მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web...

71
მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ. მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმ. მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმ. მმ მმმმმმმმ მმმმმ, მმმმმმმ მმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმ მმმმმმ, მმმ მმმმმ მმმმმმ-მმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ «მმმმმ მმმმ მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ», მმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ, მმმ მმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ. მმმ მმმ, მმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ. მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმ. მმმმმმმმმ მმმმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმ მმმმმ. მმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმ მმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ. I მმმმმმმმმმმმ მმმ-მმმმ. _ მმმმ მმმმმმმმ, _ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ, – მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ. მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ. მმმმმმმმმ მმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმმ, მმმმმ. მმმმმმმმ მმმმმმ, მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმ. მმ მმ მმმ მმმ, მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმ

Transcript of მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web...

Page 1: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

მეუნარგია იონა

ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა.

მასალები და დოკუმენტები სოლ. ცაიშვილის რედაქციით

ბარათაანთ გვარს შესანიშნავი მწერალი ემართა. იმ მოდგმათა რაზმს, რომელიც მოჰყვა ბარდა ჯამბაკურის ჩამომავალთა მას შემდეგ, რაც ესენი ძველთა-ძველად გადმოსახლდნენ საქართველოში «ვიდრე ხუთი ათასითა ოდენ მეკომურისა კაცითა», იმ მდიდარსდა პოხიერ სისხლს, რომლის შერეულმა ტალღამ მისცა ჩვენს მწერლობას ნიკო ბარათაშვილი, არა ერთი კაცი გამოუჩენია საქვეყნოდ განთქმული სამშობლოს ერთგულებითა და ვაჟკაცობით. დრო იყო, როცა თითო ბარათაშვილი თითო ჯარად უღირდა საქართველოს. მაგრამ სამწერლო სარბიელზე ამათში მხოლოდ ორბელიანთ გვარს ჰქონდა შეკვლეული გზა. ბარათაანთ სახელი ამ ასპარეზზე პირველად იმან შეიტანა, რომლის ცხოვრების აღწერას ეკუთვნის ეს მცირ შრომა. ეს გვარის დამამშვენებელი კაცი არის ჩვენი სასიქადულო პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.

I

ბარათაშვილის დედ-მამა. _ მისი დაბადება, _ პირველდაწყებითი სწავლა კალოუბნის სასწავლებელში, – კეთილშობილთა სასწავლებელი, – პოეტის მასწავლებელნი და ამხანაგნი. – სხვადასხვა მოგონებანი სასწავლებლის ცხოვრებიდან.

ნიკოლოზის მამა, მელიტონ ბარათაშვილი – კავალერიის თეთრ მუნდირში, ჩამრგვალებული, ჯმუხი. ქართველი თავადი, – კავკასიის მთავრმმართველების ერმოლოვის და პასკევიჩის დროს მთავარსამმართველოს თარჯიმანი იყო. ეს ის დრი იყო, როდესაც ახალად ჩამოთესილ მთავრობასა და საზოგადოებას შორის თარჯიმანს დიდი ადგილი ეჭირა. ჩვენში ჯერაც არ დავიქყნიათ სახელები იმ დროის თარჯიმნებისა: ბებუთოვის, ენიკოლოფოვის და ფალავანდოვისა. შემდეგში მელიტონ თბილისის მაზრის მარშალი იყო და ხშირად გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლოიც. მისი ოჯახი ფართოდ გაშლილი ოჯახი იყო და სუფრა ღონეზე

Page 2: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

გადამეტებულად მდიდარი და ნაქები მთელ ქალაქში. ხშირმა სტუმარმა და წვეულებამ თან წარიღეს მისი ავლადიდებაც.

მელიტონი ჩავარდა დიდ, გადუხდელ ვალში, რომლის გამო პოეტიც ნაკლულევანებაში იყო მთელი სიცოცხლე.

მის ზნეობით ვინაობაზე ბარათაშვილის ამხანაგი და ცხოვრების ამწერი კონსტანტინე მამაცაშვილი წერს: «მელიტონ იყო ქართულს ენაზე განათლებული კაცი, კარგი მოლაპარაკე, ზედმიწევნით მცოდნე ქართული ლიტერატურისა. იმის სახლში ნახავდით ძველს ჩვენს სწავლულს ქართველებს. იმათ შორის თითქმის ყოველდღე მელიტონთან დაიარებოდა მღვდელი ეგნატე იოსელიანი, პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ძმები ნიკოლოზ და მიხეილ ფალავანდიშვილები, სოლომონ მეითარი – თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები, – დისწულნი მელიტონისაა, – და ბევრნი მაშინდელ დროს განათლებულნი ქართველნი».

ყველა სხვა ღირსებასთან მელიტონს ერთი საშინელი თვისება ჰქონდა: მეტის-მეტად ანჩხლი იყო და მყვირალა. ივენე კერესელიძემ გვამბო: მელიტონ თავის სადგომში რომ გააბამდა ყვირილს ანჩისხატის გვერდით, ტეკლე ბატონიშვილის სახლში გვესმოდა, კანტორის პირადპირ. მის გულფიცხელობისაგან მთელს მის ასხლობას არა ერთხელ ცხარე ცრემლი უღვრია და მწარე პური უჭამია. ერთხელ მაზრის მარშლად ყოფნის დროს, იმან გუბერნატორის სეკრეტარი გალახა, რომელმაც რაღაც ქაღალდის მოძებნის უარი უთხრა.

მაგრამ ასეთი არ იყო პოეტის დედა ეფემია, ის სამგზის კურთხეული დედა, რომელმაც, როგორც მუზამ, სულთ უდგა მის ძმას გრიგოლ ორბელიანს დაეწერა ლექსი ქართული მწერლობისა «ჩემს დას ეფემიას», ის იყო მშვიდი წყნარი, რომლის ალერსი უახროდა შორით მის დიდებულ ძმას და იზიდავდა მისდამი ყიველთა პატივისცემას. «ეფემია იყო მშვენიერი ქალი და ქართულად კარგად გაზრდილი», ამბობს კონსტანტინე მამაცაშვილი. ის იყო საშუალოს ტანისა და პირხმეელი, – დასძინა ივ. მუხრან-ბატონმა.

მელიტონ სახელობით ჯერ მუხრანიანთ ხიდს ახლო იდგა და შემდეგანჩისხატის უბანში, იქ საცა აბხაზი იდგა, დეკანოზ დიმიტრი მესხიშვილის სახლის პირადპირ.

Page 3: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ბარათაშვილი, – შინაურობაში ტატო, ნათლობის სახელით ნიკოლოზ, – დაიბადა ქ. თბილისში 22 ნოემბერს 1816 წელს.

ამ დროს ჯერ ისევ არსებობდა თბილისში სამრევლო სასწავლებლები, საცა თითო ოროლა ანაბანას სწავლობდნენ ყველა ჩვენი შე სანიშნავი კაცნი წარსულის დროებისა. შვიდი წელი რომ შესრულდა ტატოს დედამ ასწავლა იმას წერა-კითხვა და მიაბარა კალოუბნის სასწავლებელში, საცა 10-12 წლის წინათ სწავლობდა გრ. ორბელიანი. აქ დაუდვა იმან პირველი საფუძველი იმ კარგს წერას და ენის კილოს, რომლითაც მდიდარია ყველაფერი, რაც რამ დაუწერია მის მარჯვენას. ლოცვანი, დავითნი, ჟამნი, სამოციქულო, სახარება, ე. ი. ათასი წლის ქართული ენა, რომლითაც გულმხურვალედ ულოცნია ქართველ კაცს, უქია და უდიდებია შემომქმედი, გამოუხატნია უაღრესი და უდიდესი თვისი სულის მოძრაობა. შეიქმნენ ქვაკუთხედად მისი მომავლის მსახურებისა ქართულ მწერლობისადმი. ნუ დავეძებთ იმას, თუ როგორ, ან რას ასწავლიდნენ სკოლაში, რადგანც მხოლოდ პირველდაწყებითი სწავლა მიიღო პოეტმა აქ. ასწავლიდნენ აქ შამღვთო წიგნებს, სიტყვიერებას, ასწავლიდნენ აქ მამაპაპურად, პატრიარქალურად. ბარათაშვილის ცხოვრების ამწერი ზ. მთაწმინდელი, რომელსაც არა ერთი საინტერესო ცნობა გამოუჩხრეკია პოეტის ცხოვრებისა, წერს ამ კალოუბნის სკოლაზე: «სკოლა სწორედ ახლანდელს კალოუბნის ეკლესიის მახლობლივ ყოფილა, შეგირდები თურმე ეზოში შეგროვდებოდნენ, ზაფხულში კარში სწავლობდნენ და ზამთარში – დარბაზში. ამ სკოლის მასწავლებელნი ტავის დღეში არც პურსა და არცწყალს არ ყიდულობდნენ, შეგიდები რომ პურს მიიტანდნენ, ოსტატი გამოართმევდა იმ პურს, გადასტეხდა შუაზე, ნახევარს ტვითონ დაიტოვებდა და ნახევარს შეგირდს მისცემდა. ახლა შუადღისას დაუძახებდა შეგირდებს: სათითაოდ ზოგს კოკას, ზოგს ლიტრას, დაირეკავდა ყმაწვილებს წყალზე წასასვლელად, თვითონ მასწავლებელიც თან მიჰყვებოდა».

რაც უნდა იყოს, მადლი იმ მასწავლლებელს, რომელმაც ქართული ენის სიყვარული ჩაუნერგა გულში ორ ისეთ მწერალს, როგორიც არიან გრ. ორბელიანი და ნ. ბარათაშვილი. ბარათაშვილს ამ დროებაში, თუ დაუჯერებთ იმავე ავტორს, ქართული ტანსაცმელი სცმია, «თეთრი მაუდის ჩერქეზკა, თავადური პატარა ლურჯი ქუდი, პატარა ხანჯალი და ვერცხლის ქამარი, ბუზმენტიანი».

Page 4: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

1827 წელს, სექტემბერს ბარათაშვილი შეიყვანეს კეთილშობილთა სასწავლებელში. ეს სასწავლებელი შემდგომში გიმნაზიად გადაკეთებული. იყო მოტავსებული ახლანდელ სასახლის ქუცაზე იქ, საცა ამართულან ამჟამად ვეებერთელა სახლ;ები ლალაევის (ყოფილი ზუბალაშვილისა) და ერისთავისა (ყოფილი სარაჯიშვილკლოიუსა). სკოლასთან პანსიონიც იყო, საცა იდგნენ 150-მდის ყმაწვილი და ბარათაშვილიც ამათ რიცხვში მიაბარეს.

«ნიკოლოზ ბარათაშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა, უმეტესად განსხვავებული იყო ამხანაგებში თავისი მხიარული ხასიათით, სიმარდით. პირველი მოცეკვავე იყო, საკუთარი ლეკურისა, ყველასაგან საყვარელი ამხანაგი», – წერს ტელეგრაფულის სტილით კონსტანტინე მამაცაშვილი. ამავე სტილით რომ შევავსოთ ეს ცნობა, უნდა დავუმატოთ: იყო დიდი ცელქი, დამცინავი, (რაილლენრ), ჩქარი, მაგრამ კეთილი, ჭკვიანი, ამხანაგებისა დათავის მოყვარე.

მასწავლებელები დიდად აფასებდნენ ნიჭიერ შეგირდს. ქართულ ენას და გრამატიკას ასწავლიდა იმას ჯერ დოდაშვილი, სანამ ამას არ დაიჭერდნენ პოლიტიკურ დანაშაულისათვის და არ გააგზავნიდნენ რუსეთს, და შემდეგ ყორღანოვი, რუსული ენის მასწავლებელი. დოდაშვილმა თვითონ შეადგინა შეგირდებისათვის გრამატიკა – გერჩის წიგნი გადმოაკეთა – და დაბეჭდა თუ არა, გასცა კლასენბში ბრძანება, ეყიდნათ მისი თხზულება. ბრძანება ყველამ აღასრულა ბარათაშვილის გარდა. ამას ფულკი ვერ ეშოვნა. როცა ავტორი – მასწავლებელი შემოვიდა კლასში და კმაყოფილებით გადახედა შეგირდებს, რომელტაც წინ ეწყოთ მისი ახალი თხზულება, შენიშნა, რომ ბარათაშვილს წიგნი არ ჰქონდა.

– ბარათაშვილო!

– ბატონო!

– მამა შენი რა არის, ლოტრანგია თუ ქართველი?

– მაშ, რატომ წიგნი არ უყიდნია? წადი და მოახსენე: თუ დღესვე წიგნი არა გქონია, კლასში არ შემოგიშობ.

მეტი რა ღონი იყო, ამ ულტიმატუმმა შეაშინა პოეტის მამა და აყიდვინა იმას ერთი ვაი-ვაგლახით დოდაშვილის «სწორმეტყევლება». დოდაშვილის შემდეგ გრამატიკას

Page 5: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ასწავლიდა იმისვე წიგნით ყორღანოვი, კაცი დიდად უნოჭო. ამის უბედურება ის იყო, რომ გრამატიკა მარტო ზმნამდის იცოდა. ამის გამო მთელი წელიწადი სულ იმას იძახდა: «ზმნამდის გაიკვეთეთ», «ზმნამდის გაიკვეთეთ», და შეგიდებიც სულ ზმნამდის ზეპირობდნენ. ეს პატიოსანი კაცი რუსულ ენას ასწავლიდა დაბალ კლასებში იმ «რაზღოვორების» საშუალებით, რომელშიაც მთელი ფრაზები იყო დაბეჭდილი რუსულ-ქართული. განსვენებულალექსანდრე საგინაშვილისაგან გამიგონია, ყირღანოვმა ხელის შლაც იცოდა და პრტყლად ლაპარაკიო. ის რომ ხმამაღლა იტყოდა: жарко, очень жарко, – «ცხელა, ძლიერ ცხელა», მთელ კლასს უნდა გაგვემეორებია მისი სიტყვები.

რუსულ გრამატიკას და ენას ასწავლიდა მათალ კლასებში მასწავლებელი, დემენტიევი, რომელიც ახლაც ცოცხალია და იმყოფება ქალაქ თბილისში. ამან კარგად იცოდა თავისი ხელობა და მისმა შეგირდებმა – მათ შორის ბარათაშვილმა – ჩინებულად ისწავლეს რუსული ენა. მეტადრე რუსულ კითხვას უქებდნენ ამ მასწაველბელს. რასაც გვასწავლიდა, ისე კარგად გვასწავლიდაო, სთქვა ლუკა ისარკიშვილმა,თითქო პიში ლუკმას გვიდებდაო, მაგრამ თუ ვერ გავიგებდით და კითხვაზე ჯეროვან პასუხს ვერ მივცემდით, გაგვიჩერდებოდა და გვეტყოდა:  ну что лобиоо! და გაჯავრებული ხელახლა აგვიხსნიდა საგანს. მეტადრე კარგად კითხულობდა თურმე ეს მასწავლებელი მიცკევიჩის ლექსს «ფარისს», რუსულად ნათარგმნს. ქართულ კატეხიზმოს ასწავლიდა სკოლაში ეფრემ ალექსი-მესხიშვილი, ზედმიწევნით მცოდნე ქართული ენისა, რომელმაც უფრო გაამტკიცა ბარათაშვილში სიყვარული კარგი ქართულისა.

ბარათაშვილი ყველა საგანს კარგად სწავლობდა. ფიზიკის მასწავლებელმა შესტაკოვმა, რომელიც დროებით სადღაც წავიდა, მიანდო იმას და ლევან მელიქიშვილს განეგრძოთ მეტეოროლოგიური დაკვირვება, მისგან დაწყებული. ბარათაშვილი კარგად ასრულებდა მინდობილობას, სანამ ერთ უბედურ დღეს თერმომეტრი არ გაუტყდა. იმას უნდოდა სხვა თერმომეტრი ეყიდა, მგარამ ფული საიდან უნდა ეშოვნა და პირშავად დარჩა თაცის მასწავლებელთანაო, – გვითხრა ლევან მელიქიშვილმა.

სხვაზე უფრო დაწინაურებული იყო ბარათაშვილი ცეკვითაც. სასწაველებელს ჰყავდა «ტანცები» მასწავლებელი და ჰქონდა საკუთარი «ტანც-კლასი». ყოველ საბათობით

Page 6: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

მოდიოდა სასწავლებელში ოსტატი ალდადანოვი, რომელიც სხვათა შორის ლეკურსაც ასწავლიდა. ბარათაშვილი პირველი მოცეკვავე იყო და უპირველესი მოლეკურე, თუმცა მესამე კლასში იყო, თუ მეოთხეში, როგორც ამბობს ბი მთაწმინდელი, 1832 წ. ორივე ფეხი მოიტეხა და დიდი ვაის-ყოფით მოირჩინა თავი და კოჭლად დარჩა მთელი სიცოცხლე.

მკვირცხლი, ცელქი, მოუსვენარი, ცოტა ანჩხლი, ნერვებიანი, ენამახვილი ბარათაშვილი იყო სული და გული ტოლ-ამხანაგებისა. ყველას უყვარდა იგი და ყველა ერიდებოდა მის მახვილ ენას, მის ეპიგრამებს.

მაგრამ ყველანი არ ურჩებოდნენ მის დაცინვას. ერთხელ, როდესაც ქართული მწერლობის სიყვარულით გატაცებულნი გიმნაზიის მოწაფეები სწერდნე და თარგმნიდნენ ქართულ ენაზე რუსულ ლექსებს, ერთ შეგირდს, გვარად ვარლამოვს, გადაეთარგმა პუშკინის «ევგენი ონეგინიდან» რამდენიმე კარი,. მოგეხსენებათ ეს პოემა დიდი პოეტისა იწყება ასე:

Мой дядя самых честных правил:Когда не в шутку занемог…

ვარლამოვს თარგმანი არავისთვის ეჩვენებინა ჯერ, თუმცა არ მალავდა, რომ სთარგმნიდა პოემას, და თავისი რვეული ცხრაკლიტულში ჰქონდა სენახული. ბარათაშვილს იმდენი უცდია, რომ მოუპარავს ეს რვეული და ერთ დღეს, როდესაც მასწაველებელი ჯერ კლასში არ შემოსულიყო წამოდგფა და დააჩუმა ამხანაგები:

სუთ, ყური დამიგდეთ, ევგენი ონეგინი ვთარგმნე და მინდა წაგიკითხოთ.

ვარლამოვმა ყურები სცქვიტა და ბარათაშვილმა დაიწყო ხმამაღლა:

«ბიძა ჩემი დიდთა პატიოსანთა კანონთა:როდესაც ხეურობა გაშობით ავად გახდა»...თქმა არ გაეთავებია რომ ვარლამოვი მივარდა მკითხველს. მასწავლებელი რომ არ შემოსულიყო კლასში და სიჩუმე არ ჩამოეგდო, იმ ხარხარში, რომელიც ატყდა ამის კთხვის დროს, ვარლამოვი ცემას უპირებდა ეშმაკ-პოეტს.

მეორე ხუმრობისათვის ბარათაშვილი კინაღამ არ გამორიცხეს სასაწავლებლიდან.

Page 7: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ერთხელ კეთილშობილთა სასწავლებელში ქართველმა შეგირდობამ კონცერტი გამართა სასწავლებლის დარბაზში. კარგი იყო თუ ცუდი ეს კონცერტი, არავინ იცის, მხოლოდ ეს კია, რომ სომხებმა სასაცილოდ აიგდეს წარმოდგენის მონაწილენი. ეს რომ ბარათაშვილმა შეიტყო, ჯავრის ამოსაყრელად, სატირა დასწერა სომხებზე, რომელშიაც სხვათA შორის ზოგიერთი ქართველიც შეამკო. ეს ლექსი თურმე ასე იწყებოდა:

«კონცერტებში დაგვპატიჟეს, დაგვათვლევინეს ფულები»...

