ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს...

34
ნათია ბერიძე ემი როჯე რს ი დღეს უცნაური ამინდია. მოგეხსენებათ, L.A-სთვის წვიმა ისეთივე იშვიათია,

Transcript of ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს...

Page 1: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ნათია ბერიძე

ე მ ი როჯე რს ი

დღეს უცნაური ამინდია. მოგეხსენებათ, L.A-სთვის წვიმა ისეთივე იშვიათია,

Page 2: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

როგორც ჰოლივუდისთვის ხარისხიანი რომანები.

მე, ემი როჯერსი, მეგობრებისთვის უბრალოდ M, ქერებისთვის საკმაოდ

მაღალი ინტელექტის და მათგან განსხვავებული გემოვნების მქონე, 22წლის,

ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი ვარ.

თქვენ ალბათ გგონიათ, რომ მე სტერეოტიპების მჯერა, არადა ყველაზე მეტად

სწორედ მე მსურს მათი გაქრობა.

ერთი მხრივ, ჩემი გარეგნობის წყალობით უცოდველი და ,,შტერი" გოგოს

შთაბეჭდილებას ვტოვებ და ზუსტად ამიტომ ვცხოვრობ მარტივად. როცა შენი

იმედი არ აქვთ, პასუხისმგებლობაც ნაკლებია.

უძრავი ქონების სააგენტოში ვმუშაობ, მენეჯერის მოადგილედ. ზუსტად

ჩემთვის შესაფერისი სამსახურია, მხოლოდ ნაგავზე გადასაყრელად

გამზადებული ფურცლების მოწესრიგება მევალება.

დილას გავდივარ და შუადღეს უკვე თავისუფალი ვარ. ჩემს ნივთებს ვიღებ და

ჩემი იაფფასიანი მანქანით, ჩემს სახლში მივდივარ. გზაზე საცობებია და მეც

წარსულზე ჩაფიქრების დრო მრჩება. თან, თუ ფიქრებში გართულს მწვანეზე

წასვლა დამავიწყდება მაინც არავინ არფერს მეტყვის, მე ხომ ქერა ვარ.

ადრე ასეთი პრივილეგიები არც დამესიზმრებოდა. ჩემი ცხოვრება ძალიან

უჩვეულო და მიუღებელი იყო ჩემი ამჟამინდელი მეგობრებისთვის.

მე, ემი როჯერსი, მაშინდელი მეგობრებისთვის უბრალოდ B, როგორც

BLONDIE. ტექსასის შტატის ერთ-ერთი უბრალო მცხოვრები ვიყავი. სან

ანტონიოსა და ოსტინს შორის მამაჩემს ცხენების პატარა ფერმა ჰქონდა.

ბედნიერი ბავშვობა არ მქონია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანი სიტუაციას

იდეალურად მორგებული ქარაფშუტა გოგონა ვიყავი.

გაუაზრებლად ვაყენებ მანქანას ავტოფარეხში და სახლში შევდივარ. სახლი,

როგორც ყოველთვის, ცარიელია. კატის აყვანას ვაპირებდი, მაგრამ ალერგია

აღმომაჩნდა და კინაღამ ხველებით მოვკვდი ჩვენი პირველივე შეხვედრისას.

არადა, უკვე სახელიც არჩეული მქონდა მისთვის. ამიტომ, არასდროს არ

აიყვანოთ კატა ინტერნეტით. კატის აყვანის წარუმატებელი მცდელობის

შემდეგ, თევზები ვიყიდე. ჩემი თევზები უყურადღებობის გამო შიმშილით

მოკვდნენ თავიანთ სამყოფელში და მას მერე შინაური ცხოველის მოყვანა

აზრადაც არ გამივლია.

Page 3: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

წიგნების კარადის განახლება გადავწყვიტე. მაღაზია ჩემს სახლთან ახლოსაა,

ამიტომ ფეხით გავლა მომინდა. ჟაკეტი მოვიცვი და ნახევრად სველ გზას

გავუყევი. მაღაზიაში შესულმა თაროებს შორის ხეტიალი დავიწყე.

გამყიდველმა, ჩემი სიჩუმის მიუხედავად, რამდენიმეჯერ შემომთავაზა

ბუშნელის წიგნები.

სახლში რამდენიმე წიგნი, ფორთოხლის წვენი, 2ცალი ბაგეტი და ბოსტნეული

წავიღე. გზაში, ხალხის ყურებით გართულს, ყვავილების ყიდვა გადამავიწყდა.

საბედნიეროდ ჩემთან ეზოში სულაა ყვავილები. დეკორატიული მცენარეების

დიდი მოყვარული არ ვარ , მაგრამ მიყვარს ჩემი ნახევრად ცარიელი ოთახების

ყვავილებით მორთვა. ბავშვობაში მე და ჩემი და ვზრდიდით ყვავილებს, კლდის

ვარდი სულ ხარობდა თავისით და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, გვირილებთან

ერთად მშვენიერი თაიგულები გამოგვდიოდა ხოლმე.

ფანჯრებს ვაღებ, წვიმის სუნით იჟღინთება მთელი სივრცე და სიგარეტის

მოწევის სურვილი მიჩნდება. რეალურად, სულ ერთი კოლოფიც არ მექნება

მოწეული მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, არის მომენტები როცა

ჩვენი სხეული ისე ცარიელდება რომ მხოლოდ ალოკოჰოლს, სიგარეტს და

მუსიკას შეუძლია ჩვენი დახმარება.

სამწუხაროდ არცერთი ღერი არ მომეპოვება და სახლში დარჩენის სურვილი

ფარავს მოწევის სურვილს.

Chet Baker-ის დისკს ვრთავ და ჩემ თავთან ნელი ვალსის ცეკვით გავდივარ

სამზარეულოში. მზარეულობისკენ მიდრეკილება ერთერთია ჩემი წარსულის

დადებითი მხარეებიდან. ჩემი მეგობრებისგან გასხვავებით, ყოველ საღამოს,

ცივი პიცის ჭამა მაინც არ მიწევს სახლში.

სულ ხუთი მეგობარი მყავს:

ჯორჯი - 22წლის, ყველაზე განათლებულია ჩემს მეგობრებს შორის. კოლეჯში

გავიცანი და მას მერე, წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობთ ერთმანეთს,

რომელიმე მყუდრო ბარში ვსხდებით და ინტელექტუალურ თემებზე

ვსაუბრობთ. უყვარს ჰოკეი და თამაშობს გოლფს, უსმენს შოპენს და ვერ იტანს

ბახს. საკმაოდ კარგი გარეგნობა აქვს, ზედმეტად დაკუნთულ სხეულს და კეხიან

ცხვირს თუ არ ჩავთვლით. ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას

ჩემს თვალში დაბლა წევს.

Page 4: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ანასტასია- რუსი მოდელი, ანორექსიის მსუბუქი ფორმებით იტანჯება და ჩვენი

ურთიერთობა მაღაზიებში სიარულით და მის ტანზე საუბრით შემოიფარგლება.

ცოტათი მძულს კიდეც, თუმცა მასთან მეგობრობა აუცილებელია ჩემი

იმიჯისთვის. მისი სამეგობრო წრის აბსოლიტური უმრავლესობა ან მოდელია ან

გეი. მისთვის მე ყველაფერი ვარ. მშობლები ზუსტად მაშინ დაეღუპა, როცა მე

გამიცნო და უპატრონო ძაღლივით მომეკედლა. მე კი იმ ქედმაღალი ადამიანის

როლში აღმოვჩნდი, მათხოვარს რამდენიმე ლუკმას რომ გადაუგდებს და ამით

სამუდამოდ ავალებს მას. ანასტასიას ვუყვარვარ როგორც დედა და ერთადერთი

მეგობარი, რომელთანაც მოდის გარდა სხვა თემაზეც შეუძლია ლაპარაკი. თუმცა

ეს წელიწადში მაქსიმუმ სამჯერ ხდება: შობას, ვალენტინობას და მათი

სიკვდილის დღეს.

ჯესიკა- ლესბოსელი მოცურავე, ადგილობრივი ინდიელების შთამომავალია

და მასში მარტო ის მომწონს, რაც წინაპრებისგან ერგო: გარეგნობა და მისტიური

გამოხედვა. შინაგანად ჩვეულებრივი კახპაა, საშუალო დონის ზოგადი

განათლებით. არა, უნდა ვაღიარო რომ საწოლში შეუდარებელია. ამაში მაშინ

დავრწმუნდი ჩემს დაბადების დღეზე მარტო რომ დავრჩით სახლში. არადა

თავს ბისექსულად არ ვთვლი. რეალურად, ჯესიკას გარდა არც მყოლია არავინ ,

არც ბიჭი და ალბათ სწორედ ამიტომაა ის ჩემთვის შეუდარებელი.

ტომი - ჩემი გეი მეგობარი, რომელიც ჩემზე ლამაზია და ისიც ანასავით

მხოლოდ იმიჯისთვის მჭირდება. რომელიღაცა წვეულებაზე დავმეგობრდით,

როცა მის შებმას ვცდილობდი და უარი ავირტყი.

ვივიენი- მხატვარია, საკმაოდ კარგი გარეგნობა და გემოვნება აქვს. ლურჯი

თვალებით და წაბლისფერი თმებით მალევე მიიქცია ჩემი ყურადღება.

სხვებისგან განსხვავებით, მეგობრობის ინიციატივა მისგან არ მოდიოდა.

ზრდილობის გამო ურთიერთობდა ჩემთან, როცა ოფისის კაფეტერიაში ერთ

მაგიდასთან ვისხედით ხოლმე. შემდეგ, როცა დავახლოვდით, გამომიტყდა, რომ

ჩემში სიყალბე დაინახა და ამიტომ მაიგნორებდა. სწორედ მისი ამ

არაჩვეულებრივი ხასიათის გამო, შეიძლება ითქვას რომ, პლატონურად მიყვარს

ის.

ფიქრებში გართული სალათის კეთებას ვიწყებ. ვივიენზე ფიქრისას სულ ასე

მემართება. ერთადერთია ჩემი მცირერიცხოვანი ნაცნობებიდან რომელსაც

ბოლომდე არ ვიცნობ და რაც უფრო ვუახლოვდები მით უფრო მეტი კითხვა

მიჩნდება, სულ უფრო და უფრო ღრმა მეჩვენება მისი არსება.

Page 5: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ტელეფონის ხმა მაფხიზლებს, ანასტასიაა, რაღაც წვეულებაზე წაყოლას

მთხოვს ბევერლი ჰილსზე, მოვიფიქრებთქო ვეუბბნები და ზარს ვთიშავ.

ბარბაცით ავდივარ მეორე სართულზე და კარადას ვაღებ. ვერცხლისფერი

Mango-ს კაბა მხვდება თვალში, ვიცვამ და სპილოსძვლისფერ მაღალქუსლიან

ფეხსაცმელს ვუხამებ. თმას ცხენის კუდად ვიკრავ და სარკეში ვიხედები.

ახალგაზრდა, ქერა, ლამაზი და გამომწვევი ერთი შეხედვით ბედნიერი გოგო

მიყურებს სარკიდან. ვხვდები, რომ სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების საუკეთესო

მომენტი, ვეღარასდროს ვიქნები ამაზე ახალგაზრდა ან ლამაზი. ბედნიერებას

ვგრძნობ ჩემივე სილამაზის გამო. ჩანთას ვიღებ. გასვლისას კიდევ ერთხელ

ვათვალიერებ ჩემს თავს სარკეში , იდეალურია. მანქანის გასაღებს ვიღებ და

ანასტასიას ვწერ რომ მალე გავუვლი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანას

უკეთესი მანქანა ჰყავს და ტარებაც უკეთ გამოსდის, ძირითადად, პირიქით

ხდება ხოლმე.

მანქანას ვქოქავ და გავდივარ. ანასტასიას სახლთან ვიღაც გოგოს ჯესიკას

ვამსგავსებ და ცოტაარიყოს ვიბნევი. მას მერე, რაც ვხვდები, რომ შემეშალა,

ვაანალიზებ რომ ჩემი არცერთი მეგობარი არ იცნობს ერთმანეთს. ანუ,

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. გეგმის, რომელსაც დიდი ალბათობით

განხორციელება არ უწერია.

ანსატასია, მართალია ათი წუთის დაგვიანებით მაგრამ მაინც, გამოდის

სახლიდან. მანქანაში ჯდება და აი , ისევ იწყება ეს ბანალური საუბრები.

ხუთ წუთში ადგილზე ვართ. შესასვლელთან საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა

შეკრებილი, ისინი ამაოდ ცდილობენ წვეულებაზე მოხვედრას. მანქანას იქვე

ვაჩერებ და სასიამოვნო გარეგნობის პორტიე გასაღებს მთხოვს. გაოგნებული

ვაწვდი გასაღებს, მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი ხდება, ღიმილი ჩემს

მეგობარს ეკუთვნის. ხო , რათქმაუნდა, ვინ არ იცნობს ანასტასიას. ანა ხელკავს

მიკეთებს, ჩვენ ხალხის ღობეს ვარღვევთ და თამამად შევდივართ შიგნით.

ხმაურიანი მუსიკა მომენტალურად მატკივებს თავს. უაზროდ ბედნიერი

სახეების შემხედვარეს იარაღის ქონის სურვილი მიჩნდება. თუმცა არაფერს

ვიმჩნევ და ბედნიერი სახით ვესალმები ანას მეგობრებს. ბართან ვიკავებ

ადგილს და მარტინის ვსვამ . ანასტასია სადღაც უჩინარდება. ალბათ თავისი

რომელიმე სექსუალური მეგობარი შეხვდა და ეხლა უკომპლექსოდ აყრუებს

ტუალეტს თავისი ნეტარების გამომხატველი ხმებით.

ალბათ მალე წავალ. ჩემი აღტაცება ანასტასიას ორგაზმივით ქრება სადღაც.

Page 6: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

მაგრამ, მოულოდნელად ხმაურიც აზრს კარგავს. ჩემი მზერა ავტომატურად

ერთ ობიექტზე გადადის და ვერც ვხვდები რატომ, ისე ვსვამ მარტინის მთლიან

ჭიქას საოცარი სისწრაფით.

