ბორჯი - palitral.ge · ახალი საკბილო უნდა, ხუთი...

52
ბორჯი ვუძღვნი სიძეს - გოგი ჯოლოხავას ძეობას დანატრებულმა ვაჟიშვილად მიგიღე, მეიმედებოდი. შენ კი, გოგი, იმ ქვეყნად მასპინძლობა არჩიე. ამ ჩემს ნაცოდვილარს ვუძღვნი შენს ხსოვნას. აზა ბერიშვილი - მელაძე შაოსანმა, ცხენზე ამხედრებულმა საშა ბებიამ ცხენი ჭიშკართან მოაჭენა, ოდნავ უკან დაიხია და რკინის ღობეს გადაევლო, მერე შუა ეზოში მკვირცხლად ჩამოქვეითდა. შევეგებე, გემდურიო, - მითხრა პასუხს არც დაელოდა, აივანზე მდგარ მაგიდას მათრახით დაუკაკუნა. დანაოჭებულ, მბრძანებლურ სახეზე ოდნავ დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. ტანთ ჩვეულებრივად სადა, სამგლოვიარო გრძელი შემოუკერავი კაბა ეცვა, თავიც წაკრული ჰქონდა, როგორც სხვა დროს. დაჯდომა ან სახლში შევლა შევთავაზე, არ ინდომა. შუბლშეკრული ამხედრდა, დადევნება მოვინდომე და... თავი რაღაცას მივარტყი, გამოვერკვიე - საწოლზე ვიჯექი, თენდებოდა, ხელი მოვისვი მტკივან ადგილზე, გავიაზრე რეალობა. სიზმარში შუბლი საწოლის თავს ჩამოვარტყი. სმენა დავძაბე: ალიონის სიჩუმეს ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა გარეთ, შიგნით გიორგის ხმაურიანი სუნთქვა, მეორე ოთახში ასევე მშვიდად ეძინათ დედას და ბავშვებს. სიზმარი დეტალებში აღვიდგინე, სიზმარმა ცხადი გამახსენა. შევშფოთდი: - რომ წავიდა ურიგო არ არის, მაგრამ რატომ მემდურის? ამ ფიქრებში კარგად გათენდა, ოჯახი ახმაურდა: ზოგს სამსახურში ეჩქარება, ზოგს სკოლაში, - აქეთ ავადმყოფ დედას მოვლა უნდა, ბოლოს ქათმებსაც უნდა მიხედო. საუზმე, სახლის მილაგება, სადილის თადარიგი... მეც სკოლაში უნდა გავიქცე, ფიქრისთვის არ მცალია. მთელმა დღემ ჩვეულებრივად დაძაბულად ჩაიარა. სამზარეულოში ვარ, სალომემ თუ სოფომ დაიძახა: „ნინო და გოგი მოვიდნენო“, თეთრას ყეფა შემომესმა, წამიც და კუდის ქიცინით ამოირბინა ძაღლმა კიბეზე. თეთრა ჯოლოხავების ძაღლია. ის იმ დღეს მივიდა თურმე მათთან, როცა გოგიმ ნინო მოიტაცა. თან დღე-დღეზე ლეკვებს ელოდა, კარგად ენიშნათ ძაღლის მოსვლა და მიიღეს. თეთრას განსაკუთრებით უყვარს ნინო და გოგი, მას ვერ გაეპარებიან, რამდენიც არ უნდა ეცადონ. ასე და ამგვარად, თეთრა ნინო და გოგის მოსვლის მაცნეა. ამ დროს ყველანი ყველაფერს გვერდზე ვდებთ და ვერთობით გუბაზით - ოქროსფერთმიანი ანგელოზით, მერე ვსაუბრობთ. უცებ

Transcript of ბორჯი - palitral.ge · ახალი საკბილო უნდა, ხუთი...

ბორჯი

ვუძღვნი სიძეს - გოგი ჯოლოხავას

ძეობას დანატრებულმა ვაჟიშვილად მიგიღე, მეიმედებოდი. შენ კი, გოგი, იმ ქვეყნად მასპინძლობა არჩიე. ამ ჩემს ნაცოდვილარს ვუძღვნი შენს ხსოვნას.

აზა ბერიშვილი - მელაძე

შაოსანმა, ცხენზე ამხედრებულმა საშა ბებიამ ცხენი ჭიშკართან მოაჭენა, ოდნავ უკან დაიხია და რკინის ღობეს გადაევლო, მერე შუა ეზოში მკვირცხლად ჩამოქვეითდა. შევეგებე, გემდურიო, - მითხრა პასუხს არც დაელოდა, აივანზე მდგარ მაგიდას მათრახით დაუკაკუნა. დანაოჭებულ, მბრძანებლურ სახეზე ოდნავ დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. ტანთ ჩვეულებრივად სადა, სამგლოვიარო გრძელი შემოუკერავი კაბა ეცვა, თავიც წაკრული ჰქონდა, როგორც სხვა დროს. დაჯდომა ან სახლში შევლა შევთავაზე, არ ინდომა. შუბლშეკრული ამხედრდა, დადევნება მოვინდომე და... თავი რაღაცას მივარტყი, გამოვერკვიე - საწოლზე ვიჯექი, თენდებოდა, ხელი მოვისვი მტკივან ადგილზე, გავიაზრე რეალობა. სიზმარში შუბლი საწოლის თავს ჩამოვარტყი. სმენა დავძაბე: ალიონის სიჩუმეს ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა გარეთ, შიგნით გიორგის ხმაურიანი სუნთქვა, მეორე ოთახში ასევე მშვიდად ეძინათ დედას და ბავშვებს. სიზმარი დეტალებში აღვიდგინე, სიზმარმა ცხადი გამახსენა. შევშფოთდი: - რომ წავიდა ურიგო არ არის, მაგრამ რატომ მემდურის? ამ ფიქრებში კარგად გათენდა, ოჯახი ახმაურდა: ზოგს სამსახურში ეჩქარება, ზოგს სკოლაში, - აქეთ ავადმყოფ დედას მოვლა უნდა, ბოლოს ქათმებსაც უნდა მიხედო. საუზმე, სახლის მილაგება, სადილის თადარიგი... მეც სკოლაში უნდა გავიქცე, ფიქრისთვის არ მცალია. მთელმა დღემ ჩვეულებრივად დაძაბულად ჩაიარა. სამზარეულოში ვარ, სალომემ თუ სოფომ დაიძახა: „ნინო და გოგი მოვიდნენო“, თეთრას ყეფა შემომესმა, წამიც და კუდის ქიცინით ამოირბინა ძაღლმა კიბეზე. თეთრა ჯოლოხავების ძაღლია. ის იმ დღეს მივიდა თურმე მათთან, როცა გოგიმ ნინო მოიტაცა. თან დღე-დღეზე ლეკვებს ელოდა, კარგად ენიშნათ ძაღლის მოსვლა და მიიღეს. თეთრას განსაკუთრებით უყვარს ნინო და გოგი, მას ვერ გაეპარებიან, რამდენიც არ უნდა ეცადონ. ასე და ამგვარად, თეთრა ნინო და გოგის მოსვლის მაცნეა. ამ დროს ყველანი ყველაფერს გვერდზე ვდებთ და ვერთობით გუბაზით - ოქროსფერთმიანი ანგელოზით, მერე ვსაუბრობთ. უცებ

გამახსენდა სიზმარი და ვყვები. ნინო მახსენებს საშა ბებიას გაბუტვის მიზეზს. გოგი და ნინო ერთდროულად, ეერთმანეთს არ აცლიან და მეუბნებიან, რომ დანაპირებს შესრულება უნდა.. მეც არ მიყვარს პირის გატეხვა, ჰოდა მითანხმებენ, მაგრამ დავსძენ, რომ მოვყვები ამბავს თანმიმდევრულად. მეტი პრეტენზია არ მაქვს და ნურც სხვა (ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი ხალხი) წაიკითხავს მას სხვანაირად, სხვა მოთხოვნით. ფართო ბუხრის ერთი მხარე ჩაშავებულ კუნძს დაეფარა, ცეცხლის ენები მას ქვემოდან უვლიდნენ. რამდენიმე მუგუზალი წითლად აალებულ ნაღვერდალზე ეგდო და ნელა იწვოდა. ბუხრის პირას ორნი ისხდნენ, - ცამეტი წლის გოგონა და მოხუცი ქალი. ვერცხლისწყალივით მოუსვენარი თვალები საოცრად უელავდა და ასაკისთვის უჩვეულო ენერგიას ასხივებდა. გოგონა სულგანაბული უსმენდა მოხუცს, მის წინ ცოცხლდებოდნენ ათეული წლების წინ გარდასული დღეები. ბოლოს შვილიშვილმა ბებიის მონათხრობიდან დეტალები ჩაინიშნა. მოხუცს შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს - შენ რა წიგნის დაწერას ხომ არ აპირებ? - სიცილით იკითხა. - ვითომ ვერ დავწერ თუ? მე ძალიან მომწონს ეს ამბები, სხვა მკითხველიც გამოუჩნდება, რა იქნება რომ დავწერო? მოხუცმა მუგუზალი შეასწორა ბუხარში და შვილიშვილს მიუბრუნდა: დაწერე ახლა ყველა უჯიშო და უგვარო წერს, შენც შეძლებ მათსავით. ცოტა კიდევ დაფიქრდა და დასძინა: წერე, ვინც ისარს მწვერვალს უმიზნებს, თუ ბრმა არ არის, შუა ადგილას მაინც მოახვედრებსო. გოგონას მონათხრობი გადაჰქონდა ფურცლებზე, წერდა გვიან ღამით და ადრე დილით, სხვას - დედ-მამას რომ არ ენახა. მოხუცი სოფელში წავიდა, აწი რამდენიმე თვე არ ჩამოვიდოდა ვაჟიშვილის ოჯახში. გოგონა წერს, დაწერა 24 თუ 25 თაბახი. მერე დაეჭვდა, ეს რამხელა ტვირთს შეეჭიდა, რა გამოსაჩენი იქნება მისი ნაჯღაბნი. შეკრა ეს ნაწერები, ვერსად დამალა, ვაი თუ დედამ ნახოს, დასცინოს, - მწერლობა დაგიწყიაო და ერთ მშვენიერ დღეს ანთებულ ბუხარში შეუძახა. უყურებდა, თუ როგორ იწვოდნენ ფურცლები, დაენანა, ხელიც კი გაიწვდინა გამოსატანად, შეჩერდა, გულში გაიფიქრა, იქნებ შემდეგ დადგეს მაგის დროო. რამდენიმე ხნის შემდეგ ბებიასაც იგივე გაუმეორა. მოხუცი დაეთანხმა და თხოვნა მიაყოლა: ჩემი ქალიშვილები განგებამ არ შემარჩინა, რომ მოვკვდები მოთქმით მიტირეო. მას შემდეგ ოცდაათი წელი და ცოტა მეტიც მიითვალა ისტორიამ. ბებია- შერვაშიძეთა იმ შტოს უკანასკნელი მოჰიკანი - კარგა ხანია ლაკადის მიწაში განისვენებს, შვილიშვილი კი თვითონ ბებია გამხდარა და სადაცაა ორმოცდაათი შეუსრულდება. მზე მთის იქიდან ამოვიდა, სწრაფად მოჰფინა თავისი სხივები მოტიტვლებულ მინდორს, მერე ჯარისკაცებივით ჩარიგებულ ხეებზე გადაიტანა, შემდეგ მრავალი

ბილიკით ხმაურიანი და მოუსვენარი ენგური მოინახულა , ენგურმაც მისალმების ნიშნად მისი ვერცხლისფერი კანი სხივებზე აალაპლაპა და თავქვე დაეშვა. სოფელი ჩვეულებრივად ახმაურდა. გაისმა მამლების ნაგვიანევი ყივილი, ძროხების ბღავილი, ძაღლების ყეფა. ზოგი უკვე მიერეკებოდა ძროხას, დღეს ყველა ჩქარობდა, ჯარობა იმართებოდა სოფელში, იქნებოდა მარულა, ცეკვები. მამაკაცები ჯირითით მოიწონებდნენ თავს, ქალიშვილები კი ცეკვით. გამარჯვებული სახელთან ერთად ფულსაც ჩაიჩხრიალებდა, ყველას ჰქონდა გადადებული ამ დღისთვის. გამონაკლისს არც გერგედავების ოჯახი წარმოადგენდა. მართამ ძროხა კარგა ხანია მოწველა, რძესაც მოუარა, წვრილფეხობაც დააპურა და „ფიცხინიაზე“ დალაგებული ღომები გადააბრუნა. ქოთანში ლობიოს ამოურია, კედლიდან პატარა ტაბაკი ჩამოხსნა და ბავშვებთან გავიდა. უფროსი იცვამდა, ტახტზე ჩამომჯდარი, სანთელივით ჩამოქნილი ფეხებით, თვალების ფშვნეტით ამაოდ ეძებდა ფეხსაცმელს, დაპატარავებულ ღამის პერანგში არ ეტეოდა აკოკრებული მკერდი. - მაია, შვილო, ტახტის ქვეშ ღრმად იქნება შენი ყაყაბი, - მივიდა მართა შვილთან რომელიც უკვე მუხლებზე დაჩოქილიყო და ფეხსაცმელი გამოჰქონდა. დედამ დახედა შვილის წერწეტ წელს, ოდნავ ფართო თეძოებს, პატრონის გვერდით ძირს ჩამოცურებულ ჯიშიან ნაწნავებს და ჩუმად ამოიოხრა, თხუთმეტი წელი არ შესრულებოდა გოგონას, არადა უკვე დასრულებული ქალიშვილი იყო. მაიამ ჩითის კაბა გადაიცვა და მძინარე უმცროსი ძმისკენ გაიქცა. - სოფრომ, ადე, ბიჭო ხომ არ დაგავიწყდა, რომ დღეს ჯარობაა. დედა გახევებული იდგა, თითქოს პირველად ნახა მისი ცირა, ნუთუ მისი შვილია ეს სრულქმნილი არსება. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ოთახში მოხტუნავე ასულის ცისფერ დიდრონ თვალებს, გრძელ მოხრილ წამწამებს, მშვილდივით მორკალურ წარბებს, შავ მბზინავ თმებს, პატარა სისხლისფერ ტუჩებს და შიშმა შეიპყრო ვინმე უკეთურმა არ დაადგას თვალი, ნეტა მამამისთან იყოს ახლა მთაშიო, გაიფიქრა. ამასობაში როგორც იქნა მაიამ გააღვიძა სოფრომი . მერე დედას მიხედა, რა იყო, დედა, რამე ცუდი ამბავი ხომ არ გაგიგია, რას ჩაფიქრებულხარ. - არა შვილი, შენზე დავფიქრდი, უკვე დიდი ქალი მყავხარ, დღეს ჯარობაა და ვაითუ ვინმემ ცუდი თვალით შეგხედოს, ანგელოზი ხარ. - რას ამბობ, დედა, რა დროს ჩემი ქალობაა და კიდევ ვინ არ მიცნობს. - არა, დედა, ჯარობაზე მილეთის ხალხი იყრის თავს, საიდან არ ჩამოდიან. ჭკუით იყავი. - კარგი, დედა, სჯობია შენ ისა თქვა, ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე. - არა, შვილო, დარიგება არ გაწყენს. წავიდეთ ახლა, წყაროზე ხლ-პირი დავიბანოთ, მე ამასობაში საუზმეს გავშლი და წავიხემსოთ. ცოტა ხნის შემდეგ მართამ შვილებს საუზმეზე თიხის ფიალებით ცხელი რძე

დააყოლებინა, შემდეგ დედა-შვილმა იქაურობა მიალაგა და სადილის სამზადისს შეუდგნენ. სოფრომმა შემოირბინა:

- დედა, ჯოკია მეძახის, რიკ-ტაფელას ვითამაშებთ. მართამ მზრუნველად შეუსწორა ჭრელი ხალათი და კარებში გამავალს მიაძახა:

- ბევრი არ ირბინო, არ დაიკარგო, ხომ იცი ჯარობაზე მივდივართო. სვიმონ არქანიას ოჯახში უჩვეულო ფუსფუსი იყო: ქათმები, გოჭი განწირულად აჭყვიტინდნენ. ის კი არა, სვიმონმა საბალახოდ გაშვებული დეკეულიც შემოდენა ეზოში. ოდიდან გადმომდგარმა ახალგაზრდამ გადმოსძახა: მორდუ, მაგიც არ გინდა, სხვა დროს იყოს, ახლა რაც დაკალით ის გვეყოფა, მერე ჯარობაზე უნდა წავიდეთო. - პატონსკუა, გოლუაფირი შენზე უკეთესი სოფელს არავინ ეწვევა, ორი წელია აქ არ ყოფილხარ და მიმიშვი ჩემს ნებაზე.

- გამიგონე მორდუ, დღეს ასე იყოს, გეყოფა, მაგი ხვალამდე იყოს, ასე არ არის? - მიუბრუნდა ნიკო ბაგრატ ანჩაბაძეს. - სწორია, დავუჯეროთ სვიმონ, ნიკოს, იცის მაგან ეგ საქმე, კარგად გყავთ გაზრდილი - და მეგობარს სიცილით მხარზე დაჰკრა ხელი. ორივე ახალგაზრდა 25-26 წლისა იქნებოდა, ორივე თითქმის ერთი სიმაღლისა, მხარბეჭიანი, ორივეს შავი ჩოხები ეცვათ, მხოლოდ ახალუხები იყო სხვადასხვა ფერის. ბაგრატის შავგვრემან სახეს საოცრად უხდებოდა თეთრი ახალუხი. ნიკო მწითური იყო, ვერ იტყოდი მასზე ლამაზიაო, კეხიანი ცხვირი და ჟღალი ფერის თმები რაღაც კუშტ შესახედაობას აძლევდა, მოუსვენარი თვალები შინაგან სიძლიერეზე და ვაჟკაცურ შეუპოვრობაზე მეტყველებდნენ. - პატონსკუა, შენი ჭირიმე, ნარდის თამაში რომ გიყვარდა, არ ინებებთ?- ჰკითხა ნიკოს მისმა ძუძუმტე კოჩიამ და ნარდი იქვე დადგა. - კიმ კოჩია, ვითამაშებთ, შენ ის მითხარი, ადრე ლამაზი გოგონები იყრიდნენ თავს თქვენთან ჯარობაზე, ახლა როგორ იქნება თუ იცი. - რა ვიცი, ახლაც იქნებიან, ალბათ, პატონსკუა, მაგრამ სამურზაანოში, თქვენსკენ რომ არიან, მასეთებს აქ რას ნახავთ, - აიჩეჩა მხრები კოჩიამ. - კოჩია, ჩვენსკენ რაც არის, მე და ბაგრატმა სულ ზეპირად ვიცითმ ახლა ენგურს აქეთ გვინდა ახალ საკბილოს გავკრათ კბილი. ბაგრატმა ეშმაკურად ჩაიცინა და ნარდი გახსნა. ცოტა ხნის შემდეგ ჭურის თავზე შუბლშეკრული კოჩია ხმადაბლა ელაპარაკებოდა მამას. - ბაბა, ნიკო მე როგორ მიყვარს, ხომ იცი, მაგრამ ამ დილით, როგორც კი ვნახე, მაშინათვე გამკრა გულში რისთვისაც მოვიდოდა, არც მოვტყუებულვარ, ქალები

მოიკითხა. ახალი საკბილო უნდა, ხუთი წლის წინ არ იყო, ქვეყანა რომ დააქცია აქ, თვითონ საწადელი აისრულა და წავიდა, ჩვენ კი შონიები სამუდამო მტრად გადაგვკიდა. სვიმონს ფერი დაეკარგა, თვალწინ დაუდგა შონიების მათთან მოვარდნა, წივილ-კივილი, სროლა და გაწევ-გამოწევა.

- ბაბა, ნურაფერს შეიმჩნევ, როგორმე ფრთხილად ვიყოთ.

- მართალია, ეცადე არ აყვე, შვილო, იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და არავინ მოეწონოს. -კოჩიას მამა, სად ხარ ბატონო, არ მოხსენი ჭური? დოქებით ხელში შემოვიდა სვიმონის მეუღლე ძაბა, ქმარ-შვილს შეხედა ქალმა და - რაშია საქმე, ღვინო გაფუჭებული ხომ არ არის? - არა, ქალო, კოჩიას ძველმა ჭრილობამ შეახსენა თავი, ეტკინა ფერდი. - რა იყო, შვილო, ძალიან გტკივა? მოგიკვდეს დედა, ღმერთო, შენ ამოწყვიტე შონიების გვარი და ჯილაგი, - თავში ხელი შემოიკრა ძაბამ. - არა, დედა, უკვე გაიარა, - დაამშვიდა კოჩიამ დედა. ძაბამ დოქები ქმარს დაუტოვა და თვითონ არ მოისვენა სანამ კოჩია გარეთ არ გაიყვანა, როგორც თვითონ იტყოდა ჰაერის გადასაყლაპად. კოჩიას მეუღლე პელომ ღომი ჩაზილა, საელარჯო ყველი გაამზადა და გახურებულ კეცზე ხაჭაპური დააკრა. სამზადისში შემოსულმა კოჩიამ პელოს მიმართა: - რას შვები, საღამოსთვის კი არ გვინდა, რაღაცას აკეთებ, დააყენე საშველი სანამ დროაო. - რა იყო თოლიგე, რა უხასიათოდ ხარ, ყველაფერი გამზადებულია, გოგოები დიდ ტაბაკს გაშლიან ოდაში. - ღომი არ ჩაგიზელიათ ჯერ და როგორ არის გამზადებული ყველაფერი, - უკან არ დაიხია კოჩიამ, პასუხს არც დაელოდა ისე გავიდა, პელომ ხელები გაშალა გაკვირვების ნიშნად და გამომცხვარი ხაჭაპური დანარჩენს დაუმატა. მზემ გადაიწია და ენგურისპირა ჭალაში ხალხმა იწყო მოგროვება, მოდიოდნენ ცხენებით, ურმებით, ფეხით, დატვირთული ბორანი შეუსვენებლივ მიმოდიოდა. ვისაც ცხენოსნობაში მონაწილეობის მღება უნდოდა, ჭაგუ აქუბარდიას გარშემო იყრიდა თავს. იგი მთელს მხარეში ცნობილი იყო წარსულში, როგორც კარგი მოჯირითე თუ ცხენოსანი. ათიოდე წელი იქნებოდა მას შემდეგ რაც ჭაგუჯარალობაზე არ გამოჩენილა თავის სანაქებო ბედაურზე ამხედრებული, მაგრამ ასაკმა ცხენოსნობის სიყვარული ვერ გაანელა მასში. მოპირდაპირე მხარეს ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს კარგა მოზრდილი წრე შეეკრათ და ცეკვა-თამაში გაეჩაღებინათ, მარულას დაწყებამდე ათი-თორმეტი წლის ბიჭები "ჭინჭის" ბურთს დასდევდნენ, თავგამოდებით, ზოგიც "რიკ-ტაფელას" თამაშობდა. დედებს მოყოლილი მათი კბილა გოგონები კი „კენჭათი“ ირთობდნენ თავს. ხალხი

შეუწყვეტლივ მოედინებოდა. ათასნაირი თავსაფრით, ყაბალახებით და ქოლგებით იყო იქაურობა აჭრელებული. წრესთან მივიდნენ მაია და აღათიც, მათ დედები უკან მიჰყვებოდნენ მუსაიფით. გოგონები ფეხის წვერებზე შედგნენ, წინ ხალხი ეფარებოდათ. აღათიმ რაღაცა უთხრა მაიას და ისინი ხეებისკენ გაიქცნენ. მართამ გაქცეულ შვილს დაუძახა - სად მიდიხარო? გოგონებმა ხის ძირიდან გამხმარი მორი გამოაგორეს, მათ ბავშვებიც დაეხმარნენ და მალე ისინი მორზე შემდგარი ტაშს უკრავდნენ მოცეკვავეებს. აი, ამ წყვილმა დაამთავრა ცეკვა, წრეში შემოვიდა მხარბეჭიანი, მაღალი ვაჟკაცი, თვალი მოატარა წრეში შეკრებილთ, ხალხმა ტაში უფრო გააფიცხა. პიხულიმ უკვე მესამედ შემოუარა წრეს, თვალებით ეტყობოდა ეძებდა ვიღაცას, ბოლოს ხშირ წვერ-ულვაშში ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა, ერთ ადგილას შეჩერდა და ხელი გულთან მიიდო. იგი წრის უკან ცოტა მაღლა იყურებოდა. აშკარა იყო, გოგოხიების ერთადერთი ძე საცეკვაოდ ქანდარაზე შემომდგარ ქალიშვილებიდან ერთ-ერთს საცეკვაოდ იწვევდა. მაიამ ორი წლით მასზე უფროს აღათის უჩურჩულა, შენ გიწვევსო, ბიჭი მიხვდა და თავი გააქნია, ღიმილით გაუყარა თვალი თვალში. აღათიმ მაიას უბიძგა და ხალხმაც უცებ გაუხსნა წრეში შესასვლელი.

