გილოცავთ დამდეგ 2016...

12
გილოცავთ დამდეგ 2016 წელს! გილოცავთ 2016 წლის შემობრძანებას. დაე, ეს წელიწადი ყოფილიყოს მშვი- დობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დოვლათისა და ბარაქიანობის წელი მთელი საქართველოსთვის. იცოცხლეთ მარად, მრავალჟამიერ! ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ომისა და შრომის ვეტერანთა კავშირი რამდენიმე დღეც და კიდევ ერთი წელი გახდება ისტორიის კუთვნილება. ძვირფასო ხარაგაულელებო, გილოცავთ დამდეგი 2016 წლის შემობრძანებას და გისურვებთ, რომ მომავალი წელი ნაყოფიერი, წარმატებული და სასიკეთოდ გარდამტეხი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში, თითოეული თქვენგა- ნის საქმიანობაში. სულიერ სიმშვიდეს, ოჯახში ბარაქას, ჯანმრთელობას, პრობლე- მებთან გამკლავებას, სასიკეთო საქ- მეების საკეთებლად გაძლიერებას, უფლის მფარველობას გისურვებთ. 2016 წელი მედიაორგანი - ზაციისთვის „ჩემი ხარაგაული“ „სრულწლოვანების“ მიღწევის წელია. მარტში „ჩემი ხარაგაული“ 18 წლის შესრულდება. 2015 წელი საკმაოდ რთული პერიოდი, - ფიზიკურად გადა- რჩენის წელი, - გამოდგა „ჩემი ხარაგაულისთვის.“ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების დაძლევის აუცილებლობამ, არაჯანსაღმა ფსიქოლოგიურმა კლიმატმა გარ- კვეულწილად დაგვაბრკოლა, რომ წლების მანძილზე შეძენილი ცოდნა-გამოცდილება და შე - საძლებლობები მაქსიმალურად მიგვემართა საუკეთესო ხარისხის მედიაპროდუქტის (გაზეთი, ვებ- გვერდი chemikharagauli.com) შესაქმნელად. მომავლისადმი იმედიანად ვართ განწყობილნი. კვლავაც გვაქვს ჩვენი ერთგული მკითხ- ველებისა და ხელმომწერლების თანადგომის იმედი. 2015 წელს „ჩემი ხარაგაული“ მხოლოდ და მხოლოდ ხელმომწერლებისგან გადახდილი თანხითა და მცირე რეკლამებიდან მიღებული შემო- სავლით ფუნქციონირებდა. გვჯერა, მკითხველების უზარმა- ზარი მხარდაჭერა და სიყვარული მომავალ, 2016 წელს, შეგვაძ- ლებინებს ხარაგაულელებისთვის უკეთესი მედიაპროდუქტის შეთა- ვაზებას. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს! ძვირფასო ხარაგაულელებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ- წელს. უფლის წყალობა, სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, სიმრავლე, ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება სიახლესთან და მეც მინდა გისურვოთ, რომ 2016 წელი ყოველი თქვენგანისთვის სასიკეთო ცვლილებების წელი ყოფილიყოს! პატივისცემით, ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ძვირფასო პედაგოგებო, აღმზრდელებო, განათლების მესვეურნო! გილოცავთ შობისა და ახალი 2016 წლის შემობრძანებას თქვენს ოჯახებში. ეს წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის და კეთილის მსურველებისთვის ოცნებების ასრულების, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს, ჯანმრთელობას, თქვენი შრომის და- ფასებას ღირსეული ანაზღაურებით, ასევე ყველა საახალწლო სურვილისა და ჩანაფიქრის ახდენას. განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია ჩვენო ძვირფასო ხარაგაულელებო! გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგი ნომერი გამოვა 2016 წლის 15 იანვარს 25 დეკემბერი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb 45 (665) www.chkh.org

Transcript of გილოცავთ დამდეგ 2016...

Page 1: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

გილოცავთ 2016 წლის შემობრძანებას. დაე, ეს წელიწადი ყოფილიყოს მშვი-დობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დოვლათისა და ბარაქიანობის წელი მთელი საქართველოსთვის. იცოცხლეთ მარად, მრავალჟამიერ!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ომისა და შრომის ვეტერანთა კავშირი

რამდენიმე დღეც და კიდევ ერთი წელი გახდება ისტორიის კუთვნილება.

ძვირფასო ხარაგაულელებო, გილოცავთ დამდეგი 2016 წლის შემობრძანებას და გისურვებთ, რომ მომავალი წელი ნაყოფიერი, წარმატებული და სასიკეთოდ გარდამტეხი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში, თითოეული თქვენგა-ნის საქმიანობაში.

სულიერ სიმშვიდეს, ოჯახში ბარაქას, ჯანმრთელობას, პრობლე-

მებთან გამკლავებას, სასიკეთო საქ-მეების საკეთებლად გაძლიერებას, უფლის მფარველობას გისურვებთ.

2016 წელი მედიაორგანი-ზაციისთვის „ჩემი ხარაგაული“ „სრულწლოვანების“ მიღწევის წელია. მარტში „ჩემი ხარაგაული“ 18 წლის შესრულდება.

2015 წელი საკმაოდ რთული პერიოდი, - ფიზიკურად გადა-რჩენის წელი, - გამოდგა „ჩემი ხარაგაულისთვის.“ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების დაძლევის

აუცილებლობამ, არაჯანსაღმა ფსიქოლოგიურმა კლიმატმა გარ-კვეულწილად დაგვაბრკოლა, რომ წლების მანძილზე შეძენილი ცოდნა-გამოცდილება და შე-საძლებლობები მაქსიმალურად მიგვემართა საუკეთესო ხარისხის მედიაპროდუქტის (გაზეთი, ვებ-გვერდი chemikharagauli.com) შესაქმნელად.

მომავლისადმი იმედიანად ვართ განწყობილნი. კვლავაც გვაქვს ჩვენი ერთგული მკითხ-ველებისა და ხელმომწერლების თანადგომის იმედი. 2015 წელს „ჩემი ხარაგაული“ მხოლოდ და მხოლოდ ხელმომწერლებისგან გადახდილი თანხითა და მცირე რეკლამებიდან მიღებული შემო-სავლით ფუნქციონირებდა.

გვჯერა, მკითხველების უზარმა-ზარი მხარდაჭერა და სიყვარული მომავალ, 2016 წელს, შეგვაძ-ლებინებს ხარაგაულელებისთვის უკეთესი მედიაპროდუქტის შეთა-ვაზებას.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს! ძვირფასო ხარაგაულელებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ-

წელს. უფლის წყალობა, სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, სიმრავლე, ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება სიახლესთან და მეც მინდა გისურვოთ, რომ 2016 წელი ყოველი თქვენგანისთვის სასიკეთო ცვლილებების წელი ყოფილიყოს!

პატივისცემით,ინგა მაღრაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო პედაგოგებო, აღმზრდელებო, განათლების მესვეურნო!

გილოცავთ შობისა და ახალი 2016 წლის შემობრძანებას თქვენს ოჯახებში.ეს წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის და კეთილის მსურველებისთვის

ოცნებების ასრულების, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს, ჯანმრთელობას, თქვენი შრომის და-

ფასებას ღირსეული ანაზღაურებით, ასევე ყველა საახალწლო სურვილისა და ჩანაფიქრის ახდენას.

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია

ჩვენო ძვირფასო ხარაგაულელებო!

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგი ნომერი გამოვა 2016 წლის 15 იანვარს

25 დეკემბერი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb№45 (665)

www.chkh.org

Page 2: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

2 xtvb [fhfufekb 25 დეკემბერი, 2015 წ.

2016 წლის თუ ცხრა-ათი თვის ბიუჯეტი

წარმატებული შედეგი ერთი ადამიანით არასოდეს მიიღწევა

ბოლო დროს ადგილობრივი გა-ზეთისა და სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება ბევრი დე-მაგოგიური განცხადება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას, განსჯისა და შეფასებისათვის, უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. ვწუხარ იმის გამო, რომ ასეთი „ღირებული“ ინფორმაციების გავრცელებისათვის საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო სახს-რები იხარჯება. აღარ ვლაპარაკობ თავად ინფორმაციის კვალიფიციურ დამუშავებასა და საზოგადოების რე-ალურ ინტერესზე მორგების შესახებ.

ჩემთვის საკრებულოს თავმჯდომა-რის სტატუსი არის არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ ადამიანების წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და შემდეგ მათ წინაშე, ვინც კარგად გაცნობიერებუ-ლად თუ გაუცნობიერებლად საკრებუ-ლოს ხელმძღვანელის პოსტზე მხარი დამიჭირა. ამ პასუხისმგებლობას ბო-ლომდე ვიზიარებ და ჩემგან მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ეს მთა-ვარი განმაპირობებელი გარემოებაა. ვფიქრობ, იმისთვის არ ვარ არჩეული, რომ ვარლამ (ტატო) თავზარაშვილის ან სხვა ნებისმიერი პირის სასურველ

გადაწყვეტილებას უპირობოდ დავუჭი-რო მხარი. კოლეგიალურ ორგანოში გადაწყვეტილებები მიიღება საკითხის ირგვლივ მსჯელობის შედეგად და საზოგადოებრივი ინტერესის გათვა-ლისწინებით. თუკი ვინმე შეძლებდა და წარმოგვიდგენდა იმის დასაბუთებულ არგუმენტაციას, რომ საფეხბურთო კლუბისთვის გამოყოფილი თანხები რეალურად ხმარდება ხარაგაულში ფეხბურთის განვითარებას და არა გა-უთავებელი და გაუგებარი დავალიანე-ბების გასტუმრებას, შესაძლოა, კიდეც დავფიქრებულიყავით მხარი დაგვეჭი-რა საკათედრო ტაძრის მშენებლობის თუ ფეხბურთის დაფინანსებისათვის. მე ხომ არ უნდა ვარკვიო ადმინისტრა-ტორი ფეხბურთს თამაშობს თუ არა და ეკუთვნის თუ არა მას ე.წ. „სპორტული პრემია“. ან როგორ გავიგო, ამდენი დემაგოგიის შემდეგ, რეალური მიზე-ზი, რის გამო ფერხდება საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

ზოგადად არსებობს ადამიანთა კა-ტეგორია, რომელთათვისაც „მდგომა-რეობა“ და თანამდებობა არის პატივი და ფიქრობს, რომ „მისი დრო მოვიდა“. ასეთი, ტალღას ადევნებული თანამდე-ბობის პირებისთვის, მინდა განვმარტო, რომ არასოდეს, არცერთ დროში ყელ-ყელაობასა და უსაფუძვლო ამბიციებს არ მისცემია ფართო ასპარეზი. ეს ქვეყანა იმისთვის კი არაა, უპრინციპო ადამიანების კეთილდღეობას გადა-ვაყოლოთ. მზად ვარ, პასუხი გავცე ჩემი მხრიდან მორალური და ეთიკური საკითხების მიმართ გამოთქმულ პრე-ტენზიებს, ჩემი მხრიდან რაიმე კუთხით გაუმართავ კომუნიკაციაზე; რაიმე პერ-სონალურ შეუთავსებლობაზე და რაღა

თქმა უნდა, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გადამეტებულ მოქმედე-ბაზე (იქნება ეს არამიზნობრივი ხარჯის გაწევა, არასამართლიანი საკადრო გადაწყვეტილება და ა. შ.). ჩემს უშუ-ალო საქმიანობასთან დაკავშირებით, თვითკრიტიკისა და ანალიზისთვის, ვაპირებ, გავმართო საჯარო ღია დი-ალოგი საზოგადოებასთან.

ვერ დავემგვანები იმ დეპუტატებს, ერთს რომ ფიქრობენ და მეორეს მოქმედებენ. ზუსტად ვიცი, რა პრინ-ციპებით მოქმედებდა დეპუტატების ის ნაწილი, ჩემი მეუღლის მიმართ მკაცრი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით გამგებელს რომ მიმართა. აღარ ვსაუბ-რობ კანონით გათვალისწინებულ საკ-რებულოს წევრის უფლებამოსილების გადამეტებაზე. ვფიქრობ, რომ შეგნე-ბული პოზიციის შემთხვევაში კითხვები მაინც უნდა გასჩენოდათ და ვიდრე ღონისძიებების გატარებას მოითხოვ-დნენ, მინიმუმ, ფაქტის დაზუსტება ან შესწავლა უნდა მოეთხოვათ.

თუ ვინმე თვლის, რომ რაიმე სახით მისი უფლებები შეიზღუდა ან ღირსება შეელახა, ამისთვის ქვეყანაში არსებობს სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო. სწორედ ამ ორგანო-

ების კომპეტენციაა ასეთი საკითხების გადაწყვეტა. საკრებულოს საქმიანობის ხელისშემშლელად ასეთი გარემოებე-ბი არ უნდა იქცეს.

ვწუხარ, რომ კოლეგებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ასეთივე პრინცი-პული დამოკიდებულება საკრებულოს სხდომებისა თუ საჯარო განხილვებისას არაკორექტულ ქცევებსა თუ გამო-თქმებზე, დემაგოგიურ და აფექტურ განცხადებებზე.

რაც შეეხება თავად საკრებულოს იმ წევრს, ვისზეც ვსაუბრობ, ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდა საკმაოდ პრი-ვილეგირებულ მდგომარეობაშიც კი გვყავს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი მაღალი პოლიტიკური თა-ნამდებობა - საფინანსო-საბიუჯეტო კო-მისიის თავმჯდომარის პოსტი - უჭირავს და უმნიშვნელოვანეს სფეროს უწევს ზედამხედველობას. როგორ შეესაბა-მება მისი შესაძლებლობა დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ამას ბიუჯეტის კვალიფიციური ანალიზი გვაჩვენებს. ამ პოლიტიკურ თანამდებობას, მინიმუმ, რაციონალიზმი რომ სჭირდება, ამის ნათელი დასტური საბიუჯეტო სახს-რების „თავიანი“ ხარჯვაა. მზად ვარ, ამაზეც მოვისმინო დასაბუთებული საწინააღმდეგო არგუმენტი.

რაც შეეხება ზოგადად ზეწოლას, - საინტერესოა, რატომ ხვდება ეს ახალგაზრდა ძალიან ხშირად მსგავსი გაუგებრობების ობიექტი, მათ შორის თანაგუნდელების მხრიდანაც. გარკ-ვეული ამბები არ ხმიანდება ხოლმე პოლიტიკური სარგებლიანობის გათ-ვალისწინებით. ახალგაზრდა კაცისთ-ვის ამბიციის, - და რაღა თქმა უნდა, ჯანსაღი ამბიციის, - დაკმაყოფილების

გზა განვითარების გზაა და არა პოლი-ტიკოსობანას თამაში.

მინდა ვუპასუხო საზოგადოება-ში გაჩენილ შეკითხვებს. დავიწყებ იქედან, რომ ჩემი მეუღლე, მიხეილ ჭიპაშვილი, ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილ-მოწყობის“ დირექტორად დაინიშნა 2014 წლის სექტემბერში. არსამეწარ-მეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებას და ასევე საქმიანობაზე კონტროლს, წესდების თანახმად, ახორციელებს მუნიციპალი-ტეტის გამგებელი. ის ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ არ იმყოფება და ამდენად მისი ა(ა)იპ-ის დირექტორად მუშაობა არ ეწინააღმდეგებოდა საჯარო სამსა-ხურში ინტერესთა შეუთავსებლობი-სა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. არც ჩემი და არც ჩემი მეუღ-ლის წარდგენა დაკავებულ თანამდე-ბობებზე არ მომხდარა რაიმე ტიპის გავლენებით. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვეულებრივი, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შედეგად იღებ პასუხისმ-გებლობას და იკავებ თანამდებობას.

ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც აღებულია თანაგუნდელებისა და ქვე-ყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესის მიმართ. ჩემი მეუღლე ჩემი თანამოაზრე, თანაგუნდელი და თანა-მებრძოლია. ალბათ საერთო საქმის კეთებამაც განაპირობა ჩვენი სამომავ-ლო არჩევანი, რადგან იყო პროცესები, სადაც ადამიანური პრინციპებისა და ღირებულებების გამოვლენის გარეშე შედეგს ვერც მივაღწევდით.

დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერებაზე სასამართლო იმსჯელებს. ვიმედოვნებ, პატივცემული გამგებელი გამონახავს დროს სასამართლო პროცესებისათ-ვის და თავად შეეცდება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონი-ერება და სამართლიანობა.

რაც შეეხება „ხარაგაულკეთილ-მოწყობის“ თანამშრომლებისგან გამო-ხატულ პროტესტს, ამასთან დაკავში-რებით ბევრი მოსაზრება მოვისმინე და არც გამკვირვებია. ამ ადამიანების რეალური განწყობა რომ გესმოდეს, ამისთვის მათი მოსმენა უნდა შეგეძ-ლოს და ადამიანური დამოკიდებულე-ბების შეცვლას არ უნდა ცდილობდე.

უამრავი კითხვაა - ერთ შემთხვევაში „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექ-ტორისთვის ეს ყბადაღებული „422 განკარგულების“ შეუსრულებლობა გაფრთხილების საფუძველი რატომ გახდა და მეორე შემთხვევაში, - სხვა ა(ა)იპ-ებში პრემიების გაცემის საფუძ-ველი რა იყო. ნურავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ გამგებელი ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო. არის თუ არა რესურსცენტრის თა-ნამშრომელი სახელმწიფო მოხელე;

ვრცელდება თუ არა მასზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დაწესებუ-ლი შეზღუდვა. თუ ვრცელდება, რატომ ეწევა ეს ადამიანი ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში ბუღალტრულ მომსახურეობას; ცნობს თუ არა კანონი გამგებლის ბიძაშვილე-ბისათვის და სხვა დანარჩენი ახლობ-ლებისათვის რაიმე დაშვებას. არიან თუ არა ასეთი პიროვნებები გაცხადებულ, ორ სამსახურში დასაქმებული 44 პირის სიაში. ვიმედოვნებ, ეს ის შემთხვევაა არაა, როცა საკუთარ მდგომარეობას საახლობლოსთვის უკეთესი პირობე-ბის შექმნისათვის იყენებ. როცა გელა გოლუბიანს მეველედ დანიშნული შვილის ხელფასს უხსენებ, მინიმუმ, უნდა შეგრცხვეს მიმდინარე საკადრო პოლიტიკის ფონზე.

