საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

11
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

კარავი კრებულისა

(გამ. 40,1 _36; დევ. 8,1 _13) აქამდის ისრაელთ არ ჰქონდათ არც საყდარი, სადაც სალოცავად ერთად შეიკრიბებოდნენ და არც მღვდლები ჰყავდათ წირვა-ლოცვის შესასრულებლად. წირვა-ლოცვას ასრულებდნენ ყოველ სახლში უხუცესნი. ახლა კი უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მას მოეწყო საზოგადო საყდარი, სადაც უნდა შეკრებილიყო მთელე ხალხი სალოცავად. მოსეს უნდა დაენიშნა ცალკეულნი პირნი წირვა-ლოცვის შესასრულებლად. საყდრის ასაშენებლად მოსემ მოსთხოვა ებრაელებს შესაწევარი. მათ დიდი სიხარულით მიიტანეს მრავალი ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და ძვირფასი ქვები საყდრის მოსაწყობად და მოსართავად. მოსემ პირველად გააკეთებინა მოძრავი საყდარი, რომელიც ისეთნაირად მოაწყობინა, რომ როცა სურდათ, დაშლიდნენ და თან ადვილად წაიღებდნენ და როცა სურდათ, ისევ დასდგამდნენ ერთს ადგილსა. ამ საყდარს ერქვა კარავი კრებულისა. იგი ფარდით გაყოფილი იყო ორად: ფარდის ერთ განყოფილებას ერქვა "წმინდა წმინდათა”, მეორეს _ "საწმინდაო”. წმინდა წმინდათაში იდგა ოთხკუთხედი სკივრი, რომელშიაც იდვა ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით წარწერილნი. ამ სკივრს ერქვა კიდობანი სჯულისა. როცა კარავი კრებულისა სრულიად დამზადდა, მოსემ აკურთხა იგი. მაშინ ღრუბლის სვეტი ჩამოვიდა მასზედ და შემოერტყა გარსა, ეს იყო იმის ნიშანი, რომ თვით უფალმა დასახა იგი წმინდა ადგილად და თავის სახლად.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

ამის შემდეგ ეს სვეტი ღრუბლისა მუდამ ადგა თავზედ კარავსა, მანამ ისრაელნი აღთქმის ქვეყანაში შევიდოდნენ. როცა ეს სვეტი დაიძვრებოდა და მაღლა ავიდოდა, ისრაელნი აიშლებოდნენ და გაუდგებოდნენ გზასა; როცა იგი გაჩერდებოდა და კარავზედ ჩამოეშვებოდა, ისინი დადგებოდნენ და დროებით ბინავდებოდნენ წირვა-ლოცვისთვის. მოსემ დანიშნა მთელი შთამომავლობა იაკობის ერთი შვილისა, სახელად ლევისა, საყდრის მსახურად. თვითონ მოსე და აჰრონიც მისივე შთამომავალნი იყვნენ. მოსემ თავისი ძმა აჰრონი დანიშნა მღვდელმთავრად. მღვდლებად დააყენა მისი შვილები; ხოლო მომსახურეობა საყდარში, კარვის დაშლა-გამართვა, მისი გადატან-გადმოტანა, ჩააბარა დანარჩენ ლევიტელთ. ეს თანამდებობანი მათ საშვილიშვილოდ დაუმკვიდრა. აჰრონის შთამომავლობაში უფროსი შვილი მღვდელმთავარი იყო ხოლმე, სხვანი იყვნენ მღვდლები, მოსმსახურობა საყდრისა ლევიტელთ დაუკვიდრათ სამუდამოდ. მარტო მღვდელმთავარი და მღვდლები შედიოდნენ "საწმინდაოში”. ხალხს კი იქ შესვლის ნება სრულიად არ ჰქონდა: იგი ისმენდა წირვა-ლოცვას ფართო ეზოში, რომელიც გარს ერტყა კარავსა. "წმინდა წმინდათა” კი შეუვალი იყო ყველასათვის. მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება წელიწადში ერთხელ შესულიყო შიგა მაშინ, როდესაც შესწირავდა ხოლმე მსხვერპლსა მთელი ხალხის შეცოდებათა მიტევებისთვის.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

