მოსახლეობა ბუნებრივ აირს...

8
შეხვდება თუ არა ჭარტალელი ქალბატონი მესის განცხადებები 27 ივლისიდან 7 აგვისტომდე C ჰეპატიტის გამოკვლევა უფასოა „ჩემი ხარაგაული” ხიდრელების პრობლემებს გაეცნო 5 გვ. 7-8 გვ. 4 გვ. 3 გვ. დღეს ნომერშია მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს ხარაგაულში რომ 2012 წელს ბუნებ- რივი აირის ქსელის აღდგენაზე საუბარი დაიწყო, იმ სოფელთა შორის, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელებუ- ლიყო გაზიფიცირება, სოფელი ისლა- რიც მოიაზრებოდა. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტროსგან გამოქვეყნებულ, 2015 წლის გაზიფიცირების გეგმაში ხარა- გაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ისლარი არ არის. -„ჩემ ხარაგაულს“ მუდმივად ვკით- ხულობთ. ერთ-ერთ სტატიაში ეწერა, რომ ბუნებრივი გაზი უნდა შემოსული- ყო ისლარში. მას შემდეგ რამდენი სტატიაც ვნახეთ, ისლარი ხსენებაში არ არის, - ვინ ამოიღო? - კითხულობს ისლარელი ელვარდი ჭიპაშვილი. როდის ექნებათ ისლარელებსა და ფარცხნალის მოსახლეობას ბუნებრი- ვი აირი, - ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მოსახლეობას პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე და ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე შეხვდნენ. „წლის დასაწყისში გაერთიანებულ თათბირზე მოვილაპარაკეთ, რომ დაბა ხარაგაულთან ერთად გაზიფიცირება უნდა დაწყებულიყო მიმდებარე სოფ- ლებში, - მიმართა პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ შეკრებილ მოსახ- ლეობას, - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლო სოფლებში ისეთივე ინფ- რასტრუქტურა იყოს, როგორიც დაბა ხარაგაულში. გათვალისწინებული იყო დაბა ხარაგაულის გაზიფიცირება და ისლარის ქსელის ვარგისიანობის შემოწმება მისი შესაძლო რეაბილი- ტაციის მიზნით. ამ ეტაპზე ვგეგმავდით ფარცხნალის, ახალსოფლის, თეთ- რაწყაროს, ბაზალეთის, ლაშისა და ჩხერის ჩასმას გაზიფიცირების გეგმაში. გარკვეული პრობლემების გამო, რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხებთან დაკავშირე- ბით, მთელ საქართველოში მოხდა გარკვეული ცვლილება - ყველას პროექტს ვერ განვახორციელებთ წელს. ახლა რასაც ვერ გავაკეთებთ, გავაკეთებთ მომავალი წლის დასაწ- ყისში. თუმცა სოფლები გაზიფიცირე- ბისთვის არ შერჩეულა ჩვენი ჩარევით. ახლახან შევხვდი ენერგეტიკის მი- ნისტრ კახი კალაძეს და ვთხოვე, რომ იქნებ წლევანდელ ეტაპზე იმ ეკო- ნომიიდან, რაც ჩნდება ტენდერებით, გაგვესინჯა ბუნებრივი აირის სისტემა ისლარში. მინისტრის რჩევით შევხვდი „სოკარის“ წარმომადგენლებს, რომლე- ბიც მზად არიან, შემოუბრუნდნენ ამ პრო- ცესს, თუკი ხელს შეუწყობს სამინისტრო. „სოკარმა“ დღემდე ვერ მომცა პასუხი, - მათ ამ ეტაპზე არ აქვთ გა- ანალიზებული, რა სჭირდება ისლარში ბუნებრივი აირის არსებულ სისტემას, - მთლიანად შეცვლა თუ ნაწილი არის გამოსაყენებელი. მაქვს იმედი, რომ წელს არის სერი- ოზული შანსი გარკვეულწილად, რომ დაიწყოს; თუმცა გაისად გაზაფხულზე ეს რომ უნდა დამთავრდეს, ამას წყა- ლი არ გაუვა. არა მარტო ისლარში, არამედ მთლიანად ფარცხნალზეც არის ლაპარაკი და რა თქმა უნდა, დაიწყება რეაბილიტაცია,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე. „აგვისტოს დასაწყისში კიდევ ერთ- ხელ გავივლი ამ საკითხს, - დაჰპირდა პარლამენტარი მოსახლეობას, - თუ დამჭირდება, პრემიერსაც შევხვდები. ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად მოვუვლით.“ ნოდარ ებანოიძე მოსახლეობას ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, კონკ- რეტული ვადების დათქმით, აგვისტოს ბოლომდე დაჰპირდა. ლაურა გოგოლაძე 27 ივლისი, ორშაბათი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 27 (647) www.chkh.org

Transcript of მოსახლეობა ბუნებრივ აირს...

Page 1: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

შეხვდება თუ არა ჭარტალელი ქალბატონი მესის

განცხადებები

27 ივლისიდან 7 აგვისტომდე C ჰეპატიტის გამოკვლევა უფასოა

„ჩემი ხარაგაული” ხიდრელების პრობლემებს გაეცნო

5 გვ.

7-8 გვ.

4 გვ.

3 გვ.

დღეს ნომერშია

მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს

ხარაგაულში რომ 2012 წელს ბუნებ-რივი აირის ქსელის აღდგენაზე საუბარი დაიწყო, იმ სოფელთა შორის, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელებუ-ლიყო გაზიფიცირება, სოფელი ისლა-რიც მოიაზრებოდა. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტროსგან გამოქვეყნებულ, 2015 წლის გაზიფიცირების გეგმაში ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ისლარი არ არის.

-„ჩემ ხარაგაულს“ მუდმივად ვკით-ხულობთ. ერთ-ერთ სტატიაში ეწერა, რომ ბუნებრივი გაზი უნდა შემოსული-ყო ისლარში. მას შემდეგ რამდენი სტატიაც ვნახეთ, ისლარი ხსენებაში არ არის, - ვინ ამოიღო? - კითხულობს ისლარელი ელვარდი ჭიპაშვილი.

როდის ექნებათ ისლარელებსა და ფარცხნალის მოსახლეობას ბუნებრი-ვი აირი, - ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მოსახლეობას პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე და ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე შეხვდნენ.

„წლის დასაწყისში გაერთიანებულ თათბირზე მოვილაპარაკეთ, რომ დაბა ხარაგაულთან ერთად გაზიფიცირება უნდა დაწყებულიყო მიმდებარე სოფ-ლებში, - მიმართა პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ შეკრებილ მოსახ-ლეობას, - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლო სოფლებში ისეთივე ინფ-რასტრუქტურა იყოს, როგორიც დაბა ხარაგაულში. გათვალისწინებული

იყო დაბა ხარაგაულის გაზიფიცირება და ისლარის ქსელის ვარგისიანობის შემოწმება მისი შესაძლო რეაბილი-ტაციის მიზნით. ამ ეტაპზე ვგეგმავდით ფარცხნალის, ახალსოფლის, თეთ-რაწყაროს, ბაზალეთის, ლაშისა და ჩხერის ჩასმას გაზიფიცირების გეგმაში.

გარკვეული პრობლემების გამო, რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხებთან დაკავშირე-ბით, მთელ საქართველოში მოხდა გარკვეული ცვლილება - ყველას პროექტს ვერ განვახორციელებთ წელს. ახლა რასაც ვერ გავაკეთებთ, გავაკეთებთ მომავალი წლის დასაწ-ყისში. თუმცა სოფლები გაზიფიცირე-ბისთვის არ შერჩეულა ჩვენი ჩარევით.

ახლახან შევხვდი ენერგეტიკის მი-ნისტრ კახი კალაძეს და ვთხოვე, რომ იქნებ წლევანდელ ეტაპზე იმ ეკო-ნომიიდან, რაც ჩნდება ტენდერებით, გაგვესინჯა ბუნებრივი აირის სისტემა ისლარში. მინისტრის რჩევით შევხვდი „სოკარის“ წარმომადგენლებს, რომლე-ბიც მზად არიან, შემოუბრუნდნენ ამ პრო-ცესს, თუკი ხელს შეუწყობს სამინისტრო.

„სოკარმა“ დღემდე ვერ მომცა პასუხი, - მათ ამ ეტაპზე არ აქვთ გა-ანალიზებული, რა სჭირდება ისლარში ბუნებრივი აირის არსებულ სისტემას, - მთლიანად შეცვლა თუ ნაწილი არის გამოსაყენებელი.

მაქვს იმედი, რომ წელს არის სერი-ოზული შანსი გარკვეულწილად, რომ

დაიწყოს; თუმცა გაისად გაზაფხულზე ეს რომ უნდა დამთავრდეს, ამას წყა-ლი არ გაუვა. არა მარტო ისლარში, არამედ მთლიანად ფარცხნალზეც არის ლაპარაკი და რა თქმა უნდა, დაიწყება რეაბილიტაცია,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

„აგვისტოს დასაწყისში კიდევ ერთ-ხელ გავივლი ამ საკითხს, - დაჰპირდა პარლამენტარი მოსახლეობას, - თუ დამჭირდება, პრემიერსაც შევხვდები. ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად მოვუვლით.“

ნოდარ ებანოიძე მოსახლეობას ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, კონკ-რეტული ვადების დათქმით, აგვისტოს ბოლომდე დაჰპირდა.

ლაურა გოგოლაძე

27 ივლისი, ორშაბათი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№27 (647)

www.chkh.org

Page 2: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

2 xtvb [fhfufekb 27 ივლისი, 2015 წ.

გთავაზობთ

მრავალფეროვან საეკლესიო ლიტერატურას ბავშვებისა და დიდებისათვის;

ბიბლიასა და საბავშვო სახარებას;

ნათლობისათვის აუცილებელ ყველა საეკლესიო ნივთს, - ნათლობის მოწმობებს, ოქროს, ვერცხლისა და მინანქრის ჯვრებს, ნათლობის პირსახოცებს შეღავათიან ფასებში.

საეკლესიო მაღაზიაში შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ ხატები, სამაჯურები, კრიალოსანი, ფსალმუნები, ლოცვანი, ნახშირი, საკმეველი, მონასტერში დამზადებული სუდარები საგალობლებით, სანთლები, კელაპტრები, სანახშირე, შანდლები, სუვენირები, მოვერცხლილი და მოოქროვილი ხატები.

მაღაზია მიიღებს შეკვეთებს სტიქრებზე, შესამოსელზე, საეკლესიო შანდლებსა და კანდელებზე.

მაღაზიაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ და შეიძინოთ ყვავილების ულამაზესი თაიგულები, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები.

გაილამაზეთ სადღესასწაულო დღეები და აჩუქეთ მშვენიერი თაიგული და სხვადასხვა სუვენირები თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

მაღაზია „ფერიცვალება“ მდებარეობს კიცხის ბენზინგასამართ სადგურთან.

„ფერიცვალება“ ხარაგაულში ფუნქციონირებას განაახლებს სექტემბრიდან.

საეკლესიო მაღაზია „ფერიცვალება“ კიცხში

Page 3: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

3xtvb [fhfufekb27 ივლისი, 2015 წ.

რატომ ჰგონიათ ხიდრელებს თავი სიზმარში

„ისე გაკეთდეს საუბნო გზა, რომ არ ჩავიხრჩოთ

ტალახში”ფრიდონ ბერაძე ამბობს, რომ

უმძიმეს მდგომარეობაშია საუბნო გზები. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვ-ნელოვანი სკოლამდე მისასვლელი გზის შეკეთებაა. „გაუსაძლისი მდგო-მარეობაა. წვიმიან ამინდში სკოლაში მიმავალი ბავშვები ტალახში ეფ-ლობიან. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრობლემა. მადლობლები ვართ, ცენტრალური გზა რომ გაკეთდა, მაგრამ ჩვენი უბნიდან ორხიდიანი მანქანით თუ მივალთ ცენტრალურ გზამდე,“ - ამბობს ბატონი ფრიდონი.

