წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის...

24
1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი III საეკლესიო ისტორიის მესამე წიგნი შეიცავს შემდეგს: 1. დედამიწის რომელ მხარეებში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა............................................................... 2 2. ვინ იყო რომაელთა ეკლესიის პირველი წინამდგომელი............................................................................. 2 3. მოციქულთა ეპისტოლეების შესახებ.............................................................................................................. 2 4. მოციქულთა პირველი მონაცვლეების შესახებ.............................................................................................. 3 5. ქრისტეს შემდეგ იუდეველთა უკანასკნელი ალყის შესახებ........................................................................ 4 6. მათი შემავიწროებელი შიმშილობის შესახებ ................................................................................................ 5 7. ქრისტეს წინასწარმეტყველებების შესახებ .................................................................................................... 7 8. ომის წინა ნიშნების შესახებ ............................................................................................................................. 8 9. იოსების შესახებ და მის მიერ დატოვებული თხზულებების შესახებ ........................................................ 9 10. როგორ მოიხსენიებს [იგი] წმინდა წიგნებს .................................................................................................10 11. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას იაკობის შემდეგ სვიმონი ..........................................11 12. როგორ ბრძანა ვესპასიანემ დავითის შთამომავლების მოძებნა ................................................................11 13. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიელებს რიგით მეორე აბილიუსი ...................................................11 14. როგორ გახდა რომაელთა მეორე ეპისკოპოსი ანენკლეტუსი ....................................................................11 15. როგორ გახდა მის შემდეგ რიგით მესამე კლიმენტი ...................................................................................11 16. კლიმენტის ეპისტოლის შესახებ ...................................................................................................................11 17. დომიციანეს დროინდელი დევნულების შესახებ .......................................................................................12 18. იოანეს ეპისტოლისა და "გამოცხადების" შესახებ .......................................................................................12 19. როგორ ბრძანა დომიციანემ დავითის მოდგმის განადგურება ..................................................................12 20. ჩვენი მაცხოვრის გვარის ჩამომავალთა შესახებ ..........................................................................................12 21. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიის ეკლესიას რიგით მესამე კერდონი ...........................................13 22. როგორ წინამძღვრობდა ანტიოქელებს რიგით მეორე ეგნატე ...................................................................13 23. ამბავი იოანე მოციქულის შესახებ .................................................................................................................13 24. სახარებათა რიგობითობის შესახებ ...............................................................................................................15 25. საღვთო წერილებად აღიარებულთა შესახებ და მათ შესახებ, რომლებიც არ არიან ასეთები ................16 26. მენანდრე მოგვის შესახებ ...............................................................................................................................17 27. ებიონელთა მწვალებლობის შესახებ ............................................................................................................17 28. მწვალებლობის მოთავის კერინთეს შესახებ ................................................................................................18 29. ნიკოლოზის შესახებ და მათ შესახებ, რომლებმაც მისგან მიიღეს სახელწოდება ...............................................18 30. ქორწინებაში გამოცდილ მოციქულთა შესახებ ...........................................................................................19 31. იოანეს და ფილიპეს აღსასრულის შესახებ ...................................................................................................19

Transcript of წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის...

Page 1: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

1

ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი III

საეკლესიო ისტორიის მესამე წიგნი შეიცავს შემდეგს:

1. დედამიწის რომელ მხარეებში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა............................................................... 2

2. ვინ იყო რომაელთა ეკლესიის პირველი წინამდგომელი ............................................................................. 2

3. მოციქულთა ეპისტოლეების შესახებ .............................................................................................................. 2

4. მოციქულთა პირველი მონაცვლეების შესახებ .............................................................................................. 3

5. ქრისტეს შემდეგ იუდეველთა უკანასკნელი ალყის შესახებ........................................................................ 4

6. მათი შემავიწროებელი შიმშილობის შესახებ ................................................................................................ 5

7. ქრისტეს წინასწარმეტყველებების შესახებ .................................................................................................... 7

8. ომის წინა ნიშნების შესახებ ............................................................................................................................. 8

9. იოსების შესახებ და მის მიერ დატოვებული თხზულებების შესახებ ........................................................ 9

10. როგორ მოიხსენიებს [იგი] წმინდა წიგნებს .................................................................................................10

11. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას იაკობის შემდეგ სვიმონი ..........................................11

12. როგორ ბრძანა ვესპასიანემ დავითის შთამომავლების მოძებნა ................................................................11

13. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიელებს რიგით მეორე აბილიუსი ...................................................11

14. როგორ გახდა რომაელთა მეორე ეპისკოპოსი ანენკლეტუსი ....................................................................11

15. როგორ გახდა მის შემდეგ რიგით მესამე კლიმენტი ...................................................................................11

16. კლიმენტის ეპისტოლის შესახებ ...................................................................................................................11

17. დომიციანეს დროინდელი დევნულების შესახებ .......................................................................................12

18. იოანეს ეპისტოლისა და "გამოცხადების" შესახებ .......................................................................................12

19. როგორ ბრძანა დომიციანემ დავითის მოდგმის განადგურება ..................................................................12

20. ჩვენი მაცხოვრის გვარის ჩამომავალთა შესახებ ..........................................................................................12

21. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიის ეკლესიას რიგით მესამე კერდონი ...........................................13

22. როგორ წინამძღვრობდა ანტიოქელებს რიგით მეორე ეგნატე ...................................................................13

23. ამბავი იოანე მოციქულის შესახებ .................................................................................................................13

24. სახარებათა რიგობითობის შესახებ ...............................................................................................................15

25. საღვთო წერილებად აღიარებულთა შესახებ და მათ შესახებ, რომლებიც არ არიან ასეთები ................16

26. მენანდრე მოგვის შესახებ ...............................................................................................................................17

27. ებიონელთა მწვალებლობის შესახებ ............................................................................................................17

28. მწვალებლობის მოთავის კერინთეს შესახებ ................................................................................................18

29. ნიკოლოზის შესახებ და მათ შესახებ, რომლებმაც მისგან მიიღეს სახელწოდება ...............................................18

30. ქორწინებაში გამოცდილ მოციქულთა შესახებ ...........................................................................................19

31. იოანეს და ფილიპეს აღსასრულის შესახებ ...................................................................................................19

Page 2: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

2

32. როგორ ეწამა იერუსალიმის ეპისკოპოსი სვიმონი ......................................................................................20

33. როგორ აკრძალა ტრაიანემ ქრისტიანთა ძებნა .............................................................................................21

34. როგორ წინამძღვრობდა რომაელთა ეკლესიას რიგით მეოთხე ევარესტუსი ..........................................21

35. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას რიგით მესამე იუსტუსი ............................................21

36. ეგნატესა და მისი ეპისტოლეების შესახებ ...................................................................................................22

37. იმ დროს სახელგანთქმული მოციქულების შესახებ ...................................................................................23

38. კლიმენტის ეპისტოლესა და მასზე მცდარად მიკუთვნებულთა შესახებ ................................................23

I ასეთი იყო იუდეველთა მდგომარეობა; მაგრამ როდესაც ჩვენი მაცხოვრის წმინდა მოციქულები და

მოწაფეები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, როგორც გადმოცემა გვამცნობს თომას წილად ხვდა პართია,

ანდრიას კი - სკვითია, იოანეს - ასია, სადაც გაატარა მთელი ცხოვრება და აღესრულა ეფესოში, პეტრემ კი,

სავარაუდოდ, უქადაგა გაფანტულებაში მყოფ იუდეველებს პონტოსა და გალატიაში, კაბადოკიის

ბითვინიასა და ასიაში; ბოლოს კი ჩავიდა რომში, სადაც თავდაყირა ჯვარს აცვეს, რადგან ითხოვა ამ სახით

ვნების ღირსი გამხდარიყო. რა უნდა ითქვას პავლეს შესახებ, რომელმაც აღასრულა ქრისტეს სახარება

იერუსალიმიდან ილირიკიამდე და ბოლოს, ნერონის დროს რომში ეწამა? ამას სიტყვასიტყვით გადმოსცემს

ორიგენე[1] "შესაქმის" განმარტების მესამე ტომში.

II პავლესა და პეტრეს მოწამეობის შემდეგ, რომაელთა ეკლესიის ეპისკოპოსობა წილად ერგო

პირველად ლინუსს[2]. მის სახელს ახსენებს პავლე რომიდან ტიმოთესადმი მოწერილი ეპისტოლის

დასასრულს.

III აღიარებული არის პეტრეს ერთი ეპისტოლე, რომელსაც ეწოდება მისი პირველი ეპისტოლე. მას

როგორც უეჭველს ძველი პრესვიტერებიც იყენებენ თავიანთ ნაწერებში; ეგრეთ წოდებული მეორე

ეპისტოლე კი არ არის კანონიკურად მიღებული, თუმცა მრავალი სასარგებლოდ მიიჩნევს და სხვა

წერილებთან ერთად ისწავლება. რაც შეეხება იმას, რომ მას მიეწერება "საქმეები", მის სახელს უკავშირდება

სახარება, ქადაგებები და ე. წ. "გამოცხადება", მათ საერთოდ არ ვიცნობთ კათოლიკე გადმოცემაში, რადგან

მათგან არც ძველთაგან ვინმე, არც ჩვენი დროის რომელიმე საეკლესიო მწერალი მოიხმობს მოწმობებს.

თხრობის მსვლელობისას მიზანშეწონილად ჩავთვალეთ სხვადასხვა დროის საეკლესიო მწერალთა

მონაცვლეობასთან ერთად მოგვეხსენებია ისიც, თუ რომელ საეჭვო წიგნს იყენებდნენ, რას წერდნენ

კანონიკური და აღიარებული წერილების შესახებ, და რას ამბობდნენ ისინი მათ შესახებ, რომლებიც ასეთი

არ იყო. ზემოთ ვახსენეთ პეტრეს სახელის მქონე წიგნები, რომელთაგან ვიცი მხოლოდ ერთი ნამდვილი

ეპისტოლე ძველ ხუცესთაგან აღიარებული; თოთხმეტი ეპისტოლის პავლესეული ავტორობა კი ცხადი და

აშკარაა; უსამართლობაა იმის უცოდინრობა, რომ ზოგიერთები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს საეჭვოდ

Page 3: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

3

მიიჩნევენ, ამბობენ, რომ რომაელთა ეკლესიამ იგი უარყო როგორც არა პავლეს მიერ დაწერილი; მის შესახებ

ჩვენამდე ნათქვამს თავის დროზე გადმოვცემთ. არც მის ე. წ. "საქმეები" შემირაცხავს უეჭველთა შორის.

მაგრამ რადგან იგივე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლის დასასრულს სახელებს შორის ახსენებს

სხვებთან ერთად ჰერმესსაც, ვისაც, როგორც ამბობენ, ეკუთვნის წიგნი "მწყემსი",[3] უნდა ვიცოდეთ, რომ

ზოგიერთებისთვის ისიც საეჭვოა, და მათ გამო არ უნდა შეირაცხოს აღიარებულთა შორის. სხვებმა კი ასე

განსაჯეს, რომ ის არის ყველაზე აუცილებელი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სჭირდება საფუძვლებში

განსწავლა. ამიტომ, როგორც ვიცით, ეკლესიებში უკვე იკითხება საჯაროდ, და ვნახე, რომ უძველეს

მწერალთაგან ზოგიერთი იყენებდა მას. ეს ითქვა იმისათვის, რომ დაგვედგინა საღვთო წერილები როგორც

უეჭველი, ასევე ყველასაგან არაღიარებული.

IV ის, რომ წარმართებისათვის მქადაგებელმა პავლემ იერუსალიმიდან ილირიკიამდე

მრგვლივმოვლით ეკლესიებს ჩაუყარა საძირკველი, ცხადი უნდა იყოს, როგორც მისი სიტყვებიდან, ასევე იმ

სიტყვებიდან, რაც ლუკამ მოგვითხრო "საქმეებში"; ასევე პეტრეს ეპისტოლიდანაც, რომელზეც ვთქვით,

რომ მისი აღიარებული ნაწერია და რომელსაც პონტოსა და გალატიაში, კაბადოკიაში, ასიასა და

ბითვინიაში გაფანტულ ებრაელებს სწერს, ცხადი არის ის, რომ მან ესოდენ მრავალრიცხოვან პროვინციებში

წინადაცვეთილებს ახარა ქრისტე და მათ გადასცა ახალი აღთქმის სიტყვები. ადვილი არ არის იმის თქმა,

თუ მათგან რამდენი და ვინ გახდა ნამდვილი მოშურნე და დაამტკიცა, რომ შეეძლო დაემწყსა მათ მიერ

დაარსებული ეკლესიები, გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელსაც პავლე აკეთებს. რადგან მათგან ათასობით

პირი გახდა მისი თანაშემწე და, როგორც თვითონ უწოდებს, თანამებრძოლი. მათი უმრავლესობა მისი

წარუშლელი ხსოვნის ღირსი შეიქნა, როდესაც იგი მათ შესახებ მოწმობებს საკუთარი ეპისტოლეებით

შეუჩერებლად ჩამოთვლის. არა მხოლოდ იგი, არამედ ლუკაც ჩამოთვლის "საქმეებში" მისთვის ცნობილთ

და მათ საბელებით მოიხსენიებს. ამბობენ, რომ ტიმოთე[4]პირველი იყო, ვისაც წილად ხვდა დიოცეზის

ეპისკოპოსობა ეფესოში ისევე, როგორც ტიტეს - კრეტის ეკლესიების ეპისკოპოსობა.[5] ლუკა, რომელიც

წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ხელობით კი - ექიმი, დიდი ხნის განმავლობაში თან ახლდა პავლეს,

დანარჩენ მოციქულებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, და მათგან მოიპოვა სულთა მკურნალობის

მაგალითები, რომლებიც ჩვენ დაგვიტოვა ორ ღვთივშთაგონებულ წიგნში: სახარება, რომელიც, როგორც

მოწმობს, დაწერა იმის მიხედვით, რაც მას გადასცეს სათავეში მყოფმა თვითმხილველებმა და სიტყვის

მსახურებმა, რომლებთანაც, ყველასთან თანხმობაში ყოფნას თავიდანვე აღნიშნავს; და "მოციქულთა

საქმეები", არა მოსმენით, არამედ საკუთარი თვალებით მხილველმა შეადგინა. ამბობენ, რომ პავლეს

სჩვევოდა მისი სახარების ხსენება, როდესაც როგორც საკუთარი სახარების შესახებ ამბობს: "ჩემი სახარების

მიხედვით" (რომ. 2,16). პავლეს დანარჩენ მიმდევართაგან მოიპოვება მოწმობა მის მიერ გალიაში გაგზავნილ

კრესკეზე[6] და ლინუსზე, რომელიც ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში მოხსენიებულია როგორც

რომში მასთან ერთად მყოფი. უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი იყო პეტრეს შემდეგ რომაელთა ეკლესიის პირველი

ეპისკოპოსი. [ნავლე] აგრეთვე მოწმობს კლიმენტიზე (ისიც რომაელთა ეკლესიის მესამე ეპისკოპოსად იქნა

დანიშნული),[7] რომ გახდა პავლეს თანაშემწე და თანამებრძოლი. ამასთან იმ არეოპაგელზეც, სახელად

დიონისეზე, დაამოწმებს ლუკა "საქმეებში", რომ არეოპაგში ათენელებისადმი პავლეს საჯარო სიტყვა

პირველმა მან ირწმუნა, ხოლო ძველთაგან ვინმე სხვა დიონისე, კორონთოს დიოცეზის მწყემსი[8],

მოგვითხრობს მის გახდომას ათენში მყოფი ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად[9]. მაგრამ რადგან ჩვენ ჩვენს

გზას მივუყვებით, მოციქულთა მონაცვლეობის ჟამზე თავის დროზე ვიტყვით, ახლა კი გადავალთ

მომდევნო ამბავზე.

Page 4: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

4

V ნერონის ცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ, როდესაც გალბა და ოთხ წელიწადნახევრის

განმავლობაში მართავდნენ [იმპერიას], გამოჩნდა იუდეველთა წინააღმდეგ ბრძოლებში სახელგანთქმული

ვესპასიანე, იქ იგი ჯარისკაცებმა იმპერატორად[10] გამოაცხადეს და იმპერატორი გახდა თვით იუდეაში.

