II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი...

23
და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა შესავლის მაგიერ ყველა ქართველისათვის წმინდა და საამაყოა დიდგორის ბძოლა, ანუ როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო იმ დიდი ომისა, რომელიც იმ დროს დასავლეთ ქრისტიანულ და აღმოსავლეთ მუსულმანურ სამყაროს შორის მიმდინარეობდა. დიდგორის ბრძოლა იყო ამ ომის აპოგეა, დიდგორმა შეცვალა ისტორია, უდიდესი დარტყმა მიაყენა მუსულმანურ კოალიციას, ააცილა ევროპას დიდი საფრთხე. ამ მაშტაბისა და უდიდესი მნიშვნელობის ბრძოლას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ათასწლეულის ბრძოლა. სამწუხაროდ ის დანარჩენი სამყაროსათვის ნაკლებადაა ცნობილი რუსეთი ოკუპაციის პერიოდში ყველა სხვა “სიკეთესთან“ ერთად დავკარგეთ ჩვენი ისტორიის საგანძური. საქართველოს სხვა განძეულობასთან ერთად მე 19 საუკუნის დასაწყისში რუსეთისკენ გაუყენეს ჩვენი ისტორიის მატიანის 9 ურემი წიგნი და ხელნაწერი. დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად ზოგ ისტორიულ წყაროში ნახსენები არიან ევროპელი რაინდები, ზოგი ფრანგებს ან რაინდებს უწოდებს, ეს ინფორმაციაც ძალიან მწირია. ამ წიგნის გმირები არიან როგორც რეალური ისტორიული პირები: უოლტერ ჩანსელორი, იგივე გოტიე, ავტორი წიგნისა ანტიოქიის ბრძოლები, ( რომელიც ტყვედ იყო ჩავარდნილი და მეფე დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა,) დიეგო ლოპეს დე ჰარო, ჰენრი II კარინთიელი, ბოლდუინ მეორე და სხვა რაინდები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ომებში, ასევე თქვენი მონა-მორჩილის მიერ შექმნილი პერსონაჟები,

Transcript of II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი...

Page 1: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს:

ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ,

განაჩინეს ერის-თავად,

და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა.

და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი

და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა

შესავლის მაგიერ

ყველა ქართველისათვის წმინდა და საამაყოა დიდგორის ბძოლა, ანუ

როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“

ეს ბრძოლა ნაწილი იყო იმ დიდი ომისა, რომელიც იმ დროს დასავლეთ

ქრისტიანულ და აღმოსავლეთ მუსულმანურ სამყაროს შორის

მიმდინარეობდა. დიდგორის ბრძოლა იყო ამ ომის აპოგეა, დიდგორმა

შეცვალა ისტორია, უდიდესი დარტყმა მიაყენა მუსულმანურ კოალიციას,

ააცილა ევროპას დიდი საფრთხე. ამ მაშტაბისა და უდიდესი მნიშვნელობის

ბრძოლას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თავისუფლად შეიძლება

ეწოდოს ათასწლეულის ბრძოლა. სამწუხაროდ ის დანარჩენი სამყაროსათვის

ნაკლებადაა ცნობილი

რუსეთი ოკუპაციის პერიოდში ყველა სხვა “სიკეთესთან“ ერთად

დავკარგეთ ჩვენი ისტორიის საგანძური. საქართველოს სხვა განძეულობასთან

ერთად მე 19 საუკუნის დასაწყისში რუსეთისკენ გაუყენეს ჩვენი ისტორიის

მატიანის 9 ურემი წიგნი და ხელნაწერი.

დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად ზოგ ისტორიულ წყაროში

ნახსენები არიან ევროპელი რაინდები, ზოგი ფრანგებს ან რაინდებს უწოდებს,

ეს ინფორმაციაც ძალიან მწირია.

ამ წიგნის გმირები არიან როგორც რეალური ისტორიული პირები:

უოლტერ ჩანსელორი, იგივე გოტიე, ავტორი წიგნისა ანტიოქიის ბრძოლები, (

რომელიც ტყვედ იყო ჩავარდნილი და მეფე დავით აღმაშენებელმა

გაათავისუფლა,) დიეგო ლოპეს დე ჰარო, ჰენრი II კარინთიელი, ბოლდუინ

მეორე და სხვა რაინდები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ომებში,

ასევე თქვენი მონა-მორჩილის მიერ შექმნილი პერსონაჟები,

Page 2: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

2

აღწერილ მოვლენებში გამოყენებულია ჩემს მიერ მოპოვებული სხვა და

სხვა ისტორიული წყაროები.

ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი,

აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია,

თავი I

Ager Sanguinis

სისხლიანი ველი,

უოლტერ ჩანსელორი: ასევე მას იცნობენ როგორც გალტერიუს

კანცელარიუსს, ან გოტიეს. ნორმანი რაინდი, კანცლერი ანტოიქიისა. ავტორი.)

ანტიოქიის ომები

სისხლიანი ველი, ივნისი, ქრისტე შობიდან 1119 წელი

ანტიოქიის ომები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა;

როჯერ სალერნომ დაასწრო ილღაზს და აზაზი (ქალაქი სირიაში) აიღო

და გზა გახსნა ალეპოსკენ,

საპასუხოდ ილღაზმაც არ დააყოვნა და დაძრა თავისი არმია ანტიოქიის

სამფლობელოსკენ და სიმაგრე ალ ალთარიბს ალყა შემოარტყა.

სალერნომაც უპასუხა და ართაჰი აიღო,

ანტიოქიის პატრიარქი ბერნადნ ვალენსე ურჩევდა სალერნოს ართაჰის

კარგად დაცულ ციხესიმაგრეში გამაგრებულიყო და საშველად ბოლდუინ II

(იმჟამინდელ იერუსალიმის მეფე ავტ.) მოეხმოთ.

სალერნო არ დაელოდა ბოლდუინს და ბანაკი სარმადას გასასვლელში,

ტყის მიმდებარე ველსა და ციცაბო კლდეებს შორის დასცა.

Page 3: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

3

ალ ალთარიბის დამცველად დატოვებული რობერტ ვოუქს პონტი

მცირე ძალებით ცდილობდა სიმაგრის დაცვას. ილღაზმა ნაცად თურქულ

ფანდს მიმართა; ალყა მოხსნა და უკან დაიხია. ვოუქს პონტი წამოეგო ამ

ფანდზე, სიმაგრიდან გამოვიდა და შეტევაზე გადავიდა, იქვე ჩასაფრებულმა

ილღაზმა ჯვაროსანთა ისედაც მცირერიცხოვანი ჯარი გაშალა და გაანადგურა.

ილღაზის დასახმარებლად დამასკოს ემირი ზაჰირ ად-დინ თოჰთეკინი

მოიჩქაროდა

ილღაზი არ დაელოდა დამასკოს ემირს, ელვისებურად დაიძრა,

გაუკვალავი გზებით ატარა თავის არმია და ღამით, 27 ივნისს როჯერ

სალერნოს ბანაკს ალყა შემოარტყა.

უოლტერ ჩანსელორი:

ბრძოლის დასაწყისი

ჩვენი ლაშქარი 700 მძიმე ცხენოსანი რაინდისა და 3000 ქვეითი

მეომრისა და სახელდახელოდ ხუთი დანაყოფად შეკოწიწებული როქის სპის

ე.წ. თურკოპოლებისგან შესდგებოდა. (მუსულმანურ- თურქული და და

ევროპელთა (ძირითადად ბერძენთა) ქორწინების შედეგად წარმოშობის

მეომრები ნომინალურად ქრისტიანები ავტ.)

როჯერმა ჯარი ლათინურ V ­სებურად განალაგა მარცხიდან მარჯვნივ

დანაყოფებს მეთაურები: რობერტ სენტ ლო, გაი დე ფრენელი, გეოფრე და

პიტერ მონკები და ზურგის დაცვის მე 6 დანაყოფს თავში რენო მანსორი

ჩაუყენა.

ჩვენ ლაშქარზე ბევრად მრავალი იყო მუსლიმთა მხედრობა.

მტრის ლაშქრის წინ ჩალმიანი კაცი დაჯირითობდა, შუბს იქნევდა და

რაღაცას გაჰყვიროდა; მის ყვირილსა და მეომრების ყიჟინაში მხოლოდ

არაბულ სიტყვებს ალაჰს და დიდებას ვარჩევდი...

ბრძოლა მალევე დაიწყო, ანტიოქიის შვილდოსნებმა ისრები დააყარეს

ილღაზის ჯარს.

თავიდან ბედი თითქოს ცუდს არაფერს გვიქადდა, პეტერ და გეოფრი

მონკებმა მარჯვნიდან ელვისებურად შეუტიეს და შელეწეს მუსლიმთა

განლაგება.

გაი დე ფრენელმა ცენტრიდან მიიტანა იერიში და წარმატებულადაც...

მოულოდნელად ილღაზმა დიდი ძალებით ჩვენს მარცხენა ფლანგზე

მიიტანა იერიში, ვერ შეაკავეს რობერტ სენტ ლოს თურკოპოლებმა დიდი

ძალის შეტევა და უკან გაიქცნენ, როჯერ სალერნოს მხედრობას შეეჯახნენ და

აიშალნენ. ეს ორივენი კი რენო მანსორის სარეზერვო დანაყოფს შეასკდნენ..

ერთმანეთში აიზილა ჯვაროსანთა მხედრობა,

Page 4: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

4

მოშლილმა სარეზერვო დანაყოფმა საბედისწერო როლი ითამაშა, უკან

დახევის და გადაჯგუფების საშუალება მოგვისპო.

საბოლოოდ გაგწირა უფალმა, ამოვარდნილი ჩრდილოეთის

ქვიშანარევი ქარი თვალებს გვითხრიდა ქრისტიან მეომრებს...

ბრძოლის ველი სასაკლაოს დაემსგავსა, სისხლით მოირწყო სარმადას

ველი...

ბრძოლის ველზე დაეცა თავგაჩეხილი როჯერ სალერნო.