ელზა შარიქაძის გასაჭირიც საუბ-ნო გზის კეთილმოწყობაა. „ერთი მარცვალი სიმინდი არ შემარჩინეს, შვილო, ყველაფერს მპარავენ მოხუც ადამიანს. პოლიცია ყურადღებას გვაქცევს, მაგრამ არ ვიცი, ქურდი და-კავებულია თუ არა. ვერ ვიღებ სოცი-ალურ დახმარებას,“ - გულისტკივილი გაგვიზიარა ქალბატომა ელზამ.

თამრიკო პაპავას ოჯახი თავს მე-საქონლეობით ირჩენს. სოციალური დახმარება არც მას აქვს. „შემოსავა-ლი საკუთარ მეურნეობაში დღე და ღამე შრომით გვაქვს. წელს ქარმა ყანები გაგვიფუჭა და არ ვიცით, რო-გორ იქნება საქმე,“ - წუხს ქალბატონი თამრიკო.

„გზა გაკეთდა და ძალიან გვიხა-რია, მარა ორღობეში ვერ დადიან ბავშვები. მანქანას უჭირს მოსვლა. გვინდა, რომ ეკლესიამდე მისასვ-ლელი გზა გაკეთდეს. მარტოხელა ქალი ვარ. მეუღლე და 18 წლის შვილი გარდამეცვალენ. სოციალურ დახმარებას ვიღებ, მაგრამ ახლა მეუბნებიან, მოვლიან შემოწმებაზე და მოგეხსნებაო. მე თუ უნდა მო-მეხსნას ფულადი დახმარება, ვიღას უნდა მისცენ. ერთი უმუშევარი შვი-ლი მყავს. გვერდით მიდგას ჩვენი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზურაბიანი,“ - ამბობს მაია სარალიძე.

ნათელა ჭუმბაძემ გვითხრა, რომ ყურადღებას სოფელში გამგებლის წარმომადგენლისგან და დეპუტატის-გან ყოველთვის გრძნობს. „ხიდარში თუ ასეთ გზას მოვესწრებოდით, არ გვეგონა. აგერ საბავშვო ბაღი გაიხს-ნება, სარიტუალო დარბაზი კეთდება,“ - ამბობს ქალბატონი ნათელა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ საპენსიო

ასაკი დაიწევს და ხიდრიდან ტრანს-პორტით მგზავრობის ღირებულება შემცირდება.

„შვიდი წლის განმავლობაში, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვითხოვდი სოფელში საბავშვო ბაღს და დამცინოდნენ. ახლა მიხარია, რომ ხიდარში საბავშ-ვო ბაღია. ძალიან მიხარია მოასფა-ლებული გზაც, - ამბობს თამარ თა-ბუკაშვილი, - რაც შეეხება ჩემი უბნის გზას, ნამდვილად ვეღარ შევძლებ, შვიდი წლის შვილი ზურგზე მოკიდე-

ბული ვატარო სკოლაში. როგორც კი წვიმები მოიმატებს, ვაცნობებ განათ-ლების მინისტრს და შვილს სკოლაში არ წავიყვან. გამოინახოს სახსრები და იმ დონეზე გაკეთდეს ჩვენი საუბნო გზა, რომ არ ჩავიხრჩოთ ტალახში.“

თამარ თაბუკაშვილს ეზოში აქვს წყალი, მაგრამ, მისივე თქმით, სას-მელად უვარგისია. მის უბანში ორი ოჯახი ვერ სარგებლობს სოფლის საერთო წყლის სისტემით.

თამარის სახლი სტიქიისგან და-ზიანებულია და სარდაფში წყალი დგება. თამარი გვიამბობს, რომ 2013 წლის პირველ ივლისს შეიტანა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გეობაში განცხადება და 2014 წლის ნოემბერში 500 ლარი გამოუყვეს, რის მიღებაზეც უარი განაცხადა. თამარი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მის სახლს მესამე კატეგორია მიანი-ჭეს. „რადგან მე ხელისუფლებაში ნათესავები არ მყავს და მარტოხე-ლა დედა ვარ, ამიტომ მომანიჭეს მესამე კატეგორია. გადაამოწმეთ სიები და ნახავთ, ვინ მიიღო უფრო მეტი თანხა დაზიანებული სახლე-ბისთვის, - ამბობს თამარი, - დღესაც მოვიდა ინჟინერი, ნახა ჩემი სახლის მდგომარეობა. სოფლის მაჟორიტა-რი დეპუტატი გვერდში მიდგას. არც რწმუნებული და არც დეპუტატი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გვანან, მაგრამ ჩემთვის გაკეთე-ბული არაფერია.“

ჟუჟუნა ბერაძე ყურადღებას ახალგაზრდების უმუშევრობაზე ამახ-ვილებს და ნატრობს ისეთ ხელისუფ-ლებას, ახალგაზრდების დასაქმებაზე რომ იზრუნებს. ქალბატონი ჟუჟუნა ამბობს, რომ წამლის შეძენაში გამ-გეობა დაეხმარა. „რა მოხდება, რომ ერთი წარმოება გაეკეთებინათ, რომ

ახალგაზრდებს ემუშავათ. ენერგი-ულია ჩვენი დეპუტატი და გულისხმი-ერი ყველას მიმართ. გზა რომ მოას-ფალტდა ხიდარში, სიზმარში მგონია თავი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უბანში გზაზე ვერ გაივლი წვიმი-ანი ამინდების მერე. აამუშაონ რამე საწარმო და თუ მერე მოვითხოვოთ რამე, გვითხრან, რომ ზარმაცები ვართ. ახალი ხელისუფლება 250 ლარს გვპირდებოდა პენსიას, მაგრამ 150 ლარს ვიღებთ ისევ.“

„ცენტრალური გზა გაკეთდა და დიდი მადლობა ყველას, მარა უბან-საც უნდა მოხედონ, როცა შეიძლებენ, ვიხრჩობით ტალახში. „ნაციონალებ-მა,“ სადაც უნდოდათ, იქ დახრეშეს გზა. ასფალტიანი გზა ვერ მივა ეკლესიამდე, მაგრამ არ უნდა დავიხ-რჩოთ ტალახში,“ - წუხს გულვარდი შარიქაძე.

გულონი ბერაძეს მგელმა ექვსი სული საქონელი შეუჭამა და მისთვის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

მზია ბერაძე ხიდარში გზის მოას-ფალტებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ საუბნო გზაც მო-წესრიგდება. მზიას სურს, რომ სა-სოფლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი თანამედროვე გამოცემებით,

- ლიტერატურითა და ჟურნალებით შეივსოს. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ხიდარში ახალგაზრდების თავშეყ-რისთვის სკვერი მოეწყობა.

ცისნარი შველიძე თანასოფ-ლელთა მსგავსად ძალიან გახარებუ-ლია ცენტრალური გზის მოასფალტე-ბით: „უმადური უნდა იყო ადამიანი, ეს რომ ვერ დაინახო. არაჩვეულებრივი რწმუნებულია ბადრი ბერაძე - ტაქტი-ანი, განათლებული, მოტივირებული. რაიონის ხელმძღვანელობაც უდგას გვერდით. ერთი მოკრძალებული თხოვნა გვაქვს. ინკლუზიური მოწავ-ლე გვყავს დაწყებით სკოლაში. 15 სექტემბრიდან, რესურსცენტრის უფ-როსის, დავით კიკნაძის ძალისხმევით, პირადად მას მანქანა ემსახურება. 400 მეტრი საუბნო გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და იქნებ როგორმე გაკეთდეს, რომ ბავშვის სახლამდე მანქანა დაუბრკოლებლად მივიდეს. მთელი უბანი მადლიერი ვიქნებით. ეს თხოვნა გვინდა რომ მივიდეს მუნი-ციპალიტეტის ხელმძღვანელობამდე თქვენი გაზეთის საშუალებით. მინდა მადლობა ვუთხრა მძღოლს ტარიელ ბერაძეს გულისხმიერებისთვის,“ - ამ-ბობს ცისნარი შველიძე.

ბარაკ ობამასთან დარეკავ, ხიდარში - ვერა

ასე ამბობენ ხიდრელები. მობილუ-რი ტელეფონებისა და ინტერნეტის ხანაში ხიდარში მობილური ოპერა-ტორის მომსახურება გაუმართავია. „კომპანიებს სოფლის ცენტრში სურთ სიგნალის მიმღები ანძების დამონტა-ჟება. ამის გამო მოსახლეობა თავს იკავებს,“ - განმარტავს ხიდარში გამ-გებლის წარმომადგენელი ბადრი ბე-რაძე და სოფელში სამომავლოდ გან-

სახორციელებელ პროექტებს გვაც-ნობს. მისი ინფორმაციით, სკოლამდე მისასვლელი გზა შემოდგომისთვის ალბათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გაკეთდება. „ორივე სკოლამდე მისასვლელი გზის მო-წესრიგება იგეგმება, - ამბობს ბადრი ბერაძე, - ხარჯთაღრიცხვა გაკეთებუ-ლია. საშუალო სკოლის კოლექტივის მოთხოვნაც იყო, რომ სკოლამდე მი-სასვლელი გზა მოასფალტებულიყო. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გვით-ხრა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაკეთდება. დაახლოებით 175 მეტრ გზაზეა საუბარი. დაწყებით სკოლამდე გზა დაიხრეშება.“

ბადრი ბერაძე ამბობს, რომ ხი-დარში11 საუბნო გზის შეკეთება ნელ-ნელა დაიწყება. ბადრი ბერაძის სურვილი და სამომავლო პრიორი-ტეტია, რომ სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა გაკეთდეს და სოფელში მცხოვრებმა 338-მა ოჯახმა ცენტრალური წყალმომარა-გებით ისარგებლოს. ბადრი ბერაძე ფიქრობს, რომ 2016 წლისთვის ხიდარში დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები. მისი ინფორმაციით, სექ-ტემბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღი, სადაც, სავარაუდოდ, 11 ადამიანი

დასაქმდება. საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლიდან 22 აღსაზრდელს ელოდებიან.

„პრობლემა, ძირითადად, მიიგრა-ცია და ახალგაზრდების უმუშევრობაა.

მოსახლეობა თავს, უმეტესად, მესაქონლეობით ირჩენს,“ - ამბობს ბადრი ბერაძე და სამომავლო გეგ-მებს გვაცნობს. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენთა ჯგუფი ხიდარში არსე-ბული გოგირდის აბანოებით დაინტე-რესდა. ხიდარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შედის და სოფლის რწმუნებული ტურისტული ინფრასტ-რუქტურის განვითარებაზე ფიქრობს. მისი თქმით, რამდენიმე ხიდრელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში ჩაბმას აპირებს. ბევრი გეგმა გვაქვს და ამ ეტაპზე ყველას ვერ გაგიმხელთო, - გვითხრა ბატონ-მა ბადრიმ.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრობს თამარ თაბუკაშვილი. მისი თქმით, ეროვ-ნულ პარკში შემავალი ტერიტორიები სამეცხვარო, ფიქალა, მეღრული, საღალატოს ქვა, მეჩვიდმეტე საუკუ-ნიდან ხიდრის კუთვნილებაა. თამარი ამბობს, რომ ხიდარი მდიდარია ისტორიული ძეგლებით და აქ ბევრი უნიკალური რამ აღმოჩნდება არქე-ოლოგიური გათხრების შედეგად. თამარ თაბუკაშვილი ამტკიცებს, რომ ანდრია პირველწოდებული გამო-ივლიდა ჩალხაეთს, წყალაფორეთს, ვარძიის ნაწილს, ქვედა ხიდარს და ჯორტების გზით ნაჭიშკრებზე გავლით მივიდოდა მთა რკინისჯვარზე. „ხიდარი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ტურის-ტულ მარშრუტში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ადგილობრივი მოსახ-ლეობა დაინტერესებული ტურისტების ცხენებით მომსახურებას შეძლებს,“ - ამბობს თამარ თაბუკაშვილი.

