სენსორული წიგნი

60
სათამაშოები როგორ გავაკეთოთ

description

 

Transcript of სენსორული წიგნი

Page 1: სენსორული წიგნი

სათამაშოები

როგორ გავაკეთოთ

Page 2: სენსორული წიგნი
Page 3: სენსორული წიგნი

2014

სათამაშოები

როგორ გავაკეთოთ

Page 4: სენსორული წიგნი

დაბეჭდილია სტამბა “რეზონში”თბილისი, 2014

დაფინანსებულია ფონდი “სიცოცხლის ხის” მიერ საგრანტო პროექტის — “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში.

ნებადართულია ამ გამოცემის თავისუფლად გამრავლება და ციტირება.

გიორგი დემეტრაშვილი

ქეთევან ტალახაძე

სოფო მესხიშვილი

წიგნის ავტორები:

წიგნის დიზაინერი:

Page 5: სენსორული წიგნი

სარჩევი

წინასიტყვაობა .................................................................................................. 6

ფერადი ღრუბლები ........................................................................................ 8

ბუსუსა ბურთები ............................................................................................. 10

ჟღარუნა ბურთები ...........................................................................................12

ბუშტის ფორმები .............................................................................................14

სენსორული თათმანი ...................................................................................16

სენსორული წიგნი .........................................................................................18

სენსორული ჩხირები ..................................................................................20

ფერადი ბრინჯი ..............................................................................................22

ფერადი ცომი .................................................................................................. 24

სენსორული დაფა .........................................................................................26

ფუნქციური დაფა ...........................................................................................28

წონასწორობის დაფა .................................................................................30

მანათობელი ნოხი ........................................................................................32

სკეიდი .................................................................................................................34

პროპრიო ოჩოფეხები .................................................................................36

ფერადი კამერა ...............................................................................................38

დგუში ..................................................................................................................40

ქვიშის საათი ................................................................................................... 42

ორმაგი კაფსულა .........................................................................................44

ტყუპი კაფსულები ......................................................................................... 46

სითხის კაფსულა ...........................................................................................48

მილის ცისარტყელა .................................................................................... 50

მუყაოს კუბიკი..................................................................................................52

ნაჭრის კუბიკი ..................................................................................................54

სანჯღრევი კუბიკი .........................................................................................56

Page 6: სენსორული წიგნი

რა არის სენსორული ინტეგრაცია? ეს არის გარემოში არსებული სენსორული ინფორმაციის ტვინისთვის მიწოდება, ამ ინფორმაციის გადარჩევა/დახარისხება, შესაბამისი მოტორული და ქცევითი პასუხის გაცემა. ნეირო მეცნიერებებისა და ოკუპაციური თერაპიის შესახებ ცოდნის გაერთიანებით, დოქტორ ჯეინ ეირისმა (Anna Jean Ayres) შექმნა სენსორული ინტეგრაციის თეორია, შეფასებებისა და თერაპიის გარკვეული პრინციპები. ამ თეორიიდან ჩანს, რომ თერაპიის მთავარი გასაღები თამაშია. თამაშით ბავშვები საკუთარი თავის შეცნობასთან ერთად გარემოს შეცნობასაც სწავლობენ. სენსორული ინტეგრაცია — ეს პროცესია, რომლის დროსაც გარემოში არსებული ინფორმაცია მიიღება, მუშავდება და გაეცემა შესაბამისი პასუხი: როცა ჩვენ ვჭამთ საჭმელს, ვატარებთ ველოსიპედს, ვკითხულობთ წიგნს, როდესაც ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები მოითხოვენ შეგრძნებების გადამუშავებას.

ჩვენ ყველას გვსმენია 5 გრძნობის შესახებ — მხედველობა, სმენა, გემო, შეხება და ყნოსვა. სენსორული ინტეგრაციის არსი სწორედ ამ 5 შეგრძნებას ეხება და დამატებით 2 განსაკუთრებულ გრძნობას: ვესტიბულურსა და პროპრიოცეპტულს. ვესტიბულური სისტემა ეყრდნობა ყურში განლაგებულ რეცეპტორებს და პასუხს აგებს ტვინისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორიცაა თავის მდგომარეობა (მოძრაობს თუ არა თავი, რა მიმართულებით და რამდენად სწრაფად). პროპრიოცეპტული სისტემა ეყრდნობა რეცეპტორებს, რომლებიც განთავსებულია კუნთებსა და მყესებში. იგი აწვდის ტვინს ინფორმაციას ადამიანის სხეულის სივრცეში განლაგების შესახებ.

