ჩაერთეთ ბიზნეს იდეების...

8
70 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან პოეტი მშობლიურ სკოლაში განცხადებები ამინდი ვინ და როგორ მიიღებს მუნიციპალიტეტისგან ფულად დახმარებას ხარაგაულელი მეცნიერი ქალები ხევში ტრადიციული სპორტული შეჯიბრება „გაზაფხულის მერცხლები” აღდგა ინტელექტუალურ თამაშში გიმნაზიამ გაიმარჯვა ლინა ბარათაშვილი ნოდარ დუმბაძეს იხსენებს სახელობით ჩუქურთმებზე შემოწირულობათა მიღება გრძელდება 3 გვ. 5 გვ. 4 გვ. 6 გვ. 8 გვ. 7 გვ. 8 გვ. 2 გვ. 5 გვ. 6 გვ. დღეს ნომერშია ჩაერთეთ ბიზნეს იდეების კონკურსში 18 მაისამდე ძვირფასო ხარაგაულელებო! როდის ამოქმედდება ხარაგაულში ემერჯენს-ამბულატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 მაისს გამართულს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრა- ობიდან“ ქეთევან ზუმბაძემ განაც- ხადა, რომ ხარაგაულში, სამგლიის სერზე ახლადგახსნილი ემერ- ჯენს-ამბულატორია დაკეტილია. დეპუტატი მიზეზით დაინტერესდა. ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმმა, საკრებულოს წევრმა აზა ფურცელაძემ განმარტა, რომ ახალგახსნილ შენობაში არ არის ინტერნეტი და ელექტროენერგია, მისივე თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს სილქნეტთან და ენერგოკომპანიასთან. „ემერჯენს-ამბულატორიაში გვაქვს ახალი აპარატურა. ჩვენი სპეციალისტები დადიან ბორითის ამბულატორიაში და ეუფლებიან აპარატურასთან მუშაობის წესებს. გახსნა და ფუნქციონირება ერთი და იგივე არ არის. თუ ძალიან გაინტერესებდათ, ამბულატორიის გახნის დღეს მობრძანებულიყავით და დაგეთვალიერებინათ. ეს არის ხარაგაულელი ხალხის სამედი- ცინო დაწესებულება და არა რო- მელიმე პოლიტიკური პარტიის,“ - აღნიშნა აზა ფურცელაძემ. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, ამბულა- ტორიაში არის ყველანაირი პი- რობა იმისთვის, რომ ხარაგაულის მოსახლეობამ მიიღოს სრულყო- ფილი სამედიცინო მომსახურება. „არის ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება და ამბულატორია სრული დატვირთვით შეუდგება მუ- შაობას,“ - აღნიშნა ინგა მაღრაძემ. საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 4 მაისს გა- მართულ საკრებულოს სხდომაზე დადებითად შეაფასეს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალუ- რი დაცვის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურებისგან გაწეული მუშაობა. დეპუტატებმა დაამტკიცეს ადგი- ლობრივი ბიუჯეტიდან სოციალუ- რი დახმარების გაცემის წესი. თანხ- მობა მისცეს გამგებელს რამდენიმე ფართის უსასყიდლო უზუფრუქტით გაცემისა და რამდენიმე ფართის გაქირავების თაობაზე. ვინ შეაგინა დეპუტატს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 მაისის სხდომაზე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის განხილვი- სას ინციდენტი მოხდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმ- ჯდომარე“ თორნიკე ავალიშვი- ლი შეკითხვებით მიმართავდა სამსახურის უფროსს ბესო ჭი- პაშვილს. სამსახურის უფროსთან ერთად შეკითხვებზე რეპლიკებით პასუხობდა საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვი- ლი, რა დროსაც მისი მისამართით სხდომაზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან გინება გაისმა. ხარაგაულში ხარაგაულელები- სათვის 24 აპრილს, როგორც ცნო- ბილია, გაიხსნა სამედიცინო მომ- სახურების დაწესებულების შენობა. დამონტაჟებულია აპარატურა. იმისათვის, რომ ფუნქციონირე- ბას შევუდგეთ კვალიფიციურად მომზადებულები, ამჟამად მიმდი- ნარეობს ექიმებისა და ექთნების გადამზადება ახალ სამედიცინო აპარატურასთან მუშაობისათვის. ასევე მიმდინარეობს ახალი კად- რების მოძიება. ათეული წელია, ხარაგაულის სა- მედიცინო პერსონალის გასაჭირი და მათი მძიმე სამუშაო პირობები არა- ვის გულთან არ მიუტანია და ახლა, როცა ვეღირსეთ ნორმალურ პირო- ბებში მუშაობის შესაძლებლობას; იმას, რომ შეგვეძლება პაციენტებს კვალიფიციურად მოვემსახუროთ და კვლევის ახალი, მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ, ნაციონალუ- რი მოძრაობის წარმომადგენლებს სურთ, რომ პოლიტიკას დაუქვემდე- ბარონ ჩვენი საქმიანობა. ამიტომ მივმართავთ მათ: ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმო- მადგენლებს, ნუ გაგვრევთ თქვენს პოლიტიკურ პროვოკაციებსა თუ შანტაჟებში. თქვენი ასეთი დარაზ- მული გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე გულწრფელი რომ ყო- ფილიყო, აუცილებლად მოხვიდო- დით შენობის გახსნაზე, გაგეხარდე- ბოდათ და მოგვილოცავდით. რეგიონულ ხელმძღვანელო- ბასთან და ხარაგაულის ადგი- ლობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ვაგვარებთ ემერჯენს-ამბულატორიის ფუნქ- ციონირების დაწყებასთან დაკავ- შირებულ საკითხებს. ემერჯენს-ამბულატორია ფუნქ- ციონირებას შეუდგება არაუგვიანეს 15 მაისისა. ქეთევან აბრამიშვილი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის დირექტორი ამბების აკიდო „პროექტი „აწარმოე საქართ- ველოში“ ძალიან კარგი საშუ- ალებაა ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის მაცხოვრებლებისთვის, რომ გაგიჩნდეთ შემოსავალი. დიდი შანსი გაქვთ და უნდა გამო- იყენოთ,“ - აღნიშნა ხარაგაულ- ში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრისას იმერეთში, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პროექტის ხელშემწყობი ორ- განიზაციის წარმომადგენელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა. სახელმწიფო პროგრამას „აწარ- მოე საქართველოში“ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მისი ერთ-ერთი კომპონენტია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა, რომელიც მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. პროექტის მთავარი მიზანია მიკრო და მცირე მეწარმე- ობის განვითარება. გვ. 2 გვ. 2 8 მაისი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 16 (636) www.chkh.org

Transcript of ჩაერთეთ ბიზნეს იდეების...

Page 1: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

70 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

პოეტი მშობლიურ სკოლაში

განცხადებები

ამინდი

ვინ და როგორ მიიღებს მუნიციპალიტეტისგან ფულად დახმარებას

ხარაგაულელი მეცნიერი ქალები

ხევში ტრადიციული სპორტული შეჯიბრება „გაზაფხულის მერცხლები” აღდგა

ინტელექტუალურ თამაშში გიმნაზიამ გაიმარჯვა

ლინა ბარათაშვილი ნოდარ დუმბაძეს იხსენებს

სახელობით ჩუქურთმებზე შემოწირულობათა მიღება გრძელდება

3 გვ.

5 გვ.

4 გვ.

6 გვ.

8 გვ.

7 გვ.

8 გვ.

2 გვ.

5 გვ.

6 გვ.

დღეს ნომერშია

ჩაერთეთ ბიზნეს იდეების კონკურსში 18 მაისამდე

ძვირფასო ხარაგაულელებო!

როდის ამოქმედდება ხარაგაულში

ემერჯენს-ამბულატორიახარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 4 მაისს გამართულს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრა-ობიდან“ ქეთევან ზუმბაძემ განაც-ხადა, რომ ხარაგაულში, სამგლიის სერზე ახლადგახსნილი ემერ-ჯენს-ამბულატორია დაკეტილია. დეპუტატი მიზეზით დაინტერესდა.

ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმმა, საკრებულოს წევრმა აზა ფურცელაძემ განმარტა, რომ ახალგახსნილ შენობაში არ არის ინტერნეტი და ელექტროენერგია, მისივე თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს სილქნეტთან და ენერგოკომპანიასთან.

„ემერჯენს-ამბულატორიაში გვაქვს ახალი აპარატურა. ჩვენი სპეციალისტები დადიან ბორითის ამბულატორიაში და ეუფლებიან აპარატურასთან მუშაობის წესებს. გახსნა და ფუნქციონირება ერთი და იგივე არ არის. თუ ძალიან გაინტერესებდათ, ამბულატორიის გახნის დღეს მობრძანებულიყავით და დაგეთვალიერებინათ. ეს არის ხარაგაულელი ხალხის სამედი-ცინო დაწესებულება და არა რო-მელიმე პოლიტიკური პარტიის,“ - აღნიშნა აზა ფურცელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, ამბულა-ტორიაში არის ყველანაირი პი-რობა იმისთვის, რომ ხარაგაულის მოსახლეობამ მიიღოს სრულყო-ფილი სამედიცინო მომსახურება. „არის ტექნიკური შეფერხებები,

რომლებიც უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება და ამბულატორია სრული დატვირთვით შეუდგება მუ-შაობას,“ - აღნიშნა ინგა მაღრაძემ.

საკრებულოს სხდომაზეხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს წევრებმა 4 მაისს გა-მართულ საკრებულოს სხდომაზე დადებითად შეაფასეს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალუ-რი დაცვის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურებისგან გაწეული მუშაობა.

დეპუტატებმა დაამტკიცეს ადგი-ლობრივი ბიუჯეტიდან სოციალუ-რი დახმარების გაცემის წესი. თანხ-მობა მისცეს გამგებელს რამდენიმე ფართის უსასყიდლო უზუფრუქტით გაცემისა და რამდენიმე ფართის გაქირავების თაობაზე.

ვინ შეაგინა დეპუტატსხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 4 მაისის სხდომაზე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის განხილვი-სას ინციდენტი მოხდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმ-ჯდომარე“ თორნიკე ავალიშვი-ლი შეკითხვებით მიმართავდა სამსახურის უფროსს ბესო ჭი-პაშვილს. სამსახურის უფროსთან ერთად შეკითხვებზე რეპლიკებით პასუხობდა საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვი-ლი, რა დროსაც მისი მისამართით სხდომაზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან გინება გაისმა.

ხარაგაულში ხარაგაულელები-სათვის 24 აპრილს, როგორც ცნო-ბილია, გაიხსნა სამედიცინო მომ-სახურების დაწესებულების შენობა. დამონტაჟებულია აპარატურა.

იმისათვის, რომ ფუნქციონირე-ბას შევუდგეთ კვალიფიციურად მომზადებულები, ამჟამად მიმდი-ნარეობს ექიმებისა და ექთნების გადამზადება ახალ სამედიცინო აპარატურასთან მუშაობისათვის. ასევე მიმდინარეობს ახალი კად-რების მოძიება.

ათეული წელია, ხარაგაულის სა-მედიცინო პერსონალის გასაჭირი და მათი მძიმე სამუშაო პირობები არა-ვის გულთან არ მიუტანია და ახლა, როცა ვეღირსეთ ნორმალურ პირო-ბებში მუშაობის შესაძლებლობას; იმას, რომ შეგვეძლება პაციენტებს კვალიფიციურად მოვემსახუროთ და კვლევის ახალი, მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ, ნაციონალუ-რი მოძრაობის წარმომადგენლებს სურთ, რომ პოლიტიკას დაუქვემდე-

ბარონ ჩვენი საქმიანობა.ამიტომ მივმართავთ მათ: ჩვენ,

სამედიცინო სფეროს წარმო-მადგენლებს, ნუ გაგვრევთ თქვენს პოლიტიკურ პროვოკაციებსა თუ შანტაჟებში. თქვენი ასეთი დარაზ-მული გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე გულწრფელი რომ ყო-ფილიყო, აუცილებლად მოხვიდო-დით შენობის გახსნაზე, გაგეხარდე-ბოდათ და მოგვილოცავდით.

რეგიონულ ხელმძღვანელო-ბასთან და ხარაგაულის ადგი-ლობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ვაგვარებთ ემერჯენს-ამბულატორიის ფუნქ-ციონირების დაწყებასთან დაკავ-შირებულ საკითხებს.

ემერჯენს-ამბულატორია ფუნქ-ციონირებას შეუდგება არაუგვიანეს 15 მაისისა.

ქეთევან აბრამიშვილიშპს „რეგიონული ჯანდაცვის

ცენტრი“ ხარაგაულის დირექტორი

ამბების აკიდო

„პროექტი „აწარმოე საქართ-ველოში“ ძალიან კარგი საშუ-ალებაა ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის მაცხოვრებლებისთვის, რომ გაგიჩნდეთ შემოსავალი. დიდი შანსი გაქვთ და უნდა გამო-იყენოთ,“ - აღნიშნა ხარაგაულ-ში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრისას იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პროექტის ხელშემწყობი ორ-განიზაციის წარმომადგენელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამას „აწარ-მოე საქართველოში“ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მისი ერთ-ერთი კომპონენტია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა, რომელიც მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. პროექტის მთავარი მიზანია მიკრო და მცირე მეწარმე-ობის განვითარება. გვ. 2

გვ. 2

8 მაისი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№16 (636)

www.chkh.org

Page 2: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2015 წ.

ინტელექტუალურ თამაშში გიმნაზიამ გაიმარჯვა

ჩაერთეთ ბიზნეს იდეების კონკურსში

რატომ ვერ აკმაყოფილებს მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ების მოთხოვნებს

ბიზნეს იდეისა და შემდგომ ბიზნეს გეგმის მოწონების შემთხ-ვევაში, გამარჯვებული მეწარმე მიიღებს გრანტს 5 ათასი ლარის ოდენობით. ეს არის მიზნობრი-ვი საჩუქარი სახელმწიფოსგან. პროექტში შეუძლია ჩაერთოს 18 წელს მიღწეული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო მოხელე და არ უნდა ირიცხებოდეს მევალეთა რეესტრში.

