წინასიტყვაობა - palitral.ge · იყო, რომელიც...

31
წინასიტყვაობა "ნარცისიზმი ფლირტს ითხოვს" "ეგოიზმი გონებას ბინდავს" "სისუსტე ემოციებს ავლენს" "მკვდარი სიყვარული ხელოვნებისკენ მიგვაქანებს" "პატივმოყვარეობადაკარგული ადამიანი უნდა აქო, ამაყს უნდა დასცინო" "ძლიერი სიყვარული საშუალებას არ გვაძლევს ვიყოთ ძლიერები" "წარსულზე ფიქრი წარმატებული გადაწყვეტილების მომავალს გვიზღუდავს." "სიყვარული დუმილს გვასწავლის" "სიყვარულზე გაგიჟებული კაცი სიყვარულს ომში ნათრევი ჟეტონივით დაათრევს იქამდე, სანამ ვალს არ მოიხდის, ან სიყვარულს არ შესწირავს თავს." "სოციალური ქსელები სარკეში ყურებას ჰგავს; თანამედროვე სამყაროს საშუალება გახდა, რომ თვითკმაყოფილებას მივაღწიოთ და საკუთარი თავი სრულყოფილად დავინახოთ სარკეში" "ძნელია ის ბუნება შეიცვალო, რომელიც მშობლებისგან გერგო. ვიბადებით და ცხოვრებას მარყუჟში ჩაბმული მივყვებით, როცა ვიზრდებით და ვაანალიზებთ რამხელა სიამაყეში შევაბიჯეთ, მერე უკვე რთულია იმის საპირისპიროდ წახვიდე, რაც ხარ." "როცა სისხლისთვის ჰაერი აღარაა საკმარისი, ადამიანის ორგანიზმი დუნდება და გულის ტემპი ეცემა. ვფიქრობ, ჰაერის უკმარისობა კარგი საშუალებაა შიშების დასაძლევად. " "როცა ადამიანს გრძნობებით მხარდაჭერა აკლია ვინმესგან და მასში ბევრი მოზღვავებული გრძნობები ვერ კმაყოფილდება, მასში ყალიბდება ზუსტად ისეთი პიროვნება, რომელიც თვითკმაყოფილებას ემსახურება." "სიყვარული უბრალოს აუბრალოებს და ამაყს უფრო აამაყებს" "ნარცისტი ყოველთვის ბედნიერია თავის წარსულით" "ცხოვრებაში რამდენი ბედნიერებაცაა, იმდენი დარდია" "ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ომს კი - დასასრული." "სიმთვრალეც ერთგვარი რომანტიზმია" "ბედნიერება საკუთარ ფიქრებშია" "სევდიანი ბავშვობა შანსს გვაძლევს გავხდეთ პოეტები" "ადამიანის თვითრეალიზება მაშინ ხდება, როცა დიდი ხნის დაგროვილი ემოციების და გრძნობების გამოხატვის საშუალება აღარ აქვს" "თუ გადაწყვიტე რომ შიში მოსპო, პირველ რიგში საკუთარი თავი შეიძულე. ადამიანის სისუსტე მისი სიყვარულია. რამდენადაც შენი თავი გიყვარს, იმდენად გიყვარს სხვა. ადამიანისთვის სიყვარული პასუხისმგებლობაა, რადგან სხვა რამის სიყვარული ჩვენი თავის სიყვარულიდან მოდის. " "ნუ დაუჯერებ სხვის აზრს; თუ რა მავანმა იმის შესახებ, ვინც შენ მოგწონს. მან ის თავისი გონებით შეაფასა, გონება და შეხედულება კი ყველას ინდივიდუალური

Transcript of წინასიტყვაობა - palitral.ge · იყო, რომელიც...

წინასიტყვაობა

"ნარცისიზმი ფლირტს ითხოვს"

"ეგოიზმი გონებას ბინდავს"

"სისუსტე ემოციებს ავლენს"

"მკვდარი სიყვარული ხელოვნებისკენ მიგვაქანებს"

"პატივმოყვარეობადაკარგული ადამიანი უნდა აქო, ამაყს უნდა დასცინო"

"ძლიერი სიყვარული საშუალებას არ გვაძლევს ვიყოთ ძლიერები"

"წარსულზე ფიქრი წარმატებული გადაწყვეტილების მომავალს გვიზღუდავს."

"სიყვარული დუმილს გვასწავლის"

"სიყვარულზე გაგიჟებული კაცი სიყვარულს ომში ნათრევი ჟეტონივით დაათრევს

იქამდე, სანამ ვალს არ მოიხდის, ან სიყვარულს არ შესწირავს თავს."

"სოციალური ქსელები სარკეში ყურებას ჰგავს; თანამედროვე სამყაროს საშუალება

გახდა, რომ თვითკმაყოფილებას მივაღწიოთ და საკუთარი თავი სრულყოფილად

დავინახოთ სარკეში"

"ძნელია ის ბუნება შეიცვალო, რომელიც მშობლებისგან გერგო. ვიბადებით და

ცხოვრებას მარყუჟში ჩაბმული მივყვებით, როცა ვიზრდებით და ვაანალიზებთ

რამხელა სიამაყეში შევაბიჯეთ, მერე უკვე რთულია იმის საპირისპიროდ წახვიდე,

რაც ხარ."

"როცა სისხლისთვის ჰაერი აღარაა საკმარისი, ადამიანის ორგანიზმი დუნდება და

გულის ტემპი ეცემა. ვფიქრობ, ჰაერის უკმარისობა კარგი საშუალებაა შიშების

დასაძლევად. "

"როცა ადამიანს გრძნობებით მხარდაჭერა აკლია ვინმესგან და მასში ბევრი

მოზღვავებული გრძნობები ვერ კმაყოფილდება, მასში ყალიბდება ზუსტად ისეთი

პიროვნება, რომელიც თვითკმაყოფილებას ემსახურება."

"სიყვარული უბრალოს აუბრალოებს და ამაყს უფრო აამაყებს"

"ნარცისტი ყოველთვის ბედნიერია თავის წარსულით"

"ცხოვრებაში რამდენი ბედნიერებაცაა, იმდენი დარდია"

"ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ომს კი - დასასრული."

"სიმთვრალეც ერთგვარი რომანტიზმია"

"ბედნიერება საკუთარ ფიქრებშია"

"სევდიანი ბავშვობა შანსს გვაძლევს გავხდეთ პოეტები"

"ადამიანის თვითრეალიზება მაშინ ხდება, როცა დიდი ხნის დაგროვილი ემოციების

და გრძნობების გამოხატვის საშუალება აღარ აქვს"

"თუ გადაწყვიტე რომ შიში მოსპო, პირველ რიგში საკუთარი თავი შეიძულე.

ადამიანის სისუსტე მისი სიყვარულია. რამდენადაც შენი თავი გიყვარს, იმდენად

გიყვარს სხვა. ადამიანისთვის სიყვარული პასუხისმგებლობაა, რადგან სხვა რამის

სიყვარული ჩვენი თავის სიყვარულიდან მოდის. "

"ნუ დაუჯერებ სხვის აზრს; თუ რა მავანმა იმის შესახებ, ვინც შენ მოგწონს. მან ის

თავისი გონებით შეაფასა, გონება და შეხედულება კი ყველას ინდივიდუალური

გვაქვს"

"თავგადასავალში ნაპოვნი სიყვარული უფრო ლამაზია და აზრიანი"

"ეგოიზმით სავსე ადამიანი ყოველთვის რაღაცის საწინაღმდეგოდ მიიწევს და

ბრძოლისთვის არის მზად"

"რომანტიკოსს ისე სჯერა ღმერთის, როგორც ხალხს იმის, რომ მზე აღმოსავლეთიდან

ამოდის და დასავლეთით ჩადის. "

"ნუ შეეცდები ცხოვრების არსს შეეჭიდო, ტყუილად უნდა შესცოდო. მარადიულობა

ერთი დიდი ჰიპერკუბია"

"საყვარელი ადამიანის ირგვლივ მყოფი ხალხის მიმართაც სიმპათია გიჩნდება.

უყურებ თითოეულს და ხედავ, რომ მათი სულები არაფრისმთქმელი და

აუღელვებელი იმის ფონზე, რომ ისინი შენი საყვარელი ადამიანის ირგვლივ არიან,

რომლის გამოც შენი სული მღელვარებაშია. "

"არ გეგონოს, რომ განსაკუთრებული ხარ, ისეთივე ორგანიზმი ხარ, როგორც ყველა

მოკვდავი ადამიანი. ნურც იფიქრებ სხვის ადგილზე იყო, საკუთარ თავს ყველა

ისეთი გონებით ვმართავთ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ"

"მარადიულობის მსხვერპლი მაშინ ხდები, როცა ყელში არწივი გიჭერს"

თავი I

ნახე, შემომხედე და ჩემს სულში ჩაიხედე, როგორი ვარ სიყვარულისგან გაბრუებული

და შენელებული. კვლავ უშენოდ დავუყვები გაზაფხულის წვიმიან ქუჩებს.

კვირტებისა და სველი ქუჩებისაგან გაჟღენთილ ჰაერს უფრო ნელა შევისუნთქავ, რომ

ამ სურნელებამ უფრო დიდხანს გამიგრძელოს არამიწიერი თვალებისა და სახის

მოგონება. ნეტავ იცოდე, როგორ გავხდი პატარა ბავშვივით ამაყი. ნეტა იცოდე,

როგორ მენატრება შენი თვალები - თვალები, რომლებიც რატომღაც იპარავენ ჩემს

ყოველ სიტყვას და ლანდების სამყაროში მტოვებენ, სადაც ყოველივე ბუნდოვანია და

ილუზიის ნაწილია. ახლა ჩემი სული მერცხალივით ჭიკჭიკს ლამობს, რომ იქნებ

ზეცაში დაგეწიოს. თვალებს ვხუჭავ და სულს სხეულიდან გაქცევა სურს, თითქოს

რაღაც ნაწილი წამართვეს და მიწიერ სურვილებში ჩემი სული თავისას მოითხოვს...

ფიქრები ვაწვალე და ოცნებები გავცვითე, მაგრამ შენამდე ვერ მოვედი, ევააა!

აუხდენელ ოცნებებში თითქოს სული მიჭკნება და მაფიოზივით დიდების

ქარცეცხლში ვიფერფლები... უშენოდ ჩემი ცხოვრება ხუნდება და ფასს კარგავს. ეს

დამჭკნარი ყაყაჩოების რხევას ჰგავს ქარიან ამინდში... ნივთია თუ ადამიანი, მის

არსებაში ვძვრები და ისტორიას ვიგონებ, ალბათ იმიტომ, რომ მეც დიდი ისტორია

ვათრიე გულით... თითქოს იმ ომში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც მარტო მე

ვიბრძვი - ჭრილობები მიქრება, მაგრამ ნაიარევი მაინც მრჩება სულში... ევა, აღარ

ვგრძნობ ცოცხალ სიყვარულს. ჩემი სიყვარული მკვდარია და დიდი ხანია აღარ

საზრდოობს... იცოდე მაინც, როგორ მწყურია ჩემი სიამაყის გამო ცხოვრებას რუსული

რულეტი ვეთამაშო... ცილინდრში ტყვიას ისე ჩავტენიდი, თითქოს სიკვდილი

მწყუროდეს. იარაღს თავთან მივიბჯენდი და სასხლეტს თითს თამამად

გამოვკრავდი... ამქვეყნად თუ ვერ გავიმარჯვებდი, იმქვეყნად ღმერთს მაინც

შევევედრებოდი, რომ შენი სული სამოთხეში მენახა... ეს მიწიერი განზრახვაც ხომ

სიყვარულის გამო იქნებოდა...

ჩარლი თანდათან თავს აღწევდა ფიქრებს, აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა და

ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ საკუთარ თავს ესაუბრებოდა. შინაგანი არსება

აძალებდა, ემოციები საკუთარი თავისთვის გაეზიარებინა. გზას მიუყვებოდა და რაც

უფრო უბრუნდებოდა რეალობას, მით უფრო ახსენდებოდა თავისი ნამდვილი

ცხოვრება და არა კოსმიური სამყაროდან წამოსული ბრძნული აზრები. ჩაფიქრებული

ჩარლი ისე სწრაფად მიიწევდა წინ, თითქოს მის ირგვლივ არავინ იყო. თითო-ოროლა

ადამიანი თუ ჩაუვლიდა გვერდზე, მაგრამ მათ ზედაც არ უყურებდა... საკუთარი

საფიქრალიც ეყოფოდა, რომ სხვის სულში არ ეძრომიალა... მეტისმეტად

მელანქოლიური განწყობა ჰქონდა და ზუსტად ეს ეხმარებოდა საკუთარი თავის

შეცნობაში… არც მანამდე იყო ბედნიერი, სანამ შეყვარებული გარდაეცვლებოდა...

მისი ცხოვრება თანდათან რადიკალურად იცვლებოდა და საკუთარ თავზე

კონტროლს კარგავდა. იცოდა, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა

განსაცდელს, გრძნობები უფრო გაუმძაფრდებოდა. ჩარლი მარტოსული ადამიანი

იყო, რომელიც არავის ერჩის, მაგრამ თუ მიზანი დაისახა და რამე მისთვის

მნიშვნელოვანი გახდა, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდება.

თითქმის სახლთან იყო მისული, როცა ბრისონასის ქუჩის კუთხეში თავჩაქინდრული

მოზარდი დაინახა. ჩარლიმ მის მიმართ სიბრალული იგრძნო, ნაბიჯი შეანელა,

ყმაწვილს მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა, ჯიბიდან სანთებელა და სიგარეტი

ამოიღო, კვესს გაჰკრა და სიგარეტს მოუკიდა. მაგარი ნაფაზის შემდეგ მისთვის

ყველაფერი ბუნდოვანი და არაამქვეყნიური გახდა. იმდენად ესიამოვნა, რომ სული

შეიგრძნო, შინაგანად იგრძნო სულისა და სხეულის განსხვავება.

ჩარლიმ ბიჭს გახედა. ის ისევ თავჩაქინდრული იჯდა.

- რა მოხდა შვილო? რატომ ზიხარ აქ ასე მოწყენილი?

ბავშვმა მოგვიანებით უპასუხა:

- რატომ მეძახი შვილს? მე ბრენდენი მქვია.

- მშვენიერი სახელი გქონია, ბრენდენ. მე ჩარლი ვარ. უბრალოდ ბავშვებს ასე

მივმართავ. არ გიფიქრია, რომ შეიძლებოდა უცხო ადამიანებს შენთვის რაღაც

გაეკეთებინათ? ან არ გიფიქრია, რატომ გვიწოდებს ღმერთი შვილებს?

გმირივით არ ვცხოვრობ, მაგრამ იქნებ მეც გავიღე შენთვის რაღაც? იქნებ ჩემს

გამო იქეცი იმად, რაც ხარ? იქნებ ჩემი ბრალიცაა, დღეს რო აქ ხარ? განა დედას

ექნებოდა უფლება, თავისი გაჩენილი ბავშვისთვის შვილი ეწოდებინა, მისი

შექმნილი რომ არ ყოფილიყო?

- ვინ ხარ ისეთი რომ ჩემი ცხოვრება შეცვალო? არა მგონია, რომ ჩემთვის ვინმეს

რამე გაეკეთებინა. საცოდავი ადამიანი ვარ, რომელიც თვითმკვლელობისთვის

ემზადება, მაგრამ შიში ვერ დაუძლევია.

