„ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5...

8
5 ივლისი, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 25 (548) www.chkh.org ვახტანგ ბალავაძე: „იმერეთში ფუძნდება მეღვინეების, მცირე და საშუალო ფერმერთა ასოციაციები” საურმე ხიდი, ფეხბურთელები უხელფასოდ - ეს და სხვა ფაქტები აუდიტის დასკვნაში #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოლქში შემავალ უბნებსა და საზღვრებს გვაცნობს 2 გვ. 3-6 გვ. 7 გვ. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას პრობლემების მოსაგვარებლად 55 ათასი ლარი სჭირდება 2 გვ. დღეს ნომერშია ცვლილებები ა(ა)იპ-ების წესდებებსა და განკარგულებაში პირველ ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მო- რიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ა(ა)იპ „ხა- რაგაულკეთილმოწყობის“ წესდებაში შესატანი ცვლილება განიხილეს და დაამტკიცეს. ცვლილების თანახმად, ამ სამსახურში შეიქმნება ბრიგადა, რომელიც იმუშავებს საკანალიზაციო სისტემასა და სანიაღვრე არხებში წარმოქმნილი ლოკალური პრობლე- მების აღმოსაფხვრელად. საკრებულოს წევრებმა ცვლილე- ბა დაამტკიცეს გამგეობის „სოციალური დაცვის სამსახურის“ დებულებაში. ცვლილების თანახმად, წამყვანი სპე- ციალისტის თანამდებობა მთავარ სპეციალისტად გადაკეთდა. ხარაგაულის მუნიციპალიტე - ტის საკრებულოს წევრთა გადა - წყვეტილებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მთავარი სპეციალისტის შტატი უფროსის მოადგილის შტატით შეიცვალა და თანამდებობრივ სარგოდ 800 ლარი განისაზღვრა. გასული თვის საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული რეზო თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურული თეატრი არასამეწარმეო არაკომერციულ იური- დიულ პირად ჩამოყალიბდა. ამის გამო პირველ ივლისს დეპუტატებმა ცვლი- ლება შეიტანეს ა(ა)იპ „ცენტრალური ბიბლიოთეკის“ წესდებაში. საკრებულოს პირველ ივლისის სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს ცვლილება დ. ხარაგაულში მდებარე სპორტული მოედნისთვის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულებაში. 2007 წლის 19 ნოემბერს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სპორტულ მო- ედანს სოსო აბაშიძის სახელი მიენიჭა. ცვლილების თანახმად კი სპორტულ მოედანს სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელი ეწოდება. „დასაბუთება იმისა, რომ ეს ქონება სადაოა, გამგეობას არ აქვს” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ- გეობამ საკრებულოს პირველ ივლისს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების საპრივა- ტიზებო ობიექტთა ნუსხა წარუდგინა. ამ ობიექტების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია აუდიტის მიერ. კერ- ძოდ, აუქციონი გამოცხადდება სოფელ ნადაბურში მდებარე ფურნეს, ავტოფა- რეხის, საწვავის საწყობის, სამჭედლოსა და წისქვილის შე- ნობებზე; სოფელ კიცხში მდებარე სახერხისა და წისქვილის შენობებზე. ამ საკითხის განხილვას საკრე- ბულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა. სხდომაზე იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარინა ჭიპაშვილმა, რომელიც რაიკავშირის კუთვნილი, სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული გაუყიდავი ობიექტების დაბრუნებისა და გაყიდული ქონების კომპენსაციას ითხოვს, საკრებულოს მიმართა, რომ არ გაყიდონ ნადაბურში მდებარე რაიკავშირის ყოფილი ობიექტები. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. „წინა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამო- გვართვა ქონება. ახლა აღვძარით საქმე და მიმდინარეობს გამოიძიება. ამიტომ ნუ გაყიდით ამ ობიექტებს,“ - მიმართა მარინა ჭიპაშვილმა დეპუტატებს. „დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოგვმართოს წერილობით და წარმო- გვიდგინოს შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გავყიდოთ ესა თუ ის ობიექტი. შემდეგ შეიძლება განვიხი- ლოთ ეს საკითხი და შეიძლება - არა,“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა. „საკითხის ასე გადაწყვეტა არ მიმაჩნია მართებულად. მე ვთვლი, რომ გამგეობის სამსახურმა საკითხი სწორად მოამზადა. რატომ არ უნდა გა- ვიტანოთ ობიექტი აუქციონზე, ჩემთვის გაუგებარია,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა რომან შერგელაშვილმა. მი- სივე თქმით, რაიკავშირის კუთვნილი შენობები ინგრევა, სარგვეშში ფურნეს შენობას არ ჰყავს პატრონი და ასეთი ობიექტების გაყიდვა აუცილებელიც კია. როგორც საკრებულოს სხდომაზე მარინა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რაიკავ- შირს ქონება რომან შერგელაშვილის გამგებლად მუშაობის პერიოდში წაართვეს და ჩამორთმეულ ქონებას როგორღა უპატრონებდნენ. „დასაბუთება იმისა, რომ ეს ქონება სადაოა, გამგეობას არ აქვს. ამ საკითხ- მა გაიარა ეკონომიკის სამინისტროში ყველა ინსტანცია და ქონება განკარ- გულებით გადმოეცა მუნიციპალიტეტს,“ - განაცხადა სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა. საბოლოოდ, საკრებულოს წევრებ- მა დაამტკიცეს გამგეობის მიერ საპ- რივატიზებოდ წარდგენილ ობიექტთა საბაზრო ღირებულება. „მესამე კვირაა, ნერვიულობის- გან ნორმალურად არ მძინავს. ჩვენი აქედან გასვლა სიკვდილის ტოლფასია. ცხრა ადამიანი ვართ აქ და ოჯახები ჩვენი კაპიკების იმე- დად გვყავს. ხარაგაულში ყველამ იცის, რომ პურის ფული მიგვაქვს სახლში. სად წავალთ, სამსახუ- რები არის სადმე თუ რა? თვიდან თვემდე ნისიას თუ მოგვიტანენ. ახლა სადღა უნდა წავიდეთ, ან რა გზას უნდა ვეწიოთ,“ - გულის- ტკივილს გვიზიარებს ყოფილი უნივერმაღის შენობაში მოვაჭრე ქალბატონი ნინო ლომიძე. საქმე იმაშია, რომ სახელმ- წიფო ქონების ეროვნული სა- აგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი სოლომონ მეფის ქ. #6-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრე- ბად რეგისტრირებული უძრავი ქონების (ყოფილი უნივერმაღის აღმოსავლეთ მხარის 1, 2, 3 სარ- თულები) პრივატიზებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტომ მუნიცი- პალიტეტის ადგილობრივ ხელი- სუფლებას აცნობა და სთხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია და მოსაზრებები ამ საკითხზე. „ჩვენი ისტორია ასე იყო, - 90-იან წლები „ბუტკებში“ ვიყა- ვით. ცალ-ცალკე, სხვადასხვა ადგილებში გვქონდა „ბუტკები“, - გვიამბობს ნინო ლომიძე, - გვითხრეს, ერთ ადგილას გან- თავსდითო. „საყოფაცხოვრებოს“ შენობის გვერდით გამოგვიყვეს ფართობი. გაუვალი შამბნარის- გან გავასუფთავეთ, დიდი ორმო ამოვავსეთ. საკუთარი ხარჯებით მოვაწესრიგეთ ტერიტორია. თი- თოეულს 300-400 ლარი მაინც დაგვიჯდა. ერთი თვე ვიყავით და გვითხრეს, აქაც არ შეიძლება ვაჭრობაო. შემდეგ ამ შენობაში გადმოვედით. როგორც შევძე- ლით, შევინახეთ ეს შენობა. წყა- ლი ჩამოდის და ჩვენი ძალებით, ოჯახის წევრების დახმარებით ვაკეთებთ. წლების მანძილზე, სანამ რაიკავშირს ქონებას ჩამო- ართმევდნენ, ვიხდიდით ქირას. ყველა ქვითარი შენახული მაქვს. გასული წლის მარტამდე, სა - ნამ ამ შენობის პრივატიზებაზე დაიწყებოდა საუბარი, ვიხდი - დით ქონების იჯარას - თვეში 35 ლარს. ინდმეწარმეები ვართ და ვიხდით ყველა გადასახადს, ამავე დროს საკუთარი ხარჯებით გამოვცვალეთ გაყვანილობა, დავდგით მრიცხველი.“ „გარდაცვლილი თანამშრომ- ლის დახლს ვამუშავებთ, რომ საკურთხი გაუკეთოს ოჯახმა. მაქსიმალურად ვუდგავართ გვერ- დით ყველა ხარაგაულელს. მეტი რა ვქნათ? ამ ღატაკ ხარაგაულ- ში აღარც არავინაა. დღე ისე გავა, ერთი ადამიანი არ შემოვა. სხვაგან მოვაჭრეებს ვერ წარმო- უდგენიათ, რომ დღეში ხუთ ლარ- საც ვერ ვვაჭრობთ. არსად გვაქვს წასასვლელი,“ - ამბობს ცისანა გლუნჩაძე. „გაზაფხულზე მივმართე გე- ნერალურ პროკურატურას და ახალი გარემოებების გამო საქ- მე აღიძრა. ამჟამად საქმე შს ხარაგაულის სამმართველოზეა გადმოცემული და მიმდინარეობს ძიება,“ - განმარტავს რაიკავშირის კუთვნილი, სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული გაუყიდავი ობიექ- ტების დაბრუნებისა და გაყიდული ქონების კომპენსაციის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარინა ჭიპაშ- ვილი. „ამ გარემოების გათვალისწი- ნებით მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრე- ბა ქონების მართვის სააგენტოს, რომ შეჩერდეს სავაჭრო ცენტრის შენობის პრივატიზების საკით- ხი, - აღნიშნა პირველ ივლისს საკრებულოს სხდომაზე საკრე- ბულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა. „ბატონ აკაკისთან ვიყავით შარშან და შეგვპირდა, რაც იქნება ჩემზე დამოკიდებული, მოგეხმა- რებითო. მაშინ როგორღაც შე- ჩერდა ეს საკითხი. ახლა ამ ამბის გაგება ჩვენთვის თავზარდამცემი იყო. ეს შენობა რომ გაიყიდოს, ულუკმაპუროდ დავრჩებით. ახა- ლი მეპატრონე სანამ აქაურობას მიხედავს, დრო გავა. ენდომება კი მას ჩვენი აქ ყოფნა, ან ჩვენ შევძლეთ მის მიერ დაწესებული ქირის გადახდას? ჩვენი თხოვნაა, ამ შენობის გაყიდვის შემთხვევა- ში, გამოგვიყონ სადმე ადგილი და მოგვცენ ქირის გადახდის შესაძლებლობა,“ - აცხადებენ მოვაჭრეები. გასულ ორშაბათს მოვაჭრე- ები ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ და თავიანთი პრობლემები გააცნეს. მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო- დან მიღებული ინფორმაციით, დეპუტატი დეტალურად მოიძიებს ინფორმაციას ქონების მართვის სააგენტოდან და დაინტერესებულ პირებს უახლოეს ხანში მიაწვდის. ნინო კაპანაძე „ეს შენობა რომ გაიყიდოს, ულუკმაპუროდ დავრჩებით“

Transcript of „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5...

Page 1: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

5 ივლისი, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№25 (548)

www.chkh.org

ვახტანგ ბალავაძე:

„იმერეთში ფუძნდება

მეღვინეების, მცირე და

საშუალო ფერმერთა

ასოციაციები”

საურმე ხიდი,

ფეხბურთელები

უხელფასოდ - ეს და

სხვა ფაქტები

აუდიტის

დასკვნაში

#48 ხარაგაულის

საოლქო საარჩევნო

კომისია 31 ოქტომბრის

საპრეზიდენტო

არჩევნებთან

დაკავშირებით ოლქში

შემავალ უბნებსა და

საზღვრებს

გვაცნობს

2 გვ.

3-6 გვ.

7 გვ.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას პრობლემების მოსაგვარებლად 55 ათასი ლარი სჭირდება 2 გვ.

დღეს ნომერშია

ცვლილებები ა(ა)იპ-ებისწესდებებსა და

განკარგულებაშიპირველ ივლისს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მო-რიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ა(ა)იპ „ხა-რაგაულკეთილმოწყობის“ წესდებაში შესატანი ცვლილება განიხილეს და დაამტკიცეს. ცვლილების თანახმად, ამ სამსახურში შეიქმნება ბრიგადა, რომელიც იმუშავებს საკანალიზაციო სისტემასა და სანიაღვრე არხებში წარმოქმნილი ლოკალური პრობლე-მების აღმოსაფხვრელად. საკრებულოს წევრებმა ცვლილე-

ბა დაამტკიცეს გამგეობის „სოციალური დაცვის სამსახურის“ დებულებაში. ცვლილების თანახმად, წამყვანი სპე-ციალისტის თანამდებობა მთავარ სპეციალისტად გადაკეთდა.ხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის საკრებულოს წევრთა გადა-წყვეტილებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მთავარი სპეციალისტის შტატი უფროსის მოადგილის შტატით შეიცვალა და თანამდებობრივ სარგოდ 800 ლარი განისაზღვრა. გასული თვის საკრებულოს

სხდომაზე ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული რეზო თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურული თეატრი არასამეწარმეო არაკომერციულ იური-დიულ პირად ჩამოყალიბდა. ამის გამო

პირველ ივლისს დეპუტატებმა ცვლი-ლება შეიტანეს ა(ა)იპ „ცენტრალური ბიბლიოთეკის“ წესდებაში. საკრებულოს პირველ ივლისის

სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს ცვლილება დ. ხარაგაულში მდებარე სპორტული მოედნისთვის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულებაში. 2007 წლის 19 ნოემბერს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სპორტულ მო-ედანს სოსო აბაშიძის სახელი მიენიჭა. ცვლილების თანახმად კი სპორტულ მოედანს სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელი ეწოდება.

„დასაბუთება იმისა, რომ ეს ქონება სადაოა,

გამგეობას არ აქვს”ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-

გეობამ საკრებულოს პირველ ივლისს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების საპრივა-ტიზებო ობიექტთა ნუსხა წარუდგინა. ამ ობიექტების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია აუდიტის მიერ. კერ-ძოდ, აუქციონი გამოცხადდება სოფელ ნადაბურში მდებარე ფურნეს, ავტოფა-რეხის, საწვავის საწყობის,

სამჭედლოსა და წისქვილის შე-ნობებზე; სოფელ კიცხში მდებარე სახერხისა და წისქვილის შენობებზე.

ამ საკითხის განხილვას საკრე-ბულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა. სხდომაზე იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარინა ჭიპაშვილმა, რომელიც რაიკავშირის კუთვნილი, სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული გაუყიდავი ობიექტების დაბრუნებისა და გაყიდული ქონების კომპენსაციას ითხოვს, საკრებულოს მიმართა, რომ არ გაყიდონ ნადაბურში მდებარე რაიკავშირის ყოფილი ობიექტები. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. „წინა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამო-გვართვა ქონება. ახლა აღვძარით საქმე და მიმდინარეობს გამოიძიება. ამიტომ ნუ გაყიდით ამ ობიექტებს,“ - მიმართა მარინა ჭიპაშვილმა დეპუტატებს.

„დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოგვმართოს წერილობით და წარმო-გვიდგინოს შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გავყიდოთ ესა თუ ის ობიექტი. შემდეგ შეიძლება განვიხი-ლოთ ეს საკითხი და შეიძლება - არა,“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

„საკითხის ასე გადაწყვეტა არ მიმაჩნია მართებულად. მე ვთვლი, რომ გამგეობის სამსახურმა საკითხი სწორად მოამზადა. რატომ არ უნდა გა-ვიტანოთ ობიექტი აუქციონზე, ჩემთვის გაუგებარია,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა რომან შერგელაშვილმა. მი-სივე თქმით, რაიკავშირის კუთვნილი შენობები ინგრევა, სარგვეშში ფურნეს შენობას არ ჰყავს პატრონი და ასეთი ობიექტების გაყიდვა აუცილებელიც კია.

როგორც საკრებულოს სხდომაზე მარინა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რაიკავ-შირს ქონება რომან შერგელაშვილის გამგებლად მუშაობის პერიოდში წაართვეს და ჩამორთმეულ ქონებას როგორღა უპატრონებდნენ.

„დასაბუთება იმისა, რომ ეს ქონება სადაოა, გამგეობას არ აქვს. ამ საკითხ-მა გაიარა ეკონომიკის სამინისტროში ყველა ინსტანცია და ქონება განკარ-გულებით გადმოეცა მუნიციპალიტეტს,“ - განაცხადა სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა.

საბოლოოდ, საკრებულოს წევრებ-მა დაამტკიცეს გამგეობის მიერ საპ-რივატიზებოდ წარდგენილ ობიექტთა საბაზრო ღირებულება.