გმირულად დაეცნენ რობერტ სენტ ლო, გაი დე ფრენელი, გეოფრე და

პიტერ მონკები.

მხოლოდ რენო მანსორმა გაქცევით (ისეც დროებით) უშველა თავს.

ჩემივე მეომრებისგან შევიწროებული მხოლოდ იმას ვახერხებდი, რომ

ფარით დამეცვა თავი მეგობრისა თუ მტრის მოქნეული მახვილისაგან...

მძიმე ჯავშანი ხაფანგად მექცა, ცხენიც და პატრონიც ძლივს

ვიმაგრებდით თავს.

ჰაერი და მიწა ადამიანისა და ცხენების სისხლით გაიჟღინთა და

დამძიმდა, მერე უცბად ჩემს თავზე თითქოს მზეც ჩამობნელდა.

სახეზე მონაბერმა ქარმა გამომაფხიზლა...

უცხო ტომის ენა ჩამესმა, არაბულს წააგავდა...

მუზარადი აღარ მეკეთა, სახეზე და ტანზე სისხლისა და ქვიშის ნაზავით

დაფარული...

მერე ვიგრძენი როგორ ამწიეს და ცხენზე ტომარასავით გადამკიდეს და

ისევ გონება დავკარგე...

როცა გრძნობაზე მოვედი, კარავში ვიწექი და ვიღაც კაცი სახესა და

ტანზე რაღაცას მისვამდა...

ჰამზა იბნ ასად აბუ იაილა იბნ ალ-ქალანისი: ( დამასკოს ქალანთარი,

პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ჟამთააღმწერელი. ავტ.)

დიდ არს ალაჰი და ურყევია ნება მისი.

სარმადას ველზე ჩაესვენე მზე ურწმუნოთა,

ნაჯიმ ად-დინ ილღაზი იბნ ართუქმა, ალაჰმა ადიდოს მისი სახელი,

მუსრი გაავლო ქრისტიანთა ლაშქარს, მხოლოდ მცირენი ტყვედ ჩავარდნილნი

გადაურჩნენ მუსლიმთა მახვილს.

ალაფიც უხვად ხვდა მართალმორწმუნეთ.

ცოცხლად შეიპყრეს ვოლტ ხასსერი (უოლტერ ჩანსელორი ავტ ).

ვერც რენო მასო გაექცა მართალმორწმუნეთ, ისიც შეიპყრეს ნაჯიმ ად-

დინ-ის მეომრებმა...

დიდებულ ნაჯიმ ად-დინის წინ (ლანგარზე მორთმეული ავტ.)

ანტიოქია იყო,

Page 5: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

5

მაგრამ, მსტოვართ ამცნეს ნაჯიმ ად-დინ ილღაზი იბნ ართუქს, რომ

ბოლდუინის ლაშქარი მოიჩქაროდა მისკენ...

ბრძნულად მოიქცა ნაჯიმ ად-დინი, ნაბრძოლი ლაშქრით აღარ დაეცა

ანტიოქიას და უკან გაბრუნდა.

მძიმე დარტყმა იგემეს ურწმუნოთა სარმადის ველზე. ვეღარ ბედავდნენ

მართალმორწმუნეთა ქალაქებზე თავდასხმას.

მაშინ გურჯებისა და მისი მეფე დაუდისაკენ მიაპყრეს მზერა

ურჯულოთა, მსტოვრებისგან შევიტყვეთ, რომ რომის პაპი ქალიხი (Calixtus II

კალისტუს II, ავტ) მართალმორწმუნეთა წმინდა ადგილებზე სალაშქროდ

უხმობდა გურჯთა მეფე დაუდს.

ცუდი ამბები მოდიოდა ქალაქ თიბილისიდან:

ჩრდილოეთიდან ველურ ურდოები გადმოეყვანა მეფე დაუდს

მართალმორწმუნეთა ქალაქის სამტროდ და თიბილისის შემდეგ

მართალმორწმუნეთა სხვა სამფლობელოებზე აპირებდა გამოლაშქრებას

გურჯთა მეფე.

მსტოვრებისგან ის ამბებიც მოდიოდა, რომ ბოლდუინი და სხვა

ქრისტიანი დიდგვაროვნები დიდი ამალით ემზადებოდნენ გურჯისტანისკენ,

რათა მუსლიმთა სამფლობელოებზე სალაშქროდ დაეყოლიებინათ დაუდ

მეფე.

მართლმორწმუნეებზე გადამწყვეტი დარტყმის მიყენება იყო მათი

ზრახვა, და მიზანი მუსლიმთა სხვა საბრძანებელთა განადგურება.

ისპაჰანის სულთანმა აჰმად სანჯარმა აფრინა კაიროს მალემსრბოლნი

და ხიფათი ამცნო მართალმორწმუნეთა მბრძანებელს.

მართალმორწმუნეთა მრძანებელმაც ხალიფამ აბუ ალი მანსურ ალ

ჰაკიმ ბი ამრ ალლაჰმა (ალაჰის ნების შემსრულებელი ავტ.) ალაჰმა ადიდოს

მისი სახელი, არ დააყოვნა და ებძანათ:

ათაბაგს ნაჯიმ ად-დინ ილღაზი იბნ ართუქს, ზაჰირ ად-დინ

თოჰთეკინს ემირს დამასკოსი, განძისა და შარვანის ათაბაგებს, სულთნებს

სირიისა, რუმისა და ისპაჰანისა, ემირებს სომხეთისა და სხვათა

მართალმორწმუნეთა, მოეხმოთ ლაშქარი ჯერ არნახული და ჭკუა

ესწავლებინათ გურჯებისაა და მისი გათავხედებული მეფისთვის

თავი II

რომი სექტემბერი, 1120 წელი ქრისტე შობიდან

ნეტარი პაპი კალისტუს II :

სიტყვა წარმოთქმული ქრისტიან რაინდთა მიმართ;

Pater noster, qui es in caelis, sanctificetur nomen tuum.

Page 6: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

6

Adveniat regnum tuum.

Fiat voluntas tua, sicut in caelo et in terra.

Panem nostrum quotidianum da nobis hodie, et dimitte nobis

debita nostra sicut et nos dimittimus debitoribus nostris.

Et ne nos inducas in tentationem, sed libera nos a malo.

Amen. (ლათ)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

წმიდა იყავ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი,

იყავნ ნება შენი,

ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,

ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა

და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,

არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

ამინ.

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ,

კეთილშობილნო რაინდნო და მებრძოლნო ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის...

აქ, რომის ეკლესიის მოწოდებაზე, შეიკრიბნენ ქრისტიან რჩეულ მხედართა

შორის რჩეულნი.

აქ ვხედავ დიდებულ რაინდებს:

კეთილშობილ პრინც ჰენრი II კარინთიელს,

დიდებულ ჯოსელინ ქორტენაის, პრინცს გალისიისა, ტურბესელის

მბრძანებელსა და კონსტს (კონტი ­ არისტოკრატული ტიტული ევროპის

ქვეყნებში ავტ.) ედესისა,

დიდებულ ბოლდუინ მეორეს მეფეს იერუსალიმისას,

დიდებულ მეფეს არაგონისა და ნავარისა, კეთილშობილ მეომარს

ალფონსო I,

დიდ გოდფრეი I კონტს ბრიუსელისა და ლოვეინისა,

კეთილშობილ სიმონ I ტიერი II-ს ძესა ჰერცოგს ლორანისა,

კეთილშობილ ჰენრი მეცხრეს, ჰერცოგს ბავარიისას

კეთილშობილ თეობალდ დიდს, კონტს ბლოსისას,

კეთილშობილ გულმართალ უილიამს, კონტს ბლოისისა და ჩარტერისა,

გასტონ IV ვიკონტს ბერნისა,

დიდებულ დიეგო ლოპეს დე ჰაროს, კონტს ვიზკაისა,

კეთილშობილ ახალგაზრდა ჰენრი ვინჩესტერს სტეფან II ძესა,

სხვა დიდებულ და კეთლშობილ რჩეულ რაინდს.

Page 7: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

7

ბევრმა თქვენგანმა თავი გაწირა და სისხლი დაღვარა ქრისტეს

რწმენისთვის,

ღმერთმა ადიდოს სარწმუნეობისათვის შეწირული რაინდების:

კეთილშობილი როჯერ სალერნოს, რობერტ ვოუქს პონტის, რობერტ სენტ ლო,

გაი დე ფრენელის, გეოფრე და პიტერ მონკების და სხვა რაინდთა და

მეომართა სულები, დაუმკვიდროს ადგილი ჩვენი მაცხოვრის გვერდით ცათა

შინა.

ვილოცოთ მათი სულების სადიდებლად და არ მივეცეთ

სასოწარკვეთას.

გავიხსენოთ გამარჯვებები და დავივიწყოთ დამარცხება.

დღეს, რომის წმინდა ეკლესიამ განგაშის ზარი შემოკრა!!!

დიდი განსაცდელი ემუქრება საქრისტიანოს!!!

იქუფრება ღრუბელი, ზღვა ლაშქარს კრებენ ურჯულონი ჩვენს

სამტროდ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დაცემულ გმირთა სულები არ

გვაპატიებენ უკანდახევას.

არ დავთმოთ ურწმუნოთაგან გამოხსნილი არცერთი გოჯი მიწა,

დავიცვათ მაცხოვრის წმინდა საფლავი, უფალი ფარავდეს ყველა ქრისტიანს,

ამინ!

ვიცი, რომ თქვენი სხეული დაღარულია ჭრილობებისაგან და სისხლი

დაშრეტილი, მაგრამ თქვენი მამაცი გულები გაუტეხავია და რწმენა ურყევი,

დიდძალია ურჯულო ბარბაროსთა ურდოები და მცირეა ჩვენი ძალები,

მაგრამ უფალმა ჩვენმამ იესო ქრისტემ არ გაწირა მისი მხედრები,

აღმოსავლეთს აინთო დიდი წინასწარმეტყველი დავითის ვარსკვლავი.