მაიას ალმური აეკიდა სახეზე, ფეხები თითქოს მიეყინა მიწას, კიდევ ერთხელ უბიძგა ვიღაცამ უკნიდან და მაია წრეში აღმოჩნდა. ხალხში აქა-იქ გაისმა შეძახილები: ყოჩაღ, ბიჭო, კარგი ცირა მოგსვლია თვალშიო, აი თურმე რატომ იწუნებდა გოგოებს პიხულიო. რამდენიმემ მაიას ვინაობა იკითხა. ტაში კიდევ უფრო გაფიცხდა და წრეში ჯერ მორიდებულად, შემდეგ კი თამამად დატრიალდა საროსტანა ქალიშვილი. ის იყო მეორედ შემოუარა წყვილმა წრეს, რომ აბა ტაში, ტაშიო - დაიძახა ვიღაც შავჩოხიანმა და ახალგაზრდებს შუაში ჩადგა. მაია იძულებული გახდა ცეკვა გაეგრძელებინა, წუთის წინ ბედნიერი და მომღიმარი პიხული კი შეცბუნებული იდგა. შემდეგ მხრებ-ჩამოყრილი იქვე, შორიახლოს ხალხში ჩადგა. ერთხელ შემოუარეს მაიამ და შავჩოხიანმა წრეს, შემდეგ ვაჟი ხელზე ემთხვია მაიას, მაღალ შეღერებულ ყელზე აბრეშუმის ატმის ყვავილისფერი დარაია შემოახვია და ჩაულაპარაკა:

- ნუთუ შენ მიწიერი ხარ, ვინა ხარ, ანგელოზო. იცოდე, ნიკო შერვაშიძე შენი ყმაა. - მაია, მაია - რა კარგად იცეკვე! მოირბინა აღათიმ და მაიას გადაეხვია. ნიკომ თავი დაუკრა მაიას და ხალხს შეერია.

-დედა, შვილო, მაია, ვინ იყო ის წითური ვაჟი, იცნობ? - ჰკითხა შეშფოთებულმა მართამ ლოყებაწითლებულ მაიას: - არა, დედა არ ვიცნობ, ასე თქვა, შერვაშიძე ვარო.

- ნიკო, ნიკო ვარ შერვაშიძეო. - ღმერთო, რატომ ვარ ცოცხალი, - წაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა მართამ და პირჯვარი გადაიწერა. - რა იყო, დედა, რა მოხდა? - იკითხა დედის საქციელით გაკვირვებულმა მაიამ. - დავიღუპეთ შვილო, წასჩურჩულა დედამ შვილს.

- ეს ის ნიკო შერვაშიძეა, შონიების გოგო რომ გააბახა, მეფისტოლა კაცის შვილია, დიდი თავადია. მაია ჩქარა წავიდეთ აქედან, პასუხს არც დაელოდა მართა, არც სოფრომი მოუკითხავს, არც აღათისთვის მიუხედავს, ხელი ჩაავლო შვილს და სწრაფად გაშორდა "ჯარალობას." მზემ უკანასკნელი სხივები აკრიფა და ენგურს იქით, მთებს გადაღმა მიიმალა. კიდევ კარგა ხანს ისმოდა სიმღერა და ტაშ-ფანდურა ჯარალობაზე. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, წამსვლელი წავიდა, ვინც ვერ წავიდოდა, ნათესავთან დარჩა. სუფრა იშლებოდა არქანიების სახლში, დიდი ფაციფუცი იყო. ამ კუთხის ყველა ღირსეული ადამიანი მოეწვია სვიმონს ნიკოს საპატივცემლოდ. ფართო, გრძელი ტაბაკი იზნიქებოდა ნაირფერი ხორაგისგან. - ტანდაწინწკლული კალმახი გინდა, შვლის მწვადები, ელარჯი თუ გებჟალია, მოკლედ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. სასმელები სამი სხვადასხვა ჭურიდან, აირჩიე და სვი, რომელიც გინდოდეს. ბაგრატმა ნერწყვი გადაყლაპა და განმარტოებით მდგარ ნიკოს ჩაულაპარაკა:

- ბიჭოს, რა პურმარილია?! შენ რა ყურები ჩამოგიყრია, გერგედავების ტურფაზე ჯავრობ? ხომ შეკრიბე ცნობები, არ მითხრა ახლა მის დასაუფლებელ გეგმას ვადგენო.

ამ დროს სვიმონმა სტუმრები სუფრასთან მიიწვია. კოწია ჩიქოვანი - ამ კუთხის განთქმული თამადა თავად-აზნაურებში, თეთრ ჩოხაში გამოწყობილიყო, ერთ მხარეს მამასახლისი ეჯდა და მეორე მხარეს კი ნიკო დაუსვეს. და გაჩაღდა ქეიფი. კოწია ჩიქოვანმა პატარა ფიალებით დაიწყო სადღეგრძელოები და ჯიხვის ყანწამდე ავიდა. სტუმრებმა მართლა მოილხინეს. ტკბილი მეგრული სიმღერები ეფინებოდა მიდამოს. მიუხედავად მასპინძლის თხოვნისა, მამასახლისი და კოწია ჩიქოვანი არ დარჩნენ, ბორანზე კაცი გვყავს დატოვებული, რა დროც არ უნდა იყოს, იქ გველოდება, გაღმა გაგვიყვანსო. მერე სხვებიც აჰყვნენ და ეზოში ცეკვა- თამაშის შემდეგ სოფლის გზას დაადგნენ ჯირითით. ნიკომ დაიჩემა, სტუმრები უნდა მივაცილო ბორნამდეო. ბაგრატს ფეხზე დგომა უჭირდა, ჭკუა იხმარა და ტახტზე წამოწვა, სადაც სულ მალე ჩაეძინა კიდეც. ძაბა სამჯერ შემოევლო ნიკოს ირგვლივ მუდარით - არ წასულიყო, მაგრამ ერთი ჩაიხუტა მორდუ , მოახტა ცხენს და სტუმრებს მიჰყვა კვალში. სხვა საშველი არ იყო, კოჩიაც ამხედრდა და დაედევნა ძუძუმტეს.

ბორანზე ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დასჭექა სიმღერა , შემდეგ ნიკო და კოჩია უკან დაბრუნდნენ, სტუმრები კი ცხენებს უკვე ენგურს გაღმა მიაჭენებდნენ. ნიკოს ღვინო მოეწია, შესამჩნევად ირწეოდა უნაგირზე. როგორც კი მარტო დარჩნენ, ნიკომ უთხრა კოჩიას: - შენ წადი, ჩემო კოჩი, ცოტა ხანში მეც მოვალ იქ. - ამ შუა ღამეს სად აპირებ წასვლას, პატონსკუა? - იქ ვაპირებ, სადაც შენი წასვლა არ შეიძლება, ერთხელ ჩემს გამო კარგად მოგხვდა, ახლაც არ მინდა უსიამოვნებაში გაეხვიო, წადი, შენს შვილს გაფიცებ, მეც მალე მოვალო. მიხვდა კოჩია, ვერ გადაათქმევინებდა ნიკოს, ისიც გაიაზრა, მარტო დატოვება რომ არ ივარგებდა არაფრით...

- სადაც შენ, მეც იქო, -უთხრა და ცხენს დეზი ჰკრა. - ჩემს ძმაზე მეტი ძმა ხარ შენ ჩემი, დავითს თავი არ შეუწუხებია ჩემთვის, შენ კი სისხლიც დაგიღვრია. - პატონსკუა, შეიძლება ვიცოდე მაინც, სად მივდივართ? - გეტყვი , კოჩი, ჩვენ მივდივართ კოკი გერგედავას სახლში, არ ვიცი, რა მჭირს, ქალების მეტი რა მინახავს და რა მყოლია, ეს გოგო ჩემი უნდა გახდეს, არ იფიქრო მთვრალიაო, იმ გოგოსთან რომ ვიცეკვე, მას მერე თავი დავკარგე, მას მერე ვარ მთვრალი. კოჩიას წუთით თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში, ხმა ვერ ამოიღო - რა იყო, კოჩი, ცუდი გოგოა მაია თუ მე ვარ ცუდი ბიჭი? - ნიკო, შენი ჭირიმე, ოღონდ ეგ არა და სხვა ვინც გინდა იყოს. - სხვა არა, მხოლოდ ეგ ერთი! - პატონსკუა, ცოდოა, სულ ბავშვია, პატიოსანი, ალალ-მართალი მამის შვილია, იგიც ოხაჩქუეს მთებშია, - ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა კოჩიამ. - კოჩი, სხვანაირად გულში არა გამივლია, როგორ გაიმეტებს კაცი ამ უმშვენიერეს, გაუშლელ კოკორს გასათელად და გადასაგდებად?!

- დავიჯერო?

- კი ჩემო, კოჩია, გაქვს საფუძველი არ დაიჯერო, მაგრამ ეს გოგო რაღაცა სხვა თვალით ვნახე, მინდა სულ ვხედავდე და ჩემს გვერდით იყოს.

- პატონსკუა, მაპატიე, მაგრამ ვერ გავიგე, ცოლად გინდა?

- აბა რა გითხარი, ცოლად!

ისევ ბოდიშს გიხდი, სახლში ვინ მიგაყვანინებს გერგედავას გოგოს.

- ჩემთვის ახლა ეგ არ არის მთავარი, მთავარია, მაია ჩემი იყოს, არა საათობით და დღეებით, არამედ საუკუნოდ. კოჩი, გამიწიე სამსახური, შედი მათთან და უთხარი დედამისს, დაუძახოს ბიჭებს, ბიძაშვილებს, ვისაც უნდა და ხვალვე გამატანოს ცოლად.

- პატონსკუა, ახლა ცოტა არ იყოს, გვიანაა, ხვალ მივიდეთ და ვუთხრათ. - არა, შენ თუ არ შეხვალ, მე შევალ, - ჯიუტად თავი გადააქნია თავი ნიკომ. სხვა რა გზა ჰქონდა კოჩიას და კოკი გერგედავას ოლაგეს გადააბიჯა. ფინია ძაღლი ყეფით გამოექანა კოჩიასკენ.

- სოფრო, ვო სოფრო! - გასძახა სიბნელეს კოჩიამ.

- პატნი, გამოეპასუხა ქალის ხმა. მართა, გამოიხედე ერთი წუთით გარეთ. - ამ შუაღამისას რა გინდა ან ვინა ხარ? - გაბრაზებაც და შიშიც ერთად ეტყობოდა ქალს ხმაში. - ბოდიშს გიხდი, მართა, კოჩია ვარ არქანია, გამოდი სიტყვა მაქვს შენთან, ერთი წუთი.

- კაცი სახლში არ არის, ხვალ დილამდე მოითმინე, კარს ვერ გაგიღებ. ოლაგესთან მდგარმა ნიკომ კოჩიას გასძახა: - თუ უნდა ნუ გააღებს, კართან დადექი და უთხარი: - ხვალ მოვალ, მისი გოგო ცოლად უნდა გამატანოს, ცუდი არაფერი არ უდევს გულში თქვა, უთხარი ვინცა ვარ. რაღა გამეორება უნდოდა, კართან მდგარმა დაზაფრულმა ქალმა ნიკოს არცთუ ხმადაბლა ნათქვამი ყველაფერი გაიგონა.

ძაღლი ყეფით გაედევნა ორღობეში მიმავალ ცხენოსნებს. ძაღლის პატრონმა კი თავში ხელი წაიშინა და მოკანკალე თითებით ლოყები ჩამოიხოკა. ფერდაკარგული მაია ტახტის კუთხეში მიყუჟულიყო და გაფართოებული თვალებით დედას მისჩერებოდა. ცოტა ხანი იტირა მართამ, მერე თვალები გაუშტერდა და ბოლოს ფეხზე წამოდგა, სოფროსთან მივიდა, გააღვიძა. ორივე შვილს პირი დააბანინა და უთხრა: ჭრაქი არ აანთოთ, ერთად დაჯექით ტახტზე, მე გათენებამდე დავბრუნდები. მაია, შენი ტანსაცმელი ჩემს დიდ თავსაფარში გამოკარი.

დედა, სად მიშვებ? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა მაიამ.

- "ჯარალობაზე" არ გიკითხავს ვიცეკვო თუ არაო, ახლა მეკითხები? გარეთ ფეხი არ გაადგათ, არც არავის გაუღოთ კარი, - დაიბარა მართამ და კარი გაიხურა. მართას ყოველი ბუჩქის იქით, ნიკო შერვაშიძე ელანდებოდა და ეს აძლევდა ძალას გზა გაეგრძელებინა. აგერ ბილიკიდან ვიღაცამ გადმოუხვია, ხმელი ტოტების მსხვრევის ხმა ესმის, აი სადაცაა წამოეწევა, მუხლებმა კანკალი დაუწყო, გული საგულეში ვერ ეტევა. არა, არ გაიხედავს, რაც მოსახდენია, მოხდეს. თუ მომკლავენ მოკლან, თავისი ოჯახის დაქცევას მაინც ვერ ნახავს. ნაბიჯს აუჩქარა, არა, აშკარაა მოსდევენ. მდევარიც აჩქარდა, ფეხი ქვას წამოჰკრა, თავი ვერ შეიკავა და დაეცა. ადგომა არ შეუძლია, ბარემ დამთავდეს ყველაფერი, ოღონდ მალე. თვალები დახუჭა და აღსასრულს დაელოდა. ბღავილი შემოესმა, თავი ასწია, უკან გაიხედა, მთვარის

შუქზე ძროხის თავი და ორი ბრიალა დიდრონი თვალი გაარჩია. მართამ შვებით ამოისუნთქა, პირჯვარი გადაიწერა, ღმერთს მადლობა შესწირა, კაბა გაიფერთხა და კოჭლობით გააგრძელა გზა. ახლა მისი იმედი ტაგუ აქუბარდია, მისი უფროსი ძმა იყო. ჯერ კიდევ ბნელოდა, ტაგუმ მართა რომ სახლში მიაცილა. იქ არც დამჯდარა, ისე გაბრუნდა უკან მაიასთან ერთად. ტაგუმ კიდევ ერთხელ გაიაზრა მაიას გადამალვის გეგმა, რომელიც დასთან ერთად შეადგინა. არა, სხვა გამოსავალი მართლა არ არის, სანამ შერვაშიძე ისევ არ დადგომია თავს მაიას, უნდა გაარიდონ აქედან, ახლავე... დილის რიჟრაჟი სადღაც ახლოს, მაღლობს იქით იყო, როცა ორმა ცხენოსანმა დატოვა სოფელი. ერთი ტაგუ აქუბარდიას ვაჟი სამსონი იყო, მეორე მისი მამიდაშვილი - მაია. მართამ ძროხა საბალახოდ გაუშვა. შევიდა სახლში, ჩამოჯდა ტახტზე ღრმად ჩაფიქრებული. მხოლოდ ახლაღა იგრძნო დაღლილობა და უძილობა. შვილი სამშვიდობოს ეგულებოდა და თვალები მილულა. ტყილად იყო მართა დამშვიდებული. მეზობელმა, ჯორგო გუჩუამ გერგედავების სახლში მისულებიც კარგად ნახა და წასულებიც. მეტიც, ის კარგად იცნობდა ტაგუს, იცოდა რომ მაიას სახლში არ დაისვამდა, ამიტომაც ჩუმად მიჰყვა ბიძა-დისშვილს. ორი შეკაზმული ცხენიც ნახა ეზოში, სამალავიდან კარგად გაარჩია, თუ რომელ გზას გაუყენა ტაგუმ დისშვილი და შვილი. ახლა კი დადგა ჩემი დროო, - იფიქრა. მას ძველი ბოღმა ჰქონდა გულში- 14-15 ალაბი მიწა იყო სადაო. მეზობლები მაშინ კოკის დაუდგნენ გვერდში. ახლა კოკის ჯერია, მოიცადონ, მაგათი დროც მოვა, - თავი მუქარით დაიქნია ჯორგომ და კარი ფრთხილად გაიხურა. ნამთვრალევ ნიკოს ეძინა ჯერაც, როცა ჯორგო სვიმონ არქანიას სახლს მიადგა. მასპინძლებს მან ნიკოს გაღვიძება სთხოვა - სასწრაფო საქმე მაქვს პატონსკუასთანო. სულ ცოტა ხანი საუბრობდნენ განცალკევებით ნიკო და ჯორგო, მერე ნიკომ რაღაც ჩაუდო ხელში მოსულს, შემობრუნებულმა მორდუსა და ძუძუმტეს უთხრა - ამ კაცის აქ მოსვლა არ უნდა გაიგოს ძეხორციელმაო. ვინმემ თუ მიკითხოს, ჩვენ სამურზაყანოში დავბრუნდით, - ასე ეტყვითო და ბაგრატთან შევიდა. ზეზეულად წახემსების შემდგე, ნიკო და ბაგრატმა არქანიების სახლ-კარი დატოვეს.

სოფლის გზა თანდათან დავიწროვდა და მთისკენ გააჭენეს მდევრებმაც. - ნიკო, კაცობას გაფიცებ, მართლა აპირებ იმ გოგოს ცოლად შერთვას? მართალი თქვი, მე მაინც შენს გვერდითა ვარ, ხომ იცი. ნიკო ფიქრებში იყო წასული, ვაითუ თვალის ასახვევად გაუყენა ცბიერმა აქუბარდიამ მაია ამ გზას, სინამდვილეში კი სულ სხვაგანაა. ვაითუ უკვე მივიდნენ, აკი უთხრა ჯორგომ, ალბათ ოხაჩქუეში გააგზავნეს მამასთანო, მაგრამ ასეა კი სინამდვილეში? ეს რა ემართება ნიკოს, თავს ვერ ცნობს,

მართლაც მზად არის საუკუნოდ ემონოს ამაყი შერვაშიძე გერგედავების ასულს? ბაგრატმა კითხვა გაუმეორა.

- ბაგრატ, კარგად იცი, სხვებისთვის სიყვარულის გაგონებაზე რამდენჯერ დამიცინია, ალბათ ამიტომაც დავისაჯე. ეს გოგო ჩემი ცოლი თუ არ გახდა, თავი არ მინდა ცოცხალი, იცოდე.

- კარგი, ძმაო, ეს გოგო ჩვენ ვერ გაგვექცევა, მაგრამ მე სხვა მაფიქრებს, ქენჩი შერვაშიძე არ დაგვითმობს ამ ამბავს, იცოდე! - ვიცი, მაგრამ გეუბნები, ამქვეყნად ყველაფერი არარაობა გახდა ჩემთვის მაიას მეტი. - თავისებურად მტკიცედ განუცხადა მეგობარს ქენჩი შერვაშიძის ნაბოლარა, საყვარელმა ვაჟიშვილმა. ბაგრატი ინტერესით აკვირდებოდა გარემოს, გზა მაღლა-მაღლა მიიწევდა, ცხენებს ცოტა არ იყოს გაუჭირდათ. ბაგრატმა რამდენჯერმე საუბრის წამოწყება სცადა, ნიკოს დანა პირს არ უხსნიდა: თვალებად იყო ქცეული, მთელი გულისყური წინ ჰქონდა. როგორმე მწყემსებთან არ უნდა აესწროთ ბიძაშვილ-მამიდაშვილს, თორემ საქმე გაფუჭდებოდა. აი ერთი აღმართიც აივაკეს. არც თუ შორს ორი ცხენოსანი გაარჩიეს, ორივემ დეზი ჰკრა ცხენს და კიდევ უფრო გააჭენეს. ერთმა მოიხედა და გადაუჭირა ცხენს, იწყინა ცხენმა მათრახი და ყალყზე შედგა, მხედარმა ძლიერად მოწია აღვირს და ცხენიც დაემორჩილა პატრონის ნებას. ქარივით გაიჭრნენ მხედრები წინ. სამურზაყანოში რჩეულმა ბედაურებმა მოწინააღმდეგეები დალანდეს და თავი აიშვეს. მანძილი თანდათან შემცირდა. წინ მიმავალთაგან ერთ მხედარს უჭირდა, მეორე მას ვერ ტოვებდა. მდევრები უკვე კარგად ხედავდნენ, ეწეოდნენ წინ წასულებს, ცოტაც და:

- აქუბარდიას ბიჭო, ვერ გაგვექცევი, სროლა არ გვინდა, შეჩერდიო, - გასძახა ნიკომ. პასუხად დამბაჩიდან ესროლა მდევრებს სამსონმა. ორივენი ცხენებს გაეკრნენ, ტყვიამ სადღაც ახლოს გაიზუზუნა. - ბიჭო შეჩერდი, თორემ სულს გაგაფრთხობინებთ იცოდე. ცოლად მინდა შენი და, იმიტომ გიფრთხილდები! - გასძახა გაბრაზებულმა ნიკომ. - რას ეფერები! - დაიყვირა ბაგრატმა და ჰაერში გაისროლა. უცებ მაიამ აღვირი მოსწია, აქვითინდა და: - მე მომკალით, ამასთან რა გინდათ? მეტი არ შემიძლია. - შეჩერდით, ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ მოგკლავთ, - დაიყვირა სამსონმა, მაია კივილით ეცა მკლავებში და სროლაც გაისმა. ნიკოსთვის გამიზნული ტყვია ცხენს მოხვდა ფეხებში, ცხენმა ჩაიმუხლა, მხედარმა თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.

