თეატრი სცენის გარეშელევანმა უკან...

46
1 თეატრი სცენის გარეშე ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ქალაქი ზღვაში ჩაძირულ გემს დაემსგავსა. საღამოს ექვს საათზე, დანიშნულ შეხვედრაზე დიდი ყოყმანის და წინასწარმოსაფიქრებელი დროის სრული ამოწურვის შემდეგ, ძლივს დათანხმებული ახალგაზრდა, რომელსაც ნაცრისფერი თვალები ქარმა ცრემლებით აუვსო, ხოლო პატარა აცქვეტილი ცხვირი გაუყინა, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს, ქარმა უმოწყალოდ გასტაცა ხელიდან ახლახანს დაწერილი, მისი პირველი სცენარი. უარესიც შეიძლება დამართვოდა, თუ მის ცხოვრებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეემატებოდა. ჰაერის მასამ ერთიანად აიტაცა, აუკინძავი თეთრი ფურცლების დასტა. ხეებს შორის მოხერხებულად გააძვრინა. რუსთაველის ქუჩიდან პირდაპირ თავისუფლების მოედანისკენ გააქანა. მტვერში გახვეული ფურცლების შეკვრა, რომელიც თვალის დახამხამებაში მცირდებოდა, აიტაცა შორს მაღლა. ერთხანს ასე მიაქანებდა, შემდეგ ქვემოთ ერთიანად დაანარცხა. თითქოს უხილავი ძაფებით მოქაჩესო პუშკინის ბაღს, რომ მიუახლოვდა, აფრინდა ფარფატით ზემოთ, ქარმა ძალა მოიკრიბა და ერთი სულის შებერვით გაფანტა სათითაოდ, სხვადასხვა მიმართულებით. თითქოს ამით კვალს უფრო აურევდა მის დასაჭერად დადევნებულ ახალგაზრდას, რომელიც ხელის კვრით იგერიებდა ქუჩაში შემხვედრ ხალხს, რომლებიც თავის გზით მიდიოდნენ. ბიჭი ხან ტროტუარზე ხან შუა გზაზე გარბოდა ხელებაპყრობილი, მაგრამ ვერცერთ ფურცელს ვერ მისწვდა. ფურცლების ნაწილი სახლის სახურავებს შეეყინა. ზოგი ხის გაბლანდულ ტოტებს შერჩა. ზოგი კი უბრალოდ გაქრა ჰორიზონტიდან. ძებნის გაგრძელებას კი ამასობაში აზრი დაეკარგა. ბიჭმა მობილური ამოაძვრინა მჭიდროდ მომდგარი ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან. საათს დახედა დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ მისვლის მიზეზი ჰაერში გაიფანტა. კარგად დაზეპირებული ნომერი აკრიფა. ღილაკს უნდა დაწოლოდა, რომ მობილური ხელში შეირხა, ორიოდე წუთის შემდეგ კი ნაცნობმა მუსიკამ იფეთქა. საპასუხოდ გამზადებულმა ყურთან მიიტანა მობილური, მაგრამ ხმა არავინ გასცა, სიჩუმე კი წყვეტილმა ზუმერმა ჩაანაცვლა. ინფერნალური ამინდია. თუ შეიძლება ამინდს ასე, რომ ვუწოდო - ჩაილაპარაკა და ხელით დაიჭირა ქერა თმა, რომელიც საკმაოდ ჩამოზრდოდა და სახეში წამდაუწუმ უწყებდა ცემას. გარშემო მიმოიხედა. მხოლოდ ახლა შენიშნა საწყისი ადგილიდან ძალიან შორს, რომ წამოსულიყო. მის ფიქრებში გაორება დომინირებდა. მისულიყო დანიშნულ შეხვედრაზე და სიმართლე მოეყოლა, ანდა ყველაფერი გაურკვევლად დაეტოვებინა. რეალურად ჯერ კიდევ მოსაფიქრებელი ჰქონდა ბევრი რამ, რის გამოც სახეზე მწუხარება აღბეჭვდოდა. ნერვიულად მოჰყვა თითების მტვრევას და რადგან ქარი მის თმებს მოსვენებას არ აძლევდა, რამაც ძალიან გააღიზიანა ერთი ხელის მოსმით მოუყარა

Transcript of თეატრი სცენის გარეშელევანმა უკან...

1

თეატრი სცენის გარეშე

ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ქალაქი ზღვაში ჩაძირულ გემს დაემსგავსა.

საღამოს ექვს საათზე, დანიშნულ შეხვედრაზე დიდი ყოყმანის და

წინასწარმოსაფიქრებელი დროის სრული ამოწურვის შემდეგ, ძლივს დათანხმებული

ახალგაზრდა, რომელსაც ნაცრისფერი თვალები ქარმა ცრემლებით აუვსო, ხოლო პატარა

აცქვეტილი ცხვირი გაუყინა, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს, ქარმა უმოწყალოდ

გასტაცა ხელიდან ახლახანს დაწერილი, მისი პირველი სცენარი. უარესიც შეიძლება

დამართვოდა, თუ მის ცხოვრებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეემატებოდა. ჰაერის

მასამ ერთიანად აიტაცა, აუკინძავი თეთრი ფურცლების დასტა. ხეებს შორის

მოხერხებულად გააძვრინა. რუსთაველის ქუჩიდან პირდაპირ თავისუფლების

მოედანისკენ გააქანა. მტვერში გახვეული ფურცლების შეკვრა, რომელიც თვალის

დახამხამებაში მცირდებოდა, აიტაცა შორს მაღლა. ერთხანს ასე მიაქანებდა, შემდეგ

ქვემოთ ერთიანად დაანარცხა. თითქოს უხილავი ძაფებით მოქაჩესო პუშკინის ბაღს,

რომ მიუახლოვდა, აფრინდა ფარფატით ზემოთ, ქარმა ძალა მოიკრიბა და ერთი სულის

შებერვით გაფანტა სათითაოდ, სხვადასხვა მიმართულებით. თითქოს ამით კვალს

უფრო აურევდა მის დასაჭერად დადევნებულ ახალგაზრდას, რომელიც ხელის კვრით

იგერიებდა ქუჩაში შემხვედრ ხალხს, რომლებიც თავის გზით მიდიოდნენ. ბიჭი ხან

ტროტუარზე ხან შუა გზაზე გარბოდა ხელებაპყრობილი, მაგრამ ვერცერთ ფურცელს

ვერ მისწვდა. ფურცლების ნაწილი სახლის სახურავებს შეეყინა. ზოგი ხის გაბლანდულ

ტოტებს შერჩა. ზოგი კი უბრალოდ გაქრა ჰორიზონტიდან. ძებნის გაგრძელებას კი

ამასობაში აზრი დაეკარგა.

ბიჭმა მობილური ამოაძვრინა მჭიდროდ მომდგარი ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან.

საათს დახედა დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ მისვლის მიზეზი ჰაერში გაიფანტა. კარგად

დაზეპირებული ნომერი აკრიფა. ღილაკს უნდა დაწოლოდა, რომ მობილური ხელში

შეირხა, ორიოდე წუთის შემდეგ კი ნაცნობმა მუსიკამ იფეთქა. საპასუხოდ

გამზადებულმა ყურთან მიიტანა მობილური, მაგრამ ხმა არავინ გასცა, სიჩუმე კი

წყვეტილმა ზუმერმა ჩაანაცვლა.

ინფერნალური ამინდია. თუ შეიძლება ამინდს ასე, რომ ვუწოდო - ჩაილაპარაკა და

ხელით დაიჭირა ქერა თმა, რომელიც საკმაოდ ჩამოზრდოდა და სახეში წამდაუწუმ

უწყებდა ცემას. გარშემო მიმოიხედა. მხოლოდ ახლა შენიშნა საწყისი ადგილიდან

ძალიან შორს, რომ წამოსულიყო.

მის ფიქრებში გაორება დომინირებდა. მისულიყო დანიშნულ შეხვედრაზე და

სიმართლე მოეყოლა, ანდა ყველაფერი გაურკვევლად დაეტოვებინა.

რეალურად ჯერ კიდევ მოსაფიქრებელი ჰქონდა ბევრი რამ, რის გამოც სახეზე

მწუხარება აღბეჭვდოდა. ნერვიულად მოჰყვა თითების მტვრევას და რადგან ქარი მის

თმებს მოსვენებას არ აძლევდა, რამაც ძალიან გააღიზიანა ერთი ხელის მოსმით მოუყარა

2

თავი თმის ბოლოებს და ერთ დროს შავი, ხოლო ახლა მონაცრისფრო თმის რეზინით

შეიკრა.

ალბათ ეს ნივთი თან იმიტომ დაჰქონდა, რომ სწორედ ასეთ დროს გამოეყენებინა.

შესაძლოა სხვა დატვირთვა ჰქონდა და რაიმე მოგონებას ინახავდა, მაგრამ დღეს

ნამდვილად პირველმა მოსაზრებამ სძლია მეორეს.

ბიჭმა რუსთაველის ქუჩისკენ აიღო გეზი. პარლამენტის შენობას უახლოვდებოდა, რომ

მოულოდნელად მიმართულება შეცვალა და უკან მობრუნდა.

- რას ვაკეთებ? - ხმამაღლა შეეკითხა თავის თავს.

იქვე მყოფმა ბებიამ, რომელმაც ეს შეკითხვა გაიგონა გადაწყვიტა ეპასუხა და

ირონიულად მიუგო. - რას აკეთებ და საკუთარ თავს ესაუბრები.

ახალგაზრდამ ხელით ისეთი ჟესტი გააკეთა, ბებიას მიახვედრა მოგცლია რა! შენს თავს

მიხედეო.

ბიჭი კვლავ პუშკინის ბაღს მიადგა. ვიწრო ქუჩა სადაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე

გაუხვია, საკმაოდ კარგად იყო განათებული. ნაბიჯებს აუჩქარა და კვლავ იგრძნო

ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან უცნაური ზრიალი, რომელსაც ნაცნობი მუსიკა

მოჰყვებოდა ხოლმე.

სინედრიონიდან მირეკავენ. გაიფიქრა მან და სანამ ცდილობდა მიზეზის მოფიქრებას

თუ რატომ არ მივიდა, მუსიკა შეწყდა. შვებით ამოისუნთქა. აღარ უნდოდა ამ საშინელი

შემთხვევის გახსენება, მაგრამ რაც თავს ძალას ატანდა უფროდაუფრო ეფიქრებოდა

მომხდარზე.

სწორედ ახლა შენიშნა კუთხეში მდგარი უცნობი, რომელიც შორიდანვე აკვირდებოდა

მას. რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო მკვეთრად ეწყობოდა რეალური მოზაიკა.

უცნობის გარეგნობა კი მისი არცერთი ნაცნობის სხეულს არ მოერგო.

უცნობი მაღალი, ვიწრომხრებიანი, გამხდარი და სუსტი ტანის აღმოჩნდა. მხრებამდე

ჩამოზრდილი მუქი ყავისფერი თმა, ერთხანს შავად მოეჩვენა, მიახლოების შემდეგ

მკვეთრად ხედავდა ტყავის შავ ქურთუკს, რომელსაც სიგანეზე ყოვლად გამოუსადეგარი

ვერცხლისფერი ელვაშესაკრავი მისდევდა. მუქ ჯინსის შარვალს, რომელიც ტყავის

ქამრით ზომაზე მოერგო და სამხედრო ფეხსაცმელს, რომელიც ამ გარეგნობის მქონე

ადამიანს სრულიად არ შეეფერებოდა. სახე სიცივისგან გასწითლებოდა, თუმც მაინც

შეიძლებოდა იმის გარკვევა, რომ არაბუნებრივად ქათქათა კანი ჰქონდა. ცივი სითეთრე

მოულოდნელად გაიფიქრა ბიჭმა მის დანახვაზე. ტუჩები მსხვილი თუმც მოკუმული,

უკმაყოფილო იერს უქმნიდა, კუთხეებში გაჩენილი ჩაღრმავება, რომელიც ღიმილის

დროს ირონიას გადმოსცემდა. ეს კი ახალგაზრდის მოსაზრება იყო, რადგან მას ამ

დროის მანძილზე ერთხელაც არ გაუღიმია. ტუჩები გალურჯებული და ფერმკრთალი

ჰქონდა. ბუნებრივი ფერის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. სიცივის შედეგია

ციანოზი, კვლავ გაიფიქრა ბიჭმა და განაგრძო გონებაში უცნობის აღწერა, ისე როგორც

დაკითხვაზე აღწერენ ხოლმე გარეგნობას.

ღია მწვანე, მოგრძო ფორმის თვალები. ახასიათებს ქვეშიდან გამოხედვა. მზერა

უსიცოცხლო, გაყინული. აწეული წვრილი წარბები, თმის ფერს არ შეესადაგება, წარბები

3

შესამჩნევლად ღია ფერის აქვს ვიდრე თმა, უფრო ზუსტად ქერა. მარცხენა წარბთან

კუთხეში შესამჩნევი შრამი.

ერთხანს ვერ მიხვდა ისე მიაგნო დამახასიათებელ შტრიხს, რომელიც გამოძიებას

დაეხმარებოდა.

ნელ-ნელა დალაგდა გონებაში ყველაფერი და მოზაიკაც აეწყო. უნდოდა მისთვის

დაეძახა, მაგრამ სახელი ვერ გაიხსენა, თანაც გადაიფიქრა იქნებ სხვაში აერია?! რადგან

მისი თვალების ნდობა არ შეიძლება ახლომხედველია, მაგრამ უახლოვდებოდა მას და

უფროდაუფრო ნაცნობი ხდებოდა მარცხენა წარბთან კუთხეში სიგრძეზე გახაზული

შრამი.

პირისპირ გაუსწორდა თუარა ახალგაზრდამ კვლავ გახედა დაკვირვების ობიექტს. -

უკაცრავად... ნაცნობი სახე გაქვთ ჩვენ მგონი სინედრიონში... - აი აქ კი სიტყვა გაუწყდა.

საკუთარმა ხმამ დააფრთხო, რომელიც ნერვიულად და სასაცილოდ ჟღერდა.

- შევხვდით ერთმანეთს. - ეს სიტყვები კი გონებაში ჩარჩა, ჰაერში გაფანტული

სინედრიონში წასაკითხი სცენარის მსგავსად.

ვიწრო ქუჩის ბოლოს მდგარმა უცნობმა ქვეშიდან გახედა მისკენ ხელგამოწვდილ ბიჭს.

მან გარშემო მიმოიხედა. სწორედ ის მზერა რომელსაც თამამად აღწერდა გონებაში

ორიოდე წუთის წინ, ახლა მას მისჩერებოდა მან კი გამბედაობის ძალა დაკარგა. ახლა

უკვირდა საერთოდ როგორ ამოიღო ხმა და ამის გაფიქრებაზე სახე გაუფითრდა, ხოლო

როცა სამარცხვინოდ გაწყვეტილი დაუსრულებელი შეკითვის განსჯის დრო მოვიდა,

ტანში უსიამოვნო შეგრძნებამ დაურბინა. თუმც გონებაში დამთავრებული წინადადებაც

დიდ მიღწევად ეჩვენა.

ახლა უცნობის საქციელმა მიიპყრო მისი ყურადღება. ეჭვებმა შეიპყრო, გარშემო

მიმოიხედა. ამ ქცევას ორი ახსნა მოუძებნა.

ამოწმებს მარტონი ვართ თუ არა აქ, ანუ გარკვევა სურს მას მივმართე თუ მის

ზურგსუკან მყოფ რომელიმე გამვლელს. საკუთარ თავს უნმარტავდა ისედაც მარტივად

გასაგებ აზრს, ანდა ისიც ჩემსავით ეჭვიანია, ამოწმებს ვინმე ხომ არ უსმენს.

უცნობმა ერთხანს დააცადა ბიჭს კვლავ თუ შეეცდებოდა რაიმეს თქმას, ანდა

დაუსრულებელი წინადადების გაგრძელებას მაინც თუ მოისურვებდა, მაგრამ რაკი

დაატყო უხერხული სიჩუმე გახანგრძლივებულიყო, შარვლის ჯიბიდან მობილური

სწრაფად ამოიღო და ნომერი ხმამაღლა, გარკვევით წაიკითხა.

ბიჭი ფრაპირებული დარჩა.

- ლევან გელოვანი, ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში,

დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე, სწორი ინფორმაცია მაქვს თქვენზე?

- დიახ, უკვე დავამთავრე. - განცვიფრებით შეხედა ლევანმა უცნობს და შარვლის უკანა

ჯიბისკენ წაიღო ხელი.

- საჭირო არ არის დიპლომის ჩვენება. ყოველშემთხვევაში აქ და თანაც ჩემთვის. -

უცნობმა დაკვირვებული მზერა, ხელის მოძრაობას გააყოლა და თითქმის შეუმჩნევლად

გაიღიმა. მის მოკუმულ ტუჩებს კი, მართლაც ირონიამ გადაურბინა.

დაბნეული ბიჭის შემხედვარემ, კვლავ თვითონ განაგრძო საუბარი.

4

- თქვენ თქვით, რომ სინედრიონში მნახეთ. როლი თუ მიიღეთ უკვე?

- არა, არა. თქვენ სწორედ ვერ გამიგეთ, მე როლის გამო არ მივსულვარ.

უცნობმა შეატყო ლევანი არ ცრუობდა და გულახდილად პასუხობდა, თუმც თავხედურ

შეკითხვას თუ რისთვის მივიდა სინედრიონში, თუ როლის მიღებაზე ფიქრით თავს არ

იწუხებდა, ვერ დაუსვავდა. ამიტომ სხვა ტონზე დაუწყო საუბარი.

- ნუ მოგერიდებათ აღიარება, ყველამ ვიცით იქ რატომ მივდივართ მაშინ, როდესაც

წასასვლელი აღარსად გვაქვს. დიპლომით ხელხში გამოდიხარ უნივერსიტეტიდან და

ყველა კარი ზურგსუკან იკეტება, ხოლო მეორედ მისულს არცერთი იღება.

ეს ჩვენს დროში აღარავის უკვირს, მაგრამ დამეთანხმებით ცდა ბედის მონახევრეაო, ეს

ანდაზა ყველა დროში იმედის მომცემად და მაცდურად ჟღერს.

ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ კი სინედრიონი გვახსენდება და იღება კარი სამოთხის, ამ

შემთხვევაში სამსახურის. იღება კარი და იწყება სამსახურის ჭაობში ჩაძირვა, რასაც ჩვენ

მუშაობას ვეძახით. სინედრიონში მუშაობა კი, მხოლოდ იმიტომ გვეხალისება

შიმშილით, რომ არ ამოგხდეს სული. თუმც შორს წავედი და ბევრიც ვილაპარაკე, რაც

ჩემს პრინციპებს არ უთავსდება. - უცებ მოჭრა მან თავისი არცთუისე ხანგრძლივი

გამოსვლა.

- არ გეგონოთ, რომ თქვენს წინ შენაპანი დგას, მაგრამ ამ ეტაპზე სამსახურის დაწყებაზე

საერთოდ არ მიფიქრია, შესაბამისად არც როლზე. მე სინედრიონში ჩემი მეგობრის

წყალობით მოვხვდი, რომელმაც გასაუბრებაზე გამიყოლა და ჩემდა გასაკვირად, იმ

გასაუბრების მონაწილე ის კი არა, თავად მე აღმოვჩნდი. თანაც არა როლის მიღებას

მთავაზობდნენ, არამედ სცენარის წარდგენას, დიდი აუდიტორიის წინაშე. ხოლო რაც

შეეხება ჩემს სცენარს, ჩემს მეგობარს დაწვრილებით მოეთხრო მისი შინაარსი,

ადგილსამყოფელი და ჩემს მოღვაწეობაზე, ერთი ორი სიტყვაც გადაკვრით უთქვამს. მე

კი პიველად მომიხდა სცენის გარეთ როლის თამაში, რომ ამ ყველაფრის შესახებ

ყველაფერი ვიცოდი. დარბაზში მყოფი გამოცდილი ბატონები, რომლებიც ერთ დროს

ალბათ ჩემს მსგავსად პირველად შედგეს ფეხი სამოთხის კარში, როგორც თქვენ ახსენეთ,

მიყურებდნენ ეღიმებოდათ და ელოდნენ პასუხს მივიდოდი თუ არა დღეს დანიშნულ

შეხვედრაზე, სადაც ჩემი სცენარი უნდა მიმეტანა. ხოლო დაუსწრებლად შინაარსის

გაცნობის ხარჯზე, ყოველგვარ საფეხურს გამოვტოვებდი და პირდაპირ შესულს

მომიწევდა აუდიტორიის წინაშე სამი სათი მაინც მეკითხა თეთრ ფურცლებზე

ამობეჭდილი ტექსტი.

- როგორც ვხედავ არ დათანხმდით, რადგან აქ დგახართ ჩემს პირდაპირ და არა

აუდიტორიის წინაშე, თქვენი თეთრი ფურცლებით.

ლევანს უცნაურად ეჩვენა ეს სიტყვები, თუმც მიზეზი ვერ მოუძებნა.

- თქვენ მიწვეული იყავით? - იკითხა დაბნეულმა.

- სიმართლე, რომ გითხრათ დღევანდელ შეხვედრაზე არაფერი ვიცოდი. თქვენიდან

გავიგე პირველად და არც ვიყავი ვალდებული რაიმე მცოდნოდა. თუ მე მიწვეული არ

ვიყავი და ეს იმით დასკვენით, რომ მე თქვენს მსგავსად აქ ვდგავარ, მაშ შეხვედა ექვს

5

საათზე უნდა ყოფილიყო დანიშნული. თქვენ კი მითხარით, რომ მისვლაზე

დათანხმდით.

ლევანს თავში დაბნეულობისგან ყველაფერი აერია. სანამ პასუხს გასცემდა ბევრი რამ

უნდა მოეფიქრებინა, თუმც დრო არ აძლევდა საშუალებას. დაასკვნა, რომ უცნობმა დღეს

დანიშნულ შეხვედრაზე ყველაფერი იცოდა, რადგან მას არ უთქვამს სცენარის

წაკითხვაზე რა გადაწყვიტა. არც ის უთქვამს დღის რომელ ნახევარში ელოდნენ მას.

შეხვედრის ცოდნას ადასტურებდა ის ფაქტი, რომ უცნობმა გარკვევით თქვა აქ დგახართ,

ჩემს პირდაპირ, ახლანდელ დროს გულისხმობდა. ბიჭმა სასწრაფოდ მობულურს

დახედა, შვიდის ათი წუთი იყო. უცნობმა კი ექვსი საათი მკაფიოდ ახსენა,

დაზუსტებით.

ხანგრძილივი დუმილის შემდეგ ლევანი ალაპარაკდა, მაგრამ ამ ჯერზე დაბნეულობა

აღარ ეტყობოდა. თავდაჯერებული და მობილიზებული ჩანდა.

- დიახ ექვს საათზე - დაუდასტურა და მზერა უცნობის თვალებს გაუსწორა, რომლებიც

ქვემოდან მისჩერებოდნენ. მცირედი პაუზის შემდეგ მან განაგრძო - ამ ქუჩაზე

შემთხვევით აღმოვჩნდი. რუსთაველზე ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, როდესაც ქარმა

ხელიდან გამომტაცა აუკინძავი ფურცლები, სადაც სცენარი მეწერა გამოვედევნე, მაგრამ

უშედეგოდ. ერთი ფურცელიც ვერ დავიჭირე.

- სამწუხაროა, მართლაც სამწუხაროა, მაგრამ მე იმაზე უფრო მეტად ვწუხვარ, რომ ამ

თავგადასავალს არავინ დაიჯერებს.

- არ დაიჯერებენ, თუ თქვენ არ გჯერათ?! - ლევანმა ვერ მოითმინა და გაკადნიერდა.

- ფენარდ! ჩემო მეგობარო აქეთ. მანდ რას აკეთებ?! ნაბიჯს აუჩქარე! აი ასე კარგი ბიჭი

ხარ. როგორ შემაშინე, ამდენი ხანი უჩემოდ არსად ყოფილხარ. ერთხანს ვიფიქრე, რომ

არ გამოჩნდებოდი. აბა ამას შეხედეთ! ზედ არ მიყურებს. არადა მის გამო ამ ქარიშხალში

ორი სათზე მეტხანს ვილოდე.

ლევანმა უკან გაიხედა და დიდი უშველებელი, ბომბორა ძაღლი დაინახა, რომელიც

გორგალივით გახვეულიყო სქელ და უხეშ ბეწვში. პატარა ყურები და მიჭეჭყილი თავი

უჩანდა. წაგრძელებული ნიჩურით პატრონს დაყნოსა და უკანა თათებზე დადგა.

სიხარულის ნიშნად კი კუდის ქიცინს მოჰყვა.

- ღმერთო ჩემო, თურმე ძაღლს ელოდებოდა! მეკი როგორ ჩავაცივდი. რა არ ვიფიქრე

მასზე. წამდაუწუმ ირგვლივ მიმოხედვით ძაღლს ეძებდა. ჰმმ არ მიმართლებს. -

გაიფიქრა ლევანმა და დამშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა. უცნობმა ხელი

ჩამოართვა.

- გიორგი მქვია, შემდეგი შეხვედრისთვის, რომ იცოდეთ გიორგი მეტრეველი.

ლევანმა ზურგი აქცია და ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუყვა გზას. ორიოდე

ნაბიჯი გადადგა და უკან მობრუნდა.

- დღეს დანიშნული შეხვედრის შესახებ თქვენ იცოდით!

- მე აქვე ვცხოვრობ, ვაჩნაძის ქუჩაზე. ხუთი საათი იქნებოდა ფენარდი სასეირნოდ, რომ

გამოვიყვანე. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ სახლში, რომ ვბრუნდებოდით კატამ

მთელი სისწრაფით გადაირბინა ჩვენს წინ. მას ეზოს ძაღლები მისდევდნენ ყეფით.