„ხიდარში ჭირსა და ლხინში არის ერთსულოვნება, - ამბობს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზუ-რაბიანი, - ყველა მოსახლეს ერთ-დროულად ვერ გადავუჭრით პრობ-ლემებს. პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, ვინ უფრო მეტად გაჭირვებულია. ხიდრელები ყველაფერ საუკეთე-სოს იმსახურებენ და მათი უკეთესი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მეტი ძალისხმევა გვჭირდება.“

ნინო კაპანაძე

„ადამიანს ცოტა წყინს და ცოტა უხარია. ჩემი თანასოფლელების სიხარულს გაგიზიარებთ. ერთდროულად ამდენი რამ ხიდარში ჯერ არ გაკეთებულა - მოასფალტდა ცენტრალური საავტომობილო გზა, აშენდა საბავშვო ბაღი, გამრიცხველიანდა ყველა მოსახლე, ეწყობა სარიტუალო დარბაზი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პრობლემების მოგვარებაში. იმედია, სკოლამდე მისასვლელი გზაც აუცილებლად გაკეთდება. ორი საათი უნდებოდა ტრანსპორტი ხარა-გაულამდე გადასვლას, ახლა ნახევარ საათში ჩავდივართ. ჯერ კიდევ სიზმარი მგონია ამ გზის გაკეთება,“ - აღნიშნა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერ პაპავამ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მიერ ორგანი-ზებულ შეხვედრაზე. ქალბატონი ეთერის მსგავსად ხიდარში მცხოვრები აბსოლუტურად ყველა მოსახლე გულწრფელად გახარებულია სოფელ-ში ცენტრალური საავტომობილო გზის მოასფალტებით.

ხიდარში მცხოვრებთა უმთავრესი პრობლემა ახლა უკვე შიდა საუბნო გზებია.

თამარ თაბუკაშვილი: -გამო-ინახოს სახსრები და იმ დონეზე გაკეთდეს ჩვენი საუბნო გზა, რომ არ ჩავიხრჩოთ ტალახში.

ნონა ზურაბიანი: -ხიდრელები ყველაფერ საუკეთესოს იმსახუ-რებენ.

Page 4: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

4 xtvb [fhfufekb 27 ივლისი, 2015 წ.

შეხვედრა არაქართველ ხარაგაულელ ქალბატონებთან

ერთი წელია, რაც ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ჩამო-ყალიბდა. სააგენტო მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციებისა და კვლევის შედეგების კომერციალი-ზაციისა და ინოვაციური მეწარმე-ობის ხელშეწყობაში.

სააგენტოს მიზნები ხარაგა-ულის კინოთეტარში ადგილობ-რივი ხელისუფლებისა და არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ბიბლიოთეკარებსა და სტუდენტებს სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცვნეს.

უნარებისა და კონკურენტუნარი-ანობის განვითარების სამსახურის უფროსის, გიორგი კინწურაშვი-ლის განმარტებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის შექმნა. ამისთვის სააგენტო აწარმოებს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სწავლებებს პრიორიტეტული მიმართულებებით.

ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტ-რუქტურის განვითარება მოტივი-რებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს მისცემს თანამედროვე ტექნიკასთან და ტექნოლოგიებ-თან წვდომის საშუალებას. გამო-მგონებლებს ექნებათ საშუალება,

დატესტონ ესა თუ ის თეორია და შექმნან გამოგონების პროტოტიპები.

გიორგი კინწურაშვილის ინ-ფორმაციით, ოქტომბერში თბი-ლისში იგეგმება პირველი ტექ-ნოპარკის ამოქმედება, სადაც თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები, კომპიუტერული და საკონფერენ-ციო ოთახები განთავსდება.

„მთავრობამ პრიორიტეტულად ცნო ინოვაციური საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა. ხარაგაულის ბიბლიოთეკა ჩაერთო საპილოტე პროექტში და უახლოეს ხანში შე-საბამისი ტექნიკით აღიჭურვება,“ - აღნიშნა გიორგი კინწურაშვილმა.

ინოვაციებისა და ტექნოლო-გიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების მთავარი სპეცი-ალისტის ანა ბერიშვილის თქმით, ხარაგაულის ბიბლიოთეკაში შექმ-ნილი საზოგადოებრივი ცენტრის დანიშნულება იქნება თანამედრო-ვე ტექნოლოგიებისადმი წვდომაზე ხელშეწყობა, დაინტერესებული პირებისთვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება, დის-ტანციურ სწავლებასთან და და-საქმებასთან წვდომა, ტრენინგები კონკურენტუნარიანობის განვითა-რებისა და დასაქმებისათვის, საერ-თო სამუშაო სივრცის გამოყენება ინიციატივებისთვის.

ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი იქმნება

იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების

შესახებ!აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრ-

თხო ინექციები!აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშ-

ვებს ვაქცინაცია!აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტი-

რება, იმკურნალე!უფასოდ! ჰეპატიტის მსოფლიო

დღესთან დაკავშირებით 2015 წლის 27 ივლისიდან ათი სამუშაო დღის გან-მავლობაში დაგეგმილია C ჰეპატიტის

საყოველთაო გამოკვლევა და მკურნალობა.საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა

ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა დაავადებათა კონტროლისა და საზო-გადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში შემდეგ მისამართზე:

იმერეთში - ქ. ქუთაისი, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქუთაისის ზონალური ლაბორატო-რია (მის.: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2; ტელ.: 0431 220518; 0431 220539);

ვირუსული ჰეპატიტები, რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რო-მელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. ის იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მი-ლიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. B ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად დაახლოებით 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 მწვავე B ჰეპატიტით.

მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი

27 ივლისიდან 7 აგვისტომდე C ჰეპატიტის

გამოკვლევა უფასოა

საქართველოს რეგიონული მე-დიის ასოციაცია, რომლის წევრიცაა გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“, ახორცელებს პროექტს „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინ-ფორმირებისა და განათლებისათვის.“ ამ პროექტის ფარგლების დავინტე-რესდით, რა იციან ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა საკუთარი საარჩევ-ნო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

ფოთოლა ბერაძე, 18 წლის, სო-ფელ ხიდრის მცხოვრები: -რომ ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საარჩევნო პროცე-სებზე, არ იქნება მართალი. ძირითადი ინფორმაცია მაქვს ტელევიზიიდან და სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან. ვიცი, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია მივიდეს საარჩევნო უბანზე. დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლება, რომ ვისი არჩევაც სურს, მასზე შეაჩერებს არჩევანს. ვიცი ისიც, რომ 18 წლი-დან ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.

მიხეილ ლურსმანაშვილი,18 წლის, დაბა ხარაგაულის მცხოვრები: -მოქალაქის ვალდებულებაა, რომ გამოცხადდეს საარჩევნო ყუთთან იმ უბანში, სადაც არის რეგისტრირებული, დააფიქსიროს თავისი აზრი და შემდეგ დაელოდოს შედეგებს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლე-ბა აქვს ადამიანს 18 წლიდან.

გვანცა ტალახაძე, 22 წლის, სო-ფელ ბაზალეთის მცხოვრები: -არ-ჩევნები უნდა ჩატარდეს სრული გამჭვირვალობით. როდესაც კაბინაში შედიხარ, დამოუკიდებლად უნდა გააკეთო შენი არჩევანი და არა მეზობ-ლის, გამგებლის ან თუნდაც ოჯახის წევრის თხოვნით. შენ თვითონ გაქვს პირადი ხედვა და უკეთ ხვდები, რა არის შენი ქვეყნისთვის უკეთესი. კიდევ ვიცი, რომ პირადობის დამადასტურე-ბელი მოწმობის გარეშე ხმის მიცემა არ შეიძლება. ვიცი, რომ აგიტაციას არ უნდა ეწეოდნენ საარჩევნო უბანზე.

ბექა ბანცაძე, 20 წლის, დაბა ხა-რაგაულის მცხოვრები: -მაქვს თავი-სუფალი არჩევანის უფლება. რა თქმა უნდა, ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას. არჩევნები უნდა იყოს ფარული და უნდა ტარდებოდეს გამჭვირვალედ.

ნინო კაპანაძე

„შეხვედრები საინტერესო თემებზე“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ დააფუძნა. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხარაგაულის ის-ტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) გაიმართა სახელწოდებით „მრავალეთნიკური საქართველო.“

„იმის მიუხედავად, რომ ხარაგაული არ გამოირჩევა ეთნიკური სიმდიდრით სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაინც გადავწყვიტეთ, რომ შევხვედრო-დით ხარაგაულში მცხოვრებ ძალიან საინტერესო არაქართველ ქალბატო-ნებს. არაჩვეულებრივი, კოლორიტი ადამიანები ამშვენებენ ხარაგაულს. მინდა, რომ მათ ისაუბრონ, თუ რო-გორ ცხოვრობენ ხარაგაულში, რო-გორი სითბო აჩვენა ხარაგაულმა, რა ენატრებათ ყველაზე მეტად თავიანთი სამშობლოდან, გვიამბონ კურიოზები,“ - მიმართა ირინე ჩხეიძემ შეხვედრაზე ქალბატონებს.

ისტორიკოსმა ნიკოლოზ მაჭავა-რიანმა ისაუბრა იმ არაქართველ ქალ-ბატონებზე, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. მან რამდენიმე კურიოზი გაიხსენა თავის მეზობელ, ხარაგაულში მცხოვ-

რებ არაქართველ ქალბატონებთან დაკავშირებით. „ჩემს მეზობელ ზინა მამედოვას ვერ დაასწრებდი აღდგო-მის მოლოცვას. ტონია ხახალაშვილის ხელში გავიზარდე, რა დამავიწყებს ოლია ბიტვარდას სიტყვებს,“ - აღნიშნა ნიკოლოზ მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ყველაზე უკეთ ამ ქალბატონებმა იციან, თუ როგორი ტოლერანტები ვართ ქართველები.

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ზა-რანში, ბორითში, კიცხსა და ხარაგაულ-ში მცხოვრები ქალბატონები. ისინი სიყვარულით ჩამოვიდნენ საქართ-ველოში, შექმნეს შესანიშნავი ოჯახები და ზრდიან ქართველ შვილებს. ზოგი მათგანი 40 წელზე მეტია, რაც ხარა-გაულში ცხოვრობს.

ქალბატონებმა საინტერესო ისტო-რიები გვიამბეს თავიანთი ცხოვრები-დან, საქმიანობიდან და გაგვამხიარუ-ლეს კურიოზებით.

რემონტი, ბუხრების შენება, ხელ-საქმე, უგემრიელესი კერძების მომ-ზადება არაჩვეულებრივად ეხერხება ბორითში მცხოვრებ ქალბატონ ირენა პრაიშნაიტენეს; არაერთი თაობა დიდი სიყვარულით აზიარა რუსულ ენასა და ლიტერატურას ტონია ხახალაშვილმა; უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთ-

ვის მუდამ მადლიერი იქნებიან ხარა-გაულელები ექიმი ინფექციონისტის, ლარისა უვაროვა-ფხაკაძის.

გერმანელი დედის ცხოვრება და საქმიანობა გაიხსენა შეხვედრაზე ლილი სებისკვერაძემ; მარინა დევდა-რიანმა მოიგონა დედა ჟენია კლიმო-ვა; სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ გაიხსენა ასირიელი ქალბატონი ოლია ბიტვარდა, რომე-ლიც ათეული წლების მანძილზე ხარა-გაულის სამუსიკო სკოლაში მუშაობდა.

„თქვენ საუკეთესო ოჯახები შექმნით, ხართ ქართული საზოგადოების აქტი-ური წევრები. სიყვარული შვილებისა და ოჯახისადმი გაძლებინებთ უცხო მხარეში. საქართველოს ერთგულ მოქალაქეებად გაზარდეთ შვილები, რომელთაც უყვართ ქვეყანა. დიდი მადლობა ღირსეული ცხოვრებისთვის და აქ იგრძნობოდა, რაოდენ ძვირფა-სია თქვენთვის ქართული გარემო,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ეკა შველიძემ.

თავის მხრივ შეხვედრაში მონაწილე ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს ირინე ჩხეიძეს მიწვევისა და საინტერე-სო შეხვედრისთვის.

ნინო კაპანაძე

რა იციან ახალგაზრდებმა არჩევნებზე

Page 5: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

5xtvb [fhfufekb27 ივლისი, 2015 წ.

