· Web viewსაქართველოს იუსტიციის...

67
სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს 2018 სსსს სსსსსსსს 9 სსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს, 2018

Transcript of  · Web viewსაქართველოს იუსტიციის...

Page 1:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის

9 თვის შესრულების მიმოხილვა

ოქტომბერი, 2018

Page 2:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები

პრიორიტეტი 2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოებაპროგრამა 2.3. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება (პროგრამული კოდი 27 01)

პროგრამა 2.3.1. პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 27 01 01)

პროგრამა 2.3.2. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 27 01 02)

პროგრამა 2.3.3. პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 27 01 03)

პროგრამა 2.8. გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (პროგრამული კოდი 26 02)

პროგრამა 2.16. სრულყოფილი პრობაციის სისტემა (პროგრამული კოდი 27 02)

პროგრამა 2.18. დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია (პროგრამული კოდი 26 07)

პრიორიტეტი 4. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადებაპროგრამა 4.16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 04)

პროგრამა 4.18. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება (პროგრამული კოდი 27 03)

პრიორიტეტი 6. ინსტიტუციური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერაპროგრამა 6.6. სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება (პროგრამული კოდი 26 01)

პროგრამა 6.7. ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 26 03)

პროგრამა 6.11. ელექტრონული მმართველობის განვითარება (პროგრამული კოდი 26 05)

პროგრამა 6.17. ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება (პროგრამული კოდი 26 06)

პროგრამა 6.10. იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 08)

პროგრამა 6.12. მიწის ბაზრის განვითარება (WB) (პროგრამული კოდი 26 09)2

Page 3:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 10)

პროგრამა ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 11)

პროგრამა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 12)

პრიორიტეტი 11. სასამართლო სისტემაპროგრამა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებათა ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 13)

პრიორიტეტი 2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

პროგრამა 2.3. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება (პროგრამული კოდი 27 01)

3

Page 4:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

განმახორციელებელი − სპეციალური პენიტენციური სამსახური

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინებულ

ი მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

27 01საერთაშორისო

სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის

ჩამოყალიბება143,600.0 143,600.0 100,053.5 70%

27 01 01

პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება,

მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებუ

ლთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება

114,600.0 114,600.0 82,577.5 72%

27 01 02

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა

ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა

5,000.0 5,000.0 3,466.2 69%

27 01 03პენიტენციური სისტემის

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

24,000.0 24,000.0 14,009.7 58%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

პენიტენციური სისტემის სრულყოფისათვის და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით გაგრძელდა ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

2.3.1. პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 27 01 01)

განმახორციელებელი − სპეციალური პენიტენციური სამსახური; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატი

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

4

Page 5:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით განახლდა რიგი პროფესიული და საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამებისა, სადაც დაფიქსირდა 973 მონაწილე, მათ შორის, 324 ქალი მონაწილე;

ზოგადი განათლების პროგრამაში 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა 117 მსჯავრდებულის მონაწილეობა (მათ შორის, 19 სრულწლოვანი მსჯავრდებული), ხოლო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობს 33 მსჯავრდებული;

ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო და ფსიქოსოციალურ ტრენინგებში დაფიქსირდა 1 385 მონაწილე, მათ შორის, 167 არასრულწლოვანი და 341 ქალი მსჯავრდებული;

გაიმართა 132 სხვადასხვა სპორტული, კულტურული ღონისძიება, ინტელექტუალური და შემეცნებითი შეხვედრა, კონკურსი და სხვა ღონისძიება, სადაც დაფიქსირდა 1 147 მონაწილე, მათ შორის 272, არასრულწლოვანი და 285 ქალი;

დასაქმების პროგრამებში ჩაბმულია 760 მსჯავრდებული, მათ შორი,ს 81 ქალი. მსჯავრდებულები დასაქმებულნი არიან სამეურნეო სამსახურში, სილამაზის სალონებში, დასაქმების მინიკერებსა და საწარმოო საქმიანობაში (სამკერვალო და პურის საცხობი), ასევე, ინდივიდუალურ საქმიანობაში (ხელნაკეთი ნივთების შექმნა-რეალიზაცია);

პენიტენციურ სისტემაში შენარჩუნებულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 3-ჯერადი კვებითი მომსახურება სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფებისათვის, კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

პენიტენციური დეპარტამენტის, პენიტენციური დაწესებულებების სპეციალური წოდების მქონე, სოციალური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა 100% უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით მათი სოციალური დაცულობის გაუმჯობესების მიზნით;

მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შექმნილ საზოგადოებრივი მისაღების შენობებში მიმდინარე წლის 9 თვეში დაფიქსირდა მოქალაქეთა მომსახურების 150 072 შემთხვევა.

2.3.2. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა (27 01 02)

განმახორციელებელი − სპეციალური პენიტენციური სამსახური

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

მიმდინარეობდა პენიტენციურ დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების მომარაგება მედიკამენტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, ლაბორატორიული საგნებითა და რეაქტივებით;

ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა 42 491 სკრინინგი, მათ შორის, 1 945 ჩაუტარდა ქალს და 197 არასრულწლოვანს. „DOTS“ და „DOTS+“ მკურნალობის პროგრამაში ახალჩართულთა რაოდენობამ შეადგინა 53, ქალ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა და არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა;

5

Page 6:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით ჩატარდა 2 806 სკრინინგი (მათ შორის, ქალს ჩაუტარდა 182, არასრულწლოვანს - 25). დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია. აივ-ინფექცია/შიდსის ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 8 ახალი პაციენტი;

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ 3 816 სკრინინგი. მკურნალობის კურსში ჩაერთო 715 ბრალდებულ/მსჯავრდებული, მათ შორის, 12 ქალი და არცერთი არასრულწლოვანი;

სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმ-სპეციალისტების მიერ ბრალდებულ/ მსჯავრდებულებს გაეწიათ 24 754 კონსულტაცია. ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა 3 352-ჯერ ისარგებლეს სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით სამოქალაქო სექტორის კლინიკებში და 2 082-ჯერ − ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში.

2.3.3. პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 27 01 03)

განმახორციელებელი − სპეციალური პენიტენციური სამსახური

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

პენიტენციურ სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დაწესებულებების შექმნის მიზნით:

დასრულდა ორი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ბუფერული ზონის მოსწორების სამუშაოები;

მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულებების საჭიროებისათვის მავთულხლართების მიწოდება და მონტაჟი;

ორი დაწესებულების ტერიტორიაზე დასრულდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები; ერთ დაწესებულებაში განხორციელდა გათბობის სისტემის მონტაჟის კაპიტალური

სამუშაოები; განხორციელდა სპეციალურ ავტომობილებში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიწოდება-

მონტაჟის სამუშაოები; განხორციელდა სისტემისთვის 30 ცალი თაღოვანი მეტალოდეტექტორის და 13 ცალი

ტურნიკეტის მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოები.

პროგრამა 2.8. გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (პროგრამული კოდი 26 02)

პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს პროკურატურა

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

6

Page 7:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

გათვალისწინებუ-ლი

მოცულობა მიმართებით

26 02

გამოძიებაზე ზედამხედველობის,

სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის,

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის

პროგრამა

36,000.0 36,289.2 25,657.0 71%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში განრიდებულ იქნა 1 779 პირი, მათ შორის: 464 არასრულწლოვანი (14-დან 18 წლამდე ასაკის პირი), 18-დან 21 წლამდე ასაკის − 193 პირი და 21 წლიდან ზემოთ ასაკის − 1 122 სრულწლოვანი პირი. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ მომსახურება გაეწია 8 135 პირს.

საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“, რომლის თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის მონაწილე და აღიჭურვა არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქციით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შესახებ, რომელიც სამსახურებრივი გამოყენებისთვის დაეგზავნა პროკურატურის ყველა თანამშრომელს. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს კოორდინატორის  სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის, მისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების, პროკურორისა და კოორდინატორის ერთობლივი მუშაობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში პროკურორებისათვის შემუშავდა რეკომენდაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განრიდების საკითხებზე; მთავარი პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში საქართველოს პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია.

მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციის წესი ოჯახური დანაშაულის საქმეებზე; საქართველოს პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაცია საანგარიშო პერიოდში გაიარა 83-მა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა. საქართველოს პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისა და ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით იმუშავებს.

2018 წლის დასაწყისში დაიწერა 2017 წლის გამამართლებელი განაჩენების ანალიზი; შესწავლილ იქნა 2012 და 2017 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული შემდეგი კვალიფიკაციით: სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე, 108-ე,

7

Page 8:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

19,109-ე, 109-ე, 117-ე მუხლები და დაიწერა შედარებითი ანალიზი; განხორციელდა პროკურორთა დატვირთვის ანალიზი.

საანგარიშო პერიოდში, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, ჩატარდა 691 ღონისძიება, მათ შორის: 542 − საგანმანათლებლო-ინტელექტუალური შინაარსის, 65 − კულტურული შინაარსის, 46 − სპორტული სახის ღონისძიება და 38 − სხვადასხვა სახის სოციალური აქცია. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 34 550-მა პირმა.

საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა ვიდეორგოლების კონკურსი სახელწოდებით − „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღსა და ბულინგზე“. რაიონის მასშტაბით გამარჯვებული ვიდეორგოლები უკვე გამოავლინა 14 რაიონულმა პროკურატურამ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანაშაულის პრევენციის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის,  ევროკავშირის, ევროპის საბჭოს,  ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და არსებული საჭიროების გათვალისწინებით, განხორციელდა სასწავლო აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით:

სისტემაში არსებული საჭიროების შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ჩატარდა 4 სპეციალიზაციის კურსი, რომელთა ფარგლებშიც სწავლება გაიარეს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოსა და სტრუქტურული დანაყოფის მენეჯერებმა, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა;

არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის/დაკითხვის პროტოკოლის თემაზე პროკურატურის წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა ტრენინგი. ტრენინგი წარიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) მიერ შემუშავებული ბრალდებულის/მოწმის გამოკითხვა-დაკითხვის მეთოდოლოგიის მიხედვით; ევროკავშირის მხარდაჭერით, პროკურატურის წარმომადგენლებისთვის დამატებით განხორციელდა სამუშაო შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის საკითხებზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში;

2018 წლის 1 მაისიდან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები ახორციელებენ. აღნიშნული პროცესისათვის პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების მოსამზადებლად ჩატარდა სპეციალიზაციის 3 კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. ტრენინგი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა;

ამასთან, პროკურორებმა, სისტემის გამომძიებლებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც

8

Page 9:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისის განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა სერვისის შესახებ;

ოჯახური დანაშაულის თემაზე, ასევე, შედგა სასწავლო ვიზიტები ესპანეთსა და აშშ-ში, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები გაეცნენ თითოეული ქვეყნის პრაქტიკას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით;

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებული პროკურორებისათვის ევროპის საბჭოს „HELP“-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე განხორციელდა 1 სასწავლო კურსი;

სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) თემაზე განხორციელდა 7 ტრენინგი, რომელთა ფარგლებშიც სწავლება გაიარეს პროკურორებმა, სისტემის გამომძიებლებმა და სტაჟიორებმა. ტრენინგები ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება;

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა 2 ტრენინგი პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის; ტრენინგები ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა;

დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ჩატარდა 1 ტრენინგი (კურსი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება); 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან კომუნიკაციის თემაზე ჩატარდა 2 სასწავლო აქტივობა. სწავლებაში ჩართულნი იყვნენ პროკურორები და გამომძიებლები. ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა;

ტრეფიკინგისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის თემაზე განხორციელდა 7 სასწავლო აქტივობა; ასევე, „INL“-ის მხარდაჭერით შედგა 1 სასწავლო ვიზიტი ბუდაპეშტში. ამასთან, სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) ორგანიზებით განხორციელდა 2 გაცვლითი პროგრამა საქართველოს, საბერძნეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, შედგა ორმხრივი ვიზიტები, სადაც მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებსა და არსებული წარმატებული პრაქტიკის შესახებ;

ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის გაფართოების პარალელურად, მიმდინარეობს პროკურორების გადამზადების პროცესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების თემაზე. აღნიშნული მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 5 ტრენინგი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული მომზადება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მიმართულებით. ასევე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაცნობის მიზნით შედგა ქართველი პროკურორების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. გარდა ამისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე თბილისში ჩატარდა ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების სამუშაო შეხვედრა ამერიკელ მოსამართლესთან, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და სამუშაო პრაქტიკა. აქტივობები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან (DOJ) თანამშრომლობით განხორციელდა;

9

Page 10:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

ევროკავშირთან თანამშრომლობით პროკურორებისთვის სამართლებრივი მართლწერის საკითხებზე განხორციელდა 2 ტრენინგი. პროექტის მიზანი სამართლებრივი მართლწერის ერთიანი სტანდარტის დანერგვა და საპროცესო დოკუმენტების შედგენის ხარისხის ამაღლებაა; ამასთან, მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის დამატებით განხორციელდა 2 ტრენინგი მართლწერის საკითხებზე;

პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისათვის ჩატარდა 9 ტრენინგი პროფესიული ეთიკის, ინტერესთა შეუთავსებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე;

კიბერდანაშაულის გამოძიების თემაზე ჩატარდა 3 ტრენინგი. სწავლების შედეგად პროკურატურის წარმომადგენლები გაეცნენ კიბერდანაშაულის საფრთხის შეფასებას, ელექტრონული მტკიცებულების შეგროვებისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ტრენინგი ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მხარდაჭერით ჩატარდა. ამასთან, კიბერდანაშაულის თემაზე შედგა სასწავლო ვიზიტი ჰააგაში;

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის იურიდიული პირის პასუხისმგებლობის თემაზე სპეციალური სახელმძღვანელო მომზადდა. სახელმძღვანელოს პრაქტიკაში სწორად დანერგვის მიზნით პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა ორდღიანი სწავლება გაიარეს. სასწავლო კურსი მოიცავდა იურიდიული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მექანიზმებს, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კრიტერიუმებს, სასჯელის სახეებს, სისხლის სამართალწარმოების ალტერნატიულ მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ტრენინგი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა;

11 ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა რეგიონული კონფერენცია ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.  ღონისძიება ევროკავშირის პროექტის − „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EUACT)“ − ორგანიზებით განხორციელდა; ამასთან, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგა 2 ტრენინგი, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ პროკურორები და სტაჟიორები;

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და წინასწარი პატიმრობის საკითხებზე, პროკურორებისა და სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების გამომძიებლებისათვის ჩატარდა 2 ტრენინგი. სასწავლო აქტივობები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით განხორციელდა და ის ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობაზე იყო ორიენტირებული. ტრენინგებში საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა;

სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა.

