობის ყოველდღიური კონტროლის ობიექტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილი.

თვითმმართველ ერთეულში შემავალი ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითა-რების მუნიციპალური გეგმების შემუ-შავება და ამ მიზნით თანხებისა და სხვა რესურსების მოზიდვის ორგანიზება. ბი-უჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ანალიზი.

სტრატეგიული გეგმის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს საინვესტიციო პო-ლიტიკის განსაზღვრა, მეწარმეობის გან-ვითარების ხელშემწყობი ტენდენციების კოორდინაცია, ახალი სამუშაო ადგილე-

ბის შექმნა საწარმოების განვითარების ფონზე. მიწათსარგებლობის და განაშენი-ანების რეგულირება, საინჟინრო ინფრას-ტრუქტურის განვითარება, დასახლებების ტერიტორიის კეთილმოწყობა. განსაკუთ-რებული ყურადღების დათმობა კულტუ-რულ მემკვიდრეობას.

შიდა სარგებლობის გზების შეკეთე-ბის, დასახლებებში ელექტროფიკაციის, კანალიზაციის, წყალმომარაგების უზ-რუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

პარკების, სკვერების, გამწვანების ზო-ნების მოწყობის უზრუნველყოფა. განსა-კუთრებული ყურადღება დასუფთავებით საქმიანობას. კომუნალური მეურნეობის გონივრული და ეკონომიური მართვა.

თვითმმართველი ერთეულის საკუთ-რებაში არსებული ბუნებრივი რესურსე-ბის რაციონალური გამოყენება - მართვა და კონტროლი სარგებლობის წესების დაცვაზე. მიწის გამოყენება და კონტრო-ლი მიწის ფონდის გამოყენებასა და მიწათ-სარგებლობის წესების დაცვაზე.

სტრატეგიული გეგმის ძირითადი ყუ-რადღება მიმართული უნდა იქნეს კულ-ტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართ.

კულტურული და სპორტული ღონის-ძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმე-დების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატ-ვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა - ორგანიზება.

სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღ-ზრდის დაწესებულებისადმი ყურადღების მიქცევა. სასპორტო და კულტურის ობიექ-ტების მოვლა - პატრონობა. ახალი ობიექ-ტების შექმნა - აშენება.

განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწეთა წარმოჩინება და პო-პულარიზაციისათვის ხელის შეწყობა.

ახალგაზრდობის მიმართ განსაკუთ-რებული ყურადღება. უმუშევართა მიმართ შრომითი მოწყობისა და მუნიციპალური პროგრამების განხორციელება. ჯანმ-რთელობა და სოციალური დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანი უნდა გახდეს გამგეობის საქმიანობაში. მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იძულებით გადა-ადგილებულ პირთა მიმართ. მათი უფლე-ბების დაცვა და მათი პრობლემების მოგვა-რებაში ღონისძიებების დაგეგმვა.

სოციალურად დაუცველი პირების დახმარება. ვეტერანთა საქმეების კოორ-დინაცია და მონიტორინგი.

სტრატეგიული გეგმის მიმართულება-ში გამორჩეული ადგილი უნდა დაიკავოს ტერიტორიული მართვის ორგანოებმა, რომლებმაც თავის მხრივ უნდა უზრუნ-ველყონ საკრებულოს და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულება, იქონიონ მჭიდრო კავშირი მოსახლეობასთან. გამ-გეობის რწმუნებულთა მიერ სისტემატუ-რი ხასიათი უნდა ჰქონდეს ტერიტორიულ ერთეულში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მცდელობას.

სტრატეგიულ გეგმაში ასახული უნდა იყოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღ-

ვანელი პირების - რწმუნებულების წინადა-დებები ამ ერთეულში ინვესტირების მიმარ-თულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ. აგრეთვე თვითმმართველი ერთე-ულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკით-ხების, აღრიცხვისა და კონტროლის, დაც-ვისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ.

სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტე-ბის განსაზღვრისას გადამწყვეტი უნდა იყოს საკრებულოს წევრების, განსაკუთ-რებით მაჟორიტარი წევრების ხედვები მიმართულებებთან დაკავშირებით. გამგე-ობამ მათთან უნდა იქონიოს კონსულტაცი-ების უწყვეტი რეჟიმი. გაითვალისწინოს და უზრუნველყოს მათი წინადადებებისა და მოსაზრებების პრიორიტეტულობა.

საჭიროა ხელი შევუწყოთ თვითმმარ-თველობის მცირე ერთეულების ნებაყოფ-ლობით გაერთიანებას ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, სიცოცხლი-სუნარიან ერთეულებად ძლიერი ფინანსუ-რი და იურიდიული ხასიათის სტიმულირე-ბის საშუალებით.

თვითმმართველობის იმ ერთეულებს, რომლებიც გაერთიანების შემდეგ საკმაო პერიოდის განმავლობაში ფინანსურად და ეკონომიკურად მდგრადი აღმოჩნდება, შე-საძლოა სპეციალური კონცესიები მიეცეთ.

კატეგორიულად არ უნდა მოხდეს დე-ლეგირებული ფუნქციების არასაკმარისად დაფინანსება და იმავდროულად დავალი-ანებათა დაგროვება. თვითმმართველი ერთეულის მიერ სრულად და პასუხისმ-გებლობიანად უნდა იქნეს რეალიზებული საკუთარი და დელეგირებული უფლება-მოსილებები. კერძოდ: ,,საქართველოს კა-ნონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საკრებულოს დებულებით (რეგ-ლამენტით) და გამგეობის დებულებით (რეგლამენტით) და სხვა საკანონმდებლო ნორმებით განსაზღვრული მოვალეობანი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა წინაშე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებე-ბისა და თავისუფლებების გარანტირებუ-ლობა და ხელმისაწვდომობა. საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში საზოგადოებისა და მოქალაქეების მაქ-სიმალური ჩართულობით და ინტერესთა გათვალისწინებით უნდა მოახდინოს ბი-უჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და ცვლილებებისა და დამატებების შეტა-ნა. აგრეთვე ბიუჯეტის შესრულების შე-ფასება. მოახდინოს ადგილობრივი გადა-სახადებისა და მოსაკრებლების ეფექტური და გონივრული განსაზღვრა.

მეტი თავისუფლება და ფინანსური უზ-რუნველყოფა უნდა მივცეთ საბიუჯეტო დაგეგმვის დროს არასამეწარმეო (არაკო-მერციულ) იურიდიულ პირებს.

საკრებულოსაგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ები: მოსწავლეთა სახლი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, ისტორი-ული მუზეუმი, კულტურის ცენტრი, სა-ბიბლიოთეკო გაერთიანება, მუსიკალური სკოლა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაცი-ები უნდა გახდნენ უფრო მეტად აქტიურე-ბი და დამოუკიდებელნი გავლენებისგან.

ვფიქრობ, ურიგო არ იქნება პრიორი-ტეტულობის მიხედვით დამატებითი ა(ა)იპ-ების დაფუძნება.

მიმაჩნია ამ მიმართულებების უფრო მეტად დაფინანსების აუცილებლობა.

განსაკუთრებით უნდა დავეხმაროთ ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ არაკომერციულ სამშენებლო ფონდებს, რომლებიც ეწევიან ტაძრებისა და ეკლე-სია - მონასტრების მშენებლობებს. ყურად-ღება უნდა გავამახვილოთ ჩვენი ისტორი-ული ძეგლების მოვლა - პატრონობაზე.

რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდი გაიზარდა 450 მილი-ონი ლარით. ადგილობრივ თვითმმართ-ველობებზე დაგეგმილია 770 მილიონი ლარი. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯე-ტის პრიორიტეტებია ჯანდაცვა, სოცი-ალური სფერო და განათლება.

მაღალმთიანი ტერიტორიების ზო-გიერთი მოწყვეტილი და იზოლირებული დასახლებების მიმართ შესაძლოა სპეცი-ალური მიდგომა იქნეს შემუშავებული. თვითმმართველობის ზემოაღნიშნულ ერ-თეულებს შემოსავლების შესაბამისი წყა-როებიც უნდა გადაეცეს.

სტრატეგიულ გეგმაში თვალნათელი უნდა იყოს მოსახლეობის შესახებ ელექ-ტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი

წყლითა და სარწყავი წყლით უზრუნველ-ყოფის პრიორიტეტული მიმართულებე-ბი. მათ შორის: ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის, გზების, ხიდების, დამცავი ნაგებობების და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომ-ლებიც წარმოადგენენ მოქალაქეთა განსა-კუთრებულ მოთხოვნილებებს გამგეობის საქმიანობაში.

III ნაწილიბიზნესი და ინვესტიცია

ვფიქრობ, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პო-ტენციალი იძლევა განვითარების კარგ შესაძლებლობას, რასაც სჭირდება კომ-პეტენტურ მოხელეთა გონივრული და დაუღალავი შრომა, რომ მიღწეული იქნეს უკეთესი შედეგები სხვადასხვა სფეროების მიხედვით.

სტრატეგიული გეგმის განსაკუთრებუ-ლი და ძირითადი ნაწილი უნდა გახდეს ინ-ვესტირების მიმართულებები. მათ შორის განსაკუთრებით ცენტრალური ხელისუფ-ლების მიერ გამოცხადებული პრიორიტე-ტული დარგები.

მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხ-დეს პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების მოძიებისათვის. ამ კუთხით უნდა გადაიდგას კანონით დაშვე-ბული აუცილებელი ნაბიჯები. მათ შორის ერთობლივი პროექტების განხორციელე-ბის მიზნით ხელშეკრულებების დამტკი-ცება და სხვა თვითმმართველ ერთეულებ-თან ზოგიერთი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გაერთიანება. აღნიშნული ერთობლივი პროექტები შესაძლებელია განხორციელდეს მეზობელ საჩხერის, ჭი-ათურის, ხაშურის, ბორჯომის, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებთან.

ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ტრადი-ციული დარგების აღორძინების ხელშეწყო-ბით და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის გზით უნდა მოვახდინოთ რო-გორც საკუთრივ შემოსულობების ზრდა, იმავდროულად დასაქმების ხელშეწყობა.

თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის წესების შესაბამისად თვითმმართველის ქონების ამ მიმართულებით დატვირთვა და გამოყენება მოგვცემს საშუალებას შეიქმ-ნას კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები, რომლებიც თავის მხრივ აგრეთვე იქნებიან დასაქმებისა და შემოსულობების ზრდის საწინდარი.

სტრატეგიულ გეგმაში ხაზგასმით გამო-საყოფი იქნება პრიორიტეტულად გამო-ცხადებული სოფლის მეურნეობის დარგი.

ვინაიდან ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის ტერიტორია მთაგორიანია - 180 კვ.კმ. უჭირავს დაბლობს, ხოლო 733,9 კვ.კმ. მთიან ადგილებს, მუნიციპალურ პროგრა-მებში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით პრიორიტეტულად უნდა განისაზ-ღვროს მეცხოველეობის მიმართულების მხარდაჭერა. რაც შეიძლება მეტი საძოვ-რები უნდა გადაეცეს იჯარით, ქირავნო-ბით, ზოგიერთ შემთხვევაში მიყიდვის ფორმით ამ მიმართულებით დაინტერესე-ბულ ბიზნეს-ჯგუფებს.

მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტო-რიის მცირე ნაწილია სასოფლო-სამეურ-ნეო დანიშნულების, ხოლო აქედან ხვნა-თესვისთვის გამოიყენება მხოლოდ 29,1%. სოფლის მეურნეობის პროგრამით გათვა-ლისწინებული დაფინანსების საშუალებით უნდა მოხერხდეს სახნავ-სათესი ტერი-ტორიის გაფართოება და იმავდროულად მუდმივი ნარგავებით მეტი ტერიტორიის ათვისება. ჩვენს მუნიციპალიტეტში შესაძ-ლებელია ისეთი კულტურების განვითარე-ბა, როგორიცაა კაკალი, თხილი, დაფნა და სხვა. მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის საჭიროა იმავდროულად ხელი შევუწყოთ თუთის ნარგავებით მეტი ტერიტორიის დაკავებას. ეს კულტურა კარგად ეგუება ჩვენს კლიმატს.

ამ ჭრილში თვითმმართველი ერთე-ულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა-განკარგვა და მიწათ-სარგებლობის დაგეგმვა შეიძენს აქტუ-ალობის განსაკუთრებულობას.

ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების სწორი მართვა მოგვ-ცემს აგრეთვე დამატებითი შემოსავლები-სა და დასაქმების პრობლემების მოგვარე-ბის საშუალებას.

ზემოაღნიშნულ პრიორიტეტულ მი-მართულებაზეა მიბმული ჩვენი მუნიციპა-ლიტეტისთვის დამახასიათებელი დარგე-ბის: მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მევენახეობისა და აბრეშუმის პირველადი ნედლეულის წარმოების, მეფუტკრეობისა და სხვა დარგების განვითარება. სწორად უნდა მოხდეს მთავრობის მიერ დეკლა-რირებულ ე.წ. ,,მილიარდიანი” ფონდი-დან გათვალისწინებული ინვესტირების განხორციელება და სხვა დამატებითი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგებლობის კანდიდატ კობა

ლურსმანაშვილის სამუშაო პროგრამა

7xtvb [fhfufekb!( bfydfhb7 @_!# o

მე, კობა ლურსმანაშვილი, დავიბადე 1970 წლის 5 მარტს ხარაგაულის რაიონში.

1977-1980წწ. ვსწავლობდი ხარაგა-ულის რაიონის სოფელ თეთრაწყაროს სკოლაში.

1980-1987 წწ. ვსწავლობდი და დავამ-თავრე ხარაგაულის რაიონის #1 საშუალო სკოლა.

1988-1990 წწ-ში სწავლა განვაგრ-ძე და წარჩინებით დავამთავრე განათ-ლების სამინისტროს თბილისის სამ-რეწველო ეკონომიკური ტექნიკუმის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ,,სა-მართალმცოდნეობა და აღრიცხვა სოც. უზრუნველყოფის სისტემა”-ში - სპეცი-ალობით.

1990 წელს ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვი-ლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

1991 წელს, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გადავედი ამავე უნივერსიტე-ტის საერთაშორისო სამართლისა და საერ-თაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტ-ზე, რომლის სრული კურსი დავამთავრე 1995 წელს და მომენიჭა იურისტის კვა-ლიფიკაცია საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. დავიცავი სადიპლომო ნაშ-რომი თემაზე: ,,კოლექტიური უშიშროება საერთაშორისო სამართალში.

1991-1995 წწ. პრაქტიკული სამუშა-ოები გავიარე თბილისის რაიონულ პრო-კურატურასა და სასამართლოში, გენე-რალურ პროკურატურაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სახელმწიფო არბიტრაჟში, საქართველოს სავაჭრო პა-ლატაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში.

1988 წლიდან ვეწევი საზოგადოებ-რივ-პოლიტიკურ საქმიანობას. ჩემი ინი-ციატივით შეიქმნა ქართველ ჯარისკაცთა უფლებების დაცვის კომისია ,,ჟენევა-49”, ვხელმძღვანელობდი მასშტაბურ საპრო-ტესტო აქციებსა და გაფიცვებს რუსეთის ჯარებში ქართველი წვევამდელების გაწ-ვევის წინააღმდეგ. გამოვცემდი სამხედრო საქმეთა კომისიის საინფორმაციო ბიულე-ტენს. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად ვიბრძოდი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსა-პოვებლად. ვმონაწილეობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათ-ვის გამართულ ბრძოლებში.

სხვადახვა დროს შრომით საქმიანობას ვეწეოდი:

-1987-1988წწ. ხარაგაულის რაიონის სოფ. თეთრაწყაროს კოლმეურნეობაში;

-1992 წელს საქართველოს სახელმწი-ფო საბჭოს სამხედრო საქმისა და სამხედ-რო აღმშენებლობით კომისიაში კომისიის წევრად;

-1992-1994 წწ. განათლების სამინისტ-როს და თავდაცვის სამინისტროს ,,ცენტ-რალურ ეროვნულ თავდაცვით საბჭოში” საბჭოს წევრად.

-1994-1996 წწ. - არასამთავრობო ორ-განიზაცია ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგაში”;

-1996-1997 წწ. - პარლამენტის აპარატ-ში - საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტში - უფროს სპე-ციალისტად. საპარლამენტო ფრაქცია ,,სა-ხალხო პარტიაში” - წამყვან სპეციალისტად. აქტიურად ვმონაწილეობდი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და ფრაქციაში კანონპროექტების განხილვაში. ვიყავი რამ-დენიმე კანონპროექტზე დანიშნული პასუ-ხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან.

