ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... ·...

8
გზებისა და ხიდების მოწესრიგე- ბის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ხე-ტყის მოპოვებასთან, ელენერგიის სისტემის გაუმარ- თაობასთან, სამუშაო ადგილების არარსებობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები დააყენეს ხევის, ნადაბურის, ხუნევის, გედსამანიის, ლაშის, ბაზალეთის, ღორეშის, სა- ბის, სარგვეშის, ვერტყვიჭალის, ბორითის, ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობამ საქართველოს პარ- ლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრებზე. შეხვედ- რები 8 აგვისტოდან მიმდინარეობს. მაჟორიტარი ნოდარ ებანოიძე ამომ- რჩევლებს ანგარიშის ჩაბარებისა და მათი პრობლემების ახლოს გასაცნო- ბად ხვდება. წლებია, ყველა შეხვედრაზე სამე- დიცინო პუნქტის აღდგენას ითხოვს ნადაბურის მოსახლეობა. ხუნევის საექიმო ამბულატორია, რომელიც აქა- ურებს ემსახურება, ნადაბურიდან დიდი მანძილითაა დაშორებული და ამიტომ სამედიცინო მომსახურების დროულად და ეფექტურად მიღება ჭირს. ნადაბურელმა კობა გელაშვილმა დეპუტატთან შეხვედრაზე ბღვერიების უბნის ხიდის პრობლემა დააყენა. ეს ხიდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ- ლებთან - ლიჩი, გორიჯვარი, აკავში- რებს სოფელს. ნადაბურში ჩამომავალ მდინარე ძირულაზე საცალფეხო ბონდის ნაცვლად კაპიტალური ხიდის მშენებლობის საკითხი მოსახლეობამ გამგებლის ნადაბურში ყოფნის დრო- საც დააყენა. საცალფეხო ბონდი დეპუ- ტატმაც მოინახულა და ნადაბურელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამ საკითხის მოგვარება დაიწყება. ნადაბურელმა თამაზ ლომიძემ პარლამენტართან შეხვედრაზე ტრანს- პორტის სოფლის თავამდე მისვლის საჭიროებაზე ისაუბრა: „არცერთი ტრანსპორტი, გარდა ზესტაფონი-ნა- დაბურისა, არ ამოდის და ესეც იმი- ტომ დადის სოფლის თავამდე, რომ მძღოლი ცხოვრობს ამ უბანში.“ ამ საკითხზე დეპუტატმა განმარტა, რომ ტრანსპორტით მომსახურება კერძო სტრუქტურაა და ხელისუფლებას მხო- ლოდ თანადაფინანსების შემთხვევაში მიეცემა მძღოლისთვის მარშრუტის შეთანხმების შესაძლებლობა. „ჩვენ დაგიჭირეთ მხარი, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგ - ვეხმარო,“ - მიმართა ნადაბურელმა ევგენი გელაშვილმა დეპუტატს და სოფელში ელმონტიორის შტატის აუცილებლობაზე ისაუბრა: „რა გახდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ზამთარში, დიდთოვლობისას, სულ უპატრონოდ ვართ.“ მანია გელაშვილმა ნადაბურში გამრიცხველიანების დაჩქარების სურ- ვილი გამოთქვა. ბიჭიკო გელაშვილმა ძამულას უბანში მდებარე წმინდა თევ- დორე ტირონის სახელობის ეკლესიამ- დე მისასვლელი გზის მოწესრიგებაში თანადგომა ითხოვა. სოფლის რწმუ- ნებულმა გია შუბითიძემ ხევი-ნადა- ბურის საზღვარზე გზის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. ნადაბურის სკოლის დირექტორმა დოდო ხაჩიძემ სკოლის სპორტული მოედნის საფარის მოწესრიგებისა და ამავე მოედანზე არსებული საქვაბის ავარიული შენო- ბის დემონტაჟის საკითხები დააყენა. სკოლის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამაში ნადაბუ- რის სკოლაც არ ჩაერთო, ნადაბურში სკოლის გაუქმების საშიშროება შეიქმ- ნება, რადგან მშობლები ამჯობინებენ შვილები გადაიყვანონ მეზობელ სკოლაში, რომელსაც ტრანსპორტი ემ- სახურება. ნადაბურელებს ასევე სურთ მათ სოფელში საბავშვო ბაღის გახსნა. სოფელ ხუნევში ელექტრომომხ- მარებლების გამრიცხველიანების, ელექტროსისტემის გაუმართაობის, უმუშევრობის, სოციალური დახმარების დანიშვნისას სამართლიანობის დაცვის, ასაკით პენსიაზე გასვლისას შრომითი სტაჟის გათვალისწინების, ხუნევის სკოლის ადმინისტრაციულად გაყო- ფისა და ინვენტარით მომარაგების საკითხები დაისვა. სოფელ ხევში მცხოვრებმა ბონ- დო ტაბატაძემ წაბლის ხის ჭრასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა წამოჭრა დეპუტატთან - დაავადებუ- ლის ნაცვლად იჭრება საღი. ხევის მოსახლეობა ითხოვს მდინარეების დაცვას რესტორნების ნარჩენების დაბინძურებისაგან. ხეველი იმედა გრიგალაშვილი მოსახლეობისთვის მცირე ოდენობით სამასალე ხე-ტყის მოპოვების გამარტივებას ითხოვს. გედსამანიელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა გზა და სოფელში არსებული სალოცავების მოვლა-პატ- რონობა. „გედსამანიაში ორი უძლი- ერესი სალოცავია, - ამბობს გიორგი რიკაძე, - სოფლის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი მიხედვა.“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში იდენტური პრობ - ლემებია. ღორეშის მოსახლეობა, დანარჩენ სოფლებში დაყენებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული შენობის რემონტს და გადასახადების გადასახდელად აპარატის სოფელში შეტანაზე დახმარებას ითხოვს. ღო- რეშაში ასევე აქტუალურია საბავშვო ბაღის გახსნის საკითხი. უმძიმეს მდგომარეობაშია საბისა და სარგვეშის მოსახლეობა - უგზოობას უტრანსპორტობაც ემატება. გასული საუკუნის 90-იან წლებში სარგვეშის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავ- ლობდა, დღეისათვის კი მხოლოდ 34 მოსწავლეა. ულამაზეს სოფელ საბეში 20 წლის წინ 240 კომლი ცხოვრობდა. დღეს კი კომლთა რაოდენობა 40-მდეა შემცირებული. საბისა და სარგვეშის მო- სახლეობას 16-16 კილომეტრი აშორებს მუნიციპალიტეტის ცენტრს და ცენტ- რალურ საავტომობილო მაგისტრალს. კვირაში ორჯერ მოძრაობს ავტობუსი საბე-ხარაგაულისა და საბე-ზესტაფონის მიმართულებით. მათთვის მგზავრობა ძვირია და საბიდან ზესტაფონამდე და უკან 8 ლარი ღირს. საბეს, სარგვეშს, ბაზალეთს, მიროწმინდას, უბისასა და ღორეშას ახალ სიცოცხლეს შესძენს ხარაგაული-ბაზალეთი-სარგვეში-ღორე- შა-უბისის გზის მშენებლობა, რის გადა- წყვეტაზეც ამ ბოლო ხანს ადგილობრივი ხე- „რეალობა მძიმეა, კიდევ უფრო დამძიმებული ხარაგაულისთვის” მე-6 გვ. 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ცხადდება გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური. გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი; 6 თვით - 10 ლარი; ერთი წლით - 20 ლარი. გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და ყოველ პარასკევს მიიღეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაცია. დაგვიკავშირდით გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ტელეფონებით: 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული” 30 აგვისტო, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 31 (554) www.chkh.org საბავშვო ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად მზადაა ხარაგაულში კინოთეატრის განახლებული შენობა საახალწლოდ უნდა გაიხსნას საკრებულოს სხდომა „ნაციონალური” პროტესტის თანხლებით ხარაგაულის საზოგადოება არ უნდა მოიქცეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წელს განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა ექიმი თამარ ებანოიძე რუბრიკაში „ფესვები” ხევში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების კურსი ჩატარდა განცხადებები 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 7 გვ. 8 გვ. 8 გვ. 105 ხარაგაულელი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 2 გვ. დღეს ნომერშია

Transcript of ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... ·...

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ხე-ტყის მოპოვებასთან, ელენერგიის სისტემის გაუმარ-თაობასთან, სამუშაო ადგილების არარსებობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები დააყენეს ხევის, ნადაბურის, ხუნევის, გედსამანიის, ლაშის, ბაზალეთის, ღორეშის, სა-ბის, სარგვეშის, ვერტყვიჭალის, ბორითის, ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობამ საქართველოს პარ-ლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრებზე. შეხვედ-რები 8 აგვისტოდან მიმდინარეობს. მაჟორიტარი ნოდარ ებანოიძე ამომ-რჩევლებს ანგარიშის ჩაბარებისა და მათი პრობლემების ახლოს გასაცნო-ბად ხვდება.

წლებია, ყველა შეხვედრაზე სამე-დიცინო პუნქტის აღდგენას ითხოვს ნადაბურის მოსახლეობა. ხუნევის საექიმო ამბულატორია, რომელიც აქა-ურებს ემსახურება, ნადაბურიდან დიდი მანძილითაა დაშორებული და ამიტომ სამედიცინო მომსახურების დროულად და ეფექტურად მიღება ჭირს.

ნადაბურელმა კობა გელაშვილმა დეპუტატთან შეხვედრაზე ბღვერიების უბნის ხიდის პრობლემა დააყენა. ეს ხიდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ-ლებთან - ლიჩი, გორიჯვარი, აკავში-რებს სოფელს. ნადაბურში ჩამომავალ მდინარე ძირულაზე საცალფეხო ბონდის ნაცვლად კაპიტალური ხიდის მშენებლობის საკითხი მოსახლეობამ გამგებლის ნადაბურში ყოფნის დრო-საც დააყენა. საცალფეხო ბონდი დეპუ-ტატმაც მოინახულა და ნადაბურელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამ საკითხის მოგვარება დაიწყება.

ნადაბურელმა თამაზ ლომიძემ პარლამენტართან შეხვედრაზე ტრანს-პორტის სოფლის თავამდე მისვლის საჭიროებაზე ისაუბრა: „არცერთი ტრანსპორტი, გარდა ზესტაფონი-ნა-დაბურისა, არ ამოდის და ესეც იმი-ტომ დადის სოფლის თავამდე, რომ მძღოლი ცხოვრობს ამ უბანში.“ ამ საკითხზე დეპუტატმა განმარტა, რომ ტრანსპორტით მომსახურება კერძო სტრუქტურაა და ხელისუფლებას მხო-ლოდ თანადაფინანსების შემთხვევაში მიეცემა მძღოლისთვის მარშრუტის შეთანხმების შესაძლებლობა.

„ჩვენ დაგიჭირეთ მხარი, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგ-

ვეხმარო,“ - მიმართა ნადაბურელმა ევგენი გელაშვილმა დეპუტატს და სოფელში ელმონტიორის შტატის აუცილებლობაზე ისაუბრა: „რა გახდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ზამთარში, დიდთოვლობისას, სულ უპატრონოდ ვართ.“ მანია გელაშვილმა ნადაბურში გამრიცხველიანების დაჩქარების სურ-ვილი გამოთქვა. ბიჭიკო გელაშვილმა ძამულას უბანში მდებარე წმინდა თევ-დორე ტირონის სახელობის ეკლესიამ-დე მისასვლელი გზის მოწესრიგებაში თანადგომა ითხოვა. სოფლის რწმუ-ნებულმა გია შუბითიძემ ხევი-ნადა-ბურის საზღვარზე გზის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. ნადაბურის სკოლის დირექტორმა დოდო ხაჩიძემ სკოლის სპორტული მოედნის საფარის მოწესრიგებისა და ამავე მოედანზე არსებული საქვაბის ავარიული შენო-ბის დემონტაჟის საკითხები დააყენა. სკოლის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამაში ნადაბუ-რის სკოლაც არ ჩაერთო, ნადაბურში სკოლის გაუქმების საშიშროება შეიქმ-ნება, რადგან მშობლები ამჯობინებენ შვილები გადაიყვანონ მეზობელ სკოლაში, რომელსაც ტრანსპორტი ემ-სახურება. ნადაბურელებს ასევე სურთ მათ სოფელში საბავშვო ბაღის გახსნა.

სოფელ ხუნევში ელექტრომომხ-მარებლების გამრიცხველიანების, ელექტროსისტემის გაუმართაობის, უმუშევრობის, სოციალური დახმარების დანიშვნისას სამართლიანობის დაცვის, ასაკით პენსიაზე გასვლისას შრომითი სტაჟის გათვალისწინების, ხუნევის სკოლის ადმინისტრაციულად გაყო-ფისა და ინვენტარით მომარაგების საკითხები დაისვა.

სოფელ ხევში მცხოვრებმა ბონ-დო ტაბატაძემ წაბლის ხის ჭრასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა წამოჭრა დეპუტატთან - დაავადებუ-ლის ნაცვლად იჭრება საღი. ხევის მოსახლეობა ითხოვს მდინარეების დაცვას რესტორნების ნარჩენების დაბინძურებისაგან. ხეველი იმედა გრიგალაშვილი მოსახლეობისთვის მცირე ოდენობით სამასალე ხე-ტყის მოპოვების გამარტივებას ითხოვს.

გედსამანიელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა გზა და სოფელში არსებული სალოცავების მოვლა-პატ-რონობა. „გედსამანიაში ორი უძლი-ერესი სალოცავია, - ამბობს გიორგი რიკაძე, - სოფლის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი მიხედვა.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში იდენტური პრობ-ლემებია. ღორეშის მოსახლეობა,

დანარჩენ სოფლებში დაყენებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული შენობის რემონტს და გადასახადების გადასახდელად აპარატის სოფელში შეტანაზე დახმარებას ითხოვს. ღო-რეშაში ასევე აქტუალურია საბავშვო ბაღის გახსნის საკითხი.

უმძიმეს მდგომარეობაშია საბისა და სარგვეშის მოსახლეობა - უგზოობას უტრანსპორტობაც ემატება. გასული საუკუნის 90-იან წლებში სარგვეშის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავ-ლობდა, დღეისათვის კი მხოლოდ 34 მოსწავლეა. ულამაზეს სოფელ საბეში 20 წლის წინ 240 კომლი ცხოვრობდა. დღეს კი კომლთა რაოდენობა 40-მდეა შემცირებული. საბისა და სარგვეშის მო-სახლეობას 16-16 კილომეტრი აშორებს მუნიციპალიტეტის ცენტრს და ცენტ-რალურ საავტომობილო მაგისტრალს. კვირაში ორჯერ მოძრაობს ავტობუსი საბე-ხარაგაულისა და საბე-ზესტაფონის მიმართულებით. მათთვის მგზავრობა ძვირია და საბიდან ზესტაფონამდე და უკან 8 ლარი ღირს. საბეს, სარგვეშს, ბაზალეთს, მიროწმინდას, უბისასა და ღორეშას ახალ სიცოცხლეს შესძენს ხარაგაული-ბაზალეთი-სარგვეში-ღორე-შა-უბისის გზის მშენებლობა, რის გადა-წყვეტაზეც ამ ბოლო ხანს ადგილობრივი ხე-

„რეალობა მძიმეა, კიდევ უფრო დამძიმებული ხარაგაულისთვის”

მე-6 გვ.

