მრავალკუთხედი - palitral.ge...

21
მრავალკუთხედი ეძღვენება ყველას, ვინც არასდროს წაიკითხავს... *** ციოდა და ამინდები იცოდა ხოლმე, მშრალი და პირხმელი. იზნიქებოდნენ დღეები წელში და ერთმანეთს მიჰყვებოდნენ გრძელი ღამეების ქარავნები ქუჩების გასწვრივ. ქროლვა იყო მშვიდი, მოწითალო ნიავი და სოფლის ორღობეში აჭრიალებული ურმის თვალი ძლივსღა იკავებდა სიმძიმეს თივისას. ცვიოდნენ ფოთლები, როგორღაც უხმაუროდ, აუღელვებლად დაჭირხლულ მიწაზე. მოდიოდა რიგით ოცდამეექვსე ზამთარი და იდგა საუკუნის მეხუთედი ათასწლეულად. იმ დროს, პატარა იყო სამყარო, ბურთივით მრგვალი და დაგორავდა წრეზე. და, ცხოვრობდნენ მასში ადამიანები და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არსებობდა წრე და ამ წრის იქით უკიდეგანო სიცარიელე და ამ სიცარიელის იქით, ალბათ კიდევ რაღაც. დადიოდნენ ადამიანები და სამყარო ეგონათ უსასრულო, ვარსკვლავები უცვლელი და უყვარდათ მთვარის ყურება შუაღამისას. აშენებდნენ სოფლებს ზღვისპირას და ცხოვრობდნენ შფოთვით მარადიული სიმშვიდის ძიებაში. მათი სუნთქვა ჰგავდა შებინდებისას ამოვარდნილ ქარიშხალს და თვალებს ხუჭავდნენ ტკივილისგან ყოველ ძილისწინ. ენაცვლებოდა კაცთა მოდგმა ერთმანეთს, მაგრამ იყვნენ მსგავსნი და მერე ჩაუთქვეს უფრო ბრძენებმა თავის თავებს, რომ უნდა ესმინათ ხალხისათვის მანამ, სანამ ყველა ახალგაცნობილი უკვე ნანახად არ მოეჩვენებოდათ, იმიტომ, რომ ნამდვილი ადამიანები ძალიან ერთნაირები არიან. ქარი შეიძლება ყოფილიყო ბასრი და მოეცელა ლამპიონების სინათლე ჩვენს ქუჩაზე დრო და დრო. ჰაერი იყო გამომშრალი და ხმელი მიწა იფშხვნებოდა, ყოველი ახალი ნაბიჯის ქვეშ, ძველებურად. აქა-იქ წვიმდა ზოგჯერ. წვიმას სუნი ჰქონდა სიმჟავის და ხანდახან მენატრებოდა შემოდგომა. ქუჩაში არასდროს მხვდებოდნენ ნაცნობები - სამყაროს აქვს თავისი წესები და ალბათ ამიტომ. მე დავდიოდი ყოველთვის ერთი ტროტუარის გასწვრივ, ვკვეთდი სამ შუქნიშანს, ვტოპავდი ორ პატარა ტალახიან გუბეში, მაღაზიის წინ ფეხი მერეოდა აყრილ ქვაფენილზე და მეათასედ გავდიოდი გზას, რომლის ბოლოშიც დღემდე არ ვიცი რა იყო. მერე ხეები ყვავილდებოდნენ თანდათან. მოხუცი ქალი იცვამდა შედარებით თხლად და აღარ მთხოვდა მომეკიდა ხელი ყინულზე გადავლის დროს. თვალები ჰქონდა ისევ ისეთი ლურჯი, როგორიც არის საღამოს ცა და იმის თითების შეხედვისას ისევ ისე მეშინოდა, როგორც ყოველთვის. სიბერე მსუნაგი იყო და მაინც გამხდარი. დადიოდა თავისი წვრილი ფეხებით და კისერზე ეკიდებოდა ადამიანებს. ადამიანებს უმძიმდებოდათ მხრები და იკეცებოდნენ ორად, როგორც ტირიფები ჩვენი ბაღის ბოლოში, არხთან. მე მეშინოდა. მეშინოდა, რომ

Transcript of მრავალკუთხედი - palitral.ge...

Page 1: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

მრავალკუთხედი

ეძღვენება ყველას, ვინც არასდროს წაიკითხავს...

***

ციოდა და ამინდები იცოდა ხოლმე, მშრალი და პირხმელი. იზნიქებოდნენ დღეები წელში და

ერთმანეთს მიჰყვებოდნენ გრძელი ღამეების ქარავნები ქუჩების გასწვრივ. ქროლვა იყო მშვიდი,

მოწითალო ნიავი და სოფლის ორღობეში აჭრიალებული ურმის თვალი ძლივსღა იკავებდა

სიმძიმეს თივისას. ცვიოდნენ ფოთლები, როგორღაც უხმაუროდ, აუღელვებლად დაჭირხლულ

მიწაზე. მოდიოდა რიგით ოცდამეექვსე ზამთარი და იდგა საუკუნის მეხუთედი

ათასწლეულად. იმ დროს, პატარა იყო სამყარო, ბურთივით მრგვალი და დაგორავდა წრეზე. და,

ცხოვრობდნენ მასში ადამიანები და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არსებობდა წრე და ამ წრის

იქით უკიდეგანო სიცარიელე და ამ სიცარიელის იქით, ალბათ კიდევ რაღაც. დადიოდნენ

ადამიანები და სამყარო ეგონათ უსასრულო, ვარსკვლავები უცვლელი და უყვარდათ მთვარის

ყურება შუაღამისას. აშენებდნენ სოფლებს ზღვისპირას და ცხოვრობდნენ შფოთვით

მარადიული სიმშვიდის ძიებაში. მათი სუნთქვა ჰგავდა შებინდებისას ამოვარდნილ ქარიშხალს

და თვალებს ხუჭავდნენ ტკივილისგან ყოველ ძილისწინ. ენაცვლებოდა კაცთა მოდგმა

ერთმანეთს, მაგრამ იყვნენ მსგავსნი და მერე ჩაუთქვეს უფრო ბრძენებმა თავის თავებს, რომ

უნდა ესმინათ ხალხისათვის მანამ, სანამ ყველა ახალგაცნობილი უკვე ნანახად არ

მოეჩვენებოდათ, იმიტომ, რომ ნამდვილი ადამიანები ძალიან ერთნაირები არიან.

ქარი შეიძლება ყოფილიყო ბასრი და მოეცელა ლამპიონების სინათლე ჩვენს ქუჩაზე დრო და

დრო. ჰაერი იყო გამომშრალი და ხმელი მიწა იფშხვნებოდა, ყოველი ახალი ნაბიჯის ქვეშ,

ძველებურად. აქა-იქ წვიმდა ზოგჯერ. წვიმას სუნი ჰქონდა სიმჟავის და ხანდახან მენატრებოდა

შემოდგომა. ქუჩაში არასდროს მხვდებოდნენ ნაცნობები - სამყაროს აქვს თავისი წესები და

ალბათ ამიტომ. მე დავდიოდი ყოველთვის ერთი ტროტუარის გასწვრივ, ვკვეთდი სამ

შუქნიშანს, ვტოპავდი ორ პატარა ტალახიან გუბეში, მაღაზიის წინ ფეხი მერეოდა აყრილ

ქვაფენილზე და მეათასედ გავდიოდი გზას, რომლის ბოლოშიც დღემდე არ ვიცი რა იყო. მერე

ხეები ყვავილდებოდნენ თანდათან. მოხუცი ქალი იცვამდა შედარებით თხლად და აღარ

მთხოვდა მომეკიდა ხელი ყინულზე გადავლის დროს. თვალები ჰქონდა ისევ ისეთი ლურჯი,

როგორიც არის საღამოს ცა და იმის თითების შეხედვისას ისევ ისე მეშინოდა, როგორც

ყოველთვის. სიბერე მსუნაგი იყო და მაინც გამხდარი. დადიოდა თავისი წვრილი ფეხებით და

კისერზე ეკიდებოდა ადამიანებს. ადამიანებს უმძიმდებოდათ მხრები და იკეცებოდნენ ორად,

როგორც ტირიფები ჩვენი ბაღის ბოლოში, არხთან. მე მეშინოდა. მეშინოდა, რომ

Page 2: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

დავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი არ დაბერდებოდნენ, ვინც მიყვარდა.

ადამიანს განსაზღვრავს ის, რისაც ეშინია. მაგრამ იყვნენ ისეთი შიშებიც, რომლებიც არავინ

იცოდა არსებობდნენ თუ არა. მე მათ სახელს ვერ ვუფიქრებდი და უბრალოდ ვგრძნობდი,

როგორც ძილის წინ, შუქის ჩაქრობისას საწოლის ქვეშიდან გამოყოფილ ურჩხულის ბრჭყალებს.

გზაზე ნესტი იყო და დამბალი ქვიშა ეყარა ალაგ-ალაგ. გამვლელები მოდიოდნენ საპირისპირო

მხრიდან და ვამჩნევდი როგორ უმწვანდებოდათ ხელისგულები სიცივისგან. სიცივე უხეში იყო

და უთავბოლო. მეც მციოდა, მაგრამ არ ვფიქრობდი ამაზე და ნელ-ნელა ხდებოდა

შეუმჩნეველი. სახლი შორს იყო. იდგა ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, ჰქონდა მოყავისფრო

კარები და საკვამური,რომელიც ივსებოდა თბილი, მწარეგემოიანი კვამლით. სახლში იყო ოთხი

კედელი და ერთი ფანჯარა, რომელზეც ძილისწინ ვაფარებდი ვარდისფერ ტილოებს. ჭერში

გვყავდა მერცხლები და ცოტა ჭიანჭველებიც ალბათ. იქიდან ხმები ისმოდა ხოლმე ალუმინის და

ქარის გარბენის. შუაღამისას ვჩუმდებოდით ყველა ერთდრულად და ვუსმენდით მთვარის

სიმღერებს ზაფხულზე. მერე ვიძინებდით რიგრიგობით. მე მიყვარდა ძილი, მაგრამ სიზმრები

უფრო მიყვარდა და ამიტომ ვიძინებდი სულ ბოლოს, პირველი განთიადისას. მეორე

განთიადზე ეღვიძებოდა სამყაროს თავისი ჭორფლიანი თვალებით და მესამე განთიადი

მოდიოდა ხანდახან, როცა ზღვა მესიზმრებოდა. ზღვა ვრცელი იყო და მოულოდნელი. თავიდან

არასდროს ირხეოდნენ ტალღები ზედმეტად. ჰორიზონტი ჩანდა საოცრად მშვიდი. მე

ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ დედამიწაზე ასეთი სიმშვიდე არ არსებობს. ასეთი სიმშვიდე

თავისთავად კატასტროფაა, და ვიჩრდილებდი მკლავებით მზისგან, რომ დამენახა როგორ

ირწეოდნენ ღრუბლებში წყლიდან არეკლილი, ცისფერი მდინარის კალმახები. სიზმარი იყო

ტკბილი და წებოვანი. შემწვარი შაქარივით მეყარა მუჭაში და ვიჯექი იმ მარადიული წყლების

ნაპირზე, რომლებიც სადაცაა ადიდდებოდნენ და დაფარავდნენ ყველაფერს გარშემო. მე

მივეჩვიე, რომ მეცხრე ტალღა მოდიოდა იმ მხრიდან, საიდანაც არ მეგონა არასდროს. ტალღა

მძიმე იყო და კლდესავით მაგარი. მერე ჩნდებოდა დაგუდული სიჩუმე და.. მესამე განთიადი

დგებოდა დედამიწაზე, რომელიც ახლახანს ზღვამ გადაყლაპა.

ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, არ ვიცი როგორი იყო სამყარო, რამდენ ვარსკვლავს

ვითვლიდი ცაზე, მაგრამ მაშინაც იმაზე ვფიქრობდი, რომ ერთი წლის შემდეგ ყველაფერი

სხვანაირად იქნებოდა და, ვზრდიდი იმედებს მომავალის სხვანაირობაზე. წელს ამ დროს, მე

ვზივარ და აღარ ვფიქრობ არაფერს, უბრალოდ მინდა, რომ მოვყვე ადამიანებზე, რომელთაც

სჯერათ ერთმანეთის არსებობისა და ბუნების დაუწერელი წესების, რომლებსაც უნდა მივყვეთ.

