რკინის სახლი და ანგელოზი...არა,...

34
1 რკინის სახლი და ანგელოზი მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ კობო აბე აქ არაფერ შუაშია . რა ხანია ორმოში ვარ! ორმოს თავი ახადეს, მერე რა? როცა დიდხანს ზიხარ ამოსვლა აღარც გინდება!.. ჩემთვის ახლა სულ ერთია ორმოში ვიცხოვრებ, თუ სასახლეში...გაოფლილ ტანზე ქვიშის ნამცეცები მჭიდროდ მაქვს ჩაკირული. გინდ იბანავე , გინდ არა არ მოგშორდება!.. ამასაც მივეჩვიე და როცა კბილებს შორის ქვიშას ვახრაშუნებ მშინღა ვხვდები, რომ პირიც ქვიშით მაქვს სავსე. მაგრამ აკი გითხარით ყველაფერმა მიჩვევა იცის მეთქი. ჩემი მეწყვილე, ჩემთან ერთად ზის ორმოში და არამც თუ მიჩვეულია ამგვარ ყოფას ძალზე კმაყოფილიც გახლავთ. ის მეტი პრივილეგიებით სარგებლობს ვიდრე მე , ხანდახან გადის ხოლმე დასახლებაში. მე, კი ორმოში უნდა ვიჯდე !..არა, განა ვინმემ მომისაჯა, უბრალოდ, როცა რაიმე უსიამოვნო ხდება, თავისთავად , რომ ის სასჯელია! თავიდან გამიჭირდა ორმოში ცხოვრება მერე , კი მივეჩვიე. ალბათ კარგია, რომ ასეთებად შეგვქმნეს, ვგულისხმობ შემგუებლობას . ზამთარიც მოახლოვდა. ერთ დღეს ყინვა ოც გრადუსზე დავიდა. სიცივისგან მუხლებამდე ფეხებს და იდაყვებამდე ხელებს ვეღარ ვგრძნობდი... უცებ ვიღაცამ ჩამომძახა ორმოში(აქ ჩამოსვლამდე ჩემი მეგობარი იყო).- ორი ლარი ვიშოვე.ერთი ლარით ნავთი და პური გიყიდე, ჩქარა გამომართვი არ დამინახონ,თორემ, ხომ იცი აქ კედლებსაც ,კი ყურები აქვთო. ეეჰ,რას იზამ? ძველი შიშიანობიდან მოგვდევს. ნავთქურა დავანთე, ცოტა დათბა... ვლოღნიდი დროჟით გაფუებულ რეზინის პურს ქვიშასთან ერთად და თან ცრემლებს ვყლაპავდი. სჯობს სიკეთე სულ არ გაგიკეთონ- ისეთი გულის აჩუყება იცის მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს. მეწყვილე ადრე ხანდახან მაინც ამბობდა რაღაცას, ამ ბოლო დროს იმასაც ქვიშით ამოევსო პირი. როცა ორმოდან მაღლა ადის, იქ ამოაფურთხებს ხოლმე ... და ისეთ იდეებს აფრქვევს სჯობია ისევ ქვიშით ჰქონდეს სავსე. ხან წამიერი ფიქრი მიპყრობს,იქნებ მაგის გამო ვზივარ ამ ორმოში...და იქნებ საკუთარი თავის გამოც... გაიგებ რამეს?! ამას წინათ მეზობელ ორმოებში დიდი ჩოჩქოლი და გნიასი ატყდა.-ამოდით, ამოდით “ ორმოეთის” უფროსობა იცვლებაო! მეზობელმა ასძახა:- გინდ შეიცვალოს და გინდ არა,მე რაო? -შენ ისა, რომ ორმოდან ამოხვალო. -ერთი თქვენც მოგცლიათო, სთქვა მეზობელმა და თხრა განაგრძო. ქვიშას ჩამოვთხრით, ჩემი მეწყვილე ზურგზე მოიკიდებს სავსე გოდორს აფოფხდება მაღლა, დაცლის .უკან დაბრუნებული არ არის,რომ ორი იმდენი ქვიშა იყრება ორმოში და კედლებიც სქელდება. ასეთი ყოფა, რაღაცით „სიზიფეს მითის“ მსგავსია . თავიდან ბედის მიმართ უკმაყოფილებას, თუ გამოვთქვამდი ჩემი მეწყვილე მეტყოდა ხოლმე: -ეე, ბატის ტვინავ, ეს ორმო ,რომ არ გვქონოდა მაშინ გენახა! ისე...მართლია, ხომ იცი? ორმო რომ არ გვქონოდა, მაშინ?.. ჩაძვრები და ხარ შენთვის!

Transcript of რკინის სახლი და ანგელოზი...არა,...

Page 1: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

1

რკინის სახლი და ანგელოზი

მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ კობო აბე აქ არაფერ შუაშია . რა ხანია ორმოში

ვარ! ორმოს თავი ახადეს, მერე რა? როცა დიდხანს ზიხარ ამოსვლა აღარც

გინდება!.. ჩემთვის ახლა სულ ერთია ორმოში ვიცხოვრებ, თუ

სასახლეში...გაოფლილ ტანზე ქვიშის ნამცეცები მჭიდროდ მაქვს ჩაკირული.

გინდ იბანავე , გინდ არა არ მოგშორდება!.. ამასაც მივეჩვიე და როცა კბილებს

შორის ქვიშას ვახრაშუნებ მშინღა ვხვდები, რომ პირიც ქვიშით მაქვს სავსე. მაგრამ

აკი გითხარით ყველაფერმა მიჩვევა იცის მეთქი. ჩემი მეწყვილე, ჩემთან ერთად

ზის ორმოში და არამც თუ მიჩვეულია ამგვარ ყოფას ძალზე კმაყოფილიც

გახლავთ. ის მეტი პრივილეგიებით სარგებლობს ვიდრე მე , ხანდახან გადის

ხოლმე დასახლებაში. მე, კი ორმოში უნდა ვიჯდე !..არა, განა ვინმემ მომისაჯა,

უბრალოდ, როცა რაიმე უსიამოვნო ხდება, თავისთავად , რომ ის სასჯელია!

თავიდან გამიჭირდა ორმოში ცხოვრება მერე , კი მივეჩვიე. ალბათ კარგია, რომ

ასეთებად შეგვქმნეს, ვგულისხმობ შემგუებლობას . ზამთარიც მოახლოვდა. ერთ

დღეს ყინვა ოც გრადუსზე დავიდა. სიცივისგან მუხლებამდე ფეხებს და

იდაყვებამდე ხელებს ვეღარ ვგრძნობდი... უცებ ვიღაცამ ჩამომძახა ორმოში(აქ

ჩამოსვლამდე ჩემი მეგობარი იყო).- ორი ლარი ვიშოვე.ერთი ლარით ნავთი და

პური გიყიდე, ჩქარა გამომართვი არ დამინახონ,თორემ, ხომ იცი აქ კედლებსაც

,კი ყურები აქვთო. ეეჰ,რას იზამ? ძველი შიშიანობიდან მოგვდევს. ნავთქურა

დავანთე, ცოტა დათბა... ვლოღნიდი დროჟით გაფუებულ რეზინის პურს

ქვიშასთან ერთად და თან ცრემლებს ვყლაპავდი. სჯობს სიკეთე სულ არ

გაგიკეთონ- ისეთი გულის აჩუყება იცის მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს.

მეწყვილე ადრე ხანდახან მაინც ამბობდა რაღაცას, ამ ბოლო დროს იმასაც

ქვიშით ამოევსო პირი. როცა ორმოდან მაღლა ადის, იქ ამოაფურთხებს ხოლმე ...

და ისეთ იდეებს აფრქვევს სჯობია ისევ ქვიშით ჰქონდეს სავსე. ხან წამიერი

ფიქრი მიპყრობს,იქნებ მაგის გამო ვზივარ ამ ორმოში...და იქნებ საკუთარი

თავის გამოც... გაიგებ რამეს?! ამას წინათ მეზობელ ორმოებში დიდი ჩოჩქოლი და

გნიასი ატყდა.-ამოდით, ამოდით “ ორმოეთის” უფროსობა იცვლებაო! მეზობელმა

ასძახა:- გინდ შეიცვალოს და გინდ არა,მე რაო? -შენ ისა, რომ ორმოდან ამოხვალო.

-ერთი თქვენც მოგცლიათო, სთქვა მეზობელმა და თხრა განაგრძო. ქვიშას

ჩამოვთხრით, ჩემი მეწყვილე ზურგზე მოიკიდებს სავსე გოდორს აფოფხდება

მაღლა, დაცლის .უკან დაბრუნებული არ არის,რომ ორი იმდენი ქვიშა იყრება

ორმოში და კედლებიც სქელდება. ასეთი ყოფა, რაღაცით „სიზიფეს მითის“

მსგავსია . თავიდან ბედის მიმართ უკმაყოფილებას, თუ გამოვთქვამდი ჩემი

მეწყვილე მეტყოდა ხოლმე: -ეე, ბატის ტვინავ, ეს ორმო ,რომ არ გვქონოდა მაშინ

გენახა! ისე...მართლია, ხომ იცი? ორმო რომ არ გვქონოდა, მაშინ?.. ჩაძვრები და

ხარ შენთვის!

Page 2: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

2

როცა ორმოში ხარ ,ხან რა გაგონდება და ხან რა. პატარა ტყის ნაპირას ქოხი

გვედგა მე და ბებიას, მაშინ ყმაწვილი ვიყავი და რა თქმა უნდა ჯერ ორმოში არ

ვცხოვრობდი. კიბესთან ფერადი ყვავილი ყვაოდა- გლადიოლუსი. ფანჯრების

წინ, კი ექვსიოდე, მწვანედ გაფოთლილი ვაშლისხე იდგა, რომელიც სალათისფერ

შუქს ჰფენდა ჩვენს ოთახს.

არასოდეს მინატრია ერთი მწერალივით, ნეტავ ამ ხეებზე ჩემი მტრები მანახა

ჩამოღრჩვალითქო. რა ვიცი,მაშინ მტრები მყავდა საერთოდ? მე ხომ ბავშვი

ვიყავი!..

შუშით შემინულ კარადაში, კაკლის მურაბა მადის აღმძვრელად ჩანდა. ბებიას

ყურში ჩავჩურჩულე- მინდა მეთქი. გაჩუმდიო მითხრა.-რაო , რას გეჩურჩულება?-

ჰკითხა ბიცოლამ.-არაფერს ,მიუგო ბებიამ. -არა, მაინც რაო?-არ მოეშვა ქალი.-

ბავშვია, ხომ იცი... კაკლის მურაბა მინდაო. ბიცოლა წამოდგა, თეფშზე რამდენიმე

კაკალი ამოიღო და წინ დამიდო.-ისე, ჩემი შვილი ,თუ ასეთი გამეზრდება ჯობია

ახლავე მოკვდეს!-სთქვა მან და ზემოდან ამრეზით დამხედა. ბებია იმ

მურაბასავით გაშავდა!.. დედაჩემის სიკვდილიდან ჯერ წელიც არ იყო

გასული!..ასეთ ზიზღიან გამოხედვას არა ერთხელ შევეფეთე, ოღონდ უკვე

მოგვიანებით . დედინაცვლი ,როცა გაბრაზდებოდა სიავისგან მარჯვენა

წარბსზემოთ ძარღვი უთამაშებდა; მამაჩემი ,თხუთმეტი წლის ვიყავი იმ ქალთან,

რომ წავიდა...წავიდა და წავიდა!.. სწორედ ისე კონკიას ზღაპარში რომაა...როცა ამ

ზღაპარზე ვფიქრობ ასე მგონია ჩემზეა დაწერილითქო ,ოღონდ პრინცი

გამორიცხეთ, მოკლედ პრინცამდე. ჩემი მეგობარი ლიკა, ორმოში ჩასვლამდე

გვერდით, რომ მყავდა ასე მეტყოდა:- პრინცი ჩემო საყვარელო, ყველა ქალის

ცხოვრებიდან გამორიცხე! ისინი მხოლოდ ზღაპრებში და ჩვენს ფანტაზიებში

არსებობენ და ისც, მხოლოდ თექვსმეტი წლის ასაკში, როცა სამშვინველში

რომანტიული ძალები მუშაობენ. როგორ გგონია, რამდენი წლის იყო კონკია, როცა

მას შეხვდა?- ალბათ თექვსმეტის. -დიახ ! არა, უდაოდ ძალზედ ჭკვიანია! ეს ისაა-

ორი ლარი, რომ იშოვა და შუაზე გამიყო. სხვებიც მყვანან, ხანდახან ორმოსთან

მაკითხავენ, ასე ვთქვათ ცხოვრებას მიმსუბუქებენ. მეგობრებიც, ხომ ამისთვის

არსებობენ! ამასწინათ, დაბადების დღეზე წითელთვლიანი საყურე მაჩუქეს .

პარადოქსია - რად მინდა ორმოში საყურე, თანაც წითელთვლიანი? ისეთი

მელანქოლიკი ვარ წითელ ფერზე ნერვები მეთხრება. მაინც გამიხარდა!

ორმოეთში ალბათ ვიღაცეებს შეშურდათ კიდეც, ხომ იცით ყველას უნდა კარგი

მეგობრები ჰყავდეს.

ბავშვობა- ფერადი ყვავილებით მოჩითულ თეთრ სამოსელს ჰგავს, გაცვია და

ბედნიერი ხარ : ხოლო გული ემოციონალური სურათხატებით სავსე, სამყაროს

Page 3: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

3

მიმართ დიდი ნდობით მოხატულ ზღაპრულ ზარდახშას. ეს ,ალბათ იმ შინაგანი

ძალების დამსახურებაა სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე , რომ შრომობენ ჩვენს

არსებაში. მოკლედ ისე, როგორც ჩემი მეგობარი ლიკა იტყვის ხოლმე.

დაღლილი ვზივარ და ორმოდან ცის პატარა, ლურჯ ნაჭერს გავყურებ

.მაგონდება ბავშვობაში როგორ მიყვარდა ცისკენ ყურება. კარგ ამინდში ბებია

ქვეშაგებს ამზევებდა. გაშლიდა ეზოში ასაკეც საწოლებს და ზედ მატყლის

ლეიბებს დაალაგებდა ხოლმე . სახლში შევიდოდა თუ არა ,მაშინვე რომელიმეზე

გავიშხლართებოდი და დიდხანს ვუმზერდი ღრუბლების ტრიალს. ვუსმენდი

შემოსული სიმინდის ფოთლების შრიალს, ვაკვირდებოდი კავკასიონზე

გადამავალ თვითმფრინავების თეთრ კუდებს ნელ-ნელა, რომ იშლებოდნენ

მაღლივ სივრცეში და ვიძინებდი...ძილში, კი დედას ვხვდებოდი. თბილისიდან

ბრუნდებოდა გამოცდაჩაბარებული, თან ჩანთით ჩემთვის და ჩემი ძმისთვის

ტკბილი, „კრემიანი ფუნთუშები“ მოჰქონდა. მე სიხარულით გავრბოდი მისკენ

ქვაფენილიან დაღმართზე... მერე ვეცემოდი ქვებზე , მუხლებს ვიტყავებდი და

ფიზიკური ტკივილის შეგრძნებით ვიღვიძებდი. მაგრამ ეს ტკივილი, იმ

ტკივილთან შედარებით არაფერი იყო, როცა ვხდებოდი ,რომ დედა უკვე

აღარსად იყო ამ ხილულ და სასტიკ სამყაროში.

ჩემი ფერადი ყვავილებით მოჩითული თეთრი სამოსი ბედისწერის წვიმამ ისე

დაასველა, რომ ფერები მთლად ჩამოადღაბნა და... დავდიოდი ასე ტრიალ

ქვეყანაზე , სანამ არ დასრულდა ბავშვობა.

სიყმაწვილე!.. არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

ნამდვილად იყო გაზაფხულის ბოდვა. ყველგან აყვავებული იასამნების და

ჟასმინების სურნელი იდგა- გზებზე , ბაღებში , ხევებში, სკვერებში. გაიცანიო

მითხრეს და მე მას შევხედე ... არ მომეწონა! არა, ცუდი ვინმე კი არ იყო,

უბრალოდ საჩემო არ იყო. მოკლედ მე სხვანაირი ბიჭები მომწონდა. უფრო

სწორედ, არვინ მომწონდა და როცა შევამჩნიე, რომ აღტაცებული მომჩერებოდა,

ჯერ აღვშფოთდი, მერე გავწითლდი, მერე დავიმორცხვე ... ის , კი ლაპარაკებოდა

და ლაპარაკობდა ყველაფერზე , ოღონდ სიყვარულზე- არა. ერთ დღეს, როცა ის

მომღიმარე მოგვეახლა მე და ჩემს მეგობარს კლდეზე მოდგაფუნე წყაროს

მივამსგავსე ლაღს და ანკარას. ვიდექი ახლად გაფოთლილი ცაცხვის ხის ქვეშ

მონუსხული და სალათისფერ ფოთლებში ჩამოღვრილ მზის სხივებში მას

ვხედავდი, მოლივლივეს სიყვარულში. უცნაური შეგრძნებებით გაკვირვებული

ვერ ვაცნობიერებდი ჩემს მდგომარეობას. როცა მარტო დავრჩით მე და ჩემი

Page 4: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

4

მეგობარი მან მკითხა:- შენ რა, გოგო, ხომ არ შეგიყვარდა?- არა მეთქი, რა თქმა

უნდა ვიუარე. მაგრამ მთელი ღამე არ მეძინა ამ რეალობასთან შეჯახებით

თავზარდაცემულს, რა ვქნა, როგორ მოვიქცე მეთქი.

ეიფორია,ერთგვარად მშვენიერი რამეა, მაგრამ სამწუხაროდ სწრაფად

წარმავალია. თან და თან კეთილისმყოფელებიც ჩაერივნენ ჩვენს ურთიერთობაში;

მაგრამ ისინი ვერაფერს დააკლებდნენ ამ სიყვარულს ,რომ არ თავად ჩემი გონება.

ის, კი ჩამჩიჩინებდა: თურმე არც ისე ძლიერ ყვარებიხარ ,როგოც გარწმუნებდა.

სხვა გოგონებისკენ გაურბის თვალი, ერთგულების ნიჭი არ აქვსო! მოკლედ,

პლატონური ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით.

სწორედ ისე მოხდა, როგორც ბალზაკი ამბობს- განშორების შემდეგ ქალი,

საკუთარი გრძნობების ფსკერზე დაივანებს დარდების ნიჟარაში, სადაც მისი

სული დროთა განმავლობაში მარგალიტივით აელვარდებაო. კაცებს, კი ასეთი

სულიერი სიღრმეების მაგივრად ზედაპირზე ტივტივი ურჩევნიათ და ახალი

გატაცებით ცხოვრების გაგრძელებაო. სწორედ ასე მოხდა... ცხოვრება

გაგრძელდა... როგორ? ცოტა რბილად რომ ვთქვა- კიდევ უფრო დარდიანი

გავხდი! სიყვარული გაზაფხულის ბოდვას ჰგავსო... მართალია! ბოდვას,

რომელიც ყოველ გაზაფხულზე სულს იასამნების სურნელებით გივსებს და

გახსენებს, თუ რა მომხიბვლელია მთიდან მოდგაფუნე წყარო ,ლაღი და ანკარა!..

