ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან...

8
გაზეთის ამ ნომერთან ერთად იხილავთ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო ბიულეტენს. საინფორმაციო ბიულეტენი მოამზადა მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ საქართველოს პარლამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითა- რების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. ხარაგაულის სახალხო თეატრის გასტროლი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში წარმატებით დასრულ- და. ბელგიაში მცხოვრები ქართ- ველებისთვის თეატრმა გამართა სპექტაკლი „თანამდევი სული“. ამ სპექტაკლით ქართულ ემიგრა- ციასთან ერთად აღინიშნა საქართ- ველოს დამოუკიდებლობის დღე. თეატრი ბელგიის სამეფოში წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციამ მიიწვია. პროექტის მხარდამჭერი გახლდათ კულტურის სამინისტრო. „თანამდევი სული“ კულტურის სა- მინისტრომ მაღალი დონის სპექტაკ- ლად მიიჩნია, ამიტომ მოგიწვიეთ ბელგიაში, - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა, არქიმანდრიტმა დოსითეოზმა (ბოგვერაძე), - სპექ- ტაკლი შედგა და ყველამ ვნახეთ ის ემოცია, რაც დაეუფლა დარბაზში მყოფ თითოეულ ქართველს.“ ხარაგაულის სახალხო თეატ- რის ბელგიაში გასტროლისა და იქაური შთაბეჭდილებების შესახებ გაზეთის მომდევნო ნომერში გიამ- ბობთ დასის წევრი და სპექტაკლის მონაწილე ნინო კაპანაძე. ფოტოზე: სპექტაკლის შემდეგ ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან დაბრუნდა საქართველოს დამოუკიდებ- ლობის აღდგენის დღე და ეროვ- ნული გმირის, მერაბ კოსტავას საიბილეო თარიღი ხარაგაულე- ლებმა ბორითში, მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილას აღმართულ მონუმენტთან აღნიშნეს. წელს მერაბ კოსტავა 75 წლისა გახდე- ბოდა. სიმბოლურია, რომ სამ- შობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დაიბადა. ბორითის კულტურის სახლში ხარაგაულის ხალხური შემოქმე- დების სახლის (დირექტორი დალი მაღრაძე) ძალებით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკ- ლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „საუნჯე“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კა- ხორი“ (ლოტბარი მაია მაღრაძე, ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე). ბორითში გამართულ ღონის- ძიებებში მონაწილეობდნენ ად- გილობრივი მოსახლეობა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხე- ლისუფლების წარმომადგენლები. ბორითში დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას იუბილე აღინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით 29 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა სათავგადასავლო ტურ-თამაშების პირველი ტური, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის 21 და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძეგვის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. დღეს, 30 მაისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტო- რიაზე, მარელისის ხერგილთან, გაიმართება ფინალი. ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან: ვერტყვიჭალის, ხევის, წყალაფორეთის, მო- ლითისა და საღანძილის საჯარო სკოლების გუნდები. სათავგადასავლო ტურ-თამაშების ფინალი მარელისის ხერგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია და ვებგვერდი www.chkh.org თითო- ეულ კანდიდატს შესაძლებლობას გაძლევთ, ჩვენი გაზეთისა და ვებგვერდის მეშვეობით ამომრჩევლებს განუმარტოთ, თუ რატომ იქნება მოსახლეობისთ- ვის სასარგებლო და შედეგიანი სწორედ თქვენზე გაკეთებული არჩევანი. დაარწმუნეთ ამომრჩეველი თქვენს უპირატესობაში ჩვენი დახმარებით. მობრძანდით, გელით. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია გამგებლობისა და დეპუტატობის კანდიდატთა, პოლიტიკური პარტიებისა და ბლოგების მხარდამჭერი შტაბების საყურადღებოდ! ძვირფასო მკითხველებო! 30 მაისი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 21 (592) www.chkh.org ამინდი 8 გვ. ხარაგაულში ჯანდაცვის პრობლემებზე იმსჯელეს 2 გვ. დღეს ნომერშია „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია” ხარაგაულის გამგებლობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის 2 გვ. 4-6 გვ.

Transcript of ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან...

Page 1: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

გაზეთის ამ ნომერთან ერთად იხილავთ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო ბიულეტენს.

საინფორმაციო ბიულეტენი მოამზადა მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ საქართველოს პარლამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითა-რების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

ხარაგაულის სახალხო თეატრის გასტროლი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში წარმატებით დასრულ-და. ბელგიაში მცხოვრები ქართ-ველებისთვის თეატრმა გამართა სპექტაკლი „თანამდევი სული“. ამ სპექტაკლით ქართულ ემიგრა-ციასთან ერთად აღინიშნა საქართ-ველოს დამოუკიდებლობის დღე.

თეატრი ბელგიის სამეფოში წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციამ მიიწვია. პროექტის მხარდამჭერი გახლდათ კულტურის სამინისტრო.

„თანამდევი სული“ კულტურის სა-მინისტრომ მაღალი დონის სპექტაკ-ლად მიიჩნია, ამიტომ მოგიწვიეთ ბელგიაში, - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა, არქიმანდრიტმა დოსითეოზმა (ბოგვერაძე), - სპექ-ტაკლი შედგა და ყველამ ვნახეთ ის ემოცია, რაც დაეუფლა დარბაზში მყოფ თითოეულ ქართველს.“

ხარაგაულის სახალხო თეატ-რის ბელგიაში გასტროლისა და იქაური შთაბეჭდილებების შესახებ გაზეთის მომდევნო ნომერში გიამ-ბობთ დასის წევრი და სპექტაკლის მონაწილე ნინო კაპანაძე.

ფოტოზე: სპექტაკლის შემდეგ

ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან დაბრუნდა

საქართველოს დამოუკიდებ-ლობის აღდგენის დღე და ეროვ-ნული გმირის, მერაბ კოსტავას საიბილეო თარიღი ხარაგაულე-ლებმა ბორითში, მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილას აღმართულ მონუმენტთან აღნიშნეს. წელს მერაბ კოსტავა 75 წლისა გახდე-ბოდა. სიმბოლურია, რომ სამ-შობლოს თავისუფლებისათვის

მებრძოლი რაინდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დაიბადა.

ბორითის კულტურის სახლში ხარაგაულის ხალხური შემოქმე-დების სახლის (დირექტორი დალი მაღრაძე) ძალებით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკ-ლორული სიმღერისა და ცეკვის

ანსამბლი „საუნჯე“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კა-ხორი“ (ლოტბარი მაია მაღრაძე, ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე).

ბორითში გამართულ ღონის-ძიებებში მონაწილეობდნენ ად-გილობრივი მოსახლეობა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხე-ლისუფლების წარმომადგენლები.

ბორითში დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას

იუბილე აღინიშნახარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით 29 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა სათავგადასავლო ტურ-თამაშების პირველი ტური, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 21 და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძეგვის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

დღეს, 30 მაისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტო-რიაზე, მარელისის ხერგილთან, გაიმართება ფინალი. ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან: ვერტყვიჭალის, ხევის, წყალაფორეთის, მო-ლითისა და საღანძილის საჯარო სკოლების გუნდები.

სათავგადასავლო ტურ-თამაშების ფინალი მარელისის ხერგილზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირა რჩება.გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია და ვებგვერდი www.chkh.org თითო-

ეულ კანდიდატს შესაძლებლობას გაძლევთ, ჩვენი გაზეთისა და ვებგვერდის მეშვეობით ამომრჩევლებს განუმარტოთ, თუ რატომ იქნება მოსახლეობისთ-ვის სასარგებლო და შედეგიანი სწორედ თქვენზე გაკეთებული არჩევანი.

დაარწმუნეთ ამომრჩეველი თქვენს უპირატესობაში ჩვენი დახმარებით.მობრძანდით, გელით.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

გამგებლობისა და დეპუტატობის კანდიდატთა, პოლიტიკური პარტიებისა და ბლოგების

მხარდამჭერი შტაბების საყურადღებოდ!

ძვირფასო მკითხველებო!

30 მაისი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№21 (592)

www.chkh.org

ამინდი 8 გვ.

ხარაგაულში ჯანდაცვის პრობლემებზე იმსჯელეს 2 გვ.

დღეს ნომერშია

„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”

ხარაგაულის გამგებლობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის

2 გვ.

4-6 გვ.

Page 2: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

2 xtvb [fhfufekb 30 მაისი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლა 2014 წლის 5 მაისს სტუმრად ეწვია აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების, ზუგდი-დის №1 საჯარო სკოლას. სტუმ-რობის მიზეზი იყო ერთობლივი გაცვლითი პროექტი აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუ-ყოფელი ნაწილის, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოს საჯარო სკოლებში.

ქართულ-აფხაზური დაპირის-პირების შედეგად, აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციიდან გასვლის შემდეგ, 20 წელზე მეტი გავიდა და იგი დღემდე მუდმი-ვი მსჯელობის, დისკუსიისა და დებატების საგნად იქცა. მესამე ძალის მიერ აფხაზეთის, როგორც პოლიტიკური, ისე დემოგრაფი-ული მდგომარეობის შეცვლა, იქ სხვა ხალხის ჩასახლება, ქართ-

ველი და აფხაზი ხალხის სახელ-მწიფოებრივი და კულტურული ერთიანობის პროცესის გაწყვეტა და სამუდამოდ მოშლა, რუსული საჯარისო შენაერთების და სამხედ-რო წვრთნების და ტექნიკის მობი-ლიზება დღემდე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტე-რიტორიული მთლიანობისათვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილი ყოველი სამშვიდობო ნაბიჯი არ გამოირჩევა შედეგით. პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც აფხაზი ხალხი აღადგენს იმ ურ-თიერთობას, როგორი ურთიერ-თობაც ჰქონდათ ქართველებთან კავკასიაში, რუსეთის გამოჩენამდე.

ამ იმედით და რწმენით ქართვე-ლებისა და აფხაზების ურთიერთო-ბის აღდგენის სახალხო დიპლომა-ტიის პროცესს ხარაგაულის №2 საჯა-

რო სკოლაც შეუერთდა პროექტით „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“.

პროექტი მოამზადეს სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავ-ლეებმა ისტორიის პედაგოგის, მარინე მაღრაძის, ხელმძღვანე-ლობით. ამ პროექტის პრეზენტაცია უკვე იხილა ხარაგაულის საზოგა-დოებამ 2014 წლის 11 აპრილს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხა-ზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ქალბატონები ლეილა თორია, ლეილა ბაღბაია, მედეა ზუხბაია, მედეა კვარაცხელია.

პროექტის შემდეგი ეტაპი უკვე განხორციელდა ზუგდიდში 2014 წლის 5 მაისს. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის 22 მოსწავლე, სამი პედაგოგი და ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ეწვივნენ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლას, სადაც გულთ-ბილი დახვედრა მოგვიწყვეს. ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებ-მა წარმოადგინეს ხარაგაულის მოკლე ისტორია და მხატვრული ღონისძიება. შემდეგ ასპარეზი დაუთმეს ხარაგაულის №2 სკო-ლას, რომელმაც აკადემიური ოსტატობით წარმოადგინა პროექ-ტის მხატვრული ნაწილი. სკოლის ფოიეში ხარაგაულის №2 სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, მა-რინე ვეფხვაძის, მიერ მოეწყო თვალსაჩინოებების გამოფენა.

ერთობლივი პროექტის პრე-

ზენტაციას ზუგდიდში ესწრებოდ-ნენ აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი, მოადგილე - ბელა კოპალიანი, პროექტის ორგანიზატორები - ლეილა ბაღბაია, ლეილა თორია, მედეა კვარაცხელია. ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი და პე-დაგოგები.

