Download - ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

Transcript
Page 1: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

ვერსია 3.06.

თბილისი, 2015 წ.

eHRMS

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული

სისტემა

მომხმარებლის სახელმძღვანელო

Page 2: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

2

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

პრეამბულა

წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში

eHRMS მუშაობის პროცესები.

ორგანიზაცია/ დეპარტამენტი

სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახური/კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტი

დოკუმენტის ისტორია:

სახელი გვარი

თანამდებობა

თარიღი ვერსია კომენტარები

ნათია სირბილაძე წამყვანი

ანალიტიკოსი 2013 3.05

მარიამ ნონიკაშვილი უფროსი

ანალიტიკოსი 2013 3.05

სალომე

მარსაგიშვილი

მთავარი

სპეციალისტი 2013 3.05

სოფიო მამფორია პროექტის მენეჯერი 2015 3.06

სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანური რესურსბის მართვის ავტომატიზებული სისტემის,

როგორც ახალი ასევე არსებული მომხმარებლისთვის. სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია

მოქმედია გამოქვეყნების დროისთვის. ინფორმაცია, სისტემაში შესული რაიმე ცვლილების ან/და

განახლების შესახებ დაიგზავნება ყველა მომხმარებელთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ცხელი ხაზის საკონტაქტო მონაცემები

1551;

[email protected];

Page 3: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

3

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ს არჩ ევ ი

შესავალი ......................................................................................................................................................4

1. ავტორიზაციის გვერდი ..........................................................................................................................4

2. სტრუქტურის ჩანართი ............................................................................................................................6

2.1. ორგანიზაციის სტრუქტურის ხის მართვა .................................................................................................... 7

2.2. თანამდებობების მართვა ......................................................................................................................... 13

2.3. სტატისტკური მაჩვენებლები ..................................................................................................................... 18

3. თანამშრომლის ჩანართი ...................................................................................................................... 19

4. შეტყობინებები ....................................................................................................................................... 46

5. ანგარიშგებების ჩანართი ...................................................................................................................... 47

6. მივლინების ჩანართი ............................................................................................................................ 53

7. ადმინისტრატორის ჩანართი ................................................................................................................. 57

7.1. ცნობარის ქვეჩანართი .............................................................................................................................. 58

7.2. გადასახდელების ადმინისტრირების ქვეჩანართი ................................................................................... 59

7.3. ოფისების ქვეჩანართი .............................................................................................................................. 62

7.4. ხელისმომწერი პირების ქვეჩანართი ....................................................................................................... 63

7.5. ინიციატორების ქვეჩანართი ..................................................................................................................... 64

7.6. კალენდრის ქვეჩანართი .......................................................................................................................... 66

(*) აუცილებელი შესაყვანი ველი

Page 4: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

4

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

შ ეს ა ვ ალი

eHRMS - ადამიანური რესურესების მართვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით

საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას და მისი მიზანია

ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა, შემუშავებული პოლიტიკისა და

სტანდარტების შესაბამისად. ეს არის სისტემა, რომელიც სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და

ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს, პეროსნალის მართვის ფუნქციის განვითარების ახალ საფეხურზე

გადაყვანას.

1. ავტორიზაციის გვერდი

სისტემის მიმდინარე ვერსიაში და შესაბამისად სახელმძღვანელოს მოცემულ ვერსიაში აღწერილია ის

მოდულები, რომლებიც განთავსებულია შემდეგ ძირითად ჩანართებზე: თანამშრომლები, სტრუქტურა,

ანგარიშგება და ადმინისტრატორი. ამ ჩანართებზე ხორციელდება მონაცემების შევსება და შემდეგ მათი

მართვა.

სისტემაში ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ (პროცედურები იხილეთ საიტის დამატებით ბმულზე) თითოეულ

მომხმარებელს მოთხოვნის საფუძველზე დაურიგდება დიჯიპასის მოწყობილობა, რის შემდეგაც თავისი

პირადი ნომრით, პაროლით და დიჯიპასით დაგენერირებული ერთჯერადი კოდით ის შეძლებს სისტემაში

ავტორიზაციის გავლას (იხილეთ სურ.1. ავტორიზაციის გვერდი).

სურ. 1. ავტორიზაციის გვერდი

Page 5: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

5

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ავტორიზაციის სწორად გავლის შემთხვევაში, გაიხსნება მომხმარებლის მთავარი გვერდი - „თანამშრომლის

ჩანართი“, სადაც სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია თითოეულ თანამშრომელზე.

ავტორიზაციის არასწორად გავლის შემთხვევაში გამოვა შემდეგი ტიპის შეტყობინება:

სურ. 2. არასწორი ავტორიზაციის გავლისას დაგენერირებული შეტყობინება

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს პაროლის შეცვლა, სისტემაში შესვლის შემდეგ, უნდა დააჭიროს

მომხმარებლის სახელსა და გვარის ღილაკს, რის შედეგად ხდება პაროლის ცვლილების ფორმის

გამოძახება:

სურ. 3. პაროლის ცვლილების ქვეფორმა

Page 6: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

6

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

„ძველი პაროლის“ ველში შეყვანილი უნდა იყოს არსებული პაროლი, ხოლო „ახალი პაროლის“ და

„გაიმეორეთ შეყვანილი პაროლის“ ველებში უნდა ჩაიწეროს ახალი სასურველი პაროლი. „დიახ“ ღილაკზე

დაჭერის შედეგად პაროლი შეიცვლება.

სისტემაში პერიოდულად განხორციელებული ცვლილებები, სიახლეების სახით ეცნობებათ მომხმარებლებს

ავტორიზაციის გვერდზე, ცვლილებების დეტალურად ნახვა შესაძლებელია სიახლეების ბმულზე.

ეკრანის ქვედა პანელზე განთავსებულია ცხელი ხაზის საკონტაქო მონაცემები, მომხმარებლის

სახელმძღვანელოს ბმული და ვიდეო გაკვეთილების ბმული.

2 . სტრუქტურის ჩ ა ნ ართი

სტრუქტურის ჩანართში შესაძლებელია როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის ხის, ასევე მასში არსებული

თანამდებობების ხის მართვა. სტრუქტურის ჩანართზე მომხმარებელს შეუძლია ნახოს ორგანიზაციის

სტრუქტურა, კერძოდ, რომელ საშტატო ერთეულებს ფლობს კონკრეტული

სტრუქტურული ქვედანაყოფი, და/ან რა თანამდებობა არის ვაკანტური/დაკავებული კონკრეტული

თარიღისთვის;

სისტემაში შეყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გენერირდება სხვადასხვა სახის სტატისტიკური

მაჩვენებლები.

სურ. 4. სტრუქტურის ჩანართი

Page 7: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

7

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სტრუქტურის ჩანართი მოიცავს სამ ნაწილს:

სტრუქტურის ხის მართვას;

თანამდებობების ხის მართვას;

სტატისტიკურ მაჩვენებლებს;

მნიშვნელოვანია ჩანართზე განთავსებული ე.წ. „დროის გადახვევის“ კალენდარი (სურ.5), რომელიც

მომხმარებელს საშუალებას აძლევს ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მიიღოს სურვილისამებრ წარსულის და

მომავლის თარიღის მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ წარსულის და მომავლის თარიღით

შესაძლებელია მონაცემების მხოლოდ დათვალიერება და არა მათი რედაქტირება.

სურ. 5. სტრუქტურის ჩანართზე ისტორიის ხილვა

2.1. ორგანიზაციის სტრუქტურის ხის მართვა

ორგანიზაციის სტრუქტურის ხის მართვის ნაწილში შესაძლებელია:

ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნა;

არსებული ქვედანაყოფის რედაქტირება;

არსებული ქვედანაყოფის წაშლა/დახურვა;

სტრუქტურული ერთეულის გადანაცვლება (ზემოთ/ქვემოთ);

ამორჩეული სტრუქტურულ ერთეულის კოპირება მასში არსებული საშტატო ერთეულებით.

Page 8: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

8

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 6. სტრუქტურის ხის ოპერაციები

ახალი ქვედანაყოფის დამატება:

ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის დამატება ხდება ღილაკით , რის შედეგადაც გამოდის ახალი

სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნის ფანჯარა:

სურ. 7. ქვედანაყოფის შექმნა

ახალი სტრუქტურული ერთეულის დამატებისას შესაყვანი ველებია:

Page 9: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

9

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სტრუქტურული ერთეულის დასახელება(*);

სტრუქტურული ერთეულის ტიპი(*);

მშობელი სტრუქტურული ერთეული (ანუ ვის ექვემდებარება)(*);

ოფისი;

აქტის ნაწილში მითითებული უნდა იყოს ქვედანაყოფის დებულების შესახებ არსებული მონაცემები:

აიტვირთოს დასკანერებული დებულების ფაილი;

აქტის ნომერი (*);

აქტის თარიღი;

შესრულების თარიღი, რომელიც წარმოადგენს აქტის ძალაში შესვლის თარიღს;

აქტზე ხელისწმომწერი პირი;

საჭიროების შემთხვევაში, აღწერის ველში შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მითითება;

და ბოლოს, „დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ შეიქმნება სტრუქტურა.

არსებული ქვედანაყოფის რედაქტირება:

მომხმარებლის მიერ შეცდომის დაშვებისას, შესაძლებელია მისი გასწორება რედაქტირების ღილაკით

ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვიდეს ორი სახის ფანჯარა:

1. ქვედანაყოფის შექმნის იდენტური ფანჯარა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ცვლილება.

2. განსხვავებული ფანჯარა, რომელიც გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებული სტრუქტურა

მიღებულია კოპირების შედეგად, ანუ მას გააჩნია წინარე ისტორია:

სურ. 8. ქვედანაყოფის რედაქტირება

Page 10: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

10

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

განსხვავება ახალი ქვედანაყოფის შექმნის და რედაქტირების ფორმებს შორის არის ინფორმაცია ძველი

სტრუქტურული ერთეულის შესახებ, რომელიც მოიცავს ძველი სტრუქტურული ერთეულის დასახელებას,

ბრძანების ნომერს, ატვირთულ ბრძანებას და იმ პერიოდს, რომელშიც არსებობდა ძველი სტრუქტურული

ერთეული.

რედაქტირების შედეგად შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის შეცვლა ქვეფორმაზე, რომელიც

აისახება სტრუქტურაზე „დიახ“ ღილაკზე დაჭერის შედეგად.

არსებული ქვედანაყოფის წაშლა/დახურვა:

არსებული ქვედანაყოფის წაშლა/დახურვა შესაძლებელია ორი სახით :

1. შეცდომების გასწორებით;

2. ბრძანებით;

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს, წაშალოს კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფი (რომელიც

შექმნილია შეცდომით), და/ან მასში შემავალი საშტატო ერთეულებით, უნდა ამოირჩიოს „შეცდომების

გასწორება“-თი წაშლა, ხოლო თუ ორგანიზაციაში იურიდიულად განხოციელდა ცვლილებები და დაიხურა

რომელიმე ქვედანაყოფი, მაშინ წაშლის ოპერაციის დროს უნდა მიეთითოს „ბრძანებით“ წაშლა:

სურ. 9. სტრუქტურის წაშლის/დახურვის ოპერაციის განსაზღვრა

„შეცდომების გასწორებით“ ქვედანაყოფის წაშლისას:

კითხვაზე „ნამდვილად გსურთ არჩეულის წაშლა?“ დადებითი პასუხის შემთხვევაში, წაიშლება მითითებული

ქვედანაყოფი. წაშლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე და მასზე დაქვემდებარებულ

სტრუქტურაში არ არსებობს აქტიური დანიშვნები, ან არ არსებობს ბრძანებით დახურული ქვედანაყოფი და

მისი დაქვემდებარებულები.

Page 11: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

11

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

„ბრძანებით“ წაშლისას გამოდის აქტის შესაყვანი მონაცემების ფორმა:

სურ. 10. ქვედანაყოფის დახურვა

აქტის ნაწილში მითითებული უნდა იყოს მონაცემები ქვედანაყოფის გაუქმების შესახებ:

აიტვირთოს აქტის ფაილი ქვედანაყოფის გაუქმების შესახებ;

აქტის ნომერი (*);

აქტის თარიღი;

შესრულების თარიღი, რომელიც წარმოადგენს აქტის ძალაში შესვლის თარიღს;

აქტზე ხელისმომწერ პირი;

აღწერის ველში დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ;

„დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ განხორციელდება სტრუქტურის გაუქმება. თუმცა, ე.წ. „დროის გადახვევის“

კალენდარიდან ძველ პერიოდში გასდასვლისას, ამ პრინციპით დახურული ქვედანაყოფი ყოველთვის

იარსებებს შესაბამის თარიღებში.

არსებული ქვედანაყოფის კოპირება:

რეორგანიზაციისას, რომელიმე ქვედანაყოფისთვის სახელის ან სხვა პარამეტრის ცვლილების, გაუქმების,

ან/და ახალი ქვედანაყოფის ჩამოყალიბებისას, კოპირების ღილაკი ეხმარება მომხმარებელს შექმნას

არსებული სტრუქტურისა და მისი საშტატო ერთეულების ასლები. აღნიშნული ოპერაციით ინახება

ინფორმაცია ძველი სტრუქტურის შესახებ.

