ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb...

8
ოთხშვილიან ოჯახს სახლი გადაეცა 10-12 თებერვალს სოფლებში შეხვედრები გაიმართება საკრებულოს სხდომაზე ცხარე კამათი გაიმართა ხარაგაულში ნარჩენების მართვის პროექტი ხორციელდება დავით ჯიმშიაშვილის საღამო საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში 3 გვ. 2 გვ. 4 გვ. 5 გვ. დღეს ნომერშია ქართული აბრეშუმის ისტორიიდან განცხადებები ხუმრობენ ხარაგაულელები ამინდი 4 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 8 გვ. დეისელი გიორგი და დიანა კიკნაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა პატარა ხარაგაულში, ზაზა გლუნჩაძის ქუჩაზე, ახალმოსახლე- ობა იზეიმა. ოჯახს საცხოვრებელი სახლი ფლორენციის წმინდა ნინოს სახე- ლობის სამრევლო ტაძრის მოძღ- ვრის მამა ანდრიას (ლაცაბიძე) თანადგომითა და დახმარებით შეუძინეს. „სამრევლო ტაძართან არ- სებულმა ხალხური ცეკვისა და სიმღერების ანსამბლმა „ნანილამ“ იტალიის რამდენიმე ქალაქში გამართა საქველმოქმედო კონ- ცერტები. შემოსული თანხით საც- ხოვრებელი სახლი შევუძინეთ კიკ- ნაძეების მრავალშვილიან ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქართველს, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობდა,“ - აღნიშნა მამა ანდრიამ კიკნაძეების ახალ სახლში სტუმრობისას. კიკნაძეებს ახალმოსახლეობა მიულოცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე): -უპირველეს ყოვლისა, მადლო- ბა მინდა გადავუხადო დასავლეთ ევროპის ეპარქიას ასეთი მნიშვ- ნელოვანი საქმიანობისათვის. ეკ- ლესია ყოველთვის იყო და იქნება თითეული ადამიანის გვერდით, რათა შეუმსუბუქოს მათ როგორც სულიერი, ისე ყოფითი ცხოვრე- ბა. მამა ანდრია ზრუნავს თავისი მშობლიური მხარისათვის და არ ავიწყდება აქაურები. ძალიან მნიშვ- ნელოვანია, როდესაც ადამიანებს ეძლევათ სრულფასოვნად ცხოვ- რების შესაძლებლობა. ეპარქიაში ახალი დანიშნული ვარ. ეს კარგი დასაწყისია კეთილი საქმეებისთვის. ვულოცავ კიკნაძეების ოჯახს. გისურ- ვებთ ყოველივე კარგს. დალოცვი- ლები და დღეგრძელები იყავით. კიკნაძეების ოჯახისთვის საცხოვ- რებელი სახლის შეძენაში დიდი წვლილი შეიტანა მოლითის ადმი- ნისტრაციულ ერთეულში გამგებ- ლის წარმომადგენელმა სპარტაკ ლაცაბიძემ. „ამ საქმეში მე მახარო- ბელი გამოვდივარ, - გვითხრა მან, - ჩემი დაფასება ამათი ბედნიერი სახეებია. მამა ანდრიამ დამირეკა და მითხრა, რომ სახლს შეუძენდ- ნენ ერთ ოჯახს. კიკნაძეების მრა- ვალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მძიმე საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ. სახლი, ფაქ- ტობრივად, ინგრეოდა. მამა ანდ- რიამ მთხოვა, ისეთი სახლი შეგვერ- ჩია, რომელსაც ნაკვეთი ექნებოდა, რომ მიწას არ მოწყდეს ადამიანი.“ კიკნაძეების ოჯახს ახალმო- სახლეობა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გამგებელ კობა ლურსმანაშვი- ლის თქმით, განსაკუთრებული და გამორჩეული დღეა. „დედა ეკლესია გვერდით უდგას ადამი- ანებს, რომელთაც ესაჭიროებათ ყურადღება. ვფიქრობთ, ასეთი ღონისძებები, ადამიანური მიდგო- მები ეკლესიის მხრიდან გვაძლევს მაგალითს საერო ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ მეტი აქტიურო- ბით ვიმოქმედოთ. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დაეხმარება სახლში ბუნებრივი გაზის დამონ- ტაჟებაში. სხვა მუნიციპალური პროგრამებიც გვაქვს, რომლითაც დავეხმარებით და ხელს შევუწ- ყობთ კიკნაძეების მრავალშვილიან ოჯახს,“ - აღნიშნა გამგებელმა. დიანა კიკნაძემ დიდი მად- ლობა გადაუხადა მამა ანდრიას, სპარტაკ ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ ოჯახს სახლის შეძენაში დაეხმარა. „ჩვენთვის უკვე ბევრი რამ შეიცვალა. ოთხი შვილი გვყავს. უფროსი 13 წლი- საა, მომდევნო 12 წლის, პატარა ტყუპები 4 წლის. ახლა ბიჭები საბავშვო ბაღში ივლიან და არც გოგონებს გაუჭირდებათ სკოლაში სიარული.“ ნინო კაპანაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვაში მეფუტკრე დიმიტ- რი ჩადუნელი იღებს შეკვეთებს დედა ფუტკრებზე. დედა ფუტკ- რები არიან გაუნაყოფიერებლე- ბი. დედა ფუტკრები გამოგვყავს ხელოვნურად, ჭიის სადედე ჯამში გადანერგვით. შეკვეთა მიიღება 18-25 დღით ადრე, დედა ფუტკრის შეძენამდე. ერთი დედა ფუტკრის ღირებუ- ლებაა 11 ლარი დაგვიკავშირდით ტელეფონით - 598 92 2289. ყურადღება! 2015 წლის 11 თებერვალს, ოთხ- შაბათს, 17 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე- მიის სააქტო დარბაზში (თბილისი, რუსთაველის პრ. 52, მე-5 სართ.) გაიმართება ლეგენდარული მთამს- ვლელის, მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილე ერთადერთი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების 120 წლისთა- ვისადმი მიძღვნილი საიუბილეო სა- ღამო, რომელზეც წარმოდგენილი იქნება რევაზ თაბუკაშვილის სახე- ლობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის, სამხატვ- რო ხელმძღვანელისა და მსახიობის იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკ- ლი „მთების ბალადა.“ ორგანიზატორები არიან: საქართ- ველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება, რევაზ თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, საქართ- ველოს სპორტისა და ახალგაზრდო- ბის საქმეთა სამინისტრო, საქართვე- ლოს მთამსვლელთა ეროვნული ფე- დერაცია, ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბი. მობრძანდით, გიწვევთ. ლიტერატურული თეატრი გიწვევთ 2 თებერვალს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაც- ვის საერთაშორისო დღე აღინიშ- ნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. ამ დღესთან დაკავ- შირებით ივ. ჯავახიშვილის სახე- ლობის სახელმწიფო უნივერსი- ტეტის ეკო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჭაობი.“ კონკურსში აღმოსავლეთ სა- ქართველოდან 15, ხოლო დასავ- ლეთ საქართველოდან 16 სკოლა მონაწილეობდა. დასავლეთ საქართველოს სკო- ლებისთვის ფინალური ტური ფოთში გაიმართა. ჟიურის გადა- წყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის (დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი) მოსწავლეთა ნამუშევარმა (პედაგოგები ანა გე- ლაშვილი და ეკა მესხი). ბაზალეთის სკოლამ კონკურსში გაიმარჯვა 6 თებერვალი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 4 (624) www.chkh.org

Transcript of ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb...

Page 1: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

ოთხშვილიან ოჯახს სახლი გადაეცა

10-12 თებერვალს სოფლებში შეხვედრები გაიმართება

საკრებულოს სხდომაზე ცხარე კამათი გაიმართა

ხარაგაულში ნარჩენების მართვის პროექტი ხორციელდება

დავით ჯიმშიაშვილის საღამო საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში

3 გვ.

2 გვ.

4 გვ.

5 გვ.

დღეს ნომერშია

ქართული აბრეშუმის ისტორიიდან

განცხადებები

ხუმრობენ ხარაგაულელები

ამინდი

4 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

8 გვ.

დეისელი გიორგი და დიანა კიკნაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა პატარა ხარაგაულში, ზაზა გლუნჩაძის ქუჩაზე, ახალმოსახლე-ობა იზეიმა.

ოჯახს საცხოვრებელი სახლი ფლორენციის წმინდა ნინოს სახე-ლობის სამრევლო ტაძრის მოძღ-ვრის მამა ანდრიას (ლაცაბიძე) თანადგომითა და დახმარებით შეუძინეს.

„სამრევლო ტაძართან არ-სებულმა ხალხური ცეკვისა და სიმღერების ანსამბლმა „ნანილამ“ იტალიის რამდენიმე ქალაქში გამართა საქველმოქმედო კონ-ცერტები. შემოსული თანხით საც-ხოვრებელი სახლი შევუძინეთ კიკ-ნაძეების მრავალშვილიან ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქართველს, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობდა,“ - აღნიშნა მამა ანდრიამ კიკნაძეების ახალ სახლში სტუმრობისას.

კიკნაძეებს ახალმოსახლეობა

მიულოცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე):

-უპირველეს ყოვლისა, მადლო-ბა მინდა გადავუხადო დასავლეთ ევროპის ეპარქიას ასეთი მნიშვ-ნელოვანი საქმიანობისათვის. ეკ-ლესია ყოველთვის იყო და იქნება თითეული ადამიანის გვერდით, რათა შეუმსუბუქოს მათ როგორც სულიერი, ისე ყოფითი ცხოვრე-ბა. მამა ანდრია ზრუნავს თავისი მშობლიური მხარისათვის და არ ავიწყდება აქაურები. ძალიან მნიშვ-ნელოვანია, როდესაც ადამიანებს ეძლევათ სრულფასოვნად ცხოვ-რების შესაძლებლობა. ეპარქიაში ახალი დანიშნული ვარ. ეს კარგი დასაწყისია კეთილი საქმეებისთვის. ვულოცავ კიკნაძეების ოჯახს. გისურ-ვებთ ყოველივე კარგს. დალოცვი-ლები და დღეგრძელები იყავით.

კიკნაძეების ოჯახისთვის საცხოვ-რებელი სახლის შეძენაში დიდი წვლილი შეიტანა მოლითის ადმი-

ნისტრაციულ ერთეულში გამგებ-ლის წარმომადგენელმა სპარტაკ ლაცაბიძემ. „ამ საქმეში მე მახარო-ბელი გამოვდივარ, - გვითხრა მან, - ჩემი დაფასება ამათი ბედნიერი სახეებია. მამა ანდრიამ დამირეკა და მითხრა, რომ სახლს შეუძენდ-ნენ ერთ ოჯახს. კიკნაძეების მრა-ვალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მძიმე საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ. სახლი, ფაქ-ტობრივად, ინგრეოდა. მამა ანდ-რიამ მთხოვა, ისეთი სახლი შეგვერ-ჩია, რომელსაც ნაკვეთი ექნებოდა, რომ მიწას არ მოწყდეს ადამიანი.“

კიკნაძეების ოჯახს ახალმო-სახლეობა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გამგებელ კობა ლურსმანაშვი-ლის თქმით, განსაკუთრებული და გამორჩეული დღეა. „დედა ეკლესია გვერდით უდგას ადამი-ანებს, რომელთაც ესაჭიროებათ ყურადღება. ვფიქრობთ, ასეთი

ღონისძებები, ადამიანური მიდგო-მები ეკლესიის მხრიდან გვაძლევს მაგალითს საერო ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ მეტი აქტიურო-ბით ვიმოქმედოთ. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დაეხმარება სახლში ბუნებრივი გაზის დამონ-ტაჟებაში. სხვა მუნიციპალური პროგრამებიც გვაქვს, რომლითაც დავეხმარებით და ხელს შევუწ-ყობთ კიკნაძეების მრავალშვილიან ოჯახს,“ - აღნიშნა გამგებელმა.

დიანა კიკნაძემ დიდი მად-ლობა გადაუხადა მამა ანდრიას, სპარტაკ ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ ოჯახს სახლის შეძენაში დაეხმარა. „ჩვენთვის უკვე ბევრი რამ შეიცვალა. ოთხი შვილი გვყავს. უფროსი 13 წლი-საა, მომდევნო 12 წლის, პატარა ტყუპები 4 წლის. ახლა ბიჭები საბავშვო ბაღში ივლიან და არც გოგონებს გაუჭირდებათ სკოლაში სიარული.“

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვაში მეფუტკრე დიმიტ-რი ჩადუნელი იღებს შეკვეთებს დედა ფუტკრებზე. დედა ფუტკ-რები არიან გაუნაყოფიერებლე-ბი. დედა ფუტკრები გამოგვყავს ხელოვნურად, ჭიის სადედე ჯამში გადანერგვით.

შეკვეთა მიიღება 18-25 დღით ადრე, დედა ფუტკრის შეძენამდე.

ერთი დედა ფუტკრის ღირებუ-ლებაა 11 ლარი

დაგვიკავშირდით ტელეფონით - 598 92 2289.

ყურადღება!2015 წლის 11 თებერვალს, ოთხ-

შაბათს, 17 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე-მიის სააქტო დარბაზში (თბილისი, რუსთაველის პრ. №52, მე-5 სართ.) გაიმართება ლეგენდარული მთამს-ვლელის, მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილე ერთადერთი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების 120 წლისთა-ვისადმი მიძღვნილი საიუბილეო სა-ღამო, რომელზეც წარმოდგენილი იქნება რევაზ თაბუკაშვილის სახე-ლობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის, სამხატვ-

რო ხელმძღვანელისა და მსახიობის იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკ-ლი „მთების ბალადა.“

ორგანიზატორები არიან: საქართ-ველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება, რევაზ თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, საქართ-ველოს სპორტისა და ახალგაზრდო-ბის საქმეთა სამინისტრო, საქართვე-ლოს მთამსვლელთა ეროვნული ფე-დერაცია, ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბი.

მობრძანდით, გიწვევთ.