6

ფენარდმა მთელი ძალით სცადა გაქცევა. ერთხანს თავი შევიმაგრე, უეცრად ხელი

ამისხლტა, ჯაჭვი გაწყდა ძაღლი კი გაბმული ყეფით გაეკიდა შავ კატას. მის გამო ვიდექი

აქ. ვუცდიდი. ვერც კი მივხვდი, როგორ გავიდა დრო. ექვსის ნახევარი გახდა, მაშინ

გამახსენდა სინედრიონი. პირველად თქვენთან ვცადე დარეკვა მიპასუხეთ კიდეც.

სწორედ ამ დროს ფენარდი დავინახე. გავიქეცი მისკენ, დიდხანს მივდევდი, მაგრამ ვერ

დავეწიე. ისევ ამ ადგილას დავბრუნდი. კვლავ თქვენი ნომერი ავკრიფე და ამ დროს

ჰორიზონტზე თქვენ გამოჩნდით. გირეკავდით რადგან მეთქვა, შეხვედრა გადაიდო.

თავიდან არ გითხარით ჩემს მიერ, რომ იყო საზოგადოება მოწვეული, მათ შორის

თქვენც, მაგრამ თქვენ გამიგებთ. ჩემს მსგავსად თქვენც ვერ მიხვედით, უფრო მეტიც,

სცენარი დაკარგეთ. აი ხომ ხედავთ, კვლავ ბევრი მალაპარაკეთ.

- მე ისედაც გაგიგებდით, არ იყო საჭირო დაკარგული სცენარის ხარჯზე თქვენს

მდგომარეობაში შესვლა. ვშიშობ აქ უნდა დაგემშვიდობოთ სამუდამოდ, რადგან

მოსვლის მიზეზი მე აღარ მაქვს.

- მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გქონდათ შენახული? თუ რამე გაწყენინეთ გთხოვთ, რომ

ახლავე, აქვე მაპატიოთ.

- დიახ ერთ ეგზემპლარად. კომპიუტერიდან წავშალე, რადგან დღეს თუ დიდ

შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა მაინც მოუწევდა წაშლა. რაც შეეხება პატიებას,

საპატიებელი არაფერი გაქვთ.

- ვშიშობ, რომ მაქვს. თქვენი სცენარის მიერ მოხდენილ შთაბეჭდილებაზე ვერაფერს

ვიტყვი, მაგრამ დაზუზტებით ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შემიძლია. მე ვერ

მოვახდინე თქვენზე კარგი შტაბეჭდილება, რადგან სხვა სცენარის შექმა შეგიძლიათ და

შესაბამისად სინედრიონში მოსვლაც. თქვენ კი სამუდამოდ დამემშვიდობეთ.

- თქვენზე არც კარგის თქმა შემიძლია და არც ცუდის.

- ჩემთან სახლში გეპატიჯებით, ჩვენი გაცნობის აღსანიშნავად ღვინო დავლიოთ.

- ახლა, რომ დაგთანხმდეთ უხერხული იქნება, თანაც...

- დიდხანს არ გაგაჩერებთ. ძალადობა არ მიყვარს. ანდა რა საჭიროა თქვენობით

საუბარი- გიორგის ამის თქმაზე სახე მოეღუშა. თავის ერთგულ მეგობარს გახედა

რომელიც მოთმინებით ელოდა მის დაძახებას - ფენარდ სახლში!

ვაჩნაძის ქუჩაზე მდგარ სახლებს შორის, გიორგის სახლი ყველაზე გამორჩეული

შესახედაობით გამოირჩეოდა. აგურით ნაშენ ორ სართულიან სალხს, მეორე სართულზე

მარჯვენა კუთხიდან აივანი შემორტყმოდა. ოვალური ფორმის ფანჯრები შიგნიდან მუქი

ფარდებით, რომ ჩაებნელებინათ სახლს ისეთ იერს უქმნიდა თითქოს დიდი ხნის წინ

გამოეკეტათ კარი და აქ არავინ ცხოვრობდა. ხოლო შესასვლელ რკინის ოვალურ, შავ

კარზე გარკვევით ეწერა ოქროსფერი, მრგვალი ასოებით გ.მ.

არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, რომ სწორედ ეს კარი გიორგიმ გააღო და ლევანთან

ერთად სახლში შევიდა.

7

უკმაყოფილო ფენარდი კი შემოსასვლელ კართან დაჯდა და კვლავ გარეთ გასვლას

ლამობდა.

სახლი უცნაური ნივთებით იყო მორთული. ძველი გოთიკური სტილი თავისუფლად

ეთვისებოდა ეგვიპტურ ინიციალებს, კედლებზე მოხატულ გაურკვეველ სიმბოლოოებს.

შესასვლელის მარცხენა კედელი კი ვიკინგების გამოსახულებას დაეფარა. კუთხეებში ორ

წყებად აბჯარასხმული მანეკენები იდგნენ, ხელში საბრძოლო იარაღით.

ჭაღი რომელიც ისეთი მაღალი ჭერიდან იწყებდა სათავეს გეგონებოდათ ცასავით

მიუწვდომელიაო, განსხვავებული, ორიგინალური ორნამენტებით გაფორმებული იყო

და მისი შუა ცენტრიდან ეშვებოდა ჯაჭვებზე აკინძული პატარ-პატარა ნათურები,

რომლებიც ბოლოში ერთ მთლიანობას ქმნიდნენ და ბზინავდნენ ნაირფრად.

ჭერზე ასახული იყო მეფედ კურთხევის ცერემონია. ძველი წესჩვეულებანი, ვიკინგების

საბრძოლო წვრთვნა, სამურაის განუყრელი ხმალი.

სახლი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა ვიდრე გარედან ჩანდა.

გიორგიმ ლევანი მისაღებ ოთახში მიიღო, სადაც ოთახის ოთხივე კედელს

წიგნებისთვის განკუთვნილი თაროები, გალავნის კედლების მსგავსად შემორტყმოდა. ეს

ოთახი ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს წიგნებით აეგოთ. ხოლო

ოთახის შუაგულში მეტად მოსახერხებელი და მდიდრული დივანი იდგა. მის პირდაპირ

მარმარილოს პატარა ჟურნალის მაგიდა, მაგიდაზე მარმარილოს საფერფლე, შანდალი

და ზრდის მიხედვით სუვენირები ელაგა, რომლებსაც ანგელოზის ფორმა ჰქონდათ.

სანამ ლევანი გართული იყო სახლის თვალიერებით, გიორგიმ მარნიდან წითელი

ღვინო ამოიტანა და ხუთ ფინჯანში თანაბრად გაანაწილა. სწორედ ამ დროს კარზე

ზარის ხმა გაისმა. გიორგი ადგილიდან არ დაძრულა. სახლში შესასვლელი კარი

გარედან გაიღო და მძიმე ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. ამ

ხმაურის ხარჯზე ადვილად გამოსაცნობი იყო, რომ სახლში რამდენიმე ადამიანი

შემოვიდა.

მისაღებ ოთახში მალევე გამოჩნდა, ორივესთვის ნაცნობი ნიკა გიგანი. სწორედ ის

მეგობარი ლევანი, რომ უამბობდა გიორგის.

ოთახში ნიკას გარდა ორი უცნობი ახალგაზრდა გამოჩნდა, რამაც დაადასტურა ის

ფაქტი, რომ სახლში რამდენიმე ადამიანი შემოსულიყო.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ლევანისთვის უცნობმა ბიჭებმა და მისმა მეგობარმა ნიკამ

არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ გიორგის სახლში ლევანი დახვდებოდათ. არც იმის

თაობაზე იცოდნენ თუ რატომ არ შედგა სცენარის პუბლიკაცია. გამოვტოვებ თქვენთვის

უკვე ნაცნობ მიზეზებს, რის გამოც სინედრიონში მისვლა გადაიდო. თქვენთვის ასევე

ცნობილია თუ როგორ აღმოჩნდა ლევანი გიორგის სახლში. ვიდრე ჩვენი გმირები

ერთმანეთში საუბრობენ და არკვევენ დღევანდელი დღის მოვლენებს, მე ორიოდე

სიტყვით შევეცდები გიამბოთ ლევანისთვის უცნობი ადამიანების, ანუ ლუკას და გიგის

შესახებ.

შავგვრემანი ახალგაზრდა, რომელიც ნიკას შემდეგ შევიდა გიორგის სახლში, საშუალო

სიმაღლის, მხრებში ოდნავ მოხრილი, სახასიათო ჩქარი ნაბიჯებით და დგომის

8

განსაკუთრებული მანერით გამოირჩეოდა. სახე მოგრძო ჰქონდა, თუმც მეტისმეტად

ღრმა, მშვიდი თვალები და ლამაზი ცხვირი, სახეზე არსებულ ყოველგვარ ნაკლს

ჩრდილავდა. წვერს მოშვებულს ატარებდა, მაგრამ გაუპარსავის იერს არ უქმნიდა.

პირიქით მოგრძო სახეს უხდებოდა კიდეც ამგვარი იმიჯი. მხრებამდე ჩამოზრდილ

სწორ, შავ თმას შეკრულს ატარებდა.

არც თუ ისე კარგი შესახედაობის, შესაძლოა ითქვას ულამაზო შავი ქურთუკი და შავი

შარვალი ეცვა, თუმცა არც ფეხსაცმელი სცმია უკეთესი და სხვა ფერის. ეს ახალგაზრდა

რომელსაც დიდი გულისყურით აკვირდებოდა ლევანი, გიგი წილოსანი გახლდა.

ხოლო ლუკა, რომელიც გიგის ფეხდაფეხ მოჰყვა, მისი მეტისმეტად გამხდარი ფეხები

და სუსტი ხელები, თვალშისაცემად გამოიყურებოდა. აგრეთვე მისი სკანდინავიური

ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები. ასევე საყურადღებოა მისი ოფიციალური

ტანისამოსი და ყოველგარ ნორმაში ჩამჯდარი იმიჯი.

საკვირველიც კია, ასეთი მორალის მქონე ადამიანის ხილვა ირგვლივ მყოფ

ახალგაზრდების გვერდით.

ახლა კი დროებით გადავინაცვლოთ მოგონებების დროში, წარსულში.

ზამთრის მიწურულს მზე სუსტ სხივებს, სწორხაზოვნად ფენდა დედამიწაზე. ქალაქი

იდუმალ სიმშვიდეს შთაენთქა. ირგვლივ მომაბეზრებელი მდუმარება, ავის

მომასწავლებლად განაბულიყო. თითქოს ქალაქმა სწორი დრო ვერ აირჩია

დასაძინებლად, მაგრამ რა ექნა საწყალს უძილობა მას ხომ რამდენიმე ხანს ტანჯავდა.

ხოლო ახლა დრო მიეცა თვალის მოსახუჭად და ღრმა ძილშიც უმალ გაირინდა. რომ

სცოდნოდა რაოდენ დიდ შეცდომას უშვებდა გამოიღვიძებდა, იმის მიუხედავად, რომ

წლობით უძილო გახლდა.

ქალაქი განადგურებულ, გაშიშვლებულ და გაძარცულ ციხესიმაგრეს ჰგავდა, მაგრამ

ციხესიმაგრეს ვერც ზღაპაღში და ვერც რეალობაში ვერ აიღებ, თუ ციხე შიგნიდან არ

გატყდა.

იყო დრო როდესაც ადამიანის ღირსება და პატიოსნება ყოველივეზე მაღლა იდგა,

უფალზეც კი.

ჩვენი რწმენა ცოდვას გმობს, ცოდვილს კი ფეხზე ადგომის საშუალებას აძლევს.

გაკიცხვას გმობს, მაგრამ ადამიანის სწორ გზაზე დაყენებას არავის უკრძალავს. ღმერთი

ჩვენი გვნეუბნება ,,არ განიკითხო და არ განიკითხები’’ მაგრამ ხალხი ასე თარგმნიდა,

განიკითხე, მის სულში ღრმად აფათურე ხელები და შენი სული ხელუხლებელი

დარჩებაო.

რათქმაუნდა ადვილია დაინახო მხოლოდ ის რაც შენ გინდა, გააკეთო ისე როგორც შენ

მოგესურვება, ილაპარაკო ისე როგორც შენთვის ხელსაყრელი იქნება. იქ სადაც

იზღუდება ერთი ადამიანის თავისუფლება, იქ იწყება მეორესი.

თაობათა ცვლა და მის წინ მყოფი თაობების განუწყვეტელი ურთიერთგაუგებრობა,

მუდმივი ქაოსი და დაუნდობლობა ერთმანეთს შორის.

ის რისი გაგებაც სხვა ოჯახისთვის უდიდესი სიხარული იქნებოდა, ელბაქიძეების

სახლში უდიდესი ტანჯვა და გლოვის მიზეზად იქცა.

9

მათემ ოჯახის უფროსმა რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში პირველად, რომ

აიყვანა ხელში ახლადაბადებული ქალიშვილი, ეს სიტყვები წარმოთქვა: ოჯახში

მომავალი ექიმი დაიბადაო, რათქმაუნდა უნდა ინატროს ყველამ ასეთი რძალი,

ქალიშვილი და შორეული ნათესავი მაინც რომელსაც ექიმის დიპლომი ამშვენებს და

კარგ წრეშიც ტრიალებს. ამ გოგონას დაბადების დღიდან ყველა წყვეტდა მის მაგივრად

ყველაფერს. იგი უზრუნველი იყო. თავს არ იწუხებდა იმაზე ფიქრით თუ რა ჩაეცვა, რა

ეჭამა, რა უყვარდა მუსიკაზე სიარული, თუ ცეკვაზე, ფორტეპიანოზე თუ ხალხურ

საკრავზე. მოკლედ მას არაფერზე უწევდა ფიქრი, რადგან მას არავინ არაფერს

ეკითხებოდა. ეს ისედაც დაწერილი იყო მის ბედში. ის კი მხოლოდ ასრულებდა

დავალებას. წლები მალე გადის, ეს გოგონაც ექიმი გახდა, როგორც მამამ

უწინასწარმეტყველა. მართალია ძალდატანებით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

მისგან ხომ კარგი მოცეკვავე ვერასდროს დადგებოდა, ამიტომ მამის რჩევას უნდა

გაყოლოდა, მაგრამ საინტერესოა მთელი მისი სიცოცხლე, რომელიც მან განვლო, რატომ

დადიოდა ცეკვაზე? რათქმაუნდა მხოლოდ სახელის გამო, ანდა უბრალოდ მოდაში იყო

ცეკვის გაკვეთილებზე სიარული.

მარია ოცდახუთი წლის გახდა და მამაც მოემზადა მისი საქმროს მონახვისთვის. თუმც

როგორც მკითხველი მიხვდებოდა, მათეს ეს პიროვნებაც უკვე დიდი ხანია

შეთვალიერებული ყავდა.

მარიას ყოველი სახლში დაბრუნება და მრავალ სიურპრიზის დახვედრება ერთი იყო.

ერთ მშვენიერ დღეს კი დიდ სუფრასთან მსხდომ რამოდენიმე ნაცნობს, მამის ძველ

მეგობრებს და უცნობ ახალგაზრდას მოჰკრა თვალი. ღონემიხდილი ჩამოჯდა

თავისუფალ სკამზე და მძიმედ დაიწყო სუნთქვა. ეს დროსტარება დიდხანს არ

გაგრძელებულა. როდესაც მათემ განუცხადა შენს პირდაპირ მჯდომი ახალგაზრდა ჩემი

ძველი მეგობრის დისშვილია, თანაც სახელოვანი იურისტიო, თუმც მომავალში სულ

ერთად უნდა იყოთ და მე ამდენ საუბარს სჯობს თქვენი სადღეგრძელო შევსვაო, მარიამ

ოდნავ გაიღიმა, ფეხზე წამოდგა, ორიოდე ნაბიჯი გადადგა და შუა ოთახში

გონებადაკარგული დაეცა.

როდესაც თვალები გაახილა, მის გვერდით მჯდარი მასთან მომუშავე ექიმი ანა და

კარებთან გამზადებული ჩემოდანი დაინახა, რომელიც მისი ნივთებით აევსოთ.

რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა ყველასთვის, მარიას

ორსულობა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ისედაც ყველა ეჭვობდა ამის შესახებ. ციხის

შიგნიდან გატეხვის დრო მოსულიყო.

ასევე საყურადღებოა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, მარიას არ უნახავს მის სიცოცხლეში

მშობლები. ასევე უცნობი დარჩა ბავშვის მამის ვინაობა.

ხალხმა მალე აიტაცა ეს ამბავი. ანგელოზის ფრთების უკან გველი იმალებოდაო.

მრავალი შედარებებით ავსებდნენ მას. სამსახურში მოხვეჭილი სახელი ერთიანად

გაეფანტა. პაციენტებიც კი მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ მასთან, როდესაც სხვა ექიმი

დაკავებული იყო. თანამშრომლები ისე არიდებდნენ თავს მასთან ურთიერთობას,

თითქოს შავი ჭირით ყოფილიყო ავად. ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი დაქვეითება და

10

ბოლოს სწავლული ექიმის წოდებიდან, ექთნის პოზიციის დაკავება.

- ახია მასზე, ეგეც მეტია მისთვისო - მიაძახებდნენ ხოლმე, როდესაც ოთახიდან

გავიდოდა ან თვალს მიეფარებოდა.

ცხრა თვემ ასეთ ვითარებაში განვლო.

თერთმეტ აპრილს ლუკა ელბაქიძე ქვეყანას მოევლინა. თვალი არ ჰქონდა ბავშვს

გახელილი, რომ საჭორაო ობიექტად იქცა. უსირცხვილო დედის შვილი, დედის გვარს

ატარებსო. ქალები რომლებიც წლებია ბიჭის ყოლას ნატრულობდნენ, შურით გულს

იხეთქავდნენ, გვარის გამგრძელებელი დაიბადა თითქოს და რა გვარის იყოსო.

მარია წლობით სახლში ვერ დაჯდებოდა. სამსახური, რომ მიეტოვებინა შიმშილით

დაიღუპებოდნენ, ისიც და მისი შვილიც. იმის კვალობაზე როგორც იგი იყო აღზრდილი,

დამოუკიდებელ ცხოვრებას კარგად აუწყო ფეხი. ბინა დაიქირავა და შვილსაც არაფერს

აკლებდა. დედის სიყვარულს და თანაგრძნობას პატარა ლუკა თითქოს მაშინვე

გრძნობდა. მხოლოდ მაშინ იტირებდა თუ მოშივდებოდა, უმიზეზოდ არასდროს

აწუხებდა დედას.

მარია იძულებული გახდა ლუკა მთელი დღით საბავშო ბაღში მიეყვანა, მაგრამ მას

სამსახურში ღამით მორიგეობაც უწევდა.

იმ დროს პრესტიჟული გახლდა სოფლებიდან და რაიონებიდან დედაქალაქში

გადმობარგება. სკოლას ამთავრებდნენ თუ არა ახალგაზრდები, მშობლები დედაქალაქში

აცილებდნენ, რადგან უმაღლესი ცოდნის მიღებისთვის ეს შესაფერისი ადგილი

გახლავდა. (თუმც არაფერი შეცვლილა, ჩვენს დროშიც ასე ხდება)

მარიას შორეული ნათესავის შვილიც ამგვარ ტრადიციას არ ჩამორჩა და ქალაქში

გადმოვიდა სასწავლებლად. მარიამ კი დრო იხელთა და საცხოვრებელი ბინის

პრობლემის მოგვარების პირობით, ღამით პატარა ლუკას მოვლა დააკისრა სალომეს,

რომელიც სიხარულით დათანხმდა ამ შემოთავაზებულ წინადადებას.

სალომეს მშობლებმა ბევრი იორჭოფეს, არ უნდოდათ უსირცხვილო ადამიანის ოჯახში

დაეტოვებინათ მათი ქალიშვილი, მაგრამ ნათქვამია სიღარიბე ქედს მოგახრევინებსო

სხვა გამოსავალი, რომ ვერ იპოვეს ბოლოსდაბოლოს მარიას დათანხმდენ.

ყველაფერი როგორც იქნა დალაგდა. სალომე უკვე მეორე კურსის სტუდენტი გახლდა.

ლუკა კი ყოველდღე საგრძნობლად იზრდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ სიმშვიდე და

ბედნიერება დიდი ხნით არ გრძელდება...

ერთ დღესაც სამსახურიდან დაბრუნებულ მარიას, სალომე ატირებული დახვდა.

ვერაფრით შეძლო მისი დამშვიდება და ვერც მისი ატირების მიზეზის გაგება მოახერხა.

მესამე დღეს კი სალომე თავის ნებით ალაპარაკდა. გაირკვა, რომ სალომე მუცლით

შვილს ატარებდა, ხოლო ვის შვილს არ უთქვამს და არც მარიას უკითხავს. ალბათ არ

არის საჭირო გითხრათ რა მოჰყვა ამ ყველაფერს, რათქმაუნდა ეს ამბავიც მარიას

დაბრალდა. საწყალი იძულებული გახდა სხვა სახლი ექირავა, მოშორებით უბანში

სადაც უცნობი ხალხი ცხოვრობდა.

ცხრა თვემ არც თუ ისე მალე განვლო. ხოლო როდესაც ქვეყანას გიგი მოევლინა, სალომე

გაუჩინარდა. ასე დარჩა მარია ორი ბავშვით, გარიყული და მივიწყებული ყველასგან.

11

როდესაც ლუკას თორმეტი წელი შეუსრულდა დედას შეშჩივლა, ყველა ჩემს მეგობარს

მამა ჰყავს მე და გიგის კი არაო.

მარიამ იცოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომ მოუწევდა შვილისთვის. ამიტომაც ამ

შეკითხვის პასუხი დიდი ხნის წინ მოეფიქრებინა და მალევე უპასუხა შვილს.

- ხედავ ლუკა ამ ბავშვს? - მარიამ ფარდა გადასწია და ეზოში ფეხშიშველა ბავშვი

დაანახა, რომელიც ნაგვის ურნიდან კრეფდა უსარგებლო ნივთებს. - მას არც დედა ჰყავს.

- განაგრძო მარიამ. - შენ და გიგის კი მე გყავართ...

მას შემდეგ ლუკას აღარასოდეს დაუსვამს ამგავარი კითხვები.

ჩემო ანგელოზო სამუდამოდ დაგკარგე... ცარიელი ვარ უშენოდ. ვგრძნობ, რომ ჩემი

სულიც, სხეულიც და გულიც ცარიელია. ჩემი თავის დაკარგვა ახლა ვიგრძენი. გული

დამძიმებული მაქვს... - თავისუფლების მოედნიდან სახში მიმავალ ვიკას ეს სიტყვები

უტრიალებდა თავში. მეტროს სადგურთან იდგა და ირგვლივ მყოფ ხალხს ვერ ამჩნევდა.

სამაგიეროდ ხალხს მაშინვე მოხვდა თვალში უცნაური გოგო, რომელსაც მამაკაცის

ბაიკერის ქურთუკი ეცვა და ქამარზე სამ წყებად ჯაჭვები ეკიდა. თვალები შავი ფანქრით

ეგვიპტურ სტილში დაეხატა და წარბზე პირსინგი ეკეთა.

-ვერ ვიტან ლოდინს! არადა სულ მიწევს. წარბები მოღუშა თავი ტელეფონში ჩახარა და

ბუნდოვან სურათს მიაშტერდა.

გარშემო უამრავი ხალხი იდგა, მაგრამ მისი ყურადღება ახალგაზრდა წყვილმა მიიპყრო.

ჯერ მათი საუბარი, შემდეგ კი სიცილის ხმა შემოესმა და ინსტიქტურად თვალი

მიადევნა მათ. ერთხანს უყურებდა დაბინდული თვალებით. ტელეფონი სასწრაფოდ

დამალა ქურთუკის ჯიბეში და მათკენ გაეშურა. საათის კითხვა მოიმიზეზა. მისი

გულიცემის ხმა ყურებში მკაფიოდ გაიჟღინთა, როდესაც ზურგით მდგარი ბიჭი

შემობრუნდა მისკენ პასუხის გასაცემად, ვიკამ შვებით ამოისუნთქა. სხვაში შეეშალა.

ღმერთო, როგორ ჰგავდა მას.

სახლამდე ძლივს მიაღწია. გზადაგზა სუნთქვის უკმარისობა და უღონობა აჩერებდა. აი

გამოჩნდა კიდეც ხომლელის ქუჩა. სახლში შესულმა პატარა ფურცელი მონახა.

სასწრაფოდ და დაიწყო წერა.

უშენოდ მარტოსული გული სახლამდე ძლივს მოვიტანე. დღეს შენს ორეულს

გადავაწყდი. საშინელი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მეორედ დაგკარგე. ვიცი ის სხვა

იყო, მაგრამ რომ ვუყურებდი ფეხზე მყარად დგომა მიჭირდა. წარსულში გადავარდი,

შენი სახე თვალებიდან არ მშორდებოდა, თან იმ უცნობს გადარებდი. ამ დროს გოგოს

თვალებთან მოწოლილმა ცრემლებმა იფეთქა და ფურცელიც ნელ-ნელა ცრემლებით

დაიცხრილა. წერილის ბოლოს წააწერა: საშინლად მომენატრე.

ფურცელს დახედა, ხელში მაგრად მოჭმუჭნა, ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაგლეჯებად

აქცია. შემდეგ დიდხანს იწვალა და მაინც ააწყო ეს ნაგლეჯები. დაუბრუნა პირვანდელი

სახე. კვლავ წაიკითხა, ისევ არია ერთმანეთში და ნაგვის ურნაში მოისროლა.