ფიცის დარღვევა ისრაელთაგან

(გამ. 31, 18; გამ. 32,33, 34) სულმოკლე ისრაელთა მეტად ჩქარა დაარღვიეს თავისი ფიცი, გადაუდგნენ ღვთის ნებასა და საშინლად განარისხეს უფალი. მოსე, თანახმად ღვთის ბრძანებისა, ისევ ავიდა სინას მთაზედ. აქ მან გაატარა ორმოცი დღე, ესაუბრებოდა უფალსა; ისმენდა მისგან დარიგებათა და ბოლოს მიიღო მისგან ორი ქვის დაფა, რომლებზედაც თვით უფლისაგან იყო დაწერილი ათი მცნება. მოსეს დაგვიანებამ საშინელ ცოდვაში ჩააგდო ისრაელნი: როდესაც ნახეს, რომ მოსე დიდხანს აღარ ჩამოვიდა მთიდან, მათ იფიქრეს, ჩვენთან იგი აღარ დაბრუნდებაო და გადაწყვიტეს ღვთის გამოხატულების გაკეთება, რომ შემდეგ ის გაემძღვარებინათ წინა და ისე წასულიყვნენ თავის გზაზედა. კერპის გასაკეთებლად ყველამ მოიტანა რაც კი ოქროს ნივთეულობა ჰქონდათ: ბეჭდები, საყურეები და სხვანი. ოქრო ჩაყარეს ცეცხლში, დაადვნეს, გამოიყვანეს ხბოს თავის სახე, დაასვენეს იგი ცალკე მაღალ ადგილზედ. დაუწყეს თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა; დღესასწაულობდნენ, ევედრებოდნენ და ამბობდნენ: "აი, ღმერთი, რომელმაც ჩვენ ეგვიპტიდან გამოგვიყვანა”. გაჯავრებულმა უფალმა მთაზედვე უთხრა ეს ამბავი მოსესა და დაემუქრა: მაგ საშინელი შეცოდებისათვის ამოვხოცავ მთელ ხალხსაო. მოსე გამოეჩქარა მთიდან, შორიდანვე დაინახა ურჯულო საქმე თავისი ხალხისა, მეტად შეწუხდა და გაჯავრებულმა იქვე დაახეთქა და დაამტვრია ჩამოტანილი ქვის დაფები. მოსე როცა ებრაელებთან მივიდა, კერპიც დაამსხვრია, მერე უბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ამ საქმის წამომწყებნი და მოთავენი; შემდეგ ხალხს გამოუცხადა, რომ: უფალი თქვენ აღარ გაგიწევთ თავის მფარველობასა, აღარ გიჩვენებთ შემწეობასა და მიიქცევს იქით პირსა თვისსაო. ამის შემდეგ მოსე ახლად შედგა სინას მთასა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მთის მწვერვალზე უჭმელ-უსმელი, მტკნარად მშიერი მარხულობდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთსა, რათა მას მოეტევებინა ისრაელთათვის მათი მძიმე შეცოდება: უფალო, მე დამსჯე იმათ მაგიერ და იმათ კი აპატივე, _ ეხვეწებოდა ღმერთსა მოსე, რომელსაც თავისი ხალხი თავის თავზე ბევრად მომეტებულად უყვარდა და მზად იყო მისი ბედნიერებისათვის თავი გაეწირა. ამ დროს თვით ისრაელის ერიც, უფლის მუქარისაგან გონზე მოსული, მწარე ცრემლსა ღვრიდა და წმინდის გულით ნანობდა თავის მძიმე შეცოდებასა უფლის წინაშე. უფალმა ნახა წრფელი სინანული ისრაელთა, მიიღო მოსეს ვედრება და აპატია შეცოდება მათი. მან უბრძანა მოსეს, ხელმეორედ გაეკეთებინა ორი ქვის დაფა, დამტვრეულების მაგივრად, და ასულიყო კიდევ მაღალ მთაზედ და აეტანა თან ეს ქვები. მოსემ მთაზედ კვლავ დააგვიანა ორმოცი დღე, იყო მარხულობაში და ლოცვაში, ესაუბრებოდა უფალსა და მიიღო მისგან იგივე მცნებანი, დაწერილი მისგან ატანილ ქვის დაფებზედ. ბოლოს ჩამოვიდა ძირს ერთან და ახარა მათ მიტევება მათი შეცოდებისა და ხელმეორედ დააფიცა ხალხი, რომ იგი მტკიცედ იდგება უფლის რჯულზედ და არასდროს აღარ უღალატებს მას.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