- ღორივით დაგკლავ, ძაღლიშვილო, - იყვირა ბაგრატმა და ხმალამოღებული სამსონს მიეჭრა.

- შეჩერდი ბაგრატ, - დასჭექა ნიკომ, უზანგებიდან ფეხი გაითავისუფლა და კოჭლობით ბაგრატს მიეჭრა. თვალის დახამხამებაში სამსონი განაიარაღა, თვალი თვალში გაუყარა:

- „სქვამაიას“ დაჭრისთვის სამ კაცს მოვკლავდი, მაგრამ საცოლის პატივისცემით გპატიობ, წახვალ სახლში ფეხით, შენს ცხენზე მე შევჯდები, სამი დღის შემდეგ ცხენს გამოგიგზავნი მაიას სახლში. მიუბრუნდა მაიას, რომელიც ისევ მკლავზე ჩაფრენოდა სამსონს და მწარედ ქვითინებდა. - ახლა კი, ჩემო საცოლევ, გთხოვ ხელი მომცე, ამხედრდი ისევ და წავიდეთ ჩვენს სახლში, შენ ცოლი და მე ქმარი. - პატონსკუა, ცოდოა ეს გოგო ხასად, მამიდაჩემი ამ ამბავს გადაყვება, - უკვე მუდარა გაისმა სამსონის ხმაში. ნიკომ „სქვამაიას“ ჭრილობა დაათვალიერა, - ბედი შენი საშიში არაფერიაო, - გადაუგდო ნათქვამი სამსონს, ყაბალახი გახია, ცხენს ფეხი შეუხვია, მერე კისერზე ხელი მოუთათუნა და წეღან ნათქვამს ახლა უპასუხა:

- მაიას გარდა არავისთვის მითქვამს ცოლობა, შენ ჩემი ნათქვამი დედამისს ჩაუტანე. მოტირალი მაია ხელში აიყვანა და ცხენზე შემოსვა. - წავიდეთ, ბაგრატ, ერთადერთი მაყარი ხარ ჩვენი. ცოტა კი შეწუხდი, მაგრამ პირველ შვილს შენ მოგანათვლინებ და შენი ვალიდანაც ამოვალ, - სიცილით მხარზე ხელი დაჰკრა ნიკომ ბაგრატს და სამსონის ცხენს მოახტა.

- ნუ სტირი დღეიდან ჩემო დაია. ბედნიერება გეწვია, ნიკო შერვაშიძის ცოლობაზე ბევრი მშვენიერი დიდგვაროვანი ოცნებობს, ბედმა შენ გარგუნა. თუ მაყარი ვარ, მართლა მაყარი უნდა ვიყო და ომახიანი ხმით დასჭექა: „წაიყვანეს მაია ქალი, აფხაზეთში დიელო და“. ამ სიმღერას მერე მეგრული მიაყოლა , არც მის აფხაზ მორდუს ატკინა გული, აფხაზურიც იმღერა. მხიარულ მაყარს ბანს მთები ეუბნებოდნენ. მაია ჩუმად ტიროდა, თან ნიკოს უსმენდა, რომელიც არა მარტო აფხაზეთს, მთელ ქვეყნიერებას ფეხქვეშ უფენდა. ნიკომ გადაწყვიტა, მამის რისხვას არიდებოდა, ბაგრატი მიეგზავნა ძმასთან, თვითონ კი მთიანი სოფლის სახლში მისულოყო, სადაც ნადირობის დროს რჩებოდნენ შერვაშიძეები. უკვე დაღამდა, ბაგრატი პირდაპირ დაადგა გზას, ნიკო მაიასთან ერთად ფერდობს შეუყვა. მაია ვერ გარკვეულიყო კარგად რა ხდებოდა მის თავს, ხან თავს იმშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, ხან წარმოიდგენდა როგორ მიატოვებდა ნიკო მას შერცხვენილს და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდოდა. ნიკოსთან მარტო ამ სიბნელეში რომ დარჩა, შიშისგან კანკალმა აიტანა ძალაუნებურად. კვნესა აღმოხდა. ნიკომ როგორც კი გაიგონა ოხვრა, მაშინვე მასთან გაჩნდა: მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ დედოფალივით არ

გაცხოვრო, ნუ დარდობ, შენს კვნესაზე გული მიკვდება, გადაწვდა ცხენიდან და მიკარებაზე მაია ისე შეკრთა, კინაღამ ძირს ჩამოვარდა.

- კარგი, კარგი, არ დამიშავდე, ხელს არ გახლებ, ოღონდ შენი ტირილი და კვნესა არ გავიგონო, - დაუყვავა ნიკომ. გლეხის ვახშმობის დრო უკვე კარგა ხნის გადასული იყო, როცა ერთ სახლთან შეჩერდა ნიკო: - ბონდო, ვო ბონდო, - დასჭყივლა ხმამაღლა, რომ ძაღლების ყეფა დაეფარა. - პატნიო, - შეეხმიანა ბონდო. - ბონდო, გასაღები წამოიღე, ნიკო ვარ მე! - დიხვამღორონთსქანისახელქ, - ჩაილაპარაკა ბონდომ თავისთვის. ნიკომ სახლის გასაღები გამოართვა ბონდოს და დაუბარა: ორი კაცისთვის სასწრაფოდ პურმარილი გაამზადოს შენმა ქალმა, წამოიღე და წამოდი, მჭირდებიო. ბონდო შებრუნდა სახლში, ცოლს დავალება გადასცა და ჩაილაპარაკა: - ეს მერამდენე გოგოა ნეტავ, უბედური მაგის პატრონიო. ნიკო დაწინაურდა, ჭიშკარი ფართოდ გააღო, ბებერ ცაცხვებს სურო მოაგლიჯა, მაიას ხელში დააკავა და ფეხმედნიერება უსურვა. ცხვირწინ ციცინათელამ გაანათა. - ხედავ, შურიგე, ციცინათლაა ჩვენი მასპინძელი, მეკვლე, ხელში ატატებულ მაიას ჩაუჩურჩულა ნიკომ. მაიამ გაიბრძოლა.

- არა, ხელით უნდა შეგიყვანო სახლში, - უთხრა ნიკომ და ასწლოვანი ცაცხვების ქვეშ ძვირფასი ტვირთით ამჩატებული გაიქცა. დიდი ლამპა აანთო მასპინძელმა, ფერმკრთალი, შიშისგან გაფართოებული თვალებით იყურებოდა მაია სადღაც სიბნელეში. ნიკომ რომელიღაც ფრესკას მიამსგავსა იგი, რომელიც ვერ გაიხსენა, - არც უცდია. ზღვასავით უძირო ცისფერ თვალებში, როგორც სარკეში ჩანდა გადატანილი განცდები და მომავლის შიში. დაკეტილ სახლში დახუთული ჰაერი იდგა, ნიკომ ფანჯრები გააღო, სკამები აივანზე გაიტანა და მაიაც გაიყვანა.

- ჯობს აქ დავსხდეთ, სანამ ბონდო მოვიდოდეს. ნიკომ ხელზე მოჰკიდა ხელი მაიას, თითები ისე გაყინვოდა როგორც სუსხიან ზამთარში. თავის ხელებში მოიქცია მაიას თლილი თითები, უთბობდა და თან ეჩურჩულებოდა

- ჩემი ნუ გეშინია, მე მართლა ვიყავი საშიში, თავგასული, მოჩხუბარი. მორჩა, ყველაფერი იყო, აწი სულ სხვა ვიქნები. მე და შენ აქ ვიცხოვროთ, ვისაც ჩვენ ვუნდივართ, აქ მოგვაკითხოს. ეს იყოს ჩვენი სამოთხე. მაიას უნდა, ნიკოსი სჯეროდეს. - ეხლა დედას ყველაფერი ეცოდინება, - გაივლო გულში, წარმოიდგინა, რა დღეში იქნებოდა და ატირდა.

- ნუ, ჩემო სიცოცხლევ, ნუ ჯავრობ, ყველაფერი კარგად იქნება, შეჰღაღადა ვაჟმა და სველი თვალები კოცნით ამოუშრო. ოთახში შევიდა, კარადა გამოაღო, მისი თეთრი ჩოხა ჩამოხსნა და მაიას მოახურა. ნიკოს მახვილ სმენას ჭიშკრის გაღების ხმა მისწვდა. ალბათ, ბონდო მოვიდაო, ჩაილაპარაკა. მართლაც კიბეს ხურჯინმოკიდებული ბონდო მოადგა. -კიდევ თქვენი კარგად ყოფნა, ბატონებო.

- ბონდო, კარგად ყოფნას კი ვღებულობთ, მაგრამ ბედმა გარგუნა პირველად მოგვილოცო შეუღლება. ბონდო დაიბნა, ნიკოს შეხედა ხუმრობსო, - იფიქრა. იგი სრულიად სერიოზულად იყურებოდა, მაია ფეხზე ადგა და თავი დახარა. ბონდომ გაიფიქრა - ეს რაღაც ახალი ოინიაო, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა: „ბჟა დო თუთაცალოქიმიარჩინითართიანცო“ - დალოცა ახალგაზრდები. - ეს უკვე სულ სხვა ამბავია, მადლობელი ვართ, ჩემო ბონდო, ახლა მითხარი რა მოგვიტანე ნეფე-პატარძალს, თორემ მგლებივით გვშია. -პატონსკუა, აქ გაგიშალოთ თუ შიგნით, - იკითხა ბონდომ. -შიგნით, ჩემო ბონდო, შიგნით. - ახლავე, გავშლი. უცებ რაც მოასწრო ქალმა, ის წამოვიღე მეტს აღარ დაველოდე. - მოუბოდიშა ბონდომ.

სწორად მოქცეულხარ. - მოუწონა ნიკომ მოურავს საქციელი.

- მობრძანდით, მიირთვით, - მიიწვია სულ მალე ახალგაზრდები ბონდომ. ტაბაკზე შემწვარი წიწილები, ღომი, ხაჭაპურები და ყველი იდო. ბოლოს ბონდომ სველი ხელადით ღვინო დადო, ფიალების გვერდით.

-დამავალებთ რამეს თუ წავიდე? - მოიცა, ბონდო ჯერ. ღვინით დალოცვას სულ სხვა ფასი აქვს, ხომ იცი. დაგვლოცე. -პატონსკუა, ჩემს თვალწინ გაიზარდე, როგორ გაკადრო და შვილებში არ გამომერჩევი, სულ გახარებული დაბედნიერი ყოფილიყავით, გამჩენმა გაგამრავლოთ..

- გმადლობ ბონდო, მადლობელი ვარ. ბონდო, ბარემ ახლა გეტყვი, რაც მინდა, ფეხზე ადგა ნიკო, გაჰყვა ბონდოს აივანზე, დააკავა სავსე ქისა: - ხვალ დილაადრიანად წახვალ ქალაქში, მაიასთვის იყიდი ყველაფერს. შენი რძალი დაიხმარე, დილით შენი ცოლი საუზმით ამოვიდეს, წასვლის წინ ცხენებს მიხედე. „სქვამაია“ ფეხშია დაჭრილი, მე მგონი სერიოზული არაფერია, მაგრამ მიხედვა მაინც უნდა.

- ბატონი ბრძანდები, ყველაფერს გავაკეთებ.

- კიდევ მღვდელი ხომ არის აქ? ახლა კი ვეღარ შეიკავა ბონდომ თავი და წამოცდა. - რად გინდა მღვდელი, პატონსკუა?

- როგორ, შეუღლება ეკლესიამ არ უნდა დაადასტუროს? - მაპატიეთ, პატონსკუა თავხედობა, თქვენ მართლა ფიქრობთ ჯვრის დაწერას? - ნამდვილად, ბონდო, ნამდვილად. - მერე დიდთავადმა იცის ეს ამბავი? - ამ საღამოს გაიგებს, ხვალ ბაგრატი ამბავს მომიტანს. მამაჩემმა იცის ჩემი ხასიათი: ნათქვამს რომ არ გადავალ, ან ხალხს გამოაგზავნის როგორც წესია და ქორწილის დამხვდურებს, ან არ მიმიღებს, და მაშინ აქ მოგვიწევს ყოფნა. გაოცებულმა ბონდომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.

- ხომ იცი, რაც დაგავალე, არ დაგავიწყდესო, - და პასუხს არ დაელოდა, - ოთახში შევიდა.

- მაია, ღომი არ გავაცივოთ, ხაჭაპურიც თითქმის ცხელია, დღეს ლუკმა არ გადაგსვლია ყელში, ვივახშმოთ, - ამ სიტყვებით ერთ წიწილას ჩაავლო ბარკალში ხელი. შუაზე გახლიჩა, ნახევარი მაიას დაუდო და ნახევარი თვითონ დაიდო. მაიას წარმოდგენილი არ ჰქონდა, როგორ უნდა ეჭამა ნიკოსთან, თუმცა დღეს ისეთი ამბები დატრიალდა მის თავს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა . ნიკომ იფიქრა, იქნებ განსაკუთრებული ყურადღების უფრო მოერიდოსო და თვითონ დაიწყო ჭამა. მაიას ხელი არ გაუნძრევია. იჯდა თავდახრილი. ნიკომ გადახედა

- არა, რა ვქნა, თუ არ ჭამ შენი ხელით, მე უნდა გაჭამო, სხვა საშველი არა არის, უჭმელობით დასუსტდები ჩემო სიცოცხლევ, ავად გამიხდები, ჯვარს ვერ დავიწერთ, ასე როგორ შეიძლება, - ადგა ნიკო, მიუჯდა გვერდით მაიას, ლუკმა მოტეხა. ქალიშვილმა გაოცებით შეხედა. იგი სულაც არ ხუმრობდა: წიწილას ბარკალი გადაუხსნა, ცალი ხელი მაიას მოხვია, მისკენ მოწია და მეორეთი ლუკმა მიუტანა პირთან. მაიამ წამოდგომა სცადა, ნიკოს ძლიერმა ხელმა დააკავა, საჭმლიან მარჯვენას პირთან უტრიალებდა და ჭამეო, - ეხვეწებოდა. მე ჩემით, მე ჩემითო - ცრემლიანი ხმით შეევედრა მაია, გამოართვა ლუკმა და პირში ჩაიდო, ცრემლები ვეღარ შეიკავა.

- ასე, ბატონო, მხოლოდ ტირილის გარეშე. ჩემი მორდუ ემუქრებოდა ხოლმე თავის შვილებს, როცა ჭამის დროს არ მოეწონებოდა მათი საქციელი: ღუმუს დო ჩილამურც ართო ქორჩანთია. მაიამ რამდენიმე ლუკმა ძალისძალად გადაყლაპა. ნიკომ კი ორი წიწილა მიირთვა ღომითა და ყველით, ხაჭაპურიც დააყოლა. მათი სიყვარულისა და მომავლის სადღეგრძელოები დალია და ტაბაკი გვერდზე მიდგა.

– მე, ჩემო თოლიგე, როგორც ხედავ უმადობას არ ვუჩივი, შენ ახლა მეტს არ დაგაძალებ. ამ საღამოს მე ვარ აქ მასპინძელი - თქვა ნიკომ, მაღალ დიდ ტახტს თავი ახადა, ლოგინი გამოიტანა და მეორე ტახტზე გაშალა, მეორე ლოგინი ამოიღო და იმავე ტახტზე გაასწორა. მაია კედელს მიყრდნობოდა და ნიკოს ფაციფუცს შიშისგან აკანკალებული მისჩერებოდა.

ნიკო მოუბრუნდა - ახლა მე ცხენს დავხედავ, შენ დაწექი, მოისვენე, ძილი ნებისა, ჩემო შურიგე, - და მაიას მიუახლოვდა. გოგო კიდევ უფრო მიეკრა კედელს. ნიკო სიცილით შეჩერდა - კედელს ვერ გაანგრევ, წაბლისაა, ნუ გეშინია, სანამ ჯვარს არ დაგვწერენ, ხელს არ დაგაკარებ, დაიძინე მშვიდად, - და ოთახიდან გავიდა.

ირიჟრაჟა თუ არა, ბონდომ ცხენი შეკაზმა და ქალაქისკენ გზას გაუდგა. პატონსკუამ გარკვევით უთხრა ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული იყო, თავმომწონე ქენჩი შერვაშიძე არაფრით არ დაუშვებდა უგვარო ქალის რძლობას. ბონდოს ის აფიქრებდა, ნიკო თუ აქ დარჩებოდა, სოფლიდან შემოსავალს კარგად დაინახავდა და მას ფრთები შეეკვეცებოდა. წუხელ თითქმის არ სძინებია, ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა; უნდა დამორჩილებოდა ბედს , კარგადაც უნდა მოფერებოდა ნიკოს, რომ სხვა არ დაეყენებინა მის ადგილას და ეს გემრიელი ლუკმა არ გამოსცლოდა. ცალკე უძილობისგან, ცალკე მგზავრობისგან ბონდოს არაქათი ჰქონდა გაცლილი, ქალაქში რომ შევიდა, მაგრამ თავს იმშვიდებდა იმით რომ, უფროსი ვაჟის სახლში გამოიძინებდა. რძალს გააგზავნიდა საყიდლებზე, ეტყოდა იმ ფულით შენთვისაც იყიდე ერთი კაბაო. ეტყოდა, რადგან იცოდა, უთქმელადაც ეცდებოდა მოტყუებას ანგარიშიანი და გაქნილი რძალი.

აქეთობას ბონდო უკეთეს ხასიათზე იყო, შვილმა დაამშვიდა: - თუ ნიკო დარჩა, დიდხანს მაინც არ გაგრძელდება მისი აქ ყოფნა, ან გოგო მობეზრდება და დატოვებს, ან ქენჩი ვერ შეელევა შვილს და დააბრუნებს ოჯახში, ანდა სულაც უკვდავი ხომ არ არის სამოცდაათს მიტანებული მოხუციო. თავი აღარ სტკიოდა, გამოიძინა, შვილიშვილებსაც გაეთამაშა. ახლა ჩქარობდა. დროულად, სანამ დაიძინებდნენ მანამდე უნდოდა ნიკოსთან მისვლა. ერთი სული ჰქონდა გაეგო როგორ შეხვდა შვილის დაქორწინების სურვილს ქენჩი შერვაშიძე.

ბონდო სახლში არც შესულა - ჭიშკრიდან გასძახა შვილს - გიგოს. შერვაშიძეების ჭიშკარი რომ შეაღო, აივანზე ლამპის შუქი დალანდა. მერე ნარდის თამაში, ლაპარაკი შემოესმა. ცოტაც და

- საღამო მშვიდობისა ბატონიშვილებო, - მიესალმა ნიკოს და ბაგრატს ბონდო და სავსე ხურჯინი ძირს დადო. ბონდო, ეს ხურჯინი მაიას მიუტანე, შიგნით არის და

კიდევ: ხვალ დილით მღვდელი მომიყვანე , ერთი ბიჭიც და მზარეული ჯერჯერობით, დანარჩენი ხვალ ვნახოთ. ბონდომ უცებ იაზრა, მღვდელს თხოულობს, ეტყობა ქენჩი არ უშვებს სახლშიო. ოთახში მაია და ღურწკაიების გოგო ვახშმობდნენ. ბონდო მათ მიესალმა, გულში გაივლო - ეს გოგო ალბათ პირისფარეშად მოაყვანინა ნიკომო. ხურჯინი ძირს დადო:

- ქალბატონო, ეს თქვენი ტანსაცმელია, ხომ არაფერს დამავალებთ?

- არა, ბატონო, გმადლობთ. ღურწკაიების გოგო წამოხტა:

- ბონდო, ბატონო, ხომ შეიძლება მოვიღო? - ეს ყველაფერი ქალბატონისაა, პატონსკუამ მოართვა, ქალბატონი როგორც ბრძანებს.

ეს ღურწკაიების გომბიო დაიწყებს ეხლა აქ პარპაშს,-გაივლო გულში ბონდომ და ოთახიდან გავიდა.

-ქალბატონო, შეიძლება ამოვიღოთ, ვნახოთ?

- ტასია, გითხარი მე შენ, ქალბატონოს ნუ მეძახი-მეთქი. ამოიღე.

-არა, როგორ შეიძლება, ბონდო ,,ქალბატონოს'' გეძახის და მე მითუმეტეს. ტასომ ხურჯინი გახსნა, ამოიღო-მოლურჯო კაბა თეთრი მაქმანებით.

-უი, რა მშვენიერია? -შესძახა.

-ჩაიცვი, ჩაგაცმევ, ქალბატონო.

-არა, ტასო, არა- ტასოსაც მეტი აღარ გაუმეორებია. ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა, კიდევ რა იყო მოტანილი და რიგ-რიგობით ამოჰქონდა: ქვედაკაბები, მოქარგული პერანგები, მაქმანებიანიკოფტები, სხვადასხვა ფერის თავსაფრები და ფეხსაცმლები, ცხვირსახოცები და „ რუშებიანი“ ქოლგა. ტასია თითეული ნივთის ამოტანისას - „ოხ, ახ, რა ლამაზია“-ს იძახდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად. ასეთები მხოლოდ დიდ თავადთა ასულებსა და რძლებს აცვიათ. თუმცა შენც ხომ დიდთავადის რძალი ხარ. მაია, არა ქალბატონო? მერე მაიასთან მივიდა და ხვეწნა დაუწყო.