დღეს ბევრი ვიმუშავე ვთხარე და ვთხარე ორმოს კედლები. ბოლოს დაღლილი

ქვიშის ტახტზე მივეგდე დასასვენებლად. ჩემმა მეწყვილემაც ბევრი იმუშავა,

რამდენიმე გოდორი ქვიშა აზიდა მაღლა, მერე ჩამოიბერტყა ტანსაცმელი,

ორმოდან აძვრა და სადღაც წავიდა... არ უნდა ჰკითხო -„სად მიდიხარ?“ და არც ის

უნდა ჰკითხო -„სად იყავიო“.ისე... თუ ამგვარად მიუდგები ამ საკითხს, რომ

ამქვეყნად არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის, მაშინ ყველაფერი თავის

ადგილას დგება. ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა სთქვა: თუ კარგი მეწყვილე

შეგხვდა- ბედნირებაა, თუ ცუდი-ესეც კარგია, ფილოსოფოსი მაინც გახდებიო.

მოკლედ აქ ,ახალს ვერაფერს აღმოაჩენ . ვიღაც ამბობს: „ისევ ისეა აქ ყველაფერი,

როგორაც იყო ათას წლის წინათ, ისევ აქვთ ქვეყნად ადამიანებს სიხარულის და

დარდების ბინა...“თუ... როგორც არის. მოკლედ ამ ზღვრიდან -ვერავინ გავა ორი

ტიპის გარდა. ერთნი, გონიერნი დიდი ძალისხმევით, რომ ჰკვეთენ ბედიწერის

ხაზებს. მეორენი, უგუნურნი ზღვარს რომ ადვილად გადადიან. რაც შეეხება

მესამეთ,,არც იქითა არც აქეთაებს“რომ ეძახიან-არხეინად არიან! მე ამ მესამე

ტიპს მივეკუთვნები ორმოში ვზივარ და არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს. არ

ვიცი რა ჰქვია იმ ადამიანს,რომელმაც იცის,რომ რაღაცის შეცვლა ჯერ კიდევ

შეუძლია და არაფერს ცვლის!

Page 5: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

5

ხანდახან გამკრავს სურვილი უცხოეთში ხომ არ წავსულიყავი და იქ მემუშავა,

ჩემი ფული მექნებოდა!.. რა მაგარია ქალს, რომ ფული აქვს ჯიბეში! ემანსიპაცია ,

გენდერული თანასწორობა! თუმცა...არიან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული

ქალები , მაგრამ ვინ უჩერებს ფულს, იმდენი გაჭირვებული ელოდება მათ

ხელფასს საქართველოში. ჩემი მეგობარი გამახსენდა. აფხაზეთის ომის შემდეგ

წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ. წავიდა და წავიდა!..თავისი ხელფასით სამი

სახლი უყიდა აფხაზეთიდან ლტოლვილ და- ძმას. ბოლოს იქიდან ჩამოასვენეს,

არავინ ვიცოდით, ავად რომ იყო. ყოველ კვირას მირეკავდა და აქეთ

მამხნევებდა... ყვითელი ვარდები უყვარდა! ეეეჰ,ქვიშიანი თვალებიდან ცრემლიც

აღრ გადმომდის!..

ერთ დღეს ვიღაცამ თუნუქის სახურავზე კენჭი ისროლა, აქაოდა გამოიხედეო!

წამოვჯექი ტახტზე ...- ვინ არის? ვიკითხე ხმამაღლა.- მეზობელი ორმოებიდან

ვართ ქალები, ამოიხედე! -რაშია საქმე ? ცოტა ხანი თავი ამოყავი, ახალი

მეზობელი შემოგვემატა. ამ დროს ორმოებს შორის ბილიკზე მეკატე გოგონამ

ჩამოიარა, თან თავისი ხუთი კატა ჩამოატარა მაუს ტომის ბებერი „კილკო“,

თეთრგულა „ბატი“, ნაცრისფერი „ლუპე“, შავთეთრა „მამალა“ და მჩხავანა „

სამფერა“. კატები შესაშური წესრიგით მოჰყვებოდნენ პატრონს.-სდექ ერთ, ორი!-

შესძახა გოგონამ და კატებიც ჩამწკრივდნენ. გასაოცარიაა!- შეჰყვირა აღტაცებულმა

ელზამ- აი, მესმის წესრიგი ! -ახალს რას იტყვი მეკატე გოგონავ? ჰკითხა მარიმ. -

იმას, რომ ახალი ჩემო კარგო, კარგად დავიწყებული ძველია. - უპასუხა გოგონამ.

-მაგარია ! გაოცებისაგან გაუბრწყინდა სახე მარიამს.- დიდი არაფერი, სთქვა

მეკატე გოგონამ და გვერდთ გადგა. -თავმდაბლობაც ნიჭია! დასძინა მარიმ . - ხო,

მაგრამ მეტის მეტი არაფერი ვარგა.- აღნიშნა ელზამ . -მართლა , გაიცანით

ეს მერია, წარმოგვიდგინა ახალი მეზობელი ანკამ. მერი საშუალოზე ოდნავ

მაღალი, ტანსრული , ჭროღა თვალება ქალი იყო. გამარჯობა- სასიამოვნოას

შემდეგ მერიმ დაიწყო: გოგოებო, მე თქვენს გვერდით ორმოში მომიწევს ერთხანს

ცხოვრება,მალე ალბათ გავთხოვდები!.. ზედა იარუსზე, ერთ კაცს მოვწონვარ! -

რატომ ადრე არ გავთხოვდი?- (არაფერი გვიკითხავს...) მერი მონოლოგს

აგრძელებდა:-ახლა რომ ასე ტანსრული ვარ ადრე იცით რა გამხდრი ვიყავი?

ისეთი პატარა , ნორჩი მკერდი მქონდა და ჰაეროვანი ,გრაციოზული მიმოხვრა. ამ

სიტყვებზე ის ერთბაშად შეხტა და შემობზრიალდა. -იცით, ერთხელ ბორჯომში

ვისვენებდი... ბორჯომულას გასწვრივ ვსეირნობდი და რას ვხედავ? მოდის

ის,დიდებული ბიჭი! მართალია არ შემოუხედავს ჩემთვის, მაგრამ ვიცი გულში

მანაც სიხარული იგრძნო გვერდით ჩავლისას, დარწმუნებული ვარ! მას შემდეგ

დამეძებს და ვერ მპოულობს!- ჰოო, ალბათ...ოდნავ შეყოყმანდა,- იცით ასე

მირჩევნია კიდეც, ახლა სხვას გავყვები ცოლად გულში,კი მასზე ვიოცნებებ!

მოკლედ ისე რა-რომანტიულად! ხომ უნა დაიტoოვი შენთვისაც რაღაც... ამ

Page 6: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

6

სიტყვებზე ჭროღა , წვრილი თვალები მაღლა აღაპყრო და ჰაერში ვიღაცას

მომხიბვლელად გაუღიმა, მერე, კი ხელი დაგვიქნია და წავიდა.

-ეს, ცოტა ვერ არის, ხო იცი, წამჩურჩულა ანკამ. -ეეჰ, ჩემო კარგო აქ ჩვენ

ყველას, რაღაც ვერა გვაქვს წესრიგში, სთქვა ელზამ და თავი გულმოსულად,

თუმცა კეკლუცად გადაიქნია. - ეხლახანს, თურმე გამოკითხვა ჩაუტარებიათ და

ჩვენი ქვეყანა უბედურ ქვეყნად უღიარებიათ. -ეგ საიდან მოიტანე? აღელდა

ლელა , ღმერთო ჩემო! -სადან და ტელევიზიამ გადმოსცა.- აი, ეგაც მე ვარ, ხომ

გეუბნებოდით, ცუდად გვაქვს საქმე მეთქი! გაბრაზდა გაფარათოებული ორმოს

მცხოვრები, ხომ გეუბნებოდით ხალხო, ავდგეთ მივდგეთ- მოვდგეთთქო!

-გინდა მიდექით და გინდა მოდექით! სთქვა ცნობადმა კაცმა,ისე- “გინდა ადით

და გინდა ჩადითო“, რომ ამბობენ ხოლმე და ხელის ჩაქნევით ჩაიარა . -ხელის

ჩქნევა ადვილია, საქმეა მთავარი! -რომელი საქმე? იკითხა ელზამ და წარბები

ბრაზით აქაჩა, კარგით ერთი რა. სად არის საქმე? ენა გადმოგდებულმა უნდა

ირბინო ორგანიზაციებში, ვითომ ვაკანსიები აქვთ მამაძაღლობენ რაღაცას.

მიხვალ მენეჯერს იკითხავ გიმალავენ აქ არ არისო. ყველა თავისიანს ღებულობს

სამსახურში, ნეპოტიზმი მეფობს, ნეპოტიზმი.-მისმინე, შენ რატომ ღელავ

ორმოში რომ ხარ დასაქმებული დაგავიწყდა?-ჰკითხა ელემ.- უი, მართლა! ეს

ამბები, ხომ ორმომდე იყო? სთქვა ელზამ და შვებით გაიღიმა. - ამ გახსენებაზე

წავალ, კედლებს ცოტას კიდევ ჩამოვთხრი . -მეც წავედი, ვთქვი მე და ჩემს

ორმოში ჩავძვერი. კარგახანს ვიმუშავე მერე ,კი წვიმაც წამოვიდა... თუნუქის

სახურავზე უამრავი წვეთი აწკაპუნდა. როცა წვიმს მთებზე მოდებული

ნისლივით უნდა ატაატდე და შემოდგომის ოქროსფერტყეებს სულის ნაბიჯებით

გადაუარო. გადმოხედო ზემოდან ქვეყანას, შენს ქვეყანას ,რომელიც შაგრენის

ტყავივით თანდათან პატარავდება! და ამ წვიმასთან ერთად უნდა იტირო ,თუ

მკერდში გულიც არ დაგიპატარავდა და დაგიჩიავდა ამდენი გაჭირვებისაგან .

ბოლოს და ბოლოს ომში ვართ ოცი წელია და ეს ოცი წელი ბევრისთვის მთელი

სიცოცხლეა! ამგვარი ფიქრები უნდა მოვიშორო! მუხლი ამტკივდა, წვიმიან

ამინდში ასე მემართბა ხოლმე. მუხლი მაშინ დავიშავე,მიტინგებზე, რაღაცის

უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით, რომ დავდიოდი. მაღლობზე მდგომს,

ცელოფანი მეხვია, იმიტომ, რომ წვიმდა და ...ვიღაც ისე დამეჯახა, რომ გრანიტის

ბორდიულზე მუხლებით დამახეთქა. მეტკინა, მაგრამ პატრიოტული განწყობით

აღტკინებულმა არ შევიმჩნიე! რაც შენი საქმე არ არის, ის არ უნდა აკეთო,

მეგობარო! ერთი ,კია თავისუფლებისთვის ბრძოლა მაინც ყველაზე ღირსეული

ბრძოლაა ამ ქვეყნად . თან დიდი ჯადოქრობაც რომ ახლავს: წამია საკმარისი და

მშიშარა ადამიანიდან გმირად ხარ ნაქცევი! მერწმუნეთ, ეს ასეა, მთავარი იმ

წამის გადაბიჯებაა!

Page 7: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

7

ეგ იქით იყოს და... თოვლიც გამახსენდა. თოვლი, ხომ მთლად მხატვარია!

თეთრი გამა ჭარბობს, მაგრამ ისეთი სისუფთავე შემოაქვს აღქმის არეში,რომ

თავისუფლად იწყებ სუნთქვას და აზროვნებას. ბავშვებს, რატომ უხარიათ

თოვლის მოსვლა? იმიტომ რომ ისინი სრულად შეიგრძნობენ იმ სილამაზეებს,

რასაც მათ ამ დროს ბუნება სთავაზობს. თოვლით მოხატული ტყეები, ხიდან

ჩამოშლილი თეთრი ფთილა. თოვაში დამდგარი უცნაური სიჩუმე და მასში

ჩაქროლილი ფიფქის შრიალი მშვიდ მოგონებებში გადაყვანას გპირდება!

მამაჩემი სულ წუხდა: ისე არ მომკლა ,რომ მთაში ცხოვრების შანსი, კიდევ

ერთხელ არ მომეცესო! აუსრულდა ეს ნატვრა. ღრმა სიბერემდე ცხოვრობდა

მშობლიურ მხარეში. პენსიაზე გასული მწყემსავდა ძროხებს და მინდორ

მინდორ მავალი თხზავდა მთის კილოზე ნაირ- ნაირ რითმებს. ალბათ ბედნიერი

იყო! დიდხანს არც უავადმყოფია, ისე მიაბარა ძვლები ერთ ფერდობს.

დაკრძალვის დღეს დიდი თოვლი მოვიდა. ისეთი ძლიერი თოვით თოვდა,

სასაფლაომდე ვერ მივყევით ქალები. მხოლოდ რამდენიმე ბიძაშვილისშვილმა

მიაცილა ბულდოზერით გათხრილ საფლავამდე. ვიდექი წელამდე თოვლში და

უცნაური განცდა მქონდა , ხმები მესმოდა დათოვლილი ხევიდან- თითქოს ვიღაც

იცინოდა, ან იქნებ... ტიროდა?! გარს მეხვეოდა თანდათან თეთრი ბარდნა და

რემედიოსივით ქათქათა ზეწარში მხვევდა ... ის ის იყო ცაში ატაცებას მიპირებდა,

რომ ვიღაცამ არყით სავსე ჭიქა მომაწოდა-მამაშენის შესანდობარი დალიე, ეეეხ,

ნეტა ყველა მაგის ხნობამდე გვამყოფაო! აი, ასე იყო ამბავი ერთი მეოცნებე

კაცისა. მახსოვს ბავშვობაში ჩამსვამდა ხოლმე თუნუქის სათლში , ამწევდა და

სულ ქანაობა-ქანაობით ჩამატარებდა არაგვისკენ ჩამავალ ბილიკზე. თავსზემოთ,

სალათისფერი ღრინჭოლები, მუქი მწვანე შალგები და ბრტყელფოთოლა ბუერები

დამქანაობდნენ... მათ ფორმასა და ფერში შმოჭრილი მოციაგე მზის სხივები, კი

ისე დამჭიატებდნენ თავზე, მეგონა სულ ასე იქნებოდა!..

სიმწვანე ირგვლივ სხვადასხვა ტონში, ჭალებზე მოყვავილე თეთრი

გვირილა,სიპზე ამოსული ჟოლოსფერი კლდისმიხაკა. მღიერებითა და

ლიქენებით მოხატული, ხევში ჩაკიდული უზარმაზარი ლოდები, თუ ხავსიანში

ამოზრდილი გვიმრები . მთებში კიდევ უფრო მაღალი მთები...ჩანჩქერები,

თქერალები, ჩანამქრული მოყვითალო ყინულის ღარტაფები და მათ თავზე

ლურჯი შუქით ჩამომზირალი, კაშკაშა ზეცა... თითქოს სხვა განზომილებაში ხარ!

დღეს შვიდი გოდორი ქვიშა აზიდა ჩემმა მეწყვილემ, მერე დაღლილი ორმოს

კუთხეში მიწვა ქვიშის ტახტზე და ძილს მისცა თავი. მეც ჩამოვჯექი . ქვიშიანი

თმა ჩამოვივარცხნე, მერე ქვიშა ჩაწებებული სახე ჩამოვიწმინდე არყიანი ბამბით

,ბევრი არაფერი შედეგი მომცა. არა უშავს აქ მეტი მაინც არ არის საჭირო! ქვიშით

Page 8: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

8

სავსე ფეხსაცმელი გადმოვბერტყე და იქვე მივაწყვე. ვან გოგის „ფეხსაცმელები“

გამახსენდა -დაქანცულნი და ბედით ვალმოხდილნი. სამყაროს ფუნჯით

მოძრაობაში მოყვანას ,ჭშმარიტად ღვთიური ნიჭი უნდა! ლურჯხალებიანი

ჟირაფის დახატვასაც დიდი ნიჭი უნდა,თანაც ისეთის - ცის სიმაღლეებს, რომ

უსწორებს გულუბრყვილო , სევდიან თვალებს!

ცის ნაჭერს ავხედე ორმოდან. მერწმუნეთ კამიუ არაფერ შუაშია! უცებ ჩემს

საყვარელ ქალაქში გავლა მომინდა ,ჩემს საყვარელ გამზირზე...თუმცა ამ ასაკში მე

უკე ვიცი , რომ“ ჩემი’’ აქ არაფერია ჩადენილი საქციელების გარდა. ჩმთვის“

ჩემი“ უკვე არა კუთვნილების, არამედ სიყვარულის გამოხატულებაა.“ ჩემი“

სამშობლო,“ ჩემი“ ქვეყნის თავისუფლება! რამდენი კოსმოპოლიტი ჩაბჟირდება

ამის გაგონებაზე, რა ვქნა? ჩაბჟირდეს. „ჩემი“ ქართული იდენტობა! რატომ არის

აკრძალული მომხიბვლელი, რატომ არის მიუწვდომელი სასურველი და რატომაა

წარსული მტანჯველი ? მომავალი, კი ბინდით მოსილი. ყველაფერი ეს,

ვფიქრობ კარგად შეკრული ილუზიური შოლტია ხანდახან ჩვენს გასაროზგად,

ანდა უბრალოდ მწარე რეალობა. არ ვიცი, არ ვიცი, მეგობრებს უნდა ვკითხო!

“ასეთ რამეებზე ფიქრს თავი დაანებე“-მეტყვის ის, ხომ იცით ვინც- ორი ლარი რომ

გამიყო... რაში გჭირდება საყვარელო? ცოტა უცნაური კი ხარ, მაგრამ სწორედ

ამიტომ მიყვარხარ! აბა, შაბლონი ვის რად უნდა? ამბობს ლიკა და იცინის.-

შაბლონი მაბლონი არ ვიცი მე, ამო გოო, მაგ ორმოდან! ბათუმში წავიდეთ

შებრაწული“ ბარაბულკა“ ვჭამოთ ზედ კაი თეთრი ღვინო და თხლად დაჭრილი

ლიმონი მივაყოლოთ, თანაც წვიმაში, წვიმაში ! - მუბნება ლალი. -კი, მაგრამ

წვიმაში რატომ ?- კითხულობს გაკვირვებით ნანა.-ფეხები, რო წყალში გაქვს და

თან ცხელ თევზსა ჭამ, როგორია?-აუ, მართლა რა მაგარი იქნება!-თვალები

უბრწყინავს ნანას. ოთხივენი ნერწყვს ვყლაპავთ.- ეეეჰ, ჩემი ნება რომ იყოს

ბათუმში, კი არა ტრაპზონში წავიდოდი! -ჩაგვერთო საუბარში ჩემი ბავშვობის

მეგობარი მართა , რომელმაც ამ დროს ჩამოიარა. ნიჩაბს დაეყრდნო და ოცნებით

შემოსილი ღიმილი გვტყოცნა. -რატომ ტრაპზონში, როცა ქვეყნად უამრავი

ქალაქია?-ჰკითხა ლიკამ . - რა ვიცი, აბა? პაპაჩემი სადმე რომ მიდიოდა

გავეკიდებოდი ხოლმე...- პაპი, პაპი, სად მიხვალ მეთქი და ისე მეტყოდა “

ტრაპზონშიო“, რომ მეც იქ მინდებოდა წასვლა! -შეადარა ბათუმს რა!