ბარათაშვილის ამხანაგებმა დასდეს კონვერტში და ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდეს. ერთხელ უცადეს ეფექტს, მაგრამ რომ არა გამოვიდა რა, ხელახლა გადასწერეს ლექსი-ლევან მელიქიშვილმა გადასწერა - და როცა სასწავლებელში მოვიდა ფოსტის დამტარებელი, ლექსი «კნიღაში» ჩაუდეს დაბეჭდილი პაკეტით. პეტრე ბაგრატიონმა ჩაწერა ამ «კნიღაში», რომ პაკეტი მირთმეოდა თავად-აზნაურობის წინამძღოლს ტ. ფალავანდიშვილს. ალბათ, დიდი რამ საწინააღმდეგო უნდა წერებულიყო ამწიგნში, რომ მთავრობამ ასე დიდი ყურადღება მიაქცია იმას,. რომ ვერ გაეგოთ, ვისგან იყო გაგზავნილი ლექსი, ბეჭედზე დაწერილი გვარი დაემახსოვრებინათ – ეს ბეჭედი ბარათაშვილის ამხაბაგის მონასტირსკისა იყო – და ერთხელ, როდესაც სასწავლებლის მებუფეტეს წიგნი მიეწერა ვისღასთვისაც და წიგნი მონასტირსკის ბეჭდით დაებეჭდა, ფოსტამ – რომელიც გაფრთხილებული იყო – ბეჭედი იცნო, მებუფეტე დაიჭირა და მთავრობას წარუდგინა. იმავე საღამოს სასაწავლებელში მოვიდნენ უეცრივ: ჟანდარნის აფიცერი, პროკურორი, პოლიციის უფროსი. შეიხმეს ოთახში მონასტირსკი და დაუწყეს კითხვა. ამხაბაგებმა კაცი აფრინეს ტატოსთან (ტატო თუმცა პანსიონში იყო, ღამ-ღამე სინ მიდიოდა). მაგრამ მტავრობამ სულ ყველაფერი შეიტყო და საქმე ასე დაბოლოვდა: მთავრმართებლის როზენის ბრძანევით, დამნაშავენი: ნიკო ბარათაშვილი და პეტრე ბაგრატიონი გაემგზავრნენ თავიანთ მშობლებთან დასასჯელად. ამ ბრზანების თანახმად ტატო წაუყვანეს მის მრისხანე მამას. პროცესია ამ რიგად მიდიოდა: წინ მიდიოდა დამნაშავე, იმას უკან მისდევდა გუვერნიორი და გუვერნიორს დარაჯი «როზგით». ადვილად წარმოსადგენია რა დღეც დაადგებოდა თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ვოლტერს თავის სატირისათვის. იმის სიხარულით რომ შვილი სკოლიდან არ გამოურიცხეს, მამამ კინაღამ სული არ ამოართვა, იმდენი სცემა.

Page 8: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ბარათაშვილმა დაასრულა გიმნაზია 1835 წელს. იმასთან ერთად შეასრულეს სწავლა: გასოარივმა, ხორუჯენკომ, ილია ორბელიანმა და ლევან მელიქიშვილმა. «გასპაროვი ჩვენზე მდიდარი იყო და სულ იაღლოს გვაჭმევდაო», გვიამბო სხვათა შორის ლევან მელიქიშვილმა ამ დროების მომგონემ.

II

ბარათაშვილის სამსახურში შესვლა, – Экспедиция суда и расправы თანამედროვე ქალაქის ქართველი საზოგადოება, – ბარათაშვილი სულით ობოლი.

გიმნაზიის შესრულების შემდეგ ბარათაშვილმა ჯერ სამხედრო სამსახურში შესვლა დააპირა. ეს ისეთი დრო იყო, რომ მთელი კავკასია და რუსეთი ლეკებთან ბრძოლას ეძებდა და შამილის დაჭერას ფიქრობდა სიზმარში თუ ცხადა, ამასთან სამხედრო ასპარეზი რომელოშიაც იღწვოდა პოეტის სასიხარულო ბიძა გრ. ორბელიანი, ადრიდგანვე სეადგენდა მისი სურვილის საგანს. მაგრამ ეს სურვილი არ აუსრულდა პოეტს: დედა-მამამ თანხმობა არ მისცეს: «შვილო, კოჭლი ხარ, თუ არ ინვალიდების კომანდაში, შენ სამხედრო სამსახურში რად ივარგებო», უთხრეს იმათ. მაშინ ოცი წლის ყმაწვილმა ითხოვა უნივერსიტეტში გაგზავნა, მაგრამ თანხმობა არც ამის მიიღო, ბარათაშვილი დამორჩილდა თავის ბედს დარჩა ქალაქში და რომ ვერა მოახერხა რა, შევიდა ჩინოვნიკად კავკასიის უზეანაეს სასამართლოში, რომელსაც ერქვა Экспедиция суда и расправы.

თვითონ პოეტი აუწერს თავის მდგომარეობას ბიძამის გრიგოლ ორბელიანს ერთ წერილში თებერვლის თვიდან 1837 წლისა.

«საყვარელო ძიავ! აგრე წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდა ი რასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა აღვიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будщность моя представлялась мне в радужных мечтаниях, და რაც მერმე ვიდრე სამსახუში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კავობა, იგი მმზრდიდა მე აქომომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხოლმე გულში. მაშ რაღა დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო, მაშინნ როდესაც ფეხი უკედ მქონდა

Page 9: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

და კარგადაც მაქვს ასე, რომ ცემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანაცაობ. მაგრამ, რადგანაც სევიტყე უარი მათი და მით უამოვნობა, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო. არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო მამაც ამ დროს ავად შეიქნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა: «შვილო, ხომ ხედავ შენის სახლის გარემოებასო. იქნებ მე ვეღარს კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?» ამას შემდეგ გული აღარ იყო, რომკკიდევ შემეწუხებინა მამა ჩემი თხოვნით, დავრჩი ისევ ჩემს მამუ;ლში, განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მჯაცრ ბედსა, თუმცა ხანდისხაბ ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმა: ან ჩემი ბედიდა ან ჩემი სურვილის აღსრულება. რადგანაც ასე მოხდა, მაშ აქ ექსპედიციაზე კარგს ადგილს ვერ ვიპოვნიდი: უნდა მართალი ითქვას, რომ ეს ადგილი ყმაწვილი კაცვისათვის, ვისაც-კი სამოქალაქო სამსახური უნდა პირველი შკოლაა. ეს არის, რომ круг чиновников не выгоден для образования нравственности, მაგრამ ეს თავისზედ არის დამოკიდებული»

«ამისათვის გაცნობებთ ჩემს ვითარებას, რომ ცემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოდ, ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას... მახლას!»...

ბარათაშვილი გამოვიდა ამგვარად ცხოვრებაში, გახდა ჩინოვნიკად, საზოგადოების მოსამსახურე პირად. ის ჯერ ერთობ ყმაწვილი იყო «პროტოკოლების» და აქტების მაგივრად ამს ერჩია ჯერ ისევ სიტყვიერების თეორია სჭეროდა ხელში, მაგრამ იმის თქმისა არ იყოს ბედმა ეს მოუტანა და ესეც დამოტჩილდა ამ მკაცრ ბედს. იმას სწყუროდა სამხედრო დიდება, უნდოდა ცხოვრება სავსე ყიჟინითა და ძლევის ხმით. და ნაცვლად ამისა ხვდრმა შეაბა კანცელარიის ყოვედღიურ მუშაობას, იმ უმადლოი და წელის მომწყვეტ სამუშაოს, რომლისთვისაც იმას თვეში ხუთი მანეთი ჰქონდა გაჩენილი ჯამაგირად.

ამაზე უარესს პირობაში არ ჩავარდნილა არასოდეს არავითარი ახალგაზრდა პოეტური ტალანტი. კაცსს ჯერ თერგი არ დაულევია, როგორც ამბობენ ჩვენი მამები, ქუთაისამდი გზა არ გაუვლა, ზღვა არ ენახა და ბედმა-კი ამ ნიჭიერ ბავშვს ცხვირი კანცელარიაში შეაყოფინა, ტალანტი ხაფანგში მოუმწყვდია. ამ მხცებისა არ იყოს რომლების ზამთარში თავის ფეხების წოვით ირჩენენ თავს, ბარათაშვულსაც თავის

Page 10: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

სულიერი საუნჯისაგან უნდა ესზარსდოებინა თავის ნიჭი და სარწმუნო ყოფილიყო იმ მცირედით, რასაც აძლევდა ამას თბილისის საზოგადოებნრივი ცხოივრება.

მაგრამ რა იყო ამ დროს თბილისის საზოგადოებრივი ცხოვრება? რის მიცემა შეეძლო იმას ჭაბუკ პოეტის მწყურვალე გულისათვის? საუკეთესო კაცები საქართველოსი, ის კაცები, რომელთა საზოგადოებას მართლა შეეძლო მიეცა რამე ბარათაშვილისათვის, რუსეთში იყვნენ გადაგზავნილები. გრ. ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალ. ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ დოდაშვილი, ალ. ორბელიანი, ელ. ერისთავი ამ დროს რუსეთში ნანობდნენ იმ ფარულ საზოგადოებაში მონბაწილეობას, რომელიც დაწესდა თბილისში 1829 წელს. ეს კაცები წარმოადგენდნენ ჩვენს საზოგადოებაში სამწერლო ელემენტს და ამ ელემენტის უმყოფლობა საგრძნობელი იყო ჩვენი ერისათვის.

«იმ დრის ტფილისში, – განაგრძობს თავისებურად კონსტანტინე მამაცაშვილი – არაფერი საზოგადო გასართობელი ადგილი არა გვქონდა. არც თეატრები, არც კონცერტები, არც კლუბები, – ჩვენი დრის გატარება იყო ან ერთად სადილი, ან ერთად საღამოზედ ყრილობა. ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები ხან ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ხან ლ. ი. მელიქიშვილთან, ხან სადილად გარეთუბნის ბაღებში.

«ჩვენი დროს გატარება იყო: ლაპარაკი მაშინდელს ლიტერატურაზედ, სწავლაზედ, სხვა და სხვა ჩვენს გარემოებაზედ... ქართილი, დარბაისლური, მეტყველი ხომრობა, შექცევა, სიმრერა; ცისაც უნდოდა, ქაღალდს თამაშობდა, ნარდს, ჭადრაკს, ქაღალდის თამაშობაში ხანდისხან ნიკოლოზ ბარათაშვილიც მიიღებდა მონაწილეობას, მერე მეგობრული ვახშამი და ვახშმის შემდეგ სეირნობა მთვარიან ღამეს ქუცებში და ზოგჯერ ბაღებსიაც».

სხვა სიტყვებით რომ გამოვხატოთ ეს ჩვენება, ისეთი სანდო მოწმისა, როგორც არის კ. მამაცაშვილი, ჩვენ დავინახავთ, რომ რიგიანი საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც ცხოვრებაში გაამოსულ ჯკაცს ისეთივე სამსახური უნდა გაუწიოს, რა სამსახურსაც უწევს მისწავლე ყმაწვილს სკოლა, ამ დროს არ არსებობდა თბილისში. არ იყო აქ ერთი მჭიდრო ორგანიული ქართული საზოგადოება, ქართული საზოგადოებრინვუი აზრი, არ იყო თეატრი, არ იყო კლუბი, არ იყო გაზეთი, არ იყო საზოგადო ყრილობა, არ იყო მაღალი სასწავლებელი, – ერთი სიტყვით არ იყო

Page 11: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

არაფერი, რისგანაც დღეს შემდგარა თვით აზრი განათლებულ საზოგადოებრივს ცხოვრებაზე. ის ცხობვვრება, რომელსაც აგვიწერს მამაცაშვილი, იგივე სკოლის ცხოვრება იყო. ყმაწვილი კაცები სკოლის ამხანაგები შეიკრიბებოდნენ ერთად, სადილ-ვახშანს შეექცეოდნენ, ილაპარაკებდნენ სხვათა შორის სალიტერატურო საგანზედაც, ერთხანს ნარდს გაუთამაშებდნენ, ან ჭადრაკს და შემდეგ მთვარიან ღამეში ქუჩებში და ბაღებში. მაგრამ ასე ხომ სკოლაშიაც უარებიათ ამათ დრო, ასე ხომ დღესაც ატარებენ დროს შეგირდები, და ისიც თუ იკადრებენამგვარ უბარალო დროს გატარებას, თუ არიან ხოლმე ოპერებში, ბა;ლებში ან სხვა რაიმე იმ დორისათვის უცნობ განცხრომაში სად იყო ნამდვილი საზოგადოებრივი ცხოვრება?..

თუ კერძო ოჯახი საზოგადოების ცოცხალ წევრად იჩენდა თავს, ეს იყო ან დღეობაში, ან ქორწილში ან სხვაგან სადმე ლხინში საცა საღამოდან ცისკრამდე მხოლოდ «დალიე» ისმოდა და მრავალ ჟამიერის სიმღერისაგან ყურთა სმენა აღარ იყო.

თვით პოეტი აგვიწერს ამგვარი საზოგადოების ფუჭ ცხობრებას ერთს წიგნში გრიგოლ ორბელიანთან.

«თუ ქალაქის ამბავი გინდა, – სწერს ის, – ჰსწორე გითხრა ბევრი ჭორიანობაა და ჭირიანობა; ორივ ერთია; მაგრამ ჭირი ტყუილია ამ ხელად და ჭორი კი მართალი, – დიდი დაძგერებაებია ქალებისა; დიდი აყალმაყალი, დიდი ტირილი; დიდი ღამის თევაები, დიდი წვეულებეები ერთმანერთის ჯავრით»...

მეორე წიგნში იმავე ორბელიანთან ბარათაშვილი უფრო მოკლედ და კატეგორიულად სწერს: «ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის».

ამგვარად უსარგებლო ქალაქში საშუალ აპატიურის საზოგადოებისა, არგუნა ბედმა ცხოვრება ბარათაშვილს. არც ოჯახში, სადაც მტარვალობდა მამა, არც სამსახურში, სადაც თავიანთი მუდამ მოღვრემილი და ჩამოშვებული ცხვრი-პირით ჩინოვნიკობა უმწარებსდა სიცოცხლეს, არც საზოგადოებაში, საცა მისი ტოლ-ამხანაგი არ იყო, საცა სატრფო, ან, როგორც ის ამბობდა, «საგანი» არ უნათებდა და არ უთმობდა გულს, სადაც კაცად-კაცადი ფიქრობდა მხლოდ სმა-ჭამაზედ და გამდიდრებაზე, ახალგაზრდა პოეტი ვერ ჰპოვნიდა თვის ხვედრს, როემლსაც ძიებდა

Page 12: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

სიყრმიდან.იმასაც სწამდა თავისი ვარსკვლავი, იმაშიც ცხოვრობდა დემონი და ღაღადებდა იდუმალი ხმა, რომელიც ეტყტოდა მას:

ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,ვინძლო იპოვო შენი საშვენი!(ეს მისი სიტყვებია), მაგრამ ცხოვრებამ იმედები გაუმტყუნა და ის ეტყვის ბნაღვლიანად ამ იდუმალ ხმას:

მაგრამ ემ მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!

ოჰ, რა დიდი ნზღვარი დასდვა პოეტის იდეალებსა და ცხოვრებას შორის. ის ცას იქით ეძიებდა სამყოფს:

გულისთქმა ჩემი სენს იქითა... ეძიებს სადგურს,ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...

ეუბნება ის სამყაროს და ამის წილ, მხვდრმა ის კანცელარიას მიაკრა მაგარი ჯაჭვით. უნებლიედ ის შეიქნა ცხოვრების უკმაყოფილო კაცი, სულით ობოლი. სულით მარტო. ყოველ მისს საქციელს, ყოველ მის ნაწერ-ნალაპარაკებს, ამის შემდეგ ცხოვრების უკმაყოფილების ბეჭედი ამჩნევია.

«კიედვ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ, – სწერს პოეტი ერთს ნათესავ ქალს: ვისაც საგანიი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელ ქვეყანმაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენ იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ... სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო, სიმაწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც. მრავალნი ნათესავენი და მაინც კიდევ ვერ ვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალი გრძნობი მექონი მეგონა იგი ვნახე უგულო, ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სყლლი არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ცისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლას სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი

Page 13: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა. სად განისვენოს სულმა, სად მიიდიკოს თავი?»

ერთი სიტყვით, ის შეიქნა:ჭკუით ირწმუნო. გულით უნდო, სულით მახვრალი...

რომელიც თუმცა კაცების საზოგადოებაში იყო, მაგრამ მეგობრებს კაცსს გარეშე ეძებდა: არშიყობდა მთვრიან ღამეს, ამცნობდა გულის საიდუმლოს მხოლოდ ვარსკვლავათა... შეტრფოდა, ვით მეგობარს, მთაწმინდის წყნარ საღამოს და გაირთობდა სევდას მტკვრის ნაპირზე...

აი ამ დროს ბარათაშვილი კარგს წრეში რომ ჩავარდნილიყო, რომ რაიმე მანქანებით მის გარშემო საზოგადოებაც გაჩენილიყო განათლებული, მწერლობაც განვითარებული, იმისგან მეტად შესანიშნავი პოეტი შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ სად იყო იმ დროს ამ მწერლობა, ან მკითველი საზოგადოება, ან ზნეობითა და გონეებით გაჩალხული განათლებულუი წრე საზოგადოებისა? ქვეყანამ, ცხოვრებამ, ნაცნობ-ნათესავობამ, ყოველდღიურმა პროზამ, რომელსაც ბარათაშვილზე უფრო ძლიერი ხასიათი შეუმუსრავთ, პოეტი გაიტაცეს, ჩაითრიეს ამ სოფლის დაუდგრომელს ბრუნვაში და ეს ბუნებისაგან უჩვეულოდ დაჯილდოვებული არსება შეიქნა ჩვეულებრივ კაცად, რომელიც რუსული ანდაზისა არ იყოს, – ქვეყნად იყო და ქვეყნიურ ამბებს ჩადიოდა.

III

ბარათაშვილი სოფლის ამაოებაში გართული. – მისი დაგეროტიპი – პირისახე. მისი «საგნები». დუელი ილია ორბელიანთან. – სამსახურის ბეჯითობა.

ბარათაშვილი გაერთო ამ სოფლის ამაოებას. არც ერთი ქორწილი, ღამისთევა, ყრილობა არ იყო თბილისის ქართველთ საზოგადოებაში, საცა ის არ ყოფილიყო თავ-მომლხენედ და შემაქცევრად. ყმაწვილი კაცი, უპირველესი ოჯახის შვილი, მარჯვე, მოსწრებული მოლაპარაკე, მოლექსე, მოლეკურე, მეთარე, ქაღალდის გატაცებით მოთამაშე, ყოველგან მიმსწრობი, ყოველგან შინაური კაცი, ბარათაშვილი შეიქნა საზოგადოების საყვარელ კაცად. საღამო ისე როგორ გაივლიდა, სამ-ოთხ ოჯახს არ სწვეოდა ის, ამბები და ჭორები არ მიეტანა იქ, არ გამოეტანა... დროჟკის

Page 14: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ფულები არ ჰქონდა (ფაეტონები მაშინ არ იყო) ამდენ სასიარულოდ, მაგრამ ის კოჭლი ფეხები ხომ ზედ ჰქონდა და ბილიკები ხომ ზეპირად იცოდა (ეს ლ. მელიქიშვილისაგან გამიგონია), ოჯახებში ხშირ-ხშირმა სიარულმა იქმდე მიიყვანა ის, რომ (ვთქვაა?) ორ-სამ ალაგას, იმ ანდაზისა არ იყოს, რომელიც დილის ოქროს საღამოს ვერცხლად ხდის, ბარათასვილს ხანდახან «შინ არ ბრძანდებიან»-საც ეუბნებოდნენ.

