ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads ›...

8
გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემ- დეგი ნომერი გამოვა ხუთშაბათს, 8 მაისს. გთხოვთ გამოსაქვეყნებელი მასალები მოგვაწოდოთ 6 მაისს, სამშაბათს, 15 საათამდე. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია გვ. 6 მკითხველთა საყურადღებოდ! 2 მაისი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 17 (588) www.chkh.org აპრილში 31 860 ლარი პრემია გაიცა, 16 900 ლარი - სოცდახმარება ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის სიახლეები პოეზია - ზეინაბ ბუაჩიძის ლექსები კონკურსში სასულიერო გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა სულიკო ციმაკურიძე სანთელივით ანთებული წავიდა იმქვეყნად ამინდი განცხადებები 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 5 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. საარჩევნო შტატები და წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში 2 გვ. დღეს ნომერშია თვითმმართველობებს წინასაარჩევნო რეკომენდაციები დაეგზავნა 3 გვ. 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევ- ნები გაიმართება. ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად 48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 371 ამომრჩეველია. 48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის საარჩევნო კომისია განთავ- სებულია ხარაგაულში, 9 აპრილის ქ. 46, ტელ.: 22 13 09. №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია კახაბერ გოლუბიანი - თავმჯდომარე გია ცისკაძე - მოდგილე მაყვალა სულაქველიძე - მდივანი წევრები: ლალი ტალახაძე ქეთევან მოდებაძე ნესტან ტალახაძე - დროებითი წევრი ცესკოსაგან ნინო ავალიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან“ სოფიო ჭიპაშვილი - „საქართველოს კონსერვატიული პარტიისაგან“ ეკატერინე ლურსმანაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნებისაგან“ მიხეილ გელაშვილი - „ეროვნული ფორუმისაგან“ დარეჯან გელაშვილი - „საქართველოს რესპუბლიკური პარტიისაგან“ ნინო ბუაჩიძე - „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ ცირა მდინარაძე - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსაგან“ წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საგანმანათლებლო რესურსცენტ- რიდან მიღებული ინფორმაციით, ის წარჩინებული მოსწავლეები, რომ- ლებმაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ყველა საგანში დაიმსახურეს ათიანი, დამრგვალების გარეშე, კარგი სწავ- ლისთვის ლეპტოპით დაჯილდოვ- დებიან. ანი აბაშიძე - ხარაგაულის 2 სკოლა; ნინო ჭყოიძე - ხარაგაულის 3 სკოლა; გვანა ბერაძე, ლანა ღონღაძე, ფერიდე ბერაძე - ბორის საჯარო სკოლა; მაგდა თხელიძე - ლაშის საჯარო სკოლა; ლევან გორგაძე, ვარლამ გრი- გალაშვილი, ბექა შავიძე - ხევის საჯარო სკოლა; თინათინ ხიჯაკაძე, კოტე გოგსა- ძე - ვარძიის საჯარო სკოლა. გამოცდების გრაფიკი დამტკიცდა განათლებისა და მეცნიერების მი- ნისტრის 29 აპრილის 448 ბრძანე- ბით დამტკიცდა 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი. მეთორმეტეკლასელებისათვის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერა- ტურაში და გეოგრაფიაში ჩატარდება 21 მაისს; 22 მაისს - უცხო ენასა და ფიზიკაში; 23 მაისს - ისტორიასა და ბიოლოგიაში; 24 მაისს - მათემა- ტიკაში, 25 მაისს - ქიმიაში. ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში გამოცდებს ჩააბარებენ დამამთავრებელი კლასის მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც ჯერ არ ჩაუბარებიათ და ზღვარი ვერ გადა- ლახეს ამ საგნებში. მეთერთმეტეკლასელებისათვის გამოცდა ქიმიაში ჩატარდება 14 ივნისს, გეოგრაფიაში - 16 ივნისს, ბიოლოგიაში - 17 ივნისს, ფიზიკაში - 18 ივნისს. ახალი ბაღები სექტემბრიდან ამოქმედდება ვარძიაში, ლეღვანში, კიცხსა და ვახანში ბაღების მშენებლობა დას- რულდა. ახალაშენებული ბაღები მუშაობას სექტემბრიდან შეუდგებიან. ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგა- ულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ქეთევან ზუმბაძის თქმით, მალე ახალ სა- ბავშვო ბაღებში გადაიტანენ საჭირო ინვენტარს, რომელიც ამჟამად ხარა- გაულის 1 და 2 საბავშვო ბაღებში ინახება. „ძალიან მინდა, სასწავლო წლის დასრულებამდე მოვასწროთ კიცხის საბავშვო ბაღის გახსნა, რომ ერთი თვე მაინც ისწავლონ უფროსჯ- გუფელებმა ახალ ბაღში“, - ამბობს ქე- თევან ზუმბაძე. მისივე ინფორმაციით, ბორითის საბავშვო ბაღის შენობაში მალე დაიწყება რემონტი. ბორითის მოსახლეობა საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფების დამატებას ითხოვს. 2014 წლის იანვარში პრემიერ- მინისტრისგან გამოცემული ნორმატი- ული აქტით ყურადღება გაძლიერდა სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების მიმართ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მზარეულებსა და ექთნებს ჩაუტარ- დათ ტრენინგი ბავშვთა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. სამდღიან ტრენინგს წარმართავდა სკოლამ- დელ დაწესებულებათა ტრენინგებისა და განათლების ცენტრის ნუტრი- ოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გულიკო დვალი. კონკურსების შედეგები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საქმისმწარმოებ- ლად კონკურსის შედეგად ნათია კაციტაძე დაინიშნა. ამ ინფორმაციას რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. ნათია კაციტაძე ხარაგაულის 2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი გახ- ლდათ. რესურსცენტრში დასაქმების გამო მან სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა. დავით კიკნაძის ინფორმაციით, სკოლის დირექტორობისთვის გამო- ცხადებულ კონკურსში ოთხმა ხარა- გაულელმა კონკურსანტმა გადალახა ტესტურ გამოცდაში ბარიერი. ორმა კი შედეგები გაასაჩივრა და პასუხს ელოდება. სკოლების რეაბილიტაცია - რემონტები წელსაც გრძელდება საჯარო სკოლებში ინფრასტ- რუქტურული პროექტები წელსაც განხორციელდება. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმა- ციით, პირველ ეტაპზე მოწესრიგდება სკოლების შენობების სახურავი, კარ- ფანჯრები და სველი წერტილები. მისივე თქმით, წელს რეაბილიტაცია ჩატარდება ვახანისა და კიცხის სა- ჯარო სკოლებში. გარემონტდება ხარაგაულის 3 საჯარო სკოლაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ოთახები. გადაწყვეტილია ხარაგაულის 2 და 3 საჯარო სკოლების გაზიფი- ცირება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ წარიმართება ზვარის საჯარო სკოლაში, რადგან სკოლა რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის არეალში ხვდება. დავით კიკნაძის ინფორმა- ციით, შენობა გადასახურია და კარ- ფანჯრები - გამოსაცვლელი. აღდგენილი კინოთეატრის შენობაში შესაყვანია წყალი, გაზი და ელენერგია ხარაგაულის კინოთეატრში მშენე- ბელ ორგანიზაციასთან ხელშეკრუ- ლებით გათვალისწინებული სამუშაო- ები დასრულდა. ხარაგაულის გამგე- ობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 24 აპრილს ფოტოხელოვან რამაზ ბლუაშვილის გამოფენა „ჩინეთი საქართველოს თვალით“ გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ხარაგაულში ჩინეთის ელჩი და საელჩოს წარმო- მადგენლები იმყოფებოდნენ. ამ ფოტოზე ჩინეთის ელჩი იუ ბინი რამაზ ბლუაშვილთან და მუზეუმის დირექტორ ნინო დიდიძესთან ერთად გამოფენის გახსნისას არიან აღბეჭდილები. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ მეოთხე გვერდზე. ჩინეთის ელჩი ხარაგაულში 15 ივნისს არჩევნებია ამბების აკიდო

Transcript of ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads ›...

Page 1: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემ-დეგი ნომერი გამოვა ხუთშაბათს, 8 მაისს. გთხოვთ გამოსაქვეყნებელი მასალები მოგვაწოდოთ 6 მაისს, სამშაბათს, 15 საათამდე.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქციაგვ. 6

მკითხველთა საყურადღებოდ!

2 მაისი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№17 (588)

www.chkh.org

აპრილში 31 860 ლარი პრემია გაიცა, 16 900 ლარი - სოცდახმარება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სიახლეები

პოეზია - ზეინაბ ბუაჩიძის ლექსები

კონკურსში სასულიერო გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა

სულიკო ციმაკურიძე სანთელივით ანთებული წავიდა იმქვეყნად

ამინდი

განცხადებები

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

5 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

საარჩევნო შტატები და წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში 2 გვ.

დღეს ნომერშია

თვითმმართველობებს წინასაარჩევნო რეკომენდაციები დაეგზავნა 3 გვ.

2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევ-ნები გაიმართება.

ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 371 ამომრჩეველია.

№48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის საარჩევნო კომისია განთავ-სებულია ხარაგაულში, 9 აპრილის ქ. №46, ტელ.: 22 13 09.

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია კახაბერ გოლუბიანი - თავმჯდომარეგია ცისკაძე - მოდგილემაყვალა სულაქველიძე - მდივანი

წევრები:ლალი ტალახაძექეთევან მოდებაძენესტან ტალახაძე - დროებითი წევრი ცესკოსაგანნინო ავალიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან“სოფიო ჭიპაშვილი - „საქართველოს კონსერვატიული პარტიისაგან“ეკატერინე ლურსმანაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნებისაგან“მიხეილ გელაშვილი - „ეროვნული ფორუმისაგან“დარეჯან გელაშვილი - „საქართველოს რესპუბლიკური პარტიისაგან“ნინო ბუაჩიძე - „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ცირა მდინარაძე - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსაგან“

წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან

საგანმანათლებლო რესურსცენტ-რიდან მიღებული ინფორმაციით, ის წარჩინებული მოსწავლეები, რომ-ლებმაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ყველა საგანში დაიმსახურეს ათიანი, დამრგვალების გარეშე, კარგი სწავ-ლისთვის ლეპტოპით დაჯილდოვ-დებიან.

ანი აბაშიძე - ხარაგაულის №2 სკოლა;

ნინო ჭყოიძე - ხარაგაულის №3 სკოლა;

გვანა ბერაძე, ლანა ღონღაძე, ფერიდე ბერაძე - ბორის საჯარო სკოლა;

მაგდა თხელიძე - ლაშის საჯარო სკოლა;

ლევან გორგაძე, ვარლამ გრი-გალაშვილი, ბექა შავიძე - ხევის საჯარო სკოლა;

თინათინ ხიჯაკაძე, კოტე გოგსა-ძე - ვარძიის საჯარო სკოლა.

გამოცდების გრაფიკი დამტკიცდა

განათლებისა და მეცნიერების მი-ნისტრის 29 აპრილის №448 ბრძანე-ბით დამტკიცდა 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი.

მეთორმეტეკლასელებისათვის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერა-ტურაში და გეოგრაფიაში ჩატარდება 21 მაისს; 22 მაისს - უცხო ენასა და ფიზიკაში; 23 მაისს - ისტორიასა და ბიოლოგიაში; 24 მაისს - მათემა-ტიკაში, 25 მაისს - ქიმიაში. ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში გამოცდებს ჩააბარებენ დამამთავრებელი კლასის მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც ჯერ არ ჩაუბარებიათ და ზღვარი ვერ გადა-ლახეს ამ საგნებში.

მეთერთმეტეკლასელებისათვის გამოცდა ქიმიაში ჩატარდება 14 ივნისს, გეოგრაფიაში - 16 ივნისს, ბიოლოგიაში - 17 ივნისს, ფიზიკაში - 18 ივნისს.

ახალი ბაღები სექტემბრიდან ამოქმედდება

ვარძიაში, ლეღვანში, კიცხსა და ვახანში ბაღების მშენებლობა დას-რულდა. ახალაშენებული ბაღები მუშაობას სექტემბრიდან შეუდგებიან. ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგა-ულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ქეთევან ზუმბაძის თქმით, მალე ახალ სა-ბავშვო ბაღებში გადაიტანენ საჭირო ინვენტარს, რომელიც ამჟამად ხარა-გაულის №1 და №2 საბავშვო ბაღებში ინახება. „ძალიან მინდა, სასწავლო წლის დასრულებამდე მოვასწროთ კიცხის საბავშვო ბაღის გახსნა, რომ ერთი თვე მაინც ისწავლონ უფროსჯ-გუფელებმა ახალ ბაღში“, - ამბობს ქე-თევან ზუმბაძე. მისივე ინფორმაციით, ბორითის საბავშვო ბაღის შენობაში მალე დაიწყება რემონტი. ბორითის მოსახლეობა საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფების დამატებას ითხოვს.

2014 წლის იანვარში პრემიერ-

მინისტრისგან გამოცემული ნორმატი-ული აქტით ყურადღება გაძლიერდა სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების მიმართ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მზარეულებსა და ექთნებს ჩაუტარ-დათ ტრენინგი ბავშვთა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. სამდღიან ტრენინგს წარმართავდა სკოლამ-დელ დაწესებულებათა ტრენინგებისა და განათლების ცენტრის ნუტრი-ოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გულიკო დვალი.

კონკურსების შედეგებიხარაგაულის საგანმანათლებლო

რესურსცენტრში საქმისმწარმოებ-ლად კონკურსის შედეგად ნათია კაციტაძე დაინიშნა. ამ ინფორმაციას რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. ნათია კაციტაძე ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი გახ-ლდათ. რესურსცენტრში დასაქმების გამო მან სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, სკოლის დირექტორობისთვის გამო-ცხადებულ კონკურსში ოთხმა ხარა-გაულელმა კონკურსანტმა გადალახა ტესტურ გამოცდაში ბარიერი. ორმა კი შედეგები გაასაჩივრა და პასუხს ელოდება.

სკოლების რეაბილიტაცია - რემონტები წელსაც

გრძელდება საჯარო სკოლებში ინფრასტ-

რუქტურული პროექტები წელსაც განხორციელდება. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, პირველ ეტაპზე მოწესრიგდება სკოლების შენობების სახურავი, კარ-

ფანჯრები და სველი წერტილები.

მისივე თქმით, წელს რეაბილიტაცია ჩატარდება ვახანისა და კიცხის სა-ჯარო სკოლებში. გარემონტდება ხარაგაულის №3 საჯარო სკოლაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ოთახები.

გადაწყვეტილია ხარაგაულის №2 და №3 საჯარო სკოლების გაზიფი-ცირება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ წარიმართება ზვარის საჯარო სკოლაში, რადგან სკოლა რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის არეალში

ხვდება. დავით კიკნაძის ინფორმა-

ციით, შენობა გადასახურია და კარ-ფანჯრები - გამოსაცვლელი.