შეშფოთებულმა ჩარლიმ ბავშვს გადახედა:

- დეტექტივი ვარ, ბევრი დამნაშავე დამიპატიმრებია. ძალიან ცუდია, თუ

ფიქრობ, რომ თავი უნდა მოიკლა... რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება? ჯერ

პატარა ხარ სრული უიმედობისთვის. შეუძლებელია არ იყოს ისეთი რამ,

რისთვისაც ცხოვრებას გააგრძელებ!

- უბრალოდ არ მინდა ასეთ სამყაროში ვიცხოვრო! აქ უგულო ხალხი

უდარდელად ცხოვრობს ადამიანები ადამიანობას ვერ ინარჩუნებენ და

რეალურ სახეს ნიღბით იფარავენ. ვარჩევ, რომ ასეთ ხალხს დავნებდე და სხვა

გზა ავირჩიო... - ბრენდენს ხმა ისე დაუწვრილდა, თითქოს არწივი უჭერდა

ყელში...

ჩარლი მისკენ მიიწია და უფრო მეტი გულისხმიერებით უთხრა:

- პირველ რიგში, მინდა გითხრა, დანებებით მათზე ვერ გაიმარჯვებ. შენ მათ

აკრიტიკებ და რადგან აკრიტიკებ, გამოდის, რომ რაღაცით ჰგავხარ მათ...

ნაწილობრივ შენც მათნაირი ხარ, მაგრამ ნებდები, იმიტომ რომ მათგან

ყველაზე სუსტი ხარ... იცი, მეც შენნაირი ვარ, მეც რთული წარსული მაქვს და

ეს იმიტომ, რომ შეცდომა დავუშვი - საკუთარ თავში ჩაკეტილს ყოველთვის

მარტოობა მერჩივნა... მერე თანდათან იზრდები და ტკივილს ტკივილი

ემატება, იმაზე მეტ ტკივილს გრძნობ, ვიდრე უნდა გრძნობდე... ეს იმიტომ,

რომ მარტოობა ღმერთისგან უფრო და უფრო მაშორებდა. რჩევის მოცემას

იმიტომ ვბედავ, რომ არ მინდა ჩემნაირი გახდე. არ მინდა, სიგარეტს

სიგარეტზე ეწეოდე და ყოველდღე სვამდე. ასეთ ცხოვრებას ყოველთვის აქვს

ბნელი და ნათელი მხარეები... თავიდან ნათელი მხარით ვიხიბლებით და თავს

ვიტყუებთ, რომ ყველაზე წმინდა და კარგი ადამიანები ვართ. მაგრამ

გვავიწყდება რომ გვაქვს ბნელი მხარე, რომელსაც მათკენ მივმართავთ, ვინც არ

მოგვწონს... ისინი თავიანთ წესებს იგონებენ და ჰგონიათ, სამართლიანად

ცხოვრობენ, ყოველთვის მართლები არიან ღვთის წინაშე. სხვებს

საყვედურობენ, რომ სწორად არ ცხოვრობენ და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ

თავად არიან უსამართლონი. დეპრესიისთვის ძალიან პატარა ხარ. წადი,

მეგობრები გაიჩინე, ღმერთი ირწმუნე, ილოცე, თავგადასავლები ეძებე და ისე

იცხოვრე, მომავალში წარსულის გახსენება გესიამოვნოს.

ბრენდენი გათამამდა, მოეწონა ჩარლის რჩევები.

- გმადლობ, რომ ჩემთვის დროს კარგავ და შენს დარდსაც მიზიარებ... არ ვიცი,

რა გითხრა. ჩემმა ცხოვრებამ ფასი დაკარგა. არც მომავალი მაქვს, რომ იმედები

მასზე დავამყარო და არც ერთგული მეგობრები მყავს... ვისთანაც დამეგობრება

ვცადე, ყველამ ზურგი შემაქცია. თავიდან ყველა ისე მექცევა, თითქოს მათი

საუკეთესო მეგობარი ვიყო, მაგრამ მერე მტოვებენ და გარბიან... ოღონდ მე არც

კი ვცდილობ, რომ გავეკიდო, რადგან ვისწავლე - თუ გაეკიდები, უფრო შორს

წავლენ და ისე გამოვა, თითქოს ვიღაც საბრალო არსება ვარ, რომელსაც მათ

გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელსაც

შეიძლება მეგობარი ვუწოდო...

- შეგიძლია მე მიწოდო ნამდვილი მეგობარი. მაგრამ ერთმანეთს დიდი ხნის

განმავლობაში თუ ვერ ვნახავთ, ჩვენი მეგობრობა დამთავდება. ზოგჯერ დრო

და საშუალება არ გვაქვს მეგობრების გვერდით ვიყოთ. მეგობრობას

ყოველთვის არ სჭირდება ერთად ყოფნა, მაგრამ წვიმაში, ქარსა და სიბნელეში

მეგობარს გვერდით უნდა დავუდგეთ. ახლა შენ მარტოსული ხარ, რაც

ყველაზე დიდი პრობლემაა. ზუსტად ამ დროს ხდება ადამიანი ყველაზე

მგრძნობიარე და წარმოსახვის გრძნობა უმძაფრდება. პასუხისმგებლობის

გრძნობა გიჩნდება და გეშინია... შენი წარმოსახვა იმდენად მძაფრია, რომ

გეშინია იმის, რაც შენთვის მნიშვნელოვანი გახდა. არ გინდა, შეცდომა დაუშვა

და ხელიდან დაგისხლტეს ის, რასაც დიდი ხანია შეეგუე. ზვიგენს სიღრმის არ

ეშინია, რადგან იცის რომ არ დაიხრჩობა და სანერვიულოც არაფერი აქვს... შენ

კი საკუთარ თავს ყველანაირი შეცდომის შანსს უსპობ, რადგან გინდა

საუკეთესო იყო და ყველაფერი შენებურად იყოს. ადამიანი საკუთარ თავს

უბრძანებს, უშეცდომოდ იცხოვროს! ეს დიდი პასუხისმგებლობაა. საკუთარი

თავის მოტყუება რომ შეგვეძლოს, ან ერთ, კონკრეტულზე რამეზე

სრულყოფილი კონცენტრაცია, მაშინ ფსიქოლოგია ტყუილი და მლიქვნელობა

იქნებოდა... ისიც სიამაყიდან მოდის, რომ მეგობრები ზურგს გაქცევენ და ისიც

კი არ გაინტერესებს, შენი ბრალი ხომ არაა ყოველივე ეს. შენ ზედმეტად იფასებ

თავს. ასე ვერ გაიმარჯვებ და ვერც ცხოვრებისეულ დასაყრდენს იპოვი,

რომელიც მუდმივად თუ არა, დროებით მაინც გაგაბედნიერებს. იმედი

ყოველთვის არსებობს, მთავარია თავი დააჯერო. მაგალითად, მე ვიმედოვნებ,

რომ ცხოვრება წინ მაქვს და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ვნახავ. ჩემი

მომავალი ჩემს ხელშია და შემიძლია, საკუთარი ბედი ვმართო. შენც სცადე,

გაიჩინე იმედი, რომელსაც დაეყრდნობი, მერე კი უფრო და უფრო წინ წაიწევ

და იმას მიაღწევ, რაც გსურს.

- კარგი, ჩარლი! დღეიდან მეგობრები ვართ! შენი საუბარი ძალიან მომეწონა,

კარგი რჩევა მომეცი. ისე მომექეცი, როგორც არავინ მომქცევია. შენ ამბობ, რომ

მე მგავხარ, მაგრამ შენში შინაგან დემონს ვერ ვხედავ. უბრალოდ კეთილი

ადამიანი ხარ, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარება.

- არა, ბრენდენ, შეცდომას ნუ უშვებ, შენი სისუსტე ის არის, რომ ხალხს ასე

მარტივად ენდობი. ადამიანებს ისე კარგად ვერ გაიცნობ, რომ მიხვდე,

როგორები არიან ისინი სინამდვილეში. სინამდვილეში მე ისეთი არ ვარ,

როგორიც შენ გგონივარ. ჩათვალე, რომ მთელი წიგნიდან მხოლოდ პირველი

ფურცელი წაიკითხე. არც შენ გამოგივლენია დემონური თვისებები. საქმე

იმაშია, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. ამაყი კაცი მაშინ ვერ ჩადის სიკეთეს, როცა

მას აღიზიანებენ, ან კიდევ სიკეთით არ პასუხობენ. ამაყი კაცი იმას გასცემს,

რასაც იღებს. თავიდან შემებრალე და ამის გამო მოვედი. თანაგიგრძნე,

შევეცადე შენი დარდი გამეზიარებინა. შენნაირი ადამიანი ჩემს რჩევებს უნდა

ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ შენ, რატომღაც, მათ ითვალისწინებ. რა იცი, იქნებ

გატყუებ?

- ახლა უფრო მეტად გენდობი, ჩარლი, და უკეთ შეგიცანი, უკეთ გაგიგე, ვიდრე

წიგნის ერთი ფურცლით გავიგებდი რამეს. არა მგონია, მატყუებდე. შენს

რჩევებს მართლა აქვს კავშირი რეალობასთან, ამიტომ უბრალოდ უნდა

დავფიქრდე და გავითვალისწინო, როგორც გამოცდილი ადამიანის რჩევა.

- მინდა, რომ ამის შემდეგ, როცა დახმარება დაგჭირდება, შენს გვერდით

მიგულო. მითხარი, სად ცხოვრობ და ხშირად მოგინახულებ ხოლმე.

- ნეტა მართლა ცხოვრება ერქვას ამას... რა მილხინს, ის უნდა მკითხო, თორემ

გასაჭირი ძალიან ბევრია... სახლი არა მაქვს, ქუჩაში მძინავს ხოლმე და

ზოგჯერ შეიძლება ვინმეს ტვირთის წაღებაში მივეხმარო, პურის ყიდვა მაინც

რომ შევძლო. უმეტესად ბრისონანსის ქუჩაზე ვარ და შეგიძლია აქ მნახო...

საღამოობით ამ სკამზე ვზივარ ხოლმე. მიყვარს ფიქრი, როცა მზე ჩადის.

ამის გაგონების შემდეგ ჩარლის ბრენდენი უფრო შეეცოდა და მოუნდა, ყველაფერში

დახმარებოდა.

- ბევრი მიზეზი გქონია დეპრესიისთვის, ბრენდენ. კარგი... ახლა უნდა წავიდე

და ჩემი იმედი გქონდეს ყოველთვის. მოვალ ხოლმე და ვისაუბროთ. თუ რამე

გაგიჭირდა, შეგიძლია ნებისმიერ აქაურს ჰკითხო ჩარლი დიქსონი და ჩემ

სახლს მოგასწავლიან.

- კარგი, ჩარლი დიქსონ! მადლობა, რომ გულწრფელი იყავი ჩემთან. იმედია,

კიდევ ბევრჯერ გნახავ.

ჩარლიმ ბრისონანსის ქუჩიდან გადაუხვია და ჩაფიქრებულმა გააგრძელა გზა.

გულდამწვადი ფიქრობდა ბრენდენზე. დაბნეული იყო და არ იცოდა, რით

გაებედნიერებინა ბიჭუნა. საკუთარი ცხოვრების ფასი აგრძნობინა ბრენდენმა.

მიხვდა, რომ რაღაც გააკეთა ბიჭისთვის, მაგრამ ეს არ კმაროდა.

ჩარლი ეზოში შევიდა. ერთი სული ჰქონდა, შინ შესულიყო და დაესვენა. ჯიბიდან

გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო, მაგრამ რატომღაც ვერ გადაატრიალა.

გაკვირვებულმა სახელური ჩამოსწია. კარი გაიღო. შეშფოთებული ჩარლი ჩუმად

შევიდა, მისაღებ ოთახს ფრთხილად მიუახლოვდა და შუქი აანთო.

- ჯანდაბა, ჰარი! როგორ შემაშინე! - ჩარლიმ გულზე ხელი დაიდო და სახე

გაუნათდა.

ჰარიმ გულიანად გადაიხარხარა.

- რა უცნაური ადამიანი ხარ, ჩარლი! ნეტა, გენახა, როგორი სახე გქონდა...

- აქ როგორ შემოხვედი, ჰარი? კარი დაკეტილი იყო.

- დავაკაკუნე და არავინ რომ არ გამიღო, სახელური ჩამოვწიე, ჰოდა, კარიც

გაიღო. მეგონა სახლში იყავი. რომ ვერ გიპოვე, აქ დავჯექი და გელოდი,

როდის მოხვიდოდი!

- ჯანდაბა! ესე იგი, ისევ ღია დამრჩენია კარი! - ჩარლი ჰარის გვერდით

ჩამოჯდა.

- რა? გეგონა, ქურდი შემოგეპარა?

- აბა, რა უნდა მეფიქრა? ვიფიქრე ქურდი შემოძვრა-მეთქი... ახლა ხომ ხალხს

სამართალდამცავები არ მოსწონს, ყველას ჰგონია, რომ თავად უკეთ გაართმევს

თავს იმ საქმეს, რითიც ჩვენ ვართ დაკავებული.

- რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ყველაფერი მაღალ დონეზეა

განვითარებული, რაც, სხვათაშორის, ბევრ ახალგაზრდას უშლის ხელს

გონების გავარჯიშებაში და მათ რელიგიურ ფასეულობებსაც ლახავს. რაც

უფრო ვითარდება ტექნიკა და მეცნიერება, მით უფრო ფუჭდება საზოგადოება,

რადგან კომფორტს ეგუება. ასეთი ადამიანი თავისუფალია, ხოლო შრომაში

დაბერებული - მონა. თანამედროვე სამყარო გასაღებს გვაძლევს, რომ მონობის

ბორკილი მოვიხსნათ. აქამდე მოვედით, უამრავი მეცნიერი იკვლევს

ცხოვრების აზრს და ჯერ ისიც კი ვერ გაგვიგია, ღმერთი არსებობს თუ არა...

- მართალი ხარ, ჰარი... მალე სამყარო ისე განვითარდება, რომ სილამაზე და

მშვენიერება გაქრება. ჰოდა, ხალხი ისევ ნახევრად განვითარებულ, მაგრამ

ლამაზ სამყაროს ინატრებს. მეზიზღება ახალგაზრდობა. ახალგაზრდობაში

ადამიანს შრომისა და წვალების არაფერი ეტყობა. ახალგაზრდებს სურთ, რომ

არაფრიდან ყველაფერი ჰქონდეთ და თავად ამისთვის თითსაც არ ანძრევენ.

სოციალურმა ქსელებმა გზა ისე გაუკვალა ნარცისტებს, რომ სულიერი

სიმაღლის უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყვნენ. ისინი თავიანთ გრძნობებს

ვერ თოკავენ და ვერ ხვდებიან, რომ არარაობები არიან. თვლიან, რომ თუ

თავიანთ ფოტოსურათს საჯაროდ არ გამოაქვეყნებენ და სხვები არ შეუფასებენ,

ფოტოს არსებობას აზრი არ ექნება; ახალგაზრდები სულ ამაში კარგავენ დროს,

მერე გამოდიან საზოგადოებაში და წუწუნებენ, რომ ეშინიათ, არ შეუძლიათ

იყვნენ ბუნებრივები... ავიწყდებათ, რომ თვითკმაყოფილნი უყურებენ

საკუთარ ფოტოს და სიამოვნებას მხოლოდ საკუთარი ფიქრებით იღებენ. რა

თქმა უნდა, მათ მოსწონთ საკუთარი თავი ფოტოში და დარწმუნებულნი არიან

საკუთარ სილამაზესა და განუმეორებლობაში. ეს ყველაფერი თავიანთ

დამსახურებად მიაჩნიათ და ღმერთს ივიწყებენ. საბოლოოდ კი თავს

იტყუებენ, რადგან საკუთარ სილამაზეს მხოლოდ თვითონ ხედავენ. ასეთი

ადამიანი ღმერთს ყოველთვის შორდება.