ქვედანაყოფის მონიშვნისას კოპირების ღილაკზე დაჭერით იხსნება შემდეგი ფანჯარა:

Page 12: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

12

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 11. ქვედანაყოფის კოპირება

კოპირებისას უნდა განხორციელდეს:

ახალი ქვედანაყოფის დასახელების (*) შეყვანა, აღსანიშნავია, რომ სისტემა ავტომატურად

აგენერირებს იმ ქვედანაყოფის დასახელებას, რომლის კოპირებაც უნდა განხორცილდეს+ ასლი

(კოპია);

მშობელი სტრუქტურული ერთეული და თანამდებობის მითითება (*), რომელსაც უნდა

ექვემდებარებოდეს ახლად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი;

სურვილისამებრ შესაძლებელია ასევე ოფისის მითითებაც.;

უნდა განისაზღვროს:

მოხდეს თუ არა ამორჩეული ქვედანაყოფის და მასში შემავალი მთელი სტრუქტურის ხის კოპირება

თანამდებობების ჩათვლით (სტრუქტურული ხის კოპირება), თუ მოხდეს მხოლოდ ამორჩეული ქვედანაყოფის

კოპირება (სტრუქტურის კოპირება);

აუცილებელია შეივსოს აქტის მონაცემები:

აიტვირთოს დასკანერებული აქტის ფაილი ქვედანაყოფის გაუქმების შესახებ;

აქტის ნომერი (*);

აქტის თარიღი;

შესრულების თარიღი, რომელიც წარმოადგენს აქტის ძალაში შესვლის თარიღს;

აქტზე ხელისწმომწერი პირი

საჭიროების შემთხვევაში, აღწერაში უნდა მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ.

Page 13: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

13

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

„დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ განხორციელდება ამორჩეული სტრუქტურის ასლის შექმნა თავისი

თანამდებობებით.

2.2. თანამდებობების მართვა

თანამდებობების მართვის ნაწილში შესაძლებელია:

ახალი თანამდებობის შექმნა;

არსებულ თანამდებობის ცვლილება;

არსებული თანამდებობის წაშლა ან გაუქმება;

თანამდებობის ადგილმდებარეობის ცვლილება (ზემოთ/ქვემოთ);

სტრუქტურის ჩანართის ბეჭდვა;

სურ. 12. ოპერაციები თანამდებობებზე

ახალი თანამდებობის შექმნა:

ახალი თანამდებობის დამატება ხორციელდება ღილაკით , რომელიც მოიცავს სამ ჩანართს: პოზიციას,

სამუშაოს აღწერილობას და დამატებითს.

Page 14: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

14

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 13. ახალი თანამდებობის შექმნა_პოზიციის ჩანართი

პოზიციის ჩანართი:

„დასაქმების კლასიფიკაციიდან“ ამორჩეული უნდა იყოს თანამდებობასთან შესაბამისი

კლასიფიკატორი. ამჟამად ველი არ წარმოადგენს აუცილებელ შევსებად ველს;

„თანამდებობათა რეესტრიდან“ (*) ამორჩეული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობა. იმ შემთხვევაში, თუ

კონკრეტულ ორგანიზაციას გააჩნია განსხვავებული დასახელება იმავე ფუნქციის მქონე თანამდებობისთვის -

„თანამდებობის“(*) ველში შესაძლებელია დააფიქსირდეს თანამდებობის განსხვავებული დასახელება, რაც

აისახება ამ ორგანიზაციის საშტატო განრიგში;

თანამდებობის სტატუსი ამორჩეული უნდა იყოს შესაბამისი კლასიფიკატორიდან:

„თანამშრომელი“ - ნიშნავს, რომ თანამდებობა წარმოადგენს მიმდინარე ორგანიზაციის სტრუქტურისთვის

ძირითად საშტატო ერთეულს;

Page 15: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

15

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

„შტატგარეშე“ - ნიშნავს, რომ თანამდებობა წარმოადგენს შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გამოყოფილ

თანამდებობას და მხოლოდ ამ სტატუსის მქონე პირები დაინიშნებიან ასეთ თანამდებობებზე;

„სტაჟიორი-პრაქტიკანტი“ - ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე თანამდებობები გამოყოფილია მხოლოდ

სტაჟიორებისთვის და პრაქტიკანტებისთვის.

თანამშრომლის შემთხვევაში აუცილებელია მითითებული იყოს „საჯარო მოსამსახურის სახე“ და „საჯარო

მოსამსახურის თანამდებობის რანგი“ ეს ველები არ მიეთითება „სტაჟიორისა და პრაქტიკანტის“

შემთხვევაში.

!!! სსიპ ან ა(ა)იპ ორგანიზაციებისთვის აღნიშნული ველები არ წარმოადგენენ აუცილებელ ველებს;

„რაოდენობა“ - იმ შემთხვევაში თუ გვსურს რამოდენიმე იდენტური თანამდებობის შექმნა, აუცილებელია

შესაბამის გრაფაში მიეთითოს სასურველი თანამდებობის რაოდენობა.

„თანამდებობის კატეგორია“ მიეთითება იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციაში თანამდებობები დაყოფილია

კატეგორიებად.

„თანამდებობრივი სარგო“ - მიეთითება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

„მშობელი სტრუქტურული ერთეული“ მიეთითება ვის უნდა ეკუთვნოდეს მიმდინარე თანამდებობა და ასევე,

„მშობელი თანამდებობა“ თუ ვის უნდა ექვმდებარებოდეს მიმდინარე თანამდეობობა.

აქტის ნაწილში შეყვანილი უნდა იყოს ქვედანაყოფის დებულების შესახებ არსებული შემდეგი მონაცემები:

აიტვირთოს დასკანერებული დებულების ფაილი;

აქტის ნომერი (*);

აქტის თარიღი;

შესრულების თარიღი, რომელიც არის აქტის ძალაში შესვლის თარიღი;

ამოირჩეს აქტზე ხელისმომწერი პირი;

საჭიროების შემთხვევაში, აღწერაში მითითებული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ.

სამუშაო აღწერილობა:

თანამდებობის შექმნისას ასევე შესაძლებელია შეივსოს სამუშაოს აღწერის ფორმა, სადაც მომხმარებელს

შეუძლია შეავსოს ყველა აუცილებელი ველი ელექტრონულად და ასევე ატვირთოს სამუშაო აღწერილობის

დამტკიცებული დოკუმენტი, გარდა ამისა შესაძლებელია შევსებული ფორმის ექსპორტირება/ამობეჭდვა.

Page 16: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

16

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 14. ახალი თანამდებობის შექმნა_სამუშაოს აღწერილობის ჩანართი

“დამატებითი“ ჩანართი:

შესაძლებელია აიტვირთოს მიმდინარე თანამდებობისთვის განკუთვნილი შეფასების კრიტერიუმების

დოკუმენტი ან შეყვანილი იყოს ტექსტობრივი ინფორმაცია;

შესაძლებელია მიეთითოს შესაბამის სტრუქტურაში მითითებული ოფისი, ასევე ოფისის ცვლილებაც

(ადმინისტრატორის ჩანართში იხილეთ ქვეთავი 7.3. „ოფისების ქვეჩანართი“);

შესაძლებელია მიეთითოს ქვეყანა,ქალაქი და მისამართი;

Page 17: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

17

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 15. ახალი თანამდებობის შექმნა_დამატებითი ჩანართი

ზემოთ აღწერილი მონაცემების შევსების და „დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ შეიქმნება თანამდებობა.

არსებული თანამდებობის რედაქტირება:

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დაუშვებს მექანიკურ შეცდომას, შესაძლებელია მისი გასწორება

რედაქტირების ღილაკით . ასეთ დროს, გამოდის ახალი თანამდებობის შექმნის ანალოგიური ფანჯარა,

სადაც შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება ნებისმიერ პარამეტრზე.

არსებული თანამდებობის წაშლა/გაუქმება:

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს, რომ წაშალოს ერთი ან რამოდენიმე თანამდებობა უნდა მონიშნოს

სასურველი თანამდებობა/თანადმებობები და ამოირჩიოს „შეცდომების გასწორება“-ით წაშლა, ხოლო თუ

ორგანიზაციაში განხორციელდა იურიდიული ცვლილებები და გაუქმდა რომელიმე

თანამდებობა/თანადმებობები, მაშინ წაშლის ოპერაციისას უნდა ამოირჩიოს „ბრძანებით“ წაშლა; (!!!

მშობელის მონიშვნის შემთხვევაში, ინიშნება მისი ყველა შვილი თანამდებობა).

სურ. 16. თანამდებობის წაშლის/გაუქმების ოპერაციის განსაზღვრა

„შეცდომების გასწორებით“ ინფორმაციის წაშლისას, თანამდებობა წაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

მიმდინარე და მასზე დაქვემდებარებულ თანამდებობებზე არ არსებობს აქტიური დანიშვნები.

თანამდებობის „გაუქმების“ შემთხვევაში „ბრძანებით“ ინფორმაციის წაშლისას, გამოდის აქტის შესაყვანი

მონაცემების ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი მონცემები და ფაილები:

Page 18: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

18

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 17. თანამდებობის გაუქმება

აიტვირთოს დასკანერებული აქტის ფაილი თანამდებობის გაუქმების შესახებ;

აქტის ნომერი (*);

აქტის თარიღი;

შესრულების თარიღი ,რომელიც არის აქტის ძალაში შესვლის თარიღი;

ამოირჩეს აქტზე ხელისმომწერი პირი;

საჭიროების შემთხვევაში, აღწერაში მითითებული იყოს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ.

„დიახ“-ზე დაჭერის შემდეგ განხორციელდება თანამდებობის/თანამდებობების გაუქმება.

!!! თუმცა, კალენდრიდან ძველ პერიოდში გადასვლისას, ამ პრინციპით დახურული

თანამდებობა/თანამდებობები ყოველთვის იარსებებს შესაბამის პერიოდში.

2.3.სტატისტიკური მაჩვენებლები

კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულზე დადგომისას, შეყვანილი ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა

დაიფილტროს და დაგენერირდეს სტატისტიკური მაჩვენებლების ჯამური რაოდენობები, რომლებიც

განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

ორგანიზაციის სახე;

ორგანიზაციის ფორმა;

ქვედანაყოფების ტიპი;

ოფისები (თანამდებობის მიხედვით);

თანამდებობათა რეესტრი;

თანამდებობები;

თანამდებობათა დონეები;

საჯარო მოსამსახურის სახე;

საჯარო მოსამსახურის თანამდებობის რანგი;

Page 19: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

19

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თანამდებობათა კატეგორიები;

დასაქმების კლასიფიკაცია;

თანამდებობათა სტატუსები;

დანიშვნის სტატუსები;

სამუშაო განაკვეთი დანიშვნის მიხედვით;

თანამშრომელთა სქესი;

თანამშრომელთა ოჯახური მდგომარეობა;

თანამშრომელთა მოქალაქეობა;

3 .თან ა მ შრომლის ჩ ა ნ ართი

თანამშრომლის ჩანართზე თავმოყრილია თანამშრომლის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ჩანართი

მოიცავს: ახალი თანამშრომლის დამატების, ორგანიზაციული ხის, თანამშრომელთა რეესტრის და პირადი

ბარათის ნაწილებს.

სურ. 18. თანამშრომლის ჩანართი

თანამშრომელთა რეესტრზე შესაძლებელია განხორციელდეს თანამშრომელთა ფილტრაცია სტატუსების

მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა მითითეუბლი იყოს ერთზე მეტი სტატუსი, რის მიხედვითაც მოხდება რეესტრის

ფილტრაცია.

Page 20: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

20

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 19.ფილტრაცია თანამშრომლის სტატუსებით

სტანდარტული ფილტრი - საშუალებას იძლევა კონკრეტულ ველზე განხორციელდეს ძიება სხვადასხა ველის

მიხედვით:

სურ. 20. თანამშრომელთა რეესტრის სტანდარტული ფილტრაცია

ძებნა მომხმარებელს სთავაზობს სასურველი მონაცემის მოძიებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით,

კერძოდ:

- ტოლია/არ არის ტოლი;

- დაიწყოს/დასრულდეს;

- შეიცავს/არ შეიცავს;

- შედის/არ შედის;

- ნაკლებია/ნაკლებია ან ტოლი;

- მეტია/მეტია ან ტოლი;

- ცარიელია/არ არის ცარიელი.

Page 21: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

21

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

დახურული დანიშვნის მქონდე თანამშრომლები - არის დამოუკიდებელი ფილტრი, რის საშუალებითაც ჩანს

მხოლოდ დახურული დანიშვნის მქონდე თანამშრომელთა რეესტრი, (ე.წ. ვადაგასული), გარდა ამისა

შესაძლებელი იქნება აღნიშნული პირების პირადი ბარათის დათვალიერება რედაქტირების რეჟიმში.

სურ. 23. დახურული დანიშვნების ფილტრაცია

ფერადი ინდიკაცია

თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ე.წ. „სანიშნს“.

სურ. 21. ფერთა ინდიკაცია

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს ჩაინიშნოს თითოეულ თანამშრომელზე სხვადასხვა სახის

ინფორმაცია და დამატებით ასახოს შეტყობინებების ნაწილში, (იხილეთ თავი 4. შეტყობინებები) ეს შეუძლია

განახორციელოს ფერების მიხედვით. მაგალითად, თუ მომხარებელს სურს ჩაინიშნოს რომ

თანამშრომელთან დასარეკი აქვს ან პიროვნებას მოსატანი აქვს საჭირო საბუთები და ა.შ.

კონკრეტული ფერის შესაქმა, ან არსებულის რედაქტირება/წაშლა შესაძლებელია „ფერების რედაქტირება“-

ზე დაჭერით:

Page 22: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

22

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 22. ფერადი ინდიკაციის ფერების რეესტრი

ღილაკზე დაჭერით ხორციელდება შემდეგი ფორმის გამოძახება:

სურ. 23. ახალი ფერადის დამატება

ხდება დასახელების ველის შევსება, სასურველი ფერის მითითება და სურვილისამებრ აღწერის ველში

დამატებითი მონაცემების შეყვანა.

„დიახ“ ღილაკზე დაჭერის შედეგად მოხდება ახალი ფერის დამახსოვრება.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს რომელიმე თანამშრომლზე მონაცემების ჩანიშნვა, აუცილებელია,

თანამშრომლის რეესტრში კონკრეტული თანამშრომლის მონიშვნა და შესაბამისი ფერის მითითება რის

შედეგადაც გაიხსნება შემდეგი ფორმა:

სურ. 24. ფერის მითითებისას შეტყობინების მონაცემების დამატება

Page 23: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

23

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

შეყვანილი შეტყობინების დასახელებისა და თარიღის მიხედვით მონაცემების ასახვა განხორციელდება

შეტყობინებების ნაწილში.

