ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ...

41
ვირთხა იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით ამოგანგლული დადიან თანამშრომლები ოხრავდა შერიფი ლაინეკერი და თან ფანჯრიდან იყურებოდა. შერიფი მიუხედავად იმისა რომ ორი წელია უაშინგტონიდან გადმოიყვანეს, კიდევ ვერ ეგუებოდა ასეთ უზარმაზარ ტალახს. ისეთი დასახლება, როგორიც ნიუდორლენდიიყო, თუ გინდათ მზარდი ქალაქი უწოდეთ, ნევადაში ბევრი იყო. რა თქმა უნდა ვისაც ფული ჰქონდა, მისთვის მომგებიანი იყო რკინიგზასთან პატარა ქალაქის გაშენება. თვითონ დორლენდი ნახევარი წლის წინ გადაიქცა სოფლიდან მცირე ქალაქად და ტემპს კიდევ უფრო იღებდა, დაახლოებით ისე, მუსიკალური ნაწარმოები ყველაზე დაძაბულ მომენტში რომ შედის. პოლიციის შენობა, მდიდრული სასტუმრო, რკინიგზის სადგური, „სალუნი“, პატარა ყაზარმა, და სასამართლო შენობა, რომელიც დღედღეზე დასრულდება დორლენდის გამორჩეულ დაწესებულებებს შეადგენდნენ. ცოტა მოშორებით პატარა კოტეჯები იდგა, უმეტეს წილად ასეთ კოტეჯებში თეთრ კანიანი ხალხი ცხოვრობდა, ხოლო კოტეჯებს გაღმა იყო კარვები, სადაც შავკანიანი და ჩინეთიდან ჩამოსული მუშები ბინადრობდნენ. ქალაქის სერიოზული ნაკლი ინფრასტრუქტურა იყო. ქუჩებზე ჯერ გზა არ იყო დასხმული და პირდაპირ მიწა ეყარა. საკმარისი იყო ერთი კარგად ეწვიმა და ქალაქი საღორეს ესმგავსებოდა, ხოლო ხალხი გოჭებს, ტალახში რომ კოტრიალობენ. ასეთ ამინდებში დამლაგებლებს ორმაგად უწევდათ მუშაობა, მაგრამ დაღვრემილი შერიფი არც ამინდზე სწუხდა და არც დამლაგებლების შრომაზე. ქალაქის გუბერნატორისა და ლაინეკერის წუხილი დღეს ერთ ადამიანზე იყო ორიენტირებული. წვიმის რაკარუკი ფანჯრებსა და რაფებზე ეხმარებოდა ფიქრებში ემოგზაურა. ორი კვირის წინ ნიუდორლენდში უაშინგტონიდან გამოგზავნეს კოდი ქერეუეი, რომელმაც სახელი სისასტიკითა და დაუნდობლობით მოიხვეჭა. 47–ეწელში გადაბიჯებულზე ამბობდენ სამოქალაქო ომს თუ ჩავთვლით უეჭველად ითქმის რომ მან უფრო მეტი ხალხი დახოცა ვიდრე შავმა ჭირმა მთელს ევროპაში. მთავრობამ ის გამოგზავნა, რათა დონალდ ტომპსონის პარპაშისათვის ბოლო მოეღო. ხოლო ოფიციალურ წერილში ნათქვამი იყო რომ ის დაიკავებდა გამგებლის, ანუ გუბერნატორის პოზიციას, სანამ თავის დავალებას არ შეასრულებდა. გუბერნატორ ჯოზეფ გორდონს შემდეგ თვეში 88 წელი უსრულდებოდა და დამიჯერეთ, მისთვის სულ ერთი იყო ვინ იქნებოდა მის პოზიციაზე, თუნდაც დროებით შემსრულებლად. უფრო მეტიც, 5 წელია უკვე აღარ შეუძლია გამართულად ფიქრი და მის მოვალეობებს სასტუმროს მეპატრონე ქალბატონი ლინდა სმიტი ასრულებდა. რა თქმა უნდა ლინდამ ვერ გააპროტესტა კოდის დანიშვნა გუბერნატორადდა სასტუმროს საუკეთესო ნომერიც გადაულოცა. მალე ეს ნომერი გამოძიების მთავარ ცენტრად გადაიქცა. მისაღებ ოთახის კედელზე გაკრული იყო ნევადის დაუმუშავებელი რუკა, რკინიგზის მშენებლობის რაიონების რუკა და ახლომახლო საბინადროები წითელ და ლურჯ ფერებში მონიშნული. კოდი გარეგნობით ისევე დაიკვეხნიდა, როგორც სროლის

Transcript of ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ...

Page 1: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით ამოგანგლული დადიან თანამშრომლები – ოხრავდა შერიფი ლაინეკერი და თან ფანჯრიდან იყურებოდა. შერიფი მიუხედავად იმისა რომ ორი წელია უაშინგტონიდან გადმოიყვანეს, კიდევ ვერ ეგუებოდა ასეთ უზარმაზარ ტალახს. ისეთი დასახლება, როგორიც „ნიუ–დორლენდი“ იყო, თუ გინდათ მზარდი ქალაქი უწოდეთ, ნევადაში ბევრი იყო. რა თქმა უნდა ვისაც ფული ჰქონდა, მისთვის მომგებიანი იყო რკინიგზასთან პატარა ქალაქის გაშენება. თვითონ დორლენდი ნახევარი წლის წინ გადაიქცა სოფლიდან მცირე ქალაქად და ტემპს კიდევ უფრო იღებდა, დაახლოებით ისე, მუსიკალური ნაწარმოები ყველაზე დაძაბულ მომენტში რომ შედის. პოლიციის შენობა, მდიდრული სასტუმრო, რკინიგზის სადგური, „სალუნი“, პატარა ყაზარმა, და სასამართლო შენობა, რომელიც დღე–დღეზე დასრულდება – დორლენდის გამორჩეულ დაწესებულებებს შეადგენდნენ. ცოტა მოშორებით პატარა კოტეჯები იდგა, უმეტეს წილად ასეთ კოტეჯებში თეთრ კანიანი ხალხი ცხოვრობდა, ხოლო კოტეჯებს გაღმა იყო კარვები, სადაც შავკანიანი და ჩინეთიდან ჩამოსული მუშები ბინადრობდნენ. ქალაქის სერიოზული ნაკლი ინფრასტრუქტურა იყო. ქუჩებზე ჯერ გზა არ იყო დასხმული და პირდაპირ მიწა ეყარა. საკმარისი იყო ერთი კარგად ეწვიმა და ქალაქი საღორეს ესმგავსებოდა, ხოლო ხალხი გოჭებს, ტალახში რომ კოტრიალობენ. ასეთ ამინდებში დამლაგებლებს ორმაგად უწევდათ მუშაობა, მაგრამ დაღვრემილი შერიფი არც ამინდზე სწუხდა და არც დამლაგებლების შრომაზე. ქალაქის გუბერნატორისა და ლაინეკერის წუხილი დღეს ერთ ადამიანზე იყო ორიენტირებული. წვიმის რაკარუკი ფანჯრებსა და რაფებზე ეხმარებოდა ფიქრებში ემოგზაურა. ორი კვირის წინ ნიუ–დორლენდში უაშინგტონიდან გამოგზავნეს კოდი ქერეუეი, რომელმაც სახელი სისასტიკითა და დაუნდობლობით მოიხვეჭა. 47–ეწელში გადაბიჯებულზე ამბობდენ სამოქალაქო ომს თუ ჩავთვლით უეჭველად ითქმის რომ მან უფრო მეტი ხალხი დახოცა ვიდრე შავმა ჭირმა მთელს ევროპაში. მთავრობამ ის გამოგზავნა, რათა დონალდ ტომპსონის პარპაშისათვის ბოლო მოეღო. ხოლო ოფიციალურ წერილში ნათქვამი იყო რომ ის დაიკავებდა გამგებლის, ანუ გუბერნატორის პოზიციას, სანამ თავის დავალებას არ შეასრულებდა. გუბერნატორ ჯოზეფ გორდონს შემდეგ თვეში 88 წელი უსრულდებოდა და დამიჯერეთ, მისთვის სულ ერთი იყო ვინ იქნებოდა მის პოზიციაზე, თუნდაც დროებით შემსრულებლად. უფრო მეტიც, 5 წელია უკვე აღარ შეუძლია გამართულად ფიქრი და მის მოვალეობებს სასტუმროს მეპატრონე ქალბატონი ლინდა სმიტი ასრულებდა. რა თქმა უნდა ლინდამ ვერ გააპროტესტა კოდის დანიშვნა „გუბერნატორად“ და სასტუმროს საუკეთესო ნომერიც გადაულოცა. მალე ეს ნომერი გამოძიების მთავარ ცენტრად გადაიქცა. მისაღებ ოთახის კედელზე გაკრული იყო ნევადის დაუმუშავებელი რუკა, რკინიგზის მშენებლობის რაიონების რუკა და ახლო–მახლო საბინადროები წითელ და ლურჯ ფერებში მონიშნული. კოდი გარეგნობით ისევე დაიკვეხნიდა, როგორც სროლის

Page 2: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

გასაოცარი ნიჭით. მაღალი, ათლეტური, შავთვალება, გრძელი შავი თმა, რომელიც მოშვებულად ჰქონდა მუდამ და აგრეთვე ზომიერი წვერი. მის სახეზე რამოდენიმე მცირე ზომის შრამი იყო შემორჩენილი. ერთი თვალთან ახლოსაც. ხოლო სხეულზე იარის გარდა, ტყვიის კვალსაც აღმოაჩენდით. იყო დრო როცა უაშინგტონის გუჩებში დაძრწოდა და ფულს ყაჩაღობითა და ათასი სიბინძურით აკეთებდა. ასეთ ვითარებაში მოიპოვა მაშინდელი უბნის ავტორიტებების პატივისცემა. შემდეგ როცა ომი დაიწყო ჩრდილოეთელების რიგებში იბრძოდა. არმიის მაღალჩინოსნებმა მალევე შენიშნეს მისი ბრძოლის ხედვის ნიჭი და დააწინაურეს. იყო ათეული, შემდეგ ოცეული... ასე ასეულამდეც ავიდა. ხოლო ომის შუა ეტაპიდან მოყოლებული ხალხს შიშის ზარს სცემდა ქერეუეის რაზმი. უკომპრომისო, საუკეთესო მებრძოლებით დაკომპლექტებული მობილური რაზმი, რომელიც კონფედერატების განადგურების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა. პარადოქსია, მაგრამ თვით გენერლებსაც კი გააჩნდათ კოდის რიდი ან შიში. ეს განსაკუთრებით მოლაპარაკებებისა და შეტევის გეგმის მომზადების დროს ჩანდა.ომში გამარჯვების შემდეგ, უაშინგტონის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც შერიფის თანაშემწე იყო. 3 თვეში დედაქალაქში ყოველგვარი კრიმინალი თუ ავტორიტეტის თარეში დასრულდა. კარგი კავშირებისა და დროულად მოქმედიებით ქერეუეიმ არცერთი მათგანი ცოცხალი არ დატოვა. ამბობენ იყო შემთხვევა, როცა მას შეეძლო დამნაშავის დაჭერა, მაგრამ ასეთ ალტერნატივას ყოველთვის რევოლვერიდან მორიგი ტყვიის გავარდნას ამჯობინებდა. ასეთი ადამიანი უაშინგტონში რა თქმა უნდა საჭირო იყო, მაგრამ უფრო სასარგებლო ნევადაში აღმოჩნდა. მაშინ რკინიგზის მშენებლობის ნამდვილი ბუმი იყო. ასიათასობით დოლარები გაჰქონდათ ცენტრიდან პერიფერიებში მატარებლებით. მიმდინარეობდა ცივილიზაციის ჩასახვა ხელუხლებელ ტერიტორიაზე, შენდებოდა ასობით ქალაქები. თუმცა ყველაფერი კარგად ხომ არასდროს იქნება, არა?! ადგილობრივმა ყაჩაღებმა დაიწყეს მატარებლების ძარცვა. მათ კარგად იცოდნენ რომ ომის შემდეგ ქვეყანამ საუკეთესო და ამასთან ერთად, გადაღლილი ჯარისკაცები დაითხოვა, ხოლო მათი ადგილები შეავსეს გამოუცდელმა პოლიციელებმა. ამჟამად ყაჩაღებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ზოგი მათგანი თვითონ ამ ომის ვეტერანი იყო და სანამ მათი სამშობლო ფეხზე დადგებოდა და არმიის რეორგანიზაციას მოახდენდა, ქონების გაზრდის მნიშვნელოვანი შანსი მიეცათ. მატარებლის გამყოლად, ანუ დაცვად, ძირითადად ახალგაზრდა ჭაბუკებს უშვებდნენ, რომლებსაც რევოლვერი არც კავებიათ ხელში და ყაჩაღის დანახვაზე პანიკას მიეცემოდა, ან მოხუცები, რომელთა ასაკი უკეთეს შემთხვევაში 67 წელი იყო. რა თქმა უნდა ასეთ ბატალიაშიმძარცველები უდავო ფავორიტები იყვნენ. ყაჩაღების ერთ–ერთი ბანდა დონალდ ტომპსონის იყო. თუმცა ერთ–ერთი ალბათ გაზვიადებულია. როცა რკინიგზის მშენებლობა იწყებოდა ნევადაში ვისაც არ ეზარებოდა ყველა ცდილობდა გაეძარცვა მატარებელი. რა თქმა უნდა ასე დამოუკიდებლად ერთი კაცისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა და ამიტომ დაიწყო პატარ–პატარა ჯგუფების შექმნა – ნადავლის მოპოვებაც გაადვილდა.

Page 3: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

1866 წლისათვის ირლანდიელთა ბანდა იყო გაბატონებული. 30–35 ირლანდიელი, რომელებიც ამერიკაში თავის „ოცნების“ ასახდენად ჩამოვიდნენ, მოეთაკილად ფიზიკური მუშაობა და ოცნების გამომუშავების მარტივი გზა გამონახეს. მათი მთავარი ჯოზეგ დაფი, ან უბრალოდ „აირიშ მენი“ გახლდათ. პირველად ფოსტა გაძარცვეს ვაიმინგში, მაშინ კარგად გადარჩნენ, რამეთუ ფოსტა პოლიციასთან ახლოს იყო და მნიშვნელოვნად აზარალა ამ ფაქტორმა ბანდა, თუმცა ამ შეტაკებას ადგილობრივი შერიფი და მისი 5 თანაშემწე შეეწირა. ამის მერე წამოვიდნენ ნევადაში, სადაც ძარცვის „ხელოვნება“ ჯერ მარტო იბადებოდა. ამიტომ სხვა ბანდებზე ძლიერი თავისთავად „აირიშ მენის“ ბიჭები იყვნენ და შესაბამისად გაქურდვიდან დარჩენილი მოგება მათ რჩებოდათ უმეტეს წილად. 1867 წლის ბოლოს დონალდი და თავისი რამოდენიმე ბავშვობის მეგობარი შემთხვევით გახდნენ ძარცვის მონაწილეები. დონალდის მამა ფერმერი იყო, მთელი თავის ცხოვრება მან ძროხებისა და ცხენების მოვლაში გაატარა. მამამ კარგ მონადიერედაც გამოწვრთნა. ავარჯიშებდა სროლაში, დანის ხმარებაში, ფარიკაობაში. როცა ომი დაიწყო ის ჯარში გაიწვიეს და აღარც დაბრუნებულა. დონალდის კისერზე დარჩა დედა, მისი 3 ძმა და 2 და. საერთო გადაწყვეტილებით გაყიდეს ფერმა და მამიდასთან გადაბარგდნენ მისისიპში. მაგრამ ტომპსონმა ნევადაში დარჩენა არჩია – ვიმუშავებ ფოსტაშიო. ერთხელაც მას და მის მეგობრებს ინგლისელ ჯიმი მანუვასა და ირლანდიელ ჩარლი ლუისს დააღამდათ იუტას საზღვართან. ნახევრად გაუდაბნოებულ მიწაზე, სადაც ცხოველს დიდი ხანია ფეხი არ დაუდგამს. თვითონაც საგზალი გაუთავდათ. შიოდათ და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, მაგრამ ამ დროს ეტყობა ბედმა მიიყვანა იმ გზაზე, რომლითაც მომავალში გააგრძელეს. გამთენიისას მანუვამ ცხენის ჭიხვინის ხმა გაიგო.

– დონალდ, დონალდ, ვიღაცას, მგონი, ცხენი დაეკარგა, ბიძიდან ვიცი არც ისეთი უგემურია.

– კარგი, რა ცხენი, აქ ცხენს ვინ დაკარგავს, შეიძლება რკინიგზიდან არიან, მიწებს ათვალიერებენ, ხომ გახსოვს, ამას წინათაც შეგხვდნენ – უპასუხა ნახევრად მძინარემ.

– წამო, ჩარლი, ვნახოთ რა ხდება

– წამო და წამო, ჰა.

შორიახლოს ცხენი მართლა იყო, ოღონდ მხედარიც თან ახლდა. ჩარლი და ჯიმი ქვას ამოეფარნენ და უყურებდნენ. მხედარი რაღაც ფურცელს უცქერდა, შემდეგ ამოიხედებოდა და წინ, ჰორიზონტს გაჰხედავდა.

– უეჭველად დაიკარგა, 50 ცენტს ჩამოვდივარ – თქვა ჩარლიმ.

– არა, გეოლოგია და მიწას სწავლობს.

– თანახმა ხარ სანაძლეოზე?!

Page 4: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– კი ბატონო.

ცოტახანში უკან დაბრუნდნენ დონალდთან და ამცნობეს სიტუაცია. დონალდი წამოდგა, დაიფარა ქუდი. რევოლვერი გადაამოწმა, სადაც 3 ვაზნაღა იყო დარჩენილი და მხედრისაკენ გაემრთნენ. მხედარმა რომ დაინახა, ცოტა შეეშინდა. მაგრამ თვითონ მაინც მათკენ გაიწია.

– გამარჯობა, ბატონებო. მუნ ექსპრესიდან ვარ, იუტადან მოვიჩქარი, ნიუ დორლენდში უნდა ჩავიტანო გზავნილი, მგონი დავიკარგე და გზას ხომ ვერ მიმასწავლით? – იკითხა მხედარმა.

ჩარლიმ მხარი გაკრა ჯიმის, მარცხი ანიშნა. დონალდს კი უკვე უნდა ეთქვა: „კი, როგორ არა, დასავლეთისკენ გააგრძელეთ სიარული და 25 მილის შემდეგ, სულ სამხრეთით იარეთ“, მაგრამ რაღაც ძალამ შეაკავა და:

– კი, როგორ, არა, მაგრამ ჯერ ის მითხარი რა გზავნილზეა საუბარი?

– ბატონებო, გესმით, ეს კონფიდენციალურია, მეც არ ვიცი.

– მთლად უკეთესი, სიურპრიზია ესე იგი, ხოდა მოდი გავხსნათ.

– მე არ მაქვს ამის უფლება, გამათავისუფლებენ სამსახურიდან.

– მე გავხსნი მეგობარო, მოდი აბა აქეთ.