მივყვეთ, ოღონდ ხანდახან, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც რაღაც შემთხვევაში მაინც

არასწორი არ აღმოჩენილა.

არსებობს ყველაზე მთავარი წესი. წესი ნომერი პირველი: ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა

ხდება სინამდვილეში.

**

Page 3: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

- ნახვამდის.

მიხვდა, რომ ეს იყო ის სიტყვა, რომელიც აღარასდროს დაბრუნდებოდა უკან. არც ნახვა

იქნებოდა როდისმე და არც დამშვიდობების ახალი შესაძლებლობა. იყო მხოლოდ

სურვილი ინტრიგის დატოვების, რომელიც არავინ იცის შედგა თუ არა.

ფაქტია ის, რომ გაზაფხული არასდროს ჰყვარებია. უყვარდა ჭრელი კაბები, გაშლილი

თმა და სიცილი ოდნავ შესამჩნევი. ესმა ქალი იყო. ყველაზე ჩუმი ქალი მთელს

სამყაროში. თმა ჰქონდა სქელი და სურნელოვანი, როგორც ახლადგაყვავილებული

იასამნები. თითებში უგუბდებოდა ცივი სისხლი და ხელებს აწყობდა ხოლმე მზის

გულზე გახურებულ შუშებზე ხანდახან. ბავშვობიდან ახსოვდა მხოლოდ გრძელი

ზამთრები. მაშინ ისხდნენ ის და ვიღაც ქალი კედელთან და ყვებოდნენ ზღაპრებს

ყორნებზე, რომლებიც ქვიშით გახეხეს. ამბავი იყო ზედმეტად მკაცრი და ლაკონური. არ

ეხებოდა არაფერს წმინდასა და ამქვეყნიურს. ნარინჯისფერ თავსაფარში გამოკრული

ქალის წითელი თმები ელავდნენ ბინდში და ესმა ისმენდა ყველაფერს, გარდა

სიმართლისა. ტყუილი ჟღერდა მშვიდად, დაწყნარებით, მაგრამ ცივი იყო იმის მიკარება

და მრავალჯერადი იმედგაცრუება არგამართლების. ესმა იჯდა მუნჯად და არ სვამდა

შეკითხვებს გოლიათებზე, რომლებაც კასრებით დალიეს დამდნარი ოქრო, წლობით

ღეჭავდნენ ვეშაპის კანს და ფერი გადასდიოდათ ჭაობისფერი, სახეზე. თავშლიანი

ყვებოდა იდუმალი ხმით და დაჯერებით. გზადაგზა ჩერდებოდა, ისუნთქავდა ღრმად

ნაცრიან ჰაერს და აგრძელებდა გამოგონებას ახალი სიტყვების. ესმას არ უყურებდა

თვალებში და ზურგით ტრიალდებოდა ზოგჯერ, კიდევაც. გოგო არ ირხეოდა.

შეშდებოდა როგორც მარმარილო და სჭედდა დედაბერი ბლაგვი სამართებლებით

ზღაპრებს წარამარა იმის ყურებთან. სახეზე ეშლებოდა წაბლისფერი თმა და ესმას

ელანდებოდნენ ეგვიპტური პითონების სრიალა ტყავები. ყოველი ქარის ამოვარდნაზე

კრთებოდა მეზღაპრე და ამდენ გაგონილ სიცრუეში, ამან იცოდა ერთადერთი უტყვი

სიმართლე - მატყუარები მშიშრებიც არიან. ძლიერები ამბობენ მხოლოდ სიმართლეს,

რადგან სიმართლე რთული სატარებელია ქვეყანაზე. ყველას არ შეუძლია ჩაიცვას რკინის

ქალამნები და ტყე-ტყე იაროს უღრანში, იარაღის გარეშე, სამაგიეროდ საკუთარ თავზე

ადვილად მოსატყუებელი ჯერ არაფერი გამოუგონია ადამიანს. თუმცა არსებობს

სამყაროს მეორე კანონიც: დაჯერებული სიცრუე ჭეშმარიტებად იქცევა ხოლმე

როგორღაც.

- რა იყო გოგო, არ ჯერა? - ჩლიფინებდა უკბილო ქალი.

- მჯერა, მაგრამ ნამდვილი არაა. - ფიქრობდა ესმა.

- უნდა გჯეროდეს. სხვისი ნათქვამის უნდა გჯეროდეს და არავინ იქნება შენზე ძლიერი.

- არც სუსტი. - თვალებს ხუჭავდა ესმა და ცდილობდა ყველაფერი უკუღმა გაეგო, რასაც

ეტყოდნენ.

- სუსტი - იცინოდა თავსაფრიანი - სუსტები ყველაზე ბედნიერები არიან, იმიტომ რომ

არასდროს უწევთ ბრძოლა იმ ომში, რომელიც ყოველთვის მათ გარეშე მთავრდება.

- ეს ნიშნავს,რომ ისინი ვერსდროს ხდებიან გმირები.

- გააჩნია კაცობრიობა ვის ეძახის გმირებს. - ცლყბად იცინოდა ქალი და თვალებს შორის,

ცხვირთან უჩნდებოდა დაგრეხილი ნაოჭი. - ომების უმეტესობა იწყება ერთეული

Page 4: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

ადამიანების ამბიციებითა და უგუნურებით. სწორედ ამ ამბიციებსა და დიდების

წყურვილს ეწირებოდა დაუთვლელობით სიცოცხლე და დღესაც, როცა დედამიწა სავსეა

უდანაშაულო გვამებით, ხალხს მაინც სჯერა, რომ რაღაც ღირებულისთვის ირჯება.

- შენ მითხარი, რომ თუ ადამიანების გჯერა, ძლიერი ხდები. მაშინ რატომ არ უნდა

დაეჯერებინა ხალხს საკუთარი წინამძღოლისთვის? - ხმაში მაღალი ტონი შეერია ესმას.

- გააჩნია.

- რას გააჩნია?

- იმ ადამიანს, ვისიც გჯერა. - ქალმა სანთელი აანთო და ფანჯრის კუთხეში დადგა.

გარეთ ყავისფერი ძაღლები ყმუოდნენ. მთაბის წვეროსთან მოჩანდა დათოვლილი

გადასახედები სხვა მხარის. ზამთარი ნაადრევად ჩამოწვა უმაღლესი მწვერვალებიდან.

ლეგენდებად დადიოდა თქმულებები უთავო ღმერთებზე, რომლებიც აღარც ახსოვთ

რომელი გვარის წინაპრებმა გადმოიყოლეს უცხო სანახებიდან. უთავო ღმერთებმა

არიცოდნენ ლაპარაკი, ხალხის არ ესმოდათ. მათზე ლოცვა დაემგვანებოდა უდაბნოს

ურწყულ მიწებზე გაბნეულ ხორბლის მარცვლებს, რომლებიც ვერასდროს გაიდგამენ

ფესვებს ღორღსა და ხრეშში. ადამიანებს უჭირდათ გაჭირვების დროს უტყვად გაჩერება,

ამიტომ ხშირად ხდებოდნენ ათეისტები და მერე წარღვნა მოდიოდა იმათი ხელიდან,

როგორც წინასწარმეტყველებდნენ თვითნასწავლი შამანები. იწყებოდა მარადიული

სიბნელის პერიოდები, რომლებიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ყოველი ახალი

მზის გამოსვლისას ფიცს დებდნენ ახლადშეფოთლილი პიტნის ხეების ქვეშ, თბილ

ქარებში, რომ აღარასდროს იტყოდნენ საწუხარ სიტყვებს. თუმცა ავიწყდებოდათ, რომ

ქარი იყო ორპირი და დაჰქროდა წინ და უკან, და დაატარებდა ამათ ნათქვამს, როგორც

ენას ორ ნაჩხუბარ მეზობელს შორის აშარი დედაკაცი. უთავო ღმერთებმა არაერთხელ

სცადეს გაქცევა ბროწეულის ბაღებით, მაგრამ ნება არ ეყოთ. ადამიანების მიტოვება არ

არის ასეთი ადვილი. ღმერთები ვალდებულები არიან იცხოვრონ მათთან და სტკიოდეთ

იმათი ტკივილი და ესმოდეთ იმათი ღაღადისი, გინდაც შორიდან და აქა-იქ.

ვალდებულება უმეტესად მიჩვევად გადაიქცევა ხოლმე. მიჩვევას კი თითქმის

შეუძლებელია თავი დააღწიო. ამიტომ სანამ გადაწყვეტ, უნდა დაფიქრდე ვისი ღმერთი

ხდები, რადგან ზუსტად ისეთი ღმერთი ხარ, როგორი ხალხიც გცემს თაყვანს. უთავო

ღმერთმებმა შეცდომა დაუშვეს, იფიქრეს, რომ ამ ხალხზე მეტად ვერავინ შეიყვარებდა

მათ. შეეშინდათ არ ყოფილიყვნენ მიტოვებული ღვთაებები და შიშის საზღაურად

დაკარგეს ღირსება. ღირსება, რომელიც ჰქონდათ, მაგრამ აქ არ ფასობდა. და რა აზრი აქვს

ოქროს ბრწყინვას იქ, სადაც მისი არსებობის შესახებ არაფერი იციან?! ეს უნდა

გაეთვალათ უთავო ღმერთებს, მაგრამ წამი იდგა გადამწყვეტი და ამჯობინეს ცუდი -

მიუღწეველს. და, სწორედ, ამ წამმა დაასრულა მათი ეპოქა.

ესმა აღარ უსმენდა წითელთმიანს. თეთრ კედელს უცქეროდა საათობით. უთავო

ღმერთები არსდროს უნახავს, მაგრამ იცოდა,რომ განთიადისას იბუდებდნენ დამდნარ

მყინვარებთან. ისიც იცოდა, რომ მსგავს თქმულებებში ყოველთვის ამბობდნენ იმას, რაც

თავად მოიგონეს და რაც მეტად წარმოუდგენელი იყო ამბავი, მით მეტად მოსწონდათ

საზეპიროდ. თითებს ითბობდა, კაბის კალთაში ჩაიწყო და ჩუმად დაუწყო თვალთვალი,

როგორ კერავდა ძველისძველ ხელთათმანებს დედაბერი. დანაოჭებული მაჯების ქვეშ

Page 5: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

უჩანდა მოლურჯო სისხლი, ბლანტი და ძლივსმოძრავი. დაბადებიდან ასეთი

იქნებოდაო, გაიფიქრა, მაგრამ საკუთარ ხელისგულებს წაასწრო თვალი და მიხვდა, რომ

ყველას ახალგაზრდობა სხვადსხვანაირია, მაგრამ ყველა სიბერე ძალიან გავს ერთმანეთს.

მოხუცები ზედმეტად ერთნაირები არიან, რადგან ერთი სამყარო გამოიარეს.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი გვატყუებს? - დაარღვია ჰაერში შედედებული

დუმილი ესმამ.

- ვერ მივხვდებით. - მახვილივით შუაზე გაჭრა სქელი უნდობლობის ღრუბელი ქალის

მკაცრმა ხმამ და ესმამ და მან პირველად გაუსწორეს მზერა ერთმანეთს, სრულიად

შემთხვევით.

**

სხვანაირი სიკვდილით მოკვდა. იწვა სრულიად მშვიდი, აუღელვებელი და მხოლოდ

შუბლის ნაწილი და თმა მოუჩანდა, იმ ადგილიდან სადაც თვაჩახრილი იჯდა ის. ახლოს

მიჩოჩდა, თვალები დახუჭა, რომ არ დაენახა. არ დაენახა რაზე ფიქრობდა, ან თვალები არ

გაეხილა და თვითონ იმას არ შეემჩნია. გაშეშებული იყო და უხმოდ შესცქეროდა ყველას,

ვინც გარშემო ტრიალებდა. თვალებზე ხელები აიფარა, რომ არ ეტირა და არ დაენახათ.

