რომლებიც აშუქებენ ბუნებრივ და...

48

Transcript of რომლებიც აშუქებენ ბუნებრივ და...

სახელმძღვანელო შეთანხმებულია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან

სახელმძღვანელო შექმნილია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის მიერ დაფინანსებული

DIPECHO-ს პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ.

სახელმძღვანელო განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშუქებენ ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ

კატასტროფებს

ავტორი: რუსუდან კახიშვილი - ექპსერტი კატასტროფის რისკის მართვის სფეროში, საქართველოში გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს (UNISDR) „სენდაის სამოქმედო ჩარჩო პროგრამის“ ეროვნული კოორდინატორი

“ეს სახელმძღვანელო განსაზღვრავს ქართულ მედიასა და მთავრობას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს მოსახლეობის სიცოცხლის და გარემოს დასაცავად. გირჩევთ, დრო გამონახოთ და წაიკითხოთ, რათა გაითავისოთ, როგორ შეიძლება უკეთ ემსახუროთ საზოგადოების ინტერესებს საგანგებო სიტუაციების დროს. კომუნიკაციას ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ეფექტური კომუნიკაცია დაგეგმვას და მომზადებას საჭიროებს.“

ნაიჯელ ქეი ასოცირებული ლექტორი, მედია და კომუნიკაციები

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯი

რატომ არის აუცილებელი ინფორმაციის გავრცელება კატასტროფის თაობაზე მის დადგომამდე, დადგომისას და შემდეგ?

საქართველოში სულ უფრო ხშირდება მცირე, საშუალო და ეროვნული მასშტაბის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული

კატასტროფები. ამიტომ, მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა მედიის წარმომადგენლებსა და კატასტროფის მართვაში

ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის.

ყველა შეიძლება დაზარალდეს ბუნებრივი კატასტროფის შედეგად;

ინფორმირებულობა განაპირობებს მზადყოფნას;

მზადყოფნას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია;

მთავრობას სჭირდება დახმარება გამაფრთხილებელი და საინფორმაციო გზავნილების გავრცელებისთვის;

მედიას გააჩნია ეფექტური საშუალებები მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

სარჩევი

1. გამოყენებული ტერმინები 2. შესავალი - კატასტროფები და მედიის როლი 3. კატასტროფები საქართველოში 3.1. კატასტროფის რისკის მართვის კონცეფცია 3.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა საქართველოში 4. მედიის როლი კატასტროფის რისკის შემცირების, რეაგირებისა და

რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში 4.1. კატასტროფის რისკის შემცირება და მედია 4.2. კატასტროფებზე რეაგირება და მედია 4.3. კატასტროფების შემდეგ - რა გავაშუქოთ? 5. მედიის უსაფრთხოება 5.1. მიწისძვრა 5.2. წყალდიდობა-წყალმოვარდნა 5.3. მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები 5.4. ზვავები 5.5. სეტყვა 5.6. გვალვა 5.7. ძლიერი ქარები 5.8. ტყის და ველის ხანძრები 5.9. ელვა და ჭექა-ქუხილი 5.10. საყოფაცხოვრებო ხანძრები 6. დასკვნა 7. გამოყენებული ლიტერატურა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7

. . . . . . . . . 8

. . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 31

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 36 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41

სარჩევი

1. გამოყენებული ტერმინები 2. შესავალი - კატასტროფები და მედიის როლი 3. კატასტროფები საქართველოში 3.1. კატასტროფის რისკის მართვის კონცეფცია 3.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა საქართველოში 4. მედიის როლი კატასტროფის რისკის შემცირების, რეაგირებისა და

რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში 4.1. კატასტროფის რისკის შემცირება და მედია 4.2. კატასტროფებზე რეაგირება და მედია 4.3. კატასტროფების შემდეგ - რა გავაშუქოთ? 5. მედიის უსაფრთხოება 5.1. მიწისძვრა 5.2. წყალდიდობა-წყალმოვარდნა 5.3. მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები 5.4. ზვავები 5.5. სეტყვა 5.6. გვალვა 5.7. ძლიერი ქარები 5.8. ტყის და ველის ხანძრები 5.9. ელვა და ჭექა-ქუხილი 5.10. საყოფაცხოვრებო ხანძრები 6. დასკვნა 7. გამოყენებული ლიტერატურა

სარჩევი

1. გამოყენებული ტერმინები 2. შესავალი - კატასტროფები და მედიის როლი 3. კატასტროფები საქართველოში 3.1. კატასტროფის რისკის მართვის კონცეფცია 3.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა საქართველოში 4. მედიის როლი კატასტროფის რისკის შემცირების, რეაგირებისა და

რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში 4.1. კატასტროფის რისკის შემცირება და მედია 4.2. კატასტროფებზე რეაგირება და მედია 4.3. კატასტროფების შემდეგ - რა გავაშუქოთ? 5. მედიის უსაფრთხოება 5.1. მიწისძვრა 5.2. წყალდიდობა-წყალმოვარდნა 5.3. მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები 5.4. ზვავები 5.5. სეტყვა 5.6. გვალვა 5.7. ძლიერი ქარები 5.8. ტყის და ველის ხანძრები 5.9. ელვა და ჭექა-ქუხილი 5.10. საყოფაცხოვრებო ხანძრები 6. დასკვნა 7. გამოყენებული ლიტერატურა

კატასტროფა - საზოგადოების ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მოშლა, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ დანაკარგს, რომელიც აღემატება დაზარალებული საზოგადოების საკუთარი რესურსებით გამკლავების უნარს. კატასტროფის შედეგი შეიძლება იყოს ადამიანური მსხვერპლი ან ჯანმრთელობის დაზიანება, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლა. ბუნებრივი კატასტროფის საფრთხე - ბუნებრივი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი და ჯანმრთელობის დაზიანება, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლა. ბუნებრივ საფრთეებს მიეკუთვნება: მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, გვალვა, ძლიერი ქარი და ა.შ. ტექნოგენური კატასტროფის საფრთხე - ტექნოლოგიური ან/და ინდუსტრიული პირობებიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი და ჯანმრთელობის დაზიანება, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლა. ტექნოგენურ საფრთხეებს განეკუთვნება ინდუსტრიული ავარიები, სახიფათო საწარმოო პროცესები, ინფრასტრუქტურის მოშლა, რომელიც შესაძლოა გამოწვეულია ბუნებრივად ან ადამინური ზემოქმედების შედეგად. კატასტროფის რისკი – განსაზღვრული დროის პერიოდში კატასტროფის მიერ გამოწვეული პოტენციურად უარყოფითი დანაკარგები, როგორებიცაა: სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ ეკოლოგიური ზიანი, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლა. კატასტროფის რისკი სხვადასხვა ტიპის პოტენციური დანაკარგებისგან შედგება, რომლის შეფასება რაოდენობრივად რთულია, თუმცა მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია კატასტროფის რისკის იდენტიფიცირება და მისი შეფასება.

1. გამოყენებული ტერმინები

კატასტროფის რისკის მართვა - სისტემური პროცესი, რომლის დროსაც ხდება ადმინისტრაციული, ინსტიტუციური, საოპერაციო უნარებისა და შესაძლებლობების მობილიზება პოტენციურ საფრთხეებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდის ან კატასტროფის დადგომის შემთხვევაში, უარყოფითი შედეგების მასშტაბისა და ინტენსივობის მინიმუმამდე შემცირების მიზნით. ეს ტერმინი პროცედურულად მოიცავს კატასტროფის რისკის იდენტიფიცირებას და შეფასებას, რისკის შემცირებას და მზაობის უზრუნველყოფას. კატასტროფის რისკის იდენტიფიცირება - შესწავლისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე კატასტროფის პოტენციური რისკების გამოვლენა, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე. კატასტროფის რისკის შეფასება - შესაბამისი მეთოდოლოგიით საფრთხეების ანალიზისა და მოწყვლადობის პირობების გათვალისწინებით, შესაძლო ადამიანური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური ზეგავლენისა და ალბათობის დადგენა. ასევე, რისკის შეფასება სავარაუდო განვითარების სცენარების შემუშავებასაც გულიხმობს. კატასტროფის რისკის შემცირება - ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან რისკის შემცირების კონცეფციას და უზრუნველყოფს უკვე იდენტიფიცირებული და შეფასებული კატასტროფის რისკის შემცირებას ან/და თავიდან აციცლებას. მზაობა – მთავრობების, ორგანიზაციების ან/და თემების მიერ წინასწარ მიღებული შესაძლებლობები და ცოდნა, ასევე დაგეგმილი ღონისძიებები კატასტროფის დროს ეფექტიანი რეაგირების განსახორციელებლად, რაც ასევე, მოიცავს დროულ და ეფექტურ წინასწარ გაფრთხილებას, ადამიანებისა და საკუთრების დროებით გადაადგილებას სახიფათო ზონიდან. რისკის მართვა თავისი მთლიანი ციკლით: იდენტიფიცირებით, შეფასებითა და შემცირებით უზრუნველყოფს მთავრობების, ორგანიზაციებისა თუ თემების მზაობას მოსალოდნელი კატასტროფისადმი.

