ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის...

7
ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ახალი პროგრამით მუშაობს, - ამბობს გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ მესამე გვერდზე. !^ VFHNB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #11 (486) დღეს ნომერშია www.chemikharagauli.com ვასილ კიკნაძე „წლევანდელი დაფინანსება სავსებით საკმარისია სრულფასოვანი მუშაობისთვის” ერთჯერადი მატერიალური დახმარების ზედა ზღვარი მედიკამენტების შესაძენად 200 ლარი, ხოლო ოპერაციებისთვის - 600 ლარია. ნომრის რუბრიკა: „უფლება მაქვს, ვიცოდე~ სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ფორუმი გაიმართა თამარ გურჩიანი: „არც ერთ ხელისუფლებას არ სჭირდება მისი გადაწყვეტილებების ყოველდღიური რევიზია~ 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. 4-5 გვ. 4 გვ. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი ახორციელებს პროექტს „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარაგაული- ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში” 6 გვ. ძვირფასო მკითხველებო! გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” დღევანდელ ნომერში გთავაზობთ თორმეტგვერდიან ჩანართს „და- იცავი საკუთრება!” ჩანართი მომზადებულია „საერთაშორისო გამჭვირვალო- ბა-საქართველოს,” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცი- აციის, „მწვანე ალტერნატივას,” საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” ფარგ- ლებში. რამაზ საყვარელიძის აზრით, „არჩევნების „დირიჟორი” მაჭავარიანის დაწინაურება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნა მის საარჩევნო გამოცდილებას უკავშირდე- ბა.” როგორც „პირWელს” საყვარელიძემ განუცხადა, „მაჭავარიანი უდავოდ ენერ- გიული, გამოცდილი პოლიტიკოსია და პოლიტიკური პარტიებისთვის კრიტიკულ მომენტში, განსაკუთრებით კი არჩევნებ- ში, ასეთი შესაძლებლობის პიროვნების დანიშვნა გამართლებულია.” „მაჭავარიანი არჩევნებში გამო- ცდილია. ის იმ საარჩევნო სამზარე- ულოს ერთ-ერთი დირიჟორია, რომელიც პარტიას არჩევნებისთვის ამზადებს და ხშირად იმ მეთოდებითაც, რომლებიც კრიტიკას იმსახურებენ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მაჭავარიანის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას სხვა მიზე- ზებიც განაპირობებს. ის ჭორვილელია და შესაძლებელია, რომ მაჭავარიანსა და ივანიშვილს შორის რაიმე გამგებიანი ურთიერთობა დამყარდეს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნით მაჭავარიანის კონტროლის შესაძლებლობა იზრდება,” - განაცხადა საყვარელიძემ. რაც შეეხება საზოგადოებაში არსე- ბულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მაჭავარიანი შს მინისტრის „ვანო მე- რაბიშვილის კადრია” და მისი დანიშვნა საარჩევნო პროცესში პოლიციის აქტიურ ჩართვას განაპირობებს, რამაზ საყვარე- ლიძის აზრით, „პოლიცია, პროკურატურა თუ კონტროლის პალატა არჩევნების პრო- ცესში უკვე ისედაც ჩართულია და ამისთ- ვის მიხეილ მაჭავარიანის გენერალურ მდივნად დანიშვნა აუცილებელი არ იყო.” შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონა- ლური მოძრაობის” გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი გახდა. მან ამ თანამ- დებობაზე ზურაბ მელიქიშვილი შეცვალა. მიხეილ მაჭავარიანი შევარდნაძის დროინდელი სახელისუფლო პარტია „მოქალაქეთა კავშირის” გენერალური მდივანიც იყო. 19 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე და ბიუროს მორიგი სხდომები გაიმართება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ და დაამტკიცებენ ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუ- შაოების ნუსხას; ცვლილებას შეიტანენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება- ში და დაამტკიცებენ გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულებას. ●ბიუროს წევრები განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2011 წლის ტერიტორიული ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს; ა(ა)იპ „ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის” მიერ 2011 და მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს. ბიუროს სხდომაზე განხილულ საკით- ხებს დეპუტატები 2 აპრილს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დაამტკიცებენ. ხევში სოფლის განვითარების ცენტრი შენდება 2011 წლის დეკემბრიდან, საქართვე- ლოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგ- ვის პროექტის განხორციელება დაიწყო. ამ პროექტის ინიციატივა სამოქალა- ქო რეესტრის სააგენტოს ეკუთვნის. ამ ინიციატივის ფარგლებში იქმნება სოფლის განვითარების ცენტრები. სწო- რედ ასეთი ცენტრი კეთდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში. სოფლის განვითარების ცენტრის მოწყობის შემდეგ მოსახლეობა სოფ- ლიდან გაუსვლელად შეძლებს მიიღოს თვითმმართველობის ყველა და ცენტრა- ლური ხელისუფლების მრავალი მოთხოვ- ნადი მომსახურება შემდეგ სფეროებში: სოციალური დახმარებები, მიწის რე- გისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, შეძლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადა- ხდას და სხვ. სოფლის განვითარების ცენტრ- ში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერ- ნეტი, ადგილობრივი მოსახლეობა ისარ- გებლებს გადახდის აპარატით, უფა- სო კომპიუტერით და შეხვედრების ოთა- ხით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამე- ბის, მიგრაციასა და სხვა საკითებზე. რეგიონული განვითარებისა და ინფ- რასტრუქტურის სამინისტროს კოორ- დინირებით, უკვე აშენდა მსგავსი ტიპის ცენტრები საქართველოს ხუთ სოფელში: ჭალადიდში, ჩუმლაყში, ფოკაში, კოდასა და რუისში. ამჟამად მიმდინარეობს სოფ- ლის განვითარების ცენტრების მოწყობა საქართველოს ცხრა სხვადასხვა სოფელ- სა და მუნიციპალურ ცენტრში. ესენია: ხევი, ნიგოეთი, შორაპანი, ნუკრიანი, ნატახტარი, ამბროლაური, ონი, ჯვარი და დაბა მანგლისი. ხარაგაულელები მხიარულთა და საზრიანთა კონკურსზე წარსდგებიან სამშაბათს, 20 მარტს, ქუთაისში, ოპე- რის თეატრში, ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის პირველი ტური იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდის მონაწილეობით. კონკურსის ორგანიზატორია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი გუნდების გარდა კონკურსში ქუთაისის რამდენიმე გუნდია ჩართული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მხი- არულთა და საზრიანთა გუნდი საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა. ქუთაისელებთან ერთად მათ მეტოქეობას სამტრედიელები გაუწევენ. შემდეგ ეტაპზე ორი გამარჯ- ვებული გუნდი იასპარეზებს. წარმატებები ვუსურვოთ ხარაგა- ულელებს მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში. ამბების აკიდო

Transcript of ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის...

Page 1: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

“ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ახალი პროგრამით მუშაობს,” - ამბობს გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ მესამე გვერდზე.

!^ vfhnb7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#11 (486)

დღეს ნომერშია

www.chemikharagauli.com

ვასილ კიკნაძე

„წლევანდელი

დაფინანსება

სავსებით საკმარისია

სრულფასოვანი

მუშაობისთვის”

ერთჯერადი

მატერიალური

დახმარების ზედა

ზღვარი მედიკამენტების

შესაძენად 200

ლარი, ხოლო

ოპერაციებისთვის -

600 ლარია.

ნომრის რუბრიკა:

„უფლება მაქვს,

ვიცოდე~

სკოლამდელი

განათლების

ხელშეწყობის

პროექტის ფარგლებში

ფორუმი გაიმართა

თამარ გურჩიანი: „არც

ერთ ხელისუფლებას

არ სჭირდება მისი

გადაწყვეტილებების

ყოველდღიური

რევიზია~

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

4-5 გვ.

4 გვ.

საზოგადოებრივი

მონიტორინგისა და

კვლევის ცენტრი

ახორციელებს პროექტს

„კერძო მესაკუთრეთა

ინტერესების დაცვა

ხაშური-ხარაგაული-

ზესტაფონის

სარკინიგზო

მაგისტრალის

მშენებლობის

არეალში”

6 გვ.

ძვირფასო მკითხველებო!

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” დღევანდელ ნომერში გთავაზობთ თორმეტგვერდიან ჩანართს „და-იცავი საკუთრება!”

ჩ ა ნ ა რ თ ი მ ო მ ზ ა დ ე ბ უ ლ ი ა „საერთაშორისო გამჭვირვალო-ბა-საქართველოს,” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცი-აციის, „მწვანე ალტერნატივას,” საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის პროექტის „საკუთრე-ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” ფარგ-

ლებში.

რამაზ საყვარელიძის აზრით, „არჩევნების „დირიჟორი”

მაჭავარიანის დაწინაურება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნა მის საარჩევნო გამოცდილებას უკავშირდე-ბა.” როგორც „პირWელს” საყვარელიძემ განუცხადა, „მაჭავარიანი უდავოდ ენერ-გიული, გამოცდილი პოლიტიკოსია და პოლიტიკური პარტიებისთვის კრიტიკულ მომენტში, განსაკუთრებით კი არჩევნებ-ში, ასეთი შესაძლებლობის პიროვნების დანიშვნა გამართლებულია.”

„მაჭავარიანი არჩევნებში გამო-ცდილია. ის იმ საარჩევნო სამზარე-ულოს ერთ-ერთი დირიჟორია, რომელიც პარტიას არჩევნებისთვის ამზადებს და ხშირად იმ მეთოდებითაც, რომლებიც კრიტიკას იმსახურებენ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მაჭავარიანის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას სხვა მიზე-ზებიც განაპირობებს. ის ჭორვილელია და შესაძლებელია, რომ მაჭავარიანსა და ივანიშვილს შორის რაიმე გამგებიანი ურთიერთობა დამყარდეს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნით მაჭავარიანის კონტროლის შესაძლებლობა იზრდება,” - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება საზოგადოებაში არსე-ბულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მაჭავარიანი შს მინისტრის „ვანო მე-

რაბიშვილის კადრია” და მისი დანიშვნა საარჩევნო პროცესში პოლიციის აქტიურ ჩართვას განაპირობებს, რამაზ საყვარე-ლიძის აზრით, „პოლიცია, პროკურატურა თუ კონტროლის პალატა არჩევნების პრო-ცესში უკვე ისედაც ჩართულია და ამისთ-ვის მიხეილ მაჭავარიანის გენერალურ მდივნად დანიშვნა აუცილებელი არ იყო.”

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობის” გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი გახდა. მან ამ თანამ-დებობაზე ზურაბ მელიქიშვილი შეცვალა.

მიხეილ მაჭავარიანი შევარდნაძის დროინდელი სახელისუფლო პარტია „მოქალაქეთა კავშირის” გენერალური მდივანიც იყო.

19 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე და ბიუროს მორიგი

სხდომები გაიმართებახარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ და დაამტკიცებენ ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუ-შაოების ნუსხას;

ცვლილებას შეიტანენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება-ში და დაამტკიცებენ გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულებას.

●ბიუროს წევრები განიხილავენ:ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

თვითმმართველი ერთეულის 2011 წლის ტერიტორიული ბიუჯეტის შესრულების

შესახებ ანგარიშს; ა(ა)იპ „ხარაგაულის ისტორიული

მუზეუმის” მიერ 2011 და მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს.

ბიუროს სხდომაზე განხილულ საკით-ხებს დეპუტატები 2 აპრილს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დაამტკიცებენ.

ხევში სოფლის განვითარების ცენტრი შენდება

2011 წლის დეკემბრიდან, საქართვე-ლოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგ-ვის პროექტის განხორციელება დაიწყო. ამ პროექტის ინიციატივა სამოქალა-ქო რეესტრის სააგენტოს ეკუთვნის. ამ ინიციატივის ფარგლებში იქმნება სოფლის განვითარების ცენტრები. სწო-რედ ასეთი ცენტრი კეთდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში.