უთხრა თუ არა დონალდმა, მხედარმა ცხენი უკან დაწია და ის იყო, რევოლვერისკენ გაწია ხელი, ტომპსონისამ კი უცბად იგრუხუნა. ხმა მალევე გავარდა და კლდეებს ადამიანურ ცოდვებზე შეახსენა, დიდი ხანია აქ, ან საერთოდაც, პირველია, როცა ვინემ გაისროლა. ცხენიდან მხედრი მძიმედ გადმოვარდა და დედამიწას დაასკდა. ტყვიამ პირდაპირ გული დაუფლითა და სიცოცხლის მიზერული შანსიც კი არ დაუტოვა. თავიდან მანუვამ და ლუისმა გაკვირვებულად შეხედეს დონალდს, რომელსაც ცივი სახე ჰქონდა და გვამს უყურებდა, მაგრამ მალევე გახსნეს ფოსტალიონის ჩანთა და თვალები მზეზე მეტად გაუბრწინდათ. აღმოჩნდა „გზავნილი“ 200 დოლარი იყო და დანიშნულებისმიერ მოსამართელსთან მიდიოდა. ამდენი ფული დიდი ხანი არც ერთს ენახა. ამის შემდეგ დაიწყო მათი თავგადასავალი ყაჩაღურ სამყაროში. მოგვიანებით სამივემ თავის ურყევი ხასიათი გამოავლინა და ახალ სფეროს სერიოზული ალღო აუღო. 1869 წლისთვის დონალდი უკვე სახელ მოხვეჭილი მძარცველი გახდა, მისი ბანდა კი 28 წევრისაგან შედგებოდა. ძარცვავდნენ ყველაფერს რაც გზად შეხვდებოდათ, თან დონალდი თავის სავიზიტო ბარათს ტოვებდა: ყოველ გაძარცვულ ვაგონს აწერდა: „საჩუქარი დონალდისაგან“. ამბობენ ირლანდიელებმა მალე მნიშვნელოვანი ზარალი იგემეს, როცა წლიური შემოსავალ მიითვალეს. მათ 350.000 დოლარის ნაცვლად, რომელსაც ყოველწლიურად აგროვებდნენ, მხოლოდ 150.000 ჩაიჯიბეს. არ გეგონოთ რომ მარტო

Page 5: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

დონალდმა შეაწუხა ირლანდიელები. იყო პატარ–პატარა დაჯგუფებებიც, მაგრამ მათი ძარცვა უმნიშვნელო იყო. „აირიშ მენმა“ თავის წევრებს განუცხადა ვინც მოკლავდა ტომპსონს 50.000 დოლარით დააჯილდოვებდა. დაიწყო ნამდვილი ნადირობა. რამოდენიმეჯერ ისე მოხდა რომ შეცდომით სხვა დონალდი მოკლეს. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ახალი მზარდი ბანდის მეთაურის მსუქანი ჯო–ს ძმა დონალდი შემოაკვდათ ირლანდიელებს. იმ მომენტიდან მსუქანმა ჯომ დაიწყო შურისძიება, ამას მოჰყვა შეტაკებებიც. ჯოს ბანდის უპირატესობა იყო ცხენიდან სროლა, რამეთუ ისინიც ფერმერები იყვნენ, ხოლო ირლანდიელები მაშინ იყვნენ დაუმარცხებლები როცა გამაგრებულად ჩასაფრდებოდნენ. მთელი ნახევარი წელი ამ ორმა დაჯგუფებამ სისხლიან შეტაკებებში გაატარა. ორივე ბანდა მასშტაბურად გაიზარდა, ქირაობდნენ ყველას ვისაც სროლა შეეძლო, ჯამში ორივეს 100 მსროლელი მაინც ჰყავდა. რა თქმა უნდა პოლიცია უძლური იყო მათ წინააღმდეგ, ბოლოს კი უკვე საერთოდ შეეშვნენ მათ უსარგებლო დევნას. ირლანდიელები გამაგრდებოდნენ რომელიმე დასახლებაში, შემდეგ მოდიოდა ჯო და იწყებოდა ომი. სანამ ეს ორი მსხვილი ჯგუფი ერთმანეთში მტრობდა, ნამდვილი დონალდი სერიოზულ ფულს „იმუშავებდა“. მნიშვნელოვნად ხელს არავინ უშლიდა ძარცვაში. ერთდოულად რამოდენიმე რაიონში ძარცვავდნენ და მონოპოლისტები ხდებოდნენ ამ საქმეში. თუმცა ამით არ კმაყოფილდებოდა ტომპსონი. პირველ რიგში გაიჩინა მოკავშირეები ფოსტაში და პოლიციაში. იცოდა თითოეული მატარებლის რომელ ვაგონში იყო „ნადავლი“, სად იყვნენ მცველები გამაგრებულები, სად და რომელ საათზე გაივლიდა მატარებელი და ასე შემდეგ. ისე გამოდიოდა რომ ყოველთვის რამოდენიმე ნაბიჯით წინ იყო მთავრობაზე. ორჯერ ჩასაფრებული დახვდნენ პოლიციელები, მაგრამ ესეც იცოდა და ბოლო კაცამდე სულ ყველა გაუნადგურა. მერე კი გაბატონება გადაწყვიტა ყაჩაღებს შორის და მოუბუნდა იმ ორ დაპირისპირებულ ბანდებს. მათი ომის ადგილმა არაერთი ქალაქი თუ სოფელი გაანადგურა. ნელ–ნელა ირლანდიელები მარცხდებოდნენ. გადამწყვეტი ბრძოლა ნიუ–დორლენდთან უნდა გამართულიყო. 18 მებრძოლიღა ჰყავდა დარჩენილი ჯოზეფს, მზიანი დღე იყო და მდინარესთან დაბანაკდნენ.

– როგორ ფიქრობ, ჯოზეფ, დავამარცხებთ ამერიკელებს? – იკითხა ჯოზეფის მამიდაშვილმა.

– სანამ სული გვიდგას, მანამდე ვერავინ დაგვამარცხებს. ჩვენ სერიოზულ ბრძოლას გავუმართავთ და აი, ნახავ, გამარჯვებასაც მოვიპოვებთ. საქმე ერთობაშია, არტი, ჩვენ, ძმაო, ერთად ჩამოვედით, არაფერი არ გვქონდა და უცბად მოვიხვეჭეთ სახელიც და დიდებაც. გადავიტანოთ ეს ბრძოლაც და მერე ჭკუა იმას ვასწავლოთ, ვის გამოც ეს ომი დაიწყო. – თქვა და აკოცა არტის.

საღამომდე კარგად გამაგრდნენ, პოზიციები დაინაწილეს. რაც მართალია, მართალია, საუკეთესო მსროლელები იყვნენ ირლანდიელები და მჯობნი ამ საქმეში არ ჰყავდათ.

Page 6: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

იდეაში დაფს განზრახული ჰქონდა ამ ბრძოლის მოგების შემდეგ იუტაში ანვაიომინგში გადახვეწა. დროებით დასვენება, ახალი ძალების მოკრება ხოლო შემდეგ ისევ უკან, ნევადაში ჩამოსვლა და გაბატონება. ცოცხალი კი იყო ჩვენი ირლანდიელი. კი, იყო ნამდვილი ყაჩაღი, მაგრამ ამავე დროს ვაჟკავი იყო. პატიოსნად იბრძოდა და სამართლიანიც იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ცხელ გულზე იღებდა გადაწყვეტილებას, სპონტანურად და მთელი ცხოვრება ეს ხდებოდა მისი წარუმატებლობის მიზეზი. დაუზარელი და ენერგიული, ამასთან ერთად ამაყი, არასდროს უშვებდა ხელებს. ეხლაც, როცა სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა ელის წინ, უკვე დაგეგმილი აქვს შემდეგი ძარცვის სცენარი. იმ ღამეს მოწმენდილი ცა იყო, თითქოს ამდენი ვარსკვლავი ერთდროულად არასდროს ბჭუტავდა. სადღაც შორს ცხენების ხმა გაისმა, მერე ყიჟინაც მოყვა.

– აბა, ბიჭებო, გეგმას მივყვეთ და მალე გამარჯვებას მოგილოცავთ. წყალში კარგად დაიმალეთ და უფლება მივცეთ რაც შეიძლება ახლოს მოვიდნენ. ბანდაში დარჩენილი ირლანდიელები მდინარისაკენ გაემართნენ, სადაც წყალმცენარეები და ეკლიანი ყვავილები ხაროდბნენ და მალევე მიიმალნენ. მისი ბანდისამერიკელმა წევრებმა კი სასროლო პოზიციები დაიკავეს.

– რამდენი არიან უილი? – ჰკითხა ვიღაცას ჯოზეფმა.

– 25–დან 30–მდე, „აირიშ“, მალე უკვე სასროლად მოემზადებიან, ძალიან სწრაფად მოდიან.

– კარგი, მოემზადეთ და ღმერთმა გიშველოთ. არტის გეგმის მიხედვით მდინარესთან ახლოს გამაგრება კარგად შეფარული იყო, ქალაქიდან არც თუ ისე ახლოს იყვნენ. ამიტომ მსუქანი ჯო დაზვერვის გარეშე შევარდებოდა ქალაქში, თუმცა ჯერ ეს მონაკვეთი უნდა გაევლო. 10 ამერიკელი მდინარეს ზემოდან იყო დამალული და რამოდენიმეს შორიდანვე „მოხსნიდნენ“, ხოლო 8 ირლანდიელი მდინარესთან ჩაიმალა. ჯოს რაზმი მართლაც რომ მოჰქროდა. როგორც კი მსროლელებისათვის ოპტიმალურ მანძილზე მივიდნენ, გაისმა 10 დამბაჩის ხმა და ზუსტად 10 ჯოს კაცი გადმოვარდა ცხენიდან. დაბნეული ჯო სანამ გონზე მოვიდა კიდევ 5 კაცი მოუკლეს. როგორც კი მიხვდა სად იყვნენ დამალულნი, იქით წაიყვანა ჯგუფი და ელვისებური სისწრაფით ამოწყვიტეს გამაგრებულები. მერე ცხენიდან ჩამოხტა და თავის ბიჭებს უბრძნა კიდევ თითოეული ტყვია დაეხალათ ყველ მკვდარისათვის, ხოლო თვითონ კი ჯოზეფის ძებნა დაიწყო.

– რა ეგონა ამ უჭკოუ ირლანდიელს, ამერიკაში, იპარპაშებდა?! აი, ასე, ბიჭებო, არავის მივცემთ უფლებას ვინმემ გვაჯობოს. ბრიყვს ეგონა რომ ძმის სიკვდილს შევარჩენდი, ხო მაინც მოგიღე ბოლო, ირლანდიელო ნაბი...

არ ჰქონდა დამთავრებული სტყვა, როცა მდინარიდან უცებ ამოვარდნენ ირლანდიელები და დასცხეს ამერიკელებს. სანამ გონზე მოვიდნენ, ხიდან გავარდა რევოლვერები. ფეხზე

Page 7: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

აღარავინ დარჩა. ერთი ოხვრა და რთული სუნთქვის ხმაღა ისმოდა. ჯოს მოხვედრია ყელში ტყვია, ძირს ეგდო და მთვარის მიმართულებით იშვერდა ხელს. დაადგა თავზე ჯოზეფიც. მომღიმარი და ამაყი სახით მივიდა და თვალი თვალში გაუყარა:

– ამდენი ვიომეთ, ამდენი დავკარგეთ, ერთი შეცდომით მომხდარ მკვლელობაზე. მე პატიება ვითხოვე და ჩემი კაცი გამოვაგზავნე ჩემი ბოდიშით, მაგრამ თქვენ ის წამებით მოკალით. ომში ჩავითრიეთ ამდენი ხალხი და გავანადგურეთ სოფლები. დავკარგე ქონება და დღეს ჩემ ადგილას სხვა დგას, რის გამო, ვიღაც მსუქანი ყაჩაღის ძმის გამო, ეს მუქანი ეხლა ჩემს ფეხთ გდია და სიკვდილს ისევე უშედეგოდ ებრძოლება, როგორც მე მებრძოლე. მაგრამ მე გიშველი შენ, სწრაფად წაგებაში...

თქვა თუ არა, გავარდა რევლოვერიდან ტყვია და კვამლი ერთდროულად. დააჭედა ტყვია შუბლში.

– აკრიფეთ იარაღები, ტანსაცმელები, ცხენები, ყველაფერი რაც გამოგვადგება, ეხლავე გავდივართ ვაიომინგში და გეგმისებრ დილით საზღვარზე უნდა ვიყოთ.

მალევე დაიძრნენ ვაიომინგისაკენ. არსად შეჩერებულან. მთვარე გზას უნათებდათ. გზადაგზა სვამდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მთვარის უკანსკნელი ნათება მზის პირველმა სხივებმა ჩაანაცვლეს. ნევადის უდაბურ მიწას კი იუტას სუსხიანი კლიმატი ანაცვლებდა.

მალევე, შორიახლოს, კლდეებთან, ხეზე მიბმული ცხენი დაინახეს. სასიამოვნო ჩრდილი იყო და იქვე პატარა გუბე ირეკლავდა მზის სხივებს. დაეწაფნენ წყალს. კლდეებიდან ქარი უბერავდა.

– უხ, როგორ არ მიყვარს ეს კლდეები რა. მაგრამ ერთ დროს აქ ვიმალებდოით, გახსოვს, არტი? – ჰკითხა მამიდაშვილს ჯოზეფმა.

– რა დამავიწყებს, ძმაო, ამ კლდეებში იმდენი გამოქვაბულია. ისე, თუ გინდა, აქ დავიმალოთ ცოტახანი, დავლაგდეთ გეგმებით და მერე ვიმოქმედოთ.

– არა, ძმაო, ყველაფერი გათვლილი მაქვს, ცოტახანი დავისვენოთ და წავიდეთ. ცხენი ვიღაცამ ცოტახნის წინა დააბა. ალბათ კლდეებშია შესული, დაველოდოთ, იქნებ რას გამოიტანს – არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, როცა ბანდიდან ერთ–ერთმა დანა იშიშვლა და არტის გულში უძგერა. სანამ არტიმ გაოცებული სახით დახედა მკვლელს, კიდევ ერთხელ დაარტყა და გაუყარა. ეს რომ დაინახა „აირიშმა“ მყისიერად მიირბინა მათთან, უნდა ამოეღო რევოლვერი და მოეკლა მკვლელი, როცა სროლის ხმა გაისმა და თვითონაც დავარდა. კლდიდან ოციოდე კაცი გამოვიდა და ცოტახანში ირლანდიელების მთელი ბანდა ძირს ეყარა, მხოლოდ იმის გარდა, არტი რომ მოკლა. ეს ერთი დონალდის მოსყიდული იყო თავიდანვე და ამ უკანასკნელმა „აირიშ მენის“ თითოეული ნაბიჯი იცოდა.

Page 8: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– კარგი სამუშაოა, ჯორდან, – უთხრა ტომპსონმა მოკავშირეს.

თვითონ კი მივიდა ირლანდიელთან, რომელიც ზურგში დაჭრა.

– მე შემიძლია გაცოცხლო, დაფ, შენ მე ხელს ვეღარ შემიშლი, შენ აღარ გყავს შენი ჯგუფის ტვინი, ნახე, აქვე გდია, დაფლეთილი გულით. მაგრამ ეხლა ამ კლდეებში რომ ვიჯექი იცი რაზე ვფიქრობდი? ხალხს, ჩვენნაირ ხალხს, არაფერი არ უწერია კარგი. როგორც წესი ჩვენ ვშრომობთ ყველაზე მეტს, ჩვენ ვაკეთებთ შავ საქმეს, მაგრამ ბოლოს უკეთეს შემთხვევაში ერთი ფერმა შეგვრჩეს ორმოცდაათიოდე ძროხით. ისიც არ იცი ვინ მოვა და წაიღებს. მაგრამ სხვა ჩვენზე ნაკლებად დამსახურებულად უკეთესად ცხოვრობს, დაცულად, არ უწევს ფიქრი იმაზე ხვალ რით არჩინოს ოჯახი. რატომ არის ასეთი უსამართლობა, გაქვს პასუხი? მე არ მაქვს, მაგრამ მინდა ამის შეცვლა. უბრალო ფერმერის შვილი ვარ, არაფერი მაბადია, მაგრამ მინდა შევცვალო ეს სამყარო სულ ცოტა მაინც. მინდა ხალხს დავაჯერო, რომ უბრალო კაცსაც შეუძლია იყოს საუკეთესო, იყოს დამსახურებული და აღმატებული.

ირლანდიელს სიცილი აუტყდა, ყოველ გაცინებაზე გული და წელი სტკიოდა:

– გგონია, შენ დაგაფასებენ, შენ მხოლოდ მძარცველი ხარ. მე აქ ჩამოვედი უბრალო მუშად და ეხლა იმდენი გამოვიმუშავე, რომ საკუთარი რკინიგზის აშენებას შევძლებ რომელიმე შტატში. სამწუხაროდ, ჩვენნაირებს, დონალდ, არ უწერიათ სამყაროს შეცვლა, მე იმიტომ ავიღე იარაღი და დავიწყე ძარცვა, რომ ვერ შევეგუე იმ ფაქტს, როგორ ვირივით უნდა ვიმუშავო მე, მივიღო დოლარნახევარი დღეში და ვიღაცამ, რომელიც იძინებს და იღვიძებს, შრომის გარეშე იმუშავებს 100 დოლარს დღეში უნდა მიყუროს. უნდა მიყუროს იმან ვისაც გაჭირვებაში არ მოუწევია ტყავში ძრომა, იმას, ვისაც არ უნახავს როგორ გეხოცება შიმშილით და, ან გიკდვდება დედა ხელში და შენ ვერ შველი. არ ვიცი რატომ არის ასე, მაგრამ ჩვენნაირებს არ უმართლებთ. მე ჯორდანი ძმად მიმაჩნდა, მაგრამ ნამდვილი ძმა მომიკლა. ეს სამართლიანია?! შენში, ისევე როგორც ჩემში მეამბოხე სული ცხოვრობს და შენც გინდა უსამართლო ცხოვრებიდან გამოხვიდე სისხლისა და გვამების ხარჯზე, მაგრამ ნახე, მე ამ გზამ რა მიქნა და სადამდე მომიყვანა? დღეს აქ სულს ვღაფავ. იცოდე, სამუდამოდ დაიმახსოვრე, შენ ძლიერი იქამდე ხარ, სანამ შიგნიდან ხარ ერთიანი. ასე ვიყავი მე, მაგრამ ამ ვირთხამ გაგვანადგურა. ეს რომ არა მე...

– მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ ეს ცხოვრება ბრძოლა გადარჩენისთვისაა. შენ მოწინავე ყაჩაღი იყავი და ჩვენი გზები გადაიკვეთა. ჩვენ ორივეს ვერ დაგვიტევს ნევადა. მე ამბიცია მაქვს, რომ საკუთარი იმპერია შევქმნა, მე არავინ დამაფასებს ცოდნით, ან შრომით, სანამ ძლიერი ვარ, მოთხოვნაც მხოლოდ ჩემზეა, თუ დავსუსტდები, ისევ იმ ძაღლურ ცხოვრებას დავუბრუნდები. ამიტომ ნევადა უნდა დატოვო, წადი, მაგრამ სად უნდა წახვიდე, იუტაში, ვაიომინგში? არა, ვერ გაგიშვებ, ნევადის მერე, მე იუტაში მივდივარ, მერე ვაიომინგში, ნებრასკა და ასე შემდეგ. ჩვენი შეჩერება შეუძლებელია. დღეს ეს წარმოუდგენელია. მე

Page 9: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

ძალა მაქვს ჩემი ხალხის სახით და ჩვენ ერთი ვართ. ასე რომ შენ ვერ მოვეშვები ყაჩაღობას, ეს უკვე ჩვენი გზაა და ეს გზები სხვაგანაც გადაიკვეთება. ამიტომ მოდი საბოლოო გადაკვეთის წერტილი ეს იყოს, მშვიდობით, ირლანდიელო...

დაამთავრა სიტყვა და ესროლა შუბლში, შემდეგ, კიდევ გულში, ორჯერ ესროლა, კიდევ.

– ბიჭებო, ჩვენი ერა იწყება, ჩვენია აწი ნევადა – წარმოსთქვა ირლანდიელის დაცემის შემდეგ დონალდმა. ქუდი მოიხსნა და ირლანდიელს დააფარა. ატყდა ყიჟინა, ზეიმი. ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ულოცავდნენ უკვე ყოფილი ყველაზე ძლიერი ბანდის საბოლოო განადგურებას. მერე გაემზადნენ, გამოიყვანეს ცხენები გამოქვაბულებიდან და წასვლას აპირებდნენ.