12

- რა ძნელი ყოფილა სიყვარული! ყველაფერი დასასრულის პირას მივიდა. დღეს

სამუდამოდ უნდა დაგივიწყო! - ხმამაღლა წარმოთქვა მან და ცრემლები შეიმშრალა,

Burzum – ის გამოსახულებიანი მაისურის მეშვეობით.

მიზანდასახულმა გონებაში გეგმები დააწყო, რადაც არ უნდა დასჯდომოდა დღეიდან

მასზე ფიქრი უნდა შეეწყვიტა. ქურთუკიდან ტელეფონი ამოიღო და ნომრების სიას

გადაავლო თვალი. ბოლოს კი გიორგის ნომერთან შეჩერდა. ბევრი იფიქრა მოეყოლა თუ

არა მისთვის თავის გრძნობებზე. ბოლოს მაინც გადაწყვიტა მიეწერა, უბრალოდ

მოეკითხა, მაგრამ ბოლო წამებში გადაწყვეტილება შეცვალა და გიგის დაურეკა.

- გიგი როგორ ხარ? რატომ დამივიწყე?

- ასე მალე არავის ვივიწყებ. კარგად ვარ შენ?

- მე არც თუ ისე კარგად.

- ასეც ვიცოდი.

- ხომ არ გაცდენ?

- არა პირიქით, მზიურში ვარ. ვსეირნობ, თანაც მარტო ვარ. გელოდები გამოდი.

ვიკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, კვლავ გარეთ გასვლა უწევდა. ასე იცოდა გიგიმ

არასდროს დაგიტოვებდა არჩევანს. ტელეფონს თიშავდა, როდესაც უარის მიღების

საფრთხეს ხედავდა.

ვიკა ერთ საათში მზიურის შესასვლელთან გაჩნდა. ცოტა ხანს იყოყმანა შესულიყო თუ

არა. მერე გაახსენდა გიგის ხასიათი მიხვდა, რომ იგი მანდ აღარ იქნებოდა. თანაც

სიამაყემ სძლია და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრების სურვილი გაუჩნდა.

არც თუ ისე დიდი დრო აღმოჩნდა საკმარისი, მთელი ტერიტორიის

დასათვალიერებლად. ვიკა მართალი აღმოჩნდა, გიგი მზიურში ნამდვილად აღარ იყო,

უფრო მეტიც, ტელეფონზე ლაპარაკის შემდეგ დაეტოვებინა ეს ადგილი.

ვიკა თავისუფალ სკამზე დაეშვა. ირონიულად გაიღიმა და თვალები დახუჭა.

ცოტახანში მის გვერდით ლუკა ჩამოჯდა.

- ვიკა, ჩემს ძმას ხომ არ ეძებ?

ვიკამ მას გაკვირვებით შეხედა და პასუხის გაცემა დააპირა.

- მე...

ლუკამ დამთავრების საშუალება არ მისცა.

- შორიდანვე გიცანი და... კარგად გამოიყურები.

ვიკა მოულოდნელმა კომპლიმენტმა შეაცბუნა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისევ

ლუკამ დაასწრო.

- გიგის საქმე გამოუჩნდა სინედრიონში - ხანმოკლე დუმილის შემდეგ განაგრძო - მოდი

სიმართლე ვაღიაროთ და შენთან შეხვედრა ვერ გაბედა. ახლა ამას არ უნდა ვამბობდე,

მითუმეტეს ჩემს ძმაზე, იმედია გესმის ჩემი. - თვალები მოიფშვნიტა და დაჟინებული

მზერით შეხედა კვლავ გვერზე მჯდომს.

ვიკამ მალევე შეამჩნია, ლუკა მის ყოველივე ქმედებას, სახის მიმიკების ცვალებადობას

საგულდაგულოდ აკვირდებოდა, ამიტომაც მან უფრო შეწუხებული სახე მიიღო.

- ვიფიქრე გიგი ყველაფერს დაივიწყებდა. არ იდარდო. ჩათვალე, რომ დღეს არც

გვინახავს ერთმანეთი. ახლა კი მაპატიე ლუკა, აქ ჯდომა მომბეზრდა უნდა წავიდე.

ისინი დაუმშვიდობებლად დასცილდნენ ერთმანეთს. ვიკამ ტაქსის მძღოლს

რუსთაველისკენ ააღებინა გეზი.

13

ამინდი შეიცვალა, ძლიერი ქარი ამოვარდა და უეცრად ჩამობნელდა. როდესაც ვიკა

რუსთაველის მეტროს მიუახლოვდა მიხვდა, რომ სახლისკენ მიმავალი გზა უფრო და

უფრო მცირდებოდა. საშინლად არ მოუნდა სახლში დაბრუნება. მანქანიდან გადმოვიდა.

დროის გასაყვანად თავისუფლების მოედნისკენ გაეშურა. ნელი ნაბიჯებით განაგრძო

გზა. ხალხის ბრბოს შეერია და შეუმჩნეველი გახდა. უეცრად მას ზურგიდან ხელი ჰკრეს,

ცაში ატაცებულ ფურცლების გროვას, საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდა, ნახევრად

გონდაკარგული მისდევდა. ყოველგვარ ბარიერს უგონოდ იცილებდა და შუა გზაზე

სირბილსაც არ ერიდებოდა. ვიკამ მისი სახე საკმაოდ კარგად დაიმახსოვრა. ერთ ხანს

თვალს არ აშორებდა, შემდეგ კი უცნობი თვალთახედვიდან დაკარგა.

რამდენიმე საათი უაზრო ბოდიალში გაატარა. ფიქრებმა კვლავ გიორგი გაახსენა და

რადგან მის სახლამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, გადაწყვიტა მასთან

გაუფრთხილებლად შეევლო.

სინედრიონი სამსართულიანი მრგვალი შენობა გახლდა, რომელიც ქალაქის ცენტრს

იერსახეს უმშვენებდა. იგი გარშემო ლურჯი შუშებით იყო შემოსაზღრული და

გამჭირვალე იერსახის გამო ხალხი შუშის სახლს ეძახდა.

აქ ეწყობოდა გამოფენები, მუშაობდნენ მხატვრები, ასევე ფუნქციონირებდა ხმის

ჩამწერი სტუდია, იყო სარეპეტიციო ოთახები, სადაც რეპეტიციას გადიოდნენ როგორც

დამწყები, ასევე პროფესიონალი მოცეკვავეები და მუსიკოსები. რამოდენიმე ოთახი

ეკავათ მწერლებს, პოეტებს და სცენარისტებს.

სინედრიონს ჰქონდა საკუთარი თეატრი, რომელიც შენობის პირველ სართულზე იყო

განთავსებული, მაგრამ მისი არსებობის შესახებ, ქალაქში ცოტამ თუ იცოდა.

უზარმაზარი შენობა სადაც თავისუფლად დაიკარგებოდა ადამიანი, კერძო

საკუთრებაში იმყოფებოდა. ხოლო მისი მფლობელი გიორგი მეტრეველი სხვა

მომუშავეებთამ ერთად დაუღალავად შრომობდა მისი პოპულარობის გასაღრმავებლად

და რეპუტაციის ასამაღლებლად. თუმც რეპუტაციის დაკარგვა დაკარგულ კიდურს

ჰგავს, რაც არ უნდა მოიმოქმედო ვერ აღადგენ და თუ მაინც აღადგინე ხელოვნური,

ფარსი იქნება, ის მაინც ცდილობდა, რადგან ცდა ბედის მონახევრეა.

გიორგი ფიქრობდა, რომ მათი წარუმატებელი ნაბიჯები, დროებითი მოვლენა გახლდა

და ადრე თუ გვიან ხალხი სიახლეებს შეეგუებოდა. გაუგებდნენ მათ და მიიღებდნენ

ისეთებს როგორებიც სინამდვილეში იყვნენ.

ის ცდებოდა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს შუშის სახლის არსებობის მიზანი

ვერ გაეგო. აბა მითხარით ვის რაში სჭირდება ასეთი გამოუსედაგერი შენობა?! როდესაც

ქალაქს ფილარმონია აქვს და ეს სრულებით საკმარისია, როდესაც ამდენი თეატრები

გვაქვს, ამდენი ნიჭიელი მსახიობები და მუსიკოსები გვყავს, რატომ უნდა გვინდოდეს ეს

უიღბლოთა გუნდი?! თავიანთი ვითომდა თანამედროვე ხედვებით და უსარგებლო

გამოგონილი ფანტაზიებით!

მათ შეხედულებებს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი როგორ გაიზიარებდა?! თუ

მომავალი თაობა სინედრიონს მოიწონებდა, რისთვის იყვნენ წარმავლები?

აუცილებლად მოიყვანდნენ გონზე ახალგაზრდებს. მათაც ჩაუნერგავდნენ სიძულვის და

შიშს სიახლეების მიმართ, რომელიც მემკვიდრეობის სახით გადაეცემოდა ამ ქვეყანაში

მცხოვრვრებ თითოეულ ადამიანს.

14

სინედრიონში მომუშავეებისთვის კი წინაპრებს, ამ მემკვიდრეობის დატოვება

დავიწყებოდათ და აი გულმავიწყობამ რა შედეგებიც მოუტანა ქვეყანას!

თანამედროვეობა!

მოკლედ ქალაქში განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანების ადგილი არ იყო. ისინი

აქ არავის დუპატიჟებია.

სახელმწიფო ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავდა ამ დაწესებულებისგან, რადგან არც

მიმდევრების სიმრავლით დაიკვეხნიდნენ და არც ფულის გამომუშავებით. ამ ორი

მიზეზის გამო სინედრიონის მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნდათ, თუ ერთს არ

ჩავთვლით. ამბობდნენ გასართობად ფსონებს დებდნენ, ვინც გამოიცნობდა თუ რამდენ

თვეში დაიკეტებოდა ზემოთ ნახსენები შენობა, მოგებულს ჯილდოდ ფულადი პრიზი

და მომავლის ზუსტი განჭვრეტის, საპატიო სტატუსი გადაეცემოდა.

თუმცა დაზუსტებით არავინ, არაფერი იცის და შეიძლება ეს ინფორმაცია მონაჭორიც

ყოფილიყოს. მთავარი ის გახლდა, რომ შუშის სახლის ფუნქციონირებას ხელს არ

უშლიდნენ. ხელოვნურად ხელის შეშლა, თამაშის წესებში არ შედიოდა. თანაც ერთი

კონკურენტი მოაკლდებოდათ, რომელმაც რაიმე სერიოზული ბიზნესის წამოწყების

მაგიერ, ეს გაურკვეველი გზა აირჩია.

ხელფასებს გიორგი მეტრეველი თავისი ჯიბიდან ურიგებდა თანამშრომლებს. ჯერ სად

გაგონილა ასეთი რამ, მაგრამ ამ ადამიანს რამდენადაც უძირო ჯიბე არ უნდა ჰქონოდა,

ყველაფერს ხომ აქვს ბოლოსდაბოლოს დასასრული?! ერთ მშვენიერ დღეს ხომ

გაკოტრდებოდა?! ამის ღირსიც იქნებოდა!

ზოგისთვის ყველაფერი მარტივად გასაგები იყო, ზოგს კი ამ ფიქრებით თავი არც

შეუწუხებია.

რაც შეეხება მათ გამოსვლებს და მითუმეტეს იქ მომუშავე მწერლების ლაყბობას,

რომლებიც ფრონტის წინა ხაზე იდგნენ და პირველ დარტყმებს იღებდნენ ყველაზე მეტი

კრიტიკის და შეურაწმყოფელი სიტყვების სახით, არავითარ შემთხვევაში მაღალ წრეში

მყოფები არამცთუ წაიკითავდნენ მათ ძალათ წიგნებს, არამედ არც კი მოუსმენდნენ მათ

მიერ წარმოთქმულ არც ერთ ბგერას.

მათი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სინედრიონში იყო და ამ შემოსაზღრულ

ტერიტორიას არ უნდა გასცილებოდნენ. ისედაც მადლობა აქვთ მოსახდელი ასეთი

თავშესაფარი, რომ გააჩნდათ.

ხალხისთვის ნება, რომ მიგეცათ სინედრიონს სახელს სიამოვნებით შეუცვლიდნენ და

მის ნაცვლად კარანტინს დააწერდნენ.

ადამიანის ცნობისმოყვარეობას კი აბრალებდნენ თავის გასამართლებლად, როცა ვინმეს

ასეთი წრიდან სახლში სინედრიონის მწერლის წინგის გადამალვა დაავიწყდებოდა და

უეცრად მოსული სტუმრები უპოვიდნენ ხოლმე ჟურნალის მაგიდაზე.

წიგნში ჩატოვებული სანიშნე კი ამცნობდათ, რომ მკითხველს წასაკითხი ბოლო

რამოდენიმე გვერდიღა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ სტუმრები ვერ აკრიტიკებდნენ

საჯაროდ მსხვერპლს, რამეთუ შიში ხმას აკმენდინებდათ. მათ სახლშიც ხომ

მოიძებნებოდა ერთი ორი ამისთანა წიგნი და ეს არც თუ ისე იშვიათი შემთხვევა

გახლდა.

15

გიორგის და ლევანის შეხვედრის შემდეგ, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.

სიახლეებს შორის ყველაზე მთავარი ის გახლდა, რომ თავიდან დაინიშნა სცენარის

პუბლიკაცია. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ლევანი მასთან მუშაობას დათანხმდა.

საბედნიეროდ მისი დაკარგული სცენარი, რომელიც ქარმა გაიტაცა ნიკას აღმოაჩნდა

ხელნაწერის სახით.

შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ დანიშნეს. ამჯერად პირველ საათზე.

ნიკა და გიორგი სინედრიონში ყველაზე ადრე მივიდნენ. სამხატვრო განყოფილებაში

მუშაობდა ნიკა. ხოლო გიორგი როგორც შენობის მფლობელს შეეფერება, ყველა სფეროს

თვალყურს ადევნებდა. იგი ასევე ითვლებოდა ახალგაზრდა მწერლების კლუბის

წევრად. თუმც მას არცერთი წიგნი ჯერ დაწერილი არ ჰქონდა, მხოლოდ პატარა

მოთხრობებით შემოიფარგლებოდა მისი მოღვაწეობა.

ვიკა იმ დღის შემდეგ სახლში გამოიკეტა ერთი კვირა. ახლა კი იწვა საწოლზე და

წიგნით ხელში ჩასძინებოდა . მისმა მობილურმა გააღვიძა. უკმაყოფილოდ წამოჯდა

ლოგინზე. ისევ დაავიწყდა ტელეფონის გათიშვა. სახე სიბრაზისგან მოერღვა, მაგრამ

სიბრაზემ გადაუარა, როდესაც ნომერს დახედა და მისი ძმა ნიკა შერჩა ხელში.

- გისმენ – უხალისოდ, ნამძინარევი ხმით უპასუხა ტელეფონს.

- მისმენ და მისმინე! ჩაიცვი სასწრაფოდ და სამსახურში მოდი!

- შვებულება ავიღე! გიორგი მიბარებს?

- მე გიბარებ!

- მარტო ხარ?

- არა, ლევანია ჩვენთან.

- ლევანი?

- მოდიხარ თუ რას აპირებ?

- მოვდივარ.

არც თუ ისე სახარბიელო საუბრის შემდეგ, ვიკა სინედრიონში ისე მივიდა თვითონაც

ვერ მიხვდა მეორე სართულზე როგორ აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო.

ძილი გამოყოლოდა და დახშული გონებით საღად აზროვნების მაგიერ მისი სხეული

მექანიკურად მოძრაობდა.

სიჩქარეში თმის დავარცხნა და მაკიაჟის გაკეთებაც დავიწყებოდა, მაგრამ ყრუ თავის

ტკივილმა წამით გაჩენილი მოწესრიგების სურვილი დაუკარგა.

ის ამ ყველაფრის გარეშეც ულამაზესი გახლდა. თვითონ ადამიანების გარეგნობას დიდ

ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ღრმად გულის კუნჭულში იცოდა და გრძნობდა, რომ

ნამდვილად ლამაზი გარეგნობა ჰქონდა.

ყველაზე დიდ საკონფერენციო დარბაზში შევიდა და სწორედ იქ დახვდნენ გიორგი

ნიკა და ლევანი.

- ღმერთო ჩემო! - ხმამაღლა იყვირა ვიკამ. - ეს ხომ ის არის? ეს ის ბიჭია ჩემს წინ

მიდიოდა. არა არა... მირბოდა... ხელიც მკრა. არა ნიკა ნუ შეხედე ასე, შემთხვევით.

მართალია ლევანმა ვიკა ვერ იცნო, მაგრამ ნაცნობი შემთხვევის გახსენება საკმარისი

აღმოჩნდა დარწმუნებულიყო, რომ ზუსტან მასზე იყო საუბარი. იმ დღეს თუ

გავიხსენებთ ვიკა გიორგის მონახულებას, რომ გადაწყვეტს იმ დროისთვის ლევანს,

ლუკას და გიგის, გიორგის სახლი უკვე დაეტოვებინათ, ამიტომ მათი გაცნობა

სწორედაც, რომ სინედრიონში შედგა.

16

სულ მალე ცარიელი ოთახი დამსწრე საზოგადოებამ გადაფარა. აქ შეხვდებოდით იმ

ადამიანებსაც ვისაც თავისი ნებით, ყოველგვარი მოწვევის გარეშე მოეყარათ თავი.

სტუდენტებს, ძირითადად ფილოლოგიური და ჟურნალისტიკის სფეროდან, ლიცენზია

შეჩერებულ ექიმებს, დაუსაქმებელ რეჟისორებს და მსახიობებს, სხვადასხვა

სუბკულტურის წარმომადგენლებს. მათი ისედაც მცირე ჯგუფი კიდევ მცირედად

დაიყო. გამოეყვნენ ერთმანეთს გოთები, პანკები, მეტალისტები. მეტალისტები კი კიდევ

სხვა, მცირე ქვე ჯგუფებად დაიყვნენ.

ახალგაზრდები რომლებიც ბლექ მეტალის მიმდევრებად თვლიდნენ თავს მოუსვენრად

დაიარებოდნენ. შემდეგ შეჯგუფდნენ და სამკვდრო სასიცოხლო თემაზე დიალოგი

გამართეს.

დაახლოებით 25 წლამდე ბიჭი, რომელიც როგორც ჩანს მათი მცირე სასტავის ლიდერი

გახლდა, მძიმე მატალის მიმდევრების ასევე მცირე სასტავის ლიდერს დაუპირისპირდა.

ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, როდესაც სიტყვების მარაგი

ამოეწურათ ბრალდებამ გაიჟღერა. ბლექ მეტალისტი უმტკიცებდა მოწინაღმდეგეს, რომ

ამ საშინელებას არცერთი ბლექერი არ დაწერდა და ეს ზუსტადაც, რომ ვინმე მისნაირი

გაბოროტებული, სისხლისმსმელი ნაცისტის, ამპარტავანი არსების ნამოქმედარი იყო.

ის ის იყო ერთმანეთზე გაწევა დააპირეს, რომ გიგიმ და ლუკამ ორივეს ხელი სტაცეს

და გარეთ უკრეს თავი.

ბიჭებმა ეს მოვლენა არც კი შეიმჩნიეს. გარემო ფაქტორებმა ხელი ვერ შეუშალეს

დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში. როდესაც გული იჯერეს და მოწოლილი

აგრესია ერთმანეთის სხეულზებზე ანთხიეს, წამოდგნენ და შელახული ტანისამოსი

შეისწორეს. შემდეგ ბლექერმა სტატია გაუწოდა რომელიც ინტერნეტში რომელიღაც

ბლოგში ამოეკითხა და ამოებეჭდა. მოწინააღმდეგემ გამოართვა და წაიკითხა.

,, Varg Vikernes სკანდინავიის მხსნელი, ჩრდილოეთის ბნელი პრინცი.

მის განვლილ ცხოვრებასთან ერთად, პირველ რიგში რის გამოც აღნიშნული პიროვნების

მკითხველისთვის ახლოს გაცნობა საჭიროდ გადავწყვიტეთ, გახლავთ მის მიმართ

„საქურთველოში“ არასწორი მოსაზრებები და ის იდიოტური შეხედულებები, რაც

ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს გაგიჟებამდე მიიყვანს. ევროპის ნებისმიერ

წერტილში იციან ვარგ ვიკერნესის შესახებ ყველაფერი გარდა ერთადერთი ქვეყნისა და

ეს ქვეყანა სიცრუის, ყოველგვარი სიმახინჯის, დეგენერატიზმის, აბსურდიზმის ბუდე

„საქურთველოა“, თუმცა იქ სადაც სიონიზმს მყარად აქვს ფესვები გადგმული და

ზედმიწევნით კარგად ასრულებს თავის საქმიანობას – ერის გარყვნა გამოდებილებას,

ინფორმაციული ვაკუუმით და თავისი საშუალებებით, საბოლოო დეგრადირებამდე და

ბრბოში დეგენერატიზმის ამაღლებამდე, გასაკვირი არაფერია.

ჯერ საქართველოში დღევანდელ საზოგადოებაში ბლექ მეტალი რა იქნება და მერე

თვითონ ფსევდო მეტალისტები. ამ ფრაზებზე „ქართველი მეტალისტი“ ან „ქართული

ბლექ მეტალი“ ნორმალური ადამიანი სიცილით მოკვდება (ზოგი სიმწრის სიცილით).

მაგალითად საქართველოში ყოფილან თურმე ესეთი „ბლექ მეტალ“ ჯგუფები (რა ჟანრია

თვითონაც ვერ დაუდგენიათ სავარაუდოდ) (ჯერ მათ სიფათებზე იცინებს ადამიანი

როდესაც გაიგებს, რომ მათ ბლექ მეტალისტობა სწყურიათ და რაოდენ გასაკვირიც არ

უნდა იყოს ამ „ქართულ ბლექ მეტალ ჯგუფებს“ მსმენელებიც კი ჰყავთ, რა კატეგორიაა

ეს მასა არ დავკონკრეტდები).

17

უკვე ადვილი წარმოსადგენი იქნება საქართველოში ამ მცოდნეების და სუბკულტურის

„იდეალურ“ მიმდევრებს რა წარმოდგენა ექნებათ ჩვენ გმირზე ვარგ ვიკერნესზე. თუმცა

მაინც რამოდენიმე აზრს და შეხდეულებას შემოგთავაზებთ რაც დომინირებს მათ

პატარა, უსუსურ და მახინჯ ტვინებში ვარგ ვიკერნესზე. მაგალითად:ზოგიერთისთვის

ვარგი „კარგი მასტია“ რომელსაც თურმე, „ძაან საკაიფო ტრეკები“ აქვს. ზოგიერთისთვის

ვარგი იმიტომ გახლავთ „მაგარი როჟა“ რომ სატანისტი იყო (ეს ალბათ კიდევ ერთი

საქართველოში ფსევდო მიმდინარეობის სატანიზმის, ძალით სატანისტების სურვილია)

და ეკლესიებს „აფეთქებდა“.ზოგსაც ვარგ ვიკერნესი ანარქისტი გონია (კაი ბატონო, არის

ამაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ ამ ანარქიის უკან რა დგას ეჭვი არ შეგეპაროთ

გარტყმაში არ არიან, ანარქია ამ ბრბოსთვის სულ სხვა რამესთანაა გაიგივებული, დაე

ისრაელი იყოს მსგავსი ანარქისტების დედათა მფარველი). სპეციალურად შეგნებულად

აღარ განვიხილავთ ვარგ ვიკერნესზე მსგავს იმბეცილთა უარყოფით დამოკიდებულებას,

აღარაფერს ვამბობ მათზე ვინც საერთოდ არ იცის ან არ სმენიათ მასზე (ესეთი კი 95%

გახლავთ), საჭიროა მთავარზე ყურადღების გამახვილება.

ერთი სიტყვით – საქართველოში ბლექ მეტალის გაგება – მათ ვინც აღნიშნულ

მიმდინარეობას სატანიზმთან აიგივებს, მათ ვისაც ვარგ ვიკერნესი იმიტომ მოსწონს რომ

„მაგარი ძერსკი ვეშები“ აქვს და თურმე სატანისტია გირჩევდით – თავი ჩამოიხრჩეთ და

სადმე აფრიკა-ისრაელის გასაყარზე აორთქლდით. იქაა თქვენი ადგილი და ნუ

ეპოტინებით „ბლექ მეტალს“, შვედეთს და ნორვეგიას. მაიმუნების ადგილი არაა

ევროპა.’’

მკითხველმა ეს სტატია ბოლომდე არ წაიკითხა დაკეცა და ჯიბეში უნდა შეენახა, რომ

მფლობელმა მოსთხოვა დამიბრუნეო.

- მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან? ან ამის გამო რატომ გავილახე? - ჩაილაპარაკა მძიმე

მეტალის მოყვარულმა.

ასეთი შემთხვევები როდესაც შიდა ომი იწყებოდა ხშირი არ იყო, მაგრამ ეს შემთხვევა

არც გამონაკლისი ყოფილა. დიდმა სიყვარულმა შესაძლოა მცდარ გზაზეც დაგაყენოს,

ანდა რეალობის სწორი აღქმა დაგაკარგვინოს.

- როდესაც შეყვარებული ხარ ვინმეზე, ანდა რაიმეზე და გეუბნებიან შენი ადგილი აქ არ

არის და ქართული ბლექ მეტალი არ არსებობოსო... ძნელია ამაზე თვალი დახუჭო და

დაეთანხმო ამ აზრის ავტორს. - თქვა ბლექერმა.

- თუ ქართულ მეტალ ჯგუფებს არავინ შექმნის და სერიოზულად არ მიუდგებიან

ოცნებების განხორციელებას, რათქმაუნდა სურვილის მოუხედავად არც არასდროს

გვეყოლებიან ისინი. - დაეთანხმა მას მძიმე მეტალის მოყვარული

- რთული გზა აგვირჩევია მეგობარო.