ქრისტეს სისხლი კეთილშობილი, მეფე გორგიანთა, სახელად დავითი. მეფე

რომელმან თავზარი დასცა ურჯულოთა და გაწმინდა სამშობლო მისი

გეორგიანთა ყოვლად უწმინდურისაგან და კვლავ ააგიზგიზა ჩვენი ჭეშმარიტი

რწმენის კელაპტარი.

კეთილშობილო რაინდნო!!!

აქ გიხმეთ, იმისათვის რომ დაიცვათ ჩვენი, მამებისა და შვილების

ღირსება, შეუერთდით გეორგიაში მეფე დავითის ლაშქარს და წინ

გამოუძღვეთ საღვთო ლაშქრობაში მთელი საქრისტიანოს დიდებისათვის!

გეორგიამდე გზა შორია და სახიფათო, მაგრამ თქვენი შეუდრეკელი

გულები და რწმენა და სიყვარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

წაგვიძღვება წინ, და დაგიფარავთ ვითარცა ლუკასა და კლეოპასა,

მოგზაურობისა თანა ემაუსა და აგვაცილებს ყველა ხიფათს და მოგვიტანს

გამარჯვებას უდიდესს, რომელთაც ჩვენი შვილები ლეგენდად მოუყვებიან

თავიანთ შვილებს.

დიეგო ლოპეს დე ჰარო: (ესპანელი რაინდი, კონტი ვიზკაისა ავტ.)

კარგად გამოუვიდა ნეტარ პაპ კალისტუს II ქადაგება.,

Page 8: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

8

სარმადის სისხლიანმა ბრძოლამ დიდი დარტყმა მოგვაყენა

ქრისტიანებს, საუკეთესო რაინდთა უმეტესობა ამ ბრძოლაში დაეცა, მხოლოდ

ბოლდუინ II გამარჯვებამ ჰაბთან ცოტა სული მოგვათქმევინა და ჩვენს

გულებს მცირე შვება მოგვარა.

თუმცა ეს არ კმაროდა, ყველა ხვდებოდით, რომ ჩვენი ძალებით ვერ

შევინარჩუნებდით ვერც იერუსალიმს, ვერც ანტიოქიას და იმ სხვა მიწებს,

რომლებიც ბრძოლით მოვიპოვეთ.

მუსულმანები კი დიდ ძალებს აგროვებდნენ და გადამწყვეტი

დარტყმისათვის ემზადებოდნენ…

ყურმოკვრით მქონდა გაგონილი გეორგიანთა მეფის დავითის გმირობის

ამბები..

ისიც შევიტყვე, რომ გაცხოველებული მიმოწერა ჰქონდათ ნეტარ პაპ

კალისტუს II და მეფე ბოლდუინ II მეფე დავითთან, დახმარებას სთხოვდნენ

საღვთო ომში.

მაგრამ, ჯერ თავს იკავებდა გეორგიანთა მეფე, რადგან ბოლომდე არ

ჰქონდა განთავისუფლებული თავისი სამეფო და დამორჩილებული

მეზობელი მუსულმანური სამფლობელოები. ამიტომ გვთხოვდა ნეტარი პაპი

კალისტუსი დიდი ამალით გეორგიაში გავმგზავრებულიყავით და

ლაშქრობაზე დაგვეყოლიებინა მეფე დავითი,

შორი იყო გზა გეორგიამდე და სახიფათო. გზა მუსლიმთა

სამფლობელოებსა და არაკეთილმოსურნე ბიზანტიის მიწებს შორის

გადიოდა.

რაინდთა კრების მოწვევა ბრძანა ნეტარმა პაპმა კალისტუსი II:

ხალხს ვერ იტევდა დარბაზი: პრინც ჰენრი II კარინთიელი, ჯოსელინ

ქორტენაი, ბოლდუინ მეორე, ჰენრი მეცხრე (შავი), ალფონსო I, სიმონ I,

თეობალდ დიდი , გულმართალი უილიამი, გასტონ IV, ჰენრი ვინჩესტერი

სხვა მრავალი რაინდი და თქვენი მონამორჩილი.

სიტყვა იერუსალიმის მეფემ ბოლდუინმა II ითხოვა:

“კეთილშობილო რაინდნო, დღეს იმისათვის შევიკრიბეთ, რათა

გადაწყვიტოთ თუ როგორ დავიცვათ არა მარტო ის წმინდა მიწები, რომლებიც

ბრძოლით მტერს გამოვტაცეთ, არამედ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და

რწმენა, დავიცვათ ჩვენი სახლები, ჩვენი ცოლები და შვილები შეურაცხყოფისა

და განადგურებისაგან, სამარცხვინო ტყვეობისაგან.

როგორც მაცნობეს საფრთხის მოახლოება სარწმუნოა, დიდ ლაშქარს

კრებენ მუსულმანები, იერუსალიმისა და ანტიოქიის მერე ჯერი ჩვენს მიწებზე

დადგება.

არავის ეჭვი არ ეპარება თქვენს გმირობასა და თავდადებაში, თქვენი

რწმენის სიმტკიცეში, ვიცი რომ იბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე

და მანამდე არ ჩააგებთ ხმალს, ვიდრე უფალი არ ინებებს თქვენს წაყვანას

თავის წმინდა სასუფეველში.

Page 9: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

9

საუბედუროდ, მცირეა ჩვენი ძალები და მტერთა ურდოები ურიცხვი,

ნეტარმა პაპმა კალისტუსმა გვამცნო გეორგიანთა მეფე დავითის სიმამაცისა და

სიბრძნის ამბავი, მეც გავაგზავნე მასთან წერილი და პასუხიც მივიღე; მზად

არის მეფე დავითი თავის მხედრობით გამოვიდეს და შეებრძოლოს მტერს,

თუმც პირველ რიგში თავის სამეფოს გაწმენდა განუზრახია ურჯულოთაგან

და მხოლოდ ამის მერე გვპირდება დახმარებას.

კეთილშობილო რაინდო, დრო არ ითმენს, აუცილებლად უნდა

გავემგზავროთ გეორგიანთა ქვეყანაში, რათა დავარწმუნოთ მისი მეფე,

საფრთხე რომელიც ჩვენ გვემუქრება მის ქვეყანასაც წალეკავს და თუ ერთად

არ ვიმოქმედებთ, არვინ იქნება ამ ძალის შემჩერებელი.

როგორც გზამკვლევს შეჰყავს გემი უსაფრთხოდ ნავსადგურში, ისე

უნდა შემოუძღვეთ დავითის ლაშქარს და ერთხელ და სამუდამოდ შიგ გულში

უნდა მივაყენოთ მტერს გადამწყვეტი დარტყმა.

შორი გზა გეორგიამდე, ამიტომ ახლავე უნდა დავიწყოთ სამზადისი.

აქ ამიტომაც შევიკრიბეთ, რომ მოვისმინოთ ყველა კეთილშობილ რაინდთა

აზრი. ბრძნულ გადაწყვეტილებას ველი თქვენგან.”

პრინც ჰენრი II კარინთიელმა ითხოვა სიტყვა:

„დიდებულო ბოლდუინ, კეთილშობილნო რაინდნო!

მზად ვარ თვით ჯოჯოხეთში გავემგზავრო ჩემი ლაშქრით, რათა

თქვენთან ერთად დავიცვა ჩვენი რწმენა და ღირსება.

მაგრამ მაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხს ველი, რათა ვირწმუნო

ჩვენი არჩევანის სისწორე.

პირველი ­ გზის სიშორე და მოსალოდნელი ხიფათი მაშფოთებს,

გზა შორია, მტრის სამფლობელოებზე და არაკეთილმოსურნე ბიზანტიაზე

მოგვიწევს გავლა, გვეყოფა ძალა, რომ ჩავაღწიოთ გეორგიამდე?

მეორე ­ თუნდაც მშვიდობიანად ჩავაღწიოთ, დავითანხმებთ მეფე

დავითს გამოვიდეს სალაშქროდ? როგორც კეთილშობილმა ბოლდუინმა

ბრძანა მას თავის ქვეყნის ბედიც უჭირს.”

თეობალდ დიდის სიტყვა მოკლე იყო: „მხარს ვუჭერ დიდებულ და

კეთილშობილ რაინდს პრინც ჰენრი II კარინთიელს, ვინც მიცნობს, ალბათ

სიმხდალეს ვერავინ ვერ დამწამებს, მაგრამ მაფიქრებს ამაო არ იყოს ჩვენი

ზრახვა, ჩავაღწევთ აღთქმულ მიწამდე? დავითანხმებთ გეორგიანთა მეფე

დავითს სალაშქროდ?

დიდი დაფიქრება და ბრძნული გადაწყვეტილების მიღება გვმართებს

კეთილშობილო რაინდებო.“

გულმართალი უილიამი წარსდგა უფრო მოკლე სიტყვით;

„დიდებულო და კეთილშობილო რაინდებო, თუ ინებებთ თვით

ჯოჯოხეთზეც რომ გვედოს გზა, ჩემი გულითა და მახვილით თქვენს

გვერდით მიგულეთ.“

გასტონ IV:

Page 10: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

10

„განა რომელიმე ჩვენგანს გაუვლია ეს გზა? უნახავს ქვეყანა გეორგია? ან

მისი მეფე?

ამ ქვეყანაზე და მის მეფის შესახებ ყურმოკრული ამბების გარდა, სხვა

რამე ვიცით?

ჩვენ რაინდები ვართ და არა მოხეტიალე, თავგადასავლის მძებნელი

ტრუბადურები...“

ალფონსო პირველმა ითხოვა სიტყვა, მაგრამ ბოლდუინ II თხოვნით

შეაწყვეტინა:

„დიდებულო და კეთილშობილო ალფონსო, კადნიერებაში ნუ

ჩამომართმევთ, მაგრამ ვიდრე წარმოსთქვამდე თქვენ ბრძნულ სიტყვას ნება

მომეცით წარმოგიდგინოთ კეთილშობილი რაინდი გაი დე ლესკარი, ვიკონტი

ტულუზიდან, რომელიც გეორგიანთა ქვეყნიდან ჩამოვიდა და მოგვახსენებს

გეორგიისა და მისი დიდებული მეფე დავითის შესახებ.“

ალფონსო პირველი: სიამოვნებით მოვისმენ.