გლოვას არ უხდება გაცხადება. თმებში ჩამალა მთელი სახე და იცდიდა მარმარილოდ

ქცეული, როდის წავიდოდნენ სხვები, როდის გაიტნდნენ ოთახიდან დამძიმებულ კისრებს

და თეთრ ცხვირსახოცებში წამოტირებულ ერთნაირად გაურკვევლ სიტყვებს. მაგრამ კი არ

მიდიოდნენ, პირიქით ზღვასავით მოედინებოდა შავი მასა ხალხისა ორივე მხარეს ფართოდ

გახსნილ კარებში. შემოდიოდნენ და სხდებოდნენ მწკრივად, როგორც ვერცხლისფერ

ყინვაში, ხეებს შორის გაბმულ ალუმინის ძაფებზე ყორნები. სხდებოდნენ და ტიროდნენ

მოთქმით. ცალი თვალით გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და აგრძელებდნენ გოდებას

უცხო ენაზე. ის იწვა ჩუმი. ისმენდა და მოთმინებით იტანდა ყველა უადგილო ცრემლს.

სევდა ჰგავდა ჭერში ჩამოკიდულ უზარმაზარ საწვიმარ ღრუბელს, რომელიც იბერებოდა და

სიმლაშის სუნი მოჟონავდა გახეული კუთხეებიდან. ოთახის კედლები იყო მწვანე და ოდნავ

დახაზული. კარის გვერდით იდგა გადაუშლელი წიგნების თარო, მის პირდაპირ გრძელი ხის

სკამი და სასანთლეები. მკრთალი შუქი შემოდიოდა დაწინწკლული ფანჯრების ქვეშიდან და

მკრთალად ანათებდა მუქ, ძოწისფერ ხალიჩებს. ამინდი იდგა სეზონისთვის უჩვეულო და

უხმაურო ჩანდა მთელი სამყარო აქედან. სანამ ის იწვა და მგონი სუსტად იღიმებოდა კიდეც,

იკეცებოდნენ მუხლებში ქალები და ყველა კაცი გმინავდა გულში, რომელიც იბერებოდა,

როგორც საბერველი ცეცხლის ალების. დედამიწიდან შორია სულთა სამყოფელი და

ყოველთვის შეუძლებელი გააზრება იმის, რომ ადამიანისგან დარჩა აღარაფერი, გარდა

ფიქრისა.

ისიც იჯდა მის გვერდით და ფიქრობდა, რომ გავიდოდა წლები და აღარავის ემახსოვრებოდა

ეს დღე ისეთი, როგორიც ახლა იყო. მეხსიერება მოიტანდა მხოლოდ გამჭვირვალე ანარეკლს

აქ მომხდარი ამბებისა, როგორც ნიავს მოაქვს ჩურჩული უმარილო ზღვათა მოქცევაზე.

წლების გასვლასთან ერთად გახდებოდა სულერთი მისი ნათელი დაგახსნილი შუბლი.

Page 6: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

ვეღარავინ გაიხსენებდა როგორი გარეგნობა ჰქონდა. იტყოდნენ ისე, სასხვათაშორისოდ და

საზოგადოდ, რომ იყო ძალიან ლამაზი ადამიანის კვალობაზე. ნაკვთები შეერეოდა

შეღამების ნისლებს და განიერ მხრებზე აღარასდროს შეეტყობოდა ლაქებად ნამზეურები.

როგორ დაემახსოვრებინა მისი ხმა? ხმა, რომელიც არ იცოდა ბოლოს როდის გაიგონა, მაგრამ

ათასწლოვანი დუმილის შემდეგაც კი შეძლებდა გაერჩია სხვებისაგან. ადამიანთან ერთად

ალბათ ყოველთვის კვდება მეორე ადამიანიც, შეუმჩნევლად და ბევრად უფრო საშინელი

სიკვდილით. ამის შემდეგ, უაზროა ყველა მცდელობა გადარჩენის, იცოდნენ მაგრამ მაინც

მოდიოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ გავიდოდა დრო და ამით ნათქვამი იყო ყველაფერი. მაგრამ

ის იჯდა მწოლიარესავით ფერწასული, ხმაგაკმენდილი და იცოდა, რომ შესაძლოა არ

ილაპარაკოს ამაზე, გაუძლოს, მოითმინოს, მაგრამ ყველა გამოვლილი გრძნობა, ყველა

ცრემლი ბეტონივით ესხმევა ძვლებში და არ მისცემს ნებას წელში გაიმართოს როდისმე.

გაყუჩდებიან წყლულები, მაგრამ ტკივილი, რომელიც მათმა გაჩენამ გამოიწვია ყოველთვის

დარჩება, როგორც გადატანილი ციებ-ცხელება და პირს გახსნის, როგორც კი მოგონების

მტკიცე კედელს შეეხება. კედელს, რომელიც შენდება ადამიანში და სიცოცხლეს ყოფს ორად.

ყოველთვის იქნება შენთან, ტანჯვა, რომელიც გქონდა განცდებში ოდესღაც და არ არსებობენ

დავიწყებული გრძნობები, მიტოვებული ფიქრებისგან განსხვავებით. სიკვდილი მხოლოდ

ერთი რამითაა კარგი - ბევრ რაღაცას შეიძლება მიხვდე. მიხვდე, რომ შეიძლება ვინმე შენი

სამყოფი სიკვდილითაც კი მოკვდეს, მაგრამ სიცოცხლით ყველამ თავის მაგივრად უნდა

იცოცხლოს. ეს გაცილებით რთულია, რადგან ცოცხლებს ბევრად მეტის მოთმენა უწევთ.

მოთმენა და ლოდინი, ორი ყველაზე მკაცრი სასჯელი ადამის მოდგმისთვის. ისიც იყო და

ითმენდა აუტანელ სიმშვიდეს, ხალხის სიმრავლეს და როცა საბოლოოდ წავიდნენ ეს

არსაიდან მოსული ჯგუფები რიგრიგობით, ფრთხილად შეეხო თითებით ცვილივით რბილ

ლოყებზე, საფეთქლებზე, თმებზე და მიხვდა, რომ როგორ ძალიანაც არ უნდა გიჭირდეს,

როგორ აუტანლადაც არ უნდა გსურდეს, მკვდრები არასოდეს ახელენ თვალებს.. აღარ

ბრუნდებიან და გიწევს მოითმინო ის, რისი მოთმენაც შეუძლებელია.

იხსენებდა, ლარი, რომ დაიბადა თოვდა. ციოდა და ქვას სტეხდნენ დეკემბრის ყინვები. აქა-

იქ ამოდიოდა ვერცხლისფერი კვამლი და ზანტად იწელებოდა. ყმუოდნენ ალისფერი

მგლები და გამალებით სუნთქავდა ზამთრის მჟავე ჰაერს ეზოში ჩამოსული მამამისი. სახლის

მეორე სართულზე ენთო მხოლოდ სინათლე. დაბნეული ქალები დარბოდნენ წინ და უკან,

სანამ მერიამი იწვა და ტიროდა. თეთრი იყო მარიამი და სახეზე იასამნისფერი ხაზები

გასჩენოდა თვალების ქვემოთ. ტუჩებს იჭამდა და თითებს იმტვრევდა ერთიმეორზე

ტკივილებისგან. იმის ქმარი კი იდგა და იცქირებოდა შორეთში. არასოდეს უცრემლია

აქამდე. გული გაებერებოდა ხოლმე, ეგ იყო და ეგ, გარდიგარდმო გაეწელებოდა, მთელს

მუცელში ამოუქაფდებოდა და ყელში, რომ მოაწვებოდა სუნთქვა უჭირდა, ცის სიმაღლე

კაცს. ღრმად ამოიოხრებდა, ხმაურიანად და თვალებში უგუბდებოდა სიცოცხლე,

ძლივსსატარები. მზერაგაშტერებულს უყვარდა ფიქრი. ერთ რომელიმე არაფრისმთქმელ

წერტილს მიაშვერდა სახეს და საათობით უყურებდა არაფერს, საათობით აზრობდა

ყველაფერზე და ზედმეტად პატარა ჩანდა ეს სამყარო იმის ფიქრებისთვის. ვერ ეტეოდნენ

ერთმანეთის გვერდიგვერდ და წყრებოდა კაცი. ახლაც რაღაცას უცქეროდა დაჩემებით.

სახლის შესასვლელთან, ბოლო კიბეზე იჯდა და გვერდზე გადაწეული თავით მოაჯირს

Page 7: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

ეყრდნობოდა, მომლოდინე. გამწყრალს არ ჰგავდა. და, საერთოდაც არც მოწყენილი იყო, არც

მხიარული, არც არაფერი, არანაირ გრძნობას არ ჰქონდა ხელი იმასთან და მოაგონდა, როგორ

შეიძლებოდა ასე გაქვავება ამ დროს, მაგრამ ადამიანები, ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში

არიან, მანამდე რომ არასოდეს ყოფილან და არ იციან რა უნდა იგრძნონ ასეთ შემთხვევებში.

კაცი იჯდა და ერთადერთი რაც იცოდა იყო ის, რომ გათენებამ დაიგვიანა, დღეს

განსაკუთრებით. თოვდა და ალბათ იმიტომ. შუკაში ხარები გამოჰყავდა სოფლის მწყემსს და

პალტოს ქუდს იჩაჩებდა შუბლზე. ცა ექცეოდა თავზე და ისე მიდიოდა მაინც, არხეინი. იმან

რა იცოდა რა ფერის ჰქონდა თვალები კაცს, როცა ვიღაც ბებერი გამოვიდა და უთხრა: - ლარი

უნდა დაარქვასო. იმან რა იცოდა, თავისთვის მიდიოდა და ბლანტ მიწაზე მიჰქონდა

თანაბარი ნაბიჯები.

და, არბოდა კიბეებზე ის, მერიამის ქმარი და ხელისგულებზე გრძნობდა გაუსაძლის

სიმხურვალეს, საფეთქლებში ეყინებოდა სისხლი და როცა პირველად დაინახა თავისი

შვილი, თეთრ ჩვრებში გახვეული და გაჩუმებული, ოდნავ მოძრავი ცხვირის ნესტოებით,

ჩაიმუხლა და ერთ წუთს ხმა არ ამოუღია. შეეშინდა არ შესტყობოდა ბზარები ნათქვამში და

დაამწუხრა თავისმა სისუსტემ.

როგორ ეშინოდა განცდების.

დიდი ბიჭი გაიზარდა ლარი, ჯანმრთელი და ბედნიერიც ხანდახან. ხანდახან მაშინ, როცა

შემოდგომა იდგა და შუბის ტარზე ასული მზე დნებოდა სიმინდის ყანებში. დაფრინავდნენ

ხოლმე ყვავები გარშემო და დასდევდა იმათ მთელი სოფელი და ჭამდნენ ესენი ხალხის

ნაშრომს, თუ არავინ მიუსწრებდათ ბედად. ლარი კიდევ მიდიოდა იმათგან შორს და ისე

უყურებდა, როგორ იპარავდა სანაპიროდან ქვებს ზღვა. ბიჭი მუჭით ისროდა კენჭებს და

არაფერი ეტყობოდა წყალს. ყვავები გამოსჭამდნენ ხოლმე თითო-ოროლა მარცვალს

გაზრდილ ტაროს და შორიდანვე შეამჩნევდი იმათ ნაკენკს. აღარ ვარგოდა სიმინდი. აღარ

ვარგოდა გლეხის შრომა. აღარ ვარგოდა ლარის თითები, სისხლი გასდიოდა ფრჩხილებიდან

და ენით ისველებდა დროდადრო. მლაშე გემო რჩებოდა პირში და ეზიზღებოდა სუნი,

შერჩენილი ცხვირის წვერზე. ქვიშაში ჩაყოფდა ხოლმე ხელებს და მაგრად შეკრავდა

მუშტებს. ხრეშიან მიწას ფხოჭნიდა და ებერებოდა ძარღვები კისერთან, ლურჯისფრად.