ცენტრალური ნერვული სისტემისათვის საკმაოდ რთული ამოცანაა მიიღოს მთელი სენსორული ინფორმაცია, გადაამუშაოს და ადეკვატური პასუხი გასცეს. თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია სტრატეგიები, რომლითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს სისტემას ამოცანის შესრულებაში. ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებისას ჩვენზე ერთდროულად მრავალი გამღიზიანებელი მოქმედებს. მაგალითად: ქუჩაში სეირნობისას გვესმის სხვადასხვა ხმაური, ყოველ წუთს იცლება ჩვენ წინ არსებული გარემო, განათება, სუნები და ათასი სხვა. ჩვენი ტვინი ახერხებს ამ ინფორმაციის მოწესრიგებას, გადამუშავებას და ცდილობს ამ ცვლილებებზე ადეკვატურ რეაგირებას. უმეტესობა ფაქტორებს არც კი ვაქცევთ ყურადღებას. ქუჩის ხმაურიდან შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ ავტომობილის სიგნალზე, ან ჩვენი სახელის დაძახებაზე და არა სხვა გამღიზიანებლებზე. უმეტესობა ჩვენგანისათვის ეს ისეთი ქმედებებია, რომელთაც მათზე ფიქრის გარეშეც კი ვასრულებთ.

რა არის სენსორული დისფუნქცია? სენსორული ინტეგრაციის დისფუნქცია — სენსორული ინფორმაციის დამუშავების დარღვევაა. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის მქონე ბავშვებს აქვთ მთელი რიგი სიმპტომები, რომლებიც ხშირად არასწორად არის აღქმული როგორც ცუდი ქცევა. სენსორული ინტეგრაციის პრობლემა თავდაპირველად შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად:1. ზემგრძნობელობა (ჰიპერსენსიტურობა), როდესაც მცირე გამღიზიანებელზეც რეაგირებ ისე, თითქოს იყოს ძალიან ძლიერი.2. ქვემგრძნობელობა (ჰიპოსენსიტიურობა), როდესაც დიდი დოზით გამღიზიანებელზეც არ რეაგირებ.მაშინ, როდესაც ბავშვს სენსორული ინტეგრაციის პრობლემები აქვს, ზედმეტად მგრძნობიარეა გარემო გამღიზიანებლების მიმართ. შესაბამისად, ეს მას ხელს უშლის ადეკვატური კონტაქტის დამყარებაში, ურთიერთობაში, სოციალურად მიღებული ქცევის განხორციელებაში. ხშირია შფოთვის მაღალი დონე, გუნება-განწყობის არასტაბილურობა, რაც ართულებს ბავშვის გარემოსთან შეგუებას, ახალ სიტუაციაში ადეკვატურ ქცევას.

რა შეიძლება მიანიშნებდეს სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციას? რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის, რადგან თითოეულ ქცევას სჭირდება დაკვირვება. შესაძლოა ბავშვი ამჟღავნებდეს შეუსაბამო პასუხს გამღიზიანებელზე, ან დამოკიდებული იყოს რუტინაზე და ვერ ეგუებოდეს ცვლილებებს.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია მძიმე ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაცია მოემსახურა 800-ზე მეტ ბავშვს. ჩაატარა ტრენინგები, გასცა კონსულტაციები და ინფორმაცია მშობლებისა და აღმზრდელებისათვის. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ყოველთვის გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ ახალი ინიციატივების დანერგვა/განვითარებაში, რომლებიც შეეხებოდა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, ასევე შშმ ბავშვებისა და მოზარდების მომსახურებას.

წინასიტყვაობა

ტაქტილური (შეხება):• უარს ამბობს ან შემთხვევით შეხებაზეც კი

ზედმეტად რეაგირებს.• არ უყვარს ჩახუტება ან სულ უნდა, რომ

ეხუტებოდნენ. • აწუხებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, იარლიყები. • ყველაფერს ხელს კიდებს, ეხება.• ცდილობს ყველაფრის პირში ჩადებას.• არ უყვარს თმის შეჭრა, კბილების გახეხვა,

ხელების დაბანა.

მხედველობითი:• არ ამყარებს თვალით კონტაქტს.• უყურებს კაშკაშა შუქებს, ან ურჩევნია

სიბნელეში ყოფნა.• უყურებს ფოთლებს, ხეებს, წყალს დიდი

ხნის განმავლობაში.• მოძრაობას თვალს არ ადევნებს, უჭირს

ბურთის დაჭერა.• თვალით ვერ პოულობს საგნებს — ვერ

აკავშირებს დანახულსა და გაგონილს.