ჩვენს წინაშე წარსდგა კეთილშობილი რაინდი, ასაკით ახალგაზრდა,

უფრო ხნიერად გამოიყურებოდა, რაც მიანიშნებდა, რომ მრავალი ტანჯვა და

განსაცდელი ჰქონდა გამოვლილი.

გაი დე ლესკარი:

„კეთილშობილო რაინდნო, არ გასულა დიდი დრო რაც ჩამოვედი

გეორგიანთა ქვეყნიდან, თავს არ შეგაწყენთ ჩემი თავგადასავლისა და

ბედისწერის ამბის მოყოლით, რომელმაც ბევრი განსაცდელი და ტანჯვა

მარგუნა..

გეორგიანთა ქვეყანაში ჩემი ნებით არ მოხვედრილვარ, მრავალწლიანი

ტყვეობის შემდეგ მეფე დავითი მომევლინა მხსნელად და დამიბრუნა

თავისუფლება.

მე გეტყვით ვინ არის მეფე დავითი, და როგორია მისი ქვეყანა გეორგია:

ეს არის ერი ქრისტიანი და კეთილშობილი, კუნძული ქრისტიანული რწმენისა

და სიმამაცისა, როგორ ყანას კალიები, ისე იყვნენ შესეულნი მტერნი ამ

ქვეყანას, აოხრებდნენ და აწიოკებდნენ, ცოტაც და დაეცემოდა და

განადგურდებოდა გეორგია, ვეღარ გაუძლებდა მომხდურთა თარეშს...

უფალმა ინება, 16 წლისა გამეფდა დავითი და მანაც ხელი მოჰკიდა

მახვილს. მცირე რაზმებით თავს ესხმოდა მასზე მრავალრიცხოვან მტერს და

მუსრს ავლებდა, თანდათან გაზარდა და გააძლიერა დავით მეფემ თვისი

ლაშქარი, სადაც ჩნდებოდა შიშის ზარს სცემდა მომხდურთ. მტრისაგან

გაწმინდა და ააღორძინა თავის სამშობლო, დაიმორჩილა და დახარკა

მეზობელი სასულთანოები,

ვინ არის დავით მეფე?!

ეს არის მეფე კეთილშობილი, მამაცი, ბრძენი და შეუპოვარი,

ბაგრატოვანთა დიდი გვარიდან, ამ გვარის ფესვები თვით დიდი დავით

წინასწარმეტყველიდან მოდის.

Page 11: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

11

დავითის გული და სიტყვა მტკიცეა, როგორც ნაწრთობი ფოლადი,

შეუპოვარი მებრძოლი, დაუნდობელი მტრის მიმართ და გულმოწყალე

მოყვასისადმი, მეფე ბრძენი და ღთისმოშიში, ამიტომაც უწოდეს მესიის

მახვილი.

მისი ლაშქრის შესახებაც მოგახსენებთ, რიცხოვნობით მრავლად

აღემატება ჩვენს ძალებს მისი ლაშქარი, აღჭურვილობაც საუცხოო აქვთ, მისი

მხედრობა ბრწყინვალედ არის გაწვრთნილი.

ახალი, საოცარი ფოლადი აწრთეს მისმა მჭედლებმა, მისგან

ჩამოსხმული ჯაჭვს ვერანაირი მახვილი ვერ აზიანებს, ხოლო მისგან

ნაწრთობი მახვილის წინაშე ყველა საჭურველი უძლურია, ისე როგორც

სანთელი.

მრავალია და საოცარი მისი ჩადენილი გმირობები; სათქმელად მარტო

ჩემი ტყვეობიდან გამოხსნის ამბავიც იკმარებს.

უმამაცესი მეომარი და შორსმჭრეტი მხედართმთავარია, ყველა

ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვებაა მისი მეგზური..

ბრძენია და სწავლული დავითი, საუბრობს ლათინურად, არაბულად

და ბერძნულად.

ააშენა და ააყვავა ქვეყანა, გაამაგრა ციხესიმაგრენი და ტაძრები,

ბიზანტიის იმპერატორი იოან II კომნენოსი რიდით და კრძალვითაა

გეორგიანთა მეფესთან, გრძნობს რა მის სიძლიერეს და ვერას დაუშავებს მის

მოყვას.

ბიზანტიური ხომალდით ვიმოგზაურე გეორგიიდან ვენეციამდე

უხიფათოდ და როგორ გეორგიანთა მეფის დესპანი ისე წარვდექი თქვენს

წინაშე.

ჩვენი გეორგიაში მოგზაურობის ამბავის ნააზრევი და გათვლილი აქვს

მეფე დავითს. ბიზანტიური ხომალდებს გაურიგდა, რომელთაც კარგად ააქვთ

გაკვალული ეს გზა და დავითის შიშით ჩვენს მიმართ სამტროს ვერ ჩაიდებენ

გულში.“

ბოლდუინ II: ვფიქრობ პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემულია. რას

იტყვით კეთილშობილნო?

ალფონსო პირველი: ვეთანხმები მეფე ბოლდუინს.

პრინცი ჰენრი II კარინთიელი: კითხვები არ მაქვს.

თეობალდ დიდი: არც მე მაქვს კითხვები

გასტონ IV: კარგი იქნება შემდეგ შეხვედრაზე მივიღოთ საბოლოო

გადაწყვეტილება

გულმართალი უილიამი: გადაწყვეტილია...

ნეტარი პაპი კალისტუსი:

რომის წმინდა სამოციქულო ეკლესიის სახელით კურთხევა მომიცია,

უფალმა დაგლოცოთ დიდებულნო და კეთილშობილნო, უფალმა დალოცოს

და აკურთხოს საქმენი თქვენი,..

Page 12: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

12

დიეგო ლოპეს დე ჰარო:

გაი დე ლესკარის სიტყვას სულგანაბული უსმენდა დარბაზი, სასწორი

გეორგიაში გამგზავრებისკენ გადაიხარა.

ბოლდუინ II-ე ბრძნულად მოიქცა, რომ არ დაასახელა შემდგომი

შეკრების არც ადგილი და არც დრო, რადგან ალბათ არაკეთილმოსურნეთა

მსტოვრები მრავლად იქნებოდნენ ამ დარბაზში და გონივრული

გადაწყვეტილება იყო მხოლოდ წარჩინებული დიდებულნი დასწრებოდნენ

საიდუმლო შეკრებას და მათ ცოდნოდათ ქრისტიან მხედართა შემდგომი

განზრახვის შესახებ.

ჩემი ცნობისმოყვარეობა არ იყო დაკმაყოფილებული, მინდოდა უფრო

მეტი გამეგო გეორგიანთა ქვეყნისა და მათი მეფის დავითის შესახებ, ასევე

უფრო წვრილად მომესმინა გაი დე ლესკარის თავგადასავალი, ამიტომ

გავეშურე მისკენ.

გაი დე ლესკარს შემოხვეოდნენ მრავალი წარჩინებული მხედარი, მათაც

უნდოდათ მოესმინათ მისი ვრცელი თავგადასავალი,

ვიკონტ გაი დე ლესკართან გულმართალმა უილიამმა წარმადგინა:

ნება მომეცით წარმოგიდგინოთ კეთილშობილი დიეგო ლოპეს დე ჰარო კონტი

ვიზკაისა

გულთბილი მისალმების შემდეგ ვიკონტს და გარს შემოხვეულ

დიდებულებს მივმართე:

კეთილშობილო ვიკონტ გაი დე ლესკარ, კეთილშობილნო რაინდნო,

ვგრძნობ, როგორც მე ისე თქვენც გული არ გითმენთ, რომ გაიგოთ

კეთილშობილი ვიკონტ გაი დე ლესკარის თავგადასავალი.

რომში ერთი კარგი მყუდრო ადგილი ვიცი, სადაც საუცხოო ღვინითა და

კერძებით გაგვიმასპინძლდებიან, თუ სურვილი გექნებათ, გთავაზობთ იქ

გადავინაცვლოთ და სუფრასთან მოვისმინოთ კეთილშობილი რაინდის

ნაამბობი.

ბევრი პატიჟი არ დამჭირვებია, მსურველები საკმაოდ აღმოჩნდნენ...

სუფრა მდიდრული გავაშლევინე და უფალი ვადიდეთ.

ვიკონტ გაი დე ლესკარი: „ კეთილშობილნო! დიდება უფალს

დღევანდელი დღისთვის, იმისთვის, რომ მეღირსა თავისუფლება, რადგან

ამის იმედი რამდენიმე ხნის წინ გადაწურული მქონდა...

სარმინის ბრძოლა ალბათ ყველას მოგეხსენებათ, და შეიძლება

ზოგიერთ თქვენგანს მონაწილეობაც მიუღია..

ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა დიდებულმა როჯერ სალერნომ,

კუდამოძუებული გაიქცა ჰამადანის ბურსუკი. მაგრამ, როდესაც ჩემი

მეგობრები ამ გამარჯვებას ზეიმობდნენ, მე მძიმედ დაჭრილს მუსლიმი

მეომრები ალეპოსკენ მიმაქანებდნენ...

თავიდან კარგად მეპყრობოდნენ. ჩემმა საჭურველმა აფიქრებინათ, რომ

მნიშვნელოვანი წარჩინებული პირი ვიყავი და დიდ გამოსასყიდს

Page 13: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

13

მიიღებდნენ ჩემში, იარები მომიშუშეს, საჭმელსაც და სადგომიც არ

დაეწუნებოდა რა...

ცოტა რომ მოვმაგრდი სასწორი მოიტანეს და ამწონეს. თავიდან ვერ

მივხვდი მათ ძრახვას, თურმე ჩემი წონა ძვირფასეულობა უნდოდათ

დაეწესებინათ ჩემს გამოსასყიდად?!

ეს ამბავი რომ შევიტყვე, ჩემს მდგომარეობაში მყოფს იმის ძალა მეყო

რომ გულიანად მეცინა.