გოლი და... ხბოც დაიბადა! - შეხვდება თუ არა ჭარტალელი ქალბატონი მესის

მორიგი საინტერესო და სახალი-სო კონკურსი გამართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა. „იღბლიანი ანკესი“ - ასე ეწოდება კონკურსს, რომელიც ორგანიზატორის, მამუკა ჭიპაშ-ვილის თქმით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სპორტული თევზაობის პოპულარიზაციას, უკა-ნონო თევზჭერის დაგმობას.

„კონკურსში 25 მოყვარული მე-თევზე ჩაერთო, - გვიამბობს მამუკა ჭიპაშვილი, - დილის ხუთი საათი-დან შუადღის თორმეტ საათამდე ითევზავეს მდინარე ჩხერიმელას ორკილომეტრიან მონაკვეთზე. ჩამოვიდნენ მოყვარული მეთევზეები თბილისიდან. ვფიქრობ, მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება „იღბლიანი ანკესი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომე-ლი ბაქარ ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებას-თან დაახლოებას. „დილის 4 საათზე მომაკითხეს პატარა მონაწილეებმა და გახარებულები იყვნენ. სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა თევზაობის მოყვარულებმა გაიცვნეს ერთმანეთი.“

ლაშა კუხალაშვილი მეგობრებ-თან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა . ის სპორტული თევზაობის მომხრეა - დაჭერის შემდეგ პატარა თევზებს ისევ წყალში უშვებს. „ამით თევზაობის ჟინს ვიკლავთ. ეს კონკურსი საუკეთე-სო საშუალებაა, ბუნებაში გახვიდე, ულამაზესი ადგილები მოინახულო და დაისვენო,“ - ამბობს ლაშა.

„თევზის დაჭერის იმედი არ მქონდა. იმდენად მიყვარს ბუნებაში ყოფნა, რომ უარი არ ვთქვი და ჩავები კონკურსში. ძალიან კარგი და სასიამოვნო დღე გვაჩუქა მამუკა ჭიპაშვილმა. დიდი მადლობა მას

და მის თანამშრომლებს,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამარ ჩხიკვაძემ.

კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და წონით ყვე-ლაზე მეტი თევზი დაიჭირა ხვიჩა ხარატიშვილმა; მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ჯღარკავა; მესამე ადგილზე - ზაზა უროტაძე.

ყველაზე დიდი თევზი დაიჭი-

რა ნოდარ ჭანკოტაძემ.გამარჯვებულები სიგელებითა

და ფასიანი საჩუქრებით დაჯილ-დოვდნენ.

გვერდი მოამზადა ნინო კაპანაძემ

ეს ამბავი ერთდროულად საინტე-რესოცაა და უჩვეულოც. ჭარტალში, დაბურულ ტყეში, ხის სახლში სრუ-ლიად მარტო ცხოვრობს 77 წლის იზოლდა ჩხეიძე, - სოფელზე, ბუნე-ბაზე, ცხოველებსა და მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელ ლიონელ მესიზე უზომოდ შეყვარებული. ქალბატონი ოზოლდა საოცრად ენერგიულია. ბოლო 23 წელი მეუღლესთან, დემო ჩხეიძესთან, ერთად ჭარტალში გაატარა. ერთი წელია, მარტოდმარტო ცხოვრობს და უვლის შინაურ ცხოველებს.

საინტერესოა მისი ოჯახის ისტო-

რია. იზოლდა ჩხეიძე დიდი სით-ბოთი და სიყვარულით საუბრობს თავის დედამთილ-მამამთილზე. მისი მამამთილი, გრიგოლ ჩხეიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ეგონათ, ოჯახს ომის დამთავრებიდან 11 წლის შემდეგ გამოეხმაურა და აცნობა, რომ ჰამ-ბურგში ცხოვრობდა.

კომუნისტური მმართველობის წლებში ძნელი იყო მასთან უცხოეთ-ში დაკავშირება. ამიტომ მოსკოვიდან ელაპარაკებოდნენ შვილი და რძა-ლი. საქართველოში იმ პირობით დავბრუნდები, თუ ჩემს ჭარტალში

პატარა ქოხს ჩამიდგამთო, - უთქვამს შვილისთვის. დიდი ხვეწნის შემდეგ გადაწყვიტა გრიგოლ ჩხეიძემ სა-ქართველოში დაბრუნება, მაგრამ პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. უშიშროების სამსახურ-მა ბრესტში დააკავა.

ჰამბურგში მის სახლში იყრიდა თურმე თავს გასტროლებზე ჩასუ-ლი ქართველობა - მოცეკვავეები, მსახიობები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. გრიგოლიც ყველას მასპინძლობდა და პატივს სცემდა. მაშინ უცხოეთში იშვიათად ცხოვრობდნენ ქართველები.

1972 წლიდან გრიგოლ ჩხეიძე ჰამბურგიდან ჭარტალში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ჰამბურგში დატოვა გერმანელი მეუღლე, პროფესიით ექიმი, რომელმაც დაჭრილი მეომა-რი, - გრიგოლი, - სიკვდილს გადა-არჩინა და ქართველ მეუღლესთან, ვერა კაპანაძესთან ერთად გააგრ-ძელა ცხოვრება. გრიგოლის დედა ცოცხალი იყო და მოესწრო „ომში დაკარგული“ შვილის დაბრუნებას.

84 წლის ასაკში გარდაიცვალა გრიგოლ ჩხეიძე. მეორმოცე დღეს მისი მეუღლეც იმქვეყნად გადა-სახლდა.

ქალბატონმა იზოლდამ მეუღ-ლესთან ერთად ააღორძინა ჭარტა-

ლის მამაპაპისეული კერა და დღეს, შვილებისა და შვილიშვილების და-ჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სოფელს აღარ ტოვებს.

„11 აგვისტოს თბილისში მივდივარ სუპერთასის მატჩზე დასასწრებად. ლიონელ მესის ნახვა არის ჩემი ოცნება და მჯერა, მას აუცილებლად შევხდები. უფლის ნებაა ყველაფერი და ვნახოთ, რა მოხდება,“ - ამბობს ქალბატონი იზოლდა და მესისთან დაკავშირებულ ისტორიას გვიამბობს:

-მესის არც ერთი თამაში არ გამო-მიტოვებია. რამდენიმე ხნის წინ პირ-ველ არხზე ვუყურებდი ფეხბურთს. საღამო ხანია და ჩემმა ძროხამ ატეხა ბღავილი, მშობიარობა დაეწყო. რაღას ვიზამდი, ავუწიე ტელევი-ზორს ხმა და ჩავედი ბოსელში. თან გავიფიქრე, ხბოს მესის დავარქმევ-მეთქი. გაიტანა მესიმ გოლი და ხბოც დაიბადა.

ჩემ შვილს მოვუყევი ეს ამბავი და თან ვუთხარი, მესის წერილი უნდა გავუგზავნო და ეს ამბავი უნდა მო-ვუთხრო-მეთქი. დამთანხმდა.

ამ ზამთარს მანქანა მოადგა სახლს. გადმოვიდნენ გოგონები, - თქვენ ბრძანდებით იზოლდა ჩხეიძე, ჩვენ DHL-ის წარმომადგენლები ვართ, ფეხბურთელმა მესიმ ამანათი გამოგიგზავნათო. სიხარულისგან

გადავირიე და დავიბენი. მესი მი-ლიონში ერთ თაყვანისმცემელს თუ გასცემს პასუხს. გოგონებთან ერთად გავხსენი ამანათი. მესიმ თავისი სპორტული ფორმა, კალენდარი და თასი გამომიგზავნა.

ვერ გეტყვით, რატომ გამო-მარჩია. შეიძლება იმიტომ, წერილში რომ ჩავწერე, დაბურულ ტყეში მარ-ტო ვცხოვრობ-მეთქი. ვიცი ისიც, რომ მესი ძალიან დიდ პატივს სცემს მო-ხუც ქალბატონებს. საყოველთაოდ ცნობილია, ლიონელ მესი ყველა გატანილი გოლის შემდეგ როდესაც თითს მაღლა იშვერს, წარმატებას ბებიას უძღვნის.

ჩემმა ბიჭმა უნდა ჩამიწყოს საქმე, რომ შევხდე მესის. 77 წლის ქალი ვარ და რაღაცნაირად უნდა მანახონ. რატომ მიყვარს მესი? ის ანტიკვარია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, თავმდაბალია, ვარ-სკვლავია, მას ვერავინ შეედრება. ასი წლის სიცოცხლე მომემატება, ის რომ ვნახო პირადად. იცის, რომ ველოდები. გაუმარჯოს მესის!

უეფას სუპერთასის მატჩი ბარ-სელონასა და სევილიას შორის „დინამოს“ არენაზე 11 აგვისტოს გაიმართება. იმედია, ქალბატონ იზოლდას გაუღიმებს ფორტუნა და შეხვდება მესის!

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 28 ივლისს ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება. „სასი-ამოვნო თამაშები 2015“ - ასე ეწო-დება ფესტივალს, რომელიც ლიმ-ბაჟში ჩატარდება და მასში ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიისა და დანიის თეატრები მონაწილეობენ.

-ფესტივალის ორგანიზატორებმა კონკურსით შეგვარჩიეს, - ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რე-ჟისორი ირინე ჩხეიძე, - თავდაპირ-ველად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს დაუკავშირდნენ და ერთ-ერთი რეგიონის თეატრთან დაკავშირება სთხოვეს. ტელერე-ჟისორმა ირმა ჩუბინიძემ რეკო-მენდაცია ჩვენ გაგვიწია. ლატვიაში გავაგზავნეთ თეატრის ისტორია, ფოტოსურათები და სპექტაკლის, „თანამდევი სული“, ვიდეო მასალა. მოგვწერეს, რომ შეისწავლიდნენ და ძალიან მალე ოფიციალური მიწვევა მივიღეთ. ამის შემდეგ დადგა დაფინანსების საკითხი. მივმართეთ რამდენიმე უწყებას, მაგრამ ამაოდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, ინიციატივითა და დახმარებით დავუ-კავშირდით ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადას, რომელიც ხარაგაულში ახალ სარკინიგზო მაგისტრალს აშენებს. ჩვენდა სასიხარულოდ, ჩი-ნურმა კომპანიამ სრულად დაფარა ლატვიაში დასის გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯები. ძალიან ლამა-ზად მოგვიწყვეს პრეზენტაციაც.

ლატვიიდან მოგვივიდა ფესტი-ვალის პროგრამა. 29 ივლისს უნდა გავმართოთ სპექტაკლი. საკმაოდ დატვირთული პროგრამაა. გარდა სპექტაკლებისა, გვთავაზობენ ტურს ლატვიის სხვადასხვა ღირსშესანიშნა-ვი ადგილების დასათვალიერებლად. ფესტივალი განსაკუთრებულია იმით, რომ არც ერთი სპექტაკლი არ გა-იმართება თეატრის შენობაში. მსახი-ობები ითამაშებენ იქ, სადაც სცენარის მიხედვით ხდება მოქმედება, - მაგა-ლითად, ერთ სპექტაკლს ვნახავთ ზღვის პირას, მეორეს - რკინიგზის სადგურში, ბუნებაში და ა. შ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა დიდი გულისხმიერებით შეარჩიეს ავეჯი, რაც ჩვენ გვჭირდება სპეკტაკ-ლისთვის და შემოგვთავაზეს, რომ

ერთ-ერთი სასახლის დარბაზში წარ-ვადგინოთ „თანამდევი სული.“ მიგ-ვაქვს ანოტაციები ინგლისურ ენაზე.

ძალიან მნიშვნელოვანი და ამა-ღელვებელია ჩვენთვის, რომ ლატ-ვიაში მცხოვრები ქართველები და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან სპექტაკლს. ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი წარადგენს.

სპექტაკლის გარდა დასის წევ-რები ვამზადებთ სამ სიმღერას ლატვიურ ენაზე. ვეცდებით, ჩვენი სტუმრობა იყოს დაუვიწყარი ლატვი-ელებისთვის და მომავალში გავაგრ-ძელოთ მეგობრობა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ტარდება ლიმბაჟში, სადაც 25 წლის წინ ვიმყოფებოდით თეატრალურ ფესტივალზე. ფესტივალის ორგანი-ზატორებმა მოიძიეს და, ჩვენდა გა-საოცრად, გამოგვიგზავნეს ლიმბაჟში სტუმრობის 25 წლის წინანდელი ფო-ტოები. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ლიმბაჟში დღესაც ახსოვთ ხარაგა-ულის თეატრის სტუმრობა. ძალიან ამაღელვებელი იყო ის ფოტო, სადაც ასახულია პაშა გიორგაძის ცეკვა.

