dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ...

51
ტ ე რ რ ა ი ბ ე რ ი კ ა anu mxiaruli, satrfialo da saraindo, dialoguri romani-misteria, romlis keTilSobili gmirebis dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos didad erTguli megobrebi cdiloben gaerkvnen Tu rai ars s i y v a r u l i da s i n a m d v i l e, da Tan amoxsnan aRmosavleTis iberiis da misi didi poemis saidumlo, vidre maT sakuTar dedaqalaq მ ა დ რ ი დ შ ი boboqrobs mRelvarebani mefe miguel pirveli de saavedras winaaRmdeg. romanis 16 Tavi warmoudgens mkiTxvels mZafr deteqtur gamoZiebas, sasiyvarulo intrigebs, erotikul leqsebs, mgznebare flamenkos, saswaul personaJebs, maxvilgonier azrebs da aseve gaugonari faTerakebiT aRsavse saSiS mogzaurobas legendarul aRmosavleT iberiaSi da mis poemaSi vefxis tyaviT kazmuli raindi, ris Semdeg romani sruldeba grandiozuli, skandaluri, daujerebeli c i u r i a R l u m i T da m z i s d a b n e l e b i T raic moxdeba qalaq madrids mis yovelwliur samaiso dResaswaulze.

Transcript of dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ...

Page 1: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ტ ე რ რ ა ი ბ ე რ ი კ ა

anu

mxiaruli, satrfialo da saraindo, dialoguri romani-misteria,

romlis keTilSobili gmirebis

dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos

didad erTguli megobrebi cdiloben gaerkvnen Tu rai ars

s i y v a r u l i da s i n a m d v i l e,

da Tan amoxsnan aRmosavleTis iberiis da misi didi poemis saidumlo,

vidre maT sakuTar dedaqalaq მ ა დ რ ი დ შ ი boboqrobs mRelvarebani

mefe miguel pirveli de saavedras winaaRmdeg.

romanis 16 Tavi warmoudgens mkiTxvels

mZafr deteqtur gamoZiebas, sasiyvarulo intrigebs, erotikul leqsebs,

mgznebare flamenkos, saswaul personaJebs, maxvilgonier azrebs

da aseve

gaugonari faTerakebiT aRsavse saSiS mogzaurobas

legendarul aRmosavleT iberiaSi

da mis poemaSi vefxis tyaviT kazmuli raindi,

ris Semdeg romani sruldeba grandiozuli, skandaluri, daujerebeli

c i u r i a R l u m i T da m z i s d a b n e l e b i T

raic moxdeba qalaq madrids mis yovelwliur samaiso dResaswaulze.

Page 2: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

dawerilia ese ucnauri da Wkuismaswavli romani

გ ი ო რ გ ი მ ა ნ ე ლ ი ს mier

saxelovan

q a l a q s a t f i l i s s

qristeSobidan

2009 - 2017

wlebSi

da axlavs

damweris anu igiv mSobeli avtoris

შ ე გ ო ნ ე ბ ა

:

p o e t u r i g u l i s g a s a R e b S i

aRmoTqmuli igi nawarmoebi

xams wakiTxul iqnas msubuqad

da

R i m i l i T

! თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი

Page 3: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ნატვრანი მამრული

ეროტიკულად პოეტური სცენა,

რომელშიც მამრი მეგობრები ლექსიერად აქებენ მდედრებისადმი

სიყვარულის სხვადასხვა ბუნებრივ ძალებს და გარემოებებს,

სანამ ციხე-კოშკის მასპინძელი ვერა და ვერ ასრულებს

სატრფოსთვის მიცემულ სიტყვას.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი.

წარმოსახვითი კასტილიის წარმოსახვითი დედაქალაქი მადრიდი.

მცირე ციხე-კოშკი კ ა ს ა ლ ა მ ა ნ ჩ ე ლ ო, რომლის პატრონია ასაკოვანი

რაინდი დონ ხორხე ლამანჩელო..

მყუდრო დარბაზში მოწყობილია პატარა ბუხარი, მის თავზე ჰკიდია

სატრუბადურო საკრავები, სარაინდო ხმლები, ხანჯლები, მუზარადი, ხელთათმანი.

მოპირდაპირე კედელთან დიდი ბუფეტია, ჰკიდია სხვადასხვა სურათები,

დიდი სარკე, დგას ტანსაცმლის ხვეული საკიდი.

დარბაზის გრძელი კედელი სამადაა გაყოფილი - შუაში გაკრულია დედამიწის

დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე ჭოგრიტ-ტელესკოპი

აქვე, სამწერლო სეკრეტერის თავზე - სამაფრიანი კარაველას და კარაკას პატარა

მაკეტები.

რუკის ორივე მხარეს კედელს მთლიანად ფარავს და ჭერს სწვდება წიგნებით

და ხელნაწერებით სავსე თაროედები.

ფართო საწერ მაგიდასთან, დიდ რბილ სავარძელში ზის ციხე-კოშკის

პატრონი, შალით წელგადაკრული დ ო ნ ხ ო რ ხ ე ლ ა მ ა ნ ჩ ე ლ ო.

მის გვერდით სკამზე ზის, ჩიბუხით ხელში, დონ ხორხეს მეგობარი,

სათვალიანი და წვერიანი მეცნიერი იგუანა ვ ი ს ე ნ ტ ე.

დიდი სარკმლის ფართო რაფაზე, ოთხკუთხა ხის ქოთანში ყუჩობენ

კაკტუსები: ბ ე ნ ჩ, ა დ ე, ი ნ დ უ, გ ო ნ, ჩ უ მ, ნ ი ბ და ჩ ვ ე ი ნ.

ესაა ექვსი ძმა და ერთი და - ადე.

შორიახლოს, დიდ სავარძელში ზის თუთიყუში კ ა ს ტ რ ო - დონ ხორხეს

მეგობარი.

დონ ხორხე და ვისენტე კითხულობენ მაგიდაზე დაყრილ გაზეთებს.

„გაზეტა დე მადრიდის“ გარდა (ეს გაზეთი გამოდიოდა მადრიდში იმ დროს)

აქაა რამოდენიმე სხვა გამოცემაც:

Page 4: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

წვრილ იდალგოთა ცნობის ფურცელი “ცნობათა რეზონანსი”,

როიალისტური გაზეთი “მთელი 24 საათი - სახელმწიფო მე ვარ“,

ემანსიპირებულ დუენიათა გამოცემა “სამყაროს საკვირველებათა პალიტრა“

სახალხო საკითხავი: “ ახალი თაობა - დაუვიწყარი ძველი“.

კ ა ს ტ რ ო : ნეტავ როგორ არ მოგბეზრდათ, ბიჭებო, მაგ ტყუილ-მართალი ჭორების

კითხვა? მაგ ნამსუბუქევი, ნაკაჭკაჭარი ფურცლების ქექვა! როგორც ფრთოსანს მაინც

დამიჯერეთ, ვიცი, რაა - კაჭკაჭის მოტანილი ცნობები!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : და რატომ კაჭკაჭის, კას?

ვ ი ს ე ნ ტ ე : იმიტომ რომ კაჭკაჭი არის იტალიურად “გასე“, ის ახატია უწვრილეს

ვენეციურ მონეტას და მას ხალხში უწოდებენ “გასეტას“...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მერე გაზეთი აქ რა შუაშია?... დაიცა!... არ მითხრა!... თვითონ

ვიტყვი!... ეეე... ახლავე!... ალბათ იმიტომ, რომ ვენეციაში გაზეთი ღირდა ერთი

“გასეტა“, ანუ ეს “ერთი კაჭკაჭი“, არა?... ხომ სწორია?... და თან კაჭკაჭივით ჭორები

გადაჰქონდა!...

კ ა ს ტ რ ო : სწოოორია!... დიდებული ინტელექტუალური მიღწევაა!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : თანაც ეს ვენეციური ”გასეტა“ ევროპაში ვრცელდებოდა, ხოდა ყველა

ასეთ გამოცემას მერე შეარქვეს “გასეტა“.

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : აააა, ეს “ქსეროქსი“ რომ დაერქვა ყველა გასამრავლებელს, და

“ბოტასი“ ყველა... ბოტასს!... ანუ, როგორც არის ჯიპის ჯიპი და... ღომის ღომი!...

კ ა ს ტ რ ო : აი, ეგ ახლა რა იყო, ეგ რა თქვი? რეებსა ბოდიალობ, მანდ, ხორხე-ძია?

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეეე... თვითონაც კი არ ვიცი!.... მართლა საკვირველია!... მოკლედ,

არაფერი, კასტრუ, ეტყობა ჩემთვინა ორი სიტყვა ვთქვი!...

კ ა ს ტ რ ო : გადამრევს ეს კაცი!... ხან აფორიზმებს აფრქვევს, ხან ბოდავს!...

კაბინეტის კარი იღება, შემოდის გ უ ს ტ ა ვ ო - დონ ხორხეს მეგობარი და

მაჟორდომო, მშვიდი, ძლიერი და ბრძენი მანგუსტი.

გ უ ს ტ ა ვ ო : ხორხე, იქ იმეილაა მოსული...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : შემოუშვი, შემოუშვი!...

Page 5: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

კ ა ს ტ რ ო : მაიყვა, დიაცი!...

გუსტავო გადის, სწრაფად შემოდის დონა დულჩინეა კესადას მსახური ი მ ე ი ლ ა.

ი მ ე ი ლ ა : სალამი და სალამი!... აქ ვარ, უკვე, აქანე! მევედი, აბა თუ არ მოვედი და

არ მოვიტანე, აი, ეს! აი, ეს - თქვენ!...

დონ ლამანჩელო შლის და სწრაფად კითხულობს დულჩინეას მოკლე ბარათს.

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : გამახარე, იმეილ, მოსვლით, მაგრამ... ეს რაა?... ორი ბრაზიანი

სტრიქონი და ავი ზვიგენის სიფათი!... ესე იგი ეწყინა, რომ დავუგვიანე პასუხი?...

ი მ ე ი ლ ა : აბა მე რა ვიცი, მე რა ვიცი!... პასუხს ველი, კეთილო დონ!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : უკვე - პასუხს?... პასუხი იქნება!...

ი მ ე ი ლ ა (გვერდზე, თავისთვის): რავა არ იქნება, ნეტაი, სულ წერს და წერს, წერს

და წერს! და მეც დამარბენინებს აქეთ-იქით!...

კასტრო გაიგონებს ნათქვამს, ხითხითებს, იმეილა მას უნდობლად გახედავს.

დონ ხორხე იღებს ქაღალდს და კალამს, იწყებს წერას, თან ბუტბუტებს.

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : “ჩემო ძვირფასო და ფასდაუდებელო ქალბატონო დულ...“ არა, ეს

ნამეტანი საზეიმოა... იქნებ ასე... “ვიცი, ვიცი, ძვირფასო ადამიანო, რომ უკვე..“ არა, ეს

ნამეტანი პირდაპირია...

ი მ ე ი ლ ა (თავისთვის): უცადე ახლა ამას! ქე არის იმ თავის დასაწვავ შემოქმედებით

წვაში, მე კი უნდა ვიდგე სულელივით და ველოდო!...

კ ა ს ტ რ ო (ხითხითებს): რაინდის წესი არაა, აცდევინოს ბანოვანს!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : კას, ნუ მიშლი!... “უპირველესად ბოდიშს გიხდი, ძვირფასო დონა,

შეყოვნებისთვის...” ... “როგორც უკვე ვახსენე, გარემოებანი...“ (თავს აქნევს)... არა,

ნეტავ რისთვის ვებოდიშები?... მისი ფხუკიანი ხასიათის გამო?... რომ არ ესმის და არ

უნდა გაიგოს - რა ძნელია სწრაფად დაწერა ღირებულის?... მხოლოდ საბოლოო

პროდუქტი მჭირდებაო!... ჰო-ჰო-ჰო!...

კ ა ს ტ რ ო : ხოდა, ნუღარ იჩლიფავ ენას! ან ის რა სახსენებელი იყო, დიდი

რაინდისგან: გარემოებანი!... ამაოებანი!...

Page 6: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : კას, მორჩი დემაგოგიას!...

კ ა ს ტ რ ო : რამე მეშლება, ჩვენო უმწიკვლო რაინდო?...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მე მეშლება ხელი, შე უკუდო ვასაკა, შენა!...

ვ ი ს ე ნ ტ ე (დასწევს გაზეთს): სხვათა შორის, მინდა შევნიშნო, რომ ეს მართლაც

რაინდისთვის შეუფერებელი თქმაა, ცხელსისხლიანთა შოვინიზმის გამოვლება...

გთხოვთ, დონ ხორხე, გამოთქმები შეარჩიოთ!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ახლა შენ მაინც ნუღარ მასწავლი ჭკუას, ვისენტე, თორემ აღარ

ყოფილა ჩემი საშველი!...

კ ა ს ტ რ ო : აპა, აპა, რაინდი თავდაჭერილი და პოლიტკორექტული უნდა იყოსო!...

(ხითხითებს).

საერთო კამათის გაგონებაზე, კაკტუსები ფხიზლდებიან და ერთვებიან საუბარში.

კ ა კ ტ უ ს ი ბ ე ნ ჩ : როგორც გვსმენია ჩვენი დიადი წინაპრისგან, იდბინჩუ

კაკტუსიონისგან, თავდაჭერა არს ერთი მთავარი რამ სარაინდო სიქველე -

ნებისმიერსისხლიანთა შორის...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ღმერთო, ნეტავ რად გადაირიეთ, ყველანი, ამ რაინდობაზე!...

ი მ ე ი ლ ა : უკვე ცოდო ვარ, ცოდო, ამდენი ლოდინით! რა საჭიროა ამდენი კამათი

ამ თქვენს ფლორა-ფაუნასთან და შინაურ ფრინველთან!...

კ ა ს ტ რ ო : რაიო?... რეებს მიჰქარამს აქ, ეს ტრულაილა ტექნიკური საშუალება?

ვინაა შენი “შინაური“, შე ელდაკვრით შობილო გომბიო, შენა!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : კას, შე გაპუტულო ინდაურო, მაცალე წერა!...

ი მ ე ი ლ ა : მე ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებ!... წევედი უბარათოდ და გადავცემ

დონასა, რომ გადავეცი, პასუხად კი მივიღე - უპასუხობა!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეს უპასუხო პასუხი ყოვლად დაუშვებელი პასუხია!...

ი მ ე ი ლ ა : მაშ გამატანეთ წერილი, თუ არა და გზავნეთ ის, მერე, თვითონ, ამ

თქვენი... შინაური საფოსტო მტრედის ნისკარტით!...

კ ა ს ტ რ ო (წამოხტება სავარძლიდან): ახლავე გაგაცნობ სწორედ ამ ნისკარტს!...

Page 7: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ვ ი ს ე ნ ტ ე : უნდა შევნიშნო, დონ ხორხე, რომ ვითარება, ჩემი აზრით, უკვე ცდება

აკადემიური კამათის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ახლავე უკან დაჯექი, შე კას-ენაჭარტალა!... თორემ ყველას გაგყრით

რომანის ამ თავიდან!... შენ კი, იმეილიტა, ასეთი რა ველური მოუთმენლობა

შეგეყარა!... ო, ნეტავ რად შევპირდი დულჩინეას იმ ზღაპრის დაწერსა!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : გიწონებ გამბედავ ნაბიჯებს, დონ ხორხე და აქვე გიწონებ შეცდომის

აღიარებასაც, რაც საზოგადოდ რაინდის საუკეთესო პოლიტიკაა!...

ი მ ე ი ლ ა : ბარათს ვერ ვხედავ! სულ კარგად ბრძანდებოდეთ, აი, ვდგები...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ხედავ ამას, იმეილიკო? რაა ეს? კალამი!.. და რას შვრება კალამი?

წეეეერს!... აი, ასეეე!... და რას წერს? აი, რას: „მოგესალმებით, ჩემო მარადო

დულჩინეა, ჩემო გულის სინაზეა!...”

კ ა ს ტ რ ო (ხითხითებს): ჩემო დუსტ-სისინეა!...

დონ ხორხე წაავლებს ხელს სინზე გაშლილ მოხარშულ წაბლს, ესვრის

კასტროს წაბლის ფანტელს. კასტრო ამოეფარება სავარძელს.

დონ ხორხე ისევ სწრაფად წერს და თან კითხულობს დაწერილს.

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : “საოცნებო ქვეყანა კვადრუტოპიის აღწერა ხომ კაი გვარიანი საქმეა,

მაგრამ თავს არ ვზოგავდი, და ნიადაგ ვზრუნავდი ამაზედ...“ “ორ დღეში მოვიგონე

ზღაპარი, მაგრამ თქვენი მაღალი ყურადღების საკადრისი რომ ყოფილიყო, და

ჯეროვნად დახვეწილიც, უკვე მმართებდა შემოქმედებითი ყოვნი...”

კ ა ს ტ რ ო : ანუ ახლა ზერელობას და სიზარმაცეს ასე კეთილშობილურად ჰქვია,

არა? შემოქმედებითი ყოოოოვნი!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე (თან წერს) : ეს ვითომ რატომ ვზერელობდი, შენი აზრით?...