მას ნაცრისფერი პიჯაკი აცვია და ჩემდა გასაკვირად, მე მიყურებს. თუმცა ჩემი

კაბა ამ სინათლეზე ისე ბრწყინავს რთულია ალბათ ჩემი არ-შემჩნევა. ის ჩემკენ

მოდის და მისი გვერდული ღიმილის შემხედვარეს ნერწყვი მიშრება. ბიჭი

გვერდული სუპერ სექსუალური ღიმილით ჩემს გვერდითა სკამზე ჯდება და მე

სუნთქვა მეკვრის. რამდენიმე წამში მდგომარეობიდან გამოვდივარ და

წარმოვიდგენ მის მატერიალურ აზროვნებას, მის საყვარლებს, უდარდელ

ბავშვობას და ვხვდები რომ ისიც მძულს. ზუსტად ამ დროს ანასტასია მოდის

ჩემთან და მეგობრულად მადებს მხარზე ხელს. იმის წარმოდგენისას, რომ ეს

ხელი ცოტა ხნის წინ რომელიმე მამრის სასქესო ორგანოს ეხებოდა გული

მერევა.

ბიჭი გვერდული ღიმილით ანსტასიას ესალმება. რათქმაუნდა, ისევ ანას

კონტაქტები. შეიძლება სექსიც ჰქონდათ რამდენჯერმე. მაგრამ ის მე მიყურებს

და მიღიმის.

და აი, ახალი მეექვსე კონტაქტი ჩემს უბრადრუკ ცხოვრებაში:

დენიელი- ხორბლისფერი კანი, სქელი ტუჩები, მწვანე თვალები, ფართო

მხრები.

დენიელი მე და ანასტასიას თავის აპარტამენტში გვეპატიჟება. აი, თურმე ვინაა

წვეულების მეფე. უცანური შეგრძება მიპყრობს, ასე მგონია რომ ფილმის

პერსონაჟი გავიცანი. გეთსბისა და კრისტიან გრეის საეთო თვისებებით. ეს

რაღაც ახალია ჩემთვის.

ლიფტით შენობის ბოლო სართულზე ავდივართ. 90იანების თემაზე

მოწყობილი მინი წვეულება წვეულების ზემოთ, საინტერესოა. ლეოპარდის

პრინტიან ტანსაცმელში გამოწყობილი გოგოები და ფერად სათვალიანი ტიპები.

აქუას სიმღერა ბავშვობას მახსენებს და ნერვები მეშლება.

მოულოდნელად დენიელი წელზე ხელს მხვევს და რაღაც სისულელეებზე

მელაპარაკება, თუმცა, ანასტასიასთან საუბრის შემდეგ მაინც ინტელექტუალად

მეჩვენება, სავარაუდოდ პრესტიჟის გამო დამთავრებული უმაღლესი

სასწავლებლის გავლენაა. ლაპარაკი მბეზრდება და ჩემკენ ვიზიდავ, საპასუხოდ

Page 7: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

მის თვალებში ცეცხლი ინთება და ჩვენც უსიტყვოდ, ხელიხელ ჩაკიდებულები

გავდივართ მის საძინებელში. ხალხის მერე მყუდრო და ცარიელი გარემო

სასიამოვნოდ მეჩვენება. ოთახში მარტო საწოლი და რამდენიმე სკამი დგას,

როგორც ჩანს აქ იშვიათადაა. საწოლის მოპირდაპირე მხარეს პატარა მაგიდაა

შამპანიურის ბოთლებით და ორი ჭიქით. სრულიად ლოგიკურია, წინასწარ

მომზადებული რომანტიული გარემო რომელიმე გოგოსთვის.

სიბრაზისგან სახეზე ვწითლდები, კარგია რომ მკვეთრი განათება არაა.

მოქმედებას ვიწყებ. კარებს ვკეტავ. შამპანიურის ბოთლს ვხსნი და ორივე ჭიქაში

ვასხამ. დენიელი მოდუნებას ცდილობს, მაგრამ აშკარად დაბნეულია. არ ელოდა

ასეთ აქტიურ მდედრთან შეხვედრას. მე კმაყოფილი სახით ვიღიმი. ის საწოლზე

ჯდება. ჩანთიდან პრეზერვატივს და ტაბლეტს ვიღებ. პრეზერვატივს დენიელს

ვესვრი. ტაბლეტს ჩუმად ვაგდებ შამპანიურიან ჭიქაში, მის ჭიქაში...

ის იქნება პირველი. პირველი იმ იღბლიანი ექვსიდან, რომელთა ,,ბედნიერი

დასასრული" ყველას გამოადგება. ჩემი პირველი...

დენიელთან მივდივარ და ჭიქას ვაწვდი. ერთიანად სვამს და მეც კმაყოფილი

ვარ. რამდენიმე წუთი მოთმინებით ველოდები შედეგს.

ოთახიდან მშვიდი სახით გამოვდივარ. ანასტასიას ვეძებ, ვაფრთხილებ, რომ

სახლში მივდივარ. ლიფტში შევდივარ. ვიღაც ორი ტიპი ძლივს ასწრებს

ტანსაცმლის გასწორებას. დაბნეული ბიჭი გოგოს ჩანთას იფარებს შარვალზე.

ოჰ, ეს ერექცია.

მანქანას ვქოქავ და სახლისკენ სწრაფად მივდივარ. დამღლელი დღე იყო.

ვწვები თუარა მაშინვე მეძინება, ფიქრის თავიც არ მაქვს.

დილას ტელეფონის ხმა მაღვიძებს. გინებით ვიღებ ტელეფონს. დენიელია!

ჯანდაბა! ცოცხალია?! აკანკალებული ხმით ვპასუხობ. ის კი ბოდიშს მიხდის

გუშინდელის გამო. იდიოტი. ჰგონია, რომ ჩაეძინა და ვერ ხვდება რა მოხდა.

მეუბნება რომ მართლა უნდოდა ჩემთან სექსი. მე ვამშვიდებ და შეხვედრაზე

ვთანხმდები.

ის გადარჩა! არადა ყველაფერი იდეალურად იყო. არაუშავს, შემდეგზე დოზას

გავზრდი.

გაბრაზებული ვდგები და აბაზანაში შევდივარ. დუშის ქვეშ ოდნავ

ვმშვიდდები. კიდევ კარგი რომ დღეს შაბათია და ჩემი კრეტინი

Page 8: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

თანამშრომლების სახეების დანახვა არ მომიწევს.

ციტრუსის არომატიანი დუშ-გელი სასიამოვნოდ მთენთავს. დენიელთან

11საათზე უნდა ვისაუზმო. მანამდე კიდე რამდენიმე ტაბლეტი გლიკლაზიდის

ყიდვას მოვასწრებ. სანამ ვნახავ უნდა მოვიფიქრო როდის მოვიშორებ ან როგორ.

მაკს ვრთავ და გუგლში დენიელზე ინფორმაციას ვნახულობ.

მდიდარი მამიკოს ბიჭი, კარგი გარეგნობით და იდეალური იმიჯით

საზოგადოების თვალში. რამდენიმე პრესტიჟული სასწავლებელი დაამთავრა და

დასრულებისთანავე კომპანიას ჩაუდგა სათავეში. უყვარს მანქანები და თავისი

ქველმოქმედებით გაითქვა სახელი მთელს ნიუ-იორკში. ამჟამად ლოს

ანჟელესში კომპანიის ფილიალის გახსნის გამოა ჩამოსული , თუმცა დროს,

ძირითადად, გართობაში და კომპანიის სახელით გამართულ წვეულებებზე

დასწრებით ხარჯავს. თუმცა მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ყოველ

კვირას ჩადის ნიუ-იორკში თავის ექიმთან. ჯანდაბა! ის დიაბეტიკია. აი, რატომ

არ მოკლა გლიკლაზიდის ერთმა ტაბლეტმა.

მშრალ ბიოგრაფიას და ერთ სურათს ვბეჭდავ. ჩემი საძინებლის კარადიდან

დამალული კარით პატარა ოთახში გავდივარ და კედელზე ვივიენის სურათს

გვერდითვე ვაკრავ დენიელის სურათს თავისი ბიოგრაფიით.

ჯერ 8 საათია. საჯირითოდ მივდივარ. ცხენები ბავშვობიდან მიყვარს. მე და

ჩემ დას მამამ გვასწავლა ცხენზე ჯდომა. ჩვენ-ჩვენი ცხენებიც გვყავდა , მე -

ტრიქსი და ჩემს დას - რიბოტი. ტრიქსი ალტაის ჯიშის თეთრი ულაყი იყო,

რიბოტი- ამერიკული ბაშკირი. სკოლის დღეებშიც კი დილაუთენია

ვდგებოდით და ვჯირითობდით. შეგვეძლო ძალიან სწრაფად მოგვევლო მთელი

არემარე და მერე უკვე დაღლილები წავსულიყავით სკოლაში.

ჩემი და , მარია, ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო. უკვე 6 წლის ვიყავი დედაჩემს

ჯანმრთელობის პროლემები რომ დაეწყო და, ფაქტობრივად, მე მიწევდა მისი

გაზრდა. საოცარი ბავშვი იყო მარია, კეთილი და უწყინარი. თაფლისფერი,

საოცრად თბილი თვალები ქონდა. ვხვდები, რომ საშინლად მომენატრა, მაგრამ

ვერაფერს შევცვლი, ხანდახან ცხოვრება ზედმეტად უსამართლოა

სუსტებისთვის. მარიას ამბის მერე დავრწმუნდი რომ არ შეიძლება

საზოგადოებას შენი ნამდვილი სახე დაანახო. ხალხს ან უნდა ეშინოდეს შენი ან

უნდა ეცოდებოდე რომ გადარჩე. მაგრამ არსებობს მესამე გზაც, ჩემი არჩეული

გზა, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეცვლის ყველაფერს.

Page 9: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

იპოდრომი ჩემი სახლიდან ძალიან შორსაა. მაღალყელიან ჩექმებს და შავ

შარვალს ვიცვამ, კრემისფერი სვიტრი ყავისფერ ჩექმებს ძალიან უხდება. თმას

ვიშლი და ოდნავ ვიწეწავ. მზად ვარ. ხელჩანთას ვიღებ და სახლიდან

გავდივარ. უნდა ვიჩქარო რომ ნახევარი საათი მაინც მოვასწრო ჯირითი.

სახლის კიბეებთან ფოსტის თანამშრომელი მხვდება თაიგულით ხელში და

მომღიმარი სახით მაწვდის ამანათის საბუთებს. დენიელი უკვე ზედმეტად

იჭრება ჩემს პირად სივრცეში და მისი ეს მცდელობა ჩემთან დაახლოებისა

მისთვის კარგ შედეგს არ გამოიღებს. წითელი ვარდები, ღმერთო ჩემო,

ბანალური შეხედულებები გოგოების გემოვნებაზე უკვე გულს მირევს.

თაიგულში კონვერტია, ვერცხლისფრად დაწერილი, ჩემი სახელით. წერილს

ვკითხულობ და ლამისაა ზედ ავირიო გული. საშინელებაა, იმიტირებული

რომანტიზმით გაჯერებული ბანალური სასიყვარულო წერილი ბიჭისგან,

რომელიც გუშინ პირველად ვნახე და ჩემთან სექსის წარუმატებელი

მცდელობის შემდეგ მიხვდა, რომ მე ის ვარ, ვისაც ეძებდა.

იპოდრომზე დრო ყოველთვის მალე გადის, ვერც ვხდები ისე ვბრუნდები

საჯინიბოში უკან. არა, ვერ გავძლებ დიდი ხანი ამ ხმაურიან ქალაქში.

რამდენჯერმე ვიფიქრე მამაჩემთან დაბრუნებაზე, მაგრამ იმის წარმოდგენაზე

რომ ამაოდ შეეცდება ისევ შემაყვაროს თავი და ჩემი საშუალებით მომხდარის

გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნოს, გული მიჩერდება. არადა ძალიან მომენატრა

ტეხასის ცხელი ჰაერი და ტრამალზე ცხენით სეირნობა.

ცხენს საჯინიბოში ვაბრუნებ და მანქანისკენ მივდივარ. ერთი სული მაქვს

როდის მოსაღამოვდება, ჯესიკას ვნახავ. ჯესიკა გიჟდება ცხენებზე. არცაა

გასაკვირი, აიდაჰოს შტატში ინდიელთა რეზერვაციაში დაიბადა, ხანდახან

მგონია რომ ინდელებსა და ცხენებს შორის მართლა არსებობს რაღაც სულიერი

კავშირი.

თუმცა ჯესიკამდე დენიელი უნდა ვნახო. არ ვიცი როგორ მოვიქცე. მასთან

ფლირტი მომწონს კიდეც და ნაწილობრივ გამიხარდა რომ გადარჩა. შემიძლია

დავრჩე მასთან და მაქსიმალური მივიღო მასთან ურთერთობით. მაგრამ ერთი

ფაქტორიცაა - დრო. რამდენ ხანს შევძლებ ჩემი მეგობრებისგან ყველაფრის

დამალვას. დენიელი იმ დროს გაფლანგავს, რომელიც ჩემი გეგმისთვის ასე

საჭიროა. თუმცა, მეც მინდა გართობა, მინდა მეც მქონდეს რამე კარგი, რომლის

მერე გახსენებასაც შევძლებ.

მანქანას ღიას ვტოვებ და სახლში შევრბივარ, მაგვიანდება. უცებ ვიცვლი, სადა

Page 10: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ცისფერ კაბას ვიცვამ და კრემისფერ ჟაკეტს ხელზე ვიკიდებ. გუშინდელი

გამომწვევი ლუქის მერე დღეს მინდა უფრო კონსერვატიულად

გამოვიყურებოდე. მინდა დაინახოს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა მარტო

გამონაკლის შემთხვევებში ხდება და ერთადერთი გამონაკლისი თავადაა.

დენიელი კაფეში მხვდება, ცისფერი ზედა აცვია და ამ ფერების შეხამების

უცნაური დამთხვევა საშინლად ახარებს. ყავას სვავს და ნაზად იღიმის, მე

ფორთოხლის წვენს ვუკვეთავ. დენიელი მართლა კარგად გამოიყურება ,

განსაკუთრებით, გუშინდელის შემდეგ. ეტყობა, რომ ეს არ ადარდებს და

დარწმუნებულია, რომ მე ისევ მისი გავლენის ქვეშ ვარ. საკუთარ თავში

დარწმუნებული კრეტინი. სასიამოვნო მუსიკა კაფეს სიმყუდროვეს მატებს.

ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ არ ვუსმენ და ხანდახან ინსტიქტურად

ვეთანხმები მის სიტყვებს. ფორთოხლის წვენს ვსვამ და ვხვდები, რომ

მიუხედავად ყველაფრისა კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. თავისუფლად

შემიძლია ვთქვა, რომ ფორთოხლის წვენის, ყავის, მოცარტის, ბეთჰოვენის ,

ჰიუგოს და სტაინბერკის გარეშე ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი,

როგორც ეხლაა. ასეთი საგნების ჩამოთვლა უსასრულოდ შემიძლია.