- უკან დახევას არ ვაპირებ!

ამასობაში ლევანს სცენარის კითხვა უკვე დაეწყო. ნერვიულობა სახეზე სრულებითაც

არ აღენიშნებოდა. კითხვაც ზუსტად ასე თავდაჯერებულად დაიწყო და დასასრულს,

რომ უახლოვდებოდა იმდენად შეეცვალა სახის გამომეტყველება და ხმა, რომ მსმენელს

ეს ყველაფერი არამარტო წაუკითხა, არამედ სრულ მოქმედებაშიც განუსახიერა.

გიორგის კმაყოფილი სახე ჩაუქრა, თითქოს ცეცხლს წყალი გადაასხესო. ერთხანს ინანა

კიდეც ლევანს ასე დაჟინებით, რომ სთხოვა მოსვლა. მერე კი გრძნობები მოთოკა და

ბნელ კუთხეში მდგარ სავარძელზე მსუბუქად ჩამოჯდა.

18

დაღამდა. სახლში წასვლას არავინ ჩქარობდა. სასიამოვნო გარემოში საერთო

ინტერესების მქონე ხალხის შეკრების დაშლას დიდი მიზეზი სჭირდებოდა.

ისინი ერთმანეთს სამომავლო გეგმებს უზიარებდნენ. ზოგი თავის დაწერილ ლექსებს

კითხულობდა, ზოგს საუბარს ყურსასმენით მუსიკის მოსმენა ერჩია. შორიდან ისმოდა

metallica - enter sandman -ის ხმა. ყურისწამღებ ხმაურში და ზუზუნში ბევრჯერ

გაიგონებდით სიტყვებს და წინადადებებს.

- იმედი მაქვს მომავალში...

- მე რომ ამერიკაში დავბადებულიყავი...

- ჩემს ჯგუფს სპონსორი სჭირდება...

- ვითმენ...

- ჩემი ოჯახი წინააღმდეგია...

... და მაინც რა შეიძლებოდა, რომ მოემიზეზებინა?! - გიორგიმ მზაკრული ფიქრები

აიკვიატა, ხელნაწერს მიუახლოვდა და ხმამაღლა წაიკითხა.

- შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ როდესაც წავალ იქ, საიდანაც არავინ ბრუნდება,

იქ სადაც შორეულ ოცნებას მიაგავს ყველაფერი, საკუთარ სამყაროში შექმნილ ოცნებას

რეალობად გადავაქცევ.

- შენ ამტკიცებ, რომ... გჯერა სამოთხის?

ამ მოულოდნელმა შეკითხვამ ხალხის ხმა ისე გადაფარა, არა ხმამაღალი წარმოთქმის

გამო, არამედ კითხვის შინაარსის გამო, რომ საზოგადოებას სიჩუმის ტალღამ

გადაურბინა.

ლევანმა ბოთლიდან ლუდი მოსვა და გიორგის შრამიან სახეს თვალებით მიეყინა. - არ

შემიძლია დავიჯერო ის რასაც ვერ შევეხები – თქვა მან და თან მარჯვენა ხელით

თითქოს ჰაერის დაჭერა სცადა. - ლევანს შინაგანი კანკალი მოსვენებას არ აძლევდა,

თუმც გარეგნულად არაფერს იმჩნევდა.

- ანუ შენ გინდა თქვა, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა, გრძნობები ქაოსია და ამიტომაც

მძვინვარებს გადარჩენის სურვილი სიკვდილის შემდგომ?

- თუ შეიძლება ხელნაწერის ბოლო გვერდი გადაშალე და წაიკითხე - ლევანი

საზოგადოებას მიუბრუნდა და ჩურჩულის ხმა ხელის მოძრაობით ჩაახშო. ყველას

ანიშნა ყურადღებით იყავითო.

გიორგიმ გაბედულად დაიწყო: ამ ყველაფერს თუ კითხულობ საზოგადოების წინაშე ეს

იმას ნიშნავს, რომ დღე ღამეში გადავიდა... უკმაყოფილოდ დააბრუნა ხელნაწერი

კუთვნილ ადგილას და ძალდატანებით გაიღიმა.

ლევანმაც გაიღიმა. ეს მოქმედება დღევანდელი შეკრების დასასრულს და

გამომშვიდობების ჟესტს ჰგავდა. ლევანმა დარბაზი დატოვა. მას სხვებმაც მიბაძეს.

ხალხით გადაჭედილი დარბაზი თვალისდახამხამებაში დაიცალა. უზარმაზარი

დარბაზის შუაგულში, მხოლოდ გიორგი და ნიკა იდგნენ ერთმანეთის პირისპირ.

დუმილი ნიკამ დაარღვია.

- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - თქვა მან, მაგრამ გიორგი ამ სიტყვებს არ

გამოხმაურებია.

- კარგი გიო, ახლა ის მითხარი, ლევანის სიტყვები როგორ დასრულდა? ვიცი ბოლომდე

არ წაგიკითხავს.

19

გიორგი ამ სიტყვებმა გამოაღვიძეს, ნიკას მხარძე ხელი მსუბუქად დაჰკრა. - თუ ძალიან

გაინტერესებს თვითონ წაიკითხე. - წარმოთქვა და კვლავ ჩაფიქრდა. გაიყინა

ძველებურად.

ნიკა ხელნაწერს მიუახლოვდა და ხმამაღლა წაიკითხა: ამ ყველაფერს თუ კითხულობ

საზოგადოების წინაშე, ეს იმას ნიშნავს, რომ დღე ღამეში გადავიდა. მხიარული ჩანხარ,

მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, ნამდვილ ღიმილს და სიხარულს შეურაწყოფ.

- იცი ნიკა არსებობს განსაკუთრებული დღე და ჩვეულებრივი დღეები, მაგრამ ეს

განსაკუთრებული დღე ჩვეულებრივ დღეებს ძალიან ჰგავს. - დაამთავრა ეს სიტყვები

გიორგიმ და დარბაზიდან უკვალოდ გაქრა.

სულ რამოდენიმე დღე აღმოჩნდა საკმარისი ხალხს ის შეხვედრა დავიწყებოდათ.

სიმართლე, რომ ვთქვათ ბევრმა ვერც გაიგო სინამდვილეში რა მოხდა, ზოგმა კი

დადგმულ სცენად მონათლა მომხდარი.

ყველას განსხვავებული აზრი ჰქონდა, თუმც მალე ეს აზრებიც გაეფანტათ და ახალ

ამბებზე გადაიტანეს მთელი ყურადღება.

მათ შეუერთდათ გიორგი, იმ ,,განსაკუთრებულ” დღეზე გადაკვრითაც არ უთქვამს

არავისთვის არაფერი, არც ნიკას ესაუბრებოდა ზემოთ ნახსენებ თემაზე . ლევანთან

მიმართებაში კი ძველებურზე კარგ დამოკიდებულებას იჩენდა, რამაც ხალხის ნაწილი

დაარწმუნა წინათ მომხდარი ამბის სიყალბეში.

ლევანმა შუშის სახლზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. აქამდე უინტერესო და

გამოუსადეგარი შენობა ახლა ხალხში დიდი ნდობით და პოპულარობით სარგებლობდა.

რათქმაუნდა ხალხში მხოლოდ იმ ნაწილს ვგულისხმობ ვინც სინედრიონში მუშაობს,

ანდა განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ და იმ ნაწილს ვინც საზოგადოებაში

,,თეთრი ყვავის ოსკარით’’ არიან დაჯიდოებულები. იყო დრო, როდესაც წარმოდგენაზე

დასასწრებ პლაკატებს ხალხი გულგრილად უვლიდა გვერდს. ერთი წელიც არ იყო

გასული ლევანის გამოჩენიდან, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ეს დრო იმისთვის, რომ

ბილეთების ჯიხურებთან რიგები არ შეწყვეტილიყო. ასეთი ამბავი მოიტანა ერთერთმა

მწერალმა, როდესაც რიგში ზედიზედ ათი კაცი იხილა. ლევანმა ათ თვეში ორი სცენარი

დაწერა, ითამაშა დოსტოევსკის ძმები კარამაზოვებიდან ალიოშას როლი. მართალია ბერ

ზოსიმეს, თვით შუშის სახლის მფლობელი გიორგი მეტრეველი ანსახიერებდა, მაგრამ ეს

ფაქტი კრიტიკოსებსაც კი არ განუხილავთ.

ლევანმა გამოსცა ლექსების კრებული სახელწოდებით ,,ფარული სტრესი” რომელიც

გამოცემის მესამე კვირიდან თარგმენს ხუთ ენაზე. მათ შორის გერმანულად და

ფინურად. გაგეცინებათ და მართალია ითარგმნა, ბევრი იწვალეს, მაგრამ იმდენი წიგნი

დარჩა გასაყიდი, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს რომლებსაც გაურკვეველი

მიზეზით სინედრიონში შეევლოთ ყოველგვარი საფასურის გარეშე ,,ფარული სტრესი’’

მიართვეს.

მან დაიწყო თავის ახალ სცენარზე მუშაობა. ერთგულ მაყურებლებს ყოველი

სპექტაკლის დასასრულის შემდეგ ახსენებდათ: - მე სინედრიონში შემთხვევით

მოვხვდი, კარგად მახსოვს თვის მეორე რიცხვი. დიახ ორ წელში აქ, ამ სცენაზე

გამოვჩნდები! ჩემი ახალი სცენარით. თქვენ! - მაყურებელს მოავლებდა ხოლმე თვალს,

რომლის რიცხვიც ყოველ გამოსვლაზე უფრო და უფრო მატულობდა ერთი ან ორი

20

კაცით და ზოგიერთი სავარძელზე მოკალათებული თვლემდა. - უკლებლივ ყველას,

გელით აქ ამ დარბაზში! სულ რაღაც ორ წელში, იხილავთ ჩემს ნამუშევარს ამ სცენაზე.

ახლა კი შეხვედრამდე, სხვა როლიც ბევრია რომელიც უნდა მოვირგო.

ლევანი არ უჩიოდა პოპულარობას, წესით გიოგრის ეს ფაქტი უნდა გახარებოდა, მაგრამ

წესი წესია და ამ წესის შემსრულებელნი სხვანი.

გიორგი ლევანის ყველა სპეკტაკლს ესწრებოდა, მაგრამ თვითონ შემოქმედებითად

გაყინულიყო. ახალგაზრდა მწერლების კლუბის წევრად ითვლებოდა ფორმალურად.

ადრე პატარა მოთხრობებს მაინც წერდა, ახლა კი კალამს ხელში, რომ იჭერდა

ფურცელზე სამკუთხედების ხატვის მეტს ვერაფერს აკეთებდა.

უცნაურია რადგან მას მუსიკაც არანაკლებ უყვარდა, კერძოდ ბლექ მეტალი, დიახ ადრე

თვითონაც წერდა სიმღერის ტექსტებს და ვინ იცის იქნებ ისიც იმ ნაწილს ეკუთვნოდა

ზოგიერთის თვალში, რომელსაც ასე ენაწყლიანად იხსენიებდა სტატიის ავტორი.

ხანდახან გიტარასაც იჭერდა ხელში და ერთ დროს ჯგუფიც ჰქონდა. ახლა უბრალო

მსმენელად გადაქცეულიყო. ასეთ ვითარებაში იმყოფებოდა იგი.

ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც ყოველგვარ საქმეს მორჩა შუშის სახლში და შინ

დაბრუნების დრო დადგა, მისი კაბინეტიდან უცნაური ხმა შემოესმა, თითქოს ვიღაც

ეძახდა. მიუახლოვდა ოთახში შესასვლელ კარს და მკაფიოდ მოისმა ნაცნობი ხმა.

- ლევან აქ ხარ? - გიორგიმ კარი ფრთხილად შეაღო.

ლევანი საწერ მაგიდასთან იჯდა და გამალებით წერდა რაღაცას, თან თავის დაწერილს

ხმამაღლა კითხულობდა.

- გიო მოდი, მე წაგიკითავ ახლა და შენ მომისმინე კარგი? უარს არ მივიღებ. -

ამოილუღლუღა მან.

გიორგიმ გაიფიქრა ლევანი უგონოდ მთვრალიაო, მაგრამ სინამდვილეში

გადაღლილობისგან ბურტყუნებდა ლევანი.

უსიტყვოდ დაკეტა კარი და ლევანის პირისპირ ჩამოჯდა. ლევანმა აუკინძავი

ფურცლების დასტა ძლივს მოაგროვა, დაალაგა თავის ადგილას და ისისიყო კითხვა

უნდა დაეწყო, რომ გიორგი ფეხზე წამოვარდა.

- ხვალ სანამ გათენდება ჩემს სახლთან დამხვდით! ყველას გააგებინე სიღნაღში

მივდივართ.

დილის რვა საათზე, სიღნაღის ბინდში ამოსვრილ თოვლიან ქუჩას სქლად მოსდებოდა

გამჭირვალე ყინულის ფენა. სარკისებრ გზაზე ახლად მოეთოვა და თოვლის ფუმფულა

ფენა შესამჩნევლად დასდებოდა პრიალა გზას. ვიწრო ქუჩებიდან ორი სწორი, თანაბარი

მანქანის მიერ გაკვალული ზოლი მოჩანდა. სევდა არემარეს ყინულის სახით

გადაჰკროდა. ცა ჩამოქცეულ ზარმაც ღრუბლებს დაეფარა. ბურუსის კორიანტელი

ფარავდა უხალისო ფერებში შეღებილ ძველ ნაშენ სახლებს. ერთი შეხედვით

მიხვდებოდით, რომ ცივ ბუნებას სიცოცხლის ძალა აღარ შესწევდა. ქალაქი სიჩუმეს იყო

მინდობილი და ვინ იცის იქნებ არსებობის უნარიც კი დაკარგული ჰქონდა.

უხალისო და შემაწუხებელი სიჩუმე ნელ-ნელა გაიფანტა. ბარათაშვილის ქუჩას მთელი

სისწრაფით მიუახლოვდა ბე-ემ-ვე-ს მარკის ავტომობილი.

მძღოლი უგუნებო განწყობაზე ჩანდა, დადუმებული მისჩერებოდა ნისლიან გზას და

დაბინდულ თვალებს ფართოდ ახელდა, რათა უკეთესად გაერჩია ბურუსში გახვეული

21

დაკლაკნილი, ვიწრო გზა. გვერდზე მჯდომი ლუკა სიგარეტს არ უშვებდა ხელიდან.

კარგ განწყობაზე არც ის ჩანდა. ფიქრებით სხვაგან იყო და გაყინული, უსიცოცხლო

თვალებით საქარე მინას მისჩერებოდა.

მანქანა ხის ჭიშკართან გაჩერდა.

ზემოთ ახედვის გარეშე შეამჩნევდით ძველ აივანს, რომელიც ლურჯად იყო შეღებილი

და მის მოაჯირს, რომელიც ხელოვნური ყვავილებით ავსებული ქოთნებით მოერთოთ.

გიგი მანქანიდან გადახტა და ხის ჭიშკარი შეხსნა. უსწორმასწორო ფართე ეზოში

შევიდა. მარჯვენა მხარეს ძველი, ურემონტო, ხავსმოკიდებული კიბეებით და ძველი

აგურით ნაშენი სახლი იდგა. ხოლო მარცხნივ მდებარე იგივე არქიტექტურით ნაშენი

შედარებით მომცრო, მაგრამ უკეთესი შესახედაობის სახლი, ირაკლი დვალს ეკუთნოდა.

პირდაპირ აღმართული სამ სართულიანი სახლი, რომლის მშენებლობაც ახლახან

დაემთავრებინათ, თავმომწონედ იდგა და მისი სილამაზით საერთო ეზოში მდგარ

სახლებს ჩრდილავდა.

ამ დროს იგივე მარკის ავტომობილი გამოჩნდა დაბინდულ ჰორიზონტზე. ნელა,

აუჩქარებლად ეშვებოდა დაღმართზე.

საჭესთან ნიკა იჯდა და ფიქრობდა თუ როდის შესძლებდა კარგად გამოძინებას.

გვერდზე მჯდომი დაიკო აქეზებდა სიჩქარის მატებისკენ. უკანა სავარძელში მჯდომი

გიორგი ყურსასმენით მუსიკას უსმენდა და თვალების გახელა დავიწყებოდა. მანქანა

იგივე ჭიშკართან გაჩერდა. ლევანმა ყველას დაასწრო მანქანიდან გადმოსვლა, გიგის და

ლუკას ხელის ქნევით შორიდანვე მიესალმა.

ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ ქუჩას ისევ ძველებური იერი დაუბრუნდა. გაქრა

ხმაური, მიიფანტა ბგერები, შეწყდა საუბარი და მიყუჩდა შორიახლოს. ყრუდ ისმოდა

სახლიდან უმნიშვნელო ხმა, თანაც ისეთი სიტყვებს ვერ გაარჩევდით. მხოლოდ

ნაფეხურები შემორჩენოდა ქათქათა თოვლს, რომლის კვალიც ეზოში შედიოდა. ვიკას

გარდა ყველა სახლში შესულიყო, რომლის მშენებლობაც როგორც ავღნიშნე ახლახანს

დაამთავრეს.

ვიკას მუქი ყავისფერი, გრძელი ერთიანად გაზრდილი, სწორი დაშვებული ბზინავი თმა

თოვლის ფანტელებს მოექარგა. შავი თვალები გრძელი წამწამებით გამდიდრებული,

ძლიერი მზერით და სწრაფი იდუმალი გამოხედვით, დაკვირვებული ქალური თვალით

უყურებდა დვალის სახლს.

,,რატომ არ ხარ ისეთი, როგორიც მე მსურს?’’ ფიქრის კორიანტელი ფერფლის მსგავსად

იფერფლებოდა მის გონებაში.

ფანტელებმა ციდან ცეკვა-ცეკვით იწყეს ცვენა. აუჩქარეს ასტრალურ ნაბიჯებს. ვიკამ

ნელ-ნელა ზურგი აქცია დვალის სახლს. პირველი ნაბიჯი გადადგა, სწორედ ამ დროს

ზურგს უკან სახლში შესასვლელი კარი აჭრიალდა, შემდეგ ძლიერად გაჯახუნდა და

მოისმა ნაცნობი დახშული ხმა.

- ვიკა?! ჩამოხვედი?

გოგო სწრაფად შემობრუნდა, თითქოს ელოდა კიდეც მის გამოჩენას.

ჰორიზონტზე გრძელი, ყავისფერ ქურთუკში გამოწყობილი მაღალი, გამხდარი ბიჭი

იდგა. თბილი ყავისფერი თვალები ახლად დანთებული სანთლების მსგავსად

ანთებოდა.

ის კიბის საფეხურებს სირბილით ჩამოუყვა და ვიკას წინ ოროიდე ნაბიჯში შეჩერდა.

22

- მიხარია, რომ გნახე. - სერიოზული სახის გამომეტყველებით და ცივი მზერით,

უიმედო ხმით უთხრა ვიკამ.

- მეც გამიხარდა შენი ნახვა. - დამნაშავე ბავშვის მსგავსად დახარა თავი დვალმა. -

ხანმოკლე დუმილის შემდეგ განაგრძო, თითქოს გოგოსთვის სათქმელი სხვა ვერაფერი

მოიფიქრაო. - ეკლესიაში მივდივარ წამოხვალ?

- სიამოვნებით. - დაუფიქრებელი პასუხი გასცა ვიკამ დვალს.

თოვლში ამოსვრილი ნაბიჯებით გზას გაუყვნენ. ორი უთანაბრო სილუეტი მიარღვევდა

სქლად ჩამოწოლილ ნისლს.

დვალი თვალს აპარებდა მის გვერდით მიმავალ პატარა არსებას და გულში ოხრავდა.

ვიკა ფიქრების ზღვაში ღრმად შეცურდა ,,სიყვარულია ის, როდესაც ფიქრშიც ვერ

ღალატობ, მაგრამ... ფიქრებმა ფიქრის უნარი დაკარგეს’’

- დიდი დრო გავიდა... დვალი რატომღაც სიტყვებს წელავდა და დიდ პაუზას აკეთებდა

თითოეულის წარმოთქმის დროს.

- ჩემთვის დრო არ გასულა!

- რატომ ჩამოხვედით?

- თვითონ რას აკეთებ აქ?

- მე დიდი ხანია უკვე არაფერს ვაკეთებ!

- იქნებ დროა რომ გააკეთო?!

- დრო...

- ვიმედოვნებ, რომ უკვე იპოვე საკუთარი თავი!

- ნურაფერს მკითხავ თუ არ გინდა, რომ მოგატყუო!

შეუჩერებელი დრო ჩუმად გაპარულიყო. დვალი ეკლესიაში პირჯვრის წერით შევიდა,

მას ვიკა მიჰყვა.

აქ საუცხოო სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა. სუნიც სასიამოვნო იდგა, აი ისეთი

ადამიანი, რომ ვერ იპოვის მსგავს ვერსად, გინდ მთელი ცხოვრება ეძებოს.

კედელზე დაკიდებული ხატების წინ დანთებული სანთლები ბჟუტავდნენ. ზოგი უკვე

ნახევრად ჩამწვარიყო.

ეკლესიაში ხალხის მცირე ჯგუფი შეკრებილიყო, სულ ათიოდე იქნებოდნენ.

გამალებით ლოცულობდა ყველა. მაცხოვრის ხატთან დაჩოქილი ახალგაზრდა ქალი,

რომელსაც თავი შალის შავ თავსაბურავში შეეხვია და ხელები ზეცისკენ აეპყრო,

გამალებით ჩურჩულებდა. ტუჩებს თითქმის არ ამოძრავებდა და გაურკვეველი

ბგერებით დუდუნებდა.

ყოვლისშემძლე, ყველაფრისმცოდნე, დაუსრულებელო ღმერთო...

ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებდა დვალი ლოცვას. შემდეგ ყდაგახუნებულ,

სიძველისგან გაყვითლებულ ლოცვების წიგნს შლიდა, რომელიც ამ დროის მანძილზე

ხელში ეჭირა და იწყებდა დილის ლოცვების, შემდეგ კი ფსალმუნების კითხვას.

ვიკა შემოსასვლელშივე შეჩერდა, მორჩილად იდგა გაყინული ანგელოზის ძეგლს

მოგაგონებდათ. არ ფიქრობდა არაფერზე, უფალსაც არ სთხოვდა არაფერს.

დრო ძალიან ნელა გადის, როდესაც არაფერს აკეთებ ან ვინმეს ელოდები, მაგრამ ამ

დღეს დრო ძალიან სწრაფად მირბოდა ვიკასთვის.

ირაკლი მიუახლოვდა მას და ჩასჩურჩულა წასვლის დროაო. მხოლოდ ახლა

გამოფხიზლდა გოგო და ხმის ამოუღებლად გაჰყვა მას.

23

როდესაც სახლისკენ მიმავალი გზა ნახევრად გამოვლილი ჰქონდათ, ვიკამ

მოულოდნელად სიარული შეწყვიტა. დვალს მოუბრუნდა, რომელიც ოროიდე ნაბიჯით

ჩამორჩენილიყო. ირაკლის მაცდური მზერით გახედა, შემდეგ თვალი აარიდა და მკაცრი

ტონით ჰკითხა.

- ბედნიერი ხარ? - მის თვალებში მოკიაფე ცრემლები მოსვენებას კარგავდნენ.

- ჯერ საკუთარ თავში უნდა გავერკვე ამ კითხვაზე, რომ გიპასუხო. - დვალის

თვალებიდან სიმშვიდე გამოიკვეთა. უეცრად სახე მოერყა, ცალყბად გაიღიმა და ეს

ღიმილი შეეყინა მის სიცივისგან ათრთოლებულ სახეს.Mმძვინვარე აგრესიის და

სიძულვილის დაბალანსებული რაოდენობით აემღვრა თვალები. ცინიკური

შებრალებით და მოჩვენებითი მზრუნველობით მიუგო გოგოს.

- წამოდი, სახლამდე მიგაცილებ.

ვიკამ მთელი ძალები მოიკრიბა სიბრაზეს მისთვის გონება, რომ არ დაეხშო. - სახლამდე

მიგაცილებ. - გულში გაიმეორა დვალის სიტყვები.

- თურმე სახლამდე მაცილებ?! თუ შენს სახლში მიდიხარ და უბრალოდ ერთი გზა გვაქვს

გასავლელი?!

საპასუხოდ ირაკლის არაფერი უთქვამს. კვლავ დუმილმა ჩამორეცხა არემარე.

როდესაც ეზომდე მიაღწიეს დაუმშვიდობებლად დაშორდნენ ერთმანეთს. ვიკა სახლში

ასასვლელ კიბეებს უკანმოუხედავად აუყვა და შესავლელი კარი ისეთი სიფრთხილით

დაკეტა, მის შინაგან მდგომარეობას, რომ არ შეეფერებოდა. ვიწრო დერეფანს გაუყვა,

რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ოთახებში შესავლელი კარები, ხოლო მის ბოლოს

მინის კიბეები ადიოდა მეორე სართულზე, ხოლო მეორედან მესამეზე.

სახლი თითქმის ცარიელი იყო და ჯერ კიდევ იგრძნობოდა საღებავის სუნი. თუმც უკვე

მოესწრო გიორგის რამოდენიმე ოთახში მარმარილოს ანგელოზების ქანდაკებების

დადგმა. სახლში ძირითადად შავი და ოქროსფერი ფერები ჭარბობდა. ბიჭებს

რამოდენიმე ჩემოდანი, რომელიც თბილისიდან ჩამოეტანათ იქვე დერეფანში

ერთმანეთზე დაეწყოთ. ხოლო ჩემოდნების გვერდზე პირდაღებული ლომის ქანდაკება

წამოწოლილიყო, რომლის სიგრძეც ნამდვილის იდენტური გახლდა.

