ადამიანური რესურსების მართვის...
Embed Size (px)
Transcript of ადამიანური რესურსების მართვის...
-
ვერსია 3.06.
თბილისი, 2015 წ.
eHRMS
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული
სისტემა
მომხმარებლის სახელმძღვანელო
-
2
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
პრეამბულა
წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში
eHRMS მუშაობის პროცესები.
ორგანიზაცია/ დეპარტამენტი
სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახური/კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტი
დოკუმენტის ისტორია:
სახელი გვარი
თანამდებობა
თარიღი ვერსია კომენტარები
ნათია სირბილაძე წამყვანი
ანალიტიკოსი 2013 3.05
მარიამ ნონიკაშვილი უფროსი
ანალიტიკოსი 2013 3.05
სალომე
მარსაგიშვილი
მთავარი
სპეციალისტი 2013 3.05
სოფიო მამფორია პროექტის მენეჯერი 2015 3.06
სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანური რესურსბის მართვის ავტომატიზებული სისტემის,
როგორც ახალი ასევე არსებული მომხმარებლისთვის. სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია
მოქმედია გამოქვეყნების დროისთვის. ინფორმაცია, სისტემაში შესული რაიმე ცვლილების ან/და
განახლების შესახებ დაიგზავნება ყველა მომხმარებელთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ცხელი ხაზის საკონტაქტო მონაცემები
1551;
-
3
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
ს არჩ ევ ი
შესავალი ......................................................................................................................................................4
1. ავტორიზაციის გვერდი ..........................................................................................................................4
2. სტრუქტურის ჩანართი ............................................................................................................................6
2.1. ორგანიზაციის სტრუქტურის ხის მართვა .................................................................................................... 7
2.2. თანამდებობების მართვა ......................................................................................................................... 13
2.3. სტატისტკური მაჩვენებლები ..................................................................................................................... 18
3. თანამშრომლის ჩანართი ...................................................................................................................... 19
4. შეტყობინებები ....................................................................................................................................... 46
5. ანგარიშგებების ჩანართი ...................................................................................................................... 47
6. მივლინების ჩანართი ............................................................................................................................ 53
7. ადმინისტრატორის ჩანართი ................................................................................................................. 57
7.1. ცნობარის ქვეჩანართი .............................................................................................................................. 58
7.2. გადასახდელების ადმინისტრირების ქვეჩანართი ................................................................................... 59
7.3. ოფისების ქვეჩანართი .............................................................................................................................. 62
7.4. ხელისმომწერი პირების ქვეჩანართი ....................................................................................................... 63
7.5. ინიციატორების ქვეჩანართი ..................................................................................................................... 64
7.6. კალენდრის ქვეჩანართი .......................................................................................................................... 66
(*) აუცილებელი შესაყვანი ველი
-
4
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
შ ეს ა ვ ალი
eHRMS - ადამიანური რესურესების მართვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით
საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას და მისი მიზანია
ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა, შემუშავებული პოლიტიკისა და
სტანდარტების შესაბამისად. ეს არის სისტემა, რომელიც სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და
ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს, პეროსნალის მართვის ფუნქციის განვითარების ახალ საფეხურზე
გადაყვანას.
1. ავტორიზაციის გვერდი
სისტემის მიმდინარე ვერსიაში და შესაბამისად სახელმძღვანელოს მოცემულ ვერსიაში აღწერილია ის
მოდულები, რომლებიც განთავსებულია შემდეგ ძირითად ჩანართებზე: თანამშრომლები, სტრუქტურა,
ანგარიშგება და ადმინისტრატორი. ამ ჩანართებზე ხორციელდება მონაცემების შევსება და შემდეგ მათი
მართვა.
სისტემაში ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ (პროცედურები იხილეთ საიტის დამატებით ბმულზე) თითოეულ
მომხმარებელს მოთხოვნის საფუძველზე დაურიგდება დიჯიპასის მოწყობილობა, რის შემდეგაც თავისი
პირადი ნომრით, პაროლით და დიჯიპასით დაგენერირებული ერთჯერადი კოდით ის შეძლებს სისტემაში
ავტორიზაციის გავლას (იხილეთ სურ.1. ავტორიზაციის გვერდი).
სურ. 1. ავტორიზაციის გვერდი
-
5
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
ავტორიზაციის სწორად გავლის შემთხვევაში, გაიხსნება მომხმარებლის მთავარი გვერდი - „თანამშრომლის
ჩანართი“, სადაც სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია თითოეულ თანამშრომელზე.
ავტორიზაციის არასწორად გავლის შემთხვევაში გამოვა შემდეგი ტიპის შეტყობინება:
სურ. 2. არასწორი ავტორიზაციის გავლისას დაგენერირებული შეტყობინება
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს პაროლის შეცვლა, სისტემაში შესვლის შემდეგ, უნდა დააჭიროს
მომხმარებლის სახელსა და გვარის ღილაკს, რის შედეგად ხდება პაროლის ცვლილების ფორმის
გამოძახება:
სურ. 3. პაროლის ცვლილების ქვეფორმა
-
6
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
„ძველი პაროლის“ ველში შეყვანილი უნდა იყოს არსებული პაროლი, ხოლო „ახალი პაროლის“ და
„გაიმეორეთ შეყვანილი პაროლის“ ველებში უნდა ჩაიწეროს ახალი სასურველი პაროლი. „დიახ“ ღილაკზე
დაჭერის შედეგად პაროლი შეიცვლება.