1

2

რეაგირება - კატასტროფის დადგომის შემთხვევაში ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შემცირება, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება, ზიანის შემცირება, საზოგადოების უსაფრთხოებისა და კატასტროფის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის მინიმალური საარსებო პირობების უზრუნველყოფა. რეაგირების დროს პირველ რიგში ყურადღება მახვილდება გადაუდებელ და მოკლევადიან საჭიროებებზე. რეაგირების ფარგლებში მიმდინარე ზოგიერთი ღონისძიება შესაძლებელია გაგრძელდეს აღდგენის ეტაპზეც. აღდგენა - სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო ფაზა, რომელიც მოიცავს რეაგირების შემდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დაზარალებული პირებისათვის საარსებო პირობების აღდგენა - გაუმჯობესებას. მოწყვლადობა - თემის, სისტემის ან ქონების ისეთი მახასიათებლები და გარემოებანი, რომლებიც განაპირობებენ მათ დაუცველობას საფრთხის საზიანო ზემოქმედებისგან. მედეგობა - საზოგადოების, ორგანიზაციის ან/და სისტემის შესაძლებლობა დროულად აღუდგეს, ეფექტიანად გაუმკლავდეს საფრთხეს, მოახდინოს მისი შედეგების ლიკვიდაცია და მოახდინოს აღდგენა. მდგრადი განვითარება - განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს არსებული თაობების საჭიროებებს ისე, რომ საფრთხეს არ უქმნის მომავალი თაობების შესაძლებლობას, დაიკმაყოფილოს საკუთარი საჭიროებები. კლიმატის ცვლილება - ისთი მდგომარეობა, რომელიც ათეული წლების ან უფრო მეტი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და გამოწვეულია ბუნებრივი მიზეზებით ან ადამიანის ქმედების შედეგად. საგანგებო სიტუაცია – ცალკეულ ლოკაციაზე ან ორგანიზაციაში დამდგარი ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც იწვევს ადამიანურ მსხვერპლს და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზარალს, ასევე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლას.

3

საგანგებო სიტუაციის მართვა - პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი რესურსებით კატასტროფის რისკის იდენტიფიცირების, შეფასების, შემცირების, მზაობის, რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა. საგანგებო სიტუაციების სამსახურები - შესაბამიმსი სამთავრობო სამსახურები ან მათი სისტემა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგანგებო სიტუაციის დროს რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე ადამიანთა სიცოცხლის და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და სალიკვიდაიო სამუშაოების განსახოცრიელებლად. ევაკუაცია – ადამიანთა ორგანიზებული დამოუკიდებელი მოძრაობის პროცესი, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების არადამოუკიდებელი გადაადგილება მომსახურე პერსონალის დახმარებით გარეთ ან უსაფრთხო ზონაში. „სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030“ - გაერთიანებული ერების კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს შორის კატასტროფების მიმართ გამძლეობისა და მდგრადობის დამკვიდრების მიზნით იქნა შექმნილი და რომელიც 2015 წელს იაპონიის ქალაქ სენდაიში იქნა მიღებული. სენდაის პროგრამის მიზანია 2030 წლისათვის სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზიანის, კერძოდ კი, ადამიანთა მსხვერპლის და ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური რესურსების განადგურების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება.

4

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე, რასაც თან სდევს მნიშვნელოვანი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები. მსოფლიო მასშტაბით 2016 წელს, 342 მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა დაფიქსირდა, რომლებმაც 8 733 ადამიანი იმსხვერპლა, დააზარალა 569.4 მილიონი ადამიანი და 154 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ზარალი მიაყენა მსოფლიო ქვეყნებს.1 ხოლო, 2017 წელს მსოფლიოში დაფიქსირებული იქნა 330 (მინიმუმ) მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა, რომლის ეკონომიკური ზარალიც 353 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.2 2017 წლის მსოფლიო მაჩვენებლები ზარალისა და ადამიანური დანაკარგების კუთხით 93%-თ აღემატება 2000-2016 წლების მონაცემებს. გამომწვევ მიზეზად ერთის მხრივ კლიმატის გლობალური ცვლილება მიიჩნევა, რასაც ხელს უწყობს ჭარბი ურბანიზაცია, საცხოვრებელი სახლების სახიფათო ზონებში განთავსება, შესაბამისი დაგეგმარების რეგულაციების არარსებობა, კატასტროფის რისკის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე და გააქტიურებული სტიქიური მოვლენები, რაც მთლიანობაში მსოფლიო მოსახლეობას ხდის ძალზე მოწყვლადს კატასტროფების მიმართ.

ბუნებრივი კატასტროფის საფრთხის შეჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი შედეგი და თავიდან ავიცილოთ საფრთხის კატასტროფად გადაქცევა რისკების შესწავლის, ცნობიერების ამაღლების და მოსახლეობის მდგრადობის უზრუნველყოფით. კატასტროფის მართვის ყველა ფაზაში (დადგომამდე, დადგომისას და დადგომის შემდეგ) მედია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს სწორი ინფორმაციის გავრცელებით, ნდობის მოპოვებით და მოსახლეობის თანადგომით. ამის შედეგად კი,

1 „კატასტროფების სტატისტიკის წლიური მიმოხილვა“, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, 2016წ; 2 „ამინდი, კლიმატი და კატასტროფები“ – 2017 წლის ანგარიში, აონ ბენფილდი, 2017წ;

2. შესავალი - კატასტროფები და მედიის როლი

5

2. შესავალი - კატასტროფები და მედიის როლი საზოგადოებაში იქმნება ის განწყობა და გარემო, რომელიც ხელს უწყობს კატასტროფის შედეგების დროულ აღმოფხვრას და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დროულ დაბრუნებას.

მთავრობისა და მედიის მხრიდან ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს გათვლილი, რადგან ზუსტი და სწორი ინფორმირებულობა ნიშნავს მოსახლეობის დაცვას. ხელისუფლებასა და მედიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კატასტროფების თავიდან აცილების და გამოწვევების დაძლევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია საქართველოში კატასტროფების მართვის შესახებ და აღწერილია ის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფის საფრთხეები და რისკები, რომლებიც საქართველოსთვის არის დამახასიათებლი.

სახელმძღვანელო ასევე ასახავს მედიის როლს მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ფაზაში. აქვე წარმოდგენილია რჩევები, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი უსაფრთხოება კატასტროფების დროს.

საქართველო, სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მოწყვლადია ისეთი ფართომასშტაბიანი ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფებისადმი, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობები და წყალმოვარდნები, მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები, სეტყვა, გვალვა, ძლიერი ქარები, ტყის და ველის ხანძრები და ა.შ. ყველა ზემოჩამოთვლილი საფრთხე იწვევს ადამიანურ მსხვერპლს, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, ინფრასტრუქტურის განადგურებას და დრამატულად უარყოფითი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და

3. კატასტროფები საქართველოში

6

მდგრად განვითარებაზე. უკანასკნელი წლების მონაცემებით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რაოდენობა საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენების რაოდენობა საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალიც მომატებულია. არსებული მონაცემებით, სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა, მხოლოდ 2015 წელს - 389 მილიონი ლარი შეადგინა.3

კატასტროფის მართვის კონცეფცია წარმოადგენს სამთავრობო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის მიზანია შესაძლო კატასტროფებით გამოწვეული სოციალური, ეკონომიკური და გარემოს ზიანის თავიდან აცილება ან შემცირება, ადამიანების უსაფრთხოების, სწრაფი რეაგირების და ეფექტური აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა.

კატასტროფის მართვა შედგება ურთიერთდაკავშირებული ე.წ. „ოთხი ფაზისგან“: 1) პრევენცია - ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია შესაძლო

კატასტროფის თავიდან აცილებისკენ ან კატასტროფის შედეგის შემცირებისკენ;

2) მზაობა - ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია რეაგირების შესაძლებლობების (რესურსების მართვა, ტრეინინგები, წინასწარი დაგეგმვა, და ა.შ.) გაძლიერებისკენ;

3) რეაგირება - ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ქმედებას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვისათვის;

4) აღდგენა - ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური სისტემების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისკენ. აღდგენის ფაზა შეიძლება შედგებოდეს

3 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1;

3.1. კატასტროფის რისკის მართვის კონცეფცია

მოკლევადიანი, საშუალო ან/და გრძელვადიანი პროცედურებისა და ღონისძიებებისგან.

საქართველოში ისევე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, კატასტროფის რისკის მართვის სისტემა წარმოდგენილია ოთხი ურთიერთდამოკიდებული ფაზით: პრევენციით, მზაობით, რეაგირებითა და აღდგენით.

საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომით შეიქმნა კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოში კატასტროფების პრევენციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებისკენ, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზიანის შემცირებას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კატასტროფის რისკის მართვის სისტემის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს მიღებული იქნა „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტი“, რომელშიც შესულია საქართველოს ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული და შეფასებული ფართომასშტაბიანი

3.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა საქართველოში

7

8

ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები. აღნიშნულ დოკუმენტში შესული საფრთხეების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს დამტკიცებული იქნა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017 – 2020წ.წ.“ თავისი სამოქმედო გეგმით.

„საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის 2017-2020 წ.წ.“ სამოქმედო გეგმა აერთიანებს საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს, პროგრამებსა და ინიციატივებს, რომელთა იმპლემენტაცია უზრუნველყოფს მზაობას კატასტროფების მიმართ.

ეროვნული სტრატეგია თავისი სამოქმედო გეგმით უზრუნველყოფს გაეროს „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედი ჩარჩო-პროგრამის 2015-2030“ შვიდი გლობალური მიზნის და გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევას და ასევე „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით“ კატასტროფების მართვის სფეროში აღებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს.