10

Page 11:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სწორი პრაქტიკის დანერგვისა და კოორდინატორების პროფესიული მომზადების უზრუნველსაყოფად შედგა 3-დღიანი ტრენინგი. გადამზადების პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასთან ერთად აქცენტი პროკურორებისა და კოორდინატორების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა;

ახალი კადრების პროფესიული განვითარებისა და სისტემაში ადაპტაციის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა მენტორობის პროგრამა. საანგარიშო პერიოდში შერჩეული მენტორების მომზადების მიზნით ჩატარდა 2 ტრენინგი, რომლებიც მათთვის აუცილებელი ცოდნის გადაცემასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურებოდა (პროექტი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მხარდაჭერით ხორციელდება); 

საქართველოს პროკურატურის ცხელი ხაზის თანამშრომლების გადამზადების მიზნით განხორციელდა ტრენინგი ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციის თემაზე;

საანგარიშო პერიოდში დასრულდა სტაჟიორთა 2 ჯგუფის მოსამზადებელი კურსი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა გაიარეს ყველა ის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რაც მათ ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგებათ. სტაჟიორებმა დამატებით შეისწავლეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემა, სადაც გაეცნენ კორუფციული დანაშაულების ტიპებს, პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და მათთან ბრძოლის მექანიზმებს;

საანგარიშო პერიოდში პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დამატებით ჩატარდა ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: სასამართლო ექსპერტიზა; ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა; პროფესიული წერა და კომუნიკაცია; ტრენერთა ტრენინგი; გამოძიების ტექნიკები; კორუფციის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის შიდა რესურსის გამოყენებითა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სულ განხორციელდა 114 სასწავლო აქტივობა, რომლებშიც 1 480-ზე მეტი მსმენელი მონაწილეობდა.

11

Page 12:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამა 2.16. სრულყოფილი პრობაციის სისტემა (პროგრამული კოდი 27 02)

პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწი-

ნებული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

27 02სრულყოფილი

პრობაციის სისტემა

5,400.0 5,400.0 4,633.1 86%

582.3

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

2018 წლის 1 იანვრიდან შინაპატიმრობა გავრცელდა სრულწლოვან მსჯავრდებულებზე და 9 თვის განმავლობაში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შემოვიდა სრულწლოვან მსჯავრდებულთა შინაპატიმრობის 29 საქმე, ხოლო არასრულწლოვნების − 10 საქმე.

საანგარიშო პერიოდში ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაერთო 3 713, პროფესიული გადამზადების და საგანმანათლებლო პროგრამებში − 163, საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში − 334 და დასაქმდა 63 პირობით მსჯავრდებული.

ვადაზე ადრე კომისიურად 298 პრობაციონერს მოეხსნა პირობითი მსჯავრი და გაუუქმდა ნასამართლეობა, ხოლო 219-ს აღუდგა ჩამორთმეული უფლებები.

12

Page 13:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამა 2.18. დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია (პროგრამული კოდი 26 07)

პროგრამის განმახორციელებელი − „ “სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინებული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდან მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში)

26 07

დანაშაულის პრევენცია და

ყოფილ პატიმართა

რესოციალიზაცია

1,285.00 1,355.0 992.3 73% 159.3

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში შემოვიდა 308 მომართვა. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 554 ბენეფიციარი, მათ შორის − 48 ქალი. საანგარიშო პერიოდში დასაქმდა 6 ბენეფიციარი, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგად 26 ბენეფიციარი დასაქმდა დამოუკიდებლად, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით 9 ბენეფიციარმა წამოიწყო მცირე ბიზნესი. ამასთან,

ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღო 62-მა ბენეფიციარმა; ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის გაცნობის მიზნით პროგრამის სოციალური მუშაკები პენიტენციურ დაწესებულებებში შეხვდნენ 786 პატიმარს; ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურება მიიღო 32-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, პროექტის ფსიქოლოგის მომსახურება − 19-მა ბენეფიციარმა; სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ფსიქოლოგიური მომსახურება − 8 ბენეფიციარმა; სხვა პარტნიორ ორგანიზაციაში ფსიქიატრის მომსახურებით ისარგებლა 5-მა ბენეფიციარმა; იურიდიული მომსახურება მიიღო 63-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, პროექტის იურისტის იურიდიული კონსულტაცია გაიარა 51-მა ბენეფიციარმა; სხვა მხარდამჭერი და კონტრაქტორი ორგანიზაციების იურიდიული მომსახურეობა მიიღო 12-მა ბენეფიციარმა; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარა 93-მა ბენეფიციარმა; 2018 წლის 9 თვეში პროგრამის ცხელ ხაზზე განხორციელდა 302 ზარი; სპორტულ/კულტურულ/გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩაერთო 39 მონაწილე; უფასო სამგზავრო ბარათი დაუმზადდა 59 ბენეფიციარს; პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი დაუმზადდა 11 ბენეფიციარს;

13

Page 14:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

არტთერაპიის კურსი გაიარა 25-მა ბენეფიციარმა.

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიმართულებით საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 9 თვეში განხორციელებულ პროექტებში სულ 1 314 უნიკალური მონაწილე ჩაერთო:

„ორი თაობა“ − პროექტი გულისხმობს სკოლის მოსწავლეების მოხალისეობრივ ჩართულობას თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის საქმიანობაში. 2018 წლის 9 თვეში პროექტში ჩართულია 72 უნიკალური მონაწილე, მათ შორის, განრიდების პროგრამის მონაწილეები; „მოხალისე“ − პროექტი გულისხმობს ტრენინგკურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდების მოხალისეობრივ ჩართულობას იუსტიციის სახლების საქმიანობაში. 2018 წლის 9 თვეში პროექტში 364 უნიკალური მონაწილე ჩაერთო; „ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია“ − გულისხმობს საინფორმაციო შეხვედრებსა და სამდღიან ტრენინგებს მოსწავლეებთან, პედაგოგებსა და მშობლებთან. საანგარიშო პერიოდში შეხვედრებს დაესწრო 154 მოსწავლე, 143 პედაგოგი და 92 მშობელი; „ლიდერთა სახლი“ − პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივი კულტურის განვითარება სხვადასხვა აქტივობის საშუალებით: ტრენინგები, სემინარები, ოლიმპიადები, სპორტული აქტივობები, მარათონები და სხვა. 2018 წლის პირველ კვარტალში ახალი ქვეპროექტის − „გოგონათა კლუბის“ − ფარგლებში, ორთვიან კურსში ჩაერთო 16 სტუდენტი. მეორე კვარტალში დაიწყო პროექტის − „გოგონათა კლუბის“ − განსხვავებულ ფორმატში პილოტირება. სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა 12-დან 14 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები. პროექტი ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა არაფორმალური განათლების აქტივობების სხვადასხვა ფორმატს. პროექტში 11 ბავშვი და 11 მშობელი ჩაერთო; სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივთან“ თანამშრომლობით 59 ახალგაზრდა ეწვია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს, საცავებსა და ლაბორატორიებს;

„იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი“ – საანგარიშო პერიოდში პროექტი ჩატარდა გორსა და თელავში, მასში 72 უნიკალური მონაწილე ჩაერთო; „სასწავლო ვიზიტი პოლიციის აკადემიაში“ – ქვეპროექტის მიზანია 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის ამაღლება. 2018 წლის 9 თვეში 64 უნიკალური მონაწილე ჩაერთო; „სამოქალაქო უსაფრთხოების წესების სწავლება“ – ქვეპროექტის მიზანია 12-14 წლის მოსწავლეებისთვის საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს ეწვია 108 მონაწილე; „სასკოლო კლუბი“ − პროექტის ფარგლებშიც არაფორმალური განათლების აქტივობები დაინერგა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. მისი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სასკოლო გარემოს გაუმჯობესება. ჩართულია 18 არასრულწლოვანი; SKYE (ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა) − პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების, ლიდერობის და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიწოდება, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პროექტი საპილოტე რეჟიმში საქართველოს 6 ქალაქში დაინერგა და 9 თვის განმავლობაში ახალგაზრდებთან სისტემურ ტრენინგებსა და აქტივობებს მოიცავს. პროექტი დაიწყო თბილისში, გორში, ბათუმში, ლაგოდეხში, რუსთავსა და თელავში, მასში 130 უნიკალური მონაწილეა ჩართული.

14

Page 15:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

დანაშაულის მეორე დონის პრევენციის მიმართულებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ მოემსახურა 400 არასრულწლოვანს (296 გოგო და 104 ბიჭი); ტრენინგსემინარები და საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ბავშვებთან მომუშავე 76 სპეციალისტთან. საანგარიშო პერიოდში გაწეულ იქნა შემდეგი მომსახურებები:

გოგონათა კლუბი თბილისში − პროექტის მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონებში ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში დაეხმარება მათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროექტი გულისხმობს ტრენინგებს, შეხვედრებს ქალბატონებთან, ვიზიტებს დაწესებულებებში, შეხვედრას გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან. კლუბის აქტივობებში ჩართული იყო 19 გოგონა;

„კარიერული განვითარება“ – პროექტის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხარდაჭერა მომავალი პროფესიის არჩევასა და დასაქმებაში. პროექტი გულისხმობდა ტრენინგებს, შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან (ფსიქოლოგი, კულინარი, ფილოსოფოსი, პროკურორი) და ვიზიტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან. პროექტში ჩართული იყო 26 ბენეფიციარი (15 გოგო და 11 ბიჭი);

პიროვნული განვითარება − პროექტის მიზანია გრძნობების გამოხატვისა და გაზიარების წახალისება; გააზრება იმისა, რომ ერთსა და იმავე მოვლენაზე ადამიანების გრძნობები განსხვავეულია; ასევე, მხარდაჭერა ფასეულობების განსაზღვრაში. პროექტში ჩართული იყო 9 ბენეფიციარი (3 გოგო და 6 ბიჭი);

ახალგაზრდული კლუბი სკოლაში − პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების ტექნიკების დანერგვა 123-ე საჯარო სკოლის სივრცეში, ადგილზე ახალგაზრდული კლუბის ჩამოყალიბება და კლუბის წევრების ინტერესების მიხედვით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/განხორციელება. პროექტში ჩართულია 40 ბენეფიციარი (31 გოგო და 9 ბიჭი);

„შენ ნიჭიერი ხარ“ − პროექტი საპილოტოა და გულისხმობს ხელოვნების სტუდიის ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლიან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას და ფოტოგრაფიას. აღნიშნულ სწავლებას უზრუნველყოფენ მოხალისე მასწავლებლები. შეიქმნება მუსიკალური ბენდი, ფოტოგრაფიის მასწავლებლები კი დაეხმარებიან მოსწავლეებს ფოტოალბომების შექმნაში. პროექტის მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობდა ინსტრუმენტების და მოხალისე მასწავლებლების მოძიებას, ასევე, პოტენციურ ბენეფიციართა გამოსავლენად შეხვედრებს თბილისში არსებულ 24-საათიან ზრუნვის თუ დღის ცენტრებში. სულ ჩატარდა თერთმეტი შეხვედრა. პროექტის შესარჩევ ეტაპზე გადავიდა 34 ბავშვი (26 გოგო და 8 ბიჭი). აღნიშნული 34 ბავშვიდან დაკომპლექტდა ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსი და მუსიკალური ბენდი. სულ შეირჩა 22 ბავშვი: 12 − მუსიკალურ ბენდში, 10 − ფოტოგრაფიის წრეზე (13 გოგო, 9 ბიჭი). მუსიკალურმა ბენდმა შეისწავლა 2 კომპოზიცია, რომელთა პრეზენტაციაც შედგა 3 ღონისძიებაზე: 30 მაისს − მედიაციის სახლში, 1 ივნისს − ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მზიურის პარკში და 23 ივნისს − „Tbilisi Open Air“-ზე. ივლისში ჩაიწერა კლიპი ხმის ჩამწერ სტუდიაში. ფოტოგრაფიის კურსის მონაწილეებს ჰქონდათ 3 გასვლითი ღონისძიება, სადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, გადაეღოთ სხვადასხვა ტიპის პეიზაჟი. მათ ჩაუტარდათ მასტერკლასი ცნობილი ფოტოგრაფისგან.

