საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

11
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

სპილენზის გველი

(რიცხ. 21,6 _9) ვერავითარმა საშინელმა სასჯელმა ვერ ასწავლა ჭკუა ისრაელთა და ვერ გადააჩვია ისინი ღვთის ურწმუნოებას და წინააღმდეგობასა. წამდაუწუმ ასტეხდნენ ხოლმე ისინი ჩივილს და საყვედურს ღმერთისა და მოსეს მიმართ და ღვთის რისხვას დაიმართებდნენ ხოლმე. ყოველ ამისთანა შემთხვევაში მოსე იყო მათი მოსარჩლე, შუამავლობდა უფლის წინაშე, შეევედრებოდა ხოლმე და აპატიებინებდა ურჩობასა და წინააღმდეგობასა. ერთ ადგილას ღმერთმა დაახვედრა ისრაელთა მათი ურჩობის და კერპობის გამო შხამიანი გველები. ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა. ისრაელნი შეიკრიბნენ მოსესთანა და სთხოვეს: დამნაშავენი ვართ, გთხოვთ, გვაპატიო და შეევედრო ჩვენთვის ღმერთსა; რომ მან დაგვიხსნას ამ შხამიანი გველებისაგან. მოსე შეეხვეწა ღმერთსა და მან მიუტევა ისრაელთ შეცოდება და უშველა ამგვარად: უბრძანა მოსეს გაეკეთებინა სპილენძის გველი და ჩამოეკიდნა მაღალ სარზედ. ვინც დაშხამული იქნება გველისაგან, უნდა ამ გველის სახეს შეხედოს და გადურჩება სიკვდილსა, _ უთხრა უფალმა მოსესა. მოსემ შეასრულა მაშინვე ღვთის ბრძანება და მას უკან ვინც კი დაშხამული შეხედავდა ამ სპილენძის გველს, ყველანი უვნებელნი ხდებოდნენ. ეს სპილენძის გველი ისრაელთ მას უკან შენახული ჰქონდათ თავის კარავში სახსოვრად სასწაულისა.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

მოსეს სიკვდილი

(რიცხვ. 20,1 _ 29; 2 სჯ. 3,24 _ 27; 4,1; 34,1 _7) ორმოცი წლის მოგზაურობის მანძილზე უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსული ყველა მოზრდილი ებრაელი დაიხოცა, გარდა ისო ნავესი და ქალევისა. ღმერთმა არ აღირსა მათ შესვლა და ნახვა ქანაანის ქვეყნისა მრავალი შეცოდების გამო. არ ეღირსნენ აღთქმის ქვეყანაში შესვლასა არც აჰრონი და არც მოსე. არ ეღირსნენ იმიტომ, რომ ერთს შემთხვევაში სწორედ არ აასრულეს მათ ღვთის ნება და ეჭვის სიტყვა გააგონეს ხალხს. საქმე მოხდა ამგვარად: მიახლოებულნი იყვნენ ისრაელნი ქანაანის ქვეყნის საზღვარსა, როდესაც მათ წყალი შემოაკლდათ; სულმოკლე ხალხმა მაშინვე დაუწყო ჩივილი მოსეს: რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან ამისთანა უდაბურ ადგილას, სადაც არც ნაყოფია რამე და არც წყალი მოიძიება დასალევადო?! შეწუხებული მოსე და აჰრონი შევიდნენ კარავში და იწყეს ლოცვა უფლისადმი. უფალმა უბრძანა: შეჰკრიბეთ მთელი ხალხი ერთად და ყოველთა წინაშე უბრძანეთ კლდესა წყლის გამოდენა. მოსემ აიღო თავის კვერთხი, მიიყვანა ხალხი კლდის ძირსა და გაჯავრებით უთხრა: თქვე ურჩნო, რომ ყვირით წყალი-წყალიო, საიდან გავაჩინოთ ჩვენ იგი თქვენთვის? განა ამ კლდიდან შეიძლება გამოვადინოთ ჩვენ წყალი? და გაჯავრებულმა ორჯელ ზედიზედ დაჰკრა კლდეს კვერთხი და კლდიდან მაშინვე წყალმა უხვად დაიწყო დენა და ხალხი დაეწაფა მას.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