„მესამე კვირაა, ნერვიულობის-გან ნორმალურად არ მძინავს. ჩვენი აქედან გასვლა სიკვდილის ტოლფასია. ცხრა ადამიანი ვართ აქ და ოჯახები ჩვენი კაპიკების იმე-დად გვყავს. ხარაგაულში ყველამ იცის, რომ პურის ფული მიგვაქვს სახლში. სად წავალთ, სამსახუ-რები არის სადმე თუ რა? თვიდან თვემდე ნისიას თუ მოგვიტანენ. ახლა სადღა უნდა წავიდეთ, ან რა გზას უნდა ვეწიოთ,“ - გულის-ტკივილს გვიზიარებს ყოფილი უნივერმაღის შენობაში მოვაჭრე ქალბატონი ნინო ლომიძე.

საქმე იმაშია, რომ სახელმ-წიფო ქონების ეროვნული სა-აგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი სოლომონ მეფის ქ. #6-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრე-ბად რეგისტრირებული უძრავი ქონების (ყოფილი უნივერმაღის აღმოსავლეთ მხარის 1, 2, 3 სარ-თულები) პრივატიზებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტომ მუნიცი-პალიტეტის ადგილობრივ ხელი-სუფლებას აცნობა და სთხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია და მოსაზრებები ამ საკითხზე.

„ჩვენი ისტორია ასე იყო, - 90-იან წლები „ბუტკებში“ ვიყა-ვით. ცალ-ცალკე, სხვადასხვა ადგილებში გვქონდა „ბუტკები“, - გვიამბობს ნინო ლომიძე, - გვითხრეს, ერთ ადგილას გან-თავსდითო. „საყოფაცხოვრებოს“ შენობის გვერდით გამოგვიყვეს ფართობი. გაუვალი შამბნარის-გან გავასუფთავეთ, დიდი ორმო ამოვავსეთ. საკუთარი ხარჯებით მოვაწესრიგეთ ტერიტორია. თი-თოეულს 300-400 ლარი მაინც დაგვიჯდა. ერთი თვე ვიყავით

და გვითხრეს, აქაც არ შეიძლება ვაჭრობაო. შემდეგ ამ შენობაში გადმოვედით. როგორც შევძე-ლით, შევინახეთ ეს შენობა. წყა-ლი ჩამოდის და ჩვენი ძალებით, ოჯახის წევრების დახმარებით ვაკეთებთ. წლების მანძილზე, სანამ რაიკავშირს ქონებას ჩამო-ართმევდნენ, ვიხდიდით ქირას. ყველა ქვითარი შენახული მაქვს. გასული წლის მარტამდე, სა-ნამ ამ შენობის პრივატიზებაზე დაიწყებოდა საუბარი, ვიხდი-დით ქონების იჯარას - თვეში 35 ლარს. ინდმეწარმეები ვართ და ვიხდით ყველა გადასახადს, ამავე დროს საკუთარი ხარჯებით გამოვცვალეთ გაყვანილობა, დავდგით მრიცხველი.“

„გარდაცვლილი თანამშრომ-ლის დახლს ვამუშავებთ, რომ საკურთხი გაუკეთოს ოჯახმა. მაქსიმალურად ვუდგავართ გვერ-დით ყველა ხარაგაულელს. მეტი რა ვქნათ? ამ ღატაკ ხარაგაულ-ში აღარც არავინაა. დღე ისე გავა, ერთი ადამიანი არ შემოვა. სხვაგან მოვაჭრეებს ვერ წარმო-უდგენიათ, რომ დღეში ხუთ ლარ-საც ვერ ვვაჭრობთ. არსად გვაქვს წასასვლელი,“ - ამბობს ცისანა გლუნჩაძე.

„გაზაფხულზე მივმართე გე-ნერალურ პროკურატურას და ახალი გარემოებების გამო საქ-მე აღიძრა. ამჟამად საქმე შს ხარაგაულის სამმართველოზეა გადმოცემული და მიმდინარეობს ძიება,“ - განმარტავს რაიკავშირის კუთვნილი, სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული გაუყიდავი ობიექ-ტების დაბრუნებისა და გაყიდული ქონების კომპენსაციის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის

ხელმძღვანელი მარინა ჭიპაშ-ვილი.

„ამ გარემოების გათვალისწი-ნებით მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრე-ბა ქონების მართვის სააგენტოს, რომ შეჩერდეს სავაჭრო ცენტრის შენობის პრივატიზების საკით-ხი, - აღნიშნა პირველ ივლისს საკრებულოს სხდომაზე საკრე-ბულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა.

„ბატონ აკაკისთან ვიყავით შარშან და შეგვპირდა, რაც იქნება ჩემზე დამოკიდებული, მოგეხმა-რებითო. მაშინ როგორღაც შე-ჩერდა ეს საკითხი. ახლა ამ ამბის გაგება ჩვენთვის თავზარდამცემი იყო. ეს შენობა რომ გაიყიდოს, ულუკმაპუროდ დავრჩებით. ახა-ლი მეპატრონე სანამ აქაურობას მიხედავს, დრო გავა. ენდომება კი მას ჩვენი აქ ყოფნა, ან ჩვენ შევძლეთ მის მიერ დაწესებული ქირის გადახდას? ჩვენი თხოვნაა, ამ შენობის გაყიდვის შემთხვევა-ში, გამოგვიყონ სადმე ადგილი და მოგვცენ ქირის გადახდის შესაძლებლობა,“ - აცხადებენ მოვაჭრეები.

გასულ ორშაბათს მოვაჭრე-ები ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ და თავიანთი პრობლემები გააცნეს. მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო-დან მიღებული ინფორმაციით, დეპუტატი დეტალურად მოიძიებს ინფორმაციას ქონების მართვის სააგენტოდან და დაინტერესებულ პირებს უახლოეს ხანში მიაწვდის.

ნინო კაპანაძე

„ეს შენობა რომ გაიყიდოს, ულუკმაპუროდ დავრჩებით“

Page 2: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ.

„არ შეგაწყენთ თავს იმაზე საუბ-რით, თუ რისი გაკეთება შევძელით მიმდინარე წლის ექვს თვეში ადგი-ლობრივი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით. დღეს მხოლოდ გაერთიანების წინაშე არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებ. ვითხოვ თქვენგან მხარდაჭერას და თანად-გომას,“ - ასე მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 1 ივლისს გამართულ სხდომაზე სკოლამდელ დაწესე-ბულებათა გაერთიანების ხელმძ-ღვანელმა ქეთევან ზუმბაძემ. ის გაერთიანებაში შემავალი ცხრა საბავშვო ბაღის გამგესთან ერ-თად იმყოფებოდა საკრებულოს სხდომაზე.

ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში გასარემონტებელია სამზარეულო; ხევის ახალგახსნილი საბავშვო ბა-

ღის ოთახებში სივიწროვეა. ამიტომ გაერთიანების ხელმძღვანელი პირ-ველ სართულზე ერთი ოთახის კე-თილმოწყობას, დამატებითი ჯგუფის გახსნას და ღობის გაკეთებას ითხოვს;

სარემონტოა მოლითის საბავშ-ვო ბაღის შენობა, მოსაწყობია ცალ-კე საძინებელი, სველი წერტილები, მოსაწესრიგებელია წყალმომარა-გების საკითხი, საბავშვო ბაღში არ ჰყავთ მუსიკის მასწავლებელი;

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში გასარემონტებელია ერთი ოთახი;

ავარიულ მდგომარეობაშია წყალაფორეთის საბავშვო ბაღის შენობა;

კიცხის საბავშვო ბაღში საძინე-ბელი ოთახის მოსაწყობი ადგილი არ არის;

ყველაზე დიდი პრობლემა ბო-რითის საბავშვო ბაღის წინაშეა, რადგან დღემდე ვერ მოგვარდა

შენობის მუნიციპალიტეტზე გადმო-ცემის საკითხი.

გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღი საჭიროებს ეზოს სა-თამაშოებს, თეთრეულს, ლოგინს. ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების გარდა, ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტში არსებულ ყველა საბავშვო ბაღში მზარეული ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.

ქეთევან ზუმბაძემ საკრებულოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარუდ-გინა და აღნიშნა, რომ პრობლე-მების მოსაგვარებლად 55 ათასი ლარი სჭირდება.

ბორითის მაჟორიტარმა დეპუ-ტატმა თემურ გამცემლიძემ

აღნიშნა, რომ საკრებულო სათანა-დოდ არ ინტერესდება და არ აქტი-ურობს ბორითის საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალიტეტზე გადმო-ცემის საკითხით. საკრებულოს წევ-

რმა რომან შერგელაშვილმა ეს პრეტენზია არ მიიღო და განაცხადა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო არაფერ შუაშია. მისივე თქმით, საბავშვო ბაღის შენობის მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის ქონების საკითხზე დავა გა-ხანგრძლივდა. საკრებულოს კი ამ პროცესში ჩარევისა და დაჩქარების მექანიზმი არ გააჩნია.

თავის მხრივ ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ როგორც კი ბო-რითის საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალიტეტზე გადმოცემის საკითხი მოგვარდება, გაერთი-ანების ბიუჯეტიდან 10 ათას ლარს გამოყოფს ცალკეული საკითხების მოსაგვარებლად.

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ-დელ დაწესებულებათა გაერთიანე-ბის წინაშე არსებული პრობლემები პრიორიტეტულობის მიხედვით

მოგვარდეს. წყალაფორეთში უმ-ჯობესი ხომ არაა, რომ ვიქირაოთ სახლი საბავშვო ბაღისთვის, - სა-კუთარი მოსაზრება გამოთქვა საკ-რებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, - გაერ-თიანებაში შემავალი ბაღების ხელ-მძღვანელებმა საკუთარი ხედვები წარმოგვიდგინონ. რა შესაძლებ-ლობაც ექნება გამგეობას, მხარდა-ჭერის იმედი გქონდეთ.“

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას გვერდით დგომა აღუთქვა. დეპუ-ტატმა რომან შერგელაშვილმა დასძინა, რომ უახლოეს ხანში საბავშვო ბაღებს, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, თან-ხით უნდა დაეხმარონ.

ნინო კაპანაძე

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას პრობლემების მოსაგვარებლად 55 ათასი ლარი სჭირდება

28 ივნისს იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ის თანამ-შრომლებს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში შეხვდა. გუბერნატო-რი ხარაგაულში არსებულ პრობლე-მებს გაეცნო. როგორც მან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, „ერთობლივად უნდა შევეჭიდოთ ხარაგაულის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა პრობლემებ-ზე, რომელთა გადაჭრისთვის გამგეობა საკრებულოსთან ერთად მუშაობს.

დ. ხარაგაულში მიმდინარე გაზიფი-ცირების პროცესი შეჩერებულია, რაც გამგებლის ინფორმაციით, კომპანია „სოკარის“ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გამგებელმა გუბერნა-ტორს დახმარება სთხოვა აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაში.

კობა ლურსმანაშვილმა გუბერნა-ტორს დ. ხარაგაულის წყალმომარაგე-ბაში არსებული პრობლემები გააცნო.

გამგებელმა ვრცლად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვაზე და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამგებლის მოად-გილე თემურ ჩხეიძემ დიდი შრომა გასწია შპს „მექანიზატორთან“ ერთად. რაც შეეხება პრობლემებს, გამგებლის თქმით, 200-მდე ხარაგაულელს ტექნი-კური თუ სხვა პრობლემების გამო არ მიუღია სასოფლო-სამეურნეო ბარათი. რამდენიმე ასეული პიროვნება კი სიაში საერთოდ ვერ მოხვდა. „ამ კუთხით ვშრომობთ, გვაქვს სოფლის მეურნე-ობის სამინისტროსთან ურთიერთობა და ბატონ ვახტანგს ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს,“ - აღნიშნა გამგებელმა.

კობა ლურსმანაშვილმა გუბერ-ნატორს დახმარება მუნიციპალური განვითარების კუთხით წარდგენილი რამდენიმე პროექტის განხორციელე-ბაში სთხოვა. კერძოდ, დ. ხარაგაულის კანალიზაციის სისტემისა და ბაზალე-თი-უბისის გზის რეაბილიტაციისთვის.

„კატასტროფულ მდგომარეობაშია სახანძროს სპეცმანქანა. მუნიციპალი-ტეტს აუცილებლად ესაჭიროება დამა-ტებით ნაგვის სპეცმანქანა და ასანიზა-ციის მანქანა. სამივე მათგანი საკმაოდ ძვირადღირებულია. შიდა რესურსებით ერთ-ერთის შეძენაზე ვიზრუნებთ და დანარჩენზე გვჭირდება დახმარება,“ -

აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. გამგებლის თქმით, წელს მუნიციპა-

ლიტეტში საკმაოდ კარგი პროექტები განხორციელდება. 650 ათასი ლარით ფინანსდება კინოთეატრის შენობის რეაბილიტაცია და ხარაგაულში გამო-რჩეული შენობა გვექნება, რომელიც წარმატებულს გახდის ამ სფეროში ისე-დაც წარმატებულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს; წელს გადაიხურება მრავალბინიანი სახლები; 750 ათასი ლარი გაიხარჯება დ. ხარაგაულის რამ-დენიმე ქუჩის მოასფალტებისთვის; მას-შტაბურად შესრულდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მალე დაიწყება „სოფლის მხარდაჭერის პროექტების“ ფარგლებში კონკრეტული სამუშაოები.

კობა ლურსმანაშვილის ინფორ-მაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის 15 სკოლაში ამ ზაფხულს უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული პრობლემები. მათგან ექვს სკოლას შენობის რეგისტრაციასთან დაკავში-რებული პრობლემები აქვს. ამ კუთხით საღანძილისა და ზვარის სკოლების პრობლემა შესაძლოა ვერ დაიძლიოს, რადგან ახალი რკინიგზის მშენებ-ლობის არეალში აღმოჩნდნენ. ოთხი სკოლის მისამართებზე კი სხვადასხვა ობიექტებია რეგისტრირებული. „ვინა-იდან სამინისტრო ერთიანად აცხადებს

ტენდერს, ეს პროცესი ფერხდება და ამ კუთხით მუშაობა მოგვიწევს,“ - აღ-ნიშნა გამგებელმა და დასძინა, რომ შიდა რესურსებით, საკრებულოსთან და სამსახურებთან ურთიერთანამშ-რომლობის გზით გამგეობა აგვარებს მთელ რიგ პრობლემებს.

გუბერნატორთან შეხვედრაზე ხე-ვის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბა-

ჩუკი გორგაძემ ძირულას ხეობის გარე მოვაჭრეების პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით გარე მოვაჭრეები წინააღმ-დეგობას აწყდებიან საპატრულო პოლი-ციასთან. „დღის ეკიპაჟთან შეთანხმდნენ სავაჭრო ობიექტის მოწყობაზე, საღამოს ეკიპაჟი კი მათ სხვა მოთხოვნებს უყე-ნებს,“ - აღნიშნა საკრებულს წევრმა.

ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გამცემლიძე დაეთანხმა კო-ლეგას და დასძინა, რომ მეფუტკრეებს ღალიანობის პერიოდში ფუტკრის ხევში გადაყვანისას პრობლემები ექმნებათ საპატრულო პოლიციასთან. თემურ გამცემლიძის თქმით, გადაუდებლად აუცილებელია, ბორითის ტერიტო-რიული ორგანოს ყველა სოფელში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს.

ლეღვანის ტერიტორიული ორგა-ნოს რწმუნებულმა გელა მაღრაძემ ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაჩქარებისა და მთავარი ძაბვის ხაზე-

ბის გაუმართაობაზე ისაუბრა.საღანძილის მაჟორიტარმა დე-

პუტატმა მალხაზ ყრუაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ტექნი-კის სიმცირესა და მიწის დამუშავებისას წარმოქმნილ სხვა პრობლემებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკო-ლამდელ დაწესებულებათა გაერთიანე-ბის ხელმძღვანელმა ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ საგრძნობლად იმატა ბავშვთა კონტინგენტმა და სოფლებში საბავშვო ბაღების გახსნის აუცილებლო-ბაა. ქეთევან ზუმბაძე დაინტერესდა, რა რეაგირება მოჰყვება სამხარეო ადმინის-ტრაციიდან გამოგზავნილ კითხვარებს და ხომ არ იგეგმება „ლეგოს“ ფირმის სათამაშოებით ბაღების დასაჩუქრება ისე, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა.

კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გუ-ლიკო მაღლაფერიძემ ბაღის შენობის მოწესრიგებაში დახმარება ითხოვა.

ხარაგაულის მუნიციალიტეტის საკრე-ბულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ დ. ხარაგაულის წყალმომარაგებაში არსე-ბულ პრობლემებზე ისაუბრა და გუბერ-ნატორს მის მიერ მოკვლეული მასალები გადასცა. მანვე გუბერნატორის წინაშე დასვა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის „გაერთიანებული წყალმომარა-გების კომპანიიდან“ გამოყოფის საკითხი.

