საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

10
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

კერპთთაყვანისცემა

რაკი ადამიანები გაიფანტნენ დედამიწის ზურგზე სხვადასხვა კუთხეებისაკენ და მოსპეს ერთმანერთში კავშირი და მისვლა-მოსვლა, თანდათან დაივიწყეს მათ, რაც გაეგონათ და ესწავლათ ღმერთზე თავისი წინაპრებისაგან. ჭეშმარიტი ღმერთის მაგივრად მათ დაუწყეს თაყვანისცემა სხვადასხვა ზეციურ და ქვეყნიურ ქმნილებებს: ზოგმა ღმერთად ამოირჩია მნათობნი ცისანი _ მზე, მთვარე და ვარსკვლავები; ზოგმა თაყვანისცემა დაუწყო ცხოველებს _ ხარსა, გველსა, მაიმუნსა და სხვებსა; ზოგმა მუხლი მოუდრიკა მდინარეებსა, ზღვებსა, ტბებსა, ცეცხლსა, ქარსა და კიდევ მრავალ საგანსა, რომ ხშირად მოეგონებინათ თავიანთი ღმერთები, ადამიანებმა იწყეს მათი გამოხატვა ხეებზედ, ქვებზედ, სპილენძზედ, ვერცხლზედ, ოქროზედ და დაუწყეს ამ გამოხატულებათ თაყვანისცემა როგორც ღმერთსა. რადგამ ამნაირ გამოხატულებას ჰქვიან კერპი, ამიტომ მათ ლოცვასა და ვედრებასაც სახელად დაერქვა კერპთთაყვანისცემა. როცა კერპთთაყვანისცემა მოედო მთელი დედამიწის ზურგსა და ყველა ხალხმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, უფალმა ინება, რომ ქვეყანაზედ ყოფილიყო ერთი ხალხი მაინც, რომელსაც ეცოდინებოდა იგი, თაყვანს სცემდა მას, ეხსომებოდა აღთქმა მაცხოვრის მოსვლისა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება. ღმერთმე გადასწყვიტა წარმოეშვა ასეთი ხალხი ერთი ღვთისნიერი და კეთილმსახური კაცისგან, რომელსაც ერქვა აბრამი.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

ღმერთის მოწოდება აბრამისადმი

(დაბ. 11,27 – 28,31; 12,1 – 5) აბრამი დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქვეყანაში, ამ ქვეყნის მცხოვრებლებიც დიდით პატარამდის კერპთთაყვანისმცემლები იყვნენ. თვით აბრამის მამაც, რომელსაც ერქვა თარა, კერპებს ემსახურებოდა. მარტო აბრამსღა ახსოვდა ჭეშმარიტი ღმერთი და ადიდებდა მას. რომ ესეც არ შერყეულიყო თავის სარწმუნოებაზედ ნათესავების წაბაძვით, ღმერთმა მოინდომა მისი გადასახლება სხვა ქვეყანაში, ამიტომ ერთხელ გამოეცხადა მას უბრძანა: დასტოვე შენი სამშობლო ქვეყანა, დაანებე თავი შენს ნათესავებსა, შენს სახლ-კარსა და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე შენ გიჩვენებ. მე წარმოვშობ შენგან დიდ ხალხსა, გაკურთხებ და მოგანიჭებ დიდებასა; ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებენ და დავწყევლი მათ, ვინც შენ დაგწყევლიან. ერთი შენი შთამომავლის მიერ კურთხეულ იქნებიან მთელი ქვეყნის თემნი. აბრამი დამორჩილდა ღვთის ბრძანებასა, გავიდა თავისი სამშობლოდან და გაემგზავრა სამხრეთისაკენ, იმიტომ, რომ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მას უფალმა მისცა საცხოვრებლად, იყო სამხრეთისაკენ ქალდეველთა ქვეყანიდან. თან წაიყვანა აბრამმა ცოლი თავისი სარა და ძმისწული ლოტი, მისის სახლობითა, ამ დროს აბრამი იყო სამოცდათხუთმეტი წლისა.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

