ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 |...

download ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 | 205 (1)

of 12

Transcript of ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 |...

  • 8/15/2019 ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 | 205 (1)

    1/12

    გამოცემის მეთვრამეტე წელი   “LITERATURULI MESKHETI”

    გიორგი ლეონიძე

    №1 (205)

    იანვარი2016 წელიფასი 40 თეთრი

    “ЛИТЕРАТУРУЛИ МЕСХЕТИ”

    “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

    „რუსთაველზე უკეთ სიყვარულისთვის არავის არ უმღერია, არავის არ აუყვანია სიყვარული

    ისეთ სიმაღლეზე, როგორც რუსთაველმა თავის პოემაში. „ვეფხისტყაოსანი” შუა საუკუნეებისყველაზე შესანიშნავი ქმნილებაა. დასავლეთ ევროპის იმავე ეპოქის დიდი პოემებისაგან განს-

    ხვავბით, იგი თავისუფალია ყოველგვარი მისტიკისგან და აღორძინების ეპოქის ქმნილებათამსგავსად, ქრიატიანულ მოძღვრებაზე მაღლა დგას. საქართველომ წარმოშვა თავისი დანტე”.

    ლუი არაგონი

    .

    2016 წელი

    შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა

  • 8/15/2019 ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 | 205 (1)

    2/12

    ლიტერატურული მესხეთი2 2016 წელი, იანვარი

     

    პროზა

    სამცხე-ჯავახეთის

    სახელმწიფო უნივერსიტეტი – 25

    ჩვენი

    უნივერსიტეტი გუშინდელივით მახსოვს ის ამაღელვებელი წუთები,

    როდესაც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყველა მოქალა-ქეს აუხდენელი ნატვრა რომ აუსრულდა, – უნივერსი-ტეტის გახსნა ჩვენს რეგიონში არ ნიშნავდა მხოლოდუნივერსიტეტს, ეს ყველას ჰქონდა გაცნობიერებულიდა, ასეცაა. ჩემთვის, და არა მხოლოდ ჩემთვის, ეს არის„ჩვენი უნივერსიტეტი”, რომელიც თითოეული ჩვენთა-განის სიამაყე და საზრუნავია. რამეთუ, ის ჩვენი, ჩვენიშვილების, შვილიშვილების მომავალია. მომავალი, რო-მელიც ჩვენი ქვეყნის აღორძინებასთან ასოცირდება.

    25 წელი, ისტორიისთვის, თითქოს, ცოტაა, მაგრამჩვენმა უნივერსიტეტმა, ამ მცირე დროში, მისი განვი-თარების, გაძლიერებისა და გაზრდის კუთხით, ძალიანბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა... მიხარია, რო-დესაც ვკითხულობ, ან მეკითხებიან – „უნივერსიტე-ტის რომელ კორპუსში”?

    დიახ, მიხარია, რომ უნივერსიტეტის კორპუსები

    გამრავლდა ახალციხეში. მიხარია, რომ ამ კედლებშიპროფესიულად გაიზარდა და კიდევ გაიზრდება არაერ-თი წარმატებული ადამიანი, მეამაყება, რომ „ჩვენ უნი-ვერსიტეტში” მოღვაწეობდა და მოღვაწეობს არაერთითვალსაჩინო, უნივერსიტეტის მომავალ კეთილდღე-ობაზე მზრუნველი, თავდადებული მეცნიერი და პი-როვნება.

    ბატონო მერაბ, თითქოს ნიშანდობლივია, რომ 25 წლისთავზე ისევ თქვენ მოგვილოცეთ უნივერსიტეტის იუბილე,ისე, როგორც მოგვილოცეთ 25 წლის წინ, ისე, როგორცჩვენ გილოცავდით, მადლიერებას გამოვხატავდით და გა-მოვხატავთ თქვენი შეუფასებელი წვლილისთვის ჩვენიუნივერსიტეტის დაარსებისა და არსებობისთვის.

    მე, როგორც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მად-ლიერი კურსდამთავრებული, როგორც ერთ-ერთი რი-გითი მოქალაქე ჩვენი რეგიონის, როგორც ერთ-ერთისაგანამანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელიდა თქვენი წარმატებების გამზიარებელი, გისურვებთკიდევ მრავალ წარმატებას სამომავლო საქმიანობაშიდა ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი რეგიონისთვის „ჩვე-ნი უნივერსიტეტი” არ შეიცვლის არც შინაარსობრივ დაარც მნიშვნელობით სტატუსს, იგი ყოველთვის დარჩებადა იქნება ჩვენი რეგიონის საგანმანათლებლო სისტემა-

    ში პირველი და უპირველესი – „ჩვენი უნივერსიტეტი”.

    ბელა ავალიშვილი,სსიპ ახალციხის საზოგადოებრივი

    კოლეჯის – „ოპიზარის” დირექტორი

    ამირან ჯმუხაძე

    ორმოცდაათ წელს მიტანებულიდათო, დამწუხრებული ჩანს. დიდი ხა-ნია უკვე რაც ცოლთან ურთიერთობადაეძაბა. ამის მიზეზი კი მატერიალურიგაჭირვებაა, სახლში მისვლა აღარ სურს,რადგან მეუღლე სულ ერთი და იგივესუმეორებს: - შენ რა კაცი ხარ, ოჯახი ვერშეგინახია, შვილები მშივრები გყავს და,ზოგადად, ყველაფერი ფეხებზე გკიდი-

    აო.არადა, რა ქნას, რა გზას დაადგეს,

    აღარ იცის. დავითი ისე გაიზარდა,მშობლები და ნათესავები სულ სიკე-თეზე ელაპარაკებოდნენ, ცხოვრებაშიცუდი საქმე არასდროს ჩაიდინოო, სიკე-თე თესე და ყველაფერი დაგიფასდებაო!მაგრამ, დახეთ ამ წუთისოფელს, მართ-ლაც, ამ ხნის მანძილზეცუდი არაფერი გაუკე-თებია, ადამიანისთვისწყენა არ მიუყენებია,სანაცვლოდ კი, რამიიღო? სრულიად სა-პირისპირო - დუხჭირიცხოვრება და ამაზრ-ზენი ყოფა. მართალია,შარშან, როგორც იქნა,სამსახური იშოვა,მაგრამ ანაზღაურებაჰქონდა დაბალი დაეს ფაქტი უფრო აღი-ზიანებდა, გასამრჯე-

