,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne,...

10
.4 .3 (44) 24 2014 .5 JUNE

description

,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

Transcript of ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne,...

Page 1: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

��.4

��.3

������

(44)24

2014

��.5

JUNE

Page 2: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

P. 2

w e c o n n e c t

(44)242014

JUNE

JUNE 1, 20141 ������, 2014

����������� ���������� ������� ��������� �������� (�����������) ������

1 ივნისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი გაიმართა. პროექტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. შეჯიბრში მონაწილეობდა თსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი ხუთკაციანი გუნდები.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კავკასიის სამართლის სკოლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო საუკეთესო მომხსენებლებად ოლეგ თორთლაძე (კავკასიის სამართლის სკოლა), ანა ჭაია (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) და ნათია ჯანელიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დასახელდნენ.გამარჯვებული გუნდის წევრები სტაჟირებას გაივლიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის G-PAM (ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს) მიერ.

IMITATED COURT PROCESS ABOUT TRAFFICKING

On June 1, Finale of the Imitated Court Process about Trafficking took place.The event was implemented in the frames of the project Information Campaign Regarding Trafficking initiated by Ministry of Justice of Georgia. Together with various state bodies NGO “CiDA” supported the event as well. TSU, Georgian Technical University, Free Uni, Grigol Robakidze University, CSL, Gori State Teaching University and Akaki Tsereteli State University students participated in the finale. In the final CSL vs TSU took place. TSU team became the winner. The winners will pass through the internship in Georgian State Defender's Office and in LEPL “State Fund of Protection and Assistance of Victims of Human Trafficking.”

The event was supported by G-PAM project funded by EU and facilitated by NGO “CiDA”.

Page 3: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

��. 3

(44)242014

������

JUNE 11, 201411 ������, 2014

�����������: ������������ �������� ��������� ���������������� ����������������

11 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, გაიმართა კონფერენცია – „პარტნიორობა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის“.

კონფერენციის მიზანი გახლდათ ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა სოციალური პასუხისმგებლობის სპროცესის გაუმჯობესებისთვის.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სოციალური პასუხისმგებლობა დღეს; თანამშრომლობა ბიზნესსა და ა რ ა ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ე ბ თ ა ნ ; ბ ი ზ ნ ე ს ი ს ს ო ც ი ა ლ უ რ ი პასუხისმგებლობა მედიაში.

კონფერენცია მხარდაჭერილი გახლდათ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

CONFERENCE: PARTNERSHIP FOR STRENGTHENING SOCIAL RESPONSIBILITY

On June 11, in Tbilisi, at Holiday Inn Hotel, in the frames of R-CSN project facilitated by NGO “CiDA” conference, under the t i t le “Partnership for Strengthening Social Responsibility” was held.

The key aim of the aforementioned conference was to mobilize business, civil sector, media and international organizations efforts and support the information sharing between them for improving social responsibility process in the country.

At the conference following issues were discussed: social responsibility today; partnership with business and NGOs; business social responsibility in media.

The conference was supported by R-CSN project facilitated by “CiDA” supported by East-West Management Institute G-PAC program and funded by USAID.

Page 4: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

w e c o n n e c t

P. 4

JUNE 12-13, 201412-13 ������, 2014

������ ������������� ����������� ����������� ��������������� ������� ���������

12-13 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ მიწვეული იყო მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „სამოქალაქო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, ევროპის საბჭოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების სფეროში.კონფერენციაზე მონაწილე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ქვეყნების გამოცდილებები სამოქალაქო მონაწილეობის სფეროში. ასევე, ის მიმდინარე პრობლემები და გამოწვევები, რაც მათ ქვეყნებს გააჩნიათ სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში. დისკუსია შეეხო სხვადასხვა პლატფორმებისა და კონფერენციების კოორდინაციისა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“.

“CIDA” AT CONFERENCE “CIVIL SOCIETY PARTICIPATION IN DECISION MAKING: DREAMS, REALITY AND CHALLENGES”

On June 12-13 in Moldova, Chisinau, NGO “CiDA” was invited to participate in the conference “Civil Society Participation in Decision Making: Dreams, Reality and Challenges” organized by Council of Europe. Civil society organizations representatives from Georgia, Armenia, Azerbaijan, Ukraine, Moldova and Belarus were taking part in the event. Besides them several international partners of the Council of Europe were also attending. The conference participant organizations presented the countries' practices regarding the civil sector. As well as ongoing problems and challenges which the countries' own in the civil activity field. The discussion was about the importance of sharing the practice and coordination of various platforms and conferences. Three Georgian organizations from civil sector including: NGO “CiDA”, “Open Society-Georgia” Fund and Georgian Young Lawyers Association (GYLA) were taking part in the conference.

(44)242014

JUNE

Page 5: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

��. 5

JUNE 15, 201415 ������, 2014

������-� ������������� ����������� ���������������� ���������� ������� ����� ������� �������� ������������� 15 ივნისს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

450-მდე დამკვირვებლითა და თანამშრომლით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებს თბილისსა და ხუთ რეგიონში აკვირდება, მათ შორის ქვემო ქართლში.

ქვემო ქართლის რეგიონში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს დაკვირვების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს თანამშრომლები ეხმარებოდნენ. ისინი სამ მობილურ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი და რეგიონის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე ახდენდნენ დაკვირვებას.

„სიდა“-ს მობილურმა ჯგუფებმა რუსთავი, მარნეული და გარდაბანი, ასევე ახლომდებარე სოფლები მოიცვეს.

NGO “CIDA” STAFF MEMBERS WERE OBSERVING SELF GOVERNANCE ELECTIONS-2014 IN KVEMOKARTLI REGION

On June 15, Self-Governance Elections were held in Georgia. Various international and local NGOs were observing the process. Local NGO “Transparency International – Georgia” were observing the elections with 450 observers in five Georgian regions including KvemoKartli.