სისტემაში პერიოდულად განხორციელებული ცვლილებები, სიახლეების სახით ეცნობებათ მომხმარებლებს
ავტორიზაციის გვერდზე, ცვლილებების დეტალურად ნახვა შესაძლებელია სიახლეების ბმულზე.
ეკრანის ქვედა პანელზე განთავსებულია ცხელი ხაზის საკონტაქო მონაცემები, მომხმარებლის
სახელმძღვანელოს ბმული და ვიდეო გაკვეთილების ბმული.
2 . სტრუქტურის ჩ ა ნ ართი
სტრუქტურის ჩანართში შესაძლებელია როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის ხის, ასევე მასში არსებული
თანამდებობების ხის მართვა. სტრუქტურის ჩანართზე მომხმარებელს შეუძლია ნახოს ორგანიზაციის
სტრუქტურა, კერძოდ, რომელ საშტატო ერთეულებს ფლობს კონკრეტული
სტრუქტურული ქვედანაყოფი, და/ან რა თანამდებობა არის ვაკანტური/დაკავებული კონკრეტული
თარიღისთვის;
სისტემაში შეყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გენერირდება სხვადასხვა სახის სტატისტიკური
მაჩვენებლები.
სურ. 4. სტრუქტურის ჩანართი
-
7
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სტრუქტურის ჩანართი მოიცავს სამ ნაწილს:
სტრუქტურის ხის მართვას;
თანამდებობების ხის მართვას;
სტატისტიკურ მაჩვენებლებს;
მნიშვნელოვანია ჩანართზე განთავსებული ე.წ. „დროის გადახვევის“ კალენდარი (სურ.5), რომელიც
მომხმარებელს საშუალებას აძლევს ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მიიღოს სურვილისამებრ წარსულის და
მომავლის თარიღის მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ წარსულის და მომავლის თარიღით
შესაძლებელია მონაცემების მხოლოდ დათვალიერება და არა მათი რედაქტირება.
სურ. 5. სტრუქტურის ჩანართზე ისტორიის ხილვა
2.1. ორგანიზაციის სტრუქტურის ხის მართვა
ორგანიზაციის სტრუქტურის ხის მართვის ნაწილში შესაძლებელია:
ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნა;
არსებული ქვედანაყოფის რედაქტირება;
არსებული ქვედანაყოფის წაშლა/დახურვა;
სტრუქტურული ერთეულის გადანაცვლება (ზემოთ/ქვემოთ);
ამორჩეული სტრუქტურულ ერთეულის კოპირება მასში არსებული საშტატო ერთეულებით.
-
8
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 6. სტრუქტურის ხის ოპერაციები
ახალი ქვედანაყოფის დამატება:
ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის დამატება ხდება ღილაკით , რის შედეგადაც გამოდის ახალი
სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნის ფანჯარა:
სურ. 7. ქვედანაყოფის შექმნა
ახალი სტრუქტურული ერთეულის დამატებისას შესაყვანი ველებია:
-
9
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სტრუქტურული ერთეულის დასახელება(*);
სტრუქტურული ერთეულის ტიპი(*);
მშობელი სტრუქტურული ერთეული (ანუ ვის ექვემდებარება)(*);
ოფისი;
აქტის ნაწილში მითითებული უნდა იყოს ქვედანაყოფის დებულების შესახებ არსებული მონაცემები:
აიტვირთოს დასკანერებული დებულების ფაილი;
აქტის ნომერი (*);
აქტის თარიღი;
შესრულების თარიღი, რომელიც წარმოადგენს აქტის ძალაში შესვლის თარიღს;
აქტზე ხელისწმომწერი პირი;
საჭიროების შემთხვევაში, აღწერის ველში შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მითითება;
და ბოლოს, „დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ შეიქმნება სტრუქტურა.
არსებული ქვედანაყოფის რედაქტირება:
მომხმარებლის მიერ შეცდომის დაშვებისას, შესაძლებელია მისი გასწორება რედაქტირების ღილაკით
ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვიდეს ორი სახის ფანჯარა:
1. ქვედანაყოფის შექმნის იდენტური ფანჯარა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ცვლილება.
2. განსხვავებული ფანჯარა, რომელიც გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებული სტრუქტურა
მიღებულია კოპირების შედეგად, ანუ მას გააჩნია წინარე ისტორია:
სურ. 8. ქვედანაყოფის რედაქტირება
-
10
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
განსხვავება ახალი ქვედანაყოფის შექმნის და რედაქტირების ფორმებს შორის არის ინფორმაცია ძველი
სტრუქტურული ერთეულის შესახებ, რომელიც მოიცავს ძველი სტრუქტურული ერთეულის დასახელებას,
ბრძანების ნომერს, ატვირთულ ბრძანებას და იმ პერიოდს, რომელშიც არსებობდა ძველი სტრუქტურული
ერთეული.
რედაქტირების შედეგად შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის შეცვლა ქვეფორმაზე, რომელიც
აისახება სტრუქტურაზე „დიახ“ ღილაკზე დაჭერის შედეგად.