ბავშვობიდანვე წარსული და მომავალი იმდენად მიუწვდომელი მეჩვენებოდა,

რომ აწყმოთი ცხოვრება დავიწყე.

დენიელი საოცრად მშვიდი გამომეტყველებით მიყურებს და იღიმის. ჩემივე

სიმშვიდის შესანარჩუნებლად თვალს ვარიდებ მის მიმზიდველ ღიმილს და

ფანჯრიდან ვიყურები. ის კი მისი ბიზნესის შესახებ მიყვება ამაყი

გამომეტყველებით და ამაოდ ცდილობს ჩემზე საქმიანი და ჭკვიანი მამაკაცის

შტაბეჭდილება დატოვოს. მოულოდნელად ვიტრინიდან ნაცნობ სახეს ვხედავ.

ვივიენმა სწრაფად ჩაუარა კაფეს. წამებში ვდგები, დენიელს ლოყაზე ვკოცნი და

კაფიდან გავრბივარ. ვივიენს ვეძახი და მალევე ვეწევი. ბედნიერი ბავშვის სახე

აქვს ჩემი დანახვისას. შეიძება ყველას ასე უღიმის მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ

ეს გამოხედვა ჩემთვის განკუთვნილად ჩავთვალო. მიყვება, რომ მეზობლის

შვილი წაიყვანა ბაღში. ლურჯი თხელი კაბა აცვია, საკმაოდ ამოღებული,

თხელი სანდლები და ნაჭრის ხელჩანთა ფრიდა კალოს გამოსახულებით, თმა

აჩეჩილი აქვს და ფორთოხლის სუნი ასდის კანზე. ხელჩაკიდებულები

მივუყვებით ქუჩას. ასეთი გოგო არ უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში, ნიუ-იორკი

მოუხდებოდა ვივიენს, ან იტალია. ის თავის ბავშვობაზე მიყვება. დედა ფრანგი

ჰყოლია, 4 წლის გადმოსულან საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში. ჩემი ბავშვობის

შესახებ მეკითხება, სწრაფადვე ვცვლი თემას და ვივიენის თვალებში ეჭვს

Page 11: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ვხედავ. ჩემს სახლში მივდივართ, შემოდგომის გრილი დღეა და ცოტახანი ჩემს

კვარტალში ვსეირნობთ. სახლში ფანჯრებს ვაღებთ. სასიამოვნო ნიავი ფარდებს

ოდნავ ამოძრავებს. ვივიენი ფანჯარასთან მიდის და იქვე ხის საქანელა სკამში

კალათდება. ჩანთიდან ლურჯი lucky strikeს ღერს იღებს და მეტყველი

თვალებით მიყურებს. თავს ვუქნევ მოწიეთქო და საფერფლე მიმაქვს.

მადლიერად მიღიმის და სიგარეტს უკიდებს. მის გვერდით სულ სხვანაირი

ვხდები, საოცრად მშვიდი და მსუბუქი.

ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ვივიენი რაღაც შავ-თეთრ ფილმს არჩევს.

ხანდახან ბედნიერად იცინის. მიხარია ჩემთან კარგად რომ გრძნობს თავს.

უცნაურია, პირველად ვარ ასე ბავშვობის მერე.

სკოლაში მიყვარდა პირველად, 7წლის რომ ვიყავი. ჯოშუა ერქვა, საოცრად

ლამაზი თან ლურჯი და თან მწვანე თვალები ჰქონდა. როცა მამაჩემი სახლში

მთვრალი მოდიოდა, ჯოშუასთან ავდიოდი ხოლმე და დედამისი თავის

გამომცხვარ ვაშლის ნამცხვარს გვაჭმევდა. ქვიშისფერი თმა ქონდა

დედამისივით. ჯოშუას ეზოში დიდი მუხის ხე იდგა. ცოტა რომ წამოვიზარდეთ

მამამისმა იმ ხეზე პატარა ქოხი გაგვიკეთა. თუმცა მოგვიანებით ყველაფერი

შეიცვალა და ისიც შემძულდა როგორც ყველა.

ვივიენს ჩაძინებია, არადა ჯერ 4საათია. პლედს ვაფარებ. სიგარეტს ვიღებ და

სამზარეულოში გავდივარ. ყავას ვაკეთებ. ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ. ერთი

წელია არ მომიწევია, სიგარეტის კვამლი სასიამოვნოდ ედება ფილტვებს. ცხელ

ყავას ვსვამ . ტანსაცმელს ვიხდი და საცვლების ამარა ვჯდები სამზარეულოს

სკამზე. ფანჯარაში ჩემს გამოსახულებას ვხედავ. უცნაური შეგრძნება მეუფლება

, ვხვდები რომ ჩემი თავი მინდა. ტელეფონს ვიღებ და პიცას ვუკვეთავ. ვივიენი

ბარბაცით შემოდის სამზარეულოში და ძილნარევად მიღიმის. საოცრად

ლამაზია ამ წამს, თმები ოდნავ აქვს აჩეჩილი და კაბის ბრეტელი მხარზე აქვს

გადაწეული. ჩემთან მოდის და თავს მხარზე მადებს. გული მიჩქარდება. მინდა

ვივიენთან ყოფნა, მაგრამ ის არაა ისეთი ცუდი, როგორიც სხვები. წელიწად

ნახევარია ვცდილობ ვუპოვო ნაკლი, მაგრამ ვერ ვნახე მასში ვერაფერი ისეთი,

რაც დისკომფორტს შემიქმნიდა. ამიტომ ნაზად ვუსვამ ლოყაზე ხელს და გვერძე

ოთახში გავდვიარ. თუმცა ისიც მომყვება და შიშნარევი სახით ნაზად მკიდებს

წელზე ხელს. მერე კაბას იხდის, მისი სხეული ისეთინაზი და ლამაზია, თითქოს

ფაიფურის ქანდაკებას გავს, შეხების მეშინია, ასე მგონია ისეთივე იქნება,

როგორც ქვა. მაინც, მკერდზე ვკიდებ ხელს, მას თვალები ეხუჭება და სუნთქვა

უხშირდება. კისერში ვკოცნი და ნიკაპამდე ავდივარ. და აი, მომენტი ,

Page 12: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

რომელიც მინდა უსასრულოდ გაიწელოს. ნაზად ვკოცნი მის ტუჩებს და

ჟრუანტელი მთელს სხეულს ედება. არა ! უნდა შევწყვიტო ეს ფარსი, ჩემი შეხება

ვივიენს შეცვლის, მე გავანადგურებ მასში ყოველივე კარგს. ის ასეთი უნდა

დარჩეს, უნდა ჰყავდეს მასსავით კარგი ბიჭი და ლამაზი შვილი, სახლი ნიუ-

იორკში. მე და ვივიენი ერთად? სისულელეა.

სანამ მის გაკვირვებულ სახეს არ შევხედე მანამდე ვერ მივხდი რომ ვტიროდი.

ის მეხუტება და ჩვენც ვდგავართ ასე შიშვლები ცივ იატაკზე, სანამ კარის ხმა არ

გვაფრთხობს. დენიელი!

კარს ვაღებ და დენიელი იდიოტურად ბედნიერი სახით მიღიმის. როგორ

გაბედა ჩემთან შეთანხმების გარეშე აქ მოსვლა. ყვავილებს მაწვდის და ამბობს

რომ ჩემმა დღევანდელმა საქციელმა დააბნია და ყველაფრის გასარკვევად

მოვიდა. ვცდილობ არ შევიმჩნიო რომ საშინლად გაბრაზებული ვარ. დენიელი

ნერწყვს ყლაპავს და მე მახსენდება რომ საცვლების გარდა არაფერი მაცვია.

ჯანდაბა! სახლში შევრბივარ და დენიელიც დაუპატიჟებლად მომყვება შიგნით.

ამ ბიჭის თავხედობა საზღვრებს სცდება. ვივიენი დაბნეულად იფარებს პლედს

მკერდზე. დენიელი წითლდება და ბოდიშის მოხდით გადის სახლიდან. მგონი

შოკშია, ან აუდგა, ან ორივე.

ვივიენს ბოდიშს ვუხდი და ჩემი და დენიელის ურთიერთობის დენიელისებურ

ვერსიას ვუყვები. ის რამდენიმე წუთი გაუჩერებლად იცინის, შემდეგ მკოცნის

და მეუბნება რომ დენიელზე უკეთესს ვიმსახურებ. წარმოუდგენელია, ნუთუ

შეიძლება რომ ვივიენისნაირი ჭკვიანი გოგო ჩემში კარგს ხედავდეს. ასე მგონია,

რომ ვატყუებ, მგონია რომ ჩვენი ურთერთბის ყველა დეტალი ფარსია. როგორ

მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ნამდვილი მე რომ გაიცნოს. ალბათ

შემიძულებს, ამის გაფიქრებისას გული მტკივა, არა მან ვერ უნდა გაიგოს

სიმართლე. ვერასდროს!

მას ჩაი მოაქვს ჩემთვის, რა სამწუხაროა რომ არ მიყვარს ჩაი. ძალით ვსვამ

ნახევარ ჭიქას და ვივიენი ბედნიერი ბავშვივით ცქმუტუნებს. მინდა, რომ

ვიცნობდე, მინდა, რომ ვიცოდე მისი ყოველი ფიქრი, მოგონება და ოცნება.

სიყვარულზე ვეკითხები, ის კი სევდიანად მიღიმის და ფანჯარასთან ჯდება.

თავიდან მდუმარედ იყურება სივრცეში, ცოტახანში მიყვება ვიღაც ქერა

გიტარიან ბიჭზე. მონაყოლიდან ვხვდები, რომ მართლა უყვარდა, ან მის ქცევებს

თუ გავითვალისწინებთ ეხლაც უყვარს. ქერა, გიტარიანი ბიჭი გრძელი მწვანე

ქურთუკით ჩემი საოცნებო სარეინკარნაციო ობიექტი ხდება. ვივიენს ამ აზრს

Page 13: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ვუმხელ და ის იცინის. მას ყველაზე ლამაზი და მზიანი სიცილი აქვს დედამიწის

ზურგზე. ვივიენი ინტერესიანი სახით მიყურებს და მე ვხვდები, რომ ისიც ელის

ჩემგან ჩემს ისტორიას. არა, მე არ ვარ მზად ვინმეს მოვუყვე რამე.

უცებ მახსენდება, რომ ვივიენიც ზუსტად ისეთივეა, როგორც სხვები, მისი

სითბო ჩემს მიმართ მხოლოდ იმ მიზეზითაა გამოწვეული რომ საპასუხოდ

იგივე მიიღოს. ისიც ჩვეულებრივი კახპაა, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით და

გულისამრევი მომენტებით. ვივიენის წასვლას აპირებს. მიდის თავის სახლში.

სახლში, სადაც ელოდებიან, რომელშიც მამამისი, როგორც ყოველთვის,

აგვიანებს, სადაც სულაა ფრანგული ტკბილეულის სუნი, სადაც მამამისი

დედამისს ხელებს წელზე ხვევს და ისიც ღიმილიანი სახით უყურებს ამ სცენას.

სახლში, რომელიც მე არასდროს მქონდა და არც მექნება. გაუაზრებლად ვიწყებ

ტირილს, უკვე მეორედ. მე, ემი როჯერსი ბინძური წარსულით და უფრო

ბინძური მომავლით.

და ის იხურავს კარებს. მე გაბრუებულივით დავდივარ ოთახებში, კედლები

ვივიენის სუნითაა გაჟღენთილი. საღამოს თბილი ჰაერი ახშობს მის სუნს და მეც

ძლივს ვახერხებ სუნთქვას. წვენს ვისხავ და პლასებოს ვრთავ. მელოდიამ

მთლიანად შთანთქა ჩემი ფიქრები და უაზრო სახით ვაშტერდები ვან გოგის

რეპროდუქციას. გული მიჩქარდება. დამღალა ამ ყველაფერმა.

ტელეფონი რეკავს. ჯანდაბა ჯესიკა. სულ დამავიწყდა დღეს რომ უნდა

დამერეკა. ბოდიშს ვუხდი, ჯესიკა მამშვიდებს და თავისთან მისვლას

მთავაზობს. კიდევ ერთი ღამე ჯესიკასთან? ვივიენთან მომხდარის შემდეგ?

ვეუბნები რომ რამდენიმე საათში მივალ მასთან, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ

დარწმუნებული. ის ჩინური კერძების ატანას მთხოვს. ჯანდაბა! ვერ ვიტან

აზიურ საჭმელებს. ჯესიკა ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით

ცხოვრობს. საძინებელში ავდვივარ და ჩანთის ჩალაგებას ვიწყებ. რაც შეიძება

ნაკლებად გამომწვევ ღამის პერანგს ვარჩევ და ზურგჩანთაში ვტენი. შარვალს

აეროსმიტის ზედას და კონვერსის კეტებს ვიცვამ. თმას რეზინით ვიკრავ და

ვხვდები, რომ სარკიდან ვიღაც თინეიჯერი ცანცარა გოგო მიყურებს. სწორედ

ასეთს მიცნობს ჯესიკა. ჯესიკასთვის მე ემილი ვარ. მას გონია რომ მშობლებს

ვეჩხუბე და ამიტომ ვცხოვრობ მარტო. არ იცის ჩემი გვარი და ჩემი სამსახურის

შესახებაც არაფერი სმენია. მე არ ვიცნობ მის არცერთ სხვა ნაცნობს. არ გვაქვს

საერთო ფოტოები და ნომერი, რომელიც მას ჩემი ნომერი გონია სინამდვილეში

სხვის სახელზეა გაფორმებული. მანქანით მივდივარ მის სახლთან. ეზოში

უამრავი ყვავილია. კარებზე დიდი სიზმრების მჭერია ჩამოკიდებული და

Page 14: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

შიგნითაც არანაკლები რაოდენობითაა მსგავსი ნივთები. თავი მუზეუმში

მგონია. ჯესიკას ცურვის მედლები მთელ კედლებზეა ჩამოკიდებული. ძალიან

მშურს მისი, სულ მინდოდა ცურვა მცოდნოდა . თუმცა მამაჩემს წყლის

პანიკური შიში ქონდა და მე და ჩემ დას წყალთან ახლოსაც არ გვიშვებდა.