მაგრამ საზოგადოდ კი მისთვის ყველგან ფართოდ გაღებული იყო კარები. ორბელიაანების ოჯახში, მეტადრე მანანა ორბელიანთან, ამ ჩვენებურ მადამ რეკამიასთან, რომლის სალონში იკრიბებოდა რაც რამ იყო თბილისში წარჩინებული მწერლობაში, ხელოვნებაში, მმართველობაში, რომელიც იყო მეფედ ქართული ზრდილობისა და გემოვნებისა ათას რვაას ორმოც წლებში, ალექსანდრე ჭავჭავაძისს ოჯახში, ბარათაანთში, ფალავანდიშვილებში, ერისთავიანებში, ციციშვილებში ბარათაშვილი მუდამი სტუმარი იყო, შემტანი მოძრავი გონებისა და მხიარულების. აქ თამაშობდა ის, აქ ლხინობდა, ოხუნჯობდა, არშიყობდა; აქ ღუპავდა თვისს ყმაწვილ კაცობას. ღმერთმა მაშოროს, ქვა ვესროლო პოეტს ამგვარი ცხოვრებისათვის. ცხოვრებიდან მეტი რა უნდა შერჩეს კაცს, თუ არა სიტკბოება! თუნდ ერთის წამისა, იმ საშინელს სულიერ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩააყენა გარემოებამ ნ. ბარათაშვილი, ერთი ნაქურდალი კოცნა საყვარელის ქალისა, ერთი ოდენ მისი შემოხედვა, შეადგენს კაცისათვის ჭეშმარიტ ბედნიერებას, რომელსაც ვიქტორ ჰიუგო თვით სკიპტრასა და პორფირს ანაცვლებდა.

სიყვარულისა და ცოლის შერთვის დროც დაუდგა პოეტს, მაგრამ წარმატება არსად იყო. იმას აკლდა ამისთვის ის ორი თვალთმაქცურიი გასაღები, რომლითაც შეიძლება ქალის გიულში კარის შეღება – სილამაზე და სიმდიდრე.

ბარათაშვილის პორტრეტი არსად იპოვება, ერთადერთი მისი დაგეროტიპი, რომელიც შერჩენია მის დას ნინო ბარათAშვილს, დაღუპულა იმ საშინელ ცეცხლში, რომელმა გადაბუგა, არ მახსოვს რომელ წელს, გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტის სახლები დეა მათ შორის დუბელირის ფოტოგრაფიაც (ეს დაგეროტიპი გადაეცა ფოტოგრაფისათვის ილია ჭავჭავაძეს).

გაგონებით, ბარათაშვილი იყო მოთეთრო სახისა, პირხმელი, შავი ცოცხალი თვალებით, წაბლისფერი თმით, საშუალო ტანისა და სისქისა, მისი ხშირი წარბები

Page 15: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ერთმანეთთან გადაღობილი და თვალები ოდნავ დახრილი ცხვირისაკენ, ამხილებდნენ მასში ოდესმე ჩინეთიდან გადმოსახლებულ წინაპართ ჩამომავალს. წვრე-ულვაშს არ ატარებდა, რის გამო მისი სახე, შორიდან ლაზათიანი, ახლოდან ცოტა დაჭყანული იყო თურმე. პოეტი პალატაში მსახურობდა და მის დროს, ნიკოლოზ ხელმწიფის დროს, მთელ რუსეთის ჩინოვნიკობას პირზე სამართებელი დასტრიელებდა. ჩვენშიაც ისე ფიცხლად ასრულებდნენ ამ ბრძანებას, რომ (ბოდიშს ვიხდი გზის გადახვევისთვის), როცა 1837 წელს ხელმწიფე ჩამოვიდა საქრთველოში, იმათაც კი დაიპარსეს წვრე-ულვაში, ვინც საზოგადოების არჩვანით მსახურობდა, ასე რომ თვით ყაფლან ორბელიანს ჩამოაცალეს წვრე-ულვაში: საწყალი, ზასედატელი თურმე იყო! გაგეგონებათ ცვიმონ მაჩაბლის ნაღვლიანი ჩივილი ამ საგანზე: ღმერთო, ე რა დღეს მოვესწარით, ჩვენი დედ-მამები ამბობდნენ: თუ ეს ლეჩაქი მხურავს, თუ ეს ულვაშები მასხიაო და ჩვენს ერთიც დაგვეკარგა და მორეცაო.

ზემოთ ნათქვამს თუ ისიც დაუმატეთ, რომ ბარათAშვილი კოჭლი იყო, თქვენ სრულიად დარწმუნდებით, რომ პოეტს არ ჰქონდა აპოლონის მშვენიერბა.

სუყველა ეს ისეთი მიზეზებია, რომელთა გამო ბარათაშვილს არ უნდა ჰქონოდა დიდი წარმატება აქლებს შორიის. პირველი მისი სიყვარული იყო ნ. ო. – ის ქალი, რომელსაც უძღვნა ლექსი:

მიყვარს თვალები მიბნედილები...

მაგრამ მიიღო თუ არა იმან ნაცვალი გრძნობა ამ ქალისაგან, არავინ იცის. მეორე მისი საყვარელი იყო მებულკე ფრანგის ლაბიელის ქალი დელფინა. ამას უძღვნა ლექსი «ჩემს ვარსკვლავს», მაგრამ ამ ლექსშიაც უფრო მრისხანებაზე და წყომაზეა ლაპარაკი, ვიდრე სიყვარულზე. ერთმა ქალაქის ჩინოვნიკის ცოლმაც, რომელსაც აადევნა პოეტმა თავისი სიყვარული, პოეტის ჩანგი გასცვალა მეგრელ აფიცრის დეზებზე...

მაგრამ არშიყობასა და ქალებთან დროს გატარებას ის მაინც არ იშლიდა. როგორც ბიძა მისი გრიგოლ ორბე;ლიანი, ბარათაშვილიც დიდად მოყვარე იყო ქალების საზოგადოებისა. ის იმათ აჯავრებდა და ხიმრობიტ თუ ბოროტ-გაზრახვბით წაჰკიდებდა ერთმანეთს, იმათთან უყვარდა ყოფნა, მუსაიფი, ხიმრობა, ცელქობა, ბუტიაობა. იმან ყველაზე წინ იცოდა, ვინ ვის ეარშიყებოდა, ვის ვინ მოსწონდა, ვის

Page 16: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ვინ უნდა შეერთო და ან მხარს მისცემდა მათ, ან წაჰკიდებდა. ერთ ქართველ თავადიშვილს, რომელსაც ცეცხლი ეკიდებოდა ივ – ის ცოლის სიყვარულისაგან, პოეტი ეუბნება ერთ საღამოს:

– ზაქარია! ზაქარია! კატოს თავლი უჭირავს შენზე, კაბა გაისწორე და მარჯვედ დაჯექი.

საბრალო ტრფიალი რომ დაიმშვენებს თავს, ის მიუბრუნდება ივ – ის ცოლს:

– კატო, კატო! ზაქარიას შენზე თვალი უჭირავს.

– თვალები იმას დასდგომია! რა უნდა ჩემგან, რას გადამკიდებია, უთხარი, თავი დამანებოს.

და ამგვარად, დაახლეოვების მაგიერ იმან დააშორა ლაცი და ქალი ერთმანეთს.

«დედაკააცები ისევ ისინი, – სწერს პოეტ გრიგოლ ორბელიანს, – ჩვენი ყმაწვილები და ხახვების ფრანტები სულ შამილას დასაჭერად წამოვიდნენ, ქალაქი მე დამრჩა. მოუსვი ბიჭო! ამისთანა ფართე ოკეანე არც ერთ ხომალდს სეხვედრია».

1845 წელს, როცა ბარათაშვილი სამსახურმა დააშორა ქალაქის საზოგადოებას, ის სწერდა ერთს ნაცნობ ქალს ნახჭევანიდან:

«აი, სამი თვეა აქა ვარ და ძაღლად არავინ მახსენა; ეჰ! მაგის დარდასაც გავუძლებ! აღარც მე მცალიან ვისმესთვე... დიახ, ნურავის მოვაგონდები! იმისი არ იყოს, როგორც ერთ ქალს უბრძანებია, რომ აქ მოგვწყინდნენ და გავყარეთო.!

ეგეც აგრე იყოს. მაგრამ მე ეს ვიცი, რომ ჩევნ წელს ოცდა ექვსისა სევსრულდით და წინაც ჯერ ბევრი ნუგეში და სიამოვნება გვიძევს! ვაი იმის ბარლი,, ვინც ოცდა რვა წლისაა და აღარც არას ამ სოფლის კმაყოფილებას მოელის!»

ქალაქს გარედანვე სწერს ამავე ქალს იმავე კილოთი: «ახალ დანიშნულს, თუ პატარძალს, სოფიოს მოახსენე, თუ შეგხვდეს, ჩემი ზონარი რა უყო, ქმარი არას დაუშლის. მეორე სოფიოსაც უთხარ ჩქარა გამიკეთოს; ვინც მე ზონარს მომიქსოვს, აგრე ჩქარა გათხოვდება.

Page 17: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ერთ წერილში მიხეილ თუმანიშვილთან ის სწერს: Скажу тебе новость, თუ არ გაჯავრდები. Я еду сегодня вечером в д. Мцкнети, - зачем? - Ф зачем, что она там.

Мать ее просила меня провесть с ними несколько дней. Каковы должны быть эти дни? Ах? მაშ მოჰკვდი, ბზ!»

როგორც სკოლაში, ისე ცხოვრებაში, ბარათაშვილი დარჩა მოუსვენარი, ცელქი, დფამცინველი. სრული მისი ხასიათი იახტება იმ ბუზის ბზუილში, რომწლიც მოჰყავს პოეტს თუმანიშვილთან მიწერილ წიგნში. მხოლოდ ხშირად ეს ბზუილი ფუტკრის ბზუილს ემსგავსებოდა და ერთჯერ მისმა შხამიანმა სიტყვამ კინაღამ არ შეამთხვია მას უბედურება.

თავისთავდ სულ იმნიშვნელოა ეს შემთხვევა, მაგრამ რაკი ჩემმადი მოაღწია. არ შემიძლია ბიოგრაფიის მოვალეობას ვვუმტყუნო და არ გიამბოთ, რაც მოხდა.

იმ ხშირ საღამოებს, რომლებსაც ოჯახებში ატარება იმ დროს ქალაქელი უთეატრო და უვინტო საზოგადოება, ბარათაშვილი ხვდებოდა ხშირად ერთ თავის ამხანაგს მაღალაშვილს. ეს მაღალაშვილი ენამახვილი კაცი თურმე იყო და ხშირად დასცინოდა პოეტის ბიძას ილია ორბელიანს. დაცინვაში ხანდახან ბარათაშვილიც წაეხმარებოდა მაღალაშვილს. ორბელიანმა დიდხან ითმინა დაცინვა, მაგრამ ბოლოს მოთმინებიდამ გამოსულმა გადასწყვიტა პირველსავე კრებაში ჩხუბი აეტეხნა იმათთვის და მაღალაშვილი გამოეთხოვა ხმალში. საუბედუროდ, პირველ კრებაზე მაღალაშვილი არ მოვიდა და ორბელიანმა ჟინი ბარათაშვილზე ამოიყარა. ის დისწულობით არ დაერიდა ამ უკანასკნელს და დუელში გამოითხოვა. იქ მყოფ ამხანაგებს, სხვათა შორის ლევან მელიქიშვილს, უნდოდათ ხუმრობაში გაეტარებინათ ეს გამოთხოვა, მაგრამ რომ ვერ მოხერხდა შერიგება, სეკუნდანტები აირჩიეს. ილია ორბელიანმა ყაბარდოეკლი ატაჟუკინი და ბარათაშვილმა მაღალაშვილი. დანიშნეს დრო, ადგილი და გაემგზავრნენ ორივე დუელიანტი და მათი სეკუნდანტები ერთად, ფეხით. პირობა დასდვეს, ვინც ცოცხალი და უვნებელი გადარჩებოდა, იმას უნდა დაზიანებული მიეყვანა ჭირისუფლებისათვის ან მჯდარი ან ცოცხალი. გზაზე ლევან მელიქიშვილმა დაუწყო გამხნევება ბარათაშვილს. ეს რომ ორბელინმა გაიგონა, იწყინა და უთხრა მეგობარს:

– მე კი არ გებრალები, ლევან?

Page 18: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

– არა, არ მებრალები, იმიტომ რომ შენ ხარ მიზეზი ამ დუელისა, – უპასუხა მელიქიშვილმა.

მოვიდნენ დანიშნულ ადგილზე, გაზომეს ნაბიჯები, გატენეს დამბაჩები და დააყენეს მოპირდაპირენნი.

ილია ორბელიანი მაღალი, მაღალ ადგილზე, ბარათაშვილი დაბალი – დაბალ ადგილზე და სეკუნდანტის ხმაზე ერთი, ორი, სამი – მოწინააღმდეგეთ ჩამოუშვეს ჩახმახი. იგრიალა ბარათაშვილის დამბაჩამ. ორბელიანის ფალიაში მხოლოდ წამალი ამოიწვა. ორბელიანს ეგონა, რომ მოატყუეს და ჩაჰბერა სული დამბაჩას. მაგრამ რა ნახა გატენილი იყო, მოითხოვა ხელახლა გაემართათ. მეორეჯერ გავარდა დამბაჩა და ბარათაშვილი წაიქცა... ორბელიანს ეგონა, რომ მოკლა და სასოწარკვეთილი მივარდა თავის დისწულს, დასწვდა და შიშით წაღებულმა მოავლო ხელი მწოლარეს ჯიბის ახლო.

– აი! ქიშმიში მაქვს, ქიშმიში! ჯიბიდან არ ამომაცალო! – დაიძახა უეცრად განგებ წაქცეულმა მარათაშვილმა.

– უი, შენ დაგწყევლოს... შე შეჩვენებულო, გული რად გამიხეთქეო, – იყო ხმა ორბელიანისა!.

თურმე სეკუნდანტებს, როცა ორბელიანმა თავისი არ დაიშალა, ერჩიათ დამბაჩები უტყვიოდ გაეტენათ და პირველი სროლის შემდეგ, რომ საიდუმლო არ გამოაშკარავებულიყო, მაღალაშვილმა წასჩურჩულა ბარათაშვილს: გავარდებოდა თუ არა დამბაჩა, უთუოდ წაქცეულიყო. ორბელიანმა ღმერთს მადლობა შესწირა, რომ ასე ბედნიერად გადაურჩნენ სიკვდილს ორივე ბიძა-დისწული.

მეორეჯერ თავისი მახვილი სიტყვა სტყორცნა ბარათაშვილმა პლატონ იოსელიანს. ერთს საზოგადოებაში ვიღაცამ თურმე იკითხა:

– ე, ბერძენ-რომაელებს რომ ყველაფრის ღმერთი ჰყავდათ, ნეტა ვიცოდე, ვირების ღმერთიცა ჰყავდათ?

– ეს პლატონს უნდა ვკითხოთ, ის არის ბოღ-ასლოვიო, – მიუგო რუსული ზმით ბარათაშვილმა და მიუშვირა ხელი იოსელიანს.

Page 19: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

როცა ქალების საზოგადოებაში არ იყო ბარათაშვილი, ტოლ-ამხანაგებში ატარებდა დროს სადმე ორთაჭალას ან ვერაზე, სადაც გაისმოდა სათარას ტკბილი ხმა. სათარა პირველი მომღერალი იყო მისი დროისა, ბარათაშვილი მისი პირველი თაყვანიოსმცემელი. დიმიტრი ვეზირიშვილისაგან გამიგონია, პოეტს ქართლში სადღაც ეკლესიის კარზედ დაუწერია ამ მომღერლის ქებაო. როდესაც ახალი მომრერალი გამოჩნდა თბილისში, ჯაფარად წოდებული და საზოგადოებამ იმისი ქება დაიწყო, ბარათაშვილი დიდი წყენით სწერს ერთ ნაცნობ ქალს:

«ილაჯი წაიღეს მაგ ჯაფარას ქებით, ვისიც წიგნი მოგვივიდა, მაგის ქება ეწერა... ეგ რომელი ამბობს, რომ სათარასა სჯობსო? ეტყობა კარგი სმენა ჰქონია! მე გეტყვით: ეგ უფრო ნაკითხია სათარაზე, მაგრამ სათარასავით ღმერთს ხმა მიუცია და თანაც დაუტანებია, რომ მაგისთანა ხმა აღარავის ექნებაო! ერთი, ორივეს სახე ნახეთ, ერთი კაცია, მეორე ჯოჯოხეთის მაშხალა». ეს მოქეიფე დარდიმანდი ყმაწვილი კაცი, ეს მოესვენარი ჭიანჭველა, როგორც ის უწოდებს თავისთვის ერთ წიგნში გრიგოლ ორბელიანთან, სამსახურში ზედგამოჭრილი გერმანელი იყო. 1842 წ., როდესაც სამხედრო მინისტრმა (ჩერნიშოვმა) რევიზია უყო თბილისის სამოქალაქო დაწასებულებათა, პოზენმა ისე მოიწონა ბარათაშვილის საქმის წარმოება, რომ, იმის მეოხებით, ბრძანება გამოსცა ქართველობას მისცემოდა სამსახურში.

მეორე მაგალითი ბარათაშვილის ბეჯითობისა გვიამბო გრიგოლ ორებლიანმა.

პალატის უფროსს ილინსკის არაფრად მოსწონდა, რომ მისი სტოლონაჩალნიკი ასე ბევრს დარბოდა, და ერთხელ რევიზია უყო. მაგრამ რა დაინახა ყველაფერი სწორეად ჰქონდა, უთხრა:

– В таком роде продолжаете бегать, сколоько вашей душе угодно.ეს კაცი ისეთი დიდი აზრისა იყო ბარათაშვილის ნიჭზე და მატადრე თავის თანამდებობაზე, რომ ამბობდა თურმე:

– Баратов на моем месте будет сидеть...

 მას ბარემც პლატონ იოსელიანის აზრი უნდა დავუმატოთ. იმ ოლიმპიურის სიმაღლიდან, სადაც განისვენებდა ეს უებრო ღვთისმეტყევლი., ის იტყოდა ჭაბუკ პოეტზე:

Page 20: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

– ეს კარგი გამოვაო:

IV

ბარათაშვილი მაზრის უფროსის თანაშემწე ნახჭევანში და განჯას.

– გარადაცვალება და დასაფლავება მგოსნისა განჯაში. – ილია

ორბელიანის და ლევან მელიქიშვილის წერილები პოეტის გარადაცვალებაზე – განჯის ეკლესიის სასაფლაო. პოეტის საფლავეზე დადგმული ქვის ზედ-წარწე

ასე და ამგვარად მიმდინარეობდა ბარათაშვილის ყოველდღიური ცხოვრება. ის ყელამდის ჩაფლული იყო ისეთ სფრეოში, რომელსაც არ შეეძლო მისი განსხვავება არც ზნეობრივად, არც გონებრივად, მაგრამ ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომლითაც ის დაჯილდოვებული იყო ზრგარდმო, მაინც არ გაჰქრობდა მას სრუელებით. მაინც ცოცხლად გრძნობდა, რომ სულ სხვა ცხოვრებისათვის იყო შექმნილი, სულ სხვა საზოგადოების ღირსი, და სწერდა თავის ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, ხელი მიეცა მისთვის, გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან. ეს სურვილი იმდენად დიდი იუო პოეტში, რომ ის არ დაერიდა თავის ბიძას, რომელიც უყვარდა, კრძალვით მიეწერა საყვედურით სავსე წიგნი.

საკურველია – სწერდა იგი გრ. ორბელიანს – რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მიჰცეს გზა სიფელში, გამოიყვანოს კაცად და როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოოდ არ არის რა ამ საწუთროში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლეობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! ახლა მე იმს ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესო ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არ ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის. ეცადე, რომ რენენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომე ეს მოგეხდინა ჩემთვის. ვიცი, დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება».

Page 21: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

რენენკამფი დაღისტანში მსახურობდა. მაშინ დიდების და განსხვავების გზა კავკასიაში დაღესტანზე მოდიოდა, არღუთინსკის, გრიგოლ ორბელიანს, ლევან მელიქიშვილს, დიმიტრი ჯორჯაძეს, ვასილ სარაჯიშვილს, ნიკო ჭავჭავაძეს დაღესტანში უშოვნიათ დაწინაურება. იქითკენ მიიღვწოდნენ ყველა ნარიშკინები, ყველა სალტოკოვები, ყველა იუსუფოვები, რომ პოეპოვათ სახელი და დიდება. სამწუხაროდ, გრიგოლ ორბელიანმა ვერ მოუხერხა რა თავის დისწულს. დაუდევნელობით მოუვიდა, უეჭველია, ეს საქმე, თორემ ისეთი მაღალი ადგილი ეჭირა, რომ ადვილად შეიძლებოდა იმის შემწეობას. ტყუილად არ წერს პოეტი, ქართველი თავისიანს არ გამოადგებაო.»