15

Page 16:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

ვიზიტები თეატრებში − საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სამი ვიზიტი თეატრში (მუსიკისა და დრამის თეატრი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები). ღონისძიებებს დაესწრო 70 ბენეფიციარი (52 გოგო და 18 ბიჭი);

ადრეული პრევენცია განათლების სისტემაში − პროექტის მიზანია განათლების სისტემაში დასაქმებული სპეციალისტების ცოდნისა და უნარების გაძლიერება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. პროექტში ჩაერთო თბილისის საჯარო სკოლების 38 მასწავლებელი;

ადრეული პრევენცია ზრუნვის სისტემაში − პროექტის მიზანია ზრუნვის სისტემაში დასაქმებული სპეციალისტების ცოდნისა და უნარების გაძლიერება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. პროექტში ჩაერთო 34 სპეციალისტი;

კულტურულ-შემეცნებითი ტური თბილისში − პროექტი მოიცავდა გასვლით ტურს თბილისის ძველ, ისტორიულ ნაწილში გიდის თანხლებით. ბენეფიციარები გაეცნენ თბილისის იმ ნაწილს, რომელსაც 1936 წლამდე „ტიფლისი“ ეწოდებოდა. მათ მოისმინეს ისტორიები სხვადასხვა შენობა-ნაგებობის შესახებ, მიიღეს ინფორმაცია XIX-XX საუკუნეების თბილისში არსებული კულტურისა და ტრადიციების შესახებ. პროექტში ჩართული იყო 12 ბენეფიციარი (8 გოგო და 4 ბიჭი);

კინოსაღამოები − ღონისძიება გულისხმობს მოზარდებისთვის მათთვის საინტერესო ფილმების ჩვენებას და შემდეგ მათ ირგვლივ მსჯელობას. აქტივობა ორჯერ განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 26-მა ბენეფიციარმა (17 გოგო, 9 ბიჭი);

შეხვედრები ახალგაზრდებთან − ღონისძიება მოიცავს შეხვედრებს არასრულწლოვნებთან. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს არასრულწლოვნების აზრის გაგებას, მათთვის აქტუალური და მტკივნეული თემების გამოკვეთას და სასურველი აქტივობების დასახელებას, რათა სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს მათი აზრი. აღნიშნული აქტივობა მოიცავს 5 შეხვედრას. შეხვედრა ტარდება დისკუსიის ფორმით, წინასწარ შემუშავებული სადისკუსიო გეგმის საფუძველზე. ამ ეტაპისთვის ჩატარდა 5 შეხვედრა სახელმწიფო მზრუნველობის დღისა და 24-საათიან ზრუნვით დაწესებულებებში, რომელთაც დაესწრო, ჯამში, 60 ბავშვი;

მცირე საოჯახო ტიპის სახლების საჭიროებიდან და ინიციატივიდან გამომდინარე, განხორციელდა ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლისათვის მხარდამჭერი აქტივობა ფსიქოლოგიური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პირველ შემთხვევაში, განხორციელდა ქცევის წესების შემუშავება და ცენტრის ფსიქოლოგის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ქცევის მართვის ტექნიკების გაუმჯობესებისთვის, ხოლო მეორე მცირე საოჯახო ტიპის სახლში განხორციელდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით მხარდაჭერა;

„კალათბურთის წრე“ − ცენტრმა ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიასთან ერთად ა(ა)იპ „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებისთვის ახალი პროექტი დაიწყო. პილოტურ პროექტში 14 წლამდე ასაკის 15 ბავშვი ჩაერთო. პროექტის მიზანია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე მორგებული სპორტული აქტივობების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი არასრულწლოვნების ჯანსაღ, წარმატებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად აღზრდა;

16

Page 17:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

„გოგონათა კლუბი რეგიონებში“ − პროექტის მიზანია „გოგონათა კლუბის“ რეგიონებში განხორციელება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ქვემო ქართლსა და კახეთის მხარეში. სულ ჩატარდა ცხრა შეხვედრა 96 ბავშვთან (87 გოგო, 9 ბიჭი).

„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ − პროექტის მიზანია არასრულწლოვნებში გარემოსდაცვითი კომპეტენციის გაძლიერება. გარემოს პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდება, მათი მოგვარების გზების ჩვენება და პრაქტიკაში განხორციელება. პროექტში ჩაერთო 16 ბენეფიციარი (14 გოგო, 2 ბიჭი). სულ ჩატარდა ორი აქტივობა.

განრიდებისა და მედიაციის მიმართულებით 2018 წლის 9 თვეში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

განრიდებულ იქნა 657 პირი, რომელთაგან 266-ის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაციის კომპონენტი და შედგა მედიაციის 215 კონფერენცია. ამავე პერიოდში განრიდების პროცესი დაიწყო 123 პირის მიმართ; საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ორი ტრენინგი (სამუშაო შეხვედრა), რომელთა ფარგლებშიც მედიაციის ხარისხის კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით მედიაციის სახლში შედგა სამუშაო შეხვედრა „ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ მიერ მოწვეულ ექსპერტთან; ამავე ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიატორებსა და პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან. აღნიშნულ პერიოდში, ასევე, შედგა ინტერვიზიის 3 სესია მედიატორთა მონაწილეობით.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო ახორციელებდა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის კურსების პროგრამას. 2018 წლის პირველ კვარტალში პროგრამაში ჩართვის სურვილი 49 ბენეფიციარმა გამოთქვა, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ ასაკის და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. საანგარიშო პერიოდში კურსებს 17 ბენეფიციარი დაესწრო. მათგან 14-მა შეძლო ინგლისური ენის კურსების წარმატებით დასრულება. 2018 წლის მესამე კვარტალში შედგა ინგლისური ენის კურსების გავლის მსურველი ბენეფიციარების სია. მოცემულ მომენტში ინგლისური ენის კურსებში ჩართვის სურვილი გამოხატა 35-მა ბენეფიციარმა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველომ საანგარიშო პერიოდში აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ადამიანებით ვაჭრობის − ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრები აჭარის ექვსივე საგანმანათლებლო რესურსცენტრში (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი) ჩატარდა. ამასთან, საინფორმაციო შეხვედრა შედგა ბათუმში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „SKYE კლუბის“ მონაწილეებისთვის. შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლებსაც სულ 140 მონაწილე დაესწრო.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას − „ჯანსაღი დამოკიდებულება − ჯანსაღი ცხოვრება“.  ამ საინფორმაციო-პრევენციული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ: ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების უარყოფითი შედეგები; ჯანსაღი ცხოვრების წესის,

17

Page 18:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

კერძოდ, ახალგაზრდებში სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის მნიშვნელობა; ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. კამპანიაში საჯარო სკოლების IX, X და XI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 21 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებს მთლიანობაში 413 მონაწილე დაესწრო.

პრიორიტეტი 4. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება

პროგრამა 4.16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 04)

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“

ათასი ლარი

18

Page 19:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინე

ბული მოცულობა

საანგარიშო

პერიოდის საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდან მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში

)

26 04

საქართველოს იუსტიციის

სამინისტროს სისტემის

თანამშრომელთა გადამზადება და

სასწავლო ცენტრის განვითარება

1,885.0 1,725.0 1,303.8 76% 1,234.5

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

სოციალური უნარების ტრენინგები − საანგარიშო პერიოდში სოციალური უნარების ტრენინგების სამსახურის მიერ განხორციელდა 105 განსხვავებული სასწავლო აქტივობა, რომლებშიც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 1 891 წარმომადგენელი. ჩატარებული ტრენინგების შემთხვევაში, მონაწილეთა მიერ დაფიქსირდა 80%-ზე მეტი დადებითი შეფასება. ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, საგამოცდო ბარიერი გადალახა მონაწილეთა 70%-ზე მეტმა.

იურიდიული ტრენინგები − საანგარიშო პერიოდში იურიდიული ტრენინგების სამსახურის მიერ განხორციელდა 129 განსხვავებული სასწავლო აქტივობა, რომლებშიც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 1 337 წარმომადგენელი. მონაწილეთა 84%-ზე მეტის მიერ დაფიქსირდა ტრენინგების დადებითი შეფასება. მონაწილეთა 100%-მა გადალახა საგამოცდო ბარიერი/კომპეტენციის ზღვარი.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ტრენინგები − საანგარიშო პერიოდში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ტრენინგების სამსახურის მიერ განხორციელდა 18 განსხვავებული სასწავლო აქტივობა, რომლებშიც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 255 წარმომადგენელი. მონაწილეთა 100%-ზე მეტის მიერ დაფიქსირდა ტრენინგების დადებითი შეფასება.

ფინანსური ტრენინგები − საანგარიშო პერიოდში ფინანსური ტრენინგების სამსახურის მიერ განხორციელდა 7 სასწავლო აქტივობა, რომლებშიც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 215 წარმომადგენელი. მონაწილეთა 100%-ზე მეტის მიერ დაფიქსირდა ტრენინგების დადებითი შეფასება.

საანგარიშო პერიოდში უცხო ენის კურსი გაიარა 85-მა მონაწილემ.

საანგარიშო პერიოდში პროექტების მართვის სამსახურის მიერ განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები:

19

Page 20:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

1. გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე;

2. კონფერენცია თემაზე: „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში II“;3. დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი;4. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრი;5. საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესი;6. სულხან საბა-ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ინსტიტუციური ვიზიტი

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“;7. საზაფხულო სკოლა ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით.

საანგარიშო პერიოდში ტესტირების კოორდინაციის სამსახურის სერვისით ისარგებლეს როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა უწყებებმა და თვითმმართველმა ორგანოებმა. საერთო ჯამში, ტესტირება გაიარა 4 804-მა პირმა.

საანგარიშო პერიოდში ტესტის შექმნის სამსახურმა შეასრულა 47 შეკვეთა, რისთვისაც შემუშავდა 1 593 ტესტური დავალება, შემოწმდა და განახლდა 1 439 ტესტური დავალება, ასევე, შეფასდა 417 აპლიკანტის წერითი ნაშრომი. ტესტური დავალებების შექმნასა და გადამოწმებაზე იმუშავა შესაბამისი სფეროს 25-მა ექსპერტმა.

საანგარიშო პერიოდში ყვარელში განხორციელდა 51 პროექტი. პროექტებში მონაწილეობდა 1 441 პირი.

პროგრამა 4.18. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება (პროგრამული კოდი 27 03)

პროგრამის განმახორციელებელი - „ სსიპ პენიტენციური და პრობაციის სისტემის “მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწი-

ნებული

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

20

Page 21:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

მოცულობა

27 03

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის

თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება

1,000.0 1,000.0 594.7 59%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრმა 2017 წლის ბოლოს განახორციელა სასწავლო კურსების საჭიროებათა კვლევა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა 2018 წლის სასწავლო ღონისძიებები; ამასთან, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში დაიწყო ახალი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება.

საანგარიშო პერიოდში მომზადდა და განხორციელდა 64 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 962-მა მსმენელმა, კერძოდ: სპეციალური პენიტენციური სამსახურის 751-მა (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებების 560-მა), სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 192-მა, სსიპ „პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის“ 3-მა და სხვა უწყებების 16-მა წარმომადგენელმა.

მომზადების ცენტრში ჩატარდა 6608 კაც/ტრენინგ/დღე.

ელექტრონული ტესტირების პროგრამაში ტესტირება გაიარა 204-მა მსმენელმა. დადგენილი ქულობრივი ბარიერი გადალახა 98%-მა.

პრიორიტეტი 6. ინსტიტუციური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა

პროგრამა 6.6 სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება (პროგრამული კოდი 26 01)

პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატი

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

21

Page 22:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

გათვალისწინე-ბული

მოცულობამიმართებით

26 01

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების

სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით

სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ

შორის, სისხლის სამართლის სისტემის

რეფორმის განხორციელება

7,485.0 21,518.3 18,015.0 84%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ განახლდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. განახლებული სტრატეგიული დოკუმენტები, აგრეთვე, საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2017 წლის პროგრესის ანგარიში და 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 29-ე სხდომაზე დამტკიცდა 2018 წლის 30 აპრილს.

საანგარიშო პერიოდში სამდივნომ მოამზადა ერთიანი ანგარიში, რომელიც მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების 2017 წლის ზოგადი და კონკრეტული პირობების შესრულების დამადასტურებელ ინფორმაციასა და შესაბამის მასალებს. აღნიშნული ანგარიში ევროკავშირის დელეგაციას 2018 წლის ივნისში წარედგინა.

საანგარიშო პერიოდში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი სირთულეების აღმოფხვრის მიზნით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მარტის ბოლოს დაამტკიცა, ხოლო პარლამენტმა 30 მაისს მიიღო. ცვლილებების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებით დარეგულირდა პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 26-ე სხდომაზე საბჭოს წევრებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ რელევანტურ კანონებთან ერთად წარედგინა. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1-ლი იანვარი.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო მუშაობდა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტზე სისხლის სამართლის კოდექსის

22

Page 23:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

სისტემური და მასშტაბური გადასინჯვის მიზნით. ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოს 26 მარტის სხდომაზე წარედგინა. კანონპროექტის მიზანია კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა ლიბერალიზაციის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

საანგარიშო პერიოდში იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა ბავშვთა რეფერირების მექანიზმის დანერგვასა და რეფერირების ცენტრის შექმნაზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ბავშვთა მიმართ შედეგზე ორიენტირებულ კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფა, მათ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისგან ჩამოცილებასა და რესოციალიზაციაში ხელშეწყობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, იქმნება ბავშვთა რეფერირების ცენტრიც, რომელიც იმუშავებს იმ ბავშვთა დროულ იდენტიფიკაციაზე, გადამისამართებასა და რესოციალიზაციაზე, რომლებიც რთული ქცევით გამოირჩევიან ან აქვთ მიდრეკილება ამგვარისაკენ.