ხარაგაულის სახალხო თეატრის მორიგი გასტროლი საზღვარგა-რეთ დიდი გამარჯვებაა. მადლობა ყველას, ვინც ენთუზიაზმით მუშაობს ჩვენს გვერდით. საქართველოში ერთ-ერთმა ცნობილმა თეატრთმ-ცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა აღ-ნიშნა, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრი მუდმივად ისწრაფვის პრო-ფესიონალიზმისკენ.

ფესტივალებიდან დიდ გამო-ცდილებას მივიღებთ. გავეცნობით თანამედროვე თეატრების სამსახიობო, სამხატვრო დონეს. პროფესიონალის-თვის ძალიან ცოტას ნიშნავს ენობრივი ბარიერი, რადგან აქცენტი გამო-მსახველობასა და ემოციაზე კეთდება.

ლატვიის საერთაშორისო თეატ-რალური ფესტივალი ძალიან დიდი გამოწვევაა ხარაგაულის სახალხო თეატრისთვის. უცხოეთში მეორედ წარვადგენთ ილია ჭავჭავაძის ცხოვ-რებასა და მოღვაწეობას და ამით ძალიან ამაყი ვარ.

წარმატებები ვუსურვოთ ხარაგა-ულის თეატრალურ დასს საერთაშო-რისო ფესტივალზე.

„თანამდევი სული“ ლატვიაში

„იღბლიანი ანკესი“ ხარაგაულში

Page 6: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

6 xtvb [fhfufekb 27 ივლისი, 2015 წ.

„მე შემიძლია გავხდე მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი” - მამუკა ბერიაშვილი თხილის

საწარმოს მფლობელი კახეთშირას იძლევა ევროპასთან ინ-

ტეგრაცია? - ეს კითხვა ქართულ მედიაში ყველაზე ხშირად შარშან გაისმოდა, - ევროკავშირთან თა-ვისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების პროცესში, - და თუკი მაშინ პასუხი მხოლოდ ექსპერტებს ჰქონდათ და ისიც თეორიული, დღეს, ხელშეკრუ-ლების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე, ამ კითხვაზე უკვე მეწარმე-ებიც პასუხობენ, პირველ რიგში კი ფერმერები, რადგან საექსპორტო პოტენციალის მასობრივი წარმოება დღეს სწორედ ქართულ აგრო-სფე-როს აქვს.

ისე კი, ექსპერტები შარშან 2-3 წელიწადს ასახელებდნენ ვადად, როცა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პირველ ეფექტს ფერმე-რი დაინახავდა, და რადგან ეს უკვე პირველივე წელიწადს მოხდა, ესეც თავისთავად პასუხია კითხვაზე - რას იძლევა ევროპასთან ინტეგრაცია? თუმცა სჯობს ფერმერებს მოვუსმი-ნოთ: „ევროპაში თხილი მე ადრეც გამქონდა, თუმცა ახლა ექსპორტის პროცედურები გამარტივდა, თანაც ადრე ეს დროებითი ნებართვის ფარგლებში ხდებოდა, ახლა კი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, ევრო-1 სერთიფიკატით, რომელიც აქვე, საქართველოში გაიცემა. ჩვენი უშუალო და უმსხვილესი კონკურენტი, თურქეთი ევროპაში ექსპორტზე 3%-იან მოსაკრებელს იხდის და შედეგად ჩვენთან სა-ფასო კონკურენციას აგებს, ახლა მთავარია პროდუქციის მოცულობა გავზარდოთ და მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია ჩვენი გახდება,“ - ამბობს 38 წლის მამუკა ბერიაშვი-ლი, რომელსაც თხილის წარმოება კახეთში აქვს.

„თხილი ახალი ბიძგია ქარ-თული აგრო-წარმოებისთვის, ვფიქრობ, მეთხილეებს დღგ-ს მოვუხსნით“ - ოთარ დანელია,

სოფლის მეურნეობის მინისტრითხილის პირველი პლანტაციები

კახეთში სულ 7 წელია რაც გაჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა და კახე-ლებსაც ვაზის ალტერნატივის ძებნა მოუწიათ. იმ პირველმა ნარგავებმა მოსავალი 3 წლის შემდეგ მოიტანა და მამუკა ბერიაშვილს ეს არ გამო-რჩენია. 2010 წელს მან ყვარელში თხილის პირველი ქარხანა „ნატექ-სი“ გახსნა და ფერმერებისგან პრო-დუქციის ჩაბარება დაიწყო. ახლა კი მეორე ქარხანაც აქვს, „ნათსი“ და მესამეს თხილის ტრადიციულ მხა-რეში, სამეგრელოში აშენებს, რაზეც 600 ათასი ლარის იაფ აგრო-სესხს მთავრობა აძლევს.

კახეთში მამუკას თხილის 120-ზე მეტი მიმწოდებელი ჰყავს, მათგან 20-ს 10 ჰექტარზე მსხვილი პლან-ტაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთი ყურძნის გარდა თხილის მწარმოებელ რეგიონადაც ყალიბ-დება, და, ეს მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზეც აისახება, - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცე-მებით, შარშან თხილის ექსპორტმა პირველად გაუსწრო ღვინოს და უმთავრესი საექსპორტო აგროპ-როდუქტი გახდა, ხოლო აგრო-ექს-პორტი პირველად ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-იანი წილით მესამე ადგილზე გავიდა. ერთ წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექს-პორტი 7%-ით გაიზარდა და შარშან ქვეყანაში 826 მილიონი დოლარი შემოიტანა.

„თუკი პირველ წელს, 2011-ში სულ 500 ტონა გაუტეხავი თხილის შეგროვება მოვახერხეთ, წელს, ანუ 4 წლის თავზე, ეს მოცულობა 6-ჯერ გავზარდეთ და ევროკავ-შირში 3 ათას ტონამდე თხილი გადავტვირთეთ. ძირითადი პარ-ტნიორი ჩეხეთში გვყავს, თუმცა გერმანიასა და საფრანგეთშიც

ვყიდით, და, სხვა ქვეყნებიდანაც გვაქვს შეკვეთები, უბრალოდ საკ-მარისი რაოდენობის პროდუქტი არ არის. მთავარი პრობლემა ცოდნის დეფიციტია. გლეხმა ნარ-გავების სწორი მოვლა არ იცის, რის გამოც 1 ჰექტარზე 1-1.5 ტონა თხილს იღებს, მაშინ როცა წესით ეს ციფრი მინიმუმ ორჯერ მეტი, 3 ტონა უნდა იყოს; ამიტომ ჩვენს მომწოდებლებს პერიოდულად წვრთნას ვუტარებთ, ვასწავლით ახალ ტექნოლოგიებს და წარმო-ების გაორმაგების უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს“ - ამბობს მამუკა ბერიაშვილი, უკვე სამი თხილის ქარხნის მეპატრონე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აცხადებს, რომ თხილმა სულ ახალი პერსპექტივა გაუხსნა ქართულ აგროწარმოებას და მას უთუოდ ხელს შეუწყობენ, მათ შორის დღგ-ს მოხსნით, რაც ქართული თხილის ფასს გლობა-ლურ ბაზრებზე კიდევ უფრო კონკუ-რენტულს გახდის; ეს კი მით უფრო მარტივია, რომ გლობალური მოთ-ხოვნის ზრდის ფონზე თხილის ფასი სწრაფად იზრდება, - თუკი გასულ წლებში 1 კგ გაურჩეველი თხილის ტიპური ფასი 4 ლარი იყო, შარშან ფასმა 8-9 ლარს მიაღწია და ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო ტენდენ-ციის შედეგია. შარშან თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია, ყინვე-ბის გამო მოსავალი გაუნახევრდა, რამაც გლობალური ფასი გაზარდა და ამით ქართველმა მწარმოებელ-მა იხეირა.

კოოპერაციისკენ მოწოდება გლეხებს კოლექტივიზაციას აგონებდა თავიდან, დღეს კი 1000-ზე მეტი კოოპერატივი

აქვთ შექმნილითხილის პერსპექტივას ფერმე-

რებიც ნათლად ხედავენ, სამეგ-რელოში პირველი 500 წევრიანი თხილის კოოპერატივი გაჩნდა,

რომელსაც მთავრობა ქარხნის ასა-შენებლად ფინანსურ დახმარებას პირდება. კოოპერაციული მოძრა-ობა დაიწყო კახეთშიც, გლეხები თავიანთ მოსავალს აერთიანებენ, რომ უფრო მსხვილ მიმწოდებლად ჩამოყალიბდნენ ბაზარზე, რაც პროდუქციის უფრო მაღალ ფასად გაყიდვის საშუალებას მისცემს - სწორედ ეს არის ენპარდის მთავა-რი ფილოსოფიაც: იმ ფონზე, რომ საქართველოში გლეხური მეურნე-ობების 90%-ზე მეტი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწას ფლობს მხოლოდ და ამის გამო წარმოების ხარჯები მაღალია, ენპარდი გლეხებს ძა-ლისხმევის გაერთიანებისკენ ანუ კოოპერაციისკენ მოუწოდებს; ეს მათ ხარჯებისა და მასთან ერთად პროდუქციის ფასის შემცირების საშუალებას მისცემს, პროდუქციაზე დაბალი ფასით კი ისინი იმპორტ-თან მეტ კონკურენციას შეძლებენ.

ქართული აგროწარმოება უცხოელი ინვესტორებისთვის

მიმზიდველი ხდება, 2014-ში ინვესტიციები 61%-ით

გაიზარდაახალი პერსპექტივები ქართულ

აგროწარმოებაში ახალ საინვეს-ტიციო მუხტსაც აჩენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონა-ცემებით 2014 წელს სექტორში 19 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. აგრო-სექტორი მსხვილ სამ-თავრობო დაფინანსებასაც იღებს, - 2013-2014 წლებში 722 მილიონ

ლარზე მეტი იაფი აგრო-კრედი-ტი 27 ათასზე მეტმა ფერმერმა და მეურნეობამ მიიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამით დაფინანს-და 105 ახალი საწარმო, კიდევ 5 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამით „აწარმოე საქართვე-ლოში“ გაიხსნა.

ახალი საწარმოები აგრო-სფე-როში დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს და ამას ციფრებიც აჩვენებს - 2014 წელს პირველადი პროდუქციის გადამუშავების შე-დეგად ქვეყანაში 4.1 მილიარდი ლარის სურსათი შეიქმნა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 10%-იანი ზრდა არის.

მკვეთრად გაიზარდა აგრო-სფე-როს წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში და 16.5% შეადგინა, მაშინ როცა წინა წლებში ეს მაჩვე-ნებელი 12%-ს არ ასცილებია, - რა თქმა უნდა ეს ევროპასთან თავისუ-ფალი სავაჭრო ხელშეკრულების უშუალო შედეგი არ არის, მაგრამ ამ დოკუმენტს ირიბი ეფექტიც აქვს, ზრდის ინვესტორთა ინტერესსა და დამკვეთთა ნდობას, და ეს არა

მხოლოდ ევროპულ ექსპორტზე აისახება:

საქსტატის მონაცემებით, ქარ-თული აგრო-პროდუქციის ევრო-კავშირში ექსპორტი ბოლო 2 წელიწადში 109 %-ით არის გაზრ-დილი, დსთ-ს ქვეყნებში კი 48 %-ით, იმპორტი ევროპიდან 2 წელიწადში 23%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყ-ნებიდან კი 5%-ით შემცირდა და შედეგად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ამ პერიოდში ჯამში 260 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, ანუ ქვეყნიდან ამდენით ნაკლები ვალუტა გავიდა.