1998 წლის 15 ნოემბერს ვმონაწილეობ-დი საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ-თველობის წარმომადგენლობითი ორგანო-ების - საკრებულოს არჩევნებში, საიდანაც ამირჩიეს ხარაგაულის რაიონის საკრებუ-ლოს წევრად, საკრებულოს ადამიანის უფ-ლებების, მართლწესრიგისა და კანონიერე-ბის დაცვის კომისიის თავმჯდომარედ.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმარ-თველობის არჩევნების შედეგად ამირჩიეს ხარაგაულის რაიონის კიცხის თემის საკ-რებულოს თავმჯდომარედ - გამგებლად.

2002-2003 წწ. - ვიყავი ხარაგაულის რა-იონის ასოცირებული საკრებულოს წევრი.

2003 წ. დავინიშნე ფინანსთა სამინისტ-როს ხარაგაულის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მ/შ-ად.

2001 წლიდან ვეწევი სამეწარმეო საქ-მიანობას.

2009 წლიდან დღემდე ვარ საქართ-

ველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. ვეწევი აქტიურ საადვოკატო საქმიანობას.

სხვადასხვა დროს ვიყავი საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კო-მისიებში სხვადასხვა სტატუსით - წევრად, დამკვირვებლად, მეთვალყურედ, წარმო-მადგენლად.

2004 წელს ჩავაბარე პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012 წელს ჩავაბარე საარჩევნო ადმი-ნისტრაციის მოხელის გამოცდა.

სხვადასხვა დროს ვარ:ქართული ენისა და ლიტერატურის

რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვე-ბული.

საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრ-დებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში. ვარ სპორტის ოსტატობის კანდიდატი.

2002 წელს იმერეთის სამხარეო სა-თათბიროს სახელით დაჯილდოვებული ვარ ,,ყოველთა ძლიერთა პატივგების” სიგელით მესამე ათასწლეულის პირველი წლის გამორჩეული სამეწარმეო საქმიანო-ბისათვის.

2007 წელს გავიმარჯვე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურ-სში და გავხდი ლაურეატი ნომინაციაში ,,საუკეთესო მცირე საწარმო”. კონკურსი ორგანიზებული იყო საქართველოს სავაჭ-რო-სამრეწველო პალატის მიერ, ხოლო დაჯილდოება მოხდა საქართველოს პრე-ზიდენტის მიერ.

მიწვეული ვიყავი სხვადასხვა დროს გა-მართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, კერძოდ:

1) ევროსაბჭოს მიერ გამართულ კონ-ფერენციაზე ,,ადგილობრივი დემოკრატია თანამედროვე საზოგადოებაში”.

2) ევროსაბჭოს მიერ გამართულ კონ-ფერენციაზე ,,ადგილობრივი ხელისუფ-ლების ფუნქცია და როლი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ჭრილში”.

3) საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სემინარში თემაზე: ,,საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა”.

4) ევროპის საბჭოს და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამართლებრივ ურთიერთობათა პროექტი #3 მოსამართლის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში. საერთაშორისო კონფე-რენცია თემაზე ,,მართლმსაჯულების ფუნ-ქციონირება”.

5) თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტისა და ,,ოლადი ინტერნეიშენელ”-ის მიერ გამართულ სამეცნიერო სემინარში - ,,საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუ-ციის კონცეპტუალური საკითხები”.

6) აშშ IRI -ის სემინარში ,,ადგილობრი-ვი თვითმმართველობის საკადრო პოლიტი-კის ჩამოყალიბება”.

7) ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სემინარში ,,ადვოკატთა პრო-ფესიული ეთიკა”.

8) ამერიკის იურისტთა ასოციაცია - კა-ნონის უზენაესობის ინიციატივა. სემინარი ,,სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარე-ბისათვის”.

2011 წლიდან ვარ პოლიტიკური გაერ-თიანება ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”-ს საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი ხარაგაულში.

2012 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების” წევრი.

მყავს მეუღლე - თამარ ხუციშვილი - იურისტი, სამართალმცოდნე.

შვილი - ანი ლურსმანაშვილი - მოსწავლე.

ავტობიოგრაფიასახსრების მოზიდვა. ხელი უნდა შევუწ-ყოთ მრეწველობის კუთხით არსებულ მცირე მეწარმეთა გაფართოებას. კერ-ძოდ, ავეჯის წარმოების მიმართულებით არსებული მრავალწლიანი გამოცდილება იძლევა ამის კარგ შესაძლებლობას. ამ მიმართულებით დასაქმებულ მეწარმეებს უნდა დავეხმაროთ მათთვის აუცილებე-ლი ბუნებრივი რესურსების, კონკრეტუ-ლად ადგილობრივი ხე-ტყის რესურსის ხელმისაწვდომობაში. სწორედ ხე-ტყის რესურსის ხელმისაწვდომობა იქნება, არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, ასეულობით მცირე მეწარმის ამუშავების საუკეთესო გარანტი. აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი რესურსებით მომუშა-ვე სხვა მეწარმეები.

სამრეწველო თვალსაზრისით დღემდე ვერ მოხერხდა იმ ბუნებრივი რესურსებით მომუშავე სეგმენტის გაძლიერება, რომ-ლითაც მდიდარია ჩვენი მუნიციპალიტეტი. მხედველობაში მაქვს მოლითის, მარელი-სის, ფონის მარმარილო, ჭარტალის თეთ-რი მარმარილო, წიფის მოსაპირკეთებელი მასალა. საჭიროა ამ რესურსით დაინტერე-სებული ბიზნეს-სეგმენტის ხელშეწყობა.

ჩვენი მუნიციპალიტეტის უახლოეს წარსულში მეტნაკლებად განვითარებუ-ლი იყო მრეწველობა. კერძოდ მოქმედებ-და კვების, ღვინისა და რძის საწარმოები, ხე-ტყისა და ავეჯის კომბინატები. ჩვენი მუშაობის პრიორიტეტში ხელი უნდა შე-ვუწყოთ ზემოაღნიშნულ მიმართულებებს.

ჩვენს მეზობელ თურქეთში საინტერე-სოდაა განვითარებული მდინარეებზე თევ-ზსაშენების მოწყობა და ამ მიმართულების ბიზნესის განვითარება, რადგან ჩვენი მუ-ნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და ჰიდრორესურსებით. ეს საშუალებას იძლევა წავახალისოთ ახალი და მომგე-ბიანი მიმართულების მიგნება ბიზნესის თვალსაზრისით. ხელი შევუწყოთ ამ მი-მართულებით დაინტერესებული სეგმენ-ტის წარმომადგენლებს.

ჩვენი მუნიციპალიტეტის უპირველეს სიმდიდრეს წარმოადგენს ტყე. მას მთლი-ანი ტერიტორიის 68%-ზე მეტი, თითქმის 650 კვ.კმ. უჭირავს. ამ მიმართულებით არსებობს ტყის პოტენციალის გონივრუ-ლი გამოყენების ფარგლებში ლოკალური და ზოგიერთ შემთხვევაში გლობალური ბიზნეს ინტერესები. ჩვენ უნდა მივცეთ ამ მიმართულების ბიზნესს განვითარების სა-შუალება, თუმცა იმავდროულად მკაცრად უნდა დავიცვათ ჩვენი უპირველესი სიმ-დიდრე უკანონოდ მიყენებული ზიანისაგან.

მეფუტკრეობა იმდენად განვითარებულია ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომ მას გამო-რჩეული ადგილი უჭირავს ქვეყნის მასშტაბით.

საჭიროა ამ დარგის მოცულობის მაქსიმა-ლური ზრდისთვის ხელშეწყობა და, რაც მთა-ვარია, წარმოებული პროდუქციის ექსპორტ-ზე გატანისთვის მხარდაჭერა და დახმარება.

თვითმმართველი ერთეული მაქსიმალუ-რად უნდა დაუდგეს ბიზნესს გვერდით, რათა გააძლიეროს ის და ამით გაზარდოს საკუთა-რი ბიუჯეტი და მოქალაქეთა დასაქმება.

სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ ღონისძიებათა შორის უნდა გამოიყოს შემ-დეგი: დაინტერესებულ პირთათვის უნდა მომზადდეს სასოფლო-სამეურნეო კულ-ტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია, უნდა დაიგეგმოს კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეცი-ალისტებთან თანამშრომლობა. საქართ-ველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროექ-ტებში ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა უნდა გახდეს გამგეობის სოფლის მეურ-ნეობის სამსახურის ძირითადი სტრატეგი-ული მიმართულება.

სტრატეგიულ გეგმაში მომავლის პრი-ორიტეტებზეც უნდა მოხდეს აქცენტების გაკეთება. ამ მხრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი იძლევა ტურიზმის გან-ვითარების კარგ შესაძლებლობას. კარგი მენეჯმენტის პირობებში ჩვენ ვხედავთ როგორი დატვირთვით მუშაობს ბალნე-ოლოგიური კურორტი ნუნისი.

რუსეთის ფედერაციასთან საჭირო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში, ვფიქრობ, სხვა მომავლის ბიზნეს პრიორიტეტებიც დაგვემატება.

IV ნაწილისაჯაროობა და ხელმისაწვდომობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თვითმ-მართველ ერთეულში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა ადგილობრივი მნიშვნელო-ბის საქმეები უნდა მოაწესრიგონ თვითმ-მართველობის მეშვეობით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კერძოდ აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის თანამდებობის პირ-თა მაღალი პროფესიონალიზმი, ზემოაღ-

ნიშნული სტრატეგიული გეგმის კარგი ხედვა, პრიორიტეტულობის გააზრებისა და მუშაობის მოქნილი და მობილური სტილი მოგვცემს ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების და სოციალურ-ეკონომიკური თავლსაზრისით სწრაფი წინსვლის საშუალებას. მიმაჩნია, რომ გამგეობის ყველა სტრუქტურული ერთე-ულის ხელმძღვანელი პირი ,,საჯარო სამ-სახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით თანამდებო-ბაზე უნდა დაინიშნონ კონკურსის წესით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა ღიად და საჯაროდ გამოვლენა. საზო-გადოების ნდობითა და ავტორიტეტით გამორჩეულმა პროფესიონალებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის განვი-თარების სტრატეგიული გეგმის რეალი-ზება. ამ კუთხით ინტერესთა ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა მაღალი აქტივობა, პროცესის გახსნილო-ბა, საჯაროობა და ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს კონ-კურენციას და საჯარო მოხელეთა მხრი-დან დაკისრებული მოვალეობების მაღალ-პროფესიონალურ დონეზე შესრულებას.

აღნიშნული პირობა განსაკუთრებით გავრცელდება თვითმმართველი ერთე-ულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნე-ბულის დანიშვნის დროს.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგა-ნოებმა ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის მი-ხედვით ,,სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწი-ლების პრინციპზე დაყრდნობით” (მუხლი 5. პუნქტი 4). ასევე საქართველოს კონს-ტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად ,,სა-ქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კა-ნონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. კონსტიტუციის ამ ნორმის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დანიშვნა უნდა მოხდეს ხელ-მისაწვდომობის, საჯაროობის, პრო-ფესიონალიზმის, გამჭვირვალობის და საკონკურსო პირობების მოთხოვნების გათვალისწინებით და შესაბამისად.

გამგეობა თავისი საქმიანობისას უნდა დაეყრდნოს საქართველოს კონსტიტუ-ციის 38-ე მუხლს, რომლის მოხედვითაც ,,საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტუ-რულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”.

გამგეობამ კონსტროლი უნდა გა-უწიოს საქართველოს კონსტიტუციის 1013 მუხლით დადგენილ ნორმას, რომ-ლის მიხედვითაც ,,თვითმმართველი ერ-თეულების ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება სავალ-დებულოა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე”.

V ნაწილიბიუჯეტი

გამგეობის მიერ სწორად უნდა დაიგეგ-მოს ბიუჯეტის შედგენა. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები როგორც საკუთა-რი, ასევე ცენტრალურსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის განაწილებული არ უნდა იყოს ცდომილებანი და ზუსტად უნდა იყოს შეფასებული დაგეგმვის ფაზაში.

მაქსიმალურად უნდა იქნეს გამო-ყენებული ადგილობრივი გადასახადების რესურსი, რომლის მოქმედების არეალიც კანონით არის განსაზღვრული.

გამგეობამ საბიუჯეტო პროცესის ყვე-ლა ეტაპზე უნდა დაიცვას კანონით დადგე-ნილი პრინციპები:

1) ყოვლისმომცველობა; 2) გამჭვირვა-ლობა; 3) დამოუკიდებლობა; 4) ანგარიშ-ვალდებულება; 5) ერთიანობა; 6) უნივერ-სალობა; 7) კონსოლიდირება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ და გამგეობამ კანონის სრული დაცვით უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო პროცე-სი, კერძოდ: ა) პროექტის მომზადება; ბ) წარდგენა; გ) განხილვა; დ) დამტკიცება; ე) დაზუსტება; ვ) შესრულება; ზ) ანგარიშ-გება და კონტროლი.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივმა თვითმმართველობამ და გამგეობამ საქართ-ველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით უნდა მიაღწიოს საქართველოს რე-გიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან თანხების მიზნობრივ გამოყოფას.

გამგეობამ გააზრებულად უნდა გამო-იყენოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმები, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კერ-ძოდ კი მან მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მხარჯავი დაწესებულებების ქვეპროგ-

რამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ისარგებ-ლოს მისთვის მინიჭებული ამ უფლებით.

გამგეობამ სახელმწიფო რწმუნებუ-ლის - გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით უნდა შეადგინოს პრიორი-ტეტების დოკუმენტი, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედი გეგმების შესახებ. კერძოდ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოახდენს:

ა) გასული, მიმდინარე დასაგეგმი საბი-უჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემ-დგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ად-გილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრე-გირებული მაჩვენებლების ანალიზს.

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერ-თეულის გასული საბიუჯეტო წლის ბი-უჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების განხილვას და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზების ანალიზს.

აღმასრულებელმა ორგანომ ადგილობ-რივ თვითმმართველობასთან კოორდინი-რებით უნდა უზრუნველყოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის ,,ად-გილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდ-გენა”; 78-ე მუხლის ,,ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება”; 80-ე მუხლის ,,ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატე-ბების შეტანა”. აგრეთვე 81-ე-88-ე მუხლე-ბით გათვალისწინებულ ნორმათა ერთობ-ლიობის შესრულება.

მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი, რათა ზრდის ტენდენციები დამკვიდრდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უზრუნ-ველყოფს და არის გარანტი დაფინანსდეს ასიგნებათა ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ვფიქრობ, საკრებულოც და გამგეობაც პასუხისმგებელია მოქალაქეთა წინაშე და ვალდებულნი არიან იარსებონ და იშრო-მონ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლე-ბების განხორციელების მიზნით.

VI ნაწილიკანონიერება და წესრიგი

ცნობილმა ინგლისელმა მოაზროვნემ ჯონ ლოკმა პიროვნების მიმართ ბრძა-ნა: ,,ნებადართულია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით”. ხოლო სახელმწიფოსა და მისი ორგანოების მი-მართ: ,,აკრძალულია ყველაფერი, რაც არ არის დაშვებული კანონით”.

მიმაჩნია, რომ ამ ცნობილი ფრაზის შესაბამისად და საქართველოს კონსტი-ტუციის, ორგანული კანონებისა და კა-ნონქვემდებარე აქტების მიერ დადგენილი ნორმებით უნდა მოხდეს მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის განხორცი-ელება, საკუთარი უფლებებისა და თა-ვისუფლების უზრუნველყოფა. კერძოდ: ჰქონდეთ ევროპული ქარტიით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობა. ჰქონ-დეთ კანონიერებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის გარანტიები. ჰყავდეთ მათ მიერ პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო საკრებუ-ლო და საკრებულოს მიერ დანიშნული აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის ხელმძღვანელი პირი - გამგებელი. ჰქონ-დეთ კანონიერი განცდა, რომ მუნიციპა-ლიტეტის გამგეობა დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც შრომობენ საკუთრივ მათი მოქალაქეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათთ-ვის მეტი სოციალურ-ეკონომიკური გარან-ტიების შესაქმნელად.

მიმაჩნია, რომ ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის გამგეობა ჩემს მიერ წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მასზე დაკისრებული უფლე-ბა-მოვალეობებს განახორციელებს საჯა-როდ და გამჭვირვალედ. იქნება მიზანმი-მართული, მობილური და ოპერატიული. იმავდროულად მისი საქმიანობა მკაცრად იქნება დამყარებული კანონიერებასა და წესრიგზე. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა ვთქვა საბიუჯეტო წესრიგზე.

ვფიქრობ, ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტს შეუძლია უპასუხოს იმ დიდ გამო-წვევებს, რომელსაც მას საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები უყენებს. ჩემი აზრით, შესაძლებელია ხარაგაულს ჰყავ-დეს საკრებულოსა და მოსახლეობის მხრიდან ნდობით აღჭურვილი გამგებე-ლი, რომელიც ახალი პოლიტიკური რე-ალობებისა და კოჰაბიტაციის პროცესის გათვალისწინებითYშეძლებს მრავალმხრი-ვი თანხმობისა და დიალოგის, ურთიერთთა-ნამშრომლობისა და კომპრომისების პირო-ბებში მოახერხოს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ინტერეს ჯგუფებთან თანაცხოვრება და

რაც მთავარია ძირითადი უფლება-მოვალე-ობების პირნათლად შესრულება საკრებუ-ლოსა და მოქალაქეთა წინაშე.