    ლოს აიღებდა თუ არა,მეორე დღეს ფულიაღარ ჰქონდა, შვილე-ბი კი თავისას მოით-ხოვდნენ... ორივე სტუდენტი იყო, ბიჭიუნივერსიტეტში სწავლობდა, გოგო- სამედიცინოზე. ამ მხრივ შვილებმამშობლები ასახელეს, ორივე უფასოზემოხვდა, თორემ, ფასიანის შემთხვევა-ში, რა ეშველებოდათ? ამით დავითმაცოტა შვება იგრძნო, მაგრამ, ყოველდილას, შვილები რომ ფულს სთხოვდ-ნენ და, ის მათ, სურვილისამებრ, ვერაკმაყოფილებდა, ნერვები ეშლებოდა,მთელი დღე მოწამლული დადიოდა,არადა, ამ კრიზისიდან გამოსავალი არჩანდა, ამხელა კაცი ქურდობას ხომ არდაიწყებდა?! ამიტომაც იყო, რომ უსახ-სრობამ ბუნდოვანი, მშფოთვარე ეჭვებიგაუღვიძა, თანაც ფიქრობდა, ალბათ,მშობლის მოვალეობასაც ცუდად ვას-რულებო. ეს განცდა კი მის ფსიქიკაზეძალიან მოქმედებდა და, როგორც გა-ნათლებულ და სუსტი ნებისყოფის ადა-მიანს სჩვევია, ყველაფერს უიღბლობასაბრალებდა... ერთხელ, ისიც კი გაიფიქ-რა, ეგება, ბედმა გამიღიმოს და, სადმე,ქუჩაში, ან ტრანსპორტში, ფული ვიპოვ-ნოო და სულ დაბლა იყურებოდა, თა-ნაც, საკუთარ თავს დასცინოდა, - სულგამოვშტერდი ამხელა კაციო, თუმცა,ბოლო დროს, მაინც, ოპტომისტურადიყო განწყობილი, გაიფიქრებდა ხოლმე -ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, თან, ამისგაფიქრებაზე, ეჭვი ღრღნიდა, ცხოვრე-ბაში არაფერი გამმართლებია და რაღაახლა მეწევა ბედიო. მაგრამ, ერთ დღეს,როცა სამსახურში მიდიოდა და პატარაქუჩას მიუყვებოდა, ბუჩქებთან დაგდე-ბული ცელოფნის პარკი შენიშნა. პარკისაკმაოდ გაბერილი იყო. დათო სწრაფადმიუახლოვდა, დაიხარა და პარკი ხელშიაიღო, წელში გასწორდა, მარჯვენა ხე-ლით პარკი გადასწია და ჩაიხედა. იგიფულით იყო სავსე. გახარებულმა ბო-ლომდე გახსნა და პარკში ბლომად დო-ლარების კუპიურები აღმოაჩინა. ამის

    დანახვაზე პირი დააღო, მერე, გონს რომმოეგო, პარკს თავი მოუკრა, ცოტა გა-იარ-გამოიარა, ხომ არავის დავუნახივა-რო და, როცა დარწმუნდა, გარშემო არა-ვინ იყო, ფეხს აუჩქარა. გზად მიმავალმაგააცნობიერა, რაც მოხდა და სუნთქვაშეეკრა. რა იყო, ეს? მოეჩვენა თუ მართ-ლა იპოვა? და რომ მიხვდა, არ მოსჩვე-ნებია, მიხვედრამ უფრო მეტად დაძაბა.და ისიც რომ გაიაზრა, ნაპოვნი ფულიმის ცხოვრებას სხვა შინაარსს მისცემ-და, ამაზე გაეღიმა კიდეც, მის სხეულშისიხარული აღარ ეტეოდა, კვლავ გაეღი-მა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა,- აქამდე როგორ ვერ მოვიაზრე, რომ ამცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო და,დინჯი ნაბიჯით, ქუჩის აღმართს აუყ-ვა, სიარულის დროს ოფლმაც დაასხა.მარჯვენა ხელით ძლიერად მოისრისაშუბლი და ცოტა შვება იგრძნო, როცასამსახურს მიუახლოვდა, გული კვლავაუჩქარდა. შენობის კარი შეაღო თუარა, დერეფანში ადამიანების უჩვეულო

    სიმრავლემ და ხმამაღალმა ლაპარაკმაფიქრები გაუფანტა. ამის შემხედვარემ,თავი მაღლა ასწია და სამუშაო ოთახშიგადაწყვიტა შესვლა, მაგრამ გადაიფიქ-რა. გეზი ტუალეტისკენ აიღო, სწრაფადშეაღო და კარი შიგნიდან ჩაიკეტა, ცე-ლოფნის პარკი კვლავ გახსნა და ფულსთვლა დაუწყო. თვლის დროს სულ ოფ-ლში გაიწურა. როცა გადათვალა, აღ-

    მოაჩინა, რომ სამი ათასი დოლარი იყო.რომ დარწმუნდა თანხის სისწორეში,ონკანი მოუშვა და წყალი სახეზე შეისხა.ცოტა შვება იგრძნო, შემდეგ პირსახო-ცით სახე შეიმშრალა, ტუალეტიდან გა-მოვიდა და თავის ოთახისკენ გაემართა.თანამშრომლები ისე იყვნენ თავიანთისაქმით გართულნი, რომ დავითის მისვ-ლა ვერც კი გაიგეს. დავითმა კომპიუტე-რი ჩართო, ოთახს თვალი მოავლო დათავი დახარა. ასეთ უხერხულ მდგომა-რეობაში ჩავარდნილი სკამზე გასუსუ-ლი იჯდა და სუნთქვას ვერ ბედავდა.მოულოდნელად, რაღაც უცნაურმა აზ-რმა შეუთრთოლა გული. უწინარეს ყოვ-ლისა, მოაგონდა ადრინდელი სულიერიტკივილები, რომლებიც წლების მანძილ-ზე უგროვდებოდა და გულს უსიებდა.გაიხსენა ის დღეები, უფულოდ რომშედიოდა სახლში, ახლა კი, რაც ამდენი

    ფული იპოვა, ცხადად წარმოიდგინა, თურა გულიანად და ამაყი სახით მივიდო-და შინ, როგორ მოეფერებოდა შვილებს,ცოტა ხომ არ იყო, - მთელი სამი ათასიდოლარი, თანაც, ისიც წარმოიდგინა,თუ როგორ სიხარულს იგრძნობდა მისიგოგო (რამდენი ხანია ძვირფას მობი-ლურ ტელეფონს სთხოვს), ახლა კი ამსურვილს აუსრულებდა. ბიჭსაც ახალკომპიუტერს უყიდდა და მის გულსაცმოიგებდა, ეს კი, მისთვის, უდიდესი სი-ხარული იქნებოდა. წამოდგა და კედელ-ზე დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა. საკუ-თარი სახე შეათვალიერა. მიუხედავადიმისა, რომ ღელავდა, მაინც კმაყოფილიდა უშფოთველი გამომეტყველება ჰქონ-და. შემდეგ შემობრუნდა, ფანჯრისკენგაემართა, ფარდები გადასწია, გარეთგაიხედა და კვლავ ფიქრებს მისცა თავი.

     – ვინ დაკარა ამდენი ფული, ნეტავი ვინიყო, ვინ იცის, რაში ჭირდებოდა. იქნებ,საოპერაციო თანხაა და, ვინ იცის, რადღეში იქნება ახლა?!

    სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, – ქვეცნო-ბიერი მაინც თავისას ითხოვდა, მაგრამ,თან ისიც გაიფიქრა, სჯობს ჩავთვალო -ღმერთის ბოძებულიაო. ამან ცოტა დაამ-შვიდა და გადაწყვიტა ცოლისთვის და-ერეკა, მაგრამ, მყისვე გადაიფიქრა, ჯერდავიცდი, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.კვლავ კომპიუტერს მიუბრუნდა და სამსა-ხურეობრივ მოვალეობას შეუდგა.