ევროპაში ვაჭრობა რუსეთზე უარის თქმას არ ნიშნავს

- აჩვენებს ციფრები, ისე კი რუსეთთან ვაჭრობა უკვე

სახიფათოა, - ამბობს ფერმერითუ შარშანდელ პრესას და ევ-

როპასთან ასოცირების შესახებ იქ გამოთქმულ ეჭვებს გადავხედავთ, პირველ რიგში - თვალში ასეთი პროგნოზი მოგვხდებათ: „ევროკავ-შირთან თავისუფალი ვაჭრობა ქარ-თულ ბაზარს ევროპული პროდუქ-ციით აავსებს, ქართველ ფერმერს კი დსთ-ში ტრადიციულ საექსპორ-ტო ბაზრებს წაართმევს“; არადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის უკვე პირველმა წელმა აჩვენა, რომ ევროპიდან იმპორტი 5-ჯერ ნაკლებად გაიზარდა ვიდრე ევროპაში ექსპორტი, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტმა 50%-იანი ზრდა აჩვენა. ასე რომ, სკეპტიკოს-თა ორივე უმთავრესი არგუმენტი პირველ წელს გაბათილდა.

„რუსეთში ექსპორტი უკვე ძა-ლიან საშიშია. არაერთი ფაქტია, რომ მიაქვთ პროდუქცია, ფულს კი არ გიხდიან, ხოლო ევროპელები ექსპორტის მთლიან საფასურს წინასწარ იხდიან,“ - ამბობს 38 წლის გიგა ჯაპავა, რომელსაც კივის პლანტაციები აქვს.

ბიზნესი 2010 წელს იმით დაიწ-ყო, რომ ზუგდიდში 24 ჰექტარი მი-ტოვებული და უკვე გავერანებული ჩაის პლანტაციები იყიდა, გაწმინდა და კივის ბაღები გააშენა. ორიენტა-ცია თავიდანვე ევროპაში ექსპორტ-ზე აიღო და თადარიგიც დაიჭირა, შესაბამისად, როცა 4 წლის მერე, შარშან პირველი მოსავალი მიიღო გლობალ-გეპის სერთიფიკატი უკვე ჰქონდა და გერმანული პარტნიორი სუპერმარკეტების ქსელი „ლიბლიც“ უკვე მოძებნილი ჰყავდა. შარშან პირველი პარტია სულ 5.5 ტონა, იყო, წელს კი 100 ტონას ამზადებს გასაგზავნად, ისე კი 500 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდება და „ლიბლიც“ 6 ათას ტონას ითხოვს, მაგრამ გიგა ამბობს, რომ გერმანელებს მხოლოდ 1 ხარისხის პროდუქტი უნდათ, აქ ადგილზე კი 2 ხარისხიც

კარგად იყიდება და ფასებშიც სხვა-ობა დიდი არ არის - 1კგ-ში ევროპე-ლები 1.25 ევროს იხდიან, ქართულ ბაზარზე კი საშუალო ხარისხის კივს 3.2 ლარად ყიდულობენ, დაახლოებით იმავე ფასად, ამიტომ ევროპაში ექსპორტი გიგასთვის უფრო პრესტიჟის საქმეა, თორემ საქმე უფრო მეტი ადგილობრივ ბაზარზე აქვს.

„ამჟამად საქართველოში სულ 21 კივის პლანტაცია და მათი მომსახუ-რე 5 სამაცივრე მეურნეობაა, მთელი მათი მოსავალი რომ გაერთიან-დეს, გერმანიის სუპერმარკეტების ერთ ქსელს თუ ეყოფა. უკვე დღეს გვაქვს ათას ტონაზე მოთხოვნა ინგ-ლისიდან. ამიტომ ამ პერსპექტივით ახლა კოოპერაციის პროცესი იწყება. პლანტატორები ფიქრობენ, რომ თუ პროდუქციას ერთიანად და ერთი ბრენდით გაყიდიან, უკეთესი იქნე-ბა, ვნახოთ რა გამოვა,“ - ამბობს გიგა ჯაპავა, რომელიც წელს თავის ბიზნესს კიდევ ერთ დასაფასოებელ საამქროს დაუმატებს, რისთვისაც მთავრობამ 300 ათასი ლარის იაფი აგრო-სესხი მისცა.

„ევროპაში ექსპორტი კი პრესტიჟულია, თუმცა

ადგილზე მოთხოვნა გვაქვს ჯერ ასათვისებელი“ - ზურაბ

ჯანელიძე, „ჰერბია”ევროპაში ექსპორტის მეტი გამო-

ცდილება აქვს იმერულ „ჰერბიას“, რომელიც მწვანილის სასათბურე ბიზნესით უკვე 10 წელი არის დაკა-ვებული. თავიდან ძირითადი გასა-ღების ბაზარი რუსეთი და უკრაინა

იყო, თუმცა რუსეთის ემბარგომ დღის წესრიგში ალტერნატიული ბაზრის მოძიება დააყენა.

პირველი მცირე პარტიები ევრო-პაში თვითმფრინავით მიჰქონდათ, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა, ექსპორტი გააადვილა და შარშან „ჰერბიამ“ მხოლოდ ბულგარეთში 24 ტონა მწვანილი უკვე ტრაილერით გაუშვა, სხვა დამკვეთები კი გერმანიაში, ჰოლან-დიასა და ბალტიის ქვეყნებში ჰყავს, გლობალ გეპის ლიცენზია კი რაც ევროპაში ექსპორტის უფლებას იძლევა, წლების წინ მოიპოვა. „ჰერბიას“ სათავეში 55 წლის ზურაბ ჯანელიძე უდგას - „ბიზნესი თანდა-თან დაიხვეწა, ახლა პროდუქციას უკვე მთლიანად შეფუთული და ბრენდირებული ფორმით ვყიდით, რაც 50%-ით ზრდის მოგებას, ად-გილობრივ ბაზარზე უკვე ყველა სუპერმარკეტი ავითვისეთ და ამ სეგმენტს თითქმის მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ. შემდეგი ეტაპი რესტორნებისა და სასტუმროების ათვისებაა. ვაპირებთ, ევროპაშიც შეფუთული სახით გავყიდოთ პრო-დუქცია და ამ მიზნით ბულგარეთში დასაფასოებელი საამქროს ამუშა-ვებას ვგეგმავთ, - დაფასოებული პროდუქციის გადაზიდვა, თავადაც ხვდებით, არამომგებიანია, - ტრა-ილერში დიდი ადგილი მიაქვს,“ - ამბობს ის, თუმცა ევროპულ ბაზარს „ჰერბიასთვის“ მხოლოდ დივერსი-ფიკაციის დატვირთვა აქვს, რადგან მოთხოვნა ადგილზეც დიდია და ჯე-რაც ათვისებული სრულად არ არის.

ევროპაში ექსპორტზე მნიშვნელოვანი მართვის

ევროპული სისტემის დანერგვაა, - თუ მართვა იცი

შედეგსაც მიიღებბულგარულ ექსპორტს „ჰერ-

ბიას“ მთლიან გაყიდვებში 5% უკავია მხოლოდ, და ეს, რეალურ სურათს სავსებით ასახავს: ევრო-პასთან ასოცირების მთავარი შე-დეგი ევროპაში ექსპორტის ზრდა კი არა, არამედ ქვეყნის კანონების ევროპასთან ჰარმონიზაციაა, რაც პროგრესისა და განვითარების საფუძველია. ამიტომაც არის, რომ ენპარდის, აგრო-სფეროში ევროპული სამეზობლო პროგრა-მის, უმთავრესი ამოცანა სწორედ აგრარული კანონმდებლობის და სტრატეგიის დახვეწა და სამინის-ტროს მოდერნიზაციაა. ევრო-კავშირი ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და შედეგად ენპარდის 3 წლით გახანგრძლივებაც უკვე გადაწყდა. მთავარი - დარგის მთლიანობაში სწორად მართვაა, რასაც ცალ-კეული მიმართულებებით ზრდაც მოჰყვება:

2014 წელს წინა წელთან შედა-რებით 6%-ით მოიმატა მსხვილ-ფეხა პირუტყვის რაოდენობამ 1.3 მილიონი სული შეადგინა, 9.5%-ით გაიზარდა ღორის სულადობაც და 210 ათასს მიაღწია, 9%-ია მატება ფრინველის რაოდენობაშიც -7.4 მილიონი ფრთა, ცხვრისა და თხის რიცხვმა 1.2%-ით მოიმატა და 867 ათასი გახდა. 1%-ით გაიზარდა ყველა სახეობის ხორცის წარმოება და 49 ათასი ტონა შეადგინა, 633 მლნ იყო შარშან რძის წარმოება, რაც 5%-იან ზრდას ნიშნავს, 5%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოებაც და 522 მლნი ცალი შეადგინა.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის ერთი წლისთავს ქართული აგრო-წარმო-ება ყველა მიმართულებით თვალ-საჩინო ზრდის შედეგებით ხვდება.

ევროპასთან ინტეგრაციის ერთი წელიწადი - დადებითი

მოლოდინი გამართლდა

Page 7: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

7xtvb [fhfufekb27 ივლისი, 2015 წ.

ჟაკი ციცქიშვილის ხსოვნას

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინფორ-მაციაში, რომელიც ტაძრის მშენებ-ლობის შემოწირულობებს შეეხე-ბოდა, გაიპარა შეცდომა. ზურაბი (ზუკა) ზაალიშვილმა (ბაზალეთი) ჩარიცხა არა 50, არამედ 5 ლარი.

საკათედრო ტაძრის მშენებლო-ბაზე შექმნილი ფინანსური პრობლე-მები და მიზეზები ცნობილია, მაგრამ ღვთის ნებითა და კეთილ ადამიანთა მხარდაჭერით გვაქვს იმედი, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდება.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი თავისი მომატებული ხელფასიდან 270 ლარს ყოველთვი-ურად ურიცხავს ტაძრის მშენებლო-ბას და ამ თანხით ორი წლის შემოწი-რულობით გუმბათის სარკმელების ჩუქურთმების დამზადება იკისრა.

მანვე ითავა გუმბათის ლავგანდარე-ბის ჩუქურთმების დაფინანსება, რაც არის 20 გრძივი მეტრი, 0,45 მეტრი სიგანით. ამით მოიხსნა გუმბათის ჩუ-ქურთმების პრობლემა. ბატონ თორ-ნიკეს, მის ოჯახს და მთლიანად მის საგვარეულოს უდიდეს მადლობას მოვახსენებთ ამ კეთილშობილური ქმედებისათვის. ღვთის ლოცვა-კურ-თხევა არ მოკლებოდეს მის ოჯახსა და შთამომავლობას. გვწამს, ყველა სიკეთეს მიიღებს უფლისგან.

მშენებლობის ხელმძღვანელობა ცდილობს და არის გარკვეული შედეგებიც გუმბათის პირა თაღები გადაბეტონდეს და გუმბათი დაიდგას ადგილობრივი ხელისუფლების და-უფინანსებლობის და ხელისშეშლის მიუხედავად, რაიონს გარეთ მყოფი კეთილი ადამიანების დახმარებით.

ტაძრის მშენებლობის ფონდი

მეუღლე თინა ხარშილაძე, შვი-ლები სოფიო, სანათა ლომიძეები, სიძეები თეიმურაზ ხაჩიძე, ოთარ მაჭარაშვილი, ძმა ლევან ლომიძე, და ნუნუ ლომიძე, შვილიშვილები გიორგი და მარიამ ხაჩიძეები, მარიამ, თინათინ და ანასტასია მა-ჭარაშვილები, დისშვილი გიორგი ნოზაძე, რძალი თეონა ბარბაქა-ძე მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თენგიზ ლომიძე.

ვეტერანთა კავშირის გამგეობა დიდ სინანულს გამოთქვამს სამა-მულო, მსოფლიო ომის მონაწილე მფრინავის

ჟაკი ციცქიშვილისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობს მის ოჯახს მწუხარე-ბაში.

იუზა, გიგა, მაკა კელენჯერიძე-ები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან გამორჩეული და ღირსე-ული ხარაგაულელის, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი მამულიშვი-ლის, დამსახურებული მეღვინისჟაკი დავითის ძე ციცქიშვილის

გარდაცვალების გამო და სამ-ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

გიორგი ხაჩიძე და მედიკო ხარშილაძე ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საყვარელი მძხალი

თენგიზ ლომიძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

ლალი, ლეილა ტაბატაძეები თანაუგრძნობენ ლია სხილაძეს ძვირფასი მეუღლის, მიშიკო და ნატო კოპაძეებს საყვარელი მამის

ალიკა კოპაძისგარდაცვალების გამო. ღმერ-

თმა ნათელში ამყოფოს არაჩვე-ულებრივი პიროვნების, მზრუნ-ველი მეუღლისა და საუკეთესო მამის სული.