ჯესიკას მეორე სართულზე ავყავარ და დიდი ფანჯრების მიღმა აივანზე

გავდივართ. აივანზე ხის სკამები, მაგიდა და უჩვეულო ფორმის ქანდაკებები

დგას. სკამებზე ვსხდებით და ერთად ვუყურებთ მზისჩასვლისფერ,

მოვარდისფრო ცას. ღრუბლებიც კი ვარდისფერი ჩანს და ეზოს სიმწვანის მიღმა

ეს საოცარი ფერი არაჩვეულებრივ ხედს ქმნის. ამ ხედის შემყურეს სუნთქვა

მეკვრება, ჯესიკა ლეგენდებს მიყვება თავის ტომზე. კარგა ხანია ესეთი

საინტერესო საღამო არ მქონია. ჯესიკა ამჩნევს ჩემს ინტერესს მისი მონაყოლის

მიმართ და აღტაცებული აგრძელებს თხრობას. უცნაურია, მაგრამ ყველა, ვისაც

ასეთუისე ახლო ურთიერთობა ჰქონია ჩემთან, საბოლოოდ აღფრთოვანებული

რჩება ჩემით.

ცის ფერი ნელნელა მუქდება და ჩვენი საუბარიც უფროდაუფრო მტკივნეულ

საკითხებს ეხება. როგორც ყველა, ასევე ეს დიალოგიც, ბოლოს იმით

მთავრდება, რომ ჯესიკა ჩემი ცხოვრების დეტალებით ინტერესდება. არა, ვერ

მოვატყუებ თუმცა გაჩუმებაც დამღუპველი იქნება ჩემთვის. მგონი ჩემი დრო

დასასრულს უახლოვდება. უნდა მოვასწრო ყველაფერი რაც დაგეგმილი მაქვს.

ან დავივიწყო და ისე მოვიქცე როგორც ყველა იქცევა, შევეგუო ჩემს

უსუსურობას. მაგრამ მე არ ვარ სუსტი, მე შევძლებ მოვახერხო იმდენი, რომ

ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა. მე შევძლებ ჩემი სურვილები

რეალობად ვაქციო და დავანახო ყველას, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი,

რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ისევე როგორც თავისუფლებას. თუმცა არაა

ადვილი ამ მტკივნეული რეალობის გაანალიზება. მთელი სხეულით ვგრძნობ

დაღლილობას და სადმე გადაკარგვა მინდა. ისეთ ადგილას მინდა წასვლა,

სადაც არავინ მიცნობს. სადაც თავისუფლად შევძლებ ჩემი გამოგონილი

წარსულის რეალობად გასაღებას და მომავლის ჩემი სურვილით აწყობას,

მანამდე კი ჩემ გეგმებს უნდა მივხედო. მაგრამ, შევძლებ კი ამ ყველაფრის

შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყებას?

ჯესიკას ბოდიშს ვუხდი, უხასიათობას ვიმიზეზებ და მიუხედავად მისი

დიდი თხოვნისა, რომ დავრჩე, მაინც მივდივარ სახლში. ქუჩაში, მანქანიდან

ადამიანების სახეებს ვაკვირდები და ვხვდები, რომ მე ერთადერთი ვარ, რომ

ჩემსავით ვერავინ ვერ იაზროვნებს, რომ არცერთი არ ვგავართ სხვას და

Page 15: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

იმდენად ინდივიდუალურები ვართ, რომ რამდენიც უნდა ვეცადოთ მივბაძოთ

სხვას, მაინც ვერ მოვიშორებთ ჩვენს ნამდვილ სახეს. იმდენად უცნაური და

საინტერესოა ყველაფერი, რომ სიცოცხლე კიდევ უფრო მეტად მინდება. არა,

აუცილებლად შევძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას. იქნებ შევძლო და ოჯახიც

შევქმნა , იქნებ შვილიც გავაჩინო და ყველაფერი გამოვცადო რაც აქამდე

შეუძლებლად მიმაჩნდა. ოღონდ ეს მერე, მას მერე რაც ყველაფერი მზად იქნება.

სახლში დაღლილი ავდივარ და დაუფიქრებლად მივდივარ დასაძინებლად.

ყველაფერი წინ მაქვს და დასვენება ნამდვილად მჭირდება.

ხანდახან საწოლი და სრული მარტოობაა ის რაც ბედნიერებისთვის

გჭირდება. მოსაბეზრებელია, ეს მუდმივი ხმაური, ქაოსი და სხვისი

ბედნიერების ყურება, როცა იცი, რომ არაფერია ისეთი შენს ცხოვრებაში, რაც

ღიმილის სურვილს გაგიჩენს. აუტანელი ხდება ნელნელა ეს ყველაფერი და

ჩემი ცხოვრებაც კარგავს აზრს. მიზნებიც კი, რომლებიც ადრე პირველ

ადგილზე იდგა მნიშვნელობას კარგავს და შავთეთრდება, ისედაც ნაცრისფერი

რეალობა.

დილას უცნაური შეგრძნებით ვიღვიძებ, მგონია, რომ უბრალოდ შეჩვეული

ვალდებულების გრძნობის გამო ვაკეთებ ყველაფერს. არაერთხელ ვყოფილვარ

ცუდად, თუმცა მსგავსი გრძნობა არასდროს მქონია.

ადრე, როცა დედაჩემი ცუდად იყო, მე და ჩემი და ამაოდ ვცდილობდით

მამაჩვენისთვის დახმარება გვეთხოვა. მე არცისე დიდი ვიყავი, რომ რამე

მეღონა, საშინლად უსუსურად აღვიქვამდი თავს და მეგონა, რომ ვერასდროს

ვიქნებოდი უარესად, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ვცდებოდი. მაშინ ჯერ

კიდევ მქონდა იმედი, იმედი, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა მას მერე, რაც

გავიზრდებოდი. აზრი, რომ დამოუკიდებლობა თავისუფლებას ნიშნავს,

მხოლოდ ბავშვური ილუზიაა, ილუზია, რომელიც მაშინვე ქრება, როცა

მშობლები საბოლოოდ გტოვებენ, როცა ხვდები, რომ დამოუკიდებლობა

მარტოობას ნიშნავს და თავისუფლება მხოლოდ ყველაფრის უარყოფის შედეგად

მიიღწევა. მშვენიერია ყველაფერი, რაც ამ მომენტს მიღმა რჩება, რაც უნდა

მტკივნეულ მოგონებებს მოიცავდეს, ხოლო ამ მომენტის მერე ყველაფერი

უაზრო და შავ-თეთრია. მშვენიერების შეგრძნება კი ალბათ ყველაზე

მნიშნელოვანი რამაა ამ ცხოვრებაში.

Page 16: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

მერე უბრალოდ დგები. დგები და აღარც ფიქრობ ისე აკეთებ ყველაფერს,

უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ფანჯრებს მიღმა ან რას გრძნობენ

ისინი, ვიზეც ადრე ზრუნავდი, შენი თავიც კი შორეულად და მიუწვდომლად

გეჩვენება. გადიხარ სახლიდან და ცარიელ თვალებში ვეღარ ხედავ ემოციას,

შენი მეგობრები უეცრად იქცევიან უცხო ადამიანებად რომლებთანაც მხოლოდ

მოგონებები გაკავშირებს. და ასე გრძელდება უსასრულობამდე, ან იქამდე,

სანამ შენ არ ადგები და წახვალ შენი თავის საპოვნელად, წახვალ ძალიან შორს

და იპოვი იმას, რაც ისევ გახდება შენი ღიმილის მიზეზი.

ჩემდაუნებურად ვიწყებ წარსულზე ფიქრს. ის დრო მახსენდება საღამოს

სკოლიდან სახლში ახლად მისული მე და ჩემი და ვერანდაზე ბავშურ

თამაშებს რომ ვთამაშობდით. დედა სახლში შესვლას გვაიძულებდა და მამა

მაგიდასთან გვსვავდა. დედას ვახშამი მოჰქონდა და მერე ყველანი

ყურადღებით ვუსმენით მამას ახალგაზრდობის ამბებს, დროდადრო საუბარში

დედაც ერთვებოდა და მერე ისინი ერთად იცინოდნენ ჩვენთვის გაუგებარ

ხუმრობებზე . ესეთ მომენტებში მეგონა, რომ არასდროს არაფერი

შეიცვლებოდა, რომ სულ ნაწნავებიან პატარა გოგოდ დავრჩებოდი და ჩემი

დაც სულ გვერდით მეყოლებოდა. საშინლად მომენატრა ჩემი ოჯახი, ყველას

ენატრება, რაც უნდა არასრულფასოვანი და დანაწევრებული იყოს. როცა

მარტო ვრჩებით მაშინ ვხვდებით, რომ ვერცერთი მეგობარი ან თუნდაც

ნათესავი ოჯახის ვერცერთ წევრს ვერ ჩაანაცვლებს.

ასეა თუ ისე ხანდახან ცხოვრების გასაგრძელებლად ისეთი მოვალეობების შესრულება

გვიწევს, რომლებიც ჩვენთვის საერთოდ არაა სასურველი. ხანდახან ეს ყველაფერი

იმდენად აუტანელი ხდება, რომ ჩვენ იძულებულები ვხდებით ჩვენი თავი

დავარწმუნოთ მომავლის იდეალურობაში და იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არაფერი ვიცით ჩვენს მომავალზე და იმაზე გვაქვს თუ არა

ის საერთოდ.

ბავშვობაში ვოცნებობთ გაზრდაზე და თავის ყველაზე საინტერესო პროფესიების

წარმომადგენლებად დანახვას ვცდილობთ. ოდნავ მოზრდილებს ყურადღების მიქცევა

გვინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. კიდევ უფრო მოზრდილები ვოცნებობთ

ჩვენი მეორე ნახევრის პოვნაზე და ასე გრძელდება, სანამ მივხვდებით, რომ ეს ყველა

სურვილი ისევ ჩვენ ნაწილს წარმოადგენს და მათი მოცილება იმ ყველაზე ძვირფასის

მოცილების ტოლფასია, რომელიც ჩვენს პიროვნებას აყალიბებს.

და აი, ასე უკვე ოც წელს გადაცილებულები კიდევ წარმოვიდგენთ თავს სხვადასხვა

Page 17: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

პროფესიებში, კიდევ ვცდილობთ ყურადღების მიქცევას და ასევე გვინდა ჩვენი მეორე

ნახევრის პოვნა. რეალურად, არაფერი იცვლება, უბრალოდ ჩვენ იმაზე მეტს ვიგებთ,

ვიდრე გვინდა, და იმის ცოდნა, რომ მუდმივი არაფერია კიდევ უფრო დიდ

სიცარიელეს აჩენს.

თუმცა ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ცხოვრებაში ყველაფერი ასე თუ ისე

ნორმალურად მიდის , ხოლო თუ ჩვენ ჩვენს ასაკთან შედარებით ბევრად დიდი

პრობლემების წინაშე აღვმოჩნდებით, მაშინ ყველაფერი ძალიან ჩქარა ხდება და უკვე

20ს გადაცილებულს აღარც მეორე ნახევრის არსებობის გვჯერა და არც ოცნებების.

ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მივიქციოთ და უფრო დიდი დრო

გვქონდეს ჩვენ თავებთან მარტო დასარჩენად.

ხოლო კითხვა, ოდესმე შევძლებთ თუ არა ჩვენი თავის პოვნას, ისევ უპასუხოდ რჩება.

ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა ჩემი და რომ აქ ყოფილიყო.

მე ისევ ვიცხოვრებდი ჩემს ქალაქში და შეიძება არც ვყოფილიყავი მარტო, შეიძლება

მყოლოდა შვილი ან შვილები, მზრუნველი ქმარი, ქარაფშუტა და ხალისიანი

მეგობრები და რა თქმა უნდა მშობლები, რომლებიც იამაყებდნენ ჩემი და ჩემი დის

,,მიღწევებით”.

მაგრამ ის აქ არაა.

ის მოკლეს.

ყოველთვის, როცა ჩემი დის სიკვდილის დღე მახსენდება, უაზროდ ვბრუვდები და

რეალობის აღქმას ვკარგავ, დავბორიალობ სადღაც არსებულ და არარსებულ

მოგონებებს შორის და ვცდილობ წარმოვიდგინო ის ისეთი, როგორც ბოლოს ვნახე.

ბედნიერი ახლად დანიშნული გოგოს ნიღაბს ამოფარებული და იმედგაცრუებით

სავსე თვალებით.

მაშინ ის 18 წლის იყო, ეს ასაკი კი ჩვენს ქალაქში დაოჯახებისთვის იდეალურ დროდ

იყო მიჩნეული, ამიტომ ისიც, როგორც მისი თანატოლი გოგონები, მხოლოდ

იდეალური საქმროს პოვნაზე ოცნებობდნენ. მარია მთელი ცხოვრება ელოდა ამ ასაკს

და ამ ბოლოსდაბოლოს დამდგარი დღიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა ის, რასაც

ყველა ინატრებდა. ის შეხვდა თავისი ოცნების მამაკაცს. ჯეიმსი არსაიდან გაჩნდა და

თან მოიყოლა ყველაფერი, რაც აუცილებელია ჰოლივუდელი ახალგაზრდა

კაცისთვის. ის მარიასთვის ისეთივე მიუწვდომელი და მიმზიდველი იყო, როგორც

თვითონ ჰოლივუდი. თუმცა ჯეიმსის და მარიას რომანი არამარტო კარგად დაიწყო,

Page 18: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

არამედ კარგი ნიშნობითაც დამთავრდა. ისინი ნახევარი წელი ხვდებოდნენ

ერთმანეთს და ამ დროის განმავლობაში მარიას სახიდან ღიმილი არ ჩამოსცილებია.

ის, რაც ჩვენ ოჯახში ხდებოდა ყველა მშობლის ოცნება იყო. უნდა ვაღიარო, მე მშურდა

კიდევაც მისი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაშინ არ მჯეროდა იდეალური

ურთიერთობების. მარიას თავისი მომავალი უნაკლო ეგონა, თუმცა ეს საერთოდ არ

იყო რეალობასთან ახლოს. ერთი თვის შემდეგ მისი სხეული, დასახიჩრებული და

ცივი, იპოვეს ჯეიმსის სატუმროსთან ახლოს.