2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ცხადდება გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური.

გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი; 6 თვით - 10 ლარი; ერთი წლით - 20 ლარი.

გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და ყოველ პარასკევს მიიღეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაცია.

დაგვიკავშირდით გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ტელეფონებით: 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული”

30 აგვისტო, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№31 (554)

www.chkh.org

საბავშვო ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად მზადაა

ხარაგაულში კინოთეატრის განახლებული შენობა საახალწლოდ უნდა გაიხსნას

საკრებულოს სხდომა „ნაციონალური” პროტესტის თანხლებით

ხარაგაულის საზოგადოება არ უნდა მოიქცეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ

წელს განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა

ექიმი თამარ ებანოიძე რუბრიკაში „ფესვები”

ხევში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების კურსი ჩატარდა

განცხადებები

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

7 გვ.

8 გვ.

8 გვ.

105 ხარაგაულელი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

2 xtvb [fhfufekb 30 აგვისტო, 2013 წ.

1. აბაშიძე გიორგი - ილიას სახელმ-წიფო უნივერსიტეტი; ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე); ხარაგა-ულის №2 საჯარო სკოლა; 50% გრანტი;

2. აბაშიძე ოთარ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საგზაო ინ-ჟინერია მოდულები: რკინიგზა, ხიდები; სატრანსპორტო გვირაბები; საავტომო-ბილო გზები და აეროდრომები; საგზაო ინფრასტრუქტურა); ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

3. აბულაძე მზია - ივანე ჯავახიშვი-ლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ფილოლოგია); ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა; 50% გრანტი;

4. ალხაზიშვილი ნანა - საქართ-ველოს უნივერსიტეტი (არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია); ზვარეს საჯარო სკოლა;

5. ბარბაქაძე ნუნუკა - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსი-ტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა); ბორითის საჯარო სკოლა;

6. ბერაძე თინათინ - ქუთაისის უნივერსიტეტი (ეკონომიკა); ხიდრის საჯარო სკოლა;

7. ბერაძე ლაშა - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება); ხარაგაულის რესურს-ცენტრი;

8. ბირკაძე გივი - ილიას სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი); ხარაგაულის რესურსცენტრი;

9. ბოგვერაძე თემურ - ილიას სა-ხელმწიფო უნივერსიტეტი (სამართლის სკოლა - სამართალი); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 50 %-იანი გრანტი;

10. ბუხნიკაშვილი გიგა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (მე-ნეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის გიმნაზია;

11. გამრეკელაშვილი გვანცა - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა); კიცხის საჯარო სკოლა;

12. გლუნჩაძე ზურა - საქარ-თველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა); ხარაგაულის რესურსცენტრი;

13. გოგნაძე ბექა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სამთო და გე-ოინჟინერია); მოლითის საჯარო სკოლა;

14. გოგოლაძე გაგა - საქართვე-ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მშენებ-ლობა); ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; 50 %-იანი გრანტი;

15. გოგოლაძე გიორგი - საქართ-ველოს აგრარული უნივერსიტეტი (ბიზ-ნესის ადმინისტრირება); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

16. გოგოლაძე გურამ - საქართ-ველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) (სამართალმ-ცოდნეობა); ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

17. გოგსაძე თამარ - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნი-ვერსიტეტი (სდასუ) (სამართალმცოდნე-ობა); ვარძიის საჯარო სკოლა;

18. გოლუბიანი ანა - ივანე ჯა-ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ფილოლოგია); ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა; 50 %-იანი გრანტი;

19. გრიგალაშვილი გიორგი - სა-ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

20. გრიგალაშვილი სალომე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დაწყებითი განათლება); ხარაგაულის რესურსცენტრი;

21. დავაძე იოსებ - საქართველოს

ტექნიკური უნივერსიტეტი (მშენებლობა); ხარაგაულის რესურსცენტრი;

22. დეკანოსიძე რევაზ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართა-ლი); ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა; 100 %-იანი გრანტი;

23. ვეფხვაძე ანა - ილიას სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე); ხარაგა-ულის რესურსცენტრი;

24. თხელიძე მირზა - ილიას სახელ-მწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე); ხარაგა-ულის №2 საჯარო სკოლა;

25. კვინიკაძე ნატო - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი (ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა); მოლითის საჯარო სკოლა;

26. კვირიკაშვილი ალექსანდრე -

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტი); ვარძიის საჯარო სკოლა;

27. კიკნაძე ბაჩუკი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა); მოლითის საჯარო სკოლა;

28. კიკნაძე თამთა -ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გეოგრაფია); ვახანის საჯარო სკოლა;

29. კიკნაძე ლევან - ივანე ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა); ხარა-გაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 50 %-იანი გრანტი;

30. კიკნაძე ლევანი - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნი-ვერსიტეტი (სდასუ) (სამართალმცოდ-ნეობა); ხარაგაულის რესურსცენტრი;

31. კოპაძე შალვა - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (საერთაშო-რისო ეკონომიკური ურთიერთობები); ხარაგაულის რესურსცენტრი;

32. კურტანიძე თინათინ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჰუმანიტა-რული მეცნიერებები: ქართული ფილო-ლოგია); ბორითის საჯარო სკოლა;

33. კურტანიძე ლაშა - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება); ხარაგაულის რესურს-ცენტრი;

34. ლაბაძე გვანცა - ივანე ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (დაწყებითი განათ-ლება); ხარაგაულის რესურსცენტრი;

35. ლომიძე ამირან - თბილისის ჰუმა-ნიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (სა-მართალი); ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

36. ლომიძე ტრისტან - საქარ-თველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

37. ლომიძე შოთა - გრიგოლ რო-ბაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები); ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა;

38. ლომიძე შოთა - ივანე ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტი - ა)კომპიუტერული მეცნიერება; ბ) გამოყენებითი ბიომეცნი-ერებები და ბიოტექნოლოგია; გ) გეოგ-რაფია; დ) გეოლოგია; ე) ელექტრონიკა); ვ) ეკოლოგია); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 50 %-იანი გრანტი;

39. ლომიძე ჯონი - დავით აღმა-შენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (ქ. გორი) (საერთო საჯარისო მართვა); ვერტყვიჭა-ლის საჯარო სკოლა;

40. ლურსმანაშვილი თინათინ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

(ინგლისური ფილოლოგია); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელო-ბის გიმნაზია;

41. ლურსმანაშვილი ქეთინო - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიოლოგია); ვერტყვიჭა-ლის საჯარო სკოლა;

42. მაისურაძე ხატია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (მე-ნეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე); ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

43. მაღლაკელიძე ინა - საქართ-ველოს უნივერსიტეტი (ხელოვნებათმ-ცოდნეობა; ინგლისური ფილოლოგია); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის გიმნაზია;

44. მაღლაფერიძე ჯემალ - თბი-ლისის თავისუფალი უნივერსიტეტი (ბიზ-ნესის ადმინისტრირება); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 100 %-იანი გრანტი;

45. მაღრაძე ეთერ - ილიას სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი); მარელისის საჯარო სკოლა;

46. მაღრაძე ელიაზარ - საქართვე-ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია); მარელისის საჯარო სკოლა;

47. მაჩაიძე ია - ქუთაისის აკაკი

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დაწყებითი განათლება); ბორითის სა-ჯარო სკოლა;

48. მაჩანოვი ქრისტინა - საქარ-თველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია); ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

49. მაჭავარიანი დავით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ა) საზოგა-დოებრივი გეოგრაფია; ბ) სოციოლოგია; გ) სოციალური მუშაობა; დ) ფსიქოლო-გია; ე) პოლიტიკის მეცნიერება; ხარა-გაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 70 %-იანი გრანტი;

50. მაჭარაშვილი ვალერ - სა-ქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (ფინანსები, მენეჯმენტი); ბორითის საჯარო სკოლა;

51. მესხი ანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტი (ეკონომიკა); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 50 %-იანი გრანტი;

52. მჭედლიძე ნინო - საქართვე-ლოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) (სამართალმ-ცოდნეობა); მოლითის საჯარო სკოლა;

53. ნიქაბაძე დიმიტრი - ივანე ჯავა-ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა); ბორის საჯარო სკოლა; 50 %-იანი გრანტი;

54. პავლაძე ილია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მშენებლობა); კიცხის საჯარო სკოლა;

55. სამხარაძე დიმიტრი - უმაღ-ლესი სასწავლებელი ჯორჯია (ბიზნე-სის ადმინისტრირება); წყალაფორეთის საჯარო სკოლა;

56. სარალიძე თამარ - საქართ-ველოს ეროვნული უნივერსიტეტი (ტუ-რიზმი); ხარაგაულის რესურსცენტრი;

57. სებისკვერაძე ზურაბი - თბი-ლისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (ფინანსები და საბანკო საქმე); ბორითის საჯარო სკოლა;

58. სხილაძე ირაკლი - საქართვე-ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია); ბორის საჯარო სკოლა;

59. ტაბატაძე ბექა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მშენებლობა); ხარაგაულის რესურსცენტრი;

60. ტაბატაძე ლევან - საქართვე-ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მშენებ-ლობა); ხევის საჯარო სკოლა;

61. ტაბატაძე მარიამი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსი-ტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა); ბორითის საჯარო სკოლა;

62. ტაბატაძე ცოტნე - ივანე ჯავა-ხიშვილის სახელობის თბილისის სახელ-

მწიფო უნივერსიტეტი - ა) საზოგადოებ-რივი გეოგრაფია; ბ) სოციოლოგია; გ) სოციალური მუშაობა; დ) ფსიქოლოგია; ე) პოლიტიკის მეცნიერება); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელო-ბის გიმნაზია; 70 %-იანი გრანტი;

63. ტალახაძე თამარ - საქართ-ველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) (სამართალმ-ცოდნეობა); მოლითის საჯარო სკოლა;

64. ფანქველაშვილი მარიამ - სა-ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (არქიტექტურა); ზვარეს საჯარო სკოლა;

65. ფოფხაძე თეონა - ილიას სახელ-მწიფო უნივერსიტეტი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი); კიცხის საჯარო სკოლა;

66. ქალიაშვილი თამარ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მეცნიერე-ბათა და ხელოვნების ფაკულტეტი); ვახა-ნის საჯარო სკოლა; 50 %-იანი გრანტი;

67. ქოჩიაშვილი სოფიკო - ქუ-თაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გამოყენებითი ბიომეც-ნიერებები (ბიოტექნოლოგიები); ხარა-გაულის რესურსცენტრი;

68. ღამბაშიძე ხატია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფარმაცია); წიფის საჯარო სკოლა;

69. ღვალაძე გიორგი - დავით აღ-მაშენებლის სახელობის საქართველოს

ეროვნული თავდაცვის აკადემია (ქ. გორი) (საერთო საჯარისო მართვა); ბორითის საჯარო სკოლა;

70. ღონღაძე ლაური - ივანე ჯა-ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ა) საზოგა-დოებრივი გეოგრაფია; ბ) სოციოლოგია; გ) სოციალური მუშაობა; დ) ფსიქოლო-გია; ე) პოლიტიკის მეცნიერება); ვახანის საჯარო სკოლა;

71. ღონღაძე ლაშა - გორის სახელ-მწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (სპორ-ტი); ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა;

72. ყურავა გიორგი - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (სამართალმ-ცოდნეობა); ბორითის საჯარო სკოლა;

73. შავიძე ანანო - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნი-ვერსიტეტი (სდასუ) (სამართალმცოდნე-ობა); ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

74. შავიძე გიორგი - ივანე ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმწი-ფო უნივერსიტეტი (სამართალი); ლაშის საჯარო სკოლა; 70 %-იანი გრანტი;

75. შავიძე გიორგი - ივანე ჯა-ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ა) კომპი-უტერული მეცნიერება; ბ) გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია; გ) გეოგრაფია; დ) გეოლოგია; ე) ელექტ-რონიკა); ვ) ეკოლოგია); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, 50 %-იანი გრანტი;

76. შარიქაძე მარიამ - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი (ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა); ხარაგაულის რესურსცენტრი;

77. შარიქაძე ნიკოლოზ - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერ-სიტეტი (არქეოლოგია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

78. შარიქაძე საბა - ივანე ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმწი-ფო უნივერსიტეტი (სამართალი); ხარა-გაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, 70 %-იანი გრანტი;

79. ჩადუნელი ლანა - ილიას სა-ხელმწიფო უნივერსიტეტი (ჰუმანიტა-რული მეცნიერებები: ისტორია); ვერტყ-ვიჭალის საჯარო სკოლა;

80. ჩიკვაიძე დიმიტრი - საქარ-თველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

81. ჩიტაძე თამთა - სოხუმის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტი (ფარმაცია); წიფის საჯარო სკოლა;

82. ციცქიშვილი ირაკლი - სა-ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სამთო და გეოინჟინერია); ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

83. ცხადაძე ნათია - სასწავლო

უნივერსიტეტი „გეომედი” (ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი); ხარაგაულის რესურსცენტრი;

84. ძიძიგური გიორგი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის გიმნაზია;

85. წიქარიშვილი სოფიკო - სა-ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობა); ბორითის საჯა-რო სკოლა;

86. ჭანკოტაძე სოფიკო - ქუთა-ისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ტურიზმი); საღანძილის საჯარო სკოლა;

87. ჭიპაშვილი ანი - ივანე ჯა-ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ფილოლოგია); ხარაგაულის წმ. ანდ-რია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

88. ჭიპაშვილი გიორგი - საქართ-ველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მშე-ნებლობა); ხარაგაულის წმ. ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

89. ჭიპაშვილი დავით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (მე-ნეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის გიმნაზია;

90. ჭიპაშვილი დავით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომი-კა); ხარაგაულის წმ. ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის გიმნაზია; 50 %-იანი გრანტი;

91. ჭიპაშვილი დიანა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (სტო-მატოლოგია); ხარაგაულის რესურს-ცენტრი;

92. ჭიპაშვილი ნიკოლოზ - სა-ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ტრანსპორტი); ხარაგაულის წმ. ანდ-რია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

93. ჭუბაბრია ლანა - ქუთაისის აკა-კი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტე-ტი (გამოყენებითი დიზაინი); ხარაგაულის რესურსცენტრი;

94. ჭყოიძე თათია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

95. ჭყოიძე ხვიჩა - სოხუმის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტი (ისტორია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

96. ხაჩიძე მაია - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა); ხევის საჯარო სკოლა;

97. ხაჩიძე მარიკა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მათემატიკა); ხევის საჯარო სკოლა;

98. ხელიძე ზურაბ - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი; ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი; ტურიზმი); ბორის საჯარო სკოლა;

99. ხეცაძე თინათინ - ქუთაისის აკა-კი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტე-ტი (დაწყებითი განათლება); ხარაგაულის რესურსცენტრი;

100. ხიჯაკაძე გიორგი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება (ტუ-რიზმი); ხარაგაულის რესურსცენტრი;

101. ხიჯაკაძე ზურიკო - საქარ-თველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია); ხარაგაულის რესურსცენტრი;

102. ხიჯაკაძე ლიკა - ივანე ჯა-ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ფილოლოგია); კიცხის საჯარო სკოლა;

103. ხიჯაკაძე სოფიკო - საქართ-ველოს უნივერსიტეტი (სამართალმცოდ-ნეობა); ვარძიის საჯარო სკოლა;

104. ჯანიაშვილი ლია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ა) საზოგა-დოებრივი გეოგრაფია; ბ) სოციოლოგია; გ) სოციალური მუშაობა; დ) ფსიქოლო-გია; ე) პოლიტიკის მეცნიერება); ხარა-გაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; 50 %-იანი გრანტი;

105. ჯოგლიძე ასმათ - საქართ-ველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სამ-რეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია); ზვარეს საჯარო სკოლა.