- ეს, ალბათ, შენი მოსაზრებაა, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა იყოს საკუთარ

თავზე შეყვარებული ადამიანი ღმერთს დაშორებული. ის ხომ ილუზიებით

ცხოვრობს?

- ჰარი, მე ახლა ისეთ ადამიანებზე ვსაუბრობ, როგორიც მე თვითონ ვარ. მეც

საკუთარ თავზე ვარ უზომოდ შეყვარებული. იცი? მეცნიერი, რომელიც

ცდილობს, აბსოლუტურად უშიშარი გახდეს, საკუთარ თავზე ატარებს ცდებს

და სხვადასხვა სახის შიშებს იკვლევს. მაგრამ ის ვერ გახდება უშიშარი, რადგან

გამოსავალს იმაში ეძებს, რაც თვითონაა შიშის მიზეზი. ეს იმას ჰგავს, იმ

თასმის გამოწევას ცდილობდე, რომელზეც ფეხი გიდგას. ჩემი პიროვნება

არაცნობიერშია და ამით პიროვნულ ცნობიერებაზე ისე ვმაღლდები, რომ

არაცნობიერს მაინც ვინარჩუნებ. თუ ადამიანისთვის სიყვარული ბედნიერებაა,

მის ასახსნელად სიტყვებს ვერ იპოვის, რადგან ამას მხოლოდ ნახევრად

აცნობიერებს და საკუთარი გრძნობების ახსნა უჭირს, მაგრამ რადგან მე

არაცნობიერში ვარ, თვითრეალიზება შემიძლია და ეს მეხმარება, კარგად

ავხსნა რთულად ასახსნელი გრძნობები. მარტოსული ხალხი ილუზიებში

ცხოვრობს, მაგრამ ილუზია უფრო გეხმარება ღმერთი იწამო. მათი ყოველი

განცდა სულიდან იწყება და სულშივე მთავრდება. ის არ გრძელდება

ღმერთამდე, სული მზადაა ღმერთის მისაღებად, მაგრამ მარტოობა ეგოიზმი

იქნება, თუ ფიქრები ღმერთისკენ არ მიმართე. თუ წმინდა ცხოვრებას დაიწყებ,

ნარცისიზმიც გაქრება და ბრძნული აზრებიც, და ეს ნამდვილი, წმინდა

ცხოვრება იქნება. ილუზია ქალს სექსუალურ სურვილებს უღვიძებს, კაცს კი

მიზანდასახულს ხდის, რომ მზადაა ღირსებისთვის სისხლი დაღვაროს.

- შესაბამისად, ასეთ ადამიანს გაუჭირდება შექმნას რეალური ხელოვნება,

რადგან ის არაბუნებრივია, მაგრამ სწორედ ასეთები მიიწევენ ხელოვნებისკენ.

რატომღაც ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად ვერ უკავშირდება.

- იცი, მე ვფიქრობ, რომ მსახიობი ხელოვანი არ არის. ის უბრალოდ მსახიობია

და მეტი არაფერი. აი, მწერალი, მხატვარი და მოქანდაკე ნამდვილი

ხელოვანები არიან. მსახიობი რეალური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, მისი

ყოველი განცდა რეალური უნდა იყოს და თუ ის ისეთივეა, როგორიც

მწერლის, მაშინ მსახიობი არ ყოფილა, რადგან მისი ყველა როლი

არაბუნებრივი იქნება, მისი ყოველი მოძრაობა თუ სიტყვა კი - ყალბი.

მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში შეუძლია ადამიანს იყოს ბუნებრივი, ხოლო

მწერალი მარტოსულია და მისთვის მთავარი ფანტაზიაა. ის მარტოობაში ქმნის

თავის ნაწარმოებებს და არა მაყურებლის წინაშე.

- გასაოცრად ახსენი, ჩარლი! ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა. პიროვნულად

ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით და ამიტომ არ შემიძლია, შენნაირად

ვიფიქრო. მირჩევნია ისევ რაღაცები გკითხო და ისე ჩავწვდე ჭეშმარიტებას.

დიდი ხნის წინათ გული დაგისერეს და სულიერად შეგცვალეს. ეს ალბათ

იმიტომ მოხდა, რომ ევა გარდაიცვალა, რამაც უდიდესი ტკივილი მოგაყენა...

მაინც რით გარდაიცვალა?

- ამის გახსენება ჯერ კიდევ მტკივნეულია ჩემთვის. ვცდილობ ყველაფერი

დავივიწყო, მაგრამ ევამ ღრმა ჭრილობა დამიტოვა გულში. - ჩარლიმ ღრმად

ამოისუნთქა. - არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. გთხოვ, სხვა რამეზე

ვილაპარაკოთ... რამ შეგაწუხა, რატომ მოხვედი ჩემთან?

- კარგი, როგორც შენ გინდა, ჩარლი! უბრალოდ გამოგიარე, ვიფიქრე,

მოვინახულებ-მეთქი. სულ უსაქმურად ვართ, კარგა ხანია, ახალი საქმე არ

მოუციათ გამოსაძიებლად.

- ნუ დარდობ, დღე-დღეზე ველოდები, რომ უფროსი დარეკავს და ახალ საქმეს

მოგვცემს. არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც უკანასკნელი საქმე

დავხურეთ.

- გეშლება, ჩარლი, მე არაფერი დამიხურავს, ყველა საქმეს - მარტივსაც და

რთულსაც ყოველთვის შენ იძიებ. მე უბრალოდ შენი მარჯვენა ხელი ვარ,

რომელიც თითქმის ვერ აზროვნებს, ვერ გეხმარება საქმეში. შენ ყოველთვის

გამორჩეულად მოაზროვნე ადამიანი ხარ.

- ნუ ამბობ ამას! შენ კარგი პარტნიორი იყავი, ხარ და იქნები კიდეც. სხვებს არ

ჰგავხარ - მათ, ვინც თავის შეცდომებს ვერ აცნობიერებს. შენ ყველანაირად

მეხმარები და მარტო ვერცერთ საქმეს ვერ გავუმკლავდებოდი. როცა რამე იდეა

მიჩნდება, მინდა შენთან ერთად განვიხილო ხოლმე, რადგან შენი აზრი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თუ ასეა, ძალიან კარგი, ჩარლი! ეს ჩემთვის, როგორც ახალბედასთვის, დიდი

სტიმულია.

უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.

- ხომ გითხარი, ჰარი, დღე-დღეზე ახალ საქმეს ველი-მეთქი! - თქვა ჩარლიმ და

ტელეფონის ყურმილს დასწვდა.

- ჩარლი დიქსონი გისმენთ!

- გამარჯობა, ჩარლი! ბენტონი ვარ. შენ და ჰარის ახალი საქმე უნდა მოგცეთ -

დარშემის ავტოსადგომთან მკვლელობა მოხდა. ახლავე უნდა მოხვიდეთ!

- გასაგებია, სერ! ჰარი ახლა ჩემთანაა და რაც შეიძლება მალე მოვალთ მანდ.

ჩარლიმ ყურმილი დაკიდა და ჰარისკენ შეტრიალდა.

- ახალი საქმე მოგვცა გამოსაძიებლად ბენტონმა. იმედია, ამჯერად ცოტა

საინტერესო საქმე იქნება.

- კიდევ რა გითხრა?

- დეტალები არ უთქვამს. დაშემის ავტოსადგომთან მკვლელობა მოხდა და რაც

შეიძლება სწრაფად მოდითო.

- კარგი! იარაღი აიღე და ჩემი მანქანით წავიდეთ.

ჩარლი კომოდთან მივიდა, უჯრიდან გლოკი ამოიღო, ბუდეში ჩადო, მოსაცმელი

გაისწორა და დაიძახა:

- მზად ვარ, ჰარი, გავედით!

სწრაფად გამოვიდნენ გარეთ. ჩარლიმ უცებ ჩაკეტა სახლის კარები და გასაღები

ჯიბეში ჩაიგდო. ეზოს გარეთ, გზის მეორე მხარეს მდგარი კადილაკისკენ გაეშურნენ.

მანქანაში ჩასხდნენ. ჰარიმ ავტომობილი დაძრა და დარშემის ავტოსადგომისკენ აიღო

გეზი.

დაახლოებით ნახევარ საათში ჩარლი და ჰარი უკვე ავტოსადგომის ზედა მხარეს

იყვნენ. ხალხი შეკრებილიყო და გზა ჩაეკეტათ. ჰარიმ აღარ იცოდა, მანქანა სად

დაეყენებინა. ბევრი წვალების შემდეგ კადილაკი ავტოსადგომის ჩასასვლელთან

მიაყენა. ორივენი სწრაფად გადმოვიდნენ ავტომობილებიდან და ჟეტონები

მოიმარჯვეს, რადგან გადაკეტილ გზასთან პოლიციელები დაინახეს.

- ჰეი, თქვენ საით? - დაიძახა პოლიციელმა.

- დეტექტივები ვართ! - უპასუხა ჰარიმ და ორივემ ჟეტონები დაანახა წესრიგის

მცველს.

-კარგი, გაიარეთ!

ორივე სწრაფად გაეშურა ავტოსადგომისკენ. ცნობისმოყვარეობა კლავდათ,

აინტერესებდათ ქვემოთ რა ხდებოდა. ახალ საქმეს ყოველთვის ინტერესით

ეცნობოდნენ, მაგრამ ხასიათი მალევე უფუჭდებოდათ, რადგან სამხილი ყოველთვის

ცოტა იყო. მათ ყოველთვის სპეციფიკური საქმეები იტაცებდათ. არ მოსწონდათ

ისეთი დანაშაული, რომლის გახსნისას მხოლოდ დნმ-ს გადამოწმება და ნათესავების

დაკითხვა იყო საჭირო. დაღმართი მთავრდებოდა. ავტოსადგომში ჩასასვლელად

პატარა შესასვლელის გავლაღა დარჩათ. წინ მაინც არავინ ჩანდა. ავტოსადგომშიც

ჩავიდნენ და ბოლოში პოლიციელები დაინახეს. მათკენ გაეშურნენ. ყველაფერი

ბუნდოვნად ჩანდა, ვერ გაიგებდი რა ხდებოდა. შეკრებილ პოლიციელებს რომ

მიუახლოვდნენ, ნაცნობ გარემოში ამოყვეს თავი.

- გამარჯობა, ჯენტლმენებო! - მიესალმა ჩარლი იქ მყოფებს.

- სად ხართ აქამდე? რამდენი ხანია გელით! - თქვა ბენტონმა მკაცრად.

- ბოდიში, უფროსო, ყველანაირად ვეცადე, სწრაფად მოვსულიყავი.

- კარგი, კარგი! მოდით. ახლა გვამი ნახეთ და თქვენი აზრი გვითხარით. ეს საქმე

თქვენ გადმოგეცათ და რაც უფრო სწრაფად იპოვნით მკვლელს, მით უფრო

კარგი იქნება პროკურატურისათვის.

- რამე ვიცით მოკლულის შესახებ? ვინაობა თუ დაადგინეთ?

- პირადობა მის საფულეში აღმოვაჩინეთ. გოლდენ რეიდი ქვია. სავარაუდოდ,

მკვლელობაა და არა თვითმკვლელობა.

ჩარლი და ჰარი გვამს მიუახლოვდნენ და ქსოვილი გადახადეს.

- ისევ არ გაგვიმართლა, ჩარლი! - თქვა იმედგაცრუებულმა ჰარიმ.

- მართალი ხარ, ისევ რაღაც უბრალო საქმე ჩანს!

- რას ბოდიალობთ? სანამ ცხედარი წაუღიათ, იაზროვნეთ, რომ წინ წავწიოთ

საქმის გამოძიება! -თქვა ბენტონმა.

- კარგი, სერ! გალვინ! - დაიძახა ჩარლიმ.

- გისმენ, ჩარლი!

ბაზაში გადაამოწმე გოლდენ რეიდის ვინაობა, სად ცხოვრობს და რას საქმიანობს.

- გასაგებია!

ჩარლი და ჰარი ისევ გვამს მიუბრუნდნენ, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაარკვიეს.

- როგორ ფიქრობთ, მკვლელმა რატომ ესროლა საფეთქელში და არა შუბლში,

თუკი ასე ახლოს მივიდა მსხვერპლთან? - იკითხა ჰარიმ.

- მართლა უცნაურია, ჰარი... ასეთი შემთხვევა თვითმკვლელობას უფრო

ახასიათებს, მაგრამ თვითმკვლელობისათვის შესაფერისი გარემო არაა, თანაც

ცაცია იყო, ტყვია კი მარჯვენა საფეთქელში აქვს მოხვედრილი. - თქვა ჩარლიმ.

- რა იცი, რომ ცაცია იყო? რადგან მარცხენა მუშტი უფრო შეკრული აქვს? -

ირონიულად ჰკითხა ჰარიმ

- ეგ არაფერ შუაშია. ქამარი მარჯვენა მხარეს აქვს შეკრული, ეს კი მიუთითებს,

რომ ცაცია იყო!

- სისულელეა! ქამარს საითაც მინდა, იქით შევიკრავ!

- ბენტონ, გვამთან ერთად იარაღიც ხომ არ აღმოაჩინეს? - იკითხა ჩარლიმ.

- არა! ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ახლომახლო ვერანაირი იარაღი ვერ აღმოვაჩინეთ.

- ჰარი, მე გავიმარჯვე! -თქვა ჩარლიმ.

- ეგრე იყოს, შენ გაიმარჯვე! თვითმკვლელობა გამოირიცხა.

- კამერებმა რა დააფიქსირა, ბენტონ? - იკითხა ჩარლიმ.

- კამერები აქამდე ვერ აღწევს, არაფერი გამოჩნდება! ამიტომ ეგ გამოირიცხა.

- გვამი ვინ აღმოაჩინა?

- დარაჯმა გაიგო სროლის ხმა და ავტოსადგომზე რომ გამოვიდა, გვამი დაინახა.

მკვლელი უკვე მიმალული იყო.

- მკვლელი აქედან ისე ვერ გაიქცეოდა, რომ კვალი არ დაეტოვებინა. ვინმე

ისეთიც იქნება, ვინც მისი სახე დაინახა.

- შეუძლებელია, ჩარლი! თუ ჭკუათმყოფელ ადამიანს ვინაობის დამალვა სურს,

ავტოსადგომზე მკვლელობის ჩასადენად უნიღბოდ არ მივა!

- მკვლელობის დროს შეიძლება ნიღაბი ეკეთა კიდეც, მაგრამ ავტოსადგომიდან

გამოსული მოიხსნიდა და ხალხში ისე გაერეოდა.

- რა გითხრა, ჩარლი... ჯერ ისიც კი არ ვიცით, მკვლელი ფეხით იყო თუ

მანქანით. ბენტონ, აღმოაჩინეთ მკვლელობის ადგილზე რამე ისეთი, რაც

ძიებაში დაგვეხმარება?

- მხოლოდ ცარიელი ვაზნა: გლოკის ვაზნაა.