სოფლის განვითარების ცენტრის მოწყობის შემდეგ მოსახლეობა სოფ-ლიდან გაუსვლელად შეძლებს მიიღოს თვითმმართველობის ყველა და ცენტრა-ლური ხელისუფლების მრავალი მოთხოვ-ნადი მომსახურება შემდეგ სფეროებში: სოციალური დახმარებები, მიწის რე-გისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, შეძლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადა-ხდას და სხვ.

სოფლის განვითარების ცენტრ-ში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერ-ნეტი, ადგილობრივი მოსახლეობა ისარ-გებლებს გადახდის აპარატით, უფა-

სო კომპიუტერით და შეხვედრების ოთა-ხით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამე-ბის, მიგრაციასა და სხვა საკითებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფ-რასტრუქტურის სამინისტროს კოორ-დინირებით, უკვე აშენდა მსგავსი ტიპის ცენტრები საქართველოს ხუთ სოფელში: ჭალადიდში, ჩუმლაყში, ფოკაში, კოდასა და რუისში. ამჟამად მიმდინარეობს სოფ-ლის განვითარების ცენტრების მოწყობა საქართველოს ცხრა სხვადასხვა სოფელ-სა და მუნიციპალურ ცენტრში. ესენია: ხევი, ნიგოეთი, შორაპანი, ნუკრიანი, ნატახტარი, ამბროლაური, ონი, ჯვარი და დაბა მანგლისი.

ხარაგაულელები მხიარულთა და საზრიანთა კონკურსზე

წარსდგებიანსამშაბათს, 20 მარტს, ქუთაისში, ოპე-

რის თეატრში, ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის პირველი ტური იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდის მონაწილეობით. კონკურსის ორგანიზატორია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი გუნდების გარდა კონკურსში ქუთაისის რამდენიმე გუნდია ჩართული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მხი-არულთა და საზრიანთა გუნდი საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა. ქუთაისელებთან ერთად მათ მეტოქეობას სამტრედიელები გაუწევენ. შემდეგ ეტაპზე ორი გამარჯ-ვებული გუნდი იასპარეზებს.

წარმატებები ვუსურვოთ ხარაგა-ულელებს მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში.

ამბებისაკიდო

Page 2: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

2 xtvb [fhfufekb !^ vfhnb @_!@ o

2012 წლის 7 მარტს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებ-მა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოეხმაურნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებას.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო და იმ დონორი ორგანიზაციების „ლე-გიტიმურ აქტივობებს,“ რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლე-მური კანონმდებლობა, კამპანიის მონაწილეებისთვის მისასალმებელია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკა-ნონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგა-ნიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების-კენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინა-დადების ძირითადი მოთხოვნებია:• გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და

მთელი პასუხისმგებლობა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში, დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს;• დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს

პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გაწევენ ხარჯებს;• განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ

მიეცეს თავისუფლად მანიპულირების საშუალება;• დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა

კონტროლის პალატას, განისაზღვროს როლი იმისათვის, რომ ქონების დაყადა-ღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე;• შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა

პირებისთვის.პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ

სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვ-ნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე აუცილებელია საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბრად კონკურენტულ გარემოში კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება.

საკანონმდებლო წინადადება ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქარ-თველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალო-ბა-საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა.

კამპანიის „ეს შენ გეხება”

წევრი არასამთავრობო და

მედიაორგანიზაციების პასუხი

დავით ბაქრაძეს

მიმდინარე წელს ა(ა)იპ „კულტუ-რის ცენტრის” დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 20 ათასი ლარით გაიზარდა და 100 ათასი ლარს შეად-გენს. კულტურის ცენტრის დირექტო-რის, ვასილ კიკნაძის თქმით, ეს თანხა სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სრულფასოვნად იმუშაონ დასახული გეგმის მიხედვით. „მომატებული თან-ხა, ძირითადად, მიმართულია სახალხო და თოჯინების თეატრების გაძლი-

ერებისკენ და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობისთვის, - გვიამბობს ვასილ კიკნაძე, - წელს ვგეგ-მავთ კულტურის ცენტრის შენობაში ორი ოთახის კოსმეტიკურ რემონტს.”

ხარაგაულის კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს:

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბ-ლი „უბისი” (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები);

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე);

ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა;”ო. აბაშიძის სახელობის სახალხო

თეატრი;მგალობელ ვაჟთა გუნდი (რეგენტი

თორნიკე ბაკურაძე);მომღერალ ქალთა ჯგუფი (ხელმძ-

ღვანელი დალი მერაბიშვილი);ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმ-

ძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე);ხალხური საკრავების შემსწავ-

ლელი წრე (ხელმძღვანელი თამილა კირთაძე);

გიტარის შემსწავლელი წრე (ხელმ-ძღვანელი რეზო ბაბლიძე);

თოჯინების თეატრი (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

კულტურის ცენტრში ფუნქცი-ონირებს მხატვრული კითხვის შემს-წავლელი წრე, რომელსაც ლუიზა კიკნაძე ხელმძღვანელობს. დაინტე-რესებულ მოსწავლეებს ხელსაქმეს, ქსოვას და თექაზე მუშაობას ირმა ბუაჩიძე ასწავლის. დოლზე დაკვრის შესწავლის მსურველებთან ამირან ლურსმანაშვილი მუშაობს. კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკო წიკლაური წრეების მუშაობას დადებითად აფასებს.

„კულტურის ცენტრთან არსებულ

ფოლკლორულ ანსამბლებს ხშირად იწვევენ სხვადასხვა ფესტივალებზე, - ამბობს ვასილ კიკნაძე, - სიახლეა ის, რომ მიმდინარეობს ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირება. ამ პრო-ცესში ჩართულია ანსამბლი „ოდილა” და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ზაქარია ბერაძის ხელმძღვანელო-ბით. სერტიფიცირების ინიციატორია კულტურის სამინისტრო. ეს პროცესი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის

მხარდაჭერით ხორციელდება. სერტი-ფიცირების პირობა ასეთია: ადგილზე ჩამოვლენ და ანსამბლის რეპერტუარი-დან შეასრულებინებენ ერთ სიმღერას, ხოლო მეორე სიმღერას თავად ანსამბ-ლი შეარჩევს. იმედი მაქვს, სერტიფი-ცირებას ორივე ანსამბლი წარმატებით გაივლის. მოგეხსენებათ, „ოდილა” საქვეყნოდ აღიარებული ანსამბლი და ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ანსამბლის ხლმძღვანე-ლის, ბატონი სულიკო ციმაკურიძის, გარდაცვალების შემდეგ ანსამბლი აგრძელებს საქმიანობას.”

უახლოეს ხანში თოჯინების თეატ-რი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგება. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „კომბლე.” მიმდინარე წელს სახალხო თეატრიც გეგმავს პრემიერას. ამჟამად არჩევენ სცენარს.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბი-

სი” მაისში მიწვეულია ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის მიერ ორგანი-ზებულ ფესტივალზე. რაც შეეხება ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს, ის ახალი ჩამოყალიბებულია და 7-8 სიმღერა აქვს დამუშავებული. ვასილ კიკნაძის თქმით, ანსამბლი 26 მაისს საქართ-ველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე განახლებული რეპერტუარით წარდგება ხარაგაულე-ლი მაყურებლის წინაშე.

„აქტიურად მუშაობენ ხალხური საკრავებისა და გიტარის შემსწავლე-ლი წრეები. ახალგაზრდების დაინ-ტერესება დიდია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობენ ამ წრეების გამორჩეული მოსწავლეები. მუზეუმში, კულტურის ცენტრში, მუსიკალურ სკოლაში, ბიბლიოთეკასა თუ კი-ნოთეატრის დარბაზში გამართულ ღონისძიებებში ჩვენი ანსამბლები აქტიურად არიან ჩართულები. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს კულტურის სფე-როს თითოეულ სამსახურთან,” - ამ-ბობს ვასილ კიკნაძე და ქორეოგრაფიის ხარაგაულელ მოყვარულებს წელს უკვე მეოთხედ ეპატიჟება ქორეოგ-რაფიის ფესტივალზე. ფესტივალში ტრადიციულად ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის მასშტაბით არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთ-ვებიან. ინტერესი ქორეოგრაფიული ფესტივალის მიმართ ძალიან დიდია.

მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც არის სპექტაკლის ჩატარე-ბის შესაძლებლობა, გასულ წელს თოჯინების თეატრის და სახალხო თეატრის საბავშვო სპექტაკლების ჩვენება შედგა.

ხარაგაულის კულტურის ცენტრი საუკეთესო ხარისხის საკონცერტო და გასახმოვანებელი აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ღონისძიებების ხა-რისხზე დადებითად მოქმედებს.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ვასილ კიკნაძე, ხალ-ხური საკრავების შემსწავლელი წრის მოსწავლეები ნინო შველიძე და დავით მესხი მასწავლებელ თამილა კირთაძესთან ერთად მეცადინეობის დროს, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურის ცენტრში.

„წლევანდელი დაფინანსება სავსებით საკმარისია სრულფასოვანი

მუშაობისთვის”სოფელ საღანძილეში მცხოვრები დავით მესხი სერიოზულადაა დაინტერესებული, რომ ხალხურ საკრავზე, კერძოდ ფანდურზე,

დაკვრა შეისწავლოს. იგი დედას, ლელა აფხაძეს, კვირაში ორჯერ ჩამოჰყავს ხარაგაულის კულტურის ცენტრში.

„ბავშვები ადვილად ეუფლებიან ხალხურ საკრავზე დაკვრას, - ამბობს ხალხური საკრავების წრის ხელმძღვანელი თამილა კირთაძე, - ეს ხომ ეროვნული ინსტრუმენტია. სულ თორმეტი

მოსწავლე მეცადინეობს. წლის განმავლობაში თხუთმეტ სიმღერას მაინც ვამუშავებთ.”

ხარაგაულის კულტურის ცენტრის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ცენტრის

დირექტორი ვასილ კიკნაძე გვესაუბრება.

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“

ხელმოწერის ერთთვიურიgazeTi Rirs: 3 TviT - 5 lari;6 TviT - 10 lari;

wliT - 20 lari.

gazeTis gamosawerad dagvirekeT 22-16-27;

593 900 501, 790 42 16 27

an daukavSirdiT Cveni gazeTis gamavrceleblebs.

Page 3: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

3xtvb [fhfufekb!^ vfhnb @_!@ o

განათლებისა და მეცნიერების სა-მინისტროს მიერ გავრცელებული ინ-ფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ექვსი უმაღლესი სასწავ-ლებლის ბაზაზე შესაბამისი აკადემიური

პერსონალი გადამზადდა, შემუშავდა ახალი პროგრამები. ტრენინგები გაიარეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თემაზე: ,,სკოლამდე-ლი განათლების განვითარება საქართ-

ველოში.” ექვსივე უნივერსიტეტში, რომელიც პროექტთან თანამშრომლობს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი განათლების ახალ პროგ-რამებზე. ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციებით შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმი-ანობები, ახალი პრიორიტეტები გამო-იკვეთა და სკოლამდელი განათლების სფეროში სამომავლო გეგმები დაისახა.

ფორუმს სხვადასხვა სამინისტრო-ების, თბილისის მერიის, რეგიონალური მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ზუმბაძე, ხარაგაულის სკო-ლამდელ დაწესებულებათა გაერთიანე-ბის დირექტორი:

-10 მარტს გაიმართა ფორუმი სკო-ლამდელი განათლების სექტორის განვი-თარების ხელშესაწყობად. შეხვედრაზე ვიმყოფებოდით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებების დი-რექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფორუმი გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიგი თევზაძემ. გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა, ქალბატონმა ლელა ჩახაიამ, წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში სკოლამდელი განათლე-ბის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ. ქალბატონმა ლელამ ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება, სასკოლო ასაკის ბავშვის მომზადება სკოლისთვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვმა განათლება უნდა მიიღოს არა ძალდატანებით, არამედ ამას უნდა მი-ვაღწიოთ თამაშით. საბავშვო ბაღის აღ-საზრდელებს თავისი ასაკის შესაფერისი ტესტირებებიც უნდა უტარდებოდეთ.