როდესაც მიხვდნენ რომ მეტისმეტი მოუვიდათ, ჯერ გაანახევრეს

გამოსასყიდი, შესაბამისად ჩემი სარჩოც.

სამი დღის მერე ვიხილე ჩემი პატრონი, სახელად აბუ იბნ ალ ჯარაჰი,

წვერი ინით ჰქონდა შეღებილი, ჭროღა თვალებიდან მისი ფულისადმი

სიხარბე გამოსჭვიოდა.

აბუ იბნ ალ ჯარაჰი პირდაპირ სათქმელზე გადავიდა:

შენში დიდი ფასეული გადავიხადე, ამას დაუმატე შენი მოვლა და

შენახვა, თუ გინდა, რომ დილეგში არ დაგაბრუნო ამ წერილს უნდა

დათანხმდე და გამზადებული წერილი გამომიწოდა;

აქ ეწერა, რომ ტყედ ვიყავი და თუ გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ,

შემდგომში ამ წერილის ნაცვლად ჩემს თავს მიიღებდნენ.

გამოსასყიდის ფასის ადგილი ცარიელი იყო და მივხვდი რომ ვაჭრობა

იწყებოდა...

ვაჭრობა ორმოცდაათი ათასი დინარიდან დაიწყო...

მაშინ პირდაპირ ვუთხარი: სამი ათას დინარზე მეტს ვერ გადაიხდიდნენ

ჩემში.

მაშინ აენთო და აყვირდა, რომ ათი ათასი დინარი ჰქონდა გადახდილი

და ჩემი შენახვის ხარჯები ათასი დინარი დაუჯდა, აშკარად ცრუობდა წუწკი

ვაჭარი.

მე უარზე დავდექი, მაშინ მუქარა დამიწყო, რომ ჩემს მოჭრილ თავს

გაუგზავნიდა ჩემს ოჯახს.

მივუხდი, რომ მაშინებდა. დიდი ხარბი ვინმეც ბრძანდებოდა აბუ იბნ

ალ ჯარაჰი და ჩემი სიკვდილით იმ ფულსაც დაკარგავდა, რაც ნამდვილად

ჰქონდა ჩემში გადახდილი,

ამანაც, რომ არ გაჭრა, აყვირდა, მსახურთ უხმო და ჩემი გაროზგვა

უბრძანა; იმდენად ტკივილი არ მაწუხებდა, რამდენადაც ღირსებისა და

შეურაცყოფის გრძნობა, რომ ეს წუპაკი ჩემზე ბრძანებლობდა, სად იყო ჩემო

ხმალი, სიამოვნებით წავაგდებინებდი თავს ამ გაიძვერა ხარბ ვაჭარს.

მაშინ მაგრძნობინეს თუ როგორი იყო ნამდვილი ტყვეობა, ბინძურ

დილეგში ჩამაგდეს, წყლის ნაცვლად ჩემ გობში რაღაც მყრალი წუმპე ესხა, სამ

დღეში ერთხელ დაობებულ ხმიადას მომიგდებენ...

სამი თვის შემდეგ ამომიყვანეს, აბანოში წამიყვანეს, დამბანეს, ჩემს ძველ

სადგომში დამაბრუნეს და საჭმელიც მომცეს.

Page 14: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

14

როცა აბუ იბნ ალ ჯარაჰის წინაშე წარსდექი; ამჯერად გამოსასყიდის

ფასი ათი ათასი დინარი შემომთავაზა.

მე ჩემს პირობას ფეხი არ მოუცვალე...

მაშინ ჯერ ხვეწნა დამიწყო, როცა ამაზეც უარი მიიღო ისევ დილეგში

მიკრა თავი.

ორი დღის შემდეგ ისევ ამომიყვანეს, აბანოში დამბანეს, ჩემს ძველ

სადგომში დამაბრუნეს და საჭმელიც მომცეს.

შემდეგ როგორც მერე შევიტყვე 4800 დინარად მიუყიდივარ ვინმე ალ

ჯუდარზე, რომელიც არანაკლები ხარბი და წუწკი ბრძანდებოდა.

ყველაფერი თავიდან დაიწყო, სადგომი და ჭამა-სმა, როზგები, დილეგი

და გამოსასყიდზე ვაჭრობა...

ამ ჩემი ტანჯვა-ვაების მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ

გეტყვით, რომ დამასკოში გადამიყვანეს და ღვთის წყალობით ვინმე ნაჯიმ იბნ

ალი მანსუდის ხელში აღმოვჩნდი...

მხედარი იყო ნაჯიმ იბნ ალი, მეომარი და ღირსეული ადამიანი,

სარმინის ბრძოლაში ნაომარი და რომ შეუტყვია მეც ამ ომის მონაწილე ვიყავი,

არც დანანებია და არც დაფიქრებულა, ისე გადაუხდია ჩემში ვინმე აჰმედ

აჯამისათვის 7700 დინარი.

მერე როგორც გაირკვა, რომ მოეთხოვა იმ წუწკ ვაჭარს, ნაჯიმ იბნ ალი

მეტსაც გადაიხდიდა.

როგორც ტოლსა და სწორს ისე მეპყრობოდა ნაჯიმ იბნ ალი, რასაც

თვითონ მიირთმევდა მეც იმას მაჭმევდნენ, აქიმთ უხმო და მომიშუშეს თუ

რაიმე იარა მქონდა.

საღამოობით თავისთან მომიხმობდა ჩემ ამბებს მეკითხებოდა და

თავისას მიამბობდა;

აინტერესებდა ქრისტიანები, მათი ზნე და ცხოვრების წესები, ბევრს

მეკითხებოდა ჩვენს რჯულზე, ქრისტეს ცხოვრებაზეც და მეც ხალისით

ვუყვებოდი რაც ვიცოდი.

ერთხელ როცა საკმარისი ვუამბე ქრისტეზე და მის მოწამებრივ

ცხოვრებაზე ასეთი რამ მკითხა:

„აი, თქვენ ქრისტიანნი მიყვებით, რომ ხართ თქვენი რჯულის

მიმდევარნი და იცავთ ქრისტეს ცნებებს, ხომ ასეა?“

ასეა, ბატონი ბრძანდებით თქო დავეთანხმე.

„მაშინ ისიც მითხარი თუ თქვენი ღმერთი ქრისტე გეუბნებათ

გიყვარდეს მტერი შენი და თუ ერთ ლოყაში გაგარტყამენ მეორეც შეუშვირეო,

მაშ რას შეგიკრებიათ ეს დუნია ხალხი და მისი საფლავის გამოსახსნელად,

ვითომ რწმენის დაცვის საბაბით ხოცვა-ჟლეტა გაგიმართიათ? “

დუმილი იყო ჩემი პასუხი, ვერა ვუთხარი რა, მხოლოდ შემდეგ

გეორგიანთა მეფე დავითთან ვიპოვე სწორი პასუხი.

როგორც მოგახსენეთ ნაჯიმ იბნ ალი მანსუდი მეომარი იყო. თან

საკმაოდ მამაცი და ჭკვიანიც და ხშირად უხმობდნენ სალაშქროდ.

Page 15: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

15

პირველად მისგან შევიტყვე გეორგიანთა მეფის ამბავი, პატივისცემით

მოიხსენიებდა მეფე დავითს, როგორც ბრძენ და მამაც მხედარს.

ერთხელაც შეფიქრიანებული შემოვიდა ნაჯიმ იბნ ალი და მამცნო, რომ

გეორგიანთა მიწებზე იხმობდნენ სალაშქროდ.

ვიგრძენი არ ესიამოვნა ეს ამბავი,

როცა მიზეზი ვკითხე მომიგო: - „დაუმარცხებელია მეფე დავითი, თან

ისეც ეხმარება, რომ თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის თავის მიწაზე იბრძვის.

სხვა არის ბრძოლა სარმინისა და სხვა, როცა უცხო ქვეყნის ასაწიოკებლად

მიდიხარ, მაგრამ ეტყობა ასე ინება ალაჰმა და მეც ვემორჩილები. “

კეთილშობილო რაინდნო მგონი გამიგრძელდა საუბარი და თავი

შეგაწყინეთ ჩემი ამბების თხრობით ­ მოგმართა ლესკარმა.

დე ჰარო:

გთხოვთ გააგრძელოთ მამაცო ვიკონტ - თითქმის ერთდროულად და

ერთხმად ამოხდა ყველა დამსწრეს.

ლესკარის მონათხრობს ყველანი განაბული ვუსმენდით და

დაგვავიწყდა სუფრაზე მოტანილი ღვინოც და სანოვაგეც...

მაშ ვადიდოთ აქ მყოფი რაინდნი და ჩვენი შეკრების მიზეზი

დიდებულო რაინდნო და კეთილშობილნო, შემდეგ ვთხოვოთ ვიკონტს

გააგრძელოს თავისი ამბავი - წარმოვთქვი და სასმის მოვკიდე ხელი, ღვინო

ნეტარად ჩაედინა ყელში.

სასმისები დაიცალა და ვიკონტმაც განაგრძო თავისი ამბავი.

ალეპოდან დაიძრა მუსლიმთა ლაშქარი, გზა შორი იყო და

მომქანცველი, გახრიოკებულ ველებზე და ქვაღორღიან კლდეებზე, იშვიათად

აქა იქ რაღაც სიმწვანე გამოკრთებოდა...

მრავალი იყო მუსლიმთა ლაშქარი, მთელი დღე მიემართებოდნენ მცირე

შესვენებებით, დაბინდებისას ისვენებდნენ და მზის ამოსვლასთან ერთად ისევ

გზას შეუდგებოდნენ.

რამდენჯერმე შეგხვდა რაღაც ციხისმაგვარი ბანაკები, სადაც ჩვენ

მოსვლას ყიჟინით ხვდებოდნენ და რამოდენიმე ასეული მებრძოლი (თუ

მებრძოლი ეთქმოდათ, უფრო მოთარეშეებს წააგავდნენ) უერთდებოდა

მუსლიმთა ლაშქარს.