ახალი თანამშრომლის დამატება

ხდება ღილაკით , რომლის შედეგად გამოდის შემდეგი ფორმა:

სურ. 25. ახალი თანამშრომლის დამატება

თავდაპირველად, შესაბამის ველებში ხდება პიროვნების პირადი ნომრისა და გვარის შეტანა, რის შემდეგაც

ღილაკზე დაჭერისას სისტემა სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან თანამშრომელზე

ავტომატურად აგენერირებს შემდეგი სახის მონაცემებს: სურათს (სურვილისამებრ შესაძლებელია მისი

შეცვლა), სახელს, მამის სახელს, დაბადების თარიღს და ადგილს, ასაკს, სქესს, მოქალაქეობას და

რეგისტრაციის მისამართს. ამ მონაცემების შენახვის შემდეგ აქტიურდება შემდეგი ჩანართები: სტატუსი,

დამატებითი და საბუთები. თითოეული მონაცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია პირადი

ბარათის ნაწილში.

თანამშრომლის პირად ბარათი

თანამშრომლის ჩანართის მარჯვენა მხარეს ჩნდება პირადი ბარათი.

Page 24: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

24

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

კონკრეტული პირის მონიშვნის შედეგად ხორციელდება შესაბამისი პირადი ბარათის მონაცემების

გენერირება. პირადი ბარათი შედგება შემდეგი ჩანართებისგან:

1. ძირითადი ჩანართი:

სურ. 26. პირადი ბარათის ძირითადი ჩანართი

ჩანართზე შესაძლებელია პიროვნების სურათის ცვლილება. პიროვნების სურათის წაშლისთვის დააჭირეთ

ღილაკს , ხოლო ახალი სურათის ატვირთვისთვის ღილაკს .

ჩანართი მოიცავს ასევე შემდეგ შესავსებ ველებს:

- სახელი (ინგლისურად): ეთითება თანამშრომლის სახელი ინგლისურად;

- გვარი (ინგლისურად): ეთითება თანამშრომლის გვარი ინგლისურად;

Page 25: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

25

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- არარეზიდენტის მონიშვნის შემთხვევაში არარედაქტირებადი (სერვისის მიერ ავტომატურად

შევსებადი ველები) ხდება რედაქტირებადი. შესაბამისად ეს ველებიც წარმოადგენენ ხელით შევსებად

ველებს;

- სახლის ტელ.ნომერი: ეთითება თანამშრომლის სახლის ტელეფონის ნომერი;

- სამსახურის ტელ.ნომერი: ეთითება თანამშრომლის სამსახურის ტელეფონის ნომერი;

- მობილური: ეთითება თანამშრომლის მობილური ტელეფონის ნომერი;

- ელ.ფოსტა: ეთითება თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამათი;

- ვებ-გვერდი: ეთითება თანამშრომლის პერსონალური ვებ-გვერდის მისამართი;

- ფაქსი: ეთითება თანამშრომლის ფაქსის ნომერი;

- ოჯახური მდგომარეობა: ეთითება ოჯახური მდგომარეობა, ამორჩევა ხდება სიიდან;

- ფაქტიური მისამართი: მოცემულ ნაწილში ეთითება თანამშრომლის ფაქტიური მისამართი. ამ

ნაწილში შესავსებ ველებს წარმოადგენს:

- ადგილი: ეთითება ქუჩის დასახელება, ნომერი, კორპუსისა და ბინის მისამართი;

- ქალაქი/სოფელი: ეთითება ქალაქის ან სოფლის დასახელება, ამორჩევა ხდება სიიდან;

- მუნიციპალიტეტი: ეთითება მუნიციპალიტეტი, ამორჩევა ხდება სიიდან;

- ქვეყანა: ეთითება ქვეყნა, ამორჩევა ხდება სიიდან;

- საფოსტო ინდექსი: ეთითება საფოსტო ინდექსი.

- რეგისტრაციის მისამართი: ავტომატურად ივსება სერვისის მეშვეობით სამოქალაქო

რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით. თუმცა შემდეგი ველები წარმოადგენენ შევსებად ველებს:

- ქალაქი/სოფელი: ეთითება ქალაქის ან სოფლის დასახელება, ამორჩევა ხდება სიიდან;

- მუნიციპალიტეტი: ეთითება მუნიციპალიტეტი, ამორჩევა ხდება სიიდან;

- ქვეყანა: ეთითება ქვეყნა, ამორჩევა ხდება სიიდან;

- საფოსტო ინდექსი: ეთითება საფოსტო ინდექსი.

- ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ: სადაც ეთითება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სისხლის

ჯგუფი, რეზუსი;

- სამხედრო ვალდებულება: ეთითება გავლილი აქვს თუ არა სამხედრო ვალდებულება, ამორჩევა

ხდება სიიდან;

- ნასამართლეობა: ეთითება ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ, ტექსტური ველის შევსების დროს

ავტომატურად ხდება მონიშვნა ;

- ნათესავების ნასამართლეობა: ეთითება ინფორმაცია ნათესავების ნასამართლეობის შესახებ,

ტექსტური ველის შევსების დროს ავტომატურად ხდება მონიშვნა ;

Page 26: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

26

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- ნასამართლეობის გაქარწყლება: ეთითება ინფორმაცია ნასამართლეობის გაქარწყლების შესახებ,

ტექსტური ველის შევსების დროს ავტომატურად ხდება მონიშვნა ;

2. სტატუსის ჩანართი:

სურ. 27. პირადი ბარათის სტატუსის ჩანართი

როგორც სურათიდან ჩანს ეს ჩანართი დაყოფილია სამ ნაწილად:

1. მიმდინარე სამსახურში: სადაც ხორციელდება პირის დანიშვნა/განთავისუფლება ან გადაყვანა.

ღილაკზე დაჭერით ხორციელდება პიროვნების დანიშვნა და მისი თანამდებობრივი ცვლილებები,

ღილაკზე დაჭერით ხდება არსებული დანიშვნის რედაქტირება, ხოლო ღილაკზე დაჭერით კი

ხდება არსებული დანიშვნის წაშლა.

დანიშვნის ფორმაზე მოცემულია შემდეგი სახის ველები:

სტატუსი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, თუ რა სტატუსით ინიშნება პიროვნება.

სისტემაში არსებობს შემდეგი სახის სტატუსები: აპლიკანტი, თანამშრომელი, რეზერვი,

განთავისუფლებული, დროებითი, სტაჟიორი, შეჩერებული, შტატგარეშე, პრაქტიკანტი, კადრების

განკარგულებით დანიშნული;

სამართლებრივი აქტის ველში: ბრძანების ფაილის ატვირთვახდება ღილაკზე დაჭერით.

მიმაგრებული ფაილის ჩამოტვირთვის სურვილის შემთხვევაში საკმარისია მიმაგრებულ ფაილზე მაუსის

კურსორის დაჭერა, ხოლო ფაილის წაშლა ხდება ღილაკზე დაჭერით. აუცილებლად უნდა მიეთითოს

ბრძანების ნომერი, სადაც ღილაკზე დაჭერით ხდება ბრძანების დასახელების შაბლონის შექმნა.

Page 27: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

27

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

აქტის თარიღში ეთითება ბრძანების რეგისტრაციის თარიღი, ხოლო შესრულების თარიღში ეთითება

ბრძანების ძალაში შესვლის თარიღი, რომელიც ავტომატურად ივსება დანიშვნის თარიღის შესაბამისად.

ხელმომწერში ეთითება ბრძანებაზე ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, რომლის ამორჩევა ხდება

ჩამოშლადი სიიდან. ხელისმომწერთა სია განსაზღვრულია ადმინისტრატორის ჩანართზე. ასევე,

სურვილისამებრ, შესაძლბელია აღწერში მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია.

ნებისმიერი სტატუსით დანიშვნის ფორმაზე ღილაკით ხდება მონაცემების დამახსოვრება, ღილაკით

ხდება შენახვის გარეშე ფანჯრის დახურვა.

განვიხილოთ დანიშვნის თითოეული სტატუსის მნიშვნელობა:

აპლიკანტი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც არ აისახება საშტატო ნუსხაში და ამ სტატუსით

დანიშვნა შესაძლებელია როგორც ვაკანტურ, ასევე დაკავებულ პოზიციებზე. აპლიკანტის სტატუსის

ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობ(ები)ა, წინააღმდეგ

შემთხვევაში ველი არის ცარიელი; თანამდებობის ამორჩევა ხდება ღილაკ -ზე დაჭერით, რის შემდეგაც

გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია სტრუქტურაზე არსებული თანამდებოების ჩამონათვალი, საიდანაც

შესაძლებელია თანამდებობის ამორჩევა და ღილაკ -ზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ

ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და თანამდებობის ველები.

თანამშრომელი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც შედის საშტატო ნუსხაში და ამ სტატუსით

დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ვაკანტურ პოზიციებზე. თანამშრომლის სტატუსის ამორჩევის შემთხვევაში

ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

განაკვეთი (*): ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, თუ რა განაკვეთზე იმუშავებს პიროვნება,

კერძოდ: სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი/დისტანციური, შეღავათიანი;

მეორე თანამდებობა: არის მონიშვნადი ველი, რომლის მონიშვნა ხდება მეორე თანამდებობის

დამატების შემთხვევაში;

თანამდებობრივი სარგოს დარიცხვა: მეორე თანამდებობის მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია

ამორჩევა ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, რომელიც მოიცავს ძირითად თანამდებობრივ სარგოს და მაღალ

თანამდებობრივ სარგოს;

- პერიოდი (*): ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,

როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი არის

ცარიელი;

Page 28: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

28

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- თანამდებობა (*): ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში

ნაჩვენებია სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი. თანამდებობის ამორჩევის შემდგომ,

ღილაკზე დაჭერით ხდება თანამდებობის დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება

ქვედანაყოფის და თანამდებობის ველები;

- გამოსაცდელი ვადა: მოსანიშნია თუ თანამშრომელი ინიშნება საგამოცდო ვადით, ასეთ შემთხვევაში

აუცილებელია საგამოცდო ვადის დასრულების თარიღის მითითებაც;

- თანამდებობრივი სარგო: ეთითება პიროვნებაზე გასაცემი ანაზღაურება რიცხობრივად თანამდებობის

მიხედვით, კერძოდ, სტრუქტურაზე თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არსებობის

შემთხვევაში თანამდებობის არჩევის შემდეგ ეს ველი ავტომატურად ივსება, ასევე შესაძლებელია

ავტომატურად შევსებულის რედაქტირება და სასურველი თანხის ჩაწერა;

- სახელფასო ბარათი: არის ჩამოშლადი ველი, რომელიც მოიცავს პიროვნების საბანკო რეკვიზიტებს,

სადაც მონიშვნის შემდგომ დაირიცხება ანაზღაურება;

- შეღავათის აქტივაცია: არის მონიშვნადი ველი და ინიშნება შეღავათის არსებობის შემთხვევაში

კონკრეტული დანიშვნისთვის;

- შეღავათის ტიპი: არის ველი, რომელიც შეღავათის აქტივაციის შემთხვევაში ავტომატურად ივსება

შესაბამისი გამოსაყენებელი შეღავათის დასახელებით;

- სულ დარიცხული თანხები მიმდინარე მდგომარეობამდე: ველი ივსება შეღავათის არსებობის

შემთხვევაში და წარმოადგენს ანაზღაურების ჯამურ თანხას წლის დასაწყისიდან მიმდინარე თარიღამდე,

კერძოდ, თუ პირი მიმდინარე დანიშვნამდე არსებობდა სისტემაში, მაშინ ავტომატურად ივსება, წინააღმდეგ

შემთხვევაში შესაძლებელია ხელით შევსება.

რეზერვი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც არ შედის საშტატო ნუსხაში და მისი დანიშვნა

შესაძლებელია როგორც ვაკანტურ, ასევე დაკავებულ თანამდებობაზე. რეზერვის სტატუსის ამორჩევის

შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

- პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,

როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობ(ები)ა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი

არის ცარიელი;

- თანამდებობა: ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია

სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი, შესაძლებელია თანამდებობის ამორჩევა და

ღილაკზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და თანამდებობის

ველები.

Page 29: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

29

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

განთავისუფლებული არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც გულისხმობს არსებული/მომავალი

დანიშვნიდან პიროვნების გათავისუფლებას. განთავისუფლებული სტატუსის ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე

ივსება შემდეგი სახის ველები:

- საფუძველი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია კანონით

გათვალისწინებული განთავისუფლების საფუძველბი;

- პერიოდი: ხდება განთავისუფლების საწყისი თარიღის არჩევა. ამ შემთხვევაში საბოლოო თარიღი

არაა შევსებადი და იგი ავტომატურად ივსება განთავისუფლების შემდეგ ახალი დანიშვნის განხორციელების

შემთხვევაში;

- თანამდებობის არჩევა: მონიშვნა ხდება იმ კონკრეტული თანამდებობ(ებ)ის, საიდანაც განთავისუფლება

უნდა განხორციელდეს.

დროებითი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც მოიცავს დროის განსაზღვრულ პერიოდებს.