ექვს უმაღლეს სასწავლებელში

შექმნილ ცენტრებში გადამზადდებიან სკოლამდელი გაერთიანებების აღმზრ-დელები. სკოლამდელი აღზრდის პროგ-რამებში დიდი ხანია ცვლილებები არ შე-უტანიათ. მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრების შექმნა მიზნად ისახავს აღმზრდელებისა და მათი დამხმარეების გადამზადებას. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. აღმზრდელი აუცილებლად უნდა გადა-მზადდეს. ჩვენთან მუშაობენ ღვაწლ-მოსილი პედაგოგები, რომლებსაც აღზ-რდის დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ აუცილებელია სიახლეებსაც გაეცნონ. კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ დამწყებ აღმზრდელებსაც.

სკოლამდელი განათლების ცენტ-რების შექმნა სასარგებლო და საჭიროა. ახალი პროგრამის მიხედვით აღმზრ-დელის დამხმარეებს გაეზარდათ ფუნქ-ციები. ორდღიან ტრენინგზე, რომელსაც გვთავაზობენ, ჩვენი გაერთიანების აღმზ-რდელები და მათი დამხმარეები გაივლიან სხვადასხვა საკითხებს: ადრეულ ასაკში სწავლებისა და განვითარების სტან-დარტები; სკოლამდელი განათლების პროგრამა და მისი განხორციელების მეთოდები; შეფასების ფორმები; სკო-ლამდელი დაწესებულების ფიზიკური გარემო; სკოლამდელი დაწესებულების მართვა და ა.შ. ტრენინგები, სავარა-უდოდ, მაისში ჩატარდება. ზაფხულში კვლავ გაიმართება საბავშვო ბაღის აღმზ-რდელთა ხუთდღიანი გადასამზადებელი ტრენინგი.

ახალ პროგრამებს შარშან გავეცანით და ჩვენი გაერთიანების ყველა ბაღში დავნერგეთ. პროგრამა საპილოტეა და შე-საძლოა, მასში ცვლილებები შეიტანონ. პროგრამაში თუ ცვლილებები შევა, მა-თაც გავითვალისწინებთ. აღმზრდელებმა

ახალი პროგრამა ინტერესით მიიღეს. ძველი პროგრამიდან კარგი რაღაცებიც დატოვეს. აღსაზრდელებთან შეგვაქვს უნარების ტესტები. საბავშვო ბაღში მათი გონებრივი განვითარება, სასკოლოდ მომზადება აუცილებელია. საბავშვო ბაღის დამთავრებისას თითოეული კურს-დამთავრებული მიიღებს საბუთს, სადაც აისახება ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაცია და ფსიქოლოგის დასკვნა.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რაც ფორუმზე აღინიშნა - საბავშვო ბაღის აღმზრდელის სტატუსი უნდა გაუთანაბრდეს სკოლის მასწავლებლის სტატუსს. ეს საკითხი დასმულია და ვე-ლოდებით მის დადებითად გადაწყვეტას.

გაეროს ბავშვთა ფონდი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ინკლუზიური ბავ-შვების ინტეგრირებას გარემოსთან და საზოგადოებასთან. ფორუმზე ამაზეც გამახვილდა ყურადღება. ჩვენი გაერთი-ანების მეთოდისტს თამარ ავალიშვილს კარგა ხანია, შექმნილი აქვს პროგრამა ინკლუზიური ბავშვებისთვის. ასეთ ბავშვებთან დამატებით ვმუშაობთ და ვამეცადინებთ. ფორუმზე ყველა მუნი-ციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმ-ძღვანელს მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა წარმატებებსა და მიღწევებ-ზე. დადებითად შეაფასეს და დიდ წარ-მატებად მიიღეს ის, რომ ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულე-ბათა გაერთიანება ახალი პროგრამით მუშაობს. გადმოგვცეს სახელმძღვანელო ინკლუზიურ ბავშვებთან სამუშაოდ. გა-ეროს ბავშვთა ფონდი გვეხმარება ახალი პროგრამების ათვისებაში. ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ.

სოფო ჭიპაშვილი

-ქალბატონო თამარ, ხომ არ ფიქ-რობთ, რომ საქართველოში დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზი მოქალაქეების მიერ მათი როლის გაუცნობიერებლობაა. ვიცით კი, რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება?

-რასაკვირველია, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, თავიანთი პასუხისმგებლობები და ისინი, პირველ რიგ-ში, უნდა იყვნენ კარგი მოქალაქეები, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოში არ უნდა იყოს შიშის კლიმატი, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ჩემი საყვარელი ბრიტანელი მომღერა-ლი ტომ იორკი ამბობდა: „ტეტჩერის დროს გავიზარდე და მთელი ცხოვრება ვიზრდებო-დი იმ გრძნობით, რომ მე ვიყავი უძლური. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის, რაც ძალიან აწყობდა ჩემს მთავრობას.”

ხელისუფლებას ყოველთვის აწყობს ადამიანი, რომელსაც ეს უძლურების განც-და აქვს და სჯერა, რომ ძალა არ გააჩნია. იმისათვის, რომ ძლიერი იყოს სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქე გრძნობდეს ამ ძალას, ის უნდა აცნობიერებდეს, - ხელი-სუფლების წყარო არის ხალხი და სწორედ მასზე დგას სახელმწიფო. სამოქალაქო პროცესებში ჩართულობისათვის მოქალა-ქეს, გარდა ამ ძალაუფლებისა, სჭირდება კომპეტენცია. ტომ იორკი შემთხვევით არ მიხსენებია. ტომ იორკი იყო ადამიანი, რომელმაც 2003 წელს ბრიტანეთში ბი-ოლოგიური იარაღის ექსპერტის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების შესახებ ხმა ამოიღო. ეს არასდროს მოხდება, სამ-წუხაროდ, საქართველოში, თუ შევადარებთ ქართველ მომღერლებს. დღეს ჩვენ ვხედავთ რეალობას, - ასევე საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძე. არსე-ბობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციის

მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპ-ლი გახდა. პარლამენტის წინ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მხოლოდ ორასამდე ადამიანი შეიკრიბა და ხაშურის პოლი-ციასთან ათიოდე სტუდენტმა ამოიღო ხმა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სა-ქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ გააზ-რებული თავიანთი უფლებები, თავიანთი პასუხისმგებლობები და საქართველოში მოქალაქეებს, უბრალოდ, ეშინიათ. სწორედ ეს არის დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზი.

-ქალბატონო თამარ, საქართვე-ლოს მოსახლეობა ისტორიულად ხომ არ არის მიჩვეული, რომ ადამიანთა შორის სოციალური, რელიგიური თუ კულტურული ურთიერთობები მხო-ლოდ სახელმწიფოს მხრიდან უნდა იმართებოდეს. ჩემთვის ფაქტია, რომ ადამიანები სამოქალაქო საზოგადო-ების წევრობით საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახდენენ. აი, ამაზე რას იტყოდით?

-ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეს კულ-ტურის ნაწილია. როცა ადამიანები უძლუ-რად გრძნობენ თავს, ეს ყოველთვის მისი დანაშაულია, ვინც ჩაგრავს მათ.

მე ვხედავ იმას, რომ თბილისში, სადაც მე ვცხოვრობ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ადამიანები მოდიან გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად და აკეთებენ ყველაფერს იმი-სათვის, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ. აპროტესტებენ ამას არა ისეთი ხერხით, - „წადი, გადადექი,” - არამედ პროტესტის ძალიან მაღალი კულტურით. ამიტომ ამას ვერ დავუკავშირებ ნამდვი-ლად კულტურას, მაგრამ სხვა საკითხია ის, ადამიანები რამდენად გრძნობენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ მონაწილეობას.

ძალიან პოპულარულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქა-

ლაქში, ერთი კარგი გამოთქმა, - „თუ თქვენ არ უზიხართ მაგიდას, თქვენ ხართ მენი-უში,” ანუ თქვენ ხართ ის, რასაც იქ მიირ-თმევენ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ გადა-წყვეტილებებში, უნდა მიუსხდნენ მაგიდას, თორემ სწორედ ისინი ხდებიან მსხვერპლნი გადაწყვეტილებების მიმღებების.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადების წევრობით საკუთარი თავის რეალიზაციას, ამას ვერ დავეთანხმებოდი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა კარგი დაფი-

ნანსებით. მაგალითად, კამპანიაში „ეს შენ გეხება” ძალიან კომპეტენტური ადამიანები და ორგანიზაციები არიან ჩართულნი. მათ არა მხოლოდ იციან, ხელისუფლებამ რა არ უნდა გააკეთოს და რა არის არასწორი, მაგალითად „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან” დაკავშირებით, არამედ იციან, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და ალტერნატივებსაც სთავაზობენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების წევრობით საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება. კარგი მოქალა-ქეობა იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ თვითორ-განიზაციის რაღაც უნარიც უნდა გვქონდეს. კი არ უნდა ველოდოთ, როდის გამოჩნდება

ლიდერი, რომელსაც ჩვენ ბრმად გავყვე-ბით, არამედ ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს ღირსების შეგრძნება, რომ თვითონ ავიღოთ საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებ-ლობა. ამას ერთადერთი საფუძველი აქვს ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ეგ უკვე საკმარისია.

-პრობლემა ის ხომ არ არის, რომ თავად სახელმწიფოს არ აქვს გააზ-რებული ძლიერი სამოქალაქო საზო-გადოების აუცილებლობა?

-სახელმწიფოს არასოდეს ექნება გააზ-რებული ეს. არ ვიცი, ასეთი ბედნიერი

გამონაკლისები არსებობენ თუ არა, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას არ სჭირდება მისი გადაწყვეტილებების ყოველდღიური რევიზია; არ სჭირდება ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებიც ყოველ წუთს გააკონტროლებენ მის გადაწყვეტილებებს. სწორედ ჩვენი ინტერესი და ინიციატივა უნდა იყოს, რომ ჩვენ, მოქალაქეები, ვიყოთ ძლიერები.

-ამერიკაში სამოქალაქო საგნები სკოლაში ისწავლება და სკოლას რომ ამთავრებს ახალგაზრდა, გაცი-ლებით მეტი იცის თავის როლსა და პასუხისმგებლობაზე, ვიდრე ჩვენთან, სადაც ეს ძალიან ახალი დანერგილია.

-დიახ, გეთანხმებით. თუ ჩვენ ვსაუბ-

რობთ სამოქალაქო განათლების სწავლე-ბაზე, აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პა-სუხისმგებლობაა. სახელმწიფომ სკოლაში უნდა ასწავლოს ადამიანებს, როგორ უნდა იყვნენ კარგი მოქალაქეები. ამ კონტექსტში, გასაგებია, მაგრამ საქართველოში, ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს არასამთავრობო სექ-ტორის დაფინანსება და მგონი, უკვე დააფი-ნანსა კიდევაც, - უკვე გამოყო გრანტები რიგ პრიორიტეტულ თემებზე.

ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლებისგან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლებას დღეს არასამთავრობო სექტორი წარმოუდგენია, როგორც რაღაც სერვისის განმახორციელებელი და არა მისი მაკონტროლებელი ორგანიზაციები. ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, ჩემი აზრით. დღეს თანამედროვე კონტექსტში, ხელისუფლებას რაც სჭირდება, ეს არის სწორედ ძლიერი საზოგადოებრივი კონტ-როლის მექანიზმები.

-რამდენად აინტერესებს თითო-ეულ ადამიანს სამოქალაქო აქტივიზ-მი და ჩართულობა, როცა საქართ-ველოს მოსახლეობის 80 პროცენტს აქვს ისეთი სოციალური პრობლემები, როგორებიცაა გათბობა, წყალი, უმუ-შევრობა, სიღარიბე და ა. შ.