კ ა ს ტ რ ო : აბა ვინ ვენ აცილებდა თვალს ბურთაობებს ტელევიზორში? მაგალითად

იმ სასწაულ ბრიტანულ კორიდას, ოთხით ოთხი რომ იჯახეს, ჩრდილო

ლონდონიუმში, იქაურებმა და ლივერპულელებმა?

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეჰ, თვითონვე ბოდავ რაღაც ზმანება-სასწაულებს და

ტელეიზორებს, ყბედო მფრინველო!... ან ვის გაუგონია ბრიტანეთში - კორიდა?...

Page 8: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ვ ი ს ე ნ ტ ე (ისევ ჩამოსწევს გაზეთს): მინდა ისიც შეგახსენოთ, დონ ხორხე, რომ აწი

მაგ კვადრუტოპიული ნაშრომისთვის თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ევკლიდეს

გეომეტრიის სახელმძღვანელოს გადაკითხვა!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე (წერს) : ეს ბოლო ვითომ არ გამიგონია... “ჩემო უტკბესო დონა,

მაგიერ გიგზავნით ზღაპართან წილნაყარი ჩემი მეორე ნაშრომის - ჩემი პიესის

პირველ სცენებს, რომ ოდნავ მაინც დავაკმაყოფილო თქვენი მაღალი წადილი

ლიტერატურისადმი...”

ი მ ე ი ლ ა : დევიტანჯე უკვე! გადავყევით ამ წადილს, გამოვტოვებ ჩემს სადილს!

კ ა ს ტ რ ო : ეს რა პოეტური ნიჭით შემკული მოახლე ჰყოლია ჩვენს დულჩიდედას!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : “მიიღეთ ეს თავები ნიშნად ჩემი უმოწიწებულესი მადლიერებისა

ყურადღებისთვის, რასაც იჩენთ ჩემს კრძალულ სამწერლო უნართა მიმართ...

თქვენთვის დაუზარელი, დონ ხორხე ლა მანჩელი...“

კ ა ს ტ რ ო : უყურე, ბოლოში ამანაც მიალექსა!... “უმოწიწებულესად”!...

ი მ ე ი ლ ა : მეღირსა, მგონი მეღირსა!... (იღებს ბარათს)... და ის რაცხა რომაა, რო

ახსენეთ, დონ ხორხე, ი კვატ... რუტოპია, თუ ჯანდაბაა, მაგაზე რა ვუთხრა დონასა,

როდის იქნება დასრულებული-თქვა?...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : აი, ახლა შენღა მაკლდი კიდევა!... მოკლედ, ყველა მიტევს,

შინაურიც და გარეულიც!... წადი, გო, მეილიტ, წადი! უთხარი დონასა, იქნება მალე,

ნუ გამაწვალე!...

იმეილა გარეთ გასრიალდება.

ერთ-ერთი სავარძლიდან ამოიზლაზვნება ქამელეონი ლ ე ო ნ ი, ის სწრაფად

იცვლის სხეულის ფერს, რაც მისი უკმაყოფილების ნიშანია.

ლ ე ო ნ ი : რა მოხდა, მაინც, ასეთი, რა ჟრიამული ატეხეთ აქ, სულიერნო, რა კამათი,

ამ მშვიდ შუადღეს, რომ ასე სასტიკად არ მაძინებთ!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : რა და, ჩემო ლეონ, იმეილას გავატანეთ მორიგი წერილი და...

კ ა ს ტ რ ო : და ვიკისრეთ, ერთხელაც, ახალი ზღაპრის დაწერა, თითქოს სხვა საქმე

არა გვქონ-დეეეეეს!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : აბა რა ვთქვა ახლა ამაზე!... ხელოვანი მარად მარტოსულია

საკუთარი სისწორით გაფუებულ, გაბღენძილ ბრბოში!...

Page 9: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

კ ა ს ტ რ ო : და გაუბღენძავშიც, რომ იცოდე!... ის თუ დაგამშვიდებს, ძმაო ხორხე,

რომ მარტო შენ არ ილექსები და იზღაპრები, კიდევ არიან სხვებიც!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ჰოოო? რამე ახალი წიგნი ხომ არ დაიბეჭდა მადრიდში?...

კ ა ს ტ რ ო : ააარა, სულაც არა!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : აბა, აბა?... დაიცა... შენ თვითონ ხომ არ...? გამოტყდი!...

კ ა ს ტ რ ო : და მერე რა - თუკი!... სხვისთვის შეიძლება და - ჩემთვის არა? დიახ,

დავწერე რაღაც, გუშინწინ... პოეტური!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : ხარი ხართან დააბიო, ან ზღაპარს შობს, ან ლექსსაო!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მაშ, სხვა რაღა დაგვრჩენია - გისმენთ, ნორჩო შემოქმედო!...

საზოგადოების საყურადღებოდ - ჩვენ ვესწრებით პოეტურ დებიუტს!...

ლ ე ო ნ ი : ვატყობ, რომ დღეს არ მეღირსება ნორმალური დასვენება!...

კ ა ს ტ რ ო : დავიწყებ იმით, ღრმად პატივცემულო დონ ხორხე, რომ მარტო თქვენ არ

ეტრფით შორეულ თუ მახლობელ დონებს... ამაზე მეტყველებს, მაგალითად, ეს ჩემი

ლექსიც, რომლის ჟანრია, ეეე... ეროტიკული, ანუ სასიყვარულო პოეზია!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ცაო, რა შეგცოდე!...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი ა დ ე და ჩ უ მ : და რას ნიშნავს - ეროტიკული?...

კ ა ს ტ რ ო : აბა, ლეონ და ვისენტე, აუხსენით, თუ ბიჭები ხართ! ხომ ხართ

კაკუტიკოებივით მწვანეები!... თუმცა შენსას რას გაიგებ, ლეონ! მოიცა, ასე უცებ ნუ

წითლდები და ნუ ყვითლდები - თუ უკვე დაიწყე ახსნა?...

ლ ე ო ნ ი : ეროტმა - გული... განგმირა - ისრით...

კ ა ს ტ რ ო : ოე, ეს უკვე ზეზეულად თხზავს სატრფიალოებს!... ეტყობა მართლაც

ტკბილი ეროძილბურანიდან გამოვაფხიზლეთ ეს კუდიერი!...

ლ ე ო ნ ი : კუ-დი... ეროტი-კუდი... კუდ-არე... კულ-არე... კუდს რომ წამოსწევს, კეკ-

ლუცად და უცებ - მრგვლად აიპრეხს!...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი ა დ ე, ჩ უ მ : ვერ გავიგეთ!...

Page 10: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ლ ე ო ნ ი : ...თათს რომ ჩაავლებ, მაგრად... და!... მოიზიდავ... და!... თვალს რომ

შემოგიტრიალებს, უკან... და!... და მერე უცებ იისფერიწითლებს - ფირუზად!...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი გ ო ნ, ჩ ვ ე ი ნ : ვერც ჩვენ გავიგეთ!...

კ ა ს ტ რ ო : ოოო, თუ ფირუზად იწითლებს - მაშინ ვეღარაფერი უშველის!... მიდი,

ვისე, დაეხმარე ჩვენს კაკტუძმებს, შეუდარე ვეგეტაციურ გამრავლებას!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : არ ვარ დარწმუნებული, რომ ცნება “ეროტიკა“ რაიმე კორელიაციაშია

ჯვარედინ დამტვერვასთანაც კი...

ლ ე ო ნ ი : ... და ამ დროს ტოტი რომ გაიზნიქება, ჩვენი სიმძიმისგან - და!... აირწევა,

ნაზად... ტოტი...

კ ა ს ტ რ ო : ოოო, ტოტი თუ აირწევა, ნაზად, გათავებულია საქმე!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : არა, ნამდვილად სიყვარულუხვი მეგობრები მყავს: ერთი - პოეტი-

ეროტომანი, მეორე - რომანტიკული პორნოგრაფი!...

ლ ე ო ნ ი : ...მერე კი, მერე, რომ მორჩება ყოველი... და რომ წახვალ, ნელა, სხვა

ტოტზე, მარტო... და ნიავი რომ მოგაშრიალებს, ფოთლებს... გრილად რომ

მოგედებიან, მოგეფათურებიან... მოგელამუნებიან, დაღლილს...

..

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მგონი ეროტიკა გაახუნა უარესმა - პოეტიკამ!... კას, კონკურენტი

გაგიჩნდა!...

კ ა ს ტ რ ო : ხოდა, რაკი საბოლოოდ გამოიისფრდა და გამოფირუზდა ეს ჩვენი ლე-ო

- აწი უკვე მე წაგიკითხავთ ლე-ქსსს!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მიდი, კას, არ დაუთმო პოეტურ პროზას!...

კ ა ს ტ რ ო : მაშ, ნაწილი პირველი:

მზემ სხივი რომ გადმოფინა,

ქალი ვნახე ოპრიწინა,

ვ ი ს ე ნ ტ ე : სადა-სადა?...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ოპერის წინ!... ხელს ნუ უშლით!...

Page 11: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

კ ა ს ტ რ ო : ვიწყებ თავიდან!...

მზემ სხივი რომ გადმოფინა,

ქალი ვნახე ოპრიწინა,

გავუღიმე, გამიღიმა,

სიცილ-ჭორი მომისმინა,

ვისეირნეთ, ვისადილეთ,

მწვადმა, ღვინომ არ გვაწყინა,

მეტი რაღა გავაგრძელო,

ქარვასლაში ვნახეთ ბინა,

ქალმა თითი დამიქნია

და თავ-გვერდით მიმიწვინა!...

კ ა ს ტ რ ო : პირველი ნაწილი დასრულდა!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მრუში, მსუბუქი ყოფაქცევის აშკარა პროპაგანდაა!...

კ ა ს ტ რ ო : შური, საშინელი შური და გაუტანლობა!... ნაწილი მეორე!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : აწი იწყება მთლა იგი საფეხბურთო... ერო-ტიკი-ტაკა!...

კ ა ს ტ რ ო : დაცინვას კაცი არ მოუკლავს!... მით უფრო თუთიყუში!...

მზემ სხივი რომ დააძინა,

ბედმა ჭმუნვა გაგვიფრინა,

ქალი ვნების ალმურს დაჰყვა,

ამობრწყინდა ორთავ პინა,

ვუალერსე, მიალერსა,

ამიმაგრა რაც მაქვს წინა -

გახდა ერთი ქვა და რკინა!...

ხამხამიც ვერ მოვასწარი -

განდეგილმა ნახა ბინა!...

ლ ე ო ნ ი : უკუნითი უკუნისამდე, ამინ!...

კ ა ს ტ რ ო : ისე მარდად მოვილხინეთ,

მიწამ მთვარე აციმციმა,

მუხის ტოტზე ჩათვლემილმა,

ბუმ ზღართანი მოადინა!...

კ ა ს ტ რ ო : მეორე ნაწილი მორჩა! ცოტა პინაზე ვეჭვობდი, თუ მიხვდებიან-მეთქი...

Page 12: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : არა, საკმაოდ გამჭვირვალე სიმბოლოა. ნამდვილად გაზრდილხარ

მალსიტყვაობაში, კასტროჩემო, და ჭეშმარიტად ჩაგიდენია იგი ეროტიკური

ზღართანი - პოეტიკაში!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : შენიშვნის ღირსია, თუ როგორ აციმციმა მიწამ - მთვარე... კოლეგა

კაკტუსთა საყურადღებოდ, ასტრონომიული ობიექტებით დახატული ეს

ჰიპერბოლური მეტაფორა კარგად ასახავს ძუძუმწოვართა შეწყვილების ზოგ

დინამიკურ თავისებურებას, რაც გზას ხსნის ეროტიკის გაგებისკენაც...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი : ჩვენ მაინც არ გვესმის ამ ასტრონომო ეროტიკის!....

კ ა ს ტ რ ო : წადით, რა, ყველანი, ამ თქვენი მეტაფორებით და პარაბოლებით!...

ნაწილი მესამე - და ბოლო!...

დილის სხივი ნაზად მეხო,

ვერ დამწვა და ვერ მიკბინა,

ავდექ, ვნახე: ქალი გაქრა!...

გული ნატვრით დამიმძიმა!...

ქუჩას გაველ, მიმოვძებნე,

უბან-უბან, უკან, წინა,

ვერსად ვპოვე, მადლიანი,

ვით უკვალომ გადიფრინა!...

დაკარგულის ძიებაში

დღე დაბინდდა, მიიძინა,

და რაინდი, ცოდვით სავსე,

ვდგავარ იმავ ოპრიწინა.

ლ ე ო ნ ი : ვერაა, მთლად, ბოლომდე დახვეწილი, მაგრამ, აბა... რა გიკვირთ? ვარდნი

უეკლოდ, არავის მოუკრებია!...

კ ა ს ტ რ ო : რაო, გამაფხიზლდი, ლეონსიო? თანაც უკვე მეკაფიები აქ, და ბოდიში,

მეკაიფები?... მეანდაზები, ჩვენი ხორხესავით!...

ლ ე ო ნ ი : არა, ბიჭო, კას, უბრალოდ რაღაც წამომცდა, ნამძინარევზე!... ან თორე

სწორი არ იყოს, შენც კიდევ!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : არ მინდა გამოვჩნდე მორალისტი, მაგრამ შევნიშნავ, რომ მსუბუქი

ყოფაქცევის დიაცთან შეყრისას ეს გამაწბილებელი შედეგი ძალიანაც

კანონზომიერია...

Page 13: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : იცი, რას გეტყვი, ვისენტე? პოემას უზნეობის ხიბლი ახლავს, მაგრამ

- მომეწონა. რადგან ახლავს - წუთისოფელიც. და კიდევ სიცოცხლე.

ვ ი ს ე ნ ტ ე : პოემის ლირიკული გმირის, ფუქსავატ-დარდიმანდი დონის მიერ

მსუბუქი ყოფაქცევის შემთხვევითი სატრფოს ძიება გვახსენებს, რომ თუნდაც ოდენ

ხორციელ სიამეთა ძიებისას, სასიყვარულო ეპოპეას მაინც მუდამ თან ახლავს

ბუნებით დადგენილი ერთგვარი ამაღლება და კოსმიური ნოსტალგია...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი ა დ ე და ჩ უ მ : ჩვენ ვერ გავიგეთ, ვერაფერი, ამ კოსმიური

ნოსტალგიური ეროტიკის, მაგრამ გვესმის, როგორ მწუხრობს მარტოდ დარჩენილი

გმირი!... ჩვენ კი ვიცით, რა დიდია ცოცხალი არსებებისთვის, ერთად ყოფნის

აუცილებლობა - ხერხემლიანებისთვისაც კი!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : თუმცა, პირიქით, სიმრავლეს თან სახიფათო კონკურენტობაც ახლავს!...

კ ა ს ტ რ ო : ვაიმე, სადაა იმეილა? მეც უკვე დევიტანჯე ამდენი სიბრძნით!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ხოდა, მაშინ შევეშვათ პროზა-პოეზიას, მივუსხდეთ სუფრას და

შევსვათ რამოდენიმე სადღეგრძელო - მიჯნურობის!...

ლ ე ო ნ ი : მიჯნურობაში დაშლა-არმოშლის... შეხვედრა-განშორების...

კ ა ს ტ რ ო : ... გაყრა-შეყრა-გამოყრის!... (ხითხითებს).

ლ ე ო ნ ი : ბოლომდე ვერაა ომონიმი!... ოოოჰ, მე აწი რაღა დამაძინებს!... (იზმორება)

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : გუსტავოს დავუძახოთ... მას და იკარლუშს მერე წავუკითხოთ

პოემა!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : დონ ხორხე, ბარემ შენც მოგვიყევი, რას წერ, ახლა, როგორ მიდის

კვადრუტოპიის აღწერის საქმე... ის მაინც გვითხარი, რაზეა პიესა, დონა დულჩინეას

რომ გაუგზავნე წერილთან ერთად...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : კეთილი, ვისე. პიესაზე ჯერ თავს შევიკავებ და, აი,

კვადრუტოპიულ ზღაპარს ახლავე მოგიტანთ და მოგიყვებით... ნეტავ სად დაეხეტება

ეს იკარლუში!...

დონ ხორხე გადის, გუსტავოს დასაძახებლად.

მალე ოთახში შემოდის გუსტავო, იწყებს ბუფეტიდან სასმელების და ჭიქების

გამოღებას და მაგიდაზე აწყობს.

Page 14: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ვისენტე დგება, მას ეხმარება, ამ დროს ისინი ერთმანეთში ჩუმად

გადაილაპარაკებენ, ისე, რომ არავინ გაიგონოს.

ვ ი ს ე ნ ტ ე : რაო, რა გაიგე ახალი, რა გითხრა შენმა ძმაკაცმა?

გ უ ს ტ ა ვ ო : კრაჩკურმა? დღეს გვიან მოვლენ თამაშობათა სასახლის ბაღში,

რიტიირთან ერთად, როგორც ვთხოვეთ. შენ ხომ გაქვს ყველაფერი მზად, ხომ

გადაწერე ხორხეს წიგნის დარჩენლი თავები?

ვ ი ს ე ნ ტ ე : ცხადია, მაქვს. ვერაფერს მიხვდება ჩვენი ხორხე.

გ უ ს ტ ა ვ ო : ნამდვილად ჯობია, რომ ვერ მიხვდეს, თორემ ვინ იცის, რას იზამს.

ვ ი ს ე ნ ტ ე : ან ჩვენ რას გვიზამს!...