„შესაძლოა, პიროვნებას სესხი ჰქონდეს, მონაწილეობდეს სხვა პროგრამებში. ეს მას არ ზღუდავს. მთავარია, არ ჰქონდეს ვადაგადა-ცილება სესხებზე,“ - განმარტავს ჭაბუკი ჭეიშვილი.

პროექტის პირველი ეტაპია ბიზნეს იდეების კონკურსი. მისი მოწონების შემდეგ იწყება გამარ-ჯვებულებისთვის ტრენინგების ეტაპი, რისთვისაც პირი დარეგის-ტრირებული უნდა იყოს მიკრო ან მცირე მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. მათ შორის განსხვავება დაბეგვრის რეჟიმებშია.

ბიზნეს იდეების კონკურსი 18 მა-ისამდე გრძელდება. ბიზნეს იდეაში ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის განხორციელების ეტაპების მითი-თება არ არის საჭირო.

„ბიზნეს გეგმა კი ძალიან სე-რიოზული დოკუმენტია, რომლის დაწერაშიც გამარჯვებულ კონკურ-სანტებს ჩვენ დაგეხმარებით. ხარა-გაულში ჩამოვლენ ტრენერები და

ბიზნეს გეგმის წერას შეგასწავლიან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს გეგ-მის გამარჯვებულმა კონკურსანტმა პროექტის განსახორციელებლად თავად უნდა გაიღოს გრანტით მოპოვებული თანხის 20%.

პროექტის ფარგლებში გრან-ტი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ 700 მეწარმეზე შეიძლება გაიცეს. მო-გებული თანხით შესაძლებელია მხოლოდ საწარმოს საბრუნავი საშუალებების შეძენა. მაღაზიის შემთხვევაში დახლის, მაცივრის და სხვ., მეფუტკრეობის დარგის გან-ვითარებისთვის - სკის, სანთლის დასამზადებელი აპარატის და ა. შ.

ჭაბუკი ჭეიშვილის ინფორ-მაციით, თანაბარი სიძლიერის ბიზნეს იდეების შემთხვევაში უპი-

რატესობა მიენიჭება ქალებსა და ახალგაზრდებს.

„პროექტი სოფლისა და რეგი-ონის მოსახლეობისთვის არის და თუ რეგიონიდან არასასოფლო ბიზნეს იდეა წამოვა, ეს იქნება პრიორიტეტული, - მაგალითად, სალონის ან ვულკანიზაციის მოწ-ყობა, ინტერნეტის შეყვანა.

საიტზე www.qartuli.ge განთავსე-ბულია განაცხადების ფორმა. დაინ-ტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ და გადააგზავნონ ელექტრონული ფორმით. შესაძ-ლებელია ამობეჭდილი და ხელ-მოწერილი განაცხადების ჩაბარება პროგრამის ოფისში შემდეგ მისა-მართზე: ქუთაისი, კოსტავას ქ. №9; ტელ.: 0 431 25 55 74; 595 33 78 00.

ნინო კაპანაძე

პირველი გვერდიდან

პირველი გვერდიდან

ვარლამ ჭიპაშვილის მტკიცე-ბით, მას სხდომაზე მყოფმა მო-ქალაქე ჯაბა ჭყოიძემ შეაგინა. დეპუტატმა მოითხოვა, რომ დარ-ბაზი დაეტოვებინა მოქალაქეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხდო-მას აღარ დაესწრებოდა. ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვეს ფრაქცია „ქარ-თული ოცნების“ წევრებმა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ შესვენება გამო-აცხადა და მოითხოვა, რომ დარ-ბაზი დაეტოვებინა იმ პირს, ვინც უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამის შემდეგ დარბაზი სხდომაზე მყოფმა ოთხმა მოქალაქემ და-ტოვა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძ-რაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის თქმით, ჯაბა ჭყო-იძეს ვარლამ ჭიპაშვილისთვის არ შეუგინებია. ამასვე ადასტუ-რებდნენ მსხდომაზე მყოფი სხვა მოქალაქეებიც. თორნიკე ავალიშ-ვილის თქმით, დეპუტატი ცდი-ლობს, გადაფაროს თავისი ბრა-ლეულობა ჭყოიძის მისამართით. თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ვარლამ ჭიპაშვილი ხელს უშლიდა ჯაბა ჭყოიძის შვილის ახალგაზრდულ საკრებულოში მოხვედრას.

ვარლამ ჭიპაშვილმა იმავე დღეს ჯაბა ჭყოიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ხარაგაულის რაიონულ პოლიციაში. ამ საკითხ-ზე მიმდინარეობს მოკვლევა.

აღსრულების ეროვნული ბიურო პოლიციის ყოფილ

შენობაში განთავსდებახარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულომ თანხმობა მისცა გამ-გებელს, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, სოლომონ მეფის ქ. №19 (ა)-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე ბინა დაიდოს აღსრულების ეროვნულ-მა ბიურომ. ამ სამსახურს 9,24 კვმ ფართობი უსასყიდლო უზუფრუქ-ტის წესით გადაეცა.

ეს გადაწყვეტილება ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლომ 4 მაისს გამართულ საკრებუ-ლოს სხდომაზე მიიღო.

კინოთეატრის შენობა კულტურის ცენტრს

გადაეცაა(ა)იპ კულტურის ცენტრს კი-

ნოთეატრის შენობა უსასყიდლო უზუფრუქტის წესით წლის ბოლომ-დე გადაეცა. ამ საკითხზე საკრებუ-ლომ თანხმობა გამგებელს 4 მაისს საკრებულოს სხდომაზე მისცა.

თანხმობა გამგებელს ფართის გაქირავებაზეხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს გამგებელს, რომ ბორი-თის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე 99, 54 კვმ ფართი, ღორეშის ადმი-ნისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე ორი ოთახი და ხუნევის ყოფილი ადმინისტრა-ციული შენობის 16 კვმ ფართობები გააქირავოს.

ეს გადაწყვეტილება დეპუტატებ-მა 4 მაისს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატების თანხმობით გამ-გებელი იჯარით გასცემს საღანძი-ლეში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2741 კვმ მიწის ფართობს.

ამბების აკიდო

ხარაგაულის კულტურის ცენტრ-მა გამგეობას 70 ათასი ლარის და-მატება მოთხოვა, ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ - 7,4 ათასი ლარის, სპორტის მართვისა და განვითარე-ბის ცენტრმა - 22 ათასი ლარის.

სულ ა(ა)იპ-ებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას 99,4 ათასი ლარის დამატება მოთხოვეს.

ა(ა)იპ-ებზე გადასაცემად 40 ათასი ლარი გამოიყო.

აქედან კულტურის ცენტრი 32,5 ათას ლარს მიიღებს, ცენტრალუ-რი ბიბლიოთეკა - 2,5 ათას ლარს, სასპორტო სკოლა - 5 ათას ლარს.

საკრებულოს საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომისიის თავმჯდომა-რე ვარლამ ჭიპაშვილის ინფორ-მაციით, „32,5 ათასი ლარიდან 24 ათასი ლარი ხარაგაულის კინოთეატრის თანამშრომლებს პირველ ივლისამდე ეყოფათ ხელ-

ფასებში, 8 500 ლარი კი სჭირდე-ბათ სხვადასხვა აქტივობებისთვის; მათ შორის - ხარაგაულის სახალხო თეატრის იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისთვის, 2 მაისს - ქუთაისობის დღესასწაულ-ში ჩართვისთვის, სოხუმის თეატრის ღონისძიებისა და ქორეოგრაფი-ული ანსამბლ „უბისის“ თბილისის ფესტივალში მონაწილეობისთვის. ასევე დასაფარია კინოთეატრის კომუნალური ხარჯები.“

ცენტრალური ბიბლიოთეკა 2,5 ათას ლარად შეიძენს 50 წიგნს „ჩვენი პატრიარქი.“ ერთი ეგზემპ-ლარის ღირებულებაა 50 ლარი.

სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს 5 ათას ლარი წარმატებული ხარაგა-ულელი სპორტსმენის სტიპენდიის-თვის სჭირდება.

ა(ა)იპ-ების მოთხოვნები სრუ-ლად ვერ კმაყოფილდება მუნიცი-პალიტეტის ფინანსური შესაძლებ-ლობებიდან გამომდინარე.

ა(ა)იპ-ებისთვის დამატებითი თანხების გადასაცემად ხარაგა-ულის მუნიციპალტეტის საკრე-ბულომ 30 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.

ნინო კაპანაძე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვ-ნელი პარკის ინიციატივით 30 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატის ფოიეში გარემოს დაცვის საკით-ხებზე გაიმართა ინტელექტუალუ-რი თამაში „რა? სად? როდის?“

ინტელექტუალურ თამაშში მო-ნაწილეობდნენ მოლითის, ხარა-გაულის №2, ხარაგაულის №3, ბორის, ბაზალეთის საჯარო სკო-ლებისა და ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის გუნდები.

თამაშს აფასებდა ჟიური შემ-დეგი შემადგენლობით: ლევან თაბუნიძე, - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი, ნათია მულაძე, - ბორჯომ-ხარა-გაულის ეროვნული პარკის ად-

მინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ეთო ჯინჭარაძე, - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, დავით კიკნაძე, - ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსი და მამუკა ჭიპაშვილი, - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი.

ლევან თაბუნიძის ინფორმა-ციით, გარემოს დაცვის საკით-ხებზე ინტელექტუალური თამაში პროექტის „ეკო-საგანმანათლებ-ლო საქმიანობის გავრცელება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეგიონში“ ფარგლებში გა-იმართა. პროექტი ხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული

პარკის მიმდებარე ექვს მუნიციპა-ლიტეტში. თითოეულ მუნიციპა-ლიტეტში შეირჩა ექვსი სკოლა. სკოლებში შეიქმნა 6-6 მოსწავლი-საგან შემდგარი გუნდი, რომლებიც დატრენინგდნენ გარემოს დაცვით საკითხებზე.

ინტელექტუალურ თამაშში გა-იმარჯვა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდმა, რომელიც და-ჯილდოვდა აწყურში საზაფხულო ერთკვირიანი ბანაკით. მეორე ადგილის მფლობელი ბაზალეთის საჯარო სკოლის გუნდი კი და-ჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით, - ორდღიანი ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

ბაზალეთის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ეკა მესხი ამბობს, რომ პროექტში ჩარ-თული სკოლის ეკოკლუბის „ბაო“ წევრებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიეს ინფორმაციები და კარგი შედეგიც აჩვენეს.

გამარჯვებული გიმნაზიის გუნ-დის კაპიტანი არჩილ მაისურაძე გახარებულია წარმატებით და მიიჩნევს, რომ ასეთი პროექტები მოსწავლეებში ეკოლოგიურ სა-კითხებზე ცოდნას ამაღლებს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი გიორგი კვი-რიკაშვილი თვლის, რომ ამ პროექტით ბევრი რამ ისწავლა და მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და ჟიურის.

ჟიურის წევრი მამუკა ჭიპაშ-ვილი კმაყოფილია ბავშვების ცოდნით ამ საკითხებზე: „ჟიური-ში ყოფნა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო და ბევრს ისეთ შეკითხვაზე გავიგე პასუხი, რაც, ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცოდი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ლაშქრობებს რომ ვაწყობდით, ამ ბავშვებთან ვატარებდით ინტე-ლექტუალურ-შემეცნებით თამაშს. ასე რომ, თუ დღეს პროექტის ორ-განიზატორები ამ მოსწავლეების ცოდნით გაოცებულები დარჩნენ, ამაში მცირეოდენი წვლილი ჩვენც მიგვიძღვის.“

პროექტი „ეკო-საგანმანათლებ-ლო საქმიანობის გავრცელება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეგიონში“ ხორციელ-დება მშვიდობის კორპუსისა და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

თამთა გოგოლაძე

Page 3: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

3xtvb [fhfufekb8 მაისი, 2015 წ.

70 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

საღანძილეში მცხოვრები გიორგი კიკნაძე ომში 1942 წელს გაიწვიეს. დაბადების მოწმობის თანახმად, ის 18 წლისა იყო. მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ სინამდვილეში 1926 წელსაა დაბადებული და ომში 16 წლისა გაიწვიეს. გიორგი კიკნაძის მშობლები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ლაგოდეხში გადაასახლეს. 4 წლისას უკვე მშობლები აღარ ჰყავდა. ამიტომ ბიძებმა საღანძილეში წამოიყვანეს. გიორგი კიკნაძეს თან საბუთები არ ჰქონდა. ბიცოლას უთქვამს, შენ ჩემი შვილის ტოლი იქნებიო და დაბადების თარიღად 1924 წელი ჩაუწერეს.

„1942 წელს ჯერ ქუთაისში წამიყვანეს და იქ გავდიოდით წვრთნებს, - იხსენებს 88 წლის გიორგი კიკნაძე. ქუთაისიდან კიევში გაგვაგზავნეს. გარეუბანში ვიყავით. ბრძოლებით ჩერნიგო-ვიდან პოლონეთამდე მივედით. პირველივე ბრძოლაში დავიჭერი. ორ კვირაში გამოვჯანმრთელდი. შემდეგ უფრო მსუბუქი საქმე და-

მავალეს, - ჯარისკაცებისთვის საჭმელი დამქონდა. ჩერნიგოვის ბრძოლისას, ჭურვის აფეთქების შემდეგ მძიმედ დავიჭერი. ცოტა ხანს კიევში ვიყავი ჰოსპიტალში, შემდეგ კისლოვოდსკში გადმო-მიყვანეს. მარცხენა ფეხის მენჯ-ბარძაყის მყესები დამიზიანდა და 6 თვე ვიწექი ჰოსპიტალში. 1945 წლის მარტში დავბრუნდი საღანძი-ლეში და მალე ომიც დამთავრდა. ხალხი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, ომის დამთავრება რომ შეიტყო. ყველა მხიარულობდა - ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა.“

გიორგი კიკნაძე იხსენებს, რომ მისი თანამებრძოლებიდან ცოც-ხალი თითქმის აღარავინაა. „ვა-ლოდია ჭანკვეტაძე და ჭიჭიკო კაპანაძე პირველივე ბრძოლისას დაიღუპნენ. ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჩემი გამზრდელი ბიძა. მე და კალენიკე ბაკურაძე დავბ-რუნდით და მერე ერთად ვმუშაობ-დით,“ - იხსენებს გიორგი კიკნაძე.