-დიდი მადლობა ამ კითხვის ავტორს იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს. საქართველოში მილიონ 600 ათასი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება. სულ ვეუბნები ჩემს მე-გობრებს, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება, განათლება მიეღოთ და აქვთ ნორმალური შემოსავალი, რომ ჩვენს ქვეყანაში მდგო-მარეობის უკეთესობისკენ შეცვლა არ არის სოციალურად დაუცველი ადამიანების პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმ-გებლობა ჩვენი, ვისაც პურის ფული არ გვიჭირს. სამოქალაქო აქტივიზმი არ არის რაღაც შედეგი. ეს არის თვითონ პროცესი. ჩვენ არასდროს გვექნება სამართლიანი გადასახადები, კარგი სოციალური დაცვის სისტემა და ისეთი მდგომარეობა, როდე-საც ყველა ადამიანს ექნება ღირსეული ცხოვრების საშუალება, თუკი ჩვენ თვითონ არ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომელიც დავიქირავეთ, რომ მოგვაწოდოს სწორედ ეს სერვისები. ხელისუფლებას ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ.

რადიოინტერვიუ მიჰყავდა ია ანთაძეს

საგაზეთოდ მოამზადა ლაურა გოგოლაძემ

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტისფარგლებში ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტ-რო გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით,

მეორე წელია „ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროექტს” ახორცი-

ელებს. პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსი-ტეტში შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართ-

ველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე დაესწრო.

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტის მიზა-ნია სკოლამდელი განათლების მართვის, ხელმისაწვდომობისა

და ხარისხის გაუმჯობესება, საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ტრენინგ-ცენტრების დაარსების ხელშეწყობა, პედაგოგთა გადა-

მზადება, მათი მეთოდოლოგიური რესურსებით უზრუნველყოფა და სხვ.

თამარ გურჩიანი: „არც ერთ ხელისუფლებას არ სჭირდება

მისი გადაწყვეტილებების ყოველდღიური რევიზია”

რადიო „თავისუფლების” ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული დიალოგი” სტუმარია „მედიაკლუბის” წევრი,

იურისტი თამარ გურჩიანი. იგი საუბრობს თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმის მომავალი საქართველოში.” ორშაბათობით

სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გაგზავნის

ნომერზე 15-10, ან მიწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

Page 4: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

4 xtvb [fhfufekb !^ vfhnb @_!@ o

2012 წელს ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის ბიუჯეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნით 160 ათასი ლარი დაიგეგმა. „ეს გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმა-გებული თანხაა, - ამბობს სოციალუ-რად დაუცველ მოქალაქეებზე ერთ-ჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ჭიპაშვილი, - იმატა მოქალაქეების მხრიდან განცხადებებმაც.

მოგეხსენებათ, კომისია თვეში ერთხელ იკრიბება. მიმდინარე წელს 125 განცხადება განვიხილეთ და არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო ოთხი მათგანი ვერ დავაკმაყოფილეთ. მაქსიმალურად ვუფინანსებთ მოქალაქეებს მშობიარო-ბის ხარჯებს, 200 ლარამდე თანხით ვეხმარებით მედიკამენტების შესაძე-ნად, ხოლო ოპერაციისთვის 600 ლარს ვურიცხავთ.”

როგორც მამუკა ჭიპაშვილი გან-

მარტავს, განცხადების შემოტანის მომენტში გარანტიას არავის აძლევენ, რომ აუცილებლად დაეხმარებიან. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, როცა მოქალაქე გადაუდებელ ოპერაციას ან მედიკამენტურ მკურნალობას საჭი-როებს, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, განცხადების განხილ-ვამდე გაიცემა საგარანტიო ფურცელი.

„გასულ წელს იყო ცალკეული შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა განცხადების შემოტანისთანავე წინას-წარ წაიღეს 200 ლარის ღირებულების წამლები აფთიაქებიდან. კომისიამ მათი განცხადებები სრულად ვერ დააკმაყოფილა. ზოგი მათგანი 100, ზოგი - 150 ლარით დაფინანსდა. ის ადამიანები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და აფთიაქში ვალი დაედოთ. მინდა გითხრათ ისიც, რომ 200 ლარი მედიკამენტებისთვის და 600 ლარი - ოპერაციებისთვის არის ერთჯერადად დახმარების ზედა ზღვარი. ამიტომ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტე-

ბის განხილვის შემდეგ, შესაძლოა, მაქსიმალური თანხა არ გაიცეს. განც-ხადების განხილვის შემდეგ მოქალაქეს აუცილებლად ვაცნობებთ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისგან მიღებული დასტურის შემდეგ, რომ ნამდვილად ესაჭიროება დახმა-რება, ირიცხება შესაბამისი თანხები აფთიაქებსა თუ საავადმყოფოებში.”

შეგახსენებთ, რომ საოპერაციო თანხის დახმარების მისაღებად მო-ქალაქემ კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს:1. განცხადება;2. პირადობის მოწმობის ასლი;3. ჯანმრთელობის ცნობა;4. ანგარიშფაქტურა; 5. კალკულაცია;6. ცნობა სოციალური მომსახურე-

ბის სააგენტოდან;7. ტერიტორიული ორგანოს რწმუ-

ნებულის ცნობა განმცხადებლის ოჯახის წევრთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.

მედიკამენტების შესაძენი ფულადი დახმარებისთვის მოქალაქემ კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს:1. განცხადება;2. პირადობის მოწმობის ასლი;3. ჯანმრთელობის ცნობა;4. კალკულაცია (ექიმის მიერ

დანიშნული წამლების ჩამო-ნათვალი);

5. ანგარიშფაქტურა;6. ცნობა სოციალური მომსახურე-

ბის სააგენტოდან;7. ტერიტორიული ორგანოს რწმუ-

ნებულის ცნობა განმცხადებლის ოჯახის წევრთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.

ნინო კაპანაძე

„მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ირიცხება თანხა აფთიაქსა

და საავადმყოფოში”

საქართველოს ტერიტორიაზე მუდმი-ვად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა - 65 წლის და ქალბატონმა - 60 წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძ-ვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომ-სახურების სააგენტოს რაიონულ განყოფი-ლებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ აგრეთვე განცხადების შეტანის მომენტისათვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტო-რიაზე, კანონიერ საფუძველზე, მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

რა თანხას შეადგენს ასაკის საფუძვლით სახელმწიფო

პენსიის ოდენობა?ასაკის საფუძვლით სახელმწიფო

პენსიის ოდენობა 2011 წლის 1 სექტემბ-რიდან შეადგენს 100 ლარს.

რა დოკუმენტებია საჭირო ასაკის საფუძვლით სახელმწიფო

პენსიის დასანიშნად?რაიონულ განყოფილებაში უნდა

წარადგინოთ:• პირადობის დამადასტურებელი

მოწმობა, ქსეროასლთან ერთად;• განცხადება სოციალური მომსახუ-

რების სააგენტოს რაიონული განყოფი-ლების უფროსის სახელზე.

რა ვადაა საჭირო ასაკის საფუძვლით სახელმწიფო

პენსიის დასანიშნად?განცხადება (საჭირო დოკუმენტებთან

ერთად) ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში და ანაზღაურდება განც-ხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის დღიდან.

სად მიიღებთ პენსიას?პენსიის მისაღებად უნდა მიმართოთ

სს ,,ლიბერთი ბანკს,” სადაც გაგიწევენ შესაბამის მომსახურებას.

გაქვთ შრომითი სტაჟი? მიიღეთ შრომითი სტაჟის დანამატიყველა მოქალაქე, რომელსაც დანიშ-

ნული აქვს პენსია ასაკის საფუძვლით, იპოვებს უფლებას შრომითი სტაჟის დანამატზეც (არსებობის შემთხვევაში). ამ მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილე-ბაში დამატებით უნდა წარადგინოთ: -განცხადება (სოციალური მომსახურე-

ბის სააგენტოს რაიონული განყოფილე-ბის უფროსის სახელზე);

-შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები;

-საჭიროების შემთხვევაში, სხვა დოკუმენტები:

♦ცნობა სწავლის პერიოდის შესახებ (დიპლომის ასლი);

♦ცნობა სამხედრო სამსახურში ყოფ-ნის პერიოდის შესახებ;

♦ცნობა ორგანიზაციიდან (სადაც პირი მუშაობდა), მუშაობის პერიოდისა და გათავისუფლების საფუძვლის ჩვენებით;

♦სასამართლო გადაწყვეტილება;♦საარქივო ცნობები.

რა თანხას მოიცავს შრომითი სტაჟის დანამატი?

-0-დან 5 წლამდე შრომითი სტაჟისათ-ვის - 2 ლარი;

-5-დან 15 წლამდე შრომითი სტაჟი-სათვის - 4 ლარი;

-15-დან 25 წლამდე შრომითი სტაჟი-სათვის - 7 ლარი;

-25 წლიდან ზევით შრომითი სტაჟი-სათვის - 10 ლარი.

როდის ენიშნება ასაკით პენსიონერს შრომითი სტაჟის

დანამატი?პენსიის მიმღებს ან მის მაძიებელს

შრომითი სტაჟის დანამატი დაენიშნება (გადაუანგარიშდება) და აუნაზღაურდე-ბა, შესაბამისად, დანამატის დანიშვნის შესახებ განცხადებისა და საჭირო დო-კუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

სად მიიღებთ შრომითი სტაჟის დანამატს?

შრომითი სტაჟის დანამატი ირიცხება ყოველთვიურად, პენსიასთან ერთად და მისი მიღება შესაძლებელია სს ,,ლიბერ-თი ბანკის” ფილიალში.

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის:

იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც დოკუმენტურად ვერ ადასტურებს შრომით სტაჟს, დანა-მატი განესაზღვრება ასაკის მიხედვით: - დევნილი მამაკაცებისთვის:

♦65-დან 67 წლამდე - 2 ლარი;♦67-დან 69 წლამდე - 4 ლარი;♦69-დან 71 წლამდე - 7 ლარი;♦71 წლიდან ზემოთ - 10 ლარი.- დევნილი ქალებისათვის:♦60-დან 62 წლამდე - 2 ლარი;♦62-დან 64 წლამდე - 4 ლარი;♦64-დან 66 წლამდე - 7 ლარი;♦66 წლიდან ზევით - 10 ლარი.

www.ssa.gov.ge

გსურთ ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის

დანიშვნა?

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ რა მინიმალური ინფორმა-ცია უნდა იყოს დატანილი გასაყიდად გამოტანილ სასურსათო პროდუქტების ეტიკეტზე. კერძოდ, ეტიკეტი უნდა შე-იცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით:

●პროდუქციის დასახელება და სახე;●პროდუქციის დამამზადებლის

საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზა-დებულია პროდუქცია;

●ვარგისიანობის ვადა:●საქონლის ვარგისიანობის ბოლო

თარიღი, ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა;

●წონა ან/და მოცულობა;●იმ ტექნიკური რეგლამენტის ან/

და სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქცია;

●პროდუქციის ძირითადი სამომხ-მარებლო თვისებების ნუსხა, ასევე: კალორიულობა, ვიტამინიზებულობა, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერე-ბათა შემცველობისას მათ შესაძლო უკუჩვენებებზე მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების შემთ-ხვევაში,

●გამოყენებული საკვებდანამატების სია;

●პროდუქციის შედეგიანი და უსაფ-რთხო გამოყენების წესები და პირო-ბები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები.

თუკი მთელი ამ ინფორმაციის გან-თავსება ეტიკეტზე შეუძლებელია (მაგალითად, ეტიკეტის მცირე ზომის გამო), იგი უნდა განთავსდეს პროდუქ-ციის ყოველ ერთეულზე თანდართულ ფურცელზე ან წარმოებაში მიღებული ნებისმიერი სხვა ფორმით.

აკრძალულია სურსათის ისეთი ეტიკეტირება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის შემდეგ მახასიათებლებთან დაკავშირებით:

●სურსათის თვისებების, განსაკუთ-რებით მისი ბუნების, იდენტურობის, შემადგენლობის, მოცულობის, ვარ-გისიანობის ვადისა და წარმოებისა თუ მომზადების მეთოდის არასწორი დახასიათება;

●სურსათისთვის იმ თვისებების მიწერა, რომლებიც სინამდვილეში მას არ გააჩნია;

●მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ სასურსათო პრო-დუქტს გააჩნია განსაკუთრებული თვი-სებები, მაშინ როდესაც იგივე თვისებები გააჩნია სხვა მსგავს სურსათსაც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია სურსა-თის ეტიკეტთან დაკავშირებული დე-ბულებების ამონაკრები საქართველოს კანონმდებლობიდან, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება სურ-სათის ეტიკეტირების დამატებითი მოთ-ხოვნების შესახებ. იქვე მითითებულია, თუ რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს სავაჭრო ქსელში განთავსებულ სურ-სათს. დაკონკრეტებულია, რომ კანონის მოთხოვნებთან სურსათის შესაბამისო-ბაზე პასუხს, პირველ ყოვლისა, მისი გამყიდველი მაღაზია (დისტრიბუტორი) აგებს.