სიტყვით გამოვიდნენ და მოს-წავლეების მიერ განხორციელე-ბული პროექტის ღირებულებებზე ისაუბრეს დიმა ჯაიანმა, ბელა კო-პალიანმა. მინისტრი და მოადგი-ლე აღფრთოვანებული დარჩნენ ხარაგაულელი და ზუგდიდელი ბავშვების ნიჭიერებით. სიტყვით გამოვიდნენ და პოეზიით გაამდიდ-რეს ღონისძიება ზუგდიდის საზო-გადოების წარმომადგენლებმა. ბოლოს ზუგდიდის №1 სკოლის დირექტორმა ლუიზა შონიამ და ხარაგაულის №2 სკოლის დი-რექტორმა ვალერი გოგნაძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს და გააფორმეს ამ ორ სკოლას შორის მეგობრობის მემო-რანდუმი. არაჩვეულებრივი უხვი მეგრული სუფრის შემდეგ მოს-წავლეები და სტუმრები გაეშურენ ენგურის ხიდისაკენ, საიდანაც მათი საოცნებო აფხაზეთის საზღვარი გადის და მშვიდობის მტრედები გაუშვეს. არასოდეს დაგვავიწყდება მათი ცრემლიანი თვალები, გასც-ქეროდნენ გზას, რომელიც რამდე-ნიმე კილომეტრით აშორებდა მათ

მშობლიურ კერას. შემდეგ ზუგდი-დის თეატრში გაიმართა ღონისძი-ება, რომელიც მიყავდა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ბელა კოპალიანს. თეატრში შეიკრიბნენ აფხაზეთის 13 სკოლის მოსწავ-ლეები და პედაგოგები. მინისტ-რის მოადგილემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორს და მოსწავლეებს, ასეთი პროექ-ტის განხორციელებისათვის. მან სკოლას სამახსოვროდ გადასცა წიგნების კრებული და საინფორმა-ციო ბროშურები. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა ჩასვეს აფხაზეთის ცამეტ სკოლასთან ერთად იმ გან-სახორციელებელ პროექტებში, რომელიც გათვალისწინებულია სამომავლოდ. მოსწავლეებმა ღონისძიებების დასკვნით ნაწილ-ში მოისმინეს ანსამბლ „ბრავოს“ კონცერტი. ზუგდიდში სტუმრობის დასასრულს მოჰყვა გულთბილი დამშვიდობება და კეთილი სურ-ვილები. მოვინახულეთ ხობის ახლადაშენებული სამონასტრო კომპლექსი და შთაბეჭდილებებით აღვსილები დავბრუნდით ხარა-გაულში. დამეგობრებამ კიდევ უფრო გაგვიმტკიცა იმედი აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგებისა და ერთად თანაცხოვრებისა.

მარინე მაღრაძე პროექტის ხელმძღვანელი,

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი

ახალგაზრდა იურისტთა ასო-ციაციის პროექტის „იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ (დირექტორი ნოდარ ჯიქია) ფარგლებში 16 მაისს ხა-რაგაულში შეხვედრა გაიმართა. პროექტი „იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცეს-ში“ დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საქართველოში საჯა-რო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვი-თარების“ (G-PAC) ფარგლებში. ეს პროექტი ითვალისწინებს იმერეთის მუნიციპალიტეტების პრობლემების შესწავლას და თვითმმართველობის ორგანოების, დეპუტატის ბიუროსა და გუბერნატორის აპარატის ჩარ-თულობით მათ მოგვარებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოცი-აციის (საია) ქუთაისის ფილიალის იურისტმა და ამ პროექტის ჯგუფის წევრმა მაკა ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების, ჯანდაცვისა და შიდა გზების პრობლემები, რომლებ-შიც ამ პროექტის ხელშეწყობით უნდა მოგვარდეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტისათვის ყველაზე მნიშვნელოვა-ნი ჯანდაცვის პრობლემაა. საიას წარმომადგენლებმა ნოდარ ჯიქიამ და ნინო ხუბუამ ხარაგაულის მა-ჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ებანო-იძესთან ერთად 22 მაისს გამართა შეხვედრა ადგილობრივი საავადმ-ყოფოს, სოფლის ამბულატორიის ექიმებთან და სხვა პირებთან.

დეპუტატის ბიუროს ხელმძღვა-ნელმა ინგა მაღრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ჯანდაცვის პრობლემები ერთად განვიხილოთ, გავიგოთ რას ფიქრობს ექიმი, რა მდგომარეობაშია პაციენტი. „განვი-ხილოთ ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შევძლოთ ამ პრობლემების უკეთ მიტანა ცენტრალურ ხელისუფ-ლებამდე, ვიმუშაოთ, ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე“ - აღნიშნა ინგა მაღრაძემ.

შეხვერის პირველი ნაწილი დაეთმო სოფლის ამბულატორიების

პრობლემებს. ექიმმა აზა ფურცე-ლაძემ გულისტკივილით აღნიშნა, რომ თვითონაც არ იცის, რომელი უბნის ექიმია, რადგან პირველ მარ-ტამდე ის ითვლებოდა მარელისის ამბულატორიის ექიმად. ამის შემდეგ მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც წერია, - „ფიზიკური პირი აზა ფურცელაძე - ლეღვანი-ვახანი.“

ნოდარ ებანოიძემ ჯანდაცვის სა-მინისტროდან მოპოვებული ინფორ-მაციით განმარტა, რომ ლეღვანსა და ვახანში გათვალისწინებულია ორი ექიმი. ლეღვანს, მარელისს, დიდვაკესა და პატარა სახვლარს ერთი ექიმი უნდა ემსახურებოდეს; ვახანს, სერბაისსა და ზედუბანს - მეორე ექიმს.

ვახანის ამბულატორიის პრობ-ლემასთან დაკავშირებით ექიმმა ბესო ფოცხვერაშვილმა აღნიშნა, რომ ის ანაზღაურებას იღებდა მოლითში, მაგრამ ემსახურებოდა ვახანის მოსახლეობასაც, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში მას უთხ-რეს, რომ ვახანის ამბულატორიაზე 2006 წლიდან იყოფა თანხა. ბესო ფოცხვერაშვილის თქმით, ქალბა-ტონი აზა ფურცელაძე არის ვახანის ამბულატორიის ექიმი. ექიმები უნდა შეთანხმდნენ და ერთი უნდა მოემ-სახუროს ვახანის სოფლებს, მეორე - ლეღვანის სოფლებს.

აზა ფურცელაძემ თქვა, რომ ვახანში ამჟამად არ არის ამბულა-ტორიის არც შენობა და შესაბამისი პირობები. შეუძლებელია ღია ცის ქვეშ ამბულატორიული კვლევების ჩატარება.

ბორითის ამბულატორიისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარე-ბის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის მომხმა-რებლის პრობლემები, მაგრამ ექი-მის მოთხოვნები და პრობლემები, დიდი ხანია, არავის ადარდებს. მისი თქმით, ხარაგაულში არსებობს ჯან-დაცვის ორი სამსახური. უმჯობესია ფუნქციონირებდეს ერთი სამსახური, რომლის წინაშეც იქნებიან ანგარიშ-ვალდებულნი. „იმდენი ბიუროკრა-ტიული დოკუმენტია შესავსები, ექიმს

ექიმობისთვის დრო აღარ რჩება.“ ხარაგაულის საკრებულოს დეპუ-

ტატმა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, - მართალია, ამჟამად წიფაში არის ამბულატორია, მაგრამ სოფელ ფონის მოსახლეობისთვის, რომე-ლიც წიფიდან დაახლოებით 4-5 კილომეტრითაა დაშორებული, ეს ვერაფერი შეღავათია. ფონის მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმუ-ლია. მათთვის უმჯობესია მიმართონ ხაშურის საავადმყოფოს.

რუსუდან გურგენიძის თქმით, როდესაც ერთი წლის ცალკე შეიქმ-ნა გამგეობის ჯანდაცვის სამსახური, საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, რომ სამსახურს უნდა წარემართა ჯანდაცვის პოლიტიკა მუნიციპალი-ტეტში. „სამწუხაროდ, მუნიციპალი-ტეტში ჯანდაცვის განვითარებაზე ზრუნვა ამ სამსახურიდან ვერ დავი-ნახე,“ - ამბობს რუსუდან გურგენიძე.

შეხვედრაზე იმსჯელეს ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ამბულატორიაში კომპიუტერის, ინ-ტერნეტისა და გამრიცხველიანებების პრობლემებზე.

ხარაგაულის საავადმყოფოს მთა-ვარი ექიმის, ქეთევან აბრამიშვილის თქმით, ხარაგაულისათვის სირცხვი-ლია ასეთი საავადმყოფო. „საავადმ-ყოფო არის ხარაგაულის ჯანდაცვის სისტემის ბირთვი და თუ ეს მთავარი ბირთვი არ მოწესრიგდა, სოფლის ამბულატორიის პრობლემებიც ვერ აღმოიფხვრება“. ქეთევან აბრამიშ-ვილის თქმით ადამიანი, რომელიც 40 წლის განმავლობაში ამ საქმეს ემსახურებოდა, ახლა მხოლოს 13 ლარი ანაზღაურებით მუშაობს თვი-დან თვემდე.

ჯეოჰოსპიტალის უფროსი ექიმის ლია ებანოიძის თქმით, საყოველ-თაო დაზღვევის პროექტი არის ყველა ადამიანისათვის. „არ მინდა რომელიმე სოფლის მაცხოვრე-ბელმა თქვას, რომ მისთვის არ არსებობს დაზღვევა და ექიმი“. მან აღნიშნა, რომ სანამ მოგვარდება ხა-რაგაულის საავადმყოფოს პრობლე-მები, ავადმყოფებს მოემსახურებიან ჯეოჰოსპიტალში.

გიორგი ბარბაქაძემ ასევე ისაუბრა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების

სამსახურში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, იგვიანებს ხელფასები, მოსაწესრიგებელია სასწრაფო დახ-მარების ავტოპარკი და ოთახები, სადაც ისინი ამჟამად მუშაობენ.

ხარაგაულის მაჟორიტარი დე-პუტატის კიცხის ბიუროს წარმო-მადგენელმა ირმა ბერაძემ შეხვედ-რაზე გაიხსენა, რომ მისმა ოჯახმა რამდენიმე ხნის წინ ისარგებლა ხარაგაულის საავადმყოფოს მომსა-ხურებით. მან მადლობა გადაუხადა ექიმებს გულისხმიერებისათვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში არსებული ინფრას-ტრუქტურული თუ სხვა პრობლემე-ბის გამო, ის ამჯობინებს წავიდეს სხვა ქალაქის საავადმყოფოში.

შეხვედრის ბოლოს დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ სურვილი გამო-თქვა, რომ უახლოეს მომავალში ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდეს ხარაგაულში და პარლამენტარებთან ერთად მოიწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულში ჯანდაცვის პრობლემებზე იმსჯელეს

აფხაზეთი ჩვენი ტკივილია

Page 3: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

3xtvb [fhfufekb30 მაისი, 2014 წ.

Page 4: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

4 xtvb [fhfufekb 30 მაისი, 2014 წ.

როინ ხიჯაკაძე ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებლად კენჭს იყრის საარჩევნო ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“). მისი საარჩევნო ნომერია №1.

-ბატონო როინ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ კენჭი იყაროთ ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებლის პოსტზე?

-ხარაგაულში ბევრი ადამიანია, ვისაც წარმა-ტებით შეუძლია, თავი გაართვას ხარაგაულის გამგებლის პოსტზე საქმიანობას, მაგრამ ბედის ირონიის, გარკვეულწილად პოლიტიკური კონ-ფიგურაციისა თუ უსამართლობის გამო ეს ადა-მიანები ვერ ახერხებენ ამ პოზიციის დაკავებას.

ჩემი გადაწყვეტილებით ხარაგაულთან და-კავშირებული ბევრი პოლიტიკური ფიგურის გუ-ლისწყრომა გამოვიწვიე, - მათი გადასახედიდან სამართლიანი, თუმცა მე ასე არ მიმაჩნია. მათ გულისწყრომას იწვევს ის, რომ უცებ შემოვი-ჭერი ხარაგაულის პოლიტიკურ ველზე და ასე ვთქვათ, ვიღაცის ადგილს ვიკავებ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვი-ყავი „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბის წარმომადგენელი და იმერეთის რეგიონის იურიდიული სამსახურის კურატორი.

ველოდებოდი სოციალურად ბევრად უფრო გაუმჯობესებულ და სამართლიან გარემოს როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე ხარაგაულ-ში. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის მსგავსად, იმედები გამიცრუვდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და იმ გუნ-დის წევრები, ვინც მასთან ერთად საქმიანობს, პიროვნულად ბრწყინვალე ადამიანები არიან, ალბათ თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელო-ბის და გარკვეულწილად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის გამო, ვერ ახერხებენ ამოვარდნენ ამ უსამართლო გარემოს ჩარ-ჩოებიდან.

გამგებლად კენჭისყრის გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ ხარაგაულში დღეს მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლებისათ-ვის პრიორიტეტი არ არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა; იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს ფა-სადურ განვითარებას და შინაარსობრივად არ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას და მესამე - რასაც მე ვაბრალებ ზოგადად ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკურ კურსსა და დამო-კიდებულებას, - რაიონში არსებული რესურსე-ბი, რაც უნდა გაიხარჯოს ადამიანთა კეთილდ-ღეობისათვის, იხარჯება სხვა მიმართულებით. მაგალითად, ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობას მდინარეზე გადასასვლელი ხიდი არ აქვს, მიცვალებული რომ სასაფლაოზე მიიყვანონ და ამ დროს იმ გასასვლელთან უშენებენ ბირჟას. ეს არის ფარცხნალისკენ მიმავალ გზაზე, ისლარში.