ჩაილაპარაკა ლალიმ.- ჰოოო, ეტყობა პაპამისს ისტორიული მეხსიერება არ

ანებებდა თავს!- დაასკვნა ლიკამ.

„ამო, მაგ ორმოდან“- ისე მეუბნება თითქოს ჩემს სურვილზე იყოს.- წავედი,

ნახვამდის!-ვამბობ მე.-„ნახვამდის, იმ კვირაში გამოგივლით!-“მიტოვებენ სიტყვას

გოგოები და მიდიან. ორმოში ჩავდივარ და გამალებით ვიწყებ თხრას. იმ კვირაში

გამოგივლითო, რომელ იმ კვირაში? არსებობს, კი ჩემთვის-„ ის კვირა?“ ანდა რა

არის თვითონ დრო? დედამიწის სხვადასხვა ნაწილშიც, კი დროის

Page 9: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

9

სხვადასხვანაირი აღქმა-აღრიცხვა აქვთ ადამიანებს. ეს დედამიწაზე იქ, კი

კოსმოსში? მხოლოდ მარადისობაა! დრო ადამიანების მიერ მოგონილი

,არსებობის კლასიფიკაციაა ყოფიერებაში ქაოსის ასაცილებლად - ჰოო...სადღაც

წავიკითხე ასე და სრულად ვეთანხმები. სივრცითი განზომილება, კი სულ სხვა

რამაა! ერთხანს რაღაც სისულეებს ვდუდღუნებდი. და... საერთოდაც ფიზიკაში

არაფერი გამეგება! მაგრამ ვის რა გაეგება? ფიზიკის მასწავლებელი მომაგონდა

ერთი მაღალი კაცი. აბა, ერთი წამით ყურადღება მოგედუნებინა

გაკვეთილისთვს განკუთვნილი ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში, ისეთ

ალიყურს აგაწნიდა , რომ ცხოვრებაში ვერ დაივიწყებდი. თან მისი საყვარელი

ფრაზა:“- შე, მამაძაღლისშვილო, შენაააა!“ დაუვიწყარია! “ ნონ სხოლა, სედ ვიტა

დისციტის“, სკოლა, კი არა ცხოვრება გასწავლისო ამბობდნენ ძველი ლათინები.

ისე, გერმანული ტიპის ზოგადი განათლების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს.

საერთოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დიდ პატივს ვცემ. ისინი თავის

დროზე იმ ნიჭიერი და ინტერესიანი ადამიანების მოგონილია,რომელთაც

სურდათ სამყაროში არსებული დიადი ცოდნიდან უფლისთვის კიდევ , რაღაც

გამოეტყუათ. მას, კი ალბათ ეცინებოდა მეცნიერთა დაუცხრომელ ბუნებაზე და

ამბობდა, მხოლოდ იმას გამცნობთ, რაც ბოლომდე არ დაგანგრევთ ადამიანებოო.

ჰოო, რა ვიცი აბა, ალბათ ასე იყო!.. თან ვთხრიდი და ვთხრიდი ორმოს

კედლებს... მერე ჩემს თავზეც გავბრაზდი. კაცო, რა ჯანდაბა მჭირს?!.. მოდიან ,

მაკითხავენ. რა, უმადური ვარ?!

ამ გრძნობათა ჭიდილში მეორე დღეც დადგა, დავიწყე თხრა და უცებ კენჭი

მოხვდა ორმოს თავზე მიმაგრებულ თუნუქის ნაჭერს .-თავი ამოყავი! ჩამომძახა

მართამ. შავი პურზე ნიორი გადაესვა, ზედ მარილში გამოყვანილი ლორის

ნაჭერი დაედო და მონდომებით მთავაზობდა. თვითონ უკვე ლამის ათავებდა

ასეთსავე ულუფას.- ხომ იცი, რომ ღორის ხორცს არ ვჭამ!- რა ვიცი, ბავშვობაში

კარგად ყლაპავდი?- ბავშვობაში ნაღვლის ბუშტი არ მაწუხებდა. -რა თავს

აკვლევინებ გოგო ამოიღე და გადააგდე, ლაპარასკოპიით! უცებ საავადმყოფოს

მწვანედ შეღებილ დერეფანში ვიგრძენი თავი იოდოფორმის მძაფრი სუნი მეცა და

გამაჟრიალა. -იიფ, რა ადვილია, არა? - თან მორთმეული ულუფა ჩავკბიჩე

გამეტებით. ჩავკბიჩე და ასოციაციით უცებ „თანიაანთ“ მინდვრებში აღმოვჩნდი!

არა, პრუსტი არაფერ შუაშია. ის ის იყო ლორთქო ყანას მიწიდან თავი ამოეყო

,ირგვლივ კობჩხილას და ქინძრუტას სასიამოვნოდ მძაფრი, გაზაფხულის

მაუწყებელი სურნელი ტრიალებდა. მარო დეიდა მინდორში ღორებს, რომ

გარეკავდა ჩვენც გაგვიყოლიებდა ხოლმე მეზობლის ბავშვებს. -გახსოვს მარო

დეიდა? შევკითხე მართას. -მაგას რა დამავიწყებს? ვიღაც რუს ოფიცერზე, რომ

ყვებოდა მოვწონდიო. გაიღიმა მართამ. -მერე, რატომ არ გაჰყვა?- სად, რუსეთში?

იმის ღორებს ვინ მიხედავდა? - გაყიდიდა და იქ სხვა ღორებს იყიდდა, აბა იქა

Page 10: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

10

ჰყავთ თუ ჰყავთ ჯიშიანი ღორები!-ორივეს გაგვეცინა.- ბედია, ხომ იცი! რას

ლაქლაქებთ ამდენს ?აბა, ჩქარა საქმეს მიხედეთ, შენ შენსას შენ, კი შენსას! ამოჰყო

თავი ამ დროს ჩემმა მეწყვილემ ორმოდან დაახლოებით ისე სინდიოფალები , რომ

ამოჰყოფენ ხოლმე მინდორში თავებს. -გაგვანაწილა რა! სთქვა მართამ . ისევ

გაგვეცინა. მართა წავიდა . ორმოში ჩავძვერი და თხრა განვაგრძე.

თოვდა და თოვდა...ამასობაში თვეც დასრულდა. მერის ქორწილმაც ჩაიარა.

ორმოეთის უფროსობამ შემომითვალა სურვილი თუ გაქვს ქორწილს დაესწარიო .

ერთი კი ვიფიქრე ხომ არ წავიდე? წითლთვლიან საყურეს გავიკეთებ აი იმას

მეგობრებმა, რომ მომართვეს დაბადების დღეზე მეთქი, მაგრამ მერე

გადავიფიქრე. მერიზე ამბობდნენ სიმპათიური პატარძალი იყოო. ოღონდ შიგა და

შიგ ლაპარაკში სულელურად იღიმოდა და თვალი სულ კარისკენ ეჭირა , თითქოს

ვიღაცას ელოდა . ბოლოს მორჩილი ხბოსავით გაჰყვა ქმარს ზედა იარუსის

ორმოეთში საცხოვრებლადო.-ერთი კია ცხვირი ჭარხალივით წითელი ჰქონდა,

ნეტავ რატომ, ხომ არ ეტირებოდა? - რა ატირებდა, იცი რამდენი ქალი ოცნებობს

გათხოვებაზე? ეგ, კი ზედა იარუსზე გადავიდა საცხოვრებლად და ორმოც ჩვენზე

დიდი ექნება! შენიშნა მარიმ. -კი არ ეტირებოდა ხალხო უბრალოდ საქორწილოდ

სახეზე ორთქლის ნიღაბი გაიკეთა და ცხვირზე კანი ცოტა მოეწვა , დასძინა

ელზამ.- კარისკენ რაღად იყურებოდა, ნეტავ იმ კაცს ხომ არ ელოდა ბორჯომში

რომ გაიცნო? იკითხა მართამ. -გაიცნო როო? ვთქვი ჩემთვის. -საქმე კაცში ,კი არა

ოცნებაშია! ყველა ქალი თავის ოცნბას ეტრფის, თავის რაინდს ელოდება ,

აფილოსოფოსდა ელზა. -ელოდებიან და ელოდონ! გაცხარდა უცებ მართა.

„რაინდი!“ რა, შუა საუკუნეებია? ოცნება სურვილის გაიდეალებაა და მეტი

არაფერი! -ეგ კიდევ სადავოა...-ჩაფიქრდა ელზა. -ასე კატეგორიულნი, ნუ

იქნებით. იდეალისტებს მიჰყავთ სამყარო განვითარებისკენ, ჩაერია საუბარში

მარი.-„ეეეჰ, გინდა იოცნებეთ და გინდ არა! „ ჩაიქნია ხელი ცნობადმა კაცმა და

ჩაიარა!..მართა ისევ გაცხარდა. -ვინ არის ეს კაცი, გამაგებინეთ ერთი! -კარგი, რა ,

ხომ გაგიგონია ქვეყანა ვის გაუსწორებია , რომ შენ გაასწორო? დასძინა მეზობლის

ქალმა. -ეგ რა შუაშია? ცხარობდა მართა. - მე წავედი, ვთქვი და ორმოში ჩავძვერი.

სიმარტოვე არ მიყვარს , მაგრამ არც სისულელეების მოსმენა მიყვარს, არც

ხალხმრავლობა მიყვარს- ინდივიდუალიზმს ვკარგავ, თუმცა რა ვიცი შემრჩა, კი

რაიმე იქიდან?

ისევ შემობრუნდა დედამიწა . დიადი სამყაროსგან ბოძებულ ჩემს“ ერთციდა“

სიცოცხლეში და ამავ დროს დაუსრულებელში, უკვე მერამდენედ დადგა საღამო!

მოლურჯო მტრედისფერი ნათება სენტიმენტალური განწყობით მავსებს და

თანდათან გადავყავარ მშვენიერ მოგონებებში. მახსენდება , როგორ შემოდიოდა

ლურჯი საფირის ფერი ნათება ჩემს ოთახში, როცა ის მქონდა... ბაღში, კი

ვაშლის რტოებს ყვავილები შრიალით სცვიოდათ. ანდა... ვერცხლისფერი

Page 11: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

11

მთვარე ფიჭვის ტყის თავზე, დათოვლილი მინდვრები. როდის იყო ეს, გუშინ?

ორმოცდაათი წლის წინ? მთავარია, რომ იყო! მინდორი მთვარის შუქზე ალმასის

მტვერმოყრილი, საკარნავალო თეთრი მოსასხამივით ბრწყინავდა. დათოვლილი

ნაძვები ზღაპრის დეკორაციებს გავდნენ „წელიწადის თორმეტი დრო“-დან,

ცოცხლებს და მოძრავთ. მივაბიჯებდი ტყისპირა ბილიკზე და ყურში შტრაუსის

აღმტაცი ვალსი ჩამესმოდა . ბზრიალ-ტრიალით ვცეკვავდი და ვცეკვავდი

ფიჭვებთან ერთად . დარამ, დარამ და რა ტა ტა...თან კარგა მძიმე ციგასაც

მივათრევდი ყინვისაგან ხელ-ფეხ დამზრალი, მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ,

მაშინ ხომ თორმეტიოდე წლის ვიყავი. ამის გახსენებაზე მეღიმება გგონიათ იმ

დროში მინდა დაბრუნება? არა, ჩემი სიცოცხლის ეს მომენტი იყო და

ჩაიარა!..ჩაიარა და დატოვა საჩუქარად ყოფიერების სკივრში მოგონებების ჭრელი

გირლანდა. ჩაყავი ხელი, ამოიღე, ყელზე მოიგდე ეს გირლანდა ...და უკვე

ბედნიერი ხარ! ბავშვობის მოგონებები, იმ პატარა ციცინათელებს ჰგვანან

სიბნელე მორეულ გზაზე უცებ , რომ აკიაფდებიან ხოლმე და გაოცებენ იმით

,რომ გაოცება ისევ შეგიძლია. ანდა ის დღე, თეთრკოპლებიანი კაბა რომ მეცვა...

ასე ხუთიოდე წლისას, ქუჩაში გამოსულს გუბურასთან მეზობლის ბატები

დამხვდნენ და სისინით გამომეკიდნენ. ძალზე წვრილი კბილები ჰქონდათ.

მივრბივარ. ერთი დამეწია კაბის ბოლოზე წამწვდა და ფხრიწ... ჩამომახია.

ვყვირი. საშველად მარო დეიდა გამორბის, -აქშა, აქშა თქვე სამგლეებო! მე ძირს

ვეცემი ბებერი ცაცხვის ნაწვიმარ ფესვებზე . მერე დედა კარგახანს მიღებდა

პინცეტით სახის კანიდან პატარა , ღრმად ჩამჯდარ ქვიშის ნამცეცებს. მე

ვტიროდი . ის მაწყნარებდა. ბედნიერებაა, როცა განსაცდელის ჟამს დედაა

გვერდით. სიტყვებში „დედა გენაცვალოს’’- ხომ მთელი სამყარო დევს! თუმცა,

მაშინ ამას ჯეროვნად ვერ აფასებ. მერე, კი ესეც მოგონებად ქცეული უსაზღვრო

მონატრებად მოდის! კარგია ახლა ,რომ არ ხედავს ჩემს სახეს ამ ორმოსავით

ჩაღამებულს და ქვიშით დაბეჭდილს. ეს მოგონებები,ისეთი ძველის-ძველია,

როგორიც ჩემი წინა ცხოვრება. გაზაფხულობით ტყისპირა ,ყვითლად მოყვავილე

აკაციების ხეივანი... მიდიხარ ამ ნათებაში და თან თაფლის არომატი მოგდევს...

სამოთხისეულია არა? ასეთია ბუნება- მშვრნიერი და საშიში, მაგრამ იმაზე მეტს

მაინც არას გავნებს, რასაც შენს გვერდით მდგომი ადამიანი. „ რაც მოგივა

დავითაო, ყველა შენი თავითაო“,ესეც ხომაა? მეორე დღეს გვარიანი შრომის

შემდეგ ჩამოვჯექი ტახტზე და კვლავ ფიქრებს მივეცი თავი... ისე, ამ ბოლო

დროს ტოლერანტი გავხდი. ამის გამო ნერვებიც მეშლება , მაგრამ რას იზამ?

წლებს თავისი მოაქვს. ბებიაჩემის ფრთიანი გამონათქვამიც მახსენდება - შვილო“

ერთი ბებერი ქვეყნის დარდმა მოკლაო“. ისე, რა უცნაური სიტყვაა „ქვე- ყანა.“

ხშირად ვფიქრობ ამ სიტყვაზე. ოხ, ეს ღრმა ენა! „ ქვე- ყანაში“ რომ ვართ იმიტომ

გვაქვს ამდენი პრობლემა, იმედია“ ზე- ყანაში“ უკეთაა საქმე!

Page 12: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

12

მე და ბებია , ძილის წინ ვსაუბრობდით ათას რამეზე. ბავშვობიდან ახსოვდა,

თუ როგორ ისროდნენ თბილისში შუადღისას ზარბაზანს ,როგორ ჩაივლოდა

ხოლმე ხალხით სავსე ქუჩაზე ამიერკავკასიის მთავარმართებელი თეთრი ცხენით.

როგორ უკრავდნენ მოხეტიალე მსახიობები ეზო ეზო... აივნებიდან, კი ხურდა

ფულს უყრიდა ხალხი. თვიოთონ? როგორ აპრიალებდა , ვითომ სასწავლებლად

ჩაყვანილი ცხრა წლის ბავშვი ვერცხლის ჭურჭელს ცარცით, „ სადკოვების“

სახლის შუა ეზოში. მერე , კი ცივ წყალში გაყინულ ხელებს საათობით

ითბობდა იღლიაში. „საბურთალოს“, მაშინ ერთ ტრიალ მინდორს ეძახდნენ

,სადაც მენახშირეები ნახშირს წვავდნენ ღუმლებისა და უთოების

გასაცხელებლად. ბებია ძილის წინ ყოველთვის წიგნს კითხულობდა. რუსულად

კარგად საუბრობდა. ჭრა- კერვა, ხალხური მედიცინა, რა არ იცოდა! ის რომ

ალუბლის მურაბას შემოდგამდა ცეცხლზე, მთელი უბანი ამ მშვენიერი ხილის

არომატით ივსებოდა . ომები, რევოლუციები , შიმშილი, სიკვდილი... და

წუთისოფლმა, მაინც ვერ გატეხა ! გაზაფხულობით ბაღჩაში შრომით დაღლილი,

აყვავებული ატმის ძირას ჯდებოდა ხის სკამზე... ატამიც აყრიდა და აყრიდა

ვარდისფრად დაგვირისტებულ გვირგვინის ფურცლებს, იმის სიბერისაგან

დაჩიავებულ სულის ჭურჭელს. შაშვები პირდაპირ კალთაში უსხდებოდნენ და

ისე კენკავდნენ მათთვის დაფხვნილ პურის ნამცეცბს . მახსოვს ერთხელ

საუბრისას მითხრა:- მივდივარ შვილო და ორ რამეზე მწყდება გული. ერთი ის

,რომ არ მასწავლეს გიმნაზიაში და მეორე ის, რომ სიყვარული არასოდეს

გამომიცდიაო. -ეს როგორ მეთქი. სიყვარულისგან გამწარებული ბევრი ქალი

მყავდა ნანახი და რომანებშიც ამას ვკითხულობდი. შევშინდი, ვთქვი- შორს ჩემგან

სიყვარული! და ასეც მოვიქეცი. -მერე პაპაჩემი? - პაპაშენი ჩემზე ათი წლით

უფროსი იყო , პატივს ვცემდი და ვაფასებდი. მაგრამ ეს სხვა რამაა. ეხლა ვნანობ

გულის კარი, რომ არ გავხსენი დიდი გრძნობებისთვის, მაგრამ რაღა დროსია!