ეტიკეტირების მოთხოვნების დარღ-ვევისთვის საკმაოდ მკაცრი ჯარიმაა გათვალისწინებული - პირველ შემთ-ხვევაზე 1000 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვე-ვაში - 5000 ლარი (საქართველოს ად-მინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1543).

www.momxmarebeli.ge

როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი

Page 5: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

5xtvb [fhfufekb!^ vfhnb @_!@ o

საქართველოს იუსტიციის სამი-ნისტროს ინიციატივით 2011 წლის აგვისტოდან, საქართველოში დაიწ-ყო ახალი პირადობის მოწმობის, ID ბარათის გაცემა.

რა არის ID ბარათი?პირადობის მოწობა პირის მოქალა-

ქეობის და ვინაობის დამადასტურებე-ლი ძირითადი დოკუმენტია. იგი მეტია ვიდრე პირადობის მოწმობა.

ID ბარათი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული პირადო-ბის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ დოკუმენტით შესაძლებელია პიროვ-ნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ასევე, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურე-ბის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათ იური-დიული ძალა გააჩნიათ.

ID ბარათში მოთავსებულია ორი ელექტრონული მატარებელი: კონ-ტაქტური და უკონტაქტო, პირველზე დატანილია პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე განკუთვ-ნილია სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისთვის.

ელექტრონულ პირადობის მოწმო-ბაზე შესაძლებელი იქნება ყველა სხვა სახის ბარათის ინტეგრირება, რომე-ლიც გაიცემა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ, შესაბამისად მოწმობის მფლობელებს ექნებათ სა-შუალება ისარგებლონ მხოლოდ ერთი, უნივერსალური ID ბარათით.

რა შესაძლებლობებს იძლევა ID ბარათი?

პიროვნების ონლაინ იდენტიფიცირებაინტერნეტ სივრცეში თქვენ ხშირად

გესაჭიროებათ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირება, რათა შეასრულოთ

ესა თუ ის მოქმედება. ამ სახის სერ-ვისების მისაღებად აუცილებელია პი-როვნების იდენტურობის დადგენა. ID ბარათი მოგცემთ საშუალებას, ნების-მიერი ადგილიდან მიიღოთ მრავალფე-როვანი მომსახურება. მაგალითად, თუ ორგანიზაციის დასაფუძნებლად თქვენ განსაზღვრულ ადგილზე მისვლა და თქვენი პირადობის მოწმობის ჩვენება გიწევდათ, ახალი ID ბარათით თქვენ შეძლებთ იგივეს გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად, დროისა და ენერგიის ზედმეტი დახარჯვის გარეშე.

ციფრული ხელმოწერაციფრული ხელმოწერა არის ელექ-

ტრონული საშუალებებით შექმნილი მონაცემი (სუბიექტის ვინაობის შემც-ველი ინფორმაცია), რომელიც ლოგი-კურად დაკავშირებულია სხვა ელექტ-რონულ ინფორმაციასთან (ელექტრო-ნულ დოკუმენტთან) და მიზნად ისახავს ამ დოკუმენტის შემქმნელის (ნების გამომვლენის) ვინაობის განსაზღვრას. ხელით შესრულებული ხელმოწერის მსგავსად, ID ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ავტორის იდენტიფიკაციის მიზნით.

ციფრული ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ სერვისში, რომელიც პიროვნების ნების გამო-ხატვის დადასტურებას მოითხოვს. კერძოდ, ხელშეკრულებების გაფორმე-ბისას, საგადასახადო ფორმების წარდ-გენისას, საბანკო ანგარიშის გახსნისას და მრავალ სხვა შემთხვევაში.

სად და როგორ შეიძლება ID ბარათის გამოყენება

ID ბარათით იდენტიფიკაცია და ციფრული ხელმოწერა შეიძლება დანერგილ იქნას ყველა იმ სერვისში, რომელიც პიროვნების იდენტიფიკა-ციას ან ნების გამოხატვას მოითხოვს,

თვალსაჩინოებისათვის ქვემოთ ჩამო-თვლილია ზოგიერთი ასეთი სერვისი:• ინტერნეტ-ბანკში წვდომა;• საბანკო ანგარიშის გახსნა;• ყველა სახის გადასახადების გადახდა;• ნოტარიული დამოწმება;• ქონებისა და ორგანიზაციის რე-

გისტრაცია;• ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენ-

ტთა რეგისტრაცია;• სკოლის პორტალზე წვდომა;• რეგისტრაციის ადგილის შეცვლა;• საცხოვრებელი ადგილიდან მესამე

პირთა რეგისტრაციიდან მოხსნა;გარდა ამისა, ID ბარათის უკონტაქ-

ტო ინტერფეისი საშუალებას იძლევა ID ბარათი გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ბარათის ნაცვლად, კერძოდ:• საზოგადოებრივი ტრანსპორტის

სამგზავრო ბარათი;• ელექტრონული საფულე - ერთი

ბარათი რამდენიმე საბანკო პლას-ტიკური ბარათის ნაცვლად; სახელ-მწიფო შეღავათები - ჯანდაცვა;

• დაზღვევის ბარათი;• სტუდენტური ბარათი;• სამსახურებრივი ბარათი;• დაგროვებითი ბარათი და მრავა-

ლი სხვ.

ID ბარათის პირველად ასაღებად წარმოადგინეთ:•დაბადების მოწმობა•ორი ფოტოსურათი (გადაიღებთ

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ფასი 3 ლარი) •რეგისტრაციის საფუძველი (სა-

კუთრების უფლებამოსილების დამა-დასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთ-რის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, უფლებამოსილი თანამშ-

რომლის წინაშე წერილობითი დადას-ტურება, იმის თაობაზე, რომ პირი უკა-ნასკნელი ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე)• მოქალაქეობის დამადასტურებე-

ლი დოკუმენტი• საფასურის გადახდის ქვითა-

რი - 30 ლარი (საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში).

პირადობის მოწმობის გამოცვლისა და ID ბარათის

მიღებისთვის წარმოადგინეთ:• ორი ფოტოსურათი (გადაიღებთ იუსტიციის სახლებსა და სამოქალა-ქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო-რიულ სამსახურებში, ფასი 3 ლარი) •საფასურის გადახდის ქვითარი - 30 ლარი (საფასურის გადახდა შესაძ-ლებელია იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში).

ID ბარათის გაცემის ვადები და

საფასურები:• განცხადების შეტანიდან მე–10

სამუშაო დღე - 30 ლარი;•განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუ-

შაო დღე - 40 ლარი;•განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუ-

შაო დღე - 50 ლარი; •განაცხადის შეტანიდან 24 საათის

გასვლისთანავე - 60 ლარი; •განაცხადის შეტანის დღე - 65 ლარი.

მომსახურების

საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

• სოციალურად დაუცველი ოჯახე-ბი, რომელთა სარეიტინგო ქულა 70001 არ აღემატება; • მეორე მსოფლიო ომის მონაწი-

ლეები;• საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინ-ვალიდებული საქართველოს მოქა-ლაქეები;•პირები, რომელთაც საქართველოს

მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.

ID ბარათის გაუქმების

საფუძვლებია: • ბარათი გაუქმდება დოკუმენტის

დამზადებიდან 1 წლის გასვლის შემდ-გომ, თუ მფლობელს არ გადაეცა; • თუ სააგენტოსათვის ცნობილი

გახდა მოწმობის შეცვლის საფუძვე-ლის არსებობის შესახებ; (დოკუმენტის ვადის გასვლა, სახელის/გვარის შეცვ-ლა, დაზიანება ან ჩანაწერში უზუსტო-ბის აღმოჩენა)•თუ პირმა წარადგინა ყალბი დო-

კუმენტი რაც გამოვლინდა გაცემის შემდეგ; • გარდაცვალება, მოქალაქეობის

შეწყვეტა, დროებითი/მუდმივი ბინად-რობის ნებართვის ვადის შეწყვეტა; •ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა;• შვილად აყვანის შემთხვევაში

მონაცემების შეცვლა; • მამობის დადგენის შემთხ-

ვევაში მონაცემების შეცვლისას; ID ბარათი შეიძლება გადაეცეს:• დაინტერესებულ პირს (განმც-

ხადებელს); •დაინტერესებული პირის კანონიერ

წარმომადგენელს •მინდობილობის მქონე პირს; • მოქალაქეს ბარათი გაეგზავნება

ფოსტის მეშვეობით.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

www.cra.gov.ge

რას წარმოადგენს და როგორ ავიღოთ ID ბარათი

მაწონი, იოგურტი და კეფირი რძეში სხვადასხვა მიკროორგანიზმების შეტანისა და ცხოველქმედების შედეგად მიღებუ-ლი რძემჟავა პროდუქტებია. ყველა მათგანი სასარგებლო და გემრიელია, თუმცა თვისე-ბებით ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგა-დი რჩევა ასეთია: ყოველთვის შეეცადეთ, შეიძინოთ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი, ანუ არაპასტე-რიზებული პროდუქტი. ის ჯანმრთელო-ბისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა.

მაწონიმაწონი ქართული ნაციონალური რძემ-

ჟავა პროდუქტია. დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული მაწონი მთლიანად საქართველოშია დამზადებული. პრო-დუქტი სწრაფად (1-2 კვირაში) იყიდება და ამიტომ, ქარხნული წარმოების მაწვ-ნებსაც კი პასტერიზაციას არ უკეთებენ. შესაბამისად, მაწონი „ცოცხალი” რძემჟავა პროდუქტია - შემადედებელი ბაქტერიები მასში ცოცხალია და ის ჯანმრთელო-ბისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ბაზარზე იყიდება როგორც ქარხნული, ასევე კუსტარული წესით მომზადებული მაწონი. რომელი ჯობია? რთული სათქმე-ლია. ქარხნული მაწონი სუფთა კულტურით და შესაბამის ჰიგიენურ პირობებშია მომზა-დებული და ამდენად უფრო უვნებელია. რა თქმა უნდა, ქარხნული მაწვნის ძირითადი მასა არა ნატურალური რძისგან, არამედ რძის ფხვნილისგან არის დამზადებული. კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს წარ-წერა „დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით.”

სხვათა შორის, სრულებით არ არის გამორიცხული, რომ რძის ფხვნილი კუს-ტარულად მომზადებული მაწვნის დამ-ზადებისასაც იყოს გამოყენებული. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, თუ კუსტარულად მომზადებულ მაწონს ყიდულობთ, შეიძლება მისი მომზადებისას ჰიგიენური მოთხოვნები დაცული არ იყოს.

ამიტომ გირჩევთ, სოფლის მაწონი მხო-ლოდ იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუკი დარ-წმუნებული ხართ, რომ მისი მომზადება საკ-მარისად სუფთად ხდება. არ გირჩევთ, ბაზარ-ში უცნობი ადამიანებისგან მაწვნის შეძენას.