აღდგენილი კინოთეატრის შენობაში შესაყვანია წყალი,

გაზი და ელენერგიახარაგაულის კინოთეატრში მშენე-

ბელ ორგანიზაციასთან ხელშეკრუ-ლებით გათვალისწინებული სამუშაო-ები დასრულდა. ხარაგაულის გამგე-ობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის,

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 24 აპრილს ფოტოხელოვან რამაზ ბლუაშვილის გამოფენა „ჩინეთი საქართველოს თვალით“ გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ხარაგაულში ჩინეთის ელჩი და საელჩოს წარმო-მადგენლები იმყოფებოდნენ.

ამ ფოტოზე ჩინეთის ელჩი იუ ბინი რამაზ ბლუაშვილთან და მუზეუმის დირექტორ ნინო დიდიძესთან ერთად გამოფენის გახსნისას არიან აღბეჭდილები. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ მეოთხე გვერდზე.

ჩინეთის ელჩი ხარაგაულში

15 ივნისს არჩევნებია

ამბების აკიდო

Page 2: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

2 xtvb [fhfufekb 2 მაისი, 2014 წ.

„წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანია”

„ერთიანი ნაციონალური მოძრა-ობის“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშ-ვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანია. ის იმ ზეწოლებზე საუბრობს, რომელიც, მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხარ-დამჭერებზე განხორციელდა. „ზვარის ტერიტორიული ორგანოს სპეცი-ალისტი ირმა ალხაზიშვილი დაიბარა გამგებელმა, - გვიამბობს თორნიკე ავალიშვილი, - მასთან ერთად იმ-ყოფებოდნენ გამგებლის მოადგი-ლე პაატა გოგოლაძე და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ხარაგაულში მანანა ბარბაქაძე. ირმა ალხაზიშვილს მოსთხოვეს, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან, თუ აპირებდა არჩევნებში მონაწი-ლეობას.“ თორნიკე ავალიშვილის განმარტებით, საჯარო მოხელეს კანონი არ ავალდებულებს გადადგეს თანამდებობიდან, თუმცა საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს სამუშაო საათების შემდეგ.

„გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე დაემუქრა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დი-რექტორს, ჩვენი პარტიის მხარდამ-ჭერ ქეთევან ზუმბაძეს. მეგობრობას სთავაზობდა და თან ეუბნებოდა, რომ პატარ-პატარა შეცდომები გექნება და პრობლემები შეგექმნებაო,“ - ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა ნადაბურში, როცა სპეციალისტად დანიშნეს პიროვნება, რომელიც მაჟორიტარად კენჭისყრას „ნაცმოძ-რაობიდან“ აპირებდა.

„ნადაბურის ტერიტორიულ ერ-თეულში სპეციალისტი წელიწადნა-ხევარია არ დანიშნულა, - გვიამბობს თორნიკე ავალიშვილი, - არჩევნე-ბის გამოცხადების წინა დღეს, 14 აპრილს დაინიშნა სპეციალისტად ნუგზარ შუბითიძე. ის კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობიდან.“ მან გვითხრა, თუ „ქართული ოცნებიდან“ კენჭი გრიგოლ გელაშვილმა იყარა, მე მას კონკურენციას არ გავუწევ, რადგან ჩემი ნათესავიაო. რადგან გე-ლაშვილი არ იყრიდა კენჭს, ნუგზარ შუბითიძე თანახმა იყო ჩვენთან თა-ნამშრომლობაზე. წელიწადნახევარი ის უმუშევარი იყო და საინტერესოა, რაღა არჩევნების წინ დაინტერესდნენ მისი დასაქმებით.“

თორნიკე ავალიშვილი ხელი-სუფლებას მოუწოდებს, რომ პარტი-ული ნიშნით არ დაყონ ერთჯერადი დახმარების მიმღები და სტიქიით დაზარალებულთა ოჯახები. „გამ-გეობამ მიმართოს საკრებულოს ძველი განკარგულების შეცვლის მოთხოვნით და დახმარებები გაიცეს მრავალჯერადად, განურჩევლად ყველაზე,“ - ამბობს „ერთიანი ნაცი-ონალური მოძრაობის“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

თორნიკე ავალიშვილი: -მიმაჩნია, რომ №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან არჩეული წევრები საარჩევნო უბნებზე არიან ძალიან სუსტები და არაკომპეტენ-ტურები. ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საოლქო კომისიას. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მოვუწოდებ, როგორი პრინციპულიც იყო წინა ხელისუფლების დროს, ახლაც გამო-იჩიოს იგივე პრინციპულობა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე პრობ-ლემები შეიქმნა კიცხისა და ნადაბუ-რის საარჩევნო უბნებზე. მაშინ არ გა-ვაპროტესტე დარღვევა. თუ წელსაც დაფიქსირდება საუბნო კომისიის წევ-რთა მხრიდან მსგავსი დარღვევები, აუცილებლად გვექნება რეაგირება.“

თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის ოცივე საარჩევნო ოლქში ეყოლებათ მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება პარტიულ სიას, ეს საკითხი, მისი თქმით, პარ-ტიულ აქტივთან ერთად გადაწყდება. 8 მაისს, პარტიის ყრილობის შემდეგ, და-სახელდება გამგებლობის კანდიდატი.

„კომისიები ხელისუფლების მხარდამჭერებით დაკომპლექტდა”

„დემოკრატიული მოძრაობა - ერ-თიანი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძე ამბობს, რომ „წინასაარ-ჩევნოდ, მართალია, ავტომატებით აღარ დაგვდევენ და საჯაროდ არ გვემუქრებიან, მაგრამ ეს საზოგა-დოების დამსახურებაა და არა ხე-ლისუფლების. თვალნათელია, რომ საარჩევნო კომისიები მთლიანად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერე-ბით დააკომპლექტეს. სამწუხაროდ, ვერ გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო, რასაც შეგვპირდა ივანიშვილი. ვფიქ-რობ, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უნდა ჰყავდეს წევრი საარ-ჩევნო კომისიაში. როგორც ჩანს, ხე-ლისუფლებას იმდენად ეშინია, თორ-მეტივე წევრი თავისი მხარდამჭერი უნდა რომ ჰყავდეს,“ - ამბობს გოგი ლაცაბიძე. მისი თქმით, ხარაგაულის ოცივე საარჩევნო ოლქში ეყოლებათ მაჟორიტარობის კანდიდატები, თუმ-ცა პარტიულ სიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყალიბდებიან.

„მაქსიმალურად ჯანსაღი საარჩევნო გარემო უნდა

შევქმნათ”კოალიცია „ქართული ოცნება

- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ „სახელი-სუფლო პარტიის ლიდერები ყველა შეხვედრაზე, საგაზეთო და სატელევი-ზიო მიმართვებსა თუ პირად საუბრებ-ში ცალსახად გვეუბნებიან, რომ ჩვენი ვალდებულებაა მაქსიმალურად ჯან-საღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა; გაყალბებაზე ფიქრი ყველამ უნდა დაივიწყოს. ჩვენ უნდა შევქმნათ მაგა-ლითი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს

დემოკრატიული არჩევნები. ხელი-სუფლების ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს. ბოლოს და ბოლოს, არჩევნებში მონაწილეებმა უნდა ვიბრძოლოთ თანაბარ პირობებში, სადაც გაიმარჯვებს ღირსეული,“ - ამბობს პაატა გოგოლაძე.

„ქართული ოცნება - დემოკრატი-ული საქართველოს“ საარჩევნო შტა-ბის უფროსი ადასტურებს, რომ ირმა ალხაზიშვილს ნამდვილად შეხვდა გამგებელთან და პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან ერ-თად. „შევიტყვეთ, რომ ირმა ალხაზიშ-ვილი სამუშაო საათებში იყო „ნაცმოძ-რაობის“ შტაბში და შეხვედრა ვთხო-ვეთ, - გვიამბობს პაატა გოგოლაძე, - მოგეხსენებათ, სამუშაო საათებში აკრძალულია საჯარო მოხელის მისვ-ლა საარჩევნო შტაბებში. ერთადერთი შენიშვნა მისცა გამგებელმა, - მე არ გთხოვთ კოალიციის სასარგებლოდ იმუშაოთ, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ საჯარო მოხელე სამუშაო საათებ-ში ოპოზიციური პარტიების შტაბში დადიოდესო. ირმა ალხაზიშვილმა გვითხრა, რომ სურდა მაჟორიტარად კენჭისყრა. ვუთხარით, რომ მოუწევ-და თანამდებობიდან გადადგომა ან შვებულებაში გასვლა. მას არავინ დამუქრებია. ძალიან კეთილგანწყო-ბილი საუბარი გვქონდა. ქალბატონმა ირმამ დამშვიდობებისას მადლობა გადაგვიხადა და თქვა, გადავწყვეტ, როგორ მოვიქცეო. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ისე გათავისებული აქვთ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებზე ზეწოლები, რომ სხვანა-ირად ვერ წარმოუდგენიათ.“

ქეთევან ზუმბაძეზე ზეწოლის ფაქტს პაატა გოგოლაძე აბსურ-დულსა და უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ დიდი პატივისცემი-თაა განწყობილი მის მიმართ. „ჩვენ შორის იყო კომუნიკაცია, რადგან სამსახურებრივად გვიწევს ურთიერ-თობა. ვუთხარი, რომ ის საუკეთესოდ ართმევთ საქმეს თავს და ამიტომ თქვენნაირი ადამიანები თუ იქნებიან ჩვენს გვერდით, კარგი იქნება-მეთქი.

არ მჯერა, რომ ქეთევანს მოსწონს „ნაცმოძრაობის“ ქმედებები. მაინტე-რესებდა, ის პარტიის იდეალების გამო იყო მათ გვერდით თუ თანაკ-ლასელ მამუკა ჭყოიძესთან მეგობ-რობის გამო. მან მითხრა, მეგობარს ვედექი გვერდითო.“

რაც შეეხება ნადაბურში „ნაცმოძ-რაობის“ სავარაუდო კანდიდატის სპეციალისტად დანიშვნას, პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ არავინ უზღუდავს იმ ადამიანს კენჭისყრას. „დანიშვნა თუ ზეწოლაა, გათავისუფ-ლება რა არის მაშინ?“- ამბობს პაატა გოგოლაძე და დასძენს, რომ როცა მიეცათ მისი დანიშვნის შესაძლებლო-ბა, მაშინ დანიშნეს.

„თუ ვინმეს სოცდახმარების მოხს-ნით ემუქრებიან, კონკრეტული ფაქ-ტები უნდა დაასახელონ. ერთი წუთით არ გაგვივლია გულში კომისიის წევრებს, რომ წამლების შესაძენად და საოპერაციოდ დახმარება მარტო მხარდამჭერებზე გაგვეცა. ეგ „ნაცმოძ-რაობის“ წევრებს ახასიათებთ.

გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ყოველთვის აფრთხილებდა რწმუნე-ბულებსა და სხვა საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურთ, მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ მივიდნენ საარჩევნო შტაბებში.“

„ძალიან საინტერესოა ოპოზიციაში ყოფნა”

პარტია „თავისუფალი საქართ-ველოს“ სახელით გეგმავს ადგი-ლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საკრე-ბულოს რამდენიმე წევრი - კობა გოგსაძე, რომან შერგელაშვილი, ბესო ჩუბინიძე, პავლე გორგა-ძე, ნინო ფხალაძე. მათ გუნდშია რუსუდან გურგენიძე. „რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ისევ საკრებულოს წევრობას, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძე, - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები არ ვართ. ცენტრალურ ოფისში მოველაპარა-კეთ და ჩვენი გეგმები ამ პარტიას უკავშირდება. „თავისუფალი საქარ-

თველო“ ჩვენთვის უფრო მეტად მისაღებია მისი ლიდერის, კახა კუკავას, პოზიციების გამო.“

კობა გოგსაძე ამბობს, რომ ნე-ბისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი მომავლის ინდივიდუალურად გან-საზღვრის უფლება. მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა ოპოზიციაში ყოფნა. „ორი მოწვევის საკრებუ-ლოს წევრი ვარ და ვთვლი, რომ ჯერ არ ამომიწურავს რესურსი. მე და ჩემი თანაგუნდელები არავისზე ნაკლები არ ვართ და გვსურს, რომ მომავალში საკრებულოს წევრები ვიყოთ. დანარჩენს ამომრჩეველი გადაწყვეტს,“ - ამბობს კობა გოგ-საძე. მისივე თქმით, იდეურად მათ მხარს საკრებულოს სხვა წევრებიც უჭერენ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გა-რემოს, კობა გოგსაძე ამბობს, რომ ის არაფრით განსხვავდება წინა წლებისგან. თუმცა, მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა საარჩევნო პროცესებში აბსოლუ-ტურად გამორიცხულია. „სახელი-სუფლებო რგოლებისგან პატარ-პატარა ზეწოლები შეინიშნება. არის გადაძახება-გადმოძახება - „ე, ბიჭო, შენ სოციალური დახმარება გაქვსო.“ კონკრეტულად ვერავის დაგისახე-ლებთ, რადგან მათ მთხოვეს, ამ ეტაპზე თავი შევიკავო,“ - ამბობს კობა გოგსაძე.

პარტია „თავისუფალ საქართ-ველოსთან“ „ნაცმოძრაობის“

წევრების თანამშრომლობის გამო განმარტება მოითხოვა გია ყრუაშ-ვილმა, რომელიც 2012 წელს სა-პარლამენტო არჩევნებში კენჭს „თავისუფალი საქართველოდან“ იყრიდა. „მირეკავენ და მეკითხებიან, რატომ შემოუშვი „ნაციონალები“ პარტიაშიო, - გვიამბობს გია ყრუაშვი-ლი, - ჩემთვის პარტიების წევრებად არ იყოფიან ხარაგაულელები. თუ პიროვნებას კანონი არ დაურღვევია, რა უნდა მქონდეს მის მიმართ საწი-ნააღმდეგო. კობა გოგსაძე საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში. პარტიული ნიშნით ადამიანების დევნას დავანებოთ თავი და საქმის კეთებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს.“

რატომ გადაწყვიტა რუსუდან გურგენიძემ იმ პიროვნებებ-

თან თანამშრომლობა, რომელთა გადაწყვეტილებებსაც ოთხი წლის მანძილზე საკრებულოში აპროტეს-ტებდა? - ამ შეკითხვით ქალბატონ რუსუდანს მივმართეთ.

„მართალია, ოთხი წლის მან-ძილზე მიწევდა მათგან მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს უფრო სისტემის „დამსახურება“ იყო, ვიდრე თვით ამ ადამიანების ბრალი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სისტემასაც ადამიანები ქმნიან, მაგრამ ადგილობრივ დონეზე ეს შედარებით ნაკლებად ხდება. ეს უფრო ზედა რგოლებიდანაა წამო-სული. ვთვლი, რომ ეს ადამიანები არიან საკმაოდ გამოცდილები შესა-ბამისი განათლებით და როცა ისინი უკვე აღარ იქნებიან იმ მონსტრის წარმომადგენლები, რასაც „ნაცი-ონალური მოძრაობა“ ჰქვია, ვფიქ-რობ, შეძლებენ ხარაგაულისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ამირ-ჩევენ საკრებულოს წევრად, ისევ სიმართლის მთქმელი ვიქნები და დავუპირისპირდები ხარაგაულის მოსახლეობისათვის მიუღებელ ყველა გადაწყვეტილებას,“ - ამბობს რუსუდან გურგენიძე.