გრ. ორბელიანთან რომ ვერა გააწყო რა ბარათაშვილმა, ხელი მოსჭიდა ლევან მელიქიშვილს, რომელიც დროებით მაზრის უფროსად უნდა წასულიყო ნახჭევანს. პოეტს არ უნდოდა ამ ქალაქში ყოფნა, მაგრამ სამსახურში დაწინაურებისათვის იძულებული შეიქნა მიეღო მაზრის უფროსის თანაშემწეობა და 1844 წელს გაემგზავრა ნახჭევანს. აქ ის დიდხანს არ დარჩენილა. 1845 წელს ლევან მელიქიშვილი წამოვიდა ქალაქს და ამასთან ბარათაშვილიც. ორასი მანეთი თურმე წაეგო ქაღალდში და მელიქიშვილს, რომელმაც იცოდა მეგობრის ვნება, ეთქვა მისთვის: ტატო, ჩქარა ქალაქს, თორემ მერე გზის ფულსაც ვერ იშოვიო, და ჩამოიყვანა თბილისში. ქალაქიდან ბარათაშვილი ცდილობდა თელავში გადასვლას იმავე თანაშემწის ადგჰილზე. მისი თხოვნა მთავრობამ შეიწყნარა კიდეც და ის იყო, პოეტი უნდა წასულიყო კახეთს, ტროიკაც მოეყვანათ წასავლელად, მაგრამ ამ დროს იმასთამ მოსულა მამუკა ორბელიანი, რომელიც მაშინ განჯის მაზრის უფროსად იუო და თელავის მაგიერ წაეყვანა განჯას იმავე 1845 წელს.

ეს იყო უკანასკნელი წელი პოეტის ცხოვრებისა. დიდების მაგიერ, სამწუხაროდ, ბარათაშვილმა ჰპოვა აქ უდროო სიკვდილი. ის მოკვდა 9 (21) ოქტომბერს 1845 წელს განჯას და დასაფლავდა აქვე მართლმადიდებელთა ეკლესიის გალავანში «დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული». თითქო თავის-თავზე დაუწერიაო მას წინასწარმეტყველური სიტყვები:

„ნუ დავიმარხი ჩემსა მამულში,ჩემთა წინაპართ საფალავებს შორის;ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,

Page 22: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“.

ამბობენ, პოეტი მთაში სადღაც წასულა ყაჩაღების დასაჭერად და იქ გაციებულა. ერთხანს მორჩენილა, მაგრამ ხელახლად გამხდარა ავად, რადგანც უდროო დროს ერთობ ბევრი ცივი ლუდი დაელია. ეს ამბავი გაუგონია განჯის ელკლესიის მღვდელს მძინარაშვილს ბარათაშვილის განჯელ მეგობრისაგან, რომელსა იმისათვის ის ადგილიც უჩვენებია, სადაც იყო დასაფლავებული პოეტი.

პოეტის სიკვდილმა დიდად შეაწუხა ქალაქის მაღალი საზოგადოება, რომელშიაც უმეტესი ნაწილი ან ნათესავი იყო მისი, ან ნაცვნობი და მეგობარი. ილია ორბელიანი ამ სიტყვებით ატყობინებდა გრიგოლ ორბელიანს ტატოს სიკვდილს:

«ამ საწყლების – მელიტონიოს და იმის ცოლშვილის – ყურებისათვის ვერ გამიძლია, გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა; ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯასა და იფიქრე ჩვენი ცხოვრება; ნეტაი შენა, რომ მელიტონს და ეფემიას არ ხედავ! შენი ჭირიმე, გრიგოლჯან, ასე ამბავი ქრისტიანებრივი მოთმინებით მიიღე, და ნუ შეიწუხებ მაგ ავადმყოფობაში თავსა».

ლევან მელიქიშვილი, მეორე მისი ამხანაგი, სწერდა გრიგოლ ორბელიანს:

«Любезный Григорий, не знаю, как описать тебе то ужастное чувство, которым исполнено сердце мое смертию бедного Баратова.

В нем потерял я не однаго школьного товарища, но друга, которому с самого детства открывал я все изгибы сердца своего и дружественную взаимностю которого я пользовался. тяжело , мй Григори, тяжело потерять человека, который теплым сердцем и теплою душеу мирил нас с людми, с этими созданиями ничтожными , слабыми.Черными и злобными. Тяжало осиротет душею! И не один я понес эту ужасную потерю. Грузия потеряля в нем человека любящаго ее всею поетическою душею и ставившаго эту любовь выше всех обязанностей своих; Молодого человека с прекрасными и блестящими способностями, от которого ожидала более, чеми от кого либо из нынешних своих молодых сынов. Родители лишились в нем единственной подмоги своей старости и всего их семеиство, родственники его доброго родственника; грузины однаго оз своих лучих соотечиственников.

Может быть я грешу, но не могу не сказать, где это справедливость свыше, которой ежедневно толкуют,- зачем было отнемать преждевременно у людей друга, у родини верного и любящего его сына и с блестящими

Page 23: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

способностями, у родителей,- сыны в цветущих летах и последнюю подпору,- скажи же мне, где тут видна справедливость?»

დასარულ, ერთ წიგნში გრიგოლ ორბელიანთან, რომელიც დაწერილია ბარათაშვილის დედისაგან, ჩვენ ვპოულობთ პოეტის დედის გოდებას:

«მე უბედური, უბედურად ქმნილი, მოვაკლდი ჩემს სიხარულს შვილს, და რა შვილს? რომლისაგანაც მოველოდი ყოველ სიხარულს. ვაი და ვაი ჩემს მოსწრებას, ჩამს თავლის დაბნელებას»!

რამდენად უყვარდა ქართველა საზოგადოებას ბარათაშვილი და იყო პატივისმცემელი მისი ნიჭისა, ამას გვიჩვენებს შემდეგი ადგილი მელიქიშვილის ზემოხსენებულ წერილისა.

Теперь обрадую я тебя – სწერდა მელიქიშვილი გრ. ორბელიანს - признательнстью всех знакомых покоиника к нему и к способнастям его.- 14 января, в день имянин Нины, нас несколько молодых грузин обедало у Реваза андроникова; в чисе нас был Каплан, катораго просили пропеть სულო ბოროტო ; но можешь себе представить, что не он, не один из нас не только не знала наизусть эти прекрасные стихи, но даже не имел их у себя и все душевно сожелели, прекрасныя произведения покойника пропадают.

Тогда же предложено было напечатать все стихи покойника на нас счет. На другой день составили подписку, которую просили родственников и знокомых покойника пожертвовать на напечатание как собственных его произведении, так и переводов его на тот конец, дабЫ сохранить для потомства призведения покойника; Из части вырученных за проданныя книги денег поставить ему помятник, а остальные отдать в пользу семейства. В пять дней 17 человек пожертвовала 1000 рублей сереб.; из этого можеш видеть как сильна была любовь к нем эго знакомых.

ეს ფული, როგორც მიამბო ლევან მელიქიშვილმა, გადაეცათ განსვენებულის მამისათვის. ალბათ, ამას დაუდვია პოეტის საფალავზე ის უბარალო ფიქალი, რომლის ერთი ნაწილიც დღემდის შენახულა. დანარჩენი ფულით, გარემოებათა გამო, იმას შვილის თხზულება ვერ გამოუცია...

1884 წელს მე წავედი განჯას, იმ განზრახვით, რომ მენახა პოეტის საფალავი და შემეკრიბა, რაც შეიძლებოიდა, ცნობა იმის ცხოვრებაზე ან მაზრის სამმართველოს არქივში, ან კერძო პირთაგან.

Page 24: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

მაზრის არქივში, რომელიც გუბერნიისაში გადაუტანიათ, – თუმცა ბევრს არაფერს მოველოდი იქიდან, – მე არ შემიშვეს, რადგანაც გუბერნიის მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის ნებართვა მომთხოვა და მე ის მებართვა არ მქონდა.

კერძო პირთაგან ვნახე მხოლოდ განჯის ეკლესიის მღვდელი, მამა მძინარაშვილი.

ის ეკლესია, რომლის გალავანშიაც იყო დასაფლავებული ბარათაშვილი მდებარეობს მაღალ ადგილზე, ქალაქის ბოლოს, საიდანაც თითქმის მთელი განჯა მოსჩანს. თვითონ ეკლესია არის პატარა, სულ 26 ნაბიჯი სიგრძით. კირით შელესილ ოთხ მაღალ ქვის კედელს, ჩვეულებრივი ჭერით დაფარულს შუაგულზე გაჭრილ ფორთოხალივით დამხობილი აქვს გუმბათი, რომელზედაც ამართულია ჯვარი და გვერდით მიშენებული სამრაკლო.

ეკლესიის ეზო, რომელშიაც განისვენებს ნ. ბარათაშვილი, სიგრძით 25 ნაბიჯია, სიაგნით 25. – გარშემოვლებულია რკინის ცხრილით, რომელსაც ქვედა პირი ქვით-კირისა აქვს. ეზოში დარგულია, ორი-სამი ძირი ვაზი, კვპაროზები, კაკლის ხე და ამართულია რამდენიმე ძეგლი – აქ არიან დამარხული: მღვდლის უთნიაშვილის შვილები, მღვდლის მძინარაშვილის შვილები, ერთი ვიღაც გრიგორიევის ქალი. ერთს ძეგლზე ვკითხულობთ: «დაფლული არის გვამი თავადის და პორუჩიკის გიორგი ბარათაშვილისა 1823 წელსა აგვისტოს 1-სა. ცეცხლებრ მგზნებარე დედა» (იცოდნენ და ლაპარაკი იმ კურთხეულის შვილებმა. ი. მ.).

ბარათაშვილი იყო დასაფლავებული ეკლესიის კართან, ჩრდილოეთისაკენ, იმის საფლავზე არავითარი ნიშანი არ იდო. თუმცა კი ადრე იმის საფალავზე ქვა ყოფილა დადებული. ეკლესიის მთავრობას, როგორც ეტყობა, აუღებინებია ეს ძეგლი, რადგანაც უშლიდა თავისუფლად შესვლა-გასვლას ეკლესიის კარებიდან. ძეგლს გადარჩომია მხოლოდ ის მარმარილოს ფიცარი, რომელიც ქვაში ყოფილა ჩადგმული. ეს ფიცარი – სიგრძით რვა გოჯი, სიგანით ექვსი – დღესაც შენახულია ეკლესიაში. იმაზე წერია:

«აქა მდებარეობს გვამი საქართველოს თავადის გუბერცკის სეკრეტარის, ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვისა, გარდაცვალებულის 29 წლის ჰასაკისა თვესა 9-ს ოქტომბერსა 1845 წელსა».

Page 25: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

V

ბარათაშვილის პირველი ნაწერები. – Цветок гимназии. ჯგუფი თანამედროვე მწერლების მოყვარეთა. – პოემები: «ივერიელნი» და «ბედი ქართლისა». – რამდენი უწერია ბარათაშვილს, მისი თარგმანი ტრაგედიისა Юлий Тарентский – წყარო მისი პოეზიისა. – რა გარემოში უწერია ბარათაშვილს.

ბარათაშვილის სამწერლო ბიოგრაფია ისეთივე მოკლეა, როგორც, საზოგადოდ, მისი ცხოვრების აღწერა.

პოეტმა, როგორც ვნახეთ, სკოლაშივე დაიწყო ლექსების წერა. ორი მისი სკოლოის დროული ლექსი დაბეჭდილიამის თხზულებატა კრებულში; უმეტესი ნაწილი კი თვითონ პოეტს არ უცვნია ღირასდ ბეჭდვისა და არც ერთს ჩემგან ნახულ მისგანვე გადაწერილ ლექსთა კრებულში არ ჩაუტანია (მე მინახავს ორი ამგვარი ლექსთა კრება: ერთი განსვენებულ სამეგრელოს დედოფლის ეკეტერინესი, მეორე – კნეინა ვეზირიშვილისა). ამ ლექსების რიცხვს უნდა ეკუთვნოდეს ის დიდი პოემაც, «ივერიელნი», რომელზედაც ამბობს კ. მამაცაშვილი და რომელშიც იყო «აღწერილი ჩვენი აყვავებული ცხოვრება 10, 11 და 12 საუკუნეებისა». ამ ლექსების გადაკეთება უნდოდა პოეტს, «თუცა ასეც მშვენიერი იყოო», – ამბობს მისი მეგობარი.

სკოლაში ლექსებს გარდა ბარათაშვილი პროზაცას ეწყობოდა. გიმნაზიის შეგირდებმა მიხეილ თუმანიშვილის თაოსნობით და რედაქტორობით დაიწყეს ხელნაწერ ჟურნალის გამმოცემა «Цветок Тифлисской гимназии», ბარათაშვილიც იღებდა მონაწილეობას. ჟურნალს ჰქონდა Библиотека для чтения-ს ფორმა, რადგანაც ეს ჟუნალი იმ დროს მოდის ჟურნალი იყო.

მწერლობის სიყვარული პოეტს ცხოვრებაშიაც გამოჰყვა. სკოლის ამხანაგების მაგივრობას აქ უწევდნენ ის რამდენიმე მწერლობის მოყვარე პირნი, რომლებიც ხვდებოდნენ სხვადასხვა დროს. ესენი იყვნენ: ავთანდილოვი, გიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი, გიორგი ერისთავი, ლევან მელიქიშვილი, პლატონ იოსელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, ზაქარია ორბელიანი, ილია ორებლიანი, გრიგოლ ორბელიანი, სოლომონ მაღალაშვილი, სვიმონ მაჩაბელი, ლუკა ისარლიშვილი, საპიერის ოფიცერი მატინოვი, საპიერის ოფიცერი ჭავჭავაძე,

Page 26: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

კონსტანტინე მამაცაშვილი, ზაქარია ერისთავი, იასე ანდრონიკაშვილი, ივანე სარაჯიშვილი, ქართული მწერლობის მოყვარე ზოგიერთი პოლონელი, როგორიც იყო ზაბლოცკი და სხვ. ესენი არ შეადგენდნენ ერთ მჭიდრო წრეს, არც წარმოადგენდნენ ერთს განსაზღვრულ სამწერლო იდეას, მაგრამ ამათში ქართული მწერლობის სიყვარული დიდი იყო და ჟურნალის გამოცემის აზრი ფეხს იკიდებდა.

ბარათაშვილი მოთავე იყო ამ საზოგადოებისა, ყოველთვის, როდესაც ან შემთხვევა მოიტანდა და ზემოთნახსენებნი პირნი ერთად სადმე შეიყრებოდნენ, ან საგანგენოს შეიკრიბებოდნენ, საზოგადო მსჯელობა ამ ქართველ ყმაწვილ-კაცებისა იყო ქართულ მწერლობაზე და ისტორიაზე. ასე ამბობს ორივე, ბარათაშვილის ცხოვრების ამწერი, ესევე გამიგონია პოეტის ნაცნობ-ნათესავთაგან და არა მგონია, რომ ეს სიტყვები დანაყბედი იყოს. ამ დროს ჯერ კიდევ ზურგი მაგარი ჰქონდა ქართველ საზოგადოებას და რუსული ცხოვრების და მწერლობის უპირატესობას ქართველი ისე მაგრად და დამჩაგვრელად არ გრძნობდა, როგორც შემეგში, როგორც გიორგი მუხრან-ბატონის დროს, როგორც ახლა (1893 წ.). მაშინ საზოგადოებას სწამდა და სარწმუნოებამ მისმან აცხოვნა იგი, მისცა ისეთი მწერლებ, როგრებიც იყვნენ გრ. ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გ. ერისთავი, ვ. ორებლიანი, ალექსანდრე ორბელიანი.

«ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები – წერს კ. მამაცაშვილი, – ხან ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ხან ლევან ივაენს-ძე მელიქიშვილთან, ხან სადილად გარეთუბნის ბაღებში... ხშირად გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზე. ერთ საღამოს ბარათაშვილის სახლში გავაწყვიტეთ, რომ რადგანაც არა გვაქვს ქართული რიგირანი ისტორია, გავიყოთ მეხუთე საუკუნიდან დაწყებული, თითომ თითო საუკუნე აიღოს და შეადგინოს ისტორია იმ საუკუნისა. პლატონ იოსელიაანს მიანდვეს დაწერა ძველის სუკუნის ისტორიისა, ქრისტეს წინად და შემდეგ მე-5-ე საუკუნემდის».

პოემა «ივერიელნი» და შემდეგ «ბედი ქართლისა» არის ჩაგონებული ამ «ქართლის ცხოვრების» სიყვარულისაგან. საქართველოს დიდებული წარსული, მაშინდელი მისი სისუსტე, მომავალი იმედები, ერთი სიტყვით «ბედი ქართლისა» – აი რა იყო ახალგაზრდა პოეტის მუდმივი ფიქრი და ოხვრა.

«მახსოვს, ერთს ივნისის ღამეს 1838 წელს, – წერს მამაცაშვილი, – მე და ტატო წავედით სასეირნოდ გარეთუბანს (ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი – ს. ც. ).

Page 27: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად ხუმრობდა. მერე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზეც და ტრაგუკულს დასასრულზედ მე-18 საუკუნისა, მეფის ირაკლის მოხუცებულობისა გამო უღონობაზედ, ჩვენის ტფილისის წახდენაზე 1795 წელს, 14 სექტემბ. და სხვ...

ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარს და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელასახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა:

»ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! – და ოხვრით დაუმატა: ვაი, ჩვენო ქართლის ბედო».

ბედმა არ მისცა ბარათაშვილს ფართო ასპარეზი ერთგულებისა მამულის სასარგებლოდ. მაშინ, როდესაც სხვა მისი ნაცნობები და ნათესავები მსახურობდნენ სამშობლოს ბრძოლის ველზე და განამშვენებდნენ კაცკასიის ისტორიას თავიანთი მაღალი სახელით, ბარათაშვილი უცნობი, შეუნიშნავი, ქვეყნისაგან დავიწყებული, კანცელარიის სიბნელეში აქრობდა ღვთაებრივ ცეცხლს, რომელიც ლამპარივით უნათებდა ამას სულს. ბედმა შექმნა მისი მეგობრები მამაცად; ბედმა უდედინაცვლა იმას და დალუსმა იგი «სტოლონაჩალნიკის» სკამზე, სანამ არ მოიღო მასზე მოწყალება და პრისტავის ფარაჯით შემოსილი არ ჩაუშვა უდროოდ ცივ სამარეში.

სამწერლო ბაღაჟი ბარათაშვილისა ერთობ მჩატეა. სკოლის შესრულებიდან სიკვდილამდე – ათს წელში – იმას დაუწერია სულ 39 პატარა ლექსი და ერთი პატარა პოემა. მიზეზი ამისა იგივეა, რის გამოც ასე ცოტა უწერიათ რ. ორბელიანს, ვახ. ორბელიანს, რის გამოთაც ასე ცოტას წერენ, საზოგადოდ, ჩვენი პოეტები და მწერლები. მიზეზი ის არის, რომ ჩვენში მწერლობა როგორც ხელობა არ არსებობს. ორ-სამ კაცს გარდა, რონელნიც სვეტად შესდგომიან ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, ქართველი მწერლის ცხოვრება მწერლობის გარეშე მომდინარეობს. წელიწადში ჩვენმა მწერალმა ორი-სამი თვე რომ წეროს, ისიც ბევრია. არა მგონია, რომ ყველაზე უფრო ნაყოფიერი ჩვენი პოეტი აკაკი, წელიწადში ამაზე მეტს წერდეს, დანარჩენ დროს... დანარჩენ დროს ჩვენი მწერალი არაფერს აკეთებს მწერლობისათვის.