-ჩაგაცმევ რა იქნება. პატონსკუამ ხომ იმისთვის მოატანია, რომ ჩაიცვა. მაია იდგა გაოცებული დაბნეულიც, ამდენი ლამაზი ტანსაცმელი ჯერ არ ენახა.

ბაგრატი საღამოხანს ამოვიდა ნიკოსთან. მას არ დაუმალავს, რომ მამის შერიგების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მოუყვა დაწვრილებით, რომ თვითონაც საკმაოდ მოხვდა. მისთვის უბრძანებია, წადი, ნახე, უთხარი ის გოგო დააბრუნოს,

მზითევს გავუგზავნი მის პატრონს, მადლობელიც კი დამრჩებიანო. თუ არადა იყოს იმ ტყეში, თავისი სახლიდან არავინ ნახავს, მკვდრად ჩავთვლითო. გარეგნულად მშვიდად მოისმინა ნიკომ ეს ყველაფერი.

-აბა, შენ ხვალ მეჯვარედ არ დამიდგები, - გამომცდელად შეხედა ნიკომ ბაგრატს. -როდის გითხარი ნიკო უარი, სულ რომ არ დამაყენოს ქენჩიმ აფხაზეთში, მე მაინც შენთანა ვარ. მაგრამ, რომ გითხრა არ მიკვირს შენი მეთქი, ტყუილი იქნება.

-კარგი ბაგრატ, შენ მაინც თუ არ მკრავ ხელს , დავითის იმედი რათქმა უნდა არა მაქვს, ის მამაჩემის ყურმოჭრილი ყმააა... შენ კი, ოდესმე ალბათ გამიგებ. მთავარი ეხლა ჩემთვის ხვალინდელი დღეა.

შერვაშიძეების სახლიდან მობრუნებულ გერგედავებსა და ტაგუს დანა პირს არ უხსნიდა. მასპინძელი, ტაგუს მძახალი ბარდღა, თავისი ოჯახით ცდილობდა როგორმე პატივი ეცა, ენუგეშებინა სტუმრები. სამსონი ამაოდ უმტკიცებდა მამასა და მაიას ბიძა-ბიძაშვილებს, ამ საღამოს დავბრუნდეთ სახლში, მივადგეთ სვიმონ არქანიას ოჯახს, რაკი შერვაშიძეებმა არ იციან ნიკოს ადგილსამყოფელი, მათგან წავიდა პატონსკუა მეგობრით და იმათ უნდა გვითხრან, სად ვეძებოთ მაიაო. ტაგუ ჩუმად იყო, ვერაფრით მშვიდდებოდა, კაცი ბერდება საცაა და ჯერ ასეთი შეურაცხყოფილი არავისაგან ყოფილა. თვალწინ ის სურათი უდგას, თუ როგორ გადმოდგა აივანზე ქენჩი შერვაშიძე, ეზოში მდგარ მაიას მომკითხავებს როგორ დაუყვირა, არც მოუსმინა და ჭიშკრისაკენ მიუთითა.

ბოლოს ტაგუმ როგორც იქნა ხმა ამოღო:

-ბიჭო, გაჩერდები თუ არა, ისინი ყველა შემთხვევაში ენგურს აქეთ არიან , ჩვენ იქით რაღაზე დავბრუნდეთ, ამბავი ხომ არაფერი გაგვიგია. ხვალ დილით ანჩაბაძეს უნდა მივადგეთ სახლში, მას ეცოდინება მეგობრის ადგილსამყოფელი. და კიდევ, ბარდღა, შენ მეუბნებოდი ამ დილით, შერვაშიძეების სახლში მოსამსახურე ბიჭს ვიცნობო, არა?

-კი, მეზობლის შვილიშვილია.

-ჰოდა იქნებ მან იცოდეს რაიმე, ჩვენი გამაუბედურებლის ასავალ-დასავალი...

დილაადრიან, როგორც წინა დღეს დღესაც კაზმავდნენ ცხენებს, მხოლოდ ამჯერად ორს. ეხლა გიგო და დედამისი მიდიოდნენ ნიკოს დავალებით. ისინი უნდა ჩასულიყვნენ ქალაქში, ეყიდათ საჩუქრები მაიას დედ-მამისათვის, სოფრომისათვის. მერე გიგო დედას დატოვებდა ძმასთან, თვითონ კი საჩუქრებით და ტაგუს ცხენით

გამოცხადდებოდა კოკი გერგედავას ოჯახში. მაიამ ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა. დანაღვლიანებულ სახეზე ნათელი მოეფინა და

-მადლობელი ვარ პატონსკუაო, - წაიჩურჩულა. საპასუხოდ ნიკომ მაიას ხელები დაუკოცნა. აივანზე გავიდა, წუთით დაფიქრდა: -სად წავიდა ის აღვირახსნილი, ხშირად ავხორცი ნიკო. განა ოდესმე წარმოიდგენდა, რომ მის ჭერქვეშ, მის ოთახშიც კი, მისი საკუთრება, კალმით ნახატი მშვენიერება დაიძინებდა და ის, მასზე, როგორც ხატზე შორიდან ილოცებდა.

ნიკომ ფოთლების შრიალი გაიგონა, მღვდელი და ბონდო მოდიოდნენ. აივანზე ამოსულმა მღვდელმა შორიდანვე ჯვარი გადასახა, ნიკოს მიესალმა და დალოცა. ნიკომ სკამი შესთავაზა, თვითონაც ჩამოჯდა და მაშინათვე საქმეზე გადავიდა:

-მამაო, ბონდო გეტყოდა ალბათ, ჯვრისწერა გვინდა.

-პატონსკუა, მე თავს ბედნიერად ჩავთვლიდი, ახლავე თანხმობა მომეცა თქვენთვის.

-რა, მამაჩემისაგან უნდა აიღო ნებართვა?

-გამოგიტყდებით, ასეა, ღვთის სახელით შევევედრები...

-ნუ შეწუხდებით, მამაო, ამაოდ დაშვრებით.

-ნუ შემომწყრებით, პატონსკუა, მისი დასტურის გარეშე, არაფერი შემიძლია-თქვა მღვდელმა. პატიების თხოვნის ნიშნად გულზე ხელები დაიკრიფა და თავი დახარა. ნიკო წუთით აენთო, მაგრამ თავი შეიკავა.

- ოო, აი მამაოც გვხლებია. ბედნიერი დღე დაგვიდგება-შესძახა აივანზე გამოსულმა ბაგრატმა მღვდლის დანახვაზე. ნიკომ შეცბუნებული მამაო ბაგრატს შეატოვა და თვითონ ოთახში შევიდა.

ტაგუს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ისე იწვა. არ დაადგა საშველი გათენებას. წრიალებდა, ან რა მოასვენებდა... მაიას, ეს ამბავი მან რომ არ იცოდა ისე შემთხვეოდა, გადატანა გაუჭირდებოდა. რა თვალით შეხედოს დას, რომელმაც ძმას ანდო შვილი. მან კი მგელს ჩაუგდო ხელში, ასე გამოვიდა. მართას გოგო სახლში რომ ჰყოლოდა, იქნებ მოძალადე სოფელს ან ქალის წივილ-კივილს მორიდებოდა. თუ არ იქნებოდა საშველი, და და სიძე თავიანთ თავს დაბრალებდნენ. ეხლა კი რა ქნას, კამეჩთან მოჩხუბარ ხარს, რქები არ შერჩაო-იტყვიან. შერვაშიძე კამეჩი კი არა, ვეშაპია. სად არის სამართალი?

როგორც იქნა ინათა. ადგა მასპინძელი, გარეთ გამოვიდა ტაგუც. მძახალმა მოუბოდიშა, საკადრისი პატივი ვერ გეცითო. ტაგუმ,

-პირიქით, ჩემო ბარდღა, მეტი რაღა გინდოდა, მშვენიერი პურმარილი გქონდა, ბიჭებიც კარგად შეთვრნენ, ახლა როგორმე კიდევ უნდა შეგაწუხო:

-შენ შერვაშიძეებთან უნდა წახვიდე, ჩვენ - ანჩაბაძეებთან, იქნებ რაიმე გავიგოთ, თორემ სახლში დასაბრუნებელი პირი არ მაქვსო. სტუმარ-მასპინძელმა სახელდახელოდ ისაუზმეს და გზას დაადგნენ. ბაგრატ ანჩაბაძე, ცხადია, სახლში არ დახვდათ. მოურავის პირით შეუთვალეს, შერვაშიძეებთან არისო. ბარდღას საქმე ცოტა უკეთესად იყო, მეზობლის შვილიშვილს ეთქვა, დიდი თავადი განრისხებულია, ყველას გასაგონად თქვა, მეორე შვილი მომიკვდა, მისი სახელი არავინ ახსენოსო. დაღამებამდე მაინც ვეცდები დავადგინო რამეო-დააიმედა ბარდღა.

ზის ტახტზე მართა, ცრემლები გაუშრა. ამ სამ დღეში ისე მოტყდა, მობერდა, ცნობა გაუჭირდება ადამიანს. მესამე დღეა მშიერ-მწყურვალია. რძლები არ ტოვებენ, ერთი წუთითაც კი, თორემ ვინ იცის, თავს რას აუტეხდა. დღეს სოფრო ტირილით ჩამოეკიდა კისერზე, თხოვნით საჭმელი ეჭამა. მოტეხა ლუკმა, ჩაიდო პირში. მესამე ლუკმაზე კინაღამ დაიოხრჩო, წყალი დააყოლა. რად უნდა თავი ცოცხალი, თვალწინ მაიას ცრემლიანი თვალები უდგას, ყურშიც მისი ხმა ჩაესმის ,,დედა, სად მიშვებ, სად... ''

ზის უმკვდრო ჭირისუფალი, სახე დაკაწრული აქვს. წივილ-კივილისაგან ხმა ჩახლეჩია. ვიღაცამ მათ ჭიშკართან ,,მასპინძელოო'', დაიძახა. ყველა ერთად გავარდა გარეთ, ახალგაზრდა ცხენოსანი იდგა, გვერდით მეორე ცხენი მოჰყავდა.

-ეს კოკი გერგედავას სახლია?-იკითხა

-დიდუ, ჩვენი ცხენიო, -შეიცხადა ტაგუს ცოლმა.

-კი, ქალბატონო, თქვენი ცხენია, ეს ძღვენი კი პატონსკუამ ოჯახს გამოუგზავნა და ხურჯინი ერთ-ერთ რძალს დააკავა.

-რას ჰქვია ძღვენიო,- იკივლა მართამ.

წეღან რომ ფეხზე ვერ დგებოდა, ეხლა ქვას დასწვდა:

-რაში მიგზავნის საჩუქარსო, შეიცხადა. იკადრა გიგომ გაქცევა. ქვა ასცდა, ერთს მეორე მოჰყვა. ბიჭმა უკანმოუხედავად გააჭენა. მართას ხელფეხი მოჰკვეთეს თითქოს, ირგვლივ ელვის სისწრაფიდ დატრიალდა ყველაფერი და რომ არა

მეზობლის ქალი, წაიქცეოდა. მთელი სამეზობლო უცებ მოგროვდა, იქვე მიაწვინეს, წყალი აპკურეს, კრიჭა ძლივს გაუხსნეს. როდის - როდის გაახილა თვალი უბედურმა დედამ. გონზე მოსვლისთნავე, ვაიმე შვილოო-წამოიკვნესა .

შეიყვანეს სახლში, ტახტზე მიაწვინეს. დაღამდა, ოთახში ჭრაქი აანთეს. ტაგუს ცოლმა ჩაილაპარაკა, ნეტავ მართალი ხომ არ არის რაც ჩემმა ბიჭმა ილაპარაკა, იქნებ იმ კაცმა მართლა ცოლად წაიყვანა მაიაო.

-არ გამაგონოო-იკივლა მართამ

-შერვაშიძე ცოლად დაისვამს გლეხის გოგოს? არავინ შეპასუხებია, ამ დროს ეზოში ძაღლი აყეფდა: -ხომ არ დაბრუნდნენ ნეტავ ჩვენები-ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა რძალმა. ძაღლმა ყეფა მიატოვა, ეტყობოდა, რომ მოსული უცხო არ იყო.

-მამა მოვიდა, მამა-დაიძახა სოფრომმა და კარში გავარდა. მალე მამა-შვილი ერთად შემოვიდნენ. კოკი სახეზე გაფითრებულიყო, ეტყობა ბავშვმა უთხრა მომხდარი.

-მართა, როგორ მოხდა ეს ამბავი, მომიყევით, -ჯერ ცოლს ჰკითხა კოკიმ. მაგრამ როდესაც მართას შეხედა, მერე სხვა რძლებზე გადაიტანა მზერა. რძლებმა დაამთავრეს მოყოლა, სიჩუმეს მხოლოდ მართას ხმადაბალი მოთქმა არღვევდა.

-კარგი, ეხლა, ქალო, მოთქმით საქმეს ვერ უშველი, კარგა ხანია ბიჭმა ცხენი მოიყვანა? - იკითხა კოკიმ. რამდენიმე ხმამ ერთად გასცა პასუხი. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, კოკიმ სოფრომი თავის ბიძაშვილის, მურზას მოსაყვანად გააგზავნა. მოსულ მირზას სთხოვა, წასულიყო სვიმონ არქანიასთან, იქნებ იქ იყოს ამ ღამეს შერვაშიძის გამოგზავნილი კაცი და მისგან რაიმე გაიგოო.

სადილობის შემდეგ ნიკომ ბაგრატი გააცილა, მადლობა უთხრა თანაგრძნობისათვის. ბაგრატმა იცოდა რას უპასუხებდა, მაგრამ მაინც ჰკითხა ნიკოს, ბოლო სიტყვას რას მიბარებო.

-მე მამაჩემის შვილი ვარ, ის არ დათმობს, მე - მითუმეტეს, თქვენსკენ არ ჩამოვალ. შენ თუ ხანდახან ამომაკითხავ-კარგს იზამ.

-აუცილებლად - შეპირდა ბაგრატი. ერთმანეთი გადაკოცნეს და დაშორდნენ. ნიკომ ბონდოს დაუძახა.

-ბონდო, ამ სოფლის შემოსავალი, მე მგონი, ორივეს გვეყოფა. მიხედე ამ ეზო-კარს, როგორც წესი და რიგია, გასაკაფია, თუ გასათიბია. მოკლედ, აქ ცხოვრებას იწყებს

ჩემი ოჯახი. ამ საღამოდან იფიქრე და ხვალ ნასაუზმევს მომახსენე, რომ აქ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა.

-ბატონი ბრძანდები.

-ჰო, კიდევ, ბონდო ვინც აქ გვყავს ეს ხალხი აუცილებლად გვჭირდება. ამ საღამოს, დილამდე გაუშვი სახლებში, დაიბარონ. უფრო სწორედ, შენ შეათანხმებ მათ ოჯახებში. თუ ესენი არ იქნებიან, სხვები იყვნენ. მხლოდ, სასურველია, პირისფარეში გოგო იგივე დარჩეს, ქალბატონი მას შეეჩვია.

-პატონსკუა, ყველაფერს ისე მოვაწყობ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ.

-ჰო, ჩემო ბონდო, აბა შენ იცი. . .

-ნავახშმევს მზარეულმა და პირისფარეშმა გოგომ მიალაგეს იქაურობა, დიდი ლამპა აანთეს და როგორც ბატონიშვილმა ბრძანა, სახლებში წავიდნენ.

ნიკო წინ დაუჯდა მაიას. მისი ხელი ხელში აიღო. ნაზად მოეფერა, თვალებში ჩახედა. მაია უხერხულად კი შეიშმუშნა, მაგრამ არ შემკრთალა. მას უკვე კაციჭამიად აღარ მიაჩნდა ნიკო. მეტიც, ლამაზადაც კი ეჩვენებოდა იგი.

-ჩემო შურიგე, მამაჩემი წინააღმდეგია ჩვენი ცოლ-ქმრობის. ძმა ყოველთვის მას ემორჩილებოდა, ეხლაც, ცხადია, მის უნებურს არაფერს იზამს. მღვდელსაც ეშინია მამაჩემის და ჯვრისწერაზე უარი გვითხრა. მე შენ ვერაფერს დაგიმალავ, რადგან ვიცი, მთის წყაროსავით სუფთა ხარ. მე დიდ სიმდიდრეს ვერ შეგთავაზებ, ჯერჯერობით. მაგრამ გპირდები დიდ სიყვარულს და ერთგულებას. არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადამახვევინებს. მე და შენ საუკუნოდ ერთად უნდა ვიყოთ! - ამ სიტყვებით ნიკომ ხელში აიყვანა მაია...

მთელი ღამე მთიდან ქროდა ქარი. სახლის გვერდით მდგარი ბებერი ცაცხვის ტოტები გამეტებით ეხლებოდნენ წყვილთა სავანეს... განთიადი ხეებში შეჭრილიყო, როდესაც ნიკო ტყიდან გამოვიდა. ეკალ-ბარდისაგან დაკაწრულ ხელში მინდვრის ყვავილები ეჭირა, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, ფეხაკრეფით შევიდა ოთახში. მაიას ეძინა. სასთუმალთან სკამი დაუდგა, ზედ ფიალაში ჩალაგებული ყვავილები დადო. ცოტა ხანს ჩუმად უყურა მაიას და ჩუმადვე გავიდა გარეთ...

მაიამ, ნიკოს თხოვნით, ყველაფერი მისი ნაყიდი ჩაიცვა. საოცარი იყო ფერისცვალება. სადღა იყო გუშინდელი გერგედავების ლამაზი გოგო. ნიკოს წინ იდგა ოდნავ ფერმკრთალი, სრულქმნილი მშვენება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის დედოფლის ტახტს დაამშვენებდა. ნიკო მოწიწებით ემთხვია ხელზე და დილა

მშვიდობისა უსურვა. ამასობაში დატვირთული ბონდოც გამოჩნდა, თავისი ხალხით. საუზმის შემდეგ, ნიკომ და ბონდომ ეზო-ყურე დაიარეს, დაგეგმეს, სად რა უნდა გაკეთებულიყო.

-ასე, ჩემო ბონდო, ხვალიდან უნდა დავიწყოთ, მოიყვანე ხალხი. ასაშენებელი დროულად უნდა აშენდეს. თითქმის მთაში ვართ, აქ ადრე ზამთრდება. ფრინველი და ოთხფეხა ჯიშიანები შეარჩიე, მომვლელებიც აქედანვე მოიფიქრე. ქალაქიდან კიდევ იქნება რაღაცეები ამოსატანი, ზოგს მზარეული გეტყვის, ზოგსაც მე. ბონდო ყველაფერზე თავს უქნევდა, სხვა რა გზა ჰქონდა. ამდენი წელი თავის ნებაზე იყო. კი, დროდადრო შერვაშიძეებს უნდა ხლებოდა და მიერთმია სოფლიდან აკრეფილი. ხანდახან ისინი აქეთ ეწვეოდნენ სანადიროდ, მაგრამ ეს ყველაფერი იშვიათად იყო. დანარჩენი დრო ბონდოს თავისუფლება და საკმაოდ მსუყე ლუკმა რჩებოდა. გონებაში წყევლიდა იმ დღეს, როდესაც ნიკომ მაია ნახა და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა.

ბონდო ცდილობდა ერთგულება და თავდადება დაემტკიცებია ბატონიშვილისათვის. გულში უკვირდა, ნუთუ ეს ის პატონსკუაა, რომელიც მხოლოდ დროსტარებაზე და ქალებზე ფიქრობდა. თურმე როგორი წინდახედული, თავისნათქვამა და მეოჯახე ყოფილაო. ნიკომ დღეისათვის განსაკუთრებული სადილი შეუკვეთა მზარეულსა და ბონდოს. ის ის იყო ისადილეს, მაია და ნიკო აივანზე გამოვიდნენ, რომ ნიკომ ქვევით გზაზე ცხენოსნები შეამჩნია. შემდეგ, ეტყობა ისინი ხეებმა დაფარა, ან სადმე ორღობეში შეუხვიეს, მაიასათვის არაფერი უთქვამს. ცოტა ხანში მხედრები ისევ შეამჩნია. უკვე აშკარა იყო, მათთან მოდიოდნენ. მალე ცხენების ფლოქვების ხმაც გაისმა. ეზოში ბიჭს გასძახა ნიკომ, ბონდოს დაუძახე, სტუმრები მიიღეთო. მაია ფეხზე ადგა, ისევ დაჯდა, ფერი დაჰკარგვოდა და ხელებს ნერვიულად იმტვრევდა. ნიკომ თავზე ხელი გადაუსვა:

-რა იყო, ჩემო სიცოცხლევ, შენს თავს არავის დავანებებ, ან ვინმეს შევაკვდებიო. მაიას ცრემლები წამოსცვივდა.

-მე და შენ სიკვდილის მეტი ვერაფერი გაგვყრის.

-შიგნით შევალ, პატნსკუა-ბორძიკით წაიჩურჩულა მაიამ.

-კარგი, შურიგე, შედი. ამ დროს,

-მასპინძელოო-დაიძახეს და კარიც გაიღო. ბიჭი იქვე იყო, ცხენები ჩამოართვეს მოსულებს. ბატონიშვილი იკითხეს, ბონდო მიეგება სტუმრებს.

-წამობრძანდით, ბატონებო, ახლავე მოვახსენებ პატონსკუას ვინ ბრძანდებით?

-ჩვენ გერგედავები ვართ, ჩვენი გამაუბედურებლის ნახვა გვინდა.

კიბეზე დაეშვა ხელგაშლილი ნიკო.

-მობრძანდით ბატონებო, მე თქვენ არ გამიუბედურებიხართ, პირიქით. ისე, ბოდიშს გიხდით, რომ ცოტა უხერხული ფორმით მოხდა ჩვენი დამოყვრება, მაგრამ რას ვიზამთ, სამეგრელოში პირველს არ მომიტაცია და ალბათ, არც უკანასკნელი ვიქნები.

-პატნსკუა, წინ ნაბიჯი გადგა კოკიმ. მე მაიას მამა ვარ, ვიცი თქვენ ვინა ხართ და ჩვენ ვინ.

-მე თქვენ არაფერს დაგიმალავთ, მაია სიცოცხლეზე მეტად მიყვარს,ამის თქმის არ მრცხვენია. ვიცხოვრებთ აქ. მე თქვენს შვილს პატივისცემას და ერთგულებას არ მოვაკლებ.

-პატნსკუა, მე მესმის თქვენი, მაგრამ დიდთავადი არ მოგცემთ ამის უფლებას, ის თავისას გაიტანს და ჩემი შვილი შერცხვენილი და მიტოვებული აღმოჩნდება.

