CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული...

13
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #4 ივნისი/ივლისი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება მიმდინარეობს პროექტ ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN)- ის ფარგლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს. ექვსივე სამიზნე მუნიციპალიტეტში შეიკრიბა სამუშაო ჯგუფები, რომლის წევრებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მეორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრები 6 თვის განმავლობაში თვეში მინიმუმ ორჯერ შეიკრიბებიან და ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავებაზე იმუშავებენ. ჯგუფები შერეული ტიპის არის და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესი, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ,,ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება არის პირველი ეტაპი. ჯგუფის წევრები გაეცნენ მთლიანად პროცესს, როგორ იქნება შემუშავებული ეს გეგმები, რა არის მათი როლი ამ პროცესში, რა არის კონსულტანტებისა და პარტნიორების როლი. შემდეგი ეტაპისთვის უკვე მათ ექნებათ მოპოვებული ინფორმაცია საკუთარი მუნიციპალიტეტის პროფილის ჩამოსაყალიბელად, რაც იქნება გეგმის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი“,_აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ნინო ჩიტორელიძემ. პროექტი ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) 3 წლიანი ინიციატივაა და მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CiDA) და სომხეთში ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი“ (CARD).

description

ყოველი თვის დასაწყისში CiDA საკუთარ პარტნიორებსა და მომხმარებლებს ელექტრონული ფორმატით – ბიულეტენის სახით აწვდის ინფორმაციას გასული თვის საქმიანობის შესახებ. ბიულეტენების ელექტორნული ვერსიები ატვირთულია მისამართზე www.cida.ge

Transcript of CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული...

Page 1: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#4 ივნისი/ივლისი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება მიმდინარეობს

პროექტ ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN)- ის ფარგლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს. ექვსივე სამიზნე მუნიციპალიტეტში შეიკრიბა სამუშაო ჯგუფები, რომლის წევრებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მეორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრები 6 თვის განმავლობაში თვეში მინიმუმ ორჯერ შეიკრიბებიან და ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავებაზე იმუშავებენ. ჯგუფები შერეული ტიპის არის და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესი, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.

,,ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება არის პირველი ეტაპი. ჯგუფის წევრები გაეცნენ მთლიანად პროცესს, როგორ იქნება შემუშავებული ეს გეგმები, რა არის მათი როლი ამ პროცესში, რა არის კონსულტანტებისა და პარტნიორების როლი. შემდეგი ეტაპისთვის უკვე მათ ექნებათ მოპოვებული ინფორმაცია საკუთარი მუნიციპალიტეტის პროფილის ჩამოსაყალიბელად, რაც იქნება გეგმის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი“,_აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ნინო ჩიტორელიძემ.

პროექტი ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) 3 წლიანი ინიციატივაა და მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CiDA) და სომხეთში ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი“ (CARD).

Page 2: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

CiDA სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელის შექმნის იდეის ირგვლივ დისკუსიებს მართავს

28 ივნისს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ოფისში ქვემო ქართლის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. CiDA–ს დირექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სექტორის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანმა ახალი იდეის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელის შექმნას გულისხმობს.

,,ქსელი შეიქმნება საქართველოს მასშტაბით, მიზანი იქნება ის, რომ გაძლიერდეს კავშირი მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

და ამ ორგანიზაციებს მიეცეთ შესაძლებლობა, კვალიფიციურად და ხარისხიანად მოახდინონ მოსახლეობაში არსებული პრობლემების ლობირება და ადვოკატირება გადაწყვეტილებების მიღების დონეზე“,-განაცხადა ,,დეილი ნიუსთან“ CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

საერთო ქსელის შექმნის იდეას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.,,საინტერესო იდეაა გამომდინარე იქედან, რომ სექტორი გაერთიანდეს, ამავდროულად საკმაოდ ინოვაციურია.

საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა და ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობ, ბევრი ორგანიზაცია შეუერთდება და პატარა არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ იმის შესაძლებლობა,რომ რაღაც დოზით გაუტოლდნენ დიდ ორგანიზაციებს და ითანამშრომლონ მათთან“,-აღნიშნა ,,შემოქმედებითი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დემეტრე სამყურაშვილმა.