P.S. ზეწოლებთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუ-კავშირდით ირმა ალხაზიშვილს და ქეთევან ზუმბაძეს. ნუგზარ შუბითი-ძესთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ირმა ალხაზიშვილი: -კაბინეტში დამხვდნენ კობა ლურსმანაშვი-ლი, მანანა ბარბაქაძე და პაატა გოგოლაძე. მითხრეს, რად გინდა საკრებულოში კენჭისყრა, ხომ იცი, დეპუტატობა უხელფასოა. თუ კენჭს იყრი, მაშინ გადადექი თანამდებო-ბიდანო. გამგებელს ზედმეტი არა-ფერი უთქვამს. პირიქით, მითხრა, უსამსახუროდ არ დარჩები, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ზვარის საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობაო. მანანა ბარბაქაძემ კი მუშტი დაარტყა მაგი-დაზე და თქვა, ხომ გითხარით, ირმა ალხაზიშვილი არსად დანიშნოთ, რას წამოასკუპეთ თანამდებობა-ზეო. გულმკვდარი წამოვედი ამ სიტყვების მერე მათთან შეხვედრი-დან,“ - აღნიშნა ირმა ალხაზიშვილ-მა ჩვენთან სატელეფონო საუბარში.

ქეთევან ზუმბაძე: -პაატა გო-გოლაძემ შეხვედრისას მითხრა, - შენ გგონია, რომ წვრილ-წვრილი დარღვევები არ გექნებაო. შევ-ფიქრიანდი, გადავავლე თვალი ჩემს საქმიანობას. ამხელა ბიუჯეტს ვმართავ და შეიძლება შემეშალოს კიდეც რამე. ვუთხარი, რა შეცდომა მაქვს, მითხარი და გამოვასწორებ-მეთქი. მოვა დრო და გეტყვითო. ისიც მითხრა, კარგად ართმევ თავს საქმესო. ეს ამბავი მაშინვე მოვყევი ოჯახში და რამდენიმე პიროვნე-ბასთან. მთელი თვე ვინერვიულე. ამასწინათ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჩატარდა შეხვედრა საარ-ჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. მეც მიმიწვიეს. შეხვედრაზე ჩემ მიმართ ითქვა, ოპოზიციური პარ-ტიის წარმომადგენელს 500 ათას ლარიანი ბიუჯეტი აქვსო. შევწუხდი ძალიან. სკოლამდელ დაწესებულე-ბათა გაერთიანების საბიუჯეტო თანხა ჩემი საკუთრებაა? მაჟორიტარი დე-პუტატის ბიუროში შეხვედრისას პაატა გოგოლაძემ განაცხადა, ქეთევანს მოეჩვენა, - მე მასთან სამსახურებრივ გადაცდომებზე არაფერი მითქვამსო. რატომ უნდა მქონდეს მოჩვენებები? მანამდე რატომ არაფერი „მეჩვენე-ბოდა“, სანამ პაატა გოგოლაძე და-მიბარებდა? არასდროს მიფიქრია, რომ რამე დარღვევა მაქვს. ღმერთი იყურება ზემოდან. გინდა მოჩვენება დაარქვან ახლა და გინდა მოლანდე-ბა. პარტიული ნიშნით არ შეიძლება ადამიანების დისკრიმინაცია. ახლა შეგვამოწმა აუდიტმა და დადებითი დასკვნა დაწერა ჩვენს გაერთიანება-ზე. ერთადერთი, - საპნის ჩამოწერის აქტზე არ მქონდა ხელმოწერა. ვერ ვხვდები, რას ვაშავებ იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარ-დამჭერი ვარ?!

ნინო კაპანაძე

„არ შეიძლება პარტიული ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია“

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში მონაწილე პარტიები თანდათან

აქტიურად ერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში. დავინტერესდით, როგორ აფასებენ ხარაგაულში მოქმედი

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბები წინასაარჩევნო გარემოს და გეგმავენ თუ არა მუნიციპალიტეტის ოცივე

საარჩევნო ოლქში წარადგინონ მაჟორიტარობის კანდიდატები.

Page 3: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

3xtvb [fhfufekb2 მაისი, 2014 წ.

საქართველოს პარლამენტში 28 ისეთი დეპუტატია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არც სიტყვით გამოსულა და არც რაიმე ინიციატივა ჰქონია, აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ

გამოკვლევაში, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანო-ბას შეეხება 2012 წლის 1 ოქტომბ-რიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში. ამავე ანგარიშის მიხედ-ვით, გამოკითხულთა მხოლოდ 6% ენდობა დეპუტატებს, უმრავლესობა არ იცნობს თავის მაჟორიტარ დეპუ-ტატს და მთავარ პრობლემად დე-პუტატებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ნაკლებობას მიიჩნევს. მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფა-სების თაობაზე ანგარიშის პრეზენ-ტაციისას „საერთაშორისო გამჭ-ვირვალობა - საქართველოს“

პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა დეპუტატთა აქტი-ვობის მაჩვენებელი სტატისტიკა წარმოადგინა: „ამ ერთწლიან-მა მუშაობამ დაგვანახვა, რომ 150-დან 121-მა პარლამენტარმა გამოიყენა სიტყვით გამოსვლის

უფლება, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ 54-მა პარ-ლამენტარმა წარმოადგინა. ასევე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა 28 დე-პუტატი, რომელიც არც სიტყვით გამოსულა პლენარულ სხდომაზე ამ ერთი წლის განმავლობაში და არც ინიციატივა ჰქონია. აქედან 13 იყო უმრავლესობის წევრი, 8 იყო უმცირესობის და 7 არც ერთს არ მიეკუთვნებოდა”.

მიუხედავად იმისა, რომ პარლა-მენტი, ზოგადად, ძალზედ აქტიური იყო საკანონმდებლო მუშაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საზოგა-

დოების ნდობა დეპუტატების მი-მართ, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზ-რის კვლევამ, რომელიც „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა გასული წლის ოქტომ-ბერში, უჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა დე-პუტატთა არაკონსტრუქციულობით: „მთავარი გამოწვევა არის ის არაკოსნტრუქციული დამოკიდე-ბულება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რასაც ჩვენ ყოველდღი-ურად ვხედავთ პარლამენტში. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გამო-სწორდეს და ასევე ძალიან მნიშვ-ნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა უფრო ზედმიწევნით შეავსონ ქონებრივი დეკლარაცი-ები. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩადონ ყველა ის ინფორმაცია, რო-მელსაც მათგან კანონი ითხოვს“. ადამიანის უფლებათა დაცვის სა-პარლამენტო კომიტეტის თავმჯ-დომარის, სხვათა შორის, ერთ-ერთ აქტიურ დეპუტატად დასახელებუ-ლი, ეკა ბესელიას თქმით, ბევრი დეპუტატისთვის სიახლე იყო საკა-ნონმდებლო ორგანოში მუშაობა და, შესაბამისად, ეს მათ აქტივობა-საც დაეტყო. ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, საზოგადოების შთაბეჭდი-ლება, რომ კონსტრუქციული თანამ-შრომლობა აკლია საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, ადვილი გასაქარწყლებელი არ იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, „ნა-ციონალურ მოძრაობასთან“ ზოგჯერ კონსტრუქციული თა-ნამშრომლობა ჭირს:

მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამო-სცენ დეტალური და მკაფიო განმარტე-ბები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედე-გების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და რო-გორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.

ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოებმა სახელმძ-

ღვანელო პრინციპებად უნდა მიიღონ თანდართული განმარტებები; თავის

მხრივ, განავრცონ და ჩამოაყალიბონ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულ-

ში არსებული რეალობის შესაბამისად და უმოკლეს ვადაში მიაწოდონ ისინი ადგილობრივ საჯარო მოხელეებს.

ამასთან, ადგილობრივი თვითმ-მართველობის ორგანოებს ეთხოვოთ განმარტებებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან თუ დარღვევებთან დაკავშირებული ინ-ფორმაციის უწყებათაშორისი კომისი-ისათვის პერიოდული მოწოდება.

საქართველოს რეგიონული გან-ვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეთხოვოს თვითმმართვე-ლი ერთეულებისათვის ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათთან

განმარტებითი სამუშაოს წარმოება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულე-ბის მიზნით.

თვითმმართველობებს წინასაარჩევნო

რეკომენდაციები დაეგზავნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტების გამგეობებს, თვითმმართველი ქალა-ქების მერიებსა და საკრებულოებს დაუგზავნა სპეციალური რეკომენ-დაციები და განმარტებები არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

თანდართულ წერილში ნათქვამია, რომ ადრესატებმა დოკუმენტები უმოკლეს ვადაში უნდა გააცნონ მათ სტრუქტურაში დასაქმებულ ყვე-ლა საჯარო მოხელე; მათ დეტალურად და მკაფიოდ უნდა განემარტოს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე; ასევე ის, თუ რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისი კომისიის მიერ მომზადდა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი

კომისიის რეკომენდაციებიადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, რომელიც ქვეყნის

უზენაესი კანონია, საქართველოს ყო-ველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო

ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში,

უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარა-ღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუმცა, აკრძალულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლო-ბისას სხვა ადამიანების უფლებების ხელყოფა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მო-ნაწილე სუბიექტის ამომრჩეველთან შეხვედრის ხელშეშლა, ჩაშლა, განს-ხვავებული აზრის მქონე პირებთან დაპირისპირება, მათი შეურაცხყოფა, ძალადობა ან ამგვარის მცდელობა.

ადგილობრივი თვითმმართ-ველობის საჯარო მოხელეებს,

მათ შორის, გამგებელს, საკრებუ-ლოს წევრებსა და თავმჯდომარეს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეკრძალებათ ადმინისტრაციული ორ-განოს ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონების გამოყენება.

ასევე, მათ ეკრძალებათ სამსახუ-რებრივად დაქვემდებარებული

ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა წინასაარჩევნო პროცესებში.

არჩევნების ჩატარებამდე 60 დღით ადრე არჩევნების დღის

ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექ-ტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვა-ლისწინებული ადგილობრივი თვითმ-მართველი ერთეულის ბიუჯეტში, ასევე, აკრძალულია სოციალური გასაცემლე-ბის (პენსია,სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვ.) ოდენობის გაზრდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება, ასე-

ვე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი

სოციალური რეკლამის, სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზეც ასახუ-ლია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის

მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინ-ფორმაციას.

დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის

ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანი-ზატორების მიერ წინასაარჩევნო

აგიტაციის გაწევა. აღნიშნული აკრ-ძალვა ვრცელდება ყველა საჯარო მო-ხელეზე, განურჩევლად თანამდებობისა. მსგავსი ქმედება ჩაითვლება ადმინისტ-რაციული რესურსების გამოყენებად.

ადგილობრივი თვითმმართველო-ბის საჯარო მოხელეებს სამუშაო

საათების განმავლობაში ან სამსახურებ-რივი ფუნქციების შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ეს შეზღუდვა არ ვრცელ-დება ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საარ-ჩევნო კოდექსის“ მიხედვით ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად. ესენი არიან: წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს წევრები; საკრე-ბულოს თავმჯდომარე და აღმასრულე-ბელი ორგანოს ხელმძღვანელი (მერი/გამგებელი).

ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის წარმომადგენლობითი

და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები – საკრებულოს თავმ-ჯდომარე, გამგებელი/მერი, ასევე, მათი მოადგილეები არ შეიძლება დაინიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.

საარჩევნო სუბიექტების რეგის-ტრაციის ვადის გასვლიდან

კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრ-ძალულია ადგილობრივი თვითმმართ-ველობის ხელმძღვანელ თანამდებო-ბის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისათვის:

2014 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემია მხოლოდ ორ დასაქმებულზე გაიცა. იანვარში 1000 ლარი პრემიის სახით მიიღო სამხედრო სამსახურის უფროს-მა გიორგი ხახალაშვილმა, ხოლო თებერვალში 560 ლარი - გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრო-მელმა ნანა თხელიძემ.

მარტში 100-100 ლარის პრემია მიიღო გამგეობაში, საკრებულოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულმა ყველა ქალბატონმა, გარდა იურისტ ინგა ლურსმანაშვი-ლისა, - მან პრემიის სახით 660 ლარი მიიღო. მარტში დაბა ხარაგაულის, ხუნევისა და ხევის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა პრემიის სახით 900-900 ლარი მიიღეს. ამავე თვეში 1000 ლარი პრემია მიიღო საკრებულოს წევრმა ბესიკ ჩუბინიძემ. მარტში შვიდმა დასაქმებულმა (კახა ხიჯაკაძე, ზაალ ორბელაძე, ომარ გაგოშიძე, მალხაზ ფხალაძე, ზურაბ ბანცაძე, რამაზ სებისკვერაძე, დავით პავლაძე) ხელფასის ტოლი პრემია მიიღო. სახანძრო-სამაშველო სამსახუ-რის თხუთმეტ თანამშრომელზე მარტში პრემიის სახით 140-140 ლარი გაიცა.

აპრილში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით 31 860 ლარი 225 დასაქ-მებულზე გაიცა. საკრებულოში, გამგეობა-სა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულმა 222-მა თანამშრომელმა პრემიის სახით 130-130 ლარი მიიღო, საკრებულოს წევრებმა - ბაჩუკი გორგა-ძემ, ნინო ფხალაძემ და იუზა კელენჯე-რიძემ კი - 1000-1000 ლარი. აპრილში პრემია არ მიუღია საკრებულოს თავმჯ-დომარესა და გამგებელს.

აღსანიშნავია, რომ აპრილში სო-ციალური დახმარება აღდგომის დღე-სასწაულთან დაკავშირებით 338 ოჯახ-ზე გაიცა. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 900 ლარი დაიხარჯა. გამგეობიდან მიღებული ინფორმა-ციით, უკიდურესად გაჭირვებულ და მარტოხელა, საქართველოს ტერიტო-რიული მთლიანობისთვის ბროლაში დაღუპულთა და დევნილთა ოჯახებზე,

ასევე ჩერნობილის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე სოც-დახმარების სახით 50-50 ლარი გაიცა.

2014 წლის იანვარში, თე-ბერვალსა და მარტში

მუნიციპალიტეტის გამგებელმა 150-150 ლარის სასაუბრო ბარათი მიიღო, მისმა ოთხივე მოადგილემ - 60-60 ლარის, გამგებლის თანაშემწემ - 40-40 ლარის, აპარატის უფროსმა და ექვსი სამსახურის უფროსმა 20-20 ლარის. ამდენივე თანხა მიიღო სასაუბრო ბარათისთვის გამგეობის ორმა თანამშ-რომელმა - მარინე ვეფხვაძემ და მი-რანდა შავიძემ. სამხედრო სამსახურის უფროსზე გაცემულია 40-40 ლარის სასაუბრო ბარათი, ხოლო სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსზე - 30-30 ლარის. 10-10 ლარის სასაუბრო ბარათი მხოლოდ მარტში მიიღეს ინგა ჭიპაშვილმა, მაია ალავიძემ, ნინო მაღლაკელიძემ და მალხაზ ფხალა-ძემ. 15-15 ლარის სასაუბრო ბარათი გაიცა გამგებლის პირად მდივანსა და მძღოლზე. 5-5 ლარის სასაუბრო ბართები გაიცა ოცივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ 150-150 ლარის სასაუბრო ბარათი მიიღო პირველი კვარტლის ყველა თვეში, მისმა მოადგილემ - 30-30 ლარის, აპარატის უფროსმა - 20-20 ლარის.