დამდგარი საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარამოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო ორგანო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც შეიქმნა 2018 წელს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამონაცვლეს. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ სამსახურს. შესაბამისად, დღესდღეისობით საქართველოში არსებობს ერთიანი კატასტროფის რისკის მართვის სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია მოახდინოს რეაგირება

დამდგარ კრიზისულ თუ საგანგებო სიტუაციაზე ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (UNISDR) ტერმინოლოგია კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ “კატასტროფას“ განმარტავს, როგორც “თემის ან საზოგადოების ფუნქციონირების მოშლას ბუნებრივი ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეული სიტუაციის დადგომის შედეგად, იწვევს ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ დანაკარგებს და ზემოქმედებას ახდენს გარემოზე“4. ჟურნალისტისთვის კი „კატასტროფა“ - ეს არის ამბავი, რომელსაც მასობრივი გაშუქება სჭირდება.

დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში მედია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კატასტროფებს. დროულად და დაბალანსებულად ფაქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციის ეპოქაში, მედია ითვლება ერთ-ერთ მძლავრ იარაღად, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას კრიზისული თუ საგანგებო სიტუაციის მართვის დროს, რათა მოხდეს ადამიანური მსხვერპლის/ზიანის, ეკონომიკური ზიანის შემცირება, კატასტროფების რისკებისა და შედეგების შერბილება, პრევენციის კულტურის დანერგვა და საზოგადოების მედეგობის გაზრდა კატასტროფებისადმი.

კატასტროფების მართვის თითოეულ ფაზაში მედიას შეუძლია შეასრულოს არსებითი როლი და გადაარჩინოს არაერთი სიცოცხლე:

4 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (UNISDR) ტერმინოლოგია კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, 2016;

4. მედიის როლი კატასტროფის რისკის შემცირების, რეაგირებისა და რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში

9

10

1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით; 2. მზაობის უზრუნველყოფით - საფრთხეებისა და რისკების შესახებ

მოსახლეობის ინფორმირებით; 3. სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, სამაუწყებლო შეტყობინების,

გაფრთხილებებისა და რჩევების მიცემით; 4. ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის

მოხდენით; 5. საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე საერთაშორისო,

არასამთავრობო და ადგილობრივი ორგანიზაციების მოზიდვით.

მედიის ყველა ეთიკის კოდექსი ხაზს უსვამს, რომ ყველა მედიასაშუალება - ტელევიზია, რადიო, ბეჭდვითი, ელექტრონული და სოციალური მედია უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას პროფესიონალიზმით და ფაქტების ზუსტი მიწოდებით. სწორედ ამიტომ, მედიის წარმომადგენლებისთვის სენსიტიური საკითხია საზოგადოებისათვის სანდო და დეტალური ინფორმაციის მიწოდება, სამთავრობო უწყებებისგან დაუდასტურებელი იმ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების გათვალისწინებით, რასაც შეუძლია გამოიწვიოს საყოველთაო პანიკა. დროულ და ზუსტ ინფორმაციას ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და რისკების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობა უზრუნველყოფს მზადყოფნას.

კატასტროფამდე მედიის წარმომადგენლებმა აუცილებელია: დაამყარონ კომუნიკაცია შესაბამისი სამთავრობო უწყებების

წარმომადგენლებთან სანდო ინფორმაციის მოპოვების მიზნით; გაეცნონ კატასტროფის რისკის შემცირების კონცეფციას და ქვეყანაში

არსებულ პრევენციის სისტემას;

4.1. კატასტროფის რისკის შემცირება და მედია

შეაგროვონ მონაცემები/ინფორმაცია იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და რისკების თაობაზე შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა მოხდეს კატასტროფის რისკის შემცირების გაშუქება:

მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი იზრდება და მათი გაშუქება მუდმივად აქტუალურია;

კატასტროფის რისკის შემცირება პოლიტიკის, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განუყრელი ნაწილია;

კატასტროფის რისკის შემცირება გარემოსდაცვითი, კულტურული და ასევე გენდერული საკითხია;

კატასტროფის რისკის შემცირების ისტორია არ არის ისტორია კატასტროფის შესახებ;

კატასტროფის რისკის შემცირება ყველას საქმეა.5

კატასტროფის დროს მედიისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა საკმაოდ იძაბება. კრიზისული სიტუაციისას სანდო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დამდგარი მოვლენის სწორად აღქმა და გაანალიზება, ხოლო სანდო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ხელისუფლება.

მედია საქართველოში დამოუკიდებელია, გზავნილები კი განსხვავებული. ამასთანავე, მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ მედია უნდა ასრულებდეს ე.წ. „ზედამხედველის“ როლს, იცავდეს მოსახლეობის ინტერესებს და

5 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პან გი მუნის სიტყვები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის რისკის შემცირების მესამე მსოფლიო კონფერენციაზე, სენდაი, იაპონია, 2015;

4.2. კატასტროფებზე რეაგირება და მედია

11

12

უზრუნველყოფდეს დამაბნეველი, არასრული და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების თავიდან არიდებას.

მიაწოდოს მოსახლეობას დროული და ზუსტი ინფორმაცია (მომხდარი კატასტროფის, სოციალურ-ეკონომიკური ზარალისა და გარემოს დაზიანების შესახებ);

მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია იმ ღონისძიებების თაობაზე, რაც ადამიანთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (მაგ.: ევაკუაცია, კარვების განთავსების ადგილმდებარეობა და ა.შ.);

მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია რეაგირების ღონისძიებების თაობაზე, რასაც მთავრობა ატარებს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და ზიანის შესამცირებლად;

ყველაზე სანდო, შესაბამისი და განახლებული ინფორმაციის მიღება შეიძლება ხელისუფლებისგან (რეაგირების ღონისძიებებში ჩართული თანამდებობის პირებისგან/ექსპერტებისგან) შემდეგი კითხვების6 დასმით:

1) თქვენი სახელი, რომელ უწყებას წარმოადგენთ და თქვენი თანამდებობა?

2) სად, რა და როდის მოხდა?

3) როგორია ზიანის მასშტაბი?

4) შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა სახის არის ზიანი?

6კითხვარი შემუშავებულია საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით (Covello, V.T., “Risk Communication,” p. in Environmental Health: From Local to Global. Howard Frumkin, M.D., Dr.P.H. (editor). New York: Jossey Bass/John Wiley and Sons, Inc. (2005); “Together Against Disasters Guide for Journalists, PPRD East);

კრიზისული ან საგანგებო სიტუაციის დროს მედიას შეუძლია:

რამდენი ადამიანია დაზარალებული? რამდენი ადამიანია დაშავებული, გარდაცვლილი და

უსახლკაროდ დარჩენილი? შეგიძლიათ დაასახელოთ დაზარალებული

ადამიანების ვინაობა? შეიძლება დაზარალებულებთან გასაუბრება?

5) მიეწოდებათ თუ არა დახმარება დაზარალებულებს?

ემუქრება თუ არა კიდევ საფრთხე მოსახლეობას? 6) რომელი უწყებებია რეაგირების ღონისძიებებში ჩართული?

როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარების გაწევა? მოხალისეთა ჩართვა ხომ არ არის საჭირო? საერთაშორისო დახმარების საჭიროება ხომ არ არის?

7) არის თუ არა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ზიანის შესახებ?

სავარაუდოდ რა ოდენობისაა ეკონომიკური ზარალი? სავარაუდოდ რამდენია სოციალური ზიანი? სავარაუდოდ რა მოცულობის ზიანი მიადგა გარემოს? დაზიანებულია თუ არა კრიტიკული

ინფრასტრუქტურა (საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ.)?

8) არის თუ არა რაიმე მყისიერი საფრთხის საშიშროება?

არის თუ არა საფრთხის განგრძობადობის საშიშროება? როგორია სცენარი ყველაზე ცუდი შემთხვევისთვის? რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

9) აკონტროლებთ თუ არა სიტუაციას?

10) დაწყებულია თუ არა გამოძიება?

ამ დროისთვის რა გამოირკვა? რას აპირებთ გამოძიების შემდეგ?

11) მომხდარა თუ არა მსგავსი რამ ადრე? თუ მომხდარა რა გამოცდილება მიიღეთ? რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომავალში თავიდან

ავიცილოთ მს``გავსი სიტუაცია? 12) რას იტყვით აღდგენითი და სარეაბილიტაციო ღონისძიებების თაობაზე?

13

14

გაქვთ თუ არა მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სარეაბილიტაციო გეგმები?

რა დრო დასჭირდება აღდგენით სამუშაოებს? რა თანხებთან არის დაკავშირებული აღდგენითი

ღონისძიებები? დაექვემდებარება თუ არა აღდგენითი ღონისძიებების

შესრულება ზედამხედველობას? 13) ხომ არ გაქვთ სურვილი მიმართოთ მოსახლეობას?

რას ეტყოდით დაზარალებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს?

დაიწყოთ მარტივი შეკითხვებიდან;

ნელ-ნელა გადახვიდეთ რთულ შეკითხვებზე;

იყოთ მზად, რომ მიიღებთ უარს პასუხების გაცემაზე.

კატასტროფასთან გამკლავების შემდეგ, ფოკუსირება ხდება „უკეთესი აღმშენებლობის“ ფაზაზე - დაზიანებული ინფრასტრუქტურის და საცხოვრებელი გარემოს, ასევე სოციალურ-ეკონომიკური სისტემების აღდგენაზე, რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციაზე. კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირება რეაბილიტაციის ფაზაში ძალზედ მნიშვნელოვანია კატასტროფების მიმართ მედეგი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. მედიას აღდგენის ფაზაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია:

სარეაბილიტაციო პროცესების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებით;

გირჩევთ:

4.3. კატასტროფების შემდეგ - რა გავაშუქოთ?

სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებსა და პროცესებში კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებების ინტეგრირების მხარდაჭერით;

მოსახლეობაში კატასტროფის რისკის შემცირების და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებით.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მოვლენებს აშუქებენ ინციდენტის ადგილიდან, ასევე შესაძლოა დაუცველები აღმოჩნდენ რისკებისა და საფრთხეების მიმართ. ძირითად შემთხვევებში კატასტროფის არეალი სტრესული და ქაოტურია, სწორედ ამიტომ საფრთხეებისა და რისკების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის.

ქვემოთ გაგაცნობთ იმ საფრთხეებს, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია საქართველოში და ასახულია „საქართველოს საფრთხეების შეფასების ეროვნულ დოკუმენტში 2015-2018წ.წ.“. ასევე, გაეცნობით რჩევებს, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ თქვენივე უსაფრთხოება.

მიწისძვრა ტექტონიკური ფილების ანუ დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგია, რაც სეისმურ ბიძგების იწვევს. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დამონტაჟებულია სეისმური სადგურები, რომლის საშუალებითაც განსაზღვრავენ მიწისძვრის ადგილს, დროს, ძალასა და მიმართულებას. სეისმოგრაფი აღნუსხავს და არეგისტრირებს

5. მედიის უსაფრთხოება

5.1. მიწისძვრა

15

16

ყველა ტიპის სეისმურ ტალღას, და მისი დახმარებით მეცნიერები ანგარიშობენ მიწისძვრის მაგნიტუდას. მიწისძვრის გრძელვადიანი პროგნოზი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ შესაძლო განადგურება და სიკვდილიანობა სეისმურად მედეგი ინფრასტრუქტურის მშენებლობით. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანი ძირითადად მასშტაბურია, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც ზრდის სიკვდილიანობას და ეკონომიკურ ზარალს.

განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მძიმეა რეაბილიტაციის პროცესი მიყენებული ეკონომიკური ზარალის შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში, ამის ნათელი ნიმუშია თბილისის, რაჭის მიწისძვრები და მსოფლიოს

სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის მაგალითი (ჰაიტის მიწისძვრა). ქვეყანა წლობით ვერ ახერხებს ზარალის ანაზღაურებასა და მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენას.7

რა უნდა ვიცოდეთ მიწისძვრამდე

ყველაზე საშიშია ლიფტი და კიბის უჯრედი, გარე და შიდა კედლების დიდი შემინული ღიობები, შენობის კუთხის ოთახები;

მიამაგრეთ კედლებზე თაროები, სტელაჟები და სხვა მძიმე ავეჯი, რომელთა გადაყირავებამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება;

ნუ ჩახერგავთ ოთახში შესასვლელს, დერეფანს და კიბის ბაქანს. ნუ გადატვირთავთ სხვადასხვა საგნით გასასვლელებს;

გაეცანით ინფორმაციას ელექტროდენის გამომრთველის, შენობაში შემომავალი გაზისა და წყალსადენის ონკანების ადგილმდებარეობის თაობაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში გამორთონ ელექტროენერგია, გაზი და წყალი;

7 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

სამუაო ადგილას, ასევე ავტომობილში, იქონიეთ 2-3 დღის წყლისა და სურსათის მარაგი (ერთ სულზე 4-6 ლიტრი წყალი, კონსერვები და სხვა), სამედიცინო პრეპარატები, დოკუმენტები, თბილი ტანსაცმელი.

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:

დახურულ სივრცეში არ ჩავარდეთ პანიკაში! შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დაიხარე! შეეფარე! მოეჭიდე! როგორც კი შეიგრძნობთ ბიძგებს გახსოვდეთ, შენობის სრულ

ნგრევამდე გაქვთ 15-20 წამი; შენობიდან გასვლისას ისარგებლეთ კიბით; თუ ვერ მოახერხეთ შენობის დატოვება, დადექით შიდა

კედლების კუთხეში ან შიდა მზიდი კედლის კარის ღიობში - დაიხარეთ, თავი და კისერი დაიფარეთ ხელებით;

ან შეეცადეთ თავი შეაფაროთ საწოლს, ან მაგიდას, რომელიც დაგიცავთ მძიმე საგნებისა და ნამსხვრევებისაგან;

ნუ დადგებით ფანჯარასთან, შემინულ ავეჯთან, ტიხრებთან ახლოს, ასევე ჭაღების ქვეშ;

თუ თქვენთან არიან ბავშვები, ჩაიხუტეთ ისე, რომ გადაეფაროთ მათ;

არ ისარგებლოთ სანთლებით, ასანთით, სანთებელათი; თან იქონიეთ დოკუმენტები, საოჯახო აფთიაქი, საჭირო

ტანსაცმელი. ღია სივრცეში

იპოვეთ „სუფთა“ ადგილი (სადაც ნაკლები შენობა-ნაგებობები და ხეებია) და დაწექით მიწაზე;

დაიფარეთ თავი ხელებით ან ჩანთით; მოერიდეთ ქუჩის განათებებს, ელექტროსადენებსა და შენობებს.

ავტომობილში გაჩერდით „სუფთა“ ადგილზე; მოერიდეთ ხიდებსა და ესტაკადებს, ელექტროსადენებს;

17

18

დარჩით ავტომობილში შეკრული უსაფრთხოების ღვედით და დაელოდეთ ბიძგების დასრულებას;

თუ მიწისძვრის დროს აღმოჩნდით მთასთან, კლდესთან ან ზღვასთან ახლოს, მოერიდეთ ქვათაცვენას ან მეწყერს, რომელიც მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს.

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის შემდეგ:

აღმოუჩინეთ პირველი დახმარება დაზარალებულებს; უზრუნველყავით ბავშვების, ავადმყოფების და ხანდაზმულების

უსაფრთხოება; მონაწილეობა მიიღეთ ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანაში; ეცადეთ დააწყნაროთ ბავშვები, თქვენი კოლეგები და ირგვლივ

მყოფი პირები, რომლებმაც მიწისძვრის შედეგად განიცადეს ფსიქიური ტრავმა, გაუქარწყლეთ შიში;

შეასრულეთ ადგილობრივი ხელისუფლების, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების განკარგულებები;

შეამოწმეთ, არის თუ არა ხანძრის საშიშროება; შეამოწმეთ, დაზიანებული ხომ არ არის ელექტროგაყვანილობა,

დაზიანების შემთხვევაში შეეცადეთ აღმოფხვრათ იგი ან გამორთოთ ელექტროდენი;

შეამოწმეთ, აქვს თუ არა ადგილი გაზის გაჟონვას; წყალსადენის მილების დაზიანების შემთხვევაში გადაკეტეთ

მილები და სასწრაფოდ შეატყობინეთ სათანადო სამსახურებს; არ დალიოთ წყალი ონკანებიდან/ჭებიდან სანიტარულ-

ეპიდემიოლოგიური სამსახურის შემოწმების გარეშე.

წყალდიდობა არის ჭარბი ნალექების მოსვლისა და თოვლის სწრაფი დნობის შედეგად მდინარის დონის მკვეთრი გაზრდა და კალაპოტიდან გადმოსვლა, რაც იწვევს მიმდებარე ტერიტორიის მთლიან

ან მისი ცალკეული ადგილების მნიშვნელოვან დატბორვას. ხოლო, წყალმოვარდნა არის დიდი ოდენობით წყლის დროებითი ნაკადი, რომელიც უეცრად წარმოიშობა მთის მდინარეების კალაპოტებსა და ველ-დაბლობებში. იგი წარმოიქმნება ხანგრძლივი და უხვი წვიმების, თოვლის ან მყინვარის სწრაფი და ინტენსიური დნობის შედეგად. იგი უეცრად წარმოიშობა და მოძრაობს დიდი სიჩქარით.

წყალდიდობა წყალმოვარდნისგან განსხვავებით ნელა ვითარდება. წყალმოვარდნა ითვლება სწრაფ წყალდიდობად, რომელიც ხასიათდება სწრაფი განვითარებით. წყალდიდობა-წყალმოვარდნა არსებით ზიანს აყენებს ინფრასტრუქტურას, იწვევს სიკვდილიანობას და ანადგურებს გარემოს.

წყალდიდობა საშიშროებას უქმნის დედამიწის ¾ ნაწილს და ასევე, ახასიათებს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეს. 1995 წლამდე ინტენსიური წყალმოვარდნების საშუალო განმეორებადობა 5-6 წელიწადში 1-ჯერ აღინიშნებოდა. 1995-2013 წლებში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ (2-3 წელიწადში 1-ჯერ) გაიზარდა. აღსანიშნავია ასევე, 2015 წლის 13-14 ივნისს, მდ. ვერეს აუზში მოსულმა ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყლის დონის მკვეთრი მატება, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა სიცოცხლის დაზიანება და მოსპობა, ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანება და განადგურება.

5.2. წყლადიდობა-წყალმოვარდნა

19

20

როგორ მოვემზადოთ წყალდიდობისათვის: თუ თქვენი სამუშაო არეალი, საცხოვრებელი ადგილი და მისი

მიმდებარე ტერიტორია წყალდიდობისა და წყალმოვარდნისგან ხშირად ზარალდება, შეისწავლეთ და დაიმახსოვრეთ დატბორვის შესაძლო საზღვრები;

დაიმახსოვრეთ თქვენ სამუშაო თუ საცხოვრებელ ადგილთან უშუალო სიახლოვეში მდებარე ამაღლებული ადგილები, რომლებიც იშვიათად იტბორება და მათთან მისასვლელი უმოკლესი გზები;

წინასწარ შეადგინეთ ევაკუაციის დროს თან წასაღები საჭირო საიდენტიფიკაციო თუ სხვა საბუთების, ნივთების და მედიკამენტების ჩამონათვალი;

მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში ჩააწყვეთ სპეციალურ ჩემოდანში ან ზურგჩანთაში საჭირო თბილი ტანსაცმელი, პროდუქტები, წყლისა და მედიკამენტების მარაგი.

როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს: დახურულ სივრცეში

წყალდიდობის საშიშროების და ევაკუაციის შესახებ შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე: დაუყოვნებლივ დატოვეთ შესაძლო კატასტროფული დატბორვის საშიში ზონა; გადადით უსაფრთხო/ ამაღლებულ ადგილას; თან წაიღეთ საიდენტიფიკაციო ან სხვა საბუთები, ძვირფასეულობა, საჭირო ნივთები და კვების პროდუქტების ორდღიანი მარაგი; თხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლეთ სამძებრო-სამაშველო რაზმებთან;

თუ დრო საშუალებას იძლევა, ძვირფასი ნივთები გადაიტანეთ ზედა სართულებზე, ან სხვენზე;

დახურეთ კარ-ფანჯრები და დარაბები, ხოლო საჭიროების და დროის არსებობის შემთხვევაში, პირველი სართულის ფანჯრები და კარები აჭედეთ გარედან ფიცრებით;

გაათავისუფლეთ შინაური ცხოველები შენობებიდან;

არ მიუახლოვდეთ მოვარდნილ წყალს! 15 სანტიმეტრის სიმაღლის მოძრავ წყალს შეუძლია თქვენი ჩათრევა;

არ შეხვიდეთ დატბორილ ტერიტორიაზე ავტომობილით. თუ წყლის დონე მატულობს თქვენი ავტომობილის ირგვლივ, სწრაფად დატოვეთ ავტომობილი და მოძებნეთ შემაღლებული ადგილი;

თუ არ ტარდება ორგანიზებული ევაკუაცია, მაშველების მოსვლამდე ან წყლის დონის დაწევამდე ადით შენობის ზედა სართულებზე, სახურავებზე, ხეებზე ან სხვა ამაღლებულ საგნებზე;

ამავე დროს განუწყვეტლივ გადაეცით სიგნალი უბედურების შესახებ: დღისით - ჯოხზე დამაგრებული კარგად ხილვადი ქსოვილის ნაჭრის გამოფენით ან მისი ქნევით; დაბნელებისას - შუქსიგნალით და პერიოდული შეხმიანებით.

წყალში ყოფნის დროს არ დაიბნეთ ტალღის მოახლოებისას და არ შეშინდეთ; ჩაყვინთეთ წყალში ღრმად მის ფუძესთან. გარკვეული დაყოვნების

შემდეგ კი (წყალქვეშა ცურვით) ამოყვინთეთ წყლის ზედაპირზე; ეცადეთ თავიდან მოიცილოთ მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; წყალში მოხვედრისას ცურვით ან მოცურავე საშუალებების

გამოყენებით გამოდით მშრალ ადგილას, უკეთესია გზის მიწაყრილზე ან დამბაზე. ეს დაუტბორავ ტერიტორიამდე ადვილად მიღწევის საშუალებას მოგცემთ; ფრთხილად იყავით წყლის ზედაპირზე მოცურავე საგნების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო ტრავმა.

21

22

წყალდიდობის შემდეგ შენობაში შესვლამდე: შეაფასეთ არსებობს თუ არა შენობის ჩამოქცევის ან რაიმე საგნის

დაცემის საშიშროება; გაანიავეთ შენობა; არ ჩართოთ ელექტროგანათება, არ ისარგებლოთ

ელქტროხელსაწყოებით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ისინი კარგად გამოშრა;

არ ისარგებლოთ ღია ცეცხლის წყაროებით, არ აანთოთ ასანთი შენობის სრულ განიავებამდე და გაზმომარაგების სისტემის გამართულობის შემოწმებამდე;

შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა ელექტროგაყვანილობა, გაზმომარაგების მილსადენები, წყალსადენი, კანალიზაცია და არ ისარგებლოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით მათ გამართულობაში;

არ მიიღოთ ის საკვები პროდუქტი, რომელიც წყალთან შეიძლება ყოფილიყო კონტაქტში;

არ დალიოთ აუდუღებელი წყალი ადგილობრივი წყლის წყაროებიდან.

წყალდიდობის შემდეგ წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პრევენციის მიზნით სასურველია დავრგოთ ხეები სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის ირგვლივ, არ დავაბინძუროთ მდინარის კალაპოტი და სანიაღვრე გზები, რათა წყალმა თავისუფლად შეძლოს მოძრაობა, ხოლო შენობების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით შენობის ირგვლივ განვალაგოთ ქვიშის ტომრები.

საქართველოში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები, რაც განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მოსახლეობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ამ მოვლენების ძლიერ ზეგავლენას (ხშირად კატასტროფული შედეგებით) პერიოდულად განიცდის როგორც ათასობით დასახლებული პუნქტი, ასევე, მიწის სავარგულები, გზები, მილსადენები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო ობიექტები, სამთო-ტურისტული კომპლექსები და სხვა.

მეწყრული პროცესები გვხვდება საქართველოში არსებულ ყველა

კლიმატურ-გეომორფოლოგიურ ზონაში, დაწყებული ზღვისპირეთიდან, დამთავრებული მაღალმთიანი ალპურით. დღეისათვის, დაფიქსირებულია სხვადასხვა ხარისხის დინამიკაში

მყოფი და მაღალი საშიშროების რისკის 50 000-ზე მეტი უბანი, რომელთა საერთო ფართობი 1.5 მილიონ ჰა-ს აღემატება, ხოლო დინამიკაში მყოფი მეწყრების 70%-მდე ფიქსირებულია დასახლებული პუნქტების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ზონაში. მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენების უშუალო საშიშროების ზონაში იმყოფება 2 000-მდე დასახლებული პუნქტი 200 000-ზე მეტი მოსახლით, აგრეთვე, ცენტრალური საავტომობილო გზების, ნავთობ და გაზსადენების, დიდი ჰიდროტექნიკური წყალსაცავების არეალები. მწყობრიდან არის

5.3. მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები

23

24

გამოსული თბილისის, სოხუმის და ცხინვალის შემოვლითი გზების მონაკვეთები. მთლიანობაში, სახაზო ინფრასტრუქტურული ობიექტების 25%-მდე მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში იმყოფება.8

საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისთვის და საინჟინრო ობიექტების გამართული ფუნქციონირებისთვის კიდევ უფრო მაღალ რისკს ქმნის ღვარცოფული მოვლენები, რომლებიც გამოირჩევა განვითარების ჰეტეროგენურობით და მასშტაბებით, განმეორებადობის სიხშირით და მიყენებული ეკონომიკური ზარალის სიდიდით. ღვარცოფული მოვლენები გვხვდება ქვეყნის მთიანი ტერიტორიის ყველა კლიმატურ-მორფოლოგიურ ზონაში და გეოლოგიური აგებულების პირობებში. თუმცა, ქვეყნის რელიეფური ხასიათისა და გეოლოგიური აგებულების სხვადასხვა ხასიათის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მათი განმეორებადობა, მოცულობები, ენერგია, ფორმირების პირობები და რეოლოგიური ბუნება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე, მცირე მდინარეებსა და უმეტესად, დიდ მდინარეთა აუზების პირველ სამ შენაკადებში დაფიქსირებულია ღვარცოფტრანსფორმირებადი 3 000-მდე წყალსადინარი. 532 ღვარცოფტრანსფორმირებადი მდინარე პერიოდულად საშიშროებას უქმნის საავტომობილო გზებს, სახაზო-საირიგაციო ობიექტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ქვეყნისთვის ღვარცოფებით მიყენებული ყოველწლიური ზარალი საშუალოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ფარგლებშია, ხოლო ექსტრემალური გააქტიურების პირობებში 100 მილიონ ლარს აჭარბებს.9

8 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017; 9 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

როგორ უნდა მოვიქცეთ მეწყერის დროს: მეწყერის წარმოქმნის საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისას

გამორთეთ გაზისა და ელექტროხელსაწყოები, წყალსადენის ქსელი და ა.შ.;

თუ იმყოფებით მეწყერ სასშიშ ადგილას, სასწრაფოდ გადადით უსაფრთხო ადგილას;

ევაკუაციის დროს თან უნდა წაიღოთ საბუთები, მატერიალური ფასეულობანი, ხოლო ვითარების და ადმინისტრაციის მითითებების მიხედვით თბილი ტანსაცმელი და პროდუქტები.

როგორ უნდა მოვიქცეთ ღვარცოფის დროს:

მოახლოებული ღვარცოფული ნაკადის შესახებ გაფრთხილება-სიგნალის მიღების შემთხვევაში (სირენით, რადიოთი, ტელეფონით ან რაიმე სხვა წინასწარ დადგენილი საშუალებებით) ან თუ გაიგებთ თავისებური გრგვინვის ხმას, აქაფებული წყლის, ქვის ნამსხვრევების ჭახუნით, რომელიც წააგავს დიდი სისწრაფით მოახლოებული მატარებლის გრუხუნს, აუცილებელია დაუყოვნებლივ ახვიდეთ ველ-დაბლობიდან (წყლის ჩასადინარიდან) 50-100 მეტრით მაღლა.

ეცადეთ სასწრაფოდ მოახდინოთ ევაკუირება უსაფრთხო ადგილზე; გახსოვდეთ, რომ მძვინვარე ნაკადიდან შეიძლება ამოიტყორცნოს

დიდი წონის ქვები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.