-რით ხართ თქვენს კონკურენტებზე უკე-თესი, რატომ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენზე? დაასაბუთეთ.

-გამგებლის პოსტზე არჩევანი დიდი არ არის - ორი ძველი და ორი ახალი კანდიდა-ტია. ძველები უკვე გამოვცადეთ, ვინც არიან და რასაც აკეთებენ.

ხარაგაულის მართვას ვაპირებ არა ფორმა-ლური წესებით, რომლებსაც აწესებს სახელმწი-ფო, არამედ კონკრეტული ოჯახების პრობლე-მებიდან გამომდინარე. ჩვენი პროგრამა არის

სოციალურ პრობლემებზე, ადამიანზე ორიენ-ტირებული. ჩვენთვის უმთავრესია ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ამის შემდეგ - სხვა დანარჩენი.

-რას ჰპირდებით ამომრჩევლებს, რო-გორია თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი აქცენტები?

-ამომრჩეველს ვპირდები, რომ გაუქმდება პრემირების სისტემა იმ სახით, როგორც დღეს არის და ეს იქნება განსაკუთრებული დამსახუ-რებისათვის გაცემული თანხა.

ხელფასები იქნება მინიმალური, მთავრობის მიერ დადგენილ ფარგლებში. საჯარო სამსა-ხური არის არა საკუთარი კეთილდღეობის, არამედ - ხალხისთვის სამსახური.

ვაპირებ, ხარაგაულის ბიუჯეტის ის 2/3, რომელიც დღეს იხარჯება ხელფასებსა და პრე-მიებზე, მივმართო სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. საკრებულოსა და გამგებელს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება, კატე-გორიების მიხედვით ადამიანებისათვის გარკ-ვეული სახის ყოველთვიური კომპენსაციების - სოციალური დახმარების გაცემის. დღეს ამგ-ვარი სისტემა მოქმედებს მხოლოდ თბილისში.

ხარაგაულის გამგეობა მიიღებს გადა-წყვეტილებას, რომ პენსიონერებს, სოციალუ-რად დაუცველებს, რომელთაც მოხსნილი აქვთ ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური დახმა-რება, ხარაგაულის ბიუჯეტიდან სტაბილურად დაენიშნოთ შემწეობა.

ვაპირებ გავზარდოთ ოპერაციებისა და მკურნალობის თანადაფინანსება. არასრულწ-ლოვნებს სრულად ავუნაზღაურებთ მკურნა-ლობის ხარჯებს, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ვაპირებ, ნიჭიერ სტუდენტებს, თუნდაც ვერ მოიპოვონ გრანტი, ხარაგაულის ბიუჯეტმა 100%-ით დაუფინანსოს და უზრუნველყოს მათი სწავლა-განათლება.

ადამიანებს, რომლებსაც მიწისძვრის, მეწყერის ან სხვა უბედური შემთხვევის გამო საცხოვრებელთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები, სრულად დავეხმარებით საც-ხოვრებლის შეკეთებაში ან უზრუნველვყოფთ თავშესაფრით.

ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილების შექმნის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა, რაც გულისხმობს მუნიციპალური სესხე-ბის გაცემას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ვაპირებ ხარაგაულის გამგეობაში შევქმნა სათათბირო.

-როგორია წინასაარჩევნო გარემო ხარა-გაულში?

-ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უხეში ფორმები ნამდვილად არ არის, თუმცა ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკ-რძალვა გაიგო, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფორმების დახვეწა.

მაგალითად, სოფელ ვარძიაში 2013 წლის მარტში, აპრილსა და მაისში 18 მოქალაქეზეა გაცემული სოციალური დახმარება. 2014 წლის იმავე თვეებში გაცემულია 130-ზე მეტ მოქალაქეზე. ეს იმას

როინ ხიჯაკაძე: „ხარაგაულის მართვას

ვაპირებ ოჯახების პრობლემებიდან

გამომდინარე“

გვ. 6 გვ. 6

ალექსანდრე გაბუნია ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებლად კენჭს იყრის საარჩევნო სუბიექტიდან „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპო-ზიცია.“ მისი საარჩევნო ნომერია №3.

-ბატონო ალექსანდრე, რატომ გადა-წყვიტეთ გამგებლად კენჭისყრა?

-მე მაქვს საკმაო გამოცდილება, ჩემი ასაკი-დან გამომდინარე. 58 წლის კაცი ვარ, ბევრგან მიმუშავია და მჯერა, რომ ჩემს რაიონს ბევრს გავუკეთებ. მიყვარს ჩემი რაიონი, ჩემი ხალხი. ვიცი, რა შრომატევადია გამგებლის საქმიანო-ბა, მაგრამ მინდა დავანახო ჩემს რაიონს, რა არის გამგებელი, რა არის შრომისმოყვარე-ობა და გამოცდილება. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ხარაგაულს ყველა გამგებელი აბსოლუტურად გამოუცდელი ჰყავდა.

-რით ხართ თქვენს კონკურენტებზე უკე-თესი, რატომ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენზე?

-მე არ ვიცნობ ხიჯაკაძის მიერ განვლილ ცხოვრებას. ლაშა ნიქაცაძე ახალგაზრდა ადა-მიანია, მასაც არ ვიცნობ. გამგებლის მოადგილე იყო, მაგრამ გამოუცდელია, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. რაც შეეხება კობას, განათლე-ბული, ჭკვიანი კაცია, მეწარმე იყო - ხე-ტყეს ჭრიდა, მართალია არა უნებართვოდ, მაგრამ ნაციონალების დროს ერთ ხეს ვერ მოჭრიდა ვერავინ, თუ ნაციონალები არ ლობირებდნენ.

ამ არჩევნებში, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით თუ უმეტესად, სახელისუფლებო კანდიდატები აირჩიეს გამგებლებად, ჩათვალეთ, რომ ნა-ციონალების მმართველობაზე უარეს შედეგს მივიღებთ.

ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. აღარ უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ სახელისუფ-ლებო კანდიდატებმა უპირობოდ გაიმარჯვონ. ასეთი ტენდენცია უნდა მოისპოს.

არ გიმალავთ - მე დღესაც „ქართული ოც-ნების“ წევრი ვარ. არ ვარ ბურჯანაძის პარტიის წევრი და არც არასოდეს გავხდები. ბურჯანაძის პარტიამ გამატარა მხარდამჭერად. მე შევქმენი ხარაგაულში „ქართული ოცნება“.

-რას ჰპირდებით ამომრჩევლებს, რო-გორია თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი აქცენტები?

-ამომრჩეველს აბსოლუტურად ყველანაირ დახმარებას გავუწევ. ამდენი გრანტებია საქარ-თველოში, ამდენი იაფიანი კრედიტები. არცერ-თი არ გაცემულა ხარაგაულში. ხარაგაულში უნდა გაიხსნას წარმოება, სადაც ადამიანები დასაქმდებიან. გამგებლად ჩემი არჩევის შემთხ-ვევაში ვნახავ მონდომებულ, გულანთებულ ბი-ჭებს, ვისაც უნდა ამ გრანტის მოპოვება, რაღაც წარმოების დაწყება, აქვს ამის გამოცდილება - ასეთ ადამიანებს შევარჩევ.

ადგილობრივმა ხელისუფალმა რაღაც უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივ მაცხოვრებელს. უნდა მივიდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უთხრას, - კი, არის ასეთი კანონები, მაგრამ მე ხარაგაულში არ მო-მეპოვება ვთქვათ, ზესტაფონის ფირმაზე უფრო ძლიერი ფირმა, მაგრამ მე ჩემი ხარაგაულის ხალხს უნდა ავაშენებინო ესა თუ ის წარმოება იმიტომ, რომ მე რაიონის ხალხი მრჩება უმუ-შევარი. ხელისუფალმა უნდა იბრძოლოს, რომ დაასაქმოს ხარაგაულის მაცხოვრებლები.

ხარაგაულში მეცხოველეობა უნდა განვი-თარდეს. ხარაგაულელ კაცს ხე-ტყის რესურსზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს. ამის ნება რაიონმა უნდა მისცეს ყველა მოსახლეს. თვითმმართ-ველობამ უნდა უშუამდგომლოს მოსახლეობას

თუნდაც სატყეო დეპარტამენტში, ფონდებთან. ხარაგაული ყველაზე ღარიბი რაიონია და შეიძლება კანონსაც მოუხდინო გადახვევა; ზედა ეშელონში უნდა მიხვიდე და თხოვო, - ჩემს რაიონს არ აწყობს ასე. მე წავალ სატენდერო კომისიასთან, ვინც შექმნა, - მივალ და როგორ გამონაკლისი, ჩავუვარდები, ავუხსნი, რომ ჩემი ხალხი იჩაგრება.

აუცილებელია ხალხის დასაქმება. გამგებ-ლის პირველი მოვალეობაა ხალხის კეთილ-დღეობაზე ზრუნვა. ხარაგაულელი გლეხი არ უნდა დარჩეს მშიერი.

ზოგი ოჯახიდან ოთხია დასაქმებული, ზოგი ოჯახიდან - არცერთი. ეს აღრიცხვაზე უნდა აიყვანოს თვითმმართველობამ. კერძო სექ-ტორებში უნდა უშუამდგომლოს - ერთი მაინც დამისაქმე. რაღაც უნდა მოიმოქმედოს, აბა, ხელისუფლებაში ყოფნა ის კი არ არის, ჯიპებში ჩავსხდეთ, ჩვენი ოთხწლიანი ცხოვრება გავიუმ-ჯობესოთ და ვიყუროთ ზემოდან.

მე რომ გამგებელი ვიქნები, კვარტალში ერთხელ ყველა სოფელში ავალ, გვერდით დავიყენებ სოფლის გამგებელს. გავივლი გზად. თუ არის საშუალება, რაღაცას გამოვუნახავთ იმ გზის შესაკეთებლად; თუ არადა, დავავალებ, - ორ კვირაში, ერთ თვეში ამოვალ, გამოიყვანე სოფლის მაცხოვრებლები, - ამ გზის პირას ვინც ცხოვრობს, კირკით და „ლაფატკით“ - ასე ვაკეთებდით, საღანძილეში რომ ვიყავი გამგებელი. 32 ლარი მქონდა ხელფასი, ისიც მე არ ამიღია - დავურეკე, რომ თქვენ აიღეთ მანდ. მე ის კაცი არ ვიყავი, რომ 32 ლარზე ჩამოვსულიყავი მანდ. აიღეს ბიჭებმა ჩემი ნე-ბართვით და ღმერთმა მოახმაროთ.

-თქვენი შეფასებით, როგორია წინასაარ-ჩევნო გარემო ხარაგაულში?

-ჯერჯერობით მშვიდია, მაგრამ როგორც პრესიდან გავიგე, კანონები ირღვევა. დიდი გამოცდილება აქვს ბატონ კობას მაქინაციების. მე რა გამომეპარება. ადამიანს თვალებში რომ შევხედავ, ყველაფერი ვიცი.

ჯერჯერობით არ მიგრძვნია ხელისშეშლა. გუშინ ჩამოვედი და დავიწყე წინასაარჩევნო მზადება. სოფელ-სოფელ რომ მივალ, გაირკ-ვევა სად რა არის.

-გამგებლად თქვენი არჩევის შემთხვევა-ში რამდენად შეძლებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს 2/3-ს შეეძლება გამგებლის დათხოვნა. ეს ფაქტორი ხომ არ გაგხდით საკრებულოზე დამოკიდებულს?

-არცერთ შემთხვევაში საკრებულოს გავ-ლენის ქვეშ არ მოვექცევი. ჩემს სიმართლეს არ გადავუხვევ. ეს წესი კარგია გამგებლის მუშაობისთვის, რომ ცდომილება არ დაუშვას. მე მივიღებ სწორ გადაწყვეტილებებს ხალხის საკეთილდღეოდ და საკრებულოს წევრები თუ არ დამეთანხმებიან, თავის კაცობაზე, მორალზე, ხარაგა-

როინ ხიჯაკაძე - დავიბადე 1976 წლის 14 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში. 1993 წელს დავამთავრე ვარ-ძიის საშუალო სკოლა, 1999 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფა-კულტეტი. 1999 წლიდან შევუდექი კერძო საადვოკატო საქმიანობას. ვმონაწილეობდი პროექტში „ქალაქ თბილისის ადვოკატი.“ ამის შემდეგ მეგობრებთან ერთად დავა-ფუძნე ა/ო „საქართველოს დამცველთა ასოციაცია“. ხალხის პარტიის დაფუძნების დღიდან, 2007 წლიდან, ვარ ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და იურიდი-ული სამსახურის უფროსი. ვარ რამდენიმე ბიზნესორგანიზაციის ხელმძღვანელის მო-ვალეობის შემსრულებელი, თუმცა ამჟამად უფლებამოსილებები გადავაბარე სხვას.