იმერეთის გუბერნატორმა ვახ-ტანგ ბალავაძემ პასუხი გასცა

მის წინაშე დასმულ შეკითხვებს. მან აღნიშნა, რომ ძირულას ხეობის გარე მოვაჭრეების პრობლემას საპატრულო პოლიციის სამხარეო ადმინისტრაციაში გაარკვევს, ნაპირსამაგრი სამუშაოების გაფართოებაზე კი მოლაპარაკებას აწარმოებს რეგიონული განვითარე-ბის სამინისტროსთან. გუბერნატორის თქმით, მან საგაზაფხულო სამუშაოების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე და სამომავლოდ მათი დაძლევის გზებზე დეტალურად მისწერა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებაში არ-სებულ პრობლემებს, გუბერნატორის თქმით, მას მალე ექნება „ენერგო პრო-ჯორჯიასგან“ დაზუსტებული ინფორ-მაცია სოფლების გამრიცხველიანების გრაფიკის თაობაზე. ის დაჰპირდა ლეღვნის რწმუნებულს, რომ ადგილ-ზე, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნობა სიტუაციას. საბავშ-ვო ბაღების პრობლემებზე საუბრისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ არასამ-თავრობო ორგანიზაციები ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებში აშენებენ საბავშვო ბაღებს და ერთი წლის შემდეგ გადაცემენ მუნიციპალიტეტს. „ვმუშაობთ ამ მიმართულებით. თუ ეს არ მოხდა, გამოთანაბრებითი ტრანს-ფერის გაზრდაზე ვიზრუნებთ. რაც შეეხება სათამაშოებს, ვიზამთ რამეს,“ - დასძინა ვახტანგ ბალავაძემ.

გუბერნატორმა შეხვედრის დასას-რულს სამხარეო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ორ ღონისძიებაზე ისაუბრა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, იმერეთ-ში ფუძნდება მეღვინეების ასოციაცია და ღვინის ფესტივალი. ასოციაციის მიზანია, იმერული ვაზის ჯიშების პო-პულარიზაცია და ოჯახური წარმოების ღვინის რეალიზაციაში ხელშეწყობა.

მომავალი წლისთვის იმერეთში ადგილწარმოშობის პროდუქციისთ-ვის სერტიფიკატის მინიჭებაზე მცირე და საშუალო ფერმერთა ასოციაცია იზრუნებს. ეს კი ხელს შეუწყობს ადი-ლობრივი წარმოების განვითარებას.

„იმედი მაქვს, ხარაგაულში შემდგო-მი სტუმრობისას ნაკლებ პრობლემებს შევხვდებით,“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

ნინო კაპანაძე

ვახტანგ ბალავაძე: „იმერეთში ფუძნდება მეღვინეების, მცირე და საშუალო ფერმერთა ასოციაციები“

Page 3: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

3xtvb [fhfufekb5 ივლისი, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა შემოსულობების ნაწილში 2009-2012 წლებში შეადგინა: 2009 წელს - 3 797.1 ათასი ლარი; 2010 წელს - 4 528.0 ათასი ლარი; 2011 წელს - 4 568.5 ათასი ლარი; 2012 წელს - 6 473.9 ათასი ლარი; აქედან შემოსავლები და არაფინანსური აქტი-ვების კლება წარმოდგენილია #1 და-ნართზე გამოსახული მაჩვენებლებით.

მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძი-რითად წყაროს წარმოადგენს სახელმწი-ფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები, რაც მთლიანი შემოსავლების დაახლო-ებით 85-90%-ს შეადგენს. გამოყოფილი ტრანსფერებიდან გამოთანაბრებით ტრანსფერზე მოდის 55% ; სპეციალურ ტრანსფერზე - 42% და მიზნობრივ ტრანს-ფერზე - 3%. 2009-2012 წლებში ტრანს-ფერები წარმოდგენილია #2 დანართზე გამოსახული მაჩვენებლებით.

სპეციალური ტრანსფერის სახით მიღებულია შემდეგი თანხები: საქარ-თველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან - 380.0 ათასი ლარი; სა-ქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან - 31.4 ათასი ლარი; სახელ-მწიფო ბიუჯეტში არსებული რეგიონებ-ში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან - 6761.5 ათასი ლარი. აღნიშნული რეგიონებში განსახორ-ციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდამჭერ პროგრამებზე მიმართულია 2 101.2 ათასი ლარი, მგფ-ში თანადაფინანსებაზე - 621.1 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი თანხებით მუნიციპალიტეტში განხორ-ციელებულია სხვადასხვა პროექტები.

გადასახდელების ნაწილში ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტმა 2009-2012 წლებში შეადგინა: 2009 წელს - 3 629,3 ათასი ლარი; 2010 წელს - 4 305,6 ათასი ლარი; 2011 წელს - 4 628,1 ათასი ლარი; 2012 წელს - 5 993,9 ათასი ლარი; რაც შეეხება ხარჯე-ბისა და არაფინანსური აქტივების ზრდას წარმოდგენილია წარმოდგენილია #3 დანართზე გამოსახული მაჩვენებლებით.

ბიუჯეტების დანახარჯების დინამი-კა ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით 2009-2012 წლებში ასეთია: (იხ. დანართი #4, #5)

ბიუჯეტის გადასახდელებში 20-23 % უჭირავს ეკონომიკურ საქმინობას, რომელიც მოიცავს გზების სარეაბი-ლიტაციო და სხვადასხვა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის სამუშაოებს; საერთო დანიშნულების მომსახურება, რომელიც შედგება გამგეობისა და საკრებულოს ხარჯებისაგან, შეადგენს 23-30%-ს; სოციალური და ჯანმრთე-ლობის დაცვის ხარჯები კი - 4-7%-ს.

პირობითი მოსაზრების საფუძვლები

აღრიცხვა-ანგარიშგების ნაკლოვანებები

სკოლების რეკონსტრუქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

არსებულ ორ სკოლას 2009 წელს გამგეობის მიერ ჩაუტარდა ძირითადი

აქტივების რეკონსტრუქციის სამუშაოები, თანხით 195,9 ათასი ლარი. გაწეული ხარჯები არასწორადაა ასახული ფინან-სურ ანგარიშგებაში „არაფინანსური აქ-ტივების ზრდის“ ნაცვლად „სუბსიდიის“ მუხლში და სკოლების მიერ აქტივების რეკონსტრუქცია არ არის აღრიცხული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სა-ქართველოს მთავრობისგან 2009 წელს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის გამოეყო 195.9 ათასი ლარი, მათ შორის:

სოფელ მარელისის საჯარო სკოლისათ-ვის - 106.6 ათასი ლარი, სოფელ ხუნევის საჯარო სკოლისათვის - 89.3 ათასი ლარი. თანხები ფაქტობრივად მიღებული და ათვისებულია სრულად. აღნიშნული სკოლების რეაბილიტაციის ხარჯები და-ზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული იყო „საგანმანათლებლო ღონისძიებები“-დან „საქონელი და მომსახურების“ მუხლით. მიღებული თანხებით სკოლების სარე-აბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა გან-ხორციელებული აქვს ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტს. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტთან ერთად ჩაბარებული აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სა-განმანათლებლო რესურსცენტრს.

აღნიშნული თანხა (195.9 ათასი ლარი) ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორადაა ასახული (მიკუთვნებული) „სუბსიდიის“ მუხ-ლში იმის გამო, რომ სარემონტო სამუშა-ოების შესყიდვა მოხდა მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტ-რის 2004 წლის 15 მარტის N153 ბრძა-ნებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ მიხედვით. ის უნდა ასახულიყო მუხლში „არაფინანსური აქტივების ზრდა“. ძირითადი აქტივების განახლება, რეკონსტრუქცია ან გაფარ-

თოება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სიმძლავრეს, ხარისხს ან ახანგრძლივებს არსებული აქტივების სასარგებლო მომ-სახურების ვადას, განიხილება როგორც ძირითადი აქტივების მიღება. ამდენად გამგეობას სკოლების რეკონსტუქციის ხარჯები უნდა აეღო შემოსავალში და შემდგომ გადაეცა სკოლებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხარაგაულის

მუნიციპალიტეტში განხორციელებული

პროექტები 2009-2010 წლებში მუნიციპალური

განვითარების ფონდის მიერ ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში განხორციელე-ბულია პროექტები, რომლებიც მუნიცი-პალიტეტის მიერ არ არის აღრიცხული. ვერ იქნა წარმოდგენილი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, შედგენილი მუნიციპალური განვითარების ფონდის, სამუშაოების შემსრულებელისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ. ამდენად, ვერ დგინდება პროექ-ტის რეალური (საბოლოო) ღირებულე-ბა, ჩაიბარა თუ არა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ქონება. კერძოდ:

საქართველოს მუნიციპალური გან-ვითარების ფონდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 2009 წლის 29 მაისს გაფორმდა საინ-ვესტიციო დაფინანსების ხელშეკრუ-ლება დაბა ხარაგაულის სხვადასხვა ქუჩების ასფალტსაფარიანი გზის რე-აბილიტაციის ქვეპროექტის განხორცი-ელების შესახებ. ქვეპროექტის საბაზი-სო ღირებულება განისაზღვრა 1 592.4

ათასი ლარის ოდენობით, რომლის 85%-ს დააფინანსებდა ფონდი, ხოლო 15%-ს - მუნიციპალიტეტი. ქვეპროექ-ტის განხორციელების საორიენტაციო პერიოდი განისაზღვრა 4 თვით. ამ პროექტების თანადაფინანსების მიზ-ნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (პროექტის ღირებულების 15%-ის დაფინანსები-სათვის) გამოეყო 238.9 ათასი ლარი, რომელიც მიღებულია სრულად და გადარიცხულია დანიშნულებისამებრ.

საქართველოს მუნიციპალური გან-ვითარების ფონდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 2010 წლის 13 მაისს გაფორმდა საინ-ვესტიციო დაფინანსების ხელშეკრუ-ლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლების კიცხი-ვარძიის საავტომობი-ლო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის ქვეპროექტის განხორცი-ელების შესახებ. ქვეპროექტის საბაზი-სო ღირებულება განისაზღვრა 1 745.1 ათასი ლარის ოდენობით, რომლის 85%-ს დააფინანსებდა ფონდი, ხოლო 15%-ს მუნიციპალიტეტი. ქვეპროექტის განხორციელების საორიენტაციო პერიოდი განისაზღვრა 4 თვით. ამ პროექტების თანადაფინანსების მიზ-ნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (პროექტის ღირებულების 15%-ის დაფინანსები-სათვის) გამოეყო 261.8 ათასი ლარი, რომელიც მიღებულია სრულად და

გადარიცხულია დანიშნულებისამებრ.2009-2010 წლებში მუნიციპალური

განვითარების ფონდის მიერ საინვესტი-ციო დაფინანსების გზით მოხდენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანს-ზე რიცხული გზების რეაბილიტაცია სულ თანხით 3 337.5 ათასი ლარი. შესრულე-ბული სამუშაოების 15% თანხით 500.7 ათასი ლარი გაწეულია მუნიციპალიტეტის მიერ „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით და ფინანსურ ანგარიშგებაში სწორადაა ასახული. მაგრამ გამგეობის მიერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიც-ხული გზების რებილიტაციაზე გაწეული 3 337.5 ათასი ლარის სამუშაოებით არ არის გაზრდილი ძირითადი აქტივების საბალანსო ღირებულება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 2009 წლის 15 აპრილს გა-ფორმდა საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება დაბა ხარაგაულის

წყალმომარაგების სისტემის რეკონსტ-რუქციის ქვეპროექტის განხორციელე-ბის შესახებ. ქვეპროექტის საბაზისო ღირებულება განისაზღვრა 803.5 ათასი ლარის ოდენობით, რომლის 85%-ს დააფინანსებდა ფონდი, ხოლო 15%-ს მუნიციპალიტეტი. ქვეპროექტის განხორციელების საორიენტაციო პერიოდი განისაზღვრა 6 თვით. ამ პროექტების თანადაფინანსების მიზ-ნით (პროექტის ღირებულების 15%-ის დაფინანსებისათვის) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯე-ტიდან გამოეყო 120.5 ათასი ლარი, რომელიც მიღებულია სრულად და გადარიცხულია დანიშნულებისამებრ.

მუნიციპალური განვითარების ფონ-დთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მუნიციპალიტეტი პასუხისმგე-ბელია ქვეპროექტის ფარგლებში გამო-ყოფილი ობიექტის, წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე. ხელშეკრულების მიხედ-ვით უნდა გაფორმებულიყო „მიღების აქტი“ ფონდს, მუნიციპალიტეტსა და შესაბამის კონტრაქტორს (სამუშაოს შემ-სრულებელს) შორის. მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნა წარმოდგენილი.

მუნიციპალიტეტის მიერ დაბა ხარა-გაულის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციაზე გაწეული 803,5 ათასი ლარის სამუშაოები შემოსავალ-ში აღებული და შემდგომ მის მიერ დაფუძნებულ შპს „ხარაგაულწყალი“-ზე გადაცემული არ არის.

საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციისათვის და

სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის

შეძენილი მასალების აღრიცხვა2009-2011 წლებში საცხოვრებე-

ლი სახლების რეაბილიტაციისათვის (რომელიც ძირითადად მოიცავდა სახ-ლების გადახურვას) შეძენილია 198.8 ათასი ლარის გადასახური მასალა. მასალები ძირითადად დარიგებულია მუნიციპალიტეტში არსებულ ამხანა-გობებზე (მუნიციპალიტეტში არსებობს ბინის 41 ამხანაგობა). გადაცემული მასალები ჩამოწერილია ხარჯებში. ამხანაგობების მიერ არ არის წარმო-დგენილი მიღებული მასალების ხარჯ-ვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2009-2012 წლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილი-ტაციისათვის გახარჯულია 480.1 ათასი ლარი. წყლის სისტემის რეაბილიტა-ციისათვის შეძენილია წყლის მილები, წყლის ავზები და ავზების შესაკეთებელი სამშენებლო მასალები (ცემენტი, ხემასა-ლა და სხვ.). 2009-2011 წლებში შეძენილი მასალები გადაცემულია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებზე და მთლიანი თანხით ჩამოწერილია ხარჯებში.

რწმუნებულების მიერ მიღებული მასალების ხარჯვის დოკუმენტაცია მასალების ჩამოწერას არ ახლავს. არც საფინანსო სამსახურის მიერ ხარჯებში ჩამოწერილი მასალები არ არის აღრიცხული ბალანსგარეშე საცნობარო ანგარიშზე და ამდენად არ არის აღრიცხული თითოეული მატერიალური პასუხისმგებელი პირის მიხედვით მიღებული და ჩამოწერილი მატერიალური ფასეულობები.

საფინანსო სამსახურის მიერ წარმო-დგენილი იქნა რწმუნებულების მიერ მიღებული მასალების ხარჯვის დოკუ-მენტაციის ნაწილი. რამდენიმე ტერი-ტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ წარმოდგენილი იქნა მასალების ხარჯვის დოკუმენტები. ანალოგიური მდგომარეობაა სოფლის მხარდამჭე-რი პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიებისათვის (სოფ-ლის წისქვილების რეაბილიტაციის, სასაფლაოებისა და ეკლესიების შე-მოღობვაზე, სარიტუალო სახლების მოწყობასა და აღჭურვასა და სხვ.) შეძენილი მასალების ხარჯვაზე.

2010 წლის ბოლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯ-დომარის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შესწავლილია 2010 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გაწეული ხარჯები. მუნიციპალიტეტის 7 ტერიტო-რიულ ორგანოში დაფიქსირებულია 11.6 ათასი ლარის ღირებულების გაუხარჯავი მასალების ნაშთი. იმის გამო, რომ არ ხდებოდა მასალების აღრიცხვა, ფაქტობ-რივად არსებული მასალების ნაშთები არ შედარებულა ბუღალტრულ ნაშთებთან.

მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრებელი სახლების, სოფლებში წყლის სისტემისა და წისქვილების რეაბილიტაციისათვის, სასაფლაოებისა და ეკლესიების შემოღობ-ვისათვის, სარიტუალო სახლების მოწყობა, აღჭურვისა და სხვა ღონისძიებებისათვის შეძენილი მასალების ხარჯვის რეალო-ბის დადგენის მიზნით საჭიროა: მოხდეს ყველა მატერიალურად პასუხისმგებელი (მასალების მიმღები) პირის განსაზღვრა; ამ მატერილურად პასუხისმგებელ პირებზე მიღებული და ჩამოწერილი მასალების აღ-რიცხვა და ნაშთების გამოყვანა; ჩატარდეს მასალების ინვენტარიზაცია და დანაკლი-სის აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2009-2012 წლებში მატერიალური ფასეულობების

ინვენტარიზაცია 2009-2012 წლებში მუნიციპალიტეტ-

ში არ მომხდარა გამგეობის ბალანს-ზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია. კო-

საურმე ხიდი, ფეხბურთელები უხელფასოდ - ეს და სხვა ფაქტები

აუდიტის დასკვნაში

24 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინანსური და შესაბამისობის

აუდიტის ანგარიში დაამტკიცა. გთავაზობთ ამ ანგარიშს მცირეოდენი შემოკლებით

(ამოკლებულია ზოგადი დებულებები).