გ უ ს ტ ა ვ ო : არ მჯერა, რომ საკმარისია იმ თავის მეორე წიგნში რამე დაწეროს

ჩვენზე სხვანაირად და...

ვ ი ს ე ნ ტ ე : იმედია, არ გაგვიმეტებს, მაგრამ ჯერ ძალიან ფრთხილად უნდა

ვიყოთ!...ყველაფერი უნდა გავიგოთ, ეს საქმე უნდა გავარკვიოთ და ბოლომდე

მივიყვანოთ!... ჩუმად, აგერ, მოვიდა უკვე.

ოთახში ბრუნდება დონ ხორხე, იღებს თავისი საწერი მაგიდიდან ხელნაწერს,

ჯდება მაგიდასთან, დანარჩენები მას შემოუსხდებიან და უსმენენ ზღაპარს

კვადრუტოპიაზე...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ესაა აღწერა იმ აღთქმული და საოცნებო ქვეყნისა, რომელსაც

კვადრატები ეძებენ და ვერ პოულობენ, და რომელსაც დაეძებს ამ ზღაპრის გმირიც...

“იყო, და არა იყო, რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, თუმცა მაინც იყო,

უეჭველად იყო, სადღაც აღმოსავლეთის შორეულ ზღვებსა და ჯერ უპოვარ

ხმელეთებს შორის, იყო ერთი ლაღად ვრცელი ქვეყანა - ულამაზესი ბუნებით,

საუცხოო ჰავითა და თბილი ამინდით, ქვეყანა მდიდარი წყალუხვი მდინარეებით,

მაღალი მთებითა და უღრანი ტყეებით... ქვეყანა, სადაც ბინადრობდა კალმახი,

არწივი, ირემი... სადაც იზრდებოდა კვიპაროსი, ფიჭვი, პალმა...

მდიდარი იყო ქუეყანა იგი სუნელებით, სპილოს ძვლით და ოქრო-ვერცხლით,

და მისმა მაცხოვრებლებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ ლითონის დამუშავების

ყადრი...

Page 15: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ხოლო მათი სიმღერები, ლექსები და ცეკვა-თამაში იწვევდა მსმენელში

აღტაცებას და გაკვირვებას...

ხოლო მათი ტაძრები და ციხე-კოშკები იწვევდა მნახველში რიდს და

სიდიადის განცდას...

ხოლო მათი სიტყვა-პასუხი, სითბო და ზრდილობა იწვევდა ყველა სტუმარში

მოწიწებას და პატივისცემას და სურვილს, მალე დაბრუნებულიყო ამ ხალას

გარემოში...

და სახელად ამ შორეულ და საოცარ ქვეყანას ერქვა -–კვადრუტოპია.

ერქვა კი მას ასე უცნაურად იმისა გამო, რომ იყო ქუეყანა იგი სრულყოფილი და

სახლობდნენ ამ ღვთივკურთხეულ ქვეყანაში მხოლოდ მისი ძირძველი მკვიდრნი -

კვადრატნი... „

თ ა ვ ი მ ე ო რ ე

ფრონდა მეფეს

ეს მღელვარე და ჩამაფიქრებელი თავი ნათელის ხდის

ჩვენთვის, თუ რა ძნელია ქვეყნის მართვა და შენება,

და რომ საშუალება ზოგჯერ მიზანია,

ხოლო მიზანი - საშუალება: და ამას არაფერი შველის

მადრიდი, კ ა ს ა კ ე ს ა დ ა, პატარა მყუდრო სასახლე. შუადღე.

მაღალჭერიან, მზით განათებულ მყუდრო სალონში დულჩინეა კესადას

მეგობარი და მაჟორდომო მ ა გ დ ა ლ ე ნ ა დიდ მაგიდაზე კეცავს, ანაწილებს,

აუთოებს თეთრეულს, პირსახოცებს და სხვა ამგვარს.

ფანჯრის ფარდაზე, მაღლა, თავქვე კიდია დულჩინეასძველი მეგობარი

ღამურა კ რ ა ჩ კ უ რ ი - ან იქნებ იგი უჩინრად ზის მაგდალენასკენ ზურგით მდგარ

დიდ სავარძელში და თვლემს.

სალონში შემოდის დონა დულჩინეას მეგობარი, მისი მდგმური, ასაკოვანი

ობობა დონა რ ი ბ ე ი რ ა.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა (ღიღინებს): რარა-რიიი!... რირი-რააა!... რა, რა, რიიი!... რიიი...

რიიი.... რაა-ააჰ!... გამარჯობა, ბეი-რაააა!...

Page 16: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

რ ი ბ ე ი რ ა : გამარჯობა. რა კარგ ხასიათზე ხარ მაგდა.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მშვენი... ერ-ზეეე!... შენ როგორა ხარ, ბეირი-კოოოო?...

რ ი ბ ე ი რ ა : რა მიჭირს, მაგდა, ჩემს კვალობაზე.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : კარგი-ააა!... კარგი-ააა!...

რ ი ბ ე ი რ ა : დულჩე როგორ არის?

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მას სძი-ნააავს!... მას სძი-ნააავს!...

რ ი ბ ე ი რ ა : ეტყობა, ისევ გაათენა ღამე?

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ჰო-ოოო!... ჰო-ოოო!...

მაგდალენა გაჩერდება და შუბლზე თმას გაისწორებს.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : აღარ ვიცი, რა ვუყო!... ისევ გვიან დაწვა, სულ არ უვლის საკუთარ

თავს!... თან ვერაფერს დააჯერებ! ვის გაუგონია, ამდენი ყავის სმა!... გადაყვა საქმეს,

სხვების ცხოვრების მოწყობას!... ვითომ მის გარეშე ვერ აშენდება ნორჩ დედათა

თავშესაფარი ან სახალხო სასწავლებელი!...

რ ი ბ ე ი რ ა : რა იცი, იქნებ ვერც აშენდება. მეფის გაქსუებულ მოხელეებს და ახლად

ამდიდრებულ მეცენატებს რამხელა დარწმუნება და დევნა უნდა...

სალონში სწრაფად შემოდის ლემური ა ნ ტ უ ა ნ ი.

მას აცვია ახალი კოპწია კოსტიუმი და კრემისფერი ჟილეტი, გულის ჯიბიდან

ცხვირსახოცის წვერი უჩანს. ანტუანი აქეთ-იქით ცქვიტად იყურება, სწრაფად

მოძრაობს და ლაპარაკობს.

ა ნ ტ უ ა ნ ი : მშვენიერ დილას - სალამი ყველას!...

რ ი ბ ე ი რ ა (თავშეკავებულად): გამარჯობა, ანტუან.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : სა-ლა... მიიი!... ან-ტუ... ააან!....

ა ნ ტ უ ა ნ ი (დადის აქეთ-იქით) : დულჩიკო სადაა? ახალი ამბები მოვუტანე!

ანტუანი სწრაფად მიდის კართან, საიდანაც შეიძლება საძილეში მოხვედრა.

Page 17: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

მაგდალენა სწრაფად წამოვარდება და ზედ კართან გადაეღობება ანტუანს.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : საით?... გაგიჟდი?... მთელი ღამე მუშაობდა!... თუ გააღვიძებ, შავ

დღეს დაგაყრი!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : აბა მე რა ვიცოდი!... პირდაპირ უნდა გეთქვა, მაგდალ!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : არ იცოდი, იმიტომ რომ ცანცარა ხარ!... რომ ხედავ, არაა დულჩე,

პირდაპირ კი ნუ მიჩერჩეტდები, შიგნით, ჯერ გაიგე, რა ხდება!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მე სად შემიძლია თქვენდენი მოთმინება!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : იმიტომ რომ ფეხი უსწრებს ენას, ენა კი აზრს!... წამო ახლა, დაჯექი

და დალაგებით მოგვიყევი, რა ნახე აქციებზე!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : კარგი, ბატონო, აჰა!... დავჯექი!... ჰო, ახალი ისაა, რომ, ამბობენ, არ

დავიხევთო, უკან, არაო!... პასექის დღეებიც ვერ შეგვაჩერებსო! ძალიან მედგრად

დგას ეს ხალხი!... ახლა ბრძოლის მესამე ტალღა უნდა წამოვიწყოთო - რეგიონებიდან

ჩამოვიყვანთ წვრილ იდალგო-აზნაურობასო, მაშა!...

რ ი ბ ე ი რ ა : იმედია, ესმით, რომ მეფის ჩამოგდება უბრალო საქმე არაა.

ა ნ ტ უ ა ნ ი : ჯერ დედაქალაქში გავმაგრდებითო, მერე ყველა პროვინციას, სოფელ-

სოფელ, დავივლითო, დავიყოლიებთ - და ასე მშვიდობიანად დავიბრუნებთ მთელ ამ

ჩვენს დაკარგულ ქვეყანასო!...

რ ი ბ ე ი რ ა : ნეტარ არიან მორწმუნენი.

ა ნ ტ უ ა ნ ი : პროტესტის ნიშნად დონ ინკოგნიტო თვითონ გამოიკეტა, რაღაც

საკანში, მერე სხვებმაც მიბაძეს და ჩაჯდნენ, აქა-იქ, გალიებში!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : როგორ აირია ქვეყანა!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : უკეთესი გითხრა!... ზოგმა მეფის მაწყევარმა ქალბატონმა ახალი მოდა

შემოიღო - სახის დამფარ ვუალ-მანდილთან ერთად საკუთარ ქუდებს წვრილი

მავთულის ცხაურები დაუმაგრეს და იქიდან პრაწავენ თვალებს - აქაოდა, ჩვენც

გალიებში ვართ გამოკეტილიო!...

რ ი ბ ე ი რ ა : შაპიტოა, ნამდვილი.

Page 18: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ა ნ ტ უ ა ნ ი : ზოგმა კეთილშობილმა დონმა კი, ვითომდა მთელ ქვეყანას ადევს

ხელბორკილიო, ხელები წვრილი ძეწკვით გადაიბა... ცხადია, ისე, დაშნის ამოღებაში

ხელი რომ არ შეეშალოს.

რ ი ბ ე ი რ ა : სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მეშინია, არ დაიღვაროს სისხლი.

ა ნ ტ უ ა ნ ი : სისხლზეც გეტყვი!... დონ ინკოგნიტოს უყვირია, თურმე, ცხელ გულზე

იმ თავის გალიაში - თავისუფლების ხე სისხლით უნდა მოირწყასო!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ღმერთო დაგვიფარე!... პირდაპირ ასე თქვა - სისხლითო? ხომ არ

გადაირია, იმ თავის საკანში!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : აბა შენ როგორ გინდა!... თავისუფლების მოპოვება შენ ლობიოს ჭამა

ხომ არ გგონია!... ჯერ მარტო რა სიტყვაა, დაუკვირდი, მაგდალ: თავის... უფლება!...

ჰაიტ!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ეჰ, ეს დონ ინკოგნიტო მაშინ უფრო მომწონდა, ნიღაბი რომ ეკეთა

და მანდოლინით ხელში ლაღად მღეროდა სიყვარულზე!... ახლა კი თურმე როყიო

ტყუილ-მართლით იმოძღვრება, მთელი იბერიის დირექტორივით!...

უეცრად, ისმის უცნაური ფათური, ფხაჭუნი - ეს სცენის სიღრმეში მდგარ

სავარძელში ფხიზლდება კრაჩკური და ერთვება საუბარში თავისი დამცინავი,

ნამძინარევი ხმით.

კ რ ა ჩ კ უ რ ი : თავისუფლება - შეცნობილი აუცილებლობაა! კაჭ-კხა!...

რ ი ბ ე ი რ ა : აჰა, ანტუან, ერთი უკვე გააღვიძე!...

ა ნ ტ უ ა ნ ი (შემკრთალი) : ვაჰ, შენც აქ ყოფილხარ, კრაჩ? გეძინა? ბოდიში, ჯიგარო,

ვერ შეგამჩნიე, არ მინდოდა გამეღვიძე!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : თავისუფლების აუცილებლობა - ნიღაბია! კრჩ-კრრ!...

რ ი ბ ე ი რ ა : თუ ჯერ ისევ სძინავს... ვერ გავიგე...

ა ნ ტ უ ა ნ ი : რავა სძინავს! ან მაშინ, მგონი, ძილშიც აზროვნებს ეს კაცი!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : ნიღბის შენიღბვა - აუცილებელია! ოხრჭ!... ნიღბის აუცილებლობა -

შეცნობილია! ხეხ-ჭყრ!...

Page 19: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ა ნ ტ უ ა ნ ი : ისე სწრაფად ამბობს, კარგად ვერ გავუგე... შენ გაიგე, ბეირ? მაინც ხომ

არ ჰგავს... ბოდვას?...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : შეცნობილი ნიღაბი - თავისუფლებაა!... ახრრჭრ!....

ანტუანი გაკვირვებით შლის ხელებს.

კ რ ა ჩ კ უ რ ი : ნიღბის შეცნობა - უკმარი თავისუფლებაა!... კაჭრ!.... უკმარი

თავისუფლება - არათავისუფლებაა!... კჭიირხ!...

ცოტა ხანი არაფერი ისმის.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა (ჩურჩულით): მგონი, ისევ დაიძინა!... აბა, ახლა მოჰყევი!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მოკლედ, ხომ იცით, მეამბოხე დიდებულებმა საპროტესტო კარვები

რომ დასცეს იმ ბორცვის გარშემო, სადაც ავლამბრას სასახლეა, მეფის ახალი

რეზიდენცია?... ხოდა, დღეს დილიდან კეთილშობილმა დონებმა და დუენიებმა

კალთები დაიკარწახეს, ცოცხები მოიმარჯვეს და გვიდნენ, ბედნიერად, სიმღერ-

სიმღერ, კარვების გარშემო, თან გაიძახოდნენ, ასე მარტო ამ ადგილს კი არა, მთელ

ქვეყანას დავგვითო!...

რ ი ბ ე ი რ ა : და ასე, ცოცხებით ხელში აპირებენ გადააგდონ მეფე?...

ა ნ ტ უ ა ნ ი : რა იცი, იქნებ სწორედ ცოცხით გადააგდონ? შენ ცოცხს ნუ ეხუმრები,

ცოცხიც ერთგვარი იარაღია!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : შენი ამბავი რომ ვიცი, ანტუან, ალბათ სულ მოუთვალიერე, ხო, მაგ

დროს, თეთრი წვივ-კანჭი, დონებს და დუენიებს?...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მოგცლია, ერთი!... დონ ლეონ ელ გრეკოს უთქვამს, ასეთ დროს, ვინც

განზე გადგება, ის ნამდვილი გულგრილია და თავს სხვაზე მაღლა აყენებსო!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : იქნებ ეს გულგრილობა კი არაა, უბრალოდ ზოგს ესმის, რომ არ

შეიძლება მოითხოვო ყველაფერი - ერთბაშად!..

რ ი ბ ე ი რ ა : ანუ ნუთუ შენ გინდა თქვა, მაგდა, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს

საშუალებას?...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : არა, ეს სულაც არ მინდა, თუმცა ზოგჯერ ხომ ხდება... ისე...

მოულოდნელად კრაჩკური ისევ იღვიძებს.

Page 20: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

კ რ ა ჩ კ უ რ ი : მიზნით გამართლებული საშუალება - მიზანია!... კხრჭ!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : გეიგეთ, ბოვშებო, რა თქვა ბიძიამ? მაგარი ხარ კრაჩ!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : უსაშუალებო მიზანი - ტყუილია!... ჭხრ!... ტყუილი მიზნად -

უსაშველოა!... პრჭ!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ნეტა ვის ახსოვს ეს ყველაფერი, დღეს, ნეტავი!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : მიზნის მიზანი - საშუალებაა!... საშუალების საშუალება - მიზანია!...

ჭკრ!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მაგრად გაუტია!... მაინც რა კაცია კრაჩკური!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : მიზანი და საშუალება - ერთია და სხვადასხვა!... წრჭხ!...

კრაჩკური ისევ იძინებს.

რ ი ბ ე ი რ ა : ძალიან ვაფასებ, კრაჩკურს, მაგრამ არ გვაცლის ამბის გაგებას.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მიდი, მოჰყევი, კიდევ რა მოხდა ანტუან?...

ა ნ ტ უ ა ნ ი : კიდევ ხალხში ამბობენ, ავლამბრას ავნაშენ სასახლეს რამე უნდა

ვუყოთო!... მოდი, მასში კათოლიკური საბავშვო კოლეჯი მოვაწყოთო!... ეტყობათ,

რომ “ჩიპოლინოს თავგადასავალი“ წაუკითხავთ ბავშვობაში!... მაგრამ ამაზე ერთმა

დონმა თქვა, და ბევრს მოეწონა, რომო: არაო!... ჯეეეერ აქ ყველაფერი ბოლომდე უნდა

მოვანგრიოთ და მოვასწოროთო, რომ ტირანის ხსენებაც არ იყოსო, და აი, მხოლოდ

მეე-ერე ავაშენებთ - საყმაწვილო სამუსიკო სასწავლებელსო!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : თავისთავად ხომ არაა ცუდი აზრი, კიდევ ერთი სასწავლებელი

ჰქონდეთ ბავშვებს, მაგრამ ეს დანგრევა როგორ მოგწონთ?! ეს უფრო სიძულვილის

გახარება გამოდის, ვიდრე სიმართლის!...