ახსოვდა, რომ წყალში ხლებებჩაყოფილს მოეწვებოდა სისხლგამდინარი ნუნები, მაგრამ

მაინც მირბოდა და ნაწილ-ნაწილ ალაგებდა თითებს ტალღებში. ახსოვს ლარის ყველაფერი

და იმის მოგონებებში იწელებიან წლები საუკუნეებად. და ფიქრობს რა იყო და იმაზეც კი

ფიქრობს რა შეიძლება ყოფილიყო და უფრო მეტად სწყდება შიგნეულში რაღაც. შორს, უცხო

ცაზე ყვავდებიან ვარსკვლავები და მაინც ერთი მთვარის ქვეშ ყოფნა ეთქმით ამასაც და

გადამთიელებსაც. ადამიანები იმაზე ახლოს არიან ერთმანეთთან ვიდრე წარმოუდგენიათ, ამ

პატარა სამყაროში. ზის ლარი და ტირის, და თვითონაც არ იცის რა ატირებს. ღვარღვარებს

და იმახსოვრებს წარსულს, რომელიც არ მოხდა, რომელიც არასდროს ყოფილა, მაგრამ იმის

ფიქრებში სულ არის. და, ვეღარ იგებს ლარი, რომელია სინამდვილე და რომელი ამის

გამოგონილი ამბავი. მამამისი სანამ დადის და ყვავებზე ნადირობს ყანაში. ვიდრე დედამისი

პურებს დაუკრავს კეცებზე და სველი ხელით ამოუღრუტნის შუაგულს და ცალ მკლავზე

ჩამოჩაჩულ სახელოს აიწევს ნიკაპით. ლარი დადის ხელებგადატყავებული და უხმოდ

სლუკუნებს. ზღვას გასცქერის და ზღვაც შემოჰყურებს ამას და, ჰგონია ლარის ერთად

Page 8: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

იგონებენ თავის მეზობელ ზოზიას, იმ აშარ ქალს და უბნის ჭორიკანას. შარშან მოკვდა,

გაზაფხულზე. ძირსგართხმული იები ჰყვაოდნენ და ახლად დათბილული იყო ჰაერი. ზოზია

ჰგავდა პირგამშრალს და ენა გადაყლაპულს. ფერწასული იყო იმისი შუბლი და თმაზე

ეტყობოდა ჭაღარები, შეუღებავი. არ უყურებდა ლარი ახლოდან და ხვდებოდა რამდენი

სიმართლე მიჰქონდა სოფლის მატყუარას, ამქვეყნიდან, თავისი სუსტი მხრებით და ორად

მოხრილი ზურგით და, დახვდებოდა ალბათ იქაც ვინმე თავისნაირი და მოუყვებოდა,

როგორ გამოაპარა ამათ ნამდვილის მსგავსი ზღაპრები. ამათ, ვისთვისაც სულ ერთი იყო

ტყუილიცა და მართალიც და იცინებდნენ მერე ხმამაღლა კაცთა ამოუხსნელ ბუნებაზე. და,

დარწმუნებით ეცოდინება მერე ზოზიას, რომ ადამიანები ყოველთვის ახერხებენ ღმერთის

გაკვირვებას და ღმერთი კიდევ ჯდება ცალკე და ლარისავით ტირის. ეშმაკები

კიდევ..ეშმაკები ალბათ ის ანგელოზები არიან, რომლებსაც ძალიან უნდოდათ ეპატიებინათ

ხალხისთვის, მაგრამ მიზეზი ვერ იპოვეს და გამართლება ვერ იპოვეს და ვეღარ გაუძლეს.

ზოზიასთვისაც უნდა მოებოდიშებინათ მეზობლებს, რომ უსმენდნენ, მაგრამ ისე დამარხეს

არავის უფიქრია სანთელი აენთო იმის გატეხილ სახელზე. მარტო ლარის ეწურებოდა ყელში

სული. ჯერ ზოზია გაქრა. მერე იმის ქმარი გაქრებოდა, მერე სხვა, მერე კიდევ სხვა და აღარ

რჩებიან ძველი ცხოვრების ადამიანები და იცვლება გარშემო სივრცეები უსასრულო. და

აგონდება ლარის, რომ ყოველთვის იარსებებენ ის ადამიანები, რომლებიც აღარ გვახსოვს და

რომლებსაც აღარ ვახსოვართ. მაშინ, ზღვა იყო ჩუმი. ახლაც ისე მიდიოდა სველი ფეხებით

ბიჭი და ვერ იგებდა იმისი სხეულის რომელ ნაწილში ლაპარაკობდა ფიქრის ხმა. ჩვენ

შიგნით ვიღაც სხვა მე ცხოვრობს და არადა არ ჩუმდება, ის ოხერი. არ ჩუმდება ვიდრე ლარი

უკანომუხედავად გარბის და სახრეს უქნევს დამშეულ ყვავებს, და იქიდან მამამისი უყვირის

აქედან მოუარეო. სახეში ედება ხის ტოტები და ფოთლები ეწებება თმებში. დაგლეჯილი

თითებით ძლივს იკავებს ჯოხს და ფიქრობს არ იფიქროს რაღაცაზე და მაინც იმაზე

აფიქრდება. იცის, ზღვასთან, სილაში, მზისკენ სახემიშვერილი დგას და გაშლილი თმა

ხელით უკავია კეფასთან ვიღაცას. წითლად წევს იმის ლოყებზე სიცხე და ოდნავ კრთებიან

დახუჭული წამწამები. გამწარებული იქნევს ხელხოჯხს და არასდროს, რომ ხმამაღლა არ

უთქვამს იმის სახელი, ერთხელაც არ დაუძახია, ჩურჩულითაც არ წამოსცდენია, გულში

იმეორებს განუწყვეტლივ. ენას იკვნეტავს და არ მიფრინავენ ეს ყვავეიბც ამის ჯინაზე. ის კი

დგას სველ სილაში წვრილი თითებით თმას ეზიდება კისრის ზემოთ. იმან რა იცის, რა ფერის

აქვს თვალები, როცა ყველაფერს აკეთებს ოღონდ თავის ხმა გააჩუმოს და ქვევრში

ჩაძახებულივით ექოდ არ უტრიალებდეს მუცელში ამის სახელი. იმან რა იცის, როგორ

იკაწრება ხოლმე ქვიშაში კანი და მუქი შინდისფერი ხდება სისხლი ხელისგულებთან. იმან

რა იცის, რატომ ვერ ამბობდა ლარი მის სახელს. დააბრალებდნენ ჭინკები, მორცხვიაო, ან

რაში აინეტერსებს ვის რა ჰქვიაო, ან სად სცალია ყანაშია სამუაშოზე გასული და სულ არ

სცხელა სამაგისოდო. არადა რა მარტივია ყველაფერი. ვერ ამბობდა, უყვარდა და იმიტომ...

ლარი იყო ყოველთვის ჩუმი, როგორც ნაწყენი დედამისი და არ ეთქმოდა არაფერი. მაინც

ვერ გაუგებდნენ, ისინი ვინც პირდაპირ თვალებში უყურდებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა

სიტყვები ჩალბებოდნენ ხოლმე იმის გამოხედვაში. სხვებმა რა იცოდნენ.. სხვებმა რა

იცოდნენ, რომ სავსე მთვარე ჩავარდებოდა ამის გაფართოებულ მზერაში, როცა პირველად

ისე შემოხედა უცხო თანავარსკვლავედებს, როგორც არასდროს.

Page 9: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

**

ცხრა კუნძულზე იყო გაშენებული ცის ქალაქი - სიმიტი. ღმერთების გაჩენამდე, მთვარის

კალენდრით სამი ათასწლეულით ადრე, მოვიდა დამშრალი ზღვის გადმოღმა ქვეყნების

მბრძანებელი მატიას მე-2 და რამდენიმე ათიათასეული მებრძლით წააართვა სამყოფელი

აქაურებს. ორი კვირის მანძილზე ტრიალებდა სოფლების თავზე მსუყე კვამლის ღრუბელი.

ცას სწვდებოდნენ სიგრძით ცეცხლის ენები. ნახშირად ქცეული ძვლებისა და შესქელებული

სისხლის სუნი იდგა იმის მერეც, დიდხანს და მყარად. იქამდე, ადგილობრივ

მაცხოვრებლებს, რომლებიც თესავდნენ ხოლმე გაზაფხულის პირზე სიმინდის და კრეფდნენ

შემოდგომის წაბლს ხის ხელითდაწნულ მოზრდილ კალათებში, ჰქონდათ წითელმუცლიანი

კალმახების ორი მდინარე და ზრდიდნენ შვილებს საუკეთესო მეთევზეებად მამები, იმათ

კამკამა წყლებში. სიმიტის მოხუცები იყვნენ ბრძენნი და იცოდნენ ყველა გზა დაჭრილი

მეომრის გადასარჩენად, ყველა წამალი უცნაური ციებ-ცხელებებისთვის, ყველა შელოცვა

ბოროტი სულით შეპყრობილთათვის, მაგრამ არაფერი უწყოდნენ გონებადახშულთა

სამკურნალო. უბრალოდ, კრავდნენ ოთხკედლიან გალიებს და არ უტოვებდნენ არცერთ

ნაპრალს ჰაერისათვის, არცერთ მხარეს კარისთვის, აჭედებდნენ მუხის ხის წვეტიანი

ლურსმნებით და დგამდნენ უადგილოთა გამოქვაბულის ყველაზე ბნელ კუთხეებში და

ტოვებდნენ სამუდამოდ. არავინ იცოდა რა ემართებოდათ იქ მყოფებს. ბოლო ბელადი

ფიქრობდა, რომ რაღაც ჯადოქრობით ისინი მარადიულად ცოცხლობდნენ და იღებდნენ

თავიანთი ყუთის ფორმას. ხოლო როცა დაიწყებოდა ღვთაებათა წყრომით გამოწვეული

სიბნელეები დედამიწაზე, გახსნილიყვნენ, როგორც იხსნება მიწაზე დავარდნილი მწიფე

ნაყოფი და მოეფანტათ, ირგვლივ, ყველანაირი სახის უბედურება. ხალხს ეშინოდა

გონებადახშულების, გინდაც გამომწყვდეული ყოფილიყვნენ, რადგან მათ იცოდნენ, რომ

ფიქრებს ვერ გამოკეტავ ვერსად და იკრებეს არაერთხელ ბელადის მალულად, ასკილის

ტყეში და გადაწყვიტეს ამოექოლათ უადგილოთა გამოქვაბული. თუმცა, არავინ

გაითვალისწინა ის, რომ თუ გამოსასვლელს ამოავსებ, შესასვლელიც დახშული დარჩება.

შუაღამით, მეოთხე შებინდების დრაკონის თანავარსკვლავედის გამოჩენისას, ფეხაკრეფით

გაიკრიფნენ თავიანთი, ტყავის დაუმუშავებელი, ბუნაგებიდან და დაიწყეს თაბაშირის

კლდის მტვრევა ცარიელი ხელებით. ამსხვრევდნენ ნაწილ-ნაწილ და აგროვებდნენ

მდინარის სათავეებთან. უსწორმასწორო ზედაპირიანი ქვების მთა შენდებოდა თანდათან და

აღარ ჩანდნენ იმის ფონზე, ჭიანჭველებივით მოსიარულე ადამიანები.

გონებადახშულები იყვნენ ისინი, ვინც ზღაპრებს იგონებდნენ. აკრძალული იყო ცის ქალაქში

სიცრუე. აქაურები იზრდებოდნენ ყოველგვარი გამოგონილი ამბების გარეშე. იცოდნენ

მხოლოდ ის, რომ ეკუთვნოდნენ თავიანთი სამეფოს ცხრა კუნძულს და ვერავინ იუფლებდა

ხელს მათზე, გარდა ცის ნიშნიანი ხელმწიფისა. ბავშვობიდან სწავლობდნენ ბრძოლას,

გამხმარი ხეების ტოტებისგან გამოჭრილი ბლაგვი დანებით. დაჰყვებოდნენ ასაკით

უფროსებს სანადიროდ და თევზაობდნენ შიშველი ხელებით. აღმართზე ამავალი

წყლებიდან ამოჰყავდათ პრიალა კალმახები და ფრჩხილებით აცლიდნენ შიგნეულს, იქვე.