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 41 936 აბიტურიენტიდან 28 401 სტუდენტი გახდა.

მათგან 105 ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდანაა. ვულოცავთ პირველკურსელებს, მათ მასწავლებლებს, მშობლებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებულ წარმატებას და პირველკურსელებს ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ.

გთავაზობთ ინფორმაციას ხარაგაულელი პირველკურსელების შესახებ.

გილოცავთ სტუდენტობას!

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

3xtvb [fhfufekb30 აგვისტო, 2013 წ.

ახალი სასწავლო წლისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკო-ლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანებაში ბევრი სასიამოვნო სიახ-ლეა. გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ზუმბაძის, ინფორმაციით ბევრი რამ გაკეთდა ამ გაერთი-ანების ბაღებში და ამაში 9 სექტემ-ბერს მოსული მშობლებიც დარ-წმუნდებიან. „საბავშვო ბაღების

გამგეებთან ერთად განვიხილეთ თითოეული ბაღის პრობლემები და შეძლებისდაგვარად მოვაგვა-რეთ, - ამბობს ქეთევან ზუმბაძე, - ინფრასტრუქტურის მოწესრიგე-ბისა და ინვენტარით მომარაგების თვალსაზრისით ყველა პრობლე-მა მოგვარებულია, მაგრამ სოფ-ლის ყველა საბავშვო ბაღში არ გვყავს მუსიკის მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ამ

პრობლემის მოსაგვარებლად აქ-ტიურად ვმუშაობთ.

წელს ბავშვთა კონტინგენ-ტის ზრდის გამო გავხსენით ორი დამატებითი ჯგუფი - 4-5 და 5-6 წლიანების. შარშან ამ ჯგუფებში ძალიან ბევრი აღსაზრდელი იყო, ახლა თითოეულ ჯგუფში 25-25 ბავშვი იქნება. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ამოგვეწურა ფარ-თის რესურსი. ახალგახსნილი ჯგუ-ფებისათვის შევიძინეთ ინვენტარი და საჭირო ნივთები. 3-4 წლიანთა ჯგუფში დარეგისტრირებულია 37 ბავშვი. ფართის უქონლობის გამო ვერ ვყოფ ამ ჯგუფს და ვცდილობ ბავშვები მშობლებთან შეთანხმე-ბით გადავანაწილო ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში.

ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღ-ში მოწესრიგდა საძინებელი ოთა-ხები, შევიძინეთ გაზქურა, სათამა-შოები, ჭურჭელი და სხვა საჭირო ინვენტარი.

ვახანში, ვარძიასა და ლეღვან-ში იხსნება ახალი საბავშვო ბაღე-ბი, რომლებიც ფუნქციონირებას 2014 წლის მარტიდან დაიწყებენ. თითოეულ ამ საბავშვო ბაღში და-რეგისტრირებულია 30-35 ბავშვი. 2011 წელს გაერთიანების საბავშ-ვო ბაღებში სულ ორასამდე აღ-საზრდელი ირიცხებოდა, ახლა კი დარეგისტრირებულია 370 ბავშვი.”

ქეთევან ზუმბაძის თქმით, სა-სურველია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს ზვარის საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ზვა-რის საბავშვო ბაღი შემოუერთ-დეს გაერთიანებას.

სოფელ კიცხში გვქონდა ძა-ლიან ძველი შენობა და ბავშვთა კონტინგენტის მატების გამო აუცი-ლებელი გახდა საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენება.

მოლითის საბავშვო ბაღი გა-რემონტდა და დაემატა ოთახები. შარშან ბავშვები საძინებელ ოთახ-ში თამაშობდნენ, ახლა კი ცალ-ცალკე იქნება საძინებელი, სათამა-შო და სასადილო ოთახები.

ხუნევის საბავშვო ბაღს ჩა-უტარდა კოსმეტიკური რემონტი და გავაკეთეთ კაპიტალური სა-პირფარეშო.

2012-2013 სასწავლო წლის ბოლოს, დახელოვნების ინს-ტიტუტის მხარდაჭერით, ჩაგ-ვიტარდა ტრენინგი და გვყავს სერთიფიცირებული პედაგოგები. ხარაგაულში ტრენერების მოწვე-ვა 2013 წლის ბიუჯეტში თანხის საკმარისად გათვალისწინებით შევძელით. მეამაყება, რომ ახა-ლი სასწავლო წლიდან აღსაზრ-დელებთან იმუშავებენ სერთიფი-

ცირებული პედაგოგები.გამკაცრდება რეაგირება დაგ-

ვიანებებსა და გაცდენებზე. გაუქმ-და კვების გადასახადი. შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფები საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა უმიზე-ზო გაცდენების გამოსარიცხად. დილის 8:30 - 9:30 საათამდე მივიღებთ აღსაზრდელებს. ამის შემდეგ ჩაიკეტება კარები და დაგ-ვიანებული ბავშვები ბაღში არ მიიღებიან. გაფორმდება ახალი კონტრაქტები მშობლებთან და ასევე შეიქმნება ბავშვების სარე-გისტრაციო ბარათი, სადაც და-რეგისტრირდება მშობლები და ყველა ის პირი, ვინც ბავშვს გამო-იყვანს ბაღიდან. ყველა ამ სიახ-ლეს ჩვენ მშობლებს გავაცნობთ სასწავლო წლის დაწყებისთანავე მშობელთა კრებაზე.

რაც შეეხება სასწავლო პროგ-რამას, ჩვენ უკვე 2 წელია ახალი პროგრამით ვმუშაობთ და სწო-რედ ამ პროგრამის დახვეწას გულისხმობდა ზემოთხსენებული ტრენინგი. განახლებულ გარემო-ში მეტი ხალისით შეუდგებიან ჩვე-ნი აღსაზრდელები მეცადინეობას და მზადებას სკოლისთვის, - დას-ძინა ქეთევან ზუმბაძემ.

თამთა გოგოლაძეფოტოზე: მეცადინეობა ხარა-

გაულის #1 საბავშვო ბაღში

ხარაგაულის საბავშვო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა

ხარაგაულში საზაფხულო კულ-ტურულმა ღონისძიებებმა ღია ცის ქვეშ ჩაიარა... უკვე რამდენიმე თვეა, კინოთეატრის შენობაში სარეკონს-ტრუქციო სამუშაოები მიმდინა-რეობს. კულტურულმა ღონისძი-ებებმა ზაფხულში ღია ესტრადაზე გადაინაცვლა. ხარაგაულში დიდი ინტერესით ელოდებიან განახლე-ბული კინოთეატრის გახსნას. სს „იბერია 21“ - ის სამუშაოთა მწარ-მოებლის ავთანდილ კახიძის ინ-ფორმაციით „კინოთეატრის შენობის რეკონსტრუქცია გასული წლის 23 ნოემბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე შესრულდა სადემონტაჟო სამუშაო-ები. შიდა კედლებიდან ჩამოიხსნა საფარი - დაზიანებული ბათქაში და ნალესი, მოიხსნა ჭერი, აიყარა იატაკი, მოხდა სცენის დემონტაჟი. პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოები გასული წლის დეკემბ-რში დასრულდა. ამ სამუშაოებზე 29 986 ლარი იყო გამოყოფილი. იანვარში დაიწყო მეორე ეტაპის სამუშაოები, რისთვისაც 82 810 ლარი გამოიყო. მშენებლობის მე-ორე ეტაპზე კინოთეატრის შენობაზე მოშენდა საგრიმიორო ოთახები და სარეპეტიციო დარბაზი, ასევე სვე-ლი წერტილები. დაიგო მეტლახის იატაკი, გაიკრა კაფელი. შენობაში გამოიყო ფართი საქვაბისათვის. დარბაზს მუდმივად ექნება გათბო-ბა და ვენტილაცია. დარჩენილია მცირე სამუშაოები, რომლებიც ამ დღეებში დასრულდება,“ - ამბობს ავთანდილ კახიძე.

ხარაგაულის კინოთეატრში მე-სამე ეტაპის სამუშაოების შესასრუ-ლებლად 27 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებული მშენებელი ორგანი-ზაცია გამოვლინდება. ამ ტენდერში მონაწილეობს სს „იბერია 21“, რო-მელიც დღემდე აწარმოებს კინო-თეატრში სამშენებლო სამუშაოებს. მესამე ეტაპი შიდა სამუშაოების დას-რულებას გულისხმობს - ჩატარდება კოსმეტიკური ხასიათის სამუშაოები, კედლები შეიკვრება გიბსოკარდო-ნით. დამონტაჟდება მბრუნავი სცე-ნა, შეიცვლება სახურავი, მოხდება ფასადის რეკონსტრუქცია.

მესამე ეტაპის სამუშაოები, ტენ-დერის ვადების თანახმად, ნოემბ-რის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ,,ძალიან მოკლე ვადაა, სერიოზუ-ლი სამუშაოებია შესასრულებელი, - ამბობს ავთანდილ კახიძე, -თუმცა, ვადებში დამთავრება შეიძლება. ამისთვის დღე და ღამე მუშაობა იქნება საჭირო. ამინდზეც ბევრი რა-მაა დამოკიდებული. საკრებულოს სურს, კინოთეატრი წინასაახალწ-ლოდ გაიხსნას.“ კინოთეატრის გახსნას დიდი ინტერესით ელოდება ხარაგაულის საზოგადოება.

ირინე ჩხეიძე (კულტურის სამ-სახურის უფროსი): -მოუთმენლად ველოდები კინოთეატრის რეკონსტ-რუქციის დამთავრებას. ხარაგაულ-ში, პრაქტიკულად, ეს ერთადერთი დარბაზია, სადაც შეიძლება ღო-ნისძიებების ჩატარება, სპექტაკლის ჩვენება. დღემდე ხარაგაულის სა-ხალხო თეატრს სამუშაო პირობები

არ ჰქონია. საერთოდ, კარგი იქნება თუ სამომავლოდ თეატრს ცალკე შენობა ექნება და დამოუკიდებლად შეძლებს მუშაობას. კინოთეატრის შენობა არასოდეს შეესაბამებოდა იმ ფუნქციებს, რაც თეატრს აკისრია. ჩემი ბავშვობის მოგონებები მთლი-ანად დაკავშირებულია ხარაგაულის კულტურის სახლთან, რომელიც დღეს აღარ გვაქვს. ვფიქრობ, რე-კონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ბევრად მეტ შესაძლებლობებს მოგ-ვცემს, ჩვენი სპექტაკლები უფრო კარგად წარმოვადგინოთ. გვექნება მბრუნავი სცენა, გათბობა, რაც ასე მნიშვნელოვანია. გაუმჯობესდება აკუსტიკა, ტექნიკურად მოწესრიგ-დება შიდა გარემო. ეს ყველაფერი აუცილებელია ნორმალური მუშა-ობისათვის.

სალომე ალავიძე, მოსწავლე: -ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კი-ნოთეატრი, ბოლოს და ბოლოს, გარემონტდება. იმედი მაქვს, კი-ნოთეატრის შენობა გახსნის დღეს ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებს. ხარაგაულის მოსახლეობა კმა-ყოფილი იქნება უფრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში რომ ჩატარდება ღონისძიებები. იმე-დია, სხვა შენობებსაც მიხედავენ, მაგალითად, კულტურის ცენტრს და სხვა მნიშვნელობის შენობებს. გასულ წელს ბევრი საახალწლო ღონისძიება გადაიდო საკონცერტო დარბაზის უქონლობის გამო. იმე-დია, წელს ასე აღარ იქნება.

გოგი კვირიკაშვილი (კულტურის

ცენტრის ოპერატორი): -ძალიან მინდა სარეკონსტრუქციო სამუშა-ოები საახალწლოდ დამთავრდეს. მთელი ზაფხულის განმავლობაში გვიკავშირდებოდნენ სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები და ხარა-გაულში კონცერტის ჩატარების სურ-ვილს გამოთქვამდნენ. ესტრადაზე ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება, მაგრამ ძალიან შრომატევადია აპა-რატურის ატანა, გამართვა, შემდეგ უკან წამოღება. ტექნიკისთვისაც არ არის სასურველი წინ და უკან ტარე-ბა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი კინოთეატრით ხარაგაულელ ახალგაზრდებს გავახარებთ. ხარა-გაულელი საზოგადოება შეჩვეულია ახალ-ახალ ღონისძიებებს, ახალ სპექტაკლებს. ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ჩვენი შე-

მოქმედებითი ძალებით გავაკეთოთ საინტერესო და კარგი ღონისძიებე-ბი. ხარაგაული მიჩვეულია კულტუ-რულად საინტერესო ცხოვრებას, ჩვენთან ამის პოტენციალი არის.

კინოთეატრის შენობა ხარა-გაულში 1959 წელს აშენდა. იმ პე-რიოდში აქ აქტიურად ტარდებოდა კინოსეანსები. კინოთეატრს სხვა-დასხვა დროს მცირე კოსმეტიკური რემონტი რამდენჯერმე ჩაუტარდა. წლების შემდეგ ეს პირველი სერი-ოზული რეკონსტრუქციაა, რომლის შემდეგაც, იმედი გვაქვს, რომ კინო-თეატრი შემოქმედებითად საინტე-რესო, ახალ ცხოვრებას დაიწყებს.

ინგა ბერაძე

ფოტოზე: რემონტდება ახლად-მიშენებული სარეპეტიციო დარბაზი

ხარაგაულში კინოთეატრის განახლებული შენობა საახალწლოდ უნდა გაიხსნას

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

4 xtvb [fhfufekb 30 აგვისტო, 2013 წ.