ლიტერატურული თეატრი გიწვევთ

2 თებერვალს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაც-ვის საერთაშორისო დღე აღინიშ-ნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. ამ დღესთან დაკავ-შირებით ივ. ჯავახიშვილის სახე-ლობის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის ეკო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჭაობი.“

კონკურსში აღმოსავლეთ სა-ქართველოდან 15, ხოლო დასავ-

ლეთ საქართველოდან 16 სკოლა მონაწილეობდა.

დასავლეთ საქართველოს სკო-ლებისთვის ფინალური ტური ფოთში გაიმართა. ჟიურის გადა-წყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის (დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი) მოსწავლეთა ნამუშევარმა (პედაგოგები ანა გე-ლაშვილი და ეკა მესხი).

ბაზალეთის სკოლამ კონკურსში გაიმარჯვა

6 თებერვალი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№4 (624)

www.chkh.org

Page 2: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ.

„არ ვამბობ, რომ უნიკალური ბიუჯეტია, მაგრამ ვინ შემოგვთავაზა უკეთესი?“

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულომ 2 თებერვალს გამართულ მორიგ სხდომაზე და-დებითად შეაფასა საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ანგარიში 2014 წლის ივნისიდან დღემდე გაწეული მუშაობის შე-სახებ.

კომისიის თავმჯდომარის, ვარ-ლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომი-სიის 12 სხდომა გაიამართა. მისი თქმით, 18 წევრიანი კომისიის სხდომები ყოველთვის მაღალი აქტივობით ტარდება. საანგარიშო პერიოდში კომისიაში არ მოუწვე-ვიათ ექსპერტები და სპეციალის-ტები, თუმცა, მომავალში იგეგმება მათი მოწვევა.

კომისიის საქმიანობის ანგარი-შის წარდგენის შემდეგ ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ გამ-გეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კომისიასთან არ თა-ნამშრომლობს. მისივე თქმით, ხარვეზებია გამგეობის სამსახურე-ბის ურთიერთობაშიც. ჯერ კიდევ გაუცემელია რიგით დეპუტატებზე ხარჯი. ბიუჯეტში არსებული ნაშთი 908 ათასი ლარი არ მიიმართა სხვადასხვა საჭიროებების დასა-ფინანსებლად.

„მე, როგორც საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომისიის თავმჯდომა-რე, დადებით დასკვნას ვაძლევ ბიუჯეტს და ამ დროს საფინანსო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ

ხელფასებმა შთანთქა ყველა პროგრამაო. საკრებულოს თავმ-ჯდომარემ განაცხადა, რომ საკ-რებულოს წევრებისთვის ხელფა-სების მომატების საკითხი ვარლამ ჭიპაშვილს არ გაუვლია საფინანსო სამსახურთან და ამის რესურსი არ არსებობსო. ძალიან კარგად გავიარე ეს საკითხი გამგებელთან, სადაც იმყოფებოდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსიც.

ამასწინათ საკრებულოს თავმ-ჯდომარე, მოადგილე და სა-ფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ერთი მუხლიდან მეორეში თანხის გადაადგილების შესახებ მსჯელობდით. იმ დონის პატივი უნდა სცეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, რომ დამიძახოთ ასეთ შეკრებაზე. ზე-დიზედ სამჯერ კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა საფინანსო-სა-ბიუჯეტო სამსახური. დროულად არ მაწოდებენ დოკუმენტებს. ვიღაცას ჩვენი ურთიერთთანამშ-რომლობა არ აწყობს. მე ვლა-დიმერ გელაშვილს ცოდნითა და გამოცდილებით ვერ გავეჯიბრები. მის ასაკშიც არა მგონია, მისი ნა-ხევარი ვიცოდე. არსებობს რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები და მოვსპოთ ეს. ვთხოვ გამგებელს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებე-ბი,“ - აღნიშნა სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა.

დეპუტატმა თორნიკე ავა-ლიშვილმა განაცხადა,

რომ ის ყოველთვის მოუწოდებდა საკრებულოს, უფრო მეტად დაეც-ვა პოზიციები. „მე ვამბობდი, რომ გაგექცეოდათ სადავეები, რომ გამგეობა იქნებოდა ყველაფრის თავის ნებით გადამწყვეტი. დღეს თქვენ საუბრობთ ამაზე, რომ პრობლემებია საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობებში.“

დეპუტატ გოგი ლაცაბიძის თქმით, მას ძალიან ესიამოვნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გამოსვლა. „კომი-სიაზე დავაყენე რამდენიმე საკითხი და ბიუჯეტში არ აისახა. ვითხოვდი გზების დაპროექტებისთვის თანხის გამოყოფას. ყოველ წელს ერთ-სა და იმავე სოფლებში კეთდება გზები. მინდა იცოდეთ, რომ ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დანაშაულებრივი ბიუჯეტია. არ შეიძლება, რომ სამეურნეო ორ-განიზაცია სანერგე მეურნეობის განვითარებისთვის იღებდეს ბი-უჯეტიდან დაფინანსებას. კომისიას ადრე გამოეჩინა მეტი სიფხიზლე და უკეთესად იქნებოდა საქმე,“ - აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ.

დეპუტატმა რომან შერგელაშ-ვილმა განმარტა, რომ როდესაც კომისიის მუშაობაში ვინმე არ მონაწილეობს, წერილობით უნდა ეცნობოს საკრებულოს თავმჯდო-მარეს. ის კი, თავის მხრივ ვალდე-ბულია, მოაგვაროს საკითხი.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ მადლობა

გადაუხადა „ახალგაზრდა კოლე-გას“ იმისთვის, რომ საკრებულოში კრიტიკულ განხილვას დაუდო საფუძველი და მაღალი პასუხისმ-გებლობით მიუდგა დაკისრებულ მოვალეობას. ინგა მაღრაძის თქმით, ხარჯები ერთი მუხლიდან მეორეში საკუთარი პასუხისმგებ-ლობით გადაიტანა და საკითხი არ საჭიროებდა საფინანსო-საბი-უჯეტო კომისიის თავმჯდომარეს-თან შეთანხმებას. „თუ გამგეობის სამსახურებში არ არის შესაბამისი კოორდინაცია, გამგებელია ამაზე პასუხისმგებელი და ის თავად

ჩამოყალიბდება ამ მიმართუ-ლებით. თვითმმართველობების სახელმწიფო ხაზინაზე გადასვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. ამის გამო საფინანსო-საბიუჯეტო სამ-სახურის თანამშრომლები ინტენ-სიურად მუშაობდნენ და შეიძლება მართლაც ვერ გამონახეს დრო საკრებულოში მოსასვლელად. ხშირად გამოგვაქვს საკითხები საკრებულოს სხდომებზე და ისინი არ არის სათანადოდ დამუშავებუ-ლი. ასე რომ, პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად,“ - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ინგა მაღრაძემ.

გამგეობის საფინანსო-საბი-უჯეტო სამსახურის უფროსმა

ვლადიმერ გელაშვილმა საკრე-ბულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისას არა-ვისთან ჰქონია კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა.

„შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ბიუჯეტი. ალტერნატიული წინადა-დება არავის წარმოუდგენია. ახლა რატომ მიწუნებთ? არ ვამბობ, რომ ეს უნიკალური ბიუჯეტია, მაგრამ ვინ შემოგვთავაზა უკეთესი? საფი-ნანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმ-ჯდომარე არ უნდა მიუთითებდეს ნაშთის შესახებ. დეკემბერში 900 ათასი ლარი შემოვიდა რკინიგზი-დან. ამ თანხას დეკემბრის მეორე ნახევარში ვერ დავხარჯავდით. ნაშთის დატოვება ბიუჯეტში აუცი-ლებელია. ბევრი ხელისშემშ-ლელი ფაქტორია, - გამგეობაში დენი არასტაბილურია, უშუქობის გამო ვერ ვმუშაობთ ინტერნეტში. ვერავინ მეტყვის, რომ ჩვენ რამე დავაკელით საქმეს. დღე და ღამე მუშაობენ ჩემი თანამშრომლები. არ მახსენდება, რომ არ დავს-წრებოდით კომისიის სხდომას, გარდა წინა სხდომისა. ვერც ერთ ინფორმაციაზე ვერ იტყვიან, რომ არ მოგვიწოდებია. ვალდებული ვარ და ასე ვაკეთებ. საყვედურს რომ იღებ, უნდა იმსახურებდე,“ -

აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა. რაც შეეხება სანერგე მეურნე-

ობის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვლადიმერ გელაშვილის გან-მარტებით, თანხა გასულ წელს გაიცა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად. პროგ-რამის ფარგლებში გაზაფხულზე სოციალურად დაუცველი ოჯახები ვაზის ნერგს მიიღებენ. წელს ამ მი-მართულებით თანხა არ გაცემულა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსა-ხურის უფროსის თქმით, გზების მოვლა-შენახვაზე გათვალისწი-ნებულია 200 ათასი ლარი. ამ თანხას, რომელ სოფელშიც აუცი-ლებლობა იქნება, იქ მიმართავენ.

საკრებულოს წევრებმა 2 თე-ბერვალს სხდომაზე დაამტ-

კიცეს თანამდებობის პირთა კუთვ-ნილი შვებულების განრიგი, მოის-მინეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომა-რის ინფორმაცია დაბა ხარაგაულ-ში საავადმყოფოს მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, თანხმობა მისცეს გამგებელს ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის საკუთრებაში სო-ფელ ზვარეს ყოფილი პიონერთა ბანაკის შენობისა და მასზე დამაგ-რებული არასასოფლო-სამეურ-ნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე.

დღის წესრიგით გათვა-ლისწინებული საკითხების

ამოწურვის შემდეგ მსჯელობა გაგ-რძელდა. საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმ-ჯდომარე თორნიკე ავალიშვილი და გამგებლის პირველი მოად-გილე პაატა გოგოლაძე ერთმა-ნეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ახალ ხელისუფლებას ბრალი უმოქმე-დობასა და პრემიების არამიზნობ-რივად აღებაში დასდო, ხოლო გამგებლის მოადგილემ ცხრაწ-ლიანი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენა ყოფილ გამგებელს.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენ-ტში ნოდარ ებანოიძე საკრებულოს ბიუროს წევრებს ქვეყანაში მიმდი-ნარე ეკონომიკურ პროცესებსა და ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად ლარი ბუ-ნებრივ წონასწორობას ინარჩუნებს და ინფლაციაც ზომის ფარგლებშია. თუმცა, მძიმე მდგომარეობაში აღმო-ჩნდა ის 400 ათასი ოჯახი, რომელ-საც სესხი დოლარში აქვს აღებული.

„სერიოზულად საფიქრალია ის, რომ კურსის დადგენაში მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილე-ობენ. ევროპის ქვეყნებში კურსის დასადგენად სხვა ორგანიზაციები მონაწილეობენ ბანკების მეშვეობით. ამისთვის უნდა გვქონდეს ფასიანი ქა-ღალდების ბაზარი და უფრო მეტად კონკურენტული გარემო. წელს შიდა პროდუქტის ხუთპროცენტიანი ზრდა დავგეგმეთ. ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ჩვენ სეზონური ეკონო-მიკის ქვეყანა ვართ და ტურისტების შემოსვლის დროს, მაისიდან, შეეტ-ყობა ჩვენს ეკონომიკას უკეთესობა,“ - ამბობს დეპუტატი.

ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, მთავრობაში ფიქრობენ ადმინისტ-

რაციული ხარჯების შემცირებაზე, რადგან ეს სერიოზული ხიფათია დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე ქვეყნისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის კონგრესმა შეგვახსენა ასო-ცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გვითხრა, რომ საქართველოში საშინელი მდგო-მარეობაა შიდა აუდიტების მხრივ თვითმმართველობის ნაწილში.

წლის მანძილზე ბევრჯერ ჩატარ-დება გარკვეულ თემებზე ეფექტი-ანობის აუდიტი.

ჩემთვის, მაგალითად, ადგილობ-რივი ბიუჯეტიდან გაზეთის გამოცემაზე ფულის გადახდა არის უტვინოდ გადაყრილი ფული. ხიდარში ახლა საბავშვო ბაღის ეზოა მოსაწყობი. თავისუფალი ნაშთი გვაქვს, მაგრამ თუ ხელფასში მივმართეთ, არ იქნება ეფექტური. ამიტომ თანხა უნდა მოხ-მარდეს პროექტების განხორციელე-ბას, მაგალითად, ბოგირის, გზის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

საკრებულომ უფრო მეტად უნდა იმსჯელოს და ხარჯები აუცილებელი საჭიროებისთვის გახარჯოს,“ - აღნიშ-ნა ნოდარ ებანოიძემ საკრებულოს ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე.

ნინო კაპანაძე

გაცნობებთ, რომ 2015 წლის „სა-გაზაფხულო სამუშაოების ხელშეწ-ყობის პროექტი“ განხორციელდება თებერვლიდან. წელს პროექტში ცვლილებები შევიდა, კერძოდ:

1) მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩ-ნიათ 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულე-ბის მიწის ნაკვეთი, მიიღებენ მხო-ლოდ „აგრო ბარათს“, რომელზეც დაერიცხებათ 50 ქულა.

2) მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქ-ტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან -1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რო-

მელსაც იყენებენ ერთწლიანი კულ-ტურების მოსაყვანად, გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლა-რის გადაანგარიშებით.

3) მოსარგებლეებს, რომელ-თაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან -1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწ-ლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი: „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების

რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.

მოსარგებლეებს ქულები დაერიც-ხებათ 2014 წელს „ლიბერთი ბანკის“ მიერ დარიგებულ „აგრო ბარათებზე“. თუ პროექტის მოსარგებლეს არ გააჩნია „აგრო ბარათი“, აქვს და-კარგული ან დაზიანებული, იგი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, სადაც მას გადასცემენ მისთვის განკუთვნილ „აგრო ბა-რათს“. დაკარგული „აგრო ბარათე-ბის“ აღსადგენად მოსარგებლეებმა „ლიბერთი ბანკს“ უნდა მიაკითხონ 2015 წლის 1 მარტამდე, რათა არ მოხდეს დარიცხული ქულების სხვის მიერ გამოყენება (მოსარგებლეს დაკარგული „აგრო ბარათი“-ს აღდ-გენა შეუძლია 1 მარტის შემდეგაც, თუმცა თუ მოხდა დაკარგული „აგრო ბარათით“ ქულების გამოყება, ეს ჩაითვლება მოსარგებლის მიერ გამოყენებულად და მას დამატებითი ქულები აღარ დაერიცხება).

მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტის მონა-წილე ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა და დაახლოებით შეადგი-ნა 11 731. სიებზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო

სამსახური

„მთავრობაში ფიქრობენ ადმინისტრაციული

ხარჯების შემცირებაზე“

მოსახლეობის საყურადღებოდ !

Page 3: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

3xtvb [fhfufekb6 თებერვალი, 2015 წ.

ოთარ დანელია - მხოლოდ მიწის დამუშავება ვერ დააკავებს სოფელში გლეხს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რეგიონული მე-დიის წარმომადგენლებს შეგვხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა სამინისტროს ორწლიანი მუშაობის ძირითადი ასპექტები და ხაზი გაუსვა რეგიონულ მედიასთან მჭიდროდ თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეტაპობ-რივად იქმნება ისეთი საკანონმდებ-ლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმა-ლურად დააახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირე-ბელ ეროვნულ კანონმდებლობას. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდის, უსაფრთხოების, საექს-პორტო ბაზრების გაზრდის მიმარ-თულებით. სოფლის მეურნეობის დარგი ეტაპობრივად მიმზიდველი უნდა გახდეს როგორც ადგილობ-რივი მოსახლეობის, ასევე უცხოელი ინვესტორებისათვის.

მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ყვე-ლაზე მძიმე თემა საზოგადოებასთან კომუნიკაციაა. საქართველოში სოფ-ლის მეურნეობის განვითარებისთ-ვის გარდამტეხი ეტაპია. დარგის 23-წლიანი ვარდნის პირობებში დეგრადირებული იყო პრაქტიკუ-ლად ყველა მიმართულება, არ არსებობდა მოტივაცია. ამ დარგში 50 მილიონიანი პორტფელი დღეს ნახევარ მილიარდზე მეტი გახდა. დიდი წყვეტის შემდეგ ძალიან რთუ-ლია ააღორძინო დარგი და შემდეგ შეძლო შესაბამისი კომუნიკაცია ყვე-ლა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება.

შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, - ტექნოლოგიები, მიდგომები, ბუნება. შესაბამისად, საჭიროა თანმიმდევ-რობა, კვლევა, სტატისტიკა, რომე-ლიც პრაქტიკულად არც გვქონდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამო-წვევა ევროპაში ინტეგრაციაა, რაც ხშირად სპეკულაციის საგანიც ხდება ხოლმე, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც ვსაუბრობთ სტანდარტებზე, ნორმებზე, მეთოდებსა და მეთოდოლოგიებზე, ეს, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლე-ობას სჭირდება,“ - აღნიშნა მინისტრმა.

„მცირემიწიან ფერმერთა საგა-ზაფხულო სამუშაოების ხელშეწყო-ბა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თა-ნადაფინანსება,“ „ვაშლის რეალი-ზაციის ხელშეწყობა“, სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდირება“, „სამელი-ორაციო სისტემების რეაბილიტა-ცია“, - ბოლო ორ წელიწადში სოფ-ლის მეურნეობის განვითარებისთვის დაწყებული პროექტებია.

2014 წლის პირველი სექტემბ-რიდან ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა. სასოფლო-სა-მეურნეო სტატუსი მიენიჭა 376 კოოპე-რატივს. მინისტრის ინფორმაციით, გაიზარდა ღვინის ექსპორტი. 2014 წელს პირველად შემუშავდა „რძისა და რძის ნაწარმისა“ და „თაფლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტები. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვ-ნულმა სააგენტომ განსაკუთრებით გაააქტიურა სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლი. შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეც-ნიერო-კვლევითი ცენტრი. საქართ-ველო ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველო ევრო-პისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) 51-ე წევრად აირჩიეს.

მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთ-რებით გაუსვა ხაზი ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესების უდიდეს მნიშვნე-ლობას.

„ქუჩაში რომ გავიდეთ და ვკით-ხოთ, რამდენ ახალგაზრდას უნდა რომ ვეტერინარი გამოვიდეს, ამ მი-მართულებით პრობლემები გვაქვს, - აღნიშნა ოთარ დანელიამ, - სამწუ-ხაროდ, ახალგაზრდებისთვის სოფ-ლის მეურნეობა არ არის მიმზიდ-ველი, საინტერესო. დღეს ვინც ამ სპეციალობაზეა, სწავლობს იმიტომ, რომ სწავლა უფასოა ან იმიტომ, რომ ამ სპეციალობაზე ჩაირიცხა.

სიზარმაცე და მუშაობის ინტერესის დეფიციტი სახეზეა. ფერმერებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ. ამ დროს ბირჟაზე დგანან საღსალამათი ადამიანები,

რომელთაც მუშაობა არ უნდათ. მეორე ტრაგედია ისაა, რომ უც-

ხოეთში მიდიან და მძიმე პირობებში მუშაობენ, საქართველოში კი შრომა ეთაკილებათ. ძალიან ბევრი ადა-მიანი არ იწყებს მუშაობას იმიტომ, რომ არ გაუუქმდეს სოციალური დახმარება. ეს კატასტროფაა.“

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მოიპოვეს ტექნიკური და აგრა-რული უნივერსიტეტების აგრარული მიმართულებების წარჩინებული სტუდენტების სია რეგიონების მიხედ-ვით და მათ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაასაქმებენ.

„კონკურენტუნარიანობა მხო-ლოდ ფასის კოეფიციენტი არ არის. კონკურენტუნარიანობა არის ხარისხი, ფასის შესაბამისად. დღეს ბიუ-ბიუს ქათამზე რიგია იმიტომ, რომ ხარისხიანია. სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობებს ხელი უნდა შევუწყოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების სტაბილური მიმწო-დებელი უნდა გავხდეთ ნებისმიერი ქსელისა თუ ბაზრისათვის. სეგმენ-ტური შესყიდვებით არცერთი ბაზარი არ არის დაინტერესებული.

კოოპერატივის პირველი ამოცანა კონკურენტუნარიანობის ამაღლე-ბაა; შესაძლებლობაა, რომ მისი პროდუქციის ხარისხი ამაღლდეს გარკვეულ სტანდარტამდე და გა-ვიდეს რეგიონს გარეთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრ ოთარ დანელიას ინ-ფორმაციით, „წელს საქართველოში გაკეთდება სამი ლაბორატორია, - ფიტოსანიტარული, თაფლი-სა და ნიადაგის კვლევის. მიწას შესწავლა, ანალიზი სჭირდება. მეტეოროლოგიური სტატისტიკაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად გაითვალოს კულტურები. ბუნება იცვლება, გლობალური დათბობა რეალური ტენდენციაა. ჩვენ უნდა შევძლოთ ადაპტაცია და შესაბამი-სად მოქმედება.

მიკროკლიმატის, ნიადაგის მრა-ვალფეროვნების, ბიომრავალფე-როვნების მხრივ მთელ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვანი ქვე-ყანაა საქართველო. დადებითი მხარეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, სადაც ხარვეზები და პრობლემებია, ტექნოლოგიითა

და მეცნიერული მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ.“

რეგიონული მედიის წარმო-მადგენლებთან შეხვედრაზე მინისტ-რმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ 22 დეკემბერს დასრულდა სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე მუშაობა. ამჟამად მიმდინარეობს უწყებათა-შორის შეთანხმება. მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კი ეს სტრატეგია გასაჯაროვდება.

სტრატეგიაში სიახლეებია კლი-მატთან ადაპტაციისა და სოფლის განვითარების კუთხით.

სოფელში მხოლოდ სოფლის მეურნეობა კი არ უნდა განვითარ-დეს, არამედ მთლიანად სოფელი. მხოლოდ მიწის დამუშავება გლეხს სოფელში ვერ დააკავებს. მას სჭირდება ინფრასტრუქტურა, საგან-მანათლებლო ცენტრი, ჯანდაცვის ობიექტები და ა. შ.

სტატეგიის შესაბამისად მომზად-და სამოქმედო გეგმა, რომელსაც თან ახლავს პასუხისმგებლობის მატრიცა, სადაც გაწერილია თითო-ეული პუნქტი და ამოცანა პასუხისმ-გებლობის დელეგირების დონეების გათვალისწინებით.

„გვინდა განვავითაროთ ადგი-ლობრივი საკონსულტაციო სამსახუ-რები. იუსტიციის სოფლის სახლებში იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები.

მეცხოველეობის განვითარე-ბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველთა აღრიცხვა, რაც ხშირად მოსახლეობას არ უნდა სოციალური დახმარების მოხსნის შიშით.

ჩვენ გავაჩენთ მოტივაციას, - პირიქით, - ნუ დამიმალავთ და მე

აცრებს ჩავუტარებ, შესაბამის ზე-დამხედველობას განვახორციელებ, კონტროლის ქვეშ მეყოლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდება გლეხისთვის იმიტომ, ერთიან სისტე-მაში აღურიცხავ პირუტყვს სასაკლა-ოზე ვეღარ წაიყვანს. თუ წაიყვანს, არაიდენტიფიცირებული საქონელი ამოღებას დაექვემდებარება.

ადამიანთა დაავადებების 60 პროცენტი ცხოველებთან შეხების შედეგად ჩნდება. დღეს ბრუცელოზი არის ყველაზე დიდი პრობლემა. თებერვლის ბოლოს გვექნება ბრუ-ცელოზის წინააღმდეგ საბრძოლ-ველად გრძელვადიანი პროგრამა. გლეხს ეცოდინება, რომ თუ მის პირუტყვს აღმოაჩნდა ბრუცელოზი, რაღაც პირობებში ჩაჯდება. დღეს ფერმერს ეშინია პირუტყვის განად-გურების და ამ დროს ბრუცელოზის თემა მხოლოდ ცხოველების ჯან-დაცვის ნაწილი კი არა, ადამიანური ჯანდაცვის ნაწილიცაა.

დღეს საქართველოში 750 ათასი ჰა სახნავი ტერიტორიიდან მუშავდე-ბა მაქსიმუმ 400 ათასი. 350 ათასი ჰა არის დაუმუშავებელი. გულხელ-დაკრეფილი ვერ ვუყურებთ ამას, მით უმეტეს, რომ უფასოდ ვუხნავთ სავარგულებს და ვართ მცირემიწი-ანი ქვეყანა.

2015 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ახალი, გარდამტეხი ეტაპი იწყება. ის პროექტები, რომ-ლებსაც ჩვენ ახლა გამოვაცხადებთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი გახდე-ბა,“ - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

ლაურა გოგოლაძე

ჩეხური არასამთავრობო ორ-განიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ თებერვალში ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში შემავალ სოფლებში გამართავს საჯარო საინფორმა-ციო შეხვედრებს ადგილობრივ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ვიწვევთ ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მცხოვრებ გამრჯე ფერ-მერებსა და მეწარმეებს, რომ-ლებიც დაინტერესებულნი არიან ერთობლივი ეკონომიკური საქმი-ანობით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნით.

10 თებერვალი - 12:00 სთ.

სოფ. ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

15:00 სთ. სოფ. ვახანის ადმი-ნისტრაციული ერთეულის შენობა;

11 თებერვალი - 12:00 სთ. სოფ. ნადაბურის ადმინისტრაცი-ული ერთეულის შენობა;

12 თებერვალი - 12:00 სთ. დაბა ხარაგაული, მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზი;

15:00 სთ. სოფ. ლაშის ადმი-ნისტრაციული ერთეულის შენობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-

საკონსულტაციო სამსახური

ტყე სოფლისა და ქვეყნისათვის საარსებოდ აუცილებელი საგანძურია. იგი გვიცავს ეროზიისა და ქარებისაგან. ინარჩუნებს ტენს ნიადაგში და წარმო-შობს წყაროებს, გვამარაგებს შეშით, ჭიგო-სარებით, თოხის, ბარის, ნაჯა-ხისა და სხვა იარაღების სატარეებით, საბერტყავი ხალებით, საჩალეებით, სამარხილეებით, საჭერეებით და სხვა უამრავი ინვენტარით.

სასოფლო ტყემ სოფელი უნდა უზ-რუნველყოს ყოველდღიურად საჭირო ფიცარ-მასალებითაც. საქათმეების, საღორეების, ჭიშკრების, ტუალეტებისა და სხვათა შეკეთება-განახლებისათვის.

ისტორიულად ტყეებს პატრონობ-დნენ სახელმწიფო, ეკლესია, თავადე-ბი, აზნაურები და გლეხობა.

ჩემ სოფელში დღემდეა შემორ-ჩენილი ტყეთმოწყობის ასი და მეტწ-ლიანი მიწაში ჩაფლული ვებერთელა

ქვები („სამანები“) და ერთი მეტრი სიგანისა და ნახევარი მეტრის სიღრ-მის სასაზღვრო ფუნქციის არხები. თითოეულ კომლს მიჩენილი ჰქონდა მისთვის სასარგებლო ტყეები, რომ-ლებსაც ისინი პატრონობდნენ და იყენებდნენ, დაფიქრებით ჭრიდნენ შეშას თუ სამასალე ხეებს, ზრუნავდ-ნენ ტყის აღდგენა-განახლებისათვის.

საკოლმეურნეო და შემდგომ წლებ-ში გაუპიროვნებლობის გამო სოფლის მოსახლეობა გადავიდა ხე-ტყის „მოსწ-რების“ მეთოდით მოპოვებაზე.

კოლმეურნეობების დაშლის შემ-დეგ მიწის რეფორმის კომისიებმა ნაჩქარევად გასცეს სოფლის მცხოვ-რებლებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სასოფლო ტყეები უპატრონოდ დარჩნენ.