ყნოსვა: • ზედმეტად კარგად ანსხვავებს გარემოში

არსებულ სუნებს. • ყველაფერს ყნოსავს.• ყურადღებას არ აქცევს უსიამოვნო სუნებს.• ჩივის, რომ საჭმელს ცუდი სუნი აქვს

და სადილობისას არაკომფორტულად გრძნობს თავს.

აუდილაური (სმენა): • ხმის მიხედვით ვერ ახდენს ორიენტაციას.• არ აწუხებს ძლიერი ხმაური.• ვერ არჩევს ხმებს.• არა ადეკვატურად რეაგირებს ხმაურზე.• ზემგრძნობიარეა ხმების მიმართ.• შესაძლოა ადვილად აფრთხობდეს ხმები,

რაც იწვევს ძილის სირთულეებს.

Page 7: სენსორული წიგნი

ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ არატიპიური რეაქციები სენსორული გარემოს მიმართ, სამყარო შეიძლება იყოს ქაოტური და გამომწვევი. ოჯახისა თუ სახლის ბევრი ასპექტი გავლენას ახდენს აღსაზრდელზე, რომელსაც სენსორული ინტეგრაციის სირთულეები აქვს. მშობლებმა იციან, თუ რამდენად უწესრიგო და ქაოტური შეიძლება იყოს ის სახლში: ნებისმიერი შეთავაზებული აქტივობა, თამაში, სათამაშო მისთვის შეიძლება მიუღებელი და არარუტინული იყოს. ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა სათამაშოებმა შესაძლოა თქვენი და თქვენი შვილის დღის რუტინა გაამდიდროს და გაახალისოს, შესაბამისად გახადოს იმაზე მეტად მოწესრიგებული ვიდრე ის ახლაა.

სანამ რომელიმე კონკრეტული სათამაშოს დამზადებას გადაწყვეტთ, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი გაითვალისწინოთ. ნებისმიერი სათამაშო, რომელიც ჩვენს წიგნშია მოცემული, ზოგადად, სენსორული სათამაშოებია და შესაძლოა არ იყოს თქვენი შვილისათვის შესაფერისი. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ზემგრძობელობა და იყოს ფრთხილი, გაერიდოს კონკრეტულ აქტივობას ან სათამაშოს. სხვა ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სენსორული შიმშილი და ამ აქტივობიდან, სათამაშოდან ბევრი სახალისო რამ აღმოაჩინონ. თქვენ აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თქვენი შვილის რეაქციებს და პატივი სცეთ მათ. ბავშვს, რომელიც გამოხატავს შიშს ან დაღლას, არ უნდა აიძულოთ მონაწილეობა. ეს შიში და დისკომფორტი ეფუძნება მისი ნერვული სისტემის რეაქციას და ის რეალურია.

ბევრი ბავშვი მერყეობს სენსორულ მგრძნობელობასა და სენსორულ ძიებას შორის, სხვები შესაძლოა იყვნენ მგრძნობიარენი გარკვეულ შეგრძნებებთან, მაგრამ სხვა შეგრძნებებს ეძებდნენ. თითოეული ბავშვის ქცევა უნიკალური და ინდივიდუალურია.სენსორული მაძიებლები, როგორც წესი, ძალიან აქტიური ბავშვები არიან. ისინი ხშირად დადებითად პასუხობენ სენსორულ სტიმულებს და ეძებენ ყველა გზას, რომ იმოძრაონ, იხტუნონ, შეეჯახონ, მიაწვნენ, იტრიალონ, ჩამოსრიალდნენ, გადახტნენ და სხვა. აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მსგავსი აქტივობების უსაფრთხოდ განხორცილების საშუალება ექნებათ. მაგალითად: ტრამპლინები ბევრი ბარიერებით, რაზეც მოუწევს აცოცება, გადახტომა, გაძრომა და სხვა.

ბავშვები, რომლებიც რეაგირებენ გარკვეულ შეგრძნებებზე (ხმები, სინათლე, სუნები), შესაძლოა მოეწონოთ აქტივობები, რომლებიც ღრმა ზეწოლას მოითხოს კანზე, კუნთებსა და სახრსრების შეერთებებზე. ძირითადად, ეს სტიმულები ნერვულ სისტემას აწყნარებს. საბოლოოდ, დააკვირდით თქვენი შვილის რეაქციებსა და ნიშნებს. თუ ამთქნარებს, ასლოკინებს ან შეეცვალა კანის ფერი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ აქტივობა და ეცადეთ მოძებნოთ ისეთი რამ, რაც დაამშვიდებს (გაახვიოთ საბანში, ჩაეხუტოთ, დაარწიოთ ან თბილი შხაპი შესთავაზოთ).