რუსთავის გარდა მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა ახალციხესა და გორში. მომავალ კვირას კი აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან გაიმართება.

შეხვედრები სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.

პროექტი ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური

რესურსებით.თელავის შემდეგ შეხვედრა-დისკუსია

31 მაისს რუსთავში CiDA-ს საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის არასამთავრობო

ორგანიზაციებისა და ადგილობრივი

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

შედგა.

,,შეხვედრა ნამდვილად საინტერესო იყო, დონორის მხრიდან კრიტიკულად მოწოდებული ინფორმაცია ანუ სურვილი რეალურად მოერგოს საზოგადოების მოთხოვნილებას, კონსულტაციები გაიაროს ბენეფიციარებთან მანამ, ვიდრე დაგეგმავს აქტივობებს და ამავე დროს გამოიყენოს ყველა რესურსი იმისათვის,

რომ ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია რეგიონისთვის და ამით გააუმჯობესოს გარემო, არის ძალიან კარგი პრეცენდენტი და ვფიქრობ, რომ იქნება შედეგიანი“, განაცხადა რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენელმა ნატო მოლოდინმა.კამპანია ,,უფლება გაქვს იცოდე“ ივნისის ბოლოს დასრულდება. შეხვედრები სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

Page 3: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები საზოგადოებრივად

სასარგებლო საქმიანობებს ახორციელებენ

პროექტს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებისთვის სასარგებლო

საქმიანობებში ჩართვა ხდება, ტარდება ტრენინგები, სპორტული ღონისძიებები და სხვა სახის საქმიანობები იგეგმება.

14 ივნისს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ეკოლოგიური აქცია გაიმართა. აქცია პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“-ს ფარგლებში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“-ს (CiDA) ინიციატივითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, აგრეთვე რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა განახორციელეს, კერძოდ მოედანზე მცენარეული საფარი გაკრიჭეს, ბალახი გათიბეს, ხეებს გამხმარი ტოტები შეაჭრეს და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ეკოლოგიურ აქციაში კანონთან წინააღმდეგობაში არმყოფი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. აქციის მიზანი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის პარალელურად არასრულწლოვნების მიერ მცენარეთა მოვლის პრაქტიკული უნარების დაუფლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო.

29 ივნისს რუსთავში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე სკვერში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ორგანიზებითა და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, აგრეთვე რუსთავის მერიის მხარდაჭერით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა განხორციელდა. არასრულწლოვნებმა იუსტიციის სახლის უკან მდებარე სკვერის ტერიტორია ბალახისგან გაწმინდეს და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციაში არასრულწლოვანთა ის თანატოლებიც ჩაებნენ, რომლებიც კანონთან წინააღმდეგობაში არ არიან. ,,აქცია გარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობისა, მიზნად ისახავს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობას და პრაქტიკული უნარების გადაცემას“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ზურაბ მუხურაძემ. მსგავსი აქტივობები რუსთავში უკვე მეორე თვეა ხორციელება.

Page 4: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

იურიდიული დახმარების ბიუროები და არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობას იწყებენ

CiDA-ს პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმების და იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“ ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ, იურიდიული დახმარების თემაზე ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც იურიდიული დახმარების სფეროში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ხელმომწერმა მხარეებმა ინფორმაციის გაცვლისა და პრაქტიკის გაზიარების ვალდებულება აიღეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მემორანდუმის ე.წ. რეფერალური მექანიზმის ამოქმედებას

ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ურთიერთშემავსებელი სერვისების მქონე ორგანიზაციები ბენეფიციარებს ერთმანეთთან გადაამისამართებენ, თუკი სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება თავად არ ექნებათ.

ამ მემორანდუმის გამოძახილია ის რეგიონული შეხვედრები, რომლებიც ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოში იურიდიული სამსახურის ბიუროებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმართება..