არსებული ქვედანაყოფის წაშლა/დახურვა:
არსებული ქვედანაყოფის წაშლა/დახურვა შესაძლებელია ორი სახით :
1. შეცდომების გასწორებით;
2. ბრძანებით;
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს, წაშალოს კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფი (რომელიც
შექმნილია შეცდომით), და/ან მასში შემავალი საშტატო ერთეულებით, უნდა ამოირჩიოს „შეცდომების
გასწორება“-თი წაშლა, ხოლო თუ ორგანიზაციაში იურიდიულად განხოციელდა ცვლილებები და დაიხურა
რომელიმე ქვედანაყოფი, მაშინ წაშლის ოპერაციის დროს უნდა მიეთითოს „ბრძანებით“ წაშლა:
სურ. 9. სტრუქტურის წაშლის/დახურვის ოპერაციის განსაზღვრა
„შეცდომების გასწორებით“ ქვედანაყოფის წაშლისას:
კითხვაზე „ნამდვილად გსურთ არჩეულის წაშლა?“ დადებითი პასუხის შემთხვევაში, წაიშლება მითითებული
ქვედანაყოფი. წაშლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე და მასზე დაქვემდებარებულ
სტრუქტურაში არ არსებობს აქტიური დანიშვნები, ან არ არსებობს ბრძანებით დახურული ქვედანაყოფი და
მისი დაქვემდებარებულები.
-
11
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
„ბრძანებით“ წაშლისას გამოდის აქტის შესაყვანი მონაცემების ფორმა:
სურ. 10. ქვედანაყოფის დახურვა
აქტის ნაწილში მითითებული უნდა იყოს მონაცემები ქვედანაყოფის გაუქმების შესახებ:
აიტვირთოს აქტის ფაილი ქვედანაყოფის გაუქმების შესახებ;
აქტის ნომერი (*);
აქტის თარიღი;
შესრულების თარიღი, რომელიც წარმოადგენს აქტის ძალაში შესვლის თარიღს;
აქტზე ხელისმომწერ პირი;
აღწერის ველში დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ;
„დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ განხორციელდება სტრუქტურის გაუქმება. თუმცა, ე.წ. „დროის გადახვევის“
კალენდარიდან ძველ პერიოდში გასდასვლისას, ამ პრინციპით დახურული ქვედანაყოფი ყოველთვის
იარსებებს შესაბამის თარიღებში.
არსებული ქვედანაყოფის კოპირება:
რეორგანიზაციისას, რომელიმე ქვედანაყოფისთვის სახელის ან სხვა პარამეტრის ცვლილების, გაუქმების,
ან/და ახალი ქვედანაყოფის ჩამოყალიბებისას, კოპირების ღილაკი ეხმარება მომხმარებელს შექმნას
არსებული სტრუქტურისა და მისი საშტატო ერთეულების ასლები. აღნიშნული ოპერაციით ინახება
ინფორმაცია ძველი სტრუქტურის შესახებ.
ქვედანაყოფის მონიშვნისას კოპირების ღილაკზე დაჭერით იხსნება შემდეგი ფანჯარა:
-
12
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 11. ქვედანაყოფის კოპირება
კოპირებისას უნდა განხორციელდეს:
ახალი ქვედანაყოფის დასახელების (*) შეყვანა, აღსანიშნავია, რომ სისტემა ავტომატურად
აგენერირებს იმ ქვედანაყოფის დასახელებას, რომლის კოპირებაც უნდა განხორცილდეს+ ასლი
(კოპია);
მშობელი სტრუქტურული ერთეული და თანამდებობის მითითება (*), რომელსაც უნდა
ექვემდებარებოდეს ახლად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი;
სურვილისამებრ შესაძლებელია ასევე ოფისის მითითებაც.;
უნდა განისაზღვროს:
მოხდეს თუ არა ამორჩეული ქვედანაყოფის და მასში შემავალი მთელი სტრუქტურის ხის კოპირება
თანამდებობების ჩათვლით (სტრუქტურული ხის კოპირება), თუ მოხდეს მხოლოდ ამორჩეული ქვედანაყოფის
კოპირება (სტრუქტურის კოპირება);
აუცილებელია შეივსოს აქტის მონაცემები:
აიტვირთოს დასკანერებული აქტის ფაილი ქვედანაყოფის გაუქმების შესახებ;
აქტის ნომერი (*);
აქტის თარიღი;
შესრულების თარიღი, რომელიც წარმოადგენს აქტის ძალაში შესვლის თარიღს;
აქტზე ხელისწმომწერი პირი
საჭიროების შემთხვევაში, აღწერაში უნდა მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ.
-
13
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
„დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ განხორციელდება ამორჩეული სტრუქტურის ასლის შექმნა თავისი
თანამდებობებით.
2.2. თანამდებობების მართვა
თანამდებობების მართვის ნაწილში შესაძლებელია:
ახალი თანამდებობის შექმნა;
არსებულ თანამდებობის ცვლილება;
არსებული თანამდებობის წაშლა ან გაუქმება;
თანამდებობის ადგილმდებარეობის ცვლილება (ზემოთ/ქვემოთ);
სტრუქტურის ჩანართის ბეჭდვა;
სურ. 12. ოპერაციები თანამდებობებზე
ახალი თანამდებობის შექმნა:
ახალი თანამდებობის დამატება ხორციელდება ღილაკით , რომელიც მოიცავს სამ ჩანართს: პოზიციას,
სამუშაოს აღწერილობას და დამატებითს.
