ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16...

8
ხარაგაულის საავადმყოფო „ადითიდან“ სახელმწიფოს დაქ- ვემდებარებაში გადავა და გადა- სვლის პროცესი უკვე დაწყებულია, - ეს ინფორმაცია პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს 9 აგვისტოს გამართულ აქციაზე ამც- ნო. შპს „ადითი“ ხარაგაულის თა- ნამშრომლები, წლებია, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. უმ- ძიმეს პირობებში, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ემსახურებიან პაციენტებს. სახელფასო დავალიანებების გასტუმრება, ანაზღაურების მომა- ტება და ხარაგაულში სამედიცინო მომსახურეობის შენარჩუნების მოთ- ხოვნა გახლდათ 9 აგვისტოს ხა- რაგაულის საავადმყოფოს თანამშ- რომელთა მორიგი აქციის მთავარი მოთხოვნები. „რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, - ამბობს შპს „ადითი“ ხარაგაულის დირექტორი ქეთევან აბრამიშვილი, - ოთხი თვეა, უხელ- ფასოდ ვმუშაობთ. შპს „ადითი“ ანაზღაურების გადაუხდელობის მი- ზეზად სადაზღვევო კომპანიებისგან თანხის მიუღებლობას ასახელებს. გვეუბნებიან, რომ მძიმე სიტუაციაა. ჩვენზე უკეთ ვინ ხედავს, რომ აუტა- ნელი მდგომარეობაა. გამგეობა- საც მივმართეთ, საკრებულოსა და დეპუტატსაც ვთხოვეთ დახმარება. როდის იქნება ხელფასი, - ამაზე არ ვიცი, რა ვუპასუხო თანამშრომ- ლებს. მათ მიმართ პასუხისმგებ- ლობა მე მაკისრია. სახელმწიფო ზრუნავს მოსახ- ლეობის სამედიცინო მომსახურე- ობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვინც უშუალოდ უნდა გააუმჯობესოს პა- ციენტების სამედიცინო მომსახურე- ობა, მათ არ აქცევს ყურადღებას. ჩაგვყარეს დიდ ორმოში და ვართ სიბნელეში, აბსურდში, უიმედობასა და სრულ გაუგებრობაში. ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს ნორ- მალური ანაზღაურება უნდა ჰქონ- დეთ. ნახევარ სიცოცხლეს ვტოვებთ ავადმყოფთან რაღაც თეთრების სანაცვლოდ და იმასაც ვერ ვღე- ბულობთ თვეების განმავლობაში. ღირსება დაგვიბრუნონ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომ არ ვიგრძნოთ თავი მონებად და ასე დაჩაგრულებად! თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, მედპერსონალი იძუ- ლებული გახდება, თანდათანობით დატოვოს აქაურობა. ეს გამოიწვევს ხარაგაულში საავადმყოფოს და- ხურვას, რითაც დაზარალდება მო- სახლეობა.“ იზო კურტანიძე, ექთანი: -ოთხი თვე რომ სახლში ათ ლარსაც ვერ შეიტან, როგორ შეიძლება?! ნანი არევაძე, ექიმი: -აუარებე- ლი გადაუდებელი პაციენტი შემო- დის ჩვენთან - დაკბენილები, სო- კოთი მოწამლულები... შეიძლება ხუთი თვე დახმარება გაუწიო ამდენ მძიმე პაციენტს და არაფერი აიღო?! ღამის 3 საათზე უნდა დავჯდე წვე- თოვანთან, გადახდილი თანხიდან კი მხოლოდ ორი ლარია ექიმის და იმასაც ვერ მივიღებთ ათ თვეს. თინა მჭედლიძე, ექიმი: -მონათ- მფლობელურ წყობილებაში, შიმში- ლით რომ არ მომკვდარიყო, მონას აძლევდნენ წყალს და საკვებს. ჩვენ გვეუბნებიან, არც ძველ ანაზღაურე- ბას მოგცემთ, არც ახალსო. თვე- ებია, 24 საათის განმავლობაში ვმო- რიგეობთ მოლოდინის რეჟიმში. ყველა ექიმი სერტიფიცირებულია. ვერ ვანებებთ ჩვენს საქმეს თავს. თუ დასახურია ეს საავადმყოფო, დროულად დაიხუროს, თუ არადა, გააუმჯობესონ პირობები. პოლისიანს უნდა მოვემსახუ- როთ უფასოდ, მაგრამ ამ პოლისით რომ ანაზღაურებას ვერ ვიღებთ?! სახელმწიფომ მედიცინის მუშაკებ- ზეც უნდა იფიქროს და მხოლოდ პაციენტზე არ უნდა იყოს ორიენ- ტირებული. რატომ ჩაგვაყენეს ამ მდგომარეობაში?! ძალიან დიდი იმედით შევხვდით ახალ მთავრო- ბას, მაგრამ კარგს და სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ მედიცინის კუთ- ხით. ლია გიორგაძე, ექთანი: -სირცხ- ვილი იმ სახელმწიფოს, ჩემი ვალი რომ აქვს 20 ლარი! ზაური ჭუმბურიძე, ექიმი: -ყვე- ლაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ პაციენტების დასახმარებლად. ავადმყოფს ვერ ვღალატობთ და ვინც ანაზღაურება უნდა ჩაგვირიც- ხოს, სარგებლობენ ამით. არაადა- მიანურ მდგომარეობაში ვართ. საკვები ხომ უნდა მიიტანო სახლ- ში, დენის ფული ხომ უნდა გადა- იხადო?! ასე არ შეიძლება. ედელა სხილაძე, ბუღალტერი: -თვეში ვითხოვთ 5 ათას ლარს 40 თანამშრომელი. ჩვენი ოთხი თვის დავალიანება 20 ათასი ლარია. აზა ფურცელაძე, ექიმი: -სა- ხელმწიფო დაზღვეულებზე თანხას იხდის, მაგრამ სადაზღვევო კომპა- ნიებთან ურთიერთობა არის გაურ- კვეველი. გასულ წლებში სადაზღ- ვევო კომპანიები დაავალდებულეს, რომ აეშენებიათ ასი საავადმყოფო. გადაიხადეს სადაზღვევო კომპა- ნიებმა საავადმყოფოების მშენებ- ლობის თანხა და დღეს არიან გა- კოტრებულები. ჩვენ გვეუბნებიან, ფული არ არისო. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს თანხას ურიცხავს, მაგრამ კომპანიები არიან გაკოტრებულები. ჩვენთან არც სა- ავადმყოფო ააშენეს და არც შრო- მის ანაზღაურებას გვიხდიან. ხარაგაულში სა- ჭიროა საავადმყო- ხარაგაულელი ექიმები ხელფასების გასტუმრება-მომატებასა და საავადმყოფოს შენარჩუნებას ითხოვენ მე-3 გვ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანამდე- ბობაზე ხარაგაულის #1 და #2 სა- ბავშვო ბაღებში. თანამშრომლები შეირჩევიან შიდა შესარჩევი კონკურსის წესით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სპეციალური უმაღლესი გა- ნათლება (სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით ან დაწყებითი გა- ნათლების პედაგოგიკისა და მეთო- დიკის ფაკულტეტი); 2. ბავშვებთან მუშაობის არანაკ- ლებ ერთი წლის გამოცდილება. მსურველებმა უნდა წარმო- ადგინონ: 1. განცხადება დირექტორის სა- ხელზე; 2. ავტობიოგრაფია; 3. განათლების დამადასტურებე- ლი დოკუმენტი; 4. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან; 5. სპეციალური სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებების მიღება შეწყდება 22 აგვისტოს. მობრძანდით და დაგვიკავშირ- დით ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში. ტელ.: 22 11 60. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრი 31 აგვისტოს, უკვე მერვედ ატარებს ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი.“ კონკურსი გაიმართება სოფელ ღორეშაში, ღორეშის ისტორიული მუზეუმის ეზოში. მონაწილეთა ასაკი 16 წლიდან. ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 557 19 23 32. ყურადღება, კონკურსი! “ოდეონი - 8” გიწვევთ 16 აგვისტო, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 29 (552) www.chkh.org ნინო ჩხობაძე: „რკინიგზის მშენებლობის პროექტი არ არის სერიოზულად დამუშავებულიხარაგაულის საკრებულოში ნაცმოძრაობის მხარდამჭერმა დეპუტატმა „ქართული ოცნებისფრაქცია შექმნა „სინდისის კულტურა მთავარი სოციალური წებოა საზოგადოებისთვისხარაგაულელმა ფერმერებმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იმსჯელეს საზოგადოების აზრით - ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში 3 გვ. 4 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს „მთების ძახილისამინისტროს მხარდაჭერით აგრძელებს 2 გვ. დღეს ნომერშია

Transcript of ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16...

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

ხარაგაულის საავადმყოფო „ადითიდან“ სახელმწიფოს დაქ-ვემდებარებაში გადავა და გადა-სვლის პროცესი უკვე დაწყებულია, - ეს ინფორმაცია პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს 9 აგვისტოს გამართულ აქციაზე ამც-ნო. შპს „ადითი“ ხარაგაულის თა-ნამშრომლები, წლებია, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. უმ-ძიმეს პირობებში, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ემსახურებიან პაციენტებს.

სახელფასო დავალიანებების გასტუმრება, ანაზღაურების მომა-ტება და ხარაგაულში სამედიცინო მომსახურეობის შენარჩუნების მოთ-ხოვნა გახლდათ 9 აგვისტოს ხა-რაგაულის საავადმყოფოს თანამშ-რომელთა მორიგი აქციის მთავარი მოთხოვნები.

„რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, - ამბობს შპს „ადითი“ ხარაგაულის დირექტორი ქეთევან აბრამიშვილი, - ოთხი თვეა, უხელ-ფასოდ ვმუშაობთ. შპს „ადითი“ ანაზღაურების გადაუხდელობის მი-ზეზად სადაზღვევო კომპანიებისგან თანხის მიუღებლობას ასახელებს. გვეუბნებიან, რომ მძიმე სიტუაციაა. ჩვენზე უკეთ ვინ ხედავს, რომ აუტა-ნელი მდგომარეობაა. გამგეობა-საც მივმართეთ, საკრებულოსა და დეპუტატსაც ვთხოვეთ დახმარება. როდის იქნება ხელფასი, - ამაზე არ ვიცი, რა ვუპასუხო თანამშრომ-ლებს. მათ მიმართ პასუხისმგებ-ლობა მე მაკისრია.

სახელმწიფო ზრუნავს მოსახ-ლეობის სამედიცინო მომსახურე-ობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვინც უშუალოდ უნდა გააუმჯობესოს პა-ციენტების სამედიცინო მომსახურე-ობა, მათ არ აქცევს ყურადღებას. ჩაგვყარეს დიდ ორმოში და ვართ სიბნელეში, აბსურდში, უიმედობასა და სრულ გაუგებრობაში. ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს ნორ-მალური ანაზღაურება უნდა ჰქონ-დეთ. ნახევარ სიცოცხლეს ვტოვებთ ავადმყოფთან რაღაც თეთრების სანაცვლოდ და იმასაც ვერ ვღე-ბულობთ თვეების განმავლობაში.

ღირსება დაგვიბრუნონ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომ არ ვიგრძნოთ თავი მონებად და ასე დაჩაგრულებად! თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, მედპერსონალი იძუ-ლებული გახდება, თანდათანობით დატოვოს აქაურობა. ეს გამოიწვევს ხარაგაულში საავადმყოფოს და-ხურვას, რითაც დაზარალდება მო-სახლეობა.“

იზო კურტანიძე, ექთანი: -ოთხი თვე რომ სახლში ათ ლარსაც ვერ შეიტან, როგორ შეიძლება?!

ნანი არევაძე, ექიმი: -აუარებე-ლი გადაუდებელი პაციენტი შემო-დის ჩვენთან - დაკბენილები, სო-კოთი მოწამლულები... შეიძლება ხუთი თვე დახმარება გაუწიო ამდენ მძიმე პაციენტს და არაფერი აიღო?! ღამის 3 საათზე უნდა დავჯდე წვე-თოვანთან, გადახდილი თანხიდან კი მხოლოდ ორი ლარია ექიმის და იმასაც ვერ მივიღებთ ათ თვეს.

თინა მჭედლიძე, ექიმი: -მონათ-მფლობელურ წყობილებაში, შიმში-ლით რომ არ მომკვდარიყო, მონას აძლევდნენ წყალს და საკვებს. ჩვენ გვეუბნებიან, არც ძველ ანაზღაურე-

ბას მოგცემთ, არც ახალსო. თვე-ებია, 24 საათის განმავლობაში ვმო-რიგეობთ მოლოდინის რეჟიმში. ყველა ექიმი სერტიფიცირებულია. ვერ ვანებებთ ჩვენს საქმეს თავს. თუ დასახურია ეს საავადმყოფო, დროულად დაიხუროს, თუ არადა, გააუმჯობესონ პირობები.

პოლისიანს უნდა მოვემსახუ-როთ უფასოდ, მაგრამ ამ პოლისით რომ ანაზღაურებას ვერ ვიღებთ?! სახელმწიფომ მედიცინის მუშაკებ-ზეც უნდა იფიქროს და მხოლოდ პაციენტზე არ უნდა იყოს ორიენ-ტირებული. რატომ ჩაგვაყენეს ამ მდგომარეობაში?! ძალიან დიდი იმედით შევხვდით ახალ მთავრო-ბას, მაგრამ კარგს და სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ მედიცინის კუთ-ხით.

ლია გიორგაძე, ექთანი: -სირცხ-ვილი იმ სახელმწიფოს, ჩემი ვალი რომ აქვს 20 ლარი!

ზაური ჭუმბურიძე, ექიმი: -ყვე-ლაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ პაციენტების დასახმარებლად. ავადმყოფს ვერ ვღალატობთ და ვინც ანაზღაურება უნდა ჩაგვირიც-

ხოს, სარგებლობენ ამით. არაადა-მიანურ მდგომარეობაში ვართ. საკვები ხომ უნდა მიიტანო სახლ-ში, დენის ფული ხომ უნდა გადა-იხადო?! ასე არ შეიძლება.

ედელა სხილაძე, ბუღალტერი: -თვეში ვითხოვთ 5 ათას ლარს 40 თანამშრომელი. ჩვენი ოთხი თვის დავალიანება 20 ათასი ლარია.

აზა ფურცელაძე, ექიმი: -სა-ხელმწიფო დაზღვეულებზე თანხას იხდის, მაგრამ სადაზღვევო კომპა-ნიებთან ურთიერთობა არის გაურ-კვეველი. გასულ წლებში სადაზღ-ვევო კომპანიები დაავალდებულეს, რომ აეშენებიათ ასი საავადმყოფო. გადაიხადეს სადაზღვევო კომპა-ნიებმა საავადმყოფოების მშენებ-ლობის თანხა და დღეს არიან გა-კოტრებულები. ჩვენ გვეუბნებიან, ფული არ არისო. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს თანხას ურიცხავს, მაგრამ კომპანიები არიან გაკოტრებულები. ჩვენთან არც სა-ავადმყოფო ააშენეს და არც შრო-მის ანაზღაურებას გვიხდიან.