კიდევ უფრო განსხვავებულ რე-ალობასთან გვაქვს საქმე მაღალი პო-ლიტიკური თანამდებობების პირებთან დაკავშირებით. როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები პარტიულ სიებში და შემდეგ მაღალ თანამდებობებზე, ჩვენ რომ არაფერი ვთქვათ, ამ ფაქტით გაკვირვებულები თავად ვერ გამოდიან დაბნეულობიდან. თუ შემედავებით მათ განსაკუთრებულ ღვაწლსა და შესაძლებლობებზე, მეც გეტყვით რამ-

დენი კარგი, ჭკვიანი და ღირსეული ხარაგაულელი არის ყურადღების მიღმა დარჩენილი. ვსაუბრობ საბიუჯეტო ორ-განიზაციებზე და არ მიჩნდება შეკითხვა, მაგალითისთვის, ჩინურ კომპანიასთან, სადაც გამგებლის ძმა ადგილობრივი კადრების კოორდინაციისთვის აიყვანეს. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ იმ 44 ადამიანში უმრავლესობა გამგებლისა და მისი საახლობლოს რეკომენდაციით დასაქმებული ადამიანები არიან. ხარა-გაული პატარა რაიონია და ყველამ კარგად იცის, ვინ რა დამსახურებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით იკავებს ამა თუ იმ პოზიციას. შემდ-გომისთვის გადავდებ დემაგოგიურ და ღიმილის მომგვრელ განცხადებას ა(ა)იპ-ების სიმრავლეზე და დაანონსებულ რეორგანიზაციის თემაზე.

შემდეგში კითხვები რომ არ გაჩნდეს ჩვენი რეკომენდაციებით დასაქმებულ პირებზე, უკაცრავად, მაგრამ ამ გა-ბედული ადამიანებით მოვახერხეთ ცვლილებები, რომლის შედეგადაც დღეს ასეთ უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდით თქვენ და თქვენი გარე-მოცვა. ალბათ დამეთანხმებით, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცვლი-ლებებს გაბედული და პრინციპული ადამიანები ახდენენ. ვინ სარგებლობს სიკეთეებით, ყველამ კარგად ვიცით. რამდენი მათგანის უპოზიციობა-უპრინ-ციპობა გვახსოვს და დღეს ეს ადამი-ანები საქმიანობის გასაგრძელებლად მორალურ შეუთავსებლობას სულაც არ განიცდიან.

საჯარო სამსახურს ბევრი უსიამო თავისებურება ახლავს თან, მაგრამ არის სასიამოვნო მომენტებიც, როცა ახერხებ სოციალური პრობლემების

გადაჭრაში მონაწილეობას, როცა საზოგადოების კეთილდღეობის საქ-მეში შენი მოკრძალებული წვლილი შეგაქვს. სახელმწიფო სამსახური გაძლევს შესაძლებლობას იმ იდეების მოვლენებად გადაქცევაში, რომე-ლიც მრავალი ადამიანის ცხოვრე-ბის ხარისხს გააუმჯობესებს. ასეთ შესაძლებლობას ბევრი პროფესია შეიძლება ვერ გაძლევდეს. ამიტომ საჯარო სამსახური ამ მიზნისთვის მომხიბლავია. ამ მიზნისთვის ბრძოლის გზაზე დამდგარი კონკრეტული შედეგი კიდევ უფრო გიზრდის მოტივაციას და სულაც არ განაღვლებს, ვინ, სად, როდის, როგორ მოიწონებს თავს იმ დამდგარი შედეგით, მისთვის ხელის განძრევის ნაცვლად ხელისშეშლასაც რომ ცდილობდა.

ისე, შეხსენებისთვის - თვითმმართ-ველობის კანონს ცვლილება სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ ფუნ-ქციებში გარგად გავერკვეთ. კანონში ყველას ფუნქცია კარგადაა გაწერილი. ხელისუფლების ყველა დონის წარმო-მადგენლობა საკუთარი უფლებამო-სილების ფარგლებში მოქმედებს და მაქსიმალურ ხელშეწყობას აკეთებს იმისთვის, რომ საქმე უკეთ წავიდეს.

წარმატებული შედეგი ერთი ადამიანით არასოდეს მიიღწევა, ის ერთი ადამიანი რაოდენ დიდი და აღმატებულიც არ უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში, მე ასე მგონია. ერთ რამეს გაცნობიერება სჭირდება, - როცა საჯარო სივრცეში კარიერის გაკეთებას ფიქრობ, კარგად უნდა დაფიქრდე საკუთარი მოტივაციის შესახებ. არსებობს სწორი და არასწორი მიზეზები. მიზეზები სწორია, თუ საზო-გადოების კეთილდღეობის სამსახური, ეთიკური და დემოკრატიული ღირე-ბულებების დაცვა შენი მისწრაფებაა. მაგრამ თუ შენი მთავარი მიზანი ამის შედეგად ფინანსური და მატერიალუ-რი სარგებლის მიღებაა, ხალხის აღ-ტაცებისა და საკუთარი მიღწევების აღიარებაა და რაც ყველაზე მთავარია, ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზით გინდა სამყარო შენი გეგმის მიხედვით შეცვალო, უკაცრავად, მაგრამ ეს ის არასწორი მიდგომაა, რომლის შედე-გადაც ყველა ხელისუფალი იმედგაც-რუებელი დარჩება.

ყველაზე მთავარი ამ გარემოებებში გონიერი საზოგადოების ჯეროვანი ანალიზია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ჩემი დღევანდელი წე-რილის მიზანიც სწორედ ესაა. დავანე-ბოთ თავი პარტიული ინტერესებიდან საუბარს. ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ და ერთნაირი სატკივარი გვაწუხებს. ყველას გვინდა, უკეთ წავიყვანოთ საქმე. ეს კი ყველას მოვალეობაა, - ხე-ლისუფლების, ჩინოვნიკისა და, რაღა თქმა უნდა, საზოგადოების.

პატივისცემით,ინგა მაღრაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დაფინანსებული ფართი

რატომ არ დაფინანსდა ტაძრის მშენებლობა

მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლი-ლება და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს გასულ კვირაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულოს წევრებმა.

დამატებითი ვალდებულებების - ა(ა)იპ-ების სუბსიდირების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე პროექტის დაფინანსებისა და „რადა-რების“ შეძენისთვის საჭირო 139 200 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში არ აღმოჩნდა. ამიტომ 95 ათასი ლარით შემცირდა რელიგიის სუბსიდირება და 44 200 ლარით - მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯები.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯე-ტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ცვლილების განხილვისას კომისიის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღე-ბა რელიგიის მიმართულებით ხარჯე-ბის შემცირებაზე გაამახვილეს.

„გამოითქვა ერთსულოვანი პოზი-ცია, რომ საკათედრო ტაძარი გადა-ხურვას საჭიროებს, წინ გვაქვს ზამთრის სეზონი და ის, რაც ნაკეთებია, წყალში

არ უნდა ჩაიყაროს. ჩვენი ერთსულო-ვანი მოთხოვნა და თხოვნაა, რომ დავტოვოთ გარკვეული თანხა, მინიმუმ იმდენი, რაც საჭირო იქნება ამ ტაძრის

გადახურვისთვის,“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის

თქმით, წელს მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ ეკლესიის მშე-ნებლობის დასაფინანსებლად. მისივე

განმარტებით, არ არსებობდა რელი-გიის საბჭოს თანხმობა ტაძრის მშენებ-ლობისთვის თანხის გადარიცხვაზე. „ამისთვის საჭირო იყო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ახლახან მომზადდა. 45 ათასი ლარია საჭირო გუმბათის მოსაბეტონებლად. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის მშენებ-ლობის ფონდის რეორგანიზაცია. სავარაუდოდ, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის განვითარების ფონდით გაგრძელდება ეკლესიის მშენებლობა. იქ გადავრიცხავთ თანხებს მას შემდეგ, რაც ეპარქიისგან შერჩეული მშენებელი წარმოადგენს შესრულებულ სამუ-შაოს. ნებისმიერ შემთხვევაში სამუშაო გადავა მომავალ წელში,“ - აღნიშნა გამგებელმა.

დეპუტატ გოგი ლაცაბიძის თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას ყურადღება უნდა მიექცეს. „ვის ჰქონდა ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლის უფლება, როცა ჩვენ რე-ლიგიის დაფინანსებისთვის თანხა გამოვყავით და აღარ გადავრიცხეთ ტაძრის მშენებლობისთვის?! რელიგიის სააგენტოზე გადაბრალება კი არა, ჩვენი დანაშაულია, გვ.9

Page 3: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

3xtvb [fhfufekb25 დეკემბერი, 2015 წ.

თამარ ვეფხვაძე: -მამა ანტონ, როგორ გაიხსენებთ ბავშვობის წლებს.

-ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. როგორც საქართველოში დაბა-დებულ ყველა ბავშვს, მეც ისეთი ცხოვრების წესი მქონდა. დედაჩემი საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი იყო და ძირითადად სულ იქ ვიყავი. დავიბადე თბილისში 1977 წლის 24 დეკემბერს. 82-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. შემდეგ სამხატვრო-სა-ჩუქურთმო ლიცეუმში ვსწავლობდი. მიყვარს ხეზე კვეთა. სამხედრო სამ-სახურშიც ვმსახურობდი ერთი წლის მანძილზე. 2002 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, შემდეგ სწავლა გავაგრძელე სასუ-ლიერო აკადემიაში.

ანა აბაზაძე: -ბავშვობაში რაზე ოცნებობდით და რა გაინტერესებ-დათ?

-ყოველთვის მაინტერესებდა არქეოლოგია, კვლევა-ძიება, ძველი ნანგრევების მონახულება, დათვა-ლიერება. მინდოდა, რომ ჩამებარე-ბინა არქეოლოგიურზე.

მარიამ კიკნაძე: -რთულია სა-სულიერო ცხოვრება, განსაკუთ-რებით - ბერობა. თქვენ როგორ და რატომ გადაწყვიტეთ შედგომო-დით ამ გზას?

-ბავშვობიდან მიზიდავდა ეკლე-სია. არ დამავიწყდება ის ემოცია, პირველად რომ მღვდელი დავი-ნახე. მისი სახე არ მახსოვს, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ანაფორა, დიდი ტყავის ჩანთა და ჩექმები. ამან ჩემში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. იმ პერიოდში, როცა მე ცხოვრების ასპარეზზე გამოვედი, უკვე ტაძრები იხსნებოდა, თანდათან გამოჩნდნენ სასულიერო პირები. ჩემი სახლიდან სასაფლაო უნდა გაიარო, ეკლესიამდე რომ მიხვიდე. ბავშვისთვის ცოტა რთული გზის მიუხედავად, ხშირად დავდიოდი ტაძარში. ყოველთვის მხიბლავდა ეკლესიაში სანთლისა და საკმევლის სურნელი. მიყვარდა დიდი ჯვარის ტარება და სკოლაში მეუბნებოდნენ, მღვდელი ხომ არ ხარ, ამხელა ჯვარი რომ გიკეთიაო. ასე რომ, სა-სულიერო ცხოვრებისადმი ინტერესი ბავშვობაში გამიჩნდა.

საოცარი განცდა დამეუფლა, როცა პირველად იესო ქრისტეს ხატი ვნახე. რაღაც ენით უთქმელი სითბო შემოვიდა ჩემში. ჯვრის, ეკლესიის სიყვარულით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი სასულიერო ცხოვრებამდე.

ყოველთვის მიზიდავდა ჰაგიოგ-რაფიული ნაწარმოებები. ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე გრი-გოლ ხანძთელის ცხოვრების გაც-ნობამ. ხანძთაში მოღვაწე მამები არიან ჩემთვის სამაგალითონი და მათი ცხოვრების გაცნობამ გადა-მაწყვეტინა ბერობა. სემინარიასა და აკადემიაში სწავლის დროს უფრო ღრმად გავიაზრე ყველაფერი.

უმთავრესი იყო ჩემს სულიერ მოძღვართან, მამა გიორგი სხირტ-ლაძესთან, ურთიერთობა. მისი რე-კომენდაციით ჩავაბარე სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. მამა გიორგის დარიგებებმა და ლექციებ-მა იქონია ჩემზე ძალიან დიდი ზეგავ-ლენა. გადავწყვიტე, ღმერთისთვის მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება.

ადამიანი მუდმივად უნდა ისწ-რაფვოდეს უფლისკენ. თქვენ, რა ჩემზე ნაკლებად გიყვართ ღმერ-

თი?! დარწმუნებული ვარ, თქვენს გულებში, თქვენებურად, შეიძლება ჩემზე ძლიერადაც გიყვართ უფალი, თუმცა ამ სიყვარულს ყოველთვის ტაძრამდე უნდა მივყავდეთ.

ნინო გელაშვილი: -როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას, გამხდარიყა-ვით ბერი?

-დედაჩემი ისეთი ადამიანია, რომ არ გაგრძნობინებს, თუ რამეს

განიცდის. ყოველთვის მეუბნებოდა, - ჩემთვის ის გზა იქნება მისაღები, რომელსაც შენ აირჩევო. ნელ-ნელა ვაჩვევდი ჩემს გადაწყვეტილებას, - მონაზვნების ცხოვრებაზე ფილმებს ვაყურებინებდი, ვაცნობდი ლიტე-რატურას. დედა გრძნობდა, ამას რატომაც ვაკეთებდი.

2013 წელს, როცა სასულიერო აკადემია დავამთავრე, ჩემს საუკეთე-სო მეგობართან, აწ გარდაცვლილ დეკანოზ იოანე მალაღურაძესთან ერთად, ჩამოვედი ზესტაფონში. ჩვენ ერთად გავიარეთ სულიერი გზა, ერთი მოძღვარი გვყავდა, ერთ ტაძარში ვმსახურობდით. მან ჩემი მდგომარეობა იცოდა, მე - მისი. იმის მიუხედავად, რომ თბილისში დავი-ბადე და გავიზარდე, გადავწყვიტე, რომელიმე რაიონში მემსახურა.

ზესტაფონის ახალნაკურთხ ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვკითხულობდი სამოციქულოს, სტი-ქარით ვიმოსებოდი და წარდგე-ნილიც ვიყავი სადიაკვნედ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ჩემი დიაკვნად კურთხევის დღე. იმ წუ-თას ვიფიქრე, დამერეკა თუ არა დედასთან. მოძღვარს დავეკითხე და მითხრა, აუცილებლად შეატყო-ბინეო. ამ ფიქრსა და ბრძოლაში დავურეკე და ვუთხარი, ხვალ დიაკ-ვნად მაკურთხებენ-მეთქი. დედამ დამლოცა და გამამხნევა, - აბა შენ

იციო. ჩემი მშობლები ჩემს რთულ გადაწყვეტილებას შეხვდნენ მოთ-მინებით, ღვთის სიყვარულითა და ლმობიერებით, ისე, როგორც ქრისტიანი უნდა მოიქცეს. ალბათ, შინაგანად მძიმედ, მაგრამ მე ეს არ დამანახეს და არ მაგრძნობინეს.

ამის შემდეგ მომიწია სასულიერო ცხოვრება უბისის მამათა მონასტერ-ში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და ღვთის დიდი მადლი, რადგან გრი-გოლ ხანძთელის აგებულ ტაძარში მოვხვდი. იქ ორი წელი გავატარე. მეუფე მელქისედეკმა 2015 წლის 20 მარტს აღმკვეცა ბერად და მიწოდა ბერობის სახელი ანტონი. იმავე დღეს მაკურთხა მღვდლად.

ნინო ლაბაძე: -ვინ არის თქვენთ-ვის მისაბაძი პიროვნება და რატომ?

-ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა ჩემი მოძღვარი დეკანოზი გიორგი სხირტლაძე. ის ახლა იოანე ღვთის-მეტყველის ეკლესიის მღვდელმსა-ხურია. ქაშუეთში მივედი პირველად მამა გიორგისთან, - მაშინ იქ მსახუ-რობდა. მისი ქადაგებებიდან ვიღებ მაგალითებს, მისი წიგნებიდან. ახ-ლაც მას ვეკითხები ყველაფერს, რაც სულიერებაში სჭირდება ადამიანს.

ნონა მაჭავარიანი: -როგორ შეეჩვიეთ ხარაგაულსა და ხარაგა-ულელებს?

-ხარაგაული არის ძალიან საყ-ვარელი, თბილი კუთხე. ძალიან შინაურად ვგრძნობ აქ თავს. ხარა-გაული იმერეთში განსხვავებულია თავისი საოცარი კულტურის დონით, განათლებით, ხელოვნებით, მოსიყ-ვარულე და თბილი ადამიანებით. აქაურებთან ურთიერთობა არავის გაუჭირდება, საიდანაც უნდა ჩამო-ვიდეს საცხოვრებლად. საქართვე-ლოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხე-ში არიან ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები. არასოდეს მოგბეზრდე-ბა მათთან ურთიერთობა. როგორც საკუთარ სახლსა და ოჯახში, ისე ვგრძნობ აქ თავს და ეს ძალიან მიხარია. მადლობა ხარაგაულსა და ხარაგაულელებს იმ სითბოსთვის, რაც დამანახეს და რასაც მათგან ყოველდღიურად ვგრძნობ. ხარა-გაულის თითქმის ყველა სოფელში

დავდივარ. ღმერთმა მომცეს ძალა, რომ ყველა ოჯახში მივიდე, გულში ჩავიკრა ხარაგაულელები, მათი სითბო და სიყვარული მივიღო და ჩემი გავუზიარო.

თინათინ გელაშვილი: -თქვენ ბრძანდებით ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექ-ტორი და მასწავლებელი. საინტე-რესოა, მანამდე ურთიერთობა თუ გქონიათ ბავშვებთან და როგორ მოირგეთ მასწავლებლის როლი?

-საოცარი და ძალიან სასიამოვ-ნოა ბავშვებთან ურთიერთობა. მეხუთე-მეთორმეტე კლასებს ვასწავ-ლი. ვიზრდები ბავშვებთან ერთად. დიდი პასუხისმგებლობაა მომავალ თაობასთან ურთიერთობა. დაინტე-

რესებული თვალებით გიყურებენ, კითხვებს სვამენ. თავიდან ძალიან განვიცდიდი, მერე ისე გავითავისე, ჩემი მგონია უკვე ეს პროფესია და ძალიან დიდი სითბოთი და სიყვა-რულით ვეკიდები.

-ნინო მაღრაძე: -გვესაუბრეთ სასულიერო გიმნაზიის შესახებ.

-თქვენ არ გესწავლებათ, რომ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია წარმატებულია მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა განათლებისა და პედაგოგების მომზადების დონით. მადლობა ღმერთს და მეუფე მელ-ქისედეკს, რომ ასეთი ჯვარი დამა-კისრა - გიმნაზიის დირექტორობა. გიმნაზიის პედკოლექტივში არის საოცარი ერთობა. ჩემთვის ბევრი მათგანი სამაგალითოა. მათ შორის გამოვყოფ ღვაწლმოსილ მასწავლე-ბელ ნელი შარიქაძეს. ის გახლავთ კულტურული, განათლებული, მო-სიყვარულე ადამიანის მაგალითი. ბატონი ჯამბული სარალიძე ჩვენი გიმნაზიის ბერმუხაა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან განათლებუ-ლი და თავისი საქმის თავდადებული მასწავლებლები გვყავს გიმნაზიაში. ისინი ემსახურებიან თავის სამშობ-ლოს ხარაგაულში და აქ საუკეთე-სოდ მომზადებულ მოსწავლეებს უგზავნიან მთელ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ-ნებსაც კი.