საანგარიშო პერიოდში ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2017 წელს გათვალისიწინებული აქტივობების შესრულების მონიტორინგის პროცესი დაასრულა და 2018 წლის 22 აპრილს საბჭოს წევრებს მიაწოდა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროგრესისა და მონიტორინგის ჩარჩო და 2017 წლის მონიტორინგის ანგარიში პასუხისმგებელი უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემოსული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით მოამზადა. გარდა ამისა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო მუშაობდა კორუფციული რისკების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს მომზადებაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ინფორმაციული კვლევა. სახელმძღვანელო დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე დასრულებულია. საანგარიშო პერიოდში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ იმუშავა, აგრეთვე, პროგრესის შესახებ ინფორმაციის მომზადებაზე ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მესამე რაუნდისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის მეოთხე (OECD-ACN) მონიტორინგის რაუნდის ფარგლებში.

საანგარიშო პერიოდში სამდივნომ, ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის ტრენინგგეგმა. აღნიშნული გეგმა დამტკიცდა ანტიკორუფციული საბჭოს 2017 წლის აპრილის სხდომაზე. გეგმის იმპლემენტაციის პროცესი 2018 წლიდან დაიწყო.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) „ღია მმართველობა − საქართველოს“ ახალი, 2018-2019 წწ. სამოქმედო გეგმის წერის პროცესში საქართველოს მასშტაბით გამართა საჯარო კონსულტაციები. საჯარო კონსულტაციებმა მიმდინარე წლის 4 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოიცვა 10 ქალაქი, გაიმართა 13 შეხვედრა, რომელთაც, ჯამში, 500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. კონსულტაციების შედეგად, ასევე, პასუხისმგებელი უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებების გათვალისწინებით, „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმმა 2018 წლის 13 ივლისის შეხვედრაზე დაამტკიცა.

23

Page 24:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

2018 წლის 17-19 ივლისს საქართველომ, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანამ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა. ღონისძიებას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 2500-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენლები და სხვ. სამიტის ფარგლებში გაიმართა პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მინისტრთა დონისა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკონტაქტო პირების (POC) შეხვედრა.

ევროკავშირის პროექტ „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერების“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ პროექტის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) პირველი საპილოტო ანგარიში.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ყოველწლიური გეგმით განსაზღვრული და სხვა სახის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, ასევე, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ყველა საკანონმდებლო აქტის პროექტის, საქართველოს მთავრობისა და სხვა ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზა და არსებითი დახმარება გაეწია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ცალკეული საკანონმდებლო აქტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტების შესწორების, მათი შინაარსის თაობაზე რეკომენდაციების მიწოდებისა და სამართლებრივი კონსულტაციების სახით.

საქმიანობა წარიმართა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების ასახვის მიზნით გაგრძელდა მუშაობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტსა და გამომდინარე კანონპროექტებზე;

მუშაობა მიმდინარეობდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღკვეთის მიზნით; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კანონპროექტის ირგვლივ დაიწყო საჯარო კონსულტაციები;

მედიაციის სფეროს განვითარებისა და მედიაციის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, შემუშავდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;

დასრულდა მუშაობა აღსრულების კოდექსის ახალ პროექტზე, საჯარო კონსულტაციების პროცესის ჩათვლით, ამ სფეროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით;

მიმდინარეობდა მუშაობა საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო კოლეგიების/პალატების  შექმნის  კონცეფციაზე და ამ მიზნით დონორებთან/პოტენციურ დონორებთან კოორდინაციაზე, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე;

ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოდერნიზაციის და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „GIZ“-ის მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროსა და ამ სფეროში

24

Page 25:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

მოღვაწე პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ჩართულობით,  მიმდინარეობდა მუშაობა ადმინისტრაციული სამართლის რეფორმაზე;

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერითა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის გადახედვაზე ამ სფეროს ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კანონმდებლობის სრულყოფისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით;

შემუშავდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და გამომდინარე კანონპროექტები;

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით შემუშავდა გვარის შეცვლასთან დაკავშირებული რეგულაციები, რითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა გვარის შეცვლის საფუძვლები და აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები. ცვლილებები ხელს შეუწყობს ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, რომლის დროსაც გვარის შეცვლის მოთხოვნის უკან იმალება არალეგალური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის დაუბრკოლებლად გადაკვეთის მიზნით პირის რეალური ვინაობის შენიღბვის მცდელობა.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილი ტრენინგები ევროკავშირის სამართალთან დაკავშირებით, რომლებსაც დაესწრო სხვადასხვა საჯარო უწყების ასამდე წარმომადგენელი.

დარედაქტირდა შემუშავებული სახელმძღვანელოს − „შესავალი სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის“ − ვრცელი და ადაპტირებული ვერსიები.

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის სამართლის წყაროებთან დაახლოების მიზნით გაცემულია 29 დასკვნა საკანონმდებლო აქტების, ხოლო 37 დასკვნა − კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით შექმნილი მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების (JFS) ქვეკომიტეტის მე-4 სხდომაზე ევროკავშირის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა ერთ-ერთი თემატური ქვეჯგუფის (საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი) შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეწოდა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის“

25

Page 26:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროექტის (მოწონებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 8 მაისის სხდომაზე) შესრულების ნახევარი წლის (იანვარი-ივნისის) ანგარიში.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს გასამართი შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდა კომისიის დებულება. კომისია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობს დიალოგს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ დაინტერესებულ პირებს შორის, უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას და, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 6 სხდომა. 2018 წლის 8 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 28 აპრილს გამართული შუალედური არჩევნების შედეგები (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი), რის შედეგადაც, კანონის თანახმად, კომისიამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა.

2018 წლის 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) და დამტკიცდა კომისიის დებულება. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 6 (ექვსი) სხდომა.

სახელმწიფოთაშორისი საჩივრის − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ − ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დამუშავდა და სტრასბურგის სასამართლოს მიეწოდა არაერთი დამატებითი მტკიცებულება. ამასთან, მოსმენისთვის მომზადდა სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი კომპლექსური დოკუმენტები. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წინაშე 2018 წლის 23 მაისს ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც საქართველო წარდგა მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით.

გარდა ამისა, მომზადდა და სტრასბურგის სასამართლოს წარედგინა კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“. საჩივარი შეეხება 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, მათი დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას და ფარავს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

საანგარიშო პერიოდში ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციის წარდგენის მიზნით დამუშავდა 27 საქმე (მათ შორის, 22 საქმეზე გაიგზავნა საქართველოს მთავრობის პოზიცია).

26

Page 27:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საანგარიშო პერიოდში დამუშავდა და სახელმწიფოს პოზიცია წარედგინა გაერო-ს კომიტეტებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. კერძოდ, გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში („CEDAW“) გაიგზავნება 1 საქმე და გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში („CRC”), აგრეთვე, 1 საქმე.საქართველოს პარლამენტს წარედგინა კომპლექსური ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების თაობაზე. პარლამენტში წარდგენილი ზემოხსენებული ანგარიშები ეხებოდა როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებს − დადგენილი დარღვევების შედეგების მაქსიმალურად გამოსწორებას მომჩივანთათვის, ისე კომპლექსურ ზოგად ღონისძიებებს, რათა მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი დარღვევები და საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ეროვნულ დონეზე ჰქონდეთ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ იქნა ინფორმაცია პარლამენტის მიერ 2017 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ზემოხსენებული რეკომენდაციების შესრულება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით. ამასთან, 2018 წელს წარდგენილი ანგარიშების თაობაზე პარლამენტში ზეპირი მოსმენა გაიმართა პარლამენტის სამ კომიტეტში.

საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა სამოქმედო გეგმები/ანგარიშები რამდენიმე კომპლექსური საქმის აღსრულების თაობაზე. დოკუმენტები მოიცავს საქმეთა აღსრულების ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტში მთავრობამ წარადგინა აღსრულების სამოქმედო გეგმები/ანგარიშები ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ 25 საქმეზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს I წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს მიეცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები სასამართლოს მიერ მოწოდებული თხოვნების შესრულებისა და გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

საანგარიშო პერიოდში სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარდა შემდეგი ხელშეკრულებების პროექტებსა და საკითხებს:

საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულება:

ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე ოქმის პროექტი;

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2018)“ შეთანხმების პროექტი;

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების პროექტი;

27

Page 28:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

„რუმინეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმის პროექტი;

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტი;

„საქართველოსა და გაერო-ს შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ 1994 წლის 1 ივლისს დადებული ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების საპროექტო მომსახურების გაერო-ს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის პროექტი;

ინვესტიციების ხელშეწყობის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის, საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები;

საქართველოსა და კანადას შორის „ინვესტიციების ხელშეწყობის და წახალისების შესახებ“ შეთანხმების პროექტი;

„ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების პროექტი;

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი;

„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XVI და III-A დანართების განახლების თაობაზე ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტები;

„ბელგიის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ტერიტორიაზე ბელგიის ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმების პროექტი;

საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების საინვესტიციო ბანკს (NIB) შორის გასაფორმებელი „ჩარჩო შეთანხმების“ პროექტი.

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) შეთანხმების პროექტი;

„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის შესახებ“ კონვენციის ტექსტი; „სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეული გენეტიკური რესურსების

შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულება;

კერძო სამართლის მიმართულებით:

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გასაფორმებელი საკრედიტო შეთანხმების პროექტისა და საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გასაფორმებელი სასესხო შეთანხმება. ასევე, საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (ADB, JICA) გასაფორმებელი სასესხო ხელშეკრულებების პროექტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

28

Page 29:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საქართველოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გასაფორმებელი „გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ განზრახულობათა დეკლარაციის პროექტი;

საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტები, სულ − 52 პროექტი;

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აღმოსავლეთ–დასავლეთ მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტთან და შიდასახელმწიფოებრივი გზების პროექტებთან დაკავშირებით გასაფორმებელი (ე.წ. FIDIC) ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი რისკების შეფასება;

საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას შორის ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი რისკების შეფასება;

სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ სხვადასხვა ბლოკთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი რისკების შეფასება;

სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან (ADB, IBRD, KfW) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების იურიდიული დასაბუთება;

სხვადასხვა საკითხზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი რისკების შეფასება;

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი რისკების შეფასება;

სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების (სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახური“, სსიპ „112“), სახელმწიფო კომპანიების (შპს „საქაერონავიგაცია“, შპს „ენგურჰესი“, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, სს „საპარტნიორო ფონდი“, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“) მიერ გასაფორმებელი სხვადასხვა სახის ხელშეკრულების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი რისკების შეფასება;

„სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე“ ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით მორიგებით დასრულდა საარბიტრაჟო დავა, რომელიც უკავშირდებოდა ყაზახური კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. მოსარჩელის აზრით, საქართველომ დაარღვია 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ორმხრივი საინვესტიციო და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების შემუშავებისა და მოლაპარაკებების პროცესი: კანადასთან ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ტექსტის შემუშავება და მოლაპარაკება; 2018 წლის მაისში იაპონიასთან ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობა.

მიმდინარეობდა მუშაობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიისა და შვეიცარიაში რეგისტრირებული ორგანიზაცია „საერთაშორისო

29

Page 30:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

დავების გადაწყვეტის ცენტრის“ ერთობლივი პროექტის – „ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების სისტემის რეფორმა“ – ფარგლებში.

საანგარიშო პერიოდში კონსულტაცია გაეწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და თბილისის მერიას მათ მიერ დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული შესაძლო სამომავლო დავების რისკების ანალიზთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამერიკის საელჩოს სახელმწიფო დეპარტამენტისადმი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2017-2018 წლებში შესრულებული საქმიანობების შესახებ შედგა ანგარიშგება.

მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ამ ქვეყნებს შორის სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ რეგიონული ქსელისა და მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე ყოველწლიური ფორუმის გამართვის ინიციატივებთან დაკავშირებით.

გაერო-ს დამოუკიდებელ ექსპერტს ხანდაზმულთა უფლებების საკითხებზე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული ანტიდისკრიმინაციული რეფორმების შესახებ. ექსპერტი ინფორმირებულ იქნა, ასევე, რეფორმების თაობაზე ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტზე იუსტიციის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინა კომენტარები საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (EU-ACT: EU Action Against Drugs and Organized Crime) ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისა და პროექტის კოორდინატორების მონაწილეობით. შეხვედრაზე სამთავრობო უწყებებმა წარმოადგინეს ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული საჭიროებები და მხარეთა კონსულტაციებით დაიგეგმა 2018 წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები, რომელთა ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს „EU-ACT“ პროექტი.

საანგარიშო პერიოდში კოორდინაცია გაეწია იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) შემუშავების პროცესს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში:

შემუშავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე პროგრესანგარიში (ე.წ. Post – VLAP Report);

მომზადდა „2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის“ შუალედური (6 თვე) ანგარიში;

მომზადდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიში.

30

Page 31:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საანგარიშო პერიოდში წარმოებაში იყო ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების 16 საქმე. აქედან ოთხ საქმეზე საქართველოს ცენტრალური ორგანო თანამშრომლობს საბერძნეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალურ ორგანოებთან, ხოლო დანარჩენ საქმეებზე თურქეთის რესპუბლიკის (ორი საქმე), საფრანგეთის რესპუბლიკის (ორი საქმე), ერაყის (ორი საქმე), რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, ბელარუსის რესპუბლიკისა და ეგვიპტის არაბთა გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ორგანოებთან. მუშაობა დასრულდა ორ საქმეზე − ერთი უკრაინასთან და ერთი საბერძნეთთან მიმართებით.

ჰააგის 1980 წლის კონვენციის იმპლემენტაციის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების საერთაშორისო საქმეებზე სარეკომენდაციო სახელმძღვანელო.

მომზადდა ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების საერთაშორისო საქმეებზე მიმართვიანობის (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების პროექტი, რომელიც დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული მექანიზმის დასამტკიცებლად შემუშავდა, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები 7 ნორმატიულ აქტში: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.