– დონალდ, ჩემი გასამრჯელო სად არის, 150 დოლარი. – იკითხა ჯორდანმა.

– აჰ, კინაღამ დამავიწყდა, აი, შეგიძლია გადაამოწმო – უპასუხა და ქისა ესროლა, რომელიც ქამარზე ჰქონდა მიმაგრებული.

– იყოს, გენდობი. წავალ აბა მე, სამხრეთით დავეშვები.

– საით გაგიწევია?

– ალბათ არიზონაში წავალ და მერე ჯორჯიაში გადავალ.

– გასაგებია, მადლობ, გაწეული სამუშაოსათვის. კარგი ხარ, მეუღლე მომიკითხე.

– მადლობ, დონალდ, მადლობ. მშვიდობით, აბა. – უთხრა და იმ ცხენზე ახტა, რომელიც მიბმული იყო – მშვიდობით, ბიჭებო – გაუყვა გზას ცხენით. ნელა მიდიოდა. როგორც კი გაცდა 10–15 მეტრის მოშორებით, დონალდის რევოლვერმა კიდევ ერთხელ იჭექა, ჯორდანი ცხენიდან გადმოვარდა, შეშინებული ცხენი კი გაიქცა.

– სანამ შიგნიდან ვიქნებით ძლიერები, მანამდე ვერავინ დაგვამარცხებს, ჯორდანი კი გამყიდველია ბუნებით და ვინც მეტს გადაუხდის იმის მხარეს დადგება. არ მიყვარს ასეთი ხალხი – ახსნა ტომპსონმა. ჩაიდო რევოლვერი, შეახტა ცხენს და გაქუსლეს. მალევე შეერწყნენ ჰორიზონტს...

მას შემდეგ წლები გავიდა და თაფლისფერ თვალება ტომპსონი პირველი გახდა ნევადაში. რომ არა მისი „საქმიანობა“ ვერ გაარჩევდით ინტელიგენტისაგან. მუდამ სოლიდურად ეცვა, ჰქონდა იმ დროისათვის იშვიათი პლატინას საათი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. კლასიუკურად იცვამდა, საუკეთესო ცხენები. თუმცა რითაც განსხვავდებოდა თავის წინამორბედი ყაჩაღებისაგან, ის მეტად ფრთხილი იყო. პერიოდულად იცვლიდა ადგილსამყოფელს, ყველგან თავის „კაცი“ ჰყავდა. ამბობენ უაშინგტონშიც კი ჰყავდა სანდო კაციო. დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან წამოსული ტვირთი უეჭველი გაივლიდა ნევადას, სადაც თბილ დახვედრას ტომპსონის ბანდა

Page 10: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

აწყობდა. ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ სერიოზულად იზარალა. საქმე ეხებოდა 4 მილიონ დოლარს ბოლო 3 წელიწადში და 150 ადამიანის სიკვდილს, ეგეც სხვადასხვა ცნობებით. რამდენადაც კონკურენტუნარიანი ბანდები აღარ დარჩა, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ახალგაზრდა შერიფი ლაინეკერი უწევდა. ეს წინააღმდეგობა შეიძლება ითქვას უმნიშვნელო იყო ტომპსონისათვის, მაგრამ შესამჩნევი იყო უაშინგტონელებისათვის. ერთ–ერთ სხდომაზე განიხილეს საქმე როგორ უნდა მოეღოთ ბოლო ტომპსონისათვის. პასუხისმგებლობა რამოდენიმემ აიღო, მათ შორის იყო: არმიის ყოფილი მაიორი, რომელიც ეხლა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა, ომის ვეტრანი და დამსახურებული მებრძოლი ჯეიკ შილდსი და არტილერიის ბრიგადირი კონან ჯონსოსნი. თუმცა ყველა კანდიდატურა გაუქმნდა, როცა კოდი შემოვიდა დარბაზში. რა თქმა უნდა ყველა მაღალჩინოსანი მას მიანიჭებდა უპირატესობას. ქერეუეიმ მოითხოვა გადაწყვეტილების ავტონომია, ნიუ–დორლენდის შერიფის განყოფილების სრული დაქვემდებარება საკუთარ თავზე, გამოძიების წარმართვა დამოუკიდებლად და 15 სამხედროს მოხმობა, რომლებიც ერთ დროს თავის დანაყოფში იბრძოდნენ. სანაცვლოდ ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც გარკვევით მუქი შრიფტით ეწერა, რომ კოდის უფლება აქვს დამნაშავის დაჭერა ან განადგურება შემთხვევისა და სურვილის მიხედვით, აგრეთვე ნებისმიერი პირის ლიკვიდაცია, რომელიც ხელს აძლევს დამნაშავეს ნებისმიერი სახით. კოდი დღეში მიიღებდა 450 დოლარს, ხოლო მისი 15 კაცი 250 დოლარს და მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმე დასრულდებოდა 2 დღეში თუ 1 კვირაში. დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ გაემართნენ ნიუ–დორლენდში. ალბათ, თავადაც ხვდებით როგორი ხალხი აარჩია კოდიმ. ნამდვილი კაცის მკვლელები, გამანადგურებლები, უზომოდ დისციპლინირებულები, გამოცდილები, საუკეთესო სამხედრო განათლებით. ისინი აღიარებდნენ ქერეუეის ავტორიტეტს. ზოგადად კოდი ისეთი პროფესიონალი იყო და მისგან ისეთი შიშის აურა მოდიოდა, რომ მასზე ზემდგომი თანამდებობებიც კი მისკენ იხრებდონენ დავაში ან რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს. ბევრი საუბარი არ უყვარდა, ერჩივნა საქმე ეკეთებინა. რკინიგზის დირექტორი სერიოზულ ინტრიგაში იყო, მას მოსწონდა ის იდეა, რომ კოდი დონალდს უპირისპირდებოდა. ერთი იყო დაუნდობელი მკვლელი, რომელმაც თავის გზაზე ყველა კრიმინალი გაანადგურა, ხოლო მეორე დაუნდობელი ყაჩაღი, რომელის განადგურება ნევადაში წარმოუდგენელი იყო.

დავუბრუნდეთ იმ დღეს, როცა წვიმამ მორიგ ჯერზე ქუჩები აატალახა და შერიფი ლაინეკერი ფანჯარაში იხედებოდა. იმ დილას შეტყობინება მოვიდა მეზობელი ქალაქიდან, რომ ტომპსონმა სალუნი, სასტუმრო და საროსკიპო გაძარცვა. ძარცვას შეეწირა 4 მშვიდობიანი პიროვნება, 7 პოლიციელი და საროსკიპოს 3 მცველი. გაიტანეს 1900 დოლარამდე.

Page 11: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– შერიფ ლაინეკერ, კოდი გიხმობთ თავისთან – შემოვიდა განყოფილებაში ქერეუეის კაცი და ახლად მოწმენდილი იატაკი კვლავ აატალახიანა. შერიფს სახე მოერღვა, მაგრამ ვერაფერი უთხრა. იმანაც ეს შენიშნა, ნაგლად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.

– მერფი, უთხარი დამლაგებელს ოთახს ნუღა მოწმენდს დღის ბოლომდე – ამ სიტყვბით დატოვა შენობა და სასტუმროსაკენ გაემართა.

სასტუმროში ასეთი ამინდის მიუხედავად იდეალური სისუფთავე მეფობდა. სანამ შევიდოდა, იქვე დაუსუფთავეს ჩექმები და მხოლოდ ამის მერე შეუშვეს.

– ასეთი მოსამსახურე მეც მჭირდება, მაგრამ დღეში 5 დოლარს ითხოვენ – უთხრა იმას, ნაგლად რომ უღიმოდა, თუმცა ხმა არ გასცა. სასტუმროს მესამე სართულზე იყო კოდის ნომერი. „გამყოლმა“ კარები შეუხსნა და მერე აკურატულად გაიხურა. მისაღებ ოთახში შევიდა, მაგიდასთან იჯდა „გამგებელი“ ხელით ანიშნა ტახტზე დამჯდარიყო.

– შერიფ ლაინეკერ, დღეს დილით კიდევ მოხდა ერთი ძარცვა. ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა. ყველაზე ძალიან ის მზარავს, რომ მეორე კვირაა ამ წყეულ ქალაქში ვიმყოფები და ეს სოფლელი კავბოი 3–0–ს მიგებს. ასეათუისეა, შერიფ ლაინეკერ, ჩვენზე სწრაფია, იცის ამ გაიძვერამ რას ვგეგმავთ ხოლმე. ეს კი თქვენი ბრალია.

– ჩემი? – გაკვირვებულმა იკითხა შერიფმა.

– შერიფ, მე საუბარი არ დამიმთავრებია, მეორედ არ გაბედოთ, რომ შემაწყვეტინოთ. მაშ ასე, როგორც ავღნიშნე ეს თქვენი ბრალია. თქვენ უნდა მიხვედრილიყავით რომ ამ ამ წყეულს თავისი ხალხი ჰყავს ყველგან. ამიტომ იცვლება ჩემი მიდგომა მისადმი. პირველ რიგში ეხლა თქვენ წახვალთ და პირადად გაათავისუფლებთ ფოსტის დირექტორის მოადგილეს და მესადგურეს. ჩემი წყაროები მამცნობენ რომ ეს ორია მოსყიდული. მერე თქვენ გაათავისუფლებთ ჩვენ მოსამართლეს, ხოლო გამგებლის თანაშემწეს დააპატიმრებთ და პირველივე რეისით გააგზავნით უაშინგტონში. გასაგებად ხომ ვთქვი ყველაფერი?!

– დიახ, მაგრამ...

– ბრძანებები შემოსასვლელ ოთახში დაგხვდებათ. კარებთან მარკუსი გელოდებათ, ვინც მოგაცილათ, დაუძახებთ რომ შემოვიდეს. თავისუფალი ხართ – უკმაყოფილო სახით დატოვა ნომერი შერიფმა. არ სიამოვნებდა როცა ვინმეს ქვეშერდომი იყო.

– მეძახდი, სერ?

– კი, მარკუს. აბა, რას ვაკეთებთ, რა იდეა გაქვს?

– სერ, ჩემი აზრით, ეს სია რაც გუშინ შევადგინეთ, მხოლოდ პაიკები არიან, ვიღაც უფრო სერიოზული მოთამაშე ჰყავს დონალდს. მე პირადად ლინდაზე მეეჭვება. ამ სასტუმროში

Page 12: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

ათასი უცხო შემოდის, სულ არაა აუცილებელი თავად ტომპსონი მოვიდეს. ოთახის კედლები ძალიან თხელია, 3 დამატებითი გასასვლელი აქვს. ერთი ნომერი ყოველთვის დაკეტელია. იმ დღეს 40 დოლარს სთავაზობდნენ ლინდას და მაინც არ მაქვს ცარიელიო.

– კარგი, მაშინ ასეთ რამეს გააკეთებ ეხლა შენ, სასტუმროს უკან დააბანაკებ რამოდენიმე ზანგს. გადაუხადე 8 დოლარი და უთხარი თვალი არ მოაშორონ კარებს. თუ ვინმე შევიდა აუცილებლად გამცნობონ. ახლომახლოს იმოძრავეთ ხოლმე. ფოსტასთან დატოვე ვინმე ჩვენი, იქ იყოს შიგნით ოფისში. ხვალ მოდის მატარებელი იუტადან, დატვირთული აქციებით, ჯამში 25.000 დოლარი უნდა იყოს. 10 პოლიციელი მოყვება. ის ვაგონი საგულდაგულოდ დაცულია. ჩემი აზრით, უნდა დახვდნენ 50 მილში ქალაქიდან, ეს ისეთი რაიონია სადაც ტყეა გაშენებული და ხშირად ჩერდებაინ მატარებლები, წყლებს ავსებენ ხოლმე. ასე რომ დღეს გავიდეთ და ხვალ იქ დავხდებით. თუ გაძარცვას აპირებენ, მხოლოდ აქედან შეუტევენ. გაემზადეთ და ცხენებიც გაამზადეთ.

მარკოსი უკვე გადიოდა, შურდული უნდა ჩამოეწია, როცა წამებით ადრე დაასწრეს და გამოხსნეს, შერიფი იყო, ოთახში მიიჩქაროდა, კოდისთან რომ ეთქვა ლინდა სმიტი ქალაქში არ იმყოფებოდა და მას ფოსტის დირექტორის თანაშემწე გაჰყოლია. ასე რომ მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა.

უკიდეგანო ველებს მზემ დაანათა. სადაც არ უნდა გაიხედო უსასრულო გაუდაბნოებული მიწები მზისა და ჰორიზონტის, ლურჯი ცისა და ორიოდე ღრუბლის შეერთებასთან მთავრდება. უცხო ადამიანი რომ მოხდეს ალბათ ვერც სამხრეთს მიაგნებს და ვერ ჩრდილოეთს. თითქოს ვიღაცამ საუკეთესოდ იზრუნა ეს ადგილი ასეთი ყვითელი და ქვიშიანი ყოფილიყო. დაუნსუილიდან 40 მილში არაფერი შეგხვდებათ კაქტუსებისა და გზად ამომძვრალი რამოდენიმე უსაფრთხო მორიელის გარდა, ალბათ ისინიც დაიკარკნენ ამ უსაზღვრო მიწებში. გაგიკვირდებათ და 40–ოდე მილიდან პატარა მდინარე ჩამოდის, სუფთა და ცივი, დასალევი წყლით რომ იწუნებს თავს. იშვიათად გამოჩნდება აქ ნადირი. მდინარეს თუ გაუყვებით ზემოთ, შენიშნავთ ხის გრეძელ, არც თუ ისე სქელ ღობეს. აი, სახლიც გამოჩნდა უკვე. ნუ თუ, ფერმაა?! ათიოდე ცხენი და ოცდათი სული ცხროხა დაიარება. დაშორება დიდი აქვთ ცხოველებს. უცხოს ღობეზე გადაძრომის სურვილი ნამდვილად არ ექნება, ვინაიდან სახლთან, აივანზე ექცსი ძაღლი წევს, ენები აქვთ გადმოყრილი და აქეთ–იქით მოუსვენარი თვალებით იხედებიან. მდინარიდან რამოდენიმე თხრილია გაყვანილი და ეზოში შემოდის. საშუალო სიმაღლის კაცი სათლს ავსებს და რიგრიგობით, ხან ძროხებთან მიაქვს, ხანაც ცხენებთან. როცა იღლება, აივანზე ადის და იქიდან უცქერს მიდამოს. მე ვიტყოდი როგორც მთვარეა მარტოხელა ამხელა ცაზე, ისეა ეს ფერმაც ამ უდაბნოში, მაგრამ მოგატყუებდით. ფერმიდან თითქმის ნახევარ მილში მოჩანს ორი, ბევრად მცირე ზომის ნაგებობა. ორივეს პატარა მესერი აქვთ

Page 13: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

შემოკრული. ერთის ეზოში სარეცხი ქაოსურად გაუფენიათ, ხოლო მეორეში აშვებული ცხენი დაიარება. სახლები იმდენად ახლოსაა რომ ის ცხენი როცა გაირბენს და ეზოს აამტვრებს, მტვერი ამ სარეცხს მტერივით ესევა და აბინძურებს. აქეთ უკვე აღარაა მდინარიდან გამოყვანილი ნაკადი. ამიტომ წყლის მოსატანად ხან ვის უწევს გასვლა, ხან ვის. იქ სადაც სარეცხია გაფენილი დროდადრო ფანჯრიდან ქალი იხედება, უკმაყოფილო სახით ბურტყუნებს და მერე ისევ ქრება. მეორე სახლიდან კი ძალიან ხშირად მოისმენთ ღრეობისა და ქეიფის შეძახილებს. აქ ირლანდიული ტრადიციები და კოლორიტი გამეფდა. „დალოცვილი იყოს შენი სახლი, შენი ოჯახი და შენც, ბებერო, რობი ლუისს, ღირსეული მასპინძელი ხარ!“ იტყოდნენ ხშირად და როგორც წესი ამ სიტყვებს ორ საათიანი გაუჩერებელი სიმღერა მოჰყვებოდა, რომელიც ნელ–ნელა ხვრინვასა და ქშინვაშში გადაიზედებოდა. საღამო ხანს მდინარიდან 3 ადამიანის ლანდი გამოჩნდა, 3–ვეს ორ–ორი სათლი დაეკავა და მოლასლასებდნენ. თანაც რაღაცაზე ტკბილად საუბრობდნენ.

– მალე, ლუის, მალე, მოკვდა ეს ოხერი ცხენი ამ ქვიშის ყლაპვით. აღარ შედის წყეული ბოსელში. – ამბობს ახალ გაღვიძებული რობი და თან ნაბახუსევიდან გამოსვლის გზებს ეძებს. ერთი სათლი თვითონ გადაივლო, მეორე აიღო და ცხენისაკენ გაემართა. სანამ ბიჭები რობის მეუღლემ მარგარტიამ დააპურა, კაცსაც ამასობაში დაუბინავებია ცხოველი. მერე სახლში შემოვიდა, ჩექმები მიმოყარა და მაგიდისაკენ გაემართა.

– აბა, რას შვრებით, როგორ მოგწონთ ჩემი მეუღლის საჭმელი?

ბიჭებმა მადლობის ნიშნად მხოლოდდამხოლოდ თავი დაუქნიეს და ჭამა გააგრძელეს.

– ესეიგი თქვენი მეგობრობა მეტია ვიდრე ინტერნაციონალური კავშირი: ამერიკელი, ირლანდიელი და ინგლისელი დამეგორბდნენ. ასეათუისეა იდეაში 3–ივე მტრები ხართ. ჩვენ, ირლანდიელები, ჯიმი, ოდითგანვე დაძაბულ ურთიერთობაში ვართ ბრიტანელებთან. თქვენ ამბიციური სახელმწიფოს შექმნა გწადიათ და ირლანდიის დაპყრობა განიზრახეთ, მაგრამ ჩვენ კი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არასდროს დავთმობთ, ეგ იცოდეთ. ამიტომ ეს ომი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. მე და მამაშენი ნაჩხუბრები ვიყავით პოლიტიკური შეხედულებების გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, კარგი კაცი იყო. იგივე ითქმის ამერიკაზეც. ოდესღაც ამ მიწების გამო ფრნაგები და ბრიტანელები იბრძოდნენ და ბოლოს არცერთს ხვდა წილად. ისე კი ყველა კონფლიქტის წყარო, ჯიმი, თქვენ ხართ, ბრიტანელები.

– მამა, ეგ ისტორია, ჩვენც ვიცით, მაგრამ საუბარი საით მიგყავს?

– საით და თქვენსკენ. არ ხართ პატარები რომ არ იცოდეთ სამყაროს ყველაზე მამოძრავებელი კანონი: ყველაფერი, შვილებო, წარმავალია. ყველაფერი რასაც ხედავთ, რისი აღქმაც შეგიძლიათ, დროებითია. ომები, რომელიც კაცობრიობას მუდამ თან

Page 14: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

ახლავს, ისიც კი. არ არსებობს ფენომენი, რომელიც დროს გაუძლებს. არანაირად. წიგნებში წერენ, სიყვარული აგვამაღლებს, მხოლოდ სიყვარულია უკვდავიო, მაგრამ თავად დაფიქრდით, როგორ აგვამაღლებს სიყვარული, როცა კაცობრიობის დაარსების ყველაზე ადრეულ სტადიაში მოსიყვარულე ძმამ თავისი ძმა მოკლა?! ყველაფერი ამ სამყაროში მოძრავი თუ უძრავი, ცოცხალი თუ მკვდარი, ადრეთუგვიან თავის საკუთარ გზას ირჩევს. თქვენთვისაც დადგება დრო, როცა ძმობაზე მაღლა სხვა პრიორიტეტს დააყენებთ, იქნება ეს ფული, ოჯახი, ქალი, ძალაუფლება, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ დაიჯერეთ, მოვა დრო, როცა თქვენი ძმობა ასე მარტივად დაიმსხვრევა – თქმის დროს ჭიქა მაგიდიდან გადმოაგდო, რომელიც უმალ დაიმსხვრა და ნამსხვრევები მაგიდის ირგვლივ მოიფანტა. მარგარიტა სამზარეულოდან გამოვიდა და ქმარს ჩხუბი დაუწყო. ბიჭებს ჩაეცინათ. როცა ცოლ–ქმრული გარჩევა ჩაცხრა და უფროსი ლუისი მაგიდას დაუბრუნდა, გააგრძელა:

– ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, რის გამოც ძმობა გატყდება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ის შეინარჩუნოთ მხოლოდ ერთადერთი გზით: სანამ ინდივიდუალურ ფასეულობებს არ დააყენებთ საერთოზე მაღლა, მაშინ იქნებით ერთად. მაგრამ ესეც დროებითია.