მყავს მეუღლე ლია ყანადაშვილი, პედა-გოგი და ორი შვილი - ცხრა წლის ლუკა და ხუთი წლის ლიზი, რომლებიც სწავლობენ საპატრიარქოს სკოლაში, თბილისში.

ალექსანდრე გაბუნია: „არცერთ შემთხვევაში საკრებულოს გავლენის

ქვეშ არ მოვექცევი“ალექსანდრე გაბუნია - დავიბადე 1956

წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზარანში. 1973 წელს დავამთავრე ხარა-გაულის №1 საშუალო სკოლა, საქართ-ველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მარქსიზმ-ლენინიზმის პარტიული სკოლა, უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი. მუშაობა დავიწყე 1976 წლიდან სხვადასხ-ვა თანამდებობებზე. ვმუშაობდი ავჭალის სილიკატური აგურის ქარხნის ცვლის უფროსად, მეათე ტრესტის მცირე მექანი-ზაციის სამმართველოს უფროსად, ტრანს-პორტის სამინისტროში სამმართველოს უფროსად. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტრანსპორტის სამმართველოს უფრო-სად, ტრანსტექნოტრესტის გენერალურ დირექტორად. 2002 წელს საღანძილეში გავიმარჯვე თვითმმართველობის არჩევ-ნებში. წელიწადი და სამი თვე ვიმუშავე საღანძილის საკრებულოს თავმჯდომარედ, შპს „ლუჩიანოს“ დირექტორად. 2012 წელს უსამართლოდ დაჯარიმების შედეგად და-იხურა ეს ქარხანა და დავრჩი უმუშევარი.

მყავს მეუღლე ნანა გოგოლაძე, უმაღ-ლესი განათლებით და ორი შვილი - ნია გაბუნია, სამედიცინო უნივერსისტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეხუთე კურ-სის სტუდენტი და ანი გაბუნია, სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი.

Page 5: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

5xtvb [fhfufekb30 მაისი, 2014 წ.

ლაშა ნიქაცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებლად კენჭს იყრის საარჩევნო ბლო-კიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი საარჩევნო ნომერია №5.

-ბატონო ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ გამგებლად კენჭისყრა?

-სანამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რატომ წავედი სამსახურიდან. ჩემი სამუშაო პირადი განცხადებით დავტოვე. 2012 წელს მოსახლეობამ არჩევნებში უარი უთხრა, ემართა ქვეყანა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც მე წარმოავდგენდი. საპარლამენტო არჩევნებით, სამართლებრივად, ადგილობრივ ხელისუფ-ლებას ცვლილება არ ეხებოდა. არც არანაირი ზეწოლა ყოფილა ჩემზე, რომ დამეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ ჩავთვალე, რომ არ მქონდა მორალური უფლება, გამეგრძელე-ბინა იგივე პოსტზე მუშაობა. მე არ წავსულვარ ხარაგაულიდან და ვაკვირდებოდი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როგორ მუშაობდა ახალი ხელისუფლება, რამდენად ასრულებდ-ნენ წინასაარჩევნო დაპირებებს, როგორ ვი-თარდებოდა ჩვენი ინიციატივები და დაწყებული საქმეები. ჩვენგან წამოწყებული პროექტები, დაწყებული ჯანდაცვიდან, დამთავრებული ინფრასტრუქტურით, შენელებული ტემპით მიმდინარეობს და კიდევ უკან მიდის, ჩემი აზრით. ერთადერთი შესაძლებლობა თვითმ-მართველოს განვითარებისთვის მეძლევა იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

-რით ხართ თქვენს კონკურენტებზე უკე-თესი, რატომ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენზე?

-ამომრჩეველმა ჩემზე იმიტომ უნდა გა-აკეთოს არჩევანი, რომ ვთავაზობ ჩემს გა-ნათლებას, გამოცდილებას, პატიოსნებას, არცერთ ტყუილ დაპირებას. თუმცა არანაკლებ ღირსეული კანდიდატები არიან დანარჩენები. ვფიქრობ, იქნება ძალიან რთული ბრძოლა.

-რას ჰპირდებით ამომრჩევლებს, რო-გორია თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი აქცენტები?

-სანამ ამაზე გიპასუხებთ, დავაზუსტებ, რო-მელ შეჩერებულ პროექტებზე ვსაუბრობდი.

ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პერიოდ-ში პირველად გაჩნდა თვითმმართველობის ბიუჯეტში იმის საშუალება, რომ მოქალაქეებს დავხმარებოდით მედიკამენტების შესაძენი და ექიმის მომსახურების თანხის გადახდაში. შევძე-ლით, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის შეგვეძინა სამშენებლო მასალები. დავიწყეთ მსხვილი თუ წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება. ხარაგაულში, სოლო-მონ მეფის ქუჩაზე გავლა იყო ფაქტობრივად შეუძლებელი, - ცენტრალური გზა მოასფალტ-და. დაბა ხარაგაულში შიდა ქუჩების უმრავლე-სობა მოასფალტდა. რეაბილიტირებულ იქნა წყლის ცენტრალური მაგისტრალი, საბავშვო ბაღების უმრავლესობა. სოფელ ხევში ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით.

ჩვენ დავიწყეთ სოფლის მხარდაჭრის პროექტები - 2009 წელს ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტზე გამოიყო 344 ათასი ლარი, რაც შემდეგ გაორმაგდა და მის მერე აღარაფერი მომატებია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა უამრავ ხიდს, შიდა სასოფლო გზას, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოასფალტდა ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი.

ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მაქსიმა-

ლურად ვიმუშავეთ ცენტრალურ ხელისუფ-ლებასთან, რომ ბევრი სკოლა შეკეთებულიყო ხარაგაულში. ახალი სკოლაც კი აშენდა ღორე-შაში. გადაიხურა მრავალბინიანი სახლები დაბა ხარაგაულში, დიდვაკეში, მოლითსა და წიფაში. საკანალიზაციო სისტემები მოვუწესრიგეთ წი-ფის ერთ-ერთ მრავალბინიან სახლს. მოეწყო პარკები, სკვერები, ქუჩის განათება.

დაბა ხარაგაულში დაიწყო ეკლესიის მშენებ-ლობა. აშენდა სპორტული სკოლა, სახანძროს შენობა, პოლიციის შენობები ხარაგაულსა და ბორითში, ხარაგაულში გაუმჯობესდა დასუფ-თავების მომსახურება.

ახლა აქცენტებს გავაკეთებ იმაზე, თუ რა შეჩერდა, - სოფლის პროექტები დღეს დაწყე-ბულიც არ არის ხარაგაულში. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს ამ პერიოდისთვის ლამის დასასრულს უახლოვდებოდა. შეჩერდა საავად-მყოფოს მშენებლობა, სარიტუალო დარბაზე-ბის მშენებლობები სოფლებში, გადახურვის პროექტები.

გამგებლად ჩემი არჩევის შემთხვევაში ამომ-რჩეველს ვპირდები იმ ტემპების დაბრუნებას, რაც მაშინ გვქონდა აღებული ინფრასტრუქ-ტურის განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და ა. შ. მიმართულებით. გპირდებით გაჩერებული პროექტების ამუშავებას.

გპირდებით იმას, რომ გავაგრძელებთ დაწყებულ მშენებლობებს, დავხვეწავთ ჯან-დაცვის, სტიქიით დაზარალებული ოჯახების პროგრამებს, სოფლის მეურნეობაზე გავაკე-თებთ აქცენტებს. თვითმმართველობის ბიუჯე-ტი მიიმართება თითოეული ხარაგაულელის კეთილდღეობაზე.

მაქსიმალურად შემცირდება ადმინისტრა-ციული ხარჯები.

ძალიან ბევრი ინიციატივის დაწყება ვერ მოვასწარით; მაგალითად, ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, ღია ესტრადის რე-აბილიტაციის ჩათვლით. ვერ მოვასწარით საკანალიზაციო სისტემების გაკეთება, შიდა სასოფლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზე-ბის მოასფალტება. მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა იყო, რომ მოასფალტებულიყო გზა ყველა სოფელში.

-თქვენი შეფასებით, როგორია წინასაარ-ჩევნო გარემო ხარაგაულში?

-ვფიქრობ, რომ არის დაძაბული. ხელი-სუფლება იყენებს ყველა სახელისუფლებო რესურსს.

მოსახლეობა ამბობს, რომ აშინებენ სოცი-ალური დახმარების მოხსნით.

ერთიორად გაზარდეს თვითმმართვე-ლობაში დასაქმებულთა რაოდენობა. არ ვარ წინააღმდეგი ადამიანების დასაქმების; პირიქით, - თვითმმართველობის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ გაუუმჯობესონ თავიანთ მოქალაქეებს სოციალური მდგომარეობა, მაგ-რამ მაშინ, როდესაც ფიზიკურად არ გჭირდება და შეგნებულად ზრდი შტატებს, რამაც დაახ-ლოებით ერთი მილიონი ლარით გაზარდა თვითმმართველობის ბიუჯეტი, გახუთმაგდა სატრანსპორტო ხარჯები და ა. შ. - ესეც ხომ თითოეული ჩვენთაგანის სოციალურ თუ ეკო-ნომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

ჩვენს კანდიდატებზე არის ზეწოლა. არაჯან-საღი წინასააჩევნო გარემოა.

-გამგებლად თქვენი არჩევის შემთხვევა-ში რამდენად შეძლებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს 2/3-ს შეეძ-ლება გამგებლის დათხოვნა.

ლაშა ნიქაცაძე: „მეორე ტურში მომიწევს სახელისუფლო კანდიდატთან ბრძოლის

გაგრძელება“ლაშა ნიქაცაძე დაიბადა 1977 წლის

8 ივნისს ხარაგაულში. 1994 წელს დაამ-თავრა ა/კ ხარაგაულის რკინიგზის №10 საშუალო სკოლა. 1998-2004 წლებში უმაღ-ლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა მრეწველობაში. 2004-2007 წლებში მუშაობდა ს/ს „სა-ქართველოს გაერთიანებული სადისტ-რიბუციო ენერგოკომპანიის“ ხარაგაულის მომსახურების ცენტრის მენეჯერად, 2007-2008 წლებში - მარნეულის მომსახურების ცენტრის მენეჯერად. 2008-2013 წლებში გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ჰყავს მეუღლე ნინო გოგობერიშვილი, პროგრამისტი და ქალიშვილი ქეთევანი.

გვ. 6 გვ. 6

კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგებლად კენჭს იყრის საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება“. მისი საარჩევნო ნომერია №41.

-ბატონო კობა, რატომ გადაწყვიტეთ გამ-გებლად კენჭისყრა?

-ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამომიცხადა ნდობა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშ-ვილმა წარმადგინა კოალიციის კანდიდატად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე.

ვფიქრობ, გარკვეული დროის განმავლობა-ში, კონკრეტულად წელიწადსა და სამ თვეში, ბევრი სიკეთე გავუკეთე ხარაგაულს. ჩემი ინი-ციატივით განვახორციელე ისეთი პროექტები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ხა-რაგაულისთვის ხელმიუწვდომელი იყო. მიმაჩ-ნია, გამგებლად ჩემი მუშაობის წელიწადმა და სამმა თვემ ხარაგაულს ინფრასტრუქტურული კუთხით მისცა ძალიან ბევრი სიახლე, ბიუჯეტს - დამატებითი სტაბილური ერთმილიონიანი შე-მოსავალი, გაიზარდა დაფინანსება სოციალუ-რი მიმართულებებით. ამ თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში ეს თანხა გაორმაგდება, ჩვენ ამის რეზერვები გვაქვს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ხარა-გაულში არ აშენებულა არცერთი საბავშვო ბაღი. ჩვენ უკვე ავაშენეთ საბავშვო ბაღები ვახანში, ლეღვანში, კიცხსა და ვარძიაში. ბაღე-ბის მშენებლობა დაწყებულია წყალაფორეთსა და ხიდარში, ხოლო ზვარესა და ბორითში რემონტდება საბავშვო ბაღების შენობები. რე-აბილიტირებულია ხარაგაულის კინოთეატრისა და ღორეშის ადმინისტრაციული შენობები, დაბა ხარაგაულში სრულდება ყველა ქუჩის მოასფალტება. წელს გზა მოასფალტდება ვარ-ძია-წყალაფორთის, ხარაგაული-ფარცხნალისა და კიცხი-ხიდარის მიმართულებებით. წიფაში გვექნება ახალი სამედიცინო ამბულატორია. შენდება რამდენიმე ძვირადღირეული ხიდი. დაგეგმილია სხვა პროექტებიც. სოფლის მხარ-დაჭერის პროგრამით შარშან 264 პროექტი განხორციელდა, 200-ზე მეტი წელს განხორ-ციელდება. ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენელობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2008-2013 წლებში 49 ათასი ლარი იყო დახარჯული, შარშან 100 ათასი ლარი დავხარჯეთ, წელს 100 ათასი ლარია გათვალისწინებული და წლის ბოლომდე ვგეგმავთ 50 ათასი ლარის დამატებას. ხარაგაულის საავადმყოფოსთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლებამ ერთ ლარად გააჩუქა და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მიღწეულია შეთანხმება. ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ხარაგაულში გვექნება ახალი 15 საწოლიანი სტაციონარი. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით აგებული ბორითის ემერჯენსის კლი-ნიკა საჩუქრად გადასცა ხარაგაულს. მიმდინა-რეობს მოლაპარაკება, თუ ვინ დააფინანსებს ამ სამედიცინო დაწესებულებას - მუნიციპალიტეტი თუ ჯანდაცვის სამინისტრო.