მიმაჩნია, რომ დღეს შესაძლებელია ბოლო წლების განმავლობაში არსებული მიღწევების გაუმჯობესება; უფრო მეტი კანონიერებისა და წესრიგის დამყარება, რომელიც საშუალებას მოგვცემს გაცილე-ბით მეტით წავიწიოთ წინ და ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ახალი მომავლისათვის,

უკეთესი მომავლისათვის - ხარაგაულის სასიკეთოდ და სადიდებლად!

დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი პროგრამის, ჩემეული ხედვის ყურადღებით და გულისყურით გაცნობისათვის.

პატივისცემით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგებლობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი

07.01.2013 წელი ქრისტეშობიდან.

8 xtvb [fhfufekb !( bfydfhb7 @_!# o

პაატა გოგოლაძე დაიბადა 1968 წლის 23 სექტემბერს ხარაგაულში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკო-ნომიკის ფაკულტეტი ფასწარმოქმნის სპეციალობით.

1999 წელს მიიღო აშშ-ს საერთა-შორისო განვითარების სააგენტოს აკადემიის სერტიფიკატი ადგილობ-რივი თვითმმართველობის განვითა-რებაში გაწეული წვლილისათვის. იგი კარგად ფლობს რუსულ ენას.

პაატა გოგოლაძე მუშაობდა სპე-ციალისტად საქართველოს პარ-ლამენტის აპარატში, ხარაგაულის საგადასახადო ინსპექციაში კონტრო-ლის განყოფილების ინსპექტორად, ხარაგაულის რაიონის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტ-რუქტურის კომისიის თავმჯდომარედ, შპს „საქართველოს ფოსტას” ხარა-გაულის ფილიალის უფროსად, ა(ა)იპ „ხარაგაულის კულტურის ცენტრში” სახალხო თეატრის რეჟისორად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლისა და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების ნორმალური და ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელ პირობად მი-მაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური გაერთი-ანებების, მათ შორის რადიკალურად განს-ხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე გაერთიანებების, თანაარსებობის მიღწევა.

თანამშრომლობის მისაღწევად აუცი-ლებელ პირობას წარმოადგენს ყველა ძირითადი საკითხის კონსულტაციურ რე-ჟიმში განხილვა, საკითხებისადმი პრო-ფესიონალური და კანონიერი მიდგომის ფარგლებში.

ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებ-ლობის ხარისხის მაღალი დონე კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ჩარჩოებში.

პროფესიონალი, კვალიფიციური და ზნეობრივად გაწონასწორებული ადამი-ანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის მთავარი საქმიანობა განისაზღვრება მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკი-ცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების ეფექტური ხარჯვით.

დღევანდელი მონაცემებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს:

1. მუნიციპალიტეტის საგზაო ინფ-რასტრუქტურის რეაბილიტაცია;

2. მუნიციპალიტეტის კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება;

3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყო-ბის ღონისძიებების განხორციელება;

4. სკოლამდელი განათლების ხელ-შეწყობა;

5. სპორტული და კულტურული ღო-ნისძიებების ხელშეწყობა;

6. სოციალური პროგრამების დაფი-ნანსება.

იმისათვის, რომ აღნიშნული პრი-ორიტეტები გამრავალფეროვნდეს და მიიღოს დასრულებული სახე, მნიშვნე-ლოვანია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული გადა-წყვეტილებები - სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სერიოზულ ინვეს-ტიციებთან დაკავშირებით, რაც უდიდეს პოტენციალს შეუქმნის როგორც კერძო სექტორის, ასევე ინფრასტრუქტურული და მომსახურების სფეროს განვითარე-ბის პერსპექტივებს.

ამ მიზნით აუცილებელია პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების შექმნა და კერძო სტრუქტურების განვი-თარებისთვის მსურველებთან კონსულ-ტაციების და პრიორიტეტული დარგების მაქსიმალურად რენტაბელური პროექ-ტების ნიმუშების მომზადება.

სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების

განვითარებისთვის ხელშეწყობა გამოიხატება

• მეცხოველეობის - მათ შორის მესა-ქონლეობის, მეღორეობის, მეფრინველე-ობის, მებოცვრეობის, ასევე ზოგიერთ ადგილებში - მეცხვარეობის;

• მევენახეობის - მათ შორის საშამპა-ნურე და საღვინე ჯიშების აღდგენა-გან-ვითარება;

• მეფუტკრეობის განვითარების მიზ-ნით შესაბამის ადგილებში აკაციის, ცაც-ხვისა და წაბლის ჯიშების განაშენიანება,

• ასევე მარცვლეული კულტურების მოვლა-პატრონობისათვის დაინტერე-სებულ პირთათვის შესაბამისი თანამედ-როვე ტექნიკა-იარაღებით მომარაგების უზრუნველყოფა შეღავათიან პირობებში.

მსუბუქი მრეწველობის განვითარე-ბისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ტრადი-ციულ და არატრადიციულ წარმოებებზე ხელშეწყობა, როგორიცაა მეავეჯეობა, საკონსერვო წარმოება, მეაბრეშუმეობა, მინერალური და სხვა წიაღისეული სიმ-დიდრეების რაციონალური გამოყენება.

მსუბუქი მრეწველობის დარგების გან-ვითარება ხელს შეუწყობს ხალხის დასაქ-მებას და შესაბამისად - დამატებითი შემო-

სავლების ზრდას ყველა მიმართულებით.მცირე და საშუალო ბიზნესების,

განსაკუთრებით საოჯახო ბიზნესების, წახალისება-ხელშეწყობა უზრუნველ-ყოფს კერძო სექტორში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდას. ეს საბოლოოდ გამოიწვევს საშუალო ფენის ჩამო-ყალიბებას. შესაბამისად, ძლიერი ოჯახი უკეთესი მომავლის საწინდარი გახდება.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა - ერთის მხრივ სამართლიანი, კონკურენ-ტული პოლიტიკა და მეორეს მხრივ მცი-რე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და შემოსავ-ლების ზრდას, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლის ზრდაში. ეს კი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობე-სების ერთ-ერთი საფუძველთაგანია.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრი-ორიტეტის - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სტრატეგიულ მიმარ-თულებად მივიჩნევ ჩხერიმელას ხეობის გზის რეაბილიტაციას, რაც გამოიწვევს აღნიშნული ხეობის მოსახლეობის დასაქ-მებას და შესაბამისად დამატებითი შემო-სავლების მოზიდვას ბიუჯეტში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების გამო-ყენებასთან მართლზომიერი და სწორი დამოკიდებულების პირობებში სერი-ოზული შემოსავლების წყაროს მოძიებაა შესაძლებელი. გამოუყენებელი რესურსე-ბიდან აღსანიშნავია წიფის დიორიტების, ქროლის კვარცული ქვიშის, მარელისისა და მოლითის მარმარილოსებრი კირქვის საბადოები, ასევე დღემდე არამწარმოებ-ლურ მდგომარეობაში მყოფი „ზვარეს” უნიკალური მინერალური წყალი.

აქვე მინდა აღვნიშნო მუნიციპალი-

ტეტში არსებული დაცული ტერიტორი-ების ფარგლებში ფლორისა და ფაუნის სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტების დაცულობის უზრუნველ-ყოფაზე ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ბუნებრივი ძეგლებისა და დაცული ტე-რიტორიების პოპულარიზაცია და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ასევე ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე ხელშეწყობა, ხანძარსაწინააღმდეგო, პარაზიტებისგან დაცვისა და ტყის აღდგენის მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტის - კეთილმოწ-ყობის ღონისძიებების განსახორცი-ელებლად მნიშვნელოვანია შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტურიზ-მის განვითარების, ასევე საკუთარი მო-სახლეობის ეფექტურ საქმიანობასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობის, ტრადიციული ღირებულებე-ბის წარმოჩენასთან.

კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვ-ნელოვანი საკითხია დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის დაპროექტება-დამონტაჟება. ასევე აუცი-ლებელია ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის ტერიტორიაზე ჰიგიენური სახლე-ბის მშენებლობა.

პრიორიტეტებიდან აღსანიშნავია სპორტული და კულტურული ღონის-ძიებების ხელშეწყობა. ის მდიდარი ტრადიციები, რაც გააჩნია ხარაგაულის მუნიციპალიტეტს როგორც სპორტში, ასევე კულტურასა და ხელოვნებაში, ნამდვილად იმსახურებს უდიდეს ყურად-ღებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ხარაგაულის სახალხო თეატრის უძვე-ლესი ტრადიცია, ასევე სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ტრადიციები. ამ ფონზე აუცილებლად მიმაჩნია გან-სახორციელებელ ღონისძიებებში პრი-ორიტეტად გათვალისწინებულ იქნას ხარაგაულში თანამედროვე კულტურის სახლის აშენება.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მუნიცი-

პალიტეტის ტერიტორიაზე ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების მო-ძიების პროცესს, ასევე უძველესი ფოლკ-ლორული ნიმუშების მოძიებას და დაცვას.

აუცილებლად მივიჩნევ ჩვენი მუნიცი-პალიტეტისთვის ტრადიციული სპორტის - ჭიდაობის, მძლეოსნობის, კალათბურ-თის, ფეხბურთის, ასევე სასურველია კრივისა და ქართული საბრძოლო ხელოვ-ნების, სასწავლო წრეების აღდგენა-დაარ-სებას, საცურაო კომპლექსის აშენება.

განათლებისა და სკოლამდელი აღზ-რდის სფეროში მნიშვნელოვანია საგან-მანათლებლო დაწესებულებების დამო-უკიდებლობის ხარისხის გაზრდა, მათი აბსოლუტური დეპოლიტიზაცია; აკადე-მიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიის მაღალი დონე. უნდა შეიქმნას ობიექტური, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები საგანმანათლებლო დაწესე-ბულებებში კვალიფიციური კადრების მო-საზიდად და შესანარჩუნებლად როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა პოზიციებზე.

ჯანმრთელობასა და სოციალური პროგრამების დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორი-ტეტთაგანია. მისასალმებელია საქართ-ველოს მთავრობის გადაწყვეტილება - საქართველოს ყველა მოქალაქე უზ-რუნველყოს სამედიცინო დაზღვევის სა-ბაზისო პაკეტით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკე-ბისგან დაცვას, დაავადებათა პრევენცი-ასა და გადაუდებელ მკურნალობას.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ომი-სა და შრომის ვეტერანების, ასევე პენსი-ონერებთან დამოკიდებულების საკითხი. მეტი ყურადღება მიექცევა ქვეყნის წინა-შე დამსახურებულ ადამიანებს.

წარმოდგენილი ზოგადი სამუშაო პროგრამა მინდა დავასრულო და ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩემი დანიშვ-ნის შემთხვევაში ვალდებულებას ვიღებ საკრებულოსა და შესაბამისად - თითო-ეული მოქალაქის წინაშე, რომ დაცული იქნება მათი ღირსება და პატივი.

პაატა გოგოლაძე11 იანვარი, 2013 წელი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგებლობის კანდიდატ პაატა გოგოლაძის

სამუშაო პროგრამა

მოგესალმებით და მოგახსენებთ, რომ რო-გორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლის ერთ-ერთ კანდიდატს, რა თქმა უნდა, გამაჩნია რაიონის განვითარების ჩემებული ხედვა.

მოგეხსენებათ, რომ ხარაგაულის რაიონი, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარე-ბით ყოველთვის ითვლებოდა ნაკლებშემო-სავლიან და ღარიბ რაიონად. თითქოსდა, ეს გამოწვეული იყო რაიონის რელიეფიდან გამომდინარე. რაიონი ძირითადად ითვლება მთაგორიან მხარედ და განიცდის ვაკე ტერი-ტორიების სიმცირეს. მე, რა თქა უნდა, არ დავეთანხმები ასეთ მოსაზრებას. ზუსტად ის მთები, სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება და სუფთა წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიონის უკეთ განვითარებისათვის. მხედვე-ლობაში მაქვს ტურიზმის განვითარება და დასვენება. მაქვს მოსაზრება, რომ სწორედ ჩვენს რაიონში შეიქმნას საბავშვო ბანაკები, სადაც ბავშვები ჩამოვლენ და დაისვენებენ. საქართველოს შერჩეულ ადგილებზე აშენდე-ბა კოტეჯების კომპლექსი, სადაც მოწვეულნი და დასაქმებულნი იქნებიან პროფესიონალი ინსტრუქტორები. აქ მყოფი ბავშვებისათვის ძირითადი პრიორიტეტი იქნება დასვენება, სპორტი, ტურიზმი, ჯანსაღი კვება და ლექ-ციები მეფუტკრეობაზე. შესაძლებელია, აქვე გაიხსნას რძის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობიდან შეისყიდიან რძეს და დაამზადებენ რძის პრო-დუქტების სხვადასხვა სახეობებს.

ბავშვებისათვის საჭირო ეკოლოგიურად სუფთა საკვები (რძე, ყველი, მჭადის ფქვილი, კვერცხი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, თაფლი, კენკროვნები) შესყიდული იქნება ასევე ადგი-ლობრივი მოსახლეობიდან).

ყოველივე ეს გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებას და ისინი კვლავ დაუბრუნდებიან მიწას, თავს დაანებებენ ტყე-ების გაჩეხვა-განადგურებას და ამით ის ძვირ-ფასი ბუნება, რომელიც ჩვენს რაიონს გააჩნია, გადარჩება განადგურებისაგან.

შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ბანაკში მყოფი ბავშვებისათვის შეიქმნას სასწავლო საფუტკრე მეურნეობები.

ტურიზმის განვითარება და ტურისტების მოზიდვაც ასევე ხელს შეუწყობს კერძო და სა-ხელმწიფო დონის სასტუმროების მშენებლობას. გაიზრდება მოთხოვნილება საკვებზე. გამო-ცოცხლდება და გაიზრდება ცხოვრების დონე.

მე ჩვენს რაიონში დიდ პრიორიტეტად მიმაჩნია მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მეღორეობის, მეფრინველეობის და მეთევზე-ობის განვითარება. აქედან ყველაზე მეტად გამოვყოფდი მეფუტკრეობას. მეფუტკრეობა ეს გახლავთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე პრიორიტეტი. მეფუტკრეობის ისეთი ძვირფა-სი პროდუქტები, როგორიცაა თაფლი, ფუტკ-რის შხამი, ყვავილის მტვერი, დინდგელი, სანთელი, ფუტკრის დედის რძე, სულ უფრო და უფრო მოთხოვნილებადი ხდება არამარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ საზღვარგა-რეთაც. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკო-ლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას. მეფუტკრეობისთვის კი ჩვენს რაიონს უდიდესი ბუნებრივი პოტენციალი გააჩნია.

უნდა შეწყდეს ტყეების გაჩანაგების პრო-ცესი. ისეთი ძვირფასი ხე-მცენარეები, რო-გორიცაა წაბლი, ცაცხვი, აკაცია და ტყის ყვავილოვანი მცენარეები, უნდა გადარჩეს და გამრავლდეს.

უნდა შეიქმნას სანერგე მეურნეობები და კვლავ აღდგეს ყოველწლიურად ნარგავების დარგვის ტრადიცია. ამაში კვლავ დიდი წვლილი უნდა შეიტანონ სკოლებმა. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სკოლისდროინდელი პერიოდი, როდესაც ყოველ გაზაფხულზე გავყავდით და უამრავ ნერგს ვრგავდით. სამწუხაროდ, დღეს ყველა ეს ნერგი საწვავი შეშის ბიზნესად იქნა და განადგურდა.

მე ნამყოფი ვარ ევროპის მრავალ ქვეყანაში და ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მათი ცხოვრების წესს, რიტმსა და განვითარებას. ტყეებთან დაკავშირებით მო-გიყვანთ ევროპის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის, შვედეთის, მაგალითს. მოგახსენებთ, რომ შვედეთში დასახლებული და ათვისებუ-ლია მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 10 პროცენტი. დანარჩენი 90 პროცენტი არის აუთ-ვისებელი ტყეები და ტბები. მიუხედავად ამისა, შვედეთის კომუნები და გამგეობები ყოველწ-ლიურად უდიდეს თანხებს გამოყოფენ ახალი ნარგავების დასარგავად. ეს ჩემში ყოველთვის უდიდეს აღფრთოვანებას იწვევდა.

უნდა დავეხმაროთ ადგილობრივ გლეხებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი მიწების დრო-ულად და უმტკივნეულოდ დამუშავება და მო-სავლის მოყვანა. ასევე ხელი უნდა შევუწყოთ ამ მოსავლის რეალიზებაში ადგილობრივი ბაზრების შექმნით და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება საავტომობილო მაგისტრალებზე.