– ბატონო, რობი, თქვენ ამბობთ, რომ ადრეთუგვიან ჩვენი მეგობრობა დასრულდება? – იკითხა ტომპსონმა.

– დიახ, ბიჭო, მე ამას კი არ ვამბობ, ვადასტურებ.

– მამა, ჩვენც გვისაუბრია ამ თემაზე, შენ წარმოიდგინე და იცი რა დასკვნამდე მივედით, რომ მხოლოდ სიკვდილი თუ შეძლებს ჩვენ დაშორებას.

– დიახ, ბატონო, რობი, მხოლოდ სიკვდილია ჩვენზე ძლიერი. – დაუდასტურა ჯიმიმაც.

რობიმ გაიცინა, თან ქათმის ბარკალი გაიგდო ყბის ქვეშ და ასე, ჭამა–ჭამით უთხრა ბიჭებს:

– ჯერ ძალიან პატარები ხართ, შვილებო, ძალიან.

ბიჭებმა პასუხი აღარ დაუბრუნეს, თუმცა კი ჩაფიქრდნენ. როცა დაღამადა და უკიდეგანო ცაზე ვარსკვლავებმა ინათეს, გამოვიდნენ გარეთ და მდინარისაკენ წავიდნენ. იქ, სადაც ქვიშა ბალახს ხვდება და მეტიც, ერთი ხეცაა. წამწვნენ და ცას მიშტერდნენ.

– ნუ თუ მამაშენი მართალია, მერე? – იკითხა ტომპსონმა.

– მამაჩემი სიმთვრალის დროს და ნაბახუსევზე პლატონს ემსგავსება, დონალდ. ეხლა კიდე ცოტა ილაპარაკა, დამიჯერე. შენ რა მართლა გგონია, რომ ჩვენი გზები როდესმე გაიყრება?

Page 15: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– სიმართლე გითხა, არ მგონია, მაგრამ უფროს ხალხს ზოგადად ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ და სიმართლე ხშირად მათ სასარგებლოდაა, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ამ სიმართლის დაჯერება.

– კარგით რა, დრამატურგებივით რომ საუბრობთ, მოდით, ცას ვუყუროთ! – გაბრაზებულად უთხა მანუვამ.

იმ ღამეს ყველა ვარსკვლავმა ინათა ერთდროულად...

...

მეორე დღეს რა გათენდა, შერიფთან ვიღაც კაცმა მიირბინა, რკინიგზის სადგურში ახლად დაწყებული ჰქონდა მუშაობა. ამცნობა რომ იუტაში ლიანდაგის რემონტი მიმდინარეობს და მატარებლებით მიმოსვლა დროებით შეწყდა. ეს სიახლე ერთის მხრივ კარგი იყო კოდისათვის, რადგან დროს მოიგებდა გამოძიებისათვის. დროებით შეწყდებოდა ძარცვა, ხოლო დონალდი ქალაქების ძარცვას არ დაიწყებდა. შერიფს ამ სიახლეზე მეტად ის გაუხარდა, რომ მზე გამოვიდა და ტალახებისა და გუბეების შრობას აქტიურად შეუდგა.

სასტუმროს იმ ნომერში, სადაც კოდი დაბინავდა, კარზე კაკუნი გაისმა. შემდეგ ახალ გაღვიძებული ტონით „მობრძანდით“ მოყვა.

– მარკუს, რა ხდება, რატომ არ ხართ მზად? – თვალების ფშვნეტით იკითხა ქერეუეიმ.

– დღეს არ იქნება ძარცვა, ლიანდაგი დაზიანებულია იუტაში და რემონტი მიმდინარეობს. ასე რომ ჩვენი ყაჩაღი დროებით უმუშევარი დარჩა.

– ძალიან, კარგი. მგონი ნელ–ნელა ფორტუნა ჩვენ სასარგებლოდ გადმოდის. სამართალმა უნდა იზეიმოს. გამარჯვებისათვის ტაქტიკა შევცვალე, მარკუს. აწი ვიწყებთ ყველას განადგურებას, ვისაც მიზერული ურთიერთობა მაინც აქვს დონალდთან. ხალხზე ფიქრი ზედმეტია. ჩვენ ვესვრით პოტენციურ დამნაშავეებს და ასეთ ვითარებაში თუ ვინმე შემოგვაკვდება, ეს მხოლოდ იმათი ბრალი იქნება.

– რას გულისხმობთ, სერ?

– აქვე 10 მილში კოტთაუნში არის ერთი სალუნი. კარგი, ხარისხიანი ვისკი ინახება. ჩემი წყარო მეუბნება, რომ დონალდის ბანდის წევრები ხშირი სტუმრები არიან ადგილობრივი სალუნის, განსაკუთრებით ხუთშაბათობით. სწორედ დღევანდელ დღეზეა საუბარი, მარკუს, ორმაგად გაგვიმართლა. თუ ჩვენ ვიცით რომ მატარებელი არ მოვა, ჩათვალე ეს ჩვენზე ადრე ამ უბედურმა ყაჩაღმა გაიგო. მაშასადამე დღეს უსაქმოდ არიან და კარგადაც გაერთობიან. აუცილებლად წავლენ კოტთაუნში. შეიძლება დონალდი არ მიეთრას, მაგრამ დანარჩენების მუსრს კი გავავლებთ. დღეს შუადღის მერე გველოდონ. ბიჭები გააფრთხილე.

Page 16: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– კარგი, სერ, ნამდვილად კარგი იდეაა. უმოქმედოდ ვართ დიდი ხანი და ასე ნელ–ნელა ზიანს მაინც მივაყენებთ. სერ, ერთი იდეა მაქვს მეც. დონალდს სახლი წლების წინ გაუყიდია და ეხლა იქ სხვა ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ ჩემი აზრით, ღირს იმ ტერიტორიის მონახულება, იქნებ რაიმე სამხილს მაინც მივაგნოთ, სად შეიძლება იმალებოდეს. ელემენტარული გვესაჭიროება ეხლა, სერ, მცირეც კი შეიძლება საგანძური აღმოჩნდეს.

– კარგი, მარკუს, არავინ არ უნდა იცოდეს ამის შესახებ, მე და შენ წავალთ მარტო. მოვწესრიგდები და დაბლა ჩამოვალ, თუმცა მეეჭვება რამეს მივაგნოთ.

ამ სიტყვებით გაისტუმრა მარკუსი და თვითონ გამზადება დაიწყო. როგორც ყოველთვის ელეგანტურად ჩაიცვა, ცივი წყალი დალია. რევოლვერები შეამოწმა, გაიზმორა მერე და ფანჯარაში გაიხედა. მასაც ესიამოვნა მზის ალერსი.

მარკუსს სასტუმროსთან ორი ცხენი მოეყვანა და უფროსს ელოდებოდა. შორიდან ლაინეკერი უყურებდა და როცა კოდიც ჩამოვიდა მიესალმა.

– საით გაგიწევით, ბიჭებო?

– შერიფ, ვისი დაკავებაც გიბრძანეთ, მასზე იზრუნეთ, თქვენ. დანარჩენი ჩვენ მოგვანდე – უპასუხა კოდიმ და ცოტახანში ცხენების მიერ დაყენებულ ბუღში გაქრა.

რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, შორიდან გამოჩნდა ფერმა და იქვე ახლოს მდგარი ორი სახლი. აქედან ყველაზე კარგ მდგომარეობაში ფერმის სახლი იყო, ხოლო დანარჩენი ორი, სადაც თავის დროზე მანუვასა და ლუისის ოჯახები ცხოვრობდნენ გადაკეთებული იყო საღორედ, საქათმეთ, საწყობად. როგოც ჩანს ფერმა გაცილებით მასშტაბური ხდებოდა. ორი მხედარი სახლიდანაც შესამჩნევი გახდა. თითქმის დამოხუცებული კაცი, რომელიც ნიჩაბს იყო დაყრდნობილი და ძროხებისათვის გატეხილ მესერს ასწორებდა, თავზარი დაეცა და თავის შვილს დაუძახა იარაღები გამოეტანა. ხოლო როცა კოდი და მარკუსი ახლოს მივიდნენ, მოხუცი, ერთი შუახნის კაცი და სამი ახალგაზრდა ბიჭი თოფებით ხელში დახვდნენ.

კოდი ცხენიდან გადმოხტა. მარკუსმაც იგივე გააკეთა.

– მოგესალმებით, ბატონებო, ჩვენ უაშინგტნონიდან გახლავართ. ნევადაში კი თქვენი ცნობილი ყაჩაღის, დონალდ ტომპსონის დასაჭერად ჩამოვედით. ჩვენ ვიცით, რომ ერთ დროს, ეს გარეწარი ამ სახლში ცხოვრობდა, ასე რომ მხოლოდამხოლოდ რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ თქვენ, სახლს დავათვალიერებთ და მალევე წავალთ.

– მიფურთხებია, ვინ ხარ და საიდან ხარ. იმისთვისაც მიფურთხებია ვის გამო ჩამოხვედი. ეს ჩემი სახლია, მე ვარ აქ უფროსი და თქვენ ამ მესერსაც ვერ გადმოსცდებით. დაახვიეთ, აქედან მალე, სანამ ჩვენი დასამარხი არ გახდით – უპასუხა მოხუცმა.

Page 17: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– ოჰ, სერ, რატომ ასე აგრესიულად. ნუ თუ გასაგებად არ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ბანდიტები და სახელმწიფო დავალება გვაქვს დაკისრებული, ნუ თუ თქვენ სახელმწიფონების წინააღმდეგ მიდიხართ, სერ? – დაუბრუნა პასუხი კოდიმაც.

– ჯანდაბა, შვილო, სახელმწიფოს შევწირე წლები და ამ დალახვრულ ომს შეეწირა ჩემი მეუღლეც. არ ვიცი, მანდ რა კითხვები გაქვს, მაგრამ გიპასუხებ, ოღონდ ამ მესერს არ გადმოსცდებით. ჩვენთვის ვცხოვრობთ და ხელს არავის ვუშლით, ნურც თქვენ შეგვიშლით.

– ბატონებო, მაშინ შემოთავაზება მაქვს, ცივილურად გადავჭრათ ეს კონფლიქტი. მე თქვენ ეხლავე გიხდით 45 დოლარს და სანაცვლოდ ორივე მხარე ვასრულებთ ჩემ წინადადებას. თანახმა ხართ?

– გაუგებრად ვლაპარაკობ? ვერ შემოხვალთ ჩემ ტერიტორიაზე. ასე შემოვუშვი ორჯერ ყაჩაღები და მწარედ ვინანე. არ მაქვს გარანტია, რომ თქვენ ჩემ ოჯახს საფრთხის ქვეშ არ დააყენებთ. ასე რომ არ მჭირდება თქვენი ფული – თქვა და იარაღი მოიმარჯვა.

– კარგი, კარგი, გავიგე. მაშინ მიპასუხეთ, სერ, რამდენი ხანია რაც ეს ქონება შეიძინეთ და ვისგან პირადად?

– ზუსტად არ მახსოვს, წლები გავიდა, მაგრამ შეძენით დონალდისაგან პირადად.

– კარგით, სერ, მიპასუხეთ, გარიგების დროს ახლდა თუ არა დონალდს ვინმე?

– კი, დედასთან ერთად იყო.

– სერ, შეძლებთ თუ არა საჭიროების შემთხვევაში დონალდის ამოცნობას?

– შვილო, სიმართლე გითხრა არ ვიცი, ამბობენ, მნიშვნელოვნად შეიცვალაო.

– მას შემდეგ, რაც თქვენ ეს ქონება შეიძინიეთ, აღარ გამოჩენილა აქ?

– არა, თვალით არ მინახავს.

– იქით, გვერდზე, ისიც თქვენი ქონება – მიუთითა მანუვასა და ლუისის ყოფილ სახლებზე.

– აქ უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი. ყველაფერი დანგრეული იყო. ერთ დროს ყაჩაღები დაბინავდნენ. მერე სროლა ატყდა ერთმანეთში და ბოლოს გადაწვეს. ამბობენ „აირიშ ჯოსა“ და ამერიკელების დაპირისპირებას შეეწირაო, მაგრამ მე არ მჯერა. მას შემდეგ, მე და ჩემმა ოჯახმა ავაწყეთ ყველაფერი 0–დან და დღეს, დიახ, ჩემია, მე აღვადგინე და ვიყიდე კიდეც, ამის დოკუმენტებიც მაქვს და ნიუ–დორლენდშიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

– კარგით, სერ, მაინტერესებს თუ იყო სახლში დარჩენილი რაიმე ნივთები ძველი მფლობელისაგან?

Page 18: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– ცოტაოდენი რაღაც დარჩა, ტანსაცმელი, პატარა სუვენირები და კიდე ზუსტად არ მახსოვს. სხვენში ავიტანე. მას მერე აღარც მინახავს, ალბათ მტვერმა შთანთქა კიდეც.

კოდის თვალები აუციმციმდა.

– კარგით, სერ, ამ ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდზე დგას, მარკუსი, შერიფი ლაინეკერის თანაშემწეა, რომელიც სამოსახლოს განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმე იმაშია, რომ თქვენი მიწის ნაკვეთი არასწორედ გაზომეს ბოსელის უკან. ხოლო ეხლა რამდენადაც იდეაში იგეგმება რკინიგზის დამატებითი გზის გაკეთებაც. საჭიროა მილიმეტრების სიზუსტით ვიცოდეთ ტერიტორიის საზღვრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუბერნატორს, ისევე როგორც რკნიგზის კომპანიას, ძალიან ღრმად უფურთებიათ თქვენს სახლზე, შეუძლიათ პირდაპირ ზედ გაატარონ ლიანდაგები. ასე რომ თქვენივე გულიზე, მარკუსმა უნდა გაზომოს კიდევ ერთხელ. ხომ არ გინდათ, სერ, თქვენი ფერმა და ქონება სამუდამოდ ჩამოგერთვათ? – გამახვილებულად დაუსვა კითხვა კოდიმ.

მოხუცი დაფიქრდა, ეჭვის თვალით უყურა ხან მარკუსა და ხან ქერუეის. ბოლოს ამოისუნთქა და თქვა:

– შემოვა, მხოლოდ ეგ კაცი, თუ გააჩნია რაიმე იარაღი, ყველაფერს ჩამაბარებს მე. ომ გამოვლილი კაცი ვარ და იარაღის აღმოჩენა მეხერხება. წამოვიდეს.

კოდიმ მხარზე დაარტყა ხელი მარკუს, რომელიც ფერმერისაკენ გაემართა. მართლაც, საგულდაგულოდ გაჩხრიკა ერთი განადგურებული რევოლერი აღმოუჩინა, რომელიც თავის ცხოვრებაში არარასდროს გაისროდა. „ომიდან მოყოლებული სუვენირია.“ – იმართლა თავი.

– ბილი, გაყევი ამ კაცს და ყურადღება მიაქციე, არაფერი მოგატყუოს, შვილო, აფერისტებით სავსეა უაშინგტონი და გუბერნატორის განყოფილება. – დაამთავრა თუ არა, ის შუახნის კაცი გააყოლა ზუსტად.

კოდი კი ცხენს მიეყუდა და წყალი დალია. შემდეგ მოიწმინდა პირი და მოხუცს მომღიმარი სახით მიმართა:

– ბოდიშით, შეწუხებისათვის სერ.

მოხუცმა კი პასუხი არ გასცა. ცოტახანში სახლის უკნიდან მხოლოდ მარკუსი გამოჩნდა. მოხუცმა სასწრაფოდ იარაღი მოიმარჯვა, ერთი ჯანდაბა დაიძახა და დაიყვირა: „სადაა ჩემი შვილიო“. მარკუსმა თითით ანახა, მოდისო. მაგრამ სანამ დაფაციცებული გაიქცა მისკენ, გაისმა სროლის ხმა და მოხუცი ძირს დაეცა. ყმაწვილებმა, რომლებმაც არც სროლა იცოდნენ და არც დანის ხმარება. დაიბნენ, არ იცოდნენ რა ექნათ. ამასობაში კი მარკუსიც უახლოვდებოდათ და საპირისპირო მხირდან კოდი მოდიოდა. მუხლებზე

Page 19: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

დაეცნენ და ხელები მაღლა აწიეს. ქერეუეიმ თვალი ჩაუკრა. უთხრა დამელოდე სანამ გამოვალ და ამ ლაწირაკებს თვალი არ მოაცილოო და სახლისაკენ გაემართა.

მიუხედავად იმისა რომ სახლში ქალი არ იყო, საოცარი სისუფთავე და აკურატულობა სუფევდა. გაკრიალებული ფანჯრები, ავეჯი, იატაკი. ლამაზი ფარდები და გადასაფარებლები. ახლად გალაკული სახლისშიდა კიბეები, ყველაფერი ეს აღტაცებას იწვევდა. აუყვა კიბეებს კოდი სხვენის ჩარჩო ახსნა. მართლაც, იქაურობა მტვერმა შთანთქა. აი, ის სკივრიც, რომელიც ღია იყო, თავისთან ახლოს მოიწია, აიღო და ძირს ჩამოდგა. პირველ სართულზე ჩამოვიდა. გადმოყარა ყველაფერი. ეტყობა რომ დონალდის ოჯახს ეს ზედმეტ ტვირთად მიუჩნევია და ჩაუყრია ამ სკივრში. ძველისძველი სურათები, ჩვილი ბავშვის სათამაშოები. ლამაზი შრიფტით ამოტვიფრული ხის სუვენირები, ყველაფერი უხვად ეყარა. დაჯდა და სურთების თვალიერება დაიწყო. „ერთ დროს ლამაზი ოჯახი კი იყო“ – გაიფიქრა იმან, ვისაც ოჯახი არასდროს ყოლია. ფერმერი მამა, გამოპრანჭული დედა ვერანდაზე, ბავშვებთან ერთად. ოჰ, ეს ვეებერთელა ძაღლი. ეს კი მხატრულად შესრულებული ფოტო. აქ უკვე დონალდი ალბათ 16–17 წლისაა. ვიღაც ბიჭთან ერთად. მაგრამ ეს მეორე ვინაა? ორივე ტანზე შიშველია, მხოლოდ შარვლები აცვიათ და ხელში ლასო უჭირავთ. ნუ, ეს სავარაუდოდ დონალდი იქნება. მაგრამ მეორე? საოცარია მაგრამ კოდის მეორე უფრო ეცნობა ვიდრე დონალდი. ეტყობა დროზე უხარისხო საღებავებით შესრულებულმა ნახატმა კიდევ უფრო დაკარგა ხარისხი და მეორის სახის ამოცნობას სწორედ ეს ართულებდა. დაავლო ხელი ამ სურათს და წამოიღო.