აღარ მინდა ხოლმე სკოლიდან წამოსვლა. უზარმაზარ სითბოს ვგრძნობ ბავშვებისგან. ერთი მე-ორეზე განათლებული მოსწავლე-ები სწავლობენ გიმნაზიაში. ზოგი მოსწავლე ხანდახან ცელქობს, მაგრამ ყველა მოსიყვარულე და ნიჭიერია. მასწავლებლის მოსმენით ადგილზე სწავლობენ ახალახსნილ გაკვეთილს.

მარიამ ჭიპაშვილი: -რას ეტყ-ვით მომავალ თაობას?

-მომავალ თაობას ვურჩევ წიგ-ნიერებისა და განათლების დონის ამაღლებას. უწმინდესი ყოველთვის გვეუბნებოდა, - როცა აკადემიაში ვსწავლობდით, - რომ გარდა იმი-სა, რასაც პედაგოგები გასწავლიან, წიგნებს დამატებით კიდევ უნდა კითხულობდეთო.

მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და მომავალ თაობას ვურჩევ, გაძლიერდნენ სარწმუნოებაში, იყვ-ნენ პატრიოტები, განათლებულები, თავდებულები ქრისტესა და სამშობ-ლოსათვის.

ნინო გელაშვილი: -რა არის ადა-მიანის დანიშნულება ამ ქვეყანაზე?

-ეს არის ღმერთის ძიება და სწრაფვა ქრისტესკენ. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ჩვენი ცხოვრების მანძილზე უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ უფალთან და შე-ვიცნოთ ქრისტე. ამისთვის ყველას ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს. ღმერთი ხომ სიყვარულია და მასთან მიახლებით უფრო ბედნიერები ვხდებით.

მარიამ შარიქაძე: -გაიხსენეთ თქვენი საუკეთესო ახალი წელი.

-ჩემი საუკეთესო ახალი წელი ისევ ბავშვობას უკავშირდება. ბავშ-ვისთვის ყველა ახალი წელი გამო-რჩეული და განსაკუთრებულია, - თოვლის ბაბუასა და საჩუქრების მოლოდინში ხარ. მამიდაჩემი ქო-რეოგრაფი იყო და ხშირად გასტრო-ლებზე დადიოდა საზღვარგარეთ. ახალი წლის ერთ დილას გამეღვიძა და ლოგინთან მამიდასგან ჩამო-ტანილი უამრავი სათამაშო დამხვდა, დღესაც მახსოვს ლამაზად შეკრული ყუთები. მაშინ ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა.

მარიამ კიკნაძე: -მამა ანტონ, თქვენ ბრძანდებით ჩვენი გაზეთის საახალწლო ნომრის სტუმარი. დალოცეთ ხარაგაული და ხარა-გაულელები. რას გვისურვებთ საახალწლოდ?

-პირველ რიგში, დიდი მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას - მის რედაქტორს, ქალბატონ ლაურა გოგოლაძეს, ჟურნალისტ ნინო კაპანაძეს და ნორჩ ჟურნალისტებს მოწვევისთვის. მადლობა საინტერე-სო შეკითხვებისთვის.

ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს მთელ ხარაგაულს. სიკეთეს, ბედნიერებას, რწმენასა და ერთ-მანეთის სიყვარულში გაძლიერებას ვუსურვებ. ეს ადამიანებს ძალიან გვჭირდება. გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივს ვცემდეთ.

ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგ-ვითენდეს ყველას. გავაძლიეროთ ლოცვები, ეკლესიური ცხოვრება და მეტი დრო დავუთმოთ უფალზე ფიქრს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგა-ხაროთ.

ფოტოზე: მამა ანტონი „იმედი ხვალის“ ჟურნალისტებთან ერთად

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №64

მამა ანტონი: სიკეთეს, ბედნიერებას, რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ

ექვსი თვეა, რაც ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოძღვარია მამა ანტონი (სულთანიშვილი).

ის ამავდროულად ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი და მასწავლებელია.

„იმედი ხვალის” სტუდენტებმა მოძღვარი რედაქციაში მოვიწვიეთ. ბავშვობის წლების გახსენება და საახალწლოდ

ლოცვა-კურთხევა ვთხოვეთ.

Page 4: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

4 xtvb [fhfufekb 25 დეკემბერი, 2015 წ.

ხარაგაულის №2 საჯარო კო-ლის მერვე კლასელებმა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ შევისწავლეთ. ქარ-თული ენის მასწავლებელ ნაზი ჭიპაშვილის დახმარებით გადა-ვწყვიტეთ, შეგვექმნა მკითხვე-ლის თეატრი. გადაწყვეტილება 17 დეკემბერს რეალობად ვაქ-ციეთ.

„მკითხველის თეატრი ლიტე-რატურული ნაწარმოების ჯგუფუ-რი წარმოდგენაა დრამატული ფორმით, თუმცა ეს არაა პიესის დადგმა სცენაზე. მკითხველის თეატრის მსახიობები აუდიტო-რიის წინ სკამებზე სხედან და ლიტერატურული ნაწარმოების გახმოვანების დროს მხოლოდ საკუთარ ხმას, სახის გამო -მეტყველებას და ჟესტიკულაციას ეყრდნობიან.

მკითხველის თეატრში სხვა-დასხვა სახის ტექსტი შეიძლება იყოს წარმოდგენილი: პიესა, მოთხრობა, ნოველა, დიდი მოცუ-

ლობის პროზაული ტექსტის (რო-მანი) ნაწყვეტები და სხვ. მკითხ-ველის თეატრი შემოქმედებითად აცოცხლებს ლიტერატურულ ტექსტს. ზოგჯერ მას „წარმოსახვის თეატრსაც“ უწოდებენ. ვინაიდან მოქმედება არსებით სცენაზე კი არა, მსმენელის წარმოსახვაში ხდება. მკითხველის თეატრი გამომეტყველებითი კითხვისგან

იმით განსხვავდება, რომ მისი მონაწილეები მხოლოდ ტექსტს კი არ კითხულობენ, არამედ მთხრობელის, ავტორის ამა თუ იმ პერსონაჟის როლებს ასრუ-ლებენ,“ - შევისწავლეთ ქართული ენის გაკვეთილზე.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა.

ლიზი ბარბაქაძე

ხარაგაულელები საახალწლო განწყობას კულტურის სამსახური-სა და კულტურულ-საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებისგან შემოთავაზებული ღონისძიებებით შეძლებენ.

ხარაგაულის გამგეობის კულ-ტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, 23 დეკე-ბერიდან დაიწყო და 29 დეკემბ-რამდე გაგრძელდება ხარაგაულის კინოთეატრში საახალწლო ფილ-მების ჩვენება. კინოსეანსები 14:00 საათზე იწყება.

17 დეკემბრიდან დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება საახალწლო ღონისძიებები ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესე-ბულებათა გაერთიანებაში.

15-29 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღე-ბის აღსაზრდელები ნახავენ თო-ჯინების თეატრს „მაშა და დათვი“.

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტის „ჩვენი პატარა ხელე-

ბით“ ფარგლებში წარმოადგინეს საახალწლო აქსესუარები.

შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში საახალწლო კლასიკური მუსიკის საღამო დღეს, 25 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლი კინოთეატრის შენობაში „საახალწლო კარნა-ვალს“ 28 დეკემბერს, 15:00 საათ-ზე, შემოგვთავაზებს.

28 დეკემბერს ასევე კინოთეატ-რის შენობაში, 15:00 საათზე გა-იმართება საახალწლო კონცერტი.

30 დეკემბერს საახალწლო კარნავალს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოგვიდგენენ კინოთეატრის შენობაში, 15:00 საათზე.

ხარაგაულში უკვე გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის „იბე-რი“ კონცერტი. კულტურის ცენტრ-თან არსებული თოჯინების თეატ-რმა კი სპექტაკლი წარუდგინა ზვარელ ბავშვებს.

თინათინ გელაშვილი

საახალწლოდ, ხარაგაულში

საახალწლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა კატე-გორიის ბენეფიციარებს ეხმარება.

დავინტერესდით, წელს რა სახის დახმარება გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და გამგეობის სო-ციალური სამსახურის უფროს ნანა კიკნაძეს მივმართეთ:

-საახალწლოდ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ უკიდურე-სად გაჭირვებულებს, სოცი-ალურად დაუცველებს. ამისთ-ვის გათვალისწინებულია 10 ათას ლარზე მეტი. დავეხმარე-ბით დაახლოებით 300 ოჯახს, მათ შორის დევნილებს, ჩერ-ნობილის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს და უკიდუ-რესად გაჭირვებულ ოჯახებს. თითოეულ ოჯახს ჩაერიცხება თანხა 30 ლარის ოდენო-ბით. დასახმარებელ პირთა სიას ადმინისტრაციულ ორ-განოებში გამგებლის წარმო-მადგენლები მოგვაწოდებენ.

გასული წლის ბოლოს,

წინა წლებთან შედარებით, ყვე-ლაზე მასშტაბური პროექტი გან-ვახორციელეთ 35 ათასი ლარის ფარგლებში. ამჟამად ფინანსურად ცოტა შეზღუდულები ვართ.

ნინო გელაშვილი

ვის და როგორ დაეხმარებიან საახალწლოდ

ხარაგაულში ცხოვრობს ახალ-გაზრდა ხელოვანი - ლაშა ტაბა-ტაძე, რომელიც ბავშვობიდან ხის ნაკეთობების დამზადებითაა გატა-

ცებული. აქვს ორიგინალური და ძალიან საინტერესო ნამუშევრები.

ლაშა ტაბატაძე ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

საშუალო სკოლა თბილისში დაამ-თავრა. უმაღლესი განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო.

თავისი ნამუშევრებიდან გან-საკუთრებით უყვარს მინიატურა „ვეფხისტყაოსნიდან,“ რომლის დამზადებასაც ექვსი თვე მოანდომა. მისი სადიპლომო ნამუშევარია მი-ნიატურა „ტარიელი წყლის პირას.“

ლაშა ტაბატაძე ამჟამად შეკვე-თებზე მუშაობს - ავეჯს და საოჯახო ნივთებს ამზადებს.

ლაშას ოცნებაა, ქვეყანაში მშვი-დობა იყოს და ადამიანები ჯანმრ-თელად ცხოვრობდნენ. ისეთ ქვე-ყანაში ცხოვრება სურს, სადაც მისი შრომა უფრო მეტად დაფასდება.

ნონა მაჭავარიანინინო ლაბაძე

ახალგაზრდა ხელოვანს მეტი დაფასება სჭირდება

„მშვიდობის კორპუსის“ ამერი-კელი მოხალისე ნათან თრარიგი ხარაგაულში ტურიზმის განვითა-რების სამსახურში საქმიანობს. დავინტერესდით მისი ბიოგრაფით, ხარაგაულში ჩამოსვლის მიზნები-თა და გეგმებით.

ნათანი პროფესიით ეკონომის-ტია. ის ქალაქ პიტსბურგიდანაა. ჰყავს სამი პატარა და და მშობლე-ბი. საქართველოში ჩამოსვლამდე ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

ნათანმა გვითხრა, რომ ყოველ-თვის სურდა, ყოფილიყო მოხალი-სე და თავისი უნარები სხვებისთვის გაეზიარებინა.

„მშვიდობის კორპუსის“ ვაშინგ-ტონის ოფისში შევავსე აპლიკა-ცია, - გვიამბობს ნათანი, - ორი შესაძლებლობა მქონდა - ან ყირგიზეთში უნდა წავსულიყავი ან საქართველოში. რამე განსა-კუთრებული მოლოდინი არ მქო-ნია. უბრალოდ, თავგადასავალს ვეძებდი. მშვიდობის კორპუსის გადაწყვეტილებით, საქართველო-ში ჩამოვედი.“

ნათანის თქმით, „მშვიდობის კორპუსი“ ორი მიმართულებით მუშაობს - ერთია სკოლის მასწავ-ლებლების პროგრამა და მეორე ორგანიზაციებში მოხალისეობა.

„ჩემი მთავარი მიზანია, და-ვეხმარო ხარაგაულის ტურიზმის სამსახურს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ახალი პროგ-რამებითა და ახალი იდეებით,“ - ამბობს ნათანი.

ნათან თრარიგი ხარაგაულში ორი პროექტის განხორციელებას აპირებს - გაზაფხულზე ეკოტუ-რიზმის კუთხით, რომელსაც „მშვი-დობის კორპუსი“ დააფინანსებს. მეორე პროექტი, ნათანის თქმით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოსაზღვრე მუნიციპალი-ტეტებიდან გოგონების ეკოკლუბის შექმნას ითვალისწინებს.

ნათანი საქართველოში ყვე-ლაზე მეტად სტუმართმოყვარე ხალხმა, თბილმა გარემომ და ადამიანებს შორის სიახლოვემ გააკვირვა. ფიქრობს, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი.

ნათან თრარიგი გეგმავს, რომ ახალ წელს დუბაიში შეხვდეს მე-გობრებთან ერთად.

„ახლა აქ ვარ და დიდი მოლო-დინი მაქვს, რომ ჩემი პროექტები წარმატებით განხორციელდება, რადგან ხარაგაულში მონდომებული ხალხი ცხოვრობს,“ - ამბობს ნათანი.

მარიამ კიკნაძე

ნათან თრარიგი: ხარაგაულში მონდომებული ხალხი ცხოვრობს

მკითხველის თეატრი - გაცოცხლებული ტექსტი სცენაზე

Page 5: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

5xtvb [fhfufekb25 დეკემბერი, 2015 წ.

-ბატონო ვალერი, როგორია სა-ახალწლო განწყობა და სურვილები?

-მოგესალმებით და მოგილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა მი-ვულოცო ახალი 2016 წლის შემობრ-ძანება მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვ-რებს, თითოეულ ოჯახს. ფეხბედნიერი, მშვიდობიანი, სიუხვითა და წარმატებე-ბით სავსე ყოფილიყოს იგი თითოეული მათგანისათვის და აგრეთვე სრულიად საქართველოსთვის. მომავალ წელს ვისურვებდი ჩვენი სამშობლოს გაძლი-ერებას, გამთლიანებას, განათლების სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის, თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის კო-ლექტივის ერთიანობას და მიზანსწ-რაფულობას დასახული ამოცანების შესასრულებლად. ვეცდებით, კვლავაც შევინარჩუნოთ წარმატებული სკოლის სტატუსი. განწყობა არის ამაღლებული და იმედიანი.

-როგორი იყო გასული წელი თქვენი სკოლისთვის, რას გვეტყვით ამის შესახებ?

-საქმიანობაში რეზერვები ყო-ველთვის არსებობს. ვინც მუშაობს, ამას გრძნობს კიდეც. ამაზე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ 10 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც ჩემი ანგარიშით წარვსდექი წლის გან-მავლობაში სასწავლო-სააღმზრდელო და საფინანსო-სამეურნეო კუთხით

გაწეული მუშაობის შესახებ. მოკლედ თქვენც გაგაცნობთ მონაცემებს ამ ანგარიშიდან:

სკოლის კონტინგენტი ბოლო წლე-ბის განმავლობაში სტაბილურია და 200 მოსწავლეს აჭარბებს. გასული სას-წავლო წელი წარმატებით დაასრულა ყველა მოსწავლემ. საშუალო სკოლა დაამთავრა 12-მა მოსწავლემ, საატეს-ტატო გამოცდები ჩააბარა ყველამ, ეროვნულ გამოცდებზე გავიდა ხუთი და ყველა მათგანი ჩაირიცხა სხვადასხ-ვა უმაღლეს სასწავლებელში, მათგან სამი - სახელმწიფო დაფინანსებით.

სულ უფრო მზარდი ინტერესია რო-გორც ეროვნული საგნობრივი ოლიმ-პიადისადმი, ისე ე. წ. „კინგსის,“ სამოქა-ლაქო განათლების ოლიმპიადებისად-მი, ასევე სხვადასხვა კონკურსებისადმი, რომლებშიც ჩვენი მოსწავლეებიც მონაწილეობენ და საკმაო წარმატე-ბითაც. ასე მაგალითად, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გასულ სასწავლო წელს პირველ ტურში 12 მოსწავლე მონაწილეობდა, მე-2 ტურში გადავიდა და დიპლომი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა მეათე კლასის მოსწავლე ნათია ტაბატაძემ. მან მიმ-დინარე სასწავლო წელსაც გაიმეორა აღნიშნული წარმატება, - საკმაოდ მა-ღალი ქულით გადავიდა მეორე ტურში და 17 დეკემბერს დაჯილდოვდა კიდეც ფასიანი საჩუქრებით ქ. ქუთაისში. მასთან ერთად მეორე ტურში გადა-

ვიდნენ მე-11 კლასელი ანი აბაშიძე და მე-9 კლასელი ნონა მაჭავარიანი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნონას წარმატებები. მან ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა ინტელექტუალურ შეჯიბრება „ეტალონის“ რაიონულ ტურ-ში, რომელიც ხარაგაულში გაიმართა. ის დროში რამდენიმე წამით ჩამორჩა გამარჯვებულ მე-12 კლასელ მოსწავ-ლეს. ვფიქრობ, ნონას ბრწყინვალე მომავალი აქვს და ბევრჯერ გაგვახა-რებს თავისი წარმატებებით. მიღწევები სხვაც ბევრია სასწავლო, სპორტულ თუ კლასგარეშე აქტივობებში. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნაწილს ამ გაზეთიდან შეიტყობთ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო გასული სასწავლო წლის ბოლოს საფეხურების მიხედვით გამო-ვლენილი საუკეთესო მოსწავლეების - გიგა ხიჯაკაძის, თამარ ჭიპაშვილისა და ნინო მაღრაძის წარმატებები. ისინი მართლაც მოსწავლის ყველა საუკეთესო თვისებას ასახიერებენ, არიან ათოსნები სწავლაში და აქტი-ურები კლასგარეშე და სკოლისგარეშე საქმიანობაში. ასეთები სხვაც ბევრი გვყავს (ჩამოთვლა შორის წაგვიყვანს). მეთორმეტე კლასელმა მადონა შვე-

ლიძემ (დამრიგებელი ნანა სახვაძე) მუსიკალური მონაცემებით, ვიზუალითა და კდემამოსილებით საპატრიარქოს ყურადღება მიიპყრო. იგი ამავე დროს წარმატებული მოსწავლეა. ჩვენ გვწამს მისი ბრწყინვალე მომავლის. თავიანთი ნიჭიერება და გულმოდგინება დაამტ-კიცეს გასულ სასწავლო წელს „კინგ-სის“ ოლიმპიადაზე მე-4 კლასელებმა (დამრიგებელი და პედაგოგი დოდო გელაშვილი). ოცდასამივე მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და ყველა მათგანმა დიპლომები დაიმსახურა.