შემუშავდა ტრენინგმოდული მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ ჰააგის 1996 წლის კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებზე.

სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა და გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელო სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.

ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მომართვის შედეგად განახლდა ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენციის იმპლემენტაციის ქვეყნის პროფილის დოკუმენტი.

ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწის მიზნით საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს, უშუალო მონაწილეობითა და ხელშეწყობით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

გაიმართა ნარკომანიასთან ბრძოლის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის საკანონმდებლო პაკეტი, ცვლილებათა ძირითადი არსი და შემოთავაზებული რეგულაციები;

31

Page 32:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს, მოიწონეს და ერთხმად მხარი დაუჭირეს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხს (განხილულ იქნა ცენტრის დებულების პროექტი, სტრუქტურა და წევრთა არჩევის წესი). საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული მოდელით ცენტრი დაფუძნდება და დაკომპლექტდება უახლოეს მომავალში. ამავე სხდომაზე განხილულ იქნა საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილების მიხედვით, ახლებურად განისაზღვრა 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ე.წ. დოზების კანონპროექტი დამტკიცდა სხდომაზე. ამის შემდგომ პროექტი წარედგინება მთავრობას და ბოლოს − განსახილველად საქართველოს პარლამენტს;

საანგარიშო პერიოდში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა 17 აპრილს. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრი უწყებები და მოწვეული ექსპერტები სამოქალაქო სექტორიდან და აკადემიური წრეებიდან. მხარეებმა იმსჯელეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის საკითხზე, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის გზებზე ნარკოტიკული საშუალების კულტივაციასა და მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით; დამატებით, მსჯელობის საგანი იყო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა) ლიბერალიზაციის საკითხი. სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ წარადგინა დონორთა ერთიანი კოორდინაციის მექანიზმის კონცეფცია, რომელიც შემუშავდა საბჭოს სამდივნოს ფარგლებში. აღნიშნული მოდელი გულისხმობს ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით დონორთა კოორდინაციის ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმის შექმნას და ისეთი შიდა სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს სექტორულ კოორდინაციას და მიზანმიმართულ მონიტორინგს;

საანგარიშო პერიოდში ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით დეპარტამენტის მიერ მომზადდა რამდენიმე ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის მიწოდების მიზნით:

Mini-Dublin Statistics − ანგარიში ყოველწლიურად მიეწოდება რუმინეთის საელჩოს, რათა ინფორმაცია გაზიარებულ იქნეს მინი-დუბლინის ჯგუფთან ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით სტატისტიკებისა და ანგარიშის ფორმით;

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისათვის (OHCHR) ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც გამომდინარეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული რეზოლუციიდან მსოფლიო ნარკოტიკების პრობლემის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლასთან დაკავშირებით;

ARQ (Annual Report Questionnaire)c − გაერო-ს დანაშაულსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფისის (UNODC) მიერ მოწოდებულ 4-ნაწილიან კითხვარზე მომზადდა ანგარიში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების, პრევენციული ღონისძიებებისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების საკითხზე;

HONLEA (Heads of National Drug Law Enforcement for Asia-Pacific) – ანგარიში მომზადდა „HONLEA“-ს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების (Our Joint

32

Page 33:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

Commitment to Effectively Addressing and Countering the World Drug Problem) – შესრულების თაობაზე.

მომზადდა ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ; შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მომზადდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში; მომზადდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2019-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი; ჩატარდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა წჯსკ-ის „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შესახებ“ კვლევის რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინების მიზანშეწონილობა. ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუდენტებისთვის გაიმართა „ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში“. შემუშავდა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მომზადდა ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის 2017-2018 წლების შესრულების შუალედური (2017 წლის) ანგარიში; ასევე, ანგარიში დამატებითი ოქმის შესრულების თაობაზე „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“; ანგარიში მონობის თანამედროვე ფორმების, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მიერ შედგენილი კითხვარის საფუძველზე თემაზე „Gender dimensions of contemporary forms of slavery, its causes and consequences“. „იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ“ №29 კონვენციის  შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადების მიზნით დამუშავდა ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისა და სტატისტიკური მონაცემების თაობაზე; კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდა როგორც სამართალდამცავი უწყებების, ისე ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და თავშესაფრის მაძიებლებთან მომუშავე უწყებების წარმომადგენლებს, მედიის წარმომადგენლებს; 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებებისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწის კუთხით ჩატარდა თემატური კვლევები და შესწავლილ იქნა სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკა; ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ მიგრაციის სამთავრობო კომისიაში წარადგინა ანგარიში მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის 2017 წლის მეოთხე კვარტალსა და მიგრაციის 2018 წლის სამოქმედო გეგმის პირველ და მეორე კვარტლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ; ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს (GRETA) მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ 2016 წელს საქართველოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე; მომზადდა მიუსაფარი ბავშვების თემაზე სახელმწიფო კონცეფციის პირველადი პროექტი;

33

Page 34:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მომზადდა ანგარიში ბავშვის უფლებების შესახებ გენერალური ასამბლეის 72/245 რეზოლუციის შესრულების თაობაზე; ევროპის საბჭოს მიერ მიგრანტი ბავშვების მიმართ მოპყრობის საუკეთესო პრაქტიკის კრებულის მომზადების მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ერთად მომზადდა ინფორმაცია ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ საქართველოს პრაქტიკაზე; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, ევროკავშირის ახალი ინიციატივის – „Good Human Rights Stories“ – ფარგლებში, მომზადდა ინფორმაცია თემაზე „პენიტენციური სისტემის რეფორმა“ განსაკუთრებული აქცენტით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის აღკვეთაზე.

მომზადდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ ანგარიში; ასევე, შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მომზადდა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაერო-ს კონვენციის შესრულების მე-6 პერიოდული ანგარიში და „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების 2017 წლის ანგარიში; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მომზადდა ანგარიში ევროპის საბჭოს რეკომენდაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ქვეყანაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დიკსრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში შემუშავდა საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; მომზადდა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 სამოქმედო გეგმა; შემუშავდა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით 2018 წლის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრა იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები; მომზადდა საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში 2018 წლის ივლისის მდგომარეობით.

პროგრამა 6.7. ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 26 03)

პროგრამის განმახორციელებელი − „ “სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ათასი ლარი

34

Page 35:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწი-

ნებული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 03

ეროვნული საარქივო ფონდის

დაცულობის, მომსახურების თანამედროვე

ტექნოლოგიების დანერგვის და დოკუმენტების

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

7,450.0 5,610.0 3,713.9 66%

2,868.9

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში საარქივო მომსახურება შეუფერხებლად მიეწოდებოდა მოქალაქეებს, სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციას. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარების, ასევე, ეროვნულ არქივში დაცული მასალის პოპულარიზაციის მიზნით ეროვნულ არქივს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ კოლეგებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის დაბრუნებისა და საქართველოს ეროვნულ არქივში მამია და ქრისტიანე ბერიშვილების ფონდის შექმნის მიზნით სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივსა“ და მამია ბერიშვილის შთამომავალ ტიერი ბერიშვილს შორის 2018 წლის 14 თებერვალს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ არქივს გადაეცემა ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი მისი შენახვის, დაცვისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა შემდეგ ბეჭდვით გამოცემებზე: „ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ მეორე ტომი; ესტატე მირიანაშვილის მოგონებები; წმიდა გიორგის ილუსტრირებული ცხოვრება; ნოე რამიშვილის ალბომი; თედო ხოშტარიას მოგონებები; დავით გორგაძის „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“; „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“.

განხორციელდა შემდეგი პროექტები:

სტუდენტური პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა არქივის დოკუმენტების მიხედვით“; სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“; სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;

35

Page 36:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პირველი რესპუბლიკის შესახებ ყოველკვირეული რუბრიკა „იმედის დილაში“; პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ (რუკების აღწერილობა); საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 374-მა საჯარო სკოლამ; არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი „არქივის ღია კარი“; გაიხსნა კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა − ტენდენციები და გამოწვევები“. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობდა 120-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი; ეროვნული არქივის კინოთეატრში, დალჰაუსის უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩატარდა კანადური კინოს დღეები. რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგებოდა. ფილმები ნაჩვენები იყო ორიგინალ ენაზე ქართული თარგმანით.

ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის, ქალიშვილმა ეროვნულ არქივს ფილმ „ვედრების“ კინოპოზიტივი და სამი ფილმის − „მონანიების“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისა“ და „ნატვრის ხის“ ორიგინალი მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები გადასცა.

გარდა ამისა, ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შესაქმნელად შესყიდულ იქნა თანამედროვე, 4K გარჩევადობის კინოსკანერი. სკანერთან ერთად შეძენილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის ვიდეოფაილებზე მუშაობა, ფერისა და გამოსახულების კორექცია, ასევე, გამოსახულების ციფრული რესტავრაცია.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული არქივის მიერ გაიმართა გამოფენები:

„UNESCO“-ს რეესტრში შეტანილი ქართული ხელნაწერები“; „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“; პოლონურ-ქართული კომისიის ისტორიკოსთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი“; ფოტოფესტივალის („ქოლგა“) ფარგლებში იტალიელ ალპინისტ და ფოტოგრაფ ვიტორიო სელას მიერ სვანეთსა და რაჭაში გადაღებული ფოტოების გამოფენა;  ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია; საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების“ ანსამბლის ყოფილი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის, პერსონალური გამოფენა „სუხიშვილები“; „აქ ერთად ვართ“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად); საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია; საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია; „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები“; „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში“ (ავსტრიის საელჩოსთან ერთად);

36

Page 37:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ექსპოზიციები იუსტიციის სახლებში (ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, გორი, თბილისი, თიანეთი, მესტია, ოზურგეთი, ყაზბეგი); ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა. 

ჩატარდა საჯარო ლექციები: დიმიტრი სილაქაძე – „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი (ნაკლებად ცნობილი ბრძოლების ისტორია)“; მიხეილ ბარნოვი – „ჯერონიმოს ბოლო ომი − აპაჩების სამხედრო წინააღმდეგობის დასასრული ველურ დასავლეთში“.

ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით ეროვნული არქივის ელექტრონულ სერვისებს დაემატა ელექტრონული კატალოგი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი.

ეროვნული არქივის რესტავრატორები გაეცნენ კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ ქართულ ხელნაწერებს, შეისწავლეს მათი დაზიანების ხარისხი, რის შემდეგაც შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდიკა და გეგმა.

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი, რომელიც საქართველოში ერთადერთი კინოთეატრია, სადაც ფილმის პროექცია შესაძლებელია კინოფირიდანაც. განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო- და აკუსტიკური სისტემაც.

ეროვნული არქივის ცენტრალური საექსპერტო შემმოწმებელი კომისიის გადაწყვეტილებით, შეძენილ იქნა მოქალაქე ალექსანდრე თარხნიშვილის საკუთრებაში არსებული 22 ერთეული უნიკალური გრამფირფიტა, ხოლო მოქალაქე ალექსანდრე რეხვიაშვილისაგან − 1929-1930 წლების მოზარდ მაყურებელთა თეატრის 78 ფოტო, თეატრის 1933 წლის აფიშა, 1929 წლის საგასტროლო ბუკლეტი და 1929-1930 წლების სეზონის პლაკატი.

ცენტარალიზაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა საარქივო დოკუმენტების გადატანა და სტელაჟებზე განთავსება ქუთაისის ცენტრალური არქივის ძველი შენობიდან ახალ შენობაში.

საანგარიშო პერიოდში, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით პასუხის სახით გაიგზავნა 87.8 ათას წერილზე მეტი.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული არქივისათვის მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე მომზადდა 24 402 საარქივო ცნობა.

ეროვნული არქივის უნიკალურ საარქივო მასალებთან მუშაობის მიზნით მკვლევართა დარბაზში ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა 1 382 მკვლევარი (მათ შორის, 68 უცხოელი).

37

Page 38:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის ეროვნული არქივის 130-მა თანამშრომელმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. საარქივო საქმის სპეციფიკას გაეცნო პროფესიული კოლეჯის 12 სტუდენტი.

მიმდინარეობდა მუშაობა ეროვნული საარქივო ფონდის ციფრულ მატარებლებზე გადატანის მიმართულებით, რაც საშუალებას იძლევა, არ დაზიანდეს საარქივო დოკუმენტის დედანი ხშირი გამოყენებით და შენარჩუნდეს პირველადი სახე. საანგარიშო პერიოდში დასკანირდა ეროვნული საარქივო ფონდის 610 ათას გვერდზე მეტი. პარალელურად მიმდინარეობდა ელექტრონულად შენახული ფაილების აწყობა-დამუშავება, ტექნიკური და შინაარსობრივი შემოწმება. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგიური საფონდო მასალის ციფრულ მატარებლებზე გადატანისათვის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ციფრულ მატარებლებზე გადატანილ იქნა 16 ათასი ფაილი, ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საარქივო მასალებიდან ციფრულ მატარებლებზე გადატანილ იქნა 76 400 ფაილი.

ელექტრონულად შენახულ იქნა 4 126 ერთეული ფოტოდოკუმენტი, 375 ერთეული კინოდოკუმენტი და 311 ფონოდოკუმენტი.

საანგარიშო პერიოდისათვის დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა ქაღალდისფუძიანი დოკუმენტების რესტავრაციის (გეგმა შესრულდა 168%-ით), მმართველობითი დოკუმენტების აღწერის (103%), ანაწერების გადამუშავების (107%), კატალოგიზაციის (115%). გეგმაზომიერად მიმდინარეობდა აუდიოვიზუალური დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და მათზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა-გაუმჯობესების სამუშაოები.