In KvemoKartli region NGO “CiDA” and its staff assisted its partner organization “TI – Georgia” and they were distributed in three mobile groups to observe various polling stations.

“CiDA” mobile groups covered following area: Rustavi, Marneuli, Gardabanias well as nearby villages.

(44)242014

������

Page 6: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

w e c o n n e c t

P. 6

JUNE 24, 201424 ������, 2014

������� �������� ��������

24 ივნისს, რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის „კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია“ ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.შეხვედრას ესწრებოდნენ კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები.სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიების მომსახურების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის არსებული პრაქტიკა, გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები.რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ, ჩატარდა დისკუსია, სადაც მოქალაქეებმა ისაუბრეს კომუნალური სერვისების მიღებუსას წამოჭრილ პრობლემებზე.

შენიშვნა: კოალიციური პროექტი „კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია“, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ R-CSN ფარგლებში შექმნილი ჯგუფის, „მართმსაჯულების და ადამინის უფლებათა დაცვის ჯგუფი“ წევრმა ცხრა რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორებიცაა: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გორის საინფორმაციო ცენტრი“, „სიდა“, „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, „საია - ქუთაისის ფილიალი“, „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრი-მცხეთა“ და ასოციაცია „ათინათი“ შეიმუშავა.აღნიშნული კოალიციური პროექტი დააფინანსა აშშ საერთაშორისო გავნითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის-G-PAC-ის პროგრამამ.

WORKING MEETING IN RUSTAVI

On June 24, in Rustavi, in the Center of Democratic Engagement in the frames of the project “Civil Interests Protection Campaign regarding Utilities Consumers” a meeting was held between Rustavi local self-governance officials, mass media and civil sector representatives. The representatives of the utility service companies were also attending the event. During the working meeting various issues were discussed including, the problems excising in utility services, natural gas and electricity companies etc.

Note: Coalition project “Civil Interests Protection Campaign regarding Utilities Consumers” was worked out a result of the Legal and Human Rights Protection group, created in the frames of the R-CSN project, the group includes totally 9 regional NGOs, including: “Institute of Democracy”, “Gori Information Center”, “CiDA”, “Kakheti Regional Development Agency”, “UDM”, “GYLA – Kutaisi Branch”, “Lanchkhuti Information Center”, “Anti-Violence Center-Mtskheta” and Association “Atinati”. The abovementioned coalition project was financed by USAID, East-West Management Institute G-PAC program.

(44)242014

JUNE

Page 7: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

��. 7

JUNE 26-27, 201426-27 ������, 2014

������� �������� ��������

26-27 ივნისს, ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) საარჩევნო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთმანეთისთვის საარჩევნო გამოცდილების გაზიარება, თავიანთ რეგიონებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და საერთო რეკომენდაციების შემუშავება.2 დღიანი მუშაობის შედეგად მომზადდა რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი, რომელიც ძირითადად მოიცავს იმ პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც უშაუალოდ არჩევნებზე მუშაობის პროცესიდან იქნა დანახული. მაგალითად: უკეთესი იქნება, სამომავლოდ საარჩევნო უბნები განთავსდეს არა ბაღისა და სკოლის შენობებში, არამედ სრულიად დამოუკიდებელ დაწესებულებებში, გაიზარდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დონე, არჩევნებამდე, კონკრეტულად განსაზღვრული პერიოდით ადრე, აიკრძალოს ახალი რეგულაციების მიღება/ცვლილებები და ა.შ. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდგომ, დაიგეგმა არჩევნების შეფასების საერთო განცხადების მომზადება, რომელიც გავრცელდება ქსელის სახელით, ასევე დაიგეგმა დასრულებული რეკომედაციების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა მოხდეს მათი შეძლებისდაგვარად გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.

შენიშვნა: „სამოქალაო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფარგლებში სულ 7 ჯგუფია შექმნილი, როგორებიცაა: ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარება, საარჩევნო გარემო, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მართვა და ახალგაზრდობა და მოხალისეობა.

პროექტის „სამოქალაო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფასილიტატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. პროექტი მხარდაჭერილია „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

WORKSHOP IN KVARELI

On June 26-27, in Kvareli, Kvareli Eden Hotel, meeting of R-CSN working group “Elections Environment” took place. The key aim of the abovementioned meeting was to share the elections experience and the evaluation of the self-governance elections held in 2014 in Georgia. During the 2-day workshop, the NGOs prepared draft of recommendations, which mainly cover those practical issues connected with the characteristics of the elections. For instance: it would be better the elections process to be held not in the kindergartens or public schools building but in totally independent area, the electoral commission qualification to be better and higher etc. After the second round of the elections planned in some Georgian regions, it is planned the R-CSN member NGOs to prepare joint statement regarding the elections evaluation. Besides this it is planned the abovementioned recommendations to be presented to the appropriate bodies for further discussions. In the frames of R-CSN project totally 7 groups are created such as: healthcare and social issues, self-governance reform and regional development, elections environment, justice and human rights, natural protection, conflict management, youth and voluntary.

Note: “R-CSN” is facilitated by the NGO “CiDA”. The project is supported by

“Public Policy, Advocacy and Civil Society Development Program” (G-PAC)

and financed by USAID.

(44)242014

������

Page 8: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

MEDIA ABOUT US����� ����� �������

w e c o n n e c t

P. 10

(44)242014

JUNE

Page 9: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

(32)

MEDIA MONITORING DATA����������������� ��������

w e c o n n e c t

��. 9

(44)242014

������

Page 10: ,,სიდას ნიუსლეთერი - ივნისი, 2014_CiDA Newsletter - JUne, 2014

������

242014

JUNE