სკოლა მიმდინარე წელს ჩაერთო დაწყებითი განათლების პროექტში (G-praid), რომელსაც ამერიკის შეერ-თებული შტატები ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ემსახურება კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. შერჩეულია ფასილიტატორები, რომ-ლებმაც გაიარეს ტრენინგები. ტრე-ნინგები დირექტორებმაც გავიარეთ ამ მიმართულებით. პედაგოგები ისმენენ ვიდეორესურსებს, სიახლეებს ნერგა-ვენ გაკვეთილებზე, ქმნიან თავიანთ რესურსებს. მომავალი სემესტრიდან ამ კუთხით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

სკოლა გასულ წელს ჩართული იყო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექ-ტში. მოქმედებდა ე. წ. „შვიდკაცა,“ რომელიც შედგებოდა საგნობრივი კათედრების თითო წარმომადგენლისა და დირექტორის მოადგილისგან სასწავლო-სააღმზრდელო დარგ-ში. მიმდინარე სასწავლო წლიდან „შვიდკაცა“ გარდაიქმნა „ხუთკაცად“ - დირექტორი, მოადგილე, სამი კა-თედრის წარმომადგენელი. „ხუთკაცა“ სასკოლო ქსელში ჩაერთო ბორისა და საღანძილის საჯარო სკოლებთან ერ-თად. თვეში ერთხელ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერებთან ერთად ვხვდებით ერთ-მანეთს, ვსწავლობთ სიახლეებს და თანამშრომლობის რეჟიმში ვნერგავთ ჩვენს სკოლებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მიმ-დინარე სასწავლო წლიდან დაიწყო განათლების სისტემაში, არის „მასწავ-ლებლობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინს-ვლის სქემა,“ რომლის ამოქმედების შესახებაც მთავრობამ მიიღო სპეცი-

ალური დადგენილება მიმდინარე წლის თებერვალში. დადგენილების ასამოქმედებლად რა ღონისძიებები განხორციელდა ჩვენს სკოლაში, ფასი-ლიტატორების წერილიდან შეიტყობთ.

ორიგანიზებულად დავიწყეთ მიმ-დინარე სასწავლო წელი. საგრძ-ნობლად გააქტიურდნენ საგნობრივი კათედრები, ატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, კათედრის პედაგოგები ერთმანეთს ესწრებიან გაკვეთილებზე და შემდეგ ხდება მათი გარჩევა-გან-ხილვა, აზრთა გაზიარება, ინერგება სიახლეები, რასაც დიდად უწყობს ხელს ზემოხსენებული პროექტები. აქტიურობენ კლასის დამრიგებლებიც, რაც მოსწავლეთა მოსწრების დონეზე, სკოლის ცხოვრებაში მშობელთა მე-ტად ჩართულობაზე აისახება.

26 ნოემბერს მოეწყო შეხვედრა მწერალ გიზო თავაძესთან, რამაც რა-იონის საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ეტაპზე ჯამდება პირ-ველი სემესტრის შედეგები, ტარდება საახალწლო ღონისძიებები.

-ბატონო ვალერი, როგორია სკო-ლის საფინანსო-სამეურნეო საქმი-ანობის შედეგები?

-სკოლის ვაუჩერული დაფინანსე-ბა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სკოლის სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა ხარჯი გავწიოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მიმდინარე წლიდან სკოლა გადავიდა ბუნებრივი აირით გათბობაზე, შეიცვალა კარ-ფანჯრები მეტალოპლასტმასით, მოეწყო ექიმის კაბინეტი და ფუნქციონირება დაიწყო სკოლის ექიმმა, დამთავრების პრო-ცესშია თანამედროვე ტიპიური პროექ-ტით ტუალეტის მშენებლობა, რაზეც ცენტრალური ბიუჯეტიდან 32 647 ლარი გაიხარჯება. მიმდინარე წელს გარემონტდა ჩვენს სკოლასთან შე-მოერთებული თეთრაწყაროს სკოლის კორპუსი, სადაც მთლიანად შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები - მეტალოპ-ლასტმასით, გარემონტდა სპორტული დარბაზი, მოეწყო შენობის შესასვლე-ლი პანდუსით და ა. შ. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს მოვაწყოთ სკოლის ბუფეტი. მინდა, მეტი სახსრები გამო-ვნახოთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სკოლის ბიუჯეტის საშუალებით ვახალისებთ წარ-მატებულ მოსწავლეებსა და

ვეცდებით, კვლავაც შევინარჩუნოთ წარმატებული სკოლის

სტატუსი

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გაზეთი №10დეკემბერი, 2015 წ.

წარმოგიდგენთ ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გაზეთ „მნათობიერის” მორიგ ნომერს. სკოლის დირექტორი

ვალერი გოგნაძე გვესაუბრება სასკოლო ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

მიილია ძველი წელი,რა წაიღო, რა დატოვა?ჩვენი ქვეყნის სიყვარულიალბათ ყველას დაგვათოვა.დაგვათოვა სიწმინდე და დაგვათოვა სიხარული,კიდევ უფრო გავიზარდეთ,

სიამაყით გვიცემს გული.ჭრელი ჩანთით თოვლის პაპამალე ყველას ჩამოგვივლის,დაგვირიგებს ტკბილეულს დაგადმოგვაფენს უხვად ღიმილს.უხარიათ მტრედებს, შაშვებს,ბეღურებს და ჩიტბატონებს,

საახალწლო ნაძვის ხიდანციყვი, მელა თავს გვაწონებს.გალაღდით და გაიხარეთ,ბედნიერი ფეხით გევლოთ,ავდგეთ ფეხზე და წარმოვთქვათ ახალი წლის სადღეგრძელო.

ლუკა გურგენიძემე-8 კლ.

ახალ წელს

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის კოლექტივი

Page 6: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

25 დეკემბერი, 2015 წ.

პედაგოგებს. შევიძინეთ კომპიუტერები და სხვა ტექნიკური საშუელებები. საკუ-თარი ძალებით მოვაბეტონეთ ბიბლი-ოთეკის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

-ალბათ ხედავთ ნაკლოვანებებ-საც.

-უკვე ვთქვი, რომ მუშაობაში რეზერ-ვები ყოველთვის არსებობს და მათი ამოქმედება აუცილებლად წაადგება საქმეს. ვხედავთ ნაკლოვანებებსაც და ვიბრძვით მათ დასაძლევად შრო-მის ორგანიზაციის სრულყოფით, შინაგანაწესის განუხრელად დაცვით, თითოეული პედაგოგისა და თანამშ-რომლის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის სრულყოფით, საგნობრივი კათედრების საქმიანობის დახვეწით, დამრიგებლების კიდევ მეტად გააქტიურებით, მშობლებთან,

საზოგადოებასთან და ხელმძღვანე-ლებთან კონტაქტების გაუმჯობესებით. მეტის მიღწევა შეიძლება. მთავარია, რომ ეს ყველას გვესმის და ვიღვწით ამისათვის. შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება თანამედროვე, ყოველმხრივ მოწესრიგებული სკოლა, უსაფრთხო, კეთილგანწყობილი გარემო აკადემი-ური საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობებით, მაღალკვალიფიციური კადრებით და საბოლოო პროდუქტი - მომავალი ცხოვრებისათვის ყოველმ-ხრივ მომზადებული მოქალაქის აღზ-რდა-ჩამოყალიბებისათვის შესაფერისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.

-რას ურჩევთ ახალგაზრდებს?-როგორც ჩვენი სკოლისა და

მუნიციპალიტეტის, ისე ზოგადად მოს-წავლე-ახალგაზრდობას, რომლებმაც

უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ვურჩევდი სიბეჯითეს, შრომისმოყვა-რეობას, ცოდნის მიღების წყურვილის გაღვივებას საკუთარ თავში. წიგნებშია ყველა ის სიბრძნე და ცოდნა, რაც კაცობრიობას შეუქმნია საუკუნეების მანძილზე. ამიტომ წიგნის სიყვარულის გარეშე სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. მე, როგორც მოზარდებთან ყოველდ-ღიურად მყოფი ადამიანი, ვხედავ და მწამს, რომ შესანიშნავი თაობა მოდის, საუბარი მაქვს აბსოლუტურ უმრავლე-სობაზე. ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი და ლამაზი, სრულყოფი-ლებისკენ მუდმივი ლტოლვით განმს-ჭვალული, ღვთისნიერი და სიკეთით სავსე თაობა, - აი, ჩვენი ხვალინდელი დღე.

ვეცდებით, კვლავაც შევინარჩუნოთ წარმატებული სკოლის სტატუსი

წინა გვერდიდან

მასწავლებლების ჯგუფური პრინცი-პით მუშაობა თანამედროვე პედაგოგი-კის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. სწავლა-სწავლების პროცესი ბავშვისთ-ვის ნაცნობ და ბუნებრივ ქმედებებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს პროცესი მასწავლებ-ლისგან მოითხოვს მუდმივ თვითგან-ვითარებას, რაშიც მას ეხმარება არა მარტო თავის თავზე მუშაობა, არამედ კოლეგებთან ერთად სასწავლო პრაქ-ტიკის გაანალიზება, კვლევა. სკოლის შიგნით მასწავლებელთა ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ამაღლებს თანამშრომლობით კულტურას. სკო-ლების თანამშრომლობა განაპირობებს განათლების სისტემის განვითარებას.

ახალი სასწავლო წლიდან სამი სკოლის - საღანძილის, ხარაგაულის №2 და ბორის საჯარო სკოლების ხუთ-ხუთ კაციანი ჯგუფი გაერთიანებუ-ლია სასკოლო ქსელის პროგრამაში. ქსელი მუშაობს ერთობლივი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. ისინი იკრიბებიან პერიოდულად და ახდენენ მუშაობის მიმდინარეობის ანალიზს. ზრუნავენ სასწავლო პროცესის გაუმ-ჯობესებასა და თითოეული მასწავ-ლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

ციური სულამანიძედირექტორის მოადგილე

სასწავლო-სააღმზრდელო დარგშიფოტოზე: ქსელი მუშაობის პრო-

ცესში

2014 წლიდან საქართველოს 107 სკოლაში დაიწყო პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამა. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა ჩართულია თითქ-მის ყველა იმ საპილოტე პროგრამაში, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება. ეს პროგრამა იწყება მე-9 კლასში და წელს იანვრიდან მე-11 კლასშიც გაგრძელდება. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირება და აღ-ჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული და პრაქტიკული

ცოდნითა და უნარებით. მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადდნენ პე-დაგოგები. პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გააცნობიერე-ბენ მომავალი პროფესიის არჩევის მნიშვნელობას. ექნებათ პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის დაუფლებისთვის აუცილე-ბელი ცოდნისა და უნარების გააზრების უნარი, ჰოლანდის ტიპოლოგიისა და კლიმოვიუს კლასიფიკაციაზე დაყრ-დნობით. მოსწავლეები ჩართული იქნებიან სხვადასხვა აქტივობებში. მოეწყობა გაფართოებული შეხვედ-

რები სხვადასხვა პროფესიის წარმო-მადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; გაეცნობიან მათს სამუშაო გარემოს, მიღწევებს, მუშაობის სპეციფიკას.

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მნიშნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. სწორად არჩეული პრო-ფესიის შედეგად პიროვნება ახდენს თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას. როცა მოსწავლე სწო-რად აირჩევს პროფესიას, ის მიიღებს სამუშაოს შესრულებით კმაყოფილებას და ნახავს სარგებელსაც. თუმცა ბევრ ადამიანს უწევს იმ სამუშაოს შესრულე-ბა, რომლის მიმართ არც ინტერესი აქვს და არც მიდრეკილება. იგი ვერც თავად იღებს კმაყოფილებას და სარგებელს და სახელმწიფოს ინტე-რესებსაც აზიანებს. ამიტომ მოსწავლემ მომავალი პროფესიის არჩევისას რომ არ დაუშვას შეცდომა, ეს პროგრამა დაეხმარება გადაწყვეტილების მიღე-ბაში. უნდა ითქვას, რომ პროგრამამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

მარინე მაღრაძეპროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე

პროგრამის პედაგოგისკოლის სამეურვეო საბჭოს

თავმჯდომარე

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა სკოლაში

ზოგადი განათლების სისტემაში ეტაპობრივი მნიშვნელობის მოვლე-ნად უნდა ჩაითვალოს მთავრობის მიმდინარე წლის 20 თებერვლის დადგენილება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესი-ული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესახებ“. სკოლებში ეს დადგენილება სექტემბრიდან ამოქ-მედდა. მოხდა მასწავლებელთა გადანაწილება კატეგორიებში და მათი დარეგისტრირება სქემაში, შეირჩნენ ფასილიტატორები, საგნობ-რივი კათედრების წარმომადგენლები და დაკომპლექტდა მასწავლებელთა შეფასების სასკოლო ჯგუფი, რომ-ლის მოქმედების ვადა სამი წლით განისაზღვრა. ამ ხნის განმავლობაში პედაგოგებმა საჭირო რაოდენობის

კრედიტქულები უნდა დააგროვონ, რათა შეინარჩუნონ ადგილი იმავე კატეგორიაში ან დაწინაურდნენ. რაც შეეხება პირველ კატეგორიას, - პრაქტიკოს მასწავლებელს, მან აუცი-ლებლად უნდა დააგროვოს იმდენი კრედიტქულა, რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, ვინაიდან სამი წლის შემდეგ აღნიშნული კატეგორია აღარ იარსებებს.

სქემაში ჩართულობა ზრდის მას-წავლებლის მოტივაციას, ვინაიდან, რაც მაღალ კატეგორიაში ხარ, მეტია ხელფასი. ეტაპობრივად დაიწყო პედა-გოგთა შრომითი ანაზღაურების ზრდა სექტემბრიდან. ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი ზრდა მომავალი წლის აპრილიდან და 2017 წლის იანვრიდან ისე, რომ უფროსი მასწავლებლის

ხელფასმა დანამატით ათას ლარს უნდა მიაღწიოს.

ჩვენს სკოლაში დღემდე საჭირო ყველა აქტივობა განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი ტრენინგი დირექ-ტორის, მოადგილისა და ფასილიტა-ტორებისთვის, ინსტრუქტაჟები ჩვენ მიერ პედაგოგებთან. ამ ეტაპზე მას-წავლებლები ავსებენ თვითშეფასების კითხვარებს, რაც მეტად საპასუხისმგებ-ლო საქმეა და წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს. მეორე ეტაპზე ყველა მასწავლებელმა უნდა გამოკვეთოს საჭიროება და შეადგინოს ინდივიდუ-ალური სამოქმედო გეგმა, რაც გულის-ხმობს ყველა იმ არსებული ხარვეზის გამოსწორებას, რასაც მასწავლებელი საკუთარ საქმიანობაში ხედავს და, რასაც თვითშეფასებაში აფიქსირებს. აქ ბევრი რამ მასწავლებლის გულწ-რფელობასა და პროფესიულ მიდგო-მაზეა დამოკიდებული. რეფლექსიის შედეგად გარკვეული ცვლილების შეტანას თავის საქმიანობაში ყველა მასწავლებელი საჭიროებს.

ჩვენი სკოლის პედაგოგები მაღა-ლი პასუხისმგებლობით ეკიდებიან აღნიშნულ საქმეს. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეფასების კითხვარი შევსებული აქვს და უკვე სამოქმედო გეგმებზე მუშაობენ. გვწამს, რომ მომა-ვალ წელს პედაგოგთა უმრავლესობა ჩვენს სკოლაში უფროსი მასწავლებე-ლი იქნება.

დოდო გელაშვილითამარ მაღლაფერიძე

სქემის ფასილიტატორები

ეტაპობრივი მნიშვნელობის პერიოდი განათლების სისტემაში

2015 წლის სექტემბრიდან ჩვენი სკოლა ჩაერთო საქართველოს დაწყე-ბითი განათლების პროექტში G-PRIED. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველ-მეექვსე კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებას. ეს ამერიკული პროექტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწავლებაში დავნერ-გოთ ინოვაციური ხერხები და მეთოდები.

სკოლაში შექმნილია სასწავლო ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ისმენენ და პრაქტიკაში ნერგავენ იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ვიდეოსე-სიები გვთავაზობს. ვახორციელებთ ურთიერთდასწრებებს და ვახდენთ აზ-რების გაცვლა-გამოცვლას, რაც დადე-

ბითად აისახება სასწავლო პროცესზე.გამოცდილების გაზიარების მიზნით

ვურთიერთობთ იმ სკოლების პედაგო-გებთან, რომლებიც უკვე ჩართულნი იყვნენ ამ პროექტში.

ველოდებით მრავალფეროვან სასწავლო რესურსსა და თვალსაჩი-ნოებებს, რომლებსაც ჩვენი კოორდი-ნატორები მოგვაწვდიან მომავალში. ეს ხელს შეუწყობს ამ პროექტით გათ-ვალისწინებული სასწავლო მიზნების განხორციელებას.

ლამარა ამაშუკელილია სანიკიძე

კითხვისა და მათემატიკის ფასილიტატორები

G-PRIED - სასარგებლო პროექტი

მიზნობრივი ექსკურსია უბისაში

თემის „ფიგურის ფართობი“ გავლის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ აზრი ახლომდებარე კულტურული ძეგლის განთავსების ტერიტორიის ფართობის გამოთვლისა. გადაწყვიტეს, შეესწავ-ლათ უბისის სამონასტრო კომპლექ-სის დაარსებისა და მასში არსებული ფერწერული შედევრების ისტორია. ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარნენ „ჩვე-

ნი საქართველოს“ პედაგოგი თამარ მაღლაფერიძე და სახვითი ხელოვნე-ბის პედაგოგი მაკა ბუაჩიძე. სურათზე ასახულია მე-5 კლასის მოსწავლეთა მიზნობრივი ინტეგრირებული ექსკურ-სია უბისაში.

ციური სულამანიძემე-5 კლასის

მათემატიკის მასწავლებელი

სკოლების თანამშრომლობა განაპირობებს განათლების

სისტემის განვითარებას

2 მნათობიერი

Page 7: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

25 დეკემბერი, 2015 წ.

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზი ხალხითაა სავსე. სცენა ყვავილებითაა მორთული. მასპინძ-ლები, ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, ღელავენ. მათ მღელვარების მიზეზი აქვთ. მათთან სტუმრად უნდა მო-ვიდეს ხარაგაულის საპატიო მოქა-ლაქე, მწერალთა კავშირის წევრი, რამდენიმე პოეტური კრებულის,

„მზითვის წიგნის“ ავტორი, ქალბა-ტონი ლინა ბარათაშვილი.

ბავშვების ოცნება ახდა. დარბაზში შემოაბიჯა ქალბატონმა ლინამ. სცე-ნაზე ერთმანეთს ცვლიან პატარები მხატვრულ კითხვასა და სიმღერაში. მათ ლამაზად წარმოადგინეს ლინა ბარათაშვილის შემოქმედება. პოეტს მიესალმენ კლასის დამრიგებელი დოდო გელაშვილი, სკოლის დირექ-

ტორი ვალერი გოგნაძე და საზოგა-დოების წარმომადგენლები. ღონისძი-ების დასასრულს ქალბატონმა ლინამ თბილი და ლამაზი დახვედრისათვის მადლიერება გამოხატა ბავშვებისა და ღონისძიების სულისჩამდგმელების - დოდო გელაშვილისა და რუსუდან თაბაგარის - მიმართ.