ვფიქრობ, ის დაწყეული საქმეები და ის გეგმები, რომლებიც მე გამაჩნდა და გამაჩნია, არის ღირებული ხარაგაულისთვის და ამიტომ გადავწყვიტე განმეორებით მივიღო მონაწილე-ობა გამგებლის თანამდებობისთვის ბრძოლაში.

-რით ხართ თქვენს კონკურენტებზე უკე-თესი, რატომ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენზე?

-ვფიქრობ, ჩემი განვლილი გზა ნამდვილად საინტერესოა. ვმუშაობდი როგორც სამართ-

ლებრივი, ასევე ფინანსების, ეკონომიკის, ბიზ-ნესის ადმინისტრირების კუთხით. მიმაჩნია, რომ ინიციტივებით გამოირჩოდა ჩვენი საქმიანობა და მომავალშიც მაქვს ინიციატივები ამომრ-ჩევლებისთვის. მოქალაქეებისთვის ჩვენთან ურთიერთობა იყო ხელმისაწვდომი პირადი თუ სატელეფონო საუბრებით, რაც წარსულში მოქალაქეებს არ ხელეწიფებოდათ. წინა ხელი-სუფლებას ჩაკეტილი ჰქონდა ადმინისტრაცი-ული შენობა და მოქალაქეები მოწყვეტილები იყვნენ მათთან ურთიერთობას.

თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებ, რას ნიშ-ნავს პასუხისმგებლობა აიღო გამგებლის თანამ-დებობაზე მოსვლით. ვიცი, რომ მოსახლეობას უნდა ვემსახურო 24 საათიან რეჟიმში. რაც მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ მოქალაქე და მისი ინტერესები წამოწია წინ.

-რას ჰპირდებით ამომრჩევლებს, რო-გორია თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი აქცენტები?

-ძირითადი აქცენტები არის გამოძახილი ხელისუფლების კურსის - ადგილებზე გადა-მამუშავებელი საწარმოებების შექმნა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

საჯარო სამსახურის რეფორმის განხორცი-ელებისას დაცული იქნება თანაბრობის პრინცი-პი. ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე ყველა საჯარო მოხელე იქნება სერტიფიცირებული. ხარაგაულში არ ჩამიტარებია პოლიტიკური წმენდა და არც არასდროს დავგეგმავ სამო-მავლოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას. მხოლოდ ერთადერთი პრინციპით ვიხელმძღვანელებ, რომ დასაქმდ-ნენ კვალიფიციური ადამიანები. კვალიფიკაციას დაადგენენ კომპეტენტური სპეციალისტები. სერტიფიცირებულები კი შეიძლება შეარჩიოს გამგებელმა ან კომისიამ.

უნდა შეიქმნას გარკვეული სამუშაო ადგილე-ბი წარმოებების შექმნის და ბიზნესაქტივობების ხელშეწყობის კუთხით. ასეთ ადამიანებს გზა გახსნილი აქვთ. სახელმწიფომ დაბალპროცენ-ტიანი კრედიტები უკვე გამოყო ამ მიმართულე-ბით. რეკომენდირებას ვუწევთ ასეთ ადამიანებს. სესხები გაიცემა საინვესტიციო ფონდიდან. სახელმწიფო აფინანსებს ამ მიმართულების კრედიტში 12%-ს.

გამგებლად ჩემი არჩევის შემთხვევაში ხა-რაგაულს აუცილებლად ექნება საავადმყოფო. რეაბილიტირებული იქნება ჩუმათელეთი-ძი-რულას 50 კილომეტრიანი და ბაზალეთი-ღო-რეშა-უბისის 22 კილომეტრიანი გზა. განხორ-ციელდება მოსახლეობისთვის საჭირო სხვა უამრავი პროექტი და რაც მთავარია, ვიქნები თითოეული მათგანის უფლებების დამცველი არა მხოლოდ გამგებლის ამპლუაში, არამედ ყველა სახელმწიფო უწყებაში. შეუძლიათ იქო-ნიონ ჩემი იმედი, როგორც საკუთარი ოჯახის წევრის.

-თქვენი შეფასებით, როგორია წინასაარ-ჩევნო გარემო ხარაგაულში?

-მიმაჩნია, რომ წინასაარჩევნო გარემო სრულად აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს სამართლებრივ ჩარჩოებში

კობა ლურსმანაშვილი: „ვიქნები ხარაგაულელების

უფლებების დამცველი“კობა ლურსმანაშვილი დაიბადა 1970

წლის 5 მარტს ხარაგაულში. დაამთავ-რა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლა. 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართ-ლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წლიდან ეწევა საზოგა-დოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. იყო ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 1998-2002 წლებში. შემდგომში კიცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე, ასოცი-რებული საკრებულოს წევრი. 2003 წელს დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს ხარაგა-ულის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2001-2009 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2011 წლიდან არის პოლიტი-კური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი ხარაგაულში. 2012 წლიდან არის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი. ჰყავს მეუღლე თამარ ხუციშვილი, სამართალმცოდნე და სტუდენტი ქალიშვილი ანი.

Page 6: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

6 xtvb [fhfufekb 30 მაისი, 2014 წ.

როინ ხიჯაკაძე: „ხარაგაულის მართვას ვაპირებ ოჯახების პრობლემებიდან გამომდინარე“

მეოთხე გვერდიდან

ნიშნავს, რომ ეს რესურსი, - ფული, ადგილობ-რივმა ხელისუფლებამ გამოიყენა კონკრეტული ამომრჩევლის გულის მოსაგებად. გარანტიას გაძლევთ, თუ ეს გამგებელი და ხელისუფლება დარჩება, მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ შემცირდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამგვარი დახმარებების გაცემა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი რამდენჯერმეა შემჩნეული კანონით დადგენილი წესების დარღვევაში, - სამსახურებრივი ავტომან-ქანის გამოყენებაში, ამომრჩეველზე ზეწოლასა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარაგაულში ფართოდ გავრცელებული ფორ-მაა ამომრჩევლისათვის იმის დაპირება, რომ თუ იქნები ჩემი მხარდამჭერი, დაგენიშნება სოციალური დახმარება, თუ არ იქნები, - მო-გეხსნება.

ამ საკითხებს 29 მაისს ხარაგაულში განიხი-ლავს უწყებათაშორისი კომისია.

-გამგებლად თქვენი არჩევის შემთხვევაში რამდენად შეძლებთ დამოუკიდებლობის

შენარჩუნებას იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს 2/3-ს შეეძლება გამგებლის დათხოვნა. ეს ფაქტორი ხომ არ გაგხდით საკრებულოზე გარკვეულწილად დამოკი-დებულს?

-ერთადერთი, ვინც შეიძლება არ იყოს დამო-უკიდებელი ამ არჩევნების შემდეგ ხარაგაულში, ეს იქნება, თუ ავირჩევთ, „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატს. იგი ვერ იქნება დამო-უკიდებელი იმ კონიუნქტურიდან, რაც არსებობს კოალიციაში „ქართული ოცნება“.

პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის „ქართუ-ლი ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ მისი წევრი და ადგილზე გამგებელი, თუ არ იქცევა ისე, როგორც ეს შეეფერება პარტიის წესებსა და პრინციპებს, მის მიმართ კონკრე-ტულ ღონისძიებებს გამოიყენებს.

თვითმმართველობა რეალური ვერ იქნება ვერცერთ თვითმმართველ ერთეულში, სადაც „ქართული ოცნების“ გამგებლები იქნებიან. რაც შეეხება სხვა ნებისმიერი კანდიდატის არჩევას, ის თავისუფალი იქნება პარტიული დაქვემდე-ბარებისგან.

კანონით, საკრებულოს არ შეუძლია გამგებ-ლისთვის უნდობლობის გამოცხადება პირველი

ექვსი თვისა და ბოლო ერთი წლის განმავ-ლობაში. მაქვს იმის იმედი, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საკრებულოს ვერც ერთი წევრი ვერ წავა იმის წინააღმდეგ, რომ ხარაგაულში თითოეული ადამიანის ყო-ფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს და ხარაგაულში საჯარო მოხელე არ იყოს წახალისებული რი-გითი ადამიანის უბედურების ხარჯზე. თუ ამის წინააღმდეგი იქნება ხარაგაულის საკრებულო და მისთვის ადამიანი არის მეორეხარისხო-ვანი, ექვსი თვის შემდეგ უნდობლობას გამო-მიცხადებენ. თუმცა, ის გუნდი, რომელთანაც ვაპირებ თანამშრომლობას, არ იქნება მცირე-რიცხოვანი და საკმაოდ დიდი გავლენის მქონე იქნება ხარაგაულის საკრებულოში.

-თქვენი აზრით, მედია არის პროპაგანდის იარაღი თუ შესაძლებლობა მოსახლეობისთ-ვის, რომ აკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება?

-დამოუკიდებელი მედია არის მოსახლე-ობისგან კონტროლის საშუალება. ხარაგაულში მოქმედებს საკრებულოსგან დაფინანსებული გაზეთი. ეს არის ხელისუფლების სტრატეგი-ული შეცდომა. თავისუფალი მედიის გარეშე წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოების

არსებობა. თუ რომელიმე ნაბიჯი იქნება არასწორი, ეს

ხელისუფალმა შეიძლება გაიგოს გაზეთისგან, რომელიც არის დამოუკიდებელი და მიუკერ-ძოებელი და არა ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ჩემი გამგებლობის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების ბეჭდვითი ორგანო აღარ იარსებებს.

ხელისუფლება არის დროებითი და წავა, დამოუკიდებელი გაზეთი დარჩება.

-ვის თვლით მთავარ კონკურენტად?-გულწრფელად რომ გითხრათ, მთავარი

კონკურენტია „ქართული ოცნების“ წარმო-მადგენელი. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაც შეეძლო გამგებლის კანდიდატთან დაკავშირებით.

-რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?-ჩემი გამარჯვების იმედი მომდინარეობს იმ

ინტერნეტგამოკითხვიდან, რომელსაც რამდე-ნიმე ორგანიზაცია ახორციელებს. ხარაგაულში კონკურენტებად დაფიქსირებული ვართ მე და კობა ლურსმანაშვილი და თანაბარდობა საკმაოდ შთამბეჭდავია - 70 პროცენტამდე მე მაქვს და 30 პროცენტამდე კობას.

ალექსანდრე გაბუნია: „არცერთ შემთხვევაში საკრებულოს გავლენის ქვეშ არ მოვექცევი“

ულელობაზე აგებენ პასუხს. მე მინდა, ჩემს ხალხს ვაჩვენო, რა არის გამგებელი.

-თქვენი აზრით, მედია არის პროპაგანდის იარაღი თუ შესაძლებლობა მოსახლეობისთ-ვის, რომ აკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება?

-არ ვთვლი, რომ პროპაგანდისტული უნდა იყოს მედია. ვისაც ოდნავი გამოცდილება და გა-ნათლება გააჩნია, პროპაგანდას და დემაგოგიას არ აჰყვება. მოსახლეობამ გაზეთში გამოქვეყნებული

ინფორმაცია თავის სასარგებლოდ უნდა გამო-იყენოს. გაზეთი მოსახლეობის უნდა იყოს.