2014 წლის პირველ კვარ-ტალში 35 დასაქმე-

ბულზე გაცემულია 1 898 ლარი სამივ-ლინებო თანხა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამ-გებლისა და საკრებულოს თავმ-

ჯდომარის ავტომანქანებზე (CJC-311, WZW-131) გაცემულია 3 330 ლარის საწვავი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოად-გილის ავტომანქანამ (REV-173) პირ-ველ კვარტალში 764 ლარის საწვავი მოიხმარა. გამგებლის მოადგილის ერთი ავტომანქანისთვის (WKW-248) გაცემულია 1 387 ლარის საწვავი, მეორე ავტომანქანისტვის (AIA-464) - 2 035 ლარის.

ავტომანქანისთვის (LEO-634) -1 665 ლარის საწვავი გაიცა. როგორც გამგეობიდან მიღებულ ინფორმაცი-აშია აღნიშნული, ავტომანქანა LEO-634 ემსახურებოდა საფინანსო, ეკო-ნომიკისა და ინფრასტრუქტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებს და საკრებულოს მიწის აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას. სახანძრო სამაშველო სამსახურის ავტომანქანზე (LQL-828) გაცემული 382 ლარის საწვავი, ხოლო სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეცმანქანებზე - 1 920 ლარის.

ნინო კაპანაძე

აპრილში 31 860 ლარი პრემია გაიცა, 16 900 ლარი - სოცდახმარება

ანგარიშის პრეზენტაციაზე

ერთი წელი პარლამენტში

გვ. 6

Page 4: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

4 xtvb [fhfufekb 2 მაისი, 2014 წ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნუ-ლი პარკი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელიც ტურისტებს „ზამთრის ფეხსაცმელებით“ მომსახურებას სთავაზობს. ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან თაბუნიძის თქმით, ამ ტურისთვის კეთილმოწყობილი და მარკირებუ-ლია ორი მარშრუტი.

პროექტი განხორციელდა სა-ქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

რამდენად წარმატებული აღმო-ჩნდა ახალი სერვისი, - ამ და სხვა საკითხებზე ლევან თაბუნიძე გვე-საუბრება. მისი ინფორმაციით, ჩა-ტარდა ტრენინგი „თოვლის ფეხსაც-მელების“ ტურის გაძღოლის შესახებ ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეცილისტის, სამი გიდისა და ეროვ-ნული პარკის ორი რეინჯერისთვის.

ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ ტურისტული შეთავაზება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და უკვე პოპულარულია, განსაკუთრებით ქართველ ვიზიტორებს შორის.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში პარკ-ში იმყოფებოდა 1 805 ვიზიტორი, მათგან 71% - ქართველი და 19% - უცხოელი. უცხოელებს შორის ლიდერობენ ვიზიტორები პოლო-ნეთიდან, გერმანიიდან, უკრაინი-დან, რუსეთიდან, და აშშ-დან.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, საგანმანათლებლო, კულტურულ და მთის ველოსიპედების ტურებს.

-ბატონო ლევან, ბუნების დაც-ვა-მონიტორინგი, ეკოსაგან-მანათლებლო ღონისძიებები, ბუნებისდაცვითი ცნობიერების ამაღლება - ამ მიმართულებით რა საქმიანობა გასწიეთ გასულ წელს?

-განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კერძოდ, აქტიურად ვიყენებთ ფოტოხაფანგებს. ახალი გადამცემი სისტემის ფოტოხაფან-გებით ხშირად ვლინდება კანონ-დამრღვევები. ფოტოხაფანგით დაფიქსირებული ფოტო პირდა-პირ რეჟიმში იგზავნება პარკის ადმინისტრაციის ელექტრონულ ფოსტაზე.

რაც შეეხება კონკრეტულად ტე-რიტორიის დაცვას, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ადგილობრივ მო-სახლეობას, რომ თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისაგან. წინააღ-მდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალის-წინებული ზომები.

რაც შეეხება ეკოსაგანმანათ-ლებლო საქმიანობას და ცნო-ბიერების ამაღლებას, პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო დასუფთავებისა და გამწ-ვანების ფართომასშტაბიანი აქცი-ები, საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. გაიმართა პრეზენტაციები, ვიქტო-რინები, სემინარები რეგიონში არ-

სებული საგანმანათლებლო დაწე-სებულებებისთვის. ხორციელდება „ნორჩი რეინჯერის“ პროგრამა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვენ რეგიონის საჯარო სკოლების მოს-წავლეები. პროგრამა ითვალისწი-ნებს რეინჯერის საქმიანობის გაც-ნობას და კონკრეტულ ქმედებებში მოსწავლეების მონაწილეობას. პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ ნორჩი რეინჯერის სერთიფიკატები.

-რამდენიმე დღის წინ ეროვ-ნული პარკის ადმინისტრაციას პიკაპის ორი სახანძრო ავტომან-ქანა გადაეცა. ხომ არ გადმოეცემა ერთი მანქანა კონკრეტულად ხარაგაულის ადმინისტრაციას და რა მნიშვნელობა აქვს ამ ავტომან-ქანებს ეროვნული პარკისთვის?

-კომპანია „ენერგოტრანსმა“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიისთვის ორი პიკაპის ტიპის მაღალი გა-მავლობის მობილური სახანძ-რო მანქანა შეიძინა. აღნიშნული მანქანები ადმინისტრაციას „შავი ზღვის რეგიონული ელექტრო-გადაცემის პროექტის“ ფარგ-ლებში, ეროვნული პარკის ტე-რიტორიაზე განხორციელებული 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო-სამშე-ნებლო საქმიანობების და გარე-მოზე მიყენებული ზიანის შემცი-რების საკომპენსაციოდ გადაეცა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნუ-ლი პარკის ის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები განხორ-

ციელდა, ხანძრის გაჩენის მაღა-ლი რისკის ზონას წარმოადგენს. ამიერიდან, პარკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ხანძარსაშიში, თუ სხვა გადაუდებელი სიტუაციის დროს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალება ექნებათ.

რაც შეეხება ხარაგაულს, გადა-ეცემა ერთი პიკაპის ტიპის ავტომან-ქანა მარელისის უბნისათვის, თუმცა არასახანძრო დანიშნულების.

-რა სიახლეები დაგეგმეთ 2014 წელს ეროვნულ პარკში ვიზიტო-რებისა და ტურისტებისთვის?

-ეროვნული პარკის ადმინისტ-რაცია, როგორც ყოველთვის, ტურისტულ სეზონს მომზადებუ-ლი შეხვდება, რაც გულისხმობს ბილიკების მოვლა-შეკეთებას. აღსანიშნავია, რომ წელს განახლ-დება ველზე არსებული როგორც ტურიტისტული, ასევე რეინჯერთა ინფრასტრუქტურა. რეინჯერთა საგუშაგოები აღიჭურვება მზის ენერგიის სისტემებით. ეს გან-ხორციელდება CNF-ის (კავკასიის ბუნების ფონდი) დაფინანსების ფარგლებში.

მიმდინარეობს მარშრუტების მარკირება, რაშიც ჩართულია პოლონური ორგანიზაცია „კავკაზ ნეტი“. ორგანიზაცია პოლონურ გამოცდილებას გაუზიარებს პარ-კის თანამშრომლებს. ასევე იგეგ-მება პარკის თანამშრომლების ვი-ზიტი პოლონეთში, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

წელს იწყება მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხ-მობს ძირითადი სახეობების მონი-ტორინგს და მათი რიცხოვნობის დადგენას ეროვნული პარკის ტერი-ტორიაზე, ადმინისტრაციის თანამშ-რომლების და რეინჯერების უნა-რების გაძლიერებას ტრენინგების მეშვეობით. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Nacress“. პროექტის ფარგლებში ეროვნული პარკის ადმინისტრაციას გადმოეცემა უპი-ლოტო საფრენი აპარატი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ძი-რითადი სახეობების მონიტორინგი. ვეტმფრენს გამოვიყენებთ ბრაკონი-ერების წინააღმდეგაც.

ნინო კაპანაძეფოტოზე: ეროვნული პარკისთ-

ვის ახალი ტექნიკის გადაცემისას

„ჩინეთი საქართველოს თვა-ლით“ - ასე ეწოდება ფოტოგა-მოფენას, რომელიც ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 24 აპრილს მუზეუმის დირექტორის, ნინო დი-დიძის ინიციატივით გაიხსნა.

ფოტოების ავტორია რეჟისორი და ფოტოხელოვანი, ჩვენი თანა-მემამულე რამაზ ბლუაშვილი.

გამოფენის გახსნასთან დაკავ-შირებით ხარაგაულს ჩინეთის ელჩი საქართველოში იუ ბინი და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ისტორიულ მუზეუმში სტუმრო-ბამდე ჩინეთის ელჩმა იუ ბინმა ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუ-

ტატთან, მუნიციპალიტეტის ადგი-ლობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმო-მადგენლებთან ერთად მოინახულა საღანძილეში ჩინური კომპანიის მიერ გახსნილი კარიერი.

იუ ბინი ადგილობრივი ხელისუფ-ლების წარმომადგენლებს ესაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთა-ნამშრომლობაზე და საქართველოს ცალკეულ მხარეებთან სამომავლო ურთიერთიერთობებზე.

„ჩინეთი დაინტერესებულია ინვესტირებით მსოფლიოს სხვა-დასხვა ქვეყანაში, მათ შორის სა-ქართველოში. ვგეგმავთ, რომ მო-მავალი ხუთი წლის მანძილზე 100

მილიარდი აშშ დოლარი ჩავდოთ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკა-ში. მნიშვნელოვანია ურთიერთ-თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. კარგი იქნება ნახოთ, როგორ ვითარდება ჩინე-თი სხვადასხვა მიმართულებით,“ - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, ძველი აბრეშუმის გზის აღდგენა და ტურიზმის განვითარება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. „ჩინეთსა და საქართველოს სტაბილური ურთიერთობები აქვს. საქმიანი ურ-თიერთობები უფრო ღრმავდება. პირდაპირი ავიარეისი ამოქმედდა შანხაისა და თბილისს შორის. ჩი-ნეთის მთავრობა რეკომენდაციას

უწევს საკუთარი ქვეყნის მოქალა-ქეებს, რომ ტურისტებად ესტუმრონ საქართველოს,“ - აღნიშნა იუ ბინმა.

რამაზ ბლუაშვილის ფოტო-გამოფენასთან ერთად ელჩმა დათვალიერა მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები. იუ ბინმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია საქართველოს ყველაზე ლამაზ კუთხეში, იმერეთში სტუმრობით და ფოტოგამოფენის გახსნაში მონა-წილეობით. მისივე თქმით, რამაზ ბლუაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები მნახველს გააცნობს ჩინეთის კულტურას, ისტორიას, პეიზაჟებს, ქვეყნის მიღწევებსა და დღევანდელობას. „დარწმუნებუ-ლი ვარ, ეს გამოფენა დაგეხმა-რებათ, უკეთ გაიცნოთ ჩინეთი და ამის გამო მე დიდ მადლობას

ვუხდი რამაზს,“ - აღნიშნა იუ ბინმა. ხარაგაულის მაჟორიტარმა

დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ისტორიულ მუზეუმ-ში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მისივე თქმით, დიდი პატივია ხარაგაულში ჩინეთის ელჩის სტუმრობა. „ამ ფოტოებზე ასახულია არა მარტო არქიტექ-ტურა. აქ მთავარია ადამიანი. ჩინეთის უძველესი ისტორია და კულტურა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის, - მთელი სამყაროს საკუთ-რებაა. ფოტოსურათი არ იქმნება მხოლოდ კარგი ფოტოაპარატითა და საინტერესო კადრის შერჩევით. ამ ფოტოებში იგრძნობა სიყვა-

რული. ძალიან ვამაყობ, რომ ამ ფოტოების ავტორი ჩვენი თანამე-მამულეა,“ - აღნიშნა დეპუტატმა. მისივე თქმით, ჩინეთი აპირებს სერიოზული ინვესტიციების ჩა-დებას საქართველოში. ის ასევე მნიშვნელოვანი დონორია აზიის განვითარების ბანკის, რომლის დაფინანსებითაც მომავალ წელს კეთილმოეწყობა ჩუმათელეთი-ძირულას გზა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ფოტოსურათების საშუალე-ბით შემიძლია თვალი გადავავლო ჩინეთის უძველეს კულტურას, ვიმოგზაურო პეკინის ქუჩებში და კიდევ უფრო ახლოს გავიცნო უძ-ველესი ქვეყნის დღევანდელობა. დიდი მადლობა ყველას ასეთი ზეიმისთვის,“ - აღნიშნა გამოფენის გახსნისას კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

თავად ფოტოების ავტორმა რამაზ ბლუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოფენისთვის ისეთი ფო-ტოები შეარჩია, რომ მნახველს მაქსიმალურად ფართო შთაბეჭ-დილება შეექმნას ჩინეთზე: „დღეს მშობლიურ ხარაგაულში ვარ და ძალიან საამაყოა ეს ფაქტი. ყველამ იცის, რომ ჩემთვის გან-საკუთრებული ადგილია ხარაგა-ული. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოფენა ჩინეთის ელჩმა გახსნა.“

ხარაგაულის ისტორიულ მუ-ზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფო-ტოგამოფენა ორ კვირას გასტანს.

ნინო კაპანაძეფოტოზე: ჩინეთის ელჩმა სა-

ღანძილეში ჩინური კომპანიის მოწ-ყობილი კარიერი დაათვალიერა

ჩინეთის ელჩი ხარაგაულში

ბრაკონიერების გამოსავლენად ვეტმფრენს გამოიყენებენ

Page 5: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

5xtvb [fhfufekb2 მაისი, 2014 წ.

მიწაზე ყოფნის ჟამი,გასაკვირველი წამი,ნაძვის კენწეროს არხევს,პატარა ნიავქარი.

ააშრიალებს ჭადარს,ეს ანცი მეგობარი,სადღაც გარეკავს ღრუბელს,პატარა ონავარი.

მზე ჩაიწურა იქით,აქეთ დადგება ღამე,ამოცურდება ისევ,ცაზე ნამგალა მთვარე,

ასე გაივლის წამი, მიწაზე ყოფნის ჟამი,კვლავაც შეარხევს ჭადარსპატარა ნიავქარი...

პოეზიაზეინაბ ბუაჩიძე

ლოცვა პორტაიტის ხატის წინ

ღვთისმშობელო, ქრისტიანთა შემწეო,შენი მადლის მე ვარ მოიმედეო,გიხაროდენ, ყოვლადწმიდა დედაო,განიქარვე იდუმალი სევდაო.

თვალთა სითბო შენეული ხატისაზეციური სათნოების მფენია, დამიფაროს უწმინდესმა მარჯვენამ,ჩემი გული სამუდამოდ შენია.