ომის დამთავრების შემდეგ გიორგი კიკნაძე რკინიგზაში 43 წელი მუშაობდა. ოთხი შვილი,

შვიდი შვილიშვილი, ცხრა შვილ-თაშვილი და ერთი შვილიშვილის შვილიშვილი ჰყავს.

„ომი დიდი საშინელება და გაჭირვებაა, - ამბობს გიორგი კიკ-ნაძე, - ვუსურვებ ომის ვეტერანებს მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. ძალიან ცოტა დავრჩით ომის მო-ნაწილეები. არასდროს აღარ უნდა განმეორდეს ომი, - ესაა ჩემი და ყველა ომგამოვლილი ადამიანის სურვილი.“

ნინო კაპანაძე

1941-1945 წლების სამამულო ომის მონაწილე მასწავლებელთა ჯგუფი ხარაგაულის რაიონიდან. ფოტო გადაღებულია 1975 წლის 29 მაისს.

გიორგი ბლუაშვილის ფოტოარქივიდან

სამამულო ომის გმირთა ხსოვნას

მშობლიური სარგვეშის შვიდწ-ლიანი სკოლა რომ დავამთავრე, ომი ახალი დაწყებული იყო. სწავ-ლა ბორითის საშუალო სკოლაში გავაგრძელე; ბორითის სკოლაში იმიტომ, რომ სოფელ მაქათუბანში გამცემლიძეების უბანში ჩემი მამიდა იყო გათხოვილი. მისი ერთადერთი ვაჟი ფრონტზე გაიწვიეს. მე მარტო-ხელა მამიდას ვეხმარებოდი და სკო-ლაშიც იქიდან დავდიოდი. სკოლის მოსწავლეთა კომკავშირის მდივნად ამირჩიეს. ომი მძვინვარებდა. ჩვენი რაიონის პიონერულმა და კომკავში-რულმა ორგანიზაციებმა მნიშვნელო-ვანი ღონისძიებები განახორციელეს მებრძოლებისათვის პროდუქტების, თბილი ტანსაცმლისა და საჩუქრების შესაგროვებლად. ბორითის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა 1943 წლის შემოდგომაზე მოსავლის ასაღებად შექმნეს შვიდი რაზმი, სადაც გაერ-თიანებული იყო 120 ახალგაზრდა. მათ გამოიმუშავეს 3 727 შრომადღე და იმავე წლის დასაწყისში სატანკო კოლონა „ნორჩი პიონერის“ ასაგებ ფონდში გადავრიცხეთ 66 419 მანეთი.

მაქათუბანში გავიცანი შოთა გამ-ცემლიძე,. იგი ჩვენი რაიონის ღვიძ-ლი შვილი იყო, სოფელ მაქათუბანში ატარებდა საზაფხულო არდადეგებს, ძალზე უყვარდა მშობლიური სო-ფელი. ჩვენ ერთად ვცურავდით და ვთევზაობდით მდინარე ძირულაში. კარგი სამეგობრო ახალგაზრდა იყო. იტაცებდა სპორტი, - განსაკუთ-რებით ფეხბურთი. საფეხბურთო სკოლაშიც დავდივარო, - ამბობდა. მკვირცხლი და შეუდრეკელი იყო. ღელავდა და ამბობდა, ვანანებ ბარბაროსებს ჩვენს სამშობლო-ში შემოჭრასო. შოთა თბილისში ცხოვრობდა. ბავშვობა ობლობაში გაატარა. მამა, ვლადიმერ გამგემ-ლიძე, ადრე გარდაიცვალა. დე-დამ, ქალბატონმა ნინომ, უმამობა არ აგრძნობინა შვილებს - შოთას და თამრიკოს. ნინო სახელოვანი პედაგოგი იყო თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, შვილებსაც და თავის მოსწავლეებსაც პარტიოტე-ბად ზრდიდა. შოთამ დაამთავრა საშუალო სკოლა და სამშობლოს დასაცავად გაეშურა, - ან გმირად დავბრუნდები ან თავს შევწირავ საყვარელ სამშობლოსო, - აღუთქვა შოთა გამცემლიძემ დედასა და დას.

და მართლაც უმაგალითო გმი-

რობით უკვდავყო თავისი სახელი. 1945 წლის 20 იანვარს აღმო-სავლეთ პრუსიაში ქალაქ ავულო-ველნენში გაცხარებული ბრძოლისას სერჟანტმა შოთა გამცემლიძემ რამდენიმე ყუმბარა ერთად შეკონა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქა მოწინააღმდეგის ტანკი. ჩაიფუშა მტრის კონტრშეტევა. და-იფერფლა სიყვარულით აღგზნებუ-ლი, იმედებით სიცოცხლეზე უსაზღვ-როდ შეყვარებული ჭაბუკური გული.

ასეთივე ბედი ეწია სიცოცხლით აღვსილ ბაზალეთელ ვახტანგ

ლაჟავასაც. იგი წუთიერადაც არ შეყოვნებულა, როცა სამშობლომ მსხვერპლი მოითხოვა. მის საკურ-თხეველზე მიიტანა თავისი ლამაზი სიცოცხლე. ტყვედ ჩავარდნილმა ხელყუმბარა აიფეთქა ფეხქვეშ. ტყვე-ობას სიკვდილი არჩია და მტრის ჯარისკაცებიც მოსპო. შორეულ მიწას დაეწინწკლა მისი თბილი სისხლის წვეთები.

ხარაგაულის რაიონმა ექვსი გმირი გაუზარდა სამშობლოს. ომის ქარცეცხლში გამოვლილი გმი-რის ოქროს ვარსკვლავებითა და მედლებით მკერდამშვენებული დაუბრუნდნენ სამშობლოს რაიონის სასახელო შვილები: დავით ბაქრა-ძე - სოფელ ბორიდან, ვლადიმერ ლურსმანაშვილი - ჩხერიდან, გრიგოლ ბუაჩიძე - ფარცხნალი-დან, მფრინავი გიორგი ინასარიძე - ვახანიდან. ჩვენდა სამწუხაროდ, ფრონტიდან შინ ვეღარ დაბრუნდ-ნენ ჩემი ყრმობის მეგობარი, გმირი შოთა გამცემლიძე და გმირი ვახ-ტანგ ლეჟავა, რომლებზე ზემოთ მოგახსენეთ.

ბევრი მოუშუშებელი იარა და-უტოვა ომმა ჩვენს რაიონს. ხარა-გაულის რაიონიდან 5706 კაცი გაიწვიეს სამამულო ომში. გაწვეულ-თაგან დაბრუნდა 3504. ფრონტზე გმირულად დაიღუპა 2204 ვაჟკაცი. ხანდაზმულ პედაგოგს კარგად მახ-სოვს, რომ დაღუპულთა პატივსა-ცემად და მოსაგონრად სოფლებში გაშენებული იყო შინმოუსვლელთა ხეივნები, სტენდები.

დავიწყებას არ უნდა მიეცეს სამ-შობლოსათვის დაღუპულთა უკვ-დავი სახელები.

გოგი ჯღამაძესაქართველოს დამსახურებული

პედაგოგი

სამამულო ომი რომ დაიწყო, 5 თუ 6 წლის ვიყავი. ისე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, სოფელ ვერტყ-ვიჭალაშიც ქუდზე კაცი დადგა. ჩემ ოჯახში ოთხი ძმა ცხოვრობდა, - სამი დაოჯახებული, ერთი უცოლო. აქედან არც ერთი არ დაბრუნებულა ომიდან. ოთხივემ შესწირა თავი სამშობლოს. მშობლებმა ვერ გაუძლეს გაჭირვებას და გარდაიცვალენ. დავრჩით უპატ-რონოდ. სწორედ ამ დროს კოლ-მეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა არჩილ ლუარსაბის ძე ბლიაძე, - კაცი მშრომელი, პატიოსანი, ენერგიული, ქველმოქმედი, ყველას გასაჭირი რომ გულთან მიჰქონდა, დღედაღამ სოფელში ტრიალებდა და შეძლების-დაგვარად გვეხმარებოდა. განსაკუთ-რებულ ყურადღებას გვაქცევდა ჩვენ. ჩემი ორი დაც გარდაიცვალა. ყველა ამ გარდაცვლილის პატრონობა ბა-ტონმა არჩილმა იკისრა.

ძალიან გაგვიჭირდა. მოდიოდა ჩვენთან და გვამხნევებდა. ჩემი სახლიდან კოლმეურნეობის კან-ტორამდე იყო სამი კილომეტრი. მოვდიოდით თოვლში, წვიმაში, სიცივეში. რომ დაგვინახავდა, დაგვი-ძახებდა: „მოდით ბავშვებო, მოდით“

და თვალებზე ცრემლები გადმო-უგორდებოდა ხოლმე. გაგვაშრობ-და, გაგვათბობდა და დაიძახებდა, - ალია! ალექსანდრე ბლიაძე იყო საწ-ყობის გამგე და ეტყოდა, - გაატანე ამ ბავშვებს რაცხა ქვია, - ამ სიტყვის გამოყენება უყვარდა ხოლმე, - სამი კოლოგრამი სიმინდი საფურაჟედან. ისიც გამოგვატანდა, ჩამოვიდოდით დაბლა მდინარეზე წისქვილში და დავფქვავდით. იქ მუშაობდნენ მამა-შვილი ირაკლი და შალვა (ბუტო) აბაშიძეები, იმის მაგიერ, რომ მინდი აეღოთ, - პირიქით ორ ან სამ მუჭა სიმინდს დაგვიმატებდნენ ხოლმე. ეს ჩვენთვის დიდი რამე იყო. არ-ჩილ ბლიაძე ზამთრის პირას ოთხ ურემ შეშას მოგვიტანდა ხოლმე და დაგვიყრიდა ეზოში. გაზაფხულზე ყანიდან დაბრუნებული ოთხი უღელი ხარით ყანას დაგვიხნავდა ხოლმე თავისი სათესურით.

ჩვენ დანახვაზე ცრემლები მოდი-ოდა ხოლმე თვალზე. მას შემდეგ გავიდა 70 წელი... გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს იმქვეყნად ბატონ არჩილს.

შაქრო სახვაძე

დაგვიანებული მადლობა - სამამულო ომის ექო

გიორგი კიკნაძე - არასდროს აღარ უნდა განმეორდეს ომი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ხარაგაულიდან; სხედან მარცხნიდან: იპოლიტე მაისურაძე, ბიჭიკო ავალიშვილი, ჟორა ბლუაშვილი, ვალოდია ბლუაშვილი, ჟორა იმედაიშვილი, გოგია ზუმბაძე.

დგანან მარცხნიდან: ვასილ კიკნაძე, გოგია ფერაძე, ჟორა მეიფარიანი, სერგო ებანოიძე, კოწია თხელიძე. 9 მაისი, 2002 წელი.

Page 4: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

4 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2015 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა (უფროსი ნანა კიკნაძე) ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოცი-

ალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალა-ქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესი განსაზღვრა.

ეს წესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 4 მაისის სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა.

ვინ და როგორ მიიღებს მუნიციპალიტეტისგან ფულად დახმარებას

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მო-ქალაქეებზე დახმარება გაიცემა შემდეგი სახეებისა და ოდენობე-ბის მიხედვით:

ა) ოპერაციისათვის - 700 ლა-რამდე;

ბ ) ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო გ ა მ ო -კვლევებისთვის - 500 ლარამდე;

გ) მედიკამენტების შესაძენად - 100 ლარამდე (მცირეშემოსავ-ლიანი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაა 57000-დან 70000-მდე), გამონაკლისის სა-ხით, ბრონქიალური ასთმით, პარკინსონიზმით, ეპილეფსიით დაავადებულთათვის - 200 ლა-რამდე;

დ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში (ონ-კოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) - 700 ლარამდე;

ე) გარდაცვლილი ომის ვე-ტერანებისა და იძულებით გადა-ადგილებულ გარდაცვლილ პირ-თა დაკრძალვის ხარჯების ასანაზ-ღაურებლად - 250 ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის ტერიტორიაზე რეგისტ-რირებულ ახალშობილთა ოჯა-ხებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 100 ლარი;

ბ) მეორე ბავშვის შეძენის შემთ-ხვევაში - 200 ლარი;

გ) მესამე ბავშვის შეძენის შემთ-ხვევაში - 300 ლარი;

დ) მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 400 ლარი;

ე) მეხუთე ბავშვის შეძენის შემთ-ხვევაში - 500 ლარი;

ზ) მეექვსე და ყოველი მომ-დევნო ბავშვის დაბადებისას - 800 ლარი.

3. საქართველოს ტერიტო-რიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს, რომლებიც რეგისტ-რირებულნი არიან მუნიციპა-ლიტეტის ტერიტორიაზე და არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში, მეომართა ხსოვ-ნის უკვდავსაყოფად წელიწად-ში გადაეცემათ 2 000 ლარი.

4. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთხელ - 100 ლარი.

5. დიალიზზე მყოფი მოქა-ლაქეების ფინანსური დახმარება ყოველთვიურად - 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავა-დებულთათვის წელიწადში - 600 ლარის ოდენობით.

6. უკიდურესად გაჭირვებუ-ლი და სოციალურად დაუცველ-თა ბაზაში რეგისტრირებულ 57 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯების ასანაზღა-ურებლად - 200 ლარი.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტო-რიაზე მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მო-ქალაქეებს გადაეცემათ 30 ლარი ყოველთვიურად კომუნალური ხარჯების დასაფარავად.

8. მუნიციპალიტეტის ტერიტო-

რიაზე რეგისტრირებული ხელ-მოკლე ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 40 000-ს.