ხარაგაულში სა-ჭიროა საავადმყო-

ხარაგაულელი ექიმები ხელფასების გასტუმრება-მომატებასა და

საავადმყოფოს შენარჩუნებას ითხოვენ

მე-3 გვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანამდე-ბობაზე ხარაგაულის #1 და #2 სა-ბავშვო ბაღებში.

თანამშრომლები შეირჩევიან შიდა შესარჩევი კონკურსის წესით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:1. სპეციალური უმაღლესი გა-

ნათლება (სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით ან დაწყებითი გა-

ნათლების პედაგოგიკისა და მეთო-დიკის ფაკულტეტი);

2. ბავშვებთან მუშაობის არანაკ-ლებ ერთი წლის გამოცდილება.

მსურველებმა უნდა წარმო-ადგინონ:

1. განცხადება დირექტორის სა-ხელზე;

2. ავტობიოგრაფია;3. განათლების დამადასტურებე-

ლი დოკუმენტი;4. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;

5. სპეციალური სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

განცხადებების მიღება შეწყდება 22 აგვისტოს.

მობრძანდით და დაგვიკავშირ-დით ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში.

ტელ.: 22 11 60.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრი 31 აგვისტოს, უკვე მერვედ ატარებს ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი.“ კონკურსი გაიმართება სოფელ ღორეშაში, ღორეშის ისტორიული მუზეუმის ეზოში. მონაწილეთა ასაკი 16 წლიდან. ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 557 19 23 32.

ყურადღება, კონკურსი!“ოდეონი - 8” გიწვევთ

16 აგვისტო, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№29 (552)

www.chkh.org

ნინო ჩხობაძე:

„რკინიგზის

მშენებლობის პროექტი

არ არის სერიოზულად

დამუშავებული”

ხარაგაულის

საკრებულოში

ნაცმოძრაობის

მხარდამჭერმა

დეპუტატმა „ქართული

ოცნების” ფრაქცია შექმნა

„სინდისის

კულტურა მთავარი

სოციალური წებოა

საზოგადოებისთვის”

ხარაგაულელმა

ფერმერებმა

პარლამენტის აგრარულ

საკითხთა კომიტეტის

თავმჯდომარესთან

სოფლის მეურნეობის

განვითარებაზე

იმსჯელეს

საზოგადოების აზრით

- ვის დავუჭერთ მხარს

საპრეზიდენტო

არჩევნებში

3 გვ.

4 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს „მთების ძახილი” სამინისტროს მხარდაჭერით აგრძელებს

2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

2 xtvb [fhfufekb 16 აგვისტო, 2013 წ.

კულტურის სამინისტრო ხა-რაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერა-ტურულ თეატრს (ხელმძღვანელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე, მუსი-კალური გამფორმებელი დალი მერაბიშვილი, ტექნიკური მენეჯერი ივანე ჭიპაშვილი) დაფინანსებას გაუგრძელებს პროექტისთვის „მთების ძახილი.“ სამინისტროს-გან მხარდაჭერილი ამ პროექტის ფარგლებში ლიტერატურულმა თეატრმა ღირსეული მამულიშვი-ლებისადმი მიძღვნილი ლიტერა-ტურული საღამოები გამართა ივ-ნისსა და ივლისში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. დუშეთ-სა და ფასანაურში გაიმართა გო-დერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,“ მესტიასა და თიანეთში - მერაბ კოსტავასად-მი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „საქართველოს შიშ-ველი სატევარი,“ უშგულში - ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ჩვენი ოტია.“ ყველა ამ საღამოში, როგორც პროექტით იყო გათვა-ლისწინებული, მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული კოლექტივები.

„კულტურის სამინისტრომ ფი-ნანსური მხარდაჭერა გაგვიგრძე-ლა ლიტერატურული საღამოების ჩასატარებლად ხევსურეთში, კერ-

ძოდ მუცოს ციხეზე და თუშეთში - ალვანში,“ - გვამცნობს ლიტერატუ-რული თეატრის ხელმძღვანელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე.

„გოდერძი ჩოხელი მი-სეული ხედვით კითხუ-

ლობდა „ცოცხალ მოსიარულე მოთხრობებს,“ საოცარი უბრა-ლოებითა და გულწრფელობით წერდა ნანახისა და განცდილის შე-სახებ და თავს უყრიდა ერთ „დიდ ცხოვრების წიგნში,“ რომელსაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ჰქვია.

საოცარი განცდაა , როცა გრძნობ, რომ ამ წიგნის ერთი, პატარა „მოთხრობა“ ხარ, სადაც სხვაგვარად - გოდერძისეულად - შეიგრძნობ სიცოცხლესა და სიკ-ვდილს, სიყვარულსა და სიძულ-ვილს, რეალურსა და ირიალურს, და საერთოდ, შენი, ადამიანის ყოფიერების არსს. გრძნობ, ეს შენი სამყაროა და „რომ არ და-კარგო კაცური სახე,“ მუდამ უნდა საზრდოობდე გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით.

ამ განწყობით ვესტუმრეთ 24 ივნისს დუშეთის კულტურის სახლს, სადაც ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ სპექტაკლი წარმოადგინა. პირვე-ლივე ემოცია საოცარი იყო - სცე-ნაზე გოდერძი ჩოხელის სამყარო-დან მოფრენილი, ცისფერკაბიანი, „სულის პეპელა“ ამეტყველდა. სულის მოთქმაც არ გვაცალა,

გაგვიტაცა საოცნებო, გოდერძის ხელთუქმნელ სამყაროში. ხელო-ვანის უზადო პროფესიონალიზმი და სიტყვის ჯადოსნური ძალა ამ სამყაროს მაყურებლისთვის კიდევ უფრო ახლობელს და მისეულს ხდიდა. სულგანაბული ისმენდა მთელი დარბაზი საათნახევრის განმავლობაში. ბატონო გურამ, დიდი მადლობა კულტურის სა-მინისტროს ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის,“ - ასეთი შინაარსის წერილი მიწერეს დუშელმა მაყურებლებმა კულტუ-რის მინისტრ გურამ ოდიშარიას.

„რეზო თაბუკაშვილის სახელო-ბის სახალხო ლიტერატურული თეატრი 23 ივლისს გვეწვია სო-ფელ უშგულში, - წერს კულტურის მინისტრს უშგულის სკოლის დი-რექტორი ნონა რატიანი, - ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელში მათი სტუმ-რობა იყო ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო, რადგან უამრავი წელია, ჩვენთან არ ამოსულა არც ერთი თეატრი თუ მხატვრული კოლექტივი. ენით უთქმელია ჩვე-ნი შთაბეჭდილებები. ჩვენთვის ეს სპექტაკლი იყო დიდი საჩუქარი.“

რაც შეეხება ხარაგაულს, ლიტე-რატურული თეატრი სექტემბერში გეგმავს სოფელ ბორითის კულ-ტურის სახლში გოდერძი ჩოხე-ლისადმი მიძღვნილი საღამოს „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“ გამართვას. ასევე შემოდგომაზეა გათვალისწი-ნებული სპექტაკლები კიცხსა და ზვარეში. ოქტომბერში პრემიერა გაიმართება ლიტერატურული სპექტაკლისა „ლევილის მთაწ-მინდა.“ 17 აგვისტოს, 12 საათსა და 30 წუთზე, თეატრი პროექტის „მთების ძახილის“ ირგვლივ სა-საუბროდ მიწვეულია ტელევიზიაში „ობიექტივი.“

ლაურა გოგოლაძე

ფოტოზე: მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს შემდეგ მეუფე თადეოზი სანთ-ლებსა და წიგნებს გადასცემს იზა ვეფხვაძეს

ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს “მთების ძახილი” სამინისტროს

მხარდაჭერით აგრძელებს

2 აგვისტოს ხარაგაულის მუ-ზეუმმა ვეტერანებს უმასპინძლა. „ყველა სტუმრის მოსვლა სასიხა-რულოა, მაგრამ თქვენ განსაკუთ-რებული სტუმრები ხართ,“- აღნიშ-ნა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრო-მელმა ეკა შველიძემ, რომელიც ვეტერანებს გიდობას უწევდა და ძალიან საინტერესოდაც გააცნო მუზეუმის თითოეული ექსპონატი. ვეტერანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მუზეუმი სამახსოვ-რო ფოტოების გადაღების შემდეგ დატოვეს.

ძალიან კმაყოფილი და ხალი-სიანი იყო მუზეუმში სტუმრობის ორგანიზატორი გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი. მან აღნიშნა, რომ მის მეგობრებსა და თანამებრძოლებს ძალიან მოეწონათ დღევანდელი შეკრების მიზეზიც და მუზეუმის მათთვის უცნობი ექსპონატებიც. მადლობა მუზეუმის ყველა თანამშ-რომელს დიდი ყურადღებისთვის. ყველა ხარაგაულელს ვურჩევ,

რომ მოინახულონ მუზეუმი და გაიგოს, თუ რამხელა წარსული აქვს ჩვენს რაიონს.

-ძალიან სასიხარულოა, რომ ბატონი გიორგი მუზეუმის დაარ-სების დღიდან თანამშრომლობს ჩვენთან,- აღნიშნა ეკა შველიძემ, - ყოველთვის უხარია ჩვენი წარ-მატებები, სისტემატურად ეცნობა სიახლეებს, ესწრება ღონისძი-ებებს, რომლებიც მუზეუმში ტარ-დება. ბევრი ექსპონატიც შესძინა ჩვენს მუზეუმს. დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ ბატონი გიორგი ცდილობს, პოპულარი-ზაცია გაუწიოს მუზეუმს, რათა ყველამ დაათვალიეროს ხარაგა-ულის მუზეუმი.

ვეტერანებმა მუზეუმი კმაყო-ფილებმა, მომავალში შეხვედრის იმედით დატოვეს.

თამთა გოგოლაძეფოტოზე: ხარაგაულელი ვეტე-

რანები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

სამამულო ომის ვეტერანებმა ხარაგაულის ისტორიული

მუზეუმი მოინახულეს

2 აგვისტოს სოფელ ბაზალეთში რწმუნებულ ვარლამ ჭიპაშვილის ინი-ციატივით, ხარაგაულის გამგეობისა და კულტურის სამსახურის თანადგომით, ღია ცის ქვეშ, ინტელექტუალური თა-მაში „ეტალონი“ გაიმართა. თამაში ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე ინტელექტუალურ შეჯიბრში უფროსი ასაკის მოთამაშეები მონაწილეობდ-ნენ, ხოლო მეორე ეტაპზე მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდ-ნენ ერთმანეთს. უფროსი ასაკის ინტე-ლექტუალურ მოთამაშეებს შორის გა-მარჯვება ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ლოლაძემ მოიპოვა, ხოლო ახალგაზრდებს შორის - მე-11 კლასის მოსწავლე ავთო შერგელაშ-ვილმა. დაჯილდოვდა ეტალონის უფროსი ასაკის ინტელექტუალური მოთამაშე ნინელი დევდარიანი.

ნინო ლოლაძე (ინტელექტუალუ-რი თამაშის „ეტალონი“ გამარჯვებუ-ლი): -დღეს უჩვეულო გამოცოცხლება იგრძნობოდა ბაზალეთის ტერიტო-რიულ ერთეულში. ასეთი კულტურუ-ლი ღონისძიებები საჭიროა. მადლობა ვარლამ ჭიპაშვილს ინიციატივისათვის.

ავთო შერგელაშვილი (ინ -ტ ე ლ ე ქ ტ უ ა ლ უ რ ი თ ა მ ა შ ი ს

„ეტალონი“გამარჯვებული): -მიხარია, ველოდი გამარჯვებას. ყველა მონაწილე საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. კარგი იქნება, თუ ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები.

ვარლამ ჭიპაშვილი (სოფელ ბა-ზალეთის რწმუნებული): -კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მოსახლეობა ძალიან დაინტერესდა. სოფლის ინფ-რასტრუქტურის განვითარების გარდა, აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი კულტურული, ინტელექტუალური თუ საგანმანათლებლო პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარებას.

ინტელექტუალური თამაში საინ-ტერესო, დაძაბული და მხიარული აღმოჩნდა. ღონისძიება მუსიკალუ-რად გააფორმა გოგი კვირიკაშვილმა. „ეტალონს“ ესწრებოდნენ ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები დავით ჩადუნელი და თეიმურაზ კალანდაძე.

ინტელექტუალური თამაშის „ეტა-ლონის“ მონაწილეები და გამარჯ-ვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

თამარ ჩხიკვაძე

„ეტალონი“ ბაზალეთში

რესტორან „იმერში“ თქვენ გელოდებათ:სასიამოვნო გარემო; სუფთა ჰაერი; კომფორტი; უგემრიელესი კერძები; სოფლის ნატურალური

პროდუქტი; დაბალი ფასები; სწრაფი მომსახურეობა.

ჩვენი მუდმივი საზრუნავია: თქვენთვის საინტერესო

სიახლეების ძიება; მომსახურეობის მუდმივი

სრულყოფა და გაუმჯობესება;

ამ სფეროში სა-ქართველოსთვის ჯერ კიდევ უცხო, თქვენთ-ვის სასიამოვნო და მისაღები სერვისების დანერგვა; ეკოლოგიურად

სუფთა, სოფლის ნა-ტურალური პროდუქ-ტის შემოთავაზება.

ჩვენ მომავალში დაგეგმი-ლი გვაქვს: ჩვენი, ბუნებრივად ლამაზი

გარემოს მუდმივი ათვისება და კიდევ უფრო გალამაზება; ულამაზესი ეთნოგრაფი-

ული კუთხეებისა და სხვა საინ-ტერესო ადგილების მოწყობა; საინტერესო ღონისძიებე-

ბის, სასიამოვნო სიურპრიზების და ტრადიციული დღეების და-წესების და ჩატარების ორგა-ნიზება.

გჯეროდეთ: ჩვენთან თქვენთვის გამუდ-

მებით ზრუნავენ და გელოდებიან, ამიტომ გვჯერა, თქვენ აუცილებ-ლად გვესტუმრებით; ჩვენ კარგად გვესმის, რომ

თქვენი ფინანსური ინტერესების გათვალისწინება ნიშნავს ჩვენს გაძ-ლიერებას, რის გამოც ჩვენი მთა-ვარი ამოცანა ყოველთვის იქნება მომსახურეობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და შესაძლებლად დაბალი ფასების შენარჩუნება; ჩვენ არ ვაპირებთ შეძენილ

ადამიანებთან მხოლოდ ერთ-ჯერად ურთიერთობებს. ჩვენი წარმატების პირობა ამ ურთიერ-თობების მუდმივ გაღრმავებაშია; ჩვენ სიხარულით მივიღებთ

თქვენს რეკომენდაციებს, შენიშვ-ნებს, რჩევებს და სურვილებს; ჩვენთვის თითოეული

თქვენგანი უძვირფასესია!დაგვიკავშირდით ტელეფონე-

ბით 593 417 172; 0 790 419 772

ვერტყვიჭალაში გაიხსნა რესტორანი „იმერი“ - ადგილი, სადაც აუცილებლად

უნდა გაჩერდე

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

3xtvb [fhfufekb16 აგვისტო, 2013 წ.

