საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

10
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

ხალხის უსჯულოებამ და უსამართლო დევნამ დიდი დარდი ჩაუგდო გულში ელიასა. ამიტომ მან უდაბნოში სთხოვა უფალს სიკვდილი. ამ დროს მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და უბრძანა, რომ იგი წასულიყო იმ მთაზედ, რომელზედაც ღმერთი პირველად გამოეცხადა მოსეს. ელია წავიდა და მივიდა ქორების მთასთან. აქ უფლის წინაშე აღიარა თავისი გულის დარდი და ვარამი. უფალმა უბრძანა ელიას, მთის წვერზე ადი და იქ დაუცადე ჩემს გამოცხადებასააო. ელია ავიდა მთაზედ და დადგა. ჯერ მის წინ გამოიქროლა ისეთმა საშინელმა ქარაშოტმა, რომ მთას ჭახაჭუხი დააწყებინა და ზოგან კლდეც მოანგრია; მერე შეიქმნა საშინელი მიწისძვრა; შემდგომ გაჩნდა ცეცხლის ვეებერთელა სვეტი და დაიწყო ჰაერში ტრიალი, კუდიანი ქარივით; ბოლოს ელიამ იგრძნო წყნარი, საამური ნიავი და გაიგონა უფლის ხმა: რად მოსულხარ, აქ ელიავ?; ელიამ უპასუხა: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ მთელმა ისრაელის ერმა დასტოვა შენი მცნებანი, დაანება თავი შენს თაყვანისცემას, შეუდგა წარმართობას და დახოცა შენი ერთგული წინასწარმეტყველნი, დავრჩი მარტო მე, მაგრამ მეც დამდევენ მოსაკლავად.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

უფალმა დაამშვიდა ელია შემდეგი სანუგეშო სიტყვებით: ნუ გეშინიან, მეგობარნი კიდევა გყვანან ჩემს ერში, მთელი ხალხი არ არის გარყვნილი, როგორც შენა გგონია, იქ იპოვება შვიდი ათასი კაცი, რომელთაც ჩემთვის ჯერ არ უღალატნიათ და არ მოუდრეკიათ მუხლი კერპთა წინაშე. ბოლოს უფალმა უბრძანა ელიას, რომ იგი წასულიყო თავის ქვეყანაში და წინასწარმეტყველად დაეყენებინა ერთი ისრაელი, სახელად ელისე. თავის ქვეყანაში რომ დაბრუნდა, ელიამ ელისე ნახა მინდორში გუთანზე ხვნის დროს. მიუახლოვდა, მოიხადა თავისი წამოსასხამი და ელისეს გადააგდო მხარზედ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ელისე მან წინასწარმეტყველად აირჩია. ელისემ იმ წამსვე ყველაფერს თავი დაანება და გაჰყვა ელიას. საოცარი სახით დატოვა ელიამ ქვეყანა. მან თავისი უკანასკნელი წუთის მოახლოება იგრძნო მაშინ, როდესაც ელისესთან ერთად მიდიოდა გზაზედ. ელისეს უთხრა: დარჩი აქა, მე უფალი მიბრძანებს, წავიდე წინ. ელისემ შეიტყო, რომ ელიას ამაღლება ზეცას მოახლოებულიყო და ამიტომ უთხრა: არასგზით თავს არ დაგანებებო. სამჯერ გაუმეორა ელიამ თავისი თხოვნა ელისეს, მაგრამ მან სამჯერვე უპასუხა: ღვთის წინაშე გეუბნები, რომ თავს არას გზით არ დაგანებებ. ამ ლაპარაკის დროს მიადგნენ მდინარე იორდანეს. ელიამ მოიხსნა თავის წამოსასხამი, შეკეცა, დაჰკრა მდინარეს და გაჰყო წყალი. ორივე წინასწარმეტყველი დამშრალ მდინარეზედ გავიდნენ. ამ დროს ელიამ უთხრა ელისეს: მთხოვე, რისი მიღებაც ჩემგან გსურს, მანამ უფალი თავისთან ამიტაცებდეს. ელისემ მიუგო: სხვა არა მინდა არა, მომენიჭოს ერთი ორად ის წინასწარმეტყველური ძალა, რომლითაც შენა ხარ სავსე. ძნელ რასმე ითხოვ, _ მიუგო ელიამ,