ისმის კრაჩკურის მორიგი ფხაჭუნი, მისი ზანტი, მძინარე ხმა

კ რ ა ჩ კ უ რ ი : სიძულვილის სამართალი - სამართლის სიძულვილია!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : აი, რა მართალი ხარ ამაში, კრაჩი!... ნეტავ რატომ უნდა იყოს ქვეყანა

სულელი ხალხის ჭკუაზე მოწყობილი!... რომ ამბობთ, სამეფო კარმა ესაო და ისაო, და

Page 21: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

აწი მეფის სასახლეში სკოლა მოვაწყოთო, ცოტა სკოლები ააშენა მეფემ? ცოტა გზები

დააგო?

რ ი ბ ე ი რ ა : მაგდა, ისიც მითხარი - ნუთუ ეს არ უნდა გაეკეთებინა - მეფეს? მაშ

მეფე რისი მეფეა, თუ არ აშენა, საქმე არ აკეთა და ხალხზე არ იზრუნა? ამას არ

ვსაყვედურობდით წინა მეფეს?...

ა ნ ტ უ ა ნ ი : თან ცოტა პატივიც უნდა სცეს ხალხს!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა (აგრძელებს, თითქოს თავისთვის) : სავარჯიშო მოედნებიც კი

შეუქმნა ახალგაზრდებს!... ან რამდენი ძველი უბანი აღადგინა!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : და თან არ უფრთხილდება სიძველეს!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ...რამდენი სახლი შეაღებინა და გაალამაზა!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : და ახლა შადრევნებიც არ ახსენო!... რა დროს ეგენია, ხალხს შიმშილით

კუჭი უხმება!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : და ხუთი შადრევნით ნაკლები რომ იქნებოდა მადრიდში, ხალხი

უცებ დაძღებოდა, ხომ, მთელ ჩვენს პირენეის ნახევარკუნძულზე?

ა ნ ტ უ ა ნ ი : აააახლა მოიცა!... ცოტა ფულია გადაყრილი საზღვაო წარმოდგენებში,

ცუმპა-ცუმპა კარნავალებში და ფოიერვერკებში?... სპილოების, მარტორქების და

ჟირაფების აფრიკიდან ჩამოყვანაში?... ბოშების გუნდებში, მოხეტიალე დასებში,

იტალიელ ჯამბაზებში და მფრინავ აკრობატებში?... რომაული არენების აღდგენაში

და ვითომ გლადიატორთა შეჯიბრებების მოწყობაში?... ამის ხარჯზე ხომ ცოტა

ეშველებოდა ხალხს!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ნამდვილი დონ ლუჩო შალვარესივით მელაპარაკები!

რ ი ბ ე ი რ ა : იმან ახალი რა თქვა, კიდევ, ასეთი?

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ძველიც საკმარისია!... არ გახსოვს, სულ ახალი მეფე რომ იყო, ჩვენი

მეფე, რომ გამოვარდა და იყვირა, ლუჩომ, სანამ ერთი მშიერი კაცი დადის ჩვენს

სამეფოში, არაფერი და არასოდეს უნდა ვიზეიმოთო!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : ხოდა რას ერჩი? ხალხზე ზრუნავს კაცი!...

Page 22: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : აბა!... დიდებული სურვილია!... თუ წარმოგიდგენიათ, ქვეყანა,

სადაც არ იქნება არც ერთი მშიერი? ხოდა, მაშ, შალვარესის მიხედვით, აღარასოდეს

უნდა გვქონოდა ერთი ზეიმიც კი!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : ხოდა, ნუ გვექნება, თუ საჭიროა!...

რ ი ბ ე ი რ ა : გაჩერდით, ვეღარ გისმენთ უკვე!... ნუთუU შეიძლება დონ შალვარესის

პოპულისტური დახეთქილის სერიოზულად გარჩევა? თუმცა ცხადია, რომ მეფემ

უნდა იზრუნოს ხალხზეც, არა მარტო ლამაზ შენობებზე! შენ კი ზეიმების

უქონლობის შიში ნუ გაქვს, მაგდაიკო! ისე უყვართ ჩვენს იბერიელებს მაგ საქმე, რომ

მუდამ მოძებნიან ზეიმის და ქეიფის საბაბს!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : შენ რას იტყვი, კრაჩი?

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : შეეშვი კრაჩუს, ანტუან, არ გააღვიძო!... ხომ იცი, რა კარგი გული

აქვს და შეიძლება, უცაბედად, დაგეთანხმოს, ნამძინარევს!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მაგას კი არა, სინამდვილეში ოქროს გული შენა გაქვს!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ეჰ, ანტუან, ნუთუ არ იცი, რა მძიმე სატარებელია ოქროს გული!

თანაც, ხალხში მისი ტარება - სახიფათოა!...

რ ი ბ ე ი რ ა : ბრავო, დაიკო!...

სალონში სწრაფი ნაბიჯით შემოდის რიტიირი, აქეთ-იქით იყურება.

რ ი ტ ი ი რ ი : გამარჯობა ყველას.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : გამარჯობა, რი!....

ა ნ ტ უ ა ნ ი : რიტიირ, რამე ახალი ხომ არ ხდება მიტინგებზე?

რ ი ტ ი ი რ ი : არა, ახლა მე ამეებისთვის არ მცალია, სხვა საქმე მაწუხებს.

ა ნ ტ უ ა ნ ი : ნეტავ რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი! ჭკვიანი კაცი ხარ, უნდა

გესმოდეს, რომ ჩვენი ცხოვრების ბედი წყდება.

რ ი ბ ე ი რ ა : როგორ იცი ხოლმე, ანტუან, ყველა შენსავით ხომ ვერ იქნება!...

რ ი ტ ი ი რ ი : კრაჩკური უნდა ყოფილიყო აქ... არ მოსულა?

Page 23: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ა ნ ტ უ ა ნ ი : არ მოსულა კი არა და აგერ სძინავს, და სიზმრიდან გამოუსვლელად

მოძღვრავს კაცობრიობას!...

რ ი ტ ი ი რ ი : კრაჩ, კრაჩი!...

კრაჩკური გამოფხიზლდება, ამოძრავდება, ადგება, მივა რიტიირთან. ისინი

გვერდზე გადგებიან და ჩუმად ალაპარაკდებიან.

კ რ ა ჩ კ უ რ ი : მოხვედი, უკვე? რა ჰქენი, ყველაფერი წაიკითხე, რაც მოგვცა

გუსტავომ?

რ ი ტ ი ი რ ი : ყველაფერი წავიკითხე და ნეტავ არ წამეკითხა!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : ესე იგი სწორად გვითხრეს? რომ რაღაც საშინელი უცნაურობა

ხდება...

რ ი ტ ი ი რ ი : ყველაფერი ემთხვევა, როგორც გვითხრეს, თითქმის ყველაფერი -

როგორც მე მახსოვს. მერე შენც შეამოწმე. და შენ რა ჰქენი?

კ რ ა ჩ კ უ რ ი : კი, ვილაპარაკე აქ რაღაცეები, როგორც შევთანხმდით...

რ ი ტ ი ი რ ი : ეჭვი აღარ მეპარება, რომ შენი ნათქვამი გაჩნდება დონ ხორხეს

ჩანაწერებში...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : დულჩე თუ მიხვდება, ამ ყველაფერს... ხომ გამოუგზავნა უკვე

ხორხემ ის თავისი რაღაც ახალი ტიპის რომანი - თუ ჯერ არა?

რ ი ტ ი ი რ ი : მგონი, უკვე გამოუგზავნა, დასაწყისი, და დულჩესაც მიუწერია რაღაც

პასუხი.. თუმცა, არა მგონია, დულჩე რამეს მიხვდეს, ასეთს ხომ ვერ წარმოიდგენ...

კარგი ახლა მე წავედი. ყველაფერი ზუსტად ჩაწერე, რაც ილაპარაკე და გადაეცი

გუსტავოს... (ხმამაღლა ყველას)... დროებით, ხალხნო, საქმეები მაქვს...

რიტიირი გადის სალონიდან.

კრაჩკური ისევ გადაწვება სავარძელში.

სალონის შიდა კარი ნელა იღება და შემოდის ახლადგაღვიძებული, რბილ

წითელ ხალათში ჩაცმული, ცუდად დავარცხნილი დ უ ლ ჩ ი ნ ე ა.

დულჩინეა თვალებს ჭუტავს მზის სხივებში და თბილად იღიმის, ხელში

უჭირავს ქოთანი, სადაც იმყოფება მისი გულითადი მეგობარი ია ტ ი ა მ ო .

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ვაიმე, მგონი, მაინც გაგაღვიძეთ, ჩვენი ლაპარაკებით!...

Page 24: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ უ ლ ჩ ი ნ ე ა : არა, სულ არაფერი გამიგონია... დღე მშვიდობისა, ჩემო კარგებო,

როგორ მიხარია თქვენი ნახვა.

დულჩინეა ფრთხილად დგამს მაგიდაზე ქოთანს და სავარძელში ჩაჯდება. მის

გვერდით სასწრაფოდ მოთავსდება სკამზე ანტუანი.

დ უ ლ ჩ ი ნ ე ა : მოიტანე, ხო, ანტუაშ, ახალი ამბები? ახლავე მოგისმენ, ოღონდ ჯერ

მინდა მაგდალენამ ყავა გამიკეთოს, რომ გამოვფხიზლდე.

ა ნ ტ უ ა ნ ი : მეც კი მინდა მაგდიკოს ღვთიური ელიქსირი!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ახლავე, ჩემო კარგებო, ყველაფერი იქნება!

დულჩინეა ჩუმ ხმაზე საუბრობს ანტუანთან.

რიბეირა უახლოვდება ტიამოს.

რ ი ბ ე ი რ ა : როგორა ხარ, ტი?... ეტყობა შენც ცოტა გეძინა, არა?

ტ ი ა მ ო : ხო, დულჩე მუშაობდა და თან ვლაპარაკობდით...

რ ი ბ ე ი რ ა : რაო, მერე, დულჩემ, რა არის ახალი მის ცხოვრებაში?...

ტ ი ა მ ო : ცოტა მოწყენილია, ხომ იცი, ბეირ.

რ ი ბ ე ი რ ა : ისევ იმ თავის მომწერალ დონზე ხომ არ წყრება ან ნაღვლობს?

ტ ი ა მ ო : არა, ბოლო რაც გამოუგზავნია, ის, პირიქით, ძალიან მოეწონა... რაც დონს

შეეხება, ამბობს, ჩვენი ამბავი ახლა უკვე ლიტერატურააო...

რ ი ბ ე ი რ ა : ხოდა, რა აუტყდა, მაშინ, იმ კაიდედმამიშვილს, ეს ზღაპრების წერა და

ძველ სიყვარულთან დონკიხოტობა!... ვინმე სხვა ხომ არ ადარდებს, დულჩეს?

ტ ი ა მ ო : კავალრები, შენც იცი, ბეირ, არასოდეს აკლდა, მაგრამ... მოკლედ, უკვე

ფიქრობს, რომ პროვინციაში დაბრუნდეს.... მეუღლესთან, მის ციხე-დარბაზში....

რ ი ბ ე ი რ ა (ჩუმ ხმაზე) : რას მეუბნები!... მე მგონი, ეს კარგია... თუ არა?

ტ ი ა მ ო : დავიღალეო, დულჩემ, ქალაქში ამდენი ფუჭი და უმადური შრომით და

ადამიანთა ასეთი სირეგვნით და გაუტანლობითო, დასვენებაც მინდაო... თან

დედაქალაქშიც არეულობა იწყებაო...

Page 25: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

რ ი ბ ე ი რ ა : ჩვენ რაღა გვეშველება აქ მის გარეშე!... თუმცა არა მგონია, რომ

პროვინციაში დიდხანს გაძლოს...

ოთახში შემოდის მაგდალენა, სინით მოაქვს ყავის ჭიქები, დგამს მაგიდაზე.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა: აბა, მეგობრებო, ყავა მოვიდა! შენც გეხება, კრაჩკურ, დულჩემ

გაიღვიძა და შენც გაიღვიძე, შენც გაგიკეთე ყავა!...

დ უ ლ ჩ ი ნ ე ა: ააა, თურმე კრაჩკურიც აქ ყოფილა!... შენც გეძინა, კრაჩ?

კრაჩკური დგება და ეახლება დულჩინეას, ესალმება თავის დაკვრით.

კ რ ა ჩ კ უ რ ი: ძილშიც თქვენს მსახურებაში უნდა მიგულვოთ, დონა!...

დ უ ლ ჩ ი ნ ე ა: ვის ეპარება ამაში ეჭვი, ჩემო კრაჩი!...

კ რ ა ჩ კ უ რ ი : საპირისპირო რომც გაიფიქრო, მაინც ასე იქნება!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა: ჩვენი კრაჩი ერთგულების და უღალატობის ნიმუშია!...

რ ი ბ ე ი რ ა : ანტუან, სანამ მოუყვები დულჩეს ამბებს, მიდი, ჩართე რადიო,

გავიგოთ, კიდევ რა ხდება.

ა ნ ტ უ ა ნ ი : შენ მთლად ხომ არ გამოპრუტუნდი ამ სიბერეში? სად ხედავ აქ -

რადიოს? ან ვის გაუგონია, ჩვენს საუკუნეში - რადიო?...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა: ჩვენ გაგვიგონია, ჩვენ!... ამ მისტერიულ რომანში!... ხომ ვერ

შეამჩნიე, უკვე, რომ ელექტროუთოთი ვაუთოებდი!... ხოდა ჩართე ახლავე რადიო,

ანტუან, ნუ ჯიუტობ!...

ანტუანი, გაკვირვებული, ხელებს შლის, მერე დგება, მიდის არარსებულ

რადიოსთან და ჩართავს.

რ ა დ ი ო : ...როგორც ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ, დღეს სრულიად

იბერიის მონარქმა, მიგუელ დე საავედრა პირველმა, განაცხადა, რომ წყვეტს თავის

მოკლე დასვენებას ბისკაის ყურეში, სადაც იგი მონაწილეობდა ხმალთევზების,

რვაფეხების, ზვიგენების და დელფინების ჰუმანური დევნის მეცხრე საერთაშორისო

სამეფო რეგატაში...

ა ნ ტ უ ა ნ ი : იკადრა, კუდი რომ მოეწვა!...

Page 26: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

რ ა დ ი ო : მეფე მიგუელის განცხადებით, იგი სასწრაფოდ დაბრუნდება საქართ...

უკაცრავად... ქარივით სწრაფად დაბრუნდება კასტილიის დედაქალაქში, მადრიდში,

რომ დაარეგულიროს იქ არსებული მცირე პოლიტიკური გაუგებრობა... ხოლო

დაგეგმილი ვიზიტი ამაზონიის კურფიურსტთან მოგვიანებით შედგება...

თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე

ნექტარის ძალა

ამ მსუბუქ და ცოტა სანეტარო თავში ირკვევა,

რომ ოდენ უზრუნველი ფარფატი არ ჰყოფნის

სრულ ნეტარებას და ვერ დაგიცავს უცაბედი ზღართანისაგან

კასა ლამანჩელო.

დიდი კაბინეტ-დარბაზი, მშვიდი შუადღე.

თაროედიდან ისმის ძველებური ქანქარიანი საათის ძალიან ჩუმი ხმა.

დიდ მაგიდასთან ვ ი ს ე ნ ტ ე და ზღარბი ი კ ა რ ლ უ შ ი, დონ ხორხეს კიდევ

ერთი მეგობარი, გულჩათხრობილად თამაშობენ ჭადრაკს.

მზის თბილ სხივებში თვლემენ კ ა კ ტ უ ს ე ბ ი.

თაროედის ღიობში, მცირე ბალიშებიან ჰამაკში, სძინავს ლ ე ო ნ ს.

სეკრეტერზე გადაშლილია სახლის პატრონის, დონ ხორხე ლამანჩელოს

ზღაპრის ხელნაწერი, მას კითხულობს კ ა ს ტ რ ო, კითხვისას ის თავს გვერდზე ხრის

და აყოლებს სტრიქონებს, უეცრად თვლემას იწყებს, თვალი ეხუჭება, ამიტომ უფრო

და უფრო გვერდზე ხრის თავს და ფურცლის ბოლოში უკვე თავი გადაძლევს, კასტრო

ჩაყვინთავს, გამოფხიზლდება, გასწორდება–- და ისევ დახედავს ეჭვით ხელნაწერს.

კ ა ს ტ რ ო (იზმორება) : გადარევს დონ მანჩელო იმ ქალს, გადარევს!...

მოთამაშეები არ პასუხობენ, ისინი დაჟინებით ჩასცქერიან ჭადრაკის დაფას.

ი კ ა რ ლ უ შ ი (უცებ, მკვეთრად) : ქიში მეფეს!... რაო, კას, რა თქვი?...

Page 27: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

კ ა ს ტ რ ო : თვითონ ხომ ვერაა სრულ ჭკუაზე, ლიტერატურაზე და კვადრატებზე

ფიქრით, ახლა იმ ქალს შეუჩნდა, არ ასვენებს გამჩენი!...

ი კ ა რ ლ უ შ ი : მაინც ქიში!... ეეე, რაო, ვინ ვის შეუჩნდა?...