პირველი შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც - უფასო იურიდიული დახმარების კახეთის ბიუროსა და კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფასო იურიდიულ დახმარებაში ამ ორი სექტორის ურთიერთობა. დღეს არ მოიძებნება ორგანიზაცია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება უფასო იურიდიული დახმარების სერვისი ყველა სფეროში და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განახორციელოს. უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, სასამართლოში წარმომადგენლობას, მხოლოდ სისხლი სამართლის საქმეებზე უზრუნველყოფს. დანარჩენ შემთხვევებში ბენეფიციარებს, კონსულტაციითა და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენით ეხმარება. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი, ცალკეული პროექტების ფარგლებში, ხელეწიფებათ ბენეფიციარები დაიცვან სასამართლოში, მათ შორის სამოქალაქო საქმეებზე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო ურთიერთობა, რათა მათი დახმარებით უფრო მეტი ბენეფიციარი დაცვა განხორციელდეს.“-აცხადებს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) დირექტორი ზვიად დევდარიანი.

თელავის შემდეგ იურიდიული დახმარების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა გორში ჩატარდა. შეხვედრა ორ მხარეს შორის კოორდინაციის დამყარებას, თანამშრომლობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას ისახავდა მიზნად.

,,ამ შეხვედრებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიუროებსა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას, რის შედეგადაც ორივე მხარეს აქვს სრული ინფორმაცია სფეროში მიმდინარე საქიანობის შესახებ.“- აცხადებს პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმების და იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“ იურისტი ზურაბ მუხურაძე. ამგვარი ღონისძიებები CiDA -სა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ახალციხეში, რუსთავსა და მცხეთაშიც გიმართა.

Page 5: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სპორტული ღონისძიება ჩატარდა

11 ივნისს, პროექტის ,,საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში, კანონთან

კონფლიქტში მყოფი რუსთაველი არასრულწლოვნები თბილისის 35–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფეხბურთში შეეჯიბრნენ. სპორტული შეჯიბრება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ორგანიზებითა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, აგრეთვე 35–ე საჯარო სკოლის დირექციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად.

,,მონაწილეობდნენ ის არასრულწლოვნები, რომლებმაც პროექტის მიმდინარეობისას თავი გამოიჩინეს საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობით.

შეხვედრა წარმატებული იყო, კანონტან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვნებმა ერთი შეჯიბრი წააგეს, მეორე მოიგეს და საკმაოდ კმაყოფილები არიან“, -განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ზურაბ მუხურაძემ.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების 35–ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ინიციატივა თავად სკოლის დირექტორს აჩი არველაძეს ეკუთვნის, რომელიც არასრულწლოვნებს თამაშამდე რუსთავში პირადად შეხვდა და მათ საკუთარი მიღწევებისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

პროექტს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობებში ჩართვა ხდება, ტარდება ტრენინგები, სპორტული ღონისძიებები და სხვა სახის საქმიანობები იგეგმება.

,,ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ ფარგლებში CiDA–ს ტრენერები ტრენინგებს ატარებენ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის ,,ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ ფარგლებში CiDA–ს ტრენერები შორენა კოჭლამაზაშვილი და დავით თარიმანიშვილი მცირე ბიზნესის დაგეგმარების საკითხებზე ტრენინგებს ატარებენ.

ტრენინგი უკვე ჩატარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ფერმერი ქალბატონებისთვის.,,ავუხსენით რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის დაგეგმარებას იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შემოსავალი და

როგორ გავხადოთ ბიზნესი მომგებიანი“, _აღნიშნა CiDA–ს ტრენერმა შორენა კოჭლამაზაშვილმა.გარდა აღნიშნული საკითხებისა, ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ხარჯებზე, რომელსაც ფერმერები აქამდე

არ ითვალისწინებდნენ.თეთრიწყაროს შემდეგ ტრენინგები ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ჩატარდება. ,,ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ არის 4-წლიანი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს

საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და კონკურენციის ზრდას ბიზნესის სფეროში. პროექტი ქართულ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოებს კონკურენტუნარიანობი

Page 6: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

CiDA –ში საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობის შესაძლო ალტერნატივები განიხილეს

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ოფისში, საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის შესაძლო ალტერნატივები განიხილეს.

ფორუმს რუსთავისა და გარდაბნის სამოქალაქო ორგანიზაციების, რუსთავის თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიებიც, თუმცა არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა.