-ვის თვლით მთავარ კონკურენტად?-ჩემი მთავარი კონკურენტი მოქმედი გამ-

გებელია. კობა ლურსმანაშვილი დღეს რომ არ იყოს გამგებელი, მე მას კონკურენტად არ ჩავთვლიდი. ალალად გეუბნებით. მე არც წელიწადნახევრის წინ, კონკურსის დროს, ვთვლიდი კონკურენტად, მაგრამ კონკურსამდე სამი თვით ადრე ვიცოდი, რომ კობა ლურს-მანაშვილის კანდიდატურა გუბერნატორთან

იყო შეთანხმებული. ჩემს ძალიან ახლობელს ნაციონალების დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჭყოიძემ უთხრა, ჩვენ კობას ვამზადებთ გამგებლადო.

მე რომ წელიწადნახევარი გამგებელი ვყოფილიყავი, იმდენი სიკეთე მექნებოდა გა-კეთებული, იმდენი მექნებოდა სოფელ-სოფელ ნარბენი, რომ ვერავინ დამამარცხებდა. დღეს უპირატესობა აქვს ბატონ კობას იმით, რომ ის ხელისუფლებაშია.

-რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?

-ჯერ მხოლოდ სამ სოფელში ვიყავი და ამ სოფლებში ნამდვილად მომეცა გამარჯვების იმედი. შემოვივლი რაიონს, ყველა კუთხე-კუნ-ჭულს და გამარჯვების იმედი მაქვს თუ არა, ამის შემდეგ მეცოდინება.

ჩემს ხალხს მოვუწოდებ, რომ გააკეთოს კარგი არჩევანი, შეისწავლოს თითოეული ჩვენგანის პიროვნება. კანდიდატები ყველა მამა აბრამის ბატკნები ვართ. ჩვენი სიკეთე, ჩვენი ცხოვრებისეული ქმედება ხალხმა უნდა გააანალიზოს.

ლაშა ნიქაცაძე: „მეორე ტურში მომიწევს სახელისუფლო კანდიდატთან ბრძოლის გაგრძელება“

ეს ფაქტორი ხომ არ გაგხდით საკრებულოზე დამოკიდებულს?

-ეს კიდევ ერთი ლაფსუსია „საამაყო“ თვით-მმართველობის კანონში, რომელიც მიიღო მოქმედმა ხელისუფლებამ.

-თქვენი აზრით, მედია არის პროპაგანდის იარაღი თუ შესაძლებლობა მოსახლეობისთ-ვის, რომ აკონტროლოს მის მიერ არჩეული

ხელისუფლება?-არ ვფიქრობ, რომ პროპაგანდის საშუ-

ალებაა მედია, განსაკუთრებით ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ის არის მოსახლეობისთვის საშუალება, გააკონტროლოს თავისი ხელი-სუფლება.

რა თქმა უნდა, აქტიურად ვაპირებ თანამშ-რომლობას მედიასთან, არასამთავრობო სექ-ტორთან, პროფკავშირებთან. ეს ყველაფერი არის დემოკრატიის ნაწილი.

მედიის საშუალებით ხარაგაულის, და ზოგა-დად ქვეყნის მოსახლეობას, ეძლევა საშუალე-ბა, მიიღოს ინფორმაცია ქვეყანასა და თვითმ-მართველობაში მიმდინარე საჭირობოროტო საკითხებზე. ეს არის ერთადერთი საშუალება, ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი ინფორმაცია.

-ვის თვლით მთავარ კონკურენტად?-მთავარი კონკურენტი ხელისუფლებაა

ყოველთვის, ყველა არჩევნებში.-რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?

-მე ვარ რეალისტი. იმის თქმა, რომ ახლა არჩევნები ჩატარდება და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, არჩევნებს მოვიგებ და არ მექნება არანაირი პრობლემა, იქნება ტყული. ვფიქრობ, რომ საჭირო იქნება მეორე ტური. მეორე ტურში უფრო გამოჩნდება კონტურები არჩევნების საბოლოო შედეგის. მეორე ტურში მომიწევს სახელისუფლო კანდიდატთან ბრძო-ლის გაგრძელება.

მეოთხე გვერდიდან

მეხუთე გვერდიდან

მეხუთე გვერდიდან

კობა ლურსმანაშვილი: „ვიქნები ხარაგაულელების უფლებების დამცველი“

რეგულირება. წლების განმავლობაში ვიყავი ოპოზიციურ ფლანგზე. ამჟამად თავისუფალია გარემო ყველა თვალსაზრისით კანდიდატთათ-ვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები დაჩაგრულებიც კი ვართ.

არჩევნების სამართლიანობისა და თავი-სუფალი გარემოს მიხედვით შეაფასებენ სა-ქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციები. ამიტომ ყველა დაინტერესებულები ვართ, რომ არ იყოს დარღვევები. უწყებათაშორის კომისიას ინფორმაციები მიაწოდეს ყოფილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა. ისინი გასულ წლებში მოქმედებდნენ როგორც ზონდერჯგუფები. ხარაგაულში ნაციონალური მოძრაობის ძირითადი გუნდი არასაპარლა-მენტო ოპოზიციის პარტიულ სიაშია. იქ არიან ადამიანები, რომლებიც საარჩევნო დარღ-ვევების გამო პასუხისგებაში იყვნენ მიცემული. ვარძიის ყოფილი რწმუნებული ღონღაძე გახლდათ პასუხისგებაში მიცემული საარჩევნო დარღვევის გამო. შემდგომ პასუხისმგებლობა მოეხსნა ახალი ხელისუფლების ამნისტიის გამოცხადების შედეგად.

ამ ჯგუფების მოქმედება და სტრატეგია აგე-ბულია ორ რამეზე - მოატყუონ მოსახლეობა და რასაც მიიღებენ ამომრჩევლის მოტყუებით, ეს მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება; მეორე -

მაქსიმალურად დაამძიმონ წინასაარჩევნო ფონი, რადგან შედეგების იმედი არ აქვთ, წინასწარ „დაიზღვიონ“ თავი და საფუძველი შექმნან, რომ საარჩევნო ფონი არ იყო სამართლიანი. მინდა მათ მოვუწოდო: ნებისმიერ დროს მზად ვარ, ყვე-ლა მათი განცხადება მათთან ერთად განვიხილო და ამომწურავი პასუხი გავცე საჯაროდ.

-გამგებლად თქვენი არჩევის შემთხვევაში რამდენად შეძლებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს 2/3-ს შეეძლება გამგებლის დათხოვნა. ეს ფაქტორი ხომ არ გაგხდით საკრებულოზე დამოკიდებულს?

-ახალი კანონით ზოგადად გამგებლის პოზიცია უფრო მყარი ხდება და მისი ფუნქ-ცია-მოვალეობები უფრო ფართოვდება. ვერ გავიზიარებ, რომ გამგებელი იქნება დამოკი-დებული საკრებულოზე. საკრებულო იქნება 35 კაციანი და აქედან 25-მა უნდა დაუჭიროს მხარი გამგებლის გადადგომას. თუ გამგებელი ვერ შეინარჩუნებს საკრებულოში მინიმუმ თერთ-მეტ დეპუტატს, რომელიც მისი საქმიანობით კმაყოფილი იქნება, თავისთავად ცხადია, ასეთ შემთხვევაში, გამგებელს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია საქმიანობის გაგრძელებაზე.

-თქვენი აზრით, მედია არის პროპაგანდის იარაღი თუ შესაძლებლობა მოსახლეობისთ-ვის, რომ აკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება?

-რა თქმა უნდა, მედია მოსახლეობისთვის არის შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია მი-იღოს და ობიექტური ინფორმაციით შეიარაღე-ბული ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. მედია ხელისუფლების მეოთხე შტოა. ხელისუფლე-ბისგან მედიისადმი დამოკიდებულება განმსაზ-ღვრელია ხელისუფლების საზოგადოებისადმი დამოკიდებულების.

საკრებულო აპირებდა მის მიერ დაფუძ-ნებული ბეჭდვითი ორგანოს გაუქმებას, რისი აქტიური მომხრეც ვიყავი, მაგრამ ბოლო პერიოდში საკრებულომ თავი შეიკავა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან. მომხრე ვარ თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობის. დამოკიდებული მედია გინდ ყოფილა, გინდ - არა. საკრებულოსგან დაფინანსებული გაზეთი, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს. მომავალში, ჩემი აზრით, მიდგომები შეიცვლება და ახალი საკრებულო სხვაგვარად განსჯის ამას.

-ვის თვლით მთავარ კონკურენტად?-ვხედავ კანდიდატებს, რომლებსაც პრაქტი-

კული თვალსაზრისით, საზოგადოებრივი და პო-ლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ღირებული არაფერი შეუქმნიათ. შეიძლება ისინი თავიანთ სფეროებში იყვნენ წარმატებულები, თუმცა იმ მიმართულე-ბით, რასაც ჰქვია მენეჯერული გამოცდილება, არ გამოირჩევიან. მათ მოუწევთ გაცილებით მეტი მტკიცებულებები წარადგინონ ამომრჩევ-

ლის წინაშე, რომ მხარდაჭერა მიიღონ, ვიდრე მე. რაც შევქმენი წელიწადისა და სამი თვის მანძილზე, ამას ამომრჩეველი ხედავს. თუმცა, რაღაც ეტაპზე მეც მათნაირ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და მათსავით ვდგამდი ნაბიჯებს. ამიტომ უნდა იყოს თანაბრობის პრინციპი დაცული. თუმცა, მე არ დავუშვებ იმას, რომ ამომრჩევლის მოტყუება და დემაგოგია სცადონ. მაგალითად, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი ტელევიზიით პენსიონერებს ჰპირ-დებოდა 75 ლარის დამატებას ხარაგაულის ბიუჯეტიდან. ხარაგაულში 7 500 პენსიონერია. მათთვის კომპენსაციის დასამატებლად საჭიროა 6,5 მილიონ ლარზე მეტი. ხარაგაულის ბიუჯეტი არის სულ 5 მილიონი ლარი. მეორეც, ხარა-გაულის გამგებელი ვერ გაზრდის პენსიას, ეს არ არის მისი კომპეტენციის საკითხი. ნურავის ჰგონია, რომ სოფლებში ვინმე გაუნათლებელია და ვერ განსჯიან, ვერ განსაზღვრავენ ამ განც-ხადების რეალობას.

-რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?-წინასაარჩევნო ფორმატში ვხვდები მოსახ-

ლეობას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმა-ციით, საკმაოდ დიდი პროცენტი უჭერს მხარს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს და მათ შორის გამგებლობის კანდიდატს. ცდომილება არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, საკ-მაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება.“

Page 7: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

7xtvb [fhfufekb30 მაისი, 2014 წ.

რა ნიშნით ირჩევენ საარჩევნო კომისიის წევრებს? - ეს კითხვა უნდა დამესვა, მაგრამ გაზეთის ამას-წინდელ ნომერში (№18.08.05.14) კითხვაც დაიბეჭდა და პასუხიც, რომ წევრები შეირჩნენ გამოცდილების მიხედვით. მაგრამ კომისიის შემად-გენლობას რომ გადავხედე, არ ჰგავს ის გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტებულს. საოლქო კო-მისიაში როცა განცხადება შევიტანე, პატივით მიმიღეს, ისიც კი მკითხეს, წინა არჩევნებში რატომ არ იყავი, შენისთანა გამოცდილი ხალხი გვჭირდებაო. მესიამოვნა, ამისათ-ვის მადლობა მათ. ვიფიქრე, საქმე მართლა გამოსწორებულა-მეთქი. მაგრამ შემდეგში იმან ჩამაფიქრა, რომ თუ კომისიებში გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ წევრები, რა-ტომ არ მოვხვდი? გამოცდილება მაკლდა თუ პასუხისმგებლობა, მუშაობა არ შემეძლო თუ ზარმაცი ვარ? ისე, განცხადების შეტანას რომ ვაპირებდი, მავანმა და მავანმა კი მირჩია, თუ კომისიაში მოხვედრა

გინდა, პარლამენტის დეპუტატს ან მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართე, მათ გარეშე კომისიები არ დაკომპლექტდებიანო. ეს ხომ წარმოუდგენელია, ამას ვერც მათ ვაკადრებდი და ვერც საკუთარ თავს, რადგან „არა არს ჩემად ქმნა საქმისა ამისა“. ჭორად ისიც გავიგე, რწმუნებულს უთქვამს, ვინც მე არ მინდა, კომისიაში არ იქნებაო. რა თქმა უნდა, არც ეს დავიჯერე, მაგ-რამ განვითარებული მოვლენების შემდეგ ეჭვი გამიჩნდა, მგონი სიმარ-თლეა. ნაციონალების დროსაც ასე ხდებოდა. ჩამოწერდა რწმუნებული მისთვის სასურველ გვარ-სახელებს, ჩაიტანდა იქ, სადღაც... და კომისი-აშიც ისინი ხვდებოდნენ. ვფიქრობ, ალბათ, ახლაც ასე მოხდა. სიმარ-თლის თქმა მიყვარს, ამიტომაც მარიდებენ ყველაფერს. ერთი სიმართლე ახლაც უნდა ვთქვა, საწყენი არაფერია, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების.“