ბარათაშვილიც ასე იყო. წერდა ის ათასში ერთხელ, როცა ქაღაალდების მორევში ჩაღუპული «სტოლონაჩალნიკი» დროს და მოცალეობას იშოვიდა, როცა რამე შემთხვევა შეიცავდა მას და გაიტაცებდა.

Page 28: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ამიტომაც არის, რომ პოზენისაგან სამაგალითოდ ქებულ « სტოლონაჩალნიკს» ასე ცოტა მონაწილეობა მიუღია ქართულ მწერლობაში. ამიტომაც «ავარიის მთავარსაც» გრ. ორბელიანს – ს.ც.). ასე მცირე წიგნაკი დაუტოვებია შთამომავლობისათვის.

სული და გული კი მაინც მწერლობისაკენ ჰქონდა ბარათაშვილს. საბეჭდი ორგანო არსად იყო, მაგრამ ის ლექსებს წერდა, თეატრი არსად იყო, მაგრამ ის დრამას მაზადებდა. სთარგმნიდა და ბავშვურის აღტაცებით ტაშს უკრავდა ტოლ-ამხანაგთან მონაწილეობას ქართულ მწერლობაში. 18 (30) ოქტ. 1841 წელს პოეტი სწეწრდა გრ. ორბელიანს, რომელსაც ყოველთვის ანგარიშს აძლევდა სამწერლო საქმეში:

ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა. მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან მყუდროებაში და მარტოობაში, შეეწევიან მამეულს ენასა, რაოდენიცა ძალუძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა ჰსძინავთ გონებით!».

იმავე წელს ისა სწერს გრიგოლ ორბელიანს:

«ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა: კიპიანმა გადმოთარგმა «Ромео и Джулиетта», შექსპირის ტრაღედია და მე ვთარგმნე Юлий Таренский, ტრაღედია ლეიზევიცისა; თუ წაგიკითხავს «ბიბლიოთეკაში» იყო დაბეჭდილი. მე ძალიან მომეწონა და ჩვენმა განათლებულმა ქლებმაც, ასე გაშინჯე, იტირეს.»

ეს თარგმანი ჯერ-ჯერობით დაკარგულად ითვლება. საკვირველია, რომ ამ ტრაგედიაზე არაფერი იხსენიება იმ რეპერტუარში, რომელიც გირორგი ერისთავმა წარუდგინა ბებუთოვს 9 (21) ნოემბერს 1855 წელს. ეტყობა, ეს თარგმანი მაშინაც დაკარგული ყოფილა.

სამწერლო ბიოგრაფიის შესავსებად მოვიხსენიოთ აქ ისიც, თუ როგორ იღვიძებდა შემოქმედებითი ძალა პოეტისა და სად იბადებოდა სუჟეტი მისი ლექსებისა.

უმეტესი ნაწილი ბარათაშვილის ლექსებისა, როგორც მოგვითხრობენ მისი ამხანაგები, დაწერილია სახლს გარეშე. სახლში იმას ჯოჯოხეთი ჰქონდა ჩამდგარი, რომელიც სიცოცხლეს უმწარებდა და ყოველგვარ სულის სიმშვიდეს უმღვრევდა.მხოლოდ სახლს გარეშე, ნათესავებთან, ტოლ-ამხანაგებთა და უფრო

Page 29: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ვერის წყლის პირას, მთაწმინდაზე, გარეთუბანში საღამ-საღამოობით სეირნობის დროს, მთვარიან ღამეებში აეშლებოდა პოეტს გროვა პოეტური სახეებისა და ზარებისა. მისი წიგნებისა და მოწმობათა თანახმად, ბარათაშვილი ბვეხატება ჩვენ ოვნებისაგან გატაცებულ ახალგაზრდა რომანტიკოსად, რომელიც შეყვარებულია მთვარიანი ღამისა და აჩრდილებისა.

«Я оживляюсь только по вечерам лунным სწერს იგი მიხეილ თუმანიშვილს – так прекрасным в Тифлисе! Вчера, в один из этих вечеров пошел я бродить к Московской заставе; вдруг я очутился на кладбище. Признаюсь, немного смутился, когда я взглнул на это онемение: 11 часов ночи.

не души. кругом пустота вечная. луна тускло освещает могилы как догорающая ломпада усопшаго. тихо и медленно протекает Кура, как будто боясь нарушить покой в этом унылом мире!... Т ы теперь в раздолье и не хочу смущать тебя мрачными думами, каторыя навело мне на душу это зрелище, небесно- земное! Но скажу, что прекрасно изобретение кладбище, а это необходимо штобы смертный порой читывал бы по нему свою жизнь: Утешение несчастного конец счастью!»

ერთი მესამედი ბარათაშვილის ლექსებისა არის ნაყოფი სიყვარულისა და მშვენიერების. ეკატერინე ჭავჭავაძისა, ნინო ორბელიანისა, ნინო გრიბოედოვისა, მისი დელფინა და სხვანი ერთი ერთმანეთზე უკეთესი შეადგენდნენ მისთვის დაულეველ წყაროს პოეზიისას.

ლევან მელიქშვილმა გვიამბო, სხვათა შორის, გენეზისი ერთი მისი ლექსისა.

ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი.

«ლევან, ლევან! გავგიჟდი მეტი არა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს»... და იმ საღამოს სახსოვრად დასწერა ლექსი «საყურე»...

ერთი უკნასკნელი სიტყვაც პოეტის პიროვნებაზე. იმ ჯიბის წიგნაკიდან, რომელშიაც ვნიშნავდი მე ყოველს განაგონს ბარათაშვილის შესახებ, არ მინდა დავტოვო ამოუწერელი ერთი ამბავიც, პოეტის ამხანაგისაგან სმენილი. ზოგიერთი ადგილი ბარათაშვილის საუკეთესო ლექსებისა მიამბო ამ ერთმა მისმა ამხანაგმა და მეგობარმა, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს საზოგადოებაში – სხვადასხვა

Page 30: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ადგოლას თურმე არის მონაგონი და შენათხზი. პოეტური შემოქმედება ისეთი რამ გზაშეუგნელი ძალაა, რომ ყოველგვარი სახე იმის თავის ჩენისა უნდა აღბეჭდოს კაცმა და ამის გამო მეც არ დავერიდე ამ ეგებ, უსარგებლო ამბავის მოყვანას.

VI

ბარათაშვილის დრო. სწავლა-განათლების მიმართულება. ანტონ კათალიკოსის გავლენა. ალ. ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის პოეზიის გავლენა.

სანამ ბარათაშვილის შემოქმედებითს ძალაზე დავიწყებდეთ სჯას მის ნაწერებს ჩავუკვირდებოდეთ, უნდა ვნახოთ, რა მდგომარეობაში იყო ქართული მწეეროლობა იმ დროს, როდესაც დაიწყო წერა პოეტმა. რაც უნდა მტერნი ვიყვნეთ წინასიტყვაობისა, ჩვენ მაინც უნდა ვათხოვოთ ფიქრი და მოცალეობა ამ საგანს. ქართულ მწერლობაში ჟურნალ «ცისკრამდის» განვლილიდრო, ის დროა რომელსაც ისტორიაში ეძახიან ისტორიის წინა დროებს. ბარათაშვილის სიცოცხლეში ჯერ პირველი დღე შემოქმედებისა არ დამდგარიყო და საქრთველოს მწერლობაში სუფევდა მეუფება ჰაოსისა. ამ ჰაოსის სურათი თუ არ გვექნება თვალწინ ახალი მწერლობის სრულიად გაგებაც შეუძლებეი გაგვიხდება.

საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან ამდრომდე 30 წელს გაევლო. ახალ დროებას, რამდენადაც იყო სულ ყველაფრისათვის ეცვალა ფერი. ცოტა რამ, მაგრამ სულ ცოტა ცვლილება დასჩნეოდა იმ ათასი წლის მოხუცს იმ ჟამად უსულუოდ მდებარეს, რომელსაც ეძახიან ქართულ მწერლობას. განა თუ ამ მუხუცს ძარღვებში სისხლით ავსობა და ძალი რამ მომატებოდა! არა ის იგივე იყო, რაც მარადჟამ. მხოლოდ ახალმა დროებამ, ახალი ცხოვრებისა და მწერლობის გაცნობამ მოწინავე ქართულ საზოგადოებაშიაც გააღვიძა აქა-იქ, ახალი სამწერლო სურვილი, მაგრამ წიგნის მკითხველი, საქართველო ისევ იმ ძველ ატმოსფრეას სუნთქავდა, რომლითაც იყო გარემოცუილი ქართული მწერლობა, პეტრიწიდან დაწყებული იოანე ბატონიშვილამდის და ანტონ ჭყონდიდლამდის.

ასეთია ძლიერება დროებისაგან აგებული შენობისა. ზნეობრივსა და გონებრივ სფეროში, რაც დროს შეუქმნია, იმის შემუსვრა მხლოდ დროს შეუძლია. აგერ ოთხმოცდა-ათი წელია, რაც ახალი ცხოვრების რეჟიმი სუფევს ჩვენში. ოც-და-ხუთი

Page 31: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

წელიწადია, რაც ჟურნალ-გაზეთებს გააქვს და გამოაქვს ახალი სიტყვა საქაღტველოს ყოველ კუთხეში. აგერ, საცაა, ოჯახი არ გადარჩენილა, სადც იაკობ გოგებაშვილისს საყმაწვილო წიგნი არ შესულიყოს, მაგრამ ძველი მწერლობის გავლენა ისევ ისე ძლიერია ჩვენში, იმის ძალს ისევ ისე მაგრად ვგრძნობთ. და არც ერტს ჩვენს საჩინო მწერალს არ შეუძლია დაიკვეხნოს , რომ იმან სრუელიად გაათავისუფლა თავისი კალამი ამ ენის ბორკილებოიდან.

1835 წ., იმ დროს, როდესაც ბარათაშვილი სამწერლო ასპარეზზე გამოოვიდა, ე. ი. ამ ნახევარ სააუკუნუს წინათ ძველი მწერლობის გავლენა უფრო ძლიერი იყო.

როგორც ძველიდანვე, ეს მწერლობა და მისგან განუშორებელისაერო განათლებაც, ამ დროსაც ეკლესიის საფარქვეშ იყო მოთავსებული. ერეკლე მეფის დროს საქართველოში დაარსებული თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიები ორი უმაღლესი სასწავლებელი იყო სამეფიოში. ამათ მოსდევდნენ სამონისტრო და საეკლესიო სკოლები თბილისისა, ქართლ-კახეთისა და იმერეთისა...

სწავლა-განათლების სასულიერო მიმართულება ჩვენში ახალი არ იყო. ქართველი კაცი დასაბამიდანვე წიგნს იმიტომ სწავლობდა, რომ ლოცვები სცოდნოდა. საეკლესიო სასწავლებლები ამ მხრივ სრულიად აკმაყოფილებდა მის მოთხოვნას. მშვენიერი ენით თარგმნილი: დავითნი, სამოციქულო, სახარება და სხვა სამღვთო წიგნები და მათი განმარეტბა იმისათვის ისტორიაც იყო. კატეხიზმოს და ღვთისმეტყველებაც. ამ წიგნებისა ამ სასწაველებლის მეოხებით ქართველმა ათასი წლობით შეინახა თავისი სჯული, ეროვნული სახე და ენა. სამრევლო სკოლა ჰყოფნიდა საეკლესიო მსახურსაც და სახელმწიფო სამმართველოდან განმზადებულ პირსაც, მღვდელსაც და სტატს-სეკერტარსაც. მიუსსეს თქმისა არ იყოს, – ჩვენი ჭიქა პატარა იყო, მაგრამ ამ პატარა ჭიქითაც ვსვამდით.

მეთვრამეტე საუკუნეში კი, დროთა ვითარების წყალობით ამ სასულიერო განათლებას მოჰყვა სამოქალაქო განათლების მოთხოვნილება. მოთხოვნილებამ საჭირო კაციც დაბადა. ამ კაცს, რომელსაც ძარღვებში რეფორმატორის სისხლი ედგა, ყველაფერი ხელთ ჰქონდა თავის აზრის განსახორციელებლად; ის იყო ფრიად განსწავლული და ამან შეიძლება მისცა მას თვითონ დაეწერა, რაც რამ საჭირო სახელმძღვანელო იყო სკოლებისავის. ის იყო მდიდარი და გაუადვილა ოიმას შრომა და შრომისთვის საჭირო წიგნების შეძენა რუსულს, ლათინურ და ქართულს ენებზე; ის

Page 32: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

იყო საქაღთველოს ეკლესიის თავი და ამან დააჩქარა მისი წიგნებისა აზრების შეთვისება სკოლებთაგან; ის იყო მეფის-ძე და იმან გაავცელა მისი წიგნები ქალაქ-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ყოველს ოჯაში, საცა ქაღტული იწერებოდა და იკითხებოდა. საერო განათელბის პროგრამა იმ დროს რუსეთში და რუსეთს გარეშეც ითხოვდა: ღვთისმეტყველებას, ფილოსოფიას, ლოღიკას, ფსიქოლოგიას, ისტორიას, ფიზიკას. რომ ჩვენს ქვეყანაში შემოეღო საერო განათლება ჩვენი ენის გონებრივ მოძრაობისათვის ერთი ნაბიჯი წაედგმევინებინა წინ. ანტონ კათალიკკოსმა – თქვენ., რასაკვირველია, მიხვდით, რომ სჯა მას ეხება – ნახევარი საუკუნის დაუცხრომელი შრომითა და ღვაწლით ქართულ ენაზე შეადგინა: წყობილ-სიტყვაობა, ე. ი. გალექსილი ბიოგრაფია ჩვენი ქვეყნის ისტორიულ პირთა და მწერალთა, ფილოფოფია, რიტორიკა, გრამატიკა, ლოღიკა, მეტაფიზიკა, ფიზიკა, კატეხიზმო და სხზვა სასულიეო წიგნები.

ჩვენს მონასტერბს და ეკლესიებს ე. ი. ჩვენს სასწავლებლებს სასიოქადულოდ მიაჩნდათ მეფის ძისა და ეკლესიის უფალის ანტონ კათალიკოსის წიგნებით სწავლება სხვადსხვა მეცნიერებისა. სკოლებიდან წიგნები ვრცელდებოდა ნმთელს საქართველოში და იმ წიგნებთან იმათი დამწერის გავლენაც. თავის სიცოცხლის უკანასკნელი 25 წელიწადი, რომლის განმავლობაში, ანტონი რუსეთითი დაბრუნებული კვლავ კათალიკოსობდა საქართველოში, ის იყო სწორედ მეფე საქართველოს გონებისა და ზრახვისა.

დიდი კეთილი უნდა დაჰყროდა ჩვენს ქვეყანას იმისი შრომის სიუხვისაგან, ერთს გარემოებას რომ არ დაებრკოლებია საქმე. კათალიკოს ენა არ შეხვდა ამ მეცნიერებათათვის შეფარდებული. სულ ყველა მისი აზრები, მაღალი ფილოსოფიური აზრები, რაღაცგვარ ნისლღრუბელშია შეხვეული, რომელიც უშლის კაცს საგნების ნათლად დანახვას. აიღეთ, რომელიც გინდათ, მისი ფილოსოფიური თხზულება, თუნდ «სპეკალი», მაგალითად, გადაშალეთ პირველივე გვერდი, წაიკითხეთ პირველივე სტრიქონები და მითხარით თუ ბევრი გაიგეთ შიგ. თუ გნებავთ აი ეს სტრიქონებიც:

«აზიარა სადამე სახელითა აობამან ყოველნი მყოფნი ორად სადამე ნამდვილ მყოფისა და ზედ-შემოსრულისა მართ განკვეთითა ამის უაღრესისა ყოფისათვის თქვა არისტოტელე საქმე არსო თვით მყოფი არავისდამი მოქენე».

Page 33: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ახლა წაიკითხეთ ამავე წიგნის წინასიტყვაობა ტიმოთე მიტროპოლიტისა:

«რაბამად იგალობებოდედ უმიზეზო მიზეზი მიზეზოვანისა, რომლისათვის ხმოვანება სიტყვათა არს ჩევნი უოცნოსა მის გვარისადმი უგვაროისა და ურაბამოსათვის წინაგან სიტყვა ფილოსოფოსტა და კვალად ატტიკელებრივი და ლექსვა ძნიადობენ მეებნეოება და რიტორთა თხზვა წინა უკმო».

საკვირველია და სამწუხარო აქ ის არის, რომ ანტონ კათალიკოსი იმ შემთხვევაშიც, როცა შეეძლო კარგად წერა, განზრახ გაუგებრად სწერდა. ქართულს ენას, იმის სწავლით, სამგვარი კილო უნდა ჰქონოდა: ეკლესიური (ეს იყო მაღალი ხარისხის სიტყვიერება), დარბაისლური და გლეხური ან დაშვებითი. ამათგან: მისგან დაწერილ სამოქალაქო წიგნებს უფრო ჰშვენოდა დარბაისლური, ე. ი. მუდამ თავ-დაჭერილი, მუდამ მორთულ-მოკაზმული შეხამებული ენა. ყოველი ცოცხალი სიტყვა, ყოველი შინსახმარი მდაბიო ლექსი უნდა განშორებოდა სამოქალაქო მწერლობას. ეს აჭია-ბაჭიას ენა იყო, რომელშიაც ნამდვილი მწერალი ენას და კალამს არ გაისვრიდა.. გაიგებდა თუ არა მკითხველი მწერლის აზრს, ან თვითონ მწერალს ესმოდა რამე იქიდან, რასაც სწერდა თუ არა, ამს ვინ დასდევდა. სულ ყველა ამ კატეგორიებს, რიტორიკებს, მეტაფიზიკას, ლოღიკას გაჰქონდათ ერთი გამოულეველი რახა-რუხი სიტყვებისა და ქართველის ყური სულ ყველაფრს ისმენდა მოთმინებით და მორჩილებით.იოანე ბატონიშვილივით «მშვოდობა შენდა» და «სულისაცა შენისათანა»-ს თუ ეტყოდნენ ერთმანეთს ნაცვლად «გამარჯვება გაგიმარჯოს»-ო, – თავი დიდად სწავლულად და ბედნიერად მიაჩნდათ და ყველაფერი კარგად იყო ამ ყველაფრით საუკეთესო საქართველოში.

არ ვიცი ჩვენი ძველი მწერლობის გარემოება და ვერ ვიტყვი რისგან მოხდა ამ მშვენიერი ენის დაბნელება, რომელიც ანდამატივით ბრწყინავს დავითნ სახარებაში და ვისრამიან-ვეფხისტყაოსანში, – სპარსეთის წყალობაა, უეჭველია, ან რუსულ-ლატინურისა, მაგრამ ის კი ცახდია ჩემთვის, რომ ჩევნი ძველების გონება გარჩევით ვერას ხედავდა ქართულმ წიგნებში. მეფე გიორგი, რომელსაც მემკვიდრეობის დეროს თვით ბიძა მისი ანტონ კათალიკოსუიი უკითხავდა თავის ფილოსოფიას, ენერგიულად იტყოდა: «არა მესმი ესე, ვნაყავ წყალსა». ღმერთო შეგცოდე და, მგონია ამ მეფეს მთელი მისი სამეფო ეხმარებოდა წყლის ნაყვაში.

Page 34: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

იმ საუკუნის ბოლის საქრთველოს პოლიტიკური ბედი რომ არ შეცვლილიყო, ანტონ კათალიკოსის მეტფიზიკისა და ენის მეფობა დიდხანს გასტანდა და სულთა-მხუთავი უაზრო რახა-რუხი სიტყვებისა დიდხანს დააგვიანებდა სანათურის და ჰაერის შეტანას ქართველის გონებასი. მაგრამ დრონი იცვალნენ და ანტონის ფილოსოფიამ გზა მისცა ახალი ცხოვრების მოთხოვნილებას. ახალმა ცხოვრებამ ახალი მწერლობა დაბადა.