საკრებულოს საფინანსო-საბი-უჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ბაჩუკი გორგაძის მიერ დეპუტატე-ბისთვის წარდგენილი ცვლილების თანახმად, ხელფასები უნდა მომა-ტებოდათ საკრებულოს წევრ თანამ-დებობის პირებს, ხოლო დანარჩენ დეპუტატებს - უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებუ-ლი ხარჯები. „დეპუტატების უფლე-ბამოსილების განხორციელებისთვის ვამატებთ თითოეულზე 50 ლარს და მათი ანაზღაურება გახდება თვეში 400 ლარი. უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი (150 ლარი) მოეხსნება საკრებულოს თავმჯდომა-რეს, მის მოადგილეს, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს, მაგრამ ისინი მიიღებენ პრეზიდენ-ტის ბრძანებულებით დაწესებული ხელფასის ზედა ზღვარს,“ - მიმართა საკრებულოს წევრებს დეპუტატმა. ამ ცვლილების მიხედვით, კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურება 1 300 ლარი გახდებოდა (ნაცვლად 1 000 ლარისა), საკრებულოს თავმჯდო-მარის მოადგილის - 1 700 ლარი (ნაცვლად 1 200 ლარისა), ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის - 2 650 ლარი (ნაცვლად 2 360 ლარისა).

საკრებულოს სხდომაზე დეპუ-ტატმა რომან შერგელაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს წევ-რებისთვის ანაზღაურების მომატების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება - ხარაგაული“ და მისი თავ-მჯდომარე იური ლურსმანაშვილი გახლდათ. რომან შერგელაშვილის თქმით, ხელფასებისა და ხარჯების მატებას „სულ რაღაც 10 ათასი ლარი სჭირდება.“ მან განაცხადა, რომ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირე-ბული ხარჯების ანაზღაურების წესი მთავრობამ დაამტკიცა, ხოლო პრე-ზიდენტის ბრძანებულება საკრებუ-ლოს თანამდებობის პირებს აძლევს უფლებას, ხელფასი მოიმატონ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ხა-რაგაულის“ წევრმა რუსუდან გურ-გენიძემ საკრებულოს სხდომაზე აღ-ნიშნა, რომ არ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარის ინიციატივას. „მოვი-ძიე დეპუტატების სხდომებზე დასწ-რების აღრიცხვა. მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა, - ან იმ 350 ლარს რისთვის იღებენ. ყოველდღე დავ-დივარ საკრებულოში და ფრაქციის თავმჯდომარეებს აქ თითქმის ვერ

ვხედავ. სამი წლის მანძილზე საკ-რებულოს არც ერთი პროგრამა არ განუხორციელებია და რატომ უნდა მოვიმატოთ ხელფასი,“ - განაცხადა რუსუდან გურგენიძემ. მისივე თქმით, არასაკმარისია თანხა სტიქიით დაზა-რალებულებზე, სოციალურ პაკეტზე, შეჩერდა ეკლესიის მშენებლობა. ამიტომ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუჭერს მხარს დეპუტატებისთ-ვის ხელფასების მომატებას.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟო-რიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე დაინტერესდა, რა არის დეპუტა-ტებისთვის ანაზღაურების გაზრდის არგუმენტი. „მე, როგორც მოქალაქე, გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას - საკ-რებულოს თავმჯდომარეს, მის მოად-გილეს, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებს არც აქამდე გქონ-დათ უფლება, მიგეღოთ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელები-სათვის ხარჯები, რადგან თქვენ იღებთ ხელფასს. ეს არის ძალიან უცნაური, ამაზრზენი რამ. 350 ლარს იღებთ საკრებულოს დანარჩენი წევრები. ამ თანხის გაცემის საბუთი უნდა იდოს აქ. ხარჯი იცემა ხელფასის სახით, რადგან ამბობთ, რომ მგზავრობის ბილეთის მოტანა შეუძლებელია. ხელფასის გაცემის უფლება არ გაქვთ. გამოდის, რომ ხარჯი არასწორად იცემა. ამავე დროს ხარჯი ხომ უნდა იყოს გონივრუ-ლი. რისთვის იღებთ ამ თანხას? ერთი მუნიციპალური პროგრამა მაჩვენეთ თქვენგან მომზადებული. რის ხარჯებს ეწევით, რა პროდუქტი იქმნება? მო-სახლეობას ვხვდები სოფლებში. ხალ-ხი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. უსაშველო მდგომარეობით იხოცებიან ადამიანები და რა ვუთხრათ, რომ 10 ათასი ლარი არაფერია? რატომ უნდა მოიმატოს ხარჯი თქვენმა კოლეგამ, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელია. ამიხსენით, არგუ-მენტი ხომ უნდა გქონდეთ? ფული გვაქვს და იმიტომ? ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი თანაგუნდელი, იური ლურსმანაშვილი, ამას აკეთებს. დავ-რბივარ, რომ როგორმე ფული ვიშო-ვო საბავშვო ბაღების მშენებლობისთ-ვის და რისთვის, - ბიუჯეტის ფული არაკანონიერად და არაეფექტურად უნდა ვხარჯოთ? კი, ბატონო, უყარეთ კენჭი ისე, როგორც ნახევარი წლის წინ მიიღეთ გადაწყვეტილება და ხა-რაგაულს ნახევარი მილიონი ლარი დააკარგინეთ რკინგზის ლიანდაგის ქვეშ მოქცეულ მიწაზე არასწორად

დაწესებული გადასახადის გამო. ჩვენ ვსარგებლობთ იმით, რომ საზოგა-დოებას ბიუჯეტის ფული არ მიაჩნია თავისად,“ - მიმართა საკრებულოს წევრებს ნოდარ ებანოიძემ.

დეპუტატ იური ლურსმანაშვი-ლის განმარტებით, ხელფასებისა და დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების გაზრდის იდეა არა მხოლოდ მას ეკუთვნის. მისივე თქმით, ყურადღება ექცევა ვეტერანებს, იზრდება სოცი-ალური პაკეტი, ბიბლიოთეკარების ხელფასები. „2006 წლიდან მოყო-ლებული ვიძახი, რომ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება დეპუტატს საკრებულოში მოსვლისთვის და საქმის საკეთებლად,“- განაცხადა იური ლურსმანაშვილმა.

ბაზალეთის მაჟორიტარმა დე-პუტატმა ბესო დეკანოსიძემ ხარჯის მომატების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ის ხშირად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს საკუთარი ხელფასით. მოლითის მაჟორიტარ-მა დეპუტატმა, ექიმმა გოჩა ჩხაბერი-

ძემ კი აღნიშნა, რომ მომატებული ხელფასი მას მისცემს საშუალებას, უფრო ხშირად მივიდეს გაჭირვებულ პაციენტებთან.

„კანონის თანახმად, დეპუტატი უნდა მუშაობდეს საკრებულოში. ჯერ კანონია და მერეა სხვა ყველაფერი,“ - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ნოდარ ებანოიძემ.

ხელფასებისა და ხარჯების გაზრ-დასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე საკუთარი პოზიცია გამო-ხატა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ-მა: „მე და ჩემი გუნდი ვიყავით თავი-დანვე იმ პოზიციაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიზარდოს ხელფა-სები, რადგან ამის მიზანშეწონილო-ბას ვერ ვხედავთ.“

23 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხელ-

ფასებისა და ხარჯების გაზრდის საკითხზე ნოდარ ებანოიძესა და რომან შერგელაშვილს შორის გა-მართული მწვავე მსჯელობა და კა-მათი ურთიერთდაპირისპირებასა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება-ხარაგაულის“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილმა საკითხი უკან გაიტანა და დეპუტატებს მოუწოდა მომავალში არსებული ხარჯების შემცირებაზე იფიქრონ.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის წინადადებით, კენჭისყრაზე დადგა საბიუჯეტო ცვლილება დეპუტატებისთვის ხელ-ფასებისა და ხარჯების გაზრდის საკითხის გარეშე.

სხდომაზე მყოფი 22 დეპუტატი-დან საკრებულოს წევრებმა: იური ლურსმანაშვილმა, რომან შერგე-ლაშვილმა, ზაზა გლუნჩაძემ, გოჩა ჩხაბერიძემ, თემურ მაღლაკელიძემ, მამუკა ხიჯაკაძემ და ვლადიმერ გვრიტაძემ საკრებულოს სხდომა დატოვეს. სესიის მიმდინარეობისას სხვა დეპუტატებიც ტოვებდნენ სხდო-მათა დარბაზს.

„ქვორუმი არ არის და როგორ ვამტკიცებთ საბიუჯეტო ცვლილე-ბას?“ - მიმართა დეპუტატებს საკრე-ბულოს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ.

„ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას არ უნდა მივატოვოთ სესია. პროექტები ჩაგვივარდება. მთავრობის დადგენილებით კიდევ გაიზარდა რეგიონალური განვი-

თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაფინანსება და 3 315 340 ლარი მივიღეთ. ეს უპ-რეცედენტო ფაქტია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხრა პროექტი უნდა განხორციელდეს. ნაწილ-ზე ტენდერია გამოცხადებული, ნაწილზე ახლა გამოცხადდება. პირველი სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში გადასახადი აღარ იქნება. ამ ხარჯის დასაფარად მივმართეთ მთავრობას და 11 440 ლარი მოვი-ძიეთ. სოციალური დაცვის ხარჯებს 7 800 ლარით ვზრდით. ექიმთა ორი ბრიგადა ჩამოვა ხარაგაულში და ხარჯებს ბიუჯეტი გაიღებს. შექმ-ნილი ვითარებიდან გამოდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური საქმიანობისთვის, საფი-ნანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებში იქმნება განყოფილებები. საბიუჯეტო ცვლილება თუ ახლა არ განხორ-ციელდა, ორთვენახევრის მანძილზე, წინასაარჩევნო პერიოდში, ცვლი-ლება კანონით გვეზღუდება. სამაგი-ეროს გადახდის პოზიციიდან ნუ ვი-ლაპარაკებთ. ეს არასწორი მიდგომა იქნება. საღად შევხედოთ სიტუაციას და ამბიციებს ნუ ავყვებით,“ - მიმარ-თა საკრებულოს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა.

საბოლოოდ, სესიაზე ქვორუმი შედგა. თხუთმეტმა დეპუტატმა საბი-უჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

საკრებულოს სხდომაზე საკრე-ბულოს თავმჯდომარემ, აკაკი

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „დე-პუტატები რატომღაც უკანა პლანზე არიან გადაწეული და სოფლებში თუ რამე კეთდება, რწმუნებულია პირვე-ლი. არადა, დეპუტატები ხვდებიან მოსახლეობას, მათ ჭირ-ვარამს იზი-არებენ და მოაქვთ ჩვენამდე. ერთი წლის წინ დანიშნულმა რწმუნებულმა უფრო იცის სოფელში საქმე თუ სამი წლის წინ არჩეულმა დეპუტატმა? იბლოკება დეპუტატების მიერ გამგე-ობაში წარდგენილი პრობლემები. სოციალური დახმარება არ გაეწია სტიქიით დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებზეც ინფორმაცია დეპუტა-ტებმა გააჟღერეს.“ მან მაგალითად ლაშეში მცხოვრები მოქალაქე დაასა-ხელა, რომელსაც სახლ-კარი აღარ აქვს. საკრებულოს სხდომაზე გაირკ-ვა, რომ მოქალაქეს განცხადებით არავისთვის მიუმართავს. „მეტი განც-ხადება რაღა გინდა, საკრებულოს თავმჯდომარე ვამბობ (?). წერაც არ იცის, თუ ჩვენ არ მივეხმარეთ,“- უთხ-რა აკაკი მაჭავარიანმა გამგებელს.

გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა აღნიშნა, რომ ის ვერ გაიზი-არებს ამ შენიშვნას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რადგან გამგეობაში შექმნილი კომისიები მობილურად, წინასწარ შედგენილი გრაფიკით მუშაობენ და არასდროს მოქმედებენ პოლიტიკური შეხედუ-ლებით. ყველა იმ პირს, ვინც განცხა-დებას და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს გამგეობაში, ეხმარებიან. გამგებლის თქმით, მას გაფრთხი-ლებული ჰყავს რწმუნებლები, რომ ითანამშრომლონ დეპუტატებთან.

საკრებულოს სხდომის მიმ-დინარეობისას საკრებულოს

თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა პარლამენტარ ნოდარ ებანოიძეს სასაუბროდ საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა. საუბრის დამ-თავრების შემდეგ ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რომ მას ნაცმოძრაობის ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი, „ხარაგაულის თვითმმართველობის უფროსი“ მამუკა ჭყოიძე ესაუბრა და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა დააბრალა.

„დღევანდელი აღელვებისთ-ვის ბოდიშს ვიხდი. შეიძლება მო-მართვის ფორმა არ მივარგოდა. შესაძლებლობა მოგვეცა, რომ მუ-ნიციპალიტეტში დამატებით 600-700 ათასი ლარის პროექტები განვახორ-ციელოთ. პოლიტიკა ის არის, რომ ვიდაოთ. ჩვენ გვაქვს ლაპარაკის უფლება და არა ის, რომ ვიღაცამ ტელეფონზე დამირეკოს. ბატონ ჭყოიძეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცოს, თუ მე აქ ჩავერიე თვითმმართველობის საქმიანობაში. ერთბაშად, მანდატი არ ჩამომართვას და პულტზე დასა-ჭერი თითი არ მომაჭრას,“ - დასძინა საკრებულოს სხდომის დასასრულს ნოდარ ებანოიძემ.

ნინო კაპანაძე

„დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ამ საკრებულოს უმრავ-ლესობის სახე: ვერ დაიმტკიცეს ხელფასების გაზრდა და მხარი

აღარ დაუჭირეს სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლო-ბას, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის წამლების შესაძენი თანხით

დაფინანსებას. ხარაგაულში მცხოვრები ადამიანები აღშფო-თებულები არიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან გაიზარდა შტატები. მე მათ დამოკიდებულებას და პროტესტს

გამოვხატავ, როცა საკრებულოს სხდომებზე აზრს გამოვთქვამ. ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ხარაგაულელებს,

განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,

რადგან ბიუჯეტის ფული ყველასია,” - აღნიშნა 23 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე

სხდომის შემდეგ მოქალაქე მარინე გოგიამ.

საკრებულოს სხდომა „ნაციონალური” პროტესტის თანხლებით

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 26 აგვისტოს მორიგი საბიუჯეტო ცვლილების განსა-ხორციელებლად გაიმართა. მოხ-სენებითი ბარათი დეპუტატებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, პარასკევს გვიან მიიღეს საქართველოს მთავრობის გადა-წყვეტილება სოფლის მხარდამჭერ პროექტებში ცვლილების დამტ-კიცების თაობაზე. წინასაარჩევნო პერიოდის გამო კი 26 აგვისტო,

არჩევნებამდე პერიოდში, ბოლო დღეა საბიუჯეტო ცვლილების გან-სახორციელებლად.