- მაშ, საქმე უფრო რთულადაა. მოწმეც არ ჩანს ახლომახლო... ამიტომ, სჯობს,

საინფორმაციო გამოშვებით გამოვაცხადოთ, რომ განყოფილებაში მოვიდეს

ყველა ის პირი, ვინც მოცემულ მომენტში დარშემის ავტოსადგომთან იყო და

რამე ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. სხვანაირად ვერ დავადგენთ, ჰყავდა

თუ არა მომხდარს თვითმხილველი.

- ჰო, ეგრე სჯობია... ისევ ჩვენ თუ დავიბარებთ, თორემ თავისი ნებით არავინ

გვეახლება, - თქვა ბენტონმა.

- რას ფიქრობ ჰარი, რამეს მიაკვლიე?

- ვერა, ჩარლი... აშკარაა, ისევ ნათესავების დაკითხვით უნდა დავიწყოთ... ერთი

ის ვიცით, რომ მკვლელს გლოკი ჰქონდა და მხოლოდ ერთი ტყვია გაისროლა.

- გალვინ, რა გაარკვიე მოკლულის შესახებ? - იკითხა ჩარლიმ.

- გავლენიანი პიროვნებაა. დაოჯახებულია და ოჯახთან ერთად კაროლინის

რეგლანტში ცხოვრობდა.

- კარი, გმადლობთ!

- ჩარლი, ხვალ მის ცოლს უნდა გავესაუბროთ - თქვა ჰარიმ.

- რა თქმა უნდა! სხვა გზა მაინც არა გვაქვს.

- სანამ წავალთ, ჯობია კამერის ჩანაწერები შევამოწმოთ, ჩარლი... ყოველი

შემთხვევისთვის, იქნებ რაღაც მაინც დააფიქსირეს.

- კარგი, ჰარი, წამოდი, დარაჯთან მივიდეთ.

- დეტექტივებო, მარჯვნივ წადით, დარაჯი იქ იქნება - თქვა ბენტონმა.

ჩარლი და ჰარი დარაჯის ოთახთან მივიდნენ.

ჰარიმ დააკაკუნა. დარაჯმა კარი მოგვიანებით გააღო.

- რა გნებავთ?

- უკაცრავად, ჩვენ დეტექტივები ვართ, კამერების ჩანაწერების ნახვა გვინდა,

მკვლელობასთან დაკავშირებით... -უპასუხა ჰარიმ.

- დიახ, მობრძანდით, ახლავე განახებთ.

დეტექტივები ოთახში შევიდნენ. დარაჯი კომპიუტერთან მივიდა და კადრების

გადახვევა დაიწყო. ბევრს ეძებდა, რომ ზუსტად ის მომენტი ეჩვენებინა

სტუმრებისთვის, რომელიც მათ აინტერესებდათ.

- აი, ბატონებო, შეხედეთ მონიტორს! უკვე ბევრჯერ ვნახე ეს კადრები, მაგრამ

რამე დასკვნის გამოტანა რთულია. თუ დააკვირდით, ჩვენი კამერები ისე

მოძრაობენ, რომ ყველა რადიუსს შეძლებისდაგვარად აფიქსირებენ. კამერა

გასროლის დროს სხვა მხარეს იყო შეტრიალებული და რომ მოტრიალდა,

მკვლელი უკვე გარბოდა. აი, შეხედეთ, მხოლოდ მისი ზურგი ჩანს. სულ ესაა,

რაც ამ კამერამ დააფიქსირა.

- კი, მაგრამ როგორც მივხვდი, თქვენ რამდენიმე კამერა გაქვთ. სხვებმა რა

გადაიღეს? - იკითხა ჩარლიმ.

- ჩანაწერი, რომელიც განახეთ მხოლოდ ამ კამერამ გადაიღო. დანარჩენებიც

შევამოწმე და არაფერი ჩანს, მანქანები ეფარება.

-კარგი, გმადლობთ, ესეც საკმარისია. ნახვამდის. დეტექტივები ოთახიდან

გამოვიდნენ და საუბარი დაიწყეს:

- ის მაინც ვნახეთ, როგორი აღნაგობა აქვს მკვლელს. - თქვა ჩარლიმ.

- დაახლოებით ხუთი ფუტი იქნება...

- კი, დაახლოებით ეგრე იქნება.

- მოკლედ, უკვე ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, დავგეგმოთ, როგორ

დავიწყოთ ძიება. დილით გამოგივლი და გოლდენ რეიდის ცოლს გავესაუბროთ.

- კარგი, ჰარი... ახლა კი შინ წამიყვანე.

II თავი

მეორე დილით, ჩარლის რომ გაეღვიძა, მზეს უკვე გაენათებინა ოთახები. ადგომის

დრო იყო. მალე ჰარიც მოვიდოდა. ჩარლი წამოხტა, სწრაფად ჩაიცვა, ფანჯარას

მიუახლოვდა, ფარდა გასწია და გაიხედა. არ მოეწონა ამინდი. ფანჯარას მოშორდა,

ჯერ კიდევ კარგად არ იყო გამოფხიზლებული, ამიტომ სამზარეულოში გავიდა,

მადუღარაში ყავა ჩაყარა, წყალი დაასხა და ქურაზე დადგა. რამდენიმე წუთში ყავაც

მზად იყო. ჩარლიმ დიდ ჭიქაში ჩაასხა ქაფქაფა სითხე, მისაღებ ოთახში დივანზე

წამოწვა და ყავას ნება-ნება სვამდა. ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს.

- შემოდი, ჰარი! -გასძახა ჩარლიმ.

რამდენიმე წამში ჰარი შინაურივით შევიდა მისაღებში და ჩარლის მიესალმა:

- დილა მშვიდობისა!

- დილა მშვიდობისა, ცოტა ხანში გავიდეთ, გეტყობა, რო ადრე ამდგარხარ!

ჰარი ჩარლის გვერდით მიუჯდა.

- არც ისე ადრე ავდექი, ძილი მიყვარს. შენ კი, გეტყობა, ახლახან გაიღვიძე,

როგორ მოხდა, რომ ამდენ ხანს გეძინა? იქნებ დეპრესიიდანაც გამოხვედი?

- მე კი მძულს დიდხანს ძილი. ძალიან ბევრი დრო იკარგება ძილში უაზროდ და

უმიზნოდ. ორგანიზმს სჭირდება, თორემ... საერთოდ, დიდხანს არ მძინავს,

უბრალოდ დღეს ცოტა მეტი მომივიდა ძილი. გასული ღამეები საერთოდ არ

მძინებია, ღამე გარეთ გავდიოდი და მზის ამოსვლამდე ცის ყურებით

ვტკბებოდი, თან ვისკით ვთვრებოდი. მიყვარს მთვარე და ვარსკვლავები,

ისინი ბევრს გვეჩურჩულებიან და ბევრ რამეს გვიამბობენ... დილით

ვბრუნდებოდი და ძალა რომ მომეკრიბა, ცოტა ხნით ვიძინებდი. მშიერი

ვიღვიძებდი, მაგრამ ვცდილობდი მანამდე არ მეჭამა, სანამ არ

დავსუსტდებოდი ამით ვცდილობდი, რომ სულს შევხებოდი. ვარსკვლავიან

ღამესთან მინდოდა, უფრო მეტი სიტყვა რომ მქონოდა და ეს მხოლოდ მაშინ

ხდებოდა, როცა სულს შევიგრძნობდი - ამ დროს რაღაც უსასრულობის

ვაკუუმში ვვარდებოდი. ვცდილობდი საყვარელი სიმღერებისთვის მესმინა და

ეს უფრო ღრმად მძირავდა ფიქრებში, სიტყვებს რითმას მატებდა. ყოველთვის

თან მქონდა ევას ფოტო, დავყურებდი და ვიცოდი, რომ მან მაქცია ასეთად.

მინდოდა რეალობას მოვწყვეტოდი და ილუზიით მეცხოვრა. რა თქმა უნდა, ეს

არ იყო სიწმინდე, რადგან ყოველთვის ყველაფრის საწინააღმდეგოდ

ვიქცეოდი, მინდოდა კიდეც, რომ იმ უსასრულობაში გავრკვეულიყავი, არ

მსურდა, ჩემს ნაწილად ქცეულიყო - ეს მე თვითონ უნდა ვყოფილიყავი

მარადიული უსასრულობა. სჯობს დავნებდე. ღმერთმა შექმნა სიყვარული

ისეთი, რომ ვერ შევეხოთ და ვერც ავხსნათ... სიყვარულის ხიბლიც ზუსტად

ამაშია. ახლა კიდევ ცოტა გონს მოვედი და ისევ იმ მატერიალურზე გაგიჟებულ

ხალხს ვაკრიტიკებ, ხორცისა და ორგანიზმობისთვის რომ იბრძვიან. მათგან

განსხვავებით, მე არაცნობიერებიდან შეგნება მაქვს მოპოვებული. მეც

ნახევრად წმინდა ვარ ჩემს ფიქრებში, მაგრამ ჩემი დიდი პრობლემა

ამპარტავნებაა. ფუფუნებას, სიმდიდრეს დახარბებულმა ადამიანებმა ის მაინც

იციან, რა სურთ, მე კი... მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა და ღმერთს რა უნდა

ვთხოვო...

- როგორც ჩანს, გამოსწორებისკენ მიდიხარ, ჩარლი… ბოლოს და ბოლოს,

ყველაფერი დაგავიწყდება და მალე იქნებ ახალ ცხოვრების დაწყებაც შეძლო.

შენ ახლა ფსიქოლოგზე მეტად მღვდელი გჭირდება. ადამიანები ვერ ხვდებიან,

რომ წრფელი ლოცვითა და მონანიებით უფრო იწმინდება სული, ვიდრე

ფსიქოლოგთან ვიზიტით. ეს ეგოიზმის გამო ხდება. ეგოიზმი ქმნის

ხელოვნებას, რომელიც სულს კი არ წმენდს, მიწას აყრის ცოცხალ გრძნობებს,

რომლებიც, ასე თუ ისე, მაინც ცოცხლობენ და არსებობენ.

- არა, ჰარი, ჯერ არც მიფიქრია ახალი ცხოვრების დაწყებაზე, არც შეცვლა

მინდა. ასეთი მდგომარეობიდან ყველას უჭირს გამოსვლა. ეს თითქოს ჭაობში

გითრევს და თითქოს მოგწონს კიდეც ასეთი თვითგვემა. ჯერ კიდევ რაღაც

მიჭერს შიგნიდან და თავისუფლებას მიზღუდავს. ჯერ არ შემიძლია ახალი

ცხოვრება დავიწყო. ჯერ კიდევ არ შევგუებივარ იმას, რომ ევა გვერდით აღარ

მყავს. მგონია ეს ვიღაცის გამო მოხდა. ცხოვრებას იქამდე არ შევცვლი, სანამ

შინაგან თავისუფლებას არ ვიგრძნობ, სანამ ასეთი ყოფა თავს არ შემაძულებს

და სხვანაირ ცხოვრებას დამანახებს.

- შენი ნებაა... მაგრამ მე, როგორც მეგობარი, ყველანაირად ვეცდები, ამ წნეხს

თავი დააღწიო და ნამდვილი ცხოვრებას დაუბრუნდე. მგონი არასოდეს

მითქვამს შენთვის, რომ ძალიან რთული ბავშვობა მქონდა - მშობლების

დაუდევრობა, ადამიანებთან ვერშემდგარი ურთიერთობები... სკოლაში

ყოველთვის დამცინოდნენ, საცოდავ ადამიანად მთვლიდნენ. ეს ძალიან

მაღიზიანებდა და მინდოდა მათზე უკეთესი გავმხდარიყავი, მაგრამ არაფერი

გამომდიოდა, იმიტომ რომ შინაგანად სუსტი და უმწეო ვიყავი. რაც არ უნდა

მეცადა მათზე მაღლა დავმდგარიყავი, არაფერი გამომდიოდა. ვიცოდი,

როგორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაკლდა ძალა, რომელიც ისეთად

მაქცევდა, როგორიც მსურდა ვყოფილიყავი. ჩემი ტოლები, რომლებიც

მამცირებდნენ, სხვა პირობებში იზრდებოდნენ - ჩემთვის უცხო

საზოგადოებაში. მე არ შემეძლო ის, რაც მათ შეეძლოთ. თითქოს როცა ისინი

ვითარდებოდნენ, მე არ ვარსებობდი, ან დროს ფუჭად ვკარგავდი. აზრი არ

ჰქონდა შევწინააღმდეგებოდი თანატოლებს, ამიტომ ცხოვრებას

ვაგრძელებდი, საკუთარი შესაძლებლობებით, ზედმეტი

თავდაჯერებულობისა და თავის გამოჩენის გარეშე. სხვა გზა მაინც არ მქონდა -

მოკლე დროში მათნაირი ვერ გავხდებოდი, ისინი კი დღითიდღე

ძლიერდებოდნენ. მივხვდი, რომ მათ უნდა ჩამოვშორებოდი და ყველანაირი

დამცირება ამეტანა. რაც უფრო მამცირებდნენ, მით უკეთესი ვხდებოდი,

რადგან თავმდაბლობას მაჩვევდა. დრო გადიოდა, ვსწავლობდი და მათ

ყურადღებას არ ვაქცევდი, ყველაფერს ვითმენდი, მაგრამ იმას კი ვერ

ავიტანდი, ვინმე დაუმსახურებლად შემხებოდა ფიზიკურად. დაახლოებით

თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, ჩემმა კლასელმა უმიზეზოდ რომ გამარტყა

სილა, მხოლოდ გოგოსთვის თავის მოსაწონებლად. გამარტყა, მერე კი ამაყად

შეტრიალდა იმ გოგოსკენ და გაუცინა. ვერ გეტყვი, რამ გაიღვიძა ამ დროს

ჩემში. ძალიან გავბრაზდი, ჩავთვალე, რომ ეს არანაირ ნორმას არ

ექვემდებარებოდა... მას კი ვერც წარმოედგინა, რომ ხელს შევუბრუნებდი,

მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ამ სიბრაზის განსამუხტად ომში

უიარაღოდაც კი ვიბრძოლებდი. ასეთ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს, ის

ადამიანური თვისებებიც არ გააჩნია, რომლებმაც შეიძლება დააფიქროს და

ცუდი რამ არ ჩაადენინოს. გაბრაზებული ადამიანი ცდილობს იმას დაუშავოს

რამე, ვინც გააბრაზა, რათა თავისი სიბრაზე დამნაშავეს გადასცეს. იმ დროს

ყველაფერზე მზად ვიყავი, მუშტი შევკარი და იმ ყოყლოჩინას მივუახლოვდი.

ამ დროს შემოტრიალდა და მთელი ძალით დავარტყი ცხვირში. ამან

ბრაზისგან მთლიანად დამცალა და ისეთი სიკეთით ავივსე, კინაღამ მივედი

და მოვუბოდიშე. ამის შემდეგ ყველამ გამიცნო და აღარავინ ცდილობდა ჩემს

დაჩაგვრას. ყველამ გაიგო, რომ ჩემს კლასელს ცხვირი გავუტეხე. ცუდი იყო

თუ კარგი, ეს მომწონდა, რადგან ამის შემდეგ ცდილობდნენ კარგი

ურთიერთობა ჰქონოდათ ჩემთან. დრო გადიოდა. ყოველდღიურად

ვვითარდებოდი და უფრო მეტს ვსწავლობდი. სკოლა დავამთავრე და

კრიმინალისტიკის შესწავლა დავიწყე, მაგრამ ფინანსურად ძალიან მიჭირდა,

ამიტომ სწავლის პარალელურად ვმუშაობდი კიდეც. დიდი დატვირთვის

მიუხედავად, მაინც წინ მივიწევდი, რადგან მესმოდა, რომ განვითარება

აუცილებელი იყო.