გამიკვირდა მისი სიტყვები. -ნუ გიკვირს შვილო, ადამიანი , თუ

სიყვარულისთვის არ იხარჯება, ის არ ცხოვრობს სრულფასოვნად . სიბერეში

ყველაფრის გადაფასება ხდება,იმიტომაც ბერდებიან ალბათ ადამიანები. სიბერე

ასეთია სულის სულში, რაღაც ახალგაზრდად რჩება, გონება ბრძენდება ხორცი,

კი ძაბუნია და უძლური. მინდა გახსოვდეს იცხოვრე პატიოსნად და ნურაფრის

შეგეშინდება მითუმეტეს სიყვარულის! ის სიკეთის ყველაზე მშვენიერი

გამოვლინებაა ამ ქვეყნად. - სიკვდილის, სიკვდილისაც არ უნდა მეშინოდეს

ბებო?- არ უნდა გეშინოდეს იმის ,რაც გარდაუვალია და ოდესმე აუცილებლად

მოხდება, ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის შვილო. მთავარია სინდისის ხმას უსმინო

და ისე იცხოვრო.

აი, ასეთი იყო ბებია, ქალური ფილოსოფიით სავსე. აბა, მართას პაპას კი არ

ჰგავდა სახლიდან ყოველ გასვლაზე ,რომ ატყუებდა ტრაპზონში მივდივარო.

Page 13: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

13

რუსეთ- თურქეთის ომში სამხედრო დავალებაზე გაგზავნილმა “პორუჩიკმა“ ერთ

ღამეში ორმოცი მგელი დავხოცეო . ხეზე მიბმული ცხენი შემიჭამეს მე ,კი მაღლა

ტოტებზე ვიჯექი და იქიდან ვაყრიდი მგლებს ხელყუმბარებსო. ისე , კაცმა რომ

თქვას, რა ?..არ შეიძლება ასეც მომხდარიყო? რატომაც არა! საინტერესო მოხუცი

იყო, დაუღალავი ფანტაზიით სავსე. გარს შემოისხამდა უბნის ბავშვებს და თავს

გადამხდარ საოცარ ამბებს მოუთხრობდა . ბებიაჩემი ხუმრობით „ბარონ

მიუნჰაუზენს“ ეძახდა...ეეეჰ, ვერ ვაჩერებ აზრთა მდინარებას! იდუმალი

ნაცრისფერი საცავიდან ისეთი სისწრაფით მოსრიალებს აზრი,როგორც

ბიბლიური გველი , ბრძენი და მაცდური. არ მინდა, არა! უბრალოდ ადამიანური

სიმშვიდე მირჩევნია, მაგრამ სად არის სიმშვიდე? ეს ხომ რჩეულთა ხვედრია.მე ,

კი „ორმოეთის’’ერთი რიგითი წარმომადგენელი ვარ. და...საერთოდაც , რა

ფრთიანი გამონათქვამები ამიტყდა?

ძალიან გავერთე ამ ფიქრებში...არ არის საჭირო ამდენი ფიქრი, უნდა იმუშაო!

თხარო და თხარო! აი, შენი საქმე ეს არის! რასაც საქმიანობ, ის ხარო- ნათქვამია.

ესეიგი- თხუნელა! აი, ჩემი მეწყვილე, კი როცა თვლემს წყალზე მოტივტივე

გატრუნულ ნიანგს ჰგავს და ისეთ დროს დააჭყეტს თვალებს, შუა ძილში რომ

გგონია . იკთხავს:- რაო, რაოო? თუმცა ძალიან კარგად იცის- ვინ რა სთქვა. მართა,

კი ბუს გავს, როცა ლაპარაკობს თვალებს ხან ააპარპალებს, ხანაც ხანგრძლივად

ხუჭავს, თანაც ღამით სულ ღვიძავს. თუმცა ,რაც ეს კომპიუტერები შემოიტანეს ,

საქართველოში მოსახლეობის დიდ პროცენტს არღარც სძინავს ღამით. ჩვენ ხომ

ზომიერება არაფერში ვიცით! ჩემი მეწყვილე, რომ დაჯდება კომპიუტერთან

ადგომა აღარ იცის.-აბა, რა აკეთოს? ოცდაათი წელი გავატარეთ ერთად, რაც

სათქმელი გვქონდა უკვე ვუთხარით ერთმანეთს ახლა, კი ბრძნული დუმილის

დროა ...და მხოლოდ აუცილებელი ფრაზების. ამერიკაში ჰყავს მეგობარი,

კომპიუტერიც იმან გამოუგზავნა, თან ზედ ელემენტიანი პირის საპარსიც

მოაყოლა, აი ისეთი ,დროდა დრო დატენვა რომ უნდა. ნეტა გენახათ რა

ბავშვივით გაიხარა. მასზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არავინ იყო იმ დღეს

მთელს „ორმოეთში“. აკუმულატორიც იშოვა და ჩართო კომპიუტერი. ისე,

რამხელა პარადოქსია არა? -ორმო და კომპიუტერი! მაგრამ რას იზამ? ყველაფერი

ხდება...

ქვიშასთან ჭიდილით დაღლილმა მარტამ ორმოდან თავი ამოყო, ამოძვრა და

იქვე სახურავზე ჩამოჯდა. ფეხები ორმოში ჰქონდა ჩაკიდული და წინ და უკან

აქანავებდა ისე , ბავშვობაში რომ სჩვეოდა. ჩამავალ მზეს ჰორიზონტი

გაეწითლებინა, ირგვლივ ფაფუკი თოვლი იდო, ასე ერთ მეტრამდე. ბექობს

ვარდისფერი ნისლი მოსდებოდა და პეიზაჟი ნისლთან ერთად ცურავდა. ოჰ, ოჰ,

Page 14: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

14

მთლად სიზმარივითაა!-გაიფიქრა მართამ. ერთხანს ფეხებს ისევ აქანავებდა

,მერე ღიღინი წამოიწყო:’’ არ დაიჯერო, არ დაიჯერო...’’ ქალაქური რომანსები!

მოაზროვნე საზოგადოება, ოჯახური სალონები, ფრანგულად მოსაუბრე

არისტოკრატია! ოო, როგორ უყვარდა მარტას ეს ყველაფერი! მეცხრამეტე

საუკუნის მიწურულს პოეზიაში- სიმბოლისტები და მხატვრობაში

იმპრესიონისტები -აი, რა იყო ღირებული მისთვის. ეპისტოლარული

ჟანრი?..ბატის ფრთით, სანთლის შუქზე დაწერილი წერილი, რომელიც ცხენით

ფოსტალიონს ამოაქვს სასურველი მამაკაცისგან სიყვარულისდა ნიშნად ,სადღაც

ინგლისის მაღალმთიან , ნისლიან მამულში; იქნებ სულაც შოტლანდიაში,

მოკლედ სიმარტოვესა და გაფაქიზებულ სენტიმენტებში. ოოჰ, რა მშვენიერია

არა? მშვენიერია, მაგრამ სად არის? -შეეკითხა მარტა თავის თავს. ღამის

„ორმოეთს“ გაჰხედა. დასახლებას სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. არის

ესაც რა!-ჩაილაპარაკა ქალმა ამრეზით.- ამას ის დასახლება სჯობს ვიტორია დე

სიკას ფილმში რომაა. რა ჰქვია? ჰოო,“ ღარიბები ცას მიემგზავრებიან“. მაგარი

დასახლებაა, რომთან ახლოს ქალაქური ტიპის. ყველა ქუჩა ერთი პატარა

მოედნისკენ მიმარეთება. მოედანზე ,კი თაბაშირისგან გამოქანდაკებული

ანტიკური მამაკაცის ხელმოტეხილი ძეგლი დგას. სადღაც გადაგდებული ,

ვიღაცამ მიიტანა და დადგა . აბა დასახლებას ცენტრი არ უნდა ჰქონოდა? მერე რა

ფუსფუსია, რა ურთიერთობები, ცოცხალი , ნამდვილი იტალიური! მართა დიდი

პატივისმცემელი იყო რომაული კულტურის.ჯერ ეს გამოთქმა რად ღირდა:-

„ყველა გზა რომში მიდის“! აქ , კი ყველა გზა ორმოში მიდის, იმიტომაც ჰქვია

აქაურობას „ორმოეთი“. დასახლება უბნებადაა დაყოფილი . ძირითად უბანში

ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხებით გაღატაკებული ხალხი ცხოვრობს,

ასე ათიათას ოჯახამდე. ქვედა უბანში კაზინოებში, ძირითადად ქმრებისა და

ვაჟიშვილების წაგებული დიდი თანხის გამო გაღატაკებულნი,ისინიც საკმარისად

არიან. დასავლეთის მხარეს სხვადასხვა მიზეზით , მაგალითად - ღატაკქვეყნის

შვილობით დაბეჩავებულნი და ბოლოს, აღმოსავლეთით- სიმარტოვის ხიბლში

მყოფნი.ეს, კი სწორდ ის უბანი გახლდათ, სადაც მარტა ბინადრობდა.- მოედანი

გვჭირდება, მოედანი!- დაასკვნა უცებ მართამ. აუცილებლად დავაყენებ ამ

საკითხს „ორმოეთის’’ შეკრებაზე. შეკრება, ხომ ყველგან იმართება სადაც

ადამიანები სახლობენ, ჰოო და... მოედანზე მოვაწყობთ ამფითეატრის მსგავს

ადგილს. ცალკე ,ლოჟაში ძალიან ჭკვიანებს დავსვამთ, პარტერში ნაკლებად

ჭკვიანებს . უფრო შორს საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონეთ,

ქანდარაზე ,კი სულელებს, რომ მათი აზრები ნაკლებად მოგვწვდეს

ყურთასმენამდე... და ვიმსჯელებთ და ვიმსჯელებთ, ათას რამეზე...ამ

შთაგონებით მარტა მოიხიბლა. გამოვალთ სიტყვით და ვიკამათებთ. კამათში, კი

ჭეშმარიტება დაიბადება!.. დიახ! ისე , ჩემის აზრით საქართველოში კამათში

ჩხუბი უფრო იბადება, ვიდრე ჭეშმარიტება. ამბობენ ჩვენში ემოციური ფონი

Page 15: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

15

ჭარბობს და რაციო უკანა პლანზე გადადისო. აი ამას უნდა მივხედოთ! რა შუაშია

სამხრეთელობა. რა, ძველი ბერძნები სამხრეთელები არ იყვნენ? რა

ლოგიკაჰქონდათ, სხლავდნენ! მერე ისევ აღიღინდა:“არ დაიჯერებ, არ

დაიჯერებ“... აი, ამას ჰქვია პერსევერაცია.

ამასობაში მარტას შესცივდა და ორმოში ჩაძვრა. ქვიშის ტახტზე დაგებულ

ქვეშაგებში შეწვა და ცოტაოდენი წრიალის შემდეგ ძილს მისცა თავი.

მოუსვენრად ეძინა. კოშმარი ხომ ისეთი რამეა ყველგან გეწვევა, ორმოშიც და

სასახლეშიც. ვითომ მთის კიდეზე იდგა და მრავალთავიან გველეშაპს თავებს

ჭრიდა, მაგრამ მათ ადგილას ასი ახალი თავი ამოდიოდა. გაიტანჯა ქალი! -ნუ

ნერვიულობ,ეგ უბრალოდ შენი პრობლემები დაგესიზმრა გაივლის, არაფერია,

უთხრა ერთმა მეზობელმა.- წყალს მოუყევი? ჰკითხა მეორემ. ოჰ, ეს მეზობლები!

მხარში გიდგანან, როცა გიჭირს ,მაგრამ აბა ახალი რამე იყიდე- მაშინვე

გაგჭორავენ. მართა, მთელი დღე იმ კოშმარების გავლნის ქვეშ იყო ვერა და ვერ

გამოიკეთა გუნება. ვინც ,კი შეამჩნია და ჰკითხა რა გჭირსო, ყველას პასუხობდა

პრობლემები მაქვს ,მაგრამ ნუ მკითხავთ რა პრობლემებიო. მაინც რა არის ეს

სიცოცხლე? არც ძილში გაქვს მოსვენება და არც ღვიძილში. არც ხრიოკზე და არც

ბაღნარში!..რა ვქნა ,რა? სად წავიდე? როგორც, კი პრობლემები მოეჯარებოდა, სულ

სადღაც გაქცევა სურდა .ერთხანს ტყეში ცხოვრებაზე ფიქრი აეკვიატა. ოცნებობდა

რკინის სახლი ჰქონოდა. ერთი ოთახი, რკინის კარით და ფანჯრებზე რკინისავე

ცხაურით, ტყის ცხოველებს, რომ მისთვის ვერაფერი დაეშავებინათ. პატარა

ბოსტანს შემოღობავდა და ყველანაირ მწვანილს მოიყვანდა, სურსათს, კი

დასახლებული პუნქტიდან ცხენით მოზიდავდა.-ეეჰ,რა კარგი იქნებოდა! კიდევ ,

ფლეიტაზე დაუკრავდა და ამით ცხოველებს დაიმეგობრებდა...საღამოობით

გადმოდგებოდა ფანჯარაში,მთვარის შუქზე და დაუკრავდა! ისინი ,კი

გამოვიდოდნენ ტყიდან და თვინიერად დაწვებოდნენ რკინის ქოხის

მისადგომებთან მუსიკის მოსასმენად, მერე კი ტყის სიღრმეებს

დაუბრუნდებოდნენ. ეეეჰ, რა კარგი იქნებოდა! წავალ თეკლესთან, ჩემს ამბებს

მოვუყვები. ქვიშა ჩამოიბერტყა ქალმა. წავალ ,მივალ და ...საუბარიც არ გვექნება

დაწყებული, რომ მისი მეწყვილე ამოყოფს ორმოდან თავს. მაგან ,ხო გააწყალა

გული- რა! ვეუბნებოდი:- არ გინდა ეგ კაციმეთქი და რა მიპასუხა?- მარტო

დარჩენის მეშინიაო. შე დალოცვილო, მე, რკინის სახლში , უღრან ტყეში

ცხოვრების არ მეშინია და შენ რაღა დაგემართა მეთქი. ეეეჰ, განა ამ ქვეყნად

არსებობს კაცი ,რომელიც წრფელი სიყვარყულის ღირსია? აფსუს!.. კარგი, რაც იყო

იყო... ნეტა მარტო დამხვდეს სახლში!

მხოლოდ თეკლას ესმის მისი, როცა გამოუტყდა ქაშუეთის ეკლესიის

გუმბათისკენ აღმავალი კიბეა სამლოცველოს მხარ მარცხნივო -თეკლას არ

გაჰკვირვებია! თუმცა ის კიბე უხილავია სხვათათვის. მოუყვა, თუ როგორ ავიდა

Page 16: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

16

კიბით გუმბათზე და იქ, კარი იხილა. კარი ღია იყო, გავიდა გარეთ და პატარა

ხიდზე გადაიარა. უცხო ქუჩაზე აღმოჩნდა. დიდი თუთის ხის ქვეშ კაცები ნარდს

თამაშობდნენ, ბავშვები ჟივილ-ხივილით დარბოდნენ, ქალები, კი აივნებზე

გადმოფენილ ხალიჩებს ჯოხით ფერთხავდნენ...ყველაფერი ჩვეულებრივს

ჰგავდა,მხოლოდ ეგაა დროში ვერ გაერკვა -რა დრო იყო. მერე მის შესახვედრად

მიცვალებულები გამოეფინნენ- ეს იყო ცოტა უცნაური. თეკლა ჩაფიქრდა: -

ქვაფენილიანი ქუჩები იყო, თეთრი ქვით წრიულად მოკირწყლული ირგვლივ,კი

სულ ერთსართულიანი თეთრი სახლები იდგა, არა? - ჰკითხა მან. მარტა გაოცდა:

შენ, საიდან იცი?- მერე, მერე? ჰკითხა მეგობარმა. - აქ საიდან მოხვდიო, მკითხეს

მიცვალებულებმა.- ეს აქ პირველად არ არის, ადრეც ყოფილაო , იცნო მარტა

ვიღაცამ. აქ სიარულს თავი დაანებე, თორემ ერთხელაც დაგინახავენ და სულ

დაგტოვებენო!.. და გაეღვიძა. თეკლა თავს უკრავდა თანხმობის ნიშნად, არაფერი

გაჰკვირვებია ,წარმოგიდგენიათ?!

აი, თეკლას ორმოც გამოჩნდა. პატარა კენჭი ისროლა თუნუქის სახურავზე .

თეკლამ ამოყო ორმოდან თავი:- იმედია, ლორის ბუტერბროდი არ მომიტანე

,ისედაც მთელი ღამე ნაღველი მტკიოდა! არც ის მითხრა: ამოიღე გოგო , ეგ

ნაღველა და გადააგდეო! ამ სიტყვებით ორმოს თავზე ამოფოფხდა თეკლა. მარტო

ხარ? -კი.- რაღაც უნდა მოგიყვე. ამ ბოლო დროს უცნაური რამეები მესიზმრება,

მოკლედ გავწვალდი . მეც ავდექი და ქალაქში გავიპარე! -მერე? შეშფოთდა

თეკლა.- ნუ ღელავ, ქაშუეთის ეკლესიიკენ გავემართე, ხომ იცი როგორ მიყვარს!

ვიფიქრე ვილოცებ მომეშვება მეთქი. „ლაღიძის წყლებთან“ ,რომ მივედი... -

ეჰ,სადღაა „ლაღიძის წყლები“! თქვა თეკლამ დანანებით. -მოიცა, ნუ მაწყვეტინებ!

გავჩერდი და უცებ ჩემს თვალწინ ჩალისფერთმიანი , ელეგანტურად ჩაცმული

ქალბატონი გაჩნდა თმა კეფაზე გვირგვინივით ჰქონდა დახვეული. - შესვლა

გინდაო?- მკითხა. - დიახ მეთქი. მან მინის კარზე დააკაკუნა. დარბაზიდან

თეთრწინსაფრიანი ქალები მოგვეგებნენ, მობრძანდით გეთაყვაო. - რა ფერის

წყალი გსურსო, -მკითხა - წითელი მეთქი, მე ყვითელს დავლევო სთქვა

ქალბატონმა. დავლიეთ და გამოვედით გარეთ. შევხედე და რასა ვხედავ? ის კი არ

დადის- დაცურავს! მიწიდან ათ სანტიმეტრზე იყო აწეული და... უეცრად

მივხვდი, რომ ის ანგელოზი იყო! წარმოგიდგენია! თეკლას თვალები უცნაურად

აენთო. -მერე, მერე? კიდევ რა გითხრა? ჰკითხა მეგობარმა. გამომყევიო.

„ალექსანდროვის“ ბაღში გავედით. ის წინ მიდიოდა. ბაღის გასასვლელთან ორი

ასეთივე ელეგანტურად ჩაცმული, ასეთივე დიდებული ქალბატონი იდგა! მას

,რომელიც უფროსი იყო ელვარე შუშიანი სათვალე ეკეთა, თვალს ვერ

გაუსწორებდი! -მოვიყვანე, სთქვა ჩემმა ნაცნობმა. -თავი დახარე! მიბრძანეს მათ.