აკაკი საღირაშვილის განმარ-ტებით, მეექვსე გვირაბის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა სოფელ ანეულას მაცხოვრებლებს. ასევე პრობლემა გახ-ლდათ მდინარე ბლიხევზე გვირაბის გაყვანა. რაც ყველაზე მნიშვნელო-ვანია, გვირაბის მშენებლობა ხელს უშლიდა არსებული რკინიგზის ფუნქ-ციონირებას. აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ახალი პროექტი შეის-წავლეს მშენებლობის ზედამხედველმა ორგანიზაციებმა და ტექნიკური თვალ-საზრისით უკეთეს გადაწყვეტილებად ჩათვალეს. გვირაბის მშენებლობის გაუქმებით 35%-ით შემცირდება სამშე-ნებლო ნარჩენების რაოდენობა. ამავე დროს „საქართველოს რკინიგზას” მშენებლობა უფრო იაფი უჯდება.

საკონსულტაციო ფირმა „გამას” წარმომადგენელმა ჯუღული ახვ-ლედიანმა აღნიშნა, რომ რკინიგზის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროცესში მნიშვნელოვანი ზემოქმე-დება მოსალოდნელია სოფელ ანეულას მოსახლეობაზე. ეს იქნება მიწისა და საცხოვრებელი სახლის დაკარგ-ვასთან, ხმაურთან, ატმოსფერული ჰაერის მტვრით დაბინძურებასთან, სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს და მდინარეების - ზვარულას, ჩხერიმელას და ბლიხევის დაცვის საკითხები. მშენებლობის დროს, სამშე-

ნებლო ტექნიკის მუშაობის გამო, და ოპერირების ფაზაზე, მატარებლების შემადგენლობების მოძრაობის სიხ-შირის მიხედვით, მოსალოდნელია ზენორმატიული ხმაურის გავრცელე-ბა. საკონსულტაციო ფირმამ შემდეგი შემარბილებელი ღონისძიება შესთა-ვაზა მშენებელს: უნდა დამზადდეს სპეციალური ეკრანები. ფიჭვისგან დამზადებული ეკრანი 15 დეციბელით

ამცირებს ხმაურის მოცულობას, ხოლო მუხისგან დამზადებული - 25 -27 დეციბელამდე. „რკინიგზის მთელი მონაკვეთისთვის გვაქვს ჩატარებული მოსალოდნელი ხმაურის კლევა და მითითებულია ადგილები, სადაც უნდა მოეწყოს ეს ეკრანები და მათ შორის, სოფელ ანეულაში,” - ამბობს ჯუღული ახვლედიანი. ძალიან სერიოზული და პრობ-

ლემატურია მშენებლობის პროცესში წარმოქნილი ნარჩენების მართვა. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლე-ბოდა სანაყარო მოწყობილიყო, ეს არის მდინარე ბლიხევისა და ჩხერიმელას შესართავის ქვედა დინებაში არსებუ-ლი ჭალა, მაგრამ ის ძალიან მცირე ფართობია.რაც შეეხება მცენარეულ საფარ-

ზე ზემოქმედებას, საკონსულტაციო ფირმის წარმომადგენლის ინფორმა-ციით, მათ ყველა ხე და ბუჩქი დაითვა-ლეს, რომელიც მშენებლობის გავლენის ზონაში მოყვება. გარდა რამდენიმე ეგზემპლარი დაცული სახეობისა, იქ მნიშვნელოვანი საკონსერცაციო ღირე-ბულების მცენარეული საფარი არ არის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სოფლის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთი, სადაც კულტურული მცენარეებია. მათ შორის რამდენიმე ძირი კაკალი. გზშ-ში მითითებულია, თუ როგორ უნდა მოხ-დეს მისი ამოღება ბუნებიდან.მოსალოდნელია ცხოველთა სამ-

ყაროზე ზემოქმედება - მათი დაღუპვა, მაგრამ მათ შეეძლებათ გადაადგილება. ამ კუთხით შემარბილებელი ღონის-ძიებები დეტალურადაა აღწერილი გზშ-ში. საინჟინრო-გეოლოგიური კვლე-

ვისა და ჰიდრო-გეოლოგიური მონაცე-მების მიხედვით სოფლის წყაროების კვება იმ ფენებიდან და იმ მხრიდან, საიდანაც გვირაბი კეთდება, არ ხდება. ამიტომ ამ მხრივ ზემოქმედება არ გვექ-

ნება. ზემოქმედება იქნება ზედაპირულ წყლებზე სამშენებლო ბანაკის ფუნქცი-ონირებასთან დაკავშირებით. „გამას” რეკომენდაციაა, მოეწყოს კომპაქტური გამწმენდი ნაგებობა. სატრანსპორტო ნაკადების გამო

მოძრაობის უსაფრთხოების საკითხი დგება. სოფლის საგზაო ინფრასტ-რუქტურა მაღალი გამავლობის მან-ქანების მოძრაობის დატვირთვას და ინტენსივობას არ შეესაბამება. ამიტომ მშენებელი ვალდებულია, სპეციალური პერსონალის საშუალებით სიჩქარე-ების რეგულირება განახორციელოს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი

- დასაქმების საკითხი. ყველა პროექტი, რომელიც ქვეყანაში ხორცელდება, უნდა ითვალისწინებდეს ადგილობ-რივი მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმებას. ეს უნდა განახორციელოს დამკვეთმა „საქართველოს რკინიგზამ” და სახელმწიფომ. სოფელ ანეულაში რკინიგზის

ახალი ხაზის მშენებლობის გამო 8 ოჯახს მოუწევს განსახლება. 12 მო-სახლე დაკარგავს ნაკვეთს. საქართ-ველოს კანონმდებლობით გათვალის-წინებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს შესყიდვის პროცედურა. ჯუღული ახვლედიანის თქმით, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ოჯახების ინტერესები, რომლებზეც გავრცელდება ზემოქმედება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,

საკონსულტაციო კომპანიას არ აქვს უფლება, გადაამოწმოს და მონიტო-რინგი ჩაატაროს, რამდენად სრულდება რეკომენდაციები, მაგრამ მშენებელი ვალდებულია, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია.არასამთავრობო ორგანიზაცია

„მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები” - წარმომადგენლებმა პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოთქვეს. თემურ კეპულაძემ ყურადღება გაამახვილა მშენებლობის შედეგად ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე წარმოქმნილ პრობლემებზე. მისივე თქმით, მერვე გვირაბის მშენებ-ლობამ არ უნდა შექმნას პრობლემა და წყლის საბადოს უნდა მოცილდეს მეცხრე გვირაბი.

ჯუღული ახვლედიანის გან-მარტებით, მეცხრე გვირაბის ბოლო ვარიანტი კოორდინირებულია მერვე გვირაბის გამოსასვლელთან. ბოლო ალტერნატივა ითვალისწინებს მის მო-ცილებას ჭაბურღილიდან არანაკლებ 15-20 მეტრისა.

გარემოსდამცველთა თქმით, ზვა-რეს წყლის საბადოდან გვირაბის 15-20 მეტრით დაშორება თავის მოტყუილე-ბა. მათივე განცხადებით სოფელ ანე-ულას მოსახლეობას „საჭირ-ლხინო გზა” ესპობა. ამის გამო მათ შემოვლით გზაზე მოუწევთ სიარული.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, სერიოზულად უნდა შეფასდეს ყველა მონაკვეთი. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ახალმა გვირაბებ-მა, შესაძლოა, ზვარეს უნიკალური მი-ნერალური წყალი დაგვაკარგვინოს და საფრთხე შეექმნას კურორტ ნუნისს. მისივე განცხადებით, სერიოზული პრობლემაა სამშენებლო ნარჩენების

განთავსება. „მკაცრი მონიტორიგია საჭირო. მთავარი პრობლემა, რაც დავინახეთ, ისაა, რომ პროექტი არ არის სერიოზულად დამუშავებული და ახლა მიმდინარეობს მისი დახვეწა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი, გამო-იკითხოს მოსახლეობა და დადგინდეს, რა სარგებელი ექნება მუნიციპალი-ტეტს.”

„საქართველოს რკინიგზის” წარმო-მადგენლის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობა, რომელიც ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე გამოვიდა, უნებართვოდ წა-რიმართა. ამის გამო მშენებელმა ჯარი-მა გადაიხადა და ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებულია. აკაკი საღირაშ-ვილის თქმით, „საქართველოს რკინიგზა” ამუშავებს ამ მონაკვეთის მშენებლობის ახალ ვარიანტს, რომლითაც სარკინიგზო ხაზი ჭაბურღილებს დაშორდება.

სოფელ ჩრდილში მცხოვრებმა ემზარ ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის გამო არ უნდა დაზარალ-დეს მოსახლეობა და სოფელი. მისივე თქმით, მერვე და მეცხრე გვირაბებს შორის მისი ინიციატივით აგებული „სოსო გოგნაძის სახელობის ბაქანი ჩრდილი” მდებარეობს. ემზარ ჩაჩა-ნიძე ამბობს, რომ ბაქანის გაუქმება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მო-სახლეობას. ამიტომ უნდა მოიძებნოს გზები ამ საკითხის მოსაგვარებლად. აკაკი საღირაშვილი მას ამ პრობლემის დეტალურად შესწავლას დაჰპირდა.რკინიგზის ახალი მაგისტრალის

მშენებლობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულოს წევრმა რუსუდან გურგენი-ძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ, ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა, დ. ხარაგაულის, საღანძილეს, ძირულას მაცხოვრებლებმა. მათი თქმით, შეუძ-ლებელია იმ ზიანის გამოსწორება, რაც მშენებლობის გამო გარემოს და კერძო მესაკუთრეებს მიადგა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, გარემოზე ზე-მოქმედების საკითხებს განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები ფარავს. მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია. „არავისთვის აუხსნიათ ნორმალურად, სად გავიდოდა რკინიგზა. ახლა გავარკ-ვიეთ, რომ პროექტიც არ ყოფილა დამტ-კიცებული და გზადაგზა კონტრაქტორი ცვლიდა. შედეგი რაც მივიღეთ, ვნახეთ - ჯერ გააკეთეს პორტალები და მერე შეიტანეს ახალი პროექტები დასამტკი-ცებლად. აუცილებელია, რომ „საქართ-ველოს რკინიგზამ” განახორციელოს მთელი ტრასის ერთიანი განხილვა, ან უბან-უბან შეხვდეს მოსახლეობას, ან წარმომადგენელი აიყვანოს ადგილზე,” - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

აკაკი საღირაშვილმა განაც-ხადა, რომ მოსახლეობის ინფორმი-რებასთან დაკავშირებულ საკითხს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძ-ღვანელობასთან ერთად განიხილავს.

ნინო კაპანაძეფოტოზე: რკინიგზის მშენებლო-

ბის ახალი პროექტის პრეზენტაზიაზე ხარაგაულში

ნინო ჩხობაძე: „პროექტი არ არის სერიოზულად დამუშავებული და ახლა

მიმდინარეობს მისი დახვეწა“მესამე წელია, რაც „საქართველოს რკინიგზა” ხაშური-

ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. ახალ სარკინიგზო მაგისტრალს,

რომელიც „ჩქაროსნული რკინიგზის” სახელითაა ცნობილი, „ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო” აშენებს. მშენებლობის

პროცესში პროექტმა ცვლილება განიცადა. კერძოდ, მოლითი-ზვარეს მონაკვეთში სამი გვირაბის ნაცვლად (მეექვსე, მეშვიდე

და მერვე), მხოლოდ ორი (მეშვიდე და მერვე) აშენდება. მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის

(გზშ) დამტკიცების შემდეგ გაგრძელდება. საკონსულტაციო ფირმა „გამას” მიერ მომზადებული გზშ ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს 25 ივლისს ფირმის წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა

და „საქართველოს რკინიგზის” სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა აკაკი საღირაშვილმა წარუდგინეს.

ფო. ზესტაფონის ოცსაწოლიანი ჯეოჰოსპიტალი ვერ გაწვდება ზეს-ტაფონელი, ხარაგაულელი, ბაღ-დათელი პაციენტების სამედიცინო მომსახურებას.

ხარაგაულელთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანია „ირაოშია“ დაზღვეული. ამიტომ „ირაოსთან“ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა, რომ „ადითს“ შესრულებული სამუ-შაოს საფასური ჩაურიცხოს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მიმ-დინარეობისას აქციის მონა-

წილეებმა სამედიცინო დახმარება გაუწიეს საავადმყოფოში მოტეხი-ლობით შემოსულ პაციენტს.

აქციაზე პარლამენტარმა ნო-დარ ებანოიძემ განაცხადა,

რომ უერთდება ხარაგაულელი ექი-მების პროტესტს და აღნიშნა, რომ აქციაზე მოსვლამდე ტელეფო-ნით ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძეს.

ნოდარ ებანოიძე: -მინისტრის მოადგილემ ჩემთან საუბარში გა-ნაცხადა, რომ უახლოეს ორ კვი-რაში შეწყდება „ადითთან“ ხელ-შეკრულება. ფინანსთა სამინისტრო მზადაა „ადითის“ დაქვემდებარება-ში მყოფი საავადმყოფოების დაფი-ნანსებისთვის, მხოლოდ ამისთვის საჭიროა „ადითის“ ვალდებულე-ბების დათვლა, რისთვისაც შექმ-ნილია ჯგუფი. როგორც მინისტრის მოადგილემაც აღნიშნა, „ადითს“ დაქვემდებარებული რვა საავადმ-ყოფოდან ხარაგაულის საავადმყო-ფოა ყველაზე მძიმე მდგომარეობა-ში, რადგან გაუცემელ ხელფასებს ემატება შენობის კატასტროფული მდგომარეობა.

„ამ ორ-სამ თვეში იქნებ მოახერ-ხონ ხარაგაულის საავადმყოფოს რეაბილიტაცია, სანამ სრული რე-აბილიტაცია დაიწყება, - აღნიშნა აქციაზე ნოდარ ებანოიძემ, - ახალი დაწესებულება აღიჭურვება შესაბა-მისი ტექნიკით. მინისტრის მოადგი-ლემ ასევე აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარება გადმოიბარა სახელმ-წიფომ და დამატებით გადასცემენ ახალ ავტომანქანებს.“

რაც შეეხება „ირაოსგან“ შპს „ადითისთვის“ თანხის ჩარიცხვას, როგორც ნოდარ ებანოიძემ გა-ნაცხადა, მთავრობამ შექმნა ჯგუფი დაზღვევო კომპანიების საქმიანო-ბის შესასწავლად ამ კუთხით.

დეპუტატმა ნოდარ ებანო-იძემ აქციის მონაწილეებს

გადასცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრის მახათაძის ინფორმაცია, რომ 12 აგვისტოს კვირაში სამინისტრო იწვევს შპს „ადითის“ დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოების, მათ შორის ხა-რაგაულის საავადმყოფოს, წარმო-მადგენლებს „ადითიდან“ საავად-მყოფოების სახელმწიფოსთვის გადმობარების პროცესის დაწყებას-თან დაკავშირებით.