-სანამ მაიას ჩემს მეუღლედ არ აღიარებს მამაჩემი, მე მის სახლში ფეხს არ დავადგამ. მან ეს იცის უკვე და მკვდრადაც გამომაცხადა. მართალია ეს სახლი და სოფელი დიდი არ არის, მაგრამ მე და მაიას გვეყოფა. თქვენ მაინც ნუ გვკრავთ ხელს, დაგვლოცეთ. კოკიმ მხრები აიჩეჩა.

-ჩემს შვილს არ მანახებო?-ჰკითხა ნიკოს.

-მობრძანდით, შიგნით შევიდეთ, -ამ სიტყვებით გერგედავები სახლში შეიპატიჟა. ოთახის კუთხეში იდგა თავდახრილი მაია. მამის დანახვისას-მამაო დაიძახა და ტირილით მამისაკენ გაიქცა, მაგრამ შიშით თუ მორიდებით შორიახლოს გაჩერდა. კოკიმ გაოცებით შეხედა მის წინ მდგარ მაიას. ორი დღე იყო არ ენახა. დაქალიშვილებულიყო, დამშვენებულიყო მისი ,,მარკიალი'' - როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე. ძვირფას ტანსაცმელს დედოფლად ექცია. თვალებზე ცრემლი მოადგა და ხელებზე ემთხვია. მაია ტირილით ეხვეოდა და კოცნიდა მამას.

-კარგი ახლა, დამშვიდდით, - ჩაერია ტაგუ.

-შენ მაინც რა გჭირს, თავი შეიკავე-უსაყვედურა კოკის.

-მაია, მიუბრუნდა დისშვილს - შენ უნდა გვითხრა მართალი: დარჩები აქ? ჩვენ როგორც გვიყვარდი, ისე გვეყვარები, არავინ არაფერს დაგაყვედრებს, შენ არაფერი დაგიშავებია.

ეს რა ესმა ნიკოს, თავზარი დაეცა- მაიას ვის დაანებებს?!

-მამა, მე აქ დავრჩები-იქვე გაიგონა მაიას პასუხი.

კარგად იყო შეღამებული, როდესაც შეზარხოშებულმა გერგედავებმა შერვაშიძის ჭიშკარს გადააბიჯეს...

მიიწურა ზაფხული, შემოდგომის პირველი თვეც დამთავრდა. ორი თვე გახდა, რაც ქენჩის ნაბოლარა ბიჭი გერგედავების ,,მაზაკვალს'' გადაეყარა. ასე ეძახდა დიდთავადი მაიას. არ იმჩნევდა, თორემ ყოველდღე ელოდა იგი ნიკოს. ახლა მობეზრდება და მიატოვებს. მოვა და ბოდიშს მოიხდის მამასთანო,მაგრამ დღეები გადიოდა, ნიკო კი არ ჩანდა. ერთხელაც ათის წლის წინ გარდაცვლილი მეუღლე ესიზმრა, ახლოს არ გაიკარა, ბიჭი უპატრონოდ როგორ მიატოვეო და ზურგი შეაქცია. მეტი აღარ შეეძლო და შვილისაგან საიდუმლოდ ბონდო დაიბარა. თავის ოთახში შეიყვანა, დაუფარავად მომიყევი, რას შვება ჩემი უჯიათი შვილი, რას ფიქრობს თუ იციო.

- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ბატონო, ასეთი მეოჯახე თუ იქნებოდა თქვენი განებივრებული პატნსკუა. თითქმის მიტოვებული ,,მონადირის სახლი'' ოჯახად აქცია: აგვაშენებია სათავსოები, სამოახლო, მომაყვანინა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, მარანში ღვინო აქვს და სასიმინდეში სიმინდი. ზამთრისათვის საკმარისი შეშა დაჩეხილია. კვირაში ერთხელ ბიჭს აგზავნის სათევზაოდ, კვირაში ერთხელ თვითონ ბრუნდება ტყიდან ნანადირევით დატვირთული.

- ის გომბიო, ალბათ, მობეზრდა, მაგრამ არ იმჩნევს სირცხვილით, ჯიუტია...

- არა ბატონო, პირიქით, ასეთი მზრუნველი ქმარი საერთოდ არ მინახავს. ერთი კვირის წინ ქალაქიდან ანბანის წიგნი, ქაღალდი და საწერი მომატანია. ჩვენ არ უნდა გვანახოს, წერა-კითხვას ასწავლის.

- რაო, გერგედავების გოგოს ,,უჩიტელადაც'' იქცა ჩემი შვილი?-სულ ცოფები ჰყარა ქენჩიმ, ადგილს ვერ პოულობდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

- ის კი არა, ბატონო, ერთხელ ისიც მითხრა, უფროს რძალთან უნდა გაგაგზავნო, დედაჩემის ნაქონი ბეჭედი ჰქონდა ჩემი ცოლისათვის, მეტი არაფერი მინდა მისგან, ის გამომიგზავნოსო. . .

ამ ნათქვამმა საბოლოოდ მოუსპო ყოველგვარი იმედი ქენჩის. დარწმუნდა, რომ გათვალული ჰყავდა ,,უჯიშო გომბიოს'' მისი შვილი.

ბონდო არ ტყუოდა, ნიკო ამ სახლს მაიასთან სიყვარულის სახლს ეძახდა. რაც დრო გადიოდა, ნიკოს არათუ ბეზრდებოდა მაია, პირიქით, უფრო და უფრო იხიბლებოდა მისი წრფელი და ბავშვური უშუალობით. მაიას ყველაფერი აინტერესებდა, საიდან მოდის მზე და სად მიდის, რატომ ცვლიდა შემოდგომას ზამთარი, ვინ მოიგონა ანბანი და ასე დაუსრულებლად.

ნიკოს ენანებოდა, რომ მასწავლებელს ნაკლებად უსმენდა, მის დავალებებს ზერელედ ასრულებდა და უაზრო რაღაცეებით იყო გატაცებული ყმაწვილობაში. გულში რცხვენოდა კიდეც, რომ მაიას ის ყოვლისმცოდნედ მიაჩნდა. ამიტომაც ამასწინათ ქალაქში წიგნები დააბარა ბონდოს. როდესაც კარგი ამინდი იყო, ისინი საათობით ისხდნენ აივანზე, ან ახლადდაგებულ ქვაფენილზე სეირნობდნენ ბებერი ცაცხვების ქვეშ. ნიკო უყვებოდა მაიას მეფეებისა და გმირების ცხოვრებაზე, საქართველოს წარსულზე, მოუთხრობდა ,,ვეფხისტყაოსანს''.

სტუმარი მონადირის სახლში თითქმის არ ჰყავდათ. მასპინძლებს ერთმანეთის გარდა არავინ აინტერესებდათ. სტუმრებში, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით მაიას დედას და ძმას, რომლებიც ორჯერ იყვნენ მაიას სანახავად მოსული. მართა კმაყოფილი დაბრუნდა, სოფრომი მითუმეტეს, საჩუქრებით დატვირთული ხურჯინი ძლივს შეიტანა სახლში.

ბაგრატი ორი თვის განმავლობაში სამჯერ ეწვია ნიკოს. ეს ნიკოსთვის ,,იმ სამყაროსთან'' დამაკავშირებელი ხიდი იყო. მას მოჰქონდა მეგობრისათვის იქაური ჭორ-მართალი. ბაგრატი ყოველ ჩამოსვლაზე ხედავდა ცვლილებებს მაიას საქციელში. ბოლოს აღნიშნა კიდეც, რომ მაიამ თავდაჭერითა და მანერებით თავადის ქალებს გაუსწროო უკვე.

იმ საღამოსაც სასტუმრო ოთახში ისხდნენ, ნიკო და ბაგრატი ნარდის თამაშს მორჩნენ. სკამები ბუხართან მიიტანეს და დასხდნენ. მაიაც იქვე სავარძელში იჯდა და ქარგავდა. ნიკომ ბაგრატს უთხრა:

- ყველაფერი კარგი და პატიოსანი, ჩემო კარგო, მაგრამ რას ფიქრობ, ბავშვი არა ხარ, ცოლის მოყვანას არ აპირებ?

- შენ რა დედაჩემის შემოჩენილი ხომ არა ხარ, დღე ისე არ გავა არ მითხრას, შვილიშვილის უნახავი არ მომკლაო. ხან ვის ქალიშვილს მიქებს, ხან - ვისას. იმ კვირას, როგორც მერე გავიგე მაჭანკალიც მოუწვევია.

- მართალია დედაშენი, გაფიცებ დებს, ბაგრატ, ნუ დამიმალავ, თვალი ხომ არავისზე გიჭირავს?

- არა, მე ჯარალობამდე უნდა მოვიცადო, იქნებ იქ შევარჩიო ვინმე - გაიცინა ბაგრატმა.

- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, თუ მეგობრად არ მთვლი, - გაცხარდა ნიკო.

- მეგობრად რომ არ გთვლიდე, აქ არც ვივლიდი, უბრალოდ არავიზე ვგიჟდები. ხომ იცი, როგორც ვფიქრობ - საბოლოოდ კრიტიკულად შევაფასებ რამდენიმე მოწონებულს და გადავწყვეტ რა ვქნა. აბა , ეროსის თვალთახედვის არეალში არ მოვხვდი, არ გაიმეტა ჩემთვის ერთი ისარი. სიყვარული, ეტყობა ბატონო, რჩეულთა ხვედრია. აქამდე სიყვარულის არსებობის არ მწამდა, ზღაპარი მეგონა. თქვენს მაგალითზე დავრწმუნდი, რომ არათუ არსებობს, იგი შეუძლებელს აკეთებს, ადამიანს ცვლის...

- მაგაში მეც გეთანხმები, სიტყვა ჩამოართვა ნიკომ მეგობარს. თურმე ყველაფერი შენდა უნებურად ხდება. ვინც რაც უნდა თქვას, ხომ ვიცი ჩვენი საზოგადოების შეხედულებები, ალბათ როგორ მკილავენ. ჩემთვის, ეხლა, მათ აზრს საერთოდ აღარა აქვს მნიშვნელობა. შენც, როგორც გინდა ისე გამიგე, მე ვფიქრობ, ისინი მამტყუნებენ იმიტომ რომ შურთ ჩემი. შურთ, რომ ასეთი ძლიერი სიყვარული მეწვია. იცი, ბაგრატ? ცხოვრებას, ადამიანებს ეხლა მე სულ სხვანაირად ვუყურებ. ბედნიერებას ჩვენ იქ ვეძებდით, სადაც ის არ არის. წუთიერი თავდავიწყება ხომ ბედნიერება არ არის. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობდით. სიყვარული გკარნახობს, უპირველესად საყვარელ ადამიანზე იფიქრო, შემდეგ უფრო შორს მიდიხარ, სხვებზე და სხვებზე ფიქრიც შემოდის შენში და ყველაფერს სულ განსხვავებულად უყურებ და აფასებ.

- ხომ გჯერა, რომ ბევრგან ვიდავე. ლამისაა, მეც ზურგი შემაქციონ, იმის გამო, რომ ზოგიერთს პირში მოვახსენე - მეამაყება რომ ასეთი ძლიერი მეგობარი მყავს- მეთქი. ასე რომ, ჩემო დაიკო, შენ მარტო ნიკო კი არა, მეც შემცვალე, მიმართა ბაგრატმა მაიას და ხელზე ემთხვია. მაია გულისყურით უსმენდა ნიკოსა და ბაგრატის საუბარს.

- არა, მე რა შუაში ვარ, მე ერთი უცოდინარი გლეხის გოგო ვიყავი, ეს თქვენა ხართ ასეთი კეთილები. იცი ბაგრატ, ხანდახან მეშინია ჩემი ბედნიერების , ვაითუ ყველაფერი სიზმარი იყოს და დამთავრდეს-თქო...

- ჩემი პატარა სულელი - გადახვია ნიკომ მაიას ხელი. მე და შენ ასი წელი უნდა ვიცოცხლოთ და იმქვეყნად მერე ერთად წავიდეთ.

- ალერსზე ნუ გადახვალთ, ჩემი არსებობა არ დაგავიწყდეთ, პროტესტს ვაცხადებ! -დაიძახა ბაგრატმა და ფეხზე წამოდგა. ამ დროს ტასო შემოვიდა.

- ბატონებო, ჩაი მოგართვათ?

- მოგვიტანე, ტასო, გენაცვალე - ღიმილით უთხრა მაიამ. ტასომ ჩაი და ხაჭაპურები შემოიტანა.

- შენ გაიხარე ტასო, ჩაი რომ შემოგვთავაზე და ლაპარაკიდან საქმეზე გადაგვიყვანე-გაიცინა ნიკომ და ხაჭაპურს დასწვდა.

შობა ახლოვდებოდა, ნიკომ ბონდო საყიდლებზე ქალაქში გააგზავნა. პირველ რიგში, ისევ ბონდოს რძალს უნდა შეევსო მაიას გარდერობი. შემდეგ ათასი წვრილმანი და მსხვილმანი. მაიამ ტანსაცმლებს დახედა და ცუდად დაფარული სიხარულით უთხრა ნიკოს - ტანსაცმლის მეტი რა მაქვს, რა საჭირო იყო კიდევ ამდენი რამეო.

- ჩემო სიცოცხლევ, ესენი პატარა საშობაო საჩუქრებია, სალაპარაკოდ არც ღირს.

- კარგი, მაშინ მეც მაქვს პატარა საშობაო საჩუქარი. მაიამ ფეხის წვერებზე აიწია, ნიკოს კისერზე შემოაჭდო ხელები და კისერში ჩასჩურჩულა.

- რაო? წამოიძახა ნიკომ. - მართლა? მართლა? ეს პატარა საჩუქარია? მაშ დიდი რაღაა? -აიტაცა ხელში მაია, დაატრიალა...

- არა, ასე არ შეიძლება, არაფერი დაგემართოს, ჩემო ღმერთო - ჩაჰკოცნა და სავარძელში ჩასვა ფრთხილად. ორივე ბედნიერად იღიმებოდა. . .

შობისათვის დიდი სამზადისი ჰქონდა ნიკოს ბედნიერებით სავსე პატარა ოჯახში. ირთვებოდა სახლი, იკვლებოდა საკლავი.... ცივი ზამთარი იყო, სუსხიანი ქარი უბერავდა ტყიდან. ერთ დილას, ფანჯრიდან მაიას სითეთრემ შემოანათა, მოეთოვა. ბავშვივით გაუხარდა, გარეთ გავიდა. მოაგუნდავა თოვლი, ფაფუკი იყო, სპეტაკი. შარშანდელი ზამთარი მოაგონდა, როგორ უზრუნველად თამაშობდნენ თოვლში. მოენატრა დედა და მშობლიური სახლი.

- ოხ, შე ცელქო, ერთი კაბით თოვლში როგორ გამოხვედი, რომ გამიცივდე? -უკნიდან ნიკო მიპარვოდა და დიდი შალი მოახურა მხრებზე.

აი, ახალი წელიც დადგა, ნიკოს ჭერქვეშ ბედნიერება სუფევს. ეზოში ძაღლი აყეფდა და ხმაც მოისმა:

- მასპინძელო, მეკვლეს თუ მიიღებო? ნიკო თვითონ ადგა და კარი გააღო, აივანზე ამოვიდა ოთხი ჭარმაგი მამაკაცი, თეთრწვერიანებს ნაბდები მოეხურათ, მათ შორის სამს ხელში ხონჩა და სუროები ეჭირათ. მოხუცებმა დაილოცეს. სავსე ხონჩები ჩამოალაგეს. ერთი, რომელსაც ეტყობოდა რომ ასაკით ყველაზე უფროსი იყო, მაიასთან მივიდა, ხელზე ემთხვია:

- შვილო, ეს ჩიჩილაკი შენ, ჩვენი სოფლის სახელით. გილოცავთ და გლოცავთ. ფეხბედნიერი ყოფილიყოს , ამ წელს თქვენთვის ბედნიერება, სიხარული და ძეობა მოეტანოს. ქალი ოჯახის დედაბოძია, ამ ღირსეული კაცისათვის საკადრისი მეუღლეობა გაგეწიოს. ჩვენი ასაკისა და კიდევ მეტისა მოიყარეთ. ნიკომ პატარა ყანწი შეუვსო მოხუცებს, თვითონ დიდი გაივსო. მიულოცა, ოჯახი და ნაამაგარი უდღეგრძელა. დასხდომა შესთავაზა მოხუცებს. ისევ უხუცესი ალაპარაკდა.

- არა, გმადლობ პატნსკუა, ჩვენს სახლებში ლუკმა არ გაგვიტეხავს, პირველად თქვენთან მოვედით. ძეობის დროსაც მოვალთ მოსალოცად. ნიკომ თითო ოქროს მონეტა ჩამოურიგა მოსულებს, უმცროს შვილიშვილებს მიუტანეთ ჩვენგანო. მოხუცების მოლოცვამ ნიკო ძალიან გაახარა. სულ იმას გაიძახოდა, ამ ოთხ მოხუცს შემოევლოს აფხაზეთის კუდაბზიკა თავადაზნაურობაო! მაია მორიდებულად შეეპასუხა, მათ განათლება აქვთ, ეს მოხუცები სად მივლენ მაგათთან. ამ მოხუცებმა კი, ალბათ წერა-კითხვაც კი არ იციანო.

- რას ამბობ, მაია, ამ მოხუცებს ცხოვრების დიდი სემინარია და უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წერა-კითხვა არ იცოდნენ. მათ ცხოვრება იციან, ადამიანის გაგება შეუძლიათ, ავსა და კარგს მშვენივრად არჩევენ. ეს მიწა-წყალიც თვადებზე მეტად უყვართ და იციან მისი ფასი, რადგანაც მათი ოფლითა და სისხლითაა გაჯერებული. დიდი უნარი აქვთ თმენისა და გატანის. განათლებაც, იცი თუ არა, რომ შედარებითია. უმრავლესობა დიდ თავადმა მხოლოდ წერა-კითხვა იცის. არადა, განათლება ზღვასავითაა, ზღვის ფსკერი, ჯერ არავის მოუვლია, ყველაფერი რომ იცოდეს და ისწავლოს, ასეთი კაცი, ალბათ, ჯერ არ დაბადებულა.

- პატონსკუა, თუკი სწავლა-განათლება არაფერს იძლევა, მაშინ რა საჭიროა იგი?

- ჩემო მაია, ვინ გითხრა რომ არ იძლევა. იძლევა და მერე რამდენს. ჩვენი უბედურება ისაა, რომ მისი აუცილებლობა არ გვესმის. თუკი ჩვენი თავადაზნაურობა ცოტა რამეს ასწავლის შვილს, მორჩა, იქ ჩერდება. ეს საკმარისად მიაჩნია, რადგან თვითონ მეტი არ იციან. მოზარდების, ახალგაზრდების უმრავლესობას სწავლა ე.ი. შრომა ეზარება. მათ ეკონომიური საშუალება აქვთ, იციან რომ უზრუნველყოფილი

იქნებიან მომავალშიც და გართობას არჩევენ. გლეხები თუ განათლებული არ არიან, ეს რა მათი ბრალია? ვინ იცის რამდენი უნიჭიერესი ადამიანი ისე მიიბარა მიწამ, რომ ანბანზეც კი არ ჰქონდა წარმოდგენა.

- ნიკო, შენ ძალიან განათლებული ხარ, მაგრამ როგორც შენ ამბობ, თუ განათლება უძიროა, რატომ მეტი არ ისწავლე?

- იცი მაია, რაღაცამ უნდა გიბიძგოს, რომ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო. აქ მე საკუთარ თავთან და ცხოვრებასთანაც მარტო დავრჩი, ფიქრისათვის ბევრი დრო აღმომაჩნდა. გადავხედე განვლილს უცხო თვალით და შემზარდა ყველაფერი რითიც გატაცებული ვიყავი.

- გინდა ათი წლის ბიჭი იყო და სხვანაირად მოაწყო შენი ცხოვრება?

- ერთის მხრივ მინდა, რადგანაც ვგრძნობ, რომ ძალიან ცოტა ვიცი, მაგრამ მეორე მხრივ არ ვისურვებდი, რადგანაც შენ არ მეყოლებოდი და ეს სიცოცხლეზე მეტს ნიშნავს ჩემთვის - ამ სიტყვებით ნიკომ მაია გულში ჩაიკრა...

მეორე საღამოს კვლავ სტუმრები ჰყავდათ ,,მონადირის სახლში''. მაია სიხარულისაგან ფრთაშესხმული დადიოდა, ნიკოც გახარებული იყო. მართა, ნიკოს მორდუძაბა და კოჩია იყვნენ ენგურს გაღმიდან მოსულები. მართას დაქალებული და დამშვენებული ეჩვენა მაია. ძაბა ხომ ალბათ უკვე მეასედ ევლებოდა თავს რძალს და იძახდა- შენთვის კაცი კი არა, ქალი დაკარგავდა თავს. სად გაგზარდა დედაშენმა ერთხელაც რომ არ მინახიხარო.

მართა მორიდებული იღიმებოდა. კმაყოფილი იყო შვილის თვალებში ბედნიერებას რომ კითხულობდა. მეორე დღეს ფიქრობდნენ დაბრუნებას, მაგრამ მესამე დღემდე არ გაუშვეს მასპინძლებმა.

მაია ბეჯითი მოწაფე გამოდგა. ,,მიზეზობა'' არ უშლიდა ხელს საათობით ემეცადინა. შესაშური გულმოდგინებით წერდა და კითხულობდა. ისევ ნიკო წამოაყენებდა -არ შეიძლება, შურიგე, შენთვის ამდენი ჯდომა. მოდი თბილად ჩაიცვი გარეთ გავისეირნოთო.

- ცოტაც მაცალე რა, მინდა ვიდრე ბავშვი დაიბადება, წერა-კითხვა ვისწავლო. ჩემს ბავშვს ანბანი მე უნდა ვასწავლო, თუ არ მოვინდომე აბა როგორ მოვასწრებ.

- ისწავლი და მერე როგორ, ექვსი-შვიდი წლის შემდეგ, თუკი ინტერესი არ გაგინელდა, შენ ძალიან განათლებული ქალი მეყოლები. წიგნებს გამოვიწერ, როგორც კი დათბება და ვიკითხოთ ერთად.

- როგორ გამინელდება ინტერესი, ვეცდები ბევრი ვიკითხო. ჩემს შვილს განათლებული დედა უნდა ჰყავდეს. მერე მე მას მოვუყვები საინტერესო ამბებს, როგორც შენ მიყვები.

- თოლიგე, მართალი მითხარი-სთხოვა ერთხელ მაიამ ნიკოს , რომელი გინდა გაჩნდეს - ბიჭი თუ გოგო?