გარეთ შეშინებული ბიჭები ოფლში იწურებოდნენ. რა თქმა უნდა, უყურო მარკუსისნაირ სახეს, რომელიც რევოლვერს ათამაშებს ხელში, იქვე ახლოს ეგდოს პაპის გვამი და კიდე განათებდეს მზე, ძალიან რთულია. ბიჭებიდან ერთი ტიროდა, ორი ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ როგორც კი ხელს ადებდა, მარკუსი ყვირილს იწყებდა. გამოვიდა კოდი სახლიდან.

– წავედით, მარკუს. ხო იცი დღეს კიდევ უნდა გავილაშქროთ.

– ამათ რა ვუყო, სერ?

– გაუშვი დამარხონ მაინცარია, წინაპრები – თან მიუახლოვდა ბიჭებს.

უთხრა თუ არა ეს, ის, რომელიც ტიროდა წამოხტა და კოდის პირდაპირ სახეში შეაფურთხა. ამ უკანასკნელმა მშვიდი სახით მოიწმინდა. მერე ერთი მუშტი შემოარტყა და ძირს დააგდო. ამოიღო რევოლვერი და შუბლში დაახალა, მერე გახედა მეორეს, რომელსაც ისტერიული სიცილი აუტყდა და იმასაც ესროლა. ერთი კი საერთოდ, ქვასავით ჩუმად და გაუნძრევლად იყო. უყურა, უყურა და ბოლოს მასაც ძმების ბედი გაუზიარა. ცხენებს მოახტნენ და მოკურცხლეს.

Page 20: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

იქ, სადაც ერთდროს ნევადის ყველა დროის გავლენიანი ყაჩაღი იზრდებოდა, სწორედ იმავე მიდამოში აქა–იქ ცხელ მიწაზე გდია 5 ცხედარი. ბიჭების მამა, რომელიც მარკუსმა მოგუდა, მათი პაპა და თვითონ, რომლებიც კოდის ტყვიამ საბოლოოდ დაუმთავრა ცხოვრება.

უკვე როცა ნიუ–დორლენდი გამოჩნდა, მარკუსმა ჰკითხა უფროსს:

– კოდი, ისე რომ შევეშვით თავიდანვე, მოკლავდი?

– რა თქმა უნდა, ეს ამდენი საქონელი, რომელიც განგების ამარაზე დავტოვეთ, საიდან, დაფიქრდი, საიდან უნდა ჰქონოდათ ამდენი ფული რომ შეეძინათ. დოანალდი უყიდდა აუცილებლად, რომ ფერმა აეღორძინებინათ. ჩვენ კი ყველას ვხოცავთ, ვისაც მცირედი ურთიერთობა აქვს ამ ყაჩაღთან, ხომ გახსოვს?

პასუხი აღარ დაუბრუნებია და კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ნიუ–დორლენდში დანარჩენებიც ელოდებოდნენ უკვე. აღარ დაუსვენებიათ და ეგრევე კოტთაუნისაკენ აიღეს გეზი. ეს პატარა დასახლება იყო, რომელიც სალუნებითა და ბორდელის სიუხვით გამოირჩეოდა. ნამდვილი ყაჩაღების ბუდე იყო. თუმცა ყველა სალუნში როდის მიუწევდათ გული მძარცველებს. ცენტრალურ ქუჩაზე, მოკრძალებული დიზაინით გამორჩეულ, პატარა სალუნი, სადაც როგორც ამბობენ, ნევადაში საუკეთესო ვისკი მოიპოვებოდა – აი ეს ადგილი კი იზიდავდა „ცუდ ბიჭებს“. არანაირი სპეციფიკური გეგმა არ არსებობდა ბრძოლის. პირდაპირ შევიდოდნენ და გადავიდოდნენ ღია შეტაკებებზე. ქერეუეის ბიჭებს კონკურენტი არცერთ სიტუაციაში არ ჰყავდათ და რა თქმა უნდა ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებდნენ. როგროც კი შევიდნენ ქალაქში, სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილამდე. გამდოხტნენ, დააბეს ცხენები, კოდიმ ორი ბიჭი საგანგებო კარისაკენ გაუშვა, დანარჩენები კი კბილებამდე შეიარაღებულები პირდაპირ შევარდნენ. ატყდა სროლის, ჭურჭლის მსხვრევის, ავეჯის ლეწვის, დაჭრილი კაცების, არცთუისე მძიმე ყოფაქცევის ქალების განწირული ხმაური. ადამიანები, რომლებიც დღედაღამე იარღის სროლაში იყვნენ დახელოვნებულები, რომლებმაც სახელი გაითქვეს სამოქალაქო ომში, მართლაც ძალიან ძლიერები იყვნენ და ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად. აქაც ძალიან სწრაფად მოახდინეს „წმენდა“. დახოცეს ვისაც ხედავდნენ: ყაჩაღები, უბრალოდ სალუნის სტუმრები, მისი მიმტანები, ქალები. თავზარდაცემული პერსონალის ნაწილი საგანგებო კარებისაკენ გაიქცა, სადაც კიდევ უფრო თბილი დახვედრა მოუწყეს იმ ორმა კაცმა, კოდიმ წინასწარ რომ გაგზავნა. 40–50 კაციდან მხოლოდ ერთადერთი კაცი გადარჩა, რომელიც განწირულად ყვიროდა არ მომკლათ და რაც ვიცი ყველაფერს ვიტყვიო. ქერეუეიმ მართლაც დაინდო ის და უფრო მეტიც თავის ხალხს უთხრა შერიფი ლაინეკერის პასუხისგებას გადაეცითო. მერე ცხენებს მოახტნენ და ვითომც არაფერი, ისევ უკან გაბრუნდნენ.

Page 21: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

მეორე დღეს შერიფმა „დამნაშავე“ ჩაიბარა, ფოლადის ბორკილები დაადო და ცალკე ოთახში გაიყვანა. ექიმს უკვე დაემუშავა მუცლის არეში ტყვიის ჭრილობა, თუმცა მაინც ძალიან სტკიოდა და დროდადრო კვნესოდა. კარგად ნაცემიც იყო, ამას დალურჯებული თვალი ამტკიცებდა.

– მალე გაგაგზავნით უაშინგტონში, სადაც, დამიჯერე, მოფერებას და ალერს არავინ დაგიწყებს. ამიტომ შენივე სასიკეთოდ გეუბნები და გაფრთხილებ ითანამშრომლე ჩვენთან – უთხრა ლაინეკერმა.

– შერიფო ლაინეკერ, გეხვეწებით, გთხოვთ, იმ კაცისმკვლელს არ გადამცეთ, გთხოვთ, ის აუცილებლად მომკლავს. ყველაფერს ვიტყვი, რაც ვიცი, ოღონდ, გემუდარებით, იმას არ მისცეთ ჩემი თავი. – შეშინებულად პასუხობდა დამნაშავე.

– კოდის გულისხმობ, კი მაგრამ, რა გააკეთა ასეთი?

– რაღა რა გააკეთა, მთელი სალუნის ხალხი გაჟლიტა, ცალი თვალით რომ გენახათ, მთელი იატაკი სისხლით შეიღება. გუბეები იდგა ალაგ–ალაგ. ჩემ თვალწინ უბრძანა თავისნაირ კაცისმკვლელ მგლებს, დაჭრიელბიც დახოცეთო. ქალებიც ზედ დააყოლა და საცოდავი სალუნის მიმტანებიც.

– და თუ ასეა, შენ როგორ გადარჩი?

– ვყვიროდი ბოლო ხმაზე, ყველაფერს ვიტყვი, რაც კი ვიცი–თქო და ალბათ მაგიტომ დამინდო. მერე მთელი ღამე მეკითხებოდნენ რაღაცეებს და დაუნდობლად მცემდნენ.

– კარგი, მაშინ თუ ასეა, გულახდილი იყავი ჩემთან და შევეცდები მსუბუქად გამოგიყვანო. სად იმყოფება ამჟამად დონალდი?

– ბოლოს როცა ვნახე კოტთაუნში იყო, ორი თვის წინ. მას შემდეგ თვალით არ მინახავს. ეს იმათმაც მკითხეს.

– იცი თუ არა მისი სამალავები?

– არა, ახლო წრის გარდა, არავინ იცის, ეჭვიც არ მაქვს სად შეიძლება იყოს ან იმალებოდეს.

– ვის გულისხმობ ახლო წრეში?

– მის ბავშვობის მეგობრებს – ჯიმი მანუვასა და ჩარლი ლუისს. კიდევ ათიოდე ყაჩაღს. ძირითადად დონალდი, მანუვა და ლუისი გეგმავენ, შემდეგ ამცნობენ იმ ათიოდე სანდოს და მერე ამ ყველაფერს ვასრულებთ ჩვენ, რიგითი ყაჩაღები.

– კარგი, გასაგებია. ბოლოს რა დავალება მიიღე?

Page 22: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– ხომ ვამბობ, სამი თვეა არ მინახავს და არაფერი მსმენია. არ ვიცი როგორ, მაგრამ როცა ვჭირდები, თვითონ მპოულობენ სადაც არ უნდა ვიყო. ბოლოს მატარებლის გაძარცვაში მივეხმარე, სულ ეს იყო.

– და ძალიან მაინტერესებს, როგროც შენ თქვი, „რიგითებს“ რამდენს გიხდიან?

– საკმაოდ ნორმალურად, იმდენს რომ ოჯახი ვარჩინოთ, 350 დოლარამდე.

– და რიგითები რამდენი ხართ?

– არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. გაძარცვაზე სულ 2–ჯერ დამიძახეს და 30 კაცზე მეტი არ ვყოფილვართ. 2–ივე ჯერ სხვადასხვა ხალხი იყო.

– ამდენი რაზე გირტყეს, რას არ პასუხობდი?

– მთავარმა რაღაც სურათი მაჩვენა, მითხრა ეს ხომ დონალდიაო, კი–თქო, ვუთხარი, ხოდა ისიც გეცოდინება მეორე ვინ არის მასთან ერთადო. ძველი ნახატი იყო. დონალდიც ძლივს ვიცანი, ყმაწვილობის დროს იყო დახატული. მეორეს სახე ცუდად შემორჩა, ძლივს ჩანდა. არც მანუვას გავდა და არც ლუისს. არ ვიცოდი მართლა, ეგონა ვატყუებდი და მაგის გამო მომხვდა.

– სხვა არაფერი გკითხეს?

– არა, გამთენიისას უფროსმა უთხრა, ამ ნაძირლიდან მეტს ვეღარ გავიგებთ და ლაინეკერს გადეცით, რაც უნდა ის უქნასო.

– კარგი, ცოტახანი აქ დაგტოვებ, იქნებ გამოძიებას კიდევ დასჭირდე.

ლაინეკერმა ორი თანაშემწე დააყენა მის კარებთან და სთხოვა საგულდაგულოდ მიექციათ ყურადღება. თვითონ კი გარეთ გავიდა, მოახტა ცხენს და სადღაც გაქუსლა.

სასტუმროს ნომერში, სამუშაო მაგიდასთან იჯდა კოდი. სავარძელში კომფორტულად მოთავსებულიყო და ფეხები შემოეწყო მაგიდაზე. ხელში ისევ ის სურათი ეჭირა. ეჭვი ღრღნიდა – იმ მეორეს აშკარად იცნობს. შეხვედრია სადღაც. უძილოც იყო და ეძინებოდა. დასაძინებლად გაემზადა, როცა ნომერში მარკუსი შემოვიდა.

– მარკუს, მოდი, ამ ფოტოს დახედე, იქნებ შენც გეცნობა ეს ტიპი და თითით დაადო.

– ჯანდაბა, როგორ არ მეცნობა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, სადღაც შევხვდი კიდეც, მაგრამ მართლა ვერ ვიხსენებ ვინ არის და ეს ფერებიც უკვე გადასული აქვს. ჯანდაბა, მეცნობა, კი.

– საქმე გქონდა?

Page 23: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– სერ, იუტაში რკინიგზის ხარჯები არის სასწრაფოდ დასაფარი. ვაიომინგის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ბიუჯეტი ცარიელი აქვს და ამ მომენტში ვერ დაეხმარება რკინიგზის რემონტს. ნევადაზეც იგივე ითქმის. ხოდა დახმარების შესაძლებლობა მხოლოდ კალიფორნიამ დაადასტურა. საზღვრამდე მატარებლით მოვლენ, ხოლო იქიდან უკვე ცხენით უნდა გადაიტანონ იუტამდე. კალიფორნიიდან 50 მხედარი გამოგზავნეს დასაცავად, ჩვენ შტატში კიდევ 20 დაემატებათ. მგონი ვერ გაირისკავს ტომპსონი შეტევას, რას იტყვით?

– რომელიმე ქალაქში შევლენ?

– კი, სერ, ჩვენთან გამოივლიან, ნიუ–დორლენდში, შუა დღემდე აქ იქნებიან.

– ბრიყვები არიან, ბრიყვები, მარკუს. სავარაუდოდ შეგვიტევს ის ნაძირალა, მაგრამ ნაკლები უპირატესობა ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში ქალაქი უნდა გავამაგროთ. შერიფიდან 2–2 კაცი დაიხმარე და ქალაქის ყველა შესასვლელში გაგზავნე. ჩვენები ამ ქუჩაზე დარჩნენ, ჩვეულებრივად ჩაიცვან და სხვადასხვა შენობებზე განთავსდნენ, ყურადღება არ შეიმჩნიონ. მე და შენ ქუჩაზე ვიდგებით. ჭკუას ვასწავლი ამ ტომპსონს. მორჩა, შეუდექით.

თვითონ ქერეუეიც ქვემოთ ჩავიდა, ლაინეკერს დაძუახა და სთხოვა ცენტრალური ქუჩა უსარგებლო ხალხისგან გაეთავისუფლებინა. შერიფს ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ უკვე მესამე კვირაა თავის თანამდებობისათვის შეუფერებელ დავალებებს ასრულებდა.

კოდიმ შორიდანვე შენიშნა – გამცილებლების რიგებში სავარაუდოდ კაპიტანი რეზერფორდიც იმყოფებოდა. ყოველთვის დიდი ცხენით უყვარდა ჯირითი. არავის არ ჰყავდა მისნაირი ცხენები მთელ ჩრდილოეთ შტატებში. სპეციალურად ყიდულობდა აზიაში და მერე აქ მოჰყავდა. ომის დროსაც ნებისმიერი მებრძლისაგან ამით გამოირჩეოდა. რეზერფორდი და ქერეუეი ერთ–ერთი შეტაკებაში შეხვდნენ ერთამენთს. როგორც მებრძოლი, კაპიტანი ჩამორჩებოდა, მაგრამ მისი უპირატესობა ადამიანობა იყო: თბილი, მოსიყვარულე და მუდმივად ურთიერთობის სურვილი. აგრეთვე კარგი ხელმძღვანელი და ჯარისკაცებში დიდი ავტორიტეტის მქონე იყო. კოდის გაუხარდა რომ თავის ნაცნობს ნახავდა და თვითონაც აპირებდა მათ დასახვედრად გაექუსლა, როცა შავკანიანების ბანაკებიდან ჩოჩქოლი ატყდა. შიშითა და ყვირილით გამოიქცნენ ცენტრალური ქუჩებისაკენ. თან ერთმანეთს ამხნევებდნენ თავს უშველეთო. ეს რომ დაინახა ლაინეკერმა, მათკენ გაიქცა, უნდოდა დაეძახა: „ბრიყვებო, შეჩერდით ყველანი, რას ჩადიხართ?!“ როცა ბრომ გაიტანა და წააქციეს. ქუჩაზე სულ უფროდაუფრო მეტი მუშა გადმორბოდა. ქერეუეი მიხვდა რომ ეს მოულოდნელი გადარბენა და შეშინებული შავკანიანები პრობლმებს შეუქმნიდნენ. ამოიღო რევოლვერი და ცაში გაისროლა. მაინც არ გაჩერდნენ, მერე დაუღრიალა: „ყველას დაგხოცავთ სათიათოდ“ ამ შეძახილმაც რომ არ გაჭრა, ცეცხლი გაუხსნა ყველას, ვინც გადარბოდა. რამოდენიმე მათგანი ვისაც მოხვდა

Page 24: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

უმალ გზაზე დაეცა, ლაინეკერმა იმედგაცრუებულად შეხედა კოდის, მას არ მოეწონა ასე უკანანოდ და უსაზღვროდ რომ ხოცავს ხალხს, წამოხტა და მისკენ გაიქცა. ბრბოს ბოლო კი არ უჩანდა. როცა უკვე თავის ბიჭებსაც უბრძანა ცეცხლი გახსენითო, სწორედ მაშინ ქუჩაში ძროხები შემოცვივდნენ, ალბათ მუშებზე მეტნი ისინი იყვნენ. სროლის ხმაზე კიდევ უფრო შეეშინდათ და ქაოსურად დაიწყეს სირბილი. ჯანდაბა, ეს რაღაა? ქუჩის ბოლოს, იქიდან, საიდანც კაპიტანი უნდა შემოსულიყო, ურიკა გამოჩნდა. ცხენზე იყო მიბმული და ზედ ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. როცა შუაში მიგორდა, ნაჭერი სწრაფად გასძვრა და განგებ დაყენებული ტყვიამფქვრევით კაპიტნის მიმართულებით დაიწყო სროლა. წამებიც არ დასჭირვებია და თითქმის ყველა გამცილებელი მაღალ კოლიბრიანი ტყვიებით დაფლითა თავიანთ ცხენებიანათ. სანამ მკვლელი მოაბრუნებდა მძიე ტყვიამფქვევს, რომ ქუჩის მეორე მხარეს მყოფი კოდისათვის ესროლა, მარკუსმა მოასწრო რეაგირება და უმალ დააჭედა ტყვია ზურგში. უცებ დანარჩენი ქუჩებიდან გამოხტნენ ცხენოსნები და ატყდა დაუგეგმავი სროლა. ერთ–ერთი ცხენიდან ჩამოხტა საშუალო სიმაღლის კაცი და კოდის ქუსლში გაარტყა. ეს უკანასკნელი ქვიშაზე მყისიერად დაეცა, უნდოდა მეორე რევოლვერი ამოეღო, რამდენადაც პირველში ვაზნები გაუთავდა. მარკუსი კი მის ასაყენებლად და უსაფრთო ადგილას გაყვანას სცდილობდა, როცა კიდევ ერთხელ გაისმა სროლის ხმა და კოდის ერთგული მუხლებზე დაეცა.

– გგონია, მოხვალ ჩემ ტერიოტორიაზე და რასაც გინდა იმას გააკეთებ? არა, ეს არაა უაშინგტონი – თქვა თუ არა, მარკუსს პირდაპირ შუბლში ესროლა.

ქუჩაში სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ვერ გაიგებდით რომელ ქუჩაზე იყო უშუალოდ შეტაკება.

– მე ვარ, ვერ მცნობ? – დაიწყო საუბარი და ის რევოლვერიც წაართვა – ჩემზე ნადირობ ამდენი ხანი და ამაში რამდენი ადამიანი გარიე, მოითვალე? ამ ძროხების პატრონი გუშინ მოკალი, ისევე როგორც მთელი მისი პატიოსანი ოჯახი. მაგრამ ამით ვერ დაკმაყოფილდი და სალუნს დაესხი თავს. არ გინდა ხო წესებით თამაში, ხოდა მიიღე შენი საყვარელი მარკუსის ცხედარი საჩუქრად. თუმცა შენ არ მოგკლავ, დაე იტანჯე ამ დღით და ამ წარუმატებლობით. დღეს სრული ფიასკო განიცადე. წარმოიდგინე, ვიღაც ხვალ უაშინგტონში ვრცელ სტატიას დაწერს, როგორ განიცადა უდიდესი მარცხი კოდი ქერეუეიმ. შენ უბრალოდ არ გეყოფა არც გონება და არც ძალა რომ მე დამამარცხო.

– შენ მე არ მიცნობ, დონალდ. შენნაირები ვაგონებით მყავს დახოცილი.