Page 10: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

მოყავისფრო, ცივი სისხლით ესვრებოდათ სახე და იცინოდნენ ბებრები იმათი

შეძრწუნებული გამოხედვის შემჩნევისას. მეორე სავსე მთვარეობამდე ეჩვეოდნენ მომავალი

ცის ქალაქელები კალმახების ტანის სიბლანტეს და აღარ უჭირდათ უქალამნო ფეხის

მოკიდება ხავსიან ქვებზე. ჭორებად დადიოდა დედამიწაზე, რომ აქაური ბავშვები არ

ჰგავდნენ სხვა ქვეყნის შვილებს. ამბობდნენ, რომ მათ არასდროს ჰქონიათ - წარმოსახვის

უნარი და არცერთ მათგანს უნახავს სიზმრები, როდისმე. ამის შესახებ არაფერი იცოდნენ ცის

ქალაქელებმა. ისინი, არასდროს წარმოიდგენდნენ ხოლმე რას ფიქრობდა მათზე დანარჩენი

სამყარო და ალბათ ამიტომ, არც ის მოსვლიათ თავში აზრად როდისმე, შესაძლოა სხვებმა

იფიქრონ ჩვენზეო. ერთი რამ ცხადია, ბავშვები, აქ სხვანაირად იბადებოდნენ, ცის ნიშნით

ხერხემალზე.

- მე გადაგასწრებ, - შემოხედა გამომცდელი მზერით გოგომ და მოხერხებულად გადახტა

ერთი ნაპირიდან მეორეზე, მერე ჩაყვინთა სარკესავით პრიალა ტბებში და ზედაპირზე

ამოუსვლელად აღმოჩნდა ცეცხლოვანი მყინვარების პირდაპირ. ბიჭი მისდევდა უკან

მორჩილად, იმეორებდა იმის მოქმედებებს და ცოტა ხანში ისიც მწვერვალების ქვეშ იდგა

სველი და შემცივნული.

- მკლავზე ლაქა გაქვს, - შენიშნა თეოდოსმა.

- არ მაქვს, - უდარდელი ტონით უპასუხა გოგომ და თითებით დაფარა ის ადგილი, სადაც

ორ ხაზად ეტყობოდა ღრმა ჭრილობის კვალი, ჯერ მთლად ახალი და სისხლშეუმშრალი.

- ტყუილია!

- სიმართლეა, შეგიძლია მორმონს ჰკითხო, ისიც გეტყვის, რომ არ მაქვს.

თეოდოსმა თავი დახარა.

- იმიტომ, რომ ცის ნიშანი არ დაგყვა?

- ნიშანი მაქვს, - საღამოს მზესავით გაუწითლდა სახე გოგოს.

- არ გაქვს.

- მაქვს.

- არ გაქვს, თუ გინდა მორმონს ვკითხოთ, - ცალყბად გაიცინა თეოდოსმა, მაგრამ ვერც

მიხვდა ისე მძიმედ ჰკრეს ხელი და ერთ წუთში ტბის ნაპირზე, ლაფში ჩაეფლო მთელი

სხეული. როდესაც წამოდგომა მოახერხა აღარავინ იყო იმ ცის ქვეშ მისი და წყალში

გაჩენილი, მოძრავი რგოლების გარდა.

თეოდოსი ცის ქალაქელთა კარიბჭის მცველის კანონიერი შვილი იყო. ყველაზე უშიშარი და

ჭკვიანი, როგორც დედამისი იტყოდა. მამამისი არაფერს ამბობდა, არასდროს. იდგა, ფართოდ

თვალებგახელილი, კარიბჭის კოშკში და იყურებოდა ყველა მხარეს, საითაც მზერა

მიუწვდებობდა. მან იცოდა, რომ გაღმა სამყაროში არსებობდნენ მიწისა და ზღვის ქალქები,

მაგრამ არასდროს ენახა ისინი და ალბათ არც ნახავდა, რადგან კარიბჭე იყო მისი ერთადერთი

სახლი და კუპრივით შავი გალავნის იქით არაფერი ესაქმებოდა. იქით არავინ იცოდა მისი

არსებობის შესახებ, იქით არაფერს წარმოადგენდა და შესაძლოა ამიტომ ფიქრიც არ გასჩენია

უცხო სანახების საინტერესოობის შესახებ. დიდი იყო და ტლანქი. მსხვილი კისერი და მაჯები

ჰქონდა, მაგრამ ჯერ არავის ენახა მისი მოქნეული მუშტი და ქარქაშიდან ამოღებული ხანჯლის

მბზინავი პირი, თეოდოსის ოჯახს გაუმართლა და იმიტომ. ისინი ცხოვრობდნენ ღვთაებების

Page 11: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

მშვიდობის პერიოდში, თუმცა გამუდმებით სჭედდნენ ტახისთავიან ხანჯლებს საკვირველად

ხანგრძლივი მშვიდობიანობისთვის.

თეოდოსის წინაპრებიც მცველები იყვნენ. მათ საგვარეულოში შვიდი თაობა ახსოვთ და შვიდივე

სახლეულის თავი ცის ქალაქში გადახდილი ბრძოლების დროს დაიღუპა, როგორც იცოდნენ.

შვიდივეს მუქი ნიშანი ჰქონდა ხერხემალთან, როგორც ყველა აქაურს და უტყუარი

წარმომავლობისა და სიმამაცის დიადემით შემკულ სასახლეში, იზრდებოდნენ ქალაქის

მცველთა ღონიერი თაობები. თეოდოსის დედას სჯეროდა, რომ წინაპართა სულების

პატრონობა იყო ადამიანთა მთავარი მოვალეობა და ყოველ მესამე სამშაბათს ანთებდა

ჩაუქრობელ კანდელებს მიცვალებულთა დარბაზებში. დარბაზები იყო ფართო და

ჩამობნელებული, ძალიან სქელი, პრიალა ბეწვის ტილოებით, რომლებიც თავად ოჯახის

მიცვალებულთა შუბებს ეკუთვნოდათ. იატაკზე ეწყო ქვის მასიური ლოდები და ჰქონდათ

მოსწორებული ზედაპირი. შუაგულში ეფინა მეწამულისფერი ხალიჩები, მტვერგამჯდარი და

თავისებურსუნიანი. მათზე გადავლისას, თითქოს იღვიძებდნენ მიძინებული აჩრდილები და

იწყებდნენ ბორიალს გარდიგარდმო. ედებოდნენ მბზინავ, ვერცხლში მოხარშულ ჯაჭვებზე

დამაგრებულ ჭაღებს, იღვენთებოდნენ უმცირეს ნაპრალებიშიც კი და თავიანთი უფორმო

ტანებით ავსებდნენ ყველაზე შეუღწეველ კუნჭულებსაც. დარბაზის მცველები დგებოდნენ

მწკრივში და იცქირებოდნენ ალუმინის, გასაწმენდი მუზარადების ქვემოდან, შემცბრები და

სუნთქვაშეკრულნი. თეოდოსი იცვამდა საზეიმო აბჯარს და მიჰყვებოდა დედამისს გვერდით,

რომლიც რაღაც დაუწერელ ენაზე კითხულობდა საგალობლებს. თეოდოსს არაფერი ესმოდა და

ეს მეტად აშინებდა. სწორედ ამიტომ არიგებდნენ ხოლმე ალბათ, მოხუცი მეციხოვნეები:

- თეოდოს, არასდროს უთხრა ადამიანს რა მოელის, თუ შენს ნებას გადავა. მიეცი უფლება

თავად მოიფიქროს, რადგან ჯერ არცერთ კაცთაგანს არ გაუცია ისეთი მუქარა, საკუთარ

წამოდგენაზე საშიში, რომ ყოფილიყოს.

თეოდოსი მაშინ ბავშვი იყო და დიდად ვერაფერი ესმოდა. არც სანადიროდ დაჰყავდათ და არც

ნამდვილი ხმლის სიმძიმე ჰქონდა გამოცდილი ხელებში, თუმცა, მას შემდეგ მრავალი მესამე

სამშაბათი გავიდა და მის თვალებშიც გაჩნდნენ გამოცდილი გამოხედვები. აღარ დგებოდა

შედარებით ნათელ კუთხეებთან მიცვალებულთა დარბაზებში. დედამისი კი ყოველთვის

გრძნობდა სუსტი ბეჭებით, რომ თავისი შვილი შესაძლოა არ ჩანდა ჩაბურულ წინაპართა

პალატებში, მაგრამ იყო რომელიღაც აჩრდილის მიღმა მიმალული და მზერაზე ცეცხლი

ეკიდებოდა.

**

პირველად, რომ დაინახა ცოტახანს შეჩერდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს გაჩერება დაბნევას

ნიშნავდა და ზედმეტად ჩქარი ნაბიჯიც კი გამოუვიდა ალბათ, რომ გადაეფარა წამიერი

მოულოდნელობა. ის დინჯი სიარულით მოდიოდა, თუმცა შეეტყო, რომ ჩაფიქრდა და მერე

უბრალოდ გაეღიმა საკუთარ თავზე. შეხვედრა იყო უჩვეულო და გაუგონარი. თითქოს ჰაერში

Page 12: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

იშვიათი მარგალიტები გაიპნა და სუნი დადგა ვარდსფერი იასამნების. ასეთ შეხვედრებზე არ

წერენ მწერლები. ასეთი შემთხვევები საიდუმლოა და ჯობია მკითხველმაც არ წაიკითხოს,

რადგან მსგავს ამბებს ყოველთვის აკლდებათ რაღაც. საერთოდაც, ამგვარი შეხვედრების

უმეტესობა მოგონებაა და მეტი არაფერი, რადგან მაშინვე ვერაფერს გრძნობ, მხოლოდ მერეღა

გაგონდება რაღაც ძალიან სრულყოფილი, მაგრამ ზედმეტად ბუნდოვანი იმისთვის, რომ

თავიდან გამოგონებამ არ მოგიწიოს, ფრაგმენტების მაინც. ესმა მაშინ მიხვდა, რომ ადამიანთა

შორის ორი სახის დაბნეულობა არსებობს, როცა ვერ საუბრობ ვერაფერზე და პირიქით, როცა

ვერ ჩუმდები. ეს არცერთი არ იყო. და, თუ ვინმე იტყვის, რომ დედამიწის ზედაპირზე არაფერი

ხდება შემთხვევით, მას შეუძლია მოყვეს ყველაზე გაუგონარი შემთხვევითობის თავისებური

ვერსია. ან არც მოყვეს, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება სჯეროდეს ისე, როგორც უნდა.

კიბეები იყო დაუმთავრებელი და უმოაჯირო. ხალხი დადიოდა თავის ჭკუაზე და იცინოდნენ

კიდეც, მაშინ როცა სამყაროში გარდამავალი წვიმები დაიწყო. წვიმა იყო თბილი, მაგრამ მაინც

უსიამოვნო, როგორც ორ ადამიანს შორის ჩამდგარი გაუგებრობა, როგორც მოყინულ თითებზე

ცხელი წყლის გადასხმა. სრულყოფილი შეხვედრების ყველაზე დიდი ნაკლი კი, აქაც ის იყო,

რომ ის არასდროს მთავრდება არც კარგად და არც ცუდად. ასეთი შეხვედრები არასდროს

სრულდება. და, სანამ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ვერცერთი ხვდებოდა, რომ არ იყო

შესაფერისი დრო, ან შესაფერისი ადგილი, ან შესაფერისი არ იყო სულაც რომელიმე მათგანი.

ყველა ღმერთის ისტორიაში არსებობს ერთი ისეთი ბედისწერა მაინც, რომელიც არ შედგა.

და, ამ წიგნის გარშემო მყოფ ყველა ადამიანში არსებობს წარმოდგენა, რომ ეს ისტორია მას

ეკუთვნის. სინამდვილეში კი ყველაფერი სულ სხვანაირადაა: ადამიანების მთავარი ტრაგედია

არის ის, რომ არასდროს ფიქრობენ იმაზე, რისი დაჯერებაც არ სურთ!.