მაია შარიქაძედაწყებითი კლასების პედაგოგი

ნონა მაჭავარიანი ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. მან მიზ-ნად დაისახა, მონაწილეობა მიეღო „ეტალონის“ კონკურსში. წარმატე-

ბით დაძლია შესარჩევი ტური და ფინალში დაუპირისპირდა მაღალი კლასების მოსწავლეებს. ყველაზე მაღალი რეიტინგული ქულა თანაბ-რად დააგროვა ორმა მოსწავლემ. ერთ-ერთი ნონა მაჭავარიანი გახლ-დათ. მისი ბედი, გამხდარიყო ხარა-გაულელი „ეტალონი“ მოსწავლე, სულ რამდენიმე წამმა გადაწყვიტა და მეთორმეტე კლასელთან კონკუ-რენციაში მეორე ადგილი დაიკავა. მას ამ წარმატებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სა-ჩუქრად გადაეცემა ლეპტოპი.

ნონას სხვა მხრივაც არაერთხელ უსახელებია მშობლიური სკოლა. აქტიურად არის ჩაბმული სასკოლო ოლიმპიადებში: ქართულის ოლიმ-პიადაში დაიმსახურა მესამე ხარის-ხის დიპლომი, ინგლისურ ენაში - სერთიფიკატი, ხოლო მათემატიკაში ემზადება ფინალური ტურისთვის. ნონა გადავიდა სამოქალაქო განათ-

ლების ოლიმპიადის მეორე ტურში, რაც დიდი წარმატებაა ამ ასაკის მოსწავლისთვის.

განსაკუთრებით უყვარს ქართუ-ლი ენა და ლიტერატურა. ნონა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდო-ებული მოსწავლეა. წერს შესანიშნავ მოთხრობებს. უკვე სამჯერ მოეწყო ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში მისი მოთხრობების პრეზენტაცია. ნონა მიიჩნევს, რომ მისი შემოქმე-დებითი ნიჭის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნინო ბარბაქაძეს. ნონა მიზანდასახული გოგონაა და გვჯერა, რომ თავისი წარმატებებით არაერთხელ მო-უტანს სიხარულს როგორც თავის მშობლიურ სკოლას, ისე მშობლებსა და ხარაგაულს.

მარინე მაღრაძემე-9 კლასის დამრიგებელი

მოსწავლის შედეგი წამებმა გადაწყვიტა

26 ნოემბერს ხარაგაულში გიზო თავაძის შემოქმედებისადმი მიძღ-ვნილი ლიტერატურული საღამო ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწი-ლეობდნენ ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის V-XII კლასების მოსწავლე-ები. მათ წაიკითხეს გიზო თავაძის ლექსები და შეასრულეს სიმღერები იმერეთზე. საღამოს უძღვებოდა ხა-რაგაულის №2 საჯარო სკოლის დი-რექტორი, პოეტი ვალერი გოგნაძე.

გიზო თავაძე თითქმის 35 წელია შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. ის V კლასიდან წერს. გიზო თავაძე პროფესიით ისტორიკოსია, მისი

პოეტობა კი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღმერთის მიერ იყო გადაწყვეტილი, მანვე უბოძა შემოქ-მედების ნიჭი.“ როგორც თვითონ ამბობს, მისი შთაგონების წყარო სამშობლო, ბუნება და სიყვარულია. გიზო თავაძემ უპასუხა ხარაგაულე-ლი მოსწავლეების შეკითხვებს და გაგვიზიარა ღონისძიებით მიღებუ-ლი შთაბეჭდილებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია მოსწავლეთა მხატვრული კითხვით, მათი ორატორული ნიჭით. გიზო თავაძემ წაიკითხა საკუთარი შემოქ-მედებიდან რჩეული ლექსები და

მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

გიზო თავაძის შემოქმედებაზე აზრი გამოთქვეს რეზო თაბუკაშ-ვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატ-რის მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბე-ლაშვილმა და ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ-მა მერი გიორგიძემ.

26 ნოემბერი ხარაგაულელე-ბისთვის მნიშვნელოვანი და სა-სიხარულო დღე იყო, რადგან ამ დღეს ხარაგაულს ეწვია კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება, მოქან-დაკე გიორგი კიკვაძე, რომელმაც ხარაგაულელების მეხსიერებაში გააცოცხლა რეზო თაბუკაშვილი. გიორგი კიკვაძემ შექმნა რეზო თა-ბუკაშვილის ბიუსტი, რომელიც ერ-თადერთია მთელ საქართველოში.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მოხიბ-ლულნი არიან იმერელთა სტუმარ-თმოყვარეობითა და კულტურული ცხოვრებით.

მარიამ ჭიპაშვილიხარაგაულის №2 საჯარო სკოლის

IX კლასის მოსწავლე

გიზო თავაძის საღამოზე

შეხვედრა პოეტთან

3მნათობიერი

წარჩინებულებიხარაგაულის №2 საჯარო სკოლა ყოველწლიურად, საფეხურების

მიხედვით, გამოავლენს საუკეთესო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. წელს „საუკეთესო მოსწავლის“ ტიტული გიგა ხიჯაკაძემ, თათია ჭი-

პაშვილმა და ნინო მაღრაძემ დაიმსახურეს.„საუკეთესო მასწავლებლებად“ დასახელდნენ მაია შარიქაძე, დოდო

გელაშვილი და ლია რამინიშვილი.

მაია შარიქაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი: -წელს პირველად დამასახელეს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების სა-უკეთესო მასწავლებლად. პირველ რიგში, ეს დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ამავე დროს მაძლევს სტიმულს, გავაძლიერო ჩემი მუშა-ობა, რათა გავამართლო კოლეგე-ბისა და დირექციის ნდობა.

ნინო მაღრაძე, მეთორმეტე კლასის მოსწავლე: -შარშანაც დამასახელეს საუკეთესო მოსწავ-ლედ. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მომა-ვალში მინდა, რომ ექიმი გავხდე და ამ წარმატებამ ბიძგი მომცა, ასეთი საპასუხისმგებლო პროფე-სია ამერჩია. ძალიან მიხარია, რომ დედაჩემი ვასახელე და გავახარე ჩემი წარმატებით.

თამარ ჭიპაშვილი, მერვე კლა-სის მოსწავლე: -გასულ წელსაც დამასახელეს საუკეთესო მოსწავ-ლედ. ამან ძალიან დიდი სიხარუ-ლი მომანიჭა. დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მომავალ წელსაც ბევრი რამ გავაკეთო. ყველაფერი შრომის შედეგია და თუ კარგად ვისწავლი, ვიცი, რომ ბევრ წარმა-ტებას მივაღწევ.

დოდო გელაშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი: -გერქ-ვას საუკეთესო, - უდიდესი პასუ-ხისმგებლობაა კლასის, სკოლის, მასწავლებლის სტატუსის მიმართ.

ლია რამინიშვილი: -ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ასე რომ შეფასდა ჩემი შრომა. მაქსიმალუ-რად ვეცდები, კიდევ უფრო გავამ-რავალფეროვნო და გავაღრმავო ჩემი საქმიანობა.

გიგა ხიჯაკაძე: -ჩემთვის დიდი სიხარულია „საუკეთესო მოსწავ-ლის“ ტიტული. ეს არის იმის წინა-პირობა, რომ კარგად ვისწავლო და უკეთეს შედეგებს მივაღწიო.

Page 8: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

25 დეკემბერი, 2015 წ.

სკოლაში ტრადიციული თვითმ-მართველობის დღე ჩატარდა.

„მოსწავლეები ამ დღეს მასწავ-ლებლების როლებს ირგებენ და სკოლის თანამშრომელთა ფუნქ-ციებს ითავსებენ,“ - ამბობს სკო-ლის „დირექტორი“ დავით მაჭა-ვარიანი, - საკმაოდ სერიოზული, საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა დირექტორობა. ჩემი აზ-რით, ეს ტრადიცია ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში უნდა გაგრ-ძელდეს.“

„სასწავლო ნაწილის გამგე“ ანი აბაშიძე მიიჩნევს , რომ მოსწავლეები ეჩვევიან მომა-ვალში როგორ გახდნენ პრო-ფესიონალი მასწავლებლები. „ეს ღონისძიება ჩვენს სკოლაში წარმატებულია და გვეხმარება კარიერის დაგეგმვაში, - ამბობს ანი აბაშიძე, - დღეს რამდენიმე ამპლუა მოვირგე - ვარ სასწავ-

ლო ნაწილის გამგე და მასწავ-ლებელი. ცოტა რთულია, რად-გან ყველასთან უნდა მიხვიდე, ყურადღება მიაქციო. საერთოდ ყველა პროფესიას და საქმეს თავისი სირთულე ახლავს.“

სკოლაში თორმეტი საჩვენე-

ბელი გაკვეთილი ჩატარდა მეშ-ვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში ქიმიაში, ქართულში, მათემატიკაში, ინგ-ლისურში, ისტორიაში, რუსულსა და სპორტში („მასწავლებლები“ - თამარ ჭიპაშვილი, ბერიკა ება-ნოიძე, გიგა ხიჯაკაძე, ბარბარე ლურსმანაშვილი, ლიზი ბარბა-ქაძე, მარიამ შარიქაძე, ნათია კიკნაძე, კესო შარიქაძე, ნათია ტაბატაძე, ელისო კიკნაძე, ევსემი შველიძე, ანი აბაშიძე).

მოსწავლე-მასწავლებლის როლი მოირგეს ასევე ნონა მა-ჭავარიანმა, სალომე ბერაძემ, მარი აბაშიძემ, ანანო ლურსმა-ნაშვილმა, ელენე წაქაძემ, მარიამ დევდარიანმა, მარიამ ჭიპაშვილმა, თეონა ბოგვერაძემ, ქეთევან სოტ-ნიკოვმა, არმაზი შავიძემ, ბარბარე გიორგიძემ და ანი გაჩეჩილაძემ.

8 დეკემბერს ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში განხორციელდა პრაქ-ტიკული პროექტი თემაზე: „სკოლის ევა-კუაცია მიწისძვრისა და ხანძრის დროს“.

12 საათსა და 45 წუთზე სკოლაში დაირეკა „განგაშის ზარი,“ რომელიც მიწისძვრისა და ხანძრის „მაუწყებელი“ იყო. პროექტს ახორციელებდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები. მათ წინასწარ გაინაწილეს ფუნქციები პროექტის ხელ-მძღვანელის, სამოქალაქო თავდაც-ვისა და უსაფრთხოების პედაგოგის, ელვარდი გიორგიძის რეკომენდაცი-ებითა და რჩევით. მე-12 კლასელები,

პირველ რიგში, ცდილობდნენ სიმშვი-დის შენარჩუნებას. განგაშის ზარისთა-ნავე დაიწყეს მოსწავლეთა „ევაკუაცია“, შენობიდან გამოსვლის შემდეგ „დაზა-რალებულებს“ პირველადი დახმარება გაუწიეს თეთრხალათიანმა გოგონებმა.

პროექტის დასრულების შემდეგ საგნის მასწავლებელმა მე-12 კლასის მოსწავლეებთან, სკოლის დირექტორ-თან, დირექტორის მოადგილესა და სკოლის ექიმთან ერთად განიხილეს და შეაფასეს პროექტის მონაწილე-თაგან განხორციელებული ქმედებები.

ნონა მაჭავარიანი მე-9 კლასის მოსწავლე

რედკოლეგიანინო ბარბაქაძე, თინათინ მეტრეველი, ნონა მაჭავარიანი, მარიამ ჭიპაშვილი

„ევაკუაცია“ სკოლაში

ზამთარში პირველ ნაბიჯებს ვკვალავ,

მივემართები მე სოფლის გზაზე,დაიჭრიალებს კარები კვლავაც,კარგა ხნის წინათ რომ გადავრაზე.შემოეძარცვათ ცაცხვებს ტოტები,გამარჯვებული სეირნობს მთვარედა შემოაწყდათ ხეს ის ფოთლებიც,

ასე გულდაგულ გუშინ რომ ვთვალე.აქ, თეთრ საფარქვეშ,

ბეღურა სახლობს,წუხელ მის ბუდეს რომ დაათოვა,ჯერ არავინ ჩანს მოკეთე ახლოს,მაგრამ ზაფხული ხომ ისევ მოვა?

ლიზი ბარბაქაძემე-8 კლ.

მოსწავლეთა შემოქმედება

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკ-ვიდრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფიზკულტურა და სპორტი. სისტემატურად ტარდება სკოლის პირველობები სპორტის სხვადასხვა სა-ხეობებში. ასე იყო მიმდინარე წელსაც. გაზაფხულზე სკოლის პირველობაზე ჭადრაკში ვაჟებს შორის გიორგი ჯღარ-კავამ გაიმარჯვა, გოგონებში კი - ნანა ჭიპაშვილმა. შაშში პირველობა არავის დაუთმო ბესო შავიძემ, გოგონებში კი - ნინო მაღრაძემ. შემოდგომაზე სკოლის პირველობაზე ფრენბურთში გამარჯ-ვება მოიპოვეს მე-12 კლასელებმა, მინიფეხბურთში კი - მე-10 კლასის მოსწავლეებმა. მე-5 - მე-6 კლასელებს შორის გაიმარჯვეს მე-5 კლასელებმა, მე-5-მე-7 კლასელებს შორის გაიმართა შეჯიბრება სირბილში. 60 მეტრზე რბე-ნაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბირთვის კვრაში ყველას გიორგი ბუხ-ნიკაშვილმა აჯობა.

ჩვენი სკოლის მოწავლეები კარგად ასპარეზობენ რაიონულ შეჯიბრებებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი ჯღარკავა, რომელმაც რაიონული პირველობა ორჯერ მოიგო ჭადრაკში. ლელა ხარატიშვილმა მარათონის დღისადმი მოწყობილ რბენაში ერთ კილომეტრზე გოგონებს შორის პირვე-ლი ადგილი დაიკავა, ხოლო გიორგი ბუხნიკაშვილი რბენაში 1,5 კილომეტ-რზე ორჯერ გავიდა მესამე ადგილზე, ბირთვის კვრაშიც მესამე ადგილს დას-

ჯერდა. მაგიდის ჩოგბურთში მადონა შველიძემ მეორე ადგილი აიღო.

წარმატებით იასპარეზა სკოლბურ-თის პირველობაზე გოგონათა გუნდმა. მათ ფინალური შეჯიბრება დათმეს ბორითის გუნდთან პენალტებში და მეორე ადგილს დასჯერდნენ. პროექტ „სათავგადასავლო ტურ-თამაშებში“ სკოლის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელე-ბითა და ფასიანი საჩუქრებით. კარგად გამოვედით მხიარულ სტარტებში.

სკოლის მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ვარჯიშობს სპორტულ სექციებ-ში და წარმატებებსაც აღწევენ. აღსანიშ-ნავია ჭიდაობის სექცია. თავისუფალ ჭიდაობაში კარგ შედეგს აჩვენებენ ევსემი შველიძე, შოთა თაბაგარი, გიორგი ბუხნიკაშვილი, დათო კაკოიშ-ვილი. საქართველოს სხვადასხვა მუნი-ციპალიტეტში გამართულ ტურნირებზე ევსემი შველიძემ ერთხელ პირველი ადგილი აიღო, ორჯერ კი - მეორე და მესამე. შოთა თაბაგარი ორჯერ საპრიზო ადგილზე გავიდა. ასევე თავი გამოიჩინეს ჭიდაობა კარატეში მარიამ ვეფხვაძემ და სალომე გეწაძემ.

სკოლაში დაკომპლექტებულია ფრენბურთის, მინიფეხბურთის, კა-ლათბურთის, მძლეოსნობის, მხიარუ-ლი სტარტების გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რაიონულ შეჯიბრებებში.

ელვარდი გიორგიძე

ნელ-ნელა წყდება ჩემს წამწამს ცრემლი,მე გული მტკივა,სიმშვიდეს ველი.ტირილი ნუთუდარდს გამიქარვებს?და დამავიწყებს ხვალინდელ ტკივილს?როცა დამტოვე,წახვედი ჩემგანდა დამიტოვე

გულში ნაპრალი.ამ გულს ზამთარშიც არ ცივა, ვიცი,რა შეაცივნებს, -ტანჯულობს, იწვის.შენ ალბათ ჩემთანახლოს ხარ, ვიციდა ჩემი გულისულ შენთვის იწვის.

ლელა ხარატიშვილიმე-8 კლ.

ზამთარი

მონატრება

სპორტი სკოლაში

მოსწავლეებმა მასწავლებლების როლები მოირგეს

4 მნათობიერი

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლა იმ ას საპილოტე სკოლას შორისაა, სადაც სკოლის ექიმის ინსტიტუტი ამოქმედდა. სკოლის ექიმია პედიატრი მანანა ტაბა-ტაძე.

სკოლის ექიმის ვალდებულე-ბაა პირველადი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მოსწავ-ლეს. ამავე დროს ის სკოლაში მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს აწარმოებს. დაკვირვება ხდება მოსწავლეთა ფიზიკურ და გო-ნებრივ განვითარებაზე. ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონის-ძიებები ქრონიკულ დაავადებათა თავიდან ასაციებლად როგორიცაა მაგალითად, სქოლიოზი, მხედვე-ლობის დაქვეითება, მხედველო-ბის პათოლოგიები, სასკოლო ტრავმატიზმი და სხვ.

„ყველა ასაკობრივ ჯგუფში ტარდება ინფექციური დაავადებე-ბის პრევენცია, - გვიამბობს მანანა ექიმი, - ვესაუბრები მოსწავლეებს ინფექციური დაავადებების გამო-მწვევ მიზეზებზე, პირად ჰიგიენაზე. რა გზით გადაეცემა სხვადასხვა დაავადება, როგორ დაიცვან თავი და სხვ. მომავალში მშობლებთან და პედაგოგებთანაც ჩატარდება ასეთი საუბრები.“

მანანა ტაბატაძის ინფორ-მაციით, ჰელმინთოზზე გამო-კვლევები ხარაგაულის საზოგა-დოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გააკეთა. „ანალიზების პასუხები გადმომეცემა და ამის შემდეგ ჩატარდება სათანადო ღონისძი-ება, - გავაფრთხილებ მშობლებს და მოსწავლეებს ჩაუტარდებათ მკურნალობა,“ - ამბობს მანანა ექიმი.

მანანა ტაბატაძის თქმით, ჯანმ-რთელობის ხელშეწყობისთვის მნიშნელოვანია სკოლის რეჟიმის

შემუშავება, რომელიც, ადმინისტ-რაციასთან ერთად, ექიმის ჩართუ-ლობით უნდა განხორციელდეს.

მანანა ექიმი გვიამბობს, რომ მასთან მშობლებს ხშირად მიჰყავთ მოსწავლეები დაცემინებისა და დახველებისთანავე. სკოლის ექიმს აქვს ყველა საჭირო მედიკამენ-ტი, აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ტარდება რომელ მოსწავლეს რა ჩივილი ჰქონდა, რა დიაგნოზი დაესვა და რა სახის პირველადი დახმარება გაეწია.