დროებითი სტატუსის შემადგენელი ნაწილებია: დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, უკონკურსოდ

დანიშნული და არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებელი. დროებითი სტატუსის ამორჩევის

შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

- დანიშვნის ფორმა: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია დანიშვნის

ფორმები;

- მეორე თანამდებობა: არის მონიშვნადი ველი, რომლის მონიშვნა ხდება მეორე თანამდებობის

დამატების შემთხვევაში;

- თანამდებობრივი სარგოს დარიცხვა: მეორე თანამდებობის მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია

ამორჩევა ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, რომელიც მოიცავს ძირითად თანამდებობრივ სარგოს და მაღალ

თანამდებობრივ სარგოს;

- პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომელიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,

როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი არის

ცარიელი;

- თანამდებობა: ამორჩევა ხდება ღილაკზე -დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია

სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი შესაძლებელია თანამდებობის ამორჩევა და

ღილაკზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და თანამდებობის

ველები;

- თანამდებობრივი სარგო: ეთითება პიროვნებაზე გასაცემი ანაზღაურება რიცხობრივად თანამდებობის

მიხედვით, კერძოდ, სტრუქტურაზე თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არსებობის

შემთხვევაში თანამდებობის არჩევის შემდეგ ეს ველი ავტომატურად ივსება, ასევე, შესაძლებელია

ავტომატურად შევსებულის რედაქტირება და სასურველი თანხის ჩაწერა;

Page 30: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

30

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- სახელფასო ბარათი: არის ჩამოშლადი ველი, რომელიც მოიცავს პიროვნების საბანკო რეკვიზიტებს,

სადაც მონიშვნის შემდგომ მოხდება ანაზღაურების დარიცხვა;

- შეღავათის აქტივაცია: არის მონიშვნადი ველი და ინიშნება შეღავათის არსებობის შემთხვევაში;

- შეღავათის ტიპი: არის ველი, რომელიც შეღავათის აქტივაციის შემთხვევაში ავტომატურად ივსება

შეღავათის დასახელებით;

- სულ დარიცხული თანხები მიმდინარე მდგომარეობამდე: ველი ივსება შეღავათის არსებობის

შემთხვევაში და წარმოადგენს ანაზღაურების ჯამურ თანხას წლის დასაწყისიდან მიმდინარე თარიღამდე,

კერძოდ, თუ პირი მიმდინარე დანიშვნამდე არსებობდა სისტემაში, მაშინ ავტომატურად ივსება, წინააღმდეგ

შემთხვევაში შესაძლებელია ხელით შევსება.

სტაჟიორი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც შედის საშტატო ნუსხაში. სტაჟიორის სტატუსის

ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

- პერიოდი (*): ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის მონიშვნა;

- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომელიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,

როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობ(ები)ა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი

არის ცარიელი;

- თანამდებობა (*): ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში

ნაჩვენებია სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი და შესაძლებელია თანამდებობის

ამორჩევა და ღილაკზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და

თანამდებობის ველები;

- თანამდებობრივი სარგო: ეთითება პიროვნებაზე გასაცემი ანაზღაურება რიცხობრივად თანამდებობის

მიხედვით, კერძოდ, სტრუქტურაზე თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არსებობის

შემთხვევაში, თანამდებობის არჩევის შემდეგ ეს ველი ავტომატურად ივსება, ასევე შესაძლებელია

ავტომატურად შევსებულის რედაქტირება და სასურველი თანხის ჩაწერა;

- სახელფასო ბარათი: არის ჩამოშლადი ველი, რომელიც მოიცავს პიროვნების საბანკო რეკვიზიტებს,

სადაც მონიშვნის შემდგომ მოხდება ანაზღაურების დარიცხვა.

შეჩერებული არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც გულისხმობს არსებული/მომავალი დანიშვნის

შეჩერებას გარკვეული ვადით. შეჩერებული სტატუსის ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის

ველები:

- ინიციატორი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია შეჩერების მიზეზი

ან ინიციატორი პირის სახელი და გვარი;

- პერიოდი: ხდება შეჩერების საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- თანამდებობის არჩევა: იმ კონკრეტული თანამდებობ(ებ)ის მონიშვნა ხდება, რომელზეც შეჩერება უნდა

განხორციელდეს.

შტატგარეშე არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც შედის საშტატო ნუსხაში. შტატგარეშე სტატუსის

ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

Page 31: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

31

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- განაკვეთი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, თუ რა სახის განაკვეთზე იმუშავებს

პიროვნება, კერძოდ: სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი/დისტანციური, შეღავათიანი.

- მეორე თანამდებობა: არის მონიშვნადი ველი, რომლის მონიშვნა ხდება მეორე თანამდებობის

დამატების შემთხვევაში;

- თანამდებობრივი სარგოს დარიცხვა: მეორე თანამდებობის მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია

ამორჩევა ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, რომელიც მოიცავს ძირითად თანამდებობრივ სარგოს და მაღალ

თანამდებობრივ სარგოს;

- პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,

როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ველი არის

ცარიელი;

- თანამდებობა: ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია

სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი, შესაძლებელია თანამდებობის ამორჩევა და

ღილაკზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება ქვედანაყოფის და თანამდებობის

ველები;

- თანამდებობრივი სარგო: ეთითება პიროვნებაზე გასაცემი ანაზღაურება რიცხობრივად თანამდებობის

მიხედვით, კერძოდ, სტრუქტურაზე თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არსებობის

შემთხვევაში თანამდებობის არჩევის შემდეგ ეს ველი ავტომატურად ივსება, ასევე შესაძლებელია

ავტომატურად შევსებულის რედაქტირება და სასურველი თანხის ჩაწერა;

- სახელფასო ბარათი: არის ჩამოშლადი ველი, რომელიც მოიცავს პიროვნების საბანკო რეკვიზიტებს,

სადაც მონიშვნის შემდგომ მოხდება ანაზღაურების დარიცხვა;

- შეღავათის აქტივაცია: არის მონიშვნადი ველი და ინიშნება შეღავათის არსებობის შემთხვევაში;

- შეღავათის ტიპი: არის ველი, რომელიც შეღავათის აქტივაციის შემთხვევაში ავტომატურად ივსება

შეღავათის დასახელებით;

- სულ დარიცხული თანხები მიმდინარე მდგომარეობამდე: ველი ივსება შეღავათის არსებობის

შემთხვევაში და წარმოადგენს ანაზღაურების ჯამურ თანხას წლის დასაწყისიდან მიმდინარე თარიღამდე,

კერძოდ, თუ პირი მიმდინარე დანიშვნამდე არსებობდა სისტემაში, მაშინ ავტომატურად ივსება, წინააღმდეგ

შემთხვევაში შესაძლებელია ხელით შევსება.

პრაქტიკანტი არის დანიშვნის ისეთი სტატუსი, რომელიც შედის საშტატო ნუსხაში. პრაქტიკანტის სტატუსის

ამორჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

- პერიოდი: ხდება დანიშვნის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- მიმდინარე თანამდებობა: არის გაშლადი ველი, რომლიც ავტომატურად შევსებულია იმ შემთხვევაში,

როდესაც კონკრეტული პირისთვის არსებობს მიმდინარე თანამდებობ(ები)ა, წინააღმდეგ შემთხვეაში ველი

არის ცარიელი;

Page 32: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

32

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- თანამდებობა: ამორჩევა ხდება ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც გამოსულ ფანჯარაში ნაჩვენებია

სტრუქტურაზე არსებული თანამდებობების ჩამონათვალი და შესაძლებელია

თანამდებობის ამორჩევა და ღილაკზე დაჭერით დამახსოვრება. ამის შემდეგ ავომატურად ივსება

ქვედანაყოფის და თანამდებობის ველები.

კადრების განკარგულება: რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს გადანიშვნები

შესაბამისი სტატუსით და მართოს კადრები კანონმდებლობასთან მიმართებაში.

2. მიმდინარე სამსახურამდე ჩანართს აქვს შემდეგი სახე:

სურ. 28. სამუშაო გამოცდილება

სამუშაო გამოცდილების დამატება/ცვლილება იარაღების პანელიდან ღილაკზე დაჭერით ხდება სამუშაო

გამოცდილების ახალი ფორმის გახსნა და დამატება, ღილაკზე დაჭერით ხდება არსებული სამუშაო

გამოცდილების რედაქტირება, ხოლო ღილაკზე დაჭერით კი ხდება არსებულის წაშლა.

სამუშაო გამოცდილების ფორმაზე მოცემულია შემდეგი სახის ველები:

- ორგანიზაცია: ეთითება ორგანიზაციის დასახელება;

- სტრუქტურული ქვედანაყოფი: ეთითება სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება;

- სტრუქტურული ერთეული: ეთითება სტრუქტურული ერთეულის დასახელება;

- თანამდებობა: ეთითება თანამდებობის დასახელება;

Page 33: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

33

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- თანამდებობრივი სარგო: ეთითება თანამდებობრივი ანაზღაურება რიცხობრივად;

- სტატუსი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, თუ რა სტატუსით იყო პიროვნება დანიშნული.

სამუშაო გამოცდილების ფორმაზე არსებობს შემდეგი სახის სტატუსები: თანამშრომელი, რეზერვი,

დროებითი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი, შეჩერებული, შტატგარეშე;

- გათავისუფლების მიზეზი: ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან და ეთითება თანამდებობიდან

გათავისუფლების მიზეზი;

- პერიოდი: ხდება მუშაობის საწყისი და საბოლოო თარიღის არჩევა;

- სტაჟი: ველი ავტომატურად ივსება მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის საწყისი და საბოლოო

თარიღების შევსების შემდეგ;

- აღწერა: ეთითება დამატებითი ინფორმაცია;

- ფაილის მიბმა: ღილაკზე დაჭერით, ხდება ფაილის ამორჩევა და მიბმა. მიმაგრებული

ფაილის ჩამოტვირთვის სურვილის შემთხვევაში საკმარისია ატვირთულ ფაილზე მაუსის კურსორით დაჭერა,

მიმაგრებული ფაილის წაშლა კი ხდება ღილაკზე დაჭერით;

!!! აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება სახელმწიფო სამსახურში ნამუშავარი სამუშაო

გამოცდილების რეგისტრირება აუცილებელია მოდეს „სახელმწიფო თანამდებობის“ მონიშვნა, რაც იწვევს

გლობალურ კლასიფიკატორთა აქტივაციას. იმ შემთხვევაში თუ წინა დამსაქმებელი ორგანიზაცია არის

რეგისტრირებული სისტემაში, შესაძლებელია შემდეგი მონაცემების შევსება:

ორგანიზაციის სიიდან ამორჩევა;

ორგანიზაციის ტიპის, ფუნქციის, სახის და ფორმის მითითება;

ქვედანაყოფის ტიპის ამორჩევა;

თანამდებობის, ტიპის, დონის, კატეგორიის მითითება;

საჯარო მოსამსახურის თანამდებობის რანგის და სახის განსაზღვრა;

დასაქმების კლასიფიკაციიდან შესაბამისის მითითება;

განრიგის არჩევა;

დამატებით, მისამართის ნაწილში ფიქსირდება შესაბამის ორგანიზაციაზე რეგისტრირებული ოფისები.

სტატისტიკის ნაწილში ხორციელდება სამუშაო სტაჟის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა.

ბარათების ჩანართი

აღნიშნულ ველში ხორციელდება თანამშრომლის საიდენტიფიაციო დოკუმენტაციის მონაცემების შეტანა

როგორიცაა:

პირადობის მოწმობის მონაცეები;

პასპორტის მონაცემები (როგორც სტანდარტული ასევე დიპლომატიური და სამსახურეობრივი

პასპორტები);

Page 34: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

34

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სადაზღვევო პოლისი;

მართვის მოწმობა;

აღნიშნული ინფორმაციის დამატება ხორციელდება იარაღების პანელიდან ღილაკზე დაჭერით, რა

დროსაც იხსნება შესაბამისი შესავსები ფორმა. შეტანილი ინფორმციის რედქტირება ხორციელდება ღილაკზე

დაჭერით კი ხდება არსებულის მონაცემები წაშლა. დაჭერით, ხოლო ღილაკზე

პირადობის მოწმობის ნაწილში შევსებადი ველებია:

- ბარათის ნომერი(*): ეთითება პირადობის მოწმობის ნომერი;

- გამცემი ორგანო(*): ეთითება პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო;

- გაცემის თარიღი(*): ეთითება პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი ღილაკით ;

- მოქმედების ვადა: ეთითება პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა ღილაკით ;

- უვადო: მონიშვნა ხდება როდესაც პასპორტი უვადოა.

პასპორტის ნაწილში შევსებად ველებია:

- პასპორტის N ნომერი (*): ეთითება პასპორტის ნომერი;

- გამცემი ორგანო(*): ეთითება პასპორტის გამცემი ორგანო;

- გაცემის თარიღი(*): ეთითება პასპორტის გაცემის თარიღი ღილაკით ;

- მოქმედების ვადა: ეთითება პასპორტის მოქმედების ვადა ღილაკით ;

- უვადო: მონიშვნა ხდება როდესაც პასპორტი უვადოა.

სადაზღვევო პოლისის ნაწილში შევსებადი ველებია:

- მზღვეველი(*)- ეთითება სადაზღვევო კომპანია;

- ტიპი(*)- ეთითება დაზღვევის ტიპი;

- ბარათის ნომერი(*)- ეთითება სადაზღვევო პოლისის ნომერი;

- პოლისი(*)- ეთითება პოლისის სახელი;

- ღირებულება (მთლიანი)(*) - ეთითება ჯამურად დაზღვევის ღირებულება;

- ღირებულება (კომპანია)- ეთითება კომპანიის მიერ თანადაფინანსებული თანხა;

- ღირებულება (თანამშრომელი) -ეთითება თანამშრომლის მიერ გადასახადი თანხა;

- დასაწყისი(*) - ეთითება დაზღვევის საწყისი თარიღი;

- დასასრული - ეთითება დაზღვევის დასრულების თარიღი;

მართვის მოწმობის ნაწილში შევსებადი ველებია:

- ბარათის ნომერი(*) - ეთითება მართვის მოწმობის ნომერი;

- კატეგორია (*) - ინიშნება მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია;

- გამცემი ორგანო - ეთითება მართვის მოწმობის გამცემი ორგანო;

- გაცემის თარიღი - ეთითება მართვის მოწმობის გაცემის თარიღი ღილაკით ;

Page 35: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

35

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- მოქმედების ვადა - ეთითება მართვის მოწმობის მოქმედების ვადა ღილაკით ;

- გაუქმება - თუ მართვის მოწმობა გაუქმდა;

განათლების ჩანართი

ხორციელდება თანამშრომლის განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგისტრირება. თითოეულ

რეესტრს გააჩნია ღილაკები: ახლის დამატება ღილაკით , რედაქტირება ღილაკით , წაშლა ღილაკით

. ღილაკით ხდება მონაცემების დამახსოვრება, ღილაკით ხდება შენახვის გარეშე ფანჯრის

დახურვა.