– კი, გეტყობა. დღეს შენ შენი ცხოვრების მთავარი ბრძოლა წააგე და აქ, ფეხებ ქვეშ მიგდიხარ. ოჰ, დიდებული კოდი ქერეუეი რას წარმოიდგენდა რომ მისი სიციცხლე სოფლელი ქავბოის ხელში იქნებოდა?! არ მოგკლავ, არა. დაიტანჯე ამ დღით.

Page 25: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– შე ნაძირალა! – გაისმა ხმა და დონალდს ვიღაცამ უკნიდან ხელი მოკიდა და წააქცია. შერიფი ლაინეკერი იყო. თუმცა მალევე მოასწრო და სახეში მოსცხო ძლიერად მუშტი. ლაინეკერი დაიბნა და სანამ გონს მოეგო, კიდევ ერთი მოხვდა. ბოლოს ისიც ძირს აღმოჩნდა და დონალდის რევოლვერი მას უცქერდა.

– დღეს ერთი გასროლით ორი კურდღელი უნდა მოვკლა?! – გაიცინა ტომპსონმა. – შენ კი ნამდვილად დაგახლი ტყვიას, ამდენი ხანი რომ ვერ დამიჭირე, უკვე მომწყინდა კიდეც, სუსტი ხარ ძალიან – უთხრა და გამოკრა სასროლს, მაგრამ, ერთი წუთით, ხმა? სადაა ხმა?

– ჯანდაბა, ვაზნები აღარ მაქვს. – ერთი სიტყვით ბატონებო. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ უნდა წავიდე. ბიჭებმა ალბათ აიღეს ის, რის გამოც მოვედი. რკინიგზის მთელი ფული ეხლა ჩემია. ალბათ, უაშინგტონიდან ხვალ საყვედურები მოგივათ. მშვიდობით. – უთხრა და გაქიცა. აუმტვერა ისედაც მტვრიანი ქუჩა უარესად.

კოდი ძლივს წამოდგა ფეხზე. გახედა არემარეს, რამოდენიმე გვამი, დაბნეული ზანგები და მათზე დაბნეული ძროხები დაძრწოდნენ. კიდევ უფრო შორს კავალერიის ცხედრები ეყარა მზეზე. საიდღაციდან ქალების განწირული კივილი ისმოდა. ხმა არ ამოუღია ისე გაემართა სასტუმროსაკენ.

...

არ გეგონოთ, რომ კოდი სამოქალაქო ომში მონათმფლობელების საწინააღმდეგოდ ჩაერთო. ის ალბათ იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც შავკანიანების ბედი ნაკლებად ადარდებდა. უბრალოდ ამ ადამინში ომი ცხოვრობდა. გარედანაც, შინაგანაც, გონებაშიც და გულშიც. კოსმიური მოთხოვნა ჰქონდა ეომა. ასე დახელოვნდა ამ საქმეშიც.

ერთ–ერთი ბრძოლის შემდეგ, როცა მთებმა დაასრულეს ზარბაზნების ქუხილის გავრცელება უსასრულობაში, შეწყდა შეშინებული ცხენების ჭიხვინი, კარგად გალესილი ხმლების ჭახა–ჭუხი, რევოლვერებისა და დამბაჩების ბათქა–ბუთქი, კოდიმ დაჭრილების ლიკვიდაციის ბრძანება გასცა და თვითონაც არხეინად შეუდგა მათ ძიებას. ერთი–ორი დანით გამოასალმა სიცოცხლეს, ერთსაც თავი გაუჩეჩქვა. მერე იგრძნო დაღლა და ახლად გაშლილ კარავში შევიდა. მაგიდაზე დადო დამბაჩა. მოიხსნა ქამარი სადაც ორი რევოლვერი ჰქონდა, ერთი მაგიდაზე დადო, ხოლო მეორე წამოწოლის დროს ბალიშის ქვეშ შეაცურა – ასეთი ჩვევა ჰქონდა. უნდოდა დაძაბული დაპირისპირების შემდეგ დაეძინა, მაგრამ არ გამოდიოდა: ხმაური იყო, დაჭრილების ოხვრისა და მისი ჯგუფის, რომლებიც ბძანებას ასრულებდნენ.

– სერ, ბოდიშით, მაგრამ ცოტახანში გენერალი გამოივლის, რამე ხო არ მოვიმოქედოთ?

– აჰ, მარკუს, შენ ხარ, არა, არაფერი არ მოიმოქმედოთ.

Page 26: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– კარგით, სერ, გავალ მე.

– არა, შემოდი, აიღე სკამი და დაჯექი, მოდი.

კარავი პატარა არ იყო. საწოლი, 2 სკამი, მაგიდა, ტანსაცმლის მცირე კარადა და კიდევ პატარა ლამპა. კოდიმ აიღო ახალი გამოთლილი სკამი და ჩამოჯდა.

– მარკუს, სამხრეთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ამ ომში, ერთ მომენტში გვიგებდნენ კიდეც, მაგრამ მერე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და ეხლა დიდი ტემპებით განიცდიან მარცხს. რამ განაპირობა, შენი აზრით ეს ყველაფერი?

– სერ, ისინი მზად არ აღმოჩნდნენ. დაუპირისპირდა ორი მხარე: ერთ მხარეს იბრძვიან მდიდარი მონათმფლობელები, რომლებიც პრეზენტაბელურ სახლებში ცხოვრობენ, არ იციან მუშაობა და იარაღს ისვრიან ნადირობის დროს ან უბრალოდ ერთმანეთს ეჯებრებიან. მათი საშუალო აკსაკი 40–45 წელია. მეორე მხარეს კი ამბიციური, უმეტეს შემთხვევაში გაუწვრთნელი ახალგაზრდები, რომლებიც ეხლა შედიან სერიოზულ ცხოვრებაში და მოწყურებულები არიან გამარჯვებამდე. უმეტეს მათგანს არასდროს უცხოვრია ისე უზრუნველად და კომფორტულად როგორც სამხრეთელები ცხოვრებენ. ამიტომ ის რომ კონფედერატებმა ბრძოლის საწყისი ეტაპები მოიგეს, მხოლოდ დროის საკითხი იყო. ომის გაჭიანურება მათზე ცუდად იმოქმედებდა. შეუჩვევლად ბინძურ, მოუხერხებელ ადგილას აღმოჩნდნენ და აღარ უნდათ ეს თქვენი იარაღები და ხმლები. სახლში უნდათ, ლამაზ ვერანდაზე გამოსვლა, ჩაის მოსმა მდიდრულ ფინჯნიდან, პლანტაციაში გავლა მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ შავკანიანების მუშაობის პროცესი დაინახონ. ვითომ არ მოეწონებათ მერე და ერთი–ორჯერ უთავაზებს მათრახს მწარედ. გაახსენდება, ნელ–ნელა ბინდდება და საღამოს ხომ მეზობელთან მივდივარ მეჯლისზეო. წავა, იბანავებს, ჩაიცმევს ისეთ ძვირფას ტანსაცმელს, ალბათ, ჩრდილოელი ჯარისკაცების ნახევარი ბატალიონი შეიკერავდა ახალ ფორმებს. აი, ეს არის მათი ცხოვრება. ომი კი მათი საქმე არაა.

– მხოლოდ ეს არის მიზეზი? ანუ მათთვის არაკომფორტული გარემოპირობები?

– არა, სერ. უფრო სერიოზული პრობლემაც აქვთ. სანამ ომი დაიწყებოდა, გამიმართლა და ლუიზიანაში მოვხვდი. პატარა კაპიტალი დავაგროვე და ვაპირებდი ბამბის პლანტაციის გაშენებას. ახლობელი მყავდა ერთი, ეხლა შეიძლება ცოცხალი სულ აღარ არის. იმასთან გავჩერდი რამოდენიმე დღით – უკეთ რომ შემესწავლა საქმიანობა. დილა–საღამოს შავკანიანებისთვის მათრახი არ ენანებოდა. შემოაცვდებოდა ხოლმე და ახალს აწნევინებდა. თან ტარი, რაც ხელში ეკავა, უმაღლესი ხარისხის ხის იყო. ეგ მათრახი აუქციონზე რომ გაეტანა 300 დოლარს მაინც გადაიხდიდნენ. თან ოქროსფრად ამოტვიფრული იყო ჯეკ დემპსი. ლოცვის დრო როცა მოვიდოდა, ვერანდაზე არბოდა და იქ ლოცულობდა. როცა დაამთავრებდა, „ამინს“ იტყოდა და შემდეგ ჩამოთვლიდა:

Page 27: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

„ღმერთო, მაპატიე, ჩემი ცოდვებისათვის, ჩემი აგრესიისათვის და მრისხანების გამოვლენისათვის...“ გააგრძელებდა ხოლმე და კიდევ მთელი დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებს მოახსენებდა ზეციერს. მერე მათრახს დაავლებდა ხელს და გარბოდა იქ სადაც მაგის მუშების ტანჯვის ხმა ისმოდა. ერთხელ ვახშამზე ვკითხე: „ჯეკი, შენ ღმერთს სთხოვ გაპატიოს ცოდვები, რომელსაც ყოველდღე ჩადიხარ, მაგრამ მერე გარბიხარ და იმავეს აკეთებ, რისთვისაც ილოცე. რაშია ლოგიკა მაშინ?“ და მპასუხობდა: „კოლუმბი ჩამოვიდა და აღმოაჩინა ეს ოქროს მიწა. ჩემი წინაპრები ჩამოვიდნენ ლონდონიდან. ერთ ცენტიანიც კი არ ეგდოთ ჯიბეში. მე შევქმენი საკუთარი იმპერია. ბამბის უზარმაზარი ტერიტორიის მბრძანებელი ვარ, მე დავიმსახურე ეს ყველაფერი და მოვიპოვე. მე მაქვს უფლება ჩემ საკუთრებას როგოც მინდა ისე მოვექცე, მათ შორის ამ ბინძურ ზანგებსაც, თუ მათ გულისხმობ.“ ერთხელ ერთ შავკანიანს შუბლში ტყვია უთავაზა იმიტომ რომ დასვენება მოსთხოვა. უცებ ჩაილაპარაკა, ჩაიბუდღუნა უფრო სწორედ, „ღმერთო მაპატიე“ და დანარჩენებს დააძახა სახლიდან შორს სადმე „მიწა მიეყარათ“. მისი მეუღლე ლინდა, თითქოს მაგალითს აძლევდა თავის შვილებს, კვირაში ერთხელ ეკლესიაშიც გაყავდა, მაგრამ იქ უფრო საჭორად მიდოდნენ. ბოლო რიგ სკამებზე დასხდებოდნენ და ახლო მყოფებს აწუხებდნენ ბუტ–ბუტით. საუბარი იქით მიმყავს, მათ რელიგია როგორც მოწესრიგებული ოჯახის იმიჯის შესაქმნელად უნდოდათ. მთელი სამეზობლო ასე იქცეოდა. ჩემი თვალით ვნახე. ეჰ, ჯვრის სჯეროდათ, მაგრამ არა იმის, ვინც ჯვარზე იყო გაკრული. ოჯახებით შედიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ თვითონვე ქადაგებდნენ. მრევლი ნელ–ნელა ბრბოდ იქცეოდა და ლახავდა ეკლესიას. ასეთი უკულტურო და უნებისყოფო ხალხი რა თქმა უნდა მარცხს განიცდიდა. არ ვარ პატარა, სერ, 34 წლის ვარ, ცხოვრებაში ბევრი კარგი ვნახე და ბევრი ცუდი, მაგრამ ყველაზე უსუსური და უბედური აბა თუ იცი როდის არის კაცი?

– მეც არ მინახავს ცოტა, მარკუს, მაგრამ მაგ კითხვაზე გიპასუხებ: როცა რევოლვერი ვაზნის გარეშე რჩება. დამიჯერე, ამაზე უარესი არაფერია.

– არ ვიცი, მე სხვა დასკვნა გამოვიტანე. ადამიანი მაშინ არის უბედური, არარაობა, როცა რწმენა არ გააჩნია. როცა სადღაც გაფლანგა. რწმენა არის მთავარი ძალა, მთავარი ბიძგის მომცემი. ურწმუნო კაცი უმოსავლო მიწას მაგონებს, არაფრის მოყვანა რომ არ შეიძლება და უსარგებლოა. ყველას რაღაცის ან ვიღაცის სჯერა. მე მაგალითად – ღმერთის, ამ ბიჭებს, რომლებიც თავდადებით იბრძვიან – გამარჯვების. სამხრეთელებს არაფერი აკლდათ და იმდენად მეტს იღებდნენ ცხოვრებისაგან, რომ მოდუნდნენ. მათი მოტივაცია იქვე, პლანტაციებში დაიკარგა. აღარ აქვთ გამარჯვების იმედი და ფსიქოლოგიურად უკვე ჩაგვბარდნენ. რომაელები, ერთდროს მსოფლიოს მბრძანებლები, რწმენის გარეშე დარჩნენ და უბრალო ბარბაროსებმა ასეთი იმპერია დაასამარეს. ჩემი აზრით, რწმენას თითქმის ისეთივე ძალა გააჩნია, როგორიც დროს – ჩუმ მკვლელს...

Page 28: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

სწორედ ეს ჩუმი მკვლელი, რომელიც ნელ–ნელა შემოპარა კოდის, თითქოს ანადგურებდა. მარკუსი მისი უძლიერესი იარაღი იყო, რომელიც ეხლა შავკანიანების სასაფლაოს მახლობლად განისვენებდა. „ადამიანი მაშინ არის უბედური, არარაობა, როცა რწმენა არ გააჩნია“ – ახსენდებოდა მისი სიტყვები და ფიქრობდა, ხომ არ დაკარგა დონალდის დაჭერის იმედი?! ნუთუ მოიცელა. ამ ფიქრებში იყო და ვისკით სავსე ჭიქას უყურებდა, როცა კარები გაიხსნა და შერიფი შემოვიდა.

– კოდი, ვიზიარებ შენს დანაკარგს, მარკუსი მნიშვნელოვნად დაგვაკლდება.

პასუხად ქერეუეიმ თავი დაუქნია, მაგრამ ხმა არ ამოღია.

– მაგრამ შენ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებ და თავს აძლევ იმის უფლებას რომ უდანაშაულო ადამიანს ესროლო, ეს არ არის თანამშრომლობის წესები. ეს არ არის უაშინგტონი და აქ არ შეგრჩება მსგავსი. და იცოდე, პირველი, ვინც შენ შეჩერებას შეეცდება, მე ვიქნები. იმედია გაიგე ყველაფერი.

დამერწმუნეთ, სხვა დროს კოდი უბრალოდ, ჩუმად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, ამოიღებდა რევოლვერს და ესროდა შერიფს, მაგრამ დღეს, მარკუსის დაღუპვიდან 2 დღის შემდეგ, ისევ დეპრესიაში იყო, ერთი შეხედვით ასეთი ცივი არსება. ბოლოს მცირე პაუზის შემდეგ დაიწყო:

– ერთი იდეა მაქვს, შერიფ, ასე ღია ბრძოლით ვერაფერს ვავნებთ. მისი თანაშემწე ინგლისელი ჯიმი, გართობის კაცი არის და ხშირად დადის სალუნებში. პერსპექტივაში შეგვიძლია მისი ხელში ჩაგდება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რომელ სალუნში წავა, მაგრამ ყველგან გავაგზავნით ჩვენ ხალხს, შენსას, ჩემსას, დავიქირავებთ მოხალისეებს, ბლომად გადავუხდით, 1000 დოლარს მივცემ პირადად მე იმას, ვინც მანუვას მოიყვანს ცოცხლად. გაეცი ეს ბრძანება ჩვენი ბოლო იმედი უნდა იყოს. თქვენ მომიყვანეთ ცოცხალი და დანარჩენი მე ვიცი. ჩემებსაც უთხარი.

– კარგი, გავცემ ბრძანებას, მაგრამ ჩემი ხომ გაიგე, რაც გითხარი?

– გავიგე, შერიფ და ნუღა ართულებ.

ლაინეკერი დაემშვიდობა და გასვლა უნდოდა, როცა კოდიმ მოაბრუნა:

– ერთი ამ ნახატს დახედე, ეს ტომპსონია და მეორე ტიპი ხომ არ გეცნობა?

ლაინეკერმა რა დახედა, ცოტა დაიბნა, მერე აღელდა:

– კი, როგორ არა, ნამდვილად მეცნობა. ადრეც დამინახია და მგონია ამ დღეებშიც შევხვდი. მაგრამ ასე დაზუსტებით რომ გითხრა ვინ არის, არ შემიძლია, თუ გავიხსენე გაგაგებინებ.

მარტო დარჩა ნომერში დონოვანი და უცქერდა ფოტოს...

Page 29: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

4 დღეც არ იყო გასული, როცა მის ოთახში ამოვარდნენ ლაინეკრეის ხალხი, სასწრაფოდ ჩამოდი ქვევით, კარგი ამბებიაო – მოახსენეს და თვითონაც გაიქცნენ. ოლდ ვილიჯის ერთადერთ მოუწესრიგებელ სალუნში მანუვა დაუნახავთ. მისი ცხენი გააქციეს, 2 კაცი გარედან დაელოდა, 3 შიგნით შევიდა და ელოდებოდა როდის ჩაყლაპავს ვისკის იმ რაოდენობას, როცა კონტროლს დაკარგავს. გვიანობამდე ელოდნენ. როცა უკვე ბორძიკი დაიწყო ინგლისელმა, ესენი მივიდნენ, ერთს კარგად მოსდო და უმალ ხის უხეშ იატაკზე უგონოდ დასცა, დანარჩენმა 2–მა მოასწრეს შებოჭვა, დაუძახეს გარეთ მყოფებს. ატყდა სალუნში სროლა. გამიზნული სროლა იყო თუ უბრალოდ ნასვამების წამოვლები, ვერ გეტყვით, მაგრამ საბოლოოდ ნიუ–დორლენდში გააქციეს ჯიმი. შერიფს იმ ღამესვე დაუმწყვდევია, ღორივით იქვეოდა მანუვა, იგინებოდა და დახოცვით იმუქრებოდა. მერე საკანში ჩაკეტეს – გამოფხიზლდესო. მხოლოდ მეორე დღეს გააგებინეს კოდის.

როცა შემოვიდა შერიფთან, ლაინეკერმა გააფრთხილა: „დაკითხვა არ დამიწყია, ძალიან ცოტა დრო გაქვს, ეს ვინმე რიგითი არ არის და შეიძლება დღესვე დაგვესხას ტომპსონი, ამიტომ მიიღე საჭირო ინფორმაცია და გადავწყვიტოთ ერთად რა ვუყოთ“. ამ წინადადებაში მთავარი ის იყო, რომ შესაძლოა დონალდი დსხმოდათ თავს და მეორე რომ ერთად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მანუვას ბედისათვის რა გაეკეთებინათ.

ყველსდამოუოდნელად ქერეუეიმ ყაჩაღის საკნიდან გამოყვანა მოითხოვა, გარეთ გამოაყვანინა. უკეთ შემოატარებინა მსხვილი ბაგირი, ცხენზე შეისვა და სადღაც გაკურცხლა. როცა კარგად გასცდა ნიუ–დორლენდს, შეჩერდა, მანუვა ჩამოაგდო ძირს და მთლიანად გაუხსნა ბაგირი. ჯიმიმ დაიბერტყა მტვრიანი შარვალი, ახედა ქერეუეის და უთხრა:

– შენ ის ხარ, ხომ, უაშინგტონიდან რომ გამოგგზავნეს ჩვენს გასანადგურებლად?

– დიახ, ჯიმი, მე გახლავარ.

– მერედა ასეთი შანსი ერთხელ გეძლევა ცხოვრებაში, რაღას უყურებ მომკალი, თორემ შემდეგში შენ მოგკლავ!

– და ვინ გითხრა რომ შენ უნდა მოგკლა?

მანუვა დაიბნა.