ლაურა გოგოლაძე

ექიმები ხელფასების

გასტუმრებას და საავადმყოფოს შენარჩუნებას

ითხოვენპირველი გვერდიდან

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

4 xtvb [fhfufekb 16 აგვისტო, 2013 წ.

-დღეს ძალიან რთული და უცნა-ური თემა გვაქვს. რა არის სინდი-სის კულტურა, რას გულისხმობთ?

-სინდისთან მიმართებაში შეიძ-ლება ორი რამ ვთქვათ. არის ერთი პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ სინდისი არის თავიდან ბოლომდე ილუზორული მოვლენა, რეალურად იგი არც არსებობს და ეს ადამიანის გამოგონილი და შეთხზული ცნებე-ბის სიმრავლეა. არის მეორე ხედვა, რომელიც ამბობს, რომ სინდისი - ეს არის ობიექტურობა ჩვენში, რომ იგი ჩვენ აზროვნებაზე უფრო მეტია, ჩვენ მას ვერაფრით გავაკონტროლებთ და ერთადერთი - ჩვენ შეგვიძლია მას მოვუსმინოთ. მასზე არ გაგვაჩნია არანაირი ძალაუფლება, რომ ის გავაჩუმოთ. ანუ, ჩვენშია და ჩვენზე მეტია.

სინდისის კულტურა ეს არის ისეთი თანაარსებობა, როდესაც ადამიანები თავიანთ ცენტრალურ ფასეულობად და ყველაზე უფრო მაღალ ფასეულობად მიიჩნევენ სინდისს და ამის მერე არის მერე ყველაფერი, იქნება ეს ენა, მამული, სარწმუნოება, მეზობლობა, ნათესა-ობა, სისხლი და ა. შ.

-ანუ, სინდისის კულტურა მთა-ვარი სოციალური წებოა

-დიახ. ფაქტობრივად, სინდისი არა მარტო ფილოსოფიური ცნებაა, არამედ სოციალური წებოც არის. ის არის ცენტრალური წებო, რითაც იკვრება საზოგადოების გარკვეული ნაწილი. თუკი კრიტიკული მასა არის იმის, რომ სინდისის ფასეულობა იყოს ცენტრალური, მაშინ ეს თავად საზოგადოებას უკვე ქცევაშიდაც ეტყობა.

-მსმენელი გვეკითხება - ჩემი აზ-რით, სინდისი ადამიანში უფლისმ-ყოფლობას ადასტურებს. ბატონო ანდრო, თქვენი აზრით, რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან სინდისი და რწმენა; ან რამდენად თანხვდება ერთმანეთს სინდისის კულტურა და რწმენის კულტურა?

-მეც იმ ხალხს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ სინდისი ობიექტურობაა და არა გამოგონილი ცნება. თუ ამას რამე მიდასტურებს, ალბათ საკუთა-რივე გამოცდილება იმიტომ, რომ მე შემიძლია გავწიო რაღაც მომენ-ტებში ეგო გვერდით და განვიცადო, რას მეუბნება სინდისი. ვაფიქსირებ, რომ ეს რაღაც კონკრეტულია. რაც შეეხება რწმენასთან დამოკიდებუ-ლებას - ჩემთვის სინდისი რწმენასა და კრიტიკულ აზროვნებას შორისაა და ამათზე, ორივეზე უფრო მაღლაა.

უფრო მეტსაც ვიტყვი - თუკი ადამიანი რწმენისკენ არის, იგი რომ მივიდეს სინდისის კულტურასთან, მას დას-ჭირდება საპირისპირო მხარე - კრი-ტიკული აზროვნება. თუკი ადამიანი მეცნიერებიდან მოდის, იმისთვის, რომ სინდისის კულტურასთან მივიდეს, მას შეიძლება დასჭირდეს მაგალი-თად, ხელოვნება, მუსიკა, ცრემლი, ეგზისტენციალური კითხვების დასვა საკუთარ თავთან.

რწმენა შეიძლება იყოს ბრმა. ფუნდამენტალიზმი რა არის - სა-ნამ განვიცადე, მანამდე მჯერა. და სინდისი აბსოლუტური კატეგორიაა. სინდისი არ ამბობს, რომ მე მჯერა. სინდისი ამბობს, რომ მე ამას განვიც-დი, ეს რეალობაა ჩემთვის. ამდენად, ხარისხობრივად უფრო მაღლაა, ვიდრე რწმენა.

-შესაძლებელია თუ არა სინ-დისის კულტურის დანერგვა სწავ-ლებით. იქნებ დაგვისახელოთ ქართული კულტურის ის ნიმუშები, რომლებსაც სინდისის კულტურას მიაკუთვნებთ?

-დიახ, ცალსახად არის მართვა-დი, დანერგვადი და დასწავლადი. ჩვენს შვილებსაც ვზრდით ასეთ-ნაირად და ჩვენც ვიზრდებოდით მეტწილად ამ კულტურით.

ამ კათარზისამდე სამი გზაა - ერ-თია თვითშემეცნება, მეორე - შოკი, მესამე - ზნეობრივი მაგალითები, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და რაც აღძრავს ჩვენში სწორედ აი, ამ შინა-გან ახლობლობას ზნეობის მიმართ და ეს გვცვლის ჩვენ.

პირველს რაც შეეხება, შემიძლია მოვიყვანო მაგალითი. ინდოეთში იყო ფილოსოფოსი, მოაზროვნე, რომელიც პირდაპირ სავარჯიშოებ-საც კი იძლეოდა, ადამიანმა როგორ უნდა გააჩეროს აზრები მანამ, სანამ იგი არ გაიგონებს საკუთარ თავში იმ ხმას, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩქმალავდა და არ უსმენდა. ანუ, გვთავაზობს ტექნიკას, რომ მე ეგო უნდა გავაჩუმო იმისათ-ვის, რომ სინდისი გავიგონო.

რაც შეეხება საქართველოს, თუკი რამ გენიალური შექმნილა ამ კულ-ტურაში, სინდისის კულტურის მა-გალითებია, „ვეფხისტყაოსნიდან“

მოყოლებული დღემდე, კინომატოგ-რაფიით დასრულებული. ნებისმიერი გენიალური ქართული ფილმი რომ ავიღოთ, რეზო გაბრიაძის სპექტაკ-ლები, გია ყანჩელის მუსიკა, - გან-საკუთრებით კინომუსიკა, ეროსი მანჯგალაძისა და გოგი გეგეჭკორის... ჩემთვის ეს ისეთი კულტურაა, ტვინს რომ არ ეკითხება და პირდაპირ სულს წვდება.

-რა არის თქვენთვის ბატონი ეროსი მანჯგალაძის, ბატონი გოგი გეგეჭკორის ხმაში ისეთი, რაც თქვენ მიგანიშნებთ, რომ ეს არის სინდისის კულტურის შედეგი?

-ეს არ არის გარკვეულად შინაარ-სი, - რას ამბობდა ის ხალხი და რომ მე ტვინით გავიაზრე და დავეთანხმე. ეს არის თვითონ ის ხმა, ინტონაცია და ტემბრი, რომელსაც შეუძლია იმხელა ახლობლობით შემოვიდეს ჩემში, რომ ტვინს მართლა გვერდი აუაროს და პირდაპირ მამხელს. ისეთი ხმა არის, რომელიც თით-ქოსდა, როგორც სინდისი, იმ ხმით მელაპარაკება ეს ხალხი. ეს არ არის დემოკრატიული საუბარი - რომ ასეა თუ ისეა. ეს არის პირდაპირ სამხი-ლი, რომელიც უფრო აღსარების ტონია, ვიდრე შემეცნების.

-ლიბერალის ოპოზიტი არის კონსევატორი, მემარჯვენის ოპო-ზიტი არის მემარცხენე. სინდისის კულტურას ოპოზიტი თუ გააჩნია?

-ჩემი აზრით, გააჩნია. სინდისის ოპოზიტიური მიმართულება არის ეგოს კულტურა. ამაში ცუდი არაფე-რი იგულისხმება. ეგოს კულტურა არის ასეთი რამ - ჩვენ ვაცნობი-ერებთ, რომ გაგვაჩნია ეგო და გვინდა ეგოს დაკმაყოფილება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეგვიძლია ღი-რებულებები შევქმნათ და რეალუ-რად გავცვლით ამ ღირებულებებს - თქვენც მუშაობთ, მეც ვმუშაობ. მერე გავცვლით და ამით თანავარსებობთ, რეალურად.

სინდისის კულტურა სხვანაირად სვამს საკითხს - ბუნებრივი წებო უკვე მოცემულია და ეს არის ადამიანობა. აქ ხელოვნური იქნება სხვა რაღა-ცების გამოგონება. მაგალითად, ჩვენ პოლიცია გვჭირდება გარედან, რომ ვერც ერთმა ჩვენთაგანმა

ვერ გაბედოს დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ეს „პოლიცია“ შიგნითაც გვყავს. თუ შიგნით „პოლიციელი“ მყავს, გარეთა პოლიციელი სულ არ მჭირდება იმიტომ, რომ სანამ გარე პოლიციელამდე მივა საქმე, მანამ-დე „შიგა პოლიციელი“ შემაჩერებს. თუკი თქვენ გყავთ ათი ადამიანი, რომელიც სინდისის კულტურის წარმომადგენელია, ეს ადამიანები ძალიან კარგად თანამშრომლობენ და სწრაფად ქმნიან ღირებულებებს.

-არის აქ შეზღუდვა თუ ეს არის თავისუფალი კავშირი?

-იდეაში ეს არის ძალიან თავი-სუფალი კავშირი. წარმოიდგინეთ ორი გენიოსი მუსიკოსი, რომელიც სცენაზეა და ერთმანეთს ისე უსმენს, რომ ერთმანეთში განიცდიან, რა არის აქ კარგი შემდეგი აკორდი. ერთმა მიაგნო და მეორემ თქვა, რომ აი, ეგ არის. მათთვის სილამაზე აბსოლუტური ცნებაა და არა ის, რომ მოდი, სოლოს ჯერ მე დავუკრავ და მერე, შენ დაუკარი. ეს არ არის კონტ-რაქტუალური გარიგება.

ეგოს კულტურა ასეთნაირად აწესებს ყველაფერს - კონტრაქტუ-ალურად გავრიგდეთ, - 5 საათამდე თქვენ, 5 საათის შემდეგ - მე. ან ცოტათი თქვენ, ცოტათი - მე.

სინდისის კულტურა სხვანაირია. ორივე გაიწევა უკან და ისეთნაირად შეერწმება, როგორც მართლა უნდა შეერწყეს ადამიანობისა და სინდისის პრინციპისგან.

ფოკუსიმას ამბების შემდეგ იაპო-ნიაში ხალხი რიგში იდგა და რიგი არავის დაურღვევია, მოროდი-ორობას ადგილი არ ჰქონია. ხომ ადვილია, რომ მოიპარო - არავინ არ გიყურებს, პოლიცია ვერ აკონტ-როლებს, მაგრამ ეს არ მოხდა. ამ საზოგადოებაში სირცხვილის კრი-ტიკული მასა უკვე არსებობს. ვიღაცა ვერ ბედავს, მაგრამ ვიღაცა შეგნებით არ აკეთებს.

მე მგონია, რომ საქართველოში დიდი შანსი გვქონდა, რომ ეს კრი-ტიკული მასა შემდგარიყო, მაგრამ ვერ შედგა.

-ჯერჯერობით.საგაზეთოდ მოამზადა ლაურა გოგოლაძემ

ანდრო დგებუაძე: „სინდისის კულტურა მთავარი სოციალური წებოა საზოგადოებისთვის“

12 აგვისტოს რადიო თავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული დიალოგი“ სტუმარი იყო კავკა-

სიის უნივერსიტეტის ლექტორი, ბლოგერი, ყოფილი მუსიკო-სი ანდრო დგებუაძე. მან ისაუბრა თემაზე: „სინდისის კულტუ-რა.“ სტუმარს „რადიო თავისუფლების“ თბილისის სტუდიაში

ია ანთაძემ უმასპინძლა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „პარტიული გაერთიანება ქარ-თული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეიქმნა. ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მაჭავა-რიანია, წევრები - საღანძილისა და ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატე-ბი მალხაზ ყრუაშვილი და გრიგოლ გელაშვილი.

ნიკოლოზ მაჭავარიანი საკრებუ-ლოს წევრი „ერთიანი ნაციონალუ-რი მოძრაობის“ სიით გახდა. 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმარ-თველობის არჩევნების პერიოდში იგი „ერთიანი ნაციონალური მოძ-რაობის“ მიერ წარდგენილი კანდი-დატების ჯაბა მაღლაკელიძისა და თორნიკე ავალიშვილის საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი ამავე პარტიის კანდიდატს უჭერდა აქტიურად მხარს.

ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გახდ-ნენ საკრებულოს წევრები მალხაზ ყრუაშვილი და გრიგოლ გელაშ-ვილი.

საკრებულოს სამანდატო, საპ-როცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხალაძის ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექმნას კომისიის სხდო-მაზე მხარი არ დაუჭირეს დეპუ-

ტატებმა იური ლურსმანაშვილმა, თეიმურაზ მაღლაკელიძემ და ვლადიმერ გვრიტაძემ.

იური ლურსმანაშვილმა ამასთან დაკავშირებით გაავრცელა მიმარ-თვა, სადაც ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც მედროვეობა. „ჩვენი კოალიციის კარები არავისთვისაა დაკეტილი, მაგრამ ამ პირებმა, სულ მცირე, პირად საუბრებში მაინც უნდა მოინანიონ ნაცმოძრაობის არაკანონიერი ქმედებები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ნაცმოძრაობის წამყვანი სახეები, ვინც სამსახურე-ბიდან გვაგდებდნენ, პოლიციას, პროკურატურას და სასამართ-ლოს ჩვენსკენ უთითებდნენ და გვისიანებდნენ, დღეს „ქართული ოცნების“ ფრაქციებს ქმნიდნენ და ხელმძღვანელობდნენ, - ამბობს იური ლურსმანაშვილი, -

ბორითის მაჟორიტარმა დე-პუტატმა თემურ გამცემლიძემ 5 აგვისტოს გამართულ საკრებუ-ლოს სხდომაზე თქვა, რომ „ბა-ტონ ნიკოლოზს კანონი ფრაქციის შექმნის უფლებას აძლევს. იური ლურსმანაშვილის განცხადებაში ისეთი მოწოდებაა, თითქოს ჩვენ მედროვეები გამოვდივართ და რა-ღაცას ველით. ისე ვიქცევით, რომ ვერგებით ყველა დროს. საქმის კეთება გვინდა. პოლიტიკა ხარა-გაულში არ იქმნება. პოლიტიკური პარტიები იუსტიციის სამინისტროში

რეგისტრირდებიან. პოლიტიკო-სები, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში არიან. ჩვენ გავაკეთებთ საქმეს და ნუ დაგვძრახავთ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით.“

„ქართული ოცნება - დემოკრა-ტიული საქართველოს“ ხარაგა-ულის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახ-ლავართ, - განაცხადა 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე ვარლამ თავზარაშვილმა, - ამ ადამიანებმა რომ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრი-ანების სურვილი გამოხატეს, ჩვენ ვისაუბრეთ და მათთან ყველაფერი გავარკვიეთ. იური ლურსმანაშ-ვილის მიმართვაში მონანიებაზეა საუბარი. ამ ხალხს მოსანანიებელი არაფერი ჭირთ. პოლიტიკური პროცესები იყო. გამოხატეს სურ-ვილი, რომ გაწევრიანებულიყვნენ „ქართული ოცნების“ პარტიაში. მე სრულიად ლეგიტიმურად მიმაჩნია მათი ქმედება.