სამწუხაროდ, კუსტარულად მომზადებული მაწვნის ფალსიციფირების შემთხვევე-ბიც საკმაოდ ხშირია. ყველაზე ხშირად მაწვნისათვის წყლით განზავებულ რძეს იყენებენ, შემდეგ ამ ნაკლის დასაფა-რად და მაწვნისათვის სისქის მისაცემად კი პროდუქტს სახამებელს უმატებენ. ამ ფალსიფიკაციის აღმოჩენა ძალიან იოლია - ჩააწვეთეთ მაწონში ერთი წვე-თი იოდის ხსნარი. თუ ის გალურჯდა - ესე იგი მაწონი ფალსიფიცირებულია. გაითვალისწინეთ: ვინაიდან მაწონი ცოც-ხალ რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს, შენახ-ვისას იგი თანდათან სულ უფრო მჟავდება. ძალიან მჟავე მაწონი კი ჯანმრთელობისთ-ვის რეკომენდებული არ არის (განსაკუთრე-ბით მომატებული მჟავიანობის, წყლულე-ბის, ეროზიული გასტრიტის, პანკრეატი-ტისა და ჰეპატიტის დროს). ამიტომ გადა-მჟავებულ მაწონს ნუ მიირთმევთ. თუმცა ის შესაძლებელია გამოიყენოთ საკონდიტრო ან ფქვილოვანი ნაწარმის მოსამზადებლად ვადაგასულმა და არასათანადო პირობებში შენახულმა მაწონმა შეიძლება ზიანი მიაყე-ნოს ორგანიზმს. ნუ გამოიყენებთ დაძველე-ბულ ან გაფუჭებულ მაწონს.

იოგურტითანამედროვე იოგურტის სამშობლო

ბალკანეთის ნახევარკუნძულია. თუმცა იგი დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია - მას დედამიწის მოსახლეობის 30% მოიხმარს.

ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურ-ტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტუ-ლია. მათი უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტე-რიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმ-რთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს. „ცოცხალი” იოგურტის (ანუ მიკროორგა-ნიზმების ცოცხალი კულტურების შემცვე-ლი პროდუქტის) შენახვის ვადა მაცივრის პირობებში არ აღემატება 2 კვირას. თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ან რომ მისი შენახვა 5-15ºC პირობებში შეიძლება, ეს ნამდვილად პასტერიზებული პროდუქტია.

ბაზარზე ვხვდებით ფალსიფიცირებულ პროდუქტებსაც, ასეთი „იოგურტები” იწარმოება რძის, სახამებლის, რძემჟავის, სხვადასხვა ხილფაფების ან არომატიზა-ტორების და კონსერვანტების შერევით. მათი წარმოებისას არანაირი მიკრობი-ოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს. ამ პროდუქტების შენახვის ვადა ხშირად 6 თვემდეა. გირჩევთ, კარგად დააკვირდეთ ეტიკეტზე დატანილ მონაცემებს და თავი შეიკავოთ ასეთი პროდუქტის შეძენისაგან.

კეფირიკეფირის სამშობლოდ იალბუზის მი-

სადგომები ითვლება. დღესდღეობით ეს პროდუქტი ძირითადად ყოფილი საბჭო-თა კავშირის ქვეყნებში იწარმოება და მოიხმარება. კეფირი ძალიან გემრიელი პროდუქტია, რომელიც, ისევე როგორც მაწონი, ძირითადად არაპასტერიზებულ მდგომარეობაში იყიდება. კეფირის უმნიშვ-ნელოვანესი უპირატესობა პრობიოტიკების (ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე და ნივთიერებათა ცვლაზე) მაღალი შემც-ველობაა.

მართალია კეფირი საკმაოდ სასარგებ-ლო პროდუქტია, მაგრამ მოხმარებისას, მისი თავისებურებები უნდა გავითვალის-წინოთ:

●მაწვნისა და იოგურტისგან განსხვა-ვებით, კეფირი მცირე ოდენობით (1%-მდე) ალკოჰოლს შეიცავს. ამიტომ ის არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვე-ბისა და ეპილეფსიით დაავადებულთათვის. გარდა ამისა, კეფირი ხასიათდება სუსტი საფაღარათო ეფექტით, შესაბამისად, ადა-მიანებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დიარეისადმი, თავი უნდა შეიკაონ კეფირის მოხმარებისაგან;

●ზოგადად, სასურველია ჯანმრთელმა ადამიანმაც კი კეფირი დღეში 400 გრამზე მეტი არ მოიხმაროს.

●კეფირი იწვევს ნერვული და კუნთოვა-ნი სისტემების რელაქსაციას (მოდუნებას), ამიტომ დაძაბული სამუშაოს წინ ჯობს თავი შევიკავოთ მისი დალევისაგან.

www.momxmarebeli.ge

რა არის დახმარება ორსულო-ბის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო?

თუ ხართ ორსულად, შეგეძინათ ბავ-შვი, ან გსურთ ახალშობილის შვილად აყვანა, თქვენ გაქვთ უფლება ორსულო-ბის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე - 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზ-ღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, ანაზ-ღაურებადია 140 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, თქვენი შეხედულებისა-მებრ, შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორ-სულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვ-ნის საფუძველზე, გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარუ-ლი დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

ვის უნდა მიმართოთ ორსულო-ბის, მშობიარობისა და ბავშვის მოვ-ლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად?

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშ-ვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებუ-ლების თანხის მისაღებად უნდა შეავსოთ საავადმყოფოს ფურცლის შესაბამისი ნაწილი, რომელიც დაფინანსების განაც-ხადთან და პირადობის მოწმობის ასლთან ერთად უნდა წარადგინოთ იურიდიული მისამართის ადგილსამყოფელის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

რა საბუთებია საჭირო ორსუ-ლობის, მშობიარობისა და ბავშ-ვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად?

●პირადობის მოწმობა;●ახალშობილის შვილად აყვანის

შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს.

●საბანკო დაწესებულების მიერ გაცე-მული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსა-ხურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშ-

ვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდე-ბა, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

რა ოდენობისაა ორსულობის, მშო-ბიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა?

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშ-ვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებუ-ლების თანხა არ აღემატება 600 ლარს.

www.ssa.gov.ge

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება

როგორ ავარჩიოთ მაწონი, იოგურტი, კეფირი

Page 6: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

6 xtvb [fhfufekb !^ vfhnb @_!@ o

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე) ახორციელებს პროექტს „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებ-ლობის არეალში.” პროექტი, რომლის დირექტორია რუსუდან გურგენიძე, ხორციელდება „საჯარო პოლიტიკის მოქალაქეთა ადვოკატირებისა და სა-მოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის პროექტი მიზნად ისახავს ფართო ადვოკატირების საშუ-ალებით საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფას საქართველოს კონ-სტიტუციით, სხვა სამართლებრივი აქტებით, საერთაშორისო ხელშეკ-რულებებით განსაზღვრული ნორმე-ბით და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზით; საკუთრების ხელყოფის საფრ-თხეების შემცირებას, საკუთრების დაკანონებისა და დაცვის საკითხებზე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, რათა ქვეყ-ნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ მოხდეს საკუთარი მოქალაქეების უფლებების შელახვის ხარჯზე.

●რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ხაშური-ხა-რაგაული-ზესტაფონის ახალი სარკი-ნიგზო მაგისტრალის მშენებლობა მიმ-დინარეობს. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ხარაგაულის, ხაშურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტე-რიტორიას. სარკინიგზო მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. წინასწარი მონაცემებით, სამივე მუ-ნიციპალიტეტში მშენებლობის ზეგავ-ლენის ქვეშ ექცევა 484 კერძო მიწის ნაკვეთი.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ სახელმწიფო არ ან ვერ იცავს მოქალაქეთა საკუთრების უფლე-ბებს. ამასთან მოქალაქეთა დიდი ნაწი-ლი გაუთვითცნობიერებელია თავიანთ უფლებებში. აღნიშნულ გარემოებას აძლიერებს ქვეყანაში არსებული შიშის სინდრომი.

საქართველოში 90-იან წლებში მიმდინარე მიწის რეფორმის შედეგად

მოსახლეობას კერძო საკუთრებაში გადაეცა განსაზღვრული მიწის ფარ-თობები, თუმცა არ მოხდა მათი მართლ-ზომიერ მფლობელობაში გადაცემა, ეს ნაკვეთები დარჩა მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში. მოხვდა რა მაგისტ-რალის მშენებლობის ზონაში ასეთი მიწის ფართობები, სახელმწიფომ თვითონ დაირეგისტრირა. მძიმე ეკონო-მიკური მდგომარეობისა და შესაბამისი ცოდნის არქონის გამო, მოსახლეობამ ვერ მოახერხა ფაქტიურ მფლობელო-ბაში არსებული მიწის ნაკვეთების მარ-თლზომიერ მფლობელობაში მოქცევა. შესაძლოა, მოქალაქეებს გაუჭირდეთ ფაქტობრივ მფლობელობაში მქონე, დაურეგისტრირებელი საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება.

აღსანიშნავია, რომ ხაშური-ხარაგა-ული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტ-ში მოცემული გრაფა „ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კერძო მესაკუთრე, რომელიც მიიღებს კომპენსაციას” არ იძლევა ნათელ წარმოდგენას, თუ მოსახლეობის რა ნაწილი მიიღებს კომპენსაციას. ამასთან, საქართვე-ლოში თვითმმართველობის ფიქციური მდგომარეობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ან ვერ ახერ-ხებენ მოსახლეობის ინტერესების დაცვას. ამას ადასტურებს ისიც, რომ მიუხედავად პროექტში აღნიშნული და საქართველოს კანონით „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” განსაზღვრული საჯარო შეხვედრების წინასწარი გრაფიკის გამოქვეყნებისა, სამივე მუნიციპალიტეტში გამართუ-ლი შეხვედრების შესახებ, უმრავლეს შემთხვევებში, მოსახლეობა არც იყო ინფორმირებული.

ადამიანები არ იცნობენ თავიანთ უფლებებს, არ იციან, რა საფრთხეს მოიცავს მათთვის აღნიშნული პროექ-ტის განხორციელება. ამის ნათელი მაგალითია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ირგვლივ გან-ვითარებული მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი და-აფინანსა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა,” საკუთრების გამოსყიდვის პროცედურა, სამოქმედო სახელმძღვანელოს თანახმად, უნდა განხორციელებულიყო ბანკის წესე-

ბით, რაც ითვალისწინებდა პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი კერძო მესაკუთრეებისთვის შეეთა-ვაზებინათ საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ფასი. თუმცა საქართველოს რკინიგზის მიერ შეთავაზებული საკომ-პენსაციო თანხა ბევრად ჩამორჩებოდა საბაზრო ფასს. მოსახლეობის ერთ-მა ნაწილმა გააპროტესტა უკანონო პროცედურა და ამჟამად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ბანკი მოკვლევას აწარმოებს. ამ მა-გალითის გათვალისწინებით, ვფიქ-რობთ, გადაუდებლად საჭირო ხდება პროექტის გავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი ინტერესების დაცვა ისეთ საკით-ხებზე, როგორებიცაა:

ა) ექსპროპრიაციის საკითხი;ბ) მატერიალურ და მორალურ ზიან-

თან შესაბამისი კომპენსაციის მიღება;გ) რკინიგზის სიახლოვით წარმო-

ქმნილი ფსიქოლოგიური და ეკოლო-გიური ფაქტორების გათვალისწინებით სათანადო კომპენსაციის მიღება.

●პროექტის „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარა-გაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალ-ში” მიმდინარეობისას გამოკვეთილ პრობლემებს შორის აღსანიშნავია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სო-ფელ ძირულაში მცხოვრები მერაბ მესხისა და მაია ოკრიბელაშვი-ლის საქმეები, რომელთაც საჯარო რეესტრში საფასურის გადახდის მიუხედავად თავიანთი საკუთრება ვერ დაირეგისტრირეს. აღსანიშნავია, რომ მერაბ მესხმა თავისი საკუთრების უფლების დაცვა სასამართლოს გზით გააგრძელა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სო-ფელ ქვიშხეთში კი მოქალაქე მზია ხაჩიძეს საჯარო რეესტრში რეგისტ-რაცია შეუჩერეს, ხოლო საშუამავლო ფირმა „გეოგრაფიკი” მას მხოლოდ 660კვადრატული მეტრის საფასურის გადახდას სთავაზობს.

ქონების რეგისტრაცია შეუჩე-რეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვებში მცხოვრებ ირაკლი ჭყოიძეს. საკუთრების აღიარების პრობლემა აქვთ სოფელ ლაშეში მცხოვრებ ზურაბ კვინიკაძესა და გენადი კვინიკაძეს.