აბრამისა და ლოტის გაყრა

(დაბ. 13,1 – 12) ქანაანს გადასახლების შემდეგ აბრამს და ლოტს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად. მათ მალე მოუხდათ გაყრა და ერთმანერთის განშორება. ამის მიზეზი გახდა შემდეგი შემთხვევა: ლოტს ჰქონდა თავისი საკუთარი კარვები და ჰყავდა აუარებელი საქონელი; აბრამიც აგრეთვე მდიდარი იყო ძროხითა, ცხენითა და ცხვარითა. ამდენი საქონელი არ თავსდებოდა გარშემო იალაღზედ და ამის გამო განხეთქილება ჩამოვარდა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შუა, რომელიც ერთმანერთს ეცილებოდნენ საძოვარ ადგილებს. აბრამს ეშინოდა, რომ ამ შემთხვევას არ ჩამოეგდო სიძულვილი მასა და ლოტს შორის, ამიტომ მოუწოდა თავის ძმისწულსა და უთხრა: ნუ იქნება უთანხმოება შენსა და ჩემს შუა, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანერთის ძმები ვართ, უკეთესია ერთმანერთს გავეყარნეთ და ცალ-ცალკე ვიცხოვროთ; ქვეყანა დიდია, რომელი მხარეც გინდა, ის ამოირჩიე... თუ მარცხნივ ირჩევ, მარჯვნივ მე წავალ, თუ მარჯვნივ ამჯობინებ, მარცხნივ გავემგზავრები. ლოტს ჭკუაში მოუვიდა აბრამის სიტყვები და საცხოვრებლად ამოირჩია ერთი ფართო ველი, დაფენილი მშვენიერი იალაღებით, რომელსაც მდინარე იორდანე რწყავდა. იგი გაემგზავრა იქითკენ და თავისი კარვები დადგა ერთი ქალაქის გვერდით, რომელსაც სახელად ერქვა სოდომი.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

აბრამის სარწმუნოება

(დაბ. 13; 14-17; 15,9-3-5; 17,19) რადგანაც უფალს განსაკუთრებით უყვარდა აბრამი მტკიცე სარწმუნოებისთვის, ამიტომ მრავალჯერ ეცხადებოდა ძილშიაც, ღვიძილშიაც და ესაუბრებოდა მას, როგორც კეთილი მამა; უმეორებდა თავის აღთქმათა და მრავალთა მოწყალებათა შესახებ, რომელნიც განემზადა მას, და არწმუნებდა, რომ იგი შეიქმნება მამად მრავალთა შთამომავლობისა. ერთხელ სიზმარში აბრამს მოესმა ღვთის ხმა: ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ შენი მფარველი და დიდი ჯილდოც მოგელის ჩემგან. აბრამმა უპასუხა: უფალო, რაცა მაქვს, ისიც არ მახარებს, იმიტომ რომ უშვილო ვარ და მთელი ჩემი სარჩო ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა დარჩეს ჩემს სახლისწულს, დამასკოელ ელიეზერს. მაშინ უფლის ხმამ დაარწმუნა აბრამი, რომ უმემკვიდროდ არ დარჩება. ამ ხმამ გამოიყვანა ის ტრიალ მინდორზე და უთხრა: აიხედე მაღლა და დათვალე ვარსკვლავნი ცისანი, არ შეგიძლია, განა? ეგრეთვე უთვალავი იქნება თესლი შენი, რომელსაც მე დავუმკვიდრებ ქვეყანას, სადაც ეხლა შენ ცხოვრობ. მაგრამ გავიდა დიდი ხანი და უფლის აღთქმა ჯერ კიდევ არ ასრულებულიყო. აბრამი გადადგა მეასე წელწადში, სარა _ ოთხმოცდამეათეში და შვილი კიდევ არ ეძლეოდათ, მაშინ უფალი ახლად გამოეცხადა აბრამსა და უთხრა: მე ვარ შენი ღმერთი, კეთილად მემსახურე და იყავ უბიწო! მე დავდებ შენთან აღთქმას და ვაქცევ შენს შთამომავლობას დიდ ხალხად. ცოლი შენი სარა შობს შვილსა, და მისგან წარმოდგებახალხი, რომელიც იქნება ერი ღვთის რჩეული. მე ვიქნები ღმერთი შენი შვილისა და მისი შთამომავლობისა. მეტის სიხარულით აბრამს გაეცინა და ღმერთმა უბრძანა მას, რომ სამახსოვროდ ამ სიხარულისა თავის შვილისთვის დაერქმია ისაკი.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