ვიკა მეორე სართულზე ავიდა და იმ ოთახში შევიდა, რომლის კარიც თეთრად

შეეღებათ. დანარჩენი ოთახების კარები შავი ფერის იყო და თითოეულ მათგანს

ამშვენებდა ოქროსფერი ინიციალები გ.მ.

ლევანი იდუმალი ბუნებით გამოირჩეოდა, რაიმეს თხრობას დაიწყებდა და შეეძლო

სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეეწყვიტა. დაწყებული საქმე

ბოლომდე თითქმის არასდროს მიჰყავდა. არასტაბილური ხასიათი ჭირვეული ბავშვის

სახეს უქმნიდა.

მისი მსოფლმხედველობა ქცევის წესებს, არსებობის რაიმე აზრს ან მიზანს უარყოფდა.

სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა ახლა იგი, რომ მიზანი გარემომცველი სინამდვილის

ასახვა და შეცნობა კი არა, არამედ ახალი რეალობის შექმნა იყო.

გიორგი რომელსაც ბევრ ლაპარაკს ბევრი ფიქრი ერჩია, ლევანის გულმოდგინე

მსმენელი გახლდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობისმოყვარე ბუნება ჰქონდა. ამ

მიზეზის გამო ყოველთვის ყველას ბოლომდე უსმენდა.

ლევანი მღელვარედ, ემოციურად საუბრობდა. ხელებს ჰაერში იქნევდა. ამტკიცებდა

ერთს, მეორეს უარყოფდა. კვირის სკანდალურ თემებზე თამამად და ხმამაღლა

24

საუბრობდა. მისი ეპატიჟისკენ მიდრეკილება ყველასთვის ცნობილი იყო და დიდ

ყურადღებას აღარავინ აქცევდა.

მას მოულოდნელად წამოსცდა, სუბკულტურას განსხვავებული ნორმები და

ფასეულობები მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ საკუთარი ფასეულობები, იდეები და

შეხედულებები, სუბკულტურის წარმომადგენლებს უნდათ საყოველთაოდ აქციონო. ამ

წინადადების დასრულება ძლივს მოასწრო, რომ სიტყვა გიორგიმ ჩამოართვა. დაბნეული

ხმის ჟღერადობით შეეცადა ლევანის სიტყვების უარყოფას. თავი უარყოფის ნიშნად

გააქნია. ანევიულებული და შეურაცყოფილი სახის გამომეტყველებით წარბი ზემოთ

აზიდა, ლევანს კი თვალებში ჩააშტერდა.

ლევანმა თვალი არ არიიდა. ცბიერ ღიმილში და დამაბნეველ მშვიდ თვალებში

ეტყობოდა დაუფიქრებლად არ ეთქვა ეს სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა

მეგობარს ამით სიტყვიერ დუელში გამოიწვევდა, მაინც გამოხატა თავისი აზრი.

გიორგი და სხვა დანარჩენი ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად სიღნაღში

იმყოფებოდნენ, მიკერძოებულად არცერთ სუბკულტურის წარმომადგენლებს არ

ეკუთვნოდნენ, მაგრამ შეხედულებებს, მსოფლხმედველობას და მათი

ინდივიდუალიზმისთვის რაღაც სუბკულტურის მსგავსი შეიძლებოდა გვეწოდა, მაგრამ

თვითონ ისინი თავიანთ თავებს ხელოვნებად მიიჩნევდნენ და ამით თავიანთ სათქმელს

ბოლომდე ამბობდნენ.

მათ მძიმე მუსიკის სიყვარული აერთიანებდათ და მყარ ოჯახად აყალიბებდათ.

მათთვის, რომ გეკითხათ როგორ ცხოვრობენ მეტალისტებიო? გიპასუხებდნენ, რომ ამ

კითხვის პასუხი არ ვიცითო რადგან ისინი მუსიკას არ ქმნიდნენ, მაგრამ აუცილებლად

გიამბობდნენ თუ როგორ ცხოვრობდნენ ის ხალხი ვინც მეტალს უსმენენ.

- სუბკულტურის წარმომადგენლებს იდეების და შეხედულებების საყოველთაოდ ქცევა

კი არა, პირიქით! მათი ინტერესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი

განსხვავებულობა შეინარჩუნონ. ეთიკურ ნორმებს რომელი ადამიანიც უარყოფს ის

ამით ამტკიცებს, რომ უარყოფს ყველაფერს და იგი არაფრისტია უფრო სწორად, რომ

ვთქვა ნიჰილისტია!

ლევანს კამკამა თვალები უფრო გაუნათდა, როდესაც მიხვდა გიორგის აყოლიება

შესძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანი მისი მსოფლმხედველობით მართლაც ნიჰილისტი

გეგონებოდათ მან პირიქით ეს წოდება საწყენად მიიღო.

- მე არ ვამბობ, რომ ჩემი მოქმედება წინასწარ მკაცრად მაქვს განსაზღრული არც იმას

ვამტკიცებ, რომ ყველაფერი გარდაუვალია შემთხვევითობა ხომ არ არის

გამორიცხული?! ამიტომ შესაძლებლობას, ალბათობას და თავისუფლებას არ

გამოვრიცხავ. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ხმამაღლა. - უეცრად

მან თავი იმართლა.

ლუკა რომელიც უზურგო სკამზე იჯდა მაგიდაზე ზურგი მიეყრდნო და სიგარეტს

ეწეოდა, ბოლომდე ჩაწვას არ დალოდებია. ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იქვე მდგარ

ბროლის საფერფლეზე ჩააქრო და მოთმინება დაკარგულმა ლევანს მიუგო.

- მე გარდაუვლობის საფუძვლად ბედისწერა მიმაჩნია. - თითქოს რაღაცის დამატება

კიდევ უნდოდა, მაგრამ გაჩუმება არჩია, რადგან ლევანის გაცნობა კარგად მოესწრო და

გაჩუმებით მორიგ სკანდალს თავი აარიდა.

25

- არავის არ გჯერათ როდესაც ვამბობ, რომ ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ წერს.

არადა თვითონ სიტყვა ამტკიცებს ამას ,,ბედის წერა’’. - ლევანმა ლუკას ნიშნისმოგებით

შეავლო თვალი, მაგრამ თვითონვე აღარ მოეწონა თავისი მოსაზრება. ამის გამო

ისტერიული და არაბუნებრივი სიცილი ატეხა, თითქოს ამით ანიშნა გარშემომყოფებს,

რომ ეს შემთხვევით არ მოსვლია და გონზე მალევე მოეგო.

- რელიგიურად, რომ ვიმსჯელოთ ღმერთი უნდა განაგებდეს ჩვენს ბედს. - გიგი

საუბარში ისე ჩაერია თითქოს ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ უცნობთა საუბარში ჩაეყო

ცხვირი.

- მიზეზობრიობის უწყვეტ ჯაჭვზე ვინ რას იტყვის? - გიორგიმ ბიჭებს მოავლო თვალი

და მზერა გიგიზე შეაჩერა.

- თუ მიზეზობრიობის უწყვეტ ჯაჭვს მივყვებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ

სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობრბული და ამის

საფუძველზე სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ

შემთხვევითობა. - აშკარა იყო, რომ გიგის შეხედულებები ლევანის შეხედულებების

საპირისპირო გახლდა.

- შემთხვევითობა მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო გამოიყენება ისიც

მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და

მიზეზები მართავს. - გიორგიმ მომღიმარე სახით შეხედა გიგის, რომელიც

ჩაფიქრებული და მელანქოლიური ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვები ლევანის

მისამართით იყო ნათქვამი.

ოთახში შემოსული ვიკა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და ბიჭების ფილოსოფიურ

საუბარს წარბშეუხრელად უსმენდა, მხოლოდ ახლა შენიშნეს.

იგი ნელ-ნელა ადგილს მოსწყდა, დინჯი ნაბიჯებით გიგის გვერდით მდგარ ხის სკამს

მიუახლოვდა და ჩამოჯდა.

ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. გიგისგან გაარკვია, რომ ნიკა მგზავრობისგან

დაღლილა და დაუძინია.

მეორე დღეს მართალია აღარ თოვდა, მაგრამ ყინვებმა იმატა.

საათის ისრები თორმეტს აჩვენებდა.

ლევანს მთელი ყურადღება თავის სცენარზე ჰქონდა გადატანილი.

ამ სახლში იმაზე მეტი ოთახი იყო ვიდრე ხალხის რაოდენობა, მაგრამ ისინი ერთ

ოთახში იყვნენ შეყუჟულები და არავის უცდია განმარტოვება, ალბათ იმიტომ, რომ

რამოდენიმე საათმა სრულ სიჩუმეში განვლო და ისედაც მარტოდ მყოფად გრძნობდნენ

თავს.

ნიკა იატაკზე იჯდა და ცარიელ ფურცელზე ხატავდა ფანქრით. როდესაც დაასრულა

გიორგის გაუწოდა ნახატი.

ლუკას ჯერ კიდევ ვერ გაეგო რატომ წამოვიდა თბილისიდან. გული სინანულით აევსო

და ძალიან მოუნდა სახლში დაბრუნებულიყო. გაწბილებულმა მოინდომა გიორგისთვის

ეკითხა აქედან როდის წავალთო, მაგრამ ამ დროს გიორგიმ საუბარი წამოიწყო რაც

იშვიათად ხდებოდა და ლუკამ გადაწყვიტა ჯერ მისთვის მოესმინა.

- ჩემთვის უცნაური ის არის, რომ ვიკიპედიაში ამოვიკითხე ,,პირველი ლეგიონის

ჯგუფები, თუნდაც ვენომი უფრო იუმორით უყურებდა სატანიზმს ვიდრე

26

სერიოზულადო“ მაგრამ ,,მეორე ეშელონის ჯგუფებში სატანიზზმა და ტერორიზმა

ძალიან მოიკიდა ფეხი. მათი მიზანი და იდეოლოგია ქრისტიანობის სკანდინავიიდან

განდევნა იყოო’’ რაც შეეხება ვარგს ზოგი იმასაც ამბობს, რომ ძველი ღმერთების კერძოდ

ოდინის ბატონობის აღდგენა ჰქონდა მიზნად, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ეს მისთვის

გვეკითხა.

ნიკას ვარგ ვიკერნესი დაეხატა, რომელსაც სახეზე რატომღაც გიორგის მსგავსი შრამი

მიუხატა.

- ჩემთვის უცნაური ის არის, რომ ვიკიპედიაში ამოკითხული ფრაზებით დაიწყე

ლაპარაკი, მართალია მე ბურზუმს ვუსმენ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის არ

მწამს! მე მხოლოდ მის მუსიკალურ შემოქმედებას ვცემ პატივს. - ეს სიტყვები გიგი

წილოსანს ეკუთვნოდა.

- თავიდან მეც ასე ვამბობდი, - გიორგიმ გამოცდილი თვალით შეხედა - მაგრამ ახლა არც

ღმერთის მხარეს ვარ და არც სატანის. თანაც არ შეიძლება მელოდია მოგწონდეს და ამ

მელოდიას აყოლილ სიტყვებს ნაგვის ურნაში უკრა თავი.

- ვიცოდი, რომ შენ ათეისტი იყავი, მაგრამ წამიკითხავს ათეისტის ქართული

შესატყვისია ურწმუნოა და არა უღვთო. ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის

ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს. რაც შეეხება ტექტებს მისი შინაარსი არ

მესმის, რადგან ქართულადაც ძლივს ვლაპარაკობ. - სევდანარევი ხმით თქვა გიგიმ.

- უცნაურია შენც ზუსტად ამოკითხული ფრაზებით, რომ მელაპარაკები - გესლიანად

ჩაიცინა გიორგიმ.

- ხანგრძლივი ფიქრი ამ თემაზე ჩემში აგნოსტიციზმს იწვევს. - ლუკამ ხმადაბლა

ჩაილაპარაკა.

- ძირითადი სხვაობა ათეიზმს და აგნოსტიციზმს შორის ის არის, რომ ათეიზმი ღვთის

ფაქტიურ რწმენას, ხოლო აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ რაციონალურ

შემეცნების შესაძლებლობას უარყოფს. - გიგი პოზიციებს არ თმობდა და ჯიბრზე

ამოკითხული წინადადების ციტირებას ახდენდა.

- ... და საერთოდ რა არის რწმენა? უხილავის და შეუხებელის არსებობის დამტკიცება?

თუ უბრალოდ დაუმტკიცებლად ბრმად დაჯერება? არ ვიცი საერთოდ რაზე

ლაპარაკობთ და ტვინს რატომ იღლით? მე მაგალითად იმ მწვერვალზე ვდგავარ,

საიდანაც შემიძლია ხალხს გადმოვხედო. რაც უფრო დიდ დროს ვუთმობ ამ ხედის

ყურებას მით უფრო ვრწმუნდები, რომ სიყვარული არ არსებობს! ეგეც თქვენი

შეუხებლობა და უხილავის არსებობა! თქვენ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ მაინც

ყველა ერთ დასკვნამდე მიხვალთ. მართალია სხვადასხვა წინადადებებით გამოთქვამთ

თქვენს სათქმელს მათ შორის მეც, მაგრამ მაინც ერთს ვამბობთ. - ნიკამ წყალი მოსვა და

ლევანს მიუბრუნდა, რომელმაც ფანქრის ტარი ლამის კბილებით მოკვნიტა. - აბა

მეგობარო დრო დადგა ყველას აუხსნა მაშინ როგორ მიხვდი, რომ გიორგი ხელნაწერის

წაკითხვას და კითხვების დასმას მოისურვებდა? (ის განსაკუთრებულ დღეს

გულისხმობდა.) ანდა როდის მოასწარი ბოლო ფურცელზე მიგეწერა ჯერ არ დასმული

შეკითხვის პასუხი?

ლევანმა ნიკას ისე უპასუხა ვერც კი შენიშნა როგორ ინტერესის ობიექტად ქცეულიყო.

ბიჭების თვალები მხოლოდ ერთ გრძნობას ასხივებდნენ ინტერეს, ისინი საოცრად

ჰგავდნენ ამ დროს ერთმანეთს.

27

- არაფერიც არ ვიცოდი! წარმოვიდგინე ჩემი თავი, ვკითხულობდი სცენარს მხიარულად

და თავდაჯერებულად, მაგრამ შინაგანი სამყარო თავზე მენგრეოდა, შიშისგან

ვკანკალებდი. თავს ძალას ვატანდი გარეგნულად მშვიდი და გახარებული

ვყოფილიყავი, მაგრამ კარგად ვიცოდით მეც და ჩემმა შინაგანმა სამყარომაც, რომ

ნამდვილ სიხარულს შევურაწყოფდი. გიორგის კი მხოლოდ იმიტომ ვაიძულე წაეკითხა

ბოლო გვერდზე დაწერილი ჩემთვის განკუთვნილი პასუხი, რომ იმ მომენტში მასაც

კარგად მოერგო.

ნიკამ ხმამაღლა გაიცინა - საოცარია ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველას შეიძლება

დაგვეუფლოს ის გრძნობები რასაც ახლა ოთახში მყოფი ერთი ჩვენთაგანი განიცდის.

რათქმაუნდა ყველა სხვადასხვანაირად შეეცდება გამოხატოს, მაგრამ გრძნობა ხომ ერთი

იქნება? თუნდაც ჩემი ნახატი ვიკერნესს გიორგის შრამი მივუხატე და იმანაც ისეთი

საახე მიიღო თითქოს ერთ დღეს თავად მიაყენა საკუთარ თავს ეს ჭრილობა. როდესაც ამ

ნახატს ვქმნიდი ისევე არ ვიცოდი, რომ ეს დიალოგი შედგებოდა ჩვენს შორის, როგორც

ლევანმა არ იცოდა მისივე სიტყვები ხმამაღლა გაჟღერდებოდა თუ არა. მაშასადამე

ვიღაცამ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და ჩვენ დაგვაპროგრამა. თქვენი არ ვიცი,

მაგრამ მე მჯერა ღმერთის არსებობის!

ყველა იმ აზრზე შეთანხმდა, რომ ადამიანები რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ მართლაც,

რომ ვგავართ ერთმანეთს. ჩვენი მისწრაფებები საითაც არ უნდა წავიდეს მაინც საერთო

მარცვალს იპოვი ამ ყველაფერში. მსგავსებას იპოვი ურთიერთ წინააღმდეგობაშიც.

ანტიპოდი, დღე ღამის, სიძულვილი სიყვარულის, მოთმინება მოუთმენლობის,

წარმატება უიღბლობის.

თუ არ არსებობს იდილია ვერ იარსებებს ქაოსი, ხოლო თუ ვინმეს არ შეუყვარდა ქაოსი

ის ვერ შეიძულებს იდილიას. მსგავსება კი ამ ორს შორის მხოლოდ და მხოლოდ

ანტიპოდის ერთ მხარეს მოქცეულთა და მეორე მხარეს მყოფებს შორის ის არის, რომ

ორივე მხარის არსებობა ერთ მთლიანობას ამტკიცებს.

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდივიდუალურია მაინც ისეთი შეგრძნება გვეუფლება

ხოლმე თითქოსდა იდენტურები ვიყოთ!

ყველას მოეწონა ეს აზრი.

- რატომ არაფერს ამბობ? - ნიკამ თავის დას უჯიკა ხელი.

- ვერ ხედავ რომ ვწერ ?

- წაგვიკითხე რას წერ - დაამთქნარა გიგიმ.

- კითხვებს ვცემ პასუხებს.

- ჩვენც გავცემთ სახალისო იქნება.

გიორგი წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

- დღევანდელ დღეს ლაპარაკის ლიმიტი ამოწურა. - აღნიშნა ლუკამ.

- კითხვა პირველი: მთელი მსოფლიოს მაშტაბით ნებისმიერი ადამიანის მოწვევა, რომ

შეგეძლოთ სადილად, ვის მოიწვევდით?

ლუკამ მიკაელ ნიემი, გიგიმ ევა გრინი, ლევანმა გაბრიელ გარსია მარკესი, ნიკამ

დოსტოევსკი ხოლო ვიკამ ვარგ ვიკერნესი დაასახელა.

ერთმანეთს გადახედეს და რომ წარმოიდგინეს ეს კამპანია ერთად მსხდარი სუფრასთან,

გულიანად გაეცინათ.

- ხვალ, რომ ზებუნებრივი უნარით გაღვიძება შეგეძლოთ, რას აირჩევდით?

28

ლევანმა ფრენის, გიგიმ ნივთების გადაადგილების უნარი, ლუკამ უჩინარობა, ნიკამ

ტყვიაგაუმტარობა, ხოლო ვიკამ დავიწყების უნარი აირჩია.

როდესაც ჰკითხეს ეს რას ნიშნავსო უპასუხა, რომ არასასიამოვნო მოგონებებს წაშლიდა

ნებისმიერი ადამიანის მეხსიერებიდან, რის გამოც ძმამ Delete დაარქვა.

- გაღელვებთ ის აზრი თუ რას ფიქრობს ხალხი თქვენზე?

- ყოველთვის მაინტერესებდა თუ რას იტყოდნენ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემზე

ადამიანები, მაგრამ არასოდეს მაინტერესებს რას ფიქრობენ და ამბობენ ახლა.

გულწრფელად ვამბობ - დაამატა ლევანმა.

გიგიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე არ უფიქრია.

ლუკას მხოლოდ ახლობელი ადამიანების აზრი აინტერესებდა.

ნიკამ ეს შეკითხვა დაიწუნა და თქვა, რომ ადამიანი გარკვეულ წილად ყველას აზრს

უგდებს ყურს, მაგრამ გათვალისწინებით მხოლოდ საკუთარს ითვალისწინებს.

ვიკამ ეს ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ვერცერთი ხელოვანი ვერ იარსებებს ხალხის

აზრის და შეფასების გარეშე. რადგან ხელოვნებას მაყურებელი მკითხველი და მსმენელი

სჭირდება.

- რამ შეიძლება გაგაოცოთ ყველაზე მეტად?

ვიკამ უტოპიის განხორციელება, ლუკამ გარდაცვილის გაცოცხლება, გიგიმ

ტელეპორტაცია, ლევანმა აპოკალიფსის დაწყება ხოლო ნიკამ გამოუცდელობა

დაასახელა .

- გამოუცდელობა? - ჩაეძია ვიკა.

- გაოცება და შოკის მიღება გამოუცდელი ხალხის ხვედრია. თუ რაიმეს შედეგს

ელოდები, ხოლო მის უკუშედეგზე არ გიფიქრია, მისი აღმოჩენა შენში გაოცების

გრძნობის ღილაკს დააჭერს ხელს - განმარტა ნიკამ.

ეზოდან უცნაური ხმა მოისმა. გაისუსნენ.

გიგიმ ფანჯარა ოდნავ შეაღო და მიაყურადა.

მოხუცი თავის ბედს უჩიოდა.

- მსოფლიო გადაირია! მსოფლიო გაფიცვებიო, ინფლაციაო, უმუშევრობაო, მსოფლიო

კრიზისიო ყველაფერი ამ დროში როგორ ხდება?! ჩემნაირ მოხუც ხალხს, პენსია უნდა

გვქონდეს თბილ სახლში უნდა ვიყოთ და ბუხრის წინ სავარძელში მჯომებმა კახური

ღვინო ვწრუპოთ, მაგრამ რომ ვერ ვისვენებ? ვერ გამიჩერებია ვერც ხელი და ვერც ფეხი?

ჯერ არ დავჩაჩანაკებულვარ და ძალაც მაქვს და ღონეც?!

გიორგიმ მოხუცის აღელვების მიზეზი იკითხა.

- გუშინ ძროხა ვიყიდე. არაფერი დავაკელი. არა ფე რი. წყალიც აქვს, სითბოცა და

საჭმელიც. გაფიცვა გამომიცხადა, შიმშილობა! მხოლოდ წყალს სვავს და ბალახს ზედ არ

უყურებს.

გიორგიმ პაპას მოუსმინა და დაასკვნა, იქნებ ავად არის თქვენი ძროხაო? ამ ნათქვამმა

მოხუცი ააპილპილა.

- რას ამბობ კაცო! მთელი ცხოვრება მაგათ ვუვლი და თუ ავად მყოფ ძროხას ჯანმთელში

ვერ გავარჩევ, ჯობია ახლავე დავიმარხოო . ბუნების ბრალია ეს ყველაფერი ბუნების

გადაჯიშდა ყველა და ყველაფერი.

გიორგი მოხუცს მიჰყვა და ძროხა მოინახულა. მას გიგი და ლუკაც შეუერთდნენ.

სწორედ ისინი იყვნენ გუშინ პაპას, რომ დაეხმარნენ ძროხის მეზობელი სოფლიდან

მოყვანაში და დაბინავებაში. ახლა კი მისი უჭმელობის ამბებმა ინტერესი გაუღვიძათ.

29

- გუშინ კარგად ჭამდა, დღესაც შეჭამს. - ანუგეშა ლუკამ მოხუცი.

გიგიმ კი ვერაფრით გაიხსენა როდის შეეძლო ძროხას ეჭამა, რომ ეს ლუკას დაენახა.

გიორგიმ კვლავ არჩეულ პოზიციას შეუტია. აუცილებლად აჩვენეთ ვეტექიმსო.

პაპამ ბიჭებს უსაყვედურა. ეჰ ახალგაზრდებმა რა იცით, ყველა თბილისში გარბიხართ,

ალბათ რომელიმე თქვენგანმა, პირველადაც ნახეთ საერთოდ ეს მადლიანი ცხოველიო

და ხელით ანიშნათ გავიდეთ აქედანო.

გიგი მიუახლოვდა მოწყენილ ცხოველს, შუბლზე მოეფერა და ფრთხილად მისი

პირისკენ წაიღო მეორე ხელი .

- რას აკეთებ? - დაუყვირა ლუკამ.

- კბილებს ვუმოწმებ. - სრული სერიოზულობით თქვა გიგიმ და მართლაც რამოდენიმე

წუთში ყველასთვის ცნობილი გახდა რომ ...

ძროხა უკბილო აღმოჩნდა.

მოხუცმა, რომელიც ირწმუნებოდა მესაქონლეობას მთელი ცხოვრება მივდევ და

გარდაუვალია რაიმე შემშლოდაო, გიგიზე მიიტანა იერიში. გუშინ, რომ გაგიყოლეთ

ძროხის წამოსაყვანად მაშინ შეგემოწმებინა ეგ ოხერი კბილებიო. გიგი დაპირდა მე და

ლუკა გამოგყვებით, უკან წავიყვანოთ და მის პატრონს დავუბრუნოთო.

- აუცილებლად დაგვიბრუნებს იმ ფულს რაც გადავუხადეთ. - დაამატა ლუკამ.

ასეც მოიქცნენ.

სამი თვის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა და ძმამ საშინლად იჩხუბეს. ნიკამ

სპორტული ჩანთა თავისი ნივთებით აავსო და იქაურობას გაცილდა. გიორგის მიადგა

და სთხოვა რამოდენიმე დღით მასთან დარჩენის ნება მიეცა.

გიორგიმ მას სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახი უჩვენა, მანქანის გასაღები და

ცოტაოდენი ფული დაუტოვა. სიჩქარის გამო ვერც კი გამოკითხა მისი გადმობარგების

მიზეზი. თავის მობილურს დაავლო ხელი და ნიკას დაუბარა შუა ღამემდე არ

მელოდოო. შენ კი ეცადე სახლი არ არიო, დამლაგებელი ორი დღით გავათავისუფლე და

ჭურჭელიც ერთჯერადი იხმარე, ანდა სწრაფი კვების ობიექტს მიაკითხეო.