    დრო სწრაფად გავიდა და შიმშილ-მაც შეაწუხა. ასე იცოდა, როცა რაღა-ცაზე ნერვიულობდა. მერე ზლაზვნითწამოდგა, თანამშრომლებს ბოდიშიმოუხადა, განყოფილების უფროსთანმივიდა, ცოტა ხნით გაეთავისუფლა დაგარეთ გავიდა, კიბეები სწრაფად ჩაირ-ბინა და ქუჩას გაუყვა, როცა იმ ადგილსმიუახლოვდა, სადაც ფული იპოვა, იქვე,შორიახლოს, ორი ყმაწვილი შენიშნა,ასე თხუთმეტი-თექვსმეტი წლისანიიქნებოდნენ. მათ წინ კი ხანში შესუ-ლი კაცი იდგა. ბიჭებს დამწუხრებულისახეები ჰქონდათ. ფერი წასვლოდათდა კაცის ლანძღვას უდრტვუნველადისმენდნენ. კაცმა ერთ-ერთს კარგალაზათიანად მოსცხო კიდეც. ახლოსრომ მივიდა, უკვე სიტყვებიც გაარჩია,- ჭაღარათმიანი კაცი გაავებული ლან-ძღავდა ყმაწვილებს: - ფული როგორდაკარგეთ, თქვე უტვინოებო, თქვენა!..მერე თავის თავსაც შეუკურთხა, - ამლაწირაკებს, ამხელა ფული როგორ ვან-დე, ახია ჩემზე! ახლა რა ვქნა, როგორმოვიქცე, სად ვიშოვო ეს ფული, ბორიაბიძია რას იტყვის, თქვე იდიოტებო, რაუნდა გითხრათ, რაღაც ორასი მეტრიგაიარეთ და ამხელა პარკი რომ გაგი-ვარდათ ხელიდან, როგორ ვერ გაიგეთ.როგორ გამოგაშტერათ ამ მობილურებ-მა, სულ იმას ჩასჩერებიხართ და, სხვარა ხდება თქვენს გარშემო, არაფერიგაინტერესებთ. გაზარდე ახლა შვილებიდა შვილიშვილები. ვაი ჩემს თავს, ეს რა

    ხათაბალაში გავეხვიეო, - მოსთქვამდაუცნობი.

    დავითმა დაკვირვებით გადახედაუცნობ მამაკაცს. იგი საშუალო სიმაღ-ლის, ჩაფსკვნილი ტანისა იყო, გამომეტ-ყველება კი, მეტად პირქუში ჰქონდა.მისმა სასტიკმა გამომეტყველებამ, და-ვითი, ცოტა არ იყოს, შეაკრთო. გულიშეეკუმშა, დამნაშავედ იგრძნო თავი...

    თავჩაღუნულ ბავშვებს გადახედა დამათ სასოწარკვეთილ თვალებს თანაგრ-ძნობით მიაჩერდა. გული სიბრალულითაევსო, ვეღარ მოითმინა და უცნობ მა-მაკაცს მიმართა: - ფული ამ ბავშვებმადაკარგეს?!

    უცნობი გაოცდა და დავითს გაკვირ-ვებით მიაშტერდა:

    - თქვენ გეუბნებით! - გაუმეორა და-ვითმა. - ამ ბავშვებმა ფული ხომ არ და-კარგეს-მეთქი!

    - კი, დაკარგეს! - გაიკვირვა უცნობ-მა.

    - ჰოდა, მაშინ მომისმინეთ: - დღეს,როცა სამსახურში მივდიოდი, აქეთგამოვიარე, ამ ბუჩქებთან ცელოფნისპარკი შევნიშნე, ავიღე და სამსახურშიწავიღე. როცა გავხსენი, შიგნით ფულიიყო. ასე, რომ, თქვენი პრობლემა მოგ-ვარებულია! - წარმოთქვა დავითმა დაკვლავ ამ უჟმურ კაცს მიაჩერდა. უცნო-ბი წამოწითლდა, შემდეგ სახე მოეღრიცადა დათოს ისე შეხედა, ალბათ, გაიფიქ-რა, – ვინ არის ეს იდიოტი, ფული ნახა დაუკან აბრუნებსო!

    - გიკვირთ, ხომ?! - გააგრძელა და-ვითმა. - რა ვქნა, ასეთი ვარ. პატიოსანოჯახში გავიზარდე და ცუდის გამკეთე-ბელი არ ვარ. ამ ბიჭებს რომ შევხედე,როგორ განიცდიან, გული დამეთუთქა.ამიტომაც გითხარით.

    ამას რომ ამბობდა, თან თვალს არაცილებდა უცნობ მამაკაცს, რომლისფარულმა გამოხედვამ ძალიან გააღიზი-ანა, თანაც, მის მონუსხულ მზერას ვე-

    ღარ გაუძლო და თავი დახარა.- რომ დათვალეთ, რამდენი ათასი

    დოლარი იყო? - მკაცრი ხმით და დამ-ცინავი ღიმილით გაუმეორა წინადადებაუცნობმა.

    - უკაცრავად, ამ კითხვას რატომ მის-ვამთ?! - დაინტერესდა დავითი.

    - იმიტომ, რომ სიკეთეს მარილიუნდა მოაყარო და არ უნდა მომატყუოთ!

    - ტყუილი რა შუაშია, რამდენიც იყო,იმდენივეს გიბრუნებთ!

    ამის გაგონებაზე ბიჭებმა ცრემლიმოიწმინდეს, თანაც, დავითს აკვირდე-ბოდნენ და თვალებიდან სიხარულის ნა-პერწკალი სცვიოდათ.

    - ეს ბიჭები უცხოები არ არიან, ორი-ვე ჩემი შვილიშვილია, ამიტომ წადით დაფული მომიტანეთ! - კვლავ მკაცრი ტო-ნით მიმართა უცნობმა.

    - კარგი, ბატონო, წავალ და მოგი-ტანთ.

    - ხომ არ წამოგყვეთ? - წარმოთქვაუცნობმა მამაკაცმა, რომელსაც უცნა-

    ური ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.- მე დავითი ვარ, თოფურიძე, აი, ბა-ტონო, პირადობის მოწმობას დაგიტო-ვებთ.

    მამაკაცმა მოწმობა გამოართვა.გზაში მიმავალს თვალწინ კვლავ ის

    ბიჭები წარმოუგდა. ვინ იცის, რამდე-ნი ტკივილი გადაიტანეს ამ ამაზრზენიკაცისაგან. მართალია პაპა იყო, მაგრამპაპაცაა და პაპაც... თუმცა, ახლა, ამა-ზე აღარ ფიქრობდა, მთავარი ის იყო,რომ ბიჭებს აგრძნობინა სიკეთის ფასი.ამ განწყობით სამსახურში დაბრუნდა.ცელოფნის პარკი უჯრიდან ამოიღო,ტყაპუჭის ჯიბეში ჩაიდო და კვლავ გა-რეთ გამოვიდა... – რამხელა ბედნიერე-ბაა სიკეთის კეთება, – ფიქრობდა გზადმიმავალი დავითი. მართალია ეს ფულიოჯახს მოაკლო, მაგრამ ბიჭები ხომ გა-დაარჩინა!. ამ ფიქრებით მომლოდინეებსმიუახლოვდა. დავითის დანახვაზე სა-უბარი შეწყვიტა უცნობმა მამაკაცმა დადავითისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.ბიჭებიც მისკენ გამოემართნენ. დავითმაპარკი ჯიბიდან ამოიღო და უცხო მამა-კაცს გაუწოდა.

    - ესე იგი, თქვენ, დავითი გქვიათ,ხომ? - გამოსცრა უცნობმა.

    - დიახ. - უპასუხა დავითმა.- მე კი, ჟორა მქვია!- ძალიან სასიამოვნოა.- ჰოდა, ჩემო დავით, როგორც თქვენ

    მითხარით, ამ პარკში სამი ათასი დოლა-რი იყო!

    - დაიხ!... ამით რისი თქმა გნებავთ? -გაოცდა დავითი.

    - იცით, რას გეტყვით? თქვენ შეიძ-ლება სხვა მოატყუოთ, მაგრამ ჟორა ტა-ბიძეს ვერ მოატყუებთ! მე თქვენისთანააფერისტები ბევრი მინახავს!

    - რას ლაპარაკობთ, ხომ არ შეიშალეთ?!ასე მიხდით სამაგიეროს? მე ხომ შემეძლოარც გამოგცნაურებოდით და ჩემი გზითწავსულიყავი? ასე, რომ, სისულელეებსთავი დაანებეთ! - გაცხარდა დავითი.