- მაშინ ყველას უჭირდა, ჰარი. არც ხალხი ვარგოდა, რომ კარგი თვისებებით

გამოეჩინათ თავი. მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე, მთავრობას სურდა

აეკრძალა ისეთი ცხოველების დახოცვა, რომლებიც არავის აყენებდნენ ზიანს.

მალევე გადაიფიქრეს და ეს კანონი დღესაც არ მოქმედებს. ხანდახან მეცინება

ხოლმე, როცა მწერლებს, ხელოვნებს ნიჭიერებს უწოდებენ და თვლიან, რომ

მათ ეს ნიჭი ღმერთისგან მიიღეს. სინამდვილეში რამით გატაცებული ან

თავმდაბალი ადამიანი მენტალურად სხვებზე ერთი საფეხურით მაღლა დგას.

თვითრეალიზებადი ადამიანი ბევრს შეძლებს, უბრალოდ გონებრივი

პრობლემები უჩნდება. იგი ყოველთვის იბრძვის რაღაცისთვის ისე, რომ ვერ

ხვდება, რამხელა შესაძლებლობებს სთავაზობს საკუთარი თავი.

- მაშინ რთული იყო არსებობა, ჩარლი. რამისთვის რომ მიგეღწია, ბევრი უნდა

გეწვალა და გულსაც ბევრჯერ გატკენდნენ . დღეს კი ის ყველაფერი შორს

დარჩა და დღევანდელი ცხოვრება უწინდელს არ ჰგავს. ხვდები, რომ ტკივილი

დაივიწყე და ყველაფერი ტკბილად გახსენდება. მაგრამ თუ არც გიწვალია და

არც გიცდია სიახლე შეგემატებინა შენი ცხოვრებისთვის, წარსულს

ნამდვილად ტკბილად მოიგონებ. ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს

თავგადასავლები. ბევრჯერ მიფიქრია, ბავშობის წლები რა ტყუილად

დამიკარგავს-მეთქი . ამაზე კარგი პერიოდი პირადად მე არასოდეს მქონია და

არც მექნება. თავში ხელებს ვირტყამ იმის გამო, რომ არ ვცდილობდი რამე

ახალი შემექმნა, ახალი შეგრძნებები განმეცადა, იმისთვის მაინც, რომ დღეს

თამამად მეთქვა, კარგი წარსული მაქვს-მეთქი. იმ დროს მეც მთელი გულით

მსურდა, რომ ცხოველის ყველა მკვლელი მკაცრად დაესაჯათ,

დაეჯარიმებინათ. ბავშვობაში ძაღლი მყავდა, რომელიც მეზობელმა მანქანით

გასრისა. ძალიან შემებრალა ის ძაღლი, არავის არაფერს უშავებდა.

- არ მესმის, რატომ უნდა მოკლა ცხოველი, რომელიც ისეთივე არსებაა,

როგორიც შენ და თუ კარგად მოექცევი, ისიც სიყვარულით გიპასუხებს.

ძაღლების რა გითხრა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს პანდა, რომელიც თავისთვის

„დაგორავს“ და არავის არაფერს უშავებს. ხანდახან მინდება, რომ მის მკვლელს

ჩემი ხელით ამოვაცალო სული.

- ხანდახან ვფიქრობ, ჩარლი, რომ სულში მონსტრი გყავს. შენი ფიქრები

ყოველთვის ბოროტებას უკავშირდება. თანაც, მგონია გამოძიებისას ბევრი

ადამიანი გყავს მოკლული.

- ოთხი ადამიანის მოკვლა, აუცილებლობით გამოწვეული, შენი აზრით, ბევრია?

ჩემთვის ეს ოთხი ადამიანი არაფერს წარმოადგენდა, რადგან ისინი სიკვდილს

იმსახურებდნენ. რა თვალითაც შეხედავ ცხოვრებას, ისეთს დაინახავ.

ათეისტისა და მორწმუნის ხედვაც ამით განსხვავდება; ისინი ისე უყურებენ

ცხოვრებას, როგორც თვითონ წარმოიდგენენ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას,

რომ ჩვენ ირგვლივ ჩვენივე წარმოდგენებია და არა რეალური ცხოვრება.

თითქოს გრძნობებს ჩვენ არ ვირჩევთ და წინასწარაა გათვლილი, თუ რანი

ვიქნებით. მოდი, ცხოვრებას ისე შევხედოთ, როგორც წრეს. მე ვიტყვი: “თუ

ყველაფერი მეორდება და უკვე დაწერილია, როგორ ხდება, რომ არჩევანს მე

ვაკეთებ, მე ვწყვეტ, რა თემაზე გელაპარაკო”. კარგი, ვთქვათ, ესეც გათვლილი

იყო და ჩემი სიტყვებიც ბედისწერას უნდა დავაბრალოთ. მაშინ ისიც

გავიხსენოთ, რომ ქრისტე გვთხოვს, ილოცე ჩემთვისო. ახლა შეგვიძლია

ვთქვათ, რომ აღარც ცხოვრებაა წრე და არც ბედისწერა.

- ჩარლი, შეიძლება, შენ დამსახურებულად დახოცე ისინი, მაგრამ ადამიანი რომ

მოკლა, შინაგანად უნდა იყო მზად. შენ თუ ხალხს ხოცავ და მათი სიკვდილი

არ გაფიქრებს, მაშინ შენში მართლა დიდი მონსტრია, რომელსაც ხალხით

კვებავ. შენი ფილოსოფია მაკვირვებს, ჩარლი, როგორ შეგიძლია, ისე

პოზიტიურად იფიქრო... არ შემიძლია, რომ ამომწურავად გიპასუხო. იქნებ

ქრისტე უბრალოდ მითია? და მისთვის ლოცვით ვერაფერს მოვიმკით.

- ვითომ პირველად გაიგე, რომ ჩემში დიდი მონსტრია. დიდი ხანია გეუბნები,

რომ ეს მარტოობა, გადამეტებული დარდი და ციდან ჩამოკრეფილი ფიქრებიც

სიბინძურეა. ხანდახან მინდა ხოლმე ქვეყნად სარკე არ არსებობდეს, იმიტომ

რომ გამუდმებით სარკეში ყურება ადამიანზე ცუდად მეტყველებს. როცა

სარკეში იყურები, მხოლოდ შენმა სულმა იცის, რას მალავ და რატომ იფარებ

ნიღაბს. კიდევ ბევრი რამ მინდა არ არსებობდეს, მაგრამ ეს ჩემზე არაა

დამოკიდებული... ან მაგ კითხვაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? - ჩარლის

გულიანად გაეღიმა. - როგორ არის ქრისტე მითი, როცა ბევრმა იხილა იგი? არ

გაინტერესებს, ეს ძალები საიდან მოდის, როგორ ხდება სასწაულები?

მოკვდავი ამას ვერ შეძლებს.

- ისეთი კითხვა დაგისვი, თითქოს ათეისტი ვიყო. ჯობია ლაპარაკს მოვრჩეთ და

საქმეზე წავიდეთ.

- კეთილი, წავიდეთ გოლდენ რეიდის ცოლთან. ცნობისმოყვარეობა მომკლავს,

დღეს ახალი რომ ვერაფერი გავიგოთ.

- მე მზად ვარ! - ჰარიმ პიჯაკი გაისწორა და წასასვლელად მოემზადა.

ჩარლიმ ყავიანი ჭიქა მაგიდაზე დადო და დივნიდან წამოდგა.

- მეც მზად ვარ, ჰარი, გავიდეთ!

ჩარლი და ჰარი სახლიდან გამოვიდნენ. შემდეგ ჰარის მანქანაში ჩასხდნენ და

კაროლინის რეგლანტისკენ გაეშურნენ. თუმცა სულაც არ იცოდნენ, სად იყო ეს

კაროლინის რეგლანტი.

დაახლოებით ერთი საათში ჩარლიმ და ჰარიმ კითხვა-კითხვით მიაგნეს რეიდების

სახლს. ეზოში ქალი და ბავშვი იყვნენ.

- უკაცრავად, ქალბატონო, გოლდენ რეიდის მეუღლე ბრძანდებით?- იკითხა

ჰარიმ.

- დიახ, რა გნებავთ?

ჩვენ დეტექტივები ვართ, თუ შეიძლება, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თქვენი

ქმრის შესახებ.

- დიახ, მობრძანდით, - მოშორებით მდგარი სკამებისკენ გაუძღვა ქალი.

ჩარლიმ და ჰარიმ სახლი შეათვალიერეს. აქ აშკარად შეძლებული ხალხი

ცხოვრობდა.

- დაბრძანდით, ბატონებო. შევეცდები ყველანაირად დაგეხმაროთ, რომ ჩემი

ქმრის მკვლელი იპოვნოთ, - გოლდენის ცოლი ცრემლებს ძლივს იკავებდა.

- უპირველესად, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. მართლა დიდი დანაკლისია

ძვირფასი ადამიანის დაკარგვა, ეს თავადაც მაქვს გამოცდილი. - თქვა ჩარლიმ

- გმადლობთ... ზუსტად არც კი ვიცი, რა მოხდა... მკვლელს მალე იპოვნით?

- ჯერ ჩვენც არაფერი ვიცით. გადავწყვიტეთ პირველად თქვენ

გაგსაუბრებოდით. ჯერჯერობით, ხელმოსაჭიდი არაფერია.

- ჩემი ქმარი ავტოსადგომთან მოკლეს. ნუთუ სათვალთვალო კამერებმა

არაფერი დააფიქსირა?

- საღამოობით ავტოსადგომი სავსეა ავტომობილებით, კამერებს ისინი

უშლიდნენ ხელს, რომ ყველაფერი დაეფიქსირებინათ. მხოლოდ ერთი

კამერითაა გადაღებული როგორ გარბოდა მკვლელი, რომელსაც ნიღაბი ეკეთა.

მიახლოებით ვიცით, რა სიმაღლის არის, სხვა არაფერი.

- ცუდია... მაგრამ არ მიკვირს, რომ მოკლეს...

- რატომ თვლით ეგრე? ხომ არ იცით, ვინ მტრობდა ასე?

- ჩემი ქმარი გავლენიანი პიროვნება და ბიზნესმენი იყო. ბევრი საქმე ჰქონდა,

მიზანდასახული იყო, ბიზნესის განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებდა.

სამწუხაროდ, რამდენიმე ხნის წინ განუკურნებელი დაავადება დაუდგინეს,

დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ოჯახში შევეგუეთ იმ აზრს, რომ გოლდენი

მალე დაგვტოვებდა. ის არავისთან არ საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე,

ამიტომ ბევრმა არ იცოდა, სიმსივნე რომ ჰქონდა, რა თქმა უნდა, არც მისმა

მტრებმა. გოლდენი არ მიყვებოდა თავისი საქმეების შესახებ, ასე რომ, არ ვიცი,

ვინ უნდა ყოფილიყო მისი ყველაზე დიდი მტერი. მაგრამ, როგორც გითხარით,

ის იყო ადამიანი, რომელიც პირველობისა და სახელის მოხვეჭისათვის

იბრძოდა, შესაბამისად, მტერიც ბევრი ეყოლებოდა. ისეთები, ვისაც მისი

პირველობა თვალში ეჩხირებოდა. ხშირად საუბრობდა თავის კონკურენტ

ჯეიმს პეტერსონზე. მასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. სამწუხაროდ,

მეტი არაფერი ვიცი. ჩემი ქმრის შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგა ჯასტინ

ნიქსონი მოგაწვდით. დარწმუნებული ვარ, გოლდენის შესახებ მან ჩემზე მეტი

იცის.

- თქვენი ქმარი საიდან იცნობდა ჯეიმს პეტერსონს?

- როგორც ვიცი, უნივერსიტეტიდან. ერთად სწავლობდნენ, მაგრამ კარგი

ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ.

- ხომ არ იცით, სად იმყოფება ახლა ჯეიმსი და რას საქმიანობს?

- ჰამილტონში აქვს ოფისი, „პაქსი“. ჯეიმსიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია.

- აშკარაა, რომ ვიღაცამ გოლდენის მოკვლა დაუკვეთა. თქვენც ამბობთ, რომ

ჯეიმსი მისი კონკურენტი იყო. აუცილებლად გავესაუბრებით მას გოლდენის

შესახებ. კიდევ ხომ არ გაქვთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება

დაგვეხმაროს? მისი სხვა მტრების ვინაობაც ხომ არ იცით?

- კიდევ ვინ მტრობდა გოლდენს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი საეჭვო

გარემოება რაც მაფიქრებს, ისაა, რომ იმ დღეს, როდესაც ჩემი ქმარი მოკლეს,

შინ ანდერძი ვიპოვე, თითქოს იცოდა, რომ მოკლავდნენ და გამოსაჩენ

ადგილას დადო.

- მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ სიმსივნე ჰქონდა. შეიძლება სწორედ ამიტომ

შეადგინა ანდერძი.

- მაშინ ამას იმ დღეს გააკეთებდა, როცა შეიტყო, რომ განწირული იყო. რატომ

დამიტოვა ანდერძი სწორედ იმ დღეს, როცა მოკლეს? ეს დამთხვევას არ ჰგავს.

- ესეც გასათვალისწინებელი იქნება. რაიმე განსაკუთრებული ხომ არ იყო

ანდერძში?

- არა. ეს ჩვეულებრივი პირადი ანდერძია.

- კარგი, მაშინ დაგტოვებთ და ჯეიმს პეტერსონს გავესაუბრებით.

- თუ კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენ გვერდით მიგულეთ.

ჩარლი და ჰარი ქალს გამოემშვიდობნენ და ეზოდან გავიდნენ. მანქანაში ჩასხდნენ

და ჰამილტონისკენ გაეშურნენ. დაახლოებით ნახევარ საათში ჯეიმსის ოფისის წინ

იდგნენ. ოფისი ლამაზად გამოიყურებოდა, თავზე დიდი ასოებით ეწერა - „პაქსი“.

დეტექტივები ჰოლში შევიდნენ და მარჯვნივ, დიდ მაგიდასთან მჯდარ ქალთან

მივიდნენ.

- ჯეიმს პეტერსონის ნახვა გვინდა, - უთხრა ჰარიმ.

- რა საქმე გაქვთ? - დაინტერესდა მაგიდასთან მჯდომი ქალი.

- დეტექტივები ვართ, უნდა გავესაუბროთ.

- მეორე სართულზე, ხელმარჯვნივ, შავი კარია.

ჩარლი და ჰარი მეორე სართულზე ავიდნენ. მარცხნივ დიდი შავი კარი იყო. ჰარიმ

დააკაკუნა და კარი შეაღო. ოთახში არავინ ჩანდა. დეტექტივებმა მასპინძლებივით

შეაბიჯეს.

- კარგი ოთახია, არა, ჩარლი?

- კი, მყუდრო და ლამაზია.

- ნეტა სად არის ჯეიმსი? მოდი, გავალ და გავარკვევ, სად არის და როდის მოვა.

- კარგი. მე აქ დავრჩები.