ეს მწერლობა ერთბაშად როდი მოსულა. ამ საუკუნის დასაწყისს ქართველი კაცის გონება სულ სხვა საგანს დასტრიელებდა თავს ვიდრე მწერლობას. შინ მწერლობისა ვისა სცხელოდა, გარედ ხომ ქვეყანა ინგრეოდა. ათასსა და ორი-ათასს წელში დატკეპნილი საზოგადო ცხოვრების ნიადაგი ფეხქვეშიდან უსხლტებოდა ჩვენ სქვეყანას და ახლ ცხოვრებას ახალი განწყობილების დაჭერა სჭირდებოდა. პოლიტიკურიო და საზოგადო კითხვები სრულიად ისაკუთრებდნენ ქართველების ყურადღებას. მწერლობა იდაგა შორს, ძლიერ შორს, სადღაც მეათე, მეთორმეტე პლანზე. ეს ღვთის წყალობა ქართული ენა ხელთ გვქონდა კავშირად და სახსოვრად ძცველის დროებისა. მაგარამ მწერლობაზე ფიქრს სთრგუნავდა სხვას, უფრო მწვავე, სასტომაქო კითხვები.

ამგვარი ჩამოქვეითება სულიერი ინტერესებისა, რასაკვირველია, ცუდად მოქმედებდა მწერლობის წარმატებაზე. არც თუ ახალი მწერლების გამოჩენა რჩებოდა შეუმჩნევლად საზოგადოებაში. თვით მწერლობა მიფარებული იყო თვალთAგან.ამის მიზეზი პოლიტიკური გარემოების გარდა სხვათAშორის ისიც იყო, რომ ჩვენ ცხოვრებას აკლდა სტამბა, რომლის გარეშე არავითარი სულიერი წარმატება არ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში. ვახტანგ მეფის სტამბა აღა-მაჰმად-ხანმა დასწვა; იოსებ სამებნებლის სტამბა, სტამბა ბაქარისა, საჩხერეს სტამბა, ქრისტესია მღვდლის ბადრიძის სტამბა ან სულ ერთიანად გაუქმდნენ ან თუ იმათგან გადარჩენილი ასოები კიდევ სხვა რასმე ბეჭდავენ, ეს იყო ან საღმრთო წიგნები, ან ისეთნი, რომელთაც თანამედროვე მწერლობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. გრიგოლ ორბელიანი კი არა, შილლერი რომ დაბადებოდა ამ დროოს სქაქართველოს. იმასაც უბით უნდა ეტერებინა თავისი ნაწერები და მომავლის დროისათვის შეევედრებინა თავისი დიდი იმედები.

Page 35: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

მაგრამ ციციანოვისაგნ დაფუძნბეულმა ახალმა სასაწაველებემა და ახალი რუსული მწერლობის გაცნობამ ცოტ-ცოტად გაათავისუფლეს ქართველთა მოზარდი ტაობის გონება საეკელსიო მეცნიერების მონობიდან და გზა მიუგნებელ ფილოსოფიიდან. დამკვიდრდა იმის ნაცვალდ სუფევა ყოველთათვის გასაგები, უბრალო ქათულის ფრაზისა...

ამ სამწერლო რევოლუციის მოთავენი არიან ის პირნი, რომელთაც პირველად შეასრულეს სწავლა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. ამათ რიცხვში თავი და პირველი ადგილი უჭირავს გრიგოლ ორბელიანს.

ბარათაშვილი ორბელიანის პირველწოდებული მოწაფე იყო. როდესაც ეს გამოვიდა სამწერლო ასპარაზზე, ქართულ საზოგადოებაშო ოციოდე საუკეთესო ლექსი ტრიალებდა. «სადღეგრძელოს» შემოქმედისა. ახალი ლირიული მოძრაობა ქართული პოეზიისა, მაშასადამე, ამ დროს დაწყებული იყო დიდი ხნით. როგორც ყოველმა ახლად დამწყებმა მწერალმა, ბარათაშვილმაც დედანად და ნიმუშად აირჩია ის, რაც საუკეთესო იყო თანამედროვე მწერლობაში, ე. ი, მწერლობა გრ. ორბელიანისა. ენით, გამოთქმით, პოეტური მოტივებით, მსჯელობიოთ, ლექსში თუ პროზაში, ბარათაშვილი შეიქნა ხორცი ხორცთა მისთაგან და ძვალი ძვალთა მისთაგანი, როგორც ის იყო სისხლით და ხორცით მისი ნათესავი. არც ერთი ლექსი არ დაუწერია ბარათაშვილს, რომ არ გაეგზავნოს ბიძა მისისთვის და რჩევა არ ეკითხოს მის სიკარგეზე, არც ერთი ლექსი არ დაუწერია ბიძა მისსაც, რომ ამას ზეპირად არ დაესწავლოს. «არვიცი, ეს ლექსი როგორ მოგეწონება», – სწერს ის «ჩემს მერანის» გაგზავნაზე; ჩემი ახალი ლექსი ეს არის, სწერს იგი «სულო ბოროტოზე»; «ფანტაზიაზე ეტყვის: ამ მცირე ხანში ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ამასთანავე გიგზავნი. შენი აზრი ჩემთვის მარადის სასიამოვნოა». იმ ოთხ-ხუთ წერილში, რომელიც გადარჩენია ყოვლის შემწირველს დროს, ერთ ადგილას ისა სწერს გრიგოლ ორბელიანს: «კოჯრის ნიავის ქროლაზე, ძიავ, მერწმუნენით, თქვენ მომაგონდით. მაშინ მომაგონდა:

გაცხელებულთა ღვინისგან შუბლთაკოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს.

Page 36: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ორბელიანს გარდა, იყვნენ სხვა მწერლებიც, რომელთაც ეკავათ სამწერლო ურდო ამ დროებისა. ამათ შორის პირველი ადგილი უჭირავს ალ. ჭავჭავაძეს. რომლის ლექსებს უფრო მღეროდნენ, ვიდრე კითხულობდნენ. რომლის პოეზიას შნოს და მიმზიდველობას უმატებდა მისი მშვენიერი ქალიშვილების სიმღერა. ვერც-ერთი სტამბა ქვეყანაზე ვერ გაავრცელებდა მის ლექსებს ისე, როგორც ამათი მშვენიერი ბაგე. იკითხებოდა იმ დროს აგრეთვე დავით მაჩაბლის ლექსები, საიათნოვას ლექსები, მაგრამ, როგორც ეს შემდეგში დრომ დაამტკიცა, არც ერთ ამათგანს არ ჰქონდა მომავალი, რადგან არც ერთს არ ედგა ცოცხალი სული და წრფელი მარტივი გრძნობა. ესენი მხილოდ ატკბობდნენ მისთა თანამედროვეთა სმებნნსა და არა გრძნობა-გონებას. თვით ალექსანდრე ჭავჭავაძე გარდავიდა ქართულ მწერლობიდან უშკოლოდ. მას არც ერთი მიდევარი არ დარჩენია თავის შემდეგ, არც არა შკოლა.

თავი რომ მოვუყაროთ ჩვენგან ზემოთ ნათქვამ გარემოებათ დავინახავთ ყველა იმ პირობათა, რომელთაც ხელი შეუწყეს ბარათაშვილის წარმატებას. ესენი იყვნენ: კარგი ქართული ენა დავითნ სახარებისა და ვეფხისტყაოსნისა, რომელიც ბარათაშვილმა პატარაობოდანვე ისწავლა; ახალი გარადამავალი დრო, რომელიც შობს და ასაზრდოებს ახალ აზრსა და კაცს; ალ. ჭავჭავაძისა და მისებრიმ პოეზია, რომელიც ერთი ნაბიჯი იყო მწერლობაში, შემდეგ საუკუნოების უნაყოფობისა და დასასრულ, და განსაკუთრებით, მწერლობა და ნათესავობა გრ. ორბელიანისა, რომელიც არის მამამთავარი ახალი ლირიული მოძრაობისა ქართულ მწერლობაში.

ბარათაშვილის ნაწერის გარჩევა დაგვანახებს, რა გვარად ისარგებლა ამ კაცმა ყველა ამ გარემოებით.

VII

ნ. ბარათაშვილის ნიჭი. მისი პირველი ნაწარმოებნი. სიყვარული. საუკეთესო ლექსებიო. ბართაშვილი «სულით მახვრალი» პოეტი . მიზეზი ბარათაშვილის სულით ობლობისა.

ნ. ბარათაშვილი მოკვდა 28 წლისა. ის იმ ბედნიერ ქვეყანაში არ იყო დაბადებული საცა სულ ყველაფერი, რაც რამ შეუძენია კაცობრიობას და საუკუნეებს, ჰომერიდან დაწყებული ედისონამდის, აქვს გაშლილი მოზარდ თაობას. რომელსა მარტო თვალი და ყური სჭირია, რომ პოირევლს ჰასაკშივე შეიძინოს გემოვნებაც, ზომიერებაც,

Page 37: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ხელოვნებაც, ცნობაც; ის რასაც ჩვენ ვიძენთ და ხშირად სულ არ ვიძენთ სრულს ჰასაკში, მოხუცებულობაში.

ჩვენში 28 წლის კაცი ჯერ კიდევ ყმაწვილია. ჩვენი კულტურა ქუჩა-ქუჩა არ დადის და არ გვმოძღვრის, თქავლყურში არა გვჩრის განათლებას. რამდენი სწავლული კაცია კავკასიაში, ქუთაისში, ერევანში, განჯაში, რომელთაც თავის დღეში არც მუზეუმი უნახავთ, არც ბირჟა, არც ოპერა, არც აკადემია, არც პარლამენტი, და რომელთა გონების განვითარებას, მაშასადამე, ცოტა რამ ყოველთვის აკლია. რაღა შორს დავეძებ! ერთი სკოლის ამხანაგი მყავს, კაცი, დიდად განათლებული, თითქმნის სწავლული, რომლის იშვიათი წერილები ჟურნალ «ივარიაში» იბეჭდებოდა. ერთს საღამოს მე და ეს კაცი, აკადემიიდან ახლად ჩამოსული, დროს გასართობად წავედით ცირკს. მე სიტკბოებით და სურვილით შევყურებდი მის დიდი ხნით უნახავ ჭკვიან თავლებს, მის გონიერ მაღალ შუბლს, რომელსაც ზედ დასტყობოდა ძლიერი მუშაობა ტვინისა.

ცირკში ერთად ვიჯექით და სანამ წარმოდგენა დაიწყებოდა, თითქოს საგანგებოს, საკონტრასტოს – ჰარტმანის ფილოსოფიაზე ვმუსაიფობდით, იმ ფილოსოფიაზე, რომელიც ჩვენთვის არ უსწავლებიათ სემინარიაში. უცბად არენაზე გამოხტა კლოუნი, გადავიდა ყირამალაზე, წამოხტა, გაივინა იდიოტურად, ჩვეულებრივად ქეჩოზე ხელი წაიკრა და სალამი მოგვცა. «ჰა, ჰა, ჰა, « – შეჰქმნა სიცილი ჩემმა ამხანაგმა, მე ეს სიცილი, ცოტა არ იყოს მეუცხოვა, მაგრამ ყური არ ვათხოვე. ერთ წამს შემდეგ გამოხტა მეორე კლოუნი და ჩემმა მეგობარმა ხელახლა გააბა ხარხარი. ამან კი გამაკვირვა და საშინელმა ეჭვმა გამიელვა თავში. დავსწვდი მეგობარს, წავჩურჩულე ყურში და თურმე ნუ იტყვითამ პროფესორს თავის დღეში ცირკი არ ენახა. მოდი და ამგვარს ქვეყანაში კანონიერ სწავლაზე და აღზრდაზე ილაპარაკე! ან რამ უნდა გვასწავლოს ჩვენ? ერთადერთი ადგილი, საცა ჩვენ სწავლას ვიძენთ არის სკოლა, მაგრამ ვინ არ იცის, რომ ასჯერ სკოლაში განაგონს ერთჯერ ცხოვრებაში ნანახი და გამონაცადი სჯობია? ჩვენი ცხოვრება ისეა წარმართული, რომ ჩვენ იმასაც ვივიწყებთ რაც სკოლაში შეგვიძენია.

ბარათაშვილის ნიჭის პატრონი სხვა ქვეყანაში შესანიშნავი კაცი იქნებოდა, ჩვენში – კი მისი ნიჭი ღვარძლით სავსე ნიადაგზე დაეცა და ღვარძლმა... შეიშთო იგი. დრო მაინც რომ დასცლოდა, მეტი მაინც რომ ეცოცხლა იმას, ტალანტი ქართველის

Page 38: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ცხოვრების სიფუჭეს სძლევდა და პატარა პოეტისაგან დიდი პოეტი დადგებოდა. («დიდის» ხმარებას ჩვენ საზოგადოდ უნდა ვუფრთხილდებოდეთ. ჩვენში არავინ არის დიდი გარდა რუსთაველისა და ისიც იმიტომ, კლასიკური დროებისაა). გაფურჩქვნა ნიჭისა არ დასცალდა და ის დარჩა საშუალო ტანის პოეტად, ყმაწვილ კაცად, რომლის პირიდან ვაჟკაცის ხმა თუმცა მოისმის, მაგრაგმ მის ყოველ თხზულებას პირველიდან უკანასკნელამდე ჯერ კიდევ ზედ ამჩნევია მოზარდი კაცის გამოუცდელი მარჯვენა.

როგორც ზემოთ დავინახეთ, ბარათაშვილი, ერთობ დაუდგრომელი ხასიათისა იყო: ხან მეტის მეტად მხიარული და იქვე, იმავ წამს, წრეს გადასულად მოწყენილი, ლმობიერი და იმავე დროს მრისხანე, მუდამ ოცნებით გატაცებული, მუდამ მთვარისა და ვარსკვლავების არშიყი, მუდამ სიკვდილსა და უარისყოფაში მძებნელი სიცოცხლისა და ცხოვრების. ამის გამო მისი ფიქრი, მასავით მოუსვენარი, ხან კრწანისის მინდორს დასტრიალებს ზედ, ხან ზღვა-ოკეანეს გადაივლის და ნაპოლეონის აჩრდილს ევლება თავს, ხან გრძნობს ამრევი საყურის ჩრდილში მიმალულია სულგანაბულად და ხან ზეცად აღხდება და ვარსკვლავებს იქით ეძიებს სადგურს. რომ იკითხოს კაცმა სად არის დედააზრი ბარათაშვილის პოეზიისა, რაში იხატება მოქმედებითი მისია მგოსნისა, როგორია მისი პოეტური ფიზიონომია, ასი მოპასუხისაგან ას სხვადასხვაგვარ პასუხს მიიღებთ.

ბარათაშვილს არ შეუძლია დაიქადოს, როგორც პუშკინს, რომ ის არის პოეტი «Всех впечатлении бытия». უმთავრესი პოეტური მოტივები რომ გამოხადო მის ლექსთა-კრებას, დაინახავ, რომ მისი ქნარის საგალობელი საგანია: სიყვარული, სამშობლო, ბუნება – ორბელიანის მოტივები – და მუდამ მისი პირისაგან განუშორებელი ოხვრა გულისა, ან, როგორც ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, «სინაღვლე». სხვა ყველაფერი შემთხვევითია იმის კალმის ქვეშ. ის სრულებით არ დასდევს იმას, რაც მის გარეშე ხდება. ეგრეთწოდებული დღის ვარამი მისთვის არ არსებობს, არც საზოგადოებრივი და სახელოვანი კითხვები. საუკუნო იდეალები ჭეშმარიტებისა და მშვენიერების, ორბელიანისაგან ოდნავად შენიშნული, მისთვის არ ნათობენ. ოლიმპი არსად არის, საცა იყოს სუფევა ჭეშმარიტი პოეზიისა, საცა სინთეზი განოისვენებდეს.

უმთავრესი საგანი ბარათაშვილის პოეზიისა, რომლითაც იგი გასხვავდება ყველა, სხვა

Page 39: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ჩვენი პოეტებისაგან, არის კაეშანი,«მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი»...ეტყვის პოეტი თავის ჩონგურს, ე. ი. ლირას და რაც უნდა დაუკრას პოეტმა ამ ჩონგურზე, იმის სიმები მარტო ოხვრას და სულის კვეთებას მოსთქვამენ. ბუნებას, სამშობლოს, თვით სიყვარულს, ე. ი. სულ ყველაფერს, რასაც აღუფრთოვანებია და შეუპყრია მისი სული, რასაც სიამოვნებით და სიტკბოებით აღუვსია მისი არსება, მაინც რაღაც აჩრდილი აქვს ზედ გადაკრული, რაღაც ბნელი ზეწარი გადაჰფარვია. მისთვის მთაწმინდა იმიტომ არის ძვირფასი, რომ იგი არის «გულ-დახურულთა მეგობარი», განმაქარვებელი «მჭმუნვარებისა»; მტკავრი – იმიტომ, რომ იმის არე-მარე მოწყენილია და იმის ნაპირზე სევდიანი ირთობს ფიქრებსა. სამშობლოს ისტორია, – ბედნიერი დღის მაგიერ აძლევს მას საგნად ოცნებისა საქართევლოსბ აოხრებას და მეფე ერეკლეს საფლავს.

სიყვარული: – მდურარე ცრემლით მტირალ ქეთევანს («ქეთევან»), მრისხანე ბედის ვარსკვლავს («ჩემს ვარსკვლავს»), სატრფოს, ცრემლით მკრთოლვარე თვალებს (***) აღმოსავლის მნათს, შავბედისაგან დაღამებულ გულის გამნათებელს და სხვ.

მისი ყოველდღიური ლოცვაც იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა დაუნთქას მას ცხოვრების წყალში... სალმობანი გულისა სენთა.

სულ ყველგან ცრემლი, მჭმუნვარება, ოხვრა, კვნესა გულისა.

ლექსებში «სული ობოლი», «სულო ბოროტო» და «ჩემს მერანს», კქაეშანი ბარათაშვილისა აღწევს უმაღლეს ხარისხამდე. მისმა ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ეს კაეშანი მის ხელში «უკანონოდ შობილი შვილი არ იყო ურცხვი დედისა». ისეთ მაღალ ნიჭს, როგორიც იყო ბარათაშვილი, როცა ცხოვრების გზაზე ის გარემოება გადაეღობება, როგორიც დაუხვდა ამას, შეუძლებელია პოეტური ბუნება არ განუბოროტდეს და კაცმა არ დასწყევლოს ეს ქვეყანა, რომელიც სხვისთვისდედაა და მისთვის კი დედინაცვალი. მაშინ, როდესაც ქვეყანა ლხინობს, ეს ერთი კაცი გაბუტულია და მარტო ზის, ქვეყნის მგლოვიარე. ეს არის მიზეზი, რომ ბარათაშვილი ყოველთვის ნაღვლიანია და მჭმუნვარებით სავსე. რაც პირველად იმან სცნო წუთისოფელი, ის თვისსა მხვედრს ეძიებს, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მით კაეშანს ვეღარ იშორებს. ის არის «მწირი სოფლისა, მაშვრალი მისითა ღელვით»; ის «ჭკუით

Page 40: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ურწმუნოა, გულით უნდო, სულით მახვრალი»; «სიამენი სოფლისა მას ელტვიან», ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება მას მოკვდომია; მისთვის «ოხვრა შვება არის»; ის «საბრალოა, როგორც სულით ობოლი»; იმას უნდა გაექცეს სწორთა და მეგობართა», დასტოვოს სამშობლო და იქ დალიოს სული, საცა არც სატრფოს შეეძლოს დატირება, არც «სწორთა და ნათესავთა». ერთი სიტყვით, ეს პატარა კაცი ამ ვეებერთელა და ხმაურობით სავსე ქვეყანაში მარტოა და მარტო.