    - მე თქვენ გიჩვენებთ სისულელეს, იმპარკში ხუთი ათასი დოლარი იყო, ვაჟბა-

    ტონო, გაიგე?! ახლავე თანხა დამიბრუ-ნეთ, თორემ, პატრულს შევატყობინებ!

    ამ სიტყვებმა დავითი ისე ააღელვა,რომ გონება დაკარგა და ბუჩქებთან უმ-წეოდ ჩაიკეცა.

    ჭაღარათმიანმა მამაკაცმა პირადო-ბის მოწმობა დააგდო და შვილიშვილებ-თან ერთად სწრაფი ნაბიჯით გონდაკარ-გულს გაშორდა...

    სიკეთის ფასი

    „ლიტერატურული მესხეთის” რედაქტორს

    ბატონ ავთანდილ ბერიძეს

    ბატონო ავთანდილ,თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობას მო-

    ვახსენებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაითავისა სამ-ცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25წლის იუბილე და მოსალოცი წერილები გამოაქვეყნა.ვსარგებლობ შემთხვევით და თითოეულ მათგანს, „ლი-ტერატურული მესხეთის” მკითხველს, ავტორებსა დამთელ საქართველოს, ვულოცავ 2016 წლის დადგომას.

    პატივისცემით,

    მერაბ ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

    რექტორი

  • 8/15/2019 ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 | 205 (1)

    3/12

    2016 წელი, იანვარი   3ლიტერატურული მესხეთიპოეზია

    ნომადი ბართაია

    ცხოვრებას განვლილსრომ გავყურებ

    ცხოვრებას განვლილს რომგავყურებ,

    ხან ნისლიანს და ხანაც მზიანს,გაოგნებული ვრჩები ხოლმე,რამდენი შეცდომა დამიშვია.

    უკან მიხედვის მეშინია,როგორ მივლია მე ამ გზაზე,ასაკში ვიყავ თუ უასაკო,

    შეცდომას ვუშვებდიშეცდომაზე.

    ასეთი კერპი რამ გამხადა,ვფიქრობ და ვეღარ გამიგია,არავის რჩევა-დარიგებაარასდროს ყურად არ მიღია.

    ნეტა, ვის ვედექი ასე ჯიბრში,რატომ ვიყავი ასე ხელი.ჩემი გამქონდა ყოველთვის დავიყავი ამით ბედნიერი.

    წამში დავუშვებდი შეცდომას დამერე სინანულით ვბრუვდებოდი.მთელი ცხოვრება შეცდომებისგამოსწორებას ვუნდებოდი.

    ცხოვრება მიდის ძველებურად,მაგრამ ვერაფერში ვხედავ

    ნუგეშს.

    ვფიქრობ და ვეღარ გამიგია,ამდენ შეცდომას რატომვუშვებ...

    მოდით და მოდით, შეცდომებო,კვლავ არ მოხვიდეთ, ნუ ქნას

    ღმერთმა.რა კარგები ხართ, რომ იცოდეთ,მოგროვილები ყველა ერთად. 

    ***აი, ძვირფასო, მოვედი რისთვის,აი, ძვირფასო, რისი თქმა

    მსურდა,გიყვარდეს უნდა, არსებობს

    რახან,რახან არსებობს – გიყვარდეს

    უნდა.

    სიყვარულისთვის ერთია ყველა,ვინ ხარ და რა ხარ, რა ხარ

    და ვინ ხარ,მე ისიც მიყვარს, მინახავსვინც არ,

    ვინც არ მინახავს, მე ისიცმიყვარს.

    გაკვეთილებიასტრონომიის

    არავინ იცის, ასტრონომიისგაკვეთილები მიყვარდა როგორ.არავის რომ არ ვუმხელდი ისე,ასტრონომიის ვლოცავდი

    მომგონს.

    რა კარგი იყო, რა კარგი იყო,როს გაკვეთილი ჩვენ გვქონდა

    მთვარის,მოსწავლეები მეათე კლასის,როდესაც მთვარით ვიყავით

    მთვრალი!..

    ყველა ვარსკვლავი ვიცოდითცაზე,

    პლანეტები ხომ ისეც ვიცოდით,მოსწავლეები მეათე კლასისასტრონომიით როგორ

    ვიწვოდით!..

     კონსტანტინეგამსახურდიას

    ახლა, ალბათ, ხანჯალს ლესავ,ანდა, მახვილს წვერს უსინჯავ,ანდა, იცვამ პერანგს ჯაჭვის,შვენის რაინდს, ვით უშიშარს.

    ანდა, იკრავ ღილებს ჩოხის,ქამარ-ხანჯალს იკრავ ანდა.ემზადები სადარბაზოდ,ანდა, თამარ დედოფალთან.

    ანდა, ბასიანის ველზეჰკაფავ ლაშქარს ურიცხვს

    მტრისა,ან ხარ ავად, საქართველოსსულაც სიყვარული გჭირსა.

    ანდა, ახლა წვერით კალმისჰქარგავ ანსა, ანდა ბანსა.ანდა სვეტიცხოვლის ტაძრისუვლი ირგვლივ გალავანსა.

    ანდა, მეფე გიორგისთანუზი ახლა ტაბლას მცირეს.ანდა, ახლა მკლავი მოგჭრეს,ანდა, ახლა დაგიჭირეს.

    ანდა, ახლა გალობანისშენ გაბრუებს სინანული.ანდა, ახლა ხარ-ირემზესანადიროდ გიწევს გული.

    ანდა, ახლა შენ გრიგალშიზარს არისხებ განგაშისა,ანდა, დარდი მოგწოლიაქალის – კოლონკელიძისა.

    ანდა, ვაჟი შეგძენია,სახელს არქმევ იმას ზვიადს.ანდა, იმის საფლავს ეძებ,ვინც ზვარაკად გაგიზრდია...

    ახლა, ალბათ, ხანჯალს ლესავ,ანდა, მახვილს წვერს უსინჯავ,ანდა, იცვამ პერანგს ჯაჭვის,შვენის რაინდს, ვით უშიშარს.

    ნუშები რიკოთის გზაზე

    გამოპარულნი ჩანდნენსახლიდან

    ცნობისმოყვარე ეგზომ

    თვალებით,რიკოთის გზაზე,ჩუმათელეთთან,

    ნუშები არასრულწოვანები.

    იმერეთი

    ო, ეს რა განცდა მეწვია,გულს ეს რა ჩამეღვარაო,ქვემო რომ ასე კარგი ხარ,ზემო იქნები ან რაო!

    ანდა, პირიქით (ო, შენმაგამჩენმა გაიხარაო),ზემო რომ ასე კარგი ხარ,ქვემო იქნები ან რაო!

    მზეს

    შენ ვარსკვლავი ხარ,არაფერი

    სხვა შენ არა ხარ.შენც კარგად იცი,გეუბნებიამბავს არახალს.

    ვინ იცის, შენებრრამდენიავარსკვლავი ცაზე,რომ არც კი ჩანს დაარც ჩვენ ძალგვიძსმათი დანახვა...

    აი, ეს იყო,თუ რამ იყოსათქმელი ჩემი.აი, ეს იყო,ჩემო კარგო,რაც უნდა მეთქვა.

    შენ მზედ იქეცი,უჩინარივარსკვლავი ერთი,მხოლოდ იმიტომ,შორს კი არა –

    ახლოს ხარ ჩვენთან.

    ***ისე არაფერი ხდება,თან აშკარად მიგრძნობს გული,არის რაღაც ამ ფოთლებშიუსათუოდ ჩამალული.

    მიგრძნობს კი არ,ამ ფოთლებში, ამდენი რომასე ყრია,ჩამალული რომ არ იყოსრამე – შეუძლებელია.