ესმა დიდხანს ფიქრობდა საერთოდ საჭირო იყო თუ არა ახალი ადამიანების გაცნობა. ხალხის

უმეტესობა მაინც ერთანირია და ზუსტად ერთნაირი რეაქციით პასუხობენ ხოლმე ასეთ

დასკვნებსაც. ესმას უკვე ყავდა თავისი ადამიანები, რომლებიც უყვარდა და რომლებსაც

უყვარდათ და ეს საკმარისი იყო. თუმცა ამბობდნენ ხოლმე, ხანგრძლივი სიცოცხლის

პატრონები, რომ სიყვარული არასდროსაა საკმარისი, მაგრამ გრძნობების რაოდნობა არც ისე

მარტივი გასაზომი ჩანდა. გარდა ამისა, ესმა ფიქრობდა, რომ ახალი აღმოჩენებისთვის

ზედმეტად პატარაა სამყარო და ზაფხულის ღამეებივით მოკლე დრო - ახალგაზრდობის. თანაც

ესმა დაღლილი იყო. ყოველდღიურობით დაღლილი, მაგრამ ცხოვრება იმაზე გაცილებით

მოულოდნელია ვიდრე გაზაფხულზე მოსული თოვლი და ესმაც არ იყო გამონაკლისი. ისიც

აღმოჩნდა იმათ რიგებში, ვისაც აზრადაც არ მოსდით თავიანთი არსებობის არევა და ჩვეული

გზიდან გადახვევა, მაგრამ ბედისმწრლებს უყვართ ხუმრობა ადამიანებით და ირონიის ანკესებს

ისვრიან ბრმად როცა ელევათ სამხიარულო. ესმა იყო ერთერთი, ვის თეთრ კანსაც ჩაეჭიდა

იმათი კაუჭი.

შემოდგომის ამინდები იწყებოდა ქალაქში. ნელნელა ცივი ქარიშხლები იბადებოდნენ

აღმოსავლეთის ჰორიზონტებიდან. ქვაფენილზე ცვიოდა ფოთლები, ხმელი და ფერგამკრთალი.

ფანჯრებში უფრო ადრე ინთებოდნენ სინათლეები, კედლებს ეპარებოდათ სიცივე. ეზოები

ცარიელდებოდა მალე და მეეზოვეები გვიდნენ მეცხრამეტე სექტემბერს. ქუჩაში დადიოდნენ

თბილად ჩაცმული ქალაქელები, ხელში ეჭირათ სიგარეტი, ეწეოდნენ მშვიდად და კვმალს

Page 13: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

ატანდნენ მძიმე ამოსუნთქვებს. მონაცვლეობით ნათდებოდნენ შუქნიშნები, ზოგი არც

ელოდებოდა ისე გადარბოდა გზაზე, ძირითადად ისინი, ვისაც არსად ეჩქარებოდა. სველი ხეები

ჩანდნენ უფრო მუქი, ცარიელი და მარტო ამხელა დედამიწაზე. შემოდგომა არის სეზონების

სიბერე. სიბერე, რომელიც დროზე ადრე დადგა და ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. ადამიანებს

აქვთ ზუსტად ერთი და იგივე გრძნობა შემოდგომის დილებში გაღვიძებისას, მაგრამ

უმეტესობამ ეს არ იცის. ისინი იღვიძინებ ჩვეულებრივ, თვალების გახელით და იმდენად

აგვიანდებათ ყველგან, რომ ვეღარ ასწრებენ ფიქრს. იმ დროსაც ასე იყო სწორედ. ჩაი

ცივდებოდა, მანამ დალევდნენ. ცა მწვანდებობდა შეღამებისას. შუადღით სუნი იყო ნესტის,

მაგრამ ადამიანება არ იცოდნენ, რადგან ავიწყდებობდათ მარტივი ჭეშმარიტება, არასებული

მოვლენების ძებნისას.

დილის რვა საათიც არ იქნებოდა, როცა ესმას გაეღვიძა, თავისით. მაღვიძარას არ დაურეკია, არც

ნაგვის სტაფილოსფერი რიკინის მანქანები ხმაურობდნენ სადმე, შორიახლოს. საბანი

ჩათბილული იყო და იფიქრა თუ ახლა ხელს გამოვყოფ შეიძლება დაიორთქლოს, როგორც მინა

გამთბარ ოთახსა და ცივ ჰაერს შორისო. შესანიშნავი იქნებოდა მთელი დღის გატარება ძილში, ან

თუნდაც მთელი წლისა, შესაძლებელი, რომ ყოფილიყო. მაგრამ ესმამ იცოდა, რომ ის რაც

შესაძლებელია დიდად აღარ იზიდავთ ხოლმე ადამიანებს და ამიტომ წამოდგომა დააპირა.

თენდებოდა ჩაწყნარებული კორპუსების თავზე. აივნებზე ნახევრადგამშრალი სარეცხი ეკიდა.

მიმდევრობით ინთებოდა შუქები, იღვიძებდნენ ქალაქში. ქალაქში , რომელშიც არაფერი

ესაქმებოდა ესმას. ადგა და ჩაიცვა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში. სკამებზე თბილი

ტანსაცმელი ელაგა, კარადის კარი არ იხურებოდა ბოლომდე, წიგნების ნაწილი იატაკზე ეწყო,

ნაწილი - თაროებზე, სუფთად და მიმდევრობით. ოთახში მოტკბო სუნი იდგა, თმის კრემებისა

თუ სახის საპნების. კედლებზე შავი ფლომასტრით ეწერა რომელიღაც ფილოსოფოსის ფრაზა და

გაუნათებელ სივრცეში ისე ჩანდა, როგორც ხოჭოების ჯგუფი, შემთხვევით აცოცებული. ესმა

ფეხშველი დადიოდა წინ და უკან და მაინც არაფერს აკეთებდა. მიდიოდა ფანჯარასთან, მერე

კარის სახელურთან, წიგნებთან, ჩანთასთან და როცა დაიღალა უაზრო წასვლა-მოსვლით

ლოგინის კუთხეზე ჩამოჯდა და დაისვენა. რომელიღაც ძველი ლექსის სიტყვებს იმეორებდა

ჩუმად:

- გამარჯობა, ჩემი სიმშვიდის შეუმდგარო დღეებო და ჩემი სიზმრებისგან შეწუხებულო

ღამეებო. მე ვარ ჩუმად იმ ქაოსში, რომლისაც მეშინია და მაინც არ ვეძებ სიმყუდროვეს,

რადგან ის არ არსებობს ადამიანთა შორის. განთიადები ჰგვანან გაშლილ მკლავებს,

რომელშიც ცვივიან ქვეყნები და ირწევიან საღამომდე, როგორც ზღვაზე მეთევზეთა

ნავები.

ესმას გაეცინა. საკუთარ თავთან ლაპარაკი სიგიჟის ნიშანი არაა, ჩაიჩურჩულა და გადაწყვიტა,

რადგან დღეს ასე მეზარება გარეთ გასვლა, ავდგები და ჯიბრზე გავალ ახლავეო.

კორპუსის ლიფტი ჩვეულებრივად ჭრიალებდა. ხალხი ქურთუკში ცხვირჩაყოფილი გამოდიოდა

სახლებიდან, იხურებოდა იმათი ბინის კარი და არავინ იცოდა რა რჩებოდა იმათ მიღმა. ყველას

თავისი წილი სიმძიმე დაჰქონდა აზრებით, თავისი გასაჭირი თუ სიხაარული ეკიდა კისერზე და

მაინც არავინ იმჩნევდა საწუხარს, არავინ საუბრობდა იმაზე, რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანი

იყო. ხალხის სიტყვები ივსებოდა ერთფეროვნებით და ათასნაირი ამბით, იმის გარდა, რაც

Page 14: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

მართლა ნიშნავდა რაღაცას. ესმა მიდიოდა მარტო და თითქმის არ უგდებდა ყურს არანაირ

ხმაურს გარშემო. არაფერს განიცდიდა იმ წუთას, მაგრამ მაინც ყველა ნერვის არსებობას

გრძნობდა და უკვირდა, რომ მიდიოდა ასეთი, ერთიშეხედვით უემოციო. ვეღარ იხსენებდა სად

იყო შარშან ამ დროს, ან ვინ იყო, ან საერთოდ იყო თუ არა. ბევრჯერ უფიქრია, რომ მთელი

ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაა, ანდა პირიქით, მცდელობა - დარჩე იმად რაც ხარ. საკუთარი

თავი უნდა შეისწავლოს, ადამიანის პირველი მოვალეობაა ესაა, რადგან თუ შენივე თავს არ

იცნობ, ვერასდროს გაიგებ როგორები არიან სხვები. ესმა ცდილობდა. ცდილობდა დაესვა

თავისი გონება მოპირდაპირე სკამზე და ელაპარაკა მასთან, როგორც ყველაზე უცხო

ადამიანთან, რომლის შეცნობაც ყველაზე მეტად უნდოდა. თუმცა ხშირად ემალებოდა

ნამდვილი ხასიათი, ნამდვილი გრძნობები და ფიქრები და უჭირდა გარკვევა რეალობისა და

გამოგონილის. ესმა ადამიანი იყო და უჭირდა. იცოდა, რომ არსებობდა სისუსტეები, რომლებიც

ვალდებული იყო დაეძლია, მაგრამ თანდათან უფრო რთული ხდებოდა ყოველი ახალი

გამოწვევა და საშინელ დაღლილობას გრძნობდა ხოლმე დღის ბოლოს, ცხოვრებასთან და

საკუთარ აზრებთან ნაომარი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუყვებოდა სანაპიროს, როდესაც

ვიღაცის მოულოდნელმა ხმამ გამოაფხიზლა და როცა გვერდით მდგომს შეხედა, შეკრთა, ისეთი

ნაცნობი სახე ჰქონდა სრულიად უცხო ადამიანს.

**

სამუშაო იწელებოდა დიდხანს და უსაშველოდ. მანქანები ხმაურობდნენ, მუშები დარბოდნენ

წინ და უკან და ეზიდებოდნენ ტვირთს ჯერ სატვირთოებით, შემდეგ მხრებით. მტვრის სქელი

კვამლები იწელებოდნენ სართულიდან სართულამდე და ვიდრე ახალი კორპუსი

წამოიმართებოდა შემაღლებულ ადგილას და ერთი საქმე მორჩებოდა, უკვე მეორეს იწყებდნენ

ხელმძღვანელები. სახლები იყო ახალთახალი და სიფრიფანა შეხედულება ჰქონდა ყოველ

მეორეს. შუშის კედლები და მოპრიალებული ზედაპირები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ,

თითქოს წყლით სავსე, ოთხკუთხედი ბოთლები იდგა თავახდილი. ანდრია მუშაობდა მზის

ამოსვლიდან, მზის ჩასვლამდე. თავზე იხურავდა ყვითელ ჩაჩქანს და დადიოდა მუშებს შორის,

რომლებიც ხან ბეტონს ასხამდნენ, ხან კოლონები ამოჰყავდათ და იძლეოდა მითითებებს,

დაყვავებითა და მაინც ოდნავ მბრძანებლური კილოთი. მალ-მალე უყურებდა საკუთარ

ნახაზებს, მერე უკვე აშენებულ ნაწილებს, ასაშენებელ ან დასასრულებელ ფრაგმენტებს და როცა

რაღაც ისე არ იყო, როგორც წარმოედგინა მზერა ეცვლებოდა მაშინვე, ისე შესამჩნევდ, რომ

ყველა, ვინც იცნობდა ხვდებოდა რას ფიქრობდა ახალგაზრდა არქიტექტორი. ანდრიას

ყველაფერი გამოხედვაზე ეტყობოდა. ყავისფერი თვალები უმუქდბოდა ხოლმე სიბრაზისგან

ხანდახან და ყველაზე ხშირად გაოცებით ფართოვდებოდნენ იმისი მუქი ხაზები. ბევრი რამ

ჰქონდა ნანახი ანდრიას, ბევრი გადახდენილი, ბევრიც მოსმენილი და საკვირველი იყო მაინც

როგორ უვიწროვდებოდა ხოლმე მზერა რაიმე ახლის მოლოდინით. მაღალი იყო და

მხრებგანიერი ანდრია. იშვიათად იცინოდა და საუბრობდა ნელა, აუჩქარებლად, ოდნავ

მორიდებითა და თავდაჯერებითაც კი. გვერდულად იღიმოდა ხოლმე დრო და დრო და ეგონათ,

Page 15: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

რომ მისი სერიოზულობა სულაც არ იყო მოჩვენებითი, მათ ვინც ბოლომდე არ იცნობდნენ.