ორი ათეული წელია მიმდინა-რეობს საკანონმდებლო მუშაობა

ამ საკითხზე. ტყის დაცვის მიზნით იხურება და ილუქება ადგილობრივი სახერხები. შესაძლებელია მამაპაპუ-რი „საზედაო“ ხერხები და ნაჯახებიც ამოიღონ მოსახლეობიდან. ასეთი ქმედებით მკვეთრად დაჩქარდება ნასოფლარების რიცხვის ზრდა.

მანამ, სანამ პარლამენტი და მთავ-რობა თითოეული სოფლის შესაბამის კანონებს მიიღებენ და სოფლებს პატრონს გაუჩენენ, მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, - ვიზრუნოთ სასოფლო ტყეების შენარჩუნება-გა-ნახლებისათვის.

ნუ მოჭრით მიწის პირზე საცოდა-ვად ამოზრდილ ძირეულ ხეებს. ისინი ისეთ სიმაღლეზე გადაჭერით, რომ ამონაყარს პირუტყვი ვერ მისწვდეს და სამომავლოდ „გადასაჩეხ“ ხეებად ჩამოყალიბდნენ.

ნუგზარ ლომსაძე

სანამ პატრონი გამოჩნდებამოსახლეობის საყურადღებოდ!

Page 4: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

4 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ.

ხათუნა მანჯავიძე - ნარჩენების სწორად მართვა სასიკეთოა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი წელია ხორციელდება უნიკალუ-რი პროექტი - „პოლიეთილენი დიოქ-სინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალუ-რი გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს არასამ-თავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის.“ პროექტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტში პოლიეთილენის ბოთლები-სა და ცელოფნის პარკების შემგროვე-ბელი 26 ურნა დაიდგა. შეგროვებული მასა იპრესება და გადასამუშავებლად თბილისში იგზავნება.

რამდენად შესრულდა პროექტის მიზნები და როგორ გაგრძელდება ის, - ამ შეკითხვებით პროექტის კოორდინა-ტორ ხათუნა მანჯავიძეს მივმართეთ.

„ეს პროექტი ერთგვარი ტესტი იყო საზოგადოებისთვის, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - გამოჩნდა ჩვენი დამოკიდებულება, მენტალობა და

პასუხისმგებლობა არა მხოლოდ გარე-მოს, არამედ საქმის, ქვეყნის მიმართ. პროექტი ყველას ძალიან მოეწონა. არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, რომ არ გამომხმაურებოდა. საზოგადოების ნაწილისთვის კი ამ პროექტის მნიშვ-ნელობა გაუგებარია.“

პროექტის ძირითადი მიზანი, ხა-თუნა მანჯავიძის თქმით, ნარჩენების სწორი მართვა, ამით გარკვეული შემოსავლის მიღება და მუშახელის და-საქმებაა. უმთავრესია, საზოგადოებაში გაჩენილიყო აზრი, რომ ნარჩენების სწორად მართვით შეიძლება სიკეთე მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასული წლის აპრილ-აგ-ვისტოში 1,7 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი შეგ-როვდა. ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ პირველ ხანებში აქციები და სხვადასხ-ვა ღონისძიებები ჩატარდა. „ძალიან იაქტიურეს ბაზალეთის, მარელისის, ბორითის სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ვარძიის, მოლითის და სხვა ადმინისტრაციული ერთე-

ულების მაცხოვრებლებმა. ბუნებაში დიდი რაოდენობითაა პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პარკები. ბუნების დაბინძურება უნდა აწუხებდეს ყველას, რადგან ეს ნარჩენები (პო-ლიეთილენი და ცელოფანი) დიდხანს რჩება ბუნებაში და მომავალში ძალიან მძიმედ აისახება გარემოზე. როცა ამას საზოგადოება გააცნობიერებს, გვიანი იქნება. ხალხი წუხს მომრავლებულ სიმსივნურ თუ მცენარეთა დაავადებებ-ზე. ბევრმა არ იცის, რომ ამის ერთ-ერ-თი მიზეზი სწორედ პოლიეთილენისა და მსგავსი ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი დიოქსინებია,“- ამბობს ხათუნა მანჯავიძე.

მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე პროექტის უშუალო მხარდამჭერი იყო ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება.“ ხა-

თუნა მანჯავიძე თვლის, რომ პროექტს მომავალში უფრო ეფექტურად და წარმატებულად გააგრძელებს ეს ორგანიზაცია.

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში თანა-მონაწილეობრივი წვლილი გაიღო დასუფთავების სამსახურმა, ს/ს „ავ-ტოტრანსმა“ და მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

„პროექტი ითვალისწინებდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბოთ-ლების შეგროვებით გარკვეული შე-მოსავალი მიეღო, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - ერთმა ფიზიკურმა პირმა ერთჯერადად 100 ლარის ბოთლი შეაგროვა. დავგეგმეთ წახალისება იმ უბნების, სადაც ყველაზე მეტი რაოდე-ნობის პოლიეთილენის ბოთლი გროვ-

დება. ვფიქრობ, რომ ასეთ უბნებში მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის დავამონტაჟოთ სავარჯიშო ძელი.“

ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა დროთა განმავლობაში გაითავისებს პროექტის მნიშვნელო-ბას. მისივე თქმით, ინოვაცია შედეგს სწრაფად არ იძლევა. „პროექტის დაწ-ყებისას უფრო მეტს ველოდი, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. თუმცა, ფარ-ხმალი არ დამიყრია და პროექტის გაგრძელებას პოზიტიურად ვუყურებ.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ვებ-გვერდის www.chkh.org საშუალებით უამრავმა ადამიანმა შეიტყო ჩემი პროექტის შესახებ და გამოცდილების გაზიარების მიზნით ხშირად მეხმაურე-ბიან,“ - ამბობს ხათუნა მანჯავიძე და მადლობას უხდის პროექტის მხარ-დაჭერისა და თანამშრომლობისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და დასუფთავების სამსახურს, რომელთა თანადგომის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

მოლითის ადმინისტრაციულ ერ-თეულში გამგებლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე მიიჩნევს, რომ მო-სახლეობის ცნობიერების ამაღლების-თვის პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „გეტყვით იმას, რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა და ხდება ახლა, - აშკარად გაიზარდა მოქალაქეების თვითშეგნე-ბა,“ - ამბობს სპარტაკ ლაცაბიძე.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულში მცხოვრები მარინა დევდარიანი ამბობს, რომ შედეგიანია ხარაგაულში პოლიეთილენის ბოთლებისა და

ცელოფნების შემგროვებელი კონტეინერების დადგმა. „ძალიან მომწონს ეს პროექტი. მიხარია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე

მოსახლეობა თანდათან მიეჩვია და ბოთლებს სპეციალურ ურნაში ათავსებს. მსიამოვნებს, მოქალაქეების მხრიდან

მხარდაჭერას რომ ვხედავ. ამას დრო სჭირდება. მიმაჩნია, რომ პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,”

- ამბობს მარინა დევდარიანი.

დღეს ქართული აბრეშუმის ნახვა, მისი თავგადასავლის მოსმენა მხო-ლოდ თბილისის აბრეშუმის მუზეუმშია შესაძლებელი. არადა, საქართველო ოდითგანვე განთქმული იყო მეაბრუ-შუმეობით. ჩვენს ქვეყანაში აბრეშუმი ისეთივე ტრადიციულია, როგორც ღვინო და თაფლი.

ქართულ ათასწლოვან ფრესკებში წმინდანები, მეფეები, დედოფლები აბ-რეშუმით არიან შემოსილნი. მეცნიერ-თა ვარაუდით, ჩინეთიდან მომავალი აბრეშუმის გზა მოუყვებოდა დღევან-დელ სარკინიგზო მაგისტრალს და ეჭვგარეშეა, ჩვენს ხეობასაც გაივლიდა.

კავკასიის აბრეშუმის ცნობილი მკვლევარის ბ. ივანოვის აზრით, კავ-კასიაში მეაბრეშუმეობა 1300 წლისაა („ნარკვევები კავკასიის აბრეშუმის წარმოების ისტორიიდან“ 1916 წ. გამო-ცემა რუსულ ენაზე). ზოგიერთი წყარო აბრეშუმის გავრცელებას საქართვე-ლოში ვახტანგ გორგასლის მეფობის

პერიოდს უკავშირებს. მე-16 საუკუნეში სამეგრელოს მთავარი ლევან და-დიანი მოლაპარაკებას აწარმოებდა რომის პაპთან და საფრანგეთთან, რომ ლიონისთვის მიეწოდებინათ აბ-რეშუმი. ვახუშტი ბატონიშვილი თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ წერს, რომ რომში აბრეშუმი შევიდა იულიუს კეისრის დროს რიონ-მტკვრის გზით.

პლინიუსი ამბობს, რომ რომიდან შორაპანში ყოველწლიურად იგზავნე-ბოდა 100 ათასი სესტერცი აბრეშუმის საყიდლად (ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“ - 1901 წლის გამოცემა, მოსე ჯანაშვილის წინასიტყვაობა).

1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელიც იყო ამ დარგის ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიოს მასშტაბით. მას გააჩნდა მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სახელგანთქმული დარგობრივი მუზეუმით და იმ დრო-

ისათვის უნიკალური სამეცნიერო ბიბლიოთეკით.

1930 წელს ჩამოყალიბდა ამიერ-კავკასიის მეაბრეშუმეობის და აბ-რეშუმის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ამ პერიოდიდან ხარაგაულში იმდროინდელი ხელი-სუფლება დიდი ძალისხმევით შეუდგა მეაბრეშუმეობის დარგის დანერგვას. ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს სათავეში ჩაუდგა შალვა იუსტინეს ძე ჩხეიძე. ამ პიროვნებისგან გაწეული ღვაწლი სწორედაც რომ გვავალებს, გავიხსენოთ ასეთი ადამიანები, ვი-ნაიდან ეს ხარაგაულის წარსულის ისტორიული ფაქტია.

შალვა ჩხეიძე 1902 წელს დაიბადა ბაღდადის რაიონის სოფელ ობჩაში. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ქუთაისში გაიხსნა მეაბრეშუმეობის პირ-ველი საცდელი სკოლა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სკოლადამთავრე-

ბულები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მიავლინა მეაბრეშუმეობის დასანერგად და ასაღორძინებლად. ბატონი შალვა 1932 წელს ჩამოვიდა ხარაგაულში და აქაურობა მისი ადგი-ლის დედა გახდა. ღვიძლი შვილივით მიიღო იგი ხარაგაულმა. ახალგაზრდა სპეციალისტი დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით შეუდგა არარსებული დარგის შექმნას, - ააშენა შენობა, შექმნა ინფრასტრუქტურა, შემოიტანა ნამყენი ნერგები, თითქმის ყველა სოფელში ხდებოდა თუთის ნამყენი ნერგების რგვა.

შემდგომ ათწლეულებში ხარა-გაულის რაიონის ბევრ სოფელში: ბაბში, ვახანში, ლაშეში, სარგვეშში, ლეღვანში, საღანძილეში, ბორითში, საქასრიაში შეიქმნა ე.წ. თუთის სათესი სკოლები და სანერგე მეურნეობები. ხარაგაული ყოველთვის მოწინავეთა რიგში იყო.

კომუნისტურ ეპოქაში გამომავალი გაზეთი „ლენინის დროშით“ 1940 წ. 15 მაისის ნომერში იუწყებოდა, რომ

მთელ საქართველოში სოფლის მეურ-ნეობის მოწინავეთა წითელ დაფაზე 8 მოწინავეთა შორის მოხვდა შალვა იუსტინეს ძე ჩხეიძე, რომელმაც აბ-რეშუმის მოსავლის რაიონული გეგმა 1938 წელს 102,7%, ხოლო 1939 წელს 128%-ით შეასრულა.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან საქართველოში წარმოებულ აბრე-შუმში ხარაგაულს უდიდესი წვლილი შეჰქონდა. ბატონმა შალვამ შემოიტანა პარკის საშრობი დაზგები. გამშრალ აბრეშუმის პარკს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატს აბარებდნენ. ეს კომბინატი ნედლეულს შუა აზიის რესპუბლიკე-ბიდანაც ღებულობდა, ნედლეული მოდიოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც, მაგრამ სპეციალის-ტები უყოყმანოდ აღიარებდნენ, რომ ქართული აბრეშუმის პარკი საუკეთესო იყო და ამ საუკეთესოში განსაკუთრებუ-ლად კარგი ხარაგაულში წარმოებული ნედლეული იყო.

სამ ათეულ წელზე მეტი მუხლჩაუხ-რელად შრომობდა ბატონი შალვა ეროვნული სიმდიდრის შესაქმნელად. გარდა იმისა, რომ იყო წარმატებული სამეურნეო მუშაკი, იყო ნამდვილი ხა-რაგაულელი კოლორიტული ფიგურა, კეთილი, იუმორით დაჯილდოებული ადამიანი, კარგი მომღერალი, სტუ-მართმოყვარე, ხარაგაულში თითქმის ყველა ოჯახში სასურველი სტუმარი.

კაცურკაცობით იცხოვრა, წავიდა და ფესგამდგარი და წარმატებული დარგი ჩააბარა მომდევნო თაობას.

ადამიანები მიდიან, ადამიანები მო-დიან - ხარაგაულის აბრეშუმშიც შეიც-ვალა თაობები და ხელმძღვანელები.

1962 წლიდან 1983 წლამდე პარკ-საშრობს სათავეში ედგა და დაუღალა-ვად ემსახურებოდა დარგის კარგად მცოდნე, საუკეთესო სპეციალისტი, დიდი ადამიანური და პიროვნული ღირსებებით შემკული ბაბო გურგენი-ძე. ამ პერიოდში ხარაგაულის რაიონი წლიურად 32 ტონა მაღალხარისხიან აბრეშუმს აბარებდა სახელმწიფოს. ქალბატონი ბაბო უდიდესი კეთილსინ-დისიერებით ეკიდებოდა თავის საქმეს. თითოეული პარკი რამდენჯერმე გაივლიდა სპეციალისტების ხელში, ხარისხდებოდა და ასე მიეწოდებოდა ქუთაისს.