სტიქიის შედეგად დაზარალე-ბულ მოქალაქეთა საცხოვრებე-ლი სახლების დაზიანების ხარის-ხის კატეგორიები და დახმარების ოდენობა:

დაზიანების ხარისხის შეფასების კატეგორიებია:

ა) I კატეგორია - სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად;

ბ) II კატეგორია - სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზი-ანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად გამო-

უსადეგარია, საცხოვრებელი სახ-ლი აღდგენას არ ექვემდებარება;

გ) III კატეგორია - სახლი დაზი-ანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ და საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება;

დ) IV კატეგორია - სახლი საცხოვრებლად ვარგისია, მაგ-რამ მიმდებარე ტერიტორია დაზიანებულია სტიქიური მოვ-ლენების შედეგად და დამხმარე შენობა-ნაგებობების განადგუ-რების შედეგად მოქალაქეს მი-ყენებული აქვს განსაკუთრებით დიდი ზარალი.

სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ოდენობა კატეგორი-ების მიხედვით:

ა) პირველი კატეგორია - 1 500 ლარამდე;

ბ) მეორე კატეგორია - 300 ლარიდან 1000 ლარამდე;

გ) მესამე კატეგორია - 200 ლა-რიდან 500 ლარამდე;

დ) IV კატეგორია - 1000 ლა-რამდე.

ფულადი დახმარების მისაღე-ბად საჭირო დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურები-

სათვის (ოპერაცია, მშობიარობა, მკურნალობა, გამოკვლევა) დახ-მარების დასაფინანსებლად მოქა-ლაქემ გამგეობის კანცელარიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;ბ) პირადობის მოწმობის ასლი;გ) ჯანმრთელობის ცნობა;დ) ანგარიშფაქტურა;ე) კალკულაცია;

ერთჯერადი ფინანსური დახ-მარებისათვის მოქალაქემ გამ-გეობის კანცელარიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;ბ) პირადობის მოწმობის ასლი;გ) გამგებლის წარმომადგენლის

ინფორმაცია ოჯახის მდგომარე-ობის შესახებ;

დ) განმცხადებლის პირადი ან-გარიშის ნომერი ბანკიდან;

ე) ცნობა სოციალური მომსახუ-რების სააგენტოდან ოჯახის სარე-იტინგო ქულების შესახებ.

მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ გამგეობის კანცელარიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ჯანმრთელობის ცნობა;დ) ანგარიშფაქტურა;ე) კალკულაცია;ვ) ექიმისგან დანიშნული წამ-

ლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;

ზ) ცნობა სოციალური მომსახუ-რების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

თ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარე-ობის შესახებ.

გარდაცვილი დევნილის ან სამამულო ომის ვეტერანის დაკ-რძალვის ხარჯების ასანაზღა-ურებლად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;ბ) გარდაცვლილის პირადობის

მოწმობის ასლი;გ) გარდაცვალების მოწმობის

ასლი;დ) ომის მონაწილის მოწმობის

ასლი;ე) დევნილობის დამადასტურე-

ბელი მოწმობის ასლი;ვ) განმცხადებლის პირადი ან-

გარიშის ნომერი ბანკიდან;ზ) განმცხადებლის პირადობის

მოწმობის ასლი.

სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;ბ) გარდაცვლილის პირადობის

მოწმობის ასლი;გ) გარდაცვალების მოწმობის

ასლი;დ) განმცხადებლის პირადი ან-

გარიშის ნომერი ბანკიდან;ე) ცნობა სოციალური მომსახუ-

რების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარე-ობის შესახებ;

ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ახალშობილის ოჯახმა (მშო-ბელმა), რომელიც რეგისტრი-რებულია ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში, დახმარებისათვის უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;ბ) პირადობის მოწმობის ასლი;გ) ახალშობილის დაბადების

მოწმობის ასლი (მეორე და ყო-ველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში წარმოადგინოს ყვე-

ლა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);

დ) ახალშობილის რეგისტრა-ციის ბარათის ასლი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

საქართველოს ტერიტორი-ული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარადგინოს შემდეგი დო-კუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი;გ) გამგებლის წარმომადგენლის

შუამდგომლობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებებს მა-ტერიალური დახმარების გაწევის მიზნით განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან შექმნილი მუდმივმოქმედი კო-მისია.

კომისიას უფლება აქვს:1. განიხილოს მოქალაქეთა

განცხადებები თანდართული დო-კუმენტაციით და მიიღოს გადა-წყვეტილება დახმარების გაწევაზე და დახმარების ოდენობაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ტერიტო-რიაზე და საჭიროებენ სამედიცინო ან ფინანსურ დახმარებას.

2. ერთჯერადი მატერიალური (ფინანსური) დახმარება გამო-ნაკლის შემთხვევაში წლის გან-მავლობაში გასცეს განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრ-თელობის მდგომარეობა სიცოცხ-ლისათვის საშიშს წარმოადგენს.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელ-მა და კომისიის წევრებმა აუცი-ლებლობის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება მოქალაქის მკურნალობის, ოპერაციის და მე-დიკამენტების დასაფინანსებლად სამედიცინო დაწესებულებაში საგარანტიო წერილის გაგზავნის თაობაზე.

4. მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულ მოქალა-ქეთა განცხადებების შემსწავლე-ლი მუდმივმოქმედი კომისიისგან წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული, შესაბამისი საბუთე-ბის საფუძველზე სტიქიით დაზარა-ლებულთა და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმა-რებაზე, კომისიისგან მინიჭებული დაზიანების ხარისხის შეფასების კატეგორიების მიხედვით. აგრეთ-ვე გამონაკლისის სახით სტიქიით დაზარალებული და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისათვის დახმარების ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.

5. უზრუნველყოს საგარანტიო წერილებში მითითებული ვადების დაცვა თანხის ჩარიცხვაზე.

6. უზრუნველყოს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირება ფინანსური ანგარიშსწორების შე-სახებ და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელე-ბისაგან გადარიცხული თანხის შესაბამისად შესრულებული სა-მედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება.

7. კომისია უფლებამოსილია, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახის დახმარებების გასაწევად; კერძოდ:

ა) ომის ვეტერანების,ბ) ჩერნობილის ტრაგედიის

მონაწილეების,გ) 9 აპრილს დაზარალებუ-

ლების,დ) უდედმამო ბავშვების,ე) მრავალშვილიანი ოჯახების

(4 შვილიდან ზემოთ),ვ) იძულებით გადაადგილებული

პირების,ზ) უკიდურესად გაჭირვებული

ოჯახების.8. კომისიამ ინდივიდუალუ-

რი განხილვის რეჟიმში, გადა-უდებელი აუცილებლობის შემთ-ხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მედიკამენტების და ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე.

სოციალურად დაუცველ მოქა-

ლაქეებზე მატერიალური დახმა-რების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში - თვეში რამდენჯერმე.

კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება კომი-სიის დღის წესრიგის საკითხები, წამოყენებული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილება.

კომისიის სხდომის ოქმი ხელ-მოწერიდან 2 დღის ვადაში მო-ქალაქეთა განცხადებებთან და ბრძანების პროექტთან ერთად იგზავნება ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებელთან.

Page 5: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

5xtvb [fhfufekb8 მაისი, 2015 წ.

ხელოვნური გულით ვერ იცხოვრებდა...(ნოდარ დუმბაძის გახსენება)

მოსწავლე ვიყავი, ერთხელ ჩემმა დამ - დალიმ, სახლში თხელკანიანი წიგნი მოიტანა და მოსვლისთანავე სულმოუთქმელად დაიწყო კითხვა. კითხულობდა და თან გულიანად იცინოდა. დავინტერესდი, რა იყო სიცილის მიზეზი, მაგრამ კითხვით გართულმა წიგნი არ დამანება. მხო-ლოდ მაშინ შევძელი წიგნის ხელში ჩაგდება, კითხვა რომ დაამთავრა. დავხედე წიგნს და მაშინ ჩემთვის უცნობი მწერლის გვარ-სახელი ამოვიკითხე - ნოდარ დუმბაძე, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. მეც იგივე დამემართა რაც ჩემ დას ვკით-ხულობდი და ვხარხარებდი, როცა დავმშვიდდი, მივხვდი, რამხელა დარდი, ტკივილი იყო ჩატეული ნაწარმოებში და როგორ ნიღბავდა ყოველივე ამას იუმორით მწერალი.

ასე შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში ნოდარ დუმბაძე და სამუდამოდ დამკვიდრდა, როგორც ეროვნული, ნიჭიერი და კოლორიტული მწერა-ლი. მალე მთელს საქართველოს მწერლის სახელი ეკერა პირზე. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ წარმატებით იდგმებოდა, როგორც ქართულ ასევე უცხოურ სცენებზე. სე-სილია თაყაიშვილის მიერ განსახი-ერებული ქართველი ბებია, ყველა ეროვნების საყვარელი ბებია გახდა.

შემდეგ კი იყო „მზიანი ღამე“, „თეთრი ბაირაღები“, მარადისობის კანონი“, შესანიშნავი მოთხრობები, წერილები საბავშვო ლექსები.

ნოდარ დუმბაძეს პირველად ხარაგაულში შევხვდი, რაიონული ბიბლიოთეკის დირექტორმა, შესა-ნიშნავმა ქალბატონმა ლილი ბაქ-რაძემ, ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი მოიწვია.

ხარაგაულს ეწვივნენ ნოდარ დუმბაძე, მურმან ლებანიძე - მეუღ-ლით, ჯანსუღ ჩარკვიანი, ელგუჯა მაღრაძე - მეუღლით და ლადო მრევლიშვილი. ქალბატონმა ლი-ლიმ მეც დამპატიჟა. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ბუმბე-რაზი მწერლების გვერდით ყოფნა და სიტყვით გამოსვლა, სამახსოვრო

ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ სამწუ-ხაროდ არ შემომრჩა.

საღამო მაშინდელი კულტურის სახლში გაიმართა.(გული მწყდება ასეთი შესანიშნავი შენობა რომ დაანგრიეს და ვერც უკეთესი აშენ-და) რაიონი მოეფერა სასახელო სტუმრებს.

სუფრა ბუაჩიძეების ოჯახში გაიშა-ლა არაჩვეულებრივი საზოგადოება შეიკრიბა იყო ლექსი, სიმღერა და რა თქმა უნდა იუმორი, რაშიც ნოდარ დუმ-ბაძეს ვერავინ შეედრებოდა. უამრავი კურიოზი გაიხსენა, ყველაზე მეტად ერთი დამამახსოვრდა, მწერლები მთაში წავედით მწყემსებთან თან ჩვენი წიგნები წავუღეთ და გადავეცით, ერთი გაბედული მწყემსი გვეუბნება, ამბობს ნოდარი, თქვენ რა მოცლილები ხართ? ეს წიგნები რომ ვიკითხოთ ჩვენს ცხვრებს თქვენ მომწყემსავთ? სულ მგლები დაგვიჭამენო. ტელევიზია კი იღებს თურმე სინქრონულად ხმა მერე დაიდება. ვუყურებ გადაცემას (იღიმება ნოდარი) და რას ვხედავ, დიქტორი აცხადებს მწყემსები ძალზე კმაყოფი-ლი დარჩნენ მწერლების სტუმრობით და პირობა მისცეს თქვენს წიგნებს სულმოუთქმელად წავიკითხავთ, მო-მავალში კიდევ მოგვაწოდეთო.

როგორც ჟურნალისტი რამდენ-ჯერმე შევხვდი მწერლას. ახალი და-ნიშნული იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ ინტერვიუსათვის რომ მივაკითხე, გულთბილად მი-მიღო, რომ ვუთხარი საბავშვო გა-ზეთიდან ვიყავი, ჩვენი რედაქტორი ვანო ცერცვაძე მოიკითხა, პროფე-

სიონალიზმისა და მოზარდ თაობაზე თავდადებული ზრუნვისათვის შეაქო.

შინაურივით გადამიშალა გული. ჯანმრთელობას უჩიოდა ძალზე დიდი პასუხისმგებლობა დამეკის-რაო მითხრა, უარს ვამბობდი ამ თანამდებობაზე, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე არ მომეშვა, შენ უნდა უწინამძღვრო ქართველ მწერლებ-სო. მეტი რა გზა მაქვს, უფლის წყალობით უნდა შევძლოო.

ძალზე აინტერესებდა ჩვენი გაზე-თის საქმიანობა, უყვარდა ბავშვები. ამერიკაში მოგზაურობისას დისნეი-ლენდს წყევია და წარუშლელი შთა-ბეჭდილებებით დაბრუნებულა. ამის შესახებ დაიწერა კიდეც ქართველ ბავშვებს აუცილებლად უნდა ქონდეთ თავისი დისლეი-ლენდიო, მითხარ მწერალმა იქ გაცოცხლებულია ყველა ამერიკული სათავგადასავლო და ფან-ტასტიკური წიგნიო. ალბათ ამას ისა-

ხავდა მიზნად, როცა საბავშვო ქალაქ „მზიურის“ მშენებლობის იდეა მიაწოდა ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ მისი გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა. მწერლის ანდერძის თანახმად იგი მზიურში დაკრძალეს. მაგრამ ნოდარ დუმბაძის სახელმა დროის გამოცდას გაუძლო და ქართველმა ერმა იგი მთაწმინდაზე აამაღლა.

ერთხელ ფოტოკორესპონდენტ გენადი სანაიასთან ერთად შინ ვეწ-ვიე მწერალს, გაზეთისთვის ნოდარ დუმბაძე შვილიშვილთან ერთად უნდა გადაგვეღო და წერილთან ერთად დაგვებეჭდა.