– არა, სიმართლე გითხრა უნდა მომეკალი, წესით, მაგრამ იცი რა ვიფიქრე, არა, რატომ უნდა გავაკეთო ეს. მე შენზე სხვა წარმოდგენის ვარ.

– რას მიედ–მოედები, დავიბენი, ჩემნაირთან ხუმრობები ცუდია.

– დიახ, სწორედ რომ ცუდია. რამდენი წელია რაც ყაჩაღობ, 5,7,10?

– საკმაოდ ბევრი.

Page 30: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– ხოდა, შენ გაცილებით მეტის მიღწევა შეგიძლია, ვიდრე ეხლა ცდილობ. ნევადა ეს უკვე აღარ არის ყაჩაღობის საბადო. შენც ხომ ხედავ ეს შტატი ტომპსონის პირად ინტერესად იქცა და არა ბანდის. ეს შტატი უკვე საომარი ტერიტორია გახდა, სადაც თქვენი მხრიდანაც უამრავი ადამიანი იხოცება და ჩვენი მხირდანაც. ასე შეგვიძლია უსასრულობამდე გავაგრძელოთ, მაგრამ შენ თავზე რატომ არ ფიქრობ, შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე ტომპსონი, მეტიც დაიმსახურე, მაგრამ ყველაფერს ის წყვეტს და არა შენ. დაუსვი შენ თავს კითხვა ვინ იქნებოდა ეხლა დონალდი რომ არა შენ? დრო გადის და შენ კი ქონება გაქვს დასაგროვებელი.

– რას მთავაზობ?

– რას გთავაზობ და მთლიანად იუტას. მთლიან შტატს გაძლევ და გპირდები შენ თუ იქ დაიწყებ ყაჩაღობას, მე უაშინგტონიდან ხელს დაგაფარებ. მოგამარაგებ უმაღლესი დონისა და უახლესი იარაღებით. შენ გაქვს საშუალება გახდე ტომპსონზე დიდი ფიგურა. ყველაფერს ერთად აკეთებთ, მაგრამ მაინც მას ეთვლება ეს მიღწევები. მაინც მისი სახელი ფიგურირებს და არა შენი. შენ კი ბევრად ძლიერი ხარ. შენვე უნდა აირჩიო, დარჩე ნევადაში და განაგრძო ეს ომი, რომელიც სარგებელს არც შენ მოგიტანს და არც მე, ანდაც აირჩიო იუტა და გახდე ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ყაჩაღი. იუტას შემდეგ ვაიომინგში გადახვალ და ასე შემდეგ. ხელს კი ვერავინ შეგიშლის.

– იდეა კარგია, მაგრამ ჩემი მხრიდან რა არის გასაკეთებელი?

– სამშაბათს, ვაიომინგიდან შემოვიყვან მატერებელს დატვირთული ოქროთი. რა თქმა უნდა, თქვენი მეთაური მოინდომებს მის გაძრცვას.

– მე არ მყავს მეთაური – მოუჭრა მანუვამ.

– კარგი, ტომპსონს მოუნდება მისი გაძარცვა. შენი დავალებაა დონალდი და ის ირლანდიელი ერთ ადგილას მოახვედრო.

– აჰა, შენ გინდა რომ ისინი „ჩაგაბარო“, ვერ მოგართვი!

– არა, რატომ ჩამაბარო, მე პატივს გცემ და დონალდივით არ მოგექცევი, გაფასებ და სოლიდურ თანხას გიხდი.

– არა, მე არ ვყიდი ჩემს ძმებს.

– გაყიდავას არ გთხოვ. შენ ამ ყველაფერს მოუყვები ირლანდიელს და ერთად იმოქმედებთ.

– ლუისი? ლუისი სავარაუდოდ მოკვდება, მაგრამ არ გაყიდის ტომპსონს.

– ხედავ, ის უკვე დაბრმავებულია, ის უკვე გავლენის ქვეშ არის. ესეიგი ვერ ვთანხმდებით, ხომ?

Page 31: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– ვიმეორებ, მე არ ვყიდი ძმებს.

– თან 6 ნიშნა რიცხვზეა საუბარი.

– მაინც?

– ნახევარი მილიონი დოლარი, ხელზე!

მანუვას თვალები გაუბრწყინდა. ყაჩაღური სული ფულისკენ იწევდა, მაგრამ გულში რაღაც აკავებდა. გონებაც სულის მხარეს იყო.

– კარგი, ასეთ რამეს ვიზავ. სამშაბათს ჩვენ მოვალთ გასაძარცვად. ვინ ყავს ინფორმატორი ტომპსონს მეც არ ვიცი. ამიტომ ხმამაღლა გამოაცხადე ვაიომინგიდან მომავალი მატარებლის, მესამე ვაგონში იქნება ოქროს დიდი რაოდენობა. თქვენ დაცვა არ დაუყენოთ მაგ ვაგონში. ჩვენ ავაფეთქებთ და დავაზიანებთ ლიანდაგს. თქვენ ყველა კი მეოთხე ვაგონში დაიმალეთ და გამაგრდით, სავარაუდოდ ტყვია მფრქვვევი გვექნება. დატვირთეთ ფოლადით და ამოეფარეთ. მანდვე 5 კაცი იყოს, რომლებიც ვერ ამოეფარებიან, დაიხოცნონ ტყვიამფრქვეით, დარწმუნდება დონლდი რომ სუფთაა. მეორე ვაგონში კი ერთი ათიოდე კაცი შეყარე და გააფრთხილე თუ რამე მოხდება, დაუყონებლივ ცეცხლი გაუხსნან ყაჩაღებს. როცა იმათ დავხოცავთ და ოქროს გაზიდვას დავიწყებთ, მომენტი გექნებათ მათი აყვანის. მე ლუისს მივხედავ, მოვკლავ ბოლო–ბოლო. დანარჩენი კი შენ იცი. ოქროს ძირითადად ჩვენ ვზიდავთ, ამიტომ გარეთ იქნებიან ჩვენი ბანდის წევრები, უცებ უნდა დახოცოთ რომ უპირატესობა მოიპოვოთ.

– კარგი ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ თქვი. მესამე ვაგონი, ანუ მთლიანად არის დატვირთული ოქროთი, სავსეა და შიგნით კაციშვილი არ იდგება. განაპირა კი ჩვენი ხალხით სავსე იქნება.

– ერთი პირობა უნდა წაგიყენო – ფული ეხლავე უნდა მივიღო.

– კარგი, დღეს, ან ხვალ საღამოს მოდი და გაგატან. თან ვინმე სანდო გამოიყოლე, მარტო მაგდენს ვერ წაიღებ. ეხლა კი ისევ უნდა შეგბოჭო და შერიფთან წაგიყვანო. მაგრამ იცოდე, ინგლისელო, შენ თუ ჩემ ღალატს დააპირებ, დამერწუნე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წამბით გარდაცვლილი ადამიანი გახდები. დამერწმუნე, სიამოვნებით ვიზამ ამას.

– შენ კი თუ ანალოგიურში შეგნიშნე, დამერწმუნე ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოკლულის სახელით შეხვალ და შენ სხეულზე ტყვიამრქვევის თითოეულ ტყვიას იპოვიან. ხოლო როცა დაგაცლი იმ 250 ვაზნას, ახლებს ჩავდებ და კიდევ ერთხელ გადაგატარებ. იცოდე, მეც სიამოვნებით ვიზამ ამას.

– ასე იყოს. ინგლისელო, ამ ნახატს შეხედე, შენ გეცოდინება ვინ არის.

Page 32: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– როგორ არ ვიცი. მარცხენა ტომპსონია, ხოლო მარჯვენა... მარჯვენა მისი ახლობელია, ნათესავი, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა უაშინგტონიდან. ახლოს არ ცივნობ, სახლიდან არასდროს გამოდიოდნენ, სანამ ეს ბიჭი მასთან იყო. სახელიც არ ვიცი. არ ლაპარაკობდა დონალდი მასზე არასდროს. დიდი ხანია აღარ მინახავს. ერთხელ როგორღაც ახსენა ტომპსონმა სამოქალაქო ომმა ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი გამომაცალაო, რამდენადაც მამა ცოცხალი დაბრუნდა, ალბათ მაგაზე თქვა. არ ვიცი, ნამდვილად.

– კარგი, რაც არის, არის.

ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, კოდიმ შებოჭა, ისევ მოიგდო ცხენზე და გაიქცა ქალაქის მიმართულებით. შერიფი გარეთ უცდიდა, რამდენადაც დღეს მზიანი დღე იყო.

– გაუშვი, შერიფ, არ არის აუცილებლობა მისი დაკავების. ის დღეიდან სამშობლოს ინტერესებს დაიცავს და ჩვენთან ითანამშრომლებს.

ლაინეკერს ძალიან გაუკვირდა, „როგორ, კი, მაგრამ“ აებნა ენა. ბოლოს მაინც გაუშვეს და ცხენიც გაატანეს.

გამთენიას 4 უცნობი ადამიანი შევიდა სასტუმროში და ტომრები გამოიტანეს, მალევე გაუჩინარდნენ...

მაგრამ კიდევ საინტერესო ის იყო, რომ სანამ მზე ამოვიდოდა, ლაინეკერი მოახტა თავის ცხენს და სადღაც გაიქცა. არა, არ გეგონოთ, რომ მათ აედევნა. რეალურად 4 უცნობს ლაინეკერი არ დაუნახავს და პირიქით, არც ლაინეკერს უცნობები.

იმ ღამეს დიდი წვიმა მოვიდა. საშინელებაა წვიმა მაშინ როცა გამოქვაბულში გიწევს ცხოვრება. ცეცხლი ქარმა ჩააქრო. ყველას გაეღვიძა, ზოგმა ცეცხლის დანთება დაიწყო, ზოგიც ცხენებზე გაიქცა. მერე ვიღაცამ თქვა სალუნში შევაფაროთ სანამ წვიმა გადაივლისო. ეს იდეა მალე გავრცელდა და აბარგებას აპირებდნენ, როცა მოშორებით ხმაური და ცხენების სირბილის ხმა გაიგეს. საულმა გაიხედა გარეთ და იყვირა: 20–იოდე ცხენოსანი მორბისო, ჩვენ კი სულ 7 ვართ. გადით–თქო ვუთხარი, შენ, და საიმონიც გაიყოლე. თუ ცეცხლი გახსნეს უპასუხეთ. თუ გზა აებნათ, იარაღის ქონის შემთხვევაში ჩამოართვით და ღამე გავათენებინოთ გამოქვაბულში. როცა გავიდნენ იმ წამსვე ესროლეს უცნობებმა. მოვახტით ცხენებს და გავქუსლეთ. გარეთ ეყარა საულის და საიმონის ცხედრები. არ ვიცი სად გავრბოდით, ქარი უბერავდა და სიმართლე გითხრა, მიმართულება არ ვიცოდით. მერე ქარბუქი ამოვარდა, მივიხედ–მოვიხედე და გავაანალიზე, რომ მარტო დავრჩი, არც ცხენების ხმა ისმოდა. უცებ ცხენს ფეხი დაუცდა, ერთი დამიქნია მკვეთრად და მძიმედ დავეცი. ჩემმა ბედაურმა ფეხი მოიტეხა, მე კი

Page 33: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

გაუნძრევლად მასზე ვეგდე. რაღაც ღრმა ორმოში ჩავარდი. დარწმუნებული ვარ ცხენზე ადრე რომ ჩავარდნილიყავი, კიდურებს მოვიტეხდი. აქაც მიშველა. ცოტა ხანი ვერ ვდგებოდი. ქარი ქვიშას გვაყრიდა. როცა ამოვბობღდი ოდნავ, მივხვდი რომ მარტო გარე ძალის დახმარების გარეშე შანსი არ მქონდა. დავიყივრე მიშველეთ–თქო, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ქარის წუილის ხმა ისმოდა. ცხენი უფროდაუფრო ცუდად ხდებოდა, ორმო იმდენად ვიწრო იყო, რომ რა პოზაშიც დავარდა, ვეღარ ინძრეოდა. მე თუ ავდგებოდი, ჯერ მასზე უნდა დავმდგარიყავი. ხოდა დავჯექი, ვიფიქრე, ასე უფრო ნაკლებად შეწუხდება–მეთქი. შორიდან სროლის ხმა მომესმა. მოვამზადე რევოლვერი, ვიფიქრე მიპოვიან, მაგრამ არავინ მოდიოდა. ბოლოს, შენგამოჩნდი. არ ვიცი, დანარჩენი დაიხოცნენ თუ რა შეემთხვათ, მაგრამ ფაქტია – მხოლოდ შენიყავი.ჩამოიხედე დაგაიღიმე. გამიხარდა, არ ამომხდება ამ დაწყევლილ სოროში სული–თქო. მივაძახე ამომიყვანე თორემ, გულივერთან (ცხენი.ავტ) ერთად მეც მოვკვდები, მაგრამ მიყურებდი და ღიმილს განაგრძობდი. მეც გამეცინა, ვიფიქრე, ხუმრობის ხასიათზეა რახან ცოცხალი მნახა, მაგრამ შენ ისევ გაუნძრევლად იღიმოდი. ბოლოს კი მომაძახე „მშვიდობით“ და გაქრი. როცა გამეღვიძა მეცინებოდა, თვით ეშმაკმა ამდენ ხალხ შორის ერთი ინგლისელი ყაჩაღი აარჩია და იმას ჩაუსახლდა–მეთქი. უყვებოდა ტომპსონი თავის სიზმარს ჯიმის და თან იცინოდა.

ვისკით სავსე ჭიქა აღმართა ლუისმა და მედიდურად წარმოსთქვა:

– ხომ გახსოვთ, ჯოზეფმა რაც გვითხრა? სანამ ერთად ვართ „შიგნით“, მანამდე ჩვენი დამმარცხებელი არ არსებობს. ჩვენ კი ერთად ვართ ბავშვობიდან. ჩვენ ძმობას გაუმარჯოს.

– გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს!

მოსვეს სასმელი და ტომპსონი დაეთხოვა, ქვევით უნდა ჩავიდე საულუნშიო. თუმცა არ დაუკონკრეტებია სად ქვემოთ, ან რომელ სალუნში. გამოქვაბულებიდან კი ყველა დასახლებაში შეიძლება გადასულიყავით...

კოდი ცოტა შეზარხოშებული იყო ძლიერი ვისკის შემდეგ. ემზადებოდა სამშაბათისათვის. ნომერში ყოფნა მობეზრდა, მერე დაბლა ჩავიდა. ფიქრობდა სალუნში შევალო, მაგრამ გადაიფიქრა და შერიფთან წავიდა. სიო უბერავდა და ულვაშზე ეფერებოდა. შენობაში არავინ იყო, მხოლოდ ერთ ადგილას ბჟუტავდა ლამპა.

– ოჰო, შთამბეჭდავია, პედრო... ჯანდაბა, გვარი რა გაქვს, დამავიწყდა.

– დიასი, სერ. პედრო დიასი.

Page 34: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– ხო, დიასი. რამ გაიძულა თქვენი წმინდა მიწის დატოვება და აქ გადმოხვეწა, თქვენ ხომ სახალხოდ განთქმული ქალები გყავთ?

– მე არ წამოვსულვარ. თვალითაც არ მინახავს, სერ, მექსიკა. პაპაჩემი გადმოვიდა მამაჩემთან და დედაჩემთან. მას მერე აქ ვართ. ომშიც კი მივიღეთ მონაწილეობა.

– კარგი, ბიჭი ხარ. ვის მხარეს ომობდი?

– რა თქმა უნდა ჩრდილოეთის, სერ!

– „ლინკოლნი ჩვენი მომავალია“, „თავისუფლება შაკვანიანებს“ თუ პირადი ინტერესები, სხვა რამე?

– მე ვეთანხმებოდი ლინკოლნს, სერ, აბსურდია ვინმე უუფლებო იყოს, რადგან შავკანიანია, სერ. თქვენ რას იტყვით?

– მე იმას გეტყვი, მექსიკელო, რომ ყველა ომის მიზეზი „ხალხის დაცვაა“, „ხალხის უფლებების დაცვა“, უფრო სწორედ, ასე უფრო თანამედროვე ჟღერს. ერთი რამ იცოდე, მიზეზი ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. ყველა ომი, ყველა ბრძოლა ხდება ვიწრო პოლიტიკური ფიგურების ინტერესებისათვის. მათ ძალიან ღრმად უფურთხებიათ ხალხისთვის.

– რა იყო, სერ, სამოქალაქო ომის ნამდვილი მიზეზი, მაშინ?

– ბუნებრივი რესურსები, ისეთები, რაც ჩრდილოეთშია არაა. გესმის?

– დაახლოებით, სერ.

– რამდენი ხანია აქ მუშაობ?

– სულ მცირე 5 წელი, სერ.

– და რაო, მოგწონს აქაურობა?

– არ ვუჩივი, ჯამაგირი ნორმალური მაქვს, ოჯახი მე არ მყავს და სრულებით მყოფნის. ერთი ამინდია ზოგჯერ საზარელი დანარჩენი კი ყველაფერი ასატანია.

– განყოფილებაზე რას მეტყვი, როგორი ხალხია?

– დღეს ყველა მაქსიმალურად ვიხარჯებით, წესრიგს ვიცავთ. ქუჩებს ვაწესრიგებთ. ზოგჯერ განათლებითაც ვართ დაკავებული. აქამდე ცუდი სიტუაცია იყო. ეს შენობა სრულიად უდანიშნულო იყო. მერე კი...

– მერე კი გამოჩნდა, ლაინეკერი და აგაყვავათ, არა?

– კი, სერ, შერიფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლის განვითარებაში.

Page 35: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– რამდენი წელია რაც კოდი გახდა შერიფი?

– დაახლოებით, 2 ან 2.5 წელიწადი, სერ.

– და შენ რატომ არ დაგნიშნეს შერიფად, ან სხვა ვინმე, რითაა თქვენზე უკეთესი?

– სერ, საქმე იმაშია, რომ ლაინეკერი უკვე შერიფი იყო, ის არ დაუნიშნიათ.

– ეგ როგორ?

– შერიფი ლაინეკერი აქაური არაა. უაშინგტონიდან გამოუგზავნიათ, თავისი სურვილი იყო დორლენდში მსაუხრი. ყოველი თანამშრომელი იმ დღეს ლოცავს, პირველად რომ შემოდგა ფეხი. მაშინ შეგვესხა ფრთბი. აქ ყველა დიდ პატივს სცემს, მას.

– დიას, დასალევი არაფერი გაქვს?

– არა, სერ, საულინიდან გამოგიტანთ, თუ გინდათ.

– დროზე ოღონდ.

ლამპა კიდევ დიდი ხანი ანათებდა შენობაში, საუბარიც ისმოდა და ჭიქების ჭახუნიც. უკვე გამთენიისას როცა კოდი საშინლად ნასვამი იყო, პრაქტიკულად ვერ აზროვნებდა, აიხირა ლაინეკერი მომიყვანეთ ეხლავე, სალაპარაკო მაქვსო.

როცა პედრომ სცადა დაეწყნარებინა და აეხსნა, რომ ეხლა შერიფი ვერ მოვიდოდა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო მაინც, რომ განთიადი იწყება და ჯერ ძალიან ადრეა, კოდიმ დაუფიქრებლად დადო რევოლვერი მაგიდაზე და ისევ ვისკის წრუპვას შეუდგა.

დაბნეული დიასი გარეთ გამოვარდა და ძებნა დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ...