ჰარი გავიდა. მარტო დარჩენილი ჩარლი ოთახის სილამაზით ტკბებოდა. ყველაფერს

ყურადღებით ათვალიერებდა. მისი ყურადღება ჯერ თაროებზე დაწყობილმა

წიგნებმა მიიპყრო, მერე - მუხის მაგიდამ. მასზე კოხტად ეწყო რამდენიმე წიგნი და

ორი ფურცელი, რომლებიც, როგორ ჩანს, ჯეიმსის ხელმოწერას ელოდა. ჩარლიმ

ფურცლებს თვალი გადაავლო. არგენტინიდან ნიუ-იორკში მანქანების გადმოყვანაზე

იყო საჭირო ჯეიმსის დასტური.

ჩარლიმ მაგიდის უჯრა გამოაღო და ჩაიხედა. იქ რამდენიმე ფურცელი და

საკანცელარიო ნივთი ეწყო. შემდეგ მარცხენა უჯრა გამოაღო და ფურცლებზე

დადებული გლოკი დაინახა. იარაღის დანახვაზე ჩარლის თვალები გაუბრწყინდა,

დაუფიქრებლად ამოიღო, ამოატრიალა და მჭიდი მოხსნა. ტყვიები გადათვალა.

მხოლოდ ერთი აკლდა. მჭიდი ისევ იარაღს მოარგო და გლოკი უჯრაში დააბრუნა. ამ

დროს ჰარიც შემოვიდა.

- რაო, ჰარი, სად არის ჯეიმსი? უკვე გაიქცა ქვეყნიდან?

- არა, რა ქვეყნიდან... ახლავე მოვა, საქმეზე ყოფილა გასული მეორე ოთახში.

რამდენიმე წუთში ოთახში მშვიდად შემოვიდა ჯეიმს პეტერსონი. როგორც ჩანს,

სრულიად არ აღელვებდა დეტექტივების სტუმრობა.

- გამარჯობა, ბატონებო. თუ შეიძლება, დაბრძანდით.

ჩარლი და ჰარი სკამებზე დასხდნენ, ჯეიმსი კი სავარძელში მოკალათდა.

- აბა რა ხდება? რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ჯეიმს შიში არ ეტყობოდა, არც

ხმა უთრთოდა.

- უპირველესად, გვინდა შევიტყოთ, გოლდენ რეიდს თუ იცნობდით, - უთხრა

ჩარლიმ.

- კი, როგორ არა. როგორც გავიგე, წუხელ მოუკლავთ. ცუდი ამბავია

ნამდვილად. ის მართლაც პროფესიონალი და მიზანდასახული ადამიანი იყო.

- საიდან იცნობდით? და როგორ ურთიერთობა გქონდათ?

- მე და გოლდენი უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. ყოველთვის

გამოვირჩეოდით სხვებისგან, საუკეთესონი ვიყავით და ეს ყველაფერი

ცხოვრებისეულ მიღწევებზეც აისახა. მეგობრები არ ვყოფილვართ.

რამდენჯერმე ვცადე დავახლოებოდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან ის

იმავეს არ ცდილობდა. ბოლოს თავი დავანებე. უბრალო ნაცნობებად დავრჩით.

- უნივერსტიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენი გზები აღარ გადაკვეთილა?

მსგავსი ბიზნესი ხომ არ გქონდათ?

- ბოლო კურსზე ჩვენი ურთიერთობა თითქოს გაუმჯობესდა. არ ვიცოდი, რა

იყო ამის მიზეზი. შეიძლება ადრე ის მეგობრებს დიდი ყურადღებით არჩევდა.

მე არ შევცვლილვარ, არც ისეთი მავნე ჩვევები მქონდა და არც ცუდი ხასიათი,

რომ ვინმეს კეთილგანწყობა უკუმეგდო. როდესაც უნივერსიტეტი

დავამთავრეთ, ერთმანეთს დავუახლოვდით, ურთიერთობა უკეთ

გამოგვდიოდა. ერთმანეთს ვხვდებოდით, ბიზნესის იდეებს ვაცნობდით. თან

მაშინ ახალბედები ვიყავით, გამოუცდელნი, როგორც ყველა, ვისაც სწავლა

ახალი დასრულებული აქვს. ყოველი ახალი აღმოჩენა, წინსვლა უზომოდ

გვახარებდა. ვცდილობდით ახალი იდეები ერთად განგვეხილა, ისე

დაგვეგეგმა, რომ მომავალი კარგი გვქონოდა. ვცდილობდი ისეთი ბიზნესი

წამოგვეწყო, რომელსაც ნაკლები ინვესტიცია დასჭირდებოდა და

პერსპექტიულიც იქნებოდა. მაშინ ფული ბევრი არ გვქონდა. დღეს რაც გვაქვს,

ყველაფერს ჩვენით მივაღწიეთ, ნულიდან დავიწყეთ და ახლა წარმატებული

ბიზნესმენები გვქვია. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ერთი ბიზნესით არ

მოგვიპოვებია. ახალბედები ვიყავით, ცოტა თავქარიანებიც, ბიზნესის იდეა კი

თავიდან ბოლომდე დალაგებული გვქონდა, რასაც დაახლოებით 3 თვე

მოვანდომეთ. თავიდან მცირე თანხის ინვესტიცია დავიწყეთ. დრო გადიოდა.

ჩვენი ბიზნესი წინ მიდიოდა, რისთვისაც არც ჩვენ ვაკლებდით შრომას.

ბოლოს, როცა საქმე კარგად წაგვივიდა, მოვდუნდით, გავზარმაცდით, იმდენს

აღარ ვშრომობდით, რამდენსაც უწინ. ვფიქრობდით, რომ უკვე ყველაფერს

მივაღწიეთ და აღარ იყო საჭირო ზედმეტი დატვირთვა, მაგრამ ბოლო ხანებში

საქმე ცუდად წაგვივიდა, ბევრი ვალი დაგვედო, რამაც ფინანსურად ძალიან

დაგვაზარალა. ბევრი კლიენტი დავკარგეთ, სახელიც გავიფუჭეთ და

იძულებული გავხდით, საქმიანობა შეგვეწყვიტა. გოლდენი ყველაფერს მე

მაბრალებდა. მეც რა უნდა მეთქვა? ვიცოდი, რომ მარტო ჩემი ბრალი არ იყო

ჩვენი გაკოტრება. ორივენი გავზარმაცდით. ასე რომ, ჩვენი ბიზნესი კარგად

დაიწყო და სულელურად დამთავრდა. დღესაც ვნანობ, რომ ასეთი კარგი

შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან. როგორც ხვდებით, ამ ამბის შემდეგ

ბიზნესზე აგებული ურთიერთობა შეწყდა. ერთმანეთზე ვბრაზობდით, მაგრამ

ეს დაახლოებით 8 წლის წინ იყო. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ იმედია არ

იფიქრებთ, რომ მასზე შური ვიძიე. დღეს ყველაფერს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ,

ჩვენი ბიზნესის ჩაფლავებაში ორივენი ვიყავით დამნაშავე. ახალბედები

ვიყავით, დავმარცხდით, მაგრამ გამოცდილებაც მივიღეთ და ვისწავლეთ, რომ

წინსვლა არასოდეს არ უნდა შეწყვიტო.

- რა ბიზნესი გქონდათ, რატომ არ ამბობთ?

- ამის გასაჯაროება არ მსურს. მე ის გითხარით, რაც მე და გოლდენს გვეხებოდა.

- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენი ოთახი რომ გავჩხრიკოთ? - ჩარლი

ყურადღებით დააკვირდა გოლდენს.

- საერთოდ. რატომ მეკითხებით ამას? ეჭვმიტანილი ვარ?

- კი. ეჭვმიტანილად გთვლით. - თამამად უპასუხა ჩარლიმ.

- კი ბატონო. წარმოადგინეთ ორდერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩხრიკეთ ჩემი

ოთახი. - მკაცრად განაცხადა ჯეიმსმა.

- არ გვჭირდება! ჰარი, წავედით აქედან!

- უკვე მივდივართ? რა უცნაური ადამიანი ხარ, ჩარლი!

გაბრაზებული ჰარი და ჩარლი ოთახიდან გავიდნენ და გასასვლელს მიაშურეს.

- შენ ნორმალური ხარ, ჩარლი? რატომ უთხარი რომ ეჭვმიტანილია, როცა მის

წინააღმდეგ ჯერ არაფერი გვაქვს? მცირედიც კი.

- ჰარი, რაც შეიძლება მალე უნდა მოიტანო ორდერი! ნებისმიერი მიზეზი

მოიგონე, რომ სწრაფად მოგცენ ჩხრეკის უფლება!

- რატომ? ვერაფერი გავიგე, რა ორდერი, რა ეჭვმიტანილი? საიდან მოიტანე, რომ

დამნაშავეა? ადამიანმა გულახდილად გიამბო თავისი და გოლდენის

ურთიერთობის შესახებ...

- გეტყვი, რომ გონება გაგინათდეს: სანამ შენ ჯეიმსს ეძებდი, მე თავს უფლება

მივეცი იქაურობა გამეჩხრიკა. უჯრაში გლოკი აღმოვაჩინე, რომელსაც ერთი

ტყვია აკლდა მჭიდში. მგონი, ეს არაა დამთხვევა და არც ის იქნება დამთხვევა,

რომ გოლდენმა ანდერძი მაინცდამაინც თავისი სიკვდილის დღეს დადო

გამოსაჩენ ადგილზე.

- მაშინ ჯეიმსი უნდა დავაპატიმროთ და ეგაა! ცოტა უცნაური არაა, ასეთი

მდიდარი და გავლენიანი ადამიანი წასულიყო და დარშემის ავტოსადგომთან

გოლდენი მოეკლა, იქიდან კი ნიღბიანი გამოქცეულიყო და იარაღი თავის

უჯრაში შეენახა?

- კი, უცნაურია. სწორედ ეგ კითხვები მაწუხებს მეც. რაღაც არარეალურია,

მაგრამ რატომ აკლია გლოკს ერთი ტყვია, როცა სწორედ ამ იარაღით მოკლეს

გოლდენი და თანაც ერთი ტყვიით?

- სახლში წაგიყვან და შევეცდები ბენტონს სწრაფად დავტყუო ორდერი.

- კარგი, ჰარი! ცნობისმოყვარეობა მკლავს, რა სახე ექნება, ორდერით რომ

დავადგებით!

დეტექტივები ჯეიმსის ოფისიდან გამოვიდნენ, ავტომობილში ჩასხდნენ და ცოტა

ხანში ჩარლის სახლთან იყვნენ.

- გმადლობ, ჰარი, აქ გამიჩერე!

- ტელეფონი არ გამორთო, დაგირეკავ, როცა მზად ვიქნები!

ჰარიმ სწრაფად დაძრა მანქანა და წავიდა. ჩარლი სახლის კარებს მიადგა, გასაღები

ამოიღო. საკეტში მოარგო, გადაატრიალა და კარები გააღო. სახლში რომ შევიდა,

მიხვდა რომ არც დასვენება უნდოდა და საერთოდ არაფერი. გონებით სხვაგან იყო,

ვერ ითმენდა ჰარი როდის იშოვიდა ორდერს, ჯეიმსის ოფისში რომ წასულიყო.

ვერაფერზე გადაერთვებოდა, სანამ ჰარი არ დაურეკავდა. ვინ იცის, რამდენი ხანს

გასტანდა ლოდინი.

ჩარლი ბოლთას ცემდა და იცოდა, რომ ეს მოუთმენლობა შიშს გაუღრმავებდა,

ამიტომ იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რა გაეკეთებინა ყურადღების უფრო მნიშვნელოვან

რამეზე გადასატანად და უცებ ბრენდენი გაახსენდა, რომელიც მისთვის

მნიშვნელოვანი იყო.

ჩარლიმ ბრენდენის მონახულება გადაწყვიტა. ახლა მთავარი იყო ბრენდენი

ბრისონანსის ქუჩაზე ყოფილიყო და ის ყველანაირ შემთხვევაში ნახავდა.

გახარებული უცებ გამოვიდა სახლიდან და ბრისონასის ქუჩისკენ გაეშურა, სადაც

ბრენდენს იპოვნიდა და მასთან საუბარში გაერთობოდა. ძალიან სწრაფი ნაბიჯით

მიდიოდა, ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა მასთან და მოინახულებდა. ერთი

ის იყო, რომ მისი ნამდვილად ნახვის იმედი ვერ ექნებოდა - ბრენდენი შეიძლება

ბრისონასის ქუჩაზე ვერ ეპოვნა და იქიდან გულდაწყვეტილი წამოსულიყო. ამინდიც

ზუსტად სასაუბრო იყო, მაგრამ ჯერ საღამო არ მოახლოებულიყო, რომ ბრენდენი

ისევ იმ სკამზე მჯდარიყო და მისი სულის სურვილები საღამოს გარემოში

დაეკმაყოფილებინა. ჩარლიმ ბრისონანსის ქუჩაზე გადაუხვია. გულდაწყვეტილი

იყურებოდა აქეთ-იქით - ბრენდენი კი არსად ჩანდა.

უკვე უკან გაბრუნებას და სახლში წასვლას აპირებდა, როცა უკნიდან ხმა მოესმა.

- ჩარლი!

ჩარლის ხმა ეცნო, სწრაფად შეტრიალდა რომ გაეგო ვინ დაუძახა და ბრენდენი

დაინახა, რომელიც ღიმილით უყურებდა. ჩარლის მისი ნახვა ძალიან გაუხარდა.

როცა ახლოს მივიდნენ ერთმანეთს ჩაეხუტნენ თითქოს მათ დიდიხანი არ ენახათ

ერთმანეთი. ჩარლი ბრენდენს თავის ტოლივით უყურებდა და თავს არ იფასებდა,

რომ თითქოს ის ბავშვი ყოფილიყოს და თვითონ კიდევ დიდი ვინმე. ისინი თავიანთ

თავს არ ბოჭავდნენ და იმას გამოხატავდნენ, რასაც გრძნობდნენ. ისინი ხომ

ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები.

- როგორ ხარ ბრენდენ? - ჰკითხა ჩარლიმ

- მშვენივრად, ჩარლი. შენ როგორ გიკითხო? წამოდი, სკამზე დავსხდეთ და

ვილაპარაკოთ.

- შენმა ნახვამ ახლა კარგად გამხადა. მაშინდელივით აღარ გამოიყურები. ალბათ

ასე თუ ისე ცდილობ ცხოვრება შეიცვალო.

ჩარლი და ბრენდენი სკამზე კარგად მოთავსდნენ და დიდი დიალოგისთვის

მოემზადნენ.

- კი, ჩარლი, ნამდვილად ვცდილობ ცხოვრება შევიცვალო და მგონი კარგადაც

გამომდის. ვცდილობ ხოლმე პრობლემებისგან თავის დაღწევის გზა ვიპოვნო.

ჯერ მეგობარი არ გამიჩენია, მაგრამ ვცდილობ ყველას გავუღიმო და კარგად

მოვექცე უცხოსა თუ ნაცნობს. ქუჩაში თუ დავინახავ რომ ვინმეს დახმარება

სჭირდება, მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო და ჩემზე კარგი იფიქროს.

ვფიქრობ, ეს წარმატებას მომიტანს ადამიანებთან ურთიერთობაში. მაგრამ

ხანდახან პრობლემები მაინც თავს იჩენს ხოლმე. მეგონა, როცა წახვედი კარგა

ხანს აღარ მოხვიდოდი ჩემთან. ახლა კი სულ რაღაც მეორე დღეა.