საფლავი მსუნაგობისა(რიცხ. 11,1 _ 34) სინას მთასთან ისრაელებმა გაატარეს მთელი წელიწადი. აქვე იდღესასწაულეს წლისთავი თავისი გამოსვლისა ეგვიპტიდან, მეორე წლის დამდეგს ღრუბლის სვეტი, რომელიც მათ მოძრავ საყდარს ადგა თავსა, დაიძრა და გასწია წინ. მთელი ხალხი აიბარგა და გაჰყვა მას. ძალიან უხაროდათ, ახლა კი მალე მივალთ აღთქმულ ქვეყანაშიო, მაგრამ ეს მისვლა თვითონვე დააგვიანეს თავის მოუთმენლობით, სულმოკლეობით და აბეზრობით. სამი დღე უდაბნოში მშვიდობიანად იარეს, მაგრამ მეოთხე დღეს კი ასტეხესჩივილი და ტირილი: რატომ ხორცეული საჭმელი არა გვაქვსო? ვინ გაგვაძღობსაქ ხორცითა? _ ამბობდნენ ტირილით ისრაელნი. ეგვიპტეში პატიოსნად ვიყავით, რა გვრჯიდა, რად წამოვედით? თევზი თავზე საყრელი გვქონდა, არ გვაკლდა არც კიტრი, არც ნესვი, არც სხვა და სხვა მწვანილი. აქ კი გაგვიჭირა საქმე მარტო მანანის ჭამამ და მოგვაძულა თავი! მწარედ მოედებოდა ხოლმე გულზედ მოსეს როდესაც მისი საყვარელი ერი იჩენდა ამისთანა მოუთმენლობასა და სულმოკლეობასა. იგი მიიქცა ახლაც უფლისადმი მხურვალე ლოცვითა: მომბეზრდა, უფალო, ხელით ტარება ამ ერისა, აღარა მაქვს თავი მისი დაუდეგარობის ატანისა! უკეთესია, სიკვდილი მომივლინო და მომარჩინო მათ! სად ვუშოვნო ეხლა მათ ხორცი? ისინი სტირიან და მთხოვენ მას! მაშინ უფალმა უთხრა ერსა: დაიცადეთ, ხვალვე სჭამთ თქვენ ხორცსა და იგი თავზედ საყრელი გექნებათ არა ერთს დღესა, არც ორსა, არც ხუთსა, არც ათსა და არც ოცსა, არამედ მთელ თვესა, მანამდე იგი არ გაწყენთ და საშინლად მოგაბეზრებთ თავსა. მაგრამ მოსემ უთხრა: უფალო, აქ ექვსასი ათასი მარტო მამაკაცია, საიდან უნდა ვაჭამო მათ მთელი თვე ხორცი? თუ ჩვენ საქონელს მთლად დავხოცავთ და შევკრიბავთ მთელი ზღვის თევზსა, თორემ სხვა მხრით როგორ დავიოკებთ ამ ხალხს. ხოლო უფალმა მიუგო: განა მძლავრი არ არის ხელი ჩემი? აბა, დაინახავ შენ, ასრულდება ჩემი სიტყვა, თუ არა! უცებ ამოვარდა ქარი ზღვის მხრიდან და მოიტანა თანა უთვალავი გუნდნი მწყრისა. ეს გემრიელი ფრინველი აუარებელი რაოდენობით დაედო მიწასა, ისრაელთ ბინის გარშემო ერთი დღის სავალზედ სრულიად დაჰფინა დედამიწა. ხალხი დაფაციცებული დაეხვია მწყრებსა და მრავალს იჭერდა. ჯერ შესაჭმელი მწყრები კიდევ ბევრი იყო დარჩენილი, როცა მსუნაგ ხალხს გაუჩნდა საშინელი ავადმყოფობა, რომელმაც მრავალი გაწყვიტა. იმ ადგილას, სადაც დახოცილები დამარხეს, ხალხმა შეარქვა "საფლავნი მსუნაგობისა”.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