ცოტახანში რამოდენიმე კაცი სალუნიდან გამოვიდა და პედროს დახმარებით, კოდი ნომერში ააცილეს. ეს უკანასკნელი ნახვერად მძინარე, ნასვამი, გათიშვის პირას მყოფი, ბოდავდა: „ლაინეკერი ნომერში ამომიყვანეთო.“

მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულად მიმდინარეობდა, ლაინეკერი მუშაობდა, რუკებს ადგენდა. დიასი, გამოფხიზლებული, მაგიდას ეჯდა და ტელეგრაფის გაგზავნას ცდილობდა. სალუნიდან როგორც ყოველთვის ხმაური გამოდიოდა. ბორდელს კლიენტი არ აკლდებოდა. დორლენდი თავისი რიტმით ცხოვრებას აგრძელებდა. მთებიდან კი აფეთქბების ხმა ისმოდა, მუშებს გვირაბს თხრიდნენ. ქარმა დაუბერა და ქვიშა ჰაერში აყარა, კარგი ქარბუქი გამოვიდოდა, მაგრამ ისევ მალე ჩაწყნარდა. ამ მტვერიდან გამოჩნდა დაკუნთული კაცი, ტანსზემოთ ტიტველი, წინ მოდიოდა. შერიფი ამ დროს აივანზე იდგა და ჩიბუხს აბოლებდა. „ვინაა ეს უბადრუკი“ – გაიფიქრა და კარგად დააშტერდა, მაგრამ როცა კაცი მიუახლოვდა, ხმამაღლა თქვა უკვე:“ჯანდაბა, კოდი, რა დღეში ხარ, როგორ დადიხარ?“

Page 36: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

კოდი მიეხლა და პირისპირ დაუდგა.

– ოჰ, შერიფ, რა ცივი ხარ, იქნებ გამარჯობა გეთქვა?

– კოდი, რა არის, ნასვამი ხარ, გინდ ვისკის ბოთლი დაგიდგავს ცხვირ წინ და გინდ შენ გისაუბრია ასე ახლოდან.

– რამე არ მოგწონს, შერიფ, შეგვიძლია განვიხილოთ ეს, ძველი, კეთილი მეთოდით. – თქვა და რევოლვერს დაადო ხელი.

– რაზე მოხვედი?

– ვიფიქრე, ამდენი ხანი ვიცნობ ჩვენ შერიფს და დავინტერესდე წარსულით, იქნებ საერთო ნაცნობი გამოვნახო მასთან–მეთქი.

– კოდი, დაისვენე და მერე დავილაპარაკოთ.

– არა, რა გინდა აქ, საიდან ხარ, რატომ აირჩიე სწორედ დორლენდი და არა სხვა რომელიმე ქალაქი? ჩათვალე ბრძანებაა ეს კითხვა და პასუხი ჩამაბარე.

– ისევ შენსას აგრძელებ, ხო?

– ბრძანება შეასრულე!

– კარგი, ეს ქალაქი იმიტომ ავირჩიე რომ შეხება მქონია ადრეც.

– ოჰო, აი ეს უკვე საინტერესოა.

– ნამდვილად, უაშინგტონ პოსტში კურიერად ვმუშაობდი ომამდე და ნევადაში ხშირად წამომიღია გზავნილი.

– განაგრძე.

– საერთო ნაცნობს თუ ეძებ, ისინი არ გვყავს, თუ შენი ოჯახი კანადიდან არ არის წარმომავლობით. მე კანადიდან გახლავარ. შენ კი ნატურალური ამერიკელი ხარ. შენგან განსხვავებით, მე გავეცანი შენს დოსიეს. ეხლა კი მე მაქვს კითხვა. რატომ დაინტერესდი?

– ხომ ვთქვი, უბრალო ფორმალობაა. იქნებ–მეთქი. მაგრამ მე აუცილებლად გადავამოწმებ შენს საქმეს, დავრწმუნდები რომ კურიერი იყავი.

– როგორც გენებოს. ეხლა კი მოწესრიგდი, ხვალ ოპერაციაზე მივდივართ, ხომ გახსოვს?

– რა დამავიწყებს, ხვალ ისტორია იწერება. შერიფი, რომელიც 2 წელია ცდილობს დაიჭიროს ყაჩაღი, მაინც ვერ იჭერს მას, თუმცა უაშინგტონელი ჯენლტმენი, თავის საქმის ოსტატი ახერხებს ტომპსონის დაჭერას. წარმოიდგინე რას დაწერენ ჩვენზე გაზეთებში.

Page 37: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

ლაინეკერეს აღარაფერი უთქვამს, თითით აჩვენა სასტუმროსაკენ, თვითონ კი ცხენს მოახტა და მუშებთან გაქუსლა. წუხელ ერთმანეთი უცემიათ შავკანიანებს და თეთრკანიანებს. ეს საქმეც უნდა გამოეკვლია.

ის იყო სასტუმროში უნდა ასულიყო კოდი, როცა დიასი სირბილით მივიდა მასთან.

– სერ, სერ, გუშინ თქვენ მითხარით არცერთი ომი არ არის ადამიანების ინტერესებისთვისო, მაგრამ უნდა შეგედავოთ.

– ჯანდაბა, ეხლა მაკლდა დებატები, რა გინდა, მექსიკელო?

– სერ, ომი ხომ ჩრდილოეთმა მოიგო, მონათმფლობელობა გაუქმდა, მაშ ეს ხალხზე ზრუნვა არ არის?

– მაშინ, მიპასუხე, თუ მასეა და მონათმფლობელობა გაუქმდა, რატომ სძინავთ ზანგებს თხელ კარვებში, სადაც ზამთარში აუტანლად ცივა, ხოლო ზაფხულში ქარი კილოობით მტვერს ყრის და რატომ სძინავთ თეთრებს კოტეჯებში. რატომ მუშაობენ წერაქვზე ზანგები და რატომ მუშაობენ რუკებზე თეთრები. ანდაც რატომ იღებენ ზანგები 2 დოლარს დღეში და 15 დოლარს თეთრები. ოჰ, იქნებ იმაზე მიპასუხო, რატომ ვერ შედიან შავები სალუნში, ან ბორდელში? სად არის მათი უფლებები, რაღამ გაყო ისინი მონობისაგან? იფიქრე დიას ამაზე, ეხლა კი მომშორდი – უპასუხა, მხარზე დაარტყა და სასტუმროში შევიდა. საღამოს უაშინგტონში ტელეგრაფი გააგზავნა და დარწმუნდა, რომ ლაინკერეკი ერთი უბრალო კაცის შვილი იყო, რომელიც მართლა კანადიდან ჩამოსახლდა და იმაშიც დარწმუნდა რომ ომამდე კურიერი იყო ნევადაში.

გვიან კი შერიფთან ჩავიდა, გაემზადდნენ და საზღვრისკენ გაკურცხლეს, რადგან ვაგონებში საგანგებოდ გადანაწილებულიყვნენ. ბრიტანელი მანუვას ინსტრუქცია შეასრულდა. დათქმულ მეოთხე ვაგონში ფულადის სვეტი ჩადო და ლაინეკერთან ერთად ამოეფარა. წინ კი ოთხიოდე დაქირავებული სამხედრო დააყენა...

შუა დღისით მზე ზენიტში აცოცდა და მაქსიმალურად დააჭირა უდაბურ მიწას. არნახული სიცხე იდგა და ჰაერი კიდევ უფრო ცხელდებოდა, არანაირი ქარი არ ქროდა. იუტადან მომავალი მატარებელი მოჰქროდა. ოქროს ზოდებით დატვირთულ ვაგონში კაციშვილი არ იდგა, ფიზიკურად ადგილიც არ იყო და ლაინეკერის დაჟინებული თხოვნით, უსაფრთოხების დაცვის გამო, არ დაცალეს ზოდები და იქ პოლიცია არ დააყენეს. კოდი ცბიერი თვალებით გახედავდა ხოლმე შერიფს და თვალს ჩაუკრავდა.

– ხომ არ ნერვიულობთ, შერიფ?

– რას ბრძანებთ, პირიქით, ეს ხომ ჩვენი ბოლო შეხვედრაა?!

– მეც მაგას ვამბობ, შერიფ – თქვა და გამომწვევად გაუღიმა.

Page 38: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

უცებ რაღაცამ იქუხა, მატარებელი ნელ–ნელა ჩერდებოდა, წონასწორობის დაკარგვის გამო, თითქმის ყველა ვინც ვაგონებში იდგა წაიქცა. მატარებელი მთლიანად გაჩერდა. ატყდა ტყვიამრფქვევის სროლა. კოდიმ და ლაინეკერმაც გაგიეს, როგორ არ დაინდო ამ სხვილმა კოლიბრმა მათ წინ მყოფი ჯარისკაცები. კიდევ დიდი ხანი ისროდნენ. წინასწარვე იცოდა ტომპსონმა სად იყვნენ განლაგებულნი, ვინაიდან მანუვას აზრით, ინფორმატორი ვინმე საქმესთან ახლოს მყოფი იყო. ამიტომაც თქვა ხმამაღლა კოდიმ როგორ მოიქცეოდნენ, რომ გეგმა წინასწარ გაჟონილიყო. როცა მორჩა სროლის ხმა აფეთქების ხმამ ჩაანაცვლა. მერე ატყდა ზეიმი მთელი ვაგონი ოქროს ზოდის დანახვაზე. კოდი გამოვიდა ფოლადის ბარიერისაგან და ტყვიამფრქვევის ნატყვიარებიდან გარეთ გაიხედა.

– ჯანდაბა, საეჭვოდ ცოტანი არიან. 5 კაცია სულ. 5 ცხენი და კიდევ 3 ცხენი ურიკასაა ჩაბმული. რას იტყვი შერიფ?

– წინასწარ იცოდნენ ეტყობა რომ ცოტა დაცვა იდგა. თანაც ორი ტყვიამრქვევი ყოფილა, სავარაუდოდ მეორე ვაგონის ხალხიც დაგვიხოცეს. რა ვქნათ?

– დამბაჩიდან შეგვიძლია ორი კაცი მოვკლათ ორივემ. შემდეგ კი რევოლვერებით მოვუღებთ ბოლოს. ეს რიგითები ჩამოვიცილოთ ჯერ. დაიწყეს ოქროს ჩამოზიდვა. ვიმოქმედოთ, მზათ ხარ? გააყოფინე ოდნავ ლულა და დაკარი. მთავარ ფიგურებს არ გაარტყა, იცოდე.

– გასაგებია.

თითქმის ერთდროულად გავარდა ორი დამბაჩა. და ასევე ერთდროულად დაეცნენ ის ყაჩარები, რომლებიც მიზანში ჰყავდათ ამოღებული. ოქროს მანუვა ყრიდა ურიკაზე. დონალდი და ლუისი დაიბნენ ურიკაზე უნდოდათ ამოფარვა, როცა ლაინეკერისა და კოდის ვაგონის საგანგებოდ დამზადებული კარები გაიხსნა და ესენი გადმოხტნენ, ჰაერშივე ესროლა ქერეუეიმ ლუისს და ისიც წაიქცა. ტომპსონი ურიკას ამოეფარა:

– ჯანდაბა, ჯიმი, გვესვრიან დაიმალე – დაიყვირა.

– ტომპსონ, ალყაში ხარ, ჩაგვბარდი, დამიჯერე ასე ჯობს.

პასუხად კი რევოლვერის სროლა მიიღო. ურიკასთან ახლოს გაინძრა ლუისი. ეს არ გამოეპარა კოდის და უმალ ესროლა თავში.

– ეს ერთი.

– ჯიმი, არ გამოხვიდე! – გაისმა ტომპსონის განწირული ყვირილი. – კოდი, ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ დაგნებდებით.

ამ დროს გადმოხტა ვაგონიდან მანუვა და გაიქცა ტყვია მფრქვევისკენ, რომელიც დონალდთან იყო. ლაინეკერს უნდა ესროლა, მაგრამ კოდიმ შეაჩერა, ჩვენი კაცია ესო. ის

Page 39: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

იყო ტყვიამფრქვევთან მიირბინა და დონალდისთვის უნდა დაეშინა, როცა ეს უკანასკნელი მოულოდნელად წამოხტა და ყელში დაახალა მანუვას ტყვია.

– ჯანდაბა, რა ხდება?! – გაკვირვებულმა იკითხა ქერეუეიმ, მოამზადა რევოლვერი სასროლად და ამ დროს ლაინეკერმა მუცელში ესროლა. გამწარებული კოდი უმალ ჩაიკეცა. იარაღი აართვა შერიფმა და ხელებზე ბორკილები დაადო.

– რას აკეთებ, შე, ბრიყვო?! მოგკლავ, მოგკლავ, შე, მოღალატე. როგორ ბედავ? – დაიწყო ყვირილი.

თუმცა შერიფს პასუხი არ გაუცია და ტომპსონისკენ გაემართა. დონალდი კი თავზე ედგა მანუვას, თან დამიზნებული ჰქონდა:

– უბრალოდ არ მესმის, არ მესმის, რატომ გაგვიმეტე ასე გინდ მე და გინდ ჩარლი. ჩვენ ხომ არაფერი გვინდოდა ერთმანეთის გარდა, ჩვენ ხომ ძმები ვიყავით?!

– აააჰ – ტკივილისგან ოხრავდა – აღარ მინდოდა მე თქვენთან. მე მეტი ვიყავი თქვენზე. სულ შენ ნებაზე დავდიოდი, გესმის?

– ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს საქმე. გახოვს, ის კურიერი, პირველმა მე ვესროლე, მე მოგიყვანე დიდების სათავეში. შენ არაფერი გაკლდა ამ ქვეყნად. ჩვენ შეგვეძლო ერთად მთელი შტატები ჩაგვეგდო ხელში. ჩვენ გამჩერებელი არ გვყავდა. მაგრამ იცი რა არის? შენ შენი ამბიციები მაღლა დააყენე. შენ ახალი თამაში წამოიწყე და მანდ წააგე ზუსტად. ძმობა გატეხე და ჩემ დაწყებულ საქმეში დაიწყე ფათური. დამოუკიდებლად შენ ვერაფერს მიაღწევდი, ისევე როგორც მე, ან ლუისი. ჩვენ ერთი ვიყავით. მაგრამ რა გააკეთე, ხედავ? სადამდე მიგვიყვანე! შენ დანა ჩაგვარსე როცა ამ ბინძურ კოდისთან საქმე დაიჭირე. მე განა არ ვიცოდი. მინდოდა უბრალოდ შენვე მიმხდარიყავი, გახსოვს სიზმარიც მოგიყევი, რა თქმა უნდა მოგონილი იყო. მინდოდა მიხვედრილიყავი. მაგრამ შენნაირები ვერაფერს ხვდებიან. შენ ხარ ვირთხა. ის თუ გახსოვს რა გვითხრა ერთ დროს ჩარლის მამამ, ძმობას იქამდე შეინარჩუნებთ, სანამ ინდივიდუალურ ფასეულობებს არ დააყენებთ ძმობაზე დაბლაო. მაშინ კი არ დავეთანხმეთ. რა ბრიყვები ვიყავით, არა? დაიმახსოვრე, ჯიმი, ჩვენ შეგვეძლო სამყაროს შეცვლა, მაგრამ შენ ვირთხების გზა აირჩიე, შენ ხარ მოღალატე, ვირთხა და სიცოცხლეს ვირთხასავით დაასრულებ – გაათავა სათქმელი და გაისმა გრუხუნი კიდეც. ლაინეკერი და ტომპსონი ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

– მე დავიწყებ გადაზიდვას, შენ კი იმ ჯამბაზსს მიხედე, ძმაო – უთხრა დონალდმა შერიფს.

ტომპსონი არხეინად ყრიდა ზოდებს ურიკაზე და თან თვალიდან ცრემლს იწმენდდა. მისთვის ეს უდიდესი ღალატი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ყველაფერი. თუმცა გული ბოლომდე ინარჩუნებდა იმედს, რომ ძმობას არ დაარღვევდა ამბიციები, მაშინაც როცა ტვინმა საბოლოოდ გადაწყვიტა: ჯიმი მოღალატეა!

Page 40: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– გამათავისუფლე ბრიყვო, დავიცალე სისხლისგან! – ყვრიოდა კოდი.

– შენ რამდენი უდანაშაულო დაცალე სისხლისგან, მოითვლი?

– მკვდარი ხარ, ლაინკერ, აქამდე უნდა მომეკალი, ვიცოდი.

– და მაინც, ბრიყვი ხარ, ქერეუეი. ნამდვილი ბრიყვი. ის ბიჭი იმ ფოტოზე მე ვიყავი. მე ვარ ტომპსონის ბიძაშვილი.

– ჯანდაბა, გული მიგრძნობდა შენ ხარ კვანძი!

– ნამდვილად, სერ! მე ვიყავი ინფორმატორი. არავინ მიცნობდა ამ შტატში დაონალდის გარდა. არც მისი ძმაკაცები. არც მანუვა და არც ჩარლი. შენ კი არც ისეთი მაგარი ყოფილხარ, ეს საქმე ღიად წააგე.

– ჯერ სად ხარ, დამაცადე, შენ ამ ხელებით დაგახრჩობ, რომელითაც დამაბორკილე. გეფიცები, არ გაცოცხლებ. შენ იმდენად სულელი ხარ, ვერც ხვდები, რომ სასამართლო ჩემს სასარგებლოდ გამოიტანს საქმეს!

– ოჰ, არა, კოდი, არა. ამჯერად მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ვისარგებლო შენი მეთოდებით. მხოლოდდამხოლოდ რევოლვერი. არავითარი სამართალი და შერიფი.

– არა, არ ქნა ეს. მომეცი შანსი გამოვსწორდე.

– არა, კოდი, შენნაირები არ სწორდებიან. ერთ რამეში კი უნდა დამეთანხმო, დღეს ნამდვილად უკანასკნელად გხედავ...

კიდევ ერთხელ გავარდა სროლის ხმა და სწრაფად გავრცელდა მიყრუებულ მიწაზე.

– ყოჩაღ, ძმაო, მაგრად ვიმუშავეთ. რას იტყვი?

– კი, დონალდ. ყველაფერმა გეგმით ჩაიარა. სამწუხაროა, რომ ჩარლი ამ ვირთხას შეეწირა.

– ნუ იტყვი. მაგრამ მას ღირსეულად დავასაფლავებთ. ჩარლი ყოფილა ჩემი ნამდვილი ძმა. ნამდვილი ერთგული. ორივე ფანატიკურად მიყვარდა, მაგრამ ორივემ გააკეთა არჩევანი. ჩარლი საუკეთესოს იმსახურებს. მოდი, ურიკაზე დავდოთ, მისი გვამი...

საღამოსკენ მორჩნენ ჩამოტვირთვას და იუტასკენ გაემართნენ. სხვა ცხენებიც მოაბეს და ერთად წავიდნენ.

– ძმაო, შენ გაქვს უზარმაზარი ქონება. შეგიძლია ყველაფრის მფლობელი გახდე რასაც მოისურვებ, შტატს იყიდი თუ გინდა. მაგრამ მაინტერესებს, ისევ უნდა გააგრძელო ყაჩაღობა?

Page 41: ვირთხა - palitral.ge · ვირთხა – იმედია აღარ გაწვიმდება, აღარ შემიძლია, ღორივით

– არა, ძმაო. არანაირად. მე მხოლოდ მათთან ერთად ვიყავი ძლიერი, ისევე როგორც იცინი ჩემთან. ეხლა კი აღარც ერთი მათგანი აღარაა ცოცხალი, ჩემი საქმიანობა კი მათ სიკვდილთან ერთად დასრულდა...

სადღაც ნიუდორლენდთან 70–იოდე მილის დაშორებით, მეორე დღეს შტატის პოლიციამ და მუშებმა დაზიანებული ლიანდაგი აღმოაჩინეს. იქვე იყო მწყობრიდან გამოსული მატარებელი. ორი ტყვიამფრქვევი, ვაგონებიდან დაღვრილი სისხლი და ორი უპატრონოდ, მზეზე მიგდებული გვამი. ყორნებსაც კი დაზარებიათ ამ სიცხეში მათი დაკორტნა. მხოლოდ ვირთხები მოვიდნენ საიდღაციდან და ჯიმის ჯიბეებიდან ორიოდე კაკლის ნამცეცებს დასეოდნენ...