- შემოგევლე, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ჯერ არც ერთი არ გვყავს, მეორე უკვე სხვა ამბავია. შენ იყავი კარგად და რაც არ უნდა იყოს, სულ ერთია.

- სახელს რას დაარქმევ, არ გიფიქრია? შენ დაარქვი. - ვშიშობ, რომ არ მოგეწონება.

- რატომ, შენ რაც გინდა, ის მეც მომეწონება, რა სახელები გაქვს მოფიქრებული?

- ჯერ მოგიყვები ერთ ამბავს, - თქვა ნიკომ და სავარძელში გასწორდა: ბავშვობისას ზღვისპირა სახლში ყოველ ზაფხულს ვჩერდებოდით ორი თვით. სანაპიროზე თამაშის დროს დავუმეგობრდი რუსი ინჟინრის ჩემს ტოლა ბიჭს. მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდად ლაპარაკობდა ქართულად, მე კიდევ უფრო ცუდად რუსულად, მაინც მშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს. მთელი დღეები ერთად ვიყავით. მშობლები ხელს არ გვიშლიდნენ, პირიქით. ასე გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში. მეოთხე წელს ჩავედი თუ არა, მაშინათვე ჩემი რუსი მეგობარი მოვიკითხე. რუსეთში დაბრუნებულიყო ოჯახი, ძალიან მეწყინა.

ერთხელ, მაშინ უკვე ოცი წლის ვიყავი, ერთ ოჯახში ვიყავი წვეულებაზე. კარგად მოვილხინეთ, შემდეგ ერთი ქალი გავაცილე. იქიდან მობრუნებულს გზაში ორნი დამხვდნენ, ჩემი გაძარცვა უნდოდათ. არ დავნებდი, ვიჩხუბეთ. იმათ მესროლეს, მეც სროლით ვუპასუხე. ერთი დაიჭრა, მეორემ ზურგზე მოიკიდა და გაიქცნენ, არ გავეკიდე. ვიღაცეები მოვიდნენ, არ გავამხილე ვინ ვიყავი. დამტვერიანებულმა და გაოფლიანებულმა გადავწყვიტე ზღვაში მებანავა. ზღვა მშვიდი და თბილი იყო, შორს გამიტყუა. მერე არ ვიცი რა დამემართა, მარცხენა მკლავი გამიჩერდა, ვეღარ ვამოძრავებდი - ვერაფერს გავხდი. ვხედავდი, რომ განწირული ვიყავი და ავყვირდი. მგონი შველას ვითხოვდი, თუმცა სანაპირო შორს იყო და იქ არც არავინ მეგულებოდა. ბოლოს ყოველგვარი იმედი გადავიწურე, მკლავი უმოძრაოდ მეკიდა, მარჯვენაც დამეღალა და ჩაძირვა დავიწყე. ხმა მომესმა, გამაგრდი, გიშველიო-მეძახდა ვიღაც რუსულად. იმედი მომეცა, მარჯვენა ისევ ავამოძრავე დიდი ძალისხმევით. რაღა ბევრი გავაგრძელო, დიდი წვალებით რუსმა ახალგაზრდამ ამომათრია, მიპატრონა. იცი, ვინ აღმოჩნდა ჩემი მშველელი?

- შენი ბავშვობის მეგობარი?

- ზუსტად, ბავშვობის მოგონებები ეწეოდა თურმე საქართველოსკენ, არდადეგებზე ჩამოსულიყო იმ დღეს. თურმე ვერ დაიძინა და ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ გამოსულიყო. ჩვენ საუკუნო მეგობრობა შევფიცეთ ერთმანეთს და მე შევპირდი, რომ მისი სიყვარულით ჩემს უფროს შვილს მის სახელს - საშას დავარქმევდი.

- გოგო რომ გვეყოლოს?

- მერე რა, ქალიშვილებსაც არქმევენ საშას. თანახმა ხარ?

- რა კითხვა უნდა, ახლა სად არის საშა?

- წელს დაამთავრებს მოსკოვის უნივერსიტეტს.

- ცოლიანია?

- არა.

- ჩვენს შვილს გადავუხადოთ დიდი დაბადების დღე, ორისა რომ შესრულდება. იტყვიან, ერთი წლისთავი არ აღინიშნება ზეიმითო. ჰოდა, მაშინ მოვიწვიოთ. ნახავ, მოგეწონება. ძალიან თავაზიანი და განათლებულია.

- კარგი, თოლიგე, შენი ნებაა.

,,მონადირის სახლში'' კედლის საათმა ათჯერ დარეკა და ბონდოც მოვიდა. ნიკო გვერდზე გაიხმო და ხმადაბლა დაუწყო საუბარი.

- მაიასთან რა მაქვს დაფარული, ანდა რა დასამალია ეს, ბონდო,-თქვა ნიკომ. მე ვისაც ვუნდივარ, მოვა აქ. იმედია, ჩემს ძმას აქამდე მოსასვლელი გზა არ დავიწყებია.

- არ ვიცი, პატონსკუა, ასე მითხრა ჩემთან გელოდებითო.

- ჩემო ბონდო, ასე უთხარი, თუ შენს სახლამდე მოვიდა, ბარემ ცოტაც გაისარჯოს.

- პატონსკუამ ასე მიბრძანა დაა....

-ახლა უმცროსი პატონსკუა ასე გიბრძანებს.

-შენი ჭირიმე, თოლიგე, ძალიან გთხოვ, ჩემი ხათრი თუ გაქვს, უფროსი ძმაა, ეახელი. ამსიგრძე გზა გამოიარა შენს სანახავად. ცოტა შენც წაიწიე, რა მოხდება.

- მაია, ის აქ არ მოდის იმიტომ რომ შენ არ გცნობს. ვერ ხვდები?

- კი, მაგრამ ხომ მოინდომა შენთან შეხვედრა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველაფერი ერთბაშად არ მოხდება.

- შენ ფიქრობ, ის იმიტომ მოვიდა, რომ მოვენატრე, თუ გგონია ინანიებს?

- შენ შემოგევლე, უთქმელად ვიტანჯები, რომ შენ ჩემს გამო ოჯახი დაკარგე. შენ იქით ხომ არ მისულხარ, აქეთ მოვიდა, გემუდარები, შეხვდი.

- მაგრამ მე ვიცი, უშედეგო იქნება ჩემი წასვლა, მას ჩემთვის მისაღები აზრები რომ ჰქონდეს, აქ მოვიდოდა.

- ძალიან გთხოვ, ნუ გაფიცხდები, უფროსი ძმაა, თან ჩვენც ხომ არა ვართ მართალი, წესი, ჩვეულება დავარღვიეთ.

- ნუ ამბობ მაგას,- გაცხარდა ნიკო.

- კარგი, გენაცვალე, კარგი, წადი ახლა.

ნიკომ ჩაიცვა. ბონდო და ნიკო გზას გაუდგნენ. მაია ადგილს ვერ პოულობდა, ოთახში აქეთ-იქით დადიოდა. ბოლოს სკამი ფანჯარასთან დადგა და დაჯდა, რომ უცებ დაენახა მომავალი ნიკო.

ამ დროს ბონდოს სახლში დავითმა წერილი გადასცა ნიკოს. საშა უგზავნიდა მოსკოვიდან. კითხვა-მოკითხვის შემდეგ ქორწილში ეპატიჟებოდა. ნიშნობა უკვე მქონდაო, იწერებოდა. მოსკოველი ქალიშვილი დაუნიშნავს, ჯვრისწერა ერთ თვეში მექნებაო. ნუ გამაწბილებ, აქ ჩვენი მეგობრობის შესახებ ყველამ იცის და მოუთმენლად გელოდებიო. ნიკომ წერილი უცებ ჩაიკითხა. მერე ისე დასჩერებოდა. მისი გონება სწრაფად მუშაობდა. ერთი კითხვა უტრიალებდა თავში, ნუთუ? - სწრაფად მიუტრიალდა ძმას:

- დავით, როდის შემდეგ დაიწყე წერილების ტარება. რა, სახლში ხალხი მოგაკლდა?

- არა, გულახდილად გეტყვი, შენი ნახვაც მინდოდა.

- იქ ვერ მოხვიდოდი, ჩვენს სახლში?

- მეუხერხულა, მერეც, იქნებ ვინმეს მამასთვის ეთქვა, მოხუცის განაწყენებას მოვერიდე, რას იწერება საშა?

- ქორწილში მეპატიჟება. . .

- ყოჩაღ, კარგია, ქვეყანას მოივლი, დროს გაატარებ.

- არ ვაპირებ წასვლას.

- რატომ, აკი ერთმანეთს სამუდამო სიყვარულსა და ძმობას ეფიცებოდით.

- არ მაქვს მაგის თავი ეხლა.

- საჩუქარი ნუ გაფიქრებს, სამკაულების მეტი რაა სახლში, დანარჩენი კი რა სახსენებელია.

- ხედავ თურმე რაში ყოფილა საქმე - აფეთქდა ნიკო. რუსი ქალიშვილისათვის სამკაული არ გენანებათ, ჩემი ცოლისთვის კი დედაჩემის დანატოვარ ბეჭედსაც კი ვერ იმეტებთ.

- შენი ცოლისათვის განკუთვნილ სამკაულებს ვინ კიდებს ხელს, სადა გყავს შენ ცოლი? ეკლესიამ და მშობელმა აღიარა ის გოგო შენს ცოლად?

- მღვდელი, მამაჩემის მონაა, მამაჩემს კი თავადების გარდა ყველა ადამიანი საქონლად მიაჩნია.

- მარტო მამაჩვენი არჩევს სარძლოს თავად-აზნაურთა წრიდან? ასეთია ჩვენი ტრადიცია.

- ტრადიციები ადამიანების მოგონილია და ისე მოიფიქრეს, როგორც მათ უნდოდათ.

- ნიკო, ქვეყანას, წარსულს ერთიანად ყველაფერს ნუ უპირისპირდები, ვერაფერს მიაღწევ, იცოდე. გარდა ამისა, ჯიში ხომ ყველაფრის - ხეხილის, ფრინველის, ცხოველის არსებობს, ადამიანისა-არაა?

- როდის უარვყავი ჯიში, დედოფალივით გოგოა მაია გარეგნულად, შინაგანად კიდევ უკეთესი.

- დავანებოთ თავი მაგას, მე შენთან საჩხუბრად არ მოვსულვარ.

- იმისთვის მოხვედი, რომ მოსკოვში გამაგზავნო?

- მერე რა არის მაგაში ცუდი , ნეტავ მე მპატიჟობდნენ.

- ჯერ ერთი, არა მგონია დიდ კეთილშობილებაზე მიუთითებდეს სხვისი წერილის გახსნა. მეორეც, ცუდად არის შენიღბული შენი განზრახვა-გამაგზავნოთ რუსეთში და ამით მაიას დამაშოროთ.

- ვინ გითხრა რომ გაცილებთ?

- არა ბატონო, მე რუსეთში სასეირნო პირობები არა მაქვს ახლა, შვილს ველოდები. საშას ბოდიშს მოვუხდი, მდგომარეობას მივწერ.

- რატომ ცხარობ ნიკო, ხომ იცი გამორჩეულად მიყვარხარ, ამიტომ მოვედი შენთან, დასაკარგავად არ მემეტები.

- გმადლობ, თუ ეს სიტყვები ლიტონი არ არის და შენც წინასწარ შედგენილი გეგმით არ მოქმედებ. წამოდი ჩემთან.

- სად, მონადირის სახლში?

- ის სიყვარულის და ერთგულების სახლია. შენ იქ გულთბილი, მოსიყვარულე და დაგხვდება.

- როგორ ის გლეხის გოგო ჩემი დაა და თაყვანისცემით ვეახლო?

- მაია ჩემი მეუღლეა და კიდევ, ბონდოა მოწმე, რომ მე ვიცოდი შენი ვიზიტის მიზანი, არ მოვდიოდი. მისმა ცრემლებმა და მუდარამ მაიძულეს. თან გამოვტყდები, გულის კუნჭულში სადღაც იმედის სხივი ბჟუტავდა, იქნებ ადამიანობისაკენ მობრუნდა ჩემი ძმა -მეთქი. მწყინს, რომ მოვტყუვდი. ამ სიტყვებით ფეხზე ადგა ნიკო, რძალს მოკითხვა გადაეციო, დაუბარა გამშრალ ძმას.

- პატნსკუა, სუფრა გაშლილი გვაქვს, თქვენი საუბრის დამთავრებას ველოდებოდით, აქეთ მობრძანდით.

- არა, გმადლობ ბონდო, მე სახლში მივდივარ.

- პატნსკუა, წიხლს ნუ მიკრავთ პურ-მარილზე.

- სხვა დროს იყოს, კარგად იცი, როგორ გცემ პატივს, ახლა არ შემიძლია! - ნიკო სწრაფი ნაბიჯით ცხენისკენ წავიდა.

ფანჯარასთან მჯდომმა მაიამ ცხენის ფეხის ხმა გაიგონა, დაუფიქრებლად დასწვდა შალს მხრებზე მოისხა და გარეთ გავიდა. ამასობაში ნიკო ეზოში შემოვიდა, ბიჭმა ცხენი ჩამოართვა. მაია ერთი შეხედვითვე მიხვდა, რომ ძმების შეხვედრა უსიამოვნებით დამთავრდა. არაფერი უკითხავს. ნიკომ თავსაფარი მზრუნველად გაუსწორა მაიას.

- ასეც ვიცოდი, ტყუილად წავედი, განა არ ვიცოდი რანი არიან. ვითომ წერილი მომიტანა, საშას წერილი, ქორწილში მეპატიჟება.

- მერე რა არის ამაში ცუდი.

- არა, მაია, შენ როგორი ალალიცა ხარ, ისეთი გგონია სხვაც. ასე არაა საქმე. გარდა ამისა, რუსეთში როგორ წავალ ეხლა მე.

- შენ ხომ ძალიან გიყვარს საშა, რატომ არ უნდა წახვიდე მის ქორწილში, მეორეჯერ ხომ არ ექნებათ, ერთი თვის მეტი ხომ არ დაგჭირდებათ. ჩვენ აქ არაფერი გვაკლია სულ სახლში ხარ რამდენი ხანია, გინდა მორდუც დატოვე ჩვენთან.

- შენ მაგას მართლა ამბობ?

- აბა რა, კი გამიჭირდება უშენოდ, მაგრამ ოცი-ოცდაათი დღე სწრაფად გაივლის და ჩამოხვალ - ტიტინებდა მაია ვითომ მხიარულად, მაგრამ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

- არა, ჩემო სიცოცხლე, ოცდაათი დღით კი არა, მე შენ ერთი დღითაც არ დაგტოვებ. წერილს მივწერ საშას, ავუხსნი, მერე ჩვენ ერთად წავალთ მოსკოვში, ქვეყანას განახებ. საშასთანაც მოვიწონებ თავს შენით - და ნიკომ ცრემლიანი თვალები ამოუკოცნა მეუღლეს.

დღეები დღეებს ენაცვლებოდა. ,,მონადირის სახლში'' სიყვარულით უთენდებოდათ და სიყვარულით უღამდებოდათ. მაიამ უკვე ისწავლა წერა-კითხვა. ყოველდღე ორი საათი წერდა და კითხულობდა. მეტხანსაც იმეცადინებდა, მხოლოდ ნიკო არ აძლევდა უფლებას გაბმულად მჯდარიყო . ერთი საათის შემდეგ, თუ ცუდი ამინდი არ იყო ეზოში ასეირნებდა, თუ არა შეფუთულს აივანზე ატარებდა.

ერთხელ, შუაღამისას ნიკო მაიას ტირილმა გააღვიძა, ცუდი სიზმარი ენახა, მთელი ტანით კანკალებდა. არაფრით არ თქვა, დედაჩემისაგან გამიგია, ცუდი სიზმარი პირველად ცეცხლს უნდა უთხრა, ან გამდინარე წყალს გააყოლოო. ნიკო ეცადა დაემშვიდებია მაია, არაფერი გამოუვიდა. მერე გადმოიღო წიგნი და შეშინებული ქალი ხმამაღლა კითხვით გაართო თითქოს. დილით მაიამ ბუხარს და ნიკოს ერთად მოუყვა სიზმარი: ნიკოს თეთრ ჩოხას რეცხავდა ვითომ მდინარეში, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ქალი , ჩოხა წაართვა, თან სულ იცინოდა, კისკისებდა. ჯერ ჰაერში აფრიალა, მერე ნაკუწებად დახია და მდინარეს გააყოლა. ნიკომ სიცილი დააყარა მაიას და ხუმრობაში გაატარა სიზმარი. იმ სიზმრის შემდეგ შიში დასჩემდა მაიას, ოთახში მარტო ვერ ჩერდებოდა. ნიკო რომ სანადიროდ წავიდოდა, მის დაბრუნებამდე მოსვენება არ ჰქონდა. ეჩვენებოდა, რომ დათვი გლეჯდა ან გველი კბენდა ნიკოს. ტასომ ბებიამისს შეალოცვინა მაიასთვის, შენალოცი ტანსაცმელში ჩაუკერეს, ბებიამ - გათვალულიაო, დაასკვნა...

ნიკო უხსნიდა, რომ რომ მას არაფერი ემართება, უნდა დამშვიდდეს. როდესაც ცუდი ფიქრები მოეძალება, უნდა გაერთოს, ან რაიმე სასიამოვნოზე იფიქროს. ნიკოს შეგონებამ იმოქმედა, თუ ტასოს ბებიის მკურნალობამ, მაია შედარებით დამშვიდდა.

გაზაფხულის დადგომამ სიხალისე თითქმის დაუბრუნა, სულ ეზოში იყვნენ. ნიკომ ძველი ვაზები გაასხლევინა, ხეივანი გააკეთეს, ხეხილი დარგეს. მაია სიამოვნებით უყურებდა ნიკოს ფუსფუსს, მერე ისევ ძველმა შიშმა დაჰკრა, ვაითუ... წიგნი გამოიტანა, აივანზე დაჯდა და კითხვა დაიწყო. კარგა ხანს კითხულობდა, ნიკო თავზე დაადგა კითხვით გართულს, თვალებზე ხელი ააფარა, მაიამ ხელზე ხელი გადაუსვა და მერე ხელი გულში ჩაიხუტა. ნიკომ თავზე ხელი გადაუსვა და თავზე აკოცა. იდილიური სიჩუმე დაარღვია ცხენის ფლოქვების ხმამ და ძახილმა- ეი, მასპინძელო!

- გაუღეთ, მგონი გვიკადრა ანჩაბაძის ვაჟკაცმაო-დაიძახა სიხარულით ნიკომ.

მართლაც ეზოში ბაგრატმა შემოაჭენა ცხენი, ნასვამი იყო. მეგობარი გადაკოცნა, მაიას ხელზე ემთხვია.

-არა, მართლა მოუხდა მაიას აქაური ჰაერი, გასუქდა. მაიას ლოყები შეეფაკლა და შალი წინ გადმოქაჩა.

-ყოჩაღ, შენ ძმაო, კარგ ხასიათზე ხარ.

-აბა, სულ სერიოზულად ძნელია ამ ცხოვრების ყურება, ძალიან შეჭირვებულ დღეში ვარ, მთელი სამურზაყანო-აფხაზეთ-სამეგრელოს გასათხოვარი ქალები ჩემზე ილესავენ კბილებს! მე კი რა ვქნა, ყველა ერთად მიყვარს, ერთი რომ მოვიყვანო, სხვები როგორ დავტოვო გულმოკლული?

-და შენც გადაწყვიტე, არც ერთი არ მოიყვანო, არა?

-შენ, ნიკო, ერთადერთს ყოველთვის გესმოდა ჩემი-გაიცინა ბაგრატმა და მადლობის ნიშნად თაყვანი სცა.

-ჰო, მართლა, -გააგრძელა ბაგრატმა, რომელიმე ამორძალი რომ შემომივარდეს სახლში, დაეუფლოს ყველაფერს და უპირველესად თქვენს მონა-მორჩილს, ვარჩიე ეს მცირედი ავანსად მოვართვა ჩემს დაიკოს. ძეობამდე თუ გადავურჩი ქალთა შემოტევას, სხვაც იქნება. ამ სიტყვებით ბაგრატმა ძვირფასთვლიანი ოქროს დიდი გულსაბნევი გაუწოდა მაიას.

-გმადლობ, ბაგრატ, გმადლობ - მაიას სიამოვნებისაგან სიწითლე მოერია სახეზე.

-მადლობელი ვარ ძმაო, -ასევე სიხარულით თქვა ნიკომ.

-ახლა თქვენ ეს მითხარით-სასწრაფოდ შეცვალა თემა ბაგრატმა, ვის ელით სტუმრად ვაჟიშვილს, თუ ქალიშვილს. ჩემი მეგობარი და თქვენი მეუღლე, ქალბატონო, ყოვლისმცოდნე და წინასწარმეტყველია, აუცილებლად ეცოდინება ვინაა გზაში.

-მე ვიცი, რომ მოდის საშა, -აჰყვა მეგობრის ტონს ნიკო.

-საშა? ხო, მართლა, გამახსენდა. შენ სიტყვის კაცი ხარ, პირველი ვაჟიშვილი საშა უნდა იყოს.

-მოდი, შიგნით შევიდეთ, შენ რომ კარგ ხასიათზე ხარ, მეც ხომ უნდა დაგეწიო.

-შენ, ჩემო ძმაო, უხასიათობას რატომ უნდა უჩიოდე, ციდან ჩამოსული ანგელოზი გიზის სახლში.

-მერე, ვინ გითხრა, რომ უხასიათოდა ვარ, პირიქით, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, არა მაია?

-შენი თავი მიცოცხლოს ღმერთმა და რა მიჭირს - შეეპარა ხმაში ძველი შიში მაიას.

-ოჰ, ეს ძალიან სუსტად გვყავს, - გაიცინა ბაგრატმა, ხარს შეჭამს სადილად, თუ მოინდომა, ნადირობის დროს ხომ ნუ იკითხავ, ერთი ტარიელი ერეოდა ვეფხვს შიშველი ხელებით და მეორე ჩვენი ნიკოლოზი.

ნიკომ იცინა მეგობრის მრავალსიტყვაობაზე და სამივენი ოთახში შევიდნენ.