    ***საგარეუბნო მატარებელო,ვერ წარმოიდგენ, მიყვარხარ

    როგორ,მე ვენაცვალე, ვინც მოგიგონა,მე ვენაცვალე, მართლა, შენს

    მომგონს!

    არ გამოტოვებ შენ არცერთსადგურს,

    ყველას დააცდი ვაგონზეასვლას.საოცარია, ჩამოსულს შენგანცოტახანს არსად მინდება

    წასვლა!

    საგარეუბნო მატარებელო,ვერ წარმოიდგენ, მიყვარხარ

    როგორ,მე ვენაცვალე, ვინც მოგიგონა,მე ვენაცვალე, მართლა, შენს

    მომგონს!

    ***

    კმაყოფილი ვარდღევანდელი დღით,კმაყოფილი ვარიმით, რაც არის...

    სამსახურიდანშინ მიმავალმაბავშვებს ვუყიდეშვრიის ნამცხვარი.

    იმ წლის შემოდგომისმთვარე

    როგორ მახსოვს,როგორ მახსოვს,რომ ვერ ვაცილებდი თვალებს,სკოლას როცა ვამთავრებდი,იმ წლის შემოდგომის მთვარეს.

    რამსიფართე იყო მაინც,რა ქათქათა, რა ელვარე.ცაც კი როგორ კრიალებდა,ზღაპარს ჰგავდა არემარე.

    იმ მთვარეს რომ ვუყურებდი,გულს გაჰქონდა ბაგაბუგი.ვისაც ის მთვარე უნახავს,ალბათ მისი ყველას უკვირს..

    როგორ მახსოვს,როგორ მახსოვს,რომ ვერ ვაცილებდი თვალებს,სკოლას როცა ვამთავრებდი,იმ წლის შემოდგომის მთვარეს.

    ***

    თითქოს ამიტომ მოვსულვარქვეყნად

    სხვა არაფერი თითქოს და არმსურს –

    ყველაფერს წარსულს რომვაბარებდე,

    რომ ვაბარებდე ყველაფერსწარსულს.

    თითქოს და ამით ვარ ბედნიერი,ვარ ბედნიერი თითქოს და ამით;არ ჩავაბარო რაიმე წარსულს –ჩემს ცხოვრებაში არ გავა წამი.

    რაშია საქმე, თან ვეღარვხვდები,

    მე მიფიქრია ამაზე ბევრი;თანაც იბარებს ყველაფერს

    ვიღაცო, მერე როგორ გაშლილი

    ხელით!..

    თითქოს ამიტომ მოვსულვარქვეყნად

    სხვა არაფერი თითქოს და არმსურს –

    ყველაფერს წარსულს რომვაბარებდე,

    რომ ვაბარებდე ყველაფერს

    წარსულს.

    ***

    საიდუმლოს მე შენსასგულო ჩემო, ვერ ვხვდები.როგორ ხდება, მითხარი,რომ არასდროს ბერდები.

    ყველაფერი ხომ ირგვლივბერდება და ბერდება.საიდუმლოს კი შენსასკაციშვილი ვერ ხვდება.

    გეუბნები ამას შენგანა სალაპარაკოდ, –კი ბატონო, თუ გინდა,არ დაბერდე არასდროს.

    მოლაღურები

    ვინ გაგაჩინათ კარგები ასე,ან ვინ გაგითბოთ ასე გულები,ან ვის წამოსცდა პირველად

    სიტყვაასე ლამაზი – მოლაღურები.შემოდგომაზე იცით მოფრენა,როდესაც ლეღვი იწყებს

    მწიფობასდა არაფერი სჯობია მაშინცის ცქერასა და სოფელში

    ყოფნას.ხმაცა გაქვთ რაღაც თავისებურიდა გაიჭყივლებთ ხანდახან

    კიდეც,ხალხს ჩამოვიყვან თქვენს

    სანახავად,ჩემო კარგებო, თქვენ იზამთ

    იმდენს.

    ვინ გაგაჩინათ კარგები ასე,ან ვინ გაგითბოთ ასე გულები,ან ვის წამოსცდა

    პირველად სიტყვაასე ლამაზი – მოლაღურები.

    ***როცა ბაზარში ვყიდულობ

    რამეს,ვკითხულობ, სადაურია-მეთქი.არაფერია იმაზე ტკბილი,ვიღაცა მაშინ პასუხს რომ

    მეტყვის.

    მეღვრება სითბო მე მაშინგულში

    და მე იმ სითბოს ვატარებდიდხანს.

    მარტო რაიონს არ დავჯერდები,აუცილებლად სოფელსაც

    ვკითხავ.

    თითქოს მე მაშინ ვპოულობჩემ თავს,

    თითქოს, მე მაშინ ვგებულობვინ ვარ;

    განა ბაზარში ნაყიდი რამე –ოჯახში კითხვა-პასუხი მიმაქვს.

  • 8/15/2019 ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 | 205 (1)

    4/12

    ლიტერატურული მესხეთი4 2016 წელი, იანვარი

     

    ახალი გამოცემები

    ბონდო არველაძე

     „ახლა, როდესაც აღსდგა საქართ- ველოს თავისუფლება, აუცილებელიაშეგნებულად დაფარული წარსულისწარმოჩენა და საქართველოს ობიექტუ-რი მატიანის დაწერა უხსოვარი დრო-იდან დღემდე...”

    ილია მეორე

    გამოვიდა მიტროპოლიტ ანანიაჯაფარიძის  ვრცელი მონოგრაფია„არიან ქართლი” (საეპისკოპოსოებიისტორიულ ივერიაში). მონოგრაფიამრავალ პრობლემურ საკითხს მოიცავსდა ამიტომ შემოვიფარგლებით რამდე-ნიმე ძირითადის განხილვით. პირველრიგში, საინტერესოა ავტორისეულისიტყვა „ქართველის” ეტიმოლოგია: – „ქართველი”  – „არიან – ქართველთა” შთამომავალს ნიშნავს. მას ეტიმოლო-გიური კავშირი არა აქვს არც სიტყვა„ქართლოსთან” და არც სიტყვა „ქარ-თასთან”... ქართველი – ქალდუს ქვეყ-ნის მცხოვრებს უნდა ნიშნავდეს (ქალ-დუ - ქალდუელი - ქართუელი”. (გვ.22).

    მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეგამოთქვამს ვარაუდს – „ქალდუს ქვე-ყანას ასევე ერქვა სახელი „არიანი”,მის მცხოვრებთ კი ქალდუელნი ანქარ-თუელნი, შესაბამისად, არიანის ქვეყნი-

    დან გამოსულ ხალხს ერქვა „არიან ქარ-თუელნი”  (გვ.23).  შემდეგ მოტანილიამეცნიერთა მოსაზრებები, რომელნიცუშუალოდ ან ირიბად მაინც ამ თვალ-საზრისს ადასტურებენ (ივ. ჯავახიშვი-ლი, პ. ინგოროყვა, ნ. ხაზარაძე და სხვ).

    მონოგრაფიაში წარმოდგენილიააგრეთვე ქსენოფონტეს, სტრაბონის ცნობები „არიან-ქართლის” შესახებ დაგამოტანილია დასკვნა – არიან-ქართ-ლის სამეფო რეალურად არსებობდადა ის წარმოადგენდა ხალიბების (იგივეხალდების)  სახელმწიფოს, რომელმაცშეძლო დაახლოებით ძვ.წთ.აღ-ის 401-330 წლებში ტაოხების, მაკრონების,ფასიანებისა და სხვა ქართუელთა ტო-მების თავის ირგვლივ კონსოლიდაციადა ამის საფუძველზე სახელმწიფოსჩამოყალიბება.