-
14
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 13. ახალი თანამდებობის შექმნა_პოზიციის ჩანართი
პოზიციის ჩანართი:
„დასაქმების კლასიფიკაციიდან“ ამორჩეული უნდა იყოს თანამდებობასთან შესაბამისი
კლასიფიკატორი. ამჟამად ველი არ წარმოადგენს აუცილებელ შევსებად ველს;
„თანამდებობათა რეესტრიდან“ (*) ამორჩეული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობა. იმ შემთხვევაში, თუ
კონკრეტულ ორგანიზაციას გააჩნია განსხვავებული დასახელება იმავე ფუნქციის მქონე თანამდებობისთვის -
„თანამდებობის“(*) ველში შესაძლებელია დააფიქსირდეს თანამდებობის განსხვავებული დასახელება, რაც
აისახება ამ ორგანიზაციის საშტატო განრიგში;
თანამდებობის სტატუსი ამორჩეული უნდა იყოს შესაბამისი კლასიფიკატორიდან:
„თანამშრომელი“ - ნიშნავს, რომ თანამდებობა წარმოადგენს მიმდინარე ორგანიზაციის სტრუქტურისთვის
ძირითად საშტატო ერთეულს;
-
15
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
„შტატგარეშე“ - ნიშნავს, რომ თანამდებობა წარმოადგენს შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გამოყოფილ
თანამდებობას და მხოლოდ ამ სტატუსის მქონე პირები დაინიშნებიან ასეთ თანამდებობებზე;
„სტაჟიორი-პრაქტიკანტი“ - ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე თანამდებობები გამოყოფილია მხოლოდ
სტაჟიორებისთვის და პრაქტიკანტებისთვის.
თანამშრომლის შემთხვევაში აუცილებელია მითითებული იყოს „საჯარო მოსამსახურის სახე“ და „საჯარო
მოსამსახურის თანამდებობის რანგი“ ეს ველები არ მიეთითება „სტაჟიორისა და პრაქტიკანტის“
შემთხვევაში.
!!! სსიპ ან ა(ა)იპ ორგანიზაციებისთვის აღნიშნული ველები არ წარმოადგენენ აუცილებელ ველებს;
„რაოდენობა“ - იმ შემთხვევაში თუ გვსურს რამოდენიმე იდენტური თანამდებობის შექმნა, აუცილებელია
შესაბამის გრაფაში მიეთითოს სასურველი თანამდებობის რაოდენობა.
„თანამდებობის კატეგორია“ მიეთითება იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციაში თანამდებობები დაყოფილია
კატეგორიებად.
„თანამდებობრივი სარგო“ - მიეთითება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.
„მშობელი სტრუქტურული ერთეული“ მიეთითება ვის უნდა ეკუთვნოდეს მიმდინარე თანამდებობა და ასევე,
„მშობელი თანამდებობა“ თუ ვის უნდა ექვმდებარებოდეს მიმდინარე თანამდეობობა.
აქტის ნაწილში შეყვანილი უნდა იყოს ქვედანაყოფის დებულების შესახებ არსებული შემდეგი მონაცემები:
აიტვირთოს დასკანერებული დებულების ფაილი;
აქტის ნომერი (*);
აქტის თარიღი;
შესრულების თარიღი, რომელიც არის აქტის ძალაში შესვლის თარიღი;
ამოირჩეს აქტზე ხელისმომწერი პირი;
საჭიროების შემთხვევაში, აღწერაში მითითებული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ.
სამუშაო აღწერილობა:
თანამდებობის შექმნისას ასევე შესაძლებელია შეივსოს სამუშაოს აღწერის ფორმა, სადაც მომხმარებელს
შეუძლია შეავსოს ყველა აუცილებელი ველი ელექტრონულად და ასევე ატვირთოს სამუშაო აღწერილობის
დამტკიცებული დოკუმენტი, გარდა ამისა შესაძლებელია შევსებული ფორმის ექსპორტირება/ამობეჭდვა.
-
16
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 14. ახალი თანამდებობის შექმნა_სამუშაოს აღწერილობის ჩანართი
“დამატებითი“ ჩანართი:
შესაძლებელია აიტვირთოს მიმდინარე თანამდებობისთვის განკუთვნილი შეფასების კრიტერიუმების
დოკუმენტი ან შეყვანილი იყოს ტექსტობრივი ინფორმაცია;
შესაძლებელია მიეთითოს შესაბამის სტრუქტურაში მითითებული ოფისი, ასევე ოფისის ცვლილებაც
(ადმინისტრატორის ჩანართში იხილეთ ქვეთავი 7.3. „ოფისების ქვეჩანართი“);
შესაძლებელია მიეთითოს ქვეყანა,ქალაქი და მისამართი;
-
17
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 15. ახალი თანამდებობის შექმნა_დამატებითი ჩანართი
ზემოთ აღწერილი მონაცემების შევსების და „დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ შეიქმნება თანამდებობა.