ვ ი ს ე ნ ტ ე (მშვიდად აკეთებს სვლას) : მე მგონი, შენი ეჭვი, კასტრო, უსაფუძვლოა

- კაი ხანია, რაც არ გამოჩენილა ჩვენთან იმეილა.

კ ა ს ტ რ ო : აჰ, აჰ, აჰ, ნეტავ რამდენი ვინერვიუუუ-ლე!... მთლა კაი, კიდო, თუ არ

ჩანს! ცოტა ხნით მაინც მოგვასვენებს ეს თავხედი გოგოშკა!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : მაგრამ დონ ხორხე განიცდის ამას, თანაც უთქმელად.

კ ა ს ტ რ ო : უთქმელად არა - ტოროლა!... გუშინ არ იყო, რომ ბურტყუნებდა, დრო

გადის, ეს დულჩინეა კი მაინც დუმსო!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : მეც გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა, ასეთი რა ვაწყენინე, ზედმეტი ხომ

არ მივწერეო... გარდე!...

ი კ ა რ ლ უ შ ი : ახ, ასეეე!... დაიცა, დაიცა!… მაშინ, ააააი, ჩვენ ასე ვიზამთ!

(თამაშობს)... თქვენ ორივენი ისე ამბობთ, თითქოს არ იცოდეთ ლამაზ მდედრთა

ბუნება!... მისდევ - გაგირბის!... გაურბიხარ - მოგსდევს!... დგახარ ადგილზე - დგას!...

ოღონდ ეს, ცხადია, მაშინ, თუ გეთამაშება... რას შვრები, ისევ ასე თამაშობ?... კაარგი,

მაშინ, ჩვენ, ააააი, ასე ვქნათ!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : იზამთ და ჰქენით, რა ვუყოთ მერე, რას გვაშინებთ, ჩემო ბატონო! ჩვენ

კი, აი, აასე წავალთ!... (თამაშობს). აბა, ახლა ითამაშე!...

ი კ ა რ ლ უ შ ი : შენ ნუ მაჩქარებ!... კიდევაც ვითამაშებ!... არა, ბიჭო, მოსკოვს

დავეკითხები!...

კ ა ს ტ რ ო : ეგ მოსკოვი ვინღაა?

ი კ ა რ ლ უ შ ი : აზრზე არა ვარ!... გამოთქმაა ასეთი... კაი, აქეთ წავალ (თამაშობს)...

იქნება, ვინმე, აღმოსავლელი მეფე, ზღაპრებიდან, ვინმე შახ მოსკა... ან ბოროტი

გოლიათი ჯადოქარი მასკვაინი. აბა რა ვი.

ვ ი ს ე ნ ტ ე : ეს ადამიანი კი არა, ქვეყანაა, ჩრდილოეთში, სკვითებთან ახლოს,

სახელად მოსკოვია... ამბობენ, სადღაც იქ კიდევ ძაღლისთავა ადამიანებიც

ცხოვრობენო... ანუ კინოცეფალები...

Page 28: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ი კ ა რ ლ უ შ ი : ეს ძაღლისთავები მოგონილი მგონია... კაი, ჯანდაბას, გავწიე ეტლი...

(თამაშობს) და რატომ უნდა დაეკითხო, ვითომ, რამეს?...

ვ ი ს ე ნ ტ ე : არ ვიცი... იქნებ თვითონ უნდა, რომ დაეკითხო.

ი კ ა რ ლ უ შ ი : იმიტომ რომ არის ავი - მოსკავი?... ამ ჩვებს ბრძენს ხომ ყველაფერზე

აქვს პასუხი... აი, ამაზეც გექნება? (თამაშობს)

თაროედში დაკიდული ბალიშებიანი ჰამაკიდან ნელა, ხვნეშით გადმოიზლაზვნება

ქამელეონი ლ ე ო ნ ი.

ლ ე ო ნ ი : რა დაგემართათ, ხალხო, ასეთი, რა მოსკოვოები აგიტყდათ და

ძაღლისთავები, ამ პატიოსან შუადღეს!... რად არ გინდათ ჩუმად იჭადრაკოთ? სხვათა

შორის, ვისენტე, თუ ხედავ, რომ პაიკს გიკლავენ?...

ვ ი ს ე ნ ტ ე : ვხედავ, და ვამბობ - მოკლას! (თამაშობს).

ი კ ა რ ლ უ შ ი : ახ, მოკლას, არა?... მე კი დავხედავ ამას და... და... არ მოვკლავ!...

(თამაშობს)

ოთახის კარი იღება, შემოდის გ უ ს ტ ა ვ ო.

მას უკან მოჰყვება დ ო ნ ხ ო რ ხ ე - მას თითო მხარზე უზის თითო დიდი

ლამაზი პეპელა: პეპელა კ ა მ ი ლ ა და პეპელა პ ა მ ე ლ ა.

პეპლები ლამაზ-ნაზად ამოძრავებენ ფრთებს და თან რაღაცას ჩუმად უყვებიან

დონ ხორხეს. შიგადაშიგ ისინი მოხდენილად კისკისით აფრინდებიან, წაეცეკვებიან

ერთმანეთს, შემდეგ ადგილებს გაცვლიან, კვლავ დონ ხორხეს მხრებზე დაეშვებიან -

და ისევ ეჩურჩულებიან.

მესამე, ნორჩი პეპელა პ ა ლ ო მ ა, ჩუმადაა - ის ზის დონ ხორხეს თავზე და

მხოლოდ ნელა კეცავს და შლის ფრთებს.

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : დღე მშვიდობისა ყველას!... დონა კამილა, დონა პამელა, გაიცანით

ჩემი მეგობრები... ბიჭებო, ცოტა ხნით შეეშვით მაგ ჭადრაკს, შეგვიმჩნიეთ, სტუმრები

გვყავს!... აი, მაგალითად, ეს ჩვენი მშვენიერი და ნორჩი დონა პალომა!...

კ ა ს ტ რ ო : უყურე ხორხენიოს, ნეტავ სად გააძრო ეს სვეტი ნაშები!...

ი კ ა რ ლ უ შ ი (წამოხტება) : მოგესალმებით, მშვენიერო ქალბატონებო!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეს ჩვენი გულადი იკარლუშია, დიდი მოგზაური და ფიცხი

დუელიანტი!...

Page 29: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

პ ა მ ე ლ ა : იმედია, დუელები მშვენიერი ქალბატონების გამო მოგდით!... და არა

სხვა ვულგარული მიზეზებით!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეს კი ჩვენი დიდმეცნიერი მწიგნობარია, დონ ვისენტე!...

კ ა მ ი ლ ა : რას იზამ, ჩვენს დროში ინგლისურისა და წიგნის გარეშე უკვე აღარ

გამოდის ცხოვრება!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ხელოვნების მეტრი და ბრძენკაცი, დონ ლეონი!...

ლ ე ო ნ ი : მოხარული ვარ, დონა პამილა და დონა კამელა!...

პ ა მ ე ლ ა (ჩუმად): თქვენს მეგობარს ცოტა ყურთ ხომ არ აკლია, დონ ხორხე?

კ ა ს ტ რ ო (ხითხითებს): არა, უბრალოდ ნამძინარევზე სკლეროზი ეწყება!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეს კი კასტროა, ჩვენი ენამწარე და ლაღი მეგობარი, თანაც -

გაითვალისწინეთ - ეროტიკული პოეზიის დიდი მოყვარული!...

კ ა მ ი ლ ა : ეროტიკულის? ეს ძალიან საინტერესოა!...

ლ ე ო ნ ი : ლაღი არა, კიდევ! ერთი ავჭარტალა მოლაღურია!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : გუსტავოს უკვე იცნობთ... აი, ესენი ჩვენი ძვირფასი კაკტუსები

არიან, მზის უმწიკვლო მეგობრები!...

პ ა მ ე ლ ა : კაკტუსები? ეს კიდევ უფრო საინტერესოა!...

კ ა მ ი ლ ა : ნამდვილად!... ხომ ვერ გვეტყვით, ბატონებო, როდის ყვავილობთ?...

კ ა კ ტ უ ს ი ბ ე ნ ჩ : თქვენს განკარგულებაში გვიგულვეთ და აააახლავე ყველაფერს

მოგახსენებთ, გულისხმიერო დონა!... გემსახურებით ყველანი, დიადი იდბინჩუს

შვილები - ბენჩ, ადე, ინდუ, გონ, ჩუმ, ნიბ და ჩვეინ!...

კ ა ს ტ რ ო : დავიღუპეთ!... აღარ ჰკითხოთ, რამე, თორემ ინანებთ!...

ი კ ა რ ლ უ შ ი : ჰკითხეს უკვე, აწი დაიცხრე ვნებანი!...

ბ ე ნ ჩ (იწყებს პათოსით) : ოდეს დიდმა დონ მანჩელმა,

თვისი მოგზაურობისას,

Page 30: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ამინდ-საბუნებო სახლში,

ინახულა პალატები...

კ ა ს ტ რ ო : ამათ უყურე, გუდასტვირივით მოთქმა დაუმხეცებიათ!... ვერ გაიგეთ,

კაკიტუსებო, დონ ხორხემ ჩემზე თქვა, პოეტიაო, თქვენზე კი არა!...

ბ ე ნ ჩ : ჩვენ პროზითაც შეგვიძლია თქმა... მას შემდეგ, რაც დონ ლამანჩელმა ამინდ-

ბუნების სასახლეში შეიარა და მოიხილა საოცარი ღრუბლების ლაბორატორია, მან

გაიცნო იქ ჩვენი სახელოვანი წინაპარი, თვით დიდი იდბინჩუ კაკტუსიონი - და

ერთი წამითაც არ უყოყმანია!...

პ ა მ ე ლ ა (გულისხმიერ-დამცინავად) : სულ ერთი წამითაც არა?...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი (ერთად) : ჩვენმა დიდმა დონ მანჩელმა,

უსწრაფეს გადაიბარა,

იდბინჩუ კაკტუსიონი

ღვთისნიერ ქალბატონისგან,

ვინც იქ წლები იმუშაკა...

ი კ ა რ ლ უ შ ი : აუ, მაგარი ქორო დაცხეს!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ბეე-ეენჩ!.. დროზე მორჩით!...

ბ ე ნ ჩ : ...დიახ, და იმას ვამბობდი, რომ დონ მანჩელმა ამინდის სასახლეში ვინმე

ღვთისნიერი ქალბატონისგან - ვისი სახელიც ისტორიას უცნობი დარჩა -–წამსვე

გადაიბარა ჩვენი ღვიძლი მამილო, დიადი იდბინჩუ სახელოვანი!...

კ ა მ ი ლ ა : რას ამბობთ!... ეს რა კარგად მოქცეულა!...

ი კ ა რ ლ უ შ ი : ნამდვილი კეისარია, ჩვენი დონ ლამანჩელო - მივიდა, ნახა...

გადაიბარა!...

ბ ე ნ ჩ : ჩვენმა ბრძენმა დონ მანჩელმა,

მარად კეთილად რომ ზრუნავს,

ცოცხალ არსებათა მიმართ,

ქალბატონი დაარწმუნა,

რომ პატივში ამყოფებდა,

დიდ იდბინჩუ კაკტუსიონს...

Page 31: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ბ ე ნ ჩ : კეთილმზრუნმა დონ მანჩელმა გადაიბარა მისთვის უცნობი ქალბატონისგან

მხცოვანი კაკტუსიონი, ხოლო თვით იმ კეთილ სულს სიტყვა მისცა, რომ იზრუნებდა

დიდ იდბინჩუზე და არ მოაკლებდა მას - მზეს, წყალს, მიწას და ჰაერს!...

კ ა ს ტ რ ო : ნეტავ რატომ ცეცხლზე არაფერი თქვა, ეს ერთი შეეშალა!...

ბ ე ნ ჩ : თავისი დანაპირევი დონ მანჩელომ პირნათლად შეასრულა!... და აწი ვერარა

დაამცრობს ჩვენს ერთგულებას მის მიმართ!... ჩვენმა ძვირფასმა სტუმარმა

ქალბატონებმა ეს ამბავი არ იციან, მაგრამ მათ ისეთი ყურადღებით და კრძალვით

მოიკითხეს ჩვენი დიდი წინაპარი, რომ...

კ ა ს ტ რ ო : გაიგე, ხორხენიო? რა მიქარე, რომ წარადგინე ჩვენი ფლორა?

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი : შემდგომ დიდმა დონ მანჩელმა,

რუდუნებით მოიყვანა,

ამ მშვენიერ ციხე-დარბაზს,

ამზევებულ გუმბათებ ქვეშ,

იდბინჩუ კაკტუსიონი...

ბ ე ნ ჩ : და სწორედ მას შემდეგ ვიშვით და დავიბადეთ ჩვენ ამ დიდებულ ციხე-

დარბაზის მაღალმზიან თაღებქვეშ, ვიშვით დიადი იდბინჩუს სხეულიდან, ვინც, -

ჰოი, სამყაროს მრუდე დინებავ! - ერთხელაც იყო და - გარდაიცვალა...

კ ა მ ი ლ ა და პ ა მ ე ლ ა : ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას!...

ბ ე ნ ჩ : მაგრამ მან მოასწრო და მოგვანიჭა ჩვენ სიცოცხლე და აწი დონ მანჩელო უკვე

ჩვენ არ გვაკლებს ყურადღებას, რისთვისაც მისი მარად მადლიერნი ვართ, დიადი

იდბინჩუს შთამომავლები:

დ ა ნ ა რ ჩ ე ნ ე ბ ი : ... ბენჩ, ადე, ინდუ, გონ, ჩუმ, ნიბ, ჩვეინ!...

კ ა მ ი ლ ა : ეს მართლაც საოცარი ამბავი მოვისმინეთ, არა, პამელ?...

პ ა მ ე ლ ა : იმდენად საოცარი, რომ კითხვის შინაარსიც კი გადამავიწყდა!...

ა დ ე, ი ნ დ უ და ჩ უ მ : ჩვენ გვახსოვს!... მართალია, ყვავილობა ჯერ არ გვქონია

და არ შეგვიგრძვნია ბუნების ეს საოცარი მოვლენა, მაგრამ იმედია, რომ დონ ხორხეს

ხელში ეს ნეტარი დროც მალევე მოვა და უკვე შევძლებთ დაგპატიჟოთ ჩვენს

ყვავილთა უტკბეს ნექტარზე!...

კ ა მ ი ლ ა : აჰ, ჩვენ გვიყვარს ნექტარი!...

Page 32: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ...ოღონდ ვიდრე აყვავილების ეს მშვენიერი ხანა დადგება, მანამდე

ჩვენმა გუსტავომ უკვე გააწყო სასტუმრო სუფრა და გვთავაზობს ჩვენ სხვადასხვა

კოქტეილებს!...

პ ა მ ე ლ ა : ოჰ, ჩვენ გვიყვარს კოქტეილებიც!...

კ ა მ ი ლ ა : კიდევ გვიყვარს პრიზები - და სიურპრიზები!...

ი კ ა რ ლ უ შ ი (ვისენტეს): ახლა ვისი სვლა იყო, შენი თუ ჩემი?

ვ ი ს ე ნ ტ ე : აბა რა მახსოვს!... (დახედავს პოზიციას)... იყოს ფრე!...

ყველანი მიუსხდებიან სუფრას.

გუსტავო არიგებს ნამცხვრებს, ყავას, კოქტეილებს.

სტუმარი პეპლები ყველაფერს სინჯავენ. ყველა მსუბუქად საუბრობს ამინდზე,

მცენარეებზე, დედაქალაქის ახალ ამბებზე.

მესამე პეპელა, პალომა, ისევ ჩუმად ზის, ახლა უკვე დონ ხორხეს მარჯვენა

იდაყვზე და იქ მოკრძალებით წრუპავს თავის სასმელს.

სამაგიეროდ კამილა და პალომა მიეძალებიან კოქტეილებს წვრილი

მილაკებით. მალე ისინი მთლად შეთვრებიან და აცუნდრუკდებიან.

ვ ი ს ე ნ ტ ე : მინდა გკითხოთ, დონ ხორხე, როგორაა ზღაპრის საქმე?

კ ა მ ი ლ ა : ზღაპრის საქმე მიდის ალბათ... ზღაპრულად!... (ხითხითებს).

ვ ი ს ე ნ ტ ე : ხომ არ გამოუგზავნია დონა დულჩეს წერილი, თუ როგორ მოეწონა

უკვე წაკითხული?...

პ ა მ ე ლ ა : აჰ, რა საჭიროა, ნეტავი, ამდენი წერა და კითხვა, თუ შეიძლება ნაზი

ფრენა ლამაზ ფოთლებში...

კ ა მ ი ლ ა : ლამაზ კაბებში გამოწყობილი!...

პ ა მ ე ლ ა : და აგემოვნო ზღაპარ-ნექტარი!...

პ ა მ ი ლ ა : ვაუ, რა ნეტარებაა!...

Page 33: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

კ ა მ ი ლ ა : ვაუ, რა ნექტარებაა!... (ხითხითებს)

პეპლები ახითხითდებიან და წამოფრენისას, ერთმანეთს ეჯახებიან.

ი კ ა რ ლ უ შ ი : აუ, ესენი უკვე მწიფედ არიან!...

პ ა მ ე ლ ა : ფრენის სიყვარულიც დიდი ნეტარებაა!..