„ყველა ბავშვის ჯანმრთელობა კლასების მიხედვით შევამოწმე. თუ რამე პათოლოგიას დავადგენთ, მშობლებთან მაქვს კონტაქტი და

მიმართულებას ვაძლევ, - სად უნდა წაიყვანონ ბავშვი, რა გამო-კვლევევი ჩაუტარონ, ან რა ღო-ნისძიებები შეიძლება გატარდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანია პრო-ფილაქტიკურ აცრები. ვაწარმოებ მონიტორინგს და ყველა მოსწავ-ლეზე მაქვს პროფილაქტიკური აც-რების მონაცემები, - ჩატარებული აცრის კალენდარი.

თუ რომელიმე აცრა გამო-ტოვებულია, მშობლის ჩართვით ვაგზავნი სათანადო დაწესებულე-ბაში, ასაცრელად,“ - ამბობს მანანა ექიმი და სკოლაში ექიმის ყოფნას აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევს.

ლაურა გოგოლაძე

ექიმი სკოლაში

Page 9: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

9xtvb [fhfufekb25 დეკემბერი, 2015 წ.

რომ ვერ აღსრულდა საკრებულოს გადაწყვეტილება ეკლესიის მშენებ-ლობისთვის თანხის გადარიცხვის თაობაზე.“

ინგა მაღრაძე, საკრებულოს თავმ-ჯდომარე: -სწორედ ხელისუფლების ინტერესში არ შედის ისეთი გადა-წყვეტილებების მიღება, რომელიც საბოლოოდ შედეგზე არ აისახება. საკათედრო ტაძრის მშენებლობა ხე-ლოვნურად გავაჭიანურეთ და დღეს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ათი ათას ლარს მოვახმართ.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გე-ლაშვილის ინფორმაციით, რელიგიის დაფინანსების მუხლში დარჩენილ ათი ათას ლარს წელსვე ჩარიცხავენ ეკლე-სიის მშენებლობისთვის, იანვრიდან კი - 35 ათას ლარს.

საკრებულოს სხდომაზე გამგებელ-მა აღნიშნა, რომ ეკლესიის მშენებლო-ბის ფონდის ფინანსების მოძრაობაში ბევრი რამ გასარკვევია. მისი თქმით, არც ერთ იქ დასაქმებულზე არ არის საშტატო განრიგი, ხელფასებს არ იღებდნენ კანონით დადგენილი წესით და სხვ.

დეპუტატ უჩა ბერაძის თქმით, როცა ის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა, საკათედრო ტაძრის მშე-ნებლობაზე გადარიცხულ თანხებს ყოველთვის ახლდა შესაბამისი დოკუ-მენტები. „გაარკვიეთ, ვის ერიცხებოდა პირად ანგარიშებზე თანხა რელიგიის მუხლიდან ყოველგვარი ხარჯთაღრიც-ხვის წარმოდგენის გარეშე,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

ცარიელი „რეჩები”მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლი-

ლების თანახმად, 44 200 ლარი მრა-ვალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯებს მოაკლდა.

დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილ-მა იკითხა, რატომ არ დაიხარჯა ეს თანხები წელს და მოგვარებულია თუ არა მრავალბინიანი სახლების მდგო-მარეობა. „ხელფასებში გადაგაქვთ ეკლესიისა და მრავალბინიანი კორ-პუსების შეკეთების ხარჯები. რატომ? მოსახლეობა ითხოვს სასულიერო გიმნაზიის წინ მდებარე კორპუსებში სადარბაზოების მოწესრიგებას. კიბე-ებია ცუდ მდგომარეობაში და იქნებ მიგვეხედა,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

„რვა წელი იყავი გამგებლად და რატომ ვერ მოაწესრიგე,“ - ასეთი იყო გამგებელ კობა ლურსმანაშვი-ლის კომენტარი. გამგებლის თქმით, მისთვის არც ერთი კორპუსის მაცხოვ-რებელს არ მიუმართავს. თუ კიბის უჯრედი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საშიშია, მაშინ გავაკეთებთ, თუ არადა, არ არის ჩვენთვის პრიორი-ტეტი და არ გავაკეთებთ, - აღნიშნა გამგებელმა, - ჩვენთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე, წლის ბოლოს, განისაზღ-ვრა ასეთი ფორმატით, რომ ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება,“ რომელსაც სჭირდება ხელფასები და რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს, ის დავაფინანსოთ.“

დეპუტატ ქეთევან ზუმბაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში მრავალბინიანი სახლების რეაბილი-ტაციის ხარჯები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. მანვე ყურადღე-

ბა გაამახვილა ბიუჯეტის დაგეგმვის არაეფექტურობაზე. „წლის დასაწყისში ვიცით, რომ ა(ა)იპ-ებს ვუგეგმავთ შვიდი თვის ბიუჯეტს და ვიცით, რომ თანხა არ ეყოფათ. ამავე დროს ჩემთვის დაუსა-ბუთებელია ზოგიერთი ა(ა)იპ-ის მოთ-ხოვნა დაფინანსებაზე. პრემიები გასცა საფეხბურთო გუნდმა „ჩხერიმელამ“ იმ დროს, როცა საკმარისი სახელფასო თანხა არ აქვს. ფეხბურთის გუნდის მწვრთნელმა 5 ათასი ლარი აიღო პრემიის სახით. მაინტერესებს, რაში? მეოთხე ადგილიდან მე-14-ე ადგილ-ზეა გუნდი. რა ჩაუწერთ ბრძანებაში, როცა ხუთი ათას ლარს აძლევდით პრემიას?“ - იკითხა დეპუტატმა.

გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, საფეხბურთო გუნდის წევრე-ბისთვის გაცემული პრემია არ არის სტანდარტული სახის. გამგებელმა აღ-ნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტად გამ-ჭირვალე გახდეს კლუბისგან თანხების ხარჯვის საკითხი. „ერთიანად თანხის მიცემის შესაძლებლობა არ არსებობს და საერთო ჯამში რასაც იღებს საფეხ-ბურთო კლუბი „ჩხრეიმელა 2009“, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პირ-ველი ლიგის გუნდების დაფინანსების კუთხით სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით.

დეპუტატ გოგი ლაცაბიძის თქმით, თანხები არ იგეგმება წლიდან წლამდე სრულყოფილად. მისივე განცხადებით, შესასწავლია ა(ა)იპ-ების საქმიანობის ეფექტიანობა.

დეპუტატი გელა გოლუბიანი მიიჩ-ნევს, ხშირი ცვლილებები ბიუჯეტში იმის მაჩვენებელია, რომ ის არაკომპეტენ-ტურად იგეგმება. „ა(ა)იპ-ს ვუმტკიცებთ

ასი ათას ლარს წლის დასაწყისში და წლის ბოლოს აღმოჩნდება, რომ 300 ათასი ლარი სჭირდებოდა. როცა ა(ა)იპ-ებს ვქმნიდით, მაშინ უნდა გვეფიქრა, გვქონდა თუ არა მათი დაფინანსების შესაძლებლობა. აღმოჩნდა, რომ არ გვქონდა. ისე მოგვთხოვენ მერე ჩვენ პასუხს, როგორც თხოვენ ჩვენს წინა-მორბედს. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი საშტატო განრიგების გაზრდის,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

„მერე თქვენი ოჯახის წევრები სად დამესაქმებინა, რომ მთხოვდით,“ - ასეთი რეპლიკით უპასუხა გამგებელმა დეპუტატს.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მას არც ერთი ა(ა)იპი არ დაუფუძნებია. „მე დავიწყე რეორგანიზაციის პროცესი, რომ ა(ა)იპ-ები შევკვეცო და რეორგა-ნიზაცია ჩავატარო. სხვა საკითხებს რაც შეეხება, თქვენი მაღალი ხელფასების უზრუნველყოფას ხმარდება დიდი თან-ხები. „რადარების“ შეძენისთვის თან-ხის გამოყოფას რომ აპროტესტებთ, რატომ არ გრცხვენიათ მაშინ, როცა ბანკომატთან დგახართ და ხელფასს იღებთ იმ „რადარებიდან“ შემოსული თანხით,“ - აღნიშნა გამგებელმა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯე-ტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ყველასთვის კარგად ცნობილია შემოსავლები. „იზ-რუნეთ რესურსების გაზრდაზე. როცა იძახით, რაღაც ხდება საფეხბურთო კლუბში, დაასაბუთეთ, მიმართეთ შე-საბამის ორგანოებს და მოითხოვეთ პასუხი. რასაც ამბობთ, ცარიელი „რეჩებია“. როგორ იქნება უკეთესი, იმას ვერ ასაბუთებთ და უკეთესს არ

გვთავაზობთ,“ - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

ვარლამ თავზარაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის

იმპიჩმენტს აპირებსსაკრებულოს 18 დეკემბრის სხდო-

მაზე საბიუჯეტო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „რესპუბლი-კელების“, „კონსერვატორებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

დეპუტატებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვე-ლოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზა-რაშვილმა მიმართა:

-ჩემო კოლეგებო „ქართული ოცნე-ბიდან,“ მინდა დღევანდელი დღისთვის მოგიხადოთ ბოდიში და იმ დღისთვის, როცა ჩვენ საკრებულოს თავმჯდომა-რის კანდიდატურაზე კონსულტაცია გავაკეთეთ და საკრებულოს თავმჯ-დომარედ ქალბატონი ინგა მაღრაძე ავირჩიეთ. დღეს დადასტურდა, რომ ქალბატონი ინგა ხელისუფლების კურსს არ მიჰყვება. ამიტომ მე გპირ-დებით, რომ ეს ფაქტი იქნება ზუსტად იმ პროცედურის დაწყების საწყისი, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჰქვია. საკრებულოს აპარტს მივმართავ და გამოვასწორებ უახ-ლოეს დღეებში ჩემ შეცდომას.

2016 წლის ბიუჯეტის მითი და რეალობა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებუ-

თამარ ვეფხვაძე: -ჩემთვის ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესას-წაულია. ჩემი ოჯახის საახალწლო ტრადიცია ჩვეულებრივია, - მთელი ოჯახი ერთად აღვნიშნავთ ახალ წელს. სუფრაზე ტრადიციული კერძებია, სახ-ლში გაკეთებული ჩურჩხელითა და გოზინაყით. თორმეტ საათზე ერთად გავდივართ გარეთ, ვუშვებთ ფეიერ-ვერკებს და ერთმანეთს ვულოცავთ ახალი წლის დადგომას.

განსაკუთრებულად ვერცერთ ახალ წელს ვერ გამოვარჩევ იმიტომ, რომ ამ დღეს ყოველთვის ბედნიერი ვარ, რადგან ჩემთვის საყვარელ ადამი-ანებთან და ოჯახთან ერთად ვხვდები.

2015 წელს ბევრი ისეთი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლე-ბა საუკეთესო ვუწოდოთ. მათ შორის იყო ჩემი დაბადების დღეც, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნე. რაც შეეხება დამდეგ 2016 წელს, მინ-და, რომ ყველაზე პოზიტიური წელი იყოს ჩემს ცხოვრებაშიც და ზოგადად საქართველოშიც. ხარაგაულში კი მინდა 2016 წელს მაინც დაიცვან მოქალაქეებმა სისუფთავე ქუჩებსა და პარკები, სადაც თითქმის ყოველთვის ვხედავთ ნარჩენებს.

ნინო ლაბაძე: - ჩვენს ოჯახში რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრა-დიცია არ გვაქვს. ახალ წელს, უფრო ხშირად ოჯახში ვხვდებით. ხანდახან სტუმრადაც გვპატიჟებენ.

საახალწლო კარნავალზე ვისურ-ვებდი, რომ ვიყო მიკი მაუსი. ის მხი-

არული და პატარებისთვის ძალიან საყვარელი პერსონაჟია.

2015 წელს ჩემთვის ყველაზე მნიშ-ვნელოვანი მოვლენა იყო, როცა

ხარაგაულში ჩამოვიდნენ ცნობილი მომღერლები: გიორგი სუხიტაშვილი, ჯგუფი „გორდელა,“ ბორის ბედია. მინ-დოდა, რომ ხარაგაულში გიორგი სუხი-ტაშვილი მენახა და ეს ოცნება ამიხდა.

ახალ წელს მინდა, რომ ჩემი მეკვლე იყოს კობა ლურსმანაშვილი, რადგან კარგი ადამიანია და ფეხიც კარგი ექნება.

მინდა, რომ 2016 წელს ხარაგაულში ამოქმედდეს საწარმო, სადაც ხალხი და-საქმდება. ამით უმუშევრობა შემცირდება. გაჭირვებული ადამიანები შვებას იგრძ-ნობენ. საწარმოში უცილებლად უნდა დასაქმდნენ უნარშეზღუდული პირები.

ნინო გელაშვილი: -2015 წელს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემი დაბადების დღე გახლდათ. სხვისი გადმოსახედიდან, ალბათ, ეს დღე არაფრით იქნება განსაკუთრე-ბული, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. სხვათაშორის, არ აღმინიშნავს სუფრით, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან ბედნიერი გამხადა და გამახარა. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ ერთ ადამიანს შენი უზომოდ გახარება შეუძლია. შემიძლია დავიფიცო, რომ ის დღე არასოდეს დამავიწყდება.

ჩემთვის მომავალში გამორჩეული იქნება ისეთი ახალი წელი, როცა ჩემ-თვის ძვირფას ადამიანებს სასურველ

საჩუქარს მივართმევ და მათ ბედნიერ სახეებს დავინახავ. ბედნიერი ვიქნები, თუკი შევძლებ, რომ სიღარიბეში მყო-ფი ბავშვების გულები გავახარო, რო-

დესაც გარეთ გავალ და საახალწლო განწყობას ვიგრძნობ. აი, მაშინ იქნება ჩემთვის გამორჩეული და დაუვიწყარი ახალი წელი.

საახალწლო კარნავალზე ვიქნებო-დი ჩარლი ჩაპლინი. მახსოვს, როგორ მომწონდა ბავშვობაში მისი ფილმები, სულ მახალისებდა და მახარებდა.

2016 წელი გამორჩეულად არ მიმაჩნია და ბევრს არაფერს მოველი. მინდა წარმატებული იყოს სხვა წლებ-თან შედარებით და მეტი ცხოვრები-სეული გამოცდილება შემძინოს. ვიმე-დოვნებ, გასულ წელთან შედარებით, უკეთეს ადამიანად ჩამოვყალიბდები და ვიზრუნებ ჩემი საყვარელი ადამი-ანების გაბედნიერებისთვის.

რას ველოდები 2016 წლისგან? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხარაგაულში ცხოვრება ფერადი არა-ვისთვისაა, მეც დიდად არაფერს ვე-ლოდები. თუმცა, იმედი მაქვს, წინსვლა მაინც იქნება გარკვეულ საკითხებში. ხარაგაულელი ხალხის ბედნერებაზე მეტად არაფერი გამახარებს.

შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ხარაგაულში „ღიმილის სახლის“ აშე-ნებას ვისურვებდი, სადაც მოვიდოდ-ნენ ადამიანები და მე მათ ღიმილის მნიშვნელობაზე მოვუყვებოდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მახარებს ქუ-ჩაში მომღიმარი ადამიანების დანახვა. კარგ და პოზიტიურ განწყობაზე ვდგები. მესმის, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს და შეიძლება აღარ გვეღიმება, მაგრამ

მოდით, ზოგჯერ დავივიწყოთ პრობ-ლემები და გავახალისოთ ერთმანეთი. დამიჯერეთ, ასე უფრო ადვილად გადავლახავთ ყველა სირთულეს. გაიღიმეთ, ღიმილი ძალიან გიხდებათ!

ნონა მაჭავარიანი: -ოჯახში ყო-ველ ახალ წელს ერთად ვხვდებით. ჩემთვის გამორჩეული იყო ის ახალი

წელი, როცა ოჯახში მეკვლე ვიყავი. ვფიქრობ, 2015 წლის ყველაზე გამო-რჩეული მოვლენა ხარაგაულისთვის იყო ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა.

მომავალ წელს ვისურვებდი, რომ ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობა დასრულდეს. ძალიან მინდა, რომ უცხოეთში მყოფი ჩემი მონატრებული ნათლია გვესტუმროს ახალ წელს.

თინათინ გელაშვილი: -ჩემთვის ყველა ახალი წელი გამორჩეულია, რადგან ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები და ეს ჩემთვის დიდი ბედნი-ერებაა.

ყოველთვის მინდოდა მთაში წასვ-ლა და ეს ოცნება 2015 წელს ამიხდა, როდესაც ჩემს ძმასთან და ბიძაშვილ-თან ერთად წავედი ლომისმთაზე. სამი დღე დავყავით ლაშქრობში, შემდეგ ბორჯომში გადავედით. ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ტკბილ მოგონებებად დამრჩება.

2016 წელს მსურს ახალ წელს შევხვდე ოჯახთან, მეგობრებთან ერ-თად იმიტომ, რომ ერთად ძალიან გავერთობით და ბევრი მოგონებაც დაგვრჩება. ზუსტად არ ვიცი, რომელი საჩუქარი იქნება ჩემთვის ყველაზე სასურველი, მაგრამ მინდა, რომ ახალ წელს „პოლაროიდი“ მაჩუქონ.

2016 წელს მსურს ხარაგაულში

მოეწყოს კარნავალი, სადაც ხარა-გაულელები იქნებიან სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილები და ახალ წელს ერთად შეხვდებიან. ასევე

მსურს, რომ ხარაგაულის ქუჩები უფრო მეტად გალამაზდეს და გაფორმდეს, რაც საახალწლო განწყობას შეუქმნის ყველას.

ნინო მაღრაძე: -ახალ წელს დიდი სიამოვნებით გავემგზავრებოდი ევრო-პის რომელიმე ქვეყანაში, რათა ახალი

წლის იქაური ტრადიციები ახლოს გავიცნო. 2015 წელს ჩემთვის ყველაზე საუკეთესო დღე იყო ჩემი დაბადების დღე, როდესაც ჩემი მეგობრები ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემზე რომ იყოს დამო-კიდებული, 2016 წელს ხარაგაულში მოვიწვევდი რომელიმე მუსიკალურ ჯგუფს.

ხარაგაულში „ღიმილის სახლს“ ავაშენებდიჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის” სტუდენტები

განვლილ, 2015 წელს აჯამებენ, საახალწლო ტრადიციებს, სურვილებსა და ოცნებებს გვიზიარებენ.

გვ.11

2016 წლის თუ ცხრა-ათი თვის ბიუჯეტიმეორე გვერდიდან

Page 10: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

10 xtvb [fhfufekb 25 დეკემბერი, 2015 წ.

ხარაგაულში გაიხსნა კაფე-რესტორანი „თუთები“.უგემრიელესი კერძები, - მათ შორის საფირმო;ნებისმიერი მოთხოვნილებისა და გემოვნების მომხმარებელზე მორგებული

მომსახურება;მისაღები ფასები;საუკეთესო მომსახურება;ბავშვთა დაბადების დღეების განსაკუთრებულად აღნიშვნა;ჩაი-ყავა ნამცხვრით რამდენიმე ადგილიან კუპეებში უფასო wifi-ით სარგებლობის

პარალელურად;180 სტუმარზე ნებისმიერი სახის სადღესასწაულო წვეულება თუ სარიტუალო

სუფრა;დღესასწაულების საზეიმოდ აღნიშვნა.31 დეკემბრისთვის კაფე-რესტორანმა უკვე მიიღო დაკვეთა 20 კაციან სუფრაზე

ახალი წლის აღსანიშნავად.კაფე-რესტორანი „თუთები“ გეპატიჟებათ 31 დეკემბერს ახალი წლის შესახვედ-

რად. აღნიშნეთ დღესასწაულები, დაბადების დღეები, გაუმასპინძლდით „თუთებში“ საპატიო, სასურველ სტუმრებს.