სწორედ იმ დღეს მიამბო მწე-რალმა ბავშვობისდროინდელი ანცობის -თხილის ქურდობის ამბავი. ბავშვობაში მეგობრებთან ერთად თხილი მოუპარავს, მეველეს და-უჭერია, მაგრამ არცერთს არ უღი-არებია. მეველე ნოდარს მიუბრუნდა თურმე და უთხრა, ქიშვარდის შვი-ლიშვილს ასეთი საქციელი არ გე-კადრება, გახსოვდეს ბაბუ, შუბლის ძარღვს გაუფრთხილდი, თუ ერთ-ხელ გაგიწყდა, მერე წასულიაშენი საქმე, ვეღარაფერი გიშველისო. იმ დღის შემდეგ სულ ყურში ჩამესმის ბრძენი მოხუცის სიტყვები და მთე-ლი ცხოვრება ვცდილობ შუბლის ძარღვი არ გამიწყდესო, დაასრულა საუბარი ბატონმა ნოდარმა.

თვალით მწერლის შვილიშვილს ვეძებდი არსად ჩანდა, არადა წი-ნასწარ გავაფრთხილე რომ ფოტო შვილიშვილთან ერთად უნდა გადა-გვეღო. ბოლოს შევეკითხე ბებიას-თან წაიყვანესო, დინჯად მიპასუხა ბებია მამის დედა გახლდათ, ბავშვის მამა, ნოდარ დუმბაძის სიძე, ნიჭიერი მწერალი ჯემალ თოფურიძე ტრა-გიკულად დაიღუპა. შვილიშვილი მწერლის ოჯახში იზრდებოდა.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიხარულით მიდის ხოლმე ბებიას-თან, რას ნიშნავს სისხლის ყივილიო დასძინა ბატონმა ნოდარმა. გამახ-სენდა ამ თემაზე დაწერილი მისი შესანისნავი მოთხრობა, მხოლოდ მთავარი პერსონაჟები ბაბუა და შვილიშვილი არიან.

ბატონმა ნოდარმა არც ახლა ურალატა თავის ჩვეულ გულწრფე-ლობას და მითხრა, არ მინდა ვინმემ თქვას, ნოდარ დუმბაძე საკუთარ შვილიშვილს ავტორიტეტს უქმნისო, ჯერ ბავშვია, გაიზრდება და საკუთა-რი სახელით იცხოვრებსო.

კედელზე პატარა, ათიოდე წლის ბიჭის სურათი ეკიდა, უეცრად ვკითხე ბატონო ნოდარ ეს თქვენი შვილიშვი-ლია მეთქი. სახეზე სევდამ გადაუარა პაუზა გააკეთა და არაო მითხრა, ეს ჩემი გარდაცვლილი ვაჟიაო.

შევწუხსი ჩემდაუნებურად ტკივი-ლი რომ მივაყენე მწერალს.

ბატონმა ნოდარმა საუბარი გააგრძელა, თავისი მძიმე ბავშვო-ბა გაიხსენა. მამა 37-იანი წლების მსხვერპლი იყო. ახალგაზრდა დახვრიტეს. დედა დიდხანს იყო გადასახლებაში, გვიან დაბრუნდა, ნოდარი უკვე დიდი იყო, დიდხანს ქონდა გაუცხოების განცდა დედის მიმართ ბოლოს დასძლია.

მშობლების სურათები ეკიდა თურმე კედელზე, მამა ახალგაზრ-დად გამოიყურებოდა, დედა ფო-ტოზე ხანშიშესული იყო, ერთხელ სტუმარს უკითხავს ეს კაცი ამ ქალის შვილიაო?

იმ დღეს ორივე სურათი ჩამოხსნა და შეინახა...

გულიანი ადამიანი იყო ნო-დარ დუმბაძე. გული დაუმძიმა მძიმე ბავშვობამ, შვილის, სიძის გარდაცვალებამ, უამრავმა ცხოვ-რებისეულმა უსამართლობამ. იგი გულის ნაწილს დებდა ყოველ სიტყვაში, ყოველ წინადადებაში და მკითხველისაგან სიყვარულად უბრუნდებოდა.

მწერალი უშურველად იხარჯებო-და, ვეღარ გაუძლო ამდენს გულმა...

შეეცადნენ მის გადარჩენას, ხე-ლოვნური გულის ჩადგმა შესთავა-ზეს, მაგრამ უარი თქვა...

ნოდარ დუმბაძე ხელოვნური გულით ვერ იცხოვრებდა...

ლინა ბარათაშვილიპოეტი, საქართველოს

დამსახურებული ჟურნალისტი,ხარაგაულის საპატიო მოქალაქე

„ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლას ნამდვილად გააჩნია ძალები, ღირსეულ სტუმარს შესაფერისად დახვდეს. გვინდოდა, ამ პატა-რებისთვის ეს დღე ყოფილიყო საჩუქარი, რომელიც საგზლად გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ხართ. გაგვათბობს თქვენი პოეზია,“ - ამ სიტყვებით მიმართა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელმა დოდო გელაშვილმა პოეტ ლინა

ბარათაშვილს, რომელიც მეოთხე კლასელების პირველ მასწავლე-ბელთან დამშვიდობების ღონისძი-ებაზე მოიწვიეს.

თვალხატულა გოგო-ბიჭები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდ-ნენ ლექსის მხატვრულად კითხ-ვაში. ეროვნულ სამოსში გამო-წყობილები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს ცეკვასა და სიმღერაში. „გვამოგზაურეს“ საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში ლინა ბარათაშვილის წიგნის „საქართ-

ველოში იბადებოდნენ“ მიხედვით. პოეტს მადლობა გადაუხადა

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ და აღნიშნა: „მეოთხე კლასე-ლებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპი. დამრიგებელმა დოდო გელაშვილმა ამ კლასთან ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. ამ ოთხი წლის მანძილზე ბევრჯერ გაგვახარეს წარმატებებით. დარწ-მუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“.

ვალერი გოგნაძემ დოდო გე-ლაშვილს მადლობის სიგელი, ხოლო მეოთხე კლასის მოსწავ-ლეებს - კინგსის ოლიმპიადის დიპლომები გადასცა.

ლინა ბარათაშვილს მიესალმა ხარაგაულის საპატიო მოქალაქე იუზა კელენჯერიძე: „ლინა ბა-რათაშვილი არის ხარაგაულელე-ბისთვის უსაყვარლესი პიროვნება, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ცნობილი პოეტი და ღირსეული პიროვნება. ამ ღონისძიებამ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გა-მახსენა. მადლობა ორგანიზატო-რებს და ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის კოლექტივს.“

პოეტმა ლინა ბარათაშვილმა შეხვედრაზე გაიხსენა მშობლიურ სკოლაში გატარებული წლები, პირველი მასწავლებლები და ის

ადამიანები, ვინც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ხარაგაულის №2 სკოლის ისტორიაში.

„ყოველთვის მახარებს ხარაგა-ულელებთან შეხვედრა, - აღნიშნა ლინა ბარათაშვილმა, - დიდი სიყვარული გამატანა ცხოვრების გზაზე ხარაგაულმა და ამ სიყვარუ-ლით ვსაზრდოობ დღემდე. დღეს ძალიან უჭირს საქართველოს სუ-ლიერად, - მრავალი ფასეულობა გადაფასდა. ამიტომ როდესაც ასეთ ბავშვებს ვხედავ, მიხარია და მჯერა, რომ მათით იამაყებს საქართველო.“

თამთა გოგოლაძე

ფოტოებზე: ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეოთხე კლა-სელთა შეხვედრა პოეტ ლინა ბარათაშვილთან

ლინა ბარათაშვილი მშობლიურ სკოლაში

Page 6: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

6 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2015 წ.

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებ-ლობას“ გრძელდება. აპრილში ტაძრის მშენებლობის შესაწირი შემოიტანეს:

რაიონის ღირსეული ახალგაზრდა თაობის ერთმა ჯგუფმა, - გივი კურტა-ნიძე, მარიკა ხარატიშვილი, მიხეილ და მაია გელაშვილები, ჟანა ნემსაძე, ნინო ხარაძე, ნათია შარიქაძე, როინ გელაშ-ვილი, გია ჩხიკვაძე, გიზო მიქიაშვილი, ია არღუნაშვილი - 320 ლარი. მათი შემოწირული თანხით „ლომის“ მახა-რობლის კომპოზიცია განთავსებულია ტაძრის სამხრეთ დასავლეთ კედელზე.

შორენა მესხი (თბილისიდან, წარმოშობით ხარაგაულელი) - 100 ლარი;

შალვა ლურსმანაშვილი (თეთრაწ-ყარო) - 50 ლარი;

პავლე ალავიძე (იგორეთი) - 20 ლარი;

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ - 74 ლარი;

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“

- 59 ლარი;მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

- 14 ლარი;ხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანდაცვა - 20 ლარი;ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული

პარკი - 90 ლარი;მელანო ბლიაძე (ხარაგაული) - 10

ლარი;გია ლომსაძე (ხარაგაული) სახე-

ლობითი ჩუქურთმის - 50 ლარი;ანო ჩხეიძე (ხარაგაული) სახელო-

ბითი ჩუქურთმის - 10 ლარი;მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრთა და თანამშრომელთა ერთი ჯგუფი, 7 ადამიანი - 80 ლარი, არ ისურვეს გასაჯაროება, სია ინახება ჩვენთან.

ირაკლი არევაძე (ზესტაფონი) - 200 ლარი, ნაწილი სახელობითი ჩუქურთ-მის - დავით აღმაშენებლის ხატის, რომელიც განთავსდება ჩრდილოეთი მხარის ბარელიეფზე.

თორნიკე ავა -ლიშვილი (ხარაგა-ული) - 270 ლარი, ბატონმა თორნი-კემ მიიღო გადა-წყვეტილება, რომ საკრებულოში თა-ვისი უფლებამოსი-ლების პერიოდში ფრაქციის თავმჯ-დომარეობის მომა-ტებული ხელფასი 270 ლარი , ყო -ველთვიურად ტაძ-რის მშენებლობის შესაწირად გადა-რიცხოს, რითაც სა-შუალება გვეძლევა ტაძრის გუმბათის 3 მეტრიანი 8 სარკ-მლის ჩუქურთმის გაკეთება დაფინან-სდეს , რომელიც

დაამშვენებს ტაძრის გუმბათს, რითაც მისი შთამომავლობა იამაყებს. ჩვენ მადლობას ვუხდით და ღმერთის მფარველობას ვუსურვებთ მის ოჯახს.

ვითვალისწინებთ რა საზოგადოების ინტერესს და აქტიურობას, სახელობით ჩუქურთმებზე შემოწირულობათა მიღე-ბა გრძელდება. მსურველთა თხოვნები კი დაკმაყოფილდება შემოწირული თანხის ოდენობითა და ჩუქურთმების განთავსების საეკლესიო კანონიკის დაცვით.

ტაძრის მშენებლობაზე ა(ა)იპ „ხარა-გაულკეთილმოწყობის“ ათმა თანამშ-რომელმა იმუშავა ბეტონის ჩასხმაზე.

შემოწირულობათა ყუთების გახს-ნით შემოვიდა: თბილისი - 860 ლარი; ტაძრის ეზო - 66 ლარი; გამგეობის შესასვლელი - 44 ლარი.

ტაძრის მშენებლობის ხელმძღვა-ნელობა მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შესაწირი გაიღო, ფიზიკურად

იმუშავა და ვისაც უხარია ამ ტაძრის აშე-ნება. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობ-რივმა აღმასრულებელმა ხელისუფ-ლებამ, ფაქტობრივად, უარი გვითხრა ტაძრის მშენებლობის გაგრძელების სუბსიდირებაზე. უფლის ნებით, კეთილ-მოწყალე ადამიანთა მხარდაჭერითა და თანადგომით (ასეთებს 120 ათასზე მეტ პერსონას ვითვლი, მათი ყველა მონაცემი ჩვენთან ინახება) ტაძრის მშენებლობას ვაგრძელებთ, ცუდი ამინდების გამო შიგნით ვმუშაობთ გუმ-ბათის ჩუქურთმებზე. ეპარქიის ახალი მმართველის, ყოვლადუსამღვდელო-ესი მელქისედეკის (ხაჩიძე) კომპეტენ-ტურობა, მშენებლობისადმი გონივრუ-ლი და სულიერი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ მშენებლობას უახლოეს ხანში სწრაფი ტემპით გა-ვაგრძელებთ. ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, იყოს ტაძრის მშენებლო-ბის მონაწილე და თავის შთამომავლო-ბას ღირსეული მაგალითი დაუტოვოს. მშენებლობის ყველა დეტალი, მონა-წილეთა აქტიურობა ასახული იქნება წიგნში - „მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი ხარაგაულში“, რომელიც მშე-ნებლობის პარალელურად იწერება და მზად იქნება ტაძრის გახსნისათვის. ტაძრის დასრულებას და მის გახსნას ვვარაუდობთ 2017 წლისათვის, ჩვენი კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყრ-დებიდან 40 წლისთავის აღსანიშნავად. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

პატივისცემით ცეზარ ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი

ფოტოზე: ტაძარი ელოდება მოწ-ყალეთა კეთილ ნებას გუმბათის და-სადგმელად

XX დასაწყისში არაერთი ხარა-გაულელი პედაგოგი მოღვაწეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორისაა საზოგადოებისათვის ალბათ ცნობილი პედაგოგი ლუკა გიორგის ძე ხარაძე, რომელიც ქ. განჯაში (აზერბაიჯანი) „წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში“ ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას. იგი ღრმად განს-წავლული პიროვნება გახლდათ და იმ პერიოდისათვის იოლი არ იყო ასეთი ფართო განათლების შეძენა, რაც მის შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახუ-ლობაზე მეტყველებს. მისი შესანიშნავი ოჯახის წარმომადგენლებმა უდიდესი კვალი დატოვეს ქართულ მეცნიერებაში.

რუსუდან ხარაძემ დაამთავრა თბი-ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. 1932 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, ხოლო 1936 წელს ქ. პეტერბურგში ამთავრებს ასპირანტურას. იგი მუშაობდა მეცნიერე-ბათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში.