დადგა ზაფხული, ,,მონადირის სახლში'' დღისით ცხელოდა. არა ისე, როგორც ბარში, მაგრამ მაიას ძალიან უჭირდა. ნიკო დღისით დიდი ცაცხვის ქვეშ გაატანინებდა ხოლმე მაგიდას და იქ სადილობდნენ. ხშირად ეზოდან გადიოდნენ და ტყის პირას სეირნობდნენ. საღამოხანს აივანზე დასხდებოდნენ და ბულბულისა და შაშვების სტვენას უსმენდნენ. ნიკოს სიყვარულს მაიასადმი რაღაცნაირი ნაზი მზრუნველობა დაემატა პასუხისმგებლობის გრძნობით შეზავებული. ხანდაან შორიდან რომ შეხედავდა , თუ როგორ უჭირდა სიარული, ადგომა ან გადაბრუნება, ებრალებოდა კიდეც. ზოგჯერ მუცელზე ხელს მიადებდა ხოლმე და გრძნობდა თავისი შვილის სიახლოვეს. ნიკო ამას მისალმებას ეძახდა. ამ მისალმების შემდეგ ,,მზის უნახავი'' შვილისაგან მასში საოცარი სითბო გადმოდიოდა. ნიკომ იმ მხარეში განთქმული ბებიაქალი მოაყვანია. სთხოვა, რომ 15- 20 დღით ადრე მათთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. ბებიაქალმა დაამშვიდა - ცხენით ერთი საათის

სავალზე ვცხოვრობ, გამომიგზავნეთ კაცს, მოვალ და კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ლოდინი. ახალგაზრდა ქალია, ჯანმრთელი და ყველაფერი კარგად იქნებაო.

მაია და ნიკო ყველაფერში ერთსულოვანნი იყვნენ, მხოლოდ ბავშვის გაზრდაზე ვერ თანხმდებოდნენ. ნიკოს უნდოდა ბავშვი ჩვეულებრივად გაეძიძავებიათ გლეხის ქალზე, მაიას კი უნდოდა თავისი შვილი თვითონ გაეზარდა.

აგვისტო იწურებოდა. ჯერ არ გათენებულიყო, როდესაც ნიკო მაიას კვნესამ გააღვიძა. თვალი არ გაუხელია, ისე მიაყურადა. ცოტაც და მიყუჩდა, მერე ისევ შემოესმა კვნესა, ამჯერად მაია უკვე დგებოდა. ნიკო გამოერკვა:

-რაშია საქმე?

-მტკივა...

-ჰო? არ გეშლება?

-არა.

სანამ ნიკო ჩაიცვამდა, მაიას კიდევ ერთხელ შემოუტია, მერე გაჩერდა, მერე ისევ აკვნესდა...

რამდენიმე წუთში ბიჭი გზაზე მიაჭენებდა ცხენს. ნიკო ადგილს ვერ პოულობდა. მან ყოველთვის იცოდა რა უნდა გაეკეთებია, ახლა კი უძლური იყო. მაიას ოდნავ დაამშვიდებდა, მერე ჭიშკრისაკენ წავიდოდა. ტასომ საუზმე შესთავაზა, ნიკომ შეუღრინა, რა მაჭმევსო. მზარეულმა - მე დავდგები კარებთან, რომ გამოჩნდებიან, მოგახსენებთო. მიხვდა, რომ ზედმეტი იყო აქეთ-იქით სიარული და მზარეულს არ გაჯავრებია, ისე დაეთანხმა.

როგორც იქნა მოვიდა ბებიაქალია. ნიკომ თავი შეიკავა, დაგვიანებისათვის საყვედური არ უთქვამს. სულ ხუთი წუთით შევიდა მაიასთან და განაცხადა - არ გამაჩერა ამ ბიჭმა, საუზმობაც კი არ მაცალაო. მიუჯდა სუფრას და მთელი ნახევარი საათი მიირთმევდა. როცა მაიას ტკიოდა ნიკო გვერდით ედგა და მისი ხელი ხელში ეჭირა. შუალედებში აივანზე გადიოდა. ბოლოს შემოვიდა ბებიაქალი და ნიკოს უთხრა:

-პატნსკუა, თავიდან ქალებს, ვისაც ბავშვის გაჩენაში დავეხმარე, ვითვლიდი, მერე ნაჭდევებს ვაკეთებდი სახლის ფიცარზე. ეს კედელი რომ დამთავრდა, თავი გავანებე. არც ერთი ქმარი არაფერში დამჭირვებია. ოჯახში არიან ქალები და ისინი დამეხმარებიან. თქვენ ისაუზმეთ, აიღეთ თოფი და სანადიროდ წადით.

საღამოსათვის რომ დაბრუნდებით, მაშინაც კი შეიძლება თქვენი მეუღლე ისევ ასე დაგხვდეთ.

-როგორ, მანამდე ასე უნდა იწვალოს?

-რას ვიზამთ, ასეთია ქალების ხვედრი. მენდეთ პატნსკუა, დედას და შვილს უვნებელს ჩაგაბარებთ.

-მაია, შენ რას იტყვი?

-კი, თოლიგე, წადი, მე ყოჩაღად ვიქნები,- გაღიმება სცადა მაიამ.

ნიკოს ერთი სული ჰქონდა, გასამხნევებლად ჩაეკოცნა მაია, მაგრამ მხოლოდ ალერსიანად შეხედა და უსიტყვოდ გავიდა. საღამომდე იხეტიალა ნიკომ ტყეში, ნადირობა სცადა, არაფერი გამოუვიდა. ორჯერ გავიდა ტყიდან, გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. შერცხვა ქალების, განსაკუთრებით ბებიაქალის მოერიდა, იფიქრა -ქვეყანას მოსდებსო. უკანა კიბით ავიდა სახლში, ტასო შეეფეთა -პატნსკუა, ჯერ არაფერი არისო.

- შესვლა არ შეიძლება?-უაზროდ იკითხა. –

ახლავე დავუძახებ ბებიაქალს- უპასუხა ტასომ. ამ დროს ხმამაღალი კვნესა და ვაიმე დედაო-სასოწარკვეთილი შეძახილი შემოესმა. ნიკო ანგარიშმიუცემლად მივარდა კარს. სულ გათეთრებული იწვა მაია, თავში წაევლო ორივე ხელი, ზედა კბილებით ქვედა ტუჩს აჭერდა, თავს ბებიაქალი ედგა და ეუბნებოდა: ნუ კივი, ტკივილს ნუ „კარგავ!“. შეღებულ კარში ნიკო რომ დაინახა - პატნსკუა, როგორ გეკადრება, ნუ შემოხვალო.

- ხო, მაპატიეთ-ჩაილაპარაკა ნიკომ და კარი გაიხურა.

სახლში ვეღარ გაჩერდა, მაიას განწირული ხმის გაგონება არ შეეძლო. წინა ეზოში გავიდა, ჭიშკართან, ცაცხვების ქვეშ დაიწყო ბოლთის ცემა. აქ ხმა აღარ ესმოდა, მაგრამ მაიას ტკივილისაგან შეცვლილი სახე ედგა თვალწინ. გაახსენდა შარშანდელი ზაფხული, ჯარალობა, მაიას მოტაცება და მისი აქ მოყვანა. როგორ იქნება ისე დაწყევლილი, რომ მაიას დაკარგავს, რისთვის უნდა დაისაჯოს, თუმცა...

წუთით გონების თვალით უკან მოიხედა. ღმერთო ჩემო, რა სისაძაგლეა, რამდენი ცოდვა... კი, მისთვის ყველაფერი ახია, მაგრამ მაია? მან რა დააშავა, ის ხომ უცოდველია. ხო, შენ გინდა მაიას ამოეფარო და შენი ბინძური წარსული დაფარო?-ჩასძახა გონების ხმამ -ღმერთო, ოღონდ ახლა გადაარჩინე მაია, ნიკოც, რომელმაც ნამდვილი ბედნიერება იპოვა. თუ რამე ეშლებოდა და აშავებდა ღვთისა

და სინდისის წინაშე, რა ნიკოს ბრალი იყო. მიჰყვებოდა მშობლებისა და ახლობლების გზას. -აჰა, თავის დაძვრენას ფიქრობ? გინდა სხვებს გადააბრალო შენი ცოდვები? ისევ სხვები დაიყენო წინ... კვლავ გაირინდა, გაშეშდა და იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა.

-პატნსკუა,- დაუძახა ბიჭმა.

-რა იყო - სხვისი ხმით შეეხმიანა ნიკო.

-ცხელი ხაჭაპური გამომატანეს, მაიამ გთხოვათ მიირთვასო. ბებიაქალმა შემოგითვალათ, ყველაფერი კარგად არისო.

ბიჭმა ლანგარი გვერდზე დაუდო დ წავიდა. სულ ახლოს ბუჩქი შეინძრა და მაფშალიამ გალობა დაიწყო. ეს ნამდვილად გულისსწორს უმღერისო - გაიფიქრა. მხოლოდ შეყვარებულს შეუძლია ასე თავდავიწყებით გალობა. წუთით ნიკოს დაავიწყდა ყველაფერი და ბუნების საოცრებაზე დაფიქრდა. შეხედა მთვარეს, რომელიც თითქოს სანახევროდ მხართეძოზე იყო წამოწოლილი სახლის სახურავზე. ბულბულს უკვე დაემთავრებინა თავისი სასიყვარულო არია და ეხლა ჭრიჭინების გუნდი გამოსულიყო არენაზე. აქა-იქ ციცინათელა გაიბჟუტებდა და ისევ გაქრებოდა. ვინ იცის ამქვეყნად ეხლა რამდენი იბადება - გაჰკრა გონებაში ნიკოს და კიდევ... რამდენი კვდება - გააგრძელა ფიქრი. სიკვდილის გახსენებაზე უცებ წამოვარდა ფეხზე. სიბნელე გაჰკვეთა ისეთმა შეკივლებამ, იფიქრებდი, ვარსკვლავები ძირს ჩამოჰყარაო. გაიქცა ნიკო და კარიც ფართოდ გაიღო.

-გოგოა, გოგო-დაიძახა რამდენიმე ხმამ ერთად.

-მაია როგორ არის - სულმოუთქმელად იკითხა ნიკომ.

-კარგად პატნსკუა, გილოცავთო. შინაურები შემოეხვივნენ ნიკოს, მან შვებით ამოისუნთქა.

დილით უხვად დასაჩუქრებული ბებიაქალი გზას გაუდგა, სანამ შინამოსამსახურეები ბებიაქალს აცილებდნენ, ნიკო მაიასთან შევიდა. მაიამ ეშმაკურად გაუღიმა ნიკოს:

-როგორი გოგოა საშა, არ მოგეწონა?

-ჯერ შენთან მოვედი, მე ის პირველ რიგში შენით და შენს გამო მეყვარება, შურიგე-ნაწნავებზე ხელი გადაუსვა ნიკომ.

-თოლიგე, თავსაფარი გადაუწიე ბავშვს - დაადევნა აკვნისაკენ მიმავალ მამას მაიამ.

ზეწრის სითეთრეს ხაზს უსვამდა პატარას წითელი თმები.

მონადირის სახლში ისევდაისვასაკითხიბავშვისგაძიძავებასთანდაკავშირებით.

მაიამცრემლებითთხოვანიკოსბავშვიმათთანდარჩენილიყო.

ნიკომაიასცრემლებსვერიტანდა,

ოღონდმაიასცრემლებიარენახადაყველაფერზეთანახმაიყო.

ბოლოსგადაწყვიტესმომვლელიქალიმოეყვანათსახლში.

დიდისტუმრობაარჰქონდათ, მაიასდედა, სოფრომიდამორდუჩამოვიდნენ.

ერთითვისშემდეგბაგრატიამოვიდა, მოიბოდიშა - მაპატიეთ, აქამდერომარამოვედი,

მაგრამვიფიქრე, მაიასმომჯობინებასვაცლი, ხომუნდაითამადოს,

აქეთალექსანდრაცგაიზრდებადადედისალავერდებსგამოცლის-მეთქი.

გადაკოცნანიკო, მაია, აკვანთანმივიდადაზედოქროსძეწკვისაათითგადაკიდა..

-ბაგრატ, პირობასგაძლევ, გაკოტრდები, მედამაიამმოვილაპარაკეთ,

ყოველწელიწადსპატარაუნდავიყოლიოთ.

-გამოსავალსმოვძებნი,

თქვენჩემზეარინერვიულოთდანურცგეგმებსშეცვლით,-გაიცინაბაგრატმა.

მესამედღესშერვაშიძეებისაგანანჩაბაძეთამამულშიკაციამოვიდასაიდუმლოდ.

ქენჩიიბარებდაბაგრატს.ორიოდ საათის შემდეგ ბაგრატიდიდთავადის პირისპირ იჯდა:

-ბაგრატ, ვიცი ჩემს ვაჟბატონთან დადიხარ. არა, კი არ გამტყუნებ. ეხლაც ახვალ, ალბათ მისალოცად. „ჯერ არ მოუტანიათ ამბავი, რომ უკვე ვიყავი...“გაივლო გულში ბაგრატმა.

-მინდაჩემიუკანასკნელიწინადადებამიუტანო. თუოდესმეფიქრობსმოხედვასმშობლიურისახლისაკენ, გააკეთოსის,

რასაცშევუთვლი -წავიდესსამოგზაუროდრუსეთშიანსაზღვარგარეთ.

თუუნდასახლსვუყიდითბილისშიდაიცხოვროსიქ. მაგასრომეყოლა, მასერამდენიმე ბავშვიმეცმყოლია, მაგრამარცმომიკითხავსმერე. მემაინცარვიქნებიმკაცრი,

სიტყვასვაძლევ, ქალსგავათხოვებ, გავამზითვებ. ბავშვსდავითსვაშვილებ,

შვილიმაინცარაჰყავს. თვითონმხოლოდთანხმობაშემომითვალოს, ყველაფერსმემოვაგვარებ. ბაგრატ, ვიცირომმაგისთვისკარგიგინდა, ურჩიე,

თორემბოლოსინანებს, ვერაფერსმიიღებსჩემგან. დავიბარებ, რომმოვკვდები,

არმიტიროს.

-თავადო, ყველაფერიგასაგებია, გადავცემ, მაგრამიცითრაკარგებიარიან,

როგორუყვართერთმანეთი, და...

-ბაგრატ, -გააწყვეტინაქენჩიმ, ქვეყნისსასაცილოდფაღავასქალსმაგუგვაროგომბიოსგვერდითარდავუყენებ.

მოფიქრებისათვისვაძლევორდღე-ღამეს.

მესამედღესმისიმოურავისპირითშემომითვალოსპასუხი.

-აი, თურმევისმოაქვსიქაურიამბებიდაწვრილებით - გაიფიქრაბაგრატმა.

-ახლაბაგრატ, ვისადილოთ, შენგაფრთხილებაარგინდა,

რომესსაუბარიჩვენსშორისდარჩეს. ხვალწახვალიქ, არა?

-კიბატონო, წავალ, მაგრამ...

-არავითარიმაგრამ, ჩვენმოვრჩითამთემაზესაუბარს!- გააწყვეტინაშერვაშიძემანჩაბაძესდასუფრასთანმიიწვია.

მეორედღესცაცხვებისქვეშნიკოდაბაგრატიგვერდიგვერდისხდნენ.

ბაგრატმაუკვეუთხრანიკოსშემონათვალი. ნიკოსოდნავაღელვებაეტყობოდახმაში.

-არა, ჩემთვისმოულოდნელიარაფერია. ბაგრატ,

მეველოდიასეთკატეგორიულმოთხოვნას, მეტსაცგეტყვი-უარესისთვისაცმზადვარ!

მამაჩემსგადაეცი - ვერცდამაშინებს, ვერცმომისყიდის.

მეუბედნიერესიკაცივარდაცოცხალითავითჩემსოჯახსარაფერზეგავცვლი.

-ნიკო, მემესმისშენი,

მაგრამქენჩიშერვაშიძეადვილადგასატეხიკაკალიარარის.

-ვიციჩემობაგრატ, ამასერთიწელიავფიქრობ, გამოგიტყდები,

აქამდემეშინოდაფეხმძიმექალიროგორუნდაწამეყვანა. აწიარაფერიმიჭირს,

ცხენებიმზადმყავს.

-მერეპატარაბავშვითსადუნდაწახვიდე, ნიკო.

-მეაქაცმშვენივრადვარ, მაგრამთუმამაჩემიმაიძულებს,

სხვაგანუნდავეძებოთავშესაფარი.

აკვანსშემოვიდგამცხენზედაჩემიპატარაოჯახითგავეცლებიაქაურობას.

-ნიკო, მეშენსმეგობრადვრჩები, გახსოვდეს, ყველაფერსგავაკეთებშენთვის,

თუნდაცშერვაშიძეთამთელიმოდგმაგადამემტეროს.

-მადლობელივარ, ბაგრატ, შენიიმედიმაქვს, თუდამჭირდი, ბიჭსგაგიგზავნი,

სხვასარავის.

-ბონდოსარენდობი?

-არა, საეჭვოარაფერიშემინიშნავს, გარდაიმისა,

რომსულთვალებშიშემომციცინებს,

არამგონიაჩემიაქდარჩენამისთვისასესასიამოვნოიყოს.

შეიძლებამამაჩემისმოენეციყოსდაამისთვისგასამრჯელოსაცკიღებულობდეს.

ღმერთმამაპატიოს, თუცილსვწამებ,

მაგრამჩემმამდგომარეობამმგონიცოტაეჭვიანიგამხადა.

-არა, მართალიხარ, მეთურაიმეგავიგე, მაშინვეაქგავჩნდები,

თუარადაბიჭსგამომიგზავნიდარადროცარუნდაიყოს, შენსგვერდითმიგულე,

არამგონიააქამდემივიდესსაქმე.

-ეჰ, ბაგრატ, მამაჩემისაგანარაფერიგამიკვირდება,

ვიციმისიამპარტავნობისამბავი.

-არა, არცმასეასაქმე-ცალყბადუარყობაგრატმანიკოსდასამშვიდებლად,

გულშიკიდაეთანხმამეგობარს.

მონადირისსახლშიფუსფუსიიყო, ურმებითსიმინდიმოჰქონდათ. სახლისუკან,

დიდიწაბლისხისქვეშდამსხდარიყვნენსოფლისგოგო-ბიჭებიდაარჩევდნენსიმინდს.

მოშორებით, ნიკოსბრძანებითდეკეულიჩამოეკიდათ, ჩაფსკვნილი,

შუახნისმამაკაციმონდომებითატყავებდა, თან ,,ოდოიას'' ღიღინებდა.

ბიჭებიგიდელებითასულიყვნენხეებზედაყურძენსკრეფდნენ.

ნიკომყურძნისმკრეფავებსახედადამარანშიშევიდა. სასიამოვნო,

მწიფეყურძნისსუნიტრიალებდამარანში.

საწნახელშიახალგაზრდაბიჭიჩამდგარიყობოლომდეაკაპიწებულიშარვლითდანელ-ნელა, მაგრამენერგიულადამოძრავებდამაღალფეხებს.

-როგორმიდისსაქმე, საწნახელსხომარგასდის?- იკითხანიკომ.

-არაბატონო, წეღანბონდოციყო, იმანაცშეამოწმა, -უპასუხაბიჭმა.

ნიკოსიმინდისგორასთანთავმოყრილახალგაზრდებსმიუახლოვდა.

-ე, მუორე, მუორე.... ეშმაკურისახით, დამარცვლითამბობდაჩოფურა,

ჭორფლიანიბიჭიგამოცანას. ნიკოსდანახვაზეგაჩუმდადაფეხზეადგა.

მასსხვებიცმიყვნენ.

-ისხედით, ისხედით, ქორწილებისდროდგება, გირჩევთარგადადოთ,

მხოლოდშევთანხმდეთ, ერთმანეთსარდაამთხვიოთ, ცალ-ცალკეუნდავიქეიფოთ. -

ღიმილითუთხრაშეკრებილთნიკომ. გოგონებმადაიმორცხვეს,

ბიჭებიდანუფროთამამმა, ვაპირებთო, დაიძახა.

დაბინავდაჭირნახულიმონადირისსახლში. საღამოს,

წაბლისხისქვეშგაიშალასუფრა. ნიკომყველაგულთბილადადღეგრძელა,

მადლობაგადაუხადა. მერესოფელშისალაპარაკოდჰქონდათ,

ბატონმაგლეხებსმადლობაუთხრადადალოცაო.

შერვაშიძეებისტყისპირასახლიაქამდეთუჭერამდეიყოსავსესიყვარულით,

ახლასახურავამდეგაივსო.

ბავშვისგაჩენამმაიასდანიკოსურთიერთობაშირაღაცგანსხვავებულიშეიტანა.

საათობითმსჯელობდნენ, თუროგორგაზრდიდნენპატარას, რასასწავლიდნენ,

რომწამოიზრდებოდასადმიიყვანდნენ სასწავლებლად.

მათმაფანტაზიამიქამდეგაშალაფრთები,

რომქალიშვილისგათხოვებაზეცდაიწყესბაასი, მერეამაზეორივეკარგახანსიცინოდა.

-არა, რაცმართალია, მართალია, ბედიმწყალობს, -

ბოლოსსიცილითდაასკვნანიკომ -საშამერომმგავსდიდიგამართლებაა.

შენრომდაგმსგავსებოდა, ვიღაცთავქარიანიმომტაცებდა,

აწიესსაშიშროებაარმემუქრება.

-შენრასილამაზეგაკლია? -

სიყვარულითსავსეშუქიანითვალებიშეანათამაიამნიკოს.

-ოო, ამსიტყვებითძალიანგამახარე, ლამაზიგეჩვენები, ესეიგიგიყვარვარ.

მესულვფიქრობდი- ვუყვარვართუარა-მეთქი. ხანდახან პატარაზეც ვეჭვიანობ, მგონია, ჩემზე მეტად გიყვარს... მაიას საოცრად მოუნდა დაჰკონებოდა ვაჟკაცის ტუჩებს, მაგრამ როგორც სხვა დროს, ეხლაც შერცხვა და მხოლოდ თავი მიადო მკლავზე. ნიკომ, თითქოს ფიქრს მიუხვდა, ხელი მოხვია და ბავშვურ ტუჩებზე ეამბორა.