შემწეობას გამუდმებით შევიგრძნობ, შენითა მაქვს, თუკი რამ მაბადია, მუხლს მოვიყრი საკვირველი ხატის წინ,მთელი გულით მადლობის თქმა მწადია.

ღვთისმშობელო, ჩემო წმიდა დედაო,ზეცად აწვდილ შენს მარჯვენას ვესავო,ღვთის მადლსა და დიდსა

გულმოწყალებასნუ მოაკლებ წილხვდომილსა ერსაო.

უფალო, აკურთხე შენგან ნაჩუქარი,შვილი იმედით ნასათუთარი.შენი მარჯვენა შეეწიოს, დედაო ღვთისავდა ვაჟკაცურად ემსახუროს

მშობლიურ მიწას.წმინდაო გიორგი, შენი მახვილი იცავდეს, და ამ იმედით დადიოდეს დედამიწაზე.წმინდაო ნიკოლოზ, ყოველ

გზაზე შეეწეოდე,სადაც სოცოცხლე არსებობდეს

და მზე მზეობდეს.ანგელოზნო, თქვენმა ძალამ დაიფაროს,და ბოროტება არასდროს შეიყვაროს.წყევლა ლოცვად მიეგვაროსდა მაცდური ახლოს ვერ მიეკაროს.დედის ლოცვები გაუასმაგდეს,იმედს არასდროს კარგავდეს.საწამლავი წამლად ერგებოდეს,ღვთის მადლი ყოველთვის ეწეოდეს.დე, იყოს კაცი მართალი, მიეცესსულის სიმშვიდე წმინდა მამათა სადარი.საქართველოს გაუასკეცდეს დამისი მოდგმა შემოქმედს აქებდეს.იყოს ძე ნათლისა, მებრძოლი

სიმართლისა,აწ და მარადის და უკუნისამდის.

დედის ლოცვა

მიწაზე ყოფნის ჟამიხსოვნის ეს წერილი მინდა რამდენიმე

დღის წინანდელი ფაქტით დავიწყო. ჩვენი თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტში მარ-თავდა წარმოდგენას. სპექტაკლის დაწყე-ბამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი... ადგილობრივებს და კულტურის დარგის მუშაკებს გავესაუბრე, მათ შორის ჭარმაგ მამაკაცს, მარტვილის ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრს. სულიკო ციმაკურიძეს თუ იცნობდით-მეთქი? - ვკითხე.

-სულიკო ციმაკურიძეს ვინ არ იცნობდა საქართველოშიო, - მითხრა და თვალზე ცრემლი მოადგა, - აი, ფოლკლორი იმას ერქვა და რასაც ის აკეთებდა, დღეს სწორედ ის აკლიაო საქართველოს. დიდებული კაცი გყავდათ ხარაგაულელებს, დიდებული, ასაკსაც კი არ იტყობდა, არ იღლებოდა, სულ გვაოცებდა თავისი ახალგაზრდული ენერგიითო...

ისეთი სასიამოვნო იყო ამ სიტყვების მოს-მენა, რომ გული საგულედან ამომივარდა ლამის, მერე კი სიამაყით „წავიტრაბახე“, ჩემი უფროსი მეგობარი იყო-თქო და ვიამაყე ჩემი ხარაგაულელობით... მე მის თვალებზე მომდგარ ალალ ცრემლში სევდაც დავინახე და აღტაცებაც, სწორედ ისეთი, რომელიც არაერთი დიდებული ქართველის და ხარა-გაულელის თვალზე ვნახე სულიკო ციმაკუ-რიძის გარდაცვალების შემდეგ.

ჩვენი სულიკო... მუდამ საქმიანი, ჩქარი ნაბიჯით მიმავალი, თითქოს მიწას არც კი აკარებდა ფეხს, ჭაღარით მოსილი, მუ-დამ ღიმილიანი, ახალი იდეებით, ახალი მიზნებით. შეგხვდებოდა და სიცოცხლეს გაგიხალისებდა. ერთი საათის სათქმელს წუთებში გეტყოდა. სულ მუდამ „თავის ოდილას ბიჭებზე“ დარდობდა, როგორ შეეწყო მათთვის ხელი, როგორ შეემსუ-ბუქებინა მათთვის ცხოვრების სიმძიმე, როგორ დახმარებოდა სულიერად, ფი-ნანსურად... არადა, ეს „ოდილას ბიჭები“ ჭაღარით მოსილნი იყვნენ უკვე, მაგრამ სულიკოსთვის - მაინც „ბიჭები“, რომლებზე ზრუნვაც თითქოს მამაშვილურ მოვალე-ობად მიაჩნდა. არ დაიზარებდა, რაც უნდა გეთხოვა, თუ ეს ხარაგაულს სჭირდებო და ფეხით გადმოვიდოდა კიცხიდან ხა-რაგაულში „თავის ბიჭებთან“ ერთად და თან კიცხურ პურ-ღვინოს მოაყოლებდა, თავად მასპინძლობდნენ ყველას, თუნდაც სტუმრად მყოფნი იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, ქართლში, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში.

ჭირსა და ლხინში მეიმედებოდა ჩემი უფროსი მეგობარი - ჩემი სულიკო. მერე როგორი მეგობრობა იცოდა, როგორი ერთგულება, როგორი გადამდები იყო მისი საქმისადმი დამოკიდებულება, სიყ-ვარული. აგანთებდა, აგაფორიაქებდა, კეთილი საქმეების საკეთებლად განგაწ-ყობდა. ისეთ ენერგიას ატარებდა, - გაგა-ოცებდა. ამ სიყვარულით, ფოლკლორის, წინაპრების ფესვებისა და ხარაგაულის ერთგულებით რამდენი ბედნიერი წუთი

განაცდევინა ქართველ და არა მარტო ქართველ მაყურებელს, რამდენჯერ გვაამაყა ხარაგაულელები, რამდენი ჯილდო, გამარჯვება, ოვაცია, სითბო და სიამაყე გვარგუნა თავისი ცხოვრებით, თავისი ამოუწურავი ენერგიითა და სიყ-ვარულით.

მას მთელ საქართველოში იცნობდნენ, თანამედროვეობის ჭეშმარიტი კორიფე გახლდათ თავისი დარგისა. განუზომელ პა-ტივს სცემდნენ, უსმენდნენ, სამაგალითოდ მიაჩნდათ... უკვე აღარ შეეძლო, ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც ვერ შეელია კიცხს, „ოდილას“ და თავის „ბიჭებს.“ სიცოც-ხლის ბოლო წუთებამდე მღეროდა, ახალ მიზნებს ისახავდა, სამაგალითო გახლდათ თავისი ცხოვრების წესით, მოკრძალებული ღიმილით, თავმდაბლობით, შრომისმოყ-ვარეობით... და ჩააწნ-ჩააქსოვა თავისი ცხოვრება „მრავალჟამიერს“, „ურმულს“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“... და დაიხარჯა, დაიწვა ფოლკლორის, საქართველოს, წინაპრების, ხარაგაულის, კიცხის, ადამიანე-ბის სიყვარულში... სანთელივით ანთებული წავიდა იმქვეყნად და დატოვა განათებული კვალი, რომელიც ხნულად გაავლო ხარა-გაულის მიწას.

სულ მენატრება... რაც წლები გადის, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება, თუ როგორ დააკლდა ხარაგაულს სულიკო ციმაკურიძე. რაოდენ სამწუხაროა, რომ სულ ახლახან კიდევ ერთმა „ოდილას ბიჭ-მა“ - იური ჩხიკვაძემ დაატოვა ნაადრევად ეს საწუთრო. საბედნიეროდ, „ოდილა“ აგრძელებს მოღვაწეობას, კვლავაც ის-მის ქართული მარგალიტები და იმედია, დიდხანს შეაძლებინებთ უფალი მათ ქვეყნის, ხარაგაულის სამსახურს, რაც სულიკოს მარადიული ხსოვნაც იქნება.... და კიდევ ერთი... სულიკო და მე ხში-რად ვსაუბრობდით, როგორ შეგვექმნა ახალგაზრდებისგან კიცხში „ოდილას“ ახალგაზრდა თაობის ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“, რომელიც ამ ანსამბ-ლის მარადიული სიცოცხლე იქნებოდა. სამწუხაროდ, მაშინ ეს შეუძლებელი გახ-და სხვადასხვა მიზეზთა გამო. შემდეგ კი სულიკო ნაადრევად წავიდა იმქვეყნად... დღეს კიცხს ახალგაზრდა თავკაცი ჰყავს, სწორედ „ოდილას“ ერთ-ერთი ღირსეული წევრის, აწ განსვენებული იური ჩხიკვაძის შვილი. იმედია, ის ხარაგაულის ჭეშმარიტი მოამაგის - სულიკო ციმაკურიძისა და მამის ხსოვნის პატივსაცემად, კიცხის დიდებულ ადამიანებთან ერთად, სულიკოს ამ სურ-ვილს და მიზანს რეალობად აქცევს...

მარადიული ნათელი სულიკო ციმაკუ-რიძის სულს იმქვეყნად, მარადიულ საუფ-ლოში.

იზა ვეფხვაძე

ფოტოზე: სულიკო ციმაკურიძე ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემელ ოლივია განტონთან ერთად, 2010 წელი

სულიკო ციმაკურიძე სანთელივით ანთებული

წავიდა იმქვეყნად

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში ინტე-ლექტის დღესთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრის „ინტელექტის დღე 2014“ მუნიციპალური რაუნდი გაიმართა. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 21 სკოლის გუნდი მონა-წილეობდა.

მუნიციპალურ ტურში 11 ქულა მო-იპოვა და გაიმარჯვა ხარაგაულის ანდ-რია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ინტელექტუალთა გუნდმა.

კონკურსის წამყვანმა ბექა შანიძემ აღნიშ-ნა, რომ კითხვები ძალიან რთული იყო და მოსწავლეებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს. მისივე თქმით, ხარაგაულელი მოსწავლეები აზროვნების მაღალი დონით გამოირჩევიან.

გამარჯვებული გუნდის წევრი, თა-მარ ჩხიკვაძე გახარებულია შედეგით და მიიჩნევს, რომ ასეთი კონკურსები ხელს

უწყობს ინტელექტის დონის ამაღლებას და მოსწავლეებში ჯგუფური აზროვნების განვითარებას.

„ინტელექტის დღესთან“ დაკავშირებით კონკურსი „რა? სად? როდის?“ მოსწავ-ლეებს შორის საქართველოს ყველა მუნი-ციპალიტეტში გაიმართა. 2014 წლის საქარ-თველოს ჩემპიონატი 24 მაისს თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტე-ტებში გამარჯვებული სკოლების გუნდები მიიღებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის გუნდს.

სალომე ალავიძე

ფოტოზე: გამარჯვებული გიმნაზიის გუნ-დის წევრები: ნოდარ ჭანკვეტაძე, შალვა აბაშიძე, თამარ ჩხიკვაძე, თამარ სხილაძე, არჩილ მაისურაძე, მიხეილ ლურსმანაშვი-ლი, ზურაბ აბაშიძე

კონკურსში სასულიერო გიმნაზიის გუნდმა

გაიმარჯვა

Page 6: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

6 xtvb [fhfufekb 2 მაისი, 2014 წ.

„ეს არ იყო საუკეთესო ერთი წელი და ველოდები, რომ შემდე-გი წლები იქნება უფრო უკეთესი და ვფიქრობ, რომ პარლამენტის მუშაობაში ბევრი რამ გაუმჯო-ბესდება... თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი დეპუტატი იყო თანამონაწილე, ხელშემწყობი იმ ძალადობრივი სისტემის და ზოგი უშუალოდ მონაწილეობ-და ამ პროცესში, მე მესმის, რომ ძალიან რთულია ჩვენ წარმო-ვადგინოთ, რომ ძალიან საამური და კომფორტული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს იქნებოდა ძალიან ხელოვნური“. გამოკვლევის თანახმად, პარლა-მენტი ხშირად არ ასახავს საზო-გადოებისა და ქვეყნისთვის საჭირ-ბოროტო საკითხებს და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების საგნად აქცევს საკითხთა უმრავლე-სობას. ამ თემის კომენტირებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმო-მადგენელი დეპუტატების თქმით, ხელისუფლებამ გვერდი ვერ აუარა შურისძიებისა და რევანშის გზას, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი კი კონსტრუქციულობაზე პასუხისმ-გებლობის ტვირთს უმრავლესობას აკისრებს: „მოსახლეობის 50%-ზე მეტმა საერთოდ არც კი იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ მხრივ უპასუხისმგებლობით გამოირჩევა იმდენად, რამდენადაც მათ დაკარგული აქვთ კონტაქტი ხალხთან და ნაკლებად ხდება ხალხის პრობლემების ასახვა საპარლამენტო საქმიანობაში”. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ასევე საჭიროდ მიიჩნევს პარლა-მენტის თბილისში გადმოტანას. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტის დედა-ქალაქში გადმოტანას ემხრობიან, უმცირესობა კი კონსტიტუციით რე-გულირებული საკითხის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ანგარიშის თანახმად, პარლა-

მენტის მუშაობას მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებს გამოკითხულთა 48%, თუმცა 50%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტა-ტი. გამოკითხულთა 37 % მიიჩ-ნევს, რომ მათთვის საჭირბოროტო საკითხებს პარლამენტის არც ერთი დეპუტატი არ სვამს. ანგარიშში ასევე საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესავ დეპუტატების ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად არის შევსებული და, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმ-ძღვანელი ლევან ნატროშვილი ამ-ბობს, კანონმდებლობაში არ არის გაწერილი ზუსტი რეგულაცია იმისა, თუ რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხ-ვევაში - უნდა დაისვას დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების თუ დისციპლინური დევნის საკითხი. იურიდიულ საკითხთა საპარლა-მენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლა-მენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ამ საკითხს ყურადღება უნდა დაუთმოს: „მე თუ ვთქვი, რომ ჩემი წილები სხვაზე მაქვს მართვაში გადაცემული, ეს საკ-მარისად მიიჩნევა და არავინ ამოწმებს იმას, მე რეალურად მაქვს გადაცემული ვინმესთვის ეს წილები თუ, სინამდვილეში, ის არის მხოლოდ ფარი, რომელსაც ამოვეფარე და, სინამდვილეში, მე

ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას. ასეთი მექანიზმების საჭიროება არსებობს ნამდვილად და, ალბათ, ესეც უნდა გაკეთდეს”.

ნინო ხარაძერადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალო-ბა - საქართველოს“ კვლევის მი-ხედვით ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში პარ-ლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოვიდა თხუთმეტჯერ. ინიცირებული აქვს შვიდი კანონპ-როექტი.

პარლამენტარ ნოდარ ებანო-იძის ბიურო გაიხსნა 2012 წლის 22 ოქტომბერს. საანგარიშო პერიოდ-ში 415-მა მოქალაქემ მიმართა წერილობით, ასზე მეტმა - ზეპირი მიმართვით. ამ კვლევაში ასახუ-ლია, რომ ნოდარ ებანოიძემ ამომ-რჩევლებთან 50-ზე მეტი საჯარო შეხვედრა გამართა.