არსებული თანამდებობის რედაქტირება:
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დაუშვებს მექანიკურ შეცდომას, შესაძლებელია მისი გასწორება
რედაქტირების ღილაკით . ასეთ დროს, გამოდის ახალი თანამდებობის შექმნის ანალოგიური ფანჯარა,
სადაც შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება ნებისმიერ პარამეტრზე.
არსებული თანამდებობის წაშლა/გაუქმება:
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს, რომ წაშალოს ერთი ან რამოდენიმე თანამდებობა უნდა მონიშნოს
სასურველი თანამდებობა/თანადმებობები და ამოირჩიოს „შეცდომების გასწორება“-ით წაშლა, ხოლო თუ
ორგანიზაციაში განხორციელდა იურიდიული ცვლილებები და გაუქმდა რომელიმე
თანამდებობა/თანადმებობები, მაშინ წაშლის ოპერაციისას უნდა ამოირჩიოს „ბრძანებით“ წაშლა; (!!!
მშობელის მონიშვნის შემთხვევაში, ინიშნება მისი ყველა შვილი თანამდებობა).
სურ. 16. თანამდებობის წაშლის/გაუქმების ოპერაციის განსაზღვრა
„შეცდომების გასწორებით“ ინფორმაციის წაშლისას, თანამდებობა წაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მიმდინარე და მასზე დაქვემდებარებულ თანამდებობებზე არ არსებობს აქტიური დანიშვნები.
თანამდებობის „გაუქმების“ შემთხვევაში „ბრძანებით“ ინფორმაციის წაშლისას, გამოდის აქტის შესაყვანი
მონაცემების ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი მონცემები და ფაილები:
-
18
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 17. თანამდებობის გაუქმება
აიტვირთოს დასკანერებული აქტის ფაილი თანამდებობის გაუქმების შესახებ;
აქტის ნომერი (*);
აქტის თარიღი;
შესრულების თარიღი ,რომელიც არის აქტის ძალაში შესვლის თარიღი;
ამოირჩეს აქტზე ხელისმომწერი პირი;
საჭიროების შემთხვევაში, აღწერაში მითითებული იყოს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ.
„დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ განხორციელდება თანამდებობის/თანამდებობების გაუქმება.
!!! თუმცა, კალენდრიდან ძველ პერიოდში გადასვლისას, ამ პრინციპით დახურული
თანამდებობა/თანამდებობები ყოველთვის იარსებებს შესაბამის პერიოდში.
2.3.სტატისტიკური მაჩვენებლები
კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულზე დადგომისას, შეყვანილი ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა
დაიფილტროს და დაგენერირდეს სტატისტიკური მაჩვენებლების ჯამური რაოდენობები, რომლებიც
განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
ორგანიზაციის სახე;
ორგანიზაციის ფორმა;
ქვედანაყოფების ტიპი;
ოფისები (თანამდებობის მიხედვით);
თანამდებობათა რეესტრი;
თანამდებობები;
თანამდებობათა დონეები;
საჯარო მოსამსახურის სახე;
საჯარო მოსამსახურის თანამდებობის რანგი;
-
19
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
თანამდებობათა კატეგორიები;
დასაქმების კლასიფიკაცია;
თანამდებობათა სტატუსები;
დანიშვნის სტატუსები;
სამუშაო განაკვეთი დანიშვნის მიხედვით;
თანამშრომელთა სქესი;
თანამშრომელთა ოჯახური მდგომარეობა;
თანამშრომელთა მოქალაქეობა;
3 .თან ა მ შრომლის ჩ ა ნ ართი
თანამშრომლის ჩანართზე თავმოყრილია თანამშრომლის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ჩანართი
მოიცავს: ახალი თანამშრომლის დამატების, ორგანიზაციული ხის, თანამშრომელთა რეესტრის და პირადი
ბარათის ნაწილებს.
სურ. 18. თანამშრომლის ჩანართი
თანამშრომელთა რეესტრზე შესაძლებელია განხორციელდეს თანამშრომელთა ფილტრაცია სტატუსების
მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა მითითეუბლი იყოს ერთზე მეტი სტატუსი, რის მიხედვითაც მოხდება რეესტრის
ფილტრაცია.
-
20
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 19.ფილტრაცია თანამშრომლის სტატუსებით
სტანდარტული ფილტრი - საშუალებას იძლევა კონკრეტულ ველზე განხორციელდეს ძიება სხვადასხა ველის
მიხედვით:
სურ. 20. თანამშრომელთა რეესტრის სტანდარტული ფილტრაცია
ძებნა მომხმარებელს სთავაზობს სასურველი მონაცემის მოძიებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით,
კერძოდ:
- ტოლია/არ არის ტოლი;
- დაიწყოს/დასრულდეს;
- შეიცავს/არ შეიცავს;
- შედის/არ შედის;
- ნაკლებია/ნაკლებია ან ტოლი;
- მეტია/მეტია ან ტოლი;
- ცარიელია/არ არის ცარიელი.
-
21
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
დახურული დანიშვნის მქონდე თანამშრომლები - არის დამოუკიდებელი ფილტრი, რის საშუალებითაც ჩანს
მხოლოდ დახურული დანიშვნის მქონდე თანამშრომელთა რეესტრი, (ე.წ. ვადაგასული), გარდა ამისა
შესაძლებელი იქნება აღნიშნული პირების პირადი ბარათის დათვალიერება რედაქტირების რეჟიმში.