გიორგიმ კარი გაიხურა თუ არა, ნიკამ თავისი ნივთების ამოლაგება დაიწყო. როდესაც

საქმეს მორჩა ელექტრონული სიგარეტი მოიმარჯვა და გარეთ გავიდა.

გიორგის მანქანა გამოიყვანა ავტოფარეხიდან და სინედრიონისკენ აიღო გეზი.

გიგი სამხატვრო განყოფილების ხარჯებს ამოწმებდა. ნიკა დარწმუნებული იყო, რომ ამ

თვეშიც დანახარჯი მოგებაზე მეტი იქნებოდა, მაგრამ სენსაცია მოხდა ამ თვეში,

ხარჯები შემცირებულიყო, ხოლო შემოსავალი გაზრდილა .

- ბედი გვქონია, არადა სამხატვრო განყოფილების დახურვაზე იყო ლაპარაკი. -

განაცხადა გიგიმ.

- ნიკას მოულოდნელმა საფრთხემ თვალები მოურღვია. - ჩემთვის არავის არაფერი

უთქვამს!

- ვიკამ ყველაფერი იცოდა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ხასიათი შეცვლილი გქონდა

და ვიფიქრე ეს იყო ამის მიზეზი, როგორ არაფერი გითხრა?

- რა ხდება შენს და ვიკას შორის?

- ახლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე?

- რატომაც არა. ჩემი განყოფილების დახურვაზე, ერთი სიტყვის გაგონებაც არ მსურს.

- შენმა დამ დამაიმედა რომ...

30

- სიყვარულს დაგპირდა?

- არა დამაიმედა.

- ჰმმ… რათქმაუნდა! სიყვარული არ არსებობს. რატომ არიდებთ ერთმანეთს თავს?

- ალბათ იმ დღის გახსენება ორივესთვის მტკივნეულია და ერთმანეთი სწორედ იმ დღეს

გვახსენებს.

- დამნაშავედ თვლი თავს ? მინდა გითხრა, რომ ჩემი და ასეთი არაა. დანაშაულის

შეგრძნებას გულთან არ მიუშვებს. ადამიანური გრძნობები დიდი ხნის წინ გათიშა

საკუთარ თავში და თუ მასთან მეგობრობა ძალიან გინდა, ჯობია მას დაემსგავსო.

- პრობლემა ეგ არის, რომ მასთან მეგობრობა არ მინდა. მოიცადე რა თქვი სიყვარული არ

არსებობს?

- ხომ იცი, რომ შვილი მყავს იმ ქალისგან რომელიც არ მიყვარს.

- მერე?

- ღმერთო მომეცი მოთმინება ახლავე!

გიგიმ ნიკა გააფრთხილა ნახატების ონლაინ მაღაზიის ვებგვერდძე განთავსება არ

დავიწყებოდა და თავის საქმის კეთება განაგრძო.

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ნიკა პირდაპირ სახლში წავიდა. ავტომობილი

ფარეხში დააყენა და სახლის გასაღები მოიმარჯვა. მთავარი კარი ღია დაუხვდა, არადა

ახსოვდა, რომ კარი ჩაკეტა. გონება დაეხშო. ქურდივით შეიპარა სახლში. კედელს აეკრა

და გვერდულად გაუყვა. გადაწყვიტა პირველივე ოთახში შესულიყო, ერთხანს იქ

დარჩენილიყო და კარგად დაემუშავებინა თვით გადარჩენის გეგმა. როდესაც ოთახში

შესასვლელ კარებს მიაღწა, მთელი ძალით მოქაჩა მისკენ სახელური, მაგრამ კარი

დაკეტილი აღმოჩნდა. თავზარი დაეცა - გეგმა ,,ბ’’ უნდა მომეფიქრებინა. - დაიჩურჩულა

და ენას კბილი დააჭირა. მეორე სართულიდან ფეხის ნაბიჯების ხმა მოისმა. ნიკა მთელი

ძალით გაიქცა დერეფანში, რომ როგორმე მარანში ჩასასვლელ კარებამდე მიეღწია.

ფეხი იატაკზე აუცურდა და აბჯარასხმულ მანეკენებს ჩაუვარდა ფეხებში. ერთ-ერთს

ხმალი ჩამოუვარდა ხელიდან და ნიკას კისერთან ახლოს ჩაერჭო.

ხმაურმა მეორე სართულზე მყოფის რეაგირება გამოიწვია და ნაბიჯების ხმამ აუწყა

ნიკას, რომ პირველ სართულზე დაეშვა ქურდი.

ნიკამ თვალები, რომ გაახილა გიორგი დაინახა, რომელსაც ხელში ძალადობის შედეგად

ჩამოვარდნილი ხმალი ეკავა.

- ამის დედაც... შუა ღამე რვა საათია შენთვის?! ვიფიქრე ვიღაც შემოძვრა სახლში და

ღმერთმა იცის კიდევ რა ვიფიქრე!

- სად მოძვრებოდი თუ ასე იფიქრე, იქნებ და მოგკლავდნენ?

- შესაძლოა შენს მანეკენს უფრო მოვეკალი, რადგან არც გული გააჩნია, არც ტვინი და

არც სული, რომ დაფიქრდეს და მოწყალება გამოიჩინოს.

ნიკას გამოჩენიდან ნახევარი საათით ადრე, შეკვეთა მოუტანეს გიორგის, რომელიც

ერთი წლის წინ გააკეთა და ამის შესახებ აღარც კი ახსოვდა.

როდესაც უზარმაზარი ყუთი გადმოიტანეს მანქანიდან რამოდენიმე კაცმა და სახლში

არავინ დაუხვდათ, მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ მეპატრონეს და ისიც მაშინვე

იქ გაჩნდა. უშველებელი ყუთი სახლში ძლივს შეიტანეს და სწორედ ახლა გახსნა

გიორგიმ ხმლით, რომელმაც კინაღამ მისი თავდადებული მეგობარი იმსხვერპლა.

მუყაოს ყუთი ოთხივე მიმართულებით ვარდივით გადაიშალა და პირდაღებულმა

ლომის ქანდაკებამ ამოყო თავი.

31

- მშვენიერებაა. გიორგი ძალიან მოიხიბლა.

- გიგიმ მომახსენა.

- როგორ ხასიათზე იყო?

- შენ ის იკითხე მე როგორ ხასიათზე ვარ?

- ამ ბოლო დროს, გიგის მუშაობით უკმაყოფილი ვარ. ამას წინათ ვიკამ და მე

ვუთხარით, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, იძულებულები გავხდებოდით სმხატვრო

განყოფილება გაგვეუქმებინა. რის შემდეგაც მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს.

მოტივაციას როდესაც ვერ აძლევ ადამიანს, ერთფეროვანი სამუშაო დღე საინტერესო

სიახლეებით უნდა შეუცვალო. ახლა კი მას ეგონება, რომ მისმა თავდადებულმა შრომამ

ყველაფერი გამოასწორა. მუშაობამ შედეგი გამოიღო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

ფიგურაა. ამის მერე არამგონია დაქვეითება მოისურვოს, რადგან უკვე იცის, რომ

სავალალო სიტუაციებში, მისი დახმარების იმედი მაქვს. თუმც ახლა ძალიან ბევრი

მალაპარაკე.

- მოტივაცია ხომ სწორედ ეგ არის.

- ანდა ილუზიაა მოტივაციის.

- იქნებ მოტივაციაა ილუზია?

- მაგრამ ეგ ილუზია შედეგს იძლევა.

- ხო დაკისრებული სამსახურის, ხარისხიანი შესრულებით.

მობილურზე ნიკამ შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ მის შვილს მაღალი

ტემპერატურა ჰქონდა. თავი ვალდებულად იგრძნო დედამ მამისთვის ეცნობებინა ეს

ამბავი, რადგან საავადმყოფოში გადაიყვანეს პატარა და სავარაუდოდ რამდენიმე ხანს იქ

გააჩერებდნენ ამ ტექტსის ბოლოს საავადმყოფოს მისამართი იყო მითითებული .

ვითარება შეიცვალა, ახლა ნიკამ დაუბარა გიორგის შუა ღამემდე არ მელოდოო.

გიორგიმ თავის კაბინეტში ასვლა გადაწყვიტა, რომელიც მეორე სართულზე ჰქონდა

მოწყობილი. იქნებ დრო მოვიდა წიგნზე მუშაობა დაეწყო.

მისაღებ ოთახში შეიარა, ბულგაკოვის და ტოლსტოის წიგნები კუთვნილ ადგილზე,

რომ დაელაგებინა. იატაკზე ნიკას სპორტული ჩანთა იდო, რომელიც

დაუძლურებულად გამოიყურებოდა. დაიხარა აიღო და დივანზე გადადო ჩანთიდან

კონვერტმა ისკუპა. კონვერტი ცისფერი ფერის იყო და მასზე გაკრული ხელით ეწერა

,,ჩემს დრამერს’’. მან მაშინვე იცნო ვიკას ხელწერა. ეტყობა ნიკამ თავისი ნივთები, რომ

მოკრიფა და ჩანთაში ჩატენა, სწორედ იმ დროს გამოჰყვა თან. კონვერტი დალუქული

აღარ იყო.

გიორგიმ წიგნები კუთვნლი ადგილზე დააბრუნა. კონვერტი ლომის დაღებულ პირს

შეატოვა და ზემოთ ასასვლელ კიბეეს, დინჯი ნაბიჯით აუყვა.

როდესაც ისინი სიღნაღში ჩამოვიდნენ, სადაც ლომის ქანდაკებამ დაიდო ბინა, მის

პირში შეტოვებული კონვერტი ლევანმა შენიშნა.

სასწრაფოდ ქურთუკის ჯიბეში შეინახა, რომ სხვებს არ დაენახათ. გარკვეული დროის

შემდეგ ჯიბიდან ამოიღო და კვლავ ლომის პირს დაუბრუნა .

საღამო ხანს, როდესაც ლუკა და გიგი მოხუცის სახლში იმყოფებოდნენ, რომელიც

დვალის სახლის გადასწვრივ იდგა, ლევანი თავის სცენარს წერდა, ხოლო ნიკა და ვიკა

ერთიდაიგივე წიგნს კითხულობდნენ და ერთმანეთს არ აცდიდნენ სრულად წაეკითხათ

წიგნის გვერდები. დროზე ადრე ფურცლიდნენ რის შედეგადაც ორივემ მოისურვა

წიგნის ერთკაციან მფლობელობაში გადაყვანა და ორივეს ხელში შუაში გადახსნილი

32

წიგნის მხარეები შერჩათ, სწორედ ამ დროს ქანდაკებას ჩაუარა გიორგიმ. მას თვალში

მოხვდა წითელი ენის მაგივრად ცისფერი ენა, რომელიც ენა სრულებითაც არ ყოფილა.

გიორგი შედგა და მობრუნდა. კონვერტს ხელი დაავლო და შარვლის უკანა ჯიბეში

ჩაიცურა.

ახლა კი დავუბრუნდეთ იმ დღეს, როდესაც ლუკა გიგი მოხუცი და ძროხა კვლავ იმ

გზაზე დადგნენ, საიდანაც წინა დღეს ერთად მოვიდნენ.

მოსაღამოვდა. მოწყენილობისგან შეწუხებულმა გიორგიმ დვალის მონახულება

გადაწყვიტა.

ირაკლიმ ონლაინ პოკერის თამაში შესთავაზა რაზეც მან უარი მიიღო.

- დროა დაბრუნდე სინედრიონში.

- გუშინ ხომ ვისაუბრეთ ამაზე? გამეორებას არ აქვს აზრი.

- გუშინ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ აზრის გამოტანა ვერ მოვახერხე.

- ეგ იმიტომ, რომ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ერთი რამ, რაც გუშინ არ მითქვამს.

- დღეს მეტყვი?

- ეკლესიაში უნდა წავიდე.

- ეხლა?

- არა! მინდა ღმერთის სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება.

- მღვდელი უნდა გახდე?

- ბერი .

სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ კომპიუტერის მონეტორს გადახედა. აზარტული

თამაშების ჩამონათვალი ეკრანზე ნაირფრად ელავდა და მომხმარებელს ამცნობდა, რომ

ბალანსზე 30 ლარი დარჩენოდა. გიორგის უნდოდა ეკითხა მისთვის რას ნიშნავდა ეს

ყოველივე, ან როდიდან დაიწყო ირაკლიმ აზარტული თამაშების თამაში, მაგრამ რაღაც

უცნაურმა პირი აუკრა და გონებაში თითქოს შეპყრობილიაო, სხვამ მისგან უცნობმა

შეახსენა, არაფერი იკითხო! შენს წინ მჯდომი მალე ანაფორას ჩაიცვამს და შენზე

იმდენითვე მაღლა დადგება, რამდენადაც ახლა შენ მასზე მაღლა დგახარო.

ცდილობდა გაეხსენებინა ის დღე, როდესაც დვალმა ჯგუფი დატოვა და კონტაქტი

გაწყვიტა ყველასთან. მათ შორის ვიკასთანაც, მაგრამ ეგ დღე იმდენად შორეული

წარსული აღმოჩნდა, რომ გიორგიმ ვერაფერი გაიხსენა. შემდეგ ირგვლივ გაიხედ

გამოიხედა. ოთახში ბევრი ხატები და ბევრი ისეთი საეკლესიო ნივთები დაინახა,

რომლის სახელებიც მან არ იცოდა.

ირაკლი წამოდგა, საწერი მაგიდის უჯრა გამოხსნა და ცისფერმა კონვერტმა გაიელვა

მის ხელში. გიორგის გაუწოდა.

- იცი რა წერია მანდ? თუმცა გუშინ შენ მოიტანე ჩემამდე, რათქმაუნდა იცი რაც წერია. -

ზიზღნარევი ტონით, აუჩქარებლად საუბრობდა დვალი.

- მოვიტანე? ჰმ! შარვლის უკანა ჯიბიდან გადმომივარდა. რამდენი წერილიც ჯიბიდან

გადმომივარდება ან შენს სახლში დამრჩება, იმდენი შენი უნდა გეგონოს და წაიკითხო?

- ჩემი წერილია ზუსტადაც - დვალმა ტონს აუწია. პირიდან კი გაბრაზებისგან დუჟი

გადმოუვიდა.

გიორგიმ წერილი გამოსტაცა ხელიდან და დაემუქრა ვიკასთან ამის შესახებ ერთი

სიტყვაც, რომ წამოსცდენოდა ყველაფერს ისე გააკეთებდა როგორც ეს დიდი ხნის წინათ

უნდა გაეკეთებინა. სახლიდან გამოსვლა, რომ დააპირა, ირაკლის მიუბრუნდა და

დამშვიდობების მაგიერ საუბარი ამ სიტყვებით დაამთავრა:

33

- არ გეგონოს, რომ ჩემი დის სიკვდილი გაპატიე. ვიკას არ გაეკარო!

სახლში სირბილით დაბრუნდა. მესამე სართულზე აირბინა, საძინებელ ოთახში შევიდა,

საწოლზე ღონემიხდილი ჩამოჯდა. გონებაში ბევრი შეუჯამებელი სიახლე

უტივტივებდა და ამ ფიქრებში გზააბნეულმა წარსულის და აწმყმოს განმსაზღვრელი

ნიშნული დაკარგა. ჯიბიდან საფულე ამოიღო. საფულედან გაყვითლებული ფურცელი,

სადაც შემდეგი ტექტსი ეწერა:

იცი? მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ... ხო ვიცი , ვიცი რაც უნდა

მიპასუხო, მაგრამ მე არ მინდა ამის მოსმენა. ვიცი, არ გინდა ასე, რომ მიყვარდე. მაგრამ

მე არც შენამდე მქონდა ცხოვრება და შენს მერე მითუმეტეს აღარ მექნება. ვიცი, რომ

ძალიან ბევრი რამ ჩემი ბრალია. თუმცა დამეთანხმები თუ კი რამე ცუდი მომხდარა

,,ჩვენს’’ გარშემო ეს ორივეს ბრალია და თანაც თანაბრად. ხან შენ არ თმობდი, ხან მე არ

ვთმობდი და ასე გრძელდებოდა დიდხანს. მერე კი ... მერე მოხდა ის, რომ ჩვენმა

მახინჯმა საქციელმა და ყველაზე დიდმა ცოდვამ, შიშმა სიცოცხლე შეიწირა. რაც უფრო

ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვხვდები, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი. მე აღმოვჩნდი

სუსტი ამ საკითხში... მე შევიწირე ის ვინც ,,ჩვენ’’ ვიყავით... არადა ახლა მე შენ და ის

ჯერ არ მოვლენილი, თუმცა მოვლენის მოლოდინში მყოფი, ვიქნებოდით ერთად

თბილად სადმე, თბილ სახლში. სახლი თუ არ იქნებოდა თბილი, ყოველშემთხვევაში

,,ის’’ მოგვცემდა იმხელა სითბოს, რომ ერთმანეთს კი ვეყოფოდით.

იცი? ჩემთვის ყველაზე საკრალური ციფრი 12 არის და ეს შენც კარგად იცი. 12 ში

დავიბადე, მეთორმეტე თვეს. 12 წლის, რომ ვიყავი, უკვე 12 ჯერ ვიყავი მკვდარი. თუმცა

კიდევ ერთი დაბადება განვიცადე, როდესაც სასწაულებრივად გადავრჩი სიკვდილს.

მერე გავიდა არც თუ ისე დიდი ხანი და შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და სასაცილოა

ალბათ თორმეტს გავექეცი და ზუსტად მაშინ შეგხვდი. ხვდები ალბათ რომელ 12

ვგულისხმობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შენდამი სიყვარული როდესმე

სერიოზულ სახეს მიიღებდა. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის ჩემშივე მოკვდებოდა, თუმცა

ჩემი 12 შენზე და ჩემზე ანუ ორზე გამრავლდა და 24 ში დაიწყო ის რაც შესაძლოა 24 ში

დასრულდეს.

სადღაც წამიკითხავს, თუმცა ვერ ვიხსენებ ვერც იმას თუ სად წამიკითხავს და ვერც იმას

ვერ ვიხსენებ ზუსტად როგორ ეწერა, თუმცა მიახლოებითი რაც მახსოვს ასე უნდა

ჟღერდეს. ,,მე ის ვარ ვისაც სიკეთე სწადია, მაგრამ მარად ბოროტებას იქმნის’’ ხოდა

ზუსტად ასე გამოვდივარ. მუდამ მინდა, რომ რაღაც კარგი და დადებითი გავაკეთო.

მინდა, რომ არავის დავუტოვო გულში ხინჯად ის რომ აი იცი დახმარება შეეძლო და არ

დამეხმარაო, ეს... არ ვიცი, არ ვიცი, რა და როგორ იქნება ამის დასრულების შემდეგ,

მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. ისეთი წერილია არა? თითქოს

ჯარიდან უგზავნიან ვიღაცას და წუთი-წუთზე ფრონტის წინა ხაზი ელისო... ნეტავ,

ნეტავ მართლა ასე იყოს და მამას ვგავდე. ნეტავ ამ წერილში გწერდე ,,პაწო’’ კარგად

იყავი რაც მთავარია თავს და ჩვენს პატარას გაუფრთხილდი მეთქი, მაგრამ ეს ასე არაა.

რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ მე ვერასდროს ვერ გავიმეორებ იმ ადამიანის

ღვაწლს, რომელსაც მამაჩემი ერქვა. თუმცა აქ რა მოსატანი იყო. უბრალოდ მინდა

გითხრა, რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება საბოლოო პასუხის გასაცემად. ჩათვალე, რომ

სადღაც 15-20 წუთი... თუ კი შენ შემირიგდი და დამიბრუნდი ალბათ კიდევ ერთხელ

დავიბადები და დავიბადებით კატასავით მეცხრედ. ბედნიერებისკენ ლტოლვას

განვაგრძობთ. თუ კი არ შემირიგდები წავალ, წავალ და მოვკვდები. მოვკვდები

34

სიყვარულისთვის. თუმცა ვიცი ბევრი ამას მხდალობად ჩამითვლის, ზოგიც იტყვის

ქალის გულისთვის კაცი როგორ უნდა მოკვდეო. თუმცა მე ჩემი საქმის უკეთ ვიცი,

მოვკვდები ზუსტად იმ რიცხვში რა რიცხვშიც დავიბადე შენით, 24-ში დაგემშვიდობები.

გიორგის თვალზე ცრემლი მოადგა. ყვითელი ფურცელი დაკეცა საფულეში ჩადო.

ცისფერი კონვერტიდან წერილი ამოიღო და ისიც გადაიკითხა.

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც გამომიგზავნე სიმღერა სახელად Frozen

angel. იმ დღიდან მოყოლებული ეს სიმღერა ტელეფონში მუდმივად მიწერია. არნახული

სითბო შემოიტანა ჩემში. ალბათ ამიტომაც მიყვარს გაგიჟებით ფინელი ხალხი და თავად

ფინეთიც. ქვეცნობიერმა ხომ უკეთ იცის რა შეგაყვაროს.

ახლა ვხვდები რატომ მიყვარდი ასე გაგიჟებით. ახლა ვხვდები რომელ სიცარიელეზე

მელაპარაკებოდი მუდამ. მე და შენ ერთნაირი გზები გავიარეთ ერთნაირად დავკარგეთ

საკუთარი ნაწილი რასაც შენ ერთობად მოიხსენიებ მე კი მას ჯერ კიდევ ვერ დავარქვი

სახელი. ალბათ შენსავით ციფრებს იმიტომ ვაკვირდები, რომ შენ სინამდვილეში მე ხარ

მე კი სინამდვილეში შენ. სამწუხაროა, რომ სწორედ დღეს მივხვდი რას გულისხმობდი 5

წლის წინ. შენ ჩემში საკუთარი თავი დაინახე, ალბათ ამიტომაც ვერ შეძელი ჩემი

შეყვარება, რადგან როდესაც ცუდად ვიქცევი ჩემი თავი მძულს ხოლმე. ალბათ

ამიტომაც გამირბოდი თვითდანაშაულის შეგრძნება გაწუხებდა. მე ისეთი ცხოვრება

მქონდა როგორზეც შენ ოცნებობდი. შენ კი ისე ცხოვრობდი როგორზეც მე ვოცნებობ

დღესაც. ასე ვავსებდით ერთმანეთს. ჩემი მე იგივე შენიც. მე დადებითი მხარე ვიყავი

ჩვენი თავის შენ კი უარყოფითი . ეს ყველაფერი შენ იცოდი მე კი ახლა ვხვდები.

ამიტომაც ვერ შევძელი შენი შეძულება. რეალურად საკუთარ თავს ხომ ვერ

შევიძულებდი? არასოდეს დამავიწყდება მცდელობა მთელი გულით, რომ გსურდა ჩემი

შეყვარება, მაგრამ ვერ შეძელი რადგან ის უკვე სხვას ეკუთვნოდა. მე ყოველთვის თეთრ

ფონზე ვწერდი შენ კი პირიქით. ჩვენ ამ დღეს გავერთიანდით.

რას გულისხმობდა ვიკა ამ წერილში? ეს ნამდვილი თავსატეხი იყო. დვალისთვის ამის

გაგზავნას რათქმაუნდა ვიკა არ აპირებდა, მაგარამ ადრესატამდე ამ წერილმა სულ

სხვანაირი გზით მაინც მიაღწია.

გიორგიმ წერილი კვლავ კონვერტში დააბრუნა. ოთახის კარი უხმაუროდ გახსნა, ღია

დატოვა. ფეხაკრეფით გადაჭრა ჰოლი და მის პირდაპირ მდებარე ლუკას ოთახში

ასეთივე სიფრთხილით შევიდა. ლუკას ქურთუკი საწოლზე იდო. გიორგიმ სწორედ ამ

ქურთუკის ჯიბეში ჩადო კონვერტი და კვლავ პირველ ოთახში დაბრუნდა.

ლევანს და ვიკას უცნაური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ისინი ერთმანეთს

ენდობოდნენ და ამავე დროს დგებოდა ისეთი წუთები, როდესაც უნდობლობა იჩენდა

ხოლმე მათ შორის თავს და ერთმანეთის ნათქვამ სიტყვების სისწორეს, ისეთივე

მონდომებით ამოწმებდნენ, როგორც გამომძიებლები თავიანთ კლანჭებში მოქცეულ

მსხვერპლსისას. უყვარდათ ერთმანეთი, ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ, მაგრამ ამავე

დროს ეჭვიანობდნენ რომელიმე მათგანის წარმატებაზე და იძულებდნენ ერთმანეთს.

ეს გრძნობების შტორმი, რატომღაც წამებზე დიდხანს არ გრძელდებოდა და საერთო

ჯამში ერთმანეთის ისეთ საიდუმლოებებს ფლობდნენ, რომ ფილმებში ხალხი ამის გამო

ერთმანეთს კლავს, აქაოდა ბევრი იცის ჩემზე და სანამ გვიანი არაა დროა მოვიშოროო.

კითხვების სერიის შემდეგ ნიკა განმარტოვდა, რათა ქალაქის რომელიმე ხედი ნახატად

ექცია. ლევანი და ვიკა თეთრ კარიან ოთახში დარჩნენ. ლევანმა ოსტატურად აიყოლია

35

ვიკა. რამდენიმე კითხვა დაუსვა წარსულიდან და შემდეგ მუსიკას მისწვდა. გიორგის და

დვალის ჯგუფი გაიხსენა, რომლის დაშლის გამოც ვითომდა წუხდა.

ვიკამ დვალი დაადანაშაულა ყველაფერში. მხდალი და მატყუარა უწოდა და თითქოს

არც კი ანაღვლებდა მისი ბედი, ისეთი სახით დაიწყო იმ ამბის მოყოლა, რომლის

გაგების გამოც ლევანმა ეს საუბარი წამოიწყო.