ფორუმის მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის მიზნები და ამოცანები, ადმინისტრაციული მოწყობის პრინციპები, საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი და მოდელები, კერძოდ სამი მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს.

,,ასეთი ფორმატით შეხვედრის ჩატარება არის ნოვაცია. განვიხილეთ სავარაუდო სამი მოდელი, რომელიც მუშავდება ხელისუფლების წრეებში და რომლიდანაც ერთ–ერთი მათგანი დაინერგება საქართველოში, ვიმსჯელეთ ყველა მოდელზე, გავაანალიზეთ დადებითი და ურყოფითი მხარეები”, -განაცხადა CiDA–ს წარმომადგენელმა რევაზ ბარბაქაძემ.

მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება, რის შემდეგაც გაკეთდება დასკვნა, რომელიც გადაეგზავნება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას.

ფორუმი სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი” ფარგლებში იყო ორგანიზებული.

Page 7: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

გაეროს ახალგაზრდულმა ელჩმა ეროვნული ტური რუსთავიდან დაიწყო

გაეროს ახალგაზრდულმა ელჩმა საქართველოში ეროვნული ტური რუსთავიდან დაიწყო. ტურის ფარგლებში 23 ივლისს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოში (CiDA) გაეროს ახალგაზრდული ელჩი გიორგი ჭეხანი ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჭეხანმა მათ პროექტის მიზანი გააცნო და ის საკითხები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება მუშაობის დროს.

,,შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდებთან მუშაობს, გაგვეცნო პროგრამა ,,საქართველოს ახალგაზრდული ელჩი“. ეს პროგრამა საქართველოს ახალგაზრდების ინტერესების წარმოჩენას შეუწყობს ხელს არა მარტო ეროვნულ დონეზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები, განათლება, დასაქმება, ახალგაზრდების ჩართულობა, ახალგაზრდა ქალების და გოგონების უფლებები, უმცირესობების საკითხები, ჯანდაცვა, გარემოს გაცვა, ასევე კონქლიქტების შედეგად დაზარალებული აზალგაზრდების უფლებების დაცვა“, - აღნიშნა გიორგი ჭეხანმა.

გიორგი ჭეხანმა ეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან უმცირესობების პრობლემები მოისმინა ჯანდაცვის, განათლების, აგრეთვე საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.

,,ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ და მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს დაემთხვა ეს ყველაფერი, დავგეგმეთ მომავალში

საინტერესო ღონისძიებები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გენდერის თემა და ახლა ერთობლივად ვგეგმავთ უკვე განხორციელებული პროექტის გაძლიერებას“, -განაცხადა ,,კეთილი ნების მისია-მისიონერების“ ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ.

საქართველოს ახალგაზრდული ელჩი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს მოივლის, შეხვდება ახალგაზრდებსა და ეთნიკური ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ოქტომბერში კი ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ინტერესებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს.

შეხვედრა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.

პროექტი ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

Page 8: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები პროექტების წერას სწავლობენ

17–18 ივლისს რუსთავში, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ოფისში, სააგენტოს ორგანიზებითა და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგის თემა პროექტის მომზადება იყო.

,,მონაწილეები იღებენ ინფორმაციას და უნარ–ჩვევებს, რომლის შედეგადაც შეძლებენ დამოუკიდებლად დაწერონ საზოგადოებისთვის სასარგებლო რამდენიმე პროექტი. გამარჯვებული 2 პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება უმოკლეს დროში. ტრენინგის შედეგად ახალგაზრდები შეძლებენ დაინახონ საზოგადოებისთვის საჭირო საკითხები, გამოკვეთონ პრობლემები და დამოუკიდებლად იზრუნონ მათ მოგვარებაზე“,_განაცხადა მოწვეულმა ტრენერმა ცირა თავშავაძემ.

ტრენინგს კანონთან კონფლიქტში არმყოფი ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ.

,,პროექტზე მიმუშავია. შარშან გავაკეთე ბავშვთა დაცვის თემაზე, ძალიან საინტერესო იყო, გარკვეული გამოცდილება მივიღე, მაგრამ ეს ტრენინგი კიდევ უფრო დამეხმარება ცოდნის შეძენაში“,_აღნიშნა მარიამ იაკობიშვილმა.