მე-4 გვ.დანართი №1

დანართი №2

2009-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულების მიერ მიღებული მასალების ხარჯვის დოკუმენტაცია მასალების ჩამოწერას არ ახლავს.

2009-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულად ვერ ჩაითვლება.

Page 4: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

4 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ.

საურმე ხიდი, ფეხბურთელები უხელფასოდ - ეს და სხვა ფაქტები

აუდიტის დასკვნაში

მისიის შექმნის მიუხედავად, არ არის დადგენილი ფაქტიურად არსებული ფასეულობები, არ არის შედგენილი შედარების უწყისი და გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედეგები.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2009 წელს შეიქმნა კომისია, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული, გამგეობის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზ-ნით. კომისიას დაევალა ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა, მათი ჩამო-წერისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ჩამოწერის აქტის შექმნა, ბალანსიდან ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილების შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მარაგების სახით ბალანსზე აყვანა. კომისიის დასკ-ვნის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2009 წლის 20 დეკემბრამდე.

კომისიის აქტების საფუძველზე 2009 წლის დეკემბერში ჩამოწერილია გამ-გეობის ბალანსზე რიცხული 15.5 ათსი ლარის ღირებულების მარაგებში აღ-რიცხული მცირეფასიანი ინვენტარი. მცირეფასიანი ინვენტარი ერიცხებოდა ტერიტორიული ორგანოების რწმუნე-ბულებს. აქტები არასრულყოფილია, რადგან მასში მითითებულია, მხოლოდ რომელ ტერიტორიულ ორგანოზეა რიც-ხული, რა ღირებულების ფასეულობაა

ჩამოწერილი (არ არის დაფიქსირებული კონკრეტულად რომელი ფასეულობა არის ჩამოწერილი, ნაჩვენებია მხოლოდ თანხა). აქტს თან ახლავს ტორიტო-რიული ორგანოების მიერ გაცემული ცნობები მათზე რიცხული ჩამოსაწერი მცირეფასიანი ინვენტარის შესახებ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წელს შეიქმნა კომისია გამგეობის ბალანსზე რიცხუ-ლი ქონების ინვენტარიზაციის ჩასატა-რებლად. კომისიას ინვენტარიზაციის ჩატარებისა და შედეგების ჩაბარების ვადა მიეცა 2011 წლის 25 დეკემბრამდე.

კომისიის მიერ 2011 წლის 25 დეკემბერს შედგენილია საინვენტა-რიზაციო კომისიის დასკვნა. დასკვნის მიხედვით ინვენტარიზაცია ჩაუტარდა, მხოლოდ მუნიციპალიტეტში შემავალ 20 ტერიტორიულ ერთეულში რიცხულ უძრავ და მოძრავ ქონებას.

დასკვნას თან ახლავს კომისიის წევ-რების მიერ ხელმოუწერელი დანართი, სადაც ჩაწერილია შემდეგი მონაცემები: ტერიტორიული ერთეულის დასახელე-ბა, ნივთის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი, საწყისი ღირებულე-ბა, ცვეთა, ნარჩენი ღირებულება. დასკ-ვნის შენიშვნის გრაფაში ჩაწერილია შემდეგი შენიშვნები: „გაყიდულია“, „არ არსებობს დაინგრა“, „დაიწვა“.

დანართიდან არ ჩანს ინვენტარიზა-ციით დადგენილი ფაქტიურად არსებუ-ლი ფასეულობები. აღნიშნული დანარ-თი ვერ ჩაითვლება ინვენტარიზაციის აქტად, გამგეობის ბუღალტერიის მიერ

არ არის შედგენილი შედარების უწყისი და გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედე-გები - სხვაობა საბუღალტრო აღრიცხ-ვის მონაცემებსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტიურ ნაშთებს შორის.

ზემოთ აღნიშნულიდან გამო-მდინარე, მუნიციპალიტეტის საინვენ-ტარიზაციო კომისიის მიერ ინვენტარი-ზაცია ჩატარებულად ვერ ჩაითვლება.

„გაუთვალისწინებელი ხარჯები”

2009-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა მიმ-წოდებლების მიერ შესრულებული სამუ-შაოების ხარჯთაღრიცხვებში ჩადებული იყო „გაუთვალისწინებელი ხარჯები“. შესრულებული სამუშაოს აქტში დაფიქსი-რებული არ არის ამ მუხლით გაწეული, ფაქტიურად შესრულებული სამუშაო, რის გამოც 14,9 ათასი ლარის გაწეული ხარ-ჯის დადასტურება ვერ ხერხდება, მათ

შორის: 2009 წელს 14 მომწოდებლის მიერ 5.9 ათასი ლარის, 2010 წელს 7 მომწოდებლის მიერ 2.7 ათასი ლარის, 2011 წელს 8 მომწოდებლის მიერ 2.5 ათასი ლარის, 2012 წელს 7 მომწოდებ-ლის მიერ 3.8 ათასი ლარის.

გრანტის აღრიცხვახარაგაულის მუნიციპალიტეტის

მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს გამ-გეობის ხარჯებიდან 30.0 ათასი ლარი ჩაირიცხა ქ. ქუთაისის ბიუჯეტში. თანხა ჩაირიცხა „მიმდინარე დანიშნულების გრანტი“-ს სახით.

თანხის ჩარიცხვის საფუძველი გახ-და თვითმმართველი ქალაქ-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ა. ხვა-დაგიანის ხარაგაულის საკრებულოზე მიმართვა, რომლითაც ის ითხოვდა ქ. ქუთაისის ბიუჯეტისათვის გრანტის გამოყოფას შსს-თვის სპეციალური ტექნიკის შესაძენად. მომართვის მი-ხედვით შეძენილი ტექნიკა მოემსახუ-რებოდა მთელ იმერეთის რეგიონს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტე-ტის 2011 წლის ბიუჯეტში შეტანილია ცვლილება და 30.0 ათასი ლარით გაზრდილია ხარაგაულის გამგეობის ხარჯები გრანტების მუხლით, კერძოდ - „გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს“. იმის გამო, რომ ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტი და თვითმმარ-თველი ქალაქი ქუთაისი არის ერთი დონის (ადგილობრივი თვითმმართ-ველობა) სახელმწიფო ერთეული,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ქ. ქუთაისის ბიუჯეტისთვის გრანტის გადაცემა (ჩარიცხვა), როგორც სხვა დონის სახელმწიფო ერთეულისთვის, არასწორია.

არასრულყოფილად დასაბუთებული ხარჯები

ავტომანქანის შეძენა და გაწეული კაპიტალური

რემონტის ხარჯები 2012 წელს ხარაგაულის მუნიცი-

პალიტეტის გამგეობის მიერ შესყიდვა გამოცხადდა 34.0 ათასი ლარის ღირე-ბულების ავტომანქანაზე მაშინ, როდესაც დამტკიცებული ბიუჯეტით მის შესაძენად გათვალისწინებული იყო 30.0 ათასი ლარი. აღნიშნულ ავტომანქანაზე იმავე წელს 18.6 ათასი ლარის კაპიტალური შეკეთების ხარჯია გაწეული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით, გამგეობის ხარ-ჯებში განსაზღრული იყო ავტომანქანის შეძენა, სავარაუდო ღირებულებით 30.0 ათასი ლარი. შესაბამისად აღნიშ-ნული თანხაა ნაჩვენები მუნიციპალი-ტეტის მიერ შედგენილ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. 2012 წლის 31 იანვარს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული შესყიდვა „ძრავიან სატრანსპორტო საშუალება“-ზე (ჯიპზე) თანხით 34.0 ათასი ლარი. ამდენად, შესყიდვა გამოცხადდა დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 4.0 ათასი ლარით მეტ თანხაზე. ასიგნების ზემოთ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია, რადგან 2012 წლის 6 თებერვალს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლის N10 ბრძანებით საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების გზით 4.0 ათასი ლარით გაზრდილია მსუბუქი ავტომობილის შეძენის ხარჯები.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „იბე-რია ავტო“-დან 2012 წლის 14 თებერ-ვალს გაფორმებულია ხელშეკრულება და შეძენილია 2008 წელს გამო-შვებული ავტომანქანა „MITSUBISHI PAJERO”, ღირებულებით 34.0 ათასი ლარი.

2012 წელს აღნიშნულ ავტომან-ქანაზე რემონტის სახით გაწეულია 23.7 ათასი ლარის ხარჯი, გარდა სხვადასხვა აუცილებელი ხარჯისა (სა-ბურავების, ზეთის და სხვა ნაწილების შეცვლა), გაწეულია ისეთი სამუშაოები, რომელიც წარმოადგენს მანქანის აღდ-გენის სამუშაოებს (კარების, სხვადასხვა სავალი ნაწილების სრულად შეცვლა). აღნიშნული სარემონტო სამუშაო-ები შესრულებულია ივნისის თვეში,

თანხით 18.4 ათასი ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ხარჯების გაწევამდე გამგეობის ბიუჯეტში შეტა-ნილია ცვლილება და გაზრდილია ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუ-ატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები 17.6 ათასი ლარით.

ბიუჯეტის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება დასაბუთებული არ არის. ბიუჯეტში ცვლილება შეტანილია და ხარჯები გაზრდილია გამგებლის მომ-სახურე ავტომანქანის მძღოლის მოხ-სენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და-ზიანდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა“. სხვა რაიმე

დოკუმენტი ავტომანქანის დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის.

ავტომანქანა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული აქვს მძღოლს (მასთან წერილობითი ხელშეკრუ-ლება სრულ მატერიალურ პასუხისმ-გებლობაზე გაფორმებული არ არის). ავტომანქანის მძღოლის მიზეზით დაზიანების შემთხვევაში მატერიალუ-რი ზარალის ანაზღაურება ეკისრება მატერიალურად პასუხისმგებელ პირს.

მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე საწვავის

ხარჯიმუნიციპალიტეტის საკრებულოსა და

გამგეობის მომსახურე ავტომანქანებზე შედგენილი საგზურის ფორმა, მისი შევსე-ბის წესი და მასში ჩაწერილი მაჩვენებლე-ბი მიუთითებს, რომ საგზურის ფურცლები ვერ ჩაითვლება საწვავის ხარჯვის სარწ-მუნო მტკიცებულებად, რადგან არ არის გამოყვანილი გარბენილი კილომეტრა-ჟის საერთო რაოდენობა და შესაბამისი ჩამოსაწერი საწვავის ოდენობა.

აუდირებულ პერიოდში ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის მიერ ტრანს-პორტის ხარჯების მუხლით საწვავის ხარჯი ძირითადად გაწეულია იმ ავ-ტომაქანებზე, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმ-ჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგი-ლეს, გამგებელს და მის მოადგილეს. საწვავის ხარჯი წლების მიხედვით ნაჩვენებია დანართზე #6.

საკრებულოს მიერ საწვავის ხარჯ-ვის ლიმიტები დაწესებული არ არის, საწვავის ჩამოწერა მოხდენილია საგ-ზურის ფურცლებით, სადაც ჩაწერილია გახარჯული საწვავის ოდენობა, არ არის ჩაწერილი გარბენილი კოლო-მეტრაჟი, მხოლოდ მითითებულია მანქანის მოძრაობის მარშრუტი და აგ-რეთვე ჩაწერილია „ადგილზე მოძრა-ობა“. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საწვავის საშუალო ფა-სით, მომსახურე ავტომანქანების საწ-ვავის ხარჯვის ნორმების გამოყენებით გამოთვლილი იქნა ავტომაქანის მიერ ერთ დღეში (წლიურად აღებულია 300 დღე) საშუალოდ გავლილი კილო-მეტრაჟი. მაჩვენებლები ასეთია: 2009 წელს საკრებულოს თავმჯდომარის

მიერ დღეში გავლილია დაახლოებით 190 კმ, გამგებლის მიერ - 191 კმ. 2010 წელს შესაბამისად დაახლოებით 237კმ და 290 კმ, 2011 წელს შესაბამისად დაახლოებით 190 კმ და 186 კმ, 2012 წელს კი შესაბამისად დაახლოებით 84 კმ და 124 კმ.

ხიდ-ბოგირის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამო-

ყოფილი 32.7 ათასი ლარით აღდგე-ნილია ხიდ-ბოგირი, რომელიც თავდა-პირველად (პროექტით) განკუთვნილი იყო საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. სამუშაოების შემსრულებლის მიერ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების თვითნებურად შეცვლის შემდგომ კი მასზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ საჭაპანო (ურემი) ტრანს-პორტისა და ფეხით მოსიარულეები-სათვის. სამუშაოს შემსრულებელ სპს „მარკშეიდერ“-ის მიმართ რაიმე სახის სანქცია გავრცელებული არ არის.

საქართველოს მთავრობამ 2010 წელს საქართველოს რეგიონებში გან-სახორციელებელი პროექტების დაფი-ნანსების ფონდიდან ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტს გამოუყო 35.0 ათასი ლარი მდინარეებზე ძირულასა და კვადოურაზე ხიდების რეაბილიტაციისათვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ი/მ „ავთანდილ მესხ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების სა-ფუძველზე შეისყიდა სოფელ ბორითში მდინარე ძირულაზე დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის პროექტი.

პროექტის მიხედვით ხიდ-ბოგირი გათვალისწინებული იყო 2 ტონა ტვირ-თამწეობის მსუბუქი ავტომობილის, საჭაპანო (ურემი) ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვის.

2010 წლის ხიდ-ბოგირის რე-აბილიტაციაზე გამგეობასა და სპს „მარკშეიდერ“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საერთო თანხამ შეადგინა 32.7 ათასი ლარი. 19 აგვისტოს დასრულდა აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია და მიღება-ჩა-ბარება გაფორმდა შესაბამისი აქტით.

აუდიტორულმა ფირმამ განახორ-ციელა ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედ-ველობა (აზომვითი სამუშაოები). გამოვლინდა სახარჯთაღრიცხვო მონაცემებსა და ფაქტიურად შესრუ-ლებული სამუშაოების მოცულობებს შორის სხვაობები მეტ-ნაკლებობით. ინსპექტირების ჯგუფს სამუშაოს მი-ღება-ჩაბარების აქტში შესრულებული სამუშაოების მოცულობებს შორის სხვაობები დაფიქსირებული აქვს, ხოლო პრეტენზია რაიმე სახით გამო-თქმული არ არის.

არ მომხდარა, პროექტისა და შესა-ბამისად შესასრულებული სამუშაოების შეცვლის შესახებ შეთანხმება პროექტის ავტორ ი/მ „ავთანდილ მესხ“-თან. შეთან-ხმება არ არის გაფორმებული არც გამ-გეობასა და სპს „მარკშეიდერ“-ს შორის.

ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის პროექტის ავტორი ი/მ „ავთანდილ მესხი“ გაეცნო შესრულებული სამუშაოების კონტრო-ლის განმახორციელებელი კომისიის დასკვნასა და ფარული სამუშაოების აქტებს, საიდანაც ირკვევა, რომ პროექ-ტით გათვალისწინებული: ხიდ-ბოგირის საყრდენი სვე-

ტის ჩაღრმავება შემცი-რებულია 0.5-მ-ით; მე-5 გვ.

მესამე გვერდიდან

დანართი №3

2009-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საწვავის საშუალო ფასითა და მომსახურე ავტომანქანების საწვავის ხარჯვის ნორმების გათვალისწინებით დგინდება, რომ 2009 წელს საკრებულოს თავმჯდომარეს დღეში გაუვლია დაახლოებით 190 კმ, გამგებელს - 191 კმ. 2010 წელს შესაბამისად - 237კმ და 290 კმ, 2011 წელს - 190 კმ და 186 კმ, 2012 წელს კი - 84 კმ და 124 კმ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი არის ერთი დონის სახელმწიფო ერთეული. ამიტომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2011 წელს ქ. ქუთაისის ბიუჯეტისთვის 30 ათასი ლარის ოდენობით გრანტის ჩარიცხვა არასწორია.

2012 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ავტომანქანას ჩაუტარდა 18.4 ათასი ლარი ღირებულების აღდგენის სამუშაოები (კარების, სხვადასხვა სავალი ნაწილების სრულად შეცვლა) ბიუჯეტში ცვლილება შეტანილია დაუსაბუთებლად და ხარჯები გაზრდილია გამგებლის მომსახურე ავტომანქანის მძღოლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. სხვა რაიმე დოკუმენტი ავტომანქანის დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის.

მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მომსახურე ავტომანქანებზე შედგენილი საგზურის ფურცლები ვერ ჩაითვლება საწვავის ხარჯვის სარწმუნო მტკიცებულებად, რადგან არ არის გამოყვანილი გარბენილი კილომეტრაჟის საერთო რაოდენობა და შესაბამისი ჩამოსაწერი საწვავის ოდენობა.