მას. აქ მოსეს სამი შეცდომა მოუვიდა და ღმერთს ამით ძალიან აწყენინა: ჯერ ეჭვით უთხრა ხალხსა, განა ჩვენ შეგვიძლია ღვთის ძალით აქედან წყალი გადმოვიყვანოთო? ამ სიტყვებით მან თავისი ეჭვი გამოაცხადა ხალხის წინაშე ღვთის შემძლეობაზედ, როდესაც რომ იგი ვალდებული იყო მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოება და იმედი ღვთისა ეჩვენებინა ხალხისათვის, რომელიც უიმისოდაც ბევრჯერ იჩენდა ურწმუნოებასა; მეორე: მოსეს, ღვთის ბრძანების თანახმად, კლდისათვის უნდა ებრძანებინა წყლის გამოდენა და არა ჯოხი დაეკრა; მესამე: ერთის მაგივრად, ორჯერ დაჰკრა ჯოხი, თითქო ერთის დაკვრით ღმერთს არ შეეძლო წყალი გამოედინა კლდიდან. ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აჰრონს: რადგანაც თქვენ ხალხს ჩემს შემძლეობაზედ ეჭვის სიტყვა გააგონეთ და მაგალითი არ აჩვენეთ, თუ როგორ მტკიცედ უნდა ვწამდე, ამიტომ თქვენ არ შეიყვანთ ამ ხალხსა აღთქმულ ქვეყანაში. აჰრონი მოკვდა მოსეზე ადრე. აჰრონი იყო მღვდელმთავარი ისრაელთა. სიკვდილის წინ იგი, ღვთის ბრძანებით, ავიდა ერთ მთაზედ მოსესთან და თავის უფროს შვილთან ერთად. იქ მოსემ, მთელი ხალხის თვალწინ, გაჰხადა აჰრონს მღვდელმთავრის ტანისამოსი და ჩააცვა მის შვილს, რომელსაც მამის თანამდებობა ჩააბარა. ცოტა ხანს უკან ამ მთაზედ მოკვდა აჰრონი. მეორმოცე წელიწადი რომ თავდებოდა, ისრაელნი მიადგნენ ქანაანის ქვეყნის საზღვარს.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

ამ ქვეყნიდან მათ ჰყოფდათ მარტო მდინარე იორდანე. მოსე ევედრებოდა ღმერთსა, რომ მას ეღირსებინა მისი საყვარელი ხალხის შეყვანა ამ ქვეყანაში, მაგრამ უფალმა უბრძანა: ნუ მთხოვ მაგას, ადი ახლო მთაზედ, იქიდან გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელის ხალხსა, და მოკვდი, იქ შენ ვერ შეხვალ. მოსემ დაიწყო მომზადება სასიკვდილოდ. იგი გამოესალმა მთელ ხალხს, შეეხვეწა ყველას, რომ ყოფილიყვნენ მორწმუნენი და მორჩილნი ღვთისანი, არ დაევიწყებინათ მისი სიკეთე და მზრუნველობა და წმინდად, შეურყვნელად დაეცვათ მისი კანონები და ბრძანებები. ბოლოს მოსემ აკურთხა მთელი ხალხი, ავიდა ახლო მთაზედ, დახედა აღთქმის ქვეყანსა და მიაბარა უფალს თავისი ღვაწლით სავსე სული. მისი უკანასკნელი სურვილი და ვედრება იყო თავისი ხალხის ბედნიერება, რომელსაც მან ყველაფერი შესწირა. მის სიკვდილს არავინ დაესწრო, ასეთი იყო ნება ღვთისა. მოსეს გვამი დამარხეს ანგელოზებმა და მისი საფლავი უცნობი დარჩა ყველასათვის. მოსე მოკვდა ას ოცი წლისა. მოსემ თავის შემდეგ დატოვა ხუთი წიგნი. ამ წიგნებში მან ჩასწერა ყველაფერი, რაც კი ღმერთმა ჰქმნა ადამინთათვის ქვეყნის შექმნიდან დაწყებული მოსეს სიკვდილამდის; აგრეთვე შიგ მოაქცია რაც კი უფალმა სხვადასხვა დროს ასწავლა ადამიანებს და გამოხატა შიგ სჯულნი და კანონნი, რომელიც ღმერთმა ისრაელის ერს მისცა. რაც აქამდის გვიამბნია, ყველაფერი ამ წიგნებიდან არის ამოღებული. მოსე თვითონ როდი სთხზავდა, ის სწერდა მას, რასაც ღმერთი აგონებდა და ასწავლიდა. ამიტომ მის დაწერილწიგნებს ჰქვიათ "სიტყვა ღვთისა” ანუ "საღმრთო წერილი”.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