ლეღვნის საჯარო სკოლის 1966 წლის კურსდამთავრებულები, სკო-ლის დირექტორი ბატონი ჯემსი ვეფხვაძე უსაზღვრო მწუხარებას გამოთქვავენ უსაყვარლესი, უკე-თილშობილესი კურსდამთავრე-ბულის

ელგუჯა შარიქაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

დათო ლომიძე, ნუგზარ გვე-ლესიანი, თამრიკო ბუაჩიძე, ლაშა ტალახაძე, რუსიკო გოგოლაძე, თორნიკე ბაკურაძე, შოთა ქველაძე, თემური ჯოხაძე, მალხაზი ლურსმა-ნაშვილი, ავთო ვეფხვაძე, მალხაზ ხარატიშვილი ოჯახებით თანაუგრძ-ნობენ გოდერძი ეჯიბაძესა და ლია ნიორაძეს მამისა და მამამთილის

გურამ ეჯიბაძისგარდაცვალების გამო.

ბადრი შავიძე ოჯახით თანაუგრ-ძნობს გოდერძი ეჯიბაძესა და ლია ნიორაძეს მამისა და მამამთილის

გურამ ეჯიბაძისგარდაცვალების გამო.

სოლომონ მეფის ქ. №56 (ა)-ში მცხოვრებნი გურამი გობიანი, ვა-ლოდია არამიანი, ქეთინო გიორ-გაძე, ლენა აქსიონოვა, ზალიკო ბლუაშვილი, გია ლომსაძე, ზაზა იმედაიშვილი, ნაილი კამკამიძე, რომანი შერგელაშვილი, ნაზი გიორგიძე, ნინო ჭანტურია ოჯა-ხებით თანაუგრძნობენ გოდერძი ეჯიბაძეს, ლია ნიორაძეს, ზურიკო და ნინო ეჯიბაძეებს მამის, მამამ-თილისა და ბაბუის

გურამი ეჯიბაძისგარდაცვალების გამო.

მურთაზ, გოჩა, ზურაბ ციცქიშ-ვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ჟაკი დავითის ძე ციცქიშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის შვილებს დავითს, თე-მურის, თამაზის და მათ ოჯახებს.

ჯანიკო გლუნჩაძე, რევაზი და თემური დეკანოსიძეები ოჯახე-ბით მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გურამი ეჯიბაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ბესიკ ავალიშვილი ოჯახით თა-ნაუგრძნობს ნანული, გოდერძი და ლია ეჯიბაძეებს მეუღლის, მამისა და მამამთილის

გურამი ეჯიბაძისგარდაცვალების გამო.

24 ივლისს შენი დაბადების დღეა, ჩემო უსაყვარლესო და სიცოცხლით გაუმაძღარო შვილო, ჟანა. ამ დღეს უშენოდ ვხვდებით შენი საყვარელი ოჯახი და ახლობლები შენს საფ-ლავზე. შენ ხომ ალალმართლად და სიყვარულით განვლე ღვთისგან ნაბოძები დრო. იყავი საუკეთესო შვილი, მეუღლე, სიდედრი და საყვა-რელი ბებო. შენი გარდაცვალებით სიცოცხლე გაუმწარე შენს ვახტან-

გის, შვილს, სიძეს, შენს ნინის და გიორგის; მამას, რომელიც უზომოდ დამწუხრებულია ორი შვილის და-კარგვის გამო.

გწამდეს და გჯეროდეს, რომ ვერა-ფერი განკურნავს ამ ტკივილს, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და შენი ხსოვ-ნის სანთელი მარადიულად ენთება, ჩემო შვილო, ჟანა.

შენი გულდამწვარი მამიდა ემელია და მამა კობა

ჟანა ავალიშვილის ხსოვნას

21 ივლისი შენი დაბადების დღეა, პაატა. 45 წლისა გახდებოდი. გაუსაძ-ლისია უშენობა, შვილო. დრო ვერ მიყუჩებს შენი დაკარგვით გაჩენილ იარებს. თვალი და გული ყველგან და ყოველთვის გამუდმებით გეძებს და გელოდება. შენ კი არსად ჩანხარ. როგორ მიხაროდა შენი ბედნიერება, კარგი ოჯახი რომ შექმენი. შეგხარო-დით შენ და შენს ლამაზ ცოლ-შვილს. ნაადრევი გამოდგა ჩემი სიხარული. ბედნიერება უზომო დარდმა, მომავ-ლის იმედი კი გაუსაძლისმა მონატრე-ბამ შემიცვალა. სიცოცხლეზე უზომოდ

შეყვარებულს, სიკეთით აღსავსეს, სულიერად მდიდარს, უბოროტოს, ადამიანების მოყვარულს დიდხანს უნდა გეცხოვრა ბედნიერად. შენ კი ნაადრევად დატოვე ეს წუთისოფელი.

შენთან შეხვედრის იმედით ვცოცხ-ლობ და ვსულდგმულობ. დაბადების დღეს გილოცავთ, შვილო, პაატა. მოვალთ შენ საფლავზე, აგინთებთ სანთლებს და გულმხურვალედ შევთ-ხოვთ უფალს, რომ მუდამ ნათელში ამ-ყოფოს პაატა ფერაძის ლამაზი სული.

შენზე უზომოდ მლოცველი დედა ნათელა ფერაძე

პაატა ფერაძის ხსოვნას

90 წლის ასაკში ხარაგაულის სს „იმერის“ მეღვინეთა დიდ ოჯახს გამო-აკლდა ერთ-ერთი საუკეთესო პიროვ-ნება, არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა, ბაბუა და მეგობარი ჟაკი დავითის ძე ციცქიშვილი; კაცი, რომელსაც თავი-სუფლად შეეძლო ეთქვა, - ჩემი ვალი ამქვეყნად ღირსეულად მოვიხადეო.

ჟაკი ციცქიშვილი დაიბადა 1925 წელს ვერტყვიჭალაში დავით ციცქიშ-ვილისა და ნინა ამაშუკელის ოჯახში. საშულო სკოლა ვერტყვიჭალაში დაამთავრა 1942 წელს და მაშინვე სოფელ ბჟინევის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად დანიშნეს, 1943 წლის დასაწყისში კი არმიაში გაიწვიეს. ავიასპეციალისტთა მოსამზადებელი სკოლის დამთავრების შემდეგ კირო-ვაბადის საავიაციო პოლკის შემადგენ-ლობაში ჩაირიცხა. პირველი საბრძო-ლო დავალება 1944 წლის დასაწყისში მიიღო, - საბჭოურ ბომბდამშენებზე შტურმანად მსახურობდა. ამერიკულ ბომბდამშენ „ბოსტონზე“ შტურმანად მუშაობისას 74 საბრძოლო გაფრენა შეასრულა. მეორე მსოფლიო ომის

დამთავრებას პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეხვდა. მშობლიურ კუთხეს მრავალი მედლითა და ჯილდოთი მკერდდამშვენებული დაუბრუნდა.

1946-51 წლებში სწავლა გააგრძე-ლა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ტექნოლოგიის ფაკულ-ტეტზე. 1951 წლიდან 2011 წლამდე თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტი სხვადასხვა წამყვან თანამდებობზე მუშაობდა მოლითისა და ხუნევის ღვინის ქარხნებში. 1966 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ხუნევის ღვი-ნის ქარხნის წარმოების უფროსად.

ყველგან და ყოველთვის იმსახურებდა თანამშრომელთა დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.

სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა ვაზს, ოთხ ათეულ წელზე მეტი მის-დევდა მეფუტკრეობას. შრომის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა. ალბათ სწორედ ამიტომ, ზამთრობით თბილის-ში შვილებთან მყოფს გული მუდმივად სოფლისკენ მოუწევდა. ეამაყებოდა კარგი შვილები, - დავითი, თემური და თამაზი. ნანობდა, რომ ძალიან ადრე დაკარგა მეუღლე, არაერთი კოლეგა და მეგობარი.

წავიდა ჩვენგან და დაგვიტოვა ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ოჯახი. ჩვენ კი ყოველთვის გავიხსე-ნებთ მას, როგორც ჭეშმარიტ მამულიშ-ვილს, თავისი საქმის პროფესიონალსა და ერთგულს, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს.

მსუბუქი იყოს შენთვის, ჩვენო უფ-როსო მეგობარო, ვერტყვიჭალის მშობლიური მიწა.

სააქციო საზოგადოება „იმერის” კოლექტივი

ხარაგაულელ მოჭიდავეთა წარმატება

ხარაგაულის სპორტის განვითა-რებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გე-ლაშვილი) სამი სპორტსმენი საერ-თაშორისო ტურნირის პრიზიორია.

ჩემპიონთა სახელობის საერ-თაშორისო ტურნირი შავი ზღვის თასზე თავისუფალ ჭიდაობაში 1999-2001 და 2002-2003 წლებში დაბადებულთა შორის ბათუმში 13-15 ივლისს გაიმართა.

თავისუფალი სტილით მოჭიდა-ვეებმა ევსემი შველიძემ და ზურა ტოროშელიძემ მეორე ადგილები დაიკავეს, შოთა თაბაგარი მესამე ადგილზე გავიდა.

„საერთაშორისო ტურნირში სა-ქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქე-თის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ჯამში - ოთხასზე მეტი სპორტსმენი,

- გვიამბობს მწვრთნელი რეზო შერგელაშვილი, - ექვსი მოჭიდავე მყავდა წაყვანილი. თითო შეხვედრა ყველამ მოიგო. შეეძლოთ ჩემპი-ონები გამხდარიყვნენ, მაგრამ მათი შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.“

ხარაგაულის სპორტის განვითა-რებისა და მართვის მუნიციპალუ-რი ცენტრის დირექტორის, დავით გელაშვილის თქმით ძლიერ ჩემპიონატში ხარაგაულელ მო-ჭიდავეთა ასპარეზობა და შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

ზურა ტოროშელიძე გახარებუ-ლია და მომავალ შეჯიბრებებში ჩემპიონობას გვპირდება.

შოთა თანაგარი და ევსემი შველიძე ამბობენ, რომ მეტს ივარჯიშებენ უკეთესი შედეგის მისაღწევად.

წარმატებები ვუსურვოთ ხარა-გაულელ სპორტსმენებს.

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“

გრძელდება

კოოპერატივის შექმნით ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში ფერმერ-თა ცამეტი ჯგუფი დაინტერესდა. ხორცპროდუქტების წარმოება, მერძევეობა, მეფუტკრეობა, მევენა-ხეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მე-თევზეობა, სასათბურე მეურნეობის შექმნა, - ესაა ხარაგაულელ ფერ-მერთა ძირითადი პრიორიტეტები.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) წარმომადგენლის ქეთი გოცი-რიძის ინფორმაციით, ხარაგა-ულელები აქტიურად ჩაერთვენ დარგობრივი ექსპერტების ტრე-ნინგებში. „ამჟამად მიმდინარეობს

ტრენინგები მარკეტინგისა და ბიზნესის კუთხით. ტრენინგის მონა-წილეები ექსპერტების დახმარებით მუშაობენ ბიზნესგეგმაზე. ტრენინ-გები ზესტაფონში, ქუთაისსა და თერჯოლაში ტარდება.

7 აგვისტომდე კოოპერატი-ვის შექმნით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ბიზნესგეგმა კონკურსისთვის. მაშინ გვეცოდინება ზუსტად, რამდენი ხარაგაულელი ფერმერი ჩაერ-თვება კონკურსში და სოფლის მეურნეობის დარგებიდან რომელ მიმართულებას აირჩევს,“ - ამბობს ქეთი გოცირიძე.

ფერმერებისთვის ბიზნესგეგმების წარდგენის ვადა 7 აგვისტოს იწურება

Page 8: მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვსchemikharagauli.com/uploads/secbanners/27-647-2015w.pdf · c ჰეპატიტის ...