აღნიშნულ ველში ივსება შემდეგი სახის ინფორმაცია:

კომპეტენციები: ივსება ინფორმაცია თანამშრომლის კომპეტენციების შესახებ, სადაც კომპეტენციების არჩევა

შესაძლებელია ჩამოშლადი სიიდან.

კომპიუტერული უნარები: ივსება ინფორმაცია კომპიუტერულ უნარ-ჩვევების შესახებ.

უხოური ენა: ივსება ინფორმაცია უცხო ენების ცოდნს შესახებ, შესაბამისი ჩამოშლადი სიიდან, სადაც

განსაზღვრულია უცხოური ენების დასახელებები;

ცოდნის დონე ეთითება შესაბამისი ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია უცხოური ენების ცოდნის

დონეები.

ზოგადი განათლება, რეგისტრირდება ინფორმაცია საშუალო განათლების შესახებ, საფეხური (*) ეთითება ამ

ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია ზოგადი განათლების საფეხურები;

სურ. 29. ზოგადი განათლება

- სკოლა - ეთითება სკოლის დასახელება;

Page 36: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

36

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

- სწავლის დაწყება - ეთითება შესაბამისი თარიღი;

- სწავლის დასრულება - ეთითება შესაბამისი თარიღი;

უმაღლესი/პროფესიული განათლება:

სურ. 30. უმაღლესი/პროფესიული განათლება

განათლების ეტაპის (*) ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია განათლების

ეტაპები;

სასწავლებლის ამორჩევა(*) ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია სასწავლებლების

დასახელებები;

ფაკულტეტის ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია ფაკულტეტების

დასახელებები;

სპეციალობის ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია სპეციალობები;

აკადემიური ხარისხის ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან;

დიპლომის ნომერი ეთითება ხელით.

ფაილის მიბმა შესაძლებელია ნებისმერი ფორმატის დოკუმენტის ატვირთვა;

სწავლის დაწყების მითითება ხდება სასურველი თარიღის არჩევის შედეგად;

სწავლის დასრულების მითითება ხდება სასურველი თარიღის არჩევის შედეგად;

პროფესიული განათლების სხვა საფეხურები:

Page 37: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

37

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 31. პროფესიული განათლების სხვა საფეხურები

სახეობა(*) ეთითება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია პროფესიული განათლების სხვა

საფეხურების სახეობები;

თემა(*) ეთითება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია თემების დასახელებები;

კურსის ველი არის ხელით შევსებადი და შესაძლებელია კურსის დასახელების შეტანა;

სერტიფიკატის ველი არის ხელით შევსებადი და შესაძლებელია სერტიფიკატის შესახებ ინფორმაციის

შეტანა;

ფაილის მიბმა - შესაძლებელია ნებისმერი ფორმატის დოკუმენტის ატვირთვა;

ორგანიზატორის ველი არის ხელით შევსებადი და შესაძლებელია ორგანიზატორის სახელის შეტანა;

სწავლის დაწყების მითითება ხდება სასურველი თარიღის არჩევის შედეგად;

სწავლის დასრულების მითითება ხდება სასურველი თარიღის არჩევის შედეგად.

ჩანართი „დამატებითი“

ოჯახის წევრები:

Page 38: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

38

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 32. ოჯახის წევრები

ოჯახის წევრის (*) ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია ოჯახის წევრები;

პირადი ნომერის ველი არის ხელით შევსებადი და ეთითება ოჯახის წევრის პირადი ნომერი;

სახელი (*) არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ოჯახის წევრის სახელი;

გვარი (*) არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ოჯახის წევრის გვარი;

მამის სახელი არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ოჯახის წევრის მამის სახელი;

დაბადების თარიღი წარმოადგენს ოჯახის წევრის დაბადების თარიღს და მისი მითითება ხდება სასურველი

თარიღის არჩევის შედეგად;

საქმიანობა არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ოჯახის წევრი საქმიანობა;

იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ოჯახის წევრის პირადი ნომრის და გვარის შეტანა, ღილაკზე დაჭერით

შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრიდან ავტომატურად მოხდეს ისეთი ინფორმაციის წამოღება,

როგორიცაა: სახელი, მამის სახელი და დაბადების თარიღი.

ინვენტარი:

Page 39: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

39

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 33. ინვენტარი

დასახელება (*) არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ინვენტარის დასახელება;

კოდი არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ინვენტარის კოდი;

სერიული ნომერი არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ინვენტარის სერიული ნომერი;

მიღების თარიღის ველში ეთითება ნივთის მიღების თარიღი;

გაუქმების თარიღის ველში ეთითება ნივთის დაბრულების თარიღი;

ავტომანქანა:

სურ. 34. ავტომანქანა

მწარმოებელი (*) ეთითება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია ავტომანქანების

მწარმოებელი კომპანიების დასახელებები;

კატეგორია (*) ეთითება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია ავტომანქანების კატეგორიები;

მოდელის ველი არის ხელით შევსებადი და ეთითება ავტომანქანის მოდელი;

Page 40: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

40

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ფერის ველი არის ხელით შევსებადი და ეთითება ავტომანქანის ფერი;

გამოშვების წელი არის ჩამოშლადი ველი და ჩამოშლის შედეგად შესაძლებელია სასურველი წლის არჩევა;

ნომერი (*) არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება ავტომანქანის ნომერი;

სამსახურის კუთვნილება არის მონიშვნადი ველი და მისი მონიშვნა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოცემული

ავტომანქანა წარმოადგენს სამსახურის კუთვნილებას;

თარიღიდან თარიღამდე მონიშვნადი ველებია და ეთითება ავტომანქანის გაცემის და დაბრუნების თარიღი;

სოციალური ქსელები:

სოც.ქსელის დასახელება (*) ეთითება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია სოციალური

ქსელების დასახელებები;

მომხმარებლის სახელი (*) არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება მომხმარებლის სახელი, რომლითაც

დარეგისტრირებულია მითითებულ სოციალურ ქსელში;

ბმული არის ხელით შევსებადი ველი და ეთითება მონიშნული სოციალური ქსელის ბმული.

დასწრების ჩანართზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის დასწრების და გაცდენების შეყვანა:

სურ. 38. დასწრების ტაბელი

დასწრებების აღრიცხვა შესაძლებელია ორი გზით:

Page 41: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

41

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

1. თითოეულ უჯრაზე დადგომით და სასურველი ფერის არჩევით შეივსოს მონაცემები და შემდეგ მოხდეს

შენახვა;

2. „პერიოდ“-ზე დაჭერის შედეგად მიეთითოს სასურველი პერიოდი და დასწრების ტიპი. შეცდომით

შევსებული დასწრების შემთხვევაში, შესაძლებელია ამორჩეული იქნას „კალენდარული დღე“ დასწრების

ტიპში, რაც კალენდრის სტანდარტული ტიპის ველების დაბრუნებას განახორციელებს.

იმ შემთხვევაში თუ საჭიროა შევსებული ფერის წაშლა, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „კალენდარული

დღე“

დასწრების ტიპების მართვის ფუნქციონალის მეშვეობით სისტემაში ხდება კანონით განსაზღვრული, წლის

განმავლობაში გამოსაყენებლად დასაშვები დღეების ოდენობის განსაზღვრა, რის მიხედვითაც თვითეული

თანამშრომლის პირად ბარათზე ხორციელდება მათ მიერ გამოუყენებელი დღეების რაოდენობების

დათვლა, გამოყენებული დასწრებების მიხედვით.

შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ მივლინების გატარება დასწრების ტაბელიდან არ ხორციელდება. მივლინებების

დარეგისტრირება ხდება მივლინებების ჩანართზე, საიდანაც ავტომატურად მოდის ინფორმაცია თითოეულ

პირზე (იხილეთ: მივლინების ჩანართი).

ანაზღაურების ჩანართზე

ხორციელდება სამი სახის მონაცემების წარმოება:

1. შეღავათის მინიჭება პირზე კონკრეტულის ამორჩევის შედეგად;

2. ანაზღაურება/ხარჯის დამატება საჭიროებისამებრ: შესაძლებელია ახალი ანაზღაურების ან ხარჯის

დამატება, არსებულის რედაქტირება ან წაშლა.

ანაზღაურების დამატების შემთხვევაში ფორმას აქვს შემდეგი სახე:

სურ. 35. ანაზღაურების დამატების ქვეფორმა

Page 42: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

42

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ფორმაში უნდა მიეთითოს: დასახელება, სახელფასო ბარათი შეღავათი, პერიოდი და თანხა.

ხარჯის დამატების შემთხვევაშიც უნდა მიეთითოს დასახელება, თანხა და პერიოდი.

სახელფასო ბარათების რეესტრი: შესაძლებელია ახალი ბარათის დამატება, არსებულის რედაქტირება ან

წაშლა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დანიშვნაში ან ანაზღაურება/ხარჯში გამოყენებული არ არის. ფორმას

აქვს შემდეგი სახე:

სურ. 36. სახელფასო ბარათის დამატება

აუცილებელია მითითებული იყოს მომხმარებლის ანგარიშის ნომერი რის შემდეგაც ღილაკზე დაჭერით

ბანკის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად შეივსება. უნდა მიეთითოს ასევე ბარათის ტიპი

და მოქმედების პერიოდი. ვადის გასვლისას ინფორმაცია აისახება შეტყობინებების ნაწილში. (იხილეთ თავი

4.შეტყობინებები)

საბუთების ჩანართზე ხორციელდება სხვადასხვა სახის დასკანერებული ფაილების დამახსოვრება. ახალი

საბუთის დამატება ღილაკით , რედაქტირება ღილაკით , ხოლო წაშლა ღილაკით . ღილაკით

ხდება მონაცემების დამახსოვრება, ღილაკით - შენახვის გარეშე ფანჯრის დახურვა.

აღნიშნული რეესტრების ატვირთვისას გამოდის ფანჯარა, სადაც შესაძლებელია, როგორც ფაილის

ატვირთვა, ასევე დამატებითი ინფორმაციის შეყვანა.

Page 43: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

43

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 37. საბუთების ატვირთვა

საჭირო საბუთების ნუსხაში- განსხვავებით ზემოთ აღწერილი შემთხვევებისგან, შესაძლებელია ასევე

აღირიცხოს თუ რომელი საბუთი აქვს/არა აქვს მოტანილი პირს. კონკრეტულ საბუთზე დადგომით და

რედაქტირების ღილაკით ხორციელდება შემდეგი ქვეფორმის გამოძახება:

სურ. 38. საჭირო საბუთების მონაცემების წარმოება

ცნობების რეესტრში შესაძლებელია სისტემაში ჩადებული შაბლონების ექსპორტირება .doc გაფართოების

მქონე ფაილებში. მაგალითად, ცნობა სამსახურის შესახებ.

სხვა საბუთები, სადაც შესაძლებელია საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომელის სხვა დანარჩენი

საბუთების ატვირთვა.

ბრძანებების ჩანართი გაყოფილია ორ ნაწილად:

1. წახალისება/დისციპლინურის პასუხისმგებლობის ბრძანებები: ბრძანებების რეესტრს გააჩნია ახლის

დამატების ღილაკი , რედაქტირების ღილაკი და წაშლის ღილაკი . ღილაკით

ხდება მონაცემების დამახსოვრება, ღილაკით ხდება შენახვის გარეშე ფანჯრის დახურვა.

Page 44: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

44

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ფანჯრის ფორმა იცვლება იმის მიხედვით, ემატება ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ ახალი

წახალისება. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმის შევსების შემთხვევაში აქტის

ნაწილი ივსება ანალოგიურად, კერძოდ:

აქტი: ფაილის მიბმა ღილაკზე დაჭერით, ხდება ბრძანების ფაილის ამორჩევა და მიბმა.

მიმაგრებული ფაილის ჩამოტვირთვის სურვილის შემთხვევაში საკმარისია ატვირთულ ფაილზე მაუსის

კურსორით დაჭერა, მიმაგრებული ფაილის წაშლა კი ხდება ღილაკით . აუცილებლად ეთითება ბრძანების

ნომერი (*). აქტის თარიღში ეთითება ბრძანების რეგისტრაციის თარიღი, ხოლო შესრულების თარიღში

ეთითება ბრძანების ძალაში შესვლის თარიღი, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის შემთხვევაში

ვადის საწყისი პერიოდის იდენტურია და მისი შევსება ავტომატურად ხდება. ხელმომწერში ეთითება

ბრძანებაზე ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, რომლის ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან,

რაც განსაზღვრულია ადმინისტრატორის ჩანართზე. ასევე, სურვილისამებრ, შესაძლებელია აღწერაში

მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია.

დისციპლინური პასუხისმგებლობა

დისციპლინური პასუხისმგებლობის არჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

ძალაშია - ხდება ღილაკების ან მონიშვნა იმის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობა არის

ძალაში თუ არა.

დისციპლინურის ფორმის მითითება ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია

დისციპლინურის ფორმები.

სურ. 39. დისციპლინური პასუხისმგებლობა

Page 45: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

45

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ვადა ეთითება თარიღების არჩევით, თუ საიდან სადამდე არის ძალაში დისციპლინური პასუხისმგებლობა.