Page 5: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

5xtvb [fhfufekb5 ივლისი, 2013 წ.

საურმე ხიდი, ფეხბურთელები უხელფასოდ - ეს და სხვა ფაქტები

აუდიტის დასკვნაში

ხიდ-ბოგირის მასალებისა და რიგელების სიგრძე შემცირებილია 2.2-მ-ით; სავალი ნაწილის ფურცლო-

ვანი ლითონის მოწყობა - 1.4-კვ/მ-ით.აღნიშნულიდან გამომდინარე

პროექტის ავტორმა ავთანდილ მესხ-მა 2010 წლის 20 აგვისტოს მიმართა ხარაგაულის თვითმმართველ მუნიცი-პალიტეტს, სადაც ის რეკომენდაციას აძლევს, რომ აღნიშნული ხიდის ექსპ-ლუატაციაში მიღებისას გაითვალისწი-ნონ შემდეგი, კერძოდ:

1. კატეგორიულად აიკრძალოს ყველა სახის საავტომობილო ტრანს-

პორტის გადაადგილება ხიდ-ბოგირზე.2. ხ ი დ - ბ ო გ ი რ ზ ე გ ა დ ა -

ადგილება განახორციელონ მხოლოდ საჭაპანო (ურემი) ტრანსპორტმა და ფეხით მოსიარულეებმა.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასმასაბიუჯეტო პროცესი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენილია 2008 წლის 22 დეკემბერს, 37 დღის დაგვიანებით. მომდევნო წლებში ბი-უჯეტის პროექტები ვადაშია წარდგენი-ლი. ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოში წარდგენილია დაგვიანებით: 2010 წელს -19 დღით, 2011 წელს - 6 დღით.

დელეგირებული უფლებამოსილების

განხორციელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის

დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი არ არის გაშიფრული დე-ლეგირებული საქმიანობის მიხედვით. აღნიშნულის გამო მუნიციპალიტეტის მიერ მიზნობრივი ტრანსფერი გადა-ნაწილებულია დელეგირებულ საქმი-ანობაზე თავისი შეხედულებით და ამ მიზნით გასაწევი ხარჯები შევსებულია

საკუთარი შემოსავლებით.დელეგირებულ უფლებამოსილე-

ბათა განსახორციელებლად 2009-2012 წლებში სულ მიღებული და ათვისებულია 494,2 ათასი ლარის მიზნობრივი ტრანსფერი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით გახარჯულია საკუთარი შემოსულობები 52.9 ათასი ლარი, აქედან: თავდაცვით ღონისძიებებზე (სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურზე) - 23,1 ათასი ლარი, სოციალურ დაცვაზე 22,6 ათასი ლარი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე - 5,4 ათასი ლარი, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძი-ებაზე - 1,8 ათასი ლარი.

ინერტული მასალის მოპოვება მუნიციპალიტეტის მიერ 2009-2012

წლებში სოფლის მხარდამჭერი პროგ-რამის ფარგლებში სოფლის გზების მოწესრიგებაზე დახარჯულია 835.3 ათასი ლარი, რომელიც ძირითადად

მოიცავს გზების მოხრეშვის სამუშაოებს. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებითა და სამუშაოების შესრულების აქტებით დადგინდა, რომ მოხრეშვისთვის საჭირო ინერტული მასალის ღირე-ბულება მიმწოდებლებზე გადახდილი არ არის. როგორც ირკვევა ინერტული მასალის გამოყენება ხდებოდა ადგი-ლობრივი კარიერებიდან, რომლის გამოყენებაზე ოფიციალური ნებართ-ვა წარმოდგენილი ვერ იქნა, მაშინ როდესაც „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით

სასარგებლო წიაღისეულის მოპო-ვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე.

2012 წლის მაისის თვეში მუნი-ციპალიტეტის გამგეობამ მიმართა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს თხოვნით, რათა ეშუამდგომლა შესა-ბამის უწყებასთან ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით გათავისუფლებაზე. წერილში ჩამოთვლილია 40 ადგილობრივი კარიერი და მოსაპოვებელი ინერტუ-ლი მასალის ოდენობა. აღნიშნულ წერილზე პასუხი მუნიციპალიტეტში მიღებული არ არის.

საკითხის სამართლებრივი და-რეგულირებისათვის საჭიროა გამგე-ობამ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებები.

სოფელ ფარცხნალის სამკურნალო აბანოს

მშენებლობა 2009-2012 წლებში სოფელ ფარც-

ხნალში სამკურნალო აბანოს მშე-ნებლობაზე გახარჯულია 18.2 ათასი ლარი. მშენებლობა განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესა-ბამისი ნებართვისა და სამკურნალო აბანოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მიწისქვეშა მინერალური წყლის შეს-წავლა-მოპოვების ლიცენზიის გარეშე.

2009 წლის 27 დეკემბერს ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ჩატარდა სოფლის მო-სახლეობის საერთო კრება, რომელ-ზეც გადაწყდა, სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხები

მოხმარებოდა სოფელ ფარცხნალის მოსახლეობისათვის აბანოს აშენებას, ელ.წისქვილის აღდგენას, წყლის სის-ტემის რეაბილიტაციას, ცენტრალური და საუბნო გზების რეაბილიტაციას.

2012 წლის ბოლოსათვის აუდიტის დასკვნით აბანო შედგებოდა 6 აბა-ზანისა და 2 საშხაპისაგან, შენობის შიდა საერთო ფართი შეადგენს 70 კვ.მეტრს. შენობის მიახლოებითი ღი-რებულება განისაზღვრა 38.0 ათასი ლარით. აბანოზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 18.2 ათასი ლარი, რომელიც მშენებლობისათვის საჭირო მასალების ღირებულებაა, ხოლო აბანოს მშენებ-ლობა განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით. აბანოს შენო-ბა ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის (ჩასატარებელია ელექტროგაყვანი-ლობისა და სხვა სამუშაობი).

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენი-ლებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით სამკურნალო აბანო-სათვის წყლის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. გარდა ამისა, ხარაგაულის საკრებუ-ლოს 2010 წლის 6 დეკემბრის N46 დადგენილებით აბანოს მშენებლობა საჭიროებდა ნებართვას გამგეობის შესაბამისი სამსახურიდან.

დღგ-ით გამოცხადებული ტენდერი

2012 წლის მარტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა ტენდერი საყრდენი კედლების მოწ-ყობის სამუშაოებზე თანხით 86,6 ათას ლარზე დღგ-ს ჩათვლით. ვაჭრობის შედეგად საბოლოო ფასი დააფიქსირა შპს „PROMETE“-მ 61 ათასი (51 695 ლარი სამუშაო, დღგ 9 305 ლარი), ხოლო ი/მ „სტანგერ ხომასურიძემ“ კი 60 999 ლარი. შპს „PROMETE“-ს მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება მოიცავდა დღგ-ს, ხოლო ი/მ „სტანგერ ხომასურიძის“ სატენ-დერო წინადადება დღგ-ს გარეშეა. გაიმარჯვა ი/მ „სტანგერ ხომასურიძემ“ და გაუფორმდა ხელშეკრულება სა-მუშაოს შესრულებაზე თანხით 60 999 ლარი. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის

შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტს უფლება ჰქონდა ტენდერი გამოეცხადებინა როგორც დღგ-ს გათვალისწინებით, ისე დღგ-ს გარე-შე. „დღგ-ს გარეშე ტენდერის გამო-ცხადების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკ-რულების დადებისას ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადა-დების ფასის შესაბამისი დღგ-ს ოდე-

ნობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შე-საბამისად.“ იმ შემთხვევაში, თუ ხარა-გაულის მუნიციპალიტეტი მოახდენდა ტენდერის გამოცხადებას დღგ-ს გარე-შე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფინანსური სახსრები უფრო რაციონა-ლურად დაიხარჯებოდა და ბიუჯეტი დამატებით სარგებელს მიიღებდა.

2011-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორცი-ელებული შესყიდვებისას დაფიქსირდა 10 ანალოგიური შემთხვევა, რომლის დროსაც გამარჯვებულია დღგ არგა-დამხდელი პრეტენდენტი. მიმწოდებ-ლებს საქონელსა და შესრულებულ სამუშაოებში აუნაზღაურდათ 238,8 ათასი ლარი. სასურველია, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტმა ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და 100 ათას ლარზე ნაკლები ღირებულე-ბის შესყიდვების განხორციელებისას ტენდერი გამოაცხადოს დღგ გარეშე, რის შედეგად ბიუჯეტი არსებით ფინან-სურ სახსრებს დაზოგავს.

შესრულებული აზომვითი სამუშაოები და

ხარჯთაღრიცხვების შედგენა მუნიციპალიტეტში შექმნილი ინსპექ-

ტირების ჯგუფის მიერ შესასრულებელი აზომვითი სამუშაოები შესრულებულია სხვადასხვა აუდიტორული ფირმების

მიერ, მცირე საპროექტო (სახარჯთაღ-რიცხვო) სამუშოების შესრულება დაკ-ვეთილია საპროექტო ორგანიზაციებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2009-2012 წლებში საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებიდან შექნილია ინსპექტირების ჯგუფები, რომელსაც ევალებოდა მიმწოდებლე-ბის მიერ შესრულებული სამუშოების ხარისხისა და მოცულობების შემოწმება (სამუშაოს მონიტორინგი). მიუხედავად ამისა, გამგეობის მიერ მიმწოდებლე-ბის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმებისთვის (აზომვების ჩასატა-რებლად) მოწვეულია სხვადასხვა აუდიტორული ფირმები, რომელთა სპეციალისტების მერ მოხდენილია შესრულებული სამუშაოების აზომვები, რაზეც შედგენილია შესაბამისი აუდი-ტორული დასკვნები.

გამგეობის მიერ ყველა შესას-რულებელი სამუშაოს პროექტების

(ხარჯთაღრიცხვების) შედგენა დაკვე-თილია სხვადასხვა ფირმებსა და ინდ. მეწარმეებზე. ისეთებიც კი, რომლებიც არ მოითხოვენ დიდ საპროექტო გამო-ცდილებას, როგორიცაა: სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალის-წინებული შესასრულებელი სამუშაოები და სხვადასხვა მცირე საპროექტო სამუშაოები.

სულ აუდიტის მომსახურებასა და პროექტების შედგენაზე გამგეობის მიერ 2009-2012 წლებში გაწეულია 120 ათას ლარზე მეტი ხარჯი (აქედან 20.0 ათასი ლარი აუდიტორულ მომ-სახურებაზე).

ა(ა)იპ-ების დაფუძნება და დაფინანსება

მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ების დაფუძნება,

დაფინანსება, შესრულებული სამუშაოები და მათზე

კონტროლი 2007-2008 წლებში ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის (საკრებულოსა და გამგეობის) მიერ შექმნილია 8 სხვადასხვა ა(ა)იპ-ი, 4 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება: „ხარაგაულწყალი“, „ხარაგაულდასუფ-თავება“, „ხარაგაულკეთილმოწყობა“ და გაზეთი „ახალი ხარაგაული“. შპს „ხარაგაულწყალი“ 2009 წლის ნოემ-ბერში შეუერთდა შპს „დასავლეთწყალს“, მე-6 გვ.

მეოთხე გვერდიდან

დანართი №4

დანართი №5

დანართი №6

2009-2012 წლებში ფარცხნალში სამკურნალო აბანოს მშენებლობა განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნებართვისა და სამკურნალო აბანოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ლიცენზიის გარეშე.

ბორითში მდინარე ძირულაზე დაზიანებული ხიდი, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 32,7 ათასი ლარით ისე უნდა აღდგენილიყო, რომ მასზე უსაფრთხოდ გადაადგილებულიყო საავტომობილო ტრანსპორტი.

პროექტის თვითნებურად შეცვლის გამო „აღდგენილ“ ხიდზე მხოლოდ ურმისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილებაა დასაშვები.

სამუშაოს შემსრულებელ სპს „მარკშეიდერ“-ის მიმართ რაიმე სახის სანქცია გავრცელებული არ არის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2009-2012 წლებში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფლის გზების მოწესრიგებაზე დახარჯულია 835.3 ათასი ლარი.

გზების მოხრეშვისთვის საჭირო ინერტული მასალის ღირებულება მიმწოდებლებზე გადახდილი არ არის.

ინერტულ მასალას იღებდნენ ადგილობრივი კარიერებიდან, რომლის გამოყენებაზე მუნიციპალიტეტმა ოფიციალური ნებართვა ვერ წარადგინა.

Page 6: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

6 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ.

საურმე ხიდი, ფეხბურთელები უხელფასოდ - ეს და სხვა ფაქტები

აუდიტის დასკვნაში

ხოლო დანარჩენი შპს-ები ლიკვი-დირებულია.

2011 წელს შეიქმნა ა(ა)იპ-იები: „ხარაგაულდასუფთავება“, „ხარა-გაულკეთილმოწყობა“, გაზეთი „ახალი ხარაგაული“.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ-ნებული კულტურის, ხელოვნების და სპორტის სფეროს ა(ა)იპ-ების დაფი-ნანსების (ხარჯების) 80-90% მოდის შრომის ანაზღაურების ფონდზე. ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში არ არის გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და შეს-რულება, ამდენად გაწეული ხარჯები ვერ უწყობს ხელს ამ სფეროების გან-ვითარებას და ა(ა)იპ-ის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 19 ოქტომ-ბრის N47 განკარგულებით საკრე-ბულოს მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ი და შპს-ები მართვის უფლებით გადაეცა გამგეობას. 2011 წლის 3 იანვრის N3 განკარგულებით გაუქმებულია ზემოთ აღნიშნული განკარგულება და ა(ა)იპ-ისა და შპს-ების მართვის უფლება დაუბრუნდა საკრებულოს.

ა(ა)იპ-ი „ხარაგაულდასუფთავება“ და „ხარაგაულკეთილმოწყობ“-ის მიერ სუბსიდიის მოთხოვნა წარდ-გენილია საფინანსო სამსახურში და შემდგომ ასახულია ბიუჯეტის

პროექტში ისე, რომ არ არის დასა-ბუთებული მიღებული სუბსიდიით თუ რა სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რა პერიოდულობით, რა მოცულო-ბით. არც ხელშეკრულებით ან რაიმე ფორმითაა მიცემული დავალება კონკრეტული სამუშაოს შესრულე-ბაზე. ა(ა)იპ-ები საქმიანობდა მისი წესდებით განსაზღვრული ზოგადი სამუშაოების მიხედვით, თავისი შე-ხედულებისამებრ.

ბიუჯეტში აღნიშნული ა(ა)იპ-ების დაფინანსება განისაზღვრა მათ მიერ წარდგენილი ხარჯების ეკონომიკუ-რი კლასიფიკაციითა და საშტატო განრიგით.

სუბსიდიები წარმოადგენს საწარ-მოებსა და ორგანიზაციებზე სახელმ-წიფო ერთეულის (ჩვენ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველო-ბის) მიერ მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ ტრანსფერს. ამდენად სუბ-სიდიის გაანგარიშება უნდა მოხდეს მისი მოთხოვნის დროს.

იმის გამო, რომ სუბსიდია განსაზ-ღვრული არ იყო კონკრეტული და-ვალების შესასრულებლად, არ არის განხორციელებული კონტროლი ა(ა)იპ-ების მიერ მიღებული სუბსიდიით შესრულებული სამუშაოების მოცუ-ლობებზე და შესაბამისად გახარჯულ თანხებზე. 2011-2012 წლებში ა(ა)იპ-„ხარაგაულდასუფთავებ“-ის მი-ღებულმა დაფინანსებამ შეადგინა 229.1 ათასი ლარი, ხოლო ა(ა)იპ-„ხარაგაულ კეთილმოწყობ“-ის

მეხუთე გვერდიდან კი- 268.2 ათასი ლარი.საგადასახადო კოდექსით ეკონო-

მიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებ-

ლობით მინიჭებული ფუნქციების შეს-რულებასთან, ა(ა)პ-ი კი არ წარმო-ადგენს ადგილობრივი თვითმმართ-ველობის ორგანოს. ამდენად ა(ა)იპ-ი „ხარაგაულკეთილმოწყობი“-ს შემოსავლები (ბრუნვა) წელიწადში აღემატება 100.0 ათას ლარს და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ა(ა)იპ-„ხარაგაულდასუფთავებ“-ის წესდებით მას ევალება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გა-მავალი ცენტრალური საავტომობი-ლო გზის დასუფთავება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა“ მაშინ, როდე-საც აღნიშნული გზა ეკუთვნის და მის

მოვლას ახორციელებს საქართვე-ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზე-ბის დეპარტამენტი, რაზეც ცხადდება შესაბამისი ტენდერი და მისი და-სუფთავება ევალება გამარჯვებულ ფირმას. ტექნიკური დავალების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს საავტომობილო გზების შემოვლა, რომელიც მოიცავს გზის სავალი ნაწილის და განთვისების ზოლის გასუფთავებას ნაგვისა და სხვადას-ხვა საგნებისაგან. გამარჯვებული ფირმების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებს აღნიშნული სამუშაოს შესრულებას.