პროგრამა 6.11. ელექტრონული მმართველობის განვითარება (პროგრამული კოდი 26 05)

პროგრამის განმახორციელებელი − „ “სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ე-ბული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 05ელექტრონული მმართველობის

განვითარება2,135.0 2,325.0 2,159.2 93% 393.9

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

38

Page 39:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საანგარიშო პერიოდში რეალურ რეჟიმში გაეშვა „my.gov.ge“-ს ახალი ვერსია. ცვლილებები შეეხო როგორც პორტალის დიზაინს, ასევე, ისე მის ფუნქციონალს. მიმდინარეობს პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციის სამუშაოები. სხვა სიახლეებთან ერთად ახალ ვერსიაში ფიზიკური პირის ანგარიში დაკავშირებულია მასთან ასოცირებული იურიდიული პირების ანგარიშებთან და შესაძლებელია პორტალის სხვა მომხმარებლებისათვის წარმომადგენლობითი უფლების მინიჭება.

დასრულდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სამეწარმეო რეესტრის 21 სერვისის ბიზნესპროცესის აღწერა; მათ შორის, რეალიზებულია 20 სერვისი.

„ბიზნესსახლის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 24 სერვისის ბიზნესპროცესის აღწერის პირველადი დოკუმენტაცია; მათ შორის, დასრულდა 9 სერვისის ტექნიკური რეალიზაციის პროცესი, ხოლო 6 სერვისზე − ტექნიკური სამუშაოები.

სსიპ „ქონების მართვის სააგენტოსთან“ ტექნიკურად რეალიზებულია 2 სერვისი. მიმდინარეობს 1 სერვისის ტექნიკური რეალიზაციის პროცესი, ხოლო 4 სერვისისათვის დასრულდა ბიზნესამოცანის ჩამოყალიბების პროცესი. გაერთიანდა ზოგიერთი სერვისი და სარეალიზაციოდ მომზადდა 3 სერვისის ტექნიკური დოკუმენტაცია.

დასრულდა სამუშაოები მდგრადი განვითარების გეგმების მონიტორინგის სისტემის (SDG) ფუნქციონალის აღწერის მიმართულებით.

2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ის პუნქტები, რომლებიც გარკვეული სახის ვალდებულებებს ადგენს ელექტრონული კომუნიკაციისათვის. ზემოთქმულის უზრუნველსაყოფად „my.gov.ge“-ს მიმდინარე ვერსიაში მოხდა ელექტრონული ხელმოწერის საშუალების ინტეგრაცია.

საანგარიშო პერიოდში 12 იუსტიციის სახლში მოეწყო პორტალის (my.gov.ge) კუთხეები, სადაც მოქალაქეებს მისი გაცნობისა და ადგილზე რეგისტრაციის საშუალება ეძლევათ.

ელექტრონული ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისთვის ვებსაიტების მოსამზადებელი პლატფორმის პირველადი დოკუმენტი.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) საცდელ რეჟიმში დანერგა ქსელური ნაკადის ანალიზის სისტემა „Cisco Stealth Watch“, რომელიც „Netflow“ ნაკადის ანალიზის საშუალებას იძლევა. ანალიზი უტარდებოდა შემდეგი ორგანიზაციების ქსელურ ნაკადებს:

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“; სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“; სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ „სმართ ლოჯიქი“; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“.

39

Page 40:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

გარდა ამისა, აღნიშნულმა ჯგუფმა (CERT.GOV.GE) შპს „ჯორჯიან ქარდის“ თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგები კიბერჰიგიენაში.

შეძენილ იქნა შეღწევადობის ტესტირებისთვის განკუთვნილი ხელსაწყო „Fortify WebInspect“.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) განახორციელა შეღწევადობის ტესტირება კომერციული ორგანიზაციის შპს „NOVA“-ს კუთვნილ ვებაპლიკაციაზე (www.oppa.ge ) .

გარდა ამისა, ჩატარდა 7 ვებაპლიკაციის შეღწევადობის ტესტირება. ესენია: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

(www.moe.gov.ge); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო (www.nsc.gov.ge); საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის

განვითარების სახელმწიფო პროგრამა (www.opennet.ge); საქართველოს პროკურატურა (www.pog.gov.ge); სსიპ „იუსტიციის სახლი“ (www.psh.gov.ge); სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.publish.matsne.gov.ge); სსიპ „გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა“

(https://eims.eiec.gov.ge).

სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) წარმატებით ჩაატარა რიგით მესამე ეროვნული კიბეროლიმპიადა „Cyber Cube 2018“. ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტმა მოსწავლემ და სტუდენტმა. ჯგუფის მონაწილეობით შეიქმნა ოლიმპიადისთვის კიბერსავარჯიშოები, გაიმართა ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა.

საანგარიშო პერიოდში კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის მიჩიგანის შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კიბერსწავლება „პეინტბოლში“ და აშშ-ის სხვადასხვა შტატის ეროვნული გვარდიისა და მათი პარტნიორი ქვეყნების 9 გუნდს შორის საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. სწავლების სცენარი ითვალისწინებდა როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი ოპერაციების წარმოებას არასაიდუმლო და ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით.

შეიქმნა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს კიბერსავარჯიშოების პლატფორმა https://cyber-lab.tech, რომელიც, მეტწილად, განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები კიბერინციდენტების აღმოჩენისა და რეაგირების მიმართულებით. ასევე, პორტალი დაეხმარება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალს, სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში.

ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის − „Workshop on Law Enforcement and CSIRT/CERT Cooperation on Cybercrime“ − ფარგლებში, ქ. კიევში სამართალდამცავებისა და პროექტის მონაწილე ქვეყნების კიბერინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის წევრებისთვის სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) თანამშრომლებმა პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნების სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს ტრენინგი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, რომლის ძირითადი მიზანიც იყო საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება,

40

Page 41:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიმართულებით.

სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) რეაგირება მოახდინა საქართველოს კიბერსივრცეში დაფიქსირებულ 755 ინციდენტზე.

ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს 5 ტრენინგი ინფორმაციულ უსაფრთხოებაში:

„ინფორმაციული უსაფრთხოება: შესავალი, დანერგვა, აუდიტი“ (1 ტრენინგი) − ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 16-მა პირმა;

„ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა: შიდა აუდიტორი“ (1 ტრენინგი) − ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 13-მა პირმა;

„ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა“ (3 ტრენინგი) − ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 32-მა პირმა.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოში წარმატებით ჩატარდა ISO 9001 სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებული აუდიტი.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თანამშრომლების მიერ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ტრენინგები, რომელთა მიზანიც იყო როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებისთვის, ისე სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და განახლებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) პრაქტიკული დანიშნულების საკითხების გაცნობა. ტრენინგები ჩატარდა 8 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, თელავი, ბორჯომი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი).

პროგრამა 6.17. ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება (პროგრამული კოდი 26 06)

პროგრამის განმახორციელებელი − „ “სსიპ სმართ ლოჯიქი

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ებული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების %

წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში

)

26 06

ერთიანი სახელმწიფო

საინფორმაციო ტექნოლოგიების

განვითარება

590.0  590.0 206.5 35% 1,629.9

41

Page 42:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში სრული IT სერვისების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა 6 ორგანიზაციასთან. არსებული ხელშეკრულებები გაგრძელდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“, შპს „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა“ და სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთან“. გარდა ამისა, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურთან“ გაფორმდა ხელშეკრულება VoiP სერვერით მომსახურებაზე, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან „აწარმოე საქართველოში“ − ქსელური ჩართვის მომსახურებაზე, შპს „ეკოსერვის ჯგუფთან“ − ვირტუალური სერვერის განთავსების მომსახურებაზე და შპს „დიზაინ.ჯისთან“ − კოლოკაციის სერვისით მომსახურებაზე. 2018 წლის 9 თვის მდგომარეობით სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მომსახურებაში ჩართულ ორგანიზაციათა რაოდენობა შეადგენს 40 ერთეულს.

სახელმწიფო ორგანიზაციებში პროცესების ავტომატიზებისა და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაოები რიგ პროგრამულ უზრუნველყოფებზე, კერძოდ:

დასრულდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამის ძირითად ნაწილზე მუშაობა, მიმდინარეობს შექმნილი ვერსიისა და შესაბამისი სტატისტიკური მოდულების ტესტირება;

დამზადდა და განთავსდა ვებგვერდი „OGP“-ის 2018 წლის გლობალური სამიტისათვის; ასევე, შეიქმნა მისი ადმინისტრირების მოდული, რომლის მეშვეობითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საშუალება აქვს, განაახლოს ინფორმაცია;

დაიწერა გადახდისუუნარობის მქონეთა საქმისწარმოების პროგრამის ამოცანა. ამ აპლიკაციის მეშვეობით განხორციელდება გადახდისუუნარო ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმისწარმოების სრული ციკლი;

დასრულდა მუშაობა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადების მართვის სამსახურის პროგრამის ამოცანაზე.

საანგარიშო პერიოდში, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომზადდა რისკების მოპყრობის გეგმა და ინდივიდუალურად შეფასდა ყველა აქტივი და მათი საფრთხეები. ასევე, აქტივის მფლობელებთან ერთად განხორციელდა აღნიშნული საფრთხეების შესაბამისი არსებული და სასურველი კონტროლების იდენტიფიცირება. მომზადდა რისკების მოპყრობის გეგმა (RTP) და კონტროლის მექანიზმების გამოყენებადობის განაცხადი (SoA), რაც გულისხმობს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემისთვის გამოსადეგი და გამოყენებადი კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების დოკუმენტირებულ განაცხადს. გარდა ამისა, რისკების მოპყრობის გეგმაში განისაზღვრა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის საზომები.

თანამედროვე IT ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნის მიზნით შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

42

Page 43:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

სარეზერვო სასერვეროში ჩატარდა გარკვეული აპარატურული და სისტემური საკონფიგურაციო სამუშაოები, დაიხვეწა სარეზერვო ასლების განთავსების სისტემა. რეალურ გარემოში ამუშავდა „Active Direcoty“-ს სერვისისა და „Microsoft Exchange“-ს დამატებითი საიტი, რაც უზრუნველყოფს მათ ბაზასთან მომხმარებლების წვდომას ძირითად სასერვეროში განთავსებული სერვისის დაზიანებისას;

განახლდა ორგანიზაციის თანამშრომლების შიდა ქსელთან წვდომის სერვისი. დაინერგა ახალი სისტემა „AnyConnect VPN“-ის გამოყენებით, რომელმაც გააუმჯობესა მომხმარებელთა დისტანციური მუშაობის ხარისხი;

შესრულდა „Office 365“-ის კონფიგურაცია სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის“, ტესტირების რეჟიმშია რამდენიმე სისტემა „Microsoft Azure“-ის გარემოში;

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელთა მიგრაციის პარალელურად გაიმართა ქსელური ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სათავო ოფისის ძირითადი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები.

პროგრამა 6.10. იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 08)

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „იუსტიციის სახლი“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებუ

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ე-ბული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტე-

ბულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 08

იუსტიციის სახლის

მომსახურებათა განვითარება და

ხელმისაწვდომობა

4,170.0 4,170.0 3,061.9 73% 16,802.3

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთათვის დროული და ეფექტიანი მომსახურების მიწოდების მიზნით სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოეწყო მომსახურების ახალი სივრცე, სადაც გაერთიანდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კადასტრისა და დოკუმენტების დედანში გაცნობის,

43

Page 44:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

აგრეთვე, ცალკეული მარტივი პროცედურის სერვისები. განახლდა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ სერვისების მიმართულებით სკანერჯგუფის საქმიანობა. ზემოთქმულის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდა განცხადების რეგისტრაციის პროცედურა; მომზადდა რიგის მართვის პროგრამაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. პროგრამული ცვლილების შედეგად შესაძლებელი იქნება ტრანზაქციის დროის, აგრეთვე, ოპერატორების დატვირთულობის ანალიზისათვის აუცილებელი ზუსტი მონაცემების მიღება. ყოველივე ამან შეამცირა მოლოდინის დრო შესაბამის სერვისებზე, რაც, ასევე, დადებითად აისახა ფილიალის სამუშაო პროცესზე.

2017 წლის იდუმალი მომხმარებლის კვლევის ფარგლებში მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, შემუშავდა თანამშრომელთა დამოკიდებულებების ანალიზის დოკუმენტი; შეიქმნა თანამშრომელთათვის სასურველი და საჭირო ტრენინგების ბაზები. ფილიალების სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული საკითხების გათვალისწინებით, მოხდა მენეჯერებისთვის მომხმარებლის კმაყოფილებაზე დადებითად და უარყოფითად მოქმედი ფაქტორების გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

ინდივიდუალურ/ჯგუფურ შეხვედრებზე თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიქმნა 2018 წლის იდუმალი მომხმარებლის კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარების) საბოლოო ვერსიები.

თბილისის ფილიალში უცხოენოვანი მომხმარებლების სწრაფად და ეფექტურად მომსახურების მიზნით შეიქმნა სივრცე, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მომსახურება მიიღონ როგორს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ისე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისებზე.

სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალების მენეჯერებისა და სატელეფონო ცენტრის უფროსის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ უკუკავშირის მიღების, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების დაგეგმვის ხელშეწყობის, ასევე, დასაქმებულთა სტაბილური კარიერული განვითარების მიზნით შემუშავდა და განხორციელდა იუსტიციის სახლის ფილიალებსა და სატელეფონო ცენტრში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ პირთა 360-გრადუსიანი შეფასება.