ამ დროს ელვარე სათვალიანმა ხელის თითები თავზე მომიჭირა. მეტკინა . -ის

ჯერ მზად არ არის!- წარმოსთქვა მან და პირი იბრუნა . დაღმართისკენ გასწიეს

Page 17: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

17

და თვალს მიეფარნენ. -წარმოგიდგენია თეკლა, მე ვინ ვარ, რომ ანგელოზებმა

ამის ღირსად მცნეს. ვინ ვარ მე? მტვერთა მტვერი საუკუნთა სრბოლაში! თან

დამიწუნეს- ღირსი არ არისო, სთქვა მართამ და ცრემლები ჩამოყარა.- ღირსი არ

არის, კი არა,“ჯერ მზად არ არისო „-ასე არ გითხრეს?- კი! ხო და შენც მოემზადე! -

როცა მზად ვიქნები წამიყვანენ, თეკლა?

თეკლამ ხელი მოხვია მხაზე მეგობარს და ღიმილნარევი სევდით უთხრა:-

აუცილებლად წაგიყვანენ, ჩემო მეგობარო! შენ ხომ მამაცი, კეთილი და

სულგრძელი ადამიანი ხარ! შენ, ყველაფერი კარგის ღირსი ხარ! მაგრამ სანამ

წაგიყვანენ გახსოვდეს, რომ შენ ისინი ყველგან დაგიცავენ! - ბოროტი ვერ

მომერევა?- რა თქმა უნდა ვერ მოგერევა!- უთხრა თეკლამ და მეგობარს თავზე

აკოცა. -ვერც შენ მოგერევა თეკლა! თეკლამ მარტას ხელი მოხვია მხარზე. - არავის

მოუყვე ეს ამბავი ,კარგი?- კარგი.

მართა ხლისიანად ბრუნდებოდა თეკლასგან სიმარტოვის ხიბლში მყოფთა

უბნისკენ და თან ღიღინებდა, რომ უეცრად თავისი დიდი პაპა გაახსენდა-

სამსონი! ის პაპამისის მამა იყო. ახალგაზრდა მღვდელი , ყველასგან

დაფასებული. პატიოსნად ემსახურებოდა მაღლა ღმერთს და დაბლა ადამიანებს.

რამოდენიმე სოფლის მრევლი ებარა. ერთ დღეს შორეულ სოფელში

მიცვალებულს წესი აუგო , სანამ დაკრძალეს ამასობაში დაღამდა და ამინდიც

გაფუჭდა. ხუთი შვილის მამას, ერთი მათგანი ავად ჰყავდა. ეხვეწნენ სოფლელები-

დარჩი, მამაო, ამაღამო! არ დარჩა, ავადმყოფი ბავშვისკენ ეშურებოდა. თოვდა და

ძლიერი ქარი ქროდა. მოდიოდა ფეხით შორი სოფლიდან, მოიჩქაროდა. ამასობაში

ქარი ქარბორბალად გადაიქცა და ნამქერი ამოვარდა!ქარის და თოვლის დარტყმის

ერთობლივი ძალა ისეთი სიძლიერის იყო, რომ ვეღარ გაუმკლავდა და წაიქცა

კაცი! წამოდგომა სცადა სამსონმა, მაგრამ ნამქერმა ახლა სახეში დაარტყა, სუნთვა

შეუკრა და ძირს დასცა. დცემისას გონი დაკარგა და მიინამქრა! მეორე დღეს ორივე

სოფელი ეძებდა თოვლის გორაკებში მღვდელს და ერთ ერთმათგანში იპოვეს

კიდეც გაყინული, პირი ოდნავ ღიად ჰქონდა დარჩენილი თითქოს ლოცულობსო.

გახედა მართამ დათოვლილ მინდვრებს და ზამთრის თეთრი სუნთქვა ,ისეთი

მტრული ეჩვენა , ისეთი მტრული, რომ თავზარი დაეცა! უცებ წამოხტა და

მთელი ხმით დაიღრიალა: -მეზიზღები, მეზიზღებიო და გიჟივით გავარდა წინ!..

დიდხანს მირბოდა თოვლში , სანამ ‘’ორმოეთიდან’’ შორს, ქალაქის კორპუსებთან

არ გამოფხიზლდა! ისე იყო სირბილისგან დაქანცული გაკვირვების თავიც აღარ

ქონდა- აქ, რამ მომიყვანაო? ერთხანს იჯდა გაოგნებული ტროტუარზე, მერე

წამოდგა და ლასლასით გაუყვა გზას სიმარტოვის ხიბლში მყოფთა უბნისკენ .

Page 18: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

18

ისე... ასეთი რამ ერთხელ კიდევ დაემართა მართას ახალგაზრდობაში. ქუჩაში

ბიჭს გადააწყდა, რომელიც უყვარდა და მერე როგორ უყვარდა! ბიჭიც

უმტკიცებდა მიყვარხარო და უცებ ის , ვიღაც გოგოსთან ერთად ხელ

გადახვეული არ შეეფეთა წინ! ბიჭმა თავი ისე დაიჭირა, ვითომ მარტა ვერც

შეამჩნია და უცხოსავით ჩაუარა გვერდით . გაშეშდა მარტა ერთ ადგილზე.

გააზრება უჭირდა, თუ რა დაინახა ამ ორიოდე წუთის წინ. არადა გუშინ

ეფიცებოდა- ჩემი სიცოცხლე ხარო და მასაც სჯეროდა. მაშინ მთელი დიღომი

და საბურთალო შემოირბინა ფეხით, თან ტიროდა და ტიროდა, მაგრამ ვინ იყო

გამკითხავი?! ამით დაამთავრა სიყვარული ქალმა, თანაც ერთხელ და სამუდამოდ.

სამაგიეროდ გამოცდილება მიიღო ფორმულით:“ მამაკაცს არ ენდო!“ ეხვეწა მერე

ის ბიჭი- მაპატიეო, მაგრამ მართამ არ აპატია.

პიროვნება თუ ხარ, პრინციპებიც უნდა გქონდესო , ფიქრობდა გოგო და კიდევ“

ერთხელ ვინც გიღალატებს, ის აუცილებლად მეორედაც გიღალატებსო“. ვის რად

უნდა შენი პრინციპები?! ბოლოს იმ ბიჭსაც მობეზრდა ხვეწნა და ვიღაც შეირთო

ცოლად. აი ,ასე იყო ეს ამბავი, ვისთვის ბანალური მარტასთვის, კი ტრაგიზმამდე

მისული. ერთი კი გაიფიქრა; ნეტავ რა შეგრძნება ჰქონდა დიდბაბუა- სამსონს

სიკვდილის წინო, მაგრამ ისე იყო დაღლილ- დაქანცული სირბილისგან , რომ

აღარც სამსონის თავი ჰქონდა და აღარც სიკვდილის. შუაღამისას მიაღწია თავის

ორმოს, დაწვა და ორ დღეს გაუნძრევლად ეძინა.

ორი კვირაც გავიდა და მეტიც, მაგრამ მეგობრები არ გამოჩენილან. არც არის

საჭირო, აზრობრივად ისედაც ერთად ვართ და მაინც... ეს მართა სადღა

დაიკარგა? ქვიშით სავსე ორი გოდორი ასატანად გამზადებული ორმოში

დავტოვე და მაღლა ამოვძვერი. აღარ თოვდა, ნისლი მორეოდა კავკასიონის ქედს,

ყველაფერი მუქი, პირქუში და მიუსაფარი ჩანდა. ორმოეთში ცხოვრების

შენელებული რიტმი... ქალაქის აჩქარებული პულსის შეგრძნება მომინდა.

ნოსტალგია!.. ამბობენ ნოსტალგია ერთგვარი სუროგატია,და არა სიცოცხლის

ნამდვილი შეგრძნებაო ისევე, როგორც რელიგია ანდა პატრიოტიზმიო. ოჰ ,ეს

ფილოსოფოსები! რა ვიცი იქნებ ასეცაა და იქნებ არცა? არ ვიცი! კარგ რამეზე უნდა

ვიფიქრო! ხშირად მაგონდება არაგვის ჭალაზე ერთი დიდი , თეთრი

მარმარილოს ქვა,რომელიც მის წინ დაგუბებულ წვიმის წყალში ირეკლებოდა...

გვერდით ,კი ცისფერი ჩიტისთვალა ყვაოდა. თითქოს არფერია განსაკუთრებული.

მოყავისფრო მომწვანო ბალახი გუბის წყლის ქვეშ ნელა ირხეოდა. რატომ იყო

ჩემთვის ეს სურათხატი ძვირფასი? თეთრი მარმარილოს ქვა, ცისფერი

ჩიტისთვალა, მომწვანო გუბის წყალი.სტატიკური მიზანსცენა,რომელიც

Page 19: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

19

ყოველთვის იყო და იქნება ჩემს შემდეგ. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩემთან

ერთად იყვნენ იმ მომენტში დედა, მამა და მათი მეგობრები? უზრუნველობის

და დაცულობის განცდა, ბავშვურ გულში ბედნიერების შეგრძნებას ბადებდა!

ალბათ ესაა დაუვიწყარი. მაინც რა არის ბედნიერება? რომანტიკის სურნელ

ნაპკურები კმაყოფილება? ეეეჰ...წავიდე საქმეს მივხედო , გავიფიქრე და ორმოში

ჩავძვერი.

მაინც რა არის ბედნიერება? ალბათ ვისთვის როგორ...მაგრამ მარტა იმ დღეს ისე

უცნაურად იღიმებოდა, რომ ბედნიერი ჩანდა. ღიმილი, ხომ ასე გადამდებია... -

რაო, მარტა, მოხდა რამე?-იკითხა თეკლამ და თავადაც გაიღიმა. -აქეთ გამოდი,

ანიშნა მარტამ მეგობარს, რაღაც უნდა გითხრა. -რამე ახალია? მარტამ თვალები

ეშმაკურად ააციმციმა: - წერილი მივიღე უცნობი მამაკაცისგან, სასიყვარულო

წერილი და თეკლას კონვერტი მიაწოდა. ქალმა გახსნა კონვერტი და კითხვა

დაიწყო...

ძვირფასო მარტა! ბევრი ვიფიქრე მომეწერა, თუ არა იმ გრძნობებზე, რაც მე

შენს მიმრთ მქონდა, ბევრი ვიფიქრე და როგორც იქნა გადავწყვიტე და აი გწერ...

ყველაფერი იმით დაიწყო ,რომ თხუთმეტი წლის ასაკში ბიძასთან გამაგზავნეს

სასწავლებლად სხვა ქალაქში,მოკლედ იმ ქალაქში, სადაც შენ გნახე!.. მე და ჩემი

ბიძაშვილი გაკვეთილების შემდეგ გასართობად, ხან სად დავდიოდით და ხან

სად...ერთმანეთს კარგად შევეწყეთ, მაგრამ თანდა თან, რაღაც უგუნებობა

დასჩემდა. - რა იყო, რატომ ხარ მოწყენილი, გაწყენინა ვინმემ? - ვკითხე ბოლოს.

ცოტახანს ჩუმად იყო, ბოლოს ვეღარ მოითმინა და გამომიტყდა:- ერთი გოგო

მიყვარს. -მერე, იმან რაო?- ვკითხე. -გაგიჟდი ბიჭო, არაფერი იცის! ისე მიყვარს,

ჩემთვის!- სთქვა მან და ამოიოხრა. -ლამაზია? - ძალიან...მას მარტა ჰქვია! ისეთი

თვალები აქვს, თუმცა... არც კი ვიცი, როგორი... უბრალოდ მიყვარს , ეგ არის და

ეგ. - განაცხადა ბიძაშვილმა. - გასაგებია ვუთხარი მე, დამანახებ?- კი ,ხვალვე

განახებ. -შენ არ იდარდო, სკოლას რომ დავამთავრებთ, მოვიტაცებთ და ის

იქნება!- ვუთხარი და მხარზე ხელი დავკარი. ბიძაშვილი გახალისდა.

მეორე დილას ადრიანად წამომაგდო ფეხზე.- ადექი, გვიანდება, სკოლაში

გაგვასწრებს და მერე ვეღარ ვნახავთო. -ვის ვეღარ ვნახავთ მეთქი.- ჩემს

შეყვარებულსო. რა მეტი გზა მქონდა, ნახევრად მძინარე წამოვდექი... არც

გვისაუზმია, ისე გამოვცვივდით სახლიდან. დაღმართი ჩამოვირბინეთ და

საყდართან გავჩერდით. -მისმინე, ამ ანწლიანში დავიმალოთ, რომ არ

დაგვინახოს. - მითხრა ბიძაშვილმა. საყდართან მაღალი ანწლის „ტყე“ იყო.

ბუჩქებთან ჩავიკუზეთ და დავიმალეთ. არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ შენც

Page 20: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

20

გამოვარდი სახლიდან და ისე ტყვიასავით ჩაგვიქროლე, თვალი ძლივს

მოგკარით. -დაინახე, რა გოგოა, ნამდვილი ნიავ-ქარია!- აღტაცებას ვერ მალავდა

ჩემი ბიძაშვილი. -არა, ვერ დავინახე ,მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად

გეთანხმები.-რაში? - ნიავქარის ამბავში... არც გაუგია . - ღმერთო, რა გოგოა!-

ამოიოხრა ბიძაშვილმა და სულელივით ამოატრიალა თვალები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარტა, იმდენი მატარა ჩემმა ბიძაშვილმა შენი

სახლის გზაზე, სანამ ეს ,რაღაც გაუგებრობა აუცილებლობად არ მექცა. -იცი, რა

?მითხრა ერთდღეს მან,- მარტას მიმართ ინტერესი დავკარგე, ზედაც არ

მიყურებს. თანაც ,ერთი უკეთესი ვინმე გავიცანი და ეხლა ის მომწონსო.-ეგ,

როგორმეთქი? ვკითხე გაკვირვებულმა. ასე მოხდა ძმაოო!- მიპასუხა ღიმილით.-

მერე, მე მეთქი? ვკითხე ჩემს თავს და ვერაფერი გავაწყე ... ჩვეულებისამებრ

ყოველ დილას გამოვრბოდი ანწლიანში დასამალად, რომ შენთვის ერთხელ მაინც

მომეკრა თვალი, და ... მთელი დღე ბედნიერი ვიყავი! არც კი ვიცი, როგორ მოხდა,

რომ შემიყვარდი!.. და ის დღე ჩემთვის დღე არ იყო,შენ თუ არ გნახავდი. მახსოვს

გაზაფხულის ოლიმპიადაზე -როგორ იცეკვე! ზღაპრული ფერიასავით

დასრიალებდი სცენაზე. ფეხზე ამდგარი გიკრავდა ტაშს მთელი დარბაზი,

მკერდზე კი ლაურიატის მედალი გიბრწყინავდა!.. თეატრის შენობიდან გამოვედი,

იქვე ბნელ კუთხეში მივდექი და ავტირდი! რა მატირებდა? შენი მშვენება და შენი

მიუწვდომლობა- ძვირფასო მარტა!

მალე სკოლა დავამთავრე და ოჯახში გამომიძახეს. სამწუხაროდ მამას ცოცხალს

ვეღარ ჩავუსწარი. ერთ ქარხანაში მოვეწყე მუშად და დაუსწრებლად

ვსწავლობდი ინსტიტუტში ,ინჟინერი გავხდი. გავიდა რამდენიმე წელი და

...მოკლედ ვერ დაგივიწყე! წამოვედი შენს სანახავად, იმ გადაწყვეტილებით, რომ

ყველაფერი მეთქვა. მაგრამ, რაც ბედად არ გიწერია, ის არც მოხდება!

დედაქალაქში გადასულხარ საცხოვრებლად. შენს სახლთან მივედი. სადღა იყო ის

ანწლიანი! საყდარიც რესტავრირებული და ქვის გალავან შემორტყმული

დამხვდა. ვიდექი და ვუყურებდი შენს სახლს, რომლიდანაც ის გოგო

აღარასოდეს გამოვიდოდა, ვინც ასე მიყვარდა! და მე , ისევ ავტირდი... არაფერი

ისე არ ამძიმებს კაცს გულს,როგორც იმ ადგილების მონახულება, სადაც ერთ

დროს ბედნიერი იყო. ვეცადე შენი მისამართი გამეგო, მაგრამ ამაოდ. ასე

დაგკარგე! თუმცა ადამიანი,რომ დაკარგო ის, ჯერ შენი უნდა იყოს შენ, კი ჩემი

არასოდეს ყოფილხარ. იქნებ ასე სჯობდეს კიდეც ძვირფასო მარტა. ამბობენ

ნამდვილი სიყვარული ის სიყვარულია, რომელც ქორწინებით არ მთავრდებაო.

იქნებ ასეცაა. შენს გახსენებაზე დღესაც გამალებით მიცემს გული. შემთხვევით

გავიგე, რომ „ორმოეთში“ ცხოვრობ, „სიმარტოვის ხიბლში მყოფთა“ უბანში-

საოცარია ,რომ შენ მარტოობა აირჩიე, მაგრამ შენს არჩევანს პატივს ვცემ იცოდე!

იქნებ მომენახე კიდეც... მაგრამ იმდენი წელი გავიდა... ისე ვიცვალეთ სახე ჩვენც

Page 21: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

21

და ჩვენმა სიყვარულმაც, რომ არც კი ვიცი ღირს, თუ არა შეხვედრა. იმასაც

ვშიშობ- ვაი,თუ ვერც გიცნო ... სჯობს ყველაფერი ისე დარჩეს , როგორც აქამდე

იყო. მოწერით, კი მაინც უნდა მომეწერა. შენ უნდა გცოდნოდა, რომ ამ ქვეყნდ

არსებობს კაცი, რომელასც ეყვარები სიკვდილამდე! გისურვებ ბედნიერებას,

ჩემო სიყვარულო!

პატივიცემით- სპარტაკი.

ერთხანს თეკლა მდუმარედ იდგა წერილით ხელში.- ვინ მოგცა ეს წერილი?-

ჰკითხა მარტას მეგობარმა. -ცნობადმა კაცმა, ვიღაც შავგვრემანმა, მაღალმა

მამაკაცმა გამომატანაო. თან დაამატა თავისებურად- გინდ წაიკითხე და გინდ

არა, მაინც სულ ერთიაო. -და ვინ არის ეს სპარტაკი? არაფერი იცი მის შესახებ? -

შენ წარმოიდგინე ,არაფერი! - მხრები აიჩეჩა მარტამ. -ხოოო,სთქვა თეკლამ, აი

,ამაზე უთქვამს ბრძენკაცს :„ სიყვარულსა მალვა უნდაა, ვითა ცხენსა ნაპარავსაო“.

ამაზე მარტა გადაფჩინდა სიცილისგან. - და...მაინც ვინაა ეს სპარტაკი?-შეხედა

მეგობარს თეკლამ- იმედია მონათა მხედართმთავარი არ არის ძველი რომიდან!