კაფე-რესტორანი „თუთები“ გელით.მისამართი - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №101, „სოკარის“ ბენზინგასამართი

სადგურის წინ. დაგვიკავშირდით ტელეფონით 0(433) 22 18 07.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისწრაფად, ხარისხიანად, ხელსაყრელ ფასად, კლიენტის ინტერე-

სების მაქსიმალური გათვალისწინებით;ადგილზე მიტანითა და დამონტაჟებით;შეგიძლიათ შეიძინოთ ნაღდი ანგარიშსწორებით ან განვადებით.თუ გსურთ, დამდეგ 2016 წელს, თქვენს სახლებში სითბომ, სიმშ-

ვიდემ და სიმყუდროვემ დაისადგუროს, მოგვაკითხეთ ხარაგაულში შემდეგ მისამართზე:

სოლომონ მეფის ქ. №2 ან დარეკეთ 574 89 07 59 (ავთო); 555 29 66 77 (კახა).

მობრძანდით, ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.გისურვებთ სითბოსა და სიყვარულს ოჯახებში.

წიგნების, საკანცელარიო და სასკოლო ნივთების მაღაზია გი-ლოცავთ ახალ, 2016 წელს და გთავაზობთ

მისაღებ ფასად ლიტერატურას ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის;

მრავალფეროვან საბავშვო, სასკოლო და კლასიკურ ლიტერა-ტურას;

სასკოლო და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანს.20 იანვრამდე მოქმედებს 20%-ანი საახალწლო ფასდაკლება

წიგნებზე.მიიღება შეკვეთები.მისამართი, ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №31.დაგვიკავშირდით ტელეფონით 574 11 74 07 (თიკო)

„სარგო“ ახალ წელს გილოცავთხარაგაულში პირველი კოოპერატივი - რძის გადამამუშავებელი

„სარგო“ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს. გისურვებთ ოჯახებში ხვავსა და ბარაქას.

ახალი წლიდან გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა რძის პრო-დუქტებს.

„ბოგვერაძეების მაღაზია” საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ხარაგაულელებსა და ხარაგაულის სტუმრებს 2016 წლის შემობრ-ძანებას.

ზუსტი წონა, პროდუქტების მაღალი ხარისხი, ფართო არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასები ბოგვერაძეების მაღაზიის კლიენტებისთვის მუდმივად მიმზიდველია.

მაღაზიის მომსახურე გულისხმიერი პერსონალით კმაყოფილი დარჩებით.

კაფე-რესტორანი „თუთები” ახალ წელს გილოცავთ და საახალწლოდ გელით

Page 11: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

11xtvb [fhfufekb25 დეკემბერი, 2015 წ.

ლოსგან მიღებული შენიშვნების 95% გათვალისწინებულია.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭი-პაშვილის თქმით, კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.

დეპუტატ მიხეილ გელაშვილის აზრით, „აღნიშნულ ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა არის პრობლემა. მინდა გამო-ვხატო სინანული და უკმაყოფილება და კონკრეტულ მაგალითებს ჩამოვთვლი. დიდი ნაწილი ა(ა)იპ-ების სუბსიდირე-ბას ხმარდება და ისინი ვიწრო წრეში არიან მოქცეულები. მე, როგორც ნადაბურის დეპუტატი, ვამბობ, რომ ა(ა)იპ-ების აბსოლუტური უმრავლე-სობისგან ვერანაირ სარგებლობას ვერ იღებს მაგალითად, ნადაბურის ტერიტორიული ორგანოს მოსახლე-ობა. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სუბსიდირება ხდება შედარებით ახლო მარშრუტებზე და ამ მიმართულებითაც არავის უმსჯელია. სოფლებში პროექ-ტების განხორციელებისას თანაბრობა დარღვეულია. პრიორიტეტებში ვერ მოხვდა ნადაბური. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ასე აღარ იქნება. ა(ა)იპ-ების ბიუჯეტს რომ ვამტკიცებთ, მერე აღარ უნდა გვიწევდეს ხელფა-სებისთვის ბიუჯეტში ცვლილება. მათი ხელფასები მაინც უნდა იყოს წლის ბოლომდე გათვალისწინებული,“ - გა-ნაცხადა დეპუტატმა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ აქვს გარკ-ვეული ღირებულებები და პრინციპები. „ხელისუფლებაში ყოფნას სხვანაირი ქმედება და, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება. დაინტე-რესებული ვარ, მივიღოთ ისეთი ბიუჯე-ტი, რომელიც შემდეგში არ დატოვებს მძიმე შედეგს და ჩვენთვის არ იქნება პასუხგასაცემი ხარაგაულელებისა და იმ ორგანოების მიმართ, ვინც უნდა გაწიოს ამაზე კონტროლი. ჩვენ წელს დაგეგმილი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარის ხარჯი ვერ გავწიეთ. 2016 წლის ბიუჯეტი რეალურად ცხრა თვის ბიუჯეტია. მაგალითად, საბავშვო ბა-ღების გაერთიანებისთვის დაგეგმილი ხარჯი გაწვდება მხოლოდ ცხრა თვეს, დანარჩენზე რა უნდა ვქნათ. თუ ა(ა)იპ-ების მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ და სრულად დავაფინანსებთ, მაშინ რომელ პროგრამებზე უნდა ვთქვათ უარი. წელს გვაქვს შეთანხმება რიგ სოფლებში გზების შეკეთებაზე, რო-მელსაც ვერ ვასრულებთ. დროებითი ზომების გატარება აუცილებელია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მაინც მივიდეს სოფლებში. თუ დაგეგმილ სა-მუშაოებს საფრთხე არ შეექმნება, მაშინ რომელი პროგრამები შეჩერდება?“ - იკითხა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, გზების შეკეთებაზე დაგეგმილი 180 ათასი ლარიდან საკრებულო 80 ათასი ლარის მოკლებას ითხოვდა. „თქვენვე ბრძანეთ, რომ ბიუჯეტის შემოსულობები არ იყო მაქსიმალური და ჩავარდა. მეკითხებით, მომავალ წელსაც ჩავარდება თუ არა გზების

შეკეთების თანხა. მკითხავი არ ვარ, რომ გიპასუხოთ. 2013-2014 წლებში ჯარიმებიდან და სანქციებიდან შემო-სული თანხის მიხედვით დავგეგმეთ მომავალ წელს ამ მუხლში ერთი მილიონი ლარი. რისკი რომ არ იყოს ამ მიმართულებით, გავითვალისწინეთ კონკრეტული ტექნიკის - „რადარების“ შეძენა. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მოხდეს შემოსულობების მობილიზება ბიუჯეტ-ში. გაცილებით მეტი უნდა მივიღოთ დაგეგმილზე, რომ დავაკმაყოფილოთ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტები ან რამდენიმე თვის შემდეგ, თუ შემოსავლები არ გაიზარდა, უნდა ჩავატაროთ რეორ-განიზება, ან შევამციროთ პროგრამები. საბავშვო ბაღების გაერთიანებას 800 ათასი ლარი დავუგეგმეთ. აქედან 700 ათასი ლარი ხელფასია. თუ ჩვენ მათ წლის განავლობაში თანხას არ დავუმატებთ, დეფიციტი შეიქმ-ნება. ახლავე ჩანს, რომ საფეხბურთო კლუბს დასჭირდება თანხის დამატება. ან ხელფასები უნდა მოვაკლოთ, ან საშტატო განრიგით გათვალსწინებული ადგილები უნდა შევამციროთ. ვცდი-ლობ, რომ ეს მტკივნეული არ იყოს. სტიმულირებას წავაწყდი, ვერავინ წავა სამსახურიდანო. ხშირ შემთხ-ვევაში ადამიანი საერთოდ არ არის სამსახურში, ან საქართველოში და მასზე ხელფასია გამოწერილი. 100 ათასი ლარის რესურსია ორ ადგილზე დასაქმებულ ადამიანებში. პირველ რიგში იმ პროექტებს დავაფინანსებთ, რომლებიც დაპროექტებულია, ან გადაუდებელი აუცილებლობაა,“ - აღ-ნიშნა გამგებელმა.

დეპუტატ იური ლურსმანაშვილის თქმით, ბიუჯეტს ერთი წლით ვღებუ-ლობთ და არა ცხრა თვით. „არასრულ-ყოფილ ბიუჯეტს ხმა როგორ მივცე. როგორც კი გამოვალთ სიტყვით, ან საწინააღმდეგო აზრს გამოვთქვამთ, მიდის შანტაჟი, - ამას გიზამთ, იმას გიზამთ. კრიტიკულად მივუდგეთ საკუთარ თავს და თავი დავანებოთ მუქარას. სამი წელია ვითხოვ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ბიუჯეტი-დან გასაცემი თანხის მომატებას. ვერ მივიღე საკრებულოს უმრავლესობის-გან მხარდაჭერა. თქვენი დასაშინებე-ლი არავინაა. უარეს მდგომარეობაში ვიყავით. საკუთარი კოალიცია გირტ-ყამდეს თავში და გჩაგრავდეს, ეს არის ძნელად მოსათმენი. ყველა ამ მიზეზის გამო ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერ,“ - განაცხადა იური ლურსმანაშვილმა.

პარლამენტარი ხარაგაულის 2016 წლის ბიუჯეტზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მა-ჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის მოსაზრებები ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მარი ბერაძემ გააცნო საკრებულოს წევრებს. წერილში ნათქვამია:

„წარმოდგენილ პროექტში, ფაქ-ტობრივად, არ არის ასახული პროგრა-

მული ბიუჯეტის ფორმატის ძირითადი ელემენტები, არ არის ნათელი პროგ-რამის მიზნები და ამოცანები, შეფასების ინდიკატორები და მოსალოდნელი შედეგები.

ახსნილი არ არის სხვა შემოსავლე-ბის მუხლში შემცირება. 45 ათ. ლარით შემცირებულია შემოსავლები საკუთ-რებიდან, შემოსავლები პროცენტები-დან საერთოდ არ არის დაგეგმილი, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შემცირებულია 15 ათ. ლარით და ა.შ.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საერთო დანიშნულების სახელმწიფო ხარჯები გაზრდილია 98 400 ლარით. ეს იმ ფონზე, როცა აღნიშნული მუხლი-დან წინა წელს არსებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხარჯი 306 ათ. ლარის ოდენობით გადავიდა ცენტრალურ ბიუჯეტში. ამასთან აღმას-რულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯები გაზრდილია 75 ათ. ლარით. ამ მუხლის დაფინანსება კი შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის ხარჯე-ბის 34%-ზე მეტს.

შემცირებულია საკუთარი შემოსავ-ლებიდან ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსება, რაც გრძელვადიან პერს-პექტივაში უარყოფითად იმოქმედებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვი-თარებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემცირების ტენდენცია გრძელდება 2014 წლიდან.

ინფრასტრუქტურული ხარჯები ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან შემცირებულია წინა წელთან შედა-რებით.

სოციალური ღონისძიებების ქვეპ-როგრამა მოითხოვს მეტ კონკრეტიკა-სა და დასაბუთებულობას. გაუგებარია ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვი-თაც შეირჩევა ბენეფიციარები, მათი რაოდენობა და კონკრეტულად რაში გამოიხატება სოციალური ღონისძიებე-ბის შინაარსი.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხების 51% ნაწილდება სუბსიდიების სახით სხვადასხვა ა(ა)იპ-ებსა და შპს შორის, როდესაც არანაირ ანგარიშგე-ბას, როგორც ფინანსური ისე პროგრა-მული (ფუნქციური) სახით აღნიშნული სამართლებრივ სუბიექტები არ ახორ-ციელებენ და საზოგადოებისათვის უცნობი რჩება აღნიშნული ხარჯების გამჭვირვალობა და ეფექტურობა.

მინდა ასეთი ანალიზიც შემოგთა-ვაზოთ: გეგმიური ხარჯები 2015 წელს 6 მლნ 949.1 იყო, ხოლო 2016 წელს იგეგმება 6 მლნ 290.2 ლარი, ანუ 658.9 ათასი ლარით ნაკლებია. თუ მხედვე-ლობაში მივიღებთ იმ ტენდენციას, რომ ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლების არცთუ მცირე ნაწილი, მინიმუმ 250-300 ათასი ლარით გეგმა ჩავარდება, შედე-გად მივიღებთ, რომ 2016 წელს დაახ-ლოებით 1 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯები გაიწევა. მხედველობაშია მისა-ღები ის გარემოება, რომ 2015 წლის 1 იანვარს არსებული თავისუფალი ნაშთის უდიდესი ნაწილი დახარჯულია მიმდინარე ხარჯებში და არა კაპიტა-

ლურში. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს მდგომარეობის სირთულე.

აქ უნდა დავსვათ ერთი კითხვა: 1 მილიონამდე ლარის ხარჯები, რაც ვეღარ გაიწევა 2016 წელს, დააკლ-დება სამუშაო მოცულობებს (ანუ ცოტას დავასუფთავებთ, ცოტას კე-თილმოვაწყობთ, ცოტას გავანათებთ და ა.შ.). თუ 2015 წელს 1 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება, ამას პასუხი სჭირდება. თანაც ზუსტი და არა დემაგოგიური.

ერთ გარემოებასაც გავუსვამ ხაზს - სარისკოა ჯარიმები და სანქციების სახით დაგეგმილი 1 მილიონი ლარის შემოსვლა, რაც კიდევ უფრო გაზრდის დეფიციტს და ამჟამად გაწერილი ხარ-ჯები, ისე როგორც 2015 წელს, 2016 წელშიც ვეღარ გაიწევა.

მნიშვნელოვნადაა შემცირებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის ხარჯები. მაგა-ლითად, საბავშვო ბაღების გაერთი-ანების, წლის დასრულებისთვის სა-ჭირო ცვლილებებსაც თუ ჩავთვლით, 100 000 ლარის ფარგლებში უმცირ-დება დაფინანსება მაშინ, როდესაც მომავალ წელს ცენტრალური ბიუჯეტის ფონდიდან ფინანსდება რამდენიმე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მა-გალითად, ღორეშის, წიფის (დღემდე არ ფუნქციონირებდა), და ხევის, სადაც განსაზღვრულია ახალი ჯგუფის გახსნა. აქედანაც ჩანს, რომ ბიუჯეტი ხელოვნუ-რადაა დაბალანსებული.

ყოველგვარი ეჭვების გარეშე შემიძ-ლია ვთქვა, - ეს არის დაახლოებით 9-10 თვის ბიუჯეტი. ელემენტარული ანალიზითაც ჩანს, რომ მაგალითად დამატებითი სერიოზული ხარჯები დასჭირდება თუნდაც მხოლოდ ბაღების გაერთიანებას. თუკი 2015 წელს გვქონ-და თავისუფალი ნაშთი, რაც გარკვეულ წილად ხიფათს ხსნიდა, 2016 წელს ეს სირთულე აუცილებლად დადგება, თანაც იმ პირობებში, როდესაც შე-მოსულობების გეგმების შესრულება საეჭვოა,“ - ასე აფასებს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენ-ტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტს.

რატომ ანერვიულებენ „ხალხური შემოქმედების სახლის”

დირექტორსგამგებელ კობა ლურსმანაშვილის

თქმით, წინა წლის ნაშთით წელს შექმ-ნილი მცირე დეფიციტი აღმოიფხვრა; ნაშთი, ძირითადად, ახალი ვალდე-ბულებების დაფარვას მოხმარდა. „მომავალი წლის ბიუჯეტი რისკების მატარებელიაო, ამბობს დეპუტატი. რომელი ბიუჯეტის ფორმირებაზეც თავად არის პასუხისმგებელი, ის არ არის რისკის მატარებელი? ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გადაჭარბებით შეს-რულდება ჩვენი ბიუჯეტი. რა გავწერო ახლა, - მეტის მოლოდინი რომ მაქვს შემოსავლებში?! ვცდილობ, რომ რეალისტურად გავთვალო. გარე-მოს დაცვის მინისტრის, ბატონი გიგ-

ლა აგულაშვილისგან შემუშავებული პროგრამის ამოქმედებას ველოდები ხარაგაულში, რამაც ბუნებრივი რესურ-სებიდან შემოსავალი უნდა გაზარდოს. დავაზუსტებ შემდეგ, როცა დადებითი ტენდენციები გამოიკვეთება.“

დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა მაჟორიტარ დე-პუტატს, რომ ექსპერტის დასკვნა აღარ დასჭირდებათ. „კარგი დასკვნა იყო. ბოლო დღეს რომ მოგვმართა, მანამ-დე სად იყო,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

საკრებულოში 2016 წლის ბი-უჯეტის პროექტის განხილვას ა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლის“ დირექტორი დალი მაღრაძე ესწრე-ბოდა. მისი თქმით, მომავალ წელს მნიშვნელოვნად მცირდება „ხალხური შემოქმედების სახლის“ დაფინანსება, რაც მათ გამართულ საქმიანობას ხელს შეუშლის. „წელს 81 ათასი ლარით დავფინანსდით. მომავალი წლისთვის 72 ათასი ლარი დაგვიგეგმეთ და ახლა ისიც შვიდი ათასი ლარით შეგიმცირე-ბიათ. საზოგადოება ხედავს ჩვენს შედე-გებს. პროფესიულ დონეზე იზრდებიან ახალგაზრდები. ნუთუ ფოლკლორი არ არის საჭირო. ზოგი ა(ა)იპ-ის ექვს თანაშრომელს 50 ათას ლარს აძლევთ პიარისთვის. არავის ვედრებით, მაგრამ ვინ აკეთებს უკეთესს?! ფოლკლორი აუცილებელია მომავლისთვის. რატომ გვანერვიულებთ.

დეპუტატებმა მარინე ვეფხვაძემ, ვარლამ თავზარაშვილმა და ვარ-ლამ ჭიპაშვილმა დალი მაღრაძეს უთხრეს, რომ მასთან მუშაობენ სხვა ორგანიზაციებში დასაქმებულებიც. „შეიკრიბა მათი ხელფასი, გადა-მრავლდა წლიურად და მოგაკლდათ შვიდი ათასი ლარი,“ - აღნიშნა ვარლამ თავზარაშვილმა.

„მიზეზებს თუ ეძებთ, ეს სხვა საქმეა. ზოგიერთი თბილისიდან მართავს ა(ა)იპ-ს, საერთოდ არ დადიან სამსახურ-ში. ფოლკლორი სხვა განზომილებაა, რომელსაც სპეციალისტები სჭირდება და მე ვინც მოვიძიე, ისინი დავასაქმე. მაინც გავაგრძელებ მუშაობას, ეგ თან-ხაც რომ არ მომცეთ,“ - აღნიშნა დალი მაღრაძემ.