აღარ დამითვლია რამდენი ხანს გაგრძელდა ეს ამბავი.

ბოლოს რაღაც გამაგრებულ ბანაკთან მივედით, როგორც ნაჯიმ იბნ

ალი-მ ამიხსნა არმენიანათა მიწაზე ვყოფილვართ, საიდანაც ნახევარი დღის

სავალზე იწყებოდა გეორგიანთა ქვეყანა.

ღამე ამ ბანაკში გავათიეთ და პირველ მზის სხივზე გზას გავუყევით.

ამ ბანაკიდანაც შემოუერთდნენ მუსლიმთა ლაშქარს მოთარეშე

დამხვდურები.

შუადღე იქნებოდა, როცა რაღაც ხეობა გადავლახეთ და საოცარ წარმტაც

ადგილას აღმოვჩნდით, ამდენი ხრიოკი და პირქუში ადგილის შემდეგ

Page 16: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

16

ამწვანებულ მდელოზე გავედით, ცისფრად ლივლივებდა ტბა, რომელსაც

ირგვლივ მწვანე ტყე ეკრა, ეს არის გეორგიანთა მიწა მითხრა ნაჯიმ იბნ ალიმ.

წყალს დანატრებულები კაცებიც და ცხენებიც ტბას მიაწყდნენ და ხარბად

დაეწაფნენ ანკარა სასმელს...

მხოლოდ მე და ნაჯიმ იბნ ალი შევაკავეთ ჩვენი ცხენები და დინჯად

გავეშურეთ ტბისკენ...

ჭკვიანი და გამოცდილი კაცი იყო ნაჯიმ იბნ ალი, იცოდა, რომ თავის

ნებაზე თუ მიუშვებდა დაღლილ და მწყურვალ პირუტყვს ავად წაადგებოდა,

ამიტომ სულ ცოტა ხნით მიუშვა ცხენი ტბასთან, შემდეგ ჩამოქვეითდა და

ხელი აღვირზე წაავლო და წრეზე დაუწყო ტარება.

მეც მას მივბაძე. საოცრად ლამაზი და კარგად გახედნილი ცხენი ჰყავდა

ნაჯიმ იბნ ალის, როგორც ამბობდა მისი ერთგული თანამებრძოლი და ჭირისა

და ლხინის თანამოზიარე.

მუსლიმთა იქვე დასცეს ბანაკი, თუმც ნაჯიმ იბნ ალი ამას არ ურჩევდა.

ფრთხილობდა მრავლისმნახველი მეომარი, ტყიდან მოულოდნელ

თავდასხმას უფრთხოდა.

არ შეისმინეს სხვებმა მისი რჩევა და რა გაეწყობოდა ნაჯიმ იბნ ალიც

დაემორჩილა სხვათა აზრს.

ამასობაში შებინდდა, ბანაკის ირგვლივ გუშაგნი დააყენეს მუსლიმებმა.

შეფიქრიანებული ჩანდა ნაჯიმ იბნ ალი, როდესაც მიზეზი ვკითხე; გული

ცუდს მიგძნობსო მომიგო და სარმინის ბრძოლა გაიხსენა; „მაშინაც ცუდს

მიგრძნობდა გული, რომ არა ჰუდარი (მისი ცხენი) ალბათ ან მკვდარი

ვიქნებოდი ან ტყვე.

ჩვენ დიდხანს მოვდიოდით ამ მიწამდე, მსტოვრები ბევრი ყავს

გურჯთა მეფე დაუდს (ასე უწოდებენ გორგიანთა მეფეს), ჩვენი ამბავიც დიდი

ხანია ეცოდინება და სათანადოთაც მოასწრებდა დახვედრას. “

შემდეგ კარვიდან გავიდა, საგუშაგოები დაათვალიერა და მათი

გაძლიერება ურჩია მებრძოლებს, ისინიც დაეთანხმნენ.

მაგრამ მაინც არ უთმენდა გული, რამოდენიმეჯერ კიდევ შეამოწმა

საგუშაგოები და შუაღამე უკვე დიდი ხნის გადასული იყო კარავში რომ

შემოვიდა...

მეც არ მეძინებოდა, თითქოს მისი შფოთვა მეც გადმომედო, მაგრამ

ბუნებამ თავისი გაიტანა და დაღლის ჩამეძინა...

ერთმანეთში არეული ყიჟინის, ცხენების ჭიხვინისა და ყვირილის ხმამ

გამაღვიძა, უმალ წამოვიჭერი, ჯერ კარგად გათენებული არ იყო, მაგრამ

გავარჩიე ჩვენს კარავში ლანდი, რომელსაც ნაჯიმ იბნ ალის შუბს უღერებდა,

უნებლიედ შევყვირე და პირჯვარი გადავიწერე, თურმე ამან მიხსნა მეც და

ნაჯიმ იბნ ალი...

წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა შუბის წვერი ყელზე ჰქონდა

მიბრჯენილი იბნ ალის და მახვილიც მის თავზე ჰქონდა შემართული

შემოჭრილ მეომარს.

Page 17: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

17

მე უიარაღოდ ვიყავი, ან რა წინააღმდეგობა უნდა გამეწია?!

კარავში სხვა მეომრებიც შემოვიდნენ, უცხო ენაზე რაღაც უთხრა

პირველად შემოსულმა მეომარმა...

გარეთ რომ გაგვიყვანეს ინათა კიდეც, ბრძოლა უკვე დამთავრებული

იყო. ყველგან მუზარადზე ჯვრის გამოსახულებიანი მეომრები იყვნენ

ვითარების ბატონ-პატრონნი.

მუსულმანთა შორის დახოცილები ცოტანი იყვნენ, უმრავლესობა

ცოცხლად ჰყავდათ შეპყრობილნი. რომლებიც მიწაზე ფეხმორთხმულები

ისხდნენ, იარაღაყრილნი, თავჩაქინდრული და გაოგნებულები.

რაღაც საყვირის მსგავსის ხმა გაისმა. ჯვრის მუზარადიანი მეომრები

უცბად მოწესრიგებულად დაეწყნენ...

მხედართა ჯგუფი შევნიშნე. ჩვენსკენ მოაგელვებდნენ ცხენებს, მათ

შორის ერთი მხედარი გამოირჩეოდა, რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო

თვალსაჩინო ხდებოდა მისი და მისი ცხენის სიდიადე.

მხედრის მუზარადი მზის სხივებზე ბრწყინავდა. არ ვიცი მომეჩვენა,

თუ ნამდვილად ასე იყო, თითქოს რაღაც ნათელი დასდევდა თან...

სულ ახლოს მოვიდნენ მხედრები, გამორჩეულ მხედარს გვერდს ჯვრის

გამოსახულებიანი ასევე ახოვანი მედროშენი უმშვენებდნენ...

ეს არის გურჯთა მეფე დაუდი - წამჩურჩულა ნაჯიმ იბნ ალიმ, ამის

თქმა არ მჭირდებოდა, ამას ისედაც მივხვდი.

მეფემ პირდაპირ ჩვენსკენ მოაგელვა ცხენი, უკვე კარგად ვარჩევდი მის

დახვეწილ სახის ნაკვთებს და საოცრად ლურჯ თვალებს.

მეომრებმა აღტაცებით რაღაც დაიძახეს;

მე მარტო სიტყვა დავითი გავარჩიე

მეფე ჩვენს წინ გაჩერდა და მე მომართა ლათინურად; Sunt vobis

Chritian? ქრისტიანი ხარ?

Sic Caesar, დიახ თქვენო აღმატებულებავ, მიუგე ლათინურადვე, თავი

დავხარე და მუხლი მოვიყარე.

მეფე ჩამოქვეითდა, წამომაყენა და რაღაც ბრძანება გასცა...

ეს კაცი ვინ არის მკითხა?

კეთილშობილი ნაჯიმ იბნ ალი გახლავთ ­ ვუპასუხე.

ისევ გასცა რაღაც ბრძანება, ცხენები მოგგვარეს და ავმხედრდით...

მოწყალეა ალაჰი, სიკეთე არ იკარგება - გადმომილაპარაკა იბნ ალიმ.

უფალი ყველაფერს ხედავს, სიკეთის მთესველს სიკეთით მიეგება

არაბულადვე გასცა პასუხი მეფემ.

მეფენიც მრავლად მინახავს და დიდებულნიც, მაგრამ თითქოს

მოვინუსხე, ისეთი ბრწყინვალე და გასხივოსნებული იყო გეორგიანთა მეფე.

ლაშქარი დაეწყო და რამოდენიმე ნაწილად გაიყო.

მე და ნაჯიმ იბნ ალის მეფე დავითთან ერთად მოგზაურობა გხვდა

პატივად.

Page 18: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

18

მეომრები შეუსვენებლად, მაგრამ ზომიერად მიაჭენებდნენ ცხენებს,

შუადღე იქნებოდა, როდესაც ჩვენს წინ საოცრად დიდი და ლამაზი ტაძარი

გამოჩნდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით მით უფრო იკვეთებოდა მისი

სიდიადე, ტაძარს ირგვლივ მაღალი გალავანი ერტყა.

ლაშქარი გალავანთან გაჩერდა, მეფე ჩამოქვეითდა, მას მხლებლებმაც

მიბაძეს და ყველანი ტაძრის ეზოში შევედით, ეზო სავსე იყო ხალხით:

სასულიერო პირები, ქალები, ბავშვები, მოხუცები და აგრეთვე გუშაგთა მცირე

რაზმი.

ყველანი მეფეს მიეგებნენ აღტაცებული ყიჟინით;

დავითმაც თავი დაუკრა და რაღაც შესძახა, ამ სიტყვებმა ისევ აღტაცების

ყიჟინა გამოიწვია.

გაოცებული შევყურებდი ტაძარს, რაღაცით ბიზანტიურს მაგონებდა,

მაგრამ მისი ფორმები უფრო განსხვავებული, საოცრად შთამბეჭდავი და

დახვეწილი იყო,

თლილი სწორი ქვებისაგან იყო აგებული ტაძარი. მის ხედებს

წმინდანთა და ანგელოზთა კედელში გამოკვეთილი ქანდაკებები ამშვენებდა.