„აბრეშუმის ჭიის მოვლა ძალიან შრომატევადია, - გვიამბობს გამო-ცდილი სპეციალისტი აგრონომი ქალბატონი ცისანა ფანცულაია, - ჭიის გამოკვება ხდებოდა ოჯახურ პირო-ბებში, ან სპეციალურად გამოყოფილ საჭიე ბინებში, სპეციალურ დახლებზე. ამინდის მიუხედავად, საჭიროა თუთის

ფოთლის შეგროვება და ჭიის კვება. ერთი გრამი აბრეშუმის ჭიის გამო-საკვებად საჭიროა დაახლოებით 50 კგ. ფოთოლი.

მიუხედავად მძიმე შრომითი პი-რობებისა, რაიონს ემსახურებოდნენ მოწინავე მეაბრეშუმე ქალები. ჩხერი-დან - იულია კურტანიძე, ლიანა ორ-თოიძე, ქროლიდან - ელნარი მაქაძე, ხიდრიდან - ალექსანდრა ბერაძე, კიც-ხიდან - მარგალიტა სხილაძე, ლოლა შერგელაშვილი, ბორითიდან - ლიანა ბარბაქაძე, ვახანიდან - თებრო ბლუაშ-ვილი, ლეღვნიდან - ნანული მაღრა-ძე, ცაცა ლაცაბიძე, ქეთო ცხვედაძე, ხარაგაულიდან - ქეთო არჯევანიძე და ბევრი სხვა, რომლებიც 30-40 კგ. აბრეშუმის პარკს აბარებდნენ. ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ერთ-მანეთის თანადგომით ვმუშაობდით. არ არსებობდა ჩემი და შენი საქმე. ფინანსებს ხელმძღვანელობდნენ ფი-ლიპე ხარაძე, ნათელა ხახალაშვილი, ბოლო წლებში - ლოლა ჩაჩანიძე. მათი გამართული მუშაობით მუდამ წარმატებებს ვაღწევდით“.

კოლმეურნეებს პარკის დამზადების წლიური გეგმის შესრულებაში ეხმა-რებოდნენ უბნის აგრონომები: ზურაბ მესხი, მერი კვირიკაშვილი, სოსო ბარ-ბაქაძე, ანდრო ჭუმბურიძე, ნელი მდივ-ნიშვილი, ტიტიკო მაჭავარიანი, პუნქტის გამგე გივი ავალიშვილი. პირადად ქალბატონი ცისანა და ყველა აგრონო-მი თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ. 41 კოლმეურნეობის მეაბრეშუმეებს აძლევდნენ რჩევა-დარიგებას, თვალყურს ადევნებდნენ კვების მიმდინარეობას, ეხმარებოდნენ დაავადებების თავიდან აცილებაში.

მეაბრეშუმეობა რაიონში ძალიან პოპულარულ დარგად იქცა. იგი ადამი-ანების შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. იმდროინდელი ხელისუფლება წამახალისებელ პოლიტიკას ეწეოდა და, ვფიქრობთ, სწორიც იყო. კარგად გვახსოვს სავაჭრო ცენტრებში მეაბრე-შუმეთათვის გამოყოფილი კუთხეები, მათვე ასაჩუქრებდნენ სხვადასხვა კურორტების დასასვენებელი საგზურე-ბით, დაჰყავდათ ექსკურსიაზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

აბრეშუმის ჭიის მოვლა ძალიან პოპულარული იყო მოსწავლე-ახალ-გაზრდობაში. ზაფხულის პერიოდში ისინი დიდი ხალისით ერთვებოდნენ ამ საქმიანობაში.

ვისაც კი საქმე ჰქონია აბრეშუმის მოვლა-მოყვანასთან, დღესაც დიდი სიყვარულითა და გულისტკივილით იხსენებს შრომისა და გამარჯვების წლებს. ასეთია ქალბატონი ნორა

შერგელაშვილი: „ძალიან დასანანია, რომ ეს დარგი დავიწყებას მიეცა და აღარავინ ზრუნავს მის აღდგენაზე. რა შეედრებოდა ქართულ შიფონს, ბუნებრივი აბრეშუმით დამზადებულ სხვადასხვა ქსოვილებს. ის ხომ ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი იყო. სოფლის მეურნეობის უყურადღე-ბოდ მიტოვება ყველაზე დიდი დანაშა-ულია. ამას ჩვენი მომავალი თაობები არ გვაპატიებენ“.

ჩვენს უპრეტენზიო წერილში მოხ-მობილი შორეული თუ ახლო ის-ტორია, ალბათ, კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას და მათ, ვისაც აინტერესებს სოფლის აღორძი-ნება, სამუშაო ადგილების შექმნა, რომ ჩვენში მეაბრეშუმეობა ნამდვილად ტრადიციულია. ქართველი კაცი, რო-მელსაც ბუნებრივი პირობები უწყობდა ხელს, უხსოვარი დროიდან მისდევდა ამ საქმიანობას, ყოველთვის იყო მისი მეურნეობისა და შინამრეწველობის დამხმარე დარგი. კომუნისტური ეპოქის გახსენებით რეჟიმს კი არ მივსტირით, არამედ ვიხსენებთ იმას, რაც კარგი იყო და სანამ ჯერ კიდევ არიან ჩვენ გვერდით ამ დარგის პრაქტიკოსი და მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი სპე-ცილისტები, რჩევა ვკითხოთ, ვისწავ-ლოთ. იქნებ ესეც იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიური სიძლიერის საწინდარი. იქნებ ჩვენი სავაჭრო ცენტრები ისევ აივსოს ქართული აბრეშუმის ნაწარმით და მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად არ დარჩეს.

ეკა შველიძეფოტოებზე: ლახუნდარელი, კიცხე-

ლი და ვანელი მეაბრეშუმეები;ხარაგაულში მეაბრეშუმეობის ფუ-

ძემდებელი შალვა ჩხეიძე

ქართული აბრეშუმის ისტორიიდან

Page 5: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

5xtvb [fhfufekb6 თებერვალი, 2015 წ.

დავით ჯიმშიაშვილი - პოეზიაში ვიპოვე შვება

ის, რაც კარგად განვითარე-ბულ ქვეყნებში მცხოვრებთათვის შესაძლებელი იყო, ჩვეულებრივი საბჭოთა გლეხისთვის ხელმიუწვ-დომელი გახლდათ.

ქართული კულტურით დაინტე-რესებულმა ფრანგმა ქალბატონ-მა მოახერხა „რკინის ფარდის“ გამოღწევა და ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანება. თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და იმ დროისათვის უმაღლესი ხარისხის ფირებზე ჩაიწერა სახელდახე-ლოდ შექმნილი, შემღერებული გლეხებისაგან შესრულებული ქართული მრავალხმიანი სიმღე-რები. ჩანაწერები თავისი ქვეყნის მსმენელს გააცნო და ქართული პოლიფონიური მუსიკის შესახებ დისერტაცია დაიცვა.

ფრანგმა მუსიკოლოგმა ივეტ გრიმომ ქართველ კომპოზიტორ გრიგოლ ჩხიკვაძესთან ერთად ჩაიწერა ხარაგაულსა და სოფელ კიცხში ბორელების კ. წიწილაშვი-ლის, პ. ბერაძისა და პავლაძეების

მიერ შესრულებული სიმღერები „ჭონა“, „ქოჩორეი დამეკარგა“, „ოდილა“ და „მრავალჟამიერი“.

წლების მანძილზე ვეძებდი მა-სალას ამ ვიზიტის შესახებ. ბაბუა ერმანოზ პავლაძე ხშირად იხსე-ნებდა როგორც ბორის განძის, ასევე ფრანგებისგან სიმღერების ჩაწერის ამბავს.

გავიდა ხანი და ტელევიზიით მო-ვისმინე ბატონი ანზორ ერქომაიშვი-ლის გამოსვლა. მან საზოგადოებას ამცნო, რომ ივეტ გრიმო, რომელ-მაც საქართველოში იმოგზაურა, ახლა 90 წელს გადაცილებული, მხნედ და ჯანმრთელად ბრძანდე-ბა. ივეტ გრიმომ გაიხსენა საქართ-ველოში მოგზაურობის დეტალები და საჩუქრად გადასცა საქართ-ველოს მის არქივში დაცული უნიკალური და ფასდაუდებელი საგანძური. ეს ჩანაწერები მოიძია და მოიპოვა კონსერვატორიის პო-ლიფონიური მუსიკის მაგისტრანტმა ნინო რაზმაძემ.

ანზორ ერქომაიშვილთან სა-

ტელეფონო საუბრების შემდეგ შევხვდით ქალბატონებს ნინო რაზ-მაძესა და რუსუდან კაკულიას. მათ დიდი სიხარულითა და პატივისცე-მით გადმოგვცეს დისკი, რომელ-ზედაც დატანილია სოფელ ბორის მკვიდრთა კოწია (კონსტანტინე) წიწილაშვილის, ერმანოზ და ერმი-გონ პავლაძეების, პალუშა (პავლე) ბერაძისა და ნოდარ ნიქაბაძისგან შესრულებული სიმღერები „ქო-ჩორეი“, „ადილა“, „ჭონა“ და „მაყ-რული“. უდიდეს მოკრძალებასა და პატივისცემას გამოვხატავ ამ ქალბატონების მიმართ ეროვნული საგანძურისადმი მამულიშვილური დამოკიდებულების გამო.

საზოგადოებამ იცის, რომ გამო-ვიდა ჩვენი წიგნი „ბორი“, რომ-ლის ყდაზედაც უნდა დაერთოს ბორელებისგან შესრულებული აღნიშნული სიმღერების ჩანაწერი. წიგნისა და დისკის პრეზენტაცია ხარაგაულის ბიბლიოთეკაში გა-იმართება.

დონარი ბერიძე

დავით ჯიმშიაშვილმა პირ-ველი ლექსი 26 წლის ასაკში დაწერა, მაშინ, როდესაც ჯანმრ-თელობის პრობლემებმა შეაწუხა, ცხოვრებამ ტკივილი მიაყენა და უნდოდა, რაღაც ეთქვა. ამავე პე-რიოდში ცალმხრივად შეუყვარდა, გრძნობამ კი პირველი ლექსი და-აწერინა. „ჩემი განცდების ამოთქ-მა და მათი ფურცელზე გადატანა მომინდა. ბავშვობაში საშინაო დავალების მეტს არაფერს ვწერ-დი. პირველად მან სან კანისთვის დავწერე ერთსტროფიანი ლექსი. წლების შემდეგ, ერთ ღამეს გამახ-სენდა ის ლექსი. გამახსენდა, რომ ვწერდი და ვიფიქრე, იქნებ ახლაც გამომივიდეს-მეთქი და დავიწყე წერა. ლექსი ჩემს მეგობრებს წავაკითხე. მათ მომიწონეს და გადავწყვიტე გამეგრძელებინა. ასე დამიგროვდა ლექსები და მომინდა ერთ წიგნად შემეკრა, ხალხს წაეკითხა და გაეგო, თუ რაზე ვწერ, რა მაწუხებს და რო-გორ ვაზროვნებ,“ - თქვა პოეტმა.

კრებულის გამოცემის იდეა ავტორს თავად გაუჩნდა. სურვი-ლის ასრულებაში კი რედაქტორი მაია მიქაია დაეხმარა. წიგნის ტირაჟი 500 ეგზემპლარია და მისი შეძენა წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი. პოეტს კრებულის პირველი პრეზენტაცია ხარა-გაულში უნდოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. თბილისით დაიწყო და აპირებს გააგრძელოს, ქვეყნის სხვადასხ-ვა ქალაქს ნელ-ნელა გააცნოს თავისი შემოქმედება.

„კრებულში 146 ლექსია შესუ-ლი. მინდა ჩემი ლექსები ხალხმა წაიკითხოს და უკეთესად გამიც-ნონ. ძირითადად სიყვარულზე, პატრიოტიზმზე ვწერ. ხშირად მეგობარ პოეტებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში ვმართავთ პოეზიის საღამოებს. ვიყავით სიღნაღში შეზღუდული შესაძლებ-

ლობის მქონე ბავშვებთან, ასევე დუშეთშიც,“ - აღნიშნავს დავით ჯიმშიაშვილი.

დავით ჯიმშიაშვილის საყვარე-ლი პოეტებია შოთა ნიშნიანიძე და გალაკტიონ ტაბიძე. მათი შემოქმედება მისთვის სამაგა-ლითოა. მიაჩნია, რომ ადამიანი წერას მაშინ იწყებს, როცა რაღაც აწუხებს. „შეიძლება სიმართლის თქმა უნდა და იმიტომ წერს, ან შეიძლება უსიყვარულობა აწუხებს და ამიტომ წერს. პოეზიაში ვიპოვე შვება. პოეზიით ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდოდა. გავიცანი ხალხი, უკვე ჩემი მეგობარი პოეტები და პოეტესები. სოციალური ქსელით ვუგზავნი და ვაკითხებ მათ ჩემს ლექსებს. მირჩევენ, ვმსჯელობთ, ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ და ვიზრდებით. დამწყებ პოეტს საზო-გადოებასთან კომუნიკაცია სჭირ-დება. ვთვლი, რომ ჩემი ლექსები ცუდი არაა. ამიტომ მინდა, რომ გამიცნონ და შემაფასონ. მინდა, რომ კრიტიკოსებმა წაიკითხონ ჩემი კრებული, გაარჩიონ და მათი შენიშვნების გათვალისწინებით მეტს ვისწავლი,“ - ამბობს პოეტი.