საკრებულოში ახალი ფრაქ-ციის შექმნასთან დაკავშირე-

ბით აზრი ნიკოლოზ მაჭავარიანს ვკითხეთ.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ნა-ციონალური მოძრაობის“ არც წევრი ყოფილა და არც წამყვანი სახე: „ნაციონალური მოძრაობის სახეები იყვნენ პარტიის თანამდე-ბობის პირები. არ უარვყოფ იმას, რომ 2008 წელს ნაციონალური

მოძრაობის კანდიდატ ჯაბა მაღლა-კელიძის საარჩევნო შტაბს ვხელმ-ძღვანელობდი, 2010 წელს კი ნაცმოძრაობის კანდიდატ თორნიკე ავალიშვილს ვედექი გვერდით. 2012 წლის არჩევნებში არა მარტო ხმა მივეცი, არამედ აქტიურად ვმუ-შაობდი ნაცმოძრაობის კანდიდატ მამუკა ჭყოიძის გამარჯვებისთვის.

მე პიროვნებების თხოვნით ვმუ-შაობდი შტაბში, ანუ პიროვნებებს ვედექი გვერდით. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, პარტიის მხარდამჭერიც გამოვდიოდი. მე ვთვლი, რომ ვი-ყავი მეგობრების გვერდით.

ჩემი პოზიცია, ნაწილობრივ, მე-გობრებმაც შემაცვლევინეს. მეორე მხარესაც მყავს მეგობრები. პოლიტი-კური სიტუაციები შეიცვალა ქვეყანაში და ბუნებრივია, ხარაგაულშიც. მე-გობრები აქეთაც მყავს და ამ ხალხმა მთხოვა, რომ დაგვიჭირე მხარი და დაგვიდექი გვერდით. პაატა გოგო-ლაძემ და კობა ლურსმანაშვილმა მთხოვეს, რომ აქტიურად ჩავრ-თულიყავი მათ მხარდასაჭერად. ნახევარი წელიწადი ვიფიქრე და საბოლოოდ ასე ჩამოვყალიბდი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმა-

ნაშვილი ადასტურებს, რომ ნიკო მაჭავარიანმა ამ თემაზე მასთან ისაუბრა და აზრი ჰკითხა. „ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდ-გომ საზოგადოება გაიხსნა. თუკი

ვინმეს კონკრეტული დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არავინ არავის ეუბნება - წარსულში ესა თუ ის შეხედულება გქონდა და ამიტომ შენთვის სამომავლოდ გზა იქნება გადაკეტილიო. ნიკო მაჭავარიანს, ჩემი აზრით, ჰქონდა არჩევანის უფ-ლება. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივა, მით უფრო - საკრებულოს წევრის - არ უნდა დაიბლოკოს.

ბატონი ნიკო, ჩემთან კონსულ-ტაციებზე რომ საუბრობს, ალბათ გულისხმობს იმას, რომ შემეკითხა, რამდენად იქნებოდა ეს ჩემი მხრი-დან გამართლებული და როგორი შეფასება ექნებოდა. მას ვუპასუხე, რომ ამის უფლება ჰქონდა. რაც შე-ეხება ქართული ოცნების ფრაქციის შექმნას საკრებულოში, მივესალ-მები ამას. საჯარო მოხელე ვარ და პოლიტიკაში ნაკლებად ვმო-ნაწილეობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლების კურსის გამ-ზიარებელი რაც უფრო მეტი იქნება საკრებულოსა და საზოგადოებაში, ეს იქნება იმ ხელისუფლების სიძ-ლიერე, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.“

ახლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარეს ყოველთ-

ვიურ ანაზღაურებად 1 000 ლარი დაენიშნა და საკრებულოს გადა-წყვეტილებით საკრებულოს ბი-უროს შემდგენლობაში შევიდა.

ლაურა გოგოლაძე

„მეგობრები მეორე მხარესაც მყავს“

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

5xtvb [fhfufekb16 აგვისტო, 2013 წ.

ეკა ფანჯაკიძე, ხუნევი: -ჯერ არ გადამიწყვეტია, საპრეზიდენტო არ-ჩევნებში კონკრეტულად ვის დავუ-ჭერ მხარს. ისეთ კანდიდატს მივცემ ხმას, ვისგანაც მეტ ყურადღებას, მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობ ჩემი სოფლის, ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის მიმართ. ქვეყანაში, მთავა-რია, იყოს მშვიდობა. ადამიანები დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს. სამუშაო ადგილები უნდა იყოს. ოჯახებს ყოველთვიური შემოსავა-ლი უნდა ჰქონდეთ. კაცს, შვილი რომ ეზრდება, არ უნდა ეშინოდეს, რა ჩააცვას და რით გამოკვებოს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ. ვაკვირდები, რო-მელ კანდიდატზე შევაჩერო არ-ჩევანი. ხალხს დიდი ძალა აქვს. ხელისუფალი სამართლიანი უნდა იყოს. ხალხის აზრი უნდა გაითვა-ლისწინოს, რაც ძალიან ნაკლებად ხდება ხოლმე. ხელისუფლებას უფრო მეტად არჩევნების დროს ახსენდება ხალხი.

ელგუჯა კიკნაძე, ლაშე: -მივე-სალმები „ქართული ოცნების“ კანდი-დატს ბატონ მარგველაშვილს. ჩემი აზრით, გაწონასწორებული პიროვ-ნებაა, მოაზროვნეა და იმედი მაქვს, არჩევის შემთხვევაში, გონივრულად მართავს ჩვენს სახელმწიფოს. პრე-ზიდენტმა ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს, მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა შექმნას პირობები.

ეკა მაქაძე, ქროლი: -ბუნებრი-ვია, პრეზიდენტობის კანდიდატი და პრეზიდენტი ქვეყნის სახე უნდა იყოს. უნდა ჰქონდეს მაღალი ეროვნული თვითშეგნება. უბრალო ხალხის გასაჭირი უნდა ესმოდეს; უნდა იყოს ქართული ტრადიციების პატივისმცემელი, განათლებული და ერუდირებული. ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ, ხმას რომელ კანდიდატს მივცემ. დავაკვირდები კიდევ პროცესებს. იქედან გამო-მდინარე, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე ვიყავი და მჯერა, რომ ეს ძალა ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის ქვეყანაში, ვფიქრობ, ხმა მარგველაშვილს მივცე. თუმცა მან ჯერ თავი კარგად ვერ გააცნო საზო-გადოებას. ჩანს, რომ კარგი პიროვ-ნებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია მან ხალხს დაანახოს თავისი შესაძლებლობები.

ზურაბ ლომიძე, გედსამანია: -გადაწყვეტილი მაქვს, თუ ვის მივ-ცემ ხმას არჩევნებში. პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის - ხალხისთვის და ხალხის არჩეული. უნდა იყოს მიუკერძოებელი, პატიოსანი და უნდა ითვალისწინებდეს ხალხის ინტერესს. სოფელს უნდა მიაქციოს ყურადღება. ხალხს მხიარული განწყობა უნდა ჰქონდეს. აზრის გამოხატვის შეზღუდვით არ უნდა იყვნენ დათრგუნულები.

ლეო ბუაჩიძე, ფარცხნალი: -პრე-ზიდენტი უნდა იყოს კარგი მოქალა-ქე, პატიოსანი, ეკონომიკის მცოდნე, რაც მთავარია. ამერიკაში ამ ნიშნით ირჩევენ პრეზიდენტებს. ოჯახური კონფლიქტები არ უნდა ჰქონდეს. უზნეობაში არ უნდა იყოს გარეული.

არ ვიცნობ შემოთავაზებულ კან-დიდატებს. მათი არც საქმიანობა ვიცი, არც პროგრამა, არც კომპ-რომატები გამოუქვეყნებიათ, - ესეც საჭიროა. თუ კომპრომატი არსე-ბობს, ახლა უნდა გამოქვეყნდეს და პასუხიც უნდა გაეცეს. ძალიან მიჭირს ახლა გადაწყვეტილების მიღება, რადგან გაურკვევლობაში ვართ. ვერ გამართლდა ჩემი მო-ლოდინები. სოფლის მეურნეობას რაც სჭირდება, ჯერჯერობით, ვერაფერს აკეთებენ.

ვის დავუჭერ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში

საზოგადოების აზრით

14 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშ-ვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრის ორგა-ნიზატორი ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გახლდათ.

გიგლა აგულაშვილი გაეცნო ხარაგაულელ მცირე მეწარმეთა პრობლემებს და მოისმინა მათი მოსაზრებები კონკრეტული დარ-გების განვითარებასთან დაკავში-რებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს წარმომადგენლებმა დეტა-ლურად ისაუბრეს სასოფლო-სა-მეურნეო ბარათების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

როგორც შეხვედრაზე სოფ-ლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამ-სახურის უფროსმა შალვა კერე-სელიძემ აღნიშნა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან სულ 11 231 მოქალაქის სია გადაიგზავნა სა-სოფლო-სამეურნეო ბარათების მისაღებად. სიები პერიოდულად ზუსტდებოდა სამოქალაქო რეეს-ტრში. საბოლოოდ 10 935-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სასოფ-ლო-სამეურნეო ბარათებით.

„რა ქნას გლეხმა? ჩინოვნიკმა რომ სიების შედგენისა თუ დაზუს-ტების პროცესში დაუშვა შეცდომა, გლეხი რა შუაშია?!“- აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს წარმომადგენელთა ინფორ-მაციით, უკვე დაწყებულია

სასოფლო-სამეურნეო და-ნიშნულების ნათესი და ნარგავი ფართობების განახლებული საინ-ფორმაციო ბაზის შექმნა. ეს უზ-რუნველყოფს სამინისტროსთვის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიწოდებას მიწათმოსარგებლე-ების შესახებ.

ბორითის მაჟორიტარმა დე-პუტატმა თემურ გამცემლიძემ ხარაგაულში მეფუტკრეობის გან-ვითარების პერსპექტივებზე ისაუბ-რა და აღნიშნა, რომ პრობლემაა თაფლის რეალიზაცია და სამკურ-ნალო პრეპარატების სიძვირე.

გიგლა აგულაშვილის თქმით, მეფუტკრეობის განვითარება ნამდვილად პერსპექტიულია.

მან მაგალითად აჭარის სოფ-ლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ კუთხით განხორციელე-ბულ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ ფინეთში დამზადებული სკები შეიძინა და ფერმერებს შეღავათიან ფასად მიჰყიდა. მეფუტკრეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ფუტკრის მოსავალი, რადგან სკები ზამთარში ინარჩუნებს სით-ბოს, ზაფხულში გრილია. ამის გამო ფუტკარი მთელ ენერგიას თაფლის წარმოებაზე მიმართვას. „თაფლის რეალიზაცია ევროპაში ძალიან მალე შესაძლებელი გახ-დება, - აღნიშნა გიგლა აგულაშ-ვილმა, - ამიტომ ჩვენ ამ პროცესს მომზადებული უნდა შევხვდეთ. გვაქვს კონკურენტუნარიანი თაფ-ლი. ბალტიისპირეთის ლაბორა-

ტორიებთან შევთანხმდით პრო-დუქციის ხარისხის შემოწმებაზე. შეგიძლიათ გაერთიანდეთ, შექმ-ნათ კოოპერატივი და ასე უფრო გაგიადვილდებათ პროდუქციის როგორც ლაბორატორიული შემოწმება, ასევე რეალიზაცია.“

პარლამენტის აგრარულ სა-კითხთა კომიტეტის თავმჯდომა-რემ აღნიშნა, რომ ჩვენ სეზონის მიღმა სოფლის მეურნეობის პრო-დუქციის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. სახელმწიფოს პოლიტიკა ასეთია, რომ შემოტანილი პრო-დუქტების 80% ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ. ამიტომ საჭიროა წარმოებისა და რეალიზაციის უწყვეტი ჯაჭვი. ეს ვერ შეიქმნება და ვერ მივიღებთ მაღალრენ-ტაბელურ პროდუქციას, თუ არ გვექნა სათანადო ცოდნა. ამ მიზნით შეიქმნა სოფლის მეურნე-ობის სამინისტროს საინფორმა-ციო-საკონსულტაციო ცენტრები მუნიციპალიტეტებში.

გიგლა აგულაშვილის ინფორ-მაციით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თანამშრომ-ლობს ახალგაზრდების ჯგუფთან, რომლებიც ინტერნეტრესურსების მეშვეობით ცოდნის გავრცელე-ბაზე მუშაობენ. პირველი ეტაპი დაინტერსებული ადამიანებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება იქნება.

შეხვედრის მონაწილე ფერმე-რებმა ბანკებიდან სესხის მიღების პრობლემაზე ისაუბრეს. გიგლა აგულაშვილის თქმით, სახელმ-წიფო არც ერთ შემთხვევაში არ

უნდა ერეოდეს და არ ჩაერევა საბანკო საქმიანობაში, არ მი-უთითებს ბანკებს, გასცენ თუ არა სესხები. „სახელმწიფომ მოქნილი ბიზნესგარემო უნდა შექმნას, რომ ბანკებმა გაზარდონ ბიზნესსეს-ხების რაოდენობა,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, აგროსექტორში სესხების გაცემის პროცესში 11 ბან-კი და სამი საკრედიტო ორგანი-ზაცია მონაწილეობს. 5 აგვისტოს მონაცემებით 66 მილიონი ლარია გაცემული.

სოფელ ფარცხნალში მცხოვ-რებმა ფერმერმა ლეო ბუაჩიძემ აღნიშნა, რომ სასოფლო-სა-მეურნეო ბარათების დარიგება გლეხებისთვის ჰუმანური აქტია და სოფლის მეურნეობის განვითა-

რებაში ამინდს ვერ შექმნის. აუცი-ლებელია ახალი ტექნოლოგი-ების დანერგვა, რითაც მივიღებთ რეალურ შედეგს. მექანიზაცია, ირიგაცია, მიწების გაუმჯობესე-ბა - ეს აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

სოფელ ვახანში მცხოვრებმა დავით ინასარიძემ სტუმრებს საკუთარი პროექტი წარუდგინა პირუტყვის სასაკლაოს მოწყობის თაობაზე. თავის მხრივ პარლამენ-ტის აგრარულ საკითხთა კომიტე-ტის თავმჯდომარე მას პროექტის დეტალურ განხილვას დაჰპირდა.

ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელმა იუზა კელენჯერიძემ ხარაგაულ-ში ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარა-გაული უნიკალურია საშამპანურე ღვინის წარმოების კუთხით. მეწარ-მე დამატებით ფართს საჭიროებს მეურნეობის გასაფართოებლად.

მესაქონლეობის განვითარებას-თან დაკავშირებულ პრობლემებ-ზე ისაუბრა საღანძილეში მცხოვ-რებმა მალხაზ ყრუაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ სოფ-ლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული პირების კვალი-ფიკაციის ამაღლებისა და შესაბა-მისი ცოდნის მიღებისთვის უნდა მიიმართოს საბიუჯეტო სახსრები.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულელმა ფერმერებმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იმსჯელეს

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

6 xtvb [fhfufekb 16 აგვისტო, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში 13 აგვისტოს ცვლილებები შევიდა. გაცნობებთ, რომ წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო ცვლილებების შეტანის შეზღუდვის ვადა არჩევნებამდე ორი თვის პერიოდამდე შემცირდა.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯე-ტო სამსახურის მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცვლილებების განმარ-ტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წ. 9 აგვისტოს #1039 განკარგულე-ბით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართ-ველოს მთავრობის 2013 წ. 4 აპრილის #311 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების გამო ხარა-გაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 592,8 ათ. ლარი გაიზარდა 2441,9 ათ. ლარით და განისაზღვრა 3034,7 ათ. ლარით, ვინაიდან შეიცვალა პრიორიტეტი და 2013 წელში განსახორციელე-

ბელი პროექტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

-2189,7 ათ. ლარი მიმართუ-ლია საგზაო ინფრასტრუქტურის ხარჯებში, მათ შორის 11,1 ათ. ლარი ნაპირსამაგრების მოსაწ-ყობი საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად და 959,6 ათ. ლარი ნაპირსამაგრების მოსაწყობად დ. ხარაგაულში, ისლარში, ხევში, ნადაბურში, ხუნევში, ბორითსა და ნუნისში.

3,3 ათ. ლარი ხიდების მშენებ-ლობის საპროექტო დოკუმენტაცი-ისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად და 196,6 ათ. ლარი ხიდების სარეაბილიტაციოდ სო-ფელ მაქათუბანში.

3,0 ათ. ლარი დაბა ხარაგაულ-ში სხვადასხვა ქუჩების მოსაწყობად საჭირო საპროექტო დოკუმენტაცი-ისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად და 1016,1 ათ. ლარი უშუალოდ ქუჩების მოსასფალტებ-ლად. ამ თანხით დ. ხარაგაულში მოასფალტდება თენგიზ ჭიპაშ-ვილის, გურამიშვილის, ელისო

ჭიპაშვილის, სოლომონ მეფის ქუზაზე მრავალბინიანი საცხოვ-რებელი ბინების #56 და #56 (ა) ბინების მისასვლელები, გრიშაშვი-ლის, ზაზა გლუნჩაძის, წერეთლის #2 და #3 ჩიხები.

-1,2 ათ. ლარი მრავალბინიანი სახლების გადახურვის სამუშაო-ების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად და 70,8 ათ. ლარი მრავალბინიანი სახლების სარე-აბილიტაციოდ დაბა ხარაგაულსა და სოფ. დიდვაკეში.

-531,0 ათ. ლარი კინოთეატრის სარეაბილიტაციოდ და 121,3 ათ. ლარი კინოთეტრის ეზოს კე-თილმოსაწყობად და ინვენტარის შესაძენად.)

-01,5 ათ. ლარი საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესას-ყიდად და 119,2 ათ. ლარი ბაღის შენობის ასაშენებლად სოფელ ვახანში.

2013 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმა-შესრულებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახ-და მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ვალდებულებების აღება, კერძოდ, საჭიროა გაიზარდოს:

-მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს ხარჯებში შტატგარეშე მო-მუშავეთა ანაზღაურება 5,6 ათ. ლარით;

- მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღა-ურება 62,3 ათ. ლარით;

- სამხედრო სამსახურის შტატ-გარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 8,5 ათ. ლარით;

- სახანძრო-სამაშველო სამსა-

ხურის შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 39,5 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავე-ბის სუბსიდია 21,0 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ ხარაგაულკეთილმოწ-ყობის სუბსიდია 0,9 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ სამუსიკო სკოლის სუბ-სიდია 1,0 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრ-დობის სახლის სუბსიდია 2,8 ათ. ლარით;

-ა(ა)იპ სათნოების სახლის სუბ-სიდია 2,1 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯან-დაცვის ცენტრის სუბსიდია 7,0 ათ. ლარით;

- ს(ს)იპ ბორის საჯარო სკო-ლა-ინტერნატის სუბსიდია 2,6 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ ცენტრალური ბიბლი-ოთეკის სუბსიდია 8,3 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდია 4,2 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ კულტურის ცენტრის სუბსიდია 12,5 ათასი ლარით;

- ა(ა)იპ სპორტულ-გამაჯანსა-ღებელი და შიდა ტურიზმის ხელ-შეწყობის ცენტრის სუბსიდია 18,4 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,ჩხერიმელა 2009“ სუბსიდია 40,0 ათ. ლარით;

- ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმის სუბსიდია 8,0 ათ. ლარით;

-სოციალური დაცვის ხარჯებში გაიზარდოს მოსახლეობის მკურ-ნალობისა და ერთჯერადი დახმა-რების ხარჯები 55,3 ათ. ლარით;

სულ საბიუჯეტო დაწესებულე-ბების, ა(ა)იპების და სოციალური დაცვის 2013 წლის ხარჯები გა-იზარდა 300,0 ათ. ლარით.

ზემოთ ჩამოთვლილი ვალდე-ბულებების ასაღებად და შესასრუ-

ლებლად საჭიროა გაიზარდოს:ა) ხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტი შემოსულო-ბების ნაწილში 5800,9 ათ. ლარი 2741,9 ათ. ლარით და განისაზღ-ვროს 8542,8 ათ. ლარით; (საკუ-თარი შემოსულობები გაიზარდოს 300,0 ათ. ლარით, აქედან: მიწის გადასახადი არასასოფლო-სა-მეურნეო დანიშნულების მიწაზე 55,0 ათ. ლარით, ბანკის მიერ გადახდილი პროცენტები 22,0 ათ. ლარით, შემოსავალი მიწის იჯარი-დან 15,7 ათ. ლარით, შემოსავალი ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან 207,3 ათ. ლარით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 2441,9 ათ. ლარით).

ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტი ხარჯების ნა-წილში 6281,9 ათ. ლარი - 2741,9 ათ. ლარით და განისაზღვროს 9023,8 ათ. ლარით.

მკითხველებს გვინდა ვაც-ნობოთ, რომ რეგიონული განვი-თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაამტკიცა და ბი-უჯეტიდან დასაფინანსებლად წა-რადგინა ვარძიასა და ლეღვანში საბავშვო ბაღების მშენებლობების პროექტები.

საკრებულომ 14 აგვისტოს მოიწონა და სამინისტროს გადა-უგზავნა კიცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი.

მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ტენდერია გამო-ცხადებული ვახანში საბავშვო ბაღის ასაშენებლად.

ვახანში, ვარძიაში, კიცხსა და ლეღვანში საბავშვო ბაღების მშენებლობაა დაგეგმილი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი მცირე გრანტების კონკურ-სის ფარგლებში 2013 წლის მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს. როგორც ფონდის საზოგადოებას-თან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ბაქანიძემ აღნიშნა, მესამე საგრანტო კონკურსის გამო-ცხადების ძირითადი მიზანი რეგი-ონების გააქტიურება იყო. „დღემდე ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ძირითადად დედა-ქალაქში რეგისტრირებული ა/ო მონაწილეობდნენ. გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით თითოეულ რეგიონ-ში და გაგვეაქტიურებინა ადგილზე არსებული არასამთავრობო ორგა-ნიზაციები და საინიაციტივო ჯგუფე-ბი. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების გან-ვითარებას. ძალიან გვსურს, ჩვენს მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხელი შეეწყოს ახალგაზრდული იდეების და პროექტების წახალისებას,

ახალგაზრდების დასაქმებას. სა-ზოგადოებას უნდა გაუჩნდეს აზრი, რომ ის მთლიანად ხელისუფლება-ზე კი არაა დამოკიდებული, პირი-ქით - მასაც შეუძლია შესთავაზოს ინიციატივები და დასაქმდეს. ჩვენ გვსურდა დღეს ამ შეხვედრაზე მოსული ადამიანებისთვის მოგ-ვეთხრო ჩვენი ფონდის მიზნებზე, ამოცანებზე და დავხმარებოდით მათ საკუთარი იდეების განხორ-ციელებაში.

შეხვედრას ორგანიზება გამ-გეობის კულტურის სამსახურმა გაუწია. ანა ბაქანიძე შეხვედრაზე მოსულ დაინტერესებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლე-ბის წარმომადგენლებს საგრანტო კონკურსის ძირითად პროგრამულ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ადამიანის უფლებების და სამო-ქალაქო საზოგადოების მხარდაჭე-რის პროგრამა; გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა; კულ-ტურულ-საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერის პროგ-რამა; საერთაშორისო ურთიერ-თობების მხარდაჭერის პროგრამა; სოციალური მეწარმეობა, - ეს ის პრიორიტეტებია, რომლებზეც პროექტების წარდგენა რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არარეგისტრირებულ საინიაციტი-ვო ჯგუფებს და ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს შეუძლია.

ქალბატონმა ანა ბაქანიძემ გა-ნაცხადა, რომ პირველი და მეორე

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წელს 35 პროექტი დაფინანსდა, დასაქმდა 700-ზე მეტი ახალ-გაზრდა, პროექტებში ჩაერთო 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი. ამ ეტაპზე თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. შეხვედრაზე ანა ბაქანიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ხარაგაულიდან დაფინანსდეს ერთზე მეტი პროექ-ტი, ქალბატონმა ანამ უპასუხა, რომ ლიმიტი დაწესებული არაა და შესაძლებელია ერთ მუნიციპა-ლიტეტში რამდენიმე საინტერესო იდეა დაფინანსდეს.

პროექტები მიიღება 5 აგვის-ტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს ინფორ-მაციისათვის შეგიძლიათ მიმარ-თოთ ხარაგაულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალ-გაზრდობის საქმეთა სამსახურს.

სააპლიკაციო ფორმის ჩამო-ტვირთვა შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან: www.fondi.gov.ge შევსებული სააპლიკაციო ფორმის გაგზავნა შეგეძლებათ ელექტრო-ნულ ფოსტაზე [email protected] დამატებითი შეკითხვები დაინტერესებულ პირებს შეგიძ-ლიათ გაგზავნოთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ფეის-ბუქის გვერდზე www.facebook.com/fondi.ge

იყავი აქტიური - მიიღე მხარ-დაჭრა.

ინგა ბერაძე

გამოცხადებულია ახალგაზრდული იდეების კონკურსი

ხარაგაულის მაჟორიტარი დე-პუტატი ნოდარ ებანოიძე მართავს შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მო-სახლეობასთან. 8, 9 და 12 აგვისტოს შეხვედრები შედგა ნადაბურში, ხევში, ხუნევში, გედსამანიაში, ლაშესა და ბაზალეთში.

გაზეთ „ჩემ ხარაგაულში“ გამო-ქვეყნებულ გრაფიკში დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის გამო განხორციელდა ცვლილებები, რის-თვისაც მოსახლეობას ვუხდით ბო-დიშს.

აქვე დავძენთ, რომ იმ სოფ-ლებში, სადაც გრაფიკის მიხედვით ჩანიშნული შეხვედრა ვერ შედგა, აუცილებლად დაინიშნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც მოსახლე-ობას წინასწარ ეცნობება.

წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის შეხვედრების გრაფიკს:

15 აგვისტო (ხუთშაბათი)ღორეშა - 14:00 სთ;სარგვეში - 16:00 სთ;საბე - 18:00 სთ;

16 აგვისტო (პარასკევი)ვერტყვიჭალა - 14:00 სთ;საქასრია - 16:00 სთ;ბორითი - 18:00 სთ;

17 აგვისტო (შაბათი)მარელისი - 14:00 სთ;დიდვაკე - 16:00 სთ;ლეღვანი - 18:00 სთ;

20 აგვისტო (სამშაბათი)უბისა - 14:00 სთ;მაქათუბანი - 16:00 სთ;

21 აგვისტო (ოთხშაბათი)ჩხერი - 16:00 სთ;ჯაფარეული - 18:00 სთ.

საკონტაქტო მონაცემები: ნოდარ ებანოიძე - 5 95 85 02 03; ინგა მაღრაძე - 5 91 00 51 42.ბიუროები: ხარაგაული 0(433) 22 00 41კიცხი 5 95 85 18 29ბორითი 5 95 85 18 87მოლითი 5 95 85 18 89.

ფოტოზე: შეხვედრა ხუნევის მოსახლეობასთან

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

7xtvb [fhfufekb16 აგვისტო, 2013 წ.

15 აგვისტოს 40 დღე გავიდა შენი გარდაცვალებიდან, ჩვენო ძვირფასო, მხიარულო და საყვარელო მამიკო. გული მოგვიკლა შენმა ტრაგიკულმა

დაღუპვამ დიდი ტკივილი და უბედუ-რება დაგვატეხა თავს. 40 დღე გავიდა და თვალზე ცრემლი არ შეგვშრობია. მოულოდნელად დაგვამწუხრე შენი ცოლ-შვილი. ყოველ წუთს ჩაგვესმის შენი ხმა, შენი ტკბილი სიმღერა. უკვე ძალიან გვენატრები და გვაკლიხარ. მოგვაკლდა შენი მშრომელი მარჯ-ვენა, შენი სითბო და სიყვარული. შენი დაღუპვით გული არა მარტო ოჯახს დაწყვიტე, არამედ ყველა დამწუხრებუ-ლი დატოვე. ჩვენ მუდამ ვიამაყებთ შე-ნით, რადგან შენი ცხოვრება კაცურად განვლე. შენ ჩვენი საამაყო მამა იქნები ყოველთვის. არასდროს დავივიწყებთ შენს სახელს. მშვიდობა და ნათელი დაუმკვიდროს შენს სულს უფალმა.

შენი საყვარელი ოჯახი

მეუღლე რუიზან ბუაჩიძე, შვილი ნინო, შვილიშვილები: ნატალი, ია, ბექა ხარაძე-ები, შვილთაშვილები: გიორგი, ლილუ, სიძეები: გია ხარაძე, მიშიკო ჭეიშვილი, ძმა ერლიხი გრძელიშვილი, ძმისშვილები: სერგო, მალხაზი, მარინა, მაზლი ლევანი, მული იზა, რძალი გულნარი მაქაძე იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

მერი გრძელიშვილი-ბუაჩიძედაკრძალვა კვირას, 18 აგვისტოს,

2 საათზე სოფელ ფარცხნალში.

თინა ამანათოვი, ციალა ბერაძე, ბიჭიკო ტაბატაძე, ნათია, ნიკა მაღლაკელიძეები თანაუგრძნობენ ლარისა დვალს და ალიკა ტაბატაძეს საყვარელი ძმისა და ცოლისძმის

გოჩა დვალის გადაცვალების გამო.