მეფე შესასვლელისაკენ გაემართა ჩვენც მას მივყევით, დიდ ორფრთიან

მოჩუქურთმებულ კარებთან შეჩერდა, მუხლი მოიყარა და პირჯვარი

გადაიწერა, შემდეგ წამოდგა და ტაძრისკენ შესასვლელისაკენ ნაბიჯი გადადგა,

ჩვენც მივყევით...

ნაჯიმ იბნ ალი შეჩერდა, როგორც შევატყვე ქრისტიანულ ტაძარში არ

სურდა შესვლა და ეზოში დარჩენას აპირებდა.

მეფეს თითქოს გულმა უგრძნო შემობრუნდა და ნაჯიმ იბნ ალის

არაბულად უთხრა: ღმერთი ერთია და მისი სახლის კარი ყველასათვის ღიაა...

ნაჯიმ იბნ ალიც დაემორჩილა დავითის ნებას.

როცა ტაძარში შევაბიჯე, კიდევ უფრო ვიგრძენი მისი სიდიადე და

მშვენება, უზარმაზარი დარბაზს მრავალი სარკმლიდან შემოჭრილი მზის

სხივები ანათებდნენ, ჰაერში საოცარი სურნელი იდგა, (როგორს მერე შევიტყვე

თაფლის სანთლისა და საკმეველის);

ტაძარი მთლიანად მოხატული იყო, საკურთხეველთან ძვირფასი

ლითონებითა და ქვებით მოჭედილი ხატები იყო დასვენებული.

სასულიერო პირმა, როგორც მერე გავიგე ეპისკოპოსი ყოფილა, ლოცვა

დაიწყო, რომელსაც გალობა მოყვა, რომელსაც მთელი დარბაზი აჰყვა.

საოცრად გალობდნენ, აღტაცებულს და მოჯადოებულს ისეთი შეგრძნება

მქონდა, თითქოს უფლის საბრძანებელში შევდგი ფეხი და ყველაფერი

ამქვეყნიური დავიწყებას მიეცა..

დრომ უცბად გაირბინა, როდესაც ტაძრიდან გამოვედით მზე უკვე

ზემოდან მოგვქცეოდა.

ნაჯიმ იბნ ალის გადავხედე, მასაც გადასდებოდა ჩემი აღტაცება...

ყველანი გალავნისაკენ დავიძარით, სადაც კიდევ ერთი საოცრება

გველოდა...

Page 19: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

19

ნაჯიმ იბნ ალის გარეთ მისი ჰუდარი ელოდა...“

დიეგო ლოპეს დე ჰარო:

აღტაცებულები ვუსმენდით გაი დე ლესკარს, თითქოს ჩვენც სხვა,

არაამქვეყნიურ, ჯადოსნური სამყაროში მოვხვდით...

გაი დე ლესკარი : „კეთილშობილნო რაინდნო... “

თითქოს მიუხვდით რისი თქმაც უნდოდა გაი დე ლესკარს..

ფეხის მომცველნი არ ვართ სანამ არ მოვისმენთ ბოლომდე თქვენ

თავგადასავალს - ერთხმად აღმოხდა ყველას..

გაი დე ლესკარი:

„დავით მეფე შეესწრო ამ ამბავს, ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა:

Nobilis Animal sentit Nobilis (კეთილშობილი ცხოველი გრძნობს კეთილშობილ

ადამიანს) (ლათ.)

უსიტყვოდ დავუქნიე თავი.

მეფემ ბრძანება გასცა.

მხლებელი გაგვიძღვა მე და ნაჯიმ იბნ ალის მოსასვენებელი

კარვებისაკენ, (რომლებიც, სანამ ჩვენ ტაძარში ვიმყოფებოდით ელვისებურად

გაეშალათ).

რა გითხრა მეფემ? მკითხა იბნ ალიმ, და როცა დავითის ნათქვამი

გადავეცი, დაამატა:

- და კეთილშობილი კაცი კეთილშობილ კაცს.

კარავში გაშლილი ტაბლა დაგვხვდა და ჩვენც მივეძალეთ საუცხოო საკვებს.

მეტი სიტყვა არ გვითქვამს, გრძნობებისაგან გათანგულები იქვე

გაშლილ სარეცლებზე მივესვენეთ.

მხოლოდ დილით გამეღვიძა... იბნ ალი უკვე ფეხზე იყო...

ცხენები მოგვარეს, იბნ ალი ჰუდარზე ამხედრდა...

მეფე და მისი ამალა უკვე მზად იყვნენ.

რაც უფრო ღრმად შევდიოდით გეორგიანთა მიწაზე, მით უფრო

გვაოცებდა; ამ ქვეყნის სიმშვენიერე, დიდებული ტაძრების სიუხვე, მშვენიერი

მოვლილი ბაღები, ყანები და ვენახები, გზად გამოფენილი ხალხის

სიყვარული თავიანთი მეფისადმი, (რომლებიც დავითის გამოჩენას

აღტაცებული ყიჟინით ხვდებოდნენ)

თითქმის ყველა სოფელსა და ქალაქში სპა ჰყავდა ჩაყენებული მეფეს.

ისინი პირველნი გვეგებებოდნენ, მიგვაცილებდნენ იმ სოფლამდე, თუ

ქალაქამდე და შემდეგ ისევე უეცრად უჩინარდებოდნენ, როგორც

ჩნდებოდნენ.

რამოდენიმე დღე ვიარეთ, ღამეს ადგილობრივ დიდებულთა

სამფლობელოში ვათევდით. ყველგან საუცხოო საკვები და ძვირფასი

მოსასვენებელი გველოდა.

Page 20: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

20

ასე მივაღწიეთ ქალაქ ქუთათის, დიდსა და უმშვენიერესს, მრავალი

მშვენიერი ტაძრებითა და ლამაზი სახლებით, რომელსაც მდინარე რიონი ან

როგორც მას ბიზანტიელნი უხმობენ ფაზისი ორად ჰყოფს

ჩვენ მეფის დიდებულ სასახლესთან ახლოს, მშვენიერ სახლში

დაგვაბინავეს და მსახურნი მოგვიჩინეს.

სრული თავისუფლება გქონდა, შეგვეძლო თავისუფლად გვესეირნა

ქალაქში. მეც და ნაჯიმ იბნ ალიც თავს სტუმრებად გრძნობდით და არა

ტყვეებად.

მეფე დავითის შესახებ

შემხვედრია კაცი ახოვანი და შეუპოვარი, ჭკვიანი და მამაცი,

გულმოწყალე და გამჭრიახი,

ვიცით რომ, უფალი გულუხვად სწყალობს თავის რჩეულთ,

მაგრამ ის ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე; სილამაზე, ახოვნება, სიმამაცე,

გამჭრიახობა, სიბრძნე, გულუხვობა, ღვთისმოშიშობა და არ ვიცი კიდევ თუ

არსებობს რაიმე სხვა წყალობა შემოქმედისა ერთ კაცში, (დავით მეფეში) რომ

მოექციოს უფალს, არც მინახავს და არც ვინმესგან გამიგია.

გაგაკვირვებთ მისი სიდიადე, სიბრძნე და მჭერმეტყველება, ის ყოველი

ბრძოლის წინ ომახიან სიტყვით მიმართავს თავის მეომრებს და ამ მიმართვის

შემდეგ საოცარი ძალით აღივსებიან მისი მხედარნი და როგორც ქარიშხალი

ისე ეკვეთებიან და მუსრავენ მტერს..

ყოველი ბრძოლის მერე მეფეს წესად ააქვს; ქალაქს დაბრუნებული

უპირველესად ეახლება დიდ ტაძარს, რომელიც მისი წინაპრის ბაგრატის

სახელს ატარებდა და გულმხურვალედ ლოცულობს და ინანიებს.

ნაჯიმ იბნ ალიც აღფრთოვანებულიყო იყო მეფით, ჩვენ ხშირად

ვიყავით მეფის სტუმარი და უამრავ სიბრძნეს ვისმენდით მისგან.

ერთხელ ნაჯიმ იბნ ალიმ მოწიწებით ჰკითხა ის, რაზეც მე პასუხი ვერ

გავეცი:

„მომიტევეთ დიდებულო მეფეო, გავკადნიერდები და ჰკითხავ: ოდეს

ქრისტე ამბობს გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენი და თუ

ერთ ლოყაში გაგარტყამენ მეორეც შეუშვირე, ხომ არ არღვევენ ქრისტიანი ამ

მცნებას, ოდეს მტერს ებრძვიან. “

- „ღვთის გზით ეომეთ მათ, რომელთაც ომი აგიტეხონ, ხოლო

უსამართლობა არ ჩაიდინოთ მათ მიმართ პირველი თავდასხმით,

ვინადგან ღმერთს უსამართლონი არ უყვარან. (ყურანი მუჰამედისა)

- მოვედ მოფენად არა მშვიდობისა, არამედ მახვილისა (მათეს სახარება)

- მე მოვედ მახვილის მოფენად მშვიდობისათვის. “ - იყო დავითის

პასუხი

მაშინ გაკვირვებულ ნაჯიმ იბნ ალის აღმოხდა - დიდო მეფეო საიდან იცი

მეფეო ასე ზედმიწევნით მუჰამედის ქადაგებანი?

„კაცთა მიმნიჭებელი პირველი სიმდიდრე წიგნთა მოძღვრებაი არს“

Page 21: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

21

ვინც სხვის რწმენას პატივს არ სცემს, არც თავისი ეყვარება მოგვიგო

ბრძენკაცმა...

ქვეყანა გეორგიის შესახებ

როგორც მეფე დავითია მშვენიერი, ბრძენი, მამაცი, სტუმართმოყვარე,

ასეთივეა მისი მიწა და ხალხი, ალბათ ამიტომაც მოუვლინა ძნელბედობის ჟამს

უფალმა ასეთი მეფე ღირსეულ ხალხს.

კაცნი ახოვანნი და მამაცნი, ქალნი მშვენიერნი.