კ ა მ ი ლ ა : და სასიყვარულო გაფრენებიც!...

პ ა მ ე ლ ა : მართლაც, აქამდე რატომ არ ვილაპარაკეთ... სიყ-ვარულზე?...

კ ა მ ი ლ ა : და როგორაა კასა მანჩელოში სიყვარულობის საქმე, ნეტა-ი?...

ი კ ა რ ლ უ შ ი : გვირევენ, ხომ იცი, გოგონები!...

კ ა ს ტ რ ო : აქ სიყვარულის საქმე დიდებულადაა, მაი ლედიიზ, თუ დამიჯერებთ,

ჩვენ სხვა რამე ვიკითხოთ, თორე!...

პ ა მ ე ლ ა : სხვა არ გვინდა ჩვენ!... ამას ვამბობ მე, პამელა მდელოძე!...

კ ა მ ი ლ ა : და მეც, კამილა კამკამიძე!... (კასტროს) თქვენზე თქვეს, ერო-ტი-პო...

პოეტი არისო... თქვენ სიყვარულზეც წერთ იმათ... ლექსებს?...

ი კ ა რ ლ უ შ ი : მიდი, კას, შე პოე-პოე, წაუკითხე ამ ფოე-ფოე ნაშებს ხიდან

მოზღართანე ბუზე!... ცვეტში, წავა!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : მე მგონი ეს ცოტა ნამეტანი სექსუალური ლექსია...

კ ა მ ი ლ ა : მერე ჩვენ სექსი სულ არ გვაშინებს, არა პამელ?... (ხითხითებს)

პ ა მ ე ლ ა : არ გვაშინებს, არა, რადგან უსექსო სიყვარული იგივეა, რაც...

კ ა მ ი ლ ა : რაც სექსი უსიყვარულოდ!... (ხითხითებს)... მე თვითონ ვიტყვი ამაზე

ლექსს!... ესაა ლექსი - ჭრელ-პეპლური!... (ხითხითებს, იწყებს თქმას)

ო, რა კარგია მზიან მდელოზე,

ფარფატ-ლივლივი...

კ ა მ ი ლ ა : ... მეტი არ მახსოვს!... (ხითხითებს)

Page 34: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

პ ა მ ე ლ ა (კასტროს) : იქნებ თქვენ თვითონ გვითხრათ, დონ ერო-პოე... რამე

ექსპრომტი სიყვარულზე....

კ ა მ ი ლ ა : და სექსზეც გვითხრათ - რამე სექსპრომტი!... (ხითხითებს)

კ ა ს ტ რ ო : მაგას როგორ გაწყენინებთ! ა, აგერა, კეთილო დეიდებო:

როგორც ქონდარი ლობიოს,

როგორც ომბალო ტყემალს,

ისე სჭირდება სიყვარუ -

ლივლივი -

გოგონებს ყველას!....

კ ა მ ი ლ ა : აუ, სიყვარუ-ლივლივი როგორ ასწორებს, არა?... მა-გარია!...

პ ა მ ე ლ ა : ამ ლექსში მაინც არ იყო დაპირებული... რამე სექსუალური!...

კ ა მ ი ლ ა : არაფერი იყო... სქესუალური!... (ხითხითებს)

პ ა მ ე ლ ა : არადა, სექსი უსიყვარულოდ... იგივეა, რაც...

კ ა მ ი ლ ა : რაც უსექსო სიყვარული!... (ორივენი ხითხითებენ)...

პ ა მ ე ლ ა (კამილას) : სექსი მოგენატრა, ჩემო სექსულა?... მოი, ჩემთან, ჩემო ნაზო,

მოი!...

კ ა ს ტ რ ო : ერიჰააა!...

პეპლები ერთმანეთს დაეტანებიან, აფართხალდებიან, აფრინდებიან და ფრენა-

ბარბაც-ხითხითში უეცრად ერთად ჩავადრდებიან კაკტუსებთან, ქოთანში.

კაკტუსები მათ გარს შემოუვლიან, გაკვირვებულები.ვ

ბ ე ნ ჩ : მოხარული ვართ, ქალბატონებო, ასეთი მოულოდნელი სტუმრობით ჩვენს

ეგზომ მცირე და ღარიბულ სადგომში...

ი ნ დ უ და ჩ უ მ : მაგრამ ყვავილთ ნექტარი რომ ჯერ არ გაგვაჩნია?...

ა დ ე (მდედრი კაკტუსი) : რა ნექტარი, რეგვენნო!... ამათ კიდევ ნექტარი თუ აკლიათ,

ვერ ხედავთ, უკვე ფრთები ვერ იჭერთ, ისეთ დღეში არიან!...

Page 35: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეგეც შენი ეროტიკული ზღართანი, იკარლუშ, რომ გინდოდა!...

(ეხმარება პეპლებს, რომ ამოცოცდნენ ქოთნიდან... მის თითზე): ვფიქრობ, ჩემო

დონებო, ახლა თქვენთვის საჭიროა - კარეტა გამოძახებით!...

გ უ ს ტ ა ვ ო : კარეტა მოსულია და უკვე გელოდებათ, სხვათა შორის...

კ ა მ ი ლ ა : გაუმარჯოს ნეტარ ნექტრობას დონ ხორხესთან!... ოუ-იეეე!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ყოველთვის გულღიად გელით ჩვენთან!...

პ ა მ ე ლ ა (ზიგზაგ-ფარფატით) : ამ გუსტაოს რა კოქტე სცოდნი-ააა!...

კ ა მ ი ლ ა : საჭიროა ცოდნის კოქტე!...

პ ა მ ე ლ ა : საჭიროა ცოდნა - რაი არს კოკოქტე?...

ბოდვითი პეპლები ძლივს გადიან ოთახიდან, დონ ხორხე და გუსტავო მათ

აცილებენ.

სუფრასთან დარჩენილები ახმაურდებიან.

კ ა ს ტ რ ო : ხომ იბჟუტურეს სისულელეები, მაგრამ, აჰა, წავიდნენ და ჩამოვყარეთ,

არა, ყველამ, ყურები!...

ლ ე ო ნ ი (სევდიანად): პეპლები ბოლოს მუდამ გაფრინდებიან ხოლმე...

პ ა ლ ო მ ა : სულაც არაა აუცილებელი.

ვ ი ს ე ნ ტ ე : ოჰ, უკაცრავად, ქალბატონო, თქვენ ჯერ კიდევ აქ ყოფილხართ!... რატომ

არ გაჰყევით თქვენებს? გვიანია...

პ ა ლ ო მ ა : ისინი სულაც არ არიან ჩემიანები.

ლ ე ო ნ ი : მაშინ, თუ შეიძლება, გკითხოთ: სად გაიცანით დონ ხორხე?

პ ა ლ ო მ ა : ველასკესის ნახატების გამოფენაზე. ვენერა რომ იყურება სარკეში, იმ

სურათთან გავჩერდით, შემთხვევით, ყველანი, დონ ხორხე, ის ორი დონა, მე - და

გამოვესაუბრეთ ერთმანეთს...

ლ ე ო ნ ი : ანუ ის მხიარული ქალბატონები არ არიან თქვენი მეგობრები?

ი კ ა რ ლ უ შ ი : თუ ნებას დამრთავთ, მე გაგაცილებთ.

Page 36: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

პ ა ლ ო მ ა : არა, მე მინდა სუფრის ალაგებაში დაგეხმაროთ.

ი კ ა რ ლ უ შ ი : ოჰო!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : ამის თქმით თქვენ აძლიერებთ გენდერულ სტერეოტიპს... და რას

იტყვის ამაზე დონ ხორხე?...

პ ა ლ ო მ ა : დონ ხორხემ დღეს აქ დარჩენის უფლებაც მომცა.

ი კ ა რ ლ უ შ : ოჰო-ჰოოო!...

პ ა ლ ო მ ა : დონ ლამანჩელომ თქვა, მშვენიერი მეგობრები მყავს, მაგრამ ჩვენ ყველას

ცოტა ქალური სითბო, დახვეწილობა და სირბილე გვაკლიაო...

კ ა ს ტ რ ო : აი, ახლა კი მართლა გვეტირა ყოფა, ვოჟებო!...

ვ ი ს ე ნ ტ ე : რა იყო, რა დაგემართა კასტრო? იქონიე ზრდილობა...

კ ა ს ტ რ ო : მე კი არ დამემართა, ჩვენ ყველას დაგვემართება სულ მალე!... ჯერ

გამოცხადდება მორატორიუმი გინებაზე, მერე გაცხადდება სისუფთავის დოქტრინა,

ბოლოს კი არ აგვცდება უფლება-მოვალეობათა კონსტიტუცია და ზედ დართული -

დისციპლინარული კოდექსი!...

ოთახში სწრაფად ბრუნდება დონ ხორხე, ოდნავ აღელვებული.

კ ა ს ტ რ ო : რაო, რა ქნეს, წამსერდნენ, აღ-ფრთოვან-ებული ბანოვნები?...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ჰო, კარეტაში ჩავსვი, მეეტლეს ვაჩუქე რამოდენიმე მარავედი...

გუსტავოც გავაყოლე... მიიყვანს როგორმე, მშვიდობიანად, ძველი ალებარდისტი...

თანაც, თუ იცით, ვინ შეგვხვდა?

ლ ე ო ნ ი (მოშიში იმედით): ვინმე ღამის პეპელა ხომ არა?...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე (იცინის): არა, ლეონ, მხოლოდ დონა დულჩინეას მეგობარი -

კრაჩკური!.. თურმე მას აქეთ მოჰქონდა ორი წერილი!... თან ცოტა გაესაუბრა

გუსტავოს, მისი ძველი ამხანაგია...

ვ ი ს ე ნ ტ ე : ნეტავ რა უთხრა კრაჩკურმა...

Page 37: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მგონი უთხრა, რომ რაღაც დადასტურდა და ახლა უკვე მეორეგან

უნდა ინახოსო....

კ ა ს ტ რ ო : და იმას რა დაემართა, იმ ჩემს ელდა-სიმპატიას, სად დაგვეკარგა?

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ავად ყოფილა, საბრალო იმეილა, შეყრია ვირუსი!... ყოფილა

კარანტინში, ორგანიზმი გაუწმინდეს, სისხლი გამოუშვეს, შეუყვანეს ანტივირუსი და

ახლა უკეთესადაა!...

კ ა ს ტ რ ო : წურბელები არ დაასხეს, ანტივირუსი წურბელები? თვითონ

წურბელასავით რომ ითხოვს პასუხებს!...

ლ ე ო ნ ი : მე მგონია, რომ ჩვენი სტუმარი ორი პეპელა ამ ორი ბარათის მაგიური

ნიშანი იყო.... ალბათ მხიარული ბარათები იქნება...

ვ ი ს ე ნ ტ ე : ხომ არ გვეტყვი, დონ ხორხე, როგორ მოეწონა დონა დულჩინეას

თქვენგან მიღებული ნიმუშები?...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : გეტყვით სიამოვნებით!... დიახაც, მოეწონა!...

კ ა ს ტ რ ო : რაო, მაინც, რა მოგწერა იმ შენმა ჩაუქრობელმა ალიონმა, შენმა

მარადისიმამ? დიდებულია ჩემი ერთგული რაინდის ნაშრომიო?...

დ ო ნ მ ა ნ ჩ ე ლ ი : დაგსაჯო და წაგიკითხო, რასაც მწერს?

ი კ ა რ ლ უ შ ი : მაიტა, მე წავიკითხავ!... (ართმევს ბარათებს) ოჰო! ყოჩაღ, დონ

ხორხე!.. მართლა მოსწონებია! შეხედე, ვისენტე, რას იწერება დულჩინერია!...

(ხმამაღლა კითხულობს): “ძვირფასო დონ ხორხე, ის, რასაც და როგორც წერთ, ამ

თქვენა ახლებურ რომან-პიესაში, არის, უეჭველად, ძალიან კარგი. თქვენს ნაშრომში

მოვლენები საინტერესოდ, მსუბუქად და ხალისიანად ვითარდება, იგრძნობა

ინტრიგა, და შემიძლია თავისუფლად გავიმეორე ჩემი ოდინდელი მოსაზრება: თქვენ

ძალიან მიმზიდველი, ენამჭევრი და გონებამახვილი მწერალი ბრძანდებით!...”

კ ა ს ტ რ ო (შურიანად) : ჩვეულებრივი საზრდილობო ბარათია, მე კი მეგონა,

იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : ეს რომანი ჯერ დიდი არაფერია, სანამ არ დასრულდება, მცირე

ფორმაა...

კ ა ს ტ რ ო : რა ვიცი, ქე გადაგირევია ქალი... ამ მცირე ფორმით!...

Page 38: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ი კ ა რ ლ უ შ ი : ესეც მეორე, შენი თქმით, კასტრო, “ზრდილობიანი” ბარათი...

“გაცნობებთ, დონ მანჩელო, რომ მე ძალიან ვიხალისე თქვენი გამოგზავნილი

ლიტერატურული ნიმუშებით და ახლა პირდაპირ სულმოუთქმელად ველოდები

შემდეგ ცნობებს როგორც კვადრუტოპიაზე, ასევე თქვენი რომანის გაგრძელებას: ჯერ

არავის დაუხატავს ჩემი და ჩემს შინაურთა პორტრეტები ასე საინტერესოდ, როგორც

ეს შეძლო თქვენმა...” ჰხმმმ!... შენ ეს აღარ მოგეწონება, კასტრო!... “როგორც ეს შეძლო

თქვენმა გენიამ. იცოდეთ, რომ ამიერიდან არ გაქვთ უფლება იმეილა ხელცარიელი

გამოაბრუნოთ...“

დ ო ნ მ ა ნ ჩ ე ლ ო : ფერშტაინ, ზოგიერთებს?...

კ ა ს ტ რ ო : რა გიხარია, შე უბედურო!... ახლა სულ უნდა წერო და წერო!... და ისევ

ვერ ავცდებით იმ თავხედ ელ-დიაცს!... მოგიწევს ცურვა ფანტაზიის

ავარდისფრებულ ღრუბლებში, დონ გენიოსო, და იქ საჩოკით ინადირო სიუჟეტ-

პერსონაჟებზე, როგორც პეპლებზე!... თუმცა, როგორც ვხედავ, ერთი პეპელა უკვე

მოინადირე!... (მიანიშნებს პალომაზე).

ვ ი ს ე ნ ტ ე : ოღონდ საჩოკით კი არა - ჩოგანბადეთი!...

კ ა ს ტ რ ო : დაიცავით, ხო, დაიცავით - კასტილიური დიალექტის სიწმინდე!...

კაკტუსები, რომლებიც აქამდე გაფაციცებით უსმენდნენ საუბარს, შეგროვდნენ

თავისი ქოთნის პირთან და აქტიურად ჩაერთვნენ დებატებში.

კ ა კ ტ უ ს ი : გილოცავთ, გილოცავთ სამწერლო ვიქტორიას, ჩვენო მეგობარო და

მარჩენალო, დიდო დონ მანჩელო!... ჩვენ ახლავე შევთხზავთ მორიგ სამახსოვრო

მისალმებას ამ განსაკუთრებული მოვლენის გამო!...

კ ა ს ტ რ ო : ჩართო, არა, მწვანეთა პარტიამ, მაამებლური!...

ბ ე ნ ჩ : როგორც ჩვენი მცირე კოლონიის მეთაური, ვაცხადებ, რომ ჩვენ ამაყები ვართ

ჩვენი დიდი მეგობრით, დონ ლამანჩელოთი!...

კ ა ს ტ რ ო : ოღონდ ახლა ხელახლა არ მოჰყვეთ კაკტუსიონზე!...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი : შენ კი შურიანიც ყოფილხარ, უხეშო, უხეშო კასტრო!... შენ გშურს

ჩვენი პატრონის და მეგობრის, დიდი დონ მანჩელოს წარმატების!

ვ ი ს ე ნ ტ ე : მე კი ვფიქრობ, დონ ხორხე, რომ დონა დულჩინეას ასეთი სიტყვების

შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გვიანტერესებს იმ რომანის წაკითხვა...

Page 39: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : არა, ჯერ ცოტა ნაადრევია, ნამდვილად...

კ ა ს ტ რ ო : რიჟა ბაზარი, ყოვლად რიჟა, დონ მწერალო!... ეს თქვენი კვადრუტოპიაც

დაუმთავრებელია, მაგრამ აკი არ გვიმალავთ!...

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : არც ამას დაგიმალავთ, მაიცა პაწა...

კ ა კ ტ უ ს ე ბ ი : აჰ, რა ცოდოა, რომ ჩვენ არ ვიცით წიგნების კითხვა!...

ბ ე ნ ჩ : მე გამოვდივარ ოფიციალური თხოვნით, დონ მანჩელო, რომ იქნებ პირადად

თქვენ ან ვინმე თქვენმა რწმუნებულმა პირმა გვასწავლოს ჩვენ ანბანი და კითხვა!...

ამიერიდან ჩვენ გვინდა დავეწაფოთ თქვენს, როგორც ირკვევა, გენიალურ ნაშრომებს

და მსოფლიო კულტურის იმ სხვა ურიცხვ მარგალიტსაც, სულ რომ ახსენებენ დონ

ვისენტე და დონ ლეონი...