ვენერა ყიფიანი-კიკნაძე თანაუგრძნობს საყვარელ თანაკლასელს ნინო სამხარაძე-ყრუაშვილსა და მის დიდ ოჯახს მეუღლისა და მამის, უკეთილშობილესი პიროვნების

კლიმენტი ვარდენის ძე ყრუაშვილისგარდაცვალების გამო.

კობა ყრუაშვილი ოჯახით ღრმა მწუხა-რებით იუწყება ბიძის

კლიმენტი ყრუაშვილის გარდაცვალებას და თანაგრძნობას

უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ინეზა ჩიკვაიძე, სულიკო, დათო, ზურა შარიქაძეები თანაუგრძნობენ ლარისა დვალსა და ალეკო ტაბატაძეს ძმისა და ცოლისძმის

გოჩა დვალის გარდაცვალების გამო.

თენგიზ, დავით, გიორგი, ვალერი ზუმბაძეები ოჯახებით თანაუგრძნობენ ინგა ზუმბაძესა და პეტრე თავზარაშვილს მამამთილისა და მამის

გიზო თავზარაშვილისგარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები დიდი მწუხა-რებით იუწყებიან საყვარელი პიროვ-ნების, უაღრესად კეთილი, სათნო და კეთილშობილი ქალბატონის

მერი მაჭავარიანის გარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ნათია, მარინა, ნატო გურგენიძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ჭიჭიკო ქათამაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

გარდაიცვალა ლელო ამაშუკელი - ხარაგაულსა და ხარაგაულელებზე უზომოდ შეყვარებული, ყველასთვის ძვირფასი ქალბატონი. ვუსამძიმრებ მის შვილებს მალხაზ და მარიკა ურთქმე-ლიძეებს, მის შვილიშვილებს და შვილ-თაშვილებს დიდი გულისტკივილით.

საუკეთესო მეგობარი როზა ცხრაკ-ბილაშვილი

სიყრმის მეგობრები: პავლე სახვა-ძე, მამია აბაშიძე, მიტუშა ბუაჩიძე და ჟორა ბლუაშვილი დიდ სინანულს გამოთქვამენ

ლელო (ლეილა) ამაშუკელი- ურთქმელიძის

გარდაცვალების გამო და გულწრ-ფელად თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახს.

შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - ხარაგაულის“ თანამშრომ-ლები თანაუგრძნობენ ინგა ზუმბაძეს მამამთილის

გიზო თავზარაშვილისგარდაცვალების გამო.

მეთოდე ნიქაბაძე, თემურ ვეფხ-ვაძე, მიმოზა ტოროშელიძე ოჯახებით თანაუგრძნობენ მაია აბაშიძეს და ზაზა დევდარიანს დედისა და სიდედრის

ნატო გაბუნია-აბაშიძისგარდაცვალების გამო.

უკვე ერთი წელი გავიდა იმ ავად-სახსენებელი დღიდან, რაც შენ ჩვე-ნიდან წახვედი, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო, ზაურ. ვერ ვეგუებით იმ აზრს, რომ ასე ადრიანად მიატოვე შენი ოჯახი და გადასახლდი სამუდამო სასუფეველში.

შენი ნება რომ ყოფილიყო, არასო-დეს დააობლებდი შენს თორნიკესა და ბექას, არ ჩააცმევდი ძაძებს შენს ლამაზ მეუღლეს, არ დატოვებდი სამუდამოდ გაუბედურებულს და თვალცრემლიანს შენს გასაცოდავებულ დედ-მამას, მაგ-რამ ღმერთსაც კარგი ჰყვარებია და ადრიანად გამოგვეცალე ხელიდან.

ძალიან გვიყვარხარ და გვენატრე-ბი. იცოდე, რომ შენს სახელს დავიწყე-ბა არ უწერია.

ბიძაშვილები

ზაურ ღონღაძის გახსენება1991 წლის 3 აგვისტო - 22 წელი

უშენოდ, შვილო. ამ 22 წელს მონატ-რება ჰქვია, გელა, ჩემო ანგელოზო შვილო. ამ წლების მანძილზე სულ თან დამდევს შენი ლამაზი გაცინება, დიდი ემოცია, სითბო, რომელიც შენი საოცარი თვალებიდან იფრქვეოდა. შენ გიყურებდი და მეგონა, ყველა-ფერს შევძლებდი. დამტოვე და ქვებზე საფერებლად გამიხდა საქმე. სამყარო დაცარიელდა ჩემთვის. ეს წლები სევ-დის, ცრემლის და ტკივილის ფერია. ჩემთვის, შვილო, მარად 24 წლის ხარ. შენი ხსოვნის ძეგლად მანამდე ვიქნები, ვიდრე შენს საუფლოს არ ვეახლები სამუდამოდ. ამაყი ვარ შენით, ასეთი კარგი რომ გამიზრდიხარ. ხშირად მესმის სხვათა სუფრებზე შენი ლამაზი მოსაგონარი, მადლობა მათ. 76 წლის ქალი ვარ, შვილო. მიახლოვდება შენთან წამოსვლის დრო. მეც შენთან და მამაშენთან დავიდებ ბინას. მანამდე კი ჩემს გულში წმინდა სანთელივით

იქნები ანთებული. ღმერთმა შენს ლა-მაზ სულს სამარადისო სასუფეველი დაუმკვიდროს.

შენი გულდამწვარი დედა ჟუჟუნა ლომსაძე

გელა ლომსაძის მოგონება

5 გვისტოს 43 წელი შეგისრულდა. 5 თებერვალს მოულოდნელად, ტრაგიკუ-ლად დაასრულე სიცოცხლე. უშენოდ უზომო სევდითა და ტკივილით შევხვ-დით შენს დაბადების დღეს. უაღრესად კეთილი, ალალმართალი, პატიოსანი, მშრომელი ადამიანის სახელი დატოვე ამქვეყნად.

ექვსი თვე გისრულდება, რაც

შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდში. გამოაკლდი შენს ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, ახლობლებს. ყველას უზარმაზარი ტკივილი დაგვიტოვე. შენ ხომ სიცოცხლით, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი იყავი. როგორ მოგე-რია სიკვდილი, შვილო.

42 წლის ვაჟკაცმა დაასრულე სიცოცხლე, არც ცოლი, არც შვილი... შენს გამწარებელ დედას დაუტოვე მხოლოდ სურათები.

ჩემო მხიარულო, ხალისიანო, ყველას მოსიყვარულე და პატივისმ-ცემელო, ღიმილიანო, პირმცინარე შვილო, რატომ გაგიმეტა ბუნებამ ისე, რომ ვაის დაძახება ვერ მოას-წარი. როგორ გიყვარდა 5 აგვისტო - შენი დაბადების დღე. ყოველთვის მოვალთ შენთან. მოგიტანთ მიხაკებ-სა და ვარდებს. დავღვრით ცხარე ცრემლებს და აგინთებთ წმინდა სანთლებს. გილოცავთ დაბადების დღეს.

დედა, ძმა მამუკა კავილაძე

კახაბერ კავილაძის გახსენება

6 თვე გავიდა, კახა, შენი გარდა-ცვალებიდან. უზომოდ დაამწუხრე ყველა, ვინც გიცნობდა. ყველასთან პატიოსანი და კეთილი ადამიანის სა-ხელი დატოვე. მოგიგონებთ წყალა-ფორეთის სკოლის პედაგოგები. შენ ხომ ზრდილობით აღსავსე და საყ-

ვარელი მოსწავლე იყავი. მოგიგო-ნებენ შენი კლასელები, რომელთაც ძალიან დააკლდი. შენს საფლავთან შევიკრიბებით და პატივს მივაგებთ შენს ნათელ ხსოვნას.წყალაფორეთის საჯარო სკოლა

კახაბერ კავილაძის მოგონება

ნანი, შვილო, დაბადების დღეს გილოცავ!

6 ივლისს შენი ძმის, ნოდარის დაბა-დების დღე იყო, ცრემლით და ტკივილით აღვნიშნეთ ეს დღე. ერთი თვის შემდეგ კი შენს საფლავზე აღვნიშნავთ ამ ტკივი-ლიან დღეს. თქვენ ორივე მანდ, ზეციურ საქართველოში ხართ. მე კი ამ ცოდვილ მიწაზე დავდივარ და არ ვიცი, როგორ ვცოცხლობ, რა ძალით ვარსებობ.

ნოდარის იმ ქვეყნად წასვლის შემ-დეგ შენ დარჩი ჩვენი იმედი, სიხარული, საფიქრალი. ვინ წარმოიდგენდა, რომ შენც შენი ძმის ბედს გაიზიარებდი. ვინ წარმოიდგენდა, რომ შენ - სიცოცხლით სავსეს, იმედიანს, მუდამ მომღიმარს და ხალისიანს, ასე სწრაფად სენი მოგერე-ოდა და წაგაქცევდა. ნოდარი მესიზმ-რებაო, ხშირად ამბობდი ბოლოს. შენი ძმისკენ გეზიდებოდა ბედისწერა. ვერ მოერიე ავადმოფობას, ვერ დაამარცხე ბედისწერა. შენც შენი ძმის ხვედრი გაიზი-არე. დატოვე თბილი და ტკბილი ოჯახი, საყვარელი შვილები და შვილიშვილები თავიანთი ოჯახებით და გაუბედურებუ-ლი, საბრალო მშობლები. მამათქვენმა ვერ გაუძლო ამდენ უბედურებას და თქვენთან გადმოსახლდა - ზეციურ სა-ქართველოში. მე კი არ მაძლევს უფალი თქვენთან ყოფნის ბედნიერებას. ალბათ იმიტომ, რომ თქვენს საფლავებს, თქვენს სულებს აქედან ვუპატრონო, ვილოცო, უფალს შევავედრო თქვენი გაუხარელი, ხანმოკლე სიცოცხლე.

8 აგვისტოს წიფაში შენს საფლავზე მოვიდნენ შენი შვილები, რძლები, მეუღ-ლე, შვილიშვილები, ოჯახის წევრები, შენი მოსახელე პატარა ნანი, მაგრამ შენ ვერ გიხლავთ. გვენატრები და ამ მონატრებას ცრემლებით ვიკლავთ შენს საფლავზე.

ორ საფლავს შორის გრძელდება ჩემი ტანჯული სიცოცხლე, აქ ნოდარის და უშანგის საფლავები და წიფაში შენი საფლავი. რაც შეიძლება გაუბედურე-ბულმა და დასნეულებულმა დედამ შეძლოს, ყველაფერს ვაკეთებ თქვენი სუ-ლების სიმშვიდისა და განათლებისათვის.

ვაი, ასეთ დაბადების დღეს და სი-ცოცხლეს. გილოცავ, შვილო. მარადი-ული ნათელი დაუმკვიდროს უფალმა შენს სულს. ძმას და მამას გაუფრთხილ-დი, მოუარე ისე შენებურად, როგორი სიყვარული და მზრუნველობაც გჩვე-ოდა, როგორი ერთგულება და თან-გადაყოლა - ოჯახსა და მშობლებზე.

მე კი აქ შენს შვილებსა და შვი-ლიშვილებს არ დავაკლებ შენს წილ მოფერებას და სიყვარულს. ველოდები თქვენთან შეხვედრის წუთს. მსუბუქი იყოს შენთვის წიფის მიწა.

შენი ტანჯული დედა ლიანა ღამბარაშვილი

ნანი ღამბარაშვილი-ღამბაშიძის ხსოვნასმენატრები, მენატრები ჩემო გამწა-

რებულო შვილო, ლამრო. სად ხარ, დედიკო, სად მოგილოცო დაბადების დღე. მოგიკვდა შენი გამწარებული დედა. ამას რა მომაფიქრებდა მე სა-ცოდავს, რომ 55 წლის იუბილეს ასე მოგილოცავდი. ვეღარ ვძლებ უშენოდ, სადაც არის ჭკუაზე შევიშლები შენი ყო-ველ წუთს მოგონებით. რა ვქნა, დედი-კო, ვერ გიშველეთ. უდროოდ დაიღუპე. შენი ტკბილი მეუღლე აჩიკო უშენოდ გამწარებული, მხრებჩამოყრილი და-დის. უღრმეს მადლობას ვუხდი შენი დიდი პატივისცემისთვის. მარჯვედ იყავი ჩემს მოსვლამდე, ჩემო გამწარებულო შვილო. ღმერთმა ნათელში გამყოფოს.

შენი გამწარებელი დედა ნორა

ჩემი ლამარა ფერაძის მონატრება

ზაფხულის მოსვლას ჩემს ოჯახში 5 წე-ლია აღარ მოაქვს სითბო და სიხარული. ძალიან ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე წახვედი ამ ქვეყნიდან. მხედრული ვალის მოსახდელად გაეშურე სამხედრო სამსა-ხურში. იქიდან კი მხიარული, ღიმილიანი ბიჭის ნაცვლად უსულო სხეული დამიბ-რუნდი. წახვედი ჩუმად, უპრეტენზიოდ. გამრჯე, ყველას ერთგული, მოსიყვარუ-ლე იყავი. ღალატი და არაკაცობა შენგან შორს იყო. შენი წასვლით დაგვიტოვე უზომო ტკივილი, მონატრება, ცრემლი და სიცარიელე, რასაც დრო ვერასოდეს განკურნავს. ისღა დაგვჩენია, ვილოცო შენი სულის სადიდებლად. უფალს ვთხოვ, ჩემმა დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა მარადიულ სასუფეველში.

გამწარებული დედა მარინა, მამა ჟორა, შვილები მარინა და

თეონა, ძმა ზვიადი, რძალი ნატო, ძმისშვილები თამუნა და

სიმონ გლუნჩაძეები

ზაზა გლუნჩაძის გახსენება

შენი დაბადებიდან 50-ე ზაფხული მოვიდა. შენ მხოლოდ ოცდაექვსს დაეს-წარი... დანარჩენმა წლებმა უშენოდ გაიფრინა - სევდიანმა, ტკივილიანმა, უსაშველო მონატრებით სავსემ...

შენ ცხენის წელმა წაგიყვანა, მოხ-ვალ რომელით? / ჩვენ ისევ გელით და სიკვდილი შენი არ გვჯერა, /

ჩვეგან შორსა ხარ, გახდი ყოვლად მიუწვდომელი, / იმ 8 მარტიდან დაწ-ყებული გტირით ამჯერად. /

შენი ოჯახის წევრებს ერთადერთი მემკვიდრის იუბილე ზარ-ზეიმით უნდა გვეზეიმა შენთან, შენს ლამაზ ცოლ-შვილთან ერთად, შენი წარმატებული ცხოვრებით უნდა გვეხარა, მაგრამ...