წარმოუდგენლად რთულია იმის აღწერა თუ რას გრძნობ, როცა შენთვის ძალიან

ძვირფას ადამიანს კარგავ. პირველი, რასაც გრძნობ სრულიად უცხო გრძნობაა,

გაკვირვებით და სასოწარკვეთით გამოწვეული. ვერ ხვდები რა არის სინამდვილე და

რა არა. ეძებ იმედის აღარსად დარჩენილ სხივს და ეჭიდები ყველაფერს, რაც მას

უკავშირდება. მერე საშინელი სიბრაზით ივსები და გძულს ყველა და ყველაფერი მისი

ჩათვლით. გინდა შეეწინააღმდეგო იმ აზრს, რომ მასთან დაკავშირებული ყველა გეგმა

სამუდამოდ გაქრა და ვერასდროს გახდება რეალობა. ბოლოს შენი სიბრაზეც მასთან

ერთად სადღაც ქრება და ერთადერთი რაც რჩება, სრული სიცარიელეა. სიცარიელე,

რომელიც მისგან განსხვავებით არსად წავა და სულ შენთან იქნება.

სულ სულ ბოლოს კი რჩები შენ, მარტო შენ და არავინ სხვა.

ასეა თუ ისე, არის რაღაცეები რისი შეცვლაც არ შეიძლება და ამიტომ იმისთვის, რომ

გადავრჩეთ მათთან შეგუებას ვსწავლობთ.

ხოდა, მეც ვდგები და სამსახურში წასასვლელად ვემზადები. დღე საშინლად იწელება

და იქიდან გაქცევის სურვილი მიპყრობს.

როგორც კი 4 სრულდება მაშინვე გამოვდივარ. მანქანის სადგომთან კი სურპრიზი

მხვდება, დენიელი ჩემს მანქანასთან იდგა ყვავილებით ხელში, მგონი დროა ვუთხრა

რომ ვარდები არ მიყვარს . ყვავილებს ვართმევ და ვფიქრობ როგორ მოვიშორო

თავიდან, ზედმეტად ცუდ ხასიათზე ვარ დენიელთან დღის გატარებისთვის. თუმცა ეს

იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. დენიელი ქალაქგარეთ მეპატიჟება თავის

სახლში. ქალაქიდან შორს წასვლის იდეა საშინლად მხიბლავს და ამიტომ ვთანხმდები.

ჯერ ჩემს სახლში მივდივართ და მე ჩანთის ჩასალაგებლად ოთახში ავდივარ.

მოულოდნელად პანიკა მეწყება, მასთან ერთად მარტო სახლში დარჩენა აუცილებლად

სექსით დამთავრდება. ეს აზრი არც ისე ცუდად მეჩვენება, თუმცა არ ვიცი მზად თუ

ვარ. წარმოდგენაც არ მინდა რა რეაქცია ექნება დენიელს, როცა გაიგებს რომ ის ჩემი

პირველი იქნება. თუმცა რა წარმოდგენა უნდა, ისედაც ვიცი რომ სისულელე იყო

ამდენი ხანი მოცდა. ერთხელ, ჯერ კიდევ თითქმის ბავშვობაში მქონდა პირველი

Page 19: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

მცდელობა ჩემს კლასელ ბიჭთან ერთად. მაიკლი ჩვენი სკოლის ყველაზე

პოპულარული ბიჭი იყო და მეც მისი ,,ფანკლუბის” წევრი ვიყავი. იმ წელს სკოლიდან

დიდი კანიონის სანახავად წავედით, ჩვენი მოგზაურობა ორ დღეს გრძელდებოდა და

ზუსტად იმ ღამეს მოიცავდა, როცა მივხვდი რომ კარგი გარეგნობა სულაც არაა იმის

გარანტი რომ ყველაფერი კარგი იქნება. ორივე 15 წლისები ვიყავით და მიუხედავად

იმისა, რომ მაიკლი ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მიეცემოდა, ყვებოდა თავისი

სექსუალური ცხოვრების შესახებ, იმ ღამეს მივხვდი, რომ მისი ეს ისტორიები

მხოლოდ ფანტაზიები იყო და ამ საქმეში ისიც ჩემსავით აბსოლუტურად გამოუცდელი

იყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საქმე შუამდეც ვერ მივიყვანეთ და ორივე

შეწუხებულები და იმედგაცრუებულები დავრჩით. მას მერე ბიჭებზე გული

ამიცრუვდა. ამის მიზეზე შეიძლება ისიც იყო, რომ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა

მაიკლზე სიმპატიური ბიჭის პოვნა და რადგან მაიკლის შესაძლებლობებიც კი არ იყო

საკმარისი დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვები მასზე საშინლები იქნებოდნენ. ხოლო

20 წლის ასაკში, მარიას სიკდილის შემდეგ სწავლის გარდა ვერაფერს ვუდებდი გულს.

ჩანთის ჩალაგებას რომ მოვრჩი, მე და დენიელი მანქანით დავადექით საკმაოდ გრძელ

გზას. მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია. სახლთან რომ მივედით, გაოგნებული

გავჩერდი და მივხვდი, რომ მთელს შტატებში ვერ იქნებოდა ამაზე ლამაზი სახლი

ამაზე ლამაზ ადგილას. სახლი კლდოვან მთაზე იდგა, რომელიც ოკეანეს

გადაჰყურებდა. ჩვენს პირდაპირ ეზოში გავედით და აუზთან დავჯექით. მაშინვე

სასიამოვნო გარეგნობის იაპონელმა გოგონამ ღიმილით მოგვიტანა სასმელი,

დენიელის ღიმილის და სასმლისგან გაბრუებულმა მოულოდნელად გავიხადე კაბა და

აუზში პირდაპირ საცვებით გადავხტი. დენიელი დაბნეული და აღტაცებული

თვალებით მიყურებდა. მალე ისიც შემომიერთდა, უკვე გავარდისფრებულმა ცამ და

ოკეანემ თავისი ქნეს და უცებ ორივემ ცოტახნთ დავივიწყეთ გარე სამყაროს არსებობის

შესახებ. დილას დენიელის საწოლში გავიღვიძე. დაღლილი, თუმცა ძალიან ბედნიერი

ვიყავი. საწოლთან წერილი დამხვდა, როგორც ჩანს სამსახურში ეჩქარებოდა და არც

ჩემი გაღვიძება უნდოდა. სამსახურში დენიელის მძღოლმა წამიყვანა. ეს ჩემი

პირველი დაგვიანება იყო, ამიტომ უფროსს არაფერი უთქვამს. სამსახურის შემდეგ

არავის ნახვის სურვილი არ მქონდა. უბრალოდ წავედი სახლში და დავიძინე.

მომდევნო დღეებმა ძალიან მშვიდად და ბანალურად ჩაირა და რაც ყველაზე უცნაური

იყო, დენიელის გარეშე. იმ ღამის შემდეგ მას არცერთხელ დაურეკავს ჩემთვის. და

უცებ მეც ჩვეულებრივი გოგო გავხდი, ეჭვიანი და დაბნეული. უამრავი ვარიანტი

მქონდა თუ რატომ აღარ უნდოდა დენიელს ჩემთან ურთიერთობა და ერთ-ერთი

ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ჩემი გამოუცდელობა იყო.

Page 20: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

კიდევ რამდენიმე დღეში მისი არსებობის შესახებ საერთოდ გადამავიწყდა და ისევ

დავუბრუნი ჩემს გეგმას. კვირაში ერთხელ ვნახულობდი ჩემს მეგობრებს, რა თქმა

უნდა, ყველას ცალცალკე. თუმცა ვივიენი მათ რიცხვში არ შედიოდა. იმ საღამოს მერე

სამსახურშიც თავს მარიდებდა. თითქოს ყველამ ვისთანაც ოდნავი ლტოლვა მაინც

მქონდა პირი შეკრა ჩემს წინააღმდეგ.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დენიელმა დამირეკა. ხოლო მიზეზი, რომლითაც

მან თავი იმართლა, იმაზე ბევრად სერიოზული და ცუდი იყო ვიდრე მე მეგონა.

მამამისის სიკვდილის შესახებ სამსახურში გაიგო და ნიუ იორკში დაბრუნება მოუწია.

ამ ამბავში ყველაზე გასაკვირი იყო, რომ დენიელმა ამ ტრაგედიის მიუხედავად მაინც

დამირეკა, საკმაოდ გულწრფელად მომიხადა ბოდიში და რამდენიმე დღეში

შეხვედრაც მთხოვა. ნუთუ შესაძლებელია რომ დენიელისნაირ ბიჭს მართლა

გასჩენოდა გრძნობები ჩემს მიმართ. და მე გამახსენდა რომ მისი მოკვლა ვცადე და

პირველად ოთხი წლის განმავლობაში დავიფქრდი, რომ შეიძლება ჩემი გეგმა არ

ყოფილიყო ისეთი კარგი როგორიც მეგონა, რომ ის ავტომატურად გამორიცხავდა

შანსს ვყოფილიყავი ბედნიერი. და მე არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მეთქვა უარი

დენიელზე მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემეძლო მქონოდა ზედმეტად ახლო

ურთიერთობა ვინმესთან.

რამდენიმე დღეში დენიელის სანახავად რომ წავედი, მის მაგივრად სულ სხვა

ადამიანი დამხვდა. მისი სიცოცხლით სავსე და ენერგიული თვისებები ახლა მშვიდ და

სევდიან გამოხედვას ჩაენაცვლებინა. ის მელაპარაკებოდა ყველაფერზე რაც გადაიტანა

და იმაზე, რაც უნდოდა რომ თავს გადახდენოდა და მე პირველად მარიას სიკვდილის

შემდეგ გამიჩნდა სურვილი ვინმესთვის ჩემი ისტორია მომეყოლა. როცა დენიელი

საუბარს მორჩა, მე მივხვდი რომ ისე მელოდებოდა, ელოდებოდა ჩემს სიტყვებს

რომელიც დაამშვიდებდა მას და მე გაუბედავად დავიწყე საუბარი. ვლაპარაკობდი

დიდხანს და ემოციურად, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში დალექილ ემოციას

უცებ მოხსნეს სარქველი და მეც არ ვჩუმდებოდი, ვაკვირდებოდი დენიელის სახეს და

ვხედავდი, რომ ის მართლა მისმენდა, მისმენდა გულწრფელად და გარდა ამისა, მას

ესმოდა ჩემი, ისე როგორც ვერავინ სხვა ვერ გამიგებდა.

თუ ხვდები რომ არსებობს ვიღაც, ვისთან ერთადაც წახვიდოდი ძალიან შორს უკან

მოუხედავად და ამისთვის ყველაფერს დათმობდი, ასეც უნდა მოიქცე. თუმცა ეს

შემართება მაშინვე ქრება, როგორც კი ხვდები, რომ ეს გადაწყვეტილება მარტო შენი

მისაღები არ არის. ყოველთვის არსებობს მეორე მხარე და რაც უნდა ახლოს იყოთ

ერთმანეთთან მისი აზრები ყოველთვის უცხო დარჩება შენთვის.

Page 21: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

იმდენად რთულია ყველაფერი, რომ დაღლილობისგან ძილის გარდა არაფერი არ

მინდა სხვა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სწორედ ჩვენ ვართულებთ ყველაფერს.

არასდროს ვამბობთ პირდაპირ იმას, რასაც ვფიქრობთ ან გვინდა. წარმოიდგინეთ

სამყარო, სადაც ყველა გულწრფელია და ყველაფერი მარტივია.

თუმცა აქ ყველაფერი სხვანაირადაა, ამიტომ მე არ ვუთხარი დენიერლს რომ უკვე

ძალიან მიყვარდა. არ მითქვამს რომ არ მინდოდა მეცხოვრა სამყაროში, რომელშიც ის

არ იქნებოდა. ამის მაგივრად მე ცივად დავემშვიდობე მას და წავედი სახლში. ვიცოდი

რომ იმედი გავუცრუვე, ვიცოდი რომ ჩემგან სითბოს ელოდა. მე კი წავედი და

დავტოვე მარტო.

ავედი სახლში და მეც მარტო დავრჩი. ვფიქრობდი რატომ მიყვარდა . ის ხომ ზუსტად

ისეთივე იყო როგორი ადამიანიც რომელიც ყველაზე მეტად მძულდა. ვიცოდი, რომ

შეცდომას დავუშვებდი თუ დავურეკავდი, თუმცა არ შემეძლო მისი მარტო დატოვება,

როცა ვიცოდი რომ ცუდად იყო. ის მალევე მოვიდა ჩემთან. ჩვენ დავიძინეთ ერთად და

კიდევ ერთხელ დაგვავიწყდა რომ არსებობდა სამყარო ჩვენს ფანჯრებს მიღმა.

დილას დენიელთან ჩახუტებულს გამეღვიძა. ეს იყო ყველაზე მშვიდი და ბედნიერი

დილა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

რატომ გვინდება ყოველთვის ის რაც მიუღწეველია?

ჩემი და ყოველთვის ისეთ რამეებზე ოცნებობდა, რისი განხორციელებაც საკმაოდ

რეალური იყო, თუმცა მე ყოველთვის უცნაური სურვილები მქონდა. ეხლაც ასეა.

ზუსტად ის ადამიანი შემიყვარდა ვისი შეყვარებაც ჩემთვის არ შეიძლებოდა,

ცხოვრების მიზნად ისეთი გზა ავირჩიე, რომელიც მხოლოდ სცენარისტებს თუ

მოაფიქრდებოდათ, ისიც მხოლოდ რაიმე უცნაური ფილმისთვის.

დენიელის მამის სიკვდილმა ჩემში ის გრძნობა გააღვიძა, რასაც ამდენი ხანი

ჩემდაუნებურად ვერბძროდი. მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც

მიყვარდა მამაჩემი. ვიცოდი რომ ვერასდროს ვაპატიებდი იმას, რომ მარიას სიკდილში

და დედაჩემის ფსიქიატრიულში მოხვედრაში, მასაც დიდი წვლილი მიუძღვოდა,

მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფდი, რომ ეს ყველაფერი ძალით არ გაუკეთებია და ამიტომ

ნაწილობრივ თანავუგრძნობდი კიდეც. მას მერე, რაც მე სასწავლებლად წამოვედი, ის

სრულიად მარტო დარჩა ფერმაში. ამ ყველაფრის გამო თავს დამნაშავედაც კი

ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ვჭირდებოდი და მე მარტო დავტოვე საშინელ

ტკივილთან ერთად. ის დღეები რომ მახსენდება თავს საშინლად სუსტად ვგრძნობ. არ

ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჩემი მაშინდელი გეგმები ჩემს დასთან ერთად გაუჩინარდა

Page 22: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

და აღარ დამრჩა არაფერი. დედაჩემიც, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი იქ

დარჩენის მიზეზი, წაიყვანეს და სახლში დავრჩით მე და მამა, ადამიანი, რომელიც იმ

მომენტში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მძულდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მან

მარია ვერ დაიცვა, მანამდე გაუაზრებლად მწამდა, რომ მე და ჩემს დას რაც უნდა

მოგვსლოდა მამაჩვენი ყოველთვის დაგვიცავდა. და როცა ეს რწმენაც გაქრა თავი

ყველაზე დაუცველ ადამიანად ჩავთვალე და ამ აზრთან შეწინააღმდეგება ჩემს ძალებს

აღემატებოდა.