წარმოდგენილი ინფორმაციით ა(ა)იპ-„ხარაგაულდასუფთავებ“-ის მიერ 2011- 2012 წლებში ცენტ-რალური საავტომობილო გზის და-სუფთავების მიზნით გაწეული ხარჯი შეადგენს 39.8 ათას ლარს. ამდენად მუნიციპალიტეტის მიერ ისეთი ტე-რიტორიის დასუფთავებაზეა ხარჯი გაწეული, რომლის მოვლა-პატრო-ნობა ევალება სახელმწიფოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილია საფეხ-

ბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“. ა(ა)იპ-ი საფეხბურთო კლუბი „ჩხე-რიმელა 2009“ 2009-2012 წლებ-ში დაფინანსებულია (სუბსიდიის მუხლით)- 248.2 ათასი ლარის ოდენობით.

საფეხბურთო კლუბის მიერ არ არის შედგენილი ბიზნეს გეგმები, 2009-2011 წლებში დაფინანსება ისეა მოთხოვნილი, რომ ა(ა)იპის მიერ არ არის შედგენილი და მუნი-ციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგი. ამ პერიოდში ა(ა)იპ-ის თანამშრომლებზე ხელფასის დარიცხვისა და გაცემის საფუძველი არ დგინდება.

2012 წელს საკრებულოს მიერ დამტკიცებულია კლუბის საშტატო განრიგი 22 შტატით (მათ შორის 15 ფეხბურთელი, 3 მწრთვნელი და 4 ტექნიკური პერსონალი). ყოველ შტატზე მითითებულია გვარი და სახელი, რაც არასწორია, რადგან საშტატო განრიგი მტკიცდება შტატე-ბის მიხედვით და არა პიროვნებების მიხედვით. ხელფასი გაწერილია 10 თვეზე - 51,9 ათასი ლარი, წლიური საპრემიო თანხა განსაზღრულია 8.0 ათასი ლარი, სულ სახელფასო ფონდი საშტატო განრიგით შეადგენს 59.9 თას ლარს.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2012 წლის ა(ა)იპ-ის ხარჯების გეგმით შრომის ანაზღაურების ფონდი განი-საზღვრა 62,1 ათასი ლარით (დამტ-კიცებული საშტატო განრიგით განსაზ-ღვრულზე 2,2 ათასი ლარით მეტი).

2012 წელს გაცემული ხელფასები არ ემთხვევა საშტატო განრიგით განსაზღრულ ოდენობას. მწვრთვნე-ლებზე და ტექნიკურ პერსონალზე გაცემულია საშტატო განრიგით დამტკიცებულ ხელფასებზე მეტი (6 პირზე გაცემულია 7.1 ათასი ლარით მეტი), ხოლო ფეხბურთელებზე ნაკლები ოდენობითაა გაცემული (14 ფეხბურთელზე გაცემულია 9.0 ათასი ლარით ნაკლები). დამტკიცე-ბული საშტატო სიით განსაზღრული ფეხბურთელების გარდა ხელფასი და პრემია გაცემულია 11 ფეხბურ-თელზე და ერთ მწრთვნელზე (3.7 ათასი ლარი).

ბუღალტერიის მიერ არ ხდება თანამშრომლების მიერ ნამუშევა-რი დროის აღრიცხვა და აღნიშ-ნულის საფუძველზე ხელფასების დარიცხვა. დარიცხვა და გაცემა მოხდენილია ხელმძღვანელობის ზეპირი შეტყობინებით, დოკუმენ-ტური დასაბუთების გარეშე. ყველა დარიცხული ხელფასი გაცემულია. წარმოდგენილი ცნობით საფეხბურ-თო კლუბს სახელფასო დავალი-ანება (მათ შორის წინა წლების) არ ერიცხება.

2012 წლის დამტკიცებული ბიუჯე-ტით საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“-ს ივნისისა და ივლისის თვეებში სუბსიდიით დაფინანსება გათვალის-წინებული არ იყო. კლუბის მოთ-ხოვნით დეკემბრის თვის სუბსიდიის თანხიდან 3.0 ათასი ლარი გადა-ტანილია ივნისის დაფინანსებაში, ხოლო ივლისის თვეში: ნოემბრიდან 6.4 ათასი ლარი, სექტემბრიდან 10.0 ათასი ლარი (საწევრო შენატანისთ-ვის). ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში ხელფასები დარიცხული და გაცემუ-ლი არ არის. ამ პერიოდში იყო თუ არა დასაქმებული კლუბის თანამშ-რომლები ვერ დგინდება.

ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგაული”-ს დაფუძნება და

საქმიანობამუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ-

ნებულია გაზეთი (ა(ა)იპ-ს სახით), რომლის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ვერ უზრუნველყო-ფენ გაწეული ხარჯების დაფარვას. არასრულყოფილია გაზეთის გავრ-ცელების (რეალიზაციის) მექანიზმი. აღნიშნულის გამო გაზეთი ვერ იღებს შემოსავლებს.

ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგაული“ დაფუძნებულია 2011 წლის ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. წესდების მიხედვით გაზეთის დაფუძნების მიზანია: მუნიციპალიტეტის მოსახლე-

ობის ინფორმირება საკრებულოსა და გამგეობის მიერ გაწეულ და მიმდინა-რე საქმიანობაზე; მუნიციპალიტეტში მომხდარი

აქტუალური მოვლენების გაშუქება; მოსახლეობის წინაშე მდგარი

პრობლემების გაშუქება; ადგილობრივი თვითმმართ-

ველობის მიერ მიღებული ადმინისტ-

რაციულ-სამართლებრივი და ნორმა-ტიული აქტების განთავსება; თვითმმართველობის იდეის

პოპულარიზაცია.გაზეთი არის პერიოდული გამო-

ცემა, რომელიც გამოდის კვირაში ერთხელ. სარეალიზაციო ფასი-0,40 ლარი.

გაზეთი „ახალი ხარაგაული“-ს შემოსავლების წყაროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტიდან მიღებული სუბ-სიდია და გაზეთის რეალიზაციიდან ამონაგები. 2011 წელს შემოსავალმა სულ შეადგინა 42,6 ათასი ლარი. მათ შორის: სუბსიდიის სახით მიღე-ბული აქვს 30,0 ათასი ლარი, ხოლო რეალიზაციიდან შემოსავალი 12,6 ათასი ლარი. ამავე პერიოდში ფაქტი-ური ხარჯი შეადგენს 44,1 ათას ლარს, საკასო ხარჯი კი გაწეული იქნა 42,6 ათასი ლარის. წლის ბოლოსათვის დარჩა კრედიტორული დავალიანე-ბა გამომცემლობა შპს „მაქსიმუმი“-ს მიმართ 1,3 ათასი ლარი.

2012 წელს შემოსავალმა შეად-გენა 40,6 ათასი ლარი. მათ შორის: სუბსიდიის სახით მიღებულია 36,0 ათასი ლარი, ხოლო რეალიზაციიდან შემოსავალი 4,6 ათასი ლარი. ამავე პერიოდში ფაქტიური ხარჯი შეადგენს 47,7 ათას ლარს, საკასო ხარჯი კი გაწეულია 39,8 ათასი ლარი. წლის ბოლოსათვის დარჩა კრედიტორუ-ლი დავალიანება: გამომცემლობა შპს „კოლორი“-ს მიმართ 1,3 ათასი ლარი, სახელფასო დავალიანება 5,7 ათასი ლარი.

გაზეთის რეალიზაციას ახდენენ გაზეთის გამავრცელებელი და ტერი-ტორიული ორგანოს რწმუნებულები,

რომლებთანაც არანაირი ხელშეკრუ-ლებები არ არის დადებული გაზეთის გავრცელებასთან დაკავშირებით.

მოშლილია გაზეთის რეალიზაციის მექანიზმი, ვინაიდან არ არსებობს რე-ალიზებული, უკან დაბრუნებული გა-ზეთის ნომრების რაოდენობის შესახებ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია. აღნიშნულის გამო ვერ დგინდება რეალურად რეალიზებიდან მიღებული შემოსავლები.

2011 წელს დაბეჭდილი 65 800 ეგზემპლარიდან რეალიზებულია 31 628 ეგზემპლარი (48%). მიუხედავათ ამისა, არ მომხდარა გაზეთის ტირაჟის შემცირება და 2012 წელს დაბეჭდილი 64 500 ეგზემპლარიდან რეალიზებუ-ლია 11 500 ეგზემპლარი (18%) მაშინ, როდესაც ხარჯებში გაზეთის ბეჭვდის ფაქტიური ხარჯი 2011 წელს შეადგენ-და 18,3 ათას ლარს, 2012 წელს კი 17,4 ათას ლარს.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული გაზეთის წესდებიდან ირკვევა, რომ გაზეთის დაფუძნების საჭიროება გამოწვეულია: მუნიციპალიტეტის მო-სახლეობისათვის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის, აგრეთ-ვე მიმდინარე და სხვა სიახლეების გაცნობის მიზნით ბეჭდურ მედიაში ინფორმაციის განთავსებით. ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა აღნიშნული მომსახურების შესყიდვა, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებ-და ალტერნატიული მედია საშუალე-ბები, რაც შექმნიდა კონკურენციულ გარემოს და მუნიციპალიტეტს მის-ცემდა საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას.

შპს „ ხარაგაული 2011”-ს დაფუძნება და საქმიანობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 7 თებერვალს დაფუძნებულია შპს „ხა-რაგაული 2011“. წესდების მიხედვით მის ძირითად საქმიანობად განისაზღ-ვრა ავტოტრანსპორტით და ტრაქ-ტორებით მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. საზოგადოების კაპიტალი განისაზღვრა 4,5 ათასი ლარით. 2011 წლის 14 მარტს შპს-ს მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 118.3 ათასი ლარის ღირებულების 16 დასახელების სხვადასხვა ტექნი-კა, 2012 წლის აგვისტოს თვეში კი გზის გრეიდერი ღირებულებით 150.0 ათასი ლარი.

2011-2012 წლებში შპს „ხარაგაულ 2011“-ს მომსახურება გაწეულია აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, აგრეთვე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. წარმო-დგენილი ინფორმაციით, 2011 წლის შემოსავლებმა შეადგინა 56,5 ათასი ლარი, მიღებულია მოგება 1,0 ათასი ლარი. 2012 წელს შემოსავალი 18,2 ათასი ლარია, მიღებულია ზარალი 0,6 ათასი ლარი. შემოსავლის აღრიც-ხვა მოხდენილია საკასო მეთოდით. შემოსავალში არ არის აღრიცხული ამ პერიოდში გაწეული 8,5 ათასი ლარის მომსახურება, რომელიც ირიცხება დებიტორულ დავალიანებაში. შპს-ში კრედიტორული დავალიანება არ წარმოქმნილა, ზარალი გამოწვეულია ძირითად საშუალებებზე ცვეთის და-რიცხვით.

კერძო აუდიტორული ფირმების მიერ ჩატარებული აუდიტი

მუნიციპალიტეტში აუდიტორული ფირმების მიერ ჩატარებულია 2009-2011 წლების „წლიური ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და საბუღალტ-რო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება“. აუდიტო-რული ფირმების მიერ აუდიტორული დასკვნა არ არის მომზადებული და გაცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გამოვლენილია ზოგადი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები, რაზედაც მიცემულია ზოგადი რეკომენდაციები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურის, ხელოვნების და სპორტის სფეროს ა(ა)იპ-ების დაფინანსების (ხარჯების) 80-90% მოდის შრომის ანაზღაურებაზე.

ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში არ არის გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და შესრულება.

ამდენად, გაწეული ხარჯები ვერ უწყობს ხელს ამ სფეროების განვითარებას და ა(ა)იპ-ის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას.

მიზანშეწონილი იქნებოდა საინფორმაციო მომსახურების შესყიდვა, რაშიც მონაწილეობას მიიღებდა ალტერნატიული მედია საშუალებები.

ეს შექმნიდა კონკურენციულ გარემოს და მუნიციპალიტეტს მისცემდა საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას.

ა ( ა ) ი პ - ი „ ხ ა რ ა გ ა უ ლ დ ა ს უ ფ თ ა ვ ე ბ ა “ დ ა „ხარაგაულკეთილმოწყობ“-ის მიერ სუბსიდიის მოთხოვ-ნა წარდგენილია საფინანსო სამსახურში და შემდგომ ასახულია ბიუჯეტის პროექტში ისე, რომ არ არის დასაბუ-თებული მიღებული სუბსიდიით თუ რა სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რა პერიოდულობით, რა მოცულობით.

არც ხელშეკრულებით ან რაიმე ფორმითაა მიცემუ-ლი დავალება კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე.

ეს ა(ა)იპ-ები საქმიანობდა მისი წესდებით განსაზღ-ვრული ზოგადი სამუშაოების მიხედვით, თავისი შეხე-დულებისამებრ.

2011- 2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ისეთი ტერიტორიის (ცენტრალური საავტომობილო გზა) დასუფთავებაზე გასწია ხარჯი (39.8 ათასი ლარი), რომლის მოვლა-პატრონობაც სახელმწიფოს ევალება.

Page 7: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

7xtvb [fhfufekb5 ივლისი, 2013 წ.

1 დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბანი

ხარაგაულის რაიონის კულტურის ცენტრი

მის: სოლომონ მეფის ქუჩა #4ა. კიკნაძის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7,

8, 9, 10, 11, 11ა, 12, 13, 13ა, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19ა, 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 28, 30, 31, 32, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 53, 54, 57, 58, 59, 60, 62, 65, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 77, 79, 82, 170; ა. კიკნაძის 1-ლი ჩიხი 1, 3, 11; ა.კიკნაძის ქუჩის მე-2 შესახვევი 3, 5, 8, 16; სოლომონ მეფის ქუჩა 1, 2, 4 6, 7, 8, 9, 12, 13, 15, 16, 17, 18, 19, 19ბ, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 37, 38, 39, 39ა, 40, 43, 45, 47, 50, 51, 52, 53, 56, 56ა, 57, 58, 59, 60, 61, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 78, 80, 81, 82, 83, 85, 87, 88, 88ა, 89, 90, 91, 93, 95, 97, 99, 103, 105, 111, 113, 114, 115, 117, 121, 125, 129, 133, 135, 139, 149, 151, 156, 174; 1-ლი შესახ-ვევი 7; სოლომონ მეფის ქუჩის 1-ლი ჩიხი 2, 7; სოლომონ მეფის ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 2, 6; სოლომონ მეფის ქუჩის 1-ლი შესახვევი 7; სოლომონ მეფის ქუჩის მე-2 შესახვევი 6; სოლომონ მეფის ქუჩის მე-3 შესახვევი 4, 7, 12; სოლომონ მეფის ქუჩის მე-2 შესახვევი 6; 9 აპრილის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 28, 29, 31, 31ა, 33, 34, 35, 36, 37, 37ა, 38, 39, 40, 41, 43, 51, 52; 9 აპრილის ქუჩის 1-ლი შესახვევი 1, 4, 5, 6, 9, 10, 13, 15; 9 აპრილის ქუჩის მე-2 შესახვევი 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 15, 17; 9 აპრილის ქუჩის მე-3 შესახვევი 3, 5, 7, 8, 10, 12, 14, 17, 27; 9 აპრილის ქუჩის მე-4 შესახვევი 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13; 9 აპრილის ქუჩის მე-5 შესახვევი 5; 9 აპრილის ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 2, 4, 5, 6, 9, 10; 9 აპრილის ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 3, 5, 6, 7, 10, 11, 15, 17; 9 აპრილის ქუჩის მე-3 ჩიხი 1, 3, 5, 7, 8, 10, 12, 14, 27; 9 აპ-რილის ქუჩის მე-4 ჩიხი 3, 5, 6, 9, 10, 11, 12, 13; 9 აპრილის ქუჩის მე-5 ჩიხი 2, 5; 9 აპრილის ქუჩის მე-6 ჩიხი 3, 5; დეკანოსიძის ქუჩა 1, 3, 5, 7, 9, 11, 13, 15, 18, 19, 21, 27, 28, 33, 37, 39, 43, 45, 46, 49, 50, 51, 52, 53, 59, 61, 63, 64, 68, 69, 71, 75; დეკანოსიძის ქუჩის 1-ლი შესახვევი 4; დეკანოსიძის ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 2, 6; გალაქტიონის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 22, 24, 25, 28, 29, 30, 36, 39, 59; გალაქტიონის ქუჩის 1-ლი შესახვევი 3; გალაქტიონის ქუჩის მე-2 შესახვევი 1, 9; გალაქტიონის ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 3; გალაქტიონის ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 2, 5; თაბუკაშვილის ქუჩა 2, 3, 4, 6, 7, 8, 9, 10, 12, 14, 15, 17, 18, 19, 20, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 37, 38, 39, 40, 41 ,42, 46, 47, 48, 50, 52, 54, 59, 61, 62, 67, 70, 75; თაბუკაშვილის ქუჩის 1-ლი ჩიხი 5; აბაშიძის ქუჩა 2, 3, 7; აბაშიძის ქუჩის მე-2 შესახვევი 3, 7; თ. ჭიპაშვილის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 8, 9, 10 ,11, 13, 14, 15, 17, 18, 19; ბუაჩიძის ქუჩა 28, 29, 30, 33, 36;

№2 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანი

მექანიკური ქარხნის ადმინისტრა-ციული შენობა.