ყველა სოფელში უნდა გაკეთდეს ყველასათ-ვის ხელმისაწვდომი გზა. მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში უნდა ჰქონდეს როგორც სასმელი, ასე-ვე სარწყავი წყალი. ყველა სოფელში უნდა შეყ-ვანილ იქნას გაზი და ელექტროენერგია.

უნდა შეწყდეს გარემოს დაბიძურება, წყლის დაბინძურება. მდინარეებზე თევზის

ჭერა უნდა ხდებოდეს კანონით გარკვეულ ჩარ-ჩოებში და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. ყველა მოსახლეს უნდა გამოეყოს ნაგვის ურნა და მათი მეშვეობით ნაგვის გატანა უნდა ხდე-ბოდეს სპეციალურ ნაგავსაყრელებზე. უნდა შეიქმნას ნაგავგადასამუშავებელი ქარხნები.

უნდა გამოცოცხლდეს და გაჯანსაღდეს რაიონის სპორტული ცხოვრება. უწინ ჩვენს რაიონს არაერთი სასახელო სპორტსმენი აღუზრდია და მიუწოდებია საქართველოსთ-ვის. დღეს ეს ტრადიცია მკვდარია. პრიორი-ტეტულად მიმაჩნია, რომ კვლავ ავაღორძინოთ რაიონის სპორტული ცხოვრება და ეგრეთწო-დებულ „ბირჟებზე” მყოფი ახალგაზრდობა ჩავაბათ ცხოვრების ჯანსაღ რიტმში.

უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სკოლების, საბავშვო ბაღების განვითარებას. კვლავ უნდა გაჩნდეს წიგნის კითხვის ტრა-დიცია და შეიქმნას სოფლის ბიბლიოთეკები. ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს თავისი სპორ-ტული კომპლექსი და ჰყავდეს საუკეთესო ინ-სტრუქტორები. უფრო მაღალ დონეზე უნდა იქნას აყვანილი პირველადი სამედიცინო დახ-მარება. უნდა განვითარდეს ხანძარსაწინააღ-მდეგო სისტემები. შესაძლებლად მიმაჩნია ტექნიკური სასწავლებლისა და უმაღლესი სასწავლებლის ფილიალების შექმნა. უნდა აღორძინდეს თეატრი, კინო, ხელოვნება. ხან-დაზმული ადამიანებისთვის უნდა ტარდებოდეს გასართობი პროგრამები, უფასო ექსკურსიები, რათა მათ არ იგრძნონ თავი საზოგადოებასთან მიმართებაში ზედმეტ ტვირთად.

შესაძლებლად მიმაჩნია რაიონულ მდინა-რეებზე ადგილობრივი ელექტროსადგურების მშენებლობა. რამდენადაც ვიცი, ისინი არსებობ-დნენ წარსულში და კვლავ შესაძლებელია მათი აღდგენა უფრო დიდი მასშტაბებით.

უნდა შეიქმნას ტყის კენკროვნების შეგ-როვების ტრადიცია და გაიხსნას მათი მი-ღება-ჩაბარების პუნქტები, ხოლო შემდგომ უნდა მოხდეს მათი გადამუშავება სხვადასხვა სასარგებლო პროდუქტებად და სასმელებად.

უნდა გაიზარდოს ყურადღება მრავალშვი-ლიან ოჯახებზე. გლეხებისათვის ხელმისაწ-ვდომი უნდა იყოს ტექნიკას, სასუქი, საწამლი საშუალებები. ეს და კიდევ სხვა მრავალი იდე-ები, რომლებიც გამაჩნია, წარმოდგენილი მექ-ნება კონკრეტულად ჩემი გამარჯვების შემთ-ხვევაში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ მათ განსახორციელებლად, რათა ჩვენი რაიონი ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და პრეს-ტიჟულ რეგიონად მთელ საქართველოში.

იმედი მაქვს, ყურადღებით გაეცნობით და შე-საბამის შეფასებას მისცემთ ჩემს მოსაზრებებს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.პატივისცემით,

თამაზ წიქარიშვილი14 იანვარი, 2013 წელი

თამაზ წიქარიშვილი დაიბადა 1962 წლის 21 ივლისს ხარაგაულში. ცხოვრობს თბილის-ში. 1980-1985 წლებში დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი; 1990-1995 წლებში - საქართვე-ლოს სპორტის აკადემია ფიზკულტურის მას-წავლებლისა და მწვრთნელის სპეციალობით; 1985-1989 წლებში - იოგას უნივერსიტეტი იოგასა და ნატუროპათიის ინსტრუქტორის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:2011-2012 წწ. - ადამიანთა უფლებათა

დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი „მზერა”; იმერეთის რეგიონის მე-ნეჯერი; 1990-2005 წწ. - თბილისის იოგას უნივერსიტეტის ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი; 1994-1996 წწ. - ხარაგაულის რ-ნის, სოფ. საქასრიის სკოლა; ფიზ. მომ-ზადების მასწავლებელი; 1993-1994 წწ. - ზესტაფონის პოლიციის განყოფილება; ექსპერტ-კრიმინალისტი; 1989-1993 წწ. - ზეტაფონის რ-ნი, სოფ. ნიჩაფას სანატო-რიუმი; სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ინსტრუქტორი; 1989-1993 წწ. - შორაპნის ელემენტების ქარხანა ,,მარსი”; ფიზკულტურის მეთოდისტი; 1986-1989 წწ. - ზესტაფონის სამშენებლო სამმართველო; მშენებელი-ოსტატი

კარგად ფლობს რუსულ და საშუალოდ - გერმანულ ენებს. საშუალოდ ფლობს სა-ოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.

ხარაგაულის რაიონის

განვითარების ზოგადი გეგმა

9xtvb [fhfufekb!( bfydfhb7 @_!# o

1. გადაუდებელი ობიექტური და მიზანმიმართული ღონისძიებები იქნე-ბა გატარებული თვითმმართველობის ორგანოს, საბიუჯეტო დაფინანსების და სხვა ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშაკთა გადასახალისებლად. რაიონის ხელისუფლებაში და რაიონის თითო-ეულ რგოლში მაღალი კულტურის, გა-ნათლების, პატიოსანი და პერსპექტი-ული ხალხისგან ნდობით აღჭურვილი პირის, ახალგაზრდობის მოსაზიდად, თანამოაზრეთა ჯგუფის შესაქმნელად, რომელთაც კარგად ექნებათ გათვითც-ნობიერებული მინდობილ უბანზე მაღა-ლი შედეგების მოპოვებისთვის საჭირო პასუხისმგებლობა. ამ მიზნით ყურად-ღება გამახვილდება იმ კადრებზე, რომ-ლებიც დასაქმებული არიან რაიონში და თანამემამულენი რაიონის გარეთ. კადრების შერჩევას ძირითადად მოვახ-დენთ საკონკურსო წესით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს რაიონ-ში განსახორციელებელ სერიოზულ რეფორმას, გააჯანსაღებს ვითარებას და საბოლოო ჯამში აშკარად დაეტყო-ბა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარე-ობას.

2. რაიონის მმართველობითი სისტე-მის წამყვან ხელმძღვანელს და რაიონის გამოცდილი შესაბამისი პროფილის ავტორიტეტულ მუშაკებთან, საჭი-როების მიხედვით ზემდგომი უწყებე-ბის ხელმძღვანელებთან და სამხარეო დარგობრივ სამსახურებთან ერთად, რაიონის ყველა სფეროში ადგილზე მოვაწყობთ შეხვედრებს, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, მოვახდენთ აზრთა შეჯერებას და ცალკეული დარგების მიხედვით ცალკეულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მივიღებთ ნორ-მატიულ აქტებს, განვახორციელებთ ზომებს პრობლემების გადასაჭრელად, რეფორმების განსახორციელებლად.

3. ჩვენი ქვეყნისთვის დღესდღეობით ნომერ პირველი ამოცანაა სოფლის მეურნეობის აღორძინება. კოალიცია „ქართული ოცნების” პროგრამაში კარ-გად არის დასახული სოფლის მეურნე-ობის ეტაპობრივი მოგვარების გზები, რათა სოფელი და სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი რაიონის თითოეულ სოფლის მაცხოვ-რებელს, ხვნა-თესვა, შხამ-ქიმიკატე-ბის, სასოფლო ტექნიკის, საწვავის და დაბალი პროცენტიანი სესხის გაცემა-დარიგებაში, რომ ამით გამოსწორდეს მდგომარეობა და არ დარჩეს რაიონის სოფლებში სავარგული მიწების დაუმუ-შავებლად დატოვება; აგრეთვე ჩვენი რაონის ზოგიერთი სოფლის ტყე-მინდ-ვრები სწორედ მესაქონლეობისთვის არის მიზანშეწონილი, სადაც რაიონის ხელმძღვანელობის დახმარებით შეუძ-ლია მოსახლეობას მესაქონლეობისა და მეღორეობის ფერმების შექმნა. მე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავებ რეალურ პროგ-რამას და გეგმაზომიერ ღონისძიებებს გავატარებთ მათ გადასაწყვეტად, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სოფელს დაუბრუნდეს მოსახლეობა და დამატე-ბით დასაქმდება მრავალი ჩვენი თანა-მოქალაქე. ამის ხარჯზე ჩვენი ქვეყნის სასურსათო პროგრამაც განვითარდება და ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს რაიონის ბიუჯეტს შეემატოს გარკვე-ული თანხა.

4. რაიონის მომავალი ასოცირდება განათლებულ პიროვნებათა სიმრავლე-ზე. ხარაგაულის რაიონის ინტელექ-ტუალური პოტენციალი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი დონით, რისი საწყისიც განათლების სფეროში მუ-შაკთა ნაყოფიერი საქმიანობით არის განპირობებული. ამიტომ ვთვლი, რომ განათლების სისტემა აღებული იქნება №1 პრიორიტეტად. ამ სფეროს ნაყო-ფიერი საქმიანობისთვის ყოველდღი-ური ძალისხმევა იქნება გამოყენებული. იგი უპირველესად დაკავშირებული იქნება რეალური სასკოლო რეფორმის ეტაპობრივად და სრულად გატარე-ბასთან, განათლების სფეროში დასაქ-მებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურე-ბის ზრდასთან, მათ მატერიალურ და სულიერ წახალისებასთან, ნიჭისა და

პროფესიონალიზმის წარმოჩენასთან, რისთვისაც დამუშავებული იქნება მე-თოდურად და პრაქტიკულად გამართ-ლებული სხვადასხვა სახის კონკურ-სების ჩატარება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის და სკო-ლამდელი აღზრდის დაწესებულებების მატერიალური ბაზის განმტკიცებას, სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ინვენტარით მომარაგებას. განათლების სისტემაში დახმარებისა და დამოკიდებულების გააქტიურები-სათვის გამოვიყენებთ განათლების სა-მინისტროს, სამხარეო სამმართველოს, სასწავლო ცენტრებისა და სამეცნიერო დაწესებულებების გამოცდილებას, სხვადასხვა საერთაშორისო ორგა-ნიზაციების, რაიონის ბიუჯეტისა და რაიონის საწარმოო ორგანიზაციათა მატერიალურ და ფინანსურ შესაძლებ-ლობებს. განათლების სისტემის და-ფინანსებისათვის გავითვალისწინებთ საქართველოს განათლების სამინისტ-როს რეკომენდაციებს ბიუჯეტის 25%-ით განათლების სისტემის დაფინანსე-ბაზე.

სათანადო ძალისხმევას არ მოვაკ-ლებთ განათლების სფეროზე მიმართუ-ლი დაფინანსების დროულ და სრულ მიღებას. სპეციალურად შექმნილი კო-მისია კონკურსის წესით შეარჩევს რა-იონის ზოგადსაგანმანათლებლო სკო-ლის რამდენიმე კურსდამთავრებულს, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ რაიონის ბიუჯეტი-დან თითოეულს დავუნიშნავთ გარკ-ვეულ თანხას სტიპენდიის სახით.

5. მიმდინარე ეტაპზე განსაკუთრე-ბული ყურადღება დაეთმობა და მთე-ლი ძალისხმევა იქნება მიმართული

საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე. დამტკიცებული ბიუჯეტის სტაბილუ-რი შესრულებისა და მიმდინარე წლის ბოლომდე გარკვეული თანხით გაზრდა იქნება მიჩნეული უპირველეს ამოცა-ნად.

დაბალი ბიუჯეტი კორუფციის აშკა-რა წყაროა. ამიტომ ბიუჯეტის საშემო-სავლო ნაწილის მომდევნო წლებში და-გეგმვის დროს ყოველწლიურად მატება გათვალისწინებით მინიმუმ 20-25%, რაც საშუალებას მოგვცემს დავაფინან-სოთ არა მარტო ხელფასები, დახმარე-ბები და სხვა, არამედ გავზარდოთ ხარ-ჯები ხელმოკლე და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, რაიონის სოციალური ინფრასტრუქტურის გან-სავითარებლად, დაბასა და სოფლის იერსახის გასაუმჯობესებლად, გზების კეთილმოსაწყობად და სხვ.

საშემოსავლო დისციპლინის დაც-ვისთვის უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული, აღმოვფხვრავთ მუ-შაობაში დაშვებულ დაუდევრობებს, უპასუხისმგებლობას, გულგრილო-ბას, დაუნდობელი ბრძოლა იქნება გამოცხადებული კორუფციის ფაქტის აღმოსაფხვრელად; საფინანსო-საგადა-სახადო სისტემის მუშაკთა შრომისა და პრემიალური ანაზღაურების სისტემის მოსაწესრიგებლად. შესაბამის წინადა-დებებს დავაყენებთ ქვეყნის საფინანსო და საგადასახადო ორგანოების წინაშე.

მკაცრ კონტროლზე ავიყვანთ ბი-უჯეტის გასავლის ნაწილის მიზნობ-რივ ხარჯვას, პრიორიტეტული დარ-გების უპირველეს დაფინანსებას.

საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერ-თობების ნორმალურ კალაპოტში მოქცევისათვის მკაცრ ძალისხმევას მოვითხოვთ რაიონის საფინანსო, საგა-დასახადო და სტატისტიკის რაიონული ორგანიზაციებისაგან. თავისი კომპე-ტენციის ფარგლებში ჩავრთავთ რაი-ონის ადმინისტრაციულ ორგანოებს.

6. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რაიონის მოსახლეობის სამე-დიცინო დახმარებას. ფაქტია, რომ ამ დარგში განხორციელებულმა რეფორ-მებმა სერიოზული გავლენა იქონია

ფულადი საშუალების მქონე მოსახ-ლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესე-ბაზე, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელთაც უსახს-რობის გამო არ ძალუძთ ელემენტარუ-ლი სამედიცინო დახმარების ჩატარება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მოხდება სა-ყოველთაო დაზღვევა და ჩვენი რაიონის ყველა მოქალაქეს ექნება უფასო სამე-დიცინო მომსახურება.

უკიდურეს მდგომარეობაშია სამე-დიცინო დაწესებულებების მატერი-ალური ბაზა, ფაქტობრივად სოფლის სამედიცინო ქსელი. ამიტომ ჯანდაც-ვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და იმერეთის რეგიონის შესაბამ სამსახურთან ერთად შემუ-შავდება შემდგომი საქმიანობის გაუმ-ჯობესების ღონისძიებები. რეალურად აისახება რაიონის ბიუჯეტიდან სარე-კომენდაციო პარამეტრების მიხედვით თანხების მოზიდვის დავალებები. აგ-რეთვე რაიონის საავადმყოფო უნდა აღიჭურვოს ისეთი სამედიცინო და-ნადგარებით, რომელიც უზრუნველ-ყოფს დიაგნოსტიკასა და აქედან გამო-მდინარე, ავადმყოფთა ადგილზე ეფექტურ მკურნალობას. ყოველივე ეს დაკავშირებულია მედპერსონალის კვა-ლიფიკაციის ამაღლებასთან. ამ მიზნით გათვალისწინებული გვაქვს სახელმწი-ფო და საერთაშორისო გრანტების მო-ზიდვა, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით.

7. დაბა ხარაგაულში შესანიშნავი ტრადიციებია შენარჩუნებული და გან-ვითარებული კულტურის სფეროში, მაგრამ ამ მხრივ სერიოზული ჩავარდ-ნებია პერიფერიებში. ცალკეულ სოფ-

ლებში ჩამკვდარია კულტურის კერები. ამიტომ სოფლის საკრებულოებთან ერ-თად საჭირო ძალისხმევა გამოვიჩინოთ მივიწყებული ტრადიციების აღსად-გენად. სისტემატიურ ხასიათს მივ-ცემთ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, კონკურსებს, რაიონულ დათვალიერე-ბებს. ყოველი წლის ბიუჯეტის შედ-გენის დროს 10-15%-ით მეტ თანხებს გავითვალისწინებთ დღევანდელთან შედარებით. ნაწილობრივი დაფინანსე-ბით და საზოგადოების ძალისხმევით მივაღწევთ რაიონის ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვას, მათი მოვლა-პატრონობის გაუმჯობესებას. მივიღებთ ზომებს ცნობილი ისტორი-ული ძეგლების ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებში შესატანად.