დღის განმავლობაში რა შეიძლება იყოს სენსორული სტიმული?

ბანაობის დრო: გამოიყენეთ მრავალფეროვანი საპნები და ლოსიონები, ითამაშეთ კედელზე საპარსი ქაფით, ანდა აბაზანის ქაფით, გაუხეხეთ ტანი უხეში ღრუბლით, დააყარეთ პუდრი ტანზე და წაუსვით კანზე.

საჭმლის მომზადება ან ცხობა: მიეცით თქვენს შვილს ინგრედიენტების ერთმანეთში არევის უფლება. მიეცით ცომი და გააბრტყელებინეთ ან ფორმები მიაცემინეთ. მოიხმარეთ მასალის მოძიებასა და მოტანაში.

საყიდლების დრო: მიეცით უფლება ატაროს ურიკა, (მიაწვეს, გააგოროს). მოიხმარეთ თაროდან მძიმე ნივთის აწევასა და ურიკაში მოთავსებაში.

სადილი: წაახალისეთ ჭამოს დაღეჭვადი საჭმელი, ასევე სხვადასხვა ფაქტურის საკვები.

სახლის დალაგება: მიეცით მტვერსასრუტის გამოყენების ნება, როცა თქვენ ალაგებთ. მოიხმარეთ გასარეცხების კალათის აბაზანამდე მიტანაში. მოიხმარეთ ყვავილების მორწყვასა და მიწის მოჩიჩქვნაში.

კითხვა/მოსმენა: თუ ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, წიგნების წაკითხვა სხვადასხვა გარემოში (რეზინის ბურთზე დამჯდარი) შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს.

დაიმახსოვრეთ: სენსორული ინტეგრაციის დარღვევა შესაძლოა მხოლოდ ერთი შეგრძნების პრობლემით გამოიხატებოდეს.მაგალითად: მხოლოდ შეხება, მხოლოდ მხედველობა ან მხოლოდ მოძრაობა.

პროპრიოცეპტული: • ზედმეტად უხეშად თამაშობს — ეცემა,

ურტყავს, ეჯახება.• ფეხების ბაკუნით, ან ფეხის წვერებით

დადის. • ძალიან ძლიერად უჭირავს კალამი, ან

პირიქით.• ბურთით თამაშისას მთელი ძალით

ისვრის ბურთს ან პირიქით.• ცქმუტავს მჯდომიარე აქტივობებისას.• ცუდად ხტუნავს, ცუდი სიარულის მანერა

აქვს, ადვილად იღლება.• უხეშად ეპყრობა სათამაშოებს, ხშირად

ტეხავს/ამსხვრევს მათ.• თვალდახუჭულს მოძრაობები ერევა.

ვესტიბულური:• უყვარს ტრიალი, ქანაობა ან თავდაყირა ყოფნა,

გამუდმებით მოძრაობს, ქანაობს ჯდომისას ან დგომისას.

• ეშინია მოძრაობის, ხშირად მანქანით მგზავრობას ვერ იტანს.

• არ უყვარს სასრიალოები და საქანელები, არ ცოცავს, შეშინებულია როდესაც ვერტიკალურ მდგომარეობას იცვლის.

• უჭირს კიბეზე ჩასვლა.• ეშინია ლიფტის, ესკალატორებისა და

თვითმფრინავების.• ეშინია ტუალტზე დაჯდომის.• ცუდი ბალანსი აქვს — უჭირს ველოსიპედის

ტარების სწავლა.

Page 8: სენსორული წიგნი

ფერადი ღრუბლებიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

ძაფი

მაკრატელი

ფერადი ღრუბლები

8

Page 9: სენსორული წიგნი

სათამაშოს აწყობის ეტაპები

1 დაჭერით ღრუბლები თანაბარ ზომებად. 2 დაჭრილ ღრუბლებს შემოახვიეთ ძაფი, გადაკეცეთ და მიეცით სასურველი ფორმა.

Page 10: სენსორული წიგნი

ბუსუსა ბურთები

მასალები

ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

ფუნჯი

მაკრატელი

სხვადასხვა ფაქტურის ღრუბელი ან ნაჭერი

პლასტმასის ბურთები

წებო

10

Page 11: სენსორული წიგნი

1 დაჭერით პატარ-პატარა ნაწილებად სხვადასხვა ფაქტურის ღრუბელი ან ნაჭერი.

3 წებოწასმულ პლასტმასის ბურთებს დააკარით დაქუცმაცებული ნაჭრები.2 პლასტმასის ბურთებს წაუსვით წებო.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 12: სენსორული წიგნი

ჟღარუნა ბურთებიხელს უწყობს აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს საშუალებას აძლევს ხმების მიხედვით განასხვავონ სხვადასხვა ჟღერადობის გამღიზიანებლები. მოახდინონ მათი იდენტიფიცირება და დაჯგუფება.