ყურადღება!ხუთშაბათს, 22 მარტს, ხარაგაულში გაიმართება საზოგადოებრივი მონი-

ტორინგისა და კვლევის ცენტრის პროექტის „კერძო მესაკუთრეთა ინტერე-სების დაცვა ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში” პრეზენტაცია.

მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. N44.საკონტაქტო ტელეფონი: 790 26 51 77- ცხელი ხაზი;ინგა მაღრაძე - 555 20 63 36;რუსუდან გურგენიძე - 593 26 51 11; 571 45 07 91;

ომარი გაგოშიძე - 555 21 92 01;

კერძო მესაკუთრეთა ინტერესები სარკინიგზო

მაგისტრალის მშენებლობის არეალში

პროექტი „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარა-გაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალ-ში” ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირე-ბისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შე-საძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედე-გად, ამერიკის შეერთებული შტატე-ბის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ჩანართი არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

12 მარტს თბილისში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგ-რამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადო-ების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში გრანტიორი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენლები რუსუდან გურგენიძე და ინგა მაღრაძე.

G-PAC-ის გრანტიორმა ორგანიზაციებმა პროექტის განხორციელებისას შექმნილ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საკუთრების უფლებებზე მომუშავე ჯგუფმა გამოკვეთა ის პრობლემები, რომელიც ამ კუთხით დგას დღეს ჩვენ ქვეყანაში. კერძოდ:

-პრობლემა საკუთრების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.-ინფორმაციის ნაკლებობა; -შიშის ფაქტორის არსებობა, რაც აფერხებს სამოქალაქო აქტიურობას საკუთარი

უფლებების დასაცავად;-თვითმმართველობის დაბალი ხარისხი;ისაუბრეს ასევე ტენდენციაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების

განხორციელება მიმდინარეობს დაუგეგმავად, რაც ალბათ გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების სპონტანურად მიღებით. სამუშაო ჯგუფებმა დასახეს შემდგომში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

რას ნიშნავს სახლის მახლობლად გზის მშენებლობა?

ეს ნიშნავს ბევრ ხმაურს, მტვერს, გამო-მშვიდობებას სიმყუდროვესთან, ჩვეული წესის შეცვლას.

რა აღელვებს მოსახლეობას ყველაზე მეტად:

-როგორ შეიცვლება ჩვეული საბინადრო გარემო;

-გაასახლებენ თუ არა და თუ კი, - სად და რა პირობებით;

-თუ არ გაასახლებენ, ხომ არ დაზიანდე-ბა ან დაინგრევა საცხოვრებელი სახლები გზის მშენებლობის შედეგად;

-რამდენად გაუმჯობესდება საცხოვრე-ბელი ადგილის სატრანსპორტო უზრუნველ-ყოფა დაგეგმილი მშენებლობის შედეგად.

სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობა ცდილობს გაერკვეს, რამდენად შეცვლის ახალი გზის მშენებლობა ცხოვრების ჩვეულ წესსა და გარემოს. სიტუაციის შეფასების შედეგად ადამიანები წყვეტენ, საჭიროა თუ არა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ბრძოლა და განსაზღვრავენ ამ ბრძოლის მიზნებსა და გზებს.

რა შეიძლება იყოს ბრძოლის მიზანი:

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტე-ბის განხორციელებისას მოსახლეობის ინტე-რესებისა და უფლებების შელახვის წინააღმ-დეგობის ბრძოლის მიზანი შეიძლება იყოს:

1. მაგისტრალის მშენებლობის გაუქმება ან მარშრუტის შეცვლა;

2. პროექტში გზის ისეთი პარამეტრე-ბის გათვალისწინება, რომ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები არ გაუარესდეს;

3. სპეციალური შემარბილებელი ზომე-ბის გათვალისწინება (მაგალითად, ხმაურ-დამცამი და სხვ.);

4. მშენებლობის შედეგად დაზარალე-

ბული მაცხოვრებლების გადასახლება ინვესტორების ხარჯით;

5. ნებისმიერი ზიანისა და უხერხულო-ბისათვის კომპენსაციის მიღება.

რა გზები შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი უფლებებისა და ინტერესების

დასაცავად:-არსებობს საკუთარი უფლებებისა და

ინტერესების დაცვის ორი ძირითადი მიმარ-თულება. მათ პირობითად „სამართლებრივი” და „კამპანიის” გზა შეიძლება ვუწოდოთ.

სამწუხაროდ, სახელმწიფოსთან ურ-თიერთობაში მოქალაქეები ყოველთვის ვერ ახერხებენ თავისი უფლებების დაცვას. მათი ინტერესი ხშირად ეწირება სხვადასხვა ჯგუ-ფების ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებად ცხადდება. ამ პირობებში სასურველია სა-მართლებრივ ინსტრუმენტებს მივაშველოთ საინფორმაციო კამპანიები, რომ პრობლემის გასაჯაროების გზით მივიზიდოთ ყურადღება და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ მისი მიჩქ-მალვა არ მოხერხდება.

როდესაც მოქალაქეები საჭიროებენ კომპენსაციას საგზაო მშენებლობის

ზემოქმედებისათვისსაგზაო ინფრასტრუქტურის პროექ-

ტებმა შეიძლება დააზარალოს მოქალაქე. საქართველოს კანონმდებლობა ითვალის-წინებს რამდენიმე სახის კომპენსაციას, რო-მელიც შეიძლება გაიცეს ასეთ შემთხვევაში:

-სახელმწიფოებრივი ან მუნიციპალური საჭიროებისათვის ამოღებული (ექსპროპ-რიაცია) უძრავი ქონების კომპენსაცია.

-ზიანის ანაზღაურება ფინანსური ან არაფინანსური სახით, მათ შორის მიუღე-ბელი შემოსავლის ანაზღაურება;

-სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

-მორალური ზიანის ანაზღაურება.

როგორ დავიცვათ საკუთრება

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის პროექტის „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში” ფარგლებში ხარაგაულში მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა.

Page 7: ასოციაციის პროექტის „საკუთრე- ბის უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ

7xtvb [fhfufekb!^ vfhnb @_!@ o

ფარცხნალში ვარდო და ვლა-დიმერ ლეჟავების სახელოვან დიდ ოჯახში აღზრდილი ვერა ლეჟავა მშობლებისათვის სასახელო შვილი, ხოლო დედმამიშვილებისათვის თავისი ცოდნით, ნიჭითა და კდემამოსილებით

საამაყო, მისაბაძი და იყო. ქალბატონ-მა ვერამ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ლეღვნის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ გადმოიყვანეს ხარაგაულის N2 საშუ-ალო სკოლაში. წილად მხვდა ბედნი-ერება, ქალბატონი ვერას მოსწავლე ვყოფილიყავი. ვერა მასწავლებელმა პირველი გაკვეთილისთანავე მოგვ-ხიბლა თავისი ცოდნით, ტაქტით, კდემამოსილებითა და რბილი ხავერ-დოვანი ხმით. მასწავლებელს ადვილად გადავყავდით მწერალთა სამყაროში და გვმოძღვრავდა ბარათაშვილის, ილიას,

აკაკის, ვაჟასა და სხვათა მოწინავე სა-კაცობრიო იდეებით. 30 წყვილი თვალი გაოცებული შეცქეროდა მასწავლე-ბელს და ვცდილობდით, თითოეული მისი სიტყვა შეგვესისხლხორცებინა. მის გაკვეთილზე შეუძლებელი იყო, ვინმეს დისციპლინა დაერღვია ან რაიმე უხეშობა გამოევლინა. ხშირად გაკვეთილის დამთავრებისა და მასწავ-ლებლის კლასიდან გასვლის შემდეგაც კი, მოსწავლეები ერთხანს გაკვეთილ-ზე მიღებული შთაბეჭდილებით ისევ მერხებთან ვისხედით გაუნძრევლად.

ვერა მასწავლებელი მოწოდებით პედაგოგი იყო. ხშირად მსჯელობდ-ნენ, თუ რა სძენდა მის გაკვეთილებს ასეთ მიმზიდველობას. ისიც გამიგო-ნია, ,,სპექტაკლს დატოვებ და ვერა ლეჟავას გაკვეთილს მოისმენო”. ეს შეფასება სრული ჭეშმარიტება იყო.

წლების მანძილზე მასწავლებელთა კონფერენციებსა თუ რაიონის ხალხთა თავყრილობებზე ყოველთვის სახელ-დებოდა ქალბატონი ვერა რაიონის მოწინავე მასწავლებელთა შორის.

ვერა ლეჟავა წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ხარაგაულის N2 საშუალო სკოლას. იგი, როგორც სკოლის დირექტორი, მასწავლებელთა მასწავლებელიც იყო. მან ბევრი ახალ-ბედა პედაგოგი აღზარდა, ჩამოაყალიბა და დააყენა პედაგოგიური მუშაობის რთულ გზაზე. მის თანამედროვეთ გვახსოვს ვერას პედაგოგიური ტაქ-ტით ნათქვამი: ,,ეს ძალიან კარგად გააკეთე, მომეწონა, მაგრამ ასე ხომ არ აჯობებდა?”

ქალბატონი ვერა ყველა საგანს ერ-თნაირად ფლობდა და საგნის მასწავ-ლებელს სათანადო რჩევას აძლევდა. წლების მანძილზე მას გვერდით ედგა

დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ქალბატონი იულია შარიქაძე. ისინი თავისი ცოდ-ნით, გამოცდილებითა და ადამიანური თვისებებით ერთმანეთს ავსებდნენ. ისინი კარგად ფლობდნენ სწავლებისა და აღზრდის ხელოვნებას. ამიტომ იყო,

რომ ხარაგაულის N2 საშუალო სკოლა რაიონის მოწინავე სკოლებს შორის საპატიო ადგილზე იყო.

ქალბატონი ვერა, როგორც მოწი-ნავე სკოლის დირექტორი, სათანადოდ იყო დაფასებული. მას მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებუ-ლი მასწავლებლის საპატიო წოდება, არჩეული იყო საქართველოს მაშინ-დელი უმაღლესი საბჭოს დეპუტა-ტად, მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის განათლების სამინისტროს სამკერდე ნიშნი ,,სახალ-ხო განათლების წარჩინებული.” თავის გამოჩენას ჩრდილში ყოფნას ამჯობი-ნებდა და ეს ამ დიდებული ქალბატონის

ღირსეული თვისება იყო. ჩუმი, წყნარი, თავისი საქმის სა-

უკეთესოდ მცოდნე ქალბატონი იულია შარიქაძე სკოლაში ყველას უყვარდა. ვერა ლეჟავასა და იულია შარიქაძის შეხმატკბილებული მუშაობა დიდ სტიმულს გვაძლევდა პედაგოგებს მუშაობაში. ახლა, როცა ასაკი მომე-მატა, ხშირად ვფიქრობ ამხანაგებზე, მეგობრებზე, რომლებიც წავიდნენ ამ ქვეყნიდან და მეჩვენება, რომ ადამიანის სიცოცხლე ამქვეყნად ერთ გაელვებას ჰგავს. იყო და აღარ არის - ,,დრო, სუნთქვასავით გარდასული.” მხოლოდ ხსოვნა და კვალი ნათელი რჩება.

წელს, 5 იანვარს, კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი, ლენა ციც-ქიშვილი, გააცილა საზოგადოებამ მარადისობისაკენ მიმავალ გზაზე. გულმოკლული წავიდა ამქვეყნიდან საყვარელი შვილის, თემურის, უდ-როოდ გარდაცვალებით. ჩვენ ერთმა-ნეთის სიყვარულით და მეგობრობით შეკრული კოლექტივი გვქონდა. გასუ-ლი საუკუნის 90-იან წლებში დავტოვე საყვარელი სკოლა. ქალბატონი ვერა და ქალბატონი იულიაც უკვე პენსი-ონერები იყვნენ.