სურ. 23. დახურული დანიშვნების ფილტრაცია
ფერადი ინდიკაცია
თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ე.წ. „სანიშნს“.
სურ. 21. ფერთა ინდიკაცია
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს ჩაინიშნოს თითოეულ თანამშრომელზე სხვადასხვა სახის
ინფორმაცია და დამატებით ასახოს შეტყობინებების ნაწილში, (იხილეთ თავი 4. შეტყობინებები) ეს შეუძლია
განახორციელოს ფერების მიხედვით. მაგალითად, თუ მომხარებელს სურს ჩაინიშნოს რომ
თანამშრომელთან დასარეკი აქვს ან პიროვნებას მოსატანი აქვს საჭირო საბუთები და ა.შ.
კონკრეტული ფერის შესაქმა, ან არსებულის რედაქტირება/წაშლა შესაძლებელია „ფერების რედაქტირება“-
ზე დაჭერით:
-
22
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
სურ. 22. ფერადი ინდიკაციის ფერების რეესტრი
ღილაკზე დაჭერით ხორციელდება შემდეგი ფორმის გამოძახება:
სურ. 23. ახალი ფერადის დამატება
ხდება დასახელების ველის შევსება, სასურველი ფერის მითითება და სურვილისამებრ აღწერის ველში
დამატებითი მონაცემების შეყვანა.
„დიახ“ ღილაკზე დაჭერის შედეგად მოხდება ახალი ფერის დამახსოვრება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს რომელიმე თანამშრომლზე მონაცემების ჩანიშნვა, აუცილებელია,
თანამშრომლის რეესტრში კონკრეტული თანამშრომლის მონიშვნა და შესაბამისი ფერის მითითება რის
შედეგადაც გაიხსნება შემდეგი ფორმა:
სურ. 24. ფერის მითითებისას შეტყობინების მონაცემების დამატება
-
23
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
შეყვანილი შეტყობინების დასახელებისა და თარიღის მიხედვით მონაცემების ასახვა განხორციელდება
შეტყობინებების ნაწილში.
ახალი თანამშრომლის დამატება
ხდება ღილაკით , რომლის შედეგად გამოდის შემდეგი ფორმა:
სურ. 25. ახალი თანამშრომლის დამატება
თავდაპირველად, შესაბამის ველებში ხდება პიროვნების პირადი ნომრისა და გვარის შეტანა, რის შემდეგაც
ღილაკზე დაჭერისას სისტემა სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან თანამშრომელზე
ავტომატურად აგენერირებს შემდეგი სახის მონაცემებს: სურათს (სურვილისამებრ შესაძლებელია მისი
შეცვლა), სახელს, მამის სახელს, დაბადების თარიღს და ადგილს, ასაკს, სქესს, მოქალაქეობას და
რეგისტრაციის მისამართს. ამ მონაცემების შენახვის შემდეგ აქტიურდება შემდეგი ჩანართები: სტატუსი,
დამატებითი და საბუთები. თითოეული მონაცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია პირადი
ბარათის ნაწილში.
თანამშრომლის პირად ბარათი
თანამშრომლის ჩანართის მარჯვენა მხარეს ჩნდება პირადი ბარათი.
-
24
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
კონკრეტული პირის მონიშვნის შედეგად ხორციელდება შესაბამისი პირადი ბარათის მონაცემების
გენერირება. პირადი ბარათი შედგება შემდეგი ჩანართებისგან:
1. ძირითადი ჩანართი:
სურ. 26. პირადი ბარათის ძირითადი ჩანართი
ჩანართზე შესაძლებელია პიროვნების სურათის ცვლილება. პიროვნების სურათის წაშლისთვის დააჭირეთ
ღილაკს , ხოლო ახალი სურათის ატვირთვისთვის ღილაკს .
ჩანართი მოიცავს ასევე შემდეგ შესავსებ ველებს:
- სახელი (ინგლისურად): ეთითება თანამშრომლის სახელი ინგლისურად;
- გვარი (ინგლისურად): ეთითება თანამშრომლის გვარი ინგლისურად;
-
25
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
- არარეზიდენტის მონიშვნის შემთხვევაში არარედაქტირებადი (სერვისის მიერ ავტომატურად
შევსებადი ველები) ხდება რედაქტირებადი. შესაბამისად ეს ველებიც წარმოადგენენ ხელით შევსებად
ველებს;
- სახლის ტელ.ნომერი: ეთითება თანამშრომლის სახლის ტელეფონის ნომერი;
- სამსახურის ტელ.ნომერი: ეთითება თანამშრომლის სამსახურის ტელეფონის ნომერი;
- მობილური: ეთითება თანამშრომლის მობილური ტელეფონის ნომერი;
- ელ.ფოსტა: ეთითება თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამათი;
- ვებ-გვერდი: ეთითება თანამშრომლის პერსონალური ვებ-გვერდის მისამართი;
- ფაქსი: ეთითება თანამშრომლის ფაქსის ნომერი;
- ოჯახური მდგომარეობა: ეთითება ოჯახური მდგომარეობა, ამორჩევა ხდება სიიდან;
- ფაქტიური მისამართი: მოცემულ ნაწილში ეთითება თანამშრომლის ფაქტიური მისამართი. ამ
ნაწილში შესავსებ ველებს წარმოადგენს:
- ადგილი: ეთითება ქუჩის დასახელება, ნომერი, კორპუსისა და ბინის მისამართი;
- ქალაქი/სოფელი: ეთითება ქალაქის ან სოფლის დასახელება, ამორჩევა ხდება სიიდან;
- მუნიციპალიტეტი: ეთითება მუნიციპალიტეტი, ამორჩევა ხდება სიიდან;
- ქვეყანა: ეთითება ქვეყნა, ამორჩევა ხდება სიიდან;
- საფოსტო ინდექსი: ეთითება საფოსტო ინდექსი.