გამგებლის თქმით, დაფინანსებას გაუზრდიან „ხალხური შემოქმედების სახლს,“ როგორც კი შემოსავლები გაიზრდება. „თუ არ გვექნება შემო-სავლები, უნდა ჩაეტიოთ იმაში, რაც გვექნება,“ - განაცხადა გამგებელმა.

საბოლოოდ, ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი დამ-ტკიცდა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს „რესპუბლიკელების,“ კონსერვატორე-ბისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრებმა.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა საკრებულოს წევრებს ზუსტად ისე მიმართა, როგორც გასულ წელს:

-არ ვარგა, არ ვარგა, იძახით, შე-მოგეთავაზებინათ ბიუჯეტის პროექტის უკეთესი ვარიანტი!

ნინო კაპანაძე

2016 წლის თუ ცხრა-ათი თვის ბიუჯეტიმეცხრე გვერდიდან

წიფის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ფატმან ღამბაშიძე თანაუგრძნობენ თანაკლასელ მარიამ გორგაძეს დიდი ბებიის

ტასო ღამბაშიძე-ღონღაძისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის ადმინისტ-რაცია, პედკოლექტივი და ტექპერსო-ნალი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ყოფილი თანამშრო-მელი

ტასო ღამბაშიძე-ღონღაძედა თანაუგრძნობენ ნინო გორგაძეს

ბებიის გარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის მეცხ-რე კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი გრიგოლ გელაშვილი თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავ-ლეს გიორგი გელაშვილს მამის

ზაალ გელაშვილისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები თანაუგრძნობენ მუ-ზეუმის დირექტორს ნინო დიდიძეს და ქალბატონ ლილი მაღრაძეს ბიძისა და მაზლის

რეზო დიდიძისგარდაცვალების გამო.დაკრძალვა თბილისში 26 დეკემბერს.

უახლოესი მეზობლები გივი გოდი-ბაძე, ბესო მაისურაძე, ჯუმელი სიხარუ-ლიძე ოჯახებით სამძიმარს უცხადებენ ლელა მახარაძეს, თამთა და მათე მაისუ-რაძეებს საყვარელი დედისა და ბებიის

ნედიკო სულიაშვილი-მახარაძისგარდაცვალების გამო.

საღანძილის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ აზა კიკნაძეს დეიდის

ზაირა ბანცაძე-ჭყოიძისგარდაცვალების გამო.

მამიდა, ძალიან დაგვწყვიტე გული. მართალია, ხშირად ვერ გნახულობ-დით, მაგრამ ახლა, როცა სამუდამოდ წახვედი, უფრო გვენატრები. მრავალშ-ვილიან ოჯახში გაიზარდე - შვიდ დედ-მამიშვილში ყველაზე უფროსი იყავი და მათზე მშობლიური ზრუნვა გარგუნათ ბედმა. თქვენ, ჯერ კიდევ ახალგაზრ-დამ, ძალიან კარგად გაართვით თავი. ამიტომაც ცოტა მოგვიანებით შექმენით საკუთარი ოჯახი. ბედი დაუკავშირეთ სოფლის თავკაცს, წესიერ, განათლე-ბულ, მშრომელ გიორგი კვაშილავას.

მამიდა, თქვენ სოფელ კიცხის ინტელიგენციის ერთ-ერთი წარმო-მადგენელი იყავით. წლების განმავ-ლობაში მუშაობდით სოფლის საბჭოს მდივნად. კიცხის მრავალრიცხოვან მოსახლეობას თავი დაამახსოვრეთ როგოც კულტურულმა, მოწესრიგე-ბულმა, სამართლიანმა, გაწონასწო-რებულმა და ერთგულმა ქალბატონმა. კიცხელებმა თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა ღირსეულად დააფასეს, გულით დაგიტირეს და უკანასკნელ გზაზე ცრემლებით გაგაცილეს. მად-ლობა მათ ამისთვის.

მეუღლე ნაადრევად წაგართვა

მოურჩენელმა სენმა. თქვენ კი სიკვ-დილამდე უზომოდ ერთგულ და მო-ამაგე დედად და ბებიად დარჩით მისი შვილობილის, მისივე სისხლისა და ხორცის, მაიზერ წითელაშვილისა და მისი ცოლ-შვილისათვის. თქვენ შორის დამოკიდებულებაში ბუნებრივი სიახ-ლოვე, დედაშვილობა, უხინჯო სითბო, ზრუნვა და სიყვარული სუფევდა. თქვენ თვითონ იყავით უაღრესად თბილი, ტკბილი და შეგნებული ადამიანი. ამ სიყვარულს უანგაროდ უნაწილებდით თქვენი ოჯახის წევრებს, დედმამიშ-ვილებს, ძმისშვილებს, დისშვილებს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც თქვენთან ურთიერთობა ჰქონდა. სამაგიეროდაც ყველასგან სიყვარულ-სა და ერთგულებას იღებდით. მად-ლობა მაიზერს, მის ცოლ-შვილს, მის მშობლებს, ძმებს საკუთარი დედასავით რომ მოგიარეს ცოცხალსაც და რო-გორც შეგეფერებოდა, ისე ლამაზად გაგაცილეს სამარის კარამდე.

ძალიან გვიყვარხარ და გვენანები. იძინე მშვიდად. მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი კიცხის მიწა.

ძმისშვილები ხათუნა და ნიკო მაჭავარიანები

დარეჯან მაჭავარიანის ხსოვნას

სულ რამდენიმე თვეა, რაც შენი ავადმყოფობით გატანჯული სული ოჯახიდან წავიდა. ჩვენთვის ტკბილად მოსაგონარო, საყვარელო, ჩვენთვის მზრუნველო. უკანასკნელ წლებში, როცა ვერაგმა ავადმყოფობამ უმწეო გაგხადა, შენზე მზრუნველმა შვილებმა და შვილიშვილებმა, შვილივით შენს ხელში გაზრდილმა რძალმა, უზარმაზა-რი ძალისხმევა გამოჩიეს შენთვის, რომ

ის ჯოჯოხეთური ყოფა შეემსუბუქებინათ, მაგრამ ამაო გამოდგა ყოველივე. შენი სული და სხეული მარადისობაში გადა-სახლდა. ძალიან გვენატრები ჩემო საყ-ვარელო და მუდამ ერთგულო ცხოვრე-ბის მეგობარო. დიდხანს ვიყავით ერთად და კიდევ დიდხანს უნდა ვყოფილიყა-ვით. შენთან ცხოვრება ხომ სასიამოვნო იყო. მენატრები, ჩემო ჟორა. შენთვის შერქმეული საალერსო სიტყვებით მოგი-გონებ გულში. ენატრები ყველას, - შენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს. არც მანდ, ზეციურ საუფლოში გაკლია ახლობელი ადამიანები, რადგან მანდაც მრავლად არიან. ღმერთმა ნათელი და სანთელი არ მოაკლოს შენ სულს მარადიულ ცხოვრებაში. ჩვენ კი შენთვის ვილოცებთ, ჩემო საყვარელო ჟორა.

მეუღლე ინეზა შავიძე, შვილები, რძალი და შვილიშვილები

ჟორა (გიორგი) ხიჯაკაძე

Page 12: გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!chemikharagauli.com/uploads/secbanners/45-665-2015w.pdf · გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

12 xtvb [fhfufekb 25 დეკემბერი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

საახალწლოდ თოვლის ბაბუამ მინდა მაჩუქოს...

სარაიონთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

ბარბარე ხიჯაკაძე: -თოვლის ბაბუა, მე მინდა პლანშეტი იმიტომ, რომ ვნახო ვიდეოები დინოზავრებ-სა და დედამიწაზე. საბავშვო ბაღში გვითხრეს, რომ დედამიწა ბრუნავს. მაინტერესებს, მე რატომ ვერ ვხედავ.

მათე იჩქიტიძე: -მინდა, ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუამ მომი-ტანოს პლანშეტური კომპიუტერი. ბევრ მულტფილმს და თამაშს ჩავწერ და კარგად გავერთობი.

ოთარ ბექაური: -ახალი წელი იმიტომ მიხარია, რომ ნაძვის ხეს ვრთავთ და თოვლის ბაბუასგან საჩუქარს ველოდები. ახალ წელს უნდა მომიტანოს პულტიანი მანქანა.

ანანო ლომიძე: -მინდა, რომ თოვლის ბაბუამ „სკუტერი“ მომიტა-ნოს. ადრე ორჯერ ვთხოვე სამზარე-ულო. ახლა გადავწყვიტე, სკუტერი მაჩუქოს. ჩემი დაიკო ნინიკოსთვის, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის, დავაბარე თოჯინა. ნინოს ძალიან უყვარს თოჯინები.

თამარ კაპანაძე: -თოვლის ბაბუას წერილი გავუგზავნე და ვთხოვე: საკერავი მანქანა, მოცეკ-ვავე მაიმუნი, სპაიდერმენის სახის ნიღაბი, ობობას ქსელის გამშვები ყუთი, სპაიდერმენის „ნაკლეიკა“ და ლამაზი პალტო. თოვლის ბაბუას რასაც ვთხოვ, ახალ წლის დილას ნაძვის ხესთან მახვედრებს ხოლმე.

გიორგი ლომსაძე: -ახალი წლის მოსვლა მიხარია იმიტომ, რომ ნაძვის ხეს ვრთავთ და ირ-გვლივ ყველაფერი ლამაზია. თოვლის ბაბუას მივწერე წერილი, რომ მომიტანოს მანქანა „ჰამერი.“ მინდა, რომ მან ყველა ბავშვი გა-ახაროს საჩუქრებით.

თაზო ხაჩიძე: -თოვლის ბა-ბუას ვთხოვ, რომ ანდაზებიანი წიგნი და პატარა მანქანა მომი-ტანოს.

თეკლა გაჩეჩილაძე: -ძალიან მინდა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუ-ქოს ეტლიანი თოჯინა, საბავშვო ლექსების წიგნი, საბავშვო ენციკ-ლოპედია, სათამაშო ჭურჭელი, საექიმო ყუთი, სათამაშო კომპი-უტერი და წიგნი, რომელსაც ჩავრ-თავ და ზღაპარს მიამბობს.

საბა სულაქველიძე: -ახალ წელს მინდა, რომ თოვლის ბა-ბუამ ბევრი სათამაშო მომიტანოს, - მანქანები და თოფები. ყველაზე ძალიან კი მინდა პლანშეტი. თოვ-ლის ბაბუა, ძალიან მიყვარხარ.

ნინო ყანჩაველი: -მიხარია ახალ წელს თოვლის ბაბუა რომ საჩუქრებს მომიტანს. ჯერ წერა არ ვიცი და დედას ვთხოვე, ჩემი სურვილები მიეწერა თოვლის ბა-ბუასთვის. მინდა, რომ მომიტანოს ბევრი შოკოლადი, ჰელოუკიტის საათი, ფოტოაპარატი, სპაიდერ-მენის ფორმა და ანბანის წიგნი.

19 დეკემბერს ხარაგაულის სპორ-ტის განვითარებისა და მართვის მუნი-ციპალური ცენტრის ორგანიზებით და მამუკა არევაძის თაოსნობით სპორტულ დარბაზში ჩატარდა ანზორ მაღრაძის სახელობის სარაიონთაშორისო ტურნი-რი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირში რვა მუნიციპალიტეტის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ჩვენმა მოჭიდავეებმა დიდი წარმა-ტებით იასპარეზეს და წონითი კატეგო-რიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ:

გელა ბასილაშვილი (35 კგ.), და-ვით გელაშვილი (50 კგ.), დიმიტრი გელაშვილი (54 კგ.), შოთა თაბაგა-რი (63 კგ.), ევსემი შველიძე (69 კგ.), დათო კაკოიშვილი (100 კგ.).

პრიზიორები გახდნენ:ზურა ტოროშელიძე (23 კგ.), რა-

მაზი ტოროშელიძე (26 კგ.), თამაზი

ლურსმანაშვილი (29 კგ.), ვაჟა მაღ-რაძე (32 კგ.), ნიკა ბლუაშვილი (38 კგ.), ვაჟა შარიქაძე (42 კგ.), ლუკა ვეფხვაძე (46 კგ.), ნიკა ბუხნიკაშვილი (58 კგ.), გიორგი ბუხნიკაშვილი (76 კგ.), თორნიკე გორგაძე (85 კგ.).

ტურნირს ესწრებოდნენ და დაჯილ-დოების საზეიმო ცერემონიაში მონაწი-ლეობდნენ საქართველოს გამოჩენილი სპორტსმენები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები: გიორგი გოგშელიძე, დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვი-ლი, კობა კაკალაძე, თედო ებანოიძე, ლაშა გიგაშვილი, გიორგი იანტბელიძე, მალხაზ ქურდიანი და სხვები.

ვეფხვია ღონღაძეხარაგაულის სპორტის განვითა-

რებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროექტების მენეჯერი

ჩემს საყვარელ შვილიშვილს სა-ლომე არაბიძეს ვულოცავ გაბედნი-ერებას. თავის რჩეულთან ოთო ბოგ-ვერაძესთან ერთად ვუსურვებ ჯანმრ-თელობას, ბედნიერებასა და შვილთა სიმრავლეს. ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს მათ ლამაზ ოჯახს.ბაბუა რევაზი დეკანოსიძე ოჯახით

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს უფროს მეგობარს, კარგ, კეთილ, გა-ნათლებულ მასწავლებელს, ლამზი-რა ბააკაშვილს. გვინდა გისურვოთ ყოველივე კარგი, რაც ამქვეყანაზეა, ასევე გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. დაე, 2016 წელი ყოფილიყოს თქვენი ბედნიერების წელი.

მარიამ და ანი ნიქაბაძეები

ვულოცავთ ვარძიის საჯარო სკო-ლის მასწავლებელს ლელა კოჩაძეს და მის მეუღლე ფრიდონ ბანცაძეს ვაჟკაცის ამქვეყნად მოვლინებას. პატარა გაბრიელს ვუსურვებთ ყო-ფილიყოს ბედნიერი და ჯანმრთელი მთელი ცხოვრების მანძილზე. მუდამ ფარავდეს უფალი.

ვარძიის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ჩემს მშვენიერ, ლამაზ და ნიჭიერ სოფო არევაძეს ვულოცავ დაბადე-ბის დღეს და სტუდენტობის პირველ წელს. ვუსურვებ ყოველივე კარგს, ნათელ და გაბრწყნებულ მომავალს, წარმატებებს სწავლასა და პირად ცხოვრებაში. ღმერთი იყოს მისი მფარველი და შემწე.

ნათლია მაია გურგენიძე

ვარძიის საჯარო სკოლის მას-წავლებელს, ჩვენი კლასის ხელმ-ძღვანელს, ლელა კოჩაძეს ვულო-ცავთ ვაჟიშვილის შეძენას. მუდამ დალოცვილი ყოფილიყოს პატარა გაბრიელი უფლისგან.

ვარძიის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები და

მოსწავლეთა მშობლები

ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს რძალს მაკა სადღობელაშ-ვილ-შველიძეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ყოველივე კარგს ცხოვრებაში თავის მეუღლე მამუკასთან, პატარა ელე-ნიკოსთან და ყველა კარგის მსურ-ველთან ერთად. მუდამ ბედნიერი და გახარებული იყავი, მაკუნა.

დიდი სიყვარულით, ლენა ღამბაშიძე, თემური შველიძე

დაბადების დღეს ვულოცავთ წმ. ანდრია პირველწოდებულის სა-ხელობის სასულიერო გიმნაზიის დი-რექტორს მამა ანტონს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, უფლის წყალო-ბას, მხნეობას და გამძლეობას.

უსაზღვროდ გვიყვარხართ, მამაო, თქვენი სითბოს, ადამიანურობისა და ნამდვილი ღვთიურობისთვის, რომელიც უხვად გაგაჩნიათ. დიდ-ხანს, დიდხანს ყოფილიყავით ჩვენს საიმედოდ და საამაყოდ.

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო

გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი და

მოსწავლეთა მშობლები

ვულოცავთ გულადი და ციცო თაბუკაშვილებს შვილთაშვილის, ქეთი ჩიტაიას, ამქვეყნად მოვლი-ნებას. იმედია, პატარა ქალბატონის შემობრძანება ცოტათი დააყუჩებს და სალბუნად მოედება თქვენს უდი-დეს ტკივილსა და სევდას. უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს პატარა ანგელოზს.

პატივისცემით, ლენა გაჩეჩილაძე და ილია ბერიძე

კიცხის საჯარო სკოლის უსაყ-ვარლეს თანამშრომელს, ია გიორგაძეს, დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს და პირველი სიხარულის, დისშვილის, დაბადებას. ვუსურვებთ ბედნიერე-ბას და წინსვლას ცხოვრებაში. ჩვენო საყვარელო იაკო, მომავალ წელს საკუთარ ოჯახში შეგახვედ-როს უფალმა.

კიცხის საჯარო სკოლის კოლექტივი

საყვარელ შვილიშვილებს - ირი-ნა, მარიკა, გიორგი იჩქიტიძეებს, საბა, ანანო, ჯაბა ხიჯაკაძეებს ვულოცავთ ახალ 2016 წელს. ვუსურ-ვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ულევ სიხარულს, ბედნიერ ცხოვრებას თავის ყველა კეთილის მსურველთან ერთად.ჯუმბერი და ლამარა ხიჯაკაძეები

ხარაგაულში, კინოთეატრის წინ მდებარე ვეტ-აფთიაქში მუშაობს ვეტექიმი, ქალბატონი ნელი გრიგოლის ასული ვეფხვაძე. ის ჩხერისა და ხარაგაულის მო-სახლეობას ემსახურება დიდი სიყვარულითა და სიკეთით, აძლევს საუკეთესო რჩე-ვებს, ყოველთვის ხარისხიან წამლებს ყიდის წვრილფეხისა და საქონლისათვის.

მადლობა ქალბატონ ნელის ასეთი კარგი მომსახურებისათვის. ნათელში ამყოფოს უფალმა ნელის აწ გარდაცვლილი მშობლები გრიგოლ და თამარ ვეფხვაძეები ასეთი კარგი შვილის აღზრდისათვის. ღმერთმა სიკეთე და სიხარული მიმადლოს ნელი ვეფხვაძის ოჯახს.

ლიანა შალვას ასული ხიჯაკაძე-ორთოიძე

მადლობა გულისხმიერებისთვის

სულიწმინდა ჩამოფრინდა ციდან, თეთრი მტრედი შემოაჯდა ხეს,ჩემო დაო, მოგეხვიო მინდა,მოგილოცო დაბადების დღე.ჩემს უსაყვარლეს დაიკოს, ნარ-

გიზი დევდარიანს ვულოცავთ და-ბადების დღეს. ჩემო ტკბილო დაო, იცოცხლე დიდხანს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. შენი მო-სიყვარულე გულის სითბო და სიყ-ვარული მუდამ გაგენაწილებინოს შენი საყვარელი ადამიანებისთვის. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანრთელობას.

ჟუჟუნა კალანდაძე, აჩიკო და რეზო კვანტრიშვილები

***

***

***

***

***

***

***

***