დენიელთან დამშვიდობება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ვიცოდი, რომ

კარგა ხანი ვეღარ ვნახავდი. ამიტომ სამსახურში გავიარე, უფროსს ერთი კვირით

გავეთავესუფლე, სახლში დაბრუნებულმა ბარგი ჩავალაგე და აეროპორტში წავედი.

რამდენიმე საათში ჩემი სახლის წინ ვიდექი. რამდენიმე წელს და აქაურ სიცხეს

სახლისთვის თავისი კვალი დაეტყო. სახლი ცარიელი დამხვდა, როგორც ჩანს,

მამაჩემი ფერმაში იყო. სანამ მოვიდოდა სახლში უაზროდ დავბორიალებდი. მარიას

ოთახში შესვლისთანავე კინაღამ ცუდად გავხდი.

ყველაფერი ზუსტად ისე დამხვდა, როგორც მარიამ დატოვა. მთელს ოთახს მტვრის

ფენა ჰქონდა დადებული.

ქვედა სართულიდან ფეხის ხმა მომესმა, მამეჩემი გაოგნებული სახით ამოდიოდა

კიბეებზე. ბუნებით უხეში და ტანადი კაცის მაგივრად ჩემს წინ მოხუცი ბერიკაცი

დამხვდა. მარტოობაში და სევდაში გატარებულ წლებს თავისი კვალი დაეტყო. ჩემს

დანახვაზე ყველა ემოციამ ერთდროულად გადაუარა სახეზე. ცოტა ხანი გაშეშებული

იდგა აცრემლიანებული თვალებით მიყურებდა, მერე აკაკნკალებული ხმით ძლივს

წარმოთქვა ჩემი სახელი. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მოხდა ჩვენმა შეხვედრამ

იმაზე მარტივად ჩაიარა, ვიდრე მეგონა. მამაჩემის დაბერებულმა სახემ კიდევ ერთხელ

შემახსენა დროის არსებობის შესახებ.

ჩემს ძველ ოთახში შევედი და ნივთები ამოვალაგე.

თავის ტკივილმა გამაღვიძა, აივანზე ჩამძინებია. გარშემო სიმშვიდეა და

ალაგალაგ ჩიტების ან კალიების ხმა ისმის მარტო, თუ დაუკვირდები

მდინარის ხმასაც გაიგებ, მაგრამ მე უკვე შევეჩვიე და აღარ მესმის. რა უცნაური

არსებები ვართ ადამიანები, საკმარისია რაღაცამ სისტემატიური სახე მიიღოს,

რომ მას ჩვეულებრივი მოვლენების სექციაში ვუკრავთ ხოლმე თავს. რა თქმა

უნდა, მეც ესე ვარ უბრალოდ სხვებისგან მხოლოდ იმით განვსვხვავდები, რომ

ხანდახან მაინც მახსენდება როგორი გენიალურია ჩვენი სამყარო. ხანდახან

მგონია, რომ ადამიანებმა შრომა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და

Page 23: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

დარჩენილი დრო უბრალოდ ბუნებაში სეირნობაში დავხარჯოთ.

მამაჩემის ხმამ გამომაფხიზლა, სავახშმოდ მეძახდა. განათების გამო ოთახები

სულ სხვანაირი ჩანდა. იმ ოთახებში სიარული სადაც ადრე ჩემი და და

დედაჩემი დადიოდნენ სუნთქვას მიკრავდა.

ერთხანს ჩუმად ვვახშმობდით, მერე ისევ მე გავბედე ხმის ამოღება.

- მამა. - ამ სიტყვის გაგონებისას თვალები აუცრემლიანდა.

- რაიყო ემი.

- არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ხარ.

- კარგად , მადლობა. - მისი მკაცრი სიჩუმე მაიძულებდა სიბრაზისგან

გავწითლებულიყავი. როგორღაც ემოციების გაკონტროლება მოვახერხე

და მშვიდად ვცადე მისგან საჭირო ინფორმაცია მიმეღო.

- შენ არ გაინტერესებს მე როგორ ვარ?

- კი, როგორ არა. აბა გისმენ.

- კარგად.

- მაგას ისედაც ვხედავ.

- ღმერთო ნუთუ მართლა გაქვს იმის ნებისყოფა რომ ასე მელაპარაკო.

- მე ისიცი მიკვირს საერთოდ რომ გელაპარაკები.

- დედას საავადმყოფოს მისამართი მითხარი და შეგიძლია ხმა

აღარსდროს გამცე. - მან ხმის ამოუღებლად მომაწოდა კარადის

თაროდან სარეაბილიტაციო ცენტრის საკონტაქტო ბარათი.

ჩემს ოთახში ავედი, ჩანთა ჩავალაგე და გასვლის წინ მარიას ოთახში შევედი.

ვიცოდი რომ ძალიან დიდი ხანი და შეიძლება აღარასდროსაც აღარ

ჩამოვსულიყავი ამ სახლში. ტუმბოდან ჩარჩოში ჩასმული ჩემი და მარიას

სურათი ავიღე და ჩანთაში ჩავდე. კიბეებზე ნელა ჩამოვედი და მამაჩემთან

დაუმშვიდობებლად წავედი ქალაქში. ბართან ახლოს სასტუმროში ოთახი

დავიქირავე ერთი ღამით და ჩანთის დაგდებისთანავე დასალევად წავედი.

წინ გრძელი ღამე მელოდებოდა. პირველივე ჭიქის მერე ისედაც

მომძაფრებული ემოციები გაორმაგდა და ყელში მომაწვა. ისეთი შეგრძნება

მქონდა თითქოს ვიხრჩობოდი. ჰაერი არ მყოფნიდა და ჩემი ნივთები არც

ამიღია ისე გავარდი უკანა კარებით ეზოში. იქვე მდგომ ბიჭს, რომელიც მარტო

ეწეოდა ერთი ღერი გამოვართვი და პირდაპირ ასფალტზე დავჯექი.

გამთენიისას სასტუმროს ოთახში გამეღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა და

მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. გუშინდელი ტანსაცმლით ჩამეძინებია,

იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს რომ დუშში შესვლაც მეზარებოდა. საათს

Page 24: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

დავხედე, 7ს ნახევარი იყო. ტანსაცმელი ზოზინით გავიხადე და დუშამდე

ლამის ფორთხვით მივედი.

რამდენიმე საათში სასტუმროს კაფეში ვიჯექი, ჩანთიდან საავადმყოფოს

ბარათი ამოვიღე , გამბედაობა მოვიკრიბე და დავრეკე. მითხრეს რომ ნახვის

საათები შუადღეს სადილის მერე იყო. ჩანთა ავიღე და ნაქირავები მანქანით

საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. ორ საათში იქ ვიყავი, მიმღებში დედაჩემის

სახელი და გვარი ვუთხარი და ნახვის უფლება მოვითხოვე. ქალმა რომელიც

მიმღებში იჯდა, მშვიდი სახით შემომხედა, წარბები აზიდა და

დაუფიქრებლად აიღო ტელეფონი. რამდენიმე წუთი აკანკალებული

ველოდებოდი პასუხს. აღმოჩნდა რომ დედაჩემს ჩემი ნახვის არავითარი

სურვილი არ ჰქონდა. როგორც ჩანდა დედაჩემის მდგომარეობა არცისე

სახარბიელო იყო და ექიმი მის ანერვიულებას ერიდებოდა. შემდეგ სრულიად

უემოციოდ მომიხადა ბოდიში და გამოხედვით მანიშნა რომ ჩემს წასვლას

ელოდებოდა. ცოტა ხანი გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას. იდეა, რომ

ჩემთვის მნიშვნელოვან ერთადერთ ცოცხალ ადამიანს, ჩემი ნახვის სურვილი

არ ჰქონდა გულს მიკლავდა. როცა მივხვდი რომ სხვა გზა არ მქონდა, უემოციო

სახით შემოვტრიალდი და ქალაქში დავბრუნდი, მანქანა დავაბრუნე და

პირდაპირ აეროპორტში წავედი, ზუსტად ვიცოდი რომ ამ ადგილას ჩემი

ადგილი კარგა ხანია აღარ იყო.

სახლში შესულს ასე მეგონა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი წასული.

სახლი იმაზე ცარიელი დამხვდა ვიდრე ზოგადად, რაც ძალიან უცნაური იყო.

ოთახებში საშინელი დახუთულობა იყო და ძალიან მომინდა ბარგის ამოულაგებლად

ჩავმჯდარიყავი ისევ ჩემს მანქანაში და გავქცეულიყავი შორს, ძალიან შორს. იქ, სადაც

არავის ეცოდინებოდა ჩემი ვინაობა, ჩემი ისტორია, საერთოდ უცხო იქნებოდა ყველა

და ყველაფერი. თუმცა ჩემი ერთკვირიანი შვებულება დასასრულს უახლოვდებოდა

და ამიტომ იძულებული ვიყავი ჩემი ჩემოდანი მარტოს ამეთრია ზედა სართულზე.

ავტომოპასუხეზე რამდენიმე შეტყობინება დამხვდა, მათ შორის ერთერთი ჯორჯს

დაეტოვებინა. ქალაქში ჩამოსულა რამდენიმე დღით და შეხვედრა უნდოდა. მე და

ჯორჯი უკვე რამდენიმე წელია ვმეგობრობთ თუმცა ჩემი l.a-ში გადმოვსვლის შემდეგ

ძალიან იშვიათად ვნახულობ. რამდენიმე საათში დავურეკე, პასუხის

დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადე და მეორე დღეს შეხვედრაზე შევუთანხმდი.

მთელი დარჩენილი დღე ტანსაცმლის ამოლაგებას მოვუნდი. გვიან დაღლილმა

სალათი გავიკეთე და ტელევიზორთან დავჯექი. ტელევიზორში შავ-თეთრი ფილმი

გადიოდა, ფილმმა ვივიენი გამახსენა. იმ დღის შემდეგ არ შემხმიანებია.

რატომ ქრებიან ესე უაზროდ ადამიანები. უბრალოდ შემოდიან ჩვენს სამყაროში,

თავდაყირა აყენებენ ყველაფერს და მერე უბრალოდ მიდიან. მერე გვრჩება მარტო

Page 25: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

მოგონებები და უაზრო შეგრძნება იმისა, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია. გგვონია რომ

შეგვეძლო რამის გამოსწორება და პატარა ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელს

შეეძლო შეეცვალა ჩვენი მთელი მომავალი.

საწოლში ვწვები, მუსიკას ვრთავ და თვალების დახუჭვისთანავე მეძინება. დილას

ადრე გაღვიძებულს მაინც მაქვს დაღლილობის შეგრძნება. მთელი დღე სახლში

დავბოდიალობ და ჯორჯის ზარს ველოდები. საღამოს შვიდის ნახევარზე მირეკავს და

მეუბება, რომ ნახევარ საათში გამომივლის. დაუფიქრებლად ვიცვამ ტანსაცმელს.

გულთბილად ვხვდებით ერთმანეთს, როგორც ჩანს მართლა გაუხარდა ჩემი ნახვა.

უნივერსიტეტში მის გარდა არცერთი მეგობარი არ მყოლია. არასდროს აწუხებდა ეს

ფაქტი და ჩემთან ერთად იჯდა ხოლმე საერთო საცხოვრებლის სახურავზე,

ვუსმენდით ჩვენს საყვარელ სიმღერებს, იქვე ვჭამდით და ვლაპარაკობდით

ყველაფერზე. კარგი მეგობარი იყო ჯორჯი. თუმცა მისთვის მაინც არ გამიმხელია ჩემი

მარტო ყოფნის მიზეზი და მიუხედავად დიდი ინტერესისა ისიც არ მეკითხებოდა

ხოლმე. სულ ამბობდა, რომ ძალიან უკვირდა ჩემნაირი გარეგნობის მქონე

ახალგაზრდა გოგონას მსგავსი საქციელი. მე კი სულ ვთვლიდი რომ ის ჩვეულებრივი

ახვარი იყო, საშინელი ლიტერატურული გემოვნებით და ჩამორჩენილი აზროვნებით.

როცა ნიუ-იორკიდან აქ გამდმოვედი საერთოდ არ მინდოდა მასთან ურთიერთობის

გაგრძელება, თუმცა მისთვის ვერც ნომრის დამალვა მოვახერხე და ბოლოს ჩემი

ახალი მისამართიც გაიგო. ასე დავრჩით მე და ჯორჯი მეგობრები. მალე დავრწმუნდი,

რომ თითქმის ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი. თუმცა ზორგიერთში ეს კარგი

ზედმეტად ცოტაა.

ისევე, როგორც წინა შეხვედრებზე , დღესაც კარაოკე ბარში წავედით, მყუდრო

ადგილი ავირჩიეთ და წინასწარ მოვემზადეთ სხვების დასაცინად. ჯორჯმა ვისკი და

კოლა შეუკვეთა და ჩემდა გასაკვირად, საცეკვაოდ გასვლა შემომთავაზა. დაბნეული

გავედი და ძალიან მალე მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი.

ვიღაც ტიპი ბითლზს უმღეროდა სცენასთან მდგარ გულაჩუყებულ გოგონას. ჩვენ

შეუმჩნევლად შევერიეთ ხალხს და ცეკვა დავიწყეთ. ჯოჯრჯმა წელზე მომხვია ხელი

და სახე ჩემთან ძალიან ახლოს მოწია. ერთი წუთი ნახევარსაათად გაიწელა, სხეულის

ყველა კუნთი დამეჭიმა და წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვახერხე. კოცნას რომ

მოვრჩით ორივე დაბნეულები ვიყავით და მუსიკის რითმს აყოლილებს საერთოდ

დაგვავიწყდა სხვების არსებობის შესახებ. ყველაზე უცნაური ის იყო რომ თავს კარგად

ვგრძნობდი, არ ვიცოდი რა მინდოდა მომხდარიყო და ამაზე ფიქრით არც ვიწუხებდი

თავს. არასდროს არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მე და ჯოჯრჯს მეგობრობის გარდა

Page 26: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

რამე გამოგვსვლოდა.