    როგორც აღვნიშნეთ, მონოგრაფიამრავალ საკითხს მოიცავს. ერთ-ერთია

    წმინდა მამები – ექვთიმე მთაწმინ-დელი, სტეფანე მტბევარი  და სხვანისომხური ეკლესიის მძლავრობის შესა-ხებ. ქართველი მეცნიერი ქართული,სომხური და სხვა წყაროების ანალი-ზის შედეგად, სრულიად მართებულადწერს: „გასომხებისაგან თავის ერისდასაცავად იყო მიმართული სტეფა-ნოზ მტბევარის, ექვთიმე და გიორგიმთაწმინდელების, გიორგი მცირეს,ღრტილის კრების მამების და სხვათაგამონათქვამები სომეხთა ეკლესიის„მტაცებლობის” შესახებ, ყველანი ისი-ნი აღნიშნული მხარეებიდან იყვნენ დაკარგად იცოდნენ თავიანთი მხარეებისცხოვრება” (გვ.40).

    აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთქართლის კათალიკოსის კირიონ I-ის(591-615) შეუპოვარი და თავდადებუ-ლი ღვაწლი, ქართული და სომხურიეკლესიების გაყოფისათვის. მას მოღ-

    ვაწეობა მოუხდა რთულ პოლიტიკურდა საზოგადოებრივ პერიოდში. ეს ისდროა, როცა ორი დიდი იმპერიის –ბიზანტიისა და სპარსეთის ცილობისსაგნად იყო ქცეული ქართლი და სომ-ხეთი, მათი მძლავრობა ამ ორი პატარაქვეყნის მიმართ დამთავრდა იმით, რომბიზანტიამ თავისი გავლენის ქვეშ მოაქ-ცია ქართლი, სპარსეთმა – სომხეთი.დამორჩილება რელიგიურ ფაქტორსაცგულისხმობდა. სპარსეთმა სომხეთისმონოფიზიტობა დაუპირისპირა ქართ-ველთა დიოფიზიტობას. ასეთი მწვავეპოლიტიკური და რელიგიური ბრძო-ლის ვითარებაში კათალიკოსმა კირიონI-მა  გამოიჩნა პოლიტიკური ალღო,შორსმჭვრეტელობა, ეროვნული სიფ-ხიზლე და ქართული ეკლესია განარი-და სომხურისას. ამით ქართველი ერისომხური ეკლესიის მძლავრობისაგანიხსნა. იგი ქართველი ერის ღირსეული

    შვილია. მისი ეროვნულობა იმდენადმკვეთრად გამორჩეულია, რომ ცნო-ბილი სომეხი ისტორიკოსი აკად. ლეობაბახანიანი  თვალს ვერ ხუჭავს მისეროვნულ ღვაწლზე და იძულებულიათქვას: – „კირიონ I-მა დაწყებული საქმე( ქალკედონიის კრების გადაწყვეტილე- ბის განუხრელი გატარება და ერთგუ-

    ლება ბ.ა. ) ბრწყინვალედ დაასრულა დაუფლება მოიპოვა მას ეწოდოს ქართვე-ლი ხალხის ერთგული შვილი”.

    სომხური მონოფიზიტობა (გრი-გორიანობა მოგვიანებით – 1836წელს ეწოდა), რომელიც კონსერვა-

    ტიული ბუნებით ხასიათდებოდა, ვერგუობდა ტოლერანტობას. აქედან გა-მომდინარე, შემტევი და აგრესიულიხასიათის იყო და არც თუ სანაქებოხერხებით ცდილობდა უცხო ერისშვილთა ჯერ მონოფიზიტობაზე გა-დაყვანას, მერე კი მათ არმენიზირე-ბას. წინ აღარაფერი ედგა, რადგანმონოფიზიტობას და ეროვნულობასერთ სიბრტყეზე განიხილავდა. არარის ძნელი მისახვედრი, რა უდიდესსაფრთხეს განარიდა ქართველი ერიკათალიკოსმა კირიონ I-მა. მან თავი-სი ხალხი მტკიცედ წაიყვანა მართ-ლმადიდებლობის – დიოფიზიტობისგზით: „საუკუნეთა მანძილზე კულ-ტურულ-პოლიტიკური შეხლა-შემოხ-ლის და დუღილის შედეგად, ძველიკულტურის მქონებელმა ქართველმახალხმა ამ კოსმოპოლიტურ რელი-გიას (იგულისხმება ქრისტიანობა

     ბ.ა.) ქართული ელფერი მისცა და„ქართველი” ახლო აღმოსავლეთშისომხურისა და ბერძნული ქრისტი-ანობისაგან განსხვავებული (ენით)რელიგიის აღმნიშვნელ ცნებად იქცა.ეს იყო ქრისტიანობის ინდივიდუალი-ზაცია ქართველი ხალხის მიერ სომ-ხებისა და ბერძნების გვერდით, ესიყო დიდი კულტურული გამარჯვება,დიდი კულტურული ძალის მოწმობა

    და ქართული ქრისტიანობის გავრცე-ლება. ეს იყო ქართული კულტურისუცილობელი გამარჯვების აშკარამოწმობა (ქართული ქრისტიანობითშეცვლა დასავლეთ საქართველოშიბერძნული ქრისტიანობისა კმარაამის ნიშნად). ეს იყო დიდი ეროვნუ-ლი საქმე” – წერს აკად. ნ. ბერძენიშ-  ვილი.

    ქართული ქრისტიანობის ეროვ-ნული ნიშნით ქმნადობის და პირველიკალაპოტის დამდებია კათალიკოს კი-რიონ I მცხეთელი. ეს გახდა საფუძვე-

    ლი გიორგი მთაწმინდელს XI ს-ში ამა-ყად ეთქვა: „რაჟამს ერთგზის გვიცნო-ბიეს (დიოფიზიტობა ბ.ა.) არღარა მიდ-რეკილ ვართ მარცხულ განა მარჯულდა არცა მოვედრიკებით, თუ ღმერთსუნდესო”.

    აკად.  კ. კეკელიძე  ხაზგასმით აღ-ნიშნავდა: „კირიონ I – კათალიკოსი

    დიდი პატრიოტია, რომელიც მედგრადიცავს სამშობლოს ინტერესებს სომ-ხეთთან კამათის და ცილობის პროცეს-ში”.

    კირიონ I-ის ნებისყოფით, ენერ-გიით და განსაკუთრებული ეროვნული

    შემართებით აღტაცებულექვთიმე მართალს  ეკუთვ-ნის შემდეგი სიტყვები: „კი-რიონ I-ი რომ არა, ჩვენ ნამ-დვილად გავსომხდებოდით.

    დიდი საქმე ქმნა ეროვნულითვალსაზრისით, ნამეტანიგონიერი, მაგარი და გამჭ-რიახი კაცი ყოფილა, რო-გორც ჩანს, ჩვენ მას ძეგლიუნდა დავუდგათ”...  იცოდა,რას ამბობდა წმ. ექვთიმე, –  მართლაც დაამშვენებდათბილისს ქართლის კათალი-  კოსის კირიონ I-მცხეთელის ძეგლი!..

    მოვიდეთ პირველსავესიტყვას: მიტროპოლიტ ანა-ნია ჯაფარიძეს განხილულიაქვს ე.წ. სომეხ ქალკედო-ნელთა ვინაობა-წარმომავ-

    ლობის საკითხი. ეს სახელწოდება – სო-მეხი ქალკედონელები პირველად გა-მოიყენა ნ. მარმა „Аркаун Монгольскоеназвание християн в связи с вопросавоб Армянах – халкидон- итахи” (1906).ამ ნაშრომში ტაო-კლარჯეთის ქართ-ველები მიჩნეულია „სომეხ ქალკედო-ნელებად”. ეს აიტაცეს სომეხმა მეცნი-ერებმა – ვ. არუთინოვამ, ფიდანიანმარ. ბარტიკიანმა, ა. მურადიანმა დასხვებმა.