საქართველოს კანონმდებლო-ბით პარლამენტის წევრს შეზღუდუ-ლი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა უფლება აქვს, ჰქონდეს ბიზნესაქტივები, როგორებიცაა ბიზნესკომპანიის წილები და აქცი-ები. კვლევის თანახმად, ნოდარ ებანოიძე შპს კომპაუდის 14%-იანი წილის მფლობელია.

2013 წლის 21 ოქტომბრის მდგო-მარეობით, მერვე მოწვევის პარლა-მენტში 18 ქალი იყო (2013 წლის ნოემბრიდან ირინე იმერლიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და მას შემდეგ აღარ არის პარლამენტის წევრი). მათგან 12 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 5 – საპარ-ლამენტო უმცირესობის, ხოლო 1 არცერთს არ ეკუთვნის. ეს რიცხვი (18) პარლამენტის წევრთა საერ-თო რაოდენობის (150) 12%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ერთ-პალატიან პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობის მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 21,8%-ია. 12%-ით საქართველო მსოფლიოში საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობით 105-ე ადგილს სირიის არაბთა რესპუბლიკასთან ერთად იყოფს.

საინტერესოა, რომ 2013 წლის 29 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით (საქართველოს ორგა-ნული კანონი „მოქალაქეთა პოლი-ტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე) გათვალისწინებული იყო დამატე-ბითი დაფინანსების გამოყოფა იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექ-ტებისათვის, რომლებიც პარტიული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში მი-ნიმუმ ორ ქალს შეიყვანდნენ. ეს არა-სავალდებულო კრიტერიუმი დღეს პარლამენტში წარმოდგენილმა საარჩევნო სუბიექტებმა - „ბიძინა

ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - ვერ დააკმაყოფილეს. საარჩევნო ბლო-კის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სია შედგებოდა 200 კანდიდატისგან, რომელთაგან ქალი მხოლოდ 34 (17%) იყო, ხოლო პარტიას „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ 155 - კანდიდატიან სიაში მხოლოდ 17 ქალი (11%) ჰყავდა შეყვანილი.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კან-დიდატებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 73 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ 3 (4%) იყო, ხოლო „ქარ-თული ოცნების“ 73 კანდიდატიდან - 8 (11%). პარლამენტში ამჟამად 7 მაჟორიტარი ქალია.

ქალ პარლამენტის წევრებს შო-რის მაღალი საპარლამენტო თა-ნამდებობები უკავიათ ეკა ბესელიას (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტე-ტის თავმჯდომარე), მანანა კობახი-ძეს (პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) და თინათინ ხიდაშელს (საქართველოს კომუნი-კაციების ეროვნული კომისიის საქმი-ანობის შემსწავლელი პარლამენტის

დროებითი საგამოძიებო კომი-სიის თავმჯდომარე).

51 პარლამენტის წევრს შორის, რომლებიც პლენარულ სხდომებზე ყველაზე ხშირად გამოდიოდნენ სიტყვით, ერთი მეხუთედი ქალია: 11 ქალი პარლამენტის წევრი საშუ-

ალოდ 59-ჯერ გამოვიდა სიტყვით, ხოლო 40 მამაკაცი პარლამენტის წევრი - საშუალოდ 71-ჯერ.

საანგარიშო პერიოდში საკანონმ-დებლო ინიციატივების წარდგენის მხრივ პარლამენტის წევრი ქალები, საშუალოდ, უფრო აქტიურები იყვ-ნენ, ვიდრე მათი მამრობითი სქესის კოლეგები: ქალი პარლამენტის წევრების სახელზე 70 ინიციატივა (საშუალოდ 3,9 ინიციატივა ერთ პარლამენტის წევრზე) დარეგისტ-რირდა, მამაკაცებისაზე კი - 355 ინი-ციატივა (საშუალოდ 2,7 ინიციატივა ერთ პარლამენტის წევრზე).

მერვე მოწვევის პარლამენტს ჯერ არ უმუშავია ქალთა პრობლემების გადაწყვეტისკენ მიმართულ კანონპ-როექტებზე, თუ არ ჩავთვლით 2013 წლის 27 სექტემბერს „საქართველოს შრომის კოდექსში“ მიღებულ ცვლი-ლებებს, რომელიც დედებისთვის დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საქართველოს დედა-ქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის

მიხედვითაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა.

პარლამენტში არსებობს გენდე-რული თანასწორობის საბჭო, რო-მელიც გენდერულ ჭრილში

უნდა იხილავდეს კანონპროექ-ტებს. „საერთაშორისო გამჭვირვა-ლობა - საქართველო“ გეგმავს,

აქტიურად ჩაერთოს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაში.

ქალები პარლამენტში

ერთი წელი პარლამენტშიმესამე გვერდიდან

(„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევიდან)

დავით დევდარიანის, თქმით, „გა-ნახლებული კინოთეატრის შენობაში მოსაწესრიგებელია ბუნებრივი გაზისა და წყლის გაყვანილობა. ამ სამუშა-ოებთან დაკავშირებული ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარე-ბა. ტენდერით უკვე გამოვლენილია გამარჯვებული ორგანიზაცია. აპა-რატურამ ელენერგიის დიდი სიმძ-ლავრე მოითხოვა. ამიტომ ახალი განაცხადი შევიტანეთ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ტექნიკური პირობის მისა-ღებად. განაცხადი ასევე შევიტანეთ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და „სოკარში.“ სამუშაო-ები უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამბობს დავით დევდარიანი.

ელენერგიის საფასური საკომისიოს გარეშე

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სა-ზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან მოწოდებული ინფორ-მაციით, 29 აპრილიდან კომპანიის ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში კომპანიის აბონენტებს საშუ-ალება ეძლევათ, ელექტროენერგიის დავალიანება ზედმეტი საკომისიოს გადახდის გარეშე დაფარონ. ეს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „ნოვა ტექნოლოჯის“ ხელმძღვანელობის მოლაპარაკების შედეგად გახდა შესაძლებელი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგა-დოებასთან ურთიერთობის განყოფი-ლების უფროს ავთო დვალიშვილის ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორ-ჯიასთვის მნიშვნელოვანია აბონენტე-ბის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და ამ კუთხით აქ-ტიურ მუშაობას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.“

ბუნების დაცვა სკოლებთან თანამშრომლობით

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ ახორციელებს პროექტს „პოლიეთი-ლენი დიოქსინ-ფურანების წარმო-შობის წყარო და მასთან ბრძო-ლა საზოგადოების მხარდაჭერით.“ ორგანიზაციის დამფუძნებლის, ხა-თუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების აქტიურობა და ჩართულობა. „ძა-ლიან კარგი იქნება, თუ მოეწყობა მოსწავლეების მიერ დასუფთავების აქციები და შეგროვდება გარემოში გადაყრილი პოლიეთილენის ბოთ-ლები,“ - ამბობს ხათუნა მანჯავიძე. მისივე თქმით, თუ ოთხი ტონა პოლი-ეთილენის ბოთლები შეგროვდება, ორგანიზაცია დააფინანსებს სკოლე-ბის საჭიროებებს.

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით, სავა-რაუდოდ, 10-11 მაისს, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება.

სავალდებულო საგანი - მეწარმეობა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლიდან მეთერთმეტე კლასში სავალდებულო საგნად შეის-წავლება მეწარმეობა. მას კვირაში ორი საათი დაეთმობა.

„დარგე შენი მომავალი”აქცია სახელწოდებით „დარგე

შენი მომავალი“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ყველა მუნიციპალი-ტეტში მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ისლარში 4,5 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება 1000-1000 ძირი ნეკერჩხალი და აკაცია, ასევე 500 ძირი ქართული მუხა. ეს ინფორმაცია მუნიციპა-ლიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ ჭიპაშვილისგან მივიღეთ. მისი თქმით, ნერგები შემოიტანეს სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან. აქციაში მონაწილეობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამაშველო, კე-

თილმოწყობის, დასუფთავებისა და სატყეო მეურნეობის სამსახურები და ასევე სოფლის რწმუნებულები ხუთ-კაციან ჯგუფებთან ერთად. მიხეილ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ვინაიდან ახლა დარგვა უკვე დაგვიანებულია, შემოდგომაზე დაირგვება 1000 ძირი იფანის ნერგი.

დაწესდება მასწავლებელთა ოთხი კატეგორია

სექტემბრიდან მასწავლებელთა ოთხი კატეგორია განისაზღვრება, - ამ ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგი თინათინ ბოჭორიშვილი ავრცელებს.

უმაღლესი კატეგორიის სტატუსი მიენიჭება მენტორ მასწავლებელს;

პირველი კატეგორია - მასწავ-ლებელს, რომელიც დოქტორია და აწარმოებს კვლევებს;

მეორე კატეგორია - წარჩინებულ ანუ სერტიფიცირებულ მასწავლე-ბელს;

მესამე კატეგორია - პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც არ არის სერტიფიცირებული.

თინათინ ბოჭორიშვილის ინ-ფორმაციით, ეს პროექტი ამჟამად იხვეწება.

უცვლელია მასწავლებელთა სერ-ტიფიცირების პროცესი. მასწავლებე-ლი ჩააბარებს ორ გამოცდას - უნა-რებსა და საგანში. ვისაც გამოცდის ჩაბარება არ სურს, დააგროვებს კრედიტებს.

არ უნდა დაირღვეს საგაკვეთილო პროცესი„სკოლა აპოლიტიკური ორგა-

ნიზაციაა, - ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, - ამიტომ მოვუწოდებ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, თუ ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში როგორც კო-მისიის წევრები, არავინ შეზღუდავთ, მაგრამ ხელი არ უნდა შეეშალოს სასწავლო პროცესს და არ უნდა გაცდეს გაკვეთილები.“ წინააღმდეგ შემთხვევაში, დავით კიკნაძის ინ-ფორმაციით, კანონდამრღვევი 2000 ლარით დაჯარიმდება.

ტრენინგები საქმის მწარმოებლებისთვის

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინათინ ბოჭორიშვილის ინფორ-მაციით, მასწავლებელთა სახლი აცხადებს საქმისმწარმოებლებისთვის ტრენინგებს. მისივე თქმით, თუ 25 კაციანი ჯგუფი შეიქმნება, ტრენინგი ხარაგაულში ჩატარდება. მოქმედი საქმისმწარმოებლებისთვის სწავლე-ბა უფასოა, სხვა მსურველებისთვის ერთი მოდულის ღირებულებაა 20 ლარი. სულ სამი მოდულის გავლაა სავალდებულო. საქმისმწარმოებ-ლები შეისწავლიან ახალ პროგრამა „ეფლოუში“ მუშაობის უნარ-ჩვევებს, მოსწავლეთა დარეგისტრირებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესებს.

ჯეოსელში პორტირებით პრობლემები წარმოიქმნასაჯარო სკოლების დირექციის

წარმომადგენლებისა და პედაგოგე-ბის ტელეფონის ნომრების ჯეოსელ-ში პორტირების გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, ცხრა პიროვნების ნომერი ვერ დაპორტირდა. მისივე ინფორმაციით, ამ პიროვნებებმა პირადობის მოწ-მობით უნდა მიმართონ ჯეოსელის ოფისებს ხელახალი რეგისტრაციისა და პორტირებისთვის.

რაც შეხება საოჯახო ნომრების პორტირებას, მაგთი საოჯახო ნომ-რებს არეგისტრირებდა ორგანი-ზაციის სახელზე, ხოლო ჯეოსელი აპორტირებს მხოლოდ ფიზიკური პირების სახელზე გაფორმებულ ნომ-რებს. დავით კიკნაძის ინფორმაციით, ასეთ სადაო საკითხებს ორი კომპანია მოლაპარაკების გზით უახლოეს დღეებში გაარკვევს.

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

Page 7: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

7xtvb [fhfufekb2 მაისი, 2014 წ.

40 უმძიმესი დღე გავიდა შენი ოჯა-ხისთვის, ცრემლიანი, ტკივილიანი, გოდებით აღსავსე, მოუშუშებელი და დაუვიწყარი. ოცდაცხრაწლიანი ლამაზი სიცოცხლე ყველასათვის მოულოდნე-ლად დაასრულე. არაჩვეულებრივი ადა-მიანი იყავი. თბილი, კეთილი, ხალისიანი. არასდროს დამავიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრა ლელას ქორწილში, როგორი კარგები იყავით შენ და შენი მეუღლე, ბედნიერები. რას მოვიფიქრებდი, რომ შენი სიცოცხლე და თქვენი ბედნიერება აღარ გაგრძელდებოდა. ჩემში ყოველთ-ვის ასეთი მხიარული და ლაღი დარჩები.

რით ვანუგეშო შენი მეუღლე, სად მოვძებნო საჭირო სიტყვები. ნათია, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო და-იკო, უზომოდ მტკივა შენი ტკივილი. უფალი მოწყალეა, - განსაცდელს თუ გვივლენს, მისი დათმენის ძალასაც გვაძლევს. არ დაეცე, ისეთი ძლიერი უნდა იყო, როგორც არასდროს. შენ უნდა შეძლო სალოსათვის იყო დაც, ძმაც, მამაც და დედაც. უფალმა უდიდე-სი პასუხისმგებლობის წინაშე დაგაყენა, გფარავდეს იგი და მისი მადლით შეგძ-ლებოდეს ყველა ტკივილის დათმენა.

გახსოვდეს, ჩემი სახით გყავს მე-გობარი, რომელიც მოგისმენს, შენს ტკივილს გაიზიარებს, შენი ცრემლებით იტირებს... სულიერ მეგობრობას გაგი-წევს. შენ ოღონდ დამიძახე...

ღმერთმა ნათელში გიმყოფოს დიტოს სული. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა.

თქვენი ტკივილის გამზიარებელი ქეთი შარიქაძე

მაია ბლუაშვილი, შალვა და ზურაბ აბაშიძეები თანაუგრძნობენ მანანა თაბუკაშვილს ძმის

თამაზ თაბუკაშვილისგარდაცვალების გამო.

გივი თხელიძე ოჯახით ღრმა მწუხა-რებით იუწყება ნათლიის

თამაზ თაბუკაშვილისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებს განსვენებულის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები იუწყებიანთამაზი თაბუკაშვილის

გარდაცვალებას და სამძიმარს უც-ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი მანანა გამცემლიძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე კლასის მოსწავლის გიორგი ბოჟაძის ბაბუა

ამბროსი ბოჟაძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ს\ს ხარაგაულის „ავტოტრანსის“ თა-ნამშრომლები იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა უსაყვარლესი პიროვნება

გოჩა ზურაბის ძე მანჯავიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

სოლომონ მეფის ქ. №56 კორპუსში მცხოვრები მეზობლები ღრმა მწუხარე-ბას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხა-დებენ ნანა მარიდაშვილს, ზურაბ და ბექა მანჯავიძეებს, თამარ გოგოლაძეს მეუღლის, მამისა და მამამთილის

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

ავტოსატრანსპორტო გაერთიანე-ბის წინ მდებარე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები: ზურაბ გიორგიძე, ვახტანგ დვალი, ლაშა გიორგიძე და გურამ სახვაძე ღრმა გულისტკივილს გამოხატავენ

გოჩა ზურაბის ძე მანჯავიძისტრაგიკულად დაღუპვის გამო და

თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

კობა, ნინო, ნანი ლურსმანაშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ოჯახის ახლობელი, საუკეთესო პიროვნება

თამაზ თაბუკაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

გოჩა ბანცაძე ოჯახით მწუხარებით თანაუგრძნობს ნანა მარიდაშვილს მეუღლის, ზურაბ, ბექა მანჯავიძეებს მამის

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

ზურაბ თაბუკაშვილი, დავით ვეფ-ხვაძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თამაზ შოთას ძე თაბუკაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ხუნევის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი სამძი-მარს ვუცხადებთ ამავე სკოლის პედა-გოგს თამარ გოგოლაძეს მამამთილის

გოჩა მანჯავიძის გარდაცვალების გამო და თანავუგ-

რძნობთ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №2 საშუალო სკო-ლის 1983 წელს კურსდამთავრებუ-ლები მწუხარებით თანაუგრძნობენ თანაკლასელ დათო მანჯავიძეს და მის ოჯახს ძმის

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

ბორითის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს გიული ბოჟაძეს ბაბუის

ამბროსი ბოჟაძისგარდაცვალების გამო.