ლევანს აცნობა, რომ დღეს სწორედ ის შესაფერისი დრო დამდგარიყო წარსული

გაეხსენებინა და მისთვის სიმართლე მოეყოლა. ბოლოსდაბოლოს ლევანი მისი ოჯახის

წევრი გახლდა უკვე და იმსახურებდა სიმართლის ცოდნას.

გაირკვა, რომ ვიკა და გიორგი ჯერ კიდევ იმ დროიდან მეგობრობდნენ, როდესაც მათი

ჯგუფი ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. როდესაც

სარეპეტიციოდ იკრიბებოდნენ შუშის სახლში, ვიკაც მათთან ერთად იყო და

რამოდენიმე სიმღერის ტექსტის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.

მერე კი მოხდა ის, რომ მან დაუშვა შეცდომა და შეიყვარა ის ვინც არასოდეს სიზმარშიც

კი არ უნდა შეყვარებოდა. ვიკამ იცოდა, რომ ირაკლის იმ დროისთვის ჰყავდა

შეყვარებული, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ამ წყვილს შორის რაღაც უხილავი

ბზარი გაჩენილიყო, რის გამოც დვალი ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა, ჯგუფის

წევრებს არ ენახვებოდა, რეპეტიციებზე არ დადიოდა და ამ დროს მხოლოდ და

მხოლოდ ვიკას ესაუბრებოდა.

ერთ დაწყევლილ დღესაც, როდესაც ირაკლი კვლავ დეპრესიაში ჩავარდა და ვიკასთან

სასაუბროდ მოემზადა, ვიკამ ვეღარ მოითმინა და თავის გრძნობებში გამოუტყდა. ისიც

აცნობა, რომ ამიერიდან მასთან თვალთმაქცობას ვერ გააგრძელებდა და მეგობრობას

ვეღარ შესძლებდა. მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ერთი იყო. სიგიჟემდე უყვარდა

ირაკლი.

დვალმა მოუსმინა გოგოს და პასუხად მხოლოდ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ,,ჩემი

თავის დაკარგვას ვერ გადავიტან’’.

ვიკამ იმ დროს არ იცოდა, რომ დვალის შეყვარებული ნატა, მისი მეგობრის და იყო. ეს

მოგვიანებით გაირკვა. რამოდენიმე თვის შემდეგ გაწყვეტილი კავშირი ირაკლიმ

აღადგინა და ვიკას აუწყა, რომ შეცდომა დაუშვა, რომ ის უყვარდა ენატრებოდა და

მასთან შეხვედრა სურდა. ვიკა თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ამ შეტყობინებას

კითხულობდა და გახარებულმა ყველაფერი დაიჯერა. ირაკლის შეხვდა და

ბედნიერებისგან გონებადაკარგულმა იმ დღეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღე უწოდა.

როდესაც საღამოს სახლში დაბრუნდა, დვალმა შეტყობინება გზაში დაადევნა. სადაც

წერდა, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო. მას ის უყვარდა, ამას ხმამაღლაც იტყოდა,

მაგრამ მასთან ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ იმიტომ...

კვლავ გავიდა რამოდენიმე თვე გაურკვევლობაში. ამჯერად მათ კონტაქტი არ

გაუწყვეტიათ. კვლავ დააიმედა გოგო ირაკლიმ და შეხვედრა დაუნიშნა. ვიკამ

ყველაფერი დაივიწყა, აპატია დვალს და იმის იმედათ, რომ ამ ჯერზე ყველაფერი

კარგად დასრულდებოდა, დათქმულ დროს, დათქმუნ ადგილზე მივიდა, მაგრამ

ამჯერად ჰორიზონტზე დვალი არ გამოჩენილა.

შემდეგ კი, შემდეგ ყველაფერი გაირკვა. ნატამ აბორტი გაიკეთა. ალბათ დვალი მასაც

სისულელეებით და ცრუ დაპირებებით უჭედავდა თავს.

სწორედ ის ყვითელი ფურცელი, რომელიც გიორგის საფულეში ინახებოდა, დვალმა

საკუთარი ხელით დაწერა. რეპეტიციას, რომ მორჩნენ გიორგის მისცა და სთხოვა

36

ნატასთვის გადაეცა.

ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ სახლში დაბრუნებულ გიორგის თავისი და,

სააბაზანო ოთახში ვენებგადაჭრილი დაუხვდა.

ვიკამ ამ სევდიანი ისტორიის მოყოლა, რომ დაასრულა, ლევანს სთხოვა სუფთა ჰერზე

გასულიყვნენ.

ლევანი მესამე სართულზე ავიდა ქურთუკის ჩამოსატანად. რამოდენიმე წუთის შემდეგ

ისინი იმ ეკლესიის ეზოში შევიდნენ, სადაც დვალმა ჩამოსვლის დღეს ვიკა გაიყოლა.

- ძალიან მიჭირს სცენარზე მუშაობა. თავს ვერ გავართმევ.

- შუა გზაზე მიტოვება გამოსავალი არაა.

- რას წერ გამუდმებით შენს დღიურში?

- მაგალითად, როდესაც გინდა გრძნობების გამოხატვა ანდა შენს პირველ დაუვიწყარ

შეგრძნებებზე საუბარი, საუკეთესო საშუალებაა შენი აზრების უკეთ გამოსახატავად ამ

ყველაფერზე დაწერო.

- ბოლოს რაზე წერდი?

- ვწერდი იმაზე, რომ არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად მოვუსმინე

ბურზუმს, პირველად გამიკეთეს ნარკოზი და პირველად ჩავწვი სიგარეტის ღერი.

- იმ ადამიანს, რომელსაც წარსულის დავიწყება ასე ძალიან უნდა, არამგონია მისთვის ამ

გრძნობების ფურცელზე გადატანა გამოსადეგი იყოს.

- ჩემს შემოქმედებაში ამ შეგრძნებებს მთავარი ყურადღება ექცევა. რატომ უნდა

დავივიწყო, ეს მოგონებები და სასიამოვნო შეგრძნებები? როდესაც ქუჩაში უცხო

ადამიანი გიღიმის, დილა როდესაც არსად ხარ წასასვლელი, როდესაც საყვარელი

სიმღერის ხმა გესმის, მზის ჩასვლის ყურება, წიგნების სუნი, ზაფხულის წვიმა,

ტალღების ხმაური, ჩვენი საუბარი.

- ვიბნევი, როდესაც ბევრი არჩევანი მაქვს და მათში საუკეთესოს ვეძებ. მეც შენსავით ამ

ყველაფერზე, რომ ვწერდე, შენი ჩამონათვალიდან ჩვენს საუბარს ავირჩევდი.

- შენი არჩევანით მოვიხიბლე.

- რეალური მოვლენები. - ლევანი ჩაფიქრდა და ბოლოს დასძინა. - საინტერესოა.

ვიკა დაეთანხმა ლევანს და სიცივისგან თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.

ლევანმა ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ერთჯერადი ხელსახოცი ვიკასთვის მიეწოდებინა.

მარცხენა ჯიბეში ხელი ჩაყო და რაც პირველად მოხვდა ხელში ის ამოიაძვრინა.

- ჩემი წერილი! - იყვირა ვიკამ და ლევანს ხელიდან გამოსტაცა ცისფერი კოვნერტი.

გიორგიმ, რომელმაც ლუკას ოთახში საწოლზე დადებული ქურთუკი შეამჩნია და

წერილიც მის ჯიბეში დატოვა, სულაც არ ეკუთვნოდა ლუკას. ლუკამ და გიგიმ

თავიანთი ქურთუკები მაშინ ჩაიცვეს, როდესაც მოხუცის ხმა გაიგონეს და მისი

უკმაყოფილების უკეთ გასაგებად ეზოში დაეშვნენ.

ვიკამ კონვერტი შეამოწმა, წერილი ადგილზე იყო. ლევანს თავის მართლება არ უცდია.

მან ყველაფერი გულმავიწყობას მიაწერა, რადგან როდესაც ურჩხულის პირს გამოსტაცა

ზემოთ ნახსენები კონვერტი, ეს მოქმედება მის გონებას კარგად დაემახსოვრებინა,

მაგრამ ის თუ უკან როდის და როგორ დააბრუნა ვერაფრით გაეხსენებინა.

გოგომ მას ეჭვის თვალით შეხედა და იკითხა რაზე ვსაუბრობდითო? მერე თვითონვე

გაიხსენა და ლევანს ხელი ჰკრა.

- ყველაფერს მიგიხვდი!

- ხომ არ გაგიჯდი? - ფართხალით წამოდგა ლევანი, რომელიც მოულოდნელმა ხელის

37

კვრამ წონასწორობა დააკარვინა და ძირს მოადინა ზღართანი.

- ამ სიტყვებს ამბობ ყოველთვის, როდესაც თავად გიჯდები?

- რას ბოდავ? - გოგოს მკლავში სტაცა ხელი.

- სცენარის შინაარსი მითხარი! - გოგომ ხელი გაჰკრა ლევანს.

- არაფერსაც არ გეტყვი. გაჩერდი ხალხი გვიყურებს!

- ,,ყოველთვის მაინტერესებდა თუ რას იტყოდნენ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემზე

ადამიანები, მაგრამ არასოდეს მაინტერესებს რას ფიქრობენ და ამბობენ ახლა.

გულწრფელად ვამბობ’’- ვიკამ ლევანის სიტყვების ციტირება გააკეთა რის შემდეგაც

გადაიხარხარა, ლევანს მიუახლოვდა ჩაეხუტა და ყურში უჩურჩულა. - ყველაფერს

მიგიხვდი.

- ლევანს ეს მოქნედება ჯერ ძალიან ესიამოვნა, შემდეგ გონს მოეგო და ვიკა თავისი

სხეულიდან ძლივს ჩამოიხსნა. - მშვიდობა გაქვს? თუ ეს რაღაც - მან კონვერტზე

მიუთითა. - ასე მოქმედებს შენზე?

- შენს სცენარზე როგორ მოქმედებს? შენ ხომ ჩემზე, გიორგიზე, დვალზე, ნიკაზე,

გიგიზე, და ლუკაზე ფაქტებს აგროვებ. თითქოს მითოლოგიური, გამოგონილი

პერსონაჟები ვიყოთ? ეს წერილი იპოვე, შემდეგ კითხვებით გამაბრუე და სიმართლე

მომაყოლინე. სცენარს რეალობაზე წერ!

ლევანმა გოგოს პირზე ააფარა ხელი, მაგრამ ეს ქმედება უკვე დაგვიანებული იყო. ვიკამ

მოასწრო ყველაფრის თქმა და პირი ხელით, რომ არ ჰქონოდა დატყვებებული, მაინც

არაფრის დამატებას აპირებდა.

- ახლა კარგად მომისმინე! - ლევანი მუქარის ტონზე ალაპარაკდა. - ეს სისულელე

მეორედ აღარ გაიმეორო. ჩემს საქმეებში ცხვირი არ ჩაყო და არც გიორგი გააბრუო შენი

მცდარი თეორიებით.

- ვიკამ პირი გაინთავისუფლა ლევანის ხელისგან. - ერთი ეგ დაიმახსოვრე, როდესაც

მოქმედების დრო მოვა პერსონაჟების სახელების შეცვლით და რამოდენიმე მოგონილი

მოქმედების დამატებით, გიორგის ვერ დააბოლებ. ის ყველაფერს მიხვდება და საქმე

ცუდად წაგივა.

დაღამდა. ლევანმა სცენარზე მუშაობა შეწყვიტა, არა იმიტომ, რომ ვიკას სიტყვებდა

დააფრთხო, ისე უბრალოდ მობეზრდა ერფეროვნება. მოსვენებას უკარგავდა უცნაური

გრძნობა, რომელსაც არ უყვარდა საქმის ბოლომდე დასრულება. ის ამ გრძნობას ისე

შეეჩვია, რომ მისთვის უცხო და უჩვეული ამაში არაფერი არ გახლდა.

დივანზე იჯდა, ლეპტოპი მუხლებზე დაედო და მებრძოლთა კლუბს უყურებდა. ეს

ფილმი მას ხუთჯერ მაინც ექნებოდა ნანახი, მაგრამ მეექვსედაც სიამოვნებით ადევნებდა

თვალყურს და როლებში იჭრებოდა.

ლუკა და გიგი თავიანთ ოთახებში იყვნენ და ეძინათ. გიორგიც არსად ჩანდა. ნიკა წიგნს

კითხულობდა. ვიკა ფანჯარასთან იდგა და დვალის ჩაბნელებული სახლისკენ

იყურებოდა. სავარაუდოდ ამ დროს მასაც ეძინა. ვიკამ თავის ძმას ტკბილი ძილი

უსურვა და მესამე სართულზე ავიდა. საძინებელ ოთახში შევიდა და რადგან მას ჩვევად

ჰქონდა ტანსაცმლით დაძინება, გახდა არც უცდია. სიბნელეში გზა გაიკვალა, საწოლს

მიუახლოვდა, მძიმედ დაეშვა და წამოწვა. უეცრად მას, წელზე მოხვიეს ხელი. ვიკამ

მოულოდნელობისგან იყვირა. ამ ხმაზე გიორგის გამოეღვიძა.

- ჩამძინებია. - განაცხადა მან.

- შემაშინე, აქ არ გელოდი. - ვიკამ ბალიშზე დადო თავი.

38

გიორგი ზანტად წამოდგა და შუქი აანთო. სინათლემ თვალები მოუჭრა. თავი

დამძიმებული ჰქონდა და ნაბიჯი, რომ გადადგა მთვრალივით წაბარბაცდა.

- გეძინება?

- ლევანი კინოს უყურებს, ჩემი ძმა კითხულობს. მოვიწყინე.

- შეიძლება აქ დავიძინო?

- შეიძლება. - დაუფიქრებლად მიუგო ვიკამ.

გიორგიმ მაისური გაიხადა. ზურგზე ანგელოზის გამოსახულება გამოჩნდა, რომელსაც

ხელში ხმალი ეკავა და მის მთლიან ზურგს ფარავდა.

- არ ვიცოდი ტატუ გქონია.

- ხუთი წლის წინ გავიკეთე.

- შენს ზურგს უფრო უხდება.

- დვალზე გაბრაზებული ხარ და ამას მაგიტომ ამბობ.

- დვალი რა შუაშია?

- მასაც ზუსტად ასეთი აქვს.

- არ ვიცოდი.

- აბა ვის შემადარე?

- ჩემს თავს.

- ხო რათქმაუნდა, კარგად გამაბი.

ვიკა საწოლზე წამოჯდა, ზურგი აქცია გიორგის და მაისური აიწია. ის არ ხუმრობდა.

ზურგს მასაც ასეთივე ტატუ უფარავდა.

- მოგატყუე. მე და ირაკლიმ ერთ დღეს გავიკეთეთ.

- ეცადე აღარ მომატყუო. - გიორგიმ მაისურს სტაცა ხელი, შუქი ჩააქრო და ოთახიდან

გავიდა.

თვითონაც ვერ გაეგო ვიკას ტყუილმა გააბრაზა თუ იეჭვიანა. სასიყვარულო

სამკუთხედი იქმნებოდა, რომელიც სინამდვილეში ოთკუთხედი უფრო იყო. ანდა

მხოლოდ, იმიტომ აღელვდა, რომ ვიკამ თავისი და გაახსენა.

საძინებლიდან გამოსული წელს ზემოთ შიშველი გიორგი, გიგიმ დაინახა.

შეშფოთებული სახით უყურებდა კონკურენტს. გიორგის ხმა არ ამოუღია, მაგრამ ისეთი

სახით შეხედა, თითქოს ეკითხებოდა რას მომშტერებიხარო? მაგრამ გიგი ადგილიდან არ

დაძრულა. თავისი ოთახის კარს აეკრა და ეჭვიანობისგან გამწვანებულმა თვალების

გაფართოვების გარდა ვერაფერი მოიფიქრა. გიორგიმ მაისური გადაიცვა. არც ის

ჩქარობდა. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ თითქოს ისეთ თამაშს თამაშობდნენ,

სადაც მონაწილეებს მოგებისთვის ერთი მთავარი წესი უნდა დაეცვათ. ერთ ადგილზე

უმოძრაოდ ყოფილიყვნენ გაშეშებულები და რომელიც დიდ ხანს გაძლებდა ასე

გაყინული, მოგებასაც მოიპოვებდა.

გიგიმ შუბლზე დაიდო ხელი, თითქოს ტემპერატურას იმოწმებსო. გიორგიმ მაჯას

დახედა, თითქოს უხილავ მაჯის საათზე დროის გასარკვევად. ბოლოს იმ ბავშვის

მსგავსად, რომელსაც თამაში მობეზრდება ადგილს მოწყდა და გიგის მოახსენა წყლის

მოსატანად მივდივარო. გიგიმ ამჯერადაც ვერაფერი მოიფიქრა და მანაც იგივე მიზეზი

მოიშველია.

ორივე მეორე სართულზე დაეშვნენ, სადაც სამზარეული მოეწყოთ. გიგიმ იქვე დალია

წყალი, რომელიც ეტყობოდა სულაც არ უნდოდა. ჭიქაში დარჩენილი სითხე ნიჟარაში

ჩაღვარა.

39

გიორგიმ მინერალური წყლის ბოთლი აიღო და განგებ ხმამაღლა წარმოთქვა ვიკამ

დამაბარაო.

მესამე სართულზე დაბრუნდნენ. ბიჭები სინქრონულად მოძრაობდნენ მანამ სანამ

საძინებლების კარებს არ მიუახლოვდნენ. გიგიმ ოთახში შესვლა განგებ გააჭიანურა, რომ

კიდევ ერთხელ დაენახა გიორგი, რომელიც ვიკას ოთახში ამჯერად გამოსვლის მაგიერ

შედიოდა.

გიორგიმ გამოხსნილ კარში გაჭედილ გიგის, ღამე მშვიდობისა ვიკას საძინებლის

დახურული კარიდან მიაძახა. მინერალური წყლის ბოთლი გახსნა და თვითონ დალია.

რატომ მოიქცა ასე? ამაზე თვითონაც არ ჰქონდა პასუხი.

საწოლს მიუახლოვდა, ფრთხილად დაწვა, ვიკას ზურგიდან ჩაეხუტა და თვალები

დახუჭა.

გაწბილებულ გიგის რომელსაც ძილი ისედაც დამფრთხალი ჰქონდა, ახლა რაღა

დააძინებდა. დერეფანში მოჩვენებასავით დაიწყო ბოდიალი და რადგან თავს ვერაფერი

მოუხერხა და საღად აზროვნებაც ვერ შეძლო, ბავშვივით ასლუკუნდა. ვერც ცრემლების

ფრქვევამ მოუტანა ნანატრი სიმშვიდე. სააბაზანოში შევიდა, ცივი წყლით დაიბანა

ცრემლებისგან გაწითლებული თვალები, რომელიც მის თავზე ბავშვობის მერე აღარ

ენახა.

თეთრ კარიან ოთახს მიაშურა. გადაშლილი წიგნი რომელსაც ნიკა კითხულობდა

მაგიდაზე იდო. ლევანი კი კვლავ ფილმს უყურებდა. გიგი ფანჯარასთან მდგარ

უზურგო სკამზე ჩამოჯდა. ლევანს ზურგი აქცია, ეტყობა არ სურდა მისი

სასოწარკვეთილი სახე საჯაროდ ეჩვენებინა.

გაფითრებულ სახეზე სულიერი ტკივილი აღბეჭვდოდა. გაფართოებული თვალებით

ფანჯრიდან უმისამართოდ იყურებოდა. იქნებ იქ, დასანახი სულაც არაფერი იყო.

ეზოს ლამპიონების შუქი ანათებდა. თოვლი ამ შუქზე სვაროვსკის თვლებივით

ბზინავდა. ცაზე იმდენ ვარსკვლავს მოეყარა თავი, გეგონებოდათ სიმძიმეს ვერ

გაუძლებს, ძველი ჭერივით ჩამოიქცევა და ვარსკვლავების თქეში წვიმა წამოვაო.

ნამდვილად ლამაზი სურათი გამოვიდოდა ვინმეს, რომ დაეხატა. მაგრამ ამ სურათს

უფრო მეტად, გაყინული მთვარე გაალამაზებდა.

გიგის mayhem ის სიმღერა freezing moon გაახსენდა და რადგან ფილმი

დამთავრებულიყო ლევანს სთხოვა ჩართეო.

ორივემ მოუსმინეს და სიმღერა, რომ დამთავრდა, კიდევ გაამეორა ლევანმა.

- იცი, ვიკამ dead-ს ლექსი, რომ მიუძღვნა?

ამ სიტყვების გამგონე გიგიმ ინატრა dead-ი ყოფილიყო და ის ლექსი მისთვის

მიეძღვნათ, იმის მიუხედავად, რომ ლექსის შინაარსი მან არ იცოდა, მაგრამ იმ დროზე

ნაკლებ ხანში გახდა მისთვის ცნობილი, ვიდრე ის წარმოიდგენდა.

ლევანმა დაზეპირებული ლექსი მხატრულად გააჟღერა.

სცენა შემოსეს შავი ფარდებით,

სანთლებს სინათლე გამოაცალეს,

ლარნაკებს უძღვნეს შავი ვარდები,

პრინცი სიცოცხლეს გამოასალმეს...

მთხრობელი: როგორ დავიწყო ლექსის მოყოლა?

მთხრობელის როლი მოვირგო მხოლოდ?

40

გთხოვთ, ნუ აღიქვამთ მხოლოდ მოთხრობად!

იგი არსებობს, მხოლოდ შორს ცხოვრობს.

მისი გრძნობები თუ იყო ყალბი

და მისი ტანჯვა არაფერს ნიშნავს?!

რატომ ცხოვრობდა ის მხოლოდ ღამით?

პოპულარობა ამისთვის ღირდა?

მისი სამყარო არ იყო ქვეყნად,

იგი ცხოვრობდა მკვდარის სახელით.

მისი სამყარო სადღაც შორს იყო,

ვერ აღიქვამენ შენი თვალები.

Dead: ბნელეთი ჩემთვის, შენთვის კი ღამე,

შენთვის მთვარეა, ჩემთვის ფარია,

ჩემი გრძნობებით იყინება მთვარე

ო, ეს სიცივე წარმავალია.

ვკრეფავდი ვარდებს, მათ ჰქონდათ ფერი,

ფიქრით ვღებავდი თვითეულ მათგანს,

შავი ვარდები ჩემსავით ბნელი,

მათი სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს.

ჩემი გრძნობებით იყინება მთვარე.

ყველაფერს ვახშობ შუქის გამტარს.

გათენდება? გათენდება ხვალე?!

ღამეებს დილა აღარ ცვლის, არა!

იყინება მთვარე ჩემს გარშემო.

სიკვდილი მარქმევს თავის სახელს.

ჩემი სახელის დაძახება აღარ გაბედო.

ჩემი ფერფლიც გაჰყვება ნამქერს.

ჩემს ფიქრებს ცვლის, ფიქრთა რიგი.

მთვარე იყინება და ვუმზერ მე მას.

Sorry for all the blood. იძირება შიში,

გახელილი თვალებით ვუყურებ ზეცას.

მთხრობელი: მძიმედ დაეშვა შავი ფარდები,

შემუსრა ირგვლივ ბნელმა ყოველი,

ლარნაკში ეწყო შავი ვარდები,

პრინცის სიცოცხლის განუყოფელი.

- შენ, რომ არ გეთქვა Dead-ს მიუძღვნაო, ვერც მივხვდებოდი.

- რაზე ფიქრობ?

- არაფერზე.

ლევანმა რამოდენიმე კითხვა დაუსვა წარსულიდან გიგის. სწორედ ისე ნაშუადღევს

ვიკასთან, რომ წამოიწყო საუბარი.

გიგის სჭირდებოდა გრძნობებისგან დაცლა. ლევანის საუბარმა ისეთი გრძნობით

შეიპყრო, თითქოს უსარგებლო ტვირთით იყო დამძიმებული და მის მოშორებას

სთავაზობდნენ.

41

ხანდახან ადამიანს დარდის გასაქარვებლად განმარტოვების ნაცვლად, ვინმესთან

საუბარი ურჩევია. გიგიმ იგრძნო, რომ მის ისტორიას მსმენელი გამოუჩნდა და თავისი

ნება სურვილით ალაპარაკდა.

გაირკვა, რომ ვიკას და გიგის ურთიერთობა მაშინ დაწყებულა, როდესაც შუშის სახლში

დაიწყეს მუშაობა და ამ ურთერთობის სახელი მეგობრობა გახლდა. ერთმანეთს იმდენად

კარგად ეწყობოდნენ, რომ მათ შორის არავითარი გაუგებრობა არ ხდებოდა. მათი ჩხუბი

არავის გაუგონია. უფრო მეტიც, ეს ურთიერთობა იმდენად ჰარმონიული იყო, რომ

ისინი არც კი კამათობდნენ. მერე კი მოხდა ის, რომ მან დაუშვა შეცდომა და შეიყვარა ის

ვინც არასოდეს! სიზმარშიც კი არ უნდა შეყვარებოდა. გიგიმ იცოდა, რომ ვიკას იმ

დროისთვის დვალი უყვარდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ამ წყვილს ერთად ყოფნა

არ ეწერათ. რაღაც უხილავი ძაფები ორივეს სხვადასხვა მხარეს ექაჩებოდნენ. ამის გამო

ვიკა ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა, არ ენახვებოდა არც ნიკას და არც მის მეგობარ

გიორგის. სამსახურშიც არ დადიოდა და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ გიგისთან

უნდოდა საუბარი.