ვაიმე !შესძახა მარტამ, ძველი რომი! არის რაღაც ამ სახელში ტრაგიკული, ხომ

იცი!- და კვლავ გაიცინა.- რა გაცინებს მარტა? -რაჯნეში ამბობს: იცინეთ, სიცილი

იგივე ლოცვააო. ხოდა ჩვენც ვილოცოთ გაუმხელელი სიყვარულის მატარებელთა

მიმართ. რა ვქნა, აბა ვიტირო? ეხლა თეკლასაც გაეცინა: -ხოო, სთქვა ბოლოს

თეკლამ, ეს რომანტიკოსები რომ არა ცხოვრება ნამდვილად ერთფეროვანი

იქნებოდა . მიდიოდა მარტა თავისი „მარტოობის ხიბლში მყოფთა“ უბნისკენ და

გზად მიღიღინებდა ...უცებ შეჩერდა და სთქვა:-მაინც სასიამოვნოა იმის გაგება,

რომ ოდესღაც ვიღაცას უყვარდი!..

„ორმოეთში „ შეკრება გამოცხადდა. აბა მარტა, რისი მარტა იყო, რომ ამ

შეკრებას დაჰკლებოდა! საქმე ეხებოდა მიუსაფართათვის უფასო სასადილოს

გახსნას.ბევრი ხალხი მოვიდა.უფროსობამ ისაუბრა იმ სიკეთეზე ,რასაც ეს უფასო

კვება მოუტანდა ხალხს. მარტამ სიტყვა მოითხოვა. ბრძანეთო უთხრეს.-მკლედ,

ხალხო ასეთი სასადილო სხვა ქალაქებშიცაა გახსნილი, დაიწყო მარტამ,

მაგალითად იქ, სადაც ჩემი ძმა ცხოვრობს. ერთი ლიტრიანი ქილით აძლევენ

ბრინჯით შეზავებულ ხორცის წვნიანს.-უფ,უფ! - წამოიძახა ვიღაცა მშიერმა უკან.

მარტა არ შებრუნებულა ისე განაგრძო: ქილაში დაცურავს ხორცის ორიოდე

ნაჭერი, რომელსაც ჩემი ძმა თავის მოზარდ შვილიშვილს აჭმევს. წვენს, კი

თვითონ და თავისი მეუღლე მიირთმევენ ერთ ნაჭერ პურთან ერთად.

წარმოგიდგენიათ რა ბედნიერებაა ეს წვნიანი? მართლა, ვის გახსოვთ კუს

Page 22: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

22

წვნიანი ალისას ზღაპრიდან? კუს „მშვენიერი წვნიანი“! მაგრამ ის წვნიანი, რას

მოვა ამ წვნიანთან ხალხო? პირდაპირ მეფური ნადიმია! მადლობა ჩვენს

უფროსობას, ასეთი დიდი ზრუნვისთვის!- ეს ქალი, დაგვცინის? იკითხა

გამგეობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისე, რიტორიკულად.- თუმცა, ეგ

იქით იყოს და ჭამა რა სახსენებელია! ნათქვამია“ არა მხოლოდ პურითაო“,

განაგრძო მარტამ. -ეგ, რე მაგის პასუხია და... მოკლედ, ჩვენ მოვითხოვთ

„ორმოეთში“ მოედნის გაკეთებას და ზედ ანტიკური მამაკაცის „დავითის“ ძეგლის

დადგმას!- ოჰ, ოჰ, რა ქალია ეს მარტა! წამოიძახა ელზამ, მამაკაცური სილამაზის

ეტალონის ძეგლი. ხელოვნება ყველგან და ყველაფერში ! ბრწყინვალე იდეაა! -

თემიდან ასეთ გადახვევას არვინ მოელოდა .-ასეთი ძეგლი ჩვენ უკვე გვაქვს

სპორტის სასახლის წინ.- უპასუხა ორმოეთის უფროსმა, გაბრძანდით ქალაქის

ცენტრში და იქ ნახეთ! -მართლაა? საინტერესოა ქვიშას ვიღა ჩამოთხრის, ჩვენ

თუ აქეთ იქეთ ვიარეთ და... თანდათან გავიფანტეთ. წარმოიდგინეთ ცარიელი

ორმოები! მაშინ აღარც „ორმოეთი“ იქნბა და ლოგიკიდან გამომდინარე, აღარც

უფროსობა დასჭირდება ამ ცარეელ ორმოებს! ასე არ არის ხალხო? სანამ დროა

მოგვხედეთ! წარმოსთქვა მედიდურად მართამ და განზე გადგა. „მოედანი,

მოედანი“- დაიწყო ელზამ სკანდირება ტაშის რიტმზე, ხალხმაც აიტაცა ეს სიტყვა

და „მოედანი, მოედანი“ო აყვირდა.- არ გაგვიკეთებთ და... სხვათაშორის

არჩევნები ახლოვდება! სთქვა მართამ და კმაყოფილი იერსახით დასტოვა

იქაურობა.ვინ არის ეს ქალი?- ახლა უკვე გაბრაზებით იკითხა ორმოეთის

უფროსმა.

-ხედავთ ,მართა რა პროგრესულად აზროვნებს ხალხო!- გაიბადრა მარი, აი ქალიც

ამას ჰქვია!

მართამ ნაბიჯს აუჩქარა, თეკლასთან მიდიოდა...მივალ, ყველაფერს

მოვუყვები, რაც კრებაზე მოხდა. რა ხანია თეკლა არ უნახავს, მოენატრა მეგობარი.

გზად მიმავალს რატომღაც ბებიამისის ბიცოლა სონა გაახსენდა. ქალაქელი ქალი

იყო სონა. სოფლად კოხტად ჩაცმულ- დახურული ჩადიოდა , თავისი განუყრელი

წითელი ფარჩის ქოლგით. იმ სოფელში ერთი ჭკუიდან გადასული ბიჭი

ცხოვრობდა ,კოლა. სონა გააფრთხილეს იმ უბანში არ გაიარო, თორემ შეიძლება

შეგაშინოს კოლიჩკამო. გადმოდგებოდა ვაჟი სახლის ბანზე და გაცოფებული ,

ვიღაც არ არსებულ დუტურას გასძახოდა:- ეჰეი, დუტური, დუტურიო! თან

გვარიან ლანძღვასაც აყოლებდა იმ კაცის მისამართით, შენი ასე და ისეო.

ერიდებოდა ყველა მის სახლთან ჩავლას. ერთ დღეს სონამ , მაინც გადაწყვიტა

ნათლულის მონახულება მეზობელ უბანში. კოლიჩკას სახლის წინ ფეხაკრეფით

ჩავივლი და ვერ შემამჩნევსო- ფიქრობდა ქალი. გასცდა, თუ არა თავისი

განუყრელი ფარჩის ქოლგით ხსენებულ სახლს, უცებ მის წინ კოლა აისვეტა!-

ვაიმე! შეჰკივლა ქალმა. ვაჟმა, კი ხელი სტაცა ფარჩის ქოლგას, გამოგლიჯა ქალს

Page 23: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

23

და წინ ელვასავით გავარდა. -მიშველეთ , მიშველეთო ,აყვირდა სონა. იქვე

ახლოს თივას აგროვებდნენ გლეხები და მოცვივდნენ . რომ გაიგეს რაც მოხდა

თქვეს: ეგ ეხლა კალოზე იქნებაო. მართლაც გადახედეს მაღლობიდან სოფლის

კალოებს და დაინახეს კევრზე შემხტარი ვაჟი ,რომელიც დააქროლებდა ნამჯაზე

მათრახის ცემით გავეშებულ ხარებს და თან წითელ ქოლგას ალამივით

აფრიალებდა. დააქროლებდა და დააქროლებდა... უეცრად, ამ ქროლაზე კუდიანი

ქარი არ ამოვარდა! აიტაცა ქარმა კოლა მაღლა ქოლგიანად , ერთხანს ჰაერში

ატრიალა, მერე ვაჟი მიწაზე დაანარცხა ქოლგა, კი ფრიალ ფრიალით თან

წარიტაცა და თვალს მიეფარა. დაბლა დავარდნილ ვაჟს ცხვირიდან სისხლი

წასკდა, ძლივს შეუჩერეს. - კარგით ხალხო, ნუღარ წუხდებითო! -სთქვა უცებ

ვაჟმა და აბსოლიტურად გამოჯანსაღებულმა შესცინა გარსშემორტყმულ

თანსოფლელებს. გაოცდა ყველა დიდი, თუ პატარა! ეგ იყო და ეგ-

გამოჯანმრთელდა ბიჭი! ხალხმა ,კი აიჩემა წითელი ქოლგა ,რომ არ

მოსწონებოდა ბედის გამრიგეს ჩვენი ბიჭი ისევ ისე ავად იქნებოდაო. დიდი

ძღვენით გამოისტუმრეს სონა ქალაქში, თუნდაც ათი ქოლგა მოუვუდოდა! - ვახ,

ეს რა ბიცოლა ჰყოლია ბებიმისს!- გაიფიქრა კმაყოფილმა მარტამ ამ ისტორიის

გახსენებისას, ეს რა ჯადოსნური ქოლგა ჰქონია! რა აღარ ხდება ამ ქვეყნად! და...

მართა აღიღინდა, როცა კარგ ხასიათზე იყო ყოველთვის ღიღინებდა:“ არ

დაიჯერო, არ დაიჯერო“...უცებ გაახსენდა, რომ დღის ნორმა არ ჩამოუთხრია და

კვლავ თავისი ორმოს მიუბრუნდა. თეკლასთან საღამოს მივა.

მარტა თხრიდა და ფიქრობდა: დადგება დრო და ამ ქვეყნიდან წავალ! -

შეჩერდა , თავი რაღაც ერთგვარი ნიშნის მიგებით გადაიქნია ვიღაცისკენ. წავალ

და თეკლასაც წავიყვან! ტყეში, თუ არა უდაბნოში წავალთ. რკინის სახლს

ჩავდგამთ, სახურავს პალმის რტოებს დავაფენთ სიცხისგან დასაცავად. სახლი

უნდა სადმე წყაროს სიახლოვეს იყოს , რათა მის გარშემო ოაზისი გაშენდეს. მერე

ღამით, როცა აგრილდება წყაროსთან ცხოველები მოვლენ: უდაბნოს მელიები,

ყვითელთვალება შავი ავაზები, სპილოები , ლომები და ფლეიტის ჰანგებით

მოხიბლულნი წყაროსთან დაისვენებენ. მოშორებით ანტილოპები და ზებრები

ისეირნებენ, მათთვის ყურადღების მოდუნება ,ხომ მაინც არ შეიძლება! რა იცი

მტაცებლების გვერდით, რა შეიძლება მოხდეს! მერე, კი ყველა თავის ბუნაგსა და

ღამის სათევს მიუბრუნდება. მარტა თავის ხის ფლეიტას, რომელზე დაკვრაც

ბავშვობაში , მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთმა ტყვედ ჩარჩენილმა მოხუცმა

გერმანელმა ასწავლა, ტყავის ბუდეში ჩადებს და მაგიდას მიუჯდება. თეკლა

ფრაჟის “სამოვრიდან“ ჩაის ჩამოასხამს ფაიფურის ჭურჭელში, გემრიელ

Page 24: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

24

ორცხობილებს დადგამს ლამბაქით სუფრაზე. მერე შეშას მიუმატებს ბუხარს,

იმიტომ რომ ღამით უდაბნოში ისევე ცივა, როგორც დღისით ცხელა და ათას

რამეზე ისაუბრებენ დაძინებამდე.სულიერად ახლოსმყოფ ადამიანთან საუბარზე

ძვირფასი, რა შეიძლება იყოს ამ ქვეყნად! ღმერთო, რა კრგი იქნება! აუცილებლად

წაიყვანს თეკლას, ისე არ წავა. მერე იარშიყოს მისმა მეწყვილემ დიდმკერდიან

ფრიდასთან და ათრიოს ქვიშით სავსე გოდრები სიცოცხლის ბოლომდე.

უმადური კაცი! ისე ... განა სიყვარულისთვის მადლობა უნდა ვთქვათ?

ადამიანებს ერთმანეთი, ან უყვართ ან არა! - დაასკვნა მარტამ. მაინც , რა ტყე და

ღრე აეკვიატა არ სჯობია სულაც იტალიაში წავიდნენ და უძველესი

ცივილიზაციის ნაშთები ნახონ, პირდაპირ ცის ქვეშ , ღია მუზეუმებში! ოჰ, ოჰ, აი

ეს მწამს!- გაიფიქრა მარტამ და კვლავ აღიღინდა: “არ დაიჯერებ“... ენერგიის

მოძალება იგრძნო, აიღო ნიჩაბი და შეუდგა ქვიშის თხრას, დღის ნორმა ჰქონდა

შესასრულებელი.

ამ საღამოს თეკლას ვნახავ , წაიღიღინა ქალმა. ერთხანს ხალისიანად იმუშავა

და უეცრად მშობლიური ქალაქი გაახსენდა. პატარა და ღირსეული ხალხით

დასახლებული. არა, ეხლა ...შიგა და შიგ უღირსებიც იყვნენ, მოკლედ ისე,

როგორც ყველგან. როცა მართა იმ ქალაქზე ფიქრობდა სადაც დაიბადა, ფეხი

აიდგა , ასაუბრდა, იხილა ცა და მზე, შეიგრძნო პირველი გაზაფხულით

აყვავებული იასამნის სურნელი- ჭეშმარიტად ბედნიერი იყო! ორი სახლის

ქვემოთ გზა გადიოდა. გზის პირას ,კი სასამართლოს შენობა იდგა . ეზოში

ასწლოვანი ცაცხვები და იფნები შრიალებდნენ, სიბერისგან ტანდაშაშრულნი და

მრავლის მნახველნი. პატარა ყვავილნარით დამშვენებულ კვარცხლბეკზე,კი

ილიას ძეგლი იდგა. მართა ყოველთვის ჩერდებოდა ამ ძეგლთან ჩავლისას და

მონუსხული უმზრედა ამ დიდი ადამიანის ბიუსტს , თან მის მიერ დაწერილი

ლექსს იმეორებდა გულში: „ ბაზალეთისა ტბის ძირას“... ის ადგილები, სადაც

ვაჟა დაიარებოდა, გენიალური და განუმეორებელი! შიო არაგვისპირელი?

რომელი ერთი ჩამოთვალოს. ღმერთო , რა მადლიერი იყო მართა ბედის

გამრიგეთა,რომ სწორედ იმ მიწაზე დაიბადა! ბავშვობის ქუჩა,წმინდა გრიგოლის

საყდარი, გაზაფხულობით, კი ცაში ნამგალების ჟივილ ხივილით მონავარდე

გუნდი. ქვაფენილით მოკირწყლული პატარა დაღმართი და წყარო ... ცენტრში

,კი მოედანი იყო! მოედანი!.. ჰოო, კარგად გაახსენდა- აბა, ნუ გაგვიკეთებენ

„ორმოეთში“ მოედანს! - გაიფიქრა მარტამ.

ერთხანს ისევ თხარა ქვიშა. ჰოო, რაზე ვფიქრობდი? -შეეკითხა მართა თავის

თავს. მშობლიურ უბანზე... ქუჩის კუთხეში, პატარა ღარიბული ქოხი იდგა, იმ

ქოხში ერთი უთვისტომო, უსინათლო, მოხუცი სომეხი კაცი ცხოვრობდა, პაპა

ჰაიკო. ორიოდ ქლიავი და ალუბლის ხე ედგა ეზოში საჩრდილობლად .ხან

რომელი მეზობელი მიართმევდა ცხელ კერძს და ხან რომელი.მაშინ ასე არ

Page 25: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

25

უჭირდა ხალხს. ჩვენ, კი ბავშვები , კარგ ამინდში სახლის წინ , ხელის ცეცებით

გამოსულს და ხის სკამზე ჩამომჯდარს გარს შემოვუსხდებოდით ხოლმე და

ნასწავლი ლექსებით ვართობდით მოხუცს.ისიც იღიმოდა და თავზე დაკოჟრილ

ხელს გვისვამდა სიტყვებით: შენ გაიზარდე შვილოო! ხან წყაროს წყალი

მოგვქონდა მისთვის , ხან პური. ერთ დღეს ბებიაჩემი დილაადრიან გავიდა

სახლიდან მეზობელი ქალის დაძახილზე. გვიან დაბრუნდა დაღონებული . - რა

მოხდა ბებო?- ვკითხე მე. - პაპა ჰაიკო გარდაიცვალა!- სთქვა ბებიამ და თავზე

ხელი გადამისვა. გაიზარდა მარტა. უბნის მოხუცები რიგ რიგობით მიჰყვნენ

ერთმანეთს... მაგრამ პაპა ჰაიკოს ნელნელა ჩამოქცეულმა ქოხმა ,უცნაური და

დაუვიწყარი სევდა დატოვა მართას მეხსიერებაში . იქ მეტად აღარავინ

დასახლებულა . ნასახლარზე , კი ჭინჭარი ამოვიდა. ოხ, ეს ჭინჭარი! რა

სასარგებლო მცენარეა, მაგრამ როგორი ნიშნის მიგება იცის! სწორედ რომ

ნასახლარებზე აბიბინდება ხოლმე, რითაც თავმომწონედ გვეუბნება: - სადაც

ერთ დროს თქვენ ხარობდით ,ეხლა მე გავიხარობო! მერე თავისი პაპა დათიკოც

გაახსენდა- სიკვდილის წინ, ხილაბანდით თავშეხვეული და ტკივილებით

გათანგული, სახლის უკან ჩუმად რომ მოსთქვამდა: - ვაიმე, ვაიმეო! და არავის

აწუხებდა!.. თვითონ? დამწუხრებული მართა ვერაფრით შველოდა გამზრდელს .

როცა ახლობელი გიკვდება, განა არის თავსზემოთ ადამიანური ძალა, რომ შესძლო

მისი გადარჩენა?! ვინმე რამეს გეკითხება? უცებ დააგდო ნიჩაბი მარტამ- ამის

ოხრობაც იყოს, ამდენ ტკივილად ღიირს ამ წუთისოფელში ტანტალი და

ყოველი დღის ჩაბღაუჭება?!- ამოხტა უცებ ორმოდან და თეკლასკენ ბღავილით

გავარდა. -რა იყო მართა , რა გატირებს?- ჰკითხა გზად მიმავალმა ცნობადმა კაცმა

და გოდორი ძირს დადგა , რათა მოესმინა ქალისთვის და თავისებური,

ბრძნული რჩევაც მიეცა. მაგალითად“გინდ იტირე და გინდ არა, მაინც სულ

ერთიაო“ ... - წადი ერთი, თავიდან მომწყდი! - დაუღრიალა მარტამ კაცს , მაგრამ

გზადმიმავალმა ბღავილი მაინც შეწყვიტა. თავი ხელში აიყვანა და მოზომილი

ხმით ჩასძახა ორმოში თეკლას: თეკლა, თეკლაო.

ამოძვრა ორმოდან თეკლა:- რა იყო მეგობარო, რა მოხდა გაწყენინა ვინმემ?