ესვლა ისრაელის ერისა აღთქმის ქვეყანაში

(ისო ნავ. 1,1 _17: 4,18 _23; 5,12) მოსეს სიკვდილის შემდეგ ისრაელის ერის წინამძღვრად გახდა ისო ნავე, თანახმად ღვთის ბრძანებისა.როგორც მოსეს დროს, ისე ეხლა, უფალი შველიდა თავის ერსა ჩაიბარა თუ არა ისო ნავემ წინამძღვრობა, ღმერთმა მაშინვე უბრძანამას იორდანეში გაეყვანა ხალხი. იმ დროს გაზაფხული იდგა, წყალი _ ადიდებული და დიდ მანძილზე იყო მოდებული. ღვთის ბრძანების თანახმად ისო ნავემ უთხრა მღვდლებსა: აიღეთ ხელში სჯულის კიდობანი, გაუძეხით წინ ხალხსა, შესტოპეთ იორდანეში და გაჩერდით შიგაო. რაწამს მღვდლებმა შესდგეს ფეხი მდინარეში, მაშინვე მათ ზევით რომ წყალი იყო, გაჩერდა და მათ ქვევით მყოფი წყალი კი წავიდა. როცა გამოჩნდა ფსკერი, ხალხმა დაიწყო გასვლა იქითა ნაპირზე; ამ დროს მღვდლები სჯულის კიდობნით ერთსა და იმავე ადგილას უძრავად იდგნენ, მანამ მთელი ხალხი არ გავიდა. მერე თვითონაც გავიდნენ იქითა ნაპირზე. დადგეს თუ არა მღვდლებმა იქითა ნაპირს ფეხი, გაჩერებულმა მდინარემ იგრიალა და დაეშვა ჩვეულებრივ ქვევით. მანამ ეს მოხდებოდა, ისო ნავემ ამოაღებინა მდინარის დამშრალი უფსკრულიდან თორმეტი ქვა და ააგებინა მდინარის პირას პატარა ძეგლი.

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

როცა თქვენი შვილნი და შვილიშვილნიგკითხავენ, _ უთხრა ისო ნავემ, _ რად არის ეს ქვის ძეგლი აშენებულიო, თქვენ მათ ეტყვით: იგი არის აგებული იმის სახსოვრად, როცა იორდანეს წყალი გაიპო სჯულის კიდობნის წინაშე და გზა მისცა მათ. ამ სასწაულმა ცხადად დაანახვა ხალხს, რომ მათ ახალ წინამძღვარსაც ღმერთი ისე შეეწევა, როგორც შეეწეოდა მოსესა. რაკი მდინარე იორდანეს იქით მოექცნენ ისრაელნი, ღმერთმა ცის მანანა მოაკლო, რადგან ახლა ამ ქქვეყნის ნაყოფით შეეძლოთმათ თავის გამოკვება.

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~

გაფორმება: კობა ქსოვრელი