სოსო, ჩემი სიცოცხლე, ჩემი დიდი იმედი ხარ. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ჩემი სუნთქვა და ჩემი მოუშუშებე-ლი ტკივილი...

სოსო, აგერ მოდის უკვე 6 მაისი და გული ლამის გამიჩერდეს. უკვე ერთი წელი მიილია ჩვენი განშორებიდან და მიკვირს, უშენოდ როგორ ვუძლებ ამ ტანჯვით ცხოვრებას. ნეტა იცოდე, სოსო, როგორ გვიჭირს უშენობა, რო-გორ გვიმძიმს შენს გარეშე ცხოვრების გაგრძელება, როგორი მძიმეა ეს ტვირ-თი, რომელიც უფალმა მოგვივლინა, მაგრამ ყველაფრის წინაშე უძლურები ვართ. არაფრის შეცვლა არ შეგვიძ-ლია. მძიმეა წუთისოფელი. დავრჩით საბრალონი და საცოდავნი...

სოსო, ჩვენი ერთად ცხოვრების 15 წლის განმავლობაში ჩვენს ძლიერ და უსაზღვრო სიყვარულს მხოლოდ ჩემს გულში ვერ ვიტევდი და სულ ხმამაღლა ყველგან ამაყად გავიძა-ხოდი, რომ „ჩემისთნა ქმარი არავის არ ჰყავდა.“ ოღონდ, კი არაფერს ვაჭარბებდი, სოსო, მართლაც ასე იყო. შენით გაგიჟებული ვიყავი, შეშლილი და გადარეული. ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულებოდა. ფრთები რომ მქონო-და, ლამის ფრენასაც დავიწყებდი და

რა მერე?.. მერე ის, რომ ასეთი დიდი სიყვარული, ასეთი დიდი სიგიჟე ერთ დღეს, ზუსტად ერთ წუთში, მოულოდ-ნელად გაქრა, განადგურდა და ქვეყა-ნაზე ყველაზე უბედურ ქალად ვიქეცი. ერთმანეთს დავშორდით, ცალ-ცალკე მოგვესაჯა ცხოვრება, სოსო, მაგრამ რატომ, ის ვერ გავიგე, რატომ???

ჩემო სიცოცხლევ, უსაზღვრო ტკი-ვილი მოგვაყენე მთელს ოჯახს და არა მარტო ოჯახს; ყველას, ვინც კი შენს სა-ხელს იცნობდა. ძალიან ძნელია, კაცმა იცხოვრო მხოლოდ 36 წელი და ისეთი დიდი სითბო და სიყვარული მოიპოვო ხალხის, რომ მათ გულებში შენს გამო ნამდვილი ცეცხლის ალი დაანთო და ყველას გული აუდუღო შენი დაკარგვის გამო. ეს ხომ ერთეულების ხვედრია! ეს ხომ ყველას არ შეუძლია, სოსო! ეს მხოლოდ შენ იყავი ასეთი საოცარი ბუნების ადამიანი. არ ვიცი, ალბათ ამიტომაც ამოგარჩია უფალმა. დედა და მამა ხომ სულ გაანადგურე, გამო-აცარიელე, საგულედან გული ამოგ-ლიჯე და გამოფიტულები დატოვე. ჩვენ კი, ჩემო სიცოცხლევ, მინდა გჯეროდეს, რომ მართალია დაგვაშორეს, მაგრამ სულიერად ჩვენ ვერავინ მოგვერე-ვა, ჩვენი სიყვარული მარადიულია, სოსო... შენ სულ ჩემთან ხარ, ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ - შენს ცოლსა და შენს ერთადერთ შვილს, შენს სპაკოს, არ მიგვატოვებ, ვიცი, რომ შენი ზრუნვა ზეციური ქვეყნიდანაც არ მოგვაკლ-დება, მე ამის ღრმად მჯერა!

ჩვენ კი, სოსო, წელი ერთი კი არა, ათეულებიც რომ გავიდეს, გპირდები, სულ მუდამ შენთვის ვილოცებთ და შევთხოვთ უფალს, რათა ნათელი დაუმკვიდროს ცათა სასუფეველში შენს ლამაზ და სპეტაკ სულს!

შენ ყოველთვის ჩემი ლამაზი ქმარი იქნები, სოსო! რა დროც არ უნდა გა-ვიდეს. ვამაყობ, რომ სოსო ნიქაბაძის მეუღლე მქვია!

შენი მაია,შენი ოჯახი

ჩვენი სიყვარული მარადიულია, სოსო!!!

2 მაისს 20 წელი სრულდება იმ ავადმოსაგონარი დღიდან, როცა შენ დაგვტოვე, მამა. სიცოცხლის წყურ-ვილით გაუმაძღარი იყავი. თითქოს იცოდი, დიდი ხნის სიცოცხლე რომ არ გქონდა და დღე და ღამ შრომობდი მუხლჩაუხრელად. უკურნებელმა სენმა არ გაცალა ყოფილიყავი ჩვენთან ერ-თად. შენი სიკვდილის შემდეგ სიცოც-ხლე გრძელდება. ძნელი ცხოვრება გამოვიარეთ. გვინდა უშენობას რო-გორმე გავუძლოთ და შევეგუოთ. 42 წელი იცოცხლე. კარგი კაცის სახელი გქონდა ყოველთვის. საამაყო შვილები დაგვზარდა დედამ. ნეტა გეცოცხლა და მოსწრებოდი შენს შვილიშვილებს, რომლებიც არასოდეს დაგივიწყებენ და შენს სახელს არ შეარცხვენენ. იმედი გვაქვს, რომ შენი სული სამოთხეშია - აღდგომის მეორე დღეს გამოგვეცალე ხელიდან.

ისღა დაგვრჩენია მოვიდეთ შენს საფლავთან, აგინთოთ წმინდა სანთ-ლები და ვილოცოთ შენი სულისთვის. უფალს ვთხოვთ, მშვიდად განისვენო ცათა სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ.

ოჯახი

ალბერტი ცაბაძის მოსაგონარი

უკვე ორმოცი დღე გავიდა... სწრა-ფად გაირბინა დრომ. მენატრება შენი ჭკვიანი გამოხედვა, შენი ხუმრობა. ვცდილობ გავექცე ფიქრებს, მაგრამ ამაოდ. საოცარი ადამიანი იყავი, მამა. ამას ახლა არ მივმხვდარვარ, ყოველ-თვის ვიცოდი. ყველაფერი მოგვეცი, გვასწავლე ცხოვრება, გამარჯვების ფასი, დაცემის შემდეგ წამოდგომა, უზრუნველი ბავშვობა და განათლება. თუ ამქვეყნად ერთ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ შვილებისათვის ყველა-ფერი გაიღო, ეს შენ ხარ, მაგრამ არა-სოდეს გითქვამს... ამ სამყაროში შენი სახით ერთი თითქოსდა ჩვეულებრივი ადამიანი დააბიჯებდა, დიდი გულითა და ამაღლებული სულით. ყველას გვაკლიხარ. მინდა შენი უკანასკ-ნელი წუთები დავხატო, გონება რომ უსასრულოდ ხატავს... მიბრუნებული, აკანკალებული, დასუსტებული, მაგრამ იმედიანი თვალებით, განწირულ მზე-რასაც ბოლომდე დაჰკრავდა იმედის ელფერი და ეს იყო წარმოუდგენელი, საოცარი გამოხედვა... არ ვიყავით შეჩვეული შენს ცუდად ყოფნას. ჩუმად გვერდით ოთახში ვტიროდი, მერე ცრემლებს ვიმშრალებდი და ღიმი-ლითა და ხუმრობით გავსებდი, რომ არაფერი გეგრძნო. ძალიან მიჭირდა. მარიამიც ჩემნაირია, მამა. როდესაც გახსენებ, გვერდით ოთახში გარბის ცრემლების დასამალად. მეგონა, უკვ-დავი იყავი. ჩემთვის ისედაც არასოდეს მოკვდები, მამა... „ბედნიერი ვარ, შენს შვილად რომ დავიბადე, რადგან სხვაგვარად გამიჭირდებოდა გამეგო, რა არის ადამიანობა და ნორმალური ცხოვრება,“ - ასე დავიწყე შენი დაბადე-ბის დღის მოლოცვა 18 მარტს. რა ვი-

ცოდი, თუ 22 მარტი უფრო მეტს მიმახ-ვედრებდა. დატოვე დედა, რომელიც ბევრს შრომობს და ცდილობს, უშენობა არ შეგვეტყოს ჩვენ და ჩვენს ოჯახს. ის და ნანიკო ძალიან წუხან, რომ ვერ შევძელით შენი გადარჩენა. მუდამ გვექნება დიდი ტკივილი, მონატრება და ოდესმე შენთან შეხვედრის ოცნება. ყველაფერს გავაკეთებთ შენი სულის სიმშვიდისათვის. ყოველთვის ვდევთ შენს სუფთა ნაკვალევს. მჯერა, ყოველ-თვის ვიგრძნობთ შენს თანადგომას ზეციდან... ვიქნებით უფრო ძლიერები შენი სახელის უკვდავსაყოფად... სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დაგვრჩა. ვამა-ყობთ შენი სპეტაკი, ღირსეული, კაცური ცხოვრებით. უსაზღვროდ გვიყვარხარ და გვენატრები, ომო. ღმერთმა და-გიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი მართალთა გვერდით. ჩვენ კი ხშირად ავიხედავთ ზეცაში, დაგიქნევთ ხელს და დაგიძახებთ „გვიყვარხარ, ომო“ - ეს პატარა ლუკამ გვასწავლა, რომელიც არც ისე დიდია, მაგრამ შენი ზეცად-ყოფნის სჯერა...

შვილები ნინო და ნანა მაღრაძეები

გვენატრები, მამა

თერთმეტი კინოფილმის დამდგ-მელ კინორეჟისორს, ანეგდოტებისა და იუმორის ოსტატს, ზედმიწევნით ხალისიანს, ჩვენს კლასელს დევი აბაშიძეს, 2014 წლის 1 მაისს 90 წელი შეუსრულდა. მუდამ ნათელში იყოს მისი კეთილი და წმინდა სული.

დიდი სიყვარულით გიორგი ბლუაშვილი

ორმოცი დღე გავიდა, რაც ამქვეყნიდან წახვედი. დაგვიტოვე დიდი მწუხარება და ტკივილი. გვეცოდები მიწისათვის. შენმა საყვარელმა შვილიშვილებმა, სანათესაომ და მეზობლებმა ყველაფერი გაგიკეთეს, რისი ღირსიც იყავი. მადლობა ყველას შენი და ჩვენი ოჯახის პატივისცემისთვის.

შორენა, შერმადინ, ქეთინო ოჯახებით

შვილი ეთერი, სიძე ენვერი

დევი აბაშიძე 90 წლისაა

რუსიკო ყრუაშვილის მოგონება

მოვიდა პირველი მაისი - შენი და-ბადების დღე. ამ დღეს სიხარულით ვხვდებოდით. უკვე მეორე დაბადების დღეა, რაც ჩვენთან აღარ ხარ. რა ძნელია უშენობა, გურამ, ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის. შენი წასვლით დაცარიელდა შენი ოჯახი და შენი დიდი სანათესაო. იმდენი ცრემლი გაგ-ყვა სამარადისო სასუფეველში, რომ იშვიათია ერგოს ვინმეს ასეთი ბედი.

პირველ მაისს სანთლებითა და ყვავილებით მოვალთ შენს საფლავ-ზე, ერთხელ კიდევ გავიხსენებთ შენს კაცურ კაცობას, სიკეთითა და სიყვა-რულით რომ იყო სავსე. შევთხოვთ

უფალს, რომ ნათელში ამყოფოს შენი სული. ჩვენო მონატრებულო, კეთილო და მუდამ საქმიანო გურამ, გწამდეს არასოდეს დაგივიწყებთ.

შენი დიდი ოჯახი, მეუღლე მანანა

გურამ ბერაძის ტკივილიანი მონატრება

გაზაფხული შემოვიდა, გოჩა. ტყემ-ლისა და ატმის ყვავილებით მოირთო ქვეყანა. ბუნებაში ახალი სიცოცხლე იღ-ვიძებს. შენ კი ამ გაზაფხულს ვერ დაეს-წარი. 30 აპრილი შენი დაბადების დღეა. უშენოდ შეხვდებიან შენი გამწარებული დედ-მამა, მეუღლე და შვილები, დედ-მამიშვილები და ახლობლები ამ დღეს.

გულმართალ, ალალ, დინჯ, სანდო, უღალატო და განათლებულ კაცად გიც-ნობდნენ სოფელში. ყველა გაფასებდა, ყველას უყვარდი. მეხის გავარდნას ჰგავ-და შენი დაღუპვის ამბის გაგება. ძალიან ეცადნენ შენს გადარჩენას. ვინც გიცნობდა, ყველა ლოცულობდა შენთვის. რას იზამ, ასეთი ყოფილა შენი ბედი. სიცოცხლეს სიკვდილმა აჯობა. ჩვენს გულებში მუდამ ცოცხალი იქნები. არ დაგივიწყებთ, და-გინთებთ სანთლებს და უფალს ვთხოვთ, სასუფეველი დაგიმკვიდროს.

საღანძილის მეზობლები

დაბადების დღეს გილოცავთ, გოჩა

ჩვენო საყვარელო კლიმენტი ბიძია, დაბადების დღეს გილოცავთ სამარადისო სასუფეველში. გჯეროდეს და გწამდეს, ჩვენს გულებში მუდამ ცოცხალი იქნები. შენს სახელს დავიწყება არ უწერია. და-ტოვე ღირსეული ოჯახი და სანათესაო.

შორენა , შერმადინ, ქეთინო ოჯახებით, ეთერი და ენვერი

დიტო, ჩემო დიდო სიყვარულო, ჩამქრალო იმედო, შეუშრობელო ცრემლო, მოურჩენელო ტკივილო, მოულოდნელად თავს დატეხილო უბედურებავ, უსაზღვრო მონატრებავ, მუდმივო სევდავ.

ჩვენი სიყვარული ამ ექვსი წლის წინ დაიბადა და შევუდექით ახალი ოჯახის შენებას. ჩვენს მყარ ნავსაყუდელს მხურვალე გულები შეადგენდა.