მასალები

თოკიწებო

საკანცელარიო დანაპლასტმასის

ბურთები

ბრინჯი ან სხვა ბურღულეული

12

Page 13: სენსორული წიგნი

1 პლასტმასის ბურთს გაუკეთეთ ხვრელი და შიგნით ჩაყარეთ ცოტაოდენი ბურღულეული.

3 გაჭრილი ბურთი გახვრიტეთ, გაუყარეთ თოკი და შიდა მხრიდან გაკვანძეთ.

2 აიღეთ მეორე პლასტმასის ბურთი და გაჭერით შუაზე.

4 დააწებეთ ბურთები ერთმანეთს ისე, რომ თოკის კვანძი მოექცეს ხვრელში.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 14: სენსორული წიგნი

ბუშტის ფორმებიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

ფქვილი ან სხვა ბურღულეული

ძაბრი

მაკრატელი

ბუშტი

14

Page 15: სენსორული წიგნი

1 გაბერეთ ბუშტი 30 წამით და დაფუშეთ.

3 გაბერეთ მეორე ბუშტი 30 წამით, დაფუშეთ, გადაჭერით თავი და შემდეგ ბურღულეულით გატენილ ბუშტს წამოაცვით.

2 ბუშტი წამოაცვით ძაბრზე და ჩაყარეთ შიგნით ბურღულეული.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 16: სენსორული წიგნი

სენსორული თათმანიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

პენოპლასტი

მარილი

რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი

16

Page 17: სენსორული წიგნი

1 ერთჯერადი რეზინის ხელთათმანში ჩაყარეთ პენოპლასტი, მარილი ან ბურღულეული. 2 გაკვანძეთ ხელთათმანი.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 18: სენსორული წიგნი

სენსორული წიგნიხელს უწყობს ყნოსვითი სისტემის გაუმჯობესებას. ბავშვებს აძლევს გარემოში არსებული სუნების აღქმის საშუალებას. ასევე ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

ფუნჯი

მაკრატელი

ბამბა

შავი ნაჭერი

წებოფერადი ღრუბლები ან ნაჭრები

ნემსი და ძაფი

ელვიანი პოლიეთილენი

სუნის ესენცია

18

Page 19: სენსორული წიგნი

1 დაჭერით შავი ნაჭერი თანაბარი ზომის მართკუთხედებად და გადაკეცეთ.

3 შავი ნაჭრები აკინძეთ სქელი ღრუბელისა და თოკის გამოყენებით.

2 ამოკერეთ გადაკეცილი ნაჭრის გვერდები, განსაზღვრეთ “ფურცლების” რაოდენობა.

4 წიგნის გვერდებზე დააწებეთ დაჭრილი ფორმები და ესენციით გაჟღენთილი ბამბა.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 20: სენსორული წიგნი

მასალები

სენსორული ჩხირებიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

ჩხირები

წებო

ფოლგა მაკრატელი

ფერადი ღრუბლები ან ნაჭრები

20

Page 21: სენსორული წიგნი

1 დაჭერით ფერადი ღრუბლები სხვადასხვა ფორმებად. 2 დააწებეთ დაჭრილი ფორმები ჩხირებს.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 22: სენსორული წიგნი

ფერადი ბრინჯი

მასალები

ხელს უწყობს ვიზუალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება გარემოში არსებული ვიზუალური გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში. ასევე, ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

ბრინჯი

ფოლგა

პლასტმასის ბოთლის ყალიბი

საკვები საღებავი

წყალი

22

Page 23: სენსორული წიგნი

1 პლასტმასის ბოთლის ყალიბში ჩაყარეთ მცირე რაოდენობის საკვები საღებავი.

3 ჩაყარეთ ბრინჯი, დაახურეთ სახურავი და ანჯღრიეთ შეღებვამდე.

2 ჩაასხით 1 სუფრის კოვზი წყალი და მოურიეთ, რომ გაიხსნას საღებავი.

4 გადმოყარეთ შეღებილი ბრინჯი ფოლგაზე და დაელოდეთ გაშრობას.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 24: სენსორული წიგნი

ფერადი ცომიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.თუ ცომის ფერი იქნება სხვადასხვა და ასევე შეგვეძლება სუნების დამატება ტაქტილური მგრძნობელობის განვითარე-ბასთან ერთად ხელს შევუწყობთ ვიზუალურ და ყნოსვით სტიმულაციას.