- ბრენდენ, პრობლემები ზუსტად მაშინ მოდის, როდესაც შენ ფიქრობ რომ

ყველაფერი წინ გაქვს. შენ ამ დროს ნელა ვითარდები, იმიტომ რომ დრო

ყველაფრისთვის ბევრი გაქვს, მაგრამ შენთვისვე იქნება უკეთესი, რომ

ცხოვრებას არ დანებდე და ყოველ წუთს თუ წამს იფიქრო საკუთარ

განვითარებაზე. მაშინ კი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბდები,

რომელსაც ცხოვრებისეულ პრობლემებთან ბრძოლა შეუძლია.

ბოლოსდაბოლოს შემდეგი ცხოვრებისთვის ვემზადებით, რომელსაც ამ

ცხოვრებიდან სათანადოდ ვერავინ ვერ აფასებს .

- შენ რა იცი, ჩარლი, რომ ამ ცხოვრების შემდეგ კიდე ახალი ცხოვრებაა?

ჩარლი ღრმად ჩაფიქრდა და ზევით აიხედა

- მე ის ჩემი თვალით ვიხილე, ბრენდენ.

- კი, მაგრამ როგორ, შენ ხო ცოცხალი ხარ?

- მიჭირს იმის თქმა, რომ ბედისწერა არ არსებობს. თითქოს იმისთვის დავიბადე,

რომ შეუცნობელი შევიცნო და ყველაფერი განსხვავებული შევიგრძნო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ბიოლოგიურად მკვდარი ვიყავი; ოპერაციას

მიკეთებდნენ, როდესაც მოულოდნელად გული გამიჩერდა. ექიმები ვერც

იფიქრებდნენ, რომ ოპერაცია ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ ყველაფერი

სხვაგვარად მოხდა. ჩემმა სულმა სხეული დატოვა და სადღაც უსასრულობაში

კოსმონავტივით გადავვარდი. დავკარგე დროის აღქმა, არ მქონდა არანაირი

ცოდნა, რაც ცხოვრების განმავლობაში მოვიპოვე. უბრალოდ ვაკუუმში

აღმოვჩნდი, სადაც მხოლოდ ცნობიერება მქონდა. უსხეულო ვიყავი.

ვგრძნობდი, რომ სხეულისგან გავთავისუფლდი, ცარიელი აზრი, ცარიელი

ფიქრი ვიყავი და მეტი არაფერი. ყველაფერს ჩემს ირგვლივ თითქოს მე

თვითონ ვიგონებდი, გაურკვევლობაში ვიყავი. ეს არ იყო უბრალო მარტობაა,

ეს იყო რაღაც დიდ ტკივილის თანხლებით მარტოობა, ყველაფერს ვიზამდი,

რომ ის მარტოობა არ მეგრძნო. ბევრს ვყვიროდი ვინმემ მიშველეთ-მეთქი,

მაგრამ ჩემივე ხმა ექოსავით ყურში ჩამესმოდა. თითქოს იმ ყველაფერს ჩემი

არსება, ჩემივე სული იგონებდა. ვიცოდი, რომ იქ ყოფნას დრო არ ჰქონდა, არც

არანაირი იმედი არ მქონია, რომ მალე ამ მარტოობას თავს დავაღწევდი,

იმიტომ რომ ვიცოდი, ჯოჯოხეთში იმედი არ არსებობდა. ცხოვრებაში ისეთი

ტანჯვა და ტკივილი არ არსებობს, როგორსაც იქ ვგრძნობდი. ის მარტოობა

რომ არ მეგრძნო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, შხამიან გველსაც კი

ჩავეხუტებოდი. ვიცოდი, ეს სიკვდილი იყო. მინდოდა, რომ სიკვდილი

მთლიანი განადგურება ყოფილიყო, მაგრამ ეს მარტო სურვილი იყო. იქ

სურვილი უბრალოდ ოცნება იყო. როცა დაბლა ვიყურებოდი, ურჩხულებს

ვხედავდი, მაგრამ ისინი ურჩხულებზე უარესები იყვნენ - მათი ყურება თავს

მაზიზღებდა. სულში თითქოს ნემსკავი მქონდა ამოჩრილი. მერე ძალიან

ძლიერ სიცხეს ვგრძნობდი, თითქოს შუა უდაბნოში ვიყავი და ისე ცხელოდა,

რომ მალე ცეცხლად ვიქცეოდი. ეს მდგომარეობა უფრო მაღიზიანებდა. ვერ

ვეგუებოდი იმ განცდას, რომ ცეცხლი მედებოდა. მე მის საპირისპიროდ

მივიწევდი და ვცდილობდი, რომ ეს ცეცხლი როგორმე მომეშორებინა, მაგრამ

ფატალური მდგომარეობა უფრო მაღიზიანებდა და უფრო ბოროტი, უფრო

შხამიანი ვხდებოდი. იქაურობის აღსაწერად სიტყვები უძლურია, სიტყვები ამ

ყველაფერს ზუსტად ვერ აღწერს.

როცა კომიდან გამოვედი ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავი შეერთებული. ეგრევე

წამოვდექი და ყვირილი დავიწყე. ექიმები შემოვიდნენ და პირდაღებულები

მიყურებდნენ. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი? მითხრეს, რომ სიკვდილის პირას

ვიყავი - ან გადავრჩებოდი, ან ვერა.

რამდენიმე დღე ვერ ვაზროვნებდი, სულ ის მაფიქრებდა, რაც ჯოჯოხეთში

ვნახე, ეს ფიქრები არ მეშვებოდა. ზუსტად ამის შემდეგ გამიჩნდა სინანული,

მივხვდი, რომ სინანულზე უკეთესი ვერაფერი იქნებოდა იმისთვის, რომ

ღმერთს დავახლოებოდი.. ეკლესიაში დავდიოდი და ვლოცულობდი, რომ

სულიერად გავმწმენდილიყავი და შემდეგი ნამდვილი სიკვდილის მერე აღარ

მენახა ის ჯოჯოხეთი. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა, ბინძური ცხოვრებით რომ

ვცხოვრობდი, მე დავიმსახურე და ის მივიღე, რაც მეკუთვნოდა. რამდენიმე

წუთი გავატარე ჯოჯოხეთში და ის რამდენიმე წუთი ისე გაიწელა, თითქოს

წლები გამეტარებინოს იქ. ყოველთვის ვფიქრობდი ღმერთზე. ყველას რომ

დაენახა, რა სხვაობაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ხალხი სულ იმისთვის

ილოცებდა, სამოთხეში რომ მომხვდარიყო. ცხოვრებაში ადამიანებისთვის

სიბინძურე და სიწმინდე თითქოს წარმავალია და ისინი თვითონვე არ

ირჩევენ, იმ გზას რომელიც უნდათ. უბრალოდ მიუყვებიან იმ გზას, რასაც

ცხოვრება დაანახებთ და რა ბუნების ადამიანებადაც იბადებიან. ამ ყველაფრის

შემდეგ, ცხოვრებამ ახალი ტკივილი მომაყენა - ჩემი შეყვარებული

გარდაიცვალა და ამან საერთოდ შემცვალა, აღარც ღმერთი მახსოვდა და

არაფერი. მე მეორე სათაყვანო ადამიანი აღმოვაჩინე, რომელსაც ღმერთად

ვაღიარებდი, დღემდე ეს ტკივილი მაწამებს. არ შემიძლია ავდგე და სხვა

ცხოვრება დავიწყო, არ შემიძლია. ეს ძალიან რთულია, უბრალოდ შიგნიდან

რაღაც მიჭერს.

- ოხ, ჯანდაბა, ჩარლი. რა მტკივნეული წარსული გქონია. ამ ყველაფრის შემდეგ

მაინც კარგად გამოიყურები. რის ოპერაციას გიკეთებდნენ, რომ ასე ახლოს

იყავი სიკვდილთან?

- მაშინ ახალი საქმე მქონდა გადმოცემული. მე და ჩემი კოლეგა ჰარი საკმაოდ

სახიფათო დამნაშავეს გავეკიდეთ. ჰარი ჩამომრჩა და მომიწია მთელი

პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო და ის მკვლელი დამეჭირა. ვიცოდი,

რომ სხვა შანსი მის დასაჭერად აღარ გვექნებოდა. ბოლომდე ვსდიე და როცა

სადღაც მიყრუებულ ადგილას მივიმწყვდიე და მომიწია ფიზიკურად

გავსწორებოდი, საკმაოდ მოქნილი და გაწვრთნილი ადამიანი აღმოჩნდა.

გეგონება სპეცნაზელიაო. დაჭერაზე ლაპარაკიც აღარ იყო, ბევრს ვწვალობდი,

როგორმე რამე რომ ჩამერტყა და იქვე გამექვავებინა. ამ ვაი-ვაგლახში

პირველად იმან დამჭრა მუცელში, მაგრამ ძალა მაინც შემრჩა, დანა ავიღე და

პირდაპირ თავში დავარჭე. მერე უკვე ნამდვილად ამოვისუნთქე და შვება

ვიგრძენი. რამდენიმე წუთში ჰარიც მოვიდა, მაგრამ მე ბევრი სისხლი

დავკარგე და მოძრაობა აღარ შემეძლო. სანამ სასწრაფო მოვიდოდა და

კლინიკაში გადამიყვანდნენ, კარგა ხანი გავიდა. ბევრი სისხლი მქონდა

დაკარგული. ექიმები მაინც ვარაუდობდნენ რომ გადავრჩებოდი, მაგრამ

რატომღაც კლინიკური სიკვდილი განვიცადე.

- ადამიანი გყავს მოკლული? არ შეგეცოდა, რომ მოკალი? ან სინანული არ

განიცადე ამის შემდეგ?

- ამ საქმისთვის ყოველთვის თავი უნდა გაწირო, ბრენდენ, ასეა, რას ვიზამთ. თუ

გინდა დეტექტივი გახდე, მაშინ შენც დამნაშავეს უნდა დაემსგავსო. ამას

გულჩვილობა არ ჭირდება . იმ ადამიანისთვის მეთქვა, მოდი, გაპატიებ ციხეში

არ გამოგკეტავ და შენ ამის ნაცვლად აღარაფერი დააშავო-მეთქი? ადამიანი,

რომელიც 5 კაცს ერთმანეთზე ისე მიაკლავს, ხელიც არ აუკანკალდება, დიდი

უფსკრულის პირას დგას და ვერაფერი უშველის.

- შენს შეყვარებულს რა შეემთხვა? ეგ ამბავი პირველად ახსენე ჩემთან.

- ამ თემაზე არავისთან არ ვლაპარაკობ. მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ. მინდა

შენს შესახებ უფრო მეტი შევიტყო, მომიყევი, რატომ ცხოვრობ ქუჩაში?

- გრძელი ამბავია, მაგრამ მოკლედ მოგიყვები. დაახლოებით 2 წლის წინ

ოჯახიდან წამოვედი და სახლში წერილი დავტოვე, რომელშიც ჩემი

გადაწყვეტილება იყო ახსნილი. მაშინ დედაც მყავდა და მამაც, მაგრამ მათ

შვილის ფასი არ იცოდნენ. საერთოდ არ იცოდნენ, რას ნიშნავდა შვილი.

ხანდახან ძალიან ცუდი აზრები მომდიოდა თავში, ვფიქრობდი, რომ

ფსიქიკურად აშლილები იყვნენ, ან ყოველთვის ჩემთან კამათის მიზეზს

ეძებდნენ. იმასაც ვფიქრობდი, იქნებ ჩემი ბრალია-თქო, ყველანაირად

ვცდილობდი, კარგად მოვქცეოდი მათ, მაგრამ თვითონ მაინც ცუდად

მექცეოდნენ. ყველაფერში შეურაცხყოფას მაყენებდნენ და არ

მიფრთხილდებოდნენ. მეც ამდენი ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე რომ

სახლიდან წამოვსულიყავი, თავიდან არც წერილის დატოვებას ვაპირებდი,

მაგრამ მერე მივხვდი რომ ისინი იფიქრებდნენ დაიკარგაო და ძებნას

გამოაცხადებნენ. ეს არანაირად არ მაწყობდა იმიტომ რომ მე მინდოდა მათგან

წავსულიყავი და თავისუფალი გავმხარიყავი, რათქმაუნდა გამიჭირდებოდა

ქუჩაში ცხოვრება, მაგრამ ოჯახში გაუსაძლის პირობებს მიქმნიდნენ. მგონი

მათთაც ეგ უნდოდათ რომ სახლიდან წავსულიყავი, კარგი მშობლები

ნამდვილად თავის შვილს ძებნას დაუწყებდნენ და ყველგან იპოვიდნენ,

მაგრამ აშკარათ მათ არც კი ცადეს. იქაურობას მოვცდილდი და სადაც კარგი

ქუჩა ვიპოვე იქ დავსახლში, აქ თითქოს უკვე ხალხიც მიცნობს. იციან რომ

გაჭირვებული ვარ და ცდილობენ რომ რამით დამასაქმონ, როდესაც სამუშაო

აღარ არის და არავინ არაფერს მაძლევს, გაჭირვების გამო მათხოვრობას ვიწყებ

პურის ფული მაინც რომ შევაგროვო. ასეთი საცოდავი ვარ, მაგრამ არც ჩემს

ოჯახში ვიქნებოდი ბედნიერი. ქუჩაში თავისუფლებაა და ამიტომაც

გადავწყვიტე, ეს არჩევანი გამეკეთებინა.

- თავს ნუ მიუშვებ. ნურც იფიქრებ, ამ თავისუფლებით დატკბე. უბრალოდ

ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნე და იცხოვრე ისე, როგორც ღმერთი

ისურვებდა. ამაზე კარგს გამოცდილი ადამიანი ვერაფერს გირჩევდა.

მშობლებს რაც შეეხება; რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც ძვირფასები არიან. არ

გიფიქრია, ერთ დღეს მიხვიდე და ნახო, რა რეაქცია ექნებათ? მე ვფიქრობ,

გაუხარდებათ, იქნებ ამ 2 წლის მერე მიხვდნენ, რომ მართლა საჭირო იყავი?

- შანსი არაა, ჩარლი. მითხარი ერთი, რა გაახარებთ, როცა დამინახავენ?

არსებობისთვის ვიბრძვი, ერთ დღეს შეიძლება შიმშილმა ან სიცივემ

მიმსხვერპლოს. არავინ მყავს, ვისაც შეიძლება ვჭირდებოდე. შენ გგონია, როცა

მივალ, ჩემი ნახვა გაუხარდებათ? შეიძლება ვინაობაც მკითხონ, ან ჩხუბი

დამიწყონ იმაზე, რატო წავედი სახლიდან 2 წლის წინ. ამას მე არასდროს

გავაკეთებ, იქიდან წამოვედი სრული შეგნებით, რომ იქ მეტჯერ აღარ

მივიდოდი. ამას შევეგუე და მათ ნახვას დღეს აღარ ვისურვებ.

- კარგი, ეს შენი ნებაა. როგორც ჩანს, შენ მათი მნახველი აღარ ხარ. რას აპირებ?

სულ ასე უნდა იცხოვრო? ცხოვრება უნდა შეიცვალო, თორემ ასე ძალიან

გაწვალდები.

- ჯერ არ ვიცი, რას ვაპირებ სამომავლოდ. ჯერ თავს ძლივს ვირჩენ და

განვითარებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.

- ახლა არც მე მაფიქრდება, როგორ შემიძლია დაგეხმარო, მაგრამ აუცილებლად

მოვიფიქრებ რამეს შენთვის.

- არ მესმის, ამას რატო აკეთებ?

- იმიტომ რომ შენმა ცხოვრებამ ჩემი ცხოვრების ფასი დამანახა. ნუ გგონია,

ქუჩაში დარჩენილ ადამიანს არაფერი გააჩნია. ის მეტს გასცემს, ვიდრე იღებს.

- ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. სრული შემთხვევითობაა, მე და შენ

ერთმანეთს რომ შევხვდით. ჩარლი, მითხარი, როგორია სიყვარული? მე

ბავშვური სიყვარულიც კი არ გამომიცდია.

ჩარლი ღრმად ჩაფიქრდა:

- ბედნიერების საფასურად სიყვარული სულს ითხოვს. სიყვარულის გარეშე

წარსულს ფასი არ აქვს. მიცხოვრია სიყვარულის გარეშე, როცა შენი ტოლი

ვიყავი, მაგრამ წარსულს რომ ვუყურებ, ვერაფერს ვხედავ, რადგან ის არც

ბნელია და არც ნათელი - უბრალოდ წარსულია და მეტი არაფერი. ის

წარსული არაა ლამაზი, მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია წარსული ნათელი

დავტოვოთ.

- ჩარლი, სული რა არის?

- სული ხარ, ბრენდენ. ფიქრი, გრძნობა, ნება, სურვილი და სმენა - ეს სულია.

- შენ ალბათ მთელი ეს ორი წელი სულ ფილოსოფიას შეალიე და რაც

კაცობრიობას ეხება, ყველაფერზე შენი აზრი გაქვს?

- რა თქმა უნდა, ბრენდენ. მკითხე, რაც გინდა, მეც მაინტერესებს, თუ რამე

დამრჩა პასუხგაუცემელი ცხოვრებაში.

- ბევრჯერ მიფიქრია, რატო ვარსებობთ, მაგრამ პასუხს ვერ ვცემ. ნუთუ

იმისთვის დავიბადეთ, რომ ცხოვრება ავიწყოთ და შემდეგ ისეთები გავხდეთ,

როგორებიც დაბადებამდე ვიყავით.

- სინამდვილეში იმას მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრებაში რას მიაღწიე და

რამდენი ადამიანი გყავს დაჩაგრული. ღმერთია ყველაფერია, მას შეუძლია

ნებისმიერ რამეს შეეხოს და ყველაფერი თავის ნებაზე დაატრიალოს, მაგრამ

ღმერთი ჩვენს თავისუფლებას არასდროს არ შეზღუდავს. ღმერთი გველოდება,

რომ მისი გზა ავირჩიოთ - ის ჩვენს ნებას ვერ შეცვლის, მაგრამ ძალიან უნდა

მას ვეკუთვნოდეთ. ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს. ვინც ჯოჯოხეთს ნახავს,

სინანული ყველას სინანული გაუჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ

ადამიანს მოკლავ. ის უსასრულო ტკივილი ნებისმიერის სულში შეაღწევს და

ძალიან ატკენს. მე უბრალოდ არ მესმის, ამხელა სინანულის გამო ადამიანს

სურვილი რომ უჩნდება ყველაფერი გაკეთოს, ოღონდაც ის ტკივილი არ

იგრძნოს, და ღმერთი მაინც ჯოჯოხეთში ტოვებს. მე უბრალოდ სამუდამო

ჯოჯოხეთის არ მჯერა, არც სამუდამო სამოთხის.

- იქნებ ყოველივე ილუზიაა და სიკვდილის შემდეგ ის ხდება, რაც დაბადებამდე

იყო. ეს ცოდნას არ ეხება, ჩარლი. შენ რომ შენი ცოდნით ათეისტს უმტკიცო,

ღმერთი არსებობსო, ის მორწმუნე არ გახდება, იმიტომ რომ რწმენა არ აქვს,

რწმენა კი ისაა, როცა ყველაფრის გჯერა. მე და შენ ილუზიებით ვცხოვრობთ -

ღმერთი კი არ გვინდა, უბრალოდ ჯოჯოხეთის გვეშინია. იმიტომ ვდგავართ

ცალ ფეხზე, რომ მხოლოდ ფიქრებში გვწამს ღმერთი. იმიტომ, რომ ამ

ილუზიიდან ჩვენთვის ყოველივე მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ არ გვინდა

სულზე გასაღებული სიამაყე ჯოჯოხეთში ფერფლად გვექცეს და ამიტომ

გვინდა ღმერთი ვიწამოთ. მაგრამ არაფერი გამოდის. რადგან ჩვენ ღმერთი არ

გვინდა - ჩვენ გვინდა სიამოვნება სიკვდილის შემდეგ.

- კარგი იყო, თურმე შენც ბევრი გიფიქრია ამაზე.

- თუ ზუსტად ისეა, როგორც ფიქრობ, მაშინ რატო არ მიდიხარ ეკლესიაში და

რატო არ ცდილობ ყველანაირად განიწმინდო?

- ახლა არაფრით არ შემიძლია. სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი, გული სხვას

ამბობს და გონება - სხვას. ცხოვრებას ისე ვუყურებ, თითქოს ვიღაცამ დიდად

დამაზარალა და ამისთვის უნდა ვიბრძოლო, რაღაც დიდი ომისთვის ვარ

მზად, მაგრამ ომი არ ჩანს. მინდა, ვინმეს, ვინც ამას იმსახურებს, პირში იარაღი

ჩავჩარო და ორჯერ ზედიზედ გავისროლო, მაგრამ ასეთი ადამიანი არ ჩანს.

- რატო გინდა ამის გაკეთება?

- ეს ჩემთვის დიდი ტკივილისგან განთავისუფლების საშუალება იქნებოდა.

- ნუთუ დავიჯერო, რომ ასეთი ადამიანი საერთოდ გამოსწორდება?

- აუცილებლად, ბრენდენ. რომ მოვინდომო, დარწმუნებული ვარ ყველაფერს

შევძლებ, ამაში ღმერთიც დამეხმარება.

- როგორი იყო ევა? სად ნახე პირველად?

- არ ვიცი, საიდან დავიწყო. მასში ყველაზე მეტად თვალები მომწონდა. არ ვიცი,

ის თვალები რას მეუბნებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ვბრუვდებოდი მათი

ყურებისას. ყველაზე განსხვავებულ ქალად ვთვლიდი. ხანდახან არ მჯეროდა,

რომ ჩვეულებრივი ქალი იყო მათ შორის ვინც მინახავს. ყველაფერს

ვაკეთებდი, ბედნიერი რომ ყოფილიყო. ვთვლიდი, რომ მისი ღირსი არ ვიყავი,

ის უკეთეს ადამიანს იმსახურებდა. მაგრამ მე ვცდილობდი ის უკეთესი

ადამიანი თვითონ გავმხდარიყავი მისთვის. თავიდან განყოფილებაში ვნახე,

როცა შევხედე, პირველად მისმა თვალებმა მომხიბლა, ყველანაირად ვცადე

რომ გამერკვია, იქ რატომ იყო. გაირკვა, რომ ჩვენების მისაცემად იყო მოსული.

მაშინ მივხვდი, ღმერთმა გამომიგზავნა მისი თავი. ვცადე, მე თვითონ

დამეკითხა და ეს კარგადაც გამომივიდა; ტელეფონის ნომერი გამოვართვი და

მეორე დღესვე რესტორანში დავპატიჟე. იმ დღიდან ძალიან ბედნიერი

ადამიანი გავხდი. მერე კი ის ბედნიერება ცხოვრებამ წამართვა.

- და როგორ ფიქრობ, ჩარლი, ღირდა ის სიყვარული იმად, რომ ასეთად

გაეხადე?

- ალბათ არა, მაგრამ ეს შინაგანი მდგომარეობა რაღაც ბედნიერებას მაინც

მგვრის. იმედს ის მაძლევს, რომ ევა ჩემით იამაყებდა. მივხვდი, რომ რამხელა

ბედნიერებასაც ვიგრძნობდი, ცხოვრებაში იმდენივე ტკივილს მივიღებდი. მე

ღმერთს ბედნიერებისთვის მადლობა არ ვუთხარი და ის მივიღე, რაც

დავიმსახურე. ამიტომ ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს.

- იცი რა, ჩარლი? - ბრენდენი ღრმად ჩაფიქრდა - ვფიქრობ, ადამიანი ბუნებას

ვერ შეიცვლის. ის ცხოვრებას ისეთად განაგრძობს, როგორიც ბუნებამ შექმნა,

და თუ ვინმე ამას წინ დაუდგა და რამის შეცვლა სცადა, ამას ვერასდროს

მოახერხებს.

- ეგ ისევ ბედისწერას ამართლებს. ვერ დაგეთანხმები, ბრენდენ, იმიტომ რომ,

ლაჩარ ადამიანს რაც არ უნდა უხსნა, ვაჟკაცი უნდა იყოო, მაინც ვერ გაიგებს

და ვერც გაიაზრებს, რას ეუბნები, იმიტომ რომ მისთვის სილაჩრე თვისებაა. ამ

თვისებას ახსნა-განმარტებით ვერ შეცვლი. აქ საჭიროა ისევ რამე გარდაუვალმა

იმოქმედოს მასზე. მაგალითად, ჯარში წავიდეს, სადაც დიდი სიმკაცრეა. იქ

სუსტი ვერ იქნები და ვერც ფრთხილი, მოგიწევს უკეთესობისკენ წახვიდე და

ლაჩრობა მოიშალო..

ამ დროს ტელეფონის რეკვის ხმა გაისმა. ჩარლიმ ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.

- ხო. ჩარლი.

- ახლა შენთან მოვდივარ.

- ორდერზე რა ქენი?

- ბევრი ვიწვალე, მაგრამ ორდერი მაინც დავაწერინე ბენტონს. კიდევ, გავარკვიე,

რომ რეგისტრირებულ კომპანიებში ჯეიმს პეტერსონს და გოლდენ რეიდს

ერთნაირი ბიზნესი ჰქონიათ წამოწყებული.

- მშვენიერია, ჰარი. კარგად მივიწევთ წინ. ახლა ბრისონანსის ქუჩაზე ვარ,

პარკის წინ, სკამზე ვზივარ. აქ მომაკითხე.

- მალე მოვალ, არსად წახვიდე.

ჩარლიმ გათიშა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. მერე საფულე ამოიღო და გახსნა.

საფულეში მსხვილი კუპიურები ედო. 100$-იანი ამოიღო და ბრენდენს გაუწოდა.

- აიღე, ბრენდენ. იმედია, ცოტა ხანს გეყოფა.

- არ შემიძლია, ჩარლი, 100 ჩემთვის ბევრია და არანაირად არ ხარ ვალდებული,

ფული მომცე.

- გთხოვ, გამომართვი, ხო იცი, მეგობრები ვართ - ჩარლიმ ბრენდენს გაუღიმა. -

რახან გადავწყვიტე, ფული მომეცა, ესე იგი ასე იყო საჭირო და აზრს არ

შევიცვლი.

თავჩაღუნულმა ბრენდენმა ჩარლის ფული გამოართვა..

- დიდი მადლობა, ჩარლი. არ ვიცი, ამაზე კარგი ჩემნაირმა ადამიანმა რა უნდა

გითხრას. - ბრენდენი ძალიან ბედნიერი იყო, პირველად ეჭირა ხელში 100$-

იანი.

- ახლა შეგიძლია რაც გინდა, ის იყიდო. შეეცადე, ჭკვიანურად დახარჯო.

- აუცილებლად, ჩარლი. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

- ეგ ფული ჩემთვის არაფერია.

რამდენიმე წუთში ჰარიმ მანქანა მოაყენა.

- წავედით მალე, ჩარლი, თორემ გაიქცა ჯეიმსი. - ჰარიმ მომღიმარი სახით

ჩარლის გადახედა.

- ბრენდენ, ახლა უნდა წავიდე. რაღაც საქმეს ვიძიებ და როცა მოვახერხებ,

აუცილებლად გამოგივლი ხოლმე. უბრალოდ შენ აქ დამხვდი და ყოველთვის

მოვალ შენთან.

- კარგი, ჩარლი, ძალიან დიდი მადლობა. - ბრენდენმა თავი ჩაღუნა და

ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო.

ჩარლი ჰარის მანქანაში ჩახტა და ჯეიმს პეტერსონის ოფისისკენ დაიძრნენ. ერთი

სული ჰქონდათ, როდის მივიდოდნენ და იქიდან ხელბორკილით წამოიყვანდნენ

ჯეიმსს. მაშინ მათთვის ეს გამოძიება ყველაზე ადვილად დახურული საქმე

იქნებოდა.

დეტექტივები “პაქსის” ოფისთან მივიდნენ. მანქანიდან გადმოვიდნენ და ოფისში

სწრაფად შევარდნენ. კიბეები კისრისტეხით აირბინეს, დაბლა მჯდომ ქალს არაფერი

ჰკითხეს.

- კი მაგრამ, სად მიდიხართ? - მიაძახა მდივანმა

არაფერი უპასუხიათ. ჯეიმსის ოთახში შევარდნენ.

- ამჯერად ორდერით მოვედით - უთხრა ჩარლიმ და ფურცელი ჯეიმსს

მიაწოდა.

- რახან ორდერი გაქვთ, მაშინ მიდით, გაჩხრიკეთ, ოღონდ აქაურობა ძალიან არ

აურ-დაურიოთ - ცივი ღიმილით უპასუხა ჯეიმსმა.

ჩარლი პირდაპირ ჯეიმსის მაგიდას მივარდა და ზუსტად ის უჯრა გამოაღო,

რომელშიც იარაღი იდო. მაგრამ ამჯერად იქ მარტო ფურცლები დახვდა.

- აქ იარაღი იდო. სად წაიღე? - ჰკითხა გაბრაზებულმა ჩარლიმ.

- მიდით და მიმტკიცეთ, რომ იარაღი იდო. მე აქ არანაირი იარაღი არ მდებია.

- ანუ, ამბობ, რომ შენ აქ იარაღი არ გდებია, ხო?

- არავითარი იარაღი. როგორ დაამტკიცებთ?

ჩარლიმ ჯეიმსს ჯიქურ შეხედა:

- მომისმინე! ვიღაც რომ მეთამაშება, ეს ორმაგად მაღიზიანებს და გირჩევნია

მიფრთხილდე.

ჯეიმსმა გულიანად გადაიხარხარა:

- შენ ჩემზე კარგად იცი, რომ, თუ მოვინდომე, ამ გამოძიებას ჩემს სასიკეთოდ

წავიყვან. ასე რომ, მე ვიქნები გამარჯვებული. შენ ხომ ამ ვითარებას თამაში

უწოდე. არ დაგავიწყდეს, არანაირი უფლება არ გქონდა, ჩემს უჯრაში ჩემს

დაუკითხავად ჩაგეხედა.

- კარგი, მაგრამ იცოდე, ბოლოს მე გავიმარჯვებ. არ იფიქრო, რომ ამის მერე

შენთან ისე მოვალ, როგორც სამართალდამცავი. - უთხრა ცოტათი

დამშვიდებულმა ჩარლიმ.

- ამჯერად თავსატეხი გაიჩინე, ჯეიმს. - თქვა ჰარიმ.

- ახლა მაინც ვიცი დანამდვილებით, ჯეიმს პეტერსონ, რომ შენ ხარ მკვლელი და

ყველაფერს გავაკეთებ, თავი ციხეში რომ ამოყო.

ჯეიმსი ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა, თითქოს წარმოიდგინა, რაც ელოდა. ჩარლის

და ჰარის აღარაფერი უთქვამთ, მათ ოთახი უხმოდ დატოვეს.

- ჰარი, სახლში წამიყვანე, ახლა მეტი არაფერი მინდა. - მშვიდად უთხრა ჩარლიმ

ჰარის.