ისე, მეჩვენება, რომ „ოცნება“ თანდათან ემსგავსება „ნაცმოძრა-

ობას“ და ეს მსგავსება თანდათან მუქდება. ნაციონალების დროს ვინც მათ მხარეს არ იყო და ოდნავ განს-ხვავებული აზრიც კი ჰქონდა, არსად გააჭაჭანებდნენ - არც სამუშაოზე, არც საარჩევნო კომისიაში და ა.შ. ეს ჩემს თავზეც გამოვცადე. ნაციონა-ლებმა სამსახურიდან გამომაგდეს იმის გამო, რომ კოკისპირულ წვიმაში სკოლის ჭიშკართან მდგარ სტუმრებს თავი სკოლის შენობაში შევაფარებინე. არადა, იმერელ ქალს, ხარაგაულელს, ისიც ფარც-ხნალელს, შემრცხვა, კოკისპირულ წვიმაში კარი მიმეხურა უცხო ხალ-ხისათვის და მათთან ერთად ჩემი ყოფილი მოსწავლეებისთვის, რომ-ლებმაც მთხოვეს, კიბის ქვეშ მაინც შევიკარებთო. ჰოდა, ასე შევიყვანე სტუმრები სკოლის შენობაში და სექტემბრიდან საგაკვეთილო სა-ათები აღარ მომცეს. ადამიანისადმი ყურადღება თუ დანაშაული იყო, არ ვიცოდი. მაშინაც მიკვირდა და ახლაც მიკვირს, ვინც ამაში დამადა-ნაშაულა, ვაჟა ფშაველას „სტუმარ-

მასპინძელი“ სკოლაში თუ არ უსწავ-ლია, მერე მაინც არ წაუკითხავს?! მე მტერს კი არა, მოყვარეს, ჩვენი რაიონის, სოფლის შვილებს, ვუმას-პინძლე (თუმცა უპურ-მარილოდ) და ამისათვის დავისაჯე. ახლა კი ოცნებელებმა საარჩევნო კომისიის წევრობაზე მითხრეს უარი. ამიტომ მეჩვენება, რომ მათი მუშაობის სტი-ლი და მეთოდები ნაციონალებისას უახლოვდება. კონკურსის ფორმაც უცნაურია. მარტო განცხადების რეგისტრაციაა კონკურსი? არ ვიცი, ალბათ ახლებურად ასეა.

დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საარჩევნო კანონის დახვე-წას. მეჩვენება თუ მართლაც ასეა, არ ვიცი, მაგრამ კანონში, რაც ცუდი იყო ისევ დარჩა, როგორც ნაციონა-ლებს ჰყავდათ კომისიაში უმრავლე-სობა, ისე ჰყავთ ახლა ოცნებელებს. ნუთუ არ შეიძლება პარტიებს, რომ-ლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, კომისიაშიც ჰყავდეს წარმომადგენელი? არ ჰგავს ეს დემოკრატიულობას. არც ის მეს-

მის, საჯარო მოხელე შვებულებაში იქნება თუ არასამუშაო საათებში გასწევს აგიტაციას, ის მაინც საჯარო მოხელე არ არის? ანდა რწმუნებუ-ლი, ან მოქმედი დეპუტატი არჩევ-ნების დღეს საარჩევნო უბანზე რომ დგას და მოსულ ამომრჩეველს ხარ თვალებს უჭვარჭვალებს, ხან კეთილი ღიმილით ეგებება და ხან თვალების ბრიალით, ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? ჩემი აზრით, არც ეს ჰგავს დემოკრატიას. დეპუტატობის კანდიდატებზე არაფერს ვიტყვი, ეს ამომრჩეველმა განსაჯოს.

საფიქრალი მართლაც ბევრია, მაგრამ წინასაარჩევნო ფიქრებში მთავარი სურვილი და ოცნება არჩევნების მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარება, ღირ-სეული კანდიდატის გამარჯვება და ამომრჩეველის კიდევ ერთხელ იმედგაცრუების თავიდან აცილე-ბაა. ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი აღასრულოს!

იზა ბუაჩიძე

ფიქრები არჩევნების წინ

უახლოესი ნათესავები: პეტრე, მარინა, ლევიკო ჩიკვაიძეები, ლიანა ყიფიანი, ციცო კამკამი-ძე ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სოფლის კეთილდღეობაზე მზრუნ-ველი, უაღრესად განათლებული და კეთილშობილი პიროვნება

დავით (დუშიკო) დავითის ძე ჩიკვაიძე

და თანაუგრძნობენ ოჯახს და ახლობლებს. დაიკრძალა 29 მაისს თბილისში.

რევაზი და თემურ დეკანოსიძე-ები ოჯახებით მწუხარებით იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

დალი ლურსმანაშვილი-დეკანოსიძე

და სამძიმარს უცხადებენ განსვე-ნებულის ოჯახსა და ახლობლებს.

ომარი სხილაძე ოჯახით ღრმა მწუ-ხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ეფემია (ფეფო) ვასილის ას მაჭავარიანი

დაკრძალვა სოფელ ბორში, 31 მაისს, 2 საათზე

ბორის სკოლა-პანსიონის კო-ლექტივი თანაუგრძნობს ქეთინო მაჭავარიან-ღონღაძეს და ლანა ღონღაძეს დედის და ბებიის

ლეილა ფერაძე-მაჭავარიანის გარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ ოჯახს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის და პედაგოგიური კოლექ-ტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის თანამშრომელს, ლენა ბაბლიძეს მულის

დალი ლურსმანაშვილი - დეკანოსიძის

გარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერ-სონალი ღრმა მწუხარებას გამო-თქვამენ ყოფილი თანამშრომლის

აზა სანდროს ას ღონღაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ჩემო საყვარელო, მონატრე-ბულო შვილო, ლევან! 1 ივნისი შენი დაბადების დღეა. 52 წელი შეგისრულდებოდა. ამ დღეს ჩვენ-თვის თან ახლავს უზომო დარდი, ცრემლი, მარად მოურჩენელი ტკივილი. შენი დაღუპვა არ და-მავიწყდება და არ განელდება უბედური დედის გული. დრომ ვერ განკურნა შენი მოულოდნელი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. შენი უბედური დედისა და მამისათვის სიცოცხლე არის მხოლოდ შენი სურათების ნახვა და შენზე ფიქრი. მიმძიმს, შვილო, შენზე ფიქრი, ყოველდღე და ყოველწამს. შენი თბილი გულის ნაცვლად ცივი, უგრძნობი საფ-ლავის ქვა დაგვრჩა, რომელსაც გულში ვიკრავ და ვეფერები. უზო-მოდ მენატრები, შვილო, ჩემთვის ტკბილო, კეთილო, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცო.

აღდგომის დღესასწაულზე ბევ-რი სტუმარი გყავდა შენს სამუდამო საბინადროში, განსაკუთრებული მონატრება გამოხატა ყველამ. მადლობა მათ.

შენს სასაფლაოზე იყო შენი საყვარელი და საფიცარი შვილის, საბას მეუღლე მარი. ვიცი, შენც

იგრძნობდი ამ სიხარულს. მალე ნიკაც დაქორწინდება, რასაც შენ ძალიან ელოდებოდი. მოგიკვდეს, შვილო, შენი დედა - ცხოვრება გრძელდება უშენოდ.

დალოცე შენი ცოლ-შვილი, შენი საყვარელი და ლია, მისი ოჯახი. კიდევ და კიდევ გეფერები შენი ტანჯული დედა და გილოცავ უშენოდ დამდგარ მეორე დაბადე-ბის დღეს.

შენი ტანჯული მშობლები ცემარი და ომარი მაღრაძეები

ლევანის მონატრება1 ივნისს ორი წელი სრულდე-

ბა, რაც ჩვენგან წახვედი. ძალიან ძნელია უშენობა, ხვიჩა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ შენზე ვფიქრობ. ოცდასამი წლის გახდი, ჩემო ნაბოლარა ვაჟკაცო. ფიზი-კურად ორივე ძმაზე დიდი იყავი, ხმაც ომახიანი გქონდა, სიმღერაც კარგი იცოდი. ნეტავ შენ როგორ ხარ უჩვენოდ. ბებიამ ვეღარ გაუძ-ლო წუხილს და შენთან წამოსვლა ამჯობინა.

შენი ძმები შენს სახელს არ წაშლიან, ყველაფერს გააკეთებენ

იმისათვის, რომ გული არაფერზე დაგწყვიტონ. საფლავზე ხშირად დადიან, წუხან უშენობას, დარ-დობენ. დაოჯახდებიან, შვილები გაუჩნდებათ და ჩვენს ეზოში პა-ტარა ხვიჩაც დაიწყებს სიარულს, ცხოვრება გაგრძელდება, შენი სახელი მუდამ იქნება ჩვენს გუ-ლებში. სანთლებს დაგინთებთ და უფალს შევევედრებით, რომ ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ბოლნისის მიწა.

შენი დამწუხრებული ოჯახი

ძნელია უშენობა, ხვიჩა

გილოცავთ ნინოობას ჩვენო საყვარელო მამიდა, დეიდა ნინო, იმ ქვეყნიურ სასუფეველში. წმინ-დათა თანა განისვენოს შენმა ლა-მაზმა და სპეტაკმა სულმა, ჩვენო ჩაუქრობელო ცოდნის ლამპარო, ნაია. საკუთარი შვილებივით ზრუ-ნავდი ჩვენზე. უამრავი ღამე თეთ-რად გაგითენებია ჩვენზე ზრუნ-ვაში. როგორ გახარებდა ჩვენი წარმატებები ცეკვაში, ჭიდაობაში თუ სწავლაში. სანამ ჯანმრთელად იყავი, ყველგან ჩვენს გვერდით იდექი, ჩვენო საამაყო მამიდუკა. როცა სნეულებამ იმძლავრა შენში, ჩვენს გულებშიც სევდამ დაისადგუ-რა. ერთ დღესაც, სამუდამოდ წახ-ვედი ჩვენგან. დაგვიტოვე მამიდა, დეიდა დიდი ტკივილი და სევდა.

შენს საფლავზე, მამიდა, ყოველ-დღე დავდივართ, რაც ტკივილს

გიმსუბუქებს. შენს ღიმილიან და ლამაზ გამოხედვას რომ ვხედავთ, ისევ ჩვენს გვერდით გვგონიხარ. თაზუნამ და ლიკამ შენს ქვაზე ჩახუ-ტებულებმა სურათიც კი გადაიღეს.

ბებო და პაპა სულ ლოცულობენ და ტირიან. პაპამ თვალის ჩინი და-

კარგა შენზე ჯავრითა და ტირილით.ჩვენი მოძღვარი და მასწავლე-

ბელი მამა ალექსი ყველაფერს აკეთებს შენი უკვდავი სულისათ-ვის. ლიკაკოსაც სულ თავს დასტ-რიალებს, შენი საფიქრალიც ხომ ლიკას ჯანმრთელობა იყო, მამიდა. ასე რომ, ჩვენზე აღარ იდარდო, მფარველი და მლოცველი გვყავს. შენი მეგობრებიც არ გვივიწყებე. ხშირად არიან ჩვენს გვერდით, ანუ-გეშებენ ბებოს და პაპას, ლიკაკოს საჩუქრებით ანებივრებენ.

სულისა წმინდისა ქნარო დე-დაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის

ამინ.სანდო, მიხეილი,

თამაზ დალალიშვილები, ელენე, ლიკა ნაბახტეველი

ნინოობას გილოცავთ მამიდა, დეიდა, ნინო, „ნაია“

გაზაფხული მოვიდა, ბაბუ, შენ რომ ძალიან გიყვარდა. დათბა, ბუნება გაცოცხლდა, შენ კი... შენ არსად ხარ, ჩემო ტკბილო და საყვარელო, ჩემო გამზრდელო ბაბუა. ერთი წელი გავიდა, რაც სამუდამოდ გამოემშვიდობე შენს ნაამაგარ ოჯახს, შვილებს, შვილიშ-ვილებს, შვილთაშვილებს და ჩემს ტკბილ, მოსიყვარულე ბებიის გვერ-დით დაიდე სამუდამოდ ბინა ცათა სასუფეველში. ყველას ძალიან დაგვაკლდი, ბაბუ. მოიწყინა შენმა ვენახმა შენი გამრჯე მარჯვენის გა-რეშე, სასხლავით ხელში ვაზს რომ ეწვეოდი. გასხლავდი, გაალამაზებ-დი, ელოლიავებოდი, მერე კი მო-წეული მოსავლით ხარობდი. გიყ-

ვარდა სტუმარი, იმერელი გამრჯე გლეხის სტუმართმოყვარეობით, პურუხვად ხვდებოდი ყველას. გიხდებოდა იუმორი, ამიტომაც ძალიან მიყვარდი, ბაბუ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი მოსვლით შენს თვალში აკიაფებული სიხარულის ცრემლები. ჩემს შვილებს მერცხ-ლებივით მუხლზე შემოისვამდი და ეალერსებოდი, შენი მონაგარით ხარობდი, გიყვარდა და გეამაყებო-და. მუდამ მემახსოვრები, ყოველ-თვის მოგიგონებ, ხშირად მოვალ შენს საფლავზე და შენ და ბებოს მოგეფერებით. თქვენს სახელს გადავცემთ ჩვენს შვილებს და მომა-ვალ შთამომავლობას. გჯეროდეთ, რომ დავიწყება არ გიწერიათ.