თუმცა, არც ანდრია იცნობდა თავის თავს ისე, როგორც საჭირო იყო და ალბათ იმიტომ, რომ

არასდროს აღიარებდა ამას.

იმ საღამოს, სახლში, რომ მივიდა ბნელოდა, როგორც ყოველთვის. შემოდგომის ბინდი იწვა

დივანზე და ფარდები ჯერ კიდევ გაწეული, რომ იყო სვეტად ატარებდნენ გარედან შემომამავალ

შუქს. ანდრიამ ქურთუკი გაიხადა და საკიდთან დადო, კარი ჩაკეტა, ვიდრე ფარდები არ გააფარა

სინათლე არ აუნთია და შემთხვევით წამოედო ფეხი ჟურნალების ძველი მაგიდის კუთხეზე.

ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა ჩართულ ტელევიზორთან, რომელსაც ბოლომდე ჰქონდა

ჩაწეული ხმა და არც არაფერს აჩვენებდა მგონი. მერე ადგა, ტანსაცმელი გაიხადა და სარკეში

დიდხანს უყურებდა თავის თავს. ანდრია დაღლილი იყო, მაგრამ მაინც ნათელი შუბლი და

ჩვეული, ოდნავ დაბნეული გამოხედვა ჰქონდა, რომლის კონტროლსაც ასე ძალიან ცდილობდა,

მაგრამ არასდროს გამოსდიოდა. იდგა სარკესთან და ფიქრობდა არ იყო საკმარისად კარგი

შესახედი, საკმარისად ძლიერი ან საკმარისად ჭკვიანი, მაგრამ თითქოს თავადვე უარყოფდა ამ

აზრებს და უსმენდა ისე, როგორც გარედან შემოძახებულ ამბავს, რომლის დაჯერებაც არ უნდა.

შემოსასვლელში ტელეფონმა დარეკა:

- გამარჯობა ანდრია, - ისმოდა, რომელიღაც ნაცნობი ქალის ხმა, მაგრამ ანდრიამ არ იცოდა

ზუსტად რომელის.

- საღამომშვიდობის, - გაწელილად ნათქვამი გამოუვიდა, ვიდრე ფიქრობდა რა უნდა

ეთქვა შემდეგ, მაგრამ როგორ წესი თავად ამბობენ ხოლმე ყველაფერს ასეთი ზარის

პატრონები.

- შენი რჩევა მჭირდებოდა, თუ მოიცლიდი, - ქალი ცოტა ხანს გაჩერდა, პასუხს დაელოდა,

მაგრამ როცა მიხვდა სათქმელს აგვაინებდა თავადვე დაამატა, - კარგი, ალბათ ჩემთვის

დრო არ გაქვსო და გათიშა.

ანდრიას თავისუფალი დრო ყოველთვის სხვადასხვა ადამიანებთან გაჰყავდა. მათთან, ვისთანაც

თვლიდა, რომ ყველაზე გონიერი იყო, ყველაზე მოხერხებული, ყველაზე ჭკვიანი და ზოგადად,

სასურველი ყოველ მხრივ, უკონკურენტო ყველანაირად. მოსწონდა ისეთ საზოგადოებებში

ყოფნა, სადაც მის ამბიციებსა და სიამაყეს ჩრდილი არსაიდან მიადგებოდა. ქალის ხმის

გაგონების შემდეგ დაფიქრდა დაერეკა თუ არა მისთვის და ეთქვა, რომ მზად იყო მოესმინა და

დახმარებოდა, მაგრამ გადაიფიქრა. იცოდა, რომ ქალს შეიძლება სწყენოდა, მაგრამ ვერ

გაუბრაზდებოდა და როცა თავად მოუნდებოდა ისევ ისე მიიღებდა, როგორც აქამდე. ძალიან

დაამწუხრა ადამიანთა მარტოობაზე დაფიქრებამ. თავადაც მარტო იყო და ეს წამიერი

გართობები აღარც მოსწონდა ხანგრძლივად. ანდრია იმ კაცთა რიცხვს მიეკუთვნებოდა,

რომელთაც თითქოს ყველაფერი აქვთ, სახლი, სამსახური, სახელი და დამსახურება, პატიოსანი

წარსული, მაგრამ აკლიათ ყველაზე მთავარი, ერთგულება, რომელსაც არც თვითონ იჩენენ

ვინმეს მიმართ და არც სხვები იწუხებენ თავს მათი ერთგულებისთვის. შუაღამე ახლოვდებოდა,

როცა გულაღმა იწვა და ფიქრობდა, რომ მთავარია არსებობდეს ვინმე ისეთი, ვინც არასდროს

წავა მისგან და არ გათიშავს მობილურს მაშინ, როცა ყველაზე მეტად დასჭირდება. ანდრია იყო

გაჩუმებული და ყავისფერთვალებ გახელილი და არ უტყდებოდა თავის თავს, რომ ეშინოდა.

Page 16: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

ეშინოდა მარტოობის, როგორც ბავშვს, რომელმაც დედა ვეღარ დაინახა ხალხმრავალ ქუჩებში და

ახლა მზად იყო პირველივე შემხვედრი მიემსგავსებინა მისთვის.

**

აქაფებულ ტალღებში დადიოდა ლარი და თან სათითაოდ ყრიდა კენჭებს, რომლითაც ჯიბეები

თითქმის სავსე ჰქონდა. ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლის იყო, მაგრამ უფრო დიდი ეგონებოდა

ადამიანს. სევდიანი გამოხედვა ჰქონდა და ძალიან სწორი კბილები. ლარი მშვენიერი ბიჭი იყო,

მაგრამ არ იცოდა. წყალში დგომა სიამოვნებდა. თითებში გრძნობდა სველ ლამს და ნაპირს

მიჰყვებოდა ფიქრებში გართული. ამბავს ამბავი მოჰყვებოდა იმის თავში, სიტყვას სიტყვა და

გაუგონარ პოემებს თხზავდა ზეპირად შემოდგომის დაისებში. სანაპიროს კიბეებთან მოხუცი

ჯონი იჯდა. ბებერი კაცი იყო, ყვითელი, ჩაცვივნული ლოყებით და აქა-იქ გაცვენილი თეთრი

თმით. ცოლი ორი წლის წინ მოუკვდა და იმის მერე თითქმის აღარავის უნახავს ხალხში

გამოსული. ლარი შეამჩნია თუ არა დაუძახა და გვერდით დაისვა.

- შენ ჯერ სულ პატარა ხარ ბიჭო, იმდენი რამე გაქვს სანახავი, - ლაქიანი ხელები ჰქონდა

და მძიმედ დაილაგა მუხლებზე, თან მორიდებით შეხედა, იქნებ არც ესიამოვნოს ჩემთან

საუბარიო.

- პატარა რატომ ვარ, მალე ოცის ვხდები, - ცოტა ეწყინა კიდეც ლარის. საერთოდ, ბიჭებს

ყოველთვის იმაზე დიდი წარმოუდგენიათ თავი ვიდრე არიან.

- ოცის, რომ ვიყავი ისე მახსოვს თითქოს გუშინ იყო და დღეს კი უკვე ოთხმოცს მიღწეული

არ ვზივარ შენ გვერდით.

- გენატრებათ ხოლმე ის დრო? - შეეკითხა ლარი და ჯიბეებიდან კენჭების ამოცარიელება

დაიწყო.

- მენატრება, ოღონდ ხანდახან, როცა მახსენდება რას ვგრძნობდი, - ამოიოხრა მოხუცმა.

- ახლა აღარ გრძნობთ ხოლმე? - ნამდვილად უკვირდა ბიჭს.

- ახლაც ვგრძნობ, ოღონდ ახალს არაფერს. ახლა უკვე ვიცი ყველა ემოცია და როცა რაიმე

შეგრძნება მოდის აღარ მჭირდება გამოვიგონო ახალი სახელები მათთვის, ეს კი ძალიან

მოსაწყენია და სამწუხაროც, რადგან მგონია ცარიელი ვარ, როგორც კასრი, რომელში უკვე

წლებია ღვინოს აღარ ასხამენ.

- თქვენი ცოლი გიყვარდათ? - პირველად გაბედა ლარიმ ეხსენებინა სიყვარული სხვასთან

და თავადაც გაუკვირდა, როგორ მოახერხა დაეწყო ამაზე ლაპარაკი. მოხუცს გაეღიმა.

- ჩემი ცოლი კარგი ქალი იყო. ვუყვარდი, რაც მთავარია და შვილებს მიზრდიდა. ჩემთან

ერთად სამუდამოდ ცხოვრებას დასთანხმდა და მადლიერი ვიყავი ამის გამო,

ყოველთვის.

Page 17: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

- მადლიერი იყავით? - გაიმეორა ლარიმ.

- კი, მადლიერი ვიყავი. იცი? ადვილი არაა ვინმეში გამოიწვიო იმდენი სიყვარული, რომ

მან უარი თქვას ყველაფერზე, თავის სახლზე, მშობლებზე, მომავალზე და წამოგყვეს

სამუდამოდ, გვერდით დაგიდგეს და არასდროს დაგტოვოს. ჩემი ცოლი კი ზუსტად ასე

მოიქცა, ადგა და წამომყვა დაუფიქრებლად. ვფიქრობდი, რომ მისნაირად აღარავის

ვეყვარებოდი და მიხაროდა, რომ ვიღაცამ ასე შეძლო ჩემი დაფასება და იმ თვისებების

დანახვა, რაც სხვებმა ვერ მოახერხეს. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და არ შემეძლო

გამენაწყენებინა ადამიანი, რომელიც ასე ზრუნავდა ჩემზე.

- ეს გასაგებია, მაგრამ გიყვარდათ? - არ ეშვებოდა ლარი.

- შენ რა გგონია სიყვარული? - შეეკითხა ჯონი და სილაში რაღაც ფიგურებს დაუწყო

თვალიერება.

- მე მგონია სიყვარულია, როცა იცი, რომ ასეთი ადამიანი აღარ შეგხვდება. როცა იცი, რომ

მისნაირები არ არსებობენ და ისეთი, როგორიც მასთან ხარ, სხვასთან ვეღარასდროს

იქნები.

- და როგორ მიხვდები, რომ ეს სიმართლეა? იქნებ უბრალოდ მოგეჩვენა, რომ ის

თითქოსდა განსხვავებულია.

- თქვენ მოგეჩვენათ?

- ოდესღაც მე ვიცნობდი ასეთ ადამიანს.

- ის თქვენი ცოლი იყო ბიძია ჯონ? - დაინტერესდა ლარი.

მოხუცი ცოტა ხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე მზის ქუდი აიღო და სანამ წავიდოდა

ჩუმად ჩაილაპარაკა:

- არა. - გაჩუმდა და მერე ისევ დაბალი ხმით განაგრძო, - მინდა რაღაც გითხრა და

ყოველთვის გახსოვდეს ჩემგან, მთავარი ისაა შენ ვინ გიყვარს და არა ის თუ ვის

უყვარხარ შენ.

მოხუცი ნელი ნაბიჯით მიდიოდა და ლარი ფიქრობდა, რომ რაც არ უნდა იყოს, ადამიანები

ყოველთვის ემსგავსებიან იმას ვის გვერდითაც ცხოვრობენ. ამას მოწმობდა ისიც, რომ ბებერი

ჯონი ზუსტად ისე მიჰყვებოდა სახლის გზას, როგორც მისი ცოლი მოდიოდა ხოლმე

დილაობით ბაზარში თევზის საყიდლად, თავდახრილი და განზე დადგმული ნაბიჯებით.

**

ზოგჯერ ერთადერთი კეთილგონივრული საქციელია არ გააკეთო არაფერი. დაჯდე მშვიდად

საკუთარი სახლის აივნების ჩრდილის ქვეშ, შემოდგომის მსუყე საღამოებში და უსმინო

სამყაროს ხმას, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულად ისმის. უნდა დახუჭო ორივე

თვალი ერთდროულად და იფიქრო არაფერზე, დიდხანს და სრული სერიოზულობით.