მასალები

წყალი

გუაშისარწყავიჭიქა

ზეთი მარილი

ფქვილი

24

Page 25: სენსორული წიგნი

1 2 ჭიქა პურის ფქვილი და 1 ჭიქა მარილი ჩაყარეთ ჯამში.

3 საჭმლის საღებავი ან გუაში გახსენით 1 ჭიქა წყალში და დაასხით მიღებულ მასას.

2 ჩაასხით 1/4 ჭიქა ზეთი.

4 მოზილეთ სათამაშო ცომი, გადაიღეთ ფქვილიან დაფაზე და დაამუშავეთ.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 26: სენსორული წიგნი

სენსორული დაფახელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

საიზოლაციო ლენტა

შესაფუთი ცელოფანი

მაკრატელი

ფუნჯი

ღრუბელი და ნაჭერი

დაფა

ფოლგაწებო

მანათობელი დიოდი

26

Page 27: სენსორული წიგნი

1 წაუსვით წებო ფერად ღრუბლებს, შესაფუთ ცელოფანს, მანათობელ დიოდს, შესაღებ რგოლიკს და ნაჭრებს.

2 გაანაწილეთ სხვადასხვა მასალა და დააწებეთ დაფაზე.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 28: სენსორული წიგნი

ფუნქციური დაფახელს უწყობს ფუნქციური უნარების განვითარებას. როგორიც არის სინათლის ანთება, კარის ჩაკეტვა-გაღება, ზარის დარეკვა. ასევე, ავითარებს თვალის და ხელის კოორდინაციას და ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებასა და სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

შურუფები

საკეტი

მბრუნავი ფეხები

საკეტი და გასაღები

დაფა

ბურღი

შუქის ჩამრთველი

28

Page 29: სენსორული წიგნი

1 სხვადასხვა ფუნქციური მასალა დაამაგრეთ დაფაზე შურუფებისა და ბურღის გამოყენებით.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 30: სენსორული წიგნი

მასალები

წონასწორობის დაფახელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის მუშაობას. ბავშვებს ეხმარება წონასწორობისა და ბალანსის შეგრძნებასა და დაცვაში.

ბურღი

ფუნჯიდაფა

პლასტმასის მილი

ჭანჭიკი

გუაში

30

Page 31: სენსორული წიგნი

1 გაზომეთ დაფა და გაავლეთ შუახაზი, სადაც შემგდომში მილი უნდა დამაგრდეს.

3 ნახვრეტებში გაუყარეთ ჭანჭიკები და შიდა მხრიდან დაამაგრეთ ვინტით.

2 გახვრიტეთ მილი და დაფა ისე, რომ ნახვრეტებს შორის დაშორებები დაემთხვეს.

4 დახატეთ დაფაზე გუაშით ან სხვა საღებავით.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 32: სენსორული წიგნი

მასალები

მანათობელი ნოხიხელს უწყობს ვიზუალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ეხმა-რება თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარებაში. ასევე, მას აქვს ფუნქციური დატვირთვა სინათლის ჩართვა/გამორთვის მხრივ. ამასთანავე ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

საიზოლაციო ლენტა

საკანცელარიო დანა

მანათობელი დიოდი

ღრუბელი

ბადე

ნემსი და ძაფი

32

Page 33: სენსორული წიგნი

1 გაჭერით ღრუბლის გვერდები სხვადასხვა ადგილას ისე, რომ მანათობელი ჩაეტიოს.

3 ღრუბელს გვერდებზე შემოატარეთ საიზოლაციო ლენტა.

2 გაჭრილ ადგილებში ჩადეთ მანათობელი დიოდები.

4 შემოახვიეთ ღრუბელს ბადე და გაკერეთ.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 34: სენსორული წიგნი

მასალები

სკეიდიხელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის განვითარებას. მისი უნიკალობა, სხვა სკეიდებისგან განსხვავებით 360 გრადუსიან ბრუნვაშია. ბავშვებს ეხმარება წონასწორობისა და ბალანსის დაცვაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ სკეიდზე ბავშვი თქვენ აკატავოთ და მისი კუნთები პასიურ მდგომარეობაში იქნება, ხელს შეუწყობთ ვესტიბულური სისტემის მუშაობას.

იატაკზე დასაფენი ფაზლი

მბრუნავი ბორბლები

შურუფები

ბურღი

საკანცელარიო დანა

წებო ფუნჯი

34

Page 35: სენსორული წიგნი

1 დაჭერით ფაზლი დაფის ზომაზე.

3 დაფის ცალ მხარეს დაამაგრეთ 4 მბრუნავი ბორბალი შურუფებით.