რუსუდან ხარაძეს 1939 წლიდან ენიჭება დოცენტის წოდება და უნივერ-სიტეტში კითხულობს საქართველოს ეთნოგრაფიის სპეციალურ კურსს. მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექს-პედიციებში მთათუშეთსა და ალვანში, აჭარაში, ქვემო და ზემო სვანეთში, ჭიათურაში, ხევსურეთში, რაჭაში. ამ კუთხეებში შეკრებილი ეთნოგრაფი-ული მასალები დაედო საფუძვლად მის სადოქტორო დისერტაციას - „ქართუ-ლი საოჯახო თემი“, რომელიც დაიცვა მოსკოვში 1955 წელს, ხოლო 1956 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

რუსუდან ხარაძემ მრავალგზის მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო მეცნი-ერულ სესიებსა და კონგრესებზე. მისი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა უცხოეთის პერიოდულ გამოცემებში. მოსკოვში გამართულ ანთროპო-ლოგთა და ეთნოგრაფთა მსოფლიო კონგრესზე იგი წარსდგა მოხსენებით „ქართველ მთიელთა სოფლის თემის შესახებ“, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1960 წელს რუსუდან ხარა-ძეს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ასევე საინტერესოდ მიგვაჩნია საზოგადოებისათვის ანა ხარაძის

მოღვაწეობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ქ. განჯაში დაიბადა, საშუალო განათლება თბილისში მიიღო. შემდეგ შედის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბი-ოლოგიურ განყოფილებაზე. როგორც ჩანს, მას ბუნებისადმი სიყვარული ბავშ-ვობიდან მამიდან ჰქონდა ჩანერგილი. 1927 წელს მან დაამთავრა უნივერსი-ტეტი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე

არ მოსცილებია იქაურობას.1927 -31 წლებში ანა ხარაძე ხდება

საქართველოს მუზეუმის ბოტანიკური კაბინეტის უფროსი პრეპარატორი. აქ იგი მუშაობდა ცნობილი ბოტანი-კოსების - ბორის კონსტანტინეს ძე შიშკინისა და ელისაბედ იოსების ასულ ქიქოძის გვერდით. მუზეუმში ყოფნის დროს საქართველოს მაღალმთიანი რაიონების შესწავლის მიზნით მონა-წილეობდა ყველა ფლორისტიკულ და კომპლექსურ ექსპედიციაში: სვანეთში, ფშავ-ხევსურეთსა და ხევში (ყაზბეგში).

1933 წელს კი ახალგაზრდა მეც-ნიერმა მონაწილეობა მიიღო ალპი-ნიზმის დამაარსებელ ქართველ მთას-ვლელთა ლაშქრობაში მწვერვალ თეთნულდზე. სწორედ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმშია დაცული ის წერაყინი, რომლითაც ანა ხარაძემ

დალაშქრა თეთნულდი ცნობილ ქარ-თველი ალპინისტი ქალის, ალექსანდ-რა ჯაფარიძის მხარდამხარ.

მრავალმხრივი სამეცნიერო მოღ-ვაწეობის გარდა, ერთ-ერთ ძირითად მიზნად მისთვის იქცა ალპური ფლო-რისა და მცენარეულობისადმი ინტერე-სი. ყველა თავის ნაშრომში მეცნიერი ითვალისწინებდა მცენარეულობის ხასიათს და მცენარეთა ევოლუციის შესაძლებელ გზებს. მან შეადგინა კავკასიონის მაღალმთიანეთის ბოტა-ნიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ორიგინალური სქემა.

ანა ხარაძის ავტორიტეტი, როგორც სისტემატიკოსის, საფუძველი იყო მიწვევისა ავტორად თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ყირიმის და სხვა ქვეყ-ნების ფლორაში ურთულესი გვარის დასამუშავებლად.

1952 წელს კი უკვე ცნობილი სწავ-ლული ინიშნება საქართველოს აკადე-მიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყო-ფილების გამგედ. მისი ხელმძღვანე-ლობის დროს განყოფილებამ შეძლო კლასიკური მორფოლოგიურ-გეოგრა-ფიული მიმართულებით გაღრმავების განხორციელება კვლევის უახლესი

მეთოდების გამოყენების გზით. ანა ხარაძის რედაქციით განყოფილებამ გამოუშვა 2-ტომიანი „საქართველოს მცენარეთა სარკვევი“ ქართულ ენაზე.

მისი ინიციატივითა და მონაწილეობით 45 წლის მანძილზე ტარდებოდა ფლო-რისტიკური კვლევა-ძიებანი ძირითადად კავკასიის ნაკლებად შესწავლილი რაი-ონებისა. მაგ.: ჩრდილო კავკასიის რიგი რაიონებისა, სამხრეთ ამიერკავკასიის ცალკეული ნაწილებისა და სხვ.

აქტიურ მონაწილეობას იღებდა იგი „წითელი წიგნი“-ს შედგენაში, რომელიც ემსახურება საქართველოს ფლორის მცენარეთა დაცვას. ანა ხა-რაძე ყოველთვის იჩენდა ენერგიულ გულისხმიერებას არა მარტო ბუნების, არამედ მატერიალური კულტურის ძეგლების თუ სხვა ისტორიული მნიშვ-ნელობის საგნების დაცვისადმი.

იმდენად დიდი სიყვარულით იყო გამს-ჭვალული თავისი საქმისადმი, რომ მძიმე სნეულებისას, ხანგრძლივი სტაციონარუ-ლი მკურნალობის გამო მოსკოვში ყოფ-ნისას, მან გამოითხოვა პეტერბურგში წასვ-ლის ნება XII საერთაშორისო ბოტანიკურ კონგრესზე მოხსენების გასაკეთებლად და მეცნიერ კოლეგებთან შესახვედრად.

ანა ხარაძეს წელს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. იგი გახლდათ

90-ზე მეტი გამოქვეყნებული და 15 და-საბეჭდად გადაცემული შრომის ავტორი. ამავე დროს დიდი გატაცებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიდ ინტე-რესს იჩენდა ხელოვნების სხვა დარგე-ბისადმი, მაგრამ სიყრმიდანვე განსაკუთ-რებული დამოკიდებულება კლასიკური მუსიკისადმი ჰქონდა და თვითონვე ასრულებდა სხვადასხვა ნაწარმოებებს, დაჯილდოებული იყო მთავრობის მიერ ორდენებითა და მედლებით.

ბოტანიკის მეცნიერებამ ანა ხა-რაძის სახით დაკარგა თვალსაჩი-ნო მეცნიერ-სისტემატიკოსი, ფლო-რისტი და ბოტანიკოს-გეოგრაფი კავკასიოლოგი,უსაზღვროდ ერთ-გული, სამშობლოს პატრიოტი და მაღალი კულტურის მქონე პიროვნება.

ქალბატონ ანა ხარაძის ქალიშვი-

ლებიც ასევე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევიან. დალი სახოკია არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნი-ერებათა კანდიდატი. მისი შრომები გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის, კერძოდ ავსტრიის სამეცნიერო ჟურ-ნალებში ინგლისურ ენაზე. 1980-იან წლებში იგი გახლდათ თსუ-თან არ-სებული ბირთვული ფიზიკის ლაბო-რატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.

ანა ხარაძის მეორე ქალიშვილი მაია სახოკია გახლავთ სპარსული ენის სპეციალისტი, ამავე დროს შეის-წავლა ძველი ინდური, ძველი სომ-ხური, ლათინური და სხვა ენები. იგი მუშაობდა ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებლად, კით-ხულობდა ლექციებს თსუ-ს აღმო-სავლეთმცოდნეობისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე სპარსულ ენაში.

1975 წელს მონაწილეობდა გასვ-ლით სესიაში ხარაგაულის საშუალო სკოლებში, სადაც წაიკითხა ლექციები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების და აგრეთვე პროფო-რიენტაციის საკითხებზე. მკითხველს გვსურს გავაცნოთ მცირე ამონარიდი მისი ლექსიდან სათაურით „ჩემი სო-ფელი“, რომელიც ავტორმა თავის დედულეთს - ფარცხნალს მიუძღვნა, სადაც ბავშვობის წლები გაატარა და თბილი მოგონებები აკავშირებს:

„ ...ო, რა სიზმრად მომევლინე,ო, რა სიზმრად წახვედი !მჭადი ფოთლის ანაბეჭდით;ყველი, ისრიმ-მაყვალი;კასრი, ჭაში ჩაგზავნილი,სავსე დოქის რაკრაკი,ორშიმო და არყის ახდა,ღობე მრგვალი მარანის,ცალი თვალი ხაჭაპურის,რწევა ძველი აკვანის...“ მაია სახოკია მუშაობდა საქართ-

ველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთელის სახელობის აღმო-სავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. ამჟამად გახლავთ თსუ-ს პროფესორი.

ჩვენი სურვილია, მომავალმა თა-ობამ გაიგოს, თუ რა სახელოვანი ადამიანები ჰყავს ხარაგაულს.ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

ფოტოებზე: ანა და რუსუდან ხა-რაძეები

ხარაგაულელი მეცნიერი ქალები

საპატრიარქოსთან არსებული ახალ-გაზრდობის სულიერი და ინტელექ-ტუალური განვითარების ცენტრისგან გამოაცხადებულ კონკურსში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ აქტიურად ჩაერთვნენ ვარძიის საჯარო სკოლის (დირექტორი ჯამბულ ხიჯაკაძე) მეექვსე კლასელები (კლასის ხელმძღვანელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებე-ლი მელანო გაბეხაძე). კონფერენციაზე გაიგზავნა ოთხი თემა. მათგან მოწონება წილად ხვდა მარიამ გულადის ასულ ნიქაბაძის ნაშრომს ,,წმინდა მამები ჩემი რაიონიდან.“ ნაშრომში გაშუქებული იყო სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქების ქრისტეფორე III (ციცქიშ-ვილისა) და დავით V (დევდარიანის) ცხოვრება და მოღვაწეობა. მარიამი მიიწ-ვიეს კონფერენციის მეორე ტურზე სამების საკათედრო ტაძარში. მან ადგილზე შექმნა თხზულება „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.“ მეორე ტურის წარმატებით გადალახვის შემდგომ მიგვიწვიეს კონ-ფერენციის დასკვნით ტურზე. მარიამთან ერთად ხარაგაულის რაიონიდან მონა-წილეობდნენ ვერტყვიჭალის, ვაშლევისა და ბაზალეთის სკოლების მოსწავლეები.

... და აი, დადგა მარიამის ჯერიც. იგი კონფერენციის ყველაზე პატარა მონაწილე აღმოჩნდა. ამიტომ მის გამოჩენას დარბაზი დიდი ოვაციით შეხვდა. მარიამის პრეზენ-ტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კომისიის თავმჯდომარემ მიმართა: „მარიამ, შესაკითხიც არაფერი დამიტოვე, ისე ღრმად და საფუძვლიანად გაგვაცანი წმინდა მამების ცხოვრება. მადლობა ხარაგაულს ასეთი ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენისათვის.“

მე, როგორც მარიამის მასწავლე-ბელი, უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვიყავი ასეთი შეფასების გამო. მარიამის სახით ჩვენს ქვეყანას ეზრდება ნიჭიერი ადამიანი. მისი თემა, სხვა გამორჩეულ თხზულებებთან ერთად, შევა ახალგაზრ-დული ცენტრისგან გამოცემულ კრებულ-ში. ბედნიერი გზასავალი მისცემოდეს მარიამის ცხოვრებას. უფლის მეოხებით დაეძლიოს ყოველგვარი დაბრკოლება.

მელანო გაბეხაძევარძიის საჯარო სკოლის პედაგოგი

გვეამაყები, მარიამ!ჩუქურთმებზე შემოწირულობათა

მიღება გრძელდება

Page 7: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

7xtvb [fhfufekb8 მაისი, 2015 წ.

სოსო ნიქაბაძის გახსენება

როგორ იცრემლება აპრილი, დედის ცრემლებად გაწვიმდება შენს საფლავზე, გიო. 23 წლის ჩამქრალ სიცოცხლეს ეალერსება ნიავი. შენ ხომ უფალთან წახვედი, მაგრამ რა უსაშველო და გაუსაძლისია უშენობა. საბედისწერო 23 აპრილს ჩაქრა შენი ლამაზი სიცოცხლე. მზე დაუბნელდა შენს დედას, და-ძმას, ნათესავებს, ახ-ლობლებს და მთელ სოფელს.

გიო, ცრემლად გეფრქვეოდა შენი სოფელი. შენ უფალთან ხარ, მაგრამ ვინ ანუგეშოს შენს სამუდამო სასთუმალ-თან დაჩოქილი, ცრემლად დაღვრილი დედა. უამრავი სანთელი იღვენთება შენს საფლავზე, სანთლად დანთებულო და ჩაფერფლილო ჩემო ბიძაშვილო. ამქვეყნიური ცხოვრება დატოვე და ჩვენი გულიც თან გაიყოლე. 9 მაისს შენი და-ბადების დღეა. უშენოდ აღვნიშნავთ შენს მარადიულ სამყოფელთან, შენ უფალმა მარადიული სასუფეველი გარგუნა, ჩვენ კი მარადიული ტკივილი. საშინელებაა უშენობა შენი უბედური დედისათვის და ყველა იმ პიროვნებისათვის, ვისაც უყვარდი. გამორჩეული იყავი და უფალ-მაც ამიტომ ამოგირჩია. სასუფეველიც რჩეულთა ხვედრია. ღვთიური მადლი არ მოგაკლდეს სასუფეველში.

შენზე მონატრებული შენი მამიდაშვილი ნინო ბუნტური

ბორითის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი ნაზი ლაცაბიძე თანაგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს გიორგი ჩიხლაძეს ბებიის და სკოლის ბიბ-ლიოთეკარს დალი ბარბაქაძეს დედამთილის

დარო ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმის თანამშრომლები ღრმა მწუხა-რებით თანავუგრძნობთ ეკა მამუკის ასულ შველიძეს დედის

ვარა შველიძისგარდაცვალების გამო.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქ-ცია ღრმა მწუხარებით თანაუგრძ-ნობს ეკა შველიძეს დედის

ვარა შველიძისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ რუსუდან კვირიკაშ-ვილ-დეკანოსიძეს საყვარელი მამის

ვაჟა კვირიკაშვილისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი ლალი ხარაზიშვილი თანაუგრძ-ნობენ გიორგი ხიჯაკაძეს ბაბუის

ნიკოლოზ გიორგის ძე მაჭარაშვილის

გარდაცვალების გამო.