წიგნის რედაქტორი მაია მი-ქაია შედეგით კმაყოფილია. ბევრი შრომა დაჭირდათ. პოეტი იღებდა ყველა რჩევასა თუ შე-ნიშვნას, რამაც, შეიძლება ითქ-ვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა კრებულის შექმნაში. „დათო კარ-გი ადამიანი და პოეტია, კიდევ უფრო დაღვინდება, კიდევ უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას მიაღწევს. რაც მთავარია, ძალიან სუფთა ადამიანია, რაც ჩანს მის ლექსებში, დამოკიდებულებასა და ყველაფერში, რაზეც და ვისზეც წერს ის. ამ წიგნზე ბევრი ვიმუშა-ვეთ. მან მომცა მის სულიერ სამ-ყაროში ხელების ფათურისა და რაღაცების შესწორების უფლება. მისმენდა და მიჯერებდა. კარგად ვითანამშრომლეთ. წიგნი გამოიცა

„კალმოსანის“ გამომცემლობაში. დათოს შრომა, შემოქმედება უნდა დაფასდეს. ის კიდევ უფრო გაიზ-რდება. დათო რომ მომავალში საუკეთესო ლექსებს შექმნის, ამის საფუძველი ამ წიგნში ჩანს. ვიმე-დოვნებ, რომ კვლავ გამოსცემს კრებულებს და ასახელებს თავის ხარაგაულს, რადგან მშობლიური კუთხე ძალიან უყვარს,“ - ამბობს კრებულის რედაქტორი მაია მიქაია.

პოეზიის საღამო მუსიკალურად გააფორმა ხარაგაულის ფოლკ-ლორულმა ანსამბლმა „კახორი“ (ხელმძღვანელი დალი მაღრაძე). „დათომ გვთხოვა, გაგვეფორმე-ბინა მისი საღამო მუსიკალურად. დათო ძალიან კარგი ადამიანია. მის რამდენიმე ლექსს ვიცნობ, მთლიან შემოქმედებას კი ამ კრებუ-ლით გავეცნობი. პრეზენტაციიდან დავინახე, რომ ნიჭიერი პიროვნე-ბაა,“ - ამბობს ანსამბლ „კახორის“ ლოტბარი მაია მაღრაძე.

საღამოში აქტიურად ჩაერთენ პოეტის მეგობრები. ისინი კით-ხულობდნენ ლექსებს, ულოცავ-დენენ დებიუტს და წარმატებებს უსურვებდნენ ახალგაზრდა შემოქ-მედს. „პოეტისთვის მთავარი პირ-ველი კრებულია, მერე უკვე შვი-ლებივით გყავს, გინდა გამოუშვა ახალი კრებული, მოუფრთხილდე მას. ყველა პოეტს მოსწონს, რომ

საზოგადოებაში ქმნის განწყობას, ასევდიანებს და აღიმებს მათ. ვულოცავ დათოს ამ წარმატებას, მისი ნაფიქრალი უკვე შეგვიძლია სახლში გვედოს და წავიკითხოთ,“ - აღნიშნა გიორგი გოგოლაძემ.

საღამოზე აუდიტორია დაინტე-რესდა იმ ისტორიებითაც, რომ-ლებმაც ლექსების შექმნა განაპი-რობა. პოეტი დიდი სიყვარულით წერს თავის კუთხეზე, აღტაცებით - თავის მეგობრებზე, სამშობლოზე, ტკივილით კი - გარდაცვლილ ბი-ძაშვილზე. ყველა გამომსვლელი განსაკუთრებით აღნიშნავდა და-ვითის პიროვნულ თვისებებს.

მარიამ თორიასთვის პოეტები ორ კატეგორიად იყოფიან - ზოგ მათგანთან შეიძლება სასიამოვნო ურთიერთობა გქონდეს, ზოგი კი გამძიმებდეს. დათოსთან ყოფნა მისთვის სიამოვნებაა და ეს ის შემ-თხვევაა, როცა პოეტში მხოლოდ შემოქმედება არ ხიბლავს. მისთ-ვის ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექსები.

პოეტის თავისებურ და განსხვა-ვებულ სტილზე ისაუბრა თანამედ-როვე პროზაიკოსთა ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა მაკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ განსხვავებული სტილის გამო მისგან სხვა ემოცია მოდის, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

პოეტი დიდხანს ფიქრობდა წიგ-ნის ვიზუალზე. არჩევანი მხატვარ დავით ბაძაღუას ნამუშევრებიდან ერთ-ერთზე უნდა გაეკეთებინა. რო-გორც თვითონ ამბობს, მხატვრობის დიდი არაფერი გაეგება, მაგრამ ერთი ნახატი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, სწორედ ის ყოფილიყო კრებულის გარეკანი. მხატვარმა პო-ეტის გემოვნება მოიწონა. როგორც აღმოჩნდა, დავითის არჩეული ნახატი მხატვრის ერთ-ერთი საუკე-თესო ნამუშევარია და ის რასმუსენის კოლექციაშია შესული. როგორც გვითხრეს, ავტორს გაუჭირდა საყ-ვარელი ლექსის გამოყოფა, თუმცა ერთი სტროფი მაინც ამოარჩია და წიგნის ყდაზე დაიტანა.

პოეტი, რომლის ლექსებიც რამდენიმე კრებულშია შესული, მათ შორის საუკეთესო ავტორის ამპლუაში;

პოეტი, რომელიც ხშირად მო-ნაწილეობს ღონისძიებში და სჯე-რა, რომ მისი კრებული ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი იქნება, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავენ, -

ეს პოეტი დავით ჯიმშიაშვილია. ბაია კუბლაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა

ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

ბორს თავისი ხმები დაუბრუნდა

ახალგაზრდა პოეტის, დავით ჯიმშიაშვილის, სადებიუტო კრებულის პრეზენტაცია 28 იანვარს სამების საკათედრო

ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. დამწყები პოეტის პირველ კრებულს „იწყებ თავიდან” ჰქვია რადგან, როგორც

ავტორი აღნიშნავს, ლექსებში ხშირად იყენებს სახელწოდების სინონიმურ სიტყვებს და ფიქრობს, რომ ბევრი რამ თავიდან

აქვს დასაწყები. დავით ჯიმშიაშვილი ხარაგაულიდანაა, პრეზენტაციას მისი მეგობარი პოეტებიც ესწრებოდნენ და

მასთან ერთად კითხულობდნენ ავტორის ლექსებს. საღამოს ხარაგაულის ფოლკლორული ანსამბლი „კახორი” აფორმებდა.

„კახორი” თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.

26 იანვარს, ქალაქ ქუთაისში, ლიტერატურულმა სალონმა „მეორე სიცოცხლე“ გამართა სრულიად სა-ქართველოს კათალიკოს პატრიარ-ქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის საქართ-ველოს საბავშვო ლიტერატურული ფესტივალის „სიკეთის ხე“-ს გამარჯ-ვებულთა დაჯილდოება. ჩვენდა სა-სიხარულოდ, გამარჯვებულთა შორის ნადაბურის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე აღმოჩნდა. მერვეკლა-სელების - თორნიკე გელაშვილისა და ქეთევან გელაშვილის მოთხრო-ბებმა, როგორც ჩანს, ფესტივალის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან თორნიკემ ფესტივალზე II

ადგილი აიღო, ხოლო ქეთევანმა - III. მათი წარმატების საფუძველი ქართუ-ლის პედაგოგი, ხალგაზრდა, მონდო-მებული, ნიჭიერი გოგონა ნესტანი გელაშვილია. ვულოცავთ თორნიკესა და ქეთევანს, პედაგოგ ნესტანი გელაშ-ვილს მიღწეულ წარმატებებს.

ასევე, კიდევ ერთხელ გვასახელეს სკოლის კალათბურთელმა ვაჟებ-მა. მათ ახლახან რაიონული შეჯიბ-რში პირველი ადგილი მოიპოვეს. გილოცავთ წარმატებებს, ჩვენო მოს-წავლეებო. გისურვებთ, მომავალშიც ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი სკოლა და კიდევ მრავალი წარმატებები მოგვე-ლოცოს თქვენთვის.

ნადაბურის საჯარო სკოლა

მრავალჯერ მოგველოცოს

Page 6: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

6 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ.

რატომ უნდა გახდეს საქართველო ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა

იანვარში ხარაგაულის საკათედ-რო ტაძრის მშენებლობის შესაწირი შემოიტანეს:

1. ელენე კამკამიძემ (ღარიხევი) - 150 ლარი, სახელობითი ჩუქურთ-მისთვის (ბროწეულის კომპოზიცია), რომელიც განთავსებულია ტაძრის შესასვლელის ჩრდილოეთის მხრი-დან;

2. ნაილი კამკამიძემ (დაბა ხარა-გაული) - 100 ლარი სახელობითი ჩუქურთმის, რომელიც განთავსდება ტაძრის ჩრდილოეთის მხარეს;

3. ანა მდინარაძემ (კიცხი) - 10 ლარი. ამ ოჯახის სახელით, შესა-ბამისი თანხის მიხედვით, ჩუქურთმა განთავსდება ტაძარზე;

4. საიდუმლო შემოწირულო-ბა (დაბა ხარაგაული) - 50 ლარი. მომზადდება გუმბათის სარკმელის თავზე ჩრთილოეთის მხარეს განსა-თავსებელი ამობურცული ბოლნური ჯვარი;

5. პავლე ალავიძემ (იგორეთი) - 20 ლარი;

6. ფრიდონ მაღრაძემ (მარელი-სი) - 10 ლარი;

7. სავლე შარიქაძემ (დაბა ხარა-გაული) - 50 ლარი;

8. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწ-ყობა“ - 51 ლარი;

9. ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთა-ვება“ - 76 ლარი;

10. ნონა ციცქიშვილმა, ნინო

ანთიაურმა - 10 ლარი;11. თადული გორგოძემ (დაბა

ხარაგაული) - 10 ლარი;12. ნიკოლოზ გორგოძემ (დაბა

ხარაგაული) - 10 ლარი;13. თორნიკე ავალიშვილმა

(დაბა ხარაგაული) - 270 ლარი. საკ-რებულოს ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი აცხადებს, რომ მომატებული ხელფასის 270 ლარი, მისი სადეპუტატო უფლე-ბამოსილების პერიოდში, ყოველ-თვიურად გადაირიცხება ტაძრის მშენებლობისთვის;

14. ძმები თაბუკაშვილები - 10 ლარი.

15. საიდუმლო შემოწირულობა - 1 000 ლარი.

შემოწირულობათა ყუთების გახსნით შემოვიდა:

მოლითის რკინიგზის სადგური - 16 ლარი და 10 თეთრი;

მოლითის მაღაზია - 52 ლარი და 90 თეთრი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 13 ყუთის გახსნით შემოვიდა 535 ლარი.

ტაძრის მშენებლობის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვინც შე-საწირი გაიღო და ვისაც უხარიათ ამ ტაძრის აშენება. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ტაძრის მშენებლობის დირექცია

„მინდა, რომ ძალიან წარმა-ტებული საქართველო ვნახო. მინდა, სიამაყე დავინახო თქვენში, - გვითხრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საერთაშო-რისო ტრენერმა აგროჟურნა-ლისტიკის საკითხებში ჰეზერ როუს ბრიგსმა. ქალბატონმა ჰეზერმა საერთაშორისო გამო-ცდილება გაგვიზიარა ტრენინზე, რომელიც საქართველოს მაუწ-ყებელთა ასოციაციისა და საქარ-თველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი მაუწყებლებისა და გამოცემებისთვის გაიმართა. პროგრამა საერთაშორისო ორ-განიზაცია „მერსიქორფს“-ის სა-ქართველოს წარმომადგენლობის მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

ჰეზერ როუს ბრიგსი ტრენინ-გამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამობრძანდა საქართველოში და ქვემო ქართლში მეცხოველეობის განვითარებას გაეცნო.

ტრენინგის შემდეგ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ინგლის-ში მოღვაწე აგროჟურნალისტს, რომელიც ხუთი ჟურნალისთვის მუშაობს, არის ყველის საერთაშო-რისო მსაჯული, აგროეკონომისტი და ესპანეთში მუშაობისას მიიღო ხარისხი - აგროკონსულტანტი მოსავლის აღებაში.

-ქალბატონო ჰეზერ, როგო-რია თქვენი უმთავრესი რჩევა ქართველი ფერმერებისთვის?

-ვფიქრობ, რომ ფერმერებს აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლო-ბები საქართველოში და მათ უნდა ისწავლონ თავიანთი საქმიანობის დაგეგმვა. მათ ძალიან დიდი მო-მავალი აქვთ. ფერმერები არიან ხერხემალი საქართველოს განვი-თარებისათვის.

-რა დაინახეთ ყველაზე პოზი-ტიური საქართველოში მეცხოვე-ლეობის დარგში?

-პირველი პოზიტივი და შთა-ბეჭდილება რაც საქართველოში მივიღე, არის „მერსი ქორფსის“

ალიანსების პროგრამა, - ვნახე, მა-გალითად, როგორ აუმჯობესებთ ჯიშს და ვნახე ბუღები, რომლებიც სრულიად ადაპტირებულია ქარ-თულ გარემოსთან. მოვიხიბლე იმ ნაბიჯებით, რომლითაც ეს პროგ-რამა ავითარებს მესაქონლეობას.

-აგრარული მდგომარეობის მიხედვით ევროკავშირის რო-მელ ქვეყანას შეადარებთ სა-ქართველოს და რა პერსპექტი-ვა არსებობს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით?

-ბევრმა ქვეყანამ, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს, შეასრუ-ლა ეს ვალდებულებები და ისინი მიუახლოვდნენ ამ მაღალ სტან-დარტებს. დიახ, რატომაც არა, - საქართველოც მიუხლოვდება სტანდარტებს. საქართველოც შეძ-ლებს ამას და თქვენ უნდა იამაყოთ ამით. არაჩვეულებრივი ქართვე-ლი სპეციალისტი გყავთ სურსათის უვნებლობის საკითხებში, ტრენერი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც ძა-ლიან კარგი რესურსია ამისთვის. დიახ, საქართველო ევროკავში-რის სტანდარტებთან მივა.

ძალიან ბევრი ქვეყანა დღეს ევროკავშირშია, რომელსაც შევა-დარებდი საქართველოს.

ევროკავშირის მთავარი მახა-სიათებელია მრავალფეროვნება. ევროკავშირი ზეიმობს, აფასებს, პატივს სცემს თითოეული ქვეყნის მრავალფეროვან ტრადიციებს.

-მოკლედ ბრუცელოზის საფ-რთხისა და მისი გამოვლენის მეთოდებზე.