შენიშვნა არის ველი, სადაც ეთითება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

ორგანიზაცია ივსება ავტომატურად იმ ორგანიზაციის დასახელებით, სადაც მოცემული თანამშრომელი

მუშაობს, ასევე შესაძლებელია ხელით რედაქტირება და იმ ორგანიზაციის დასახელების მითითება, სადაც

დისციპლინური პასუხიმგებლობაა მიღებული.

წახალისება

წახალისების არჩევის შემთხვევაში ფორმაზე ივსება შემდეგი სახის ველები:

სურ. 40. წახალისება

წახალისების საფუძველის ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია

წახალისების საფუძვლის სახეები.

წახალისების ფორმის ამორჩევა ხდება ამ ველის ჩამოშლადი სიიდან, სადაც განსაზღვრულია წახალისების

ფორმები.

Page 46: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

46

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სხვა წახალისება/შენიშვნა ეთითება განსხვავებული წახალისების ფორმის ან შენიშვნის არსებობის

შემთხვევაში.

ორგანიზაცია ივსება ავტომატურად იმ ორგანიზაციის დასახელებით, სადაც მოცემული თანამშრომელი

მუშაობს, ასევე შესაძლებელია ხელით რედაქტირება და სასურველი ორგანიზაციის დასახელების მითითება.

იმ შემთხვევაში თუ მოცემული წახალისებით ხდება არსებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმება,

შესაძლებელია ჩანართზე სასურველი დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმება მონიშვნით.

მივლინების ბრძანებები გენერირდება მივლინების ჩანართზე წარმოებული მივლინებების საფუძველზე. ამ

მივლინებებს გააჩნიათ დამტკიცებული სტატუსი. (იხილეთ თავი 6. მივლინების ჩანართი).

4. შეტყობინებები

სისტემას გააჩნია შეტყობინებების ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს აწვდის დამატებით სხვადასხვა

სახის ინფორმაციას.

სურ. 41. შეტყობინებების ფუნქციონალი

„შეტყობინება“-ზე დაჭერის შემდეგ გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

სურ. 42. შეტყობინებების ფანჯარა

თითოეულ პირის შესახებ თავმოყრილია სხვადასხვა სახის მონაცემები, როგორიცაა:

ფერთა ინდიკაციის შედეგად დაგენერირებული შეტყობინებები, რომლებიც აღწერილი იყო

თანამშრომლის ჩანართის თავში, შეტყობინებების ნაწილში აისახება სამი დღით ადრე და ვადის გასვლის

შემდეგ ქრება;

Page 47: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

47

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

შეტყობინებები თანამშრომლების დაბადების დღის შესახებ;

შეტყობინებები თანამშრომლებზე საჭირო საბუთების მოტანის შესახებ;

შეტყობინებები თანამშრომლებზე გამოსაცდელი ვადის გასვლასთან დაკავშირებით;

შეტყობინებები თანამშრომლების დანიშვნაზე ვადის გასვლასთან დაკავშირებით;

შეტყობინებები თანამშრომლების პასპორტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით: შეტყობინება აისახება

სამი დღით ადრე და ვადის გასვლის შემდეგ კვლავ რჩება მანამ, სანამ მომხმარებელი არ განახორციელებს

სისტემაში მონაცემების განახლებას;

შეტყობინებები თანამშრომლების სახელფასო ბარათის ვადის გასვლასთან დაკავშირებით:

შეტყობინება აისახება სამი დღით ადრე და ვადის გასვლის შემდეგ კვლავ რჩება მანამ, სანამ მომხმარებელი

არ განახორციელებს სისტემაში მონაცემების განახლებას;

შეტყობინებები თანამშრომლების ანაზღაურება/ხარჯზე მონიშნული თარიღების მიხედვით: შეტყობინება

აისახება მითითებული რაოდენობის მქონე დღით ადრე და ვადის გასვლის შემდეგ ქრება;

შეტყობინებები თანამშრომლების მივლინებების ბრძანებებში გატარებულ თარიღებთან დაკავშირებით:

შეტყობინება აისახება მითითებული რაოდენობის მქონე დღით ადრე და ვადის გასვლის შემდეგ ქრება.

5. ანგარიშგებების ჩანართი

ანგარიშგებების ჩანართზე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა იხილოს სხვადასხვა სახის მზა ანგარიშგებები,

რომლებიც შესაძლებელია დაგენერირებულ იყოს სასურველი პერიოდის და ფორმატის მიხედვით.

შესაძლებელია ახალი სტატიკური სახის ანგარიშგების დამატება მომხმარებლის სურვილისა და

საჭიროებისამებრ.

სურ. 50. ანგარიშგების ჩანართი

საჭიროა მოინიშნოს სასურველი სტრუქტურა, ამოირჩეს პერიოდი, ფორმატი და სასურველ ანგარიშგების

დასახელებაზე დაჭერის შედეგად სისტემა დააგენერირებს შესაბამის მონაცემებს.

ანგარიშგებები განაწილებულია თემატურად: თანამშრომლების, სტრუქტურის, დასწრების, მივლინებისა და

შეტყობინების ჩანართებში:

Page 48: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

48

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თანამშრომლების ნაწილი მოიცავს შემდეგ ანგარიშგებებს:

„თანამშრომლის მონაცემები: ფორმა #1“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც მოიცავს მათ

სახელს და გვარს; ორგანიზაციის დასახელებას, თუ სად მუშაობს ეს პირი; პირად ნომერს; რეგისტაციის

მისამართს; ფაქტიურ მისამართს; ტელეფონის ნომრებს და ელ. ფოსტას;

„თანამშრომლის მონაცემები: ფორმა #2“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც მოიცავს მათ

თანამდებობებს დაფილტრული სტრუქტურის მიხედვით; სახელს და გვარს; მამის სახელს; პირად ნომერს;

რეგისტრაციის მისამართს; დაბადების თარიღს; სამსახურის, სახლის და მობილური ტელეფონის ნომრებს;

„თანამშრომლის მონაცემები: ფორმა #3“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც დაფილტრულია

ქვედანაყოფების დონეზე და მითითებულია თითოეულ დანაყოფში მომუშავეთა რაოდენობა. ასევე, მოიცავს

ინფორმაციას თითოეული თანამშრომლის შესახებ, როგორიცაა: თანამდებობა; სახელი და გვარი;

დაბადების თარიღი; დაბადების ადგილი; რეგისტრაციის მისამართი; პირადი ნომერი და საჯარო სამსახურში

მუშაობის სტაჟი;

„სტაჟი სტრუქტურის მიხედვით“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნულ

სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც დაფილტრულია

ქვედანაყოფების დონეზე. ასევე, მოიცავს ინფორმაციას თითოეული თანამშრომლის შესახებ, როგორიცაა:

თანამდებობა; სახელი და გვარი; მამის სახელი; დაბადების თარიღი; ასაკი; მთლიანი სამუშაო სტაჟი;

სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის სტაჟი; მიმდინარე სამსახურში მუშაობის სტაჟი და მიმდინარე

თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;

„საშტატო ნუსხა“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნულ სტრუქტურაში

მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ კონკრეტული ფორმატით, სადაც მონაცემები დაყოფილია

დანაყოფების მიხედვით. ასევე, მოიცავს ინფორმაციას თითოეული თანამშრომლის შესახებ, როგორიცაა:

სახელი და გვარი; რაოდენობა; თანამდებობა; თანამდებობის კატეგორია და თანამდებობრივი სარგო;

„თანამშრომლის შრომის წიგნაკი“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნულ

სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც მოიცავს მათი სამუშაო

გამოცდილების შესახებ შემდეგ მონაცემებს: ორგანიზაციის დასახელება; სტრუქტურული ქვედანაყოფი;

სტრუქტურული ერთეული; თანამდებობა; საწყისი და საბოლოო თარიღები. უნდა აღინიშნოს, რომ

ანგარიშგებაში სამუშაო გამოცდილების ნაწილში შეტანილი ინფორმაცია შეფერილია ნაცრისფერი ფერით,

ხოლო მიმდინარე სამსახურის რეესტრში შეყვანილი ინფორმაცია თეთრი ფერით.

„თანამშრომლების საშუალო ასაკი“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნულ

სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც მოიცავს

Page 49: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

49

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ინფორმაციას: მათი თანამდებობის; სახელი და გვარის; ასაკის; მამის სახელის; პირადი ნომრის და

დაბადების თარიღის შესახებ. ასევე, მონაცემები დაყოფილია სქესის მიხედვით და თითოეული ქვედანაყოფის

ბოლოს დათვლილია საშუალო ასაკი;

„შტატგარეშე თანამშრომლების სია“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში შტატგარეშე მომუშავე პირების შესახებ, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას: მათი თანამდებობის; სახელი და გვარის; ასაკის; მამის სახელის; პირადი ნომრის;

მუშაობის დაწყებისა და დასრულების შესახებ;

„სტაჟირებაზე მყოფი თანამშრომლების სია“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში სტაჟირებაზე მყოფი პირების შესახებ, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას: მათი თანამდებობის; სახელი და გვარის; ასაკის; მამის სახელის; პირადი ნომრის;

მუშაობის დაწყების და დასრულების შესახებ;

„თანამშრომლის ინფორმაცია სქესის მიხედვით“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული

მონაცემები მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას: მათი თანამდებობის; სახელი და გვარის; მამის სახელის; პირადი ნომრის; დაბადების

თარიღის და ასაკის შესახებ. ასევე, მონაცემები დაყოფილია სქესის მიხედვით და თითოეული ქვედანაყოფის

ბოლოს დათვლილია საშუალო ასაკი და თანამშრომელთა რაოდენობა;

„ანგარიშგება ოჯახური მდგომარეობის შესახებ“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული

მონაცემები მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას: მათი თანამდებობის; სახელი და გვარის; მამის სახელის; პირადი ნომრის; სტატუსის

და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ასევე, მონაცემები დაყოფილია თითოეული ქვედანაყოფის მიხედვით

და ბოლოს დათვლილია თანამშრომელთა რაოდენობა თითოეული სტატუსის მიხედვით;

„წახალისება/დისციპლინური პასუხისმგებლობის ანგარიშგება“: ანგარიშგებაში გენერირდება

დაფილტრული მონაცემები მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ,

რომელიც მოიცავს ინფორმაციას მათი წახალისებების და დისციპლინარული პასუხისმგებლობების შესახებ:

თანამდებობა; სახელი და გვარი; მამის სახელი; პირადი ნომერი; პერიოდის დასაწყისი და დასასრული;

წახალისების ბრძანებათა რაოდენობა; დისციპლინარული პასუხისმგებლობათა რაოდენობა სტატუსების

მიხედვით;

„თანამშრომლის სტაჟი მითითებულ ორგანიზაციაში“: ანგარიშგება აგენერირებს ორგანიზაციაში

მუშაობის გამოცდილებას მითითებულ პერიოდში მომუშავე პირებისთვის

მონიშნული სტრუქტურის შესაბამისად. ასევე, თითოეული პირის შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

მიმდინარე თანამდებობა; სახელი და გვარი; სტრუქტურული ქვედანაყოფი და ერთეული; თანამდებობები

შესაბამისი სამუშაო პერიოდით.

„თანამშრომლის ინფორმაცია „სტატუსების მიხედვით“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული

მონაცემები მონიშნულ სტრუქტურაში და მითითებულ პერიოდში მომუშავე პირების შესახებ, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას დანიშვნის სტატუსების და დაჯგუფებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით.

Page 50: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

50

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სტრუქტურის ნაწილი მოიცავს შემდეგ ანგარიშგებებს:

„თანამდებობის გლობალური კლასიფიკაცია“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნული სტრუქტურის და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს

ინფორმაციას: სტრუქტურაში არსებული თანამდებობების; საშტატო ერთეულის რაოდენობის; დაკავებული

და ვაკანტური თანამდებობების შესახებ;

„თანამდებობის გლობალური დონეები“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნული სტრუქტურის და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას:

სტრუქტურაში არსებული თანამდებობების დონეების შესახებ; სტრუქტურაში არსებული თანამდებობების

დონეების რაოდენობას, მათ შორის დაკავებული და ვაკანტური თანამდებობების შესახებ;

„თანამდებობის გლობალური ჯგუფები“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას:

სტრუქტურაში არსებული თანამდებობების რანგების შესახებ; სტრუქტურაში არსებული თანამდებობების

რანგების რაოდენობას, მათ შორის დაკავებული და ვაკანტური თანამდებობების შესახებ;

„ქვედანაყოფის ტიპი“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნული

სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სტრუქტურაში

არსებული ქვედანაყოფების შესახებ დალაგებული ქვედანაყოფის ტიპების მიხედვით. ასევე აჩვენებს

თითოეული ქვედანაყოფის ტიპის მიხედვით საშტატო ერთეულების, დაკავებულ და ვაკანტურ

თანამდებობათა რაოდენობას;

„თანამდებობის ისტორია“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნული

სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, კერძოდ, არსებული აქტიური

თანამდებობების ისტორიის შესახებ: თანამშრომლების სახელი და გვარი, რომლებიც ამ პერიოდში

მუშაობდნენ ამ თანამდებობაზე, მათი პირადი ნომერი, დანიშვნის სტატუსი და პერიოდი;

„ვაკანტური თანამდებობები“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნული

სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით ვაკანტური თანამდებობის, თანამდებობის სტატუსის და

რაოდენობის შესახებ.