ლოტის ტყვეობიდან დახსნა

( .114,1-23) . დაბ ლოტისგან ამორჩეული ადგილი საცხოვრებლად ვერ გამოდგა სახეირო არ , , , გასულა დიდი ხანი მას უკან რაც იგი გაშორდა აბრამსა რომ მას შეემთხვა დიდი უბედურება , , სოდომს და სხვა ახლო ქალაქებს დაესხნენ უცხო მეფენი სძლიეს სოდომის მცხოვრებლები

. . დაარბიეს და წაასხეს ტყვეებად ტყვეებში ერია თვით ლოტიცა შეიტყო თუ არა აბრამმა , , თავისი ძმისწულის უბედურება მაშინვე შეკრიბა თავისი სახლიდან სამას თვრამეტი კაცი , , მიიწვია საშველად ზოგიერთი მეზობელი გამოუდგა გამაარჯვებულებსა დაეწია და უცებ . . დაესხა თავსა შეეწია ღმერთი და აბრამმა დასძლია მტრები აბრამმა მათ დააყრევინა არა , , . მარტო ტყვეები რომელთა შორის ლოტიც იყო არამედ მთელი დავლაცა როცა აბრამი

, , . შინისაკენ დაბრუნდა გზაზედ მას გამოეგება მეფე სახელად მელქიზედეკ ამ მეფეს სწამდა . ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებოდა მას მას ჰქონდა გაგებული აბრამის სათნო ცხოვრება

. და ნიშნად პატივისცემისა მიაგება პური და ღვინო და აკურთხა იგი თავის მხრივ აბრამმაც . მიართვა მას მეათე ნაწილი დავლისა აბრამმა დაუბრუნა სოდომის მეფეს ყველა ტყვე და

. , მთელი სარჩო სოდომის მეფემ დაუწყო თხოვნა აბრამსა რომ მას დაებრუნებინა მისთვის , მარტო ტყვეობიდან გამოხსნილი ხალხი და მათი სარჩო კი თავისთვის დაენარჩუნებინა , მაგრამ აბრამმა ცივი უარი სთქვა თავისი კეთილი საქმისთვის ჯილდოს ანუ ფასის მიღება

, . : მას არ უნდოდა რადგანაც იყო უანგარო კაცი მან ამგვარად უპასუხა აღვაპყრობ ხელსა , ! ჩემსა ზეცისკენ და შემოგფიცავ რომ ერთ ბეწვსაც არ ვინდომებ მათი ქონებიდან ამის

, შემდეგ ლოტი ქალაქ სოდომთან ცხოვრობდა მაგრამ კინაღამ სრულიად არ დაიღუპა ერთი , . საშინელი უბედურებისგან რომელიც ამ ქალაქს ეწია სოდომის და ახლო ქალაქების

, , მცხოვრებლები მეტად ბოროტნი ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენ უფალი, , ხედავდა რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული და სწორე გზაზედ მოქცევა ხოლო , : ცოდვანი მათნი იყვნენ ისეთი მძიმე რომ მათი ქვეყანაზედ დარჩენა საშიში იყო სხვებიც მათ

. მაგალითს წაჰბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა ამიტომ უფალმა გადასწყვიტა . , სამაგალითოდ დაესაჯა ისინი რაში მდგომარეობდა ეს საშინელი სასჯელი გამოჩნდება

.შემდეგი ორი მოთხრობიდანა

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

უფლის სტუმრობა აბრამთან

( . 18,1-32) , დაბ აბრამი და მისი ცოლი სარა გახდნენ ღირსი მეტად დიდი პატივისა როდესაც მათ კარვები , . ედგათ მამბრეს დიდ მუხასთან მათ თავის სადგომში სტუმრად მიიღეს თვით უფალი ღმერთი იგი