ცხოვრება აუცილებლად წაგიყვანს იქ, სადაც თავად მიდის და ხანდახან არანაირი აზრი არ

აქვს ცურვას დინების საწინააღმდეგოდ. რთულია ბედსშეგუებული ადამიანის სიცოცხლე,

Page 18: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

მაგრამ ბევრად უფრო რთულია გამუდმებით ხელჩართულ ბრძოლაში ყოფნა არარსებულ

ძალებთან. მე მჯეროდა, რომ შემთხვევითობები არ არსებობს. ყველაფერი განსაზღვრულია

წაინასწარ და გარკვევით და როგორც არ უნდა ცდილობდნენ ადამიანები, მათი ყველა

ნაბიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს - აღსრულდეს ნება ბუნებისა. იყო კითხვა ოდესღაც

მსგავსი ამისა:

- ესაა სურვილი შენი და ბრძანება შენი ჩვენს ზედა? - ჰკითხავდნენ ხალხები თავიანთ

ღვთაებებს.

ისინიც პასუხობდნენ დინჯად და აუღელვებლად:

- დაე, მართალ იქმნას ნათქვამი ჩვენი და განსაზღვრული ჩვენი ქვეყანასა ამასა, რომლესა

ვარქვით ჩვენ საუფლო ადამიანთა და არავინ ინებოს წარდგომა ჩვენდა პირისპირ!

- მაშ ჩვენ რაღა ვქმნათ ვინც ვერ ვმორჩილებთ განგებას თქვენსას?

- უნდა იბრძოლოთ დამარცხებისთვის! - იყო პასუხი მტკიცე, ვითარცა ახლადნაჭედი

ფოლადი და შეუვალი, როგორც გალავანი აუღებელ ციხეთა.

რთულია გაარკვიო რა გსურს სინამდვილეში. რომელი გზებია საშენო და არა ნაუცბათევად

არჩეული მღელვარების ჟამს. დიდი დრო გავა ხოლმე, გგონია ეს იყო შენი მოწოდება, ეს იყო

შენი ოცნებები, მაგრამ გვიანღა აღმოაჩენ, რომ სხვათა ცხოვრებით გიცხოვრია და სხვათა

აზრებით გიმართია საკუთარი გონების იალქნები ზღვაში, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა

ზღვა და ჭაობმოკიდებული ტბების სუსტი ანარეკლია მხოლოდ. ადამიანები აკეთებენ დიად

საქმეებს და არქმევენ მათ სახელად ქველმოქმედებას, გამარჯვებას, არდანებებას, მაგრამ ცოტამ

თუ იცის, რომ ყოველი ასეთი საქმის უკან დგას სურვილი დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ

შეგიძლია. შეგიძლია წამოდგე და შეიყარო თვალებში ნაცარი, მაშინ როცა სამაგიეროს გადახდის

სურვილი გექაჩება უკან ბასრი მარწუხებით. უარი თქვა ყველა სხვა მარტივ საშუალებაზე და

წახვიდე ყველაზე გრძელი გზით, რომელსაც ჰქვია - დავიწყება. იძიო შური ყველაზე სასტიკად

და წარსულს გაატანო ყოველივე, როგორც მდინარეებს მიაქვთ კლდიდან ჩამოცვენილი ქვის

ნატეხები, მძიმედ, ხმაურით, მაგრამ შეუპოვრად. ყოველი საქებარი საქმის უკან დგანან ისინი,

ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვს, რომ გვაქციეს ასეთებად, ან უფრო ზუსტად,

ხელი შეგვიწყვეს გავმხდარიყავით საკუთარი თავი.

იყო დრო, როცა მე მეშინოდა რამის დაწერის, რადგან ეს იქნებოდა ყველაფერი ჩემთვის და

არაფერი სხვებისთვის, ანდაც პირიქით.. მერე გადაიარა ბევრმა ვარსკვლავთცვენამ და კიდევ

უფრო მეტმა სპილენძის ქარიშხალმა ჩემი შეღამების ცის თაღზე და მე მივხვდი , რომ არაფერი

იყო იმაზე ლამაზი, ვიდრე არის ადამიანის ხელები. ხელები, რომლებიც გიყვებიან სინამდვილეს

ყველაზე და თითები, რომლითაც შემეძლო ამომეცნო ნებისმიერი კაცთაგანი. ცხოვრება იქცა

ერთ უშველებელ გამოცანად, რომელსაც არ მოჰყვებოდა პასუხების ფურცელი და არსებობდნენ

მხოლოდ ისეთი გმირები ჩემს გარშემო, რომლებიც ზოგჯერ მკარნახობდნენ გამოსავლებს

რთული ამბებიდან და მე ვიყავი მადლიერი ზეცამდე. როცა ისინი იდგნენ ჩემ გარშემო და მე

ვგრძნობდი მათ სუნთქვას, როგორც კომშის ხეებიდან წამოსულ გრილ ნიავს და ვხდებოდი

ოდნავ უფრო მშვიდად ვიდრე მანამდე. ვიცნობდი ისეთებსაც, რომლებმაც ლიმონის ბაღები

გააყვავილეს ჩემს წარმოდგენებში და მზე გახდა უფრო კაშკაშა იმათი ხმის ფონზე. არ ვიცოდი

Page 19: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

საიდან დამოჩნდნენ და რა უნდოდათ ჩემგან, საერთოდ, მაგრამ ფაქტია, რომ მოვიდნენ

თავისით, ჩემი თხოვნისა და სურვილის გარეშე. მოვიდნენ და ჩამოსხდნენ, როგორც პირველი

მერცხლები სხდებიან ხეივნის მავთულებზე დიდი მგზავრობისგან დაღლილნი. ისხდნენ და

მიყურებდნენ, მიცნობდნენ, ვიცნობდი და პირველი მტევნების შემწიფებისას მიდიოდნენ ისევ

ისე მოულოდნელად. მე მივეჩვიე, რომ არაფერი გრძელდება სამუდამოდ და გადავწყვიტე

მეცხოვრა სხვანაირად, მაგრამ არ გამომდიოდა არასდროს. ვერ ვჭრიდი იმ ძაფებს, რომლის

ბოლოშიც თავადვე ვიყავი მიბმული. მაგრამ ვისწავლე მოთმინება. მოთმინება გაუგონარი.

არასდროს დავიჯერებდი სხვებს, რომ მოეყოლათ. ის კი არა, საკუთარი თავისაც აღარ მჯეროდა

ხოლმე და მიკვირდა, როგორ მეცვლებოდა შეხედულება ყველაფერზე, თანდათან. ჩემთვის

ეჭვქვეშ დადგნენ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებებიც კი და მე დავკარგე ყველაზე მთავარი

ქვეყანაზე - სიმშვიდე.

ვფიქრობ ხოლმე, ყველაფერი, რომ მოვყვე ჩვეულებრივი ხმით, ჩემი შეეშინდებათ. შესაძლოა,

უნდა ვყოფილიყავი ოდნავ უფრო ბოხხმიანი, რადგან ჩემი გარეგნობა არ უხდება ჩემს სიტყვებს.

მე არ ვიცი რამხელაა დანაკლისი მათთვის, ვინც არ წერს, მაგრამ მიფიქრია იმაზეც, რომ სხვა

ავტორი უნდა ჰყავდეთ ჩემს ნაწერებს. მიფიქრია ისეც, რომ მე ჩემით მოვიპოვე წერის უფლება

მაშინ ,როცა გავბედე და პირველად ავიღე ცარიელი ფურცლები ხელში. განა არ ამბობდნენ

ძველი ხალხები?

- და თუ ყოველ ჯერზე აკეთებ იმას, რისიც გეშინია - თაყვანსგცემ! ვითარცა ღმერთს,

რომელსაც არასდროს ვუნახივარ, მაგრამ იცის, რომ ვარსებობ და, ხალხს ვაშინებ, როცა

ვეუბნები იმას, რაც თავადაც უკვე იციან.

ზოგჯერ გაჩუმება ემსგავსება სხვის ომში თავის გაწირვას და შეუძლებელია ამას დასთანხმდე.

ჩემი წილი სათქმელი მქონდა ხოლმე ყოველთვის და ვერ ვამბობდი. ჩემი დაუტეველი სიტყვები

დუღდნენ ხოლმე ენის წვერზე და ვაჩუმებდი, როგორც აჩუმებენ შუაღამით აყეფებულ ძაღლებს.

ჩემივე ხმის შიშმა დამაწყებინა წერა და არ მქონდა ძალა ამასაც გავმკლავებოდი, არ მქონდა

საშუალება ისიც უარმეყო. ღამეები დაგრძელდნენ და სიზმრები დაწვრილდნენ ამდენ

გაურკვევლობაში. მესიზმრებოდა ხოლმე ყოველჯერ ერთი და იგიევე და არავის ვუყვებოდი

გარდა წყლებისა, რომელსაც ვხედავდი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ვწერდი ხოლმე

ვარდისფერ ფურცლებზე მარგინალებს და დამთავრებისთანავე ვხევდი ნაწილებად.

მეუბნებოდა ვიღაც, რომ წაიკითხავდა თუ ვაჩვენებდი და დაიმახსოვრებდა სიტყვა-სიტყვად,

მაგრამ არასდროს მეყო გამბედაობა მომეყოლა მისთვის ჩაძირულ გემებზე, რომლებიც ყველაზე

სწრაფად დაცურავენ და მაინც ვერასდროს აღწევენ დანიშნულების ადგილას. ამასობაში

ფერმკრთალდებოდა მთვარე და ჩემი გამოგონილი ამბები ემსგავსებოდნენ თოკზე აცმულ,

გამომხმარ ლეღვის ჩირებს, რომლებსაც აღარც ძველებური სუნი შერჩენოდათ და აღარც

ფორმები. ადვილი არ იყო გაჩუმება იქ, სადაც ყველაზე მეტად მსურდა საუბარი, მაგრამ ამან

მასწავლა ის, თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი საკუთარი თავი. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ

მხედავენ, მაგრამ იციან, რომ ვარსებობ. იციან, რომ არ ვამბობ, მაგრამ ვწერ და ეს მეტად

გაბედული თქმაა, რადგან დაბეჭდილ სიტყვებს ვეღარ უარყოფ, ვერასდროს. წერა იწყება ხოლმე

მოულოდნელად ყოველთვის, ადრე განთიადისას, ან პირიქით, გვიან შეღამებულზე. ის ჰგავს

Page 20: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი

საკუთარი თავის გამოხმობას ვერცხლისფერი ნაჭუჭიდან , რომელიც დრო და დრო ტყდება. და

მე, ვიჯექი ხოლმე საათობით უცხო მხარეებში, დამშრალი წყლის ნაპირებთან და არაფერსაც არ

ვიგონებდი, არაფერსაც არ ვიხსენებდი, რადგან წერის დროს ისედაც ყველაფერი თავისთავად

ხდება, ზუსტად ისე როგორც იყო მანამდე. წერა იყო ერთადერთი გამოსავალი, დედამიწაზე და

რადგან, სამყაროში, სადაც მე და შენ ვცხოვრობდით, რთული იყო ადამიანად ყოფნა, არავის

უნდა გაჰკვირვებოდა თუ სადმე გვიპოვნიდნენ, ანდაც საერთოდ ვეღარასდროს გვნახავდნენ..

ივლიდა წრეზე ყოველივე და ბოლოს, მაინც თავის ადგილას დადგებოდა, მჯეროდა. რკინის

ჯაჭვებით დააბამდნენ გაავებულ ქარბობრბალებს, ვფიქრობდი, მაგრამ მე და შენ გამოგვრჩა ის,

რომ არ ვიცოდით საიდან იწყებოდა წრე.. მერე დაიწყო დაუსრულებელი შფოთვის პერიოდები

და ერთ დღესაც ჩვენ გავახილეთ თვალები და მივხვდით, რომ ძლიერები ვართ, მაგრამ უკვე

მკვდრები და ზუსტად აქედან დავიწყეთ ახალი სიცოცხლე.

Page 21: მრავალკუთხედი - palitral.ge xabelashvili.pdfდავბერდებოდი, და იმისიც მეშინოდა, რომ ისინი