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

მაგრამ მოგენიჭება, თუ დამინახავ, როცა უფალი აღმიტაცებს ზეცას და თუ ვერ დამინახავ, არ გეღირსება მოცემა ნათხოვარისა. როცა ასე ლაპარაკით მიდიოდნენ, უცებ გაჩნდა ცეცხლის ეტლი, ცეცლის ცხენშებმული, მოჰქროდა წინასწარმეტყველთ შუა და გააშორა ისინი ერთმანერთისგან. ელია უცებ მოექცა ამ ამ ცეცხლის ეტლში, წავიდა მაღლა და გაჰქრა ზეცაში. განცვიფრებულმა ელისემ მალე დაჰკარგა თვალიდან ამაღლებული ელია, საშინლად დაღონდა და სთქვა: დაჰკარგა ისრაელის ერმა ეს უკანასკნელი მფარველიცა. და სიმწუხარის ნიშნად პერანგი შემოიფხრიწა. ამ დროს ნუგეშად მას ზეციდან ჩამოუვარდა წინ ელიას მოსასხამი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ელიას წინასწარმეტყველური ნიჭი ელისეზედ გადავიდა. ამაში მალე დარწმუნდა ელისე, როცა იორდანესთან მივიდა და დაჰკრა ელიას წამოსასხამი: წყალი გაიყო და ელისე გავიდა იწითა ნაპირზე. (3 მეფ. 16,28 _ 34; 17,1 _ 22; 18,1 _ 45; 19,1 _ 21) 4 მეფ. 2,1 _ 14)

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

ელისე წინასწარმეტყველი ელიას ამაღლების შემდეგ მისი ძლიერების მემკვიდრე შეიქმნა ელისე. ამის ხელით და პირით უფალმა ბევრი სასწაული უჩვენა ისრაელთა, რომ იგინი წარმართობისაგან და უსჯულოებისაგან დაეხსნა, ცხადად დაენახვებინა თავისი ყოვლისშემძლეობა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ მოექცია. ერთხელ ელისესთან მივიდა ერთი დედაკაცი და ითხოვდა მისგან შემწეობას: ქმარი მომიკვდა და დამიტოვა ვალი. შენ თვითონ იცი, რომ იგი იყო ღვთის მოშიშარი კაცი, ეხლა ამ ვალში ორ შვილსა მთხოვენ ყმად. ელისემ უთხრა: ახლა როგორ გიშველო შენ? გაქვს რამე სახლში თუ არა? არაფერი არა მაქვს, გარდა ერთ კოკა ზეთისა, _ მიუგო ქვრივმა. წინასწარმეტყველმა უთხრა: წადი, სთხოვე შენს მეზობლებს და რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი მიიტანე სახლში, ჩაიკეტე კარები და შენი შვილების დახმარებით შენი კოკიდან გადაასხი ზეთი იმ ცარიელ ჭურჭლებში, მანამ პირთამდე არ აივსებოდეს. ქვრივმა გაუგონა წინასწარმეტყველს, წავიდა და ისე მოიქცა, როგორც მან უბრძანა: შვილები აძლევდნენ ცარიელ ჭურჭელს და ის ასხამდა ზეთს, როცა ყველა ჭურჭელი გაივსო, შვილებს უთხრა: კიდევ მომეცითო. შვილებმა უთხრეს: ამის მეტი აღარა გვაქვსო და ზეთმაც იკლო კოკიდან. ის დედაკაცი მივიდა ელისესთან და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. მაშინ წინასწარმეტყველმა უბრჩანა, რომ გაეყიდა მას ზეთი; რაც იმ ზეთში ფული აიღო, იმით ვალი მოიშორა და სარჩენადაც ბევრი დარჩა. ელისე ხშირად მიდიოდა და დადგებოდა ხოლმე ერთ ღვთისმოყვარე ებრაელთან. ეს დიდი სიამოვნებით მიიღებდა ხოლმე და იმისთვის კიდეც ააშენა პატარა ოთახი, შიგ დადგა ტახტი, მაგიდა, სკამი და შანდალი. იმ ებრელს ჰყავდა ერთი შვილი. ერთხელ ყმაწვილი თავის მამასთან მინდორში იყო და უეცრად თავი ასტკივდა, მაშინვე მიიყვანეს დედასთან და დედას კალთაში მოუკვდა შვილი. დედამ აიღო და ელისეს ქვეშაგებზედ დასდო და დაკეტა კარები. მერე არავის სახლში მყოფს არ უთხრა ეს უბედურება და საჩქაროდ მიირბინა წინასწარმეტყველთან, დაეცა მის ფეხებთან და მოეხვია. ელისემ გაიგო მაშინვე, რა ამბავიც იყო მის თავს და უთხრა თავის მოსამსახურეს: აიღე ჩემი ყავარჯენი, ჩქარა წადი და შეახე ყმაწვილს. მაგრამ დედაკაცი არ შორდებოდა ღვთის კაცს და ეხვეწებოდა, რომ თვითონ წამოსულიყო. ელისე წავიდა და შევიდა თუ არა ოთახში, სადაც მკვდარი ყმაწვილი იდო,