ტრენინგი პროექტს ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას. არასრულწლოვნებს ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ პიროვნული განვითარების საკითხებზე.

პროექტს ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ახორციელებს.

Page 9: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

ორგანიზაციული განვითარებისთვის CiDA აქტიურ მუშაობას აგრძელებს

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CiDA), ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის ფარგლებში, საქმიანობას აგრძელებს. საბაზისო რეპორტებისა და რეკომენდაციების შემდეგ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის შეფასებას ისახავდა მიზნად, ორგანიზაციამ კონსულტანტები აიყვანა.

,,ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ფინანსური მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, კომუნიკაციის, სტრატეგიული დაგეგმარებისა და პროგრამების მენეჯმენტის მიმართულებით. საქმიანობის ნაწილს აქვს საექსპერტო მუშაობის სახე. ექსპერტების მიერ ხორციელდება შიდა შეფასების პროცესი, თანამშრომლებთან გასაუბრება და ამის საფუძველზე, თითოეული მათგანი მოამზადებს კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც დაინერგება CiDA–ში. გამონაკლისია უნარების განვითარების აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მართვის აკადემიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯეჯელავა სიდას თანამშრომლების შეისწავლის პროექტების მართვას“,-აღნიშნა CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სიდას წესდება შეიცვლება და ის უფრო დახვეწილი იქნება, ასევე მომზადდება უკეთესი შიდა რეგულაციები და დებულებები, რომლებიც დაეხმარება ორგანიზაციას სხვადასხვა ოპერაციების მაღალი სტანდარტებით განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი პროდუქტი იქნება CiDA–ს ორგანიზაციული განვითარების 3–წლიანი ხედვა და ერთწლიანი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლიდან ამუშავდება.

ს ა მ უ შ ა ო ე ბ ი სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ყველა აღნიშნულ სიახლეს პარტნიორები და დაინტერესებული საზოგადოება გაეცნობა.

CiDA-ს დიაგნოსტირებაზე მუშაობა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო.

სიდას ორგანიზაციული განვითარების კომპონენტი დაფინანსებულია შევედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) ფინანსური სახსრებით.

Page 10: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ,,არტ–გენი 2012“–ზე იმყოფებოდნენ

,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA)–ს ინიციატივითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის 25 ივლისს ღონისძიება მოეწყო. არასრულწლოვნები ფესტივალ ,,არტ–გენი 2012“–ს ორგანიზებაში მიიღებენ მონაწილეობას. ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა გაიმართა, შემდეგ კი პანკისის, თუშეთის, ლეჩხუმისა და სვანეთის შემოქმედებითი ჯგუფები გამოვიდნენ, პროგრამა რუსთავის ჯგუფ ,,რეგიონის“ და ,,Kilema“–ს კონცერტით დასრულდა.

,,დღევანდელ პროგრამას დაესწრნენ კანონთან კოფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები. გარდა იმისა, რომ ეს არის მათთვის კულტურული ღონისძიება, ბავშვებს გარკვეული წვლილიც შეაქვთ, ეხმარებიან შემოქმედებით ჯგუფებს სამზადისში, ანუ უშაუალოდ ერთვებიან პროცესში და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას ახორციელებენ“,- აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, სიდას წარმომადგენელმა ნინო შოშიაშვილმა.

ღონისძიება პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და პიროვნულ

განვითარებას. პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, სპორტული ღონისძიებები და სხვადასხვა სახის აქტივობები.

პროექტს ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით სიდა ახორციელებს.