ჰკითხა ატირებულ მარტას.-ჰოო, მაწყენინა! ჩაიქვითინა ქალმა. - ვინ, ვინ

გაწყენინა, მითხარი!- გაფითრდა თეკლა. ხომ გაგიგონიათ- „ცხვარი, ცხვარიაო და

თუ გაბრაზდა ცხარეაო“.- ვინ და ... სთქვი!- ვინ და... წუთისოფელმა!- ამოსთქვა

ძლივს ქალმა. თეკლა არ მოელოდა ასეთ ფილოსოფიურ გადახვევას და ერთხანს

დადუმდა. მერე მივიდა, ქვიშის გროვაზე ჩამოჯდა და მართაც გვერდით

მოისვა.- გიჭირს მეგობარო?- ხოო, მიჭირს! - სანამ ამ“ ქვე-ყანად“ ვართ უნდა

გამაგრდე! მოდი ,თავი დამადე მხარზე და უბრალოდ დაისვენე! - კონკრეტულად

რამ აგატირა ასე მწარედ? ჰკითხა თეკლამ მეგობარს. იმანაც მოუყვა. თეკლა

ერთხანს ჩაფიქრდა მერე, კი მარტას ეს ამბავი უამბო: ინდოეთში ერთი მოღვაწე

Page 26: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

26

რაჯა ცხოვრობდა, როცა ასი წლის გახდა სიკვდილმა მიაკითხა. რაჯამ სთხოვა-

ჯერ ნუ წამიყვან, ასი წელიც მაცადეო! ნახე ,როგორ ავაყვავე ქვეყანა , კიდევ

რამდენ სასარგებლო რამეს გავაკეთებ ხალხისთვისო. კარგიო, უთხრა სიკვდილმა

და განეშორა . ასი წლის შემდეგ ისევ მიაკითხა და რაჯა სიკვდილს

სიხარულით შეხვდა:- ნეტა მაშინ გამოგყოლოდი!.. ყველა ჩემი საყვარელი

ადამიანი გარდამეცვალა, სასიცოცხლო ძალები დამეშრიტა, ვერაფერი შევმატე

უკვე ნაშრომ- ნაამაგარს, პირიქით თანდათან უსარგებლო ნივთივით გავხდი.

ეტყობა შენ უკეთ იცი დრო ,თუ როდის უნდა მიაკითხო ადამიანსო. ასე იყო ეს

ამბავი. ალბათ მათ უკეთ იციან! თუმცა ახალგაზრდა, რომ მიდის ესაა

გულსაკლავი! და, მაინც მადლობა ღმერთს, რომ სიკვდილ სიცოცხლის

გამრიგენი, ჩვენ არ ვართ, ადამიანები! მაშინ გენახა განუკითხაობა! -მოკლედ

ჩემო მეგობარო, ამ ზაფხულს მე და შენ იტალიაში წავალთ, მერე ,კი ვნახოთ!..

დამშვიდდი?-კი. კარგია ,როცა გყავს ამ ქვეყნად ადამიანი, რომლის მხარსაც

შეგიძლია თავი მიაყრდნო სიმძიმილის ჟამს და სევდიანად გახედო წინ,

ბუნდოვან სივრცეს. იგრძნო ,რომ ისიც შენსავით გატანჯულია ამ ფიზიკურ

ყოფაში და მაინც შენზე ბევრად უფრო სტაბილური! -ფული უნდა ვიშოვოთ !-თქვა

უცებ მარტამ, ფული! წინანდელი დრო, რომ იყოს ფეხითაც წავიდოდით

პილიგრიმებივით. გადავივლიდით თურქეთს, მერე საბერძნეთს და იტალიაც

იქვეა!- ფული მაშინაც დაგვჭირდებოდა, აღნიშნა თეკლამ. -მართალია, მოკლედ

რაღაცას მოვიფიქრებ.- თქვა მარტამ და გახალისდა. ამიტომაცაა ცხოვრებაში

მთავარი მიზანი.

მარტამ შორეული ნათესავის ტელეფონის ნომერი იშოვა, რომელიც

დიდიხანია ამერიკაში ცხოვრობდა და დაურეკა. - ალოო, ბატონი უშანგი ხართ? -

დიახ- უპასუხა მოხუცის ხმამ ოკეანის გაღმიდან.- ბატონო უშანგი,მე მარტა ვარ

ლიზიკოს შვილის შვილი. ჩემმა დიდმა ბებიამ ვარვარა სიდამონიძემ ბებიათქვენ

მაშო მაჭავარიანს ძუძუ აჭამა ექვს თვეს.- ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა მარტამ.

- მერე?_ ჩაეკითხა მოხუცი . -მერე ის ,რომ პატივცემულო, იტალიაში წასვლა

გადავწყვიტე და იქნებ ფული მასესხოთ ასე ხუთი ათასი დოლარი, მალე

დაგიბრუნებთ; არა , რომ არ მოგატყუოთ ერთ წელიწადში. ხომ იცით, ვალს

სანამ მოვაგროვებ, ერთი წელი მაინც დამჭირდება! -ჯერ ეს ერთი, ფული არ მაქვს

,მეორეც ერთი წელს ვეღარც ვიცოცხლებ ალბათ და მესამეც- იტალიაში რა

გინდა? რა სოპრანო ხარ ,თუ მეცო სოპრანო?- ჩაიხიხინა კაცმა.- მოხუცს უნდა

მოვუარო. -მოხუცს? თუ ასეთი ახლობლები ვართ, ჩამოდი და მე მომიარე,ოღონდ

უფასოდ!.. ამ დროს კაცს ხველა აუვარდა და სატელეფონო კავშირი გაწყდა. -

დაღრჩობა და არ გადარჩენა!- მიაძახა ყურმილს ქალმა, კიდევაც რომ დამცინის,

Page 27: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

27

რა იტალიაში მხოლოდ ოპერის მომღერლები მიდიან? ეგება კარავაჯო ვარ,მეორე

ან მესამე ინკარნაციაში? ოჰ ,ეს გადაღრძუებულიი!- არ ცხრებოდა მარტა.

ამასობაში თოვლი ნელინელ დადნა და მინდორში თეთრმა ენძელებმა

ამოყვეს თავი, თხილის ბუჩქების ქვეშ ჟოლოსფერი ყოჩივარდებიც გამოჩნდნენ

და ვარდისფერი ფურისულებიც გადაიფურჩქნენ . აჭიკჭიკდნენ: მზეწვიები ,

წიწკანები, გულყვითელები , შაშვები... მოკლედ გაზაფხული „ორმოეთშიც“

შებრძანდა! იქ სადაც დასახლების ცენტრი იგულისხმებოდა ბოძზე განცხადება

გამოაკრეს“ შაბათს ვაწყობთ ექსკურსიას. ვიკრიბებით დილის ათ საათზე, თან

იქონიეთ ოცდაათი ლარი.“- ოცდაათი ლარი , რა ამბავია?!- შესძახა მარტამ, მაგრამ

წასვლა მაინც გადაწყვიტა. გადაწყვიტა და... არც უნანია! კრწანისის მინდვრები

ნახეს. მწვანედ მობიბინე მინდორზე უამარავი წითელი ყაყაჩო ელვარებდა. - აქ

დაეცა ჩვენი სამასი არაგველი და მრავალი ქართველი გმირი მეომარი

მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს. წამიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ

ხსოვნას! -წარმოსთქვა გიდმა გმირთა საპატივსაცემოდ აღმართულ

მემორიალთან. ერთხანს ყველა დადუმდა. შემდეგ, კი ... მართა ასაუბრდა:-

ძვირფასო თანამემამულენო, მე ბედნიერი ვარ , რომ ჩვენი გმირი წინაპრების

საფლავებთან ვდგევარ! საზიზღარი აღა მახმად ხანი, თავისი მრავალ ათასიანი

ლაშქრით, რომ შემოვარდა საქართველოში! ის უსინდისო კაცი! რა უნდოდა? ჩვენი

დაპყრობა და განადგურება! მაგრამ , როგორც ჩვენი დიდი ფილოსოფოსი ამბობს,

ჩვენ ქართველები, სიცოცხლის ძლიერუნარ მატარებელი ერი ვართ . მრავალჯერ

გადავრჩით და კიდევ მრავალ ხანს ვიქნებით , ვიდრე ქვეყვის აღსასრულამდე!

ამინ! - ამინ!- დაემოწმნენ მართლმადიდებელი მსმენელები. - ჩვენი მეფე ერეკლე?

ვენაცვალე მის სულს! დიადი მეფე, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ხმალი

ვერ ჩააგო ქარქაშში, იმდენი მტერი გვეხვია გარსშემო, ხალხო! ლომივით

იბრძოდა ყოველთვის! იცით პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდმა რა სთქვა მასზე? -

დასავლეთში მე ვარ დიდი მხედართმთავარი აღმოსავლეთში , კი ქართველთ

მეფე ერეკლეო! - არ დაგავიწყდეთ ეს! რაც შეეხება სამას არაგველს, რა ისინი

სამას სპარტელზე ნაკლები გმირები იყვნენ? მაგრამ ჩვენ, არც მედიამ დაგვაფასა

და არც კინო ხელოვნებამ, რომ მთელ ქვეყნიერებას გაეგო, თუ რა გმირები

იცავდნენ აღმოსავლეთ საქრისტიანოს კარიბჭეს!-დიდება, დიდება!- სთქვეს

მორწმუნეებმა. დიახ! კიდევ ერთხელ პატივი და დიდება ქვეყნისთვის

თავდადებულ მეომრებს!- და მართა გულზე ხელ დადებული თავმოდრეკით

დადგა მემორიალთან.- ვინ არის ეს ქალი?- იკითხა გულმოსულმა

ექსკურსიამძღოლმა, მკლედ სიტყვა არ მათქმევინა- რა! თავად მართა ისეთი

კმაყოფილი იყო თავისი გამოსვლით!“ ორმოეთელები“? რა მადლობას უხდიდნენ!

საიდან ამდენი ცოდნა და ერუდიციაო ,უკვირდათ. -მე ერთ დროს ისტორიულზე

ვაბარებდი, მინდოდა არქეოლოგი გავმხდარიყავიო- პასუხობდა მართა.უცებ

Page 28: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

28

ერთმა აზრმა გაუელვა თავში:- არქეოლოგი რომ გამხდარიყო, ხომ გათხრიდა

ძველ ყორღანებს და ნასახლარებს, იქნებ რაიმე ოქროს ნივთიც ეპოვა! ჩააბარებდა

მუზეუმს და იმ ფულით იტალიაში წავიდოდა თეკლასთან ერთად! ეეჰ, რამდენმა

ასეთმა ოცნებამ ჩაუარა მართას გვერდით! მაგრამ ახლა პესიმიზმის დრო არ არის!

ახლა ბრძოლის დროა- ფული უნდა იშოვოს!

როგორც იქნა გაზაფხული დადგა. „ორმოეთის“ უსახურ ლანდშაფტებს მზის

სითბო და სინათლე ეწვიათ. დედამიწის საფარი, მიმხმარი და გაჩალისფრებული

, თოვლქვეშ დროებით მიჩუმათებული და გატრუნული, ისე ერთბაშად ამწვანდა

და ამობიბინდა, რომ გაოცებული დავრჩი. უაზრო შრომით დაღლილი

ამოვძვერი ორმოდან, ვიფიქრე თვალს სიმწვანით დავასვენებთქო და ღონე

გამოცლილი იქვე ჩამოვჯექი. -მგონი გამოზაფხულდა, ხო იცი!- გამომძახა ორი

ორმოს იქით მცხოვრებმა მეზობელმა.-დიახ.- ვუპასუხე,მხოლოდ იმიტომ ,რომ

რამე მეთქვა. -რაღაც აღარ გამოჩენილა შენი მეგობარი მართა.- ხოო, ორმოეთის

საქმეებს რომ მორჩება, მერე ქალაქში მიდის სამუშაოდ.-მუშაობა დაიწყო? ნება

დართეს?- გაუკვირდა ქალს. დიახ. საად? - ტანსაცმლის მაღაზიაში, დამლაგებლად

.- დამლაგებლად? ღმერთო დიდებულო! ასეთი განათლებული ქალი და

დამლაგებლად? მაგან ექსკურსიაზე პატრიოტული სიტყვა წარმოსთქვა, ყველა

დაგვატყვევა! ალბათ მოგიყვებოდა. აი, როგორი იდეური აღმზრდელი სჭირდება

დღეს ჩვენს ხალგაზრდობას. ის,კი ვიღაც გამლელ -გამომვლელს ფეხქვეშ იატაკს

უწმენდს. მე ამ ამბავს მივწერ იქ, სადაც საჭიროა, აფსუს ქალო! -არ ვიცი რაზე

ლაპარაკობთ, მაგრამ გინდ მისწერეთ „ იქ „და გინდ არა! -სთქვა ცნობადმა კაცმა

და მხარზე ნიჩაბ გადებულმა ჩაიარა.- ამისმა ნიჰილიზმმა, ხომ შეგვჭამა, რა!-

გაგულისდა მეზობელი და ორმოში ჩაძვრა. როგორც იქნა მარტო დავჩი.

რამდენი ადამიანი მოსთქვამს სიმარტოვის გამო-„ მარტო ვარ, მარტო მოვკვდები,

მარტო მავალი მთაზედა“ო... თუ, როგორც არის რა.... მაგრამ , ასაკში რომ შევედი

მივხვდი- არ ვართ მეგობრებო მარტო! აბა კი, ამხელა სიცოცხლეს და ამ

სიცოცხლეში ამდენ დაცემა- ამაღლებას, ამდენ ცოდვასა და მონანიებას, ამდენ

მტანჯველ მოგონებათა სავალ ლაბირინთს მოფიქრება არ უნდოდა? და თანაც

პერსონალურად , თვითეული ჩვენთაგანისთვის. მილიარდობით ადამიანი

ვცხოვრობთ დედამიწაზე და იდენტური ორი თითის ანაბეჭდიც, კი არ

არსებობს. თქვენ ფიქრობთ ,რომ ყველაფერ ამას შრომა არ უნდა? და მერე

შემოქმედთა მხრიდან შექმნილ კაცობრიობას თვალყური არ სჭირდება, ასე

გგონიათ? ეს კოლოსალური შრომა უაზროდ გაწეული გგონიათ? ვერ გაგიხედავთ

წინ მეგობრებო! და ჩვენ, ამ ღრმა იდუმალებას -რითი ვპასუხობთ?

მატერიალური ,ყოფითი მერკანტელიზმით! ამ წამიერად განათებული გონებიდან

Page 29: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

29

გამონაშუქი ჩემი აზრებით სიმართლე გითხრათ და თავადაც გაოგნებული

დავრჩი! -ეეჰ, წავიდე, წავიდე და თხრა განვაგრძო ,ის მირჩევნია!

მოკლედ მარტა დაჯდა და მთელი წლის ნაშრომ ნაჯაფარი ფული

გადათვალა. სულ ორი ათას ოთხასი ლარი გამოვიდა, ანუ ათასი დოლარი.

დანარჩენი ოთხი ათასი საიდან მოიტანოს? ესე იგი ოთხი წელი კიდევ უნდა

იმუშაოს! მთელი ოთხი წელი! ეეეჰ, ოთხი წლის შემდეგ ნათქვამია : „ან ვირი და ან

ვირის პატრონიო“, თუ როგორც არის! ესე იგი დაემშვიდობოს ამ ოცნებასაც- ვეღარ

წავა იტალიაში! თეკლაც ამ ორმოეთში ჩარჩება და თავდაც. ლამის ბოღმამ

დააღრჩო მარტა. თეკლას ორმოსკენ გაემართა, თუნუქის სახურავზე კენჭის

სროლა არ დასჭირვებია. ის ის იყო გოდორი დაეცალა თეკლას და უკან

ჩაბრუნებას აპირებდა,რომ მართა შენიშნა: - მშვიდობა შენს მოსვლას!- მიესალმა

ღიმილით მეგობარი მეგობარს. -ეეჰ, სად არის მშვიდობა?! - ჩაილაპარაკა ქალმა

ცალყბად და იქვე, ქვიშის გროვაზე ჩამოჯდა. -ახლა რაღა იყო მართა? -მთელი

წლის ნამუშევარი ფული დავთვალე და იცი რამდენი გამოვიდა? ათასი

დოლარი.- მერე, რას აპირებ? -იტალიაში ვეღარ წავალთ თეკლა!-მისმინე , მე

შეიძლება ვერ წამოვიდე, მაგრამ შენ წახვალ!- როგორ? -ერთ კვირიანი

ტურისტული საგზური ათას ორასი ევრო ღირს, ცოტას კიდევ წაიმუშავებ და

მოგზაურობის ფულიც გექნება, თანაც ზუსტად საშობაოდ! ვენეცია, რომი,

ნეაპოლი- ნახე რა მარშრუტია! - მერე შენ?- ჯერ შენ წადი, მერე ვნახოთ!

ყველაფერი ღვთის ნებაა!- თეკლამ არ უთხრა მეგობარს , რომ ამ ბოლოდროს

თავს ვერ გრძნობდა კარგად! რაღა იტალიაში დავიმარხო, აქ ისედაც ორმოში ვარ,

თანაც უფასოდ. ერთ გოდორ მიწას მომაყრიან და ეგ იქნება ,ფიქრობდა ქალი.-

მომისმინე თეკლა, ხომ არ სჯობია დავტოვოთ „ორმოეთი“? წავიდეთ მთაში და

ამ ფულით, მდინარის პირას რკინის სახლი ჩავდგათ მწვანე ჭალაში. იქ

ეცხელება და ამიტომ ქოხის სახურავს ხის ტოტებით დავფარავთ. რცხილას აქვს

უხვფოთლოვანი და გამძლე ტოტები. საღამოობით ფლეიტაზე დავუკრავ და ... -

ცხოველებს დავიმეგობრებთ, არა?- დაასრულა თეკლამ. -რა ცუდი იდეაა?-

გაუკვირდა მარტას. -არა, ჩემო კარგო, არაჩვეულებრივი აზრია, ოღონდ ეს მერე ,

იტალიიდან რომ ჩამოხვალ, კარგი?- ჩემი დაყოლიება ყოველთვის გამოგდის -

გაიღიმა მარტამ. კარგია, ჯერჯერობით მიზანი ისევ ექნება!- გაიფიქრა თეკლამ.

საშობაოდ მე , ლიკამ, ნანამ და ლალიმ ელეგანტურად ჩაცმულ დახურული,

ტურისტული საგზურით ხელდამშვენებული ჩვენი მარტა იტალიაში გავაცილეთ.

ახლა რკინის სახლში არა და რკინის ფრინველში ნამდვილად ზის და ცად აჭრას

ელოდება. მშვენიერი მომენტი აქვს, რაღაცის ცვლილების. მიხარია! - გავიფიქრე

მე. ლაინერთან მისვლამდე მარტა შემობრუნდა და მეგობრებს ხელი დაგვიქნია,

Page 30: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

30

რაღაც გულდაწყვეტილი იდგა ერთხანს. -წადი, წადი!- ვანიშნე ხელით და

გავუღიმე! ისიც შებრუნდა და წავიდა. - ეგ ,აქ აღარ დაბრუნდება!- თქვა

დანანებით ლალიმ. -ხოდა, ძალიანაც კარგი! დაასკვნა ლიკამ. -ახალ ხალხს

გაიცნობს, ახალ ცხოვრებას დაიწყებს. აბა, „ორმოეთში“ არსებობაა კარგი? უცებ,

რომ იტყვიან“ ენაზე იკბინა“ო გაჩუმდა და ჩუმად გამომხედა. თავდახრილი

მივყებოდი მეგობრებს თვალწინ,კი პატარა, კიკინებიანი მარტა მედგა. როგორ

დასვა მასწავლებელმა მერხზე ჩემს გვერდით პირველ კლასში, დიდთვალება და

აკურატული. ძალიან ჭკვიანური გამოხედვა ჰქონდა, მან გამიღიმა და ხელი

მომკიდა ხელზე. ეს იყო კარმული შეხვედრა, ამას წლების მერე მივხვდი.