მის: ნიორაძის ქუჩა N#5ჭავჭავაძის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7,

8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 14, 15, 16, 21, 24, 34, 43, 55; ჭავჭავაძის ქუჩის 1-ლი შესახვევი 1, 3, 4, 5, 6, 9, 12, 13; ჭავჭავაძის ქუჩის მე-2 შესახვევი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 14, 16; ჭავჭავაძის ქუჩის მე-3 შესახვევი 1, 3, 6,7, 8; ჭავჭავაძის ქუჩის მე-4 შესახვევი 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 12, 14; ჭავჭავაძის ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; ჭავჭავაძის ქუჩის მე-2 ჩიხი 2, 7, 8, 10; ჭავჭავაძის ქუჩის მე-3 ჩიხი 4, 9; ჭავჭავაძის ქუჩის მე-4 ჩიხი 1, 3, 5, 6, 10; გრიშაშვილის ქუჩა 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 8, 9, 10, 011, 12, 12ა, 13, 14, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 20ა, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 31, 58; გრიშაშვილის ქუჩის 1-ლი შესახვევი 1, 6, 8; გურამიშვილის ქუჩა 1, 2, 4, 7, 8, 9, 10, 11, 12, 14, 15, 16, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 31, 33, 34,0 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 45, 47, 48, 49, 50, 51, 53, 56, 57,

60, 61, 64, 72, 75, 76, 78, 80 (80კ), 88; გურამიშვილის ქუჩის 1-ლი ჩიხი 5; ზ. გლუნჩაძის ქუჩა 1, 3, 4, 7, 11, 13, 15, 17, 21, 23, 25; წერეთლის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11,12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 30, 32, 33, 34, 36, 38, 40, 41, 57, 69; წერეთლის ქუჩის 1-ლი შესახვევი 1, 3, 4, 5, 7, 8, 9, 10, 14, 16, 19; წერეთლის ქუჩის მე-2 შესახვევი 1, 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 15, 16; წერეთლის ქუჩის მე-3 შესახვევი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 11, 14, 15, 17, 19, 61; წერეთლის ქუჩის მე-6 შესახვევი 14; წერეთლის ქუჩის 1-ლი ჩიხი 4, 5, 6, 14; ე. ჭიპაშვილის ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 23, 25, 27, 28, 31; ე. ჭიპაშვილის ქუჩის 1-ლი შესახვევი 3, 4; ე. ჭიპაშვილის ქუჩის მე-3 შესახვევი 3; ე. ჭიპაშვილის 1-ლი ჩიხი 1, 3; ნიორაძის ქუჩა (ყოფილი წერეთლის შეს) 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12, 16, 21, 22, 24, 94; ნიორაძის ქუჩის მე-5 შესახვევი 27; დევდარიანის ქუჩა 1, 2, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, 20, 23, 24, 27;

3 ბაზალეთის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობა მის: სოფ. ბაზალეთი.სოფ. ბაზალეთი – 1-ლი ქუჩა 1, 3,

4,6, 7, 8, 11, 12, 13, 15, 17, 23; 1-ლი ქუჩის 1-ლი ჩიხი 3; მე-2 ქუჩა 5; მე-3 ქუჩა 3, 6, 8, 10; მე-3 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 3; მე-4 ქუჩა 1, 5, 7,11; მე-4 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, მე-4 ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 6; მე-5 ქუჩა 2, 3, 5, 7; მე-5 ქუჩის მე-2 ჩიხი 4, 6, 8; მე-6 ქუჩის 1-ლი ჩიხი 7; მე-7 ქუჩა 1, 4; მე-8 ქუჩა 2, 3; მე-9 ქუჩა 4, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 21, 22, 23, 26, 28; მე-9 ქუჩის 1-ლი შესახვევი 1, 2, 3, 4; მე-9 ქუჩის 1-ლი ჩიხი 2; მე-9 ქუჩის მე-2 ჩიხი 1; მე-9 ქუჩის მე-3 ჩიხი 1; მე-10 ქუჩა 6; მე-10 ქუჩის 1-ლი შესახვევი 2, 4; მე-10 ქუჩის მე-3 ჩიხი 1; მე-12 ქუჩა 1, 4, 8, 10, 12; მე-13 ქუჩა 3; მე-14 ქუჩა 3; მე-15 ქუჩა 1, 2, 7; მე-16 ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 7, 9, 12, 13, 17, 21, 25, 29, 33, 37, 39, 41; მე-16 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 2; მე-16 ქუჩის მე-2 ჩიხი 3, 4, 6, 8, 10; მე-17 ქუჩა 2, 6, 7, 10; მე-17 ქუჩის 1-ლი შესახვევი 3; მე-17 ქუჩის 1-ლი ჩიხი 3; მე18 ქუჩა 2, 3; მე-19 ქუჩა 1, 2, 4, 7;

სოფ. ქროლი – 1-ლი ქუჩა 1, 2, 8; 1-ლი ქუჩის 1-ლი ჩიხი 2, 3, 7; 1-ლი ქუჩის მე-2 ჩიხი 3; 1-ლი ქუჩის მე-3 ჩიხი 6; მე-2 ქუჩა 2, 5, 6, 9, 11; მე-3 ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 7, 9, 13; მე-3 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; მე-4 ქუჩა 4, 5, 9, 10; მე-4 ქუჩის 1-ლი ჩიხი1, 3; მე-5 ქუჩა 5; მე-6 ქუჩა 2, 4; მე-7 ქუჩა 1;

სოფ. ღარიხევი – 1-ლი ქუჩა 2, 4; მე-2 ქუჩა 2, 5, 6, 7, 9; მე-2 ქუჩის

1-ლი ჩიხი 2, 4; მე-3 ქუჩა 1, 3, 8, 11, 13, 15, 23; მე-4 ქუჩა 3; მე-6 ქუჩა 2, 3; მე-7 ქუჩა 1, 3, 5; მე-9 ქუჩა 2, 4; მე-10 ქუჩა 4; მე-11 ქუჩა 6, 8; მე-12

ქუჩა 2, 4; მე-13 ქუჩა 5, 9; მე-14 ქუჩა 2, 3, 4, 6, 8; მე-15 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; მე-16 ქუჩა 2, 3, 6, 7, 8, 9, 11, 15; მე-16 ქუჩის 1-ლი ჩიხი 2; მე-16 ქუჩის მე-4 ჩიხი 1; მე-16 ქუჩის მე-5 ჩიხი 2,

4; მე-17 ქუჩა მე-18 ქუჩა 1, 2;სოფ. წიფი – 1-ლი ქუჩა 1, 3, 7;

მე-2 ქუჩა 2, 3, 5, 7, 10, 11, 13, 15, 17, 22; მე-2 ქუჩის 1-ლი ჩიხი 3, 5, 7; მე-2 ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 2; მე-3 ქუჩა 4, 6; მე-4 ქუჩა 1, 2, 4, 8;

4 ბორითის საარჩევნო უბანიკულტურის სახლის შენობამის: სოფელი ბორითი.სოფლები: ბორითი, ამაშუკეთი,

ერეთა.

5 მაქათუბნის საარჩევნო უბანიშასოფლო კლუბის შენობა.მის: სოფ. მაქათუბანი.სოფელი მაქათუბანი

6 საქასრიის საარჩევნო უბანივაშლევის საჯარო სკოლის შენობამის : სოფ. საქასრიასოფლები: ვაშლევი, საქასრია

7 უბისის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობამის: სოფ. უბისასოფ. უბისა

8 ვარძიის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობამის: სოფ. ვარძიასოფ. ვარძია

9 ვახანის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობამის: სოფ. ვახანი.სოფლები: ვახანი, ზედუბანი, სერ-

ბაისი

10 ზვარის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობა.მის: სოფ.ზვარე.სოფლები: ზვარე, ჩრდილი, ნუნისი

11 კიცხის საარჩევნო უბანისასოფლო კლუბის შენობა მის: სოფ. კიცხი

სოფ. კიცხი – 1-ლი ქუჩა 2, 4, 6, 8, 10, 12, 16, 18, 24, 27, 28, 29, 30, 32, 34, 36, 38; მე-2 ქუჩა 3, 5, 6, 7, 8, 9, 13, 15, 17; მე-3 ქუჩა 4,5, 7,8, 9, 11,

12, 13, 14, 16; მე-4 ქუჩა 3, 4, 10, 12; მე-4 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 3; მე-5 ქუჩა 2, 3, 5, 6, 7, 8, 11, 12, 15, 16, 18, 20, 24, 32, 34, 42; მე- 5 ქუჩის 1-ლი ჩიხი 2, 6; მე- 5 ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 2; მე- 5 ქუჩის მე-3 ჩიხი 2, 4; მე-6 ქუჩა 1, 2, 3, 4; მე-7 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; მე-8

ქუჩა 6, 12, 13, 17, 18, 19, 20, 23, 25, 26, 28, 30, 32, 34, 35, 36, 42, 45;

მე-8 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 2; მე-9 ქუჩა 2, 4; მე-10 ქუჩა 2, 4, 5, 6, 8, 11, 15, 17, 21, 23, 25, 27; მე-10 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; მე-2 ჩიხი 2; მე-3 ჩიხი 1, 2, 4; მე-11 ქუჩა 2, 3, 4, 7, 11; მე-12 ქუჩა 1, 2; მე-12 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; მე-13 ქუჩა 1, 3, 10, 12, 13, 15, 16, 18, 17, 19, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 29, 31, 33, 35, 37, 39, 45, 47, 49, 53, 55, 57, 59, 61; მე-13 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 2, 3; მე-13 ქუჩის მე-2 ჩიხი 3; მე-13 ქუჩის მე- ჩიხი 1, 2;მე-4 ჩიხი 1; მე-14 ქუჩა 1, 2, 3, 4, 8, 10, 12; 1-ლი ჩიხი 2;

მე-15 ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 7, 9, 11, 13; მე-16 ქუჩა 2, 4, 5, 6, 7, 11, 12, 14,

16, 18, 24, 26, 32, 34, 36, 1-ლი ჩიხი 3; მე-17 ქუცა 2, 4, 5, 6, 7; მე-18 ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 8, 11, 13, 15, 17, 21, 25, 32, 33, 47, 49, 51; მე-18 ქუჩის 1-ლი ჩიხი 2; მე-2 ჩიხი 2; მე-6 ჩიხი 1, 2, 6; მე-18 ქუჩის მე-7 ჩიხი 1; მე-19 ქუჩა

2, 5, 6; მე-19 ქუჩის მე-5 ჩიხი 3;მე-19 ქუჩის მე-6 ჩიხი 2, 3, 4; მე-20 ქუჩა 1, 3, 5, 6, 12, 13, 14, 15; მე-20 ქუჩის 1-ლი შესახვევი 3, 5; მე-20 ქუჩის

1-ლი ჩიხი 2, 4, 8; მე-20 ქუჩის 1-ლი ჩიხი 2, 4, 8; მე-2 ჩიხი 4, 8,; მე-20 ქუ-ჩის მე-4 ჩიხი 1; 21-ე ქუჩა 1, 2, 3, 5; 22-ე ქუჩა 2, 3, 4, 5, 8, 10, 12; 1-ლი ჩიხი 2; 23-ე ქუჩა 1, 2, 3, 6, 9; 24-ე

ქუჩა 2, 5; 24-ე ქუჩის 1-ლი ჩიხი 2, 3; 25-ე ქუჩა 1;

სოფ. ბორი

12 თეთრაწყაროს საარჩევნო უბანი

სასოფლო კლუბის შენობამის: სოფ.თეთრაწყაროსოფ. თეთრაწყარო

13 ლაშის საარჩევნო უბანილაშის ტერიტორიული ორგანოს

ადმინისტრაციული შენობამის: სოფ.ლაშესოფლები: ლაშე, ღვერკი, ლაშის

იგორეთი, ხემაღალი, უჩამეთი

14 ლეღვნის საარჩევნო უბანი

სასოფლო კლუბის შენობამის: სოფ. ლეღვანისოფ. ლეღვანი

15 მარელისის საარჩევნო უბანი

სასოფლო კლუბის შენობამის: სოფ. მარელისისოფ. მარელისი

16 დიდვაკის საარჩევნო უბანიმარელისის ყოფილი არასრული

საშუალო სკოლის შენობამის: სოფ. დიდვაკე სოფ. დიდვაკე, რკ. სადგ. მარელი-

სი, სოფ. პატარა სახვლარი

17 მოლითის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობა.მის: სოფ. მოლითისოფლები: მოლითი, ნებოძირი,

ანეულა, ბეჟათუბანი

18 დეისის საარჩევნო უბანიყოფილი მაღაზიის შენობამის: სოფ. დეისისოფ. დეისი

19 ქვების საარჩევნო უბანისასოფლო კლუბის შენობამის: სოფ. ქვებისოფლები: ქვები, ბაბი, ჭარტალი

20 ნადაბურის საარჩევნო უბანიგლეხური მეურნეობის შენობამის: სოფ. ნადაბურისოფლები: ნადაბური, გოლისი

21 სარგვეშის საარჩევნო უბანი

საჯარო სკოლის შენობამის: სოფ. სარგვეშისოფლები: სარგვეში, ხორითი,

მიროწმინდა, წითელხევი

22 საბის საარჩევნო უბანისასოფლო კლუბის შენობამის: სოფ. საბესოფ. საბე

23 საღანძილის საარჩევნო უბანი

საღანძილის ტერიტორიული ორგა-ნოს ადმინისტრაციული შენობა

მის: სოფ საღანძილესოფლები: საღანძილე, ზარანი

24 ვანის საარჩევნო უბანივანის ყოფილი არასრული საშუ-

ალო სკოლის შენობამის: სოფ. სხლითისოფლები: ვანი, სხლითი

25 ჩხერის საარჩევნო უბანიგლეხური მეურნეობის შენობამის: სოფ. ჩხერისოფ. ჩხერი – 1-ლი ქუჩა 1, 2, 4, 6, 7,

8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17, 18; 1-ლი ქუჩის 1-ლიჩიხი 1, 2; მე-2 ქუჩა 1, 2, 3, 4, 6, 8, 13, 16, 17; მე-3 ქუჩა 1, 2; მე-4 ქუჩა 1,2; მე-5 ქუჩა 2, 4; მე-6 ქუჩა 1; მე-7 ქუჩა 2, 4; მე-8 ქუჩა 3, 4, 5; მე-9 ქუჩა 2, 4; მე-9 ქუჩის 1-ლი ჩიხი 4; მე-10 ქუჩა 1, 2, 3, 9, 15, 17, 20; მე-11 ქუჩა 1; მე-12 ქუჩა 2, 4; მე-13 ქუჩა 1, 3, 5, 6, 8, 14, 16; მე-14 ქუჩა 1, 3; მე-15 ქუჩა 1, 2, 3, 4; მე-16 ქუჩა 1, 3; მე-17 ქუჩა 1, 2, 3; მე-17 ქუჩის შესახვევი 2; მე-18 ქუჩა 4, 7, 9; მე-19 ქუჩა 1, 2, 3, 4, 5, 6, 8; მე-20 ქუჩა 1, 2; 21-ე ქუჩა 1, 3; 21-ე ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 3; 21-ე ქუჩის მე-2 ჩიხი 1, 3; 22-ე ქუჩა 2, 3, 4, 7, 11; 23-ე ქუჩა 10, 12; 24-ე ქუჩა 1, 3, 5, 7,9;

26 ფარცხნალის საარჩევნო უბანი

დაწყებითი სკოლის შენობა.მის: საფ. ფარცხნალისოფლები: ფარცხნალი, ახალსო-

ფელი

27 ღორეშის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობამის: სოფ. ღორეშასოფ. ღორეშა

28 წიფის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობამის: სოფ. წიფასოფლები: წიფა, გოლათუბანი,

გუდათუბანი, ფონა

29 წყალაფორეთის საარჩევნო უბანი

საჯარო სკოლის შენობამის: სოფ. წყალაფორეთი

სოფ. წყალაფორეთი, ხონი, პატარა ვარძია, ჩალხაეთი, ლახუნდარა

30 ხევის საარჩევნო უბანისასოფლო კლუბის შენობამის: სოფ. ხევისოფლები: ხევი, გრიგალათი, წაქვა,