ჩვენი პოეტის სულით ობლობა იგივეა, რაც არის ... ბაირონის მარტოობა სულისა. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ბარათაშვილს სურვლი გასცუდებია, მიზანი მიუღწეველი დარჩენია და მისი განმაპატიჟებელი ქვეყანა შესძულებია; ბაირონს კი ყველაფერი უნახავს, ყველა სურვილი ასრულებია და ყველაფერი მოსჭარბებია ქვეუანაზე. ერთი – ცხოვრების კიბეს ქვემოდან შეჰყურებს, შუროით განმსჭვალული, მეორე – ზემოდან დაჰყურებს, ზიზღით აღსავსე. მთაწმინდის ვერანა ადგილებში განცალკევებას, მტკვრის პირად განსასვენებელი ადგილის ძებნას ბარათაშვილი სულით მარტოობას ეძახის; ბაირონი კი ამგვარ განცალკევებას ბუნებასთან ერთობას უწოდებს. ის ამბობს სულით ობლობაზე: «კლდეებზე ჯდომა, ზვირთების მზერით გატაცება, ტყე-ტყე სიარული, უფსკრულში ჩასვლა, წყალ-ვარდნილის თავდაღუნვით ყურება – მარტოობა კია არ არის სულისა, – არის მხოლოდ ბუნების თანაზიარება, მარტოობა სულისა ის არის, როდესაც კაცი ქვეყნის ხმაურობაში ცხოვრობს და ქვეყანაში-კი არავის უყვარს, არც არავისი სუყვარული თვითონ მოეპოვება გულში». ბაირონის სულის მარტოობას უფრო ნათლად გამოსახავს «დონ-ჟუანის» შემდეგი ხანა:

Но тот, кто в шумном выхре света,Одной усталостю томим,Идет без ласки, без привета,Некем не знаем, не любимКто никогда любимцем счастяНеповерял своей тоски,Не ведал теплаго участьяИ честной дружеской руки,Кто посреди льстецов холодных,Ханжей безчувственных живет,

Page 41: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

Для всех чужой,- лишь только тотВ своих мучениях бесплодныхСказать бы с тайным вздохом мог,Что он на свете одинок.

ამგვარი კაეშნით ბარათაშვილი ყველა ჩვენს პოეტზე უფრო დიდია. მთელს ქართულ მწერლობაში ბადალი არ მოეპოვება ლექსებს: «ჩემს მერანს» და «სულო ბოროტოს»...

VIII

კაეშნის ხელოვანი. რუსთველის ტაეპის გახსენება. ბარათაშვილი ლირიკოსი. «სულო ბოროტო», «მერანი» და მიცკევიჩის «ფარისი».

კაეშანს ბარათაშვილი დიდი ხელივნებით გამოხატავს. მისი მძიმე 14 – 20 მარცვლოვაი ლექსი უტყუარი თარჯიმანია მისი დამძიმებული სულის მდგომარეობისა. კლასიკური ენაც, რომელიც მდაბიო გამოთქმას ერიდება და მუდამ თავდაჭერილი და კრძალულია, ხელს უწყობს ამ ლექსისა და სულიერი მდგომარეობის ჰარმონიას. კარგად რომ თარგმნოს კაცმა ბარათაშვილის ლექსები: «ჩემს მერანს», «სულო ბოროტო», და ბაირონის «დონ-ჟუანში» ჩაურთოს, ან «ჩაილდ-ჰაროლდში», არა მგონია დიდებული პოეტის ქმნილების ერთობა დაირღვეს. ისე მწარედ და სწორედ არის გამოთქმული ამ ქმნილებებში კაცობრიობის საყვედური ბოროტი მხვედრის წინააღმდეგ. ამ ლექსებს სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს ისეთი ბედის მომდურავი დიდი პოეტები, როგორივ იყვნენ: ლერმონტოვი, ბარბიე, ჰეინე. განა ბევრს ნახავთ ამათ ნაწერებში ისეთ ლექსებს, რომელნიც სჯობდნენ ამას?

„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა,მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა;ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთადა ჩემსა სატრფოს ტკბილ-მოუბარსა, – საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს,იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,

Page 42: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა,ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“

ან ამას:

„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;ნი დამიტიროს სატრფომ გულისა,ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, – შავი ყორანი გამითხრის საფლავსმდელოთა შორის ტიალის მინდვრის,და ქარიშხალი ძვალთა შთენილთაზარით, ღრიალით, მიჭას მომაყრის!“ან კიდევ «სულო ბოროტოს» სტროფებს, თუნდ ამას:

„განვედი ჩემგან, ჰოი მაცდურო, სულო ბოროტო!რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო,ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?ვაი მას, ვისაც მიხვდეს ხელი შენი მსახვრალი!“

ამ მხრითაც უნდა გასინჯოთ ეს ლექსები: აზრების სისწორით, რითმით, ენით, ფორმით, ისინი საუკეთესო ლექსებია ქართული მწერლობისა. ის აზრი, რომელიც გამოხატულია « ჩემს მერანის» ხანაში.

«ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში»

თვით რუსთველს არა აქვს ბარათაშვილზე უკეთესად გამოთქმული. გაიხსენეთ ის ტაეპი «ვეფხისტყაოსნისა», სადაც ავთანდილი სწერს როსტევან მფეს:

თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმა,ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან...

Page 43: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ამ ორ ხანიდან უკეთესის ამორჩევა გემოვნებაზეა დამოკიდებული. სხვა მოტივების გამოსახვა-კი ბარათაშვილს იმდენად არ ემარჯვება.

ბუნებისა იმას შეუგნია მხოლოდ ლირიული მხარე და არა პლასტიური მშვენიერება. «ჩინარი», «შემოღამება მთაწმონდაზე», «ღამე ყაბახზედ», «მობიბინენი და შვებით მოსილნი არაგვისპირნი» არაფრით არ მოაგონებენ კაცს ბუნების იმ შეუდარებელ სურათებს, რომელსაც ყოველ ნაბიჯზედ ვხედავთ გრიგოლ ორბელიანის ლექსებში. ისინი მხოლოდ პოეტის სულის მდგომარეობას გვვიხატავენ და არა კავკასიის ბუნების სიმდიდრეს და მშვენიერებას. პოეტს სწამს:

...რომ არს ენა რან საიდუმლოუასაკოთაც და უსულთ შორის...რომ მტკვარი მიჯნურია ჩინარისა; რომ იმასავით მთაწმინდაც არის:

მწუხარ და სევდიანი;

და მეტიარაფერი. არც «ბუმბერაზ მთანი», რაც «წყალნი», მთით დაქანებულნი», არც:

უფსკრულნი, ჩაბნელებულნი,კლდენი, თვალთ გადუწვდენელნი,სად მონადირე სდევს ჯიხვსადა მის ქვეშ ვლენან ღრუბელნი.

მისმა კალამმა მხატვრობისა არა იცის რა.

სიყვარულისათვის ბარათაშვილს აკლია ის მარტივი ენა, რომელსაც მარტო ერთს შეუძლია პირდაპირ ქალის გულის კარების შეღება. მისი ქართული ერთობ მწიგნობრულია, ერთობთავ-შეკავებულია, საცა ორბელიანი უბრალოდ ეტყვის სატრფოს:

„სიყვარულმა მათქმევინა,თორემ მე ვინ, ლექსი ვინა?

Page 44: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ბარათაშვილი აზვიადებს:

„ვით არ ვადიდო სიურფის ღმერთა!ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნადდა თავის მკობად ჰქმნა იგი მგოსნად!“ენის ბრალია აგრეთვე ის, რომ ბარათაშვილის ლექსი:

შენნი დალალნი ყრილობენ გველად

ქრესტომათიაში არ შესულა ამდენ ხანს. რომ როგორმე სხვაგვარად იყოს გამოთქმული, რა სჯობს ამ პატარა ლექსის უკანასკნელ ხანას:

„ოდეს ნიავი ლამაზს დალალებსმიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,მაშინ ჩემს თავლებს აღაგზნებს შურიდა გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!“

რომ თავიდან ბოლომდის გადავფურცლოთ ბარათაშვილის ლექსთა კრება და გულმოდგინედ დავათვალიეროთ ყოველი ყვავილი, რომლისაგან შემდგარია პოეტური თაიგული მგოსნისა, რომ დაწვრილებით ვილაპარაკოთ მის გემოვნებაზე, რითმაზე, მოხდენილ სიტყვაზე, ლექსისი პლანზე დასაზოგადოდ ყველა იმაზე, რაც შნოსა და ლაზათს აძლევს პოეტურ ქმნილებას, ჩვენ დაგვჭირდება იმ მცირე ფარგლიდან გამოსვლა, რომელშიაც გვინდა მოვამწყვდიოტ ეს აღწერა – და მართალი უნდა ვსთქვათ – სურველიც ცოტა გვაქვს ამგვარ დაწვრილებით ლაპარაკისა ამ საგანზე, რომელზედაც ცოტაც ითქმის და მთელი წიგნიც დაიწერება. მე ვიცნობდი ჯენევაში ერთ ყმაწვილ ქართველს – რაღა ბევრი დავმალო, – სანდრო სარაჯიშვილს, რომელმაც მთელი წერილი დასწერა ფრანგულ ენაზე იმ ერთი ტაეპის შესახებ, საცა ბარათაშვილი ეუბნება საყურეს:

„ნეტავი იმას,ვინც თავისს სუნთქვასშენსა ჩრდილშია მოიბრუნდეს“.

Page 45: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

რომ ამ ნარკვევის მასშტაბი ნებას მაძლევდეს, მეც მერჩის გული არა მცირედი მისი ნაწილი შევსწირო იმ ადგილს, მაგალითად, საცა პოეტი ათქმევინებს სუმბულს:

„ზამთრით ბუნება არა ჰკვდება, – სევდით იმოსვის,რომ თავისს სატრფოს, გაზაფხულსა განეშორების!“საცა მგოსანი ლოცულობს:

„გილთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე:შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მედა – ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?მაშა დუმილიც მიმითვალენ შენდამი ლოცვად!“

საცა მთელს ქართულ მწერლობაში არ ვიცი თუ არის სხვა იმაზე უკეთესი ლექსი, სადაც ბარათაშვილი ეტყვის თვისს მრისხანე და წარბშეკრულ სატრფოს:

„ნუ გგონია ბედსა მით დამიმწარებ,რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;შენ არ იცი, რა სიამე მომაგებ,რომ მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ“.ჩვეულებრივად მონოტონური ქარული ლექსი, მარცვლების რაოდენობაზე დამყარებული, ბარათაშვილის კალმის ქვეშ ცეზურისა და რითმის მოხერეხებული ხმარებით ცოცხალია და ხალისიანი. სამწუხაროდ, პოეტი ყოველ ლექსში არ არსი თანასწორ ჰარმოპნიული. პირიქით, უმეტეს ნაწილს ამ მდიდარი პოეტის ლესებისას – «ჩემს მერანის» დამწერს არ შეიძლება მდიდარი არ დაეძახოს – არც რითმა აქვს საქები და არც რიტმი. რამდენადაც მისი რითმა საამოა სასმენელად « ჩემს მერანში, «სადაც ხმა განზომილია და ლექსითითქო ხტომით მიარბენინებს წინ მკითხველს, იმდენად ყოველგვარ ზომიერებასა და რითმას მოკლებულია არა ერთი სხვა მისი ლექსები. «ჩემს მერანის» მჩქეფარე რითმა:

„სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს,იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო“დაადარეთ, მაგ., «ბედი ქრთლისა»-ს რითმას, საცა პოეტი ერთს ადგილას ამბობს:

Page 46: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

„არამედ ვითა მამა კეთილი,რომელსა ჰსურს რომ თავისი შვილითვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს“.

ან «ჩვილის» ხანას, საცა პოეტი ამბობს ბავშვზე:

„არა ფიქრობს იგი თავის ცხოვრებას,არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;იგი თავის სანუკველითა შობითამუნათებს თვისთა მშობელთა პირიქით“და თქვენ დაინახავთ, რომ ხან-და-ხან ბარათაშვილის მუზასაც სძინავს...

იგივე ითქმის ბარათაშვილის რითმაზე.

რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია!

რაღაა ის ლექსთა კრება, რომელშიაც გხვდებათ ამგვარი ტაეპებიც:

„ასე ილოცდა მეფე ირაკლიბანაკსა თვისსა, გულით მხურვალი.ცაღა წინაშე დიდია მსხვერპლიმამულისათვის მეფისა ცრემლი!“მაგრამ... ბარათაშვილი მაინც ბარათაშვილია. რაც უნდა ძონძი ჩაიცვას ამ კაცმა, ის არის «ჩემს მერანის» ავტორი, მას ეკუთვნის «არ უკიჟინო სატრფოო» – ჩემის ფიქრით, საუკეთესო ლექსი პოეტისა – და ამ ლექსების დამწერს, სხვა რომ არ დაეწერა რა, მაინც მეფე ეთქმისს მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობისა. ის მცირე რამ ნაკლი, რომელზედაც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ, არას დააკლებს მის ბრწყინვალებას... ვენერა სიარულით იცვნესო, – უთქვამს ძველ მწერალს.

იმ პოეზიის ნაკადულიდან, რომელიც ბარათაშვილის ლეწსთA კრებაში სჩქეფს, თითოეულმა დაიშთოს თვისი წყურვილი სურვილისამებრ, ჩვენ კი, არ ვაძლევთ ჩვენს

Page 47: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

თავს კადნიერებას, მოძღვრობა დავიჩემოთ და მკითხველს მობაწონოთ ბარათაშვილის ლექსებში ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია საუკეთესოდ.

მაგრამ მის ორ ლექსზე – «ჩვენს მერანს» არ არსი სრულად ორიგინალური ლექსი ბარათაშვილისა, როგორც «სადღეგრძელო» არ არის ორიგინალური პოემა ორბელიანისა. თავი და პირველი აზრი ლექსისა ეკუთვნის პოლონეთის დიდებულ პოეტს მიცკევიჩს. ბარათაშვილის ცხოვრების აღწერის დროს ჩვენ ვნახეთ, როცა ის გიმნაზიაში სწავლობდა, იქ ასწავლიდნენ მიცკევიჩის ლექსს «ფარისს». «ჩემს მერანს» ამ ლექსის მიბაძვაა.

მე ვერ ვიშოვე ის თარგმანი «ფარისისა», რომელსაც ასწავლიდნენ სკოლაში ბარათაშვილის დროს, რომ უფრო აშკარად დამენახა, რა არის ბარათაშვილის ლექსში საკუთარი და რა მინაბაძი. სლავიანების ლიტერატურის მცოდნემ და პოლონეთის პატრიოტმა სპასოვიჩმა, რომელსაც ვსთხოვე მე ეცნობინებინა, როდის იყო თარგმნილი რუსულ ენაზე «ფარისი», შემატყობინა წერილით, საცა იყო დაბეჭდილი თარგმანი, მაგრამ ეს თარგმანი ვერც თბილისის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში ვიშოვე, ვერც სხვაგან. იძულებული ვარ ახალი, დანილევსკის თარგმანით გავაცნო მკითხველებს მიჩკევიჩის ლექსი.

ფარისი ნიშნავს მხედარს, რაინდს. მიცკევიჩმა დასწერა თვისი პოემა პოლონეთის ორიენტალისტის ვ. რჟევუსკის სახსოვრად, რომელსაც ის ბედი ეწია, რაც პოემის მხედარს. ვენცესლავ რჟევუსკი სამეცნიერო გამოკვლევისათვის არაბეთს იყო წასული, სადაც 15 წელი დაჰყო და მცირე ხნით ევროპაში ჩამოსვლის შემდეგ ხელახლა განშორდა სამშობლოს, თვისთა და მეგობართა, და წავიდა არაბეთს, საცა დაიღუპა ისე, რომ ცოლშვილმა ამბავიც ვერ შეიტყო მისი.

ფარისში გამოხატულია არაბი (რჟევუსკის ეძახდნენ «ემირ თაჯულ-ფეხრს»), დაულეველ უდაბნოში გავარდნილი, სადაც არც წყალია, არც მცენარე, არც კაცის სული მოიძებნება, საცა მარტო ქვიშა და მზეა, მარტო მზე და ქვიშაა. არაბი სძლევს ყოელგვარ დაბრკოლებას, რომელიც იმას ხვდება გზაზე და განაგრძობს წინ – ქროლვას:

Мчись летун мой белоноги.Горы, дебры, проч с дороги!

Page 48: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

შუაგულ უდაბნოში მას საშინელი ჩხალივით აედევნება ძელქორი. რომელსაც მხედრია და ცხენის ლეშის მადა აშლია, მაგრამ არაბი იმასაც დააღწევს თავს და ეტყვის თავის მერანს:

Мчись летун мой белоноги.скалы, коршун прочь с дороги!

მფრინავის შემდეგ დაეწევა მას ცის ღრუბელი. ეს აფრთხილებს მხედარს, რომ წინ არ წავიდეს, რადგანაც წინ არც ერთი ცვარიო წყალი არ არიის, მაგრამ ვერც ეს მუქარა შეაშინებს თავგანწირულ მხედარს.

Я не боюсь угроз! лети гонец!

იტყვის იგი და განაგრძობს გზას. გზა-გზა ის შეეყრება უდაბნოში დაღუპულ ქარავანს, მაგრამ ვერც ეს ძვლები მოიყვანს გონზე არაბს.

Мчись летун мой белоноги.Трупы, вихри, проч с дороги!

ბოლოს ატყდება საშინელი ქარიშხალი, რომლის მძვინვარებასაც გადაურჩება მხედარი. შემდეგ ის განერთხება დედა-მიწაზე და მოისვენებს, დაუწყებს ცქერას ვარსკვლავებს. მისი ფიქრები იკარგებიან ზეცსა და ფიქრებთამ ერთად მისი სულიც.

Так душу в высь я усремилИ в небе с мыслбю схоронил

ათქმევინებს პოეტი უდაბნოში დაღუპულ მხედარს.

როგორც ამ შინაარსიდან სჩანს, ბარათაშვილის ლექსსა და «ფარისის» შორის ცოტა განსხვავება არ არის. ჩვენმა პოეტმა გადმოიტანა თავის ლექსში მხოლოდ დედა-აზრი ლექსისა: მხედარი და მერანი და ჩაურთო შიგა და შიგ ელემენტები «ფარისისა»: «თვალბედითი შავი ყორანი», «გასწი მერანო», «კლდენი» და «მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა» და სხვ. (ეს ელემენტები მიცკევიჩსაც

Page 49: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

არაბული ლექსებიდან აქვს გადმორებული, როგორც ლაგრანჟის ანთოლოგიიდან ჩანს). მაგრამ შინაარსი მისი ლექსისა სულ სხვაა, ვიდრე შინაარსი «ფარისისა».

ბარათაშვილმა ჩინებულად გამოიყენა მიცკევიჩის ლექსის საერთო ფონი. «ფარისში» არავინ იცის, რატომ გადმოჭრილა არაბი და სად მიისწრაფის იგი! ბართაშვილის ლექსში კი მხედრის განზრახვა ცხადია. ის მირბის და მიფრინავს, რომგაექცეს კაცს, სწორთა და მეგობარსა, მამულს, რომელთანაც ყოფნა მოსწყენია, რომ ან ნიავს მისცეს მისი შავად მღელვარე ფიქრი, ან თან გაატანოს მერნის გიჟურ ლტოლვას. არაბულ მერანზე ბარათაშვილმა მისი სულით ობოლი კაცი შესვა, რომელსაც როგორც ვიცით, კაცთშორის ყოფნა ეზარება. ეს მერანი უგზო-უკვლოდ მიაფრენს მისს მხედარს, რომელიც ბედს არ ეურჩება.

ბარათაშვილის «მერანი» დაწერილია იმ გვარსავე შემთხვევის გამო, რომლის გამოც დაწერილია მიცკევიჩის პოემა. როგორც ამ უკანასკნელმა დასწერა «ფარისი» რჟევუსკის დაკარგვის გამო, ბარათაშვილმაც ის თვითონ აღნიშნავს გრ. ორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს მერანს» დასწერა მაშინ, როდესაც შეიტყო, რომ მისი საყვარელი ბიძა ილია ორბელიანი დაკარგულ-იყო, – შამილის მიურიდებს მოეტაცნათ და ტყვედ წაეყვანათ...

IX

ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება განჯიდან – ტფილისს. მისი დასაფლავება.

– დასაფლავბაზე წარმოთქმული სიტყვები ილია ჭავჭავაძისა და

აკაკი წერეთლისა. ლექსი ვაჟა-ფშაველასი.