ზვავი არის დიდი რაოდენობით ყინულის, თოვლის და ქვების ერთობლიობა, რომელიც სწრაფად მიედინება მთის ფერდობზე. თოვლის ზვავებს იწვევს ძლიერ დანაწევრებული და დახრილი რელიეფი, ინტენსიური თოვა, თოვლის საფარის სიმაღლის სწრაფი მატება, თოვლის

5.4. ზვავები

25

26

ინტენსიური დნობა, ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და წვიმა. თოვლის ზვავების შედეგად დიდი ზარალი ადგება ადამიანთა სამეურნეო საქმიანობას, დასახლებებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, ნგრევას, გზების ჩახერგვას და შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტას, ელექტროგადამცემი ანძების და გაზსადენების მწყობრიდან გამოსვლას, ტყის დაზიანებას და სხვა.10

როგორ უნდა მოვიქცეთ ზვავის ჩამოწოლის დროს: დახურულ სივრცეში

გაეცანით ამინდის პროგნოზებს; მზად იყავით ევაკუაციისთვის; თუ ვერ ახერხებთ ევაკუაციას, გადაინაცვლეთ ოთახის კუთხეში,

აიფარეთ მყარი საგანი და დაელოდეთ ზვავის გადავლას; დახურულ სივრცეში ზვავში მოხვედრის შემთხვევაში სივრცე

ბოლომდე არ ივსება თოვლით, რჩება საკმარისი ჟანგბადი იმისათვის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შევძლოთ სუნთქვა.

ამ დროს უნდა შევეცადოთ შევზღუდოთ მოძრაობა, დავზოგოთ ჟანგბადი და დაველოდოთ მაშველების მოსვლას.

ღია სივრცეში შეაფარეთ თავი კლდის შვერილს, მოერიდეთ ნორჩ ხეებს; თუ თავს ვერ აფარებთ უსაფრთხო ადგილს, არ აჰყვეთ პანიკას,

გათავისუფლდით ბარგისგან, დაიფარეთ სასუნთქი გზები, მიიღეთ ემბრიონის ფორმა, ზურგით დადექით ზვავისკენ და შეყევით ზვავის გუნდას;

გაყინვის თავიდან აცილების და ჰიპოთერმიის მიზნით ამოძრავეთ კიდურები;

არ იყვიროთ, თოვლი ცუდი ხმაგამტარია;

10 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ სამაშველო-სამძებრო რაზმს. როგორ მოვიქცეთ ზვავში მოყოლის დროს

დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები); ეცადეთ, ზვავის ზედაპირზე დარჩეთ, თუ საშუალება გექნებათ, იმოძრავეთ ზევით; ზვავში მოყოლისას არ იყვიროთ!

თოვლი მთლიანად ახშობს ხმას, გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს.

ყურადღება მიაქციეთ სხეულის გაყინულ ნაწილებს და ჰიპოთერმიის ნიშნებს (კანკალი, გადაღლილობა, სირთულე საუბრისას და ა.შ.);

ეცადეთ, არ დაიძინოთ.

გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ზვავში მოყოლილი ადამიანები ხშირად რამდენიმე დღის, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ორი კვირის შემდეგაც კი გადაურჩენიათ.

სეტყვა ფიქსირდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მისი ინტენსივობა და სიხშირე განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ საქართველოში. ყოველწლიურად აღინიშნება ამ მოვლენის 5-დან 15-მდე შემთხვევა. სეტყვას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ნათესები,

მოსავალი, გახვრიტოს თუნუქის სახურავი, დაამსხვრიოს შიფერისა და კრამიტის სახურავები, ჩაამსხვრიოს მინები, დააზიანოს ავტომანქანები, დახოცოს საქონელი და ფრინველი. როდესაც სეტყვის ცალკეული მარცვლების წონა 100-200 გრ. და მეტია, შესაძლებელია ადამიანთა

5.5. სეტყვა

27

28

დაღუპვაც. არასრული მონაცემებით, ბოლო 13 წელიწადში ქვეყნისთვის სეტყვისგან მიყენებულმა ზარალმა 140 მილიონ ლარს გადააჭარბა.11

როგორ უნდა მოვიქცეთ სეტყვის დროს: დახურულ სივრცეში

არ გახვიდეთ გარეთ! დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები რათა დაიცვათ თავი დამტვრეული

მინისგან; დარჩით დახურულ სივრცეში; დარეკეთ 112-ში და მოახსენეთ სეტყვის და მიყენებული ზიანის

შესახებ. ღია სივრცეში

შეეცადეთ მოძებნოთ უსაფრთხი თავშესაფარი; თუ ვერ შეაფარებთ თავს უსაფრთხო ადგილს, მყარი საგნებით

დაიცავით თავი და სხეული;

მოერიდეთ ხეებს, ქუჩის განათებებს, ელექტროსადენებსა და შენობებს.

თუ ვიმყოფებით ავტომობილში: გაჩერდით „სუფთა“ ადგილზე; შეეცადეთ მოძეებნოთ დახურული და დაცული ავტოსადგომი და

შეაფაროთ ავტომობილი; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოერიდეთ ხეებს, ქუჩის განათებებს,

ელექტროსადენებსა და შენობებს;

დარჩით ავტომობილში შეკრული უსაფრთხოების ღვედით და დაელოდეთ სეტყვის დამთავრებას.

11 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

გვალვის ჩამოყალიბებას განაპირობებს ნალექების ნორმაზე გაცილებით დაბალი რაოდენობა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და სხვა ანომალიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები.

2000 წელს გვალვამ, რომელიც 7 თვე გაგრძელდა, საქართველოს ტერიტორიის 50%-ზე მეტი მოიცვა. სტიქიამ საერთაშორისო კლასიფიკაციით დადგენილი ოთხივე სტადია (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ-ეკონომიკური) გაიარა. ზარალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. გვალვამ შეიძლება ქვეყნის მთელი ტერიტორია მოიცვას, განსაკუთრებით შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, ასევე ზემო იმერეთის რეგიონები. გვალვის შედეგად შესაძლებელია მთლიანად განადგურდეს ერთწლიანი (წლის მოსავალი) და მნიშვნელოვნად დაზიანდეს მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.12

როგორ უნდა მოვიქცეთ გვალვის დროს:

მოერიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას; ატარეთ ღია ფერის ჰაერგამტარი ტანისამოსი; არ მიიღოთ ალკოჰოლურიი სასმელები; გადადით ჩრდილში, გრილ ადგილას, სადაც ნიავია, ან მიიღეთ შხაპი. დალიეთ წყალი დიდი ოდენობით.

12 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

5.6. გვალვა

29

30

დედამიწის ზედაპირზე ჰაერი მეტ-ნაკლები სიძლიერით მუდმივ მოძრაობაშია, იშვიათად არის მშვიდი. ჰაერის მასების გადაადგილებას ქარი ეწოდება. ყველაზე ძლიერ ქარს გრიგალს უწოდებენ, რომელსაც მეტად დიდი (30მ/წმ და

მეტი) სიჩქარე აქვს. გრიგალი ანგრევს სახლებს, გლეჯს ხეებს, ყოფილა მატარებლის ლიანდაგიდან გადაგდების შემთხვევებიც. ქარებზე დაკვირვება მიმდინარეობს მეტეოროლოგიურ სადგურებში.

გრიგალს, ქარიშხალსა და ქარბორბალას ერთი და იმავე წარმოშობის წყარო აქვთ - ქარი, თუმცა მათი სიძლიერე განსაზღვრულია მათი სიჩქაარით. გრიგალი - ქმნის მეტეოროლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციას, რომლის დროსაც ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ, ხოლო მიწის ზედაპირთან 200 კმ/სთ აღწევს. გრიგალი ძალზე ძლიერი ქარია, თითქმის ყველაფერს სპობს, ამტვრევს ხეებს, ანგრევს შენობა-ნაგებობებს. ქარიშხალი გრიგალის სახესხვაობას წარმოადგენს. ქარბორბალა ჰაერის გრიგალური მოძრაობაა. იგი წარმოიშობა ელჭექის ღრუბელში, შემდეგ ვრცელდება შავი გიგანტური სახელოს ან ხორთუმის მსგავსად მიწის ზედაპირის ან ზღვის მიმართულებით. ქარბორბალას ზემო ნაწილი გაფართოებულია, რომელიც გადადის ღრუბლებში და იკარგება. როდესაც ის ეშვება დედამიწის ზედაპირზე ან ზღვაზე, მისი ფუძე ფართოვდება და მოგვაგონებს გადაბრუნებულ ძაბრს. ამ ძაბრის დიამეტრი ზღვაზე აღწევს ათეულ მ-ს, ხოლო ხმელეთზე - საშუალოდ 300 მ-ს (ზოგიერთ შემთხვევაში - 1000 მ-ს). ქარბორბალას სიმაღლე შეიძლება იყოს 800-1500 მეტრი. ქარბორბალა, ძაბრის შიგნით წნევის დაბალი დონისა და უძლიერესი სისწრაფის გამო იწოვს სილას, წყალს და გადააქვს დიდ მანძილზე.

5.7. ძლიერი ქარები

ძლიერი ქარები საქართველოს ტერიტორიაზე აზიანებს კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემ ხაზებს, იწვევს ზღვის ღელვას, მტვრიან ქარიშხალს, ქარბუქს და თოვლის არათანაბარ განაწილებას, რასაც მოსდევს ნამქერების წარმოქმნა, ნიადაგის ტენისგან გაღარიბება და სხვა. ჩვენს პირობებში განსაკუთრებით არახელსაყრელი მოვლენაა სატრანსპორტო მაგისტრალებზე ქარბუქით გამოწვეული ნამქერების წარმოქმნა. ეს არღვევს ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მომტანია.