8. გავიზიარებთ სამხარეო ეკონომი-კური სამსახურების რეკომენდაციებს და ხარჯების დაგეგმვის დროს გავით-ვალისწინებთ ბიუჯეტის 5%-ის მო-ცულობით თანხების გამოყოფას, რი-თაც შესაძლებელი გახდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებების კიდევ უფრო ამაღლება. მივიწყებული სპორტული სახეობების აღორძინების შექმნა ახალგაზრდო-ბის მოზიდვით, რითაც საწარმო-ორ-განიზაციების და სოფლის აქტივის, ახალგაზრდობის ინიციატივით და-სახლებულ უბნებში მოვაწყობთ მინი-სპორტულ მოედნებს.

9. რაიონში მეტად სავალალოა კო-მუნალური მომსახურების დონე და სანიტარული მდგომარეობა. მდგომა-რეობის განმუხტვისთვის დავამუშა-ვებთ ცალკეულ პირთა მოსაზრებებს კომუნალური სისტემის რეორგანიზა-ცია-გარდაქმნისათვის. გადავწყვეტთ ამ სისტემის დაქვემდებარებისა და და-ფინანსების საკითხებს.

10. მომდევნო პერიოდში რაიონის ეკონომიკური მდგომარეობის არსე-ბითად გაუმჯობესებისა და მოსახლე-ობის შემოსავლების გაზრდისათვის შევიმუშავებთ დასაბუთებულ პროგ-რამებს რაიონში არსებული რეალური რესურსებისა და შესაძლებლობების გამოსაყენებლად. ეს განსაკუთრებით

იქნება გამოხატული ხე-ტყის რესურ-სების ადგილზე ნახევარფაბრიკატები-სა და მზა ნაწარმის სახით. აგრეთვე, მარმარილოსა და გრანიტის, ბუნებ-რივი სამშენებლო მასალების და სი-ლიკატური, ინერტული მასალების, ხილ-კენკრის დამზადება-დამუშავების და სხვა თვალსაზრისით, რისთვისაც ხელს შევუწყობთ ცალკეულ სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამო-ყალიბას. ამ გზით დასაქმდება 500-600 კაცი და რაიონის ბიუჯეტის შემოსა-ვალში აისახება მკვეთრი ზრდა. ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია რაიონის ეკონომიკის აღმავლობისათ-ვის სათანადო საინვესტიციო გარემოს შექმნა. აქედან გამომდინარე, ქართვე-ლი და უცხოელი ბიზნესმენებისათვის ხელისშემწყობი პირობების შექმნა, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს პრაქტიკულად სამეწარმეო უძრაობის გარღვევა და მნიშვნელოვანი კაპიტა-ლის მოზიდვა, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაიონის მოსახლეობის დასაქმებისა და ბიუჯე-ტის გაზრდას; აქედან გამოდინარე, მო-სახლეობის სოციალური პრობლემების უახლოეს მომავალში გაუმჯობესებას.

11. სამოქალაქო ინიციტივების შეგ-როვება მხარდამჭერით გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანების, პო-ლიტიკურ პარტიებთან დაახლოების, სამთავრობო გადაწყვეტილებათა მო-სახლეობამდე დაყვანისა და მხარდა-ჭერისათვის, აგრეთვე რაიონში მოქმედ ეკლესიებთან პარტნიორული ურთიერ-თობების საკითხებზე შემოვიღებთ ერთ საშტატო ერთეულს, რაც მიზანმიმარ-თულს გახდის ამ მხრივ რაიონის გამ-გებლის მუშაობას.

12. უმძიმეს მდგომარეობაშია რაი-ონის სამრეწველო დარგი. ამ სფეროში შექმნილი სიტუაციის ღრმა ანალიზის შემუშავეებული პროგრამის საფუძ-ველზე მიღწეული იქნება სამრეწველო პროდუქციით ყოველწლიური მატება 10-15%-ით ექსპორტისა და 5-10%-ის ფარგლებში. განსაკუთრებით გამო-იკვეთა „ზვარეს” მინარალური წყლის ათვისება.

13. ყოველმხრივი ხელშეწყობა იქნება გამოხატული ბორჯომ-ხარა-გაულის ტყე-პარკის ეგიდით რაიონის გზების, სკოლებისა და სხვა ობიექ-ტების კეთილმოწყობისათვის გამო-ყოფილი მიზნობრივი სახსრების ასათ-ვისებლად.

14. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და სამხარეო შესაბამის სამსახურებთან ერთად შევიმუშავებთ რაიონის მძიმე დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯო-ბესების, რაიონის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების თვალსაზ-რისით განსახორციელებელ ღონისძი-ებებს და ეტაპობრივად უზრუნველვ-ყოფთ მათ რეალიზაციას.

15. ქვეყანაში შექმნილმა სოცი-ალურ-ეკონომიკურმა ფონმა სერი-ოზული გავლენა მოახდინა კანონისა და კანონიერების დაცვაზე. ამ მხრივ გავატარებთ გადამჭრელ ღონისძი-ებებს რაიონის ადმინისტრაციულ ორ-განოებთან ერთად. გავააქტიურებთ ცალკეულ პირთა, სოფლის ხელმძღ-ვანელთა აქტივობას ადგილზე დამა-ლული დანაშაულის აღრიცხვისა და ინფორმირების თვალსაზრისით. შე-საბამის სამინისტროებთან და სამხა-რეო სამსახურებთან ერთად მივიღებთ გადამჭრელ ზომებს სისტემაში კადრე-ბის გადახალისებისათვის, პოლიციის მატერიალური ბაზის გაუმჯობესებისა და ოპერატიული მომსახურებისათვის დამატებითი სახსრების გამოსაყოფად.

16. გამჭვირვალეს გავხდით ჰუმა-ნიტარული ორგანიზაციის და მთავ-რობის მიერ გამოყოფილი დახმარების პროგრამით გათვალისწინებული და მოსახლეობაზე მისაწოდებელი კვების

პროდუქტების, სხვადასხვა საქონლის და ფულადი სახსრების განაწილება-მიღების საკითხებს, კონტროლზე ავიყ-ვანთ და მკაცრი ზომების გატარებით მივაღწევთ ამ მხრივ სრულ წესრიგს.

17. ვაღიარებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ზოგადი ხასიათისაა. იგი დაიხვეწება კონკრეტული დროისა და პირობების შესაბამისად და საქართ-ველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის, გულისხმიერების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხარდაჭერით მთელ ძალასა და შესაძ-ლებლობებს არ დავზოგავთ მის შესას-რულებლად.

ალექსანდრე გაბუნია

ხარაგაულის რაიონის განვითარების

საორიენტაციო სამოქმედო გეგმა

ალექსანდრე გაბუნია დაიბადა 1956 წლის 20 თებერვალს ხარა-გაულში. მან 1973 წელს დაამთავრა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლა. 1974-76 წლებში სწავლობდა ს/ნა-წილის პარტიულ სკოლაში, 1976-83 წლებში საქართველოს პოლიტექნი-კურ ინსტიტუტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფა-კულტეტზე, 1978-81 წლებში - მარ-ქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში საერთაშორისო ფაკულტეტზე, 1983-1985 წლებში - თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლე-ბელ კურსებზე, 1997-1998 წლებში - სტანდ. მეტროლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტში ავტოტ-რანსპორტის მომსახურების სერტი-ფიკატის ექსპერტის სპეციალობაზე. ალექსანდრე გაბუნია რუსულ ენას ფლობს საშუალოდ.

იგი მუშაობდა: 1973-74 წლებში სოფ. საღანძილის კოლმეურნეობის კოლწევრად, 1977-1978 წლებში ქ. თბილისის ხელნაწერთა ინსტი-ტუტში სახელმწიფო დაცვის ინსტ-რუქტორად და უფროს ტექნიკოსად, წიგნსაცავის მეთვალყურედ, 1978 წელს - თბილისის ორჯონიკიძის რა-იონული განყოფილების ს/უფროსად, 1978-83 წწ. თბილისის ტრიკოტა-ჟის ფაბრიკა №3 სახ. დაცვის ინსტ-რუქტორად, 1983-84 წწ. თბილისის სილიკატ აგურის ქარხნის ცვლის უფროსად, 1984-88 წლებში თბილი-სის კპს ქარხნის ლაბორატორიის უფროს ინჟინრად; 1988-1991 წლებ-ში თბილისის სახლთმშენებლობის კომბინატის №3 მცირე მექანიზაციის უბნის უფროსად, 1991-1993 წლებში საქართველოს ტრანსპორტის სამი-ნისტროში სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1993-96 წლებში თბი-ლისის საწარმო „ალნანის” დირექ-ტორად, 1996-98 წლებში ტრანსპორ-ტის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფ-როსად, 1998-2001 წლებში მცხეთა-მთიანეთის ავტოტრანსპორტის რე-გიონული სამმართველოს უფროსად, 2001-2002 წლებში საქართველოს ავტოტრანსპორტის დეპარტამენტის „ტრანსტექნოტესტის” გენერალურ დირექტორად, 2002-2003 წლებში ხა-რაგაულის რაიონის სოფელ საღანძი-ლეს გამგებელად, 2003-2009 წლებში საქართველოს ავტოტრანსპორტის დეპარტამენტში ტრანსტექნოტესტის გენერალურ დირექტორად; 2009-2012 წლებში თბილისის შპს „ლუჩი-ანოს” ქარხნის დირექტორად.

10 xtvb [fhfufekb !( bfydfhb7 @_!# o

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლობაზე პრეტენზიის უფლებას მაძ-ლევს ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების გზა, დღევანდელობა და მომავლის ხედვა.

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახე-ლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკისა და ეკონომიური ფაკულტეტების დამთავრების შემდეგ მივიღე სპეციალობები მექანიკოსისა და სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ეკო-ნომისტისა. 1975-1978 წლიდან ვმუშაობ წიფა-ზვარის საბჭოთა მეურნეობაში ჯერ მუშად, შემდეგ მექანიკოსად, 1978 წლიდან ვარ მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრი-კაში ინჟინერ-ტექნოლოგი. 1979 წლიდან ვიმყოფები კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე, 1989 წლიდან ამირჩიეს ხარა-გაულის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯ-დომარის მოადგილედ, საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ, 1991 წელს ვიყავი რაი-ონის პრეფექტურის ეკონომიური გამყო-ფილების გამგის მოადგილე, 1992 წლიდან ვმუშაობ რაიონის გამგებლის ჯერ მოად-გილედ, შემდეგ პირველ მოადგილედ. 1995 წლიდან ვარ ს.ს. „მარელისის” გენერა-ლურ დირექტორი. სხვადასხვა დროს არ-ჩეული ვიყავი რამდენიმე არჩევის ხარაგა-ულის რაისაბჭოს დეპუტატად, 2002 წელს არჩეული ვიყავი რაიონის ასოცირებული საკრებულოს წევრად, ხოლო 2002 წლის ივნისიდან არჩეული ვიყავი სოფ. წიფის საკრებულოს თავმჯდომარედ. ვარ აფხა-ზეთის ომის მონაწილე.

მუნიციპალური საკრებულოს მიერ ჩემდამი ნდობის გამოცხადებისა და შესა-ბამისად გამგებლად არჩევის შემთხვევაში, მუშაობაში ვიხელმძღვანელებ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზით და საკ-რებულოს გადაწყვეტილებებით.

წარმოგიდგენთ პროგრამას, რომლის განხორციელებასაც შევეცდები რაიონის გამგებლობის შემთხვევაში, - რის გაკე-თებას ვაპირებ და როგორ შევძლებ რაი-ონის პრობლემების მოგვარებას, რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კონკურენტიანი გარემოს შექმნას, ადამიანის უფლების დაცვას და შერჩევითი სამართლისა და შერჩევითი განაწილების აღმოფხვრას; როგორ შეუწ-ყობთ ხელს განათლებისა და კულტურის დონის ამაღლებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

წარმოდგენილი პროგრამა სრულყო-ფილი ვერ იქნება და იგი დაიხვეწება, მას-ში ჩადებული იქნება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რაიონში არის მოსაგვარებე-ლი. მიუხედავად ამისა, ეს პროგრამა არ იქ-ნება უნაკლო, დღევანდელ პირობებში ჩემი პოზიციიდან გამომდინარე სხვანაირად არც შეიძლება, ვინაიდან ჩემი მუნიციპა-ლიტეტის გამგებლად დანიშვნის შემთხ-ვევაში რაიონის შესაბამის სამსახურებთან ერთად წარმოდგენილი პროგრამა დაიხვე-წება, დაკონკრეტდება და საბოლოო სახით ჩამოყალიბდება რაიონის სოციალურ-ეკო-ნომიკური განვითარების ვრცელ და კონკ-რეტულ პროგრამად, რომლის შესასრუ-ლებლად აუცილებელი იქნება შესაბამისი რეგიონალური სტრუქტურების, ქვეყნის სამინისტროების და უწყებების ჩართვა.

მუშაობას დავიწყებ გამგეობის დღემ-დე გაწეული საქმიანობის და არსებული პრობლემების გაცნობით და უპირველესი საზრუნავი გახდება მთლიანად მუნიციპა-ლიტეტის ტერიტორიაზე კანონის უზენა-ესობის დამკვიდრება.

ხარაგაულის რაიონს თავისი გეოგ-რაფიული მდგომარეობითა და არსებული ბუნებრივი რესურსებით გააჩნია ის პო-ტენციალი, რის გამოყენებითაც რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძირეულად გაუმჯობესდება.

ხარაგაულის რაიონის სოციალურ-ეკო-ნომიკური განვითარების, საფინანსო-საბი-უჯეტო სრულყოფის, რაიონის ბუნებრივი რესურსების გამოყენების, მართლწესრიგის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის, შერჩევითი სამართლისა და შერჩევითი განაწილების აღმოფხვრისათვის, რაიონში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებისა და აღრიცხვიანობის მოწეს-რიგებისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი ღონისძიებები:

1. რაიონში კანონის უზენაესობის დამკ-ვიდრება, შერჩევითი სამართლის უარყოფა;

2. რაიონში სწორი საკადრო პოლიტი-კის გატარება, მოსამსახურეთა უნარისა და კომპეტენციის შესაბამისად, მიუხედავად მათი პარტიული ორიენტაციისა. თითოე-ული მუშაკისაგან პერსონალური პასუხის-მგებლობის ამაღლება, მმართველობითი და საბიუჯეტო ორგანიზაციების აპარატის მაქსიმალური ოპტიმიზაცია შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფით. განათ-ლების, მრეწველობის, კულტურის, ჯან-დაცვის, ახალგაზრდული და საბიუჯეტო სფეროების პრიორიტეტად გამოცხადება;

3. რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის საგრძნობი ზრდა და ყოველწლიურად 8-10% ზრდის ტემპის შენარჩუნება;

4. რაიონის საფინანსო-ეკონომიური და სტატისტიკის სამსახურების მობილიზე-ბა აღრიცხვის მოწესრიგების, ბიუჯეტში თანხების მოზიდვის, შემოსული თანხების ყაირათიანად ხარჯვის უზრუნველყოფი-სათვის. გადამხდელთა შორის გადახდის კულტურის ამაღლებისა და ბიუჯეტში შემოსულ-გასული თანხების გამჭვირვა-ლობისათვის;

5. რაიონში არსებული ბუნებრივი რე-სურსების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ახალი პროექტებისა და ბიზ-ნეს-გეგმების მომზადება და განხორცი-ელება. ტყის რესურსების ადგილზე და-მუშავება, მზა ან ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია, საკონსერვო მცირე საამქ-როების შექმნა;

6. რაიონის სოფლის მეურნეობის გან-ვითარება, პრიორიტეტული დარგების მი-ხედვით. სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე ბიზნესის ხელშეწყობა მცირე სა-კონსერვო საამქროების შექმნისათვის;

7. რაიონში შექმნილი ეროვნული პარ-კის შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედება და რაიონში ტურიზმის განვი-თარებისათვის ხელშეწყობა. ბორჯომ-ხა-რაგაულის ეროვნულ პარკში ტურისტების მოზიდვისათვის სათანადო რეკლამის მომ-ზადება;

8. რაიონში მაკონტროლებელი და კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოების მობილიზება დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, რისთვისაც საჭიროა რა-იონის მაკონტროლებელ სისტემაში მტკი-ცე საკადრო პოლიტიკის განხორციელება;

9. გამგეობის ყოველდღიური ზრუნვა სოციალურად დაუცველი ფენის, პენსი-ონერებისა და ვეტერანების მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით;

10. დაბის ცენტრის იერსახის კიდევ უფრო მოწესრიგება, კეთილმოწყობის სა-მუშაოების უზრუნველყოფა, გზების, სას-მელი წყლის, კომუნალური მომსახურების გაუმჯობესება, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა;

11. რაიონის მდიდარი ისტორიული წარსულის ფონზე კულტურის, რაიონის გამოჩენილ ადამიანთა შესაძლებლობების გამოყენება რაიონის კულტურული ცხოვ-რების გასაუმჯობესებლად;

12. რაიონში მიზანმიმართული საქმი-ანობის წარმართვა დემოგრაფიული სიტუ-აციის გაჯანსაღებისათვის, მიგრაციული პროცესების შეჩერებისათვის, ახალი სა-მუშაო ადგილების შექმნისათვის, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნისათვის.