    აი, ეს ნ. მარისეული მცდარი „თე-ორია” კრიტიკულად არის განხილული

    კრებულში და გამოტანილია საფუძვ-ლიანი დასკვნა – „ივერების სომეხ-ქალ-კედონელებად გამოცხადება შეცდო-მაა, რომლის გამოსწორებაზე უნდა იზ-რუნოს ქართულმა ისტორიოგრაფიამ,რომელიც ამჟამად „ქართაზაციის თე-ორიას” ემხრობა, რაც მისი დაბრკოლე-ბის ლოდია” (გვ. 229). 

    მართლაც, დროა გავნთავისუფლ-დეთ ხელოვნურად მოგონილი „ქართი-ზაციის”, შეიძლება ითქვას, მავნე თე-ორიისაგან, რადგან ქართველი ხალხისარაკეთილმოსურნენი მას ქართველიერის ისტორიისა და ეროვნული მეობისგაყალბებისათვის იყენებენ. ეს კი, ჩვენდროში, – საქართველოს დამოუკიდებ-ლობის პირობებში, – დაუშვებელია.

    კრებულში წარმოდგენილი თავე-ბიდან გამოვყოფ მეცხრე თავს – „ქარ-

    თული წარმოშობის იერარქი არმენიისიბერიაში” ( გვ. 255-262):

    კათალიკოს ნერსე იშხნელის შესა-ხებ მოტანილია სხვადასხვა ავტორთაცნობები. „დავითისა და ტირიჯანის ”ავტორის (VIIს.) ცნობა – „იყო სანახებ-თა მათ სოფლისა სომხითისასა, ჟამთანეტარისა დიდისა ნერსე კათალიკო-ზისა, ... ხევსა ბასიანისასა, დაბასა ონ-კომ”.

    ვალაშკერტში ნერსე სომეხთა კა-თალიკოსმა ააგო ღვთისმშობლის ეკ-ლესია. ძველი სომეხი ისტორიკოსისცნობით, აქ, X ს-ში, „იჯდა ქართველიეპისკოპოსი” (ნ. ადონცი, „არმენია იუს-ტიანეს ეპოქაში”, გვ. 24).

    არსენ საფარლი  გვამცნობს: „ეზ-რას შემდგომ საკათალიკოსო ტახტზეღვთის ნებით ავიდა ნერსე იშხნელი.კაცი ღირსი და მართლმორწმუნე”.

     გიორგი მერჩულე:  „ნებითა ღვთი-სათა იქმნა საბა ეპისკოპოს იშხანსაზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისააღშენებულისა კათოლიკე ეკლესიისადა საყდრისა მისისა, წელიწადთა მრა-ვალთა დაქვრივებულ იყო”.

    როგორც მეუფე ანანია აღნიშნავს – ქართული წყაროები ნერსეს უწო-დებენ - „წმინდას”, „ნეტარს”, „ღირსს”. აქვე დავამატებთ – ნერსე კათალიკოსსსომხური წყაროები „შინოღ”-ს (მშენე-ბელს) უწოდებენ.

    ნერსე კათალიკოსს, ქალკედონი-ტობის გამო, სომეხი სასულიერო პი-რები დევნიდნენ. ერთხანს ნერსემ თავიტაოს შეაფარა, სადაც მისი დამცველე-ბი იყვნენ ტაოელი ქართველები. ექვს-წლიანი დევნის შემდეგ, ქართველებისდა იმპერატორის შეწევნით, ნერსესომხეთის საპატრიარქოს ტახტზე ისევავიდა და დაამთავრა ზვართნოცისქალკედონიტური ტაძრის მშენებლობა,რომლის კურთხევას ბიზანტიის იმპე-რატორიც დასწრებია.

    მეუფე ანანია მართებულად აღ-ნიშნავს – კათალიკოს ნერსეს მარტოზვართნოცის ტაძარი კი არ აუშენებია,

    არამედ იშხნის (VII ს.) მრგვალი ტაძა-რიც მას აუგია.

    საყურადღებოა – სომხურ-ქალკე-დონური ეკლესიის ქართული ფრთისსაკითხი, უფრო სწორი იქნება თუვიტყვით, ქართველები სომხეთში.სომხური ეკლესიის დაარსების შემ-დეგ სომხეთის მკვიდრი ქართველობა,

    მკვიდრი იმიტომ, რომ ქართველობააბორიგენები იყვნენ, ხოლო სომხები,გვიან, VI ს- ში, ჩ.წ.აღ-მდე, მოვიდნენ აქ,როცა ურარტუს სამეფო დაეცა... სომ-ხეთის მკვიდრი ქართველობა გადაიქცასომხური ეკლესიის მრევლად. მაგრამმათ ქართული ეთნოშემეცნება შენარ-ჩუნებული ჰქონდათ, განსაკუთრებითსომხეთის ჩრდილოეთ და დასავლეთნაწილებში. როგორც ნაშრომშია აღ-ნიშნული, სომხეთში მრავალი სომხურ-

    ქალკედონური საეპისკოპოსოები იყო(70-ზე მეტი). ეს საეპისკოპოსოები გაშ-ლილი იყო ვანისა და ურმიის ტბიდანტრაპეზუნამდე და ანტიოქიამდე. ამსომხურ-ქალკედონური საეპისკოპო-სოების მნიშვნელოვან ნაწილს ქართ-ველები შეადგენდნენ. „ქართველი მოღ-ვაწეების თავიანთი განსწავლულობისადა შრომისმოყვარეობის გამო, სომხუ-რი ეკლესიის უმაღლესი იერარქებიცხვდებოდნენ. ჰერაკლე კეისრამდეასეთი იყო არარატის ქორეპისკოპოსი,შემდეგ კი ქართლის – კათალიკოსიკირიონ I, ასევე ეთნიკური ქართველიუნდა ყოფილიყო სომეხი-ქალკედონი-ტი კათალიკოსი ნერსეს III-მშენებელი.მან სომეხთაგან დევნილობის დროს (მას სომხები სდევნიდნენ იმიტომ, რომიყო ქალკედონიტი ბ.ა.) თავი შეაფარათავის მშობლიურ კუთხეს – ტაოს, სა-დაც საეპისკოპოსო დააარსა იშხანში

    „სომხურ - ქალკედონური ეკლესიისეთნიკური ქართული ფრთა მისი მნიშვ-ნელოვანი ნაწილი იყო” (გვ. 232) – წერს მეუფე ანანია.

    ვფიქრობთ, საგულისხმო და მნიშვ-ნელოვანი დასკვნაა.

    მეუფე ანანია რამდენიმე ათეულიწელია თავგამოდებით ამტკიცებს,რომ დასავლეთ საქართველო არასდ-როს ყოფილა კონსტანტინოპოლისიურისდიქციაში. ნაშრომშიც ამ თვალ-საზრისს ავითარებს და წერს: „თუკიდასავლეთ საქართველო იყო ბიზან-ტიის იურისდიქციაში და ის ბიზან-ტიური იურისდიქციისაგან ნიკოლოზმისტიკოსის ეპოქაში (IX-X ს.ს-ში)გამოვიდა (როგორც ამტკიცებს ქარ-თიზაციის თეორია), მაშინ კონსტან-ტინოპოლის პატრიარქი (იგულისხ-მება ნიკოლოზ მისტიკოსი ბ.ა.)  სომ-ხური ეკლესიის მეთაურს იმას კი არ

    მისწერდა – „შენი დარიგება ისმინოსაფხაზთა მეფემო”, არამედ, ალბათ,მიწერდა: – „ჩემი საეკლესიო მიწა-წყა-ლია დასავლეთი საქართველო და აფ-ხაზთა მეფემ ჩემი უფლებამოსილებაარ უნდა შებღალოსო... ამ წერილიდანჩანს, დასავლეთ საქართველო არა-სოდეს ყოფილა კონსტანტინოპოლისიურისდიქციაში”  (გვ. 423) დაასკვნისავტორი.