ამ მოვლენების განმეორების სიხშირე ბოლო 20 წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა და ყოველ 4-5 წელიწადში მეორდება. ძლიერი (25-30 მ/წმ სიჩქარის) ქარების განმეორებადობა მაღალია და წელიწადში 5-7-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ძალიან ძლიერი (30 მ/წმ-ზე მეტი) ქარები ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთში და თბილისის გარეუბნებში წელიწადში 1-2-ჯერ, ხოლო ქვეყნის სხვა რეგიონებში, საშუალოდ 5 წელიწადში ერთხელ მეორდება. მთიანი რეგიონების გადასასვლელებზე და თხემურ ნაწილებზე ძალიან ძლიერი ქარების ალბათობა უფრო ხშირია და ყოველწლიურად რამდენჯერმე აღინიშნება.13

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს: დახურულ სივრცეში

არ დადგეთ ფანჯარასთან, გადადით უსაფრთხო ადგილას შიდა სათავსოების კედლებთან,

ჩაშენებულ კარადაში, აბაზანაში, საკუჭნაოში, მაგიდის ქვეშ. დახურეთ კარ-ფანჯრები და დარაბები, გამორთეთ ელექტროენერგია, დაკეტეთ წყლის ონკანი (ვენტილი) და

გაზის ვენტილი. ღამის პერიოდში გამოიყენეთ ფანრები, ლამპები, სანთლები;

13 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017-2020წ.წ.“ საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

31

32

ინფორმაციის მისაღებად ჩართეთ რადიომიმღები. შეძლებისდაგვარად, ჩადით სარდაფში, ჩაღრმავებულ საფარში, თავშესაფარში და ა.შ.;

მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ;

იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში.

ღია სივრცეში არ გაჩერდეთ შენობა-ნაგებობის, ხიდის, ესტაკადის,

ელექტროგადამცემი ხაზების, ანძის, ხის, მდინარის, ტბისა და სამრეწველო ობიექტების მახლობლად;

ქარის მიერ ატაცებული მფრინავი ნატეხებისა და მინის ნამსხვრევებისაგან დასაცავად გამოიყენეთ ფანერის, მუყაოს და პლასტმასის ყუთები, ფიცრები და სხვა ხელთ არსებული საშუალებები;

ეცადეთ, თავი სწრაფად შეაფაროთ სარდაფში; არ შეხვიდეთ დაზიანებულ შენობაში, ვინაიდან შესაძლებელია მისი

ჩამონგრევა ქარის შემდეგი ნაკადის ზემოქმედების შედეგად;

მტვრიანი ქარიშხლის დროს დაიცავით სახე დოლბანდის სახვევით, ცხვირსახოცით, ქსოვილის ნაჭრით, ხოლო თვალები სათვალით.

ავტომობილში ყოფნის დროს სასწრაფოდ დატოვეთ მანქანა; გადაინაცვლეთ ღია ადგილას თავი შეაფარეთ გზის კიუმეტში, ორმოში,

თხრილში, ვიწრო ხევში; მიწასთან მჭიდრო მიკვრით თავი დაიფარეთ ტანსაცმლით ან ხის

ტოტებით.

საქართველოში მასიური ხანძრები შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე ათას ჰექტარზე (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხანძარმა მოიცვა 1000 ჰა-მდე ფართობი) და სავარაუდოდ,

გამოიწვიოს როგორც მსხვერპლი მოსახლეობაში, ასევე რეგიონების ინფრასტრუქტურის მოშლა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია და შესაბამისი ტერიტორიების გრძელვადიანი (მინიმუმ 5 წელიწადზე მეტი ხნით) ეკოლოგიური დაზიანება.

ტყის და ველის ხანძრები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ნიადაგს. ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის გადახურება და შესაბამისად, ორგანული ნივთიერებების და ცალკეული საკვები ელემენტების დანაკარგები, საბოლოოდ, ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების შეცვლას და მისი ნაყოფიერების დაქვეითებას იწვევს. ნიადაგისთვის მიყენებული ზიანი დამოკიდებულია ხანძრის ინტენსივობაზე და მის ხანგრძლივობაზე (რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივია ხანძარი, მით უფრო მაღალია ნიადაგიდან ორგანული ნივთიერებების დანაკარგი). ამასთან, ნიადაგი წარმოადგენს მრავალი მიკრო და მაკროორგანიზმის საცხოვრებელ გარემოს, რომელთა უმრავლესობა იღუპება მაღალი ტემპერატურის პირობებში. შედეგად, ბუნებრივ ნივთიერებათა წრებრუნვის დარღვევის გამო, ნიადაგის ნაყოფიერება მცირდება. ხანძრები განსაკურებით საშიშია ფერდობებზე,რადგანაც, მცენარეული საფარის გადაწვის შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის რისკი.14

14 “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017-2020წ.წ.“ საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

5.8. ტყისა და ველის ხანძრები

33

34

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ტყისა და ველის ხანძრების დროს: ხანძრის დროს დარეკეთ 112-ში; მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ; მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ევაკუაციის გეგმის შესახებ.

ელვა გიგანტური ელექტრული განმუხტვაა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალკევება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.

უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი — ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. ხოლო, ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური „ნაპერწკალია“. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჭექა-ქუხილი და ელვა ვითარდება, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჭექა-ქუხილის დროს არ შეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკემდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება.

ელვის დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი. ეკონომიკის ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების ელვისაგან დასაცავად იყენებენ მეხამრიდებს. მათ ანძებსა და ნაგებობების მაღლა გაჭიმული, დამიწებული ლითონის სადენების სახე აქვს.

5.9. ელვა და ჭექა- ქუხილი

როგორ უნდა მოვიქცეთ ელჭექის დროს: დახურულ სივრცეში

დახურეთ ფანჯრები, კარები, კვამლსადენები და სავენტილაციო მილები;

არ დაანთოთ ღუმელი; არ ილაპარაკოთ ტელეფონით - შეიძლება ელვა ბოძებს შორის გაჭიმულ

სადენებს მოხვდეს. ღია სივრცეში

არ მიხვიდეთ ელექტროგაყვანილობასთან, მეხამრიდთან, სახურავებიდან წყალგადამყვან მილებთან, ანტენასთან ახლოს;

არ დადგეთ ფანჯარასთან; გამორთეთ ტელევიზორი, რადიო და სხვა საყოფაცხოვრებო

ელექტრული ხელსაწყოები. ავტომობილში ყოფნის დროს

არ გადმოხვიდეთ მანქანიდან დახურეთ ფანჯრები; ჩაწიეთ რადიომიმღების ანტენა.

ხანძარი ეს არის არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო

ინტერესებს. ხანძრის წარმოქმნას ხელს უწყობს 3 ფაქტორის ერთდროულად არსებობა, კერძოდ: წვადი ნივთიერება, წვის ტემპერატურა და ჟანგბადი. თუ რომელიმე კომპონენტს მოვაშორებთ, წვა ნელდება.

5.10. საყოფაცხოვრებო ხანძრები

35

36

ხანძრის აღმოჩენის დროს ქცევის წესები დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებსა და წვის გავრცელების პირობებზე. მიუხედავად ამისა: არ შეიძლება პანიკაში ჩავარდნა, აუცილებელია შეძლებისდაგვარად სწრაფად “112”-ზე დარეკვა; შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ეცადოთ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეაფასოთ სიტუაცია და იმოქმედოთ უსაფრთხოდ.

როგორ ამოვიცნოთ ხანძარი: გადახურებული ნივთიერებების სუნის არსებობა, თავდაპირველად

ოდნავ შესამჩნევი, ხოლო შემდეგ სულ უფრო მეტად სქელი, მხედველობაზე მოქმედი კვამლის წარმოქმნა - ეს არის პირველი უტყუარი ნიშნები ხანძრის წარმოქმნისა.

ელექტროსადენები, რომლებიც თანდათან ცხელდებიან დიდი დატვირთვის დროს, თავიდან „გვატყობინებენ“ ამის თაობაზე რეზინისათვის დამახასიათებელი სუნით, ამის შემდეგ იზოლაცია აალდება და იწვის ან იფუჟება, ცეცხლი ედება გვერდით განთავსებულ ნივთებს, ხის სამშენებლო კონსტრუქციებს. იმავდროულად, რეზინის სუნთან ერთად შეიძლება ჩაქრეს სინათლე ან ნათურებმა დაიწყოს ციმციმი, რაც ზოგჯერ ასევე გვევლინება ელექტროსადენების იზოლაციის წვის მომწიფების ნიშნად.

ხანძრის გავრცელებას საცხოვრებელ სახლში ხშირად ხელს უწყობს სავენტილაციო არხები, ფანჯრები და კარები, საიდანაც შემოდის სუფთა ჰაერი, და მასთან ერთად ჟანგბადის დამატებითი ნაკადი. სწორედ ამის გამო არ არის რეკომენდებული ცეცხლმოდებული სათავსების ფანჯრების მინების ჩამტვრევა და მომიჯნავე სათავსების კარების ღიად დატოვება.

ქცევის წესები საყოფაცხოვრებო ხანძრის დროს:

ყველა კარის მჭიდროდ გამოხურვით თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ცეცხლის გავრცელება ცეცხლმოდებული ოთახიდან 10-15 წუთით.

არ შეიძლება დენში ჩართული აპარატურის წყლით ჩაქრობა!

ტელევიზორის, მაცივრის, უთოს წვისას გამორთეთ მოწყობილობები როზეტიდან სადენის გამოძრობით, ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ სიცოცხლეს.