«მერანის» დამწერს იგივე ბედი ეწია, რაც ბედი ეწია «ფარისის» დამწერს: ორნივე სამშობლოს გარეთ მოკვდნენ და სამშობლოს გარეშე დაიმარხნენ. მაგრამ დრონი იცვალნენ, სამშობლომ თავისი მოითხოვა და ორნივე სასიქადულო მამულისშვილნი იქმნენ გადმოსვენებულნი – ჩვენი მგოსანი განჯიდან თბილისს და პოლონეთის დიდება – პარიზიდან კრაკოვს და დასაფლავებულ იქმნენ: ჩევნი – დიდუბეს,

Page 50: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

თამარ მეფისაგან განწმენდილ ადგილს, და მიცკევიჩი – კრაკოვის ტაძარში, საცა იმარხებოდნენ პოლონეთის მეფეები და შესანიშნავნი. კაცნი.

1893 წელს ბარათაშვილისამ ნათესავებმა, ებმა: ბარბარე ვეზირიშვილისამ, სოფიო სუმბათაშვილისამ და ნინო ბარათაშვილისამ, ბიძაშვილმა გიორგი ილიას-ძე ორბელიანმა და დისწულმა ნიკო რევაზის – ზე ერისთავმა აღძრეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობა: ნება დაერთოთ მათთვის გადსმოესვენებიათ განჯიდან თბილისს მათი ოჯახის დამამშვენებელი მგოსანი.

ნებართვა რომ მიიღეს, მგოსნის გადმოსასვენებლად გაემგზავრნენ განჯს: გ. ი. ორბელ;იანი და ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრნი გ. ნ. იოსელიანი და ა. მ. ჭყონია.

თუ როგორ იპოვეს ამათ ბარათაშვილის ნეშტი, აი რას მოგვითხრობს მაშინდელი «ივერიის» მოამბე.

«მეკუბოვე შეუდგა მიწის მიყრა-მოყრას, კუბო თითქმის აღარ შენახულიყო. იპოვეს მხოლოდ მისი მოსართავი ბუზმენტის რამდენიმე ნაწყვეტი. მისივე გაყოლებით ჩონჩხიც ესვენა უმთავრესი ნაწილებით ანუ სახსრებით, დაუმიწებელი. ტანთ-საცმელისა აღმოჩნდა სერთუკის ოთხი თითბრის ფოლაქი მძიმედ ჟანგმოდებული და დამპალი მაუდის ნაფლეთთაგანი, როგორც სჩანდა, სახელოსი, ზედ სამოქალაქო უწყების მუნდირის ოქრომკედის კანტი და მასზედ კიდევ ფოლაქი. ფეხსაცმეკლისა კი იპოვეს ცალი ლანჩა, ცალი ქუსლი და ცალი საპირე ყელითურთ, როგორც სჩანდა, ძველებური ქართული სამოგვის წიაღისა, რადგან შესაკვრელი თასმები ზედვე ჰქონდა...

კუბო, ტანსაცმელი და ჩონჩხის სახსრები სრულიად გახრწნოლიყო. ამის მიზეზად ამბობენ აკაკის ხეს, რომელიც იქვე ყოფილა დარგული და რომლის ძირზედაც დღეს პატარა ყლორტებიღაა ამოხეთქილი. აი ამ ხეს რწყავდნენ თურმე და წყალი-კი კუბოს თავს იწურებოდა, რის გამოც კუბოსა და გვამის გახრწნა მოსწრაფებულა ორმოცდარვა წლის წინათ მიცვლილის გვამთან შედარებით, და ხეს-კი ფესვები დაუყრია. ამოიტანეს კუბო და ფრთხილად შეუდგნენ ნაწილების ამოკრეფას. თავის ქალა დაუშლელი იყო. უმთავრესი სახსრები, როგორც ზედა. ისე ქვედა ტანისა, გაუხრწნელი და შეუმესვრელი იყო და განსვენებული მგოსანი, როგორც იქ დამსწრე

Page 51: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ერთმა ექიმმა სთქვა, მოსული ვაჟკაცი ყოფილა. თავის ქალაც ამასთანავე საკმაოდ დიდი იყო. წვრილის სახსრებისა ზოგიერთი ნამტვრევი-ღა აღმოჩნდა. ძვლები რომ ამოკრიფეს, მერმე ის მიწაც ამოიღეს, ჩონჩხის გაუოლებით რომ იყო. ყოველივე აღმოჩენილი ნაშთი გვამისა, ტანსაცმელისა თუ კუბოსი, დაიკრძალა კუბოს შუა უჯრაში, მხოლოდ ორიოდე უბრალო ფოლაქი და აგრეთვე ის ფოლაქიც. რომელსაც სახელოს ოქრომკედის კენტი შერჩენოდა, ალექსანდრე ჭყონიამ ჩაიბარა».

ძვირფასი ნეშტი მგოსნისა წამოასვენეს განჯიდან ქალაქს 25 აპრილს, 1893 წ.

გაზეთი «ივერია» აი როგორ აგვიწერს მგოსნის ქალაქში ჩამოსვენებას: «კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალა ხალხმა მოიყარა თავი თბილისის რკინის გზის ვაგზალზე... ვაგზლის არე-მარესა და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოპეკრიბა თავი. რკინის გზის ბაქანზე იდგა შემოსილი ეპისკოპოსი გორისა, ალექსანდრე სამღვდელოებით. აქვე იყვნენ წარმომადგენელნი ქართველი ინტელიგენციისა და მაღალი საზოჰგადოებისა, თავდ-აზნაურთა წინამძღოლნი, დეპუტაციები სხვადასხვა ქალაქებისა და დაწესებულებათა გვირგვინებით პოეტის კუბოს შესამკობად. ათის ნახევარზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასი ნეშტით. კუბოს მოჰყვნენ: პოეტის ნათესავი, ღვიძლი ბიძაშვილი გ. ი. ორბრლლიანი და სხვა პატივცემულნი ქართველნი, რომელნიც გაგზავნილი იყვნენ განჯას. მცირე პანაშვიდის გადახდის შემდეგ ნეშტი გამოასვენეს ვაგზლიდან სამგლოვიარო «წმინდაო ღმერთო»-ს გალობითა. აქ, ვაგზალთან, ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა, პატივი-სცა დიდებული მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი და ზღვა ხალხიდაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამბიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარი გვირგვინებით და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებსა და ისე მიასვენებდნენ. გზა და გზა რამდენოიმე ხორო გალობდა: ხორო ქალებისა, სასულიერი სემინარიის შეგირდებისა, სათავადაზნაურო სკოლის მოწაფეთა და მ. შარაძისა ფ. ქორიძის ხელმძღვანელობით. ქალაქების ხორო შეედგინა თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულ შეგირდებისაგან მღვდელს ვ. კარბელაშვილს. როცა ლიტანია მიუახლოვდა ეკელსიას, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ წარმოსთქვა შესაფერისი და გრძნობით სავსე სიტყვა. თვით ეკლესიაში სიტყვა სთქვა მღვდელმა კ. ცინცაძემ.

Page 52: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ფოტოგრაფმა რამდენჯერმე გადაიღო სურათი პროცესიისა. წირვის გათავების შემდეგ საფლავზე გადახდილ იქნა კვლავ მცირე პანაშვიდი და წარმოითქვა რამდენიმე სიტყვა. სიტყვები და ლექსები წარმოსთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, ქუთაისის ქალაქის მოურავმა ლ. ლოლუამ, ქუტაისის დეპუტატმა დ. ბაქრაძემ, გ. წერეთელმა, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანცმა. ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვათა.

წარმოთქმულ სიტყვებიდან აქ მომყავს ორი სიტყვა: ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის და ერთიც «კლდიდამ დაგმომქუხარე» ლექსი ვაჟა-ფშაველასი.

სიტყვა ილია ჭავჭავაძისა

«თვითეული ცემა გულის ძარღვისა გვჭრის და გვაწყლულებს ჩვენ, და ჩვენი სიცოცხლე ჭრილობით ამ სისხლის შეუწყვეტელი დენა იქნებოდა, რომ ქვეყამაზე პოეზია არ ყოფილიყო», – სთქვა ერთმა ბრძენმა. ღმერთი რომ ერს, ქვეყანას მოწყაელობის თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მადლით ცხებულსა. როცა ადამიანს ჰსურს შეიტოს ღირსება და დიდება ერისა, ყოველთ უწინარეს ამას იკითხავს, – რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო. ღირსებას და სიდიადეს ერისას მარტო ამ საწყაოთი სწყავს ადამიანი. რაკი ასეა, ეხლა ცხადი უნდა იყოს, რა ძვირფასი განძია ჩვენთვის იგი მტვერი, რომლის წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს.

პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა, ღვთივ რჩეულთა. მადლია, მაგარამ ამასთანავე ტვირთიც არის, – რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყყენოს.

ამ მადლს, ამ ტვირთს დიდი ძალღონე უნდა სულისა და ხორცისა და ამიტომაც, როვა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი, უკურთხა ენა მეტყელებისათვის, თვალნი ხედვისათვის, ყურნი სმენისათვის, გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად და უბრძანა, წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი და სიტყვით გული აუნთეო. კიდევ ვიტყვი, პოეზია მადლია, ნიჭია, მაგარამ, ხომ ხედავთ, იგი დიდი ტვირთიც არის.

Page 53: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

დიდ ტვირთადვე იცნო იგი ამ ჩვენმა სახელოვანმა კაცმა და მას ყველადერი ანაცვალა. ოღონდ ეგ ტვირთი დაუღალავად ვზიდო, ოღონდ ერთგულად ვემსახურო და ყველაფერს შევსწირავ განწირულის სულის კვეთებამდეო. ამ განწირულებამ გარდაცვალების ერთი წლის წინათ ეს სიტყვები ამოაკვნესა, რომელებიც წინასწარმეტყველებად გადაექცა ბოლოს:

ნუ დავიმარხო ჩენსა მამულში,ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;ნი დამიტიროს სატრფომ გულისა,ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, – შავი ყორანი გამითხრის საფლავსმდელოთა შორის ტიალის მინდვრის,და ქარიშხალი ძვალთა შთენილთაზარით, ღრიალით, მიჭას მომაყრის!სატრფოს ცრემლის წილ, მკვდარსა ოხერსა,დამეცემიან ციურნი ცვარნი,ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლადმივალალებენ სვავნი მყინვარნი.ეს მწვავე წინასწარმეტყველება გაუმართლდა: იგი არ დაიმარხა თავის მამულში, მას არ დაედინა ცრემლი თავის ქვეყნის შვილისა. ეს ჯავრი თან ჩაიყოლია ამ ჩვენმა განმადიდებელმა კაცმა და დღეს ჩვენ, ჩვენდა სასახელოდ, მოვასვენეთ აქ მისი მტვერი, მისი ნაშთი, რომ დღეის ამას იქით მისმა სამშობლო ცამ თვისი ნამი ცრემლად ზედ ადინოს, მისმა სამშობლო დედამიწამ გული გადაიხსნას და მისი მტვერი მიიბაროს მისდა განსასვენებლად და ჩევნდა სალოცავად.

მართალია, ეს მოგვიხდა შვიდ წელიწადს შემდეგ და იქნება სთქვან გვან არისო, მაგრამ რა არის ორმოცდა შვიდი წელიწადი უკვდავებისათვის? მხოლოდ ერთი წამის. ნიკოლოზ ბარათაშვილი უკვდავია და უკვდავისათვის არც რაიმე ქვეყნიერებაზე გვიანია, არც რაიმე ადრე. ეს დიდებული წამი, რომელმაც დღეს აქ შეჰკრიბა წარმომადგენლობა მთელი საქართველოსი, მაგალითია იმისი, რომ ჩვენი ერი ამაღლებულა სულითა და გულითა, რადგანაც მარტო ჭკუა-გახსნილმა და

Page 54: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

გულგაწმენდილმა კაცმა იცის ესე ღირსეულად დაფასება და ესეთის პატივით ხსენება დიდ-ბუნებოვან კაცისა.

დიდ-ბუნებოვანი იყო იგი, ვის სამარესაც გარს ვარტყივართ დღEს და აკი იწინასწარმეტყველა კიდეც:

ცუდად მაინც ხომ არ ჩაივლისეს განწირულის სულის კვეთება!და გზა უვალი, შენგან თელილი,მერანო ჩემო მაინც დარჩება...და დარჩა კიდეც. ეს გზა უვალი თვითეული ქართველის გულია, საცა მისმა მერანმა ღრმად ჩააჭდია მისი ანდერძი, მისი ნათქვამი. ვაპირობთაქ ძეგლის დადგმას, ხოლო რა დასადარია ხელთ-ქმნილი ძეგლი, თუნდ დიდფასიანი, იმ ხელთ-უქმნელ ძეგლთან, რომელიც მისმა ბუნებოვანობამ ჩვენს გულში აღაგო.

მე არ ვიტყვი საუკუნოდ ხსენებას, იმიტომ, რომ თვითეულის ქართველის გული მისი საუკუნოდ სახსენებელია. «სტრფოს ცრემლის წილ დამეცემა ციურნი ცვარნი და ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად სვავნი მყივარნი მივალალებენო». ასრულდა ეს წინასწართქმული მისი მაშინ და დღეს-კი მის მტვერს, მის ნაშთს, მის კუბოს, მის საფალავს დასტირიან მისნი ტრფიალნიცა, მისნი ნათესავნიცა და ამათს ცრემლს ზედ დასდის დიდებული ცრემლი მთელი საქრთველოსი.

სიტყვა აკაკი წერეთლისა

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი,განთიადისა მორბედი,რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენტყეთა ფრინველნი და ვარდნიმინდა მზე ვიყო, რომ სხივნიჩემთ დღეთა გარსა მოვავლო,

Page 55: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

საღამოს მისთვის შთავიდე,რომ დილა უფრო ვაცხოვლო...ეს ინატრა ახალგაზრდა მგოსანმა ამ ნახევარ საუკუნის წინეთ და ეს ნატვრა წინასწარმეტყველებად გადექცა: გახდა წინამორბედი ჩვენი ახალი ცხოვრების განთიადისა და იქ, შორს, სამშოლოდან უცხო მხარეს, მზესავით ჩაესვენა, რომ დღეს აქ უფრო მეტის ძლიერებით აღმობრწყინვებულიყო. ამას ვხედავთ და დღევანდელი ჩვენი მიგებება გლოვა და ზარი კი არ არის, ლიტანიოობაა და მზე-შინა. დიაღ, არავის გეგონოთ აქ ეს ნამდვილი სამარე და კუბო ბარათაშვილისა, იმის კუბოა ყველა ქართველის გული და ისე ხშირი, როგორც თვით მგოსნის მთელ საქართველოსადმი სუყვარულით ავსებული გულის – ძგერა. ეს ადგილი არის მხოლოდ ნიშანი, სადაც ამიერიდან უნდა დაესვენოს ჩვენი მნათობი, რომ მთელ საქართველოს სხივი ჰფინოს და მართლაც, რომ უკეთეს ადგილს ვერ გამოვძებნიდით.

მართალია, ყოველი კუთხე საქართველოსი წმინდაა, მაგრამ ეს ადგილი, ეს დიდუბე წმინდა-წმინდათაა. აქ დაიდგა პირველად ძლევის გვირგვინი უპირველესმა ჩვენმა საისტორიო მნათობმა თამარ მეფემ. მართალია, დღეს დიდუბეს ის ფერი აღარ ადევს, აღარც ის ტაძარი, აღარც ის სასახლე, აღარც ის წალკოტია. ჟამთა მსვლელობამ, დროთა ვითარებამ ის გადაასხვაფერა, მაგრამ დიდებული ხატი-კი მაშინდელი შეუცვლელად დარჩა საქართველოს ხსოვნმაში. აქამომდე ჩვენ წარმოვიდგენთ თამარს თავზე ძლევა-მოსილ გვირგვინით, რომელსაც გვერდით უდგა ძლიერის ჩანგით საკადრისი მისი მწერალი რუსთველი. დღეიდან უფრო დასრულებული იქნება ეს ხატი, მეორე გვერდით ედგომება ბარათაშვილი. როგორც ამ შვიდასი წლის წინეთ დასავლეთ საქართველოდან, ესე იგი იმერეთიდან, მოვიდა ხალხი, რომ თაყვანი ეცა დიდებულ თამარისათვის და საზოგადო საერო ლოტანიაში მონაწილეობა მიეღო, დღესაც მოვსულვართ იმერეთით, რომ ნიშნად სამარადისო ძმობისა და განუყრელი ერთობისა დავადვათ გვირგვინი ბარათაშვილის კუბოს, გვირგვინი შეკონილი პურის თავთავისაგან, საგულისხმოდ იმისა, რომ მგოსანი იყო უპირველესი მტესველი გონებრივის ნაყოფისა, არა მარტო ერთი კუთხისა, – მთელი საქართველოსი. ნაყოფიერი იყო ეს ხორბალი, როგორც დღემდე, ამიერიდანაც, რომელთანაც ერთად დაუვიწყარი იქნება სახსენებელი ნიკოლოზ ბარათაშვილისა.

Page 56: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ლექსი ვაჟა ფშაველასი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,ქართლისა წყლულთა მოზარე,მშვიდობა, სულო ძლიერო,თავის სამშობლოს მოყვარე!...დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელთვალზე ცრემლები მომგვარე!...არ დაივიწყა სამშობლომშენი მის ბედზე ტირილი,მედგარი სულის კვეთება,შავბედობაზე ჩივილი,დაუშრეტელი ნაღველი,წყრომა და გულის ტკივილი.მადლი შენს თანა-მოძმეთა, – მიწა გახილეს მშობელი,შენი სატრფო და სადარდო,გულს ლახვარ-დამასობელი.შენი მერანი კვლავაც რბის,მისი ნავალიც შთენილა,უმადლოდ არ დაკარგულა,თუ ოდეს ცრემლი დენილა.მიიღე ჩემი ალამიც,გამოგზავნილი მთიდამა,«ჩვენი არაგვიც» მუხლს გიყროს,

Page 57: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

გადმომქუხარე კლდიდამა;თვის «ატეხილი ჭალები»ცრემლით ატირა ცხარითა,სმენად გადიქცნენ ისინიც, გრგვინვა რომ ესმათ ბარითა.ქედებმა თავი იდრიკეს,ფიქრით მოიცვნენ მწარითა,ამწვანებული მწვანედა,განათებული მთვარითა.

ნ. ბარათაშვილი დასაფლავებულია დიდუბის ეკლესიის გალავანში, საშუალ იმ ადგილისა, საცა განისვენებენ კონსტანტინე მამაცაშვილი, გიროგი წერეთელი, დიმიტრი ბაქრაძე, ილია ოქრომჭედლიშვილი, მიხეილ ყიფიანი და სხვანი საქართველოს მოღვაწენი.

მის სადძეგლზე, რომელიც დადგმულ იქნა 1905 წელს, აწერია: «ნიკ. ბარათაშვილი 1816 – 1845», და გარშემო მისი ლექსებია. ერთს მხარეზე:

«გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო,გარდამატარე ბედის სამძღარი,თუ აქამომდე არ ემონა მას,არც აწ ემონოს შენი მხედარი!»

მეორეზე:

«რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,გალიაშია დატყვევებული?და ველად იგი, ამხანაგთ შორის,

Page 58: მეუნარგია იონაƒ›ეუნარგია... · Web viewორბელიანი მიწერილ ერთს ბართში, «ჩემს

ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,თუ მოაკლედბა თავისუფლება?»

მესამეზე:

«არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდრსა ემსგავსოს,იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს!»და მეოთხეზე:

«ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლისეს განწირულის სულის კვეთება!და გზა უვალი, შენგან თელილი,მერანო ჩემო, მაინც დარჩება!.მე რომ დავსწრებოდი იმ რჩევას, საცა გადაწყდა, რა უნდა დაეწერათ ნ. ბარათაშვილის საფლავიოს ქვაზე, აზრს შევიტანდი, დაეწერათ ჩაილ-ჰაროლდიდან სიტყვები:

И даже после погребения,Останусь жить своею тоскою....