ვერ გაითეთრე თმა-წვერი, / არ დარჩნენ შენი ძენია, / შენი სადარი ძმაკაცი, რა ძნელი შესაძენია.../

ჩვენ უშენოდ ვხვდებით შენს იუბილეს, ტკივილით აღვნიშნავთ 15 აგვისტოს. იქნება ზღვა ცრემლებისა, სანთლები, ყვავილები, უამრავი ტკბილი გახსენება. შენ ტყის ძმებთან ერთად მოგიგონებთ, გავისეირნებთ ლომის მთაზე, შავ სერ-ზე, ალიონს შევხვდებით მთის წვერზე. მეგობრები ლექსებს წაგიკითხავენ: ატი-რებულა ლომისმთა, / ცრემლს ღვრის არჯოლის წყალია, / კარგი ვაჟკაცი მომკ-ვდარა, / მთასაც გულში აქვს ბრალია.

მონატრების უსაშველო ტკივილი დაგღლის, მაგრამ მაინც იმედი იქნება ხვალის, რადგანაც ამ სუფრაზე თავს მოიყრიან შენი საყვარელი ადამიანები, რომელთა გულებშიც შენი ოცდაექვს-წლიანი სიკეთით მოსილი კვალი ისევ ძველებურად ამჩნევია, არ წაშლილა, არ გაუფერულებულა, მხოლოდ უშე-ნოდ ცხოვრება გვასწავლა უფალმა.

ზედუბანში ისევ მყარად დგას შენი ოჯახი და ეს, უპირველეს ყოვლისა, შენი მშრომელი, პატიოსანი დედ-მამის, შენი დების, სიძეების, მეგობრებისა და ახლობლების დამსახურებაა.

ცხოვრება გრძელდება, შვილო. მოვხუცდით შენი მშობლები, მაგრამ არ გავტყდით, რადგან შენ ეს არ გაგეხარ-დებოდა. შენ ფუძეზე დავაჟკაცდნენ და დაქალიშვილდნენ შენი დისშვილები, დააამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები და თავიანთი წარმატებებით გულს გვიხა-რებენ. ყველა შენი სულისთვის ვლოცუ-ლობთ. იმედია, კვლავ შევხვდებით ერ-თმანეთს, გნახავთ უფრო განწმენდილს, ამაღლებულს... მანამდე კი ლოცვითა და სანთლებით მოგიახლოვდებით...

23 წელია, ჩვენს გვერდით აღარ ხარ, თუმცა ჩვენს გულებში ყოველდღე ცოცხლობს შენი ხსოვნა.

50 წლის იუბილეს გილოცავთ, ჩვე-ნო დიდო ტკივილო, რომან. უფალი ფარავდეს შენს ლამაზ სულს.

შენი დიდი ოჯახი

რომან არევაძის გახსენება

რეზო წიქარიშვილი

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb ხარაგაულელი ...16 აგვისტო, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 აკაკი საღირაშვილის

8 xtvb [fhfufekb 16 აგვისტო, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული16.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +21ºC;17.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +20ºC;18.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +20ºC;19.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +19ºC;20.08 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +28ºC, ღამე +17ºC. 21.08 - მზიანი დარი, დღე +30ºC, ღამე +18ºC;

ბორითი16.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +32ºC, ღამე +20ºC;17.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +32ºC, ღამე +20ºC;18.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა-

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +19ºC.19.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +18ºC.20.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +15ºC21.08 - მზიანი დარი, დღე +30ºC, ღამე

+19ºC;

კიცხი16.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +22ºC;17.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +32ºC, ღამე +21ºC;18.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +21ºC.19.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +19ºC.20.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +18ºC.21.08 - მზიანი დარი, დღე +30ºC, ღამე

+19ºC;

მოლითი16.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +18ºC;17.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +17ºC;18.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +17ºC.19.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +16ºC.20.08 - მზიანი დარი, დღე +28ºC, ღამე

+12ºC.21.08 - მზიანი დარი, დღე +29ºC, ღამე

+13ºC;

amindi

ჩემო საყვარელო ძმისშვილო, კახა და მამა პლატონ - ძალიან მენატრებით. უკვე 11 წელი გავიდა შენი გარდაცვალებიდან, ჩემო კახა. ცხოვრება გრძელდება. უკვე ძმისშვილი და დისშვილები გყავს. შენ კი, მამა, უკვე შვილთაშვილების ბაბუა ხარ. მოვალთ თქვენს საფლავთან და გიტირებთ. ძალიან გვაკლიხართ ყველას.

შენი შვილი და მამიდა ლამარა

ვულოცავთ დაბადების დღეს უაღრესად კეთილ, ყოველმხრივ მოწესრიგებულ და მაღალი პასუხისმ-გებლობის გრძნობის მქონე ქალბა-ტონ ცისნარი შველიძეს.

ჩვენო ცისნარი! თქვენ ღვთიური მისიით ბრძანდებით მოვლენილი ამქ-ვეყნად, რომ უშურველად დაიხარჯოთ სხვათა სამსახურში და სამაგიერო არ მოითხოვოთ. დაილოცოს თქვენი მარ-თალი გული. დიდხანს, კვლავ დიდხანს ემსახურეთ თქვენს საყვარელ პროფე-სიას. კიდევ მრავალ თაობას გაუკვალეთ გზა ცოდნის მწვერვალებისკენ. უფლის მადლი ფარავდეს თქვენს გზასავალს.

პატივისცემით და სიყვარულითეთერი პაპავა და თემური

ნებიერიძე

ვულოცავ პედაგოგთა სასერტიფი-კაციო გამოცდების ჩაბარებას ხუნევის საჯარო სკოლის პედაგოგებს: ნინო გი-გიტაშვილს, ეკა ფანჯაკიძეს, ნადეჟდა კოროტკიხს, ნანული ჩადუნელს და ბორითის საჯარო სკოლის პედაგოგს შორენა ტაბატაძეს. ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას ცხოვრებაში.

გიორგი ლომიძე

ნადაბურის საჯარო სკოლის დი-რექტორის მოადგილეს გრიგოლ გელაშვილსა და ამავე სკოლის ინ-გლისური ენის მასწავლებელს ირმა ჩაჩანიძეს ვულოცავთ ოჯახის შექმ-ნას. ახალდაქორწინებულებს ვუსურ-ვებთ ბედნიერებას, მარადიულ სიყვა-რულს, შვილთა სიმრავლეს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

საბის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარს მამა პეტრეს (კურტანიძე) ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენს საიმედოდ.

დიდი სიყვარულითსაბის ეკლესიის მრევლი

ვულოცავთ დაბადების დღეს საყვარელ მეუღლეს, მამას და ბაბუას ბონდო დიმიტრის ძე ტაბატაძეს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველგვარ სიკეთეს.

მეუღლე, შვილები და შვილიშვილები

გაგა და ნატო, ემზარ და თამრი-კო, გენადი და ნაილი მაღრაძეებს ვულოცავთ შვილის, შვილიშვი-ლისა და შვილთაშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ილიას ულევ სიხარულს და ღვთის მფარველობას.

იამზე მაღრაძე ოჯახით

ნინო ბარბაქაძეს!ჩემო ნინო, შენ და შენს ოჯახს ვუ-

ლოცავ დიდ წარმატებას - ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატი-კის #199 საჯარო სკოლაში ჩარიცხვას. ვამაყობ, რომ ვიდექი შენს გვერდით, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი ამ გზაზე. დარწმუნებული ვარ, შენი სახელი და გვარი კიდევ ბევრჯერ გაბრწყინდება.

დოდო გელაშვილიპირველი მასწავლებელი

ჩვენს საყვარელ ძმისშვილებს, ზურა წასიძეს და მაგდა ანთაძეს მადლობას ვუხდით და ვულოცავთ ვაჟიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ოთარს გაზრდილიყოს ჯან-მრთელი, ბედნიერი. ამაყად ეტარე-ბინოს დიდი ბაბუის წმინდა სახელი.

მაყვალა და ირმა წასიძეები ოჯახებით

ყველასთვის საყვარელ ახალგაზ-რდას ირაკლი ბერაძეს ვულოცავთ ხიდრის ტერიტორიულ ერთეულში მთავარ სპეციალისტად დანიშვნას. ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას და უფლის წყალობას.

პატივისცემით: ნაზი შარიქაძე, მანანა ჭუმბაძე, ჟუჟუნა, ნათელა,

ზაირა ბერაძეები

პედაგოგებს - მარინა გელაშ-ვილს, ლინა ჩინჩალაძეს, ნესტან გელაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელლობას, დიდხანს სიცოცხლეს, ოჯახურ ბედნი-ერებას, აღეზარდოთ მრავალი თა-ობა. ღმერთი ფარავდეს მათ ოჯახებს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

ფარცხნალის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტს თინა შარი-ქაძეს, მის მეუღლეს ფრიდონი შა-რიქაძეს, ვულოცავთ შვილიშვილის ფრიდონ ზაზას ძე შარიქაძეს ევ-როპის ჩემპიონის წოდების მინიჭებას ძიუდოში 90 კგ. წონით კატეგორიაში.

ფრიდონ, გისურვებთ ჯანმრთე-ლობას, სიხარულს და წარმატებებს. ყოველთვის გესახელებინოს შენი სამ-შობლო. შენს სოფელს, ფარცხნალს კვლავ აღეზარდოს მრავალი ძიუდოის-ტი. ღმერთი იყოს შენი მფარველი.

ფარცხნალის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია:

ნიკოლოზ ბირკაძე, ავთანდილ თაბუკაშვილი, ნატო ხარაძე,

მარინა ბუაჩიძე, ზოია მაღრაძე, შორენა მაჩიტაძე

კახა და პლატონ ცხოვრებაძეების გახსენება

ვყიდი ოროთახიან ბი-ნას სოფელ დიდვაკეში, ხუთსართულიან კორპუს-ში, მე-2 სართულზე, ლო-ჯით.

ტელეფონი: 558 65-48-82. იკითხეთ თინიკო.

***

***

***

***

***

***

***

***

მინდა ჩემი საყვარელი გაზეთის საშუალებით ხარაგაულელებს ვუთხრა, რომ შენ ხარ ბედნიერი ქალბატონი, რადგან გვერდით გყავს ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე დავით მღებრიშვილის სახით.

გარკვეული წლების წინ ვმუ-შაობდი ხარაგაულის ცენტრალურ ბიბილიოთეკაში. მაია კიკნაძე იქ გავიცანი. ის არის ჩემი მეგობარი, ადამიანი, რომელსაც ენდობი. არის გაწონასწორებული პიროვ-ნება. მისგან კოლექტივის არც ერთ წევრს რაიმე გულსატკენი არ მოუსმენია.

სულ ახლახან მაიას ჯანმრთე-ლობის პრობლემა შეექმნა. ჩემო საყვარელო ხარაგაულელებო, დიდი მადლობა მაიკოს გვერდით დგომისათვის. ოპერაციის შემდეგ მისმა მეუღლემ არნახული ყურად-ღება გამოიჩინა მაიკოს მიმართ. ასეა დღესაც. ოჯახის უფროსი დიასახლისი, ქალბატონი თამა-რი, გაასმაგებული ძალისხმევით ტრიალებს ოჯახში. ასეთი ერთ-გულება და თანადგომა ოჯახებში, სამწუხაროდ, დღეს აღარ გვხვდე-ბა. მაიკოს დიდ ოჯახს უფლის მფარველობას ვუსურვებ.

ნაზი იაშვილი

ჩემო მაიკო!

26 ივლისს ხარაგაულის სა-ბავშვო ბიბლიოთეკაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. ღონისძი-ებაზე - „სტუმრად ზღაპრებთან“ მოწვეულნი იყვნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. პატარებს უმასპინძლა საბავშვო ბიბლი-ოთეკის გამგემ სოფო ლაცაბი-ძემ, რომელიც ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი გახლდათ და ბიბლიოთეკის წამყვანმა სპეცი-ალისტებმა ლიკა კალანდაძემ და ლალა ვეფხვაძემ. პატარებს ზღაპრების ქვეყნიდან ჩამოსულმა მეზღაპრე ბებომ (ლიკა კალან-დაძე) გუდით უამრავი ზღაპარი ჩამოუტანა და წაუკითხა. პატარები ძალიან გაახალისა მეზღაპრე ბე-ბომ. ბავშვებმა მალე თვითონაც გამოხატეს სურვილი, წაეკითხათ ლექსები, ემღერათ ბებოსთან ერთად. მათ დიდი ინტერესით მიადევნეს თვალი „კოკროჭინას“ თანამედროვე ვიდეოვერსიას. ბავშვებმა, რომლებიც ბიბლიოთე-კის აქტიური მკითხველები არიან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს წარუდგინეს „წითელქუდას“ ინ-ტერპრეტაცია.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელე-ბი შეგვპირდნენ, როგორც კი კით-ხვას ისწავლიან, ბიბლიოთეკას ხშირად ესტუმრებიან და ყველა ზღაპარს წაიკითხავენ.

-ძალიან მნიშვნელოვანია სა-ბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარე-ბული ეს ღონისძიება, - აღნიშნა კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, - ამ ასაკიდან უნდა შეიყვაროს ბავშვმა წიგნი, ზღაპარი, ბიბლიოთეკა. იმა-

ზე დიდი ბედნიერება არაფე-რია, როცა ბავშვი ურთიერთობს წიგნთან, ბიბლიოთეკასთან. მადლობა ბიბლიოთეკის თანამ-შრომლებს ასეთი კარგი ღონის-ძიებისთვის.

ბიბლიოთეკარი ლიკა კალან-დაძე კმაყოფილია პატარების აქტიურობით: -ეს ღონისძიება თანამშრომლებმა ერთობლივად დავგეგმეთ. პატარებთან ერთად ვიმოგზაურეთ ზღაპრების სამყა-როში, გავარჩიეთ კეთილი ბო-როტისაგან, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოცანების გამო-ცნობაში. ვუმღერეთ საქართვე-ლოს, სიყვარულს, მეგობრობას.

სოფო ლაცაბიძე: -ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბავშვებმა ადრიდანვე შეიყვარონ წიგნი, ბიბლიოთეკა და ეს გარემო მათთვის უცხო არ იყოს. უნდა შეიყვარონ კითხვა, რათა კარგ მამულიშვილებად აღიზარდონ. გვინდა მოვაწყოთ დარბაზი ასეთი ღონისძიებებისთვის, მოვიწვიოთ ზღაპრების ავტორები და ბავშ-ვებს გავაცნოთ თანამედროვე მეზღაპრეები. მადლობა ყველა მონაწილეს, სტუმრებს მობრძანე-ბისათვის, ბიბლიოთეკის დირექ-ტორს გაწეული დახმარებისა და ჩემს თანამშრომლებს აქტიური ჩართულობისათვის.

ღონისძიებაში მონაწილე ბავშ-ვები ელენე ჩიჩილიძე, მარიამ ნიშნიანიძე, თამთა კიკნაძე, ბექა ჯუღელი, ცოტნე კიკნაძე, ნინო კურტანიძე, სანდრო ჭიპაშვილი სიგელებით დააჯილდოვნენ.

თამთა გოგოლაძე

სტუმრად ზღაპრებთან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტუ-რიზმის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით სოფელ ზვარეში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კარვების ბანაკი მოეწყო. ბანაკში პირველი ნაკადი 12 აგვისტოს გაემგ-ზავრა. კარვების ბანაკი 18 აგვისტომდე გაგრძელდება.