მზე ზანტად ამოვიდა მთებიდან, თითქოს ძნელი, შორი გზა გამოიარა და დაიღალაო. მთის თეთრად მოქათქათე მწვერვალები ბარს ნიშანს აძლევდნენ,

მოემზადეთ, სულ მალე გეწვევითო. მონადირის სახლი ახლოს იყო მთასთან, ღამღამობით თრთვილსაც დებდა უკვე, ნაადრევი ზამთარი კარს მოსდგომოდათ. მაიამ შორიდან თვალი შეავლო სხვადასხვაფრად მორთულ ტყეს, მაინც ჩალისფერი მძლავრობდა. ნაღველი მოძალებოდათ ხეებს, მასაც დარდი შემოაწვა გულზე, წუთით დაფიქრდა - რაზე დარდობს? რა აქვს სადარდებელი: შვილი კარგად ჰყავს, იზრდება. ქმარი? მერე რა, რომ ჯვარდაწერილი არ არის, აკი ნიკომ თქვა, ჯვარს როცა იქნება მაშინ დავიწერთო. ასეთი ქმარი ნეტავ თუ ვინმეს ჰყავს, შერვაშიძეებს არაფერი გამოუვიდათ, ვერ დააცილეს მაიას, ვერც შეძლებენ. მაშ, რაღაა ის სევდა, რომელიც ხანდახან მოეძალება, ხოლმე...ეშინია მაიას, ეშინია ბედნიერების. მაგრამ რა უნდა მოხდეს, ღმერთო! - წაიჩურჩულა მაიამ და პირჯვარი გადაიწერა...

ტყის შუაგულში საგულდაგულოდ გადამალული ქარი აბორგდა, ტოტები შეარხია, კენწეროებსაც ავად შეავლო თვალი, მერე მზის სუსტ სხივებს ღრუბლები მიუსია და საიდანაც მოვიდა, იქით გადაკარგა. წუთიც და მოსარკულ ცაზე ღრუბლები გაბატონდნენ და ცრემლებად დაედინენ ხეებს და გადაყვითლებულ მინდორ-ველებს. მოქუფრული ცა ელვამ გაანათა, სადღაც სულ ახლოს მეხი გავარდა. მაია გაიქცა, ბავშვს არ შეეშინდესო, კარში ნიკოს შეეფეთა:

-რაო, შურიგე, ხომ არ შეგეშინდა?

-არა, შემოგევლე, თქვენ მყავდეთ კარგად, მე რისი მეშინია - ხმადაბლა უთხრა მეუღლეს, მანაც მძლავრ მკლავებში მოიქცია და ისიც მაშინვე დამშვიდდა.

საყიდლებზე გაგზავნილმა ბონდომ ცუდი ამბავი ამოიტანა მონადირის სახლში: ბაგრატის დედა გარდაცვლილიყო. მაია ატირდა, რამდენს ეხვეწებოდა ბაგრატს, შვილიშვილის უნახავად ნუ მომკლავო, ალბათ გრძნობდა აღსასრულის მოახლოვებასო - დაასკვნა ბოლოს.

- კი, წინათგრძნობა და სიზმარი უდავოდ არსებობს, მხოლოდ ორსული ქალის სიზმარი არაფერს ნიშნავს, გამიგია - დაიზღვია თავი ნიკომ. ნიკოს სამძიმარზე წასვლა კიდეც უნდოდა და კიდეც არა. მაიამ გაიკვირვა, როგორ შეიძლება წაუსვლელობაო. ნიკოც დაეთანხმა, წაუსვლელობა არაფრით არ ივარგებსო. თან წუთით წარმოიდგინა, იქ შეყრილი საზოგადოების რეაქცია, მის დანახვაზე და გაიფიქრა: რაღა სასაკლაო და რაღა იქ მისვლაო. ხმამაღლა კი დასძინა, ბაგრატისთვის თუ გინდა ჯოჯოხეთში წავალო.

აი, გათენდა შაბათიც, დაკრძალვის დღე. ნიკომ "სქვამაიას" შეკაზმვა უბრძანა ბიჭს. ეს პირველი შემთხვევა იყო, მაიას მოყვანის შემდეგ ნიკო რომ მიდიოდა, თუ

არ ჩავთვლით ნადირობას. ორივე ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ ცდილობდნენ მხიარული და უდარდელი ჩვენებოდნენ ერთმანეთს. ისაუზმეს, მაია ბავშვთან გავიდა, მობრუნდა. შავი ახალუხი და თეთრი ჩოხა ძალიან გიხდებაო, უთხრა ღიმილით. ნიკომ ქამარ-ხანჯალი შემოირტყა წელზე და მაიას მიუბრუნდა:

-სულ თეთრ ჩოხას ჩავიცმევ, თუკი ასე მოგწონვარო.

-თოლიგე, მე ყველანაირ ტანსაცმელში მომწონხარ! ნიკომ ხელები გაშალა, ჩაიკრა მაია და უჩურჩულა: ყოჩაღ, ნელ-ნელა ქათინაურები და გრძნობების გამხელა ისწავლე, მიხარია...

გადაუღებლად წვიმდა, დროდადრო თოვლსაც აყოლებდა, ქარი ძვალსა და რბილში ატანდა. ნიკო კარადასთან მივიდა, მაიას მიუტრიალდა

-რომელი ნაბადი მოვისხა, თეთრი თუ შავი?

-რომელიც გინდა, შავი?

-ასე იყოს, ღიმილით უპასუხა ნიკომ. ჩამოხსნა შავი ნაბადი და ტახტზე დადო.

-წავალ, საშას დავემშვიდობები.

-გოლუაფირო, სათხოვარი მაქვს - მორიდებულად უთხრა მაიამ და ბავშვის ოთახისკენ მიმავალს მიჰყვა.

-ხომ ხედავ, როგორი ამინდია? ადრე დაბნელდება, დარჩი ამ საღამოს იქ.

-სად, სახლში მივიდე? არავითარ შემთხვევაში!

-კარგი, ნათესავების მეტი რა გყავს.

-არა, მე იმასთან არ მივალ, ვისაც მოსვლა შეეძლო ჩემთან და არ მოგვაკითხა. ვნახოთ, შეიძლება დედაჩემის ძმასთან, გიორგისთან დავრჩე, მას მოსვლა ნამდვილად არ შეეძლო. ნიკო აკვანზე დაიხარა, მძინარე პატარას შუბლზე აკოცა ფრთხილად და ოთახში დაბრუნდა. ყაბალახი წაიკრა, მაიას ხელი დაავლო - თვალებში სევდა გაქვს, ნაძალადევი ღიმილით ვერ ფარავ, პატარა ხომ არ ხარ? - სიცილით სახე დაუკოცნა, დაატრიალა და ბოლოს დასვა, ნაბადს დასწვდა და გავიდა. ბიჭმა ცხენი კიბესთან მოუყვანა, ნიკო მოახტა, ნაბადი შეისწორა, უკან მოიხედა ღიმილით, მათრახიანი ხელი აუწია მაიას და გააჭენა...

დიდი სასტუმრო ოთახი დღესავით იყო განათებული, ჭერის შუა ადგილი ოთხკუთხედად ზევით, ღრმად შეეწიათ, დურგალს ათასნაირი ქონგურები გამოეჭრა

ფიცარზე დიდი ოსტატობით, რომ ქვევიდან ხელით ნაქსოვი ნაზი მაქმანი გეგონებოდა. ცენტრში დიდი, თეთრი ფაიფურის ლამპა იყო ჩამოკიდებული, რომელსაც ასევე ფაიფურის ოქროსფერარშიებიანი აბაჟური ჰქონდა ჰქონდა ჩამოფარებული. ლამპის სინათლეს ეჯიბრებოდა ვეებერთელა ბუხრიდან გამოსული ცეცხლის შუქიც. ბუხართან ღრმა, დიდ სავარძელში ჭარმაგი მამაკაცი, მხარბეჭიანი და სრული ტანით დიდ სავარძელს კარგად ავსებდა. ლოყებს ვარდისფერი დაჰკრავდა, მოწითალო, ფერდაკარგულ თმა-წვერს ჭაღარა მორეოდა. კეხიანი ცხვირი, შეკრული შუბლი და მოძრავი თვალების მბრძანებლური გამომეტყველება ძალ-ღონით სავსე ნებისმიერ ვაჟკაცს უკან დაახევინებდა. კარი გაიღო, ზარის ხმაზე შემოსულ მოსამსახურეს - დავითი მეახლოსო, უბრძანა. სულ მალე დავითიც შემოვიდა. იგი ჰგავდა მამას, მხოლოდ სახეზე, განსაკუთრებით თვალებზე ეტყობოდა, რომ რბილი და დამყოლი ხასიათის იყო.

-ჯერ დაჯექი და წვრილად მომიყევი ანჩაბაძეებთან ჩვენი ვაჟბატონის ვიზიტის ამბავი, ვისთან ერთად შევიდა და ასე შემდეგ...

-მარტო შემოვიდა, მაგრამ ისე ღირსეულად და ამაყად ეჭირა თავი, იფიქრებდი მართლა ნიკოლოზ მეფეა და ამალა მოჰყვება უკანო. ჭირისუფალთაგან ბაგრატს გადაეხვია, დანარჩენს არც შეხედა, ისე გავიდა იქიდან. ქალებს ეახლა, ღირსებით ხელზე ემთხია ყველას. ანეტა აფაქიძე გაჰყვა, განმარტოებით ელაპარაკებოდა ცოტა ხანს, მერე ანეტა გაშორდა და მე მივედი მასთან.

-რატომ? - გააწყვეტინა ქენჩიმ.

-ვუთხარი, წამოსულიყო სახლში.

-მერე, წამოგყვა? - დამცინავად ჰკითხა ქენჩიმ. ხომ იცოდი, რომ არ წამოვიდოდა, არ უნდა მისულიყავი, მდგარიყო იქ მარტო - ეგრძნო, როგორ შეაქცია ყველამ ზურგი.

-არა, ის ასე არ ფიქრობს, მას ჰგონია, რომ ის ერთი დგას მაღლა, ჩვენ ყველანი საცოდავები ვართ, რადგან ავსა და კარგს ვერ ვარჩევთ, თავი სხვისი ჩაგვრით მოგვაქვს. ის დარწმუნებულია,რომ მას კი არ აქციეს ზურგი, არამედ მან თქვა უარი ჩვენნაირ ხალხზე!

-არა, რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ მართალი იყო ყოლბაიას ქალი, გათვალულიაო, რომ უთქვამს. აბა, როგორ შეიძლება ასე ტვინიგადაუბრუნდეს 26 წლის კაცს, თავი მოსწონდა შერვაშიძეობით და ეხლა

იძახის საცოდავები ხართო! უთხარი შენს ცოლს, შეალოცვინოს, გაიგე რა არის საჭირო, საკლავი შევწიროთ ღმერთს. მაგას კი, მე ვიცი რასაც ვუზამ, ჩემი მომრევი ამქვეყნად ჯერ არ დაბადებულა - თვალები დააკვესა ქენჩიმ და ასაკისთვის შეუფერებლად მკვირცხლად წამოდგა სავარძლიდან.

-აი, სიბერეც ამას ჰქვია, გააგრძელა განრისხებულმა, უფროსს შვილი არ ეყოლა, დავარიგე, სხვაგან, კეთილშობილ ქალს გააჩენინე, მოიყვანე და გაზარდე-მეთქი. მეორემ უჯიშო გომბიო მოათრია და ტყეში იმალება, ქვეყნის სალაპარაკოდ გაიხადა თავი.

-მამა ბატონო, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია? რამდენთან მოვინდომე, არაფერი გამოდის - შეჰღაღადა შეწუხებულმა დავითმა მამას, ეტყობა ქენჩიმ მტკივან ადგილას დააჭირა შვილს ფეხი. ერთი შეხედა მოხუცმა დავითს და ხელი აუქნია, ანიშნა თავისუფალი ხარო.

მარტო დარჩენილი ფანჯარასთან მივიდა, სიბნელეს გახედა, თვალი გაუშტერდა, ეჭვგარეშეა ნიკოზე ფიქრობდა, ვერ შეგუებოდა შვილის დაკარგვას. მას ხომ ნიკო გამორჩეულად უყვარდა, ყველა ამბობდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამასო. კი, დავითიც მას ჰგავდა, მაგრამ დავითი სხვა არის მაინც, დედის თვისებები უფრო ჭარბობდა მასში. ნიკო ბავშვობიდან თავისნათქვამა, ჯიუტი და უშიშარი იყო. ქენჩის ერთი ამბავი გაახსენდა: გაზაფხულის პირი იყო, ბიჭები ჩიტებზე სანადიროდ გაპარულიყვნენ უახლოეს ტყეში. დავითი 16, ხოლო ნიკო 8 წლისა იყო. დაბრუნებისასნიკოს ცხენისთვის გველს ეკბინა და ბიჭებმა ფეხზე გადაუჭირეს თურმე ქამარი. ცხენს ფეხი გაუსივდა და ნაბიჯი ვერ გადადგა, არადა საღამოვდებოდა. დავითმა გადაწყვიტა, ცხენი დაეტოვებინათ, ნიკო არ დაეთანხმა, ცხენთან დარჩა, ვიდრე შემლოცველ ქალთან ერთად არ მიაკითხეს. თითქმის ორი საათი იყო ბავშვი მარტო ტყეში. შეშფოთებული ქენჩი მხლებლებთან ერთად მივარდა ნიკოს. ბავშვი მშვიდად იყო და რომ ჰკითხეს არ შეგეშინდაო? უპასუხა:

- რატომ უნდა შემშინებოდა, მარტო ხომ არ ვიყავი - მე ცხენს ვამხნევებდი და ის მეო, რამდენჯერმე თოფიც გავისროლე, მგლები და ტურები რომ შემეშინებინაო...

ანეტამ სველი ქოლგა და მოსასხამი მოსამსახურეს გადასცა და დალოგინებული დედის ოთახში შევიდა, საჭმელითუ ჭამეო - შეეკითხა, პასუხად ავადმყოფმა თვალები დაახამხამა. სამი შემოდგომა მიილია, რაც ჩავარდა ლოგინად, ნახევარი წელია, ენაც წაერთვა და ასე იტანჯებოდა სიკვდილის მოლოდინში. ორი ქალიშვილი გათხოვილი ჰყავდა, ერთადერთი ძე

საზღვარგარეთ სწავლობდა, ხოლო სახლში უმცროსი ქალიშვილი ანეტაღა იყო. ანეტამ შინამოსამსახურეს უხმო:

-ძაბალა, უკანა ჭიშკართან სადაცაა ნიკო მოვა, ნიშანს მოგცემს, შემოიყვან ძველებურად, მანამდე კი სუფრა გაშალე. ძაბალას გასვლისთანავე გარდერობთან მივიდა, ჩამოხსნა ერთი კაბა, მეორეც მიაყოლა, მესამე ტანზე მიიფარა და სარკეში ჩაიხედა. ცოტა ხანი ასე იდგა, მერე რაღაც მოიფიქრა, კარადაში შეყარა და შავ ფონზე წითელყვავილებიანი საზაფხულო კაბა ჩაიცვა, ფეხზეც გამოიცვალა, თმაც სხვაგვარად დაივარცხნა და სახეზე ფერუმარილიც წაისვა. ძაბალამ სუფრა გაშალა და გავიდა.

ანეტა სარკეში დააკვირდა თავისთავს: ოცი-ოცდახუთი წლის შავგვრემანი, შავთვალწარბა ეშხიან სახეს, განსაკუთრებულ იერს სიცხიანივით მოელვარე თვალები აძლევდა. ტანზე შემოტმასნილი კაბა სავსე მკერდს, ლამაზად ჩამოქნილ მკლავებს და ვიწრო წელს ხაზს უსვამდა. ერთი ამოიოხრა, ისევ გააღო კარადა, ყაყაჩოსფერი დარაია ჩამოხსნა და მხრებზე მოისხა. თითქოს დარაიამ სიმხურვალე გადასცა სახეს, ლოყები შეეფაკლა და ერთი-ორად უფრო ლამაზი გამოჩნდა. სუფრასთან მივიდა, ღვინის დოქში რაღაც ჩაყარა, კარგად შეანჯღრია და ისევ მაგიდაზე დადგა. კალმისტარი და მელანი გადმოიღო, სუფთა ფურცელზე რაღაც დაწერა, ნაწერი კი ფერუმარილის შუშის ქვეშ ამოსდო და სარკესთან დაჯდა. ისევ დააკვირდა თავის ორეულს, ცრემლები ჩამოეკიდა წამწამებს, თუმცა მოწმენდა არ უცდია, უაზროდ იყურებოდა. მერე მაინც ადგა, თვალები ამოიმშრალა, ლოყაზე ფერუმარილი გადაისვა და ფეხის ხმაც გაისმა.

-აქა მშვიდობა, კარის გაღებისთანავე ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნიკომ.

-მშვიდობა და სიმშვიდე ამ სახლმა სამი წლის წინ დაკარგა!

-ანეტა, მე თავს არ ვიმართლებ, გულწრფელად ვინანიებ ყველაფერს, მაგრამ მარტო მეც არ ვარ დამნაშავე...

-ნიკო, იქნებ იმ გლეხის გოგოზე უკეთ გამოგადგე ცხოვრებაში მეუღლედ - მკლავებში ჩაავლო ორივე ხელი და ცრემლიანი თვალები ვედრებით თვალში გაუყარა ვაჟკაცს. ნიკომ ქალის ხელები ფრთხილად მოიშორა.

-არა, ანეტა, ის გლეხის გოგო თავს მირჩევნია, უიმისოდ ერთი წუთითაც არ მინდა სიცოცხლე, ის ჩემი შვილის დედაა და ჩვენ ბედნიერები ვართ. მე ეს ბაგრატთანაც გითხარი, აქ ამისთვის არ მოვსულვარ, მოვედი შენი თხოვნით...

-ჰო, მადლობელი ვარ! მაშ დამილოცე გზა - ოხვრას ამოაყოლა ანიტამ. ღვინო დაასხა ჯერ ერთ, მერე მეორე ჭიქაში. - დაჯექი, წაიხემსე.

-არა, სინდისმა არ მომცა უფლება არ მოვსულიყავი, ხედავ როგორი ღამეა, დიდი გზა მიდევს წინ.

-სწორია, დიდი გზა გაქვს - ფიქრიანად დაუდასტურა ქალმა. ნიკო ჭიქას დასწვდა:

-ძალიან გამიხარდა, რომ თხოვდები, სულით და გულით გისურვებ ბედნიერებას! ნიკომ ჭიქა გამოსცალა.

-გმადლობ ნიკო, მჯერა იქ მართლაც ბედნიერი ვიქნები, გული კი მწყდება, რომ ერთად ცხოვრება არ გვარგუნა ბედმა - თქვა ცრემლიანი ხმით ქალმა და სულმოუთქმელად დალია ღვინო.

-აბა, კარგად იყავი, აჩქარდა ნიკო და ხელი გაუწოდა ანეტას, მან ხელს არც შეხედა, ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებში აკოცა ნიკოს. ნიკოს არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია და უსიტყვოდ გავიდა გარეთ. ანეტას ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები, სარკეში ჩაიხედა, როგორ არ ჰგავდა სამი წლის წინანდელ ანეტას: მაშინაც ეს კაბა ეცვა, იგივე დარაია ჰქონდა შემოხვეული. მაშინ ნიკომ უთხრა, ცეცხლის დედოფალო, ნუ მწვავ, შემიბრალეო. შიბრალა ანეტამ ვაჟკაცი, რადგან თვითონ უფრო ადრე იყო მისგან დამწვარი. ნეტავ იმ დროს...

ჭიაკოკონობა ღამე იყო, მაღალ ბექობზე ცეცხლი დაენთოთ, ახალგაზრდებს თავი კოცონის ირგვლივ მოეყარათ, ცეკვა-თამაში გაეჩაღებინათ. იმ ღამით სამჯერ იცეკვა ნიკომ ანეტასთან, ოდნავ ნასვამი იყო და ბოლო ცეკვის დროს ჩაულაპარაკა, მე უნდა გაგაცილო სახლში, სათქმელი მაქვსო. გააცილა, მაგრამ სახლისკენ არა. სთხოვა, ჯერ მდინარეზე ჩავიდეთ, გავგრილდეთო. ჩავიდნენ, დიდ ქვაზე დასხდნენ, ანეტას შესცივდა, ნიკომ ჩოხა გაიხსნა და კალთა მოაფარა. მერე ყველაფერი უცებ, უსიტყვოდ მოხდა, ვაჟმა აკანკალებული ქალი მკლავებში მოიქცია და ათრთოლებული ტუჩები უცებ მოუძებნა. ალიონი შორს არ იყო, როცა შერვაშიძის ვაჟმა აფაქიძის უმცროსი ქალიშვილი სახლამდე მიაცილა, თან დაამშვიდა: შენ არავის არაფერი უთხრა, ჯერჯერობით საქორწილოდ არ მცალია, მერე მხოლოდ შენ მოგიყვან ცოლადო...

ანეტას თავი ასტკივდა, შიგნით ყველაფერი ეწვოდა, მოსამსახურეს დაუძახა, სუფრა აალაგებინა:

-ძაბალა, ვიცი გიყვარვარ, ჩემი ერთგული მესაიდუმლე იყავი, ამ საღამოს მინდა დაგასაჩუქრო, თითიდან ოქროს ბეჭედი წაიძრო და თითქმის ძალით მისცა მოსამსახურეს. ნახევარი საათის შემდეგ შემომაკითხე, დამჭირდებიო. ნახევარ საათში ძაბალას კივილმა შესძრა გარემო, დაფარა წვიმის ხმაური და ფეხზე დააყენა მეზობლები...

წვიმდა კოკისპირულად, ბნელოდა, შარაგზაზე შავნაბდიანი მხედარი მიაჭენებდა შავ ცხენს. თუმცა, აი მხედარმა სადავეს ხელი უშვა, თვითონაც დაკარგა წონასწორობა და ცხენს სახით ჩამოემხო. ცხენმა სვლას უკლო, წუთით შეჩერდა და უკან მობრუნდა, განვლილ გზას დაადგა. სულ მალე დიდ ჭიშკართან შეჩერდა და ჭიხვინი მორთო. გაფითრებულმა დავითმა მამას მოახსენა:

-მამავ ბატონო, "სქვამაიამ" გონდაკარგული ნიკო მოიყვანაო. მალე დიდ სასტუმრო ოთახში, ტახტზე მწოლიარე სულთმობრძავ ნიკოს ექიმბაში სინჯავდა. მეწამლე ქალიც იქ იყო, ყველანი მოლაპარაკებულივით უიმედოდ იქნევდნენ თავს. სადღა იყო ქენჩის მრისხანე გამომეტყველება, სახე შეშლოდა, თვალები ჩავარდნოდა, მხრები ჩამოეყარა. წუთით ნიკომ თვალი გაახილა, წყალიო - წაიჩურჩულა, დაალევინეს. - ბავშვი, შვილი! - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ხრიალს ამოაყოლა. ყველამ ქენჩის შეხედა. - მოიყვანეთ! - ხმადაბლა თქვა ქენჩიმ. წუთიც და ორმა ცხენოსანმა დატოვა იქაურობა.