ერთ დაწყევლილ დღესაც, როდესაც ვიკა კვლავ დეპრესიაში ჩავარდა და გიგისთან

სასაუბროდ მოემზადა, გიგიმ ვეღარ მოითმინა და თავის გრძნობებში გამოუტყდა. ისიც

აცნობა, რომ ამიერიდან მასთან თვალთმაქცობას ვერ გააგრძელებდა და მეგობრობას

ვეღარ შეძლებდა. მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ერთი იყო, სიგიჟემდე უყვარდა ვიკა.

ვიკამ მოუსმინა ბიჭს და პასუხად მხოლოდ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ,,ჩემი თავის

დაკარგვას ვერ გადავიტან.’’

რამოდენიმე თვის შემდეგ, გაწყვეტილი კავშირი ვიკამ აღადგინა და გიგის აუწყა, რომ

შეცდომა დაუშვა. რომ ის უყვარდა, ენატრებოდა და მასთან შეხვედრა სურდა. გიგი

თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ამ შეტყობინებას კითხულობდა და გახარებულმა

ყველაფერი დაიჯერა. გოგოს შეხვდა და ბედნიერებისგან გონებადაკარგულმა იმ დღეს

მის ცხოვრებაში საუკეთესო დღე უწოდა. როდესაც საღამოს სახლში დაბრუნდა, ვიკამ

შეტყობინება გზაში დაადევნა, სადაც წერდა, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო, მას ის

უყვარდა, ამას ხმამაღლაც იტყოდა, მაგრამ მასთან ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ეს

სიყვარული მეგობრული იყო.

კვლავ გავიდა რამოდენიმე თვე. ამჯერად მათ კონტაქტი გაწყვიტეს, მაგრამ გიგიმ ვერ

მოითმინა და ვიკას ყველაფრის ახლიდან დაწყება შესთავაზა. გოგო მას დათანხმდა.

გიგიმ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ის დაივიწყა.

ვიკა მიუხვდა, რომ ბიჭი თვალთმაქცობდა და დააიმედა. დაპირდა რომ ოდესმე

როდესაც ურთიერთობისთვის მზად იქნებოდა, მას დაუბრუნდებოდა. ეს ისტორია კი

იმით დამთავრდა, რომ ვიკა არც დვალს და არც მას არ დაბრუნებია. მან გიორგი აირჩია.

ლევანმა ამ დღეს იმდენი იმფორმაცია გაიგო შიშმა აიტანა, მართლა არავინ მომკლასო.

და როდესაც ეს სულელური აზრები გონებიდან განდევნა და უაზრო ინფორმაციისგან

გაათავისუფლა გონება, შენიშნა ვიკას და გიგის ისტორიის თხრობის მანერა ერთნაირი

ყოფილიყო და თან ამ ისტორიაში საერთო სიტყვების დიდძალმა რაოდენობამ

გაიჟღერაო. ერთი პირობა იფიქრა, ხომ არ მეკაიფებიანო?! მაგრამ გიგის სახეზე ისეთმა

არაამქვეყნიურმა ტკივილმა იჩინია თავი, ეს მოსაზრება გამორიცხა.

ახლა იმ ფაქტმა გააოცა, გიორგი ამ ყველაფერთან რა შუაში იყო?

გიგიმ ამ საიდუმლოსაც ახადა ფარდა. რაც საკუთარი თვალით იხილა სულ ცოტაოდენი

ხნის წინ, ახლა საკუთარი ენით წარმოთქვა.

42

ლევანმა ურჩია ახლა შენთვის უკეთესი იქნება გამოიძინოო.

გიგიმ რჩევა გაითვალისწინა. საუბარს მისი დარდები შეემსუბუქებინა. სულიერად ახლა

შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა. ლევანს მოსმენისთვის მადლობა გადაუხადა

და დასაძინებლად წავიდა.

თბილისის ქუჩებში გაოგნებულ სახეებს თუ შეამჩნევდით, ეს იმის მაჩვენებელი

გახლდა რომ რაღაც ახალი, ჯერ არ გაგონილი, მომხდარი და ნანახი გამოჩნდა.

თავად მოქალაქეები ხშირად ამას უცხო ხილად მოიხსენიებდნენ.

ადამინების ნაწილი, რომელიც ამ ქალაქში საგრძნობლად უმცირესობაში იყვნენ და

უმრავლესობისგან ჩაცმის სტილით, ავანგარდული თმის ფერებით, თუ

ვარცხნილობით, პირსინგის რაოდენობით და სხეულის მოხატვით. (რასაც ზოგი

სვირინგს, ზოგი ნაკოლკას და ზოგიც ტატუს ეძახის.) ამ ჩამონათვალის გამო

გამოირჩეოდნენ.

ეს რაც ზედაპირულად ჩანდა. თუ სიღრმისეულ მიზეზებამდე მივალთ, კიდევ მრავალ

განსხვავებას ვიპოვით ამ ორ უკიდურესობებს შორის.

ჩვენი გმირები რათქმაუნდა უმცირესობის ნაწილში შედიოდნენ.

საკუთარი თავის გამოხატვა, განსხვავებული აზრის და შეხედულების დაფიქსირება,

ინდივიდუალიზმის დამკვიდრება, მუსიკის დიდი სიყვარული, თავისუფლებისკენ

ლტოლვა ანდა უბრალოდ სიახლის წყურვილი თუ ჩქეფდა თქვენს სისხლში და

მეამბოხე სულში. ქუჩაში დაუმსახურებელი ლანძღვის და კომენტარების შერგება ან

მუდმივად შარში გახვევა თქვენთვის სიძნელეს თუ არ წარმოადგენდა და შეგეძლოთ ამ

ყველაფერს თავისუფლად შეთვისებოდით, თქვენც სწორედ ამ სამყაროს ნაწილი

ყოფილხართ.

ადვილი არ გეგონოთ საქართველოში ამ ყველაფრის განხორციელება. არ ვაჭარბებ და

არც ვაზვიადებ, როცა ვიძახი აგრესიის მოთმენა ანდა მოუთმენლობა, რასაც კარგ

შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცყოფა, ხოლო ცუდში ფიზიკური შეხლაშემოხლა

მოყვება, ამის ატანა მოგიწევთქო.

საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში მცდარი შეხედულებების გამო, სამყაროს ეს მხარე

იმდენად შეეძულებინათ, არჩევანი მათ და სერიულ მკვლელს შორის, რომ ყოფილიყო ამ

უკანასკნელს აირჩევდნენ. თუმც რას გაიგებ, ფიზიკურ მხარეს დიდი ძალა აქვს და

ხშირად შეცდომამდეც მიუყვანია ადამიანი, იმ სიყვარულის არ იყოს ხორციელ ვნებებში

ხშირად რომ გვეშლება.

უმრავლესობაში კი ყველა ის დანარჩენი შედიოდა, რითაც შედგება სახელმწიფო.

მშრომელი მოქალაქეები, სამართალდამცველები, ლაწირაკებით შემდგარი კაი ბიჭების

სასტავები, ძერსკი ძირითადად გოგოები, სოციალურ ქსელში მცხოვრებნი, პატიმრები,

უსაქმურები, სტუდენტები, პენსიონერები, ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე

დამოკიდებულები და უბრალოდ პატიოსანი მოქალაქეები.

ამ ნაწილს, ანუ უმრავლესობას, სხვა პრობლემები გააჩნდათ. მშრომელ ხალხს

რომლებიც 24 საათი ცდილობდნენ ოჯახის ეკონომიური პირობების გაუმჯობესებაზე,

თავის მხრივ გადაღლილობა და სტრესი აწუხებდათ.

სამართალდამცავების სამსახურებრივ პრობლემას ხულიგნები, კრიმინალისკენ

მიდრეკილი ხალხი წარმოადგენდა. კრიმილანისკენ მიდრეკილთა პრობლემა,

43

სამართალდამცველები გახლდნენ.

ძერსკ გოგოებს თუ ბიჭებს თავის წილად სხვა პრობლემები აწუხებდათ, მაგალითად

რომელიმე დიზაინერის კოლექციის წარუმატებლობა, ნივთების არქონა რომელიც მათ

უფრო გააძერსკებდათ და ამგვარი მრავალი რამ.

სოციალურ ქსელში მცხოვრებნი, რომლებიც შედარებით ახალ სამყაროს ეკუთვნოდნენ

ამ ყველა მოვლენას, ინტერნეტის საშუალებით ადევნებდნენ თვალს და ამას ისე

მიეჩვივნენ ხანდახან ავიწყდებოდათ, რომ სადღაც მათი სახლების ფანჯრების მიღმა, ეს

ყველაფერი რეალურად ხდებოდა, მაგრამ ეს არ იყო მათი პრობლემა. არამედ ის რომ

რეალურ სამყაროს ვეღარ ეწყობოდნენ და ასოციალურები გახდნენ.

ზოგმა მათგანმა მალე შეამჩნია მათი გემი, რომ იძირებოდა და თავს უშველა. ზოგმა კი

თავი გემის კაპიტანად წარმოიდგინა და ღირსეულად ჩაიძირა მასთან ერთად.

პატიმრების პრობლემებს დაწვრილებით არ ავღწერ, რადგან პატიმრობა თავისთავად

უკვე პრობლემაა.

უსაქმურების პრობლემა, ზოგს უსაქმურობა ეგონება, მაგრამ გამბედაობა მეყოფა

გითხრათ, რომ ცდებით, მათი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მოწყინებული

გასართობები, ეს იქნებოდა აულაგებელი სუფრები, აზარტული თამაშები, თუ ქუჩაში

უაზრო ბოდიალი, მოწყინებული ჰქონდათ და სხვა რაიმე იაფასიანი ახალი გასართობის

მოპოვება ესაჭიროებოდათ.

სტუდენტების უმრავლესობას ეგონათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემები მათ ირგვლივ

დაგროვებულიყო. მაგრამ მშობლები დაჟინებით უნმარტავდნენ, რომ სტუდენტობა

ადამიანის საუკეთესო წლებია და უნდა დამტკბარიყვნენ. მაგრამ ამ სიტკბოს მოპოვების

საიდუმლო რეცეპტს, რატომღაც ბოლომდე არ უმხელდნენ მათ შთამომავლებს.

პენსიონერთან გასაუბრებას თუ გეგმავდით, სიტყვა პრობლემა არ უნდა

წამოგცდენოდათ. რათქმაუნდა თუ არ გსურდათ მთელი დღე გესმინათ ამ სიტყვისგან

გამოწვეული უკმაყოფილება, რომელიც სიის სახით, რომ დაგვეწერა ან ამოგვებეჭდა,

ორჯერ თავისუფლად შემოაწვდებოდა დედამიწას.

ალკოჰოლზე დამოკიდებულებს უალკოჰოლოდ ყოფნა ეპრობლემებოდათ. იგივე

ვითარებას ჰქონდა ადგილი ნარკოტიკზე დამოკიდებულებთან.

პატიოსან მოქალაქებს, რომლებსაც ,,პატიოსანს’’ ამ სიტყვის ერთი მნიშვნელობის გამო

არ ვეძახით. რადგან პატიოსნება ფართო მცნებაა და ინდივიდუალურად აღიქმება,

როგორც სილამაზე, თავისუფლება და მრავალი ასეთი რამ, არამედ ვუწოდებთ იმის

გამო, რომ ამ საზოგადოების ნაწილს კანონის საწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ.

მაშასადამე სანამ ქვეჯგუფებად დავყოფდით, მათი საერთო სახელწოდება პატიოსნება

ყოფილა.

როდესაც თითოეული მათგანი თავიანთ პრობლემებზე ფიქრობდა და მათი

მოუგვარებლობისგან სასოწარკვეთილებას მისცემოდნენ, უიმედობა უჭამდათ გულს და

უღლიდათ, ისედაც გადაღლილ გონებას. ყველა ამ საზოგადოების ნაწილმა, რომელზეც

ორიოდე წუთის წინ ვისაუბრეთ, (პატიმრების გარდა, რადგან მათი სურვილისდა

მიუხედავად მისჯილი სასჯელი თავისუფლად ნავარდობის ნებას არ აძლევდათ.)

დროებით დარდების დასავიწყებლად, ლუკა ელბაქიძის დაბადების დღის აღსანიშნავ

წვეულებაზე მოიყარეს თავი.

ვინაიდან ლუკას იმიჯი მის შინაგან სამყაროს საჯაროდ არ გამოხატავდა და ერთი

შეხედვით ჩვეულებრივი პატიოსანი მოქალაქე გეგონებოდათ, მის წვეულებაზე

44

გამოჩენილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც უმცირესობის ჩაკეტილი სამყაროდან

გამოაღწიეს და საზოგადოებას შერეოდნენ, ზოგიერთის გაოცებაც კი გამოიწვია. უფრო

სწორედ ყველას გაოცება გამოიწვია, უბრალოდ ზოგმა დაუფარავად გამოხატა, ზოგმა

შედარებით კულტურულ ფარგლებში და ზოგმაც თავისი აზრი გულში შეინახა.

მარია რომელიც სტუმრებს უმასპინძლდებოდა, რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ადამიანმა

გაიხმო გვერდით არსებულ ოთახში და შეშფოთებულებმა, ვითომდა მზრუნველობის

გამო განაცხადეს: ასეთი ახალგაზრდები ცხოველებს აწვალებენ, ღამით სასაფლაოზე

იკრიბებიან, რიტუალებით კავდებიან და საზოგადოებისთვის საშიშები არიანო.

როდესაც სათქმელი მოამთავრეს, იკითხეს ლუკას ამ ხალხთან რა საერთო აქვს, ან

მათთან რა თემებზე საუბრობსო?

მარიამ დიპლომატიურ ხერხს მიმართა. ორაზროვანი პასუხი გასცათ თითოეულ

მათგანს და სანამ ისინი პასუხის შინაარს ჩასწვდებოდნენ, მარია უკვე სტუმრებთან

გახლდა დაბრუნებული.

თავიდან ყველაფერი შენელებული კადრივით იწელებოდა და მოსაწყენიც კი გახდა,

მაგრამ როდესაც ალკოჰოლი ორგანიზმში გაიხსნა და კარგი განწყობა მოიტანა, ყველამ

საერთო ენა გამონახა და დროს ტარებაც დაიწყო.

გიგიმ ალკოჰოლზე უარი განაცხადა, მაგრამ დაატყო შეზარხოშებულ ხალხთან

კონტაქტი ნელ-ნელა უფრო უძნელდებოდა, ამიტომ ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა,

რომ მეგობრებს ჩამორჩენილი როგორმე დაწეოდათ.

გიორგი თავიდან ხმას არ იღებდა, უცხო კამპანიაში ყოფნა დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ

ალკოჰოლმა კომპლექსები მოუხსნა და ერთი-ორი სიტყვის წარმოთქმის ხასიათზეც

დადგა.

ლუკა მათ სუფრასთან იჯდა და რადგან მზიურში გაურკვეველ ვითარებაზე მოუწია

ვიკასთან საუბარი, ახლა მის უკეთ გაცნობას და გამხიარულებას ცდილობდა.

ნიკა შორიახლოს დაბორიალებდა. ეტყობოდა ჯერ კიდევ ვერ მოეძებნა კონფორტული

ადგილი.

სტუდენტების ჯგუფი ლუკას აყოლიებას ცდილობდა, რომ მათი მაგიდისკენ

გადაებირებინათ.

რამოდენიმე მეზობელი ბებიები, რომლებიც მარიას ემეგობრებოდნენ, კუთხესთან

მიდგმულ მაგიდასთან მოკალათდნენ და დროდადრო უცნაურად ჩაცმულდახურულებს

გააპარებდნენ ხოლმე თვალს. მერე ერთმანეთს მიეკვრებოდნენ, პირზე ხელს

აიფარებდნენ და კომენტარს კეკლუცი გოგოებივით გააკეთებდნენ. ამას ისე

პროფესიონალურად აკეთებდნენ და თანაც ისეთ სტრატეგიულ ადგილას იყვნენ

განლაგებულები, კაცს ეგონებოდა კარგად დამუშავებული სამხედრო გეგმის ნაწილს

ასრულებენო.

პატიოსანი მოქალაქეები, ანუ გიგის და ლუკას ნათლიები, მათი შვილები და ქმრები

მარიასთან საუბარს ამჯობინებდნენ.

რომელიღაც სტუდენტმა, რომელსაც სხვებზე მეტი დაელია განაცხადა მუსიკა

გვჭირდებაო და ემინემის რომელიღაც სიმღერა აამღერა კომპიუტერში. რასაც გიგის და

პენსიონერების მაგიდის წევრებიდან უკმაყოფილემა მოჰყვა. შემდეგ ბევრი ისეთი

სიმღერა გაჟღერდა რაზეც ყველას ცეკვა მოუნდა. (უცნაური ახალგაზრდების გარდა.) ...

და აი დადგა ლუკას, გიგის, გიორგის და ნიკას ჯერი, მათი საყვარელი სიმღერა

ამღერებულიყო. ვიკამ ბიჭებს დაასწრო კომპიუტერთან მისვლა და norther- ის frozen

45

angel -ლმა იფეთქა.

სიმღერა უფრო მკაფიოდ გაისმა, რადგან საუბარი ყველამ შეწყვიტა. სიმღერის ჟანრმა

ხალხის ყურადღება (არამარტო ყურადღება, სხვა გრძნობების გამოწვევაც მოახერხა.)

მიიპყრო. როდესაც როგორც იქნა სიმღერა დამთავრდა, კმაყოფილი სახეები მხოლოდ იმ

ხუთეულს ჰქონდათ, რომლებიც ჩვენი წიგნის მთავარი გმირები არიან.

შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა და ამ ხმაურმა გასუსული საზოგადოების ყურადღება

მიიქცია. კარი მარიამ გააღო. ოთახში ლევანი შემოვიდა.

ლევანმა ლუკას დაბადების დღე მიულოცა. თან ზურგე რამოდენიმეჯერ ისე დაარტყა

ხელი, იფიქრებდით ლუკამ დარტყმებს ღირსეულად გაუძლოო.

შემდეგ ნიკას გვერდით ჩამოჯდა, რომელმაც მყუდრო ადგილი დიდი ძებნის შემდეგ

ფანჯრის რაფაზე იპოვა.

ლუკას ნათლია ფეხზე წამოდგა და შესძახა: იუბილარს გაუმარჯოსო! ყველამ გაიმეორე

გაუმარჯოსო და ლხინი განახლდა.

ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა სანამ ვიღაცას არ წამოსცდა სიტყვა პრობლემა.

ჯერ მუსიკის გაჟღერების შემდეგ ჩამოწოლილი სიჩუმის დეჟა-ვუ განმეორდა, მერე კი

ყველამ ერთ დროულად დაიწყო საუბარი. ისე რომ ერთმანეთს კი არა, თავის თავსაც

აღარ უსმენდნენ.

ლევანი ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა. ცარიელ სკამზე დადგა. ამ ქმედებამ ბევრს პატარა

ბავშვები გაახსენა, რომლებიც ლექსის მოყოლას აპირებენ და სკამს სცენის მაგივრად

იყენებენ. მართალია ლევანმა სკამი ამ მიზნით გამოიყენა, მაგრამ ლექსის მოყოლას

ნამდვილად არ აპირებდა.

საუბარი პირდაპირ ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო, ისეთი სახის

გამომეტყველებით, თითქოს ამ მომენტს მთელი ცხოვრება ელოდებოდა და ახლა

ნანატრი ხელსაყრელი დრო, რომ არ გამოეყენებინა, ამის გაკეთების საშუალება აღარ

მიეცემოდა.

- ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობას, მშრომელ ხალხს, რომლებიც 24 საათი

ცდილობენ ოჯახის ეკონომიური პირობების გაუმჯობესებაზე, თავის მხრივ

პრობლემები გააჩნიათ. რატომ? - იმიტომ, რომ შრომის ანაზღაურება გაწეულ შრომასთან

შედარებით საგრძნობლად მცირედია.

სამართალდამცავების სამსახურებრივ პრობლემას ხალხის მხრიდან მათ მიმართ

უარყოფითი დამოკიდებულება და უნდობლობა წარმოადგენს, რაც ნელ-ნელა იცვლება

და ეს მე ძალიან მახარებს.

კრიმილანისკენ მიდრეკილება პრობლემაა, რადგან ახალგაზრდა თაობების ნაწილი ჯერ

კიდევ ვერ გამოსულან იმ სამყაროდან სადაც, კრიმინალი მისაბაძი და საამაყო საქმე იყო.

ძერსკ გოგოებს თუ ბიჭებს თავის წილად სხვა პრობლემები აწუხებდათ, მაგალითად

რომელიმე დიზაინერის კოლექციის წარუმატებლობა, რომელიც ჩემი აზრით იმ

პრობლემების ჩამონათვალის შემდეგ უნდა იყოს რომელიც არის უსახლკარო ხალხის

ქუჩაში გაყინვა, დაავადებულთა უთანაგრძნოდ და დაუხმარებლად მიტოვება,

ხელგამოწვდილი მათხოვარი ბავშვის, მოხუცის ან ორსულის შეუმჩნევლობა. ობოლი

ბავშვების ცხოვრების პირობებით არ დაინტერესება და მრავალი სხვა.

პრობლემაა სოციალურ ქსელებში ფუჭად გაფლანგული დროის დიდი ნაწილი,

რომელიც შეიძლება შრომისუნარიანმა ადამიანმა რაიმე სასიკეთო და ქვეყნისთვის

გამოსადეგი საქმის კეთებაში დახარჯოს.

46

პატიმრების პრობლემებზე მე აღარ ვისაუბრებ, რადგან პატიმრობა თავისთავად უკვე

პრობლემაა.

უსაქმურების პრობლემა ზოგს დაუსაქმებლობა ეგონება, მაგრამ გამბედაობა მეყოფა

გითხრათ, რომ ცდებით. მათი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოწყინებული

გასართობები: ეს იქნება აულაგებელი სუფრები, აზარტული თამაშები, თუ ქუჩაში

უაზრო ბოდიალი, მოწყინებული აქვთ და სხვა რაიმე ახალი გასართობის მოპოვება

ესაჭიროებათ.

სტუდენტების უმრავლესობას ჰგონიათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემები მათ

ირგვლივ დაგროვებულა, მაგრამ მშობლები დაჟინებით გვიმეორებენ, რომ სტუდენტობა

ადამიანის საუკეთესო წლებია და უნდა დავტკბეთ. მაგრამ ამ სიტკბოს მოპოვების

საიდუმლო რეცეპტს რატომღაც ბოლომდე არ გვიმხელთ.

პენსიონერთან გასაუბრებას თუ გეგმავთ, სიტყვა პრობლემა არ უნდა წამოგცდეთ.

რათქმაუნდა თუ არ გსურთ მთელი დღე ამ პრობლემების მოსმენაში დახარჯოთ,

რადგან რამოდენიმე საათში ნამდვილად ვერ გეტყვიან ამომწურავ პასუხს.

პატიოსან მოქალაქებს, რომლებსაც პატიოსანი გზებით სურს გამდიდრება, მაგრამ

მოთმინების უნარი დაკარგვიათ და დაწყებულ სააქმეებს შუა გზაზე ტოვებენ.

ხალხის დიდ ნაწილს ალბათ ჰგონია, რომ რაიმე რიტუალების კეთებით ან

მაზოხისტური კვლევებით ვართ დაკავებულები, მაგრამ ჩვენ ხელოვნები, ყოველდღე ამ

ზემოთ ხსენებულზე ვსაუბრობთ. გულთან მიგვაქვს თქვენი გასაჭირი და რომ

შეგვეძლოს ამის გამოსწორება, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდით, არ

დავიშურებდით ძალღონეს, რომ დაგხმარებოდით თქვენც და საკუთარ თავებსაც.

ლევანის გამოსვლის შემდეგ, ყველა ცნობისმოყვარემ დაიკმაყოფილა

ცნობისმოყვარეობა. იმათ ვინც იკითხა ლუკას ამ ხალხთან რა საერთო აქვს, ან მათთან რა

თემებზე საუბროსო? მათ კითხვებს პასუხი ამომწურავად გაეცა, მაგრამ ამ განცხადებამ

რამოდენიმე ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ ყველაფერზე თქვენ რამდენიც არ უნდა იფიქროთ, სასიკეთო საქმეს მაინც ვერ

განახორციელებთ. ეს თქვენი საქმე არაა. ჯობია თქვენს საქმეზე დახარჯოთ დრო და

პრობლემები ხელისუფლებაში მყოფებმა მოაგვარონო. - განაცხადა გიგის ნათლიამ.

სამართალდამცავმა რომელიც ლუკას ნათლიის ქმარი იყო განგებ ხმამაღლა წამოიყვირა

- თქვე გაჭირვებულებო, საკუთარი თავისთვის ვერ გიშველიათ, ჩვენ თქვენი საშველი რა

გვჭირსო!

ზოგმა კი საერთოდ რა გვაქვს საშველი, თავს ისედაც კარგად ვგრძნობთო.

ამ კომენტარებმა ჯერ კამათი გამოიწვია. ცივილიზებული ხალხი ვართ და ნუ

ვიჩხუბებთო იყვირა ვიღაცამ, რის შემდეგაც კამათი ჩხუბში გადაიზარდა, ბოლოს

სიტუაცია დაიძაბა და უმისამართო ლანძღვა-გინებიდან, ცემა-ტყეპამდე მივიდა საქმე.

ბოლოს როდესაც მუშტების ქნევით ხელები დაეღალათ და ადამიანური სახეები

დაუბრუნდათ, დამნაშავედ ლუკას უცნაური მებობრები შერაცხეს. განაჩენი კი სუფრის

დატოვებით გამოუტანეს.

სწორედ ამ სიყვარულით გაჟღენთილ ქალაქს, დაუბრუნდენ კახეთიდან

ახალგაზრდები.