დასწრების ნაწილი მოიცავს შემდეგ ანგარიშგებებს:

„ანგარიშგება თანამშრომლის დასწრების შესახებ: ფორმა #1“: ანგარიშგებაში გენერირდება

დაფილტრული მონაცემები მონიშნული სტრუქტურის და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას თანამშრომლების დასწრებების ჯამური მაჩვენებლების შესახებ. ანგარიშგებაში

მონაცემებისთვის წყაროს წარმოადგენს პირადი ბარათის დასწრების ტაბელი;

Page 51: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

51

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

„ანგარიშგება თანამშრომლის დასწრების შესახებ: ფორმა #2“: ანგარიშგებაში გენერირდება

დაფილტრული მონაცემები მონიშნული სტრუქტურის და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას თითოეული დღის მიხედვით მხოლოდ იმ თანამშრომლების დასწრებების შესახებ,

რომელთაც პირადი ბარათის დასწრების ტაბელზე შესაბამის პერიოდში მონიშნული ქონდათ რაიმე სახის

დასწრება/გაცდენა;

„ანგარიშგება თანამშრომლის დასწრების შესახებ: ფორმა #3“: ანგარიშგებაში გენერირდება

დაფილტრული მონაცემები მონიშნული სტრუქტურის და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას თანამშრომლების დასწრებების შესახებ თითოეული დღის მიხედვით. ანგარიშგებაში

მონაცემებისთვის წყაროს წარმოადგენს პირადი ბარათის დასწრების ტაბელი;

„ანგარიშგება თანამშრომლის დასწრების შესახებ: ფორმა #4“: ანგარიშგებაში გენერირდება

დაფილტრული მონაცემები მონიშნული სტრუქტურის და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც

მოიცავს ინფორმაციას თანამშრომელზე დასწრების ტაბელის მიხედვით აღრიცხულ დეტალურ და ჯამურ

ინფორმაციას.

„თანამშრომლის დღიური დასწრება“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აქტიური

თანამშრომლების დასწრებების შესახებ. თითოეულ თანამშრომელზე ყოველი დღის მიხედვით

დაფიქსირებულია შემოსვლის მინიმალური და გასვლის მაქსიმალური საათი. ანგარიშგება დამოკიდებულია

ტურნიკეტის ბაზიდან მიღებულ მონაცემებზე;

„თანამშრომლის გაცდენები თარიღების მიხედვით“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული

მონაცემები მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს

ინფორმაციას აქტიური თანამშრომლების გაცდენების შესახებ. თითოეულ თანამშრომელზე ყოველი დღის

მიხედვით დაფიქსირებულია ის სამუშაო დღეები, როდესაც პირი არ იმყოფებოდა შენობაში. ანგარიშგება

დამოკიდებულია ტურნიკეტის ბაზიდან მიღებულ მონაცემებზე;

„თანამშრომლის დასწრება/გაცდენები“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აქტიური

თანამშრომლების დასწრებების და გაცდენების შესახებ. თითოეულ თანამშრომელზე ყოველი დღის

მიხედვით დაფიქსირებულია როგორც შემოსვლის მინიმალური და გასვლის მაქსიმალური საათი, ასევე

გაცდენების შესაბამისი დღეები (წითელი ფერით). ანგარიშგება დამოკიდებულია ტურნიკეტის ბაზიდან

მიღებულ მონაცემებზე;

„დასწრების საშუალო მაჩვენებლები“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული მონაცემები

მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აქტიური

თანამშრომლების დასწრებების და შენობაში ყოფნის საშუალო დროის შესახებ. ანგარიშგებაში

გათვალისწინებულია შემდეგი ალგორითმის გამოყენება: თითოეულ თანამშრომელზე ყოველი დღის

Page 52: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

52

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

მიხედვით დაფიქსირებულია როგორც შემოსვლის მინიმალური და გასვლის მაქსიმალური საათი, რის

შესაბამისადაც გენერირდება მათი საშუალო მაჩვენებელი,

ასევე ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხორციელდება შენობაში ყოფნის საშუალო მაჩვენებლის დაანგარიშებაც.

ანგარიშგება დამოკიდებულია ტურნიკეტის ბაზიდან მიღებულ მონაცემებზე.

მივლინების ნაწილი მოიცავს შემდეგ ანგარიშგებებს:

„მივლინების ჯამური ანგარიშგება ქვეყნების მიხედვით“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული

მონაცემები მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს

ინფორმაციას თანამშრომლების მივლინებების ბრძანებების შესახებ. ანგარიშგებაში მონაცემები დაჯამებულია

ორგანიზაციის, მივლინების ქვეყნის და ქალაქების მიხედვით. ასევე, თითოეული პირის შესახებ შემდეგ

მონაცემებს: დეპარტამენტი; თანამდებობა; სახელი და გვარი; მამის სახელი; პირადი ნომერი; აქტის

ბრძანების ნომერი; დანართის თარიღი; დღეების რაოდენობა; პერიოდის დასაწყისი და დასასრული.

ანგარიშგებაში მონაცემებისთვის წყაროს წარმოადგენს მივლინებების ჩანართში გატარებული მივლინებების

ბრძანებები;

„მივლინების ჯამური ანგარიშგება სტრუქტურის მიხედვით“: ანგარიშგებაში გენერირდება დაფილტრული

მონაცემები მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს

ინფორმაციას თანამშრომლების მივლინებების ბრძანებების შესახებ. ანგარიშგებაში მონაცემები დაჯამებულია

ორგანიზაციისა და დეპარტამენტების მიხედვით. იგი მოიცავს თითოეული პირის შესახებ შემდეგ მონაცემებს:

თანამდებობა; სახელი და გვარი; მამის სახელი; პირადი ნომერი; აქტის ბრძანების ნომერი; დანართის

თარიღი; დღეების რაოდენობა;

ქვეყანა; ქალაქი; პერიოდის დასაწყისი და დასასრული. ანგარიშგებაში მონაცემებისთვის წყაროს

წარმოადგენს მივლინებების ჩანართში გატარებული მივლინებების ბრძანებები;

„მივლინების ანგარიშგება საჯარო მოსამსახურის თანამდებობის რანგთან მიმართებაში“: ანგარიშგებაში

გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით,

რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანამშრომლების მივლინებების ბრძანებების შესახებ. ანგარიშგებაში

მონაცემები დაჯამებულია ორგანიზაციისა და თანამდებობის რანგის მიხედვით. იგი მოიცავს თითოეული

პირის შესახებ შემდეგ მონაცემებს: თანამდებობა; დეპარტამენტი; სახელი და გვარი; მამის სახელი; პირადი

ნომერი; აქტის ბრძანების ნომერი; დანართის თარიღი; დღეების რაოდენობა; ქვეყანა; ქალაქი; პერიოდის

დასაწყისი და დასასრული. ანგარიშგებაში მონაცემებისთვის წყაროს წარმოადგენს მივლინებების ჩანართში

გატარებული მივლინებების ბრძანებები;

„მივლინებების ანგარიშგება საჯარო მოსამსახურის სახეებთან მიმართებაში“: ანგარიშგებაში

გენერირდება დაფილტრული მონაცემები მონიშნული სტრუქტურისა და მითითებული პერიოდის მიხედვით,

რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანამშრომლების მივლინებების ბრძანებების შესახებ. ანგარიშგებაში

მონაცემები დაჯამებულია ორგანიზაციისა და საჯარო მოსამსახურის თანამდებობის სახეების მიხედვით. იგი

Page 53: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

53

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

მოიცავს თითოეული პირის შესახებ შემდეგ მონაცემებს: თანამდებობა; დეპარტამენტი; სახელი და გვარი;

მამის სახელი; პირადი ნომერი; აქტის ბრძანების ნომერი; დანართის თარიღი; დღეების რაოდენობა; ქვეყანა;

ქალაქი; პერიოდის დასაწყისი და დასასრული.

ანგარიშგებაში მონაცემებისთვის წყაროს წარმოადგენს მივლინებების ჩანართში გატარებული მივლინებების

ბრძანებები.

6. მივლინების ჩანართი

სისტემაში მივლინების ბრძანებების გატარებისთვის გამოყოფილია ცალკე ჩანართი, სადაც შესაძლებელია

თითოეულმა მომხმარებელმა მოძებნოს სასურველი მივლინების ბრძანება როგორც სტატუსების, ასევე

სტანდარტული ფილტრის ან ბრძანების თარიღების მიხედვით.

სურ. 43. მივლინების ჩანართი

როგორც სურათიდან ჩანს, ბრძანებებზე ფილტრაციის გარდა შესაძლებელია შემდეგი ოპერაციების

განხორციელება:

ახალი მივლინების რეგისტრირება;

არსებული მივლინების რედაქტირება;

მივლინების დამტკიცება;

Page 54: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

54

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

აქტის ცვლილება;

აქტის გაუქმება;

რედაქტირებადი აქტის წაშლა

ახალი მივლინების რეგისტრირება:

ღილაკზე „ახალი მივლინება“ დაჭერის შედეგად გამოდის შემდეგი ფანჯარა:

სურ. 44. ახალი მივლინების ბრძანების რეგისტირება

მივლინების ბრძანების რეგისტრირებისას შეყვანილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

აქტის ნომერი და აქტის თარიღი (*);

ამორჩეული უნდა იყოს ბრძანების ტიპი, ფორმა და მივლინების ტიპი;

მითითებული უნდა იყოს, მივლინება ქვეყნის შიგნით არის თუ ქვეყნის გარეთ;

კონკრეტული მივლინების მიზანი და აიტვირთოს მივლინების ბრძანების ფაილი;

უნდა განისაზღვროს მივლინებაში წამსვლელი პირების (თანამშრომლების) და/ან თანხმლები პირების

მონაცემები.

Page 55: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

55

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 45. მივლინების ბრძანებაში თანამშრომლის დამატება

როგორც სურათიდან ჩანს, თანამშრომლის დამატების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს: თანამშრომლის

ამორჩევა; ქვეყნისა და ქალაქის მითითება; პერიოდის განსაზღვრა და საჭიროებისამებრ შეტყობინებებში

შესაბამისი მივლინების მონაცემების ასახვა. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება თანმხლები პირის დამატება,

მაშინ თანამშრომლის დამატებისგან განსხვავებით უნდა მიეთითოს პირადი ნომერი და გვარი, რომ მოხდეს

სამოქალაქო რეესტრიდან შესაბამისი პირის მონაცემების იდენტიფიცირება:

სურ. 46. მივლინების ბრძანებაში თანხმლების პირის დამატება

იმ შემთხვევაში თუ ერთი მივლინების ბრძანებით ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციების

თანამშრომლების გაშვება, მაშინ „თანამონაწილე ორგანიზაციის“ გრაფაში უნდა განისაზღვროს დამატებით

მეორე ორგანიზაციაც:

Page 56: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

56

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 47. მივლინების ბრძანებაში თანამონაწილე ორგანიზაციის დამატება

შეყვანილი უნდა იყოს ორგანიზაციის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი და ღილაკზე დაჭერის შედეგად

სისტემა საჯარო რეესტრის ბაზიდან განახორციელებს შესაბამისი კოდის მქონე ორგანიზაციის დასახელების

წამოღებას.

ანალოგიურად თანამონაწილე ორგანიზაციის შემთხვევისას შესაძლოა დაფიქსირდეს მონაცემები

დამფინანესებელი ორგანიზაციის შესახებ.

იმის შემდეგ, რაც შეყვანილი იქნება ზემოთ აღწერილი მონაცემები, მივლინების ფორმაზე შესაძლებელია

მიენიჭოს: 1. „გადასაგზავნი(დახურული)“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია მივლინების

რედაქტირება ან 2. „დამუშავების პროცესის“ სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მივლინების ბრძანების

რედაქტირება, სტატუსი უნდა დაბრუნდეს ჯერ „დამუშავების პროცესში“ და შემდეგ განხორციელდეს მისი

რედაქტირება.

არსებული მივლინების რედაქტირება:

იმ შემთხვევაში, თუ მივლინების სტატუსი არის „დამუშავების პროცესში“ შესაძლებელია ღილაკზე

„რედაქტირება“ დაჭერის შედეგად შეიცვალოს მომხმარებლისთვის სასურველი ნებისმიერი პარამეტრი

(გენერირდება იგივე ფანჯარა, რაც ახალი მივლინების რეგისტრირებისას).

მივლინების დამტკიცება:

იმ შემთხვევაში თუ მივლინების სტატუსი არის „გადასაგზავნი(დახურული)“ შესაძლებელია ღილაკზე

„დამტკიცება“ დაჭერის შედეგად მივლინებას მიენიჭოს დამტკიცებულის სტატუსი. ამ სტატუსის მქონე

მივლინების რედაქტირება ან წაშლა შეუძლებელია.

აქტის ცვლილება:

იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებულ მივლინების ბრძანებაზე გამოიცა ცვლილება შესაძლებელია კონრეტულ

დამტკიცებულ აქტზე დადგომით და „აქტის ცვლილების“ ღილაკზე დაჭერით გამოვიდეს ახალი მივლინების

Page 57: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

57

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

დარეგისტრირების ქვეფორმა. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ფორმაში იქნება უკვე

შევსებული მონაცემები და საწყისი აქტის ველში მითითებული იქნება ძირითადი აქტის ნომერი.

აქტის გაუქმება:

შესაძლებელია დამტკიცებული აქტის გაუქმება კონრეტულ დამტკიცებულ აქტზე დადგომით და აქტის

„გაუქმება“ ღილაკზე დაჭერით.

აქტის წაშლა:

შესაძლებელია „დამუშავების პროცესში“ სტატუსის მქონე აქტის წაშლა კონრეტულ დამტკიცებულ აქტზე

დადგომით და „წაშლა“ ღილაკზე დაჭერით.

დამატებით:

იმ შემთხვევაში, როდესაც მივლინებაში „თანამონაწილე ორგანიზაცია“-ში ფიქსირდება სხვა ორგანიზაციები

გარდა აქტის შემქნელი ორგანიზაციისა, აქტისთვის „გადასაგზავნი(დახურული)“ სტატუსის მინიჭების

შემთხვევაში სხვა თანამონაწილე ორგანიზაციას/ორგანიზაციებს მიმდინარე მივლინების ბრძანება

უფიქსირდება/უფიქსირდებათ შემოსულ „ბრძანებებში“. აქედან გამომდინარე,

თანამონაწილე ორგანიზაციის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაამატოს თავისი თანამშრომელი

კონკრეტულ მივლინების ბრძანებას და ასახოს მისი მონაცემები აქტის შემქმნელი ორგანიზაციის მხარეს.