თემიკო ოსანაძე ოჯახით თანაუგ-რძნობს ნიკო და ლუიზა წიკლაურებს დიდ მწუხარებაში ძმისა და მაზლის

გელა წიკლაურისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს დოდო ლილუაშვილს დისშვილის

პაატა ბიწაძისგარდაცვალების გამო.

ბორითის საჯარო სკოლის პედა-გოგები და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ეკა ბარბაქაძესა და ბიბლიოთეკარ დალი გაფრინდაშვილს ბებიის და დედამთილის

დარო კაპანაძისგარდაცვალების გამო.

იუზა კელენჯერიძე, ბესიკ ტალა-ხაძე სამძიმარს უცხადებენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრს გივი ხიჯაკაძეს დედის

ლელა გიორგიძე-ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

გოგი ჯღამაძე ღრმა მწუხარებას განვიცდი და თანავუგრძნობ ჩემი სტუდენტობის მეგობარს, ღვაწლ-მოსილ პედაგოგს, აქტიურ საზოგა-დოებრივ მოღვაწეს მამუკი შველიძეს ძვირფასი მეუღლის

ვერა შველიძისგარდაცვალების გამო.

ბორითის საბავშვო ბაღის კო-ლექტივი თანაუგრძნობს ვერტყვიჭა-ლის საბავშვო ბაღის გამგეს ზაირა ბარბაქაძეს დედის

დარო ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ლალი, ვალოდა კელენჯერიძე-ები თანაუგრძნობენ ეკა შველიძეს დედის

ვერა შველიძისგარდაცვალების გამო.

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები სამძიმარს უცხადე-ბენ გივი ხიჯაკაძეს დედის

ლელა გიორგიძე-ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ივანე აბაშიძის სა-ხელობის კულტურის ცენტრის თა-ნამშრომლები თანაუგრძნობენ ნიკო წიკლაურისა და ლუიზა კიკნაძის ოჯახს ძმისა და მაზლის

გელა წიკლაურისგარდაცვალების გამო.

სოსო, მეორედ მოვიდა უკვე უშე-ნოდ 6 მაისი; დღე, რომელმაც შენი თავი ამქვეყნიურ ცხოვრებას უეცრად მოწყვიტა და იმქვეყნიურ სამუდამო საცხოვრებელში გაამგზავრა...

ო, რა ძნელია, მაშინ, როცა უკვე შეიგრძნობ შენი ცხოვრების უბედნი-ერეს წუთებს, ცხოვრების ნეტარებით ტკბობას და აცნობიერებ, რომ მართ-ლაც რა ბედნიერია შენი ცხოვრება, მართლაც როგორ კარგად აუწყვე ფეხი მუხთალ წუთისოფელს, მით უფრო გიმძაფრდება სურვილი და უფრო ძლიერად გინდება შენი ცხოვ-რების გზა იყოს ხანგრძლივი. გსურს, კიდევ უფრო მეტი კეთილი საქმე აკეთო, უფრო მეტ ხალხს მიანიჭო შენით ბედნიერი წუთები, უფრო სა-სიამოვნოდ და ჭეშმარიტად მიჰყვე ამ ლამაზ წუთისოფელს, რომელიც შენთვის უკვე ნათელი ფერებითაა მოფენილი... და აი, სწორედ მაშინ, როცა ცხოვრებას სიმღერითა და ხალისით შეპყრობილი ჰყავდი და შენი ლამაზი მხიარულების ხმა შენს ირგვლივ ყველას ნათელ სხივს ჰფენ-და და გინდოდა ყველას გასაგონად ხმამაღლა გეყვირა, რომ „შენ ძალიან გიხარია ცხოვრება“, მოულოდნე-

ლად, შეუგრძნობლად, დაუნდობ-ლად მოისურვა განგებამ, რომ შენი თავი გაეყვანა ამქვეყნიდან და იმქვეყ-ნიური ცხოვრებისათვის ეზიარებინა... თითქოს შენ უკვე შენი გასაკეთებელი ბოლომდე გააკეთე, თითქოს შენი ვალი ამ ცხოვრებაში ბოლომდე შეასრულე, თითქოსდა უკვე ერთი ხანდაზმული კაცის გრძელვადიანი ცხოვრების გზა ბოლომდე გაიტანე... არადა, როგორი დასანანია, რომ შენ მხოლოდ 36 წელი გაატარე ამ სასტიკ და დაუნდობელ ქვეყანაში... განა შენი ფიქრები და ოცნებები აქ მთავრდებოდა?! შენ კიდევ რამდენი რამის კეთება გინდოდა...

თუმცა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ეს წლები შენი სულის დიდებისთვის!

განა ჩვენ ვინ ვართ ადამიანები, რომ უფლის ნებას წინ აღვუდგეთ და ჩვენი სურვილები და ინტერესე-ბი მასზე წინ დავაყენოთ ან პასუხი მოვითხოვოთ კითხვაზე რატომ??? მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს გული, რომლის ტკივილსაც ვერ ვეგუებით და აი სწორედ ეს გვამ-წარებს და გვანადგურებს... სოსო შენ ჩემში იმხელა გულის ტკივილი ხარ, რომ ვერაფერი ამ ტკივილს ვერ მოაშუშებს, შენ ყოველთვის ჩემში ხარ და მუდამ ჩემში იქნები. ვერც ერთი წელი და ვერანაირი დრო ამას ვერ მოერევა! რამდენი 6 მაისიც გამითენდება, იმდენი ჩემი გული უფრო გაიბზარება და ის მწარე ტკივილიანი დღე ჩემს თვალწინ შავი ფურცელივით გადაიშლება.

მუდამ შენი სულისთვის ვილოცებ, სოსო და უფალს შევთხოვ, რომ შენს ულამაზეს, წმინდა, სპეტაკ სულს ნათელი დაუმკვიდროს ცათა სასუფეველში.

მაია, შენი ოჯახი

6 მაისს შეგისრულდა 40 დღე, რაც ჩვენგან წახვედი და დაგვიტოვე ტკივილიანი და სევდიანი მოგონებე-ბი. საქმით დაღლილი და ტკივილით დატანჯული წახვედი ჩვენგან. შენი სპეტაკი სული ზეცად ამაღლდა და მარადისობას შეუერთდა. ბოლო წუ-თამდე საქმეზე ფიქრობდი და იბრძო-დი ოჯახისთვის, მაგრამ უკურნებელმა სენმა გიმსხვერპლა.

არ გეგონა, თუ რამე მოგერეოდა, ისე ძლიერი იყავი. ყველას გული დაგვწყვიტე, ვინც კი გიცნობდა. გულო, პირველად გილოცავთ 6 მაისს, გიორ-გობის დღესასწაულს, მარადიულ

სამყოფელში.ისღა დაგვრჩენია, უფალს შევთ-

ხოვოთ, რომ შენი სპეტაკი სული ნათელში გვიმყოფოს. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი სოფელ ლაშის მიწა. ჩვენ ყოველთვის ვილოცებთ შენი სულის მოსახსენიებლად. ნათელში გამყოფოს ღმერთმა.

დედა თამარა, და თინა, ძმა დანიელი, მეუღლე ჯუმბერი,

შვილები კოტე, როინი, ელზა, თამრიკო, შვილიშვილები,

შვითაშვილები, დისშვილები, ძმისშვილები, მაზლი, მულები,

სიძეები, რძლები ოჯახებით

გულო (პოლინე) შავიძის მონატრება

შენზე სამგლოვიარო მოგონების წერა ჩემთვის სიკვდილის ტოლია, შვილო, მერაბ... საშინელ სიზმარში მგონია თავი. თვალებს გავახელ და კვლავ დაგინახავ ღიმილიანს, თბილს, მოსიყვარულეს. მოვეფერე-ბი და ვეტყვი, როგორ ხარ დედა... აღარ ვიცი, შვილო, რა გითხრა. 12 მაისი შენი დაბადების დღეა. 56 წელი შეგისრულდებოდა. მესამედ ვხვდები უშენოდ. სიტყვების მოძებნაც კი მი-ჭირს. ან რა გითხრა და რა ვიფიქრო.

შენ მოგიკვდეს დედა...ყოველდღე და ყოველ წუთს

მაკლიხარ. ყველგან და ყოველთ-ვის შენს ნაკვალებს დავეძებ, მაგრამ ამაოდ... ყოველგვარ ფიქრს შენამ-დე მოვყავარ. შენი საფლავის ცივ ქვაზე გამოკვეთილ სახეს შევცქერი და ჩემი ხელებით მინდა გაგათბო. გეფერები და გეჩურჩულები, შვილო მერაბ.

შენი გულდამწვარი დედა მერი ღონღაძე

მერაბ ღონღაძის ხსოვნას

16 წელი ჩამომარცვლა დროის კრიალოსანმა. 16 წლის წინ შენთვის დრო გაჩერდა და შეწყდა შენი ლამაზი სიცოცხლე.

16-ჯერ მოვიდა გაზაფხული უშე-ნოდ. ძალიან გიხაროდა გაზაფხულის მოსვლა. თან მუდამ გეშინოდა, - ნატრობდი გაზაფხულზე სიკვდილი მაშორე ღმერთო, რადგან ამ დროს სიკვდილი ორჯერ სიკვდილი იქნებაო. ალბათ გრძნობდი...

ბუნებამ გაიღვიძა, შენ კი წახვედი და თან წაიყოლე სატკივარით და-სეტყვილი გული; გული, რომელიც ოცნებებითა და დიდი სიყვარულით გქონდა სავსე.

მაია ლომიძე, - ამ სახელისა და გვა-რის მიღმა ჩვენთვის, ხუნევის საჯარო

სკოლის კოლექტივისათვის, უსაყვარ-ლესი მეგობრის, ნიჭიერი პედაგოგის, მაღალი ადამიანური ღირებულებებით სავსე პიროვნება გვახსენდება. ვერ გივიწყებთ, რადგან შენნაირები, სამ-წუხაროდ, ცოტანი არიან.

საოცარი ღიმილი, ლამაზი მიხვ-რა-მოხვრა, ფაქიზი სული და დიდი ოცნებები დილის ნისლივით გაქრა. სიკვდილშიც გამორჩეული გახდი. უზღ-ვავი სიყვარული და ზღვა ცრემლები გაიყოლე.

დიდი და გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, თინა მასწავლებელმა შეძლო ფეხზე წამოდგომა და დღემდე უძღვება მოსწავლეთა სწავლა-აღზ-რდას. მას ყოველთვის კრძალვით ვხვდებით. ის ჩვენი უფროსი მეგობარი და მრჩეველია. ყოველთვის ვცდი-ლობდით და თანავუგრძნობდით შენი წასვლით გამოწვეული დიდი ტკივილი რომ გადაეტანა.

მაია, შენს ოცნებებს ფრთა ესხმება. შენი გიორგი ულამზესი და ჭკვიანი ბიჭია. უშენოდ გაიზარდა. უშენოდ გადადგა პირველი ნაბიჯები, დედაც დაიძახა, ღირსეულ ოჯახში გაიზარდა. ჰყავს თავდადებული მამა და უერთგუ-ლესი ადამიანები. თინა მასწავლებელი ღმერთს მადლობას სწირავს, რომ თქვენ, ქალბატონო ია, არსებობთ და გიორგის დედობას უწევთ. სიტყვა დედა, რომელსაც გიორგი გიწოდებს, იმ სიყ-ვარულის ნაყოფია, თქვენ რომ გაეცით.

ჩვენო გიორგი, - ასე დაგიძახებთ, რადგან შენი დედიკო ძალიან გვიყვარ-და. მან სიცოცხლე მოგიძღვნა. ისეთი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ჩანაწერები დაგიტოვა, რომ ვიცით, ჩაწვდები მისი სულის სილამაზეს და იამაყებ დედით, რომელმაც სული და გული აქ დაგიტოვა.

ეს ლექსიც ხომ შენი მოვლენის მოლოდინში დაწერა ალბათ:

რამდენჯერ ტკივილმა დასერა გული,

რამდენი ცრემლი მოსწყდა წამწამებს,

ამქვეყნად, შვილო, შენი ღიმილიყველაზე მეტად მე გამახარებს.ყველაზე მეტად მე გამახარებს,გულს და სულს წამლად

მოეფინება,იქნება, შვილო, შევძლო, გიხილო,ძლიერო ღმერთო, მომეცი ნება!ვიგრძნო მე შენი სუნთქვა

და ფეთქვა,შენი შეხება და თვალთა ფერი, არავინ იცის, სულმოუთქმელად შენთან შეხვედრას

რატომ მოველი...შენი დედიკო ყველას გვიყვარდა

და მოგონებით ვეფერებით. შენ კი უფალმა დაგიფაროს და გაგაძლი-ეროს!

ხუნევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ისევ მოვიდა გაზაფხული უშენოდ...