არ მინახავს სხვა მეომარი ასეთი შეუპოვარი და მამაცი, როგორც

გეორგიანი, თან თუ თავიანთი მეფე დავითიც გვერდით უდგას, არ მეგულება

ძალა მათი დამძლევი.

ათასი ასეთი გატეხილი ღამე არ მეყოფა კეთილშობილნო, რომ სრულად

გადმოქცეთ გეორგიანთა ქვეყნისა და მისი მეფის ამბავი.

ბევრჯერ შებმია დავითი თავისი მეომრებით მრავლად უფრო რიცხოვან

მტერს და სასტიკად დაუმარცხებია.

უბადლო მხედართმთავარი და მეომარია დავით მეფე, ყოველთვის

პირველია ბრძოლაში და ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის.

მე და ნაჯიმ იბნ ალის დიდი პატივით გვეპყრობოდნენ, როგორც

გეორგიანთა დიდებულნი, ისე მდაბიონიც და მსახურნიც. მეგზურობასაც

გვიწევდნენ და თუ რაიმე ნივთი მოგვეწონებოდა საჩუქრად მოგვართმევდნენ.

საოცრად გულუხვნი არიან გორგიანნი...

ვაჭრებიც კი საოცარი ყავთ ამ საოცარ ხალხს,

თავდაპირველად, როდესაც ქალაქის ბაზრებში ჩავიარეთ, თუ რაიმე საქონელი

მოგვეწონებოდა; საკვები, სამოსი თუ სხვა რაიმე, უმეტესი ვაჭრებისა

ხვდებოდნენ, რომ უცხოელები ვიყავით და როგორც სტუმარს საჩუქრად

მოგვართმევდნენ მოწონებულს.

შემდგომ გვერიდებოდა ამ საჩუქრების და მოჩენილი მსახურნი

დაგვყავდა ბაზარში და მათი მეშვეობით ვყიდულობდით სასურველ

საქონელს.

ერთი საოცარი, საინტერესო ადათი აქვთ გეორგიანებს, ყველა

დიდებული, მეფენი, თავადნი და სხვა აზნაურნი თავის მცირეწლოვან ვაჟთ

თავიანთ ქვეშევრდომთ მიაბარებენ აღსაზრდელად რაღაც ვადით.

ეს იმიტომ, რომ ესმოდეს პატრონს ყმისა და ყმას პატრონისა და იყოს

მათ შორის ერთობა.

მეფე დავითიც ასე აღზარდეს და როგორც აქილევსმა კენტავრი

ქირონისაგან, ასე დავითმა თავის მწიგნობრისგან დიდი განათლება მიიღო.

ერთხელ კაცის დანიშნულებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა..

დავითმა ასეთი რამ მოგვიყვა:

„ერთ მდიდარ მეფეს ვაჭარი ეწვია და ძვირფასი თვალი მიუტანა, ეს

მეფე სიმდიდრისა და ძვირფასეულობის დიდი მოყვარული გახლდათ,

მრავლად იყო მის ხაზინაში ოქრო-ვერცხლი და ძვირფასეული,

განსაკუთრებით პატიოსანი თვლები უყვარდა და აგროვებდა, მაგრამ თვალი,

Page 22: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

22

რომელიც ვაჭარმა მიუტანა გამორჩეული სილამაზისა გახლდათ, მსგავსი არც

ჰქონდა და არც ენახა მეფეს.

- რამდენი გინდა ამ თვალშიო? ჰკითხა ვაჭარს

- რამდენ ძვირფასეულობასაც ეს თვალი აიწონისო მიუგო ვაჭარმა,

გაუხარდა მეფეს თვალი პატარა იყო, იფიქრა მუქთად ჩავიგდებ ხელშიო და

სასწორის მოტანა ბრძანა. მოუტანეს მსახურთ სასწორი, ერთ მხარეს თვალი

დადეს მეორეზე ძვირფასეულობა, აწონეს, გადასწონა თვალმა, დაამატეთ

ოქრო ვერცხლიო ბრძანა მეფემ. დაამატეს ოქრო ვერცხლი. გადასწონა თვალმა.

უფრო დიდი სასწორის მოტანა ბრძანა მეფემ და ოქრო-ვერცხლიც არ დაინანა.

მაინც გადასწონა თვალმა.

ხაზინის გახსნა ბრძანა მეფემ და ყველაზე დიდი სასწორი მოატანინა.

მთელი სამეფოს ძვირფასეულობა გადასწონა თვალმა, საგონებელში ჩავარდა

მეფე.

მეფეს მოხუცი მსახური მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა:

დიდო მეფეო, ჩვენს სამეფოს ერთი ბრძენი სტუმრობს და იქნებ მან მოგვცეს

რჩევა და გადაწყვიტოს ჩვენი გასაჭირი. ბრძენის სასწრაფოდ მოძებნა ბრძანა

მეფემ.

ეახლა ბრძენი, მიუახლოვდა სასწორს, თვალი აიღო, შეათვალიერა და

ჩაეცინა. მოაშორეთ ოქრო-ვერცხლიო ბრძანა, შემდეგ პატარა ტოპრაკი ამოიღო,

გახსნა და სასწორის მეორე მხარეს მიწა დაყარა. გადაწონა მიწამ თვალი.

მეფე განცვიფრებული უყურებდა ამ ყველაფერს,

ბრძენმა უთხრა: - მეფეო, ეს თვალი სიხარბის თვალია, იგივე ადამიანის

თვალი, ის თქვენი სამეფოსა და მთელი სამყაროს ძვირფასეულობას

გადაწონის, მას მხოლოდ მიწა აძღობს...

და დავითმა დაამატა:

„და არა აგროვო ის სიმდიდრე რომელსაც მიწა გადასწონის, არამედ

ქმენ და აგროვე სიკეთე და საქმენი საქებარნი, რომელსაც ვერც აწონი და ვერც

გაიზომავ.

როს მეფე ხარ და დიდებული და წარსდგებით ღვთის წინაშე შენ და

ვინმე გლახაკი, მოგკითხავს უფალი; შენ მეფე იყავი ­ ის გლახაკი, შენი

ძალაუფლება განუზომელია იყო მასზე ათასჯერ და ათიათასჯერ, სიკეთის

კეთებაც ამ საზომით მოგეთხოვებოდა და ჰქენ შენ ეს სიკეთე? “

თავად ისეც შევიტყვეთ, რომ დავითი ხშირად გადიოდა ხალხში და

უხვად გასცემდა წყალობას, განსაკუთრებით მოწყალე იყო ობოლთა, ქვრივთა

და გაჭირვებულთა მიმართ...

გამოხდა ხანი.

ამასობაში დავით მეფემ რამოდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას

მიაღწია და კიდევ უფრო შეავიწროვა რკალი გეორგიანთა ძველი დედაქალაქის

ტბილისის გარშემო, რომელიც უკვე მრავალი წელი არაბებს ეკავათ.

ამდენად იშვიათად გვიხდებოდა მეფესთან შეხვედრა.

Page 23: II - palitral.ge...როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“ ეს ბრძოლა ნაწილი იყო

23

ნაჯიმ იბნ ალი მანსუდი იმდენად მოხიბლული იყო ამ ქვეყნით და მისი

დიდებული მეფით, რომ ბედნიერი ჩანდა, მაგრამ ხანდახან ჩაფიქრდებოდა და

ფიქრს მიეცემოდა, როცა მიზეზი ვკითხე მითხრა, რომ თავისი ოჯახი და

შვილები ადარდებდა, მეფეს კი ვერ უბედავდა თავის სათქმელს...

ერთ დღესაც მეფის გუშაგნი გამოგვეცხადნენ და გვაუწყეს, რომ მეფეს

ჩვენი ნახვა სურდა...

ნაჯიმ იბნ ალი მანსუდ, მიმართა მეფემ ვგრძნობ, რომ შენ გული სევდას

აუვსია, ალბათ ოჯახის და ახლობლების ბედი გაწუხებს...

ათ დღეში ტფილისდან ქარავანი გადის ალეპოსკენ, თუ ისურვებ ჩემი

ხალხი მიგაცილებს უსაფრთხო ადგილამდე, საიდანაც ქარავანს გაყვები...

ნაჯიმ იბნ ალი თავი ვერ შეიკავა დაემხო მეფის წინაშე და თვალები

ცრემლით აევსო, მეფემ წამოაყენა,

„ ხვალ დილას მოგიგზავნი მხლებელთ, გზა მშვიდობისა და თუ უფალი

ინებებს კიდევ შევხვდებით, კეთილშობილო ნაჯიმ იბნ ალი მანსუდ. “

ამ ხნის მანძილზე პირველად ვნახე ცრემლი ნაჯიმ იბნ ალის თვალზე...

მეფის გუშაგმა სახლამდე მიგვაცილეს და ნაჯიმ იბნ ალის მეფის უხვი

ძღვენი გადასცეს.

ბავშვივით იყო გახარებული ნაჯიმ იბნ ალი და „დიდება უფალს,

დიდება უფალს“ მხოლოდ ამა სიტყვებს იმეორებდა.

სისხამ დილას გვეწვივნენ მეფის კაცები.

­ გზა მშვიდობისა და თუ უფალი ინებებს კიდევ შევხვდებით,

კეთილშობილო ნაჯიმ იბნ ალი მანსუდ.

­ გზა მშვიდობისა და თუ უფალი ინებებს კიდევ შევხვდებით,

კეთილშობილო გაი დე ლესკარ.

დიდხანს არ მომიწია მარტო დარჩენა მეფის გუშაგი მოვიდა და

მაცნობდა, რომ მეფე მიხმობდა.

მეც ვეახლე, მეფე მაგიდასთან იჯდა, რომ დამინახა წამოდგა მშვიდობა

შენდა კეთილშობილო გაი დე ლესკარ,

მოგესალმებით თქვენო უდიდესებულებავ. მივუგე

მეფემ გრაგნილი გამომიწოდა

გრაგნილი გავშალე და წერილი წავიკითხე - ეს თქვენი წერილი იყო

დიდებულო ბოლდუინ,..