-ბრუცელოზი არის საკმაოდ სერიოზული დაავადება. საქართ-ველომ პროფესიონალურად უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი. სპეცი-ალისტებმა სისხლის სინჯები უნდა აიღონ, აღმოაჩინონ დაავადება. ბრუცელოზით დაავადებული სა-ქონელი უნდა დაიკლას.

საქართველო უნდა გახდეს ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ბევრი ქვეყანა გათავისუფ-ლდა ბრუცელოზისგან, რადგან

სახელმწიფომ მთავარ სამიზნედ აიღო ბრუცელოზის დაავადებას-თან ბრძოლა.

თქვენი მინისტრისგან მოვის-მინე, რომ აპირებენ, ბრუცელოზი რომელი ფერმერის საქონელსაც აღმოაჩნდება, მას გადაუხადონ კომპენსაცია, მიეხმარონ დაკვ-ლაში და ა. შ. ეს არის ძალიან პო-ზიტიური ნაბიჯი, რაც მე მოვისმინე და ეს შეიძლება იყოს ძირითად საკითხად გამოტანილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და ასევე ქვეყნის განვითარების. თქვენ უნდა გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ამას უფრო მეტი პროფესიონალური მიდგომა სჭირდება.

-რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ბრუცელო-ზისგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს?

-ბრუცელოზი პირდაპირ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ბრუცე-ლოზი არის საზიზღარი, საშინელი დაავადება, რომელსაც მკურნა-ლობენ, მაგრამ არ იკურნება. მომ-ხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს უვნებელი და კარგი ხარისხის პროდუქტი.

-პირუტყვის სადგომის სწო-რად მოწყობას რა მნიშვნელობა აქვს?

-ჩემს ქვეყანაში, ინგლისში, ბოსლების მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრე-ბით, - ზამთარში. ბოსლის აგებამ-დე უნდა ჰკითხოთ ვეტერინარს, როგორ ააშენოთ. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ ვენ-ტილაციას. არ უნდა იყოს ძალიან სიცივე ან ძალიან სითბო. ბოსე-ლი კომფორტული უნდა იყოს. საკმარისი ფართი უნდა ჰქონდეს ძროხის სადგომს.

ჩვენ გვყავს პროფესიონალე-ბი ამ სფეროში, ვინც გეგმავენ ძროხების სადგომებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძ-ლიათ ეს გააკეთოთ. დაგეგმეთ, ჰკითხეთ ვეტერინარს და თქვენც შეგიძლიათ მოაწყოთ შესაბამისი

სადგომები. ბოსლის სწორად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღოთ მეტი და სუფთა პროდუქტი.

-რა სიკეთე შეიძლება მოუტა-ნოს კოოპერატივებმა საქართ-ველოს?

-გირჩევთ, რომ გამოიყენოთ სიტყვა „გუნდი“, „გუნდური მუშა-ობა,“ „ფერმების გაერთიანება.“ ადამიანებმა უნდა იმუშაონ არა ცალ-ცალკე, არამედ - ერთად.

მოდი, ერთად ვიმუშაოთ აგ-როჟურნალისტებმა, ერთად ვი-მუშაოთ პოლიტიკოსებმა, ფერ-მერებმა.

ფერმერში ვგულისხმობ ყველა მწარმოებელს, - იქნება ის მცირე თუ მსხვილი.

ერთად იმუშავეთ, იყავით გუნ-დი!

-როგორი შთაბეჭდილებებით მიდიხართ საქართველოდან? აქვს თუ არა მომავალი აგრო-ჟურნალისტიკას ჩვენთან?

-მინდა, რომ თქვენ ძალიან იამაყოთ საქართველოთი იმი-ტომ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი მომავალი; გაქვთ არაჩვე-ულებრივი მიწა, რომელიც არის გამოუყენებელი. მის გამოყენებას მეტი ორგანიზება სჭირდება. აგ-როჟურნალისტიკას დიდი მომა-ვალი აქვს საქართველოში. თქვენ გადასცემთ ცოდნას, ინფორმაციას, რომელიც მწარმოებელს ეხმარე-ბა, გაზარდოს საკუთარი ბიზნესი და წარმოება.

-ქართული სამზარეულოდან რამ მოგხიბლათ?

-მშვენიერი ღვინო გაქვთ. შე-ვიტყვე, რომ მექსიკაში ძალიან პოპულარული ხდება ქართული ღვინო. მიყვარს ღვინო და ვისურ-ვებდი, რომ როდესაც ინგლისში შევალ ერთ-ერთ მაღაზიაში, მქონ-დეს არჩევანი, - ვიყიდო ესპანური, იტალიური თუ ქართული ღვინო.

ან ვიყიდო ქართული ყველი, - რატომაც არა. იამაყეთ.

ლაურა გოგოლაძე

ჩვენო დაუვიწყარო და უსაზღ-ვროდ მონატრებულო ალიკა, 7 თებერვალს 38 წელი შეგის-რულდებოდა, რომ არა ის ავად სახსენებელი და საბედისწერო დღე. თავზარდამცემი იყო შენი გარდაცვალება შენი ოჯახისა და ახლობლებისათვის. სიცოცხლით გაუმაძღარი წახვედი ამქვეყნიდან. დაგვიტოვე დიდი ტკივილი და მონატრება, რომელსაც ვერა-ნაირი დრო ვერ კურნავს. უშე-ნოდ აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს, მოვალთ შენს საფლავზე, ავანთებთ სანთლებს და უფალს შევთხოვთ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.

შენი ბიძაშვილები

ალიკა ტალახაძის ტკივილიანი მონატრება

ალვის ხე ტირიფისნაირთა სახეობაა. ახასიათებს სწრაფი ზრდა, იგი დეკორატიულად მეტად ლამაზია (ტანი - ალვა, პირი - ვარდი, - შ. რუსთაველი). კარგად ასრულებს ქარდამცავ ფუნქციას. თხილისა და თხმელის (მურყანი) დაყვავილების შემდეგ იწყებს ყვავილობას და ფუტკარს ჭეოთი ამარაგებს. მასზე მოხდენილად იკეთებენ ბუდეებს ჩიტები.

დაბერების ან დაავადების შემთ-ხვევაში იგი დროულად უნდა მოვჭ-რათ, რომ ქარისაგან მოთხრის ან მოტეხვის შემთხვევაში ზიანი არ მოგვაყენოს.

ალვის ხის მერქანი საუკეთესო ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ საყოფაცხოვრებო საქმეში გამო-საყენებლად ვარგისია.

ალვის ხეების რიცხვი ჩვენთან თანდათან მცირდება, ნუ გადა-ვაშენებთ მათ.

ამ ხის ახლადმოჭრილი ტოტები სარების მსგავსად უნდა ჩავფლათ მიწაში გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე პერიოდში სათა-ნადოდ მომზადებულ ადგილზე და პერიოდულად მოვრწყათ 1-3 წლის მანძილზე.

ნუგზარ ლომსაძე

ნუ გადავაშენებთ ალვის ხეებს

31 იანვარს და 1 თებერვალს ზესტაფონში გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ტაეკვანდოში. შეჯიბრებაში თავი ისახელეს ხარაგა-ულელმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე). პირველი ადგილი დაიკავა თეონა ჭყოიძემ, მეორე ადგილზე გავიდა ნინო ცხოვ-რებაძე, მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ გიორგი მანჯავიძე და სალომე გეწაძე.

ხარაგაულელი სპორტსმენების

წარმატება

აქცია - „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“ გრძელდება

Page 7: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

7xtvb [fhfufekb6 თებერვალი, 2015 წ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ სკოლის დირექტორ ლენა აბაშიძეს მეუღლის, კახა და მამუკა ლომი-ძეებს მამის, ვერიკო სულხანიშვილს მამამთილის, ამირან და აკაკი ლო-მიძეებს ბაბუის

ამირან ბიჭიკოს ძე ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ოთარ, თინა, ირაკლი, ოლიკო, ოთიკო, ვახტანგ აბაშიძეებს, ვარ-დო ანუაშვილსა და ლალი გელაშ-ვილს სიძის

ამირან ბიჭიკოს ძე ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმ-ძღვანელები ლეილა ბარბაქაძე და მზია ტაბატაძე თანაუგრძნობენ ამავე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ოთარ აბაშიძის ოჯახი სამძიმარს უცხადებს ძმისშვილ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობს განსვენებულის ოჯახს.

დალი ბარბაქაძე, იური, ლენა, ლაურა, მალხაზ ბლუაშვილები დიდ მწუხარებას გამოთქვამენ დის, ცოლისდის, დეიდის

ლეილა ბარბაქაძისადა სიძის, ქვისლის, ბიძის

ბუდუნა გველესიანისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

კუკური და ლიანა თაბუკაშვილები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ოჯახის სიძე და საუკეთესო მეგობარი

გივი ბუაჩიძედა გულითად სამძიმარს უცხადე-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტ-რის თანამშრომლები და საჯარო სკოლების დირექტორები სამძიმარს უცხადებენ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექ-ტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ ვერტყვიჭალის საჯა-რო სკოლის დირექტორ ქალბატონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკო-ლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი მზია გიგა-ური თანაუგრძნობენ ამავე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლენა აბა-შიძეს, მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, მოსწავ-ლეთა მშობლები და კლასის დამრი-გებელი ნარგიზი ხაჩიძე თანაუგრძ-ნობენ ამავე სკოლის დირექტორს ქალბატონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლე-ები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელები ეკა ახალკაცი და ნატო გამცემლიძე თანაუგრძნობენ ამავე სკოლის დირექტორს ქალბა-ტონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავ-ლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელები ლალი გელაშვი-ლი და ნადია მუმლაძე თანაუგრძ-ნობენ ამავე სკოლის დირექტორს ქალბატონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, მშობ-ლები და კლასის ხელმძღვანელი დოდო ლილუაშვილი თანაუგრძ-ნობენ ამავე სკოლის დირექტორს ქალბატონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, მშობ-ლები და კლასის დამრიგებელი ლელა სამხარაძე თანაუგრძნობენ ამავე სკოლის დირექტორს ქალბა-ტონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

მაია ბლუაშვილი, შალვა და ზუ-რაბ აბაშიძეები სამძიმარს უცხადებენ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, მოსწავ-ლეთა მშობლები და კლასის ხელმ-ძღვანელი მანანა ლომიძე თანაუგრ-ძნობენ ამავე სკოლის დირექტორს ქალბატონ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ველითის უბნის მეზობლები თა-ნაუგრძნობენ ნელი, ზურაბ, ზვიად, ზოია ბუაჩიძეებს მეუღლისა და მამის

გივი ბუაჩიძისგარდაცვალების გამო.

იაგო გაბეხაძე და თამაზ კირ-კიტაძე ოჯახებით თანაუგრძნობენ ლეილა, სარა, ლუიზა და ლევან ფოფხაძეებს მეუღლის, მაზლისა და ძმის

ზურაბ ფოფხაძისგარდაცვალების გამო. ღმერთმა

მარადიული სასუფეველი დაუმკ-ვიდროს მის სპეტაკ სულს.

თამაზ გოგოლაძე, დარეჯან ოკ-რიბელაშვილი, თამრიკო, ლექსო, ლაშა გოგოლაძეები ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ამირან ლომიძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ზაზა ლომიძე ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდა-იცვალა

ამირან ლომიძე და თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახსა და ახლობლებს.

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზა-ცია თანაუგრძნობს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორს ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ნადაბურის საჯარო სკოლის კოლექტივი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგი

გივი სერგოს ძე გელაშვილიდა თანაუგრძნობს ოჯახის წევ-

რებს და ახლობლებს საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო.

ბორითის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თა-ნაუგრძნობენ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორს ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი, ადმინისტრაცია და ტექ-პერსონალი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგი

მაყვალა კაკიაშვილიდა თანაგრძნობას უცხადებენ

განსვენებულის ოჯახს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პირველი და მეორე კლასების მოს-წავლეები და მოსწავლეთა მშობ-ლები თანაუგრძნობენ პედაგოგ მზია გიგაურს მამის

არჩილ გიგაურისგარდაცვალების გამო.

ბიცოლა ნანული ლაცაბიძე, ბი-ძაშვილები ლია, ბაია, ხათუნა ლა-ცაბიძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დათო (დავით) ბუხინიდაიკრძალა 29 იანვარს უკრა-

ინაში.

ნადია (ელენე) ფუტკარაძე, რუსუ-დან ჩაჩანიძე, გენადი, მედიკო, რუ-სუდან, მანანა, იმედა, ზვიადი, ცირა ბარბაქაძეები ოჯახებით თანაუგრძ-ნობენ მზია გიგაურს მამის, ვახტანგ (ვახო) ციცქიშვილს სიმამრის, შო-რენა, ვანიკო ციცქიშვილებს ბაბუის

არჩილ გიგაურისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხუნევის საბავშვო ბაღის თა-ნამშრომლები ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ლენა აბაშიძეს მეუღლის

ამირან ლომიძისგარდაცვალების გამო.

ზაზა, კობა ყრუაშვილები, ვალო-დია კაპანაძე, ენვერი კაკოიშვილი ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

ნაზი ლურსმანაშვილი-ყრუაშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახს.

ველითის უბნის მეზობლები თა-ნაუგრძნობენ ენდი და გიზო ბუაჩი-ძეებს სიძის

ვლადიმერ ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

როინი, თამაზი, დათო ბუაჩიძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

გივი ვარლამის ძე ბუაჩიძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები იგორი, ლეო, იუზა, ტრისტან, ციალა, გუ-ლადი, ლევან, გიზო ბუაჩიძეები, რამაზ ჩერქეზიშვილი, გია ხარაძე, ვერა ჩუბინიძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საუკეთესო მეზობელი, ერთგული და საიმედო მეგობარი, პატიოსანი და სამართ-ლიანი პიროვნება

გივი ვარლამის ძე ბუაჩიძედა თანაუგრძნობენ მის მეუღლეს,

შვილებსა და შვილიშვილებს.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყო-ბის“ თანამშრომლები თანაუგრძ-ნობენ კობა ჭიპაშვილს მამის

ვლადიმერ ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი თანაგრძნობას უცხადებს ამავე სკოლის თანამშრომელს მარინა გიორგაძეს ბიძაშვილის

გია გიორგაძისგარდაცვალების გამო.