ი კ ა რ ლ უ შ ი : აბა, აწი ვინ გაწირავს თავს? რას დადუმდით, ჯენტლმენებო?... მე

ხომ არ მტენით ამ საქმეს?...

პ ა ლ ო მ ა : კითხვას მე გასწავლით, ბენჩ, ეს არაა ძნელი.

დ ო ნ ხ ო რ ხ ე : მართლა? შენ მე პირდაპირ გადამარჩინე, ჩემო ძვირფასო პალომა!...

ოღონდ ეს ყველაფერი იწყება ხვალიდან, დღეს კი აქ, ამ თავში, ადგილი აღარ

დარჩა!... გადავცდით ყოველგვარ ლიმიტს!... ასე რომ, ჩემო კარგებო, ახლა, ცოტა

ხნით, მაგრამ მაინც - ფარდა!...

და ზევიდან, ზლაზვნით, რადგან ეს ნამდვილად არ უნდა, ჩამოეშვება სქელი ფარდა.

თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე

იბერიის გაბრწყინება

თავი უმოწყალოდ სარკასტული და საბედისწერო,

რადგან მასში ირკვევა, რომ იბერიელები არ არიან ინგლისელები,

ხოლო ორ სკამზე ჯდომა ისევე ძნელია, როგორც სიფხიზლე ძილში

დულჩინეას სასახლე, კ ა ს ა კ ე ს ა დ ა.

დღის მეორე ნახევარი.

Page 40: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დონა რიბეირასთან სტუმრობს მისი ძველი კლასელი კუ ვ ი ქ ტ ო რ ი ა -

დარბაისელი და მხიარული, კოპწიად ჩაცმული ასაკოვანი ქალბატონი ლორნეტით.

მას ახლავს ორი მეგობარი.

პირველია შტაბს-კაპიტანი გ ა ე ტ ა ნ ო, ასაკოვანი და პატარა, მკაცრი

გომბეშო, დიდი თეთრი ულვაშით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი - მას

უწკარუნებს მკერდზე რამოდენიმე ორდენ-მედალი და წელზეც მოკლე ხმალი

ჰკიდია.

ვიქტორიას მეორე თანმხლები, დ ო ნ ა კ ა კ ი, მეცნიერ-ფილოსოფოსი

ცხრაფეხაა სალამანკას უნივერსიტეტიდან.

დონ აკაკის თავზე მოკლეფრთიანი ბერეტი ახურავს და იგი მოკლე

მოსასხამშია გახვეული, რომლის ქვეშ აღმოსავლურის მსგავსი ფართო სამოსი მოჩანს,

რუხ-ბორდოსფერი და მუქი ლურჯი.

სტუმრებს მასპინძლობენ რ ი ბ ე ი რ ა , მ ა გ დ ა ლ ე ნ ა და ია ტ ი ა მ ო.

მასპინძლებმა დაახვედრეს სტუმრებს კარგი ჩაი, წითელი ღვინო, პაშტეტიანი

ბუტერბროტები, იშვიათი ყველი, განსაკუთრებული პაელია და სხვა კერძები.

სულ მალე გამოცხვება მაგდალენას კექს-პუდინგიც.

რ ი ბ ე ი რ ა : სულ არ შეცვლილხარ, ჩემო ვიქტორია!.... თუმცა, რომ გიყურებ,

ვხვდები, რა დრო გასულა!

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : არ თქვა, არ თქვა!...

რ ი ბ ე ი რ ა : გაიცანი, ვიკა - ესაა ჩვენი მეგობარი და მთავარი დიასახლისი, დონა

მაგდალენა!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ვაიმე, ამ წამს გამახსენდა, რომ სადღაც მსმენია თქვენს სიმარდეზე!...

ნეტავ ვისგან და სად?... აჰ, მე ისეთი გულმავიწყი ვარ!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მეც, მეც!... მეც გულმავიწყი ვარ, კეთილო დონა!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : რა კარგია!... მაშინ ჩვენ ერთმანეთსწ გავუგებთ!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მაგრამ მე იმიტომ ვარ გულმავიწყი, რომ ამ წამს გამახსენდა -

შეიძლება ნამცხვარი დამეწვას!...

Page 41: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

გ ა ე ტ ა ნ ო (უეცრად წინ გამოდის): დიდი პატივია, დონა მაგდალენა, სამხედრო

მოყიალისთვის, გაიცნოს თქვენნაირი ქალბატონი - ის, ვინც საშინაო კერიაზე

ზრუნვით იმედს უტოვებს ველად უსასოოდ გაჭრილ რაინდს, იმაზედ, რომ...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მეც, მეც მიხარია, ძალიან, მამაცი კაბალიეროს გაცნობა, მაგრამ

მაპატიეთ, ახლავე უნდა მივხედო... ქუუუუ-რას!... (გარბის)

გ ა ე ტ ა ნ ო : (დაბნეული, ბრაზით) : ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე - აქ, ამ სახლში?

მე არ ვარ ჩვეული...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : გაჩე, გაე, ნუ გაუტიე შენებური, გთხოვ!.... შეგვიბრალე!...

ა კ ა კ ი : დონ გაეტანო, მოითმინეთ და ყველაფერს აგიხსნით!...

რ ი ბ ე ი რ ა : ეს კი დონა ტიამოა, ჩემი ულამაზესი და უჭკვიანესი მეგობარი!...

ტ ი ა მ ო : სასიამოვნოა ჩვენი რიბეირას ძველი ამხანაგის გაცნობა.

ა კ ა კ ი : როდესაც კეთილშობილ დონაში ასე შერწყმულია მშვენიერება და

გონიერება, ეს დიდებული მოვლენაა!...

გ ა ე ტ ა ნ ო : ოღონდ ძალიან იშვიათი!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა (ტიამოს): გამარჯობა, ძვირფასო!... რა მშვენიერი, საამო სახელი გაქვთ,

მართლაც!... და ალბათ სურნელიც, შესაფერისი, ხომ?...

რ ი ბ ე ი რ ა : ჰმ, შენ ვიკა, მართლაც არ შეცვლილხარ, ისეთივე უშუალო ხასიათისა

დარჩი!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ოჰ, მაპატიეთ, ვეღარ ვერევი საკუთარ თავს! სულ ვამბობ, გაჩერდი,

ბებერო, ნუ იტყვი ზედმეტს!... ხომ უკვე ვახსენე ის ჩემი გულმავიწყობა?... თუ ჯერ

არა?...

რ ი ბ ე ი რ ა : ახლა გაგვაცანი შენი კავალრები, თუ გულმავიწყობამ არ შეგიშალა...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ეს ჩემი ძველი მეგობარი, ექს-შტაბს-კაპიტანი გაეტანოა...

გ ა ე ტ ა ნ ო : ბედნიერი ვარ, გაგიცნოთ, დონა მასპინძელო!...

გაეტანო მიეჭრება რიბეირას და ხელზე ჰკოცნის, შემდეგ ცდილობს დანარჩენი

შვიდიც დაუკოცნოს.

Page 42: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

რ ი ბ ე ი რ ა : სამი კიდურის კოცნა სრულიად საკმარისია!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ეს კი ჩვენი სიბრძნის კოლოფია, ბატონი... ეეე...

ა კ ა კ ი : აკაკი, ვიკა, აკა-კიიი!... მოგესალმებით, დონა რიბეირა.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : რასაკვირველია - აკაკი!... ამიტომ, ხშირად, იცით, რას ვუძახი ხოლმე,

ამათ, ერთად, სიყვარულით? ჩემს ერთგულ აკაკიებს-ბაკაკიებს!...

გ ა ე ტ ა ნ ო : შეეშვით ამ უკადრის თქმას, ბიქტორია!... მე რეკონკისტას დროს წვრილ

ბაკაკთა მთელი პოლკი მიმყავდა შეტევაში!... მეფე ლაურენტ ეუბერიასმა იბერთ

დამსახურებული გომბეშოს წოდება მომანიჭა!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, ისევ რაღაც არ ვთქვი სწორად, მე სულელმა!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა (სწრაფად შემოაქვს ცხელი ნამცხვარი) : მივუსწარი!... მობრძანდით,

სუფრასთან!... ეს ცხელი რომაა, უფრო გემრიელია!...

სტუმარ-მასპინძელი სუფრას მიუსხდება.

რიბეირა იტყვის შეხვედრის სადღეგრძელოს, ყველანი ჭიქებს უჭახუნებენ.

ვიქტორია გაიხსენებს, რა კარგი დრო იყო ადრე, ის და რიბეირა, ჯერ კიდევ

ბაფთიანები, ხეებს შორის რომ დარბოდნენ, დამალობანას და დაჭერობანას რომ

თამაშობდნენ.

გაეტანო მიეძალა წითელ ღვინოს, ჯანმრთელობას უხდებაო - და უცებ

ჩასთვლიმა. აკაკი დიდი გულისყურით შეექცევა კერძებს და ლიქიორს აყოლებს.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ხომ ვერ მეტყვი, რიბი, სადაა ქალბატონი დულჩინეა?

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ბოლო ხანებში თავისი მეუღლის ციხე-დარბაზშია და უკვე იქიდან

მოგზაურობს ხოლმე...

ტ ი ა მ ო : ცდილობს იპოვოს ის კეთილი დიდებულები თუ დიდვაჭრები, ვინც მის

საქმეს დაეხმარება...

რ ი ბ ე ი რ ა : თან ეძებს ცნობებს დაჩაგრულ ქალებზე, უბედურ კაცებზე...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, რა კეთილი და ყოჩაღი ქალბატონია!... მაგრამ ამათ რად უნდა

ძებნა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ არიან?...

Page 43: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მთავარია, დულჩე იწერება, ძალიან მომენატრეთ, უთქვენოდ

მომეწყინაო!...

ა კ ა კ ი : ეს საპილოტო გამოკვლევაა, თუ უკვე ძირითადი?

გ ა ე ტ ა ნ ო (ძილში) : პელოტა მითამაშია, ბავშვობაში, ბაბუაჩემთან...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : უკვე არ მესმის, რას ამბობთ, ან ერთი ან მეორე!...

ტ ი ა მ ო : პილოტაჟი წინასწარი გამოკვლევაა, დონა ვიკა, პელოტა კი ბურთით

თამაშია, ბასკური, ოღონდ უცხენოდ, კედელთან.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : უი, მე კი პილოტი - ცხენის პილოტი მეგონა!...

ცხენის ხსნებაზე, გაეტანო უცნაურად ამოიხვნეშებს, ამოძრავდება, შემდეგ,

უეცრად, ერთი სკუპით აღმოჩნდება ვიქტორიას ბაკანზე.

იქ თვალდახუჭული იშიშვლებს დაშნას და ჰაერში სუსტად გააქნევს აქეთ-

იქით.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : რას შვრები, გაეტანო! ვაი, სირცხვილო!... კაკი, მიშველე!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ეს ღვინის ბრალია თუ...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ყველაფრის!... ასე იცის, ზოგჯერ, და მარცხვენს ხალხში!... მაგრამ მე

მაინც არ ვემდური, არა!...

ა კ ა კ ი : ეს ფანტომური ლუნატიზმია, ერთგვარი, დონა რიბეირა, ოღონდ დღისით

მოსდის... და მერე აღარაფერი ახსოვს.

აკაკი აბრუნებს გაეტანოს მის სავარძელში, ხმალსაც ქარქაშში ჩაუგებს.

გაეტანო ერთხანს გაყუჩებულია, შემდეგ ახელს თვალს და ვითომც არაფერი

მომხდარა, წაავლებს ხელს ჭიქას, კაი ღვინოაო, მოსვამს - და ისევ იძინებს.

ტ ი ა მ ო : ხალხი ახსენეთ და იქნებ იცით, დღეს რა ხდებოდა იმ მიტინგზე...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, ძლივს გამოვიარეთ, ძვირფასო!... მთელი პლაცა დე ლა ვილლა-

ლიბერა და მთელი კალე მაიორი გადაჭედილი იყო!...

რ ი ბ ე ი რ ა : ის კაცი ხომ არ გამოსულა, სიტყვით - დონ ელდორადო?...

Page 44: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აპა, აპა, რომ მოვდიოდით, ლაპარაკობდა რაღაცას. რა ჯიუტი და

ყოჩაღი ვინმე აღმოჩნდა!... და როგორი კარგი სახელი შეურჩია იმ თავის ჯგუფს:

`იბერიის გაბრწყინება~!“რა საყვარლობაა, არა?...

გაეტანო უეცრად გამოფხიზლდება თვლემისგან, მხედრულად წამოხტება, ასწევს

ჭიქას, დასძახებს სადღეგრძელოს, დაჯდება და წამსვე ჩასთვლემს.

გ ა ე ტ ა ნ ო : ამ სასმისით იბერიის მარადის გაბრწყინებას გაუმარჯოს!... გაუმარჯოს

მეფე მიგუელს!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, რა სულელი ხარ ხოლმე, გაე, როცა იძინებ!... ეს ხომ

გაბრწყინებულები ებრძვიან მეფე მიგუელს!...

ოთახში სწრაფი ნაბიჯით შემოდის ა ნ ტ უ ა ნ ი, ხელში გრაგნილი უჭირავს.

ანტუანი გაიგონებს გაეტანოს სადღეგრძელოს.

ა ნ ტ უა ნ ი : მე ვხედავ, რომ ერთი წუთით ვერ მიგატოვებთ, კაცი, ისე, რომ უკვე

მეფის სადღეგრძელოები არ ურტყათ!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ჯერ გაიგე, რა ხდება, ანტუან, და მერე ილაპარაკე! უკეთესია

მიესალმო ყველას და მიუჯდე სუფრას!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : არ მივუჯდები!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : აქ მხოლოდ ერთხელ ითქვა სადღეგრძელო - ისიც ძილში! პატივი

ეცი სტუმრებს, ანტუან!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, კეთილშობილო დონ, ნუ უწყრებით ჩემს მეგობარს სამშობლოს

სიყვარულისთვის - გინდაც სიზმარში!...

რ ი ბ ე ი რ ა : ვიკა, ანტუანი ჩვენი კარგი მეგობარია. ეს კი, ანტუან, ჩემი კლასელია,

დონა ვიკტორია, ეს ბატონები მისი მეგობრები არიან, დონ... ეეე... მგონი, აკაკი,

პროფესორი სალამანკას უნივერსიტეტიდან... და კიდევ ის მთვლემარე დონი...

ა ნ ტ უ ა ნ ი : დიახ, მეც უკაცრავად ვარ, სიფიცხისთვის, დონა ვიკტორია, პირდაპირ

მიტინგიდან მოვდივარ და გამიგეთ...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : არა უშავს, არა უშავს, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს, ასე უშუალოდ

რომ აფრქვევენ ხოლმე თავის... ტემპე-რამენტოს!...

Page 45: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : უკეთესია, ანტუან, მოგვიყვე მიტინგზე, იქ რა მოხდა - და დაჯექი,

ბოლოს და ბოლოს!...

ა ნ ტ უ ა ნ ი (ჯდება მაგიდასთან) : ვახ, როგორ გიყვართ ჩემი დამიწება!... რა მოხდა

და - დიდი არაფერი. უამრავი ხალხი კი იყო... ზოგმა კარგი სიტყვა თქვა, ზოგმაც -

ისე რა. ელდორადო ამბობს, მშვიდობიანად ვიაროთ მიზნისკენო... მომღერლებიც

მოიყვანეს, მაგრამ აღარ დავრჩი...

ა კ ა კ ი : ჰოოო, უკვე ნათელია, რომა, არ ხერხდება ორ სკამზე ჯდომა...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ეეე, რა ჰქვია!... აკაკი, აკაკი!... ნუთუ შენ ლექსებსაც წერ?

ტ ი ა მ ო : არა მგონია, დონა ვიკა. მაინც რას გულისხმობთ, დონ აკაკი?

ა კ ა კ ი : ყველა ხელისუფლებას და ხელმწიფეს სიმყარე და საკუთარი თავი ხომ

უყვარს?... და ამ დროს საპარლამენტო მონარქიის იდეასთან თამაში სახიფათოა...

ტ ი ა მ ო : ანუ ადრე თუ გვიან რაღაც არჩევანი მოგიწევს, არა?...

ა კ ა კ ი : მათ შორის, არჩევანი - იყოს თუ არა არჩევნები.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : იმ დონ ელდორადოსაც ნუ გავკიცხავთ, რომ შეკრიბა ეს სულ

სხვადასხვა ხალხი!...

რ ი ბ ე ი რ ა : მაგან შეკრიბა, უეჭველად - და კიდევ უფრო მისმა ოქროს ესკუდოებმა,

დუკატებმა, რეალებმა და დუბლონებმა!...

ტ ი ა მ ო : სხვათა შორის, მე მომწონს დონ უსუბია, ესაა გაწონასწორებული და

ჭკვიანი დონი.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მე კი საკუთარი თავისგან გამიკვირდა, რომ უცებ მომეწონა... დონ

ალასანტე!... მიგუელისტს მაინც არ მიძახოდეთ!...

ა ნ ტ უ ა ნ ი (წამოხტება) : აუჰ, როგორ დამავიწყდა!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა (გახარებით) : თქვენც გავიწყდებათ ხოლმე, ბევრი რამ, არა?

ა ნ ტ უ ა ნ ი : განზრახ წამოვიღე, თქვენთვის!... (გაშლის მოტანილ გრაგნილს).