გაუაზრებლად, კი სულ მიყვარდა ეს გოგო.- რაღაც შენი ფერი არ მომწონს,

მითხრა უცებ ნანამ . გულთმისანივითაა ეს ძვირფასი ნანა! -არაფერია, ალბათ

ცოტა დავიღალე, ვთქვი მე. -ხოოდა, ვაცხადებ ლირიულ გადახვევას- წარმოსთქვა

ლიკამ, ჩვენ გველოდებიან რესტორან „კრეატიულ ქალბატონებში“. - ტაქსი!

დაიძახა ლალიმ და ტაქსიც გვეახლა. ლიკამ ნებართვა ითხოვა რესტორანში და

ჩანთიდან ერთი ბოთლი „კაბერნე“ ამოიღო, შვეიცარიიდან სპეციალურად

ჩვენთვის ჩამოტანილი. ოხ , ეს ლიკა , რა მოულოდნელი სიხალისეებია მასში!

ვიმხიარულეთ და „ორმოეთამდე“ მიმაცილეს.- შენ არ ინერვიულო, თეკლო,

მარტა წავიდა, მაგრამ ჩვენ ხომ აქ ვართ, არა გოგოებო?- თქვა ლალიმ. - აბა, რა!

დასძინა ნანამ ,ამ ზაფხულს ყველას ბათუმში გეპატიჟებით დასასვენებლად

თეკლა, უნდა დაისვენო! გასაგებია? -გისმენთ და გემორჩილებით! -ვუთხარი

გოგოებს და დავემშვიდობე. ჩავძვერი ორმოში და ქვიშის ტახტზე მივეგდე.

თვალწინ ,კი მარტა მედგა... ვიცი, რომ გულის ერთი ნაწილი მასაც აქ დარჩა ,

ჩემთან! ვიცი, რომ ცრემლებს ყლაპავდა თვითმფრინავში და ისეთ განწყობაზე

იყო ,ცოტაც და ძირს ჩამოხტებოდა. კარგია, რომ გაბედე და წახვედი ჩემო

მარტა! -გავიფირე და ამოვიკვნესე ჩემდა უნებურად , მეწყვილე მშვიდად

ფშვინავდა, ეძინა. მალე ბათუმში წავალთ!..ეეჰ, ახალგაზრდობაში სოხუმშიც

დავდიოდით დასასვენებლად გასაყოფად ,მხოლოდ სიყვარული გვქონდა!- ეეეჰ,

გავიფიქრე და ისევ ამოვიკვნესე . -რა გაკვნესებს, წავიდა მარტა? რას იზამ?

მარადიული თავად ჩვენი სიცოცხლე არ არის და ...- მეგობრობა სიცოცხლეზე

მარადიულია, ის სიყვარულის ყველაზე წმინდა და ამაღლებული

გამოხატულებაა! -ჰოო, ეტყობა რესტორანში შოთა რუსთაველს შეხვდი! სცადა

გახუმრება მეწყვილემ. -უკბილოდ ხუმრობ! მივუგე მე და კედლისკენ

გადავბრუნდი.

Page 31: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

31

გავიდა დრო და ორმოეთში უფროსობამ „ბულდოზერი“ მიიყვანა. მუშებმა

მიწა მოასწორეს, ხრეში დაყარეს და ასფალტი დააგეს. მოკლედ მოედანი გააკეთეს

ზედ, კი მრგვალი ფანტანი დადგეს რკინის ჯაჭვებით შემოსაზღვრული. ბევრი

იბურტყუნეს ქალებმა „დავითის“ ძეგლი გვინდოდაო, მაგრამ რას გახდებოდნენ

მარტას გარეშე. მარტა, კი იტალიაში იყო. ქალმა ,რაღაც გამოისობით შესძლო და

იქ დარჩა, ბარის პროვინციაში. იქიდან, კი მოგვიანებით ჩრდილოეთში

გადავიდა. ერთ ოჯახში მოეწყო მოხუცის მომვლელად და ფულს აგროვებდა

თეკლას წასაყვანად. ამასობაში წელიც გავიდა. იმ ზაფხულს ნანამ თეკლა, ლიკა

და ლალი ბათუმში დაპატიჟა დასასვენებლად. ზღვის სანაპიროზე ყოფნის

შემდეგ ქალები ძველ ქალაქში დასეირნობდნენ. ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა

თეკლა „ორმოეთში“, მარტას ხათრით უნდოდა ტრაპიზონსაც სტუმრებოდა,

მაგრამ ვერ შესძლო, რაღაც ვერ გრძნობდა თავს კარგად...ზაფხულის ბოლოს

ამერიკაში უშანგი გარდაიცვალა და მარტას, როგორც შორეულ ნათესავს ხუთი

ათასის ნაცვლად ,ათი ათასი დოლარი დაუტოვა:- მშრომელი გოგოა და უნდა

დავეხმაროო!-უთქვამს. როგორ ნანობდა ალბათ მარტა , მაშინ გაბრაზებულმა

გადაღრძუებული , რომ უწოდა უშანგის. უსაზღვროდ მადლიერმა მარტამ ეს ათი

ათასი თეკლას გადმოურიცხა: სადმე, მთაში, პატარა რკინის სახლი ჩადგი ტყის

პირასო. რკინის რა მოგახსენოთ და ... ნანამ სასწრაფოდ სამშენებლო კომპანია

შეარჩია და გოგოებმა ფულიც შეიტანეს თეკლას სახელზე. რად მინდა სახლი,

ორმოში ცხოვრებას მივეჩვიეო- ამბობდა ქალი, მაგრამ ასეთი იყო მარტას ნება!

პირველი ვინც „ორმოეთიდან“ გაასვენეს ცნობადი კაცი იყო. ხალხს დაენანა ,

„ორმოეთის“ ნამდვილი კოლორიტი . ყველა საქმის კურსში იყო , ეკითხებოდა ,

თუ არა ყველას საუბარში ერეოდა... მაგრამ რა ექნა, როცა დამლაპარაკებელი

არავინ ჰყავდაო. მხოლოდ მეკატე გოგონამ დაიტირა,მას ხომ ყველა უპატრონო

ეცოდებოდა:“-შე საწყალო კაცო, ვინმე მაინც დაგრჩენოდა ამ ქვეყნადო“. -რატომ,

იქნებ მიმდევრები გამოუჩნდნენ?-სთქვა ამაზე მარიმ . კვლავ გავიდა ერთი წელი

და შემდეგ გაზაფხულს მართას წერილიც მოვიდა თეკლას სახელზე. ის

იწერებოდა: ჩემო საყვარელო თეკლა! მოხუც ქალს , ვისაც მე ვუვლი, მოკლედ

სენიორა კოლუმბინას - ვაჟი ჰყავს- მებაღე დეკორატორი ჯიოვანი. ქალაქის

განაპირა ტყის ზოლში სახლს იშენებს. გავგიჟდი სახლი, რომ ვნახე თეკლა, ჩვენ

რომ გვინდოდა ,იმ რკინის სახლს გავს. რკინა ბეტონის კონსტრუქცია სჭარბობს

და შუშითაა მთლად შემინული. პატარა და ელეგანტური სახლია. ჯიოვანის

ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული პიცა. მოკლედ ბევრი რომ არ მივედ-მოვედო,

საყვარელო თეკლა მან მე ხელი მთხოვა! ალბათ მალე დავქორწინდებით და

ქორწილშიც დაგპატიჟებთ. ღმერთო, როგორ გაიხარა თეკლამ! -როგორც იქნა,

ჩემი მარტაც ბედნიერი იქნებაო . იმ დღეს ენერგიულად იმუშავა დაღამებამდე.

ღამით , კი ერთბაშად ცუდად იგრძნო თავი, მკერდში ტკივილი და ჰაერის

Page 32: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

32

უკმარისობა დაეწყო... მეწყვილე სახლში არ იყო, ორმოების თხრის

კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე იყო გაგზავნილი დედაქალაქში.

მეზობელ ორმოებში მცხოვრებლებმა სასწრაფო გამოიძახეს.

თეკლა ბებიას სახლისკენ მიმავალ მოყინულ გზაზე, სწრაფი ნაბიჯით

მიდიოდა- რატომღაც ძაღლების ეშინოდა! მალე ისინიც გამოცვივდნენ

მეზობელი ეზოდან და თეკლაც გაიქცა მოყინულ ქვაფენილზე. ძაღლებმა

მოუმატეს ყეფას. თეკლამაც მოუმატა სისწრაფეს ერთი დიდი ნაბიჯი, კვლავ

ნაბიჯი, სწრაფად, სწრაფად და...ჰოი, საოცრებავ- ის ერთბაშად აფრინდა!

ღმერთო, რა საოცარი განცდა იყო! ასცდა ხის კენწეროებს, მერე ხევებს და მთებს

გადაუარა, მერე იგრძნო ,რომ მარტო არ იყო. იმ ვიღაცამ, რომელსაც ვერ ხედავდა

და უბრალოდ გრძნობდა, რომ მის გვერდით იყო, სამ იარუსიანი წყალ

ვარდნილზე გადააფრინა. წყალში შიშველი ადამიანები ფართხალებდნენ,

სიცივისგან მთლად გალურჯებულნი და წყლიდან ვერ ამოდიოდნენ!- ეს როდის

დამთავრდება? იკითხა თეკლამ. მაშინ ,როცა წყალი მათ სამივე იარუსს

მოატარებს.- უპასუხა ხმამ. მერე მთაზე აზიდული , ოქროს სხივებში

აელვარებული ულამაზესი სოფელი დაანახა. თეკლა აღტაცებას ვერ ფარავდა.

ბოლოს სადღაც უცხო მიწაზე მიფრინდნენ, სადაც ნიადაგის საფარი მკვრივი

მტვერი იყო, და არა ბალახი. -ეხლა უნდა დაგტოვო!-სთქვა ხმამ. არავითარი შიში

და შეძრწუნება. თეკლამ გზა განაგრძო და ერთბაშად უცნაურმა ნათებამ თვალი

მოსჭრა. ნათება დაბლა დაეშვა და დაშვებისას ნიადაგზე მტვრის ბუღი დააყენა.

როცა მტვერი გაიფანტა ქალმა დაინახა,რომ მის წინ იჯდა უცნაური ცხოველ-

ფრინველი, რომელიც ღია მოყვითალო შუქს გამოსცემდა. -მომიახლოვდი თეკლა!

უბრძანა ცხოველ-ფრინველმა. მითხარი პასუხი ამ შეკითხვაზე: რას ისურვებდი

ყველაზე მთავარს? - დაე, ყველა სულით მაშვრალს ჰქონდეს შვება და უფლის

წყალობა! სთქვა თეკლამ. ცხოველ- ფრინველი აენთო ,აელვარდა, მოწყდა

ნიადაგს და ცაში გაუჩინარდა!- თეკლა, გილოცავ, უკან ბრუნდები! უთხრა

გამცილებლის ხმამ.- არ მინდა, გთხოვთ, არ მინდა!- ითხოვდა ქალი, მაგრამ

,როგორც იტყვიან: შეუცნობია გზანი უფლისანიო... - თეკლამ ერთბაშად იგრძნო,

ძლიერი ბიძგით, როგორ ჩაბრუნდა სული სხეულში და ეს დაბრუნება ისეთი

მტკივნეული იყო, როგორც ხელახალი დაბადება.

ქალს თვალებზე ბინდი ეკრა. ერთხანს იფიქრა ნისლიან მინდორზე მივდივარო

ალბათ. ხელისცეცებით სცადა გზის გაკვლევა. -ხელი მომკიდე, თეკლა!- უთხრა

ძალან ნაცნობმა ხმამ. -მარტა, შენ ხარ? იკითხა ქალმა სუსტი ხმით.- ხო თეკლა მე

ვარ ,უპასუხა მარტამ. თეკლამ თავის წამოწევა სცადა, რათა მარტა დაენახა,

მაგრამ ვერ შესძლო და ამოიკვნესა. -წყნარად იწექი, მეგობარო, მე შენთან ვარ და

იცოდე ყველაფერი კარგად იქნება. ეს ავადმყოფობაც ისე გაგივლის, ვითომც

არაფერი გტკენია. მალე გახვალ „ორმოეთიდან“. სამშენებლო კომპანიიდან

Page 33: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

33

ფული გამოვიტანეთ მე და გოგოებმა და მთაში, ტყისპირა სახლი გიყიდეთ. რკინა

-ბეტონის ფუნდამენტით, რკინის კარით და რკინის აივნით. ყველა კარი

გერმეტულად იხურება, მოკლედ მყარი სახლია ჩემო მეგობარო, ძალიან

მოგეწონება. მყარი? რა არის ამ ქვეყნად მყარი , როცა დედამიწის გული დუღს და

გუგუნებს, თავად დედამიწა ,კი ბრუნავს და ბრუნავს განუწყვეტლივ ღერძისა,

თუ მზის გარშემო...და ბოლოს თავად ჩვენი თანავარსკვლავედი „ირმის ნახტომი,“

ბრუნავს და ბრუნავს გალაქტიკაში.- გაიფიქრა თეკლამ, თქმით,კი ეს თქვა:

გმადლობ ზრუნვისთვის მეგობარო! აბა, სხვანაირად როგორ ჩემო კარგო, ოღონდ

შენ იყავი კარგად!..ახლა სუფთა ჰაერი და მეტი ჟანგბადი გჭირდება! -ჟანგბადი,

ჟანგბადი! დაიყვირა უცებ მარტამ და თეკლას პირზე სასუნთქი აპარატი

მიაფარა. თან და თან ნისლი გაიფანტა და თეკლამ მარტა დაინახა. მარტას,

რატომღაც თეთრი ხალათი ეცვა და მისკენ იყო დახრილი. თეკლა სულ უფრო და

უფრო თავისუფლად სუნთქავდა, უნდოდა მარტასთვის ეკითხა შენ იყავი ის,

ვინც გვერდიდან არ მომცილებია ერთი წუთითაც კიო, მაგრამ სასუნთქ აპარატზე

იყო შეერთებული და ვენაშიც ჰეპარინს უსხავდნენ. -რა თქმა უნდა მე ვიყავი და

მუდამ შენთან ვიქნები, გინდა თუ არა... -უპასუხა მარტამ და გაუღიმა. -

არითმია მოხსნილია, სუნთქვის რიტმიც აღსდგა, კრიზი დაძლეულია! სთქვა

ექიმმა და შვებით ამოისუნთქა. მარტამ აპარატიდან მოხსნა თეკლა და უბრძანა:

თეკლა, თავისუფლად ისუნთქე, უაპარატოდ! ასე, ასე, კარგია! მერე,კი მარტა

რეანიმაციის გასასვლელისკენ გაემართა, კართან მისული თეკლასკენ

შემობრუნდა გაუღიმა და უთხრა: მალე ისევ მოვალ! და... გაქრა. გაოცებული

თეკლა მარტას გაჰყურებდა და ფიქრობდა: კი არ დადის დაცურავს! იატაკზე

ფეხს არ აკარებს, გამაღლებულა და თმაც ჩალისფერი აქვს. ღმერთო ჩემო!

თეკლას, თითქოს ვიღაც გაახსენდა , კიდევ ასეთი მშვენიერი და

ჩალისფერთმიანი, მაგრამ ვინ?

-თეკლას მეუღლე რომელი ხართ?- იკითხა პალატიდან გამოსულმა ექიმმა.

ერთი დარდისგან გასაცოდავებული კაცი წამოდგა სკამიდან. სიჩქარისგან ფეხზე

წინდების ჩაცმაც, კი დავიწყნოდა. -ერთი უყურეთ, რას გავს? ქირქილებდნენ

ექთნები და სანიტრები. -რა საერთო აქვთ ამ მშვენიერ მანდილოსნებს, ამ ქვიშის

კარიერის „გენერალთან“? -იხუმრა ერთმა ექთანმა და იქვე მდგომ თეკლას

მეგობრებს ნანას, ლალის და ლიკას გადახედა. მშვენიერი ქალბატონები

მწუხარედ გამოიყურებოდნენ . ერთი კვირაა უკვე, რომ იტყვიან საავადმყოფოდან

არ გასულან. კაციც საავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა. - გილოცავთ ბატონო,

სთქვა თეკლას მკურნალმა ექიმმა, თქვენი მეუღლე გონს მოვიდა და

რეანიმაციიდან პალატაში გადავიყვანეთ! კაცი უცაბედი სიხარულისგან

ატირდა.- მოითმინეთ, მოითმინეთ! განაგრძო ექიმმა, - მარტა ვინ არის? თქვენი

მეუღლე ვინმე მარტას ნახვას ითხოვს , ამბობს ახლაც აქ იყო და სთხოვეთ ისევ

Page 34: რკინის სახლი და ანგელოზი...არა, დოსტოევსკი არაფერ შუაშია, მაგრამ ის სიყვარული

34

შემოვიდესო .ექიმმა იქ მყოფ ,სიხარულისგან აცრემლებულ თეკლას მეგობარ

ქალებს გადახედა. - მარტა? ასეთი მე არავინ ვიცი, სთქვა დაფიქრებით კაცმა .-

იქნებ ნათესავია ან მეგობარი? ჩაეკითხა ექიმი. - მის მეგობრებს ყველას ვიცნობ,

აგერ აქ არიან ყოველდღე. - ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ახლაც აქ იყოო .

-ასეთი მე არავინ ვიცი პატივცემულო. -გაიმეორა კაცმა. -არც ჩვენ გაგვიგია რამე

მისი მეგობარი“ მარტას „შესახებ! თითქმის ერთდროულად თქვეს ქალებმა და

თან სიხარულს ვერ მალავდნენ თეკლას გონს მოსვლის გამო. ექიმმა, კი გაიფიქრა

კომატოზური მდგომარეობის შემდგომი ერთგვარი ჰალუცინაციაა ალბათ ...

-ღმერთმა დამაჯილდოვა, თეკლა დამიბრუნა, თორემ რა გალევდა ამ

წუთისოფელს მარტო! - ფიქრობდა კაცი და ქალის პალატისკენ ლამის

მიფრინავდა, ასე სწრაფად მიდიოდა. ახლა თეკლა, რომ უსმენდეს ეტყოდა: -

რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სიმარტოვე ილუზიაა , ის არ არსებობს!- ჰოო, ასე

ეტყვის! გაიფიქრა კაცმა და პალატის კარი სულმოუთქმელად შეაღო.