    ამ ვრცელი მოცულობის წიგნში კი-დევ არაერთი საკითხია წამოყენებული,რომელიც ან გადაჭრილია, ან ახლებუ-რი კუთხით არის გაშუქებული. ამათგანშეიძლება აღინიშნოს: „ჰაიასა” – „აიასქვეყანა”  (შემდგომ კოლხიდა),  ურარ-ტუ-ქალდეველთა ქვეყანა, ურარტუს„ღმერთი” – ქალდი და ქართლის არ-მაზი, „არიან ქართლის” ცენტრალურიოლქის (შემდგომ არარატის) არმენიზა-ცია და სხვ.

    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:წიგნში გამოკვლეულია, რომ არაქსისხეობასა და ტაო-ბასიანის, მომცველიიბერიის თემის ტერიტორია ჩ.წ.აღ-მდეIV-III საუკუნეებში იწოდებოდა „არიან-ქართლად” და აქ ქართველები (ივერები)ყოველთვის მკვიდრ მოსახლეობას წარ-მოადგენდნენ. აქ მათ დააფუძნეს მრავა-ლი ქართული საეპისკოპოსო – ვალაშ-კერტისა, არზრუმისა, კარისა, ანისისადა სხვ. ამათგან, ზოგიერთი XVI-XVIIსაუკუნეებში ფუნქციონირებდა.

    ამრიგად, მეუფე ანანია ჯაფარიძისთვალსაზრისით ივერების სომეხ-ქალ-კედონიტებად გამოცხადება შეცდო-მაა. ეს შეცდომა დროზე უნდა გამოას-წოროს ქართულმა ისტორიოგრაფიამ,რომელიც ამჟამად „ქართიზაციის”ყალბი თეორიისთვის თავი ვერ დაუღ-წევია.

    ვფიქრობთ, მიტროპოლიტ ანანია

    ჯაფარიძის „არიან-ქართლი”, კიდევერთი დიდი შენაძენია ქართული ისტო-რიოგრაფიისთვის, მისი მეცნიერულიღირსება ისიც არის, რომ ბევრ საჭირ-ბოროტო კითხვაზე გაცემულია პასუ-ხი, მაგრამ საკამათო საკითხებიც არისმასში წამოჭრილი, რაც ამ ნაშრომსუფრო საინტერესოს ხდის.

    არიან-ქართლი

  • 8/15/2019 ლიტერატურული მესხეთი | Literaturuli Meskheti | January 2016 | 205 (1)

    5/12

    2016 წელი, იანვარი   5ლიტერატურული მესხეთი

     

    14 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროში „მესხური ფოლკლო-რის” წარდგინება გაიმართა. 915-გვერდიანიკაპიტალური ნაშრომის მასალის შემგროვებე-ლი, წიგნის შემდგენელ-გამომცემელი და რე-დაქტორი ბ-ნი ავთანდილ ბერიძე მრავალი წე-

    ლია მესხეთ-ჯავახეთში ქართული კულტურისაღორძინების მძიმე ჭაპანს ეწევა. მისი დაუღა-ლავი მოღვაწეობის მეოხებით ამ ურთულესრეგიონში ინტენსიურად გამოდის ქართულე-ნოვანი გაზეთი – „ლიტერატურული მესხეთი”,რომელშიც მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხ-თა განხილვის კვალდაკვალ, მესხეთის თემა-ტიკას წამყვანი ადგილი უკავია.

    წიგნის გამომცემლისა და რედაქტორის მოკ-ლე, თუმცა ტევადი წინასიტყვაობა შოთა რუს-თაველის მრავალტანჯული კუთხის ტრაგიკულხვედრს საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურკონტექსტში გაიაზრებს და ამ ანგარიშგასაწევი

    ფაქტორის გათვალისწინებით მესხეთის ქარტე-ხილებს ისტორიულ სპექტრში წარმოაჩენს. ამისთვალსაჩინო მაგალითია ცნობილი აშუღი შივღა(ლუკა ბერიძე) ძნელბედობის ჟამს თავის შემოქ-მედებას თურქულ ენაზე რომ ქმნიდა, რაც ოდეს-ღაც კულტურის აკვნად მიჩნეული მესხეთისუწყვეტი რბევა-აწიოკებისა და კულტურულიექსპანსიის ხანგრძლივობის სავალალო შედეგია.

    პროექტის ავტორის გულისტკივილს მადლიერე-ბის გრძნობა სხივად გასდევს, იგი ამ კუთხისზეპირსიტყვიერების ნიმუშებით დაინტერესე-

    ბულ სახელოვან მეცნიერებთან ერთად უბრალოადამიანებსაც ჩამოთვლის, ვინც იმ სიცარიელისამოსავსებად იღვწოდა, რათა ქართულ სააზროვ-ნო სივრცეს ძალადობრივად მოწყვეტილ მესხურფოლკლორს იზოლაციის რკალი გაერღვია დაკუთვნილი ადგილი სრულფასოვნად დაეჭირა.წიგნის რედაქტორის სასახელოდ უნდა ითქვას,

    რომ მან დიდ ეროვნულ საქმეს დაადგა თავი დამესხური ფოლკლორის სახით ქართულ ზეპირ-სიტყვიერებას მანამდე უცნობი და უაღრესადსაყურადღებო მასალა შემოამატა. წიგნში დახა-რისხებულ პოეტურ ნიმუშებს (მეორე ტომში მეს-ხური თქმულებები ზღაპრები, წეს-ჩვეულებები,ანდაზები, გამოთქმები, გამოცანები და თამაშებიგამოქვეყნდება) უნიკალური ფოტოსურათების

    სერია დაუვიწყარ მნიშვნელობას სძენს, – ეთნოგ-რაფიული შტრიხების მეშვეობით ის დაკარგულ-მივიწყებული კოლორიტი ცოცხლდება, რითაცთითოეული კუთხის მკვიდრი თანამოძმისგან

    განირჩევა და, ამავდროულად, მრავალფეროვანინდივიდუალობას ბუნებრივად ერწყმის. თემა-ტური მრავალწახნაგოვნება ნაშრომისადმი გა-უნელებელ ინტერესს იწვევს, თუნდაც, უახლესიკაფია რომ დავასახელოთ, სადაც არც მეტი დაარც ნაკლები, ვლადიმერ პუტინი მის მიერ გა-ტარებული პოლიტიკური კურსის შესაბამისადაადახასიათებული. ცალკე საკითხია ეს რთულითემა წარდგინებაზე დამსწრე საზოგადოების გუ-ლის მოსაგებად სიტყვით გამოსულმა მწერალთაკავშირის თანათავმჯდომარემ, ქ-მა მაყვალა გო-ნაშვილმა  საქილიკოდ რომ აქცია, რაც ამ სერი-ოზული ღონისძიების შეუფერებელ სიგნალადგაისმა. აქვე აღვნიშნავ, წარდგინებას თავად ბ-ნიავთანდილ ბერიძე  უძღვებოდა (შესავალი სიტყ-

    ვით გამოვიდა კულტურისა და ძეგლთა დაც-ვის სამინისტროს წარმომადგენელი, პროექ-ტის კურატორი ალექსანდრე გრიგალაშვილი)და დროდადრო გ