სამეფო კარის ახალი განცხადებაა!... მიგუელს უთქვამს, მთავრობის მორიგი სხდომა

გასვლითი უნდა იყოსო, მაგრამ ის თუ იცით, სად? ბისკაის ყურესთან, კანტაბრიაში -

ოღონდ თვით სანტანდერში არა!...

Page 46: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : აბა, სად? ისევ გემზე?

ა ნ ტ უ ა ნ ი (საზეიმოდ კითხულობს) : სხდომა გაიმართება სანტანდერთან ახლოს...

ალტამირას გამოქვაბულებსა და მღვიმეებში!... რავარია?...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : პირდაპირ მღვიმეებში?... ო, რა რომანტიკულია!...

გ ა ე ტ ა ნ ო (ფხიზლდება): ... ცეცხლი მარცხნიდან!... შეაფარეთ თავი მღვიმეებს!...

დატენეთ მუშკეტები!... ზათქი!... (ისევ ჩათვლემს)

ა ნ ტ უ ა ნ ი : და ის თუ იცით, რატომ აირჩია ეს მღვიმეები? იმიტომ რომ...

(კითხულობს)... „ალტამირას ქვაბულები მდიდარია პირველყოფილი ადამიანის

მხატვრობის ნიმუშებით...“ და მეფე მიგუელის აზრით... „ჩვენი მმართველი ელიტა

უნდა გრძნობდეს საკუთარი მიწის ყივილს, იცოდეს ხალხის გენიის გამოვლინებანი

და შეიგრძნოს პირველქმნილი ბუნების საოცარი სიძლიერე!...“.

ა კ ა კ ი : თავისთავად მშვენიერი სიტყვებია!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : სინადვილეში ეს კეთდება ფრანგების და ფრანგთა მმართველის,

კარდინალ შერამი-პუტიეს ჯინაზე!... მიგუელი ამბობს, ალტამირას მღვიმეებში

სხვაზე არანაკლები ნეოლითური მხატვრობა გვაქვსო... და ამიტომ სხვაზე

არანაკლები პირველი ევროპელები ვართო!... ჩვენმა წინაპრებმა პირველყოფილ

ფრანგ კრომანიონელებზე არანაკლები დრო გაატარეს ნეანდერტალელი ადამიანის

გვერდითო!... ჩვენმა წინაპრებმა პირდაპირ ნეანდერტალელისგან მიიღეს,

მემკვიდრეობად, ჩვენი მიწაო, ახლა ასეთი სიხარბით რომ უყურებენ და

ეპოტინებიან, ზო-გი-ერ-თე-ბი-ო...

რ ი ბ ე ი რ ა : რაღა ეპოტინებიან, წაიღეს და ეგაა!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მოკლედ, მიგუელი ამბობს, რომ პირველყოფილ ადამიანს აწი

კრომანიონელის თანაბრად, თურმე... ალტამირელი ადამიანიც უნდა ვუწოდოთო!...

(კითხულობს) : “დაე იცოდეს ევროპამ, აზიამ, აფრიკამ და ახალმა ინდოეთებმაც,

ზოგი ამერიკასაც რომ უწოდებს - ჩვენ არავის ჩამოვრჩებოდით ჯერ კიდევ

ნეოლითური ხანიდან...”

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : და ის სადაა, რა ქვია, გრძელი სახელი რომ აქვს... ჰო: ავსტრალია!...

და მეორე რომაა, ისიც გრძელი... იმათ არ უნდა გაიგონ?...

ა ნ ტ უ ა ნ ი : დაგვირჩნენ პინგვინები მიგუელის სიტყვის უცოდინარნი!...

Page 47: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ა კ ა კ ი (ჩუმად) : ავსტრალია და ანტარქტიდა ვერ გაიგებს ამას, დონა ვიკა, რადგან...

(ჩურჩულებს)... ისინი ჩვენს დროში ჯერ არ აღმოუჩენიათ!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, კიდევ კარგი, რომ მავიწყდება მაინც, რა ვთქვი!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ჩვენი მეფე ისეთი მაგარია, რომ მალე მეზობელ საუკუნეებშიც

მოაწყობს გასვლით სხდომას!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : აუ, მაგარი რამე თქვი ახლა, მაგდა!... აბა რა! გადავა მეზობელ

საუკუნეებში და წინ და უკან დამოძღვრავს იქაურ ჩამორჩენილ ან უხეიროდ წინ

გავარდნილ ეპოქებს!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : რა ყოჩაღია მეფე მიგუელი!... ყველგან ასწრებს მისვლას!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : აი, კიდევ აქ რა წერია... “ეს უნდა ახსოვდეთ მათ, ვინც გმობს

კეთილმეზობლობის პრინციპებს და ვისაც მოსხმული აქვს ვითომდა დიდმოღვაწეთა

მანტია, თუმცა სინამდვილეში მათ ფუნდამენტურ სირუხეს და სიშავბნელეს ვერ

დაფარავს გინდაც წითელი ფერის ქუდი თუ მოსასხამი, რის გამო მათ მალე

ჩამოეშლებათ საკუთარი ყალბი... ი-მი-ჯი!...“

რ ი ბ ე ი რ ა : რა ეშველება, აწი, ვეღარ დაიძინებს კარდინალი შერამი-პუტიე!...

ა კ ა კ ი : სხვათა შორის, პარიზში წუხან და ჩივიან, დაგვტანჯა მიგუელის ამ

ანტიფრანგულმა და ანტიჰალურმა რიტორიკამო!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : ... აი, ესეც ნახეთ!... “როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მეფე

მიგუელის ბოლო, უკვე “ნეოლითურად“ მონათლული განცხადება მან გააკეთა იმ

შთაბეჭდილების შემდეგ, რაც მასზე მოახდინა აკვიტანიაში, ლასკოს მღვიმეებში

პირველყოფილი ფერწერის დათვალიერებამ, რაც შედიოდა ბისკაის ყურეში

ჩატარებული ხმალთევზათა და ზღვის სხვა მკვიდრთა ჰუმანური დევნის სამეფო

რეგატის პროგრამაში...”

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ნეტავ რა ენერგია აქვს ამ კაცს!... აღმშენებლობასაც ასწრებს და

დასვენებასაც!...

ა კ ა კ ი : ლენინს უთქვამს, დონა მაგდა, მან, ვინც დასვენება არ იცის - არც შრომა-

მუშაობა იცისო!...

ტ ი ა მ ო : ეს დონ ლენინო ვინაა?...

ა კ ა კ ი : ეეე, როგორ გითხრათ... ეს დონ... როგორ ვთქვი?... ლენინ-ოსი?... ეს, ეეე...

Page 48: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : როგორ, აკაკი, შენც გულმავიწყობ, ჩემი არ იყოს? არ მჯერა, მე ვერ

მივიღებ შენგან ასეთ ქათინაურს!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მოკლედ, გაახსენდა, ჩვენს მეფეს, ესეთი რამ ხომ ჩვენც გვაქვსო და -

გაუბერაააა!... ჩავა ახლა თავის კამარილიასთან ერთად ალტამირაში და ცოტა ხნით

აქცევენ ყველანი იქაურ მღვიმეებს - ქვაბად ავაზაკთა!...

რ ი ბ ე ი რ ა : ოღონდ პოლიტიკური განცხადებებს და კამათს ამარიდე, ანტუან!...

ა კ ა კ ი : ძალიან გადაჭაბებული მგონია ეს შეფასებანი, დონ ანტუან. შემტევ სტილს

თუ არ ჩავთვლით, თავისთავად სხვა ყველაფერი ამ განცხადებაში ასე თუ ისე

ლოგიკურია და პატრიოტულიც.

რ ი ბ ე ი რ ა : თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-

ნახირაო... ბოდიში, ვიკა!...

ა კ ა კ ი : მაგრამ ალტამირა მართლაც დიდებული ისტორიული ძეგლია, დონა

რიბეირა!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : არა უშავს, ბეირ... ჩვენ მალე მართლაც გამოვყოფთ ფეხს და

დაგემშვიდობებით...

რ ი ბ ე ი რ ა : ნუ ჩქარობ, მაგდალენას ზღაპრული ყავა არ დაგვილევია!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : უი, მაგდალენა, თქვენს ხსენებაზე, გენაცვალე, მე უცებ გამახსენდა -

შეხედეთ, ისევ ხომ არ შემაცოცდა ეს ჩემი ცოდვილი ძმაკაცი, რაღაც მახვილის

წკარუნი მომესმა! ისევ იქნევს ხმალს?...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : უნდა ვაღიარო, ჩემო დონა, რომ აცოცდა და იქნევს, იქნევს, უფრო

გამეტებითაც.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ოჰ, მომაცილეთ, გეთაყვა, თორემ ერთხელაც იქნება, გადატანითი

მნიშვნელობით კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით მომჭრის თავს!...

ანტუანს და აკაკის გადმოჰყავთ გაეტანო, იგი უეცრად ძილში იტყვის, მე თვითონო -

და თავის სკამს მკვირცხლად დაუბრუნდება.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : აჰ, სადაა ახლა ჩვენი დულჩე!... საწყალი, ალბათ ჩართულია იმ

თავის ვორქ-შოპებში და მასტერ-კლასებში!...

Page 49: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

რ ი ბ ე ი რ ა : მაინც როგორ შემოვიდა ჩვენში ეს ინგლისური სიტყვები... მაგალითად,

პარლამენტი - კორტესების მაგივრად.

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : მე კი მომწონს ის უცნაური სიტყვა რომაა: დედლაინი!... სულ მინდა

ვიკითხო - მამლაინი სადღაა?...

ტ ი ა მ ო : სხვათა შორის, კარგი პარლამენტის გარდა, მე მგონია, ქვეყანას უკვე

მართლაც სჭირდება ახალი კონსტიტუცია.

ა კ ა კ ი : ჩემო დონა, ინგლისელებს სულაც არა აქვთ კონსტიტუცია, მაგრამ კანონებს

ასრულებენ!... სასამართლო პრეცედენტით ხელმძღვანელობს.

უეცრად გაეტანო მკვეთრად გამოფხიზლდება.

გ ა ე ტ ა ნ ო : მთელი უბედურობა მაქედანაა!... სუდში ეგ რაცხა პრეცედენტი,

პარლამენტი და მაგ ტინგიცა ქარტია-პარტიები! რას მიქვია, კონსტიტუცია!... მეფე

უნდა იყოს წესიერი და ძლიერი, მეფე!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : ეს რა მაგარი მონარქისტი ყოფილა!...

გ ა ე ტ ა ნ ო : ძლიერი მეფისას წესრიგიც იქნება და არ იქნება ის... მოხელეებსა და

ხალხს შორის აღებ... მიცემა... ქრთამობა... (ისევ ჩათვლემს)

ა ნ ტ უ ა ნ ი : მაგას ახლა ინგლისურად უძახიან - კორუფციას!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : უი, დედააა!...

რ ი ბ ე ი რ ა : რა იყო, ვიქტორია?

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ვაი, სირცხვილო!...

რ ი ბ ე ი რ ა : ჰა, გვითხარი, ნუ გვაწვალებ!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : კორუფცია... (იწყებს სიცილს, ჩაბჟირებით)... ჰა-ჰა, ეს კორუფცია, მე,

შტერს... ჰა-ჰა-ჰა!... ქალის სახელი მეგონა!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : აბა, ესა ყოფილა!...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : არ შემიძლია, რა სულელი ვარ!... (აგრძელებს სიცილს).

Page 50: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

ა კ ა კ ი : კარგი იქნებოდა, დონა ვიკა, რომ ყველა იყოს თქვენსავით წრფელი და

თვითკრიტიკული.

რ ი ბ ე ი რ ა : რა იყო, ვიკა, რად ვერ ჩერდები, რა ისტერიკა აგიტყდა?...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : რავა რა მჭირს - მე ის მეორე სიტყვაც ქალის სახელი მეგონა! (ისევ

ბჟირდება)

ა ნ ტ უ ა ნ ი : რომელი სიტყვა?

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : კონ...…კონსტიტუცია!... სულ მიკვირდა, ეს რა ახალი სახელები

შემოვიდა ბრიტანეთიდან-მეთქი!... მიკვირდა, ეს ახალსახელა ქალები რა სულ

პოლიტიკაში ძვრებიან-მეთქი!... და მესამეც რომაა... ქარტია!... ეგ კიდევ მოახლე

გოგონას სახელს მივამსგავსე!...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : უი, ეს მართლა ლამაზი გამოდის!... კეთილშობილი დონა

კონსტიტუცია და მისი მოახლე, მკვირცხლი ქარტია!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : ინგლისში, ჩემო ბატონო, მართლა აქვთ ბარონთა უფლებების

დამცველი თავისუფლებათა მთავარი ქარტია და ქე არიან ბედნიერად!... მეფე

უპრაკუნოდ ვერ წაავლებს ხელს, ვერავის, ვერ წაართმევს რამეს, ვერ ჩასვამს ციხეში -

სასამართლოს გარეშე!... ბინაც ხელშეუხებელია!... ტყვილა კი არ ამბობენ იქ, ჩემი

სახლი - ჩემი სიმაგრეაო!...

ა კ ა კ ი : სხვათა შორის, მაგისთვის რომ მიეღწიათ, მანამდე დიდი ბრძოლა

დასჭირდათ!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : მაგრამ მე უფრო ის მომწონს, ამას წინათ სწორედ ინგლისელებმა რომ

გაასამართლეს, თავისი მეფე, კარლოსი, აქაოდა, დამნაშავეა, ჩვენ კი დემოკრატია

გვინდაო - და მოჰკვეთეს მეფეს თავი!...

რ ი ბ ე ი რ ა : ვეღარ გავიგე, ანტუან, შენ უფლებათა და წესების დაცვა მოგწონს, თუ

უწესობა, აჯანყებები და თავის კვეთები!...

ა ნ ტ უ ა ნ ი : ზოგჯერ ხალხს აქვს უსამართლობის წინააღმდეგ აჯანყების უფლება,

ბეირ!... ამას სულ უფრო ხშირად ამბობენ ახლა!...

ა კ ა კ ი : სხვათა შორის, ინგლისში, მონარქია რომ აღსდგა, მეფისმკვლელ

მეამბოხეთა ლიდერი, კრომველი, უკვე გარდაცვლილი, მაინც გაასამართლეს!...

დიახ, ასეთი მაგრები არიან ინგლისელები. ზუსტად შეასრულეს, რაც თვითონ აქვთ

Page 51: dona dulCinea kesadasa da don xorxe lamanCelos · დიდი რუკა, მის წინ დგას დიდი გლობუსი, სადგარზე - მცირე

დადგენილი. კრომველის გვამი მიწიდან ამოთხარეს, ყველა წესის დაცვით

გაასამართლეს, სიკვდილი მიუსაჯეს და - თავიც მოჰკვეთეს!...

რ ი ბ ე ი რ ა : და ეს თავი, მგონი, ახლაცაა გადმოკიდული მაგათ ციხე ტაუერთან!...

ეს შენს გასაგონად, ანტუან.

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : აჰ, რა საშინელებაა!... ეს ხომ არ გახდება აწი, ცუდი წესი, და რა ჰქვია,

იმას, რომ ახსენეთ...

ა ნ ტ უ ა ნ ი : პრეცე-დენტი?...

მ ა გ დ ა ლ ე ნ ა : ძალით სამოთხეში ვერავის შეათრევ!... თუ ხედავთ, იქ წესებს

როგორ იცავენ, ჩვენთან კი თუ მეფე არ ვარგა, რისი იმედია?...

ტ ი ა მ ო : ჩვენში მხოლოდ მეფის იმედზე არიან, ხან ერთს ეტანებიან, ხან მეორეს და

ხან მესამეს, არიქა, ახლა ეს აგვაშენებსო!...

ა კ ა კ ი : არ უნდა, ეტყობა, ამ ჩვენს ხალხს, იბერიელებს, ახლებურად და უკეთესად,

ინგლისელებივით წესებით ცხოვრება, და რას იზამ, ჩემო დონა!...

რ ი ბ ე ი რ ა : არ უნდა ცხოვრება - თუ არ შეუძლია?

ტ ი ა მ ო : იცით, რას გეტყვით, მე მგონი ეს ერთი და იგივეა, თითქმის... ხან

პირველი იწვევს მეორეს და ხან მეორე - პირველს...

ვ ი ქ ტ ო რ ი ა : ეს ყველაფერი კაი, მაგრამ ბარემ კიდევ ის ერთი სიტყვაც რომ

გამაგებინოთ, რას ნიშნავს, აი, ის, თითქოს რომ უნდა ჩამოიშალოსო... ახლავე... აჰა,

გამახსენდა!... ისა... იმიჯი! იმიჯი!...

ამ სიტყვების გაგონებაზე გაეტანო გამოფხიზლდება, ადგება, იძრობს ხმალს და ჭიქას

დაავლებს ხელს.

გ ა ე ტ ა ნ ო : გავემიჯნოთ ყველა მოღალატეს, გავემიჯნოთ მშიშრებს!... იბერიას

გაუმარ... ჯოოოს!... გაუმარ.... ჯოოოს!... იბერო, ხელი ხმალს იკარ!...

ყველა უხმოდ უსმენს.

გაეტანო დაცლის ჭიქას, ჯდება და წამში იძინებს.