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

ჩაკეტა კარები და შეევედრა ღმერთს, შემდეგ დაიხარა ყმაწვილისაკენ. ყმაწვილმა თვალები გაახილა. ელისემ დაუძახა მის დედას და მისცა ცოცხალი შვილი. ისრაელებს შეემთხვათ ომი სხვა ხალხთან. მტრები დიდძალი ჯარით შემოესივნენ და გარს შემოერტყნენ მათ სატახტო ქალაქს, სამარიას. ამ ქალაქში იყო ელისეც. რაც ქალაქში პური იყო სულ გამოელიათ და იმისი შოვნა და მოტანა მტრების შიშით შეუძლებელი გახდა. დადგა საშინელი შიმშილი. ისრაელების მეფემ თავისი კაცების პირით ჰკითხა ელისეს: რა ვქნა მე ასეთ გაჭირვებაში? წინასწარმეტყველმა შეუთვალა: უფალმა მითხრა, რომ ხვალ ალაყაფის კარებთან გაიყიდება პური უფასოდ. ერთმა ხელმწიფის ახლობელმა კაცმა არ დაუჯერა და უთხრა: ეგ შეუძლებელიაო, თუნდ ციდან რომ ცვიოდეს პურიო; ელისემ უთხრა: შენ თვითონ დაინახავ, რომ ჩემი სიტყვა ასრულდება, მაგრამ პურს კი ვერ სჭამ. იმ ღამეს მტრებმა გაიგონეს რაღაც ხმაურობა, თითქოს დიდი ჯარი მოდის მათზეო, შიშისაგან ყველაფერი იქ დატოვეს და გაიქცნენ. მეორე დღეს ისრაელებმა ნახეს, რომ მტრები აღარ იყვნენ, მისცვივდნენ იმათგან დარჩენილ საჭმელებს და ნივთეულობას. იმ დღეს პური იყიდებოდა ძალიან იაფად. ის კაცი, რომელმაც არ დაუჯერა ელისეს, ხელმწიფემ ყარაულად დააყენა კარებში, მაგრამ იმ არეულ-დარეულობაში გაჭყლიტეს და ამნაირად ასრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა. ასურასტანის მეფის ერთი ერისთავი, სახელად ნეემანი, ავად იყო საშინელი ავადმყოფობით. ერთხელ მას უთხრა მსახურმა: ახ, ბატონო, შენ რომ ისრაელის ქვეყანაში იყო, ელისე წინასწარმეტყველი მალე მოგარჩენდა მაგ ავადმყოფობისგან. ერისთავმა დაუჯერა ამ ქალს და დიდი საჩუქრებით წავიდა ისრაელთა ქვეყანაში. მივიდა თუ არა ელისეს სახლის კარების წინ, წინასწარმეტყველმა შემოუთვალა მოსამსახურის პირით, რომ ის შვიდჯერ უნდა გაებანოს იორდანეს წყალში და ავადმყოფობა გაივლის სრულიადო. ნეემანი ჯერ გაჯავრდა ამგვარი პასუხით და სთქვა: მე მეგონა რომ წინასწარმეტყველი მოვა ჩემთან, შეევედრება ღმერთს, შეეხება თავისი ხელით მტკივნეულ ალაგებს და ამნაირად გავთავისუფლდები სატკივარისგან; წყალში გაბანვა მეც შემეძლო ჩვენს ქვეყანაში, განა ჩვენი ქვეყნის წყლები ისრაელების წყლებზე უხეირონი არიან?!;