და უცებ თავში ჩვენი ურთიერთობის ყველა შესაძლო განვითარება წარმოვიდგინე და

მივხვდი, რომ არცერთი მაწყობდა. ჯორჯი, რაც უნდა ცუდი ადამიანი ყოფილიყო

ცხოვრებაში, მაინც კარგი მეგობარი იყო. საერთოდ არ მინდოდა მისი დაკარგვა. არც

ჩვენი ,,ერთად ყოფნა” მეჩვენებოდა რეალურად, არადა ვიცოდი რომ ვეღარასდროს

ვიქნებოდით მეგობრები.

მთელი საღამო ისე ვიქცეოდით, თითქოს უცნაური საერთოდ არაფერი ხდებოდა.

გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია. სახლში მისვლამდე უკვე ვოცნებობდი, რომ ეს საღამო

საერთოდ გამქრალიყო ჩვენი გონებიდან.

დილას მივხვდი, რომ სამსახურში მისვლამდე კიდევ რამდენიმე დღე მქონდა

დარჩენილი და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დაწყებული საქმე გამეგრძელებინა, რაც

საერთოდ არ იყო ისეთი მარტივი როგორც მეგონა. გრძნობები დენიელის მიმართ

ყველაფერს აფუჭებდა, ამიტომ ჩემი დის მკვლელის ძებნა განვაგრძე.

როცა გავიგე რომ ჩემი და მისმა საქმრომ მოკლა მაშინვე გამიჩნდა ის სურვილი, რაც

დღემდე სიცოცხლის გაგრძელების მიზეზს მაძლევს.

პოლიცია უშედეგოდ ეძებდა ჯეიმსს, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ

აღმოჩნდა ჯეიმსი. ყველაფერი, რაც მასზე ვიცოდით ყალბი იყო და საბოლოოდ მასზე

არაფერი გვქონდა ფოტოების გარდა.

იმ დღიდან მოყოლებული დღე არ გასულა ისე რომ მისი მოკვლის რამდენიმე სცენა არ

წარმომედგინა გონებაში. იმავე წელს გადავწყვიტე რომ ჯეიმსის საპოვნელად

ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. სწავლა ნიუ-იორკში გავაგრძელე და თან

პარალელურად ახალი გეგმის შედგენა დავიწყე. გეგმის, რომელსაც ჯეიმსის ვერ-

პოვნის შემთხვევაში ჩემთვის ცხვორების გაგრძელების მიზეზი უნდა მოეცა და

ამავდროულად სამყარო ოდნავ უკეთესი უნდა გაეხადა.

კიდევ ერთხელ გადავხედე ჯეიმსზე შეგროვებულ ინფორმაციას. მის საქაღალდეში

მხოლოდ მისი სურათი და მარიასთვის გამოგზავნილი წერილი იდო. ეს იყო

ყველაფერი, რისი მოგროვებაც ჩემი ოთხწლიანი ძებნის განმავლობაში მოვახერხე,

არცისე დამაიმედებლად ჩანდა. ამ წლების განმავლობაში მას ყველგან ვეძებდი. ლოს

ანჯელესშიც სწორედ იმიტომ ჩამოვედი საცხოვრებლად რომ ჩვენი შემთხვევითი

შეხვედრის შანსები გამეზარდა. ამაოდ ვცდილობდი რომ არ მეფიქრა ჩემი და

მამაჩემის ბოლო ჩხუბზე.

Page 27: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

მიზეზი, რის გამოც მამაჩემი ასე ძალიან შემძულდა არ იყო მარტო ის, რომ მან მარია

ვერ დაიცვა, ყველაფერი ბევრად რთულად იყო.

ჯეიმის და მარიას ურთიერთობა არც ისე იდეალური იყო, როგორც შორიდან ჩანდა.

გაცნობიდან რამდენიმე თვეში მარია სახლში ატირებული მოვიდა და მიუხედავად

ჩვენი თხოვნისა ამის მიზეზი არ უთქვამს. ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ მარია

უბრალოდ შეყვარებული პატარა გოგოსავით იქცეოდა, რაიმე სულელური მიზეზით

ეჩხუბა ჯეიმსს. თუმცა მე ვიცოდი რომ ესე არ იყო. აქამდე თუ ჯეიმსის გარდა

არაფერზე მელაპარაკებოდა და იმ საღამოს შემდეგ ამ თემაზე მხოლოდ ჩვენი

ინიციატივით ლაპარაკობდა. თვალებიდანაც გაუქრა ის ბედნიერი გამოხედვა,

რომელიც სულ ჰქონდა. ხანგრძლივი ხვეწნის შემდეგ მარია, როგორც იქნა, მომიყვა

ყველაფერს.

ჩვენ რელიგიურ ოჯახში გავიზარდეთ, დედას და მამას ყოველ კვირას დავყავდით

ეკლესიაში და ქალაქის პასტორიც ჩვენი სახლის ძალიან ხშირი სტუმარი იყო.

მიუხედავად ამისა, ჩემი მშობლების და დისგან განსხვავებით, მე არასდროს

ვყოფილვარ მორწმუნე, ამაზე სახლში არასდროს ვლაპარაკობდი, რადგან ვიცოდი

მამაჩემი ამ ფაქტს არ შეეგუებოდა.

როცა გავიგე, რომ ჯეიმსმა მარიას დაშორების მუქარით, მასთან დაწოლა აიძულა,

მაშინვე ვთხოვე მარიას რომ მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა. თუმცა მარიას ამის

გაგონებაც არ უნდოდა. ხოლო როცა ძალადობამ სისტემატური სახე მიიღო ჩემი

თხოვნა მის სურვილად გადაიქცა.

ერთ საღამოს მე და მარიამ გადავწყვიტეთ ვახშამზე მშობლებისთვის ეს ამბავი

გვეცნობებინა. რეაქცია სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც გვეგონა,

განსაკუთრებით, როცა მამამ ამის მიზეზი გაიგო მან ის გააკეთა, რისიც ყველაზე

მეტად მეშინოდა. ის ჯეიმსს დაელაპარაკა და მიუხედავად ჩემი და დედას

წინააღმდეგობისა, მარიასთან დანიშვნა მოსთხოვა.

როცა მამაჩემმა თავისი დანაშაული გააანალიზა, უკვე ძალიან გვიანი იყო. დედაჩემმა

მარიას სიკვდილი ვერ გადაიტანა და რამდენიმე კვირაში თავის მოკვლა სცადა.

თუმცა არის ცხოვრებაში ისეთი ტრაგედიები, რომლის გადატანის შემდეგ უბრალოდ

ვეღარაფერი გაგრძნობინებს თავს უარესად. ამიტომ მარიას დაკარგვისას უკვე თითქოს

ვიცოდი რომ სრულიად მარტო მომიწევდა დარჩენა.

სახეზე უაზრო გამომეტყველებით გადავდე ლეპტოპი და სახლში ბოდიალი დავიწყე.

Page 28: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

სივრცე მჭირდებოდა, ქალაქიდან შორს. შორს იმ ყველაფრიდან, რაც ადამიანებთან

მაკავშირებდა. ზღვის ნაპირზე მომინდა იმ წამს ყოფნა, მარტო ტალღების ხმა რომ

გესმის და ვარსკვლავების სინათლის გარდა ვერაფერს ხედავ. რომ გგონია, რომ

არაფერია შენს გარშემო, მაგრამ შენდა უნებურად, იცი რომ შენს წინ თითქმის

უსასრულო ჰორიზონტია გადაშლილი. თუმცა, არ არსებობს არაფერი ისეთი, რაც არ

სრულდება, არც ჰორიზონტი და არც ემოცია. ყველაფერი სრულდება და მიუხედავად

ჩვენი წინააღმდეგობისა ადამიანების დაკარგვასაც ვეგუებით.

უცნაური გრძნობაა, როცა ხვდები რომ აღარაფერი დაგრჩა.

შუადღეს მივხვდი, რომ ჯერჯერობით ჯეიმსთან დაკავშირებით მეტის გაკეთება

შეუძლებელი იყო და იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა

შემდეგი დღენახევრის განმავლობაში. რა საშინლად ნელა გადის დრო, როცა საქმე არ

გვაქვს. ყავა გავიკეთე და ფანჯარასათან დავჯექი. იქვე ვივიენის დატოვებული ლაქი

სთრაიქის კოლოფი ვიპოვე და ამ აღმოჩენით გაბედნიერებულმა მოწევა დავიწყე.

ინსტინქტურად დავიწყე ვივიენზე ფიქრიც. ამ მომენტში ჩემი ცხოვრება სრული

ქაოსით იყო მოცული.

მარიას სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, უნივერსიტეტში პირველი კურსის ბოლოს,

მე და ჯორჯი უკვე საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით. საზაფხულო არდადეგებზე

ჩემი გეგმის უქონლობა რომ გაიგო მან თავისთან დამპატიჟა ჰემპტონსში. თავიდან

ჯორჯის მშობლების სახლში ჩასვლის იდეა ძალიან მეუცნაურა მაგრამ ტექსასში

დაბრუნებას ბოლოს ისევ ნიუიორკის მზიანი გარეუბანი ვარჩიე და რამდენიმე დღეში

მე და ჯორჯი ბარგით დავადექით თავზე ამ სურპრიზით გახარებულ მშობლებს.

ჯორჯის მშობლები სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდენ, როცა დარწმუნდნენ რომ მე

და ჯორჯი მხოლოდ მეგობრები ვიყავით, ცოტა იმედგაცრუებულებმა საკუთარი

შვილივით მიმიღეს. მთელი ორი თვის განმავლობაში ჯორჯის დედა მოსვენებას არ

მაძლევდა საყიდლებზე სიარულით. ამ თვეების განმავლობაში ისეთი რაღაცეები

გავიგე ჯორჯზე რაც აშკარად არ უნდა გამეგო. როგორც ჩანდა დედამისის ასეთი

ყურადღება მისი ქალიშვილის მონატრებით იყო გამოწვეული. ჯორჯის და ჯერ კიდევ

14 წლის ასაკში დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში. ამ ამბით დაინტერესებულმა

ბიბლიოთეკაში ძველ გაზათებს გადავხედე და რამდენიმე უცნაურობა შევნიშნე.

პოლიციამ საეჭვოდ მალე დახურა საქმე და ჩემდა გასაკვირად ჯორჯის ოჯახს ამაზე

პრეტენზია არ გამოუთქვამს. სიკვდილის მიზეზი არსად არ სახელდებოდა და თუმცა

ხალხის გაცხოველებული ინტერესესისა ოჯახის არცერთ წევრს მომხდარზე

კომენტარი არ გაუკეთებია. ყველაზე უცნაურად მაინც ის მომეჩვენა, რომ იმავე წელს

ჯორჯი კერძო სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნეს. არადა ფოტოებს თუ

Page 29: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

გადახედავდი მას დასთან საერთოდ არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ისინი

სხვადასხვა სკოლებში სწავლობდნენ და სხვადასხვა სამეგობრო წრე ყავდათ, ამიტომ

ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა ჯორჯის რეაბილიტაცია. ერთი რამ ცხადი იყო, ეს

ოჯახი რაღაცას მალავდა და მე არ ვაპირებდი ეს ამბავი ესე დამეტოვებინა. ჩემი დის

ამბის გამო თავს თითქოს ვალდებულად ვგრძნობდი რამე გამეკეთებინა. თუმცა იმ

ზაფხულს ვერაფერი ვეღარ გავიგე. საშობაო არდადეგებზე ისევ მივიღე მოპატიჟება და

მიუხედავად იმისა რომ ქალაქის დატოვება საერთოდ არ მინდოდა და სამეცადინოც

ძალიან ბევრი მქონდა ჯორჯის დის ამბის გამო მოწვევას დავთანხმდი. ამჯერად მე არ

ვიყავი ერთადერთი სტუმარი, სახლში ჯორჯის ბებიაც იყო რომელიც საშობაოდ

წამოეყვანათ მოხუცთა თავშესაფრიდან. ჯორჯმა წინასწარ გამაფრთიხლა რომ

ბებიამისი საკმაოდ უცნაური ქალი იყო და სიბერესთან ერთად უფრო მეტ უაზრობებს

ლაპარაკობდა. სინამდვილეში ქალბატონი სარა ძალიან საყვარელი ბებია აღმოჩნდა და

ისე ერთად აღებულ სამივე ოჯახის წევრს ჯობდა. მიუხედავად ასაკისა მასში ისევ იყო

შემორჩენილი ძველი ნიოიორკელი ქალი, დახვეწილი მანერებით და შეუმჩნეველი

თუმცა ჯანსაღი კრიტიკით ის არავის ტოვებდა გულგრილს. მიუხედავად ჩვენი დიდი

მცდელობისა, მან მაინც არ დაიჯერა რომ მე და ჯორჯი მხოლოდ მეგობრები ვიყავით

და მკაცრად მოითხოვდა, რომ ქორწილის ორგანიზებას თავად ჩასდგომოდა სათავეში.

თავიდან საშობაო ჟრიამულმა და ოჯახურმა გარემომ საერთოდ დამავიწყა ჩემი იქ

ჩასვლის მიზეზი, მაგრამ მალე, როცა შევატყვე, რომ ჩემი და სარას მარტო დატოვებას

ყველა ერიდებოდა კიდებ ერთხელ დავრწმუნდი რომ რაღაც ისე არ იყო. იმდღეებში

ენი ,ჯორჯის და, საერთოდ არ უხსენებიათ, ამიტომ როცა დავინახე რომ ჯორჯის

დედა მოწყენილი იყო მივედი და თბილი ტონით მისი დამშვიდება ვცადე.