რა ბედნიერი იყო ყოველი მზის ამოსვლა. სალომე რომ გაგვიჩნდა, კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ თუ დიდი ნდობა და უსაზღვრო სითბოა, დაუძლეველი არაფერია.

როგორც ხალხური სიბრძნე გვას-წავლის - „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, რას წარმოვიდგენდი, რომ კლდესავით შეუდრეკელი, სი-ცოცხლით სავსე უბრალო შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდი. 40 დღე გავიდა იმ დღიდან... მენატრები, უსაზ-ღვროდ მენატრები. ამ ქვეყანასთან მხოლოდ სალომე მაკავშირებს. მას ახლა ობოლი ჰქვია, მე კი - ქვრივი. სალომე ხუთი წლისაა. კიდევ კარგი, მამის სახე ხსოვნაში შემორჩა. შენი სახელის უკვდავებისთვის ის უნდა გავ-ზარდო ისეთი, როგორზეც ოცნებობდი. მჯერა, რომ შენი ვარსკვლავი ლურჯი ცის საუფლოდან დაგვცქერის და გვაფ-ხიზლებს. ღმერთმა გამინათლოს შენი წმინდა სული ზეციურ სამყაროში.

მეუღლე ნათია მაღრაძე

დიტო სებისკვერაძე

დიტო სებისკვერაძის ხსოვნას

დაბადების დღეს გილოცავთ

Page 8: ამბების ჩინეთის ელჩი ...chemikharagauli.com › uploads › secbanners › 17-588-2014w.pdf · 2014-04-30 · სკოლა; ლევან

8 xtvb [fhfufekb 2 მაისი, 2014 წ.

დ. ხარაგაული02.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +13ºC;03.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +21ºC, ღამე +14ºC;04.05 - მზიანი დარი, დღე +23ºC, ღამე

+12ºC;05.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +15ºC;06.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +18ºC;07.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +18ºC.

ბორითი02.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +12ºC;03.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +12ºC;04.05 - მზიანი დარი, დღე +24ºC, ღამე

+9ºC;05.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +14ºC;06.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +17ºC;07.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +18ºC.

კიცხი02.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +14ºC;03.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +15ºC;04.05 - მზიანი დარი, დღე +24ºC, ღამე

+13ºC;05.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +16ºC;06.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +19ºC;07.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +19ºC.

მოლითი02.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +10ºC;03.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +20ºC, ღამე +10ºC;04.05 - მზიანი დარი, დღე +22ºC, ღამე

+7ºC;05.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +12ºC;06.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +28ºC, ღამე +14ºC;07.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +15ºC.

amindi

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

სათავგადასავლო შეჯიბრი ხევშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრისგან ორგა-ნიზებული სათავგადასავლო ტურ-თამაშები ხევში 29 აპრილს დაიწყო. მხიარულ სპორტულ შეჯიბრებაში 7 მაისამდე ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 22 სკოლა და ასევე თერ-ჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა ჩაერთვება.

29 აპრილს ბაზალეთის, ვერტყ-ვიჭალის, ლაშისა და კიცხის საჯარო სკოლების გუნდები შეეჯიბრენ ერთ-მანეთს. თითოეულ გუნდში ცხრა მონაწილეა. თითოეულ გუნდს ჰყავს კაპიტანი. თამაში დაყოფილია ექვს ტურად, სირთულის მიხედვით. პირ-ველ ტურში გუნდებს ევალებათ რაც შეიძლება მოკლე დროში კარვების გაშლა-დაკეცვა. მეორე ტურში თვა-ლახვეულებს უნდა შემოევლოთ დაბრკოლებებისათვის. მესამე ტურ-ში გუნდებს ევალებოდათ ცეცხ-ლის უმოკლეს დროში დანთება. ამ ცეცხლს უნდა გაეწყვიტა მის ზემოთ გაბმული თოკი. მეოთხე ტურში სპე-ციალურად შედგენილი რუკებით ტყეში უნდა დაეძლიათ სხვადასხვა დაბრკოლებები. მეხუთე ტური კი კაპიტნების კონკურსია, - წამყვანისგან ჩამოთვლილი ოცი სიტყვიდან რაც

შეიძლება მეტი უნდა აღიდგინონ ერთი წუთის განმავლობაში. მეექვსე ტურში მონაწილეებმა უნდა იპოვონ საქართველოს დროშის ნაწილები და სწრაფად ააწყონ. მხიარულ კონკურს-ში გამარჯვება, მოხერხებულობასა და გამჭრიახობასთან ერთად, სისწ-რაფეზეცაა დამოკიდებული. სათავ-გადასავლო ტურ-თამაშების პირველი ტურის პირველი გამარჯვებულია ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნ-დი „არგონავტები“ 30 ქულით. მეორე ადგილზე გავიდა ბაზალეთის გუნდი „ლიდერები“ 24 ქულით, მესამე ად-გილზე - ლაშის გუნდი „ლომვეფხვები“ 20 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილი ერგო კიცხის საჯარო სკოლის გუნდ „ლეოპარდს“ 19 ქულით.

ბაზალეთის სკოლის გუნდის ხელმ-ძღვანელი რევაზ შერგელაშვილი და კაპიტანი ვახტანგ მაქაძე ამბობენ, რომ გამარჯვებას აპირებდნენ, თუმცა შედეგით კმაყოფილები არიან. ისინი თვლიან, რომ ასეთი შეჯიბრებები აუცილებელია ბავშვებისათვის, რათა იცხოვრონ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით. მათ ეამაყებათ თა-ვიანთი გუნდი და იმედოვნებენ, რომ შემდეგში პირველ ადგილს დაიკავებენ.

კიცხის გუნდის მონაწილე ლიკა კვინიკაძისთვის ეს დღე დასამახ-

სოვრებელი აღმოჩნდა. მართალია, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ, თანატო-ლები გავიცანით, ვიმხიარულეთ და დღე ერთად გავატარეთ.

შეჯიბრების ბოლოს ღონისძიების მომწყობი ორგანიზაციის ხელმძღ-ვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა მონა-წილეები სიგელებით დააჯილდოვა.

მართლაც დასამახსოვრებელი დღე იყო ყველასათვის. მინდა მეც მივულოცო გამარჯვება „არგონავ-ტებს“. ისინი ფინალში იასპარეზებენ.

მარიამ მაქაძე

P.S. 30 აპრილს დაძაბულ ორთაბ-რძოლაში გაიმარჯვა საღანძილის საჯარო სკოლის გუნდმა, რომელმაც მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო ღორეშის გუნდს. ამავე დღეს შეჯიბ-რში მონაწილეობდნენ ხარაგაულის №2, ბორითისა და ძევრის საჯარო სკოლების გუნდები. 1 მაისს ერთ-მანეთს ეჯიბრებოდნენ ლეღვნის, ბორის, წყალაფორეთის და ზვარის სკოლების გუნდები. 6 მაისს შე-ეჯიბრებიან ხარაგაულის გიმნაზიის, ნადაბურის, ვახანის, წიფისა და მო-ლითის, ხოლო 7 მაისს - ვარძიის, მარელისის, ხიდრის, ხევისა და ხარაგაულის №3 საჯარო სკოლების გუნდები.

ვულოცავთ ხუნევის საჯარო სკო-ლის პედაგოგ ნათელა ხაჩიძეს შვი-ლის ნინოს ბედნიერებას. ვუსურვებთ ნინიკოს მეუღლესთან რომად დიასა-მიძესთან ერთად ჯანმრთელობას, ულევ სიყვარულს და შვილთა სიმრავ-ლეს. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ხუნევის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

უბისის საჯარო სკოლის დირექ-ტორს მარინე სახვაძეს ვულოცავთ დირექტორობის გამოცდის წარმატე-ბით ჩაბარებას. ვუსურვებთ ღვთის წყა-ლობას, ბედნიერებას და წარმატებებს პირად და კარიერულ ცხოვრებაში.

უბისის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი

ხიდრის საჯარო სკოლის დირექ-ტორს, ქალბატონ ეთერ პაპავას, ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, წარმატებებს. ღმერთმა გახარებული და ბედნიერი ამყოფოს თავის ვაჟკაც მეუღლესთან, უკეთილ-შობილეს გამზრდელ დედასთან და ახლობლებთან ერთად.

დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მოგვაკლდეს პედაგოგიურ კოლექ-ტივს თქვენი წინამძღოლობა და სწორუპოვარი საქციელი.

ხიდრის საჯარო სკოლის ა და ბ კორპუსის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ დაბადების დღეს მერი ტაბატაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, ბედნიერებას და ულევ სიხარულს მეუღლესთან, მერაბ სამხარაძესთან, შვილთან და სიძესთან - თიკოსა და ილოსთან, საყვარელ შვილიშვილ გიორგი პაპიძესთან ერთად. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.

ხარაგაულის აგრარული ბაზრის თანამშრომლები

ვულოცავთ ირინა გოგოლაძესა და ნუგზარ ჭიპაშვილს შვილიშ-ვილის, მიხეილ ჭიპაშვილს დისშ-ვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უფლის მფარველობას.

ნაზი ჭიპაშვილი და ჯუმბერ ჩიკვაიძე ოჯახით

ვულოცავთ ხიდრის საჯარო სკო-ლის დირექტორს ქალბატონ ეთერი პაპავას დაბადების დღეს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედ-ნიერებას, უფლის მფარველობას და ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში.ხიდრის ტერიტორიული ერთეულის

რწმუნებული ბადრი ბერაძე, სპეციალისტი ირაკლი ბერაძე

ვულოცავთ ირინა გოგოლაძეს შვი-ლიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა იზას გაზრდილიყოს ჯანმრთელი და სასახელო. მუდამ ფარავდეს უფლის კალთა.

საღანძილის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ომისა და შრომის ვეტერანებს ქალბატონ ელენე ბლიაძესა და ჟაკი ციცქიშვილს ვულოცავ ფაშიზმზე გა-მარჯვების 69-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

თამაზი გოგოლაძე

აწ გარდაცვლილი ძვირფასი მე-გობრის თავრიზი ოსანაძის დიდ ოჯახს ვულოცავთ პატარა ქალბატონის ბარბარეს დაბადებას. დიდ ბებიას მორთულას და ახალგაზრდა ბებია-ბაბუას, ნანას და მამუკას, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს. გაგეზარდოთ სასახელო ქალბატონი.

ლუიზა და ნიკო

ვულოცავთ ქალბატონ იზა ვეფხვა-ძეს ქალიშვილის, მარიამ გაჩეჩილაძის და გიორგი ჭუმბურიძის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ოჯახურ კეთილდღეობას, ულევ სიყ-ვარულს, სიხარულს, შვილთა სიმრავ-ლეს, მყარი ქართული ოჯახის შექმნას.

კიდევ ერთი ლამაზი და ღირსეული წყვილი შეემატა ჩვენს ქვეყანას. უფლის წყალობა და მფარველობა არ მოკლე-ბოდეს თქვენს ოჯახს.

ივანე აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

ვულოცავთ იზა ვეფხვაძეს ქალიშ-ვილის გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალშეუღლებულებს მარიამსა და გიას უსაზღვრო სიყვარულს, ბედნიერ მომავალს და შვილთა სიმრავლეს.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

*** ***

***

***

***

***

***

***

***

იყიდება ორსართულიანი სახლი სოფელ ჯაფარეულში ეზოთი, კარგ მდგომარეობა-ში. აქვს მანქანის სადგომი. ტელ: 593 30 49 07 ლამარა.

ქირავდება ერთოთახიანი გარემონტებული, სუფთა ბინა. მის: ხარაგაული, კიკ-ნაძის ქ.№19

ტელ: 595 26 13 86 ნინო.ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთე-კაში 28 აპრილს გამართული კაფე-სა-ღამო ტყუპებს მიეძღვნათ. ღონისძიების იდეის ავტორმა ლალი ვეფხვაძემ და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მაკა ბუაჩიძემ, სოფო ლაცაბიძემ და ლიკა კალანდაძემ ლამაზი დღე მოუწყვეს ტყუ-პებსა და მათ მშობლებს. ხარაგაულში ამ ღონისძიებით ბიბლიოთეკის კვირეულიც გაიხსნა. ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა ლურსმანაშვილმა სიტყვით მიმართა შეკ-რებილ სტუმრებს, მათ შორის - ტყუპებს: სალომე და სოფო ალავიძეებს, სოსო და ანანო ლურსმანაშვილებს, მარიამ და ნინო ბერაძეებს, დაჩი და ნინო შალამბე-რიძეებს, მარიამ და ნინო ჭიპაშვილებს, გიორგი და გიგა გელაშვილებს, ნინო და ნატო გვაზავებს.

ღონისძიება გაალამაზა ცოტნე კიკნაძისა და საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომელ ლიკა კალანდაძის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. გიმნაზიის მოსწავლეებმა გარი ვეფხვაძემ, შოთა ჭიპაშვილმა და ალეკო ავალიშვილმა გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი მომენტები ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.“ აჩვენეს ვიდეოკლიპები ტყუპებზე. კაფე-საღამოზე მოწვეულმა მშობლებმა და ტყუპებმა ისაუბრეს ერთმანეთის შესახებ, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები. ღო-ნისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ირმა ყანჩაველი. ტყუპთა ახალ თაობას გზა დაულოცა ტყუპების დედამ და ტყუ-პების ბებიამ მერი გიორგიძემ. ღონის-

ძიების დასასრულს მოწვეულ ტყუპებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სალომე ალავიძე: -ძალიან მიხარია, ტყუპებს რომ ღონისძიება მოგვიძღ-ვნეს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ტყუპისცალი. ჩემი ტყუპი სოფო ჩემთვის ყველაფერია, - დაც არის და მეგობა-რიც. მთელ დროს ერთად ვატარებთ. ხშირად ვსაუბრობთ და ვუზიარებთ ერთმანეთს ყოველგვარ წვრილმანს. ხასიათი განსხვავებული გვაქვს, მაგრამ გემოვნება და ფიქრები - ერთნაირი. ვისურვებდი, რომ ბევრი ტყუპი დაბა-დებულიყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

სოფო ალავიძე: -დღევანდელ ღონისძიებაზე ყველაზე მეტად ამდენი მშვენიერი ტყუპის ერთად დანახვამ გამახარა. იმედი მაქვს, კვლავ ბევრჯერ

გაიმართება ასეთი არაჩვეულებრივი საღამოები. ყველა ტყუპს ვუსურვებ ბედნიერებასა და სიხარულს.

ლალი ვეფხვაძე: -ტყუპი ბავშვების მოწვევით გვსურს მათი დაახლოება საბავშვო ბიბლიოთეკასთან და ერთ-მანეთთან. ვიმედოვნებთ, რომ ვინც ჯერ არ არის, ისინიც ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდებიან. ტყუპებიც და მათი მშობლებიც კმაყო-ფილები დარჩნენ. ვფიქრობთ, მიზანს მივაღწიეთ. ეს შემდგომში, ბავშვებთან ურთიერთობაში, თანდათან უფრო გამო-ჩნდება. კაფე-საღამოზე ყველა ტყუპმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ეს დღე მათთვის ლამაზი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა“.

თამარ ჩხიკვაძე

ტყუპები საბავშვო ბიბლიოთეკაში