ღმერთმა დაგიმკვიდროთ სასუ-ფეველი და მსუბუქი იყოს თქვენთ-ვის მშობლიური სოფლის მიწა.

შენი საყვარელი შვილიშვილი ნანა ხეცაძე ოჯახით

ანდრო ხეცაძის გახსენება

Page 8: ხარაგაულის თეატრი ბელგიიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/21-592-2014w.pdfარის - ორი ძველი და

8 xtvb [fhfufekb 30 მაისი, 2014 წ.

დ. ხარაგაული30.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +32ºC, ღამე +21ºC;31.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +34ºC, ღამე +22ºC;01.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +34ºC, ღამე +22ºC;02.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +32ºC, ღამე +20ºC;03.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +28ºC, ღამე +18ºC;04.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +20ºC.

ბორითი30.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +17ºC;31.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +18ºC;01.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +17ºC;02.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +28ºC, ღამე +16ºC;03.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +24ºC, ღამე +15ºC;04.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +16ºC.

კიცხი30.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +19ºC;31.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +33ºC, ღამე +20ºC;01.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +33ºC, ღამე +20ºC;02.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +19ºC;03.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +17ºC;04.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +26ºC, ღამე +17ºC.

მოლითი30.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +15ºC;31.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +16ºC;01.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +15ºC;02.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +14ºC;03.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +22ºC, ღამე +13ºC;04.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +20ºC, ღამე +13ºC.

amindi

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ვულოცავთ დაბადების დღეს მაგული კალანდაძეს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს წარმატებებს თავის ოჯახთან ერთად.

ხარაგაულის აგრარული ბაზრის კოლექტივი

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ და ამაგდარ პედაგოგს, ქალბატონ მერი გიორგიძეს, ვულოცავთ დაბადების დღეს - საიუბილეო თარიღს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას და დიდხანს სიცოც-ხლეს. ფარავდეს მის ოჯახს უფალი.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ციცინო და ოთარ კვინიკა-ძეებს ვულოცავ შვილიშვილის, ლილი კამკამიძეს შვილთაშ-ვილის დაბადებას. ვუსურვებ ნიკოლოზობას დაბადებულს პატარა ნიკოლოზს, გაზრდი-ლიყოს სახელოვანი ვაჟკაცი. ფარავდეს წმინდა ნიკოლოზის მადლი.

პატივისცემით, ნორა შერგელაშვილი

დაბადების დღეს ვულო-ცავთ მაგული კალანდაძეს. ვუსურვებთ ბედნიერი დედა ყოფილიყოს თავისი ცხოვრე-ბის მანძილზე. წარმატებები არ მოკლებოდეს.

რამაზი კალანდაძის ოჯახი

ჩვენს საყვარელ ბებოს მა-გული კალანდაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სი-ცოცხლეს. ღმერთი იყოს მისი ოჯახის მფარველი.

ბარბარე და დავით ბარბაქაძეები, ნიკოლოზ და

გიორგი შავიძეები

ვულოცავთ ბაზალეთის სკო-ლის პედაგოგს ინგა კვინიკაძეს ძმისშვილის შეძენას. გაიზარ-დოს პატარა ნიკოლოზი ბედნი-ერი, ჯანმრთელი და სასახელო. უფალი ფარავდეს.

ბაზალეთის სკოლის კოლექტივი

ხევის საჯარო სკოლის პე-დაგოგს გვანცა ხადილაშვილს და მის მეუღლეს პაპუნა ტაბა-ტაძეს ვულოცავთ ქართული ოჯახის შექმნას.

გზად ყველა სულ გულებსგიგებდეთ,

არასდროს გტოვებდეთ ხალისი

ნაბიჯებს მტერიც კი გიქებდეთ,

სოცოცხლე გქცეოდეთ ზეიმად

ცხოვრების კიდიდან კიდემდე.

დიდი სიყვარულით მადონა ხაჩიძე

დაბადების დღეს ვულო-ცავთ ჩვენს საყვარელ თა-ნამშრომელს გოგი კვირი-კაშვილს. თავის საყვარელ ძვირფას ოჯახთან, შვილებ-თან, შვილიშვილებთან და კო-ლეგებთან ერთად ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ულევ სიხარულს, სიყვარულს. ღმერთმა წყა-ლობა და მფარველობა არ მოაკლოს.

ხარაგაულის ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

ვულოცავთ იამზე მაღაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიხარულს. უფალი ფარავ-დეს მუდამ.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

საქართველოს პედაგოგთა და მას-წავლებელთა თავისუფალი პროფკავ-შირის (სპმთპ) ხარაგაულის რაიონუ-ლი ორგანიზაციის (ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე) ინიციატივით და დაფინანსებით ხარაგაულში 22 მაისს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი დაწყებითი კლასების პედაგოგებისთ-ვის ქართულსა და მათემატიკაში.

ტრენერი განათლების მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის პროფესორი

ზურაბ ვახანია გახლდათ, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ცდილობს ტრენინგ-ზე მიღებული ცოდნა პედაგოგებმა გამოიყენონ არა მარტო სასერთიფი-კაციო გამოცდებზე, არამედ სასწავლო პროცესშიც. ზურაბ ვახანიას თქმით, საქართველოში განათლების სისტემა ძა-ლიან სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროა უფრო მაღალი ინტენსივობით ტარდებოდეს ტრენინგები. „განათლების სისტემაში პროფკავშირის როლი უდი-

დესია, მისი მთავარი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს წინსვლას, კერძოდ, მის დარგში დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას,“ - აღ-ნიშნავს ზურაბ ვახანია.

საღანძილის საჯარო სკოლის პე-დაგოგი მანანა კიკნაძე თვლის, რომ მათთვის, ვისაც არ აქვს ჩაბარებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, ეს ტრენინგი მნიშვნელო-ვანია და ძალიან დაეხმარება.

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგი ცირა კვანჭიანი კი ამბობს, რომ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებს საწავლო პროცესში.

წიფის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჩხეიძე ასეთი ტრენინგების აუცი-ლებლობაზე საუბრობს, მისი თქმით, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე აუცილებელია მასწავლებელთა ინტენ-სიური გადამზადება. მასწავლებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ტრენინგი არაჩვეულებრივადაა ორგანიზებული და დიდ მადლობას უხდიან მასწავლე-ბელთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღ-ვანელს ლალი სებისკვერაძეს.

თამთა გოგოლაძე

ტრენინგი პედაგოგებისთვის

თქვენ ღმერთმა შეგქმნათ ასეთი ლამაზი და ამაღებული სულის ქალ-ბატონი, განათლებული, მშრომელი და პატიოსანი. ცხოვრების მეგზურა-დაც ასეთივე ღირსეული პიროვნება აირჩიეთ, - ბაგრატ პაპავა, - ნამდვილი ერისკაცი, ნაშრომი და ნაბრძოლი, საუკეთესო პედაგოგი. შუშანა და ბაგ-რატ პაპავები - ულამაზესი წყვილი, უნიჭიერესი, მრავალი თაობის აღმზ-რდელი პედაგოგები. დასანანია, რომ თქვენი მეუღლე თქვენს ასი წლისთავს ვერ მოესწრო. თქვენ ცხოვრების სა-უკუნოვანი გზა განვლეთ, მაგრამ უკან მოხედვის არასოდეს შეგრცხვებათ. თქვენ ის ქალბატონი ბრძანდებით, ვინც ათწლეულების მანძილზე აზიარა უამრავი ადამიანი დედაენის მადლს; ვინც პატარა ბავშვებით ხელში ელო-დებოდა ომში წასულ მეუღლეს დიდი სიყვარულით და უკან დაბრუნების იმედით. გაგიმართლათ კიდეც. თქვენ ის დედა ბრძანდებით, ვინც სამი ულა-მაზესი და უნიჭიერესი შვილი - ცირა, ჯენერი და ეთერ პაპავები აღუზარდა

ქვეყანას.ხანდაზმულობას გილამაზებთ

თქვენი ულამაზესი შთამომავლო-ბა, - შვილები, შვილიშვილები და მათი შვილები. ამაყი ხართ, რადგან თქვენს მიერ აღზრდილი უნიჭიერესი და ულამაზესი ქალბატონი ეთერი პაპავა ხიდრის საჯარო სკოლის ღირსეული წინამძღოლია.

თქვენს მიერ განვლილ ცხოვ-რებას ახლავს დიდი ტკივილიანი დღეები. ნიჭიერებითა და სილამა-ზით გამორჩეული შვილის - ჯენერ პაპავასა და შვილიშვილის ჯაბა გორგაძის - ამქვეყნიდან წასვლა და მათ დარდს გაყოლილი მეუღლის გარდაცვალება. ღმერთმა გაგაძ-ლებინათ დიდი ტკივილისათვის, რადგან დღესაც სჭირდებით იმ ადამიანებს, ვინც გარს გახვევია. ჭირდება მათ თქვენი ბრძული დარი-გება, იმედი, თანადგომა, გამხნევება. თქვენ ხომ ამოუწურავი ენციკლოპე-დია ბრძანდებით, ბარაქალა, თქვენს ქალობას, საუკუნოვანო, ღირსეულო

ქალბატონო! კიდევ მრავალი წელი შერჩენოდეს თქვენი ცხოვრების კალენდარს, გფარავდეთ უფალი თქვენ და თქვენს ულამაზეს შთამო-მავლობას.

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

საუკუნოვან იუბილეს გილოცავთ!

„ჯიპრაიდული“ გაკვეთილები კიცხში

კიცხის საჯარო სკოლაში დაწყე-ბით კლასებში ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები. ჩვენი სკოლის დაწ-ყებითი საფეხურის ექვსი პედაგოგი მეორე წელია ჩართულია ქართულ-ამერიკულ პროექტში. მასწავლებ-ლები ამ პროექტის ფარგლებში გადიან ტესტირებებს. საჩუქრად გადაეცათ მდიდარი თვალსაჩინო მასალა: მანიპულატივები, საკითხავი წიგნები, პროექტორი, ეკრანი, დივი-

დი, ფლეერები და სხვ.აპრილში I-IV კლასელების ჩათვ-

ლით „ჯიპრაიდულ“ გაკვეთილებს დაესწრო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ლიკა ცერცვაძე, ხოლო მაისში მათემატი-კის გაკვეთილებს - ქსუ პროფესორი იაგო ბალანჩივაძე. ყველა მასწავ-ლებლის მიერ (ცირა ბერაძე, მედეა ღონღაძე, იამზე თაბუკაშვილი, ელენე ჯღენტი) ახალი მიდგომებით ჩატარებულმა გაკვეთილებმა დამკ-

ვირვებლის მოწონება დაიმსახურა. შემდეგ შედგა სასწ. ჯგუფის ფასი-ლიტაციის სხდომა (ფასილიტატორი ცირა ბერაძე), სადაც განიხილეს კონკრეტული პრობლემა.

19 და 20 მაისს კი პირველკლასე-ლებთან შემაჯამებელ „ჯიპრაიდულ“ გაკვეთილებს დაესწრო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი. შემაჯამებელი გაკვეთილები საინტე-რესოდ დატვირთული, ცოცხალი და სახალისო გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს I და II კლასი შეერთდა, გამოცდილმა მასწავლებლებმა მ. ღონღაძემ და ც. ბერაძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთ-ვის, რომ მოსწავლეებს დაეძლიათ ესგ-ით და სტანდარტით გათვალის-წინებული პროგრამა. გაკვეთილზე დასწრება გრძელდება II, III და IV კლასელებში. „ჯიპრაიდული“ გაკვე-თილები, მართალია, ბევრ შრომას, მუდმივ ძიებას და კვლევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან ნაყოფიერია. მოსწავ-ლეებს და ჩვენს სკოლას გაუმართლა, რომ ამ პროექტში მოვხვდით.

ცირა ბერაძეკიცხის სკოლის დაწყებითი კლა-

სების ფასილიტატორი

***

***

***

***

***

***

***