სტუდენტებისა და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით სსიპ „იუსტიციის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან; დაიგეგმა საჯარო ლექცია; დაინტერესებული სტუდენტები გაეცნენ იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისებს, დასაქმების პერსპექტივებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგი.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „იუსტიციის სახლმა“ უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყნის 102 დელეგაციას, ჯამში, 1 262 დელეგატს. ამასთან, ცნობადობის გაზრდისა და იმიჯის გამყარების მიზნით დელეგაციებისთვის ჩატარდა ტურები იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეში კონცეფციისა და ინოვაციების უკეთ გაცნობის მიმართულებით.

44

Page 45:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

სსიპ „იუსტიციის სახლის“ აქტივობებთან დაკავშირებით მომზადდა 30-მდე საინფორმაციო ბანერი ონლაინ მედიისთვის. გარდა ამისა, წინა ხაზის საშუალებით გაგრძელდა ევროპაში უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანია ბეჭდური მასალის დარიგების გზით; ასევე, განხორციელდა უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის პოპულარიზაციის კამპანია ბეჭდური მასალის მოქალაქეებისთვის გადაცემის საშუალებით. განახლდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ საიმიჯო ბროშურა და ვებგვერდი. მომხმარებელთან უკუკავშირის სისტემის დახვეწის მიზნით შემუშავდა „მომხმარებლის ხმის“ სტენდის განახლებული დიზაინი.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ქუთაისის იუსტიციის სახლში ავტომობილების პარკირების დამატებითი ფართის მოწყობის სამუშაოები და თბილისის იუსტიციის სახლში არსებული წრიული მონიტორის გადახურვა; იუსტიციის სახლის 12 ფილიალში განთავსდა სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სტენდები; თიანეთის და ახალციხის ფილიალებში დამონტაჟდა გაზონის სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, თბილისის იუსტიციის სახლში დასრულდა საზოგადოებრივი საპირფარეშოს სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შეიცვალა გაგრილების სისტემის მდორე გაშვების აგრეგატი და საშვთა ბიუროს შემოსასვლელი დერეფნიდან მომსახურების სივრცეში გამავალი 5 ერთეული კარი; გარემონტდა რეცეფციის კუთხე; ქუთაისის ფილიალში განხორციელდა შეხვედრების ოთახის რეკონსტრუქცია და დაემატა ერთი ოთახი; თბილისის იუსტიციის სახლში დასრულდა გაგრილების სისტემის რეკონსტრუქციის მე-3 ეტაპი, დამონტაჟდა მილოვანი თბომცვლელები და სარდაფში მოეწყო ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო ტიხრები. ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარვეზის აღმოფხვის სამუშაოები.

დასრულდა ახალაქალქის ფილიალის სამშენებლო სამუშაოები; მიმდინარეობდა მარტვილის იუსტიციის სახლის ფილიალის სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ: მოეწყო მონოლითური ფუნდამენტი, პანდუსები შშმ პირთათვის; დაისხა იატაკის მონოლითური ფილა; დასრულდა ლითონკონსტრუქციების, გადახურვისა და ტიხრების მოწყობის სამუშაოები; დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემები; ასევე, მიმდინარეობდა ხონის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ: მოეწყო ხონის ფილიალის მონოლითური ფუნდამენტი; ჰიდროსაიზოლაციო და რანდკოჭების მოწყობის სამუშაოები; სენაკის იუსტიის სახლის მშენებლობის ფარგლებში, დასრულდა სადემონტაჟო, ფუნდამენტის მოწყობის, ლითონკონსტრუქციების, გადახურვისა და საქვაბის სამშენებლო სამუშაოები, დაეგო მონოლითური ფილა; ჩატარდა ბოლნისში იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის საინჟინრო და გეოლოგიური კვლევის ანგარიშის საინჟინრო ექსპერტიზა, ასევე, სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა; ჩატარდა ხაშურში იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის საინჟინრო ექსპერტიზა და გეოლოგიური კვლევის ანგარიშის საინჟინრო ექსპერტიზა, მომზადდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროექტი; საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ქარელის იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევის ანგარიშისა და სამშენებლო პროექტის საინჟინრო ექსპერტიზა; ასევე, ჩატარდა კასპის იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის საინჟინრო ექსპერტიზა.

45

Page 46:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამა 6.12 მიწის ბაზრის განვითარება (WB) (პროგრამული კოდი 26 09)

განმახორციელებელი − სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინებულ

ი მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

26 09 მიწის ბაზრის განვითარება (WB) 2,000.0 2,000.0 2,081.4 104%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

2018 წლის 9 თვის მდგომარეობით, მთლიანად აზომილია 23 204 მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 11 120 მიწის ნაკვეთზე, სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს 8 729 მიწის ნაკვეთზე.

საანგარიშო პერიოდში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი განხორციელდა ჯიმითში, მზისგულში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში, შუახევში, ლახამულაში, საგურამოსა და მანგლისში. ჯიმითში აზომილია 2 330 მიწის ნაკვეთი (რეგისტრირებულია 1 860 მიწის ნაკვეთი), მზისგულში აზომილია 1 337 (რეგისტრირებულია 941), არხილოსკალოში აზომილია 2 332 (რეგისტრირებულია 1 918), არბოშიკში აზომილია 3 702 (რეგისტრირებულია 2 761), სალხინოში აზომილია 2 906 (რეგისტრირებულია 1 717), მანგლისში აზომილია 5 686 (რეგისტრირებულია 1 923), საგურამოში აზომილია 2 559, ლახამულაში აზომილია 509, შუახევში − 1 843.

საგურამოსა და სალხინოს საპილოტო არეალებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ჩატარდა 2 საინფორმაციო ფორუმი.

შეხვედრები ჩატარდა ვანის (სალხინოს საპილოტო არეალი), მარტვილის (ვედიდკარის საპილოტო არეალი), მესტიის (ლახამულას საპილოტო არეალი) და გორის (კარალეთის საპილოტო არეალი) მუნიციპალიტეტების თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრებთან.

46

Page 47:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საპილოტო პროექტის ფარგლებში, დროისა და რესურსის ოპტიმიზაციის მიზნით შეიქმნა „მიწის სისტემური რეგისტრაციის მონაცემების დამუშავებისა და რეგისტრაციის სისტემა“, რომელიც უზრუნველყოფს საკადასტრო-აზომვითი ნახაზების, სამართლებრივი ანალიზისა და GIS მონაცემების ელექტრონულად დამუშავების შესაძლებლობას. ასევე, შეიქმნა სისტემური რეგისტრაციის ვებპორტალი, რომლის მიზანს წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და ელექტრონული მომსახურების შეთავაზება.

პროგრამა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 10)

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული

მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ე-ბული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტე-

ბულ გეგმასთან მიმართებiT

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 10

სახელმწიფო სერვისების

განვითარების სააგენტოს

მომსახურებათა განვითარება და

ხელმისაწვდომობა

- 610.0 2,964.4 486%

47,675.1

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა ლანჩხუთის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), აწყურის (ახალციხის მუნიციპალიტეტი), სანიორის (თელავის მუნიციპალიტეტი), ზედა საზანოსა (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ლესიჭინის (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრები. ამასთან, მიმდინარეობს შემდეგი საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა: ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი), მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი), ადიგენი (ადიგენის მუნიციპალიტეტი), დმანისი (დმანისის მუნიციპალიტეტი), საჩხერე (საჩხერის მუნიციპალიტეტი), წნორი (წნორის მუნიციპალიტეტი), უდაბნო (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), საწირე (ტყიბულის მუნიციპალიტეტი).

საზოგადოებრივი ცენტრების მიერ სულ გაიცა 239 605 სერვისი. ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარებულ სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრაში, ტრენინგებსა და სემინარებში (მთლიანობაში − 780 ღონისძიება) მონაწილეობა მიიღო 10 770-მა პირმა.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ნიშნულის უწყვეტი განხორციელებისთვის“ (2017-2020) პროექტის

47

Page 48:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა (მმს) სრული სერვისებით გაეშვა შემდეგ 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ქ. რუსთავი, ზუგდიდი, გორი, მცხეთა და ქ. ბათუმი. აღნიშნული მუნიციპალიტეტები, მმს-ის საშუალებით გასცემენ სოციალურ და ჯანდაცვის, სამშენებლო-არქიტექტურულ პროცესებთან დაკავშირებულ მუნიციპალურ სერვისებს და სარგებლობენ აქტივების მართვის მოდულით (რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების/ძირითადი საშუალებების მართვა და აღრიცხვა). ასევე, დამატებითი მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის სერვისები გაეშვა შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ახმეტა, ხობი, ხაშური, ჩხოროწყუ, ონი, წყალტუბო, კასპი, დმანისი და სამტრედია. ამასთან, მმს ნაწილობრივ, ანუ მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სერვისებით (10 სერვისი) გაეშვა რეალურ რეჟიმში ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს მმს გაშვებულია სრული სერვისებით 21 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ხოლო ჯამში გაშვებულია 52 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისებით.

საანგარიშო პერიოდში, 52 მუნიციპალიტეტის 346 სერვისი გაეშვა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge). შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტებს ისეთი მომსახურებების მისაღებად, როგორიცაა: მშენებლობის ნებართვა, სოციალური დახმარება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება და ა.შ.

საანგარიშო პერიოდში, „დამისამართების სისტემის სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, საველე სამუშაოები მიმდინარეობდა ქ. თბილისის ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, მთაწმინდის, ისნის, კრწანისის, გლდანის და სამგორის რაიონებში, ასევე, ქ. მარნეულსა და ქ. ხაშურში სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე დამუშავდა 452 მისამართი და 43 873 მოქალაქის ჩანაწერი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსამგორში განხორციელდა ქუჩების სახელდება და სისტემური ნუმერაცია, რის შედეგადაც იდენტიფიცირებულია 3 010 მოქალაქის ჩანაწერი. ქვეყნის მასშტაბით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდა ქუჩების და ერთეული შენობების სისტემური ნუმერაცია, რამაც გამოიწვია 28 013 ჩანაწერისა და 4 740 დანერგილი მისამართის ცვლილება.

საანგარიშო პერიოდში განახლდა რეგისტრაციიდან მოხსნილ და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის მფლობელ პირთა ინფორმირების მიზნით მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) გაგზავნა, რომლის მეშვეობით აღნიშნული კატეგორიის პირებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები (SMS) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადასა და რეგისტრაციის მისამართზე არსებული პრობლემების თაობაზე; ასევე, მიეწოდებათ ინფორმაცია სააგენტოში მიმდინარე აქციის შესახებ. სულ გაიგზავნა 77 508 შეტყობინება.

„საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში:

რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა ინფორმირების მიზნით განხორციელდა 56 083 სატელეფონო ზარი. დაკავშირება მოხერხდა 20 739 პირთან. მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოში მიმდინარე აქციის შესახებ, რაც მოიაზრებს კონკრეტულ მისამართზე დარეგისტრირების შემთხვევაში პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურისგან გათავისუფლებას. შედეგად, აქციით ისარგებლა 2 420-მა ძველი პირადობის მოწმობის მქონე პირმა, ხოლო ID ბარათის მქონე 6 381 მოქალაქე დარეგისტრირდა იდენტიფიცირებად მისამართზე და აღუდგა ID ბარათის მოქმედება;

48

Page 49:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

არარსებულ/არასრულ მისამართზე რეგისტრირებულ 7 523 მოქალაქეს მიეწოდა ინფორმაცია მისამართზე არსებული პრობლემის და პრობლემის მოგვარების გზების თაობაზე. 997 შემთხვევაში ხარვეზი აღმოფხვრილია; მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შედეგად იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის მფლობელმა 91 355-მა პირმა ისარგებლა მიმდინარე აქციით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, დევნილის სტატუსშეჩერებული მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის მიზნით სატელეფონო ზარი განხორციელდა 6036 მოქალაქესთან. აქციით ისარგებლა 28-მა პირმა; სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაკორექტირდა 7 732 საზღვარგარეთ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის მისამართი ადგილსამყოფელი ქვეყნისა და ქალაქის დონეზე; „სავარაუდოდ გარდაცვლილ“ პირთა აქტიური ჩანაწერების შემცირების მიზნით გადამოწმებულია 18 129 მისამართი, სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა 6 402 საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სავარაუდოდ გარდაცვლილი“ პირის ოჯახის წევრთან. შედგენილია და ბაზაში დარეგისტრირებულია 1 119 გარდაცვალების ოქმი; მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერების შემცირების მიზნით სატელეფონო ზარი განხორციელდა 1 499 მოქალაქესთან, დაკავშირება მოხერხდა 87 პირთან. სააგენტოში მიმდინარე აქციით, რაც მოიაზრებს უსურათო/უხარისხო ფოტოსურათის მქონე მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურისგან გათავისუფლებას, ისარგებლა 37-მა მოქალაქემ.

საანგარიშო პერიოდში ორგანიზებული აქციების ფარგლებში გაიცა 96 869 პირადობის ელექტრონული მოწმობა.

სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, რაც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს, დიგიტალიზებულ და ციფრულ ფორმატში გადატანილ იქნა 820 390 აქტი.

საანგარიშო პერიოდში, ცოდნის ბაზის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეარფოინთის სატესტო ინფრასტრუქტურა. მომზადდა ცოდნის ბაზის სატესტო გვერდი.

სააგენტომ დაიწყო პირადობის ელექტრონული მოწმობის დაკარგული PIN და PUK კოდების აღდგენა, ასევე, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მომსახურების გაწევა როგორც სააგენტოს მიერ გაცემულ მატარებლებზე (ბარათებზე), ისე სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ უსაფრთხოების აპარატურულ მოდულებზე.