- რეგისტრაციის მისამართი: ავტომატურად ივსება სერვისის მეშვეობით სამოქალაქო
რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით. თუმცა შემდეგი ველები წარმოადგენენ შევსებად ველებს:
- ქალაქი/სოფელი: ეთითება ქალაქის ან სოფლის დასახელება, ამორჩევა ხდება სიიდან;
- მუნიციპალიტეტი: ეთითება მუნიციპალიტეტი, ამორჩევა ხდება სიიდან;
- ქვეყანა: ეთითება ქვეყნა, ამორჩევა ხდება სიიდან;
- საფოსტო ინდექსი: ეთითება საფოსტო ინდექსი.
- ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ: სადაც ეთითება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სისხლის
ჯგუფი, რეზუსი;
- სამხედრო ვალდებულება: ეთითება გავლილი აქვს თუ არა სამხედრო ვალდებულება, ამორჩევა
ხდება სიიდან;
- ნასამართლეობა: ეთითება ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ, ტექსტური ველის შევსების დროს
ავტომატურად ხდება მონიშვნა ;
- ნათესავების ნასამართლეობა: ეთითება ინფორმაცია ნათესავების ნასამართლეობის შესახებ,
ტექსტური ველის შევსების დროს ავტომატურად ხდება მონიშვნა ;
-
26
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
- ნასამართლეობის გაქარწყლება: ეთითება ინფორმაცია ნასამართლეობის გაქარწყლების შესახებ,
ტექსტური ველის შევსების დროს ავტომატურად ხდება მონიშვნა ;
2. სტატუსის ჩანართი:
სურ. 27. პირადი ბარათის სტატუსის ჩანართი
როგორც სურათიდან ჩანს ეს ჩანართი დაყოფილია სამ ნაწილად:
1. მიმდინარე სამსახურში: სადაც ხორციელდება პირის დანიშვნა/განთავისუფლება ან გადაყვანა.
ღილაკზე დაჭერით ხორციელდება პიროვნების დანიშვნა და მისი თანამდებობრივი ცვლილებები,
ღილაკზე დაჭერით ხდება არსებული დანიშვნის რედაქტირება, ხოლო ღილაკზე დაჭერით კი
ხდება არსებული დანიშვნის წაშლა.
დანიშვნის ფორმაზე მოცემულია შემდეგი სახის ველები:
სტატუსი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, თუ რა სტატუსით ინიშნება პიროვნება.
სისტემაში არსებობს შემდეგი სახის სტატუსები: აპლიკანტი, თანამშრომელი, რეზერვი,
განთავისუფლებული, დროებითი, სტაჟიორი, შეჩერებული, შტატგარეშე, პრაქტიკანტი, კადრების
განკარგულებით დანიშნული;
სამართლებრივი აქტის ველში: ბრძანების ფაილის ატვირთვახდება ღილაკზე დაჭერით.
მიმაგრებული ფაილის ჩამოტვირთვის სურვილის შემთხვევაში საკმარისია მიმაგრებულ ფაილზე მაუსის
კურსორის დაჭერა, ხოლო ფაილის წაშლა ხდება ღილაკზე დაჭერით. აუცილებლად უნდა მიეთითოს
ბრძანების ნომერი, სადაც ღილაკზე დაჭერით ხდება ბრძანების დასახელების შაბლონის შექმნა.
-
27
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
აქტის თარიღში ეთითება ბრძანების რეგისტრაციის თარიღი, ხოლო შესრულების თარიღში ეთითება
ბრძანების ძალაში შესვლის თარიღი, რომელიც ავტომატურად ივსება დანიშვნის თარიღის შესაბამისად.
ხელმომწერში ეთითება ბრძანებაზე ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, რომლის ამორჩევა ხდება
ჩამოშლადი სიიდან. ხელისმომწერთა სია განსაზღვრულია ადმინისტრატორის ჩანართზე. ასევე,
სურვილისამებრ, შესაძლბელია აღწერში მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია.
ნებისმიერი სტატუსით დანიშვნის ფორმაზე ღილაკით ხდება მონაცემების დამახსოვრება, ღილაკით
ხდება შენახვის გარეშე ფანჯრის დახურვა.