...თავზარდამცემი იყო მათი გარდა-ცვალება ჩემთვის. ისინი ხომ ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ და ძალზე მიყვარდა, ვაფასებდი. დიდი პატი-ვისცემის გრძნობა, სამსახურებრივი მოვალეობა, ადამიანური სითბო მაკავ-შირებდა მათთან. საბედნიეროდ, მათ ოჯახებში გრძელდება სიცოცხლე. დავაჟკაცდნენ შვილები. იზრდებიან შვილიშვილები. ვუსურვებ მათ გაერ-თიანებულ, აღორძინებულ საქართვე-ლოში მშვიდ, ბედნიერ ცხოვრებას. არ დაევიწყებინოთ თავიანთი სახელოვანი წინაპრების ხსოვნა და თაობებისათვის გადაეცეთ მათი სახელები.

ნუნუ თხელიძე

კვალი ნათელი

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სპორტის ეს უმშვენიერესი, საზო-გადოებრივი და ამასთან ერთ-ერთი ურთულესი სახეობა დღესდღეობით ჩრდილშია მოქცეული ჩვენს ქვეყა-ნაში და მით უმეტეს - რეგიონებში. არადა, იყო დრო, როცა გვყავდა ოლიმპიური ჩემპიონი კაჭარავას სახით, თუმცა ეს იყო საბჭოთა კავ-შირის ნაკრების შემადგენლობაში. გასულ ოლიმპიურ თამაშებში, სა-ქართველოს ნაკრების ღირსებას პლაჟის ფრენბურთში ბრაზილიელი ფრენბურთელები იცავდნენ. სასა-ცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ნუთუ საქართველოს დაელია ორი სრულყოფილი სპორტსმენი. არა, არ დალევია და ამის იმედს იძლევა განათლების სამინისტროს რეფორმა: ფიზკულტურის სპორტით ჩანაცვ-ლებამ ყინული დაიძრა. ახლა სიტყ-ვა ჩვენზეა, მივხედოთ ფრენბურთის განვითარებას რეგიონებში. მით უმეტეს, როცა ეს საქმე არ მოითხოვს რთულ ინფრასტრუქტურას - ორი ბოძი, ერთი ბადე, რამდენიმე ბურთი და ჩვენი მონდომება. რეფორმის ეგიდით ყველა საჯარო სკოლას უნდა აერჩია სპორტის სამი სახეობა. ჩვენი რაიონის 25 საჯარო სკოლიდან 10-მა ფრენბურთი აირჩია, თუმცა გასული წლის სასკოლო ლიგის რაიონულ პირველობაზე ვაჟთა სამი (ხევის, ზვარეს, წყალაფორეთის) და გოგო-ნათა მხოლოდ ერთი (ხევის) საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. ჩვენ, უსახსრობის გამო, რის ვაივაგლახით მოვახერხეთ ჯიხაიშში გამგზავრება სასკოლო ლიგის რეგიონალურ პირ-ველობაზე. მართალია, იქ დავთმეთ სასტარტო შეხვედრები, მაგრამ ეს მოხდა თანასწორ ბრძოლაში, ჩვენ გავაანალიზეთ გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც ვით-ვალისწინებთ სასწავლო პროცესში.

ზუსტად ჩვენი ფრენბურთელე-ბის მომზადების დონის შეფასებას ისახავდა მიზნად სასკოლო პირ-ველობა, რომელიც თებერვლის სუსხიან დღეებში ჩატარდა ხევის საჯარო სკოლის სპორტდარბაზში შემდეგი გუნდების მონაწილეობით: ,,ხაჩიძე,” ,,წაქვა,” ,,გრიგალათი,” ,,ხეიჯვარი,” ,,კოლოტა,” ,,გრაცია” (გოგონათა ნაკრები). ორკვირიანი ბატალიების შემდეგ ჩემპიონის ტი-ტულს წაუგებლად დაეუფლა ყველა-ზე ახალგაზრდული და მობილური გუნდი ,,ხაჩიძე” შემდეგი შემადგენ-ლობით: ჯაბა, მინდია, მიხეილ, ვა-ჟიკო, ერეკლე, გიორგი ზურაბის ძე, გიორგი აბესალომის ძე ხაჩიძეები და გიორგი კურტანიძე. მეორე ადგილი წილად ხვდა ,,წაქვას,” ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა გუნდი ,,გრი-გალათი”. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ IX კლასელი ჯაბა ხაჩიძე დასახელდა. ყველაზე პატარა, პერს-პექტიულ მოთამაშედ აღიარეს VII კლასელები ვარლამ გრიგალაშვილი და ლევან გორგაძე. ასე რომ, ჩვენი სკოლის ფრენბურთელთა ნაკრები გუნდები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერი რანგის შეჯიბ-რებაში. მომავალ გამარჯვებამდე, ძვირფასო მეგობრებო.

პატივისცემით,მარლენ გრიგალაშვილი

ხევი

მწვანე შუქი ფრენბურთს

ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავა-ზოთ ი. ჩხერიმელისპირელის ლექსი „მიბაძვა „რლვ” ფსალმუნისა”. რლვ ნიშნავს 136, რ - 100, ლ - 30, ვ - 6. საუბარია 136-ე ფსალმუნზე. პოეტმა ლექსი დაწერა 136-ე ფსალმუნის შინაარსიდან გამომდინარე. დავით წი-ნასწარმეტყველის მიერ გამოთქმული არა ერთი ფსალმუნი წინასწარმეტყ-ველურია. ასეა ამ ფსალმუნის შემთხ-ვევაშიც. დავით მეფემ იწინასწარმეტყ-ველა ებრაელთა ტყვეობა ბაბილონში. ებრაელთა გოდება, რომელნიც მიეტ-რფოდნენ სამშობლოს, იერუსალიმს და მისი ერთგულების ფიცით იყვნენ გულანთებულნი. ისინი შესაბამისი გრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი დამპ-ყრობლების მიმართაც. ფსალმუნის ეს სიუჟეტი (თუ შეიძლება ასე ითქვას) და განწყობა საფუძვლად დაედო ილია ფერაძის წინამდებარე ლექსს.

ლექსი დაიწერა 1888 წელს. გავიდა რამდენიმე ათეული წელი და ებრაელე-ბი კვლავ იქცნენ საკუთარი სახელმ-წიფოს მფლობელნი, რომელსაც დიდი რუდუნებითა და ერთგულებით დღესაც იცავენ. ებრაელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი თავისი რწმენისა და სამშობლოს ერთგულნი იყვნენ ათასი წლების მანძილზე, შინ და დევ-ნილობაშიც.

ილია ფერაძემ წარმოგვიდგინა ებ-რაელთა სულიერი განწყობა, სულიერი სიმტკიცე. მათ არ უნდოდათ, როგორც გვამცნობს ფსალმუნი, თავისი გა-ლობებით თუ საკრავთა მელოდიით თუნდაც მცირედი სიამოვნება მიენიჭე-ბინათ მტრისათვის, რომელმაც ისინი დევნილებად აქცია... ეს ლექსიც, ერთ-გვარად, წინასწარმეტყველური აღმო-

ჩნდა, და როგორც ვთქვით, ებრაელები დაბრუნდნენ სამშობლოში, საკუთარი სახელმწიფო შექმნეს...

წინამდებარე ლექსი, გარკვეულწი-ლად, ეხმიანება ჩვენს სინამდვილესაც.

ასეული ათასობით ქართველი დევნილია თავისი მიწიდან - სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებიდან. ბევრი ქართველი საზღვარგარეთაა იძუ-ლებით გასული საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც.

1991 წლის დეკემბერში რუსეთის იმპერიამ, ახალი დროის ბაბილონმა, მესამე ომი წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ (I – 1800 წელს, II – 1921 წელს, III – 1991 წელს), რომელიც დღესაც მიმდინარეობს, და რომლის ერთ-ერთი აქტიური ფაზაც იყო 2008 წლის აგვისტოში.

რუსეთის იმპერიამ ახალი აღთქმის ღვთის რჩეული ხალხი, ქართველები გააძევა ორი ქართული რეგიონიდან, აფხაზეთიდან და ჩრდილო ქართ-ლიდან. ქართველი დევნილების დიდი ნაწილი, და მთელი ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ისეთივე ერთგულია თავისი სამშობლოსი - სა-ქართველოსი, როგორც ადრე ებრა-ელები, ამ ფსალმუნისა და საერთოდ, ისტორიის მიხედვით.

სანამ ილია ფერაძის ლექსს წავი-კითხავთ, გავიხსენოთ 136 ფსალმუნი...

ფსალმუნი 136 (რლვ)ხელითა იერემიაისაითა გადა-

მოწერილი ჰებრაელთაგან, წმინდათა ხმაჲ, რომელნი იყვნეს ტყუეობასა

ფსალმუნი დავითისი, იერემიასგან1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა

მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს

მოვიხსენეთ ჩუენ სიონი. 2. ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ

დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი, 3. რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ

წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.

4. ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?

5. რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუ-სალიმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი.

6. აექუნ ენა ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალიმი, ვითარ-ცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.

7. მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომის-ნი და დღე იგი იერუსალიმისა, რომელ-ნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა!

8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუ-კო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!

9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა.

გთავაზობთ ილია ფერაძის (ი. ჩხე-რიმელისპირელის) ლექსს „მიბაძვა „რლვ” ფსალმუნისა.”

მიბაძვა „რლვ” ფსალმუნისაბაბილონშია დატყვევებულნიმდინარეების ნაპირს ვისხედითდა ტყვეობითა გულ-დადაგულნიჩვენსა სამშობლოს მოვიგონებდით.ბედით შავებმა ძეწნებზე ვკიდეთჩვენი საკრავი იარაღები.-რისთვისა ტირით? რატომ არ გალობთ? -გვეკითხებოდნენ დამტყვევებლები.მაგრამ, საწყლებმა, როგორ ვიმღეროთუცხო მხარეში საღმრთო გალობადა მით მოსისხლე მტრებსა დავუტკბოთდა გავუხაროთ გული და გრძნობა.იერუსალიმ, იერუსალიმ!არ დაგივიწყებ აროდეს შენა,

თუ დაგივიწყო, ღმერთმა გამაქროსდა მსწრაფლ შემახმეს მარჯვენა ზედა.პოი, სიონო! ჩემო დიდებავ!როგორ გიხილო ნეტავი შენა!თუ დაგივიწყო, ღმერთმა დამწყევლოს,და სასაზედა მიმეკრას ენა.ღმერთო, ძლიერო! მიეცი რისხვაჩვენს დამტყვევებლებს, ედომელებსა,რადგანაც იმათ ძლიერი ტანჯვამოგვაყენეს ჩვენ, ებრაელებსა.მტრები იძახდნენ: „მოჰკალთ, დახოცეთ,დიდს და პატარას დასჭერთ თავები,მათი ტაძარი სულ დაანგრიეთდა ცეცხლით დასწვით მათი სახლები”.მაშინ აოხრდა ჩვენი სამშობლო,დაინგრა ჩვენი სამღვთო ტაძარი,ჩვენსა სიხარულს მოეღო ბოლო,თვალთ გადმოგვდინდა ცრემლების ღვარი.ჰოი, ასულო ბაბილონისავ!ნეტავ მას, ბედი ვინც გაგიმწაროსდა შხამით სავსე შენ ბოროტს გულსამწყლელი ლახვარი მწარედ უგმიროს.ნეტავ მას, ვინაც გაგლიჯოს თმები,ბევრი გაწვალოს, გცემოს, გათრიოსდა ნეტავი მას, ვინც შენი ყრმებიმრისხანებითა კლდეს შეახეთქოს.ბაბილონშია დატყვევებულნიმდინარეების ნაპირს ვისხედითდა ტყვეობითა გულ-დადაგულნიჩვენსა სამშობლოს მოვიგონებდით.(„მწყემსი”, 1888 წ. 23-24)

გია მამალაძეpresa.ge

ილია ფერაძის (ი. ჩხერიმელისპირელის) “მიბაძვა “რლვ” ფსალმუნისა”

ქართველი პოეტი ი. ჩხერიმელისპირელი - ილია ივანეს ძე ფერაძე დაიბადა 1866 წელს. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მცირეა. პოეტი წერდა „ნებოძირელის”

ფსევდონიმითაც. მისი ლექსები იბეჭდებოდა „მწყემსში”, „კვალში”, „განათლებაში”, „თეატრსა და ცხოვრებაში” და სხვ.

პოეტი გარდაიცვალა 1928 წელს.