-ქალბატონო ჯეინ, ვიცი რომ ძალიან რთულია როცა ძვირფას ადამიანს კარგავთ. -

ჯეინი დაიბნა და ძალით გაღიმება სცადა, აშაკარა იყო, რომ საერთოდ არ სურდა ამ

თემაზე საუბარი, თუმცა მე გაჩერებას არ ვაპირებდი. -ცოტა ხნის წინ მე თავად

დავკარგე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი.- ამ სიტყვებზე ის უფრო დაიბნა,

რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ისევ გაჩუმდა. -წელიწად

ნახევრის წინ ჩემი და მოკლეს , მის სიკვდილზე მეც თითქმის არაფერი არ ვიცი

ამიტომ ძალიან კარგად მესმის თქვენი. ამ თემაზე საუბარს ზოგადად ვერიდები

ხოლმე, რადგან ძალიან მიჭირს ამ ამბავთან შეგუება თუმცა დარწმუნებული ვარ

თქვენ გამიგებთ. - მე თვითონაც მიკვირდა თუ რატომ ვლაპარაკობდი ასე

გულწრფელად თუმცა ასეა თუ ისე, ჯეინის გამომეტყველიბით თუ იმსჯელებდით,

აშკარად მოქმედებდა. ჯეინს ატირებამდე ცოტა აკლდა, შეძლებისდაგვარად თბილად

გამიღიმა და უბრალოდ გადამეხვია.

Page 30: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

ჩემს წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შუაღამე ვიღაცამ ჩემს კარებზე დააკაკუნა,

დარწმუნებული ვიყავი რომ ჯორჯი იქნებოდა, თუმცა დერეფანში სარას შეშინებული

სახე დამხვდა, დაუკითხავად შემოვიდა ოთახში და საწოლთან მდგარ სკამზე

ჩამოჯდა.

-შენ და ჯორჯი სანამ დაქორწინდებით რაღაც უნდა გაიგო ძვირფასო. - ჩუმად და

სწრაფად დაიწყო სარამ , ვაპირებდი კიდევ ერთხელ ამეხსნა რომ ჩვენ მეგობრები

ვიყავით თუმცა დაინტერესებულმა ჩარევა გადავიფიქრე. -ის მათ მოკლეს, ჯორჯმა და

მისმა მეგობრებმა. ენი მათ მოკლეს. სარას სულ ეშინოდა მისი, მას შემდეგ, რაც

ჯორჯმა გაიგო რომ ენი ნაშვილები იყო, მას ისე უყურებდა როგორც გოგოს. ენი ვერ

ბედავდა მშობლებისთვის ამის თქმას, მხოლოდ მე ვიცოდი. მან და მისმა მეგობრებმა

ის ჯერ ცალცალკე გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მათ დამალეს, ჩემს შვილს

ბევრი ნაცნობი ყავს პოლიციაში და ყველაფერი ისე გაასაღეს თითქოს მკვლელი ვერ

იპოვეს არადა ის მან მოკლა. შენ უნდა გცოდნოდა ვის მიყვებოდი შვილო, უნდა

გცოდნოდა... - ცოტახნის შემდეგ სარა ადგა და ოთახიდან ბარბაცით გავიდა. მე

გაშეშებული ვიდექი, აზროვნების უნარი წამერთვა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,

პოლიციის ჩარევას აზრი არ ჰქონდა არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ

გამაჩნდა, ვერც ჯორჯს ვეტყოდი ვერაფერს სარას საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი.

ნიუ იორკში ისე დავბრუნდი, რომ ჯორჯისთვის არაფერი მიგრძნობინებია.

რამდენიმე დღეში კი როცა დავმშვიდდი და ყველაფერი გავაანალიზე, მივხვდი, რომ

ჯორჯი უნდა მომეკლა. ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას რომ მსგავს ადამიას

ჯანსაღს და ბედნიერს ევლო. და სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა რომ ჯორჯი არ

იქნებოდა ერთადერთი. მივხვდი, რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა

დაუსჯელი. ჩემი გეგმა ნელნელა იხვეწებოდა და უნივერისტეტის დამთავრების

დღიდან მოყოლებული დღემდე ჯორჯის მოსაკლავად შესაფერის დროს ვარჩევდი.

იმ საღამოს ჯორჯმა თვითონ დამირეკა, მე არ ვუპასუხე. მომწერა რომ ჩემი ნახვა

უნდოდა, მე ვუთხარი რომ თუმცა სახლში ვიყავი და არ მეცალა. მან აღარ მიპასუხა და

მე ვიცოდი ,რომ ის ჩემთან თვითონ მოვიდოდა. დანა ჯიბეში ჩავიდე და დაველოდე.

რამდენიმე წუთში კარებზე დააკაკუნა.

-რა გინდა ჯორჯ ხომ გითხარი არ მცალიათქო.

-სალაპარაკო მაქვს ემ.

-ვერ დაგელაპარაკები, აქ მაინც.

Page 31: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

-მაშინ წავიდეთ სადმე დავსხდეთ. თუ გინდა იმ ბარში წავიდეთ ბოლოს რომ ვიყავით

ან სადაც გინდა ოღონდ ვილაპარაკოთ.

-არა ხმაურიანი ადგილი არ გვინდა სადმე ქალაქგარეთ დავაყენოთ მანქანა, ოღონდ მე

ჩემი მანქანით წამოვალ. - გაკვირევებული იყო თუმცა დამთანხმდა, კრეტინს ალბათ

ეგონა რომ მასთან მარტო დარჩენა მინდოდა.

მალე მანქანები ჩემი სახლიდან შორს და ქალაქიდან გასავლელთან ახლოს დავაყენეთ ,

გარშემო არავინ იყო. ჯორჯის მანქანაში ჩავჯექი და ჩამეხუტეთქო ვთხოვე, ისიც

გაუბედავად ჩამეხუტა ის იყო წელზე ხელი მომხვია და ჩემთივს კოცნას აპირებდა,

რომ მე ამ დროს პირდაპირ ზურგში ჩავარჭე დანა. თავის დაზღვევისთვის მეორედ

გულში. ის გაკვირვებული და თან შეშლილი თვალებით მიყურებდა.

-ეს ენისთვის ნაბიჭვარო- თქო ვუთხარი და შემდეგ ძალიან სწრაფად გადმოვედი, ჩემს

მანქანაში ჩავჯექი და აკანკალებული სისხლიანი ხელები გავიწმინდე. დასვრილი

ქაღალდები რამდენიმე კილომეტრში სანაგვე ურნაში ჩავაგდე და პირდაპირ

სახლისკენ წავედი. მანქანა ფარეხში დავაყენე და მეზობლის კარზე დავაკაკუნე.

მან კარები დაბნეული სახლით გამიღო, ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი იყო, სულ

მარტო ცხოვრობდა და ბევრი კატები ყავდა.

-უკაცრავად მე ემი როჯერსი ვარ, თქვენს პირდაპირ სახლში ვცხოვრობ- -დიახ

გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ.

-ამ დღეებში კატის აყვანას ვაპირებ, რამდენჯერმე დამინახავს რომ თქვენც გყავთ

რამდენიმე და მაინტერესებს საჭიროების შემთხვევაში ჩემს კატას თუ დაიტოვებთ

ხოლმე. - როგორც ჩანდა ძალიან გაუხარდა - კი რა თქმა უნდა შვილო, როცა

დაგჭირდეს- და მან დაიწყო კატების ჯიშებზე და მათ ნაკლებზე საუბარი. როგორც კი

თავი დავაღწიე სახლში ავედი და დავწექი. რაც მთავარია, ყოველი შემთხვევისთვის,

ალიბი მზად მქონდა.

მეორე დილამდე თვალიც არ გამიხელია. ესე მშვიდად კარგა ხანია არ მძინებია.

ჯორჯის მოკვლამ უცნაური შვება მომგვარა. მეორე დილას ტელევიზორი დიდი

ინტერესით გადავრთე საინფორმაციო არხზე. ჩემდა გასაკვირად, ჯორჯის

სიკვდილზე არავითარი სიახლე არ ყოფილა. მექსიკელების ბანდებს ისევ დაეწყოთ

ომი და ყველა არხი ამ თემაზე იყო გადართული.

რამდენიმე საათში ჩემს სახლთან პოლიციელები მოვიდნენ, გული არაადამიანურად

ამიჩქარდა და ძლივს მოვახერხე თავის დამშვიდება. კარების გაღებამდე ზედაზე

Page 32: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

რამდენიმე ღილი შევიხსენი და კარებთან მდგარ პოლიციელებს მშიდი სახით

დავხვდი.

-ლოს ანჯელესის პოლიცია. ემი როჯერსი ბრძანდებით?

-დიახ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-რამდენიმე შეკითხვა გვაქვს ჯორჯ ვანდერვუდსენთან დაკავშირებით.

-ჯორჯი? რა მოხდა? - მაქსიმალურად ვცადე რომ გაკვერვიბული სახე მიმეღო.

-ის დილას თავისივე მანქანაში იპოვეს მკვდარი.

-ღმერთო ჩემო, შეუძლებელია , არა არა თქვენ მე მატყუებთ.- ნელნელა

ვრწმუნდებოდი რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა, ან უბრალოდ

მოზღვავებული ემოციებისგან ისედაც აღელვებულს ეს დრამა საკმაოდ ბუნებრივი

გამომდიოდა, ხოლო როცა ქვითინიც დავიწყე პირველი ვარიანტში საბოლოოდ

დავრწმუნდი.

-დამშვიდდით მემ, გვესმის რომ რთულია მაგრამ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ

განყოფილებაში.

-დიახ დიახ- სლუკუნით ვუთხარი.

აი, აქ კი თამაში ნამდვილად აღარ დამჭირდა რადგან ნერვიულობისგან ისტერიკული

ტირილი ამიტყდა, ოფიცერი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა და თან მანქანისკენ

მივყავდი.

განყოფილებაში ყოფნა ჩემთვის უცხო არ იყო, ჩემი დის სიკვდილის მერე თითქმის

ერთი თვე ყოველდღე მიწევდა იქ ყოფნა. ჩემმა ოფიცერმა წყალი მომიტანა და

დასაკითხ ოთახში შემიყვანა.

-თუ შეიძლება გვითხარით ბოლოს როდის ნახეთ გადაცვლილი?

-მე ზუსტად არ მახსოვს, რამდენიმე დღის წინ .- ამოვილუღლუღე დაბნეულმა.

-რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?- აი აქ კი ნამდვილად დავიბენი თუმცა

შეძლებისდაგვარად ვცადე არ შემემჩნია და ბოლო შეხვედრის და კოცნის გარდა

ყველაფერი ვუთხარი.

-ანუ მეგობრობის გარდა არაფერი არ გაკავშირებდათ?

Page 33: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

-არა სერ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით ჯერ კიდევ

უნივერსიტეტის პირველი კურსიდან თუმცა მეტი არასდროს არაფერი არ მომხდარა. -

ვიცოდი რომ ჯორჯს სხვა ახლო მეგობრები არ ყავდა და ამიტომ ტყუილში ვერ

გამომიჭერდნენ.

-ჩვენ ვიცით რომ მას მისი სიკვდილის დღეს ელაპარაკეთ, ამაზე რას იტყვით მემ?

-დიახ მან დამირეკა თუმცა აბაზანაში ვიყავი, შემდეგ მომწერა რომ ჩემი ნახვა

უნდოდა თუმცა მე არ მინდოდა სახლიდან გასვლა და ამიტომ უარი ვუთხარი ამის

მერე მისგან არაფერი მსმენია. ღმერთო ჩემო, ასე უცებ... თქვენ იცით რა მოხდა?

ღმერთო არ მჯერა.. ჯეინმა თუ იცის? მამასმისმა? ქალბატონი სარა დარდისგან

მოკვდება რომ გაიგოს არ უთხრათ.. ღმერთო ჩემო. -მოჩვენებითი პანიკა ავტეხე და

ამან გაჭრა ოფიცერი მოდუნდა და ჩემი დამშვიდება განაგრძნო. რამდენიმე წუთში

გამომიშვეს და მითხრეს რომ რამე სიახლე თუ იქნებოდა აუცილებლად

შემატყობინებდნენ.

დერეფანში ატირებული ჯეინი დამხვდა, ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ. თავს

უხერხულად ვგრძნობდი ამ ფარსის გამო თუმცა ისიც მისი შვილივით მძულდა.

რამდენიმე საათში სახლში წამოვედი და ვცადე მომხდარი თავიდან ამომეგდო. რაც

მთავარი იყო მე არავითარი საფრთხე არ მემუქრებოდა.

სახლთან სიურპრიზი დამხვდა. ვივიენი ჩემს კიბეებთან ნამტირალევი სახით იჯდა.

ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე ძალიან ცუდად გავხდი.

-ვივიენ?

-ემ ბოდიში რომ დაუპატიჟებლად მოვედი, უბრალოდ ძალიან მჭირდებოდა შენთან

ლაპარაკი. - ეტყობოდა რომ მართლა ძალიან ცუდად იყო.

-რა გჭირს? რა მოხდა?

-სახლიდან წამოვედი ემ. ჩემმა მშობლებმა იჩხუბეს. წასასვლელი არსად მქონდა.

ალბათ შეამჩნიე რომ რამდენიმე კვირის წინ სამსახურიდანაც დამითხოვეს. მოკლედ

ძალიან ცუდად ვარ. შეიძლება რამდენიმე დღე შენთან დავრჩე?- ძალიან დაბნეული

ვიყავი, არვიცოდი რა უნდა მექნა. უარს ვერ ვეტყოდი არადა ვივიენის ჩემს სახლში

ჩასახლება საერთოდ არ მაწყობდა.

-აამ, არამგონია პრობლემა იყოს მაგრამ მე და დენიელი თითქმის ერთად ვართ. - თუ

ბოლოს მომხდარ მოვლენებს გადავხედავდით ჩემი სიტყვები რეალობას ნამდვილად

Page 34: ემი როჯერსი - palitral.ge · ჰო მართლა, უყვარს კოელიო, რაც მის პიროვნებას ჩემს

არ შეესაბამებოდა თუმცა მინდოდა ვივიენს როგორმე გადაეფიქრებინა ჩემთან

დარჩენა.

-ღმერთო, მე არ მინდა ხელი შეგიშალოთ. მაპატიე ჩემი საქციელის გამო. უბრალოდ

მაშინ მომეჩვენა რომ ჩვენს შორის რაღაც იყო. მე ისიც არ ვიცი მომწონს თუ არა

გოგოები.

-კარგი ვივიენ, არ გიბრაზდები. შეგიძლია დარჩე უბრალოდ, ჩვენს ურთიერთობას ნუ

გაართულებ. - როგორც ჩანდა ძალიან გაუხარდა .

-მესმის ემ და არც ვაპირებ, ღმერთო ჩემო მადლობა შენ საუკეთესო ხარ.- და ამ

სიტყვებზე ვივიენი გადამეხვია.

მე ძალიან ძალიან დაბნეული და ანერვიულებული შევუძეხი ვივიენს სახლში.

საბედნიეროდ სახლში მეორე საძინებელიც იყო, რომელშიც არასდროს არავის არ

უცხოვრია.