ასე რომ, მყისვე გაემგზავრა რომში და იუდეველთა წინააღმდეგ ომის წარმართვა ჩააბარა მის შვილს

ტიტუსს. ჩვენი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იუდეველებმა მის წინააღმდეგ უკვე ჩადენილი დანაშაულის

გარდა მისი მოციქულების წინააღმდეგ მრავალი ასეთი შეთქმულება მოაწყვეს. პირველად სტეფანე იქნა

მათ მიერ ქვებით მოკლული, მის შემდეგ კი იაკობს, ზებედეს ძეს, იოანეს ძმას თავი მოჰკვეთეს,

ყველაფერთან ერთად იაკობი, ჩვენი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ამ ადგილას1 პირველ ეპისკოპოსად

არჩეული, ზემოხსენებული სახით აღესრულა, დანარჩენი მოციქულები ათასობით სასიკვდილო

შეთქმულებამ განდევნა იუდეის მიწიდან. ისინი წარიგზავნენ ყველა წარმართთან მათი უწყების

სასწავლებლად ქრისტეს ძალის შეწევნით, რომელიც ეუბნებოდა მათ: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა

ხალხი ჩემი სახელით" (მათ. 28,19). მაგრამ ასევე იერუსალიმში ეკლესიის ერს ქალაქში ომის დაწყებამდე

სახელგანთქმული კაცების მიმართ გამოცხადების გზით გადაეცათ წინასწარმეტყველება, რომ გასულიყვნენ

ქალაქიდან და დასახლებულიყვნენ პერეას ერთ-ერთ ქალაქში, პელაში. როდესაც ქრისტეს მორწმუნეები იქ

გადასახლდნენ, ისე რომ წმინდანებმა სრულიად დატოვეს იუდეის დედაქალაქი და მთელი იუდეის მიწა,

ღვთისგან მათ საბოლოოდ მოევლინა სამართალი, რადგანაც ისინი ქრისტესა და მისი მოციქულების

მიმართ ესოდენ ურჯულოდ მოიქცნენ, და უწმინდურთა თვით ეს თაობა კაცთა მოდგმისაგან სრულად

აღგავა. ვისაც სურს, შეუძლია, ზედმიწევნით ამოიკითხოს იოსების დაწერილი ისტორიიდან, თუ ამ დროს

ყველგან რამდენი ბოროტებით აივსო მთელი ერი, როგორ ერეკებოდნენ განსაკუთრებით იუდეის

მოსახლეობას უბედურებათა უკიდურესი წერტილისაკენ, რამდენი ათასი მოწიფული ქალი და ბავშვი

დასცა სიკვდილმა მახვილითა და შიმშილობით, და ათასი სხვა სახით, იუდეველთა რამდენ ქალაქს

შემოარტყეს ალყა, ხოლო თვით იერუსალიმში, როგორც უძლეველ დედაქალაქში გაქცეულებმა როგორი

საშინელებები და საშინელებათა უკიდურესი გამოვლინებები იხილეს; ომის ყველა სახე და მასში მომხდარ

მოვლენათა თითოეული წვრილმანი, და დასასრულ, თუ როგორ დადგა წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი

"გატიალების სიბილწე" (დან. 9,27; 12,11; მათ. 24,15; მარკ. 13,14) თვით ღვთის უძველეს სახელგანთქმულ

ტაძარში, რომელიც დარჩა ცეცხლისგან სრულიად განადგურებული და უკიდურესად დანგრეული. უნდა

აღინიშნოს, რომ იგივე მწერალი მოგვითხრობს თუ როგორ ჩაამწყვდიეს საპყრობილეში (მისივე სიტყვებით)

პასექის დღესასწაულის დღეებში მთელი იუდეიდან იერუსალიმში თავმოყრილი დაახლოებით სამი

მილიონი კაცი. მართებდა, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ევნო ყოველთა მაცხოვარი და კეთილისმყოფელი

ღვთის ქრისტე, ჩაემწყვდიათ საპყრობილეში და დაღუპულიყვნენ, რაც მათ თავს დაატყდათ ღვთის

სამართლიანობისაგან.

გამოვტოვებ მათზე შემთხვეულ მოვლენათა დაწვრილებით აღწერას, რამდენი რამ შეემთხვათ მათ

მახვილითა და სხვა სახითაც, მაგრამ აუცილებლად ვთვლი მხოლოდ შიმშილობის განსაცდელზე საუბარს,

რათა ამ თხზულების წამკითხველებმა ნაწილობრივ მაინც იცოდნენ, თუ როგორ მოევლინათ მათ არც თუ

დიდი ხნის შემდეგ ღვთისგან სასჯელი ღვთის ქრისტეს წინააღმდეგ ჩადენილი ურჯულოების გამო.

1 იერუსალიმში - მთარგ.

Page 5: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

5

VI ამრიგად, მოდით, ახლა ხელში აიღეთ იოსების ისტორიის მეხუთე წიგნი, და თვალი გაადევნეთ იმ

დროს მომხდარი ამბების ტრაგედიას. იგი ამბობს: "მდიდრებისათვის დარჩენა დაღუპვის ტოლფასი იყო;

რადგან ღალატის ბრალდებით კლავდნენ ქონების გამო. შიმშილობით ამბოხებულთა სიშლეგე კი თავის

მწვერვალს აღწევდა, და ორივე საშინელება დღითიდღე უფრო მეტი ძალით აღეგზნებოდა. ცხადია, საკვები

არსად იყო მაგრამ უვარდებოდნენ სახლებში და ეძებდნენ, თუ იპოვიდნენ, სცემდნენ [სახლის პატრონს],

როგორც უარის მთქმელს, ხოლო თუ ვერ იპოვიდნენ, აწამებდნენ როგორც უფრო გულმოდგინედ

გადამმალველს. და იმის მტკიცებულება, ჰქონდათ თუ არა [საკვები], იყო უმწეოთა სხეულები; მათგან, ვინც

ფეხზე მყარად იდგა, მიაჩნდათ, რომ საკვებით იყო უზრუნველყოფილი, დაუძლურებულებს კი გვერდით

ჩაუვლიდნენ და უგუნურებად მიაჩნდათ მათი მოკვლა, ვინც გაჭირვებისაგან მალე ისედაც მოკვდებოდა.

ბევრმა ვინც მდიდარი იყო ქონება მალულად გადაცვალა ხორბლის ერთ საწყაულზე, უფრო ღარიბებმა კი -

ქერისაზე. შემდეგ, ჩაიკეტებოდნენ სახლში და ზოგი მათგანი გაჭირვების მწვერვალზე ყოფნის გამო

დაუმუშავებელ ხორბალს ჭამდა, ზოგი კი აცხობდა ისე როგორც აუცილებლობა და შიში უკარნახებდა;

არსად არ იშლებოდა სუფრა, ცეცხლიდან იტაცებდნენ ჯერ კიდევ უმ საჭმელს და ნაწილებად გლეჯდნენ.

სიბრალულს იწვევდა მათი საკვები და სატირალი იყო ეს სანახაობა, როდესაც უფრო ძლიერები იხვეჭდნენ,

უძლურები კი ჩიოდნენ. ყველა ვნებაზე მაღლა შიმშილობა იდგა, მაგრამ ისე არაფერმა დაღუპა ისინი

როგორც სირცხვილმა; რადგან სხვა დროს პატივისცემის ღირსი შიმშილობის დროს უგულებელყოფილი

იყო. ცოლები ქმრებს, შვილები მამებს, და რაც ყველაზე უფრო დიდი საცოდაობაა, დედები ჩვილებს თვით

მათივე პირიდან სტაცებდნენ საკვებს; და როდესაც მათი უსაყვარლესი არსება მათსავე ხელებში ჭკნებოდა,

არ არსებობდა თავშეკავება სიცოცხლის ბოლო წვეთის წართმევისასაც. ამ სახით საკვების მიღების დროსაც

ვერ იმალებოდნენ, ყველგან ამბოხებულები ამასაც სტაცებდნენ. როდესაც ნახავდნენ დაკეტილ სახლს, ეს

იმის ნიშანი იყო, რომ შიგ საკვები მოიპოვებოდა, მყისვე ამტვრევდნენ კარებს და უვარდებოდნენ, თითქმის

ყანყრატოდან აცლიდნენ და ისე მიჰქონდათ პურის ნატეხები. მოხუცებს სცემდნენ, საკვები რომ

წაერთმიათ, ქალებს თმებს აგლეჯდნენ, ვინც რაიმეს დამალავდა ხელებში, არავის იბრალებდნენ, არც

მოხუცს და არც ჩვილს; აიყვანდნენ ბავშვს, რომელიც ებღაუჭებოდა პურის ნატეხებს, გააქანებდნენ და ძირს

დაანარცხებდნენ. მათ, რომლებიც დაასწრებდნენ მათ თავდასხმას და მოსატაცებელს შეჭამდნენ, თითქოს

უსამართლოდ მოექცნენო, უფრო სასტიკად ეპყრობოდნენ. საკვების მოსაპოვებლად წამების საშინელ გზებს

იგონებდნენ, საცოდავებს ბარდის მარცვლებით უკეტავდნენ სასქესო ორგანოების სადინრებს და წვეტიან

ჯოხებს უყრიდნენ უკანალში; მოსასმენადაც შემზარავია, თუ როგორ ტანჯავდნენ ადამიანს, რათა

ეღიარებია, რომ ჰქონდა ერთი პური, და ეჩვენებია დამალული ქერის ერთი საწყაული. მაგრამ

მტანჯველები არ განიცდიდნენ შიმშილს (რადგან ალბათ უფრო ნაკლებად სასტიკი იქნებოდნენ,

აუცილებლობა რომ ყოფილიყო მიზეზი), არამედ გაწვრთნილი იყვნენ სიშლეგეში და საკუთარი თავისთვის

შეამზადებდნენ მარაგს მომდევნო დღეებისათვის. ღამე რომაელთა საგუშაგოსკენ გახოხდებოდნენ ველური

ბოსტნეულისა და ბალახის მოსაკრებად და როდესაც უკვე ეგონათ, რომ მტერს თავი დააღწიეს, მაშინ

წააწყდებოდნენ მას. ისინი მათ ართმევდნენ, რაც კი რამ მოჰქონდათ, ხშირად ევედრებოდნენ და

მოუხმობდნენ ღვთის საშინელ სახელს, რათა მიეცათ მათთვის რაიმე ნაწილი იმისა რაც საფრთხეში თავის

ჩაგდებით მოპქონდათ. ისინი არაფერარ აძლევდნენ. და სასიხარულო იყო, თუ გაძარცვულს შემდეგ არ

მოკლავდნენ".[11]

Page 6: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

6

სხვა ამბების შემდეგ ამბობს: "იუდეველებმა გამოსვლასთან ერთად ყველანაირი ხსნის იმედი

დაკარგეს, შიმშილობაც გაძლიერდა სახლიდან სახლში, გვარიდან გვარში და მთელ ერს ჭამდა, ოთახები

სავსე იყო დაღუპული ქალებითა და ბავშვებით, ვიწრო ქუჩები კი მოხუცებულთა გვამებით.

მოჩვენებებივით გაბერილი ყმაწვილები მოედნებზე იხოცებოდნენ, იქ ეცემოდნენ, სადაც ვნება

შეეყრებოდათ. დამაშვრალთ არ ძალ-ედვათ ნათესავების დამარხვა და დიდ საგონებელში იყვნენ

ჩავარდნილი მიცვალებულთა სიმრავლისა და თავიანთი შეუცნობელი ხვედრის გამო. მრავალი მათი

ხელით დასამარხ მიცვალებულზე ეცემოდა უსულოდ, მრავალი კი მანამდე მიდიოდა საფლავთან, სანამ

ამის საჭიროება დადგებოდა. ამ უბედურებებზე არ იყო არც ტირილი, არც გოდება, არამედ შიმშილმა

დაძლია გრძნობები, ტანჯვით მომაკვდავნი გამომშრალი თვალებით უყურებდნენ მათ, რომლებმაც

დაასწრეს განსვენება. ქალაქი მოიცვა ღრმა დუმილმა და სიკვდილით დამძიმებულმა ღამემ. ამ

უბედურებებზე უფრო აუტანელი იყვნენ ავაზაკები. საფლავის მძარცველებივით უვარდებოდნენ სახლებში

და მიცვალებულებს ძარცვავდნენ, სნეულს შემოახევდნენ გადასაფარებელს და სიცილით გადიოდნენ.

მახვილის წვერს დაცემულთა სხეულებზე სცდიდნენ და დაცემულთაგან ჯერ კიდევ ცოცხლებს უყრიდნენ

რკინის გამოსაცდელად, ხოლო მათ, რომლებიც ევედრებოდნენ მათი მარჯვენისა და მახვილისაგან

შეწევნას2 ყურადღებას არ აქცევდნენ და შიმშილობის ხელში ტოვებდნენ. თითოეული მომაკვდავი

თვალმოუშორებლად უმზერდა ტაძარს და მეამბოხეებს კი ცოცხალს ტოვებდა. პირველ ხანებში ბრძანებებს

იძლეოდნენ, რომ მოცვალებულები სახალხო ხაზინიდან დაემარხათ, რადგან ვერ იტანდნენ სიმყრალეს.

შემდეგ, რადგან ამან არ გაამართლა, კედლიდან თხრილში ყრიდნენ. როდესაც ტიტუსი უვლიდა ამ

თხრილებს და ნახა გვამებით გავსებული და ხრწნადი სნეულებიდან სქლად მომდინარე სისხლი, დაიგმინა,

ხელები აღმართა და მოწმედ ღმერთს მოუხმო, რომ ეს მისი ხელის საქმე არ ყოფილა"[12].

მცირე ხნის შემდეგ აგრძელებს: "უკან არ დავიხევ იმის სათქმელად, რასაც ჩემი გრძნობები

მიბრძანებს; ვფიქრობ, რომაელებს რომ ამ ცოდვილებზე შეტევა დაეყოვნებიათ, ან მიწა გაირღვეოდა და

შთანთქავდა, ანდა ქალაქს წარღვნა, ან სოდომის მეხთატეხვა მოევლინებოდა; რადგან ამგვარად

ვნებულებზე ბევრად უღმერთო თაობა იყო მოსული. მათი სიშლეგით მთელი ერი დაიღუპა".[13]

მეექვსე წიგნში ასე წერს: "შიმშილისაგან დაღუპულთა უსაზღვრო სიმრავლე ეცემოდა ქალაქში,

ნოლო ვნებები ენითაუწერელი სიმრავლისა ატყდებოდა თავს. თითოეულ სახლში, თუკი სადმე

გამოჩნდებოდა საკვების რაიმე აჩრდილი, იმართებოდა ბრძოლა, და ყველაზე ახლო მოყვასები ერთმანეთს

ხელიდან სტაცებდნენ სიცოცხლის მწირ სარჩოს. მომაკვდავებისაც აღარ სჯეროდათ, რომ არაფერი

გააჩნდათ, არამედ მძარცველები სულმობრძავებსაც ჩხრეკდნენ, - პურის რაიმე ნატეხი ხომ არ ჰქონდა და

თავს იმკვდარუნებდა. სხვები კი შიმშილისაგან პირდაღებულები, როგორც ცოფიანი ძაღლები, მთვრალი

კაცის მსგავსად მობარბაცენი კარებთან ეცემოდნენ და უბადრუკი მდგომარეობის გამო ერთი საათის

განმავლობაში ორჯერ და სამჯერ შეიჭრებოდნენ ერთსა და იმავე სახლში. აუცილებლობა კი ყველაფერს

ადამიანის კბილებისაკენ მიაქანებდა, უბინძურეს პირუტყვთა საკვებს აგროვებდნენ და თავს ძალას

ატანდნენ, რომ შეეჭამათ. ბოლოს კი, აღარ შემორჩათ სარტყელი და ფეხსაცმელი, ფარს ტყავს აძრობდნენ და

ჭამდნენ. საკვებად იყენებდნენ რაიმე ძველი თივის ნაგლეჯებსაც; ზოგი აგროვებდა ნამჯას და მის უმცირეს

წონას ყიდიდა ოთხ ატიკურად.