„საბიუჯეტო ცვლილებას სხვაგ-ვარად მომზადება სჭირდება. ის უნდა განვიხილოთ კომისიისა და ბიუროს სხდომებზე. დილის თერთმეტის ნახევარზე ვგებულობ, რომ თორმეტ საათზე საკრებუ-ლოს სხდომაა. ეს არ არის კანო-ნიერი და მართებული,“ - აღნიშნა საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ.

საკრებულოს წევრებმა სხდომა-ზე ირონიულად განაცხადეს - ხომ

არ აჯობებს, გამგეობას გაუგზავნონ ბეჭედი; გამგეობაში კი საკრებუ-ლოს წევრების მაგივრად დაუსვან გადაწყვეტილებებს.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის თქმით, მარ-თალია ქალბატონი რუსუდანი, მაგრამ სესიის ასე ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოწვევა არ იყო არც ვლადიმერზე და არც გამგეობაზე დამოკიდებული. ამიტომ, მისი წინადადებით, წარმოდგენილ პროექტს დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

საბიუჯეტო ცვლილების თა-

ნახმად:-ვახანში საბავშო ბაღის მშე-

ნებლობაზე გამოყოფილი 14 800 ლარი, იმის გამო, რომ ვახანის ტ/ო-ში საბავშვო ბაღის მშენებ-ლობა დააფინანსა რეგიონალური განვითარების ფონდმა, მოხმარ-დება საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთებას. ამასთან, სამივე სოფ-ლის (ვახანი, სერბაისი, ზედუბანი) მონაწილეობით ტრაქტორების შეკეთების თანხა 1876 ლარი გზე-ბის შეკეთებაზე დაიხარჯება. სულ გზების შეკეთებისთვის განისაზღვ-რა 11 676 ლარი, ხიდ-ბოგირების

შეკეთებისთვის - 5000 ლარი.-თეთრაწყაროზე გამოყოფილი

სარიტუალო სახლის მშენებლობის ხარჯები 10 419 ლარი გადა-ტანილია წყალმომარაგები სხარ-ჯებში. ამავე სოფლის გარე განა-თების ხარჯები- 4000 ლარი გზების რეკონსტრუქციას მოხმარდება.

-2013 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან დამატებით მიღე-ბული 7,0 ათასი ლარი მიიმარ-თა მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ნინო კაპანაძე

მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაჩქარებული წესით

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

5xtvb [fhfufekb30 აგვისტო, 2013 წ.

გურამ სახვაძე: -შარშანდელთან შედარებით განსხვავებული წინასაარ-ჩევნო გარემოა. წელს ხალხს შიშის გრძნობა აღარ აქვს და თავისუფლად შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქ-სირება. უმუშევარი ვარ, ხალხს ვერ ვხვდები და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ნაკლებად მაქვს ინფორმაცია.

ამ ხელისუფლების ძალიან უკმა-ყოფილო ვარ. ჯერჯერობით არა-ფერი კეთდება ხალხის სასიკეთოდ. ფინანსურად ძალიან გაჭირვებაში ჩავვარდით. თუ ადრე საშუალოდ ვცხოვრობდით, ახლა ვართ დაბალი შეძლების მაცხოვრებლები. მხოლოდ პენსიაზეა მთელი ჩემი ოჯახი დამო-კიდებული. სოცდახმარებაზე უარი მითხრეს. ადრე დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი და კიდევ კარგი, ადრი-ანად დამენიშნა პენსია.

ეს „კოჰაბიტაცია” ხალხზე ცუდად მოქმედებს. ადამიანებს სამართ-ლიანობის დამკვიდრება უნდათ. ძალიან გაღიზიანებული ვარ. ხალ-ხის მდგომარეობა არ შეცვლილა. ბუნებრივი გაზის შემოყვანა რატომ აღარ გრძელდება ხარაგაულში? დაბა ხარაგაულში გაზიფიცირება დაწყებულია და რატომ არ გრძელ-დება პატარა ხარაგაულში?! ძალიან უიმედოდ ვართ არა მარტო მე, არა-მედ ჩემს გვერდით მყოფი ჩემნაირი ადამიანები. ეს ერთადერთი გაზეთი გვაქვს ხარაგაულში - ერთადერთი იმედი ინფორმაციის მიღებისა და სიმართლის მხარდაჭერისა, მაგრამ

რაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარ ჩანს მწვავე და კრიტიკული წერილე-ბი, ვიღაცამ რომ გამოიღვიძოს და გამოიფხიზლოს.

სამწუხაროა, რომ ადამიანების გარ-კვეული კატეგორია ნებისმიერ ხელი-სუფლებას ერგება. წინასაარჩევნოდ ყველა კარგად ლაპარაკობს, მაგრამ მერე გვატყუებენ. არსად სამუშაო არ არის, ფიზიკურად მუშაობასაც არ ვითა-კილებ. ჩემი მეუღლე საპენსიო ასაკს ნატრობს. ახალგაზრდა ადამიანი რომ სიბერეს ინატრებ, ასეთ სიცოცხლეს სიცოცხლე ჰქვია?! არჩევნებამდე რომ იძახდნენ, საარსებო მინიმუმი უნდა გაიზარდოსო, ვინ გადახედა და რა გააკეთეს? მოვიდნენ ხელისუფლებაში, გაინაღდეს სამსახურები, ხელფასები გაიორმაგეს და შემოიდეს კვანტი, ხალხს ვინღა დაეძებს.

ქონების დარეგისტრირება მინდა. წინა ხელისუფლების დროს ვერ გავიფორმე, რადგან 50 ლარი იყო გადასახდელი. ახლა მივედი და იგივე მითხრეს. არ მაქვს ეს თანხა და ვერ გადავიხდი. რამდენს გავაწვდინო

პენსია - საკვები ხომ გვინდა, ჭირია და ლხინი, ყველაფერი გვჭირდება, როგორ ვიმყოფინო? უნდა გეყოსო, - ასე ბრძანებენ. ადამიანი ნორმალურ ცხოვრებას ვერ უნდა მოესწროს?!

ქეთინო პავლაძე: -„სამართლიანი არჩევნები,” რომლის კოორდინატო-

რიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მე ვარ, ოფიციალურად პირველი ივლისიდან აწარმოებს საარჩევნო გარემოს მონიტორინგს. ხარაგაულში საარჩევნო გარემო, შარშანდელთან შედარებით, თავისუფალია. ადრე წინასაარჩევნოდ იყო დაძაბულობა, წელს შედარებაც არ შეიძლება ამ მხრივ.

არანაირი წინასაარჩევნო მზადება სოფლებში არ იგრძნობა. მე რამდე-ნადაც ვიცი, ჯერ შტაბებიც არ აქტი-ურობენ. მუდმივად მაქვს კონტაქტი სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებ-ლებთან, მაგრამ მათ ჯერ არ უთქვამთ ჩემთან საუბარში, რომ რომელიმე კანდიდატი ან მისი წარმომადგენელი მათთან მივიდა წინასაარჩევნო აგიტა-ციის ჩასატარებლად. პრაქტიკულად არ არის დაწყებული ფართომასშტა-ბიანი წინასაარჩევნო პროცესი.

გარკვეული საჯარო მოხელეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მათი პოზიციების სადარაჯოზე იდგნენ, ახლა ამ ხელისუფლების პოზიციების მხარდაჭერას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევ-ნო აგიტაციაში საჯარო მოხელეების ჩართულობას არ კრძალავს კანონი, მე მაინც მგონია რომ უმჯობესი იქნება, თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ ვინმესთან რაიმე სახის „კეთილი” რჩე-ვისგან ან თანამდებობრივი უფლებე-ბის უკანონოდ გამოყენებისგან. კარგი

იქნება, თუ გაგრძელდება მშვიდი საარჩევნო კამპანია. შარშან სოფლის რწუნებულები სისტემატურად აკვირ-დებოდნენ, ვინ სად მიდიოდა და ვის მხარეს იყო. იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება არასოდეს; მო-ქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მშვიდად დააფიქსირონ საკუთარი აზრი ვიღაცის ჩარევის, ზეწოლისა და იმის შიშის გარეშე, რომ სოციალურ დახმარებას, პენსიას მოუხსნიან ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ. იმედი მაქვს, რომ ეს ხელისუფლება არ იკადრებს სკოლის დირექტორების იძულებით ჩართვას წინასაარჩევნო აგიტაციაში.

დინარა ხაჩიძე: -წინასაარჩევნო გარემო, ჩემი აზრით, ცოტა ჭრელია, თუმცა იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც ასეთი რწმენა აქვს. რასაც დაგვპირდნენ, ვერ შეას-რულეს. ამის გამო მოსახლეობაში უკმაყოფილება იზრდება და ძნელია არჩევნების შედეგის ზუსტად პროგ-ნოზირება. პრეზიდენტობის ძალიან ბევრი კანდიდატია. ტელევიზიით ვღე-ბულობთ ინფორმაციას მათ შესახებ. ზოგს ნინო ბურჯანაძის გამოსვლები მოსწონს, მაგრამ მის წარსულს რა ვუ-ყოთ? - ამასაც ბევრისაგან გაიგონებთ. წელს განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა. ადრე ყველას ეშინოდა, ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ. ახლა ადამიანები აზრს თავისუფლად აფიქ-სირებენ. იმედია, მდგომარეობა შეიცვლება და ხალხი დასაქმდება. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება სოფლებშიც, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი კეთდება. უკეთესობის იმედი მაქვს და ვნახოთ.

უჩა ცხადაძე: -2012 წლის ოქტომბ-რის არჩევნებს თუ გადავხედავთ ხა-რაგაულის მაგალითზე, ეს არჩევნები დემოკრატიისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ხელისუფლების ცვლილება მოხდა დემოკრატიულად, მშვიდო-ბიანად, ყოველგვარი ექსცესების გა-რეშე. ამის მიხედვით, ვფიქრობ, რომ მოახლოებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სასიკეთო იქნება ჩვენს ქვე-

ყანაში. საარჩევნო გარემო არ არის დაძაბული. ორი გამორჩეული პოლი-ტიკური ძალაა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ასევე გამო-ჩნდა მესამე ძლიერი კანდიდატი ნინო ბურჯანაძის სახით. ვფიქრობ, ეს სამი ძალა დაუპირისპირდება ერთმანეთს.

სამოქალაქო საზოგადოება არ არის განვითარებული. ჯერ კიდევ შესაძლებელია ადამიანების მოს-ყიდვა როგორც ფინანსურად, ასევე სხვადასხვა ხერხებით, რაც კანონით აკრძალულია, ჯერ შორს ვართ ევროპული და ამერიკული დონის არჩევნებისგან. საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალ-

პარტიულობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს საუკეთესოს არჩევა.

ხარაგაულში ნაკლებად არის არა-სამთავრობო ორგანიზაციები, რომ-ლებიც ხელს შეუწყობენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ერთადერთი არის თქვენი გაზეთი, რომელიც საარ-ჩევნოდ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩევნებში აუცილებელია მოსახ-ლეობის აქტიურობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ისე გან-ვითარდება, რომ შევძლებთ ჩავა-ტაროთ ევროპული და ამერიკული დონის არჩევნები, სადაც ყველა კან-დიდატს ექნება თანაბარი პირობები.

თამთა გოგოლაძე

„წელს განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა”საზოგადოების აზრით

24 აგვისტოს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის, მხარდამჭერი ხარა-გაულის საარჩევნო შტაბის წევრები მუ-ნიციპალიტეტის საზოგადოების წარმო-მადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ სკოლების დირექ-ტორები, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები, საჯარო მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლები.

დასაწყისში შტაბის წევრმა დ. ხარაგა-ულის ტერიტორიული ორგანოს რწმუ-ნებულმა გივი თხელიძემ შეკრებილთ ამცნო, რომ შეხვედრა დატვირთული იქნებოდა დიალოგით. მან საზოგადო-ებას შტაბის ხელმძღვანელი მერაბ შა-თირიშვილი წარუდგინა - „ბრწყინვალე პიროვნება, რომელსაც უამრავი გამარჯ-ვება აქვს ამ ასპექტში მოპოვებული.“

თავის მხრივ მერაბ შათირიშ-ვილმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია „შეხვედრა იყოს აპოლიტიკური. თუმ-ცა, პოლიტიკის გარეშე ფონს ვერ

გავალთ.“ მისი თქმით, ამ შეხვედრის დატვირთვა მდგომარეობს იმაში, რომ გაიგოს ხარაგაულის საზოგადოების აზრი. შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ „ეს შეხვედრა საარჩევნო ვითარებისთ-ვის არის საჭირო, თორემ ის ღრმადაა დარწმუნებული ხარაგაულელების სწორ არჩევანში.“ მერაბ შათირიშ-ვილმა შეაფასა განვლილი ცხრა წელი და განაცხადა, რომ პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა და გადაგვარჩინა მოსმენას, ტერორს, ცოცხებს და ათას უბედურებას. შტაბის უფროსმა ხაზი გაუსვა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ღირსებებს. მისი განც-ხადებით, გიორგი მარგველაშვილი „ძალიან გონებაგახსნილი ადამიანია. ის არასოდეს მხილებულა რაიმე დანა-შაულში, არ არის რომელიმე პარტიის წევრი და არ შექმნის თავის პარტიას, ის არ არის ორიენტირებული ფულსა და ბიზნესზე, მან იცის, რომ ბედმა გაუღიმა და მის პატიოსნებაზე გაკეთ-

და ორიენტირი. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი იქნება სიმბოლო პრეზიდენტობისა.“

მერაბ შათირიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ წარ-მართონ საუბარი ყოველგვარი მო-რიდების გარეშე, „თითქოს ბუხართან ვსხედვართ და თამამად, გულწრფე-ლად ვისაუბროთ.“

ხარაგაულელებს თავდაპირველად კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ თავისი ოჯახის სახელით მიმართა და ამცნო, რომ „ჩვენ გვაქვს ერთი არჩევანი.“ მისი თქმით, „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა უწმინდესი ადამიანი კანდი-დატად.“ მან თხოვა ხარაგაულელებს, რომ კარგად დაფიქრდნენ და ფილო-სოფოს ადამიანს მხარი დაუჭირონ.