: , გამოეცხადა მათ შემდეგი უბრალო სახით შუადღე იყო და აბრამი იჯდა თავის კარვის კარებთან მაღლა , , , აიხედა და მახლობლად დაინახა ს ა მ ი მგზავრი წამოდგა მაშინვე მიეგება მათ წინ მიწამდის თავი , : , დაუკრა და მიმართა თხოვნით მას რომელიც უფროსს ჰგავდა უფალო თუ მე ღირსი ვარ შენი

, , , , მოწყალებისა ნუ ამიქცე გზასა მიკადრე მობრძანდი დაისვენე ამ ხის ძირში და დანაყრდი ცოტაოდენი. . : საჭმლით მგზავრები დათანხმდნენ და მივიდნენ ჩრდილქვეშა აბრამი გაეშურა კარავში და უთხრა სარასა

. , ჩქარა მოზილე და გამოაცხვე ხმიადები მერე გაიქცა თავის ფარაში თავისი ხელით ამოარჩია უკეთესი ხბო , . , და უბრძანა საჩქაროდ მოემზადებინათ როცა ყველაფერი დამზადდა აბრამმა მიართვა თავის სტუმრებსა

, , . . პური რძე კარაქი და ხბოს ხორცი ის თვითონ სთავაზობდა საჭმელსა და ემსახურებოდა სტუმრებსა მაშინ : , , ერთმა სტუმართაგანმა უთხრა აბრამსა მერმისს სწორედ ამავე დროს გეწვევით შენ და შენს ცოლს მაშინ . , . შვილი ნაშობი გეყოლებათ სარა ამ დროს კარებში იდგა და რომ გაიგონა ეს სიტყვები გულში ჩაიცინა

: : მაშინ სტუმარმა სთქვა რად გაიცინა სარამა და იფიქრა თავის გულში სიბერის დროს შვილი როგორღა ? ? , უნდა მეყოლოსო განა ღვთისათვის არის რამე ძნელი სარამ და აბრამმა ცხადად დაინახეს რომ

, . სტუმარმა ისიც იცოდა რასაც კაცი გულში იფიქრებდა და უწყოდა მომავალი მაშინ იმათა სცვნეს ვინც . . იყვნენ მათი სტუმრები სადილის შემდეგ საოცარი სტუმრები ადგნენ და წავიდნენ სოდომისაკენ

. , გახარებული აბრამი გასაცილებლად თან გაჰყვა მგზავრებსა ორნი დაწინაურდნენ უფროსი კი აბრამთან , დარჩა და გამოუცხადა აბრამსა რომ სოდომელების ცოდვანი აღწევდნენ ზეცამდე და მე გადავწყვიტე

. , მათი სახსენებელი ამოვაგდო ქვეყნაზედაო აბრამს შეეშინდა ჩემი ძმისწულიც სხვებთან ერთად არ , , დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალსა რომ მან დაიფაროს უსჯულო ქალაქი თუ მასში ცოტაოდენი

: , მართალნი მაინც იქნებიან უფალო შენ ხარ მართლმსაჯული და ნუთუ მართლებსაც ბიწიერებთან? , ?; დაღუპავ თუ იქ ორმოცდაათი მართალი ადამიანი იპოება ნუთუ მათთვის არ დაიფარავ მთელ ქალაქსა , : , . უფალმა უპასუხა რომ მე ვაპატიებ ყველას თუ მაგდენი მართალი ადამიანი მათ შორის ერევაო აბრამმა

: ? კიდევ გაბედა და ჰკითხა ორმოცდახუთი რომ იყოსო ნუთუ მთელ ქალაქს დაღუპავ ხუთ მართალის?; , : . დაკლებისათვის უფალმა მიუგო რომ არც მაშინ დავსჯიო მოწყალე პასუხით წაქეზებულმა აბრამმა

: ?; ?; ?; თანდათან დააკლო მართალთა რიცხვსა თუ ორმოცი იქნება თუ ოცდაათი თუ ოცი თუნდ ათიც რომ?; : .იყოს უფალმა ბოლოს უპასუხა არ დავღუპავ ათი მართალი კაცის გგულისთვისაცაო

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~

გაფორმება: კობა ქსოვრელის