ყველა აქ ჩამოყალიბებული ღონისძი-ებიდან გამოვყოფ:

• აღრიცხვის მოწესრიგება - რომელიც არის კრიტერიუმი რაიონის გამგებლისა და მისი პირველი პირის ზნეობისა, ხოლო აღრიცხვის მიახლოება სინამდვილესთან - გამგებლის წესიერების დონის მაჩვენე-ბელი;

• ბრძოლა ფალსიფიკაციისა და კონ-ტრაბანდის წინააღმდეგ - ეს არის მძიმე ავადმყოფური სენი ეკონომიკისა და მრეწ-ველობის განვითარებისა;

• წესრიგის დამყარება ყველა სფერო-ში, აქტიური მონაწილეობა მოსახლეობისა და მეწარმეებისათვის კონკურენტუნარი-ანი გარემოს შექმნისათვის, მოქალაქეთა უფლებების სრული დაცვისათვის;

• ყოველდღიური და მჭიდრო კონტაქტი არასამთავრობო და პარტიულ ორგანიზა-ციებთან - რისთვისაც შეიძლება გამგეობა-ში შეიქმნას სამსახური მათთან ურთიერ-თობისა და ინფორმირებისათვის.

რაიონის სახალხო მეურნეობის დარგები და ბიუჯეტთან

ურთიერთობარაიონის სახალხო მეურნეობის დარ-

გებიდან განათლება №1 პრიორიტეტი იქ-ნება. რაიონს ამ კუთხით მდიდარი ტრადი-ციები გააჩნია. ხარაგაულისათვის უცხო არასოდეს ყოფილა განათლება და განათ-ლების მიღების სურვილი. ამიტომ მთავა-რი აქცენტი გაკეთდება განათლების ხა-რისხზე, დაფინანსდება მოსწავლე და მისი მომზადების დონის ამაღლება, მიუხედავად იმისა, რომ რაიონი ტერიტორიულად დი-დია, სკოლების უმეტესობა შესაკეთებე-ლია. მოსწავლეებს უჭირთ სწავლის ქირის გადახდა და სასწავლო ლიტერატურის

შეძენა, ეს პრობლემა მოგვარებადია. მო-მავალი წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ხარჯი განათლებაზე იქნება გათვალისწი-ნებული. განათლების რეფორმის შესაბა-მისად ცვლილებები უნდა მოხდეს დაბის სასკოლო დაწესებულებებში, ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს კონკურსები: „საუკე-თესო სკოლა”, „საუკეთესო პედაგოგი”, „საუკეთესო მოსწავლე”, რომელშიც გა-მარჯვებულთა წახალისება უნდა უზრუნ-ველყოს რაიონის ბიუჯეტმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთ-მობა რაიონის მცირერიცხოვან სოფლებში დაწყებითი სკოლების შენარჩუნებასა და აღდგენას.

სერიოზულ დახმარებას საჭიროებენ უდედმამო, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები - რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო განათ-ლება თანატოლებთან ერთად.

მნიშვნელოვან ყურადღებასა და ანა-ლიზს საჭიროებს რაიონის მრეწველობა - დღეს ისე, როგორც ქვეყანაში რაიონის მრეწველობა თითქმის გაჩერებულია, მთე-ლი რიგი ობიექტური და თუ გნებავთ სუ-ბიექტური მიზეზების გამოც.

დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ უარყოფს ქვეყნის საგადასახადო სისტემის მოუქ-ნელობას, რითაც მრეწველები კაბალურ მდგომარეობაში არიან მოქცეული, ქვეყანა მოიცვა ფალსიფიკაციამ და კონტრაბან-დულმა პროდუქციამ. რაიონის სინამდვი-ლეში ავეჯისა და სპირტიანი სასმელების დამზადებაში უზომოდ დიდი ფალსიფიცი-რებული-აღურიცხავი პროდუქციის წილი, ამზადებს ვისაც უნდა და ვერ ამზადებს ის, ვინც უნდა ამზადებდეს. მოშლილია სალი-ცენზიო და ხარისხის სამსახური.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სა-ბიუჯეტო თანხები იკარგება ბუნებრივი რესურსების არასწორად გამოყენებით. კერძოდ, სერიოზული ნაკლოვანებებია

ხე-ტყის რესურსების კანონიერად ათვისე-ბაში. აცილებელია, ხე-ტყე ადგილზე და-იხერხოს, გაშრეს, დამზადდეს სრულყო-ფილი პროდუქცია ან ნახევარფაბრიკატები მაინც, რითაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ბიუჯეტი მნიშვნელოვან შევ-სებას მიიღებს. Gასულ წლებში ამ დარ-გიდან მცირე თანხები შემოვიდა, სატყეო მეურნეობიდან წელიწადში შესაძლოა 150 000 ლარის მოზიდვა.

8 წელია რაიონში არ გაცემულა სა-მასალე მორზე ბარათი, რაც არასწორია ყველანაირი კუთხით. ოჯახები მრავლდე-ბიან, ძველდება და ინგრევა სახლები, რაც ყურადღებას საჭიროებს. მოსახლეობა ამ კუთხით დახმარებას საჭიროებს.

ხოლო მარტო შეშის ბარათით ხე-ტყის დამზადებასა და გარეთ გატანას ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს, ერთი და იგივე საბუ-თით დღეში ზოგჯერ რამდენიმე მანქანის გატანას ახერხებენ. შამასალე მორები იჭ-რება შეშად და ამით სერიოზული თანხები ეკარგება ბიუჯეტს. იქ, სადაც ტენდერე-ბის არსებობისას მთავარი სარგებლობის ჭრებისას რამდენიმე კილომეტრი გზები შევიდა, ახლა იქ სამასალე მორებს შეშად ჭრიან, რაც დანაშაულია.

პრაქტიკიდან უნდა ამოვარდეს ხე-ტყის მოჭრის ნებართვის შერჩევით გაცემა.

რაიონში არის მარმარილოს, გრანი-ტის, მოზაიკური ქვიშის საკმაო მარაგი, მინერალური და სამკურნალო წყლები, საჭიროა და მიზანშეწონილი მცირე ბიზ-ნესის განვითარებისთვის ინვესტორების მოზიდვა, რითაც შესაძლოა ბიუჯეტის საგრძნობი შევსება.

სათანადო ყურადღების მიქცევას საჭი-როებს საკონსერვო მცირე საწარმოების შექმნა, რაიონში მრავლადაა გარეული ხილი, რომლითაც დაინტერესება უკვე გამოხატეს უცხოელებმა, მოწონებას იმ-სახურებს აგრეთვე სამკურნალო მცენარე-ები, მოქმედებს კუსტარული წესით სოკოს დამზადება, რომელიც პარფიუმერიაში გამოიყენება. ყველა ამ საკითხს სჭირდება ყურადღება, რადგან აქ არის ის რეზერ-ვი, რომელიც მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს დაასაქმებს.

აუცილებელია გადაიდგეს პრაქტიკული ნაბიჯები ისეთი პროდუქციის დამზადები-სათვის, რომლის მომხმარებელიც ადგილ-ზეც და ქვეყანაშიც ბევრია. ასეთია კირის წარმოება, რისი ტრადიციაც რაიონში არის. ყველა აქ ჩამოთვლილი ღონისძიებების გან-ხორციელებით მიიღწევა ის, რომ რაიონის მრეწველობა დაიწყებს განვითარებასა და მრეწველობიდან ბიუჯეტში შენატანი საგ-

რძნობლად გაიზრდება.ხარაგაული სოფლის მეურნეობის რაი-

ონია, ადრე განვითარებულმა მევენახეობამ და მეხილეობამ დეგრადაცია განიცადა და ახლაც განიცდის იმის გამო, რომ საზო-გადოებრივი სარგებლობის ფართობები აღარ არსებობენ და მიწა მთლიანად მო-სახლეობაზეა გადაცემული, რომელთაც არ გააჩნიათ ელემენტარული საშუალე-ბანი მათ დასამუშავებლად. ასევე დიდი სიძნელეებია შექმნილი პირუტყვის და-ავადებასთან ბრძოლის საქმეებშიც - არ გააჩნიათ წამლის შესაძენი საშუალებები. დარგის განვითარებისათვის საჭიროა რა-იონის ბიუჯეტში ყოველწლიურად 50-70 ათასი ლარის გამოყოფა და გარკვეული პერიოდის შემდეგ რაიონის ბიუჯეტი სო-ლიდურ შევსებას მიიღებს.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ის კერძო მფლობელობაშია, აქ მგზავრთა მომსახუ-რების საკითხი თითქმის მოწესრიგებუ-ლია, მაგრამ ლიცენზიების, მარშრუტის, ფასის დადგენის, გადასახადის სრულად ამოღების საკითხები მოსაგვარებელია, რომლის გადაწყვეტა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის აღრიცხვიანობის მოწესრიგება. ამ მიზნით დაბაში და რაიონის რიგ სოფ-ლებში მთლიანად დამთავრდება მრიცხვე-ლების გარეთ გამოტანა და მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების ამოღება 90%-მდე გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება ამ დარგიდან შემოსავალი ბიუჯეტში.

ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, რა-იონის ჯანდაცვის სფეროშიც მიმდინა-რეობს რეფორმა, რომელსაც გარკვეული სიძნელეები თან ახლავს, ყველაზე მეტად მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა აფიქრებს, ამ დარგშიც პრივატიზაცია ჩატარდა და მას ფრთხილი

მოპყრობა ესაჭიროება. გადაუდებელ დახ-მარებას საჭიროებენ სოფლებში სამედი-ცინო დაწესებულებები.

რაიონში სულ რამდენიმე ორგანიზა-ციას ან პიროვნებას გააჩნია ლიცენზია მშენებლობის საწარმოებლად, ეს საქმე ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

ცუდი მდგომარეობაა შემქნილი რაიონ-ში მშენებლობის კუთხით. რაიონში მიმდი-ნარე მშენებლობებსა და შეკეთებებს სხვა რაიონის ორგანიზაციები და მუშახელი ას-რულებს, რითაც ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხას კარგავს, მათზე გაცემული ხელ-ფასი რაიონიდან გადის. გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად სხვა რაიონიდან შე-მოსული ორგანიზაციები ან პიროვნებები იმარჯვებენ.

სერიოზულ მიხედვას საჭიროებს სოფ-ლის გზების მშენებლობისა და კეთილ-მოწყობის საკითხები, ავტომანქანისათვის გაუვალი გახდა რაიონის ერთ-ერთი ცენტ-რალური გზა ხარაგაული-მოლითი-ფონა. სათანადო ყურადღებას მოითხოვს გზის მოასფალტების საქმეც.

დღეს თუ რომელიმე სფეროს უჭირს, უჭირს კულტურასაც, არადა ამ დარგის უყუ-რადღებოდ მიტოვებამ მომავალში შესაძლოა გამოუსწორებელი მდგომარეობა შექმნას.

წარმოდგენილი პროგრამით გათვალის-წინებული იქნება ამ დარგში გამოყოფილი თანხების გაორმაგება, რაც ხელფასის გარდა მოხმარდება მუზეუმებისა და ბიბ-ლიოთეკების შეკეთებას, ხელს შევუწყობთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა მუსიკოსებს და განსაკუთრე-ბული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა მუსიკოსებს და შემსრულებლებს. რაიონ-ში აქტიურად მუშაობს თეატრი, ბავშვთა ანსამბლები, რაიონს ჰყავს უამრავი გამო-ჩენილი ადამიანი, მეცნიერები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, რომელთა დახმა-რებით შესაძლოა რაიონის კულტურული ცხოვრების დონის ამაღლება.

სათანადო ყურადღება დაეთმობა რაი-ონის ტერიტორიაზე არსებული ისტორი-ული და კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობას.

პროგრამით გათვალისწინებული იქ-ნება მომავალი 2013 წლისათვის სპორ-ტის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხების საგრძნობი გაზრდა. განსახილ-ველია რაიონული საფეხბურთო გუნდი „ჩხერიმელა”-ს საკითხი და რაც მთავარია, მისი შემდგომი არსებობის სტატუსი. მეტ ყურადრებას საჭიროებს რაიონის ტრა-დიციულად წარმოჩენილი სპორტის სახე-ობა ჭიდაობა. დაფინანსდება სხვადასხვა

სპორტული ღონისძიებანი და მატერიალუ-რად წახალისდებიან ნიჭიერი სპორტსმე-ნები. უნდა ვიზრუნოთ რაიონში ჭიდაობის ტრადიციის აღდგენაზე.

პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესე-ბას, ეროზირებულ ადგილებში ნარგავების დარგვას, სათიბ-საძოვრების გაწმენდას, რისთვისაც საჭირო იქნება ინვესტიციების მოზიდვა. კომისიური წესით განსახილვე-ლი და შესამოწმებელია ჩინელების მიერ გვირაბებისა და რკინიგზის მშენებლობის დროს ეკოლოგიის ნორმების დაცვა, ბი-უჯეტთან მათი მონაწილეობა.

გადაუდებელი ღონისძიებების გატარე-ბას მოითხოვს მიგრაციული პროცესების შეჩერება, ხელი უნდა შეეწყოს ახალგაზ-რდა ოჯახებს, რათა მაქსიმალურად გაუმ-ჯობესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა, რისთვისაც დაგვჭირდება ცალკე პროგრა-მის შედგენა.

განსახილველი და შესასწავლია რაი-ონის ტერიტორიაზე გამავალი საქართვე-ლოს რკინიგზის და მაღალი ძაბვის გადა-მცემი ხაზების მიერ დაკავებული მიწის ფართობიდან გადასახდელი თანხის რაი-ონის ბიუჯეტთან ურთიერთობის საკითხი.

პროგრამის განხორციელების ერთ-ერ-თი მთავარი ფაქტორია რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების სწორი პროგნოზირება და რეალური ზრდის ტემპის დაგეგმვა.

პროფესიონალიზმი, ინტელექტი, პა-ტიოსნება რაიონის საკრებულოს თანამდე-ბობის პირთა მუშაობის შეფასების ერთა-დერთი კრიტერიუმი უნდა გახდეს.

ზემოთ აღნიშნული საკითხებისა და პრობლემების მოწესრიგება ხელს შეუწ-ყობს რაიონში მოსახლეობის სოციალურ დაცვას, შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების დონის გაზრდას, ბიუჯეტში გადახდისუნარიანობის ამაღლებას, გა-ნათლების, კულტურის, ჯანმრთელობის, სპორტის, ახალგაზრდობის და ბავშვთა ორგანიზაციების პრიორიტეტულ უზრუნ-ველყოფას, რაიონში კანონიერი, კონკუ-რენტუნარიანი გარემოს ფორმირებას.

რაიონის საბიუჯეტო ორგანოებში მოსაწესრიგებელია შტატების საკითხი, რომლის განხორციელებაც უზრუნველ-ყოფს რაიონის ტერიტორიული ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვას.

რაიონში ბიუჯეტის დაგეგმარების პრაქტიკა მაძლევს უფლებას განვაცხა-დო, რომ რაიონში 2013 წლის ბოლომდე შეიძლება ბიუჯეტის შემოსავლების მნიშ-ვნელოვანი გაზრდა. ბიუჯეტის შევსების მთავარ რეზერვად ვთვლი აღრიცხვის მოწესრიგებას. თითოეული გადამხდელი პასუხს უნდა აგებდეს არა საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის, არამედ კა-ნონის წინაშე.

რაიონის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მთა-ვარ ბერკეტად მივიჩნევ დასაქმებასა და წესრიგს. ამისათვის საჭიროდ მივიჩნევ ყველა საბიუჯეტო ორგანოსა და ადმი-ნისტრაციულ ორგანოში თითოეული მუ-შაკის პერსონალური პასუხისმგებლობის გაზრდას, კომპეტენტური და პატიოსანი მუშაკებისადმი მხარდაჭერას, რაიონში საფინანსო-საბიუჯეტო წესრიგის დამყა-რებას. პოლიციაში არ შეიძლება შერჩე-ვითი სამართალი არსებობდეს, რაიონის პოლიციაში არ შეიძლება წლობით იყოს გაუხსნელი საქმეები და უყურადღებოდ მი-ტოვებული განცხადებები.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომელიც პირველ ეტაპზე მიმაჩნია აუცილებელ შე-სასრულებლად. შემდეგ ეტაპზე ეს პროგ-რამა დაიხვეწება, დაკონკრეტდება, დარ-გების მიხედვით გაკეთდება პროგრამები, ბიზნეს-გეგმები, რომლებიც გაივლიან შე-საბამის ორგანოებში ექსპერტიზას, ხოლო მათ შესრულებაზე მიმაგრებული იქნებიან კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. ნე-ბისმიერი პროგრამის სიკეთე მისი განხორ-ციელების შემდეგ ფასდება.