თუ ცეცხლი არ არის თქვენს ოთახში:

გარეთ გამოსასვლელად ოთახის, პალატის კარის გაღებამადე დარწმუნდით, რომ კარს მიღმა არ არის ხანძარი:

ხელი მიადეთ კარს ან ფრთხილად შეეხეთ კარის ლითონის საკეტს, სახელურს. თუ ისინი ცხელია, არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ ეს კარი.

თუ ვერ ვახერხებთ ოთახის დატოვებას, ვრჩებით სივრცეში და კარის ზღურბლსა და ნაპრალებს ვგმანავთ სველი ქსოვილით ისე, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ კვამლის ოთახში ან პალატაში შემოსვლა;

პარალელურად პერიოდულად ვცდილობთ წყლით გავაგრილოთ კარები და იატაკი.

თუ კვამლი დაგროვდა ოთახში: სახეზე აიფარეთ მრავალფენიანი სველი ბამბის ქსოვილი და ისე

ისუნთქეთ. სახე შეიფუთეთ სახვევით ან სველი ტილოთი, გაიკეთეთ დამცავი

სათვალე. გადაადგილდით ფანჯრის მიმართულებით, იყავით ფანჯრის გასწვრივ

და შეეცადეთ მიიქციოთ ქუჩაში მყოფ ადამიანთა ყურადღება. თუ თქვენ იმყოფებით მრავალსართულიან შენობაში:

შეამოწმეთ, არის თუ არა შესაძლებლობა გახვიდეთ სახურავზე ანჩახვიდეთ ქვემოთ დაუკვამლიანებელი კიბის გამოყენებით ან გახვიდეთ მეზობელი აივნებითა და ლოჯიებით.

ევაკუაციის დროს შენობა უნდა დავტოვოთ ორგანიზებულად, ერთმანეთის მიმართ დავიცვათ გარკვეული დისტანცია და კიბეზე ჩამოსვლისას გავყვეთ კედელს, ვინაიდან მეორე მხარეს მოძრაობენ მეხანძრეები;

37

38

არ არის რეკომენდებული ჩამოსვლა თოკის, გადაბმული ზეწრებისა და ფარდების გამოყენებით, თუ თქვენი სამუსაო ადგილი ან ბინა მესამე სართულზე მაღლა მდებარეობს (უმეტეს შემთხვევაში ეს მთავრდება დაღუპვით).

მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველების მოლოდინში მხედველობაში გქონდეთ ევაკუაციის ეს გზაც. უკიდურეს შემთხვევაში ქვემოთ ჩაყარეთ ლეიბები, ბალიშები, ე.ი. ყველაფერი, რასაც იპოვით რბილს.

ევაკუაციისთვის არ გამოიყენოთ ლიფტი. თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს:

თუ ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაშია ადამიანზე ტანსაცმლის წვის დროს, ცეცხლის ალი ვრცელდება ზემოთ - სახისკენ, თმისკენ და აზიანებს სუნთქვის ორგანოებს.

არ გაიქცეთ, ეს მხოლოდ გააძლიერებს ცეცხლს; შეეცადეთ სწრაფად გაიხადოთ ცეცხლმოდებული ტანსაცმელი; ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დაწექით იატაკზე (მიწაზე) და შეეცადეთ

გორვით ჩააქროთ ცეცხლი. ცეცხლის ჩაქრობა შეიძლება ქსოვილის გადაფარებით, მხოლოდ ეს

უკანასკნელი არ უნდა იყოს სინთეტიკური; თუ ახლომახლო არის წყლის რეზერვუარი ან წყლით სავსე რაიმე

ჭურჭელი ჩაწექით მასში ან გადაისხით თავსა და სხეულზე. წყლის გადასხმა ან სველი ტანსაცმელი კარგია აგრეთვე ხანძარმოდებული შენობიდან გამოსვლის დროსაც.

რისი გაკეთება არ შეიძლება ხანძრის დროს

საკუთარი ძალების და შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება; პანიკაში ჩავარდნა. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ქონების გადარჩენისას; ხანძრის ჩაქრობის მცდელობა საკუთარი ძალებით, სახანძრო-სამაშველო

დანაყოფის გამოძახებამდე (გამოძახების გარეშე); ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობების ჩაქრობა წყლით; კარადაში, საკუჭნაოში, კუთხეში და ა.შ. დამალვა; დაკვამლიანებული კიბის უჯრედით გამოსვლის მცდელობა (სველი

ტილო ვერ დაგიცავთ მხუთავი გაზისაგან);

ლიფტით სარგებლობა; ბაწრით, ზეწრით, წყალსადინარი მილით დაშვება მესამეზე სართულზე

უფრო მაღლიდან; ფანჯრების და კარების გაღება (ეს აძლიერებს ჰაერის ცირკულირებას და

აქედან გამომდინარე წვის პროცესს); მაღალი სართულის ფანჯრებიდან გადმოხტომა;

ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში მედიის - ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი და სოციალური მედიის დახმარებით, არაერთი მიმართულებით შეცვლილა მოსახლეობის დამოკიდებულება და ხედვა, მათ შორის ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარების, დიეტებისა და სექსუალური უმცირესობების თაობაზე. თუ თქვენ დღეს გჯერათ, რომ კლიმატის ცვლილება წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მედიის მხრიდან მუდივად მიმდინარეობდა აღნიშნული საკითხების გაშუქება. ანალოგიურად, კატასტროფების მართვის (მისი ოთხივე ფაზის - რისკების შემცირება, მზაობა, რეაგირება და აღდგენა-რეაბილიტაცია) თემა საზოგადოებისთვის უფრო აქტუალური გახდება, თუკი აღნიშნული საკითხი მეტად მოექცევა მედიის ყურადღების ცენტრში.

კატასტროფების მართვის დროს სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობები შეიძლება გამოწვევა იყოს, თუმცა ეს არ უნდა გახდეს წინაღობა მოსახლეობისთვის სწორი, საიმედო და სიცოცხლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსახლეობისთვის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განაპირობებს მზადყოფნას და მედეგობას, რასაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

6. დასკვნა

39

40

1. “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის დადგენილება №4, 11 იანვარი, 2017;

2. „ეროვნული სიტუაციური ოთახი“, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, 2016;

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (UNISDR) ტერმინოლოგია კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, 2016;

4. „სოციალური მედია კატასტროფების დროს“, მერილენდის უნივერსიტეტი, 12 დეკემბერი, 2012;

5. „მედია: მეგობარი და მტერი“, აუფ დერ ჰეიდე, ერიკ, 1989; 6. „მედიასთან მუშაობა კრიზისის დროს“, დარელ ლანკფორდი, 1998; 7. „კატასტროფების მომავალში, მომავალი განმარტებანი“, ურიელ

როზენსალი, 1998; 8. „მასმედია და კატასტროფები“, ქათლენ თიერნეი, მაიკლ ლინდელი,

რონალდ პერი, ვაშინგტონი, აშშ, გაზეთი ჯოზეფ ჰენრი, 2001; 9. „საგანგებო სიტუაციების მართვა ფედერალურ დონეზე: მოკლე

შესავალი“, ბრიუს ლინდსეი, აშშ-ს ეროვნული მთავრობა, 30 ნოემბერი, 2012, www.crs.gov;

10. „მედიის როლი კატასტროფის მართვაში“, ვიგიან ბჰავანი, ნიუ დელი, 4-6 ნოემბერი, 2009;

11. „კომუნიკაცია სარისკო სიტუაციებში: ბიოტერორიზმითა და ინფექციური დაავადებებით გამოწვეული გამოწვევების დროს კომუნიკაცია“, სახელმწიფო ასოციაცია და ტერიტორიული ჯანდაცვის უწყება, აპრილი, 2002;

12. „უსაფრთხოების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის“, ფრანკ სმიტი, CPJ, 2012;

13. „მედიის როლი კატასტროფის მართვაში და წინასწარ გაფრთხილებაში“, რათნეშ დვაივედი, 1 ივნისი. 2010;

14. „სახელმძღვანელო ოჯახისთვის: როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციების დროს“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის

7. გამოყენებული ლიტერატურა

„პრევენცია მზადყოფნა და რეაგირება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PPRD East);

15. „კატასტროფების გაშუქების პრინციპები: სახელმძღვანელოები“, ინდოეთი, 25 ივლისი, 2014;

16. „კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში კომუნიკაციის სახელმძღვანელო“, კალიფორნია, აშშ, 2011;

17. „ანალიზი: პაკისტანში მედიის როლი კატასტროფების გაშუქებაში“, ევროპული სამეცნიერო ჟურნალი, ივნისი 2014;

18. „ადგილობრივ მთავრობასა და მედიას შორის ურთიერთობა აღდგენის ფაზაში“, ბუნებრივი კატასტროფების შესახებ მეცნიერული ჟურნალი, 13 იანვარი, 2015;

19. „ერთად კატასტროფების წინააღმდეგ, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „პრევენცია მზადყოფნა და რეაგირება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PPRD East);

20. „კატასტროფის რისკის შემცირება: სახელმძღვანელო მედიისთვის“, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტრო, ლაოსი;

21. „უსაფრთხოების ჩამონათვალი - მიწისძვრა“, ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოება, 2009;

22. „უსაფრთხოების ჩამონათვალი - ხანძრის პრევენცია და უსაფრთხოება“, ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოება, 2009;

23. „უსაფრთხოების ჩამონათვალი - წყალდიდობა“, ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოება, 2009;

24. „უსაფრთხოების ჩამონათვალი - გვალვა“, ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოება, 2009;

25. „კატასტროფების სტატისტიკის წლიური მიმოხილვა“, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, 2016წ;

26. „ამინდი, კლიმატი და კატასტროფები“ – 2017 წლის ანგარიში, აონ ბენფილდი, 2017წ.

41

42