საარჩევნო შტაბის წევრის, იუზა კელენჯერიძის თქმით, ხარაგაულის ინტელექტუალური საზოგადოებისგან ქვეყანა ბევრს მოითხოვს. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. მან ახალი მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითა-რების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და დასძინა, რომ მრეწველები იზრუნებენ დარგის განვითარებისთვის.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თემურ ბლუაშვილმა გასული წლის ძალიან მძიმე წინასაარ-ჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ„საქართველო მიდის სწორი ნაბი-ჯებით.“ მისი თქმით, „მოსახლეობის აბ-სოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ძვირფას პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ძალიან საღად აზროვნებს და ისე ალაგებს ყველაფერს, რომ უკეთესად ვერც წარმოიდგენს ადამიანი.“

ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე

ჟორა ბლუაშვილი ენდობა ბიძინა ივა-ნიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს. მისი თქმით, საპრეზიდეტო არჩევნებში ნამდვილად კოალიცია გაიმარჯვებს.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველი-ძემ აღნიშნა, რომ „ხალხს უნდა ჰქონ-დეს თავისუფალი არჩევანის უფლება. „მისი თქმით, „გიორგი მარგველაშვი-ლი იქნება ევროპული მენტალობის პრეზიდენტი. რადგან საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობა სურს, ამას ესწრაფვის ხარაგაულის გაწონასწო-რებული, განათლებული, ურთიერთ-მოსიყვარულე საზოგადოება.“

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის თქმით, „ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელო-ვანი ეტაპი დგება. არჩევნები უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის წინსვლის განმსაზღვრე-ლი.“ მან საპრეზიდენტო კანდიდატის განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში ბევრი სასი-კეთო რამ გაკეთდა. ყველაზე მნიშვ-ნელოვანი, ვალერი გოგნაძის თქმით, სახელმძღვანელოების უფასოდ დარი-გება და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხია. ვალერი გოგნაძემ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ „ვიდგეთ იქ, სადაც სიმართლეა, სადაც მომავალია.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებელმა კობა ლურსმანაშვილმა თა-ვისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მას, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, კანონით აქვს უფლება მონაწი-ლეობდეს წინასაარჩევნო კამპანიაში და იყოს აქტიური საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალი არჩევნების მან-ძილზე ელექტორატი გახდა დარტყმის მიზანი და პოლიტიკოსების მოთხოვნები

ბოლო ათი წლის განმავლობაში ელექ-ტორატის მიმართ იყო ძალმომრეობი-თი. ამიტომ საზოგადოება აღმოჩნდა დავირუსებული ხელისუფლებისგან და ამ პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. კობა ლურსმანაშვილის თქმით, „საზო-გადოებამ თვითგანკურნების პროცესი დააყოვნა და დროული იყო ბიძინა ივა-ნიშვილის გამოჩენა, რომელმაც კარგად მოფიქრებული ქირურგიული ჩარევით იხსნა საზოგადოება.“ გამგებელმა აღნიშ-ნა, რომ დღეს არავინ არავის ემუქრება და ხელისუფლება საზოგადოებას ღია და გახსნილ ურთიერთობას სთავა-ზობს. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება გარანტი ხელისუფ-ლების ძლიერებისა და კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს განახორციელებს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ. კობა ლურსმანაშვილის თქმით, „გიორგი მარგველაშვილი დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონეა. უახლოეს წარსულში მან შექმნა ძალიან კარგი ბირთვი საჯარო მოხელეებისა და იყო პოლიტიკური ტრენინგების ერთ-ერთი გამორჩეული ტრენერი. მან თაობებს შეასწავლა, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკური აზროვნება. ის სახელმწი-ფოსა და საზოგადოებას შორის დაიცავს ბალანსს.“ კობა ლურსმანაშვლი დარწ-მუნებულია, რომ სწორედ ამ თვისებების გამო დაუჭერს ხარაგაულის საზოგადო-ება მხარს გიორგი მარგველაშვილს.

კობა ლურსმანაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა წინა წლებში წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია. „ჩვენ არავისთან მივდივართ ღამის სა-ათებში ოჯახებში, არავის ვემუქრებით სამ-სახურიდან გაშვებით, არავის ვეუბნებით, რომ მოიქცეს თავისი ნების საწინააღმ-დეგოდ. ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ ასე ვიქცევით, თქვენ, საზოგადოებამ, ხმა აღიმაღლეთ სწორედ ამ პოზიციის არმ-ქონე ხალხის წინააღმდეგ. ხარაგაულში დასრულდა შიშის და ძალადობის პო-ლიტიკა,“ - დასძინა შეხვედრის ბოლოს კობა ლურსმანაშვილმა.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის საზოგადოება არ უნდა მოიქცეს

საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

6 xtvb [fhfufekb 30 აგვისტო, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე-თა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ 19 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში სამსახურს ახალგაზრდუ-ლი და სპორტული ღონისძიებების განხორციელებისთვის 7 000 - 7 000 ლარი გამოეყო. ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩარ-თული ამ სამსახურის თანამშრომლები. ამავე დროს კულტურის სამსახური არაერთი ღონისძიების ავტორია. მათ შორისაა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?”. ირინე ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მრავალწლიანი ტრა-დიცია განაპირობებს იმ სერიოზულ დონეს და მიდგომას, რომელიც ხა-რაგაულში არის ამ ინტელექტუალური პროექტის მიმართ.

კულტურის სამსახურის ორგანიზებით 14 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით მიმდი-ნარეობდა ახალგაზრდული ფესტივალი ,,მე მიყვარს ხარაგაული - 2013,” რო-მელიც დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონის-ძიებებით. ფესტივალი გაიხსნა სოფელ ვარძიაში და მიეძღვნა თამარ მეფის 800 წლის იუბილეს. ახალგაზრდებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; ფესტივალის ფარგლებში ჩა-ტარდა ჩემპიონატი ქსელურ თამაშებში; მოეწყო მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის; სო-ციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო ექსკურსია სათაფლიის ეროვნულ ნაკრ-ძალში და ქუთაისის ღირშესანიშნაობე-ბის მოსანახულებლად; 1 ივნისს დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაში მიმ-დინარეობდა ბავშვთა დაცვის დღისადმი

მიძღვნილი ღონისძიებე-ბი; სოფ. ნადაბურში გა-იმართა თოჯინების თეატ-რის სპექტაკლი; მოეწყო ახალგაზრდებისათვის ,,კარაოკე”; გაიმართა კალათბურთის ჩემპი-ონატი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ვაჟთა და გოგონათა გუნდების მონაწილეობით; ფესტი-ვალი დასრულდა სოფ. მარელისში ამაღლების დღესასწაულთან და-კავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

აპრილიდან დღემდე კულტურის სამსახურის ორგანიზებით მუნიციპა-ლური მასშტაბის ხუთი სპორტული ტურნირი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა 74 მატჩი დაახლოებით 700 ახალგაზრდის მონაწი-ლეობით.

მას შემდეგ, რაც მიმ-დინარეობს კინოთეატ-რის შენობის რეკონს-ტრუქცია, კულტურის პარკში არსებული ღია ესტრადა ერთადერთი ადგილია ღონისძიებების მოსაწყობად. დიდი პრობლემაა მაყურებლები-სათვის სკამების განთავსება. მნიშვ-ნელოვანი იქნება, თუ ღია ესტრადას ჩაუტარდება რემონტი, მოგვარდება სკამებისა და განათების პრობლემა. ამჟამად მთელი რიგი პროექტები შეჩერებულია შენობის არქონის გამო. აცივებისთანავე უფრო მეტად შეფერ-ხდება კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება იმ წარმატებების შესახებ, რომელსაც

ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივები აღწევენ საქართველოში თუ საქართ-ველოს გარეთ. ხარაგაულის შემოქმდე-ბითი კოლექტივები განებივრებულები არიან სხვადასხვა ფესტივალების ჯილ-დოებითა და პირველი ადგილებით. ამ მხრივ განსაკუთრებულია წლევანდელი წელი, - აღნიშნავს ირინე ჩხეძე, - კულ-ტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა ორი პროექტი: რეზო თაბუკაშვილის სახე-ლობის სახალხო თეატრის პროექტი „მთების ძახილი” და ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მონა-

წილეობა თურქეთში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრა-ფიულმა ანსამბლმა „უბისი” სახალხო, სანიმუშო, საბავშვო ანსამბლის წოდება დაიმსახურა, წელსვე ანსამბლი იმყო-ფებოდა ქალაქ ანტალიაში ქორეოგ-რაფიულ ფესტივალზე. ქობულეთობის ტრადიციულ ფესტივალში ფოლკლო-რის სახლთან არსებულმა ვაჟთა გუნ-დმა „კახორი” ფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა, ხოლო უმცროსმა თაობამ - პირველი ადგილი. ანსამბლი ამჟამად იმყოფება ბულგარეთში საერთაშორი-სო ფესტივალზე.”

როგორც ირინე ჩხეიძე ამბობს, ინფ-რასტრუქტურის მოწყობის შემდეგ შეიძ-ლება ხარაგაულმა რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის ფეს-ტივალებს უმასპინძლოს. სპორტული დარბაზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დადგება საკითხი დარბაზის შენახვასა და დატვირთვასთან დაკავში-რებით. აქაც გამოსავალი იქნება რეს-პუბლიკური მნიშვნელობის სპორტული შეკრებების ჩატარება ხარაგაულში. ახალი სპორტული დარბაზი, თავის პა-რამეტრებიდან გამომდინარე, იძლევა იმის საშუალებას, რომ მრავალმხრივ დაიტვირთოს. პირველ რიგში საჭიროა სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შეძენა. აგრეთვე საჭიროა სხვადასხვა სპორტული წრეების გახსნა, განსაკუთ-რებით გოგონებისათვის. კარგი იქნება „სატრენაჟორო დარბაზის” მოწყობა. აუცილებელია მეტი ყურადღება მიექ-ცეს ჭიდაობის განვითარებას.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, წელს გაიზარდა კულტურის სფეროში მომუ-შავე თანამშრომელთა ხელფასები, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ კარ-გი იქნება, თუ ხელფასების გაზრდას მოყვება აქტივობების გაზრდა, რათა უფრო მეტად საინტერესო გახდეს ხარაგაულში კულტურული ცხოვრება.

კულტურის სამსახურის მოვალე-ობაა ქართული ფოლკლორის მოვლა და დაცვა. სწორედ ამ კუთხით აუცილე-ბელია შეიქმნას არქივი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვ-რების წარსულისა და დღევანდელო-ბის შესახებ. არქივისათვის საჭიროა საქართველოს ოქროს ფონდიდან გამოვითხოვოთ და შევისყიდოთ მა-სალები ხარაგაულზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსა-ხურის ორგანიზებით ტარდება მრავალი სახის ღონისძიება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი. კარგია თუ სოფლებში ჩა-ტარდება კონცერტები, თუმცა უმეტეს ტე-რიტორიულ ერთეულებში არ არსებობს დარბაზი, სადაც გაიმართება სპექტაკლი ან კონცერტი. ჩვენი მიზანია ჩატარებული ღონისძიებები იყოს მასშტაბური, მო-იცავდეს მთელ მუნიციპალიტეტს, მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანები, რათა ყველას მიეცეს საშუალება გამოავლინოს შემოქმედებითი, ინტელექტუალური თუ სპორტული შესაძლებლობები,” - აღნიშ-ნავს ირინე ჩხეიძე.

აუცილებელია, რომ სამსახურს დამოუკიდებლად ჰქონდეს საშუალება კულტურული ღონისძიების, მაგალი-თად, მომღერალი ოჯახების კონკურ-სის დაფინანსების და ა. შ.

სამსახურის მიერ მომზადებულია პროექტი ,,მხიარული სტარტები”, რო-მელიც ვფიქრობთ, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს და იქნება სიახ-ლე. პროექტის განსახორციელებლად საჭიროა 5 000 ლარის ინვენტარი. ინ-ვენტარის ხარჯთაღრიცხვა და პროექტი გაგზავნილია სპორტისა და ახალგაზრ-დობის საქმეთა სამინისტროში.

გამგეობის განათლების, კულტუ-რის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური მონაწილეობს ,,ბავ-შვთა და ახალგაზრდობის განვითა-რების ფონდის” მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში.

მოამზადა ნინო კაპანაძემ

„ჩვენი მიზანია, ღონისძიებები იყოს მასშტაბური და მოიცავდეს ყველა სოფელს”

ლისუფლების წარმომადგენლებიც და პარლამენტარიც აქტიურად საუბრობენ.

ვერტყვიჭალაში „ცხელი“ შეხ-ვედრა გაიმართა. ზაირა ხაჩიძემ მადლობა გადაუხადა დეპუტატ ნო-დარ ებანოიძეს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი კომპეტენცია ხელს შეუწყობს ხარაგაულის განვითარებას. თუმცა ლაშა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხის მდგომარეობა რეალურად არ გაუმჯობესებულა. ვერტყვიჭალელმა ლია კალმახელიძემ კი სამსახურებში დასაქმებისას მიკერძოება გააპრო-ტესტა და აღნიშნა, რომ ადამიანებს ძველებურად, ისევ პირადი შეხედუ-ლებებისა და სიმპათიების მიხედვით ასაქმებენ საჯარო სამსახურებში.

ბორითში კვლავ საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალიტეტზე გადმო-ცემის საკითხი გამოიკვეთა. წლებია, ეს პრობლემა გადაუჭრელად დგას ბორი-თელთა წინაშე - არა და არ დაადგა საშველი ამ საკითხის მოგვარებას!

ლეღვნის მოსახლეობა ვეტექიმს ით-ხოვს. მარელისელებს კი აინტერესებთ, ხომ არ იგეგმება გლეხური მეურნეობე-ბის დაზღვევა. ლეღვანი და მარელისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარ-კის მიმდებარე სოფლებია და აქაურებს ძალიან აწუხებს გარეული ცხოველების - დათვი და მგელი - მომრავლება. გარეული ცხოველები მოსახლეობას პირუტყვსა და ნათესებს უნადგურებენ. დათვი და მგელი სახიფათოა ადამი-ანებისთვისაც. მოსახლეობა ითხოვს ნებართვას მათგან თავდაცვისთვის ან დახმარებას რომელიმე უწყებისგან ვითარების ნებისმიერი ფორმით დასა-რეგულირებლად.

„სოფლიდან 3-5 კილომეტრის მოშორებით გვაქვს ნაკვეთები, - წუხს ლეღვნელი გივი ვეფხვაძე, - ფაქ-ტობრივად, ნადირმა გამოგვრეკა ჩვენი მიწებიდან - ისე გვინდაგურებს მოსავალს, რომ აღარ ღირს წვალება და დამუშავება. სახლთან ახლოს რომ ბოსტანი მოვაწყოთ, შემოსაღობად თხმელის მასალაც კი არ გვაქვს, ადრე რომ შეშადაც არ ვიყენებდით. კარგი

იქნება, თუ ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები დაუბრუნდება სოფლებს.“

სოფლებში უმძიმეს მდგომარეობა-ში არიან საშუალო ასაკის მოქალაქე-ები, - ვისაც არც სამუშო აქვთ და ჯერ პენსიაც არ დანიშვნიათ უასაკობის გამო. „ხომ არ იგეგმება საპენსიო ასა-კის დაწევა,“ - კითხულობენ საპენსიო ასაკის მომლოდინე ადამიანები და მდგომარეობის შემსუბუქების შანსს პენსიის ადრიანად დანიშვნაში ხედავენ.