2 დააწებეთ დაჭრილი ფაზლი დაფაზე.

4 ბავშვის უსაფრთხოებისთვის დაამაგრეთ დაფის კუთხეებზე ფაზლის ნაჭრები.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 36: სენსორული წიგნი

პროპრიო ოჩოფეხებიხელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის მუშაობას. ბავშვებს ეხმარება წონასწორობისა და ბალანსის დაცვაში.

მასალები

ბურღი

მაკრატელი

თოკი

თუნუქის ქილა

36

Page 37: სენსორული წიგნი

1 გახვრიტეთ თუნუქის ქილა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.

3 გაუყარეთ ქილას თოკი გარედან შიგნით და კვლავ გაკვანძეთ.

2 გაკვანძეთ თოკი და მეორე მხრიდან გაუყარეთ გახვრეტილ ქილას შიგნიდან.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 38: სენსორული წიგნი

მასალები

ფერადი კამერახელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის მუშაობას. ბავშვებს ეხმარება ბალანსისა და წონასწორობის დაცვაში. მას შემდეგ რაც ბავშვს გახდით ფეხსაცმელს ფერადი კამერა გადაიქცევა ტაქტილური მგრძნობელობის ხელშემწყობ სათამაშოდ, ვინაიდან მასზე სხვადასხვა შეგრძნების ფაქტურებია განლაგებული.

მაკრატელი

ნემსი და ძაფი

კამერა

ფერადი ნაჭრები

დგუში

38

Page 39: სენსორული წიგნი

1 გაბერეთ კამერა დგუშით. 2 შემოაკერეთ გაბერილ კამერას ფერადი ნაჭრები.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 40: სენსორული წიგნი

დგუში

მასალები

ხელს უწყობს ვიზუალური სისტემის სტიმულაციას. მისი უნიკალობა ფუნქციურ დატვირთვაშია. ბავშვმა ხელის ან ფეხის მეშვეობით ზეწოლა უნდა მოახდინოს ნასოსზე, რის შემდეგაც ბოთლში მოთავსებული პენოპლასტები იფრიალებენ.

პლასტმასის 3 ლიტრიანი ბოთლისაკანცელარიო

დანა

პენოპლასტი

დგუში

40

Page 41: სენსორული წიგნი

1 ჩაყარეთ პენოპლასტი პლასტმასის 3 ლიტრიან ბოთლში.

3 გაუყარეთ მილი გახვრეტილ თავსახურს და დააფარეთ ბოთლს.

2 გახვრიტეთ თავსახური ისე, რომ დგუშის მილი ჩაეტიოს.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 42: სენსორული წიგნი

ქვიშის საათიხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები

საიზოლაციო ლენტა

ფუნჯი

წებო

რეზინის მილი

გუაში

პლასტმასის ბოთლი

42

Page 43: სენსორული წიგნი

1 გახსენით გუაში წყალში და ჩაასხით ბოთლში.

3 გადახვეული მილი გაჭედეთ თავსახურში, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წებო.

2 გადაახვიეთ ლენტა მილზე ისე, რომ ბოთლის თავსახურში ჩადებისას გაიჭედოს.

4 დააკავშირეთ 2 ბოთლი ერთმანეთს.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 44: სენსორული წიგნი

მასალები

ორმაგი კაფსულახელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

პლასტმასის ბოთლის ყალიბი

წებო

პლასტმასის მილი

ფუნჯი

გუაში ან საკვები საღებავი

საიზოლაციო ლენტა

ზეთი

წყალი

44

Page 45: სენსორული წიგნი

1 წყალი და ზეთი ჩაასხით პლასტმასის ბოთლის ყალიბში.

3 პლასტმასის მილს წაუსვით წებო და დაამაგრეთ ყალიბები ორივე მხრიდან.

2 შეურიეთ გუაში ან საკვები საღებავი.

4 დაელოდეთ წებოს გაშრობას და გადაახვიეთ მილს საიზოლაციო ლენტა.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 46: სენსორული წიგნი

მასალები

ტყუპი კაფსულებიხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

ფერადი ბრინჯი

ფუნჯი

სითხის იზოლატორი ლენტა

პლასტმასის ბოთლის ყალიბი

წებო

დრეკადი მილი

46

Page 47: სენსორული წიგნი

1 ამოჭერით ბოთლის თავსახური წრიულად ისე, რომ მილი გაეტიოს.

3 მილის კიდეებს წაუსვით წებო.

2 გაუკეთეთ მილს გამოჭრილი თავსახური და გადაახვიეთ სითხის საიზოლაციო ლენტა.