1992 წელი, 23 ნოემბერი, აფხა-ზეთი, სოფელი მერკულა... ნოემბერი უკვე ემზადებოდა ზამთრისათვის. ჰაერში შემოდგომისათვის შეუფერე-ბელი სუსხი ტრიალებდა. აფხაზეთის რიჟრაჟებიც ისეთი ლამაზი აღარ იყო, როგორც რამდენიმე წლის წინ. ალბათ მებრძოლი გმირის განწყობაც ზუსტად შეესაბამებოდა ამინდს. თუმცა ვერაფ-რით ახსნიდა აფორიაქების მიზეზს, რომელიც ალბათ ქარბორბალასავით უტრიალებდა სულში. მოსვენებას არ აძლევდა ის ფიქრები, რომელსაც

მაშინ, სიკვდილის წინა წუთებში, გრძნობდა. ვინ იცის, რას ფიქრობდა 25 წლის მომავალი ქართველი გმირი, სარგვეშში გაზრდილი „რემბო“. არავინ იცის, მისი ჩუმი, წარმოუთქმელი და გულში დამარხული ფიქრები და ოც-ნებები. ითვლებოდა მისი სიცოცხლის წუთები. საბრძოლო დავალება უნდა შეესრულებონა, სიფხიზლის წუთიერი მოდუნებაც კი საბედისწერო იქნებოდა. სროლის ხმა გაისმა. ამხანაგის მისაშ-ველებლად გაქცეულმა, ვიდრე მწვავე ტკივილი არ იგრძნო, გულის არეში მოხვედრილ ტყვიებს ყურადღება არ მიაქცია. მტრის ტყვიამ მოცელა იგი და იმ მიწაზე დაეცა, რომელი მიწისთვისაც იბრძოდა. დღეს გმირის ოჯახში დედა სათუთად ინახავს შვილის დაცხრი-ლულ პასპორტს. მტრის ულმობელმა ხელმა მოუსწრაფა ხვიჩას სიცოცხლე და დღეს მის საფლავთან მისულს ყვე-ლას უნდა ახსოვდეს აკაკის სიტყვები:

„ვინც მოიხადა სამშობლოს ვალი, ის მარად ცოცხლობს, არ არის

მკვდარი, მისი საქმენი შთამომავლობასგზას გაუნათებს, როგორც ლამ-

პარი“.მარინა ნავაძე

ჩვენი დროის გმირი(ხვიჩა მუმლაძის ხსოვნას)

გიორგი ბუთხუზი

Page 8: ჩაერთეთ ბიზნეს იდეების ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/16-636-2015w.pdf · 2015-05-06 · 8 მაისი, 2015 წ. xtvb [fhfufekb

8 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული08.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +12ºC;09.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +19ºC, ღამე +13ºC;10.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +23ºC, ღამე +14ºC;11.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +26ºC, ღამე +17ºC;12.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +21ºC, ღამე +15ºC;13.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +20ºC, ღამე +15ºC.

ბორითი08.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +10ºC;09.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +19ºC, ღამე +12ºC;10.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +22ºC, ღამე +13ºC;11.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +25ºC, ღამე +15ºC;12.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +22ºC, ღამე +11ºC;13.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +22ºC, ღამე +12ºC.

კიცხი08.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +10ºC;09.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +12ºC;10.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +21ºC, ღამე +13ºC;11.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +23ºC, ღამე +15ºC;12.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +20ºC, ღამე +13ºC;13.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +19ºC, ღამე +13ºC.

მოლითი08.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +20ºC, ღამე +8ºC;09.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +10ºC;10.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +20ºC, ღამე +11ºC;11.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +23ºC, ღამე +13ºC;12.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +20ºC, ღამე +9ºC;13.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +19ºC, ღამე +8ºC.

amindi

უბისის საჯარო სკოლაში 17 აპრი-ლიდან ხორციელდება პროექტი „კი-ნო-სკოლაში“. აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. პროექტის მიზანია, მოზარდებს გაუღვივოს კინოხელოვნების სიყვარული, ესთეტიკური აღქმის უნარი, ანალიტიკური აზროვნება. კურსის წამყვანის, გიგა ლიკ-ლიკაძის თქმით, ამ პროექტის მიზანია კინოს პოპულარიზაცია. „მსოფლიო კინოს ისტორიიდან ამორჩეულია სხვადასხვა ქვეყნისა და დროის საუკეთესო ფილმები. სულ განსაზღვრულია 24 ფილმის ჩვენება. ეს ფილმები გაზრდის ხელოვნებისადმი სიყვარულს და მოზარდ თაობას ასწავ-

ლის კარგი ფილმების შერჩევას. პროექ-ტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსწავლეების ცოცხალ კინოპროცესებში ჩართვა, კინო სცენარზე მუშაობა და მოკ-ლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება“, - ამბობს გიგა ლიკლიკაძე.

მადლობა აღნიშნული პროექტის ავტორს, საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრს ამ საინტერესო პროექტის სკოლაში განხორციელებისათვის.

ფატი ნოზაძეპედაგოგი, პროექტის

კოორდინატორი

კეთილი სურვილებით ვულოცავთ ქორწინებას ირმა ბუაჩიძეს და ზურაბ ბანცაძეს. ვუსურვებთ ჯანმთელობას, დიდ სიყვარულსა და სიხარულს, წინსვლასა და წარმატებებს ყველა კარგ საქმეში. უფალი ფარავდეს მათ ახლადშექმნილ ოჯახს.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, ხარაგაულის

ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

ვულოცავთ სოფელ მოლითში მცხოვრებ ტუხია ცუცქირიძეს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთე-ლობას და დიდხანს სიცოცხლეს თავის საყვარელ ხალხთან ერთად.

ოჯახი

ჩვენი კლასის ერთადერთ ვაჟკაცს, ჩვენს „მოურავს“ გიორგი ბასილაშ-ვილს სულითა და გულით ვულოცავთ დაბადების დღესა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელო-ბას, წარმატებულ სწავლას და წმინდა გიორგის მფარველობას.

ვარძიის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი მელანო გაბეხაძე

დაბადების დღეს ვულოცავ ჩემ საყვარელ ბიძას, საუკეთესო მეუღლეს, მამასა და ბაბუას ვიტალი იასონის ძე ხარაძეს. ვუსურვებ დიდხანს ჯანმრ-თელ და ბედნიერ სიცოცხლეს, ხალ-ხისა და ღვთის სიყვარულს საყვარელ ოჯახთან ერთად.

სიყვარულითა და პატივისცემით, გურამი თაბუკაშვილი ოჯახით

ვულოცავთ თანაკლასელ გიორგი გლუჩაძეს ძმის ამქვეყნად მოვლინე-ბას. ვუსურვებთ პატარა ვაჟაკაცს, არ მოკლებოდეს უფლის მფარველობა, გაზრდილიყოს სასახელო თავისი მშობლებისა და ქვეყნის გასახარად.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეები და კლასის

ხელმძღვანელი ნელი შარიქაძე

ვულოცავთ გულო ტალახაძეს საყვარელი ძმისშვილს ლაშას ბედნი-ერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინე-ბულებს ბედნიერი ოჯახის შექმნას და უფლის მფარველობას.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” ლაბორატორიის

თანამშრომელბი

დიდი სიყავრულით ვულოცავთ ქორწინებას გიორგი ჭიპაშვილს და თეონა კურტანიძეს, ვუსურვებთ ახალ-შეუღლებულ წყვილს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს, ღვთის წყალობასა და მფარველობას.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, ხარაგაულის ივ.

აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის თანამშრომლები

პროექტი „გაზაფხულის მერცხლები“ ესაა ნორჩი მოსწავლეების შეჯიბრება მძლეოსნურ ოთხჭიდში, რომელიც სათავეს 2000 წლიდან იღებს. სხვა-დასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო პროექტი შეფერხე-ბით მიმდინარეობდა. ექვსწლიანი შესვენების შემდეგ, როგორც იქნა, „გაზაფხულის მერცხლებმა“ კამარა შეკრეს, ფართოდ გაშალეს ფრთები ხევის საჯარო სკოლის სივრცეში, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს (დირექტორი დავით გელაშვილი) და გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს (უფროსი ირინე ჩხეიძე).

ჭირვეული გაზაფხულის შემდეგ ბუნებამ მოწყალების კალთა გადა-გვაფარა და 30 აპრილს შეგვიწყო ხელი, რათა ეს მაsშტაბური შეჯიბრება ღირსეულად ჩატარებულიყო. ასპარე-ზობაში მონაწილეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 სკოლა: ხევის, ნადაბურის, ვერტყვიჭალას, ვაშლევის, ბორითის, ბორის, კიცხისა და ბაზალე-თის საჯარო სკოლები.

ეს თითქოს და ნაზი სახელწოდება „გაზაფხულის მერცხლები“ შინაგანად დიდ ფიზიკურ და სულიერ ენერ-გიას მალავს, ნორჩი სპორტსმენები (მე-5-მე-7 კლასები) ოთხი საათის განმავლობაში, მძლეოსნობის ოთხ

დისციპლინაში ცდილობდნენ დაემტკი-ცებინათ თავიანთი უპირატესობა, რაც გულშემატკივართა და მონაწილეთა დიდ ოვაციებს იწვევდა.

შეჯიბრების უდავო ფავორიტი იყო ხეველი მე-6 კლასის მოსწავ-ლე ნინო გრიგალაშვილი, რო -მელმაც ფანტასტიკური შედეგი აჩვენა ოთხივე დისციპლინაში და ღირსეულად მოიპოვა რაიონის ჩემპიონის სახელი - თანაც „გაზაფ-ხულის მერცხლების“ორი რეკორდი გააუმჯობესა 60 მ რბენაში 9,1 წმ და 1000 მ რბენაში 3 წთ და 27 წმ.

ვაჟებში ჩემპიონობა მოიპოვა ბო-რელმა მე-7 კლასელმა გიორგი გიორგაძემ. მეორე ადგილზეა ხეველი ნიკა გრიგალაშვილი, რომელმაც ნი-ნოსავით ორი რეკორდი მოხსნა - 150 გრ. ბურთის სტყორცნაში (შედეგი 56 მ) და 1000 მ რბენაში (3 წთ და 17 წმ). მესამე ადგილზე ხეველი ლევან ხაჩიძე გავიდა.

გოგონებიდან მეორე და მესამე ად-გილებს დაეუფლნენ ხეველები ლიკა პაქსაშვილი და მარი გრიგალაშვილი.

გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის სა-ხელს დიდი უპირატესობით დაეუფლა ხევის გუნდი 16 საჯარიმო ქულით. მეორე ადგილზე 49 საჯარიმო ქულით გავიდა ვერტყვიჭალის სკოლის გუნ-დი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად ხვდა ვაშლევის საჯარო სკო-ლას 54 საჯარიმო ქულით. კარგად

იასპარეზეს და საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ ვაჟებიდან კიცხელი კაკო მიქიაშვილი, ბორითელი თორნიკე ზუმბაძე და ხეველი მირზა გელაშვილი.

გოგონებიდან ხუთეულში აღმო-ჩნდნენ ნია გიორგაძე და ნადაბურელი ეკა გელაშვილი.

გუნდურ ჩათვლაში ხუთეულში მოხვდნენ ბორის და ბორითის საჯარო სკოლების გუნდები.

რაიონის ჩემპიონები და პრიზი-ორები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა დავით გელაშვილმა და უჩა ცხადაძემ.

მადლობა ხევის საჯარო სკოლის პედკოლექტივსა და ტექპერსონალს (დირექტორი მერი ხადილაშვილი) მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გამოვუცხადო ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მოხალი-სეებს მარი, რომა გრიგალაშვილებს და სოფო შველიძეს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით შეჯიბრის ტექნიკურ მომსახურებაში.

ვისურვებდი, რომ ეს შეჯიბრი უფრო მასშტაბური გამხდარიყოს, თუნდაც რეგიონალური და მასში უფრო მომ-ზადებული მძლეოსნები მოსულიყვნენ.

მომავალ მაისამდე, „გაზაფხულის მერცხლებო“.

პატივისცემით, პროექტის ავტორი და შეჯიბრების ორგანიზატორი

მარლენ გრიგალაშვილი

„გაზაფხულის მერცხლები“ ცოცხალია

იყიდება მაღაზიისათვის მაცივრები: დახლმაცივარი და თევზის საყინულე მაცივარი

ტელ: 555 74 36 63.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ექიმ გოჩა ჩხაბერიძეს. აპრილში ძალიან ავად ვიყავი, გული მაწუხებდა, არ შემეძლო ექიმთან სიარული. ბატონი გოჩა მთელი კვირის განმავლობაში თვითონ და-დიოდა ჩემთან სახლში და მკურნალობდა. დიდი მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისა და სიკეთისათვის. დიდი მადლობა მის აღმზრდელ მშობლებს ასეთი შვილის აღზრდისათვის. უფალი გფარავდეთ, გოჩა ექიმო.

ამირან სამხარაძე სხლითი

მადლობა ექიმს

***

***

***

***

გამოცხადდა ფასდაკლება elva.ge-ს მიერ გამოცემულ სამასამ-დე წიგნზე. ფასდაკლება მოქმედებს მაისის ჩათვლით. დაინტერე-სებული პირები კატალოგს გაეცნობით ლილი მაღლაფერიძესთან შემდეგ მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №36.

ტელ.: 558 42 45 38.

წიგნის მოყვარულთა საყურადღებოდ!

პროექტი „კინო-სკოლაში“

ფიზიკური განვითარებისა და მასა-ჟის სრული პროცედურები სამკურნა-ლო ვარჯიშებით, გაწელვითი თერაპი-ებით, სამასაჟო კრემების, გელების და სამკურნალო ზეთების გამოყენებით:

1. მასაჟი და სამკურნალო ფიზკულ-ტურა განვითარების დარღვევებისა და დავადების დროს ბავშვთა ასაკში;

2. სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, სპორტული და ზოგადი მასაჟის სრუ-ლი პროცედურები;

3. ადრეული ასაკის ბავშვთა მასაჟი;4. დღენაკლულ ბავშვთა მასაჟი და

ვარჯიშები;5. მასაჟი აღდგენითი თერაპის

მეთოდებით;6. უნარშეზღუდულთა გამაჯან-

საღებელი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, ასაკის შეუზღუდავად;

7. ხერხემლის გამრუდებები, ხერ-ხემლის თიაქარი და მის სამკურნალო

გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.

სპეციალისტი ლევან არევაძე.დავამთავრე თბილისის სახელმწი-

ფო სამედიცინო უნივერსიტეტი.წლების განმავლობაში ვმუშაობდი

თურქეთის დედაქალაქში, უნარშეზღუ-დულთა სარეაბილიტაციო ცენტრებში.

თურქეთის დედაქალაქში წარმატე-ბულად გავიარე გაწელვითი და აღდ-გენითი თერაპიის კურსები და მივიღე სერთიფიკატი.

მისამართი: ხარაგაულის სპორ-ტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი.

ტელ.: 557 00 40 20; 577 38 24 33.

ყურადღება!