გურამ თაბუკაშვილი ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპაემზარ გულადის ძე თაბუკაშვილი

და თანაუგრძნობს ოჯახის წევ-რებსა და ახლობლებს.

კობა ყრუაშვილი ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდა-იცვალა საყვარელი ბიცოლა, შე-სანიშნავი ქალბატონი, შვიდი შვი-ლის აღმზრდელი, კარგი ოჯახის პატრონი, კეთილშობილებით სავსე ადამიანი

ნაზი ლურსმანაშვილი-ყრუაშვილი

და სამძიმარს უცხადებს განსვენე-ბულის ოჯახს.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ვლადიმერ ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უბისის საჯარო სკოლის დირექ-ცია და პედკოლექტივი სამძიმარს უცხადებენ ამავე სკოლის პედაგოგს ციალა სახვაძეს ძმის შვილიშვილის

ფრიდონ მჭედლიძისგარდაცვალების გამო.

გადის დრო, გადის წლები. 6 წელია, შვილო, ჩვენთან აღარ ხარ. 3 თებერ-ვალი შენი დაბადების დღეა, დედიკო. თვალცრემლიანი დაგვტოვე, შვილო. ძალიან განიცდიან უშენობას შენი შვი-ლები. რატომ დააობლე შვილები, შენ მოგიკვდა შენი დედა.

ნეტა დღე ყოფილიყო, შვილო, ვინმე გიშველიდა, მაგრამ საღამო იყო შენს საბედისწეროდ. შენი ამხანაგები ყოველთვის გულისტკივილით გიგო-ნებენ. დედიკო, ვუძლებ ყველანაირ ტკივილს შენი შვილების გამო, რომ ობლად არ იგრძნონ თავი. შენი გაგა და ბექა დიდები არიან, ესენი მაცოცხ-ლებენ. დედიკო, მოგიგონებ ყოველთ-ვის, ჩემო კეთილო, ლამაზო, კარგო გოგო. ნათელში იყავი, დედიკო. შენს გულზე სულ ია-ვარდი გფენოდეს.

შენი ტანჯული დედა მერი ბაბლიძე

არაჩვეულებრივი ბაბუა, მზრუნ-ველი მამა, სანიმუშო მეუღლე და საუკეთესო მეგობარი - ასე გიცნობენ შენ - ამირან ბიჭიკოს ძე ლომიძეს. გამრჯე, მზრუნველი მეოჯახე, - ასე შეგაფასებს ყველა, ვინც შენს ეზოში შემოდგამს ფეხს. კარგი მამა, ბაბუა, მეუღლე, ასე გიცნობენ შენი შვილების, შვილიშვილების მეგობრები, ასეთად გაფასებთ ჩვენ, შენი და შენი მეუღლის თანამშრომლები. ძნელია უყურო შენს ნალოლიავებ ეზო-გარემოს შენს გა-რეშე. ალბათ ზოგჯერ არც შეგეძლო, მაგრამ გიყვარდა, შენეული რაც იყო. ამოდენა ოჯახის უფროსს მაინც გრჩე-

ბოდა ენერგია იმისა, რომ დახმარების ხელი სხვებისათვისაც გაგეწოდებია. ძალიან ბევრ სიკეთეს გაიხსენებენ შენ-გან გაცემულს. ყოველთვის გრჩებოდა დრო, ყველას გასაუბრებოდი, სითბო და სიყვარული გეჩვენებია. ბევრგან გიმუშავნია. ბოლოს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომელი იყა-ვი. ძნელია უშენობა თვალცრემლიანი შენი მეგობრებისთვის, ყველასთ-ვის, ვისაც სულ მცირე სიკეთე მაინც გაუკეთე, ასეთები ხომ ბევრია შენს გარშემო. ასმაგად რთულია უშენობა შენი მეუღლისათვის, ქალბატონ ლენა აბაშიძისათვის, შენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, შენ ხომ მათ ცხოვრების ძალიან კარგი მაგალითი აჩვენე, მეუღლეს კი, ვერტყვიჭალის სა-ჯარო სკოლის დირექტორს, მუშაობის ყოველგვარი პირობები შეუქმენი. შენს ოჯახს იმდენი სითბო და სიყვარული აჩუქე, არასოდეს დაგივიწყებენ. შენი სიცოცხლე შვილებსა და შვილიშვი-ლებში გაგრძელდება. გჯეროდეს შენი ოჯახი, თანამშრომლები, მეგობრები ყოველთვის ტკბილად მოგიგონებენ. შენს მიერ გაღებული სიკეთე სანთ-ლებად აგენთება და გაგინათებს სამა-რადისო ცხოვრებაში გასავლელ გზას. იძინე მშვიდად, კეთილო ადამიანო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ამირან ლომიძის მოსაგონარი

ხუთი ტკივილიანი თვე გავიდა ავთო, რაც შენ აღარ მყავხარ. უშენოდ ეზო-გარემოს სილამაზე აღარ აქვს. შენმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მოუტანა შენს ოჯახს, შენს ძმისშ-ვილებს, დისშვილებს, შენს ერთა-დერთ საყვარელ დას დარეჯანს, რომელმაც ოთხი ძმა დაკარგა უდროოდ, შენს შვილებს ლაშას, შორენას. ლაშა ხუთი წელია, თავის ცოლით საზღვარგარეთაა. რამ-ხელა ტკივილია მისთვის 5 წლის უნახავი მამის დაკარგვა. მაგრამ

იცოდე, შორენა არ შეგარცხვენს, შენი ჩანაფიქრის ასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

9 თებერვალი შენი დაბადების დღეა, რომელსაც უშენოდ ვხვდე-ბით. ავთო, 68 წელი შეგისრულდე-ბა. მოგილოცავენ შენი საყვარელი ახლობლები, მეგობრები და შევ-თხოვთ უფალს, სულ ნათელში გვიმყოფოს შენი ლამაზი სული. შენ ვეღარასოდეს მოხვალ ჩვენთან, ჩემო იუმორით დაჯილდოვებულო მეუღლე, ვეღარ გაგვიღიმებ. ახლა მხოლოდ სურათებით და მოგო-ნებებით ვივსებთ ამ სიცარიელეს და ვაძლევთ ერთმანეთს იმედს. ნამდვილი ტანჯვაა ცოლ-ქმრის და-შორება, დიდი სასჯელი ყოფილა. ღმერთმა ნათელში გამყოფოს. შენს სახელს, ავთო, დავიწყება არ უწერია. ღვთიური მადლი ჰფარდავდეს შენს მარადიულ სა-სუფეველს.

მეუღლე იზო სარალიძე

უზომოდ გვენატრები, ავთო

ლინა ბაბლიძე

Page 8: ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/4-624-2015w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ. „არ ვამბობ, რომ

8 xtvb [fhfufekb 6 თებერვალი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული06.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +3ºC;07.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +12ºC, ღამე +5ºC;08.02 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +4ºC;09.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +3ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +9ºC, ღამე +3ºC;11.02 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +3ºC.

ბორითი06.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +5ºC;07.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +14ºC, ღამე +6ºC;08.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +10ºC, ღამე +5ºC;09.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +9ºC, ღამე +5ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +11ºC, ღამე +4ºC;11.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +10ºC, ღამე +3ºC.

კიცხი06.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +6ºC;07.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +14ºC, ღამე +7ºC;08.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +10ºC, ღამე +7ºC;09.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +9ºC, ღამე +6ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +12ºC, ღამე +5ºC;11.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +11ºC, ღამე +5ºC.

მოლითი06.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +2ºC;07.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +12ºC, ღამე +4ºC;08.02 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +4ºC;09.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +3ºC;10.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +2ºC;11.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +2ºC.

amindi

ხარაგაულელთა კურიოზები

იყიდება ერთოთახიანი ბინა ლოჯით. მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მე-ფის ქუჩა №56, მე-4 სართუ-ლი. ტელ: 593 76 86 78, ქეთინო

იყიდება

გვიამბობს ბიჭიკო მაისურაძე

რისი სუნია, ბიჭო...

კონცერტი ვატარებთ კურორტ საირმეში. დილიდან გადაუღებლად წვიმს. სცენა და გასახდელები კაპიტალურადაა აგებული, ხოლო მაყუ-რებელთა დარბაზი - „ბრიზენტით“ გადახურული დიდი კარავია.

კონცერტის დროს ერთ ადგილზე წვიმის წყლის სიმძიმეს „ბრეზენ-ტმა“ ვერ გაუძლო და დაბლა ჩამოიზნიქა. ერთმა „მოხერხებულმა“ მაყურებელმა გადაწყვიტა, ქოლგით აეწია „ბრეზენტი“ წყლის გადმო-საღვრელად... მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, - გასკდა „ბრეზენტი“ და ირგვლივ მსხდომი მაყურებელი მთლიანად გაილუმპა.

მსახიობები და მაყურებლები ერთად ვხარხარებდით...

სამეურნეო და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს;ულამაზეს ჭაღებს;სამზარეულოსა და აბაზანის აღჭურვილობას;თქვენი ოჯახისათვის საჭირო და აუცილებელ მრავალფეროვან საყოფაცხოვ-

რებო ტექნიკას.გვესტუმრეთ მაღაზიაში „სარკის სახლი“ და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი

ნივთები მისაღებ ფასად.მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №48.

ვუერთდებით ფოცხვერაშვი-ლების ოჯახის დიდ სიხარულს და ვულოცავთ ნათია ლომიძე-სა და ბესიკ ფოცხვერაშვილს ქალიშვილის, სანდრო ფოცხ-ვერაშვილს დაიკოს - სესილის დაბადებას.

ვუსურვებთ გაიზარდოს ჯანმ-რთელი, სასახელო ქართველი ქალი, სანდროსთან ერთად ღირ-სეულად გაეგრძელებინოს ოჯახის ტრადიციები, უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს.

სიყვარულით, ნინო ნათლია ოჯახით

ვულოცავთ ნინო მაღლაკელი-ძეს ქალიშვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ ქეთი ჭანკოტაძესა და მიშა მორგოშიას ულევ სიხა-რულს, სიყვარულს, ღვთის წყა-ლობას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.

დავით გაჩეჩილაძე, გია ბერაძე, უჩა შავიძე, შალვა

აბაშიძე, ომარ ტაბატაძე, ვახტანგ თხელიძე, ნიკოლოზ

კიკნაძე, საშა შარიქაძე, ომარ ბურჯანაძე, ნოდარ მუხურაძე,

ნემო მაღრაძე ოჯახებით

წიფის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თენგიზი ლაცა-ბიძეს და მის მასწავლებელს მერი ღამბაშიძეს ვულოცავთ - „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ - კონ-კურსში, რესპუბლიკiს მასშტაბით პირველi ადგილისა და დიპლომის მოპოვებას. ვუსურვებ ჩემს საყვარელ მოსწავლეს და თანამშრომელს ჯანმ-რთელობას და კიდევ მრავალ წარ-მატებას პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ღმერთი ყოფილიყოს მათი მფარველი.

მე-8 კლასის ხელმძღვანელი სვეტლანა ბანცაძე

ვულოცავთ დაბადების დღეს მოლითის საჯარო სკოლის ად-მინისტრატორს ხათუნა კაკიაშ-ვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას თავის საყვა-რელ ოჯახთან ერთად.

მოლითის საჯარო სკოლა

ბესო და ნათია ფოცხვერაშვი-ლებს ვულოცავთ პატარა ქალიშ-ვილის ამქვეყნად მოვლინებას. ღმერთმა გაზარდოს პატარა სესი-ლი სასახელო ქალი. უფალი იყოს მისი და მისი ოჯახის მფარველი.

თემიკო ოსანაძე ოჯახით

ჩვენი სკოლის პედაგოგს ელ-გუჯა ხარაიშვილს ვულოცავთ შვილიშვილის შეძენას.

ვუსურვებთ პატარა თიკა კი-ლაძეს ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს. სასახელო ქალი გაზრ-დილიყოს.

ნადაბურის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ბესო ფოცხვე-რაშვილს და ნათია ლომიძეს ქალიშვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა ქალბატონს ჯანმ-რთელობას, ლაღ ბავშვობას, უღრუბლო ზეცას. უფლის მფარ-ველობა არ მოკლებოდეს მასა და მის ოჯახს.

პატივისცემით რუსუდან გიგაშვილი და სიმონ შარიქაძე ოჯახით

ვულოცავთ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგ ია ლომიძეს დისშვილის შეძენას. პატარა სესილის ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, ღვთის წყალობას, ულევ სიხარულს და ბედნიერ მომავალს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგები და

ტექპერსონალი

ხარაგაულში15 თებერვალს, 13 საათზე, (მის. სოლომონ მეფის ქუჩა №17) იხსნება BRITISH-ინგლისური ენის მოსამზადებელი ცენტრი მოზრ-დილებისა და უფროსი ასაკის მსურველებისთვის.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ.მეცადინეობის ღირებულებაა - 12 გაკვეთილი 50 ლარი.

მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონებზე 577 67 16 30. (571 00 19 08) ან მეილით [email protected] შორენა კაკაბაძე

ყურადღება!

*** ***

***

***

***

სანტექნიკის მაღაზია „სარკის სახლი“ გთავაზობთ

კონცერტი გვაქვს ვანში. სცენაზე ბატონი თენგიზ ჩანტლაძე თავის ამპ-ლუაშია. ჩემი შესვლის დროა, დამავიწყდა, გარეთ ვარ გასული... მეძახიან, - ბიჭიკო, შენი შესვლის დროა. მეც სიბნელეში გამოვიქეცი, სასწრაფოდ შევვარდი სცენაზე. დიალოგი მაქვს თენგიზთან, მივუახლოვდი. უცებ ბატონ თენგიზს სახე დაემანჭა და ჩუმად დამისისინა, - რა სუნია, ბიჭო, ახლავე გადი სცენიდან. დიალოგი ჩაიშალა. თურმე სიჩქარეში ფუნაში ჩამიკრავს ფეხი და ისეთი სუნი დადგა სცენაზე... გამომაგდებდა, აბა რა...

„მოხერხებული” მაყურებელი