გაგზავნა დამზვერავთა

(რიცხვ. 13,1 _ 34; 14,1 _ 37) ბოლოს ისრაელნი მიუახლოვდნენ იმ ქვეყანას, სადაც ისინი მიჰყავდა ღმერთსა. შესვლამდის მოსემ, ღვთის ბრძანებით, გაგზავნა თორმეტი კაცი ისრაელის თორმეტი ტომიდან იმ ქვეყნის დასაზვერად და გასასინჯადა, მათ ჩუმად უნდა დაეარნათ ეს ქვეყანა და შეეტყოთ: როგორი მიწაა, რამდენად ნაყოფიერია, რამდენი მცხოვრებია, რამდენად მამაცნი და მძლავრნი არიან ისინი. თორმეტმა გაგზავნილმა დამზვერავმა მშვიდობიანად შეასრულა მინდობილი საქმე და ორმოცი დღის შემდეგ უკანვე დაბრუნდა. თან მათ მოიტანეს იქაური ხილი საჩვენებლად და უთხრეს ხალხსა: მარტო იმ მიწას გამოსდის რძე და თაფლი, ე. ი. იგი არის მდიდარი, მშვენიერი და ნაყოფიერი იალაღებით და სავსე ფუტკრითა, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი არის მეტად მძლავრი და ცხოვრობს დიდ და ძალიან გამაგრებულ ქალაქებში. ამასთან ათმა მზვერავთაგანმა თავისი დაუკვირვებელი ლაპარაკით ხალხში შიში ჩააგდო: ჩვენ იქ ისეთი გოლიათები ვნახეთ, რომ მათთან ჩვენ გამოვჩნდით ქინქლებადა. ამ სიტყვებმა აღძრა ხალხში საშინელი ყვირილი, კივილი, კვნესა _ ჩივილი მოსეზედ და ღმერთზედ: ჩვენ ღმერთს იქ სწორედ დასახოცად მივყევართ და ჩვენი ცოლ-შვილის დასატაცებლად ქანაანელთა ხელით! ის არა სჯობიან, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ? _ ერთმანერთში იწყეს მოლაპარაკება, დაჰკრავდნენ პირობასა, რომ ამოერჩიათ ახალი წინამძღვარი და დაბრუნებულიყვნენ ისევ ეგვიპტეში. მოსე, აჰრონი, ისო ნავე და ქალევი ძალიანა სწუხდნენ ამ ხალხის უგუნურებას და ეხვეწებოდნენ: ღმერთი მოწყალეა ჩვენი; იგი შეგვიყვანს იმ ქვეყანაში, ნუ ხართ მისი წინააღმდეგი; ნუ გეშინიათ ქანაანის მცხოვრებლებისა, მათ მშველელი არავინა ჰყავთ, ჩვენთან კი არს ღმერთი! მაგრამ ხალხი უფრო გაცეცლდა და იწყო ყვირილი: ჩავქოლოთ ეგენი ქვითა! მაგრამ ამ დროს ღრუბლის სვეტმა, რომელიც კარვის თავზე იდგა, საშინლად გაანათა _ ეს უფალი გამოცხადდა. შფოთი იმწამსვე დამშვიდდა. უფალმა უთხრა მოსეს: რამდენი ხანი უნდა მაჯავროს მე მაგ ხალხმა? რამდენი ხანი უნდა იყვნენ ჩემი ურწმუნო? გავაწყობ მაგათ დედამიწის ზურგიდან და შენგან წარმოვშობ უფრო მრავალს და ძლიერ ხალხსა. მოსემ დაუწყო ხვეწნა და ვედრება ღმერთსა: უფალო, მიუტევე ამ ხალხს ეს შეცოდებაც შენი დიდი მოწყალების გამო, როგორც აქამდე მიგიტევებია მისთვის სხვა შეცოდებანი.

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

უფალმა უპასუხა: მომიტევებია შენი ლოცვის გამო. მაგრამ ამსთან ხალხს გამოუცსადე: არ ეღირსება ქანაანის ქვეყანას ეგ ბოროტი და სულმოკლე ერი, რადგანაც მრავალჯერ წინ აღმიდგნენ მე; ორმოც წელიწადს იწანწალებენ უდაბნოში, მანამ არ ამოიხოცებიან ყველანი, ოც წელიწადზე უფროსნი. მე მხოლოდ მათ შვილებს შევიყვან აღთქმულ ქვეყანაში და დავუმკვიდრებ მათ. ხვალვე დაბრუნდით წითელი ზღვის პირას. აჯანყების მოთავენი, ათნი დამზვერავნი, მაშინვე იქმენ დასჯილნი: ისინი უცებ დაეცნენ მიწაზე და დაიხოცნენ. მეტად დაღონებულ-დაძმარებული ისრაელნი გაბრუნდნენ უკანა და ორმოცი წელიწადი დაეხეტებოდნენ უდაბნოში: გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~

გაფორმება: კობა ქსოვრელი