მაგრამ რა საჭიროა უსულო საგანთა მიმართ შიმშილისგან გამოწვეულ უსირცხვილო საქციელების

ხსენება? მოგითხრობთ ამბავს, რაც არც ელინებთან, არც ბარბაროსებთან სმენილა, სათქმელადაც

შემზარავია, მოსასმენად კი დაუჯერებელი. მოხარული ვიქნებოდი გამომეტოვებია უბედურებების აღწერა,

რათა მომავალში ადამიანებისთვის საშიში ამბების მთხრობელად არ გამოვჩენილიყავი, რომ არ მქონოდა

2 იგულისხმება, მოსაკლავად - მთარგ.

Page 7: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

7

ჩემს თაობაში მათ შესახებ უამრავი მოწმობა; სხვაგვარად კი ჩემი სამშობლოსათვის ცივი მადლობის

გადახდა გამომივიდოდა, თუ დავთმობდი სიტყვის თქმას იმ საქმეებზე, რისგანაც ევნო მას. იორდანეს

გაღმა ცხოვრობდა ქალი, სახელად მარიამი, ელეაზარის ქალიშვილი, სოფელ ბათემორიდან (ეს ნიშნავს

"ისოპის სახლს"),[14] წარმომავლობითაც და სიმდიდრითაც წარჩინებული. იგი დანარჩენ ხალხთან ერთად

იერუსალიმში გაქცეული ალყაში მოექცა. მისი სხვა ქონება, რაც პერეადან გამზადებული გადაიტანა

ქალაქში, ტირანებმა დაიტაცეს, დანარჩენს კი სათუთად შენახულს, თუ რამ საკვებად ჩაითვლებოდა,

ყოველდღე ჯარისკაცები უვარდებოდნენ და ართმევდნენ. ქალი საშინლად იყო აღშფოთებული, ხშირად

ლანძღავდა და წყევლიდა მძარცველებს, ცდილობდა გაეღიზიანებია ისინი. როდესაც არავინ არ მოკლა იგი

არც მრისხანების, და არც სიბრალულის გამო, და სხვებისთვის საკვების ძებნისგანაც დაიღალა, რადგან

უკვე შეუძლებელი იყო სადმე რაიმეს მოძებნა, შიმშილი კი შიგნეულობასა და ტვინში აღწევდა, და

შიმშილზე მეტად კი გულისწყრომა წვავდა, მრჩევლებად მიიღო აუცილებლობა და მრისხანება, ზურგი

აქცია ბუნებას, აიტაცა შვილი (მას ჰყავდა ძუძუთა ჩვილი), და უთხრა: "უმწეო ჩვილო, რისთვის შეგინახო

ომში, შიმშილობასა და ამბოხებაში? რომაელებთან მონობა გველის, თუ სიცოცხლეს შეგვინარჩუნებენ,

მონობას ასწრებს შიმშილობა, ამბოხებულები კი ორმაგად უფრო მძიმე ასატანი არიან. მოდი, გახდი

ჩემთვის საკვები და ამბოხებულთათვის შურისგება, ამ ცხოვრებისათვის კი ამბავი, ერთადერთი რამ, რაც

ჯერ კიდევ აკლია იუდეველთა უბედურებებს". და ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მოკლა ვაჟიშვილი,

შემდეგ შეწვა, ნახევარი შეჭამა, დანარჩენი კი დამალა და შეინახა. მაშინვე გაჩნდნენ იქ ამბოხებულები და

ურჯულო მსხვერპლის სუნი იყნოსეს. დაემუქრნენ, მყისვე მოკლავდნენ, თუ არ აჩვენებდა მომზადებულ

კერძს. მან კი უთხრა, რომ კარგი ნაწილი შეუნახა მათ და ბავშვის ნარჩენებს გადახადა საფარველი. ისინი

მყისვე ძრწოლამ და განცვიფრებამ აიტანა, და ნანახმა გააქვავა. ის კი ეუბნებოდა: "ეს ჩემი ნამდვილი

შვილია და ეს საქმე ჩემი ხელების ნაქმნარია. ჭამეთ, მეც ხომ ვჭამე; ნუ იქნებით ქალზე უფრო ნაზი, ნურც

დედაზე უფრო ლმობიერი. თუ თქვენ ღვთისმოსავები ხართ და ჩემს მსხვერპლს ზურგს აქცევთ, მე თქვენი

წილი ვჭამე, და დანარჩენიც მე დამრჩება". ამის მოსმენისას თავზარდაცემულები გავიდნენ მხოლოდ ამ

ერთი საქციელისგან დაჯაბნილნი და ეს საჭმელიც ძლივს დაუთმეს დედას. მყისვე შეიძრა მთელი ქალაქი

ამ სამარცხვინო ამბისაგან. თითოეულს თვალწინ ედგა ეს უბედურება და შეძრწუნებული იყო ისე, თითქოს

მასთან ხდებოდა ეს დანაშაული. მოშიმშილეები სიკვდილს ესწრაფოდნენ და ნეტარად იყო შერაცხული,

ვინც მოასწრო სიკვდილი, ვიდრე ესოდენ დიდ ბოროტებას მოისმენდა და იხილავდა"[15].

VII

ასეთი იყო ღვთის ქრისტეს მიმართ იუდეველების მიერ ჩადენილი ურჯულოებებისა და უღმერთო-

ბის საზღაური. მოხსენიების ღირსია აგრეთვე მათთვის ჩვენი მაცხოვრის უტყუარი წინასწარმეტყველება,

რომლითაც ეს ყველაფერი გააცხადა: "ვაი, მათ, რომლებიც მიდგომილი არიან და აწოვებენ ამ დღეებში;

ილოცეთ, რათა არ მოხდეს თქვენი გაქცევა ზამთარში ან შაბათს. რადგან მაშინ იქნება დიდი მწუხარება, რაც

არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან ამ დრომდე, არც იქნება" (მათ. 24, 19-21). ისტორიკოსი ანგარიშობს

ყველა შიმშილობითა და მახვილით დაღუპულთა რაოდენობას და ამბობს, რომ განადგურდა მილიონ ასი

ათასი[16]; დანარჩენი ამბოხებულები და ავაზაკები ქალაქის აღების შემდეგ ერთმანეთს ასმენდნენ და მოკ-

ლულ იქნენ. ახალგაზრდათაგან ისინი, რომლებიც სიმაღლითა და ტანადობით გამოირჩეოდნენ შენახულ

იქნენ ტრიუმფისათვის, ხოლო დანარჩენთა სიმრავლე ჩვიდმეტი წლის ზემოთ ასაკისანი ეგვიპტეში სამუ-

შაოდ ბორკილდადებული გაიგზავნა, უმრავლესობა პროვინციებში გაანაწილეს თეატრებში მახვილისა და

მხეცებისაგან დასაღუპად; ჩვიდმეტი წლის ქვემოთ კი ტყვედ წაასხეს და გაყიდეს[17], მარტო მამაკაცების

რიცხვი 90000-მდე ავიდა.

Page 8: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

8

ეს მოვლენები ამგვარად წარიმართა ვესპასიანეს ზეობის მეორე წელს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის

იესო ქრისტეს წინასწარმეტყველებების თანახმად, როდესაც ღვთის ძალით მათ, როგორც უკვე მომხდარს,

წინასწარ ხედავდა, ამ ამბებზე ტიროდა და მოთქვამდა წმინდა მახარებელთა წერილის მიხედვით; რომლე-

ბიც იერუსალიმზე მის მიერ ნათქვამ სიტყვებს გადმოსცემენ; ერთხელ იგი თითქოს მიმართავს თვით იერუ-

სალიმს: "ნეტავ შენ მაინც გცოდნოდა ამ დღეს, რაც შენთვის სამშვიდობოა; მაგრამ ახლა დაფარულია შენს

თვალთაგან. რადგან დაგიდგება დღეები და შემოგავლებენ შენი მტრები მესერს, და შემოგერტყმებიან შენ

და შეგავიწროვებენ ყველა მხრიდან, მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს" (ლუკ. 19, 42-44. სახარე-

ბა განსხვავებულად არის ციტირებული - მთარგ.), სხვა დროს კი თითქოს ხალხის შესახებ ამბობს: "რადგან

იქნება დიდი გაჭირვება დედამიწაზე, და რისხვა ამ ერზე; და დაეცემიან მახვილის პირით და ტყვედ წაასხა-

მენ ყველა წარმართთან; და იერუსალიმი გახდება წარმართების მიერ გათელილი, ვიდრე აღივსება წარმარ-

თთა ჟამი" (ლუკ. 21, 23-24) და კვლავ: "როდესაც იხილავთ ჯარებით გარშემორტყმულ იერუსალიმს. მაშინ

იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება" (ლუკ. 21, 20). თუკი ვინმე შეადარებს ჩვენი მაცხოვრის სიტყვებს

მწერლის დანარჩენ თხრობას მთელი ომის შესახებ, როგორ არ გაუკვირდება, და აღიარებს ჩვენი მაცხოვრის

ჭეშმარიტად საღვთო და ზებუნებრივად საოცარ წინასწარმცოდნეობასთან ერთად მის წინასწარმეტყველე-

ბასაც?

ალბათ, საჭირო არ არის, დავამატოთ იმ ამბების თხრობას, რაც შეემთხვა მთელ ერს მაცხოვრის ვნე-

ბისა და იმ სიტყვების შემდეგ, რომლებითაც იუდეველთა სიმრავლე ავაზაკისა და მკვლელის სიკვდილისა-

გან გამოხსნას ითხოვდა, ხოლო სიცოცხლისათვის დასაბამის დამდებისათვის ევედრებოდნენ, რომ აღებუ-

ლი ყოფილიყო მათგან. მაგრამ სამართლიანი იქნება იმის დამატება, რაც, ალბათ, ყოვლადკეთილი წინაგან-

გების კაცთმოყვარეობის თვალსაჩინო გამოხატულებაა, ის, რომ ქრისტეს წინააღმდეგ დანაშაულის შემდეგ

მათი დაღუპვა მთელი ორმოცი წლით გადაიდო, რომლის განმავლობაში მოციქულთა და მოწაფეთა უმრავ-

ლესობა, და თვით იაკობიც, პირველი ეპისკოპოსი, უფლის ძმად წოდებული, ჯერ კიდევ ცოცხალი რჩე-

ბოდნენ და თვით ქალაქ იერუსალიმში ატარებდნენ ცხოვრებას, როგორც უმტკიცეს დაცვას დაკავებული

ჰქონდათ ეს ადგილი, როდესაც საღვთო ზედამხედველობა მაშინ ჯერ კიდევ იჩენდა სულგრძელობას; რათა

თუ ოდესმე შეძლებდნენ, შეენანათ რაც გააკეთეს, და შენდობა და ცხონება მიეღოთ. ასეთ სულგრძელებას-

თან ერთად ღვთისგან სასწაულებრივად მიანიშნებდა მათ, რაც მოელოდათ, თუ არ მოინანიებდნენ; რა მოვ-

ლენებიც მოხსენიების ღირსი გახადა ზემოხსენებულმა ისტორიკოსმა, და არაფერი იქნება ამაზე უკეთესი,

თუ არა მათი გადმოცემა ამ ნაშრომის მკითხველისთვის.

VIII აიღე და წაიკითხე "იუდაური ომის" მეექვსე წიგნში, რა არის გაცხადებული შემდეგი სიტყვებით:

"სწორედ იმ დროს მატყუარა და ცრუ წინასწარმეტყველები საბრალო ხალხს აცთუნებდნენ, ხოლო მომავა-

ლი გაპარტახების მომასწავებელ მოვლენებსა და ნიშნებს არც ყურადღებას აქცევდნენ, არც ერწმუნებოდნენ,

არამედ როგორც მეხდაცემულები, არც თვალების და არც სულის მქონენი ღვთის უწყებებს ყურს არ ათხო-

ვებდნენ. ერთხელ ქალაქის თავზე იდგა მახვილის მსგავსი ვარსკვლავი და კომეტა, რაც მოჩანდა ერთი

წლის განმავლობაში. ერთხელ კი ამბოხებისა და საომრად აღჭურვის წინ, უფუართა დღესასწაულის დროს,

როდესაც ხალხი იყო შეკრებილი, ქსანთიკოსის[18] თვის რვა რიცხვში, ღამის ცხრა საათზე, ისეთმა სინათ-

ლემ გააბრწყინა საკურთხეველი და ტაძარი, გეგონებოდა, მზიანი დღე იყო და ეს გრძელდებოდა ნახევარი

საათის განმავლობაში; რაც გამოუცდელებს ეგონათ, რომ კარგის მომასწავებელი იყო, მწიგნობრებმა მაშინვე

განმარტეს მომავალი ამბების წინ. იმავე დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვისათვის მღვდელმთავრის მიერ

მოყვანილმა ძროხამ შვა კრავი შუა ტაძარში; ხოლო შიდა სათავსოს აღმოსავლეთის კარიბჭე, რომელიც იყო

Page 9: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

9

სპილენძის, ძალიან მტკიცე, და საღამო ხანს ძლივს ხურავდა ოცი კაცი და ჩარაზული იყო რკინით ნაჭედი

ურდულებით, რომლებიც ძალიან ღრმად ჰქონდა გაყრილი, ღამის ექვს საათზე აღმოჩნდა თავისით გაღე-

ბული. დღესასწაულიდან რამდენიმე დღის შემდეგ არტემისიას[19] თვის ოცდაერთში, რაღაც დემონის

მოჩვენება იხილეს დაუჯერებლად დიდი ზომის. ზღაპრად მიიჩნევდით ნათქვამს, თვითმხილველებს რომ

არ მოეთხროთ და მას მოყვა უბედურება, რაც ამ ნიშნებს შეესაბამებოდა. რადგან მზის ჩასვლის წინ ჰაერში

დაინახეს, რომ მთელ ქვეყანაზე ეტლები და შეიარაღებული ფალანგები მოიჩქაროდნენ ღრუბლებიდან და

ქალაქს გარს ერტყმოდნენ. დღესასწაულზე, რომელსაც ეწოდება ორმოცდამეათე, ღამით მღვდლები, რო-

გორც სჩვეოდათ, ღვთისმსახურების შესასრულებლად ტაძრისაკენ გაეშურნენ. ამბობენ, რომ ჯერ გაიგონეს

რაღაც მოძრაობა და ხმაური, შემდეგ კი ერთბაშად ხმები: `"წავიდეთ აქედან". მაგრამ ამაზე უფრო საშინე-

ლიც მოხდა: ოთხი წლით ადრე, იმ დროს, როცა ქალაქი განსაკუთრებით დამშვიდებული და აყვავებული

იყო, ერთი კაცი მოვიდა დღესასწაულზე, როდესაც ჩვეულების მიხედვით ღვთის კარვები უნდა გაეკეთები-

ათ. მოულოდნელად მან ტაძრის წინ მორთო ყვირილი: "ხმა აღმოსავლეთიდან, ხმა დასავლეთიდან, ხმა

ოთხივე ქარიდან, ხმა იერუსალიმზე და ტაძარზე, ხმა სიძეებზე და სძლებზე, ხმა მთელ ერზე". ასე მხმო-

ბელმა მთელი დღე-ღამის განმავლობაში შემოიარა ყველა ქუჩაბანდი. ხალხიდან ზოგიერთმა გამოჩენილმა

პირმა ამ ავისმომასწავებელი სიტყვებით შეწუხებულმა შეიპყრო ეს კაცი და დიდი ხნის განმავლობაში გვე-

მით ტანჯა; მან კი არც საკუთარ თავზე თქვა რაიმე, არც პირისპირ უთხრა იქ დამსწრეთ, არამედ რასაც პირ-

ველად გაჰყვიროდა, იმის ძახილი გააგრძელა და წავიდა. მთავრებმა კი ჩათვალეს, რომ ამ კაცის აღძრვა დე-

მონური იყო, რაც ნამდვილად ასე იყო; იგი მიიყვანეს რომაელთა პროკურატორთან3. იქ მათრახით სცემეს

თითქმის ძვლების გამოჩენამდე; ის კი არც ევედრებოდა, არც ტიროდა, არამედ, რაც ძალა ჰქონდა, განსა-

კუთრებით შემზარავად მოექცია ხმა და ყოველ დარტყმაზე პასუხობდა: "ვაი, ვაი, იერუსალიმს"[20].

იგივე მწერალი სხვა ამაზე უფრო საოცარ ამბავს მოგვითხრობს: წმინდა წერილში აღმოჩენილი წი-

ნასწარმეტყველება ამბობდა, რომ ამ დროს მათი ქვეყნიდან ვიღაცა მართავდა მსოფლიოს, რაც მისი აზრით

აღსრულდა ვესპასიანეს[21] დროს; მაგრამ იგი მართავდა არა მთელ დედამიწას, არამედ მხოლოდ რომაელ-

თა ბატონობის ქვეშ მყოფთ; უფრო სამართლიანი იქნება მისი მოხმობა ქრისტესთან დაკავშირებით, რომ-

ლის მიმართ მამის მიერ ითქვა: "ითხოვე ჩემგან და მოგცემ შენ წარმართებს შენს სამკვიდრებლად, და დე-

დამიწის კიდეებს შენს დასაუფლებლად" (ფს. 2, 8), სწორედ ამ ჟამს წმინდა მოციქულების "ხმა მთელ დე-

დამიწაზე გაისმა; და მსოფლიოს კიდეებამდე - მათი სიტყვები" (ფს. 18, 5).

IX ყველა ამ ამბავზე დამატებით ისტორიისათვის ესოდენი წყაროების შემომკრებლის, თვითონ იოსე-

ბის სადაურობა და წარმომავლობა უგულებელყოფას არ იმსახურებს. ესეც კვლავ თვითონ მას გამოაქვს სა-

აშკარაოზე, როდესაც ამბობს: "იოსები იერუსლიმელი მღვდლის მატთიას ძე, პირველად რომაელებს ეომე-

ბოდა და უკანასკნელ მოვლენებშიც იძულებული გახდა, მიეღო მონაწილეობა"[22]. მაგრამ განსაკუთრებით

სახელგანთქმული კაცი იგი არა მხოლოდ მისი თანამედროვე თანამემამულე იუდეველებთან გახდა, არა-

მედ რომაელებთანაც, ისე რომ რომაელთა ქალაქში ქანდაკების აღმართვით პატივის მიგებისა და მისი ნაღ-

ვაწი თხზულებების ბიბლიოთეკაში შენახვის ღირსი გახადეს. მან მთელი იუდაური წარმომავლობა სრულ

ოც ტომში მოათავსა, მისი დროის რომაელთა ომის ისტორია კი - შვიდ ტომში, რაც არამხოლოდ ელინთა

ენაზე, არამედ მშობლიურ ენაზეც გადმოსცა, - ამას თავის თავზე თვითონ მოწმობს და ღირსია, ვირწმუნოთ

სხვა მიზეზთა გამო (ჩვეულებრივ უწოდებენ "ომებს" ან "იუდაურ ომებს"). მის ნაშრომთაგან გავრცელებუ-

3 ნუსთან, 61-64 წწ. მმართველი - მთარგ.

Page 10: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

10

ლია სხვა ორი, რომლებიც აღნიშვნის ღირსია: "იუდეველთა უძველესობის შესახებ"4, რომლებშიც ეკამათება

აპიონ გრამატიკოსს, ვინც იუდეველთა წინააღმდეგ შეადგინა თხზულება; ნაშრომი დაწერა ასევე სხვების

წინააღმდეგ, რომლებიც მსგავსადვე ცდილობდნენ ცილი დაეწამათ იუდეველთა წინაპრების წეს-ჩვეულე-

ბებისათვის. მათგან პირველში გვამცნობს წმინდა წერილის აღთქმათაგან ძველად წოდებულის წიგნთა რა-

ოდენობას. ეს რომ ებრაელებთან არ არის საეჭვო, როგორც ალბათ ძველი გადმოცემიდან მომავალი, გვას-

წავლის შემდეგი სიტყვების მეშვეობით.

X "ჩვენთან არ არის ათასობით შეუთანხმებელი და საეჭვო წიგნი, არამედ არის მხოლოდ ოცდაორი

წიგნი, მთელი ჟამის აღწერილობის შემცველი და სამართლიანად საღვთოდ შერაცხული. მათგან ხუთი არის

მოსეს, რაც შეიცავს რჯულსა და ადამიანთა თაობების გადმოცემას მის აღსასრულამდე; ეს ჟამი მოიცავს

თითქმის სამი ათას წელს; მოსეს აღსასრულიდან სპარსთა მეფის ქსერქსეს შემდეგ [გამეფებულ] არტაქსერ-

ქსემდე[23] [პერიოდში] მოსეს შემდეგ მოსულმა წინასწარმეტყველებმა მათ დროს მომხდარი ამბები ცამეტ

წიგნად აღწერეს; დანარჩენი ოთხი კი ღვთისადმი მიძღვნილ ჰიმნებსა და ადამიანებისათვის მოცემულ

ცხოვრებისეულ რჩევებს შეიცავს. არტაქსერქსედან ჩვენს დრომდე თითოეული მოვლენა აღიწერა, მაგრამ

მათ წინ [დაწერილთა] მსგავსად სარწმუნო არ არის იგი, რადგან არ ყოფილა წინასწარმეტყველთა ზედმი-

წევნითი მონაცვლეობა. მაგრამ საქმით ცხადი არის, თუ როგორ მივიღეთ ჩვენ საკუთარი წერილები; რადგან

როდესაც უკვე ამდენმა საუკუნემ ჩაიარა, ვერავინ გაბედა ვერც მიმატება, ვერც მოკლება მათგან, ვერც შეც-

ვლა, ყველა იუდეველს პირველი თაობიდანვე შესისხლხორცებული აქვს, რომ ისინი ღვთის ბრძანებებად

მიიჩნიონ და იპყრან, და თუ საჭირო გახდა, მათ გამო ხალისით მოკვდნენ~. და ამ მწერლის ეს ამონარიდი

ასე ჯეროვნად დავურთეთ[24].

ამ კაცმა სხვა ღირსეულ ნაშრომზეც იღვაწა, - "თვითმპყრობელი აზრის შესახებ", რასაც ზოგიერთები

"მაკაბელებით" ასათაურებენ, რადგან შეიცავს ღვთისადმი კეთილმსახურების გამო გაკადნიერებულ ებრა-

ელთა ბრძოლებს, რომლებიც მოიხსენიებიან `"კაბელებად" წოდებულ წიგნებში. "სიძველეების" მეოცე წიგ-

ნის ბოლოს იგი აღნიშნავს, რომ განზრახული ჰქონდა ოთხ წიგნად აღეწერა ღვთისა და მისი არსის შესახებ

იუდეველთა წინაპრების შეხედულებები და რჯული, თუ რატომ უნდა ვაკეთებდეთ რაიმეს მათი დადგენი-

ლი წესების მიხედვით და რა იკრძალება. მის სხვა ნაშრომებსაც თვითონ მოიხსენიებს საკუთარ თხზულე-

ბებში. ამას გარდა კარგი იქნება მისგან ჩვენს მიერ გამოყენებულ მოწმობათა სანდოობისათვის იმ სიტყვების

გადმოცემა, რასაც თავისი "სიძველეების" ბოლოში დასძენს. იგი კიცხავს სიყალბის შემცველ თხზულებებს

იუსტუს ტიბერიელისას[25], რომელმაც მის მსგავსადვე სცადა იმავე პერიოდთან დაკავშირებით დაეწერა

ისტორია, და ამ კაცს მრავალ სხვა ბრალდებას უყენებს; და დასძენს: "მე შენს მსგავსად არ შემშინებია საკუ-

თარი ნაწერის, არამედ თვით იმპერატორებს გადავეცი წიგნები, თითქმის მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მათ

თვალწინ ვითარდებოდა მოვლენები. რადგან მე თვითონ ვიცოდი, რომ დაცული მქონდა ჭეშმარიტების

გადმოცემა, რომლისთვისაც მოწმობის მოპოვების მოლოდინი არ გამცრუებია. სხვა მრავალთაც გადავეცი

ისტორია, რომელთაგან ზოგი მონაწილეობდა ომში, როგორც მეფე აგრიპა და მისი ზოგიერთი ნათესავი.

რადგან იმპერატორ ტიტუსს ისე ესათნოვა მომხდარი მოვლენების შესახებ ცოდნის ხალხისათვის გადაცემა

მხოლოდ ამ წიგნებიდან, რომ თავისი ხელით დაწერა წიგნების გამოქვეყნების ბრძანება, მეფე აგრიპამ კი სა-

მოცდაორი წერილი დაწერა და დაამოწმა, რომ [მათში] ჭეშმარიტება იყო გადმოცემული"[26]. ამ ეპისტოლე-

თაგან ორს კიდევაც გადმოცემს. მაგრამ იოსებთან დაკავშირებით ეს ვიკმაროთ.

4 ჩვეულებრივ ეწოდება "აპიონეს წინააღმდეგ" - მთარგ.

Page 11: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

11

XI გადავიდეთ შემდეგზე. იაკობის წამებისა და დაუყოვნებლივ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ გად-

მოცემა მოგვითხრობს ყველა მხრიდან ჯერ კიდევ ცოცხალი მოციქულებისა და უფლის მოწაფეების უფლის

ხორციელ ნათესავებთან ერთად (რადგან მათი უმრავლესობა მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო) შეკრებაზე.

ყველამ ერთად გამართა ბჭობა, თუ ვინ უნდა დაედგინათ იაკობის მონაცვლეობის ღირსად, და ყველამ ერ-

თსულოვნად გადაწყვიტა, რომ იქაური დიოცეზის საყდრის ღირსი იყო სვიმონ კლეოპასი, ვისაც ახსენებს

სახარების წერილი[27], რომელიც, როგორც ამბობენ, იყო მაცხოვრის ბიძაშვილი; რადგან ჰეგესიპე ამბობს,

რომ კლეოპა იყო იოსების ძმა.

XII ამასთან ერთად ვესპასიანემ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ ბრძანება გასცა მოეძებნათ დავითის

ყველა ჩამომავალი, რომ არ დარჩენილიყო იუდეველებთან ვინმე სამეფო ტომიდან, და ამ მიზეზით კვლავ

მოაწყო იუდეველებზე უდიდესი დევნულება.

XIII ვესპასიანეს ათწლიანი მეფობის შემდეგ თვითმპყრობელობა მის ვაჟზე ტიტუსზე[28] გადავიდა; მი-

სი მეფობის მეორე წელს რომაელთა ეკლესიის ეპისკოპოსმა ლინუსმა თორმეტწლიანი მსახურების შემდეგ

იგი გადასცა ანენკლეტუსს[29].

ტიტუსი კი მისმა ძმამ დომიციანემ შეცვალა, რომელმაც ორი წელი და ამდენივე თვე იმეფა [30].

XIV დომიციანეს მეოთხე წელს ალექსანდრიის დიოცეზში რიგით პირველი ეპისკოპოსი ანიანუსი ოცდა-

ორი წლის განმავლობაში მსახურების დასრულების შემდეგ აღესრულა; ის კი შეცვალა მეორემ, აბილიუს-

მა[31].

XV იმავე იმპერატორის მეთორმეტე წელს რომაელთა ეკლესიაში, ოცწლიანი ეპისკოპოსობის შემდეგ

ანენკლეტუსიშეცვალა კლიმენტიმ, რომელიც, როგორც ფილიპელებთან ეპისტოლის მიმწერი მოციქული

გვამცნობს, გახდა მისი თანაშემწე, როდესაც ამბობს: "კლიმენტისთან და სხვა ჩემს თანაშემწეებთან ერთად,

რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია" (ფილ. 4, 3).

XVI გავრცელებულია მისი ერთი აღიარებული ეპისტოლე, დიდი და საკვირველი, რომელიც რომის ეკ-

ლესიის სახელით მიწერა კორინთელთა ეკლესიას, როდესაც კორინთოში ატყდა შფოთი. ვიცით, რომ ამ

Page 12: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

12

ეპისტოლეს კითხულობდნენ მრავალ ეკლესიაში; იგი საჯაროდ იყო წარმოჩენილი ძველადაც და თვით

ჩვენს დროშიც[32]. ამის სანდო მოწმე არის ჰეგესიპე, რომ მის დროს კორინთოს საქმეები შფოთისგან აირია.

XVII მრავალთა მიმართ მრავალი სისასტიკით წარმოჩენილმა დომიციანემ რომის კეთილშობილ და სა-

ხელგანთქმულ კაცთაგან არცთუ მცირე სიმრავლე არაკეთილგონივრულად გამოტანილი განაჩენით მოკლა

და ათასობით სხვა ცნობილი ადამიანი უმიზეზოდ დასაჯა გადასახლებითა და ქონების ჩამორთმევით. ბო-

ლოს, ნერონის ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებისა და ღვთისმბრძოლობის მონაცვლედ გამოავლინა თავი-

სი თავი. ჩვენს წინააღმდეგ აღძრა მეორე დევნულება, მაშინ როცა მის მამას ვესპასიანეს ჩვენს წინააღმდეგ

უჯერო არაფერი განუზრახავს.

XVIII გადმოცემით ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალ მოციქულსა და მახარებელს, იოანეს ღვთის სიტყვისათ-

ვის მოწმობის გამო მისჯილი ჰქონდა კუნძულ პატმოსზე გადასახლება. როდესაც ირინეოსი იოანეს "გამოც-

ხადებად" წოდებულ წიგნში მოყვანილი ანტიქრისტეს სახელის რიცხვის შესახებ წერს, "მწვალებლობების

წინააღმდეგ" ნაშრომის მეხუთე წიგნში იოანეს შესახებ ამბობს შემდეგ სიტყვებს: "თუ საჭიროა ახლანდელ

დროს მისი სახელის აშკარად ქადაგება, ეს ალბათ მან უნდა თქვას, ვინც იხილა გამოცხადება. რადგან დიდ

ხნის წინ არ უხილავს, არამედ თითქმის ჩვენს თაობაში, დომიციანეს მმართველობის დასასრულს[33].

აღწერილ ჟამს იმდენად გაბრწყინდა ჩვენი რწმენის მოძღვრება, რომ ჩვენი სარწმუნოებისგან შორს

მდგომი მწერლებსაც არ უყოყმანიათ, როცა მათი ისტორიებით გადმოსცეს დევნულება და მის დროს აღ-

სრულებული მოწამეობანი. მათ ჟამიც კი ზედმიწევნით აღნიშნეს, როდესაც მოგვითხრობენ, რომ დომიცია-

ნეს მეთხუთმეტე წელს სხვა მრავალთან ერთად ფლავიანე დომიცილაც[34], რომელიც იყო ფლავიუს კლი-

მენტის დისშვილი, იმ დროს რომის ერთ-ერთი კონსული, ქრისტესთვის მოწმობის გამო დასჯილი გაიგზავ-

ნა პონტიის კუნძულზე.

XIX როდესაც ამავე დომიციანემ დავითის შთამომავალთა დახოცვა ბრძანა, ძველი ჩანაწერი გადმოგ-

ვცემს, რომ ზოგიერთი მწვალებელი ბრალს დებდა იუდას შვილიშვილებს (ეს იუდა იყო მაცხოვრის ხორცი-

ელი ძმა), როგორც დავითის გვარის შთამომავლებს და თვით ქრისტეს ნათესაობის მატარებლებს. ამას სიტ-

ყვასიტყვით ასე გადმოცემს ჰეგისიპე:

XX "უფლის გვარიდან ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ შვილიშვილები იუდასი, რომელზეც ამბობდნენ,

რომ მისი ხორციელი ძმა იყო; ისინი დაასმინეს როგორც დავითის გვარის ჩამომავალნი. ისინი [მოხელე]

ევოკატუსმა[35] მიიყვანა კეისარ დომიციანესთან, რადგან მასაც ჰეროდესავით ეშინოდა ქრისტეს მოსვლის.

მან ჰკითხა მათ, იყვნენ თუ არა დავითის შთამომავალნი, და მათაც აღიარეს. მაშინ ჰკითხა მათ რა ქონებას

და რა რაოდენობის ფულს ფლობდნენ. მათ მიუგეს, რომ მათ ორივეს ერთად ჰქონდათ მხოლოდ ცხრაათასი

დინარი, თითოეულ მათგანს შესაბამისად - [თანხის] ნახევარი, და ესეც, ამბობდნენ, რომ ჰქონდათ არა

ვერცხლით, არამედ მხოლოდ ოცდაცხრამეტი პლეთრა[36] მიწის ღირებულებით, საიდანაც გადასახადს იხ-

Page 13: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

13

დიდნენ და თვითონ თავიანთი შრომით ირჩენდნენ თავს". უჩვენეს მათი ხელები, თავიანთი ხელით შრო-

მის მტკიცებულებად ჰქონდათ სხეულის სიუხეშე და მუდმივი გარჯისაგან ხელებზე ამოსული კოჟრები.

როდესაც ჰკითხეს ქრისტესა და მისი სამეფოს შესახებ, თუ როგორი იქნება ის და სად და როდის გამოჩნდე-

ბა, განუმარტეს, რომ ის გამოჩნდება არა როგორც ამქვეყნიური, ან მიწიერი, არამედ ზეციური და ანგელო-

ზური, დასასრული კი საუკუნო ექნება, როდესაც იგი დიდებით მოვა, განსჯის ცოცხლებსა და მკვდრებს,

და თითოეულს სათანადოდ მიაგებს. ამაზე დომიციანემ საერთოდ არ დასდო მათ ბრალი, არამედ უბრალო

ადამიანებად მიიჩნია, გაანთავისუფლა და გაუშვა ისინი, ხოლო ეკლესიის წინააღმდეგ დევნულება ბრძანე-

ბის გამოცემით შეაჩერა. ისინი კი განთავისუფლებულები ეკლესიების წინამძღვრები გახდნენ, როგორც უფ-

ლის მოწამეებიც და იმავდროულად მისი გვარის ჩამომავლებიც, და მშვიდობით მცხოვრებნი ტრაიანემდე

ცოცხალი იყვნენ. ამას მოგვითხრობს ჰეგესიპე. არამხოლოდ იგი, არამედ ტერტულიანეც იმავეს მოგვით-

ხრობს დომიციანეზე: "ოდესღაც დომიციანემაც სცადა იმავეს გაკეთება, რადგან სისასტიკით იგი ნერონის

მემკვიდრე იყო. მაგრამ, ვფიქრობ, თითქოს მოეპოვებოდა კეთილგონიერების რაღაც ნაწილი, სწრაფად დაც-

ხრა და უკან გამოიხმო ისინი, რომლებიც განდევნა"[37].

დომიციანეს თხუთმეტწლიანი მპყრობელობის შემდეგ მმართველობა გადაეცა ნერვას[38]. რომაელ-

თა სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დომიციანესთვის ჩამოერთმია პატივი, და ქონების დაბრუნებას-

თან ერთად შინ დაებრუნებიათ უსამართლოდ განდევნილები; ამ ჟამის აღმწერებმა ეს ამბები წერილობით

გადმოსცეს. ჩვენი ძველების5 თხრობა გადმოსცემს, რომ მაშინ დაბრუნდა მოციქული იოანეც კუნძულზე გა-

დასახლებიდან ეფესოში საცხოვრებლად.

XXI წელიწადზე ცოტა უფრო ხანგრძლივი მეფობის შემდეგ ნერვა შეცვალა ტრაიანემ[39], რომლის პირ-

ველ წელს ალექსანდრიის დიოცეზში ცამეტწლიანი წინამძღვრობის შემდეგ აბილიუსი შეცვალა კერდონ-

მა[40]. იგი აქ რიგით პირველი ანიანუსის შემდეგ მესამე წინამდგომელი იყო. ამ დროს რომაელებს ჯერ ისევ

კლიმენტი წინამძღვრობდა, მას პავლესა და პეტრეს შემდეგ ეპისკოპოსთა სიის მესამე საფეხური ეკავა; ლი-

ნუსი იყო პირველი, მის შემდეგ კი - ანენკლეტუსი.

XXII

ანტიოქიაში რიგით პირველი ევოდიუსის შემდეგ ზემოაღნიშნულ დროს რიგით მეორედ ცნობილი

იყო ეგნატე[41]. მსგავსადვე ამავე დროს ჩვენი მაცხოვრის ძმის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიაში სვიმონს

ეპყრა მსახურება.

XXIII ამ დროს თვით ის, ვინც უყვარდა იესოს, მოციქული და მახარებელი იოანე ჯერ კიდევ ცხოვრობდა

ასიაში და მართავდა ადგილობრივ ეკლესიებს, რადგან დომიციანეს აღსრულების შემდეგ კუნძულზე გადა-

სახლებიდან შინ დაბრუნდა. ის, რომ ამ დროისათვის იგი ცოცხალი იყო, სარწმუნო არის ორი მოწმისაგან,

სარწმუნო კი იქნებიან ესენი, რადგან წარმოადგენენ ეკლესიის მართლმადიდებლობას: ისეთი პიროვნებები

როგორებიც არიან ირინეოსი და კლიმენტი ალექსანდრიელი. მათგან პირველი "მწვალებლობების წინააღ-

მდეგ" [ნაშრომის] მეორე წიგნში სიტყვა-სიტყვით ასე წერს: "ასიაში იოანესთან, უფლის მოწაფესთან შეკრე-

5 ძველი ქრისტიანების - მთარ

Page 14: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

14

ბილი ყველა პრესვიტერი დაამოწმებს გადმოცემას, რომ იოანე მათთან დარჩა ტრაიანეს გამეფების ჟამამ-

დე"[42]. ამავე ნაშრომის მესამე წიგნში ამას შემდეგი სიტყვებით ცხადყოფს: "ხოლო ეფესოში მყოფი ეკლე-

სია, პავლეს მიერ საძირკველჩაყრილი, ჭეშმარიტი მოწმეა მოციქულთა გადმოცემის, რომ იოანე მათთა

დარჩა ტრაიანეს დრომდე"[43].

კლიმენტიც ამავე დროს აღნიშნავს, და მის თხზულებას სათაურით "ვინ არის ხსნილი მდიდარი" და-

ურთავს ყველაზე მნიშვნელოვან თხრობას მათთვის, ვისაც უყვარს მშვენიერისა და სასარგებლოს მოსმენა.

ისმინე ამბავი, არა ამბავი, არამედ ნამდვილი სიტყვა იოანე მოციქულის შესახებ გადმოცემული და ხსოვ-

ნით შემონახული. ტირანის აღსრულების შემდეგ იგი კუნძულ პატმოსიდან ეფესოში გადმოვიდა. როცა კი

მოუხმობდნენ, დადიოდა წარმართების მახლობელ მხარეებში, ზოგან ეპისკოპოსებს დაადგინებდა, ზოგან

კი მთელ ეკლესიები მოყავდა თანხმობაში, ხოლო ზოგ ადგილას სულიწმინდის მიერ მინიშნებულთაგან

ერთ ვინმეს სასულიერო პირად გამოარჩევდა. ერთხელ მივიდა ერთ მცირე ქალაქში (ზოგიერთი მათგანის

სახელსაც ასახელებს), და საძმო დაასვენა; შემდეგ როდესაც უცქერდა ყველას წინაშე დადგინებულ ეპისკო-

პოსს, დაინახა ჭაბუკი ძლიერი აღნაგობის მქონე, სასიამოვნო გარეგნობისა და თბილი გულის, და თქვა:

"ამას შენ გაბარებ მთელი გულმოდგინებით ეკლესიისა და ქრისტეს, როგორც მოწმის, წინაშე". როდესაც მან

ჩაიბარა და ყველაფერს შეპირდა, კვლავ ეს გაუმეორა და გააფრთხილა. შემდეგ ავიდა ეფესოში, პრესვიტერ-

მა6 კი მისთვის ჩაბარებული ჭაბუკი შინ წაიყვანა, გაზარდა, შეინახა, იზრუნა მასზე და ბოლოს მონათლა.

ამის შემდეგ დაისვენა თავისი დიდი მზრუნველობისა და დამცველობისაგან, რადგან მას როგორც სრულ-

ყოფილი დაცვა უფლის ბეჭედი დაუდგინა. ვიდრე იგი მომწიფდებოდა მიშვებულ იქნა, და ჭაბუკი

გარყვნეს ვიღაც უსაქმურმა და უზნეო ახალგაზრდებმა. ბოროტ საქმეებს დაჩვეულები ჯერ მდიდრული ნა-

დიმებით მიუძღოდნენ, შემდეგ ღამე სადღაც საძარცვად გასულებმა თან გაიყოლიეს, შემდეგ კი უფრო დიდ

საქმეზე წაიყვანეს; რასაც მცირე ხანში დაეჩვია. დიდი ძალის მქონე ბუნების მეშვეობით როგორც შეუპოვა-

რი და ძლიერი ცხენი გადის სწორ გზაზე და ლაგამს ღეჭავს, ისე გაექანა უფსკრულის სიღრმისაკენ. ბოლოს

კი, ღვთისგან ცხონების სასო წარეკვეთა, მეტად აღარ ფიქრობდა მცირეზე, არამედ დიდ საქმეებს ჰკიდებდა

ხელს, შემდეგ კი სრულიად დაიღუპა და სხვების სწორი უბედურება გაიზიარა. ახლა მან მიიღო ისინი და

შეადგინა ავაზაკთა რაზმი, თვითონ კი ავაზაკთა ნამდვილი მეთაური გახდა, ყველაზე უფრო მეტად მოძა-

ლადე, მკვლელი და სასტიკი. ამ დროს რაღაც აუცილებელმა შემთხვევამ მოუხმო იოანეს. როდესაც დაას-

რულა სხვა საქმეები, რომელთა გამო იყო ჩამოსული, მან თქვა: "ახლა მოდი, ეპისკოპოსო, დამიბრუნე გი-

რაო, რაც მე და ქრისტემ ჩაგაბარეთ ეკლესიაში, რომელსაც თავმჯდომარეობ, როგორც მოწმე". იგი პირვე-

ლად შეცბა, ფიქრობდა, რომ ცილს სწამებდა ფულზე, რაც არ მიუღია. არც იმის დაჯერება შეეძლო, რომ ის

ჰქონდა, რაც არ გააჩნდა, და არც იოანეში ეპარებოდა ეჭვი. როცა უთხრა: "ვითხოვ ჭაბუკს და ძმის სულს",

მოხუცმა ღრმად დაიგმინა, ცრემლები წამოუვიდა და მიუგო: `"იგი მოკვდა". "როგორ და რით მოკვდა?" უთ-

ხრა: "ღვთისთვის მოკვდა, რადგან განუდგა უკეთური და სრულიად დაღუპული, ბოლოს კი, ავაზაკი ეკლე-

სიის ნაცვლად მთაზე დარჩა მის მსგავს მებრძოლებთან ერთად". მოციქულმა შემოიხია ტანისამოსი და დი-

დი მოთქმა-გოდებით თავში იცემდა და ამბობდა: "მშვენიერ მცველს დავუტოვე ჩემი ძმის სული. მაგრამ

მომგვარეთ ცხენი და ვინმე გახდეს ჩემთვის გზის მაჩვენებელი!" და რაც ძალა ჰქონდა, გაქუსლა იმ ეკლესი-

იდან. როდესაც მივიდა ადგილზე, ავაზაკთა დაცვამ შეიპყრო; იგი არც გაიქცა, არც ვედრება დაუწყო, არა-

მედ შესძახა: "ამისთვის მოვედი; თქვენს მეთაურთან მიმიყვანეთ". მეთაური შეიარაღებული ელოდებოდა,

მაგრამ მოახლოებისას იცნო იოანე, სირცხვილისაგან პირი იბრუნა და გაიქცა. ის კი მისდევდა, რაც ძალა

ჰქონდა, დავიწყებოდა თავისი ასაკი და ეძახდა: "რას გამირბიხარ, შვილო, შენს მამას, უიარაღოს, მოხუცს?

შემიწყალე, შვილო, ნუ გეშინია; ჯერ კიდევ გაქვს ცხონების იმედი. მე ქრისტეს სიტყვა მივეცი შენს გამო;

6 ახლახან მას უწოდა ეპისკოპოსი - მთარგ.

Page 15: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

15

თუ საჭირო გახდა, შენს სიკვდილს მე ნებაყოფლობით თავს ვიდებ, როგორც უფალმა თავს იდო ჩვენს გამო;

შენს გამო ჩემს სულს მივცემ სანაცვლოდ. შეჩერდი, მენდე; ქრისტემ, მე გამომგზავნა". მან შეისმინა, ჯერ

შეჩერდა, ძირს დაიხედა, შემდეგ დაყარა იარაღი, ათრთოლდა და მწარედ ატირდა; მივიდა და მოეხვია მო-

ხუცს, რაც შეეძლო თავს იმართლებდა მოთქმითა და ცრემლებით მეორედ ინათლებოდა, და მხოლოდ მარ-

ჯვენას იფარავდა; ის (მოციქული იოანე) პირდებოდა, ეფიცებოდა რომ მაცხოვრისაგან მოიპოვებდა მის-

თვის შენდობას, მუხლმოდრეკილი ევედრებოდა, თვითონ მის მარჯვენას ეამბორებოდა როგორც სინანუ-

ლით განწმენდილს. და მიიყვანა ეკლესიაში. აურაცხელი ლოცვით ითხოვდა, მასთან ერთად იღვწოდა მარ-

ხვით, სხვადასხვა სიტყვებით ათვინიერებდა მის გონებას, მანამდე არ ტოვებდა, სანამ არ აღუდგინა ეკლე-

სიას და მისცა ჭეშმარიტი სინანულის დიდი მაგალითი და კვალად შობის ნიშანი, ხილული აღდგომის გა-

მარჯვების ძეგლი"[44]. კლიმენტის ეს ამონარიდი აქ ჩემს მიერ მოყვანილ იქნა ისტორიისა და მკითხველის-

თვის სარგებელის მოტანის გამო.

XXIV მოდით, დავასახელოთ მოციქულის არასაეჭვო წერილები. პირველად უნდა ვაღიაროთ მისი სახარე-

ბა, რომელიც იკითხება ცის ქვეშ [არსებულ] ეკლესიებში; ის, თუ რატომ მიიჩნიეს ძველებმა კეთილგონივ-

რულად მისი აღნუსხვა სხვა სამთან ერთად მეოთხე ადგილზე, განიმარტება შემდეგი სახით. ღვთივშთაგო-

ნებულები და ჭეშმარიტად ღვთივშვენიერები, ვამბობ ქრისტეს მოციქულებზე, ცხოვრებით ზედმიწევნით

განწმენდილები და ყველა სათნოებით სულის შემამკობლები, ენით კი ლიტონნი, მაცხოვრისაგან მათთვის

მინიჭებული საღვთო და სასწაულმოქმედი ძალით განმტკიცებულები ქადაგებდნენ მოძღვრის სწავლებებს

ისე, რომ არც იცოდნენ და არც უცდიათ სიტყვათა დამარწმუნებელი ხელოვნების გამოყენება, არამედ მათ-

თან თანამოქმედი ღვთის სულის წარმოჩენისა და მხოლოდ მათი მეშვეობის აღსრულებული ქრისტეს საკ-

ვირველთმოქმედი ძალის გამოყენებით. ქადაგებდნენ ცათა სასუფევლის ცოდნას მთელ მსოფლიოში, სიტ-

ყვაკაზმულობის მოთხოვნილებაზე ნაკლებად ზრუნავდნენ. ამას იქმოდნენ, რამდენადაც აღასრულებდნენ

დიდ და ზეადამიანურ მსახურებას. ამგვარად, პავლეს ყველაფერში მტკიცებულებების მოხმობის საქმესა

და აზროვნებაშიც უძლიერესს წერილობით უმოკლეს ეპისტოლეებზე მეტი არაფერი გადმოუცია, მიუხედა-

ვად იმისა, რომ ათიათასობით ენითაუწერელი რამ ჰქონდა სათქმელი, თუ როგორ შესწვდა ხედვებს მესამე

ცამდე, აღტაცებულ იქნა თვით ღვთივშვენიერ სამოთხეში და იქ ენითუთქმელი სიტყვების მოსმენის ღირსი

შეიქნა. ამავე საქმეებში გამოუცდელი არც მაცხოვრის დანარჩენი მოწაფეები ყოფილან, - თორმეტი მოციქუ-

ლი, სამოცდაათი მოწაფე და მათთან ერთად სხვა ათასები; მსგავსადვე უფალთან ერთად ვინც იყო, მათ შო-

რის მხოლოდ მათემ და იოანემ დაგვიტოვა ჩანაწერები. ისინიც, როგორც გადმოცემა გვამცნობს, იძულებუ-

ლი გახადეს შედგომოდნენ წერას. მათემ პირველად ებრაელებს უქადაგა, როდესაც აპირებდა სხვებთანაც

წასვლას, მშობლიურ ენაზე წერილობით გადასცა თავისი სახარება და მისი არყოფნა წერილის მეშვეობით

შეუვსო მათ, რომელთაგანაც იქნა წარგზავნილი. როდესაც მარკოზს და ლუკას უკვე გადმოცემული ჰქონ-

დათ სახარებები, ამბობენ, რომ იოანე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ზეპირად ქადაგებდა, ბო-

ლოს შეუდგა წერას ამავე მიზეზის გამო. როდესაც ადრე დაწერილი სამი სახარება უკვე ყველგან და მასთა-

ნაც იყო გავრცელებული, ამბობენ, რომ აჩვენა მათი ჭეშმარიტება და დაამოწმა, მაგრამ ამბობენ, რომ აკლდა

მხოლოდ პირველად, ქადაგების დასაწყისში ქრისტეს საქმეების შესახებ თხრობა. და ეს გადმოცემა ნამდვი-

ლად ჭეშმარიტია. შესაძლებელია, დავინახოთ, რომ სამი მახარებელი აღწერს მაცხოვრის საქმეებს იოანე

ნათლისმცემლის საპყრობილეში ჩამწყვდევიდან ერთი წლის შემდეგ და ამას აღნიშნავენ მათი თხრობის

დასაწყისშივე. ორმოცდღიანი მარხვისა და ამას მოყოლებული გამოცდის შემდეგ მათე საკუთარ წერილში

აცხადებს და ამბობს: "როდესაც გაიგო, რომ იოანე გაცემული იქნა, წავიდ" იუდეიდან "გალილეაში" (მათ.

Page 16: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

16

14,12), მარკოზიც ასევე ამბობს: "`იოანეს გაცემის შემდეგ წავიდა იესო გალილეისკენ" (მარკ. 1,14), ლუკაც

იესოს საქმეების დაწყებამდე მსგავს კვლევას აწარმოებს და ამბობს, რომ ჰეროდემ დაამატა იმ უკეთურე-

ბებს, რაც მოიმოქმედა, და "იოანე საპყრობილეში ჩაამწყვდი" (ლუკ. 3, 19-20). ამბობენ, იოანეს იმიტომ

სთხოვეს, რომ მისი სახარებით გადმოეცა ის ჟამი და ამ ხნის განმავლობაში მაცხოვრის მიერ გაკეთებული

საქმეები (ეს კი იყო ნათლისმცემლის ჩამწყვდევის წინ), რასაც პირველმა მახარებლებმა დუმილით გვერდი

აუარეს. ამას კი აღნიშნავს, როდესაც ამბობს: "იესომ ეს ქმნა სასწაულების დასაბამად" (იოან. 3, 23-24). სხვა

დროს ნათლისმცემელს იესოს საქმეებს შორის ახსენებს, როდესაც ჯერ კიდევ ნათლავდა აინონში სალიმის

მახლობლად, და ცხადად აჩვენებს ამას, როდესაც ამბობს: "რადგან ჯერ არ იყო იოანე საპყრობილეში ჩაგდე-

ბული" (იოან. 3, 23). ასე რომ, იოანე თავისი სახარების წერილით გადმოცემს ნათლისმცემლის საპყრობილე-

ში ჩაგდებამდე ქრისტეს მიერ ნამოქმედარს, სხვა სამი მახარებელი კი ნათლისმცემელის საპყრობილეში

ჩამწყვდევის შემდეგ მოგვითხრობენ. ამის მცოდნეს, ალბათ, აღარ მოეჩვენება, რომ სახარებები ვერ

თანხმდებიან ერთმანეთთან: იოანეს სახარება შეიცავს ქრისტეს პირველ საქმეებს, ხოლო დანარჩენები კი -

იმის თხრობას, რაც მან ჟამის დასასრულს გააკეთა; სავარაუდოა, რომ იოანე დუმილით გვერდს უვლის ჩვე-

ნი მაცხოვრის ხორციელ გვარტომობას, რამდენადაც ის მანამდე მათემ და ლუკამ აღწერა, მაგრამ იწყებს

ღვთისმეტყველებით, რადგანაც, ალბათ, ღვთის სულის მიერ მისთვის იყო შემონახული როგორც მათზე

უფრო აღმატებულისათვის.

ამრიგად, ეს ითქვა ჩვენს მიერ იოანეს სახარების წერილის შესახებ, ზემოთ განიმარტა მარკოზის სა-

ხარების დაწერის მიზეზი. ლუკა კი, როდესაც იწყებს, თვითონაც წაუმძღვარებს წინ მისი სახარების დაწე-

რის მიზეზს, თუ რის გამო შეადგინა; განმარტავს, რომ მაშინ როცა სხვა მრავალმა დაასწრო ამ ამბებზე

თხრობის გადმოცემა, რომელთა სიტყვებიც მან სრულყო, აუცილებლად ჩათვალა, რომ ჩამოვეშორებიეთ

სხვების საეჭვო შეხედულებისგან; და იმ საქმეების უსაფრთხო თხრობა, რომლის ჭეშმარიტება თვითონ საკ-

მარისად მიიღო პავლესთან ერთად ყოფნისა და ცხოვრებისაგან, და დანარჩენი მოციქულებთან საუბრები-

დანაც შემწეობის მქონემ საკუთარი სახარების მეშვეობით გადმოცა. აწ ეს ვიკმაროთ მათ შესახებ; თავის

დროზე კი ვეცდებით, უფრო დაწვრილებით განვმარტოთ ძველების გადმოცემის მეშვეობით მათ შესახებ

სხვათა ნათქვამი.

იოანეს ნაწერთაგან გარდა სახარებისა პირველი ეპისტოლეც არასაეჭვოდ არის აღიარებული თანა-

მედროვეთაგან და ძველთაგანაც, მაგრამ სადავოა დანარჩენი ორი, "გამოცხადების" შესახებაც ამ ჟამამდე

მრავალთა შორის არის აზრი გაყოფილი; ესეც მსგავსადვე იქნება თავის დროზე ნაჩვენები და ძველების

მოწმობის მოხმობით განსჯილი.

XXV კეთილგონივრული იქნება, აქ შემოიკრიბოს ახალი აღთქმის ზემოხსენებული წერილები. პირველად

დაწესებულია სახარებათა წმინდა ოთხეული, რომლებსაც მოსდევს მოციქულთა საქმეების წერილი; ამის

შემდეგ პავლეს ეპისტოლეთა ჩამონათვალი, რომელთა მომდევნო არის იოანეს ე. წ. პირველი და მსგავსად-

ვე პეტრეს შეწყნარებული ეპისტოლე; მათ შემდეგ დაწესებულია, თუ ჯერ უჩნს, იოანეს გამოცხადება, რომ-

ლის შესახებ მოსაზრებებს თავის დროზე გადმოვცემთ. ესენი არის აღიარებულთა შორის. საეჭვო, თუმცა

მრავალთათვის ცნობილ წერილებს მიეკუთვნება, იაკობისად წოდებული ეპისტოლე, იუდას ეპისტოლე,

პეტრეს მეორე ეპისტოლე, იოანეს მეორე და მესამე ეპისტოლეებად წოდებული, მახარებლის ან სხვა მისი

თანამოსახელის მიერ დაწერილი[45]. ყალბ წიგნებს შორის დაწესებულია ასევე პავლეს საქმეების წიგნი,

ე. წ. "მწყემსი" და პეტრეს "გამოცხადება", მათ გარდა ე. წ. "ბარაბანას ეპისტოლე" და მოციქულების ე. წ.

"სწავლებები", დამატებით კი, როგორც ვთქვი, თუ გნებავთ, იოანეს "გამოცხადება"; რომელსაც, როგორც

Page 17: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

17

ვთქვი, ზოგიერთები უარყოფენ, სხვები კი აღრიცხავენ აღიარებულთა შორის. ზოგიერთები მათ შორის აღ-

ნუსხავს ებრაელთა სახარებასაც, რომელსაც ებრაელთაგან განსაკუთრებით ისინი შეჰხარიან, ვინც ქრისტე

მიიღო. ეს ყველა, ალბათ, საეჭვოებს მიეკუთვნება, მაგრამ მაინც იძულებული ვიყავით, შეგვედგინა მათი

ჩამონათვალი, რადგან გადავწყვიტეთ საეკლესიო გადმოცემის მიხედვით ჭეშმარიტი, შეუთხზავი და აღია-

რებული წერილები გამოგვერჩია მათგან განსხვავებული, არა კანონიკური, არამედ სადავო, თუმცა საეკლე-

სიო მწერალთაგან მრავალთათვის ცნობილი წერილებისგან; რათა გვცოდნოდა ისინი და ის წერილებიც,

რომლებიც გავრცელებულია მწვლებლების მიერ მოციქულთა სახელებით, და რომლებიც შეიცავენ სახარე-

ბებს, მაგალითად, პეტრეს, თომას და მატათას, და მათ გარდა სხვებისას, ან "საქმეებს", მაგალითად, ანდრი-

ას, იოანეს და სხვა მოციქულების. არცერთ საეკლესიო მწერალს არ მოსვლია აზრად რომელიმე მათგანი მო-

ნაცვლეობის მიხედვით მოეხსენებია თავის ჩანაწერებში. უფრო მეტიც, მათი წერის სტილი მოციქულთა

ჩვეულებისაგან განსხვავდება, მათში გამოთქმული აზრი და შეხედულება დიდად არ ეთანხმება მართლმა-

დიდებლობის ჭეშმარიტებებს, და ნათლად ჩანს, რომ მწვალებელთა მიერ არის შეთხზული; რის გამოც ისი-

ნი არა ნაყალბევთა შორის არის განწესებული, არამედ უკუგდებელია როგორც სრულიად უადგილო და

უღმერთო[46].

XXVI გადავიდეთ მომდევნო თხრობაზე. სვიმონ მოგვი მენანდრემ[47] შეცვალა; საეშმაკო მოქმედების მეო-

რე იარაღი პირველზე ნაკლებად როდი წარმოჩნდა. ისიც სამარიტელი იყო, მოგვობის მწვერვალისაკენ კი

წარემატა არანაკლებ მოძღვრისა და მასზე უფრო დიდი სასწაულები უხვად აჩვენა. ხოლო თავისთავზე ამ-

ბობდა, რომ იყო მაცხოვარი, ადამიანთა ხსნისათვის ზემოდან უხილავ ეონთაგან7 წარმოგზავნილი; ასწავ-

ლიდა, რომ სხვაგვარად ვერავინ, თვით ქვეყნიერების შემოქმედი ანგელოზებიც ვერ შეძლებდნენ გადარჩე-

ნას, თუ მანამდე არ იქნებოდა გამოხსნილი მისგან მაგიური გამოცდილებისა და ნათლობის გადაცემის

გზით, რომლის ღირსქმნილნი მარადიულ უკვდავებას თვით ამ ცხოვრებაში ეზიარებოდნენ, მეტად აღარ

იქნებოდნენ მოკვდავნი, დარჩებოდნენ სამარადისოდ უბერებელი და გახდებოდნენ უკვდავი. ამ ცნობების

მოპოვება ადვილია ირინეოსის წიგნებიდან[48]. ვიცით, იუსტინეც ამგვარადვე მოიხსენიებს სიმონს და მის

შესახებ დასძენს: "ვიცით, რომ მენანდრე, რომელიც სამარიტელი იყო, კაპარატას სოფლიდან, გახდა სიმო-

ნის მოწაფე, იგიც დემონების მიერ ჭკუიდან იქნა გადაყვანილი და ანტიოქიაში მყოფმა მრავალი შეაცდინა

მაგიური ხელოვნების მეშვეობით. მათ არწმუნებდა, რომ იგი და მისი მიმდევრები არ მოკვდებოდნენ და

რომ ზოგიერთი მისი მიმდევარი, ვინც მას აღიარებს, ახლაც [ცოცხალი] არის"[49].

ამგვარად, ეშმაკის აღძვრით იყო, რომ ქრისტიანთა სახელს შეფარებული ასეთი მოგვები ესწრაფოდ-

ნენ მაგიით ღვთისმოსაობის დიდ საიდუმლოზე ცილისწამებას, და მათი მეშვეობით სულის უკვდავებისა

და მკვდართა აღდგომის შესახებ საეკლესიო მოძღვრების გაქილიკებას. მაგრამ ისინი, ვინც ისინი [თავის]

მხსნელებად განაჩინა, განვარდნენ ჭეშმარიტი სასოებისაგან.

XXVII

უკეთურმა დემონმა, როდესაც ვერ შეძლო ქრისტეს მიმართ ღვთის განმგებლობისაგან სხვების ჩამო-

შორება, აღმოაჩინა, რომ სხვა რამით შეიპყრობდა მათ, და გადაიბირა კიდეც თავის მხარეზე. პირველმა

ქრისტიანებმა მათ შესაფერისად უწოდეს ებიონელები[50], რადგან ქრისტეს შესახებ გლახაკურად და მდაბ-

7 ბერძ. "საუკუნე". გნოსტიკოსებთან ზეციური არსება, იგივე ანგელოზი, თუმცა ღვთის თანაარსი - მთარგ.

Page 18: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

18

ლად ფიქრობდნენ. მიაჩნდათ, რომ იგი იყო უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ზნე-

ობრივი წარმატებით იყო გამართლებული, შობილი იყო მარიამისა და მის ქმრის შეუღლებისაგან. ისინი

მოითხოვდნენ ყველანაირად რჯულისმიერი მსხვერპლშეწირვის აღსრულებას და ცხონებისათვის საკმარი-

სად არ მიიჩნევდნენ ქრისტესადმი რწმენასა და მის მიხედვით ცხოვრებას. ამათ გარდა იყვნენ სხვებიც, ამა-

ვე სახელის მატარებლები. ისინი გაურბოდნენ მათ უცხო და უჩვეულო გამონათქვამებს, არ უარყოფდნენ,

რომ უფალი იშვა ქალწულისაგან და სულიწმინდისაგან, მაგრამ მათ მსგავსად ისინიც არ აღიარებდნენ, რომ

იგი იყო წინარეარსებული ღმერთი, სიტყვა და სიბრძნე. ამგვარად, მიიქცნენ პირველთა უღმერთოებისაკენ,

განსაკუთრებით მაშინ როცა რჯულის მიხედვით ხორციელ მსახურებისადმი მიდევნებას მათ მსგავსადვე

ეშურებოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ აუცილებელი იყო მოციქულის (პავლეს - მთარგ.) ყველა ეპისტოლის

უარყოფა, მას უწოდებდნენ რჯულისგან განდგომილს, სარგებლობდნენ მხოლოდ ებრაელთა სახარებად

წოდებულით, დანარჩენთ ნაკლებად უწევდნენ ანგარიშს. შაბათს და სხვა იუდაურ წესებს მათ მსგავსად

იცავდნენ, მეორე მხრივ, უფლის დღეებს ჩვენს მსგავსად მაცხოვრის აღდგომის მოსახსენებლად აღნიშნავ-

დნენ. ამიტომ ასეთი ქცევის გამო ამგვარი სახელი მოიპოვეს, რადგან ებიონელთა სახელი მათი აზროვნების

სიმწირეს წარმოაჩენს, ეს სახელი ებრაელებთან ღარიბს ნიშნავს.

XXVIII ჩვენ მივიღეთ [გადმოცემა], რომ განსახილველ ჟამს სხვა მწვალებლობის დამაარსებელი გახდა კე-

რინთოსი[51]. გაიოზი[52], რომლის სიტყვები ზემოთ უკვე გადმოვეცი, თავის ე. წ. გამოკვლევაში მის შესა-

ხებ წერს შემდეგს:

"არამედ კერინთოსსაც გამოცხადებების როგორც დიდი მოციქულის მიერ დაწერილთა მეშვეობით

მოტყუებით შემოაქვს ჩვენში სასწაულები როგორც ანგელოზთა მიერ მისთვის ნაჩვენები. იგი ამბობს, რომ

აღდგომის შემდეგ ქრისტეს სამეფო იქნება დედამიწაზე და იერუსალიმში ხორციელად მოქალაქენი კვლავ

გულისთქმებსა და სიამოვნებებს დაემონებიან. და საღვთო წერილთა მტერი მოტყუების სურვილით ამ-

ბობს, რომ ქორწინების დღესასწაული ათასი წელი გასტანს".

აგრეთვე დიონისე, ჩვენს დროში ალექსანდრიის დიოცეზში ეპისკოპოსობის მიმღები, როდესაც

"აღთქმების შესახებ"[53]მეორე წიგნში საუბრობს იოანეს გამოცხადების შესახებ, როგორც ამ კაცზე არსებუ-

ლი უძველესი გადმოცემიდან მოიხსენიებს შემდეგს: "სარწმუნოა, რომ კერინთოსმა, მისგან წოდებულ კე-

რინთიანელთა მწვალებლობის დამაარსებელმა, მოისურვა, მისთვის თავისი სახელი დაერქმია. ეს არის მი-

სი მოძღვრების დოგმატი, რომ იქნება ქრისტეს მიწიერი სამეფო, და რაც თვითონ ეწადა, სხეულისმოყვარესა

და სრულიად ხორციელს, ისეთ მომავალზე ოცნებობდა, მუცლისა და მუცლის ქვედა [ნაწილის] დაკმაყო-

ფილებაზე, ე. ი. საჭმელით, სასმელითა და ქორწინებებით; და ფიქრობდა მათ გაკეთილშობილებას დღე-

სასწაულებით, მსხვერპლშეწირვებითა და საკლავებით".

ეს თქვა დიონისემ, ირინეოსმა კი მისი ზოგი ენითუთქმელი ცრუ შეხედულება "მწვალებლობების

წინააღმდეგ" ნაშრომის პირველ წიგნში გადმოსცა[54], მესამე წიგნში კი დაუვიწყარი ისტორიაც გვაუწყა წე-

რილობით. როგორც პოლიკარპესგან[55] გადმოცემულს მოგვითხრობს, რომ ერთხელ იოანე მოციქული აბა-

ნოში დასაბანად შევიდა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ შიგნით იმყოფებოდა კერინთოსი, მიატოვა ის ადგი-

ლი და გარეთ გამოვარდა, რათა არ შეყოვნებულიყო იქ და არ ჩამოქცეოდა ჭერი, იგივე ურჩია მასთან ერ-

თად მყოფთაც და უთხრა: "გავიქცეთ, აბანო არ დაინგრეს, რადგან შიგნით იმყოფება ჭეშმარიტების მტერი

კერინთოსი"[56].

XXIX

Page 19: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

19

ამავე დროს მცირე ხნის განმავლობაში იარსება ე. წ. ნიკოლაელთა ერესმა[57], რომელსაც იოანეს "გა-

მოცხადებაც" ახსენებს (იხ. გამოც. 2,6-15). ესენი იქადოდნენ ნიკოლოზით რომელიც იყო სტეფანესთან ერ-

თად მოციქულთა მიერ საშინაო საქმეების მსახურებისათვის ხელდასხმულ დიაკონთაგან ერთ-ერთი. კლი-

მენტი ალექსანდრიელი "სტრომატების" მესამე წიგნში მის შესახებ სიტყვასიტყვით ამას მოგვითხრობს: "ამ-

ბობენ, რომ მას ჰყავდა კეთილსახოვანი ცოლი. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები მას ეჭვიანობის

გამო კიცხავდნენ; მან კი ცოლი გამოიყვანა შუაში და სთავაზობდა მასთან ქორწინების ნებისმიერ მსურ-

ველს. ამბობენ, ეს საქციელი ამ სიტყვების შედეგი იყო: "ხორცს ცუდად უნდა მოეპყრა", და მარტივად და გა-

მოუძიებლად ნათქვამისა და ნაქმნარის მიმდევრები, რომლებიც მის მწვალებლობას მისდევდნენ, აღვირახ-

სნილ გარყვნილებას სჩადიოდნენ. გამიგია, რომ ნიკოლოზი სხვა არცერთ ქალთან არ ყოფილა გარდა იმისა,

ვისზეც დაქორწინდა, მის შვილთაგან ქალები ქალწულებად დაბერდნენ, ვაჟები კი გაუხრწნელი დარჩნენ.

მაშინ როცა ეს ასე იყო, მოციქულთა წინაშე ეჭვმიტანილი ცოლის წარდგინება იყო ვნებების განდევნა და

"ხორცისადმი ცუდად მოპყრობით" საწადელ სიამოვნებათაგან თავშეკავებას ასწავლიდა. ვფიქრობ, რომ არ

სურდა მაცხოვრის მცნების მიხედვით "რი უფლის მონობა", სიამოვნებისაც და უფლისაც. ამბობენ, რომ მა-

თეც ასე ასწავლიდა[58], "ხორცთან ბრძოლას და ცუდად მოპყრობას და მისი სიამოვნებისთვის არდანებე-

ბას, ხოლო სულის ზრდას რწმენისა და ცოდნის მეშვეობით"[59]. ამრიგად, ეს ვიკმაროთ მათ შესახებ, რომ-

ლებიც განსახილველ ჟამს ჭეშმარიტებაზე არამართებულად მსჯელობდნენ და სიტყვაზე სწრაფად სრული-

ად გაქრნენ.

XXX კლიმენტი, ვისი სიტყვებიც ახლახან წავიკითხეთ, ზემოთქმულის შემდეგ ქორწინების უარმყოფელ-

თა გამო ჩამოთვლის ქორწინებაში მყოფ მოციქულებს და ამბობს: "ანუ მოციქულებსაც არ მოიწონებენ? რა-

მეთუ პეტრემ და ფილიპემ ბავშვები გააჩინეს, ფილიპემ კი ქალიშვილები გაათხოვა, არც პავლე ამბობს უარს

რომელიღაც ეპისტოლეში, მიმართოს მეუღლეს (შდრ. ფილ. 4,3), რომელიც თან არ წაიყვანა მსახურების

შემსუბუქების გამო" (კლიმ. სტრომ. 3, 52. 53). როდესაც ესენი ვახსენეთ, მოსაწყენი არ იქნება სხვა, მოსაყო-

ლად ღირებული ისტორიის გადმოცემაც, რომელსაც "სტრომატების" მეშვიდე წიგნში ასე აღწერს: "ამბობენ,

როდესაც ნეტარმა პეტრემ ნახა, რომ მისი ცოლი სიკვდილის პირას იმყოფებოდა, გაუხარდა მისი [ღვთის-

გან] მოხმობისა და შინ დაბრუნების გამო, და სახელით მიმართავდა, და მოუწოდებდა მას მთელი გულით

შეგონებითა და ნუგეშისცემით: "გახსოვდეს უფალი". ასეთი იყო ნეტართა ქორწინება და უსაყვარლესის მი-

მართ სრული კეთილგანწყობა"[60]. ეს თემისათვის შესაბამისად წარმოდგენილი ამბები, აქ ჩემს მიერ ჯე-

როვნად იქნა გადმოცემული.

XXXI პავლესა და პეტრეს აღსასრულის ჟამი და სახე, და ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ მათი მკვიდრობის

ადგილმდებარეობა ზემოთ უკვე აღიწერა ჩვენს მიერ. იოანეს [აღსასრულის] ჟამზეც ითქვა, ხოლო მისი დამ-

კვიდრების ადგილი პოლიკრატეს (იგი ეფესოს დიოცეზში ეპისკოპოსი იყო) ეპისტოლიდან ჩანს, რომელიც

რომაელთა ეპისკოპოს ვიქტორს[61] მისწერა. მასთან ერთად იგი ფილიპე მოციქულსაც და მის ქალიშვი-

ლებსაც ასე მოიხსენიებს: "რადგან ასიაში შესვენებული არიან დიდი მნათობები; რომლებიც აღდგებიან

უკანასკნელ დღეს, უფლის მოსვლისას, როდესაც მოგვევლინება დიდებით ციდან და მოიძიებს ყველა წმინ-

დანს, ფილიპეს, ერთ-ერთს თორმეტ მოციქულთაგან, რომელიც დასვენებულია ჰიეროპოლში მის ორ ქალ-

წულებად დაბერებულ ასულთან ერთად, და მის სხვა ასულთან სულიწმინდით მოღვაწესთან ერთად ეფე-

Page 20: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

20

სოში განისვენებს. აგრეთვე იოანე, უფლის მკერდზე მიყრდნობილი, რომელიც გახდა პეტალის[62] მატარე-

ბელი მღვდელი, მოწამე და მოძღვარი, იგიც ეფესოში განისვენებს". ეს გვიამბო მათი აღსასრულის შესახებ.

იმ გაიოზის დიალოგში, რომელიც ზემოთ გაკვრით ვახსენეთ, პროკლე, ვისაც იგი ეკამათებოდა, ფი-

ლიპესა და მისი ქალიშვილების აღსასრულის შესახებ ზემოთქმულთან თანხმობაში ამბობს შემდეგს: "მის

შემდეგ ფილიპეს ოთხი ასული, რომლებიც იყვნენ წინასწარმეტყველები, ცხოვრობდა ასიის ქალაქ ჰიერო-

პოლში; მათი საფლავი არის იქ და ასევე მათი მამისაც". ამას ამბობს იგი. ხოლო ლუკა "მოციქულთა საქმეებ-

ში" როდესაც ახსენებს ფილიპეს ასულებს, რომლებიც იუდეის კესარიაში მამასთან ერთად ცხოვრობდნენ

და წინასწარმეტყველური მადლით იყვნენ ღირსქმნილი, სიტყვა-სიტყვით ასე ამბობს: "მივედით კესარიაში,

და როდესაც შევედით ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში, დავრჩით მასთან. მას ჰყავდა

ოთხი ასული ქალწული, რომლებიც იყვნენ წინასწარმეტყველები" (საქმე. 21, 8-9).

ამგვარად, ეს არის ჩვენამდე მოღწეული ცოდნა მოციქულთა და სამოციქულო ჟამთა, მათი წმინდა

წერილებისა და იმ საეჭვო წიგნების შესახებ, რომლებიც მსგავსადვე უმრავლესობა ეკლესიებში მრავალთა

მიერ საჯაროდ იკითხება, და მათ შესახებ, რომლებიც არის მთლიანად ნაყალბევი და სამოციქულო

მართლმადიდებლობისაგან უცხო. გადავიდეთ მომდევნო ამბავზე.

XXXII გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ნერონისა და დომიციანეს შემდეგ იმ იმპერატორის დროს, რომლის

ზეობის პერიოდსაც ამჟამად ვიკვლევთ, ზოგიერთ ქალაქში ხალხი აღდგა და ჩვენს წინააღმდეგ აღძრა დევ-

ნულება. გვსმენია, რომ ამავე დროს კლეოპას ძე სვიმონმა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ იერუსალიმის ეკ-

ლესიაში რიგით მეორე ეპისკოპოსად დაინიშნა, მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. და ამის მოწმე არის

თვით ეს ჰეგესიპე, რომლის გამოკრებილი სიტყვები ადრე უკვე გამოვიყენეთ. იგი მოგვითხრობს რომელი-

ღაც მწვალებლების შესახებ და გვიხსნის, თუ როგორ ითმენდა ქრისტიანად გაცხადებული (სვიმონ კლეო-

პას ძე - მთარგ.) ამ დროს მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს, სხვადასხვა სახის სატანჯველებით ეწამებოდა

მრავალი დღის განმავლობაში თვით მსაჯულისა და მასთან მყოფთა გასაოცრად, და აღესრულა უფლის ვნე-

ბისადმი მიმსგავსებით; მაგრამ არაფერია უკეთესი, ვიდრე თვითონ მწერლისგან მოსმენა, რომელიც სიტ-

ყვასიტყვით ასე მოგვითხრობს: "მათგან, ცხადია, მწვალებელთაგან, ზოგიერთებმა სვიმონ კლეოპას ძეს, რო-

გორც დავითის ჩამომავალს და ქრისტიანს ბრალი დასდეს და ამგვარად ეწამა ასოცი წლის ასაკში კეისარ

ტრაიანესა და კონსულ ატიკუსის დროს". იგი ამბობს, რომ იმ დროს, როცა ეძებდნენ იუდეველთა სამეფო

ტომიდან ჩამომავალთ, შეიპყრეს მისი ბრალმდებლებიც, როგორც სამეფო გვარისანი. გონივრული იქნება

ვთქვათ, რომ სვიმონი იყო უფლის ერთ-ერთი თვითმხილველი და უშუალო მსმენელი, ამის მტკიცებულე-

ბად კი გამოდგება მისი ცხოვრების დროის ხანგრძლივობა და სახარებებში კლეოპას ცოლის მარიამის (სვი-

მონი, რომ მისი ძე არის, ზემოთ აჩვენა თხრობამ) მოხსენიება.

იგივე მწერალი მაცხოვრის ე. წ. ძმათაგან ერთის, სახელად იუდას სხვა შვილიშვილებზე ამბობს,

რომ ამავე იმპერატორის ზეობის ჟამამდე ცხოვრობდნენ. ამას გვიამბობს დომიციანეს დროს ქრისტეს რწმე-

ნის გამო მათი მოწამეობის შესახებ უკვე გადმოცემული თხრობის შემდეგ, ხოლო წერს ასე: "მოვიდნენ და

წინამძღვრობდნენ ყველა ეკლესიას როგორც მოწამეები და უფლის გვარის ჩამომავლები. ისინი ცოცხალი

იყვნენ კეისარ ტრაიანემდე, როდესაც მთელ ეკლესიაში ღრმა მშვიდობა სუფევდა, ვიდრე უფლის ბიძაშ-

ვილს, ზემოხსენებულ სვიმონ კლეოპას ძეს, მწვალებლებმა ცილი არ დასწამეს და ბრალი დასდეს იმავე და-

ნაშაულში კონსულ ატიკუსის წინაშე. მას ტანჯავდნენ მრავალი დღის განმავლობაში და დაამოწმა ისე, რომ

ყველას და თვით კონსულსაც ძალიან გაუკვირდა, თუ როგორ ითმენდა ასოცი წლის ასაკში, და ბრძანა

ჯვარს ეცვათ იგი"[63].

Page 21: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

21

გარდა ამისა იგივე მწერალი მოგვითხრობს განსახილველ ჟამს მომხდარ მოვლენებზე. გვიამბობს,

თუ როგორ ინარჩუნებდა ეკლესია იმ დრომდე წმინდა და უხრწნელ სიქალწულეს მათგან, რომლებიც თუკი

არსებობდნენ, ვიღაც-ვიღაცეები უსინათლო რამ წყვდიადში როგორც სოროში დამალულნი, ცდილობდნენ

უფლის ქადაგების წმინდა კანონის გახრწნას. როგორც კი მოციქულთა წმინდა ქორო სხვადასხვა სახით

აღესრულა და საკუთარი ყურით საღვთო სიბრძნის სმენის ღირსქმნილთა ეს თაობა წავიდა, მაშინ უღმერ-

თო საცთურის შეთქმულებას დაედო სათავე იმ სხვაგვარად დამმოძღვრავთა სიცრუის მეშვეობით, რომ-

ლებმაც, როდესაც მოციქულთაგან უკვე აღარავინ იყო დარჩენილი, თავხედურად სცადეს, ჭეშმარიტი ქადა-

გების წინააღმდეგ ცრუ ცოდნა ექადაგათ.

XXXIII მაშინ ჩვენს წინააღმდეგ მრავალ ადგილას ისეთი დევნულება გავრცელდა, რომ პლინიუს სეკუნდუ-

სი[64], ყველაზე გამოჩენილი მმართველი, შეძრა მოწამეთა სიმრავლემ და იმპერატორს აცნობა რწმენის გა-

მო დაღუპულთა სიმრავლის შესახებ. [ეპისტოლეში] აუწყებს, რომ, როგორც გაიგო, ისინი რაიმე მკრეხელო-

ბას და უკანონობას არ სჩადიან, გარდა იმისა, რომ განთიადისას იკრიბებიან და ქრისტეს როგორც ღმერთს

უგალობენ, ხოლო მრუშობას, მკვლელობას და მათ მსგავს კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებს კრძალავენ

და ყველაფერს კანონების თანახმად აკეთებენ[65]. პასუხად ტრაიანემ ასეთი ბრძანება გამოსცა, რომ ქრისტი-

ანთა ტომი არ ეძებნათ, ხოლო ვისაც წააწყდებოდნენ დაესაჯათ66. ამით გარკვეულწილად დევნის უაღრე-

სად შემაწუხებელი მუქარა ჩაცხრა, მაგრამ არა ნაკლები საბაბი დარჩა მათთვის, რომლებსაც სურდათ ჩვენ-

თვის ბოროტების გაკეთება. ზოგჯერ ხალხი, ზოგჯერ კი ადგილობრივი ხელისუფალნი ჩვენს წინააღმდეგ

აწყობდნენ შეთქმულებებს ისე, რომ აშკარა დევნის გარეშე პროვინციებში აღეგზნებოდა ნაწილობრივი შე-

მოტევები და მრავალი მორწმუნე სხვადასხვა მოწამეობის გზით იბრძოდა. ეს ისტორია ავიღეთ ზემოხსენე-

ბული რომაელი ტერტელიანეს აპოლოგიიდან, რომლის თარგმანს აქვს შემდეგი სახე: "აღმოვაჩინეთ ჩვენი

ძებნის აკრძალვა. რადგან პროვინციის მმართველმა პლინიუს სეკუნდუსმა მას შემდეგ, რაც დასაჯა ზოგი-

ერთი ქრისტიანი და ღირსებისაგან განაგდო, შეშფოთდა მათი მრავალრიცხოვნებით, და რადგან არ უწყო-

და, თუ როგორ უნდა მოქცეოდა დანარჩენებს, მიმართა იმპერატორ ტრაიანეს. მას აცნობებს: გარდა იმისა,

რომ არ სურთ კერპების მსახურება, რაიმე დანაშაული ვერ აღმოვაჩინე მათ შორის, ატყობინებს იმასაც, რომ

ქრისტიანები დგებიან განთიადისას და ქრისტეს როგორც ღმერთს უგალობენ და მათი მეცნიერების დაცვის

მიზნით კრძალავენ მკვლელობას, მრუშობას, სიხარბეს, ქურდობას და სხვა ამათ მსგავსს. ამიტომ ტრაიანემ

მოწერა, რომ არ ეძებნათ ქრისტიანთა ტომი, მაგრამ თუ წააწყდებოდნენ დაესაჯათ"[67]. ასეთი ამბები ხდე-

ბოდა იმ დროს.

XXXIV ზემოხსენებული იმპერატორის მესამე წელს რომის ეპისკოპოსთა მსახურება კლიმენტიმ გადასცა

ევარესტოსს[68] და მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვის სწავლებას ცხრა წელი ხელმძღვანელობდა, დატოვა ეს

ცხოვრება.

XXXV

Page 22: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

22

როდესაც სვიმონი აღესრულა ზემოხსენებული სახით, იერუსალიმში ეპისკოპოსის საყდარი ჩაიბარა

ვინმე იუდეველმა, სახელად იუსტუსმა[69], რომელიც იყო იმ დროს ქრისტეს მორწმუნე ამდენი ათასი წინა-

დაცვეთილთაგან ერთ-ერთი.

XXXVI

იმ დროს ასიაში განთქმული იყო მოციქულებთან მოსაუბრე პოლიკარპე, სმირნის ეკლესიის ეპისკო-

პოსად უფლის თვითმხილველებისა და მსახურების მიერ ხელდასხმული. მის დროს ცნობილი იყო პაპიასი,

ისიც ჰიეროპოლის დიოცეზის ეპისკოპოსი, უმრავლეს ეკლესიებში ახლაც სახელგანთქმული ეგნატე[70], ან-

ტიოქიაში პეტრეს შემდეგ მონაცვლეობის რიგით მეორე ეპისკოპოსად წილხვდომილი. გადმოცემა გვამ-

ცნობს, რომ იგი სირიიდან რომაელთა დედაქალაქში იქნა გაგზავნილი ქრისტესთვის მოწმობის გამო მხეც-

თაგან შესაჭმელად. იგი წაიყვანეს ასიის გავლით ყველაზე უსაფრთხო დაცვის თანხლებით; და იმ დიოცე-

ზებს, რომელთა ქალაქებსაც გაივლიდა, საუბრებითა და შეგონებებით განამტკიცებდა, რომ, პირველ რიგში,

განსაკუთრებით თავი დაეცვათ მწვალებლობებისაგან, რომლებმაც მაშინ პირველად წამოყვეს თავი და შეა-

გონებდა, რომ მყარად ეპყრათ მოციქულთა გადმოცემა, რაც მიაჩნდა, რომ უსაფრთხოების გამო აუცილებე-

ლი იყო მათი წერილობით აღბეჭდვა. ამგვარად, როდესაც ჩავიდა სმირნაში, სადაც პოლიკარპე იმყოფებო-

და, ეფესოში ეკლესიას მიწერა ერთი ეპისტოლე, რომელშიც მოიხსენიებს მის მწყემსს ონისიმეს, მეორე კი -

მაგნეზიაში მეანდრეზე (აქაც კვლავ ახსენებს ეპისკოპოს დამასს), სხვა კი - ტრალეში ეკლესიას, რომლის მე-

თაური, როგორც მოგვითხრობს, იმ დროს იყო პოლიბიოსი[71]. მათ გარდა რომაელთა ეკლესიასაც წერს,

რომელსაც თხოვნას უგზავნის, რომ არ უშუამდგომლონ და წამების მისთვის საწადელი სახეობა არ გამოს-

ტაცონ. ამ სიტყვებიდან ზემოთქმულთა საჩვენებლად ღირს, რომ გადმოიცეს ყველაზე მცირე ამონარიდი.

სიტყვასიტყვით წერს შემდეგნაირად: "სირიიდან რომამდე ვებრძვი მხეცებს მიწისა და ზღვის გავლით, ღა-

მით და დღისით, მიჯაჭვული ვარ ათ "ლეოპარდზე" (რაც არის ჯარისკაცთა რაზმი), რომლებსაც თუ კარგად

მოეპყრობი, უარესები ხდებიან, მათი უსამართლო საქციელებით უფრო განვისწავლები, "მაგრამ ამით არ

ვარ გამართლებული" (1 კორ. 4, 4). ვესწრაფი ჩემთვის გამზადებულ მხეცებს, ვლოცულობ კიდევაც, რომ

ჩემთვის სწრაფი აღმოჩდნენ. მათ მოვეალერსები კიდევაც, სწრაფად რომ შემჭამონ, და რომ არ მოხდეს ისე,

როგორც ზოგიერთს არ შეეხო შეშინებული [მხეცი]. მაგრამ თუ არ მოისურვებენ, მე ვაიძულებ. ჩემთვის წა-

დით დათმობაზე. მე ვიცი რა მომიტანს სარგებელს, ახლა ვიწყებ დამოწაფებას. არაფერი მშურს არც ხი-

ლულთა არც უხილავთა, რათა შევხვდე იესო ქრისტეს. დე, მოვიდეს ჩემზე ცეცხლი, ჯვარი, მხეცთა თავ-

დასხმა, ძვლების გაბნევა, ასოების მოკვეთა, მთელი სხეულის დამტვრევა, ეშმაკის სატანჯველები, ოღონდ

შევხვდე იესო ქრისტეს!"[72]

და ეს ზემოხსენებული ქალაქიდან მიწერა დასახელებულ ეკლესიებს. უკვე სმირნის გარეთ მყოფი,

ტროადადან ფილადელფიაში მყოფთ ესაუბრება წერილის მეშვეობით, ასევე სმირნელთა ეკლესიასაც და პი-

რადად მათ წინამძღვარს პოლიკარპეს, ვისაც როგორც სამოციქულო კაცს ძალიან კარგად იცნობდა; და მას,

როგორც ნამდვილად კეთილ მწყემსს, აბარებს ანტიოქიის სამწყსოს, და სთხოვს მასზე გულმოდგინედ

ზრუნვას. სმირნელებს კი წერს და, არ ვიცი საიდან მოაქვს ეს სიტყვები, ქრისტეს შესახებ გადმოცემს: "მე კი

ვიცი და მწამს იგი აღდგომის შემდეგაც ხორცით მყოფი. და როდესაც იგი პეტრესთან მყოფებთან მივიდა,

უთხრა მათ: "აიღეთ, გამსინჯეთ მე და ნახეთ, რომ არ ვარ უსხეულო მოჩვენება". და დაუყოვნებლივ გასინ-

ჯეს იგი და იწამეს"[73].

მისი მოწამეობა იცოდა ირინეოსმაც, მის ეპისტოლეებს მოიხსენიებს და ამბობს შემდეგს: "როგორც

ამბობს ერთი ჩვენიანი, ვისაც მიესაჯა ღვთისადმი მოწმობის გამო მხეცებთან მიგდება, "ღვთის ხორბალი

ვარ და მხეცთა კბილებით დავიფქვი, რათა გავხდე წმინდა პური"[74].

Page 23: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

23

პოლიკარპეც მოიხსენიებს ამავე ამბებს მის გავრცელებულ ეპისტოლეში ფილიპელთა მიმართ, რო-

დესაც ამბობს ამ სიტყვებს: "მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს, დაემორჩილოთ და იწვრთნებოდეთ მთელი

მოთმინებით, რაც თქვენი თვალებით ნახეთ არა მხოლოდ ნეტარ ეგნატეში, რუფუსსა და ზოსიმეში, არამედ

სხვა თქვენთაგანშიც, და თვით პავლეშიც და სხვა მოციქულებშიც; გწამდეთ, რომ ყველა ისინი "ამაოდ არ

დარბოდნენ" (ფილ. 2, 16; გალ. 2, 2), არამედ რწმენითა და სამართლიანობით, და რომ "მათთვის გამზადე-

ბულ ადგილას" იმყოფებიან უფალთან, რომელსაც თანაევნენ კიდევაც. რადგან შეიყვარეს არა ახლანდელი

საუკუნე, არამედ ჩვენს გამო მოკლული და ღვთის მიერ აღმდგარი". შემდეგ აგრძელებს: "თქვენ და ეგნატე-

მაც მომწერეთ, რომ თუკი ვინმე წავიდოდა სირიაში, თქვენი წერილებიც წაეღო. რასაც ან მე გავაკეთებ, თუ-

კი ხელსაყრელი დრო მექნება, ანდა გავგზავნი ვინმეს, ვინც თქვენი მაცნეც იქნება. ეგნატეს ეპისტოლეები,

მის მიერ ჩემთვის გამოგზავნილი და სხვებიც, რომლებიც ჩვენთან გვქონდა, გამოგიგზავნეთ თქვენ, რო-

გორც მოითხოვეთ. ესენი ერთვის ამ ეპისტოლეს, რომელთაგან შეძლებთ დიდი სარგებლის მიღებას. რად-

გან შეიცავენ რწმენას, მოთმინებასა და მთელ აღშენებას, რაც შეეფერება ჩვენს უფალს"[75]. ასეთია ეგნატეს-

თან დაკავშირებით [გავრცელებული] ამბავი; მის შემდეგ ანტიოქიის ეპისკოპოსობა იმემკვიდრა ჰეროს-

მა[76].

XXXVII იმ დროს გაბრწყინებულთა შორის აგრეთვე იყო კოდრატოსიც[77], რომელიც, როგორც გადმოცემა

გვამცნობს, ფილიპეს ასულებთან ერთად წინასწარმეტყველური მადლით გამოირჩეოდა. მათ გარდა იმ

დროს ცნობილი იყო სხვა მრავალიც და ეპყრათ მოციქულთა მონაცვლეობის პირველი რიგი. მათ, ესოდენ

დიდი ადამიანების ღვთიშვენიერმა მოწაფეებმა დააშენეს ყველა ადგილზე მოციქულების მიერ ეკლესიე-

ბისთვის ჩაყრილი საძირკველზე; მეტად განავრცეს ქადაგება და ცათა სასუფევლის მაცხოვნებელი თესლე-

ბი მთელ მსოფლიოში ფართოდ მიმოაბნიეს. მოწაფეთა უმრავლესობას ფილოსოფიისადმი უძლიერესი

ტრფიალი ღვთის სიტყვისაგან აღებეჭდათ სულში. მათ პირველ რიგში აღასრულეს მაცხოვრის ბრძანება, გა-

ჭირვებულებს გაუნაწილეს ქონება, შემდეგ შეუდგნენ მოგზაურობას და აღასრულებდნენ მახარებელთა საქ-

მეს; ეშურებოდნენ, ექადაგათ ყველასათვის, ვისაც ჯერ არ მოესმინათ რწმენის სიტყვა და გადაეცათ საღვთო

მახარებლების წერილი. ისინი ზოგიერთ უცხო ადგილებში რწმენას მხოლოდ საძირკველს უყრიდნენ,

მწყემსებად ნიშნავდნენ სხვებს და მათ ავალებდნენ, ეზრუნათ ახლადმოქცეულებზე, და თვითონ კვლავ

სხვა ქვეყნებსა და ხალხებში გადადიოდნენ ღვთის მადლისა და თანამოქმედების შეწევნით, რადგანაც მაშინ

ღვთის სულისგან მათი მეშვეობით ჯერ კიდევ მოქმედებდა მრავალი სასწაულებრივი ძალა, ისე რომ პირვე-

ლივე მოსმენისაგან ადამიანების სიმრავლე პირდაპირ ერთბაშად მოწადინებული თავიანთ სულებში იწყნა-

რებდა ყოვლიერების შემოქმედისადმი კეთილმსახურებას.

ჩვენთვის შეუძლებელია ყველა მათგანის სახელებით ჩამოთვლა, რომლებიც მოციქულთა პირველი

მონაცვლეობის მიხედვით ოდესმე გამხდარა მსოფლიოს ეკლესიებში მწყემსი, ან მახარებელი, ამიტომ გო-

ნივრულია, წერილობით მათი მხოლოდ ის სახელები მოვიხსენიოთ, რომლებიც გადმოცემამ მოიტანა ჩვე-

ნამდე სამოციქულო მოძღვრების ჩანაწერების მეშვეობით.

XXXVIII ასეთი ჩანაწერები იყო, რა თქმა უნდა, ეგნატეს ეპისტოლეები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ,

კლიმენტის საყოველთაოდ აღიარებული ეპისტოლე, რომელიც რომაელთა ეკლესიის სახელით მისწერა კო-

რინთელთა ეკლესიას, და რომელშიც გადმოცემულია ებრაელთა მიმართ ეპისტოლისათვის დამახასიათე-

Page 24: წიგნი III - Ning · 1 ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია წიგნი iii საეკლესიო

24

ბელი მრავალი აზრი. იქიდან ახდენს ზოგიერთი ადგილის სიტყვასიტყვით გადმოცემას, უცხადესად აჩვე-

ნებს, რომ ის ნაწერები ახალი შექმნილი არ არის, რის გამოც გონივრულია მისი აღნუსხვა მოციქულის და-

ნარჩენ ნაწერებთან ერთად. რადგან პავლე ებრაელებს წერილობით მშოლიური ენის მეშვეობის ესაუბრებო-

და, ზოგი ამბობს, რომ ლუკა მახარებელმა, ზოგი კი, - რომ თვითონ კლიმენტიმ თარგმნა ეს წერილი; რაც

ალბათ უფრო შეეფერება ჭეშმარიტებას კლიმენტის ეპისტოლესა და ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში შე-

მორჩენილი სტილის მსგავსების გამო და ასევე თითოეულ ნაწერში აზრთა არც თუ დიდი სხვაობის გამო.

ცნობილია, რომ კლიმენტის მიეწერება მეორე ეპისტოლეც, მაგრამ არ ვიცით, პირველის მსგავსად

ისიც თუ არის აღიარებული; რადგან არც ის ვიცით, ძველები თუ იყენებდნენ მას. ზოგიერთებმა აგრეთვე

სხვა მრავალსიტყვიანი და ვრცელი ნაწერები გუშინ და გუშინწინ წარმოაჩინეს როგორც მის მიერ დაწერი-

ლი, რომელიც პეტრესა და აპიონის დიალოგებს შეიცავენ, რომელთა ხსენება სრულიად არ არის ძველთაგან

ვინმესთან, რადგან არც სამოციქულო მართლმადიდებლობის უზადო ხასიათი აქვს შენარჩუნებული.

---------------------------------------------------------------------------------------------------

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

გამოქვეყნებულია საიტზე >> WwW. Qwelly. CoM

ავტორი >> Nika Grani