4 ჩაყარეთ ბოთლის ყალიბში ბრინჯი და დაამაგრეთ მილის ორივე მხრიდან.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 48: სენსორული წიგნი

სითხის კაფსულახელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები

ფუნჯი ფერადი მძივები ან ბურთულები

პლასტმასის ბოთლის ყალიბი

წებოწყალი

48

Page 49: სენსორული წიგნი

1 ჩაყარეთ ყალიბში მძივები ან ბურთულები, შესაძლოა ნაძვის ხის წვიმებისც.

3 ბოთლის ყალიბს, თავსახურის ადგილას წაუსვით წებო.

2 ჩაასხით ბოთლის ყალიბში წყალი.

4 დააფარეთ ბოთლის ყალიბს თავსახური.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 50: სენსორული წიგნი

მილის ცისარტყელახელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები

ფუნჯიგუაში ან საკვები საღებავი

გუაშის კოლოფი

დრეკადი მილი

ძაბრიწებო წყალი

50

Page 51: სენსორული წიგნი

1 წაუსვით დრეკად მილს წებო შიდა მხრიდან.

3 წყალში გახსენით გუაში ან საკვები საღებავი.

2 გაუკეთეთ მილს წებოწასმულ მხარეს გუაშის კოლოფი და დაელოდეთ გაშრობას.

4 შეღებილი წყალი ჩაასხით მილში და კვლავ წებოთი დაამაგრეთ გუაშის კოლოფი.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 52: სენსორული წიგნი

მასალები

მუყაოს კუბიკიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მაკრატელი

ნემსი და ძაფი მუყაო

საიზოლაციო ლენტა

წებო

ფერადი ღრუბლები

52

Page 53: სენსორული წიგნი

1 ორი თანაბარი ზომის, მართკუთხედის ფორმის მუყაოსგან შეკარით კუბიკი.

3 დაჭერით ნაჭრები კუბიკის ზომის შესაბამის კვადრატებად.

2 გამოიყენეთ საიზოლაციო ლენტა კუბიკის გასამაგრებლად.

4 შემოაკერეთ ნაჭრები მუყაოს კუბიკს, შესაძლოა ფერადი ღრუბლების დაწებებაც.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 54: სენსორული წიგნი

მასალები

ნაჭრის კუბიკიხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

ფერადი ღრუბლები

მაკრატელი

ნემსი და ძაფი

პენოპლასტი

54

Page 55: სენსორული წიგნი

1 შეკერეთ კუბიკი ფერადი ღრუბლების ან ნაჭრის გამოყენებით, დატოვეთ ერთი მხარე. 2 დატოვებული მხრიდან ჩაყარეთ

პენოპლასტი და ამოკერეთ.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 56: სენსორული წიგნი

სანჯღრევი კუბიკიხელს უწყობს აუდიალურ და ვიზუალურ სტიმულაციას. ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას კუბიკში ჩამალული ბურთები ხელის მარტივი მოძრაობით (ნჯღრევით) ჩამოყარონ ბლასტმასის გამჭვირვალე მილში. ყუთის გვერდებზე განთავსებულია სხვადასხვა ფაქტურის მასალა, რაც ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას უწყობს ხელს.

მასალები

ფერადი ღრუბლები

ბოთლის ყალიბი

წებო

ფუნჯი

ბურთულები

ნემსი და ძაფი

ფოლგა

მაკრატელი

საიზოლაციო ლენტა

მუყაო

56

Page 57: სენსორული წიგნი

1 შეკარით კუბიკი, ერთ გვერდზე ამოჭერით წრე და გაუკეთეთ ბოთლის ყალიბი.

3 საიზოლაციო ლენტის გამოყენებით გაამაგრეთ კუბიკი ყველა მხრიდან.

2 კუბიკში ჩაყარეთ ბურთულები.

4 დააწებეთ ფერადი ღრუბლები და ამოკერეთ კუთხეები.

სათამაშოს აწყობის ეტაპები

Page 58: სენსორული წიგნი

გამოყენებული ლიტერატურა:

Heather Miller-Kuhaneck (2014) “Home Activities for Children with Sensory Processing Disorder”, Sensational research, education and advocacy, [ელექტრონული]. Available at:http://spdfoundation.net/library/homeactivities.html (Accessed: 11/9/2014).

Sensory Processing Disorder Foundation (2014) SPD foundation, Available at:http://spdfoundation.net/index.html (ბოლო ვიზიტი: 11/9/2014).

შენიშვნები

Page 59: სენსორული წიგნი
Page 60: სენსორული წიგნი

ლუბლიანას 21ბ, თბილისი

[email protected] 603 604 / 2 603 624