განვიხილოთ დანიშვნის თითოეული სტატუსის მნიშვნელობა:
აპლიკანტი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც არ აისახება საშტატო ნუსხაში და ამ სტატუსით
დანიშვნა შესაძლებელია როგორც ვაკანტურ, ასევე დაკავებულ პოზიციებზე. აპლიკანტის სტატუსის
ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:
პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;
მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობ(ები)ა, წინააღმდეგ
შემთხვევაში ველი არის ცარიელი; თანამდებობის ამორჩევა ხდება ღილაკ -ზე დაჭერით, რის შემდეგაც
გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია სტრუქტურაზე არსებული თანამდებოების ჩამონათვალი, საიდანაც
შესაძლებელია თანამდებობის ამორჩევა და ღილაკ -ზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ
ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და თანამდებობის ველები.
თანამშრომელი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც შედის საშტატო ნუსხაში და ამ სტატუსით
დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ვაკანტურ პოზიციებზე. თანამშრომლის სტატუსის ამორჩევის შემთხვევაში
ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:
განაკვეთი (*): ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, თუ რა განაკვეთზე იმუშავებს პიროვნება,
კერძოდ: სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი/დისტანციური, შეღავათიანი;
მეორე თანამდებობა: არის მონიშვნადი ველი, რომლის მონიშვნა ხდება მეორე თანამდებობის
დამატების შემთხვევაში;
თანამდებობრივი სარგოს დარიცხვა: მეორე თანამდებობის მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია
ამორჩევა ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, რომელიც მოიცავს ძირითად თანამდებობრივ სარგოს და მაღალ
თანამდებობრივ სარგოს;
- პერიოდი (*): ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;
- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,
როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი არის
ცარიელი;
-
28
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
- თანამდებობა (*): ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში
ნაჩვენებია სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი. თანამდებობის ამორჩევის შემდგომ,
ღილაკზე დაჭერით ხდება თანამდებობის დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება
ქვედანაყოფის და თანამდებობის ველები;
- გამოსაცდელი ვადა: მოსანიშნია თუ თანამშრომელი ინიშნება საგამოცდო ვადით, ასეთ შემთხვევაში
აუცილებელია საგამოცდო ვადის დასრულების თარიღის მითითებაც;
- თანამდებობრივი სარგო: ეთითება პიროვნებაზე გასაცემი ანაზღაურება რიცხობრივად თანამდებობის
მიხედვით, კერძოდ, სტრუქტურაზე თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არსებობის
შემთხვევაში თანამდებობის არჩევის შემდეგ ეს ველი ავტომატურად ივსება, ასევე შესაძლებელია
ავტომატურად შევსებულის რედაქტირება და სასურველი თანხის ჩაწერა;
- სახელფასო ბარათი: არის ჩამოშლადი ველი, რომელიც მოიცავს პიროვნების საბანკო რეკვიზიტებს,
სადაც მონიშვნის შემდგომ დაირიცხება ანაზღაურება;
- შეღავათის აქტივაცია: არის მონიშვნადი ველი და ინიშნება შეღავათის არსებობის შემთხვევაში
კონკრეტული დანიშვნისთვის;
- შეღავათის ტიპი: არის ველი, რომელიც შეღავათის აქტივაციის შემთხვევაში ავტომატურად ივსება
შესაბამისი გამოსაყენებელი შეღავათის დასახელებით;
- სულ დარიცხული თანხები მიმდინარე მდგომარეობამდე: ველი ივსება შეღავათის არსებობის
შემთხვევაში და წარმოადგენს ანაზღაურების ჯამურ თანხას წლის დასაწყისიდან მიმდინარე თარიღამდე,
კერძოდ, თუ პირი მიმდინარე დანიშვნამდე არსებობდა სისტემაში, მაშინ ავტომატურად ივსება, წინააღმდეგ
შემთხვევაში შესაძლებელია ხელით შევსება.
რეზერვი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც არ შედის საშტატო ნუსხაში და მისი დანიშვნა
შესაძლებელია როგორც ვაკანტურ, ასევე დაკავებულ თანამდებობაზე. რეზერვის სტატუსის ამორჩევის
შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:
- პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;
- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,
როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობ(ები)ა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი
არის ცარიელი;
- თანამდებობა: ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია
სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი, შესაძლებელია თანამდებობის ამორჩევა და
ღილაკზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და თანამდებობის
ველები.
-
29
მომხმარებლის სახელმძღვანელო
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა
განთავისუფლებული არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც გულისხმობს არსებული/მომავალი
დანიშვნიდან პიროვნების გათავისუფლებას. განთავისუფლებული სტატუსის ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე
ივსება შემდეგი სახის ველები:
- საფუძველი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია კანონით
გათვალისწინებული განთავისუფლების საფუძველბი;
- პერიოდი: ხდება განთავისუფლების საწყისი თარიღის არჩევა. ამ შემთხვევაში საბოლოო თარიღი
არაა შევსებადი და იგი ავტომატურად ივსება განთავისუფლების შემდეგ ახალი დანიშვნის განხორციელების
შემთხვევაში;
- თანამდებობის არჩევა: მონიშვნა ხდება იმ კონკრეტული თანამდებობ(ებ)ის, საიდანაც განთავისუფლება
უნდა განხორციელდეს.
დროებითი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც მოიცავს დროის განსაზღვრულ პერიოდებს.
დროებითი სტატუსის შემადგენელი ნაწილებია: დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, უკონკურსოდ
დანიშნული და არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის