ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის...

14
ლიტერატურული ექსპრესი

Transcript of ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის...

Page 1: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

ლიტერატურული

ექსპრესი

Page 2: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

სოფოს

Page 3: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

1. თბილისი

Page 4: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

7

აგვისტოში რუსები გვბომბავდნენ. სექტემბერში ელენე დამშორდა. ოქტომბერში ლისაბონში წავედი.

მეც რომ უნდა ვმჯდარიყავი Literatur-express-ში, ეს უკვე გაზაფხულზეც ვიცოდი, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აგვისტოში რუსები დაგვბომბავდნენ. არც ელენეს მუქარებს აღვიქვამდი სერიოზულად – არ მეგონა, ასეთ პრინციპულობას თუ გამოიჩენდა. რაღაც უცბად მოხ-და ყველაფერი. ჯერ მითხრეს, რომ 100 მწერალთან ერთად მომიწევდა ევროპაში მოგზაურობა, მერე აღმოჩნდა, რომ, თურმე რუსულმა ბომბებმა უნდა მომკლან, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი უფრთო ანგე-ლოზი, როგორიც ელენეს ვეგონე თავიდან. „როგორ მენანება შენთვის დახარჯული დრო,“ – ეს იყო ბოლო, რაც ელენეს-გან მოვისმინე. მერე ტელეფონი გამორთო. მე ორი საწყალი მესიჯი მივწერე და შევეშვი. ხვეწნა-მუდარა არ დამიწყია. რუსულმა ბომბებმა ძალა გამომაცალეს. მანამდე ვინმე კოკამ დამირეკა კულტურის სამინისტროდან, „ლიტერა-ტურული ექსპრესი“ ახსენა და თავისთან დამიბარა.

Literatur-express მატარებელი აღმოჩნდა. მასში სხვადას-ხვა ქვეყნიდან ჩამოსული 100 მწერალი უნდა ჩამსხდარიყო და ერთი თვის განმავლობაში ნახევარი ევროპა გადაესერა.

მოწვევა რატომღაც კულტურის სამინისტროს მის-ვლოდა. კოკამ არ დამიმალა, რომ მე მხოლოდ მას შემდეგ გავახსენდით, რაც პოეტმა ხავთასმა (გვყავს ერთი ასეთიც, ბებერი იდიოტი) თქვა იქ წასვლაზე უარი. მოწვევა ორ მწე-რალზე მიუღიათ. კოკამ მითხრა, რომ ჯერ მხოლოდ პოეტე-

Page 5: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

8

ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს, ამ მოგზაუ-რობას პოეტები უფრო გაალამაზებენო), მაგრამ მერე მაინც შეუტენიათ ჩემი სახით ერთი პროზაიკოსი. ასე რომ, ორნი წავიდოდით: მე და რომელიმე პოეტი.

დღემდე არ ვიცი, რატომ გავახსენდი კოკას და მის უფრო-სებს მაინცდამაინც მე და არა ვინმე სხვა. ვინ იყო ის ადამია-ნი, ვინც თქვა, რომ მე უნდა გავეგზავნეთ ლისა ბონში? ხალხს ოც-ოცი წიგნი აქვს დაწერილი და რაღა მე გამიხსენეს ჩემი ერთადერთი, საცოდავი მოთხრობების კრებულით... ვინ ჩამთვალა მწერლად ისეთ კლეპტოკრატიულ ორგანიზაციაში, როგორიც კულტურის სამინისტროა? ეჭვი ამ ვინმე კოკაზეც მაქვს (რომელიც, როგორც მივხვდი, მინისტრის მოადგილე თუ რაღაც ამდაგვარი იყო) – ნაზ, ბაკებ მოზრდილ და ზომიერად აგრესიულ სოფლელზე! თურმე, როცა ჯილდოს მაძლევდნენ (ჩემ მოთხრობებში ადგილობრივი ლიტ-პრემიაც მაქვს აღებუ-ლი), ეგეც იქ ყოფილა, ცერემონიაზე, ჩემი წიგნი მეორე დღესვე უყიდია და ძალიანაც მოწონებია. თვითონ მითხრა ასე.

ჰაინცს, ამ ლიტ-მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ ორგა ნი ზა ტორს, იმ დღესვე მივწერე წერილი. მისგან კი ოფიციალურ- მეგობრული პასუხი და ჩვენი მოგზაურობის გეგმა მომივიდა. ჰაინცის წერილი ასე იწყებოდა: Mr. or Mrs. Zaza! ეტყობა, ვერ მიხვდა, ქალს წერდა, თუ კაცს. ჩემმა სახელმა დააბნია. მე ვუპასუხე, რომ ვარ Mr. და რომ ზაზე-ბი საქართველოში მარტო კაცები არიან. რასაკვირველია, გავუგზავნე სმაილიც (გაღიმებული ტრაკისმაგვარი სახე).

მატარებლით გასავლელმა გზამ მსუბუქ შოკში ჩამაგდო. როცა წარმოვიდგინე, რომ ლისაბონში დაძრულ, პოეტ-პრო-ზაიკოსებით გატენილ ლიტერატურულ ექსპრესს 7 ქვეყანა უნდა გაევლო, უკვე წინასწარ, მატარებელში ჩაუჯდომლად დავიღალე.

Page 6: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

9

ჩემი შიშები, მახსოვს, მაშინ ელენესაც გავუზიარე, რომე-ლ მაც მისთვის დამახასიათებელი დედობრივ-პედაგოგიური სტილით გამომლანძღა:

– ხმა არ ამოიღო, კაცმა არ იცის, კიდევ როდის მოხვდები ეგეთ რაღაცაში! იდიოტი უნდა იყო, ასეთი შანსი რომ გაუშვა ხელიდან.

ისიც მახსოვს, როგორ შევისწავლეთ მე და ელენემ ევრო-პის რუკა. ბაბუაჩემის ძველისძველი გლობუსი ბავშვივით ჩავიწვინეთ ლოგინში და მასზე იმ ქალაქების ძებნას შევუ-დექით, რომელიც ლიტ-ექსპრესს უნდა გაეარა.

მატარებელი ლისაბონიდან უნდა დაძრულიყო, გაე-ვლო მადრიდი, პარიზი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, მალ-ბორკი (რომელიც ვერაფრით აღმოვაჩინეთ გლობუსზე), კალინინგრადი, მოსკოვი (რომელთაც გლობუსზევე გამო-ვემშვიდობე – ქართველები არც ერთ რუსულ ქალაქში არ გავმგზავრებულვართ: ვიზები არ მოგვცეს), ვარშავა და ბოლოს – ბერლინი. მოკლედ, ნახევარი ევროპა უნდა გადა-გვესერა. „შემდეგში ევრაზიული ლიტ-ტურის მოწყობასაც ვგეგ მავთ“, – გამოგვიცხადა მოგვიანებით ჰაინცმა, – „ამჯე-რად დაფინანსება მხოლოდ ნახევარ ევროპაზე გვეყო“.

სხვათა შორის, მაშინაც ლოგინში ვიწექით, როცა რუსუ-ლმა თვითმფრინავმა მახათას მთაზე ჩამოაგდო ბომბი.

დილის ხუთი საათი იყო. მე და ელენე აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა. მეგონა, ფუნიკულიორის სატელევიზიო ანძა ააფეთქეს (ანძა კი, პრაქტიკულად, ჩვენს სახლს ედგა თავზე) და მე წარმოვიდგინე, როგორ დაემხობოდა რკინის ცეცხლ-მოკიდებული, გახლეჩილი მონსტრი ჩვენს პატარა სახლს...

ელენემ ფანჯრები გამოაღო და ანძას ახედა.– არა, – თქვა, – დგას. – აბა, სად ჩამოაგდეს? – გახარებულმა ვიკითხე.

Page 7: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

10

ელენე აივანზე გავიდა, ხელები რატომღაც თავზე აიფარა და შეშინებულმა აიხედა ცაში.

– არ ვიცი, ვერ ვხედავ, – მიპასუხა იქიდან. მერე ჩავიცვით, პასპორტები ელენეს ხელჩანთაში ჩავყა-

რეთ და ტელევიზორის წინ ჩამოვსხედით.– თუ კიდევ დაგვბომბავენ, კიბის ქვეშ შევძვრებით, –

გადაწყვიტა. მე მხარზე ჩამოვადე თავი.– მთავარია, მობილურებმა დაიჭირონ, – ვთქვი. მახსოვს, ძალიან ვცდილობდი, რომ დავმშვიდებულიყა-

ვი: ხმაურით ვამთქნარებდი, ვხუმრობდი, ელენეს ვეუბნე-ბოდი, ასე სწრაფად თუ შეგეძლო ჩაცმა, არ მეგონა-მეთქი. მოკლედ, შიშისგან აღვეგზენი.

– შენ კიდე იმაზე ნერვიულობდი, მატარებელში დავი-ღლებიო. სულელი არა ხარ?! – მეუბნებოდა ელენე.

აბა?! მაშინ ნაღდად ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ აგვისტოში რუსები მომკლავდნენ…

სინამდვილეში, როგორც დილით გაირკვა, ბომბი მდინა-რის გაღმა, ჩვენგან საკმაოდ შორს, თბილისის ზღვის მიდა-მოებში ჩამოვარდნილა.

იმ ღამეს მეგონა, რომ ელენეზე ძვირფასი ამქვეყნად არა-ვინ მყავდა. ასეც ჩაგვეძინა, ტელევიზორთან. ელენეს თავისი პატარა ჩანთა ედო მუხლებზე, მე კი მის მხარზე მქონდა თავი ჩამოდებული.

ერთ თვეში დავშორდით. მე, საერთოდ, იშვიათად ვსვამ, მაგრამ თუ ვსვამ – საგა-

ნ გაშოდ. თუმცა არ ვბოროტდები, ბევრს ვიცინი და არ მინდა, რომ დღე დამთავრდეს. მოკლედ, აბსურდია, მაგრამ მთვრალს ძილში მილაპარაკია.

დილით ელენე სამზარეულოში დამხვდა, ფანჯარასთან იჯდა და ირონიულ-ზიზღიანი გამომეტყველებით მიყუ რებდა.

Page 8: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

11

– მაკა ვინაა? – მკითხა. ვიფიქრე, მესიჯი წაიკითხა ან რამე ეგეთი. მაკა აგვისტოს ომის დროს გავიცანი სკაიპში. ძაან ეშინო-

და და თან რაღაც იდიოტურ-ისტერიკულად იპრანჭებოდა. ასეთი არაფერი მენახა მანამდე. დაახლოებით ასეთ ტექს-ტებს მწერდა: „რუსები რო თბილისში შემოვიდნენ, თავს მოვიკლავ... ოღონდ არ მითხრა ეხლა, რო ცისფერთვალე-ბიანები არ გევასება? შენ რა ფერის თვალები გაქ ვაფშე?“ აშკარად ჩანდა, რომ ცოტას წაუგოიმებდა, მაგრამ უშნო ნამდვილად არ იყო.

ერთი სიტყვით, მცირედ თერაპიული და სევდიანი სექ-სი მქონდა ამ საწყალ მაკასთან. მართლა. სულ ეტირებოდა და მეც სინდისი მქენჯნიდა, ასე ღორულად რომ ვექცეოდი ელენეს...

საბოლოოდ, მე და მაკა სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან კი ვეცადე, მაგრამ ერთხელაც ვერ გავა-თავებინე. ეტყობა, ამიტომაც ეტირებოდა. რა ვიცი.

– უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, უკეთ უნდა გავიც-ნოთ, – სულ ამას მეუბნებოდა.

ელენემ რაღაც გაიგო. თავიდან ვერ დავიჯერე; ვიფიქრე, რომ ვიღაცამ რაღაც

მოუყვა, ან რომელიმე საეჭვო მესიჯი წაიკითხა ჩემს ტელე-ფონში, მაგრამ მერე ფეხებზე დავიკიდე. მეთქი, რაც მოხდება მოხდება, – მე ხომ ვიცოდი, რომ ჩემი და ელენეს კრიზისი ამ ეპიზოდით არ დაწყებულა.

– დავიღალე შენი თრევით, – ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მით ხრა, ზღვაზე, და, ალბათ, დაშორებაზეც მაშინ დაიწყო ფიქრი. ის, რაც სიმპათიურად ეჩვენებოდა თავიდან (ჩემი მწერლური ამბები, ცხოვრების წესი, საყვარელი ინფანტი-ლიზმი), მერე დამთრგუნველ და დამღლელ რეალობად ექცა.

Page 9: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

12

ხალხი ტომებს წერს და იმათ არა აქვთ ფული და, აბა, მე საი-დან უნდა მქონოდა! ჩემი წიგნი ორი წლის წინ გამოვიდა და დღემდე მარტო 450 ეგზემპლარია გაყიდული. „ათასი ცალი უნდა გაიყიდოს, ბესტსელერად რომ ჩაითვალოს“, – მითხრა გამომცემელმა. ჩემი ხელფასი მარტო სიგარეტზე მყოფნიდა (მანამდე, სანამ ვეწეოდი), ლიტ-პრემიის მფლობელი კი ვარ, მაგრამ დღემდე მამაჩემს და დედაჩემს ვაზივარ კისერზე. ვიძინებ ღამის ოთხ საათზე, ვიღვიძებ თორმეტზე, და ამასაც ზრდილობის გამო ვაკეთებ, თორემ პირველ-ორამდე დავი-ძინებდი. ადრე ელენესი მერიდებოდა, ეხლა – ამ რომანის. სამსახურში კვირაში ორჯერ მივდივარ, რეკლამის ტექსტებს ვწერ, ვღლაბუცობ და უკან მოვდივარ. თან, თურმე ვიღაც მაკასაც დავდევ. მოკლედ, კომპლექსური პრობლემა ვარ ელენესთვის. უფრო სწორად, ვიყავი, რა ვარ.

– სუ ცუდ ხასიათზე ვარ შენთან, – გამომიტყდა იმ დილით, – იმიტო რო სუ რაღაც პრობლემები გაქვს და სუ მე უნდა გადა გიჭრა. ეგეთი ანგელოზიც არა ხარ, რო თავი შემოგწირო.

სახლი, რომელსაც ერთად ვქირაობდით (მე ავარჩიე, თორემ ქირის ფულს ელენე იხდიდა) და რომელმაც ჩვენთან ერთად გაუძლო აგვისტოს დაბომბვას, ელენეს წასვლიდან ორ კვირაში დავუბრუნე პატრონს.

– თუ გინდა, იცხოვრე, – მითხრა, – ვინმე გადაგიხდის.სულაც არ მინდოდა იქ დარჩენა, ამ სახლში ყველაფე რი

ელენეს მაგონებდა და ამიტომ ისევ დედაჩემთან და მა მა-ჩემთან ვარჩიე გადაბარგება, ჩემს თინეიჯერულ კელიაში.

ორად ორი მესიჯი გავუგზავნე, არ გავჯიუტებულვარ. ხოლო ოქტომბერში პოეტ ზვიად მეიფარიანთან ერთად

გავფრინდი ლისაბონში.ზვიადს რომელიღაც ლიტერატურული გაზეთი ჰქონდა

Page 10: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

13

წა მო ღებული, რომელშიც საშინლად გვლანძღავდა ერთი პოეტ-კრიტიკოსი. ავტორი კულტურის სამინისტროს კო -კებს (და მისნაირ მოხელეებს) აკრიტიკებდა ჩვენ გამო, რა ჩემი ფეხების მწერლები ეგენი არიან, რატომ სხვები არ გაუშვით იმ სემინარზეო. ჩემზე წერდა, რომ დედამ ჩამიწყო (დედაჩემი ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია), ზვი-ადს უფრო კორექტულად ლანძღავდა: მართალია, ნორმა-ლური პოეტია, მაგრამ მასზე მილიონჯერ უკეთესებიც გვყა-ვსო. მოკლედ, მე უფრო მლანძღა. სულ „უგულოდ დაწერილი ბროშურის ავტორი“ მეძახა.

– დავიკიდოთ, არა? – ბრძნულად მითხრა ზვიადმა, – ჩვენ უკვე თვითმფრინავში ვზივართ, ეგ კიდევ თავის დამპალ რედაქციაში გდია ყლესავით.

ისედაც მეკიდა, ზვიადის თქმა არც მჭირდებოდა – მივ-ხვდი, თვითონ განიცდიდა და საკუთარ თავს იმშვიდებდა ამ სიტყვებით.

მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ის წერილი კი არ აღელ ვებს, სინამდვილეში, ფრენის ეშინია და შესაბამისად, გასკდა, როგორც ყველა მისნაირი ქართველი, იმდენი სვა. მეთქი, დამარწყევს დაჯდომისას, თუმცა არ ურწყევია. მშვიდო-ბიანად ვიფრინეთ.

რომან-დღიურის დაწერა, თუ არ ვცდები, თვითმფრი-ნავშივე გადავწყვიტე. შთაბეჭდილებების ჩაწერა მომინდა. მომხდარისაც და მოსახდენისაც. სადმე უნდა წამეღო ომი და ელენე. ზვიადი უკვე პერსონაჟი იყო.

ჯერ არ ვიცოდი, რომ ამ ჩანაწერების მთავარი გმირი ჩემი ცხოვრების მეორე ჰელენა იქნებოდა.

ეს მისი ერთთვიანი დევნის დღიურია.

Page 11: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

2. თვითმფრინავი

Page 12: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

17

ჯერ ძალიან შორს იყო HELENA. მე რომ ჰაერში ვეკიდე, ის, ალბათ, ათენის აეროპორტისკენ მიდიოდა თავის ქმარ-თან ერთად.

ჩემ ქვემოთ იყო წყალი – შავი ზღვა. თვითმფრინავები, როგორც წესი, ჩვენგან გამთენიისას

მიფრინავენ ევროპისკენ. ამას კი, მგონი, იმით ხსნიან, რომ ღამის ცა დღისაზე უფრო იაფია, ეს კი სრულიად საკმარი-სია იმისთვის, რომ ჩვენთან მფრინავ ვამპირ ავიაკომპა ნიებს ჭირის დღესავით ეზიზღებოდეთ მზის სინათლე. გამონა-კლისი არც ჩვენთვის დაუშვიათ – დილის ოთხ საათზე უნდა გავფრენილიყავით.

ზვიადმა აიჩემა, სამი საათით ადრე უნდა მივიდეთ აერო-პორტშიო. ანუ არა ორით, არამედ სამით. აეროპორტში რომ ორი საათით ადრე უნდა მიხვიდე, ეს ბავშვობიდან ყურში ჩამესმის და ამ წმიდათა წმიდა ტრადიციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეც ორის მომხრე ვარ, ამიტომ სათადარიგო „სამი საათით ადრემ“, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა და, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, შემაშინა კიდეც – პირველად სწორედ მაშინ ვიეჭვე, რომ ამ კაცის სახით კლასიკურ ქართულ მამა-კაცურ ფეთიანობასთან მქონდა საქმე და რომ შესაძლოა მის აკვიატებებთან ბრძოლაში გამელია მთელი ერთი თვე. იქნებ ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო ეს „სამი საათით ადრე“?

ვაღიარებ, როცა სადმე მივდივარ, მეც მეუფლება ხოლ-მე ე. წ. წასვლისწინა ისტერია – მგონია, რომ დიდ აერო-პორტში დავიკარგები, ან, უფრო უარესი, მესაზღვრეებს ძებნილ ტერორისტში ავერევი და მე კი ვერაფრით დავა-

Page 13: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

18

მტკიცებ ჩემი ველური ინგლისურით, რომ სულ სხვა ვარ. მძულს ის წამები, როცა პასპორტს მიმოწმებენ უცხოელი

მესაზღვრეები (თანამემამულეების არ მეშინია), მეზიზღება ის წუთი, შუშის აქეთ რომ ვდგავარ და სამოთხის საშვს რომ ველოდები ვიღაც მწვანემუნდირიანი უცხოტომელისგან.

ასეთ დროს ვცდილობ, რაც შეიძლება სანდომიანი გამო-მეტყველება მივიღო – მინდა, სახეზე დამეწეროს: რა სამწუ-ხაროა, რომ პირადად არ მიცნობთ, არაფერს გაგიფუჭებთ, მეც თქვენნაირი წესიერი ვარ.

ევროპელებს, ალბათ, არაფერი გაეგებათ ამგვარი კომპლექ სების. ყოფილსაბჭოური და ოთხომგადატანილი ქვეყნიდან უნდა იყო, რომ მიხვდე, ეს რა შიშებია. შეცდო-მების დაშვების შიში. რაიმეს დაშავების შიში. იმის შიში, რომ შემთხვევით ინვალიდების ტუალეტში არ მოფსა ვენის აეროპორტში და ის ფული, ძლივს რომ მოაგროვე უცხოეთში დასახარჯად, აქ არ დაგატოვებინონ ჯარიმის სახით! რატომ მოისაქმეთ, მოქალაქევ, ინვალიდებში?