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

ერისთავმა გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ მსახურები სთხოვდნენ, რომ შეესრულებინა წინასწარმეტყველის სიტყვა და უთხრეს: რა ძნელად შესასრულებელ საქმეს გიბრძანებს წინასწარმეტყველი, რომ უარს ამბობ, მართლა რომ ძნელად აღსასრულებელი საქმე მოეცა, განა არ შეასრულებდი?; ნეემანი წავიდა, იორდანეს წყალში გაებანა შვიდჯერ და განთავისუფლდება სატკივარისაგან, მერე დაბრუნდა დიდის მადლობით ღთის კაცთან და უთხრა: ეხლა მე გავიგე, რომ ისრაელების ღმერთი მართლა ერთად ერთი ღმერთია, მიიღე ჩემგან საჩუქარი. ელისემ მისი საჩუქრები უარყო. მაშინ ერისთავმა უთხრა ელისეს: ნება მაინც მომეცი, აქედან წავიღო მიწა, გავაკეთებ სამსხვერპლოს და მარტო ერთადერთ ისრაელთა ღმერთს შევწირავ მსხვერპლს და სხვა ღმერთებს სრულებითაც არ ვემსახურები. ელისემ გაუშვა იგი მშვიდობით. ელისეს მოსამსახურე შეცდა საჩუქრებით, რომლებიც იმისმა ბატონმა არ მიიღო ერისთავისაგან და ფიქრობდა ელისესგან ჩუმად გამოერთმია, წამოეწია გაზედ ერისთავს და უთხრა: ჩემს ბატონს მოუვიდა ორი სტუმარი და გამომგზავნა შენთან ფულისათვის და ორი ხელი ტანისამოსისათვის. ნეემანმა სიხარულით მისცა

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

უფრო მეტი, რასაც ის სთხოვდა. როცა შინ დაბრუნდა, გეეზმა დამალა უწესოდ ნაშოვნი საჩუქრები. ელისემ შეუტყო მას სიმტყუვნე და გაუმაძღრობა. სად იყავი შენ? _ ჰკითხა თავის მოსამსახურეს. არსად! _ მიუგო მან. წინასწარმეტყველმა უთხრა: იქნება შენ გგონია, რომ მე ვერ გავიგებდი, როდესაც გამოუდექი ნეემანს? გადაგედება მისი სატკივარი შენ და გეეზი მართლაც დაავადდა იმავე სატკივრით,რომელიც ჰქონდა ნეემანს. წინასწარმეტყველის ენით საკვირველი ღვთის ძალა მოქმედებდა როგორც მისი სიცოცხლის დროს, აგრეთვე მისი სიკვდილის შემდგომაც. ერთხელ მარხავდნენ მკვდარს იმ საფლავის მახლობლად, რომელშიც ელისე იყო დამარხული. ამ დროს ისრაელებს დაენენ მტრები. მესაფლავეებმა გაიფეს თუ არა მტერი მოდისო, სიჩქარით აიღეს მიცვალებული და ჩააგდეს ელისეს აკლდამაში; მიცვალებული შეეხო თუ არა ელისეს ძვლებს, მაშინვე გაცოცხლდა. (4 მეფ. 2,15; 4,1 _37; 6,24 _25; 33; 7,1 _30; 4 მეფ. 5; 1 _ 27; 13,20 _ 21)

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~

გაფორმება: კობა ქსოვრელი