7. ადმინისტრატორის ჩანართი

ადმინისტრატორის ჩანართზე თავმოყრილია და ხორციელდება სხვადასხვა კლასიფიკატორის მართვა.

თვითონ ჩანართი დაყოფილია შემდეგ ქვეჩანართებად:

ცნობარი, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა კლასიფიკაცია და მომხმარებელს შეუძლია საჭიროების

მიხედვით მართოს ისინი;

გადასახდელების ადმინისტრირება გამოიყენება ანაზღაურება/ხარჯების და ხელფასების ნაწილისთვის;

ოფისები, სადაც რეგისტრირდება ორგანიზაციის თითოეული ოფისი;

ხელისმომწერი პირები, სადაც ხორციელდება აქტზე ხელისმომწერი პირების რეესტრის წარმოება;

ინიციატორის ჩანართზე ინახება ინფორმაცია თანამშრომელის გათავისუფლების საფუძვლების შესახებ,

ასევე ინფორმაცია ფიზიკური და იუდირიული პირების შესახებ;

Page 58: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

58

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 48. ადმინისტრატორის ჩანართი

კალენდრის ნაწილში ხორციელდება შრომის კოდექსით ან შიდა წესით განსაზღვრული დამატებითი

დასვენების დღეების გლობალურად მონიშვნა, რომელიც საერთო იქნება ამ ორგანიზაციაში მომუშავე

პერსონალისთვის.

მომდევნო ქვეთავებში იხილეთ თითოეული ქვეჩანართი დეტალურად.

7.1. ცნობარის ქვეჩანართი

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სისტემის კლასიფიკატორების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც

თავმოყრილია ცნობარში:

ბრძანების ტიპი;

ზოგადი განათლების საფეხურები;

განათლების ტიპი;

პროფესიული განათლების სხვა საფეხურები;

სასწავლო დაწესებულებები, დაყოფილი და დამოკიდებული განათლების ტიპზე;

სასწავლო დაწესებულებების ფაკულტეტები ან თემები;

არაფორმალური განათლების ტიპი;

დასაქმების კლასიფიკატორი;

საჯარო მოსამსახურის სახეები;

საჯარო მოსამსახურის თანამდებობის რანგები;

საჭირო საბუთების სია;

თანამდებობის კატეგორიები;

დისციპლინურის ფორმა;

უნარ-ჩვევები;

Page 59: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

59

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ავტომანქანის მწარმოებელი ქარხნის დასახელება;

ავტომანქანის ტიპი

მომხმარებელს შეუძლია იხილოს თითოეული კლასიფიკატორის მნიშვნელობები ამორჩევის შედეგად:

სურ. 49. ცნობარში კლასიფიკატორების მართვა

შესაძლებელია, რომ მომხმარებელმა „არჩევის“ სვეტში გამორთოს სანიშნი არასასურველ მნიშვნელობაზე.

გამორთვის შედეგად, იმ ორგანიზაციაში, რომელშიც მუშაობს მომხმარებელი შესაბამის კლასიფიკატორში

კონკრეტული ფორმის შევსება/რედაქტირებისას აღარ გამოჩნდება ის მნიშნვლობა, რომლის გამორთვაც

განხორციელდა.

7.2. გადასახდელების ადმინისტრირების ქვეჩანართი

გადასახდელების ადმინისტრირების ჩანართზე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს

ანაზღაურება/ხარჯების მართვა. ჩანართი შედგება სამი ნაწილისგან:

ანაზღაურების ტიპების მართვა, სადაც მომხმარებელი ამატებს ყველა სახის ანაზღაურებას, რომელიც

ზოგადია მისი ორგანიზაციისთვის. სხვა სიტყვებით, მომხმარებელი ქმნის ანაზღაურების ტიპების შაბლონებს,

Page 60: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

60

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

რომელსაც შემდეგ კონკრეტული თანამშრომლისთვის გამოიყნებს. ახალი ანაზღაურების ტიპის დამატება

ხორციელდება ღილაკზე დაჭერით და ქვეფორმაში შემდეგი მონაცემების შევსებით:

სურ. 50. ახალი ანაზღაურების ტიპის დამატება

იმ შემთხვევაში, თუ შეყვანილ ანაზღაურების ტიპზე საჭიროა რაიმე მონაცემის ცვლილება, ღილაკზე

დაჭერის შედეგად გამოდის იგივე ქვეფორმა, რომელიც ახალი ანაზღაურების ტიპის დამატების შემთხვევაშია

და მომხმარებელს საშუალება ეძლევა განახორციელოს მისთვის სასურველი ცვლილება. წაშლის

შემთხვევაში, ღილაკზე დაჭერის შედეგად განხორციელდება მონიშნული ანაზღაურების ტიპის წაშლა,

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არაა გამოყენებული რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის პირად

ბარათში;

ხარჯის მომწოდებლების რეგისტრირება, სადაც ხორციელდება მომწოდებლების მონაცემების

რეგისტირება. ახალი მომწოდებლის დამატება ხორციელდება ღილაკზე დაჭერით და შემდეგ

ქვეფორმაში მონაცემების შევსებით:

Page 61: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

61

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 51. ახალი ხარჯის მომწოდებლის დამატება

იმ შემთხვევაში, თუ შეყვანილ მომწოდებელზე საჭიროა რაიმე მონაცემის ცვლილება, ღილაკზე

დაჭერის შედეგად გამოდის იგივე ქვეფორმა, რომელიც ახალი მომწოდებლის დამატების შემთხვევაშია და

მომხმარებელს საშუალება ეძლევა განახორციელოს მისთვის სასურველი ცვლილება. წაშლის შემთხვევაში,

ღილაკზე დაჭერის შედეგად განხორციელდება მონიშნული მომწოდებლის წაშლა, მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ის არაა გამოყენებული რომელიმე კონკრეტული ხარჯის ტიპში;

ხარჯის ტიპების მართვა, სადაც მომხმარებელი ამატებს ყველა სახის ხარჯს თავისივე მომწოდებლით,

რომელიც ზოგადია მისი ორგანიზაციისთვის. სხვა სიტყვებით, მომხმარებელი ქმნის ხარჯის ტიპების

შაბლონებს, რომელსაც შემდეგ კონკრეტული თანამშრომლისთვის გამოიყნებს. ახალი ხარჯის ტიპის

დამატება ხორციელდება ღილაკზე დაჭერით შემდეგ ქვეფორმაში მონაცემების შევსებით:

Page 62: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

62

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 52. ახალი ხარჯის ტიპის დამატება

იმ შემთხვევაში, თუ შეყვანილ ხარჯის ტიპზე საჭიროა რაიმე მონაცემების ცვლილება, ღილაკზე დაჭერის

შედეგად გამოდის იგივე ქვეფორმა, რომელიც ახალი ხარჯის ტიპის დამატების შემთხვევაშია და

მომხმარებელს საშუალება ეძლევა განახორციელოს მისთვის სასურველი ცვლილება. წაშლის შემთხვევაში,

ღილაკზე დაჭერის შედეგად განხორციელდება მონიშნული ხარჯის ტიპის წაშლა, მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ის არაა გამოყენებული რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის პირად ბარათში.

7.3. ოფისების ქვეჩანართი

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციას აქვს ბევრი ოფისი, სისტემა სთავაზობს ოფისების რეესტრის შექმნას და

მათ მართვას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება დაუკავშიროს რომელიმე ოფისი

კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულს ან თანამდებობას სტრუქტურის ჩანართში. ახალი ოფისის დამატება

ხორციელდება ღილაკზე დაჭერით შემდეგ ქვეფორმაში მონაცემების შევსებით:

Page 63: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

63

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 53. ახალი ოფისის დამატება

აუცილებელია შეყვანილი იყოს ოფისის დასახელება და მისამართის მონაცემები, ასევე, შესაძლოა

მომხმარებელმა შეიყვანოს დამატებითი ინფორმაცია აღწერის ველში. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა

ოფისის ცვლილება, შესაძლებელია მოინიშნოს „ოფისის დახურვა“, რაც იმას ნიშნავს რომ მიმდინარე ოფისი

აღარ გამოჩნდება ახალი სტრუქტურის აგებისას და თანამდებობების შექმნისას.

იმ შემთხვევაში, თუ შეყვანილ ოფისზე საჭიროა რაიმე მონაცემის ცვლილება, ღილაკზე დაჭერის

შედეგად გამოდის იგივე ქვეფორმა, რომელიც ახალი ოფისის დამატების შემთხვევაშია და მომხმარებელს

საშუალება ეძლევა განახორციელოს მისთვის სასურველი ცვლილება. წაშლის შემთხვევაში, ღილაკზე

დაჭერის შედეგად განხორციელდება მონიშნული ოფისის წაშლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ

გამოიყენებოდა რომელიმე კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში ან თამადებობაზე სტრუქტურის ჩანართში.

7.4. ხელისმომწერი პირების ქვეჩანართი

ამ ნაწილში ხორციელდება აქტზე ხელისმომწერი პირების რეესტრის წარმოება. ახალი ხელისმომწერი პირის

დამატება ხორციელდება ღილაკზე დაჭერით და შემდეგ ქვეფორმაში მონაცემების შევსებით:

Page 64: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

64

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

სურ. 54. ახალი ხელისმომწერის რეგისტრირება

როგორც სურათიდან ჩანს რეზიდენტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს პირადი ნომრისა და გვარის

შეყვანა, ხოლო შემდეგ სერვისის გამოძახება ღილაკზე დაჭერით, რომელიც განახორციელებს

მონაცემების წამოღებას სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან. არარეზიდენტის შემთვევაში უნდა განხორციელდეს

მოსანიშნის გამორთვა და შემდეგ მონაცემების ხელით შეყვანა. ასევე, შესაძლებელია დამატებითი

ინფორმაციის შეყვანა აღწერის ველში და ბოლოს შეყვანილი მონაცემების დამახსოვრება „დიახ“ ღილაკზე

დაჭერით.

იმ შემთხვევაში, თუ შეყვანილ ხელისმომწერ პირზე საჭიროა რაიმე მონაცემების ცვლილება, ღილაკზე

დაჭერის შედეგად გამოდის იგივე ქვეფორმა, რომელიც ახალი ხელისმომწერ პირზე და მომხმარებელს

საშუალება ეძლევა განახორციელოს მისთვის სასურველი ცვლილება. წაშლის შემთხვევაში, ღილაკზე

დაჭერის შედეგად განხორციელდება მონიშნული ხელისმომწერი პირის წაშლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში,

თუ ის არ გამოიყენებოდა რომელიმე კონკრეტულ აქტში.

7.5. ინიციატორების ქვეჩანართი

ამ ნაწილში ინახება ინფორმაცია ინიციატორების შესახებ, რაც მოიცავს, როგორც თანამშრომლის

გათავისუფლების საფუძვლებს, ასევე ინიციატორ ფიზიკურ და იუდირიულ პირებზე ინფორმაციის

ერთობლიობას. ახალი ინიციატორის დამატება ხორციელდება ღილაკზე დაჭერით შემდეგ ქვეფორმაში

მონაცემების შევსებით:

Page 65: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

65

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

ფიზიკური პირის შემთხვევაში ქვეფორმას იგივე სახე აქვს, როგორც ხელისმომწერი პირის

რეგისტრირებას. შესაბამისად ხორციელდება ანალოგიური მონაცემების შევსება (იხილეთ ქვეთავი 7.4.

ხელისმომწერი პირების ქვეჩანართი);

იურიდიული პირის შემთხვევაში:

სურ. 55. ახალი ინიციატორის დამატება: იურიდიული პირის შემთხვევა

აუცილებელია შეყვანილი იყოს იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი და შემდეგ სერვისის გამოძახება

ღილაკზე დაჭერით, რომელიც განახორციელებს მონაცემების წამოღებას საჯარო რეესტრის ბაზიდან.

დამატებით შესაძლოა შეყვანილი იქნას სხვა ინფორმაცია აღწერის ველში და ბოლოს შეყვანილი

მონაცემების დამახსოვრება „დიახ“ ღილაკზე დაჭერით;

სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტექსტობრივი მონაცემის

სურ. 56. ახალი ინიციატორის დამატება: სხვას შემთხვევა

შეყვანა, როგორიც არის გათავისუფლების საფუძვლები საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის

შესაბამისად.

Page 66: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

66

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა

იმ შემთხვევაში, თუ შეყვანილ ინიციატორზე საჭიროა რაიმე მონაცემის ცვლილება, ღილაკზე დაჭერის

შედეგად გამოდის იგივე ქვეფორმა, რომელიც ახალი ინიციატორის შექმნაზე და

მომხმარებელს საშუალება ეძლევა განახორციელოს მისთვის სასურველი ცვლილება. წაშლის შემთხვევაში,

ღილაკზე დაჭერის შედეგად განხორციელდება მონიშნული ინიციატორის წაშლა, მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ის არ გამოიყენებოდა რომელიმე კონკრეტული დანიშვნის ან სამუშაო გამოცდილების

ნაწილში.

7.6. კალენდრის ქვეჩანართი

იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა გლობალურად შრომის კოდექსით ან შიდა წესით განსაზღვრული

დამატებითი დასვენების დღეების წარმოება, რომელიც საერთო იქნება ამ ორგანიზაციაში მომუშავე

პერსონალისთვის, სისტემაში რეალიზებულია შემდეგი ფუნქციონალი:

სურ. 57. კალენდრის ქვეჩანართი

სასურველ თარიღზე დადგომით შესაძლოა მითითებული იყოს დასვენების დღე და „შენახვა“ ღილაკზე

დაჭერის შედეგად განხორციელდება მონაცემების გადანაწილება ამ ორგანიზაციაში მომუშავე თითოეული

პირის პირადი ბარათის დასწრების ტაბელზე.

Page 67: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა€¦ · ვერსია 3.06.

67

მომხმარებლის სახელმძღვანელო

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა


Top Related