ფარცხნალის მოსახლეობა ამბობს, რომ მათ არ გადაუწყვეტიათ, აბანოს მშენებლობა (ჯერაც რომ არ დასრუ-ლებულა) ამ მასშტაბით განხორციელე-ბულიყო და ამდენი თანხა წასულიყო სოფლის პროგრამიდან ამ პროექტზე. მათ სურდათ, რომ ფარცხნალის სამ-კურნალო წყლის მნიშვნელობა არ და-კარგულიყო, ხის ორი ოთახი მოწყობი-ლიყო და მოქალაქეებს სამკურნალო წყლის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. სოფლის მოსახლეობა ახლა ძალიან წუხს, რომ რამდენიმე წელია, შენდება აბანო და უამრავი თანხა იხარჯება: „ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს აბანოს მშენებ-ლობა და შევიდეს ექსპლუატაციაში?! ვინ არის პასუხისმგებელი, ეს საქმე რომ მიატოვეს ასე დაუსრულებელი?!“

ფარცხნალელები ითხოვენ ევგენი ხარაძის წყაროს აღდგენას. ჯაფარო-ულის მოსახლეობა კი გაზიფიცირებასა და ხარაგაულის ცენტრიდან პირდაპირი საავტომობილო გზის გაჭრას ითხოვს.

დეისში დღეისათვის სამოცამდე კომლია დარჩენილი. მათი

უმთავრესი პრობლემა უგზოობაა. ცენტრიდან სოფლამდე მისასვლე-ლი გზა კატასტროფულ მდგომარე-ობაშია. სოფელში არც მაღაზიაა, პირველადი მოხმარების საგნების შეძენა რომ შეძლონ. გლეხმა პრო-დუქტის მისატანად კერძო ავტო-მობილი უნდა დაიქირავოს და საკ-მაოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს. „დეისში ძირითადად მოხუცები და ავადმყოფები ვართ დარჩენილები, ვისაც წასასვლელი არსად გვაქვს. ტყეს ვიცავთ და არ ვაზიანებთ, მაგრამ არც ჩვენ უნდა შეგვცივდეს. ეზოში ჩემი ასაკის ყველა ხე მოვჭერი ზამთარში

გასათბობად. არ მინდა, ახალგაზრ-და ხეებმაც მათი ბედი გაიზიარონ. აღარაფრის იმედი მაქვს,“ - ამბობს 84 წლის დეისელი მერი ლაცაბიძე. უგზოობისა და უტრანსპორტობის მიზეზით ხშირად ადგილობრივები ადმინისტრაციულ ცენტრში ჩასვლასაც ვერ ახერხებენ, სოციალურ სააგენტოს რომ მიმართონ სოციალური შემწე-ობის დასანიშნად. ზამთარში სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყა-როს. მოხუცები ამბობენ, რომ ღვთის ანაბარად არიან დარჩენილები, რად-განაც საჭიროების შემთხვევაში სასწრა-ფო დახმარება მათთან მისვლას ვერ შეძლებს. თუმცა მადლიერებით იხსე-ნიებენ სოფლის ექიმს, რომლის გარე-შეც ალბათ ძალზე გაუჭირდებოდათ. დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ დეისე-ლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ისეთი სოფლები, როგორიც დეისია, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. პარლამენ-ტარი იმედოვნებს, რომ მომავალი შეხვედრისას მას ზუსტად ეცოდინება, რა პრობლემის გადაჭრა შეეძლება ხე-ლისუფლებას, რათა მათი მდგომარე-ობა მნიშვნელოვნად შემსუბუქდეს და ამისათვის ის, როგორც პარლამენტის წევრი, ყველაფერს გააკეთებს.

მოსახლეობასთან პარლამენტა-რის შეხვედრები გრძელდება.

რა დაანახა ნოდარ ებანოიძეს ამ შეხვედრებმა, ამაზე თავად დეპუტატი გვესაუბრება:

-რაც დავინახე და სიახლეა, ძალიან მსიამოვნებს, რომ ადამიანები თავისუფ-ლად გამოთქვამენ მოსაზრებებს, არიან უფრო მეტად კრიტიკულები, ვიდრე იყვნენ გასულ წლებში. ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რაოდენ სერიოზული მუშაობა გვჭირდება მდგო-მარეობის შესაცვლელად. ადამიანთა მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სოციალური პროექტები ხორციელდე-ბა. ადამიანთა დასაქმების მაჩვენელი ძალიან დაბალია. ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტი მცირემიწიანია და გლეხური მეურნეობიდან შემოსავლები მიზერუ-ლია. ისედაც ვიცოდი, რომ სოფლებში მძიმე სოციალური მდგომარეობაა,

თუმცა როცა ხელისუფლების წარმო-მადგენელი ხარ, უფრო სხვა თვალით ხედავ ფაქტებს, ვიდრე მაშინ, როცა ოპოზიციას წარმოადგენ.

შეხვედრებზე მოსახლეობასთან ერთად გამოვკვეთეთ ძირითადი პრიორიტეტები თითოეულ სოფელში და ერთობლივად დავსახეთ ღონის-ძიებები. ადამიანები ცდილობენ, უკეთ გაერკვენ თავიანთ უფლება-მოვალე-ობებში. რამდენიმე შეხვედრა გავმარ-თეთ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, რაც, ურთიერთთანამშრომ-ლობისგან მოსალოდნელი შედეგების გარდა, იმითაც იყო სასარგებლო, რომ მოსახლეობას ვაჩვევთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების ფუნქციების გამიჯვნას.

სასწრაფოდ განსახორციელებელია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, პირველ რიგში საავტომობილო გზების მოწყობის. არის საკითხი, რომელთა გადაწყვეტა სასწრაფოდაა დასაწყები. რამდენი წლის წინ უბისა-ღორეშა-სარგ-ვეში-ბაზალეთის გზა იყო სახელმწიფო დანიშნულების და მისი ექსპლუატაციის ვალდებულება ჰქონდა სახელმწიფოს. დაუფიქრებლად მოხდა ამ გზის თვით-მმართველობაზე გადმოცემა - ეს გზა არ არის შიდა გზა, – ეს ის არტერიაა, რომელიც მუნიციპალიტეტის ორ მნიშვ-ნელოვან სეგმენტს აკავშირებს ერთმა-ნეთთან. ამიტომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კვლავ აღუდგეს ამ გზას ძველი სტატუსი და მისი რეკონსტრუქცია სა-ხელმწიფომ მოახდინოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემაა მიგრაცია. ყველა სოფელში აწუხებთ ხე-ტყის რესურსებთან წვდომის საკითხი. მო-სახლეობას დავპირდით, რომ უახ-ლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ხევის საზოგადოებრივ ცენტრში, ჩა-ვატარებთ გარემოს დაცვის სამინისტ-როს ხე-ტყის დეპარტამენტის წარმო-მადგენლებთან შეხვედრას, რომელსაც თითოეული სოფლიდან რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის რწმუ-ნებულებიც, დაესწრებიან.

უახლოეს ხანში შევხვდები „ენერ-გოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, რათა უკეთ გავერკვე გამრიცხველიანე-

ბის თანმიმდევრობის, ვადებისა და ა. შ. ამ საკითხებში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ვაპირებთ დახმარებას ბორითის საბავ-შვო ბაღის შენობის საკუთრების საკით-ხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩვენ, ფაქტობრივად, გადავწყვიტეთ პრობლემა, რაც აწუხებს ნადაბურის მოსახლეობას - მთელი უბანი მოწყ-ვეტილია სოფელს მდინარის ადიდების შემთხვევაში. ხიდის პროექტი რომ მზად ყოფილიყო, ახლავე შეგვეძლო ნადაბურში, მდინარე ძირულაზე, ხიდის მშენებლობის დაწყება. წელს საარჩევნო წელია და ნოემბრამდე ვეღარ განხორციელდება ცვლილება ბიუჯეტში. მტკიცედ დაგვპირდნენ, რომ ეს ხიდი გაკეთდება. ჩვენ ამ პროექ-ტით შეგვიძლია ძალიან სერიოზული რამ გავაკეთოთ ამ კუთხისთვის. პრემიერიც ძალიან დაინტერესდა ამ თემით - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, ნადაბურზე გადმო-ვლით, დაახლოებით 50 კილომეტრით მოკლდება დასავლეთისკენ მიმავალი გზა. ამ საკითხის გადაწყვეტა შექმ-ნის ნადაბურის გზის მოასფალტების საჭიროებას, რაც, ბუნებრივია, მნიშვ-ნელოვნად შეცვლის იქაურ სიტუაციას.

ძალიან მწვავედ წარმოჩნდა სა-მედიცინო მომსახურებაზე წვდომის პრობლემები. არის სოფლები, სადაც ამბულატორიაა, მაგრამ ექიმის მისვ-ლის სიხშირე ძალიან მცირეა და ეს სოფლები დარჩენილია სამედიცინო მომსახურების გარეშე.

მოსახლეობა ინტერესდება ბიუჯე-ტის პარამეტრებით, იმით, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები. ადგი-ლობრივი ბიუჯეტის ხარჯვისადმი გან-წყობა იცვლება. ადამიანებში გაჩნდა გრძნობა, რომ ბიუჯეტის თანხით საერ-თო პრობლემები უნდა გადაწყდეს.

რეალობა მძიმეა, კიდევ უფრო დამძიმებული ხარაგაულისთვის. ძა-ლიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ ყველა უწყებამ, ხელისუფლების ყველა შტომ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ, არც თუ ისე მსუბუქი, რეალობიდან.

ლაურა გოგოლაძე

„რეალობა მძიმეა, კიდევ უფრო დამძიმებული ხარაგაულისთვის”პირველი გვერდიდან

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

7xtvb [fhfufekb30 აგვისტო, 2013 წ.

თამარ ებანოიძე - ეს სახელი და გვარი, შესაძლოა, ბევრი ხარაგა-ულელისთვის არ იყოს ნაცნობი და ახლობელი. ქალბატონ თამარს კი, როგორც თავად ამბობს, ყვე-ლა ხარაგაულელის მიმართ გან-საკუთრებული და განსხვავებული განცდა აქვს. სიტყვა „ხარაგაულის“ გაგონება მასში საოცარ დადებით ემოციას იწვევს და დიდი სიყვარუ-ლით განაწყობს.

თამარ ებანოიძის მამა - სერ-გო ებანოიძე - ბორითის ღვი-ნის ქარხნის მეღვინე გახლდათ. დედა - მერი მუმლაძე - 45 წელი მუშაობდა ზესტაფონის საავადმ-ყოფოს ლაბორატორიაში. „ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ხარაგაული და როგორც ჩანს, გენეტიკურად გადმოვიდა ჩემზე ეს განცდა, - ამბობს ქალბატონი თამარი და ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს: მეხუთე-მეექვსე კლასში თბილისში ვსწავლობდი, როცა შევიტყვე, რომ ჩემი მშობ-ლები ხარაგაულის სახლს ყიდდ-ნენ. ისეთი ამბავი ავტეხე, ვეღარ გამიწიეს წინააღმდეგობა. ჩვენმა ნათესავებმა ნამდვილი დღესასწა-ული მომიწყვეს, როცა გაიგეს, რომ ხარაგაულის სახლი მე არ გავა-ყიდინე მშობლებს. სხვათაშორის, მამას გარდაცვალების შემდეგ, როცა სახლი გადმოვიფორმე,

საბუთებში აღმოვაჩინე, რომ 1911 წლიდან არის კომლად. ასე რომ, საუკუნის მამაპაპისეული სახლი მაქვს ხარაგაულში. აქ არის ჩემი ფესვები, რითაც ძალიან ვამაყობ.“

1987 წელს თამარ ებანოიძემ თბილისის სახელმწიფო სამედი-ცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ბავშვთა რესპუბ-ლიკური საავადმყოფოს ლაბორა-ტორიაში ექიმ-ჰემატოლოგ-ლაბო-რანტად. 1993 წლიდან დერმატო-ვენეროლოგია. 2001-02 წლებში მოიპოვა საფრანგეთის საელჩოს გრანტი და მუშაობდა ბორდოში. ის პირველი ფრანგულდიპლომი-რებული დერმატოლოგია. 1999-2005 წლებში მუშაობდა სახელმ-წიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კათედრაზე. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია. არის მედიცინის დოქტორი, სხვადასხვა უნივერ-სიტეტების პროფესორი. აქვს 16 წლიანი პედაგოგიური საქმინობის სტაჟი. არის ოცზე მეტი სამეცნი-ერო შრომის ავტორი და თანაავ-ტრორი, რამდენიმე ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი.

„ახლახან დავაფუძნეთ „საქართ-ველოს ფსიქოდერმატოლოგთა ასოციაცია“ და „ფსორიაზით და-ავადებულ პაციენტთა ასოციაცია,“ - გვიამბობს ქალბატონი თამარი, - ეს არის დიდი სამომავლო საქმე.

პაციენტებს უჭირთ საზოგადოებაში ადაპტაცია-ინტეგრაცია და მათ ვეხმარებით საზოგადოებასთან ურ-თიერთობაში. კანის დაავადებები ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსი-ქიკაზე. ამიტომ შევქმენით ფსიქო-დერმატოლოგთა ასოციაცია. ასე-თი ტიპის ორგანიზაციები ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ. დერმატოლოგია ასპროცენტიანი მედიცინა არ არის. ექიმი დაავა-დების მართვას აწავლის პაციენტს. ეს საზოგადოებები და ასოციაციები ეხმარებიან პაციენტს, როგორ იც-ხოვრონ სრულფასოვნად თავის დაავადებასთან ერთად.“

ქალბატონ თამარ ებანოიძეს ძალიან სურს, დაეხმაროს ხარაგა-ულელებს და იმედი აქვს, რომ თა-ვის იდეას მალე განახორციელებს. „ვმუშაობ კანისა და ვენსნეულება-თა კვლევით ეროვნულ ცენტრში. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა, რომ სადაც არის საჭიროება, არის პატა-რა ლოკალური პრობლემა, ვერ ერევიან ადგილზე და ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაა, გვიძა-ხებენ. ჩვენ მობილური ჯგუფებით ჩავდივართ. ამ ბოლოს ვიყავით რაჭაში, სადაც სოკოვანი დაავა-დებით მასიურად დასნეულდნენ მოჭიდავეები. ხანდახან ჩვენი სურ-

ვილითაც გავდივართ რეგიონებში, ვუკავშირდებით საავადმყოფოებს და სამედიცინო შემოწმებას ვუტა-რებთ მოსახლეობას.

იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩემს მამაპაპისეულ სახლს კარგად აღ-ვადგენ და ჩამოვიყვან კოლეგებს, რომლებიც უფასოდ ჩაუტარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას ხარაგაულელებს.

ამავე დროს, თუ ხარაგაულის საავადმყოფოში ექნებათ სურ-ვილი, უფასოდ გადავამზადებთ სამედიცინო პერსონალს და აქაც გეყოლებათ სერტიფიცირებული დერმატოლოგი.“

თამარ ებანოიძე: ...რას ნიშნავს ჩემთვის ხარაგაული? ეს სიტყვა რომ მესმის, თვალები მიბრწყინ-დება. ხარაგაული ჩემთვის ყველაზე კარგ მოგონებასთან, საუკეთესო ხალხთან, სითბოსთან, სიყვარულ-თან არის დაკავშირებული. სიტყვა ხარაგაული ჩემთვის ნიშნავს საუკე-თესოს. სახლს ვარემონტებ იმისთ-ვის, რომ უფრო ხშირად ვიარო აქ. ალბათ ეს სურვილი ასაკმაც მოიტანა. მეგობრების ნახევარი მეჩ-ხუბება, რომ არ ხარ ხარაგაულში მცხოვრებიო, ზოგი მაქებს და მი-წონებს, რომ მამაპაპისეულ კუთხეს ვაკეთებ. ჩემი იდეებიც ხარაგაულის სიყვარულმა განაპირობა...

ნინო კაპანაძე

ფესვები

„სიტყვა „ხარაგაული“ ჩემთვის ნიშნავს საუკეთესოს”

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფი-ული ანსამბლი „უბისი“თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში. ხარა-გაულიდან წასვლის წინ მონაწილეები მამა ფილიპემ (აბაშიძე) დალოცა.

ანსამბლის ხელმძღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი პირველ რიგში დიდ მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის ადგილობრივ ხელისუფ-ლებას. ფესტივალზე საქართველოდან „უბისთან“ ერთად მონაწილეობდნენ ბაღდადისა და ზუგდიდის ქორეოგრა-ფიული ანსამბლები. ზაზა ლურსმანაშ-

ვილის თქმით, „უბისი“ წარსდგა სამი ცეკვით - „აფხაზური“, „რაჭული“, „ყაზ-ბეგური,“ რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. მონაწილე ანსამბლები დააჯილდოვეს ფასიანი საჩუქრებით, დიპლომებითა და სიგელებით. ან-სამბლ „უბისს“ გადაეცა საქართველოს ეროვნული ფილარმონიისაგან საპატიო სიგელი „კავკასიის ვარსკვლავი 2013“.

ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმა-ციით, ახლახან საქართველოს ეროვ-ნული ფილარმონიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ანსამბლი „უბისი“ 29 მონაწილით 2013 წლის 25 ოქტომ-ბერს მონაწილეობას მიიღებს „კავკასიის

ვარსკვლავის“ საშემოდგომო კონ-კურს-ფესტივალში, ხოლო 2014 წლის ბოლომდე ერთსაათიანი პროგრამით გაემგზავრება ევროპის რომელიმე ქვეყანაში - სავარაუდოდ ჰოლანდი-აში ან ჩეხეთში. „ვაპირებთ აღნიშნულ პროგრამაში ჩავრთოთ ხალხური სიმღერის ანსამბლი „უბისი“ ზაქარია ბერაძის ხელმძღვანელობით. ხარაგა-ულელებს კი ვპირდებით, რომ ახალ წლამდე ხარაგაულში გავმართოთ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „უბისის“ საიუბილეო კონცერტი,“ - ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.

თამთა გოგოლაძე

ანსამბლი „უბისი” ანტალიაში

29 აგვისტოს ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის დისტანცი-ური სწავლების კურსის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ღონის-ძიება გაიმართა. წარმატებულ კურს-დამთავრებულებს სერტიფიკატები სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილმა გადასცა. დისტანციური ინგლისურის სწავლების კურსი სახელმწიფო სერ-ვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მრავალეროვა-ნი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“

არსებულ ტრეინინგ-ცენტრ ELCml-თან თანამშრომლობით დაინერგა. აღ-ნიშნული კურსი უკვე ერთი თვეა ხორციელდება და ადგილობრივ მო-სახლეობას საშუალებას აძლევს სოფ-ლიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი ინფრასტ-რუქტურის გამოყენებით შეისწავლონ ინგლისური ენა.

სწავლების პირველ ეტაპზე ინგ-ლისური ენის შესწავლის მსურველთა ტესტირება განხორციელდა. ტესტირე-ბის შედეგად, გამოვლინდა 13 სხვა-დასხვა ასაკის მსმენელი, რომლებმაც საპილოტე რეჟიმში მეორე საფეხურის

დისტანციური სწავლების ერთთვიანი კურსი გაიარეს. სწავლების ფარგ-ლებში, კვირაში ორჯერ საათნახევარის განმავლობაში მსმენელებს ინტერაქ-ტიული გაკვეთილები უტარდებოდათ. კურსი ინგლისური ენის შესწავლის ოთხ ასპექტს - წერა, კითხვა, საუბარი და სმენა მოიცავდა.

ერთთვიანი საპილოტე სწავლება წარმატებით დასრულდა, კურსის მო-ნაწილეებმა შეძლეს ინგლისური ენის მეორე საფეხურის სერტიფიკატების მოპოვება და სწავლას სექტემბრიდან ინგლისური ენის მესამე საფეხურზე განაგრძობენ.

ხევში ინგლისური ენის სწავლების კურსი ჩატარდა

გასულ კვირას სოფელ ბაზალეთში საინტერესო ღონისძიებები გაიმართა, რწმუნებულის ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით. 22 აგვისტოს ღარიხევის კლუბმა ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლა. კონკურსში როგორც ადგილობრივი, ასევე სოფლის დამსვე-ნებელი ახალგაზრდები მონაწილეობდ-ნენ. ლიტერატურული კონკურსის თემა გახლდათ „მოლოდინი“, რომელზეც მონაწილეებმა საინტერესო ჩანახატები თუ ნოველები შექმნეს. გამოვლინდა ორი გამარჯვებული: ჟიურის შეფასე-ბით - თამარ ჩხიკვაძე და მაყურებელთა გადაწყვეტილებით - თამარ ჭიპაშვილი.

23 აგვისტოს ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოადგინეს 22 სახეობის ღვინო ბაზალეთიდან, ღა-რიხევიდან, ქროლიდან, წიფიდან და ბრუისიდან. ფესტივალზე დეგუსტატო-

რებმა ათბალიანი სისტემით შეაფასეს ღვინო და გამოავლინეს საუკეთესო მეღვინეები. პირველი ადგილი გიორგი გლუნჩაძემ მოიპოვა, მეორე ადგილი - მიხეილ გლუნჩაძემ, ხოლო მესამე ადგილი - გიორგი მაქაძემ. ჟიურიმ წითელი ღვინის დეგუსტაციისას საუკე-თესო მეღვინეებად ურიზა შერგელაშ-ვილი და ჯემალ ვეფხვაძე დაასახელა.

ჩვენ ლიტერატურული კონკურსისა და ღვინის ფესტივალის გამარჯვებუ-ლებსა და მონაწილეებს გავესაუბრეთ. პირველი ადგილის მფლობელი ღვინის ფესტივალში გიორგი გლუნჩაძე ამ-ბობს, რომ გამარჯვებას არ ელოდა და სიამოვნებით უმასპინძლებს ამ ღვინით

მასთან მიბრძანებულ სტუმრებს. ღვინის ფესტივალის მონაწილე ბესო გლუნჩაძე მოხიბლულია ღონისძიებით და და მად-ლობას უხდის ორგანიზატორებს. მეორე ადგილის მფლობელს ღვინის ფესტი-ვალში მიხეილ გლუნჩაძეს ლიტერა-ტურული კონკურსის მონაწილე დავით ნიქაბაძეს მოსწონთ ასეთი პროექტები და მადლობას უხდიან ორგანიზატორებს. ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ნანუკა გლუნჩაძე ამბობს, რომ საინტე-რესო და ორიგინალურ თემაზე იმუშავეს კონკურსანტებმა და კარგი იქნება, თუ მსგავსი ღონისძიებები კიდევ ჩატარდება.

ბაზალეთის რწმუნებულ ვარლამ ჭიპაშვილს მიაჩნია, რომ საინტერესო ღონისძიებები გაიმართა კულტურული მიმართულებით, სამომავლოდ კი სპორ-ტული აქტივობის ჩატარებას გეგმავენ:

„კარგია, რომ ღონისძიებებში ახალგაზრ-დობა აქტიურადაა ჩართული. გვსურს ღვინის ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ. ღირსეული მეღვინეები გვყავს. რაც შეეხე-ბა ლიტერატურულ კონკურსს, აღფრ-თოვანებული ვარ შედეგებით. მეამაყება, რომ ჩვენს სოფელში იზრდება თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას გამოადგება. თამარ ჩხიკვაძესა და თამარ ჭიპაშვილს კი კიდევ ერთხელ ვულოცავ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებას.

ღვინის ფესტივალისა და ლიტე-რატურული კონკურსის მონაწილეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდებიან.

თამარ ჩხიკვაძე

ღვინის ფესტივალი და ლიტერატურული

კონკურსი ბაზალეთში

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb „რეალობა მძიმეა ... · გზებისა და ხიდების მოწესრიგე-ბის,

8 xtvb [fhfufekb 30 აგვისტო, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული30.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +20ºC;31.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +20ºC;01.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +19ºC;02.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +19ºC;03.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +18ºC;04.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +18ºC.

ბორითი30.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +19ºC;31.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +19ºC;01.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +17ºC;02.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +16ºC;03.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +15ºC;04.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +14ºC.

კიცხი30.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +21ºC;31.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +21ºC;01.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +20ºC;02.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +20ºC;03.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +19ºC;04.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +19ºC.

მოლითი30.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +17ºC;31.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +16ºC;01.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +15ºC;02.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +14ºC.03.09 - მზიანი დარი, დღე +25ºC, ღამე

+13ºC;04.09 - მზიანი დარი, დღე +26ºC,

ღამე +14ºC.

amindi

„საქართველოს ბანკის” კონსული ხარაგაულის რაიონში გთავაზობთ ბიზნეს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სესხებს. თუ თქვენ სხვა ბანკში გაქვთ ბიზნეს ან სასოფლო-სამეურნეო და-

ნიშნულების სესხი და მოახდენთ „საქართველოს ბანკში” სესხის პორ-ტირებას, პროცენტის გადასახადისგან გათავისუფლდებით 1-3 თვის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში გვესტუმრეთ ადგილზე და მოგემსახუ-რებით ეფექტურად და ხარისხიანად.

„საქართველოს ბანკის” კონსული ხარაგაულის რაიონში ინგა ბერაძე ტელ.: 595 51 97 42; 599 37 74 67.

„საქართველოს ბანკი” გთავაზობთ

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალ-ხო ლიტერატურული თეატრი 31 აგვისტოს, უკვე მერვედ ატარებს ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს „ოდე-ონი.“ კონკურსი გაიმართება სოფელ ღორეშაში, ღორე-შის ისტორიული მუზეუმის ეზოში. მონაწილეთა ასაკი 16 წლიდან. ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. გამარჯვებუ-ლები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 557 19 23 32.

პასუხები:ა-13; ბ-29; გ-1; დ-21; ე-25; ვ-4; ზ-20; თ-30; ი-7; კ-3; ლ-14; მ-1; ნ-2;

ო-15; პ-11; ჟ-24; რ-8; ს-19; ტ-5; უ-28; ფ-28; ფ-12; ქ-31; ღ-16; ყ-22; შ-6; ჩ-27; ც-9; ძ-23; წ-32; ჭ-17; ხ-33; ჯ-26; ჰ-18.

შიფრვორდიანსამბლი „კახორი“ (ხელმძღვანელები დალი და მაია მაღაძეები)

ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა

სოსო სხილაძეს და მაია წიქარიშვილს ვულოცავთ შვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდა-ქორწინებულებს დათოსა და თეონას მტკიცე ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს და ულევ ბედნიერებას.

ბორითის საბავშვო ბაღის თანამშრომლები***

ვულოცავთ ჯემალ მაღლაფერიძეს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირე-ბის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩარიცხვას. ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, საუკეთესო მომავალს და საკუთარი მიზნების განხორციელებას. მუდამ გაეხარებინოს მშობლების, ბებიების, ბაბუისა და კეთილის მსურველების გულები.

ბებია ცისანა კაციტაძე, ბიძა დათო ჩადუნელი, ბიცოლა ინგა ბერაძე, ბიძაშვილები დათუჩა, გიორგი და ნინიკო ჩადუნელები

***ვულოცავთ დიმიტრი ნიქაბაძეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუ-

დენტობას და 50%-იანი გრანტის მოპოვებას. ვუსურვებთ წარმატებებს, ღვთის მფარველობას და საუკეთესო მომავალს.

ბებია ლიანა ყიფიანი, ბიძა ვეფხვია, დეიდები შორენა, ჰერა ვეფხვაძეები ოჯახებით

ნოდარი და დათო მღებრიშ-ვილები, სერგო ბუაჩიძე, ალეკო ბლუაშვილი და გიზო ზუმბაძე ოჯახებით თანაუგრძნობენ რეზო მაჭარაშვილს და ლილი წვერავას დისა და მულის

ნუნუ მაჭარაშვილი-ფურცელაძის

გარდაცვალების გამო და თა-ნაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.

ნოდარ, ვეფხვია, იზო, ელენე, თამარ და ქეთევან ვეფხვაძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

მერაბ დიმიტრის ძე ვეფხვაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

კლიმენტი ყრუაშვილის გახსენება

40 დღე გავიდა შენი გარდა-ცვალებიდან. კაცურად იცხოვრე და ვალმოხდილი გადასახლდი იმიერში. შენი ოჯახის წევრებისთვის მძიმე და მწარეა უშენოდ განვლილი დღეები. გულს იმით ვიიმედებთ, რომ შენს მიერ დათესილი სიკეთე სასუფეველს დაგიმკვიდრებს. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს შენს კეთილ სულს.

ოჯახი

ვყიდი ოროთახიან ბინას სოლომონ მეფის ქ #56 (ა) კორპუსში. დაინტერესებული პირები დამიკავშირდით ტელეფონით: 599 77 65 95.

იყიდება ორსართულიანი სახლი დიდი აივნით, ჯა-ფაროულის შესასვლელში, 0,35 ჰა მიწის ფართით, სა-კუთარი შესასვლელი გზით, ბუნებრივი წყლითა და მოხ-მარებული წყლის გასასვლე-ლით. ეზოშია დეკორატიული მცენარეები (პალმები), ვაზის „ტალავერი“ და ყვავილები.

სახლი 8 ოთახიანია 2 სამზარეულოთი და მარნით. ეზოშია 50 ფუთიანი ქვევრი. მიწის ფართობშია სათესი მიწა, ბაღ-ბოსტანი, აკაციის ტყე და ხეხილი.

ფასი შეთანხმებით.მყიდველი დამიკავშირდეს

ტელეფონით 22 16 74 (ნაზი მაღლაფერიძე-მესხიშვილი)

იყიდება მშენებარე სახ-ლი ხარაგაულში, გალაკტი-ონის ქუჩაზე, ბანკთან.

სახლი აგებულია ხანდე-ბის დამუშავებული ქვით.

ფასი 14 ათასი აშშ დო-ლარი.

დაგვიკავშირდით ტელე-ფონებზე: 577 41 91 91; 555 11 51 51; 577 77 77 11.

„ოდეონი - 8” გიწვევთ