ციციქიური

31 ხიდრის საარჩევნო უბანიხიდრის ტერიტორიული ორგანოს

ადმინისტრაციული შენობამის: სოფ ხიდარისოფ. ხიდარი

32 ხუნევის საარჩევნო უბანისაჯარო სკოლის შენობამის: სოფ. ხუნევისოფ. ხუნევი

33 ვერტყვიჭალის საარჩევნო უბანი

საჯარო სკოლის შენობა.მის: სოფ, ვერტყვიჭალასოფლები: ვერტყვიჭალა, ვერტყ-

ვილა, ბჟინევი

34 ჯაფარეულის საარჩევნო უბანი

კერძო ბინა მის: სოფ. ჯაფარეულისოფ. ჯაფარეული – 1-ლი ქუჩა 1, 2,

3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12; 1-ლი ქუჩის 1-ლი ჩიხი 4, 6; მე-2 ქუჩა 2, 3, 4, 7, 11; მე-2 ქუჩის 1-ლი შესახვევი 3, 5; მე-2 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 3; მე-2 ქუჩის მე-2 ჩიხი 2; ; მე-2 ქუჩის მე-3 ჩიხი; მე-3 ქუჩა 1, 3, 4, 6, 7, 9, 11; მე-3 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1, 2, 4, 6; მე-4 ქუჩა 1, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12, 14, 16, 18; მე-4 ქუჩის 1-ლი ჩიხი 3; მე-5 ქუჩა 2, 3, 6, 8, 10, 12, 14, 18; მე-5 ქუჩის 1-ლი შესახვევი 2; მე-5 ქუჩის 1-ლი ჩიხი 1; მე-5 ქუჩის მე-2 ჩიხი 3; მე-5 ქუჩის მე-3 ჩიხი 2; მე-6 ქუჩა 1, 2, 4, 6;

35 საქარიქედის საარჩევნო უბანი

ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობა მის: სოფ. საქარიქედი

სოფლები: იგორეთი, საქარიქედი

36 ისლარის საარჩევნო უბანიკერძო ბინა მის: სოფ. ისლარისოფლები: ისლარი, ღუდუმექედი

37 გედსამანიის საარჩევნო უბანი

საჯარო სკოლის შენობა მის: სოფ. გედსამანიასოფ. გედსამანია

48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში შემავალი უბნები და მათი საზღვრები

Page 8: „ეს შენობა რომ გაიყიდოს ...2 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ. „არ შეგაწყენთ თავს იმაზე

8 xtvb [fhfufekb 5 ივლისი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

„არ დაემონო სიგარეტს, იყავი თავისუფალი,“ - ეს დევიზი აერთიანებ-დათ სოფელ ხევში შეკრებილ მოსწავ-ლეებს. მათ აქციას ხევის საჯარო სკო-ლის ქართული ენისა და ლიტერატუ-რის წრის ხელმძღვანელი ქალბატონი მადონა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მადონა მასწავლებელმა შე-მოიკრიბა ამ იდეით დაინტერესებული მოსწავლეები: რუსო ხაჩიძე, რომა, ტაკი, საბა, მარი გრიგალაშვილები, სოფო, ეკა შველიძეები, ბექა ჩხიტუნი-ძე, ივიკო, სოფო ტაბატაძეები, ლანა, ჟანა ლომიძეები, ლევან გორგაძე. გვსურდა, თამბაქოს მავნებლობის შესახებ კიდევ ერთხელ გვეცნობები-ნა საზოგადოებისთვის. მოვაწყვეთ ორიგინალური სასამართლო, სადაც

სიგარეტი „გავასამართლეთ.“ სასა-მართლოზე გადაწყდა, რომ სიგარეტი სამუდამოდ განიდევნება ხევის საჯარო სკოლიდან. დემონსტრაციულად დავწ-ვით მოსწავლეების მიერ შეგროვილი თამბაქო. ამის შემდეგ ჩვენი სკოლის წინ მოძრავი ავტომობილები გავა-ჩერეთ. მანქანაში მყოფთ სიგარეტის ნაცვლად შოკოლადის ჩანაცვლებას ვთხოვდით, რაზეც გაკვირვებულები ღიმილით გვთანხმდებოდნენ. ამ აქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში. მივესალმებით ჯანმრთელი ცხოვრების წესს. იმედია, ამის შემდეგ თამბაქო სა-მუდამოდ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან. ყველამ უნდა იცოდეს - მოწევა კლავს.

ივიკო ტაბატაძე

მივესალმებით ჯანმრთელი ცხოვრების წესს

დავით, მზია, გაიოზ, ნათელა, რო-ინი, ია ნანიტაშვილები ღრმა მწუხარე-ბას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ იზოლდა ოკრიბელაშვილს მეუღლის, თეა, ფიქრია, გვანცა ტალახაძეებს მამის

ნუგზარი (ტიტიკო) ტალახაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექ-ნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის მასწავლებელს ზურაბ ტალახაძეს დედასავით მზრუნველი, უაღრესად მოამაგე, პატივისმცემელი და საყვარელი მამიდის

მარო (მარუსა) ტალახაძისგარდაცვალების გამო.

სოლომონ მეფის ქ. #56 (ა) კორპუს-ში მცხოვრები უახლოესი მეზობლები თანაუგრძნობენ ინეზა ოქრომჭედლი-ძეს ძმის, ღუტო ღონღაძეს ცოლისძმის

რემიკო ოქრომჭედლიძისგარდაცვალების გამო.

იური, რეზო, გიზო, ქეთინო კვან-ტრიშვილები თავიანთი ოჯახებით თანაუგრძნობენ იზოლდა ოკრიბე-ლაშვილს მეუღლის, თეა, ფიქრია და გვანცა ტალახაძეებს მამის

ტიტიკო (ნუგზარ) ტალახაძისგარდაცვალების გამო.

ბორის საჯარო სკოლის თანამშრომ-ლები თანაუგრძნობენ ია ხიჯაკაძეს ბიძის

ლევან ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო.

დავით და თინა ლურსმანაშვილე-ბი შვილებითა და შვილიშვილებით ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ იზო ღონღაძეს და განსვენებულის ოჯახს უსაყვარლესი ადამიანის

მალხაზ ღონღაძის გარდაცვალების გამო. ღმერთმა

ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს იმქვეყნად.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რე-დაქცია მწუხარებით იზიარებს აკაკი ჩხიკვაძის დიდ ტკივილს შვილის

დოდო ჩხიკვაძე-კვაშილავასგარდაცვალების გამო. ღმერთმა

სასუფეველი დაუმკვიდროს ქალბა-ტონი დოდოს სულს.

ჩემს აღმზრდელ პედაგოგს, ნინო გურეშიძეს და ზურიკო ჭი-პაშვილს ვულოცავ შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებ პატარა ლაშა-გიორგის ღვთის წყალობას და სასახელო ვაჟკაცად აღზრდას.

მარიამ მაქაძე

ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მამი-დას მაია ალავიძეს შვილიშვილის, მარიამ მაღრაძის, დაბადებას და მამიდაშვილ ეკო მაღრაძეს - დაბადების დღეს. ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, ღვთის წყალობას და ბედნიერ დღეთა სიმრავლეს.

ანა, სოფო, სალო, ნოდარიკო ალავიძეები

ვულოცავთ ზვარის საჯარო სკოლის თანამშრომელს ნათია ტალახაძეს ბედნიერებას.

ვუსურვებთ ახალშეუღლებულ წყვილს - ნათია ტალახაძესა და სულიკო სარალიძეს ნამდვილი ქართული ოჯახის შექმნას, ულევ სი-ხარულსა და შვილთა სიმრავლეს.

ზვარის სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავ დაბადების დღეს საყვარელ ნათლიას ბესიკ ჩუბი-ნიძეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ბედნიერებას თავის ლამაზ ოჯახთან და მშობ-ლებთან ერთად. გფარავდეს უფლის კალთა.დიდი სიყვარულით ნათლული

გიგი გაბუნია

ვულოცავთ 60 წლის იუბილეს ძვირფას მეგობარს, საუკეთესო პიროვნებას, მაღალი დონის პროფესიონალს, სცენაზე და-უვიწყარი სახეების შემქმნელ ლუიზა კიკნაძეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, გახარებას თავის ოჯახთან ერთად და ღვთის ულევ წყალობას.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო

თეატრის დასი

დაბადების დღეს ვულოცავთ თამარ სხილაძეს. ვუსურვებთ ოჯახურ ბედნიერებას თავის ქმარ-შვილთან ერთად.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები

ვულოცავთ ქორწინებას სოფო ჭიპაშვილს. ვუსურვებთ სოფოს და ჯანოს ულევ სიხარულს, სიყვარულს ლამაზ მომავალს, ბედნიერ დღეთა სიმრავლეს და უფლის წყალობას.

მეგობრები

ვულოცავთ სოფო ჭიპაშვილს ოჯახის შექმნას.

ახალშეუღლებულ წყვილს - სოფოსა და ჯანოს ვუსურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, შვილთა სიმრავლესა და უფლის შემწე-ობას.

ზაზა ლომიძე ოჯახით

დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა მეოთხე ჩიხი #1 (ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე) ფუნქციონიერება დაიწყო სამშენებლო ბლოკის დამამზადებელმა საამქრომ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის სამშენებლო ბლოკი ზომა 40X20X20 სმ. სურვილის შემთხვევაში შესაძ-ლებელია ადგილზე მიტანა. ფასი ერთი ლარი.

ტელ.: 577 33 07 34; 555 100 371 კახაბერ ბოგვერაძე.

პირველად ხარაგაულში

რამდენიმე დღის წინ მეუღ-ლე გამიხდა ავად. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ბრიგადა ძალიან მალე მოვიდა. მინდა მადლობა ვუთხრა გულისხმიერ ექიმ ირინა ბიბიჩაძეს, ექთან ეთერი მაღრაძეს, მძღოლ ელდარ ბერა-ძეს ჩვენდამი გამოჩენილი ყურად-ღებისათვის. აქვე მადლიერებით მინდა მოვიხსენიო საავადმყოფოს ექთანი ცირა გლუნჩაძე. ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები.

ლილი ვეფხვაძესოფ. დიდვაკე

დედა - რა ტკბილი და საყვა-რელია ეს სიტყვა. დედა - ოჯახის ბურჯი და სოცოცხლის გამგრ-ძელებელი. დედის სიყვარულმა არ იცის ზღუდე და დაბრკოლება. არავინაა დედაზე უფრო გულ-თამხილველი. დედასა და შვილს

შორის გაბმულია რაღაც უხილა-ვი ძაფები. დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო, - უთქვამთ ძველად და მართალიცაა.

5 ივლისს 82 წელი შეგის-რულდება. უშენოდ ვხვდებით ამ დღეს, რომელსაც თან ახლავს უზომო სევდა და ტკივილი. ძალიან გვენატრები. გვენატრება შენთან გატარებული თითოეული წუთი. სასტიკმა ბედისწერამ 53 წლის ასაკში ნაადრევად დაგვაშორა. უშენოდ ვაგრძელებთ ცხოვრე-ბას. არადა, რა ბედნიერები და ძლიერები ვიქნებოდით, შენც რომ ჩვენთან ერთად გეცხოვრა. ძალიან დიდი ჯავრი გაგყვა, რომ უმცროსი შვილი არ გყავდა და-ოჯახებული. დღეს ციცინო ორი ვაჟკაცის დედაა. შენი გაზრდილი შვილიშვილები - ნატო და დათო დაოჯახდნენ. საამაყო იქნებოდა შენთვის მათი ოჯახების და შვი-ლების ცქერა. წელს ჯემალიკო

უმაღლესი სასწავლებლის კარებს შეაღებს. ვიცი, ბედნიერი იქნებოდი შენი შვილიშვილების წარმატებე-ბით, რაც არ დაგცალდა.

იყავი უბრალო, უზომო სიკე-თით, სითბოთი აღსავსე, სხვისი ტკივილის გათავისება იყო შენი ცხოვრების დედააზრი. ამბობენ, ადამიანი მაშინ კვდება, როცა მისი ხსოვნა დავიწყებას მიეცემაო, მაგრამ შენი კარგი ქალობით, კეთილშობილებით უკვდავება დაიმკვიდრე ყველა იმ ადამიანის გულში, ვისთანაც კი ურთიერთობა გქონია.

ჩემო დედა, შენი დაბადების დღეს მოვალთ შენს საფლავზე შენი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. მოგიტანთ ყვა-ვილებს, აგინთებთ სანთლებს დ კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს შენი სულის ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებას. ნათელი ეფინოს შენს ლამაზ სულს. სანთელ-საკმე-ველი გინათებდეს გზას მარადიულ სასუფეველში.

შვილები: ცისანა და ციცინო კაციტაძეები

ჩვენო ძვირფასო ბატონო აკაკი, გითანაგრძნობთ თქვენი უსაყ-ვარლესი ქალიშვილის გარდა-ცვალების გამო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა. როცა ბუნებრივი კანონზომიერება ირ-ღვევა, ეს ტრაგედიაა. უფალი განსაცდელის ჟამს გაძლებისა და ატანის უნარსაც აძლევს ადამიანს, თუმცა თქვენ შესაშურად ქედმოუხ-რელი ხვდებით განსაცდელს.

უდროოდ, მაგრამ ვალმოხდილი წავიდა ქალბატონი დოდო ამ ქვეყ-ნიდან. სამი ვაჟკაცი აჩუქა მეუღლეს, ოჯახს, გვარს, სამშობლოს; იმ სამ-

შობლოს, ამ ბოლო დროს ძალიან რომ გაუფერულდა ამ სიტყვის მნიშვ-ნელობა. დატოვა სამი მემკვიდრე, სამი ძლიერი ოჯახი და მშვიდად გაემგზავრა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. დატოვა საყვარელი მეუღლე და დაგტოვათ თქვენ დიდი მოუშუშებელი ტკივილით. უფალმა შეგაძლებინოთ ამ ტკივილით დამ-ძიმებულს ქვეყნად სიარული.

ღმერთმა სასუფეველი დაუმკ-ვიდროს ღირსეულ ქალბატონს მარადისობაში.

ბორის საჯარო სკოლის კოლექტივი

დოდო ჩხიკვაძე-კვაშილავას

კიდევ ერთხელ თენდება ტკივი-ლიანი და სევდიანი 6 ივლისი - შენი დაბადების დღე, შვილო!

უბედურ ვარსკვლავზე მოევლინე ქვეყნიერებას. ძალზედ ცოტა წლები გამოიმეტა შენთვის არსთაგამრიგემ. ალბათ ამას შინაგანად გრძნობდი და ამიტომ გიყვარდა მოჭარბებული მხიარულება, სიცილი, ხუმრობა, სიმ-ღერა, თითქოს ასწრებდი ყველაფერს, თითქოს სადღაც გეჩქარებოდა...

მეგონა სამხედრო სამსახურიდან დადინჯებული და დავაჟკაცებული დაგვიბრუნდებოდი, ოჯახს შექმნიდი, გაამხიარულებდი კერიას, მაგრამ სამშობლოს და ოჯახს მონატრებულ-მა დაასრულე ხანმოკლე სიცოცხლე, სამშობლოს ვალის მოსახდელად წახ-ვედი, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება აღარ გეწერა.

სანამ ნანი ცოცხალი გვყავდა, ვი-ტანდით ტკივილებს, თითქოს მასზე და

მის ოჯახზე გადაგვქონდა მზუნველობა, მაგრამ ნანიმ დიდხანს ვერ გაუძლო უშენობას, თქვენ ხომ განსაკუთრებული და-ძმა იყავით და შენი ბედი გაიზი-არა. მანაც ძალიან ახალგაზრდამ და სიცოცხლეზე შეყვარებულმა დატოვა წუთისოფელი.

მამათქვენი თანდათან გაილია დარდით, თანდათან დადნა და მოურ-ჩენელი სენი შეეყარა. ახლა ისიც თქვენთანაა. მხოლოდ მე დავრჩი ამ ცოდვილ მიწაზე გაუსაძლისი დარდე-ბით შეპყრობილი.

სიცოცხლე გრძელდება თქვენს კერიაზე. ნანის შვილები და შვილიშ-ვილები ახმიანებენ არემარეს, თქვენს ფუძეს, მაგრამ მე, ორი შვილის დამ-კარგავ დედას, რა გამახარებს, რა მანუგეშებს. თქვენ იყავით ჩემი ნუგეშიც და სიხარულიც. მამათქვენიც თან წაიყ-ვანეთ. კეთილი შურით მშურს, რომ ერთად ხართ, ერთმანეთს ეფერებით, ტკივილებს უმსუბუქებთ, მე კი უთქ-ვენობა მტანჯავს.

უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები. აქეთ დალოცეთ ნანის შთამო-მავლობა. მე კი თქვენთან შეხვედრაზე ვოცნებობ.

ნათელში იყავი ნოდარ, ჩემო გაუხა-რელო შვილო, გილოცავ დაბადების დღეს!

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფე-ველი!

ლიანა ხიჯაკაძე-ღამბარაშვილი

ნოდარ ღამბარაშვილის ხსოვნას

ქირავდება მიცვალებულის ჩასასვენებელი მაცივარი. დაგვიკავ-შირდით შემდეგ ნომრებზე:

599 93 08 87, 595 37 51 34 იკითხეთ მაია

დაბადების დღეს გილოცავ, დედა რუსიკო ტაბატაძის გახსენება

მადლობა გულისხმიერ ექიმებს