მობილური იდენტიფიკაციისა და ხელმოწერის სისტემის (Mobile ID) განვითარებასთან დაკავშირებით ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრები მობილურ ოპერატორებთან. პროდუქტის გაცნობის მიზნით შეხვედრა შედგა სისტემის შესაძლო მსხვილ მომხმარებლებსა და შესაბამისი სექტორების მარეგულირებელ ორგანოებთან (მაგ., საქართველოს ეროვნულ ბანკთან). შემუშავდა და დაიხვეწა „Mobile ID“-ის გაცემისა და მომსახურების ბიზნესპროცესების აღმწერი დოკუმენტაცია და პროექტთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

საანგარიშო პერიოდში შესყიდულ იქნა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის გადამოწმების პროგრამული უზრუნველყოფა.

49

Page 50:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

სააგენტოს ინფრასტრუქტურაში სატესტო რეჟიმში დაინსტალირდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა.

საანგარიშო პერიოდში მომზადდა ქორწინების კალენდრის დისტანციური სერვისი, რომელიც გულისხმობს ქორწინების რიტუალის დაჯავშნას სააგენტოს საიტიდან შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.

შეიქმნა დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში შესაძლებელია სააგენტოს მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ყველა ელექტრონული დოკუმენტის გადამოწმება.

გადაიწერა სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადებების ელექტრონული რეესტრი ახალ სისტემაში. შესაბამისად, შეიქმნა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი, რომლის მეშვეობითაც განცხადებების ელექტრონული რეესტრი ხელმისაწვდომი გახდა სამ ენაზე (ქართული, რუსული, ინგლისური) და თავსებადი ყველა მოწყობილობასთან (კომპიუტერი, მობილური, პლანშეტი), შესაძლებელი გახდა სააგენტოს ყველა სერვისის მიმდინარე სტატუსის გადამოწმება, ასევე, დისტანციურ სერვისებზე რეგისტირებული განცხადებების ნახვა.

დაიწყო მუშაობა ორ ახალ დისტანციურ სერვისზე: დროებითი უფლების საფუძველზე აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. კერძოდ, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, შეძლებენ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ელექტრონულად მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, ხოლო საქართველოს მოქალაქეები, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შეძლებენ 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში ელექტრონულად მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ასევე, ელექტრონულად შეძლებენ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების წარდგენას საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებას. პროცესის დასრულების შემდგომ აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის პროექტის ფარგლებში დაინერგა სააგენტოს ბიზნესის უწყვეტობის მართვის პროცესი და დამტკიცდა შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები - სააგენტოს ბიზნესის უწყვეტობის პოლიტიკა, ბიზნესის უწყვეტობის მეთოდოლოგია, ბიზნესის უწყვეტობის გეგმა და ბიზნესზე ზეგავლენის ანალიზი. შემუშავდა და დამტკიცდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ღია გასაღების ინფრასტრუქტურის კომპონენტების მართვასთან დაკავშირებული პროცედურები და მეთოდოლოგიები. დამუშავდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კონფიგურაციის, სერვისების პორტფოლიოსა და შეთანხმებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, სააგენტომ წარმატებით გაიარა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია „ერნსტ-ენდ-იანგში“. აუდიტის დასკვნა წარედგინა ამავე კანონით გათვალისწინებულ საზედამხედველო ორგანოს − სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“.

50

Page 51:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საანგარიშო პერიოდში მიგრაციის მონაცემთა ერთიან ანალიტიკურ სისტემაში მონაცემების ჩატვირთვასთან დაკავშირებით გაფორმდა 2 ახალი მემორანდუმი პასუხისმგებელ უწყებებთან და ცვლილება შევიდა 1 მემორანდუმში. ამასთან, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები 1 უწყებასთან მემორანდუმის გასაფორმებლად. 7 უწყების მონაცემები შეტვირთულია სისტემაში. მიმდინარეობს მონაცემების გაწმენდის და დამუშავების სამუშაოები. მონაცემთა განახლების სერვისები აწყობილია ყველა წყარო უწყებასთან.

გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების მე-11 საკოორდინაციო შეხვედრა და განახლდა მსსკ-ის ვებგვერდზე პროექტების მატრიცა.

განხორციელდა მიგრაციის 2016-2020 წწ. სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობების შეჯამებული შეფასება. მომზადდა სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი.

მიგრაციის და განვითარების საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი მუნიციპალიტეტებისთვის (კახეთი, იმერეთი); გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „დიალოგი მიგრანტთა ინტეგრაციაზე - გამოწვევები, სარგებელი და საუკეთესო გამოცდილება“.

საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა 18 შეხვედრა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასა და ლეგალურ მიგრაციაზე და გავრცელდა 23 000-მდე ბროშურა უვიზო მიმოსვლის რეგულაციებზე.

ინგლისურ ენაზე გამოიცა მიგრაციის 2017 წლის პროფილი და გაკეთდა ვიზუალიზებული პროფილი. გამოქვეყნდა „მიგრაციის სახელმძღვანელო“.

საანგარიშო პერიოდში შეიქმნა საქართველოში სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, განფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკისა და სტანდარტების (სტრატეგიის) დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც ეყრდნობა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ყოვლისმომცველ კვლევას სერვისების შექმნისა და მიწოდების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში ჩაეშვა შენგენის აპლიკაცია (Schengen/EU App), რომელიც შეიქმნა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით. აპლიკაცია წარმოადგენს დამხმარე საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აღრიცხონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში ყოფნის დღეები და გამოითვალონ უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული დღეების რაოდენობა, რათა დარწმუნდნენ, რომ არ არღვევენ უვიზო მიმოსვლით განსაზღვრულ წესებს.

პროგრამა ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 11)

პროგრამის განმახორციელებელი − „ “სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ათასი ლარი

51

Page 52:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ებული მოცულობა

საანგარიშო პერიოდის

საკასო შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 11

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება

- - - - 1,551.0

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახორციელებდა ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვას, სისტემატიზაციას და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფას. ამ პერიოდში გამოქვეყნდა 7 813 დოკუმენტი, მათ შორის, დარეგისტრირდა 6 820 აქტი.

საანგარიშო პერიოდში მთარგმნელობითი ცენტრი ასრულებდა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობის დოკუმენტების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურიდან და სხვა სამთავრობო სტრუქტურებიდან შემოსული ცალკეული დოკუმენტის თარგმნა/რედაქტირებას. საანგარიშო პერიოდში მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ითარგმნა 24 საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი; აგრეთვე, საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები (ნათარგმნია 510 გვერდამდე).

ზემოაღნიშნული აქტების უმეტესობა ხელმისაწვდომია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, დანარჩენი რედაქტირებისა და სისტემატიზაციის სხვადასხვა ეტაპზეა. სულ საანგარიშო პერიოდში თარგმნილია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების და მათში შეტანილი ცვლილებების 979 გვერდი.

საანგარიშო პერიოდში მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ითარგმნა ევროკავშირის კანონმდებლობის 96 დოკუმენტი, სულ − 3 654 გვერდი.

საანგარიშო პერიოდში, ასევე, ითარგმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მიღებული დოკუმენტების 842 გვერდი, სხვა სტრუქტურებიდან მიღებული დოკუმენტების 10 გვერდი. სულ საანგარიშო პერიოდში ითარგმნა 5 485 გვერდი.

საანგარიშო პერიოდში ტერმინოლოგიურ ბაზას დაემატა 2 000 ახალი ტერმინი, ხოლო ტერმინოლოგიურ ონლაინ ლექსიკონს დაემატა 13 000-ზე მეტი გადამოწმებული და ახალი ტერმინი.

პროგრამა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 12)

52

Page 53:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებუ

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინებული მოცულობა

საანგარიშო

პერიოდის საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდან მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში)

26 12

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“

მომსახურებათა განვითარება და

ხელმისაწვდომობა

- - 289.4 - 36,118.6

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის რეგისტრაციის სამსახურის არქივის − ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციის“ პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 8 676 სუბიექტის შესაბამისი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი; დასკანირდა და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა 18 558 სუბიექტის საქმე.

საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა სახელმწიფო პროექტი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომლის ფარგლებში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 255 952 განცხადება, მათ შორის, 195 847 შემთხვევაში, მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირდა. 301 180 საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება, ხოლო მიმდინარე განცხადებების რაოდენობამ საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის შეადგინა 3 509 ერთეული.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების გამარტივებასა და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას მინიმალური დროის ან მანძილის კრიტერიუმების გათვალისწინებით, დასრულდა საველე სამუშაოები (შეგროვდა მონაცემები) კახეთის მხარეში − ქ. საგარეჯოში. ასევე, ქვემო ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში აღიწერა ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე ყველა დასახლებული პუნქტი და რამდენიმე სოფლის ტიპის დასახლება, რომლებიც გასულ ეტაპზე არ იყო აღწერილი: წალკა, მანგლისი, ბედიანი, თრიალეთი, ხრამჰესი, ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, კულაში, ზესტაფონი, შორაპანი, თერჯოლა, ხონი, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ბახმარო, ნაბეღლავი, ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ოჩხამური, ქედა, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო, მარტვილი, აბაშა, სენაკი, ჩხოროწყუ, ჯვარი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, მესტია, ლახამულა, ნოღარი-კეცლანი, ნოდაში, თოთელეში, ჰამაში, შდიხირი, დიზი, ქვედა-იფარი, ხელრა, ყაზაყი, გენწვიში, ადიში, ლამჯურიში,

53

Page 54:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში, ამბროლაური, ონი, ლენტეხი, ცაგერი, წაღვერი, ნინოწმინდა, ვალე, ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ახალქალაქი, ახალდაბა, ასპინძა, ადიგენი, აბასთუმანი, დუშეთი, ფასანაური, გუდაური, ჟინვალი, სიონი, სტეფანწმინდა, თიანეთი. საანგარიშო პერიოდში აღწერილია სამუშაო არეალი − 916 კმ2; საავტომობილო გზა − 8 664 კმ; 45 110 ინტერესის ობიექტი და 35 832 საგზაო ნიშანი.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები, ასევე, სათავო ოფისის ზედამხედველობის მომსახურება, რომელიც განხორციელდება 2019 წლამდე.

პრიორიტეტი 11. სასამართლო სისტემა

პროგრამა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურებათა ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 13)

პროგრამის განმახორციელებელი − „ “სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

ათასი ლარი

54

Page 55:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

პროგრა-მული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებუ-

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინე-

ბული მოცულობა

საანგარიშო

პერიოდის საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტე-

ბულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდან მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში)

26 13

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“

მომსახურებათა ეფექტიანობის

უზრუნველყოფა და ყველა

დაინტერესებული პირისათვის

ხელმისაწვდომობა

- - - - 26,646.4

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში დაინტერესებულ პირებს გაეწიათ სააღსრულებო, გამარტივებული წარმოების, გადახდისუუნარობის, ფაქტების კონსტატაციისა და სხვა მომსახურება.

დასრულდა მუშაობა „ელექტრონული განკარგულებების“ პროექტზე. აღნიშნული სიახლე გულისხმობს აუქციონში გამარჯვებული პირისათვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ განკარგულების და, ასევე, სხვა თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონული სახით შეთავაზებას. ქონების შემძენს დასახელებული განკარგულების მისაღებად აღარ მოუწევს სააღსრულებო ბიუროებსა და იუსტიციის სახლებში მისვლა, რასაც მარტივად შეძლებს „eauction.ge“-ს პირად გვერდზე. განკარგულებათა ელექტრონული სახით მიღების სერვისს მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიურო შესთავაზებს აუქციონში გამარჯვებულ პირებს.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 10 829 საქმეზე მოხდა მორიგება და ვალის განწილვადება, ასევე, მხარეთათვის შესაძლო ნეგატიური შედეგების სიმწვავის შენელება სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მიერ განხორციელდა 20 422 მოქმედება, რაც გულისხმობს ანალიზების, რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადებას, აღმასრულებლებთან ერთად მისამართებზე გასვლას, გამოსახლებებსა და დემონტაჟებზე დასწრებას, მხარეებთან შეხვედრების ჩატარებას.

დასრულებულ საქმეთა დინამიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 901 საქმით გაიზარდა და შეადგინა 79 728 საქმე, საიდანაც აღსრულდა 53 501.

საანგარიშო პერიოდში „კრედო ბანკთან“ ინფორმაციის გაცვლისა და მოვალეთა ანგარიშებზე შეზღუდვების გავრცელების ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვის მიზნით აეწყო სრული და გამართული ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა.

დასრულდა ელექტრონული სააღსრულებო საქმისწარმოების მხარეთათვის განკუთვნილ პორტალზე იურიდიული პირის მოდულის ჩაშენებაზე მუშაობა, რაც საშუალებას მისცემს კრედიტორ იურიდიულ პირს, სახლიდან გაუსვლელად ერთი ავტორიზაციის მეშვეობით გაეცნოს მასზე რეგისტრირებული საქმეების რეესტრსა და თითოეული მათგანის მიმდინარეობას, ამასთან, მიიღოს მისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასლები.

55

Page 56:  · Web viewსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის ...

საერთაშორისო დონეზე ურთიერთთანამშრომლობის გამყარების მიზნით საანგარიშო პერიოდში სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაცია 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ სერვისებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის შედეგადაც იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა და სამომავლო პერსპექტივების დასახვა.

დასრულდა ქ. ბათუმის, ქ. გორისა და ქ. ქუთაისის ღია ავტოსადგომების, სასაწყობე ანგარებისა და საოფისე ფართების მშენებლობა; ასევე, დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის ძველი შენობის რეკონსტრუქცია, შედეგად გადაკეთდა სპორტულ-სატრენაჟორო დარბაზი.

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდა საინფორმაციო და გაცნობითი შეხვედრები. კერძოდ, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

56