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მეც ვერ ვარ ხოლმე მშვი-დად გამგზავრების წინ, მაგრამ პოეტმა ზ. მეიფარიანმა მაინც განსაკუთრებული სიშმაგე გამოავლინა ამ მხრივ: ხუთჯერ თუ ექვსჯერ დამირეკა, თავის ბილეთზე ასახული ინფორ-მაცია ჩემსას შეადარა, ჩემი ცოლისძმა წაგვიყვანს აეროპო-რტშიო, შეგონებასავით მიმეორა და ბოლოს, როცა შეიტყო, რომ დაძინებასაც ვაპირებდი გაფრენის წინ, სასოწარკვეთი-ლი ხმით, გულწრფელად გამომიტყდა: უკვე ორი დღეა არ მძინავს, სიცოცხლის ხალისი დავკარგეო. თვითმფრინავში თექვსმეტი წლის ასაკში მჯდარა უკანასკნელად – მოსკო-ვში გარდაცვლილი ბაბუდას (!) ჩამოსასვენებლად წაუყვა-ნიათ ბიძებს. შესაბამისად, თვითმფრინავით მოგზაურობაზე სულაც არ დარჩენია სასიამოვნო მოგონებები და პირველი

Page 14: ლიტერატურული ექსპრესი · 8 ბის გაგზავნას აპირებდნენ (მინისტრს უთქვამს,

19

სერიოზული ლექსიც სწორედ იქ დაეწერა, თვითმფრინავის ტუალეტში. „უცნაური შეგრძნება იყო,“ – მითხრა, – „ჰაერში ვიყავით, ჩანთაში კი მკვდარი ბაბუდაჩემი იწვა“.

ზვიადმა აეროპორტშივე დაიწყო სმა, პასპორტი დროუ-ლად ვერ მოიძია ჯიბეში, დაეჯახასავით ვითომ ენერგიულ, ფარისევლურად მოღიმარ ბორტგამცილებელ ქალ-თოჯი-ნას და მერე, უკვე თავის სკამზე მჯდომმა, ღონივრად აჰკრა მუხლები წინა სავარძლის საზურგეს. „მორჩა, გატრაკებას აპი-რებს,“ – გავიფიქრე სასოწარკვეთილმა და ვინანე, რომ უარი არ ვთქვი ლიტ-ექსპრესში მონაწილეობაზე. ვერ ვიშორებდი აკვიატებულ აზრს, რომ ზვიადი მხოლოდ დასაწყისი იყო.

დილაობით ისედაც დეპრესიული ვარ, დილის ოთხ საათ-ზე – მით უმეტეს. ორი თვის წინანდელმა ომმა, ელენეს წასვ-ლამ, გამოუძინებელმა მგზავრებმა, გასაბერმა ჟილეტმა და გადარჩენის ბორტგამცილებლისეულმა არარეალისტურმა გეგმამ სარწყევ პარკებთან და მთვრალ ზვიადთან ერთად, იმდენად დამთრგუნეს, რომ, მახსოვს, ფეთიანი ქართველი მამაკაცებისათვის დამახასიათებელმა შფოთმა მომიცვა – სიახლის შემეშინდა.

„ვიხუთები“, – გავიფიქრე და ზემოდან წამოსულ ჰაერის სუსტ ნაკადს მივუშვირე შუბლი.

არ ვიცოდი, რატომ მივდიოდი, რატომ უნდა მოვწყვეტო-დი ერთი თვით ჩვეულ გარემოს, რა მინდოდა აქ ამ დილა-ადრიან, ამდენ უცნობ და აგრესიულ ფსიქოპათთან ერთად!

ჰო, ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად, მაგრამ ერთ რამეს კი მაინც დროულად მივხვდი – მთვრალ ზვიადს და ფარისე-ველ ბორტგამცილებელს მარტო ძილში თუ დავემალებოდი. დაძინება იყო აუცილებელი. თავი არ უნდა გამეღიზიანებინა.

– ზაზ, არ ავფრინდით? – დასიებულ-აჭარხლებული სახით შემომიბრუნდა ზვიადი.