ხარაგაულის პუნიციპალიტეტის

გამგებლობის პრეტენდენტის

გიორგი ლაცაბიძის პროგრამა

11xtvb [fhfufekb!( bfydfhb7 @_!# o

შეკითხვას მოისმენდა, გვპირდებოდა, რომ პასუხს „ათ წუთში გაგვცემდა.” ამ დროის გასვლის შემდეგ კი ის სატელეფო-ნო ზარებს აღარ პასუხობდა. არც ერთი სამსახურის უფროსი არ გვპასუხობდა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, რადგან ეს მათივე თქმით, „გამგებელმა აუკრძალა” და ითხოვდნენ წერილობით მიმართვას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გეობამ გასულ წელს გაზეთ „ჩემი ხარაგა-ულის” რედაქციას პასუხი არ გასცა ხუთ წერილზე. მათ შორის: 6 იანვრის წერილ-ზე მომავალ კვირაში დაგეგმილ აქტივო-ბათა შესახებ; იმავე დღეს მოთხოვნილ ინფორმაციას - გამგეობის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა შრომითი ანაზ-ღაურების, პრემიებისა და სხვა ფულადი ჯილდოების შესახებ; უპასუხოდ დარჩა 3 მაისის წერილი, რომლითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფართის დაქირავების ხელშეკრულებას ვითხოვ-დით; პასუხგაუცემელია 10 მაისის წერი-ლი, სადაც ხევში სკოლის მიმდებარედ აშენებული ხიდის პროექტის ასლს, ხარ-ჯთაღრიცხვას და მშენებელ ორგანიზა-ციასთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს ვითხოვდით; 23 მაისს გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქციამ მუნიციპალი-ტეტის გამგებელს მიმართა, რომ სამოქა-ლაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ მოქალაქეებთან ორგანიზებული შეხვედ-რებისთვის 1 და 2 ივნისს ვერტყვიჭალაში, ბორითსა და კიცხში გამოეყო დარბაზები. ეს წერილიც უპასუხოდ დარჩა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს წევრი რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ მას გამგეობიდან არ მიუღია პასუხი სამ წერილზე. მისივე თქმით, გამ-გეობიდან მიღებული პასუხები ხშირ შემთ-ხვევაში არ შეესაბამებოდა მის მიერ მოთ-ხოვნილ ინფორმაციას.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ მან მუნიციპალიტეტის გამგეობას აპ-რილში წერილობით მიმართა და ითხოვდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფართის დაქირავების ხელშეკრულებას. ინგა მაღრაძემ ამ წერილზე პასუხი ოქ-ტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. იგი ამბობს, რომ ამ პასუხს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებდა, არჩევნებში „ქართულ ოცნებას” რომ არ გაემარჯვა.

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის საკრებულოს, გაზეთ

„ჩემი ხარაგაულის” რედაქციას პასუხები არ მიუღია 7 მარტისა და 10 მაისის წერი-ლებზე. პირველი წერილით ვითხოვდით, რომ საკრებულოს განემარტა, თუ რა სა-ხით იხარჯებოდა საგამომცემლო საქ-მიანობაზე გამოყოფილი 36 ათასი ლარი - სუბსიდია ეძლეოდა მთალიანად „ახალ ხარაგაულს” თუ პროგრამულად იყო გა-წერილი; მეორე წერილით კი ვითხოვდით სოფელ ხევში სკოლის მიმდებარედ აშენე-ბული ხიდის პროექტის ასლს, ხარჯთაღ-რიცხვას და მშენებელ ორგანიზაციასთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო იმის ნაცვლად, რომ სრულყო-ფილი პასუხის მოძიებაში დაგვხმარებოდა, ხშირად გვპასუხობდა - „მიმართეთ გამგე-ობას.”

წერილში, რომლითაც მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ შენობაში 2 ივნისს დარბაზის დათმობა ვთხოვეთ სამოქალა-ქო განვითარების ინსტიტუტის მოსახლე-ობასთან შეხვედრისთვის, საკრებულოს თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ „სხდო-მათა დარბაზი არის ავარიულ მდგომარე-ობაში, სადაც ჩასატარებელია რემონტი და ამის გამო თქვენი თხოვნა ვერ იქნება დაკ-მაყოფილებული.” იმ „ავარიულ დარბაზ-ში” 3 აგვისტოს შედგა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, „ავარიულ დარბაზში” იყ-რიდნენ თავს აგვისტოში სტუდენტები იმ ინფორმაციის დასამუშავებლად, რომლებ-საც ისინი დასაქმების პროგრამის ფარგ-ლებში ასრულებდნენ, „ავარიულ დარბაზ-ში” შეხვდა სექტემბერში ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დახურულ კარს მიღმა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს და საკრებუ-ლოს წევრებს და სხვ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარ-ბაზში დღემდე არანაირი სარემონტო სამუ-შაოები არ ჩატარებულა.

ნინო კაპანაძე

რამდენად ხელმისაწვდომი იყო საჯარო ინფორმაცია

მეხუთე გვერდიდან

ჩემი მუშაობის დაწყებისთანა-ვე პირველი რიგის ამოცანა იქნება კარგად გავერკვიო და ზუსტად გან-ვსაზღვრო პრიორიტეტები, რომ-ლებიც უნდა დადგეს ხარაგაულის რაიონის გამგებლის მუშაობის დღის წესრიგში. თუმცა სანამ დეტალურ შესწავლას დავიწყებდე, მოხდება შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშ-ნული პრიორიტეტების ციფრობრივი მაჩვენებლების ზუსტი განსაზღვრა. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩე-მეული ხედვა რაიონის განვითარების თაობაზე.

ყველა ხელმძღვანელის პრიორი-ტეტი უნდა იყოს მოსახლეობის კე-თილდღეობაზე ფიქრი და მხოლოდ ეს უნდა იყოს მისი მუშაობის ამომა-ვალი პრინციპი.

სავალდებულოა ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათი მოსმენა, მათი პრობლემების გარკვევა, აღმოფხვრისა და გადა-წყვეტის გზების მოძიება და დასახვა, რისთვისაც საჭიროდ მიმაჩნია გამ-გეობაში შესაბამისი სამსახურების სრული მობილიზება და კონტროლი.

აუცილებლად მიმაჩნია სოცი-ალურად დაუცველი ოჯახებისათ-ვის სპეციალური პროგრამების შე-მუშავებაზე ზრუნვა. ხარაგაულის რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ამიტომ მათი მხოლოდ საარსებო შემწეობებით უზრუნველყოფა უკი-დურესად გაღარიბებული მოსახ-ლეობისათვის მათი მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას არ წარმოადგენს, ამიტომ საბიუჯეტო

თანხების ეკონომიურად ხარჯვის შემთხვევაში, რაიონის გამგეობას საშუალება მიეცემა ამ ტიპის ოჯა-ხებისათვის დამატებითი სოციალუ-რი პროგრამების შემუშავებისა.

ყოველივე ზემოაღნიშნული-დან გამომდინარე, მსურს წარმო-გიდგინოთ ხარაგაულის რაიონის სოციალური და ეკონომიკური განვი-თარების

გეგმა:1. ჯანმრთელობის სისტემის

გაუმჯობესება და მისი ხელმისაწვ-დომობა;

2. განათლებაზე ზრუნვა და ხელ-მისაწვდომობა;

3. სოფლის მეურნეობის განვითა-რების ხელშეწყობა;

4. რაიონის სრული გაზიფიკაცია;5. სასმელი წყლის მიწოდების

უზრუნველყოფა;6. ტურიზმის განვითარება;7. რაიონული ცენტრის სოფლებ-

თან და მთავარ მაგისტრალთან და-მაკავშირებელი გზების რეაბილიტა-ცია;

ჯანმრთელობის სისტემის გაუმ-ჯობესება და მისი ხელმისაწვდომო-ბა აუცილებელი პირობაა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ხარაგაულში არსებობდა რაიონული საავადმყო-ფო, რომელიც იყო მრავალპროფი-ლიანი და დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. რაიონის მოსახლეობა უზრუნველყოფილ იყო სტაციონა-ლური და ურგენტული მომსახურე-ბით. საავადმყოფო უზრუნველყოფდა მოსახლეობის ადგილზე მომსახურე-ობას, კეთდებოდა გეგმიური და გადა-უდებელი ოპერაციები, რაც დღეს თითქმის მოშლილია.

საჭიროდ მიმაჩნია სახელმწიფო დაზღვევის პირობებში რაიონის სა-ავადმყოფოში შეიქმნას ყველა პი-რობა იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მოსახლეობის კვალიფიციური

მომსახურება - როგორც სტაცი-ონარული, ისევე ურგენტული. ყუ-რადღება უნდა მიექცეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობის გაუმჯობესებას, რათა დროულად მოხდეს პაციენტთა მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში მათი ტრანსპორტირება. ამისათვის სა-ჭიროა სპეციალურ სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა ზემოხსენებული სამსახური უზ-რუნველყოფილი იყოს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური მედ-პერსონალითა და სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც აღჭურ-ვილნი იქნებიან საჭირო მობილური აპარატურით და მედიკამენტური სა-შუალებებით.

განათლებაზე და მის ხელმისაწვ-დომობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

განათლება ერთნაირად ხელმი-საწვდომი უნდა იყოს რაიონის ყველა აღსაზრდელისათვის. სასურველია და აუცილებელი მოხდეს სკოლების რეაბილიტაცია, აღჭურვა კომპი-უტერული ტექნიკით, აუცილებელი ინვენტარით, ხოლო მოსწავლეებისა - წიგნებით.

როგორც ცნობილია, ბოლო წლებში სოფლებში მასიურად გან-ხორციელდა დაწყებითი სკოლე-ბის დახურვა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ისედაც შეჭირვებული ოჯახების შვილთა სასკოლო გა-ნათლების გარეშე დარჩენა. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია შესაძლებ-ლობის მიხედვით სკოლების აღდ-გენაზე ზრუნვა. სხვა შემთხვევაში

საჭიროა რაიონის ბიუჯეტში გამო-ინახოს თანხები აღნიშნული სოფ-ლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, რათა მოხდეს სკოლებამდე და უკან მათი უსაფრთ-ხო გადაადგილება.

მოსაფიქრებელია და სასურვე-ლია, ხარაგაულში შეიქმნას ხე-ლოვნების ცენტრი. ეს იქნება მრა-ვალპროფილიანი დაწესებულება, სადაც დასაქმდებიან სხვადასხვა პროფილის ხელოვნების მუშაკები. აქ შეიძლება გაერთიანდეს მუსიკა-ლური, სამხატვრო, დრამატული, ვოკალური, ჭრა-კერვის, ქარგვის და სხვა პროფილის ჯგუფები. ეს იქნება ზრუნვა მოზარდი თაობის გა-ნათლებაზე. ეს ცენტრი ასევე შექმ-ნის სამუშაო ადგილებს. ამ ცენტრში შესაძლებელია გავითვალისწინოთ იმ კატეგორიის ბავშვთა უფასო გა-ნათლების მიღება, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდი-ახალგაზრდობის ფიზიკურ განვითარებას, რის საშუ-ალებასაც იძლევა ახლად აშენებუ-ლი სპორტული დარბაზი. გამგეობის მხრიდან საჭიროა ხელშემწყობი პი-რობების შექმნა სპორტული ღონის-ძიებების ჩასატარებლად, რისთვისაც აუცილებელია სოფლებში სპორტუ-ლი ინფრასტრუქტურის მოწესრიგე-ბა-რეაბილიტაცია.

ხარაგაული მთაგორიანი რაი-ონია და არ არის მდიდარი სავარგუ-ლი მიწებით, ამიტომ ჩვენი რაიონის პრიორიტეტულ მიმართულებებად შეიძლება განვიხილოთ მისი ბუნებ-რივი რესურსები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სადაც იზრდება დედამი-წაზე არსებული ფლორის 25%-ზე მეტი სახეობა. ყურადსაღებია ხარა-გაულის რაიონის მარმარილოს საბა-დოები, ზვარესა და ნუნისის სამკურ-ნალო წყლები.

საჭიროა რაიონში ჩატარდეს ზემოხსენებული რესურსების ინ-ვენტარიზაცია, მათი დამუშავებისა და გასაღების ბაზრების მოძიებაზე ზრუნვა. ხარაგაულის რაიონში არის მოლითის, საქასრიას, მარელისის და ხორითის მარმარილოს საბადო-ები. ასევე პოპულარობით სარგებ-ლობს ხანდების ქვა. აუცილებელია ზემოთხსენებული მოსაპირკეთე-ბელი მასალები აქტიურად იქნას გამოყენებული რაიონში განსახორ-ციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მნიშვნელოვანია ზვარეს წყლის წარმოების აწყობა-გაფართოება. ცნობილია ამ წყლის სამკურნალო თვისებები. სავსებით შესაძლებე-ლია ზვარეს წყლის რეკლამირება და ფიქრი მის შემდგომ ექსპორტზე, რაც თავის მხრივ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გახდება რაი-ონისათვის დამატებითი შემოსავლე-ბის წყარო.

აუცილებელია ზრუნვა მეფუტკ-რეობის განვითარებაზე. ხარაგა-ულის რაიონი მდიდარია მცენა-რეული საფარველით, ამიტომ აქ წარმოებული თაფლი გამოირჩევა თავისი მაღალი სამკურნალო მახა-სიათებლებით. სავსებით შესაძლე-ბელია თაფლის წარმოების აღორძი-ნება და მისი შემდგომი რეალიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვინაიდან გააჩნია დიდი საექსპორტო პოტენცი-ალი.

სოფლის მეურნეობის განვი-თარების მილიარდიანი ფონდის ფარგლებში უნდა აღორძინდეს მე-

ვენახეობა-მეღვინეობა, რომელიც ტრადიციული იყო რაიონისათვის და რაც იქნება ეკონომიური განვითარე-ბის ერთ-ერთი წინა პირობა.

აუცილებელია შეიქმნას სასოფ-ლო-სამეურნეო ტექნიკის ცენტრები, სადაც შესაძლებელი იქნება სოფლის მოსახლეობის მიერ ტექნიკის დაქი-რავება-გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარაგა-ულის რაიონი განიცდის სათიბი და საძოვარი ფართობების ნაკლებობას, მაინც საჭიროდ მიმაჩნია ზრუნვა მესაქონლეობის განვითარებაზე. შეიძლება შეიქმნას რძის ჩაბარები-სა და გადამუშავების ცენტრები, სა-დაც შესაძლებელი იქნება ადგილზე წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის რეალიზაცია. ანალო-გიური პროექტი შეიძლება განხორ-ციელდეს მეფრინველეობაშიც.

უნდა განხორციელდეს სოფლის მოსახლეობის სათესლე მასალის, შხამ-ქიმიკატების, სასუქით მომარა-გება. უნდა შეიქმნას სოფლის მეურ-ნეობის პროდუქციის ჩაბარება-გადა-მუშავების საწარმოები, რაც თავის მხრივ დააინტერესებს და გაუადვი-ლებს გლეხს მოწეული დოვლათის რეალიზაციას.

მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ხარაგაულის რაიონის გაზიფიკაცია. ეს პრობლემა აწუხებს მოსახლე-ობის უმეტეს ნაწილს. გაზიფიკაცია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ დაზოგავს ტყის საფარს არარაცი-ონალური გაჩეხვისაგან.

რაიონის გაზიფიკაციის განხორ-ციელებისას გათვალისწინებული და შემუშავებული უნდა იქნას შეჭირ-ვებული, მარტოხელა მოხუცების, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამები.

საჭიროა ზრუნვა რაიონის წყლით 24 საათიან მომარაგებაზე და სასმელი

წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.ყურადღება უნდა მიექცეს ეკო-

ტურიზმისა და საერთოდ ტურიზმის განვითარებას, ვინაიდან რაიონის ტერიტორიაზე არსებული უნიკა-ლური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი ამის საშუალებას იძლევა. ამისთვის საჭიროა განისაზღვროს რეკრეაციული ზონები, ამ ზონებისთ-ვის მომზადდეს უსაფრთხოების დაც-ვის პროგრამები, დაწესდეს მკაცრი კონტროლი ტყის უკანონო ჭრის აღ-საკვეთად. შეიძლება ზრუნვა ტურის-ტული ბიუროების შექმნაზე. სასურ-ველია შედგეს ახალი სამარშრუტო გზები, ისტორიული ძეგლების მო-სანახულებელი მარშრუტები. უნდა გაკეთდეს საოჯახო სასტუმროებიც, სადაც ტურისტებს შესთავაზებენ ად-გილზე წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის განხორციელება შეუძლებელია უმ-თავრესი პირობის - საგზაო ინფრას-ტრუქტურის მოწესრიგების გარეშე. აუცილებელია რაიონის სოფლებთან და ცენტრალურ მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილი-ტაცია.

რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას და-საქმებული უნდა იქნას ძირითადად რაიონის მოსახლეობა.

ხარაგაულის რაიონის განვითარების

გეგმები და პერსპექტივებირამაზ დევდარიანის კონცეფცია

რამაზ დევდარიანი დაიბადა 1956 წლის 14 მარტს. რეგისტრირებულია ქალაქ ფოთში, ფაქტიურად ცხოვ-რობს თბილისში. აქვს უმაღლესი სა-მედიცინო განათლება.

სამუშაო გამოცდილება:• 1973-1974 წ. ხარაგაულის რა-

იონის მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკა;

• 1974-1976 წ. ქ. რჟევის კალი-ნინგრადის ოლქის საბჭოთა არმიის რიგებში;

• 1976-1977 წ. ქ. თბილისი სა-ხელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მოსამზადებელი ფაკულტეტის მსმე-ნელი;

• 1977-1983 წ. თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სა-ხელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი;

• 1983-1989 წ. შსს ციხეებისა და კოლონიების რესპუბლიკურ საავადმ-ყოფოში ექიმ ორდინატორის თანამდე-ბობაზე;

• 1989-1999 წ. ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამ-დებობაზე;

• 1999-2006 წ. ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორის თანამ-დებობაზე;

• 2008-2009 წ. კერძო დაცვის სამ-სახური შპს „ალგანი”-ს ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე;

• 2009-2011 წ. კერძო დაცვის სამ-სახური შპს „ალგანი”-ს ფინანსურ განყოფილებაში წამყვანი სპეციალის-ტის თანამდებობაზე;

• 2011-2013 წ. კერძო დაცვის სამ-სახური შპს „ალგანი”-ს დირექტორის თანამდებობაზე.

ენები: ქართული (მშობლიური); რუსული (კარგად)

12 xtvb [fhfufekb !( bfydfhb7 @_!# o

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

ძველით ახალი წლის შემობრძანება ხარაგაულელებს ფოლკლორულმა ანსამ-ბლმა „საუნჯე“ კონცერტით მოგვილოცა. ფოლკლორული ღონისძიება მიჰყავდა ან-სამბლის ხელმძღვანელ დალი მაღრაძეს. ,,საუნჯემ“ შესანიშნავად წარმოჩინა თავი და მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანსამბლის პირველი თაობის ვაჟთა მიერ შესრულებულმა დიდი ხნის მივიწყებული სიმღერამ „აფხაზური“ ცეკვის თანხლე-ბით (ქორეოგრაფი რომან ბუჩიძე). ასევე შესრულდა ცეკვა „ჩეჩნური“. ,,იმერულმა სახუმარომ“ და ,,შენ ხარ ვენახი“ დარბა-ზი დაატყვევა.

კონცერტის დასასრულს ანსამბლის საქმიანობა შეაფასა ხარაგაულის კულ-

ტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქალ-ბატონმა ირინე ჩხეიძემ. მან აღნიშნა, რომ ანსამბლი მისი დაარსებიდან (1995 წლი-დან), დღემდე ღირსეულად ასრულებს თავის მისიას და ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. ხაზი გაუსვა იმას, რომ „საუნჯე“ არა მარტო იმერულ ფოლკლორს ასრულებს, არამედ, მისი რეპერტუარი მდიდარია საქართვე-ლოს ყველა კუთხის ფოლკლორული ნიმუ-შებით. გაიხსენა მათი პირველი წარმატება კონკურსზე, სადაც ანსამბლმა მოიპოვა ჯილდო ,,ოქროს ბულბული“.

დიდი ემოციებით ისაუბრა ანსამბლის პროფესიონალიზმზე ხარაგაულის მაჟორი-ტარმა დეპუტატმა ბატონმა ნოდარ ებანო-იძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ პირობებს,

რომელშიდაც უხდება მუშაობა ანსამბლს, მაგრამ პირობების მიუხედავად საუცხოოდ წარსდგა მაყურებლების წინაშე.

დიდია ანსამბლის წევრებისა და მისი ხელმძღვანელებისა და პედაგოგების (დალი და მაია მაღრაძეები, თამარ ავა-ლიშვილი) ენთუზიაზმი და სიყვარული თავიანთი საქმისადმი. დასასრულს ან-სამბლ „საუნჯეს“ წარმატებები უსურვა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომა-რემ ბატონმა აკაკი მაჭავარიანმა.

ღონისძიების ბოლო აკორდი ვაჟთა ან-სამბლის მიერ შესრულებული ,,მრავალ-ჟამიერი“ გახლდათ.

ნინო ქველიაშვილი

“საუნჯემ” ძველით ახალი წელი მოგვილოცა

ყურადღება!გვესაჭიროება თონეში შოთის პურის მცხობელი. დაინტერესებული

პირები გთხოვთ დაგვიკავშირეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 22 18 32; 598 40 77 92.

ვულოცავთ თამარ მუხურაძეს და უჩა ცხადაძეს ქალიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ნუცას ლამაზ და ბედ-ნიერ ბავშვობას, საუკეთესო მომავალს, სიკეთეს, სიყვარულს, ჯანმრთელობას საყვარელ მშობლებთან, ძმასთან და ახლობლებთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფლის კალთა პატარა ქალბატონს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები

ვულოცავთ ჩვენს ძვირფას დედიკოს თამარ გოგოლაძეს დაბადების დღეს.

იყავი მუდამ ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული შენს საყვარელ ქმარ-შვილ-თან და ახლობლებთან ერთად.

ნინო, ლიზი და ოლიკო ბარბაქაძეები

ჩვენს საყვარელ და სანაქებო შვილიშ-ვილს თეონა ღონღაძეს და სიძეს ზუ-რიკო გიორგაძეს ვულოცავთ შვილის პატარა მამუკას დაბადებას. ვუსურვებთ სასახელო და ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად გაზრდილიყოს.

ჯემალი და ნანი წიწილაშვილები ოჯახით

ვულოცავთ კიცხის საჯარო სკოლის დირექტორს თამარ წიწილაშვილს შვილიშვილის, ხოლო ჩვენს აღზრდილებს თეონა ღონღაძეს და ზურიკო გიორ-გაძეს შვილის - პატარა მამუკას შეძენას. ბედობა დღეს მოვლენილ ვაჟკაცს ვუსურ-ვებთ ბედნიერებას, საუკეთესო ბედ-იღბალს, ღმერთის წყალობას და მფარველობას.

კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ თამარ წიწილაშვილს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატა-რა ვაჟკაცს დღეგრძელობას, საუკეთესო ბავშვობასა და ბედნიერ მომავალს.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

თათია და ნინო ვულოცავთ ჩვენს საყვარელ დას თამარ ჭყოიძეს დაბა-დების დღეს თავისივე ლექსით.

ბაჭია და მგელი(იბეჭდება შემოკლებით)ზამთრის ჭირხლიან, უკუნ ღამეშიყველა სულიერს მშვიდად ეძინა,მხოლოდ ბაჭია იწვა ყინულზედა მარტოდმარტოს მგელი ესიზმრა.მგელი ღიმილით მივიდა მასთანდა გაუწოდა გრძელი სტაფილო:ჩემი ბაღჩიდან მოგართვი ძღვენი,ნუ გერიდება და გთხოვ აიღო.ბაჭიამ შიში დაძლია წამსვე,რა დაინახა ხელში საკბილო,შეხედა მგელის ნაღვლიან თვალებს,არ მატყუებსო, - გულში გაივლო.

თამარ ჭყოიძე

ვულოცავთ შვილიშვილის შეძენას მანანა ლომიძეს. ვუსურვებთ პატარა ნინოს ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელო-ბას და ღმერთის წყალობას.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ჩვენს საყვარელ ბიძაშვილს წმინდა ნათლისღების დღეს დაბადებულ მშვენიერ ანამარია სებისკვერაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს და ნათლიღებას. ანამა-რია, გისურვებთ ჯანმრთელობას, სწავ-ლაში წარმატებებს, ულევ სიხარულს, ბედნიერ ბავშვობას საყვარელ მშობლებ-თან, ძამიკო ლერისთან, მოსიყვარულე ბებიებთან, ბიძაშვილ-დეიდაშვილებთან და ახლობლებთან ერთად. გვიყვარხარ, უფალი გფარავდეს. მუდამ გამრავლდნენ და იხარონ მომავალმა თაობებმა შენი და ჩვენი საყვარელი ბაბუის - ლერი სებისკ-ვერაძის ფუძეზე.

სიყვარულით ბარბარა და თამაზ ბარბაქაძეები

ვულოცავთ ბედნიერებას ჩვენს საყ-ვარელ თანამშრომელს თამუნა ჭი-პაშვილს. ვუსურვებთ მეუღლე ზურა ჭანკოტაძესთან ერთად ულევ სიხა-რულს, სიყვარულს და ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას.

თამარ სხილაძე, თეონა გაბუნია

ვულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს დაიკოს ანა ჭიპაშვილს და ანრი გლუნჩაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ სიყვარულს, სიხარულს, ღვთის წყალობას და შვილთა სიმრავლეს.

დები: თამთა და მარიამი, ძმა ანდრია

ვულოცავთ ანა ჭიპაშვილს და ანრი გლუნჩაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს სიყვარულს, სიხარულს და შვილთა სიმრავლეს. გფა-რავდეთ უფალი.

თანაკლასელები

ვულოცავთ ჩვენს დისშვილს ანა ჭიპაშვილს და ანრი გლუნჩაძეს ბედნიერებას. ჩვენო ლამაზო, ჭკვიანო ანა, გისურვებთ მეუღლესთან ერთად შვილთა სიმრავლეს და ულევ სიყვარულს. უფალი გფარავდეთ.

დეიდები: ეკა და მეგი დეკანოსიძეები

ვულოცავთ ჩვენს პირველ სიხარულს - შვილიშვილ ანა ჭიპაშვილს და ანრი გლუნჩაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრ-თელობას, შვილთა სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

ბაბუა მამია დეკანოსიძე, ბებიები ნინეზი გიორგაძე,

მარინა დეკანოსიძე

ვულოცავთ მაია დეკანოსიძეს შვი-ლის - ანა ჭიპაშვილისა და ანრი გლუნჩაძის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, უფლის წყალობას.

შპს „ადითი” ხარაგაულის თანამშრომლები

***

***

***

***

******

***

***

***

***

***

***

ორმოცი გაუსაძლისი დღე გავიდა, რაც ჩვენთან აღარ ხარ, კახა! ყველაზე ძნელი ახლა შენი უიმედო მონატრებაა...

სევდამ და ნაღველმა დაისადგურა იმ გარემოში, სადაც შენი სიცოცხლით სავსე ცხოვრება ჩქეფდა... შენი თბილი, მაგრამ სევდიანი თვალები ხშირად გვახსენებს თავს და მაშინ ყველაზე მეტად განვიცდით უშენობას...

მონატრებაზე ძნელი და სიკვდილზე შემზარავი არაფერი ყოფილა ქვეყანაზე...

კახა, შენ ის სიყვარული და სითბო წაიღე, რომელიც ძალას და ენერგიას გვაძ-ლევდა შენთან ერთად გავმკლავებოდით იმ დიდ ტკივილს, რომელიც შენ გტანჯავდა.

ახლა კი, უიმედო და უძლურები დავრ-ჩით: ვეღარ ვუმკლავდებით შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, შენს საფლავთან მოსვლით მხოლოდ თავს ვიტყუებთ, გულს კი ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ...

ხმაურიანი სიყვარული იცოდი, კახა! ამ სიყვარულის შესახებ შენი თბილი გულიც გვეუბნებოდა და სიტყვაც... გვიკვირს, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გული როგორ იტევდა ამდენ სიყვარულს...

ყველას ჩვენი წილი სითბო და სიყვარუ-ლი ჩამოგვირიგე, სანაცვლოდ კი არასდროს არაფერი მოგითხოვია.

ჩვენს მონატრებას და მოურჩენელ ტკივილს აქამდე ერქვა კობა და რამაზი. ახლა კი ამ სახელებს დიდი ასოებით კახა დაეწერა.

წახვედი და დაუტოვე შეუმშრალი ცრემლი თვალზე შენს დედას, მეუღლეს,

შვილებს, ძმას, რძალს, ახლობლებს, მეგობ-რებს, მეზობლებს და საუკეთესო თანამშ-რომლებს, რომლებიც კვლავინდებურად ისევ ისეთ თანადგომასა და სიყვარულს იჩე-ნენ შენი ოჯახის მიმართ, როგორც აქამდე.

მალე ჩაქრა შენი სიცოცხლით სავსე ცხოვრება. მუხთალმა წუთისოფელმა ცუდ დროს წაართვა შენს შვილებს შენი თავი... ძნელია სამი ობოლის გაზრდა, მაგრამ უფალი მოწყალეა, შენი შვილები დაფრ-თიანდებიან, გაიზრდებიან და საყვარელ დედიკოს იმ მხარს გაუმაგრებენ, რომლის საყრდენიც შენ იყავი.

ძნელია შენს გარეშე, კახა! გვაკლიხარ, უიმედოდ გვენატრები. უფალს შევთხოვთ, შენ ლამაზ სულს იქ დაუკვიდროს ბინა, სადაც მართალნი განისვენებენ.

შენი დიდი ოჯახი

არაფერია ამქვეყნად სიკვდილზე საშინელი და მონატრებაზე ძნელი. გავიდა ტკივილიანი 40 დღე, რომელიც 20 იანვარს გასრულდება. 25 დეკემ-ბერს აღვნიშნეთ შენი დაბადების დღე უშენოდ. 62 წლის გახდებოდი. ძნელია ილაპარაკო წარსულზე. 62 წელი იცოცხლე ამქვეყნად, მაგრამ იმდენი კარგი საქმის გაკეთება მოასწარი, რომ ყველას შეაყვარე თავი. დატოვე პატი-ოსანი, კაცური კაცის სახელი. შენმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ სა-მუდამო მოუნელებელი ტკივილი დაგ-ვიტოვა. მძიმე და აუტანელია უშენობა შენი მეუღლისთვის, შვილებისთვის, შენი ერთადერთი ძმისა და დისთვის, შენი უსაყვარლესი ძმისშვილებისა და დისშვილებისათვის.

შენს სახელს დავიწყება არ უწერია. სანამ ვიცოცხლებთ, ჩვენს გულებში არ წაიშლება შენი ლამაზი სახე და სახელი. სიკეთითა და სიყვარულით

გამორჩეულს უფალმა მარადიული სასუფეველი გარგუნა, ჩვენ კი - მარა-დიული გულისტკივილი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.

ძმა თენგიზი, რძალი თინა, ძმისშვილები მაია, მამია, მერაბი, დავითი, ირაკლი

როლანდი წიქარიშვილის

გახსენება

კახა, უიმედოდ გვენატრები

დები ნათელა, ლოლა, დისშვილები: როზა, ლეილა ჭყოიძეები, ქეთევან, სოსო შველიძეები, კობა, მალხაზი, ირმა ტყემალაძეები, რძლები: მანანა გაგოშიძე, მანანა ფერაძე, ნინო მაღ-რაძე, დისშვილიშვილები, ბიძაშვი-ლები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები ოჯახებით

იუწყებიან, რომ გარდაიცვალამარო (ნარო) იასონის ასული

ტაბატაძე.დაიკრძალა 17 იანვარს სოფელ

ვანში.

ხუნევის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაცია თანაუგრძნობს გოჩა ლომიძეს მეუღლის

ნინო მუმლაძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობს განსვენებულის ოჯახს.

ხუნევის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი თანაგრძნობას უცხადებს მელანო ლომიძეს რძლის

ნინო მუმლაძისგარდაცვალების გამო.

პაატა სვანიძე, ვენერა კიკნაძე, გივი ჭყოიძე, სულიკო კაპანაძე, გია შარიქაძე, ალეკო გელაშვილი, თემური ალექსიძე, ზალიკო ლურსმანაშვილი ოჯახებით თანაუგრძნობენ ნათელა ტაბატაძეს, სოსო და ქეთინო შველი-ძეებს, როზა და ლეილა ჭყოიძეებს დისა და დეიდის

მარიამ ტაბატაძისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვახანის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრ-ძნობენ ამავე სკოლის დირექტორს ნანა სხილაძეს ბებიის

ციური ფერაძე-ღონღაძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ძვირფასო ხარაგაულელებო!სრულდება პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოც-

ხალი ხარ.“ 25 თებერვალს მკითხველი მიიღებს ბიბლიას. იმისათვის, რომ მოთხოვნილი რაოდენობის წიგნები მივიღოთ, გთხოვთ გაიტანოთ უკვე გამოწერილი წიგნები.

ლილი მაღლაფერიძე