8 xtvb [fhfufekb 27 ივლისი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ფოტო საოჯახო ალბომიდან

რეინჯერობა ბუნებასთან ურ-თიერთობის განსაკუთრებული სა-შუალებაა. მათ უფაქიზესი გრძნო-ბები და დამოკიდებულებები აქვთ გარე სამყაროსადმი. სწორედ ასეთი ფაქიზი დამოკიდებულებე-ბითა და უდიდესი სიყვარულით გამოირჩევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი ბა-ტონი თამაზ ცისკაძე.

მისმა ყურადღებამ, სითბომ და სიკეთემ მოგვხიბლა და კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანა ბუნე-ბასთან. შეგვაგრძნობინა ადამი-

ანისა და ბუნების ურთიერთობა. ყოველი ადამიანი ხომ ბუნების განუყოფელი ნაწილია. სწორედ იმ განუზომელი სიყვარულისა და ყურადღების გამო, რომელიც მის-გან მივიღეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ლაშქრობის დროს, მადლობა ბატონ თამაზს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ოჯა-ხურ ბენდიერებას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის მასწავლებლები და

მოსწავლეები

დაბადების დღეს ვულოცავთ დედას - მაყვალა ფერაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სიხარულს, წარმატებებს პროფესიულ საქმი-ანობაში, უფლის მფარველობას.

გვიყვარხარ და გვეამაყები. მუდამ იხარე შთამომავლობით.

ლაურა, პაატა, თამარ გოგოლაძეები ოჯახებით

დაბადების დღეს ვულო-ცავთ ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო შათირიშვილს.

ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, დღეგრძელობას, ღვთის მფარველობას, სიკეთეს, სი-ხარულს, დიდ წარმატებებს პირად, ოჯახურ, სამსახურებ-რივ და საზოგადოებრივ საქ-მიანობაში.

ზვარის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმო-მადგენელს კახა ლომიძეს ვულოცავთ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

თამაზ გოგოლაძე და დარეჯან ოკრიბელაშვილი

ვულოცავთ ზურა იჩქიტიძესა და ნათია გელაშვილს ქალიშ-ვილის დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ლილეს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღვთის წყალობას.

სოლომონ მეფის ქ. №90-ში მცხოვრები მეზობლები

კობა ყრუაშვილს ვულო-ცავთ კახორობის დღესასწაულს. ასი ათას კახორობას დაასწროს უფალმა. მთელი სოფელი კმა-ყოფილია მისი გულისხმიერები-თა და ყურადღებით.

ლიანა ორთოიძე ოჯახით

პირველ დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს დიდ სიხარულს, - ნინო ლომიძეს. ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშვობასა და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ. უფალი ფარავდეს მის თითოეულ ნაბიჯს.დაიკო ანანო, მშობლები, ბებიები, ბაბუები, დეიდა, მამიდა, ბიძები

***

***

***

***

***

ადამიანის ჯანმრთელობა და სი-ცოცხლე ყველაზე ძვირადღირებული, შეუფასებელი სიმდიდრეა.

2 ივლისს გამგეობაში ვიმყოფებო-დი. უცებ ცუდად გავხდი, წნევა დამი-ვარდა. იქ მყოფმა ახალგაზრდებმა ლელა მაჭავარიანმა, თეა ბერიძემ და ნინო ხარაძემ ხელთ არსებული მედიკამენტებით აღმომიჩინეს პირვე-ლადი სამედიცინო დახმარება. შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმები

ნანა ბერაძე და ნინო ბუხნიკაშვილი დამეხმარენ. შემდეგ გამოიძახეს სასწ-რაფო დახმარების ბრიგადა. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ჩემი ოპერაციის დაფინანსებისთვის.

მადლობა ყველას, ვინც ჩემს გამო-ჯანმრთელებაში მიიღო მონაწილეობა. დიდხანს სიცოცხლე და სიკეთე არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. გფა-რავდეს ღმერთი.

ბეჟანი ჩხეიძე

მადლობა კეთილ ადამიანებს

„ყოველგვარ ტკივილს, ძალადო-ბასა და ძნელბედობას სძლევს კაცი, თუ ის სიყვარულითაა აღჭურვილი,“ - უთქვამს ბრძენს. ჩემი სამადლობე-ლი წერილი ერთ საოცარ ადამიანს ეძღვნება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეღვანი უყურადღებოდაა მიტოვებული. მისთვის არც გზაა, არც გაზი. დენის სადენები საშიშ მდგო-მარეობაშია. წყალს საწყალი გლეხი თვითონ ეძებს და ხან პოულობს, ხან ვერა. რამდენი წელია, ჰპირდებიან ხალხს მათ მოწესრიგებას, მაგრამ დღემდე ასეთი სიტუაციაა.

ერთადერთი კომფორტი, რაც

21-ე საუკუნეში ამ სოფლის მაცხოვ-რებლებს აქვთ, ეს არის სამარშრუტო ტაქსი თბილისი-ლეღვანი, რომლის მძღოლი ჯონი არევაძეა. გულისხ-მიერი და ყურადღებიანი, ადამი-ანების მიმართ კეთილგანწყობილი, უანგარო მოხუცებისა და ბავშვების მიმართ, ახალგაზრდა და ენერგი-ული. ადამიანს ეხმარება უჩუმრად და თავის გამოჩენის გარეშე. უამრავი მგზავრის სახელით დიდი მადლობა მას. ჩვენო ჯონი, იხარე, იდღეგრ-ძელე და იბედნიერე შენს ოჯახთან ერთად, ღმერთმა გაკურთხოს და გაგაძლიეროს.

პატივისცემით, ლალი ვეფხვაძე

მადლი

ფოტოზე, რომელიც ნორა შერგელაშვილმა მოგვაწოდა, ბაზალეთის არასრული საშულო სკოლის 1954 წელს კურსდამთავ-რებულთა ერთი ჯგუფია აღბეჭ-დილი. სხედან ელდარი ფერაძე, ლიანა დევდარიანი, ჯუმბერი ჭიპაშვილი, რობინზონ მაქაძე, ნანა დევდარიანი, მზია (ჯაჯილა) დევდარიანი;

დგანან ნაზი ლომსაძე, ციური კვირიკაშვილი, ნანული დევდა-რიანი, ნორა შერგელაშვილი, თენგიზი ზუმბაძე, ანიკო ლომსაძე.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია საზაფხულო არდადეგებს აცხადებს.გაზეთის შემდეგი ნომერი გამოვა 27 აგვისტოს, ხუთშაბათს.აგვისტოში აქტიურ რეჟიმში იმუშავებს ვებგვერდი chemikharagauli.comრედაქციაში საგაზეთოდ შემოსული მასალები (მათ შორის განცხადებები)

გაზეთში გამოქვეყნებამდე დაუყოვნებლივ აიტვირთება გაზეთის ვებგვერდზე.საზაფხულო არდადეგების პერიოდშიც „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის კარი

ღიაა მკითხველებისათვის. მობრძანდით, გელით.„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ძვირფასო მკითხველებო!

კულტურის სამინისტროს მხარ-დაჭერით ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს პროექტს „კინო რეგიონებში.“

ხარაგაულის კულტურის ცენტ-რის დირექტორის, ვასილ კიკ-ნაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორი თვის განმავ-

ლობაში ხარაგაულის კინოთეატ-რში მოეწყობა ახალი ქართული ფილმების ჩვენება.

„კინოცენტრიდან მოგვეწოდა აფიშები და ფილმების ჩვენების განრიგი. ხარაგაულელი მაყურე-ბელი რვა ქართულ ფილმს ნა-ხავს. თითოეული ფილმი ოთხჯერ უნდა ვაჩვენოთ,“ - ამბობს ვასილ კიკნაძე.

კინოსეანსები 23 ივლისიდან ფილმით „კრედიტის ლიმიტი“ დაიწყო.

30 ივლისიდან ნაჩვენები იქნება „მანდარინები;“

6 აგვისტოდან - „გრძელი ნათე-ლი დღეები;“

13 აგვისტოდან - „მე ვარ ბესო;“ 20 აგვისტოდან - „პატარძ-

ლები;“27 აგვისტოდან - „სიმინდის

კუნძული;“3 სექტემბრიდან - „შემთხვევითი

პაემნები;“10 სექტემბრიდან - „კარასტანში

დაკარგული.“„დიდ ეკრანზე ფილმის ნახვას

სხვა დატვირთვა აქვს, - ამბობს ვასილ კიკნაძე, - რვავე ფილმი სხვადასხვა საერთაშორისო კი-ნოფესტივალის გამარჯვებულია. ვნახავთ, განვითარების რა ეტაპზეა ქართული ფილმი, რა დონის რე-ჟისორები და მსახიობები გვყავს. ასე რომ, ქართული ფილმების მოყვარულებსა და გულშემატკივ-რებს წინ დიდი სიამოვნება ელით.“

კინოჩვენებაზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა ერთი ლარი.

კინოსეანსები, სავარაუდოდ, საღამოს 19 საათზე დაიწყება.

ფილმები დიდ ეკრანზე ხარაგაულის კინოთეატრში

დავკარგე ახალხბოიანი, შავი ფერის ძროხა, სამი წლის, კისერზე ზარით. ვცხოვრობთ ჩხერში. მპოვ-ნელებს, გთხოვთ დაგვიკავშირ-დით ტელეფონებით 555 56 54 10; 593 47 77 59. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას გულისხმიერე-ბისა და დახმარებისათვის.

6-დან16 აგვისტომდე ზვარეში მოეწყობა ახალგაზრდული „კარ-ვების ბანაკი“ სამ ნაკადად.

პირველი ნაკადი 6-10 აგვისტოს გაიმართება და მედია პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული მო-ზარდებისგან დაკომპლექტდება.

მეორე ნაკადი შედგება 10-13 აგვისტოს, მესამე ნაკადი - 13-16 აგვისტოს. თითოეულ ნაკადში დაისვენებს 50 მოზარდი. მეორე და მესამე ნაკადები გაიმართება ხარაგაულელი წარმატებული ბავშვებისათვის.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებ-ში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკ-ვიდრება. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაიცნონ თანატო-

ლები; გამოავლინონ თავიანთი ინ-ტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური შესაძლებლობები.

ბანაკური ცხოვრების თითოე-ული დღე წინასწარ განსაზღვრუ-ლი განრიგით დარეგულირდება.

განრიგში შედის სამჯერადი კვება, სხვადასხვა სპორტული, გასართობი, კულტურულ-შემეც-ნებითი ღონისძიებები, ტრენინგ-სემინარები აქტუალურ თემაზე, ლაშქრობები და ექსკურსიები კულტურული ძეგლების დასათ-ვალიერებლად.

დამატებითი ინფორმაციისათ-ვის დაგვიკავშირდით ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში. ტელ.: 577555740

„კარვების ბანაკი“ ზვარეში

მადლობა რეინჯერს

ყურადღება!სახლის, მიწის ნაკვეთის ან

რაიმე ნივთის გაყიდვა, შეძენა, გაქირავება გსურთ? სამუშაოს ეძებთ ან ახალი თანამშრომლის დაქირავება გსურთ? ოჯახში დამხ-მარე ან ძიძა გჭირდებათ? შენება, შეკეთება ან სხვა სახის მომსახურე-ბა შეგიძლიათ?

დაგვიკავშირდით რედაქცი-აში ტელეფონებით 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80 ან მობრძანდით მისამართზე - ხარა-გაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

განცხადების გაზეთსა და ვებ-პორტალზე გამოქვეყნებით ჩვენ დაგეხმარებით თქვენი სურვილე-ბის განხორციელებასა და სასურ-ველი მომსახურების მიღებაში.

დავკარგე, ვეძებ

ქირავდებახარაგაულის ცენტრში, ხალხმრა-

ვალ ადგილას, სოლომონ მეფის ქ. №31-ში (ყოფილი მაღაზია „დათუნია“) ქირავდება 60 კვმ კომერციული ფართი ნებისმიერი საქმიანობისათვის. დაინტე-რესებული პირები დაგვიკავშირდით ტელეფონით 555 78 20 17 ან 595 01 81 10 (მანანა).