Page 11: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

რუსთავში საარჩევნო ვებ–პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ოფისში საარჩევნო ვებ–პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ქვემო ქართლის არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური

პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.,,ეს არის ვებ–პორტალი, სადაც არჩევნების პერიოდში

განთავსდება პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დარღვევებს, სავარაუდო ინციდენტებს, ეს ყველაფერი გამოქვეყნდება პორტალზე და ერთგვარი ინტერაქტიული სახე ექნება, შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს შევიდეს და ნახოს ინფორმაცია დარღვევების შესახებ. პორტალი უკვე გაშვებულია, დაფიქსირებულია 150–ზე მეტი ინციდენტი. ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობოების პორტალი, მოქალაქეებსაც შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია. 10 დღეა რაც პორტალი გაიშვა და მოქალაქეებისგან 3

ინვიდენტია შემოსული, ველოდებით, რომ მეტი დაინტერესება და აქტიურობა იქნება“,_განაცხადა სამართლიანი არჩევნების პროექტის კოორდინატორმა მიხეილ ბენიძემ.

ვებ–პორტალი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED), ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივი ინიციატივაა.

პორტალის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული დარღვევების აღრიცხვა და საქართველოს რუკაზე მათი წარმოდგენაა.

არჩევნების პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.

პორტალთან ერთად ამუშავდება უფასო SMS ნომერი - 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან შეეძლება.

,,ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არჩევნები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მან უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი დიდწილად. აქედან გამომდინარე მოსახლეობის, ამომრჩევლის ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო ინფორმირებული იქნება საზოგადოება, მით უკეთესად ჩატარდება არჩევნები“,_აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა კახა ჩხაიძემ.

ვებ–პორტალის პრეზენტაცია საქართველოს ყველა რაიონში იგეგმება. გარდა ამისა, მოხდება პორტალის რეკლამირება რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით.

შეხვედრა CiDA–ს ორგანიზებით პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში ჩატარდა.

Page 12: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

CiDA–ს თანამშრომლები პროექტების მართვის უნარებს ეუფლებიან

ორგანიზაციული განვითარების საქმიანობის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანამშრომლებს პროექტის მართვის სფეროში ტრენინგი უტარდებათ. სამ დღიან ტრენინგს ,,მართვის კადემიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯეჯელავა ატარებს.

,,ტრენინგი შეეხება პროექტების მართვის მეთოდოლოგიას და მისი მიზანია, რომ ის პროექტები, რომელსაც CiDA აკეთებს, უფრო მეთოდური იყოს, უფრო დოკუმენტირებული, გეგმა უკეთ გათვლილი, რისკები უკეთესად გათვალისწინებული და ნაკლები ღელვით მიაღწიონ უკეთეს შედეგებს“,-აღნიშნა ,,მართვის აკადემიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები პროექტის არსს, მის კომპონენტებს, პრიორიტეტებს ეცნობიან. როგორც სიდას დირექტორი აცხადებს, აღნიშნულმა ტრენინგმა ორგანიზაციის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

,,ტრენინგები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფის ინსტრუმენტია პროექტების მომზადება და მათი მართვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ტრენინგის შემდეგ ორგანიზაციაში თანამშრომლებს ექნებათ უფრო სრულყოფილი უნარი, თუ როგორ უნდა მოხდეს პროგრამის მართვა, გარდა ამისა კონკრეტული ინსტრუმენტებიც გვექნება, რომელსაც დავნერგავთ ჩვენს საქმიანობაში“,-განაცხადა CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

სიდა ორგანიზაციული განვითარების სამუშაოებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით და შვედეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Page 13: CiDA-ს ივნისი ივლისი თვის ელექტრონული ბიულეტენი

ww

w.c

ida

.ge

გამოცემა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ

CiDA-ს დირექტორი ევროპის საბჭოს

დელეგაციას შეხვდა

11-13 ივნის საქართველოში მონიტორინგის მისიით იმყოფება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და

რეგიონულ მოხელეთა კონგრესის დელეგაცია. დელეგაციის ამოცანაა საქართველოს ადგილობრივი

დემოკრატიის შეფასება და პერიოდული ანგარიშის მომზადება. უკანასკნელად მსგავსი ანგარიში 2004 წელს

მომზადდა. დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან.

12 ივნისს შეხვედრა შედგა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მონიტორინგის

მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის

აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) დირექტორი

ზვიად დევდარიანი.

საუბარი გაიმართა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს რეგიონების

განვითარების სტრატეგიის, სამოქალაქო მონაწილეობის და დემოკრატიის სხვა ასპექტებზე.